თეგი: ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი: „ფოთის ახალი ნავსადგური" უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის
„ფოთის ახალი ნავსადგურის“ მასშტაბური მშენებლობა 2020 წლიდან მიმდინარეობდა და ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის. დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება, - ამის შესახებ „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ გახსნის ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ, საქართველოს შავი ზღვის კარიბჭეში, ყოფნა. ვულოცავ კომპანია „პეისს“, მის თითოეულ თანამშრომელს ასეთი მასშტაბური პროექტის წარმატებით განხორციელებას. მოგეხსენებათ, რომ 2020 წლიდან მიმდინარეობდა „ფოთის ახალი ნავსადგურის“ მასშტაბური მშენებლობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის. დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ჩართულობა ამ პროექტში. აშშ-ის ფედერალური მთავრობის საერთაშორისო ფინანსური განვითარების კორპორაციიდან გამოყოფილი იყო დაფინანსება 50 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი და რეგიონში უდიდესი სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის მქონე ქვეყანაა. განსაკუთრებით ვუხდი მადლობას ბატონ სოსო დოლიძეს, რომელმაც თავის გუნდთან ერთად ეს არაჩვეულებრივი პროექტი განახორციელა ჩვენი ქვეყნისთვის. კომპანია „პეისი“ უკვე 30 წელია, წარმატებით საქმიანობს. დღეს ამ კომპანიის იუბილეა და ვულოცავ თითოეულ თანამშრომელს. კომპანიაში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო კომპანიის ოპერირებაში მყოფი არსებული ნავმისადგომების ყოველწლიური საშუალო ტვირთბრუნვა 3 მლნ ტონას შეადგენს. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ამ პროექტის განხორციელების პროცესში კომპანიამ გამოიჩინა ძალიან დიდი სოციალური პასუხისმგებლობა. მშენებლობის პროცესში შეიქმნა ასობით ახალი სამუშაო ადგილი, რაც პანდემიის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ რეგიონის მოსახლეობისთვის", - განაცხადა პრემიერი.
პრემიერი: ნათია თურნავა ჩვენი გუდის წევრად რჩება. მას აქვს თავისი გეგმები
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკადრო ცვლილებებზე საუბრისას ნათია თურნავას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის გუნდის წევრად რჩება. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნათია თურნავამ სამინისტროში ძალიან ბევრი საქმე გააკეთა, ახლა კი თავისი გეგმები აქვს. „მინდა, ჩემი და მთავრობის სახელით, მადლობა ვუთხრა ქალბატონ ნათიას გაწეული სამსახურისთვის. ქალბატონი ნათია სამი წელი იყო მინისტრი და ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ბევრი საქმე გააკეთა სამინისტროში. ნათია იყო და არის ჩვენი გუნდის წევრი და რჩება ჩვენი გუდის წევრად. მას აქვს თავისი გეგმები, თავისი ხედვები და თავისი სურვილი, ამის თაობაზე თავად მოგახსენებთ. მე მინდა, მას კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა და წარმატებას ვუსურვო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, მთავრობაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ოთარ დანელია დანიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ოთარ დანელია დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ოთარ დანელიას მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია და აღნიშნულ სექტორს მაქსიმალური თანადგომა ექნება, ვინაიდან ბიზნესის განვითარება ეკონომიკის ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა. პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენს კონკრეტული დავალებები მისცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბიზნესთან ღიად თანამშრომლობა, ნაკლები ბარიერები და რაც შეიძლება მინიმალური ბიუროკრატია. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გაუმარტივდეს ბიზნესს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ოთარ დანელია დღემდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას ბიზნესომბუდსმენის მოადგილე, ნინო კვეტენაძე ასრულებდა.
ირაკლი ღარიბაშვილი: პირველი მარტიდან სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა იწყება
პირველი მარტიდან სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი მოქალაეებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა იწყება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილების შექმნა და ზოგადად, უნდა შევცვალოთ სოციალური პოლიტიკა. კარგად ვიცით, რომ გზა სიღარიბის შემცირებისკენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე გადის. ამიტომ წელს უნდა დავიწყოთ აქტიური დასაქმების პოლიტიკა. ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. დღემდე არსებული სოციალური პოლიტიკა, შრომისუნარიან, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უმოქმედობისკენ უბიძგებს. 600 ათასი სოციალური დაუცველი მოქალაქიდან, 200 ათასამდე და მეტი შრომისუნარიანია. ისინი არიან აბსოლუტურად დემოტივირებულები იმისა, რომ დასაქმდნენ ლეგალურად. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ მოხუცებს, ბავშვებს, შშმ პირებს, ყველას, ვისაც ეს სჭირდება, მაგრამ შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ დასაქმება, ამოქმედება, საკუთარი თავის რეალიზება. თითოეული ოჯახის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რომ შრომისუნარიანი მოქალაქე, ვისაც ეს შეუძლია ჩაერთოს ეკონომიკურ პროცესში. ამ მიზნით, ჩვენ ამ პროცესს, დავიწყებთ 1-ელი მარტიდან და ვიწყებთ შრომისუნარიან, სოციალური შემწეობის მიმღებ პირებზე ორიენტირებულ დასაქმების აქტიურ პოლიტიკას, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბურ პროგრამას,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი: „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს
სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაიწყო უსაფუძვლო არაარგუმენტირებული სპეკულირება იმის თაობაზე, თუ რატომ მოხდა კოვიდპასპორტის გაუქმება. „ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკაც. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება. აზრი დაკარგა აღნიშნული „მწვანე ბარათების“ გამოყენებამ. თავდაპირველად ჩვენი მიზანი იყო ვაქცინაციის წახალისება და „დელტას“ და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის დროს“, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება „ომიკრონი“. მაგალითად, მე ვარ ერთი მაგალითი - მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა „ომიკრონი“. მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურ შემთხვევებში ძალიან მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს აღნიშნული ვირუსი. მიდგომა შეიცვალა, რადგან აზრი დაკარგა „მწვანე ბარათის“ გამოყენებამ, ამიტომ ჩავთვალეთ საჭირო მისი გაუქმება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
„თელმიკოს“ მიერ დარიცხული თანხების კანონიერების შესწავლის პროცესში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც ჩაერთვება
„თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, რომ ელექტროენერგიის გადასახადთან დაკავშირებული საკითხის გარშემო მოსახლეობას უმოკლეს ვადებში გაეცეს არგუმენტირებული პასუხი. „ბოლო რამდენიმე კვირაა, ჩვენი თანამოქალაქეები არასაკმარისად არგუმენტირებულ პასუხებს იღებენ, რაც დამატებითი სპეკულაციების საშუალება გახდა. ვიცი, რომ ამ საკითხზე ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაიწყო შესწავლა და განმარტა, რომ სემეკ-ის სამუშაო ჯგუფი ადგილზე სწავლობს „თელმიკოს“ და „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს. სრული სურათის დასადგენად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ „თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორის და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც და გონივრულ ვადებში წარმოადგინოს ამ გამოძიების შედეგი. თუ დარღვევა არ აღმოჩნდა, ეს მისასალმებელი იქნება, მაგრამ თუ რაიმე გადაცდომას აქვს ადგილი, ჩვენი მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ფინანსთა მინისტრს ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობის შესწავლის მიზნით, საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით, სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა
ე.წ. ქოლ-ცენტრები მუდმივი სპეკულირების საგანი გახდა. ბევრნაირი ქოლ-ცენტრი არსებობს ქვეყანაში, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ თუ ეს საქმიანობა ცდება კანონიერებას, რა თქმა უნდა ამაზე რეაგირება არის საჭირო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, საჭიროა ფინანსთა სამინისტროს მიერ შეიქმნას საგამოძიებო სამუშაო ჯგუფი, სადაც სხვა სამსახურებიც იქნებიან ჩართული, რაც აღნიშნული ქოლ-ცენტრების საქმიანობას გამოიძიებს. ამასთან, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ არაკანონიერ საქმიანობაში ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების ჩართულობაზე ინფორმაციას ფლობს. "პროკურატურამ ამის თაობაზე რამდენიმე ფაქტი გაასაჯაროვა, გამოძიების კონკრეტული შედეგები გაასაჯაროვა და მათ შორის, გერმანიის პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგებიც გაასაჯაროვა და ყველაფერი არის ნათელი, მაგრამ ვინაიდან არ წყდება ეს სპეკულაციები, მე მინდა ვთხოვო ბატონ ლაშას, რომ იგივე საგამოძიებო სამსახურის მეშვეობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, ჩართეთ სხვა უწყებებიც, რომელიც შეისწავლის ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობას ქვეყანაში. ბევრნაირი ქოლ-ცენტრი არსებობს ქვეყანაში, ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ თუ ეს საქმიანობა ცდება კანონიერებას, რა თქმა უნდა ამაზე რეაგირება არის საჭირო და კიდევ ვიმეორებ, რომ მე არ მინდა გვარების დასახელება, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართული ჩემი ინფორმაციით, ამის თაობაზე გამოძიებას აქვს ინფორმაცია. მოგეხსენებათ, რომ პროკურატურამ რამდენიმე პირის მიმართ უკვე დაიწყო გამოძიება და შედეგებიც სახეზეა, მაგრამ მაინც საჭირო არის, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს და შეწყდეს ეს სპეკულაციები, რომელმაც მართლაც, კამპანიური ხასიათი მიიღო და თავის გაფუჭებულს აბრალებენ სხვებს. ისინი იყვნენ ჩართულები და ვინაიდან სახელმწიფომ გამოავლინა მათი ეს დანაშაულებრივი სქემები, ამის შემდეგ დაიწყეს შურისძიების მიზნით სხვებზე გადაბრალება, ამ შემთხვევაში, მთავრობის წევრებზე გადაბრალება, რაც მიუღებელია და ამას სჭირდება არგუმენტირებული პასუხები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
თამარ გაბუნიას თქმით, პრემიერის განცხადება შეეხებოდა იმას, რომ „მწვანე საშვი“ „ომიკრონის” პირობებში პრაქტიკულად აზრს კარგავს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმით ხსნის, რომ„მწვანე საშვის” მოქმედება „ომიკრონის” პირობებში პრაქტიკულად აზრს კარგავს. გაბუნიას განმარტებით ამას გულისხმობდა პრემიერი. თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კორონავირუსის გადატანილი სტატუსი და ვაქცინაცია „ომიკრონის” პირობებში გარანტია აღარ არის, რომ ადამიანი აღარ დაინფიცირდება. „განცხადება შეეხებოდა „მწვანე საშვების” გაუქმების შესახებ განმარტებას და იმას, რომ „მწვანე საშვის“ მოქმედება „ომიკრონის“ პირობებში პრაქტიკულად აზრს კარგავს და ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთხელ გააკეთა ამაზე კომენტარი. საქმე შეეხება იმას, რომ გადატანილი სტატუსი და ვაქცინაცია ცხადია, აღარაა „ომიკრონის“ პირობებში გარანტია, რომ ადამიანი აღარ დაინფიცირდეს. ამდენად, „მწვანე საშვის“ მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ რამდენიმე კვირის წინ მიიღო. რაც შეეხება ვაქცინის ეფექტიანობას, ვაქცინა ინფექციის გადაცემისგან „ომიკრონის“ პირობებში შედარებით ნაკლებად იცავს. ამის შესახებ მტკიცებულებები არსებობს, თუმცა იცავს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალებისგან. ქვეყანა, მთავრობა და ყველა დაინტერესებული მხარე აქტიურად აგრძელებს ვაქცინაციის კამპანიას. ჩვენთვის მთავარი მიზანია, რომ ვაქცინაციის სათანადო მოცვით შემცირდეს ჰოსპიტალიზაცია და გარდაცვალების შემთხვევები”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მისივე თქმით, მედიის მხრიდან საჭიროა ვაქცინაციის თემაზე პოზიტიური კამპანია. „ჩემი აზრით, თქვენი (მედიის) მხრიდან მეტად პოზიტიური კამპანია იქნება მხარდამჭერი იმისა, რომ ვაქცინაციის კამპანია გაგრძელდეს მეტად აქტიურად, რათა ანტივაქსერმა თუ იმ პირმა, რომელიც ჯერჯერობით ვერ ყალიბდება, რომ ვაქცინა ჩაიტაროს, ეს გააკეთოს. ამ შემთხვევაში საქმე ეხება პოზიტიურ საკომუნიკაციო კამპანიას და არა მუდმივად ნეგატიურ თემებზე აქცენტირებას”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ამავე თემაზე: პრემიერ-მინისტრი: „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. „ხაზი გაესვა რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი ჩართულობით განხორციელდა. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარებისთვის. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა მას მადლობა გადაუხადა“,- აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 18-20 თებერვალს მიუნხენში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური, კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ ვოლფგანგ იშინგერმა მიიწვია. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებსა და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მსოფლიოს წამყვანი ფორუმია საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის განსახილველად, რომელიც ყოველი წლის თებერვალში თავს უყრის 450-ზე მეტ გადაწყვეტილების მიმღებ მაღალჩინოსანსა და ლიდერს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.
ირაკლი ღარიბაშვილი: მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში
მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, რაც ნამდვილად შესანიშნავი პლატფორმაა ტრადიციული და თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევების განსახილველად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას. „საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას საერთო ფასეულობებისა და იდეალების წინსვლის სურვილით, რასაც შეუძლია გაზრდილი უსაფრთხოება უზრუნველყოს მთელს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი: კიბერსაფრთხეებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის წინა ხაზზე ვიმყოფებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში Jigsaw-Google-ის აღმასრულებელ დირექტორს ჯარედ კოენს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემა იყო ტექნოლოგიების განვითარების განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაც დეზინფორმაციასა და კიბერ-საფრთხეებთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე, ერთ-ერთ ყველაზე დაბალ გადასახადებზე, მსოფლიოს ავტორიტეტულ რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყნის პოტენციალს საინფორმაციო და ინტერნეტ-ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, ასევე - ხელსაყრელ მდებარეობას. „შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ციფრული და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ქართველი პროფესიონალების უნარების შემდგომ განვითარებას, ახალი ინსტრუმენტების და მეთოდების დანერგვა კი, კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივ მუშაობას მოითხოვს. პრემიერმა დაადასტურა მზადყოფნა, საქართველოს შესაბამისი პროფესიული წრეების წარმომადგენლები ჩაერთონ სპეციალურ ტრენინგებში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტექნოლოგიური სიმძლავრეების განვითარებას და ქართული ინსტიტუტების მდგრადობის გაძლიერებას, მათ შორის დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარედ კოენს საქართველოში რეგიონული ჰაბის დაფუძნება შესთავაზა და შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებების ადგილზე გასაცნობად Jigsaw-Google-ის დელეგაცია თბილისში მიიწვია“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. „ციფრული და კიბერსივრცის უსაფრთხოება, მტკიცებულებებსა და კვლევებზე დაფუძნებული საერთაშორისო პრაქტიკა საქართველოსთვის მუდმივ საჭიროებად იქცა, რადგან კიბერსაფრთხეებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის წინა ხაზზე ვიმყოფებით“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პრინცს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საუდის არაბეთის სამეფოს პრინც ფეიზალ ბინ ფაჰრან ალ საუდს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროში არსებულ თანამშრომლობას და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღინიშნა, რომ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები პოზიტიური დინამიკით ხასიათდება და დადასტურდა ორმხრივი მზადყოფნა, ამ მიმართულებით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის. პრემიერის შეფასებით, საქართველოს მთავრობა ასევე მიესალმება საუდის არაბეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას და მზად არის, მომავალშიც დაუჭიროს მხარი დაინტერესებულ ინვესტორებს საქართველოში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში. „ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ სტაბილურ და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს, ასევე - იმ შესაძლებლობებს, რომელსაც ინვესტორებს არაერთ ქვეყანასთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აძლევს. მხარეებმა ასევე გაცვალეს პოზიციები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრ ბენი განცს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, „შეხვედრაზე, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობას, რომელიც დინამიკურად ვითარდება“. „აღინიშნა, რომ 2022 წელი საიუბილეოა ორმხრივ ურთიერთობებში, რამდენადაც საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება. მხარეების შეფასებით, ორ ქვეყანას სამაგალითო და ძლიერი ურთიერთობა აკავშირებს, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საერთო ფასეულობებს ემყარება და ქმნის მტკიცე საფუძველს პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის. საუბრისას, ყურადღება გამახვილდა თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ისრაელის სახელმწიფოს ვიცე-პრემიერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ისრაელის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
დავით ზალკალიანი: პრემიერს შესაძლებლობა ექნება, სამხრეთ კავკასიის რეგიონზე ფოკუსირებულ პანელზე მიიღოს მონაწილეობა
პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობა ექნება სამხრეთ კავკასიის რეგიონზე ფოკუსირებულ პანელზე მიიღოს მონაწილეობა, სადაც ფართოდ გაშლის ჩვენს პოზიციებს და მოსაზრებებს, თუ რა არის საჭირო რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად -ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიუნხენში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, თავიდან იქნას აცილებული ყველაზე მძიმე სცენარი, რომელმაც შეიძლება არა მხოლოდ რეგიონი, არამედ მთლიანად ევროპული უსაფრთხოება დააყენოს თავდაყირა. დავით ზალკალიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს არსებულ ვითარებაზე და პარალელებზე საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოზე და 2008 წლის ომზე ისაუბრა. „მონაწილეობა მივიღეთ მიუნხენის კონფერენციის გახსნის ცერემონიალში. გარდა ამისა, იყო რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა, მათ შორის ეკონომიკური მიმართულებით. ასევე, პრემიერ-მინისტრს შეხვედრები ჰქონდა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან და საუდის არაბეთის სამეფო კარის წარმომადგენელთან, პრინც ფეიზალთან. ბუნებრივია, ამ შეხვედრებზე ძირითადი აქცენტები იყო როგორც ორმხრივი ურთიერთობის თემატიკაზე, ასევე ეკონომიკური შესაძლებლობებით თანამშრომლობის გაფართოებაზე. რა თქმა უნდა, საუბრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, რადგანაც ყველას აინტერესებს სიტუაცია რეგიონში, ჩვენი ხედვა, ის გამოცდილება, რომელიც საქართველოს გასული წლებიდან აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც საინტერესო იყო პარტნიორების ხედვა და მათი პოზიციების გაგება. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო განცხადებები, რომელიც გახსნით ნაწილში გაკეთდა და საზოგადოებამ იხილა, რომ იგივე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი როდესაც საუბრობს დღეს არსებულ სიტუაციაზე და პარალელებზე, ისაუბრა 2008 წელზე, საქართველოზე. ძალიან ბევრი პარალელი და მსგავსი სიტუაციაა. არსებული სიტუაციით ყველა ძალიან შეშფოთებულია, მთავარი აქცენტი და ფოკუსი იმაზეა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ დავუშვათ ომი და მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია. რამდენად წარმატებული იქნება საერთაშორისო თანამეგობრობა ამაში, გამოჩნდება. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული არ არის მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაზე, ასევე დამოკიდებულია იმაზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან რამდენად იქნება გამოხატული კეთილი ნება, რომ არ გადაიზარდოს ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში, რადგანაც ამას უმძიმესი შედეგები ექნება არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ მთლიანად ახალი გეოპოლიტიკური სურათი წარმოიქმნება მსოფლიოში. ყველა ლიდერი, რომელიც აქ არის ჩამოსული, ამას ძალიან კარგად აცნობიერებს. პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა ცალკე პანელში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც ჩვენს რეგიონზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონზე იქნება ფოკუსირებული. რა თქმა უნდა, ამ პანელზე კიდევ უფრო ფართოდ გაშლის პრემიერ-მინისტრი ჩვენს პოზიციებს და მოსაზრებებს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ რეგიონში უზრუნველყოფილი იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და თავიდან იყოს აცილებული ყველაზე მძიმე სცენარი, რომელმაც შეიძლება არა მხოლოდ რეგიონი, არამედ მთლიანად ევროპული უსაფრთხოება დააყენოს თავდაყირა”,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო კრიპტო ვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოებისთვის ძალიან კარგ პლატფორმას ქმნის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს ადგილმდებარეობა, სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემო რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ კრიპტოვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოებისთვის კარგ პლატფორმას ქმნის. „ძალიან კარგი შესაძლებლობა მომეცა, სამომავლო პარტნიორობის განვითარების შესახებ მესაუბრა კრიპტოვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის (FTX Crypto Derivatives Exchange) დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორთან სამ ბანკმან-ფრიდთან. საქართველოს ადგილმდებარეობა, ჩვენი ქვეყნის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნეს გარემო ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ კრიპტო ვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის საქმიანობის გაფართოებისთვის ძალიან კარგ პლატფორმას ქმნის“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ბულგარელ კოლეგას, კირილ პეტკოვს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ 2022 წელი ორმხრივ ურთიერთობებში საიუბილეოა, რამდენადაც საქართველოსა და ბულგარეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება, რაც კარგი საფუძველია სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის. საუბრისას, ხაზი გაესვა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ ტენდენციას, ასევე იმ პოტენციალს, რომელიც ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და საკომუნიკაციო კავშირების განვითარების მიმართულებით არსებობს. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, ასევე ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და შავი ზღვის უსაფრთხოების როლს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას ასევე მადლობა გადაუხადა ასოცირებული ტრიოს ინიციატივის მხარდაჭერისთვის, რაც მნიშვნელოვანი ფორმატია სამი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით ევროპული ინტეგრაციის პროცესში კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მისაღწევად. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. ირაკლი ღარიბაშვილმა ბულგარეთის პრემიერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი: პრიორიტეტული იყო მიუნხენის კონფერენციის პლატფორმის გამოყენება ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხაზგასასმელად
„ჩვენთვის პრიორიტეტული იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პლატფორმის გამოყენება ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს. ღარიბაშვილის თქმით, კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები გამართა როგორც პოლიტიკურ ლიდერებთან, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან. „ნაყოფიერი ვიზიტი მქონდა მიუნხენში, უსაფრთხოების 58-ე კონფერენციაზე, სადაც პირადად კონფერენციის თავმჯდომარის, ვოლფგანგ იშინგერის მიწვევით ვიმყოფებოდი. შეხვედრები გავმართე, როგორც პოლიტიკურ ლიდერებთან, ასევე ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და უმსხვილესი კომპანიების პირველ პირებთან. ჩვენთვის პრიორიტეტული იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პლატფორმის გამოყენება ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად. უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი უკრაინელი მეგობრებისადმი, ასევე ვიმსჯელეთ ვითარების განმუხტვის გზებზე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვიზიტის ფარგლებში გამართული ეკონომიკური შეხვედრები, რადგან ჩვენი ქვეყნის განვითარება, მიმზიდველობის გაზრდა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რათა მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გავაძლიეროთ ეკონომიკა და გავხდეთ რეგიონული ჰაბი“, - წერს პრემიერ-მინისტრი მისივე Facebook გვერდზე.
ირაკლი ღარიბაშვილი, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსტაფა შენთოფს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც უმაღლეს ნიშნულზეა. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელი სრულდება და საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად არაერთი ღონისძიება იგეგმება. საუბარი შეეხო ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ თურქეთი კვლავ რჩება საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორად. ხაზი გაესვა, რომ არსებული რეგიონული პროექტები საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის საკითხები, ასევე პრემიერის მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა, რომელიც იქნება დიალოგის მნიშვნელოვანი პლატფორმა და ხელს შეუწყობს რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზებას. შეხვედრაზე გამოითქვა ორმხრივი მზაობა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებასთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ მისასალმებელია მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკა.
ირაკლი ღარიბაშვილი: რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის „აღიარება“ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარებას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აფასებს. შესაბამისი ტექსტი პრემიერის Twitter გვერდზე განთავსდა. რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი ნაბიჯია და სამწუხაროდ, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას იმეორებს. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საგარეო უწყება: იმედი გვაქვს, სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობას საერთაშორისო თანამეგობრობის მკაცრი რეაგირება მოჰყვება სალომე ზურაბიშვილი: საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების „აღიარებას“ ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა
ირაკლი ღარიბაშვილმა დუნია მიატოვიჩთან ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოსა და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩს შეხვდა. საუბარი შეეხო ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას. ამის შესახებინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა დუნია მიატოვიჩს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული განვითარების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ერთგული რჩება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მთავარი პრიორიტეტის მიმართ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყველა მოქალაქისთვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფაა და ამ მიმართულებით, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით და მრავალმხრივი შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებების შესრულებასთან ერთად, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა. ბოლო წლებში კი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან ერთად მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ადამიანის უფლებების ერთიანი ეროვნული სტრატეგია საქართველომ პირველად 2014 წელს დაამტკიცა, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ თომას ჰამერბერგის მიერ მომზადებულ ანგარიშს ეყრდნობოდა და 2014-2020 წლებს ფარავდა. სახალხო დამცველის აპარატთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით კი ამჯერად მთავრობის ადმინისტრაცია ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც 2022-2030 წლებს დაფარავს. გასულ წელს გაერო-ს სააგენტოებთან, სახალხო დამცველის ოფისთან და სამოქალაქო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, მთავრობის ადმინისტრაციამ შშმ პირთა უფლებების უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტი შექმნა, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის გაერო-ს შშმ პირთა უფლებების დაცვის კომიტეტის რეკომენდაციებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტული საკითხია, გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და ეროვნულ დონეზე სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტით არის დაცული. მისი თქმით, მთავრობა რჩება მედიის თავისუფლების, გამჭვირვალობისა და პლურალიზმის უზრუნველყოფის ერთგული და ამ კუთხით არსებულ პროგრესზე მიუთითებს საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციები. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილმა დუნია მიატოვიჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. პრემიერ-მინისტრმა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპაციისკენ გადადგმული ნაბიჯები ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დირექტორის მოადგილე კლაუდია ლემი, კომისრის მრჩეველი ოლენა პეტსუნი, ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილი და ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი დაესწრნენ. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილი: ანტივაქსერს მეძახიან ადამიანს, რომელმაც 5 მილიონი ვაქცინა შემოვიტანე
„ვაქცინებზე მაკრიტიკებენ და ანტივაქსერს მეძახიან ადამიანს, რომელმაც 5 მილიონი ვაქცინა შემოვიტანე, დამხვდა ნული, როცა მოვედი პრემიერად. კოვიდი ორჯერ გადავიტანე, ორჯერ ავიცერი“,... ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. გადაცემის წამყვანმა მას „ომიკრონზე“ გაკეთებული განცხადება შეახსენა, რომ ვაქცინა ამ შტამზე არ მუშაობს. „მე კი არ გავაკეთე ეს განცხადება, მოუსმინეთ მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს, მათაც არ იციან, რა არის „ომიკრონი“, რეალურად, ეს არის პანდემიის დასასრულის დასაწყისი“, უპასუხა ღარიბაშვილმა. ეს არის პროფესორი ფაუჩის და სხვა მეცნიერების ნათქვამი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში. მისივე თქმით, ის რომ „ომიკრონზე“ ვაქცინა არ მუშაობს, ეს არის პროფესორი ფაუჩის და სხვა მეცნიერების ნათქვამი.
ირაკლი ღარიბაშვილი: იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში. ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკების გზით
რეზოლუციის გარდა არის თუ არა ნაბიჯები, რითაც საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას და მიუერთდება თუ არა საქართველო სანქციებს, ამ შეკითხვებს უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყოველთვის ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელებს. „ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებში გვერდით ვუდგავართ უკრაინელ ხალხს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ღარიბაშვილის თქმით, ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკების გზით. ჩვენ ვაკვირდებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქციას, ყურადღებით შევისწავლით სანქციებს, მის შესაძლო ეფექტებს როგორც რეგიონზე, ასევე ჩვენს ქვეყნაზე და ამის მიხედვით, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს. „მხოლოდ დიპლომატიის, მხოლოდ მოლაპარაკების გზით, იმიტომ რომ ჩვენ ომის ფასი ძალიან კარგად ვიცით, ქართველებმა. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ უჩვეულო გარემო იყო მიუნხენის კონფერენციაზე. ჯერ ერთი, წარმომადგენლობა იყო საკმაოდ შეზღუდული, შემცირებული, ძალიან ნაკლები ქვეყნის ლიდერი ჩამოვიდა, სამწუხაროდ და ჩემდა გასაკვირად მიუნხენში და ძალიან დაბნეულობა იგრძნობოდა ამ მიმართულებითაც, თუმცა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობარ უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ვუსურვებთ სიმტკიცეს, მშვიდობას. უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი საკმაოდ თავშეკავებული არის ამ სიტუაციაში, მიუხედავად იმ დიდი გამოწვევისა, რომელიც მისი ქვეყნის და მისი ხალხის წინაშე დგას და ჯერჯერობით იგი ძალიან მტკიცე თავშეკავებას იჩენს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში. ჩემთვის საინტერესო იყო იმის მოსმენა, რომ რიგმა ევროპის ქვეყნებმა უარიც კი განაცხადეს და უკრაინას არ მიაწოდეს იარაღი, ეს ზოგიერთმა ქვეყანამ თავისებურად ახსნა, მოგეხსენებათ, რომ ამერიკა იყო ყველაზე დიდი დონორი ამ მიმართულებით და ყველაზე მეტი კონტრიბუცია მათ შეიტანეს იარაღის მიწოდების ნაწილში, კიდევ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ზოგადად მე მინდა ვთქვა, რომ იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში. ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკების გზით. მხოლოდ დიპლომატიის, მხოლოდ მოლაპარაკების გზით, იმიტომ, რომ ჩვენ ომის ფასი ძალიან კარგად ვიცით, ქართველებმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ყურადღებით შევისწავლით სანქციებს, მის შესაძლო ეფექტებს როგორც რეგიონზე, ასევე ჩვენს ქვეყანაზე
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „დღეს ნამდვილად ძალიან რთული იქნება იმის თქმა, რა გავლენა ექნება შესაძლო სანქციების გამკაცრებას რუსეთის მიმართ, შემდეგ ეს როგორ აისახება რუსეთის ეკონომიკაზე და შესაბამისად, როგორი გავლენა ექნება მას საქართველოს ეკონომიკაზე, ამ საკითხს ანალიტიკოსები სწავლობენ, აკვირდებიან“. ღარიბაშვილის თქმით, საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც თავისი როლი აქვს, და ქვეყანამ მშვიდად, ეროვნული ინტერესებს გათვალისწინებით და პრაგმატულად უნდა იმოქმედოს. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: იარაღის მიწოდება არ არის გამოსავალი ამ სიტუაციაში. ნებისმიერი ასეთი კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მხოლოდ მოლაპარაკების გზით „დღეს სურათი ბოლომდე არ არის გამოკვეთილი. გარდა იმისა, რაც მოვისმინეთ, რომ გარკვეული სანქციები დაუწესეს ევროკავშირის წევრებმა, ასევე ამერიკამ ამ ორ აღიარებულ სუბიექტს დაუწესა სანქციები, ამის მეტი ჩვენ არაფერი გვსმენია. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ამ ვითარებაში ჩვენ გვმართებს ნაკლები ემოციები. ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ ყოველთვის. პრაგმატულობა და ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევი ამ და სხვა ნებისმიერ სიტუაციაში. ჩვენ ვაკვირდებით ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეაქციას, ყურადღებით შევისწავლით სანქციებს, მის შესაძლო ეფექტებს როგორც რეგიონზე, ასევე ჩვენს ქვეყანაზე და ამის მიხედვით, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს. უნდა ითქვას პირდაპირ, რომ რუსეთი ცდილობს, შეცვალოს მსოფლიო წესრიგი, ის წესრიგი, რომელიც დამყარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ცივი ომის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგ. ეს წესრიგი, ეს რეალობა დღეს გადახედვის პროცესშია. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ჩვენი როლი გვაქვს, მაგრამ ზედმეტი ემოციების დახარჯვა არაფრის მომტანია ჩვენთვის. ჩვენ მშვიდად, ცივად, ეროვნული ინტერესებს გათვალისწინებით და პრაგმატულად უნდ ვიმოქმედოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერმა განაცხადა, რომ არ აქვს იმის თქმის, საფუძველი, რომ დღეს რაიმე საფრთხე ემუქრება ქვეყანას. „ჩვენი სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე დაყრდნობით და ზოგადად, ვითვალისწინებთ რა და ვუკეთებთ ანალიზს ჩვენს რეგიონსა და ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, მე არ მაქვს საფუძველი იმის თქმის, რომ დღეს რაიმე საფრთხე გვემუქრება. საფრთხე უკვე განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში 2008 წელს, როდესაც გვქონდა ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან. სხვა დამატებით საფრთხეს, დღეის გადმოსახედიდან, მე ვერ ვხედავ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საფრთხე არის უკრაინისთვის. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ მართლაც განვიცდით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. მოგეხსენებათ, რომ მე ვიყავი უკრაინაში ვიზიტით, აგვისტოს თვეში მქონდა ძალიან კარგი შეხვედრები პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრემიერი შმიგალი იყო ჩამოსული ივნისის თვეში ჩემი მოწვევით, გასულ წელს. ასევე პრეზიდენტი ზელენსკი იყო ჩამოსული ბათუმში და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები განვავითარეთ. აბსოლუტურად მესმის მათი მდგომარეობა. მე მქონდა ასევე შესაძლებლობა, რომ გამეზიარებინა მათთვის ჩვენი გამოცდილება, მათ შორის, ის შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული წინა ხელისუფლების დროს, ომის დროს, ომამდე და ომის შემდეგ. ეს საუბრები მქონდა მიუნხენის კონფერენციამდე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით, სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია
„ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე საკუთარ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაური საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, მიმართოს ყველა ზომას, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მიმართოს ყველა შესაძლებელ ზომას იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევა და თავიდან აიცილოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. ვიდეო
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ პრაგმატული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით მოახერხა, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში ქვყანას მიეღწია მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. მისი თქმით, „ხელისუფლებამ მოახერა ის, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დაასტაბილურა, მათ შორის, რუსეთთანაც მოახდინა სიტუაციის დეესკალაცია, რაც რა თქმა უნდა, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდა“. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველო ახლაც ეროვნული ინტერესების და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედებს, შესაბამისად, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან ეს მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას“. „არცერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესს დააზიანებს, შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომლებიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, ვგულისხმობ ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს. მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესების და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. შესაბამისად, მე როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაზე, ვიხელმძღვანელებ მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით“, - განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.
ირაკლი ღარიბაშვილი: უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს
უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა დღეს, ამ ვითარებაში არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, უსაფრთხეობის საბჭოს სხდომის გამართვა, „პიარის და რაღაც შოუს დადგმა, ჩემი ხელწერა არ არის“. „ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი მთავრობა, ჩემი მეთაურობით, ეროვნულ პოლიტიკას ვატარებთ. უსაფრთხოების საბჭოს გამართვა, პიარის და რაღაც შოუს დადგმა, ჩემი ხელწერა არ არის. მე საქმეზე და ჩემი ქვეყნის ინტერესებზე ვფიქრობ. ბუნებრივია, გუშინდელი დღის განმავლობაში უსაფრთხოების კაბინეტთან მქონდა განხილვა live რეჟიმში იმ ინფორმაციების, რომელიც ჩვენს სამსახურებს მოეწოდებოდა. ეს არის ჩემი ყოველდღიური მუშაობის შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, ჩემი პასუხი არის შემდეგი, უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვა დღეს, ამ ვითარებაში არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს“, - განაცხადა პრემიერმა. პრემიერი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ჩაინიშნა, მისვლას არ აპირებს. ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,რომ ოპოზიციის „ამოცანა არის პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების გამეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში ვერ აირიდეს“. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ პარლამენტში სხდომა არ ჩატარდება, საბოლოოდ ეს არის კაპიტულაცია რუსეთის წინაშე, ეს არის განაცხადი „ქართული ოცნების", რომ არ აპირებენ იბრძოლონ ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ამავე თემაზე: პარლამენტში რიგგარეშე სხდომა 25 თებერვალს, 12:00 საათზე ჩაინიშნა „საჭიროდ მიმაჩნია, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ უსაფრთხოების საბჭო, რომ გამოვხატოთ ყველამ ერთად, რომ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით“, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 თებერვალს, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. პრეზიდენტმა რომ განაცხადა, მასთან შესულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის თხოვნა და აპირებს, ხელის მოწერით დაეთანხმოს მის დანიშვნას. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ხელს მოაწერს სალომე ზურაბიშვილი: მზად ვარ, წარმოვადგინო საქართველო ყველა ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა პრემიერი: მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, ჩვენ დღეს არავითარი საშიშროება არ გვაქვს ირაკლი ღარიბაშვილის: უკრაინაში ჩასვლა, ჩასვლისთვის არაფრის მომცემია
ხატია დეკანოიძე: საქართველოს პარლამენტში დღეს სირცხვილის დღეა, პარლამენტის კარები ჩაგვიკეტეს
საქართველოს პარლამენტის სამარცხვინო თავმჯდომარე პაპუაშვილმა, რომლის სახელიც ისტორიაში არ დარჩება, გადაწყვიტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდეს და პარლამენტის დარბაზი ჩაგვიკეტოს. დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს პარლამენტში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში განაცხადა. „დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს პარლამენტში, დღეს არის სირცხვილის დღე საქართველოს ისტორიაში და არა მხოლოდ საპარლამენტო ცხოვრებაში. მაშინ, როდესაც ამ წუთებში კიევში რუსული დივერსიული ჯგუფები თავდაცვის ძალებს უტევენ, უმრავლესობამ სრულიად სამარცხვინო გადაწყვეტილებით შეაგროვა უმრავლესობის დეპუტატების ხელმოწერები და გადაწყვიტა, რომ დღეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, პრეზიდენტის მიერ მოწვეული პარლამენტის სხდომა არ ჩაეტარებინა და პირველად საქართველოს ისტორიაში პარლამენტის დარბაზი არ გაეღო. საქართველოს პარლამენტის სამარცხვინო თავმჯდომარე პაპუაშვილმა, რომლის სახელიც ისტორიაში არ დარჩება, გადაწყვიტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდეს და პარლამენტის დარბაზი ჩაგვიკეტოს. ჩაუკეტოს საქართველოს მოქალაქეებს, ჩაუკეტოს უკრაინას, ჩაუკეტოს გმირებს, ვინც გუშინ და დღეს დაეცნენ. დღეს აქ საქართველოს და უკრაინის ჰიმნები უნდა გაგვეჟღერებინა და გვეთქვა მსოფლიოსთვის, რომ ჩვენც ოკუპირებულები ვართ, გვეთქვა, რომ უკრაინაში მიდის აგრესია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ცნობისთვის, პრემიერი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, რომელიც უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ჩაინიშნა, მისვლას არ აპირებს. ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,რომ ოპოზიციის „ამოცანა არის პროვოკაციების მოწყობა და იმ უბედურების გამეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში ვერ აირიდეს“. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ პარლამენტში სხდომა არ ჩატარდება, საბოლოოდ ეს არის კაპიტულაცია რუსეთის წინაშე, ეს არის განაცხადი „ქართული ოცნების", რომ არ აპირებენ იბრძოლონ ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. ამავე თემაზე: პარლამენტში რიგგარეშე სხდომა 25 თებერვალს, 12:00 საათზე ჩაინიშნა „საჭიროდ მიმაჩნია, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ უსაფრთხოების საბჭო, რომ გამოვხატოთ ყველამ ერთად, რომ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით“, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 24 თებერვალს, საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. პრეზიდენტმა რომ განაცხადა, მასთან შესულია პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის თხოვნა და აპირებს ხელის მოწერით დაეთანხმოს. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ხელს მოაწერს სალომე ზურაბიშვილი: მზად ვარ, წარმოვადგინო საქართველო ყველა ფორმატში, სადაც მიმდინარეობს უკრაინის საკითხის განხილვა პრემიერი: მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო და ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, ჩვენ დღეს არავითარი საშიშროება არ გვაქვს ირაკლი ღარიბაშვილის: უკრაინაში ჩასვლა, ჩასვლისთვის არაფრის მომცემია
ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინაში ომის შემჩერებელი დღეს არავინ არის და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება
უკრაინაში ომის შემჩერებელი ვხედავთ, რომ დღეს არავინ არის და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშეა და ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია და გაუთვლელი ნაბიჯები დიდი რისკის შემცვლელი. „დღეს ევროპაში მიმდინარეობს უზარმაზარი ომი. ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ომი და უკრაინის დედაქალაქი იბომბება. ამის შემჩერებელი ვხედავთ, რომ დღეს არავინ არ არის და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება. ისიც ვთქვათ, დღეს უკრაინაში ომობს უკრაინელი ჯარისკაცი და უკრაინის ჯარი, ამიტომ, კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანა და მთელი მსოფლიო არის დიდი გამოწვევების წინაშე და ამ სიტუაციაში ყოველგვარი ემოცია და გაუთვლელი ნაბიჯები, ქმედება არის დიდი რისკის შემცვლელი. მე ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, არაფერს გავაკეთებ, რაც შეეწინააღმდეგება ქვეყნის და ხალხის ინტერესს, არაფერს! მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით ვიხელმძღვანელებ, მიუხედავად ოპოზიციის იმ ნარატივისა, რომელიც ჩამოყალიბდა და რომლითაც ისინი სპეკულირებენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ბორელი: ევროპაში ომის ხელახლა გაჩაღების პუტინისეულ არჩევანს ჩვენ მივიჩნევთ ,,ჯუნგლების კანონის“ დაბრუნება საქართველოს მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ომი და რას განიცდის უკრაინელი ხალხი ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს
პრემიერი: ვინმეს თუ უფიქრია, დღეს სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში, სად ვიქნებოდით? ომი ჯერ თბილისში დაიწყებოდა, შემდეგ კიევში
მაშინ, როცა კიევში ხალხი იღუპება, აქ კონცერტებს მართავენ და ჟრიამული აქვთ ატეხილი, ეს 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს მაგონებს, როცა რუსთაველზე გამოიყვანეს ხალხი, წაგებული, განადგურებული ქვეყანა გამარჯვებულად გამოაცხადეს და ხალხს „მიშა, მიშა“ აძახებინეს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, ჯერ ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელოს და მერე იფიქროს სხვა ქვეყნის ინტერესებზე. „ბუნებრივია, დღეს ყველანი სოლიდარულნი ვართ, ძალიან დიდი გულისტკივილით ვუყურებთ იმას, რაც ხდება უკრაინაში. ხალხი იღუპება და იბომბება მთელი უკრაინა, კიევი და სამწუხაროდ, სამარცხვინოდ, უნდა ითქვას, მაშინ, როცა ხალხი იღუპება, აქ კონცერტებს მართავენ და ჟრიამული აქვთ ატეხილი. ეს მაგონებს 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ, მაშინ, როცა რუსთაველზე გამოიყვანეს ხალხი და „მიშა, მიშა“ აძახებინეს. წაგებული, განადგურებული ქვეყანა გამარჯვებულად გამოაცხადეს. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან შეშფოთებით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე ომს, რაც ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან შეშფოთებით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე ომს, რაც ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია
ბუნებრივია, ძალიან შეშფოთებით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე ომს, მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენი გულისტკივილი გამოვხატო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინაში რაც ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია. „უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებების წარმოება, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი და იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და წესებს. ამის თაობაზე გვქონდა ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია. გამოვხატეთ სოლიდარობა და მხარდაჭერა პოლიტიკურ დონეზე. ამასთანავე, მინდა, გითხრათ, რომ დღეს დილით, ჩემი გადაწყვეტილებით 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა პოლონეთში, რომელიც მიეწოდა უკრაინულ მხარეს. რა თქმა უნდა, ეს ჰუმანიტარული ტვირთი არის დახმარება ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმებისთვის. უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში და ვერ დაბრუნდნენ უკრაინაში, მათაც მიეწოდებათ ყველა სერვისი და ყველა მომსახურება თბილისში უფასოდ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინაში ომის შემჩერებელი დღეს არავინ არის და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება
დავით ზალკალიანი: საქართველოსა და უკრაინის პრემიერებს შორის არის ძალიან კარგი ურთიერთობა - ეჭვი მაქვს, ამ „ტვიტის“ შექმნაში უშუალოდ შმიგალი არ უნდა იყოს ჩართული
პრემიერ ღარიბაშვილსა და შმიგალს შორის არის ძალიან კარგი ურთიერთობა - ამ „ტვიტის“ შექმნაში უშუალოდ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის მიერ "ტვიტერზე" გაკეთბულ განცხადებას. მისი თქმით, საქართველოს პრემიერსა და მის უკრაინელ კოლეგას შორის არსებობს ბრწყინვალე ურთიერთობა და საქართველო უკრაინის დახმარებას განაგრძობს, რაც შეეხება გაკეთებულ განცხადებას, მას გასდევს შექმნილი რთული ემოციური ფონი. “მე მითხრეს ამ "ტვიტის" შესახებ, მითხრეს, რომ ის ქართულ ენაზეა გაკეთებული. მესმის ის ემოციური ფონი, რომელიც უკრაინაშია შექმნილი. მე მინდა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდეს, რომ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსა და პრემიერ-მინისტრ შმიგალს შორის არის მართლაც ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა ბოლო ვიზიტების დროს, როდესაც ის საქართველოში იმყოფებოდა, ასევე, როდესაც მისი მიწვევით პრემიერი იყო უკრაინაში, ჩვენ არამხოლოდ ოფიციალური, არამედ ძალიან მჭიდრო მეგობრული, პარტნიორული, ნამდვილი ძმური ურთიერობა ჩამოგვიყალიბდა”, - განაცხადა ზალკალიანმა. მისი მოსაზრებით, პირადად მასში ეჭვს იწვევს თავად “ტვიტერის” წარმომავლობა. “მე ეჭვი მაქვს, რომ თვითონ ამ "ტვიტის" შექმნაში უშუალოდ პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული.. მაგრამ ეს ჩემი ვარაუდებია, რადგანაც ის ტექსტი, რომელიც ქართულად არის დაწერილი, მე ბევრ ეჭვს მიჩენს და მაქვს ჩემი მოსაზრება, თუ საიდან შეიძლება ის მოდიოდეს. მაგრამ ეს იქით იყოს, რადგან მესმის იქ შექმნილი სიტუაციის სიმძიმე და ამ ემოციურ ფონზე შეიძლება, რაღაც ასეთი პოსტი ყოფილიყო გაკეთებული”, - განაცხადა ზალკალიანმა. მისივე თქმით, ორი ქვეყნის პრემიერს შორის ურთიერთობა არის ურყევი და შეუქცევადი. “საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ის ურთიერთობა, რაც პრემიერ ღარიბაშვილსა და პრემიერ შმიგალს შორის ჩამოყალიბდა და ის გვერდში დგომა, რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა მის მიმართ გამოამჟღავნა, არის ურყევი და შეუქცევადი და როგორც მანამდე ვედექით ჩვენს უკრაინელ ძმებს, ისე დავუდგებით მომავალშიც და ამას ვერაფერი ვერ შეანელებს”, - დასძინა მან. დავით ზალკალიანის კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს დენის შმიგალი: მამაცი ქართველი ძმები უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებიან - იმედია, ირაკლი ღარიბაშვილი გამბედაობას გამოიჩენს და ფრენის ნებართვას გასცემს
სალომე ზურაბიშვილი პრემიერის განცხადებაზე: არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს განცხადება. ნათელია, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ტერიტორიების ოკუპაციით
"არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს განცხადება. ნათელია, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ტერიტორიების ოკუპაციით", - ასე გამოემაურა სალომე ზურაბიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პრემიერი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას არ აპირებს. ზურაბიშვილმა France 24-ის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსგან ყველა ღია სოლიდარობა მოელის. "პირველ რიგში, არ ვიცი, რატომ გააკეთა ეს განცხადება. ნათელია, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე სანქცირებულია ტერიტორიების ოკუპაციით. დარწმუნებული არ ვარ, რომ ისეთი ტიპის სანქციების გატარებას შევძლებდით, რომელიც შესამჩნევი იქნებოდა. და არ ვფიქრობ, რომ მსგავსი განცხადება გასაგები იყო დღეს. გულწრფელად რომ ვთქვა, მე ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რასაც ახლა საქართველოსგან ყველა მოელის არის ღია სოლიდარობა. ზუსტად ამის გასაჟღერებლად ჩამოვედი აქ. საქართველოს მოსახლეობამ უკვე ღიად განაცხადა ეს. ეს არის გზავნილი - ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას", - განაცხადა პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. ვიდეო
დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის - ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. „ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე - ეტაპი, რომელიც ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული. საქართველო არის ევროპული სახელმწიფო; ჩვენი ქვეყანა, საკუთარი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის მიეკუთვნებოდა ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის სივრცეს და დღესაც თავისი ღირებული წვლილი შეაქვს მის დაცვასა და განვითარებაში. „ევროპელობა“ სხვა არაფერია თუ არა იმ ღირებულებებისა და ფასეულობების ერთობლიობა, რომელიც ქმნის ევროპას. თვით საქართველოს ისტორია, რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა, არის დასტური იმისა, რომ ეს ფასეულობები ქართველი ადამიანის ბუნებაშია და მაშასადამე, განუყოფელია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით
"მჯერა, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით და მათთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ევროპულ, ძლიერ სახელმწიფოს", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის განაცხადზე ხელის მოწერისას განაცხადა. „შეუქცევადი სწრაფვა ევროპული დემოკრატიის მშენებლობისა და შესაბამისად, ევროკავშირის წევრობისკენ საქართველოს გამთლიანებისკენ გადადგმული ნაბიჯია. მჯერა, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით და მათთან ერთად ავაშენებთ ერთიან ევროპულ, ძლიერ სახელმწიფოს. ზოგჯერ ევროპაში უჩნდებათ კითხვა: არის თუ არა საქართველო ევროპული კულტურის ქვეყანა. თუმცა, ამ კითხვაზე პასუხი საქართველოში ყველასთვის ცხადია. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა.ფრანგი მოაზროვნის, პოლ ვალერის, დეფინიციის მიხედვით, თუ რომელი ქვეყანა შეიძლება, განიხილებოდეს ევროპული სივრცის წევრად, მან სამი ძირითადი კრიტერიუმი ჩამოაყალიბა: 1. ბერძნულ-რომაული კულტურის გავლენა, 2. ქრისტიანული მრწამსი და 3. დემოკრატიული ტრადიცია. ამ კრიტერიუმების მიხედვით, საქართველო, უდავოდ, ევროპული სივრცის, ევროპული ოჯახის წევრია.", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. ვიდეო
ირაკლი ღარიბაშვილი: მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება არ გვემუქრება
მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება და საფრთხე არ გვემუქრება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მიუხედავად გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, ჩვენ ქვეყანაში შევინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად. ჩვენ არავითარი საშიშროება, საფრთხე არ გვემუქრება. მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანი: რა გგონიათ, ჩვენ თქვენზე ნაკლები პატრიოტები ვართ? აქვე არიან, მათი ოკუპაციის შედეგი ავტობანიდან ჩანს
ირაკლი ღარიბაშვილი: წამლების გაიაფების პროცესი დავიწყეთ, უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდე არის შემცირებული
წამლების გაიაფების პროცესი დავიწყეთ. წამლები საქართველოში უკვე შემოსულია და ხელმისაწვდომია აფთიაქებში - მინისტრი აზარაშვილი აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანაში შეიქმნას წამლის ხარისხის ლაბორატორია, რათა ყველა ის წამალი, რომელიც საქართველოში წარმოებული იქნება, ან იმპორტირებული მაღალი ხარისხის იყოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდე არის შემცირებული, ამასთან დასძენს, რომ ყველა წამალი, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა მაღალი ხარისხის არის. „წამლების გაიაფების პროცესი დავიწყეთ. ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი იმ დათქმით, რომ მხოლოდ მაღალი სტანდარტის წამლები შემოვიდოდა. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ წამლები საქართველოში უკვე შემოსულია და ხელმისაწვდომია, აფთიაქებში უკვე იყიდება რამდენიმე დასახელების წამალი, ყველაზე მოთხოვნადი წამლები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ
ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის და უკრაინის მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამასთან, მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინაში უკვე გაიგზავნა 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი დახმარების სახით და ეს დახმარება მომავალშიც გაგრძელდება. „მინდა დავიწყო სოლიდარობის გამოხატვით ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე საყურებელია ის, რაც უკრაინაში ხდეება. ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის და უკრაინის მიმართ. ჩვენ ყველა საერთაშორისო დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას. მხარს ვუჭერთ პოლიტიკურად და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაგრძელებთ. გარდა ამისა, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ დღეის მდგომარეობით 140 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა დახმარების სახით უკრაინაში უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად და რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ კიდევ უფრო მეტ ჰუმანიტარულ დახმარებას გავაგზავნით უკრაინაში. ჩვენი საელჩო მაქსიმუმს აკეთებს. მოგეხსენებათ, ჩვენი ელჩი ბოლო დღემდე უკრაინაში რჩებოდა და ახლაც უკრაიანში არის, სულ რამდენიმე დღის წინ გამოვიდა კიევიდან", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება არ გვემუქრება
ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან სატელეფონო საუბარი გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკისთან სატელეფონო საუბარი გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო აღმოსავლეთ ევროპაში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. „ირაკლი ღარიბაშვილმა მატეუშ მორავიეცკის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა და ამ პროცესში მოკავშირეების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ამ გზაზე მეგობარი პოლონეთის მხარდაჭერის დიდი იმედი აქვს“,- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: მივესალმებით საბჭოს გადაწყვეტილებას, ეთხოვოს ევროკომისიას, ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადები შეისწავლოს
„მივესალმებით საბჭოს გადაწყვეტილებას, ეთხოვოს ევროკომისიას ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ წარდგენილი განაცხადების შესწავლა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაური საბჭოს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის. „ჩვენს ურთიერთობებში ეს ახალი ეტაპი გვაძლევს მოტივაციას, გავაძლიეროთ ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი. ჩვენ მადლიერნი ვართ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ომის დაწყებიდან მეექვსე დღეს, უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი. უკრაინის შემდეგ, ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადებით ჯერ საქართველომ და შემდეგ მოლდოვამ მიმართეს. ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადებზე მოსაზრებას ევროკომისია წარმოადგენს
ირაკლი ღარიბაშვილმა დანიის პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა
მთავრობოს ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ორმხრივი ურთიერთობები და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენს შორის გამართული სატელეფონო საუბრის მთავარი განსახილველი საკითხები. „საქართველოსა და დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრებმა ყურადღება დაუთმეს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის. საუბრისას, ხაზი გაესვა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ ოფიციალური განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე და ამ პროცესში მოკავშირეების მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ გზაზე დანიის სამეფო საქართველოს გვერდით იდგება. ირაკლი ღარიბაშვილმა დანიის სამეფოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახევ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საუბრის მთავარი თემები ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ წარდგენილი ოფიციალური განაცხადი და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები იყო. პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ მიესალმა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ევროკომისიას ეთხოვა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე წარდგენილი განაცხადების შესწავლა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის დამატებითი მოტივაცია რეფორმების დღის წესრიგის დასაჩქარებლად და ამ გზაზე საქართველოს ბელგიის სამეფოსა და საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. მხარეებმა, სატელეფონო საუბრისას ყურადღება დაუთმეს უკრაინაში შექმნილ ვითარებას. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას საომარი მოქმედებების რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილი: მე მინდა, ვარაუდი გამოვთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი გაუგებრობაში აღმოჩნდა
„მთავრობა გასცემს თანხმობას ან უარს ნებისმიერი საგარეო ვიზიტის დაგეგმვის და განხორციელების დროს, საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი და აღასრულებს საქართველოს მთავრობა, შესაბამისად, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის ნებისმიერი ვიზიტი უნდა თანხმდებოდეს საქართველოს მთავრობასთა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განუცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას უპასუხა. რატომ არ მისცა მთვრობამ თანხმობა საქართველოს პრეზიდენტს ვიზიტების განხორციელების უფლება, ამასთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: როგორც ჩანს, სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი არის შეცდომაში შეყვენილი. მე მინდა, ვარაუდი გამოვთქვა, რომ იგი გაუგებრობაში აღმოჩნდა. აქვე მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ ძალიან მალე ყველაფერი გაირკვევა და ეს კითხვებიც მოიხსნება. მაშინ, როდესაც ასეთი რთული პროცესები მიმდინარეობს რეგიონში, ფართო მასშტაბიანი ომი მიმდიბარეობს უკრაინაში, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მთავარსარდალი უნდა ყოფილიყო და უნდა იყოს ქვეყანაში. ეს იყო ჩვენი არგუმენტი და მოტოვაცია, რომ უარი გვეთქვა მის ვიზიტზე. ამავე თემაზე სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროპის დედაქალაქებში ოფიციალურ ვიზიტების გამართვაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა საქართველოს მთავრობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ირაკლი ღარიბაშვილმა და მარკ რუტემ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს ევროინტეგრაცია და ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასოცირებული ტრიოს - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე წარდგენილ განაცხადებს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის დადებითი გადაწყვეტილება წარდგენილ განაცხადებთან დაკავშირებით, დამატებითი სტიმული იქნება რეფორმების წარმატებით გაგრძელებისთვის და ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალი ეტაპის დასაწყისი გახდება. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ პროცესში საქართველოს ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერა ექნება. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და შედეგად რეგიონში შექმნილ რთულ უსაფრთხოების გარემოს. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისადმი, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას ვითარების დეესკალაციისა და ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის. პრემიერ-მინისტრებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა. მარკ რუტემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ნიდერლანდების სამეფოს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი: უკრაინასა და საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უცვლელ მხარდაჭერას გამოვხატავ
ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარს, სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ახლახანს ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ბოლო მოვლენების შესახებ უკრაინაში ომთან დაკავშირებით. გამოვხატე ნიდერლანდების უცვლელი მხარდაჭერა ორივე ქვეყნის, უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, – აღნიშნავს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი. ასევე წაიკითხეთ: საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩინეთის ელჩმა სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ლი იანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო ურთიერთობებს. აღინიშნა ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივა. მთავრობის მეთაურის თქმით, ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (FTA) ხელს უწყობს ვაჭრობის ზრდას, რაც 2021 წელს საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვაზე აისახა, კერძოდ - 25%-ით გაიზარდა გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით და 1480.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი, ყოველწლიური შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართება. ჩინელმა დიპლომატმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა არსებული ურთიერთობების, მათ შორის საინვესტიციო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მნიშვნელობას საქართველოს პერსპექტიულ ბაზარზე. აგრეთვე აღინიშნა მზარდი დინამიკა ტურიზმის სფეროშიც, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ჩინეთს შორის. პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის მთავრობას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა Covid19-ის ვაქცინების მიღების პროცესში გაწეულ დახმარებაზე, აგრეთვე მუდმივ მხარდაჭერაზე როგორც ტექნოლოგიური, ისე საგრანტო პროექტების მიმართულებებით და ელჩს წარმატება უსურვა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მთავრობის მეთაურს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბათუმში პოლონელ კოლეგას უმასპინძლებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში დღეს პოლონელ კოლეგას, მათეუშ მორავიეცკის უმასპინძლებს. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა. „ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები ერთობლივად გახსნიან პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლს, რომელიც ახალ ბულვარში დაიდგა“,- აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: პოლონეთის პრემიერ-მინისტრს გავაცანი ის აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას
პოლონეთის პრემიერ-მინისტრს გავაცანი ის აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას ყველა საერთაშორისო, პოლიტიკურ დონეზე, უკრაინას ყველგან დავუჭირეთ მხარი ან ვიყავით რეზოლუციების თანასპონსორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო კვლავაც იქნება უკრაინისადმი სოლიდარული და მტკიცედ გააგრძელებს მის მხარდაჭერას. „პრემიერ-მინისტრს გავაცანი ის აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას ყველა საერთაშორისო, პოლიტიკურ დონეზე, იქნებოდა ეს გაეროს რეზოლუცია, ეუთოს ფორმატში, ევროკავშირის ფორმატში, ევროპის საბჭოს ფორმატში- ჩვენ ყველგან დავუჭირეთ მხარი ან ვიყავით ამ რეზოლუციების თანასპონსორი, თანაორგანიზატორი. ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირეთ გამოძიების დაწყებას, რომელმაც უნდა შეისწავლოს ომის დანაშაულები უკრაინაში. ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად ცხადი და გასაგები. რა თქმა უნდა, ჩვენ სოლიდარული ვართ. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ისევე როგორც პოლონეთს, საქართველოს უკრაინასთან აკავშირებს სახელმწიფოებრივი და ხალხთაშორისი მეგობრობის ხანგრძლივი ისტორია. ცხადია, ჩვენ კვლავაც ვიქნებით უკრაინისადმი სოლიდარული და მტკიცედ გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას. ჩვენი საერთო სურვილია, რომ ეს ომი დასრულდეს და უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს. რა თქმა უნდა, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ გადავუხადო მადლობა პოლონეთსა და მის პრემიერ-მინისტრს იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც პოლონეთმა გამოიჩინა საქართველოს მოქალაქეთა ევაკუაციისა და ჩვენს მიერ გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების უკრაინაში ტრანსპორტირების პროცესში. კიდევ ერთხელ მადლობა ამისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: პოლონეთი საქართველოს გამორჩეული მეგობარი და პარტნიორია, რომელთანაც გვაკავშირებს სტრატეგიული თანამშრომლობა
პოლონეთის პრემიერმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნეს
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა სამუდამოდ უკვდავვყოთ ქართველი ხალხის დიდი მეგობრის, საქართველოს ეროვნული გმირის, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელი, მისი ნათელი ხსოვნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმში, ახალ ბულვარში განაცხადა, სადაც პოლონელ კოლეგა მატეუშ მორავეცკისთან ერთად, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი კაჩინსკი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. „ის ხმამაღლა მოუწოდებდა დასავლელ ლიდერებს, უფრო მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები მიეღოთ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. 2008 წლის აგვისტოში პრეზიდენტი კაჩინსკი ჩამოფრინდა თბილისში, რათა მხარი დაეჭირა ჩვენი სუვერენიტეტისათვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის. დღეს, ევროპის კონტინენტზე მიმდინარე უმძიმესი მოვლენების დროს, ყველას გვახსენდება მისი გაფრთხილება ევროპელი ლიდერებისადმი, რომ თუ წინ არ აღუდგებოდნენ საქართველოსადმი აგრესიას, მომავალში უკრაინისა და სხვა ქვეყნების ჯერი დადგებოდა. მისი ტრაგიკული, უდროო გარდაცვალება ჩვენმა ხალხმა ისევე განიცადა, როგორც მოძმე პოლონელებმა. ლეხ კაჩინსკის ხსოვნის უკვდავყოფით ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პატივისცემას, მადლიერებას მისდამი და ამავე დროს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიულ არჩევანს, ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში. დიდება ჩვენს გმირებს!“ , - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ღირებულებებზე ისაუბრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. მატეუშ მორავიეცკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ძეგლის გახსნისა და პრეზიდენტ კაჩინსკის ხსოვნის პატივისცემისთვის მადლობა გადაუხადა. „თითქმის 14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ისეთი დიდი სახელმწიფო, როგორიც რუსეთია, თავის პატარა მეზობელ ქვეყანას თავს დაესხა. ლეხ კაჩინსკი ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა, მაშინვე გამოხატა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და 2008 წლის 12 აგვისტოს უკრაინის და ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად საქართველოს მხარდასაჭერად ჩამოვიდა და პატივი სცა საქართველოს თავისუფალ არჩევანს, საქართველოს მამაც ხალხთან დაამტკიცა, რომ საქართველოს სურს დამოუკიდებლობა და ალბათ, ამიტომაც გახდა რუსეთის იმპერიის პირველი მტერი. ძალიან დიდი მადლობა ქართველ მეგობრებს, რომლებსაც ახსოვთ პრეზიდენტ კაჩინსკის ეს ქმედება, ჟესტი. დიდმა პოლიტიკოსებმა უნდა ამოიცნონ არამარტო ის მიმართულებები, რომლებიც ირგვლივ ხდება და აუცილებლად უნდა დაარქვან ამ მოვლენებს სახელი, პირველ რიგში, მათ უნდა ჰქონდეთ იმის სიმამაცე, რომ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება და პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ამის უნარი ჰქონდა, დროულად იღებდა სწორ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. მატეუშ მორავიეცკიმ, სიტყვით გამოსვლისას ასევე ხაზი გაუსვა ქართულ-პოლონური მეგობრობის სიძლიერეს და პრეზიდენტ კაჩინსკის როლს ამ მიმართულებით. „ის გაკვეთილები, ის გაფრთხილება, რომელიც ჩვენ, თაობებს დაგვიტოვა ლეხ კაჩინსკიმ და მისი რწმენა, იმ ურთიერთობისა, რომელიც შეიძლება ჰქონდეთ ერებს ერთმანეთთან, უნდა გვახსოვდეს, და ეს სიტყვები გვიჩვენებდნენ სწორ გზას საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობებში. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნების ურთიერთმხარდაჭერამ შესაძლოა, ძალიან დიდი როლი ითამაშოს ევროპაში“, - აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.
მატეუშ მორავეცკი: სამწუხაროდ, გამართლდა ლეხ კაჩინსკის სიტყვები: დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები და შეიძლება, მოვიდეს დრო ჩვენი ქვეყნისთვის
„ჩემთვის ძალიან სასიხარულო და დიდი პატივია, რომ ვიმყოფები ამ ულამაზეს ქვეყანაში, რომელიც ძალიან კეთილგანწყობილია პოლონეთის მიმართ, როგორც ემოციურად, ასევე ისტორიულად, პოლიტიკურად, ეკონომიკურ და ყველა სხვა დარგში, მაგრამ ჩემი დღევანდელი ვიზიტი განსაკუთრებულ პიროებში ხორციელდება“, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისხტრმა მატეუშ მორავეცკიმ ბათუმში, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რეგიონში შექმნილია ვითარება, რომელიც ხელს არ უწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. „ეს არის უპრეცედენტო, ყოველგვარი პროვოცირების და მიზეზის გარეშე, აგრესიული შეტაკება უკრაინაში, რომელიც საქართველოს მეგობრული ქვეყანაა. ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა გავიხსენოთ ლეხ კაჩინსკის სიტყვები, რომელიც მან 2008 წლის 12 აგვისტოს თქვა - ეს სიტყვები სამწუხაროდ, გამართლდა. მან ბრძანა, დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები და შეიძლება, მოვიდეს დრო ჩვენი ქვეყნისთვის, პოლონეთისთვის. გვახსოვს ის დრო, როდესაც ბევრისთვის სასაცილო იყო ეს სიტყვები, ანუ სერიოზულად არ აღიქვამდნენ, თითქოს, გაგებული იყო ეს სიტყვები, მაგრამ სერიოზულად არცერთი ქვეყანა არ მიუდგა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ასე ვთქვათ, ერთგვარი წინასწარმეტყველება და ჩვენს გულებში არის ახლა ეს სიტუაცია. ძალიან მძიმეა, რომ ეს ყველაფერი ნაწილობრივ სრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რას გავაკეთებთ ჩვენ ახლა ამ უდიდესი პოლიტიკური კრიზისის პირობებში, რომელიც გამოწვეულია უკრაინაზე რუსეთის სამხედრო შეტაკებით. ამიტომ, რამდენიმე დღის წინ ბატონ იაროსლავ კაჩინსკისთან ერთად ვიმყოფებოდით უკრაინაში და ჩვენ იქ ხმამაღლა განვაცხადეთ, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით რუსეთის პოლიტიკას, ჩვენ მხარი დავუჭირეთ უკრაინელ მოსახლეობას, რომელიც იბრძვის არამარტო უკრაინისთვის, არამედ, საქართველოსთვის და პოლონეთისთვისაც. მინდა, აქ, საქართველოს მიწიდან ვთქვა, რომ ჩვენ, საქართველოს პრემიერთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ ორივე ერი, იყოს გამართლებული და მხარდამჭერი უკრაინელებისთვის. ლეხ კაჩინსკი იყო ყველას, განსაკუთრებით, პატარა ქვეყნების დამოუკიდებლობის მხარდამჭერი და ამიტომ, დღევანდელი რუსეთის აგრესია, ეს არის აგრესია ჩვენი ღირებულებების მიმართ, რომელსაც ჩვენ ორივე ერი ვაფასებთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ ეს აგრესია“, - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.
პოლონეთის პრემიერი: არის ხმები, თითქოს, საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული სანქციებში, მაგრამ ღარიბაშვილმა დამარწმუნა, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რათა შეაჩეროს ეს აგრესია
ირაკლი ღარიბაშვილმა დამარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაჩეროს ეს აგრესია, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და მხარი დაუჭიროს უკრაინის თავისუფლებას და სუვერენიტეტს -ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ბათუმში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ ეს აგრესია. რა შეიძლება გავაკეთოთ ამისთვის? პოლონეთი გამოდის ინიციატივით, რომ სანქციების პაკეტები, რომელიც უკვე მიღებულია ევროპის საბჭოს, ევროკომისიის მხრიდან, გაღრმავდეს და თითო დანგრეულ, დაბომბილ სახლს თითო სანქცია დაემატოს იმიტომ, რომ უკრაინის მიმართ ეს ბარბაროსული მიდგომა მიუღებელია. არის ხმები, თითქოს საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული სანქციებში, მაგრამ ბატონმა პრემიერმა დამარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაჩეროს ეს აგრესია, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და მხარი დაუჭიროს უკრაინას, უკრაინის თავისუფლებას და სუვერენიტეტს. ვინ გაუგებს უკეთესად უკრაინას, თუ არა ქართველები, ვინაიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი- ეს არის 20%, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია ოკუპანტების მიერ“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: პოლონეთის პრემიერ-მინისტრს გავაცანი ის აქტიური პოლიტიკური და ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველო დატოვა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ საქართველო დატოვა. პოლონელი კოლეგა, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერ დავით ზალკალიანთან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკისა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ილია დარჩიაშვილთან ერთად გააცილა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებული ფორმატის შეხვედრები, რომლის შემდეგაც მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ამასთან, ღარიბაშვილმა და მათეუშ მორავიეცკიმ ბათუმის ახალ ბულვარში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლი გახსნეს. ასევე წაიკითხეთ: მატეუშ მორავეცკი: სამწუხაროდ, გამართლდა ლეხ კაჩინსკის სიტყვები: დღეს არის საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები და შეიძლება, მოვიდეს დრო ჩვენი ქვეყნისთვის პოლონეთის პრემიერი: არის ხმები, თითქოს, საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული სანქციებში, მაგრამ ღარიბაშვილმა დამარწმუნა, რომ ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რათა შეაჩეროს ეს აგრესია მატეუშ მორავეცკი: გზა, რომელიც საქართველომ აირჩია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ირაკლი ღარიბაშვილი: აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს
ირაკლი ღარიბაშვილი: ომის დაწყების დღიდან საქართველოს მთავრობამ უკრაინის მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ომის დაწყების დღიდან საქართველოს მთავრობამ უკრაინის მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, შექმნილ ვითარებაში მისთვის უმთავრესი ინტერესია საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა. „ჩვენი მთავრობა მტკიცედ, ძალიან მკაფიოდ გამოვიდა ომის დაწყების პირველივე დღეს და უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოხატა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, მთავრობის მეთაურისთვის ჩემთვის უზენაესი ინტერესია ჩემი, ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების, მათ შორის ვინც ჩემს პოზიციას არ ეთანხმებით, უსაფრთხოების დაცვა, ჩვენი მიწა წყლის, ქვეყნის დაცვა. ასე რომ, გარწმუნებთ, თითოეული ჩვენი ნაბიჯი არის მიზანმიმართული, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული და თქვენი უსაფრთხოება, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული. გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, სხვა მოტივაცია, არგუმენტი არ გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. საუბრის მთავარი თემები ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადი და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები იყო. ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას სხვადასხვა სფეროში, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს – საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ეფუძნება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის როლს და ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვის პროცესში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და შედეგად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოზე. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო თანამეგობრობისა და მსოფლიო ლიდერების ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას, რათა ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს დევიდ კეტლერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს დევიდ კეტლერს შეხვდა. საუბარი შეეხო NATO -საქართველოს თანამშრომლობას და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და შედეგად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების მდგომარეობას. ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ძალისხმევის მნიშვნელობას ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება და მნიშვნელოვანია პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, რაც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. შეხვედრას ნატოს სადაზვერვო-ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი კაუპო როსინი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრ ვინიკოვი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი : აშშ იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა და იმ დღიდან გვერდში გვიდგას, როგორც ყველაზე ერთგული პარტნიორი და საიმედო მეგობარი
ათწლეულების განმავლობაში თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა 1992 წლის 24 მარტს; იმ დღიდან მოყოლებული, აშშ-ი გვერდში გვიდგას ჩვენ, ქართველ ხალხს, როგორც ყველაზე ერთგული პარტნიორი და საიმედო მეგობარი; დღეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო მიღებაზე განაცხადა, რომელიც, მთავრობის მეთაურის სახელით, საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს, ასევე ყველა დიპლომატს, თავდაცვის ძალების ოფიცრებს და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს, ვისაც წლების განმავლობაში წვლილი შეაქვს მუდმივად მზარდ ორმხრივ პარტნიორობაში. „ელჩო დეგნან, ელჩო კოულმენ, აშშ-ის საელჩოს დიპლომატებო და თანამშრომლებო, საქართველოს მთავრობის წევრებო, ბატონებო და ქალბატონებო, ძვირფასო მეგობრებო! ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით დღეს, როცა ჩვენ აღვნიშნავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ დღეს კაცობრიობა დგას იმ უზარმაზარი ტრაგიკული შედეგების წინაშე, რომელიც მოიტანა რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულმა მოქმედებამ უკრაინაში. ამ ომმა შეარყია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენი ქვეყნისთვის, რომელმაც თავად გადაიტანა რუსეთის თავდასხმა 2008 წელს და რომლის ტერიტორიის 20% დღემდე ოკუპირებულია, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. საქართველო, აცნობიერებს რა იმ საშინელებას, რომელიც ახლავს ომს, პირველივე დღიდან უცხადებს მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინელ ხალხს და მათ ქვეყანას. საერთაშორისო თანამშრომლობას და კონსოლიდირებულ მიდგომას დღეს, როგორც არასდროს, ენიჭება სასიცოცხლო მნიშვნელობა, კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შესანარჩუნებლად. ათწლეულების განმავლობაში თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა 1992 წლის 24 მარტს. იმ დღიდან მოყოლებული, აშშ-ი გვერდში გვიდგას ჩვენ, ქართველ ხალხს, როგორც ყველაზე ერთგული პარტნიორი და საიმედო მეგობარი. დღეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უფრო მტკიცეა, ვიდრე ოდესმე, და ჩვენ მადლობას მოგახსენებთ თქვენ, ელჩო დეგნან, ასევე ყველა დიპლომატს, თავდაცვის ძალების ოფიცრებს და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს, ვინც წლების განმავლობაში ემსახურებით ამ დიდ საქმეს და წვლილი შეგაქვთ ამ მუდმივად მზარდ პარტნიორობაში.მართალია, ჩვენ გეოგრაფიულად დიდი მანძილი გვაშორებს, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს მტკიცე კავშირები და საერთო ღირებულებები. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების განმტკიცებას, რისთვისაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, იქნება ეს შორეულ რეგიონებში ბრძოლის ველზე თუ ჩემი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ და ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისკენ მიმართული ძალისხმევის ფარგლებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში აშშ-ის მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანი დახმარების წყალობით, დღეს საქართველო წარმოადგენს გამართულ დემოკრატიას ღია და ქმედითი ეკონომიკით, რომელიც მტკიცედ დგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში USAID-ის მისიის დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციამ საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის გამოყო 1,8 მილიარდ დოლარზე მეტი. მთავრობის მეთაურმა USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე იზაბელ კოულმენს და ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა ყველაფრისთვის, რაც ამერიკელმა ხალხმა საქართველოს განვითარებისთვის გააკეთა. „ჩვენი მეგობრობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს და საზიარო ინტერესებს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ მტკიცე პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ყველა სფეროში. საქართველო არის აშშ-ის ერთგული მეგობარი და სანდო მოკავშირე ჩვენს რეგიონსა და მის საზღვრებს გარეთ. ჩვენ ვიდექით და ვდგავართ დემოკრატიული ღირებულებებისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის ბრძოლის წინა ხაზზე. ჩვენ ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ ვმსახურობთ მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ცხელ წერტილებში. ქართველები ამაყობენ თავიანთი როლით, როგორც შეუცვლელი პარტნიორები შავი ზღვის უსაფრთხოების განზომილების ფარგლებში. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის მხრიდან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართული მისწრაფებების მხარდაჭერას. მომდევნო წლებში ჩვენს მიზანს წარმოადგენს ღირებულებების საფუძველზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავება და ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის შემდგომი განმტკიცება. მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო საქართველოს ურყევი გადაწყვეტილება: ჩვენ მომავალშიც გვერდში დავუდგებით ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მეგობარსა და სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს. ერთად ჩვენ შევძლებთ მთელ მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვას. მადლობას მოგახსენებთ ჩვენს პარტნიორობაში შეტანილი უზარმაზარი წვლილისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ განსაცდელი, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ, მხოლოდ გააძლიერებს კავშირებს ჩვენს ქვეყნებს შორის და შექმნის კიდევ უფრო მედეგ და ყოვლისმომცველ პარტნიორობას ჩვენს დიდ ერებს შორის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ქვეყნებს ამ შესანიშნავ იუბილეს - ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს! ღმერთმა დალოცოს ამერიკა! ღმერთმა დალოცოს საქართველო! „ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას.სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და ამერიკის შეეთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ პოლიტიკისა და პროგრამების საკითხებში იზაბელ კოულმენმა. მიღებას საქართველოს მთავრობის წევრები და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ასევე წაიკითხეთ კელი დეგნანი: ძალიან ვამაყობთ იმ წარმატებით, რომელსაც აშშ-მ და საქართველომ გასული 30 წლის განმავლობაში მივაღწიეთ, ამას ვხედავ ყველგან, სადაც მივდივარ
დავით ზალკალიანი: საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული კავშირები დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების სიყვარულზე, რაც ორივე სახელმწიფოსთვის ყველაფერზე მაღლა დგას
„საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული კავშირები დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე და თავისუფლების სიყვარულზე, რაც ორივე სახელმწიფოსთვის ყველაფერზე მაღლა დგას. დამოუკიდებლობის პირველივე დღეებში, ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი, გვევლო დასავლურ ინსტიტუციებში ინტეგრაციისკენ მიმავალი გზით. ყოველთვის გვემახსოვრება, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ იდგა საქართველოს გვერდით მაშინ, როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე," - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან ახალგაზრდა დემოკრატიისათვის ეს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა გახლდათ, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ორ ქვეყანას შორის მყარ პარტნიორობას. მინისტრმა ისაუბრა დღეს არსებულ გამოწვევებზეც. „წარმოუდგენელია, რომ დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგაც, იგივე გამოწვევების წინაშე ვდგავართ და გვიწევს დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, დემოკრატია, დამოუკიდებლობა და ჩვენი უფლება, ავირჩიოთ საკუთარი ადგილი ცივილიზებული ერების მსოფლიო თანამეგობრობაში,"- განაცხადა ზალკალიანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა და რომ როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა აგრძელებს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, შეუძლებელი იქნებოდა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერის გარეშე. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა 30 წლის მანძილზე აშშ-ის მიერ საქართველოსთვის სხვადასხვა სფეროში გაწეული დახმარების შესახებაც. „90-იანი წლების დასაწყისიდან, მაშინ, როდესაც ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი იყო წინსვლა, შეერთებული შტატები საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განათლების სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებდა. წლების განმავლობაში, საქართველოს ათასობით მოქალაქემ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში. მათ შორის არიან სტუდენტები, რომლებმაც განათლება შეერთებული შტატების წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიიღეს. ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა თაცდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი თავდაცვის ძალების მზაობისა და შესაძლებლობების გაძლიერებისათვის. ჩვენს შეიარაღებულ ძალებს შორის მეგობრობა მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილშიც გამოიწრთო. ახლახანს ხელმოწერილი მემორანდუმი საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივის თაობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალ ფაზას გულისხმობს, კიდევ უფრო განამტკიცებს მზაობისა და თავდაცვის შესაძლებლობებს," - განაცხადა დავით ზალკალიანმა და დასძინა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიამ, რომელსაც ხელი 2009 წელს მოეწერა, ორი ქვეყნის მეგობრობას ოფიციალური სახე მისცა და პარტნიორობა ახალ, უფრო მაღალ დონეზე აიყვანა. მინისტრის თქმით, საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას, რათა სრულად იქნას გამოყენებული ყველა ის შესაძლებლობა, რომელსაც ეს პარტნიორობა გვთავაზობს, საერთო ინტერესების სასიკეთოდ. „ამ გადამწვეტ მომენტში, ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე პარტნიორობა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. საერთო მიღწევების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობის საუკეთესო პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის. გავაგრძელოთ ერთად მუშაობა მომდევნო წლებში ჩვენი მეგობრობის კიდევ უფრო გაძლიერებისათვის," - აღნიშნა ზალკალიანმა. ასევე წაიკითხეთ ირაკლი ღარიბაშვილი : აშშ იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა და იმ დღიდან გვერდში გვიდგას, როგორც ყველაზე ერთგული პარტნიორი და საიმედო მეგობარი კელი დეგნანი: ძალიან ვამაყობთ იმ წარმატებით, რომელსაც აშშ-მ და საქართველომ გასული 30 წლის განმავლობაში მივაღწიეთ, ამას ვხედავ ყველგან, სადაც მივდივარ
პრემიერი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის კონცერტს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ სოლიდარობის კონცერტს დაესწრო. ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ამერიკული კულტურის ცენტრის ორგანიზებით ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა. შესრულდა საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრთან ერთად, სოლიდარობის კონცერტზე იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ირაკლი ღარიბაშვილი: მთელმა მთავრობამ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ასამოქმედებლად
„ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 5 წელი გავიდა. ყველას ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თარიღს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, მთელმა მთავრობამ ამისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ“, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომა. მან მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც წვლილი შეიტანეს ამ შედეგის მიღწევაში. „აქვე, მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ 2013 წელს, მაშინ, როცა გადმოგვეცა უვიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმა. მაშინ ძალიან ინტენსიური მუშაობა გასწია მთავრობამ და 2015 წლის დეკემბერში ევროკავშირმა დამაკმაყოფილებლად ჩათვალა აღნიშნული სამუშაოები და ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ წელიწადში, სავიზო რეჟიმი მოიხსნა და ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ევროკავშირის ქვეყნებში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: კომუნალური გადასახადები გაათმაგებულია მთელ ევროპაში და არის ძალიან რთული ვითარება
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი გამოწვევა მსოფლიოს არ ჰქონია ევროპაში. ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან, უკრაინაში. ამ ფონზე ჩვენ, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ვცდილობთ, ქვეყანაში მივაღწიოთ ეკონომიკურ ზრდას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აპრილიდან იგეგმება კონკრეტული მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, მშენებლობის წახალისება, დასაქმების პროგრამა და სხვა. „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი გამოწვევა მსოფლიოს არ ჰქონია ევროპაში. ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან, უკრაინაში. ამ ფონზე ჩვენ, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ვცდილობთ, მივაღწიოთ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში. ამ მიზნით, შეგახსენებთ, მე დავავალე ეკონომიკურ გუნდს, დავიწყეთ მუშაობა, გვსურს, რომ აპრილში დავიწყოთ მშენებლობის წახალისება და გუნდს უკვე მზად აქვს ამის თაობაზე პროექტები, გვინდა დასაქმების პროგრამა დავიწყოთ აპრილიდან ინტენსიურად და სხვა ძალიან ბევრი ნაბიჯი, რომელიც მკვეთრად გააუმჯობესებს ვითარებას ქვეყანაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: არც გაზის მწარმოებელი ვართ და არც ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა, მიუხედავად ამისა, მსოფლიოში საწვავის ფასების მიხედვით მე-100 ადგილზე ვართ
საწვავის ფასებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მე-100 ადგილზე ვართ მსოფლიოში საწვავის ფასების მიხედვით, მით უმეტეს მაშინ, ყველას შევახსენებ, რომ არც გაზის მწარმოებელი ვართ და არც ნავთობის მომპოვებელი და მწარმოებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ნუ აყვებიან პროვოკაციებს. „ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, რომ ნუ ავყვებით ამ პროვოკაციებს. გუშინ პოლიციას მოუწია რეაგირება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სწორი იყო, იმიტომ, რომ არ შეიძლება, როდესაც ადამიანები ასე პროვოკაციულად იქცევიან და კეტავენ ქუჩებს, საკუთარი ავტომობილებით. ეს არის მიუღებელი. ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა მოქალაქე უნდა დაემორჩილოს კანონს და წესებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: რესპუბლიკის მოედანზე, საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან რეგიონში არსებული ვითარება განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ „მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას“, რომელიც მიზნად ისახავს დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა მშვიდობიან თანამშრომლობას და თანაარსებობას სამხრეთ კავკასიაში და მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონულ დიალოგში. შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, მინისტრის მრჩეველი ვაჰან კოსტანიანი და მინისტრის ასისტენტი რობერტ აბისოგომონიანი. ქართული მხრიდან კი შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ილია დარჩიაშვილი და საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სომხეთის რესპუბლიკაში ირაკლი კვანჭახაძე ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო-ს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედ თავმჯდომარეს, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, ეხმარება ქვეყანას ჰუმანიტარულად და მხარს უჭერს პოლიტიკურად, აგრეთვე ყველა საერთაშორისო ფორმატში. პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის უმნიშვნელოვანეს როლსა და ქმედით ნაბიჯებს ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეუთო-ს თავმჯდომარეობის პერიოდში სამომავლო თანამშრომლობას და ამ კონტექსტში რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ზბიგნევ რაუსთან საუბრისას ხაზი გაუსვა ეუთო-ში პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას, ასევე ეუთო-ს მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) პროცესში და ფორმატის ეფექტიანად გამოყენებისა და ხელშესახები შედეგების მიღწევის საჭიროებას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს შეხვედრა გაიმართა. დავით ზალკალიანი: სამხრეთ კავკასიაში არსებულმა სიტუაციის ესკალაციამ, ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მთლიანად რეგიონზე და უსაფრთხოებაზე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე: მადლობას ვუხდი საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს, რომ გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
საქართველო საუდის არაბეთთან ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის შექმნას განიხილავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრს ფაისალ ფადილ ალ-იბრაჰიმს შეხვდა. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განიხილეს საქართველოსა და საუდის არაბეთის თანამშრომლობის ერთობლივი ეკონომიკური კომიტეტის შექმნის შესაძლებლობა.„პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება საუდის არაბეთის სამეფოდან უფრო მეტი ინვესტორის შემოსვლას საქართველოში. აღინიშნა, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორია, საუდის არაბეთის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ და სასიხარულოა, რომ საუდის არაბეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და შედეგად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სოლიდარობა და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინისადმი, მათ შორის მრავალმხრივ ფორმატებში",– ნათქვამია განცხადებაში.როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოდან ინვესტორების შემოსვლას მიესალმება. მისივე განმარტებით, ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორია და არაბეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან ერთად, პატივს მივაგებ დიდი მამულიშვილის, არჩილ ტატუნაშვილის ნათელ ხსოვნას
არჩილმა ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოსა და ღირსების დასაცავად. თითოეულ ჩვენგანს მუდამ გვემახსოვრება მისი გმირული თავგანწირვა, მის მაგალითზე აღიზრდებიან მომავალი თაობები, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ გამოქვეყნდა. დღეს არჩილ ტატუნაშვილი 39 წლის გახდებოდა. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველა საერთაშორისო-სამართლებრივ ბერკეტს იყენებს, რათა მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუღძვის მის სიკვდილში. „ჩვენ ყველა საერთაშორისო-სამართლებრივ ბერკეტს ვიყენებთ იმისათვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუღძვის მის სიკვდილში. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან ერთად, პატივს მივაგებ დიდი მამულიშვილის ნათელ ხსოვნას,”- აღნიშნულია განცხადებაში. არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს და 2008 წლის ომში მონაწილეობისთვის ცხინვალის ციხეში წამებით მოკლეს. ტატუნაშვილის მკვლელებს ქართულმა სასამართლომ სასჯელი შეუფარდა, თუმცა ბრალდებულები ამ დრომდე არ დასჯილან. მათ ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებენ. უმცროსი სერჟანტი, არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა.ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ასევე წაიკითხეთ დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა
ირაკლი ღარიბაშვილი: იმ ლიდერებმა, ვისაც ხელეწიფებათ უკრაინაში ომის შეჩერება ეს ომი, რაც შეიძლება მალე უნდა დაასრულონ
იმ ქვეყნებს, იმ ლიდერებს, ვისაც ხელეწიფებათ ამ ომის შეჩერება, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულონ ეს ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის უერთდება მსოფლიო ლიდერების მოწოდებებს, რომ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები უკრაინელებს მაქსიმალურად დაეხმარონ. „დღეს მსოფლიოში არც ერთი ქვეყნის არც ერთი ხელისუფალი საკუთარ მოქალაქეებს არ მოუწოდებს უკრაინაში წასვლისკენ და საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ. ამაზე მინდა კიდევ ერთხელ ცალსახად განვაცხადო. ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ს მთავრობის განცხადებები, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ევროპის ქვეყნების ლიდერების გამოსვლები, სადაც ისინი მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ ეს სოლიდარობა გამოხატონ განსხვავებული ფორმით, მათ შორის ჰუმანიტარული ტვირთვის გაგზავნით. მე ვუერთები მსოფლიო ლიდერების ამ მოწოდებას და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ გამოხატონ სხვა ფორმით, იქნებ ეს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა თუ სხვა, მათ შორის აქ ჩამოსული უკრაინელი მოქალაქეების დახმარების კუთხით. ეს არის ჩვენი მთავრობის პოზიცია", - განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინაში 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ
ჩვენ 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ უკრაინაში და მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში, მაქსიმალური ყურადღება და ზრუნვა გამოვიჩინოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის. თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები უკვე არის ოკუპირებული დღეს, რუსეთის მიერ უკრაინაში და ეს პროცესი, თქვენ ხედავთ, რომ გრძელდება და ამის შემჩერებელი, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ვხედავთ, რომ ჯერჯერობით არავინ არ არის. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ჩვენი მთავრობის სახელით უკრაინისა და უკრაინელების მიმართ. ჩვენ 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ უკრაინაში და მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში, მაქსიმალური ყურადღება და ზრუნვა გამოვიჩინოთ, იქნება ეს განათლების მიმართულებით, ჯანდაცვის, სხვა ნებისმიერი მათი საჭიროებების გადაწყვეტის მიმართულებით. ჩვენ ასეც გავაგრძელებთ და რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი სურვილი და ოცნებაა, რომ ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ, იმ ქვეყნებს და ლიდერებს, ვისაც ხელეწიფებათ ამ ომის შეჩერება, რაც შეიძლება მალე ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულონ ეს ომი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ეპიდვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია
ეპიდვითარება არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო შვიდი დღის ინციდენტობის საშუალო მაჩვენებელი 415-ია და ის კლებას განაგრძობს. „დღეს იყო მაგალითად სულ 200 შემთხვევა. სიკვდილიანობა ძალიან შემცირებულია. სამწუხაროდ, დღეს კიდევ იყო გარდაცვალების ორი შემთხვევა, მაგრამ ეს მიუთითებს, რომ ეს მაჩვენებელი ძალიან დაკლებულია. კოვიდკლინიკებში 500-ზე ნაკლები პაციენტი განაგრძობს მკურნალობას და დღეს ქვეყანაში დაახლოებით 4 ათასი ინფიცირებულია მხოლოდ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან გვახარებს. ეპიდვითარება არის გაუმჯობესებული და შემთხვევების კლების დინამიკა შენარჩუნებულია. შესაბამისად, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, შევამსუბუქეთ რეგულაციები, შეზღუდვები. დავაკვირდებით მიმდინარე ტენდენციებს, დინამიკას და შესაბამისი იქნება ჩვენი შემდგომი გადაწყვეტილებებიც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს რაშად ნაბიევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს რაშად ნაბიევს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის აღნიშნა, რომ ურთიერთობა წარმატებულია - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, შავი ზღვა-კასპიის ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დერეფნისა და მწვანე პორტების მიმართულებით. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა ხელს უწყობს ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანში ტვირთების მოზიდვის პროცესს, რაც საბოლოოდ დადებითად იმოქმედებს ორივე ქვეყნის ეკონომიკებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონის განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობისთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიან თანამშრომლობას და მზად არის, ხელი შეუწყოს რეგიონულ დიალოგს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, კულტურა და ა.შ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებას და თანამშრომლობას ითვალისწინებს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე რაჰმან ჰამატოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლი ხელმძღვანელობს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი მკაფიო დასტურია და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდება, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმას. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის უმნიშვნელოვანეს როლზე რეგიონში, განსაკუთრებით კი ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების ფონზე, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს.
რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება 1 მილიონი ლარით გაეზარდათ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება გაეზარდათ. რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, 2022 წლამდე არსებულ 4,5 მლნ ლარს 1 მლნ ლარი დაემატა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის აღნიშნული გადაწყვეტილება რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გააცნო. რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრს დაფინანსების გაზრდისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ეს მათთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. საქართველოს მთავრობამ რელიგიური ორგანიზაციებისთვის დაფინანსების გაზრდისას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხით იხელმძღვანელა, მათ შორის რელიგიური ორგანიზაციების მრევლის, სასულიერო პირებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობით და გადაწყვეტილება რელიგიის სააგენტოსა და რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციების შედეგად მიიღო. თანხა - 1 მილიონი ლარი, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა და მას რელიგიურ ორგანიზაციებს შორის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გაანაწილებს.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველომ მკაფიო და ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის, ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, ჰუმანიტარულ დონეზე, ტვირთები გავაგზავნოთ, ყველა დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორმატში, საქართველომ მკაფიო და ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის, ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ არაერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი მეგობრების მიმართ, 400 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში და ეს პროცესი გაგრძელდება. „კიდევ და კიდევ უდა მოვუწოდოთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი. ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, ჰუმანიტარულ დონეზე, ტვირთები გავაგზავნოთ, ყველა დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორმატში, საქართველომ მკაფიო და ძალიან აქტიური მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის, ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ, ჩვენი სოლიდარობა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, დავადასტურეთ, 400 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინაში და რა თქმა უნდა ეს პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი: საქართველო არასოდეს დაუშვებს იმას, რომ რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს
საქართველო არასოდეს არ დაუშვებს იმას, რომ რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს და მითუმეტეს, რამდენად აბსურდულია ეს ბრალდება, რომ თითქოს მთავრობა არის ამაში ჩართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან სამწუხარო იყო ასეთი ცილისმწამებლური ბრალდების მოსმენა უკრაინის მხრიდან. „მინდა ვთქვა, რომ ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის ასეთი ცილისმწამებლური ბრალდების მოსმენა უკრაინის მხრიდან. გასაგებია, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, არავითარი მტკიცებულება, არავითარი ფაქტი არ იქნა წარმოდგენილი და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო. უკრაინას და უკრაინელებს ვუსურვებდი, რომ ძალიან მალე დასრულდეს ომი, შეწყდეს ეს დამანგრეველი ომი, რომელიც ძალიან დიდი გამოწვევაა, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენთვის, მთელი რეგიონისთვის, მთელი ევროპისთვის და მსოფლიოსთვის. თქვენ იცით, რომ გაეცა კომპეტენტური პასუხები სხვადასხვა უწყების მხრიდან, გაკეთდა არაერთი განცხადება და განმარტება. მინდა ცალსახად განვაცხადო, რა თქმა უნდა, საქართველო არასოდეს არ დაუშვებს იმას, რომ რაიმე სანქცირებული ტვირთის გადატანა მოხდეს და მითუმეტეს, რამდენად აბსურდულია ეს ბრალდება, რომ თითქოს მთავრობა არის ამაში ჩართული. ეს ხომ სრული აბსურდია. ამაზე, რა თქმა უნდა, სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ რაიმე სანქცირებული პროდუქტების, საქონლის გატანას ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით. ეს არის ძალიან მკაფიო, ცალსახა პოზიცია", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, 4 აპრილს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. დაზვერვის განცხადებას უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი გამოეხმაურა. მან TV ფორმულასთან აღნიშნა, რომ საუბარი არ არის „მაკარონსა და წიწიბურაზე, საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე". მოგვიანებით, საქართველოდს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ვერეშჩუკის განცახდება კონტრაბანდაზე დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით ასეთი დეზინფორმაცია კატეგორიულად მიუღებელია. ასევე წაიკითხეთ სუს-ი: მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, მოგვაწოდონ მტკიცებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ განცხადება დეზინფორმაციაა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლა კვლავაც 9 აპრილის იდეალების გარშემო ერთობას უნდა დაეფუძნოს
9 აპრილისადმი თითოეულ ქართველს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, ზუსტად 33 წლის წინ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეალებით გაერთიანებულ ქართველ ხალხს ავტორიტარული რეჟიმის სამხედრო მანქანა დაუპირისპირდა. მთელი მსოფლიო შეძრა ტრაგედიამ, რომელმაც 21 ჩვენი თანამოქალაქე შეიწირა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ამ დღემ განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების მომავალი. „ეს მსხვერპლი ამაო არ ყოფილა. ამ დღემ განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების მომავალი. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღიდგინა 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა. 9 აპრილი ჩვენთვის ტრაგიკული თარიღია, როდესაც კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს მამულიშვილთა ნათელ ხსოვნას; ჩვენ არასდროს დავივიწყებთ, რომ დღევანდელი საქართველო სწორედ მათ მონაპოვარზე დგას. ამავდროულად, ეს არის ქართველთა ერთობის, იმ ფასეულობათა საბოლოოდ გამარჯვების დღე, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ქმნიდა ჩვენს დიდ ისტორიას. გზა, რომელიც დამოუკიდებელმა საქართველომ გაიარა, გვასწავლის, რომ ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლა კვლავაც 9 აპრილის იდეალების გარშემო ერთობას უნდა დაეფუძნოს,“- ნათქვამია განცხადებაში. 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
ირაკლი ღარიბაშვილი: 11 აპრილიდან ექიმი ვალდებული იქნება, წამალი საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს
11 აპრილიდან, რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება, ექიმი ვალდებული იქნება, წამალი საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა რომელიღაც კონკრეტული მწარმოებლის ბრენდის მიხედვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ზურაბ აზარაშვილმა შეიმუშავა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და უკვე დღეიდან, 11 აპრილიდან, რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება. მინდა, ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო და შემდეგ, ბატონი მინისტრი თავად ახსნის ამ ინიციატივის არსს. დღეიდან, ექიმი ვალდებული იქნება, წამალი მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს და არა რომელიღაც კონკრეტული მწარმოებლის ბრენდის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ფარმაცევტი მომხმარებელს, ჩვენს მოქალაქეს გენერიკული მედიკამენტების ე.წ. პოზიტიური სიიდან სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს. ეს იქნება მისი ვალდებულება. მას შემდეგ, რაც ექიმი გამოწერს რეცეპტს, ფარმაცევტი ვალდებული იქნება, მოქალაქეს შესთავაზოს სამი ყველაზე იაფი წამალი. ამის შემდეგ, მოქალაქე თავად გადაწყვეტს, რომელი წამალი შეიძინოს. ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ გენერიკული რეცეპტების დანერგვით, რისკები, რომლებიც ექიმების მხრიდან, რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი, ზოგადად, მაგრამ არსებობს ეს პრობლემები და იყო, უნდა ვაღიაროთ, ექიმების, ფარმაცევტების მხრიდან, შესაძლო ბრენდული, კონკრეტული კომპანიების, თუ მწარმოებლების, მედიკამენტების ლობირება, არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი და წამლებზე ფასების ხელოვნური ზრდა იქნება დაზღვეული. ამით პრაქტიკულად აღმოიფხვრება ეს რისკი და ეს პრობლემა მოგვარდება. ეს დაეხმარება იმ პროცესს, რომელიც ჩვენ დავიწყეთ – თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა და ზოგადად, ფარმაცევტულ ბაზარზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება. ეს არის ჩვენი მოლოდინი და ჩვენს მოქალაქეებს სამართლიანად შესთავაზებენ მედიკამენტებს. მინისტრი აქტიურად თანამშრომლობდა პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან, დარგის სპეციალისტებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებთან. ეს ყველაფერი გავლილია მათთან და დიდი იმედი მაქვს, აღნიშნული რეფორმა იქნება ძალიან წარმატებული და რაც მთავარია, ჩვენს ხალხს, მათ კეთილდღეობას წაადგება, მათ ჯიბეზე, მათ დანახარჯებზე აისახება ეს ყველაფერი, ნაკლები დანახარჯები ექნებათ მედიკამენტებზე. არაერთი ინფორმაცია მივიღეთ, რომ თუ ადამიანს კონკრეტული მედიკამენტის შეძენაში ეხარჯებოდა თვეში 300-400-500 ლარი, ახლა ეს თანხა არის განახევრებული კი არა, 60-70-80%-ით შემცირებულია ფასები, რაც დამერწმუნებით, მართლაც ძალიან კეთილი საქმეა და კიდევ ერთხელ მინდა, რომ მადლობა ვუთხრა ზურას და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნული რეცეპტების გენერიკებით გამოწერის ვალდებულება მოქმედებს ყველა ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოში, ევროპაში, ამერიკაში და პრაქტიკულად ყველგან. „მე თავად მინახავს და ალბათ თქვენ, ვისაც გქონიათ საშუალება, შემთხვევა, როდესაც მედიკამენტებს ყიდულობთ ევროპაში, ამერიკაში, გთავაზობენ რამდენიმე ვარიანტს და თავად ირჩევს მომხმარებელი, რომელი შეიძინოს – ძვირიანი, იაფიანი, ნაკლებად იაფიანი და ა.შ.“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში, ამას არ დავუშვებთ
არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები, იმის მიუხედავად, რაც ხდება უკრაინაში - უბედურება, ტრაგედია ომი. ამიტომ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარებას შევუწყოთ ხელი. არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება საქართველოში. ჩვენ ამას არ დავუშვებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი სახელმწიფოს დაცვას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის რადას თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს: მიზანშეწონილია, „არასათანადო“ ვუწოდოთ მოწვევას, რომ ჩავიდეთ მეგობარ ქვეყანაში და ვნახოთ მისი უბედურება?
ბორის ჯონსონი ირაკლი ღარიბაშვილს: მახარებს იმ ურთიერთობის გაფართოება, რომლის სიმბოლოდ იქცა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფორმატი
ბატონო პრემიერ-მინისტრო! ამა წლის 27 აპრილს გაერთიანებული სამეფო და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის განახლების 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. მსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და კვლავ დაგიდასტუროთ თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაერთიანებული სამეფო იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებობს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ოფიციალურ წერილშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო. "ბატონო პრემიერ-მინისტრო! ამა წლის 27 აპრილს გაერთიანებული სამეფო და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის განახლების 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. მსურს ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და კვლავ დაგიდასტუროთ თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაერთიანებული სამეფო იმ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებობსაღსანიშნავია ის წინსვლა, რომლის თვითმხილველნიც საქართველოში გავხდით დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. ბოლო 30 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფო და საქართველო თანამშრომლობენ მნიშვნელოვანი პარტნიორობის გასავითარებლად, რაც მრავალ სფეროს მოიცავს და მათ შორისაა პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, უსაფრთხოების, თავდაცვის, განათლებისა და კულტურული მიმართულებები. მახარებს ის, თუ როგორ გაფართოვდა და აყვავდა ის ურთიერთობა, რომლის სიმბოლოდ იქცა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ყოველწლიური ფორმატი ისევე, როგორც ჩვენი ორმხრივი პარტნიორობისა და თანამშრომლობის ახალი შეთანხმება. ასევე ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლობას რეგიონალურ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილების მიმართულებით. კარგად ვაცნობიერებ იმ ფაქტს, რომ პროვოცირების გარეშე, ვლადიმერ პუტინის მხრიდან წინასწარი განზრახვით განხორციელებული ბარბაროსული თავდასხმა უკრაინაზე კიდევ უფრო ამძაფრებს იმ გამოწვევებს, რომლებსაც საქართველო მრავალი წელია მამაცად უპირისპირდება. გაერთიანებული სამეფო და საერთაშორისო თანამეგობრობა მსოფლიო ერების თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და სუვერენიტეტისთვის ამ ღია აგრესიის პირისპირ დგანან. მინდა ასევე გარწმუნოთ, რომ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური არჩევანის სადარაჯოზე. მოუთმენლად ველი მომდევნო წლებში ჩვენი პარტნიორობის უწყვეტ განვითარებას” , - აღნიშნავს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირის მიერ კითხვარის გადმოცემა დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს
ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის 11 აპრილს გადაცემული კითხვარის შესავსებად გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 62-ე სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა ხაზი გაუსვა ყველა უწყების მაქსიმალური კოორდინაციისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, რათა კითხვარის შევსების პროცესი ეფექტიანად წარიმართოს და მოკლე ვადაში დასრულდეს. „ჩვენ 3 მარტს გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, რითაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. დღევანდელ შეკრებაზე ევროკომისიის მიერ 11 აპრილს გადმოცემული კითხვარის შესავსებად გასატარებელ ღონისძიებებს განვიხილავთ. საგარეო საქმეთა მინისტრი ლუქსემბურგში პირადად შეხვდა ევროკომისარ ვარჰეის, რომელმაც მას აღნიშნული კითხვარი გადასცა. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რომ ვიმსჯელოთ ღონისძიებებზე, რომელიც უნდა გავატაროთ ყველამ ერთად. საჭიროა ყველა უწყების ჩართულობა, მაქსიმალური კოორდინაცია, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად და სწრაფად შევავსოთ ეს კითხვარი და დროულად დავუბრუნოთ შევსებული დოკუმენტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის ოფიციალური წერილით მიმართა. დეპუტატების წერილში ნათქვამია, რომ „მთავრობის მიმართ არსებობს მოთხოვნა, ევროკავშირის კითხვარი საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი, თუმცა ხელისუფლება თავს არიდებს ამის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება”. აქედან გამომდინარე, წერილის ავტორები „ითხოვენ დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი პროცესის ხელშეწყობაში“. ცნობისთვის, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. დოკუმენტი მიიღო მოლდოვამაც. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. ასევე წაიკითხეთ: ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება კარლ ჰარცელი: ბურთი საქართველოს მოედანზეა, დიდი და რთული სამუშაო იწყება. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის ლუკას მანდლი ევროკავშირის კითხვარზე: მნიშვნელოვანია კითხვარის პასუხების შინაარსი და კონტექსტი
ირაკლი ღარიბაშვილი: დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება არის უზნეო საქციელი, რაც მევალებოდა მე, როგორც ხელისუფალს, ყველაფერი გავაკეთე, გადმოსვენებიდან, მათი ღირსეული, სამხედრო პატივით დაკრძალვის ჩათვლით
კიდევ ერთხელ გირჩევთ, დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება არის უზნეო საქციელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს კახეთში განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, დაღუპულთა გადმოსვენებიდან, სამხედრო პატივით მათი დაკრძალვის ჩათვლით. „რაც მევალებოდა მე, როგორც ხელისუფალს და მთავრობას, ყველაფერი გავაკეთე. დაწყებული მათი გადმოსვენებიდან, დამთავრებული მათი ღირსეული, სამხედრო პატივით დაკრძალვით. დანარჩენი ყველაფერი არის უბრალოდ სპეკულაციები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, უკრაინაში უკვე 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ესენი არიან: ნიკა შანავა, დავით მენაბდიშვილი, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა, არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილი: სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150-ლარამდე გაიზრდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150-ლარამდე გაიზრდება. „ბავშვთა უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი გუნდის მთავარი მოვალეობაა და ამ მიმართულებით მრავალი ნაბიჯი გადავდგით. ერთი წლის წინ, ჩემი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, 50 ლარი იყო და 100 ლარი გახდა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება 150 ლარი გახდეს. 1-ლი ივნისიდან, თითო ბავშვზე, აღნიშნული დახმარება 150 ლარს შეადგენს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ორთაჭალაში აშენდება ეკონომიკის სამინისტროს ახალი შენობა
ეკონომიკის სამინისტროს, მაგალითად, 7 წელია არ აქვს თავისი შენობა, რაც რა თქმა უნდა, სირცხვილია. გვაქვს უნიკალური ადგილი ორთაჭალაში, იქ აშენდება ეკონომიკის სამინისტრო, სადაც მთელი თავისი სსიპ-ებით, ყველაფრით განთავსდება თანამედროვე შენობაში, თანამედროვე სტანდარტების შენობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, აგრეთვე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობას. „საგარეო საქმეთა სამინისტროზე მინდა ვთქვა, ასევე დიდი გამოწვევა არის არსებული შენობის მდგრადობა და აუცილებელია რეაბილიტაციის დაწყება, წელსვე გვინდა, რომ ეს პროექტი დავიწყოთ, ამას ბატონი ილია განახორციელებს. ამის თაობაზე მინდოდა რამდენიმე სიტყვით მომეხსენებინა თქვენთვის. ჩვენ უდნა დავიწყოთ ძალიან აქტიური მუშაობა, გვჭირდება 24 -საათიანი მუშაობა, დასაქმდება ათასობით ადამიანი და სიკეთე შეეხება ასიათასობით ჩვენს თანამოქალაქეს, ყველაზე მეტად მახარებს ჩვენი განათლების პროექტი - 800 სკოლა უნდა იყოს ევროპული სტანდარტის მიხედვით აშენებული და რეაბილიტირებული. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, ბატონებო და ქალბატონებო, აქტიური მუშაობისკენ, ჩვენ ახლა გვჭირდება მაქსიმალური მობილიზება, იმისათვის, რომ ყველა ეს პროექტი, ამბიციური გეგმა ძალიან მოკლე ვადებში შევასრულოთ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრი: ჩემი და ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, 1000 ბინიანი პოლიციის ქალაქი აშენდება
ჩემი და ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის 1000 ბინიანი პოლიციის ქალაქი აშენდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი პროექტი და დამატებითი მოტივაციის მიმცემი უნდა იყოს პოლიციელებისთვის. „რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩემი და ბატონი მინისტრის დიდი სურვილია და ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000 ბინიან პოლიციის ქალაქს. ამ პროექტს დავიწყებთ ამ წელს, უკვე დაწყებული გვაქვს მოსამზადებელი სამუშაოები, ადგილიც შერჩეულია. ბატონი ვახტანგის იდეა იყო, რომ აღნიშნული პროექტი ჯიქიას ქუჩაზე განხორციელდეს, სადაც განთავსებული იყო პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა. აღნიშნულ ბაზას სხვა ადგილზე გადავიტანთ და ამ ადგილზე 1000 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება, პოლიციის ქალაქი, ისეთი, როგორიც ჩვენი გმირი ჯარისკაცებისთვის ავაშენეთ ჩემი მინისტრობის დროს. გახსოვთ, რომ 1000 ბინიანი ჯარის ქალაქი ავაშენეთ, რომელიც წელს, სექტემბერში ჩაბარდებათ ჩვენს ჯარისკაცებს. ასეთივე, ანალოგიური ქალაქი აუშენდება ჩვენს პოლიციელებს. პირობები იქნება იგივე, რაც ჯარისთვის იყო, ანუ დაახლოებით 1 კვადრატულ მეტრზე 100 დოლარის ექვივალენტს გადაიხდიან ჩვენი პოლიციელები, დანარჩენს ყველაფერს სახელმწიფო დაფარავს. ვფიქრობ, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი პროექტი, ეს უნდა გაგრძელდეს ,დამატებითი მოტივაციის მიმცემი უნდა იყოს ჩვენი პოლიციელებისთვის და ისევ და ისევ მინდა ვთქავა, რომ ჩვენი ვალია შესაბამისად, ღირსეულად დავუფასოთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავს წირავენ ჩვენი ხალხისთვის და ქვეყნისთვის“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და რეგიონის უმნიშვნელოვანეს სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის მილი მეჯლისს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა. მთავრობის მეთაურის თქმით, მისასალმებელია ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომების განახლება. აღსანიშნავია, რომ 10-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი სხდომა ბაქოში, სწორედ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გაიმართა. პრემიერის შეფასებით, სხდომების განახლება რეგიონული პროექტებისა და ფორმატების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის საკვანძო ფაქტორია, რაც თავის მხრივ რეგიონის მიმზიდველობას გაზრდის. განსაკუთრებულად აღინიშნა სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტები, როგორებიცაა: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, სამხრეთ კავკასიის გაზსადენი, ტრანს-ანატოლიის მილსადენი (TANAP) და ტრანსადრიატიკული მილსადენი (TAP). შეხვედრისას ითქვა, რომ აუცილებელია არსებული პროექტების შემდგომი განვითარება, რეგიონის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და დასავლეთთან კავშირის უზრუნველყოფის მიზნით. მთავრობის მეთაურის თქმით, წელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის კულტურულ და საგანმანათლებლო კავშირებზე. პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ერთგულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირების პოლიტიკისადმი. საუბარი შეეხო „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიას“. მხარეებმა აგრეთვე განიხილეს „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“. პრემიერის განცხადებით, საქართველო მზადაა გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი, რათა რეგიონში უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის მხრიდან ესწრებოდნენ : აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არზუ ნაგიევი, პარლამენტის წევრები ფაზაილ აგამალი და საბირ რუსტამხანლი, პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ელმარ ჰუსეინოვი და მრჩეველი ელდარ ბაირამოვი, ხოლო საქართველოს მხრიდან: საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ რეგიონში მშვიდობის მშენებლობის საქმეში
ირაკლი ღარიბაშვილი კელი დეგნანთან შეხვერაზე: საქართველო უკრაინის გვერდით დგას და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების თანასპონსორია
უკრაინაში მიმდინარე ომი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორული ურთიერთობების გამყარება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველო მტკიცედ დგას საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით და აგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს კი ,საომარი მოქმედებების დროს არ შეუჩერებიათ მუშაობა კიევში, ოდესასა და ლვოვში", - განაცხადა ღარიბაშვილმა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას ომის დაწყების დღიდან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, უკრაინაში უკვე გაგზავნილია 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი და ეს პროცესი გრძელდება, საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს კი, მაქსიმალური მხარდაჭერა გაეწიათ ყველა შესაბამისი სამსახურის მხრიდან. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მრავალმხრივ ფორმატებში საქართველო უკრაინას აქტიურად უდგას გვერდით და უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციების თანასპონსორია. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჰუბერტ ქნირშთან საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი განიხილა
საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი და საქართველო-გერმანიის ურთიერთობები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის 11 აპრილს კითხვარის გადმოცემა ახალი ეტაპია ევროკავშირთან ურთიერთობაში, რაც ქვეყანას დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს, გააძლიეროს ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მისივე თქმით, პროცესის ეფექტიანად წარმართვისა და მოკლე ვადაში დასრულების მიზნით, ყველა უწყება კოორდინირებულად და აქტიურად მუშაობს, პროცესს კი პირადად პრემიერ-მინისტრი აკონტროლებს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ქვეყანა წარმატებით განაგრძობს ასოცირების შეთანხმების (AA) დღის წესრიგით გათვალისწინებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას და ხაზი გაესვა ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის გერმანიის უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისადმი, განსაკუთრებულად აღინიშნა ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც ქართული მხარე უკრაინელ ხალხს უწევს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პროფესიული განათლების საკითხებზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას და ამ პროცესში გერმანიის ჩართულობასა და მხარდაჭერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე ავსტრიის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობა და საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის კარლ ნეჰამერის სატელეფონო საუბრის მთავარი განსახილველი საკითხები, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და კარლ ნეჰამერმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე მოსაზრებები და ინფორმაცია გაცვალეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აგრძელებს უკრაინელი მეგობრების როგორც ჰუმანიტარულ, ისე პოლიტიკურ მხარდაჭერას ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე. მთავრობის მეთაურმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ევროკავშირში წარდგენილ გაწევრიანების განაცხადზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკომისიისგან საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი მიიღო და საქართველოს მიერ შევსებული კითხვარი ევროკავშირს მაისის თვეში გადაეცემა. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის გზაზე პარტნიორობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმედი გამოთქვა, რომ წევრობისკენ მიმავალ გზაზე ავსტრიის რესპუბლიკა საქართველოს გვერდით იდგება.პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს საქართველოს ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ავსტრიის კანცლერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.
პრემიერის ბრძანება ძალაშია, სპორტსმენები ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლესში ჩაირიცხებიან
საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში გახდებიან ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ ბრინჯაოსმედალოსნები, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესი და ვადები განისაზღვრა. ტიტულოვან სპორტსმენებს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვა გამოცდის გარეშე შეეძლებათ, თუმცა ამისთვის მათ განათლების მინისტრს გარკვეული დოკუმენტაცია უნდა წარუდგინონ. ამასთან, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ აღნიშნულ პირს, სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასასვლელად მობილობის უფლება ეზღუდება. "ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირისათვის დაწესებული მოთხოვნები: 1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა ამ წესის შესაბამისად დასაშვებია საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებისათვის, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში გახდებიან ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ბრინჯაოსმედალოსნები. 2. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველმა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო). 3. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველმა განცხადებას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. თუ პირმა უცხო ქვეყანაში მიიღო სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, უნდა წარადგინოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის დამოწმებული ასლი; გ) ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედლის მოპოვების დამადასტურებელი საქართველოს შესაბამისი სპორტული ორგანიზაციის წერილი, რომელსაც უნდა ერთოდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველის მიერ უშუალოდ შეჯიბრებაზე მიღწეულ შედეგთან მიმართებით − შეჯიბრების შედეგების ამსახველი მონაცემები ან ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო, ტიტულის მფლობელისთვის მიღებული მედლის ჩამორთმევისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველისთვის ტიტულის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი კორესპონდენცია/ინფორმაცია; დ) სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით)", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: მთავრობის დადგენილების პროექტი: საერთაშორისო ასპარეზზე ოქროს მედლის მოპოვების შემთხვევაში, სპორტსმენები ერთიან ეროვნულ გამოცდებს არ ჩააბარებენ რომელ უნივერსიტეტში ჩაირიცხებიან უგამოცდოდ ის სპორტსმენები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე ოქროს მედალს მოიპოვებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც საგარეო საკითხებში ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იერჟან კაიზიხანი ხელმძღვანელობს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, მხარეებმა საქართველოს და ყაზახეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ყაზახეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-11 სხდომის მნიშვნელობას, რომელიც უახლოეს პერიოდში თბილისში გაიმართება. შეხვედრისას აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, ისევე, როგორც გასულ წელს, ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა მკვეთრად გაზრდილია, თუმცა, მთავრობის მეთაურის თქმით, დადებითი დინამიკის პარალელურად, არსებობს დიდი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას. აგრეთვე, ითქვა, რომ საქართველო მიესალმება ყაზახ ინვესტორებს. საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. მთავრობის მეთაურმა ყაზახეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკისადმი მხარდაჭერისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, აღინიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას პოლიტიკურად, ასევე დიპლომატიურად, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში და უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ 2022 წელი საქართველო-ყაზახეთის ორმხრივ ურთიერთობებში განსაკუთრებული წელია, ვინაიდან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან ოცდაათი წელი სრულდება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ყაზახეთის მხრიდან ესწრებოდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბაურჟან მუხამეჯანოვი, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწე ასეტ ისეკეშევი, ეროვნული ნავთობისა და გაზის კომპანია KazMunayGas-ის ხელმძღვანელი მაგზუმ მირზაგალიევი და ეროვნული კომპანიის Kazakhstan Railways-ის ხელმძღვანელი ნურლან საურანბაევი, ხოლო საქართველოს მხრიდან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი იოსებ ტყემალაძე და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.
ირაკლი ღარიბაშვილი: კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით როცა მომიწევს პარლამენტში მისვლა, რა თქმა უნდა, მივალ
პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში მისვლის საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. „კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით როცა მომიწევს პარლამენტში მისვლა, რა თქმა უნდა, მივალ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით. ეს კომენტარი ღარიბაშვილმა გრუშევსკის სახელობის სკოლაში გააკეთა, სადაც უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეებს შეხვდა. „ლელოს" საპარლამენტო გუნდი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იბარებს. „ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში დაბარებულია საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან მიმართებაში ხელისუფლების პოზიციებზე და სატელეფონო ჩანაწერების შესახებ“, - ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრემიერმა Youtube-ზე გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Youtube-ზე გავრცელებულ სატელეფონო აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩანაწერს ფალსიფიცირებული უწოდა. „ამ ფალსიფიცირებული ჩანაწერების გამავრცელებლების მთავარი მიზანია საქართველოში ომიზ დაწყება. არიან გამწარებულები და მსგავსი სიყალბით ცდილობენ საზოგადოების დხა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას. ეს ჩანაწერები საერთოდ არაფრის მთქმელი არ არის“, - განუცხადა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა. ჟურნალისტების კითხვას, რომ ყველა მხარე აღიარებს ჩანაწერების ავთენტურობას, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „ხსენებული ბიზნესმენი „აქეთ ურეკავს ჟურნალისტს და ეს წარმოუდგენელია“. არ მსურს ამ თემაზე საუბარი. რაც შეეხება შეხვედრას... რატომ არის ატეხილი ამხელა აჟიოტაჟი?! რამე დანაშაულს ჰქონდა ადგილი? რაზე ველაპარაკებით ხალხს?“, აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მას მართლაც მიმართა, რომ არსებობდა გარკვეული ბიზნეს შემოთავაზებები, რაზეც მან უპასუხა, რომ შეხვდებოდა, რადგან ქალაქში არ იყო. „შესაბამისად, გადავამისამართე ბიზნესსექტორთან, რაც დაადასტურა თავად ხიდაშელმაც. აღნიშნული რუსი ბიზნესმენი ჩამოსული იყო საქართველოში და დავით ხიდაშელთან ერთად შეხვდა ბიზნესის რამდენიმე წარმომადგენელს. ახლა მინდა შეკითხვა დავუსვა ამ აჟიოტაჟის ავტორებს, რაიმე შედეგი მოჰყვა?! ნული, არავითარი გაგრძელება დავით ხიდაშელის და თქვენ მიერ ნახსენები ბიზნესმენის შეხვედრებს არავითარი შედეგი არ მოჰყოლია“, - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს არცერთი სანქცირებული პირის არალეგალურ, უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. „მინდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო ჩვენი მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების პრინციპული პოზიცია - საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს არც ერთი სანქცირებული იურიდიული თუ ფიზიკური პირის არალეგალურ, უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ არცერთ იურიდიულ, თუ ფიზიკურ პირს არ მივცემთ უფლებას, რომ გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომელიც არ გადაიხედება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია ჩვენს პარტნიორებთან და მინდა, ყოველგვარი სპეკულაცია ამ თემაზე დასრულდეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, ვლადიმერ ევტუშენკოვმა ქართულ მედიასთან დაუდასტურა, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, ალი უზდენოვი, თბილისში მარტში, ირაკლი ღარიბაშვილს მართლაც შეხვდა. პუტინთან დაახლოებული რუსი მილიარდერი, ვლადიმერ ევტუშენკოვი, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ამერიკის და ევროპის სანქციების ქვეშაა. რადიო თავისუფლების ცნობით, რუსული სააქციო-საფინანსო კორპორაცია „სისტემის“ დამფუძნებელმა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა 2022 წლის 15 აპრილს დატოვა.
ღარიბაშვილი ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებაზე: იმედია, ამას გაგრძელება არ ექნება, თუმცა ყოველთვის უნდა ვიყოთ მობილიზებულები
მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ამას რა თქმა უნდა გაგრძელება არ ექნება, თუმცა მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მშვიდად. ვუყურებთ რა ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა ვიყოთ მობილიზებული, ამისთვის საჭიროა მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ვიყოთ მათთან მჭიდრო კოორდინაციაში და მუდმივად გავცვალოთ ინფორმაციები ამის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები არა ერთხელ გაჟღერებულა. „მსგავსი განცხადებები არა ერთხელ მოგვისმენია დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, არა ერთი განცხადება მოვისმინეთ ჩვენ მათ შორის იგივე ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდანაც. არა ერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო ლოკალური მიზნისთვის განხორციელებული აქტი თუ განცხადება, იმიტომ რომ ე.წ. არჩევნები იმართებოდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში,“- აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ხავიერ კოლომინამ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესი და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს
საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესი და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წინსვლას ალიანსის წევრობის გზაზე და ყურადღება გამახვილდა იმ რეფორმებზე, რომელსაც ქვეყანა წარმატებით ახორციელებს. აღინიშნა NATO-ს მნიშვნელოვანი როლი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. ასევე, ყურადღება დაეთმო მადრიდის მომავალ სამიტს. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. ხავიერ კოლომინამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. ყურადღება დაეთმო უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, ეხმარება ჰუმანიტარულად და მხარს უჭერს პოლიტიკურად, ასევე დიპლომატიურად, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში. პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის უმნიშვნელოვანეს როლსა და ქმედითი ნაბიჯების აუცილებლობას ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის. შეხვედრაზე აგრეთვე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და აღინიშნა NATO-საქართველოს თანამშრომლობის როლი ამ მიმართულებით. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას NATO-ს საერთაშორისო ოფისის პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების დივიზიიდან სტეფენ ელგერშმა, საქართველოში NATO–ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და NATO-სთან საქართველოს წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე შალვა პაპუაშვილს ხვდება ხავიერ კოლომინა: NATO ძალიან აფასებს საქართველოს, თქვენს განკარგულებაშია NATO-ს ყველა ინსტრუმენტი
ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებით იზრდება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძალა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდაჭერის შესახებ საკანონმდებლო აქტის მიღებით კვლავ დასტურდება და იზრდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძალა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მთავრობის მეთაური აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას და კონგრესმენებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას, მის ხელმძღვანელობას და მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს – ადამ კინზინგერსა და ჯერი კონოლის“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა. კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი) წარადგინეს.
ირაკლი ღარიბაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ დგას საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით და აგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საქართველოს მთავრობა უკრაინას ომის დაწყების დღიდან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, უკვე გაგზავნილია 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი და ეს პროცესი გრძელდება, საქართველოში ჩამოსულ უკრაინის მოქალაქეებს კი მაქსიმალური მხარდაჭერა გაეწიათ ყველა შესაბამისი სამსახურის მხრიდან. საუბარი შეეხო დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ყოვლისმომცველ სახელმწიფო სტრატეგიას, რომელზეც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს. აღინიშნა, რომ სტრატეგიის შემდგომი განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერა და ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ქმედითი, ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობას და გალის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების განახლების აუცილებლობას. შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდა.
საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს
საქართველოს მთავრობა ასაჯაროებს ევროკომისიის კითხვარის მეორე სექტორულ/საკანონმდებლო ნაწილს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ევროკომისიის მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და 33 თავს და 2300-მდე კითხვას მოიცავს, დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას ეხება. კითხვარის პირველ ნაწილზე, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს მოიცავს, საქართველომ მუშაობა უკვე დაასრულა და ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს, ორშაბათს, 2 მაისს გადაეცემა. „კითხვარის მეორე ნაწილის მიწოდების თარიღად ევროკავშირმა 13 მაისი განსაზღვრა, თუმცა საქართველოს მთავრობის სურვილია, ევროკავშირს კითხვარი მაქსიმალურად მოკლე ვადაში, დათქმულ ვადამდე მიაწოდოს“, - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია. ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. კითხვარის მეორე ნაწილი იხილეთ ბმულზე. ასევე წაიკითხეთ: საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასების დინამიკას დააკვირდება და მთავრობას ანგარიშს წარუდგენს
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასების კუთხით ბაზარზე არსებულ ვითარებას დააკვირდება და ანგარიშს ეკონომიკურ საბჭოს 15 მაისამდე წარუდგენს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ საავტომობილო საწვავის ფასებზე არსებული ვითარების გასული სამი თვის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის განხილვის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სააგენტო საწვავის ბაზარზე დაკვირვებას განაგრძობს, რათა შეიმუშაოს სრულყოფილი რეკომენდაციები, ბაზარზე, ჯანსაღი კონკურენციის ხელშესაწყობად. „ამასთან, საბჭოს წევრებმა განიხილეს ფარმაცევტულ ბაზარზე მიმდინარე პროცესები. დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნის საფუძველზე აქტიურად ხორციელდება რეფორმები, რომლის შედეგებიც სახეზეა და მიმდინარეობს მოქალაქეებისთვის ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების გაიაფების პროცესი. აღინიშნა, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით თურქეთის ბაზრის გახსნამ, საიდანაც იმპორტირებული 250-ზე მეტი დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტის შეძენა 70-80%-ით უფრო ნაკლებ ფასად არის შესაძლებელი. ამასთანავე, დაინერგა ელექტრონული და გენერიკული რეცეპტების სისტემა, რაც ასევე უწყობს ხელს ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პრემიერ-მინისტრი: ერთმანეთის ტრადიციების პატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია, ამის დასტურია ის ზრუნვაც, რასაც ქართული სახელმწიფო ეწევა მუსლიმი თემის უფლებების დასაცავად
ერთმანეთის ტრადიციების და რწმენის პატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და რა თქმა უნდა, დღევანდელი დღეც, ჩვენი შეხვედრაც ამის დასტურია, ამის დასტურია ის ზრუნვაც, რასაც ქართული სახელმწიფო და ჩვენი ხელისუფლება ეწევა მუსლიმი თემის უფლებების, თქვენი ტრადიციების და კულტურის დასაცავად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლება, საზოგადოებასთან ერთად, აფასებს მუსლიმი თემის შრომას, თავდადებას და თავის მხრივ, კვლავაც ყველაფერს გააკეთებს არსებული ძმობისა და მეგობრობის გასაძლიერებლად. „ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით გულითადად და გილოცავთ რამადანის წმინდა თვეს და დიდ მადლობას გიხდით იფთარზე მობრძანებისთვის. ჩვენ ყველანი ვამაყობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ძმობით, მეგობრობით და რა თქმა უნდა, ამ სიმდიდრეს გადავცემთ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს. ერთმანეთის ტრადიციების და რწმენის პატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და რა თქმა უნდა, დღევანდელი დღეც, ჩვენი შეხვედრაც ამის დასტურია. ამის დასტურია ის ზრუნვაც, რასაც ქართული სახელმწიფო და ჩვენი ხელისუფლება ეწევა მუსლიმი თემის უფლებების, თქვენი ტრადიციების და კულტურის დასაცავად. თითოეული თქვენგანის, თქვენი ოჯახების გაძლიერებისა და განვითარებისთვის. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს ზრუნვა ჩვენმა ხელისუფლებამ დაწყო 2012 წელს. 2014 წელს, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს შევქმენით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულება სწორედ ჩვენს მრავალფეროვან ქვეყანაში ტრადიციული რელიგიების დაცვა და განვითარებაა. ჩვენი გადაწყვეტილებით, სააგენტოს ფონდი ყოველწლიურად იზრდება და გპირდებით, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. 2015 წელს მუსლიმ თემს გადავეცით სამუფთო რეზიდენცია და მედრესეს შენობა ბათუმში. რამდენიმე თვის წინ, ჩემი გადაწყვეტილებით მუსლიმ თემს გადაეცა მიწა თბილისში, სადაც მუსლიმთა სამმართველოს ცენტრალური ოფისი აშენდება. სულ დღემდე ჯამში 200-მდე მეჩეთია გადაცემული. უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ 28 მეჩეთის გადაცემა. საქართველო ჩვენი ოჯახია, ჩვენი სამშობლოა და თქვენ, ყოველდღიური შრომით, უდიდესი წვლილი შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში, გაძლიერებაში. ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა, მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ძალიან ვაფასებთ თქვენს შრომას, თავდადებას, თავგანწირვას და ჩვენის მხრივ, კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ძმობისა და მეგობრობის გასაძლიერებლად. ჩემო ძმებო, მე ასე მინდა, მოგმართოთ. კიდევ ერთხელ მივესალმები და მადლობას მოვახსენებ შეიხს, მუფთებს, რელიგიურ ლიდერებს, პატივცემულ ელჩებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ რამადანის წმინდა თვეს, გისურვებთ კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას, რამაზან ბაირამინიზ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილს მუსლიმთა თემის წარმომადგენლებმა საჩუქრად გადასცეს ყურანი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მისი თავდაცვის მინისტრობის დროს, მუსლიმი ჯარისკაცებისთვის გამოიცა. საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოვიდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, დასავლეთ საქართველოს მუფთი ადამ შანთაძე, საქართველოს მუსლიმთა შეიხი რამინ იგიდოვი და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი ეტიბარ ემინოვი. იფთარს ხელისუფლების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ჰესების მშენებლობას, მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განიხილავს
თუ ენერგეტიკა არ განვავითარეთ და ჰესები არ ავაშენეთ, ძალიან რთული იქნება საუბარი ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნამახვან ჰესთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყოფილ ინვესტორთან და მოლაპარაკებების შედეგები მალე გახდება ცნობილი. „მცირე, საშუალო და დიდი ჰესებიც უნდა აშენდეს ქვეყანაში, მაგრამ რა თქმა უნდა, აქვე გავიმეორებ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მხოლოდ. მე საჯაროდ გამოვხატე ჩემი პოზიცია ნამახვან ჰესთან დაკავშირებით, იქ რაღაც კითხვები არსებობდა. ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ყოფილ ინვესტორთან და ამის შედეგებს ძალიან მალ გაცნობებთ. რაც შეეხება ზოგადად ჩემს პოზიციას - ჩვენ განვიხილავთ, რომ ასეთი ტიპის, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, დიდი პროექტები უნდა განხორციელდეს სახელმწიფო მიერ. ამის რესურსები აქვს სახელმწიფოს. მე უკვე დავალება მაქვს მიცემული ეკონომიკის მინისტრისთვის. მთელი ეკონომიკური გუნდი მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენ ამ გეგმას უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოვადგენთ. ზოგადად, თუ ენერგეტიკა არ განვავითარეთ და ჰესები არ ავაშენეთ, ძალიან რთული იქნება საუბარი ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ენერგეტიკის განვითარება და გენერაცია უნდა უსწრებდეს ეკონომიკის ზრდას. ახლა პირიქით არის - გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. მაგალითად, ჩვენ გვქონდა 14,4 ეკონომიკური ზრდა, პირველ კვარტალში. ამიტომ, თუ არ დავაწიეთ, ჩვენ წლიდან წლამდე უფრო მეტ ელექტროენერგიას ვყიდულობთ. შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ეს პრობლემაა. ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა არსებობს, რომ მაქსიმალურად გონივრულად, რაციონალურად გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეები, ანუ ჰიდრორესურსები. მე განვიხილავ, რომ დიდი ჰესები, მათ შორის ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონიც მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს, რომ ეს ჩვენი ხალხის და სახელმწიფოსი იყოს და არა კერძო ინვესტორების. მე კერძო ინვესტორებს მაქსიმალურად ხელს შევუწყობ და ვეხმარებით, მაგრამ ისეთი ჰესი, როგორიც არის ენგური, ეს ჰესი რომ არ იყოს, ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა პრობლემა იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემისთვის. ეს არის ჩემი პოზიცია და ამ პოზიციას იზიარებს ჩვენი ეკონომიკური გუნდი, ვმუშაობთ და ძალიან მალე წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას, როგორ განვავითაროთ ენერგეტიკა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 2022 წლის 24 მარტს,ENKA-მ მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა და ნამახვანის $40 მლნ-ის აქტივები ჩამოწერა ასევე წაიკითხეთ ENKA-მ მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა და ნამახვანის $40 მლნ-ის აქტივები ჩამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის კითხვარზე: მოლოდინი გვაქვს პოზიტიური, ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებები პირნათლად შევასრულეთ
გუშინ გვქონდა კომისიის სხდომა და საბოლოოდ შევჯერდით, კითხვარი არის შევსებული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, უწყებებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად და ყველა კითხვა განიხილეს. „დასრულებულია დოკუმენტი და მზად არის, რომ გადავცეთ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, რომელიც შემდგომ ბრიუსელში იქნება გაგზავნილი. მოლოდინი გვაქვს პოზიტიური. ჩვენ ჩვენი მხრივ, ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებები პირნათლად შევასრულეთ, მიმდინარე პროცესი, რა თქმა უნდა, რეფორმების პროცესი, რომელიც დაწყებული გვაქვს გაგრძელდება, მივა ბოლომდე და ახლა უკვე, ამის შემდეგ, ჩვენ, ასოცირებული ტრიო, უკრაინა მოლდოვა და საქართველო ერთად წარვადგენთ ამ კითხვარს და დაველოდებით გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების მომდევნო განვითარებისთვის. ამ პროცესში ყველა უწყება იყო ჩართული. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მათ ძალიან შრომატევადი საქმიანობისთვის”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. კითხვარის მეორე ნაწილი იხილეთ ბმულზე. ასევე წაიკითხეთ: საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში
ირაკლი ღარიბაშვილი: ელექტრომობილების ქარხნის პროექტთან დაკავშირებით იყო ხარვეზები, გვაქვს მცდელობა განვაახლოთ პროექტი
გვაქვს მცდელობა, რომ განვაახლოთ ჩინურ კომპანიებთან განვაახლოთ ელექტრომობილების ქარხნის პროექტი და მიდის მუშაობა აქტიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტთან დაკავშირებით იყო ხარვეზები, ამას დაემატა პანდემია და ამ პერსპექტივამ გადაიწია. „რაც შეეხება ელექტრომობილების ქარხანას - ეს პროექტი ჩემამდე იყო დაანონსებული. გარკვეული ხარვეზებიც იყო ამ პროექტთან დაკავშირებით. როგორც ვიცი, ვერ შეიკრა ეს პაკეტი, როგორც უნდა გამოსულიყო. ამას დაემატა პანდემია, გადაწია ეს პერსპექტივა. ახლა ჩვენ გვაქვს მცდელობა, რომ ჩინურ კომპანიებთან განვაახლოთ ეს პროექტი და მიდის მუშაობა აქტიურად“, - განაცხადა პრემიერმა. 2019 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული ელექტრომობილების ქარხნის პროექტი, რომელიც ქუთაისში უნდა განხორციელებულიყო, ამ დრომდე არ დაწყებულა. ელექტრომობილების ქარხნის ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5 000 ელექტრომობილის გამოშვება იგეგმებოდა, ხოლო საწარმოს სრულად დატვირთვის შემდეგ 40 000 ელექტრომობილის, საიდანაც ნახევარი საექსპორტოდ, მეორე ნახევარი კი ადგილობრივი ბაზრისთვის იქნებოდა განკუთვნილი. ბრენდირებული ელექტრომობილები წარწერით Made in Georgia კი ევროპისა და აზიის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი უნდა გამხდარიყო.
პრემიერ-მინისტრი IDS ბორჯომზე: აქტიურად ვმუშაობთ, მოქალაქეებს სასიამოვნო ინფორმაციას მალე ვეტყვით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია IDS ბორჯომში განვითარებულ მოვლენებს დღეს, ქუთაისში ვიზიტისას მედიასთან გამოეხმაურა. „ბოლო დღეებში გვესმის პრობლემა - მოგეხსენებათ, რომ ბორჯომის მესაკუთრე არის სანქცირებული. ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ. ამის თაობაზე ჩვენს მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას. არ მინდა, დეტალებზე ვისაუბრო დღეს, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ამ პრობლემაზე, ამ საკითხზე ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ინტერესები“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 29 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია IDS ბორჯომი წარმოებას დროებით აჩერებს. 2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. IDS Borjomi International, ბორჯომის გარდა, აწარმოებს ჩამოსხმულ წყალს ბრენდების Holy Spring და Edelweiss. უკრაინაში ომისა და მას შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, 750-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა რუსულ ბაზარზე.
პრემიერი: ქუთაისში განვიხილავთ ტექნოპარკის გაკეთებას, როგორიცაა სილიკონ ველი აშშ-ში
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისის პარლამენტის შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე "ტექნოპარკის" და მინი "სილიკონ ველის" მოწყობის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა ქუთაისში ვიზიტისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით "აქტიურად მუშაობს" მსხვილ საინვესტიციო ჯგუფებთან. „მოგეხსენებათ, ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად შემოედინებიან IT-სპეციალისტები, ექსპერტები, ამ კომპანიებში დასაქმებული უამრავი ახალგაზრდა, ათასობით ადამიანი, რომლებიც საქართველოდან მუშაობენ და ემსახურებიან მთელს გლობალურ კომპანიებს. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა. აქტიურად განვიხილავ, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობასა და მის მიმდებარედ შეიქმნას ტექნოპარკი, რაც მისცემს საშუალებას ჩვენს ახალგაზრდებს, მათ შორის ქუთაისლებს, ადგილობრივებს, რომ დასაქმდნენ. ამას, მინდა მივაბა IT-სპეციალობების კურსები, უნდა გადავამზადოთ ჩვენი ათასობით ახალგაზრდა. ეს გეგმა გვაქვს, ამაზე ვმუშაობთ, არ მინდა წინასწარ საუბარი, მაგრამ ვინაიდან მკითხეთ, ქუთაისში განვიხილავთ ტექნოპარკის შექმნას. მათ შორის არის შემოთავაზებები მსხვილი ჯგუფებისგან, ებრაული კომპანიები არიან, ასევე ევროპული, ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებსაც აქვთ სურვილი და ინტერესი. შეიძლება აქ გაკეთდეს უნიკალური, ძალიან თვალსაჩინო ტექნოლოგიური პარკი, როგორიც არის „სილიკონ ველის“ მსგავსი ამერიკაში. ორი მსხვილი ჯგუფია გამოკვეთილი, გვაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ ჩვენ გვინდა, ჩვენი მოქალაქეების ინტერესი მაქსიმალურად იყოს დაცული. დავასაქმოთ არა მხოლოდ ჩამოსულები, არამედ ადგილობრივები. გადავამზადოთ ისინი, IT-სპეციალობები არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსოფლიოში. კარგი IT-სპეციალისტების საშუალო ხელფასი თვეში 4-5 ათას დოლარს შეადგენს. რაც მთავარია, ისინი მოემსახურებიან არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ კომპანიებსაც. ამ და სხვა პროექტებზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ
ევროკავშირის კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დასრულებულია და შევსებულ დოკუმენტს საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კალ ჰარცელს დღეს პირადად გადასცემს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე დავასრულეთ მუშაობა ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით. პირველი ნაწილი არის მზად და დღეს მე პირადად გადავცემ ევროკავშირის ელჩს ბატონ კარლ ჰარცელს შევსებულ დოკუმენტს. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ამ პროცესში. ეს იყო შრომატევადი ნაწილი და წარმატებულად დავასრულეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, შევსებულ დოკუმენტს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადასცემენ. ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის იუსტიციის მინისტრ კარენ ანდრეასიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის იუსტიციის მინისტრ კარენ ანდრეასიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო იუსტიციის სფეროში ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთის შესაბამის სამინისტროებს შორის მიმდინარე წლის იანვარში ხელმოწერილი მემორანდუმის მნიშვნელობას. გამოითქვა მზაობა მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებებისა და საჯარო სერვისების მიწოდების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს, უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით. ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერისა და არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“. ამ კონტექსტში, ქართული მხარის მზაობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონალური მშვიდობის უზრუნველყოფაში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა.
კარლ ჰარცელი: ჩემთვის დიდი პატივია, თქვენ გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევანისკენ მიმავალ გზაზე
„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენს გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევანისკენ მიმავალ გზაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილის გადაცემისას, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა. „მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენს გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევანისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით. როგორც ცნობილია, კითხვარის მეორე ნაწილის შესავსებად საქართველოს ვადა 13 მაისამდე აქვს. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ 11 აპრილს გადასცა. ამავე თემაზე რა წერია ევროკავშირის კითხვარში საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ
ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. „მაქვს პატივი, გადმოგცეთ ევროკომისიის კითხვარზე ჩვენი პასუხები, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადზე დასკვნის მოსამზადებლად“, - განაცხადა პრემიერმა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობა. „მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენს გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევნისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის შევსებაზე, რომელიც 33 თავს და 2300-მდე კითხვას აერთიანებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სურვილია, კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირს დათქმულ ვადაზე ადრე მიაწოდოს და ამისთვის უწყებები ძალისხმევას არ დაიშურებენ. როგორც ცნობილია, შევსებული კითხვარის მიღების შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილი საქართველომ 13 მაისამდე უნდა დააბრუნოს. ამავე თემაზე რა წერია ევროკავშირის კითხვარში საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია, ყველა პირობაა შექმნილი ჟურნალისტიკის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარებისთვის. „ყველა მედიასაშუალებას და თითოეულ ჟურნალისტს გულითადად გილოცავთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს. ფასეულობებსა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული, თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა ქვეყნის დემოკრატიულობის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელია. ქართულმა მედიამ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ურთულესი გზა გაიარა, გაუძლო მრავალ გამოწვევას, შევიწროებასა თუ ზეწოლას. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად სწორედ პრესის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა დაისახა. ამ მიზნით გავატარეთ არაერთი რეფორმა. დღეს ქართული მედიასივრცე პლურალისტური და თავისუფალია, ყველა პირობაა შექმნილი ჟურნალისტიკის გაძლიერებისა და შემდგომი განვითარებისთვის. პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო რეგიონში უდავო ლიდერია და არაერთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს. ეს ყველაფერი ხელისუფლებისა და საზოგადოების, მთლიანად ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია, ხელი შეუწყოს პრესის თავისუფლების კიდევ უფრო განვითარებას. კვლავაც თანადგომას გპირდებით და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ საქმიანობაში”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში. 3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება
ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი და საქართველოსა და შვედეთის ურთიერთობები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ულრიკ თიდესტრომის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი უკვე გადაეცა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ხოლო მეორე ნაწილი ევროკავშირს უახლოეს მომავალში გადაეცემა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კითხვარის გადმოცემა ახალი ეტაპია ევროკავშირთან ურთიერთობაში, რაც ქვეყანას დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს, გააძლიეროს ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით, ამ პროცესში კი საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და შვედეთს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განვითარების პერსპექტივები. ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და მისი ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორია და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ მოდერნიზაციასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. საუბარი შეეხო საქართველოსა და შვედეთს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ პოლიტიკური მიმართულებით ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაზეც მეტყველებს მაღალი დონის ვიზიტების და შეხვედრების სიხშირე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისადმი, განსაკუთრებულად აღინიშნა ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც ქართული მხარე უკრაინელ ხალხს უწევს.
გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში
საქართველოში საწვავის ფასები რეკორდულ ნიშნულზეა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ნავთობსა და საწვავზე მსოფლიო ფასების ტენდენციას ადგილობრივი ბაზარი არ ემორჩილება. საქართველოს ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი Europetime-თან ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე საწვავზე მაღალ ფასს ნავთობპროდუქტებზე არსებული „პლაცი“ (საერთაშორისო ფასი) განაპირობებს. „დღეს საერთაშორისო პლაცი მაღალია. მაგალითად, ერთი ტონა დიზელის საერთაშორისო ფასი $1200, რაც შეეხება ბენზინის საერთასორისო ფასს, ესაა $1132“. მისი თქმით, 2022 წლის მარტი ნავთობპროდუქტებზე პიკური ფასებით ხასიათდებოდა. „თითქმის იდენტურია დღევანდელი ფასები. პრემიერმა პირველად გააკეთა განცხადება 10 აპრილს, როცა ნავთობის ფასი შემცირდა. ამის მიზეზი გახდა აშშ-ის განცხადება, რომ სტრატეგიულ მარაგებს ხსნიან და მსოფლიო ბაზარს ყოველდღიუდად 6 თვე დამატებით 1 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს მიაწვდიან. ამ განცხადებამ ფასები შემცირა. თუმცა შემდგეგ ზრდა ისევ დაიყო“, - აღნიშნავს მთვრალაშვილი. რაც შეეხება იაფად შემოტანილ საწვავს, ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, ფასდაკლებული საწვავი რუსეთიდან შემოვიდეს. „არავითარი სამართლებრივი პრობლემა აქ არ არსებობს. საწვავი რუსეთში მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნის ვარდნის გამო გაიაფდა“. ტერმინ „იაფ საწვავს“ განმარტება სჭირდება, მიიჩნევს ეკონომისტი პაატა ბაირახტარი და Europetime-თან აცხადებს, რომ „დღეს იაფია თურქმენული საწვავი, რომელიც საქართველოში ბრენდულ კომპანიებს შემოაქვთ და შემდეგ საბითუმო ბაზარზე მცირე მოთამაშეებზე ყიდიან. არის მაგალითები, როცა იმპორტიორთან პირად გარიგებაში შედის ქვეყანა და პროდუქტს დაბალ ფასად ყიდულობს. თუ ადგილი აქვს რომელიმე იმპორტიორ ქვეყანასთან ასეთ შეთანხმებას, მაშინ ეს ღიად უნდა ითქვას“. „ბარელი ნავთობი $140 ღირდა, ახლა ფასი $100-ია. 1 აშშ დოლარის ღირებულება იყო 3,50 ლარი, ახლა 3,05 ლარია. ჩვენთან ორი თვეა, საწვავზე ფასი არ იცვლება. ფაქტია, რომ პროცესი ხელოვნურია. თუმცა სასაცილოა, როცა პრემიერი საწვავის ფასებზე არსებული ვითარების შეისწავლას ავალებს იმ უწყებას, რომელმაც დადო დასკვნა, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე კონკურენტული გარემოა და ყველაფერი წესრიგშია“, - ამბობს პაატა ბაირახტარი. მისი თქმით, დღეს შედარებით იაფია რუსული საწვავი, რომელიც მსოფლიოსთვის უკარაინაშო ომის ფონზე „ტოქსიკური“ აღმოჩნდა. „დღეს რუსეთისგან საწვავის ყიდვას ყველა ერიდება. უკვე გაიშიფრა სქემები, რომ რუსული გემები თიშავენ ნავიგაციას, და არ უთიეთებენ, რომელ პორტში შედიან. არ ხდება გასაჯაროება შემდგომი სანქციების შიშით. რა იგულისხმა პრემიერმა „იაფიან საწვავში“ ჩემთვის გაუგებარია. გარიგება ხდება რამდენიმე ბირჟაზე და მერე აწვდიან ნავთობპროდუქტებს სხვადასხვა ქვეყანას“. საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარს ბრენდირებული ნავთობგასამართი სადგირების მფლობელ 5 მსხვილ მოთამაშესთან (ვისოლი, გალფი, ლუკოილი, რომპეტროლი, სოკარი) ერთად, წვრილი კომპანიებოც ინაწილებენ. აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტის ექსკლუზიური უფლება 2006 წელს რეგისტრირებულ შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ აქვს. რა ხდება ნავთობის მსოფლიო ბაზარზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ნავთობის პიკურ ფასებზე აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებამ მოახდინა გავლენა. ჯო ბაიდენმა ნავთობის მარაგების გახსნისა და მსოფლიო ბაზრისთვის 6 თვე დღეში ერთი მილიონი ბარელის მიწოდების შესახებ, 31 მარტს განაცხადა, მას შემდეგ, რაც ნავთობის ფასი $140-იან ნიშნულზე დაფიქსირდა. ამის შემდეგ Brent-ისა WTI-ის ტიპის „შავ ოქროზე“ ფასი 6,7% და 7%-ით შემცირდა. საწვავი კი მსოფლიო ბაზარზე 5,4 %-ით გაიაფდა. ფასის კლების დინამიკა შენარჩუნდა რუსულ ნათობსა და საწვავზე. ევროკავშიროს სანქციების ფონზე 2022 წლის მარტის მეორე ნახევარში რუსულ ნავთობზე ფასი 20%-ით დაეცა და ბარელზე $89 შეადგინა [8 მარტს URAL-ის ფასი $110 ნიშნულზე იყო], როცა Brent-ის მარკის ნავთობი $112 ღირდა. აპრილში რუსული ნავთობის ფასი კიდევ უფრო დაეცა და ბარელზე $75 შეადგინა. ამასთან ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ნავთობის მოპოვებას ამცირებს. Reuters-ის ცნობით, შესაძლოა, მოპოვება 17%-ით 443,8 მილიონ ტონამდე დაეცეს და დღე-ღამეში კლებამ 8,68 -9,5 მილიონი ბარელი შეადგინოს. ეს 2003 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება, როცა რუსული ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი 421 მილიონ ტონას აღწევდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირი რუსლი ნავთობის ემბარგოს გეგმავს. სავარაუდოდ, ამის შესახებ სანქციების მე-6 პაკეტიდან გავიგებთ. მანამდე, აშშ-მა ბრიტანეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა აკრძალეს. რუსულ ნავთობზე სანქციები ჯერ არ ვრცელდება, თუმცა გასულ კვირას ამსტერდამის პორტის მუშებმა რუსული დიზელით დატვირთული ტანკერი არ გადმოტვირთეს. მანამდე რუსული ტანკერის დაცლაზე, უარი თქვეს შვედეთის პორტის მუშებმა. რა ხდება ნავთობპროდუქტების ადგილობრივ ბაზარზე საქართველოს ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ვებგვერდის მონაცემებით, 2022 წლის 2 მაისს ბრენდირებულ ქსელებში პრემიუმის ტიპის საწავავზე ფასი 4,10-4,19 ლარამდეა, რეგულარის 3,76 – 3,79 ლარამდე, ხოლო დიზელის ფასი 4,35-დან 4,45 ლარამდე მერყეობს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან საქართველოში პრემიუმ-კლასის საწვავი 64 თეთრით გაძვირდა, რეგულარი კი 60 თეთრით, დიზელის საწვავზე კი ფასი 85 თეთრით გაიზარდა. რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში საწვავი 2022 წლის იანვარ-მარტში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი: რუმინეთი - 69,4 ათასი ტონა, მთელი იმპორტის 27%. რუსეთი - 53,7 ათასი ტონა - 20,9%; ბულგარეთი - 53,5 ათასი ტონა - 20,8%; აზერბაიჯანი - 40,4 ათასი ტონა - 15,7%; თურქმენეთი - 30,6 ათასი ტონა - 11,9%; თურქეთი - 5,5 ათასი ტონა - 2,1%; საბერძნეთი - 3 ათასი ტონა - 1,2%; ყაზახეთი - 0,6 ათასი ტონა - 0,2%, სეიშელი - 0,5 ათასი ტონა - 0,2%. როგორ ფორმირდება ფასი რაც შეეხება საწვავის ფასის ფორმირებას საქართველოში, აქ მნიშვნელოვანია გადამუშავებული საწვავის საერთაშორისო ფასები (Platts). ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით. სახელმწიფო აქციზის გადასახადი (2017 წლის 1-ელ იანვრამდე აქციზი ტონაზე 250 ლარი იყო, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან კი 500 ლარამდე გაიზარდა. ერთ ლიტრზე აქციზის ფასი დღეს შეადგენს 38 თეთრს, მაშინ როდესაც 2017 წლამდე ის 19 თეთრი იყო.) დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) – საქართველოში დღგ 18%-ს შეადგენს. რა ღირს საწვავი რეგიონსა და მეზობელ ქვეყნებში GlobalPetrolPrices.com-ის მონაცემებით, 2022 წლის 25 აპრილს რეგიონსა და საქართველოში 1 ლიტრს საწვავზე შემდეგი ფასები დაფიქსირდა: საქართველო - $1,317 – 4 ლარი სომხეთი - $ 1,134 – 3,65 ლარი რუსეთი - $0,691 – 2,10 ლარი აზერბაიჯანი - $0,588 – 1,79 ლარი უკრაინა - $1,132 – 3,45 ლარი თურქეთი - $1,293 – 3,94 ლარი თურქმენეთი - $0,428 – 1,30 ლარი ცნობისთვის, 2 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცახდა, რომ ბევრმა იმპორტიორმა საქართველოში შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა დაიწყო, თუმცა ეს ფასებზე ჯერ არ ასახულა. „ჩვენ მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, დეტალურად შეისწავლოს საკითხი და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა. ამის შემდეგ რა თქმა უნდა, მთავრობას ექნება საშუალება, რომ მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. ჩვენ წინასწარ არაფერს ვამტკიცებთ, არსებობს გარკვეული ინფორმაციაც, ხომ არ არის რაიმე მოლაპარაკება ფასთან დაკავშირებით. საჭიროა, დაიდოს მონიტორინგის ანგარიში და ამის შემდეგ გავაკეთებთ დასკვნებს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. თავის მხრივ, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში საწვავის ფასებმა უნდა დაიკლოს და ამის საფუძველია იმპორტიორების მიერ ნავთობპროდუქტების შეძენასთან დაკავშირებით გაფორმებული ახალი კონტრაქტები. „ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ მიმდინარე კონტრაქტები იყო გაცილებით დაბალ ფასებში, ვიდრე ეს იყო მაგალითად, იანვრის თვის კონტრაქტები. მაშინ საერთაშორისო ბაზარზე ფასები მაქსიმუმზე იყო ასული. ბოლოს გაფორმებულმა კონტრაქტებმა კი ასახვა უნდა ჰპოვოს ადგილობრივ ბაზარზეც, ვინაიდან ძველი შეძენილი ნავთობპროდუქტები ახალი კონტრაქტებით ჩანაცვლდება. კონკურენციის სააგენტოსაც მიღებული აქვს დავალება და 15 მაისისთვის შესაბამისი დასკვნაც იქნება მზად. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება, ვისაუბროთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამომავლოდ", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. Europetime შეეცადა, ქვეყანაში იაფი საწვავის შემოტანაზე ნავთობიმპორტირებისაგან მიეღო, თუმცა კომპანიებმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
პრემიერ-მინისტრი პატრიარქს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „დღეს, საპატრიარქოში ვესტუმრე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. ვისაუბრეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ასევე, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია მის უწმინდესობასთან შეხვედრა. უაღრესად საინტერესო და გასათვალისწინებელია მისი ბრძნული მოსაზრებები და რჩევები. ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, არმენ გრიგორიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოს და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს. მთავრობის მეთაურმა არმენ გრიგორიანს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. შევედრაზე ითქვა, რომ ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიზნით, საქართველო კვლავაც მზად არის, საკუთარი წვლილი შეიტანოს რეგიონულ დიალოგში ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა დარგების ხელშეწყობისათვის. საუბარი შეეხო პრემიერის მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას, როგორც დიალოგის მნიშვნელოვან პლატფორმას. აგრეთვე, მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას და მხარს უჭერს პოლიტიკურად, აგრეთვე ყველა საერთაშორისო ფორმატში. ყურადღება დაეთმო ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელსაც ქვეყანა უკრაინელ ხალხს უწევს. შეხვედრისას ითქვა, რომ წლევანდელი წელი საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მეგობრული კავშირებისთვის განსაკუთრებულია, ვინაიდან ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მრჩეველი არშაკ მუსახანიანი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ვახტანგ გომელაური ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ეუთო/ოდირის დირექტორთან შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორს, მატეო მეკაჩის შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მთავრობისა და ეუთო/ოდირის თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის არჩევნებზე დაკვირვების, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, გენდერული თანასწორობისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით. „განსაკუთრებით აღინიშნა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის მხარდაჭერისა და საქართველოს ჩართულობის მნიშვნელობა გენდერულ თემატურ პროექტებში. აქვე, ყურადღება გამახვილდა ეფექტური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე სხვადასხვა მიმართულებით. პრემიერ-მინისტრმა ეუთო/ოდირს მადლობა გადაუხადა საქართველოში გამართულ არჩევნებზე წლების განმავლობაში სადამკვირვებლო მისიების გამოგზავნისთვის. ყურადღება დაეთმო საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას ეუთო/ოდირთან მართლმსაჯულებისა და სასამართლო სისტემის რეფორმის განხორციელების პროცესში. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე, მის გავლენაზე რეგიონული უსაფრთხოების კუთხით და ხაზი გაესვა საქართველოს მხარდაჭერას უკრაინისადმი, როგორც ჰუმანიტარული მიმართულებით, ასევე – პოლიტიკურ დონეზე, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეუთო/ოდირის მხრიდან სპეციალური მრჩეველი პიტერ მოსოპი, იურიდიული ოფიცერი კარინ სიმონსენი, ხოლო საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „უკრაინისთვის“ მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც პოლონეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან პარტნიორობით ერთობლივად უმასპინძლებენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო სესიაში. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით
საქართველო ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავიდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რითაც ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელისთვის ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილის გადაცემას გამოეხმაურა. „ვამაყობ, რომ ევროკომისიის კითხვარი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს გადავეცი. საქართველოს ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით. დარწმუნებული ვარ საქართველოს წარმატებაში, ქართველი ხალხის საბოლოო მიზნის მისაღწევად“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილი საქართველომ 13 მაისამდე უნდა დააბრუნოს.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველომ გამოყო 7 მილიონი დოლარი და ვაგრძელებთ, საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას
საქართველომ გამოყო 7 მილიონი დოლარი და ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის მიმდინარე სამხედრო თავდასხმის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას. საჰაერო და სახმელეთო გზებით უკრაინაში გაიგზავნა 500-ზე მეტი ტონა ჰუმანიტარული დახმარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთში, დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის „უკრაინისთვის“ ფარგლებში გამართულ საქველმოქმედო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო უკრაინაში ყველაზე მსხვილი ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელია მსოფლიოს 191 ქვეყანას შორის. „საქართველომ გამოყო 7 მილიონი დოლარი და ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის მიმდინარე სამხედრო თავდასხმის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას. საჰაერო და სახმელეთო გზებით უკრაინაში გაიგზავნა 500-ზე მეტი ტონა ჰუმანიტარული დახმარება. ჩვენი ხელისუფლება დახმარებას უწევს დევნილებს უკრაინიდან, რა მიზნითაც უკრაინის მოქალაქეთათვის უზრუნველვყოფთ ცხელ ხაზს, დაბინავებას, აუცილებელ პროდუქტებს, ტანსაცმელს, საკვებს, სამედიცინო მომსახურებას, ასევე სკოლებისა და ბაღების ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მოძმე ერის დახმარებას, რისთვისაც 2022 წლის ბოლომდე დამატებით გამოვყოფთ კიდევ 7 მილიონ დოლარს", - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი: მტკიცედ ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, მომავალშიც დავუჭერთ მხარს, როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით
„ჩვენ მოვახდინეთ ყველა ჩვენი რესურსის მობილიზაცია ამ დამანგრეველი ომის შედეგების შესამსუბუქებლად. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი უკრაინაში ჩვენი ისტორიული პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერაზე ჩვენი რეგიონისთვის ასეთ მღელვარე დროს. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას. ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს უკრაინას როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის „უკრაინისთვის“ ფარგლებში გამართულ საქველმოქმედო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ომმა უკრაინაში გამოიწვია მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი რეგიონში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას. „პირადად მოვახსენებ მადლობას პრემიერ-მინისტრებს: მორავიეცკის და ანდერსონს, როგორც ჩვენი დღევანდელი ღონისძიების წამყვანებს, ასევე ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებს. თქვენ ხართ საქართველოს ერთგული პარტნიორები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.ჩვენ ვგმობთ რუსეთის უხეშ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის და გაეროს ქარტიის ფუნდამენტურ პრინციპებს და ნორმებს და წარმოადგენს უპრეცედენტო გამოწვევას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. უკრაინაში ომის შედეგები განსაზღვრავს ევროპის უსაფრთხოების სამომავლო არქიტექტურას და საფუძველს ჩაუყრის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოს ჩვენს რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ.ომმა უკრაინაში გამოიწვია მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი რეგიონში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისგან ითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას. ჩემი მთავრობა უპირობო სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ პარტნიორებს. ჩვენ მოვახდინეთ ყველა ჩვენი რესურსის მობილიზაცია ამ დამანგრეველი ომის შედეგების შესამსუბუქებლად. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი უკრაინაში ჩვენი ისტორიული პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერაზე ჩვენი რეგიონისთვის ასეთ მღელვარე დროს. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას. ჩვენ მომავალშიც დავუჭერთ მხარს უკრაინას როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული კუთხით, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „უკრაინისთვის“ მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეო მიმართვასაც მოუსმინეს. მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებს შორის იყვნენ - შვედეთის, ესპანეთის, უკრაინის, ლიეტუვას, ლატვიის, ალბანეთის, ხორვატიის, ისლანდიის, სლოვაკეთის, სლოვენიის და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრები. სესიაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, მონაწილეობენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და გაეროს წარმომადგენლები. დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ზურაბ ბერიძე.
მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 64-ე სხდომა გაიმართა
საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარი შეავსო. ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 64-ე სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, აღინიშნა, რომ კითხვარის მეორე შევსებული ნაწილი, რომელიც სექტორულ მიმართულებებს მოიცავდა, ევროპულ მხარეს სამშაბათს, 10 მაისს გადაეცემა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა უწყებას და თითოეულ ადამიანს, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა კითხვარის მეორე, მოცულობითი ნაწილის მაქსიმალურად მოკლე ვადაში, ეფექტიანად შესავსებად. როგორც ცნობილია, ევროკომისიის კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილი 33 თავს აერთიანებს და მოიცავს 2 300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით და მისი მიწოდების თარიღად ევროკავშირის მიერ 13 მაისი იყო განსაზღვრული, თუმცა საქართველომ კითხვარი დათქმულ ვადამდე შეავსო. კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი საქართველოს მთავრობის მეთაურმა ელჩ კარლ ჰარცელს 2 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა. სრულად შევსებული კითხვარის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. ასევე წაიკითხეთ: საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემს
ირაკლი ღარიბაშვილი: მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. „მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, ხოლო თბილისში რეგისტრირებულთათვის – დედაქალაქის მერია“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: დღეს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროპული არჩევანი ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილებაა
საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, ეს არის არა მარტო ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, არამედ ეს ჩვენი ქართველი ხალხის არჩევანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, 2014 წელს ხელი მოეწერა ისტორიულ დოკუმენტს, ასოცირების შეთანხმებას, რასაც მოჰყვა ძალიან მნიშვნელოვანი, პრაქტიკული ხელშესახები შედეგები. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვუერთდებით მოწოდებებს, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატავო ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვო ჩვენს უკრაინელ, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს მშვიდობის აღდგენა მოკლე დროში. საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა ეს არის არამარტო ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილება, არამედ ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის არჩევანი. 2014 წელს ჩვენ მოვაწერეთ ისტორიულ დოკუმენტს ხელი, ასოცირების შეთანხმებას და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რასაც მოყვა ძალიან მნიშვნელოვანი, პრაქტიკული ხელშესახები შედეგები, როგორიც არის უვიზო რეჟიმის ამოქმედება. მოგეხსენებათ რომ ჩვენ მარტის თვეში უკვე ოფიციალურად წარვადგინეთ ჩვენი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. კიდევ მინდა, აღვნიშნო, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში. კიდევ ვიმეორებ – რა თქმა უნდ, ეს არის გამოწვევა მთელი ევროპისთვის, მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის და რა თქმა უნდა, ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენთვის, საქართველოსთვის. შესაბამისად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ უპასუხებს თანამედროვე მსოფლიო ამ გამოწვევას, რომელიც დღეს ევროპაში დგას. ჩვენ, ქართველებს გვაერთიანებს ევროპასთან ჩვენი საერთო ღირებულებები, ფასეულობები, ეს არის ის ფასეულობები, რომელიც არის ფუნდამენტური და რომელსაც არასდროს არ გადავუხვევთ. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს და მთლიან ევროპას“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ევროპა ერთადერთი გამოსავალია, ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც, მაშასადამე, გვინდა ევროპა
ირაკლი ღარიბაშვილი: მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას
მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის პასუხები გადავეცი. საქართველოს მთავრობამ მოსალოდნელზე ადრე, წარმატებით დაასრულა მუშაობა და ახლა, მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს გადასცა შალვა პაპუაშვილი: საქართველომ ევროკავშირის კითხვარი სრულად შეავსო, ახლა ჯერი ევროკავშირზეა
ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ბიძინა ივანიშვილი საჭიროდ ჩათვლის, დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას თავად მიაწვდის
„მოვისმინე ის ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გარკვეულ სირთულეებს, გადარიცხვებზე და სხვა აქტივობებზე, ჩვენ ასევე მოვისმინეთ ბატონი ივანიშვილის ადვოკატის, მისი ინტერესების დამცველის დეტალური განმარტებები და ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ყველაფერი ცნობილია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლანჩხუთში ჟურნალისტებს განუცხადა. ბიძინა ივანიშვილი შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ს სასამართლოში კვლავ უჩივის ადვოკატი: ივანიშვილს ლონდონიდან და ნიუ-იორკიდან ხელოვნების ნიმუშების გადაადგილებაში პრობლემები შეექმნა ღარიბაშვილის თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი საჭიროდ ჩათვლის, დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას თავად მიაწვდის. „როგორც მოვისმინეთ, შეიძლება პრესკონფერენციებიც გაიმართოს. თუ ეს მოხდება, მჯერა, რომ თავად ბატონი ბიძინა მიაწვდის საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას, თუ ეს საჭირო იქნება. ერთი რამ მინდა გითხრათ, ყველა ის ლეგიტიმური კითხვა, რაც დაისვა და გაჟღერდა ადვოკატების მხრიდან, რომელიც ეხებოდა ბანკის საქმიანობას და ა.შ, მე ამ დეტალებში არ შევალ, რადგან ეს ჩვენი მთავრობის განსახილველი არ არის, მაგრამ, ვინაიდან ასეთი მაღალი ინტერესი არსებობს, ბუნებრივია, ჩვენც ამას ყურადღებით ვაკვირდებით. ვიმეორებ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მხრიდან საზოგადოებას ყველა კითხვაზე გაეცა პასუხები და ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს: თქვენ შეგიძლიათ, ყოველდღე ილოცოთ ზელენსკიზე, მე ვილოცებ ჩვენს ქვეყანასა და მის გამთლიანებაზე
„თქვენ შეგიძლიათ, ყოველდღე ილოცოთ ზელენსკიზე, მე ვილოცებ ჩვენს ქვეყანასა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ. „ჩვენ და ყველა პატრიოტი პოლიტიკოსი უნდა იყოს მოწოდებული, ვალდებული და იძულებული უნდა გავხდეთ ყველა, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები გავატარებინოთ ყველა პოლიტიკოსს და არა ის, მავნებლური, მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, რომელსაც ეწეოდნენ და ეწევიან სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: არანაირი მეორე ფრონტი, მეორე ომი არ იქნება ქვეყანაში
ირაკლი ღარიბაშვილი: არანაირი მეორე ფრონტი, მეორე ომი არ იქნება
მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, არანაირი მეორე ფრონტი, მეორე ომი არ იქნება ქვეყანაში, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან. „ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია რომ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს. ამის გარეშე ქვეყანაში არაფერი იქნება. ჩვენმა ქვეყანამ რუსეთთან უკვე სამჯერ იომა, ათასი უბედურება გადავიტანეთ. ამას თუ ჩვენ კარგი ანალიზი არ გავუკეთეთ და კიდევ გავაგრძელეთ უპასუხისმგებლო რიტორიკა, მათ შორის შიდა მტრების დესტრუქციული საქმიანობა, ეს ძალიან ცუდი იქნება. ამას ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს. ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვართ. ჩვენ მოსახლეობას გარანტიას ვაძლევთ, რომ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, არანაირი მეორე ფრონტი, ომი არ იქნება ქვეყანაში. იქნება განვითარება, მშენებლობა და მშვიდობა. აქციები თქვენ გამართეთ თქვენი ბელადისთვის“, - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირაკლი ღარიბაშვილი: ქართველები სამართლიანად ვამაყობთ ქალების განსაკუთრებული როლით ჩვენს ისტორიასა და დღევანდელობაში, იმ წვლილით, რაც მათ მიუძღვით
სასურველი ვითარების მისაღწევად ჯერაც ბევრი შრომაა საჭირო, ქალთა უფლებების, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის საკითხები ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი და დარეგულირებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ქართველები სამართლიანად ვამაყობთ ქალების უნიკალური, მე ვიტყოდი სრულიად განსაკუთრებული როლით ჩვენს ისტორიასა და დღევანდელობაში, იმ წვლილით, რაც მათ მიუძღვით კულტურის, მეცნიერების, განათლების სპორტის, პოლიტიკური ცხოვრებისა და ზოგადად სახელმწიფოებრიობის განვითარებაში. წმინდა ნინო, ჩვენი განმანათლებელი და დედოფალი ნანა, მეფე თამარი და ქეთევან წამებული, ბარბარე ჯორჯაძე თუ მარო მაყაშვილი, ნონა გაფრინდაშვილი თუ ელისო ვირსალაძე, თუ მრავალი სხვა ძლიერი, დამოუკიდებელი, განათლებული, შემოქმედი, მებრძოლი ქალის სახელი ნებისმიერი ქვეყნის ისტორიას დაამშვენებდა. ამიტომ, ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ იმითაც, რომ თამარის ეპოქა, შემდეგ საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი, რომელმაც, ბევრ თანამედროვე დასავლურ სახელმწიფოზე ადრე, პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური და საოჯახო უფლებების კუთხით სქესთა თანასწორობა დაადგინა და ქალებს საარჩევნო ხმის უფლება მიანიჭა. რა თქმა უნდა, ეს სახელები და ფაქტები, ქალის როლისადმი ჩვენი ტრადიციული დამოკიდებულება არ ნიშნავს, რომ დავივიწყოთ: სასურველი ვითარების მისაღწევად ჯერაც ბევრი შრომაა საჭირო. ქალთა უფლებების, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის საკითხები ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი, დარეგულირებული არც ჩვენს ქვეყანაში და არც მთელ მსოფლიოში, ყველაზე განვითარებული დემოკრატიების ჩათვლით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ხორბლისა და ფქვილის მარაგზე: საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს
ქვეყანაში ფქვილის, ხორბლის საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე-ნახევარში, ჩვენც საკუთარ ხორბალს უკვე ავიღებთ, მოსავალს ავიღებთ. შესაბამისად არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისგან, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ხორბალთან და ფქვილთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აჟიოტაჟი იყო ხელოვნურად გამოწვეული და ქვეყანას დღეს ამ მიმართულებით პრობლემა არ აქვს. „დარგის წარმომადგენლები ითხოვენ ფქვილზე გადასახადის შემოღებას, ხომ? - რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს პურის ფასის ზრდას. ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის, არც ჩვენი ხალხის, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში შედის. აქედან გამომდინარე, ეს აჟიოტაჟი, მე ვფიქრობ, რომ იყო აბსოლუტურად ხელოვნურად გამოწვეული, არავითარი პრობლემა ჩვენს ქვეყანას დღეს არ აქვს. საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე ნახევარში, ჩვენც საკუთარ ხორბალს ასე ვთქვათ უკვე ავიღებთ, მოსავალს ავიღებთ და შესაბამისად არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო. გასაგებია, რომ გარკვეული მცირე ჯგუფის მიერ იყო ეს საკითხი პოლიტიზირებული და აჟიოტაჟი იყო შექმნილი ხელოვნურად,“-აღნიშნა პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში ხორბლის მარაგის შემცირებას ადასტურებს
ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელს ეწვევა
დღეს მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება განხილვა ჩვენს მიერ უკვე წარდგენილი კითხვარის ირგვლივ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მას შეხვედრები ექნება ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ბატონ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვადაზე ადრე დავამთავრეთ კითხვართან დაკავშირებით მუშაობა. კიდევ ერთხელ, მინდა ყველა საჯარო მოხელეს მადლობა გადავუხადო, ვინც იყო ჩართული, მინისტრებს, ყველას, მთელ მთავრობას, ყველა უწყებას, პარლამენტს, რომ დროულად მოხდა კითხვარის შევსება და ევროკავშირისთვის წარდგენა. ამ და სხვა საკითხებზე მექნება შეხვედრები ბრიუსელში, უმაღლეს დონეზე. ასევე მექნება შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ბატონ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან. ასე რომ, ამ შედეგებს საზოგადოებას მოგვიანების გავაცნობთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ილია დარჩიაშვილი: იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც თვითშეფასების კითხვარშია, სათანადოდ დაფასდება პარტნიორების მხრიდან ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში
ირაკლი ღარიბაშვილი: პენსიონერებისთვის ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო და ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგი უკვე გვაქვს
ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო პენსიონერებისთვის და ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგი უკვე გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, რიგ შემთხვევებში საპროცენტო განაკვეთი 100%-საც შეადგენდა. „წლების განმავლობაში პრობლემა იყო პენსიონერების საბანკო განაკვეთი. ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო პენსიონერებისთვის. ჯერ კიდევ ჩვენი მთავრობაში მოსვლამდე რიგ შემთხვევებში 100%-იც კი იყო საპროცენტო განაკვეთი. ჩვენი მთავრობის დროს ჩვენი უშუალო ძალისხმევით არაერთხელ დაიწია, მაგრამ სესხის პროცენტი ჯერ კიდევ მაღალი იყო. რამდენიმე თვის წინ, ბატონ ლევანს დავავალე ეს საკითხი, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ჩაერთნენ ბატონი ზურაბ აზარაშვილი და ლაშა ხუციშვილი. ამ სამუშაო ჯგუფში ჩართულები იყვნენ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლები. ძალიან კარგი შედეგი უკვე გვაქვს“, - განაცხადა პრემიერმა. „დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა. პირობა იყო 7-წლიანი მომსახურების შესახებ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ის სესხები, რომლებსაც პენსიონერებისთვის გასცემენ, მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და იქნება მაქსიმუმ + 15%, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 25,8%-ია, ნაცვლად 30,6%-ისა, რომელიც ჰქონდათ. გამომდინარე იქიდან, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინები გვაქვს, ეს განაკვეთიც მნიშვნელოვნად შემცირდება და ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაუიაფდებათ პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები“, - განაცხადა თავის მხრივ, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრი: ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან პრემიერ-მინისტრი ჩვენს მიერ შევსებული კითხვარის პარალელურად უკვე თავად, პირადად შესაბამის ლიდერებთან ისაუბრებს იმ მნიშვნელობაზე, რაც უნდა ჰქონდეს ჩვენს მონაწილეობას ამ პროცესში, - ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „სამუშაო ვიზიტის ფარგლებში NATO-ს შტაბ-ბინაში გენერალურ მდივანთან შეხვედრაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილო ამ ვიზიტის, რომელსაც ექნება დამატებითი იმპულსების ჩვენი საგარეო პოლიტიკის ამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის მიმართულებით“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელს ეწვევა
საქართველოს საპატრიარქო: კათოლიკოს-პატრიარქსა და პრემიერს, მიხეილ სააკაშვილზე არ ულაპარაკიათ
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრისას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გა დაყვანის საკითხზე არ უსაუბრიათ. „საქართველოს საპატრიარქო მოხარულია, რომ ბატონი მიხეილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მოხდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა, რათა მას სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიოს. თუმცა დავძენთ, რომ კათოლიკოს-პატრიარქსა და პრემიერს შორის გამართული საუბარი ამ საკითხს არ ეხებოდა და, ამდენად, ეს შეხვედრა არ გამხდარა ზემოაღნიშნულის მიზეზი“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. საქართველოს საპატრიარქო, ამ განცხადებით, მიტროპოლიტ მიხეილ ფაჩუაშვილის მიერ მედიასთან გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. „გუშინ, 2022 წლის 15 მაისს, ჟურნალისტებთან საუბრისას ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან შეხვედრის შედეგი“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. 12 მაისს, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.
პრემიერი ბრიუსელში ვიზიტისას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს განიხილავს - მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე NATO-ში. ამასთან, შეხვედრების ძირითადი განსახილველი საკითხები იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი, ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელს ეწვევა
ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ახლა ბრიუსელში იმყოფება 18 მაისს NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას შეხვედრის შესახებ NATO-ს პრესსამსახური ავრცელებს. ამასთან, შეხვედრა ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის შტაბბინაში შედგება. ასევე წაიკითხეთ: პრემიერი ბრიუსელში ვიზიტისას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს განიხილავს - მთავრობის ადმინისტრაცია
ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა იყო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების პერსპექტივები. პრემიერის თქმით, ქვეყანა აფასებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევ მხარდაჭერას ევროპული ინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან დროს, როდესაც ქვეყანა ევროკომისიის შეფასების და საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია. შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სოლიდარობა უკრაინელების მიმართ, ასევე, აღნიშნა რომ ამ დროისთვის უკრაინელი ხალხის დასახმარებლად საქართველოდან საჰაერო და სახმელეთო გზებით უკრაინაში 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ კი პრემიერ-მინისტრმა და ევროპარლამენტის პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრა გამართეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს ევროპარლამენტის მხრიდან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა
შარლ მიშელი: დემოკრატიზაციის პროცესში რეფორმები და კანონის უზენაესოება საჭიროა ისე, როგორც არასდროს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შესახებ აცხადებს, რომ ევროკავშირი მზადაა, კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დემოკრატიზაციის პროცესში რეფორმები და კანონის უზენაესოება საჭიროა ისე, როგორც არასდროს. „ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროკავშირი მზადაა, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ დემოკრატიზაციის პროცესში რეფორმები და კანონის უზენაესოება საჭიროა ისე, როგორც არასდროს“, - ნათქვამია შარლ მიშელის Twitter პოსტში. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წარმოადგენდა. „შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს განაცხადის განხილვის პროცესზე, მათ შორის, ევროკომისიის კითხვარზე, რომლის ორივე ნაწილი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო, აგრეთვე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოს ისტორიული არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მოსაზრებისა და ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრი: შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობისა და ხალხის სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მისი თქმით, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში და რომ ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე საქართველოსთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის პროცესში პირადი ძალისხმევისთვის“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
პრემიერ-მინისტრი: შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი
ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. „დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი. ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ჩვენი მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია, ხოლო გაწევრიანებისთვის შევსებული კითხვარის წარდგენა ამ გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საეტაპო მოვლენაა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წარმოადგენდა. „შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს განაცხადის განხილვის პროცესზე, მათ შორის, ევროკომისიის კითხვარზე, რომლის ორივე ნაწილი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო, აგრეთვე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოს ისტორიული არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მოსაზრებისა და ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობისა და ხალხის სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მისი თქმით, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში და რომ ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე საქართველოსთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის პროცესში პირადი ძალისხმევისთვის“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა. ასევე წაიკითხეთ ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდება
ირაკლი ღარიბაშვილსა და იენს სტოლტენბერგს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა, - ამის შესახებ ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზე განთავსდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა. დღესვე დაანონსდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდება. 18 მაისს, ბელგიის სამეფოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ადმირალმა რობ ბაუერმა სამხედრო კუთხით NATO--საქართველოს თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და პრიორიტეტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა პრემიერ-მინისტრი: შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი შარლ მიშელი: დემოკრატიზაციის პროცესში რეფორმები და კანონის უზენაესოება საჭიროა ისე, როგორც არასდროს
ნიკოლოზ სამხარაძემ ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრის გაუქმების მიზეზი დაასახელა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა იმ მიზეზებზე, რომლის გამოც მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაუქმდა. „ჩემი ინფორმაციით, რაც მე ჩვენი ელჩისგან მივიღე, შეხვედრა გაუქმდა იმის გამო, რომ ბატონი სტოლტენბერგი შეუძლოდ გახდა ფინეთის და შვედეთის წარმომადგენლებთან შეხვედხრაზე, თქვენ იცით, რომ მას კოვიდი ჰქონდა“, - განუცხადა სამხარაძემ ჟურნალისტებს. 18 მაისს, ბრიუსელში, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთისა და შვედეთის ელჩებისგან განაცხადი მიიღო. მისივე თქმით, არანაირი შიდაპოლიტიკური მოვლენა ამ შეხვედრის გაუქმების მიზეზი არ შეიძლება, რომ იყოს. ირაკლი ღარიბაშვილსა და იენს სტოლტენბერგს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა. დღესვე დაანონსდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდება. 18 მაისს, ბელგიის სამეფოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ადმირალმა რობ ბაუერმა სამხედრო კუთხით NATO--საქართველოს თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და პრიორიტეტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა პრემიერ-მინისტრი: შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი შარლ მიშელი: დემოკრატიზაციის პროცესში რეფორმები და კანონის უზენაესოება საჭიროა ისე, როგორც არასდროს
ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე: ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ძალიან კარგი საუბარი მქონდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის მთავარ თემებს ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადი, შევსებული კითხვარი და კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის საქართველოს მზაობის შესახებ ევროკომისიის დასკვნა წარმოადგენდა. „ასევე, ისაუბრეს კითხვარის შევსების სამუშაო პროცესზე, რაც ქვეყანამ ვადაზე ადრე, წარმატებით განახორციელა და იმ მნიშვნელოვან შემდეგ ეტაპებზე, რაც საქართველომ უნდა გაიაროს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს თან ახლავს ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევი მხარდაჭერა. შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს, რა დროსაც პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ“, - აღნიშნავს მთავრობის ადმინისტრაცია. თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს, რომ ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ძალიან კარგი საუბარი შედგა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. „საქართველოსადმი კონსოლიდირებული მხარდაჭერისთვის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მადლობელი ვარ. ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ძალიან კარგი საუბარი მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელმა განვითარებამ კონკრეტული მექანიზმების საჭიროება წარმოშვა ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშესაწყობად. საქართველოსადმი კონსოლიდირებული მხარდაჭერისთვის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მადლობელი ვარ", - აცხადებს პრემიერი.
ბრიუსელში ვიზიტი მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს ხვდება
ბრიუსელში ვიზიტით მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალუდ მდივანს იენს სტოლტენბერგს ხვდება. შეხვედრაზე მედია არ არის მიწვეული და შესაბამის მასალასაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გაავრცელებს. დღეს დილით, NATO-ს ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ალიანსის გენმდივანს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ამ თემაზე განმარტება მხოლოდ ქართულმა მხარემ გააკეთა. მოგვიანებით, NATO-მ განაახლა ინფორმაცია, რომ იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს უმასპინძლებს. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.
NATO: იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს მიიღებს
18 მაისს, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიიღებს. ინფორმაცია ალიანსმა თავის ვებგვერდზე განაახლა. როგორც Europetime-ს ალიანსიდან აცნობეს, შეხვედრაზე მედია არ არის მიწვეული და შესაბამის მასალასაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გაავრცელებს. დღეს დილით, NATO-ს ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ალიანსის გენმდივანს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ამ თემაზე განმარტება მხოლოდ ქართულმა მხარემ გააკეთა. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.
სტოლტენბერგი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ: NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი Twitter-ზე წერს. ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში შეხვდა „NATO -ს მჭიდრო პარტნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი. ვისაუბრეთ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომზე. NATO სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - წერს იენს სტოლტენბერგი.
ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს მის საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას, რაც ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ალიანსთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას, რომლის შედეგადაც საქართველო ეფექტიანად იყენებს გაწევრიანების გზაზე არსებულ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს. „შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი როგორც ალიანსის, ასევე, პარტნიორი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერას და მათთან მჭიდრო თანამშრომლობას. დადებითი შეფასება მიეცა ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს. გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც ალიანსის მტკიცე და სანდო პარტნიორის როლი და მისი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია, როგორც გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ასევე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება ასახული ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში როგორც ქვეყნის მისწრაფებების პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე, პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს NATO-ს მადრიდის სამიტის მოსამზადებელი საკითხები და მოლოდინები. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკრაინაში ომს, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინელი ხალხის მიმართ. ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს პრემიერმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა პირადი ძალისხმევისთვის და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლაში არსებითი როლის შესრულებისთვის“, - აღნიშნავს ადმინისტრაცია. „ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. მიმოვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, საქართველოსა და ალიანსს შორის გაძლიერებული პარტნიორობის მნიშვნელობა. ხაზგასმით აღვნიშნე ყველა შესაძლო ფორმატში ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა, რაც რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული“, - აღნიშნავს ღარიბაშვილი თავის მხრივ Twitter-ზე განთავსებულ პოსტში. ბრიუსელში ვიზიტი მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს ხვდება დღეს დილით, NATO-ს ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ალიანსის გენმდივანს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ამ თემაზე განმარტება მხოლოდ ქართულმა მხარემ გააკეთა. მოგვიანებით, NATO-მ განაახლა ინფორმაცია, რომ იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს უმასპინძლებს. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე: ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ძალიან კარგი საუბარი მქონდა სტოლტენბერგი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ: NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში შეხვდა მთავრობის მეთაური ჯოზეფ ბორელს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან. მასთან რეგიონში მიმდინარე დრამატული გეოპოლიტიკური რყევების განხილვის შესაძლებლობა მქონდა. ჯოზეფ ბორელს ევროინტეგრაციის პროცესისადმი საქართველოს ერთგულება კვლავ დავუდასტურე. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე უწყვეტი მხარდაჭერისთვის ევროკავშირის მადლობელი ვარ", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.
ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტზე: ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია
„ბრიუსელში ორდღიანი სამუშაო ვიზიტი დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები შედგა ევროპულ საბჭოში - პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტში - პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან, ევროკომისიაში - უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელსა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკომისიის თვითშეფასების კითხვარი შეავსო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებთან პირადად განმეხილა ის პროგრესი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ რეფორმების პროცესში, ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების განხორციელების გზაზე მიაღწია,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე: ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ძალიან კარგი საუბარი მქონდა სტოლტენბერგი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ: NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში შეხვდა მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია და ევროპელ პარტნიორებს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „შეხვედრებზე კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ევროპა არა მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია. მადლობას ვუხდი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.რეგიონულ გამოწვევებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობაზე ვისაუბრე ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, რომელმაც თავის საცხოვრებელ რეზიდენციაში მიმასპინძლა. გენერალური მდივანი რჩება საქართველოს მტკიცე და ძლიერ მხარდამჭერად ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში,“- აღნიშნულია განცხადებაში.
ჯოზეფ ბორელი: ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ რეფერენდუმს არაკანონიერად მივიჩნევთ და არ ვაღიარებთ
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს ე.წ. არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი დანიშნა „ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეშფოთებას [ცხინვალის რეგიონში] დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით. ამ რეფერენდუმს არაკანონიერად მივიჩნევთ და მას არ ვაღიარებთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს განაცხადზე და აღნიშნა, რომ ეს რეფორმების, მათ შორის სასამართლო რეფორმის დაჩქარებისა და პოლიტიკური პოლარიზაციის თავიდან აცილებისთვის კარგი მომენტია. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი. 2022 წლის მაისში, ე.წ. არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტის ალან გაგლოევის ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ გაიმართება. მანამდე მან განაცხადა, რომ „როგორც კი დრო მოვა, სამხრეთ ოსეთი მზად იქნება რეფერენდუმის ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ“. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.
ირაკლი ღარიბაშვილი: 6 წელი გავიდა გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან, მკვლელები სასჯელს ვერ გაექცევიან
6 წელი გავიდა საოკუპაციო ხაზთან ქართველი პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან. მკვლელები სასჯელს ვერ გაექცევიან. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ და დიპლომატიურ ინსტრუმენტს იმისათვის, რომ დამნაშავეებმა კანონის სრული სიმკაცრით აგონ პასუხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. „6 წელი გავიდა საოკუპაციო ხაზთან ქართველი პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან. მკვლელები სასჯელს ვერ გაექცევიან. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ და დიპლომატიურ ინსტრუმენტს იმისათვის, რომ დამნაშავეებმა კანონის სრული სიმკაცრით აგონ პასუხი. ჩვენ არასდროს შევეგუებით დანაშაულებრივ ოკუპაციას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთისგან ყოფს და ყველაფერს გავაკეთებთ მის მშვიდობიანად დასასრულებლად,”- ვკითხულობთ განცხადებაში. ცნობისთვის, 2016 წლის 19 მაისს, გიგა ოთხოზორიამ მისი მართვის ქვეშ მყოფი "ოპელ-ასტრას" მოდელის ავტომანქანით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან ნაცნობები - ლ.ა. და რ.ქ. მიიყვანა, რომლებსაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე სურდათ გადაეტანათ საკვები პროდუქტი. გიგა ოთხოზორია გადავიდა ავტომანქანიდან და მდინარე ხაიაზე არსებული ხიდის გავლით გაემართა ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით, სადაც სურდა მოლაპარაკებოდა იქ მყოფ პირებს, რომლებსაც საზიდარით უნდა გადაეტანათ პროდუქტი. მათ საუბარში ჩაერთვნენ ადმინისტრაციულ საზღვართან მყოფი აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლები, მათ შორის ე.წ. „მესაზღვრე“ რაშიდ კანჯიოღლი. საუბარი გადაიზარდა შელაპარაკებაში. კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გიგა ოთხოზორია გამობრუნდა და გაემართა საქართველოს კონტროლირებად, ზუგდიდის რაიონის, სოფელ ხურჩას მიმართულებით. მას მუქარით დაედევნენ ე.წ. „მესაზღვრეები“, მათ შორის რაშიდ კანჯიოღლი, რომელიც შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ რაშიდ კანჯიოღლი დაეწია გიგა ოთხოზორიას და ცეცხლსასროლი იარაღიდან განზრახ მოკვლის მიზნით ესროლა ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია ძირს დაეცა, რა დროსაც განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით რაშიდ კანჯიოღლიმ მას თავის არეში საკონტროლო გასროლით მიაყენა დაზიანება, რის შემდეგაც თანმხლებ პირებთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
შოლეს და ღარიბაშვილის შეხვედრისას საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობას გაესვა ხაზი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. „ითქვა, რომ 30-წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ აძლიერებს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა და ეხმარება ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავდაცვის შესაძლებლობებს, ეკონომიკურ განვითარებას. ამასთან, მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება. აშშ-ის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა. აგრეთვე, საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ დონეზე, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას. უკრაინაში ამ დრომდე 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთია გაგზავნილი და გრძელდება ომის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ხალხის დახმარება, რომლებიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობას და ითქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ამ პროცესში აშშ-სთან თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის მხრიდან - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე მარკ სიმაკოვსკი, თავდაცვის მდივნის ოფისის წარმომადგენელი (ბალკანეთის, კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის საკითხები) ჯეისონ ჰემი და დერეკ შოლეს საგანგებო მრჩეველი ფლორენს აქინიმი, ხოლო საქართველოს მხრიდან - მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.
დერეკ შოლეს თქმით, აშშ მიესალმება საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ძალის გაწვევისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის საქმეში
აშშ-ის სახელწმიფო მდივნის უფროსმა მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში დერეკ შოლემ საქართველოში ვიზიტის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. დერეკ შოლემ შესაბამისი პოსტი Twitter-ზე განათავსა. დერეკ შოლეს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას. „ვაფასებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის განხილვის შესაძლებლობას. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მხრიდან, მრავალმხრივი ძალისხმევის ფარგლებში აქტიურ მხარდაჭერას რუსეთის აგრესიული ძალის გაწვევისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის საქმეში“, – აღნიშნავს დერეკ შოლე. არასამთვრობო სექტორს, თავდავის მინისტრსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააკეთეს. სახელმწიფო მდივნის უფროს პოლიტიკურ მრჩეველს დერეკ შოლეს საქართველოში ჩატარებული არცერთი შეხვედრის შემდეგ არ უსაუბრია მედიასთან. საქართველომდე დერეკ შოლე მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც მთავრობასთან ერთად განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომის მოლდოვაზე გავლენა, ასევე, სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში აშშ-მოლდოვის პარტნიორობა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შოლეს ვიზიტი გააძლიერებს აშშ-ის მხარდაჭერას მოლდოვის დემოკრატიის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების მიმართ. საქართველოდან სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი ლონდონში გაემგზავრა.
ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არ იგეგმება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არ იგეგმება. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევებს ჩაუტარებენ კელი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კერძო კლინიკაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, იქნებოდა ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს კანონი და კონსტიტუცია წყვეტს. „კანონი და კონსტიტუცია წყვეტს ამას. მე ვიცავ კონსტიტუციას და კანონს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.
პრემიერი: ასოცირების შეთანხმების შესრულებით, ვუსწრებთ აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს
ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე რომელიმე მთავრობამ ერთად აღებული თუ რაიმე გააკეთა,ჩვენმა მთავრობამ ყველაზე მეტი გავაკეთეთ. ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დღიდან ევროკავშირის გზაზე ჩვენ ყველაზე დიდ პროგრესს მივაღწიეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში განუცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს ყველაზე დიდი პროგრესი აქვს ასოცირების შეთანხმების შესრულებაში და ამ მხრივ წინ უსწრებს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის, ისე ასოცირებული ტრიოს წევრებს. „მთავარი დოკუმენტი, რაც განსაზღვრავს ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას, არის ასოცირების შეთანხმება, რომელზეც მე მხვდა პატივი წილად, მომეწერა ხელი 2014 წელს. ეს არის ჩარჩო, მთავარი დოკუმენტი, კონსტიტუციად ავიღოთ და მისი შესრულების პროგრესის მხრივ ჩვენ ვუსწრებთ ყველა ქვეყანას, რომელიც შედიოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში, ასევე ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს – უკრაინას და მოლდოვას. შესრულების თვალსაზრისით, აღმოსავლეთ პარტნიორობაზე აღარ მაქვს საუბარი, ასოცირებულ ტრიოსაც ვუსწრებთ ყველა მიმართულებით, ყველა პარამეტრით, იქნება ეს მართლმსაჯულება. ზოგადად, შესრულების მიმართულებით, 45% არის უკვე შესრულებული მთელი ასოცირების შეთანხმების. უვიზო რეჟიმი მიღწეულია, თავისუფალი ვაჭრობა მიღწეულია, ჩვენ შევიტანეთ ოფიციალურად განაცხადი წევრობაზე“, – განაცხადა პრემიერმა. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს გადასცა ღარიბაშვილის შეფასებით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი, ისტორიული, მომწიფებული გადაწყვეტილებაა. „თუმცა, მოგეხსენებათ, გადაწყვეტილება მანამდე იყო მიღებული, ჩვენ 2024 წელს უნდა შეგვეტანა განაცხადი, მაგრამ მანამდე შეიცვალა სიტუაცია და ჩვენ დავაჩქარეთ პროცესები. ჩვენ მივყვებით მშვიდად, ჩვენი სტრატეგიული მოთმინებით ამ პროცესს. მოგეხსენებათ, წევრობა არ ხდება ერთ და ორ დღეში, ევროპელი ლიდერებისგანაც მოვისმინეთ, რომ ამას შეიძლება რამდენიმე, 10 წელიც დასჭირდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვდუნდეთ. ამას სჭირდება ძლიერი ეკონომიკა, ფეხზე უნდა დავაყენოთ ჩვენი ქალაქები, მუნიციპალიტეტები, უნდა გავაძლიეროთ ინდუსტრიები და მოვამზადოთ ჩვენი ქვეყანა წევრობისთვის. ეს არის მთავარი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც დავოსში, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. „დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი, მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიებზე. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
ღარიბაშვილი: არ დავუშვებთ არცერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის ოპერირებას საქართველოში
„სრულ კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და არ დავუშვებთ არცერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის ოპერირებას საქართველოში, იმისთვის, რომ მათ გამოიყენონ ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებას ეხებოდა იმის შესახებ, რომ საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს, აუაროს გვერდი სანქციებს. „ეს გაცხადებული ჩვენი მიზანი და პოლიტიკაა. მუდმივ რეჟიმში გვაქვს ინფორმაციის გაცვლა ჩვენს პარტნიორებთან და ამაზე, რა თქმა უნდა, არავითარი კითხვა არ უნდა არსებობდეს, მითუმეტეს, არცერთი მტკიცებულება, არცერთი ფაქტი არ წარმოუდგენია უკრაინულ მხარეს. ეს რაზე მიუთითებს - რაზეც მე გითხარით, მესმის, რომ არიან გაწბილებულები, რომ ვერ მიიღეს მეორე ფრონტი და ვერ მიიღებენ, იმიტომ, რომ ვფიქრობთ ჯერ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. ჩემთვის მთავარი ეს არის, რომ ვიფიქროთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე. ყველაზე დიდი ტრაგედია, უბედურება არის, რომ პოლიტიკოსები ფიქრობენ არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე, არამედ სხვის ინტერესებზე, ეს არის უბედურება, ამაშია ჩვენი ტრაგედია. ფაქტების გარეშე, ნებისმიერი ცილისწამება, ბრალდება არის უპასუხისმგებლო პროპაგანდა და ჩვენ ეს კარგად ვიცით. არ მინდა საჯაროდ ბევრი რამ ვთქვა, მაგრამ ჩვენ მოვთხოვეთ უკრაინულ მხარეს, რომ წარმოედგინა მტკიცებულებები. ჩვენი წყაროებით დადასტურებული ინფორმაცია მივიღეთ, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური განცხადება, რომელსაც არავითარი საერთო არ ჰქონდა სიმართლესთან, რომ თითქოს ვეხმარებით სანქციების გვერდის ავლაში. ეს არის უპასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია. გვესმის, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. კიდევ ერთხელ, სოლიდარობა მინდა გამოვხატო ჩვენი უკრაინელი მეგობრების, ხალხის მიმართ. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ კიდევაც. საქართველომ და ქართველმა ხალხმა აჩვენა ყველაზე ძლიერი ხასიათი. მთელი ერი მობილიზდა და 190 ერს შორის ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ უკრაინაში. ეს არის ჩვენი დიდი ერი, ძლიერი ხალხი“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, „ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება და მთავრობის მომდევნო სხდომაზე ამ საკითხზე გადაწყვეტილება დამტკიცდება. „ბორჯომის“ მფლობელი მზადაა, აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს IDS ბორჯომი სანქციების გამო, წარმოებას დროებით აჩერებს „ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ. პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა "ბორჯომის" მმართველ კომპანიასა და მფლობელებთანაც. იცით რომ არის შემოთავაზება რომ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს აჩუქონ წილი, რომელიც შეიძლება დაახლოებით 100 მლნ დოლარის ღირებულების იყოს. მე ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროს დავავალე და რამდენიმე დღეში დასკვნა მექნება. მომდევნო მთავრობის სხდომაზე ამას დავამტკიცებთ. ასე რომ, „ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება. ჩვენი საამაყო ბრენდი გააგრძელებს მუშაობას. იქ დასაქმებული ყველა თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს და პრობლემა იქნება ამოწურული“, - განაცხადა პრემიერმა. „ბორჯომის“ აქციების უსასყიდლოდ გადმოცემაზე გადაწყვეტილებას, მთავრობის უახლოეს სხდომაზე მიიღებენ 29 აპრილს IDS ბორჯომმა სანქციების გამო, წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცახდა. 19 მაისს „ბორჯომის“ მფლობელმა კომპანიამ განაცხადა, რომ მზადაა აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს. 2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. IDS Borjomi International, ბორჯომის გარდა, აწარმოებს ჩამოსხმულ წყალს ბრენდების Holy Spring და Edelweiss. უკრაინაში ომისა და მას შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, 750-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა რუსულ ბაზარზე.
ირაკლი ღარიბაშვილი: 23 მაისს აფხაზეთის დღეს აღვნიშნავთ, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსებული ეს ტრადიცია ქართველთა და აფხაზთა ერთობას განასახიერებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი აფხაზ ძმებსა და დებს აფხაზეთის დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, მისი უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსებული ეს კიდევ ერთი შესანიშნავი ტრადიცია ქართველთა და აფხაზთა ერთობას განასახიერებს. „23 მაისს ჩვენს სამშობლოში აფხაზეთის დღეს აღვნიშნავთ. მთელ საქართველოს, განსაკუთრებით კი აფხაზ ძმებსა და დებს გულითადად გილოცავთ ამ დღეს. მისი უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსებული ეს კიდევ ერთი შესანიშნავი ტრადიცია ქართველთა და აფხაზთა ერთობას განასახიერებს. დღეს ჩვენ საოკუპაციო ხაზი გვყოფს, მაგრამ ის, რაც გვაერთიანებს - საერთო ისტორია და კულტურა, ფასეულობები და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისკენ სწრაფვა, გვაძლევს რწმენას, რომ ხვალინდელი დღე ასევე ერთობას, მშვიდობასა და მეგობრობას ეკუთვნის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისათვის და მჯერა, შორს არაა დღე, როდესაც მომავლის სახელით შევძლებთ კვლავ გაერთიანებას და ძლიერი, განვითარებული, ევროპული ქვეყნის ერთად შენებას”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით 27 მაისს წარსდგება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით 27 მაისს წარსდგება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ინტერპელაციის პროცედურა შედგება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესის მიხედვით - 27 მაისს. როგორც ეს არის გათვალისწინებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტის რეგლამენტით. მათ შეუძლიათ დასვან ეს შეკითხვა და მიიღებენ პასუხს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ნათელი“, - განაცხადა კობახიძემ.
ღარიბაშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს კრისტალინა გეორგიევას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, მიმდინარე ეკონომიკური პროცესები, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის დინამიკა და საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები განიხილეს. შეხვედრა დავოსში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. „მთავრობის მეთაურმა სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს საქართველოში განხორციელებული პროექტებისთვის და რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ შეტანილ განაცხადს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის თვითშეფასების კითხვარი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო და ახლა ქვეყანა შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორთან პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის დინამიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის დროს სავალუტო ფონდის მხარდაჭერით განხორციელებულმა შესაბამისმა პროგრამამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კრიზისზე ეფექტური რეაგირების კუთხით. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ დონეზე, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში“, - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტს ემი ვივერს შეხვდა
საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მომსახურების მიწოდების ცენტრის გახსნის შესაძლებლობა და ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტის ემი ვივერის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავოსში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს. მთავრობის მეთაურმა Salesforce-ის აღმასრულებელი დირექტორი ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს გასაცნობად საქართველოში მიიწვია. აღინიშნა, რომ საქართველო არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაციის რეიტინგებში მოწინავე ადგილს იკავებს და საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკამ სწრაფი ტემპებით დაიწყო აღდგენა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, ჩინეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან, რაც საქართველოს არაერთ მსხვილ ბაზარზე თავისუფალი წვდომის საშუალებას აძლევს. Salesforce უმსხვილესი კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს. კომპანია ოპერირებს აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ფინეთში, დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში, მექსიკაში, ისრაელში, ჩინეთში, იაპონიასა და იტალიაში, სათაო ოფისი კი კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოში მდებარეობს. კომპანიის შემოსავალმა გასულ წელს 26 მლრდ დოლარს გადააჭარბა.
Adani Group-ის თავმჯდომარე საქართველოში სატრანსპორტო-ლოგისტიკურ, ენერგეტიკულ და სამრეწველო სფეროებში ინვესტირებით დაინტერესდა - მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარეს გაუტამ ადანის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილმა კომპანიის თავმჯდომარესთან ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოზე ისაუბრა. „აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოჯისტიკის რეგიონალური ცენტრის პოზიციონირების მხარდასაჭერად, მთავრობა დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. პრემიერ-მინისტრმა Adani Group-ის დელეგაცია ქვეყანაში არსებული ბიზნეს გარემოს გასაცნობად საქართველოში მიიწვია. შეხვედრა მთავრობის მეთაურის დავოსში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. Adan Group მრავალეროვნული კონგლომერატია და მისი საქმიანობა მოიცავს პორტების მართვას, ელექტროენერგიისა და განახლებადი ენერგიის წყაროების წარმოებას, სამთომოპოვების, აეროპორტების ოპერირების და ინფრასტრუქტურის მიმართულებებს. Adani Group-ის თავმჯდომარე საქართველოში სატრანსპორტო-ლოგისტიკურ, ენერგეტიკულ და სამრეწველო სფეროებში ინვესტირებით დაინტერესდა. გაუტამ ადანი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მე-5 ადგილზეა და მისი ქონება 123 მილიარდ დოლარს შეადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობის და არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემოს გათვალისწინებით საქართველოს ეკონომიკურ ჰაბად აქცევს. „ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია Adani Group-ის თავმჯდომარე გაუტამ ადანისთან. განვიხილეთ, როგორ აქცევს საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა და ხელშემწყობი საინვესტიციო კლიმატი ბუნებრივ ჰაბად და იდეალურ ადგილად მრავალეროვნული კორპორაციების საქმიანობისთვის, რომლებიც თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებებით, კონკურენტული საოპერაციო ხარჯებითა და მასტიმულირებელი ფაქტორებით ისარგებლებენ”,- დაწერა ღარიბაშვილმა Twitter-ზე.
ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში ვიზიტის ფარგლებში მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსა და მოლდოვის მიერ წარდგენილი განაცხადის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში სრული ინტეგრაციისთვის საჭირო პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. აღინიშნა, რომ საქართველოსა და მოლდოვას მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობა და ასოცირებული ტრიოს ფორმატში მნიშვნელოვანი პარტნიორობა აკავშირებთ. ხაზი გაესვა არაერთი მიმართულებით ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმატებულ თანამშრომლობას და გამოითქვა მზაობა, არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრებმა დაადასტურეს მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნატალია გავრილიცამ უკრაინელი ხალხის მიმართ საქართველოსა და მოლდოვის სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.
ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას
დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმ ფაქტს, რომ ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, , - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა Twitter-ზე წერს. ლიეტუვის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის შევსება მიულოცა, რითაც კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირისკენ. „დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმ ფაქტს, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თან მივულოცე ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის მოკლე დროში შევსება. ამით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირისკენ!“, - აღნიშნავს გიტანას ნაუსედა.
მოლდოვის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე: ჩვენი ერების ევროპული მისწრაფებები განვიხილეთ
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ნატალია გავრილიცა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. ნატალია გავრილიცა აღნიშნავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის ევროპული მისწრაფებები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „სასიამოვნო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა დავოსში, 2022 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი ერების ევროპული მისწრაფებები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განვიხილეთ”, - წერს ნატალია გავრილიცა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოსა და მოლდოვის საერთო მიზანი და ჩვენი ერების ცივილიზაციური არჩევანია. „ძალიან კარგი საუბარი შედგა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცასთან. ევროკავშირში გაწევრიანება ორივე ქვეყნის საერთო მიზანი და ჩვენი ერების ცივილიზაციური არჩევანია. ამ გზაზე აქტიურად გავაგრძელებთ ერთად მუშაობას. ჩემს კოლეგას კვლავ დავუდასტურე საქართველოს ცალსახა მხარდაჭერა მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი”,- წერს Twitter-ზე ირაკლი ღარიბაშვილი.
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ეუთოს გენერალურმა მდივანმა
საქართველოსა და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) შორის თანამშრომლობა, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ჰელგა მარია შმიდტის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. „პრემიერ-მინისტრმა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ეუთოს თანათავმჯდომარეობის როლს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდგომი რაუნდის უახლოეს მომავალში ჩატარების აუცილებლობას. აღინიშნა, რომ მიუხედავად უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული გამოწვევებისა, საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის ერთგული რჩება. ირაკლი ღარიბაშვილმა და ჰელგა მარია შმიდტმა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ომის უმოკლეს ვადაში დასრულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვსურს ევროკავშირისგან მოქმედების ხილვა დღესვე
ირაკლი ღარიბაშვილი-საქართველო ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორია ევროკავშირისთვის, ეს არის ჩვენი ერის არჩევანი;მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ევროკავშირს დავუახლოვდეთ და ჩვენს საბოლოო მიზანთან ახლოს აღმოვჩნდეთ, რაც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირისგან სწრაფი მოქმედების ხილვა სურს. „ახლა საკითხი ასე დგას: გავზრდით ჩვენ ამ მოლოდინებს და ვეტყვით ჩვენს ხალხს, რომ საქართველო მიიღებს ამ, ასე ვთქვათ, სიმბოლურ, პოლიტიკურ დეკლარაციას. აღიარებას, რომ საქართველო არის ამ ევროპული ოჯახის ნაწილი, თუ უნდა ავუხსნათ მათ, რომ ახლა არ არის სწორი დრო, შესაძლოა, ეს მოგვიანებით განვიხილოთ და ა.შ. ჩვენ გვსურს მოქმედების ხილვა დღესვე, ახლავე, რადგან დღეს განსხვავებული მსოფლიოა. ის, რაც უკრაინაში ხდება, ეს არ არის გამოწვევა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებისთვის, ეს არის გამოწვევა მთელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. მინდა გაგახსენოთ ომი, რომელიც 2008 წელს გვქონდა. ამასთან, მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ გვინახავს ისეთი ერთიანობა, როგორიც დღეს არის. ჩვენ მივესალმებით ამ ერთიანობას, ეს არაჩვეულებრივია. ეს არის მთელი მსოფლიოს, ცივილური მსოფლიოს ძალიან ძლიერი რეაქცია. ჩვენ, ქართველებმა ძალიან მაღალი ფასი გადავიხადეთ იმის შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ. ჩვენ 90-იან წლებში ორი ომი გვქონდა და 2008 წელს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან და ამ ომების შედეგი არის ჩვენი ტერიტორიების, ჩვენი ისტორიული ტერიტორიების დროებით ოკუპაცია. გვესმის ის შეშფოთება, რაც ევროკავშირში არსებობს, მათ არ სურთ ამ პრობლემების ევროპულ ოჯახში „იმპორტირება“, მაგრამ ასევე გვესმის, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს წევრობას. მანამდე ჯერ კიდევ გრძელი პროცესია. ჩვენ ეს გვესმის და ჩვენ გვაქვს ჩვენი საშინაო დავალება, რომელიც არის „ასოცირების შეთანხმება“. მაგრამ ჩვენ გვსურს სიცხადე და ჩვენ გვჭირდება ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება ევროკავშირისგან,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. უკრაინამ შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი, რომელიც 8 აპრილს ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას გადასცა, 17 აპრილს, დააბრუნა. კითხვარის მეორე ნაწილი უკრაინამ 9 მაისს დააბრუნა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი 10 მაისს გადასცა.
ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდა
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალარ კარისის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დავოსში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და ქართული ინსტიტუციების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით ესტონეთის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ირაკლი ღარიბაშვილმა ალარ კარისს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ალარ კარისმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის თვითშეფასების კითხვარი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო და ახლა ევროკომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია, ევროინტეგრაციის გზაზე კი საქართველოს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობას. შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული პარტნიორობა ინოვაციების, ციფრული ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროში, ასევე თავდაცვის მიმართულებით. ხაზი გაესვა ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას და ამ კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების აუცილებლობას. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელი ხალხის მიმართ საქართველოს სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
ირაკლი ღარიბაშვილი ტეხასის სკოლაში მომხდარ მასობრივ სროლას ეხმაურება და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტეხასის დაწყებით სკოლაში მომხდარ მასობრივ სროლას ეხმაურება და ამერიკელ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს. ამის შესახებ პრემიერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ შეძრულნი ვართ ახალი ამბით ტეხასის შტატის უვალდეს დაწყებით სკოლაში საშინელი მასობრივი სროლის შესახებ. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და თანაგრძნობას ვუცხადებ ჩემი და თითოეული ქართველის სახელით დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს. ჩვენ ვდგავართ ამერიკელ ხალხთან ერთად ამ მწუხარების დროს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ასევე წაიკითხეთ: ტეხასის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა
ირაკლი ღარიბაშვილი: სიმბოლურია, რომ დღეს მერაბ კოსტავას დაბადების დღეა, ჩვენს თანამედროვეთა შორის, ის ყველაზე უკეთ განასახიერებდა ქართველი ადამიანის შინაგან თავისუფლებას
დღეს მინდა გავიხსენო ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის, პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიტყვები: „დამოუკიდებლობა – ერის ზნეობის გადარჩენაა და, ამდენად, თვით ერის გადარჩენაც“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნის ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მერაბ კოსტავა ჩვენს თანამედროვეთა შორის ალბათ ყველაზე უკეთ განასახიერებდა ჩვენი ერის ზნეობას, უზენაესი იდეალებისადმი ერთგულებას და ქართველი ადამიანის შინაგან თავისუფლებას. „სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებული მებრძოლის, დიდი მამულიშვილის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა; ჩვენს თანამედროვეთა შორის ალბათ იგი ყველაზე უკეთ განასახიერებდა ჩვენი ერის ზნეობას, უზენაესი იდეალებისადმი ერთგულებას და ქართველი ადამიანის შინაგან თავისუფლებას. მართლაც, ჩვენ, მუდმივად სამშობლოსათვის ბრძოლაში მყოფი, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ერი, სწორედ იმიტომ გადავრჩით, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ზნეობრივი იდეალები ჩვენს ხალხში ყველაზე რთულ პერიოდებშიც არ გამქრალა. სიმბოლურია, რომ დღეს ასევე ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებული მებრძოლის, დიდი მამულიშვილის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. ჩვენს თანამედროვეთა შორის ალბათ იგი ყველაზე უკეთ განასახიერებდა ჩვენი ერის ზნეობას, უზენაესი იდეალებისადმი ერთგულებას და ქართველი ადამიანის შინაგან თავისუფლებას“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული მომავალი არის ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული უალტერნატივო სამოქმედო გეგმა
დამოუკიდებლობის საბოლოოდ მოპოვების შემდეგ, ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ ეს ჩვენი შინაგანი თავისუფლება, რომელიც მთელ ჩვენს ისტორიასა და კულტურას განსაზღვრავს, განვახორციელოთ ქვეყნის სახელმწიფოებრივ და ინსტიტუციურ მოწყობაში. ეს კი, რა თქმა უნდა, ნიშნავს თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს შენებას და ამიტომაც, ჩვენს ბუნებრივ გარემოში, საერთო ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ სწრაფვა ასევე არასოდეს განელებულა ჩვენს ხალხში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნის ღონისძიებაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც. „წლევანდელ დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულ ისტორიულ მომენტში ვხვდებით – 3 მარტს მე ხელი მოვაწერე საქართველოს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ ამით საქართველოს ისტორიის სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. ბუნებრივია, ამ დღეს მრავალი ადამიანის დიდი შრომა უძღოდა წინ. მე მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო. ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ევროპული მომავალი არის საქართველოს ყველა მთავრობისთვის ქართველი ერის მიერ განსაზღვრული პროგრამაც და უალტერნატივო სამოქმედო გეგმაც. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ გეგმამ, ძვირფასო მეგობრებო, კონკრეტული სახე შეიძინა. მოკლე ხანში ჩვენ გადავდგით არაერთი ქმედითი ნაბიჯი ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად – გავატარეთ მასშტაბური რეფორმები სამართლებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროებში, მმართველობის გასაუმჯობესებლად თუ დემოკრატიის გასაძლიერებლად. ჩვენ ამ საქმეს ვაგრძელებთ. ჩვენ უზრუნველვყავით უახლეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი და სათავე დავუდეთ მშვიდობიანი განვითარების უპრეცედენტო, გრძელვადიან პროცესს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება
ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით ისე, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა და სექტემბერში შესაბამისი კანონპროექტი წარედგინება პარლამენტს. "ძალიან კარგად მესის ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების ემოციები. მეც როცა ვიყავი სტუდენტი, საფრანგეთში სწავლის დროს, პირადად გამოვცადე ჩვენი დიასპორის ყოფა, ცხოვრება და მე ძალიან კარგად მესმის ის სირთულეები, რომელიც ჩვენს დიასპორის წარმომადგენლებს აქვთ. მე რამდენიმე აქცენტს გავაკეთებდი, რაც ჩემი დაკვირვებით და შემდეგ უკვე მთავრობაში მუშაობის დროს გამოიკვეთა – არის მთელი რიგი პატარა გადაუწყვეტელი საკითხები, რომელიც ძალიან გაუმარტივებდა პროცედურებს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. ბატონ რატი ბრეგაძესთან განვიხილეთ ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი, როცა დიასპორის წარმომადგენელი მისი სურვილით ჩამობრძანდა საქართველოში და მოისურვა ქართული პასპორტის აღება, მაგრამ მცირე გრამატიკული შეცდომის გამო, ქართველმა პატრიოტმა კაცმა ვერ შეძლო პასპორტის აღება. მე ამის თაობაზე ვესაუბრე ბატონ რატის. ჩვენ ორივე ვთანხმდებით, რომ ეს არის გამოსასწორებელი. ჩემი დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა, სექტემბერში შესაბამისი კანონპროექტი წარედგინება პარლამენტს და ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით ისე, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს თავისი ქართული პასპორტის აღება“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრი: საპატრიარქოსთან მჭიდრო კოორდინაციით, კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში
საზღვარგარეთ ქართული სამრევლოების გაძლიერების აუცილებლობასა და ამ მიზნით საქართველოს საპატრიარქოსთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. „გავაძლიეროთ ჩვენი სამრევლოები თითოეულ ქვეყანაში, საჭირო არის მეტი ორგანიზება, მეტი კოორდინაცია და მე ვფიქრობ, რომ ყველა ის სხვა დაწესებულება, როგორიც არის კულტურის წარმომადგენლობები, წრეები და ანსამბლები, ასე შემდეგ, ამ ყველაფერს სჭირდება გაძლიერება. ჩემი პირადი გამოცდილებიდან მინდა ვთქვა, რომ უცხოეთში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი დედაეკლესიის წარმომადგენლობებს, საპატრიარქოს წარმომადგენლობებს უცხოეთში და მე მახსოვს, პირადად, ყოველ კვირას დიასპორის წარმომადგენლები ვიკრიბებოდით ეკლესიაში. ამას რატომ ვამბობ, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჩვენთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება
პრემიერი: უკრაინის დაზვერვის ორი უარგუმენტო განცხადება გავრცელდა სანქციების გვერდის ავლაზე, პატრიოტო დეპუტატებო, სად არის თქვენი რეაქცია?
„ჩვენ მოვისმინეთ მორიგი ბინძური ცილისწამება ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ - უკრაინის დაზვერვის სამსახურის ორი განცხადება გავრცელდა, არავითარი, ნული მტკიცებულება, ნული ფაქტი იქნა გასაჯაროებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ არაერთი მიმართვის მიუხედავად, უკრაინულ მხარეს გაკეთებული განცხადებების დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი არ წარუდგენია. „ჩვენ მათ მივმართეთ, დავურეკეთ, დავუკავშირდით, ვუთხარით, რატომ გააკეთეს ეს, კარგად მოგეხსენებათ, მაშინ თქვეს, რომ თითქოს, საქართველო ეხმარება სანქცირებულ კომპანიებს, რუსულ კომპანიებს და ინდივიდებს სანქციების გვერდის ავლაში, არავითარი ფაქტი, არგუმენტი არ წარუდგენიათ, ჩვენ მათ დავუკავშირდით, მოვთხოვეთ მტკიცებულებების წარმოდგენა, დაბარებული გვყავდა ელჩის წარმომადგენელი, დღემდე არავითარი მტკიცებულება არ მიგვიღია. ეს რას ნიშნავს, სად არის თქვენი რეაქცია, პატრიოტო დეპუტატებო, სად არის თქვენი ეროვნული ინტერესების დაცვა, რატომ არის სიჩუმე ამაზე? ეს არის მიზანმიმართული ანტიქართული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პარლამენტში პრემიერის დაბარების ინიციატორი „ლელო“ იყო. მოსმენა სამ საათს გაგრძელდა. მარტივად რომ შევაჯამოთ დღევანდელი დღე: „შეაყარე კედელს ცერცვი“ - გიორგი ვაშაძე
ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 28-29 მაისს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 28-29 მაისს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი, პრინც ღაზისთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში. მიწაზე, რომლის ფართობი 4 ათასი კვადრატული მეტრია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ამანის დედოფალ ალიას სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმის მინისტრი ნაიეფ ალ ფაიეზი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი პრინც ღაზისთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში. მიწაზე, რომლის ფართობი ოთხი ათასი კვადრატული მეტრია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
პრემიერი: მეფე აბდულა II-ს მადლობა გადავუხადე ქრისტეს ნათლობის ადგილზე მიწის გადმოცემისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა II-ს წმინდა მიწაზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის გადაცემისთვის, მადლიერების ნიშნად, საქართველოს სახელით, ოქროს საწმისის ორდენი გადასცა. „დიდი მადლობა, თქვენო სამეფო აღმატებულებავ! ჩემთვის დიდი პატივია პირადად რომ გხვდებით. მადლობა ჩვენი მოწვევისა და მიღებისთვის. საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადმოცემის შესახებ თქვენი ძალიან გულუხვი გადაწყვეტილებისთვის მადლობას მოგახსენებთ ჩვენი მთავრობის, ქვეყნისა და ხალხის სახელით. თქვენო სამეფო აღმატებულებავ, გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ ეს არის უდიდესი საჩუქარი და სიხარული მთელი ერისთვის. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ამისთვის. მადლობა! ასევე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ურთიერთობის მნიშვნელობას. ნამდვილად კარგი შესაძლებლობა მოგვეცა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობისა და სამომავლო განვითარების განსახილველად. სწორედ ამიტომ ჩამოვედი დელეგაციით, მინისტრებით. ასე რომ, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას,“- მიმართა მთავრობის მეთაურმა მეფე აბდალა II-ს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წმინდა მიწაზე საქართველოსთვის გადმოცემულ მიწის ნაკვეთზე ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავებას და ქართველი და იორდანელი ხალხის ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ ცნობადობის გაზრდას. შეხვედრაზე მთავრობის ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა მისი აღმატებულება პრინც ღაზის, ასევე იერუსალიმის პატრიარქისა და იორდანიის არქიეპისკოპოსის როლს საქართველოსთვის მიწის გადაცემის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პრემიერმა აღნიშნა, რომ პრინც ღაზის პირადი წვლილი გადამწყვეტი იყო საბოლოო შეთანხმების მიღწევაში და საქართველო ამას ძალიან აფასებს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, უდიდესი ისტორიული მოვლენაა, რომ საერო და სასულიერო ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, 300 წლის შემდეგ საქართველო წმინდა მიწას უბრუნდება. საქართველოს მფლობელობაში არსებულ მიწაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს შორის არსებულ მაღალი დონის თანამშრომლობას და გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. საუბარი შეეხო ორ მეზობელ რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და საკვანძო ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობასა და უსაფრთხოებას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ახლო აღმოსავლეთის საკითხების პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მეფე აბდალას პირად როლს და არაბულ ქვეყნებთან ისტორიული კავშირების აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფე აბდალა მეორეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია.
ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურად 30 მაისს, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრით დაიწყება. გარდა ამისა, დაგეგმილია სხვა მაღალი დონის შეხვედრები. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი გვირგვინით შეამკობს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს. საქართველოს მთავრობის მეთაურს საპატრიარქოში უმასპინძლებს იერუსალიმის პატრიარქი თეოფილოს III.
ირაკლი ღარიბაშვილი: ისტორიული მოვლენის მომსწრენი გავხდით, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, საქართველოს მიწის ნაკვეთი გადმოეცა
პრემიერ-მინისტრმა საზეიმო ვითარებაში გახსნა მემორიალური ქვა, რომელზეც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერებია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერ-მინისტრმა პრინც ღაზის საქართველოსთვის მიწის გადმოცემისთვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნა, რომ პრინც ღაზის პირადი წვლილი გადამწყვეტი იყო საბოლოო შეთანხმების მიღწევაში და საქართველო ამას ძალიან აფასებს. ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრინც ღაზისთან ერთად მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. „დღეს ისტორიული დღეა. დღეს ჩვენ ოფიციალურად გადმოგვეცა მიწა, სადაც აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. ეს არის ყველა ქართველისთვის ალბათ საოცნებო დღე, ვინაიდან ქართველები, 300 წლის შემდეგ ვბრუნდებით წმინდა მიწაზე. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ამ საქმეში ფასდაუდებელი წვლილი აქვს მეფე აბდალა II-ს, პრინც ღაზის, ასევე იერუსალიმის პატრიარქს, ჩვენს პატრიარქს, ჩვენს მთავრობას. ჩვენ ყველამ ერთად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ეს ისტორიული ფაქტი დამდგარიყო დღეს და ჩვენ ყველანი ვართ ამის მომსწრენი. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა ქართველს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ამ მნიშვნელოვან მოვლენას და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო იორდანიის მეფეს და ყველას, ვინც იყო ჩართული ამ საქმეში. რაც შეეხება კონცეფციას, ჩვენ დავიწყებთ მუშაობას აქტიურად, ამ საქმეში ჩაერთვება საპატრიარქო, ეროვნული მუზეუმი. კულტურის სამინისტროს დავავალებ, რომ დავიწყოთ ერთობლივი მუშაობა და კონცეფცია ძალიან მალე იქნება მზად. ჩემი სურვილია, რომ ძალიან მალე დავიწყოთ მშენებლობა. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დროულად მოხდეს კონცეფციაზე შეჯერება. ამ პროექტს, რა თქმა უნდა, გავაცნობთ საზოგადოებას და ამის შემდეგ დაიწყება მშენებლობა“, - განაცხადა პრემიერმა. საქართველოს საკუთრებაში არსებული 4000 კვადრატული მეტრი მიწა მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან 15-20 მეტრის მანძილზეა. პრემიერ-მინისტრი დელეგაციის წევრებთან ერთად მდინარე იორდანეს სანაპიროზეც იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა პრინც ღაზისთან ერთად მოინახულა ადგილები, სადაც იოანე ნათლისმცემელი ცხოვრობდა და სადაც მაცხოვარი მოინათლა.
ღარიბაშვილი ნატფალი ბენეტთან შეხვედრაზე: შევთანხმდით, რომ მზარდ თანამშრომლობას კიდევ უფრო განვავითარებთ აუთვისებელი პოტენციალის სრული გამოყენების მიზნით
„ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან კარგი შეხვედრა მქონდა, ჩვენს ორ ქვეყანას შორის 26-საუკუნოვანი მეგობრობა საამაყოა ჩვენი მოძმე ერების საერთო ისტორიაში“, - ამ შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე საკუთარ გვერდზე ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილმა და ისრაელის პრემირმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ შეხვედრისას მხარეები თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებაზე შეთანხმდნენ, რათა სრულად იყოს ათვისებული არსებული პოტენციალი. „ისრაელში ჩემი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. დღეს მქონდა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრის პატივი. ჩვენს ორ ქვეყანას შორის 26-საუკუნოვანი მეგობრობა საამაყოა ჩვენი მოძმე ერების საერთო ისტორიაში. შევთანხმდით, რომ მზარდ თანამშრომლობას კიდევ უფრო განვავითარებთ აუთვისებელი პოტენციალის სრული გამოყენების მიზნით“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
რა საკითხები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელში გამართულ შეხვედრებზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალურად 30 მაისს, ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრით დაიწყო. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ და ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდს და სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარეს მიკი ლევის. ბენეტი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე: მეგობრული და ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ისრაელსა და საქართველოს შორის ერთობლივი შესაძლებლობების ათვისების შესახებ ლავისთან საუბრის ძირითადი თემები იყო ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებული პოზიტიური დინამიკა და წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოებს შორის. ხაზი გაესვა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, ასევე, უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. აღინიშნა, რომ ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე, რომელიც პირველ ივნისს აღინიშნება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აფასებს ისრაელის სახელმწიფოს მტკიცე და ურყევ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით. ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთში შეხვედრის დაწყებამდე, მთავრობის მეთაურმა გვირგვინით შეამკო დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალი, ასევე საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ისრაელის პრემირმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს ღარიბაშვილი ნატფალი ბენეტთან შეხვედრაზე: შევთანხმდით, რომ მზარდ თანამშრომლობას კიდევ უფრო განვავითარებთ აუთვისებელი პოტენციალის სრული გამოყენების მიზნით პრემიერ-მინისტრმა, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად „იად ვაშემ”-ში იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მუზეუმი დაათვალიერა, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა. იაირ ლაპიდთან შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობა სამაგალითოა და 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები ამის ნათელი დადასტურებაა. გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა და იაირ ლაპიდმა ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომ გააქტიურებაზე. ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით ისრაელის სახელმწიფოს ურყევი პოზიცია. ისრაელის სახელმწიფოს ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოეხმაურა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ქართულ დელეგაციას შევხვდი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. წელს ჩვენი ქვეყნები დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. შევთანხმდით, რომ ერთობლივ მუშაობას გავაგრძელებთ ვაჭრობისა და ტურიზმის სექტორებში კავშირების გასაღრმავებლად”, - აღნიშნავს იაირ ლაპიდი. აღნიშნულ ორ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე დაესწრნენ. საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში ნამდვილად გამოაჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც ახალ იმპულსს მისცემს ორმხრივ ურთიერთობებს.
ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქმა ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენით დააჯილდოვა
იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს III-მ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენითა და მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა. იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს მთავრობის მეთაურს, დელეგაციასთან ერთად, საპატრიარქოში უმასპინძლა. „წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ვანიჭებ ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენს და ჩვენი მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებულ ჯვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის აღმატებულება ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც მაცხოვრის ყოვლადწმინდა საფლავის საძმოს მეგობარსა და ქრისტეს აღდგომის ტაძრის მცველს“, – აღნიშნულია წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის თეოფილე მესამის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში, რომელიც დაჯილდოების ცერემონიაზე იერუსალიმის საპატრიარქოს მდივანმა, მთავარეპისკოპოსმა არისტარხოსმა წაიკითხა. იერუსალიმის პატრიარქმა აღნიშნა, რომ მისთვის სასიხარულოა მართლმადიდებელი ქვეყნის ლიდერის სტუმრობა. „სიამოვნებას გვანიჭებს ის ფაქტი, რომ იესო ქრისტეს საფლავზე დასვენებულ წმინდა ჯვარს გადმოგცემთ, რათა მუდამ დაცული იყოთ და ამ მხსნელი, მართალი და სწორუპოვარი ჯვრით იყოთ მუდამ შთაგონებული“, – აღნიშნა პატრიარქმა თეოფილუს III-მ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პატრიარქ თეოფილოს III-ს მადლობა გადაუხადა ჯილდოსთვის და პერსონალური წვლილისთვის მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის საქმეში, სადაც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ძლიერ ისტორიულ კავშირებს და პატრიარქ თეოფილოს III-ის საქართველოში ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს მთავრობის მეთაური და დელეგაციის წევრები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი დიდი სურვილია, ავაშენოთ პოლიციის ათასბინიანი ქალაქი თბილისში, პროექტი წელსვე დაიწყება
ჩემი დიდი სურვილია, ავაშენოთ პოლიციის ათასბინიანი ქალაქი თბილისში. პროექტი წელსვე დაიწყება და ჩვენ კიდევ შევძლებთ ბევრი პოლიციელის ოჯახი გავახაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, მოქმედმა და მომავალმა პოლიციელებმა უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე და ყოველთვის ეცდება, პოლიციელი ჰყავდეს დაფასებული. „პროექტი წელსვე დაიწყება და ჩვენ კიდევ შევძლებთ ბევრი პოლიციელის ოჯახი გავახაროთ. ჩვენი ვალია, სათანადოდ დავაფასოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის იბრძვის და თავს წირავს, თავის ყველაზე ძვირფასს – სიცოცხლეს აგდებს საფრთხეში. ქვეყანაში, რომელიც ვითარდება, რომელშიც შენდება ახალ-ახალი საცხოვრებელი უბნები, სადაც ყოველწლიურად იზრდება უცხოელ ტურისტთა ნაკადი, ჩნდება ახალი საპოლიციო შენობების აშენების საჭიროებაც. ჩვენ უკვე განვაცხადეთ და კიდევ გავიმეორებ, რომ საპოლიციო ინფრასტრუქტურა საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა თუ რაიონში უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტებით აშენებული, აღჭურვილი და მოწყობილი. ახალი საპოლიციო ინფრასტრუქტურის აშენებისთვის ბიუჯეტი დაახლოებით 300 მლნ ლარს შეადგენს; აქვე განვმარტავ, რომ სამშენებლო პროცესი არ შეეხება მხოლოდ პოლიციის დანაყოფებს, ეს მშენებლობები იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის ყველა დანაყოფში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. გვაქვს გეგმაში, რომ ეს პროცესი სამ წელიწადში დასრულდეს“, – აღნიშნა პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: პოლიციელის მოვალეობა არის ქვაკუთხედი, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს უსაფრთხოება, მშვიდობა, მადლობა, რომ ამ პროფესიას ყველაფერი შესწირეთ
ირაკლი ღარიბაშვილი: კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელთა საამაყო საქმიანობას
კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ პოლიციელთა საამაყო საქმიანობას, თქვენს პროფესიას, ამიტომ თითოეული ასეთი ქმედება იქნება დასჯილი და ჩვენ არცერთ კომპრომისს არ დავუშვებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი, შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც სამწუხაროდ, ოპონენტები ხშირად იმეორებენ. „პოლიციელი უნდა იყოს ხელშეუხებელი. რა თქმა უნდა, არ მაქვს საუბარი ცალკეულ გადაცდომებზე, რომელზეც სამინისტრო შესაბამისად რეაგირებს, მაგრამ მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ თქვენს საამაყო საქმიანობას, თქვენს პროფესიას, ამიტომ თითოეული ასეთი ქმედება იქნება დასჯილი და ჩვენ არცერთ კომპრომისს არ დავუშვებთ. ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, მეგობრებო, ჩვენი ხალხის, მთავრობის და პირადად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას სამშობლოს ერთგული, თავდადებული მსახურებისთვის, თქვენი პროფესიონალიზმისა და გმირობისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 31 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის დღეს აღნიშნავს. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი დიდი სურვილია, ავაშენოთ პოლიციის ათასბინიანი ქალაქი თბილისში, პროექტი წელსვე დაიწყება სალომე ზურაბიშვილი: პოლიციელის მოვალეობა არის ქვაკუთხედი, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს უსაფრთხოება, მშვიდობა, მადლობა, რომ ამ პროფესიას ყველაფერი შესწირეთ
ირაკლი ღარიბაშვილმა და სომხეთის პრეზიდენტმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრეზიდენტს ვაჰანგ ხაჩატურიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სომხეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე. განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“, რომელიც სამ ქვეყანას შორის დიალოგის ფორმატის შექმნას და ურთიერთსასარგებლო მიმართულებებით თანამშრომლობას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე და მზადაა, ხელი შეუწყოს რეგიონული დიალოგის წარმართვას. ამასთან, სომხეთის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს სამშვიდობო დიალოგის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებაზე ენერგეტიკის, სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით. განიხილეს ვაჭრობის სფეროში არსებული თანამშრომლობა. აღინიშნა, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში, სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 170.49 მილიონი აშშ დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით 12%-იანი ზრდაა. ხაზი გაესვა, რომ სომხეთსა და საქართველოს სავაჭრო ბრუნვის გაზრდის კიდევ მეტი შესაძლებლობები აქვს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის მაღალი ტექნოლოგიების მრეწველობის მინისტრი რობერტ ხაჩატურიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პარუირ ჰოვჰანისიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩეველი ტატევიკ კარაპეტიანი. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირაკლი კვანჭახაძე.
ირაკლი ღარიბაშვილი: სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება დღეიდან კიდევ იზრდება და 150 ლარს შეადგენს
დღეიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება კიდევ იზრდება და 150 ლარს შეადგენს, პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება; – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. „შარშან ჩვენ გავაორმაგეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება; დღეიდან, დახმარება კიდევ იზრდება და 150 ლარს შეადგენს. პროგრამა 215 000-ზე მეტ ბავშვს შეეხება, რისთვისაც სახელმწიფო 341 მილიონ ლარს გამოყოფს. ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად, მათი განვითარების უზრუნველსაყოფად ჩვენი ძალისხმევა კვლავაც გაგრძელდება და გაძლიერდება. მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს პატარებს და მათ ოჯახებს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილი: ვაგრძელებთ ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას
საქართველომ უკრაინისთვის უკვე გამოყო შვიდი მილიონი აშშ დოლარი და ქვეყანა აგრძელებს ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს წარედგინა. „ამ მიზნით, 2021 წელს გაიცვალა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები. 19-20 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა. უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას როგორც პოლიტიკური და დიპლომატიური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულებით. 2022 წლის 22-23 თებერვალს, უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე, შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტი კიევში და გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები. უკრაინისადმი სოლიდარობა გამოიხატება არა მხოლოდ ორმხრივ ფორმატში პრაქტიკული მხარდაჭერით, არამედ საქართველოს მტკიცე პოზიციებით, რეზოლუციების დასპონსორებით/თანადასპონსორებით თუ განცხადებებზე მიერთებით ყველა საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში. 2022 წლის 28 თებერვალს, საქართველო მიუერთდა ევროკავშირის შემზღუდავ სანქციებს დონეცკსა და ლუგანსკზე. ამასთან, საერთო ჯამში, თებერვლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, საქართველოს მიერ უკრაინისადმი მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობამ 260-ს მიაღწია. იმ პირობებში, როდესაც უმეტესმა სახელმწიფოებმა თავიანთი დიპლომატიური მისიები კიევიდან გაიყვანეს, საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებს არცერთი დღით არ შეუჩერებიათ ფუნქციონირება და დღესაც რჩებიან ადგილზე როგორც კიევში, ისე ლვოვსა და ოდესაში. ქართველი დიპლომატები უწყვეტად აგრძელებენ უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერის კოორდინაციას საქართველოს მოქალაქეთა დახმარებას. ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას, რაც ასევე მოიცავს საქართველოში შემოსული უკრაინელი მოქალაქეების საცხოვრებლითა და სხვა რესურსებით უზრუნველყოფას. დღეის მდგომარეობით, უკრაინაში გაიგზავნა 1000 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი (150 ტონა საჰაერო, ხოლო დანარჩენი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებებით). საქართველომ უკრაინისთვის უკვე გამოყო შვიდი მილიონი აშშ დოლარი და ქვეყანა აგრძელებს ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ირაკლი ღარიბაშვილი: პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება დაფიქსირდა
პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება დაფიქსირდა, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს წარედგინა. მოხსენების მიხედვით, 2020 წელს 6.8%-იანი კლების შემდეგ, 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10.4% შეადგინა და მნიშვნელოვნად გადააჭარბა მოლოდინებს და ეკონომიკური აქტივობის დონე პანდემიამდე პერიოდის (2019 წლის) მაჩვენებელს 2.9%-ით აღემატებოდა. „2021 წელს ეკონომიკის ზრდა ძირითადად მოხმარების, საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული. ეკონომიკის სწრაფი ტემპებით გაჯანსაღების პროცესი გაგრძელდა 2022 წელს. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში კი, ეკონომიკური აქტივობის ზრდამ 10.8% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომით განპირობებული გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 10.6% შეადგინა. ხოლო აპრილში, წინა წლის მაღალი საბაზო ეფექტის მიუხედავად (წინა წლის აპრილში შთამბეჭდავად მაღალი 44.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა), ეკონომიკური აქტივობის ზრდა დადებითი იყო და 2.6%-ს გაუტოლდა. იანვარ-აპრილში დაფიქსირებული დინამიკის საფუძველზე, მთავრობის პროგნოზით, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 6%-ს მიაღწევს“, – ნათქვამია დოკუმენტში. ასევე წაიკითხეთ: COVID19: როგორია ერთი კვირის სტატისტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს
ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს და მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლია რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს. „მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ გლობალური უსაფრთხოების ბრატისლავის წლევანდელ ფორუმში (GLOBSEC 2022). მოუთმენლად ველი ნაყოფიერ შეხვედრებსა და საუბრებს. ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი გააჩნია. თან იმავდროულად შეუძლია, უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
ღარიბაშვილი სლოვაკეთის პრემიერთან შეხვედრაზე: საქართველოს აქვს საფუძველი, ჰქონდეს ოპტიმისტური მოლოდინი ევროკომისიის დასკვნასთან მიმართებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ედუარდ ჰეგერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გაიმართა, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზები განიხილეს. გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა სექტორული კავშირების გაფართოების, სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. საუბარი შეეხო გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში განსახილველ მთავარ საკითხებს, ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომს და მის გავლენას რეგიონულ უსაფრთხოებაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არამხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ საქართველოს მოსახლეობის არჩევანია და განხორციელებული რეფორმები, ასევე, ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით მიღწეული პროგრესი და უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში შევსებული კითხვარი საქართველოს აძლევს საფუძველს, ჰქონდეს ოპტიმისტური მოლოდინი ევროკომისიის დასკვნასთან მიმართებით. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების განხილვის პროცესში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. „გლობალური უსაფრთხოების ბრატისლავის წლევანდელი ფორუმის ფარგლებში (GLOBSEC 2022) დროული და მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ჰეგერთან. ევროკავშირში წევრობის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლასთან ერთად, ორმხრივი თანამშრომლობა განვიხილეთ. ძალიან ვაფასებთ სლოვაკეთის რესპუბლიკის ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - აცხადებს თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება, ახლა ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას
ჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება, ახლა ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ მივაღწიეთ ხელშესახებ შედეგებს. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ: თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი და ბოლოს, ოფიციალურად შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ეს გახლავთ ისტორიული გადაწყვეტილება. როდესაც ვსაუბრობ ინტეგრაციაზე და იმ გზაზე, რომელსაც გავდივართ ჩვენს ხალხთან ერთად, ეს გახლავთ ჩვენი ადამიანების გადაწყვეტილება, საქართველოს მოსახლეობას სჯერა, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ნაწილი, რომ საქართველო ეკუთვნის ევროპას. ჩვენ ველოდებით ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას კანდიდატობასთან დაკავშირებით. ჩვენ გვწამს, რომ ყველაფერს ვაკეთებთ. მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგებს, ასოცირების ხელშეკრულების 45 პროცენტი უკვე შესრულდა, ყოვლისმომცველი და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც ასევე სრულდება. საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან კარგი საუბარი მქონდა საქართველოს მეგობართან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან - დავუდასტურე, რომ ევროპული გზის ერთგულნი ვრჩებით ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან კარგი საუბარი მქონდა საქართველოს მეგობართან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან - დავუდასტურე, რომ ევროპული გზის ერთგულნი ვრჩებით
ძალიან კარგი საუბარი მქონდა საქართველოს მეგობართან – ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროკავშირისადმი საქართველოს ერთგულება ამ გზაზე გადადგმულ ყოველ ნაბიჯში დასტურდება. „მე მას კვლავ დავუდასტურე, რომ ჩვენი ევროპული გზის ერთგულნი ვრჩებით, რაც ქართველი ერის უძველესი არჩევანია. ევროკავშირისადმი საქართველოს ერთგულება ამ გზაზე გადადგმულ ყოველ ნაბიჯში დასტურდება – იქნება ეს კომპლექსური რეფორმები, ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობა, თუ ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა“, – აცხადებს პრემიერი. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს. „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შევსებული კითხვარი, ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და განხორციელებული რეფორმები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი თემები. შეხვედრაზე, რომელიც ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გაიმართა, ირაკლი ღარიბაშვილმა და მაროშ შევჩოვიჩმა განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები და აღნიშნეს ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ამ პროცესში, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიაღწია. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველომ უკვე შეასრულა ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების 45% და ეს პროცესი გრძელდება. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია და ამ გზაზე ქვეყანა კომპლექსური რეფორმების განხორციელებას განაგრძობს. შეხვედრისას, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და მის გავლენას ფართო რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე. პრემიერმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მთავრობის ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს
ღარიბაშვილი: წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო?! მხოლოდ რუსეთი
წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო? მხოლოდ რუსეთი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმზე განაცხადა. „წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო? მხოლოდ რუსეთი. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას. რა გზავნილს უგზავნიან ისინი სხვა ქვეყნებს, ჩვენ სამეზობლო ქვეყნებს, რომ ესენი იყვნენ ლოიალური ქვეყნები უვიზო ხელშეკრულება გვქონდა, ასოცირების, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ამჟამად ამას ყველაფერს ასრულებენ, შეიტანეს განაცხადი და ევროკავშირმა მიიღო უცბად გადაწყვეტილება, რომ არ მიანიჭოს სიმბოლური კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება შეცდომა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება, ახლა ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან კარგი საუბარი მქონდა საქართველოს მეგობართან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან - დავუდასტურე, რომ ევროპული გზის ერთგულნი ვრჩებით ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს
„ბორჯომის“ აქციონერი სახელმწიფო გახდება - ირაკლი ღარიბაშვილი
„ეკონომიკის სამინისტრომ დააასრულა მოლაპარაკებები, ერთი კვირის თავზე, მთავრობის სხომაზე გამოვიტანთ საკითხს და „ბორჯომის“ აქციონერები გავხდებით ჩვენ, სახელმწიფო გახდება ბორჯომის აქციონერი“, - შესაბამისი განცხადება პრემირ-მინიტრმა მთავრბის სხდომაზე გააკეთა. IDS ბორჯომი: კომპანიის ანგარიშები გაიყინა, რის გამოც ფინანსური რესურსი შეზღუდული გვაქვს „ეკონომიკის სამინისტრომ დააასრულა მოლაპარაკებები, ერთი კვირის თავზე, მთავრობის სხდომაზე გამოვიტანთ საკითხს და „ბორჯომის“ აქციონერები გავხდებით ჩვენ, სახელმწიფო გახდება ბორჯომის აქციონერი, თანამფლობელი, ამით მოგვარდება ეს პრობლემა. ვიცი, რომ მანამდე გარკვეული სირთულეები არის. იქ დასაქმებულები აპროტესტებენ... დღეს მქონდა საუბარი ზურაბ აზარაშვილთან და მისი დავალებით საქმეში არის ჩართული შრომის ინსპექცია. მინდა ვუთხრა ყველას ვუთხრა, რომ არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით. ყველაფერი ისე მოგრავდება, როგორც საჭიროა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„IDS ბორჯომი“ კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე: მზად ვართ ღია დიალოგისთვის
მივესალმებით პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შრომის ინსპექციის ჩართვის შესახებ, – ამის შესახებ „IDS ბორჯომის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. Europetime კომპანია „IDS ბორჯომი“-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენ მზად ვართ ღია დიალოგისთვის და მზად ვართ, მივაწოდოთ შრომის ინსპექციას სრული და ამომწურავი ინფორმაცია, როგორც ზოგადად კომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რა ვითარებაში აღმოჩნდა და რა სირთულეებთან უწევს გამკლავება კომპანიას დაწესებული სანქციებისა, გაყინული ანგარიშებისა და ბაზრებზე გართულებული წვდომის პირობებში, ასევე კანონის სრული დაცვით განხორციელებულ რეორგანიზაციის პროცესზე, რომლის შედეგადაც კომპანიამ მაქსიმალურად შეუნარჩუნა „ბორჯომში“ დასაქმებულებს სამუშაო ადგილები. შექმნილ ვითარებაში, მაშინ როდესაც ნებისმიერი ბიზნეს კომპანია სრულ რეორგანიზაციას ჩაატარებდა, ჩვენ მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და, მასშტაბური გათავისუფლებების ნაცვლად, თანამშრომელთა 90%-ზე მეტს შევუნარჩუნეთ სამუშაო ადგილი, ასევე, უცვლელი დარჩა მათი სახელფასო განაკვეთი და კრიზისის მიუხედავად არ შემცირებიათ. შეიცვალა მხოლოდ არასამუშაო საათების დაანგარიშების სისტემა, თუმცა ის კვლავაც ინდუსტრიაში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე უკეთესია. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნამუშევარი საათების ანაზღაურება უცვლელი რჩება ყველა თანამშრომლისთვის. რაც შეეხება რეორგანიზაციის შედეგად შემცირებულ თანამშრომლებს, მათ სრულად აქვთ მიღებული კუთვნილი ხელფასი, ასევე 2-თვიანი კომპენსაცია, როგორც ამას კანონმდებლობა ითხოვს“, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ უკიდურესად შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში, პირველ რიგში, იმ თანამშრომლების ანაზღაურება ირიცხება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული. „რაც შეეხება ხელფასების დაგვიანების შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკიდურესად შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში, პირველ რიგში, იმ თანამშრომლების ანაზღაურება ირიცხება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჩვენი კომპანია მუშაობს მინიმალური დატვირთვით, ძირითადად საქართველოს ბაზრისთვის. ასევე, გვინდა გამოვეხმაუროთ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოსდა კომპანიას უცხო ქვეყნის მოქალაქეები აჰყავს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის სიცრუე, პროცესების ესკალაციის მცდელობა და კომპანია „ბორჯომს“ არც ერთი ახალი თანამშრომელი არ დაუქირავებია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიის თითოეული თანამშრომელი. ამასთანავე, ვაცხადებთ, რომ სრულიად მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი და წარმოებაში ჩართულ თანამშრომელების მიმართ აგრესია. ნებისმიერ მსგავს ქმედებას მოყვება შესაბამისი რეაგირება, კანონის სრული დაცვით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში სრულმასშტაბიანად აღვადგინოთ წარმოება, დავიბრუნოთ ბაზრები და კვლავაც გავაგრძელოთ ჩვენი თანამშრომლებისთვის სექტორში საუკეთესო პირობების შექმნა. ასევე, მივესალმებით შექმნილი ვითარების კონსტრუქციული დარეგულირებისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს“, – ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: „ბორჯომის“ აქციონერი სახელმწიფო გახდება - ირაკლი ღარიბაშვილი IDS ბორჯომი: კომპანიის ანგარიშები გაიყინა, რის გამოც ფინანსური რესურსი შეზღუდული გვაქვს
ირაკლი ღარიბაშვილი: ასეთი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცოტა ქვეყანას მთელ მსოფლიოში
„ვაგრძელებთ ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში არის ძალიან პოზიტიური დინამიკა, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. ჩემი ევროპელი კოლეგები გაოცებულები ისმენდნენ ჩვენს, ჩემი და ლევან დავითაშვილის საუბრებს. ჩვენ როცა გვქონდა საუბარი, სულ ახლახანს ვიყავით ბრატისლავაში, ასეთი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მთელ მსოფლიოში. პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 14%-იანი ეკონომიკური ზრდით და ოთხ თვეში ჩვენ გამოგვივიდა 10.8 % ეკონომიკური ზრდა. რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან სასიხარულო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სრულად აღდგენილია ტურიზმი და იზრდება ექსპორტი, ბიზნესის ბრუნვა, ქვეყანა აგრძელებს ასოცირების შეთანხმების შესრულებას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მშვიდად უნდა დაელოდოს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, ვინაიდან როგორიც არ უნდა იყოს ის, იქნება სამართლიანი. „ასევე გეტყვით, გახსოვთ, შარშან აპრილში ჩვენ გვქონდა თითქმის 45%-ანი ეკონომიკური ზრდა, ჩვენ აპრილში არ ველოდით ეკონომიკის ზრდას, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გვაქვს ჩვენ დადებითი დინამიკა, ზრდა გვაქვს აპრილშიც და ჯამში, 4 თვეში გამოგვივიდა 10.8 % ეკონომიკური ზრდა. გაზრდილია, სრულად აღდგენილია რომ იტყვიან, ფრენები, ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს ძალიან სწრაფად. სავსეა ტურისტებით ჩვენი ქვეყანა, ქალაქები და ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, გვახარებს. ასევე, ექსპორტი იზრდება, ძალიან კარგი დინამიკაა; ბიზნესის ბრუნვაა გაზრდილი წინა წელთან შედარებით, ბიზნესსექტორის ზოგადად მთელი ბრუნვაა გაზრდილი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და შეადგინა 38.6 მლრდ ლარი. სამუშაო ადგილების რაოდენობაც გაზრდილია ბიზნესსექტორში, 8.2 % ეს არის დაახლოებით 50 000, ხოლო საშუალო ხელფასის მოცულობა დაახლოებით 15%-ით არის გაზრდილი. ასევე გეტყვით იმას, რომ ზოგადად სიღარიბე, სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა შეიძლება ითქვას ჩამოსული, ამ წლებში - 17.5% შეადგინა, ასეთი შემცირება არ ყოფილა ბოლო წლების განმავლობაში. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2010 წელს თუ არ ვცდები 38% იყო სიღარიბის დონე, 2012 წელს კი, როდესაც ჩვენ მოვედით ხელსუფლებაში 34 %. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს, მეტი უნდა გავაკეთოთ, მეტი უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ამას სჭირდება კიდევ ვიმეორებ - მშვიდობა, მეგობრებო, სტაბილურობის შენარჩუნება და განვითარება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ახლა ყველა ერთად. ინფლაცია რა თქმა უნდა არის მთელ მსოფლიოში გამოწვევა, მაგალითად თურქეთში 73% იყო მაისში ინფლაცია. ევროპაში არის პიკზე, ისტორიული მაქსიმუმია ყველგან თითქმის, მათ შორის, გერმანიაში, საფრანგეთში, მოლდოვაში - 27% არის ჩვენს კოლეგა ქვეყანაში, ესტონეთში - 18%, რუსეთში - 17%, ბელარუსში -16%, მეზობელ ქვეყნებშიც არის ორნიშნა: აზერბაიჯანში -12.8% არის, სომხეთში - 9%-მდე. ასე რომ, ეს ყველაფერი არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვართ. ჩვენ გვჭირდება, მშვიდად დაველოდოთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, როგორიც იქნება, ჩვენ გვჯერა, რომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ ვაგრძელებთ ასოცირების შეთანხმების შესრულებას, ყველა იმ რეფორმას, რომელზეც ჩვენ ავიღეთ ვალდებულება. როგორც უკვე აღვნიშნე, ასოცირების დღის წესრიგშია ეს ყველაფერი შეტანილი და მინდა, ყველას ვუსურვო კიდევ და კიდევ გამარჯვება და წარმატება, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს“, - განაცხადა პრემიერმა.
ევროკავშირის წევრობამდე ძალიან დიდი და რთული გზაა გასავლელი - პრემიერი
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ყველა ის ვალდებულება და პირობა, რომელიც აღებული ჰქონდა ევროკავშირთან. „ჩვენ ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საკმაოდ აქტიური საგარეო პოლიტიკა ვაწარმოეთ. ჩემი დავალებით, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ილია დარჩიაშვილი აქტიურად ელაპარაკება თავის ევროპელ კოლეგებს. მან, უკვე დღეის მდგომარეობით, გამართა 20-ზე მეტი შეხვედრა 17 კოლეგასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე, მას ამ კვირაში და მომავალ კვირაში აქვს დაგეგმილი შეხვედრები. გვქონდა ძალიან ინტენსიური საუბარი იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში, რა რეფორმები განვახორციელეთ და ზოგადად, მთელი ეს ინფორმაცია სრულად არის მიწოდებული. ასევე, მე მქონდა ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკა, ძალიან ბევრი ვიზიტი განვახორციელეთ, მათ შორის ვიყავი ბრიუსელში ჩასული, მქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე. ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს და რაც მთავარია, ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის ვალდებულება და პირობა, რომელიც აღებული გვქონდა ევროკავშირთან. დაწყებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას. რომ არა ჩვენი მთავრობა, ჩვენ არა თუ ევროკავშირში, არამედ ძალიან რთულ პირობებში ვიქნებოდით დღეს. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს მეგობრებს, ჩვენს კოლეგებს, ევროპაშიც, ქვეყნის შიგნითაც, ყველას, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, გვაქვს უვიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ახლა უკვე პატივი გვხვდა წილად, რომ შეგვეტანა უკვე განაცხადი ოფიციალურად წევრობისთვის. ასევე მინდა, განმარტება გავაკეთო ჩვენი მოქალაქეებისთვის: ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი. ჩვენ გვაქვს საუბარი მხოლოდ კანდიდატის სტატუსზე და ეს არ არის წევრობა. წევრობამდე ძალიან დიდი და რთული გზა არის გასავლელი, ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ. საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, ეს სტატუსი მივიღოთ ჩვენ, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ“, - განაცადა პრემიერმა. მისივე თქმით, საქართველო ბოლლო 9 წელია, გამორჩეული ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებში კი, ყველა პარამეტრით, საქართველო „უპირობო ლიდერია“. „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე და დემოკრატიული მთავრობა, რომელიც მართლაც ხალხის დაკვეთას ასრულებს და ამბციურ გეგმებს, რომელიც 9 წლის წინ დავისახეთ, გეგმაზომიერად ვასრულებთ. უფრო მეტს გეტყვით კიდევ, დამატებით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ, ვაგრძელებთ რეფორმებს, რომელიც აღებული გვქონდა ვალდებულებად. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ახლა დავასრულეთ მუშაობა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგზე, სადაც გაწერილია დეტალურად ყველა ის რეფორმა და ვალდებულება, რომელიც უნდა შევასრულოთ. მთელი რიგი ვალდებულებებისა და რეფორმებისა, ინიციატივებისა, არის გადმოტანილი ცნობილი შარლ მიშელის შეთანხმებიდან. პრაქტიკულად, ჩვენ არავითარი კითხვის ნიშანი არ დაგვიტოვებია. ყველა საკითხზე გვქონდა დროული რეაგირება, ყველა საკითხი, ყველა ვალდებულება შევასრულეთ პირნათლად. რა თქმა უნდა, ახლა ჯერი არის ევროკავშირზე, ევროპამ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება“ , - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, სიტუაცია არ არის მარტივი. „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპას ასეთი გამოწვევა არ ჰქონია, ევროპის შუა გულში, ყველაზე დიდ სახელმწიფოში ევროპაში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, რომელიც არამარტო უკრაინის სუვერენიტეტს, არამედ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას უქმნის საფრთხეს. ეს არის დიდი გამოწვევა მსოფლიო წესრიგისთვის. ბუნებრივია, ამ რეალობაში არსებობს ზოგადი სკეპტიციზმი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უკრაინასთან მიმართებით, რადგან მათ არ სურთ მთელი ამ პრობლემების იმპორტირება ევროპაში. მთელი რიგი საკითხები არსებობს, რომლებიც უკავშირდება ომს და მასთან დაკავშირებულ რისკებსა და საფრთხეებს. ამ პროცესში ჩვენ შევიარჩუნეთ მშვიდობა, არავითარი მეორე ფრონტი, ომი არ იქნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ელოდება ევროპელი კოლეგების სწორ და ბრძნულ გადაწყვეტილებას. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ სწორ და სამართლიან შეფასებას და გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩვენი ხალხი, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ერთგულნი არიან და მივყვებით ჩვენს ძირითად გეზსა და პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო უნდა გახდეს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ახლა წყნარად, მშვიდად, მტკიცედ დაველოდებით გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არავითარი შემაფერხებელი არ იქნება, ისედაც და ასედაც გავაგრძელებთ რეფორმებს და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მომდევნო აღწერა 2024 წლის ბოლოს ჩატარდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინა მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა, რომელიც მოიცავს მოსახლეობის აღწერის ძირითად პრინციპებს, მეთოდოლოგიურ და საორგანიზაციო საკითხებს. პროგრამის შესაბამისად, მოსახლეობის მომდევნო აღწერის თარიღად საკოორდინაციო სამთავრობო კომისიამ 2024 წლის ბოლო განსაზღვრა. აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის და საცხოვრისების შესახებ. სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის აღწერასთან ერთად ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც, რის შედეგადაც, სოციალურ და დემოგრაფიულ მონაცემებთან ერთად, შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ. მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა და მის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ქვეყანაში ბოლო აღწერა 2014 წელს ჩატარდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკურმა და სოციალურმა საბჭომ 2015 წლის 10 ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, წევრმა სახელმწიფოებმა „მოსახლეობისა და საცხოვრისების აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდში“ უნდა ჩაატარონ სულ მცირე ერთი აღწერა საერთაშორისო და რეგიონალური რეკომენდაციების გათვალისწინებით. მოსახლეობის და საცხოვრისების აღწერის 2020 წლის მსოფლიო რაუნდად განისაზღვრა 2015-2024 წლების პერიოდი.
მნიშვნელოვანია, ბიზნესწრეებსა და სუბიექტებს უშუალოდ მთავრობასთან ჰქონდეთ მათთვის აქტუალური საკითხების განხილვის შესაძლებლობა - ბრიტანეთის ელჩი
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედ ბიზნესწრეებსა და სუბიექტებს უშუალოდ მთავრობასთან ჰქონდეთ მათთვის აქტუალური საკითხების განხილვის შესაძლებლობა“, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა, ინვესტორთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მისი თქმით, გაერთიანებულ სამეფოს ეამაყება, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან პარტნიორობის გზით მხარს უჭერს ამ ფორუმს. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედ ბიზნესწრეებსა და სუბიექტებს უშუალოდ მთავრობასთან ჰქონდეთ მათთვის აქტუალური საკითხების განხილვის შესაძლებლობა. ეს შეხვედრა მხოლოდ აისბერგია, ქვემოთ კი უზარმაზარი საქმე ხორციელდება ცალკეული სამუშაო შეხვედრების ფორმატში და ყოველი მათგანის მიზანია საქართველოს მხარდაჭერა ეკონომიკური ზრდის, შემდგომი კეთილდღეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მარკ კლეიტონმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ განავითარეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის, კავშირების შენების პროცესში იზრდებოდა
საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ ისეთი სტრატეგიული პარტნიორობა განავითარეს, რომელიც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კავშირების შენების პროცესში იზრდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედოფალ ელისაბედ II-ის პლატინის (70-ე) იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დიდ ბრიტანეთი დედოფალ ელისაბედ II-ის „პლატინის იუბილეს“ აღნიშნავს მთავრობის მეთაურმა საიუბილეო თარიღი მიულოცა გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ბრიტანელ ხალხს, თანამეგობრობის წევრებს და მათ ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. „გაერთიანებული სამეფო ყოველთვის იყო ქვეყანა, რომელიც ჩვენს ხალხს აღაფრთოვანებდა თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით. თქვენი ქვეყანა წარმოადგენს სრულყოფილ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება ტრადიციები და კულტურა აძლიერებდეს თანამედროვე სახელმწიფოებრიობას, რომელიც ეფუძნება თავისუფლების, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს თითოეული ინდივიდისთვის. ასეთ განსაკუთრებულ დღეს მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენი დიდი ხნის წინ დამკვიდრებული მეგობრობა გაგრძელდა მშვიდობისა და განსაცდელის პერიოდშიც და ასახვა ჰპოვა დღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორობაში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის. სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება „უორდროპის სტრატეგიულ დიალოგთან“ ერთად ის ორი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფორმატია, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ხსნის ყველა სექტორში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის. ფაქტი, რომ „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ ბოლო წლების განმავლობაში გარდაიქმნა თანამშრომლობის მთავარ პლატფორმად, არა მხოლოდ სიმბოლოა იმისა, თუ როგორ იდგამდა ფესვებს ჩვენი პარტნიორობა ჩვენსავე კულტურაში, არამედ ჩვენს საერთო ღირებულებებსა და იდეალებზე დაშენებულ სამომავლო მიზნებსაც ეხმიანება. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება არის ჩვენი ხალხის არჩევანი და ათწლეულების განმავლობაში ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად წარმოებული ბრძოლა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა პარტნიორებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება დემოკრატიზაციისა და რეფორმების კვალდაკვალ. „დღეს საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა და რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექსტში. ეს ერთობა გადამწყვეტ გზავნილს აწვდის ყველას – გზავნილს, რომ ჩვენ არ ვართ მარტო. ამ მნიშვნელოვან მომენტში, ვიდრე ჩვენი ევროპელი პარტნიორების პასუხებს ველოდებით, ჩვენი ერთიანობა აუცილებელია რეგიონში მეტი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას და მოგილოცოთ მისი უდიდებულესობის პლატინის იუბილე!“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. დედოფალ ელისაბედ II-ის პლატინის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გაიმართა, დაესწრნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვას ვუსვამ ყველას, თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, მაშინ ის ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა?!
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ყველა ოფიციალურ მომართვაზე, რაც მივიღეთ პრეზიდენტისგან, ხელი მოვაწერე და ყველა მისი თხოვნა დავაკმაყოფილე. გახსოვთ, რომ პრეზიდენტი იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, ახლა იტალიაში იყო და საკვირველია ფაქტი, რომ თავად ეს განცხადება ქალბატონმა სალომემ გააკეთა ბრიუსელიდან. კითხვას ვუსვამ ყველას, თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, როგორც ითქვა და არ უშვებს არსად, ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა მაშინ პრეზიდენტი?! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადებების შეფასებისას აღნიშნა. „მინდა, ზოგადად ყველას შევახსენო, რომ ჩვენი სახელმწიფო არის სუვერენული სახელმწიფო და დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა იმართება კანონებით და კონსტიტუციით. მინდა, შევახსენო ყველას, მათ შორის პრეზიდენტს, რომ ყველამ და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ, უმაღლესი თანამდებობის პირებმა უნდა დავიცვათ და მაგალითი მივცეთ კანონის ზედმიწევნით შესრულების, კონსტიტუციის დაცვის და ზოგადად წესების და ნორმების დაცვის. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ნახსენებ ვოიაჟს, მინდა, შემდეგი რამ განვუმარტო მოსახლეობას – ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ყველა ოფიციალური მომართვა, რაც ჩვენ მივიღეთ პრეზიდენტისგან, მე ყველაფერზე ხელი მოვაწერე და ყველა მისი თხოვნა, მომართვა დავაკმაყოფილე. გახსოვთ, რომ პრეზიდენტი იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, ახლა იტალიაში იყო და საკვირველია ფაქტი, რომ თავად ეს განცხადება ქალბატონმა სალომემ გააკეთა ბრიუსელიდან. კითხვას ვუსვამ ყველას, თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, როგორც ითქვა და არ უშვებს არსად, ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა მაშინ პრეზიდენტი", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: პრეზიდენტი: ბრიუსელიდან მინდოდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა უარი მივიღე - თურმე, მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა
ირაკლი ღარიბაშვილი: საგარეო პოლიტიკას, ასევე საშინაო პოლიტიკას მთავრობა ახორციელებს. ეს კონსტიტუციითაა დადგენილი და კანონებს ყველამ პატივი უნდა სცეს
საგარეო პოლიტიკას, ასევე საშინაო პოლიტიკას მთავრობა ახორციელებს. ეს ჩვენი კონსტიტუციითაა დადგენილი და წესებსა და კანონებს ყველამ პატივი უნდა სცეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „პირადად ჩასული ვიყავი ბრიუსელში, ვესაუბრე ყველა ხელმძღვანელ პირს. მონაწილეობა მივიღე სხვადასხვა ფორმატით გამართულ შეხვედრაში, მათ შორის დავოსის ეკონომიკურ ფორუმში, მე საჯაროდ ვისაუბრე ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე. ახლახან ბრატისლავაში ვიმყოფებოდი, სადაც ასევე ღიად ვისაუბრე ამ განაცხადის პერსპექტივაზე. ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა 20 შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. პრაქტიკულად, ჩვენ ყველა ქვეყანა დავფარეთ, ყველასთან აქტიური მუშაობა გვქონდა. პირადად მე, საგარეო გუნდი, ელჩები და დიპლომატიური გუნდი იყო აქტიურად ჩართული ამ პროცესში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვას ვუსვამ ყველას, თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, მაშინ ის ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა?! პრეზიდენტი: ბრიუსელიდან მინდოდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა უარი მივიღე - თურმე, მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა
პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი
23-24 ივნისს დაველოდები, მანამდე მე, უბრალოდ, შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე. თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის, ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული „რეზოლუცია მისთვის არაფრის მთქმელი არ არის და “ეს არის პოლიტიკურად მიკერძოებული“ დოკუმენტი. "ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ. ჩვენ ვართ-ერთი ყველაზე უძველესი ცივილიზაცია მსოფლიოში, უძველესი კულტურით და ჩვენი ძლაიან მაგარი, ამაყი ხალხით. რა თქმა უნდა, აქ ამპარტავნობაზე არ არის საუბარი, მაგრამ ჩვენ ახლა ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს, მაგრამ როცა საუბარი არის დამსახურებაზე დაფუძნებელ გადაწყვეტილებაზე, ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ. მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას. 23-24 ივნისს დაველოდები, მანამდე მე, უბრალოდ, შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე. თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის, ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს გფარდას ავხდი", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვას ვუსვამ ყველას, თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, მაშინ ის ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა?! პრეზიდენტი: ბრიუსელიდან მინდოდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა უარი მივიღე - თურმე, მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა
არასამთავრობოები: ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამოკიდებულება არაკონსტიტუციურია
საზოგადოებრივი ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აფასებენ და ამბობენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამოკიდებულება არაკონსტიტუციურია. ორგანიზაციების განცხადებით, მსგავსი განცხადებები არამხოლოდ უკიდურესად აზარალებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, არამედ სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გაცხადებულ ევროპულ არჩევანს. „საზოგადოებრივი ორგანიზაციები ვეხმიანებით ევროპული პარლამენტის კრიტიკული რეზოლუციის საპასუხოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლის განცხადებას, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე, თუ მას უსამართლო პირობებით მიიღებს, რაც მოგვიანებით პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილის მხრიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის სიმბოლურ მნიშვნელობაზე ხაზგასმით გაგრძელდა. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო და სახიფათო განცხადებები არამხოლოდ უკიდურესად აზარალებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, არამედ სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გაცხადებულ ევროპულ არჩევანს. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციური ორგანოების ვალდებულებაა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება ევროკავშირის წევრობის სავალდებულო საფეხურს წარმოადგენს, რომლის გავლის გარეშეც ვერც ერთი ევროპული ქვეყანა ვერ შეძლებს კავშირის წევრობას. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მხრიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დაკნინება და მის „სიმბოლურ“ მნიშვნელობაზე აპელირება მოსახლეობაში ევროსკეპტიკური დამოკიდებულებების გაღვივების სერიოზულ საფრთხეს ქმნის და პირდაპირ ეხმიანება რუსულ ნარატივებს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების დაუშვებლობის შესახებ. მმართველი პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირების და პრემიერ-მინისტრის განცხადება ცხადყოფს, რომ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს გაცნობიერებული არ აქვთ კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებების მნიშვნელობა, რაც მათი მხრიდან ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფისათვის ყველა დაბრკოლების აღმოფხვრას და დემოკრატიული რეფორმების შეუქცევადად განხორციელებას გულისხმობს. ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლებას: საპარლამენტო რეზოლუციის გზით დაუყოვნებლივ დაადასტუროს მზაობა, განუხრელად დაიცვას ქართული საზოგადოების ევროპული მისწრაფება და განაცხადოს კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უახლოეს დღეებში უნდა გადადგას. ევროკავშირს და საქართველოს მოსახლეობას დაუყოვნებლივ წარუდგინოს გეგმა, რომელიც ევროპარლამენტის რეზოლუციაში მითითებული პრობლემების სისტემური გადაჭრის გზებს ისახავს. დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სახიფათო და დანაშაულებრივი რიტორიკა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები“,- აღნიშნულია განცხადებაში. ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI), „სამოქალაქო იდეა“, „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი“, „მწვანე ალტერნატივა“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საფარი“, „რონდელის ფონდი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC), „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC), „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS), „უფლებები საქართველო“.
პრემიერი: მოლაპარაკება დასრულდა, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე
პრემიერ-მინისტრმა „ბორჯომთან“ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის თანამფლობელი სახელმწიფო გახდება. მისივე თქმით, ეს არის უსასყიდლო გარიგება და პროცესი წარიმართა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით. „პირველი საკითხი, ეს არის „ბორჯომის“ ქარხნის საკითხი და ამ ქარხნის ბედი. მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ მე საზოგადოებს ვუთხარი, შევპირდი, რომ სასიამოვნო ინფორმაციას გავაცნობდი რამდენიმე კვირაში და დღეს მინდა, გაცნობოთ, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე. ეს არის უსასყიდლო გარიგება, ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები და ამის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო გახდება „ბორჯომის“ ქარხნის, ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის რომ იტყვიან, თანამფლობელი. და ყველა ის პრობლემა, რომელიც ბორჯომს ჰქონდა შექმნილი და მის თანამშრომლებს ოპერირებაში, მართვაში, ფუნქციონირებაში, ზოგადად, ყველა ეს პრობლემა იქნება მოხსნილი. ჩვენ აღნიშნული საკითხი შევათანხმეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რეგულატორებთანაც გვქონდა კონსულტაციები დიდ ბრიტანეთში და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით და მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებს, რომლებმაც ძალიან აქტიურად, ნაყოფიერად იმუშავეს ამ გარიგების ასე ვთქვათ წარმატებით დასასრულებლად, ასე რომ ვულოცავ ბორჯომის თითოეულ თანამშრომელს,“- განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურმა, „ბორჯომის“ თანამშრომლების იმ ნაწილთან დაკავშრებით, რომლებიც თვლიან, რომ მათ კომპანია უსამართლოდ მოექცათ, აღნიშნა, რომ არავის უნდა ჰქონდეს ჩაგვრის განცდა. „ვიცი, რომ იქ რამდენიმე ათეული თანამშრომელი თვლის, რომ უსამართლოდ მოექცა ადგილობრივი კომპანია, 50 თანამშრომლის გაშვება მოხდა, მე ამის თაობაზე წინა კვირასაც მოგახსენეთ, რომ ბატონ ზურა აზარაშვილს დავავალე და ის აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში. მას შემდეგ რაც სახელმწიფო გახდება თანამფლობელი ამ ჩვენი საწარმოსი, „ბორჯომის“, რა თქმა უნდა, უფრო აქტიურად მოგვიწევს, ჩავერთვებით და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ და მინდა, ამ ჩვენს თანამოქალაქეებს მივმართო, რომ არც ერთი არ დარჩება სიმართლის გარეშე, არც ერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება, არც ერთი თანამშრომელი ჩვენი „ბორჯომის“, ჩვენი მართლაც ეროვნული სიმდიდრის. მე ვიცი, რომ გარკვეული კითხვები არსებობდა, ამ ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, ზურა აზარაშვილი და ლევან დავითაშვილი ჩაერთვებიან ამ პროცესში და ჯობია, რომ ეს საკითხი ბოლომდე მიიყვანოთ, რაც შეიძლება მალე, რომ ხალხს არ ჰქონდეს განცდა რომ ვინმე უსამართლოდ იჩაგრება და ყველა მათი სამართლიანი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, არ უნდა იყოს ხმაური და განცდა არ უნდა ჰქონდეს არავის რომ იქ ვინმე იჩაგრება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის რომ მოგვესმინა, ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, ქვეყანაში არაფერი იქნებოდა
თუ ვინმეს წარმოუდგენია, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებდით? მთავრობას რომ წინდახედულობა არ გამოეჩინა, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლო პოლიტიკა არ გაეტარებინა, რაღაც გაუაზრებელი, ემოციური გადაწყვეტილება მიგვეღო და ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის მოგვესმინა, რომლებიც პირდაპირ ქვეყნის ომში ჩართვას ითხოვდნენ, დღეს აქ რაიმე ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, ქვეყანაში არაფერი იქნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. „თუ ვინმეს წარმოუდგენია, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებდით? ან რას ნიშნავდა ეს, რომ უნდა შეგვეწყვიტა ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენი მილიონი თანამოქალაქე რუსეთში ცხოვრობს, ვინმეს საერთოდ ახსენდება ეს ადამიანები როგორ შრომობენ, როგორ მოღვაწეობენ რუსეთში? მათ რა ბედი ელით? აღარ ვსაუბრობ იმაზე, რა მოხდება იმ 4 მილიონ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს. მთავრობას რომ წინდახედულობა არ გამოეჩინა, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლო პოლიტიკა არ გაეტარებინა, რაღაც გაუაზრებელი, ემოციური გადაწყვეტილება მიგვეღო და ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის მოგვესმინა, რომლებიც პირდაპირ ქვეყნის ომში ჩართვას ითხოვდნენ, დღეს აქ რაიმე ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, ქვეყანაში არაფერი იქნებოდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: რეზოლუციას მე ვაპროტესტებ, აკლდა მეგის ქარდავა, მთავარი ჯალათი, რომლის მკვლელების ბრიგადები აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ჩვენს მოქალაქეებს რეზოლუციას მე ვაპროტესტებ! ვროპარლამენტის რეზოლუციას აკლდა მეგის ქარდავა, მთავარი ჯალათი, სააკაშვილის სახე, რომლის მკვლელების ბრიგადები აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ჩვენს მოქალაქეებს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „რეზოლუციას მე ვაპროტესტებ, აკლდა მეგის ქარდავა, მთავარი ჯალათი, სააკაშვილის სახე, რომლის მკვლელების ბრიგადები აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ჩვენს მოქალაქეებს. კეზერაშვილის სახით ბიზნესის მთავარი რეკეტიორი ჩაწერეს ევროპარლამენტის რეზოლუციაში. “, – განაცხადა ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის რომ მოგვესმინა, ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები კი არა, ქვეყანაში არაფერი იქნებოდა ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად
ღარიბაშვილი 20 ივნისს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა
„მთავრობა უკანონო ქმედებას არავის აპატიებს და ქვეყნის მშვიდობას დაიცავს“, შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გააკეთა. „ყოველგვარი ჩავარდნის შემდეგ, როდესაც ვერც ომში ჩააბეს ქვეყანა და ვერაფერი გააკეთეს, უნდათ 20 ივნისს გამართონ აქცია, თითქოს, ევროკავშირის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ყველას შევახსენებ, ვინ ითხოვს და ვინ ატარებს ამ აქციას - ის ძალა, რომელიც ქვეყნის ტერიტორიებს მოღალატეობრივად ურიგებდა ოკუპანტ ქვეყანას, ადამიანებს კლავდა და აწამებდა, გაუხსნეს უვიზო რეჟიმი და პირადად ბოროტი მასხარა სააკაშვილი ხვდებოდა საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებს. მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს და არ წამოეგოს ამ პროვოკაციას, ჩვენ არცერთ უკანონო ქმედებას არავის ვაპატიებთ, დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ქვეყნის სტაბილურობას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა სახალხო დამცველის მხრიდან ბოლოდროინდელი კრიტიკაც შეაფასა და განაცხადა, რომ „ნინო ლომჯარია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს არავის უნახავს“. „გამოდის სახალხო დამცველი, ქალბატონი ლომჯარია და საჯაროდ თქვა - ამას მირჩევნია ბომბებისგან ცეცხლი და წვა მივიღოთო. უკაცრავად და ვინ უნდა მიიღოს? ქალბატონი ლომჯარია საერთოდ ვის უნახავს სააკაშვილის დროს, გახსოვთ სახალხო დამცველი გამოსულიყო და რაიმე საჯაროდ დაეგმო ადამიანების ტანჯვა-წამება, გაუპატიურება და მკვლელობები?“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება) უკვე არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად. „ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა და ამას არათუ ხელს უშლით, არამედ ამართლებთ და ეფარებით“, - დაწერა ლომჯარიამ Facebook-ის პირად გვერდზე 11 ივნისს. მის ამ შეფასებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება უძღოდა წინ, რომლის თანახმად, „თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას, სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ“.
ირაკლი ღარიბაშვილი პიტერ აკერმანზე: პატრონი მოუკვდათ დესტრუქციულ ძალებს "ჩამოიყვანეს ცნობილი ერთ-ერთი რევოლუციონერი, რევოლუციის დამფინანსებელი და იდეოლოგი, ბატონი აკერმანი. რათა მოემზადებინა ჩვენი დესტრუქციული მეხუთე კოლონა, რომ მოეწყოთ მშვიდობიანი რევოლუცია. პატრონი მოუკვდათ დესტრუქციულ ძალებს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „ჩამოიყვანეს ცნობილი ერთ-ერთი რევოლუციონერი, რევოლუციის დამფინანსებელი და იდეოლოგი, ბატონი აკერმანი, რომელიც ჩამოვიდა ღიად და საჯაროდ, რათა მოემზადებინა ჩვენი დესტრუქციული მეხუთე კოლონა, რომ მოეწყოთ მშვიდობიანი რევოლუცია, მშვიდობიანი გადატრიალება ქვეყანაში. ამ კაცს რა მოუვიდა ეს ცალკე თემაა, მოკვდა ის კაცი. პატრონი მოუკვდათ დესტრუქციულ ძალებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, , „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ დამფუძნებელი პიტერ აკერმანი აპრილის დასაწყისში იმყოფებოდა საქართველოში და შეხვდა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. „ქართული ოცნებამ" ამ შეხვედრას „რევოლუციური გეგმების“ განხილვა უწოდა.
ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას
„თუ ვინმეს ეკუთვნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას“ - შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ ეს სტატუსი ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე დაიმსახურა. პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი „ჯერ დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება. თუ ვინმეს ეკუთვნის, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას. რომ ამბობენ, უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსი მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა თავისი 30- წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე დაიმსახურა და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე. ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ, ეს ვთქვი საჯაროდ, დავოსშიც, ბრატისლავაშიც, ბრიუსელშიც, ჩვენ არაფერს განსაკუთრებულსა და დაუმსახურებელს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს. სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნება სამართლიანი, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამისად, როგორც მე ეს ვთქვი, ჩვენს მოსახლეობას, ხალხს, თანამოქალაქეებს ავუხსნით ყველაფერს დეტალურად, რა იყო ის მთავარი გამომწვევი მიზეზები, რის გამოც თუნდაც, ის სამარცხვინო რეზოლუცია იქნა მიღებული“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
პოდოლიაკი ღარიბაშვილს: უკრაინა საშინელ ფასს იხდის ევროპული დემოკრატიის არჩევისთვის, ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი - თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს და აცხადებს, რომ არავინ დგას რიგში ნებაყოფლობით იმისთვის, რომ რუსული რაკეტებისგან მოკვდეს. შესაბამისი ტექსტი პოდოლიაკის Twitter გვერდზე განთავსდა. „უკრაინა საშინელ ფასს იხდის ევროპული დემოკრატიის არჩევისთვის. ევროკავშირი მაღალ ფასს იხდის თავისი ცივილიზაციის დასაცავად. ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი. თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?", - წერს მიხაილო პოდოლიაკი. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს განაცხადა, რომ თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში პირველად, იუნესკო-ს გადაწყვეტილებით, ორ ტერიტორიას ჩვენს ქვეყანაში ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიენიჭა
საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში პირველად, იუნესკო-ს გადაწყვეტილებით, ორ ტერიტორიას ჩვენს ქვეყანაში ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. მისი თქმით, ამ ისტორიული შედეგისთვის მთავრობა 2015 წლიდან მუშაობდა და მადლობას უხდის პროექტში ჩართულ თითოეულ სახელმწიფო უწყებას, აგრეთვე ქვეყნის საერთაშორისო მეგობრებსა და პარტნიორებს. „ბიოსფერული რეზერვატი, ბუნებრივი და ადამიანური რესურსების გონივრული გამოყენების გზით, აუმჯობესებს რეგიონის ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას, ხელს უწყობს ბიზნესსაქმიანობას, განსაკუთრებით, ორგანული პროდუქციის წარმოების კუთხით, ზრდის ტურისტულ პოტენციალს და, ამდენად, უმნიშვნელოვანესია მრავალფეროვანი ადგილობრივი ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის. დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატისა და სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის საერთაშორისო აღიარება დადებით გავლენას მოახდენს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე და როგორც რეგიონის, ისე მთლიანად ქვეყნისათვის განვითარების ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. ამ ისტორიული შედეგისთვის ჩვენ 2015 წლიდან ვმუშაობდით. მადლობას ვუხდი ძალისხმევისათვის პროექტში ჩართულ თითოეულ სახელმწიფო უწყებას, აგრეთვე ჩვენს საერთაშორისო მეგობრებსა და პარტნიორებს“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. ელჩის გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მშვიდობა და სტაბილურობა რჩება რეგიონის განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის წინაპირობად. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე და მზადაა, ხელი შეუწყოს რეგიონული დიალოგის წარმართვას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ არსებული რეგიონული პროექტები საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია. მთავრობის მეთაურმა თურქ დიპლომატს თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ასევე წაიკითხეთ: თურქეთის ელჩის თანამდებობაზე ფატმა ჯერენ იაზგანს ალი კაან ორბაი შეცვლის
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კარენ დონფრიდს შეხვდა
საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის კარენ დონფრიდის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტი კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია აშშ-ის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერისა და ქვეყანა ამას განსაკუთრებულად აფასებს. მისივე თქმით, საქართველო არის და რჩება აშშ-ის ყველაზე საიმედო და ერთგულ მოკავშირედ როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ყურადღება დაეთმო საქართველო – აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერების მნიშვნელობას, მათ შორის, საქართველო – აშშ-ის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურების, აგრეთვე თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებებით. პრემიერთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა აშშ-ის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის ნება, რომ მოხდეს ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ურყევია. ამასთან, მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის მხრიდან – საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი, ხოლო საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა. 20-21 ივნისს, ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი შესაბამის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა. 28-30 ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს მადრიდის სამიტს დაესწრება.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ტრანზიტის საკითხები განიხილეს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანთან ქალაქ დილიჟანში სამუშაო შეხვედრა გამართა. კოლეგებმა შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა. ირაკლი ღარიბაშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ერევანში გაემგზავრა მხარეებმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. ასევე მზადყოფნა გამოითქვა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე და არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებაზე. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი კატარის სახელმწიფოში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის სახელმწიფოს დედაქალაქ დოჰაში ვიზიტი დაიწყო. დოჰის აერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი კატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება, რომელიც კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება. პრემიერ-მინისტრი შესაბამის პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოვა, ასევე, დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები. ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირი სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას წამახალისებელ ავანსად აძლევს - ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის
ევროკავშირი სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას ავანსად აძლევს. ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც უმძიმეს ომშია და მოლდოვისთვის, რომელიც ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამავდროულად, მათაც მოსთხოვეს მთელი რიგი რეფორმების გატარება. ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის და მოლდოვის არ შურს. ევროკომისიის რეკომენდაცია:უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე ირაკლი ღარიბაშვილი: არის სხვა საკითხები, რომლებსაც ჩვენ გავარკვევთ ბრიუსელთან, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს „უკრაინასა და მოლდოვას, რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად. ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში და მოლდოვისთვის, რომელიც ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამავდროულად, მათაც მოსთხოვეს მთელი რიგი რეფორმების გატარება. ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა. ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა დადებული პირობა, განვახორციელოთ რეფორმები და ამის შემდეგ საქართველოს მიენიჭება სტატუსი. უკრაინა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ტერიტორიების 20% უკვე დაკარგა და ომი კიდევ გრძელდება. მოლდოვა კი უკრაინიდან დევნილთა დიდ ნაკადებს იღებს და ქვეყანაში უსაფრთხოების რისკების გაზრდილია. გახსოვთ, რომ წინა კვირას საჯაროდ ვთქვი, რომ ჩვენი უცხოელი კოლეგები მეუბნებოდნენ, რომ უკრაინას აძლევენ კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ის ომშია. ნახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ ევროპელი ლიდერები საჯაროდ ადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ უკრაინა ომშია და ჩემთან პირად საუბრებში ასევე უთქვამთ, რომ მოლდოვა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის. მინდა მივულოცო ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობარ ხალხს, მინდა ვუსურვო მათ მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
ირაკლი ღარიბაშვილი: არის სხვა საკითხები, რომლებსაც ჩვენ გავარკვევთ ბრიუსელთან, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე ევროკომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ევროკომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილი, ისედაც იყო ჩვენს დღის წესრიგში ჩადებული. არის სხვა საკითხები, რომლებსაც ჩვენ გავარკვევთ ბრიუსელთან, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 17 ივნისს ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. „პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი და ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევენ რეკომენდაციას, რომ საქართველოს პერსპექტივა მიენიჭოს, რათა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. როგორ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ქალბატონმა ურსულამ ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ევროპამ საქართველოს კარი გაუღო. ეს ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა. თითოეულ ქართველს ვულოცავ ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას. მეორე, რაც ევროკომისიამ თავის რეკომენდაციაში ჩაწერა და მიმართა საბჭოს, არის შემდეგი, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როგორც კი პრიორიტეტები და პირობები შესრულდება. ევროპული საბჭო როგორც კი დაამტკიცებს აღნიშნულ რეკომენდაციებს, ჩვენ რა თქმა უნდა მაშინვე დავიწყებთ მუშაობას ბრიუსელთან“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
ირაკლი ღარიბაშვილი: პუტინთან კონტაქტი არ გვქონია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით
ჩვენ პუტინთან კონტაქტი არ გვქონია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე დასმულ შეკითხვას, ენდობა თუ არა საქართველოს ხელისუფლება პუტინის დაპირებებს. „რაც შეეხება კითხვას, რას ვფიქრობ პუტინზე, 2008 წელს სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა. 90-იან წლებში, როცა საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, ჩვენს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, ბოლო 30 წლის განმავლობაში სამჯერ გვქონდა აგრესიასთან შეხება. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში - ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვიდგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე. ჩვენ პუტინთან კონტაქტები არ გვქონია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, 2012 წლის შემდეგ. არანაირი პოლიტიკური კონსულტაცია არ გვქონია. მხოლოდ ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები არსებობს, ამიტომ ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი
ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. "ჩვენი მოტივაციაა, რომ გავხდეთ NATO-ს წევრი. ეს დამოკიდებულია ჩვენს სტრატეგიულ მზაობასა და მოთმინებაზე. ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ ჩვენს სურვილზე არაა ნატო-ში გაწევრიანება, კონსენსუსი უნდა შედგეს ყველა წევრ სახელმწიფოს, ალიანსის ყველა მონაწილე ქვეყანას შორის, რომ საქართველოს მიენიჭოს ნატო-ში წევრობის სტატუსი. ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და NATO-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება. რაც შეეხება კითხვას, რას ვფიქრობ პუტინზე, 2008 წელს სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა. 90-იან წლებში, როცა საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, ჩვენს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, ბოლო 30 წლის განმავლობაში სამჯერ გვქონდა აგრესიასთან შეხება. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში - ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვიდგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე",- განაცხადა ღარიბაშვილმა, რომლის თარგმანსაც "იმედი" ავრცელებს. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: პუტინთან კონტაქტი არ გვქონია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით
ღარიბაშვილი კატარის პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა, ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების გაღრმავება იყო, კატარში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და კატარის პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის შეიხ ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულ აზიზ ალ-თანის შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღინიშნა დღეისთვის ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. მხარეებმა მზაობა გამოთქვეს ეკონომიკური და ვაჭრობის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებაზე. შეხვედრის ბოლოს, ხელი მოეწერა ორ შეთანხმებას, საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობისა და დაცვისთვის შესახებ და საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა შეიხ ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულ აზიზ ალ-თანის მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის და მასპინძლობისთვის.
ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურმა მდივანმა მადრიდის სამიტზე მიიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტზე მიიწვია. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც იენს სტოლტენბერგის მოსაწვევ წერილშია აღნიშნული, სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში აქცენტი უნდა გაკეთდეს გლობალურ გამოწვევებზე. „მოგმართავთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე მოწვევით, რომელიც ესპანეთის ქალაქ მადრიდში 28-30 ივნისს გაიმართება. კონკრეტულად, მინდა გთხოვოთ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა დონეზე გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სპეციალურ შეხვედრას დაესწროთ 29 ივნისის ნაშუადღევს. ხსენებულ შეხვედრაზე ასევე მოვიწვიე ავსტრალიის თანამეგობრობის პრემიერ-მინისტრი, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი, კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი. უდავოდ გადამწყვეტ დროს ვიკრიბებით. უკრაინის ტერიტორიაზე შეღწევით რუსეთმა ევროპაში მშვიდობა დაამსხვრია. გლობალური უსაფრთხოება ახლა ხელახლა განისაზღვრება, თან ამ უსამართლო და არაპროვოცირებული ომის შედეგი ევროატლანტიკური სივრცის მიღმაც შეიგრძნობა. რუსეთი და სხვა ავტორიტარული ძალები გამოწვევებს უქმნიან წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის მყისიერი პასუხი რუსეთის ბრუტალური აგრესიის მიმართ შთამბეჭდავია, თან ერთობასა და სოლიდარობაზე მეტყველებს. ჩვენ დისკუსიებში აქცენტი უნდა გავაკეთოთ გლობალურ გამოწვევებზე და მათ შორის განსაკუთრებით გავამახვილოთ ყურადღება ჩინეთის მზარდ ძალაუფლებაზე და გავლენის არეალზე, ასევე ჩვენი ინტერსებისა და უსაფრთხოების სფეროში მის შედეგებზე. მადრიდის სამიტზე მოკავშირეებს შორის შეთანხმდება ახალ სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ალიანსის საკვანძო პრინციპებისა და ამოცანების განსაზღვრას მოახდენს უფრო საშიში და არაპროგნოზირებადი სამყაროსადმი ალიანსის შესამზადებლად. ხსენებული კონცეფციით მოხდება ახალი პოლიტიკის განმტკიცება რუსეთის მიმართ, საერთო საფუძველი განისაზღვრება ჩინეთიდან მომდინარე გამოწვევებთან დაკავშირებით და განმტკიცდება ჩვენი მიზანსწრაფულობა ყველა საფრთხესთან მიმართებით ყველა მოკავშირის დასაცავად. მოუთმენლად ველი თქვენს ხილვას მადრიდში!“ – აღნიშნულია წერილში.
ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დოჰას ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმს ესწრება. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბრისას აღინიშნა საქართველოსა და ყაზახეთს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები და მზადყოფნა გამოითქვა არსებული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე. ასევე წაიკითხეთ: ღარიბაშვილი კატარის პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის შესაძლო შეცვლაზე: აბსოლუტურად არასერიოზული, ბაკურიანის ოცნებებია, რომლებსაც ახდენა არ უწერია
სისულელეა, ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრის შეცვლა იგეგმება. „ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული, ბაკურიანის ოცნებები, რომლებსაც არ უწერია ახდენა. რაიმე სერიოზული იკითხეთ... „რაც შეეხება კომისიის რეკომენდაციას დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, ეს პუნქტი ჩაიდო სამივე ქვეყანასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, სახელებსა და გვარებზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ შინაარსის მიხედვით - საქართველოში არიან თუ არა ოლიგარქები ჩართული პოლიტიკაში და რა თქმა უნდა, არიან - ეს არის: კეზერაშვილი, სააკაშვილი, ხაზარაძე და ჯაფარიძე. პირველი ეს 4 გვარი გვახსენდება და ისინი არიან ჩართული პოლიტიკაში. მათ აქვთ გავლენა მედიაზე და აქვთ იმ განსაზღვრულ თანხაზე მეტი, რომელიც მითითებულია მაგალითად, უკრაინულ კანონში, შესაბამისად, ჩვენ რომ დავაკოპიროთ უკრაინული კანონი, ეს ადამიანები მოხვდებიან ოლიგარქის ცნების ქვეშ. ბიძინა ივანიშვილი არ მოხვდება მარტივი მიზეზის გამო - ის არ არის ჩართული არც პოლიტიკაში და არც მედიის ცხოვრებაში, ეს არის რეალობა. ოლიგარქები არიან იქით, აქეთ არ არის არცერთი ოლიგარქი“, - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. პირდაპირი
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრის მოსმენა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატებისადმი მიმართვა „მიღწევაზე“ საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება ისტორიულია და დოკუმენტში გაჩნდა „ნანატრი ჩანაწერი“. ოპოზიციიდან, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ პრემიერ-მინისტრს ახსნა-განმარტება მოსთხოვა, რა ჩანაწერს გულისხმობდა, როდესაც ევროკომისიის დოკუმენტზე საუბრობდა. აღნიშნულს, დარბაზში ხმაური მოჰყვა, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის წარმომადგენელს მოუწოდა, დაეცვა რეგლამენტი და საშუალება მიეცა პრემიერ-მინისტრისთვის, სიტყვით გამოსულიყო. შალვა პაპუაშვილმა ხატია დეკანოიძესაც და ანა წითლიძესაც გაფრთხილება მისცა და დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა, თუ რეგლამენტს არ დაემორჩილებოდნენ. ამ დროისთვის, სიტუაცია განმუხტულია და პრემიერის მოსმენა გრძელდება. ინფორმაციისთვის, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ ყოველწლიური მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს პირველ ივნისს წარუდგინა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.
ირაკლი ღარიბაშვილი: 17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, ოფიციალურ დოკუმენტში ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა
17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, ოფიციალურ დოკუმენტში ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა. ევროკომისიამ რეკომენდაციის სახით მიმართა ევროპულ საბჭოს, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, სამთავრობო პროგრამის შესრულების 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, მოლოდინი იყო, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო. „ჩვენი მოლოდინი იყო ის, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო. გასაგებია, რომ ჩვენ ამაზე განსხვავებული მიდგომა ვიხილეთ. 17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, ოფიციალურ დოკუმენტში ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა. ევროკომისიამ რეკომენდაციის სახით მიმართა ევროპულ საბჭოს. პირველად გაჩნდა ჩანაწერი ევროპული პესრპექტივის შესახებ და ევროკომისიამ ნათლად ჩაწერა დოკუმენტში, რომ აძლევს რეკომენდაციას ევროსაბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, ჩვენი მოლოდინი იყო ის, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო. გასაგებია, რომ ჩვენ ამაზე განსხვავებული მიდგომა ვიხილეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. პირდაპირი ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომ ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და გაჩნდა ნანატრი ჩანაწერი, ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ღარიბაშვილს რამდენჯერმე მიმართა, რომ არის „მოღალატე“ და მას უწოდა „მონა“. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.
ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა თავი შესწირეს ევროატლანტიკურ იდეას. მაშინ არავის გახსენებია არც ჩვენი გეოგრაფია, არც განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა - პრემიერი
„მინდა გავიხსენო და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი ჯარისკაცების წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს ევროატლანტიკურ იდეას. მაშინ, როგორც ჩანს არ გახსენებია არავის არც ჩვენი გეოგრაფია, არც განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და სიტუაცია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მთელი რიგი დათქმებით, რაც გულდასაწყვეტი...აქვე მინდა გავიხსენო და ქედი მოვიხარო ჩვენი გმირი ჯარისკაცების წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს ევროატლანტიკურ იდეას. მაშინ, როგორც ჩანს არ გახსენებია არავის არც ჩვენი გეოგრაფია, არც განსხვავებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და სიტუაცია. პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. პირდაპირი ჩვენ რეკორდული რაოდენობა ჯარისკაცებისა გავაგზავნეთ ერაყში, ავღანეთში, კოსოვოში, ცენტრალურ აფრიკაში, ყველგან ვიყავით ღირსეულად წარმოდგენილი. აქ იმყოფება გენერალი ჩაჩიბაია, 35-მა გმირმა სამხედრომ თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობის იდეას, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლას, NATO-ში ინტეგრაციის, ევროკავშირში ინტეგრაციის იდეას, 500-მდე სამხედრო არის უმძიმესად დაჭრილი და ამ ყველაფერის მიუხედავად, თურმე საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არ არის დღეს საქართველოში? როგორ გავიგოთ ეს, მეგობრებო? პირდაპირ, საჯაროდ თქვეს, პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინას სტატუსი მიეცა იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში. მაკრონი: ევროკავშირს არ შეუძლია, მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს. მოლაპარაკებების მაგიდაზეა საქართველო, რომელიც გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა ჩვენს მოქალაქეებს მინდა მივმართო, რომ კარგად გვესმის, ემოციურად ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, არის გულდასაწყვეტი და ყველა ადამიანს, ყველა ნორმალურ მოქალაქეს, ვისაც აქვს ამ ევროპული იდეის მიმართ მხარდაჭერა, გულში ყველას აქვს გულისწყვეტა, მაგრამ ჩვენ უნდა შევხედოთ ამ პროცესს ძალიან მშვიდად. ჩვენ ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც არის ისტორიული ჩანაწერი, დაკანონდება ევროპული საბჭოს მხრიდან. ასევე მინდა ვთქვა, რომ მთავრობა მზადაა, გააგრძელოს ყველა რეფორმა, რომელიც საჭიროა ჩვენი ხალხისთვის. რეფორმების დიდი ნაწილი ასოცირების დღის წესრიგში ისედაც იყო ჩადებული, რაც სულ რაღაც ერთი თვის წინ შევათანხმეთ ბრიუსელთან და ეს კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს ჩემთვის, რატომ იყო საჭირო ამ დათქმების ჩაწერა და სტატუსის შემდეგ მონიჭება. ამ ყველაფრის მიუხედავად, პროცესი უნდა ვმართოთ მშვიდად და ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „უკრაინას და მოლდოვას აძლევენ სტატუსს ავანსად, როგორც ერთგვარ წამახალისებელ მექანიზმად და მოტივატორად, ბონუსად და შემდეგ ეუბნებიან, რომ შეასრულონ დათქმები, საქართველოს შემთხვევაში კი ეს პირიქითაა, რაც გულდასაწყვეტია. ნახეს, იმედი მაქვს ევროპელმა ლიდერებმა და ჩვენმა მედიამ, მთელმა საქართველომ, როგორი სურვილი აქვს ჩვენს ოპონენტებს პოლარიზაციის დასრულების. რომ შემოსვლის დღიდან, ამხელა სკანდალის მოწყობა მოინდომეს. ასევე მინდა ვთქვა, რომ დათქმების მიხედვით, ესაა ჩვეულებრივი პრაქტიკა, ევროკომისიას მსგავსი, ანალოგიური მიდგომები გამოუყენებია სხვა, მათ შორის დღეს უკვე არსებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ, არა ერთი მაგალითი ვიცით, მათ შორის, ლიეტუვაც და უამრავი, ძალიან ბევრი სახელმწიფოა რომელთა მიმართაც გამოიყენეს დათქმები. ერთი განსხვავებაა - უკრაინას და მოლდოვას ჯერ აძლევენ სტატუსს ავანსად, როგორც ერთგვარ წამახალისებელ მექანიზმად და მოტივატორად, ბონუსად და შემდეგ ეუბნებიან - იმ დათქმით, რომ თქვენ ეს ყველაფერი უნდა შეასრულოთ. ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა, გვეუბნებიან, რომ ევროპული პერსპექტივა დიახ, თქვენ იმსახურებთ პერსპექტივას, რომ გახდეთ წევრი ქვეყანა და ასევე აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს ევროკომისია, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, მთელი რიგი დათქმებით. ანუ პირიქით არის ჩვენს შემთხვევაში, რაც არის გულდასაწყვეტი, რა თმა უნდა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა“.
ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ სტატუსი მისცეს
უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ მისცეს სტატუსი. მოლდოვაც გათანაბრებულ მდგომარეობაშია აღქმული, ვინაიდან მოსაზღვრე სახელმწიფოა, გამოწვევები ბევრად უფრო რთული აქვთ. თქვენ ნახეთ, რომ როგორც უკრაინა, ასვევე მოლდოვა ჩამორჩება საქართველოს ბევრი მიღწევის და პარამეტრის მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების 2022 წლის ანგარიშს აცნობს. „ჩვენ ყველას გვინდა მოლოდინი, რომ თუ ვინმე იმსახურებდა ასოცირებული ტრიოდან კანდიდატის სტატუსს, არა როგორც ემოციების და აღქმების დონეზე, არამედ რეალური გაკეთებული საქმის მიხედვით იყო საქართველო და მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მათი მთავარი მოტივაცია იქნებოდა დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვიხილეთ, რაც გულდასაწყვეტია. მოვისმინეთ ასევე, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არის განსხვავებული, განსხვავებული გეოპოლიტიკური სიტუაცია არის, ასევე მოვისმინეთ, რომ უკრაინას მისცეს სტატუსი, იმიტომ, რომ უკრაინა ომშია. სწორედ უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ მისცეს სტატუსი. თქვენ ნახეთ, რომ როგორც უკრაინა, ასვევე მოლდოვა ჩამორჩება საქართველოს ბევრი მიღწევის და პარამეტრის მიხედვით. მოლდოვაც გათანაბრებულ მდგომარეობაშია აღქმული, ვინაიდან მოსაზღვრე სახელმწიფოა, გამოწვევები ბევრად უფრო რთული აქვთ მათ, როგორც ეკონომიკურად, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით და მოლდოვასაც სხვა პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით მიენიჭა სტატუსი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: 17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, ოფიციალურ დოკუმენტში ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა
ირაკლი ღარიბაშვილი დეოლიგარქიზაციაზე: ეს უკრაინას უფრო ეხება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პარალამნტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს შემთხვევაში „დეოლიგარქიზაციის“ თემა მოგონილია და ამის მიუხედავად ეს საკითხი ოპოზიციამ ხელზე დაიხვია. პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. პირდაპირი „დღეს მთავარ თემად აქვთ დახვეული ხელზე, რომ „დეოლიგარქიზაცია“ უნდა მოახერხოს ქვეყანამ. საუბრობენ ოლიგარქებზე და ოლიგარქების აბსტრაქტულ როლზე ჩვენს ქვეყანაში. აქვე მინდა შევახსენო, რომ ეს თემა „დეოლიგარქიზაცია,“ ჩაიწერა უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაშიც. რეალურად უნდა ვთქვათ, რომ ეს უკრაინას უფრო ეხება ვიდრე ჩვენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას 4 ოლიგარქი ჰყავს და თუ კანონი მიღებული იქნება, სწორედ მათ მოეთხოვებათ პასუხები პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მსგავსი პრობლემა არ ყოფილა. „მსგავსი პრობლემა არ გვაქვს, არც გვქონია და არც გვექნება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.
პრეზიდენტი პრემიერის გამოსვლაზე პარლამენტში: ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება
„შეშფოთებული ვარ იმით, რაც მოვისმინე პარლამენტში, საზოგადოებამ აჩვენა ერთმანეთის პატივისცემა, პარლამენტმა - პირიქით“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, აბსურდი და შეურაცხმყოფელი იყო თავისი შინაარსით პრემიერის გამოსვლა პარლამენტში. „პარლამენტში დავინახეთ საწინააღმდეგო იმისი, რაც აჩვენა საზოგადოებამ - ზრდილობა თავშეკავება, ერთმანეთის პატივისცემა. პარლამენტმა - დაპირისპირება, ლანძღვა, ერთმანეთის გაუტანლობა, არმოსმენა, ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, გვეჩვენებინა ჩვენი უარყოფითი სახის შესახებ, დღეს ვაჩვენეთ. ამას დაემატა პრემიერის გამოსვლა. არ ვიცი, თუ რამე გამოსვლა შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო, რომელიც გაგზავნიდა ბრიუსელისკენ ნეგატიურ სურათს და ნეგატიურ გზავნილს - რომ “ყველაზე კარგები ვართ და ყველაფერი კარგად გავაკეთეთ, არაფერი არ გვიჭირს, ვართ ბევრად უკეთესები, ვიდრე თქვენი უკრაინა და თქვენი მოლდოვა, ვერ გავიგეთ, რატომ არიან ისინი ჩვენზე წინ, ერთადერთი ალბათ იმიტომ, რომ თქვენ ომი გინდოდათ და ჩვენ ომი არ გვინდა“, - ანუ, აბსურდი და ძალიან შეურაცხმყოფელი თავისი შინაარსით. შენ, როცა ელოდები პარტნიორებისგან ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, მინიმუმ მოგეთხოვება ორი რამ - ერთი, შენი ხალხის ხმა გაიგო, რაც ნებისმიერ ხელისუფლებას მოეთხოვება. მეორე - შენგან გაიგონ, რას ელოდებიან ის პარტნიორები, რომლებიც ზეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. ისინი ელოდებოდნენ ერთ მარტივ რამეს, რომ გამოთქმულიყო პოლიტიკური ნება, კი ჩვენ წავიკითხეთ რეკომენდაციები, ამას ჩვენ გავაანალიზებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს ასე თავისთავად მივიღებთ, მაგრამ მზად ვართ, ყველამ ერთად არაპოლარიზებულად, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ წლის ბოლოს შევასრულოთ ის, რაც არის ჩვენს მიმართ გზავნილი, რომ თუ გადადგამთ რამდენიმე ნაბიჯს, პოლიტიკური ნება გამოჩნდება, თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს. ამ დროს, ჩვენ გვესმის... და ვინც მოუსმინა, ალბათ, ყველა გაოგნებულია და მეც ვარ გაოგნებული დღევანდელი დღით. მინდა, აქედან გავაგზავნო სხვა გზავნილი - ეს არ არის საქართველო, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ნება. პასუხები აღარ მაქვს კითხვებზე, ეს ყველაფერი ნებსით ხდება, უნებლიედ, თუ საგანგებოდაა გაკეთებული“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: NATO-ს წევრობა არ არის დამოკიდებული ჩვენს ნება-სურვილზე, ეს გადაწყვეტილება მიიღება საერთო კონსენსუსის გზით
მოგეხსენებათ, რომ NATO-ს წევრობა არ არის დამოკიდებული ჩვენს ნება-სურვილზე, ეს არის დამოკიდებული NATO-ს ყველა წევრის კონსესუსზე და ეს გადაწყვეტილება მიიღება საერთო კონსენსუსის გზით , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი „ახლა რაც შეეხება გაწევრიანების საკითხს. აქაც მინდა, რომ ძალიან მკაფიო ვიყოთ და არ დავიწყოთ ზედმეტი სპეკულაციები. კარგად მოგეხსენებათ, რომ ნატოს წევრობა არ არის დამოკიდებული ჩვენს ნება სურვილზე, ეს არის დამოკიდებული ნატოს ყველა წევრის კონსესუსზე და ეს გადაწყვეტილება მიიღება საერთო კონსესუსის გზით. რა თქმა უნდა ჩვენ ამაში კარგად გვესმის, რომ ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ბარიერი არის ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიები“, - განაცხადა პრემიერმა. რუსეთმა განათავსა ორი ბაზა აფხაზეთში და ოსეთში, ცხინვალის რეგიონში მოხდა რუსეთის მხრიდან, რა თქმა უნდა უკანონოდ აღიარება ჩვენი ძირძველი ისტორიული ტერიტორიების , ამან საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა NATO-სთან ინტეგრაციას. NATO-ში ინტეგრაციას, ამ ეტაპზე, ამ მოცემულ მომენტში. კიდევ ვიმეორებ თქვენ თუ გინდათ ახლა ილუზიაში იცხოვროთ და ხალხს ატყუოთ, ხალხს ვერ მოატყუებთ, ვეღარ მოატყუებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ დღეს ხელისუფლებაში, ძალიან ბევრი ტელევიზიაა და ძალიან ბევრი გულანთებული ქართველი ხალხი იცავს იმ მონაპოვარს, რომელიც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მოიტანა ქართულმა ოცნებამ. ვეღარ მოატყუებთ მეგობრებო ქართველ ხალხს, მაპის მოცემა რომ აზეიმეთ წინასწარ და მერე ვიზილეთ იმედგაცრუება, სასტიკი იმედგაცრუება დაიწყო ომის შემდეგ," - განაცხადა პრემიერმა. 22 ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა.
პრემიერი: ცეცხლით და მახვილით დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მშვიდობას, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს
ცეცხლით და მახვილით დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მშვიდობას, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასკვნით სიტყვაში. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი პროგრესი მოუტანოს ქვეყანასა და ქართველ ხალხს. „საქართველოს მომავალი არის ევროპული, ჩვენი ქვეყნის მომავალი არის პროგრესული და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი პროგრესი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს, მეტი განვითარება მოვუტანოთ ჩვენს ქვეყანას. გარწმუნებთ, მთელი ჩვენი გუნდი, მთელი „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ამაში ხელს ვერავინ შეგვიშლის, თუ ვინმე გაბედავს რაიმე სახის დესტაბილიზაციას, ჩვენ ყველა კანონიერი საშუალებით დავიცავთ ჩვენი ხალხის მშვიდობას და კეთილდღეობას. ცეცხლით და მახვილით დავიცავთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის მშვიდობას, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 22 ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა.
ირაკლი ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე: მეტს ვიმსახურებდით, მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა, ასე მოქცევა არ შეიძლებოდა
ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი, რის გამოც უფრო მეტს ვიმსახურებდით, ჩვენს მიერ გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა და ომია - მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა, ასე მოქცევა არ შეიძლებოდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის შინაარსსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2008 წელს ქართველმა ჯარისკაცებმა სამაგალითო გმირობა აჩვენეს, ქართველები ორი მთავარი ძალით მოვედით, რწმენით და ჯარით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით კი ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, რაც, სამწუხაროა. ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას მხარი დაუჭირა „ეს დღეები ჩვენ კარგად გვესმის, რომ საკმაოდ ემოციური დღეებია და მე მინდა, კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ ჩემი ხედვა. ამის თაობაზე საჯაროდაც ვისაუბრე და საჯაროდ გამოვთქვი ჩემი გულისტკივილი. ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი ჩვენი ქვეყნის, საქართველოსი, რის გამოც ჩვენ უფრო მეტს ვიმსახურებდით და ასეთი მოქცევა არ შეიძლებოდა და იყო უსამართლო, სწორედ ის ფაქტებია, რომელიც მე ჩამოვთვალე- ჩვენს მიერ გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა, ომი. ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღადგინა დამოუკიდებლობა, 2008 წელს თქვენ, ჩვენმა ჯარმა აჩვენა სამაგალითო გმირობა. ჩვენ არავის ჯარს არ ვედრებით, მაგრამ ქართველები ორი მთავარი ძალით მოვედით, ეს არის ჩვენი რწმენა, სარწმუნოება, ეკლესია და ჩვენი ჯარი, ჩვენი ხალხი, ჩვენი მეომარი სული. დღეს, სამწუხაროდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. რა თქმა უნდა, მე არავის წარმატება არ მშურს, პირიქით, მიხარია უკრაინელების წარმატებაც, მოლდოველებისაც და ყველასიც, მაგრამ საქართველო იმსახურებდა მეტს და თუ ვინმე იმსახურებდა ამ სამ ქვეყანაში, ვიმსახურებთ ჩვენ. გასაგებია მეგობრებო, ჩვენ ყველას კარგად გვესმის დღეს მსოფლიოში სხვა კონიუნქტურაა, სხვა, ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს, მთელ მსოფლიოში, ჩვენ ამას მშვიდად უნდა შევხვდეთ და გავაგრძელოთ წინსვლა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ჩვენი ჯარის გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის დაცვა, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი მთავარი ოცნება, რომ ყველამ ერთ დღეს და ეს დღე რაც შეიძლება მალე დადგეს, შევხვდეთ გაერთიანებულ, ერთიან, ძლიერ საქართველოში, აი, ეს უნდა იყოს მთავარი გამაერთიანებელი იდეა ჩვენი ერის და ჩვენი ხალხის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, რომლის განცხადებასაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ასევე წაიკითხეთ: ევროპარლამენტი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს
ირაკლი ღარიბაშვილი: ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის
„ეს ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, - ამის შესახბ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო მზად არის, განახორციელოს ყველა პრიორიტეტი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მალე მისაღებად. „მზად ვართ განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მალე მისაღებად. ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას! მადლობა ქალბატონ ურსულას და ბატონ შარლს,“- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
პრემიერი ე.წ. ფარდის ახდაზე: შეგნებულად გავაკეთე, რომ არა საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა, საქართველოს დღეს არ მიეღო დამსახურებული ევროპული პერსპექტივა
ჩემი მაშინდელი ემოციური რეაქცია იყო აბსოლუტურად გააზრებული, შეგნებულად გავაკეთე. რომ არა ჩვენი გუნდის პრინციპული დამოკიდებულება და საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა საქართველოს დღეს არ მიეღო დამსახურებული ევროპული პერსპექტივა, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. „ფარდის ახდასთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. ირაკლი ღარიბაშვილი დეოლიგარქიზაციაზე: გვექნება კონსულტაცია ბრიუსელთან „მაშინდელი ემოციური რეაქცია იყო აბსოლუტურად გააზრებული, მე ეს შეგნებულად გავაკეთე. რომ არა ჩვენი გუნდის პრინციპული დამოკიდებულება და საჯარო მიმართვა ევროპისადმი შესაძლოა საქართველოს დღეს არ მიეღო დამსახურებული ევროპული პერსპექტივა. ჩვენ ამის რისკები დავინახეთ, ვინაიდან ყოვლად უსამართლო რეზოლუცია იყო მიღებული, რაც ღიად ვთქვით ყოველგვარი დაფარვის გარეშე. ჩვენ არასდროს არ შევეგუებით უსამართლობას და ყოველთვის გვექნება მძაფრი, სამართლიანი, პროპორციული ქმედება და რეაქცია. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის პრინციპულობას გარკვეული როლი ამ ყველაფერში მიუძღვის, ჩვენმა დემონსტრაციამ თავისი როლი შეასრულა. რა თქმა უნდა, არ ვცვლი ჩემს პოზიციას, რომ არ გვეხილა ასეთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება ჩემს პოზიციაზე დავრჩებოდი, მაგრამ ვინაიდან მივიღეთ, რაც დავიმსახურეთ არ ვთვლი საჭიროდ, რომ ამ თემაზე გავაგრძელო დისკუსია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
ჩვენი მხრიდან ვიღებთ ვალდებულებას საჯაროდ - ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პოლარიზება დავასრულოთ - პრემიერი
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის პასუხისმგებლობაა ევროკომისიის პირობების შესრულება, თუმცა მოცემული 12 პირობიდან, ყველაზე მთავარი - პოლარიზების დასრულება ერთობლივად განსახორციელებელია. „მთავრობა ამას ვერ გავაკეთებთ ოპოზიციის გარეშე. და, პირიქით, ოპოზიცია ამას ვერ გააკეთებს მთავრობის გარეშე. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვიღებთ ვალდებულებას საჯაროდ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პოლარიზება დავასრულოთ. ეს ჩვენი კეთილი ნებაა, გაცხადებული საჯაროდ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილმა „მოუწოდა ოპოზიციას, რომ დააყენოს ხალხის ინტერესები ყველაზე მაღლა“: „ერთად შევასრულოთ ეს პირველი პირობა - პოლარიზების დასრულება, რაც არის მაღალი შეშფოთების საგანი ჩვენს პარტნიორებში. პირველი მუხლი არის სწორედ პოლარიზების დასრულება, ამიტომ, ჩვენ ყველაფერს ძალიან მოკლე დროში შევასრულებთ, დანარჩენი კი, მეორე მხარის განსახორციელებელი იქნება. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ოპოზიციას, რომ შეასრულონ ქართველი ხალხის წინაშე ეს პირობა“. „საერთოდ ჩვენი ამოცანა ახლა უნდა იყოს, მაქსიმალურად მშვიდად, სტაბილურად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მშენებლობა, განვითარება, მშვიდობის შენარჩუნება და ყველა დასახული მიზნის მაქსიმალურად მოკლე დროში მიღწევა. ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი მთავრობა, ჩვენი მმართველი გუნდი არის ამისთვის მზად. მოგეხსენებათ კარგად, რომ ჩამოთვლილ პირობებში არის ერთი, ასე ვთქვათ, პირდაპირი მითითება, მუხლი დავარქვათ ამას, პირობა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ჩვენმა პოლიტიკურმა ძალებმა უნდა მოვახერხოთ პოლარიზების დასრულება. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენი გუნდის სახელით განვაცხადო სრული მზაობა იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, ჩვენი კარი არასოდეს დაგვიხურავს. მინდა, ხაზგასმით და ძალიან მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა, ყოველთვის გვქონდა და გვექნება მუდამ, რომ ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ვიმუშაოთ ერთად, გვქონდეს რეალური დებატები, დისკუსია, მსჯელობა და ეს, რა თქმა უნდა, უნდა ხდებოდეს ნორმალურ, მშვიდ, კონსტრუქციულ, ჯანსაღ ვითარებაში. ეს არის ჩვენი სურვილი. იმედი მაქვს, რომ ამ პასუხისმგებლობას ჩვენი ოპონენტებიც გაითვალისწინებენ, გაიზიარებენ, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი პირველი მუხლი, პირველი პირობა, რაც ეხება პოლარიზების დასრულებას, მათი ვალდებულებაც არის, მათი პასუხისმგებლობაც არის და ამას მარტო მმართველი გუნდი, მმართველი პარტია და მთავრობა ვერ განახორციელებს, თუ მათი მხრიდანაც არ იქნება გადადგმული რეალური, ქმედითი ნაბიჯები. მე მინდა, კიდევ ერთხელ ოპტიმისტურად განვაცხადო, რომ მე მჯერა, ისინი დააყენებენ საკუთარ ამბიციებს, საკუთარ სურვილებსა და პირად მიზნებს ქვეყნის ინტერესებზე დაბლა, ვინაიდან ჩვენთვის მთავარი არის ჯერ ჩვენი სახელმწიფო, ქვეყნის მომავალი და შემდეგ ჩვენი მათ შორის თუნდაც პარტიული და პირადი ინტერესები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
უკრაინამ და მოლდოვამ ავანსად მიიღეს საჩუქარი. ერთადერთი განსხვავება ჩვენ შემთხვევაში არის ის, რომ საჩუქარი ავანსად არ მიგვიღია - პრემიერი
„საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ, ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა“. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ მიერ განსახორციელებელი ყველა ქმედეითი ნაბიჯი გადაიდგა, ბოლო 10 წლის განმავლობაში. ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, აპლიკაციის შევსება და შეტანა. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა პირობა შეასრულა ჩვენი ხალხის წინაშე. ჩვენი ხალხის 85% ითხოვს ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და სწორედ ამ სულისკვეთებით ვემსახურებით ჩვენს ხალხს და ქვეყანას. ამიტომ მოვუტანეთ ჩვენს ხალხს ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც ევროინტეგრაციას უკავშირდება. „ასევე მინდა, მივულოცო კიდევ ერთხელ უკრაინას და მოლდოვას. მათ მიიღეს ევროპული პერსპექტივაც და მიიღეს სტატუსი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი. მე ვულოცავ მათ ამ აღიარებას. მინდა, ვუსურვო უკრაინას და მოლდოვას წარმატება, მათ ხალხს ვუსურვო კეთილდღეობა, მშვიდობა. უკრაინა, მოგეხსენებათ, რომ არის უმძიმეს ომში და მოლდოვაც ასევე მძიმე მდგომარეობაშია. ასე რომ, ჩვენ არ გვშურს მათი წახალისების, პირიქით, მინდა, რომ კიდევ ერთხელ მივულოცო და ვუსურვო წარმატება“. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ჩვენ ამის თაობაზე ღიად ვსაუბრობდით. არავითარი გარანტია არ მიგვიცია არავისთვის. ევროპის მაგივრად როგორ შეგვეძლო, ვინმესთვის გარანტია მიგვეცა, ეს არასწორია. მე მინდა, განვმარტო მკაფიოდ: კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას... - ორს მიეცა და ჩვენ მოგვეცემა მას შემდეგ, რაც პირობები იქნება შესრულებული. უკრაინას და მოლდოვას განესაზღვრათ მთელი რიგი პირობებისა, ნაცვლად ჩვენი შემთხვევისა, მათ ავანსად მიიღეს საჩუქარი და წახალისება და შემდეგ განესაზღვრათ, რომ მათ უნდა შეასრულონ პირობა. ერთადერთი განსხვავება ჩვენ შემთხვევაში არის ის, რომ საჩუქარი ჩვენ ავანსად არ მიგვიღია. ევროპელი ლიდერებისგან ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე მოვისმინეთ, რომ კანდიდატის სტატუსს აძლევენ იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში. მოლდოვა, რომელიც არის დსთ-ს წევრი და აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, ეკონომიკური გამოწვევები, უსაფრთხოების გამოწვევები, უამრავი რეფორმა აქვთ ჩასატარებელი, მათ შორის საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც ჩვენ ალბათ გასულ საუკუნეში დავასრულეთ (უტრირებულად რომ ვთქვათ), მაგრამ მე ჩემს პოზიციას არ ვცვლი, თუ ვინმე იმსახურებდა ამ სამ ქვეყანას შორის, დიახ, დღესაც ვთვლით, რომ ამ სამ ქვეყანას შორის, ბევრად წინ ვართ ჩვენი მიღწევებით, მაგრამ სტატუსზე გაკეთდა ძალიან მკაფიო განცხადება. ბატონმა მიშელმა ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა და მაკრონმა, თქვეს, რომ საქართველოს მიენიჭება სტატუსი, როგორც კი შეასრულებს მათ მიერ მოცემულ პირობებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის პასუხისმგებლობაა პირობების შესრულება, თუმცა მოცემული 12 პირობიდან, ყველაზე მთავარი - პოლარიზების დასრულება ერთობლივად განსახორციელებელია. „მთავრობა ამას ვერ გავაკეთებთ ოპოზიციის გარეშე. და, პირიქით, ოპოზიცია ამას ვერ გააკეთებს მთავრობის გარეშე. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვიღებთ ვალდებულებას საჯაროდ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პოლარიზება დავასრულოთ. ეს ჩვენი კეთილი ნებაა, გაცხადებული საჯაროდ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. „ახლა მეტი მოტივაცია აქვს, მმართველ ძალასაც და ოპოზიციასაც, რომ ეს პირობა შესრულდეს. უკრაინა არის დიდ ომში, მოლდოვა არის მძიმე მდგომარეობაში. მათ ორივეს განუსაზღვრეს პირობები, დათქმები გაუკეთეს, ისევე, როგორც ჩვენ, მაგრამ ავანსად, რომ წაეხალისებინათ, ამის თაობაზე გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი საჯაროდ და გააკეთა განმარტება, რომ უკრაინა არის ომში და ვალში ვართო. მოლდოვა არს ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მეტი რისკები და გამოწვევები აქვს. მათაც განუსაზღვრეს პირობები და დათქმები, მათაც მისცეს საჩუქარი. ჩვენ შემთხვევაში ჯერ გვითხრეს, რომ საჩუქარს ვერ მიიღებთ, მანამ, სანამ ამ პირობებს არ შეასრულებთ. მე თუ მკითხავთ, ვითვალისწინებ რა უკრაინის მძიმე მდგომარეობას, გამანადგურებელ ომს, მოლდოვის მდგომარეობას და ამ ორივე ქვეყანას ჩვენ მიღწევებით და შესრულებებით ყველაფერში ვუსწრებთ, ამის მიუხედავად, შეიძლება, უკეთესიც იყოს ჩვენთვის, რომ ჯერ არ მივიღეთ საჩუქარი ავანსად და შემდეგ პირობების შესრულება არ მოგვთხოვეს. რატომ, პოლარიზების დასრულება, რომელიც თქვენ არ მოგწონთ, იმიტომ, რომ იცით, რომ მარტო ჩვენი გასაკეთებელი არ არის, არამედ ოპოზიციის გასაკეთებელია. ვაღიაროთ, რომ საჩუქრის შემდეგ პოლარიზების დასრულების მოტივაცია აღარ იქნებოდა. ახლა მეტი მოტივაცია გვაქვს, მმართველ ძალასაც და ოპოზიციასაც, რომ ეს პირობა შევასრულოთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ ომამდე დაამტკიცა, რომ სწორი ტრაექტორიით მიდის მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი დსთ-ზე: გვჭირდება ყოვლისმომცველი ანალიზი ამ ორგანიზაციის საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის შესახებ
ირაკლი ღარიბაშვილი დეოლიგარქიზაციაზე: გვექნება კონსულტაცია ბრიუსელთან
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეოლიგარქიზაციის პირობის შესრულების დეტალებზე მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „კონსულტაცია გაიმართება ბრიუსელთან, უფრო მეტი კონკრეტიკის და განმარტების მისაღებად, თუ რა მოლოდინები არსებობს და როგორ უნდა მიიღონ ეს კანონი“. „მე როცა ვთქვი, რომ ჩვენ მიერ გასაკეთებელ ყველა პირობას პირნათლად შევასრულებ, ეს არ არის ლიტონი დაპირება. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხხადებთ. საკითხი, რომელიც თქვენ ახსენეთ - დეოლიგარქიზაცია, ჩვენ რა თქმა უნდა, გვექნება კონსულტაცია ბრიუსელთან, უფრო მეტი კონკრეტიკის და განმარტების მისაღებად, თუ რა მოლოდინები არსებობს და როგორ უნდა განვახორციელოთ აღნიშნული კანონის მიღება. ირაკლი ღარიბაშვილი დეოლიგარქიზაციაზე: ეს უკრაინას უფრო ეხება გვითხრეს, რომ უკრაინას აქვს ანალოგიური კანონი მიღებული, თუმცა აქვე აღინიშნა, რომ არ არის სრულყოფილი და ასე შემდეგ. ჩვენ ამ თემას რა თქმა უნდა, ჩავუღრმავდებით, მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პირობა სამივე ქვეყანას განესაზღვრა. მოდით, ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არ არის ეს გამოწვევა, მაგრამ ამ საკითხსაც ისეთივე პასუხისმგებლობით შევასრულებთ, როგორც სხვა დანარჩენს, პირველის გარდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა (რედ. ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს, რაზეც პრემიერმა განაცხადა, რომ ამას მთავრობა ოპოზიციის გარეშე ვერ შეასრულებს, თავის მხრივ, კი მზადაა, პოლარიზების დასრულებისთვის ყველაფერი გააკეთოს“). მან კიდევ ერთხელ გაიემეორა, რომ ბიძინა ივანიშვილი მეცენატი და ქველმოქმედია. პრემიერმა ამავე ბრიფინგზე აღნიშნა, რომ უკრაინაში რეალური გამოწვევაა ოლიგარქების: „მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
სალომე სამადაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივის
„ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლებს. ამის შესახებ დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს. „ღარიბაშვილის თავდასხმის შემდეგ, დამიკავშირდა სხვადასხვა საელჩო და მკითხეს, უსაფრთხოდ ვგრძნობ თუ არა თავს. თვლიან, რომ ვინმეს გამოცხადება ქვეყნის მოღალატედ, არის ძალადობის წახალისება. მირჩიეს, რომ შევიტანო სარჩელი. დღეს კობახიძემ გაიმეორა იგივე. მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ გადავწყვიტე ოფიციალურად ვუჩივლო ივანიშვილის ორივე ხელქვეითს. არ ვიცი, რომელ სოროებში იქნებიან იმ დროისთვის, როდესაც ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, ივანიშვილის სასამართლო, ცხადია, სარჩელს თაროზე შემოდებს, მაგრამ მიაკითხავს სამართალი, ადრე თუ გვიან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი პირადად დადიოდა ბრიუსელში და სთხოვდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. „იცნობდეთ ქვეყნის მოღალატეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი, აღნიშნა, რომ სალომე სამადაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვები აწარმოებდნენ აგიტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. „მე ვსაუბრობ მოღალატეობაზე, მე ვსაუბრობ ღალატზე, როცა საქართველოს მოქალაქე მოუწოდებს ევროკავშირს, რომ საქართველოს არ მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი“, - აღნიშნა კობახიძემ 24 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთს „პრინციპული პოზიციის“ დაფიქსირებისთვის მადლობა გადაუხადა
საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პეტერ სიიარტოს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ამ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ირაკლი ღარიბაშვილმა პეტერ სიიარტოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისადმი მკაფიო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მადლიერია პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისთვის. აღნიშნა, რომ ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ოფიციალურადაა აღიარებული, რაც ევროკომისიის რეკომენდაციით, ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ასოცირების დღის წესრიგში ჩაწერილ ყველა რეფორმაზე მუშაობას აგრძელებს და დემოკრატიული რეფორმების გატარების მიმართულებით აღებულ ყველა ვალდებულებას ბოლომდე მიიყვანს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს, ბრიუსელში უნდა განვუმარტოთ, რომ საქართველოს ლიდერები შეიძლება, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ ირაკლი ღარიბაშვილმა პეტერ სიიარტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არაერთი მიმართულებით არსებულ წარმატებულ პარტნიორობას და აღნიშნული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოითქვა. პიტერ სიიარტო: გული გვწყდება, რომ სტატუსი ვერ მიიღეთ - გუშინ მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია, აუხსნელი და ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში ზაალ გოგსაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
ოპოზიცია დეპოლარიზაციაზე პრემიერის განცხადებას ეხმაურება
პრემიერის განცხადებას დეპოლარიზაციაზე, ოპოზიციაში აფასებენ. „ლელოს“ პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი თვლის, რომ „დეპოლარიზაციას დეოლიგარქიზაცია მოიტანს“. სამადაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც აღარ სჯერათ, რომ ხელისუფლება რაიმეს შესრულებას აპირებს. „პოლარიზაციის დაძლევას საერთოდ ახალი პოლიტიკური პროცესი სჭირდება. „ქართულმა ოცნებამ" მიზანმიმართულად და ნაბიჯ-ნაბიჯ ხალხს ისტორიული შანსი წაართვა და ახლა აბსოლუტურად სხვა რეალობაში ვართ", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე „დეპოლარიზაციისკენ პირველი ნაბიჯად პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომას“ ჩათვლიდა. „თუ ვსაუბრობთ დეპოლარიზაციაზე, ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, მაგრამ სამწუხაროდ, მათი მხრიდან კვლავ ჯიუტად ხდება ერთი და იგივეს მტკიცება, რომ ყველაფერი კარგად არის, არაფრის გაკეთებას არ აპირებენ, რომ ოლიგარქი არის მთელი ამერიკა და ევროპა, მაგრამ არა ივანიშვილი და რაც ყველაზე სამწუხაროა, არანაირი გეგმა არ შემოუთავაზებიათ ქართველი ხალხისთვის. პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, რომელიც დგას პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ნამდვილად გადადგებოდა დღეს, როცა ჩააფლავა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ დიდ ჩაფლავებაზე, რაც მათ გააკეთეს“, - აღნიშნავს გიორგი ვაშაძე. პრემიერ-მინისტრის განცხადებას დეპოლარიზაციის შესახებ სადღეგრძელოდ თვლის „გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია. დეპუტატს „არ სჯერა“ რომ მმართველი გუნდი და „ნაციონალური მოძრაობა“ „ერთმანეთის ლანძღვას შეამცირებენ“. „მაგალითად, დეპოლარიზაციის შესახებ სადღეგრძელოდ არ ჩავთვლი იმას, თუ პოლარიზაციის მთავარ წყაროს, რაც არსებობს, საქართველოს მთავრობა ეცდება, რომ აღმოფხვრას. ასეთი წყაროა 5%-იანი ბარიერი და საარჩევნო ბლოკების არდაშვება. თუ მართლა გვინდა, რომ პოლარიზაცია შევამციროთ, ამისთვის საჭიროა ის გარემოებები აღმოვფხვრათ, რაც მხოლოდ ხელს უწყობს პოლარიზაციას. საქმე იქნება ის, თუ მთავარი წყარო შუღლით და ბოღმით მართვა აღმოიფხვრება. თუ მართლა გვინდა დეპოლარიზაცია, მაშინ საქმიანად უნდა ვიმოქმედოთ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის პასუხისმგებლობაა ევროკომისიის პირობების შესრულება, თუმცა მოცემული 12 პირობიდან, ყველაზე მთავარი - პოლარიზების დასრულება ერთობლივად განსახორციელებელია. ღარიბაშვილმა „მოუწოდა ოპოზიციას, რომ დააყენოს ხალხის ინტერესები ყველაზე მაღლა“: „ერთად შევასრულოთ ეს პირველი პირობა - პოლარიზების დასრულება, რაც არის მაღალი შეშფოთების საგანი ჩვენს პარტნიორებში. პირველი მუხლი არის სწორედ პოლარიზების დასრულება, ამიტომ, ჩვენ ყველაფერს ძალიან მოკლე დროში შევასრულებთ, დანარჩენი კი, მეორე მხარის განსახორციელებელი იქნება. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ოპოზიციას, რომ შეასრულონ ქართველი ხალხის წინაშე ეს პირობა“. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს.
ანდრეი კასიანოვი: უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭება ავანსი და წახალისება არ არის. ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წელი მიდიოდა
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭება ავანსი და წახალისება არ არის. უკრაინამ და მოლდოვამ ავანსად მიიღეს საჩუქარი. ერთადერთი განსხვავება ჩვენ შემთხვევაში არის ის, რომ საჩუქარი ავანსად არ მიგვიღია - პრემიერი მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წელი მიდიოდა და ეს პოზიტიური შედეგი მათი მიღწევების შედეგია. „ჩვენ, რა თქმა უნდა, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მივესალმებით. ეს არის ნამდვილი ისტორიული გადაწყვეტილება, არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად ევროპის მომავლისთვის. ეს უკრაინისთვის ავანსი და წახალისება არ არის. ამ გადაწყვეტილებამდე უკრაინა 30 წელი მიდიოდა, უკრაინელი ხალხი მაიდანზე, ღირსების რევოლუციაზე, თავისუფალ ევროპაში თავისუფალი ქვეყნის თავისუფლებისთვის ამისთვის გამოვიდა, 120 დღეზე მეტია უკრაინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიას წინააღმდეგობას უწევს“, - აღნიშნა კასიანოვმა. მისი თქმით, უკრაინელები ახლა ევროპასა და დემოკრატიას ყოველ დღე იცავენ. „ჩვენი მომავლისთვის სიცოცხლეს სწირავენ. უკრაინა გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, რომელიც უკვე იცვლება. ევროკავშირი იცვლება. ის უფრო ძლიერი იქნება. ის იქნება უფრო მზად იმისათვის, რომ საკუთარი თავი და საკუთარი ღირებულებები დაიცვას, გლობალურ განზომილებაში ეკონომიკური მოთამაშე უფრო ძლიერი იქნება, არ იქნება რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებული და უფრო სწრაფად შეძლებს გამოწვევებზე და საფრთხეებზე რეაგირებას. უკრაინა მზად არის და უკრაინა აუცილებლად შეიტანს საკუთარ წვლილს. რუსულმა აგრესიამ და რუსული ჯარის დანაშაულებრივმა ქმედებებმა მსოფლიო, ევროპა, ევროკავშირი შეცვალეს“, - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა. მან ასევე საქართველოს მოსახლეობას ევროპული პერსპექტივის მინიჭება მიულოცა. „23 ივნისი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ისტორიაში უკვე შევიდა”, - აღნიშნა კასიანოვმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ველოდებით, რომ NATO-ს სამიტზე აღიარებული იქნება პროგრესი, რაც ჩვენს ქვეყანას ალიანსთან ინტეგრაციის მიმართულებით აქვს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს NATO-სთან ინტეგრაციის კუთხით პროგრესი აქვს. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მოლოდინი აქვს, რომ NATO-ს სამიტზე ეს პროგრესი აღიარებული იქნება. „ხვალ იწყება NATO-ს სამიტი, სადაც ჩემი ხელმძღვანელობით, მთავრობის დელეგაცია მიემგზავრება. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ NATO-ს სამიტზე, პირადად გენერალური მდივნის მოწვევა მივიღე. ველოდებით, რომ იქნება შეფასებული და ასე ვთქვათ, აღიარებული ყველა ის პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ამ წლების განმავლობაში. მექნება მაღალი დონის შეხვედრები ჩვენს ევროპელ ლიდერებთან. მიმაჩნია, ქვეყანამ დიდი პროგრესი განიცადა, თუნდაც NATO-სთან ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ გავხსენით NATO-სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი კრწანისში. ვფიქრობ, ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რათა ჩვენი ჯარის თავსებადობა კიდევ უფრო გაეზარდა. ვაძლიერებთ ჯარს, მიმდინარეობს აქტიური რეფორმები ჯარში, ტრანსფორმაციისა და რეფორმების პროცესი. ყველა ეს დინამიკა იქნება შენარჩუნებული, თუ ქვეყანა გავა სამშვიდობოზე, როგორც იტყვიან“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: გვაქვს ძალიან მაგარი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა - ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ევროპაში უპრეცედენტოა
5 თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ევროპაში უპრეცედენტოა. არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა. მინისტრის წინასწარი ინფორმაციით, მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. გამოდის, რომ 5 თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც უპრეცედენტოა ევროპაში იმ ფონზე, როდესაც რეალურად ინგრევა მსოფლიო ბაზრები, ეკონომიკა რეცესიას განიცდის და უკრაინის ომის ფონზე პრობლემა არის ყველგან. არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ეს პროცესი შეაფერხოს, პირიქით, გავაგრძელებთ წინსვლას და ქვეყნის განვითარებას. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების - ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა, რომელსაც ყველა ერთად შევასრულებთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
დავითაშვილის განცახდებით, ირაკლი ღარიბაშვილი მოვალეობას კარგად ასრულებს და გააგრძელებს თავის პოზიციაზე მუშაობას
ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, ირაკლი ღარიბაშვილი ამ რთულ ვითარებაში ქვეყნის ინტერესებს განსაკუთრებით კარგად იცავს. მანამდე დავითაშვილს ჟურნალიტებმა ჰკითხეს, აპირებს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვებას. სამოქალაქო მოძრაობა „შინ ევროპისკენ“, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას ითხოვს „მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამ აქ რაც ითქვა აბსოლუტურად არასერიოზულია, მომიტევეთ, მაგრამ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ინტერესების დაცვაზე და ქვეყნის ინტერების დაცვას ახერხებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებით კარგად ამ რთულ ვითარებაში. ქვეყნის ინტერესია ქვეყნის სტაბილური განვითარება, მშვიდობის უზრუნველყოფა და ეკონომიკური კეთილდღეობის კიდევ უფრო მეტად განვითარება და მეტი კეთილდღეობის შექმნა ჩვენი მოსახლეობისთვის. ამ ამოცანებს ასრულებს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი და შესაბამისად, რა თქმა უნდა იქნება და გააგრძელებს თავის პოზიციაზე მუშაობას", - თქვა დავითაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად, მადრიდში NATO-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად მადრიდში ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. საქართველოს მთავრობის მეთაური სამიტზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიიწვია. დღეს NATO-ს სამიტი იწყება საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე იმყოფებიან
ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში, NATO-ს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამს დაესწრო
მადრიდში, ესპანეთის მეფის ფილიპე VI-ს სახელით, NATO-ს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ ვახშამი გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა ესპანეთის მეფემ ფილიპე VI -მ. NATO-სამიტის მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
ირაკლი ღარიბაშვილი: მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს
მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში, NATO-ს სამიტის მონაწილე სახელმწიფოების მეთაურების საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამს დაესწრო მთავრობის მეთაური ესპანეთის მეფის მიერ ნატოს სამიტის ლიდერებისთვის გამართულ ვახშამს დაესწრო, რომელსაც ესპანეთის მეფე ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია მასპინძლობდნენ. „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მადრიდის სამიტის ფარგლებში, მერგო პატივი ესპანეთის მეფის მიერ ლიდერებისთვის გამართულ ვახშამს დავსწრებოდი, რომელსაც მათი უდიდებულესობები ფილიპე VI და დედოფალი ლეტიცია მასპინძლობდნენ. მოუთმენლად ველი ალიანსის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ნაყოფიერ და შედეგიან დისკუსიებსა და შეხვედრებს”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადრიდში, NATO-ს სამიტში მონაწილეობს.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით
საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, აშშ-ის სენატორების დელეგაციასთან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და NATO-ში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა განიხილეს. „სიღრმისეული საუბარი მქონდა აშშ-ის სენატორების ერთობლივ დელეგაციასთან ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით და ტომ ტილის მონაწილეობით. განვიხილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა. საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში იმყოფება, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობს.
პრემიერ-მინისტრი შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მადრიდში ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან მაგდალენა ანდერსონთან გამართა შეხვედრა. განსახილველ საკითხთა შორის ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება იყო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და მისი ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შვედეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორია და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქვეყნის დემოკრატიულ და ინსტიტუციურ მოდერნიზაციასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მიესალმება NATO-ში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან. საქართველო მიესალმება NATO-ში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს. საქართველოში ამაყობენ შვედეთის სახით ნამდვილი მეგობრისა და სანდო პარტნიორის ყოლით. შვედეთის მხრიდან ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს მისწრაფებების უპირობო მხარდაჭერისთვის მადლობელი ვართ”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში იმყოფება, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობს.
ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს მადრიდში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. „პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება დემოკრატიზაციისა და რეფორმების კვალდაკვალ. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე და აღინიშნა, რომ სტრატეგიული დიალოგის ფორმატმა და არაერთი მიმართულებით თანამშრომლობამ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბორის ჯონსონი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მიიწვია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ემანუელ მაკრონმა მადრიდში გამართული შეხვედრისას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილეს
საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, როლს და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. ისტორიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ. შეხვედრისას განვიხილეთ არსებული გამოწვევების ფონზე რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების გზები. მოუთმენლად ველი ჩვენს ქვეყნებს შორის ხანგრძლივი პარტნიორობის გაღრმავებას", - წერს ღარიბაშვილი Twitter-ზე. პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ დინამიკურ და ინტენსიურ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. ირაკლი ღარიბაშვილმა ემანუელ მაკრონი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში დაპატიჟა. პრემიერ-მინისტრი მადრიდში იმყოფება, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობს. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ემანუელ მაკრონი: საქართველოში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა უფრო მეტი ევროპის მოწოდებით, ეს იქნება საფუძველი რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა განხორციელდეს
ირაკლი ღარიბაშვილმა მიშელთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის აქტიურად იმუშავებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრას Twitter-ზე გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო ევროპულ საბჭოსთან მჭიდროდ იმუშავებს ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მჭიდროდ ვიმუშავებთ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად. შეხვედრაზე კვლავ აღვნიშნე საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით დაუღალავი მუშაობისადმი“, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მშელის შეხვედრა დღეს, მადრიდში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროპული პერსპექტივის განხილვას დაეთმო. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ამით ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაცია არამხოლოდ რომელიმე მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გაწეული პირადი ძალისხმევისთვის და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და, შედეგად, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა, მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან, მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად
NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ NATO-ს ყველაზე სანდო და შემძლე პარტნიორის რანგში, საქართველო მზადაა მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ საერთო ფასეულობების დასამკვიდრებლად. „ყოველთვის სასიამოვნოა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა. NATO-ს ყველაზე სანდო და შემძლე პარტნიორის რანგში, საქართველო მზადაა მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად, რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ საერთო ფასეულობების დასამკვიდრებლად”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში იმყოფება, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობს.
შარლ მიშელი: ვკისრულობთ ვალდებულებას, რათა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი წინ წავწიოთ
გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი, ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა წინ წავწიოთ ეს პროცესი მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, Twitter-ზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ დაწერა. როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრს კვლავ დაუდასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენიტეტისადმი. „საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კვლავ დავუდასტურე ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ეს ნამდვილად გეოსტრატეგიული მომენტია. გასულ კვირას ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი. ვკისრულობთ ვალდებულებას შემდგომ მხარდაჭერაზე, რათა წინ წავწიოთ ეს პროცესი მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად“, - აღნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში იმყოფება, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობს.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-ს მადრიდის სამიტში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დელეგაციასთან ერთად, მადრიდის სამიტის ფარგლებში გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სპეციალურ სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც, ალიანსის წევრი ქვეყნების გარდა, ფინეთის, შვედეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის ლიდერები და ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა, მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან, მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად საბჭოს სხდომაზე განხილულ იყო არსებული გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის წინაშე წარმოქმნილი გამოწვევები და ევროატლანტიკურ სივრცეში შექმნილი უსაფრთხოების გარემო. ხაზი გაესვა NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების აუცილებლობას, რათა ერთობლივად ხელი შეეწყოს სამართლის ნორმებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებას. სხდომაზე ასევე განიხილეს უკრაინაში განვითარებული მოვლენები. ხაზი გაესვა მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე უკრაინის დახმარების მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე და არსებულ ვითარებაში საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოსა და NATO-ს შორის უკანასკნელი წლების განმავლობაში განვითარებული უპრეცედენტოდ მაღალი დონის პრაქტიკული თანამშრომლობა და იმედი გამოთქვა, რომ რეფორმების განხორციელების კუთხით ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი პოზიტიურად აისახება საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე. მადრიდის სამიტზე რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი მიიღეს, მათ შორის: NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია - 2030, სამიტის კომუნიკე და „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი“. აღსანიშნავია, რომ სამივე დოკუმენტი შეიცავს საქართველოსთვის კრიტიკულ ყველა საკითხს. კერძოდ, დადასტურებულია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, აღნიშნულია NATO-ს ღია კარის პოლიტიკა, საქართველოს ასპირანტი ქვეყნის სტატუსი და დადასტურებულია ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს თემატიკა დეტალურადაა ასახული NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში, რაც ალიანსისთვის მომდევნო ათი წლის განმავლობაში სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება. აღსანიშნავია „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტი“, რომელიც სამიტზე დაამტკიცეს და რომელიც შეიცავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებისა და ამ პროცესში NATO-ს კიდევ უფრო ქმედითი ჩართულობის კონკრეტულ ღონისძიებებს.
ირაკლი ღარიბაშვილი: უაღრესად ვაფასებთ დიდი ბრიტანეთისგან ხუთი მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას
უაღრესად ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთისგან ხუთი მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას , - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისგან ხუთი მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ეს ქვეყნის და მთელი ევროპის უსაფრთხოებაში შეიტანს წვლილს. „უაღრესად ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთისგან ხუთი მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას გარე წყაროებიდან მომდინარე კიბერსაფრთხეების მიმართ საქართველოს მედეგობის გასაზრდელად, რაც ქვეყნის და მთელი ევროპის უსაფრთხოებაში შეიტანს თავის წვლილს“, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერი. ასევე წაიკითხეთ: ბორის ჯონსონი: დამატებით გამოყოფილი £5 მილიონი, საქართველოს, საერთო უსაფრთხოების კონტექსტში, საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაში დაეხმარება
ირაკლი ღარიბაშვილი დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს დეიმონ ვილსონს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან მრავალწლიან პარტნიორობას. ხაზი გაესვა NED-თან აქტიურ თანამშრომლობას, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობის მხარდაჭერის მიმართულებით. გამოითქვა მზადყოფნა, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული მჭიდრო თანამშრომლობისა და სამომავლო პარტნიორობის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. ყურადღება დაეთმო ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს. აღინიშნა, რომ საქართველომ უკვე გაატარა მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის შედეგები აისახება სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებში. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, მიაღწიოს შემდგომ პროგრესს იმ რეფორმების მიმართულებით, რაც, ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ დემოკრატიის ეროვნული ფონდის პროგრამის ოფიცერი იან მაკგინითი და პროგრამის ოფიცრის ასისტენტი ენდრიუ ლინდერი. საქართველოს მხრიდან შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილი: 4 ივლისი არამარტო ამერიკელი ხალხისთვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის თავისუფლების, დემოკრატიის სიმბოლოა
4 ივლისი არა მარტო ამერიკელი ხალხისთვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის თავისუფლების, დემოკრატიის სიმბოლოა. გულითადად ვულოცავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 246-ე წლისთავს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში. „საქართველოს უახლესი ისტორიაც თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი ევროპული არჩევანისთვის ბრძოლის ისტორიაა. ამ გზაზე, განსაკუთრებით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით ჩვენი ერთგული მეგობრისა და პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერასა და გვერდში დგომას. 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების განმავლობაში, ჩვენ ვაღრმავებთ პარტნიორობას აშშ-თან თითქმის ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცების, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ეკონომიკური განვითარების კუთხით აძლიერებს საქართველოს. ქართველი ხალხი ყოველთვის მადლიერი იქნება ამ მხარდაჭერის. საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი და მტკიცე პარტნიორობისადმი ერთგულებას. ვუსურვებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და მეგობარ ამერიკელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას. 4 ივლისს საქართველო და ქართველი ხალხი ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად ვზეიმობთ!“,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: 4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა
ირაკლი ღარიბაშვილი: ვაგრძელებთ მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას აშშ-სთან, თანამშრომლობის ახალი სფეროების გამოვლენის პარალელურად
„ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ვაგრძელებთ მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას, თანამშრომლობის ახალი სფეროების გამოვლენის პარალელურად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილი: 4 ივლისი არამარტო ამერიკელი ხალხისთვის, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის თავისუფლების, დემოკრატიის სიმბოლოა „დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ჩვენს მჭიდრო პარტნიორ და მეგობარ ამერიკის შეერთებულ შტატებს! ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ვაგრძელებთ მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას, თანამშრომლობის ახალი სფეროების გამოვლენის პარალელურად“, - წერს პრემიერ-მინისტრი. 4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა.
წყალტუბოში ვყიდით 50 მლნ-ის ღირებულების 14 სანატორიუმს - ირაკლი ღარიბაშვილი
ჩვენ უკვე გამოგვაქვს გასაყიდად 14 სანატორიუმი, რომელთა ღირებულება დღევანდელი შეფასებით, დაახლოებით, 50 მლნ ლარს შეადგენს და ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 500 მლნ ლარის ინვესტირება განხორციელდება, - ამის შესახებ 5 ივლისს, წყალტუბოში ვიზიტისას, „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „500 მილიონი ლარი, რა თქმა უნდა, ეს იქნება კერძო ინვესტიცია. ამას გარდა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს, იმისთვის, რომ წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა-კურორტი, ისეთი, როგორიც ჩვენ გვინახავს ევროპაში, იქნება ეს ბადენ-ბადენი, კარლოვი ვარი, თუ სხვა. წყალტუბოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს მართლაც ევროპული დონის, მსოფლიო დონის სპა-კურორტი“, - აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებით, მანამდე რამდენიმე საკითხი იყო მოუგვარებელი, როს გამოც სახელმწიფო წყალტუბოში მასშტაბურ პროექტებს ვერ იწყებდა. „მანამდე, იყო მთავარი პრობლემა, უნიკალური წყლის რესურსების ფლობის საკითხი იყო მოუგვარებელი. კერძოდ, ინვესტორი და მფლობელი ამ წყლის რესურსების იყო კერძო პირი. ჩვენი გადაწყვეტილებით, რამდენიმე თვის წინ გამოვისყიდეთ, მთავრობა, სახელმწიფო გახდა ოფიციალურად ამ წყლის მფლობელი და სწორედ ამას ელოდებოდა ჩვენი ძალიან ბევრი ინვესტორი და კერძო პირი, ვინც დაინტერესებულია წყალტუბოს განვითარებით. მეორე, მთავარი საკითხი მინდა გამოვყო, ეს არის გენერალური გეგმის დამტკიცება. გეგმა არის დასრულებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ წყალტუბოს უნიკალურობა. მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ 1930 წლებიდან წყალტუბოს განაშენიანება მეცნიერულად დასაბუთებული, ორიგინალური გენერალური გეგმის მიხედვით განხორციელდა, აშენდა 22 სანატორიუმი, რომელთაგან არა ერთი არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშია, გაშენდა 150-ზე მეტი ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეული სახეობის საფარი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იცით, რომ ამფითეატრის ფორმით განლაგდა. ამიტომ, ახლა ჩვენი გეგმა, ხედვა არის, რომ დავიწყოთ წყალტუბოს აღდგენის პროცესი. მანამდე, რაც მე გითხარით, ყველა ეს საკითხი არის მოგვარებული, წყლის პრობლემაც, გენერალური გეგმის პრობლემაც, ყველაფერი არის დასრულებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო წყალტუბოში, ათეულობით მლნ ლარის ინვეტიციას ჩადებს
"სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს, იმისთვის, რომ წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა-კურორტი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში, საინვესტიციო პროექტის - „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ - პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გეგმა არის დასრულებული და მაქსიმალურად გათვალისწინებულია წყალტუბოს უნიკალურობა. „ჩვენი გადაწყვეტილებით, რამდენიმე თვის წინ გამოვისყიდეთ, მთავრობა, სახელმწიფო გახდა ოფიციალურად ამ წყლის მფლობელი და სწორედ ამას ელოდებოდა ჩვენი ძალიან ბევრი ინვესტორი და კერძო პირი, ვინც დაინტერესებულია წყალტუბოს განვითარებით. მეორე, მთავარი საკითხი მინდა გამოვყო, ეს არის გენერალური გეგმის დამტკიცება. გეგმა არის დასრულებული. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ წყალტუბოს უნიკალურობა. მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ 1930 წლებიდან წყალტუბოს განაშენიანება მეცნიერულად დასაბუთებული, ორიგინალური გენერალური გეგმის მიხედვით განხორციელდა, აშენდა 22 სანატორიუმი, რომელთაგან არა ერთი არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშია, გაშენდა 150-ზე მეტი ფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეული სახეობის საფარი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იცით, რომ ამფითეატრის ფორმით განლაგდა. ამიტომ, ახლა ჩვენი გეგმა, ხედვა არის, რომ დავიწყოთ წყალტუბოს აღდგენის პროცესი. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ჩვენი, მმართველი პარტიის, ჩვენი გუნდის დაპირებაც. რა თქმა უნდა, ეს იქნება კერძო ინვესტიცია. ამას გარდა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით ათეულობით მლნ ლარის ინვესტირება მოახდინოს, იმისთვის, რომ წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა-კურორტი, ისეთი, როგორიც ჩვენ გვინახავს ევროპაში, იქნება ეს ბადენ-ბადენი, კარლოვი ვარი, თუ სხვა. წყალტუბოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს მართლაც ევროპული დონის, მსოფლიო დონის სპა-კურორტი“, - განაცხადა პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: წყალტუბოში ვყიდით 50 მლნ-ის ღირებულების 14 სანატორიუმს - ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ რობერტ სპანოს შეხვდა
საქართველოსა და ევროპულ სასამართლოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხები და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტის რობერტ სპანოს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერ-მინისტრმა რობერტ სპანოს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გაწეული მისი პირადი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა. ამასთან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2022 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ევროსასამართლოში საქართველოს შესახებ 130- მდე საჩივარი განიხილეს, რაც ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 10 წლის წინ ევროსასამართლოში განხილული საჩივრების რაოდენობა 3 000–4 000 იყო. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროსასამართლოს სტატისტიკური მონაცემები ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს და სტრასბურგის სასამართლოში განცხადებების რაოდენობის სწრაფი და მკვეთრი კლება საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგია. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადასტურა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და ეფექტიანი კონტროლის განხორციელება. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. საუბარი ასევე შეეხო მართლმსაჯულების მიმდინარე რეფორმას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში სასამართლოში განხორციელებული რეფორმების შედეგად მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა ეს საკმარისი არ არის და რეფორმირების პროცესი გრძელდება. ხაზი გაესვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებს. აღინიშნა, რომ World Justice Project-ის კანონის უზენაესობის ინდექსის 2021 წლის კვლევაში საქართველომ 128 ქვეყანას შორის 49-ე ადგილი დაიკავა, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სხვა 14 ქვეყანასთან შედარებით კი, კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველო რეგიონული ლიდერია. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოგვეცა საქართველოში სტუმრობის შესაძლებლობა, რათა განვიხილოთ მნიშვნელოვანი მიმდინარე თანამშრომლობა და დიალოგი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის. ყოველივე ეს ხდება ძალიან მნიშვნელოვან დროს. სასამართლოს პრეზიდენტს და ეროვნულ მოსამართლეს მიეცათ საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა, რათა განეხილათ ბოლო დროის მოვლენები და დაედასტურებინათ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისა და ხელისუფლებისთვის, რომ სასამართლო და ევროპის საბჭო განაგრძობენ წინსვლას მზარდი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა რობერტ სპანომ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეები ლადო ჭანტურია და ვიქტორ სოლოვეიჩიკი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრ რაშად ნაბიევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს რაშად ნაბიევს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. ამასთან, განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატში. ყურადღება დაეთმო ტრანსპორტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება და რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის ჩამოყალიბება. ისაუბრეს საქართველოს სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის განვითარების მიზნით განხორციელებულ და მიმდინარე რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. მათ შორის განიხილეს ბაქო-თბილისი-ყარსის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის პროექტი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტები. ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ვაჭრობის სფეროში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულშია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი ფაიგ გულიევი, საქართველოს მხრიდან კი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.
შარლ მიშელი: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია
უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შარლ მიშელი: ვკისრულობთ ვალდებულებას, რათა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი წინ წავწიოთ „კრემლის ბარბაროსულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვია ტექტონიკური ძვრები ჩვენს კონტინენტზე და შექმნა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა. ჩვენ გადავწყვიტეთ ვაღიაროთ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნების მომავალი ევროკავშირშია", - განაცხადა შარლ მიშელმა. 29 ივნისს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხი გადაწყვიტა და ქვეყანაში, რეფორმების განსახორციელების ვალდებულება აიღო. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავსტრიაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის კარლ ნეჰამერის მიწვევით, ვენაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ამასთან, საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე იმყოფებიან.
ირაკლი კობახიძე: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, 2024 წლის და მომდევნო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, 2%-იანი ბარიერით ჩატარდება
დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა.ცხადია, ჩვენს მიერ წარდგენილი გეგმა არ მოიცავს არცერთ საკითხს, რომელიც ევროკომისიის 12-პუნქტიან დოკუმენტში არ იყო ნახსენები. მათ შორის, ბუნებრივია, ჩვენი გეგმა არ მოიცავს არც საარჩევნო ბარიერის შემცირების საკითხს 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის. დღევანდელი მდგომარეობით, 2024 წლიდან საქართველოში ამოქმედდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი ბარიერით, რაც ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე ფართოდ გავრცელებული სისტემაა. ეს სისტემა სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და სამართლებრივ სტანდარტებს. მეტიც, ორპროცენტიანი ან უფრო დაბალი ბარიერი, პოლიტიკური სისტემის სტაბილურობასთან დაკავშირებული რისკების გამო, ევროკავშირის მხოლოდ ორ ქვეყანაში მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ბარიერის დაწევა კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად ევროკავშირის მხრიდან ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა წამოყენებული. ასეთ პირობებში, ბარიერის დაწევა რჩება წმინდა პოლიტიკურ საკითხად და ის ჩვენი მხრიდან სწორედ ამ ჭრილში იქნება მომავალშიც განხილული. ბუნებრივია, შედარებით მაღალი ბარიერი სუბიექტურად ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“, ხოლო შედარებით დაბალი ბარიერი – „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც მარტივი მათემატიკით დასტურდება: მაგალითისათვის,შარშანდელ არჩევნებში 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა, საიდანაც „ქართულმა ოცნებამ“ 47%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 33% მიიღო. ბუნებრივია, ასეთსხვაობას „ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლამდე ვერაფრით შეამცირებს; თუმცა, იმავე არჩევნებში ხმების 2%-ზე მეტი „ნაცმოძრაობის“ორმასატელიტმა პარტიამაც მიიღო. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ 47%-ის საპირწონედ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ხმების 42% მიიღეს. ბუნებრივია, 5%-იანი სხვაობის აღმოფხვრა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შედარებით რეალისტური ამოცანაა; ანუ შარშანდელი არჩევნების მაგალითზე მარტივად ჩანს, რომ 5%-პროცენტიანი ბარიერის პირობებში, „ნაციონალურ მოძრაობას“ 2024 წელს წარმატების არავითარი შანსი არექნება, 2%-იანი ბარიერის პირობებში კი, მის მიერ ძალაუფლების დაბრუნების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 5%-იანი ბარიერი სრულიად ლეგიტიმური და რაციონალურია. შესაბამისად, შედარებით დაბალი ბარიერის დადგენა, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარკვეული ფორის მიცემას ნიშნავს, ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გვიღირდეს, თუ ამ ნაბიჯით, სანაცვლოდ, ქვეყნისთვის რაიმე ძალზე მნიშვნელოვან სარგებელს მივიღებთ. ასეთი სარგებელი კი, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი რამ – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეიძლება იყოს, რაც საქართველოში პოლარიზაციასაცარსებითად შეამცირებს. როგორც ცნობილია, რაც უფრო მაღალია პოლარიზაციის ხარისხი, მით უფრო მაღალი ბარიერის შენარჩუნებაა მიზანშეწონილი, ხოლო პოლარიზაციის შემცირება ბარიერის დაწევასთან დაკავშირებულ რისკებსაც სერიოზულად ამცირებს. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მიღებას, პოლარიზაციის შემცირებასა და დაბალი ბარიერის დაწესების მიზანშეწონილობას შორის პირდაპირი ლოგიკური კავშირი არსებობს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება“,- განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, ამ პოლიტიკურ ვალდებულებას იღებენ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე. „ღრმად გვწამს, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას, რის შემდეგაც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2%-იანი საარჩევნო ბარიერით 2024 წელს ქვეყნისთვის ოპტიმალურ პოლიტიკურ მოცემულობას შექმნის. დარწმუნებული ვართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სატელიტებით 2024 წელს 2%-იანი ბარიერის პირობებშიც პირწმინდად დავამარცხებთ, რაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა“,- განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის მთავარი მოტივაციაა, საქართველო გახდეს დიდი ევროპული ოჯახის წევრი
ჩვენთვის მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, დიდი ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველები იზიარებენ საერთო ევროპულ ღირებულებებს და მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. „დიდი მადლობა, ბატონო კანცლერო, ძვირფასო კოლეგავ. მინდა, პირველ რიგში მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ავსტრიაში და მე ძალიან მოხარული ვარ ამ ფაქტით. დიდი პატივია ჩემთვის დღეს აქ ყოფნა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ავსტრიასთან მეგობრობას, ურთიერთობას, თანამშრომლობას. ჩვენ კანცლერთან ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელზეც ჩვენ უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ, გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, ვაჭრობა, თუ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველები იზიარებენ საერთო ევროპულ ღირებულებებს და მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. „მინდა ასევე აღვნიშნო სიამაყით, სიმბოლურია, რომ ჩვენ წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წლისთავს, ასე რომ კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ბატონო კანცლერო, მოწვევისთვის. როგორც ბატონმა კანცლერმა აღნიშნა, ჩვენთვის, ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, ჩვენ ველოდებოდით ევროკომისიის გადაწყვეტილებას. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება შეფასებულ იქნას, როგორც ისტორიული, როგორც ეს თავად ევროპელებმა ლიდერებმა განაცხადეს. ქართველები ვიზიარებთ საერთო ევროპულ ღირებულებებს, ჩვენთვის მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, დიდი ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის ევროპული პერსპექტივის მონიჭება არის წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის აღიარება და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ჩვენ ძლიერი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს
საქართველო, მთელი ევროპა და მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს უსაფრთხოების გამოწვევები თუ ეკონომიკის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დასრულება ყველას ინტერესში უნდა იყოს და მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. „რა თქმა უნდა, საქართველო და მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს უსაფრთხოების გამოწვევები თუ ეკონომიკის მიმართულებით. ამის მიუხედავად, საქართველო ძალიან ძლიერ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს, ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, სტაბილურობას ვინარჩუნებთ ქვეყანაში, პოლიტიკურს, ეკონომიკურს. უსაფრთხოების მხრივ ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა, გამოწვევები, რომელიც უკავშირდება ოკუპაციას. ბატონო კანცლერო, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული და გამოწვევებით სავსე. ადგილზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება საკმაოდ რთულია, ამის მიუხედავად, საქართველო აგრძელებს წინსვლას. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის, რაც ხდება უკრაინაში. ჩვენ ეს 2008 წელს გამოვცადეთ, როცა ფართომასშტაბიანი ომი გვქონდა რუსეთთან, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ომის დასრულება უნდა იყოს ყველას ინტერესში. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ეს ომი შეწყდეს და აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ავსტრიის კანცლერი: საქართველოს მხარი უნდა დავუჭიროთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე
ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ვენაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს, თუ რატომ არ მიენიჭა ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და რატომ მიენიჭა სტატუსი უკრაინას, ასევე მოლდოვას. „შეხვედრა მქონდა გეოსტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. საქართველოს 20% რუსეთის სამხედრო ძალების მიერ არის ოკუპირებული. ეს დიდი გამოწვევაა. საქართველო წარმოადგენს ძალიან განსაკუთრებულ, მნიშვნელოვან პარტნიორს, როდესაც ვსაუბრობთ აღმოსავლეთ და დასავლეთს შორის პარტნორობაზე. უკეთ რომ გავიგოთ ეს რეგიონი, ავსტრიის პერსპექტივიდან ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, ქვეყნის, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, მიისწაფვის ევროპისკენ. ამ გზაზე მას მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ის დაუახლოვდეს და ნამდვილად გახდეს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ერთობის ნაწილი. ევროპულმა საბჭომ უკვე ჩამოაყალიბა საკუთარი რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოხერხდეს სწარაფად ამ პროცესის უზრუნველყოფა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ბატონ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ავსტრიის პოზოციებზე დეტალურად ვისაუბრეთ და ავუხსენით ჩვენი მიდგომა, რატომ გაიწერა მაგალითად, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რატომ დაფიქსირდა ევროპული პერსპექტივა. ამ შემთხვევაში ბოსნია-ჰერცოგოვინის მომენტიც გასათვალისწინებელია და ჩვენ ამაზე დეტალურად ვისაუბრეთ. ჩვენ ვსაუბრობთ არამხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, არამედ, ვლაპარაკობთ სხვადასხვა ინტერესზე, ამ ინტერესების დაბალანსებაზე და ამ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონკრეტული სიგნალი გაიგზავნა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიმართ. მაგრამ ჩვენთვის, ავსტრიისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო სიგანლის გაგზავნა დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებისთვის. რომ დავუბრუნდეთ კვლავ საქართველოსთან ურთიერთობებს, ჩვენ ვართ სავაჭრო პარტნიორები. ბუნებრივია, ჩვენს ურთიერთობებში არსებობს კიდევ დიდი პოტენციალი, ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი, თუმცა როდესაც ვლაპარაკობთ ავსტრიაზე, ავსტრიელებზე, ავსტრიის მოქალაქეებზე, შეიძლება ითქვას, რომ ბევრად უფრო გასაგებია ეს ქვეყანა ჩვენთვის, საქართველოს უფრო ახლოს ვხედავთ. გარდა ამისა, ჩვენ ასევე ვმუშაობთ ეკონომიკური ურთიერთობის გასაღრმავებლად, ამ მიმართულებითაც დიდი პოტენციალი არსებობს, თუმცა იმისთვის, რომ მოხდეს უწყვეტი ინვესტიციები, ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი უსაფრთხოება. პრემიერ-მინისტრმა მოგვცა გარანტია, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს გარანტიები უზრუვნელყოფილი იყოს. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ და ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, იქნას გარანტიები შექმნილი. ორგანიზებულ კრიმინალთან, დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლებთ, რადგან ჩვენ ამ თანმაშრომლობის პროცესში ძალიან ბევრს ვსწავლობთ ერთმანეთისგან. ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ. მე, როგორც ფედერალურმა კანცლერმა, საქართველოს მივეცი ცალსახა გარანტია, რომ კონკრეტული რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, იქნება ჩვენი მხრიდან კონკრეტული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, რათა შეიმქნას სტაბილურობის სივრცე, სადაც ამ ძალიან რთული სიტუაციის ფონზე, კონკრეტული გარანტიები იქნება მოცემული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი, ძალიან მნიშვნელოვანია დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება, რათა უკეთ ვიზრუნოთ ევროპაში მშვიდობისათვის“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის ომა ევროპა შეცვალა. „ევროპის ორმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, შეუერთდეს NATO-ს. მათ რუსეთთან საზღვარი აკავშირებთ. ამ ფონზე დაჩქარდა დისკუსია, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ამ ქვეყნების უსაფრთხოება, თუნდაც იმ გზით, რომ მოხდეს მათი NATO-ში გაწევრიანება. იცით, სამი ქვეყანა ნეიტრალურია - ავსტრია, ირლანდია და მალტა, ასევე არის კვიპროსი, რომლებიც ალიანსებში არ ერთიანდებიან. იცვლება NATO-ც. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიამ არ გაამართლა. მან მიიღო საზღვარზე უფრო მეტი და ძლიერი NATO, რომელიც მზადაა, მეტი ინვესტიცია ჩადოს შეიარაღებაში, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის გლობალური სტრატეგიული მიზნები ვერ იქნება მიღწეული. ომი თავისთავად ტრაგედიაა. საქართველო თავშესაფარს აძლევს უკრაინელ ლტოლვილებს. ავსტრიაში მაგალითად, 80 000 ლტოლვილია. საქართველოს ძალიან მწარე გამოცდილება აქვს, რეგიონში საქართველო რეგიონში აღიქმება როგორც სანდო შუამავალი კონფლიქტურ მხარეებს შორის, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს დავუჭიროთ მხარი დასავლურ გზაზე. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მიდგომებისთვის, რომლებსაც ოკუპაციის პირობებში ინარჩუნებთ. მშვიდობის მხარდაჭერის კუთხით, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია“, - აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: დემონსტრაციები, სხვა დემონსტრაციების მსგავსად, უშედეგოდ დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი აზრით, „დემონსტრაციების გამართვა ნებისმიერი დემოკრატიისთვის არის დამახასიათებელი, ნებისმიერ ქვეყანაში იმართება დემონსტრაციები, მაგრამ ეს დემონსტრაციები, ისევე როგორც სხვა, დასრულდა უშედეგოდ, მთავრობა არის სტაბილური, მყარი, ძლიერი“. „ჩვენთან არის გარანტირებული ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, 10 დღეში შეიძლება, გაიხსნას ნებისმიერი ტელევიზია, არავითარი ბარიერი არ იქმნება ხელისუფლების მხრიდან. ჩვენთან არის ძალიან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან ძლიერი ოპოზიციური პარტიებიც, ოპოზიციური ტელეარხები, სიტუაცია არის რადიკალურად გაუმჯობესებული. მთავარ ინდიკატორს მოვიყვანდი, რომელიც რეალურად ხაზს უსვამს, თუ რა ვითარებაა საქართველოში, 10 წლის წინ, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება საქართველოდან სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა აჭარბებდა 4 000 და 5 000 საქმეს, დღეს ეს რაოდენობა არის შემცირებული 150-მდე. ამით ვფიქრობ, ყველაფერია ნათქვამი, თუ როგორი შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა ქვეყანამ ადამიანის უფლებების მიმართულებით. რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, რომ თითქოს, დემონსტრაციები იმართება, დემონსტრაციების გამართვა ნებისმიერი დემოკრატიისთვის არის დამახასიათებელი, ნებისმიერ ქვეყანაში იმართება დემონსტრაციები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს დემონსტრაციები, ისევე როგორც სხვა, დასრულდა უშედეგოდ, მთავრობა არის სტაბილური, მყარი, ძლიერი და ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის წინსვლას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
კარლ ნეჰამერი: ბევრად უფრო სწორი იქნებოდა, ევროკომისია უფრო მამაცი ყოფილიყო და ბოსნია-ჰერცოგოვინის, ბალკანეთის სახელმწიფოების მიმართ უფრო ცალსახა პოზიცია ჰქონოდა
ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ბევრად უფრო სწორი იქნებოდა, ევროკომისია უფრო მამაცი ყოფილიყო და ბოსნია და ჰერცოგოვინის, ბალკანეთის სახელმწიფოების მიმართ უფრო ცალსახა პოზიცია ჰქონოდა. „დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა არ წარმოადგენს რაღაც თავისთავად ცხადს. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ამაზე ისაუბრა, რომ ბოლო წლების ისტორიის განმავლობაში საქართველოს რა მტკივნეული ნაბიჯების გადადგმა მოუწია იმისთვის, რომ მისულიყო დემოკრატიამდე, სამართლებრივ სახელმწიფოებრიობამდე. ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რადგანაც ამ პროცესის რეალიზება არ ხდება თავისთავად და სწორედ ამიტომ მიმაჩნია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ძალიან მნიშვნელოვნად, რომ თანამიმდევრულად მოხდეს თითოეული ნაბიჯის გადადგმა. როდესაც ვლაპარაკობთ მოტივაციაზე ევროკავშირის მხრიდან, მოტივაცია უნდა იყოს იმ კუთხით, რომ მოხდეს ამ პროცესში საქართველოს მხარში დგომა. ჩვენ არ ვხუჭავთ თვალს გამოწვევებზე, პირიქით, უკეთესია თუ გამოწვევებს დავინახავთ, თვალს გავუსწორებთ და ამ მხრივ, განვახორციელებთ პროცესს. ეს პოზიტიური პროცესია. თუ ვილაპარაკებთ ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დიფერენციაციაზე, თქვენ მე მგონი იცით, რომ მე ვთვლი, რომ ბევრად უფრო სწორი იქნებოდა, ევროკომისია უფრო მამაცი ყოფილიყო და ბოსნია და ჰერცოგოვინის, ბალკანეთის სახელმწიფოების მიმართ უფრო ცალსახა პოზიცია ჰქონოდა. ბოსნია-ჰერცოგოვინასთან დაკავშირებით, ბოლო შეხვედრაზე სამ საათნახევარი ვსაუბრობდით. იცით, რომ ბოსნია-ჰერცოგოვინა გამოწვევების წინაშე დგას, რომ ძალადობის ფაქტები არ მოხდეს და ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის, რომ პროცესების ამგვარი განვითარება თავიდან იყოს აცილებული. ეს მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენთვის, თუმცა, ამავდროულად, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ დაინტერესება გვაქვს ერთმანეთის მიმართ. ჩვენ ვხედავთ, დავინახეთ და პოზიტიურად შევაფასეთ ის ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც გადაიდგა საქართველოში და გარკვეული პერსპექტივაც დაფიქსირდა ადამიანებისთვის, ეკონომიკისთვის, სხვა სფეროებისთვის, თუ რა მიმართულებით არის კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი და თუკი თქვენ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას შეხედავთ, რამდენად დიდი ტერიტორიაა საქართველოსი ოკუპირებული რუსეთის მხრიდან, არა ფორმალურად ოკუპირებული, არამედ რეალურად ოკუპირებული სამხედრო ბაზებით და სამხედრო მოსამსახურეებით, ამ შემთხვევაში თქვენ დაინახავთ, რომ სწორია ჩვენი მიდგომა, რომ გვინდა ვიზრუნოთ მშვიდობაზე, აღმავლობაზე, განვითარებაზე როგორც პოლიტიკურად, ასევე, ეკონომიკურად და სხვა მიმართულებების თვალსაზრისით“,- განაცხადა კარლ ნეჰამერმა“, - განაცხადა კარლ ნეჰამერმა საქართველოს მთავრობის ადმინისტარციის ცნობით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავსტრიაში გაემგზავრა
კარლ ნეჰამერი: ავსტრია მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს
ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. კარლ ნეჰამერი აღნიშნავს, რომ ავსტრია მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ორმხრივი თანამშრომლობა და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების შესაძლებლობები განიხილა. „2022 წელს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ვზეიმობთ. ჩვენ ასევე გვაკავშირებს მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები, შესაბამისად, ძალიან გამიხარდა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა! განსახილველი თემები იყო ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და ევროკავშირთან შემდგომი დაახლოების შესაძლებლობები. საუბარი ასევე შეეხო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმით ომს, რომელსაც ჩვენ ორივე ვგმობთ. აქ არ შეიძლება დავიწყებულ იქნეს გაყინული კონფლიქტები „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში. ავსტრია მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს”, - აღნიშნავს კარლ ნეჰამერი.
ირაკლი ღარიბაშვილი: სინძო აბე თავისი ქვეყნის გამორჩეული ლიდერი იყო, ამ გლოვის დროს, იაპონელი ხალხის გვერდით ვდგავართ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის შინძო აბეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, რომ სინძო აბე თავისი ქვეყნის გამორჩეული ლიდერი იყო. „უდიდეს პატივისცემას და გულისტკივილს გამოვხატავ შინძო აბეს ოჯახის და ახლობლების მიმართ. ეს არის ენით გამოუთქმელი ტრაგედია. იაპონიის პრემიერ- მინისტრი თავისი ქვეყნის ნამდვილად გამორჩეული ლიდერი იყო. ამ გლოვის დროს, იაპონელი ხალხის გვერდით ვდგავართ“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. იაპონიის ყოფილი პრემიერი სინძო აბე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, გარდაიცვალა. იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სინძო აბეს, ქალაქ ნარაში, საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რის შემდეგაც ის უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.
ირაკლი ღარიბაშვილი: ვიმედოვნებ, ავსტრიასთან სამომავლო პარტნიორობა ყველა ფორმატში გაფართოვდება
საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე, როგორც ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის ავსტრიის მადლობელი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან შეხვედრის შემდეგ წერს. მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ სამომავლო პარტნიორობა ყველა ფორმატში გაფართოვდება. „აქტიური პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების შესახებ ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერ კარლ ნეჰამერთან. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე, როგორც ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის ავსტრიის მადლობელი ვარ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი სამომავლო პარტნიორობა ყველა ფორმატში გაფართოვდება“, – წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. ასევე წაიკითხეთ: კარლ ნეჰამერი: ავსტრია მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ავსტრიის კანცლერი: საქართველოს მხარი უნდა დავუჭიროთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს. ღარიბაშვილის თქმით, ეს არის მშვიდობის, სიკეთისა და იმედის დღესასწაული. „ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ ყურბან-ბაირამს – მშვიდობის, სიკეთისა და იმედის დღესასწაულს. კეთილდღეობას, სიხარულსა და ბედნიერებას ვუსურვებ ყველას”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის, ყურბან-ბაირამი ბიბლიურ თქმულებას უკავშირდება. უშვილო აბრაამმა ღვთის წინაშე პირობა დადო, რომ შვილი თუ მიეცემოდა, უფალს საყვარელ არსებას შესწირავდა. მას მართლაც გაუჩნდა შვილი და სიზმარი ნახა, რომ მადლიერების გამოსახატად ღმერთისთვის სწორედ შვილი უნდა შეეწირა, აბრაამმა ღვთისადმი მიცემული პირობა არ დაარღვია და შვილი სამსხვერპლოზე მიიყვანა. თუმცა უფალი მის ერთგულებაში დარწმუნდა და შვილის ნაცვლად შესაწირად ზვარაკი გამოუგზავნა. მუსლიმურ სამყაროში სწორედ ამ თქმულებას მიიჩნევენ ყურბან-ბაირამის საფუძვლად და ამ დღეს უფალს ოთხფეხა შინაურ ცხოველს სწირავენ. ამდენად, მუსლიმებისთვის ეს დღესასწაული ღვთისადმი ერთგულების იდეას ეფუძნება. იგი სამ დღეს გრძელდება. ასევე წაიკითხეთ: ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში ყურბან-ბაირამი აღნიშნეს
ირაკლი ღარიბაშვილი: გლობალური მშვიდობის ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მეორე ადგილზეა
გლობალური მშვიდობის 2022, ანუ წლევანდელი ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს შედეგები ბიძინა ივანიშვილის და მის მიერ დატოვებული „ქართული ოცების“ სწორი პოლიტიკის შედეგია. „მეორე მნიშვნელოვანი წარმატება და გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი და ჩვენი მთავრობის ათწლიანი პოლიტიკის აღიარება - გლობალური მშვიდობის 2022, ანუ წლევანდელი ინდექსის მიხედვით, საქართველო მშვიდობიანობის ათწლიანი პროგრესით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ინდექსის სრული ისტორიული გაუმჯობესებით კი მსოფლოში პირველ ადგილზე დასახელდა. ესეც სერიოზული აღიარებაა. ამ კვლევაში 163 ქვეყანა მონაწილეობდა და მეორე ადგილზე დასახელება ჩვენი ქვეყნის, არის მართლაც აღიარება იმ სწორი, გონივრული და ეროვნული პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენი მთავრობა უკვე ათი წელია ატარებს ჩვენი ხალხისა და მათი ინტერესების დასაცავად. შედარებისთვის, აქაც მინდა გავიხსენო, რომ 2012 წელს ამ რეიტინგებში ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ, საუბედუროდ, იყო უკანასკნელ ოცეულში, ანუ 163 ქვეყანას შორის 140-ე ადგილზე. ამხელა პროგრესი გვაქვს, სწორედ ისევ და ისევ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი გუნდის, მის მიერ დატოვებული „ქართული ოცების“ სწორი პოლიტიკის შედეგია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი: ამ ფონზე, როდესაც ევროპაში და მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას
ექსპერტები და მსოფლიოს ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ მსოფლიო შეიძლება იყოს შიმშილობის რისკის ზღვარზე, განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნები. ამ ფონზე, როდესაც ევროპაში და მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, მშვიდობას, სტაბილურობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მე ახლახან ვიყავი ავსტრიაში და ჩემს კოლეგასთან საუბრისას განვიხილეთ ევროპაში არსებული ვითარება და მსოფლიოში მიმდინარე დინამიკა, რა პროცესები მიმდინარეობს. უკრაინის ომის ფონზე ევროპაში შეიქმნა ძალიან რთული ვითარება - ინფლაცია, მაღალი ფასები, მომარაგებაში და ლოჯისტიკაში შექმნილი პრობლემები. ასევე ნაკლებად განვითარებული, ღარიბი ქვეყნების საკვებით მომარაგების მიმართულებითაც პრობლემები შეინიშნება. ექსპერტები და მსოფლიოს ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ მსოფლიო შეიძლება იყოს შიმშილობის რისკის ზღვარზე, განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნები. ამ ფონზე, როდესაც ევროპაში და მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, მშვიდობას, სტაბილურობას. ეს ყველაფერი არის ჩვენი გუნდის დამსახურება და ამას სჭირდება შენარჩუნება. ჩვენ ამით არ უნდა ვიყოთ კმაყოფილი, გაათმაგებული ტემპით პასუხისმგებლობით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ჩვენი ხახლის ინტერესების დაცვა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და მოტივაცია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს
როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია და იმართება იმ ადამიანისგან, რომელმაც გასული წლის იანვარში პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მისივე თქმით, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან დეოლიგარქიზაციაზე საუბარი მისთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. „როდესაც ჩვენი შიდა, თუ გარე პოლიტიკური ოპონენტები დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, ბუნებრივია, ეს ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. კონსტიტუციური თეორიისა და პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო რესპუბლიკაში ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პრემიერ-მინისტრია და ხალხის წინაშე მას ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთარი ფუნქცია ყოველგვარი ჭარბი გავლენისგან დამოუკიდებლად შეასრულოს. როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია და სინამდვილეში იმ ადამიანისგან იმართება, რომელმაც გასული წლის იანვარში პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს. ბუნებრივია, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამის მიზეზი მხოლოდ ის არაა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამფუძნებელია. მან 2011 წელს ქვეყნისთვის თავი გადადო და საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, პოლიტიკიდან გასვლისას კი, სახელმწიფოს სამართავად სწორი ღირებულებები და თამაშის წესები დაგვიტოვა. ეს ღირებულებები და თამაშის წესებია სამშობლოს სიყვარული და კანონის პატივისცემა. ამასთან, ამ ღირებულებებსა და თამაშის წესებს ჩვენ არ მივყვებით როგორც გუნდის ყოფილი ლიდერისგან თავს მოხვეულ მემკვიდრეობას. ისინი მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სისხლხორცეულად მნიშვნელოვანი და ორგანულია. ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ ამ თამაშის წესებთან სრულიად შეუთავსებელია ყალბი ბრალდება ოლიგარქიული მმართველობის შესახებ, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლებას უყენებენ. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ თავდაცვის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების საკვანძო სამთავრობო პოზიციებს დღეს იკავებენ ადამიანები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი არც კი შეხვედრია და იცნობს. საპარლამენტო გუნდის ლიდერების დიდ ნაწილთან, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარესთან და არაერთი საკვანძო კომიტეტის ხელმძღვანელთან, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების წინ მათი წარდგენის დღეს არის შენახვედრი. ასეთ დროს, საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობასა და პარლამენტს მართავს და აკონტროლებს, სრული ფარსი და აბსურდია. აქვე შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის საქმეებში ბიძინა ივანიშვილის ჩარევას ჩემი წინამორბედებიც, გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი გუნდის დატოვების შემდეგაც უარყოფდნენ. ასეთ პირობებში, ობიექტურ დამკვირვებელს შეიძლება, დარჩეს მხოლოდ იმის თეორიული ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე კონკრეტული საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებაში შეიძლება ყოფილიყო ჩარეული. დღევანდელ მოცემულობაში, ასეთი საკვანძო გადაწყვეტილებები მხოლოდ ორი შეიძლება იყოს: რუსეთისთვის სანქციების არდაწესება და ომში ქვეყნის არჩართვა“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. „საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ, გამოვეხმაურო ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებულ კამპანიას ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ და, მეორე მხრივ, საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად. რადგან პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ჩართულობის არავითარი ფაქტი არა აქვთ, ე.წ. ოლიგარქიული მმართველობის მთავარ „მტკიცებულებად“ იმ გარემოებაზე მიუთითებენ ხოლმე, რომ მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდის რამდენიმე მოწინავე წევრი პოლიტიკაში სწორედ მისი ლიდერობით მოვედით. პირველ რიგში, გავიხსენებ, რომ „ქართუ ჯგუფში“ ღია კონკურსის გზით მოვხვდი და ბიძინა ივანიშვილიც სწორედ ასე გავიცანი. ბუნებრივია, როგორც „ქართუს“ საქველმოქმედო ფონდის დირექტორს, მასთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა. მაშინ დამყარდა მეგობრული ურთიერთობაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახსა და ჩემს ოჯახს შორის, რითაც მთელი ჩემი ოჯახი განსაკუთრებულად ამაყობს. ასევე, განსაკუთრებულად ვამაყობ ბერასთან ჩემი პირადი მეგობრობით. საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამ ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია ერთმანეთთან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ჩემმა მეუღლემ მიიღო რჩევები ბიძინა ივანიშვილის მეუღლისგან გარკვეულ სამედიცინო საკითხთან დაკავშირებით. მსგავსი კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან პერიოდულად მეც რომ მქონდეს, ბუნებრივია, ვერც ამაში იქნება რაიმე დასაძრახი. როდესაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ერთი წამით არ მიყოყმანია. რა თქმა უნდა, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული რისკები იმთავითვე მქონდა გააზრებული. თუმცა, არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულების გამო, არამედ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე გადავწყვიტე, დემოკრატიული გარდატეხისთვის ბრძოლაში აქტიურად ჩავრთულიყავი. რა თქმა უნდა, ჩემ გარდა, ამ ბრძოლაში „ქართუ ჯგუფის“ უამრავი სხვა წარმომადგენელიც ჩაერთო, რომელთა ნაწილი დღესაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის აქტიური წევრია. მუქარითა და ზეწოლით არა მხოლოდ ჩვენს გაჩერებას, არამედ „ქართუს“ სტრუქტურების დაშლასაც კი ცდილობდნენ. თუმცა, გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, ზეწოლას გაუძლო და მოძალადე რეჟიმი დაამარცხა. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არამხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, არამედ ,,ქართუც“ კი დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნიდანაც კი წავიდა. თუმცა, კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, - მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, - ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია. 2011-12 წლებში „ქართუს“ დატოვებისთვის ვერავინ ვერავის გაამტყუნებს, ისეთი მასშტაბის ზეწოლის გამოვლა მოუწია თითოეულ ჩვენგანს. როგორც საზოგადოებას კარგად მოეხსენება, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისთანავე, ჩემი სიმამრი დაიჭირეს და შემომითვალეს, რომ მას მხოლოდ პოლიტიკიდან ჩემი გასვლისა და ბიძინა ივანიშვილის გუნდის დატოვების შემთხვევაში გაათავისუფლებდნენ. ყოველგვარი მორალის გარეშე მოქმედი რეჟიმის მხრიდან, განსაკუთრებით მძიმე ზეწოლის ქვეშ იყვნენ ადამიანები, რომლებიც 2011-12 წლებში ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებას იცავდნენ. მათ შორის იყვნენ ვახტანგ გომელაური და ანზორ ჩუბინიძე, რომლებსაც წარსულში ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების დაცვას ის ადამიანები საყვედურობენ, რომლებიც მაშინ ბიძინა ივანიშვილს და თითოეულ ჩვენგანს ყველანაირი ამორალური ფორმით გვებრძოდნენ. რა თქმა უნდა, ბრძოლის და უშიშრობის მაგალითს თანამებრძოლებს ყოველ ჯერზე პირველი სწორედ ბიძინა ივანიშვილი აძლევდა და ეს მაგალითი გუნდს ყველაზე მეტად აძლიერებდა. თუმცა, გუნდის თითოეული წევრის ბრძოლა და გამბედაობა მაინც ცალკე აღნიშვნის ღირსია. ხშირად ყველაფერს ისე წარმოაჩენენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოიგო და გუნდის წევრებს თანამდებობები მოწყალების სახით დაურიგა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება გუნდის ნებისმიერი სხვა წევრის დამსახურებას ერთიორად აღემატებოდა, მაგრამ ყველას მინდა შევახსენო, რომ ვახტანგ გომელაურმა, ანზორ ჩუბინიძემ და სხვებმა სახელმწიფო სამსახურში საკუთარი წარმატება, პირველ რიგში, სწორედ თავიანთი თავგანწირვისა და პროფესიონალიზმის ხარჯზე შექმნეს. 2012 წელს ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროში მე მივიყვანე ჩემს მოადგილედ. ანზორ ჩუბინიძეც, უწესიერესი კაცი და პროფესიონალი სამართალდამცავი, 2012 წლიდან ჩაერთო სახელმწიფო სამსახურში. როდესაც მთავრობისთვის კადრებს არჩევ, ბუნებრივია, უცხო ხალხს ვერ მიიყვან და პირველ რიგში იმ ადამიანებს ეყრდნობი, რომლებმაც შენთან ერთად უმძიმესი ბრძოლა გამოიარეს და თავის საქმეს მაღალი პროფესიონალიზმით გაართვეს თავი. ამ თვალსაზრისით, ვახტანგ გომელაურიც და ანზორ ჩუბინიძეც გამორჩეულები იყვნენ და სწორედ ამის შედეგია, რომ მათ ხელისუფლებაში მაღალი პოზიციები ამდენი წლის განმავლობაში შეინარჩუნეს. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ვახტანგ გომელაური პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგა, ოპოზიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ერთი გამართული შეკითხვაც კი ვერ დაუსვა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის თავის საქმეს საუკეთესოდ უძღვება. იგივე უნდა ითქვას კიდევ ერთი ძალოვანი უწყების ხელმძღვანელზე, გრიგოლ ლილუაშვილზე, რომელიც 2011-2012 წლებში ბრძოლის წინა ხაზზე იდგა და დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ძალზე მაღალი პროფესიონალიზმით ხელმძღვანელობს. როდესაც ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტები დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, ბუნებრივია, ეს ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. კონსტიტუციური თეორიისა და პრაქტიკის მიხედვით, საპარლამენტო რესპუბლიკაში ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პრემიერ-მინისტრია და ხალხის წინაშე მას ეკისრება პასუხისმგებლობა, საკუთარი ფუნქცია ყოველგვარი ჭარბი გავლენისგან დამოუკიდებლად შეასრულოს. როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია და სინამდვილეში იმ ადამიანისგან იმართება, რომელმაც გასული წლის იანვარში პოლიტიკიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს. ბუნებრივია, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამის მიზეზი მხოლოდ ის არაა, რომ ბიძინა ივანიშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის დამფუძნებელია. მან 2011 წელს ქვეყნისთვის თავი გადადო და საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა, პოლიტიკიდან გასვლისას კი, სახელმწიფოს სამართავად სწორი ღირებულებები და თამაშის წესები დაგვიტოვა. ეს ღირებულებები და თამაშის წესებია სამშობლოს სიყვარული და კანონის პატივისცემა. ამასთან, ამ ღირებულებებსა და თამაშის წესებს ჩვენ არ მივყვებით როგორც გუნდის ყოფილი ლიდერისგან თავს მოხვეულ მემკვიდრეობას. ისინი მთელი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სისხლხორცეულად მნიშვნელოვანი და ორგანულია. ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ ამ თამაშის წესებთან სრულიად შეუთავსებელია ყალბი ბრალდება ოლიგარქიული მმართველობის შესახებ, რომელსაც პოლიტიკური ოპონენტები, ერთი მხრივ, ბიძინა ივანიშვილს, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლებას უყენებენ. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ თავდაცვის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების საკვანძო სამთავრობო პოზიციებს დღეს იკავებენ ადამიანები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი არც კი შეხვედრია და იცნობს. საპარლამენტო გუნდის ლიდერების დიდ ნაწილთან, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარესთან და არაერთი საკვანძო კომიტეტის ხელმძღვანელთან, ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების წინ მათი წარდგენის დღეს არის შენახვედრი. ასეთ დროს, საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მთავრობასა და პარლამენტს მართავს და აკონტროლებს, სრული ფარსი და აბსურდია. აქვე შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის საქმეებში ბიძინა ივანიშვილის ჩარევას ჩემი წინამორბედებიც, გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი გუნდის დატოვების შემდეგაც უარყოფდნენ. ასეთ პირობებში, ობიექტურ დამკვირვებელს შეიძლება, დარჩეს მხოლოდ იმის თეორიული ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი რაიმე კონკრეტული საკვანძო გადაწყვეტილებების მიღებაში შეიძლება, ყოფილიყო ჩარეული. დღევანდელ მოცემულობაში, ასეთი საკვანძო გადაწყვეტილებები მხოლოდ ორი შეიძლება იყოს: რუსეთისთვის სანქციების არდაწესება და ომში ქვეყნის არჩართვა. სანქციებისა და ომის თემაზე დღეს ბევრს არ ვისაუბრებ. ჩვენი პოლიტიკური გუნდის სხვა წევრების მსგავსად, ბუნებრივია, მეც მიწევს რაღაცებს გავუფრთხილდე. ვიტყვი მხოლოდ ერთს: თუ ვინმე ფიქრობს, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილის კარნახით არ დავაწესეთ და ომშიც მისი კარნახით არ ჩავერთეთ, ძალიან ცდება. გუნდში ამ საკითხთან დაკავშირებით არავის რჩევა და კარნახი არ გვჭირდება. მიზეზი მარტივია - ჩვენც გვიყვარს ქვეყანა და საბედისწერო ომისთვის ის არც ჩვენ გვემეტება. შესაბამისად, ამ საკითხებზე გადაწყვეტილებები გუნდმა დამოუკიდებლად და სრული ერთსულოვნებით მიიღო. როგორც უკვე აღვნიშნე, გუნდი არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს არ იღებს პოლიტიკიდან გასული ყოფილი ლიდერის კარნახით. ამ ვითარებაში, კამპანიის ავტორებმა კეთილი ინებონ და განმარტონ, რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა და დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობენ. ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ქვეყანაში სერიოზულ როლს ასრულებს. მის ფაქტორზე საუბრისას, ქველმოქმედებას არც კი გავიხსენებ. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ მისი თავგანწირვითა და ახალი თამაშის წესების დამკვიდრებით მოიპოვა ის სიყვარული და პატივისცემა გუნდისგან და საზოგადოებისგან, რომელიც ჩვენს ოპონენტებს ასე ძლიერ აშფოთებთ. ბიძინა ივანიშვილის წარსულს და ამ წარსულზე დაფუძნებულ სიყვარულსა და პატივისცემას ჩვენი ოპონენტები ვერაფერს უხერხებენ, რაც მათ სასოწარკვეთილებაში აგდებს. ბიძინა ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერების პირდაპირი ანტიპოდია, რასაც ხალხი ძალიან კარგად ხედავს და აფასებს. თუ მათთვის პრობლემა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი და, როგორც ასეთი, მისი არსებობაა, მაშინ ეს უნდა აღიარონ. თუ მათთვის პრობლემა ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული ღირებულებები და თამაშის წესები - სამშობლოს სიყვარული და კანონის პატივისცემაა, კეთილი უნდა ინებონ და ესეც უნდა აღიარონ. ცნობიერი თუ ქვეცნობიერი იმედი იმისა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას კიდევ ერთხელ დაუდგება გვერდში, შეიძლება ჩვენს გუნდსაც ჰქონდეს და საზოგადოებასაც. თუ ჩვენი ოპონენტები პრობლემას ამაში ხედავენ, ამასაც აღიარება სჭირდება. დღეს საქართველოს აქვს კარგი შედეგები ყველა მიმართულებით. რეგიონში და მთელ კონტინენტზე არსებული უმძიმესი ვითარების, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ურთულესი გამოწვევების, რადიკალური ოპოზიციის პერმანენტული დესტრუქციის ფონზე, საქართველო ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმ თამაშის წესების დამსახურებაა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას დაუტოვა. თუ ამას უწოდებენ ოლიგარქიზაციას და ამისათვის უნდათ ბიძინა ივანიშვილის დასჯა, ესეც პირდაპირ უნდა თქვან. ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ დაწერა, ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პოლიტიკის გროსმაისტერმა, ოპოზიცია პატურ მდგომარეობაში ჩააყენაო. მართლაც, მან ჩვენს ოპონენტებს თამაში და სვლები არ დაუტოვა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი არც თავად აკეთებს სვლებს და არც ოპონენტებს აძლევს იმის შანსს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე სვლა გააკეთონ. რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობას საზოგადოების სწორი ანალიზიც უწყობს ხელს. გასული 30 წლის განმავლობაში საზოგადოებამ ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინა. ხალხი დღეს კარგად არჩევს შავსა და თეთრს, „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშის წესებს და ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ თამაშის წესებს, ვის სურს ომი და ვის სურს მშვიდობა საქართველოსთვის, ვის სურს არეულობა და ვის სურს სტაბილურობა, ვის სურს რეგრესი და ვის სურს ქვეყნის წინსვლა და განვითარება. სწორედ ამიტომაა, რომ ხელისუფლებაზე მრავალი მხრიდან განხორციელებული შეტევის მიუხედავად, ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა ხალხის შეცდომაში შეყვანა და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება ვერაფრით შეძლეს. ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული თამაშის წესები და საზოგადოების გამოცდილება არის ორი ფაქტორი, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს წარმატების არავითარ შანსს არ უტოვებს. ასეთ პირობებში, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ვურჩევდი, შეეგუონ არსებულ მოცემულობას - მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. მათ უნდა გაიაზრონ, რომ რამდენიც არ უნდა მოინდომონ, საქართველოს ომში ვეღარ ჩართავენ. მათ უნდა გაიაზრონ, რომ როცა სვლა არა გაქვს, უმჯობესია სტრატეგია შეცვალო და გაჩერდე, რომ თამაში ახალი პარტიისთვის მაინც დაიტოვო“, - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა იაპონიის საელჩოში სინძო აბეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საელჩოში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრიი შინძო აბეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და იაპონიის ელჩს, იმამურა აკირას და მის მეუღლეს თანაგრძნობა გამოუცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გამოვხატავ უდიდეს პატივისცემას იაპონელი ხალხის და პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს ოჯახისა და ახლობლების მიმართ და გულწრფელად ვიზიარებ მათ მწუხარებას. იგი, როგორც გამორჩეული პიროვნება და იაპონიის ლიდერი, სათავეში ედგა სხვადასხვა გლობალურ ძალისხმევას ჩვენი საერთო კეთილდღეობისა და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად. ამ გლოვის ჟამს, ჩვენ ვიზიარებთ იაპონელი ხალხის მწუხარებას“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში. შეგახსენებთ, რომ იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ შინძო აბეს, ქალაქ ნარაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხეხდა. ცნობისთვის, შინძო აბე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა.
ირაკლი ღარიბაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობა“ და მის შიდა თუ გარე პარტნიორები უნდა შეეგუონ არსებულ მოცემულობას, მშვიდობასა და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ვურჩევ, შეეგუონ არსებულ მოცემულობას – მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი: როდესაც ვიღაც ამტკიცებს, რომ პრემიერ-მინისტრი ფარსის ნაწილია, ეს არა მხოლოდ მე, არამედ სახელმწიფოსაც შეურაცხყოფს „ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა რამდენიმე დღის წინ დაწერა, ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პოლიტიკის გროსმაისტერმა, ოპოზიცია პატურ მდგომარეობაში ჩააყენაო. მართლაც, მან ჩვენს ოპონენტებს თამაში და სვლები არ დაუტოვა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი არც თავად აკეთებს სვლებს და არც ოპონენტებს აძლევს იმის შანსს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე სვლა გააკეთონ. რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობას საზოგადოების სწორი ანალიზიც უწყობს ხელს. გასული 30 წლის განმავლობაში საზოგადოებამ ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინა. ხალხი დღეს კარგად არჩევს შავსა და თეთრს, „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშის წესებს და ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულ თამაშის წესებს, ვის სურს ომი და ვის სურს მშვიდობა საქართველოსთვის, ვის სურს არეულობა და ვის სურს სტაბილურობა, ვის სურს რეგრესი და ვის სურს ქვეყნის წინსვლა და განვითარება. სწორედ ამიტომაა, რომ ხელისუფლებაზე მრავალი მხრიდან განხორციელებული შეტევის მიუხედავად, ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა ხალხის შეცდომაში შეყვანა და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება ვერაფრით შეძლეს. ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებული თამაშის წესები და საზოგადოების გამოცდილება არის ორი ფაქტორი, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებს წარმატების არავითარ შანსს არ უტოვებს. ასეთ პირობებში, ნაციონალურ მოძრაობას და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ვურჩევდი, შეეგუონ არსებულ მოცემულობას – მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. მათ უნდა გაიაზრონ, რომ რამდენიც არ უნდა მოინდომონ, საქართველოს ომში ვეღარ ჩართავენ. მათ უნდა გაიაზრონ, რომ როცა სვლა არა გაქვს, უმჯობესია სტრატეგია შეცვალო და გაჩერდე, რომ თამაში ახალი პარტიისთვის მაინც დაიტოვო“, – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ძალიან ამაყობს, რომ ჰყავს დიდი ხნის საიმედო პარტნიორი, როგორიც საფრანგეთის რესპუბლიკაა
მისასალმებელია საქართველოსა და საფრანგეთს შორის განსაკუთრებულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები და ის პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ურთიერთნდობას, პატივისცემას და საერთო ევროპულ ღირებულებებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთს განსაკუთრებულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. „საქართველო ძალიან ამაყობს, რომ ჰყავს დიდი ხნის საიმედო პარტნიორი, როგორიც საფრანგეთის რესპუბლიკაა. ჩვენ ვიზიარებთ საერთო მიზნებს რაც დაგვეხმარება იმაში, რომ ავაშენოთ უფრო მშვიდობიანი, სუვერენული და პროგრესული ევროპა და დავიცვათ წესებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. ამ განსაკუთრებულ დღეს ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ 2022 წლის 21 აგვისტოს აღინიშნება ჩვენს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე. სიამაყით მსურს აღვნიშნო, რომ გასული 30 წლის განმავლობაში საქართველო და საფრანგეთი ძალიან მჭიდროდ და მონდომებით თანამშრომლობდნენ, რამაც მრავალი ხელშესახები და ორმხრივად მომგებიანი შედეგი მოგვიტანა სხვადასხვა სფეროებში. 2019 წლიდან ჩვენს მრავალგანზომილებიან და ნაყოფიერ თანამშრომლობას ამყარებს „დიმიტრი ამილახვრის სტრატეგიული დიალოგი“, რაც დღესდღეობით, ფრანგულ-ქართულ ურთიერთობებში, საკვანძო/ძალიან მნიშვნელოვან მომენტს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ბოლო წლებში, საფრანგეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო კავშირების გააქტიურება. საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და შავიზღვისპირეთის ქვეყანას, ევროპისთვის მართლაც შესანიშნავი პოტენციალი აქვს, რის ფონზეც, საქართველოსა და საფრანგეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის არსებობა უდავოდ მნიშვნელოვანი პროცესია. ნება მიბოძეთ, ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ საფრანგეთის, როგორც წლების განმავლობაში, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორის დახმარება, მათ შორის „საფრანგეთის განვითარების სააგენტოს“ (AFD) ჩართულობით, ფასდაუდებელია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ორ ქვეყანას შორის განათლებისა და კვლევის სფეროებში არსებული წარმატებული თანამშრომლობა, აკადემიური გაცვლითი პროგრამების მზარდი დინამიკა, მათ შორის, საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამები. ამ თვალსაზრისით, მტკიცედ მჯერა, რომ პირველი ფრანკო-ქართული უნივერსიტეტი (UFG), რომელიც 2019 წელს, თბილისში დაარსდა, წარმოადგენს ყველაზე პროგრესულ და პერსპექტიულ ფრანკო-ქართულ ხიდს. მივესალმები საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ შესანიშნავ თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ საყრდენს. ფრანგულ-ქართული თანამშრომლობა და ჩვენი ჯარისკაცების მხარდამხარ დგომა, ევროკავშირისა და NATO-ს სამხედრო ოპერაციების ფარგლებში, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამაგალითოა. ჩვენი ისტორიის გარდამტეხ მომენტებში, საფრანგეთი ყოველთვის ქართველი ხალხის გვერდით იდგა. ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი გულწრფელი მადლიერება ფრანგული მხარისადმი იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც საფრანგეთმა იქონია 2008 წლის ომის დროს და რომელსაც ის რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებული 20%-ის არაღიარების პოლიტიკის წარმატებაში ასრულებს. საქართველო დიდად აფასებს საფრანგეთის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესში. საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და NATO-ში ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ისტორიული არჩევანია, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და ნება მომეცით დავადასტურო საქართველოს მთავრობის მტკიცე სურვილი და მონდომება გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საფრანგეთთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავების მიზნით“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან კარლ ჰარცელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობას. აღინიშნა ბოლო წლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა. მთავრობის მეთაურის თქმით,საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება იყო და ამით ევროპულმა საბჭომ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული გზის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში კარლ ჰარცელის მნიშვნელოვან წვლილს და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ცნობისთვის, კარლ ჰარცელს ვადა სექტემბერში ეწურება.
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრისას მთავარი განსახილველი საკითხი იყო სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, შემდგომში დიალოგის პოზიტიური დინამიკის განვითარება. თბილისში, დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა იგეგმება შეხვედრაზე მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა განიხილეს და ხაზი გაუსვეს მის როლს, რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზების ხელშეწყობის მიმართულებით. ასევე, ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის, ეკონომიკური და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობის მიმართულებით. განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება. რეგიონში არსებულ ვითარებაზე საუბრისას მთავრობის მეთაურმა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა გამოწვევებთან გასამკლავებლად. მთავრობის მეთაურმა არარატ მირზოიანს სომხეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰე გევორგიანი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. თბილისში, დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა იგეგმება ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ღარიბაშვილის თქმით, მისასალმებელია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგება თბილისში. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა იქნება წარმატებული და დიალოგის პოზიტიურ დინამიკას შეუწყობს ხელს. აქვე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პერსონალური ძალისხმევის როლს გაუსვა ხაზი, როგორც წარმატებული მედიატორის სომხეთ-აზერბაიჯანის მედიაციის საკითხში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივასადა თანამშრომლობაზე ურთიერთსასარგებლო სფეროებში. მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით. აღინიშნა, რომ დიალოგის ეს პლატფორმა რეგიონული ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს. ასევე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, მათ შორის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას რეგიონში არსებული ვითარება და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილა.ჯეიჰუნ ბაირამოვმა პრემიერ-მინისტრს დაუდასტურა აზერბაიჯანის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ასევე მტკიცედ უჭერს მხარს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფარიზ რზაევი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობის ინიციატივაა, რომ მთის კვირეული დავამკვიდროთ
მთავრობის ინიციატივაა, რომ მთის კვირეული დავამკვიდროთ, რათა ყოველწლიურად, ტრადიციულად გაიმართოს მთის კვირეული და აღვნიშნოთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სიამაყე, მთის დღეები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თუშეთში განაცხადა, სადაც მთის კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება იმართება. „მივესალმები ჩვენს ძვირფას თუშებს. მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე: თუშეთობა და სიმბოლურად, სწორედ თუშეთში ვიწყებთ მთის კვირეულს. მოგეხსენებათ, ჩვენი ინიციატივით, გვინდა, რომ დავამკვიდროთ მთის კვირეული, რათა ყოველწლიურად, ტრადიციულად გაიმართოს მთის კვირეული და აღვნიშნოთ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სიამაყე, მთის დღეები. მინდა, რამდენიმე სიტყვით აღვნიშნო, რომ ამ არაჩვეულებრივ ადგილას, თუშეთში, ჩვენი სურვილია, ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს. რა თქმა უნდა, საჭიროა მეტი ინვესიტიცების განხორციელება მთაში, მეტი ყურადღების მიქცევა. ამისთვის რამდენიმე წლის წინ მთის კანონი მივიღეთ, დაწესდა მთელი რიგი შეღავათები მთაში მცხოვრებთათვის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, უფრო მეტად უნდა მოვუაროთ მთას, ჩვენს სიამაყეს და კიდევ ერთხელ მინდა, ყველა მთაში მცხოვრებ ადამიანს მადლობა გადავუხადო. მინდა, ჩვენს თუშებს განსაკუთრებული სიყვარულით მოგილოცოთ თუშეთობა და გისურვოთ მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის დიალოგის გამართვას თბილისში. მშვიდობა აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის
აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის დიალოგის გამართვას თბილისში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს. ჯეიჰუნ ბაირამოვი: სასიამოვნო იყო ილია დარჩიაშვილთან შეხვედრა, დავადასტურეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძლიერი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა ილია დარჩიაშვილი: მეამაყება, რომ თბილისი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ადგილია მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მშვიდობა აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის. „საქართველო ერთგული რჩება პოზიტიური როლის შესრულებისა და დიალოგის ფორმატში შეხვედრების მასპინძლობის იდეისადმი, რათა მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს რეგიონში. მშვიდობა აუცილებელია ჩვენი ერების კეთილდღეობისთვის,“- აღნიშნა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისში აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას
სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებას. ამის შესახებ სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. მისი განცხადებით, ტრადიციულად, მეგობრული ურთიერთობები ორ მოძმე ხალხს შორის, რომელიც მდიდარ კულტურულ, ისტორიულ მემკვიდრეობასა და ღირებულებების იდენტურ სისტემას ეფუძნება, თანმიმდევრული მუშაობისა და მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით გამყარებას განაგრძობს, რაც შემდგომი ურთიერთქმედებისა და სახელმწიფოს მშენებლობისთვის წინაპირობებს ქმნის. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, 30 წელი მხოლოდ წამია სომეხი და ქართველი ხალხების მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, მაგრამ დამოუკიდებლობის აღდგენიდან ორი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ეს პერიოდი მნიშვნელოვანი მიღწევებისა და წარმატებების მდიდარი კეთილმეზობლური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარებისა და მოწესრიგების უმნიშვნელოვანეს პერიოდად ხასიათდება. „სომხეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მეზობელ და მეგობარ საქართველოსთან ურთიერთობების თანმიმდევრულ განვითარებას და მტკიცე ვალდებულებას, რომ ყველა სფეროში არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაფართოოთ, ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა ადასტურებს“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ მილოცვაში.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი ,,რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“, რომელიც რაჭაში ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას ითვალისწინებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის ეროვნული პარკი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში 50 894 ჰექტარზე შეიქმნება. დაცული ტერიტორიების დაარსების შედეგად, რეგიონში შეიქმნება ადმინისტრაციული ცენტრი და გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, ასევე უზრუნველყოფილი იქნება რეგიონში არსებული ბიომრავალფეროვნების, ლანდშაფტებისა და ეკოსისტემების დაცვა-შენარჩუნება და ბუნებრივი რესურსის მდგრადი მართვა. მთავრობის წევრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საბაზო თანამდებობრივი სარგოს გადაანგარიშების მექანიზმის შემუშავების ეტაპებისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე”, რომელიც საჯარო სექტორში შრომითი ანაზღაურების მოწესრიგებას ეხება. განკარგულების პროექტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ევალება, „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან ერთად, მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის საფუძველზეც „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით.
ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის ხელმძღვანელი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.სხვა დეტალები პრესსამსახურს არ გაუვრცელებია.
პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს წერილით მიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით მიმართავს და სთხოვს, კომისია მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას იმისათვის, რომ ევროპული კომისიის შეფასების დოკუმენტი არ იყოს გამოყენებული მანიპულაციისა და საქართველოს მმართველობის სისტემის დისკრედიტაციისთვის. „როგორც მოგეხსენებათ, ამა წლის 9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. სამწუხაროდ, აღნიშნული რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს, რასთან დაკავშირებითაც მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ. რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება „დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ასრულებს, აგრეთვე მის მიერ ხელისუფლებასა და ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე განხორციელებული კონტროლის გამო, მათ შორის ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურ დევნას უკავშირდება“. რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია? - ევროკავშირის ელჩის პასუხი რეზოლუციაში, ასევე, გამოთქმულია შეშფოთება „კრემლთან ივანიშვილის პირადი და საქმიანი კავშირების გამო, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოზიციას განაპირობებს“. გარდა ამისა, რეზოლუცია მოუწოდებს ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, “განიხილონ ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების დაკისრების საკითხი იმ როლის გამო, რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში შეასრულა“. ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად. ოპონენტებს არასოდეს წარმოუდგენიათ პოლიტიკაში თუ მართლმსაჯულებაში ბიძინა ივანიშვილის ჩარევის არცერთი ფაქტი, ის საქართველოში აღარ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ არსებობს რუსეთთან მისი პირადი თუ საქმიანი კავშირის რაიმე პრეცედენტი. შესაბამისად, ყველაფერი, რაც რეზოლუციაში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჩაიწერა, სრული სიყალბეა. გასაგებ მიზეზთა გამო, ამ წერილში არ შევჩერდები ბიძინა ივანიშვილის გამორჩეულ წვლილზე 2012 წელს საქართველოში არადემოკრატიული მმართველობის დასრულებასა და 2012 წლიდან ქვეყნის ფუნდამენტური დემოკრატიული წინსვლის უზრუნველყოფაში. ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ ყოვლად დაუსაბუთებელ ბრალდებაზე არაფორმალური მმართველობის შესახებ, რომელიც პირადად ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია. საუბარი იმაზე, რომ მთავრობა რეალურად არა პრემიერ-მინისტრის, არამედ პოლიტიკიდან წელიწადნახევრის წინ საკუთარი ნებით გასული ადამიანის მიერ იმართება, შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის. გარდა ამისა, რეზოლუციის ჩანაწერები გამოიყენება ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ საქართველოში პოლარიზაციის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და შესაბამისად, ჩემი ქვეყნისთვის ამ თვალსაზრისითაც პრობლემურია. ასევე, რეზოლუცია პირდაპირ იყო გამოყენებული შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად. შესაბამისად, ბანკი ევროპარლამენტის დოკუმენტს იყენებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანონიერი უფლებების შესალახად, რაც, ასევე, ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს. მოხარული ვარ, რომ ევროპულმა კომისიამ და ევროპულმა საბჭომ ევროპარლამენტის ყოვლად უსაფუძვლო მოწოდება არ გაიზიარეს და პირადად თქვენ ამისათვის მადლობას გიხდით. თუმცა, ევროპარლამენტის რეზოლუციის უარყოფითი გავლენის სრულად გასანეიტრალებლად, მნიშვნელოვანია, ევროპულმა კომისიამ მკაფიო პოზიცია გამოხატოს იმ უსაფუძვლო ბრალდებების მიმართ, რომლებიც რეზოლუციაშია გამოთქმული. ევროპული კომისიის მიერ მკაფიო პოზიციის გამოხატვა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ევროპული სტრუქტურების მიმართ უსამართლობის განცდა არ გაუღრმავდეს და ოპოზიციის რადიკალურმა ფრთამ ევროპარლამენტის რეზოლუცია პოლარიზაციის გაღვივებისთვის არ გამოიყენოს. გარდა ამისა, შეფასების დოკუმენტში, რომელიც ევროპულმა კომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით შედგენილი შეფასების დოკუმენტების ანალოგიურად, ნახსენებია სიტყვა დეოლიგარქიზაცია. ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და ევროპარლამენტში მათი ლობისტები ამ ჩანაწერს აქტიურად იყენებენ და აღნიშნავენ, რომ ევროპულმა კომისიამ დეოლიგარქიზაციის დათქმა დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო შეიტანა. როგორც უკვე აღვნიშნე, ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკასა და მედიაზე არავითარ ფორმალურ თუ არაფორმალურ გავლენას არ ფლობს და ოლიგარქად ვერავითარი სამართლებრივი თუ პოლიტიკური კრიტერიუმით ვერ შეფასდება. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქართველოში არის კრიმინალური წარსულის მქონე რამდენიმე ფინანსურად შეძლებული პირი, რომელიც პოლიტიკასა და მედიაზე აქტიური გავლენით სარგებლობს და ამ გავლენას ოპოზიციის რადიკალური ფრთის სასარგებლოდ იყენებს. მე თქვენ ვერ მოგთხოვთ ამ პირების ოლიგარქებად გამოცხადებას. თუმცა, იმისათვის, რომ ევროპული კომისიის შეფასების დოკუმენტი არ იყოს გამოყენებული მანიპულაციისა და საქართველოს მმართველობის სისტემის დისკრედიტაციისთვის, ჩემი თხოვნაა, კომისია მკაფიოდ გაემიჯნოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას. ამ შემთხვევაშიც, ევროპული კომისიის პოზიციის სიცხადე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, ქართულ საზოგადოებაში შევინარჩუნოთ მაღალი ნდობა ევროპული სტრუქტურების მიმართ და ხელი შეეწყოს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას საქართველოში. დანართის სახით, გიგზავნით ჩემს მიერ რამდენიმე დღის წინ საქართველოში გამოქვეყნებულ წერილს, რომელშიც დეტალურად განვმარტე ძირითადი ღირებულებები და პრინციპები, რომლებსაც ჩემს ქვეყანაში მმართველობის სისტემა ეფუძნება. ვფიქრობ, აღნიშნული წერილი ცხად წარმოდგენას შეგიქმნით იმის შესახებ, თუ რატომ ებრძვის რადიკალური ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან მისი სრული დისტანცირების შემდეგაც“, - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ტაშკენტის ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ გაავრცელა. ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა მთავრობის მეთაურს უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი, ვიცე-პრემიერი, ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი, უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფურკატ სიდიკოვი და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბდუშელიშვილი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. უზბეკეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის სფეროში არსებულ ურთიერთობებზე. აქვე, ხაზი გაესვა უზბეკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. საუბრისას აღინიშნა, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადები, ასევე, ეკონომიკური მიმართულებით საქართველოსა და უზბეკეთს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო ვითარდება. ხაზი გაესვა, რომ უზბეკეთისთვის საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო დერეფანია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის ლოგისტიკური ცენტრის როლის გასაძლიერებლად საქართველო მონაწილეობს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობისა და რეკონსტრუქციის და შავი ზღვა – კასპიის ზღვის სატრანსპორტო მარშრუტის პროექტებში. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ 2021 წელს ორმხრივი ვაჭრობის ბრუნვა 18.5%-ით გაიზარდა და 115 000 მლნ დოლარამდე შეადგინა. აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია უზბეკეთის ბაზრებზე, მათ შორის, ქართული ღვინოებისა და მინერალური წყლების საექსპორტო მოცულობების შემდგომი გაზრდით. მხარეებმა იმსჯელეს ერთობლივი საწარმოების შექმნაზე. ასევე, განიხილეს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და პორტების გამოყენების შესაძლებლობა უზბეკეთისთვის, რათა მისი პროდუქცია ევროპის ბაზარზე მოხვდეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და უზბეკეთს ისტორიულად ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. „ჩემთვის დიდი პატივია უზბეკეთში ყოფნა. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი და, პირველ რიგში, მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს ასეთი თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის. ჩვენ, საქართველოს და უზბეკეთს, ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემი ვიზიტის მიზანია, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაძლიეროთ და სხვა დონეზე ავიყვანოთ. ბატონო პრემიერ-მინისტრო, გუშინ ჩვენ ვიმსჯელეთ ძალიან ბევრ საკითხზე, არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი და მე დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები. საქართველო და ქართველი ხალხი თქვენი მეგობარია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და გელით თბილისში“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა. აბდულა არიპოვმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის უზბეკეთში ვიზიტი მნიშვნელოვანი მოვლენაა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებში. „ბატონო ირაკლი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ქვეყანაში, ძვირფასო მეგობრებო, სტუმრებო, გულწრფელად მოხარული ვართ, მოგესალმოთ თქვენ და ქართულ დელეგაციას სტუმართმოყვარე უზბეკეთში. უზბეკეთში თქვენ კარგად გიცნობენ როგორც გამოცდილ და ენერგიულ ლიდერს. თქვენი ხელმძღვანელობით მიიღება ეფექტიანი ზომები ეროვნული ეკონომიკის განსავითარებლად. ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია უზბეკეთში და, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა უზბეკეთ-საქართველოს ურთიერთობებში. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უზბეკეთში. გაუმარჯოს უზბეკეთისა და საქართველოს მეგობრობას“, – აღნიშნა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა.
ილია დარჩიაშვილი: გვაქვს მოლოდინი, რომ პრემიერის ვიზიტი უზბეკეთში იქნება ახალი იმპულსის მომტანი, რაც ორივე ქვეყანას ხელშესახებ შედეგებს მოუტანს
„გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში იქნება ახალი იმპულსის მომტანი, იმისთვის, რომ განვითარდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, გაძლიერდეს თანამშრომლობა და საერთო ინტერესების შესაბამისად ორმა ქვეყანამ მიიღოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაიგეგმა ძალიან ფართო სპექტრი აქტივობების და იმ მიმართულებების, რომელი მიმართულებებითაც ქვეყნებმა მომავალში უნდა ითანამშრომლონ. ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა „დღეს გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში. ვიზიტი გამოირჩევა თავისი მნიშვნელობით, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია. შესაბამისად, განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები, დაიგეგმა ძალიან ფართო სპექტრი აქტივობების და იმ მიმართულებების, რომელი მიმართულებებითაც ქვეყნებმა მომავალში უნდა ითანამშრომლონ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში იქნება ახალი იმპულსის მომტანი, იმისთვის, რომ განვითარდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, გაძლიერდეს თანამშრომლობა და საერთო ინტერესების შესაბამისად ორმა ქვეყანამ მიიღოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ილია დარჩიაშვილი უზბეკ კოლეგას შეხვდა
უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ვლადიმირ ნოროვს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი, მიესალმნენ საქართველოსა უზბეკეთს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას და აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის მიმდინარე პოლიტიკური კონსულტაციები ქმნის ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში განვითარების კარგ საფუძველს. ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაძლიერების მაღალ პოტენციალს ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით. დიპლომატებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და უზბეკეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის არსებულ ნაყოფიერ ურთიერთობებზეც. „საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას მადლობა გადაუხადა СOVID19-ის პანდემიის საწყის ეტაპზე საქართველოსთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის განვითარებას მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ხაზგასმით აღინიშნა რომ არსებობს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და გაფართოების მზაობა და პოტენციალი. მხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის 2022-2024 წლებისთვის თანამშრომლობის პროგრამას. ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ უზბეკ კოლეგასთან შეხვედრაზე ორმხრივ დღის წესრიგსა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებს განიხილავს. „იწყება ჩემი ოფიციალური ვიზიტი ტაშკენტში და მოხარული ვარ, რომ უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს ვხვდები. შეხვედრაზე ორმხრივ დღის წესრიგსა და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებს განვიხილავთ ყველა მიმართულებით”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის, მთავრობის მეთაურს უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი, ვიცე-პრემიერი, ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი, უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფურკატ სიდიკოვი და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბდუშელიშვილი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. უზბეკეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით არსებული პოტენციალი და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და უზბეკეთის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მიიწვია. ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო მთავრობის მეთაურის თქმით, მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო უზბეკეთს არა მხოლოდ მნიშვნელოვან და სანდო პარტნიორად, არამედ მეგობრადაც განიხილავს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკისა და სხვადასხვა სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და ხაზი გაესვა ორმხრივი ვაჭრობის ბრუნვის პოზიტიურ დინამიკას. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. ირაკლი ღარიბაშვილმა შავკატ მირზიოევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ცნობისთვის, მთავრობის მეთაურს უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი, ვიცე-პრემიერი, ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჟამშიდ ხოჯაევი, უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფურკატ სიდიკოვი და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ აბდუშელიშვილი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. უზბეკეთის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის შემდეგ, თურქმენეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, თურქმენეთში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთში უზბეკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შემდეგ გაემგზავრა. აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მუჰამეთგელდი სერდაროვი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თურქმენეთში ავთანდილ ნაფეტვარიძე დახვდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა თურქმენეთში ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქმენეთში დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის შემდეგ, თურქმენეთში გაემგზავრა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილს თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მუჰამეთგელდი სერდაროვი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თურქმენეთში ავთანდილ ნაფეტვარიძე დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი თურქმენეთის პრეზიდენტთან, სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრას გამართავს.
ირაკლი ღარიბაშვილის თურქმენეთში ვიზიტი დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თურქმენეთში ვიზიტი დასრულდა. ირაკლი ღარიბაშვილმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოსა და თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალი და ერთობლივი პროექტები განიხილეს აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაური თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, მუჰამეთგელდი სერდაროვმა გააცილა. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრა გამართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოსა და თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალი და ერთობლივი პროექტები განიხილეს
საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების გაღრმავება, ერთობლივი პროექტები და საქართველოსა და თურქმენეთის სატრანზიტო პოტენციალი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობას თურქმენეთთან. საუბარი შეეხო რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებსა და მათ შემდგომ განვითარებას. ითქვა,რომ აღნიშნული სტრატეგიული პროექტების განხორციელება გაზრდის აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას კასპიისა და შავი ზღვების გავლით, რითიც გაფართოვდება სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები და ხელს შეუწყობს რეგიონთაშორისი კავშირების განვითარებას. „საქართველო დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ახალი გზებისა და რკინიგზის მშენებლობაში, აფართოებს საზღვაო პორტების შესაძლებლობებს და საქართველოს ტერიტორიის გავლით შავი ზღვისკენ დერეფნის გამოყენება თურქმენეთისთვის ხელსაყრელი იქნება. საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიულ პარტნიორობას და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოითქვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოეხმაურა. ილია დარჩიაშვილი თურქმენ კოლეგას შეხვდა მთავრობის მეთაური წერს, რომ თურქმენეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად ახალი შესაძლებლობები განიხილეს. „ნაყოფიერი საუბარი მქონდა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან. განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩვენი დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტს ისეთი პროექტების მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობის პოტენციალის ათვისებას გულისხმობს ურთიერთსასარგებლო მიზნების მისაღწევად”,- წერს პრემიერ-მინისტრი,
პრემიერ-მინისტრი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეს ალაჰშუქურ ფაშაზადეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, აზერბაიჯანი არა მხოლოდ საქართველოს მეზობელი, არამედ მოძმე ხალხია, მეგობარი სახელმწიფოა და საქართველო აფასებს იმ ძმობას და მეგობრობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. „მინდა, კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა დაგიდასტუროთ ჩვენი მხრიდან. მოხარული ვარ თქვენი ნახვით საქართველოში. დიდი პატივია ჩვენთვის თქვენი მასპინძლობა საქართველოში, მე მახსოვს, რამდენიმე წლის წინ შევხვდით, ძალიან კარგი საუბარი გვქონდა და მიხარია, რომ დღეს ისევ გვეწვიეთ თბილისში. ყოველთვის ვამბობ, რომ აზერბაიჯანი არა მხოლოდ ჩვენი მეზობელი, არამედ ჩვენი მოძმე ხალხია, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა და რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ძმობას და მეგობრობას, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი შედეგი, კონკრეტული პროგრესი, გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და თქვენი ვიზიტი არის დასტური ამ ძმობის და სიყვარულის. მე განსაკუთრებით მახარებს ის ფაქტი, რომ თქვენ განსაკუთრებული მეგობრობა გაკავშირებთ ჩვენს უწმინდესთან და მე ვიცი თქვენი განსაკუთრებული პატივისცემის შესახებ“, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. შეხვედრაზე ალაჰშუქურ ფაშაზადემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის წვლილი ორი ქვეყნის ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებში. „მადლობას გიხდით თქვენი ძვირფასი დრო რომ დაგვითმეთ. ჩვენმა წინა შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა და რა თქმა უნდა, მივესალმები. სანამ ვიზიტი დაიწყებოდა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან კავშირი გვქონდა და მან განსაკუთრებით მთხოვა, რომ თქვენთვის პირადად გადმომეცა მისი გულთბილი სალამი და ეს მოვალეობა შევასრულე. მე პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ის, რომ კავკასიაში ამ ორი, მეზობელი ქვეყნის ურთიერთობები პოლიტიკურ ჭრილში, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური თუ სხვა მიმართულებებით მაღალ დონეზეა, ეს ცალსახად აღსანიშნავია. თქვენი და ბატონი პრეზიდენტის ურთიერთობის შესახებ მე წინა შეხვედრებზეც მქონდა საუბარი ბატონ პრეზიდენტთან. ის ყოველთვის განსაკუთრებულად მოგიხსენიებთ, დიდი პატივისცემით არის განწყობილი თქვენს მიმართ და თქვენი ურთიერთობა, აისახება ხალხზეც, ქვეყნებზეც და თქვენი მაღალი დონის ურთიერთობებშიც და ეს არის ჩვენთვის მაგალითი“, - განაცხადა ალაჰშუქურ ფაშაზადემ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა ღონისძიებებზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან, მუსლიმი თემის მხარდაჭერის მიმართულებით ხორციელდება. შეხვედრაზე ითქვა, რომ ამ დროისთვის სახელმწიფომ მუსლიმებს სარგებლობაში გადასცა 228 მეჩეთი, ასევე 1300 კვ. მეტრი მიწა თბილისში „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ ცენტრალური ოფისის ასაშენებლად. დღეის მდგომარეობით საქართველოში 300 მოქმედი მეჩეთი არსებობს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, კავკასიის მუსლიმთა თემის თავჯდომარის პირველი მოადგილე სალმან მუსაევი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე საიბ ნაგიევი ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი მეუფე გერასიმე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის ახალ ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, მთავრობის მეთაურმა ახლად დანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა და იმედი, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება. "აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია და მიმდინარე წელს იანვარ-ივნისის სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და ჩინეთს შორის 922 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აგრეთვე, საუბარი შეეხო ჩინურ ინვესტიციებს და ითქვა, რომ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩინეთიდან 695 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, რასაც ქართული მხარე მიესალმება. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო ტურიზმის სფეროს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელს უწყობს ტურისტების დინამიურ ზრდას. ამასთან, გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი შეხვედრა, რომელიც ყოველწლიური ღონისძიებაა, მალე გაიმართება. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე. ითქვა, რომ საქართველო აფასებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აგრეთვე, ყურადღება დაეთმო ორმხრივი კავშირების გაძლიერებას საგანმანათლებლო-სამეცნიერო მიმართულებებით. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წელს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის ახალ ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერ-მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ალი ქაან ორბაიმ ირაკლი ღარიბაშვილს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისგან, რეჯეფ თაიფ ერდოღანისგან გულთბილი მოკითხვა გადასცა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. აღინიშნა ბოლო წლებში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი შედეგები, მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკური დინამიკა და რეგიონულ-გეოსტრატეგიული ხასიათის პროექტებში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ჩართულობა და აქტიური თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკასთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან არსებული ეფექტური თანამშრომლობის ყველა მიმართულებით კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის უსაფრთხოებისთვის, ისე სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის. განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონში არსებული ვითარება. ხაზი გაესვა რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე, მთავრობის მეთაურმა ელჩს მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიის ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და აღინიშნა ელჩის პირადი წვლილი ამ ურთიერთობის განმტკიცების მიმართულებით. „მთავრობის მეთაურმა გერმანიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობამ, ფაქტობრივად უკვე დაიწყო ევროპული საბჭოს მიერ გათვალისწინებული 12 პრიორიტეტის განხორციელება კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ხაზი გაესვა ასოცირების დღის წესრიგის წარმატებით განხორციელებას, ასევე ასოცირების შესახებ შეთანხმებასა (AA) და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. ითქვა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო და ერთგულ პარტნიორად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი იქნება
რა საკითხები განიხილეს მთავრობის სხდომაზე
მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს. ადმინისტარციის ცნობით, მთავრობის წევრებმა იმსჯელეს ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც „მოწესრიგდება დიპლომატიურ სამსახურში როტაციის ციკლი, რომლითაც დარეგულირდება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში თანამშრომლეთა გრძელავდიანი მივლინებით წარგზავნის წესი და ვადები“.ასევე, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც გარე ვაჭრობის საკითხების დარეგულირებას ითვალისწინებს. ცვლილების მიხედვით, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობისა და არასათანადო რეკლამის განთავსებისათვის დარღვევებზე სანქციები და ჯარიმების გავრცელდება. აღნიშნულ მუხლებს ემატება სანქციები ამ მუხლებით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენისათვის.
ირაკლი ღარიბაშვილმა აბდულა შაჰიდთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტს აბდულა შაჰიდს შეხვდა. ინფორმაცას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი საქართველოს ეწვევა შეხვედრაზე მხარეებმა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოსა და ორგანიზაციის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე და გაეროს მნიშვნელოვან როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. პრემიერ-ინისტრმა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო მშვიდობისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვის, მდგრადი განვითარებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელი -გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი საქართველოში ქემლინ ფერლი, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის მოადგილე ფერნანდო ანდერს მარანი, სამართლებრივ, საბიუჯეტო და რეფორმის საკითხებზე გუნდის ხელმძღვანელის მოადგილე ინგა ყანჩაველი. საქართველოს მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსხური ავრცელებს. მისივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მთავრობის ხელმძღვანელი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნურ-სულთანის ნურ-სულთან ნაზარბაევის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრი ბახიტ სულტანოვი და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ყაზახეთის რესპუბლიკაში გიორგი ჩხეიძე დახვდნენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვს შეხვდა. პრემიერების პირისპირ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ყაზახეთსა და საქართველოს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ეს ჩემი მეორე ვიზიტია თქვენს ქვეყანაში და მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი თბილი მიღებისთვის. ჩემი მთავარი გზავნილი ის არის, რომ მინდა დავადასტურო პარტნიორობისა და თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის ჩვენი მზაობა, რომელიც, უნდა ითქვას, რომ ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ბოლო წლების განმავლობაში. ისტორიულად ძალიან ძლიერი ურთიერთობები და მეგობრობა გვაკავშირებს. წელს აღინიშნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილე და სწორედ ამიტომ, ჩემი მთავარი გზავნილი გახლავთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების, მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი. ამიტომ, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. როგორც ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ყაზახეთი მზადაა გააძლიეროს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა. „მოგესალმებით ყაზახეთში. ჩვენს ქვეყანაში ეს თქვენი მეორე ვიზიტია და მინდა მოგილოცოთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დაარსებიდან 30 წლის იუბილე. ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება თანამშრომლობის და პარტნიორობის, ნაყოფიერი პარტნიორობის პრინციპებს. ჩვენი მთავრობა მზადაა, გააძლიეროს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა და მინდა ვისურვო ამ პარტნიორობის წარმატებით გაგრძელება“, - განაცხადა ალიხან სმაილოვმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ყაზახეთის პრეზიდენტთან ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ
ყაზახეთის პრეზიდენტთან ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრას. ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს ტურიზმის, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ და ყაზახეთის რესპუბლიკამ 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შედეგად მჭიდრო პარტნიორობა დაამყარეს. „ნაყოფიერი საუბარი მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან. აღინიშნა, რომ ჩვენმა ქვეყნებმა 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების შედეგად მჭიდრო პარტნიორობა დაამყარეს. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში“, – წერს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდა. ყასიმ-ჟომართ თოყაევმა სირაკლი ღარიბაშვილს დელეგაციასთან ერთად, „აკორდას“ სასახლეში უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილი: ყაზახეთის პრეზიდენტთან ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივების, ინვესტიციების სფეროში არსებული თანამშრომლობის და ამ მხრივ არსებული მიღწევების შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას ტრადიციულად მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული კავშირები აქვთ და ხაზი გაესვა არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრის თქმით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მაღალი პოტენციალი არსებობს. „ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა. უპირველეს ყოვლისა, თბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის გიხდით მადლობას. ეს ჩემი მეორე ვიზიტია თქვენს მშვენიერ ქვეყანაში და სიმბოლურია, რომ წელს აღინიშნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე. რა თქმა უნდა, კარგი ურთიერთობა, მეგობრობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს მრავალი მიმართულებით. ერთი კონკრეტული გზავნილით გეწვიეთ, რათა გავაძლიეროთ და გავზარდოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა და კავშირები გავაღრმაოთ ყველა მიმართულებით. სავაჭრო ბრუნვა იზრდება და გასულ წელს ამ მიმართულებით 42 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში უკვე 150 პროცენტიანი ზრდა გვაქვს. რა თქმა უნდა, ბევრი შესაძლებლობა არსებობს და პოტენციალიც მაღალია ჩვენი ორმხრივი კავშირების გასაძლიერებლად. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ ურთიერთობას, მეგობრობას და თანამშრომლობას დიდად ვაფასებთ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას გულთბილი მიღებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეხვედრაზე ყაზახეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას მჭიდრო კავშირები და მეგობრული ურთიერთობა აქვს. „მოგესალმებით ყაზახეთში. როგორც კატარში ჩვენს შეხვედრაზე შევთანხმდით, თქვენ ჩვენთან ჩამობრძანდებოდით და იმედი მაქვს, რომ თქვენი დღევანდელი ვიზიტი წარმატებული აღმოჩნდება. როგორც ვიცი, თქვენი პროგრამა საკმაოდ დატვირთულია. შეხვედრებია დაგეგმილი იმისათვის, რომ დამატებითი სტიმული მიეცეს საერთო ურთიერთობების და თანამშრომლობის განვითარებას ყაზახეთსა და საქართველოს შორის. ასევე მინდა ვთქვა, რომ მჭიდრო კავშირები და მეგობრობა აქვს ჩვენს სახელმწიფოებსა და ქვეყნებს. ჩვენი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ეს მეგობრობა და თანამშრომლობა გადავზარდოთ განგრძობად ურთიერთობაში. ამდენად, კიდევ ერთხელ მოგესალმებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დასრულდა. ირაკლი ღარიბაშვილი: ყაზახეთის პრეზიდენტთან ლოგისტიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განვიხილეთ ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა ნურ-სულთანის, ნურსულთან ნაზარბაევის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იერმუხამბეტ კონუსპაევმა გააცილა. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალიხან სმაილოვს და პრეზიდენტს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა.პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.
კარიბჭის ამპლუაში საქართველოს მზარდი როლი ცენტრალური აზიის ქვეყნების მიერ შესაძლოა მეტად იყოს ათვისებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ყაზახ კოლეგასთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა და თანამშრომლობის შემდგომი ზრდის შესაძლებლობები განიხილეს. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვთან. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობა და თანამშრომლობის შემდგომი ზრდის შესაძლებლობები ორმაგ და მრავალმხრივ ფორმატებში. კარიბჭის ამპლუაში საქართველოს მზარდი როლი შესაძლოა, მეტად იქნეს ათვისებული ცენტრალური აზიის ქვეყნების მიერ“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერმა ისაუბრა, ბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დაბრუნების შესახებ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ამ თემაზე სპეკულაციები ვრცელდება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ჟურნალისტმა პრემიერს ჰკითხა იგეგმება თუ არა მისი შეცვლა და პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება. „ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია. მოგეხსენებათ, რომ ბატონმა ბიძინამ ვრცლად განმარტა მისი მოტივაცია, თუ რატომ დატოვა პოლიტიკა შარშან, შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაციები არის სპეკულაციები, არავითარი საფუძველი არ არსებობს თქვენი განცხადებისა. დანარჩენი, თქვენ ალბათ რამდენიმე დღის წინ ნახეთ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაც, წერილი, რომელშიც ძალიან ნათლად, მკაფიოდ არის ახსნილი მისი ხედვაც, მოტივაციაც და პირადი საქმეც, ასე რომ, მე ვფიქრობ, საზოგადოებას სრული ინფორმაცია აქვს ამ საკითხზე“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ბიძინა ივანიშვილმა წერილი 27 ივლისს გაავრცელა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერებისა და გაუმჯობესების მიზნით, მაქსიმუმს გავაკეთებ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პირდაპირი პასუხი არ გასცა შეკითხვას, იყო თუ არა საქმის კურსში შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილსა და შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის გაიმართა. ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ შეერთებული შტატებთან და ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. „მე როგორც პრემიერ-მინისტრი, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობების გაძლიერებას, გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით მე მაქსიმუმს გავაკეთებ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. რატომ დაიწყეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ანტიდასავლური კამპანია და ეთანხმება თუ არა „განდგომილების პოზიციას“, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ჩვენ დიდი განსაცდელი გამოვიარეთ მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში“. „ჩვენმა გუნდმა მოვახერხეთ და ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც არის ომი, ავარიდეთ ქვეყანას მიუხედავად დიდი პროვოკაციებისა, პირდაპირი მოწოდებებისა“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს ურთიერთობები მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკასთან. „ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, ეს არის შეუქცევადი გზა“, - დაამატა ღარიბაშვილმა. ბიძინა ივანიშვილმა 27 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ აშშ-ის ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა.
პრემიერი ბიჭვინთის საკითხზე: მოვუწოდებდი ჩვენს პოლიტიკოსებს, ზედმეტი აჟიოტაჟი არ ავტეხოთ
„მე მინდა გითხრათ მთავარი, არამხოლოდ ბიჭვინთა, არამედ მთელი აფხაზეთი, ჩვენი ძირძველი, ისტორიული ტერიტორია და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი, არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე მოვუწოდებდი პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ უნდა ავტეხოთ“, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკის და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადასვლას ეხებოდა. პრემიერ-მინისტრის თქმით, „მთავრობის გონივრული პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობაა შენარჩუნებული“. „მათ (პოლიტიკოსებს, რედ.) შევახსენებდი, რომ სწორედ მათი უგუნური პოლიტიკის შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა აი ამ კონფლიქტთან და 100-ზე მეტი სოფელი. ჩვენ ჩვენი გონივრული პოლიტიკით ვაკეთებთ იმას, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია სიმშვიდე, სიწყნარე, სტაბილურობა და ჩვენ ჩვენი ასეთივე გონივრული პოლიტიკით, ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რეაგირებისკენ სამოქალაქო სეტორმა და ოპოზიციამ მოუწოდეს. „ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს საგარეო უწყებასთანაც, რომელიც საკითხს ამ დრომდე არ გამოხმაურებია. შეგახსენებთ, ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ასევე წაიკითხეთ სალომე ზურაბიშვილი: იმას, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმაა
ირაკლი ღარიბაშვილი სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის დამიანეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის დამიანეს გარდაცვალების გამო, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის დამიანეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე დაიღუპა მთავრობის მეთაური სამძიმარსა და თანაგრძნობას უცხადებს ეპისკოპოსის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მრევლს, სამთავისისა და კასპის ეპარქიას, საქართველოს საპატრიარქოს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის დამიანეს გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ მისი ყოვლადუსამღვდელოესობის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მრევლს, სამთავისისა და კასპის ეპარქიას, საქართველოს საპატრიარქოს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებისთვის სახელმწიფო 100 00 ლარს გამოყოფს
„სახელმწიფო გუდაურში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს მაქსიმალურად დაუდგება გვერდში, შსს თითოეულ ოჯახს 100 000 ლარს გამოუყოფს, ასევე, ექიმებისთვის გამონაკლისის სახით ჯანდაცვის სამინისტროც 100 000 ლარს გამოყოფს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულების ოჯახის წევრებს, კოლეგებს და საზოგადოებას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კარგად იცნობდა დაღუპულ მფრინავებს. „პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი ღრმა მწუხარება გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ დავკარგეთ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ეკიპაჟის წევრები და მაშველები, ასევე, გამოჩენილი მფრინავები, ღირსეული ადამიანები. მე ძალიან კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს, წლებია უკვე, ჩვენ ერთად ვმგზავრობდით და მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას, სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ შემადგენლობას და თითოეულ თანამშრომელს. ასევე, დაღუპულ ექიმებს. ეს დიდი ტრაგედიაა, ჩვენ ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული ამ ტრაგედიამ და მინდა კიდევ ერთხელ, ჩვენი მწუხარება გამოვხატო ამ ოჯახების მიმართ. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს. სამინისტრო თითოეულ ოჯახს გამოუყოფს 100 000 ლარს, გამონაკლისის სახით ჯანდაცვის სამინისტრო ასევე ექიმებისთვის გამოყოფს 100 000 ლარს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისათვის, 2015 წელს, მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო დაღუპული პოლიციელის ოჯახი ერთჯერადად 100 000 ლარს მიიღებს. შეგახსენებთ, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ირაკლი ღარიბაშვილი: 2026 წლამდე, ყოველ წელს, საჯარო მოხელეების ხელფასები მინიმუმ 10%-ით გაიზრდება
2026 წლამდე, ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები, ჯამში დაახლოებით 50%-იანი მატება გამოვა უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა და ამიტომ, სექტემბერში ბიუჯეტის კორექტირება მოხდება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დამატებითი შემოსავლები უფრო მეტი პროექტის დაფინანსების საშუალებას მისცემს მთავრობას. „ჩვენ, სავარაუდოდ სექტემბრის თვეში მივმართავთ პარლამენტს და მოვახდენთ ბიუჯეტის კორექტირებას. ბიუჯეტი გაიზრდება, ვინაიდან დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა სახელმწიფოს ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო და რა თქმა უნდა, უფრო მეტი თანხები გვექნება გასანაწილებელი უწყებების მიხედვით, უფრო მეტი პროექტი დაფინანსდება. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურება იზრდება. მინდა ასევე შევახსენო საზოგადოებას, რომ წლების განმავლობაში, დაახლოებით 2017 წლიდან 2020 წლამდე პრაქტიკულად არც ერთ წელს არ გაზრდილა ხელფასები საჯარო სექტორში, რაც ვფიქრობ, დიდი შეცდომა იყო. ჩვენ თუ შევადარებთ კერძო სექტორში და საჯარო სექტორში არსებულ შრომით ანაზღაურებას, ჩამორჩენა არის საგრძნობი და ამას სჭირდება მოწესრიგება. 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა ყოველწლიურად, დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება - ფინანსთა მინისტრი ამიტომ, ჩემი დავალებით, წელს, იანვარში დავიწყეთ ამის მოწესრიგება, იანვარში 10%-ით გაიზარდა ხელფასი ყველა საჯარო მოხელისთვის. ახლა უკვე ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა ჩვენი ხედვა, განისაზღვრა კრიტერიუმები და დადგენილებით უკვე მოწესრიგდება აღნიშნული საკითხი, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ 2026 წლამდე, ყოველ წელს, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები. ჯამში დაახლოებით 50%-იანი მატება გამოვა უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ ტენდენციებს, პროცესს, დინამიკას სჭირდება შენარჩუნება, კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება სამინისტროებს, მეტი კარგი ინიციატივები, რომელსაც ძალიან მალე გავაჟღერებთ და დავიწყებთ სექტემბრიდან. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა სტაბილურობის მნიშვნელობას, რომელიც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა, მთავრობამ, მმართველმა გუნდმა შევინარჩუნეთ ამ რთულ პერიოდში და კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მოსახლეობას, ჩვენს ხალხს ვუთხრა, რომ ჩვენთან შენარჩუნდება მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერი: 7 წლის წინ სუს-ის დაფუძნებით უმნიშვნელოვანესი რეფორმა გავატარეთ
7 წლის წინ სუს-ის ცალკე სტრუქტურად დაფუძნებით ჩვენ გავატარეთ უმნიშვნელოვანესი რეფორმა; შეიქმნა მას შემდეგ დამოუკიდებელი, ძლიერი სამსახური, რომელიც არის ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე, რომლის მთავარი მიზანია ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს, მისი თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების უმაღლეს დონეზე უზრუნველყოფა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 7 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, სამსახური ჩამოყალიბდა ქვეყნისთვის საკვანძო, თანამედროვე სტანდარტების ინსტიტუტად, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას მრავალი მიმართულებით. ამ პერიოდის განმავლობაში სამსახური ჩამოყალიბდა ქვეყნისთვის საკვანძო, თანამედროვე სტანდარტების ინსტიტუტად, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას მრავალი მიმართულებით და ამის თაობაზე ბატონმა გრიგოლმა ვრცლად ისაუბრა. იქნება ეს ანტიტერორისტული საქმიანობა, თუ შიდა და გარე საფრთხეების გამოვლენა, პრევენცია და აღკვეთა, კორუფციისა და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგის და სუვერენიტეტის დაცვა. თქვენი საქმიანობის სპეციფიკა ისეთია, რომ თქვენი ყოველდღიური, ზოგჯერ მაღალ რისკებთან დაკავშირებული შრომა ხშირად შეუმჩნეველი რჩება ფართო საზოგადოებისთვის. მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ ძალზედ ვაფასებთ იმ უდიდეს წვლილს, რომელიც თქვენ შეგაქვთ ჩვენი მოქალაქეების და მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაში,“- აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების სახელით, სამშობლოსა და ხალხის მსახურებისთვის სუს-ის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. „პირადად ჩემი, საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების სახელით მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ამ შრომისათვის, ამ ერთგულებისთვის, ამ თავდადებისა და პროფესიონალიზმისათვის, ჩვენი სამშობლოსა და ხალხის მსახურებისათვის. რა თქმა უნდა, გამოწვევები ძალიან ბევრია. შემთხვევით არ არის, რომ სწორედ თქვენი სამსახურის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული, ორკესტრირებული შეტევა, შიდა თუ გარე მტრების მიერ. მაგრამ მე მჯერა, რომ ეს ბრძოლა თქვენ კიდევ უფრო გაგაძლიერებთ და ამის შემდეგ კიდევ უფრო მტკიცე, ძლიერ სამსახურად ჩამოყალიბდებით. მე ასევე მინდა, ძალიან მოკლედ შევეხო, რომ ჩვენ ამ 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ. ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ ახალგაზრდა დემოკრატიაა და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია გამოწვევები. მთავარი არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და არ ვრცელდება ჩვენი კონტროლი ჩვენს ძირძველ ტერიტორიებზე. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ემატება ის საფრთხეები, რომელიც მიმდინარეობს შიდა დესტრუქციული ძალების მხრიდან. რა თქმა უნდა, ამაშიც მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო თქვენი როლი, რომ დროულად ხდება როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეების გამოვლენა, აღკვეთა, პრევენცია. მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ ყველას გვახარებს არის ის, რომ თქვენი პირადი შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობა არის გულანთებული პატრიოტი, რომელიც ემსახურება და იცავს ჩვენს სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, - აღნიშნა პრემიერმა მთავრობის პრესსამსახურის ცნობით. მიწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა. ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ თანამშრომლებს და გუდაურში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის წევრებს, მაშველებსა და ექიმებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 7 წლისთავთან დაკავშირებით, სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა სამსახურის თანამშრომლები დააჯილდოვა.
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსთან არაიკ ჰარუთიუნიანთან შეხვედრა გამართა. ამის ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა არაიკ ჰარუთიუნიანის საქართველოში სამუშაო ვიზიტს და მაღალი შეფასება მისცა საქართველო – სომხეთის პოლიტიკური დიალოგის დონეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც არის სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების კარგი საფუძველი. არაიკ ჰარუთიუნიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გულთბილი მოკითხვა გადასცა. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სომხეთი დაინტერესებულია საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებითა და ორმხრივი დღის წესრიგის წინსვლით. მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას.
ირაკლი ღარიბაშვილი ჰოლდინგ Mivtach Shamir-ის თავმჯდომარე მეირ შამირს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჰოლდინგ Mivtach Shamir-ის თავმჯდომარე მეირ შამირს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს, მათ შორის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის დარგების მიმართულებებით. საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილმდებარეობას, საერთაშორისო ვიზიტორების მზარდ რიცხვსა და ქვეყანაში არსებულ შეღავათიან საგადასახადო პირობებს. „Mivtach Shamir ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგია, რომელიც ისრაელის ბაზარზე უძრავი ქონების, ენერგეტიკის, ფინანსების და ტექნოლოგიების სექტორების მიმართულებით 30-წელზე მეტია ოპერირებს. კომპანია ასევე წარმოდგენილია ინდოეთსა და აშშ-ში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან – კომპანია Mivtach Shamir-ის პარტნიორი ენერგეტიკის სექტორში დორონ გრუპერი და ელექტროსადგურების ექსპლუატაციის ექსპერტი შლომო გიგი, ხოლო საქართველოს მხრიდან – ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს და აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ახალი საკურორტო ზონების შესწავლას და არსებული კურორტების განვითარებას. ითქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის საჭიროა საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა, რისთვისაც კურორტების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბალნეოლოგიურ კურორტებსა და კერძო ინვესტიციებს. აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.
ირაკლი ღარიბაშვილი: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ - საქართველო გაერთიანდება
ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს - საქართველო გაერთიანდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს. "14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ქედს ვიხრი ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის წინაშე, რომლებიც აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ. ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს - საქართველო გაერთიანდება!", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის გაცხადება მისივე Facebook გვერდზე გავრცელდა.
პრემიერი: თარიღი 8 აგვისტო არასდროს გამხდარა განხილვის საგანი, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ
„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ თარიღებზე გვიწევს საუბარი, ჩვენ ყველა იმისთვის ვართ შეკრებილები, რომ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე, დანარჩენ სპეკულაციებს თარიღებზე, გთხოვთ, ყველამ თავი შევიკავოთ“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, „რატომ არ აღნიშნავს ის ომის თარიღს 7 აგვისტოს, როდესაც რუსეთის არმია შემოვიდა საქართველოში“. უხერხული ხომ არ არის, რომ მედვედევის რიტორიკის საპასუხოდ მოდიხართ აქ? - მიმართა ჟურნალისტმა ღარიბაშვილს, რომელიც დღეს დილით მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. „თარიღი 8 აგვისტო არასდროს გამხდარა განხილვის საგანი, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ (მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. რედ.) ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ და საერთოდ, უხერხულია, ჩვენი გმირების ოჯახის წევრები დგანან და ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა პროვოკაციული უწოდა შეკითხვას მის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს სამაგალითო გმირობა, თავდადება
მინდა, ჩემი და ჩვენი მთავრობის სახელით გამოვხატო ჩვენი უდიდესი მოკრძალება და გამოვუცხადო მწუხარება ჩვენი გარდაცვლილი გმირების, ჩვენის სამხედროების და არა მხოლოდ სამხედროების, ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, ჩვენი გმირების ნათელ ხსოვნას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა. „ძალიან ბევრი ადამიანი, ჩვენი თანამოქალაქე, გმირი დავკარგეთ, ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს მართლაც სამაგალითო გმირობა, თავდადება, თავგანწირვა, მათ ღირსეულად დაიცვეს თავი, დაიცვეს ჩვენი სამშობლო, თავი შესწირეს ჩვენს სამშობლოს და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადაარჩინეს. ახლა კიდევ ერთხელ მოვისმენთ მათი რეალური ისტორიები, გმირობის ისტორიები და გმირობის მაგალითები, რომელიც ჩვენმა გმირმა სამხედროებმა ჩაიდინეს, კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. მინდა, ვუსურვო ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, გამთლიანება. ძალიან სამწუხაროა, რომ თარიღებზე გვიწევს საუბარი. ჩვენ, ყველანი დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ ქედი მოვიხაროთ ჩვენი გმირების წინაშე, დანარჩენ თარიღებზე საუბარს სპეკულაციებს, გთხოვთ ყველას, რომ თავი დავანებოთ. მინდა, შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი-რვა აგვისტო საერთოდ არასდროს გამხდარა განხილვის საგანი, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ყოველთვის რვა აგვისტოს ამოდიოდნენ და საერთოდ უხერხულია, ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახების წევრები დგანან და ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე. მთავარი არის არის შემდეგი, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი, ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და გაასწორეს ჩვენი ხალხი, გაწირეს ჩვენი სამხედროები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. ასევე წაიკითხეთ: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.
ირაკლი ღარიბაშვილი: ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი, თავიდან ვერ აიცილეს ომი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კვლა გაიმეორა, რომ „მოღალატე პოლიტიკურ ძალას საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა კვლავ სურს. პრემიერმა ჟურნალისტების შეკითხვებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე უპასუხა. „მე გეტყვით მთავარს - თქვენი ტელევიზიების დე-ფაქტო მფლობელის, ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი. მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და ხალხი, ჩვენი სამხედროები. დღეს რომ გამოდიან და თავს დებენ პატრიოტობაზე, მინდა მათ შევახსენო, აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე თვე იყო გასული, 2009 წლიდან სააკაშვილმა დაიწყო რუსული სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემა. მაშინ მოვისმინეთ, რომ რუსულ ფულს სუნი არ ჰქონდა - ეს ერთი; მეორე - სააკაშვილის ხელისუფლებამ ცალმხრივად გააუქმა უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. მესამე - ასევე სააკაშვილის ხელისუფლებამ ომის შემდეგ არავითარი ქმედება არ განახორციელა, რომ სანქციების ორგანიზება გაეკეთებინა, დაეწყოთ მუშაობა, რათა რუსეთს გარკვეული სანქციები დაკისრებოდა ოკუპაციის გამო, ამის ნაცვლად, მათ ცალმხრივად გააუქმეს უვიზო რეჟიმი, რუსულ კომპანიებს სტრატეგიული ობიექტები გადასცეს და შემდეგ მხარი დაუჭირეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „მიუხედავად მრავალი მცდელობისა და გეგმა, ვინც ეს ომი ვერ ააცილა და არ ააცილა ჩვენს ქვეყანას, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი ყოფილიყო, ჩაიშალა და ჩაიშლება ყოველთვის. ამის შემდეგ მათ ნახეს, რომ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა არის მთელს მსოფლიოში საქართველოში, არცერთ ქვეყანაში არ არის ასეთი პროგრესი ასე ვთქვათ და ვინაიდან მათ ვერ მიაღწიეს მიზანს და ვერ გადმოიტანეს მეორე ფრონტი საქართველოში, უნდათ, რამენაირად დააზიანონ ისევ ჩვენი მოქალაქეები. როცა უნდათ, რომ შეაფერხონ ტურიზმი, ტურისტების შემოდინება საქართველოში, ეს ვისზე აისახება? - აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ეკონომიკაზე, ჩვენს ხალხზე, მოქალაქეებზე. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა შეკითხვის საპასუხოდ, რატომ არ აწესებს საქართველო სავიზო შეზღუდვებს რუსეთის მოქალაქეებისთვის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 16 საკითხი განიხილეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, განსახილველ საკითხთა შორის იყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული საკითხი, რომლის საფუძველზეც 500-ზე მეტ დევნილ ოჯახს თბილისსა და რეგიონებში საკუთრებაში გადაეცემა და დაუკანონდება საცხოვრებელი ბინები, დამხმარე ფართები და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები. როგორც სხდომაზე აღინიშნა, მთავრობისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა, შესაბამისად, ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება. ასევე, განიხილეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვით, ორ კომპანიას საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია, ჩვენს საამაყო ქალბატონებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია, - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორობას ულოცავს. ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა აზერბაიჯანელი მოწინააღმდეგეები ბოლო ტურში - 3:1 დაამარცხეს პრემიერი მოჭადრაკეებს შემდგომ წარმატებებს უსურვებს. „საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია! ინდოეთის ქალაქ ჩენაიში გამართულ საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ვულოცავ ჩვენს საამაყო ქალბატონებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ“, – ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, 2022 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში 2022 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად სრული მზადყოფნაა როგორც სახელმწიფოს, ისე მეღვინეობის კერძო სექტორის მხრიდან. განიხილეს ის კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა განხორციელება რთველის ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარებისთვისაა აუცილებელი. ხაზი გაესვა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, ყველა მევენახე ფერმერი შეძლებს მოსავლის რეალიზაციას და ამასთან ერთად, შენარჩუნებული იქნება მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ბოლო წლების სტაბილური განვითარების დინამიკა. აღინიშნა, რომ რთველის საკოორდინაციო შტაბი 25 აგვისტოს ქალაქ თელავში გაიხსნება და ტრადიციულად, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეების სუბსიდირება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული დეტალები უახლოეს მთავრობის სხდომაზე გახდება ცნობილი. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი ესწრებოდნენ.
შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან - ირაკლი ღარიბაშვილი
შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს. შინდისის ბრძოლა ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში - თავდაცვის სამინისტრო პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ბრძოლაში გმირულად დაცემული 17 ქართველი მეომრის ნათელ ხსოვნას.„14 წელი შესრულდა აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და გამორჩეული გმირობის ისტორიიდან - შინდისის ბრძოლიდან. დღეს სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ბრძოლაში გმირულად დაცემული 17 ქართველი მეომრის ნათელ ხსოვნას. სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მათი თავდადება მუდამ დარჩება ჩვენი თანამედროვე ისტორიის საამაყო მაგალითად, რომელზეც მომავალი თაობები გაიზრდებიან”, - აღნიშნავს ღარიბაშვილი. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.
ირაკლი ღარიბაშვილი Demirören ჰოლდინგის თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენს შეხვდა
საქართველოს მთავრობის მეთაური Demirören ჰოლდინგის თავმჯდომარე ილდირიმ დემირორენს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში, უძრავი ქონების სექტორში, ენერგეტიკასა და ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. შეხვედრაზე ითქვა, რომ კომპანიის მხრიდან წყალტუბოში ახალი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს – „ძველი ივერია“ მშენებლობისთვის მსხვილი ინვესტიცია განხორციელდება. შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყანაში არსებული პოტენციალი. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში ინვესტორებისთვის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემოა, დაბალი გადასახადები და ქვეყნის უნიკალური ადგილმდებარეობა კი საქართველოს უცხოელი ინვესტორებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას Demirören ჰოლდინგის ვიცე-პრეზიდენტი ზია ალემდარი, ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლები – სინან ოქტაი და ალაათინ აიკაჩი, აგრეთვე, „Lidia ჯგუფის” თავმჯდომარე კივანჩ ოქტაი და „პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი ივანე ნაკაიძე ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ჩვენი ბრძენი პატრიარქის სიტყვები: დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია
"მე მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ჩვენი ბრძენი პატრიარქის სიტყვები, რომელიც შეიძლება ითქვას, ყველაზე უკეთ გამოხატავს დღევანდელი დღის, ნამდვილი სახალხო დღესასწაულის მნიშვნელობას - დიდგორი ჯერ კიდევ მოსაგებია! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხდა. პრემიერმა დიდგორობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ცხრა საუკუნის წინ მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვება „ძლევაი საკვირველი“, რომელიც მსოფლიო ისტორიის უდიდეს სამხედრო-სტრატეგიულ გამარჯვებათა რიგს ეკუთვნის, ჩვენი ერის გაერთიანების, ჩვენი სახელმწიფოებრივი გაერთიანებისა და განმტკიცების მყარი საფუძველი გახდა. „დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის გათავისუფლება და დასაბამი მისცა საქართველოს ისტორიის ოქროს ხანას – პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, რელიგიურ, საგანმანათლებლო აღორძინებას. ამ გამარჯვებით საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი. ამავე დროს, კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ჩვენს მომავალ თაობას, განსაკუთრებით ჩვენს შვილებს, ახალგაზრდებს, რომ ეს იყო სწორედ ეროვნული, ქრისტიანული ღირებულებების გამარჯვების დღე, რომელსაც ეფუძნება ჩვენი კულტურა, ისტორია და ჩვენი ქვეყნის ტრადიციები. სწორედ ეს ღირებულებები გვიმაგრებს ზურგს დღესაც. ეს არის ჩვენი ერთადერთი მყარი საფუძველი“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკა აახლოებს დღეს, როცა აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გაგრძელდება ქვეყნის შენება
დღეს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი შესრულდა. ჩვენი უახლესი ისტორიის ყველაზე დრამატულმა მოვლენამ, ძმათა შორის დაპირისპირებამ მოიტანა გაუმართლებელი ნგრევა, საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია ასეულობით ათასი ადამიანი და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი თანამოქალაქის – ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სამშვიდობო, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკა აახლოებს იმ დღეს, როდესაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გაგრძელდება ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენება. „მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს თითოეული მათგანის ნათელ ხსოვნას. მე ღრმად მწამს, რომ სამშვიდობო, ურთიერთპატივისცემასა და დიალოგზე ორიენტირებული ჩვენი პოლიტიკა აახლოებს იმ დღეს, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას, რომელიც შექმნის თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და გაძლიერების ყველა პირობას“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. აფხაზეთის ომის დაწყებიდან 30 წელი გავიდა. საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა შიდა ქართლის რწმუნებული დანიშნა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ახალ გუბერნატორს შეხვდა და რეგიონის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა. „მთავრობის მეთაურმა მიხეილ შაყულაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ახალმა გუბერნატორმა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა, არის სამართლის დოქტორი. მიხეილ შაყულაშვილი იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აგრეთვე არის ასოცირებული პროფესორი „ალტე უნივერსიტეტსა“ და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტში“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი ესწრებოდა.
ირაკლი ღარბაშვილი: რთველი წელსაც დასუბსიდირდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხდებით, რთველი 2022 წელსაც დასუბსიდირდება და ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 150 მილიონი დაიხარჯება. ერთი კილოგრამი თეთრი ყურძნი 90 თეთრი ეღირება. პრემიერის თქმით, არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. „პროცესში ღვინის 300-მდე კომპანია ჩაერთვება. ჩვენ მათთან სრული კოორდინაცია გვაქვს. შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს. ჩვენ წელს რეკორდულ მოსავალს ველოდებით - დაახლოებით, 300 000 ტონა მოსავალს. ეს რეკორდული მაჩვენებელია. ყველა გამოწვევისა და ფაქტორის გათვალისწინებით, წელსაც, რა თქმა უნდა, სუბსიდირება გაგრძელდება. ჯამურად, მთავრობას სუბსიდირება დაახლოებით 150 მილიონი ლარი დაუჯდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჯამურად, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა $1 მლრდ 618 მლნ შეადგინა
ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს და 476 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჯამურად, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 მლრდ 618 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. მთავრობის მეთაურის თქმით, ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული მსგავსი ტენდენციები იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით მაღალი ზრდის ტენდენცია ივლისშიც შენარჩუნდება. „თქვენ ხედავთ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი ტურისტია შემოსული და მინდა გითხრათ, რომ ივლისში, მოგზაურობიდან, ანუ ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, პირველად, პანდემიის შემდეგ გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს. ანუ, არათუ მოხდა აღდგენა და გაუთანაბრდა, არამედ გაასწრო 2019 წლის მონაცემებს და გვაქვს შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი. კერძოდ: ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 476 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც, როგორც მოგახსენეთ, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია, ხოლო ჩვენ თუ ამას შევადარებთ 2021 წლის მაჩვენებელს, დაახლოებით 130%-ით მეტია. ჯამურად, იანვარ-ივლისში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 მლრდ 618 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ასე რომ, ექსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით დაფიქსირებული მსგავსი ტენდენციები შესაბამისად იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით მაღალი ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება ივლისშიც, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს მეტ დასაქმებას, მეტი ადამიანები დასაქმდებიან, ჩვენი მოქალაქეები, შემოსავლების ზრდასა და სიღარიბის შემცირებას“,- განაცხადა განაცხადა ღარიბაშვილმა
ირაკლი ღარიბაშვილი: იმპორტიორები შეგვპირდნენ, რომ საწვავზე ფასს 20-30 თეთრით შეამცირებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იმპორტიორები პირობას დებენ, რომ აგვისტოს ბოლომდე საწვავის ფასებს დამატებით, ჯამში 20-30 თეთრით შეამცირებენ. „ივლისსა და აგვისტოში იმპორტიორებმა 10-10 თეთრით დააკლეს ფასები და ისინი შეგვპირდნენ, რომ კიდევ უფრო მეტად აპირებენ აგვისტოს ბოლომდე ფასების დაკლებას, ჯამში 20-30 თეთრით“, - განაცხადა პრემიერმა. „ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით საქართველოში საწვავის ფასებს, მჭიდრო კოორდინაციაში ვართ კონკურენციის სააგენტოსთან - დღეს დილითაც მქონდა მათთან საუბარი.მიუხედავად იმისა, რომ ლარი გამყარდა, ასევე პლატსის ფასები არის დაკლებული, ჯერ კიდევ გვაქვს განცდა იმისა, რომ ჯერაც არ პოვა სათანადო ასახვა საწვავის ფასებზე და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება. ამიტომაც საჭიროა, რომ საწვავის იმპორტიორებთან გავააქტიუროთ მუშაობა.რეკომენდაციით მივმართე კონკურენციის სააგენტოს, რომ დაიწყონ მოკვლევა და შეამოწმონ იმპორტიორების კეთილსინდისიერება, მაგალითად: რამდენად სწორად ხდება კონკურენციის პირობების არდარღვევა, რამდენად სწორად იცავენ ისინი ამ წესებს და ხომ არ არის რაიმე სახის გადაცდომა ან კეთილსინდისიერების დარღვევა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: დამწუხრებული ვარ სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პიროტექნიკის საწყობის აფეთქების გამო
დამწუხრებული ვარ სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პიროტექნიკის საწყობის აფეთქების გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სომხეთში გლოვის დღე ცხადდება „დამწუხრებული ვარ სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პიროტექნიკის საწყობის აფეთქების და დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ამბის გამო. ვუსამძიმრებ ჩვენს სომეხ მეგობრებს ამ გლოვის ჟამს. ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია ამ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებისა და ახლობლებისადმი“,- წერს პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის, სომხეთში აფეთქების შედეგად ამ დროისთვის 16 ადამიანი დაიღუპა. დაკარგულად ითვლება 17 ადამიანი, ერთი მათგანი ირანის, მეორე კი, რუსეთის მოქალაქეა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოში სულ 350 მაშველი მონაწილეობს, მათ 150-მდე მოხალისე ეხმარება. დაშავებულთა საერთო რაოდენობა 61-ს შეადგენს. აქედან თორმეტი მკურნალობას სხვადასხვა საავადმყოფოში განაგრძობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დანარჩენები გაწერეს. ასევე, ნანგრევებიდან ამოყვანილია 21 მანქანა.
დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს 38 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ ასეთი გმირები ქმნიან საქართველოს დიდ ისტორიას - პრემიერი
დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გიორგი ანწუხელიძეს, 38 წელი შეუსრულდებოდა. სწორედ ასეთი გმირები ქმნიან საქართველოს დიდ ისტორიას, განამტკიცებენ მის დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობას, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა Facebook-ზე დაწერა. „23 წლის სერჟანტის ზნეობრივი სიმამაცე, მტრის წინაშე შეუდრეკლობა, სამშობლოსათვის თავდადება სამაგალითოა თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობებისათვის. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე“, - წერს პრემიერ-მინისტრი. საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე 1984 წლის 18 აგვისტოს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. 1999 წელს, ანწუხელიძემ მშობლიური სოფლის საშუალო სკოლა დაამთავრა. 2003-2004 წლებში, სამხედრო სავალდებულო სამსახური შინაგანი ჯარების პირველ ოპერატიულ ბრიგადაში გაიარა. 2004 წელს, გიორგი ანწუხელიძე ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა. 2005 წლის 23 აპრილიდან 2006 წლის 1 აგვისტომდე, სამხედრო სამსახური მეორე ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონში განაგრძო. 2005 წლის 10 სექტემბრიდან 2006 წლის 26 აპრილამდე, ანწუხელიძე სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყში იმყოფებოდა. 2008 წლის 17 აპრილიდან, IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა. უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. მტრის სატელეფონო ვიდეო ჩანაწერში ასახული მისი წამების კადრები 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა. ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, ვიდრე მისი იდენტიფიცირება ქართული მხარისადმი გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა. გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. 2013 წელს, „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს „თუში სახალხო გმირის“ წოდება მიანიჭა. სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან, სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს.
ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი საქართველო-სომხეთის საზღვართან ახალი საავტომობილო ხიდის გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად მიიღებს ღონისძიებაში მონაწილეობას. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: სომხეთ-საქართველოს შორის მეგობრობის ახალი ხიდი ავაშენეთ და დღეს ჩვენ ამას ოფიციალურად ვზეიმობთ
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი საავტომობილო ხიდი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გახსნა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 160 მეტრი სიგრძის 4-ზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია. „ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობის და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს“. „მოხარული ვარ, ვუმასპინძლო მას საქართველოში. კარგად ვიცით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არამხოლოდ ძმობის და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს. ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარე ერთობლივად აშენებული, თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების, 160 მეტრი სიგრძის 4-ზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია. მისი ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად ორმაგდება საზღვარზე ტრანსპორტის გამტარობა. უმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ხარისხი როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, ხიდი არამხოლოდ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ იგი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი. მან მადლობა გადაუხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, რომლის მხრიდანაც ხიდის მშენებლობისთვის 7 მლნ ევროზე მეტი გამოიყო. „მინდა აღვნიშნო, რომ ხიდი არამხოლოდ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ იგი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი. დღეს ჩვენს ქვეყანაში საგზაო დერეფნის განვითარება მაღალი ტემპებით მიმდინარეობს, უკვე აშენებული გვაქვს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის ნახევარი, ხოლო სულ რაღაც 2 წელიწადში მისი ყველა ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება. ასეთი მასშტაბური პროექტების კონტექსტში კიდევ უფრო აქტუალური ხდება, რა თქმა უნდა, გამშვები პუნქტების თანამედროვე სტანდარტების ხიდის ფუნქციონირებაც და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ორი მეგობარი ქვეყნის თანამშრომლობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანადგომა. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. შეიძლება ითქვას, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის ახალი ხიდი ავაშენეთ და დღეს ჩვენ ამას ოფიციალურად ვზეიმობთ. ეს ხიდი გვაძლიერებს ჩვენ, ჩვენს ქვეყნებს, მთლიანად რეგიონს, ამიტომ კიდევ ერთხელ გილოცავთ, მადლობას მოგახსენებთ, ვუსურვებ ჩვენს ქვეყნებს მშვიდობას, ჩვენს ხალხს კეთილდღეობას და წინსვლას. დიდი მადლობა!“, - განაცხადა პრემიერმა.
ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის, ენერგორესურსების, კავშირგაბმულობის, ტელეკომუნიკაციების საიმედო და უსაფრთხო მიწოდების მხრივ, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გაიხსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი: სომხეთ-საქართველოს შორის მეგობრობის ახალი ხიდი ავაშენეთ და დღეს ჩვენ ამას ოფიციალურად ვზეიმობთ სომხეთის პრემიერმა ახალი საავტომობილო ხიდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროექტის განხორციელებისთვის ყველა ჩართულ მხარეს მადლობა გადაუხადა. „საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის, ენერგორესურსების, კავშირგაბმულობის, ტელეკომუნიკაციების საიმედო და უსაფრთხო მიწოდების მხრივ. ასევე, უნდა აღვნიშნო, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ყოველდღიური სამუშაოები უნდა ჩატარდეს შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ საჭიროა, ორ ქვეყანას შორის განვითარდეს სასაზღვრო თანამშრომლობა, რაც საპრევენციო ღონისძიებებში გამოგვადგა კოვიდის პერიოდში. ჩვენს ქვეყნებს შორის საჭიროა კულტურულ-ჰუმანიტარულ, ტურიზმის სფეროში ერთობლივი პროექტების და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შეთავაზება. სომხეთის და საქართველოს რეგიონებს შორის დეცენტრალიზაციის მიმართულებით მინდა აღვნიშნო, რომ აქ გვაქვს დიდი შესაძლებლობა და უნდა ჩავრთოთ საერთაშორისო პროექტები. მნიშვნელოვანია ასევე გარემოს დაცვის, დასაქმების, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის სფეროებში შემდგომი ურთიერთობების განვითარება. უნდა გავააქტიუროთ ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება და ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება. პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ამ ყველაფრის განსახორციელებლად საჭიროა უწყებათაშორისი შეხვედრები, მჭიდრო კავშირები, ამიტომ უნდა გაადვილებული იყოს ჩვენი ურთიერთობა, რასაც ხელს შეუწყობს ეს ხიდი. მადლობას ვუხდი ყველა ჩართულ მხარეს, ვინც განახორციელა ეს დიდი პროექტი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევა დადებით შედეგს გამოიღებს და ურთიერთსასარგებლო საქმიანობაში ხელს შეგვიწყობს. ყველას ვუსურვე წარმატებას ჩვენი ქვეყნების სასარგებლოდ“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა პირისპირ შეხვედრისას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ოფიციალური პრესრელიზის მიხედვით, პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები მიმოიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში. ხაზი გაესვა არსებული მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს ერევანში მომხდარი ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი და ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში, მათ შორის თბილისში გამართული სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
ნიკოლ ფაშინიანი: რაც შეეხება ტვირთგადაზიდვებს, საჭიროა დამატებითი ძალისხმევა და ერთობლივი უწყვეტი სამუშაო მათი ადვილი გადაადგილებისთვის
„97%-ით გვაქვს სავაჭრო ბრუნვის ზრდა დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არსებობს ყველა საჭირო წინაპირობა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების შესაბამისად განვავითაროთ და გავაღრმავოთ ძმურ საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობა“, - ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გაიხსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანი: საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მისივე თქმით, ამჟამინდელი ურთულესი გამოწვევების პირობებში, თვალსაჩინო ზრდა დაფიქსირდა სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. „ღრმად პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო, მოხარული ვარ მოგესალმოთ ყველას სომხურ-ქართული პარტნიორული, მჭიდრო და მრავალშინაარსიანი თანამშრომლობის მაუწყებელი ამ ხიდის ამოქმედების ღონისძიებაზე. უსათუოდ საერთო ღირებულებებსა და ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული ჩვენი ორი მეგობარი ქვეყნის საუკუნოვან კავშირებს აქვს ასეთი თანამედროვე და დროის მოთხოვნილების შესაბამისი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის საჭიროება, რაც მყარ საფუძველს უქმნის ჩვენს მომავალ ვრცელ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არსებობს ყველა საჭირო წინაპირობა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების შესაბამისად განვავითაროთ და გავაღრმავოთ ძმურ საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობა. პატივცემულო დამსწრეებო, ამჟამინდელი ურთულესი გამოწვევების პირობებში, თვალსაჩინო ზრდა დაფიქსირდა სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. დღეს გამიკვირდა, დავაფიქსირეთ, რომ გასულ წელთან შედარებით, ამ დროსთან შედარებით 97%-ით გვაქვს სავაჭრო ბრუნვის ზრდა. მართალია, წინა წლების ბაზა არ იყო დიდი, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რაც უწყვეტი, თანმიმდევრული, ერთობლივი სამუშაოების განხორციელების შედეგია“, - განაცახდა ფაშიანმა. მისი თქმით, სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს მეტად დიდი პოტენციალი აქვს. „არის შესაძლებლობები მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ფარმაცევტიის, ინფორმატიკის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში. აშკარაა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს საკომუნიკაციო გზებს, რაც იძლევა მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრაციის საშუალებას და სასიცოცხლო კავშირის უზრუნველყოფას ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე. ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის სატრანსპორტო სფეროს პრიორიტეტი ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, რეალური ნაბიჯები გადავდგათ არამხოლოდ სპარსეთის ყურის და შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის, არამედ სატრანსპორტო სფეროს საკვანძო კავშირის უზრუნველყოფა საკვანძო სხვა ინიციატივებში. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შეთანხმებების შერწყმით, აქტიური სამუშაოებით დავაინტერესებთ უკვე დაინტერესებულ და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, ჩავრთოთ რეგიონულ თანამშრომლობაში. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის კანონიერი მგზავრგადაზიდვა, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზებით. რაც შეეხება ტვირთგადაზიდვებს, საჭიროა დამატებითი ძალისხმევა და ერთობლივი უწყვეტი სამუშაო მათი ადვილი გადაადგილებისთვის. ამ კონტექსტში ასევე ხაზს ვუსვამ სარკინიგზო და მულტიმოდალურ, კერძოდ, საბორნე გადაზიდვების მნიშვნელობას“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრი ილია მორეს შეხვდა
დღეს შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Facenook-ზე დაწერა. „დიდი პატივია და ყოველთვის სასიხარულოა მისი უწმინდესობის ნახვა. უაღრესად საინტერესოა მასთან საუბარი სხვადასხვა საკითხზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებასა თუ რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!“- წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კონსტიტუცია ქართველი ხალხის უმთავრესი დასაყრდენია ევროპული სახელმწიფოს შენების პროცესში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ უზენაესი კანონის განუხრელი ერთგულება და დაცვა სამოქალაქო ერთობის, მშვიდობის, კეთილდღეობის, ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის უმთავრესი პირობაა. ღარიბაშვილის თქმით, კონსტიტუცია ქართველი ხალხის უმთავრესი დასაყრდენია ევროპული სახელმწიფოს შენების პროცესში. 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ქვეყნის უმთავრესი სახელმწიფოებრივი დოკუმენტი – საქართველოს კონსტიტუცია. უზენაესი კანონი, რომელიც ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებს და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციას – თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ სამართლებრივ დოკუმენტს ეფუძნება, თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ყოველმხრივი განვითარების საფუძვლებს ქმნის. იგი ასახავს საზოგადოების შეთანხმებას ფუნდამენტურ ფასეულობებზე, ხალხის საერთო მიზნებსა და მისწრაფებებს; ამკვიდრებს და იცავს კანონის უზენაესობას, თითოეული ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს; განსაზღვრავს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური ცხოვრების მიმართულებებს; კონსტიტუცია ქართველი ხალხის უმთავრესი დასაყრდენია ევროპული სახელმწიფოს შენების პროცესში. უზენაესი კანონის განუხრელი ერთგულება და დაცვა სამოქალაქო ერთობის, მშვიდობის, კეთილდღეობის, ქვეყნის სტაბილურობისა და წინსვლის უმთავრესი პირობაა”, - აცახდებს ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი: ომის ამ მძიმე პერიოდში უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინას და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური უკრაინელ ხალხს ომის მძიმე პერიოდში მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს. „დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ უკრაინას! ომის ამ მძიმე პერიოდში უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას!“,- წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ Twitter-ზე.
ირაკლი ღარიბაშვილი ხანძრებზე: არის ვერსიები, რომ შესაძლოა, იყოს გარკვეული დივერსიაც, არაფერი არ არის გამორიცხული
ძალიან საეჭვოც კი არის, რომ ერთდროულად ჩნდებოდა ხანძარი რამდენიმე რეგიონში, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გომელაურის უწყებამ ძალიან ეფექტურად მართა ეს კრიზისი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მინდა შევეხო ხანძრების საკითხს. ჩვენ ყველანი ვართ ძალიან შეწუხებულები. ბოლო 10 დღეა ვებრძვით აქტიურად ხანძარს. პრაქტიკულად, ყველა რეგიონში იყო ხანძარი. ძალიან საეჭვოც კი არის, რომ ერთდროულად ჩნდებოდა ხანძარი რამდენიმე რეგიონში, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გომელაურის უწყებამ ძალიან ეფექტურად მართა ეს კრიზისი. მოგეხსენებათ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით, ჩართული იყო თავდაცვის ძალები. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ჯარს, ჩვენს პოლიციას, ჩვენს საამაყო სამაშველო სამსახურს, სატყეო სააგენტოს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ყველას, ვინც ამ მძიმე გამოწვევების პროცესში იყო ჩართული. ხანძარი თავიდან გავრცელდა ბორჯომში, შემდეგ უკვე გავრცელდა სხვადასხვა რაიონებზე და სოფლებზე, მაგრამ თითქმის ყველგან პრაქტიკულად ლოკალიზებულია, ლიკვიდირებულია ხანძარი“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-მა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 8%-მდე გაიზარდა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P“-მ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, „BB“ დონეზე შეაფასა, სტაბილური პერსპექტივით- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P“ის შეფასებითვე, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 8%-მდე გაიზარდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც მთელ მსოფლიოში და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე უპრეცედენტოა და ეს ხელისუფლების გონივრული, სწორი პოლიტიკის შედეგია. „საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P“-მ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად „BB“ დონეზე შეაფასა, სტაბილური პერსპექტივით, რაც ასევე სასიხარულოა ჩვენთვის. ასევე მინდა ვთქვა, რომ მათი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 8%-მდე გაიზარდა. მოგეხსნებათ, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც უპრეცედენტოა მთელ მსოფლიოში, მეგობრებო. მით უმეტეს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე. კიდევ მინდა გავიმეორო, ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა. ეს ჩვენი ხელისუფლების გონივრული, სწორი პოლიტიკის შედეგია. ჩვენ სხვა, გაუგებარი, ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი, პოზიციები რომ დაგვეკავებინა, დღეს ქვეყანაში დიდი უბედურება იქნებოდა. ეს ჩვენ კარგად გვესმის“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. მათივე ცნობით, განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს და ხელი შეუწყოს სამშვიდობო პროცესს. პრემიერმა სომეხ დიპლომატს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ირაკლი ღარიბაშვილმა Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორთან საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგია განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგია. აღნიშნული სტრატეგია პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, Rothschild & Co-სთან და კომპანია Kaiser Partner-თან ერთობლივი თანამშრომლობით მომზადდა და მისი მიზანია, ქვეყანა გადაიქცეს მულტიფუნქციურ ჰაბად როგორც ტექნოლოგიების, ისე განათლებისა და ფინანსური სერვისების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების საკითხზე, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას კომპანია Kaiser Partner-ის აღმასრულებელი მმართველი სტეფან ლინიგერი, კომპანია Kaiser Partner -ის სტრატეგიული მიმართულების ხელმძღვანელი ტილლა ქავენგი, კომპანია Rothschild & Co -ს მრჩეველი პიერ ადელინი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
ქვეყნის ეროვნული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქვეყნის ეროვნული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტი განიხილა, რომელიც 2030 წლისთვის საქართველოს განვითარების ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებს ასახავს. აღინიშნა, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის მდგრადი, გრძელვადიანი განვითარების დაგეგმვისათვის, მისი ხედვა კი ორიენტირებულია თითოეული მოქალაქის ცხოვრების ხარისხის გაზრდასა და კეთილდღეობაზე. სხდომის დასასრულს, საბჭოს წევრებმა ქვეყნის ეროვნული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტი მოიწონეს, რომელიც დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.
პრეზიდენტი მმართველ გუნდს მოუწოდებს, „ქართული ოცნებიდან“ წასული „ოთხეულის წარმოუდგენელ რიტორიკას“ გაემიჯნოს
საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირში ინტეგრეაციისკენ გზაზე მთავრობას აუცილებელი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. ბრიუსელში ასოცირების კომიტეტზე ჩასვლამდე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პრემიერს გეგმის წარდგენა ევალება იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებს ქვეყანა ევროკომისიის 12 რეკომენდაციას. მისივე აზრით, პრემიერმა ბრიუსელში უნდა დაამტკიცოს, რომ ევროპის გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს. „პირველ რიგში, აუცილებელია, რომ პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა გაემიჯნოს იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან. არ შეიძლება, ჩვენ ერთი ხელით ვითხოვდეთ ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს და მეორე მხრივ, ხან ვლანძღავდეთ ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორს, ხან ევროკომისიას და ვაბრალებდეთ პარტნიორებს, რომ ომში უნდათ ჩართვა. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ არავის უნდა ომში ჩვენი ჩართვა და არც არავის სჭირდება ჩვენი ომში ჩართვა. ეს არის ისეთი მოგონილი ტყუილი, რომელიც საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანის დასრულების შემდეგ არავის სმენია. ცოტა, გონს მოვიდეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რისი გაკეთება ევალება პრემიერს უკვე ნიუ-იორკში ჩასვლისას. „ევროკავშირში ასოცირების საბჭოს შემდეგ, გაეროში იმართება გენასამბლეა. როგორც ჩანს, პრემიერი აპირებს, რომ იქაც წარადგინოს საქართველო. ასეც იყოს, თუ ასე მიაჩნია, მაგრამ იქ მთავარი საკითხი უკრაინა იქნება. იქაც ჩვენ უნდა გავფანტოთ ეჭვები, რაც შეიქმნას ჩვენ მიმართ. ვიცით სოლიდარობის გამოჩენა თუ არ ვიცით და სოლიდარობა არ ნიშნავს მეორე ფრონტს, ომში ჩართვას. სოლიდარობა არის ის, რაც საქართველომ ძალიან კარგად იცის, როცა მეგობარი არის ომში. სოლიდარობაა, რომ მორალირად იდგე მის გვერდში და არ აკრიტიკო. სხვა არაფერს გვთხოვენ, არც დამატებით სანქციებს, ესეც ტყუილია. ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ეკადრება საქართველოს და მეგობრულ ურთიერთობას იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენ მსგავსად ოკუპირებულია. ეს არის ის თემა, რომელიც უნდა გამოვაჩინოთ ნიუ-იორკში, იქ სხვა თემა არ იქნება“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, უახლოეს მომავალში უნდა გამოჩნდეს, საქართველო თავისუფალი სამყაროს ნაწილია თუ სადღაც კიდევ ვმერყეობთ. ამასთან დაკავშირებით კი, პრეზიდენტის აზრით, პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაინაწილოს, მათ შორის ოპოიზიციამაც, თუმცა მთავარი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს, ჩვენს სამშობლოს
„ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს, ჩვენს სამშობლოს“, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა სახელმწიფოს ჰყავს აგენტები, მოღალატეები და გამყიდველები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია. „მას შემდეგ, რაც ზოგადად დედამიწაზე გაჩნდა ადამიანი, ჩამოყალიბდა, შეიქმნა დიდი სახელმწიფოები, მას შემდეგ, ყველა სახელმწიფოს, მოგეხსენებათ კარგად, იცით ჩვენი ქვეყნის ისტორია, სხვების ისტორიაც, რომ ყველა ერს და სახელმწიფოს, მათ შორის დიდ სახელმწიფოებს ჰყავთ თავისი აგენტებიც, მოღალატეებიც და გამყიდველებიც. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი და ჩვენ ძალიან არ უნდა გავერთოთ ასეთი საკითხებით. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ჩვენი ქვეყანა გავაძლიეროთ. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს, ჩვენს სამშობლოს. აი, ეს არის ჩემი პასუხი”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.
სალომე ზურაბიშვილმა ჩამოთვალა სამი საკითხი, რომლებზეც პრემიერმა უნდა გაამახვილოს ყურადღება
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ახლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მომენტია გამომდინარე იქედან, რომ ერთ კვირაში ასოცირების საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს, რაც სალომე ზურაბიშვილის აზრით, პირველი მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება ზაფხულის შემდეგ, ევროკომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაციების შემდეგ. ზურაბიშვილმა ისევ გაიმეორა, რომ მისთვის უცნაურია, რომ ამ დრომდე არავინ ჩასულა ხელისუფლებიდან ბრიუსელში. საქართველოს პრეზიდენტმა ჩამოთვალა სამი ნაბიჯი, რომელიც მისი აზრით, პრემიერმა „ჩვენ მიმართ ერთგვარი ეჭვების გასაფანტად უნდა გამოიყენოს“. პრეზიდენტის შეფასებით, ეს მომენტი არ უნდა დაიკარგოს და ძალიან ნათელია ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას. უფრო კონკრეტულად, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „პრემიერს, როცა ბრიუსელში ჩადის, ევალება“: 1. აუცილებელია, რომ პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა გაემიჯნოს იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან. არ შეიძლება, ჩვენ ერთი ხელით ვითხოვდეთ ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს და მეორე მხრივ, ხან ვლანძღავდეთ ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორს, ხან ევროკომისიას და ვაბრალებდეთ პარტნიორებს, რომ ომში უნდათ ჩართვა. ეს არის ისეთი მოგონილი ტყუილი, რომელიც საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანის დასრულების შემდეგ არავის სმენია. არ გვინდა ამ რაღაცების მოგონება. სანქციებზე არასწორი ნათქვამები, ომის თემა, რაც ყველასთვის გაუგებარია, ვინც გარედან გვიყურებს. ეს არის მომენტი, როცა ეს ეჭვები, ტყუილები, რაც ჩვენ მიმართ ნდობაზე, ქვეყნის რეპუტაციაზე გავლენას ახდენს, უნდა გაიფანტოს. ამის მოწმე ყველა უნდა ვიყოთ. 2. გეგმის წარდგენა - უკვე აღარ არის დრო პროცესის, კალენდრის, რა გეგმით ვასრულებთ 12 რეკომენდაციას და ვაჩენთ პოლიტიკურ ნებას, რომ ამ გზაზე შევდგეთ და მივიდეთ ბოლომდე. ეს არის ის, რაც უნდა დაუმტკიცოს ჩვენს პარტნიორებს ბრიუსელში. დაინახონ, რომ საქართველო სერიოზულად დგას ამ გზაზე. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. 3. ევროკავშირში ასოცირების საბჭოს შემდგომ, უკვე სამ კვირაში იმართება გაეროში გენასაბლეა. როგორც ჩანს, პრემიერი იქაც აპირებს, რომ წარადგინოს საქართველო, ასეც იყოს, თუ ასე მიაჩნია, მაგრამ იქ მთავარი საკითხი იქნება უკრაინა და იქაც ჩვენ უნდა გავფანტოთ ყველა ეჭვი, რაც შეიქმნა ჩვენ მიმართ. ვიცით, ჩვენ სოლიდარობის გამოჩენა თუ არ ვიცით. სოლიდარობა არ ნიშნავს მეორე ფრონტს, არ ნიშნავს ომში ჩართვას, სოლიდარობა არის ის, რაც საქართველომ კარგად იცის, როცა მეგობარი არის ომში ან ბრძოლაში. სოლიდარობა არის ის, რომ ზურგში არ უნდა გააკრიტიკო, რომ უნდა იდგე მორალურად მის გვერდით, სხვა არაფერს არავინ არ გთხოვს, არც დამატებით სანქციებს, ესეც ტყუილია, არც რამე ჩვენი ჩართვა რამეში, მაგრამ ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ეკადრება საქართველოს, ჩვენს წარსულს, ჩვენს ღირსებას, ჩვენ მეგობრულ ურთიერთობას წლების განმავლობაში იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენსავით ოკუპირებულია. ეს არის ის, რაც უნდა გამოვაჩინოთ ნიუ-იორკში, გაეროში, რადგან იქ სხვა თემა არ იქნება. ოკუპაცია, ომი, ყველა ქვეყნები გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას და ნათელი უნდა იყოს დღეს უკვე, რომ არჩევანი ძალიან მარტივია - ჩვენ გვინდა, ვიყოთ აღქმული როგორც ქვეყანა, რომელიც ნაწილია ევროპული ოჯახის, ევროპული ღირებულებების, რომელიც არის მონაწილე ერთეული იმ ცივილიზებულ, დემოკრატიულ, თავისუფალი სამყაროსი, თუ სადღაც კიდევ ვმერყეობთ. ეს არის ის, რაც უნდა გამოჩნდეს უახლოეს დღეებში, უახლოეს კვირაში, უახლოეს თვეში და ამაზე პასუხისმგებლობა არის ყველასი ერთად, იმიტომ, როპ ოპოზიცია უნდა გამოვიდეს თავისი „რაღაც გაუგებარი ბოიკოტიდან თუ გვერდზე ვიხედები“, რადგან ყველა იქნება პასუხისმგებელი. მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობა ცხადია, ხელისუფლების არის. მოსახლეობა, საზოგადოება და მეც პირადად ვუყურებთ რა ხდება, როგორ მოხდება და ამ შანსის ჩაგდებას არავინ არავის აპატიებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ყვარლის მუნიციპალიტეტში, ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებებში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვებიან. შესაბამის დოკუმენტს მთავრობის მეთაურმა ხელი უკვე მოაწერა. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტყეში, ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა „საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, გამოყენებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის ძალები", - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად
ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობა დაიწყო
ჩვენ დღეს ვიწყებთ მე ვიტყოდი, უნიკალური, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროექტს, რომელიც მართლაც გამორჩეულია ჩვენს რეგიონში. ეს არის პროექტი, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ამბასადორ ბათუმი აილენდის“ მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ პროექტში მინიმუმ $100 მილიონი დაიხარჯება და 2000 ადგილობრივი დასაქმდება. „მინდა ყველას დიდი პატივისცემით მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ვინაიდან, ჩვენ დღეს ვიწყებთ მე ვიტყოდი, უნიკალური, მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროექტს, რომელიც მართლაც გამორჩეულია ჩვენს რეგიონში. ეს არის პროექტი, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს, ასევე აშენდება ერთი კუნძული, რომელიც გააერთიანებს გასართობ-გამაჯანსაღებელ, სპორტულ, საგანმანათლებლო კომერციულ საცხოვრებელ ტურისტულ მიმართულებებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ რეგიონში უმსხვილესი საინვესტიციო პროექტი ხელს შეუწყობს ბათუმის ისედაც ძლიერი საერთაშორისო რეპუტაციის ზრდას და აჭარის ეკონომიკურ წინსვლას. მე მინდა მივესალმო პროექტის ინიციატორს და ჩვენს ინვესტორს, „ამბასადორი ჯგუფის“ ხელმძღვანელს, ბატონ ქებურიას და მის ოჯახს. მინდა მადლობა გადავუხადო „ამბასადორი ჯგუფს“, ვინაიდან ამ კომპანიას მრავალი ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს უკვე განხორციელებული და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მართლაც უნიკალური პროექტები აქვთ შექმნილი, მათ შორის თბილისში, კახეთში, აჭარაში და ახლა უკვე ასეთია ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის უნიკალური პროექტი. ასე, რომ მადლობა ინვესტორს. ამ პროექტში მინიმუმ 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება. საწყის ეტაპზე ასეა დაანონსებული და დასაქმდება 2000 ადგილობრივი ჩვენი მოქალაქე“,- განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, მშენებლობის ნებართვის გაცემამდე კომპანიამ და მისმა დამფუძნებელმა, ყველა, პროცედურა გაიარეს, გაატარეს ამ პროექტის ექსპერტიზა, ჩართული ჰყავდათ შესაბამისი კვლევითი ინსტიტუტები და პროექტი უმაღლესი კლასის პროფესიონალებმა შეაფასეს. „ზოგადად მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ ეს პროექტი შეესაბამება ეკოლოგიურ და უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბათუმელებისთვის, ჩვენი აჭარლებისთვის. კიდევე ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო „ამბსადორ ჯგუფს“, პროექტის ავტორებს, ინიციატორებს. ეს მართლაც უნიკალური პროექტი ჩვენ ყველას გვახარებს. მე მინდა ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ამ ჯგუფს და სრული მხარდაჭერა გამოგიცხადოთ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ბირიუსელში ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომას დაესწრება
„დღეს ჩვენ მოვემგზავრებით ბირიუსელში, სადაც ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა იმართება. დელეგაციას პირადად ვუხელმძღვანელებ, რომელშიც ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრებიც იქნებიან“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ ვისაუბრებთ ყველა იმ პროგრესზე და რეფორმაზე, რომელზეც ვმუშაობთ. ასევე ბუნებრივია ჩვენ გვექნება საუბარი იმ 12 რეკომენდაციაზე, რომელზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხება ქვეყანაში მიმდინარე სიტუაციას, როგორც პოლიტიკურს, ასევე ეკონომიკურს, ზოგადად რეგიონში არსებულ გამოწვევებს უკრაინის ომთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ დეტალურად წარვუდგენთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ჩვენ მიერ მიღწეულ პროგრესს“, - განაცხადა პრემიერმა. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. გაეცანით Europetime-ს სტატიას: ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას
ირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო 7 თვის განმავლობაში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 10.3% შეადგინა, რაც მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდაა
"ოფიციალურად წინა კვირას გამოქვეყნდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელმაც 10.3% შეადგინა ბოლო 7 თვის განმავლობაში. ეს არის მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკურ ზრდაა მთელს მსოფლიოში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. "მოგეხსენებათ, რომ ძალიან დიდი გამოწვევებია უკრაინის ფონზე ევროპაში, ეს პრობლემები გადაცემულია მთელს მსოფლიოზეც და ამ ფონზე ჩვენი ქვეყანა ახერხებს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას, რაც ძალიან მისასალმებელია. ექსპორტი გაზრდილია 40%-ით, ფულადი გზავნილები, 46.8%-ით გაზრდილი და 300 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ბიზნეს სექტორში ბრუნვა გაიზარდა მნიშვნელოვნად, დასაქმებული ადამიანების რაოდენობა არის გაზრდილი როგორც პირველ კვარტალში, ასევე მეორეში. ბიზნეს სექტორის ბრუნვა არის გაზრდილი 25%-ით იანვარ-ივნისში, რაც ძალიან მისასალმებელი მონაცემებია“, - აცხადებს პრემიერი.
ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობის სახელით, ვულოცავ ლიზ ტრასს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას, გამოწვევებით სავსე პერიოდში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლიზ ტრასს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად არჩევას ულოცავს. სალომე ზურაბიშვილი ლიზ ტრასს: ამ გადამწყვეტ მომენტში, სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობამ ბოლო წლებში ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა. ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია „ქალბატონ ლიზ ტრასს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ვულოცავ. საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობამ ბოლო წლებში ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა. საქართველოს მთავრობის სახელით ლიზ ტრასს ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ ამ ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე, გამოწვევებით სავსე პერიოდში“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
რა საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისარმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ოლივერ ვარჰეის პირისპირ შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ევროკომისიაში შეხვედრისას აღინიშნა ევროპული საბჭოს მიერ ივნისში მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ გადაწყვეტილებამ საფუძველი დაუდო ახალ ეტაპს, რომელმაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ საბჭოს მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის გადასაჭრელად სამოქმედო გეგმა მალევე წარმოადგინა. სამუშაო პროცესი უზრუნველყოფს პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციური პარტიებისა და ასევე სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან აღებული ვალდებულების შესრულების შედეგად, ქვეყანა წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ასოცირების ახალი დღის წესრიგი 2021-2027 წლებში იქნება საქართველოს ამბიციური რეფორმის სამოქმედო გეგმის ძირითადი საფუძველი. საუბარი შეეხო ევროკავშირთან ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მნიშვნელობას, ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეის მადლობა გადაუხადა საქართველოს ამბიციური გეგმების შესრულებაში შეტანილი პირადი წვლილისა და მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს, რა დროსაც პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. „შევხვდი ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებელ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის მჭიდრო თანამშრომლობის და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების იდეის ერთგულნი ვართ. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ შავი ზღვის დაკავშირებადობის საკითხი. ვაცნობიერებთ, რომ ლოგისტიკური და ენერგომარშრუტების დივერსიფიკაცია საკვანძო საკითხია ევროკავშირის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის მდგრადობისთვის, - წერს თავის მხრივ პრემიერ-მინისტრი Twitter-ზე.
ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას, ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. ოლივერ ვარჰეის თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ გადასადგმელი შემდეგი ნაბიჯები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის პრაქტიკული განხორციელების პროცესი განიხილეს. „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დღევანდელ სხდომამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას, ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის პრაქტიკული განხორციელების პროცესი განვიხილე“, - აღნიშნავს ევროკომისარი.
ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპულ გზაზე მხარს დაუჭერს. „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს წინ დროული შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველო წინსვლის ამბიციურ რეფორმებში. ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე“, - აღნიშნავს ჯოზეფ ბორელი.
ირაკლი ღარიბაშვილი: მმართველი პარტია და მთავრობა კარს ვუხსნით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა ოპოზიციურ პარტიას
მმართველი პარტია და მთავრობა კარს ვუხსნით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა ოპოზიციურ პარტიას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში. „მე უკვე ვახსენე და მინდა გავიმეორო, რომ მმართველი პარტია და მთავრობა კარს ვუხსნით ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, ყველა ოპოზიციურ პარტიას. როგორც ვახსენე ჩემს განაცხადში, სამწუხაროდ, ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური პარტია არ იღებს მონაწილეობას ამ პროცესში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, გავიმეორო და დავადასტურო ჩვენი სრული მზაობა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ვითანამშრომლებთ, მათ შორის მათთან, ვინც პარლამენტში, ან პარლამენტს მიღმა არიან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან. როგორც ბატონმა ჯოზეფ ბორელმა ბრძანა, არამარტო მთავრობა, არამედ, მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა იღებდეს ამ პროცესში მონაწილეობას. ამიტომ, ეს არის ჩვენი ნათელი განზრახვა და მოტივაცია. საქართველო არის მზად, მმართველი პარტია არის მზად, რომ 12-ვე პრიორიტეტი შესრულდეს“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველო სრულად გრძნობს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ევროკავშირის თორმეტივე პრიორიტეტის მიმართ
ევროკავშირის აქტიური როლი მდგომარეობს იმაში, რომ მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხაზი გაესვა ევროკავშირის მედიაციით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. „ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ საუბარი გვქონდა უკრაინაში მიმდინარე ომზე, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე, რომელიც 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც რუსეთთან მასშტაბური ომი წარმოებდა. მას შემდეგ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი. ევროკავშირის აქტიური როლი მდგომარეობს იმაში, რომ მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენს ევროპელ კოლეგებს გავუზიარეთ ჩვენი შეფასება ამ საკითხთან მიმართებით და ხაზი გავუსვით ევროკავშირის მედიაციით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. მადლობა მინდა უმაღლესო წარმომადგენელო გადაგიხადოთ საბჭოს სხდომის მასპინძლობისთვის. ჩვენ ერთგულნი ვართ იმ ფასეულობების, იმ მიზნების მიმართ, რომელიც ერთად შევაჯერეთ “, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, საქართველო სრულად გრძნობს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას იმ თორმეტივე პრიორიტეტის მიმართ, რომელიც გამოავლინა საბჭომ. „დიდი მადლობა ბატონო უმაღლესო წარმომადგენელო, ევროკომისარო, მოგესალმებით. დღევანდელი საბჭოს სხდომა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იმდენად, რამდენადაც ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ევროკომისიამ მიიღო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, პირველად ვხვდებით ასეთ გაფართოებულ ფორმატში, ვიხილავთ საქართველოს წინსვლას, ამ კომპლექსურ, მაგრამ ძალიან მოტივირებულ გზაზე და ეს გზა ჩვენ მიგვიყვანს იქამდე, სადაც საქართველოს მიაჩნია, რომ ბუნებრივად ეკუთვნის. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები და ფასეულობები, საერთო მიზნები, ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას და სოლიდარობას. ევროპული პერსპექტივა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად მივიღეთ. ეს აბსოლუტურად კარგად გვესმის, რათა უზრუნველვყოთ უმაღლესი პოლიტიკური და ეკონომიკური თავსებადობა ევროკავშირთან. ეს ისტორიული გადაწყვეტილება აბსოლუტურად ახალ სამიზნე ორიენტირებს გვისახავს და ეს აბსოლუტურად ახალ რეალობაში ამყოფებს საქართველოს. საქართველო სრულად გრძნობს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას იმ თორმეტივე პრიორიტეტის მიმართ, რომელიც გამოავლინა საბჭომ “, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ასოცირების დღის წესრიგის ერთგულია, რომელშიც გაწერილია საქართველოსა და ევროკავშირის საერთო დღის წესრიგის ამბიციური მიზნები. „ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთანავე, პირველ ივლისს კონკრეტული სამოქმედო გეგმა წარმოვადგინეთ, რომელშიც კონკრეტული ვადები იყო გაწერილი თითოეული პრიორიტეტის მიმართ და დავიწყეთ ინკლუზიური პროცესი, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები არიან ჩართული: ოპოზიციური პარტიები, მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება. თუმცაღა, გულისტკენით უნდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ამ პროცესში არ იღებს მონაწილეობას. ჩვენ ვგრძნობთ ერთგულებას ასოცირების შეთანხმების სრულ ათვისებაზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის, 2027 წლამდე ასოცირების დღის წესრიგის, რომელშიც გაწერილია ჩვენი საერთო დღის წესრიგის ამბიციური მიზნები. ეს არის ერთიანი ბაზრის ათვისება, რაც ჩვენი მთავარი მიზანია. დაკავშირებადობის საკითხის წინსვლა, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში, ასევე, მთლიანად რეგიონში, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების და იმ მთავარი საკითხების გათვალისწინებით, მათ შორის ენერგოუსაფრთხოება, სურსათის უვნებლობა და უსაფრთხოება. ჩვენ ევროპელ კოლეგებს მოვუწოდებთ, რომ ჩაერთონ ამ საკითხში და გლობალურ დაკავშირებადობის რუკაზე საქართველო კარგად გამოისახოს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ოლივერ ვარჰეი: ჩვენი გზავნილი საქართველოს მიმართ შემდეგია: არ დაიკარგოს დრო და ენერგია, წინ წავწიოთ რეფორმები და ქვეყანაში ერთად ვიმუშაოთ
სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს მიმართ მთავარი გზავნილი გააჟღერა. „ჩვენი პრიორიტეტები ნათელია, ჩვენ გვქონდა ღია, ნათელი საუბარი ამ საკითხებზე. ეს რა თქმა უნდა არის იმის ამსახველი, თუ როგორ შეგვიძლია, წარვმართოთ ჩვენი მყარი თანამშრომლობა, რომელიც წლების განმავლობაში ავაგეთ ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რათა ეს ევროპული პერსპექტივა რეალობად ვაქციოთ. მიმაჩნია, რომ დღეს უნდა გავუგზავნოთ გზავნილი ქვეყანას, რომ არ დაიკარგოს დრო და ენერგია და წინ წავწიოთ რეფორმები და ქვეყანაში ერთად ვიმუშაოთ. საქართველოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით რა თქმა უნდა, დროს და სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს ყველას მხრიდან. მზად ვართ, რომ ამ მიმართულებით ყველა არსებული რესურსის მობილიზება მოვახდინოთ. ყველა მხარე, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება ამ მიზნის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ერის წინაშე. ამ ეტაპზე, რეკომენდაციას ვიძლევით, რომ საქართველომ 12 რეკომენდაციაზე გაამახვილოს ყურადღება, გაძლიერდეს სამართლის უზენაესობა, სასამართლო სისტემაში გატარდეს რეფორმა, რათა მოსამართლეების დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი გარე მხარეებისგან და ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოხდეს წნეხის შემცირება; მედიის თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი. ეს ყველაფერი იმ პრიორიტეტებშია გაწერილი და მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ დავაკვირდებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს ამ მიმართულებით, იმიტომ რომ მომავალ წელს, იმედი გვაქვს, რომ საქართველოში იმ დროისთვის არსებულ წინსვლას პოზიტიურად შევაფასებთ და იმედი გვაქვს, რომ რეფორმების ხარისხი მოგვცემს საშუალებას, რომ ვაჩვენოთ, რამდენად მიზანსწრაფულია საქართველო“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. მისივე თქმით, ევროკავშირის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს 12 პრიორიტეტის შესრულებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: ელისაბედ II თაობებს ემახსოვრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს, რომ ელიზაბეს II იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემის და სიყვარულის ობიექტი. „გულითადად ვუსამძიმრებთ სამეფო ოჯახს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობას და ხალხს. მისი უდიდებულესობა, დედოფალი ელისაბედ II იყო ლიდერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უძღვებოდა ერს, იყო პატივისცემის და სიყვარულის ობიექტი. ის თაობებს ემახსოვრება!”, - წერს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილი: „ღირსეული პარტნიორი“ კიდევ ერთი ნაბიჯია NATO-სთან თავსებადობის მიმართულებით
„ღირსეული პარტნიორი“ კიდევ ერთი თანამიმდევრული ნაბიჯია ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, ჩვენი საამაყო ჯარის პროფესიონალიზმისა და NATO-სთან ურთიერთთავსებადობის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მრავალეროვნული სწავლების – „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს და აღნიშნა, რომ მათ კიდევ ერთხელ გამოაჩინეს თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა. „ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო, რიგითებო, ქალბატონო ელჩო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, ყველას მოგესალმებით. პატივცემულო სტუმრებო, გილოცავთ მორიგი მრავალეროვნული სწავლების -„ღირსეული პარტნიორი 2022“-ის წარმატებულ დასრულებას. ჩვენ ნამდვილად გვეამაყება, რომ ამ სწავლებას საქართველოში უკვე მეექვსედ ვმასპინძლობთ. ეს არის კიდევ ერთი თანამიმდევრული ნაბიჯი ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, ჩვენი საამაყო ჯარის პროფესიონალიზმისა და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის მიმართულებით. წლიდან წლამდე ჩვენი სამხედროები, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების კოლეგებთან ერთად, ავითარებენ თავიანთ შესაძლებლობებს და ქმნიან ძლიერ კავშირებს. სწავლების სახელი – „ღირსეული პარტნიორი“ კარგად გამოხატავს იმ ძირითად პრინციპს, რაც საფუძვლად უდევს ჩვენს მრავალწლიან, ურთიერთგაძლიერებაზე ორიენტირებულ თანამშრომლობას. ჩვენი ქვედანაყოფები, უნიკალურ საბრძოლო უნარების დაუფლებასთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ ჩვენს სტრატეგიულ და საერთაშორისო პარტნიორებს. მინდა, მადლობა გადავუხადო სწავლებაში ჩართულ ყველა ქვეყანას, მათ შორის, ამ სწავლებაში პირველად მონაწილე იაპონიისა და შვედეთის წარმომადგენლებს, ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ სწავლებაში. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ გამოაჩინეს თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, სწავლების ორგანიზებასა და აღსრულებაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა არის მტკიცე და მზარდი დინამიკის, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის განმტკიცებისკენ. ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს სამხედროებს, ყველას და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის დასრულება. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მრავალეროვნული სწავლება – „ღირსეული პარტნიორი 2022“ ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ოფიციალურად დასრულდა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ ღონისძიების სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. მონაწილე ქვეყნების პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და აშშ-ის არმიის V კორპუსის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯეფრი ბროუდვოთერმა. ღონისძიება სწავლების მონაწილე პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით გაგრძელდა. თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უცხოელი და ქართველი სამხედროები წვრთნებში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით -„ღირსეული პარტნიორი“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლების დახურვის ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წევრები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისისა (ODC) და ევროკავშირის მონტორინგის მისიის წარმომადგენლები.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ახალ ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ახალ ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ საფუძველი დაუდო ახალ ეტაპს, რომელმაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს. ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. პრემიერმა აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფები შეიქმნა პრიორიტეტების მიხედვით, რომლებშიც ჩართულია ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარე. "შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ახალ ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა პაველ ჰერჩინსკის მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
პრემიერ-მინისტრი Gebrüder Weiss-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსხვილი ავსტრიული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიის Gebrüder Weiss-ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორს ვოლფრამ ზენგერ-ვაისს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და კომპანიის მიერ მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს. ხაზი გაესვა ლოგისტიკისა და ტრანსპორტის მიმართულებით საქართველოს პოტენციალს და ამ სფეროში უცხოელი ინვესტორების მზარდ ინტერესს. აღინიშნა, რომ ბიზნესისთვის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი გარემოს პროგნოზირებადობაა და ამ მხრივ, საქართველო საიმედო და სტაბილური ბიზნესპარტნიორია. კომპანია Gebrüder Weiss მსხვილი ავსტრიული სატრანსპორტო და ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც ინვესტიციას მსოფლიოს 35 ქვეყანაში ახორციელებს.
ირაკლი ღარიბაშვილი: პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელსაც დამსახურებულად მოვიხსენიებთ ერის მამად, საქართველო არასდროს დაივიწყებს ილია ჭავჭავაძის ხსოვნას
უდიდესი მადლიერების გრძნობით, პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელსაც დამსახურებულად მოვიხსენიებთ ერის მამად, საქართველო არასდროს დაივიწყებს ილია ჭავჭავაძის ნათელ ხსოვნას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მთავრობის მეთაურის თქმით, მთელ მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება შემთხვევა, როდესაც ერთმა ადამიანმა ასეთი წარმოუდგენელი მასშტაბების პირადი ძალისხმევა გასწია ქვეყნის მომავლის შენებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობამ კულტურაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გაკვალა ქვეყნის განვითარების ის გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით. „დღეს 115 წელი შესრულდა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან - ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან. მთელ მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება შემთხვევა, როდესაც ერთმა ადამიანმა ასეთი წარმოუდგენელი მასშტაბების პირადი ძალისხმევა გასწია ქვეყნის მომავლის შენებისთვის. ილიას მოღვაწეობამ კულტურაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გაკვალა ქვეყნის განვითარების ის გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით. 1987 წელს მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის თაოსნობით ამ უდიდესი ღვაწლის აღიარებამ და ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვამ მძლავრი სტიმული მისცა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობით დაგვირგვინდა. დღეს კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლიერების გრძნობით, პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელსაც დამსახურებულად მოვიხსენიებთ ერის მამად. საქართველო არასდროს დაივიწყებს ილია ჭავჭავაძის ნათელ ხსოვნას,” - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პიტერ ფიშერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. გამოითქვა იმედი, რომ ახალი ელჩის საქმიანობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და გერმანიას შორის ტრადიციულად ძლიერი და მეგობრული ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს და გერმანიას მეგობრული ურთიერთობები და სანდო პარტნიორობა აკავშირებთ. ყურადღება გამახვილდა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის, როგორც განვითარების წამყვანი პარტნიორის, როლს, რომელიც ეფექტიანად ახორციელებს დახმარებას KfW-ს, GIZ-ისა და სხვა გერმანული ინსტიტუტების მეშვეობით. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი ესწრებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილი: პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და წელს ისეთივე წარმატებული წელი იქნება, როგორიც გასულ წელს იყო
მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება, რომელიც ორიენტირებულია როგორც ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირებაზე, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ახალი პროექტების დაფინანსებაზე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და წელს ისეთივე წარმატებული წელი იქნება, როგორიც გასულ წელს იყო. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შესაძლებელი გახდა სწორი, გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით და არა ემოციური და გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, რომლისკენაც ხელისუფლების ოპონენტები მოუწოდებდნენ. „მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, ძვირფასო მეგობრებო, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება და ეს ცვლილებები ორიენტირებულია 2 ძირითადი მიზნის მიღწევაზე. პირველი - ეს არის ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირება. აქვე, მინდა ძალიან მოკლედ მოგახსენოთ ამის თაობაზე. მოგეხსენებათ, რომ ნაერთი ბიუჯეტი დაიგეგმა მშპ-სთან მიმართებით 4,4%-იანი დეფიციტის, ხოლო მთავრობის ვალის 51%-იანი ნიშნულის ოდენობით. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, წელს ჩვენ ვიღებთ ბიუჯეტით დაგეგმილზე 710 მილიონი ლარით ნაკლებ ვალს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ასეთი ძლიერი ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით და წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მოცულობა შემცირდება მშპ-ის 40%-მდე, ნაცვლად 51%-ისა, რაც ასევე, ძალიან კარგი მაჩვენებელია. „ამასთანავე, ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა, მშპ-ის 4,4%-დან მცირდება მშპ-ის 3,2%-მდე. დეფიციტი იქნება მხოლოდ 3,2%. დეფიციტისა და ვალის შემცირების პარალელურად, დამატებითი თანხები უნდა მივმართოთ ჩვენ, ერთი მხრივ, აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად და მეორე მხრივ, სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს პოლიცია, ჯარი, ინფრასტრუქტურა, საწარმოების დაფინანსება, სოფლის მეურნეობა, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, სპორტი. საბოლოო ჯამში, მე მინდა ვთქვა, რომ ეს პროგნოზი და ტენდენციები გაგრძელდება, ჩვენი მოლოდინია, რომ ეს პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და წელს ისეთივე წარმატებული წელი გვექნება, როგორიც გვქონდა გასულ წელს. ეს მოვახერხეთ ჩვენი სწორი, გონივრული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით და არა ემოციური და გაუაზრებელი, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, რომელზეც ჩვენი ოპონენტები მოგვიწოდებდნენ. ამის თაობაზე მინდოდა რომ მომეწოდებინა ინფორმაცია, ანგარიში ჩამებარებინა ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბატონი ფინანსთა მინისტრი არის მზად, რომ ამის თაობაზე დეტალურად ისაუბროს მედიასთანაც, პარლამენტში გვექნება ამის თაობაზე საუბარი და კიდევ ერთხელ მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ ასეთი ეფექტიანი მუშაობისთვის“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ რიკერმა უკრაინაში მიმდინარე ომზე, რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებაზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს ფილიპ რიკერს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ფილიპ რიკერს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო აშშ-ის საიმედო პარტნიორი და ერთგული მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ რიკერმა უკრაინაში მიმდინარე ომზე და რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილ რთულ უსაფრთხოების ვითარებაზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია კონფლიქტები მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას. ფილიპ რიკერმა პრემიერ-მინისტრს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. საუბარი ასევე შეეხო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით და ფილიპ რიკერის ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. განსახილველ საკითხთა შორის ასევე იყო საქართველოს ევროინტეგრაცია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ. ასევე ნახეთ Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ფილიპ რიკერთან
ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს აჰმედ ალი ალ საიღის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგი მაღალ ნიშნულზეა, რასაც მოწმობს ბოლო წლებში საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მაღალი დონის ვიზიტები. "განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო. აღინიშნა, რომ საქართველოში არაერთი პროექტია არაბული ინვესტიციით დაფინანსებული და მისასალმებელია, რომ მათი რიცხვი მზარდია. ითქვა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების მიზნით მიმდინარე თვეში დაიწყება დიალოგი. პრემიერ-მინისტრის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა ხელსაყრელ კლიმატს შექმნის ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარებისათვის. მთავრობის მეთაურმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან ფედერალური სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე აბდულა ალ მაზრუი, აბუ დაბის განვითარების ფონდის ოპერაციების დირექტორი ადელ ალ ჰოსანი, Dhabi Group-ის მმართველი დირექტორი სამი ედვარდ ადამსი, კომპანია Etihad Credit Insurance – ის აღმასრულებელი დირექტორი მასიმო ფალკონი, დუბაის მრეწველობისა და ექსპორტის კორპორაციის გენერალური დირექტორი საიდ ალ ავადი, ხოლო საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პაატა კალანდაძე ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერლინში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით დღეს გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ კოლეგასთან საუბარში კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, ჩაერთოს მედიაციის პროცესში
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. საუბარი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივით გაიმართა. ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მორიგ სამხედრო გამწვავებასა და დაპირისპირების შედეგად შექმნილ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდებიან და ვითარება მშვიდობიანი გზით გადაიჭრება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, განახორციელოს აქტიური მედიაცია რეგიონში დეესკალაციისა და მშვიდობისათვის. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და ასევე, გაეროს მიმართა.
პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბერლინში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერლინში გაემგზავრა ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი დღეს გერმანიის პრეზიდენტსა და კანცლერს შეხვდება
გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის შეხვედრები დღეს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ღარიბაშვილი ჯერ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება, რის შემდეგაც ქართული დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, კანცლერის ოფისში გადაინაცვლებს. გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ირაკლი ღარიბაშვილი და ოლაფ შოლცი ჯერ პირისპირ ფორმატში გამართავენ შეხვედრას, შემდეგ კი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. დახურულ კარს მიღმა შეხვედრების დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივი პრესკონფერენცია, შესაბამისად, ამ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი დახურულ კარს მიღმა განხილული საკითხების დეტალები, თუმცა როგორც ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ, შეხვედრების განმავლობაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა, ერთი მხრივ, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებსა და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მეტად გაძლიერებას და მეორე მხრივ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთობლიივი პრესკონფერენცია საქართველოს დროით 19:00 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამბობს, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ვიზიტი იქნება ძლიერი იმპულსი, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, „ამ რთულ პერიოდში, როდესაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, გერმანიას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ძლიერ ქვეყანას, რა თქმა უნდა, აქვს ერთ-ერთი ძლიერი ხმა. ამიტომ ვფიქრობთ, პოლიტიკურ დონეზე გერმანიასთან ინტენსიური თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში არის ძალიან დროული, მნიშვნელოვანი, რომელმაც, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას და გერმანიის, როგორც ძლიერი ქვეყნის მობილიზებას ჩვენი ევროპული ინტეგრაციისკენ. დარწმუნებული ვარ, პრემიერის ვიზიტი იქნება ძალიან ძლიერი იმპულსი, ძლიერი დახმარება, რათა ჩვენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გავაძლიეროთ და ჩვენი მეგობარი ქვეყნის კიდევ უფრო მობილიზება მოვახდინოთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება, რის შემდეგაც ქართული დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, კანცლერის ოფისში გადაინაცვლებს. გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ირაკლი ღარიბაშვილი და ოლაფ შოლცი ჯერ პირისპირ ფორმატში გამართავენ შეხვედრას, შემდეგ კი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. დახურულ კარს მიღმა შეხვედრების დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივი პრესკონფერენცია, შესაბამისად, ამ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი დახურულ კარს მიღმა განხილული საკითხების დეტალები, თუმცა როგორც ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ, შეხვედრების განმავლობაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა, ერთი მხრივ, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებსა და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მეტად გაძლიერებას და მეორე მხრივ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს. წინასწარი ინფორმაციით, ერთობლიივი პრესკონფერენცია საქართველოს დროით 19:00 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამბობს, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ვიზიტი იქნება ძლიერი იმპულსი, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, „ამ რთულ პერიოდში, როდესაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, გერმანიას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ძლიერ ქვეყანას, რა თქმა უნდა, აქვს ერთ-ერთი ძლიერი ხმა. ამიტომ ვფიქრობთ, პოლიტიკურ დონეზე გერმანიასთან ინტენსიური თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში არის ძალიან დროული, მნიშვნელოვანი, რომელმაც, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას და გერმანიის, როგორც ძლიერი ქვეყნის მობილიზებას ჩვენი ევროპული ინტეგრაციისკენ. დარწმუნებული ვარ, პრემიერის ვიზიტი იქნება ძალიან ძლიერი იმპულსი, ძლიერი დახმარება, რათა ჩვენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გავაძლიეროთ და ჩვენი მეგობარი ქვეყნის კიდევ უფრო მობილიზება მოვახდინოთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება, რის შემდეგაც ქართული დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, კანცლერის ოფისში გადაინაცვლებს. გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ირაკლი ღარიბაშვილი და ოლაფ შოლცი ჯერ პირისპირ ფორმატში გამართავენ შეხვედრას, შემდეგ კი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. დახურულ კარს მიღმა შეხვედრების დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივი პრესკონფერენცია, შესაბამისად, ამ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი დახურულ კარს მიღმა განხილული საკითხების დეტალები, თუმცა როგორც ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ, შეხვედრების განმავლობაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა, ერთი მხრივ, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებსა და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მეტად გაძლიერებას და მეორე მხრივ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს. წინასწარი ინფორმაციით, ერთობლიივი პრესკონფერენცია საქართველოს დროით 19:00 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამბობს, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ვიზიტი იქნება ძლიერი იმპულსი, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, „ამ რთულ პერიოდში, როდესაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, გერმანიას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ძლიერ ქვეყანას, რა თქმა უნდა, აქვს ერთ-ერთი ძლიერი ხმა. ამიტომ ვფიქრობთ, პოლიტიკურ დონეზე გერმანიასთან ინტენსიური თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში არის ძალიან დროული, მნიშვნელოვანი, რომელმაც, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას და გერმანიის, როგორც ძლიერი ქვეყნის მობილიზებას ჩვენი ევროპული ინტეგრაციისკენ. დარწმუნებული ვარ, პრემიერის ვიზიტი იქნება ძალიან ძლიერი იმპულსი, ძლიერი დახმარება, რათა ჩვენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გავაძლიეროთ და ჩვენი მეგობარი ქვეყნის კიდევ უფრო მობილიზება მოვახდინოთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება, რის შემდეგაც ქართული დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, კანცლერის ოფისში გადაინაცვლებს. გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ირაკლი ღარიბაშვილი და ოლაფ შოლცი ჯერ პირისპირ ფორმატში გამართავენ შეხვედრას, შემდეგ კი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. დახურულ კარს მიღმა შეხვედრების დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივი პრესკონფერენცია, შესაბამისად, ამ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი დახურულ კარს მიღმა განხილული საკითხების დეტალები, თუმცა როგორც ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ, შეხვედრების განმავლობაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა, ერთი მხრივ, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებსა და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მეტად გაძლიერებას და მეორე მხრივ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს. წინასწარი ინფორმაციით, ერთობლიივი პრესკონფერენცია საქართველოს დროით 19:00 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამბობს, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ვიზიტი იქნება ძლიერი იმპულსი, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, „ამ რთულ პერიოდში, როდესაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, გერმანიას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ძლიერ ქვეყანას, რა თქმა უნდა, აქვს ერთ-ერთი ძლიერი ხმა. ამიტომ ვფიქრობთ, პოლიტიკურ დონეზე გერმანიასთან ინტენსიური თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში არის ძალიან დროული, მნიშვნელოვანი, რომელმაც, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას და გერმანიის, როგორც ძლიერი ქვეყნის მობილიზებას ჩვენი ევროპული ინტეგრაციისკენ. დარწმუნებული ვარ, პრემიერის ვიზიტი იქნება ძალიან ძლიერი იმპულსი, ძლიერი დახმარება, რათა ჩვენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გავაძლიეროთ და ჩვენი მეგობარი ქვეყნის კიდევ უფრო მობილიზება მოვახდინოთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა აღნიშნული ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა გერმანიისა და პირადად პრეზიდენტ შტაინმაიერის გამორჩეული პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსადმი. "აღინიშნა, რომ საქართველო და გერმანია საიმედო და ღირებული პარტნიორები არიან ერთმანეთისთვის, რაც მრავალწლიან კავშირებსა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება. განსაკუთრებით გაესვა ხაზი გერმანიის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის წარმატებაში. აღინიშნა გერმანიის პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც მრავალი წლის განმავლობაში ხორციელდება საქართველოში როგორც გერმანიის მთავრობის, ისე სხვადასხვა ინსტიტუტისა და კერძო სექტორის მხრიდან. მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის წლების განმავლობაში არსებულ წარმატებულ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობას, რისი ნათელი დასტურიცაა გერმანული კომპანიების საქმიანობა საქართველოში. მხარეებმა ისაუბრეს იმ ერთობლივ ნაბიჯებსა და გზებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს გერმანული ბიზნესის მეტად დაინტერესებას საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალით. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის განვითარების კუთხით საერთაშორისო განვითარების ბანკის (KfW), საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა (GIZ) და სხვა გერმანული უწყებების მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული მდგომარეობა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანიას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უზრუნველსაყოფად გერმანიის მთავრობის ძალისხმევისთვის. საუბარი შეეხო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და ამ კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მხარეები მიესალმნენ ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას. საუბარი ასევე შეეხო რეკომენდაციების შესრულების მიზნით საქართველოს მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმასა და გადადგმულ ნაბიჯებს. შეხვედრაზე დაისახა გეგმები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად და სხვადასხვა მიმართულებით მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სრული მზადყოფნა გამოითქვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი დატოვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ოლაფ შოლცი: ევროპულ საბჭოში წელს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს მივცეთ ევროპული პერსპექტივა
თქვენ მოგეხსენებათ, რომ ევროპულ საბჭოში წელს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს მივცეთ ევროპული პერსპექტივა. მე მინდა, რომ საქართველო გავამხნევო, ამისთვის საჭირო რეფორმების ნაბიჯები გადადგას. ევროკომისიის რეკომენდაციები გახლავთ ამ გზაზე მნიშვნელოვანი. ჩემთვის ცნობილია, რომ ამას სჭირდება ერთობლივი, ეროვნული ძალისხმევა ყველა პოლიტიკური ძალისა და ამიტომაც მინდა, რომ დაგარწმუნოთ გერმანია საქართველოს ამაში დაეხმარება. ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით ევროპაში მიმავალ გზაზე, - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლაფ შოლცი: საქართველო თუ 12 პრიორიტეტს დააკმაყოფილებს, გერმანია თავის სიტყვას შეასრულებს როგორც მან აღნიშნა, გერმანია უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ოლაფ შოლცი საქართველოს: ევროპისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით „ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არის მჭიდრო და მრავალმხრივი. ისინი ფარავენ მთელს სპექტრს ეკონომიკის, ეკოლოგიის, ენერგეტიკის და კულტურის. გვიხარია, რომ საქართველოში არსებობს ძალიან დიდი ინტერესი გერმანული ენის და აკადემიური გაცვლის მიმართ და ასევე, როგორც ორმხრივი პარტნიორი, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია განვითარების პოლიტიკის თვალსაზრისით. რუსეთის აგრესია უკრაინაზე არის ამ წლის მთავარი მოვლენა. გერმანია მხარში უდგას უკრაინას, ეხმარება მას სამხედრო, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური თვალსაზრისით. საქართველოს თვითონ აქვს რუსული აგრესიის გამოცდილება, სამწუხარო გამოცდილება, 2008 წელს დაესხნენ მას თავს და მას შემდეგ, საქართველოს ტერიტორიების ნაწილები რუსული კონტროლის ქვეშაა. ფედერალური მთავრობა უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. კარგია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია და ასევე, გამოაცხადა, რომ ის ხელს შეუშლის ყველანაირ მცდელობას რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებისა,“- განაცხადა ოლაფ შოლცმა. მისივე თქმით, გერმანიისთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან და წელს ფედერალურმა მთავრობამ ამისთვის გამოყო თანხა, ისევე როგორც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარბაშვილი, დელეგაციასთან ერთდ გერმანიაში ოფიციალური ვიზტით იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2023 წელს საქართველოს უმსხვილეს ტურისტულ გამოფენა ITB Berlin-ზე, მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ექნება
მოხარული ვართ, რომ 2023 წელს საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გამოფენაზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და პოპულარიზაცია მოხდება. „ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს და მოხარული ვართ, რომ 2023 წელს საქართველო იქნება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin. ჩვენ რა თქმა უნდა, მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოდგენას, წარმოჩენას და მის პოპულარიზაციას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი: საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაზეც რამდენიმე თვის წინ, ვერც ვიოცნებებდით, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ომი
„მადლობას ვუხდი ოლაფ შოლცს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ხმამაღლა გამოუცხადა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი, მოტივირებულია, რომ ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრული თორმეტივე რეკომენდაცია ზედმიწევნით, სრულყოფილად იყოს შესრულებული მთავრობის მხრიდან. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებამ კარი გაუღო ქართული პოლიტიკის ყველა აქტორს, რომ მათაც მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, რადგან ხელისუფლებას ყველას, მათ შორის ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა დასჭირდება ამ პროცესში. „ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპის მომსწრენი ვართ, ვინაიდან სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რომელზეც რამდენიმე თვის, წინ უბრალოდ, ვერც ვიოცნებებდით, ვინაიდან სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო ომი. მე აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ კანცლერს. თქვენ რამდენიმე დღის წინ ხმამაღლა გამოუცხადეთ მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად. ბატონო კანცლერო, ჩვენ ვისაუბრეთ ამის თაობაზე და კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ დავადასტურო, რომ მმართველი გუნდი, ჩვენი ხელისუფლება არის აბსოლუტურად მოწოდებული, მოტივირებული, რომ ყველა, თორმეტივე რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ევროპული საბჭოს მიერ, იქნას შესრულებული ზედმიწევნით, სრულყოფილად, ჩვენი მთავრობის მხრიდან. მე ასევე მინდა გითხრათ, ამის თაობაზე ბატონ კანცლერს მივაწოდე ინფორმაცია, ჩვენ კარი გავუღეთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ქართული პოლიტიკის ყველა აქტორს, რომ მათაც მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, ვინაიდან მთავრობას, ხელისუფლებას დასჭირდება ყველას ჩართულობა, მათ შორის ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთ-აზერბაჯანის კონფლიქტზე: ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს
ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს, რომელიც ვითარდება ჩვენს სამეზობლოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მალე დაუბრუნდებიან დიალოგის გზას. „ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს, რომელიც ვითარდება ჩვენს სამეზობლოში. სომხეთი და აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა დ არაც ხდება ამ ქვეყნებში ჩვენთვის მიუღებელია და დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ამ მოვლენებს. მე ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წარმატებული მედიაცია გვქონდა, ორ სახელმწიფოს შორის, როცა პირადად ჩემი ჩართულობით 15 სამხედრო ტყვეს გათავისუფლება შევძელით აზერბაიჯანის მიერ და სომხეთმა სანაცვლოდ გადასცა ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომელიც ეხებოდა დანაღმულ ტერიტორიებს. მინდა ვთქვა, რომ ზოგადად, ყველა ის ქმედება, რომელიც უსაფრთხოების გარემოს შეცვლის, გააუარესებს, უნდა იყოს ჩვენი საერთო წუხილის საბაბი და მიზეზი, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ მხარეები მალე დაუბრუნდებიან დიალოგის გზას, მაგიდასთან დასხდებიან და ეს კონფლიქტი მალე ამოიწურება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ოლაფ შოლცი: საქართველოს ექნება მხარდაჭერა იმისთვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები განხორციელოს
ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის, - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ექნება ყველანაირი მხარდაჭერა იმისთვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები განახორციელოს. „პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მხარდაჭერა გახლავთ მნიშვნელოვანი. ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს მხარი დაუჭიროს კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. ეს გახლავთ ცენტრალური შეხედულება ყველასი და საბოლოო ჯამში, კანდიდატი ქვეყნების საქმეა შეასრულონ ეს კრიტერიუმები, მაგრამ საქართველოს ჩვენგან ექნება ყველანაირი მხარდაჭერა იმისთვის, რომ სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები განახორციელოს. გარდა ამისა, ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების განვითარებაზეა ლაპარაკი, ამიტომაც გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა განვითარების პოლიტიკის საქმეში, ამის გაფართოებაც შეიძლება, აქ ბევრი სხვა სფერო არსებობს სამომავლო განვითარებისთვის - ეს გახლავთ ენერგეტიკის სფერო და აი, ამაზე ჩვენ გვქონდა დღეს ლაპარაკი“, - განაცხადა შოლცმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს: რუსეთი განაგრძობს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბერლინში ვიზიტისას განაცხადა, რომ საქართველომ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინა უკრაინას და ქვეყანა სოლიდარულია კიევის მიმართ. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ ათას ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. ამასთან, საქართველომ მხარი დაუჭირა რიგ რეზოლუციებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ვიმყოფებით ძალიან რთულ ვითარებაში, რთული დრო გვაქვს დღეს არამხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში, ვინაიდან, რუსეთის გაუმართლებელი აგრესიის და ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ უკრაინაში, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, მათ შორის ჩვენს რეგიონშიც, მაგრამ როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველო იყო პირველი, რომელმაც გამოსცადა ასეთი ომი 2008 წელს და მას შემდეგ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი, 20% ტერიტორიის არის ოკუპირებული. რუსეთი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, მას შემდეგ ჩვენ გვიწევს ძალიან ბევრი პროვოკაციების თავიდან აცილება და პროცესის მართვა, რომელიც უკავშირდება ბორდერიზაციას და სხვა ძალიან ბევრ პრობლემას. მე ასევე მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ უკრაინას, ჩვენ ვართ სოლიდარულები მათ მიმართ, გავაგზავნეთ 1000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მხარი დავუჭირეთ ძალიან ბევრ რეზოლუციას, მხარდამჭერ განცხადებას უკრაინის მიმართ და ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: გერმანია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აძლიერებს ქართულ დემოკრატიას
გერმანია მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აძლიერებს ქართულ დემოკრატიას და ბოლო წლების განმავლობაში მილიარდ 300 მილიონ ევროზე მეტი აქვს დახმარების სახით გაწეული საქართველოსთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო დაინტერესებულია, კიდევ უფრო გააძლიეროს გერმანიასთან ორმხრივი ურთიერთობები. „დიდი მადლობა ბატონო კანცლერო! დიდი პატივია ჩემთვის და მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ბერლინში. პირველ რიგში მინდა მადლობა მოგახსენოთ მოწვევისთვის და გულითადი მასპინძლობისთვის. გერმანია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ქვეყანა, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი დახმარება აღმოუჩინა საქართველოს, ჩვენს ქვეყანას. გერმანია მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს. აძლიერებს ქართულ დემოკრატიას და მილიარდ 300 მილიონ ევროზე მეტი აქვს ბოლო წლების განმავლობაში დახმარების სახით გაწეული საქართველოსთვის. ამას ჩვენ ძალიან ვაფასებთ, ქართველი ხალხი არის მადლიერი და ჩვენ ვართ დაინტერესებული, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. „როგორც ბატონმა კანცლერმა სულ ახლახან აღნიშნა და ეს ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე დღის წინ, ეს არის ბატონი კანცლერის პოზიცია, ის მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში. გერმანია ყოველთვის მხარს უჭერდა ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და ახლაც დადასტურდა აღნიშნული გადაწყვეტილებით. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, გერმანიის მხარდაჭერას ამ გზაზე, რომელსაც ეწოდება ევროპული ინტეგრაციის გზა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის გზა, რომელიც ჩვენი გასავლელია, მაგრამ ამ გზაზე ჩვენ გვჭირდება პარტნიორების მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს და რომელიც აქ ბატონმა კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა“, - განაცხადა პრემიერმა.
ოლაფ შოლცი: ვისწავლეთ ჭკუა და ვცდილობთ, გაზმომარაგების სხვადასხვა წყარო გვქონდეს
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანიის ჩრდილოეთ საპორტო ქალაქებში შენდება თხევადი გაზის ტერმინალები, იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს გაზის იმპორტი საქართველოში, რათა მიღწეული იყოს ენერგოდამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. „ჩვენ ვისწავლეთ ჭკუა და ვცდილობთ გაზის მომარაგების სხვადასხვა წყაროები გვქონდეს, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს ევროკავშირში. ამისათვის ევროპაში ვავითარებთ ინფრასტრუქტურას, რომელიც გაზის ურთიერთგაცვლას და იმპორტს გახდის შესაძლებელს. გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ ქვეყანასთან ვდებთ ხელშეკრულებას. გავზარდეთ იმპორტი ნორვეგიიდან და ნიდერლანდებიდან. ბელგიის, ნიდერლანდების და საფრანგეთის საპორტო ქალაქებიდან შემოდის გაზი. გერმანიის ჩრდილოეთ საპორტო ქალაქებში შენდება თხევადი გაზის ტერმინალები და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ გაზის იმპორტი საქართველოში და მივაღწიოთ ენერგო დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ვესელინ ვალკანოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. გამოითქვა არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა. აღინიშნა, რომ ბულგარეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულშია. ვესელინ ვალკანოვმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ბულგარეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ რთულ უსაფრთხოების ვითარებას. ღარიბაშვილმა ვესელინ ვალკანოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ირაკლი ღარიბაშვილი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ეფრემს და მის თანმხლებ პირებს შეხვდა, რომელთა შორის ამავე მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერები არიან. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „კიდევ ერთხელ, დიდი პატივია, თქვენთან შეხვედრა. მოგესალმებით, დიდი პატივისცემით და დიდი სიყვარულით. მე ყოველთვის დიდი სიხარულით ვიხსენებ ჩვენს შეხვედრას პირველად ათონის მთაზე. როდესაც ჩვენ პირველად შევხვდით, მაშინ მე არ ვიყავი პრემიერ-მინისტრი. ჩვენ გვქონდა ძალიან ღრმა საუბარი. ყველა რჩევა, რომელიც მომცა გერონდამ, და რაც მითხრა, გამართლდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, არქიმანდრიტმა ეფრემმა პრემიერ-მინისტრი ათონის მთაზე მიიწვია. „მახარებს, რომ კიდევ ერთხელ გხვდებით, მეორედ, უკვე პრემიერ-მინისტრის რანგში. სამშობლო გიყვართ, პატრიოტი, კარგი მეოჯახე ბრძანდებით, მრავალშვილიანი, ეკლესიის მეგობარი ბრძანდებით. უწმინდესი პატრიარქი და მიტროპოლიტი შიო ყოველთვის გამოხატავენ კმაყოფილებას თქვენი პიროვნებისადმი. ბევრი ქართველი ჩამოდის ჩვენთან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელ დღეს საქართველოსა და ათონის მთას შორის მაკავშირებელი არის ვატოპედის მონასტერი. როგორც უკვე მოგახსენეთ, ძალიან მიყვარს ქართველები, ქართველებს მადლი გაქვთ, ღვთის მადლი, ნათლობის მადლი გაქვთ სახეზე. როგორც მოგახსენეთ, პირად საუბარშიც, ბატონო პრემიერო, ძალიან მოგვწონს, რომ ქვეყანასაც ძალიან გონივრულად მართავთ. უწმინდესის ლოცვები, პირველ რიგში, და მისი სიყვარულიც ძალიან გეხმარებათ, და ყველას გვინდა, რომ ასე გააგრძელოთ, რომ ქვეყანაში წონასწორობა გეკავოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის წმინდა გიორგის ქვეყანა, არ დაგავიწყდეთ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრია თქვენი ქვეყანა, და აკეთებთ კიდევაც, და გმადლობთ ამისთვის. იმედია, რომ მომავალშიც ასე დაიცავთ თქვენს ტრადიციებს. გეპატიჟებით კიდევ ათონის მთაზე. კარგი იქნება, რომ ჩამოხვიდეთ უკვე როგორც პრემიერ-მინისტრი“, - აღნიშნა არქიმანდრიტმა ეფრემმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით. მისივე ინფორმაციით, არქიმანდრიტმა ეფრემმა პრემიერ-მინისტრს საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა. თავის მხრივ კი, ირაკლი ღარიბაშვილმა არქიმანდრიტ ეფრემს წმინდა ნინოს ხატი გადასცა საჩუქრად. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე შარაშენიძე ესწრებოდა. შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა არქიმანდრიტ ეფრემს სადილზე უმასპინძლა.
მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და ახალი ინიციატივები განიხილეს. „აღინიშნა, რომ რეგიონში და მსოფლიოში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ქვეყანაში პირველ შვიდ თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა -10,3% დაფიქსირდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ხაზი გაესვა ტურიზმიდან შემოსავლების ზრდის ტენდენციას. აღინიშნა, რომ 2022 წლის აგვისტოში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა უკვე მეორედ, პანდემიის შემდეგ, გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს და 2022 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, ტურიზმიდან საქართველომ 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის – 94.6% – აღდგენაა. საბჭოს წევრებმა რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით იმსჯელეს. როგორც სხდომაზე აღინიშნა, 16 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში 70 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული და მოსავლის დაბინავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის საწარმოებს ყურძენი 7 000-მა მევენახემ ჩააბარა და მათი შემოსავალი 70 მლნ ლარს აღემატება. 140-მდე კომპანიამ უკვე გადაამუშავა სხვადასხვა მოცულობის ყურძენი“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს მიმართავს. მანამდე პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება, განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის მშპ-ს 6%-მდე გაზარდოს
ვამაყობთ განათლების ტრანსფორმაციის შესახებ ჩვენი ეროვნული განცხადების დებულებებით და იმისათვის, რომ მივაღწიოთ ამ ამბიციურ მიზნებს, საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6 პროცენტამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობის განათლების გრძელვადიანი პოლიტიკა სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება. ესენია ხარისხი, თანასწორობა და კარგი მმართველობა. „საქართველოს მთავრობის განათლების გრძელვადიანი პოლიტიკა სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება. ესენია ხარისხი, თანასწორობა და კარგი მმართველობა. მისი მიზნები და სტრატეგიული ამოცანები ეხმიანება ხუთ თემატურ მიმართულებას, რომლებიც ხაზგასმულია განათლების მომავლის საერთაშორისო კომისიის ანგარიშში და ის სრულად შეესაბამება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. ვამაყობთ განათლების ტრანსფორმაციის შესახებ ჩვენი ეროვნული განცხადების დებულებებით და იმისათვის, რომ მივაღწიოთ ამ ამბიციურ მიზნებს, საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6 პროცენტამდე. საქართველოს მთავრობა გეგმავს კვლავ გააორმაგოს ძალისხმევა სასწავლო გეგმების გასაუმჯობესებლად, თანამედროვე და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მასწავლებლებისა და პედაგოგების პროფესიულ განვითარებაში ინვესტირებისათვის, რადგან ისინი ჩვენი ძალისხმევის ხერხემალს წარმოადგენენ მომავალი თაობის ადეკვატური უნარებითა და ცოდნით აღჭურვის საქმეში. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს ძალისხმევა საკვანძოა ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის, რომელიც განათლებული, გამოცდილი, პასუხისმგებლიანი და აქტიური მოქალაქეებისგან შედგება,“- აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ინვესტიცია მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში აუცილებელია მდგრადი ეკონომიკური და სოციალური პროგრესისთვის
საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ ინკლუზიური, თანაბარუფლებიანი და მაღალი ხარისხის განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და აღიარებს უწყვეტი განათლების შესაძლებლობების ყველასთვის უზრუნველყოფის საშუალებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება, განათლების სახელმწიფო დაფინანსება 2030 წლისთვის მშპ-ს 6%-მდე გაზარდოს მთავრობის მეთაურის თქმით, ინვესტიცია მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში აუცილებელია მდგრადი ეკონომიკური და სოციალური პროგრესისთვის. „პატივცემულო გენერალურო მდივანო, ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, პატივი მაქვს, მოგმართოთ გარდამქმნელი განათლების სამიტზე, რომელმაც შესანიშნავი პლატფორმა შექმნა განათლების, როგორც მშვიდობის, კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების უნივერსალური საფუძვლის, მნიშვნელობის დასადასტურებლად. საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ ინკლუზიური, თანაბარუფლებიანი და მაღალი ხარისხის განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და აღიარებს უწყვეტი განათლების შესაძლებლობების ყველასთვის უზრუნველყოფის საშუალებას. ამრიგად, განათლება კიდევ უფრო მაღლა დავაყენეთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტების რიგში. განათლება ქმნის თითოეული ინდივიდის პიროვნული ზრდისა და პროფესიული განვითარების საფუძველს, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს ჩვენს ერებს. მიგვაჩნია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსწავლეებს მივცეთ წვდომა სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე ყოველგვარი ბარიერების გარეშე, რათა ისინი აღიჭურვონ ცხოვრებისეული უნარებითა და კომპეტენციით, აგრეთვე კონკურენტუნარიანი და სტუდენტზე ორიენტირებული განათლების სისტემებით. ინვესტიცია მეცნიერებაში, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში აუცილებელია მდგრადი ეკონომიკური და სოციალური პროგრესისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში პრიორიტეტად მივიჩნევთ განათლების სისტემის მხარდაჭერას სტუდენტებისთვის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მიმდინარე რუსულმა ოკუპაციამ ხელყო ყოველდღიური ცხოვრების ბევრი ასპექტი
საქართველოში პრიორიტეტად მივიჩნევთ განათლების სისტემის მხარდაჭერას სტუდენტებისთვის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მიმდინარე რუსულმა ოკუპაციამ ხელყო ყოველდღიური ცხოვრების ბევრი ასპექტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში გამართულ განათლების გარდაქმნის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულ სკოლებში წარმატებით ჩაირიცხა 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე, რომლებიც რუსული აგრესიის გამო იძულებული გახდნენ გამოქცეულიყვნენ. „განათლების სფეროში არსებული გლობალური გამოწვევები კვლავ ხელმისაწვდომობასა და თანასწორობას უკავშირდება, რისგანაც საქართველო არ არის დაცული. უნდა ვეცადოთ ციფრული წყვეტის ამოვსებას და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ცენტრიდან მოშორებულ რეგიონებში მდებარე სკოლებში, სოციალურად დაუცველ თემებში, შშმ პირებში, ეთნიკურ უმცირესობებში, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებში. ჩვენმა ქვეყანამ, ისევე როგორც ბევრმა სხვამ, რომლის წარმომადგენლებსაც ამ დარბაზში ვხედავ, თავად იხილა იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების სირთულეები. ვიცით, რომ ამ თემების კომპლექსურ საჭიროებებს შორის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სტუდენტებისთვის ყოვლისმომცველი მხარდაჭერის მიწოდება გადამწყვეტია. საგანმანათლებლო სფეროში უწყვეტმა ძალისხმევამ შეიძლება უზრუნველყოს ნორმალურობის განცდა კრიზისის დროს და საერთაშორისო საზოგადოების წევრები იმ ინსტრუმენტებით აღჭურვოს, რომლებიც მათ წარმატების მისაღწევად დასჭირდებათ. საქართველოში პრიორიტეტად მივიჩნევთ განათლების სისტემის მხარდაჭერას სტუდენტებისთვის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მიმდინარე რუსულმა ოკუპაციამ ხელყო ყოველდღიური ცხოვრების ბევრი ასპექტი. გარდა ამისა, ქართულ სკოლებში წარმატებით ჩავრიცხეთ 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე, რომლებიც რუსული აგრესიის გამო იძულებული გახდნენ გამოქცეულიყვნენ. ამისათვის, სკოლებში ჩამოვაყალიბეთ ჩარიცხვის გამარტივებული პროცედურები და, კვალიფიციური სპეციალისტების დახმარებით, ზოგად განათლებას უკრაინულ ენაზე ვახორციელებთ სტანდარტული უკრაინული სასწავლო გეგმების მიხედვით. გარდა ამისა, უკრაინელ სტუდენტებს, რომლებიც უმაღლეს განათლებას აგრძელებენ საქართველოში, უკვე შეუძლიათ ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხონ სასწავლებლებში“,- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ანტონიო გუტერეშმა უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შეხვდა. მთავრობის მეთაურის ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მსოფლიოში არსებული ვითარება და გამოწვევები მიმოიხილეს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ანტონიო გუტერეშს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აფასებს გაეროს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია, რაც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციასა და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და მის გავლენას მსოფლიოზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომმა საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა და წესებზე დაფუძნებული წესრიგი მთლიანად შეარყია. საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ხაზი გაესვა ირაკლი ღარიბაშვილის ძალისხმევით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, თავის მხრივ კი, სომხეთმა აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. პრემიერ–მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მედიატორის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას. აღინიშნა ბოლო წლებში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი შედეგები, მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკური დინამიკა და რეგიონულ-გეოსტრატეგიული ხასიათის პროექტებში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ჩართულობა და აქტიური თანამშრომლობა. განსახილველ საკითხებს შორის იყო უკრაინაში მიმდინარე ომი და, შედეგად, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული რთული უსაფრთხოების ვითარება. ხაზი გაესვა რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, აღინიშნა ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გასულ წელს მიღწეული შეთანხმება, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი, აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული ეფექტიანი თანამშრომლობის ყველა მიმართულებით კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვანია ასევე რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია. შეხვედრასთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველო და თურქეთი დიდი ხნის პარტნიორები და კარგი მეზობლები არიან და მათ მტკიცედ იკისრეს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების ვალდებულება. „თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შევხვდი. განვიხილეთ ორმხრივი, რეგიონალური და მრავალმხრივი დღის წესრიგის საკითხები. საქართველო და თურქეთი დიდი ხნის პარტნიორები და კარგი მეზობლები ვართ, რომლებმაც მტკიცედ ვიკისრეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების ვალდებულება”, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა ჩაბა კოროშიმ და სხვა ლიდერებმა. „ვმონაწილეობ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გახსნით სესიაში, რომელზეც მსოფლიო ლიდერები გლობალური დღის წესრიგის ყველაზე აქტუალურ საკითხებს იხილავენ. მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს და პარტნიორებთან ერთად, მონაწილეობას ვიღებდე მნიშვნელოვან დისკუსიებში უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად”, - წერს პრემიერ-მინისტრი Twitter-ზე. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 22 სექტემბერს მიმართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის სიტყვით გამოსვლას დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაური ჯოზეფ ბაიდენის სიტყვით გამოსვლაზე დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატები 21 სექტემბერს გაიხსნა. საქართველოს მთავრობის მეთაური გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 22 სექტემბერს მიმართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
ირაკლი ღარიბაშვილმა ვან ის, ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს ვან ის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავცელებს. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მათი განვითარების პერსპექტივებს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ვან იმ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს და კმაყოფილება გამოთქვეს არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გამო. აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია. აღინიშნა ჩინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს ერთიანი ჩინეთის პრინციპის მიმართ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. ხაზი გაესვა არაერთი მიმართულებით ორმხრივი კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას და დადებითად შეფასდა უწყებების დონეზე თანამშრომლობის მაღალი დინამიკა. მხარეები მიესალმნენ ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღს - 30 წლისთავს და გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის უკვე არსებული მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას. „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ნაყოფიერი საუბარი მქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან ვან ისთან. განვიხილეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა, სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივა”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით, მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი ჯო ბაიდენსა და მის მეუღლეს თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „მქონდა პატივი, დავსწრებოდი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას, სადაც ლიდერები იკრიბებიან და მოსაზრებებს უცვლიან ერთმანეთს გლობალური გამოწვევების შესახებ. მადლობელი ვარ თბილი მიღებისა და საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერისთვის”, - წერს პრემიერ-მინისტრი Twitter0-ზე.
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში: 2008 წელს, ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი
2008 წელს, ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. oმ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ოცდაათი წლის წინ საქართველო გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი გახდა ქვეყანას გააზრებული აქვს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება. „ქართველი ხალხის სახელით, მაქვს პატივი, კიდევ ერთხელ მოგმართოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეას. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ 77-ე სესიაზე და ვაანალიზებთ სადამფუძნებლო პრინციპებსა და იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებამ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის დღიდან მივაღწიეთ. 1946 წელს, პირველ სესიაზე, დამფუძნებლებმა დადეს პირობა, რომ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად გაერთიანდებოდნენ. მნიშვნელოვანი წინსვლის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ აგრესიის აქტები ამჟამადაც ხორციელდება. და, ეს სწორედ ისეთი აქტებია, როგორებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დაარსება განაპირობა. 2008 წელს ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა რუსეთი, რამაც ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაცია გამოიწვია. oმ ეტაპზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ეს აგრესია, თუმცა, ვისწავლეთ, რომ მსოფლიო დემოკრატიებმა ერთად უნდა იმოქმედონ თავისუფლებისა და მშვიდობის გამარჯვების უზრუნველსაყოფად. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იმისათვის შეიქმნა, რომ მომდევნო თაობები ომის უბედურებისგან ვიხსნათ და სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დავიცვათ. ეს ჩვენი მოვალეობა და დაპირებაა. დღეს მაქვს პატივი, წარმოვადგენდე საქართველოს, ჩვენს ძლიერ, ამაყ და თავისუფლებისმოყვარე ერს, რომელმაც შეინარჩუნა თავისი სათუთი მემკვიდრეობა და ისტორია, თან განვითარდა და მოერგო 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკურ რეალობას. ოცდაათი წლის წინ, საქართველო გაერთიანებული ერების ოჯახის წევრი გახდა. დღეს, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, გააზრებული გვაქვს ჩვენს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში საერთო ღირებულებების დაცვის ვალდებულება, რომელიც ვიკისრეთ“, - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ყველა შესაძლებლობას იყენებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით, მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად. „ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით მშვიდობის სფეროში წინსვლის მისაღწევად. ამ კუთხით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად. საქართველო აფასებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქვეყნის 20% კვლავ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ამ რთულ გამოწვევას არ ვაძლევთ ჩვენი არსის განსაზღვრის უფლებას. სწორედ ამ მიზეზით, ვაგრძელებთ ზედა წონით კატეგორიაში ასპარეზობას და მუდმივად ვცდილობთ საერთაშორისო თანამეგობრობის საქმეში წვლილის შეტანას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: წინსვლა გვაქვს და გრაფიკსაც ვუსწრებთ წინ, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს
„გაზრდილი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია ჩვენი გზაა ევროპული ერების ოჯახში დაბრუნებისკენ, რომლებთანაც ვიზიარებთ ისტორიას, კულტურას და, რაც მთავარია, ღირებულებებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველო აგრძელებს სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. „2012 წელს ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ვახორციელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, რომელმაც დაგვაახლოა მთავარ საერთაშორისო პარტნიორებთან - ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან, NATO-სა და გაეროსთან. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, საქართველომ პირველად გაიარა მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის უპრეცედენტო ათწლეული. განუწყვეტლივ ვმუშაობთ საქართველოს გლობალურ პოზიციონირებაზე და უკვე ვხედავთ ამის შედეგს. „მსოფლიო სამართლის პროექტის“ მიერ გამოქვეყნებულ სამართლის უზენაესობის ინდექსში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, „ღია ბიუჯეტის ინდექსში“ - მსოფლიოში პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით, ხოლო „ფრეიზერის ინსტიტუტის“ 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების მონაცემებით, - მსოფლიოს პირველ ხუთეულშია სინგაპურთან და შვეიცარიასთან ერთად. ცხოვრების ხარისხისა და ხარჯების გლობალური მონაცემთა ბაზის თანახმად, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად დასახელდა და მე-14 ადგილი დაიკავა. შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან უფრო მეტად დაახლოების პარალელურად, ძალისხმევას მივმართავთ დემოკრატიული ტრანსფორმაციის გაგრძელებისკენ. გაზრდილი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია ჩვენი გზაა ევროპული ერების ოჯახში დაბრუნებისკენ, რომლებთანაც ვიზიარებთ ისტორიას, კულტურას და, რაც მთავარია, ღირებულებებს. ვაგრძელებთ ერთმნიშვნელოვან გზაზე სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამ მიზნების ერთგულება ეფუძნება განხორციელებულ მოქმედებებსა და რეალურ შედეგებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცესა და ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა ძლიერი მოტივაციაა საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის. „წელს გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ახალი სამიზნე ორიენტირები დასახა. ისევე, როგორც წარსულში, საქართველო გადაჭარბებით შეასრულებს მათ. ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა ძლიერი მოტივაციაა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის. სრულად ვაცნობიერებთ, რომ ევროპულ პერსპექტივას მოჰყვება უზარმაზარი პასუხისმგებლობა ევროკავშირთან უმაღლესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი თავსებადობის კუთხით. საქართველომ მყისიერად მოახდინა რეაგირება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. ინკლუზიური პროცესი უზრუნველყოფს ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას. ყველა პრიორიტეტული მიმართულებისთვის შექმნილია სამუშაო ჯგუფები ყველა შესაბამისი დაინტერესებული წრისა და მხარის მონაწილეობით. წინსვლა გვაქვს და გრაფიკსაც ვუსწრებთ წინ. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რომელიც საბოლოოდ მასში გაწევრიანებას მოგვიტანს და თაობათა ოცნებას რეალობად აქცევს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში: მინდა მივმართო ჩემს აფხაზ და ოს ძმებს და დებს - ჩვენი ძალა ერთობაშია, ჩვენ ერთად ავაშენებთ საქართველოს
პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მოქალაქეებს უქმნის შესაძლებლობებს და ყველა საჭირო ინსტრუმენტს აძლევს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენს მოქალაქეებს ვუქმნით შესაძლებლობებს და ყველა საჭირო ინსტრუმენტს ვაძლევთ, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომ, დღეს, აქ, გაერთიანებული ერების გენერალურ ასამბლეაზე, პირდაპირ მინდა მივმართო ჩემს აფხაზ და ოს ძმებს და დებს და კიდევ ერთხელ ვუთხრა მათ, რომ ჩვენი ძალა ერთობაშია, ჩვენ ერთად ავაშენებთ საქართველოს და მშვიდობიანად გადავაქცევთ მას აყვავებულ, თავისუფალ და ერთიან ევროპულ სახელმწიფოდ“, - აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, „მთავრობის სწორმა პოლიტიკამ მოიტანა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა COVID-19-ის პანდემიიდან გამოსვლისას, როდესაც 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10.4 პროცენტს მიაღწია, ხოლო 2022 წლის იანვარ-ივლისში კვლავ გადააჭარბა მოლოდინს და 10.3 პროცენტი დაფიქსირდა“. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის 9 პროცენტამდე გაიზარდა, რაც, უპირველეს ყოვლისა, პოსტპანდემიურ პერიოდში მდგომარეობის აღდგენისა და უკრაინის ომის შედეგების მინიმუმამდე შემცირების მიმართულებით ჩვენი მთავრობის პროაქტიული ზომების შედეგია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში: საქართველო უკრაინის გვერდით დგას
ომი კვლავ მიმდინარეობს, ჩემი ქვეყნიდან არცთუ ისე შორს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ძირს უთხრის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო დგას უკრაინის გვერდით. „საქართველო დგას უკრაინის გვერდით. ომის დაწყების დღიდან, ჩვენმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა უკრაინას, როდესაც 1000 ტონაზე მეტი ტვირთი გაუგზავნა მას. საქართველო უზრუნველყოფს ფინანსურ დახმარებას ამჟამად ჩვენთან მცხოვრები 32 ათასზე მეტი უკრაინელისთვის და მათ დაბინავებას“, - აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ წამოაყენა, შეუერთდა და მხარი დაუჭირა ყველა მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად წამოყენებულ თითქმის 400 რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ პოზიციას და სხვა ინიციატივებს. „საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული. ბევრი მათგანი ცოდნას უკრაინულ ენაზე იღებს სტანდარტული უკრაინული სასწავლო გეგმის შესაბამისად. ჩვენ წამოვაყენეთ, შევუერთდით ან მხარი დავუჭირეთ ყველა მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად წამოყენებულ თითქმის 400 რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ პოზიციას და სხვა ინიციატივებს, მათ შორის, ვიყავით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ გაეროს ასოციაციის 76-ე რეზოლუციის მთავარ მხარდამჭერებს შორის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა გავზარდოთ საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები
„დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ ასევე ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა რეგიონის სასიკეთოდ გავზარდოთ საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები. გვინდა მოვიზიდოთ მსხვილი უცხოური ინსტიტუციონალური ინვესტიციები, განვახორციელოთ რეგიონალური მნიშვნელობის პროექტები, გავაძლიეროთ ჩვენი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები და ასე ვიქცეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ ფაქტობრივ ხიდად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მიზანია სამხრეთ კავკასიის გარდაქმნა შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის რეგიონად. „ჩვენი მიზანია სამხრეთ კავკასიის გარდაქმნა შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის რეგიონად. ევროკავშირის კოლეგებთან ერთად, უკვე ვიხილავთ ფლაგმანი პროექტების ჩამონათვალს, რომლებიც დამატებით ეკონომიკურ ეფექტს იქონიებს და კატალიზატორად იქცევა ევროკავშირთან და მის ბაზართან ჩვენი რეგიონის გაზრდილი კავშირისა და ინტეგრაციისთვის. მიგვაჩნია, რომ სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანა და დასავლეთის მოკავშირეები ისარგებლებენ ამ თანამშრომლობით. ახლა უნდა ვიმოქმედოთ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის, ენერგომარშრუტების დაცვისთვის, მიწოდების ჯაჭვის შენარჩუნებისა და რეგიონალური კავშირების გაზრდისთვის, რათა გაძლიერდეს ეკონომიკური განვითარების ტემპი. ყოველივე ეს აუცილებელია ევროპული მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მზადაა, გაზარდოს წვლილი საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა აჩვენა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება ევროატლანტიკური უსაფრთხოების დღის წესრიგის სათავეშია, ხოლო საქართველო, როგორც ამ რეგიონალური არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, მზადაა, გაზარდოს თავისი წვლილი საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „კარგად ვიცით, რომ უსაფრთხოებას მოაქვს სტაბილურობა, სტაბილურობას კი - პროგნოზირებადობა. მდგრადი ეკონომიკური განვითარების გადამწყვეტი წინაპირობაა პროგნოზირებადობა. რაც უფრო პროგნოზირებადი გახდება შავი ზღვის რეგიონი, მით უფრო მეტად შევძლებთ მისი ეკონომიკური პოტენციალის გახსნას ჩვენი ხალხისა და გლობალური ეკონომიკის სასარგებლოდ. ამ მიზეზით, ვავითარებთ აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს. ევროპელ კოლეგებთან ერთად, საქართველო მონაწილეობს რამდენიმე საერთაშორისო ინიციატივასა და ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომლებიც გააუმჯობესებენ ჩვენს კავშირს და ხელს შეუწყობენ სანდო და ქმედით სავაჭრო კავშირებს შავი ზღვის ზოლში“, - აღნიშნა პრემიერმა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უახლესი ანგარიში საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ ცხადყოფს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულ შესაბამისობაში არიან შეერთებული შტატებისა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან“. ევროკავშირის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ 2014 წელს დაწესებულ შემზღუდველ ზომებს მივუერთდით, ხოლო წელს ეს ნორმა გავრცელდა დონეცკსა და ლუგანსკზეც. მისივე თქმით, საქართველო ხელს უწყობს მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს მონაწილეობას ითვალისწინებს რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ძალისხმევას არ ვიშურებთ მეზობლებს შორის ურთიერთობის მოგვარებისთვის. წარმატებული შემთხვევები უკვე გვქონდა. მათ შორისაა 15 სომეხი სამხედრო ტყვე, რომელთა უსაფრთხო დაბრუნება მოხდა აზერბაიჯანის დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ. საქართველო მზადაა, მოიაზრებოდეს დიალოგის ცენტრად, რათა საჭირო მშვიდობა და სტაბილურობა დამკვიდრდეს რეგიონში. „მიმდინარე წლის ივლისში, თბილისში ვუმასპინძლეთ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ნაყოფიერ დისკუსიებს. მზად ვართ, მოვიაზრებოდეთ დიალოგის ცენტრად, რათა ესოდენ საჭირო მშვიდობა და სტაბილურობა დამკვიდრდეს ჩვენს რეგიონში. ამ განზრახვით, საქართველო ხელს უწყობს მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს მონაწილეობას ითვალისწინებს. ის არ ანაცვლებს და არც ეწინააღმდეგება ან უპირისპირდება თანამშრომლობის სხვა ფორმატებს. სამაგიეროდ, საქართველო იმედოვნებს, რომ იქნება პატიოსანი შუამავალი, რომელიც დაეხმარება რეგიონალური ურთიერთობების ნორმალიზებას“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ზე: ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მადლობელი ვარ
ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლეს შევხვდი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით აშშ-ის მხარდაჭერა გადამწყვეტია. „ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლეს შევხვდი. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დახმარებისთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მადლობელი ვარ. ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსთვის გადამწყვეტია”,- წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.
ირაკლი ღარიბაშვილი: ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობის, სტაბილურობის კრიტიკული მნიშვნელობა განვიხილეთ
"ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის კრიტიკული მნიშვნელობა განვიხილე", - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა „კარგი შეხვედრა მქონდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის კრიტიკული მნიშვნელობა. სამხრეთ კავკასია უნდა იქცეს შესაძლებლობების რეგიონად”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების კარგი საფუძველია. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება მიმოიხილეს. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მედიატორის როლი და ხელი შეუწყოს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
პრემიერი: ჩვენს დროს, პროკურატურა სრულიად დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა
„ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პროკურატურის სისტემის განვითარება ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენს დროს, პროკურატურა სრულიად დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციის გახსნის დროს. „რა თქმა უნდა, ამ ტრანსფორმაციაში უმნიშვნელოვანესია ჩვენი პარტნიორების მუდმივი ჩართულობა, მათი თანადგომა. განსაკუთრებით ვაფასებთ ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, როგორიცაა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია. 180-ზე მეტი ქვეყნის უწყებებთან თუ ინდივიდუალურ წევრებთან თანამშრომლობა, ერთი მხრივ, არსებითია ჩვენი პროკურატურის შემდგომი სრულყოფისა და განვითარებისთვის და, ამავდროულად, ჩვენ გვჯერა, რომ თავადაც მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიოს მშენებლობაში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის უმთავრესი მიზანია. გზა ამ მიზნისაკენ მხოლოდ სამშვიდობო პროცესზე გადის
საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის მიზანია და იგი ეფუძნება ჩვენს რწმენას, რომ ერთიან, ძლიერ, განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენი ხალხისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს გაერთიანების მიზნისაკენ გზა მხოლოდ სამშვიდობო პროცესზე, დიალოგზე და თანამშრომლობაზე გადის. „1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა ჩვენი ისტორიის ტრაგიკულ დღედ იქცა. ომმა ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენი მრავალი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ. ამ დღიდან, საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის უმთავრესი მიზანია და იგი ეფუძნება ჩვენს რწმენას, რომ ერთიან, ძლიერ, განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენი ხალხისთვის. ასევე გვჯერა, და ეს არაერთხელ დავამტკიცეთ საქმით, რომ გზა ამ მიზნისაკენ მხოლოდ სამშვიდობო პროცესზე, დიალოგზე და თანამშრომლობაზე გადის. მომავალი ეკუთვნის აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობას და კეთილდღეობას”,-წერს პრემიერ-მინისტრი. სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს სამთავრობო შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. 1992-1993 წლებში, ომის შედეგად, 3 ათასზე მეტი ჯარისკაცი და 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა. რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლამდე, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობა გამოცხადდა. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები. სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტ ბილ ბომონტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს, ბილ ბომონტს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, მხარეებმა ქართული რაგბის განვითარების ხელშეწყობასა და წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მთავრობის მეთაურმა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს ქართული რაგბის მხარდაჭერისა და საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, რაგბის, საქართველოს მთავრობის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც რაგბის კავშირის გაზრდილი ბიუჯეტით გამოიხატება და ამ სპორტის განვითარების ხელშეწყობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. „განსაკუთრებით აღინიშნა ფონდი „ქართუს“ როლი საქართველოში რაგბის განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით. ითქვა, რომ „ქართუს“ შემოწირულობა რაგბის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და გასავითარებლად 100 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. ფონდის დახმარებით, ქვეყნის მასშტაბით აშენდა 14 ბაზა და 27 სტადიონი, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართული რაგბის წარმატებაში. აგრეთვე აღინიშნა ის ფაქტი, რომ მსოფლიო რაგბიმ აღიარა ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული ძალისხმევა და მას 2014 წელს საპატიო „განვითარების ჯილდო“ გადასცა. საუბარი შეეხო საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ინიცირებულ პროექტებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს. მათ შორის, 100 ახალი მოედნის კონცეფცია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 47 ლოკაციაზე, აგრეთვე პროექტი „სასკოლო რაგბი“, რომლის მიზანია მოსწავლეებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჰქონდეთ შესაძლებლობა, ითამაშონ რაგბი და ხელი მიუწვდებოდეთ ცხოვრების ჯანსაღ წესზე. აღნიშნული პროექტი ფონდი „ქართუს“, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა
ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და NATO-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ხავიერ კოლომინამ საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ზომების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად. ყურადღება გამახვილდა NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე. ითქვა, რომ კონცეფცია იმეორებს NATO-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზს უსვამს ალიანსისთვის შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ქმედუნარიანი პარტნიორი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ხავიერ კოლომინამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მიმოიხილეს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრ ვინიკოვი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ნატოში საქართველოს წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: მკაცრად ვგმობ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, Twitter-ზე ოკუპირებულ აფხაზეთში, ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს გამოეხმაურა. „მკაცრად ვგმობ ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან შეხვედრებს. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ისევე როგორც ორმხრივ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის”, - წერს ღარიბაშვილი. ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. ლუკაშენკო აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობამ ვალის აღება 700 მლნ ლარზე მეტით შეამცირა
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ ვალის აღება 700 მლნ ლარზე მეტით შეამცირა. „რა მოიტანა მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა, ამის თაობაზე ძალიან ბევრი მოქალაქე შეიძლება კითხულობდეს. ამან მოიტანა ის, რომ მეტი შემოსავალი გაჩნდა ბიუჯეტში. ამ მეტი შემოსავლით ჩვენ შევძელით ძალიან ბევრი კარგი ახალი წამოწყების დაფინანსება, ახალი პროგრამების დაფინანსება. 700 მლნ ლარზე მეტით შევამცირეთ ვალის აღება, ეს არის რეალური, ის რაც ჩვენ შევძელით. მინდა ვთქვა, რომ ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტით შევამცირეთ მშპ-ს 3,2%-მდე, ხოლო მთავრობის ვალი მშპ-ს 40%-მდე ჩამოვწიეთ. სულ რაღაც 2 წლის წინ იყო 60%-მდე მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ამასთან, ღარიბაშვილის განცხადებებით, საქართველოს მოქალაქეებს, პენსიები გაეზრდებათ. "70 წლის ასაკის და მეტი წლის პენსიონერების პენსია მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე გახდება. სხვაგან კი, 365 ლარი იქნება. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში, 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 335 ლარი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ძალოვანი უწყებების დაფინანსება 490 მილიონი ლარით იზრდება
თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება 490 მილიონი ლარით იზრდება. „სამხედროების, პოლიციელებისა და უსაფრთხოების თანამშრომლების ხელფასები 20% გაიზრდება. ამ მიზნით გათვალისწინებულია 290 მილიონი ლარი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, 2022 წლის დასაწყისში ყველა საჯარო სამსახურში ხელფასები 10%-ით გაიზარდა. ხელფასების ზრდა მოხდება 2023 წელსაც და ზრდა გაგრძელდება მომდევნო წლებშიც“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარი, სხვაგან კი 365 ლარი გახდება
მომავალი წლის ბიუჯეტით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარი, სხვაგან კი 365 ლარი გახდება, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობამ ვალის აღება 700 მლნ ლარზე მეტით შეამცირა "მომავალი წლის ბიუჯეტით, 70 წლის ასაკის და მეტი წლის პენსიონერების პენსია მაღალმთიან დასახლებებში 440 ლარამდე გახდება. სხვაგან კი, 365 ლარი იქნება. 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 300 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში, 70 წლამდე პირთა პენსია გახდება 335 ლარი", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ამასთან, ღარიბაშვილმა ბავშვთა დახმარებაზეც ისაუბრა. "მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ბავშვთა დახმარება უკვე თითქმის გავასამმაგეთ, იყო 50 ლარი და ახლა არის 150 ლარი. შარშან იყო 100 ლარი, შემდეგ კიდევ გავზარდეთ 150 ლარით და ეს გაგრძელდება. ჩვენი სურვილია, იმისდა მიხედვით, როგორი ბიუჯეტი გვექნება 2023 წელს და როგორი შემოსავლები, გვინდა რომ კიდევ გავზარდოთ. ამის თაობაზე მოგვიანებით მოგახსენებთ“, - განაცხადა პრემიერმა.
საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები 10%-ით გაიზრდება
მომავალი წლიდან, საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები 10%-ით გაიზრდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარი, სხვაგან კი 365 ლარი გახდება "საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ პერსონალის ხელფასები 10%-ით გაიზრდება, ეს ყველა საჯარო მოხელეს შეეხება. ასევე, ჩვენ გავზრდით პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივ ანაზღაურებას. ვიწყებთ 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციას და მშენებლობას. მოგეხსენებათ, ჩვენ გავაკეთეთ გეგმა, 800 სკოლა არის ძალიან მძიმე, სავალალო მდგომარეობაში, ამისთვის გამოყოფილია ძალიან დიდი თანხები, დაახლოებით მილიარდ ლარამდე 3 წლის განმავლობაში. ამ მიზნით, 2023 წელს ბიუჯეტში 300 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 500 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება იანვრიდან. ასევე, მინდა ვთქვა, რომ მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღის თანამშრომელთა ხელფასების ზრდაც, ესეც გათვალისწინებული გვაქვს ამ ბიუჯეტში“, - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობამ ვალის აღება 700 მლნ ლარზე მეტით შეამცირა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში მომდევნო წლისთვის, მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები იგეგმება
საქართველოში მომდევნო წლისთვის მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები იგეგმება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 440 ლარი, სხვაგან კი 365 ლარი გახდება „მაისის ბოლოდან, ივნისში, ივლის-აგვისტოში მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოყვანა იგეგმება. თბილისის სტადიონზე, ბათუმში, „ბლექსი არენაზე“, ყველგან უნდა იყოს მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები. ამ პროგრამაზე ვმუშაობთ და მოგვიანებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობამ ვალის აღება 700 მლნ ლარზე მეტით შეამცირა
ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლის პირველი ოქტომბერი თანამედროვე საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია
2012 წლის პირველი ოქტომბერი თანამედროვე საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია - „ქართულმა ოცნებამ,“ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, დემოკრატიული არჩევნების შედეგად პირველად შეცვალა ხელისუფლება მშვიდობიანი გზით, - ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში. „ამ პროცესში გადამწყვეტი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პიროვნული როლი. სრული უიმედობის, ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისების პირობებში, მან შეძლო სახალხო ენერგიის მობილიზება და სწორი მიმართულების მიცემა. შედეგად, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც მანამდე შეუძლებელი ჩანდა, - მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და საფუძველი ჩავუყარეთ საქართველოს წარმატებულ განვითარებას. ამის შემდეგ, ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ და განვამტკიცეთ პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში, არამედ განვახორციელეთ მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური რეფორმები, გავაღრმავეთ დემოკრატიული პროცესები, გავაძლიერეთ უსაფრთხოება და თავდაცვისუნარიანობა, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანის - ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა საზოგადოების უდიდესი თანადგომისა და მონაწილეობის გარეშე. დღეს კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენი პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს, მთელ საზოგადოებას. მჯერა, რომ საქართველოს შემდგომი წინსვლა კვლავაც ხელისუფლებისა და ხალხის იმ ერთიანობას უნდა დაეფუძნოს, რომელსაც ზუსტად ათი წლის წინ ჩავუყარეთ საფუძველი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოს მერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოს მერს ელდარ აზიზოვს შეხვდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს დიალოგის, მეგობრობისა და თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვთ, რამაც მყარი სტრატეგიული პარტნიორობა მოიტანა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება ორი ქვეყნის საერთო ინტერესებშია. "საქართველო, როგორც საიმედო პარტნიორი, გააგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და განვითარებაში. საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების ვითარებას. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველს შეხვდა
საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და საქართველოსთვის მონიჭებული ევროპული პერსპექტივა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩევლის იზაბელ დუმონის შეხვედრის განსახილველი საკითხები. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთის მჭიდრო პარტნიორობა ურთიერთპატივისცემასა და საერთო-ევროპულ ღირებულებებზეა დამყარებული. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ამაყობს, რომ საფრანგეთის სახით ჰყავს სანდო პარტნიორი, რომელთანაც საერთო ინტერესები აქვს. ირაკლი ღარიბაშვილმა იზაბელ დუმონს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას. ხაზი გაესვა ევროპული პოლიტიკის საკითხებზე მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რჩება საფრანგეთთან თანამშრომლობის გაფართოების იდეის ერთგული არა მხოლოდ უსაფრთხოების სფეროში, არამედ ევროკავშირთან კავშირების გაღრმავების მიმართულებითაც. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება. ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის პროცესში საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენელი და აღმოსავლეთის პარტნიორობის ელჩი ბრის როკფოი, საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
პრემიერი: მას შემდეგ, რაც ჩვენი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში, უპრეცედენტოდ უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა ჩვენს ქვეყანაში
პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გუშინ, პირველ ოქტომბერს აღინიშნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის 10 წლის იუბილე. მისი თქმით, მმართველი ძალის ხელისუფლებაში მოსვლიდან ქვეყანაში მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მინდა ვთქვა მთავარი - ჩვენ გუშინ, პირველ ოქტომბერს აღვნიშნეთ 10 წლის იუბილე მას შემდეგ, რაც ჩვენი მმართველი პარტია, მმართველი ძალა მოვიდა ხელისუფლებაში და მას შემდეგ უპრეცედენტოდ უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების პერიოდი დადგა ჩვენს ქვეყანაში. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ დღეს გვჭირდება სწორედ მშვიდობა, გვჭირდება სტაბილურობა და განვითარება, ჩვენს ხალხს სჭირდება მეტი კეთილდღეობა და ამისთვის კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, იმისთვის, რომ ჩვენი მთავარი ოცნება და მთავარი მიზანი იყოს მიღწეული და შესრულებული - ეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ჩვენი ქვეყანა არის დროებით ოკუპირებული, მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ მჯერა, რომ საქართველო გაერთიანდება, დიდი მადლობა!“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქან კაპტანს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მათივე ცნობით, ყურადღება დაეთმო საქართველოში ტურიზმის აღდგენის მზარდ დინამიკას და ამ მიმართულებით არსებული სერვისების გაუმჯობესების მნიშვნელობას. „ითქვა, რომ პანდემიამ ოპერატორი კომპანიები არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. მთავრობის მეთაური მიესალმა TAV-ის ოპერატიულ გადაწყვეტილებებს, არსებული ვითარების გაუმჯობესების მიზნით და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი სიახლე იქნება შეთავაზებული. შეხვედრისას აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ახალი ავიახაზებისა და ახალი მარშრუტების სტიმულირება. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა მზადაა, TAV-თან ერთად აქტიურად იმუშაოს ამ მიმართულებით“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში. შეხვედრას საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ხოლო TAV Airports-ის მხრიდან – TAV Airports-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე (ვიცე-პრეზიდენტი) ფრენკ მერეიდი და TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე ესწრებოდნენ. „ტავ ჯორჯია“ TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. კომპანიის მხრიდან საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულად რეაბილიტირდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.
მთავრობის სხდომაზე 7 საკითხი განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 7 საკითხი განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება „2022 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 25 ივლისის №1327 განკარგულებაში. კერძოდ, მიმდინარე წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული 1კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვისას განხორციელდება ღვინის კომპანიის სუბსიდირება 4 ლარის ოდენობით; ამასთან, სუბსიდიის მისაღებად ღვინის კომპანია ვალდებული იქნება მევენახეობის სფეროში დასაქმებულ ფიზიკურ პირს ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიულ პირს ალექსანდროულის ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვისას გადაუხადოს არანაკლებ 7 ლარი და შეისყიდოს არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულის ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი; გარდა ამისა, როგორც კახეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება, რთვლის მიმდინარეობისას, ღვინის კომპანიების მიერ განხორციელდება ჩამბარებლებთან შეთანხმებული ინფორმაციის (ყურძნის ჩამბარებელი, ჩასაბარებელი ყურძნის ჯიში და რაოდენობა, ყურძნის ჩაბარების ადგილი და დრო) პორტალზე − portal.wine.gov.ge განთავსების შემდგომ.
ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. აღინიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოს მეგობარი და სანდო პარტნიორია. ხაზი გაესვა, რომ საქართველო აფასებს საფრანგეთის მტკიცე პოზიციას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მხარდაჭერას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. ხაზგასმით აღინიშნა წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ საფრანგეთის, როგორც უმსხვილესი საერთაშორისო დონორის როლი, საქართველოს დემოკრატიული რეფორმების, ინსტიტუციონალური მოდერნიზაციისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ფრანგ დიპლომატს საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთში მოღვაწე ქართველ მოქანდაკე გუჯი ამაშუკელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთში მოღვაწე ქართველ მოქანდაკე გუჯი ამაშუკელს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გასული წლის სექტემბერში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში ვიზიტის დროს, გაეროს საჩუქრად „ვეფხისტყაოსნის“ სამუზეუმო ეგზემპლარი გადასცა, რომლის ყდაც, სწორედ, საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ, გუჯი ამაშუკელმა მოჭედა. ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურის ჭედური ყდა დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა. ეგზემპლარი ნიუ-იორკში, გაეროს სათაო ოფისში, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას განთავსდა. გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ქანდაკებები, სიმბოლური ხასიათის ნაკეთობები, მედალიონები, სამკაულები თუ მითოლოგიურ-რელიგიურ თემებზე გამოქანდაკებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები მსოფლიოს ცნობილი მუზეუმების, გალერეებისა და კერძო კოლექციონერების საკუთრებაა. გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი ყოველი ნივთი უნიკალურია და არ მეორდება. გუჯი ამაშუკელი „ხელოვნების ოსტატად“ აღიარეს, მინიჭებული აქვს ხელოვნების დარგში უმაღლესი დამსახურების აღმნიშვნელი ოფიციალური ჯილდო–ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის საპატიო წოდება, არის საფრანგეთის რაინდის ორდენის კავალერი, „ხელოვნების მეტრის” ტიტულის მფლობელი. მისი ნამუშევრები დაცულია ვატიკანის, ლუვრის, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის მუზეუმებში, პარიზის და ლიონის დეკორატიული ხელოვნების, ნანტის, მანდეტის მუზეუმებში და სხვა. 4 ოქტომბერს, გუჯი ამაშუკელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეწვია სტუმრად, ბიზნესმენ და მეცენატ დიმიტრი აბდუშელიშვილთან ერთად. ცნობისთვის, „ვეფხისტყაოსნის“ სამუზეუმო ეგზემპლარი ბიზნესმენ და მეცენატ დიმიტრი აბდუშელიშვილის ინიციატივითა და სპონსორობით გამოიცა. ამის შესახებ Europetime წერდა და ექსკლუზიური ინტერვიუც ჩაწერა ბიზნესმენთან. ვრცლად წაიკითხეთ Europetime-ის სტატიაში ვის ეკუთვნოდა გაეროსთვის გადაცემული ვეფხისტყაოსნის უნიკალური ვერსიის გამოცემის იდეა და ვინ არის გუჯი ამაშუკელი, ვისი ნამუშევრებიც საფრანგეთმა ეროვნულ საგანძურად აღიარა
ირაკლი ღარიბაშვილი: სიღარიბე შემცირებულია, უმუშევრობა არის შემცირებული
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ინფლაცია მთელი მსოფლიოსთვის გამოწვევაა, რაც პირველ რიგში პანდემიამ გამოიწვია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამას უკვე დაემატა ომი. მისივე თქმით, ევროპის წამყვან სახელმწიფოებში ორნიშნაა ინფლაცია. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს უკვე ორი წელია, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს. „ჩემი პრემიერობის დროს 30 მლიარდით გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა, ეს ფაქტია. თითქმის 80 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, ეს არის მინიმუმი, რაც 8 თვის განმავლობაში შევძელით. ტენდენცია უმჯობესდება, სიღარიბე შემცირებულია, უმუშევრობა არის შემცირებული, კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქსტატი: საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 11.5% შეადგინა საქსტატის ინფორმაციით, ინფლაციის დონემ საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 0.8 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.5 პროცენტი შეადგინა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.62 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (7.6 პროცენტი), რძე, ყვველი და კვერცხი (4.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.3 პროცენტი), ხილი და ყურძენი (2.0 პროცენტი), თევზეული (1.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.4 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (-1.1 პროცენტი); განათლება: ფასები მომატებულია 7.5 პროცენტით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საშუალო განათლება (11.6 პროცენტი), დონით განუსაზღვრელი განათლება (8.6 პროცენტი), სკოლამდელი და დაწყებითი განათლება (6.1 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.0 პროცენტით, რაც -0.18 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-3.6 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 1.3 პროცენტით, რაც -0.15 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-1.6 პროცენტი). წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (32.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (23.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (22.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (21.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (18.9 პროცენტი), თევზეული (16.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (9.6 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც 1.69 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (16.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.7 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.2 პროცენტიანი მატება, რაც 1.18 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: აქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (24.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.5 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.8 პროცენტი)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი „ხალხის ძალაზე“: პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომაც ვართ გამიჯნული
საქართველოს პრემიერ-მიისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ხალხის ძალასთან“ დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხეს „ხალხის ძალასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ღირებულებით ნაწილში განსხვავების საკითხზე. „ყველა ადამიანს აქვს სრული უფლება, რომ მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რაც თავად მიაჩნია. ჩვენ ასე გვესმის დემოკრატია, ჩვენ ვართ დემოკრატიული საზოგადოება, მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ პლურალიზმს, სხვადასხვა იდეების, იდეოლოგიების განვითარებას და საბოლოო ჯამში ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი იდეოლოგიაა მისაღები. მე ადრეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვქონდა გუნდის შიგნით საუბარი ამ საკითხებზე და ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით მათ პოზიციებს და ჩვენ ეს ღიად დავაფიქსირეთ. ვუთხარით, რომ მიუღებელი იყო მათი პოზიციების ასეთი ფორმით გამოხატულება. მე მათ ვუთხარი, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, ტერიტორიების ნაწილი არის ოკუპირებული და ჩვენ გვჭირდება მეტი ძლიერი პარტნიორი და მოკავშირე. გვჭირდება ყველასთან ძალიან კარგი, ძლიერი ურთიერთობა, მითუმეტეს ჩვენს მთავარ პარტნიორებთან, აშშ-სთან, ევროკავშირის წარმომადგენლებთან. ის ღირებულებითი განსხვავება რაც ჩვენ გვაქვს ოპოზიციისგან არის შემდეგი, ისინი მართავდნენ ქვეყანას დიქტატორულად-ავტოკრატიულად, ღირებულებები ეს არის - ადამიანის უფლებებია, თავისუფლებაა, ქვეყნის სიყვარული და ა.შ. ვიმეორებ, ჩვენ ვართ დემოკრატია, ჩვენ უნდა შევქმნათ თავისუფალი სივრცე, თავისუფალი გარემო, ჩვენ რა თქმა უნდა ვართ გამიჯნულები, ისინი თავად გაგვემიჯნენ, ამით ყველაფერი ნათქვამია, მათ შორის, პოზიციებთან დაკავშირებით გვაქვს განსხვავებები და ამიტომაც ვართ გამიჯნულები,“- აღნიშნა პრემიერმა. - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს, ჩვენ შორის რაიმე არსებითი განსხვავება არ არის და ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გაყოფის მიუხედავად, ჩვენ ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში. ჩვენთვის ახალ მოცემულობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს გადაწყვეტილებებს, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, 75 დეპუტატი გვყავს“, - ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში ევროკავშირის მიერ ინიცირებულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას
6-7 ოქტომბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტი გაიმართება. სამიტში ევროკავშირის 27 წევრი და 17 პარტნიორი სახელმწიფოს მეთაურები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ქალაქ პრაღაში დღეს გაემგზავრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ მაღალი დონის თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა და იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ევროპულ ოჯახთან არიან ასოცირებული - დისკუსიები პრაღის სასახლეში
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილი მაღალი დონის თემატური დისკუსიები პრაღის სასახლეში იმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრს კაია კალასს ღონისძიების ორგანიზატორებმა თემატური დისკუსიის - მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე - თანათავმჯდომარეობა შესთავაზეს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი, მის ესტონელ კოლეგასთან ერთად, გაუძღვა დისკუსიას, რომელსაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ. დისკუსიის ფარგლებში განიხილეს არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები. ისაუბრეს იმ გამოწვევებზეც, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას. ლიდერებმა ასევე ისაუბრეს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა და იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ევროპულ ოჯახთან არიან ასოცირებული. აღინიშნა, რომ ახალი პლატფორმა, როგორიც არის ევროპული პოლიტიკური გაერთიანება, არის მექანიზმი, რომ გაიხსნას დისკუსიები, სადაც საუბარი იქნება ამ ქვეყნებისთვის ახალი შესაძლებლობის შექმნაზე, რაც მათ სამომავლოდ ევროკავშირში ინტეგრაციაში დაეხმარებათ. დისკუსიას ესწრებოდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი, მონტენეგროს პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩი და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი. ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იმყოფება, სადაც ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტში მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პირველი შეხვედრის პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სამიტის პლენარული სესია გახსნა ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის - ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, რომელმაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს მიმართა და ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ძალისხმევის გაერთიანებაზე ისაუბრა. მეორე მხრივ, საუბარი შეეხო იმ პროცესებს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა და იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ასოცირებული არიან ევროპულ ოჯახთან. 6-7 ოქტომბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტი იმართება. სამიტში ევროკავშირის 27 წევრი და 17 პარტნიორი სახელმწიფოს მეთაურები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან. გახსნის ღონისძიების შემდეგ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის მონაწილე დელეგაციების ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
ირაკლი ღარიბაშვილი: ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოს წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე
ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოს წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ Twitter გვერდზე ქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პლენარულ სესიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით წერს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნულ პლატფორმაში მონაწილეობით საქართველო ჩართულია ევროპასთან ერთად დღის წესრიგში არსებული აქტიუალური საკითხების განხილვაში. „მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) შეხვედრის პლენარულ სესიაში, რომელიც ჩეხეთში იმართება. როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა და იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ევროპულ ოჯახთან არიან ასოცირებული - დისკუსიები პრაღის სასახლეში მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი პლატფორმის შეთავაზებისთვის, სადაც შესაძლებლობა გვაქვს, განვიხილოთ საქართველო-ევროკავშირის საერთო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს წინსვლას“, - წერს პრემიერი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესტონელ კოლეგასთან ერთად თანათავმჯდომარეობა გაუწია ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიას - „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე”. „მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში და თანათავმჯდომარეობა გავუწიე ევროკავშირის მშვიდობიან და უსაფრთხო მომავალზე დისკუსიას ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად. ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ერთიანი ევროპისთვის საქართველოს მნიშვნელოვან როლს. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვდგავართ არსებული გამოწვევების დასაძლევად“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
მედიის ცნობით, პრაღაში ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა გაიმართა
ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე, დახურულ კარს მიღმა ერთმანეთს შეხვდნენ ევროპული საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ამ ინფორმაციას რადიო თავისუფლება წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე ცნობით, არაფორმალური შეხვედრა პრაღის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა და ძირითადად, საქართველოს მიერ ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას შეეხებოდა. „შეხვედრაზე პრემიერი ღარიბაშვილი სწორ რამეებს ამბობდა, რაც მისგან ადრე არ გვსმენია“, - აცხადებს ევროკავშირის წყარო, რომელსაც სხვა დეტალები არ დაუზუსტებია. შეხვედრების შესახებ ოფიციალური ცნობები არ გავრცელებულა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრაღაში 6 ოქტომბერს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტში, ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მონაწილეობს.
ირაკლი ღარიბაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში, ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. მთვრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას პრემიერმა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა გადადგას შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. ამ მიზნით, საქართველო მყისიერად შეუდგა ევროკომისიის მიერ იდენტიფიცირებული 12 პრიორიტეტის შესრულებას. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ინკლუზიური პროცესი საშუალებას აძლევს ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, სრულად ჩაერთონ პრიორიტეტების შესრულებაში, რისთვისაც სამუშაო ჯგუფებია შექმნილი. საუბარი შეეხო უკრაინაში რუსეთის აგრესიას და მის გავლენას საქართველოზე, რეგიონსა და ზოგადად, მსოფლიოზე. პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად ევროკავშირის მცდელობებს და საქართველოს მზადყოფნას, საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ევროკავშირთან სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ სფეროებში შემდგომ დაახლოებასა და ინფრასტრუქტურულ კომუნიკაციაზე ისაუბრეს. შავ ზღვაზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ევროკავშირის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ევროკავშირი და საქართველო ამ მიმართულებით თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებენ. „ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლეიენთან ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით. მადლობას ვუხდი ევროკომისიას, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს დახმარებისთვის. საქართველო ერთგულია ევროპული მომავლის“, - წერს პრემიერი Twitter-ზე. პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მიიწვია.
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლეიენთან, ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით
„ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლეიენთან, ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თავის Twitter გვერდზე წერს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის ევროკომისიის პრეზიდენტს და ევროკომისიას რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს დახმარებისთვის, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ირაკლი ღარიბაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა „ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლეიენთან ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით. მადლობას ვუხდი ევროკომისიას, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს დახმარებისთვის. საქართველო ერთგულია ევროპული მომავლის“, - წერს პრემიერი.
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული რჩება
ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული რჩება. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ევროკავშირი ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე გვსურს, რომ საქართველო დაწინაურდეს და წარმატება ჰქონდეს ევროკავშირის გზაზე. რეფორმების ფარგლებში განხორციელებული ძალისხმევა უნდა შენარჩუნდეს. ირაკლი ღარიბაშვილი: ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლეიენთან, ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით ევროკომისია მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ პროცესს”, - წერს Twitter-ზე ევროკომისიის პრეზიდენტი. ირაკლი ღარიბაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილმა და აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრს ფარვიზ შაჰბაზოვს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, მათ შორის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. "ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო მზადაა, აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობით გააღრმაოს რეგიონული თანამშრომლობა ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით. გამოითქვა მზადყოფნა, რომ საქართველო, როგორც საიმედო სატრანზიტო პარტნიორი, გააგრძელებს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას სატრანსპორტო პროექტების განხორციელებასა და განვითარებაში. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ სტრატეგიული პროექტების განხორციელება გაზრდის აზიიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვის ეფექტურობას და უსაფრთხოებას კასპიის და შავი ზღვების გავლით. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და საქართველოს მხრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპირობო მხარდაჭერა დაუდასტურა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
პრემიერი: იუსტიციის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ სააკაშვილის და ყველა სხვა პატიმრის ჯანმრთელობა იყოს დაცული
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რათა სააკაშვილის და ყველა სხვა პატიმრის ჯანმრთელობა იყოს დაცული. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თევალში განუცხადა. „იუსტიციის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ მისი ჯანმრთელობა და ასევე ყველა სხვა პატიმრის ჯანმრთელობა იყოს დაცული. მათი უფლებები იყოს დაცული და არავინ არ უნდა იყოს პრივილეგირებული“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი: მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად, ადამიანი აღარ არის, სიკვდილის პირასაა მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ირაკლი ღარიბაშვილი: მსოფლიოში პრივატულობა არის ძალიან მოწყვლადი საკითხი - არავინ უსმენს ხელისუფლების წარმომადგენლებს
„არავინ უსმენს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეს ტყუილია , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, დღეს პრივატულობა ძალიან მოწყვლადი საკითხია მსოფლიოში. „მოსმენებზე მინდა გითხრათ შემდეგი: ნებისმიერი ქვეყნის მაგალითი დაამუშავეთ, თქვენ ნახავთ რომ დღეს, მსოფლიოში პრივატულობა არის ძალიან მოწყვლადი საკითხი, ნებისმიერ ქვეყანას აქვს საშუალება მოსმენების. ძალიან მარტივი არის, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ მაგალითები გვაქვს ჩვენ, მათ შორის ჰაკერების და ძალიან ბევრი კონსპირაციული ორგანიზაცია არსებობს, ჰაკერული ორგანიზაციებიც არსებობს, რომლებსაც აქვთ საშუალება, რომ გატეხონ თქვენი მობილური ტელეფონი, მოგისმინონ, მოიპარონ მთელი მონაცემთა ბაზა და ასე შემდეგ. ამაზე არ მინდა, რომ ვისაუბრო, ეს მინდა, რომ აგიხსნას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „არავინ უსმენს ხელისუფლების წარმომადგენლებს. ეს ტყუილია. მე გეტყვით, რომ ეს თემები არ არის ჩემთვის საინტერესო, თუ რაიმე გამოძიებისთვის იქნება საინტერესო, ამას გამოძიება გასცემს პასუხს", - აღიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი არჩევანია ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მას ვერავინ შეცვლის
ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცე პოზიცია, მტკიცე არჩევანი - ეს არის ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და ვერავინ ამ არჩევანს ვერ შეცვლის, ამიტომ მშვიდად იყავით, - ამის შესახებ პრემიერმა თელავში, ჟურნალისტის შეკითხვის საპასხუოდ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში არის დემოკრატია და ნებისმიერს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია შეუერთდეს ამა, თუ იმ ორგანიზაციას, გაერთიანებას. „ქართულ ოცნებას“ კიდევ 5 დეპუტატი ტოვებს და ე.წ. ოთხეულს უერთდება „მე უკვე ორჯერ, სამჯერ გავაკეთე ამ საკითხზე ძალიან დეტალური კომენტარი, ყოველ ჯერზე როცა მნახავთ, ერთი და იგივე რომ ვიმეორო მე მგონი, არ არის საინტერესო. მე გეტყვით შემდეგს: დღეს ქვეყანაში არის დემოკრატია, ნებისმიერ ადამიანს, თუ ექნება სურვილი შეუძლია შეუერთდეს ამა, თუ იმ ორგანიზაციას, გაერთიანებას, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება. ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცე პოზიცია, მტკიცე არჩევანი - ეს არის ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და ვერავინ ამ არჩევანს ვერ შეცვლის, ამიტომ მშვიდად იყავით“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, ირენ ქელინს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. „აღინიშნა ორი ქვეყნის პარტნიორობა არაერთი მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, პარლამენტთა და ხალხთა შორის მჭიდრო კავშირები.მთავრობის მეთაურმა შვეიცარიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ყოვლისმომცველი პოლიტიკის მიმართ. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში აღინიშნა მთავრობის მეთაურის შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტ იგნასიო კასისთან, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში, მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართა.ყურადღება გამახვილდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროგრამების მნიშვნელობაზე საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და ინსტიტუციური ტრანსფორმაციის მიმართულებით.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან: საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში რევაზ ლომინაძე, ხოლო სტუმართა მხრიდან: შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის პირველი მოადგილე მარტინ კანდინასი, მეორე მოადგილე ერიკ ნუსბაუმერი, ელჩი, საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი კლაუდიო ფიშერი, პოლიტიკური მრჩეველი სოფი ლაშა რორერი და შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰეიდი გრაუ ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონულ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენელს მაჩეი ჩურას შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს პრიორიტეტული სექტორების განვითარების მიმართულებით. მათივე ცნობით, აღინიშნა, რომ EIB-თან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთობლივი მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმართულებით, არამედ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები და აღნიშნული რეფორმების განხორციელების კუთხით ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ რეფორმების განხორციელების გაგრძელება საქართველოსთვის ერთადერთი გზაა გამოწვევების დასაძლევად. ყურადღება გამახვილდა EIB-ს გადამწყვეტ როლზე პანდემიის და პოსტპანდემიურ პერიოდში. პრემიერ-მინისტრმა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონულ წარმომადგენელს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
პრემიერი: დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა, მისი უდიდესი წვლილი საქართველოს მუდამ ემახსოვრება
დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა, მისი უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. “დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. 1989 წლის 13 ოქტომბერს საქართველომ დაკარგა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული შვილი, ნამდვილი ქართული ხასიათის - ღირსების, სიმტკიცისა და სამშობლოსათვის თავდადების განსახიერება. ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე. მერაბ კოსტავას უდიდესი წვლილი საქართველოს დამოუკიდებლობაში, მისი გმირული ცხოვრება მუდამ ემახსოვრებათ ჩვენს ქვეყანაში”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის სპეციალურ მრჩეველს შეხვდა
ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით მიღწეული პროგრესი და საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი და გონივრული პოლიტიკის შედეგად მიღწეული უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და უცხოური ინვესტიციების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩევლის ვაზილ ჰუდაკის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, აგრეთვე მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები განიხილეს. აღინიშნა, რომ მსოფლიოში არსებული რეცესიის ფონზე, საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს და აღნიშნული პოზიტიური მაჩვენებლების შენარჩუნება მთავრობის ეკონომიკური გუნდის პრიორიტეტია. პრემიერ-მინისტრმა სპეციალურ მრჩეველთან შეხვედრაზე ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მეტი ინვესტიცია ხელს შეუწყობს ეკონომიკის უფრო სწრაფ განვითარებას, რაც საქართველოს მოქალაქეებს მეტ შემოსავალს მოუტანს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრემიერი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე: ძნელია, მოძებნო სიტყვები
ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა მთავრობის მეთაური გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს თანადგომას უცხადებს. „ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება,”- ნათქვამია განცხადებაში. ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ დენმა სამ მოზარდს დარტყა. შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ირაკლი ღარიბაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ დარენ ტანგს შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველომ წლების განმავლობაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონული ჯგუფის მუშაობაში აქტიურად არის ჩართული და 2017 და 2021 წლებში წარმატებით დაასრულა აღნიშნული ჯგუფის კოორდინაცია. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ჯგუფის რეგიონული კოორდინატორის, მიღწევებსა და წარმატებულ საქმიანობას. აღინიშნა, რომ რეგიონული ჯგუფის კოორდინატორის რანგში, საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას მაღალი შეფასება მისცა ორგანიზაციის დელეგაციამ. ასევე, აღინიშნა, რომ ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონულ ჯგუფში მუშაობამ ევროკავშირის გამოცდილების გაზიარების ახალი შესაძლებლობები გააჩინა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების უკეთ შესრულებისთვის და საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებისთვის. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე ჰასან კლეიბი, გარდამავალი და განვითარებული ქვეყნების დეპარტამენტის უფროსი ჰაბიპ ასანი და ჟენევაში, გაერო-ს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო, როგორც დღევანდელობამდე მოვედით ერთიანად
ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო, როგორც დღევანდელობამდე მოვედით ერთიანად, ერთ მუშტად შეკრული, ასე უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა. ილია მეორე: უფალი როდესაც გვაძლევს განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ჩვენ ძალას, არ უნდა შეგეშინდეთ ირაკლი ღარიბაშვილმა მთელ საქართველოს სვეტიცხოვლის დღესასწაული მიულოცა. "მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. გუშინ სამწუხაროდ, დიდი უბედურება დატრიალდა. დღეს ჩვენ არ გვაქვს საზეიმო განწყობა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდა მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, მის მეგობრებს, ჩვენ საზოგადოებას დატრიალებული უბედურება. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და გაანათლოს. მე ასევე მინდა, გითხრათ, რომ ჩვენთვის, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პატრიარქის, ჩვენი ბრძენი წინამძღოლის რჩევებს, დარიგებებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ჩვენი ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის. ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო, ისე როგორც მოვედით დღევანდელობამდე, ერთიანად, ერთ მუშტად შეკრული, ასე უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, ეს რთული დროა მთელ მსოფლიოში, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას დღეს მსოფლიო, სამყარო. მადლობა უფალს ჩვენი ეკლესიის ლოცვა-დიდებით, ჩვენ გავდივართ მშვიდად ამ განსაცდელს და ღმერთის იმედით, ჩვენ ამ გზას გავივლით მშვიდად და მტკიცედ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს.
ირაკლი ღარიბაშვილი: დიდი უბედურება დატრიალდა, მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდა მარიტას ოჯახს
მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდა მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, მის მეგობრებს, ჩვენს საზოგადოებას ეს დატრიალებული უბედურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას დაესწრო. „გუშინ სამწუხაროდ, დიდი უბედურება დატრიალდა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდა მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, მის მეგობრებს, ჩვენს საზოგადოებას ეს დატრიალებული უბედურება. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და გაანათლოს“, - განაცხადა პრემიერმა. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები განიხილა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, აგრეთვე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს და მთავრობის ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით სამუშაო რეჟიმში იმსჯელეს. სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საბჭოს წევრებს ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა, რომ მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი ვითარებისა, ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს და აღნიშნული ტენდენციის შესანარჩუნებლად მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობას აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს.
ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ანიკენ ჰუდფელდტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველომ დემოკრატიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა განსახილველ საკითხებს შორის იყო ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მზარდი დინამიკა და სამომავლო თანამშომლობის გაღრმავების პერსპექტივები. თბილისში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დაიწყო აღინიშნა, რომ წლების განმავლობაში ნორვეგიის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო დონორის, მნიშვნელოვანმა დახმარებამ დიდი წვლილი შეიტანა ქვეყნის დემოკრატიულ რეფორმებსა და ინსტიტუციონალურ მოდერნიზაციაში, ასევე მის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ხაზი გაესვა მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის აუცილებლობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ანიკენ ჰუდფელდტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო შავი ზღვის კავშირის გაძლიერების მიმართულებით მუშაობის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო რეგიონში ევროპის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰელენე სანდ ანდრესენი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გმირი ჯარისკაცები გმირულად იცავდნენ ქვეყნის სახელს, ღირსეულად წარმოაჩენდნენ ქვეყანას სხვადასხვა მისიაში
ჩვენი გმირი ჯარისკაცები გმირულად იცავდნენ ჩვენი ქვეყნის სახელს, ღირსეულად წარმოაჩენდნენ ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა მისიებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 17 ოქტომბერი, ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღეა მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ავღანეთში NATO-ს არაწევრი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანა იყო, სადაც 30- ზე მეტი გმირი ჯარისკაცი დავკარგეთ, ასეულობით ჯარისკაცი კი დაიჭრა „მინდა შევახსენო ყველას, რომ ჩვენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ახლა ბევრი უკვე ვეტერანი, გმირულად იცავდა ჩვენი ქვეყნის სახელს, ღირსეულად წარმოაჩენდნენ ჩვენს ქვეყანას, ჩემს მიერ ჩამოთვლილ მისიებში. ერთ დროს ავღანეთში ჩვენ ვიყავით, როგორც ნატოს არაწევრი ქვეყანა, ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, ყველაზე დიდი კონტიგენტით იყო წარმოდგენილი ქართული კონტიგენტი ავღანეთში. იქ ჩვენ დავკარგეთ 30-ზე მეტი გმირი ჯარისკაცი, ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი დაიჭრა. ესენი არიან ჩვენი დაუმარცხებელი, გაუტეხელი სამხედროები და ვეტერანები. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა მათ. ჩვენ ყოველდღე უნდა ვუთხრათ და გითხრათ თქვენ მადლობა. რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვუფასებთ ჩვენს ვეტერანებს, მათ მიერ გაღებულ წვლილს, მათ ღვაწლს. ჩვენი ხელისუფლება ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ და გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ კიდევ უფრო მეტად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი. თქვენს მაგალითებზე უნდა აღვზარდოთ ჩვენ ჩვენი ახალგაზრდა თაობები. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სწორედ ვეტერანების დაფასება არის ჩვენი ვალი, ჩვენი მთავრობის ვალი და მე გპირდებით, რომ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ თქვენთვის და თქვენი ღვაწლის დასაფასებლად. კიდევ ერთხელ, ჩვენი მთავრობის სახელით მადლობას გიხდით და გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ვეტერანების ყოველთვიური დანამატი 100 ლარი გახდა
ყბადაღებული 22 ლარი გახდა 100 ლარი და შესაბამისად, თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ჩვენს თანამებრძოლს, კვლავ აქვს იმედი და ხედვა იმის, რომ წინ ვივლით, - ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გმირი ჯარისკაცები გმირულად იცავდნენ ქვეყნის სახელს, ღირსეულად წარმოაჩენდნენ ქვეყანას სხვადასხვა მისიაში „შარშან, ზუსტად ამ დროს, ბატონი პრემიერ-მინისტრი ვეტერანებს დაჰპირდა, რომ ყბადაღებული 22 ლარის თემა, რომლითაც, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სპეკულირებდა ის შემადგენლობა, ვინც იყო ამ 22 ლარის შემოქმედი. დღეს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით და სამთავრობო გუნდის კოორდინაციით და ურთიერთქმედებით, შეიცვალა და მომატებულია. ეს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ეს არის ძალიან ბევრი რამე. ყბადაღებული 22 ლარი გახდა 100 ლარი და შესაბამისად, თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ ჩვენს თანამებრძოლს, კვლავ აქვს იმედი და ხედვა იმის, რომ წინ ვივლით. ბევრი ბევრს საუბრობს ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ისეთი კომფორტული ურთიერთქმედება სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის, რომელიც დღეს განცდაში და ხედვაში გვაქვს, ბარემ ბევრჯერ არ ყოფილა“, - განაცხადა კობა კობალაძემ. 17 ოქტომბერი, ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღეა ვეტერანების დღე საქართველოში 2014 წლიდან აღინიშნება. ოფიციალური მონაცემებით, ვეტერანის სტატუსის მატარებელი 66 479 პირია რეგისტრირებული.
რა საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრმა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა
საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობა და NATO-სა და ევროკავშირთან ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ ვასილე დინკუს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო კავშირებს თავდაცვის სფეროში. „აღინიშნა, რომ ახლახან ხელმოწერილი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობებს ყველა მიმართულებით ახალ იმპულსს შესძენს. მთავრობის მეთაურმა რუმინეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, აგრეთვე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა რუმინეთის მნიშვნელოვან კონტრიბუციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. აგრეთვე, ყურადღება დაეთმო ისტორიულ გადაწყვეტილებას - საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ და ითქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მზადაა, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა სწრაფად მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს NATO-ში ინტეგრაციას და ხაზი გაესვა რუმინეთის მნიშვნელოვან წვლილს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში. მხარეებმა მიმოიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორატის უფროსი ვასილე იონესკუ და რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რეზვან როტუნდუ ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: წლევანდელ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დავასრულებთ
იმედი გვაქვს, რომ წლევანდელ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დავასრულებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სწორედ ამან მოგვცა მომავალი წლის ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა. "ქვეყანას ასევე ჰქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა და 2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2-ჯერ და უფრო მეტად გაიზარდა წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით და შეადგინა 922 მილიონი დოლარი", - განაცხადა ღარიბაშვილმა. თავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს ხდომაზე განსახილველი საკითხების გარდა, დღევანდელ სხდომაზე, პრემიერმა საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების შესახებ. ასევე პრემიერ-მინისტრმა საბჭოს წევრებს წარუდგინა მთავრობის ხედვა მომავალ წელს დაგეგმილ ახალ პროექტებზე, ინიციატივებსა და პრიორიტეტებზე.
პრემიერ-მინისტრი თსუ-ს ყოფილ რექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს გიორგი შარვაშიძეს შეხვდა. თსუ-ის რექტორი, გიორგი შარვაშიძე თანამდებობას ტოვებს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მან გიორგი შარვაშიძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პრემიერი 2023-2024 წლებში დაგეგმილი მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში 2023 და 2024 წლებში დაგეგმილი მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე 2023 და 2024 წელს დაგეგმილი საკონცერტო პროგრამა განიხილეს და პროგრამის დღის წესრიგს გაეცნენ. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები თბილისში, ბათუმსა და „ბლექ სი არენაზე“ გაიმართება. კონცერტები 2023 წლის მაისის ბოლოდან ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, ასევე 2024 წელს არის დაგეგმილი. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში კონცერტების გამართვის თაობაზე მოლაპარაკებები არაერთ ცნობილ ვარსკვლავთან მიმდინარეობს და კონცერტების გამართვის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას უმოკლეს პერიოდში მიეწოდება. შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი და „ბლექ სი არენას“ დირექტორი ტატო ხარჩილავა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ახალი თავდაცვის კოდექსის პროექტი განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტი განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით მომზადდა. „თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტში, სხვა პრიორიტეტებთან ერთად, გათვალისწინებულია წვევამდელთა და რეზერვის სისტემების მოდერნიზაცია და ჯარისკაცების სოციალური პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესება. წვევამდელებისა და რეზერვის სისტემების მოდერნიზაციის შემდეგ დამკვიდრდება თავდაცვის უწყების მართვის ახალი მიდგომა. შეიქმნება წვევამდელთა სრულიად ახალი, მოქნილი სისტემა. თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წლის ბოლომდე წარედგინება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ჯარისკაცებისთვის ღირსეული პირობების შექმნა და მათი სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფა მთავრობის პრიორიტეტია. აღინიშნა, რომ ახალი კოდექსი ჯარისკაცების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიების კანონით დარეგულირებას გულისხმობს. მთავრობის მეთაურის თქმით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იზრდება, რაც შესაძლებელი გახადა 2022 წელს მიღწეულმა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ. აღინიშნა, რომ „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება, 1000-ზე მეტ ჯარისკაცს საცხოვრებელი ბინები გადაეცემა და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი ესწრებოდნენ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი: ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად
ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად, ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი Twitter-ზე წერს. იტალიის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად „იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემ დანიშვნასთან დაკავშირებით მოლოცვვისთვის ვუხდი მადლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად და თქვენი ერის მიერ არჩეულ ხაზზე დახმარების აღმოსაჩენად", - წერს იტალიის პრემიერ-მინისტრი. მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯორჯია მელონის იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე იტალიის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი აქვს. „იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ვულოცავ ჯიორჯია მელონის. მოუთმენლად ველი საქართველო-იტალიის ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე. საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე იტალიის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი აქვს”, - წერს პრემიერ-მინისტრი. 22 ოქტომბერს იტალიის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა ფიცი დადო.
ილია დარჩიაშვილიმა დაასახელა ის საკითხები, რასაც ღარიბაშვილი და ალიევი განიხილავენ
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ექნებათ შესაძლებლობაა, განიხილონ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვევა „როგორც ცნობილია, საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ექნებათ შესაძლებლობა, ერთი მხრივ, განიხილონ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც გვაქვს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არის ძალიან ფართო სპექტრი საკითხების და სწორედ დღევანდელი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იქნება შესაძლებლობა ამ საკითხების განხილვის. მეორე მხრივ, რეგიონული გამოწვევების ფონზე მეორე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც განიხილება, არის ის, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ორმა სახელმწიფომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა და ყველა ის საკითხები, რომელიც მრავალმხრივ ფორმატებში და რეგიონული გამოწვევების ფონზე არსებობს”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. დღეს, 24 ოქტომბერს, 11:30 საათზე, საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა.
ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვია საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას გაესვა ხაზი. "აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიულ პარტნიორობის მაღალი დონე და აქტიური პოლიტიკური დიალოგი. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ინტენსიურ თანამშრომლობას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს. ითქვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობენ და არსებული გამოწვევების დასაძლევად გაერთიანებული ძალებით მუშაობენ. გამოითქვა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა ტიპის კავშირების კიდევ უფრო განმტკიცების მზადყოფნა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვევა
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს: ყველანი ვთანხმდებით, რომ რაც უკრაინაში ხდება, მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს
ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას და თანამშრომლობას. ასევე მიმოვიხილეთ მსოფლიოში არსებული რთული ვითარება, მიმდინარე პროცესები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვია ღარიბაშვილის განცხადებით, მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გამოწვევების პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას. "დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას და თანამშრომლობას. ასევე მიმოვიხილეთ მსოფლიოში არსებული რთული ვითარება, მიმდინარე პროცესები. ბუნებრივია, შევეხეთ რეგიონში არსებულ ვითარებას და ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკების გზით. ასევე მინდა ვთქვა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გამოწვევების პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას, რომელიც არის საკვანძო მოცემულობა ჩვენი რეგიონის და ზოგადად, ჩვენი ხალხების კეთილდღეობისთვის. ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესის დაწყების თაობაზე. ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდ იმედს გვაძლევს. „სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“ არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს, მჯერა, ერთად ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ და წამოვიწყეთ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს, პირიქით, ეს დაეხმარება და მჯერა, რომ ჩვენ ერთად ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ. ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესის დაწყების თაობაზე, ეს ჩვენ დიდ იმედს გვაძლევს. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა სრულ მზადყოფნას აცხადებს, რომ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია
მივესალმები თქვენ მიერ პრაღაში გაჟღერებულ ინიციატივას სამხრეთ კავკასიაში ერთობლივი, სამმხრივი სადისკუსიო ფორმატის შექმნის მექანიზმის თაობაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრემიერთან ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს: ყველანი ვთანხმდებით, რომ რაც უკრაინაში ხდება, მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანი მზადაა, სომხეთთან მოლაპარაკებებში საქართველოს ჩართვის საკითხი განიხლოს ამასთან, ირაკლი ღარიაბშვილმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და თბილისი განაგრძობენ მჭიდრო თანამშრომლობას. „ბატონო პრეზიდენტო, მივესალმები თქვენ მიერ პრაღაში გაჟღერებულ ინიციატივას სამხრეთ კავკასიაში ერთობლივი, სამმხრივი სადისკუსიო ფორმატის შექმნის მექანიზმის თაობაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ არსებულ ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სავაჭრო, სატრანსპორტო პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე. საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა და მეგობარია. აზერბაიჯანი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. მიმოვიხილეთ ჩვენ მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, რომელიც შეიძლება ითქვას, არის ისტორიული მნიშვნელობის, ისეთები როგორიცაა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები და შუა დერეფნის მნიშვნელობაზეც გვქონდა საუბარი. ვადასტურებთ სრულ მზაობას, რომ ურთიერთობები, როგორც მიმდინარე, ასევე დაგეგმილი პროექტების ტენდენციის მიზნით მაქსიმალურად გავააქტიუროთ ურთიერთობა. მინდა, დავესესხო ილჰამ ალიევის მამას, აზერბაიჯანის ეროვნულ ლიდერს, ჩვენთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანს, ჰეიდარ ალიევს და გავიხსენო ის სიტყვები, რომლებიც მან წარმოთქვა საქართველოში, თბილისში ვიზიტის დროს და რომლითაც მან მიმართა ქართველ საზოგადოებას, აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხს ბედი ჰქონიათ, როდესაც მათ მიეცათ მეზობლად ცხოვრების მჭიდრო ურთიერთობების შესაძლებლობა, ჩვენმა წინაპრებმა ნახეს ამ ბედნიერების ნაყოფი, ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ტრადიციებს მარადიული სიცოცხლე შევძინოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. საქართველოს სამუშაო ვიზიტით, ილჰამ ალიევი ეწვია
ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი აპირებს, ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია და ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს
საქართველოში ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი აპირებს, საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია და ეს მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. ალიევის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანმშრომლებენ ამ მიმართულებითაც. „ახალი პროექტები ასევე ითვალისწინებს ელექტრონერგიის მიმართულებით პროექტების განხორციელებას და ინიციატივებს. აზერბაიჯანი აპირებს, ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. 10 გეგავატი არის ჩვენი შესაძლებლობები განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით გვაქვს საშუალება, 157 გეგავატი გავიტანოთ ექსპორტზე. ეს არის საერთაშორისო დათვლებით და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი. მიგვაჩნია, რომ იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი, რათა ელექტრონერგია გავიტანოთ ექსპორტზე და როგორც სხვა მიმართულებებით, მიგვაჩნია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანმშრომლებენ ამ მიმართულებითაც და საერთო ჯამში გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი, კეთილდღეობა, ენერგოდერეფნების პოტენციალი“, – განაცხად ილჰამ ალიევმა.
ილჰამ ალიევი: საქართველოს სახით ჩვენ გვყავს მეგობარი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი
საქართველოს სახით ჩვენ გვყავს მეგობარი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი. საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მზარდია მოთხოვნა ენერგომატარებლებზე, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილნი არიან ერთ ფრონტზე და ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ორი მოძმე ერის ინტერესები ისეთ ურთიერთობებზე იყოს აწყობილი, ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ქმნიდეს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი და ჩვენი მეგობრობა არის ამის საფუძველი, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აზერბაიჯანი აპირებს ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და რა თქმა უნდა მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. „ჩვენ ბედნიერები ვართ რომ თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩამოვედით და მიხარია , რომ ვიმყოფებით ამ ძალიან ლამაზ ადგილას და ქარი მაგონებს ბაქოს/ ამით დასტურდება, რომ ქარიც გვესალმება და მე სახლში ვგრძნობ თავს. ძალიან მიხარია, რომ თქვენს ქვეყანაში კვლავ ვიმყოფები, ჩვენ ხშირად გვაქვს შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან. ორჯერ ბრძანდებოდა ბატონი ირაკლი აზერბაიჯანში გასულ წელს და საერთაშორისო ღონისძიებებზეც ვხვდებით ერთმანეთს. ყოველთვის სიხარულით ვიყენებთ ამ შესაძლებლობას და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ვიზიტიც შეიტანს წვლილს ჩვენი მოძმე ერების ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებაში. ეს ყველაფერი ეფუძნება იმ ურთიერთობებს, რომლებსაც ჩვენი ერები საუკუნეების განმავლობაში იზიარებდნენ და ამ მყარ საფუძველზე გვაქვს წარმატებული ურთიერთობა. დღეს სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს ალიანსის სახით, რადგან ბევრ სფეროში ვთანამშრომლობთ აქტიურად, როგორც საერთაშორისო ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე, ორმხრივ ფორმატში და ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, არამარტო ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ რეგიონისთვის და გლობალურად. როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა უკვე, ჩვენ შეხვედრისას შევეხეთ ბევრ საკითხს და გავაგრძელებთ საუბარს სხვა საკითხებზეც, რა თქმა უნდა, რეგიონში მიმდინარე მოვლენები, და უსაფრთხოების საკითხებიც ჩვენი დისკუსიების ცენტრშია მოქცეული. ყარაბახის მეორე ომის შემდეგ, ახალი მდგომარეობა ჩამოყალიბდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვაცნობე მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება საჭიროებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას. ჩვენ 5 ძირითადი პრინციპი უკვე გავუზიარეთ სომხეთს. იმედი გვაქვს, რომ სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს და დაიწყებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რათა ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანთან. ასე თუ მოხდება, მაშინ სამხრეთ კავკასიაში დაისადგურებს მშვიდობა და ახალი შესაძლებლობები იარსებებს თანამშრომლობისთვის. დღეს გვაქვს ასევე საშუასლება, რომ კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიჯანს. სომხეთსა და საქართველოს შორის, თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვიქნებით დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი. რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებას და ფორმატს, ჩვენ გვიხარია, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება, ბოლო 9 თვის განმავლობაში, გადავცდით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ბრუნვას. აზერბაიჯანიდან საქართველოში ინვესტირებულია მნიშვნელოვანი თანხები, ინვესტიციები ავითარებს თანამშრომლობას. 3 მილიარდი დოლარი აქვს ინვესტირებული საქართველოში და მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ორმხრივი სარგებლის მომტანი ინვესტიციები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, გავცვალეთ მოსაზრებები, იმ პროექტების თაობაზე რომელიც განხორციელებული გვაქვს. საოპერაციო კუთხით ძალიან წარმატებულია ეს პროექტები და მოუთმენლად ველით ახალი პროექტების დაწყებას, რათა გაიზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე. ვაპირებთ 22 მილიონი კუბური ტონის ექსპორტს და კიდევ უფრო გავზარდოთ მომდევნო წლებში. წელს ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს.აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის და მომდევნო 5 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი აპირებს გააორმაგოს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ამის საშუალება და 2027 წლისთვის ვაპირებთ ევროპაში ექსპორტზე გავიტანოთ თითქმის 20 მილიარდი კუბური ტონა ბუნებრივი აირი და ეს საკითხი ბუნებრივია განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. იქნება ახალი საკითხებიც განსახილველი. ამასობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს, ეს მილსადენი კიდევ უფრო დაიტვირთება. გვინდა გამოვიყენოთ ბაქო-სუფსას ტერმინალი, ვიცი რომ ის არ არის ამამად მოქმედი, მაგრამ გვინდა რომ დავტვირთოთ ეს მიმართულებაც. ახალი პროექტები ასევე ითვალისწინებს ელექტრო ენერგიის სფეროში ინიციატივების განხორციელებას. აზერბაიჯანი აპირებს ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და, რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. 10 გეგა ვატი არის ჩვენი შესაძლებლობების მასშტაბი განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით შეგვიძლია 157 გეგა ვატი გავიტანოთ ექსპორტზე. ეს არის საერთაშორისო გათვლებით და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი. მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი იმისათვის, რომ ელექტრო ენერგია გავიტანოთ ექსპორტზე და მიგვაჩნია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანამშრომლებენ ამ მიმართულებითაც. საერთო ჯამში გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი, კეთილდღეობა და ენერგო დერეფნების პოტენციალი. ასევე უნდა გავუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ტვირთბრუნვა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის 75 პროცენტით გაიზარდა. უნდა ვთქვა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შეიძლება გამოყენებული იქნეს იმისათვის, რომ 5 მლნ ტონით დაიტვირთოს. მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტ კაპიტალდაბანდებას მოვახდენთ ამ მიმართულებით ამ დერეფანში და კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსი გამოიყოფა. ვაპირებთ ამ მარშრუტის გამოყენებას იმისათვის, რომ კასპიის ზღვისპირეთიდან აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ასევე ახალი მარშრუტები დავამუშაოთ. ვიცით, რომ ყველა ქვეყნის ინტერესებშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება, საქართველოს პორტების გამოყენება მოხდეს, იმისათვის, რომ ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს და პირიქით. მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდა და შესაძლებლობა გაგვაჩნია. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. უნდა ვთქვა, რომ ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო-საზღვაო პორტი და მისი პოტენციალი 25 მილიონიდან 50 მილიონამდე გაიზრდება და კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება. ამ კუთხით, სატრანსპორტო მიმართულებით მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, იმიტომ რომ ეს უნდა იყოს შეხმატკბილებული, ერთობლივი ძალისხმევა. სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარებისთვის მეზობლებთან უნდა განვავითაროთ ურთიერთობები, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ვერ ვიქნებით სანდო სატრანზიტო ქვეყანა. საქართველოს სახით გვყავს მეგობარი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი! საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მზარდია მოთხოვნა ენერგომატარებლებზე, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილნი არიან ერთ ფრონტზე და ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები - ორი მოძმე ერის ინტერესები - ისეთ ურთიერთობებზე იყოს აწყობილი, ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ქმნიდეს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი და ჩვენი მეგობრობა არის ამის საფუძველი. ჩვენი ერების, ჩვენი ქვეყნების და ჩვენი - ლიდერების - ხელშეწყობით ვხედავ ამ შესაძლებლობას და მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ მშვენიერ ადგილას ჩემი მოწვევისთვის და მინდა ქართველ მეგობარ და მოძმე ერს ვუსურვო სამუდამო კეთილდღეობა“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ილჰამ ალიევი: ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ენერგომატარებლებზე მოთხოვნა მზარდია, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილნი არიან ერთ ფრონტზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის პოტენციალი გაიზრდება. ალიევის შეფასებით, ყველა ქვეყნის ინტერესშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს. „ეს არის საერთაშორისო გათვლებითა და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი. მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი. როგორც სხვა მიმართულებით, მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ამ მიმართულებითაც წარმატებით ითანამშრომლებენ. საერთო ჯამში, გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი, კეთილდღეობა. ასევე, ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა გაიზარდა 75%-ით. ასევე, ბაქო- თბილისი-ყარსი შესაძლოა, იყოს გამოყენებული, რომ 5 მილიონი ტონით დაიტვირთოს და მომდევნო წელს ამ მიმართულებით მეტი კაპიტალი დაბანდებას მოვახდენთ ამ დერეფანში. ვაპირებთ, ამ მარშრუტის გამოყენებას, რათა კასპიის საშუალებით აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთები და ახალი მარშრუტები დავამუშაოთ. ყველა ქვეყნის ინტერესშია, რომ გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს. მიგვაჩნია, რომ ამ პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობა გვაქვს. ახალი რეალობა იქმნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტი და მისი პოტენციალი გაიზრდება და კიდევ მეტი ინვესტიცია ჩაიდება. ამ კუთხით, სატრანსპორტო მიმართულებით საქართველოსთან მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ, რადგან ეს უნდა იყოს ერთობლივი ძალისხმევა. სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარებისთვის მეზობლებთან უნდა განვავითაროთ ურთიერთობა, სხვა შემთხვევაში ვერ ვიქნებით სანდო სატრანზიტო ქვეყანა. საქართველოს სახით გვყავს მეგობარი, მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი. საერთო ჯამში, იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ენერგომატარებლებზე მოთხოვნა მზარდია, საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილნი არიან ერთ ფრონტზე. ერთად ვიმუშავებთ, რათა ჩვენი ეროვნული ინტერესები - ორი მოძმე ერის ინტერესები, ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს ქმნიდეს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი. ჩვენი მეგობრობა ამის საფუძველია. მადლობას ვუხდი პრემიერ-მინისტრს ამ მშვენიერ ადგილზე ჩემი მოწვევისთვის. მინდა, ქართველ, მოძმე ერს სამუდამო კეთილდღეობა ვუსურვო“,- განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: „სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“ არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობიდან, თანამშრომლობის დღის წესრიგიდან გამომდინარე, ილჰამ ალიევის ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პრემიერის თქმით, „სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“ არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს, პირიქით, ეს დაეხმარება და მჯერა, ჩვენ ერთად ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ. „მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი ღვაწლი კანონზომილია აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების დაახლოებაში და ჩვენი მეგობრობის, ჩვენი ძმობის განმტკიცებაში. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს მართლაც უნიკალური ურთიერთობა და მეგობრობა. ეს ურთიერთობები ეფუძნება მჭიდრო ისტორიულ კავშირებს, ურთიერთპატივისცემას და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არსებული მაღალი დონის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ხალხისა და ქვეყნების საკეთილდღეოდ. დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას და თანამშრომლობას. ასევე მიმოვიხილეთ მსოფლიოში არსებული რთული ვითარება, მიმდინარე პროცესები. ბუნებრივია, შევეხეთ რეგიონში არსებულ ვითარებას და ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკების გზით. ასევე მინდა ვთქვა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გამოწვევების პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას, რომელიც არის საკვანძო მოცემულობა ჩვენი რეგიონის და ზოგადად, ჩვენი ხალხების კეთილდღეობისთვის. ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესის დაწყების თაობაზე. ეს ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდ იმედს გვაძლევს. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ და წამოვიწყეთ. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს, პირიქით, ეს დაეხმარება და მჯერა, რომ ჩვენ ერთად ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მიღწეული შეთანხმება, დამაიმედებელია
რეგიონსა და მსოფლიოში რთული გამოწვევების პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას და სტაბილურობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მშვიდობა, რეგიონის განვითარებისთვის საკვანძო მოცემულობაა. „ჩვენ შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას. მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესის დაწყების თაობაზე. ეს ჩვენ რა თქმა უნდა დიდ იმედს გვაძლევს. აქვე მინდა დავადასტურო, რომ საქართველო, მე და ჩვენი მთავრობა, აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ ხელი შევუწყოთ და გავაგრძელოთ მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ და წამოვიწყეთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს. „მივესალმები პრაღაში გაჟღერებულ ინიციატივას, ერთობლივი სამმხრივი სადისკუსიო ფორმატის შექმნის აუცილებლობაზე, სამხრეთ კავკასიაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ილჰამ ალიევი საქართველოში, სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ალიევი აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ფორმატზე: თუ სომხეთი მზად იქნება, მზად ვართ, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი
საქართველოს პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ვაცნობე და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება აზერბაიჯანსა და სომხეთის მიერ მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერას საჭიროებს. ილჰამ ალიევი: მნიშვნელოვანია, შეიქმნას აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთის ერთიანი სადისკუსიო პლატფორმა ჩვენ სომხეთს 5 ძირითადი პრინციპი უკვე გავუზიარეთ და იმდენი გვაქვს, რომ სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებს და სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერს, - განაცხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ილჰამ ალიევის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დისკუსიის მთავარი საკითხები რეგიონში მიმდინარე მოვლენები და უსაფრთხოების საკითხები იყო. „ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩამოვედით და მიხარია, რომ ამ ძალიან ლამაზ ადგილას ვიმყოფები. პრინციპში ქარი ბაქოს მაგონებს, იმიტომ, რომ ამით დასტურდება, რომ ქარიც გვესალმება და მე სახლში ვგრძნობ თავს. ძალიან მიხარია, რომ თქვენს ქვეყანაში კვლავ ვიმყოფები. ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ხშირად გვაქვს შეხვედრები. ბატონი ირაკლი გასულ წელს, აზერბაიჯანში ორჯერ იყო ჩამოსული და საერთაშორისო ღონისძიებებზეც ვხვდებით ერთმანეთს. ამ შესაძლებლობას ყოველთვის სიხარულით ვიყენებთ და დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ვიზიტიც შეიტანს წვლილს ჩვენი მოძმე ერების ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებაში. ეს ყველაფერი იმ ურთიერთობებს ეფუძნება, რომელსაც ჩვენი ერები საუკუნეების განმავლობაში იზიარებდნენ და აი, ამ მყარ საფუძველზე გვაქვს წარმატებული ურთიერთობა. დღეს სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს ალიანსის დონეზე, რადგან ბევრ სფეროში აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც საერთაშორისო ფორმატში, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე ორმხრივ ფორმატში. ჩვენ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, არა მარტო ჩვენი ქვეყნებისთვის არამედ რეგიონისთვის და გლობალურად მნიშვნელოვანი. ჩვენ შეხვედრისას ბევრ საკითხს შევეხეთ და საუბარს სხვა საკითხებზეც გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, მიმდინარე მოვლენები რეგიონში, უსაფრთხოების საკითხები ჩვენი დისკუსიების ცენტრშია მოქცეული. ყარაბაღის ომის შემდეგ ახალი მდგომარეობა ჩამოყალიბდა. მე საქართველოს პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ვაცნობე და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება აზერბაიჯანსა და სომხეთის მიერ მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერას საჭიროებს. ჩვენ 5 ძირითადი პრინციპი უკვე გავუზიარეთ სომხეთს და იმედი გვაქვს, რომ სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებს და სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერს. ასე თუ მოხდება, მაშინ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა დაისადგურებს და თანამშრომლობისთვის ახალი შესაძლებლობები იარსებებს. დღეს გვაქვს ასევე საშუალება, რომ კონსულტაციები გავმართოთ აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის. თუ სომხეთი მზად იქნება მზად ვიქნებით, დღესვე დავიწყოთ ეს ფორმატი“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს სადილზე უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატივსაცემად სადილი „შატო მუხრანში“ გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ორი ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა პირისპირ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
საქართველოში, ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტი დასრულდა
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ილჰამ ალიევი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 24 ოქტომბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა თემები, რომლებიც ილჰამ ალიევის ვიზიტის დროს განიხილეს
ჩვენი საერთო მიზანია რეგიონში მეგობრობის, მშვიდობიანი თანამშრომლობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ვიზიტის შესახებ Twitter-ზე წერს. მისივე განცხადებით, ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განიხილეს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა, პერსპექტივები და უზარმაზარი პოტენციალი. „მოხარული ვარ პრეზიდენტ ალიევის მასპინძლობით. განვიხილეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული ხანგრძლივი სტრატეგიული პარტნიორობა, პერსპექტივები და უზარმაზარი პოტენციალი. ჩვენი საერთო მიზანია რეგიონში მეგობრობის, მშვიდობიანი თანამშრომლობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. წაიკითხეთ Europetime-ის ინტერვიუ ალიევის განცხადებიდან გამოჩნდა, რომ ელექტროენერგიის იმპორტს მაქსიმალურად ჩავანაცვლებთ - გია არაბიძე
ირაკლი ღარიბაშვილი რიში სუნაკს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი რიში სუნაკს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრია ღარიბაშვილის თქმით, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები ბოლო წლებში ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა. „ბატონ რიში სუნაკს ვულოცავ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები ბოლო წლებში ისტორიულ მაქსიმუმზე ავიდა. ჩემს ბრიტანელ კოლეგას ვუსურვებ წარმატებებს და მოუთმენლად ველოდები თანამშრომლობას საერთო ინტერესების ყველა შესაძლო სფეროში“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის, ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ მესამესთან შეხვედრის შემდეგ, რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა. BBC-ის ცნობით, პრემიერის ოფისთან, სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი „ღრმა ეკონომიკური კრიზისის" წინაშე დგას და ის აირჩიეს ლიზ ტრასის მიერ დაშვებული ზოგიერთი შეცდომის გამოსასწორებლად.
ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში დღეს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, ღარიბაშვილი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში, ასევე სამთავრობოთაშორისო ეკონომიკური კომისია გაიმართება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს ელჩი უნგრეთში: უნგრეთი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს
დღეს უნგრეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს უნგრეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომდგენლებთან, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა უნგრეთში, ზაზა გოგსაძემ განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრა მისივე თქმით, საუბარი შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, ამასთან ვიზიტის პარალელურად გაიმართება საქართველო-უნგრეთს შორის არსებული მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომა. „როგორც მოგეხსენებათ, უნგრეთი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აქტიური მხარდამჭერია, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქათველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს, მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას და ეს ვიზიტი, რა საკვირველია, ამ მხარდაჭერას კიდევ უფრო მაღალ რანგში და საფეხურზე აიყვანს. საუბარი იქნება ეკონომიკურ საკითხებზე, რაც უთუოდ ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული დიდი ეკონომიკური პოტენციალის კიდევ უფრო გამოვლენას და განვითარებას. საგულისხმოა, რომ ამ ვიზიტის პარალელურად გაიმართება საქართველო-უნგრეთს შორის არსებული მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომა,“- აღნიშნა ელჩმა.
უნგრეთში, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ბუდაპეშტის ფერენც ლისტის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრს აეროპორტში უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტინ ნადი, უნგრეთში საქართველოს ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოში უნგრეთის ელჩი ანა შიკო დახვდნენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს ლასლო კოვერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების, პარტნიორული თანამშრომლობის, მათ შორის, პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს. ხაზი გაესვა უნგრეთის მკაფიო პოზიციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან მიმართებით, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლი ღარიბაშვილმა ლასლო კოვერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, აგრეთვე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და აგრეთვე რეგიონში არსებული გარემო. საუბარი შეეხო რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში და იქ შექმნილ ვითარებას. დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, უნგრეთის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა, თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პარლამენტის ნაციონალური ასამბლეის სპიკერს შეხვდა კოლეგებმა საქართველო-უნგრეთის ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს. ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო უნგრეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველას, ვისთვისაც აფხაზური ენის შენარჩუნება მნიშვნელოვანი ღირებულებაა, აფხაზური ენის დღეს ვულოცავ
„ყველას, ვისთვისაც ჩვენი საერთო სიმდიდრის - აფხაზური ენისა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა და შენარჩუნება მნიშვნელოვანი ღირებულება და პასუხისმგებლობაა, აფხაზური ენის დღეს ვულოცავ!- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და ერთიანი ენობრივი საგანძურის განუყოფელი ნაწილია. პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქმედითი ნაბიჯების განხორციელებას აფხაზური ენის სამეცნიერო შესწავლის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით. „სრულიად საქართველოს, ყველას, ვისთვისაც ჩვენი საერთო სიმდიდრის - აფხაზური ენისა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა და შენარჩუნება მნიშვნელოვან ღირებულებასა და პასუხისმგებლობას წარმოადგენს, ვულოცავ აფხაზური ენის დღეს! ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და ჩვენი ერთიანი ენობრივი საგანძურის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქმედითი ნაბიჯების განხორციელებას აფხაზური ენის სამეცნიერო შესწავლის, განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით. ეს ძალისხმევა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციისა და ადგილზე მიმდინარე გაძლიერებული რუსიფიკაციის პირობებში, რაც დღეს, როგორც არასდროს - აფხაზურ ენას გაქრობის საფრთხის წინაშე აყენებს. უაღრესად მნიშვნელოვანია, მივმართოთ ერთიანი ძალისხმევა ჩვენს აფხაზ თანამემამულეებთან ერთად, რათა გადავარჩინოთ და შევინარჩუნოთ უნიკალური აფხაზური ენა, მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს მისი შესწავლითა და აფხაზური ვაქციოთ კავშირების შემდგომი განმტკიცებისა და ახალი შესაძლებლობების ენად მშვიდობისა და ნდობის მშენებლობის პროცესში. Еицыҳахьчап аҧсуа бызшәа! ერთად დავიცვათ აფხაზური ენა!“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ვქიტორ ორბანი: უნგრელებს დიდი სურვილი გვაქვს, რომ უკრაინულ-რუსული ომი მალე დასრულდეს, საქართველოს მოსაზრებაც იგივეა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე. მისი თქმით, ამ საკითხში ქვეყნების პოზიციები ემთხვევა და მათი სურვილია, რომ ეს ომი მალე დასრულდეს. „მინდა, მივესალმო ჩემი კოლეგის ირაკლი ღარიბაშვილის და მისი დელეგაციის ვიზიტს. გუშინ მე და ბატონ ირაკლის გვქონდა ხანგრძლივი დისკუსია და დღევანდელ ფორმატში გაგრძელდა ეს შეხვედრა. მინდა, ვთქვა, რომ უნგრეთში არსებობს ძალიან ძლიერი, პოზიტიური გრძნობები საქართველოს მიმართ, შეიძლება, პრინციპში ითქვას მიკერძოებაც. ეს იმას ნიშნავს, რომ შესანიშნავი საწყისი პლატფორმა გვაქვს მოლაპარაკებებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნები არიან გეოგრაფიულად დაშორებულნი, საქართველო კავკასიის რეგიონშია, ჩვენ აქ ვართ, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ სხვაობები ბევრია, მაგრამ მსგავსებაც ბევრია. ჩვენთვის არ არის რთული იმ ძირითადი, საკვანძო ხაზის გაგება, რომელიც საქართველოს, ქართველ ერს აქვს. არ არის იმის გაცნობიერება რთული, თუ რა ამოძრავებს საქართველოს. ორივე ქვეყანას აქვს მდიდარი ისტორია, მდიდარი კულტურული ტრადიციები და ჩვენ უნიკალური ენები გვაქვს. ეს კულტურა და ეს ენა უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ერების და მათი ისტორიის სასიკეთოდ. ასევე, ვუთხარი ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ უნგრელები კითხულობენ, რატომ გვაქვს უნგრული ენა და უნგრული კულტურა, უნდა გვქონდეს სტამბოლის, ბერლინის და სხვა დედაქალაქების დღის წესრიგის გათვალისწინებით, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მემკვიდრეობა გადაეცეს მომავალ თაობებს და ჩვენი არსებობის მისია შედგეს. ასევე, მინდა, ვთქვა საქართველოს შესახებ. რაც შეეხება პოლიტიკას, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის დღიდან და რადგან არანორმალურ დროში გვიწევს არსებობა, უპრეცედენტო კრიზისის წინაშე აღმოვჩნდით. ეს არის ფასების კრიზისი, ენერგეტიკული მატარებლების კრიზისი და ვატარებთ მოლაპარაკებას სხვადასხვა დაინტერსებულ მხარესთან. ძალიან მოკლედ მინდა, გითხრათ დღევანდელი დღის შესახებ. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები, ძალიან ახლოს ვართ გეოპოლიტიკურ საკითხებზე, მშვიდობისა და ომის საკითხებზე. ჩვენ, უნგრელებს დიდი სურვილი გვაქვს, რომ უკრაინულ-რუსული ომი დასრულდეს მალე, საქართველოს მოსაზრებაც იგივეა“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა ქართული ტელევიზიების თარგმანის მიხედვით.
ომი უკრაინაში აბსოლუტურად მიუღებელია - ღარიბაშვილი
ომი უკრაინაში რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ყველა პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ვქიტორ ორბანი: უნგრელებს დიდი სურვილი გვაქვს, რომ უკრაინულ-რუსული ომი მალე დასრულდეს, საქართველოს მოსაზრებაც იგივეა მთავრობის მეთაურის თმით, უკრაინის ომი აისახება ბევრ სფეროზე და ამას სჭირდება შესაბამისი, ადეკვატური გამკლავება. „ომი უკრაინაში რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ყველა პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას. ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი და ჩვენი ამოცანა და სურვილი არ უნდა იყოს ამ ომის გახანგრძლივება, არამედ, ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს, რომ მოხდეს ამ მომაკვდინებელი ომის შეჩერება, რაც შეიძლება მალე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება ფასებზე, ამან წარმოშვა სხვა ტიპის პრობლემები, როგორიც არის კრიზისი ენერგეტიკის სფეროში და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესაბამისი, ადეკვატური გამკლავება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ამ რთულ დროს, ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ დავიცვათ ჩვენი ხალხის ინტერესი
ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა, მთავრობებს და მმართველებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინაშე. მინდა, დავადასტურო დიდი პატივისცემა ბატონი პრემიერის, მისი პოლიტიკის მიმართ. ჩვენც ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნები და ჩვენი ხალხის ინტერესები ამ რთულ დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრელ კოლეგასთან ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა. მისივე თქმით, უკრაინაში ომი აბსოლუტურად მიუღებელია და ყველას საერთო ამოცანა უნდა იყოს ამ ომის რაც შეიძლება მალე შეჩერება. „ჩვენ ყველა პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი. ჩვენი ამოცანა და სურვილი არ უნდა იყოს ამ ომის გახანგრძლივება, არამედ ჩვენი ყველას საერთო ამოცანა უნდა იყოს, რომ მოხდეს ამ ომის, ამ მომაკვდინებელი ომის რაც შეიძლება მალე შეჩერება. რა თქმა უნდა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს ყველაფერი აისახება ფასებზე. ამან წარმოშვა სხვა ტიპის პრობლემები, როგორიც არის კრიზისი ენერგეტიკის სფეროში და ამას სჭირდება შესაბამისი, ადეკვატური გამკლავება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ორბანის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შეფასებით, გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, დისკრიმინაციული და ქართველი ხალხის უპატივცემულობა იყო. „კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც შეხვედრისას შევეხეთ, ევროკავშირის მიმართ საქართველოს სულისკვეთება და მისი წევრობის სურვილია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება გამოცხადდა ბრიუსელში, ვიტყოდი, რომ დისკრიმინაციული იყო გადაწყვეტილება, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ მოლოდოვას და უკრაინას და არა საქართველოს. ეს ვერ იქნება გამართლებული ვერც მორალურად და ეს არის საზიანო გადაწყვეტილება. ჩვენი სტუმარი და მისი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რადგან ძალიან ბევრს მუშაობს ბოლო წლებია და ეს გადაწყვეტილება უპატივცემულო იყო ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოს მიმართ. რას გავაკეთებ - ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს მან კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირში გაწევრიანდეს. ამას მოვახერხებთ ექსპერტული დახმარებით, 16 უნგრელი მუშაობს ევროკავშირის ფარგლებში საქართველოს საკითხებზე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოლაპარაკებები მალე დაიწყოს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა ქართული ტელევიზიების თარგმანის მიხედვით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ვიქტორ ორბანი საქართველოს ეწვევა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ვიქტორ ორბანისა და საქართველოს პრემიერის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „მინდა გამოვეხმაურო ბატონი პრემეირის ინიციატივას, რომ ჩვენ ერთობლივ სამთავრობოთაშორისო შეხვედრას გავმართავთ უკვე თბილისში და მოხარული ვარ, რომ ბატონმა პრემიერმა ჩვენი მოწვევა მიიღო და მოხარულები ვიქნებით, ვუმასპინძლოთ მას საქართველოში. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ გავაღრმაოთ სექტორული თანამშრომლობა სამინისტროებს შორის. უნგრეთი, განსაკუთრებით, ბატონი ორბანის მმართველობის და ლიდერობის დროს, ძალიან წარმატებული ქვეყანაა და ბევრი წარმატებული რეფორმა გაატარა ორბანის მთავრობამ საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითიც გადმოვიღეთ, თქვენი მთავრობის წარმატებული რეფორმები გავიზიარეთ და გვსურს, უფრო მეტად დავახლოვდეთ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ პოტენციალს ვხედავთ არამხოლოდ ვაჭრობასა და ტურიზმში, არამედ ენერგეტიკაში, როგორც უკვე აღინიშნა. მინდა, ასევე მადლიერებით აღვნიშნო, რომ განათლების სფეროში გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა და პირადად თქვენ მადლობა ამ პროექტის მხარდაჭერისთვის, მინდა, ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ უნგრეთი და უნგრეთის მთავრობა აფინანსებს ქართველ სტუდენტებს, მათ განათლებას უნგრეთში, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ინიციატივაა. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, ესაა ჩენი მთავარი ამოცანა, მთავარი არჩევანი და კიდევ ერთხელ მინდა, დავაფიქსირო ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით, რომ ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის და NATO-ს წევრი სახელმწიფო. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს ჩვენი მასპინძლობისთვის და მე ვიქნები ძალიან ბედნიერი და მოხარული, ვუმასპინძლო მას თბილისში“, - აღნიშნა პრემიერმა. „მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელსა და მე, მომდევნო წელს საქართველოში გვექნება ერთობლივი მთავრობათაშორისი შეხვედრა, ამაზე შევთანხმდით და მას წინ გაუძღვება შეხვედრა სხვადასხვა დარგობრივ სამინისტროს შორის, პირველი პირებს შორის. ჩვენ გვექნება ეს მნიშვნელოვანი სტიმული, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ამიტომ, სანამ რამე სხვა დაიგეგმება, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს უნგრეთის საზოგადოების და ჩვენი მთავრობის სახელით. საქართველოს დიდ წარმატებას ვუსურვებ და მადლობას ვუხდი საქართველოს და მის მოსახლეობას“, - აღნიშნა თავის მხივ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერს: თქვენი გზავნილები ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, ამას ძალიან ვაფასებთ
„მინდა ვთქვა, თუ როგორ ვაფასებთ, რაოდენ ძლიერად ვაფასებთ პირადად თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თქვენ ყოველთვის იყავით და ხართ ძლიერი, ხმამაღალი მხარდამჭერი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების და თქვენი გზავნილები ჩვენთვის ყოველთვის არის მნიშვნელოვანი, ამას ძალიან ვაფასებთ, - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ერთობლივ ბრიფინგზე.მისივე თქმით, საქართველოს სურს, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი.„ვაფასებთ თქვენს შეფასებებს, რომლებიც უკავშირდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ევროპული პერსპექტივის მონიჭება, ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო და ქართველი ხალხი ყოველთვის ერთგულად მიჰყვებოდნენ ამ ცივილიზაციურ არჩევანს. ორბანის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა ჩვენ გვინდა, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი, ღირსეული წევრი და ასევე NATO-ს წევრი. ჩვენ არამხოლოდ სიტყვებით ვახდენთ ამის არტიკულირებას და ამ სურვილის გამოხატვას, არამედ ჩვენ ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, ჩვენ გვსურს ჩვენი კონტრიბუცია შევიტანოთ ამ დიდ ოჯახში.მაგალითად, თქვენ კარგად იცით ბატონო პრემიერო, რომ ჩვენ დიდი მსხვერპლი გავიღეთ NATO-ს მისიებში, ერაყში, ავღანეთში, ვართ წარმოდგენილი ევროკავშირის მისიებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა“, - აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, საქართველო მტკიცედ მიჰყვება თავის გზას, თავის ევროპულ არჩევანს და მიმდინარეობს მუშაობა 12 რეკომენდაციაზე და მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს. „ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმ 12 რეკომენდაციაზე, რომლებიც ევროკომისიამ განსაზღვრა. ამაზე აქტიურად მიდის მუშაობა. ჩვენ კარი გავუღეთ ყველა აქტორს, იქნებოდა ეს არასამთავრობო სექტორი თუ ოპოზიციური პარტიები, რომ მათაც მიეღოთ მონაწილეობა ამ პროცესში. ჩვენ, ჩვენის მხრივ, მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი რაც შეიძლება, მალე მიიღოს. მე ასევე მინდა ვთქვა, ამის თაობაზე ბატონმა პრემიერმა უკვე ისაუბრა, რომ ჩვენ დღეს ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა. მთავრობებს და მმართველებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. აქვე მინდა აღვნიშნო და დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა ბატონი პრემიერის მიმართ, მისი პოლიტიკის მიმართ და ჩვენც ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქვეყნები დავიცვათ და ჩვენი ხალხის ინტერსები დავიცვათ ამ რთულ დროს. საქართველო მტკიცედ მიჰყვება თავის გზას, თავის ევროპულ არჩევანს. ჩვენი ეკონომიკა ვითარდება. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაუახლოვდეს კიდევ უფრო მეტად ევროპას და ევროპულ სტრუქტურებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ირაკლი ღარიბაშვილი: ვიქტორ ორბანთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა
ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში დაწერა. ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერს: თქვენი გზავნილები ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია, ამას ძალიან ვაფასებთ „შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკაზე და ჩვენი კავშირების შემდგომი გაღრმავების აუცილებლობაზე მრავალი მიმართულებით. მადლობას ვუხდი უნგრეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა. ორბანის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა ვიქტორ ორბანი საქართველოს ეწვევა
ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დასრულდა
ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის სახელით, ოფიციალური სადილი გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პირველ რიგში, მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარს, ბატონ ვიქტორ ორბანს. ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, ქართველ და უნგრელ ხალხს - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადილზე. „ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. პირველ რიგში, მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობარს, ბატონ ვიქტორ ორბანს. ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს, ქართველ და უნგრელ ხალხს. მაგრამ მე მინდა გამოვყო მთავარი - ჩვენი ქრისტიანული ღირებულებები, რომელიც არის საფუძველთა საფუძველი, რომელზეც არის დაფუძნებული ჩვენი ერები და ჩვენი სახელმწიფოები. სწორედ ქრისტიანული ფასეულობებით მოვედით ჩვენ დღემდე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „დღეს, აქ, იმ მიზნით შევიკრიბეთ, რომ დიდი პატივისცემით მივესალმოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და მისი ხელმძღვანელობით უნგრეთში ვიზიტად მყოფ სამთავრობო დელეგაციას. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი მასპინძლობა, ბატონებო! ჩვენ შორის მსგავსების დანახვაც ადვილია, რადგან ჩვენი ისტორიების ლოგიკა ერთმანეთს ჰგავს. აქვე მინდა ვახსენო ერთი პერსონალური საკითხი. პოლიტიკაში იშვიათია კარგი მებრძოლის პოვნა. თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ, და მე დამეჯერება, რადგან 30 წელია პოლიტიკიაში ვარ, თუ ადამიანი მარცხდება პოლიტიკურ ველზე, ის, როგორც წესი, აღარ ბრუნდება ხოლმე. ამ მოცემულობას ძალიან ცოტა გამონაკლისი ჰყავს, ძალიან ცოტა ადამიანი ბრუნდება პოლიტიკაში! ჩვენი დღევანდელი სტუმარი იმ დიდებულთა შორისაა, რომლებიც პოლიტიკაში დაბრუნდნენ! ის საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახლავთ! მეორეჯერ მსახურობს ამ თანამდებობაზე! ის გახლავთ დიდი მებრძოლი და ამიტომაც არის ჩვენთვის სამაგალითო! ამიტომ, პირადად ჩემთვის არის დიდი სიამოვნება და პატივი, ვმასპინძლობდე მას დღეს აქ. მის ოჯახს დღეგრძელობას ვუსურვებ, ხოლო ერს - კეთილდღეობას!" - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. სადილს ასევე ესწრებოდნენ უნგრეთ-საქართველოს ორმხრივი სამომავლო ურთიერთობით დაინტერესებული ბიზნესსექტორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დღეს დასრულდა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნული ვიზიტი მოიტანს კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გარდა ამისა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალ საფეხურზე გადავა ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა. უნგრეთი ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გამორჩეული მხარდამჭერია. შესაბამისად, ამ ვიზიტს ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა. ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ წლების განმავლობაში, გვექნება ახალი კონკრეტული იმპულსები, რომლითაც კიდევ უფრო დაახლოვდება ჩვენი ორი ქვეყანა, კიდევ უფრო გაძლიერდება თანამშრომლობა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ისევე როგორც თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში იქნება საქართველოსა და უნგრეთს შორის კავშირების გაძლიერების პრიორიტეტული მიმართულებები. „გვქონდა ძალიან საინტერესო და სიღრმისეული განხილვები, თუ როგორ შეიძლება ურთიერთობები გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო დინამიკური, კიდევ უფრო შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა გვექნება. ჩვენ გვეიმედება უნგრეთი, როგორც ჩვენი ქვეყნის ძლიერი მხარდამჭერი. იმისთვის, რომ საქართველომ წარმატებულად გააგრძელოს თავისი საგარეო პრიორიტეტების მიმართულებით სვლა, უნგრეთი, სხვა პარტნიორებთან ერთად, იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ძალიან ხმამაღლა, ძალიან შედეგიანად შეძლებს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას და დახმარებას“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
ვიქტორ ორბანი: გვაქვს სურვილი, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია მივიღოთ საქართველოსა და რუმინეთის გავლით
„გვაქვს სურვილი, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია მივიღოთ საქართველოსა და რუმინეთის გავლით, ამით დავზოგავთ ბევრ ბუნებრივ აირს, რომელსაც ამჟამად ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ვიყენებთ, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ. „შეხვედრებზე შევეხეთ ენერგეტიკულ საკითხს. მინდა, ვაცნობო უნგრულ საზოგადოებას, რომ მსხვილი ენერგეტიკული ინიციატივები მუშავდება და ეს ჩვენთვის არის საინტერესო. გვინდა ახალი, დიდი ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები გვქონდეს და აზერბაიჯანიდან მივიღოთ ელექტროენერგია საქართველოს გავლით, რუმინეთის გავლით და ამ ინიციატივით ჩვენ დავზოგავთ ძალიან ბევრ ბუნებრივ აირს, რომელსაც ამჟამად ვიყენებთ ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის. თუ ეს ელექტროენერგია პირდაპირ მოგვეწოდება მომავალ წელს, მაშინ აღარ მოგვიწევს ბუნებრივი აირის შეძენა. ძალიან გამიხარდა, რომ ბატონი პრემიერ-მინისტრი ემხრობა ამ ინიციატივას და ეს საკითხი ძალიან პრინციპული მნიშვნელობის არის უნგრეთისთვის“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. „ძალიან ბევრი რამე შეიძლება, გაკეთდეს ევროკავშირის გარედან ელექტრორესურსების მიღების კუთხით. გვინდა, რომ შედეგი იქონიოს და არამარტო მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი გადაწყვეტილებაც ჰპოვოს ამ საკითხმა. უნდა ვთქვათ, რომ ძალიან დიდ იმპორტს ვახორციელებთ, ძალიან დიდი მასშტაბით და ძალიან შორეული ქვეყნებიდან. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს საკითხი უნგრეთისთვის, რადგან ეს საკითხი დაკავშირებულია ინფლაციასთან, ფასების ზრდასთან“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა ქართული ტელევიზიების თარგმანის მიხედვით. 24 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტისას ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი აპირებს, ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია. „ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ Europetime-ის ინტერვიუ ალიევის განცხადებიდან გამოჩნდა, რომ ელექტროენერგიის იმპორტს მაქსიმალურად ჩავანაცვლებთ - გია არაბიძე
ორბანი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე: ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები განვიხილეთ
ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები განვიხილეთ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი Twitter-ზე წერს. მისი თქმით, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია ევროპის ენერგოკრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. განვიხილეთ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების გზები. ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია ევროპის ენერგოკრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია“, - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება მომდევნო წლებში
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება მომდევნო წლებში, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს. "გილოცავთ თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადების 99 წლისთავს. თურქეთსა და მის ხალხს კეთილდღეობას ვუსურვებ. მოხარული ვარ, რომ გვყავს ასეთი სანდო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება მომდევნო წლებში," - ნათქვამია მთავრობის მეთაურის მისალოც მიმართვაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყანაში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვინარჩუნებთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ქვეყანაში ეკონომიკური პარამეტრები შეაფასა და განაცხადა, რომ მთავრობა, მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების, დაძაბულობის ფონზე, ქვეყანაში მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვინარჩუნებთ „9 თვის განმავლობაში, საქართველოში 10,2%-იანი ეკონომიკური ზრდაა, რაც უპრეცედენტოა. ექსპორტი გაზრდილია 40%-ით და 9 თვეში, ზრდამ 37,4% შეადგინა. ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა მისივე თქმით, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ტურიზმის სექტორის აღდგენაც.
მთავრობის ინიციატივით, თხილის მოყვანისთვის საჭირო საქონლის სუბსიდირება დაიწყება
„პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, თხილის მოვლა/მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით. ამისთვის პირველ ეტაპზე გამოვყოფთ 20 მლნ ლარს დაახლოებით და ამის თაობაზე ბატონი ოთარი მოგვიანებით მოგახსენებთ დეტალურად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა . „ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ ექტორში და განსაკუთრებით სამეგრელოში, ძალიან ბევრი ადამიანია ამ სექტორში ჩართული და სჭირდებათ მაქსიმალური მხარდაჭერა, ისე როგოც ვეხმარებით რთველს, ყურძნის წარმოებას და ა.შ. მინდა ვთქვა ასევე, რომ რთველი წარმატებით დასრულდა, დაახლოებით 250 მლნ ლარი შევიდა, რომ იტყვიან კახეთის რეგიონში და მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ოთარ შამუგიას, მან წარმატებით ჩაატარა რთველი და ყველა იმ უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში,“- განაცხადა პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: რა პრობლემების წინაშეა ადგილობრივი წარმოება და რა ნიშა აქვს ქართულ თხილს მსოფლიო ბაზარზე
ირაკლი ღარიბაშვილი ენერგეტიკის სექტორში, მომდევნო 3 წლის განმავლობაში $3 მლრდის ინვესტიციას ელოდება
საქართველოს, რა თქმა უნდა გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსები, განსაკუთრებით ჰიდრორესურსები, ამიტომ ამ რესურსს სჭირდება მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება და ათვისება, ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიმართულებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვიმუშავეთ აქტიურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, იმ დათქმით, რომ ყველა ჩამოთვლილი პროექტი იქნება გაფორმებული და გაშვებული, მინიმუმ 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით ენერგეტიკის სექტორში. „მეორე საკითხი, რაზეც მინდა ვისაუბრო, ეს არის ჩვენი დაპირება. მოგეხსენებათ, რომ მითუმეტეს ამ ომმა რაც მიმდინარეობს უკრაინაში და კრიზისმა გამოაჩინა კიდევ ერთხელ სირთულეები, რომელიც ქვეყნებსა და სახელმწიფოებს აქვთ, ესაა ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა. საქართველოს, რა თქმა უნდა გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსები, განსაკუთრებით ჰიდრორესურსები, ამიტომ ამ რესურსს სჭირდება მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება და ათვისება, ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიმართულებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვიმუშავეთ აქტიურად. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც და მათთან ეს სქემა, რომელსაც ეხლა წარმოგიდგენთ, შეიძლება ითქვას, რომ არის შეთანხმებული, გავლილი და ამას სულ რამდენიმე დღეში უკვე ოფიციალური სახე მიეცემა. ე.ი. ჩვენ რას ვგულისხმობთ ახალი შეთავაზებით, ახალი სქემით - მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლები, ე.წ. გარანტირებული შესყიდვის სქემა იყო შეჩერებული და ამ მიმართულებით დაახლოებით 800 მგვტ-მდე ჰესებზე არის გაცემული მემორანდუმები, თუმცა იმის მიუხედავად რომ ზოგიერთმა დაიწყო მშენებლობაც, ეს კონტრაქტები არ არის გაფორმებული, ეს ერთი საკითხი. მეორე საკითხი - ბუნდოვანი იყო ასე ვთქვათ ახალი პროექტების ბედიც და ზოგადად ინვესტორებს სჭირდებოდათ მეტი სიცხადე, ამიტომ ახალი სქემა არის შემდეგი - სახელმწიფოს მხრიდან ელექტროსადგურის ოპერირებაში გაშვებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთაშორის სხვაობის ე.წ. cfd ხელშეკრულებით, ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს სქემა, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ინვესტორებს. მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1 500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას. ამაში არ შედის, რა თქმა უნდა, ის 800 მგვტ, რომელზეც მე ვთქვი უკვე და ასევე არ შედის დიდი პროექტები, როგორიცაა „ნამახვანი“, „ნენსკრა“ და „ხუდონი“. ანუ ჯამურად მხოლოდ ამ 1 500 მგვტ-ის სიმძლავრის მშენებლობის ხელშეწყობით, დაახლოებით 2.2 მლრდ ამერიკული დოლარის ინვესტიციას ველოდებით. ამას დაემატება 800 მგვტ-ის პროექტები და კიდევ ის მსხვილი პროექტები, რომლებზეც უკვე დამატებით ცალკე ვიმსჯელებთ. მინიმუმ შეიძლება ითქვას რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, იმ დათქმით, რომ ყველა ეს პროექტი იქნება გაფორმებული და გაშვებული, მინიმუმ 3 მლრდ დოლარის ინვესტიციას ველოდებით ენერგეტიკის სექტორში. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ერთის მხრივ ჩვენ შემოგვაქვს სიცხადე, მეორეს მხრივ კი ვაცხადებ, რომ ესაა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და რა თქმა უნდა ინვესტორებს ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა. ასევე მინდა ვთქვა, რომ მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს ეკონომიკის ორნიშნა ზრდა, 10 პროცენტით ვზრდით უკვე ბოლო ორი წელია, გენერაცია ვერ ეწევა ზრდას, ბუნებრივია, ეს მოხმარება იზრდება და ეს ყველაფერი წარმოშობს სირთულეებს უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში, თუ ჩვენ არ დავაწიეთ ახალი ჰესების მშენებლობა, ესაა უაღრესად მნიშვნელოვანი, ძვირფასო მეგობრებო და მინდა ვთქვა რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რაციონალურად, გონივრულად გამოვიყენოთ ყველა რესურსი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, მითუმეტეს ეს არის განახლებადი ენერგია, სუფთა ენერგია, ეკოლოგიურად სუფთა, რომ იტყვიან და ამას რა თქმა უნდა, სჭირდება მეტი მხარდაჭერა,“- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, არიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილს არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საგარეო ვაჭრობის საკითხებში, დოქტორ ტანი ბინ აჰმედ ალ ზეიოუდი და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე დახვდნენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, ვაჭრობისა და საინვესტიციო ნაკადების გაძლიერების საკითხები განვიხილეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. ღარიბაშვილი წერს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და საინვესტიციო ნაკადების გაძლიერების საკითხები განიხილეს. „სასიამოვნო იყო დღევანდელი შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან. შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანისთან საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მიმდინარე ორმხრივი და სამომავლო თანამშრომლობის, ასევე, ვაჭრობისა და საინვესტიციო ნაკადების გაძლიერების საკითხები განვიხილე ჩვენი ერების სასარგებლოდ”, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დასრულდა. ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობისა და თანაარსებობის მინისტრს შეხვდა აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების იუსტიციის მინისტრმა, აბდულა ბინ სულთან ბინ ავად ალ ნუაიმიმ გააცილა. საქართველოს მთავრობის მეთაური არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოში, საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის საბჭოში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, თამარ ტალიაშვილს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პერსპექტივას და ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებს. პრემიერ-მინისტრმა თამარ ტალიაშვილს ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
ცნობილია, რაზე ისაუბრეს ირაკლი ღარიბაშვილმა და EBRD-ის პრეზიდენტმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტ, ოდილ რენო-ბასოსთან ონლაინშეხვედრა გამართა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და EBRD-ს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები განიხილეს. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ EBRD არა მხოლოდ საქართველოს ერთგული პარტნიორია, არამედ ორგანიზაციას დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. აღინიშნა EBRD-ის უმნიშვნელოვანესი როლი პოსტპანდემიურ პერიოდში არსებული სირთულეების დაძლევის მიმართულებით. მხარეებმა აგრეთვე განიხილეს სექტორული თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, მათ შორის: ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა, ელექტროენერგიის გამომუშავება ექსკლუზიურად მწვანე/განახლებადი წყაროების მეშვეობით, შავი ზღვის რეგიონში დაკავშირებადობის გაზრდის მიზნით რეგიონული მნიშვნელობის პროექტები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, კერძო სექტორის როლის გაძლიერება, ადამიანური კაპიტალი და სხვა. პრემიერ-მინისტრმა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების თვალსაზრისით EBRD-ის მხარდაჭერა ფასდაუდებელია. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში, საერთო ჯამში, 270 პროექტში 4,9 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, საიდანაც დიდი წილი კერძო სექტორზე მოდის. საქართველო EBRD-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბენეფიციარია. შეხვედრას ევროპის რეკონსტრუცქიისა და განვითარების ბანკის მხრიდან: ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, სლოვაკეთის რესპუბლიკის, ხორვატიისა და საქართველოს საბჭოს დირექტორი კლარა კროლი, EBRD -ის დირექტორი, პრეზიდენტის ოფისიდან თომას რევიალი, EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე, EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი, EBRD-ის ასოცირებული დირექტორი, უფროსი პოლიტიკური მრჩეველი ოლექსანდრ პავლიუკი, ასოცირებული დირექტორი, მთავარი ბანკირი თეა მელიქაძე, პრეზიდენტის ოფისის დირექტორი ფრანჩესკა ფოლია, ასოცირებული დირექტორი, ენერგეტიკის დეპარტამენტის რეგიონული უფროსი დავით მანაგაძე და უფროსი ოფიცერი, მოდერატორი ნინა დავითაშვილი, ხოლო საქართველოს მხრიდან – ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება მაღალპროფესიონალი, პატრიოტი დიპლომატები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს – ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ქართული დიპლომატია დღესაც ღირსეულად ასრულებს დიდ წინაპართა მისიას, ურთულესი გამოწვევების ფონზე სათანადოდ ატარებს საქართველოს ინტერესებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებაში. „ყველა ქართველ დიპლომატს ვულოცავ პროფესიულ დღესასწაულს – ქართული დიპლომატიის დღეს! ეს თარიღი დიდი საზოგადო მოღვაწის, ქართველი ერის ევროპული იდეის ერთ-ერთი მედროშის – სულხან-საბა ორბელიანის სახელს უკავშირდება. საამაყოა, რომ ქართული დიპლომატია დღესაც ღირსეულად ასრულებს დიდ წინაპართა მისიას, ურთულესი გამოწვევების ფონზე სათანადოდ ატარებს საქართველოს ინტერესებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და განვითარებაში. დღეს ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებით სჭირდება მაღალპროფესიონალი, პატრიოტი დიპლომატები. გიდასტურებთ პირადად ჩემს და მთავრობის მხარდაჭერას იმ საქმიანობაში, რომელიც შედეგსა და ქვეყნის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერ-მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაცით, მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ისრაელში საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა და ისრაელის ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა. „მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან კავშირებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე. ყურადღება დაეთმო ტურიზმს და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. აგრეთვე, აღინიშნა ნაყოფიერი თანამშრომლობა ორი ქვეყნის დარგობრივ სამინისტროებსა და პარლამენტებს შორის, მათ შორის, ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნებს შორის ხელი მოეწერა არაერთ მნიშვნელოვან, ორმხრივ შეთანხმებას. საუბარი შეეხო იმ ფაქტს, რომ წელს საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი აღინიშნება. ირაკლი ღარიბაშვილნა ჰადას მეიცადს წარმატება უსურვა და სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა დაადასტურა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს ერინ მაქიის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიმართ აშშ-ის ურყევ მხარდაჭერაზე ყველა ძირითად სფეროში. ხაზი გაესვა, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე აღინიშნება და გასული 30 წლის განმავლობაში აშშ-მა, სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით, დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, ეკონომიკური ზრდისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაში. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო არის და დარჩება რეგიონში აშშ-ის უახლოეს და საიმედო პარტნიორად და საქართველო მზად არის ეს მტკიცე პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი, USAID-ის მისიის დირექტორი ჯონ პენელი, USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილის თანაშემწე ალექს სოკოლოვსკი, ადმინისტრატორის მოადგილის სპეციალური თანაშემწე ფილიპ ჯოტევსკი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე აარონ რუპერტი ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან, შეხვედრას ესწრებოდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
პრემიერმა და IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ფონდის მიმდინარე პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი IMF-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონს შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მისივე თანახმად, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქმიანობას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამას, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. „ირაკლი ღარიბაშვილმა ჯეიმს ჯონს საქართველოს განვითარებისა და რეფორმების გზაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების გაგრძელების მზადყოფნა გამოითქვა. ხაზი გაესვა საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს. როგორც აღინიშნა, მიმდინარე წლის 9 თვეში ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 10.2 პროცენტი შეადგინა. აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინფლაცია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევად რჩება, საქართველოში ინფლაციის კლების დინამიკა შეინიშნება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ესწრებოდნენ“, - იტყობინება საქართველოს მთვრობა.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური ტვიტერზე წერს, საქართველოსა და ისრაელის ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. „ბოლოდროინდელ არჩევნებში გამარჯვებას ვულოცავ ბენიამინ ნეთანიაჰუს! ვუსურვებ მას ყოველივე საუკეთესოს და დიდ წარმატებას ახალი ვადით ისრაელის მსახურებისას. ჩვენ მეგობრობას ღრმად არის გადგმული ფესვები წარსულში და ახლაც მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობა ისრაელსა და საქართველოს შორის“, - აღნიშნავს პრემიერი. ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ნეთანიაჰუს ბლოკი სავარაუდოდ, 62 ადგილს მიიღებს
ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისივე ცნობით, სხდომაზე განიხილეს გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები.ასევე განხილულ იქნა ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების პროცესი. აღსანიშნავია, რომ წელს, თებერვლის მდგომარეობით, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საბოლოო ვერსია მზად იყო პარლამენტისთვის წარსადგენად, მაგრამ მკვეთრად შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მიმდინარეობს დოკუმენტის უსაფრთხოების არსებულ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანა. პარალელურად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საფრთხეების შეფასების დოკუმენტისა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის განახლების მიმართულებით, რომლებშიც აგრეთვე აისახება შეცვლილი უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები. სხდომის მონაწილეებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მიმდინარეობასა და კონცეპტუალური და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის პროცესზეც იმსჯელეს. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების სექტორული ნუსხების შედგენის პროცესზე. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საბჭოს მუდმივი წევრები: თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე და თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი“, - იუწყება საქართველოს მთავრობა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, კოლეგებმა საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი განიხილეს. „გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა ქართველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია 31 ოქტომბერს, სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგების შესახებ, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერები ესწრებოდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობისა და ამ დროისათვის მიმდინარე საკითხების შესახებ“, - წერია ინფორმაციაში. სომხური მედია: ფაშინიანსა და ალიევს შორის, სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, თბილისში გაფორმდეს
პრემიერ-მინისტრი გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, შარმ-ელ-შეიხში გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე. „პრემიერ-მინისტრი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს და კლიმატის ცვლილებებით განპირობებული გამოწვევების დაძლევის გზებზე გაამახვილებს ყურადღებას“, იუწყება საქართველოს მთავრობა.
ირაკლი ღარიბაშვილი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დაიწყო. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შარმ-ელ-შეიხის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს აეროპორტში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი რანია ალ-მაშატი და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხეილ თიგიშვილი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას. შარმ-ელ-შეიხში პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილი: გილოცავთ ერეკლეობას! მისი გმირული ცხოვრება მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისათვის
გილოცავთ ერეკლეობას! პატარა კახი, როგორც სიყვარულით შეარქვა ხალხმა, სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. დიდი ილიას სიტყვებით, იგი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხმალამოღებული პატრონობდა სამშობლოს. განუწყვეტელი ომების მიუხედავად, ერეკლე II-ემ საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის მოდერნიზაციისაკენ მიმართულ მასშტაბურ რეფორმებს სახელმწიფოებრიობის, მრეწველობის, განათლების, კულტურის განვითარებისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ღვაწლმოსილი მეფე თავის თავში განასახიერებდა ქართველის ყველა საუკეთესო თვისებას. “ღვაწლმოსილი მეფე თავის თავში განასახიერებდა ქართველის ყველა საუკეთესო თვისებას - სიბრძნეს, სიმამაცეს, სამშობლოსადმი თავდადებას... მისი გმირული ცხოვრება მისაბაძი მაგალითია თითოეული ჩვენგანისათვის და მჯერა, ასეთად დარჩება ყველა მომავალი თაობისათვის”, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: მოვიდა დრო, გაერთიანებული ძალისხმევით უზრუნველვყოთ ჩვენი პლანეტის მომავალი
გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენცია კარგი პლატფორმაა კლიმატის ცვლილების შესახებ წარმოებულ დიალოგში დაინტერესებული წრეებისა და მხარეების ჩასართავად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს. „მოხარული ვარ, რომ ვესწრები შარმ-ელ-შეიხში გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის გახსნით სესიას. მადლობას ვუხდი ეგვიპტის პრეზიდენტს აბდულ-ფათაჰ ალ-სისის ღონისძიების მასპინძლობისთვის. ეს კონფერენცია ძალიან კარგი პლატფორმაა კლიმატის ცვლილების შესახებ წარმოებულ დიალოგში დაინტერესებული წრეებისა და მხარეების ჩასართავად. მოვიდა დრო, გაერთიანებული ძალისხმევით უზრუნველვყოთ ჩვენი პლანეტის მომავალი!”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი შარმ-ელ შეიხში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 27-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგოსისტემა აქვს. მისი 85% განახლებადი წყაროებიდან მომდინარეობს და ამ წილის შემდგომი გაზრდა ჩემი ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარმ-ელ შეიხში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 27-ე კონფერენციაზე კლიმატის ცვლილების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარბაშვილის თქმით, საქართველო განაგრძობს ისეთი არატრადიციული, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებასა და მხარდაჭერას, როგორიცაა მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული და მდგრადი ენერგიის სხვა წყაროები და საშუალებები. „ვაგრძელებთ ისეთი არატრადიციული, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებასა და მხარდაჭერას, როგორიცაა მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული და მდგრადი ენერგიის სხვა საშუალებები. დარწმუნებული ვარ, რომ შარმ ელ-შეიხში ჩვენი მოლაპარაკებების შედეგი ქვეყნების მდგრადობის გაზრდის მტკიცე ჩარჩოს შემუშავება გახდება. თუმცა, ეს ძალისხმევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ქმედითი, თუ განვითარებადი ქვეყნების პერსპექტივებისა და კონტექსტის გათვალისწინება ყველა რეგიონში მოხდება“, - აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბეშვილმა კოლეგებს მოუწოდა, რომ 27-ე კონფერენციის შედეგები, არსებულ რეალობაში მალე ამოქმედდეს. „დასკვნის სახით, ჩემო მეგობრებო, მინდა, მოვუწოდო და შევახსენო ყველა ჩვენს კოლეგას, რომ წარმატების მიღწევა მარტო შეუძლებელია. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ შედეგის მიღწევას. მოდით, ერთად გარდავქმნათ დაინტერესებულ წრეთა და მხარეთა 27-ე კონფერენციის შედეგები სწრაფ ქმედებებში, კლიმატის გადასარჩენად. გმადლობთ!“- აღნიშნა პრემიერმა.
ცნობილია, რა საკითხები განიხილეს მთავრობის სხდომაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 10 საკითხი განიხილეს. „განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება საქართველოს კანონის პროექტში - „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. კერძოდ, 2023 წლიდან, წამლებზე რეფერენტული ფასები დაწესდება - სახელმწიფო ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც დაუშვებელი იქნება მედიკამენტის რეალიზაცია, რაც მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. რეფორმის მიზანი ხარისხიანი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამართლიანი ფასებისა და კონკურენტული და გამჭვირვალე ფარმაცევტული ბაზრის უზრუნველყოფაა. წინასწარი გათვლებით, რეფერენტული ფასების დაწესება, საშუალოდ, 40%-ით გააიაფებს წამლების ღირებულებას. პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება, ეტაპობრივად კი ფასების რეგულირების მექანიზმი სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც გავრცელდება. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ინიციატივით, 2022 წლის მარტიდან, თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, რამაც 60-80%-ით შეამცირა საქართველოში მედიკამენტების ღირებულება. შედეგად, წლიურად, ქვეყნის 100 ათასამდე მოქალაქე, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავს, რეფერენტული ფასების დაწესება კი წამლების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს. აგარეთვე, განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება 2013 წლის 21 თებერვლის N 36 დადგენილებაში - ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“. კერძოდ, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ამოქმედდება ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისა და თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის პროგრამა, რაც პაციენტებს შესაძლებლობას მისცემს, დროულად დაიბრუნონ ფუნქციური უნარ-ჩვევები და თავიდან აიცილონ მძიმე შეზღუდვების ჩამოყალიბება. პროგრამა მოიცავს რეაბილიტაციის სრულ კურსს. ინსულტის, თავის და ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაციის კომპონენტის 1 თვის ბიუჯეტი 919 250 ლარს შეადგენს. პროგრამების წლიური ბიუჯეტი კი 11 მილიონი ლარია. აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, დაახლოებით, 770 მილიონი ლარით იზრდება, რაც უწყებას საშუალებას მისცემს გაზარდოს, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ისე - სხვა, მიზნობრივი პროგრამების დაფინანსება“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის ელჩი მიიღო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, აშოტ სმბატიანს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას. მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის გააგრძელოს წარმატებული მედიაცია მეზობელ ქვეყნებს შორის. მთავრობის მეთაურმა აშოტ სმბატიანს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იან ლიპავსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში ხაზს უსვამს ჩეხეთის მიერ საქართველოს პრიორიტეტების მტკიცე მხარდაჭერას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. „საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ღარიბაშვილმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის მიერ ინიციირებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტს, რომელიც პრაღაში გაიმართა. აღინიშნა, რომ სამიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო დისკუსია წარიმართა, რომლის მონაწილე ლიდერებმაც არსებული გამოწვევების ეფექტიანი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო. ხაზი გაესვა საქართველოს საკვანძო სტრატეგიულ მდებარეობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპის ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა. შეხვედრას ესწრებოდნენ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარტინ დვორჟაკი, ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთში მარიამ რაქვიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
პრემიერ-მინისტრი ირანის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
პრემიერ-მინისტრმა ირანის ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მისივე თანახმად, მაჰმუდ ადიბისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „შეხვედრისას ითქვა, რომ 2022 წელს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება, რაც საიუბილეო თარიღია“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს, დიდი მხატვრის მშობლიურ მირზაანთან ერთად, მთელი საქართველო აღნიშნავს ფიროსმანობას
დღეს, დიდი მხატვრის მშობლიურ მირზაანთან ერთად, მთელი საქართველო აღნიშნავს ფიროსმანობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. "დიდი მხატვრის უნიკალური მემკვიდრეობა მუდამ დარჩება საქართველოს, როგორც ნიჭიერი და შემოქმედი ხალხის სამშობლოს, სავიზიტო ბარათად", - ნათქვამია განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, პრეზიდენტ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე
სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. ირაკლი ღარიბაშვილი დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. „სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო, საქართველოს მთავრობის და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, თავად პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვლოცულობთ თურქეთისთვის”, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. სტამბოლის გუბერნატორ ალი იერლიკაიასგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სულ მცირე 53 ადამიანი დაშავდა. ბოლო ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბოლის პოპულარულ ქუჩაზე აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. ყურადღება დაეთმო მიმდინარე წლის ოქტომბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტს საქართველოში. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს და არსებულ უდიდეს პოტენციალს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით. საუბარი შეეხო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას ხალხთა კეთილდღეობისა და რეგიონის განვითარებისთვის. პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, მომავალშიც, ყველა შესაძლო გზით, ხელი შეუწყოს დიალოგს ორ მეზობელ ქვეყანას შორის. ყურადღება დაეთმო ღარიბაშვილის მიერ ინიცირებულ „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას", რომელშიც სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებიც არიან ჩართულები. მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის. მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობა დარგობრივ უწყებებს შორის და რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები. აღინიშნა, რომ 2022 წელი საიუბილეო თარიღია, ვინაიდან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წელი სრულდება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელჰან იბრაჰიმოვი, ხოლო საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი “ნენსკრა-ჰესის” ინვესტორი კომპანიის K-Water-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი “ნენსკრა-ჰესის” ინვესტორი კომპანიის K-Water-ის აღმასრულებელ დირექტორს პარკ ჯე-ჰიონს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა მდგრადი და განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას. ღარიბაშვილს თქმით, საქართველოს მთავრობა ინვესტორებს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს სთავაზობს. „პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დიდი ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს მონაწილეობა. მთავრობის მეთაურის თქმით, “ნენსკრა -ჰესი” მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისათვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დაჩქარდეს ჰესის მშენებლობა და პროექტი დროულად დასრულდეს. “ნენსკრა-ჰესი” ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია, რომელიც სვანეთის რეგიონში 280 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 1 მლრდ 50 მილიონ დოლარს შეადგენს. შეხვედრას ესწრებოდნენ კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული იმ დონ ოპი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
2012 წლამდე ვცხოვრობდით დიქტატორული რეჟიმის პირობებში, შემდეგ კი, ქვეყანამ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა - ღარიბაშვილი
საქართველო არის ევროპული არჩევანის ერთგული. 2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით დიქტატორული, ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, სადაც არავითარი რეალური ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.~ ოლივერ ვარჰეი: დღეს აქ ჩამოვედით მკაფიო მიზნით, გვინდა დაგეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში „საქართველო არის ევროპული არჩევანის ერთგული. 2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით დიქტატორული, ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, სადაც არავითარი რეალური ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა, არც მედია, არც თავისუფალი სასამართლო. სამი წლის დაგვიანებით დაიწყო ქვეყანამ პროცესი – ასოცირების მოლაპარაკებები, უვიზო რეჟიმი ჩვენს დროს დაიწყო. ძალიან მოკლე დროში ჩვენ დავდეთ ხელშესახები შედეგები, რითაც საქართველო რეალურად გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ჯგუფში“, – განაცხადა პრემიერმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ამოცანაა, ქვეყანა იყოს დეოკუპირებული მშვიდობიანი გზით. „ჩვენ ასევე კარგად გვესმის, რა რეალობის წინაშე გვიწევს ცხოვრება, ეს არის ოკუპაცია, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული, ეს არის დიდი გამოწვევა, ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანია, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ევროკავშირის მისიას, რომელიც ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
უკრაინაში ომი არის გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, მთელი მსოფლიოსთვის - ღარიბაშვილი
უკრაინაში ომი არის გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, ევროპისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ევროკავშირი აქტიურად გვეხმარება ეკონომიკის განვითარების საქმეში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში, ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს სრული ჩართულობა და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. ჩვენი ურთიერთობა არის ძალიან დინამიური, ძალიან ძლიერი პარტნიორობა და რაც მთავარია, ეს ურთიერთობები დამყარებულია ჩვენს საერთო ფასეულობებზე და ინტერესებზე. დღეს მსოფლიოში არის ძალიან დიდი გამოწვევა, ბუნებრივია, უკრაინაში ომი არის გამოწვევა ჩვენი რეგიონისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, ევროპისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ყველა დონეზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ჩვენი საერთო სურვილია, რომ ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე. რა თქმა უნდა, ჩვენმა ქვეყანამ ანალოგიური ასეთი ომი, მართალია სხვა მასშტაბით, თუმცა 2008 წელს გამოსცადა და მას შემდეგ გრძელდება ეს გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი ევროკომისარს: ოპოზიცია არ არის ჩართული რეკომენდაციების შესრულების პროცესში
ოპოზიციის მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა. „მჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ 12-ვე რეკომენდაციას ძალიან მალე დავასრულებთ. აქვე, მინდა, აღვნიშნო, ბატონო კომისარო, თქვენ ამის თაობაზე მოგაწოდეთ ინფორმაცია ჯერ კიდევ სექტემბრის თვეში, როცა მე ვიყავი ბრიუსელში, რომ სამწუხაროდ, ყველა აქტორი არ არის ჩართული ამ პროცესში, არ არის ჩართული ოპოზიცია, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა რეკომენდაციების…სწორედ მთავარი, პირველი რეკომენდაციის შესრულება არის დეპოლარიზაცია. ჩვენ ნათლად ავხსენით და განვმარტეთ, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია, თუ არ იქნება მათი მხრიდან თანამშრომლობის ანალოგიური მზაობა. მას შემდეგ, რაც 12-ვე რეკომენდაცია გადმოგვეცა, სულ რაღაც ერთ კვირაში პარლამენტი გამოვიდა ინიციატივით, წარადგინა საკუთარი გეგმა, როგორ ვასრულებთ ჩვენ – მმართველი ძალა, პარტია, მთავრობა, პარლამენტი – ყველა ერთად ამ 12-ვე პრიორიტეტს. იქვე, ჩვენ გავუხსენით კარი ყველა აქტორს – ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას, ვინც დაინტერესებულია ამ 12 რეკომენდაციის შესრულებით. „აქვე, მინდა, ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, მთავრობის კუთვნილება, კანდიდატის სტატუსი არის ქვეყნის სტატუსი, შესაბამისად, ეს ეკუთვნის ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კარი არის ღია ყველასთვის და კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო ყველა აქტორს, აუცილებელია მათი ჩართულობა ამ პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, დანარჩენი 11 რეკომენდაციის შესრულებაზე მთავრობა მუშაობს. „რაც შეეხება ოპოზიცის მიზანს, მე არ მინდა ბატონი კომისარი დავტვირთო დეტალებით, თუმცა მოკლედ ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, მათი მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე. ბატონ კომისარს მინდა ეს ინფორმაცია მივაწოდო, რომ დადასტურებული ინფორმაცია მივიღეთ ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მაშინ, როცა ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით, ჩემი პირველი პრემიერობის დროს, უვიზო რეჟიმზე, მაშინაც, სამწუხაროდ, ოპოზიციის ლიდერები დადიოდნენ ბრიუსელში ერთადერთი მესიჯით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი. ჩვენ ვნახეთ როგორ მოიქცა ივნისში ჩვენი ოპოზიცია, როცა მათი მხარდამჭერი ევროპელი პარტიების წარმომადგენლები გაერთიანდნენ და მიიღეს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუცია. ეს ხდება მაშინ, როცა ევროპულ საბჭოს უნდა მიეღო ისტორიული გადაწყვეტილება, ეს იყო საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ ჩვენს საქმეს გავაკეთებთ და რა თქმა უნდა, ამ შედეგს მივიყვანთ ბოლომდე. აუცილებელია, ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში. პირველი რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ევროპული საბჭოს მიერ, არის დეპოლარიზაცია ანუ პოლარაციზაციის დასრულება. საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია ოპოზიციის ჩართულობის გარეშე. დანარჩენ 11 რეკომენდაციაზე ვმუშაობთ, გვაქვს პროგრესი. ამაზე რეპორტი გადაეცემა კომისარს. რაც შეეხება ოპოზიციის მიზანს, სამწუხაროდ, მათი მიზანი არ ყოფილა და არ არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროპულ გზაზე. მახსოვს ძალიან კარგად და მინდა, ბატონ კომისარს მივაწოდო დადასტურებული ინფორმაცია, რაც მივიღეთ ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან, მაშინ როდესაც ვმუშაობდით აქტიურად სავიზო რეჟიმზე, ეს იყო ყველა ქართველის ოცნება და ძალიან ხელშესახები შედეგი, მაშინაც, სამწუხაროდ, ოპოზიციის ლიდერები დადიოდნენ ბრიუსელში ერთადერთი მესიჯით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ევროკომისარი ვარჰეი: ომი უკრაინაში ისევე, როგორც 2008 წლის ომი საქართველოში, ცხადყოფს, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ქვეყანას, რომლებიც რუსეთის აგრესიას განიცდიან
ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს იმ სირთულეების დაძლევაში, რომლებიც ქვეყანაში რუსეთის აგრესიის საფუძველზე არსებობს. ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ სრული მხარდაჭერის ერთგულია. „როდესაც საქართველოში ხარ, ვერ აცდები საუბარს იმაზე, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული. ომი უკრაინაში, ისევე როგორც 2008 წლის ომი საქართველოში, ცხადყოფს, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ქვეყანას, რომლებიც რუსეთის აგრესიას განიცდიან. ამიტომ, კვლავ მინდა ხაზი გავუსვა ჩემს გზავნილს, რომ ჩვენ ვდგავართ საქართველოს სრული ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს სირთულეების დაძლევაში, რომელიც ამ აგრესიის საფუძველზე არსებობს“, - განაცხადა ვარჰეიმ.
ოლივერ ვარჰეი: პოზიტიურ ძვრებს ვხედავთ სასამართლო რეფორმის კუთხით, გვჭირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო 12 პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევს ევროპის გზაზე. ევროკომისრის თქმით, საქართველოს სჭირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი და ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაციის შესრულება. „ვხედავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილები და შემოთავაზებები კეთდება და მზადდება პარლამენტში. ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებაზე, რათა 12 პრიორიტეტი შესრულდეს. რამდენიმე მაგალითი მინდა მოგიყვანოთ: უკვე ვხედავთ პოზიტიურ ძვრებს სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, წინსვლას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით, სადაც საქართველო არის მოწინავე ქვეყანა საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით. საქართველოს ამ მიმართულებით პოზიტიური პრაქტიკა გააჩნია სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. საქართველო საკმაოდ წინ არის, თუმცა ბევრი მუშაობა მოგვიწევს იმისთვის, რომ ანტიკორუფციული სააგენტო იყოს სრულად დამოუკიდებელი, გვჭირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი. მესმის, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო. გვჭირდება ნაბიჯები იმისკენ, რომ გააქტიურდეს ბროლა ორგანიზებულ დანაშაულთან და დანარჩენი კარგად მოგეხსენებათ 12-დან რა პუნქტები მაქვს მხედველობაში. რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო 12 პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევს ევროპის გზაზე. მინდა ხაზი გავუსვა შემდეგს, რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო ამ დათქმებს, მით უფრო სწრაფად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ სარგებელს, რომელიც თქვენკენ მოდის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საფუძველზე და მყისიერად მიხვდება ქვეყანა ეკონომიკური გააქტიურების, ადგილობრივი სამუშაო ძალის, სოციალური სტაბილურობის სახით. ამიტომ, ვფიქრობ, დასაკარგი დრო არ გვაქვს. ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ვიმუშაოთ და დაგეხმაროთ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ყველა ნაბიჯში შეგიწყოთ ხელი იმიტომ, რომ საქართველომ ძალიან მკაფიოდ გვაჩვენა მისი სურვილი, როდესაც გაწევრიანების შესახებ განაცხადა. ამიტომ, მზად ვართ, ამ მიმართულებით თქვენთან ერთად ვიმუშაოთ“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
ოლივერ ვარჰეი: დღეს აქ ჩამოვედით მკაფიო მიზნით, გვინდა დაგეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში
დღეს აქ ჩამოვედით მკაფიო მიზნით, გვინდა, დაგეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში, - ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, დღეს, თბილისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რა მისიით ეწვია ოლივერ ვარჰეი საქართველოს „მომდევნო კვირებისა და თვეების განმავლობაში, მოგვიწევს ძალიან ბევრი მუშაობა. საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა, იმისთვის, რომ აჩვენოს, რომ მზადაა, გახდეს კანდიდატი ქვეყანა. თუმცა აქვე უნდა გავუსვა ხაზი, რომ რა თქმა უნდა, ეს სურვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდება, თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო და ყველა ქართველი ქვეყნის შიგნით და გარეთ იმუშავებს ამ მიზნისკენ, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ისტორია არასდროს იძლევა იგივე შანსს ორჯერ, ამიტომ, უნდა ვტაცოთ ამ შესაძლებლობას ხელი და ვაქციოთ რეალობად“, - განაცხადა ვარჰეიმ. მისივე თქმით, ამის გასაკეთებლად საჭიროა 12 პრიორიტეტის შესრულება. „მახარებს, რომ ვხედავ აქეთ გადადგმულ ნაბიჯებს. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოთავაზებები კეთდება და მზადდება პარლამენტში და ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებაზე, რათა 12 პრიორიტეტი შესრულდეს“, - აღნიშნა ვარჰეიმ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
მთავრობას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ ყველაზე მეტი წილი პარლამენტის გასაკეთებელია - ოლივერ ვარჰეი
რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო 12 პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევს წინ, ევროპის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი და ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 რეკომენდაციის შესრულება და რა თქმა უნდა, მთავრობას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, მაგრამ ყველაზე მეტი წილი აქ პარლამენტის გასაკეთებელია, ამიტომ მივდივარ პარლამენტში და მათთან შევაჯერებ პოზიციებს. „ვხედავთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილები და შემოთავაზებები კეთდება და მზადდება პარლამენტში. ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებაზე, რათა 12 პრიორიტეტი შესრულდეს. რამდენიმე მაგალითი მინდა მოგიყვანოთ: უკვე ვხედავთ პოზიტიურ ძვრებს სასამართლო სისტემის რეფორმის მიმართულებით, წინსვლას კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით,სადაც საქართველო არის მოწინავე ქვეყანა საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით. საქართველოს ამ მიმართულებით პოზიტიური პრაქტიკა გააჩნია სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით. საქართველო საკმაოდ წინ არის, თუმცა, ბევრი მუშაობა მოგვიწევს იმისთვის, რომ ანტიკორუფციული სააგენტო იყოს სრულად დამოუკიდებელი, გვჭირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი. მესმის, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო. გვჭირდება ნაბიჯები იმისკენ, რომ გააქტიურდეს ბროლა ორგანიზებულ დანაშაულთან და დანარჩენი კარგად მოგეხსენებათ 12 -დან რა პუნქტები მაქვს მხედველობაში. რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო 12 პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევს ევროპის გზაზე. მინდა ხაზი გავუსვა შემდეგს, რაც უფრო სწრაფად შეასრულებს საქართველო ამ დათქმებს, მით უფრო სწრაფად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ სარგებელს, რომელიც თქვენკენ მოდის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საფუძველზე და მყისიერად მიხვდება ქვეყანა ეკონომიკური გააქტიურების, ადგილობრივი სამუშაო ძალის, სოციალური სტაბილურობის სახით. ამიტომ, ვფიქრობ, დასაკარგი დრო არ გვაქვს. ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ვიმუშაოთ და დაგეხმაროთ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ყველა ნაბიჯში შეგიწყოთ ხელი იმიტომ, რომ საქართველომ ძალიან მკაფიოდ გვაჩვენა მისი სურვილი, როდესაც გაწევრიანების შესახებ განაცხადა. ამიტომ, მზად ვართ, ამ მიმართულებით თქვენთან ერთად ვიმუშაოთ“, - განაცხადა ვარჰეიმ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ღარიბაშვილი და ფაშინიანი, ერევანში, საქართველო-სომხეთის უწყებათშორისი კომისიის სხდომის გამართვაზე შეთანხმდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ვითარების გაუმჯობესების და ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების განხორციელების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მუდმივი განვითარების აუცილებლობას და შეთანხმდნენ საქართველო-სომხეთის უწყებათშორისი კომისიის სხდომის გამართვის თაობაზე ერევანში, 2023 წლის დასაწყისში.
პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ნიკოლოზ ლალიაშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ღარიბაშვილმა ნიკოლოზ ლალიაშვილს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თავის მხრივ, ნიკოლოზ ლალიაშვილმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. ნიკოლოზ ლალიაშვილს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ეროვნული უშიშროების საბჭოში, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და გაერთიანებულ ენერგოდისტრიბუციის კომპანიაში. ნიკოლოზ ლალიაშვილი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. ასევე, სხვადასხვა დროს იყო „სტუდია მაესტროს” პოლიტიკური რედაქტორი, ,,ტელეიმედის “ გენერალური დირექტორის მოადგილე და გენერალური დირექტორი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილი კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, თარაშ პაპასქუას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან, ახლად დანიშნულ ელჩს, თარაშ პაპასქუას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურის, საგანმანათლებლო, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში და სამომავლოდ თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების იმედი გამოთქვა. პრემიერ-მინისტრმა თარაშ პაპასქუას ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. თარაშ პაპასქუას დამთავრებული აქვს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამავე უნივერსიტეტში ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპათმცოდნეობის ფაკულტეტი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საქართველოს საელჩოებში - პოლონეთისა და ავსტრიის რესპუბლიკებში, ხოლო 2019 წლიდან დღემდე იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ვაჭრობის განვითარებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი.
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს ალენ სიმონიანს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. განიხილეს ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობა მუდმივად პოზიტიურ დინამიკაში ვითარდება, რაც კეთილმეზობლურ ურთიერთობებს კიდევ უფრო აძლიერებს. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას და ითქვა, რომ ყველა მხარის საერთო ინტერესშია ვითარების დროული დეესკალაცია და დიალოგის განახლება გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად. აღინიშნა, რომ ამ მხრივ საქართველოს მიერ შეთავაზებული მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა შეიძლება მყარი საფუძველი გახდეს, რათა მხარეებმა შეძლონ ერთმანეთის მიმართ ნდობის აღდგენა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ედუარდ აღაჯანიანი, მეცნიერების, განათლების, კულტურის, დიასპორის, ახალგაზრდობის და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე სისაკ გაბრიელაიანი, სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ტიგრან სეირანიანი. საქართველოს მხრიდან შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული სომხეთის რესპუბლიკაში ირაკლი კვანჭახაძე ესწრებოდნენ.
ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს: აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ახლა ახალ შინაარსს იძენს
ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე აგებული აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ახლა ახალ შინაარსს იძენს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის წერილშია აღნიშნული. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით გამოუგზავნა. „მჯერა, რომ ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის დიდი შესაძლებლობები არსებობს", -აღნიშნულია წერილში.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ამაყობს აზერბაიჯანთან მჭიდრო მეგობრობითა და სტრატეგიული პარტნიორობით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, მთავრობას და აზერბაიჯანელ ხალხს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს ულოცავს. ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს: აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და ახლა ახალ შინაარსს იძენს „აზერბაიჯანის მთავრობას და აზერბაიჯანელ ხალხს ვულოცავ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლის იუბილეს. ბევრს მივაღწიეთ ერთად! საქართველო ამაყობს აზერბაიჯანთან მჭიდრო მეგობრობითა და სტრატეგიული პარტნიორობით! მოუთმენლად ველით რეგიონალური თანამშრომლობის გაგრძელებას მშვიდობისა და კეთილდღეობის მიზნით!“, – წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ირაკლი ღარიბაშვილი: როგორ მოიქცა ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია? ყველაფერი გააკეთეს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო
როგორ მოიქცა ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია? ყველაფერი გააკეთეს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. "როგორ მოიქცა ჩვენი ძვირფასი ოპოზიცია? ყველაფერი გააკეთეს, მათ მთავარ ლობისტებთან ერთად დაარწმუნეს ევროპარლამენტთა წევრთა უმრავლესობა, ამ შემთხვევაში, მათი დედაპარტიის, „ევროპის სახალხო პარტიის“ უმრავლესობა, სხვა პარტიების წარმომადგენლებიც და ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებამდე 2 კვირით ადრე მიაღებინეს ქვეყნისთვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. პირდაპირ ლანგრით მიართვეს მიზეზი სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებს გარკვეულ ინტერესთა ჯგუფებს იმისთვის, რომ დაესაჯათ საქართველო, გამოეყოთ ამ ჯგუფიდან“,- აღნიშნავს პრემიერი. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ჩემთვის პირადად მიუღებელია და ვარჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს ამერიკის ელჩის მისამართით - ღარიბაშვილი
ჩემთვის პირადად მიუღებელია და ვარჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს ამერიკის ელჩის მისამართით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. „ჩემთვის პირადად მიუღებელია, მე ვირჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი განცხადებები გაკეთდეს იგივე ამერიკის ელჩის მისამართით. ეს არის ჩემი აზრი. თუ კითხვები არსებობს, კი ბატონო, კითხვები დავსვათ. არ შეიძლება ზომიერება დავარღვიოთ. ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, მაგრამ ძალიან ძლიერი ხალხით. უძველესი ერი ვართ, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, გონივრული და ზომიერი მოქმედება და პოლიტიკის წარმოება. შეიძლება განსხვავებები გქონდეს ყოფილ თანაგუნდელებთან, შეიძლება სხვაც არ მეთანხმებოდეს, ეს ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა. ნურავის განვიკითხავთ, ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს. ვისაუბროთ, დებატები გავმართოთ, მაგრამ არ შეიძლება შეურაცხყოფის მიყენება ერთმანეთის მიმართ. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს სიმშვიდის დამყარება“, - აღნიშნავს პრემიერი. შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალხის" ძალა აცხადებს, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს და "ქვეყნისა და საზოგადოებისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას".
ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი ვაშაძეს: არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას, ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი
არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას, ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატს, გიორგი ვაშაძეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით უსმენენ.„არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას, ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი. ბატონო გიორგი, თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობის და სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი. ეს არის ფარისევლობა, სიყალბე და ტყუილი. ამას გარდა, თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩვენს დეპუტატებს და ჩვენ ყველას. ამ დროს, რეალურად, მქონდა განცდა, რომ თქვენ საკუთარ თავზე საუბრობდით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ-მინისტრს მიმართა კითხვის ფორმით: "რატომ არ არის დღეს საქართველო კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, თქვენს ქმედებებში ხომ არ იკვეთება მოღალატეობრივი ქმედება და აგვაცილეთ ევროპისკენ მიმავალ გზას?" ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრის მოსმენა დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებს.
ირაკლი ღარიბაშვილი „ხალხის ძალაზე“: ჩვენ არავის საქმეში არ ვერევით
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ხალხის ძალასთან“ დაკავშირებით პარლამენტში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ პოზიციები გამიჯნულია, თუმცა ისინი უმრავლესობაში რჩებიან, რადგან მმართველმა გუნდმა პარლამენტში უმრავლესობა არ დაკარგოს. ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით უსმენენ. „ამ ადამიანებმა, ძვირფასმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ შექმნან ცალკე დამოუკიდებელი მოძრაობა და პარტიაც, ალბათ. ეს მათი არჩევანია. ჩვენ ამაზე არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენი პოზიციები არის გამიჯნული, გაყოფილი, ჩვენ გვაქვს მთელი რიგი განსხვავებები, მაგრამ ისინი უმრავლესობაში რჩებიან. უმრავლესობაში რომ არ დარჩნენ, „ქართული ოცნება“ უმრავლესობას დაკარგავს და ჩვენ რეალურად პრობლემები გვექნება, რომ კანონები მივიღოთ. მეორე - ჩვენი პირველი ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი კონსტიტუციური უფლების - სიტყვის, თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება. ეს უფლება ჩვენს მოსახლეობას დაუბრუნდა, მითუმეტეს, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება დეპუტატებს ვიღაცამ ეს კონსტიტუციური უფლება შეუზღუდოს. ეს მათი არჩევანია. მე მინდა ყველას წარმატება ვუსურვო. ჩვენ არავის საქმეში არ ვერევით. არც ერთი სხვა მოძრაობის საქმიანობაში არ ვერევით და მე ამაზე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა - ღარიბაშვილი
ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ასე მშვიდად, მტკიცედ და პრინციპულად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ 2022 წელსაც დაახლოებით 10%-იანი ეკონომიკური ზრდით დაასრულებს. „ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილური ვითარება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წელს ველოდებით, რომ ასევე დაახლოებით 10%- იანი ეკონომიკური ზრდით დავასრულებთ წლევანდელ წელს, რამაც მოგვცა საშუალება, კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ასე მშვიდად, მტკიცედ და პრინციპულად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თამარ ბერუჩაშვილი რუმინეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა
პრემიერ-მინისტრი თამარ ბერუჩაშვილს შეხვდა, რომელიც რუმინეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. თამარ ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პოზიციებს, იყო ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი. ბოლო პერიოდში თამარ ბერუჩაშვილი იკავებდა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე შავი ზღვის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციებს.
რიში სუნაკი ირაკლი ღარიბაშვილს: ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა
ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს. როგორც წერილშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში. „ბატონო პრემიერ-მინისტრო! მადლობას მოგახსენებთ 26 ოქტომბრით დათარიღებული მოლოცვის წერილისთვის. უპირველეს ყოვლისა, უდიდეს მადლობას გიხდით მისი უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II გარდაცვალების გამო თბილისში ბრიტანეთის საელჩოში მიბრძანებისა და თანაგრძნობის გამოხატვისთვის. ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა. მინდა გარწმუნოთ, რომ გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვაგრძელებთ რუსეთის მოწოდებას, რათა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების „დამოუკიდებლობის აღიარება“ გაითხოვოს და საქართველოს ხსენებულ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარებაზე დაუბრკოლებელი წვდომა უზრუნველყოს. მიხარია, რომ 2023 წლის დასაწყისში გაერთიანებული სამეფო უმასპინძლებს „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ შემდეგ ღონისძიებას, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მთელ სპექტრს მოიცავს და კიდევ უფრო განამტკიცებს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც 2021 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში. მივესალმები ასევე უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას. ამ უკანონო ომმა უხეშად შეგვახსენა ის საფრთხე, რომელსაც რუსეთი უქმნის საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს, მათ შორის ტერიტორიულ მთლიანობას. ურყევია გაერთიანებული სამეფოს, ისევე როგორც თქვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი ერების კეთილდღეობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიზნით ჩვენი პარტნიორობის გაძლიერებისა და გამყარების გზით“, - აღნიშნულია წერილში მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს მუხტარ ბაბაიევს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა. პრემიერ-მინისტრის თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ორ ქვეყანას შორის გამორჩეულ ურთიერთობებს უსვამს ხაზს. საუბარი შეეხო ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა საიმედო სატრანზიტო პარტნიორები არიან და ერთობლივი სატრანსპორტო დერეფანი სანდო სადისტრიბუციო არხებზე და გლობალურ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობას იძლევა. ხაზი გაესვა რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების სრული დატვირთვით ფუნქციონირებისა და საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობას. შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.
ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის 1,3 მილიონიან პროგრამას იწყებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დაიწყება საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა. "კიდევ მინდა გამოვყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, განათლების მიმართულებით ჩვენ გახსოვთ, რომ 400 მილიონი ლარით გავზარდეთ ბიუჯეტი. ამის ფარგლებში, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 500 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მაგრამ ჩვენ დამატებით კიდევ 150 მილიონ ლარზე მეტს მივმართავთ განათლების დაფინანსებაზე. მინდა, რომ გაცნობოთ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე. იცით, რომ ბაღები ძალიან სავალალო მდგომარეობაში იმყოფება ქვეყნის მასშტაბით. ამის თაობაზე, ბატონმა ირაკლი ქარსელაძემ, ჩემი დავალებით დაამუშავა ეს საკითხი. გამოიკვეთა, რომ 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას, ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა. ეს პროგრამა განხორციელდება სამ ეტაპად და პირველ ეტაპს დავიწყებთ 2023 წლის 1 იანვრიდან და ამ პროგრამის დაფინანსებაში მიემართება 100 მილიონი ლარი. სულ ჯამში, დაგვიჯდება 1,3 მილიონი ლარი და სრულიად რეაბილიტირდება და აშენდება ახალი ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით. იცით, რომ ჩვენ ანალოგიური პროგრამა დაწყებული გვაქვს და პირველი იანვრიდან დაიწყება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. აქაც გვაქვს დაახლოებით 800 სკოლა ჩასმული. 500 სკოლას ვიწყებთ გაისად, რაც მნიშვნელოვანია ჩვენ მომავალი თაობისთვის. ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობა, ჩვენი ბავშვები უნდა იზრდებოდნენ ჯანსაღ, ნამდვილად კარგ გარემოში. ეს უნდა დავიწყოთ საბავშვო ბაღებიდან, შემდეგ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. გარდა ამისა, 30 მილიონ ლარზე მეტი მიემართება სკოლებში, კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე, რაც ალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი PSP-ს აფთიაქებში მომხდარ „კატეგორიულად მიუღებელ შემთხვევაზე“ საუბრობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი PSP-ს აფთიაქში მომხდარ „კატეგორიულად მიუღებელ შემთხვევაზე“ საუბრობს. „ერთი საგანგაშო ინფორმაცია მოვისმინე რამდენიმე დღის წინ, მინდა, პირდაპირ დავასახელო ეს კომპანია - PSP. თითქოს PSP-ს აფთიაქებში მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას აქვს ადგილი, მაგალითად, როცა შედის მომხმარებელი და კონკრეტული წამლის ყიდვას ითხოვს და ეს ვიცი, რომ დავალებაა, ასეთი ინფორმაცია არსებობს, ამას რა თქმა უნდა გადამოწმება სჭირდება, გამყიდველი ეუბნება, რომ რომელი გნებავთ ხარისხიანი, ძვირიანი, თუ უხარისხო თურქული. ამას რა ქვია, თუ არა მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, ესაა მტრობა, პირდაპირ. როგორ შეიძლება ადამიანმა ასეთი უმსგავსობა ჩაიდინოს და მომხმარებელი შეიყვანოს შეცდომაში, პენსიონერი და ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი ყიდულობს წამალს, ნებისმიერ შემთხვევაში, რა მნიშვნელობა აქვს ვინ შევა აფთიაქში. ამას სჭირდება რეაგირება, მე ამის თაობაზე მქონდა საუბარი ბატონ ზურა აზარაშვილთან. მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება თითოეულ ასეთ შემთხვევას, ესაა დაუშვებელი, მიუღებელი კატეგორიულად. გასაგებია, რომ ეს 200 მლნ ლარი, რომელიც მათ უნდა წაეღოთ და მათ შორის ამ ჯგუფის ხელმძღვანელს, ეს მათთვის არაა სასიამოვნო ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი მთავარი ვალდებულება, მინდა, ყველას შევახსენო, მათ შორის, ოპოზიციას და ოპონენტებს, არის ჩვენს ხალხზე ზრუნვა და სწორედ, რაც ხალხს სჭირდება, ის უნდა გავაკეთოთ. ამიტომ ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ზურა აზარაშვილი აქტიურად მუშაობს მედიკამენტების ფასების შემცირების საკითხზე და პრემიერის ინიციატივის, კერძოდ თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, დაახლოებით 200 მლნ ლარს ზოგავს ქვეყნის მოსახლეობა წელიწადში. „კიდევ ერთი საკითხი მინდა, თქვენთან ერთად განვიხილო. მოგეხსენებათ, ბატონი ზურა აზარაშვილი მუშაობს აქტიურად მედიკამენტების ფასების შემცირების საკითხზე. ეს რეფორმა ჩვენ დავიწყეთ გასულ წელს, იანვარში. მაშინ ჩემი ინიციატივით, გაიხსნა თურქეთის ბაზარი და ჩვენ ვთქვით, რომ ხარისხიანი GMP სტანდარტების წამლების შემოტანა დაიწყებოდა, რაც განხორციელდა წარმატებით. მაშინ გახსოვთ, ძალიან სკეპტიკურად იყო განწყობილი ძალიან ბევრი ადამიანი, არ სჯეროდათ ამ რეფორმის წარმატების. მახსოვს ერთ-ერთი მთავარი მსხვილი შემომტანი, ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი აკრიტიკებდა ამ პროგრამას. მე მესმის, რომ ეს მათთვის იყო საკმაოდ დიდი დარტყმა, ვინაიდან დაახლოებით 200 მლნ ლარს დაზოგავს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა წელიწადში, ამ რეფორმის შედეგად, მხოლოდ ამ ერთი კონკრეტული გადაწყვეტილების შედეგად. ქვეყანაში შემოვიდა, გაჩნდა მეტი კონკურენცია, შემოვიდა ხარისხიანი თურქული მედიკამენტები, რამაც საგრძნობლად გააიაფა. გახსოვთ, რომ კონკრეტული მაგალითები იყო ძალიან ბევრი, როცა წამალი ღირდა 200-300 ლარი, ის გაიაფდა და გახდა 30-40-50 ლარი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. განახლება: PSP-ში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს. „დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა თურქული მედიკამენტების მიმოქცევასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრს გადაუმოწმებელი ინფორმაცია მიაწოდეს. ფარმაცევტული სექტორი თურქული წარმოების იაფი მედიკამენტების პროექტში მომზადების ეტაპზევე ჩაერთო და დღეს PSP არის თურქული მედიკამენტების ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი საქართველოში. PSP-სთვის მომხმარებლის ინტერესი უპირველესია და, შესაბამისად, ჩვენი ფარმაცევტები მომხმარებელს ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით ემსახურებიან. ბატონმა პრემიერმა განაცხადა, რომ ინფორმაცია აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. იმედს ვიტოვებთ, ეს უახლოეს მომავალში მოხდება და საზოგადოება ინფორმირებული იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ირაკლი კობახიძე: ყველა, ვინც საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია უნდა დასანქცირდეს
ყველა, ვინც საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და რომ ის უნდა დასანქცირდეს, არის აგენტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „როდესაც კონკრეტული ადამიანები ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ ოლიგარქს, ითხოვენ მის სანქცირებას, ეს არის არა მარტო უსამართლო განცხადება, არამედ სიბინძურე. ვინც ამას აკეთებს, არის სიბინძურის სამსახურში. ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა და ლოგიკა, ყველა ადამიანი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ვინც საუბრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და უნდა დასანქცირდეს, არის აგენტი. ყველა, ვინც ამას ამბობს, არის აგენტი, ომის პარტიის აგენტი“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს კანონმდებლობა კრიპტობირჟის რეგულირებისთვის მზადაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის - Binance-ის დამფუძნებელს და მთავარ აღმასრულებელ დირექტორს ჩანგპენგ ჟაოს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს თანამედროვე ფინანსური ტექნოლოგიების ჰაბად პოზიციონირებას, საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ინოვაციებზე ორიენტირებულ მთავრობას. აღინიშნა ქვეყნის სტაბილური და ხელსაყრელი ბიზნესგარემო, რომელიც ინვესტორებს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს. ამასთან, გამოითქვა სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებას და საქართველოს კანონმდებლობა კრიპტობირჟის რეგულირებისთვის მზად არის. მსოფლიოში უდიდეს კრიპტოვალუტის ბირჟას - Binance-ს შვილობილი კომპანიები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აქვს. ფორბსის მონაცემებით, ჩანგპენგ ჟაოს ქონება $17,4 მილიარდს შეადგენს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.
ფილიპ რიკერმა და ირაკლი ღარიბაშვილმა „სტრატეგიული პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა“ და „თანამშრომლობის გაძლიერების“ საკითხები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს ფილიპ რიკერს სამუშაო ვახშმის ფორმატში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელევული ინფორმაციით, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ფილიპ რიკერმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. „აღინიშნა სტრატეგიული პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა, რაც ორი ქვეყნის თანამშრომლობის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯებითაა განპირობებული. შეხვედრაზე, არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების სრული მზადყოფნა გამოითქვა. საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში შექმნილ უსაფრთხოების ვითარებას და საქართველოს მედიატორულ როლს სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარებისა და წინსვლისთვის ერთადერთი და მნიშვნელოვანი გზა მოლაპარაკებებია. შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ“, - იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს ფიქრეთ მამედოვს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივებს, აგრეთვე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბოლო ვიზიტს საქართველოში და აღინიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გამორჩეული ურთიერთობის კიდევ ერთი დასტურია და დამატებით იმპულსს შესძენს ორი ქვეყნის თანამშრომლობას. ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ხაზი გაესვა კონფლიქტის მოგვარებაში დიალოგის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივა შესაძლოა მყარი საფუძველი გახდეს ნდობის გასაზრდელად. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის წამყვანი ქვეყანაა და გამოითქვა მზადყოფნა იმისა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს კავშირები. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ესწრებოდნენ. აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრი საქართველოში ვიზიტით ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში იმყოფება. ფორუმი პირველად, საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების პატრონაჟით ტარდება. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. „სხდომის მონაწილეებმა ახალი საკურორტო ზონების განვითარების გეგმა განიხილეს, რომელზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს. აღინიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა და ამისთვის კურორტების, მათ შორის ბალნეოლოგიური კურორტების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ახალი ტურისტული ადგილების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარი გამოიყოფა. აღინიშნა, რომ მთავრობა 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბების სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე მუშაობს. პროექტები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება და მოიცავს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარებას, ისე ბიზნესისთვის საინვესტიციო შეთავაზებების შექმნას, რითაც დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების პროცესს. აღინიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკურ დავალებაზე მუშაობა და უახლოეს პერიოდში კონკურსის წესით შეირჩევა კონსორციუმი, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან როგორც ადგილობრივი, ისე წამყვანი უცხოური კომპანიები. კონსორციუმი ერთი წლის ვადაში დაამუშავებს გეგმის განვითარების კონცეფციას“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში კონსტიტუციურ დონეზე განისაზღვრა, რომ სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის
შშმ პირთა უფლებების დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოში კონსტიტუციურ დონეზე განისაზღვრა, რომ სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პრემიერ-მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი კომიტეტი შექმნა. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოში კონსტიტუციურ დონეზე განისაზღვრა, რომ სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წელს დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული ჩართულობის უზრუნველყოფას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი კომიტეტი შექმნა, რომლის შექმნის ვალდებულებაც საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი ჩარჩოდან გამომდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 770 მილიონი ლარით იზრდება, რაც უზრუნველყოფს როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ისე სხვა, მიზნობრივი პროგრამების დაფინანსების გაზრდას. ღირსეულ და თანასწორ გარემოში ცხოვრების მისაღწევად სახელმწიფო გააგრძელებს ერთიანი და კოორდინირებული საქმიანობის განხორციელებას“, – აღნიშნავს პრემიერი. 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა.
შშმ პირთა ქსელი საქართველოს მთავრობას მიმართავს
საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მთავრობას მიმართავენ და მოუწოდებენ უმოკლეს ვადებში გადახედოს დადგენილებას - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“, მასში შშმ თემის რეკომენდაციების ასახვის მიზნით. ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში კონსტიტუციურ დონეზე განისაზღვრა, რომ სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის „საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ნიკო თათულაშვილს, საერთაშორისო საზოგადოებამ დააგროვა ცოდნა იმის შესახებ, რომ სახელმწიფოები ხშირად თავს არიდებენ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, თუ ის აღსრულების შესაბამისი მექანიზმებით არ არის უზრუნველყოფილი. გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის 33-ე მუხლი (განხორციელება და მონიტორინგი ეროვნულ დონეზე) ისტორიული გამოცდილების გათვალისწინების მაგალითს წარმოადგენს. 33-ე მუხლი მკაფიოდ შეახსენებს სახელმწიფოებს, რომ კონვენციის რატიფიცირებით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებისთვის აუცილებელია ეფექტური, შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფილი განხორციელებისა და კოორდინაციის მექანიზმის შექმნა, რომელსაც მაღალი სამართლებრივი, ადმინისტრაციული თუ პოლიტიკური სტატუსი ექნება, რათა სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინირება უზრუნველყოს. აღნიშნული მექანიზმის შექმნის ვალდებულება, საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, უნიკალურ შესაძლებლობას ხსნიდა, რათა მათ წინაშე არსებული პრიორიტეტული და სისტემური საკითხების აღსრულება კოორდინირებულად და შეთანხმებულად მომხდარიყო, ყველა პასუხისმგებელი უწყების ჩართულობით. 2021 წელს, საქართველომ 33-ე მუხლის აღსრულებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა, როდესაც დაამტკიცა დადგენილება - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის შესახებ, თუმცა, ხელიდან გაუშვა უნიკალური შანსი, რადგან ერთი მხრივ, სრულად უგულებელყო აღნიშნულ პროცესში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოსაზრებები და რეკომენდაციები კომიტეტის სტრუქტურის, შემადგენლობისა და მასში შშმ პირთა მონაწილეობის მექანიზმების შესახებ. მეორე მხრივ კი, არ გაითვალისწინა შშმ პირთა კომიტეტის რეკომენდაციები სტრუქტურის თაობაზე, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ. აქვე, ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ევროკომისიის მიერ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების წინაპირობათა საქართველოსთვის გამოცემულ 12 პუნქტიან რეკომენდაციაში, მე-8 პუნქტი სწორედ მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის შშმ პირების უფლებების დაცვას ეხება. შშმ პირთა მოსაზრებებისა და შშმ პირთა უფლებების კომიტეტის რეკომენდაციების უგულებელყოფის გამო, შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის მუშაობიდან ერთი წლის შემდეგ, შესაძლებელია ითქვას, რომ იგი ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რისთვისაც შეიქმნა. ვერ ახორციელებს ქმედით ღონისძიებებს, ვერ უზრუნველყოფს სექტორებს/უწყებებს შორის კოორდინირებას და ვერ ახდენს სისტემური საკითხების ინიცირებას. რაც მთავარია, ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ეფექტურ და სრულ ჩართულობას შშმ პირთა უფლებების კომიტეტის მე-7 ზოგადი კომენტარის (შშმ პირების, მათ შორის, ბავშვების მონაწილეობა კონვენციის იმპლემენტაციასა და მონიტორინგში, წარმომადგენელი ორგანიზაციების მეშვეობით) მოთხოვნათა შესაბამისად. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას: უმოკლეს ვადებში გადახედოს დადგენილებას - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ - მასში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის რეკომენდაციების ასახვის მიზნით; ეფექტური მუშაობისთვის ცალკე გამოყოს მუდმივმოქმედი აპარატი, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი კადრებით და ფინანსური რესურსებით. ზემოთ აღნიშნული, მოთხოვნების ეფექტური და დროული აღსრულებისთვის, ასევე მოვითხოვთ ქსელის წარმომადგენლობით შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემი ვიქნებით კრიტიკული და ყველა საერთაშორისო პლატფორმას გამოვიყენებთ, მათ შორის, 2023 წლის მარტში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტში დაგეგმილ, საქართველოს ანგარიშის განხილვას კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ, რათა დავაფიქროთ და შევახსენოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ იგი ვალდებულია, განახორციელოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც კონვენციის პრინციპებს პასუხობს და შშმ პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ხელისუფლება ასევე ვალდებულია, მაქსიმალურად გაითვალისწინოს თემის გამოცდილება და ექსპერტიზა იმ საკითხებში, რომლებიც ჩვენს დამოუკიდებელ და ღირსეულ ცხოვრებას ეხება“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ორგანიზაციები: „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისათვის - ფსიქიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მშობელთა და მშობელთა ორგანიზაციების გაერთიანება“, „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“, „ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი“, „ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა საქართველოს აკადემია“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „ვოლფრამის სინდრომი - საქართველო“, „საქართველოს უსინათლოთა კავშირი“, „მშობელთა თანადგომის და გაძლიერების ცენტრი“, „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“, ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“, „საქართველოს ყრუთა კავშირი“, ა(ა)იპ „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“, სამცხე - ჯავახეთის რეგიონის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლების ორგანიზაცია „კავშირი - თანადგომა შვილებს", მშობელთა და ბავშვთა ინტერესების დაცვის ასოციაცია "დია", ააიპ „მშობლები“, „ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“, "აჭარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების კავშირი", ა(ა)იპ „ფონდი აურეს“, ასოციაცია ,, დეა'', ასოციაცია „ანიკა“, „მშობელთა თანადგომის და გაძლიერების ცენტრი“, „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია“, „ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“, „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები თანასწორობისთვის“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ორგანიზაცია-პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ალიანსი“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობელთა კავშირი „ლამპარი“, „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“, „ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“, „საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი“. ასევე, განცხადების ხელმომწერები არიან აქტივისტები: ესმა გუმბერიძე, ასმათი ჯანგავაძე, გურამ გოგოლაძე, ელენე მჭედლიშვილი, სოსო ყაზიაშვილი, ნელი აკობია, სოფიო ჩახაია, მანანა კურტანიძე, ნათია გოგოლაშვილი, მაცაცო ხაჭაპურიძე, ლევან მახათაძე, ილონა აბსანძე, ირმა კილაძე, თამთა გირგვლიანი, იზა გიგაური, ანა ნაზღაიძე, დიანა ჯიშიაშვილი, გოგა გოგატიშვილი.
მთავრობა არასტანდარტულ მანდარინს დაასუბსიდირებს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა არასტანდარტულ მანდარინს დაასუბსიდირებს. „საქართველოში 45 000 ტონამდე ციტრუსის მოსავლის მიღებაა მოსალოდნელი. საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტ ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელ საწარმოში მივიღებთ. ხოლო, სამრეწველო გადამუშავების, ანუ არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდიას გავცემთ, რაც ჩვენი ფერმერებისთვის კარგი შეღავათი იქნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 15 თეთრიანი თანადაფინანსებაა გათვალისწინებული. დამატებით 5 თეთრს კი საწარმო გადაიხდის. შესაბამისად, გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.
ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ. ირაკლი ღარიბაშვილი: უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში უკრაინაში, რაც რა თქმა უნდა ჩვენთვის ტრაგედიაა როგორც მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკოსები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მღელვარების შემოტანას ცდილობენ. "მინდა ყველას შევახსენო, ეს ადამიანები, ეს ე.წ. ომის პარტია და გამყიდველების პარტია, შეიძლება ასე ითქვას, დღიდან ომის დაწყებისა უკრაინაში, ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას, ახლაც სამწუხაროდ, ეს ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს უკრაინაში. მათი არაერთი პროვოკაცია იქნა თავიდან არიდებული ჩვენი მთავრობის მიერ. ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიქცა რეალური მათი ლიდერი და მათი მმართველობა აგვისტოს ომის დროს. ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დატოვეს ბრძოლის ველზე, რაზე საუბრობენ საერთოდ, როგორ ბედავენ ეს ადამიანები, საერთოდ როგორ ახსენებენ სამხედროების სახელს. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მიატოვეს სამხედროების ცხედრები, თავად გამოიქცნენ, ე.წ. მთავარსარდალმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყველაზე დიდი სირცხვილი აჩვენა ერს, მიწაზე იყო გართხმული და მეორე, თავდაცვის მინისტრი გამოიქცა ბრძოლის ველიდან. დღეს გამოდიან და ცდილობენ მგრძნობიარე საკითხებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მღელვარების შემოტანას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში უკრაინაში, რაც რა თქმა უნდა, ჩვენთვის ტრაგედიაა
მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, ნათესავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „აქვე მინდა გულწრფელად ვთქვა, რომ ეს ჩვენთვის არის დიდი ტკივილი, დიდი დანაკლისი, უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა ამ ომში უკრაინაში, რაც რა თქმა უნდა არის ჩვენთვის ტრაგედია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინაში დაღუპული 5 ქართველი მებრძოლის გადმოსვენება ოჯახებთან შეთანხმებით, მთავრობის ჩართულობით მოხდება და ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. „ვინაიდან დაღუპულები იყვნენ სამხედროები, ოფიცრები, მათ მონაწილეობა აქვთ მიღებული ჩვენს ტერიტორიულ ომებში, აგვისტოს 2008 წლის ომი იქნებოდა თუ მანამდე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში. ამიტომ ყველა ასეთი შემთხვევა იქნება აღნიშნული და სამხედრო პატივით დაკრძალული. მინდა კიდევ ერთხელ ყველას მივუსამძიმრო ეს ტრაგედია“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ აგრესიას 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
ირაკლი ღარიბაშვილი: 15%-ის ნაცვლად, ბანკებისთვის მოგების გადასახადი 20% იქნება
„ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადიან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე. მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას. პარლამენტში შევდივართ ინიციატივით, რომ ე.წ. ესტონური მოდელის ჩანაწერი გაუქმდეს“, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, „უბრალოდ გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ - წელს ბანკების წმინდა მოგება 2 მილიარდი ლარი იქნება“. „პარლამენტს მივმართავთ, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 20% იქნება, ნაცვლად 15%-ისა. ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. ბანკები მოგების გადასახადს გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი საქართველოში 2017 წელს ამოქმედდა. რეფორმის მიხედვით, რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი მოგების გადასახადისგან თავისუფლდება. მაშინ ითქვა, რომ საფინანსო სექტორისთვის აღნიშნული მოდელი 2019 წელს ამოქმედდებოდა, თუმცა მოგვიანებით ამ ვადამ კიდევ ერთხელ, 2023 წლამდე გადაიწია.
აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების ლიდერები მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში - ღარიბაშვილი
აშშ-ის პრეზიდენტი და ევროპის ქვეყნების ლიდერები საჯაროდ მიმართავდნენ და მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში და ეს სოლიდარობა სხვა ფორმით გამოხატონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ - ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობის მთავარი ვალდებულება ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა, რაც ქვეყნის კეთილდღეობის განმსაზღვრელია. „უკრაინაში ძალიან მძიმე ვითარებაა, მეგობრებო, და დღეს მსოფლიოსა და ევროპაში ძალიან რთული ვითარებაა. მინდა, ყველას შევახსენო, რომ დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტით, შემდეგ ევროპის ქვეყნების სახელმწიფოების ლიდერები საჯაროდ მიმართავდნენ და მიმართავენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში და რომ ეს სოლიდარობა გამოხატონ სხვა ფორმით. ჩვენ, როგორც პასუხისმგებელი მთავრობა, რა თქმა უნდა, ვალდებული ვართ, რომ ვიზრუნოთ თითოეულ მოქალაქეზე და ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს კარგად გააზრებული, აწონილი, შეფასებული, რომ რაიმე ფორმით ჩვენს მოქალაქეებს, ქვეყანას არ შევუქმნათ პრობლემები. ჩვენი მთავარი ვალდებულება ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა, რაც ჩვენი კეთილდღეობის განმსაზღვრელია. სამჯერ ვიომეთ, მეგობრებო, სამჯერ ვიომეთ მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა აღვადგინეთ. საკმარისია. ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით. ეს არის გონივრული, ეროვნული პოლიტიკა და არა – ომით და, მით უმეტეს, წაგებულ ომებში ჩვენი ხალხის შეყვანით“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქს შეხვდა
დღეს შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში წერს. როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ პატრიარქს წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია გააცნო და პროექტზე უწმინდესთან ერთად იმსჯელა. „ჩვენს პატრიარქს წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია წარვუდგინე და გავაცანი. მისმა უწმინდესობამ მისი მოსაზრებები გამიზიარა და პროექტზე ერთად ვიმსჯელეთ. მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან ქართული სავანის მშენებლობის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მალე დავიწყებთ პროექტის შეთანხმების შესაბამის პროცედურებს, ხოლო მოგვიანებით, მშენებლობის ნებართვის მიღებისთანავე მშენებლობას,“- წერს პრემიერ-მინისტრი.
ადამ კინზინგერი: უკრაინაში მებრძოლი ქართველები გმირები არიან
ამერიკელი კონგრესმენი, სენატში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლთა შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. „ქართული ლეგიონის არცერთი მებრძოლი ან ქართველი მებრძოლი უკრაინაში, მოტყუებული არ არის. ისინი გმირები არიან. რამდენად მცირე პატივისცემას იჩენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარი ხალხისადმი, როცა აღნიშნავს, რომ თითქოს, მათ სიმართლე არ იციან?“, - წერს კინზინგერი Twitter-ზე. ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ - ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე განმარტება გააკეთა
მას შემდეგ რაც უკრაინაში ეს საშინელი ომი დაიწყო, ჩვენ, მთელი საზოგადოება, მთელი ხალხი, მთელი ერი გავერთიანდით და 1000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ანდრი კასიანოვი: საქართველოს ერთი თვის წინ ვთხოვეთ გენერატორები, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია „იგივე უკრაინის ფოსტის მონაცემებით, 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე ვიყავით, ვინც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას. მანამდე აქ დავეხმარეთ უკრაინიდან ლტოლვილებს და მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინეთ. ახლაც გრძელდება ეს დახმარება. იგივე უკრაინულ ენაზე სწავლა, უკვე გავხსენით უკრაინული სკოლები. ასევე გამოვნახავთ რესურსს და ჰუმანიტარულ დახმარებას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო უკრაინას სამხედრო დახმარებას არ აღმოუჩენს. „რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ჩვენ ამის შესახებ ნათლად, მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ამ ომში, ამ კონფლიქტში როგორც სახელმწიფო არასოდეს არ ჩავერთვებით, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. ჩვენ როგორც მმართველი გუნდი, პასუხისმგებელი ვართ ჩვენი ხალხის წინაშე“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას, გენერატორებთან დაკავშირებით ერთი თვის წინ დახამარება სთხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია.
ომის პარტიას, ამრევებსა და "ლუზერებს" არეულობას არ შემოვატანინებთ - ღარიბაშვილი
ამრევებსა და "ლუზერებს" არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას, პირიქით, ჩვენ გვინდა მშვიდობა ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალუმა მოძრაობამ“ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანით ბოლო კარტი გამოიყენა. „ბოლო გათამაშება, ბოლო კარტი გამოიყენეს სააკაშვილის ჩამოყვანით, ეს სისულელე ჩაადენინეს და ვნახეთ, როგორ დასრულდა - ფიასკოთი, სრული ფიასკოთი დასრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება. ვინმეს რაიმე ილუზია არ ჰქონდეს - ჩვენს ქვეყანაში ომის პარტიას, ამრევებსა და "ლუზერებს" არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას, პირიქით, ჩვენ გვინდა მშვიდობა“, - განაცხადა პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე განმარტება გააკეთა
პრემიერი სააკაშვილზე: ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ასე რომ მე ვერ ვიქნები ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი
ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ასე რომ მე ვერ ვიქნები ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი. ჩვენი სიცოცხლე და ბედი აბარია უფალს, ასე რომ შეგვიძლია, სწორად მოვიქცეთ ყველანი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. კითხვა სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის აღებას შეეხებოდა. ღარიბასვლმა სააკაშვილს, როგორც ადამიანს გულწრფელად უსურვა დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. „მე მინდა სააკაშვილს, როგორც ადამიანს გულწრფელად ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. როგორ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება ვინმეს უხაროდეს?! სახელმწიფო აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ყველა პატიმრის კონსტიტუციური უფლება იქნას დაცული“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
მათი სურვილი იყო, საქართველოში „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო, მადლობა ღმერთს, დღეს ქვეყანაში არის მმართველ პარტია „ქართული ოცნება“ - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო. ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე განმარტება გააკეთა „უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანმა საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები დაიხოცონ, არამედ ქართველებიც. ეს ფრონტი და ომი უნდა გადავიდეს საქართველოშიცო, ეს იყო მისი ოფიციალური განცხადება. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ქვეყანაში არის მმართველ პარტია „ქართული ოცნება“ და ჩვენ ყველანი, ვინც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მთავარი და უზენაესი არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესები. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ ყველა ქვეყანას და ხალხს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველაზე მეტად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს მხარესაა. "მე ვარ საქართველოს მხარეზე, მე ვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების დამცველი და ასეც იქნება მანამ, სანამ ვიქნები ცოცხალი. ეს უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების ვალდებულება და ყველა ჩვენი მოქალაქის სურვილი", - განაცხადა პრემიერმა. ჟურნალისტის შეკითხვას, ქვეყნის ინტერესი რომელია, უკრაინის გამარჯვება თუ რუსეთის გამარჯვება?“ ღარიბაშვილმა უპასუხა: „უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზე, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მე ვარ სამართლიანობის მხარეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და, ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე“. ღარიბაშვილმა ასევე განმარტა მისივე განცხადება და აღნიშნა, რომ არ უგულისხმია, თითქოს, ყველა, ვინც უკრაინაში იბრძვის, „ომის პარტიას“ მიჰყავს უკრაინაში. „არიან ადამიანები, ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, უბრალო მოქალაქეები, რომლებიც თავიანთი იდეალისტური დამოკიდებულებით წავიდნენ და ომობენ. ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე, რა თქმა უნდა, არ მითქვამს, რომ ყველა მათგანი წაყვანილია „ნაცმოძრაობის“ მიერ. უნდა გაიმიჯნოს. არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც არიან, დიახაც, სააკაშვილის ომის პარტიის მიერ წაყვანილი და ორგანიზებული“. ასეთად მან მამუკა მამულაშვილი დაასახელა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირა და ფრონტიდან „პოლიტიკური განცხადებების“ გამო გააკრიტიკა. „ქართული ლეგიონი” არის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ქვეშ მოქმედი საბრძოლო ერთეული, რომელიც 2014 წლიდან იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში. მანამდე, საქართველოს იცავდნენ ყველა რუსული შემოტევის დროს. ხაზგასმით ვამბობ, ჩემს ძმას არაფერი აკავშირებს არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც სხვა რომელიმე პარტიასთან. ის არის პატრიოტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრის წინააღმდეგ 14 წლიდან იბრძვის“, - წერს თავის მხრივ ნონა მამულაშვილი Facebook-ზე.
ირაკლი ღარიბაშვილი „ბლუმბერგის“ გლობალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ბლუმბერგის“ გლობალურ დირექტორ ტოდ ბაიერს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და „ბლუმბერგს“ შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა და „ბლუმბერგის“ გლობალურმა დირექტორმა ერთობლივად განხორციელებული პროექტები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ტოდ ბაიერმა ირაკლი ღარიბაშვილს ერთობლივად განხორციელებული კამპანიის – A Pleasure Doing Business-ის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა. კამპანიის ფარგლებში მომზადდა საქართველოს შესახებ სარეკლამო რგოლი და ასევე დაიგეგმა მარკეტინგული კამპანია, რომლის დახმარებითაც მილიონობით ადამიანმა შეიტყო საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შესახებ. აღინიშნა, რომ „ბლუმბერგი“, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის მანდატის ფარგლებში, საქართველოს რეგიონულ ჰაბად პოზიციონირებას საერთაშორისო მედიაკამპანიების საშუალებით უწყობს ხელს. კამპანიის მიმდინარეობისას „ბლუმბერგი” აქტიურად თანამშრომლობდა როგორც მთავრობის ადმინისტრაციასთან, ისე სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან.
ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრალიაში ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრალიის თანამეგობრობაში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბექა დვალს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ავსტრალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობას მათ შორის, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლების და სხვა სფეროებში. ყურადღება დაეთმო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, ასევე მრავალმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებს. ბექა დვალი პროფესიით სამართალმცოდნეა, მიღებული აქვს შედარებითი და ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხი ნიდერლანდების სამეფოს მაასტრიხტის უნივერსიტეტში. აქვს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება, 2012 წლიდან იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ავსტრალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას ამ დრომდე გიორგი დოლიძე იკავებდა.
პრემიერ-მინისტრი: მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენი ძალისხმევით ევროკავშირს მივუახლოვდებით
1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“. ეს თარიღი სამუდამოდ შევიდა ისტორიაში როგორც გარდამტეხი ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, ამ დღეს ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ ყველა ადამიანს, მიუხედავად მისი კუთვნილებისა და განსხვავებულობისა, აქვს თანდაყოლილი უფლებები და ყველა სახელმწიფო ვალდებულია, ამას პატივი სცეს. „1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“. ეს თარიღი სამუდამოდ შევიდა ისტორიაში როგორც გარდამტეხი ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ამ დღეს ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ ყველა ადამიანს, მიუხედავად მისი კუთვნილებისა და განსხვავებულობისა, აქვს თანდაყოლილი უფლებები და ყველა სახელმწიფო ვალდებულია ამას პატივი სცეს. აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი 1995 წლის კონსტიტუცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება, რომელიც იმდროინდელ მსოფლიო კონსტიტუციურ წესრიგში პროგრესულ პოლიტიკურ-სამართლებრივ დოკუმენტს წარმოადგენდა და მთავარ მიზნად ადამიანის უფლებების დაცვას განამტკიცებდა. სწორედ აღნიშნული ძირითადი კანონის სულისკვეთებით, სოციალური სახელმწიფოს პრინციპი დამოუკიდებელ მუხლად საქართველოს კონსტიტუციის ძირითად ტექსტში 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ აისახა. ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსულმა გუნდმა უპირველეს მიზნად კონსტიტუციის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა დაისახა. ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი, თავისუფალი და ღირსეული პირობების შექმნა, განურჩევლად მათი რომელიმე ჯგუფისადმი კუთვნილებისა, ვინაიდან გვწამს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე აუცილებელია ყველა ჯგუფისა და ინდივიდის ინტერესების დაცვა და მათ უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვა. ამ სულისკვეთებით, 2014 წელს მთავრობამ პირველად დაამტკიცა 2014-2020 წლების საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია. სტრატეგიის ფარგლებში დამტკიცდა სამი სამოქმედო გეგმა. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა და საქართველოს კანონმდებლობა დაუახლოვდა საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. საქართველოს მთავრობა აგრძელებს უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობას. მიმდინარე წლის 5 სექტემბერს მთავრობამ მოიწონა 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია. სტრატეგია მიზნად ისახავს საკანონმდებლო ჩარჩოს ეფექტიან იმპლემენტაციას პრაქტიკაში და ფარავს ისეთ პრიორიტეტებს, როგორიცაა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, მართლმსაჯულება და ინსტიტუციური დემოკრატია, ეკონომიკური და სოციალური უფლებები, მოწყვლადი ჯგუფებისა და ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დაცვა. უახლოეს პერიოდში დაიწყება მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, სადაც ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დღევანდელი გამოწვევებით სავსე მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვა გაორმაგებული ძალისხმევით არის საჭირო. საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ვალდებულების მიმართ სახელმწიფოს ერთგულებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური, თანამიმდევრული და გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავებასა და წარმართვას. მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენი ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, კიდევ უფრო მივუახლოვდებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაცხადებულ მიზანს – ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფას“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
მთავრობის სხდომაზე საქართველოში პორტების, აეროპორტებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იმსჯელეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოში პორტების, აეროპორტებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იმსჯელეს. საბჭოს წევრებმა სხდომაზე საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის მაჩვენებლებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის მესამე კვარტალში 745,3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მესამე მონაცემებზე ორჯერ მეტია. სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით იმსჯელეს, მათ შორის, პორტების, აეროპორტებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. განიხილეს ასევე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები, ასევე, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გასაზრდელად ქვეყანაში მაღალი ეფექტიანობისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით აღჭურვილი თბოელექტროსადგურების მშენებლობის საკითხები. იმსჯელეს ასევე ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროცესებზე. ყურადღება გამახვილდა ზამთრის ტურისტულ სეზონისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მზადყოფნის საკითხთან დაკავშირებით. პრემიერმა ისაუბრა ზამთრის კურორტებზე დაგეგმილ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ გუდაურში იგეგმება ახალი საბაგიროს აშენება, რომლის გამტარუნარიანობა საათში 1800 მგზავრი, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი იქნება. ამასთან, პრემიერის თქმით, დამონტაჟდება გათოვლიანების სისტემა გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება დამსვენებლებისთვის. საბჭოს წევრებმა განიხილეს აჭარაში ციტრუსის რთველის მიმდინარეობის პროცესი. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით, 45 ათას ტონამდე ციტრუსია მოსალოდნელი. სეზონზე საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს, რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, ქობულეთის საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს. დღეის მდგომარეობით უკვე ექსპორტირებულია 4 500 ათას ტონამდე სტანდარტული მანდარინი, რაც შეეხება არასტანდარტულ ციტრუსს მიღებული და გადამუშავებულია 200 ტონა.
ქუთაისში მდებარე, უფუნქციოდ დარჩენილ პარლამენტის შენობაში, IT მიმართულების ჰაბი შეიქმნება - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქუთაისში მდებარე, უფუნქციოდ დარჩენილ პარლამენტის შენობაში, IT მიმართულების ჰაბი შეიქმნება. „მინდა გითხრათ, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობა, პრაქტიკულად, უფუნქციოდაა დარჩენილი. ჩვენი მიზანია, იქ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ IT-ის მიმართულების განვითარებას. ვმუშაობთ ერთ ებრაულ კომპანიასთან, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ ქუთაისის პარლამენტის ბაზაზე შეიქმნას ერთი IT ჰაბი და არამხოლოდ ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც მოიზიდავს და დაასაქმებს ამ სფეროში მომუშავე სტუდენტებსა და ახალგაზრდებს. აქაც რამდენიმე ათეული დოლარის ინვესტიცია განხორციელდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მოქალაქეები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე თავდაცვის კოდექსს განიხილავენ. „სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა, მოხდება მისი რეფორმირება და ყველა პირი, მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში. მოგეხსენებათ მანამდე იყო გაფანტული ეს სამსახური და არ იყო ეფექტური, უნდა ვაღიაროთ, ყველა ანალიზის მიხედვით, ეს სამსახური არ იყო ეფექტური და არ იძლეოდა იმ შედეგს, რომელიც ჩვენ გვინდა მივიღოთ", - თქვა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, პროგრამა 6 თვიანი, 8 და 11 თვიანი იქნება იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ კარიერას ირჩევს შემდეგში, სადაც თეორიის გარდა „ინტენსიური საბრძოლო სმხედრო მომზადებას" გაივლიან. ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ პირს რიგითის წოდება მიენიჭება. პრემიერის განცხადებთ, საკანონმდებლო ცვლილება 2025 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ჩვენ ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას - ღარიბაშვილი
თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ჩვენ ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით მთავრობამ მუშაობა უკვე დაიწყო და სიახლეები მოგვიანებით გახდება ცნობილი. „ჩვენ გვქონდა ეკონომიკურ საბჭოზე მსჯელობა აეროპორტებთან დაკავშირებით. ვთქვათ პირდაპირ, რომ თბილისის არსებული აეროპორტი ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ გვინდა თანამედროვე, ძლიერი, გამართული ინფრასტრუქტურა, თავისი კარგი ტერმინალებით, ბიზნეს ავიაციით. გვინდა, მოხდეს ახალი ტერმინალების აშენება და ჩვენ ამ მიმართულებით უკვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა. სიახლეებს მოგვიანებით შევატყობინებთ საზოგადოებას, მაგრამ ჯამში, თბილისსა და ბათუმში, აეროპორტებში ველოდებით 400-500 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ქუთაისში ჩვენ გვაქვს ასევე დამატებითი ხედვა, შეიძლება დამატებით კარგი მიმართულება განვითარდეს და ჯამში, სერიოზული ინვესტიციები გამოგვივა“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება
ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ევროკავშირის ელჩის თქმით, ანაკლიის პორტით ევროპული ბიზნესია დაინტერესებული მისივე თქმით დაჩენილ 49%-ზე გამოცხადება ტენდერი და პარტნიორი კომპანიები შეირჩევა. კელი დეგნანის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტით რამდენიმე კვალიფიციური ოპერატორი დაინტერესდა „ეს ტერიტორია არის მიტოვებული და გაპარტახებული. ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ საერთაშორისო პარტნიორები. ჩვენც უნდა დავიწყოთ პარტნიორობა და ეს პროექტი განხორციელდება ჩვენი თანამონაწილეობით. სახელმწიფო განახორციელებს ამ პროექტს სხვა კომპანიებთან ერთად. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა. 2022 წლის 1 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადგენს. 2021 წლის 6 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა Europetime-ს განიცხადა, რომ ანაკლიის პორტი ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. 2021 წლის 4 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) და მისმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელის შეტანა 2020 წლის 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ტედ ჯონასმა და იურიდიული ფირმის, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთევან ქვარცხავამ დააანონსეს. 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ასევე წაიკითხეთ ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა
ჰესების მშენებლობის პარალელურად, თბოსადგურების მშენებლობასა და დამატებით 600 მეგავატი სიმძლავრის მიღებას ვგეგმავთ - ღარიბაშვილი
ჰესების მშენებლობის პარალელურად, დამატებითი სიმძლავრეების შექმნაზე ვმუშაობთ და თბოსადგურების მშენებლობას და დამატებით 600 მეგავატი სიმძლავრის მიღებას ვგეგმავთ, რაც ჯამში მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დაგროვილი 800 მეგავატის მემორანდუმები გაეშვება, წლის ბოლოს 1500 მეგავატზე გამოცხადდება ტენდერი, 2023 წელს კი დამატებით მეგავატებს გამოიტანენ, როგორც ჰიდროელექტროსადგურების, ისე ქარის და მზის სადგურებზე. „ბოლო პერიოდში მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჰესებთან დაკავშირებით. ჰესები იყო გაჩერებული ბოლო 5 წელია, თუ არ ვცდები, 2017 წლიდან და ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მივაღწიეთ შემდეგს: დაახლოებით 800 მეგავატი დაგროვილია პროექტები, მემორანდუმები, რომელიც გაეშვება, ამაზე გაფორმებული იყო გამარტივებული შესყიდვის მემორანდუმები, მაგრამ შეჩერებული იყო მთავრობის მხრიდან, ჩემამდე. ეს პროექტები გაეშვება, 800 მეგავატამდე ჰესის ასაშენებლად ალბათ მილიარდზე მეტი დაიხარჯება და ამას გარდა, წლის ბოლოს, 1500 მეგავატზე გამოვაცხადებთ ტენდერს. ეს არის 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია პირდაპირი. ჯამში, 1500 მეგავატი ცალკე, ახალი დამტკიცებული სქემის მიხედვით, რომელიც ჩვენ უკვე წარვადგინეთ მთავრობაზე დავამტკიცეთ და მეორე, 800 მეგავატი. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ახლა დამტკიცდება. გაისად, 2023 წელს ასევე გამოვიტანთ დამატებით კიდევ სხვა მეგავატებს, ჰიდროს მიმართულებით, ჰიდროელექტროსადგურებზე გაკეთდება მთავარი აქცენტი, ასევე, ქარის, მზის სადგურებზე, ასევე, ჩვენ ვმუშაობთ დამატებითი სიმძლავრეების შექმნაზე და თბოსადგურების მშენებლობას ვგეგმავთ დამატებით, გვინდა, რომ გამოვაცხადოთ ეს ტენდერებიც. აქაც შეიძლება დამატებით დაახლოებით 600 მეგავატი ჯამში, 400 და კიდევ ერთი ინვესტორი, რომელიც 200 მილიარდის ინვესტირებას, თბოსადგურის აშენებას გეგმავს და ეს ჯამში რამდენიმე, 3-4 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა
საქართველოსა და აზერბაიჯანსა შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და, რაც მთავარია, მეგობრობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე განაცხადა. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ღარიბაშვილის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის არსებული „სანიმუშო პარტნიორობით ხელი შეეწყობა უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას“. „დიდი პატივია ჩემთვის ვუმასპინძლო ჩვენს მეგობარს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ალი ასადოვს და აზერბაიჯანის დელეგაციას. დღეს გაიმართება ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის სხდომა. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია მეგობრობა. ჩვენი ურთიერთობა მართლაც უნიკალურია და გამოცდილია ბოლო წლების განმავლობაში. ასევე საუკუნეების განმავლობაში გვაქვს ძლიერი მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები. მოხარული ვართ, რომ რამდენიმე კვირის წინ ვუმასპინძლეთ ბატონ ილჰამ ალიევს, რაც იყო მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში. განვიხილეთ ჩვენ შორის მიმდინარე სტრატეგიული პროექტები, დავსახეთ გეგმები, რომელზეც დღეს გვექნება საუბარი. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ერთობლივი კომისიის სხდომები ბოლო პერიოდში გააქტიურდა. მქონდა პატივი, რომ შარშან მიმეღო მონაწილეობა ბაქოში აღნიშნული კომისიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში. წელს ჩვენ აღვნიშნავთ სიმბოლურად დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავს. ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის არსებობს სრული გაგება და მეგობრობა, რაც კიდევ უფრო ღრმავდება. ჩვენი სანიმუშო პარტნიორობით ჩვენ ხელს შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას, რაც ჩვენი საერთო მიზანი და სურვილია, რომ ვიხილოთ სტაბილური რეგიონი, რომელიც იქნება საფუძველი მეტი ეკონომიკური განვითარების და კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ალი ასადოვი: აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობამ, დღეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია
მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები ჩვენს მეგობარ ქვეყანაში. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ვიზიტს. მჯერა, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებს,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივ მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა როგორც აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა კარგი შესაძლებლობაა, იქნას განხილული ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი განვითარების გზები და თანამშრომლობის სფეროების გაფართოება. „გარდა ამისა, აზერბაიჯანსა და საქართველოს მხრიდან განხორციელებული მნიშვნელოვანი მეგაპროეტქტები, რომელსაც აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივად ახორციელებენ. ჩვენ გვექნება ამის განხილვის შესაძლებლობა. როგორც თქვენ აღნიშნეთ, წელს, 18 ნოემბერს, ჩვენ აღვნიშნეთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი, მაგრამ აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების ისტორია ისეთივე ხანგრძლივია, როგორც ჩვენი ხალხებისა და ერების ისტორია. ჩვენს ხალხებს აერთიანებს მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლობა, ურთიერთპატივისცემა და მეგობრული ურთიერთობა. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობამ დღეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს მიაღწია. ჩვენი ურთიერთობები ვითარდება ყველა სფეროში, ეს იქნება პოლიტიკა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კულტურა, განათლება, სამხედრო და სხვა სფეროები. ჩვენ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ ამ სფეროების განვითარებაში. მჯერა, რომ დღეს, თქვენი მონაწილეობით ხელმოწერილი დოკუმენტები კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესს. აზერბაიჯანი და საქართველო საერთაშორისო ურთიერთობის დონეზე ყოველთვის მხარს უჭერენ ერთმანეთს. ჩვენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ყოველთვის მხარს ვუჭერდით. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება. საქართველო აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. მიმდინარე წელს ჩვენი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა სამი პროცენტით. რა თქმა უნდა, მიმდინარე პანდემიისა და გლობალური ეკონომიკის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე ეს ზრდა თავისთავად აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს კიდევ უფრო მეტი პოტენციალი და ჩვენ შევძლებთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო კომისიის წევრებო, მჯერა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი მთავრობათაშორისი კომისია ჩვენს დინამიურ ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ“, - განაცხადა ალი ასადოვმა. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ურთიერთანამშრომლობის დოკუმენტებს მოაწერეს ხელი
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებმა ურთიერთანამშრომლობის რამდენიმე დოკუმენტს მოაწერეს ხელი. დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივ მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომა გაიმართა. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ, მხარეებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის, „ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს შორის“, ასევე „ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. ამასთან, ხელი მოეწერა „განზრახულობათა ოქმს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის“, ასევე „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის მინერალური რესურსების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე განზრახულობათა ოქმს“. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოსა და აზერბაიჯანის სანიმუშო პარტნიორობით ხელი შეეწყობა უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას. „მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და რაც მთავარია, მეგობრობა. ჩვენი ურთიერთობა არის მართლაც, უნიკალური, რომელიც გამოცდილია ბოლო წლების და საუკუნეების განმავლობაში. გვაქვს ძლიერი მეგობრობა და ძლიერი კეთილმეზობლური ურთიერთობები. ჩვენ მოხარული ვართ, რომ რამდენიმე კვირის წინ ვუმასპინძლეთ ბატონ ილჰამ ალიევს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი საქართველოში. განვიხილეთ ჩვენს შორის მიმდინარე სტრატეგიული პროექტები, დავსახეთ გეგმები, რომელზეც დღესაც გვექნება საუბარი. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ ერთობლივი კომისიის სხდომები ბოლო პერიოდში გააქტიურდა. მქონდა პატივი, რომ შარშან მონაწილეობა მიმეღო აღნიშნული კომისიის ფარგლებში ბაქოში გამართულ სხდომაში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ სიმბოლურად დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავს. ჩვენს ხალხებს, ქვეყნებს შორის არსებობს სრული გაგება და სრული მეგობრობა. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება და ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სანიმუშო პარტნიორობით, ჩვენ ხელს შევუწყობთ უფრო სტაბილურ სამხრეთ კავკასიას. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, საერთო სურვილი, რომ ვიხილოთ სტაბილური რეგიონი, რომელიც იქნება საფუძველი მეტი ეკონომიკური განვითარების და მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო და გთხოვთ“, – განაცხადა პრემიერმა. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელს მოაწერს შეთანხმებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“. ხელმოწერის ცერემონიას ასევე დაესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს ვერნერ იოჰანისი. "საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სესიაში - „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასევე ექნება მაღალი დონის შეხვედრები. მთავრობის მეთაური რუმინეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი ბუქარესტში ვიზიტისას, შავი ზღვის კაბელის პროექტზე შეთანხმებას ხელს მოაწერს
17 დეკემბერს ბუქარესტში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელს მოაწერს შეთანხმებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“. ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაემგზავრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხელმოწერის ცერემონიას ასევე დაესწრებიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს ვერნერ იოჰანისი. ევროკავშირი-საქართველოს წყალქვეშა კაბელის პროექტში, €2.3 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდება ელექტროენერგას უნგრეთი, პროექტის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და რუმინეთის გავლით შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა კაბელის მეშვეობით მიიღებს. ოლივერ ვარჰეი: ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც საქართველოდან ევროპაში მწვანე ენერგიას მიიტანს ოლივერ ვარჰეი: შავი ზღვა ჩვენი გეგმების ცენტრია შავი ზღვის ქვეშ საქართველოდან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით ელექტრო კაბელის გაყვანის გეგმები უკვე რამდენიმე წელია, განიხილება. „ახალი პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს, ელექტროენერგიას უკავშირდება. აზერბაიჯანი ცდილობს თავისი ელექტროენერგიის ექსპორტს მსოფლიო ბაზრებზე", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 24 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტისას. გარდა ამისა, 19 ოქტომბერს რუმინულმა Romgaz-მა და აზერბაიჯანულმა Socar-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გამოხატავს განზრახვას „შეისწავლოს შავ ზღვაში თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] წარმოების პროექტის ერთობლივი განვითარების შესაძლებლობა“. ასევე წაიკითხეთ: რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო
ირაკლი ღარიბაშვილი: აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს
საქართველოს გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად გვაქცევს, ისევე როგორც ზღვაზე წვდომის არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნის კარიბჭედ, რომელიც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგორესურსების მიწოდების კონტექსტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთში განაცხადა, სადაც მონაწილეობს პლენარულ სესიაში - „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“. ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის, ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით ტრანზიტის შესაძლებლობა გაიზრდება ურსულა ფონ დერ ლაიენი: შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გამართულ პლენარულ სესიაზე - „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ - სიტყვით გამოვიდა და სესიის დამსწრე სხვა ლიდერებთან ერთად სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით გაფორმებულ ახალ შეთანხმებაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციისა და მედეგობის საჭიროება ენერგოუსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად. მთავრობის მეთაურმა ისტორიული ღონისძიების ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის რუმინეთის მხარეს, პროექტის მხარდაჭერისთვის კი, ურსულა ფონ დერ ლაიენს მადლობა გადაუხადა. „მიხარია, რომ მივმართავ დღევანდელი მნიშვნელოვანი შეკრების მონაწილე გამორჩეულ საზოგადოებას. მადლობას ვუხდი რუმინეთის მხარეს ამ ისტორიული ღონისძიების მასპინძლობისა და ორგანიზებისთვის. მადლობა მინდა ასევე გადავუხადო ევროკავშირის პრეზიდენტს ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის. არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციის და მედეგობის საჭიროება, ენერგო უსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად. საქართველოს გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა ბუნებრივად გვაქცევს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად, ისევე როგორც ზღვაზე წვდომის არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნის კარიბჭედ, რომელიც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგორესურსების მიწოდების კონტექსტში. ამიტომ, უმთავრეს პრიორიტეტად ვაქციეთ დაკავშირებადობა და განსაკუთრებული ხედვა შევიმუშავეთ კავკასიის რეგიონისა და ევროპის დასაკავშირებლად. აქტიურად ვახორციელებთ ინვესტიციებს ენერგიის, ციფრული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და მოდერნიზაციის მიმართულებით. ეს სექტორები შესაბამისობაში მოგვყავს ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან, ისევე როგორც იმ ვალდებულებებთან, რომლებიც ასოცირების შეთანხმებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით, საერთო საავიაციო სივრცის შესახებ შეთანხმებითა და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების ფარგლებში ვიკისრეთ. ევროპის ძირითადი სატრანსპორტო ქსელის გაფართოება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს გვთავაზობს ისეთი სტრატეგიული პროექტების მხარდასაჭერად, რომლებსაც ეროვნული და ფართო რეგიონალური მნიშვნელობაც აქვთ“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტროგადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სანდო სატრანზიტო პარტნიორის რანგში, საქართველო მნიშვნელოვანი მდგენელია ჰიდრორესურსების მიწოდების ჯაჭვში კასპიის ზღვის აუზიდან დასავლეთისკენ ენერგოტრანზიტის მთავარ რეგიონალურ მარშრუტში. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ამ პროექტის განხორციელებას სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ახალ განზომილებაში გადაჰყავს. „ძვირფასო მეგობრებო, რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ინიციატივით მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებას გულისხმობს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით. დღეს, მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით ვადასტურებთ მზადყოფნას მწვანე ენერგიის მიწოდების კონტექსტში მჭიდრო თანამშრომლობისთვის. კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს განახლებადი წყაროებიდან ჭარბი ენერგიის წარმოების მიმართულებით, რომელიც შეიძლება მეზობელ ქვეყნებს მიეწოდოს. ევროპის გარდა, ყველა მეზობლისადმი გვაქვს ენერგიის მისაწოდებლად საჭირო ინფრასტრუქტურა. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი ამ მხრივ მნიშვნელოვან პერსპექტივას გვანიჭებს. ზემოხსენებული პროექტით მოხდება განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობები ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. ამ პროექტის განხორციელების შედეგად - საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტრო გადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს. 2020 წლის ივნისში მსოფლიო ბანკმა ანგარიში გამოაქვეყნა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის წინასწარი ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე, რითაც ხსენებული პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა დადასტურდა. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 26 აპრილს კონკურსი გამოაცხადა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელისა და ციფრული კავშირის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ჩასატარებლად. შერჩევა მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურებით განხორციელდა და გამარჯვებული გამოცხადდა. კვლევა 2022 წლის 11 მაისს დაიწყო და 18 თვეში დასრულდება. ამ მიმართულებით, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ რეგიონში ურთიერთჩართვისა და ენერგოტრანზიტის შესაძლებლობათა განვითარება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია ჩემი მთავრობისთვის. სანდო სატრანზიტო პარტნიორის რანგში, საქართველო მნიშვნელოვანი მდგენელია ჰიდრორესურსების მიწოდების ჯაჭვში, კასპიის ზღვის აუზიდან დასავლეთისკენ ენერგოტრანზიტის მთავარ რეგიონალურ მარშრუტში. ამ პროექტის განხორციელებას ახალ განზომილებაში გადაჰყავს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის. კვლავ მინდა დავადასტურო, რომ საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს განახლებადი ენერგიის წარმოებისა და ექსპორტის მიმართულებით, რაც ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პლენარულ სესიამდე, რუმინეთის პრეზიდენტის მიერ კოტროჩენის სასახლეში შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნების ლიდერების დახვედრის ცერემონია გაიმართა და ხელი მოეწერა შეთანხმებას - „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“. მთავრობის მეთაური რუმინეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც არიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე. ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის, ასევე, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა. გაფორმდა მემორანდუმი, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის, ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით ტრანზიტის შესაძლებლობა გაიზრდება
საქართველოს გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად გვაქცევს, ისევე როგორც ზღვაზე წვდომის არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რვა ქვეყნის კარიბჭედ, რაც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგორესურსების მიწოდების კონტექსტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიაში – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ მონაწილეობს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციის და მედეგობის საჭიროება, ენერგოუსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად. მთავრობის მეთაურმა ისტორიული ღონისძიების ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის რუმინეთის მხარეს, პროექტის მხარდაჭერისთვის კი ურსულა ფონ დერ ლაიენს მადლობა გადაუხადა. „მიხარია, რომ დღევანდელი მნიშვნელოვანი შეკრების გამორჩეულ საზოგადოებას მივმართავ. მინდა, მადლობა გადავუხადო რუმინეთის მხარეს ღონისძიების მასპინძლობისა და ორგანიზებისთვის, რომელიც ისტორიული მნიშვნელობისაა. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ურსულა ფონ დერ ლაიენს მისი მხარდაჭერისთვის ამ პროექტის მიმართ. არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციის და მედეგობის საჭიროება, ენერგოუსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად. საქართველოს გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობა ბუნებრივად გვაქცევს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად, ისევე როგორც ზღვაზე წვდომის არმქონე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რვა ქვეყნის კარიბჭედ; რაც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგორესურსების მიწოდების კონტექსტში. ამიტომ, უმთავრეს პრიორიტეტად ვაქციეთ დაკავშირებადობა და განსაკუთრებული ხედვა შევიმუშავეთ კავკასიის რეგიონისა და ევროპის დასაკავშირებლად. ენერგიის, ციფრული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და მოდერნიზაციის მიმართულებით აქტიურად ვახორციელებთ ინვესტიციებს. ეს სექტორები შესაბამისობაში მოგვყავს ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან, ისევე როგორც იმ ვალდებულებებთან, რომლებიც ასოცირების შეთანხმებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით, საერთო საავიაციო სივრცის შესახებ შეთანხმებითა და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანების ფარგლებში ვიკისრეთ. ევროპის ძირითადი სატრანსპორტო ქსელის გაფართოება და აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს გვთავაზობს ისეთი სტრატეგიული პროექტების მხარდაჭერისთვის, რომლებსაც ეროვნული და ფართო რეგიონალურ მნიშვნელობას ფლობს. რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ინიციატივით, მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებადობას გულისხმობს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით. დღეს მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით ჩვენ ვადასტურებთ მზაობას მწვანე ენერგიის მიწოდების კონტექსტში მჭიდრო თანამშრომლობაზე. კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია განახლებადი წყაროებიდან ჭარბი ენერგიის წარმოების მიმართულებით, რაც მეზობელ ქვეყნებს შეიძლება, მიაწოდოს. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელი მნიშვნელოვან პერსპექტივას გვანიჭებს. ხსენებული პროექტით მოხდება განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ელექტროგადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიას დაუკავშირდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი
საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს მოაწერეს ხელი. ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის, ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით ტრანზიტის შესაძლებლობა გაიზრდება ურსულა ფონ დერ ლაიენი: შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა. დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრო. ცნობისთვის, დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ევროკომისიის პრეზიდენტი: ბუქარესტში ვარ, რათა სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ენერგეტიკული პარტნიორობა განვიხილოთ
ირაკლი ღარიბაშვილი: საჯარო მოხელის ხელფასების მატების პროცესი 2022 წლიდან დაიწყო და მომდევნო წლებშიც გაგრძელდება
საჯარო მოხელეთა პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა საჯარო მოხელეს და მადლობას ვუხდი მათ ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში წერს. „საჯარო მოხელეთა პროფესიულ დღეს ვულოცავ ყველა საჯარო მოხელეს და მადლობას ვუხდი მათ ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამსახურისათვის. მათი წვლილი ფასდაუდებელია, რადგან პროფესიონალი მოხელეები ყველა საჯარო დაწესებულების მამოძრავებელ ძალას, მისი განვითარების მთავარ აქტორებს წარმოადგენენ. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმების შედეგად, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, ეკონომიკური აღმშენებლობის, სოციალური და საგარეო-პოლიტიკური მიმართულებებით. ამ მიღწევათა გასაგრძელებლად, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გასაძლიერებლად აუცილებელია რეფორმების განგრძობადობის უზრუნველყოფა, პოლიტიკის სისტემური და კოორდინირებული დაგეგმვა, რესურსებისა და პოტენციალის შეფასება და ანალიზი, მათი მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება. ამ პროცესებში საჯარო მოხელეებს საკვანძო როლი აკისრიათ. საქართველოს მთავრობა კვლავაც აგრძელებს საჯარო მმართველობისა და მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილის - საჯარო სამსახურის რეფორმას, რაც გულისხმობს ევროპული პრინციპების დამკვიდრებას და ინსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფას. მომავლის საჯარო სამსახურის მშენებლობაში საჯარო მოხელეთა წვლილის დაფასება ხელისუფლების უპირობო პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მათი ხელფასების მატების პროცესი 2022 წლიდან დაიწყო და მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ ვულოცავ პროფესიულ დღეს და შემდგომ წინსვლას და წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ საჯარო მოხელეს”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
არგენტინას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან, ახლად დანიშნულ ელჩს, გვარამ ხანდამიშვილს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. გვარამ ხანდამიშვილს აქვს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, აგრეთვე, საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ. 2021 წლის აგვისტოდან2022 წლის დეკემბრამდე იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე. 2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სრული კურსი, 2005 წელს მინიჭებული აქვს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. აგრეთვე, 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი იურისპრუდენციის მიმართულებით. 2017 წელს მიენიჭა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, სადაც სწავლობდა განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით, სპეციალობა – საერთაშორისო საჯარო პოლიტიკა. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა ელჩებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა, წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებს მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა. საზეიმო მიღებაზე ასევე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად საუდის არაბეთის სამეფოში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
პრემიერ-მინისტრმა ელჩებს საახალწლოდ უმასპინძლა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა – საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. ირაკლი რარიბაშვილმა ელჩებს დამდეგი დღესასწაულები მიულოცა, წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა დიპლომატებს მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა. საზეიმო მიღებაზე ასევე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
საუდის არაბეთის სამეფოში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი საუდის არაბეთის სამეფოში დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში გაემგზავრა რიადის მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრს აეროპორტში რიადის გუბერნატორის მოადგილე პრინცი მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ საუდი, საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრი ფაიზალ ალ იბრაჰიმი, საუდის არაბეთის სამეფოს ელჩი საქართველოში სალმან ალ ალშეიხი და საქართველოს ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში ვახტანგ ჯაოშვილი დახვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრეს, პრემიერ-მინისტრს, მის სამეფო უდიდებულესობა პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში გაემგზავრა "მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა მიმოიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის და დიდი პოტენციალის მქონე სატრანსპორტო დერეფნის, გაზრდილ როლსა და მნიშვნელობას. საუდის არაბეთის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ უფრო აქტიურად იქნეს ათვისებული საქართველოს პოტენციალი. განსახილველ საკითხებს შორის იყო ტურიზმის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორია, საუდის არაბეთის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ და მისასალმებელია, რომ საუდის არაბეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საინვესტიციო მიმართულებები. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო საუდის არაბეთისთვის მიმზიდველი ქვეყანაა როგორც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდების, ისე კერძო ბიზნესის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მიესალმება საუდის არაბეთის სამეფოდან უფრო მეტი ინვესტორის შემოსვლას საქართველოში. საქართველოს მთავრობის მეთაურის საპატივცემულოდ, ალ-იამამის სასახლეში ოფიციალური ვახშამი გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია", - ნათქვამია ინფორმაციაში.
საუდის არაბეთი და საქართველო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით მზადყოფნას გამოთქვამენ
საუდის არაბეთი და საქართველო მზად არიან, გააძლიერონ თანამშრომლობა. ამ შინაარსის ერთობლივ განცხადებას, რომელიც საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დასრულებას ასახავს, საქართველოს მთავრობა ავრცელებს. „საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრემ და პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა რუადში ალ-იამამას სასახლეში უმასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ოფიციალურ შეხვედრზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მათი განვითარების გზებს სხვადასხვა მიმართულებით. აზრთა გაცვლა მოხდა მიმდინარე რეგიონული და საერთაშორისო მოვლენების განვითარების შესახებ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რიადის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, უმასპინძლოს 2030 წლის მსოფლიო ექსპოს და გამოთქვა რწმენა, რომ საუდის არაბეთის სამეფოს შესწევს ძალა ჩაატაროს გამორჩეული საერთაშორისო გამოფენა ინოვაციების საუკეთესო დონის დემონსტრირებით და აღნიშნული გლობალური ღონისძიების ისტორიას განსაკუთრებული გამოცდილება შესძინოს. საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრე და პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდი დიდად აფასებს საქართველოს მთავრობის მხრიდან 2030 წლის საერთაშორისო ექსპოს მასპინძლის კანდიდატურის რიადის მხარდაჭერას. ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას, რისთვისაც მოხდება სავაჭრო მიმართულებების დივერსიფიკაცია, საერთო და ერთობლივი ინვესტიციების გაზრდა, საუდის არაბეთის სამეფოს 2030 წლამდე გაწერილი ხედვის შესაბამისად ინტეგრაციისა და კაპიტალდაბანდებების შესაძლებლობათა გამოყენება და საქართველოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინება ისეთ სფეროებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, სოფლის მეურნეობა, წარმოება, ტურიზმი, ტრანსპორტი და სხვა მნიშვნელოვანი სფეროები. მხარეებმა აღნიშნეს, რომ კერძო სექტორი გადამწყვეტ როლს თამაშობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მასშტაბისა და ტემპის ზრდაში. მათ ხაზგასმით აღნიშნეს ორივე ქვეყნის კერძო სექტორში ინვესტიციებისთვის შესაბამისი პირობების, საერთო ვიზიტების გააქტიურების, პერიოდული საინვესტიციო და ბიზნეს ფორუმების ჩატარების მნიშვნელობა და ორივე ქვეყნის მეწარმეებს მოუწოდეს არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენებისკენ და ხელშესახებ პარტნიორობაში გარდაქმნისკენ. მხარეები შეთანხმდნენ საუდის არაბეთის სამეფოსა და საქართველოს ერთობლივი ბიზნეს საბჭოს ჩამოყალიბებაზე. ენერგეტიკის სფეროში ორივე მხარე ხაზგასმით აღნიშნავდა ნავთობის გლობალურ ბაზრებზე სტაბილურობის მნიშვნელობას. ქართული მხარე მიესალმება ნავთობის გლობალურ ბაზრებზე და მიწოდების სანდოობის სფეროში ბალანსისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში საუდის არაბეთის სამეფოს მიერ შესრულებულ როლს. ამასთანავე, მხარეები გამოხატავენ სურვილს თანამშრომლობის განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, ელექტროსისტემების ურთიერთჩართვა, ჰიდრო-ნახშირბადის რესურსების ინოვაციური გამოყენება და ენერგო-ეფექტურობა, ორივე ქვეყნის საერთო ინტერესების შესაბამისად. კლიმატის ცვლილების სფეროში, ქართული მხარე მიესალმება საუდის არაბეთის სამეფოს მიერ „საუდის მწვანე ინიციატივას“ და „ახლო აღმოსავლეთის მწვანე ინიციატივას“ და მხარდაჭერას გამოხატავენ კლიმატის ცვლილების სფეროში საუდის არაბეთის სამეფოს ძალისხმევის მიმართ, რაც გულისხმობს ნახშირბადის ცირკულარული ეკონომიკის და ამგვარი მიდგომის დამკვიდრებას. ხსენებული პროგრამის განხორციელება საუდის არაბეთის სამეფოში დაიწყო და დამტკიცდა დიდი ოცეულის (G20) ლიდერთა მიერ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ორივე მხარე ხაზგასმით ადასტურებს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისა და პარიზის შეთანხმების პრინციპების მნიშვნელობას, ისევე როგორც ისეთი კლიმატის შეთანხმების შემუშავებისა და განხორციელების საჭიროებას, რომელიც აქცენტს გააკეთებს ემისიაზე და არა წყაროებზე. ორივე მხარე ადასტურებს სამრეწველო და სამთო-მომპოვებელ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით განსახორციელებელი ძალისხმევის მნიშვნელობას; ასევე, ამ სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობების იმგვარ გამოვლენაზე, რაც საერთო ინტერესებს დააკმაყოფილებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია კონკურენტული უპირატესობის მქონე აგრარული პროდუქციის წარმოების სფეროში თანამშრომლობის დონის გაზრდა და განაცხადეს, რომ მიესალმებიან ორმხრივი თანამშრომლობის ჩარჩოს შემუშავებას სასოფლო-სამეურნეო, მეცხოველეობის, მეთევზეობის, მეტყევეობის და ნაკრძალების სფეროში. ორივე მხარე გამოხატავს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაძლიერებისა და შეთანხმებულ სფეროებში ორმხრივი ჩარჩოს სამომავლო შემუშავების სურვილს. ამასთანავე, მხარეები შეთანხმდნენ ორივე ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე, ისევე როგორც მდგრადი ტურიზმის სფეროში საქმიანობის ხელშეწყობის თაობაზე, რაც სარგებელს მოუტანს ტურიზმის სექტორს და მის განვითარებას. კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, მხარეები ხაზგასმით აღნიშნავდნენ პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა კავშირგაბმულობა, ციფრული ეკონომიკა, ინოვაციები და კიბერ-სივრცე, რათა ორივე ქვეყანაში უკეთესი მომავალი იქნეს უზრუნველყოფილი შემდეგი თაობებისთვის. ორივე მხარე გამოხატავს თანამშრომლობის გაძლიერების სურვილს ჯანდაცვის სფეროში და ადასტურებს გლობალური ინიციატივების ხელშეწყობის მზაობას მიმდინარე და სამომავლო პანდემიების დასაძლევად, ასევე ჯანდაცვის სფეროში არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების მოსაგვარებლად. მხარეები ხაზს უსვამენ თანამშრომლობის გააქტიურებისა და გაძლიერების მნიშვნელობას სატრანსპორტო სფეროს სხვადასხვა მიმართულებით და ავიაციის გააქტიურებით, რაც შექმნის ფრენების სიხშირის გაზრდის შესაძლებლობას საერთო ინტერესების დასაკმაყოფილებლად. განათლების სფეროში, მხარეები ადასტურებენ თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას უმაღლესი განათლების, სამეცნიერო კვლევების და ინოვაციების მიმართულებით, ასევე პირდაპირი კომუნიკაციის წახალისებით ორი ქვეყნის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის. ამასთანავე, მხარეები აცხადებენ თანხმობას სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობათა შექმნის საკითხებზე სამუშაოდ. უსაფრთხოების სფეროში, მხარეები ადასტურებენ სურვილს საერთო ინტერესების მიმართულებით თანამშრომლობისა და კოორდინაციის დონის გაზრდის მიმართულებით, რაც მოიაზრებს დანაშაულის ნებისმიერი ფორმის აღკვეთას, გამოცდილების გაზიარებას, კადრების გადამზადებას, თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერებას, რათა ორ მეგობრულ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნეს უსაფრთხოება და სტაბილურობა. საერთაშორისო მიმართულებით, მხარეები კვლავ ადასტურებენ განზრახვას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების ძალისხმევის მიმართ. უკრაინა-რუსეთის კრიზისის საკითხზე, მხარეები ხაზს უსვამენ დავის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მნიშვნელობას და ვითარების ესკალაციის ყველა შესაძლო გზითა და საშუალებით შემცირების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აღდგენას, ხოლო ხსენებული კრიზისის უარყოფით შედეგებს შეამცირებს. ქართული მხარე მადლიერებით აღნიშნავდა მისი სამეფო უმაღლესობა საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრის და პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ ძალისხმევას უკრაინის მიმართ, ისევე როგორც ამ მიმართულებით სხვადასხვა ეროვნების მქონე ომის პატიმრის გათავისუფლებას და ამ მიმართულებით გაწეულ მუდმივ ძალისხმევას. ქართულმა მხარემ დადებითად შეაფასა საუდის არაბეთის სამეფოს მიერ უკრაინისადმი ახლახან დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების სახით 400 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა, რაც უკრაინელი ხალხის მდგომარეობას შეამსუბუქებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო ფორუმებსა და ორგანიზაციებში, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში, ურთიერთმხარდაჭერას და კოორდინაციას გააგრძელებენ. მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს რეგიონული და საერთაშორისო საკითხებზე და საერთო ინტერესებთან დაკავშირებულ თემებზე. მათ დაადასტურეს თანამშრომლობისა და კოორდინაციის სურვილი ამ მიმართულებით და მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით. იემენის საკითხთან დაკავშირებით, მხარეები ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალისხმევის მიმართ, რაც იემენის კრიზისის სრულყოფილ პოლიტიკურ მოგვარებას ისახავს მიზნად. ქართულმა მხარემ მოიწონა საუდის არაბეთის სამეფოს ინიციატივა იემენში ომის დასრულების შესახებ და დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობისკენ მიმართული ძალისხმევისა და ინიციატივების შესახებ. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს იემენის რესპუბლიკის საპრეზიდენტო მმართველობის საბჭოს ხელშეწყობის მნიშვნელობა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ისეთი ამოცანების შესრულება, რაც იემენის კრიზისის პოლიტიკურ გადაწყვეტამდე მიგვიყვანს სპარსეთის ყურის ინიციატივის და მისი განხორციელების მექანიზმების შესაბამისად, იემენის ეროვნული დიალოგისა და უშიშროების საბჭოს 2015 წლის N2216 რეზოლუციის თანახმად. ქართული მხარე აფასებს საუდის არაბეთის სამეფოს ჰუმანიტარულ დახმარებას, შემწეობასა და განვითარებაზე ორიენტირებულ ინიციატივებს, რომლებიც იემენის ხალხისთვის იქნა უზრუნველყოფილი მეფე სალმანის სახელობის ჰუმანიტარული დახმარებისა და შემწეობის ცენტრის საშუალებით, ისევე როგორც საუდის არაბეთის განვითარებისა და იემენის რეკონსტრუქციის პროგრამის საშუალებით ხორციელდება. ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლიერება და პატივისცემა გამოხატა მისი სამეფო უმაღლესობა საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრის და პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდის მიმართ პირადად მისი და თანმხლები დელეგაციის გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის. მისმა სამეფო უმაღლესობამ შემდგომი წინსვლა და კეთილდღეობა უსურვა საქართველოს, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – კეთილდღეობა და ბედნიერება“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი საუდის არაბეთის სამეფოში დასრულდა. რიადის მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან მთავრობის მეთაური რიადის გუბერნატორის მოადგილემ პრინცმა მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ საუდმა და საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრმა ფაიზალ ალ იბრაჰიმმა გააცილეს. ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში გაემგზავრა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაურმა შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრესთან, პრემიერ-მინისტრთან, მის სამეფო უდიდებულესობა პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდთან.
ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის შერჩევის მიზნით, კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის 2022 წლის 22 დეკემბრის N289-ე ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატის შესარჩევად გამოცხადდა კონკურსი და საკონკურსო კომისია შეიქმნა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში არიან საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს, გენერალური პროკურატურისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები. ბრძანების მიხედვით, კანდიდატების შესარჩევი კონკურსის გამოცხადებიდან, ერთი კვირის ვადაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს საკონკურსო კომისიის წევრობის კანდიდატები უნდა წარედგინოს. კონკურსში მონაწილეობის პირობების, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო განცხადების წარდგენის ვადისა და წესის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე საკონკურსო კომისიის პირველი სხდომის გამართვიდან ერთი კვირის ვადაში გამოქვეყნდება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მდგომარეობა შეაჯამეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 65-ე სხდომა გაიმართა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის ანგარიში და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მდგომარეობა შეაჯამეს. „ასევე განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. მოისმინეს ინფორმაცია ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. კომისიაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესს როგორც სექტორული, ასევე საკანონმდებლო მიმართულებით. კომისიის წევრებმა ასევე მოისმინეს ინფორმაცია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შესრულების მიმდინარეობის შესახებ და დადებითად შეაფასეს საქართველოს მხრიდან შეთანხმების შესაძლებლობების სრულფასოვანად გამოყენებისკენ მიმართული ძალისხმევა. სხდომაზე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ საქართველოს პარლამენტის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ, როგორც რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმდინარეობის, ასევე საკანონმდებლო დონეზე უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში აქტიური ჩართულობისა და ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა ყველა მონაწილე უწყებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
პრემიერი: პატრიარქი მომავლის რწმენას გვინერგავს
საქართვლოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს აღსაყდრებიდან 45 წლისთავს ულოცავს. აღნიშნავს, რომ ფასეულობები, რომელთაც მისი უწმინდესობა საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ამკვიდრებს, უნივერსალური და ზოგადსაკაცობრიოა. „მისი უდიდესი პირადი წვლილის დამსახურებით, ახალი საქართველოს მშენებლობის პროცესი ქრისტიანულ ფასეულობებთან ჩვენი დაბრუნებით დაიწყო. მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენი პატრიარქი განსაცდელში გვამხნევებს, გვაერთიანებს, მოყვასის სიყვარულისა და თანადგომის, ქვეყნის მსახურების ცოცხალ მაგალითს გვაძლევს, მომავლის რწმენას გვინერგავს. ფასეულობები, რომელთაც მისი უწმინდესობა საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ამკვიდრებს, უნივერსალური და ზოგადსაკაცობრიოა, ყველა ჩვენგანის საკუთრებაა - ერთნაირად მნიშვნელოვანი და ძვირფასი ჩვენი მრავალეროვნული ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის; ამიტომაც, ამ შესანიშნავ დღეს ასევე ვულოცავ ჩვენს საზოგადოებას. დღეგრძელობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ მის უწმინდესობას ჩვენი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
შავი ზღვის კაბელის პროექტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ენერგოუსაფრთხოებასა და დამოუკიდებლობას - ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, „შავი ზღვის კაბელის“ პროექტს ისტორიული უწოდა. საქართველო, შავი ზღვის კაბელის პროექტისთვის, ფსკერის კვლევებზე €30 მილიონს დახარჯავს ამის შესახებ მან მინისტერიალზე განაცხადა, რომელიც დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს. „ჩვენ გასულ წელს ბრიუსელში წარვადგინეთ „შავი ზღვის კაბელის“ პროექტი და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მოლაპარაკებები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მეზობელ სახელმწიფო აზერბაიჯანთან. ბუნებრივია რუმინეთთანაც, რომელიც ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარია ახალ ეტაპზე გადავედით რუმინეთთან ერთად და დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ პროექტის განხორციელებაზე. მოგეხსენებათ ამ პროექტს შეურბენდათ აზერბაიჯანი და სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა ევროკავშირმა. ასევე პროექტს შეუერთდა უნგრეთი და მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი სტრატეგიული, ხელშესახები მნიშვნელობის, ისტორიული პროექტი, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად განვახორციელებთ. ეს პროექტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ენერგოუსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას და ბუნებრივია ეს ყველაფერი აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ხალხზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო ინფორმაციისთვის, 17 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა. 19 დეკემბერს დღეს გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. ამ დრომდე ოფიციალურად არ თქმულა, საქართველოს რომელი რეგიონიდან უნდა დაწყებულიყო ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება, თუმცა უკრაინულმა მედიამ გარკვეული ვერსია უკვე განიხილა. კერძოდ, delo.ua-ს ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი კაბელი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის წევრობის სტატუსზე: კარგად გვესმის, რომ მიღებული იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება
ჩვენ გაცილებით წინ ვართ რეფორმების თვალსაზრისით უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით, მაგრამ კარგად გვესმის, რომ სტატუსზე მიღებული იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „წლევანდელი წელი გამოირჩეოდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამ მხრივ დადებითი მოვლენით – ეს არის ჩვენი ქვეყნის წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე. ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა. დამეთანხმებით, ბუნებრივია, ჩვენი, ყველას მოლოდინი იყო, რომ ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს. სამწუხაროდ, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, არ მინდა, ჩვენს კოლეგა სახელმწიფოებზე რამე ვთქვა დამაკნინებელი, თუმცა კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გაცილებით, ორჯერ, სამჯერ წინ ვართ და ვიყავით, იგივე რეფორმების თვალსაზრისით, შესრულების კუთხით, უკრაინასთან მიმართებით, მოლდოვასთან მიმართებით. მაგრამ გასაგებია, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ღიად ითქვა, რომ უკრაინას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, რადგან ომში იმყოფება, ხოლო მოლდოვა ასევე ომთან გათანაბრებულ მდგომარეობად შეაფასეს. „ასე რომ, ჩვენ კარგად გვესმის ეს მოტივაცია. თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს, მოლდოვას, უკრაინას. კიდევ გავიმეორებ, გვინდა, რომ ამ ქვეყნებში იყოს მშვიდობა, კეთილდღეობა. ბუნებრივია, ჩვენ მათ მხოლოდ წარმატებას ვუსურვებთ. ასევე, მინდა, აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც განისაღვრა 12 პრიორიტეტი, პრაქტიკულად იმავე დღეს ჩვენმა გუნდმა, მმართველმა პარტიამ ძალიან მკაფიო, ნათელი საგზაო რუკა წარუდგინა საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს პარტნიორებს. ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე, მთელი გუნდი ჩართული იყო ამ პროცესში და ჩვენ ზედმიწევნით სწორად, ეფექტიანად შევასრულეთ აღნიშნული პრიორიტეტები, ეს რეკომენდაციები. მოგეხსენებათ, პარლამენტში შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფები. სამწუხაროდ, მინდა, აღვნიშნო, რომ ამ პროცესში სრულყოფილად არ იყვნენ ჩართულნი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, თუმცა მათმა გარკვეულმა წარმომადგენლებმა მიიღეს ბოლოს მონაწილეობა. მინდა, ყველას გადავუხადო მადლობა, ვინაიდან ეს იყო მართლაც ძალიან შრომატევადი საქმე. ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის პირობა, რომელიც განგვესაზღვრა. დანარჩენი პროცესი მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, რომ გარკვეული კანონპროექტები ჩვენ გავაგზავნეთ ვენეციის კომისიაში, ახლა ველოდებით მათ დასკვნებს და ამის შესაბამისად მოვახდენთ ადაპრირებას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ირაკლი ღარიბაშვილი: ომი უკრაინაში გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. რუსეთის გაუმართლებელმა სამხედრო აგრესიამ თავდაყირა დააყენა მსოფლიო წესრიგი
მთელი წლის მთავარი მოვლენა, მთავარი პრობლემა და გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის ეს არის ომი უკრაინაში, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო წესრიგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს საელჩო და პირადად ელჩი უკრაინაში ბოლო წუთამდე ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობას. „მოგესალმებით პატივცემულო ელჩებო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო. დიდი პატივია ჩემთვის დღეს თქვენს წინაშე გამოსვლა. მინდა ყველას გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი სამსახურისთვის. ვიცი, რომ თქვენ ძალიან მძიმე შრომა გიწევთ, მითუმეტეს, ამდენი გამოწვევებით აღსავსე რეალობაში. ახალ სიტუაციასთან ბუნებრივია, ჩვენ გვიწევს განსხვავებული მიდგომების გამოყენება. მინდა რამდენიმე სიტყვით შევაჯამო წლევანდელი წელი თქვენთან ერთად. მთელი წლის მთავარი მოვლენა, მთავარი პრობლემა და გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის ეს არის ომი უკრაინაში, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო აგრესია, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო წესრიგი. მე მინდა დავეთანხმო ბატონ მინისტრს, ჩვენი საელჩო და პირადად ბატონი ელჩი უკრაინაში, ბოლო წუთამდე, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების საელჩოები ტოვებდნენ კიევს, ჩვენი საელჩო ბოლო წუთამდე ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საელჩოს, ჩვენს ელჩს უკრაინაში, თითოეულ თანამშრომელს. ჩვენთვის ყველასთვის დიდი გამოწვევაა დღეს მიმდინარე მოვლენები. ჩვენი გაცხადებული სურვილია, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, ვინაიდან, ეს ომი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ თავად უკრაინას, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, ჩვენს რეგიონს და ბუნებრივია, ამ ომს და მის შედეგებს გავლენა ექნება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, არამედ მთელს მსოფლიოზე. ამიტომ, აუცილებელია ამ კონფლიქტის, ამ ომის დროულად დასრულება. ეს არის ჩვენი სურვილი. მე მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინელ ხალხს მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და მათი სუვერენიტეტის მიმართ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა
რა თქმა უნდა, ჩვენთვის არ იყო სასიამოვნო, და ვთქვათ პირდაპირ, იმ განცხადებების მოსმენა, რომელსაც ჩვენ ვისმენთ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან ქვეყანა, მათი მთავრობა და მათი ხალხი არის ომში, ჩვენ ამ თემაზე არ გვსურს ზედმეტი განცხადებების გაკეთება, ამ თემის კომენტირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მე მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ჩვენი საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა. მე არაერთხელ მითქვამს და ჩვენ ეს ჩვენი პოლიტიკით ჩვენი ქმედებით ვადასტურეთ, რომ ბუნებრივია ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, ყველა ქვეყანას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და შესაბამისად ჩვენი ყველას მთავარი ვალდებულება არის ჯერ ჩვენი საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
უკრაინაში ომი ურთულესი გამოწვევაა, რომელსაც სჭირდება გონივრული მართვა - ღარიბაშვილი
ჩვენ ყველამ ერთად ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ. მთავრობა, პარლამენტი, მთელი საზოგადოება იყო ჩართული ამ პროცესის მართვაში. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყანა დღეს ამ ეტაპზე გამარჯვებული გამოვიდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. „მინდა, დავიწყო რეგიონის სიტუაციის აღწერით. ევროპის კონტინენტზე უპრეცედენტო გამოწვევა და კრიზისია. უკრაინაში ომი ჩვენთვის, ყველასთვის დიდი გამოწვევაა. ომმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც თავად ევროპის კონტინენტზე, ასევე ჩვენს რეგიონზე, ქვეყანაზე, მთლიანად გლობალურ პოლიტიკაზე. შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიო დგას დიდი გამოწვევის წინაშე, რომელიც არ დამდგარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს კარგად გვაქვს გააზრებული. ეს არის ურთულესი გამოწვევა, რომელსაც სჭირდება ძალიან გონივრული მართვა და ჩვენ შესაბამისად ავაწყეთ ჩვენი პოლიტიკა. პირველივე დღეებიდან სწორი პოლიტიკა დავიჭირეთ. სწორი პოლიტიკა გავატარეთ და ამ სწორ პოლიტიკას ვახორციელებთ. არაერთხელ მითქვამს და ჩვენი გუნდის წევრების საერთო სულისკვეთება არის, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ ამ მთავარი მოტივაციით, იდეით ვმოქმედებთ და ვატარებთ იმ პოლიტიკას, რომელიც პირველ რიგში, ჩვენს ხალხს, ხალხის ინტერესებს სჭირდება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მხარდაჭერა გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ და მათ მშვიდობა უსურვა. „ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამ ომით. კიდევ ერთხელ მინდა, ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს, ვუსურვო მათ მშვიდობა, ომის სწრაფად დასრულება. ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის მიმართ და ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირაკლი ღარიბაშვილი: კანდიდატის სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს
ყველა ის პროგრესი, რომელიც მიღწეულია, ბოლო 10 წელიწადში, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება მხოლოდ. იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლოა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი აროს „ქართული ოცნების“ დამსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს ძალიან მალე მიიღებს და ამის თქმის საფუძველს იძლევა ის წარმატებული რეფორმები, რომელიც მთავრობამ გაატარა. „მინდა შევეხო წლის მთავარ მოვლენას, ეს არის ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველოს მიენიჭა ევროპული პერსპექტივა, რომელიც მანამდე იყო ძალიან რთული წარმოსადგენი. ამ ომმა დააჩქარა პროცესები. ჩვენ ეს კარგად გვესმის. ჩვენ ველოდებოდით, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, თუმცა, გვესმის, რომ ეს იყო მთლიანად პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ. ეს არ იყო დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. რომ საქართველოს ამ ეტაპზე არ მიენიჭა სტატუსი. თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ ამ სტატუსს ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე მიიღებს. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება და ის წარმატებული რეფორმები, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავატარეთ. 12 რეკომენდაცია, რომელიც განისაზღვრა ჩვენი ქვეყნისთვის, ზედმიწევნით იქნა შესრულებული პარლამენტისა და მთავრობის მიერ და ყველას ჩართულობით, და ჩვენ ახლა ველოდებით ჩვენი ევროპელი კოლეგების გადაწყვეტილებას. აქვე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე ყველა სიკეთე, და ყველა ის პროგრესი, რომელიც იქნა მიღწეული, ბოლო 10 წელიწადში, ეს არის ჩვენი გუნდის დამსახურება მხოლოდ. იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, შემდეგ თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლოა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანა ევროკავშირის წევრობაზე და მიღებული ევროპული პერსპექტივა. ეს ყველაფერი არის „ქართული ოცნების“ დამსახურება“, - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ირაკლი ღარიბაშვილი შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეს არის თავიდან ბოლომდე ქართული ინიციატივა
ჩვენთან არის ძალიან იაფი ელექტროენერგიის ფასი, ამიტომ აუცილებელია ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევის მიმართვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო მისივე თქმით, ენერგეტიკა ერთ-ერთი მთავარი დარგია, რომელიც კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს. „რაც შეეხება ენერგეტიკას, ენერგეტიკა ერთ-ერთი მთავარი დარგია, რომელიც კიდევ უფრო მეტად უნდა განვავითაროთ და მეტი ძალისხმევა ჩავდოთ ამ მიმართულებით, მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ. ბოლო 5 წელი თითქმის გაჩერებული იყო ინვესტიციები ამ სფეროში, ამ დარგში. ჩემი დავალებით, ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ IMF-თან და შევთანხმდით, რომ ახალ სქემას ავამოქმედებთ, ეს უკვე დამტკიცებულია მთავრობის მიერ. ჯამში ჩვენ 1500 მეგავატზე გამოვაცხადებთ ტენდერს და ამის შემდეგ, ამას გარდა, 800 მეგავატი, რომელიც უკვე გაფორმებული იყო და მათზე იყო გაცემული ე.წ. BPA, ანუ გარანტირებული შესყიდვის შეთანხმებები, ეს 800 მეგავატიც გაეშვება. აშშ შავი ზღვის კაბელის პროექტს მხარს უჭერს NATO შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს მივესალმებით ჯამში, მინიმუმ 2-3 წელიწადში, 2300 მეგავატამდე, დაახლოებით, სიმძლავრის ჰესებზე არის საუბარი. ეს არის 3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. აქ შედის როგორც ჰიდრო, ასევე მზის, ქარის ენერგიები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის და ენერგოდამოუკიდებლლობისთვის. მე მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს საზოგადოებას განვუმარტო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის, ენერგოდამოუკიდებლლობისთვის. მით უმეტეს, ჩვენ ახლა ვუყურებთ რა ხდება ევროპაში - ენერგოკრიზისი, ფასების მატება. საშუალო ფასი ერთ კვტ/სთ ელექტროენერგიის შეადგენს 20 ცენტს ევროპის ქვეყნებში. გერმანიაში 80 ცენტიც კი დაფიქსირდა ზაფხულის თვეში, ზოგგან 50-60 და საშუალო არის 20 ცენტი. ჩვენთან არის ძალიან იაფი ელექტროენერგიის ფასი, ამიტომ გვჭირდება, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა გავიმეორო, აღვნიშნო, რომ აუცილებელია ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევის მიმართვა. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ, როგორც მოგახსენეთ, დავამტკიცეთ ახალი სქემა და მით უმეტეს, ახლა განსაკუთრებით, მას შემდეგ რაც ჩვენ წარმატებული ნაბიჯი გადავდგით, მოგეხსენებათ რომ რამდენიმე კვირის წინ მე ვიმყოფებოდი ბულგარეთში, სადაც ჩვენ ისტორიულ პროექტს ჩავუყარეთ საფუძველი. როდის დასრულდება შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს ეს არის თავიდან ბოლომდე ქართული ინიციატივა, ჩვენ მიერ მიტანილი ინიციატივა ევროკავშირში, ჩვენს პარტნიორებთან, ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან, რუმინეთთან. ჩვენ რუმინეთთან ერთად დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება, რომელსაც შეუერთდა აზერბაიჯანი, უნგრეთი და სრული მხარდაჭერა აქვს ამ პროექტს ევროკავშირის მხრიდან. მოგეხსენებათ რომ ქალბატონი ფონ დერ ლაიენი იმყოფებოდა ჩვენთან ერთად ბუქარესტში და საზეიმოდ ჩვენ აღვნიშნეთ დაწყება და სულ მალე, რამდენიმე თვეში დასრულდება ე.წ. კვლევები, ფიზიბილითი და ამის შემდეგ ჩვენ აქტიურ სამუშაოებზე გადავალთ. ეს რას მოუტანს ქვეყანას, ეს შეიძლება ითქვას მეორე ბაქო-ჯეიჰანი- თბილისის პროექტია შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გარანტირებული რეალიზაცი იის საშუალება ელექტრო ენერგიის , ეს არის პირდაპირი დაკავშირება ჩვენი ენერგოსტიტემის ევროკავშირის ბაზართან, ევროკავშირის ებერგოსისტემასთან და რა თქმა უნდა ეს არის ისტორიული მნიშვნელობის პროექტი დაახლოებით 2-3 მილიარდი დოლარი დაჯდება აღნიშნული პროექტი და ამ პროექტს განვახორციელებთ ჩვენ ყველანი ერთად, ის ქვეყნები რომლებმაც ხელი მოვაწერეთ აღნიშნულ მემორანდუმს. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ აუცილებელია რომ საქართველოს ჰქონდეს შესაბამისი გამომუშავება ელექტროენერგიის. ამიტომ გვჭირდება გენერაციის ობიექტების განვითარება აშენება როგორც ქარის, მზის ჰიდროელექტროსადგურების, ასევე თბოსადგურების, რომ ჩვენი წილი ელექტროენერგია გავყიდოთ ევროკავშირში, რაც ასეულობით მილიონი დოლარის შემოსავალს მოუტანს ჩვენს ქვეყანას და საბოლოო ჯამში ჩვენს ხალხზე აისახება ეს სიკეთე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მით უმეტეს იმ ფონზე როცა ეკონომიკის ზრდა წინ უსწრებს გენერაციის გამომუშავებას ამიტომ აუცილებელი არის რომ ეს პროპორციები პირიქით შევატრიალოთ. ეს გენერაცია უნდა უსწრებდეს ეკონომიკის ზრდას ეს ზოგადად ასე არის მიჩნეული“, - განაცხადა პრემიერმა. ინფორმაციისთვის, 17 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა. 19 დეკემბერს დღეს გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. ამ დრომდე ოფიციალურად არ თქმულა, საქართველოს რომელი რეგიონიდან უნდა დაწყებულიყო ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება, თუმცა უკრაინულმა მედიამ გარკვეული ვერსია უკვე განიხილა. კერძოდ, delo.ua-ს ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი კაბელი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება.
ირაკლი ღარიბაშვილი: აფხაზეთი შეიძლება, მეორე მონაკო, სოხუმი კი, მეორე მონტე-კარლო გახდეს
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, ხოლო სოხუმი - მეორე მონტე-კარლო. მისი თქმით, მთავრობას შეუძლია ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნების შემთხვევაში პირველ სამ წელში აფხაზეთში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადოს. "ჩვენი აფხაზი და ოსი დებისთვის და ძმებისთვის, ეს არის გაშვებული შესაძლებლობა. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია პირველ სამ წელიწადში დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განვახორციელოთ აფხაზეთში და ასევე სამაჩაბლოში. ძალიან მარტივად შეიძლება ამის ორგანიზება ჩვენ ეს გააზრებული გვაქვს, ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა ეკონომიუკრ საბჭოზე მსჯელობა. აფხაზეთი შეიძლება გახდეს მეორე მონაკო, ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება, აქვს უზარმაზარი პოტენციალი აფხაზეთს რომ გახდეს მეორე მონაკო და სოხუმი - მეორე მონტე-კარლო", - თქვა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: იორდანიაში დავიწყებთ ქართული კულტურისა და სულიერების ცენტრის მშენებლობას
"იორდანიაში დავიწყებთ ქართული კულტურისა და სულიერების ცენტრის მშენებლობას... ქართველები დაბრუნდებიან წმინდა მიწაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია", - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. "ჩვენ წელს წარმატებული პროექტი განვახორციელეთ, კერძოდ იორდანიაში, მოგეხსენებათ, რომ საქართველოს გადმოეცა წმინდა მიწაზე 4 000 კვადრატული მეტრის მიწა. ახლა უკვე აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და ჩვენ, ძალიან მალე, როგორც კი ავიღებთ სამშენებლო ნებართვას, დავიწყებთ ქართული კულტურისა და სულიერების ცენტრის მშენებლობას. ქართველები დაბრუნდებიან წმინდა მიწაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ჩვენ ამას ძალიან მალე განვახორციელებთ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს კორიდორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ამიტომ არის აუცილებელი, რომ იყოს გამართული პორტები, ინფრასტრუქტურა, რკინიგზა
იმ ფონზე, რომ მთელი ცენტრალური აზიის ქვეყნები თანხმდებიან, რომ აუცილებელია დივერსიფიკაცია და ახალი მარშრუტების დამუშავება, ჩვენს კორიდორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებული ყურაღება არის მიმართული ჩვენი კორიდორის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, ამიტომ აუცილებელი არის რომ იყოს გამართული პორტები, ინფრასტრუქტურა და რკინიგზა. „მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ მე დავაანონსე, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენი გადაწყვეტილებით, მთავრობის გადაწყვეტილებით აშენდება, სახელმწიფო უნდა იყოს მესაკუთრე აღნიშნული სტრატეგიული ობიექტის, ანაკლიი პორტის 51% იქნება სახელმწიფოს კუთვნილება. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას ფოთის პორტი არის გასხვისებული, ბათუმის პორტი არის გასხვისებული, ჩვენ არავითარი ბერკეტი არ გვაქვს, გარკვეული რეგულაციები მოვახდინოთ ტარიფებთან მიმართებაში თუ სხვა. ამიტომ მით უმეტეს, როცა იმ ფონზე, რომ მთელი ცენტრალური აზიის ქვეყნები თანხმდებიან, რომ აუცილებელია დივერსიფიკაცია და ახალი მარშრუტების დამუშავება, ჩვენს კორიდორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. განსაკუთრებული ყურაღება არის მიმართული ჩვენი კორიდორის მიმართ. ამიტომ აუცილებელი არის რომ იყოს გამართული პორტი, პორტები, ინფრასტრუქტურა, რკინიგზა და სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ განსაკუთრებულ ძალისხმევას მივმართავთ და განსაკუთრებულ ინვესტიციებს ჩავდებთ. დანარჩენ 49%-ზე ჩვენ გვინდა რომ გამოვაცხადოთ საერთაშორისო ტენდერი, ბევრი კომპანია გამოხატავს ინტერესს და უახლოეს რამდენიმე თვეში გაირკვევა შესაბამისი შედეგიც. რაც შეეხება რკინიგზას, რკინიგზის მიმართულებით, როგორც გითხარით, გვაქვს რეკორდული შემოსავლები და გადაზიდული ტვირთის რაოდენობა, მოცულობაც არის რეკორდული. ჩვენ გვჭირდება რკინიგზის მოდერნიზაციის სწრაფად დასრულება, აუცილებელია ის, რომ გამტარუნარიანობა იყოს შესაბამისი და შესაფერისი იმ ტვირთთა ნაკადისთვის, რომელიც მოედინება, მოემართება ჩვენი კორიდორის მიმართ. ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი 2024 წელს დასრულება. ჩვენ ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას და 100 მილიონი დოლარი დამატებით გამოიყო ამ პროექტის დასასრულებლად და სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 86% არის დასრულებული და 2024 წელს აღნიშნული პროექტი საზეიმოდ გაიხსნება. ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინტერესი არის რომ ჩვენი ქვეყანა გარდავქმნათ არამხოლოდ ენერგო ჰაბად და ტრანსპორტის ჰაბად, ასევე დიდი პოტენციალი არსებობს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორის და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარების მიმართულებით. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, საქართველოს შეუძლია, აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორი და ციფრული ჰაბი. ასევე გეტყვით, რომ წელს დასრულდა ჩვენი მრჩევლების მიერ, როტშილდების მიერ დამუშავებული, შემუშავებული სტრატეგია, რომლის მიზანიც არის საქართველო გარდაიქმას რეგიონალურ, ფინანსურ ჰაბად. ჩვენ ახლა წელს, მომავალ წელს უკვე დავიწყებთ ამ სტრატეგიის, გეგმის განხორციელებას, იმპლემენტაციას და შედეგებს მოგვიანებით მოგახსენებთ. ქუთაისი პარლამენტთან დაკავშირებით გვაქვს იდეა, რომ ეს შენობა, მისი უნიკალური მდებარეობა არ იყოს უფუნქციოდ დარჩენილი, ვამუშავებთ იდეას და კონცეფციას, რომ მანდ განვითარდეს IT მიმართულება, შეიქმნას IT, ე.წ. ტექნოლოგიური ჰაბი ამ შენობაში, მოვიზიდოთ ახალგაზრდები, ნიჭიერი თაობა, რომელიც დასაქმდება და კიდევ უფრო მოახდენენ საკუთარი უნარების რეალიზებას. ასევე ვგეგმავთ მსხვილი დეველოპერული პროექტების შეთავაზებას ინვესტორებისთვის. ამ მიზნით მე ვიმყოფებოდი ემირატებში, კატარში, საუდის არაბეთში. საქართველოს აქვს უნიკალური მდებარეობა და უნიკალური შესაძლებლობები და პოტენციალი, რომ ძალიან საინტერესო ინვესტიციები მოვიზიდოთ“, - განაცხადა პრემიერმა.
სერგეი შამბა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე: ცარიელი სიტყვებია
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა დანარჩენ საქართველოს შესთავაზა, რეპარაციის სახით, ოკუპირებული აფხაზეთის განვითარებისთვის დაპირებული 10 მილიარდი დოლარი გადაუხადოს. ის რუსულ gazeta.ru-სთან გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანა მზად არის, განახორციელოს ინვესტიცია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რესპუბლიკების საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შემთხვევაში. „ეს ხომ არარეალურია. ეს ცარიელი სიტყვებია. რასაც ისინი გვთავაზობენ, შეიძლებოდა ყოფილიყო ომის შემდეგ, როდესაც მიყენებული ზიანისთვის რეპარაციების გადახდა იყო საჭირო - ეს თანხა ზუსტად ჯდება ამ ციფრებში. ეს თანხები მოხმარდებოდა ომის დროს მათ მიერ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენას“ , - განაცხადა სერგეი შამბამ. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გაერთიანების შემთხვევაში შესაძლებელია პირველ სამ წელიწადში, 10 მილიარდის ინვესტიცია განხორციელდეს.
ცნობილია, როდის დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკნიგზის მშენებლობა
რკინიგზის მიმართულებით ჩვენ გვაქვს შემოსავლები და გადატვირთული ტვირთის მოცულობაც არის რეკორდული, - ამის შეახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ქართული მონაკვეთის გაფართოებაში ინვესტიციები $100 მილიონს გადააჭარბებს - ალიევი მისივე თქმით, საჭიროა რკინიგზის სწრაფად მოდერნიზება, რომ გამტარუნარიანობა იყოს შესაბამისი, რომელიც შუა დერეფანის მიმართულებით ტრანსფორმირდება. ილჰამ ალიევი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გამტარუნარიანობა ხუთ მილიონ ტონამდე გაიზრდება „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი 2024 წელს დასრულდება. ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას და $100 მილიონი უკვე გამოიყო ამ პროექტის დასასრულებლად. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის 86% დასრულებულია და ორ წელიწადში აღნიშნული პროექტი საზეიმოდ გაიხსნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. BTK-ის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა 98 კმ სიგრძის მონაკვეთი, საიდანაც 68 კმ თურქეთის მონაკვეთია, 30 კმ საქართველოზე გადის. ასევე საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია განხორციელდა. რკინიგზის მაგისტრალია ქართულ ნაწილზე სამუშაოები აზერბაიჯანმა დააფინანსა, რომელმაც საქართველოს ორი შეღავათიანი სესხი გამოუყო, ჯამში $775 მილიონი. BTK-ის საერთო სიგრძე 826 კმ-ია. 2021 წელს ამ რკინიგზაზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ შეადგინა 476,9 ათასი ტონა (+ 2,1-ჯერ მეტი 2020 წლის მაჩვენებელზე). ასევე წაიკითხეთ: რა გავლენას მოახდენს აზერბაიჯანის $100 მილიონიანი ინვესტიცია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გადაზიდვებზე
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ერთიანი, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი აუცილებლად გახდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საახალწლო მილოცვაში განაცხადა, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ერთიანი, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი აუცილებლად გახდება. „ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, კიდევ ერთ წელს ვაცილებთ ერთად, რომელიც მარტივი არ ყოფილა და ბევრი ტკივილით, სირთულითა და რისკებით დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ ასევე გვქონდა ბევრი წარმატება და პროგრესი ყველა მიმართულებით. ჩვენ ერთად, ზომიერებითა და გონიერებით და რაც მთავარია, მშვიდად და სტაბილურად გავიარეთ ეს წელი და იმედით ვეგებებით ახალი, 2023 წლის შემობრძანებას. წელს, საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შევიტანეთ და ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით, ერთიანი, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი აუცილებლად გახდება. ტრადიციულად, მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მთელ წლის განმავლობაში, თავდაუზოგავად, მუხლჩაუხრელად, უანგაროდ, საკუთარი პროფესიონალიზმითა და გულწრფელი სიყვარულით ემსახურა ქვეყანას და მის ინტერესებს, ჩვენი ხალხის კეთილდღეობას. ვულოცავ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის, თავისუფლებისთვის მებრძოლ ჩვენ გმირ ჯარისკაცებს, ჩვენ გმირ პოლიციელებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, ჩვენ ოფიცრებს, მეხანძრე-მაშველებს! გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ ექიმებს, სამედიცინო პერსონალს, ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენს საამაყო სპორტსმენებს, საჯარო მოხელეებს - თქვენი ერთგულებითა და თქვენი შრომის შედეგით ამაყობს ჩვენი ქვეყანა! ვულოცავ ჩვენ ვეტერანებს, ჩვენ ძვირფას უფროს თაობას და ჩვენ მომავალ თაობას, ახალგაზრდებსა და ბავშვებს. განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ უცხოეთში მყოფ ჩვენ მოქალაქეებს, ჩვენ დიასპორას, რომლებიც არ წყდებიან ქართულ ფესვებს. ასევე, ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ ჩვენ უკრაინელ დებსა და ძმებს, ბავშვებს, ომის მალე დასრულებას და თავიანთ სამშობლოში მშვიდობიან დაბრუნებას ვუსურვებ მათ. ვულოცავ ჩვენი დიდი ეთნიკური, კულტურული, თუ რელიგიური მრავალფეროვნების თითოეულ წევრს, ვისაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. გასული წელი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი აღმოჩნდა გეოპოლიტიკური რისკების თვალსაზრისით, უკრაინაში მიმდინარე ომმა არამხოლოდ უამრავი ადამიანის ოჯახის ცხოვრება შეცვალა, არამედ, სრულიად ახალი, გეოპოლიტიკური რეალობა შექმნა ჩვენ რეგიონში, ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში. გამოწვევებისა და რისკების გაცნობიერებით, ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენი მოქმედება და ჩვენი მთავარი სათქმელიც მხოლოდ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს, მის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და მის უკეთეს მომავალს ეფუძნება. ამ გონიერი და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის კონკრეტული ნაყოფია მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა, რომელიც ჩვენი ხალხის კეთილდღეობის კიდევ მეტ საშუალებას იძლევა, ჩვენი ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოსა და ხალხის უსაფრთხოება, მისი სტაბილური მომავალი, ჩვენი მთავრობის ამოსავალი და მთავარი სტრატეგიის საყრდენია. ქართველი ხალხი გონიერებას მუდამ ზომიერებით ზომავდა. მცირერიცხოვანი, მრავალ ჭირნანახი ერის მთავრობას განსაკუთრებული ზომიერება და გონიერება მართებს დღევანდელ, მრავალრისკიან გარემოში. საქართველოს მოსახლეობა, მათ შორის, ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები სულ უფრო რწმუნდებიან, რომ საქართველო სტაბილურობით, სიმშვიდით, უსაფრთხოებით, განვითარების ტემპით მათთვისაც სასურველი სახლია, სადაც ისინი დაცულად, ყველა იმ სიკეთით და კეთილდღეობით ისარგებლებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივით იქმნება და მომავალში კიდევ უფრო განვითარდება. მე მჯერა, ჩვენ ისევ ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ საქართველოში. კიდევ ერთხელ, მთელი გულით ვულოცავ ახალ წელს ჩვენ აფხაზ და ოს ძმებსა და დებს. თავისუფლების მოყვარე, ამაყ ქართველ ხალხს სირთულეებთან დანებება და შეგუება არ გვჩვევია. ჩვენი ახალი ხედვით, ამბიციური, მასშტაბური გეგმებითა და პროექტებით და მეტი შემართებით ვეგებებით 2023 წელს უკეთესი, კიდევ უფრო წარმატებული, უფრო ბარაქიანი და მშვიდი წლის მოლოდინში. ჩვენი, საერთო სამშობლოს წინსვლა, მისი სტაბილურობა, ჩვენი ხალხის ჯანმრთელობა და მათი სოციალური კეთილდღეობა ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიზანი იყო და მომავალშიც ასე იქნება. ჩვენ ერთად დავძლევთ ყველა შიდა, თუ გარე დაბრკოლებასა და გამოწვევას, ერთად გავუმკლავდებით ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებულ ყველა სირთულეს და ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას და გაძლიერებას. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ საზოგადოებას კარგად ესმის, რა სჭირდება მას და რა სჭირდება დღეს ჩვენ ქვეყანას წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ გვესმის ჩვენი ხალხის დაკვეთა და ჩვენ ვასრულებთ ჩვენი ხალხის ნებას, ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ საქართველოს ინტერესებს. მადლიერება ქართველთა ერთ-ერთი ძვირფასი ღირებულებაა, ხოლო იმედი და თავისუფლება, ჩვენი იდენტობის ნაწილია. ამიტომ, მადლიერებით გავაცილოთ 2022 წელი და იმედით, პოზიტიური განწყობითა და შემართებით შევეგებოთ 2023 წელს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, გულწრფელად გისურვებთ ყველა თქვენგანისთვის, თქვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ქვეყნისათვის ყოფილიყოს ეროვნული, ერთიანობის, სიმშვიდის, იმედების გამართლების, მეტი სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის, ბარაქიანი და წარმატებული წელი. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
განუზომელია ილია მეორის ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე - ღარიბაშვილი
თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი უწმინდესობა, როგორც ერის ერთიანობის სიმბოლო, სიკეთითა და მოყვასისადმი სიყვარულით გვავსებს და თავისი კეთილშობილებით, სიმშვიდითა და სიბრძნით ყველა ჩვენგანის დიდი იმედი და დასაყრდენია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“ წერს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, განუზომელია პატრიარქის ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე. „განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით მინდა, მივულოცო დაბადების დღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, ჩვენს საყვარელ და საამაყო სულიერ წინამძღოლს! განუზომელია მისი ღვაწლი ერისა და სამშობლოს წინაშე და ასეთივე განუზომელია მის მიმართ პატივისცემისა და სიყვარულის ჭეშმარიტი გრძნობა ჩვენს საზოგადოებაში. თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი უწმინდესობა, როგორც ერის ერთიანობის სიმბოლო, სიკეთითა და მოყვასისადმი სიყვარულით გვავსებს და თავისი კეთილშობილებით, სიმშვიდითა და სიბრძნით ყველა ჩვენგანის დიდი იმედი და დასაყრდენია. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს პატრიარქს დაბადების დღეს!“, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა გახსნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სხდომაზე, კომისიის წევრებმა, კენჭისყრის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე აირჩიეს. „პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 2022 წლის 22 დეკემბრის N289-ე ბრძანებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა და საკონკურსო კომისია შეიქმნა, ხოლო 2022 წლის 30 დეკემბრის N304-ე ბრძანებით, კომისიის შემადგენლობა განისაზღვრა. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან: მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე; პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მიქაუტაძე; გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე; სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი თამარ გვარამაძე; „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენელი ალექსანდრე ქევხიშვილი. საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა, რომელიც თავის საქმიანობას დამოუკიდებლად განახორციელებს და ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. ანტიკორუფციულ ბიუროს უხელმძღვანელებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რომელიც კონკურსის წესით შეირჩევა სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკონკურსო კომისიის მიერ. კონკურსის შედეგად შეირჩევა არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატი. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი 6 წლის ვადით დანიშნავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პრემიერ-მინისტრი სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო. საშობაო წირვას ასევე დაესწრნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა. სიონის ტაძარში შეკრებილ მრევლს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნეს.
ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. „აღინიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოს მეგობარი და საიმედო პარტნიორია. მთავრობის მეთაურმა საფრანგეთის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ. აღინიშნა, რომ საქართველო გააგრძელებს ევროპული ღირებულებების მხარდაჭერას და კონსტრუქციულ როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს შეხვდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და ევროკავშირის ელჩმა ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე. მათივე ცნობით, საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.
ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით სომხეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა. დაგეგმილია ასევე ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ერევნის “ზვართნოცის” საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. პრემიერ-მინისტრს აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატრიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირაკლი კვანჭახაძე დახვდნენ. ღარიბაშვილი ერევანში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობთთ, პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის მეთაურის სომხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები მიმოიხილეს. „ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გასაძლიერებლად. აღინიშნა, რომ ეკონომიკურ კომისიას პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობენ, რაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონის მაჩვენებელია. საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მეზობელ ქვეყნებს შორის შუამავლის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნიკოლ ფაშინიანი: დარწმუნებული ვარ, რომ მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ
დარწმუნებული ვარ, რომ სხდომის ფარგლებში მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სხდომაზე მხარეები სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობას განიხილავენ, მათ შორის ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. „პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო დამსწრეებო, მოხარული ვარ, ერევანში მივიღო ჩემი კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილი და მისი დელეგაცია, სომხეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის საბჭოს 12-ე სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობაზე საუბრობს ის, რომ პრემიერები თავმჯდომარეობენ დღევანდელ სხდომას. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, 2019 წლიდან დღემდე უკვე სამი მთავრობათაშორისი სხდომა ჩატარდა, რაც ჩვენს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ხელს შეუწყობს. ორივე მხარემ შევასრულეთ ჩვენს მიერ დადებული ყველა პირობა. დღევანდელი დღის წესრიგი ძალიან ფართოა და მოიცავს სხვადასხვა სფეროებს, ტრანსპორტი, კომუნიკაციები, ტექნოლოგიები, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და სხვა სფეროები. დარწმუნებული ვარ, რომ სხდომის ფარგლებში მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ. ბატონ პრემიერთან განვიხილავთ უსაფრთხოების და რეგიონულ საკითხებს. მსგავს საკითხებში არის ურთიერთგაგება, რაც განპირობებულია ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობებით. ნება მიბოძეთ, წარმატება ვუსურვო ყველა შეთანხმების შესრულებას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ურთიერთობებს მაღალ დონეზე ავიყვანთ, გავაღრმავებთ, რისთვისაც საჭიროა ყოველდღიური მზრუნველობა“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.
ირაკლი ღარიბაშვილი: სომხეთი საქართველოსთვის მე-6 სავაჭრო პარტნიორი გახდა, რაც მისასალმებელია
ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლობა და ძმობა გვაქვს და ჩვენი დღევანდელი სხდომაც, დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური პროგრესის, ინოვაციების დანერგვისა და წინსვლის კუთხით. ამ ყველაფრის მიღწევა კი მხოლოდ მშვიდობისა და რეგიონალური სტაბილურობის პირობებშია შესაძლებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობებს შორის საკმაოდ პოზიტიური დინამიკაა. ღარიბაშვილის თქმით, გასულ წელს, სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 70%-ით დაახლოებით და მილიარდ დოლარს გადააჭარბა, შესაბამისად, სომხეთი საქართველოსთვის გახდა რიგით მე-6 სავაჭრო პარტნიორი. „დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო, მივესალმები თქვენს მთავრობას, კომისიის წევრებს. დიდი პატივია ჩემთვის, ვიმყოფებოდე ერევანში და ჩემს კოლეგასთან, მეგობართან ერთად ვუხელმძღვანელო ეკონომიკური კომისიის მე-12 სხდომას. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლობა და ძმობა გვაქვს და ჩვენი დღევანდელი სხდომაც, დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური პროგრესის, ინოვაციების დანერგვისა და წინსვლის კუთხით. ამ ყველაფრის მიღწევა კი მხოლოდ მშვიდობისა და რეგიონალური სტაბილურობის პირობებშია შესაძლებელი. ჩვენ საკმაოდ პოზიტიური დინამიკა გვაქვს მთავრობებს შორის. მინდა აღვნიშნო სიამოვნებით, რომ იანვარ-ნოემბრის პერიოდში, გასულ წელს, სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 70%-ით დაახლოებით, გასულ წელს და მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც მართლაც მისასალმებელი შედეგია და სომხეთი საქართველოსთვის გახდა მე-6 სავაჭრო პარტნიორი, ტოპ ათეულში მე-6 სავაჭრო პოზიცია დაიკავა სომხეთმა, რაც ჩვენ ძალიან გვახარებს. ამას გარდა მინდა ვთქვა, რომ ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა, ზრდა, იქნება ეს ტურიზმი, გადაზიდვები, ტვირთბრუნვა, ყველა მიმართულებით არის გაზრდილი აღნიშნული მონაცემები,“- აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება და ხალხი დაინტერესებულია, რომ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა. მთავრობის მეთაურმა მშვიდობიანი სამეზობლო პლატფორმის ინიციატივაზე ისაუბრა. „მე ასევე მინდა აღვნიშნო ბატონო პრემიერ-მინისტრო და ძვირფასო კომისიის წევრებო, რომ ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, დაინტერესებულები ვართ, რომ რეგიონში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა. ამ მიზნით, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს ინიციატივა მშვიდობიანი სამეზობლო პლატფორმის ჩამოყალიბების შესახებ და რა თქმა უნდა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული ფორმატი არ ჩაანაცვლებს სხვა ფორმატებს და სხვა ინიციატივებს. პირიქით, ვფიქრობ ეს დაეხმარება, კიდევ უფრო გააძლიერებს შესაძლებლობებს, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა ვინაიდან კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მშვიდობის და სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია მივაღწიოთ ძლიერ, გრძელვადიან ეკონომიკურ აღმასვლას და კეთილდღეობას ჩვენი ხალხების. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ორივე ქვეყნის კომისიის წევრებს, ძალიან ნაყოფიერი სამუშაო ჩატარდა ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ, კიდევ ერთხელ მინდა, მოგესალმოთ ყველას გულით, მოგილოცოთ ახალი წელი და შობა, გისურვოთ წარმატება, ჩვენს მეგობარ სომეხ ხალხს ვუსურვო კეთილდღეობა, დიდი მადლობა“, - განაცხადა პრემიერმა.
ხელი მოეწერა დოკუმენტს, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები ორი ქვეყნის საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა, - ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ. ნიკოლ ფაშინიანი: დარწმუნებული ვარ, რომ მიღებული შეთანხმებები სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ახალ შინაარსს შესძენენ საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის მოწმობებით შეძლებენ კომისიის სხდომა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გახსნეს. მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა და ამიერიდან მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ. ხელი მოეწერა აგრეთვე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომის ოქმს. კომისიის სხდომაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღარიბაშვილი ფაშინიანთან შეხვედრაზე: რეგიონული მშვიდობისკენ მიმართული ინიციატივები და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობები განვიხილეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. ღარიბაშვილის თქმით, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე რეგიონალური მშვიდობისკენ მიმართული ინიციატივები და ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე განვიხილეთ რეგიონალური მშვიდობისკენ მიმართული ინიციატივები და სხვა ორმხრივი პროგრამები ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობებთან ერთად”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი დროშა ინახავს ისტორიას, რომელიც ყველა მოქალაქისთვის ძვირფასი და საამაყოა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. როგორც მთავრობის მეთაურის მიმართვაშია აღნიშნული, ჩვენი დროშა ინახავს ისტორიას, რომელიც ყველა მოქალაქისთვის ძვირფასი და საამაყოა. „დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის, ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშნისა და ჩვენი ეროვნული სიმბოლოს დღეა. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს! ჩვენი თვითმყოფადობის, ეროვნული სულისკვეთებისა და უნიკალური კულტურის გამოხატულება - ჩვენი დროშა ინახავს ისტორიას, რომელიც ყველა მოქალაქისთვის ძვირფასი და საამაყოა. ჩვენი დროშა აერთიანებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიას, იმ ღირებულებებს, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ვიცავდით და მუდამ დავიცავთ. დღევანდელ დღემდე მოსასვლელად ჩვენმა ხალხმა დიდი შრომა გასწია და გვაქვს ისეთი მიღწევები, რომელთა წყალობითაც ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას და უკეთესი ხვალინდელი დღის შენებას. სახელმწიფო დროშის დღეს განსაკუთრებული მოწიწებითა და პატივისცემით ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ერთიანობის მცველებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს და მათ, ვის მსახურებაზეც ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის ღირსება და ნათელი მომავალი“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდება - ღარიბაშვილი
მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით წამლებზე მაქსიმალური ზღვრული ფასი დავადგინეთ, რეფორმის შედეგად, მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. რეფერენტული ფასი, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა „გასული წლის დასაწყისში გავხსენით თურქეთის ფარმაცევტული ბაზარი. ცვლილების შემდეგ ქვეყანაში მედიკამენტების ფასი 60-80%-ით შემცირდა. თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა წლიურად, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს. მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით დავიწყეთ ახალი რეფორმა, რომელიც წამლებზე მაქსიმალური ზღვრული ფასის დადგენას ისახავს მიზნად. რეფერენტული ფასი პირველ ეტაპზე 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. რეფორმის შედეგად, მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ 40%-ით შემცირდება. რეფერენტული ფასი ეტაპობრივად სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება“,- აღნიშნავს ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც დავოსში იმართება. Bloomberg: დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი რუსი მილიარდერების გარეშე ჩატარდება ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს როგორც მსოფლიო ლიდერებთან, ისე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებთან. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და უცხოური ინვესტიციების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი არიან.
ირაკლი ღარიბაშვილი კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. დავოსში გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე სასტუმროების და კურორტების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა და დელეგაციის წევრებმა ჰოლდინგის ხელმძღვანელს საქართველოს მდიდარი რესურსებისა და დიდი პოტენციალის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. კატარის საინვესტიციო საზოგადოება კატარის სახელმწიფო ჰოლდინგია, რომელიც შიდა და უცხოურ ინვესტიციებზეა სპეციალიზებული. ჰოლდინგი 2005 წელს დაარსდა აქტივების დივერსიფიკაციის გზით ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მიზნით. 2021 წელს კატარის საინვესტიციო საზოგადოებას დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის აქტივები ჰქონდა. ჰოლდინგის წარმომადგენლები გასულ წელს საქართველოში იმყოფებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება
საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარაბაშვილმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს. "ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია Stena Line-ს გენერალურ დირექტორთან ნიკლას მარტენსონთან. საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები საქართველოს პორტების გავლით საქონლის საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ხელშესაწყობად", - წერს ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს ალან ბერსეს შეხვდა.შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და მეგობრულ ურთიერთობებს, აგრეთვე საქართველოს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის სხვადასხვა მიმართულების განვითარებაში შვეიცარიის მიერ შეტანილი გრძელვადიანი წვლილის მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გამოითქვა ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ საქართველოში არაერთი შვეიცარიული კომპანია მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით ოპერირებს და ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს შვეიცარიელი მეწარმეებისთვის. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტოროული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე აღინიშნა 2008 წლის კონფლიქტის შემდგომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შვეიცარიის, როგორც მედიატორის ფუნქციის მნიშვნელობა.
ირაკლი ღარიბაშვილი: სერბეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დღეს სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის პატივი მქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს. ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრის პატივი მქონდა დღეს. საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის არსებული დინამიური თანამშრომლობა, ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მიზნად ისახავს, განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს
საქართველო მიზნად ისახავს, განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. დავოსში ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა გერმანული ენერგეტიკული კომპანიის - “RWE AG” -ის აღმასრულებელ დირექტორთან მარკუს კრებერთან გამართა შეხვედრა, სადაც განიხილეს საქართველოს ენერგოსექტორი და ასევე მიმდინარე და შემოთავაზებული რეგიონალური პროექტები. “მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შევხვდი გერმანიის ქალაქ ესენში სათავო დაწესებულების მქონე მრავალეროვნული ენერგოგენერაციის კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს მარკუს კრებერს. განვიხილეთ საქართველოს ენერგოსექტორი, მიმდინარე და შემოთავაზებული რეგიონალური პროექტები. საქართველო მიზნად ისახავს განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ამაყობს ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატით
საქართველო ამაყობს ხელსაყრელი და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საზღვაო ტერმინალის ოპერატორი კომპანიის – DP World-ის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორთან სულთან აჰმედ ბინ სულეიმთან შეხვედრას. ირაკლი ღარიბაშვილმა და Adani Group-ის თავმჯდომარემ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მრავალეროვნული ლოგისტიკური კომპანიის თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორთან სულთან აჰმედ ბინ სულეიმთან. საქართველო ამაყობს ხელსაყრელი და მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატით, რაც საინტერესო ქვეყნად წარმოაჩენს მას იმ ბიზნესწრეებისთვის, რომლებიც საქმიანობის გაფართოებას ან წარმომადგენლობის გახსნას აპირებენ. მოუთმენლად ველით თანამშრომლობას!”,- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა განვიხილეთ
ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა განვიხილეთ, - ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შევხვდი. განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები. საქართველო ევროპულ გზაზე წინ მიიწევს”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
უკრაინაში ომი არის კატასტროფა მთელი რეგიონისთვის, ამ ომმა დაგვანა - ღარიბაშვილი
უკრაინაში ომი არის კატასტროფა მთელი რეგიონისთვის, ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიმდინარე დისკუსიაზე განაცხადა, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ესწრებიან. ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა განვიხილეთ „უკრაინაში მიმდინარე ომი არის კატასტროფა მთელი რეგიონისთვის. ჩვენც გვეხება და მგონი, ამ ომმა დაგვანახა, რომ ქვეყნებმა და ერებმა უნდა მოახდინონ ეკონომიკების დივერსიფიკაცია. ომამდე ქვეყნები ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ შუა დერეფანს, მაგრამ ომის შემდეგ ყურადღება გაიზარდა და გააქტიურდა. ამიტომ, როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბრძანა, მეც გავიმეორებ, რომ ბრწყინვალე ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან, თურქეთთან. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გაგვაჩნია და ჩვენი ქიმიური, აი ასე ნივთიერებების სახით შერწყმა ძალიან კარგია. ჩვენ ამ ეტაპზე დიდ კაპიტალ დაბანდებას ვახდენთ ინფრასტრუქტურაში. მინდა, აქვე ვახსენო, რომ ჩვენი გზატკეცილები, რომელიც შენდება, 2024 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს. 2.3 მლრდ დოლარი ჩაიდო ამ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში და ეს ხელს შეუწყობს ტრანსპორტირების მიმართულებას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტზე ბევრ პოტენციურ ინვესტორს ვესაუბრებით
საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურა დიდია, მაგრამ კიდევ უნდა გაიზარდოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე - „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“ გამოსვლისას განაცხადა. ანაკლიის პორტი ახალი გეოპოლიტიკური ინტერესების ფოკუსშია მისივე თქმით, ამ მიზნით საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტზე ბევრ პოტენციურ ინვესტორს ესაუბრება. „ერთი კონკრეტული პროექტი მინდა ვახსენო, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ამ პორტის მშენებლობას. ამ კონსორციუმის 51% იქნება საქართვლოს მთავრობის მფლობელობაში, 49%-ზე კი საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. ანაკლიის პორტზე ბევრ პოტენციურ ინვესტორს ვესაუბრებით“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა. 2022 წლის 1 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადგენს. 2021 წლის 6 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა Europetime-ს განიცხადა, რომ ანაკლიის პორტი ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. 2021 წლის 4 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) და მისმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელის შეტანა 2020 წლის 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ტედ ჯონასმა და იურიდიული ფირმის, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთევან ქვარცხავამ დააანონსეს. 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ასევე წაიკითხეთ ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა
ღარიბაშვილი ანაკლიის პორტზე: ეს პროექტი, საქართველოს შესაძლებლობების გაზრდის მიზნით უნდა განხორციელდეს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, ერთ-ერთ პანელზე გამოსვლისას განმარტა, თუ რატომ გეგმავს საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის აშენებას. „ერთი კონკრეტული პროექტი მინდა ვახსენო - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ამ პორტის მშენებლობას, 51% ამ ობიექტისა, ამ კონსორციუმისა იქნება საქართველოს მთავრობის მფლობელობაში, 49 % კი გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერზე. ჩვენ საუბარი გვაქვს ბევრ პოტენციურ ინვესტორთან ამ მიმართულებით და რატომ ვაკეთებთ ამას, მოგახსენებთ, რატომ გვინდა ამ პორტის მშენებლობა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ეს პროექტი უნდა განხორციელდეს საქართველოს შესაძლებლობის გაზრდის მიზნით. „პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ მზარდია პოტენციალი აზერბაიჯანის პორტებში, ყაზახეთსაც იგივე მზარდი პოტენციალი გააჩნია, საქართველოს 550 ათასი ტონა შეუძლია გაატაროს ფოთში და 20 000 ათასი ბათუმში, ეს არ არის საკმარისი, მინდა, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ შესაძლებლობის გაზრდის მიზნით,“- განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტზე ბევრ პოტენციურ ინვესტორს ვესაუბრებით
ღარიბაშვილი შავი ზღვის კაბელის პროექტზე: ამ აბიციურ პროექტს 4 ქვეყანა განახორციელებს და ინვესტიციებს ჩადებს
შავი ზღვის კაბელის პროექტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, რომელსაც აზერბაიჯანთან, რუმინეთთან და უნგრეთთან ერთად ვახორციელებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“ გამოსვლისას განაცხადა. რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო როდის დასრულდება შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს „ეს ინიციატივა მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ. ბუქარესტში ვიყავით სექტემბერში, სადაც ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ოთხივე ქვეყანა განახორციელებს ამ პროექტს და ინვესტიციებს ჩადებს ამ ამბიციურ პროექტში. ეს ძალიან საინტერესო ინიციატივაა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. ინფორმაციისთვის, 17 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა. 19 დეკემბერს დღეს გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. ამ დრომდე ოფიციალურად არ თქმულა, საქართველოს რომელი რეგიონიდან უნდა დაწყებულიყო ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება, თუმცა უკრაინულმა მედიამ გარკვეული ვერსია უკვე განიხილა. კერძოდ, delo.ua-ს ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი კაბელი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება.
მზად უნდა ვიყოთ, რომ შუა დერეფანში ტვირთბრუნვა გაიზრდება. ეს მარშრუტი ყველაზე მოკლეა ევროპასა და მწარმოებლებს შორის - ირაკლი ღარიბაშვილი
„მზად უნდა ვიყოთ, რომ ტყვირთბრუნვა გაიზრდება [შუა დერეფანში], ეს მარშრუტი ყველაზე მოკლეა ევროპასა და მწარმოებლებს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“ გამოსვლისას განაცხადა. „მაგალითად, ჩინეთიდან მომავალი მატარებელი, მაქსიმუმ 10-15 დღეში შემოვა საქართველოში, როცა ზღვით ტვირთების გადაზიდვას 45 დღე სჭირდება. ამიტომ, ეს მნიშვნელოვანი დერეფანია. ყველა ეს ქვეყანა მოტივირებულია და მიზნად ისახავს ამ დერეფნის განვითარებას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისვე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს რკინიგზის წარმადობა არის 25 მილიონი ტონა წელიწადში. „ჩვენ ამ ეტაპზე რკინიგზის მოდერნიზაციას ვახორციელებთ. 2024 წლის ბოლოსთვის იქნება დასრულებული და იმ ეტაპისთვის 48 მილიონი ტონა იქნება წარმადობა. ახლა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე ვმუშაობთ აზერბაიჯანთან. რამდენიმე თვის წინ, აზერბაიჯანმა დამატებითი დაფინანსება გამოყო ამ პროექტის დასასრულებლად და ეს პროექტი მზად იქნება 2024 წელს. 25 მილიონი ტონა აქედან შემოვა. ამიტომ, ეს ძალიან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტებია. აქვე მინდა, ვახსენო ურთიერთობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ურთიერთობა დრომ გამოსცადა. სანდოობა უმაღლეს დონეზეა. ჩვენ ერთად განხორციელებული გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული პროექტები, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მილსადენები, ახლა რკინიგზის პროექტი და ბევრი სხვა, რომელიც მომავალში იქნება“, - განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში საქართველო არის ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი - ირაკლი ღარიბაშვილი
რაც შეეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს, მინდა გითხრათ, რომ საქართველო არის ნამდვილად ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე -„როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ალიევი: ჩვენი წინადადება იყო, ლიდერები შევხვედროდით საქართველოში, რადგან ლიდერები ისტორიულად იკრიბებიან საქართველოში, მაგრამ სომხეთი ამისთვის არ არის მზად როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, რეგიონი უნდა გარდაიქმნას მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობებად. „რაც ბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა არის ნამვილად ჩვენს ინტერესებში, რომ შედგეს სამმხრივი შეხვედრა, იმიტომ რომ ეს რეგიონი გვეკუთვნის ჩვენ, სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს და ჩვენ შეგვიძლია გარდავქმნათ ეს რეგიონი რეგიონალურ შესაძლებლობებად, მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობებად. ერთი რამ მინდა ვახსენო ასევე - ცივი ომის და საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა ტერმინი ენდე, მაგრამ გადაამოწმე, აი ეს ნდობა არის აქტუალური, მაგრამ დაემატა ახალი ფრაზა, არ ენდო, მაგრამ ითანამშრომლე“, - განაცხადა პრემიერმა.
რა საკითხები განიხილეს პრემიერმა ღარიბაშვილმა და ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარს იოჰანეს ჰანის შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, დავოსში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განსახილველი საკითხები იყო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გაესვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. ირაკლი ღარიბაშვილმა იოჰანეს ჰანის საქართველოს ევროინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა. „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის შევხვდი. განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები. საქართველო ევროპულ გზაზე წინ მიიწევს”, - აღნიშნულია პრემიერის Twitter-ზე განთავსებულ პოსტში. დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარეს, გაუტამ ადანის შეხვდა. საუბარი შეეხო კონკრეტული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. გაუტამ ადანი ენერგეტიკული და სატრანსპორტო-ლოგისტიკური სფეროებით დაინტერესდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული მიმართულებით საქართველოს დიდ პოტენციალსა და რესურსებზე ისაუბრა. „2022 წელს გაუტამ ადანი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად დასახელდა. მისი ქონება 155 მილიარდ დოლარს აღემატება. Adani Group 50 ქვეყანაში ოპერირებს, კომპანიაში დასაქმებულია 23000 ადამიანი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მუნიციპალიტეტებს 19 695 000 ლარი გამოეყოფა
მთავრობის განკარგულებით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტებს 19 695 000 ლარი გამოეყოფა. „სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში 19 695 000 ლარი“, - აღნიშნულია განკარგულებაში. ამასთან, მუნიციპალიტეტებს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, მიმდინარე წლის იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის გაცემის მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 470 000 ლარი გამოეყოფა. „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე მიმდინარე წლის იანვარში განვითარებული სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლების კომპენსაციის გაცემის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 1 470 000 ლარი“, - აღნიშნულია განკარგულებაში.
დეკრეტული შვებულების ანაზღაურება ორმაგდება
„დეკრეტული“ შვებულების ფულადი დახმარება 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარით განისაზღვრა, - საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრისა და გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დადგენილების პროექტის თანახმად, ფულადი დახმარების ოდენობა ჯამურად 1000 ლარის ნაცვლად 2000 ლარით განისაზღვრა. „ამასთან, საჯარო სკოლის მასწავლებელს, ორსულობისა და მშობიარობის გამო, ბავშვის მოვლის გამო, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებად შვებულებებთან დაკავშირებით, ზემოაღნიშნულ დახმარებასთან ერთად, დამატებითი სოციალური დაცვის ღონისძიების სახით, მის მიერ შვებულებების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად მიეცემა დამატებითი ანაზღაურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; დადგენილების მოქმედება გავრცელდება იმ დასაქმებულებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, 2023 წლის 1 იანვრიდან ისარგებლებენ ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულებით, ბავშვის მოვლის გამო შვებულებითა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით. საქართველოს ორგანულ კანონში - „საქართველოს შრომის კოდექსში“ ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელებამდე ე.წ. „დეკრეტული“ შვებულების ანაზღაურების ოდენობა 2014 წლიდან 1000 ლარს შეადგენდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმის შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. მთავრობის მეთაურმა დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი იყო დამატებითი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნებს შორის მეგობრობისა და პარტნიორობის გაძლიერებისკენ. პრემიერმა ელჩს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მისი ვიზიტის დროს გაერთიანებული საამიროების მთავრობის მხრიდან გამოჩენილი სტუმართმოყვარეობისა და გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრობას და მჭიდრო პარტნიორობას. გამოითქვა მზადყოფნა სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.
Tav Airports-ის აქციები ფრანგულმა კომპანიამ იყიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ADP ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს, ედვარდ ორქრაითს შეხვდა. ფრანგულმა კომპანია ADP ჯგუფმა Tav Airports-ის აქციები იყიდა და მისი მფლობელი გახდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და აეროპორტების სამომავლო განვითარების სტრატეგია მიმოიხილეს. ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ისევე როგორც ტურიზმის მზარდი დინამიკა ამბიციური გეგმების დასახვის შესაძლებლობას ქმნის. ყურადღება დაეთმო როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში სერვისების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი განვითარების გეგმაზე, რომელზე მუშაობაც დასრულების ფაზაშია. მთავრობის მეთაურმა დელეგაციის წევრებს ე.წ. „მასტერპლანთან“ დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობისთვის, მათ შორის, ახალი ავიახაზებისა და ახალი მარშრუტების სტიმულირების მიმართულებით. რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმას, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარე წლის თებერვალში დასრულდება. ADP ჯგუფი მართავს და ოპერირებას უწევს სხვადასხვა კონტინენტზე 20-ზე მეტ აეროპორტს. ADP ჯგუფის მართვაში არსებული აეროპორტები ცნობილია კვალიფიციური სერვისებით და მდგრადი განვითარებით. ADP ჯგუფი (l’Aéroport de Paris) დაფუძნდა 1945 წელს. მისი მიზანია მგზავრებს მაღალი ხარისხის მასპინძლობის სტანდარტები და ხარისხიანი მოგზაურობა შესთავაზოს. ADP ჯგუფი, პარტნიორებთან ერთად, მომავლის აეროპორტებს აშენებს, რაც ეფუძნება ინოვაციებს, მდგრად განვითარებას, მრავალფუნქციურ და დახვეწილ სერვისებს. ADP ჯგუფი საფრანგეთში მართავს პარიზის შარლ დე გოლისა და ორლის აეროპორტებს.
გიორგი შარვაშიძე სომხეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიორგი შარვაშიძე სომხეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა. სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას მჭიდრო მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს და სამომავლოდ სხვადასხვა სფეროში აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოითქვა. გიორგი შარვაშიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, მინისტრის პირველ მოადგილედ. აგრეთვე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. 2016 – 2022 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. გარდა ამისა, 2004 – 2013 წლებში მუშაობდა ბუდაპეშტში ღია საზოგადოების ინსტიტუტში აკადემიური მხარდაჭერის პროგრამის დირექტორად. გიორგი შარვაშიძე არის პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ევროპის აკადემიის ნამდვილი წევრი, დაჯილდოებულია ბრწყინვალების ორდენით. არის მონოგრაფიისა და სამეცნიერო სტატიების ავტორი.
დაზვერვის სამსახურის უფროსმა პრემიერს ანგარიში წარუდგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის უფროსს შალვა ლომიძეს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, შალვა ლომიძემ პრემიერ-მინისტრს სამსახურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარუდგინა. „პრემიერ-მინისტრმა და დაზვერვის სამსახურის უფროსმა განიხილეს 2023 წლის გეგმები და სამსახურის განვითარების პრიორიტეტები. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმოიხილეს აგრეთვე რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კრწანისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმს გიორგი მაზნიაშვილის სახელი მიენიჭება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან გიორგი მათიაშვილთან ერთად, კრწანისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი, რომელსაც გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელი მიენიჭება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად, შენობის ფუნდამენტში კაფსულა ჩადო და მოისმინა დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. თავდაცვის სამინისტრომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობა დაიწყო. ლიცეუმის ტერიტორიაზე აშენდება ახალი ფუნქციური შენობები, ხოლო იქ არსებულ ობიექტებს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. 42 ჰექტარ ტერიტორიაზე დაგეგმილია 400 კადეტზე გათვლილი საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსების, სასადილოსა და ლაზარეთის შენობების, აგრეთვე საკონფერენციო დარბაზისა და ადმინისტრაციული კორპუსის სრული რეკონსტრუქცია. ასევე, აშენდება სიმულაციის ცენტრი, დახურული სპორტული დარბაზი, ინფრასტრუქტურის სამსახურის შენობა და საკონტროლო გამშვები პუნქტი. ტერიტორიაზე მოეწყობა ახალი ავტოსადგომი, საწვავგასამართი სადგური, ავტოსამრეცხაო და სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო უბანი. კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობისთვის 40 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში წლებია წარმატებით ფუნქციონირებს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. ახალი ლიცეუმი დასავლეთ საქართველოს ლიცეუმის ანალოგი იქნება და აღმოსავლეთ საქართველოს დაფარავს.
საქართველო პოლონეთთან ერთად ქართული დრონების წარმოებას იწყებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ-პოლონური საწარმოს მიერ განხორციელებულ უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ჩვენებას დაესწრო. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენმა აპარატებმა საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელეს. მათივე ინფორმაციით, ქართულ-პოლონური საწარმოს – შპს „დელტა-ვებეს“ მიერ WARMATE-ისა (კამიკაძე) და FLYEYE-ის სადაზვერვო ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების სადემონსტრაციო ფრენას მხარდამჭერი ცენტრის – „კრწანისის“ სასროლეთზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. „სადემონსტრაციო ფრენებისთვის საჭირო მოსამზადებელი პროცედურები პოლონელმა და ქართველმა სპეციალისტებმა ერთობლივად განახორციელეს. FLYEYE-ის უპილოტო საფრენი სისტემა მძიმე მეტეოროლოგიური და რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში, ყველა კლიმატურ ზონაში მაღალი სიზუსტის ამოცანების შესასრულებლად არის შექმნილი. სისტემა ფარული დაკვირვების შესაძლებლობებსა და სისტემაში მიღებული მონაცემების ანალიზს უზრუნველყოფს რეალურ დროში, დღისით და ღამით. WARMATE-ი საბრძოლო ბარაჟირებადი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც აქვს დადასტურებული ეფექტიანობა და განადგურების მაღალი სიზუსტე. მას აქვს სხვადასხვა ტიპის ქობინები. ის გამოიყენება პოლონეთის არმიაში და აგრეთვე ნატოს წევრი სხვა და არაწევრი მომხმარებლების მიერ, სადაც რეგულარულ არმიასა და სპეციალურ ძალებში იყენებენ. შპს „დელტა-ვებე“ საქართველოში დაფუძნდა „დელტას“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების – შპს „დელტა ინტერნეიშენალისა“ და WB Electronics S.A.-ის მიერ. ქართულ-პოლონური საწარმოს მიზანი უპილოტო საფრენი აპარატების აწყობაა. საწარმო წელიწადში ასეულობით დრონის წარმოებას შეძლებს. ამ ეტაპზე კომპანია WARMATE-ისა და FLYEYE-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საამწყობო ხაზის გამართვის პროცედურებს უზრუნველყოფს. სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, შპს „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულია ხელშეკრულებაც, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგცენტრის გახსნას ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ. ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან ერთად, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრის – „კრწანისის“ ახალ სასადილოში ჯარისკაცებთან ერთად ისადილა“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას - ღარიბაშვილი
დღეს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. პრემიერი განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავს მათ მიმართ, ვინც სასწაულებრივად გადაურჩა კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას. „დღეს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას. განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავთ მათ მიმართ, ვინც სასწაულებრივად გადაურჩა კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას. ამ დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ აღარასდროს დავუშვათ მსგავსი ტრაგედიის განმეორება, და ვალდებულებას, რომ დავუპირისპირდეთ სიძულვილის ნებისმიერ გამოვლინებას, ვაშენოთ უფრო უსაფრთხო და თავისუფალი მსოფლიო“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
საქართველო მიმზიდველია ინვესტიციებისთვის, ჩვენ მივესალმებით ავსტრიული კომპანიების შემოსვლას - ირაკლი ღარიბაშვილი
ავსტრია-საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის კანცლერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ასევე გვქონდა განხილვა როგორ უნდა გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები სხვა მიმართულებით, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, ტურიზმი, ინვესტიციები. საქართველო არის ძალიან საინტერესო ადგილი ინვესტიციების განსახორციელებლად. ჩვენ ბოლო ორი წელია შევძელით ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა. 2021 წელს ზრდა იყო 10,5%, 2022 წელს 10%. რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეტი პროექტები განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის“, - განახადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა ინვესტიციების მიმზიდველობის თვალსაზრისით. „ჩვენ ვართ მე-7 ადგილზე ბიზნესის კეთების სიმარტივით. ასევე ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები ბიუროკრატიული ბარიერების მქონე ქვეყანა და ჩვენ ყოველთვის მივესალმებით ავსტრიული კომპანიების შემოსვლას საქართველოში“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: კარლ ნეჰამერის ისტორიული ვიზიტი ადასტურებს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისადმი ავსტრიის ურყევ მხარდაჭერას
ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ კარლ ნეჰამერის ისტორიული ვიზიტი ქვეყნებს შორის დინამიკურ თანამშრომლობას და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისადმი ავსტრიის რესპუბლიკის ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს. „მაქვს პატივი, ვუმასპინძლო ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს საქართველოში. ბატონი კარლ ნეჰამერის ისტორიული ვიზიტი ადასტურებს ორი ქვეყნის დინამიკურ თანამშრომლობას და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისადმი ავსტრიის რესპუბლიკის ურყევ მხარდაჭერას. ბევრ სხვა საკითხთან ერთად, განვიხილეთ სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები”, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. დღესვე, პრემიერმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტიკურ დონეზე უმაღლეს ნიშნულზეა ურთიერთობა ავსტრიასა და საქართველოს შორის. „დღევანდელი ვიზიტი სწორედ ამის დადასტურებაა. კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრათ ჩვენს პატივცემულ სტუმარს. ჩვენ ასევე გვქონდა განხილვა იმის შესახებ, თუ როგორ გავაღრმაოთ ურთიერთობები სხვა მიმართულებით, როგორიც არის ვაჭრობა, ეკონომიკა, ტურიზმი და ინვესტიციები. საქართველო არის ძალიან საინტერესო ადგილი ინვესტიციების განსახორციელებლად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა
რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და ავსტრიის კანცლერმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს კარლ ნეჰამერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები და არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. „ხაზი გაესვა საქართველოში ავსტრიის ფედერალური კანცლერის ვიზიტის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ეს ვიზიტი ადასტურებს ავსტრიის რესპუბლიკის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და საქართველოს ავსტრიის მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ პარტნიორად წარმოაჩენს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც საერთო-ევროპულ ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული. პრემიერმა აღნიშნა, რომ ავსტრიის რესპუბლიკას საქართველოს სახით საიმედო პარტნიორი ჰყავს, რომელიც რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ ხელს უწყობს საერთო-ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების დაცვას მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ხაზი გაესვა რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის ისტორიული პროექტი. ხაზი გაესვა პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ხაზი გაესვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ავსტრიის რესპუბლიკის ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ნეჰამერს საქართველოს ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები ტურიზმისა და ენერგეტიკის მიმართულებით. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინაში ომი უდიდესი გამოწვევაა ევროპის კონტინენტზე. „ასეთი მასშტაბის კრიზისი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, მსოფლიოსთვის და ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენს ქვეყანას თავისი პრობლემები აქვს. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, 2008 წლის ომი, რა თქმა უნდა, დამანგრეველი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ამის შედეგია ჩვენი ისტორიული ტერიტორიების, აფხაზეთის, სამაჩაბლოს ე.წ. აღიარება და ოკუპაცია დღემდე გრძელდება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. ამ გამოწვევას სწორი, გონივრული პოლიტიკით ვპასუხობთ. მოვახერხეთ ბოლო 10 წელიწადში ის, რომ გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებულია
საქართველომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე ყველა შესაძლო წარმატებას მიაღწია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის კანცლერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებულია. „დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც ვენეციის კომისიაში გაიგზავნა. აუცილებელია ოპოზიციის ჩართულობაც, რადგან პოლარიზაციის დასრულება ოპოზიციის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, კარი გავხსნათ მათთვისაც, ეს დიალოგი უნდა იყოს კონსტრუქციული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე ყველა შესაძლო პროგრესს მიაღწია რაც შეგვეძლო ბოლო 10 წელიწადში მიგვეღო - ეს არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა და ახლა უკვე ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ივნისში იქნა მიღწეული, სადაც ნათლად დადასტურდა ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ავსტრიას და პირადად ბატონ კანცლერს. ვაფასებთ ავსტრიის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნეჰამერი: ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ცენტრშია, როდესაც საქართველოსთან მიმართებით ვმოქმედებთ
თბილისში ვიზიტისას, ავსტრიის კანცლერმა განაცხადა, რომ პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განიხილა უკრაინაში მიმდინარე ომი. ავსტრია, რგორც თქვენი პარტნიორი და მეგობრული ქვეყანა, საქართველოს მხარს დაუჭერს იმ რთულ გზაზე, რომელზეც საქართველო იმყოფება. ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა თბილისში ვიზიტისას, პრემიერ ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ვისაუბრეთ თემაზე, რომელიც ერთ წელზე მეტია, ყველას გვაშფოეთებს - უკაინის ომზე, ადამიანები უაღრესად მძიმე გაჭირვებაში არიან, ომის სულ უფრო მძიმე ხასიათს იძენს და ამით იზრდება ადამიანებიდ ტანჯვა. საქართველო მართლაც განსაკუთრებულ სიტუაციაშია. საქართველოს ელჩი ყოველთვის მიუთითებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, საქართველოს ტეროტორიების ნაწილი ოკუპირებულია. რუსი სამხედროები დგანან თქვენს ტერიტორიებზე, რასაც ავტომატურად მოაქვს ის რეალობა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა გარკვეულწილად, სხვა რეალობაში უნდა გამოიხატებოდეს. სწორედ ამიტომ შემიძლია, ვთქვა, ძალიან მიხარია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ფინანსურ სანქციას. ეს მართლაც მარტივი არ არის, რადგანაც ზეწოლა საქართველოზე ძალიან მაღალია. საქართველოს ლტოლვილთა დიდი ნაკადი დაატყდა თავს რუსეთის ფედერაციიდან და ესეც, ყველაფერთან ერთად დიდი გამოწვევაა მით უმეტეს, ასეთ მძიმე პერიოდში. ეს საქართველოს მთავრობისთვის არის დიდი გამოწვევა. მინდა, ვთქვა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის და გარანტია მოგცეთ, რომ ავსტრია დაეხმარება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა კარლ ნეჰამერმა. ნეჰამერის თქმით, ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში მას თავისი წვლილი შეაქვს. „ავსტრია აბსოლუტურად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ცენტრშია, როდესაც საქართველოსთან მიმართებით ვმოქმედებთ“, - აღნიშნა ავსტრიია კანცლერმა. მისივე თქმით, პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია რაციონალური შეფასებები: „უნდა ვმოძრაობდეთ შესაძლებლობების დერეფანში და ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს“, - განაცხადა კარლ ნეჰამერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: შავი ზღვის ელექტროკაბელი და სხვა პროექტები დაეხმარება საქართველოს, რომ კიდევ უფრო მეტად ინტეგრირდეს ევროპულ ბაზარზე
ჩვენ ახლა დავიწყეთ სტრატეგიული პროექტის განხორციელება ევროკავშირის ჩართულობით. ესაა შავი ზღვის ელექტროკაბელი, გადამცემი ხაზი, რომელზეც უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, 4 ქვეყანაა ამ თემაში ჩართული - საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის კანცლერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რას მოიცავს „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ და რა სარგებელს მიიღებს საქართველო როდის დასრულდება შავი ზღვის კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, რომელსაც მსოფლიო ბანკი აფინანსებს „ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი თვალსაჩინო, სამაგალითო პროექტი. ჩვენ დაკავშირებადობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ზოგადად და ერთ-ერთი გამოკვეთილი პრიორიტეტია ჩვენი მთავრობის, ეს და სხვა პროექტები, რა თქმა უნდა, დაეხმარება საქართველოს, რომ კიდევ უფრო მეტად ინტეგრირდეს ევროპულ ბაზარზე, კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდეს და ეს ურთიერთდამოკიდებულების ხარისხი ჩვენ ორმხრივად უნდა გავაძლიეროთ. ესაა ძირითადი საკითხები, რომელზეც ჩვენ დღეს გვქონდა საუბარი ბატონ კანცლერთან. დღეს საკმაოდ დატვირთული განრიგი აქვს ბატონ კანცლერს საქართველოში. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ვიზიტისთვის“, - განაცხადა პრემიერმა. საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი დღეს ეწვია. აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს ელჩი ავსტრიაში და ავსტრიის ელჩი საქართველოში დახვდნენ. ინფორმაციისთვის, 17 დეკემბერს ხელმოწერილი დოკუმენტი ეფუძნება ოთხი ქვეყნის ინტერესებს, რომლებიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. რუმინული მხარის ცნობით, წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის პროექტი შავი ზღვის გავლით, ენერგეტიკის სფეროში შეთანხმების ნაწილია ევროკომისიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის და ამავე დროს, საფლაგმანო პროექტი საქართველოსთვის, როგორც ევროკავშირის „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგიის ნაწილი. ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეფასებით, ამ შეთანხმების განხორციელება მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ სტრატეგიული პარტნიორობის კუთხით, ძალიან დიდი წვლილი იქნება ევროპის ენერგოუსაფრთხოების საქმეში. რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, შეთანხმების მთავარი ამოცანა ენერგოუსაფრთხოება და რეგიონალური თანამშრომლობაა. 19 დეკემბერს დღეს გახდა ცნობილი, რომ საუდის არაბეთმა გამოთქვა სურვილი, აზერბაიჯანიდან ევროპაში „მწვანე“ ელექტროენერგიის ექსპორტის პროცესს შეუერთდეს. ამ დრომდე ოფიციალურად არ თქმულა, საქართველოს რომელი რეგიონიდან უნდა დაწყებულიყო ელექტროგადამცემი კაბელის შავი ზღვის ფსკერზე განთავსება, თუმცა უკრაინულმა მედიამ გარკვეული ვერსია უკვე განიხილა. კერძოდ, delo.ua-ს ცნობით, არის მოლოდინი, რომ ელექტროგადამცემი კაბელი (რომლის მთლიანი სიგრძე დაახლოებით 1195 კმ. (95 კმ. სახმელეთო და 1100 კმ. წყალქვეშა ნაწილი) ხოლო სიმძლავრე - 1000 მგვტი იქნება), შავი ზღვის ფსკერზე, სოფელ ანაკლიიდან რუმინეთის პორტ კონსტანცამდე გადაიჭიმება.
საქართველოში კარლ ნეჰამერის ვიზიტი დასრულდა
საქართველოში კარლ ნეჰამერის ვიზიტი დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტი: ევროკავშირმა რუსეთს უნდა აჩვენოს, რომ საქართველოს ევროკავშირის მხარდაჭერა აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს კარლ ნეჰამერსა და ავსტრიის დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა. ნეჰამერი: საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ფინანსურ სანქციას. ეს მარტივი არ არის, რადგანაც ზეწოლა საქართველოზე ძალიან მაღალია ნეჰამერი: ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ჩვენი პოლიტიკური აქტივობის ცენტრშია, როდესაც საქართველოსთან მიმართებით ვმოქმედებთ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის პატივსაცემად მთაწმინდაზე ოფიციალური ვახშამი გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა და კარლ ნეჰამერმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს. დღის ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა.
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და მოლდოვის ვიცე-პრემიერმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვის ვიცე-პრემიერს რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა მიმართულებით ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების წარმატებულ თანამშრომლობას და გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება. პრემიერ-მინისტრმა და მოლდოვის ვიცე-პრემიერმა დაადასტურეს მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში.საუბარი ასევე შეეხო ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ყურადღება გამახვილდა ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულებაზე, უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამოქმედო გეგმაზე. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ხაზი გაესვა არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი რუსლან ბოლბოჩანი, რეინტეგრაციის პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე ეუგენ კარა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა. ამის შესახებ ინფორმაცოას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე სამინისტროს 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ,,საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის" იმპლემენტაციის დინამიკას. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და მოადგილეებმა მთავრობის მეთაურს მიაწოდეს ინფორმაცია ყველა იმ ძირითად პროგრამასა და პროექტზე, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელდება. აღინიშნა, რომ აგრარული მიმართულებით გაგრძელდება ყველა ის ძირითადი პროგრამა/პროექტი რომელსაც სახელმწიფო წლების განმავლობაში ახორციელებდა, ესენია: შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, დანერგე მომავალი, აგროდაზღვევის პროგრამა, შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა, ტექნიკური დახმარების პროგრამა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი პროგრამები. 2023 წელს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით იზრდება და 200 მლნ ლარს შეადგენს. დაგეგმილია 10,000-ზე მეტი სესხის გაცემა, რომელიც 1 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ბიუჯეტის ზრდის მიზანია, ფერმერებისა და მეწარმეებისთვის წლის განმავლობაში, უწყვეტად იყოს მეტი ფინანსური რესურსი ხელმისაწვდომი როგორც შეღავათიანი აგროკრედიტის, ასევე აგროლიზინგის კუთხით. 2013 წლიდან 80 ათასამდე 5 მლრდ ლარის სესხია გაცემული. ამასთან, 2023 წელს გაგრძელდება ბოლო წლების ტენდენცია, რაც გულისხმობს ქვეყანაში გადამამუშავებელი და შემნახველი სექტორის განვითარების ხელშეწყობას. პირველადი პროდუქციის წარმოების ზრდის პარალელურად, კვლავ მზარდია მოთხოვნა გადამამუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. 2023 წელს, მიზნობრივი პროგრამის ბიუჯეტის 25 მლნ ლარამდე ზრდის შედეგად, გაგრძელდება მეტი ქართული ხარისხიანი აგროპროდუქციის წარმოების ხელშეწყობის მზარდი დინამიკა. დაგეგმილია 60-მდე ახალი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოს თანადაფინანსება. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ამ პროგრამების ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე, 289 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულების შემნახველი და გადამამუშავებელი 217 საწარმოს შექმნა თანადაფინანსდა 106 მლნ ლარით, რამაც შექმნა შესაძლებლობა, თანამედროვე სტანდარტებისა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მოხდეს პროდუქციის შენახვა/გადამუშავება. გაგრძელდება მრავალწლოვანი ბაღების გაშენების თანადაფინანსება. პროგრამის „დანერგე მომავალი" ფარგლებში, მიმდინარეობს სხვადასხვა მრავალწლოვანი კულტურის გაშენება, იზრდება იმპორტის ჩანაცვლებისა და ექსპორტის შესაძლებლობები. ეწყობა სეტყვის საწინააღმდეგო და სარწყავი სისტემები. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, ახალი ბაღები 20 ათასზე მეტ ჰექტარზე გაშენდა. 2023 წელს, პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 35 მილიონ ლარს და დაგეგმილია 3,500-დან 4000 ჰა-მდე მრავალწლოვანი ხეხილის ბაღის გაშენება. 2023 წელს სახელმწიფო გააგრძელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის მიზნობრივი პროექტების ბიუჯეტი იზრდება და 5 მლნ ლარს შეადგენს. სახელმწიფოს მხარდაჭერით, 2022 წელს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში 9 სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული საწარმოა შექმნილი, რომელიც 100-ზე მეტ მცირე ფერმერს აერთიანებს. სახელმწიფო თანადაფინანსება 4 მლნ ლარს აღემატება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილოება მიიღონ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მიმდინარე ყველა პროგრამაში, სადაც მათ სხვა იურიდიულ პირებთან შედარებით გააჩნიათ სახელმწიფო თანადაფინანსების დამატებით 10 %-იანი ბენეფიტები, ხოლო სპეციალური კოოპერატიული პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსება განსაზღვრულია 70- 80%-ის ფარგლებში. „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამისთვის", ჯამურად, 17 მლნ ლარია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ პრემიერის ინიციატივით, სახელმწიფომ 2022 წელს 50 მლნ ლარი გამოყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებისთვის. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გაცემულია 66 მლნ ლარის თანადაფინანსება. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საგრანტო პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულია 4800-ზე მეტი ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (გამწევი, მისაბმელი, მოსავლის ამღები და კომბაინი)შეძენა. 2023 წელს, პირველად განხორციელდება თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის მიზანია საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა თხილის ბაღების მესაკუთრეების ან/და მფლობელების სტიმულირების გზით. დღევანდელი მონაცემით, თხილის კადასტრში რეგისტრირებულია 68 ათასზე მეტი ბენეფიციარის 30 000 ჰექტრამდე თხილის ბაღი. ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, მათ შორის, ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის 2023 წელს, 16 მლნ ლარამდე დაიხარჯება. პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდისკენ მიმართული ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, გერმანია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა. ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე აშშ-ის, ევროპის და აზიის ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 103,368,263 მილიონი ლიტრი ქართული ღვინო, რაც 28%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე; 2023 წელს USAID-ი საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, მარკეტინგული ღონისძიებების მხარდაჭერას აშშ-ის, გერმანიის, სამხრეთ კორეის და დიდი ბრიტანეთის ბაზრებზე გეგმავს. 2023 წლის ბოლოსთვის ჰიდრომელიორირებული მიწის ფართობი - 200 000 ჰექტარს მიაღწევს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 65 მლნ ლარი დაიხარჯება. საერთაშორისო დონორების დაფინანსებით, 2023 წლიდან იგეგმება მასშტაბური საინვესტიციო პროექტების განხორციელება: ზემო სამგორის 19000 ჰა ფართობის სარწყავი ქსელის სრული რეაბილიტაცია, რაზეც 90 მლნ ევრო დაიხარჯება. (ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB); საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD); ევროკავშირი (EU) ; სახელმწიფო თანამონაწილეობა ) ასევე, მსოფლიო ბანკის 150 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ახალი პროექტით - GRAIL (Georgian Resilient Agriculture, Irrigation and land), 26000 ჰა ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება; პროექტი მიმართულია მდგრადი და პროდუქტიული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე. 2023 წელს დაიწყება USAID-ის ხუთწლიანი 23,75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის „ძლიერი სოფლის პროგრამის" განხორციელება, რომელიც დაეხმარება საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრებ მოსახლეობასა და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს. USAID-ის „ძლიერი სოფლის პროგრამის" 9 მილიონიანი საგრანტო პროგრამა დამატებით მინიმუმ 10,6 მილიონ აშშ დოლარს მოიზიდავს კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორებისგან. წარმატებით გრძელდება სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის IV ფაზის განხორციელება (55 მილიონი ევრო - 2021-2025), რაც საქართველოს დამატებით დახმარებას უწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვის მხრივ, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის პოტენციალი. სურსათის მწარმოებელი ობიექტები სრულად გადავლენ უვნებლობის თანამედროვე HACCP-ის სტანდარტზე. 2023 წლის ივნისიდან, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად, სურსათის მწარმოებელი ობიექტები სრულად გადავლენ უვნებლობის თანამედროვე HACCP-ის სტანდარტზე, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლის ინტერესების დაცვას და ბიზესსექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. რაც შეეხება გარემოს დაცვის მიმართულებას, დაცული ტერიტორიების შექმნა და არსებულის გაფართოება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. დაცული ტერიტორიების ფართობი დღეისათვის 900 ათას ჰექტარს შეადგენს, მათ შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში ფართობი 246 ათასზე მეტი ჰექტრით გაიზარდა. დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით. 2023 წელს, 20 მლნ ლარის ფინანსური რესურსი მოხმარდება სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას და არსებულის განახლება/რეაბილიტაციას. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, მომდევნო 6 წლის განმავლობაში, 16.25 მლნ ევროს ფინანსური რესურსი მოხმარდება ახალი დაცული ტერიტორიების (მათ შორის, რაჭის, შიდა ქართლისა და კვერეთის დაცული ტერიტორიების) ჩამოყალიბებას, ვიზიტორთა და ადმინისტრაციული ნაგებობების მშენებლობას, ადმინისტრაციების აღჭურვას და განვითარებას, ეკოტურისტული ინფრასტუქტურის განვითარებას, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსებას. 2023 წელს გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, გაძლიერდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობები. ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით, დაგეგმილია ცენტრალური და რეგიონული სტრუქტურის ოპტიმიზაცია. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული და ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ელექტრონული სისტემების დანერგვა, რათა უფრო ეფექტურად განხორციელდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. გრძელდებატყისინვენტარიზაციისპროცესი. 2023 წელს, ინვენტარიზაციადაგეგმილია, ჯამში, 215 ათასჰასატყეოფართობზე. 2023 წელს ტყის აღდგენის სამუშაოები განხორციელდება, ჯამში, 1 500 ჰა-ზე მეტ ფართობზე. მერქნულრესურსზეხელმისაწვდომობისგამარტივებისადასატყეომეურნეობისგანვითარებისმიზნით, 2023 წელს, ჯამში, საქართველოსმასშტაბით, 60-მდე „საქმიანიეზო" იფუნქციონირებს. გაგრძელდებათანამედროვეავტომატურიმეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიურიდაგეოლოგიურისადგურებისინსტალაციამთელიქვეყნისმასშტაბით. 2023 წელს, დაგეგმილია 137 ახალი სადგურის მონტაჟი. აღნიშნული სადგურებით უზრუნველყოფილი იქნება ზუსტი, ოპერატიული, დროული ინფორმაციით, საჭიროა დაკვირვების ქსელის გაფართოება, რომელიც დაფარავს ქვეყნის მთელ ტერიტორიას. ფართოვდება ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი. არსებულ სადგურებს დაემატება ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 9 ავტომატური სადგური.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სხდომაზე იმსჯელეს საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანის რეფორმაზე, რომელზეც მთავრობის მეთაურის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს. "აღინიშნა, რომ ზედიზედ ორი წელია საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, - 2021 წელს დაფიქსირებული 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წელს ასევე ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა და 10.1% შეადგინა, რაც მთავრობის სწორმა პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი. ეკონომიკური საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ინფლაციის შემცირებაზე. აღინიშნა, რომ 2023 წლის იანვარში წლიური ინფლაცია 9.4%-მდე შემცირდა და მოსალოდნელია შემცირების ტენდენციის გაგრძელება. საუბარი შეეხო სარეიტინგო სააგენტო „Fitch"-ის მიერ გამოქვეყნებულ საკრედიტო რეიტინგს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა. სხდომის წევრებმა მსხვილი ეკონომიკური პროექტები განიხილეს, რომლებზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ხელისუფლება თურქეთის მთავრობასა და ხალხს თანაგრძნობას უცხადებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს, მთავრობას და თურქ ხალხს კაჰრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო თანაგრძნობას უცხადებს. მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაიღუპა სულ მცირე, 100 ადამიანი „უდიდესი თანაგრძნობა მსურს გამოვხატო თურქი ხალხის, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისადმი კაჰრამანმარაშში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა გამო. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩვენ ვდგავართ თურქი ხალხის გვერდით და მზად ვართ აღმოვუჩინოთ მათ ნებისმიერი საჭირო დახმარება“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უსამძიმრებს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანს, თურქ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს გამძლეობას უსურვებს. სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს, რომ საქართველო თურქეთის გვერდით დგას ამ რთულ დროს. BBC-ის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაიღუპა სულ მცირე, 100 ადამიანი. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ათი ქალაქი დაზარალდა.
არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს თითქმის ერთ ლარამდე ფასნამატი - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ნავთობის იმპორტიორებს დაიბარებს და ფასები გონივრულ ზღვარს დაუბრუნდება. მისივე თქმით, არ შეიძლება, ერთ ლიტრ ბენზინზე 80-90- თეთრიანი, თითქმის 1 ლარის ღირებულების ფასნამატი იყოს. „ჩემი დავალებით, კონკურენციის სააგენტომ ნავთობის ბაზრის შესწავლა დაიწყო. თებერვლის ბოლოს დადასტურებულ საბოლოო სურათს წარმოადგენენ. ჩვენი ჩარევის შედეგად, როგორც იცით, ფასები ამ მიმართულებითაც დარეგულირდა და შემცირდა, თუმცა ახლა ჩემს წინაშეა დეკემბრის მონაცემები და ვხედავ, რომ ძალიან მაღალი მარჟებია და ნავთობის იმპორტიორები ჯერ კიდევ მაღალი მოგებით მუშაობენ, რაც მიუღებელია. მე მინდა მივმართო მინისტრებს, რომ დაიბარონ ნავთობის იმპორტიორები და ფასები გონივრულ ზღვარზე ჩამოვწიოთ. არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე 80-90 თეთრიანი, თითქმის 1 ლარის ღირებულების ფასნამატი იყოს. აუცილებელია, ეს საკითხი მაქსიმალურად მოკლე დროში დარეგულირდეს. მჯერა, რომ ჩვენი თანამოქალაქე იმპორტიორები ხალხის მდგომარეობას გაითვალისწინებენ და ფასებს შამცირებენ. ამ საკითხს მუდმივი ყურადღება და მონიტორინგი სჭირდება, რათა ცდუნება არ გაჩნდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრებს: დაიბარეთ სურსათის ყველა მსხვილი იმპორტიორი და მოახდინოთ გაზრდილ ფასებზე რეაგირება
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ხალხს უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით შეძენა, რაც რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია. მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი, შესაბამისი გამოსავლის გზებით „ვახსენე ინფლაცია და მინდა, ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გარკვეული განმარტება გავაკეთო. მე რამდენიმე კვირის წინ დავავალე კონკურენციის სააგენტოს, სურსათის პროდუქტების ფასების შესწავლა, მაინტერესებდა, რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრული ასე ვიტყოდი მარჟებით, მოგებით მუშაობენ იმპორტიორები. შედეგი მართლაც იყო შემაშფოთებელი და მე მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო ეს პირველადი მოკვლევის ანალიზის შედეგები. ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე და აღმოჩნდა, რომ მაგალითად ბრინჯი იქნება ეს თუ წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი, ზეთი, საბითუმო ფასებზე დამატებულია, ვგულისხმობ ჯერ გასაყიდ ფასს არ ვამბობ, 50-60-70-80 % არის ფასნამატი, საბითუმო ფასებზე. ამას ემატება რა თქმა უნდა შემდეგ უკვე საცალო ფასები, ფასნამატი, მინიმუმ 25-30% და გამოდის, რომ ჯამში ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით შეძენა. რაც რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამისი სფეროს მინისტრებს სურსათის იმპორტიორებთან შეხვედრა და პროდუქტების მაღალ ფასებთან დაკავშირებით გამოსავლის გზების მოძებნა დაავალა. „ჩვენი მხრივ მთავრობა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ვითარება, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს არის მიღწეული და შენარჩუნებული, ამ დროს ასეთი დამოკიდებულება იმპორტიორების მხრიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამიტომ, მე მინდა დავავალო დღეს მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს, რომ სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა ის მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხების შესწავლა და მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მე მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი, შესაბამისი გამოსავლის გზებით. ეს რა თქმა უნდა არის მიუღებელი, ამხელა მოგებით გვახსოვს ძალიან კარგად მუშაობდნენ წამლების იმპორტიორები, მედიკამენტების შემომტანები. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი მოყვა მაშინ ამ ამბავს, როცა ეს თემა გავხსენით, მაგრამ შედეგიც სახეზე იყო. გავხსენით თურქეთის ბაზარი და ახლა უკვე არის რეფერენტული ფასები, რამაც 60-70-80 პროცენტით შეამცირა მედიკამენტებზე ფასები და ჯამში ჩვენმა მოსახლეობამ 200 მლნ ლარის ეკონომია გააკეთა, ანუ საკუთარი ჯიბიდან დანახარჯები შემცირდა 200 მლნ ლარით. ამიტომ, მე ვხედავ აქ ძალიან დიდ პოტენციალს, ვხედავ რომ აქ სამწუხაროდ არ არის სწორი მიდგომა იმპორტიორების მხრიდან, ამიტომ საჭიროა მათთან საუბარი, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ამ მოწოდებას და ამ მიმართვას ანგარიშს გაუწევენ და გაითვალისწინებენ, არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება, ეს არის არასწორი საქციელი“, - აღნიშნა პრემიერმა.
აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც 500 მლნ დოლარის ინვესტიციას გულისხმობს - ღარიბაშვილი
აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც 500 მლნ დოლარის ინვესტიციას გულისხმობს, წელსვე გვინდა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებაც და ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მსხვილი პროექტების განხორციელება მთავრობის თანამონაწილეობით იგეგმება. „ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება. მე ვგულისხმობ როგორც მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და პროექტებს, ასევე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც გულისხმობს 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ჩვენ გვაქვს ამბიცია და მოტივაცია, რომ რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტი მივიღოთ თბილისში. მეორე ეტაპზე დაიგეგმება უკვე ბათუმის აეროპორტის გაფართოება და სრული მოდერნიზება. ამას გარდა, ჩვენ გვინდა, რომ წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. ამის თაობაზე აქტიურად ვმუშაობთ, ეკონომიკის სამინისტრო არის მოწოდების სიმაღლეზე და მსხვილი ჰესების პროექტი, რომელიც ყველასთვის არის ცნობილი. ასევე, ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე. კერძოდ, რას ვგულისხმობ: მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის ყველასთვის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი იყო, ვინაიდან არსებული პროექტის მიხედვით იქ გათვალისწინებული იყო სოფლის, საფლავების, ეკლესიის დატბორვა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა. ამიტომ, ჩემი დავალებით, ახლა ახალ პროექტზე ვმუშაობთ, რომ ისე აშენდეს ეს პროექტი, თუ განხორციელდება, რომ დატბორვა აუცილებელი აღარ იყოს. შესაძლოა სიმძლავრემ ოდნავ დაიკლოს, შემცირდეს, მაგრამ ჩვენი ექსპერტები გვეუბნებიან, რომ გამომუშავება თითქმის იგივე შეიძლება იყოს. თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება სასიხარულო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ სახელმწიფოს, ანუ მთავრობის თანამონაწილეობით. ჩვენ უნდა ვიყოთ წამყვანი ამ პროექტებში იმიტომ, რომ ეს არის საერთო ეროვნული მნიშვნელობის, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაართან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან ტოივო კლაართან და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია კონფლიქტები მშვიდობიანი გზით გადაიჭრა. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში ქმედითი, ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობას და აგრეთვე გალის ინციდენტების პრევენციასთან და მათზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით შეხვედრების განახლების აუცილებლობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაარს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში გაწეული პირადი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ტოივო კლაარსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს. „კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს წარმატებულ მედიაციას, რომლის შედეგაგადაც აზერბაიჯანმა სამხედრო ტყვეები გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი, სომხეთს გადასცა დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები. ასევე, თბილისში გაიმართა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მეზობელ ქვეყნებს შორის შუამავლის როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. შეხვედრას ესწრებოდნენ გაერო-ს წარმომადგენელი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჯიჰან სულთანოღლუ, ჟენევის დისკუსიების თანამოდერატორი და უფროსი პოლიტიკური ოფიცერი ეუთოს კონფლიქტების პრევენციის ცენტრიდან ზიგფრიდ ვიობერი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
ირაკლი ღარიბაშვილმა თეა წულუკიანთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრაზე სამინისტროს მიერ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით, 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები განიხილეს. ყურადღება დაეთმო „საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030“-ის იმპლემენტაციის დინამიკას. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა მთავრობის მეთაურს მიაწოდეს ინფორმაცია ყველა იმ ძირითად პროგრამასა თუ პროექტზე, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში სამივე მიმართულებით განხორციელდება. აღინიშნა, რომ 2023 წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა და 431 მლნ-ით განისაზღვრა და ის განაწილდა ყველა მიმართულებაზე. 2023 წელს, უცხოეთში, საქართველოს სამი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კულტურული პროექტის განხორციელების შესაძლებლობა ექნება: ნიკო ფიროსმანის გამოფენა დანიაში, ლუიზიანას მუზეუმში (გახსნა 4 მაისს); საქართველოსა და მისი მდიდარი კულტურის წარდგენა ბენელუქსის ქვეყნებში ფესტივალის „ევროპალია“ ფარგლებში, სადაც ჩვენი ქვეყანა სტუმრის სტატუსით წარდგება (2023 წლის ოქტომბერი – 2024 წლის იანვარი). ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30-მდე პროექტი სამუზეუმო, სახვითი, თანამედროვე ხელოვნების, თეატრის, კინოსა და ლიტერატურის მიმართულებით; ნიკო ფიროსმანის გამოფენა შვეიცარიაში, ბეილერის ფონდის ცნობილ მუზეუმში (გახსნა 16 სექტემბერს), სადაც წარმოდგენილი იქნება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექციებში დაცული, ფიროსმანის ორმოცდაათამდე ნამუშევარი. 2023 წელს შეუფერხებლად გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული პროექტების ხელშეწყობა, ამ მიზნით უწყება წლის მანძილზე „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში“ 40-მდე კონკურსს გამოაცხადებს და 500-მდე პროექტს დააფინანსებს. 2023 წელს სამინისტრო ხელს შეუწყობს: ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანებს საზღვარგარეთ განათლების მიღებისა თუ პროფესიული განვითარების მიზნით; ქართული შემოქმედებითი დასების, თეატრების, საკონცერტო ანსამბლების მონაწილეობას მნიშვნელოვან საერთაშორისო ფესტივალებსა და პროექტებში; სამუსიკო სასწავლებლების ინსტრუმენტებით აღჭურვას; ხელოვნებისა და ლიტერატურის სფეროში შემოქმედებითი კონკურსების, ფესტივალების, გამოფენების, კონცერტების, თეატრალური დადგმების განხორციელებას, მათ შორის, ბავშვებისა და მოზარდებისთვის; ქართული ლიტერატურის თარგმნას უცხოურ ენებზე; ქართული ლიტერატურის თარგმნას აფხაზურ და ოსურ ენებზე; იშვიათობად ქცეული წიგნების, სახელმძღვანელოების გამოცემას; რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურებას; ფოლკლორული ანსამბლებისთვის სასცენო სამოსის შეძენას; კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციას, მათ შორის ციფრულ სივრცეში; ახალგაზრდულ შემოქმედებით ინიციატივებს; შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებას; დაკარგული და მოთხოვნადი პროფესიების აღდგენას. გარდა მასშტაბური პროგრამებისა და პროექტებისა, სამინისტრო ხელს შეუწყობს კულტურის სფეროში სხვადასხვა ორგანიზაციის, ფიზიკური პირების მონაწილეობას საზღვარგარეთ დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებში. შეხვედრაზე ისაუბრეს ზაფხულში „ბლექ სი არენაზე“ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტების გამართვასთან დაკავშირებით. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ირაკლი ფარჯიანის საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში შეიქმნა და 2023 წელს გაიხსნება ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორია. გარემონტდა და შესაბამისი სტანდარტებით მოეწყო 542,2 კვ. მეტრი სივრცე ხელოვნების მუზეუმის მეორე კორპუსში. ამჟამად, აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების – ხელოვნებათმცოდნეების, ქიმიკოს-რესტავრატორებისა და რადიოლოგების ტრენინგი, რომელთაც მოუწევთ აღნიშნულ აპარატურასთან მუშაობა, საექსპერტო პროცესში ჩართვა (ექსპერტიზის პროცესის მართვა, ქიმიური და ტექნოლოგიური კვლევის ჩატარება) და შესაბამისი დასკვნების მომზადება. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას აღინიშნა, რომ დაგეგმილია მთელი ქვეყნის მასშტაბით 50-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და სხვა შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის პროექტირება ან/და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება. მათ შორისაა, გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობის გაგრძელება იუნესკოს რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც მიმდინარე წლის 10 თებერვლიდან უნდა გამოქვეყნდეს; ჯვრის ტაძარში არსებული პრობლემების აღმოფხვრის მიზნით საპროექტო სამუშაოების გადაუდებელი წესით წარმოება; გერგეტის სამებაში გადახურვისა და სხვა ტიპის სარეაბილიტაციო სამუშაოები; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის კულტურის სახლის რეაბილიტაცია; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის კულტურის სახლის რეაბილიტაცია; ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაცია (მიმდინარე წელს 4 მილიონი ლარი დაიხარჯება, ხოლო მომდევო წელს – 8 მილიონი. სამუშაოები 2025 წლისთვის დასრულდება); შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის 1980-იან წლებში აგებული კორპუსის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოების დასრულება 2023 წელს; ზესტაფონის, ჭიათურის, ფოთისა და სხვა რეგიონული თეატრების რეაბილიტაციის მიზნით საპროექტო სამუშაოები, ფოთის მუზეუმში არსებული რთული ვითარების აღმოსაფხვრელად გადაუდებელი სამუშაოები; ნიჭიერთა ათწლედის შენობის რეაბილიტაცია; ანსამბლ „ერისიონის“ ახალი შენობის რეკონსტრუქციის დასრულება 2023 წელს; სტუდია „ქართული ფილმის“ ტერიტორიაზე სახელოვნებო ქალაქის მოწყობის სამუშაოების გაგრძელება; ალტერნატიული შემოქმედებითი სივრცეების მოწყობა, და სხვ. ყურადღება გამახვილდა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებში დაგეგმილ სასწავლო რეფორმაზე, რომლის ფარგლებში იგეგმება „სახელოვნებო განათლების შესახებ“ კანონის მიღება და სახელოვნებო განათლების რეფორმის პროექტის შემუშავება-დამტკიცება. გარდა უმაღლესი სასწავლებლებისა, რეფორმის შედეგად ასევე მოსალოდნელია სახელოვნებო სასწავლებლების პედაგოგთა სტატუსის განსაზღვრა და გათანაბრება ზოგადი სკოლის მასწავლებლის სტატუსთან. მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია ლევილის მამულის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ კულტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს მუზეუმების განვითარებაზე. 2023 წელს გაგრძელდება სამუზეუმო ფონდების შევსება. პროცესი 30-წლიანი წყვეტის შემდეგ კულტურის სამინისტროს ინიციატივით, 2021 წელს განახლდა. დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, 2023 წლისთვის დაგეგმილია რვა გამოფენა; სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში 2023 წელს სამი თვის განმავლობაში მოეწყობა ხელოვნების მუზეუმისათვის შარშან შეძენილი ახალი კოლექციების ექსპოზიცია; იგეგმება ეთნოგრაფიულ მუზეუმში არსებული ოდასახლების რესტავრაციისა და რეაბილიტაციის მასშტაბური საპროექტო სამუშაოები; სვანეთიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმში 2022 წლის ოქტომბერში გადმოტანილი რამდენიმე საუკუნის სვანური მაჩუბის რესტავრაცია და სვანური კოშკის გვერდით განთავსება; გიორგი ჩიტაიას გენგეგმით გათვალისწინებული ეთნოგრაფიული მუზეუმის მთიანი ზონის მშენებლობის პროცესის გაგრძელება; საქართველოს მთიანეთში შესაბამისი სახლების, კოშკების მოძიება და მუზეუმში გადმოტანა. სპორტის მიმართულებით აღინიშნა, რომ შესაბამისი სპორტული ფედერაციის მიერ სამზადისი დასრულებულია და 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, დაბა ბაკურიანი უმასპინძლებს სნოუბორდის, ფრისტაილისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს, რომელიც ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიებაა ზამთრის სპორტის სახეობებში. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღების მიზნით, მთელი მსოფლიოდან 1000-მდე სპორტსმენი დარეგისტრირდა. ჩემპიონატში 5 ქართველი მიიღებს მონაწილეობას: რევაზ ნაზღაიძე; ნიკა ელოშვილი; ლუკა ჩოფიკაშვილი; დავით თედიაშვილი; ბექა ბერძენიშვილი. 2023 წელს საქართველო რუმინეთთან ერთად, მასპინძლობს 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში. ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სპორტს სამინისტრო თანამშრომლობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. საუბარი შეეხო სპორტული ფედერაციების ხელშეწყობის საკითხს, რისთვისაც, პრემიერ-მინისტრის ხელშეწყობით, 2023 წლის ბიუჯეტის გაზრდა მოხერხდა; სპორტულ კლუბებთან უშუალო თანამშრომლობას მასობრივი სპორტის განვითარების მიზნით, რისთვისაც, სპორტის სამინისტროს მიერ საპილოტედ შერჩეულია ცურვის მიმართულება; საერთაშორისო ასპარეზობებსა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სპორტის უნივერსიტეტის შენობის რეკონსტრუქციის პროექტსა და შესაბამისი სამუშაოების მიმდინარეობაზე. აღინიშნა, რომ პროექტის წარმატების შემთხვევაში, საქართველოს სპორტის უნივერსიტეტისათვის თანამედროვე სტანდარტის შენობა 2025 წლისთვის ექნება. ახალგაზრდობის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე საუბრისას, აღინიშნა, რომ 2023 წელს გაგრძელდება საბანაკე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. შესაბამისად, ბანაკები მიიღებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ დამტკიცებული „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026“ – ის იმპლემენტაციის საკითხს და მისი 2023 წლის სამოქმედო გეგმას. სამუშაო თათბირზე ასევე განიხილეს ახალი პროექტები და ინიციატივები. ირაკლი ღარიბაშვილმა კულტურის მინისტრსა და მოადგილეებს ახალი დავალებები მისცა.
გვინდა, რომ წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა - ირაკლი ღარიბაშვილი
„გვინდა, რომ წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთვრობის სხდომაზე განაცხადა. „ამის თაობაზე აქტიურად ვმუშაობთ და ეკონომიკის სამინისტრო არის მოწოდების სიმაღლეზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, მსხვილი პროექტების განხორციელება მთავრობის თანამონაწილეობით იგეგმება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხუდონ ჰესის არსებული პროექტის მიხედვით სოფლის, საფლავების, ეკლესიის დატბორვა იყო გათვალისწინებული, მთავრობა კი ახალ პროექტზე მუშაობს იმისთვის, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში დატბორვა აუცილებელი აღარ იყოს. „ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი დაგეგმილი, რომელიც წელს განხორციელდება. მე ვგულისხმობ როგორც მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს და პროექტებს, ასევე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აეროპორტის პროექტზე, რომელიც გულისხმობს 500 მილიონი დოლარის ინვესტიციას. ჩვენ გვაქვს ამბიცია და მოტივაცია, რომ რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტი მივიღოთ თბილისში. მეორე ეტაპზე დაიგეგმება უკვე ბათუმის აეროპორტის გაფართოება და სრული მოდერნიზება. ამას გარდა, ჩვენ გვინდა, რომ წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. ამის თაობაზე აქტიურად ვმუშაობთ, ეკონომიკის სამინისტრო არის მოწოდების სიმაღლეზე და მსხვილი ჰესების პროექტი, რომელიც ყველასთვის არის ცნობილი. ასევე, ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე. მოგეხსენებათ, რომ ჩვენთვის ყველასთვის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი იყო, ვინაიდან არსებული პროექტის მიხედვით იქ გათვალისწინებული იყო სოფლის, საფლავების, ეკლესიის დატბორვა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა. ამიტომ, ჩემი დავალებით, ახლა ახალ პროექტზე ვმუშაობთ, რომ ისე აშენდეს ეს პროექტი, თუ განხორციელდება, რომ დატბორვა აუცილებელი აღარ იყოს. შესაძლოა, სიმძლავრემ ოდნავ დაიკლოს, შემცირდეს, მაგრამ ჩვენი ექსპერტები გვეუბნებიან, რომ გამომუშავება თითქმის იგივე შეიძლება იყოს. თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ეს იქნება სასიხარულო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ სახელმწიფოს, ანუ მთავრობის თანამონაწილეობით. ჩვენ უნდა ვიყოთ წამყვანი ამ პროექტებში იმიტომ, რომ ეს არის საერთო ეროვნული მნიშვნელობის, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები“,-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს ცნობისათვის, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. „უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება. ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტზე ბევრ პოტენციურ ინვესტორს ვესაუბრებით შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა. ცნობისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს რკინიგზის განვითარების სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, მინისტრის მოადგილესთან გურამ გურამიშვილთან და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორთან დავით ფერაძესთან. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხაზი გაესვა, რომ 2022 წელი „საქართველოს რკინიგზისთვის“ საუკეთესო წელი იყო მოგების თვალსაზრისით და მოგებამ შეადგინა 283 მილიონი ლარი, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ასევე, რეკორდული იყო გადაზიდვების მაჩვენებელი და გადაზიდვების მიმართულებით წლიურმა ზრდამ 22% შეადგინა. იმსჯელეს რკინიგზის განვითარების სამომავლო გეგმებზე. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს იყო პროგრესი მოდერნიზაციის კუთხით. ამასთან, აღინიშნა, რომ ტვირთის გამტარუნარიანობა მოდერნიზაციის შედეგად, 2024 წლის ბოლოსთვის 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონამდე გაიზრდება. აღინიშნა, რომ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა სავაგონო პარკის განახლებისა და ინფრასტრუქტურული გაჯანსაღების მიმართულებით. კომპანიისთვის 100 ქართული წარმოების ვაგონი უკვე მოწოდებულია. რკინიგზის მოდერნიზაცია და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება და მისი ფუნქციონირება უფრო ეფექტიანი გახდება. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის 87% დასრულებულია. მონაკვეთი 180 კილომეტრიანია და მიმდინარე ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს. პროექტის პირველი ფაზის დასრულების შედეგად, რაც 2024 წლისათვის არის დაგეგმილი, მონაკვეთის გამტარუნარიანობა 5 მლნ ტონა იქნება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირებას ითვალისწინებს. აღინიშნა, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის დაწყება და მისი პირველი ფაზის განხორციელება უმნიშვნელოვანესია საქართველოს სატრანსპორტო კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ახალი ინსტიტუციური ჩარჩოს ფორმირების კუთხით, - განისაზღვრება სახელმწიფოს როლი სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების, დარგის ზედამხედველობისა და უსაფრთხოების რეგულირების მიმართულებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირებისა და რესტრუქტურიზაციის შედეგად, 150-წლიანი ისტორიის მქონე „საქართველოს რკინიგზა“ გახდება უფრო კონკურენტუნარიანი და მნიშვნელოვნად გაიზრდება მისი კომერციული ინტერესების სრულად რეალიზების, ასევე უსაფრთხოების მართვის შესაძლებლობები.
პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან და მის მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ შარაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და 2023 წელს დაგეგმილი პროექტები. საუბარი ასევე შეეხო „საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030“-ის განხორციელების დინამიკას, სამინისტროს კომპეტენციის მიმართულებით. შეხვედრის დასაწყისში, შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობის მეთაურს პოლიციის მიერ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეული შედეგები და რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ მონაცემები გააცნო. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და 62%-ს აღემატება, ხოლო დანაშაულის რაოდენობა შემცირებულია 3.39%-ით, მათ შორის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები. შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობის მეთაურს დეტალურად გააცნო ყველა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტი. ვახტანგ გომელაურის თქმით, გასული წლის მსგავსად, წელსაც აქტიურად გაგრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ასევე, საქართველოს პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და სხვა მიმართულებებით საკანონმდებლო ცვლილებების დაინიცირება, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფების ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საპოლიციო სერვისების გაუმჯობესება. კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა დაცულობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტროში გრძელდება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის გაძლიერება. 2022 წელს, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტმა თბილისის ყველა რაიონი მოიცვა. თბილისის შემდეგ, რუსთავი გახდა პირველი ქალაქი, სადაც მართლწესრიგის ოფიცრები უახლოეს დღეებში შეუდგებიან საქმიანობას. რეფორმა გრძელდება და მართლწესრიგის ოფიცრები ეტაპობრივად საქართველოს ყველა დიდ ქალაქში დაიწყებენ მუშაობას. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს მუშაობას ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო კონცეფციის დანერგვაზე. კონცეფციის ფარგლებში, სამინისტროს ტერიტორიული დანაყოფები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე დაკომპლექტდნენ ანალიტიკოსებით. პარალელურად, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება. შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის განვითარების ოთხწლიანი სტრატეგია. აღნიშნული სტრატეგიის საფუძველზე, ახლო მომავალში დამტკიცდება 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმაც. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით მუდმივ რეჟიმში ტარდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები, ხორციელდება საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა, ასევე, დანაშაულის ოპერატიული და ტაქტიკური ანალიზი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, უწყება მიმდინარე წელსაც აქტიურად განაგრძობს მუშაობას ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორებიცაა: ადამიანის უფლებების დაცვა, საგანგებო და ექსტრემალური სიტუაციების მართვა, საზღვრის მართვა და მიგრაცია. პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირების შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2023 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაზრდილ საბიუჯეტო პარამეტრებზე. წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტმა მილიარდ ლარს გადააჭარბა – ბიუჯეტის გაზრდილი პარამეტრების ძირითადი ნაწილი მოიცავს თანამშრომელთა ხელფასების 20%-იან ზრდას, ასევე, გათვალისწინებულია სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური პროგრამების განვითარებისთვის. შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა პოლიციელთა სამუშაო პირობებისა და სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაში მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობის პროექტზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავრობასთან კოორდინაციით, პოლიციელებისთვის 1000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტზე უკვე დაწყებული აქვს მუშაობა. პროექტი აქტიურ ფაზაში გადადის და გაზრდილი საბიუჯეტო სახსრები ამ მიმართულებითაც გადანაწილდა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, 2023 წელსაც გათვალისწინებულია პოლიციის შენობების რემონტი, საპოლიციო ბაზების მშენებლობა-რემონტი, შეიარაღებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა – თეიმურაზ მღებრიშვილმა მიმდინარე წელს მეხანძრე-მაშველების შესაძლებლობების გაძლიერების, ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მთავრობის მეთაურს ასევე გააცნო მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, ავტოპარკის განახლების პროექტი, რომლის მიხედვითაც საწყის ეტაპზე გათვალისწინებულია სახანძრო-სამაშველო, მაღალი გამავლობის 10 სპეციალური ავტოტრანსპორტის შეძენა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ქართველ მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც ამჟამად თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებიან, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული და სტიქიის ზონაში, უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ სამაშველო ღონისძიებებს. სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა – ნიკოლოზ შარაძემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტად რჩება ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის კონტროლის ღონისძიებების ჩატარება. ამასთანავე, ამ მიმართულებით მუდმივად იხვეწება კანონმდებლობა. წელს გაგრძელდება სასაზღვრო სექტორების ინფრასტრუქტურის განვითარება, აგრეთვე, მესაზღვრეთა ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლება. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი სამი ვერტმფრენის შეძენის საკითხზე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, უკვე გააფორმა ხელშეკრულება ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, რომლებიც სასაზღვრო პოლიციას გადაეცემა. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სასაზღვრო პოლიციის გაძლიერება, არამარტო საავიაციო მიმართულებით, არამედ სანაპირო დაცვის მიმართულებითაც მიმდინარეობს. ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ გასულ წელს, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ქვედანაყოფების მიერ NATO-ს ოთხდონიანი შეფასების წარმატებით დასრულების შემდეგ, საქართველოსთვის ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე ოპერაციის – „ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, რაც წარმოადგენს NATO-ს საზღვაო ძალების სარდლობასა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების ახალი ეტაპის დასაწყისს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამინისტროს ინსტიტუციური განვითარების მიზნით, აქტიურად გრძელდება თანამშრომლობა დონორ, პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან. შეხვედრის დასასრულს ხაზი გაესვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამართული ფუნქციონირების, ქვეყანაში მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის პრიორიტეტულია როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ასევე, პოლიციელებისთვის ღირსეული პირობების და სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთვის სოციალური გარანტიების შექმნა.
ირაკლი ღარიბაშვილი: მიწისძვრით დაზარალებულებისთვის თურქეთში ჰუმანიტარული ტვირთი ორშაბათს, ან სამშაბათს გაიგზავნება, ამ მიზნით ჩვენ 1 მლნ ლარი გამოვყავით
დავავალე შესაბამის უწყებებს და დაიწყეს მზადება სოლიდური ჰუმანიტარული ტვირთის გასაგზავნად, რომელიც ორშაბათს-სამშაბათს გაიგზავნება თურქეთში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს დაბა ბაკურიანში განუცხადა. „დაავალე შესაბამის უწყებებს და დაიწყეს მზადება სოლიდური ჰუმანიტარული ტვირთის გასაგზავნად, რომელიც ორშაბათს-სამშაბათს გაიგზავნება თურქეთში. ამ მიზნით ჩვენ ერთი მილიონი ლარი გამოვყავით. მთავრობის გარდა ძალიან ბევრი კერძო სექტორიცაა მობილიზებული, ჩართული; პარლამენტი, სხვა უწყებები და ჩვენ მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინოთ ჩვენ თურქ ხალხს“, - განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. დაზარალდა სხვა პროვინციები: გაზიანთეპი, ჰათაი, ოსმანიე, ადიამანი, მალათია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. თურქთში 7-დღიანი გლოვაა გამოცხადებული, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში კი, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. მიწისქვეშა ბიძგები მეზობელ სირიაშიც იგრძნობოდა, სადაც 1800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ირაკლი ღარიბაშვილი დაბა ბაკურიანში ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაბა ბაკურიანში ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. პრემიერის განცხადებით, საქართველო მზადაა 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მიიღოს.
ბაკურიანი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მოთხოვნებს, მზად არის - დავითაშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბაკურიანში, ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურა, კურორტს წლების განმავლობაში მოემსახურება და მის მნიშვნელობას საერთაშორისო მასშტაბით გაზრდის. ირაკლი ღარიბაშვილი დაბა ბაკურიანში ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო "დღეს ბაკურიანი სრულად შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას გააჩნია. ეს არ არის ჩვენი შეფასება მხოლოდ, ეს არის ობიექტური შეფასება იგივე საერთაშორისო ექსპერტების, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ბაკურიანი დღეს მზად არის არა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატაროს, არამედ ჩვენ რეგულარული კალენდრის ნაწილი ვიყოთ. 2023 წლის შემდეგ, 2024 წელს და შემდეგ წლებშიც, გვექნება საერთაშორისო მასშტაბის ძალიან მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებები. ზოგადად, ბაკურიანის ცნობადობა გაიზრდება საერთაშორისო მასშტაბით, ჩვენ შევძლებთ მეტი ტურისტი მოვიზიდოთ და მეტი დამსვენებელი ჰყავდეს კურორტს. ეს ყველაფერი ემსახურება შემდგომში ადგილობრივ და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ბაკურიანში ჯამში, 270 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა - ღარიბაშვილი
სამი ახალი საბაგირო ავაშენეთ, ექვსი ახალი ტრასა მოეწყო და 30 კილომეტრის მანძილზე ახალი გათოვლიანების სისტემა. ბაკურიანში ჯამში, 270 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა -, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ბაკურიანში განაცხადა, სადაც ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოები და ინფრასტრუქტურულ პროექტები დაათვალიერა. ირაკლი ღარიბაშვილი დაბა ბაკურიანში ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო „მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა ჩვენი მთავრობის მიერ. სამი ახალი საბაგირო ავაშენეთ, ექვსი ახალი ტრასა მოეწყო და 30 კილომეტრის მანძილზე ახალი გათოვლიანების სისტემა. ეს არის ყველაზე თანამედროვე სისტემა, რომელიც დამონტაჟდა ბაკურიანში. ჩვენ ველოდებით მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას, რომელიც ოფიციალურ სტარტს აიღებს 18 თებერვალს და 5 მარტამდე გაგრძელდება. დიდი პატივია, რომ ვუმასპინძლოთ ამ ჩემპიონატს. 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას ჩემპიონატში. ყველაფერი, რაც აქ გაკეთდა, დარჩება ბაკურიანს და საქართველოს. ჯამში, 270 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა ჩვენი მთავრობის მიერ და ეს უნიკალური ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სისტემები მოეწყო იმისთვის, რომ ღირსეულად ჩავატაროთ მსოფლიო ჩემპიონატი. ასევე გეტყვით, რომ ჩვენ დავიწყეთ მზადება 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩასატარებლად. ვგეგმავთ, მოვაწყოთ, აღვადგინოთ ტრამპლინები, სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნება ამ ოლიმპიადის ფარგლებში. ბაკურიანი უნდა იყოს მუდმივად მზად, რათა უმასპინძლოს ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატებს. რა თქმა უნდა, დამსვენებელი უნდა იყოს კმაყოფილი, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი და ჩვენ ყველას ეს გვახარებს. ასე, რომ გილოცავთ ყველას, საქართველო მზად არის, რომ უმასპინძლოს მსოფლიო ჩემპიონატს“, – განაცხადა პრემიერმა. ბაკურიანი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მოთხოვნებს, მზად არის - დავითაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურიანში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის უწყებათაშორის ჯგუფთან სამუშაო თათბირი გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი დაბა ბაკურიანში ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო ბაკურიანი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მოთხოვნებს, მზად არის - დავითაშვილი ღარიბაშვილმა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებისთვის გაწეული სამუშაოების შესახებ. როგორც უწყებათაშორისი ჯგუფის წარმომადგენლებმა მთავრობის მეთაურთან აღნიშნეს, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო ღირსეულად გაართმევს თავს და მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. ახალი ინფრასტრუქტურა კი, სამომავლოდ ბაკურიანში ჩასულ დამსვენებლებს მოემსახურება. სამუშაო თათბირს ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები-რომეო მიქაუტაძე და მარიამ ქვრივიშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, მთის ტრასების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ბურჭულაძე, სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა, ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ეკა ორჯონიკიძე, პარლამენტის დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ბორჯომის მერი ოთარ არბოლიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს მთავრობათა სამიტში, რომელიც დუბაიში გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა.
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, დუბაის საერთაშორისო აეროპორტში მას არაბთა გაერთიანებული საამიროების ადამიანური რესურსების და ემირატიზაციის მინისტრი აბდულრაჰმან ალ ავარი, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმი და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე დახვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს მთავრობათა სამიტში, რომელიც დუბაიში გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა.
მიუხედავად მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა საქართველომ მოახერხა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება - ღარიბაშვილი
მიუხედავად მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და გლობალურად ეკონომიკური შემცირებისა, საქართველომ მოახერხა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე - “საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა - გზა ეკონომიკურ კეთილდღეობამდე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მადლობა მინდა გადავუხადო მასპინძელი ქვეყნის, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, მის უდიდებულესობა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, დუბაის მმართველს, მის უდიდებულესობას შეიხ მოჰამმედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს და მასპინძელი მთავრობის პატივცემულ წევრებს. არაბთა გაერთიანებული საამიროები ყოველთვის მოწინავე ადგილს იკავებს ინოვაციების და წინსვლის კონტექსტში და ეს სამიტი არის კიდეც ქვეყნის ურყევი ერთგულების ნიშანი გლობალური თანამშრომლობის მიმართულებით. წლევანდელი სამიტის თემაა მომავლის მთავრობათა ფორმირება და განსაკუთრებით აქტუალურია ტექნოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური წინსვლის ახალი ერის მოლოდინში. დღევანდელი შეკრება თქვენს წინაშე გამოსვლის შესაძლებლობას მაძლევს იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი შევქმნათ. ჩვენს მთავრობას აქვს ხედვა ძლიერი საქართველოს მიმართ, რომელიც ერთგულია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის და დემოკრატიული ინსტიტუტების იდეისადმი და ეს აისახება კიდეც ჩვენს მრავალგანზომილებიან მიდგომაში, რომელიც ქართველი ხალხისთვის სტაბილურობას, მდგრადობას და პროგნოზირებადობას უზრუნველყოფს. ჩვენ ეფექტური და ქმედითი პოლიტიკა შევიმუშავეთ და ჩვენი ხედვა გულისხმობს ძლიერ მოქმედებას მიუხედავად იმ მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და გლობალურად ეკონომიკური შემცირებისა, საქართველომ მოახერხა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. ჩვენმა მთავრობამ ეროვნულ დონეზე წამოიწყო მრავალმხრივი ძალისხმევა საჯარო აქტივებში ინვესტიციების გაზრდის მიზნით. მთავრობის ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის გამო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ფინანსური მომსახურების, მშენებლობის, ენერგეტიკის და სერვისების სფეროში, ტურიზმის ჩათვლით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2022 წელს. 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წელს 10.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ პროგნოზით, 2023 – 2027 წლებში საქართველოს ყველაზე მაღალი ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის და ეს წლიურად საშუალოდ 5 % იქნება,“- განაცხადა პრემიერმა.
გადამწყვეტი გზა გვაქვს წინ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე - ღარიბაშვილი
გადამწყვეტი გზა გვაქვს წინ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დუბაიში, მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მიუხედავად მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა საქართველომ მოახერხა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება - ღარიბაშვილი „როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა, როგორც კონკრეტული პასუხი ქართველი ხალხის მრავალწლიან არჩევანზე, 2022 წლის 23 ივნისს კი ევროპულმა საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. გადამწყვეტი გზა გვაქვს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, კანდიდატის სტატუსი ჩვენი შემდეგი ეტაპია. ვიმედოვნებთ, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებში ლიდერი ქვეყანა, იზეიმებს ამ მიღწევას. ყოველივე ზემოთ აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა არის მოქნილი და რეაგირებს ახალ რეგიონულ, გლობალურ, სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ირგვლივ არსებული გარემო მუდმივად იცვლება. მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ ჩვენი ხედვა საქართველოს მიმართ გულისხმობს სტაბილურობის, შესაძლებლობის და განვითარების სიმბოლოდ ქცევას. მზად ვართ, შევქმნათ ძლიერი დინამიკური ეკონომიკა, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა ჩვენს მოქალაქეს. ამავდროულად ვაშენებთ საზოგადოებას, რომელიც იქნება ინკლუზიური, ინოვაციური და მომავალზე ორიენტირებული. დაე, გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიზანია, საქართველო ნათელ მაგალითად იქცეს იმისა, რა არის შესაძლებელი საერთო ხედვის მოსაღწევად, საერთო სახალხო გაერთიანებით. ამის შთაგონებას გვაძლევს არაბთა გაერთიანებული საამიროების საოცარი განვითარება. გვაქვს რესურსი, ნიჭი და მონდომება წარმატების მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით ჩვენს მიზანს რეალობად ვაქცევთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 230 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დუბაიში, მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 230 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. მიუხედავად მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა საქართველომ მოახერხა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება - ღარიბაშვილი „ჩვენმა მთავრობამ ეროვნულ დონეზე წამოიწყო მრავალმხრივი ძალისხმევა საჯარო აქტივებში ინვესტიციების გაზრდის მიზნით. მთავრობის ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის გამო, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ფინანსური მომსახურების, მშენებლობის, ენერგეტიკის და სერვისების სფეროში, ტურიზმის ჩათვლით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2022 წელს. 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წელს 10.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ პროგნოზით, 2023 – 2027 წლებში საქართველოს ყველაზე მაღალი ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის და ეს წლიურად საშუალოდ 5 % იქნება. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2022 წელსაც, რომლის მოცულობაც წინა წლებთან შედარებით გაორმაგდა და პრინციპში, 101,7%-ით იმატა. ჩვენმა გადამწყვეტმა ქმედებებმა ხელი შეუწყო საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 230 000 სამუშაო ადგილის შექმნას. წარმატებას მივაღწიეთ ინფლაციის 9,4%-ზე სტაბილიზაციის კუთხითაც, ხოლო სამიზნე ორიენტირად ინფლაციის 5%-მდე შემცირებას ვაპირებთ 2023 წელს. მრავალი ფართომასშტაბიანი ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური პროექტი მიმდინარეობს და იგეგმება ჩვენი ეკონომიკის შემდგომი სტიმულირება და ჩვენი ხალხისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს ფერნანდო გრანდე მარლასკას შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროები ნაყოფიერად თანამშრომლობენ და ეს თანამშრომლობა საერთაშორისო ხელშეკრულებებს, პარტნიორობასა და ურთიერთნდობის პრინციპებს ეფუძნება. საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და მიგრაციის გენერალური დირექტორი ელენა გარსონ ოტამენდი, საქართველოში ესპანეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მარკოს გრანადოს გომესი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე.
ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის 59-ე უსაფრთხოების კონფერენციის გახსნით სესიას დაესწრება. ასევე დაგეგმილია თემატურ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა. კონფერენციის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯოზეფ ბორელმა
„რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში გადადგმული წარმატებული ნაბიჯები, ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში“, - საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხები, რომელიც მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. „შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესი, რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, საკანონმდებლო აქტების ნაწილი კი, დასკვნისათვის გაგზავნილია ვენეციის კომისიაში. როგორც პრემიერმა აღნიშნა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ქვეყნისთვის შემდეგი ეტაპია კანდიდატის სტატუსის მიღება. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროკომისიის ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას იმ მიმართულებებით, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირთან, რითაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად არის ლიდერი სექტორული რეფორმების თვალსაზრისითაც. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯოზეფ ბორელი: ვაგრძელებთ ერთად დგომას საქართველოს მედეგობისა და ევროპული უსაფრთხოების დაცვის განსამტკიცებლად
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს რეფორმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისა და ევროკავშირის გზაზე წინსვლის მიღწევის საჭიროებას. რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯოზეფ ბორელმა „მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში კარგი საუბარი მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. საუბარი შეეხო საქართველოს რეფორმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისა და ევროკავშირის გზაზე წინსვლის მიღწევის საჭიროებას. ვაგრძელებთ ურთიერთობების განმტკიცებას და ერთად დგომას საქართველოს მედეგობისა და ევროპული უსაფრთხოების დაცვის განსამტკიცებლად”, - აღნიშნავს ჯოზეფ ბორელი.
მიუნხენის კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილი ისაუბრებს საქართველოს განზრახვაზე, იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის ენერგოუსაფრთხოების პროცესში - დარჩიაშვილი
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, დღეს დაგეგმილ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისაუბრებს საქართველოს განზრახვაზე, იყოს მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის ენერგოუსაფრთხოების, ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ენერგოუსაფრთხოების გამომწვევის ფონზე საქართველოს როლსა და ამ თვალსაზრისით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში, იმ გამოწვევების ფონზე, რომლის ერთ-ერთი მიმართულება არის ენერგოუსაფრთხოება, საქართველომ შეიძინა ახალი როლი და ფუნქცია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პანელურ დისკუსიაზე ისაუბრებს საქართველოს მოტივაციაზე ამ ახალ მნიშვნელოვან პროცესში. როდესაც საუბარი ეხება ევროპის უსაფრთხოებას, ევროპისთვის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციას, საქართველოს აქვს განზრახული, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს. სწორედ ამას ადასტურებს ის ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ჩვენი ქვეყნის მხრიდან, ის მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა აზერბაიჯანის, საქართველოს და ასევე ევროკავშირის ორი წევრის მონაწილეობით. ამ პროექტით ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველოს პოლიტიკური აფილაცია ევროკავშირთან არის ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი, ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენ გვინდა პროექტები, რომლებიც ფიზიკურად დაგვაახლოვებს ევროკავშირთან. ეს პროექტი არის ზუსტად მსგავსი შინაარსის მატარებელი, რომელიც საქართველოს შესძენს ახალ როლს ევროკავშირის მომავალი ენერგოუსაფრთხოების საქმეში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წამყვანი წევრი ქვეყნების ლიდერებთან, სადაც აქცენტი იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ქვეყნების მობილიზება, რათა საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შემოდგომაზე.
ირაკლი ღარიბაშვილი EBRD-ის პრეზიდენტს, ოდილ რენო ბასოს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა, ოდილ რენო ბასომ მიუნხენში, კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერ-მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენტს ოდილ რენო ბასოს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უწევს საქართველოს ევროპული მისწრაფებების გზაზე. მხარეებმა მიმოიხილეს ბანკის დაფინანსებით მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ხორციელდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, განათლების, ენერგეტიკის, საბანკო სექტორისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. პრემიერ-მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყანა მსოფლიოში მიმდინარე ურთულესი გამოწვევების ფონზე აგრძელებს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, ინარჩუნებს მდგრადობასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას. EBRD-თან თანამშრომლობის განმავლობაში საქართველოში განხორციელდა 4.9 მილიარდ ევრომდე მოცულობის მხარდაჭერა საჯარო და კერძო სექტორში.
ირაკლი ღარიბაშვილი EBRD-ის პრეზიდენტს: მადლობელი ვარ საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებში მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერისთვის
მადლობელი ვარ საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებში მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერისთვის და ქვეყნის სტრატეგიული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ EBRD-ის პრეზიდენტთან, რენო ბასოსთან შეხვედრის შემდეგ დაწერა. ირაკლი ღარიბაშვილი EBRD-ის პრეზიდენტს, ოდილ რენო ბასოს შეხვდა „მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, შევხვდი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოს. მადლობელი ვარ საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებში მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერისთვის და ქვეყნის სტრატეგიული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლეს სარდალმა, საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობა განიხილეს
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლეს სარდალს, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ის მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორული თანამშრომლობა. „ხაზი გაესვა იმ დიდ დახმარებას, რომელსაც აშშ წლების განმავლობაში ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, თავდაცვის შესაძლებლობების ჩამოყალიბებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის ახორციელებს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით და აღინიშნა ქვეყნის წვლილი საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. მთავრობის მეთაურმა გენერალს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო არის და დარჩება აშშ-ის ყველაზე საიმედო და ერთგულ მოკავშირედ რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ითქვა, რომ საქართველო მიესალმება აშშ-ის უფრო აქტიურ ჩართულობასა და ინვესტიციებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში და ეკონომიკის განვითარებასა და დაკავშირებადობაში. პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობილია, რაზე ისაუბრეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლაფ შოლციმ შეხვედრის დროს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ოლაფ შოლცს მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და გერმანიის მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა სხვადასხვა მიმართულებით. „ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გერმანია კვლავ გააგრძელებს საქართველოს მთავარი საგარეო-პოლიტიკური მიზნების მხარდაჭერას. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში, სადაც დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის კუთხით. მთავრობის მეთაურმა გერმანიის კანცლერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს, მარტში, ბერლინის მსოფლიო ტურისტული ფესტივალის – „აი-თი-ბი ბერლინის“ მასპინძელი ქვეყანა საქართველოა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ფესტივალი არა მხოლოდ შესანიშნავი საშუალებაა ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად და მეტი ვიზიტორის მოსაზიდად, არამედ ეს არის გზა საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს ტურისტული სექტორის შემდგომი განვითარებისათვის. პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდტს მიუნხენის 59-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორგანიზაციის ფარგლებში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას და ეუთოს ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. მათ შორის, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და პროგრესის მიღწევის აუცილებლობას მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე. "აღინიშნა ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეუფერხებელი ფუნქციონირების აუცილებლობა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს როლსა და ჩართულობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საქმეში და საქართველოს მზადყოფნას გააგრძელოს აქტიური მონაწილეობა რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფის პროცესში. ხაზი გაესვა ეუთოს ინსტიტუტებთან საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას და პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის გააგრძელოს ნაყოფიერი თანამშრომლობა როგორც ორგანიზაციის სამდივნოსთან, ისე შესაბამის ინსტიტუტებთან. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს საკითხის ორგანიზაციის მაღალი დონის პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიური შენარჩუნებისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.
პრემიერის თქმით, მიხეილ სააკაშვილ საქართველოში რევოლუციის მოხდენის იდეით ჩამოვიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე, „მოძრავი მთები – უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. რომ მიხეილ სააკაშვილი კერძო კლინიკაში რვა თვეზე მეტია, მკურნალობს და საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას, ყველა პრივილეგიას, რაც არ გაჩნია სხვა პატიმარს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში წელიწად-ნახევრის წინ რევოლუციის მოხდენის იდეით ჩამოვიდა. „მე არ მინდა სპეკულირება ამ საკითხზე. პრეზიდენტი სააკაშვილი კერძო კლინიკაში მკურნალობს. ხალხმა მინდა, იცოდეს, რომ საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა პირველ ოქტომბერს, იდეა მისი დაბრუნებისა იყო რევოლუციის მოხდენა და მასობრივი მკვლელობების ინსპირირება. წარუმატებელი აღმოჩნდა მისი გეგმა და ციხეში აღმოჩნდა. ჩვენ გადავიყვანეთ კერძო კლინიკაში, ხალხს აღარ გადავღლი დეტალებით, მაგრამ რადგან კითხვა დაისვა, მინდა, პასუხი გავცე. ის მკურნალობს კერძო კლინიკაში რვა თვეზე მეტია უკვე. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს და მკურნალობას, ყველა პრივილეგიას, რაც არ გაჩნია სხვა პატიმარს. თქვენ ახსენეთ კადრები, ფოტოები, მე იმას ვიტყვი, რომ ბატონი სააკაშვილი კარგი მსახიობია. საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს მაქსიმალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ჩვენ შეთავაზება გავუკეთეთ მის ოჯახს, ჩამოიყვანონ ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან ნებისმიერი ქვეყნიდან, თუ ჭირდება რეალურად მკურნალობა, ეს არის ჩემი პასუხი. ასევე მინდა ვახსენო, რომ ალბათ, თქვენ გინახავთ ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება სააკაშვილის ოჯახის ლობისტური ფირმების მიერ, მაგალითად ერთ-ერთ ფაქტს დავასახელებ, გასულ თვეში გაჟღერდა, რომ მილიონი დოლარი გადაიხადა მისმა ოჯახმა, აგრესიული მედიაკამპანიის საწარმოებლად მთელ მსოფლიოში, რაც თქვენ გესმით, რასაც ხედავთ, ვიდეოთი, ფეისბუქზე, სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს რეალობას, ამიტომ არავინ არ დგას კანონის ზემოთ. ჩვენ გვაქვს ძლიერი დემოკრატია საქართველოში, ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტიტებს, ეს არის დემოკრატიის არსი, რომ არავინ უნდა იდგეს კანონზე ზემოთ. სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები ჩაიდინა გირგვლიანის მკვლელობიდან დაწყებული ყოფილი პარლამენტარის ცემით. კერძო ტელევიზია „იმედში“ შეიჭრა სპეცრაზმი. ორი დღე კონტეინერში გაატარა კაცმა, როდესაც საქართველოში შემოვიდა ოდესიდან, რომ რევოლუცია მოეხდინა, ეს არის ამბავი. მე არ მინდა, რომ ამ ადამიანზე ვისაუბრო ამ პანელზე და ასეთი პასუხი მინდა, გაგცეთ კითხვაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენი: მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან ერთად იმისთვის, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მზად არის, გააგრძელოს მუშაობა საქართველოსთან ერთად იმისთვის, რომ ევროკომისიის მიერ, 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა, განსაკუთრებით შავი ზღვის დამაკავშირებელი პროექტების განსავითარებლად. „კარგი შესაძლებლობა მქონდა საქართველო- ევროკავშირის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები განმეხილა საქართველოს პერმიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად. მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან ერთად იმისთვის, რომ ევროკომისიის მიერ 2022 წლის ივნისში განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით ქვეყანამ პროგრესს მიაღწიოს და მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ევროკავშირის ეკონომიკური საინვესტიციო გეგმა, განსაკუთრებით შავი ზღვის დამაკავშირებელი პროექტების განსავითარებლად", - აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ჩვენი ორი წლის მუშაობის შედეგად, უმუშევრობისა და სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა - ღარიბაშვილი
ჩვენი ორი წლის მუშაობის შედეგად, უმუშევრობისა და სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზეა, ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, წინასწარი ინფორმაციით, საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება იანვარში. „ბოლო ინფორმაცია, რაც გამოქვეყნდა სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ, უმუშევრობის დონე არის ისტორიულ მინიმუმზე. შემცირდა უმუშევრობა, ასევე სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე. თქვენ ნახეთ, გაეცანით ბოლო მონაცემებს, რომ ვაჭრობა არის გაზრდილი, ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა, ეკონომიკის ზრდა, ველოდებით იანვრის მონაცემებს. წინასწარი ინფორმაციით, რომელიც მაქვს ფინანსთა სამინისტროდან – თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო ინფორმაციას უნდა დაველოდოთ სტატისტიკის სამსახურიდან – საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება იანვარში. ზოგადად, დინამიკა, რაც იკვეთება, ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ წელსაც გვქონდეს მაღალი ეკონომიკური ზრდა. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. დასაქმება, მეტი სამუშაო ადგილები. ასევე გეტყვით, რომ უმუშევართა რაოდენობაც არის შემცირებული როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. ქალაქად და სოფლად, ყველგან არის შემცირებული უმუშევრობა. ეს არის ისტორიული მინიმუმი, როგორც უმუშევრობა, ასევე სიღარიბე. ეს არის ჩვენი ორი წლის მუშაობის შედეგი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რა საკითხები განიხილეს სენატორებმა პრემიერთან შეხვედრისას
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის სენატორებთან საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობის შედეგად სხვადასხვა სფეროში მიღწეული პროგრესი განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატორებს ჯინ შაჰინსა და რიჩარდ დურბინს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ამ პარტნიორობის შედეგად სხვადასხვა სფეროში მიღწეული პროგრესი. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორი და ერთგული მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ და აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას. „შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპის რეგიონისა და მსოფლიოსთვის კრიტიკულ დროს სენატორების ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი სიგნალია საზოგადოებისთვის. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ აძლიერებს ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა და მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავდაცვის შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. შეხვედრაზე იმსჯელეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე. საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს. აღინიშნა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების დიდი ნაწილი სრულად არის შესრულებული, საკანონმდებლო აქტების ნაწილი კი, დასკვნისათვის ვენეციის კომისიაშია გაგზავნილი. ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ვითარებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იგი მიესალმება სამხრეთ კავკასიის მოლაპარაკებებში უფროს მრჩევლად ლუის ბონოს დანიშვნას. მთავრობის მეთაურმა სენატორებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების ვითარება და გამოწვევები. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
დღეს უკვე დავიწყებთ ოფიციალურ მოქმედებას, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდება - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოქმედებებს იწყებს. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი როგორც მან მთავრობის სხდომაზე განმარტა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შესაბამის პროცედურებს ამზადებს. მისივე თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობა წელს დაიწყება. „დღეს უკვე დავიწყებთ ოფიციალურ მოქმედებას, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდება. ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის პროცედურებს ამზადებს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ პორტის 51% სახელმწიფოს კუთვნილება იქნება, 49%-ზე ჩვენ საერთაშორისო ტენდერს გამოვაცხადებთ და პოტენციურ ინვესტორებს მოვიწვევთ. მაგრამ ჩვენ მათ შემოსვლას არ დაველოდებით. ჩვენ დავიწყებთ წელს სამუშაოებს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პოსტის მშენებლობა. ასევე, აქტიურად გრძელდება გზების, მაგისტრალების მშენებლობა. აეროპორტის გაფართოების და სხვა კონცეფციებზე აქტიურად ვმუშაობთ. ასე რომ, ყველა მიმართულებით ჩვენ პოზიტიური სიახლეები გვაქვს,“ - განაცხადა პრემიერმა. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს ცნობისათვის, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. „უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება. ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტზე ბევრ პოტენციურ ინვესტორს ვესაუბრებით შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა. ცნობისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.
ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ შეხვედრა. მთავრობის მეთაური მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავა, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფები სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს აწარმოებენ. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი არიან.
თურქეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილს აეროპორტში ანკარას გუბერნატორის მოადგილე მურათ სოილუ, ანკარას მერის მოვალეობის შემსრულებელი სერჯან ჩიღგინი, ანკარას ჟანდარმერიის სარდლობის უფროსის მოადგილე უღურ ურჰანი, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი გოქჰან თურანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა დახვდნენ. პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილი: მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ იუნკერთა ნათელ ხსოვნას
მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ იუნკერთა ნათელ ხსოვნას და მშვიდობას, ერთიანობას და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მათ მიერ დაწყებული ბრძოლა არ დამთავრებულა. „დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს თავისუფლებისთვის თავდადებულ გმირთა, იუნკერთა ნათელ ხსოვნას. მათ ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს და უკვდავი მაგალითი დაუტოვეს ყველა მომავალ თაობას. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მათ მიერ დაწყებული ბრძოლა არ დამთავრებულა. ყველა ჩვენგანის მთავარ საზრუნავად და ამოცანად რჩება ქვეყნის გამთლიანება, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება, საქართველოს დაბრუნება საერთო ევროპულ ოჯახში. მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ იუნკერთა ნათელ ხსოვნას და მშვიდობას, ერთიანობას და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს“, - აღნიშნავს პრემიერი.
რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამ მძიმე დროს დავუდასტურე საქართველოს სოლიდარობა - ღარიბაშვილი
რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამ მძიმე დროს დავუდასტურე საქართველოს სოლიდარობა, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. თურქეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო „დღეს შევხვდი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს და ამ მძიმე დროს დავუდასტურე საქართველოს სოლიდარობა და ძლიერი მხარდაჭერა თურქეთის რესპუბლიკისა და თურქი ხალხისადმი. საქართველო მზად არის შემდგომი დახმარების უზრუნველსაყოფად. ვრჩებით ქართულ-თურქული სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულნი, ყველა იმ სარგებლის გათვალისწინებით, რაც ამ პარტნიორობას მოაქვს ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონისთვის“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. რეჯეფ თაიფ ერდოღანს ამ მძიმე დროს დავუდასტურე საქართველოს სოლიდარობა - ღარიბაშვილი საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო თანაგრძნობა გამოუცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მეგობარი თურქი ხალხის გვერდით დგას და მზად არის, აღმოუჩინოს ნებისმიერი საჭირო დახმარება. ანკარაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ქართველი მაშველების მონაწილეობას, ასევე, საქართველოს მიერ აღმოჩენილ ჰუმანიტარულ დახმარებას. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირაკლი ღარიბაშვილს რთულ დროს მყისიერად აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. თურქეთში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაიწყო
ირაკლი ღარიბაშვილი ანკარიდან ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანკარიდან ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ანკარის ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტიდან ღარიბაშვილი ანკარის გუბერნატორის მოადგილემ მურათ სოილუმ, ანკარას მერის მოვალეობის შემსრულებელმა სერჯან ჩიღგინიმ, ანკარის ჟანდარმერიის სარდლობის უფროსის მოადგილემ უღურ ურჰანმა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა გოქან თურანმა გააცილეს. ირაკლი ღარიბაშვილი ანთაქიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.
ყოვლად გაუმართლებელია ომი, რომელიც რუსეთმა წამოიწყო - ღარიბაშვლი
ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონის გარშემო, ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ბუნებრივია ჩვენი საუბარი შეეხო უკრაინის ომს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში, ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა ქვეყნის ლიდერის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ მსოფლიოში იყოს მშვიდობა. „ჩვენ ვთანხმდებით, რომ ჩვენი ხედვა უნდა დაეფუძნოს გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას, უკრაინაში, რომელიც იქნება წინაპირობა იმისა, რომ შეიქმნება მყარი საფუძველი მშვიდობიანი განვითარების. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ყველა ქვეყნის ლიდერის, რომ მსოფლიოში იყოს მშვიდობა და ჩვენ არ დავუშვათ ომების გაგრძელება, ეს უნდა იყოს ყველას მთავარი საზრუნავი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს, 24 თებერვალს უკვე 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დაიწყო ეს დამანგრეველი ომი უკრაინაში, ყოვლად გაუმართლებელია ის ომი, რომელიც წამოიწყო რუსეთმა. იცით, რომ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ქართველი ხალხი გვერდში უდგას უკრაინელ ხალხს. ჩვენ ათასობით უკრაინელს ვუმასპინძლეთ საქართველოში. მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს. ასევე იცით, რომ ჩვენ ვიყავით თანასპონსორი გაეროს რეზოლუციის. ასევე ჩემი დავალებით საგარეო საქმეთა მინისტრი ახლა იმყოფება ნიუ-იორკში, სადაც თავად მიიღო მონაწილეობა გაეროს ასამბლეის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა უკრაინის ომს, ომის წლისთავს. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა, ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და აღდგეს მშვიდობა. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ 400-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას მივუერთდით ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ყველა პლატფორმაზე გამოვუცხადეთ მხარდაჭერა ჩვენს უკრაინელ ხალხს. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი, სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა ჩვენ საუბარი პრეზიდენტ ერდოღანთან,“- აღნიშნა პრემიერმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
თუ ვინმეს კიევში მოგზაურობის სურვილი აქვს, ყველა თავისუფალია, არავის ვზღუდავთ - ღარიბაშვილი
თუ ვინმეს კიევში მოგზაურობის სურვილი აქვს, ყველა ადამიანი თავისუფალია, ჩვენ არავის ვზღუდავთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ აღნიშნა. პრეზიდენტი: უთუოდ უნდა ვყოფილიყავი დღეს კიევში და ამისათვის ჩემი მზადყოფნა დროულად გამოვხატე. სამწუხაროდ, მოწვევა ვერ მივიღე ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იმ განცხადებების ფონზე, რაც უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან ისმის, ნებისმიერი თავმოყვარე მთავრობა იმოქმედებდა ისე, როგორც საქართველოს მთავრობა მოქმედებს. „მე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის განცხადება პირადად არ მომისმენია, თუმცა შინაარსიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. არაერთ რეზოლუციას შევუერთდით. ახლა, სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად, საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-იორკშია, სადაც გაეროს ასამბლეაში მონაწილეობა მიიღო და ქვეყნის სახელით ჩვენი პოზიცია წარადგინა. მან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოხატა. თუ ვინმეს ამაზე მეტის გაკეთების სურვილი აქვს, მათ შორის კიევში მოგზაურობის, ყველა ადამიანი თავისუფალია და ჩვენ არავის ვზღუდავთ. მეორე მხრივ, იმ განცხადებების ფონზე, რაც უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან ისმის, ნებისმიერი თავმოყვარე მთავრობა იმოქმედებდა ისე, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანთაქია-ჰათაის საერთაშორისო აეროპორტიდან მთავრობის მეთაური თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა, ჰათაის გუბერნატორის მოადგილე აჰმეთ გენჯერმა და თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჩაღათაი ქილიჩმა გააცილეს. ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთადიმყოფებოდა.
25 თებერვალი იქცა საქართველოს საბოლოო დამოუკიდებლობისათვის შეუპოვარი ბრძოლის დაწყების დღედ - პრემიერი
1921 წლის 25 თებერვალს ჩვენი ისტორიის ერთ-ერთმა ყველაზე ტრაგიკულმა მოვლენამ მრავალი ჩვენი თანამემამულის - ახალგაზრდა იუნკრების, შეიარაღებული ძალების მებრძოლებისა და მოხალისეების, მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და მრავალი ათწლეულით შეცვალა ქვეყნის განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ დღესაც სწორედ ისტორიული სიმართლე და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მაგალითი მიგვიძღვის წინ ახალი გამარჯვებებისკენ. „ამავე დროს, 25 თებერვალი იქცა საქართველოს საბოლოო დამოუკიდებლობისათვის შეუპოვარი ბრძოლის დაწყების დღედ. ჩვენი დღევანდელი თავისუფლება მათი დამსახურებაა, ვინც საკუთარი თავგანწირვით დაამტკიცა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რომ საბოლოოდ ყოველთვის სიმართლე და ღირსება იმარჯვებს. დღესაც სწორედ ისტორიული სიმართლე და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მაგალითი მიგვიძღვის წინ ახალი გამარჯვებებისკენ, ქვეყნის გაერთიანებისა და გაძლიერებისკენ,“- აღნიშნულია განცხადებაში. საქართველოს საბჭოთა ოლუპაციიდან 102 წელი გავიდა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. საქართველომ საბჭოთა ოკუპაციისგან გათავისუფლება 70 წლის შემდეგ მოახერხა.
ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტს, იოჰან ელიაშს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ბაკურიანში ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველო ზამთრის სპორტში პირველად მასპინძლობს მსგავს მასშტაბურ სპორტულ შეჯიბრებას, სადაც 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. მსოფლიო ჩემპიონატში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა კი მათთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, მიიღონ კარგი გამოცდილება, რომელსაც მომავალ შეჯიბრებებში გამოიყენებენ. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ბაკურიანში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში განხორციელებული პროექტებისთვის 270 მილიონი ლარი გამოყო. ჩემპიონატის ფარგლებში აშენდა სამი ახალი საბაგირო, მოეწყო ექვსი ახალი ტრასა. ამასთან, 30 კილომეტრიან მონაკვეთზე დამონტაჟდა ევროპული სტანდარტების გათოვლიანების თანამედროვე სისტემა. როგორც იოჰან ელიაშმა აღნიშნა, საქართველოში პირველად ტარდება ასეთი მაღალი დონის შეჯიბრი და ყველაფერი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული. მისივე თქმით, საორგანიზაციო კომიტეტის მხრიდან უდიდესი სამუშაოები იქნა გაწეული. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა განიხილეს სამომავლო გეგმები და საქართველოს სამომავლო აქტივობა ზამთრის სპორტულ სახეობებში.
ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობას და ეროვნულ ბანკს სჭირდება მეტად კოორდინირებული, ჯანსაღი თანამშრომლობა
დღეს უკვე ბიუჯეტის დეფიციტი გვაქვს 2.8 პროცენტი, შარშან ასევე გვქონდა 10 %-ანი ეკონომიკური ზრდა, მნიშვნელოვნად შევამცირეთ საგარეო ვალი, თითქმის 38 %-მდე ჩამოვწიეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ბატონმა კობამ თავის გამოსვლაში აღნიშნა ეროვნული ბანკის მნიშვნელობა და გაიხსენა ისტორია. ასევე მინდა ჩემი მხრიდან დავადასტურო, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ბანკის დამოუკიდებლობას, რომელიც კონსტიტუციითაა გამყარებული, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, მთავრობას და ეროვნულ ბანკს ჭირდება მეტად კოორდინირებული, ჯანსაღი თანამშრომლობა. სწორედ ამის შედეგია ის, რაც მოგახსენეთ. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ბატონ კობა გვენეტაძეს. ჩვენ არა ერთი საუბარი გვქონია, ყოფილა განსხვავებული შეხედულებებიც, ჯანსაღი კამათიც, კრიტიკაც, მაგრამ საბოლოო ჯამში ყოველთვის ვთანხმდებოდით მთავარზე - ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. რა ჭირდებოდა და რა ჭირდება ქვეყანას მოცემულ მომენტში და მოცემულ დროს. ამ სულისკვეთებითა და პასუხისმგებლობით ვიმუშავეთ ჩვენ ერთად 2 წელი და ხედავთ, რომ შედეგები მართლაც შთამბეჭდავია. ბანკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა სწორედ ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა, როგორც მდგრადი ეკონომიკის წინაპირობა და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ბატონი კობას მიზანმიმართული, ქმედითი და კონსტრუქციული გადაწყვეტილებებით ეროვნული ბანკის მუშაობა იყო უაღრესად დადებითი. კიდევ ერთხელ მადლობა, ბატონო კობა, გაწეული სამსახურისთვის. თქვენ ნამდვილად საპასუხისმგებლო თანამდებობა გეკავათ ბოლო 7 წლის განმავლობაში, თქვენ არაერთი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალეთ და მე ახლა გემშვიდობებით. გისურვებთ წარმატებას, დიდი მადლობა,“- აღნიშნა პრემიერმა.
ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა - ღარიბაშვილი
ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სწორი და ეფექტური ნაბიჯების შედეგად 2021 წლის ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულება შეძლეს. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ შევაჯამოთ საქართველოს წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა და საფინანსო სისტემის მიღწევები, რაშიც რა თქმა უნდა, კობა გვენეტაძეს თავისი წვლილი მიუძღვის, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს. ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეტა იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა. გახსოვთ, პანდემიის შედეგად მიყენებული უზარმაზარი ზარალი, შემდეგ უკვე გეოპოლიტიკური რეალობა, რომელიც არის ურთულესი. ამ ორი დიდი გამოწვევის მიუხედავად, ბოლო ორი წელია, ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მინდა, ძალიან მოკლედ გავიხსენო, თუ რა ვითარებაში გავიცანი ბატონი კობა ორი წლის წინ. მაშინ მახსოვს, ქვეყანაში იყო მწვავე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. ამას ემატებოდა პანდემია, ვაქცინების არარსებობა. ძალიან მოკლედ შეგახსენებთ იმ მდგომარეობას, რომელიც დამხვდა, ეს იყო ბიუჯეტის დეფიციტი თითქმის 10%-მდე. ქვეყნის ვალი 60%-ზე მეტი იყო მშპ-სთან მიმართებით. ლარის კურსი თითქმის 3,4 შეადგენდა დოლართან მიმართებით. გვქონდა ეკონომიკური ვარდნა, 6%-იანი. არ გვქონდა ვაქცინები, ეკონომიკა იყო სრულ ლოქდაუნში და ამას ემატებოდა პოლიტიკური კრიზისი. ასეთ ვითარებაში გავიცანი ბატონი კობა ორი წლის წინ და მახსოვს ჩვენი პირველი შინაარსიანი, ხანგრძლივი საუბარი და მახსოვს ის პროგნოზები, რომელიც მაშინ კეთდებოდა, როგორც ეროვნული ბანკის მენეჯმენტის მხრიდან, ასევე ის პროგნოზები, რომელიც დაგვხვდა ჩვენ მთავრობაში. ჩვენი კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მთავრობის მიერ გადადგმული სწორი და ეფექტური ნაბიჯების შედეგად, ასევე ბატონი კობას ძალიან კონსტრუქციული მიდგომების შედეგად, ჩვენ შევძელით ის, რომ როცა საკმაოდ კომპეტენტური ადამიანები თვლიდნენ, რომ ქვეყანას ელოდებოდა დეფოლტი, 2021 წელი დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით“, – განაცხადა პრემიერმა.
კომისია კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე, შესაბამისი ზღვრული საბითუმო, სარეალიზაციო ფასს დაადგენს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. დადგენილების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების, წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. მაღალი საზოგადოებრივი ან სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფარმაცევტული პროდუქტის ფასების რეგულირების უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი ზღვრული საბითუმო სარეალიზაციო ფასი დაადგინოს ექსპერტული შეფასების საფუძველზე. ასევე, უწყებათაშორისი კომისია უფლებამოსილი იქნება კონკრეტულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე შესაბამისი საბითუმო სარეალიზაციო ფასი შემოიღოს ან განსაზღვროს და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები მოაწესრიგოს. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში შედიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე, ორი პროფესიული პროფილის დამოუკიდებელი წევრი-ფარმაკოლოგი და ფარმაცევტი და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი. კომისია უფლებამოსილი იქნება განსაზღვროს ფარმაცევტულ პროდუქტზე დადგენილი ფასის ძალაში შესვლის განსხვავებული ვადები და პირობები. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ფასებს შესაბამის კატალოგში გამოაქვეყნებს. განახლებული ფასი კი ფასების კატალოგში გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შევა ძალაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დიანა ჟღენტს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა მას ელჩის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, დიანა ჟრენტმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. დიანა ჟღენტი ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობას იკავებდა. ასევე, ხელმძღვანელობდა ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს. დიანა ჟღენტს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, იგი საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე განხილულ იქნა მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციები, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების პროცესი, მათ შორის, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის 2023-2027 წლების სტრატეგიის“ საბოლოო რედაქცია და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი დამტკიცების შესახებ. ყურადღება დაეთმო „საფრთხეების შეფასების დოკუმენტის“ და „საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის“ განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მიმდინარე წელს კიბერუსაფრთხოების ეროვნული ფორუმის გამართვის თაობაზე. სხდომის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მომზადების პროცესზე. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ საბჭოს მდივანი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და საბჭოს მუდმივი წევრები: თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე და თავდაცვის ძალების მეთაური გიორგი მათიაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ირენ ფელინს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა, რომ ასპირანტი საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ქმედებაუნარიანი პარტნიორი და უდიდესი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ბევრი თვალსაზრისით მოქმედებს როგორც მოკავშირე და მისასალმებელია მოკავშირეთა გადაწყვეტილება, საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის ზომების მიღების შესახებ, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერებაში დაეხმარება. განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს. განსახილველ საკითხებს შორის იყო ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნული სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2022 წელს დაამტკიცა და 2022-2030 წლებს ფარავს. აღინიშნა, რომ სტრატეგიაში გენდერულ თანასწორობას მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს დათმობილი და ითვალისწინებს თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მუდმივ გაუმჯობესებას. საუბარი ასევე შეეხო „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნულ სამოქმედო გეგმას“ და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმას“. აღინიშნა, რომ ორივე დოკუმენტი კონკრეტულ ქმედებებს მოიცავს და მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას არაერთ სფეროში. შეხვედრას ესწრებოდნენ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ალექსანდერ ვინიკოვი და საქართველოს ელჩი ნატო-ში ვიქტორ დოლიძე.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი არ ყოფილა მიწვეული
პრეზიდენტის ადმინისტრაცია სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ 2023 წლის 28 თებერვალს გამართული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენელი დასასწრებად არ ყოფილა მიწვეული. ადმინისტრაციის განცხადებით, განხილული საკითხები, რომლებიც მოიცავს მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოების მნიშვნელოვან ტენდენციებს, და მათ შორის, ,,უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს“, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს, თუ საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განხილვას, ყველა შემთხვევაში, მოითხოვდა პრეზიდენტის წარმომადგენლის საბჭოზე დასწრებას. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა „უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტმა არაერთხელ დააყენა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საკითხი. ასევე, ხაზი გაუსვა, ამ ფორმატში, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლით არსებული გამოწვევების შესწავლის აუცილებლობას, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, ძნელი გასაგებია ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის წარმომადგენლის ამ განხილვების გარეთ დატოვება“, - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.
ღრმად მწამს, რომ ისტორიული პროცესი, რომელმაც ერთი წლის წინ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მალე დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირის წევრობით - ღარიბაშვილი
2022 წლის 3 მარტს მე წილად მხვდა გამორჩეული პატივი, ხელი მომეწერა დოკუმენტზე, რომელიც ქართველთა მრავალი თაობის ოცნებას, ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას განასახიერებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, განვლილ ერთ წელში მთავრობამ კიდევ უფრო გაააქტიურა ძალისხმევა იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც ქვეყნის ისტორიას და ხელისუფლების საქმიანობას განსაზღვრავს. „დღეს ერთი წელი შესრულდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთების ისტორიული დღიდან. 2022 წლის 3 მარტს მე წილად მხვდა გამორჩეული პატივი, ხელი მომეწერა დოკუმენტზე, რომელიც ქართველთა მრავალი თაობის ოცნებას, ჩვენი ხალხის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას განასახიერებს. ამ დღეს ჩვენი ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა; სულ მალე ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ კიდევ უფრო მეტად მიგვაახლოვა თავისუფალ ერთა ევროპული ოჯახის წევრობას. განვლილ ერთ წელში ჩვენ კიდევ უფრო გავააქტიურეთ ძალისხმევა იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც მთელ ჩვენს ისტორიას და, ბუნებრივია, ჩვენი ხელისუფლების საქმიანობას განსაზღვრავს; გადავდგით ყველა ნაბიჯი ევროპული ცხოვრების წესთან და სტანდარტებთან, ინსტიტუციონალურ მოწყობასთან და კანონმდებლობასთან დასაახლოებლად, ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. ამ პროცესში მუდამ ვგრძნობთ ჩვენი ხალხის მხარდაჭერას, რაც ყველაზე ძლიერი სტიმულია მთავრობის, მთლიანად ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყოველდღიური საქმიანობისთვის. მადლიერი ვართ ჩვენი ევროპელი მეგობრების, პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისა და ხალხის, ვინც ჩვენს გვერდით დგას ამ მიზნის რეალობად ქცევის გზაზე. ევროკავშირის გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, და სწორედ ეს გვაძლევს ყველაზე მეტ იმედს. მთელი თავისი ისტორიით, კულტურით, ღირებულებებით ევროპული ქვეყანა, დასავლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილი და მისი დიდი კულტურის თანაშემოქმედი, საქართველო საკუთარი დღევანდელობით, მასშტაბური რეფორმებით, განვითარების ტემპებითა და ხარისხითაც უდავოდ იმსახურებს სამართლიან აღიარებას. ღრმად მწამს, რომ ისტორიული პროცესი, რომელმაც ერთი წლის წინ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მალე დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობით“, - აღნიშნავს პრემიერი. ცნობითვის, დღეს ერთი წელი შესრულდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთების ისტორიული დღიდან.
ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს დელეგაციასთან ერთად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენას - ITB Berlin 2023-ს ოფიციალურად გახსნის. „წელს საქართველო გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი. 6 მარტს, გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის მეთაური, საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. ტურისტული გამოფენა - ITB Berlin 2023 7-9 მარტს გაიმართება“, - წერია ინფორმაციაში.
ღარიბაშვილი: თითოეული ქართველის ძალისხმევაა, მალე საქართველომ ევროპის რუკაზე ადგილი საბოლოოდ დაიმკვიდროს
„თითოეული ქართველის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მალე დადგეს დღე, როდესაც ევროპის რუკაზე საქართველო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს, რომელსაც ჩვენი ისტორიითა და კულტურით, ჩვენი წარსულითა და თანამედროვეობით ვიმსახურებთ; დღე, როდესაც თქვენთან ერთად ამაყად ვიტყვით - ევროპაში ჩვენ მასპინძლები ვართ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ისე ახლოს ვართ ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანთან, როგორც არასდროს. „დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მიზნის მისაღწევად. დღეს, როდესაც ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ჩვენ ისე ახლოს ვართ ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანთან, როგორც არასდროს; ახლა თითოეული ქართველის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მალე დადგეს დღე, როდესაც ევროპის რუკაზე საქართველო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს, რომელსაც ჩვენი ისტორიითა და კულტურით, ჩვენი წარსულითა და თანამედროვეობით ვიმსახურებთ; დღე, როდესაც თქვენთან ერთად ამაყად ვიტყვით - ევროპაში ჩვენ მასპინძლები ვართ. კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, ვიცე კანცლერს, ქალაქის მერს, ორგანიზატორებს ჩვენი აქ მოწვევისათვის, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს უპრეცედენტო დინამიკა აქვს, რისი ნათელი დადასტურებაცაა დღეს ჩვენი მასპინძლობა ამ ღონისძიებაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ქართველები არამხოლოდ ნაწილი, არამედ - თანაშემოქმედნი ვიყავით თანამედროვე ევროპული ცივილიზაციისა, ევროპის ერთიანობის იდეის ერთ-ერთი ავტორი, ევროკავშირისა და მისი კონსტიტუციის თანაშემოქმედი ჩვენი თანამემამულე - მიშელ მუსხელიშვილი იყო“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში
„მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და დგას უამრავი გამოწვევის წინაშე, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ვიზიტორისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მობრძანდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახის წევრობისკენ სწრაფვისას ქართველებს მდიდარი და უნიკალური ისტორია და კულტურა გვიმაგრებს ზურგს. „ქალბატონებო და ბატონებო, მოწვეულო სტუმრებო, მსურს ჩვენი ქვეყნის სახელით მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და გითხრათ: ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახის წევრობისკენ სწრაფვისას ჩვენ მდიდარი და უნიკალური ისტორია და კულტურა გვიმაგრებს ზურგს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და დგას უამრავი გამოწვევის წინაშე, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ვიზიტორისთვის, რომელიც მობრძანდება ჩვენს ქვეყანაში. და დღეს საქართველოს ეკონომიკა მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია, ყველა იმ გამოწვევის- უკრაინაში მიმდინარე დამანგრეველი, რუსეთის მხრიდან გაუმართლებელი ომის მიუხედავად “, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული - ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბერლინში ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებულია. „შემთხვევითი არ არის, რომ იგივე მათ მიერ ჩატარებულ კვლევებში, მათი პარტიების, მაგალითად ნაცმოძრაობის რეიტინგი შეადგენს 7-დან 10%-მდე, სხვა დანარჩენი პარტიების კი 2%- ქვემოთ. მე მესმის მათი. „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაზრდილია: 50 და 60%-ზეა ასული სანდოობა. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და სწრაფი განვითარების მოტანა. ყველა უნდა შეეგუოს შემდეგ მარტივ მოცემულობას: ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით. ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.
ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის ღირსეული კანდიდატია - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურა მისაღებია და მას უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან მხარდაჭერა ექნება. მისივე თქმით, ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის ღირსეული კანდიდატია. „ჩვენ, უმრავლესობამ თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ არ დავაყენებდით ჩვენს კანდიდატს, არამედ მხარს დავუჭერდით კანდიდატს, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდებოდა. ვფიქრობ, ლევან იოსელიანის კანდიდატურა ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია, იგი ღირსეული კანდიდატია. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ამას პარლამენტი, უმრავლესობა გადაწყვეტს. ვფიქრობ, მის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება. ეს არის ჩემი მოსაზრება. ვიცი რა უმრავლესობის აზრი, ამიტომ გიზიარებთ ჩემს მოსაზრებასაც“, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონი სჭირდება მოცემულ მომენტში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა თბილისში მიმდინარე პროცესებზე. კერძოდ, მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს „ხალხის ძალის“ კანონპროექტების განხილვაზე, რომელიც პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ამ თემაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან ბერლინში ისაუბრა. „თქვენ იცით, რომ პარლამენში ორი ვერსიაა შეტანილი. ერთი ე.წ. ქართული ვერსია, რომელიც მოამზადა „ხალხის ძალამ“ და მეორე - ე.წ. ამერიკული ვერსია - როგორც ამიხსნეს და ვიცით, რომ ასე არის - რეალურად, ამერიკული კანონის თარგმნა და ამის გადმოტანა მოხდა ჩვენს რეალობაში. ამერიკაში ეს კანონი 1939 წელს მიიღეს და მას შემდეგ არსებობს და მოქმედებს ეს კანონი - მე ვფიქრობ, მას შემდეგ არავის გაჩენია სურვილი, განეკითხა ან განესაჯა, რატომ მოქმედებს ასეთი კანონი ამერიკაში. ასეთი კანონი მოქმედებს სხვა ქვეყნებშიც. ყველა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონი სჭირდება მოცემულ დროს, მოცემულ მომენტში. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენ ჩვენი ქვეყანა მიგვყავს ევროინტეგრაციის გზაზე. ბოლო 10 წელში „ქართულმა ოცნებამ“ მოტანა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა, რითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩვენ მართლაც ვიქნებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ახლა ველოდებით სტატუსს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს სტატუსი ძალიან მალე მივიღოთ. ნებისმიერი სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან, საფუძველს მოკლებულია. გასაგებია, რომ ბევრისთვის ეს შეიძლება, მიუღებელი საკითხი იყოს, მაგრამ ხელისუფლება იმიტომ ვართ, რომ რაც სჭირდება ჩვენს ხალხს და ქვეყანას, ის გავაკეთოთ. მაგალითად, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომლებიც პირდაპირ ებრძვიან სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს. ვიცით ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთვრობო მიტინგებს, ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებებს, რომლებიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი ეს დაფინანსება არ არის გამჭვირვალე. მეორე მხრივ, ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ სრულად გამჭვირვალე უნდა იყოს მთავრობის საქმიანობა, პარლამენტის საქმიანობა და ეს ასეც არის. ჩვენ გამვჭვირვალობით ვართ მართლაც მოწინავე პოზიციაზე მთელ მსოფლიოში. თუნდაც ბიუჯეტის გამჭვირვალობით ვართ პირველ ადგილზე. ასე რომ, ვფიქრობ, უსაფუძვლოა ის კამპანია, რაც ახლა მიმდინარეობს. მესმის, რომ მათთვის მტკივნეულია, რადგან წლების განმავლობაში ათეულობით მილიონობით გრანტს იღებდნენ და არავითარი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ჩვენი ხალხის წინაშე არ არსებობდა. მინიმალური სტანდარტი გამჭვირვალობის არის ის აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ და მსოფლიო სტანდარტს. ასევე მინდა ვთქვა, რომ მკაფიოდ განმარტეს ჩვენმა კანონმდებლებმა, რომ ჯერ იგეგმება ამ ორივე კანონპროექტის მხარდაჭერა პირველი მოსმენით და ამის შემდეგ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. ჩვენ დაველოდებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მათ შეფასებას და პარლამენტი გააგრძელებს მსჯელობას ამ საკითხზე. რაც შეეხება შექმნილ აჟიოტაჟს, ჩვენ მარტივად ვხვდებით, საქმე იმაშია, რომ დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული. შემთხვევითი არ არის, რომ იგივე მათ მიერ ჩატარებულ კვლევებში, მათი პარტიების, მაგალითად „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი შეადგენს 7-დან 10%-მდე, სხვა დანარჩენი პარტიების კი, 2%-ს ქვემოთ არის. მე მესმის მათი. „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაზრდილია: 50 და 60%-ზეა ასული სანდოობა. ჩვენი მთავარი მიზანი არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და სწრაფი განვითარების მოტანა. ყველა უნდა შეეგუოს შემდეგ მარტივ მოცემულობას და ჭეშმარიტებას: ჩვენი ქვეყნის მომავალი აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს და არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნის და ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს. ერთი რამ მინდა, შევახსენო ყველას და მათ შორის ამ დესტრუქციულ რადიკალურ ოპოზიციას - სრული ლუსტრირება მოხდა, ვის ემსახურებიან ეს ადამიანები, ტრაგედიაა, რომ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში. მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს, ხალხი ბრძენია. ამ ადამიანებმა, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა და ჩააბარეს ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი. ასე რომ, ყოველგვარი მათი აჟიოტაჟი არის უბრალოდ სპეკულაცია, სულ ტყუილად ირჯებიან. ჩანს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარებაში არიან. ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას, ხელისუფლება რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში უზრუნველყოფს ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ არავის არ ვაპატიებთ არცერთ უკანონო ქმედებას. ასე რომ, ყველა დამშვიდდეს, მშვიდად უნდა ვმართოთ ეს პროცესი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რომ „ეს ხალხი“ („ნაციონალური მოძრაობა“) ყოფილიყო ხელისუფლებაში, ახლა საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის მომავალი აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს და არც უცხო ქვეყნის მსახურებს
„ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბერლინში განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება, კანონის ფარგლებში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს, მაგრამ არავის ეპატიება უკანონო ქმედება. დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდა უცხო ქვეყნების ინტერესებს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს, ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს და ნუ შეეცდებიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას „რაც შეეხება იმ აჟიოტაჟს, რაც არის შექმნილი, ჩვენ ძალიან მარტივად ვხვდებით, რომ საქმე იმაშია, რომ სამწუხაროდ, დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული, მათი ყოველგვარი სანდოობა არის დაკარგული, ხალხი ამას ხედავს. შემთხვევითი არ არის, რომ მაგალითად,. იგივე მათ მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, მათი პარტიების რეიტინგი შეადგენს, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი შეადგენს 7-დან 10 პროცენტამდე. სხვა დანარჩენი პარტიების 2 პროცენტს ქვევით. მე მესმის მათი. ჩვენი, „ქართული ოცნების“ და ზოგადად ჩვენი პოლიტიკისადმი მხარდაჭერა მოსახლეობის არის კიდევ უფრო მეტად გაზრდილი. 50-60 პროცენტზე არის უკვე ასული სანდოობა. ჩვენი მთავარი მიზანი არის ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და სწრაფი განვითარების მოტანა. კეთილდღეობის მოტანა. შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო 2 წელიწადში, ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად ჩვენ მოვიტანეთ სწრაფი განვითარება. მეტი პროექტები დავიწყეთ და თითქმის 10 მილიარდით გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა. აი, ეს უნდა იყოს ჩვენთვის მთავარი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონი სჭირდება მოცემულ მომენტში ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ყველა უნდა შეეგუოს მარტივ მოცემულობას და ჭეშმარიტებას - ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს. აი, ეს მინდა გითხრათ და ერთი რამ მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის, დესტრუქციულ, რადიკალურ ოპოზიციას - სრული ლუსტრირება მოხდა იმისა, თუ ვის ემსახურებიან ეს ადამიანები. ეს ტრაგედიაა, რომ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში, მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, ხალხი ბრძენია, ამ ადამიანებმა, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა ერთხელ უკვე. ჩააბარეს ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%. შემოიყვანეს რუსული ჯარი, ააშენებინეს სამხედრო ბაზები და ომის შემდეგ გახსოვთ, რომ გადასცეს რუსულ სახელმწიფო კომპანიებს ჩვენი სტრატეგიული აქტივები. ეს არის ძალიან მარტივი რეალობა, რაზეც მინდა ვუთხრა კიდევ ერთხელ, რომ ყოველგვარი მათი ეს აჟიოტაჟი არის უბრალოდ სპეკულაცია. სულ ტყუილად ირჯებიან. მაგალითად, იმ დონეზე დაეცა ეს ორგანიზაცია, რომ მათი ტელევიზიები პირდაპირ მოუწოდებდნენ საზოგადოებას იარაღის ხელში აღებისკენ. ჩენს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან. მე ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას, რომ ჩვენ ხელისუფლება, კანონის ფარგლებში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველვყოფთ, მაგრამ არავის ვაპატიებთ არცერთ უკანონო ქმედებას. ასე, რომ ყველა დამშვიდდეს, მშვიდად უნდა ვმართოთ ეს პროცესი. ძალიან რთული რეალობა არის მთელს მსოფლიოში. უკრაინის ომი არ სრულდება. 20% უკვე არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ასიათასობით ადამიანია დაღუპული. ერთი ტრილიონი დოლარის ზარალი მიადგა უკრაინას. ამ ფონზე, ეს დესტრუქციული ხალხი რომ ყოფილიყო დღეს ხელისუფლებაში, ჩვენ არავის გვეპარება ეჭვი, რომ ქვეყანაში იქნებოდა მეორე ფრონტიც და ქვეყანას გადააქცევდნენ პოლიგონად. ამის საშუალებას ჩვენ არავის მივცემთ. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება“, - განაცხადა პრემიერმა.
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარმა მრჩეველმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის მთავარ მრჩეველს ლუის ბონოს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ლუის ბონოს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა სფეროებში. მთავრობის მეთაურმა ლუის ბონოს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რაზე ისაუბრეს ირაკლი ღარიბაშვილმა და EUMM-ის ახალმა ხელმძღვანელმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს დიმიტრიოს კარაბალისს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმადიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცადა მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ხაზი გაესვა სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის როლს რეგიონული უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში. ირაკლი ღარიბაშვილმა და დიმიტრიოს კარაბალისმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს. შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზჯაველიძე ესწრებოდა.
პრემიერი: ემოციური დღეეები გადავიტანეთ, მაგრამ გამოჩნდა სახელმწიფოს სიმტკიცე, სიძლიერე და ხელისუფლების გონიერება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კანონპროექტის გაწევვა იყო სახელმწიფოებრივად სწორი და გონივრული გადაწყვეტილება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების დაცვა იყო მთავარი მიზანი, როდესაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვაზე დაიწყო საუბარი. „ემოციური დღეეები გადავიტანეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა სახელმწიფოს სიმტკიცე და სიძლიერე, ხელისუფლების გონიერება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „როდესაც ეს ინიციატივა თავდაპირველად იყო გუნდში განხილული, მაშინ ჩვენ დავიწყეთ სხვა ანალოგიებს შესწავლა. პირველი ასეთი ანალოგია იყო ჩვენთვის სამაგალითო სახელმძღვანელო - აშშ, სადაც უკვე 1938 წლიდან მოქმედებს ეს კანონი. მას შემდეგ რამდენჯერმე მოხდა მისი მოდიფიცირება, დახვეწა, თუმცა ეს კანონი მოქმედებს და მუშაობს. ვიცით სხვა მაგალითებიც, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს, ბრიტანეთი მუშაობს, კანადამ დაიწყო და სულ რამდენიმე კვირის წინ დაემთხვა, როდესაც ვიწყებდით ამ კანონპროექტის განხილვებს, ევროპარლამენტში მოხდა ანალოგიური შინაარსის კანონპროექტის ინიცირება. ყველაზე დიდი პარტია, EPP, იყო ამ კანონპროექტის ინიციატორი“. ირაკლი ღარიბაშვილმა კანონპროექტის მიზანი განმარტა. პრემიერისი თქმით, ბევრი არასამთავრობოს საქმიანობა ბურუსით მოცული და გაუმჭვირვალეა. „რამდენიმე ათეული წელია, საქართველოში ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს. ძალიან ბევრი NGO იქმნება ყოველ წელს, მათი საქმიანობა არის დიდი ბურუსით მოცული. მათი ფინანსები და აქტივობა არის გაუმჭვირვალე. მეორე მხრივ, ჩვენ ყოველდღიურად ეს არასამთავრობო ორგანიზაციები მოგვიწოდებენ უფრო მეტი გამჭვირვალობისკენ, რაც, თავისთავად, კარგია. ჩვენი ხელისუფლება ერთ-ერთ ყველაზე გამჭვირვალედ ითვლება მთელ მსოფლიოში, მოწინავე დემოკრატიებს შორის. ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით ჩვენ მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. ჩვენი მთავარი ინტერესი იყო შემდეგი: ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვა. ძალიან ბევრი დაფინანსება მოემართება არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე - ასობით მილიონი დოლარი აქვთ მიღებული მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღადგინა. ჩვენ ვითხოვდით გამჭვირვალობის მინიმალურ დონეს და მინიმალურ ანგარიშვალდებულებას ჩვენი საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არა დესტრუქციული არამედ, ექსტრემისტული ორგანიზაციაა“. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებს მიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განაცხადა, რომ კანონისთვის რუსულის დარქმევამ საზოგადოების ნაწილი დააბნია, რასაც დაემატა უცხოელი პარტნიორების განცხადებები და ეს შეფასებები შესაძლოა, წამახალისებელ ფაქტორადაც განიხილებოდეს. „60-მდე პოლიციელი არის დაშავებული, ლამის ცოცხლად დაიწვა რამდენიმე პოლიციელი, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ? ყველა ეს ადამიანი იქნება უმკაცრესად დასჯილი“. „იყო კანონპროექტის ქართული ვერსია, რომელსაც თავიდანვე კარგად გააზრებული იყო ეს ყველაფერი, დაარქვეს რუსული კანონი. იცით, თუ როგორი მგრძნობიარეები ვართ ჩვენ ყველანი, ქართველები, მიმდინარე რუსული ოკუპაციის ფონზე ასეთი საკითხების მიმართ. და თქვეს, რომ რუსულ კანონს იღებენ. ამან რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა. ამას დაემატა ის განცხადებები, რომელიც შესაძლოა განვიხილოთ, როგორც ერთგვარი წამახალისებელი განცხადებები, ჩვენი უცხოელი პარტნიორების, კოლეგების, ელჩების მხრიდან, რამაც დააბნია საზოგადოების გარკვეული ნაწილი. აქ ძალიან კოორდინირებული ქმედება და საქმიანობა გამოჩნდა“, - განაცხადა პრემიერმა. ღარიბაშვილის თქმით, ახალგაზრდები, რომლებიც სცენაზე იდგნენ, ყველა დაკავშირებული იყო „ნაცმოძრაობასთან“, ან მათ სატელიტურ ორგანიზაციებთან“. პრემიერის განცხადებით, “გამოიკვეთა ასევე [აქციაში] მონაწილეობა ე.წ. ფრანკლინის კლუბის ახალგაზრდების, რომლებსაც წამლავენ და ისინი განსაკუთრებულად პროვოკაციულად იქცეოდნენ“. „ეს არის პირდაპირი ანტისახელმწიფოებრივი ძირგამომთხრელი საქმიანობა. ძალიან ბევრ ახალგაზრდას, მათ შორის მოსწავლეებს ურეცხავენ ტვინს. ეს კლუბი არის შექმნილი სააკაშვილის დედის უნივერსიტეტში, (ახალგაზრდებს მინდა შევახსენო აქვე, რომ ეს უნივერსიტეტი სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს ერთ ლარად გადასცა თავის დედას) ამ უნივერსიტეტში არის შექმნილი ერთგვარი ანკლავი, ბევრი უცხოელი ფიქსირდება ამ დაჯგუფების გარშემო და მიდის ახალგაზრდების მოწამვლა და მათი ტვინის გამორეცხვა. დადასტურებული ინფორმაცია უნდა გავუზიარო ჩვენს საზოგადოებას - განსაკუთრებით ეს ფრანკლინის კლუბის ახალგაზრდები და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩის“ მოძრაობის წევრები იქცეოდნენ ყველაზე მეტად პროვოკაციულად და გამომწვევად/მათ ჰქონდა მიცემული დავალება, რომ შესულიყვნენ პირდაპირ დაპირისპირებაში სპეცდანიშნულების რაზმებთან, პოლიციასთან, მოეხდინათ მათი პროვოცირება. საიდან გაჩნდა მოლოტოვის კოქტეილები „მშვიდობიან აქციაზე“? მინდა მივმართო ჩვენს საზოგადოებას, - როგორი საზოგადოების, როგორი ქვეყნის მშენებლობა გვინდა? ვამბობთ, რომ გვინდა ნამდვილად ევროპული საზოგადოება ავაშენოთ, გვინდა იყოს მშვიდობა, სტაბილურობა, გვინდა ჩვენი ქვეყანა გავაძლიეროთ, გავაერთიანოთ, ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ. ვინ ბედავს, როგორ ბედავენ, რომ ამ ახალგაზრდებს იყენებ ფარად, წინა ხაზზე უშვებენ, ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებს. 60-მდე პოლიციელი არის დაშავებული, ლამის ცოცხლად დაიწვა რამდენიმე პოლიციელი, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ? ყველა ეს ადამიანი იქნება უმკაცრესად დასჯილი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშილმა სტუდენტებს მიმართა და განცხადა, რომ მათ იყენებენ. „ნუ გახდებით მანიპულირების ობიექტი და ვიღაც პოლიტიკური პარტიების ხელში ბრძოლის ინსტრუმენტი, თქვენ გიყენებენ, მივმართავ ჩვენს სტუდენტებს. გიყენებენ ეს პოლიტიკური, ხელმოცარული, გაკოტრებული ადამიანები, გატყუებენ, რომ ოცნებას არ უნდა ევროპული გზა. „ცდილობენ, ჩვენს დალაგებულ, დაწყნარებულ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და ომი. ვიქნებით უკომპრომისო, ჩვენს ხელთ არსებულ ყველანაირ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ არც ერთი ასეთი ქმედება არ დარჩეს პასუხგაუცემელი“. მე ფაქტები მოგიყვანეთ, ფაქტები მოიყვანონ „ნაცმოძრაობის„, ამ ფაშისტური ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რა გააკეთეს მათ ევროპულ გზაზე. არაფერი გაუკეთებიათ. ვიზალიბერალიზაციაზე მუშაობა არ დაიწყეს, 3 წელი გადადეს, ჩვენ დავიწყეთ. ასოცირება ჩააგდეს. შესაბამისად, ეს მითი, რომელიც შეიქმნა, ეს სიყალბე. მათ შორის ძალიან ბევრი ნაცნობის ოჯახის წევრები აღმოვაჩინე აქციაზე, ძალიან ბევრმა დამირეკა, ბოდიში მომიხადა, მართლა მეგონა რაღაც ხდებოდაო. ადამიანი იმიტომ არის გონიერი და იმიტომ განვსხვავდებით ცხოველებისგან, რომ ჩვენ გვაქვს გონება. უნდა შეგვეძლოს ანალიზის გაკეთება, თეთრის და შავის გარჩევა. თუ ეს არ შეგვიძლია, პრეტენზია აღარ უნდა გვქონდეს, რომ ჩვენ გვინდა ძლიერი სახელმწიფოს შექმნა, ამაზე ვიფიქროთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრს მადლობა გადაუხადა
პრემიერ-მინისტრმა პარლამენტთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით საუბრისას შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, „ღონისძიება იდეალურად იყო დაგეგმილი და შესრულებული“. "პირველ რიგში, მინდა საჯაროდ, თქვენი ეთერის საშუალებით, მადლობა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს, ჩვენს მეგობარს, მის გუნდს, თითოეულ პოლიციელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, მის ხელმძღვანელობას, აბსოლუტურად ყველას, ყველა პოლიციელს, რომელმაც, შეიძლება ითქვას, იდეალურად დაგეგმა და შეასრულა ეს ღონისძიება. ამ პროცესს ვაკვირდებოდი თავიდან ბოლომდე და ვიცი, რამდენად მაღალპროფესიონალურად შეასრულეს ბიჭებმა ეს ურთულესი გამოწვევა. ძალიან რთული იყო, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ იქ რაღაც უბედურება არ მომხდარიყო, ღმერთმა დაგვიფარა და მადლობა უფალს, რომ ეს ყველაფერი ძალიან, მეტ-ნაკლებად ნაკლები დანაკარგის, ნაკლები პრობლემების, გართულების გარეშე დასრულდა. ჩვენმა პოლიციამ ძალიან მაგრად იმუშავა, სიმტკიცე გამოიჩინეს, მაღალი პროფესიონალიზმი და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი სახე - ჰუმანურობა - კიდევ ერთხელ წარმოჩინდა“. რაც შეეხება კრიტიკას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ეს არის სიცრუე და სისულელე“. „ვინ დაიწყო ძალადობა, ძალადობა დაიწყო, რაც მე ჩამოგითვალეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულმა ფრთამ და მათი სახელები და გვარები ყველამ ვიცით, ეგრეთ წოდებულმა გირჩის მოძრაობამ, პროვოკატორი ჯაფარიძის მოძრაობამ და „ფრანკლინის კლუბის“ ანარქისტებმა. მე რამდენიმეს ფოტო ვნახე, გაოგნებული დავრჩი, რაღაც სატანისტების ფორმები ეცვათ რამდენიმე ადამიანს, ახალგაზრდებს, მე არ მინდა მათი სახეები ვაჩვენო, მაგრამ ეს არის შემაშფოთებელი, რაც აქ ხდება უბრალოდ. ეს ორგანიზაცია, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე გადაქცეული არის რაღაც არა რადიკალურ, არამედ ექსტრემისტულ ორგანიზაციად, ცოტაღა უკლიათ, რომ გახდნენ ტერორისტული ორგანიზაცია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
კიევის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება მტერს არ ეძებს იქ, სადაც საჭიროა
უკრაინა იყო და დარჩება ქართველი ხალხის მეგობრად, რომელსაც ვუსურვებთ, რომ არ შეაჩეროს ევროპული მომავლის განვითარება, უკრაინა იყო და დარჩება ქართველი ხალხის მეგობრად, რომელსაც ვუსურვებთ, რომ არ შეაჩეროს ევროპული მომავლის განვითარება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების სპიკერის განცხადებაში წერია. „ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის ხელმძღვანელობამ უკრაინის მიმართ რიგი არამეგობრული განცხადება გააკეთეს. თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებდნენ რა რუსული პროპაგანდის თეზისს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინა დაადანაშაულეს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში, რუსეთთან ომში ჩათრევასა და სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად ძალების გაგზავნაში. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მსგავს ინსინუაციებს, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. იქ არ ეძებს მტერს საქართველოს ხელისუფლება, სადაც საჭიროა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ვერ შეარყევს უკრაინელი და ქართველი ხალხების მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენ დიდად ვაფასებთ ქართველების მხარდაჭერას იმ დროს, როდესაც უკრაინელები დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. თავის მხრივ, უკრაინა იყო და დარჩება ქართველი ხალხის მეგობრად, რომელსაც ვუსურვებთ, რომ არ შეაჩეროს ევროპული მომავლის განვითარება“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც უკრაინის საგარეო უწყების სპიკერის Facebook გვერდზე განთავსდა. „თქვენ ახსენეთ უკრაინელი პოლიტიკოსები, აღარ მინდა გვარები ჩამოვთვალო. გამოვიდა კლიჩკო, გამოვიდნენ ვიღაც გაუგებარი ადამიანები, სხვებიც, უკრაინის პოლიტიკოსები, არახამია და ვიღაც ხელმოცარული „ლუზერები“, რომლებიც ამბობენ, რომ საჭიროა ცვლილება და სცენარები, გადატრიალება. პირდაპირი ჩარევაა. მე აღარ მინდა ახლა გავაგრძელო, ადამიანი ომშია. მინდა, ყველას ვუსურვო ამ ომის დროულად დამთავრება და სიმშვიდე, წარმატება და ქვეყნის გაერთიანება. მაგრამ ჯერ მიხედეთ თქვენს თავს და თქვენს ქვეყანას მიხედეთ, ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას“, - ეს განცხადება პრემიერმა ღარიბაშვილმა 12 მარტს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
საქართველოს უნივერსიტეტი პრემიერს პასუხობს: ცრუ კამპანიასთან დაკავშირებით ვაპირებთ სამართლებრივი პროცედურების დაწყებას
საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ლახავს უნივერსიტეტის ღირსებასა და პრესტიჟს და არ შეესაბამება სინამდვილეს. „მიმდინარე ცრუ კამპანიასთან დაკავშირებით“ უნივერსიტეტი სამართლებრივი პროცედურების დაწყებას გეგმს. “საქართველოს უნივერსიტეტი შეშფოთებულია გუშინ, 12 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ქვეყნის პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებით, რომლებიც, სამწუხაროდ, ლახავს უნივერსიტეტის ღირსებასა და პრესტიჟს და არ შეესაბამება სინამდვილეს. საქართველოს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის შეძენასთან დაკავშირებით წლებია ვრცელდება ცრუ ინფორმაცია. გუშინაც, ქვეყნის პრემიერ - მინისტრმა განაცხადა, რომ თითქოს უნივერსიტეტი გიული ალასანიას გადაეცა ერთ ლარად. გვსურს იმედი დავიტოვოთ, რომ პრემიერის განცხადება განპირობებულია არა ცილისწამების მიზნით, არამედ ინფორმაციის უქონლობით. იმისათვის, რომ მომავალში თავიდან აცილებულ იქნას ყალბი ინფორმაციის გავრცელება, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ უნივერსიტეტი დააარსეს და მათთვის ის არავის „გადაუცია“. რაც შეეხება შენობა-ნაგებობებს, ყველაფერი შეძენილია ღია აუქციონზე და გადახდილია 4 მილიონ აშშ დოლარამდე. ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებს მიმართა ეს თანხა უნივერსიტეტმა საბანკო კრედიტის საშუალებით დაფარა. ცხადია, ამის დამადასტურებელი ყველა საბუთი საჯაროდაა ხელმისაწვდომი. აღნიშნულ ცრუ კამპანიასთან დაკავშირებით ვაპირებთ სამართლებრივი პროცედურების დაწყებასაც და მზად ვართ, ამ თემაზე დეტალურად ვისაუბროთ ნებისმიერ სატელევიზიო სივრცეში, ნებისმიერ პირთან, მათ შორის, ბატონ პრემიერთანაც. აქვე ვიტყვით, რომ უნივერსიტეტის დაარსებას ჰქონდა ერთი მთავარი მიზანი - ახალგაზრდა თაობისთვის მაღალი დონის განათლებისა და შესაძლებლობების მიცემა, მათი კარიერული წინსვლის ხელშეწყობა, მათთვის სამომავლო პერსპექტივების გაჩენა. წლებია, უნივერსიტეტი პირნათლად ასრულებს ამ მოვალეობას და დღეს საქართველოს უნივერსიტეტი საერთაშორისო რეპუტაციული მარეიტინგებელი ორგანიზაციების მიერ აღიარებულია ამიერკავკასიაში საუკეთესო კერძო უნივერსიტეტად, რომელსაც ჰყავს ათასობით კურსდამთავრებული და სტუდენტი. გარდა ამისა, ის ასაქმებს ათასზე მეტ ადამიანს პროფესორ-მასწავლებლების, ადმინისტრაციისა და დამხმარე პერსონალის სახით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უნივერსიტეტი ყოველთვის იცავს ქვეყნის ინტერესებს და საკუთარი წვლილი შეაქვს დემოკრატიული საზოგადოების ფორმირებაში, ის აპოლიტიკური დაწესებულებაა, სადაც ადამიანი იღებს ობიექტურ განათლებას. აღსანიშნავია, რომ აქ სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ამჟამად ხელისუფლებაში მყოფი არაერთი თვალსაჩინო პირიც. გარდა ზემოთქმულისა, ჩვენთვის უფრო შემაშფოთებელი იყო გუშინ პრემიერის მიერ ჩვენს სტუდენტებზე გავრცელებული ინფორმაცია, რასაც მოვიაზრებთ მათ შეურაცხყოფად: ბატონმა ღარიბაშვილმა ისინი წარმოაჩინა, როგორც უნივერსიტეტის მიერ მართული ჯგუფი. ასევე შემაშფოთებელი და გულდასაწყვეტია მისი მხრიდან უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასება, როგორც „ძირგამომთხრელის და არასახელმწიფოებრივის“. საქართველოს უნივერსიტეტი ამაყობს იმით, რომ ზრდის თავისუფლად მოაზროვნე თაობას, რომელიც თავად წყვეტს, რომელ აქციაზე დადგეს, რა მოითხოვოს და როგორ დაიცვას საკუთარი უფლებები, იქნება ეს უნივერსიტეტის კედლებს შიგნით თუ მის გარეთ. ქვეყნის უახლეს ისტორიაში ქართველმა სტუდენტებმა არაერთხელ ითამაშეს გადამწყვეტი როლი და მიგვაჩნია, რომ ამ როლის დაკნინება სტუდენტებისთვის სილის გაწვნის ტოლფასია. საქართველოს უნივერსიტეტი ყოველთვის იდგება ნათელ მხარეს - სამშობლოსა და ახალგაზრდების ინტერესების სადარაჯოზე”, - ნათქვამია განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის დელეგაციის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში სტუმრად მყოფ ევროკავშირის დელეგაციის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დიპლომატების პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. მთავრობის მეთაურმა ევროპელ დიპლომატებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არაფორმალურ გარემოში განიხილა. "თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი გაიმართება. რეგიონულ ამბასადორიალში მონაწილეობენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მაღალი რანგის პირები; მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე, თურქეთსა და ავსტრიაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელები. ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი გარკვეული პერიოდულობით იმართება და კონკრეტული რეგიონის ქვეყნების მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის განხილვის მნიშვნელოვან ფორუმს წარმოადგენს. როგორც ოფიციალურ ვახშამზე აღინიშნა, ამბასადორიალის საქართველოში გამართვა ხაზს უსვამს ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობას რეგიონში; მათ შორის, საქართველოს როგორც ძლიერი მოკავშირის როლს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს ბულგარეთში ახალი ელჩი ჰყავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს, ოთარ ბერძენიშვილს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ოთარ ბერძენიშვილი კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩის თანამდებობაზე, ასევე, ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში საქართველოს წარმომადგენელი. იგი მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორად, ასევე, თავდაცვის სამინისტროში ეკავა ადმინისტრაციის უფროსის, შემდეგ კი, მინისტრის მოადგილის პოზიცია, იკავებდა საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის ამერიკის სამმართველოში მრჩევლის თანამდებობას, იყო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში ატაშე, შემდეგ კი, – პირველი მდივანი.
ცნობილია, რაზე ისაუბრეს ირაკლი ღარიბაშვილმა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს კლევერლის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჯეიმს კლევერლის საქართველოში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას უსვამს ხაზს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მთელ სპექტრს მოიცავს და კიდევ უფრო განამტკიცებს სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა ჯეიმს კლევერლის გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების საქმეში მისი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს. შეხვედრას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის დირექტორის მოადგილე ჯასტინ ჯეიმს მაკენზი სმიტი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. ეკონომიკური საბჭოს წევრებმა მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ეკონომიკურ პროექტებზე იმსჯელეს. აგრეთვე განიხილეს ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. შეხვედრაზე განიხილეს ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამა 2023-2028, რომლის შესახებაც რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის მეთაურს და სხდომის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ითქვა, რომ უკვე შერჩეულია ის 10 ტურისტული ლოკაცია, რომლის რეაბილიტაციაც პირველ ეტაპზე განხორციელდება. ხაზი გაესვა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის კურორტების განვითარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. საუბარი შეეხო ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს. აღინიშნა, რომ რეგიონში შექმნილი სიტუაციისა და გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და ფიქსირდება ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის განმავლობაში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია 2023 წლის იანვარშიც გაგრძელდა და ამ თვის მაჩვენებელმა 8.4% შეადგინა. მაღალი ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, ასევე ფიქსირდება ინფლაციის დონის შემცირება, რაც პანდემიის შემდგომ გლობალურ გამოწვევას წარმოადგენს. ყურადღება დაეთმო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს. შეხვედრისას ითქვა, რომ 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61.1%-ით გაიზარდა და 2 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც აქამდე ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს.
პრემიერ-მინისტრი დღეს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს წარადგენს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს წარადგენს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება, სადაც პრემიერი ახალ მინისტრს წარადგენს. არსებული ინფორმაციით, განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელს დეპუტატი გიორგი ამილახვარი შეცვლის.
საქართველო და სერბეთი ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას გეგმავენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერს, ვლადიმირ ორლიჩს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობების მზარდ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია კიდევ უფრო გაღრმავდეს ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური კავშირები. აქვე, დადებითად შეფასდა ვაჭრობის მზარდი მოცულობა. „მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოსა და სერბეთს საერთო მისწრაფება აერთიანებთ და ეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობაა. ხაზი გაესვა აგრეთვე, რომ ამ მიმართულებით ორი ქვეყანა ეფექტიანად თანამშრომლობს როგორც ორმხრივ, ისე რეგიონალურ ფორმატში. ირაკლი ღარიბაშვილმა ვლადიმირ ორლიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სერბეთის ურყევი მხარდაჭერისთვის და დაუდასტურა საქართველოს მკაფიო პოზიცია სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე. შეხვედრას სერბეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ტატიანა პანაიოტოვიჩი-ცვეტკოვიჩი, ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერი/ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ელვირა კოვაჩი, სერბეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დუბრავკა ფილიპოვსკი, საქართველოს მხრიდან კი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიხეილ ჩხენკელი მუშაობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე გააგრძელებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლებისა და მეცნიერების ყოფილ მინისტრს მიხეილ ჩხენკელს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ ჩხენკელს მინისტრობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „თავის მხრივ, ყოფილმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მთავრობის მეთაურს და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდში მუშაობა. მთავრობის მეთაურმა ყოფილ მინისტრს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მიხეილ ჩხენკელი აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება და მუშაობას გააგრძელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს დღეს წარადგენს.
ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი შეიძლება შეიცვალოს. „ტყუილია, ტყუილი... ჯანდაცვის მინისტრი არ იცვლება", - აცხადებს ღარიბაშვილი. ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი პოსტს ტოვებდა და მას ამ თანამდებობაზე თეა წულუკიანი შეცვლიდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების ახალ მინისტრად გიორგი ამილახვარი წარადგინა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი წარადგინა. ამ პოსტზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჩხენკელის გადაწყვეტილება იყო, რომ აკადემიურ საქმიანობას დაბრუნებოდა. „მას აქვს ძალიან კარგი ხედვა. მან იცის, როგორ უნდა მოგვარდეს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები. ჩვენ გვჭირდება კარგი მენეჯერები“, - აღნიშნა პრემიერმა. პრემიერის თქმით, ამილახვარს ღირსეული განათლება აქვს მიღებული და ის აშშ-სა და გერმანიაში სწავლობდა. ამასთან, არის ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტის დამფუძნებული. გიორგი ამილახვარი ამ დრომდე პარლამენტში განათლების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების ყოფილ მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა შალვა პაპუაშვილი: გიორგი ამილახვარი არის ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი პროფესიული კარიერა მიუძღვნა განათლების სისტემას ცნობისათვის, ქართულ მედიაში რამდენიმე დღეა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობას 6-მდე დეპუტატი ტოვებს. ამ დრომდე კომენტარი იმის შესახებ, რომ პარლამენტის დატოვება სურთ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და დავით სერგეენკომ გააკეთეს, თუმცა აღნიშნეს, რომ „განხილვები გრძელდება“. ისინი სხვა ზოგიერთ კოლეგასთან ერთად, იმ დეპუტატებს შორის არიან, რომლებმაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონპროექტს ხმა არ მისცეს. ამასთან, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუდასტურა, რომ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე განცხადება უკვე დაწერა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ თითოეულ ჟურნალისტს, თქვენი საქმიანობა საკვანძოა ევროპული მომავლის მშენებლობისთვის - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს. „ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ თითოეულ ჟურნალისტს, მედიასაშუალებების ყველა თანამშრომელს. საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობასა და პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული თქვენი საქმიანობა საკვანძოა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევროპული მომავლის მშენებლობისათვის. თქვენ არა მხოლოდ საზოგადოების ინფორმირების თავისთავად უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურებით, არამედ განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურის განვითარებაში, დემოკრატიულ ღირებულებათა დამკვიდრებაში. ჩვენი მთავრობა და პოლიტიკური გუნდი კარგად აცნობიერებს თქვენი პროფესიის უდიდეს სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. ამის დასტურია „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული რეფორმები, რომელთა შედეგადაც არსებითად გაუმჯობესდა მედიის პლურალიზმი და გაიზარდა თავისუფლების ხარისხი. მადლობას გიხდით თქვენი შრომისთვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობაში“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.
დღეს მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე - ღარიბაშვილი
დღეს მსოფლიო, მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ ამის თაობაზე გუნდის წევრებმა განმარტება და განცხადებები გააკეთეს. „მთავარი მინდა გითხრათ, დღეს მსოფლიო, მთელი სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ეს შეფასება გადაჭარბებული არ არის, ეს არ არის სპეკულაცია. ჩვენ ვუყურებთ დღითი დღე უფრო მეტ კონფრონტაციას, მეტ დაძაბულობას და მეტ ესკალაციას. ამ პირობებში, ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის მთავარი საზრუნავი და ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა“, - განაცხადა პრემიერმა. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა
ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ ან გვინდა, გავაკეთოთ, ყველაფერი შეესაბამება მსოფლიო პრაქტიკასა და ტენდენციებს - ღარიბაშვილი
ჩვენი ხალხი ხედავს და დაინახავს კიდევ უფრო მეტად, რაც დრო გავა, რომ ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ, ან გვინდა, რომ გავაკეთოთ, ყველაფერი მოდის შესაბამისობაში იმ მსოფლიო პრაქტიკასთან, იმ ტენდენციებთან, რომელიც დღეს მთელ ევროპასა და მთელს მსოფლიოში ვითარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრების ინიციატივაზე, რომლებმაც განაცხადეს, რომ უნდა შეიქმნას ამერიკული FARA-ს ევროპული ანალოგი. „ეს არის ორმაგი სტანდარტი. ჩვენი ხალხი ხედავს და დაინახავს კიდევ უფრო მეტად, რაც დრო გავა, რომ ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ ან გვინდა, რომ გავაკეთოთ, ყველაფერი მოდის შესაბამისობაში იმ მსოფლიო პრაქტიკასთან, ტენდენციებთან, რომელიც დღეს მთელ ევროპასა და მთელ მსოფლიოში ვითარდება. აი, თქვენ ახსენეთ EPP-ის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ამერიკული კანონის, ე.წ. ფარას ანალოგის შემოღებას, რომელიც გახდება სავალდებულო ევროკავშირისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ პროცესს, ამ ინიციატივის განხილვას ყურადღებით დავაკვირდებით და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძირითადად არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნას ეყრდნობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე განაცხადა, რომ იმ ცნობას ეყრდნობა, რომლებიც ე.წ ელიტური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერაა მომზადებული. რა წერია ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძირითადად არაობიექტურ, მიკერძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს ეყრდნობა. „თქვენ მიერ ნახსენები ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის სპეკულაციები და ცალკეული პოლიტიკურად ანგაჟირებული მიკერძოებული ადამიანების მიერ მოგონილ ინფორმაციაზე დაყრდნობილი. ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. მე მინდა გითხრათ მთავარი, 10 წლის წინ და უფრო ადრეც, როცა მაგალითად, ქვეყანაში იყო სისტემური კორუფცია, სისტემური დანაშაული, ხდებოდა ადამიანების წამება, გაუპატიურება, მკვლელობა, ბიზნესის წართმევა, მედია თავისუფლება საერთოდ არ არსებობდა. არცერთი თავისუფალი ტელეარხი არ არსებობდა. მე არ მახსენდება ის ფაქტები, რომელიც, მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არის მოყვანილი, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. მეორე მხრივ, ჩვენ ვართ ღია, გახსნილი დემოკრატია, თუნდაც ის ფაქტი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ეყრდნობა თავისუფალი, მათ შორის მედიასაშუალებების მიერ მომზადებულ ანგარიშებს თუ ინფორმაციებს, თუმცა, მათი ინფორმაციის 100% არ არის დაყრდნობილი ფაქტებზე, არამედ ეს არის მოგონილი, ცრუ ინფორმაცია. ასევე ის ფაქტი, რომ ამდენი, ასეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს საქართველოში, რომლებიც სამწუხაროა, რომ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ მთელ მსოფლიოში და ცდილობენ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს იმიჯის დისკრედიტაციას, რაც, რა თქმა უნდა, არ შედის ჩვენი ქვეყნის, ხალხის ინტერესებში. ამ ყველაფრის მიუხედავად თქვენ უყურებთ, რომ დღეს გვაქვს სრული თავისუფლება, არასამთავრობო სექტორს, მედიას ყველგან“, - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახური აცხადებს, რომ სამუშაო ლანჩი ევროკავშირის ელჩების ინიციატივით გაიმართა, სადაც მთავრობის ხელმძღვანელი მიიწვიეს. „შეხვედრაზე განიხილეს კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღებისათვის დგამს. საუბარი შეეხო პარლამენტისა და მთავრობის მიერ შესრულებულ 12 რეკომენდაციას, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის განისაზღვრა. ასევე, შეჯამდა მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმები და ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქვს. აგრეთვე განიხილეს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში. ხაზი გაესვა, რომ ანგარიში მკაფიოდ ასახავს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას“, - აღნიშნავს საქართველოს მთავრობის პრესსამსახური. მის მიერვე გავრცელებული ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩებს გააცნო ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ოქტომბრამდე გადადგამს, როდესაც ევროკომისია გამოაქვეყნებს წერილობით ანგარიშს და რეკომენდაციას მისცემს ევროპულ საბჭოს, მიენიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. შეხვედრას ესწრებოდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად შეგახსენებთ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისღებად 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს. ევროკომისიის დასკვნა 17 ივნისს გასაჯაროვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა და დემოკრატიის ეროვნული ფონდის თავმჯდომარემ შეხვედრა გამართეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დემოკრატიის ეროვნული ფონდის თავმჯდომარეს კენეტ უოლაკს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და დემოკრატიის ეროვნულ ფონდს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილეს. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორი და ერთგული მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, მიაღწიოს შემდგომ პროგრესს იმ რეფორმების მიმართულებით, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ხაზი გაესვა არაერთ სფეროში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელთა შედეგებიც აისახა საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებში. შეხვედრას ესწრებოდნენ დემოკრატიის ეროვნული ფონდის პროგრამის უფროსი მენეჯერი იან მაკგინიტი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
ირაკლი ღარიბაშვილს და საპატრიარქოს, იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პირველადი ესკიზი წარედგინათ
მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის პირველადი არქიტექტურული ესკიზი და საპრეზენტაციო მასალები პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს, მთავრობის წევრებს და საპატრიარქოს წარმომადგენლებს წარედგინათ. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. "წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე მომზადებულ მასალებს კომისიის წევრები იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, მდინარე იორდანეზე, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად შექმნილი სამთავრობო კომისიის მეორე სხდომის ფარგლებში გაეცნენ. დღესვე კომისიის წევრებმა განიხილეს ცენტრის მშენებლობისთვის განსახორციელებელი შემდგომი ღონისძიებები. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო კომისიის მუშაობას პირადად ხელმძღვანელობს. მდინარე იორდანეზე ქართული კულტურის ცენტრის დასაარსებლად სამთავრობო კომისიის მეორე სხდომას ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) ესწრებოდნენ. საქართველოს საკუთრებაში არსებული 4000 კვადრატული მეტრი მიწა მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან 15-20 მეტრის მანძილზეა. საქართველოსთვის მიწის გადმოცემის ღონისძიებაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პრინც ღაზისთან ერთად 2022 წლის გაზაფხულზე მიიღო მონაწილეობა", - აცხადებს მთავრობა.
დარწმუნებული ვარ, რადიკალურ ოპოზიციას პრემიერ-მინისტრთან კითხვები კი არ ექნება, არამედ საბოტაჟის რეჟიმს მიმართავს - ვოლსკი
დარწმუნებული ვარ, რადიკალურ ოპოზიციას პრემიერ-მინისტრთან კითხვები კი არ ექნება, არამედ საბოტაჟის რეჟიმს მიმართავენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. „ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი. დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრთან კითხვები კი არ ექნებათ, არამედ საბოტაჟის რეჟიმს მიმართავენ. მათი მთავარი ამოცანაა, არანაირი ცივილური განხილვა არ იყოს. დიდი ხანია, ისინი ამ რეჟიმში მუშაობენ. ეს არის ადამიანების გუნდი, რომელსაც შეიძლება, რევოლუციური კომიტეტი ვუწოდოთ, რომლის მიზანია სხვა ამოცანების განხორციელება და არა – რეკომენდაციების შესრულება“, – განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, 24 მარტს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ.
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის
„დღეს დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის; ამ სტრატეგიის დამტკიცებით საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ადასტურებენ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ვალდებულებისადმი სახელმწიფოს ერთგულებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. მისი თქმით, ეროვნული სტრატეგიის დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, დოკუმენტი მრავალსექტორული ჩართულობით შეიმუშავა და მოიწონა საქართველოს მთავრობამ და დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. „სახელმწიფოს სწრაფვა ინსტიტუციური დემოკრატიისკენ, სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებებით თანაბრად სარგებლობის უზრუნველყოფა, თანასწორობის პოლიტიკის განმტკიცება და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვა სახელმწიფო პოლიტიკის ის ფუნდამენტია, რომელსაც ეფუძნება ეს დოკუმენტი. ამ სტრატეგიის დამტკიცებით საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ადასტურებენ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ვალდებულებისადმი სახელმწიფოს ერთგულებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური და გრძელვადიანი პოლიტიკის თანამიმდევრულად და უწყვეტად წარმართვას”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყნის წინაშე დღეს რეალური საფრთხე არის შეთქმულება და ეს არის ე.წ. უკრაინიზაციისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა
ჩვენი ქვეყნის წინაშე რეალური საფრთხე დღეს არის სწორედ ის გეგმა და შეთქმულება, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ. უკრაინიზაციის, ე.წ. მეორე პოლიგონისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. „იყო არაერთი მცდელობა, ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის და საქართველოს ომში ჩაბმის. შეგახსენებთ, რომ თვითონ ეს ფრაზა – მეორე ფრონტი გაჟღერდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან. ბატონმა დანილოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი სურვილი და მიზანი იყო საქართველოში მეორე ფრონტი გახსნა. აქვე დაამატა, რომ მათი ამოცანა იყო რუსეთის ყურადღების გადატანა სხვა ქვეყნისადმი, სხვა რეგიონის მისამართით. ისიც აღინიშნა, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, არამედ ამ ომის შედეგები უნდა იგრძნონ სხვა ქვეყნებმაც. ეს არის იმ გამოსვლის ძალიან მოკლე შინაარსი, რომელიც მთელმა საზოგადოებამ მოისმინა. ამის შემდეგ ჩვენ გვახსოვს განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, გვარებს აღარ ჩამოგითვლით. თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენ არ ვართ ომისთვის განწყობილი მთავრობა, მათი სურვილი იყო, სააკაშვილი ყოფილიყო ხელისუფლებაში, რომელიც ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ, შეუერთდებოდა უკრაინას და საქართველოს ჩართავდა ომში. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მიწებზე დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარები. რეალური საფრთხე დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა და შეთქმულება, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ. უკრაინიზაციის გეგმა, ე.წ. მეორე პოლიგონისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა. მინდა, ყველას შევახსენო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით არ არის არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არც ნატო-ს წევრი, ჩვენ არ გვაქვს არავითარი უსაფრთხოების გარანტიები და ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული ნომერ პირველი ბირთვული ძალის მიერ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი პირდაპირ კოორდინაციაში, თანხვედრაში მოდის „მეხუთე კოლონის“ მიზნებთან - ღარიბაშვილი
სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი პირდაპირ კოორდინაციაში, თანხვედრაში მოდის „მეხუთე კოლონის“ მიზნებთან, მათ ზრახვებთან, გეგმებსა და ქმედებასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყნის წინაშე დღეს რეალური საფრთხე არის შეთქმულება და ეს არის ე.წ. უკრაინიზაციისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ქალბატონმა აქუბარდიამ სწორედ აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მიწებზე დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარები. რეალური საფრთხე დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა, შეთქმულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ. უკრაინიზაციის გეგმა, ე.წ. მეორე პოლიგონის გახსნის და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა. მე მინდა, ყველას შევახსენო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ჯერ-ჯერობით არ არის არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არც ნატო-ს წევრი, ჩვენ არ გვაქვს არავითარი უსაფრთხოების გარანტიები და კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული ნომერ პირველი ბირთვული ძალის მიერ. ასევე, მინდა, შეგახსენოთ სხვა ფაქტებიც, ძვირფასო დეპუტატებო, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი პირდაპირ კორელაციაში და კოორდინაციაში მოდის, თანხვედრაში მოდის, მე არ მოვერიდები ამის თქმას, „მეხუთე კოლონის“ მიზნებთან, მათ ზრახვებთან, მათ გეგმებთან, მათ ქმედებასთან. თეონა აქუბარდიამ შემახსენა და მომიწოდა, რომ მესაუბრა ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებზე. მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მიამიტი, რომ იმ საფრთხეებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ამ საფრთხეებზე თვალი დავხუჭოთ და არ ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ ამას, მე პირიქით, მინდა დღეს ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდო, ჩვენს დეპუტატებს და შემდეგ კითხვები დაგისვათ თქვენ, თუ თქვენ სად დგახართ აი ასეთ ვითარებაში, ამ გამოწვევებით აღსავსე დროს“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თუ ევროპას რეალურად სურს პოლარიზაციის დასრულება, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით დროს გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ ევროპას რეალურად სურს პოლარიზაციის დასრულება, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს. „მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველი განსაზღვრული პრიორიტეტი და პირობა არის პოლარიზაციის დასრულება. პოლარიზაცია, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიას ახასიათებს. ეს არის აშშ, ევროპის ნებისმიერი ქვეყანა, ყველგან არის პოლარიზაცია. ჩვენი ქვეყანა ვერ და არ იქნება გამონაკლისი, მაგრამ ჩვენ კითხვა უნდა დავუსვათ საზოგადოებას და ოპოზიციას - რას აკეთებს ოპოზიცია პოლარიზაციის შესამცირებლად. მოკლედ რომ შევახსენოთ ყველას - მათი მხრიდან ვნახეთ მხოლოდ ბოიკოტი, საბოტაჟი, ხელის შეშლა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ასევე ვნახეთ დესტაბილიზაცია, რომელიც ქვეყნის ეროვნულ, ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება. თავიდანვე არ ვეთანხმებოდით ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილებას. მე მათ პირადადაც ვუთხარი, რომ შეცდომა იყო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი რომ არ მისცეს ავანსად, როგორც მოლდოვას და უკრაინას. ჩვენი პროგნოზი ახდა, რომ პოლარიზაცია არათუ დასრულდებოდა, არამედ მოიმატებდა. რომ შევხედოთ ერთი წლის განმავლობაში პოლარიზაცია შემცირდა თუ არა, პირიქით - ვნახეთ დესტაბილიზაციის მცდელობები - შარშან, ივნისის აქციები, ახლა მარტის აქციები. პოლარიზაციამ მოიმატა, პარლამენტარები არ მონაწილეობენ სამუშაო პროცესში, არ მიიღეს მონაწილეობა 12 რეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში. შესაბამისად, ჩვენი პასუხი, რაც ევროპელ პარტნიორებს გავუზიარე, არის შემდეგი - თუ ევროპას, ევროპელ პარლამენტარებს და კოლეგებს, რეალურად სურთ პოლარიზაციის დასრულება, მათ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭონ. ეს მოხსნის კითხვებს, სპეკულაციებს, დაასრულებს მათ [ოპოზიციის] დესტრუქციულ, რადიკალურ ქმედებებს და რეალური მიზეზი აღარ დარჩება ექსტრემისტულ ოპოზიციას, რომ რაიმე ბრალი წაუყენონ ჩვენს ხელისუფლებას. ეს არის რეალობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ევროპარლამენტმა რეზოლუციით თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერა სააკაშვილსა და ჩვენს ქვეყანას - ღარიბაშვილი
ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია, რამდენიმე კვირის წინ და მათ თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერეს სააკაშვილსა და ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. თუ ევროპას რეალურად სურს პოლარიზაციის დასრულება, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს - ღარიბაშვილი „მე მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი გამონათქვამები, რომელიც უკავშირდებოდა ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრების განცხადებებს. ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია, რამდენიმე კვირის წინ და მათ თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერეს სააკაშვილსა და ჩვენს ქვეყანას, საქართველოს. ანუ მათ პირდაპირ უთხრეს, რომ თქვენი ხალხი არ გვაინტერესებს, არ გვაინტერესებს, რომ ეს ადამიანი, მისი რეჟიმი კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა, ჩაგრავდა, არ არსებობდა მედიათავისუფლება, სასამართლო დამოუკიდებლობა და არავითარი დემოკრატიის ნიშანწყალი არ არსებობდა ქვეყანაში. იგი არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი, სააკაშვილი, რომელიც დღეს კერძო კლინიკაში იხდის სასჯელს. ამის მიუხედავად გვითხრეს, რომ ეს ყველაფერი არ აინტერესებთ, ვიცით, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი, მაგრამ იგი ჩვენი კრიმინალია“, – განაცხადა პრემიერმა.
ჩვენი ქვეყნის წინაშე ყველაზე მთავარი გამოწვევა არის შიდა დესტაბილიზაციის საფრთხეები - ღარობაშვილი
მთავარი გამოწვევა, მთავარი პრობლემა მოხდა უკვე 2008 წელს, რუსეთმა დაიკავა და დღესაც აკონტროლებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს. დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე ყველაზე მთავარი გამოწვევა ეს არის შიდა დესტაბილიზაციის საფრთხეები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. „ქალბატონი თეონა მეკითხება კონცეპტუალურ დოკუმენტებზე, რომელიც მისი გადმოსახედიდან შექმნის უსაფრთხოების გარანტიებს და მოსახლეობას დაიცავს. მინდა, ხალხს შევახსენო, რომ დოკუმენტი კი არა სწორი პოლიტიკა და ხელისუფლების გონივრული პოლიტიკა დაიცავს ქვეყანას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და არა თქვენ მიერ გაუაზრებელი, უგუნური და უკვე გამოცდილი დესტრუქციული პოლიტიკა, რომელმაც უკვე დაანგრია ჩვენი ქვეყანა. ამის თაობაზე საჯარო ინფორმაცია არის გავრცელებული, ალბათ ქალბატონი აქუბარდია შეგნებულად არ კითხულობს, არ ეცნობა უსაფრთხოების საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს. უსაფრთხოების საბჭოს აქვს დამუშავებული, ეს არის დრაფტი დოკუმენტები, მის მიერ ნახსენები ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, თავდაცვის სტრატეგია და ასევე ვმუშაობთ აქტიურად კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, უკვე წინ წავედით და მიმდინარეობს უწყებებს შორის კოორდინაცია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს დებატები 10:0 მოუგო - კობახიძე
რემიერმა დღეს, კიდევ ერთხელ, დებატები 10:0 მოუგო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათი ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ გააშიშვლა, უსუსური და ასევე, პირდაპირ ვიტყვი ცოტა უხეშად, უინტელექტო სახე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით იმყოფება. „აშკარად ჩანს ინტელექტის დეფიციტი და ამ ყველაფრის გამოხატულებაა მათი პოლიტიკური პოზიციაც. აქ, ძალიან სერიოზული მიზეზშედეგობრივი კავშირია. ეს ყველაფერი აჩვენებს, რა ხდება რადიკალური ოპოზიციის მხარეს და რა ხდება უმრავლესობის მხარეს, პრემიერის მხარეს, სად არის ევროპა, სად არ არის ევროპა, სად არის განათლება, სად არ არის განათლება და ა.შ. მე მგონი, ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ძალიან ნათელია და კიდევ ერთხელ წარმოჩინდა დღევანდელი დებატების დროს“, - განაცხადა კობახიძემ. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში უსმენდნენ.
ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნით უცხო ქვეყნის მსახურებს - ღარიბაშვილი
ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნით უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნის მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს, ჩვენს მომავალ თაობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ. ჩვენი ქვეყნის წინაშე ყველაზე მთავარი გამოწვევა არის შიდა დესტაბილიზაციის საფრთხეები - ღარიბაშვილი „რას სთავაზობს ჩვენი დესტრუქციული ოპოზიცია ჩვენს ხალხს. დესტრუქციული, რადიკალური, ექსტრემისტული ორგანიზაცია სთავაზობს ჩვენი ქვეყნის განადგურებას, ომს, სთავაზობს არა ევროპულ, არამედ განადგურებულ მომავალს. მინდა, ბატონო გუბაზ, თქვენ გითხრათ, შენ გითხრა და უსუფაშვილისნაირ სხვა მოღალატეებს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნით უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნის მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს, ჩვენს მომავალ თაობას და არა თქვენნაირ მოღალატეებს. ამიტომ, ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ძალიან მარტივი არჩევანის წინაშე დგას ჩვენი ხალხი. ექსტრემისტულ, რადიკალურ ძალას უნდა ომი და ქვეყნის განადგურება. ჩვენ გვინდა მშვიდობა და ქვეყნის გადარჩენა, განვითარება. ეს არჩევანი გვაქვს ჩვენი ხალხის წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების ვადებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. პარლამენტში გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ მასშტაბური პროექტის დაწყებას ოქტომბრისთვის გეგმავენ. „წელს ვიწყებთ მასშტაბური პროექტის მშენებლობას, რომელსაც ჰქვია ანაკლიის პორტის მშენებლობა. ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. მთავრობა დაიწყებს ამას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას. ცნობისათვის, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორ უყურებთ ანაკლიის პორტის პროექტში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას, არის თუ არა ინტერესი და თანამშრომლობა ამ კუთხით. როგორც ცნობილია, ბათუმის პორტში, მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა სწორედ ამერიკული ინვესტიციით განხორციელდა, „ტრამოს“ სახით, რაც ყველაზე დიდი პირდაპირი ამერიკული ინვესტიციაა აჭარის რეგიონში. ამ კითხვით მიმართა Europetime-მა სენატორს. „ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი პროექტია. გეტყვით, რომ მე და სენატორმა დურბინმა წამოვიწყეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის შემუშავებას შეეხება. უკრაინის ომმა კიდევ უფრო გამოკვეთა შავი ზღვის მნიშვნელობა. მას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი მათ შორის ეკონომიკური კუთხით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიაზე, ძირითად მიმართულება ამ სტრატეგიის გახლავთ, ეროვნული და კოლექტიური უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, სტრატეგია მოიცავს ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს ცნობისათვის, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. „უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება. ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტზე ბევრ პოტენციურ ინვესტორს ვესაუბრებით შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა. ცნობისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოქმედებებს იწყებს.
ანალენა ბერბოკი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა
საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის ანალენა ბერბოკის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის ანალენა ბერბოკს მადლობა გადაუხადა და ევროინტეგრაციის პროცესში დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში გერმანიამ არაერთხელ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი და აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, და კვლავაც გააგრძელებს კონსტრუქციული როლის შესრულებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად. ირაკლი ღარიბაშვილმა და ანალენა ბერბოკმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს“, - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ პრემიერს მასთან კომუნიკაცია არ სურს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაცია არ აქვს. პრეზიდენტმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტს, შესაძლოა, ბერკეტები არ ჰქონდეს, მაგრამ მისი არგუმენტების მოსმენა საჭირო იყოს. პრემიერს სურს თუ არა მასთან კომუნიკაცია, ზურაბიშვილი ამ შეკითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ - არა. „ყველა მინისტრთან ნორმალური კომუნიკაცია მაქვს, გარდა ერთისა, პრემიერ-მინისტრისა. არ შეიძლება, რომ ქვეყანაში არ იყოს გაწონასწორებული, ნორმალური ფუნქციონირება ინსტიტუციებს შორის. დემოკრატია არის ერთი მხრივ ხალხის, ამომრჩევლის ნება, მეორე მხრივ კი ინსტიტუტების პატივისცემა და მათ შორის რაც შეიძლება ნორმალური ურთიერთობები, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობდეს. ღონისძიებებზე კი, როგორ არა ზრდილობიანად... მაგრამ საჭირო არის სხვა ტიპის ურთიერთობა, რომ საკითხები იყოს განხილული, რომ პასუხები იყოს კითხვებზე. უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ არგუმენტების გაცვლა მოხდეს, რატომ არის ესა თუ ის გადაწყვეტილება მიღებული და რა არის პრეზიდენტის არგუმენტები, რომელმაც სხვანაირად იცის, რას ფიქრობს საერთაშორისო თანამეგობრობა. პრეზიდენტს ბერკეტები შეიძლება, არ ჰქონდეს, მაგრამ საჭირო იყოს მისი არგუმენტების მოსმენა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ქრისტიანული ღირებულებები საფუძვლად უდევს ქართველთა თვითშეგნებას და საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენს ისტორიას
1917 წლის 25 მარტს ეკლესიის თვითმმართველობის აღდგენით ქართველი ხალხი დაუბრუნდა მართლმადიდებლობის უძველეს ტრადიციებს, დაიწყო ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მძიმე გზა და ამავე დროს, გადამწყვეტი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, დღევანდელ დღეს უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ეს არის ეკლესიის დამოუკიდებლობისა და ავტორიტეტის კიდევ ერთი დადასტურება, ამავე დროს აღიარება იმ მნიშვნელოვანი როლის, რომელსაც ეკლესია ასრულებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, მთლიანად ქართულ საზოგადოებას გულითადად ვულოცავ ავტოკეფალიის აღდგენის 106-ე წლისთავს. 1917 წლის 25 მარტს ეკლესიის თვითმმართველობის აღდგენით ქართველი ხალხი დაუბრუნდა მართლმადიდებლობის უძველეს ტრადიციებს, დაიწყო ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მძიმე გზა და ამავე დროს, გადამწყვეტი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ. დღეს მადლიერების გრძნობით ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილებს, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ, ავტოკეფალიის აღდგენა სრული სახით, ოფიციალურად აღიარება უძველესი ავტოკეფალიისა, სულ ახლახან, 1990 წელს, მისი უწმინდესობის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის უდიდესი შრომისა და საერთაშორისო ავტორიტეტის წყალობით მოხერხდა. ქრისტიანული ღირებულებები საფუძვლად უდევს ქართველთა თვითშეგნებას და საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენს ისტორიას, ტრადიციებსა და კულტურას. თანამედროვე ეპოქაშიც, ევროპული საქართველოს შენებისას, სწორედ ის ტრადიციული ღირებულებები გვიმაგრებს ზურგს, რომელთაც დედაეკლესია განასახიერებს. ამდენად, დღევანდელ დღეს უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს – ეს არის ეკლესიის დამოუკიდებლობისა და ავტორიტეტის კიდევ ერთი დადასტურება, და ამავე დროს – აღიარება იმ მნიშვნელოვანი როლისა, რომელსაც ეკლესია ასრულებს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და უკეთესი მომავლის შენებაში. მშვიდობას, კეთილდღეობას და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს ეკლესიას, საქართველოს და მის ხალხს. ღმერთმა დალოცოს საქართველო!“, – წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.
რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება. ამის შესახებ პრემიერმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას ახალი საავადმყოფო აშენდება და ყველა თანამშრომელი შენარჩუნდება. „ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვა დაისვა, თუ რა გეგმა აქვს სახელმწიფოს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით. რამდენიმე დღეში ზურაბ აზარაშვილი წარმოადგენს ახალ ხედვას, პრეზენტაციას. რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე. ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა ბოლო დღეების განმავლობაში, მიზანმიმართული ტყუილი, პროპაგანდა მიმდინარეობდა, რაც, რა თქმა უნდა, არის სიცრუე - არც ერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურისა და ხელფასის გარეშე. გვაქვს ძალიან კარგი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს რესპუბლიკური საავადმყოფო, საუბარია იმავე ადგილზე ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ ყველა თანამშრომელს. მღელვარების საფუძველი არ გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები კლინიკის მენეჯმენტის გადაყენებას ითხოვენ
ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის შენობაში ათეულობით მედიკოსია შეკრებილი და ხელმძღვანელი პირების გადადგომას ითხოვენ. რესპუბლიკური საავადმყოფოს არც ერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება - ღარიბაშვილი "სამინისტროს პოზიცია ყოველთვის გაუგებარი და ურთიერთგამომრიცხავია... ჩვენი მიზანია, გავიგოთ კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა მოხდეს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია, რა დაემართება პერსონალს და ჩვენი მოთხოვნაა, არ შეწყდეს სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობა", - ამბობს კლინიკის ერთ-ერთი ექიმი "მთავარ არხთან" საუბრის დროს.
მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებების დარგში პრიზის გადაცემა იგივეა, რომ ბრეივიკი დააჯილდოონ - ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის საქმეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის პრიზის გადაცემა ქართველი ხალხის დაცინვა და შეურაცხყოფაა. მისივე თქმით, სააკაშვილისთვის აღნიშნული პრიზის გადაცემა იგივეა, რომ რომელიმე ქვეყანამ ნორვეგიაში, არაერთი ადამიანის მკვლელობაში მსჯავრდებული ბრეივიკი დააჯილდოოს. „საშინელი ჯოჯოხეთური რეალობაა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა 2012 წელს, როცა ადამიანებს დანაშაულებრივი სისტემა აწამებდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა, კლავდა. ამ ფონზე სააკაშვილი ნორვეგიის რომელიღაცა ორგანიზაციის მიერ ადამიანის უფლებების დარგში მიღწეული შედეგებისთვის რაღაცით დააჯილდოვეს. ეს ჩვენი ხალხის რამხელა დაცინვა და შეურაცხყოფაა. მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი სააკაშვილი, რომელიც იყო მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი დააჯილდოვეს ადამიანის უფლებები დარგში მიღწეული რაღაცით. ეს ხომ ჩვენი ხალხის დაცინვაა?! ეს ხომ წარმოუდგენელია?! ნორვეგიაში გახსოვთ, ხომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა. დაახლოებით იგივეა, რომელიღაცა ქვეყანამ ბრეივიკს მისცეს იგივე. ჩემთვის იგივეა. მიხეილ სააკაშვილი არის გასამართლებული გირგვლიანის საქმეში მონაწილეობისთვის, მისი რეჟიმი იყო მკვლელი რეჟიმი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიაში გაიმართა.
პრემიერ-მინისტრი ევროპალატისა და ჩეხეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპალატისა და ჩეხეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტს, ვლადიმირ დლოუჰს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა ვლადიმირ დლოუჰს ევროპალატის პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე საუბარი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას, ვაჭრობის ლიბერალიზაციას და საექსპორტო ბაზრების საკითხებს შეეხო. განიხილეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და უცხოელი ინვესტორებისთვის ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო. ხაზი გაესვა საქართველოს უნიკალურ ადგილმდებარეობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ძლიერდება საქართველოს, როგორც რეგიონული სავაჭრო, ციფრული, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის როლი. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპალატის ვიცე-პრეზიდენტი, თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების პრეზიდენტი რიფათ ჰისარჩიკლიოღლუ, ევროპალატის აღმასრულებელი დირექტორი ბენ ბათერსი. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საქართველოს სამრეწველო და სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია ესწრებოდნენ.
31 მარტის რეფერენდუმი ჩვენს ისტორიაში დარჩება მოვლენად, რომელმაც მყარი საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას - ღარიბაშვილი
სწორედ 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები დაედო საფუძვლად უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტის მიღებას. ეს დღე სამაგალითო გახდა საქართველოს უახლეს ისტორიაში სამოქალაქო ერთსულოვნების თვალსაზრისითაც. ჩვენი მრავალეთნიკური ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამართულ რეფერენდუმზე ჩვენმა ხალხმა, აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების ჩათვლით, მხარი დაუჭირა დამოუკიდებელი საქართველოს იდეას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სოციალურ ქსელში წერს. „კიდევ ერთი მიზეზით არის 31 მარტი ღირსშესანიშნავი, - დღეს რეფერენდუმის სულისჩამდგმელის, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას 84-ე დაბადების დღეა. 31 მარტის რეფერენდუმი ჩვენს ისტორიაში დარჩება მოვლენად, რომელმაც მყარი საფუძველი ჩაუყარა დამოუკიდებელი, თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობას, იმ მიზნისკენ სვლას, რომელიც ქართველთა ყველა თაობას აერთიანებს,“- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
12-პუნქტიან გეგმაში მე-4 რეკომენდაცია გულისხმობს ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებას, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო - ღარიბაშვილი
ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, შემდეგ თავისუფალ ვაჭრობას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი და გასულ წელს ჩვენმა ქვეყანამ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა უწყების მხარდაჭერა - ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი „დიდი პატივია დღეს ჩემთვის თქვენს წინაშე გამოსვლა. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ მოვისმენთ რაჟდენ კუპრაშვილისგან მის ხედვას, პრეზენტაციას, თუ როგორი სამსახური უნდა შეიქმნას. მანამდე, მინდა ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს მეგობრებს, თუ რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 10 წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, შემდეგ თავისუფალ ვაჭრობას, მივიღეთ უვიზო რეჟიმი და გასულ წელს ჩვენმა ქვეყანამ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება იყო. ასეთივე ისტორიული გადაწყვეტილება იყო შარშან, 17 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა. ეს არის ხმამაღალი აღიარება ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მისწრაფებისა, და ამავე დროს, ახალი ისტორიული ეპოქის დასაწყისი. ძვირფასო მეგობრებო, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ შარშან გადმოგვეცა 12 რეკომენდაცია, რომლის შესრულებაც ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო მყისიერად. პარლამენტმა გასწია ძალიან დიდი სამუშაო, შეიქმნა შესაბამისი სამუშაო ჯგუფები და ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდა და კეთდება იმისთვის, რომ ხელისუფლების მიერ შესასრულებელი ყველა ვალდებულება იყოს შესრულებული პირნათლად. ამ 12- პუნქტიან გეგმაში მე-4 რეკომენდაცია გულისხმობს ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებას, სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო. მინდა აღვნიშნო, რომ ბიურო გამოირჩევა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, რაც ასევე მოიცავს ფინანსურ დამოუკიდებლობასაც. იგი პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე, რაც გულისხმობს მათ წინაშე ყოველწლიურ ანგარიშგებას. ბიუროს უფროსის კანდიდატები შეირჩა დამოუკიდებელი კომისიის მიერ, რომელიც აერთიანებდა სახელმწიფო უწყებათა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. სწორედ ამ კომისიის მიერ შემოთავაზებული კანდიდატების სიიდან დაინიშნა ბიუროს უფროსი, ბატონი რაჟდენ კუპრაშვილი. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ წარმატებები”, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ვგეგმავთ სერიოზული მსხვილი პროექტების დაწყებას, შემოდგომაზე გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა
„შარშან გვქონდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ისტორიული მაქსიმუმი, 2 მილიარდზე მეტი იყო FDI-ს მაჩვენებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი არის ისტორიულ მინიმუმზე. მთლიანი შიდა პროდუქტი, მთელი ქვეყნის ეკონომიკა ასევე არის ისტორიულ მაქსიმუმზე. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ასევე არის ისტორიული მაქსიმუმი, 8 000 დოლარამდე იქნება წელს უკვე. უმუშევრობა და სიღარიბე გვაქვს ჩვენ ისტორიულ მინიმუმზე. გრძელდება ფასების შემცირება მედიკამენტებზე, სურსათზე, საწვავზე. ჩვენ ასევე გვქონდა პირველადი საუბარი პურის მწარმოებლებთან და გვაქვს მოლოდინი, რომ მათგანაც მოხდება ასახვა, ფქვილის ფასებზე ვინაიდან დაფიქსირდა ძალიან მნიშვნელოვანი კლება, შესაბამისად უნდა მოხდეს ასახვა პურის ფასებზეც. ამის თაობაზე ბატონი ოთარ შამუგია უკვე ესაუბრა თავის დარგში მომუშავე მწარმოებლებს და გვაქვს პოზიტიური მოლოდინი. მთლიანობაში, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს წელს. ჩვენ ასევე ვგეგმავთ სერიოზული მსხვილი პროექტების დაწყებას, როგორიც არის ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება, წელსვე გვინდა, რომ დავიწყოთ მშენებლობა, შემოდგომაზე. ასევე აეროპორტის მიმართულებით გვაქვს ჩვენ სერიოზული გეგმა, რომ წელს, წლის ბოლომდე მოვახდინოთ ახალი პროექტის შეჯერება, დამუშავება. ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი იყოს რეგიონში ახალი აეროპორტი, რომელსაც 2-3 წელი დასჭირდება, რომ აშენდეს. ესეც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს. აეროპორტი, პორტი, რა თქმა უნდა, გრძელდება ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა და ჰესები, მსხვილი ჰესების მშენებლობა. ეს პირდაპირ იქნება ბონუსი და დამატებითი, ასე ვთქვათ, დაბუსტავს ეკონომიკურ ზრდას, ისედაც მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ეს არის ჩვენი მოლოდინები უახლოესი ერთი წლის და მომდევნო წლების განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე: პოლიციაზე თავდასხმას არავის ვაპატიებთ
პოლიციაზე თავდასხმას არავის ვაპატიებთ, ეს მიუღებელია, ეს არის წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 7-9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციელზე თავდამსხმელი. ყველამ ვნახეთ კადრები. ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილი“. ანუ ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია, რომ ამას არავის ვაპატიებთ. ეს არის მიუღებელი. წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო. ასევე საზოგადოებამ ნახა, რომ გეგმა იყო გაცილებით უფრო რთული. მათი გეგმა იყო მუდმივი ქაოსის დათესვა, საბოლოო მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, რაც არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ. რაც შეეხებათ ამ ანარქისტებს და მათ ინსტრუქტორებს, ეს ადამიანები მომზადებული იყვნენ იმისთვის, რომ მომხდარიყო პროვოკაციები, პოლიციაზე თავდასხმები და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის თვალსაჩინო. ხალხმა ნახა, რომ ამის მიზანი გაცილებით უფრო შორსმიმავალი იყო, მაგრამ მადლობა კიდევ ერთხელ პოლიციას. სახელმწიფო დადგა ძალიან მტკიცედ, გამოაჩინა სიძლიერეც და გონიერებაც“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 31 მარტს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას დარბაზში, ბრალდებულის მომხრეების მხრიდან მოჰყვა ხმაური და შეძახილები - „რუსებო", „მონებო". ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას მისი ადვოკატები გაასაჩივრებენ. „ამ ეტაპზე საქმის მასალებს დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ რაც შეეხება ამოცნობასთან და იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას, როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრალდებულს ნიღაბი ეკეთა და იდენტიფიცირება როგორ მოხდა და ა.შ, ამასთან დაკავშირებით, ყველა მტკიცებულებას დეტალურად გავეცნობი და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ, რა იყო და როგორ იყო“, - განაცხადა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ. „ამჯერად, მე მინდა, დუმილის უფლება გამოვიყენო, გავიარო ადვოკატებთან და თავიდან მივცე ჩვენება", - განაცხადა ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა და აღნშნა, რომ გამოძიებისთვის ხელახლა სურს ჩვენების მიცემა. ბითაძე აქვე განმარტავს, თუ რატომ შეცვალა ბრალდებულმა პოზიცია და რატომ განაცხადა, რომ დუმილის უფლებას იყენებს. „თვითონ განმარტა, რომ ამ ეტაპზე დუმილის უფლება გამოიყენოს. იმ მომენტში, როდესაც ჩვენებას ვაძლევდი ვიყავი ძალიან არჩეულიო, ამიტომ კონსულტაციას გავივლი თქვენთან და ახლა თუ შეიძლება ჩემი პოზიცია დუმილის უფლება იყოსო. რა თქმა უნდა, ჩვენ განვუმარტეთ, რომ შეიძლებოდა დუმილის უფლება გამოეყენებინა, ეს მისი უფლებაა“. პროკურატურა გრიგორიადისის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. საქმეზე წინასასამართლო სხდომა პირველ მაისს, 17:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა და ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. "ხაზი გაესვა მწვანე ენერგეტიკის პროექტებისა და შავი ზღვის დაკავშირებადობის პრიორიტეტულობას და ამ კონტექსტში შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა მზარდი ორმხრივი ვაჭრობის განვითარების დინამიკას. ირაკლი ღარიბაშვილმა პიტერ სიიარტოს ევროინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში მკაფიოდ ასახავს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას. შეხვედრას ესწრებოდნენ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართავს პირისპირ შეხვედრას, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს დელეგაციისშემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს ხვდება
გაბალაში დაიწყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რომელიც სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართავს პირისპირ შეხვედრას, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. საქართველოს დელეგაციისშემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულები - ალიევი
საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულები ერთმანეთთან - ჩვენ საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. აზერბაიჯანი არის არა მხოლოდ ჩვენი მეგობარი და მეზობელი, არამედ ძალიან ძლიერი სტრატეგიული და სავაჭრო პარტნიორი - ღარიბაშვილი ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს ხვდება „6 თვის წინ ვიმყოფებოდი თქვენთან, საქართველოში, თქვენი სტუმარი ვიყავი და თქვენ დღეს მსტუმრობთ. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი ტრადიცია ჩამოგვიყალიბდა და საოცარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ნახვის საშუალება გვეძლევა როგორც აზერბაიჯანში, ასევე საქართველოში. ეს აძლიერებს ჩვენს მეგობრობას. საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ არიან დაკავშირებულები. ბევრი წელია უკვე მეგობრები, პარტნიორები ვართ. ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა ძმებად მიიჩნევენ თავს და გვინდა, რომ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდეს, რათა ჩვენი ერების მომავალ წაადგეს. ჩვენ საუბარი გვქონდა ბევრ მნიშვნელოვან საკითხსა და შეთანხმებაზე, რომელიც მიღწეულია და საშუალებას მოგვცემს სამომავლო საქმიანობა განვახორციელოთ. რა თქმა უნდა, საქართველო და აზერბაიჯანი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპაში და ეს როლი კიდევ უფრო ყოველდღიურად იზრდება. ეს მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა ამ მიმართულებით გადამწყვეტია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ყოველწლიურად, ჩვენ ვზრდით ბუნებრივი აირის მიწოდების მასშტაბს და მოცულობებს ევროპისკენ. წელს აზერბაიჯანმა გადაწყვიტა 24.5 მლრდ ტონა მიაწოდოს საერთაშორისო ბაზრებს, ეს მაჩვენებელი იზრდება. ჩვენი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან გასულ წელს, 2027 წლისთვის ჩვენ მივაწოდებთ ევროპას 20 მლრდ-ზე მეტ კუბურ ბუნებრივ აირს. ეს არის ჩვენი სამიზნე ორიენტირი და იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ. არსებული გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ჩვენ ვხედავთ რამდენად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის როლი ამ მიმართულებით. მრავალი წელია აზერბაიჯანის კომპანია „სოკარი“ წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში და 11 ათასი მეტრის მილსადენი გააჩნია ოპერირებაში, მოცული ჰყავს 800 ათასი მომხმარებელი. ჩვენ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. ენერგომიმართულებით დაწყებული გვაქვს მუშაობა. გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, უნგრეთმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. მისი წარმატებული განხორციელებისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა ოთხივე ქვეყნიდან“, - განაცხადა ალიევმა. მისივე თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა მრავალ ასპექტს მოიცავს და ამ თვალსაზრისით, ტრანსპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. „ყველაფერი გემის მიხედვით, წარმატებით მიმდინარეობს. მომდევნო ეტაპზე ტვირთბრუნვა და მოცულობა გაიზრდება და ჩვენ ამ მიმართულებით დამატებით ნაბიჯებს გადავდგამთ. როგორც გასულ, ასევე მიმდინარე წელს, რამდენიმე ვიზიტი განვახორციელე ცენტრალური აზიის ქვეყნებში და მალე კვლავ მივემგზავრები. ახალი ტვირთის გატარება მოხდება „შუა დერეფნით“, შესანიშნავი შესაძლებლობა იქმნება ამ კონტექსტში. ყველა ადმინისტრაციული ზომა უნდა დაინერგოს იმისთვის, რომ სატარიფო პოლიტიკა საერთო იყოს. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი ხედვა და ამავდროულად, მივიზიდოთ გადამზიდავები და მივიზიდოთ ახალი მოცულობები. დღეს ამ საკითხზე ფართოდ ვისაუბრეთ და მომავალში საუბარს გავაგრძელებთ. ეს არის ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები, მაგრამ ჩვენი ჩართულობა კიდევ უფრო ფართოა. ჩვენი კავშირები მრავალ მიმართულებას მოიცავს: თავდაცვას, განათლებას, კულტურას, ტურიზმს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, სოფლის მეურნეობას, ვაჭრობის გააქტიურებას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვიზიტი ამაში კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს“, - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანი არის არამხოლოდ ჩვენი მეგობარი და მეზობელი, არამედ ძალიან ძლიერი სტრატეგიული და სავაჭრო პარტნიორი - ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არის არა მხოლოდ საქართველოს მეგობარი და მეზობელი, არამედ ძალიან ძლიერი სტრატეგიული და სავაჭრო პარტნიორი. ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს ხვდება „მოგესალმებით პატივცემულო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობარო, ბატონო ილჰამ ალიევ! ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე ამ ძალიან ლამაზ ადგილას, მე მინდა პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარს, ჩვენს მეგობარს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ბატონ ილჰამ ალიევს, ჩემნი მასპინძლობისთვის ამ ულამაზეს ადგილას. თქვენ აღნიშნეთ, რომ რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდით საქართველოში ჩვენ მაშინ დავიწყეთ ახალი ტრადიციის დანერგვა, როცა არა მხოლოდ დედაქალაქს ვსტუმრობდით, არამედ რეგიონებსაც ვსტუმრობთ. ეს ვფიქრობ, ძალიან კარგი ინიციატივაა, კარგი ტრადიციაა და ამ ტრადიციას ვაგრძელებთ დღეს ამ რეგიონში სტუმრობით. მე მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, ქართველებისთვის თქვენთან, აზერბაიჯანთან აზერბაიჯანელ ხალხთან მეგობრობას, ძმობას. ჩვენ მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა გვაქვს, გვაქვს ძალიან ძლიერი პარტნიორობა. აზერბაიჯანი არის არამხოლოდ ჩვენი მეგობარი და მეზობელი, არამედ ძალიან ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი, სავაჭრო პარტნიორი, მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ თქვენთან ერთად გვაქვს განხორციელებული ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, რამაც კიდევ უფრო მეტად დააკავშირა ჩვენი ერები კიდევ უფრო მეტად გახადა ურთიერთდამოკიდებულები, რომელიც საუკუნეები გასტანს. ჩვენ არაერთხელ გვიხსენებია ის ისტორიული მნიშვნელობის პროექტები, რომელიც განხორციელებულია და რომელიც წარმატებით მუშაობს. საქართველო ძალიან სანდო სატრანზიტო პარტნიორი ქვეყანაა ამ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის. როგორც აღნიშნა ბატონმა პრეზიდენტმა, ჩვენ ვმუშაობთ, არ ვჩერდებით. ვმუშაობთ ახალ ინიციატივებზე, ისეთი, მაგალითად როგორიცაა შავი ზღვის ელექტროკაბელი, იმისთვის, რომ განვავითაროთ ე.წ მწვანე კორიდორი. საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს დიდი პოტენციალი, რომ მიაწოდოს ევროპას მწვანე, განახლებადი ენერგია, რაც რა ტქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის პერსპექტიული, ეს არის მომავალი და ამ მიმართულებით ჩვენ, ორივე ქვეყანამ მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ და სწორედ ამ საკითხებზეც გვქონდა ჩვენ საუბარი“, - განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილი აზერბაიჯანში: ვაპირებთ, წელს დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. ასევე ერთ წელში დავასრულებთ რკინიგზის გაფართოების პროექტს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა, რომ შეხვდრისას „განიხილეს რეგიონში არსებული ვითარებ. რთულ ვითარება რომელიც არის უკრაინაში ომის გამო“. მისი თქმით, ეს, ბუნებრივია, ზრდის რისკებს ქვეყნებისთვის. „ასეთი გამოწვევა არ ყოფილა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი მთავარი ინტერესი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, რაც არის საფუძველი მეტი კეთილდღეობის ჩვენი ხალხებისთვის. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ გვქონდეს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილები, მეტი კეთილდღეობა ჰქონდეს ჩვენს ხალხებს. ამ ნაწილში ჩვენ სრული თანხვედრა გვაქვს. ჩვენ გვინდა, მეტი პროექტი განვახორციელოთ, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს, დააკავშირებს ჩვენს ქვეყნებს და ჩვენს ერებს. მე ასევე მინდა ვთქვა, რაც უკვე ბატონმა პრეზიდენტმა აღნიშნა, შუა დერეფნის განვითარების შესახებ. ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივად, კოორდინირებულად ამ მიმართულებით. ჩვენი სურვილია, რომ წლების განმავლობაში, უახლოეს მომავალში ყველა ის ბარიერი მოიხსნას, უნდა განვავითაროთ ერთობლივად ინფრასტრუქტურა, იქნება ეს პორტები, რკინიგზა. იცით, რომ ჩვენ ვაპირებთ დავიწყოთ წელს ახალი პორტის მშენებლობა, ანაკლიის პორტის მშენებლობა. ასევე ჩვენ დაახლოებით ერთ წელში დავასრულებთ რკინიგზის გაფართოების პროექტს. მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მიმართულებით. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს და გაზრდის ტვირთბრუნვას ჩვენი რეგიონის მიმართულებით. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი. მსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნება, რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება, უფრო მეტი პროექტების განხორციელება და ჩვენ ასეთი თბილი მეგობრობით, ძმობით მჯერა, რომ ძალიან ბევრ პროექტს განვახორციელებთ. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს მასპინძლობისთვის. მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ წელს თქვენი ქვეყანა აღნიშნავს თქვენი ძვირფასი მამის, ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს. თქვენ ხართ ჩვენთვის მეგობარი ადამიანი. ბატონი ჰეიდარ ალიევი ასევე იყო ძალიან დიდი მეგობარი ჩვენი ქვეყნის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ვუსურვო აზერბაიჯანს და აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობა, წარმატება და კეთილდღეობა. დიდი მადლობა“, - განაცხადა პრემიერმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს დღეს, 7 აპრილს შეხვდა. ქართული მხარის ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის ისტორიულ პროექტს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა პროექტის მიმდინარეობის დინამიკაზე იმსჯელეს და პროექტთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები მიმოიხილეს. ასევე, განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებული ინტენსიური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს დაუდასტურა მზადყოფნა, საქართველომ კვლავაც შეიტანოს წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. „აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველო აფასებს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან და ერთგულია სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების იდეისადმი, მათ შორის ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და უსაფრთხოების სფეროებში. ერთად დგომით შეგვიძლია რეგიონალური გამოწვევების დაძლევა და თანამშრომლობის სტიმულირება რეგიონში საერთაშორისო ინტერესების განსახორციელებლად“, - წერს პრემიერი Twitter-ზე.
ირაკლი ღარიბაშვილი, ილჰამ ალიევთან ერთად, გაბალის მომსახურების ცენტრ ASAN Service-ში იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად, გაბალის მომსახურების ცენტრში, ASAN Service-ში იმყოფებოდა, – ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა მომსახურების ცენტრი დაათვალიერა და მუშაობის პრინციპს გაეცნო. ASAN Service-ის ცენტრები სახელმწიფო უწყებების მიერ გასაწევი სერვისების ერთიან და კოორდინირებულ განხორციელებას უზრუნველყოფენ. სერვისცენტრების ფუნქციონირება ეფუძნება ოპერატიულობის, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლობისა და კომფორტის პრინციპებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა გაბალის სურსათის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთად გაბალის სურსათის გადამამუშავებელ საწარმოში იმყოფებოდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა ქარხანა დაათვალიერა და წარმოების პროცესს გაეცნო. გაბალის სურსათის გადამამუშავებელი საწარმო 13 ჰა ფართობზე მდებარეობს და ყველაზე მოწინავე საკონსერვო ქარხანაა სამხრეთ კავკასიაში. ეს ქარხანა აწარმოებს 100-მდე სახეობის პროდუქტს, წელიწადში ამუშავებს დაახლოებით 70,000 ტონა ხილს და ყოველწლიურად აწარმოებს 210,000 ტონა წვენსა და ნექტარს. ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქცია იყიდება არა მარტო შიდა ბაზარზე, არამედ ექსპორტზეც გადის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში, საბერძნეთში, გერმანიაში, ესტონეთში, ლატვიასა და საქართველოში.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი შემდგომი წინსვლა უკეთესი საქართველოსკენ კვლავ თავისუფლების იდეალის გარშემო ასეთ ერთსულოვნებას უნდა დაეფუძნოს
9 აპრილი განსაკუთრებული დღეა თითოეული ჩვენგანისათვის. ამ დღეს თავისუფლების იდეით გაერთიანებულმა სრულიად საქართველომ მსოფლიოს გასაგონად განაცხადა დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ევროპული ქვეყნის მშენებლობის გადაწყვეტილება. საბჭოთა რეჟიმის სისასტიკემ მხოლოდ განამტკიცა ქართველი ხალხის ნება, გააძლიერა ჩვენი სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ, აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 9 აპრილთან დაკავშირებით. პრემიერი ზვიად გამსახურდიას სიტყვებს იხსენებს. "ზვიად გამსახურდია ამბობდა: „ყველაფერი შეიძლება წაართვა ერს, მაგრამ ვერავინ შესძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვას მას“. სწორედ ეს შეგრძნება, რომელიც მთელ ჩვენს ისტორიას განსაზღვრავდა, ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდა 1989 წლის 9 აპრილს. დღეს ერთდროულად ტკივილისა და სიამაყის დღეა. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იმ გმირების ნათელ ხსოვნას, ვინც საკუთარი სისხლის ფასად გაგვიკვალა გზა თავისუფლებისკენ. მადლიერებას გამოვხატავთ თითოეული მოქალაქისადმი, ვინც იმ გმირულ დღეებში ერთსულოვნებით, თავდადებითა და თანადგომით განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის ქვეყნების მომავალი. ჩვენი შემდგომი წინსვლა უკეთესი საქართველოსკენ კვლავ თავისუფლების იდეალის გარშემო ასეთ ერთსულოვნებას უნდა დაეფუძნოს" - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო. იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია. ღარიბაშვილთან ერთად, მემორიალთან იმყოფებოდნენ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი შემდგომი წინსვლა უკეთესი საქართველოსკენ კვლავ თავისუფლების იდეალის გარშემო ასეთ ერთსულოვნებას უნდა დაეფუძნოს
პრეზიდენტი: ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი, დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი
ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი, დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი - მოძრაობა თუ იქნება, ეს იქნება თქვენი მოძრაობა, მე ვიქნები იქ, სადაც ყოველთვის ვიყავი, არც ორიენტაცია შემიცვლია, - განაცხადა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა. ღონისძიებას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები ესწრებოდნენ. „ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცებმა გაავრცელეს, თურმე აქ მე პარტიას ან რაღაც მოძრაობას ვაშენებდი. დაავიწყდათ, რომ 71 წლის გავხდი. მოძრაობა თუ იქნება ეს იქნება თქვენი მოძრაობა, რადგან მომავალი არის თქვენი და თქვენი შვილების. მე ვიქნები იქ, სადაც ყოველთვის ვიყავი. არც ორიენტაცია შემიცვლია, სხვათა შორის. დროა, ჩვენ ერთად ვიყოთ და ვთქვათ არა დაყოფაზე! ვწუხვარ, რომ დღეს ვიღაცები აქ არ მოუშვეს და თქვეს, რომ სასურველი არ იყო აქ ყოფნა. როგორ არ არის სასურველი აქ ყოფნა, როცა ჩვენ 9 აპრილს ვზეიმობთ, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარ თარიღს?! როცა პრეზიდენტი იწვევს, სწორედ არა პარტიულად, არა მიკერძოებულად, არამედ, იმისთვის, რომ ეს თარიღი მაინც იყოს ჩვენი ეროვნული გაერთიანების ერთი თარიღი. ჩვენ თუ ავაშენებთ, ჩვენ ერთიანობას ამდენ თარიღზე, შეიძლება რაღაცას მივაღწიოთ კიდევაც”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დღეს მიწვეული იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები და ეძღვნებოდა 9 აპრილის თარიღსა და საქართველოს ევროპული მომავლისადმი მხარდაჭერას. პრეზიდენტის ორგანიზებულ შეხვედრას მმართველი პარტიის წარმომადგენელი ქალები არ ესწრებოდნენ. ამასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიიდან კომენტარი გააკეთა ნინო წილოსანმა. „ვფიქრობ იმ გამოსვლის მერე, რაც პრეზიდენტს პარლამენტში ჰქონდა; რამდენჯერაც ტყუილი ბრალი დასდო საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას რუსულ რიტორიკაში, ჩემი ადგილი მის მხარდამჭერ ღონისძიებებში არ არის“, - უპასუხა რადიო თავისუფლებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. 34 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილის გამთენიას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდება. პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა უზენაეს სასამართლოში გაიმართება. მივმართავ პრემიერს, უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს მოსამართლეებთან შეხვედრა - გვრიტიშვილი ამასთან, ღარიბაშვილისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეხვედრა 12:00 საათზეა დაგეგმილი. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
ირაკლი ღარიბაშვილი: დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში
აშშ-ის მიერ 4 მოსამართლის დასანქცირების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსამართლეებს მხარდაჭერა გამუცხადა. მისი თქმით, ასევე დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა „ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში“. „ჩემი მთავარი გზავნილი - მე როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი პარტიის წარმომადგენელი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს, სასამართლო ჩვენი მმართველობის დროს გახდა დამოუკიდებელი როგორც შიდა, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევებისგან, მიუღებელია ყოველგვარი ჩარევა ან გავლენა მოსამართლეებზე, მით უმეტეს სუვერენული ქვეყნის სასამართლოსა და მოსამართლეებზე“, - განაცხადა ღარიბავილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვაქვს შესანიშნავი კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან
„ყველა ინსტიტუტთან თუ უმაღლესი თანამდებობის პირთან მაქვს კონსტიტუციის ფარგლებში ურთიერთობაც, საუბარიც, კომინიკაციაც“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტთან კომუნიკაციაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „ჩემთან კომუნიკაციის პრობლემა არავის აქვს. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ჩემს ადმინისტრაციას აქვს ყოველდღიური თუ არა, ძალიან ხშირი კომუნიკაცია და ყველა საკითხზე, რომელიც ეხება ამ ორი დამოუკიდებელი შტოს კომუნიკაციას, არის კონსტიტუციის ფარგლებში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 24 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაცია არ აქვს.
პრემიერი აშშ-ის მიერ მოსამართლეების დასანქცირებაზე: არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს, ჩემთვის დიდ კითხვის ნიშანს აჩენს ეს გადაწყვეტილება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, 4 ტალღის რეფორმის შედეგია ის, რომ დღეს სასამართლო აბსოლუტურად სამაგალითოა მთელ ევროკავშირში. მისივე თქმით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოქალაქეები სამართალს პოულობენ ქვეყანაში, რადგან სტრასბურგში გაგზავნილ საჩივართა რაოდენობამ იკლო. „მე ვამაყობ სასაამართლოთი, მოსამართლეებით, რომლებიც იცავენ ეროვნულ პოლიტიკასა და სუვერენუტეტს“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა და პირობა დადო, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ყველაერს გააკეთებს. შეკითხვას, იგეგმება თუ არა კიდევ ერთი შეხვედრა მოსამართლეებთან, პრემიერი პასუხობს: „მაქსიმალურად ვერიდებით ზედმეტ კონტაქტსაც კი, გარდა იმისა, რომ მხოლოდ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს სასამართლოს, მაქსიმალურად გვაქვს შემცირებული კონტაქტები, შეხვედრები და ასე შემდეგ. თუ სურვილი იქნება და კონკრეტულ საქმეს შეეხება, მზად ვარ, გავიზიარო მათი წუხილები და დავგეგმოთ, რა შემდგომი ნაბიჯები შეგვიძლია, გადავდგათ ერთად“. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მისთვისაც სიურპრიზი იყო და არასდროს მოუსმენია, რომ გარკვეული კითხვები არსებობდა. თუ ასეთი ფაქტები ვინმეს აქვს, ყოველთვის მზად ვართ, მოვისმინოთ, მაგრამ მიუღებელია და დაუშვებელია, სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევა, ან ნებისმიერი განცხადება, ქმედება თუ გადაწყვეტილება, რომელიც აღქმას შექმნის, განცდას შექნის სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევის. ხელისუფლებები, მთავრობები ყველაფერს აკეთებენ, რომ მაქსიმალურად გააძლიერონ სასამართლოს დამოუკიდებლობა. ყველა ქვეყანაში ერთგვარი ტაბუა, რომ არ შეიძლება, მიუღებელია, უკანონოა, მოსამართლეზე ზეწოლა და სასამართლოში ჩარევა. ჩვენ ამ პოლიტიკას მივყვებით, კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ. ჩვენი საერთო სურვილია, კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებელი, თავისუფალი ძლიერი სასამართლო გვქონდეს. „არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს...შესაბამისად, ჩემთვის დიდ კითხვის ნიშანს აჩენს ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროა და გაუგებარია“. ვფიქრობ, სიმართლე გაირკვევა, გვექნება საუბარი ჩვენს პარტნიორებთან და არცერთი პასუხ გაუცემელი კითხვა არ დარჩება. ამის მჯერა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე ელის, რომ აშშ მოუხსნის სანქციებს მოსამართლეებს. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ამ გადაწყვეტილებას "შეცდომა" უწოდა. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას და NATO-ს წევრ 13 ქვეყანას უსწრებს - ღარიბაშვილი
მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, მათ შორის კორუფციის აღქმის რეიტინგებში ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას და NATO-ს წევრ 13 ქვეყანას უსწრებს, სასამართლოს მიმართ ნდობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „თქვენ, როგორც მოქალაქეს, უნდა გქონდეთ სიამაყის განცდა იმისა, რომ ჩვენი სასამართლო ბევრ ევროპულ სასამართლოზე წინ დგას. ეს ერთი, და მე გთხოვთ, რომ ყველამ ძალიან დიდი პატივისცემით მოიხსენიოთ ყველა მოსამართლე და მიმართოთ პატივისცემით. ამას მოვითხოვ მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ იყოთ კორექტულნი და კორექტულად მიმართოთ ადამიანებს და მოქალაქეებს. მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა, და მათ შორის კორუფციის აღქმის რეიტინგებში 11 ევროკავშირის წევრ ქვეყანას და 13 ნატოს წევრ ქვეყანას უსწრებს. სასამართლოს მიმართ ნდობა ჩვენი მოქალაქეების, თქვენი, მეგობრებო, არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ისტორიულ მაქსიმუმზე, რაც არ იყო თქვენი ტელევიზიის მეპატრონის მმართველობის დროს. მაშინ იყო თითქმის ნულზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე, როგორც მთავრობის მეთაური, გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ სასამართლო იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან როგორც მთავრობის, თუ მთავრობის წევრების, როგორც საშინაო თუ საგარეო ჩარევებისგან. მე მგონი ყველაფერი გასაგებია“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში - ქადაგიძე
დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. შეიძლება შემუშავდეს ნორმატიული ჩარჩო, რომელიც მინიმუმადე დაიყვანს სასამართლოზე პოლიტიკის გავლენას – ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ განაცხადა. შეცდომაა, აშშ მოუხსნის სანქციებს მოსამართლეებს - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე „დამატებით ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში, ვთვლი, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო შეიძლება იქნას შემუშავებული, რაზეც ბატონ ირაკლისაც ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას, აგრეთვე, მინიმუმადე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ბატონ ირაკლის და ვფიქრობ, მისი მხარდაჭერა, თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს სასამართლო სისტემისთვის“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.
ირაკლი ღარიბაშვილი: გარკვეულ ზეწოლასა და ჩარევებზე, მოსამართლეებისგან შემაშფოთებელი ინფორმაციაც მოვისმინე
მე მოსამართლეებისგან ბევრი რამის შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაციაც მოვისმინე. ეს გარკვეულ ზეწოლასა და ჩარევებს ეხებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დახურული შეხვედრის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, „მაგრამ მოვა დრო და საზოგადოება ყველაფერს გაიგებს“. „მე მოსამართლეებისგან ბევრი რამის შესახებ შემაშფოთებელი ინფორმაციაც მოვისმინე. ეს გარკვეულ ზეწოლასა და ჩარევებს ეხებოდა. გიდასტურებთ, რომ ინფორმაცია მივიღე. ის მოვისმინე ბატონი დიმიტრისგან და საბჭოს წევრებისგან. ეს დახურული შეხვედრა იყო და ფაქტებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მოვა დრო და საზოგადოება ყველაფერს გაიგებს. იცით, რომ ხელისუფლება სასამართლოსთან ზედმეტ კონტაქტსაც კი ვერიდებით, გარდა იმისა, რომ ჩვენს მოსამართლეებს მხარდაჭერას ვუცხადებთ. კონტაქტები მაქსიმალურად შემცირებული გვაქვს. თუ კონკრეტული საქმისთვის აუცილებელი იქნება, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ყოველთვის მზად ვარ, რომ მოსამართლეებისგან ინფორმაცია მოვისმინო, მათი წუხილები გავიზიარო და ამის შემდეგ, ჩვენ ერთად დაგვეგმოთ, თუ როგორ შეიძლება სიტუაციის მოგვარება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ეუთოს თავმჯდომარე, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბუიარ ოსმანის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოითქვა. ხაზი გაესვა ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას. „საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილმა ბუიარ ოსმანის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრი მიესალმა იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტებს, რომლებიც ეუთოს თავმჯდომარეობის პერიოდში ჩრდილოეთ მაკედონიის მხრიდან არის გაცხადებული“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრას ესწრებოდნენ ჩრდილოეთ მაკედონიის მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში იგორ ჯუნდევი, ეუთოში ჩრდილოეთ მაკედონიის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ადელინა მარკუ, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ვიორელ მოშანუ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ქეთევან ციხელაშვილი.
წელს 45 წელი შესრულდა 14 აპრილის უპრეცედენტოდ ხალხმრავალი მშვიდობიანი მანიფესტაციიდან - ღარიბაშვილი
14 აპრილი ქართველმა ხალხმა აქცია ქართული ენის დღედ, მათ მშობლიური ენის დასაცავად ბრძოლაში გაიმარჯვეს, ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში, როდესაც სახალხო პროტესტის შედეგად რეჟიმმა უკან დაიხია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ქართული ენის დაცვისა და განვითარებისათვის შეიქმნა სახელმწიფო ენის 10-წლიანი სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა. “წელს 45 წელი შესრულდა 1978 წლის 14 აპრილის უპრეცედენტოდ ხალხმრავალი მშვიდობიანი მანიფესტაციიდან, როცა ქართველი ერი წინ აღუდგა საბჭოთა ხელისუფლების მცდელობას, ახალი კონსტიტუციით გაეუქმებინა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი. ქართველებმა მშობლიური ენის დასაცავად ბრძოლაში გაიმარჯვეს. ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში, როდესაც სახალხო პროტესტის შედეგად რეჟიმმა უკან დაიხია. ეს გამარჯვება სამაგალითო აღმოჩნდა სხვა რესპუბლიკებისათვის და მათი კონსტიტუციების საბოლოო რედაქციის ჩამოყალიბებაზეც მოახდინა გავლენა. 14 აპრილი თავად ქართველმა ხალხმა აქცია ქართული ენის დღედ. ქართული ენის დაცვისა და განვითარებისათვის შეიქმნა სახელმწიფო ენის 10-წლიანი სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა. ჩვენი დედაენა ჩვენი იდენტობის, ერთიანობისა და სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელია”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ფასებმა დაიწია, ჩვენი ამოცანა წელს უნდა იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ფასებმა მნიშვნელოვნად დაიწია საწვავზე, სურსათზე. „მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც მთავრობას ამ პოლიტიკის განხორციელებაში გამოჰყვა და საკმაოდ ადეკვატური ნაბიჯები გადაიდგა მათი მხრიდანაც. ასე რომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ნიშნულის, ინფლაციის 5%-იანი ნიშნულის შენარჩუნება წელს, მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და ახლა ასეთი მნიშვნელოვანი, მასშტაბური პროექტების კეთებაა“, – განაცხადა პრემიერმა.
ტურიზმის მიმართულებით გვაქვს პოზიტიური და ოპტიმისტური მონაცემები, იზრდება ვაჭრობა - ღარიბაშვილი
ჩვენ წელს საკმაოდ მაღალი, 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ასევე ტურიზმის მიმართულებით გვაქვს საკმაოდ პოზიტიური და ოპტიმისტური მონაცემები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ფასებმა დაიწია, ჩვენი ამოცანა წელს უნდა იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება - ღარიბაშვილი „მინდა, რამდენიმე პოზიტიური ინფორმაცია გაცნობოთ, ჩვენ წელს საკმაოდ მაღალი, 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ასევე ტურიზმის მიმართულებით გვაქვს საკმაოდ პოზიტიური და ოპტიმისტური მონაცემები. მაგალითად, პირველ კვარტალში 1 200 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს, რაც რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიური მაჩვენებელია, თუ შევადარებთ გასული წლის იანვარ-მარტის პერიოდს, ესაა თითქმის 110%-ანი მატება. ასევე ვაჭრობა იზრდება, პირველ კვარტალში, იანვარ-მარტში ექსპორტის 25%-ანი ზრდა დაფიქსირდა და შეადგინა 1.461 მილიარდი დოლარი, რაც პირველი კვარტლის რეკორდულ მოცულობას გაუტოლდა,“- აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული
სიმართლე გარკვეულია, გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საქართველოს საგამოძიებო სამსახურები 2 წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდნენ გერმანიის საგამოძიებო სამსახურთან. „მე მინდა გამოვეხმაურო ერთ მეტად შემაშფოთებელ ფაქტს, ეს არის საერთაშორისო ტრანსნაციონალური დანაშაული, რომელიც იქნა გამოძიებული და გახსნილი, ე.წ. ქოლცენტრების საქმე. რატომ მინდა ამის თაობაზე გავაკეთო კომენტარი-პირველ რიგში იმიტომ, რომ საქმე ეხება ჩვენი მოქალაქის მიერ ჩადენილ არნახული, უპრეცედენტო მასშტაბის თაღლითური სქემის განხორციელებას, რომლის შედეგადაც თითქმის 1 მილიარდი დოლარი თუ ევრო იქნა მოპარული ევროპის ქვეყნებში. რეალურად, გახსოვთ, რომ ალბათ ერთი წელია მუდმივად ისმოდა ბრალდებები აი ამ რადიკალური, ექსტრემისტული ოპოზიციის მხრიდან, რომლებიც თავად ფინანსდებოდნენ და ფინანსდებიან აი ამ მოპარული, ნაძარცვი ფულით. ეს რა თქმა უნდა, არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ, შემაშფოთებელი ფაქტია. ჩვენ ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა გვქონდა გერმანიის საგამოძიებო სამსახურთან, ჩვენი საგამოძიებო სამსახურები აქტიურად მუშაობდნენ ალბათ ორი წლის განმავლობაში. ეს იყო ძალიან დიდი სამუშაო, რომელიც იქნა გაწეული ერთობლივად და ჩვენ, ჩვენი მხრივ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ამ საერთაშორისო თაღლითური სქემის გამოძიების საქმეში. სიმართლე გარკვეულია. გამოვლინდა, რომ ჩვენი მოქალაქე, სამწუხაროდ, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბატონი კეზერაშვილი უკვე საერთაშორისო დონის თაღლითად არის მოხსენიებული, რაც, რა თქმა უნდა, არის კატასტროფული და კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ აღნიშნული პიროვნება, რომელმაც მანამდე, მოგეხსენებათ, ჯარი გაძარცვა ჯერ, შემდეგ ბიზნესს რა დღეში აგდებდა, ატერორებდა. ახლა უკვე მთელი ევროპის მასშტაბით არნახული თაღლითური სქემა შეიმუშავა მისმა კომპანიამ და გაძარცვეს პენსიონრები. მილიარდი დოლარის ზარალი იქნა მიყენებული. ასე რომ, როდესაც ჩვენი ე.წ. რადიკალური ექსტრემისტული ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვდებიან ჩვენს ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს, მინდა ჩვენს ევროპელებს, მეგობრებს ვუთხრა, რომ ისინი ხვდებიან მათი მოქალაქეების მძარცველის მიერ დაფინანსებული პარტიის წარმომადგენლებს. ეს რა თქმა უნდა, არის სამარცხვინო ფაქტი, მაგრამ რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ეს სიმართლე გაირკვა. გახსოვთ, რომ შარშან, პირიქით, აბრალებდნენ თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები ამ საქმეში და ახლა ბიბისიმ, ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საბოლოოდ გამოავლინა და ამის თაობაზე უკვე მთელ საზოგადოებას ეცნობა. ასე რომ, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ჩართულნი იყვნენ დესტრუქციულ ქმედებებში ყოველდღიურად, მათ ყოველდღე უნდა მოიხადონ ბოდიში ახლა უკვე როგორც ჩვენი საზოგადოების წინაშე, ასევე ევროპული საზოგადოების წინაშე და უნდა მისცენ ახსნა-განმარტებები, თუ რატომ ფინანსდება მთელი ოპოზიციური სპექტრი, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მათი ტელევიზიები ნაძარცვი ფულით. ევროპელი პენსიონერების მოპარული ფულით. ამის თაობაზე მინდოდა ჩემი მხრივ გამეკეთებინა კომენტარი, მინდა ჩვენს საგამოძიებო სამსახურებს მადლობა გადავუხადო, ვინც ჩართული იყო ამ მეტად რთული გამოძიების საქმეში, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთ და იმედი მაქვს, რომ ყველა დამნაშავე, რომელიც ამ თაღლითურ სქემაში იყო ჩართული, იქნება მიცემული პასუხისგებაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერი: ძალიან მალე გამოვიტანთ დეტალურ ინფორმაციას, თუ როდის დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას
პრემიერ-მინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების ვადებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. „ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და ჩვენ ძალიან მალე გამოვიტანთ უფრო დეტალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როდის დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას. ჩვენ გვინდა, რომ დავიწყოთ შემოდგომაზე. ასევე, ახალი აეროპორტის პროექტის თაობაზე ძალიან მალე გვექნება პრეზენტაცია. ეს არის მრავალ ასეულ მილიონიანი ინვესტიცია. რაც შეეხება ენერგეტიკის ობიექტებს, აქაც სერიოზული წინსვლა გვაქვს და ძალიან მალე წარმოგიდგენთ განახლებულ ინფორმაციას“, - განაცხადა 18 ივლისს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. ცნობისათვის, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორ უყურებთ ანაკლიის პორტის პროექტში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას, არის თუ არა ინტერესი და თანამშრომლობა ამ კუთხით. როგორც ცნობილია, ბათუმის პორტში, მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა სწორედ ამერიკული ინვესტიციით განხორციელდა, „ტრამოს“ სახით, რაც ყველაზე დიდი პირდაპირი ამერიკული ინვესტიციაა აჭარის რეგიონში. ამ კითხვით მიმართა Europetime-მა სენატორს. „ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი პროექტია. გეტყვით, რომ მე და სენატორმა დურბინმა წამოვიწყეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის შემუშავებას შეეხება. უკრაინის ომმა კიდევ უფრო გამოკვეთა შავი ზღვის მნიშვნელობა. მას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი მათ შორის ეკონომიკური კუთხით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიაზე, ძირითად მიმართულება ამ სტრატეგიის გახლავთ, ეროვნული და კოლექტიური უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, სტრატეგია მოიცავს ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს როგორც ცნობილია, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. „უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება. ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტზე ბევრ პოტენციურ ინვესტორს ვესაუბრებით შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა. 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოქმედებებს იწყებს.
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ერიკა ოლსონს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა განიხილეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას. "ირაკლი ღარიბაშვილმა და ერიკა ოლსონმა ასევე მიმოიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ჰარისი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე", - ნათქვამია ინფორმაციაში. ინფორმაციისთვის, ერიკა ოლსონი სომხეთში ვიზიტით იმყოფებოდა 17-18 აპრილს. ის შეხვდა სომხეთის ოფიციალურ პირებს, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განეხილა სომხურ-ამერიკული ორმხრივი თანამშრომლობა და აშშ-ის დახმარება სომხეთ-აზერბაიჯანის დიპლომატიური მოლაპარაკებებში, რომელიც მიზნად ისახავს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. ნათქვამია სომხეთში ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 11 წლისთავთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
2012 წლის 21 აპრილს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად წარადგინა ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოების წინაშე, ეს მოვლენა იქცა უმნიშვნელოვანესი პროცესების დასაწყისად ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დღეს 11 წელი შესრულდა „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ facebook-ზე წერს. მისივე თქმით, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს იყო ურთულესი პერიოდი. „2012 წლის 21 აპრილს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად წარადგინა ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოების წინაშე. ეს მოვლენა იქცა უმნიშვნელოვანესი პროცესების დასაწყისად ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გავიხსენოთ, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს იყო ურთულესი პერიოდი. ანტიეროვნულმა, თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივმა და ანტიევროპულმა რეჟიმმა პოლიტიკის უმთავრეს იარაღად აქცია შიში, ტერორი, ჩაგვრა და საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა. საფრთხის ქვეშ დადგა არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, არამედ თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და თავისუფლება. საკუთარი ხალხის მოღალატე რეჟიმი ესწრაფოდა ძალაუფლების შენარჩუნებას - თუნდაც ქვეყნის განადგურების ხარჯზე. უნდა ვაღიაროთ - ბევრი ვერ ხედავდა მაშინ გამოსავალს ამ ვითარებიდან”, - აღნიშნავს პრემიერი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა. „სწორედ ამ პირობებში შეიქმნა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ეს იყო არსებითი გარდატეხა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე. დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა. დღეს, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უდავოა, რომ სისხლიანი, ანტიეროვნული რეჟიმის პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით, ჩვენ მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ეროვნული პოლიტიკის გატარება - სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობისა და სტაბილურობის, მოქალაქეთა თავისუფლების უზრუნველყოფა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს არის ერთადერთი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი, რაც საშუალებას გვაძლევს მთელი ძალისხმევა მივმართოთ ყველა სფეროს განვითარებისათვის. დღეს სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ყველა - კეთილდღეობის, სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიის მიმართულებებით. მსურს განსაკუთრებით გამოვყო უდიდესი პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, - ასოცირების ხელშეკრულებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, უვიზო მიმოსვლითა და, ახლა უკვე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში ჩვენი გაწევრიანების პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო. ყველა ეს მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა „ქართული ოცნების“ თითოეული წევრისა და მხარდამჭერის ერთგულებისა და შრომისმოყვარეობის გარეშე. მადლობას ვუხდი ყველა მათგანს. განვლილი წლების შეჯამებისას ჩვენი მოტივაცია იგივეა - კიდევ უფრო მეტი შემართებით უნდა გავაგრძელოთ ეროვნული პოლიტიკის გატარება, ზრუნვა ყველაფერზე, რაც ჩვენი თვითმყოფადობისა და ძლიერების საფუძველია, - ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური აღორძინება, ჩვენი კულტურის, სარწმუნოების, ტრადიციების დაცვა და განვითარება, ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით - წინსვლა თითოეული ქართველის უმთავრესი ოცნებისა და მიზნისაკენ - ერთიანი, თავისუფალი და ძლიერი საქართველოსკენ”, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
NATO-ს გენერალური მდივანი 25 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში უმასპინძლებს
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 25 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში უმასპინძლებს. ამის შესახებ ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. "NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 25 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში უმასპინძლებს. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ერთობლივი პრესკონფერენცია", - აღნიშნულია განცხადებაში. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. საბჭოს წევრებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების განვითარების ხედვა გააცნო, რომელზეც სამინისტრო აქტიურად მუშაობს. ხაზი გაესვა პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის აქტიურად ჩართვისთვის საჭირო მექანიზმების შემუშავების მნიშვნელობას. სხდომის მონაწილეებმა საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმა განიხილეს, რომლის ფარგლებშიც მოხდება ავტოსადგურებისა და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების სერტიფიცირება. რეფორმის შედეგად მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება, ამაღლდება უსაფრთხოების დონე. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2022-2028 წლების პროგნოზებს. აღინიშნა, რომ ფართე რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში - 2023-2028 წლებში და საშუალოდ 5.0%-ს შეადგენს. საქართველო აჩვენებს მნიშვნელოვან პროგრესს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების მნიშვნელობანი გაუმჯობესების თვალსაზრისით და ერთ-ერთი ლიდერია ფართე რეგიონსა და ევროპის ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდის კუთხით. სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, ქვეყანაში შემცირდება სიღარიბე, გაიზარდება დასაქმება და მოქალაქეების შემოსავლები. სხდომაზე ასევე განიხილეს ენერგეტიკული პროექტები და ახალი ინიციატივები, რომელიც მომზადდება და მოკლე დროში წარედგინება მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამისთვის, წელიწადში, დაახლოებით 30 მილიონი ლარი გამოიყოფა. „საქართველოში დაახლოებით, 300-მდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი გვყავს, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს, გამოყოფილია, დაახლოებით 10 მილიონი ლარი წელიწადში. მოგეხსენებათ, სამწუხაროდ საქართველოში, დღეს არ არის ყველა ის პირობა იმისთვის შექმნილი, რომ პაციენტებს სრულყოფილი და ხარისხიანი, კარგი სტანდარტის სერვისები მივაწოდოთ. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ გვჭირდება ამ ბავშვების მკურნალობა საზღვარგარეთ. ისეთი სერვისებისთვის როგორიცაა, თუნდაც პროტონული თერაპია, დასხივება და ა.შ. რომელიც მრავალი ათასი ამერიკული დოლარი ჯდება. ზოგ შემთხვევაში, 100 ათასი ევრო ჯდება ერთ კურსი. რა თქმა უნდა, ამის საშუალება ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ. ჩვენი გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. შერჩეული გვაქვს რამდენიმე საუკეთესო კლინიკა მთელს მსოფლიოში, სადაც მოხდება ამ ბავშვების მკურნალობა. ბიუჯეტი დაახლოებით 30 მილიონ ლარამდე იქნება გამოყოფილი და ჩვენ სრულად დავფარავთ ყველა ხარჯს, იქნება ეს მკურნალობის, ცხოვრების თუ მგზავრობის. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვის მკურნალობა დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, საქმე ეხება სიცოცხლის გადარჩენას და ჩვენი ვალია ყველა ასეთ ადამიანს დავეხმაროთ. კარგია, რომ ჩვენ შევძელით და გამოვნახეთ სათანადო თანხები ამ მიზნით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოში მაღალი დონის შემსრულებლების ბუმი იქნება - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ მაღალი დონის შემსრულებლების ბუმი იქნება. მისი თქმით, საქართველოს ტურიზმის მიმართულებით სერიოზული პროგრესი აქვს და ამ კუთხით კიდევ მეტი მუშაობაა საჭირო. „ბლექ სი არენას“ მენეჯმენტმა ძალიან კარგად იმუშავა. კონკრეტული გეგმა წარმოადგინა. მაღალი დონის შემსრულებლების ბუმი იქნება. საუბარი იყო იმაზე, რომ 70 მლნ ლარი იხარჯება ამ კონცერტებში. ეს შეიძლება იყოს ბიუჯეტი, მაგრამ აქედან როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ შემოსვლებს ველოდებით. შეიძლება მინიმუმ 100 მლნ ლარზე იყოს საუბარი. ამას ემატება ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, პრესტიჟი. ამას გავაგრძელებთ. სხვა სიახლეებიც ექნებათ ახალგაზრდებს, მსმენელებს და ვფიქრობ, ძალიან წარმატებული სეზონი იქნება. ტურიზმში სერიოზული პროგრესი გვაქვს. შარშან საკმაოდ წარმატებული წელი გვქონდა - 5 მლნ-ზე მეტი ვიზიტორი გვყავდა. ამ მიმართულებით მეტი მუშაობა გვჭირდება“, - განაცხადა პრემიერმა.
ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი - ღარიბაშვილი
პირველ რიგში ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ასევე მგზავრთა გადაყვანა უნდა იყოს კომფორტული და უსაფრთხო პირველ რიგში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რაც მინდოდა მეცნობებინა თქვენთვის – ეკონომიკურ საბჭოზე ჩვენ განვიხილეთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და ინიციატივა, რომელიც უკავშირდება მგზავრთა გადაყვანას ჩვენი მოქალაქეების და არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების, ტურისტების, ვიზიტორების და ასე შემდეგ. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის შიგნით საავტომობილო, სამგზავრო გადაყვანა და ეს სფერო ზოგადად საჭიროებს მოწესრიგებას, ძალიან დიდი პრობლემები არსებობს იგივე თუნდაც ავტოსადგურებში მდგომარეობა არ არის ნამდვილად სახარბიელო, იქ არის ანტისანიტარია, მინიმალური მოთხოვნები, სტანდარტები არ არის დაკმაყოფილებული, ასევე ეს უკავშირდება, რა თქმა უნდა, მოძრაობის და უსაფრთხოების წესებს. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით საჭიროებს სახელმწიფოს ჩართულობას და ჩარევას. ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა, ჩვენ ძალიან მალე საკანონმდებლო ინიციატივით მივმართავთ პარლამენტს, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს. ავტოსადგურები უნდა იყოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ასევე მგზავრთა გადაყვანა უნდა იყოს კომფორტული და უსაფრთხო პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კომპანიებს და ფიზიკურ პირებსაც მივცემთ გონივრულ ვადას, პერიოდს, იმისთვის რომ გამოასწორონ ეს პრობლემა და მე ვფიქრობ რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის გაცილებით უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება მათი მგზავრობა ქვეყნის შიგნით“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ბელგიაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს როგორც ნატო-ში, ისე ევროკავშირში. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
პრემიერმა აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხზე კომენტარი გააკეთა
აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხზე პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, ქვეყანა, სადაც ამ დაავადებისთვის საჭირო მედიკამენტი გამოიგონეს, კვლევების დასრულებას ელოდებიან. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ჯანმოს მითითებებსა და გაიდლაინებს ეყრდნობა. პრემიერის განმარტებით, სახელმწიფოს წამალზე უარი არ უთქვამს. ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა „ყალბ, ფარისეველ პოლიტიკოსებს, „ამორალური ქმედება“ დაასრულონ და ნუ იყენებენ ამ ადამიანებს, მათ მშობლებს ვიწროპარტიული ინტერესებისთვის“. „200 ქვეყანაში მთელ მსოფლიოში, არცერთი სახელმწიფო არ აფინანსებს ამ მედიკამენტებით მკურნალობას და ჩვენ გვეუბნებიან, ამ ორასი ქვეყნიდან საქართველო იყოს განონაკლისი და უპასუხისმგებლოდ, პოპულისტურად ჩავერთოთ ამ პროგრამაში, რაც დაუშვებელია. ჩვენ რომ ვიყოთ უპასუხისმგებლო პოპულისტები, ამ 10 მილიონს გამოვყოფდით და დავიწყებდით დაფინანსებას, მაგრამ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ვეყრდნობით კვალიფიციურ აზრებს. ჩვენ დაველოდებით რამდენიმე თვე, გვაქვს კონტაქტი წამლის მწარმოებელ კომპანიასთან, ჯანმოსთან, ევროპის ქვეყნებთან, ამერიკასთან, როგორც კი რამდენიმე ქვეყანა დაიწყებს მკურნალობას, ჩვენც ჩავერთვებით ამ პროგრამაში“. „სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ვუყურებთ ვნებათაღელვას, რომელიც შექმნილია აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, მოადგილემ, ძალიან ავტორიტეტულმა ექიმებმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გააკეთეს ამომწურავი კომენტარი და განმარტება მისცეს ოჯახებს, მშობლებს, მინისტრიც შეხვდა თავად და არაერთი საუბარი შედგა, ჯერ კიდევ რჩება კითხვები და სამწუხაროდ, ხდება გაუგონარი რამ: უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც სიყალბითა და ფარისევლობით გამოირჩევიან, ცდილობენ, უმწეო ბავშვები დაიყენონ წინ და აწარმოონ პოლიტიკური კამპანია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. აქვე პრემიერმა აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა. „სახელმწიფო, მთავრობა მათ გვერდით დგას და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, მაგრამ მინდა მათ ვთხოვო, რომ ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას ნებსით თუ უნებლიეთ. არავის არ გახსენებია, არცერთ პოლიტიკოსს ამ ბავშვების ბედი, არც მაშინ, როცა ხელისუფლებაშ იყვნენ, და არც ახლა, როცა ოპოზიციაში არიან“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ: საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს გაუზიარა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით გაწეული ძალისხმევა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში ხელისუფლება მუდმივ კონსულტაციებს მართავს ევროკავშირის ინსტიტუტებთან და წევრ ქვეყნებთან, აგრეთვე ვენეციის კომისიასთან და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (OSCE/ODIHR). პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და მიღწეული პროგრესის შესაბამისად, წლის ბოლოს საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და ევროპული პერსპექტივის მონიჭება, ეს არის ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომზე და მის გავლენაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მზადაა, დაასრულოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. „ჩვენს შორის არსებული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება. საქართველო მზადაა დაასრულოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი და იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ხელს შევუწყობთ რეგიონში მშვიდობას, დემოკრატიასა და ეკონომიკურ ზრდას“, - აღნიშნავს პრემიერი.
საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად - ღარიბაშვილი
საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. სტოლტენბერგი: საქართველოს შეუძლია, NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს „მსურს მადლობა გადაგიხადოთ, თქვენი პირადი ძალისხმევისა და ლიდერობისთვის, რომ გახადოთ ნატო კიდევ უფრო ერთიანი, ძლიერი და კიდევ უფრო წინწასული პარტნიორებთან ურთიერთობით. მე მადლიერი ვარ ალიანსის წევრების მხარდაჭერით საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი თქვენი მხარდაჭერისთვის. როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანდო და უნარიანი პარტნიორი, საქართველოს აქვს საკმაოდ კარგი გამოცდილება ალიანსის მისიებში წვლილის შეტანის კუთხით. ჩვენ წვლილი შეგვაქვს ევროატლანტიკური მშვიდობასა და უსაფრთხოებაში, რაც ყველასთვის კარგად ცნობილია. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება კვლავ რჩება ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად. ასევე, მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან წინსვლას. ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენ მოვაწერეთ ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ასევე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, მოვიპოვეთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. გასულ წელს უკვე მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რაც ისტორიული გადაწყვეტილება იყო და ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ მუშაობას ე.წ. 12 პუნქტის განხორციელებაზე, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას. ასევე, მსურს აღვნიშნო, რომ ჩემთვის პრივილეგია იყო ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნა 2015 წელს, რაც შესანიშნავი ნიმუშია იმის, როგორ თანამშრომლობს საქართველო და ნატო ერთმანეთთან და ამისთვის მსურს მადლობა გადაგიხადოთ. მზად ვართ კიდევ უფრო გავაღრმაოთ პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატო-სთან, ყველა განზომილებაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
რა საკითხები განიხილეს იენს სტოლტენბერგმა და ირაკლი ღარიბაშვილმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დინამიკაზე და ორმხრივი თანამშრომლობის დატვირთულ დღის წესრიგზე. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ მძიმე უსაფრთხოების გარემოსა და უკრაინაში მიმდინარე ომს. ალიანსის გენერალურმა მდივანმა დააფიქსირა ნატოს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO-საქართველოს თანამშრომლობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. თავის მხრივ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა პრემიერს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. შეხვედრისას განხილული იყო მოახლოებული NATO-ს ვილნიუსის სამიტი. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება ასახული ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში როგორც ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის, ისე პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყანა, ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ქმედუნარიანი პარტნიორი და დიდი წვლილი შეიტანა საერთო-ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ასევე აღინიშნა, რომ მოკავშირეების დახმარებითა და მხარდაჭერით, საქართველომ მნიშვნელოვნად განავითარა თავდაცვითი შესაძლებლობები. მხარეებმა ისაუბრეს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და საქართველოს როლზე ამ კუთხით“, - წერია ინფორმაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოეხმაურა. პრემიერი ხაზს უსვამს, რომ საქართველო და NATO საიმედო პარტნიორები არიან. „ბრიუსელში ჩემი ვიზიტის ფარგლებში, შესანიშნავი შეხვედრა მქონდა იენს სტოლტენბერგთან. საქართველო და NATO საიმედო პარტნიორები არიან. განვიხილეთ ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის დღის წესრიგი, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და მომავალი პარტნიორობის საკითხები”, - აღნიშნავს ღარიბაშვილი. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ამ ვიზიტითა და შეხვედრით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველო NATO-ს მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორია. მისივე თქმით, ეს თანამშრომლობა და პარტნიორობა იძლევა კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. „ეს თანამშრომლობა და პარტნიორობა იძლევა კონკრეტულ ხელშესახებ შედეგებს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოება და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ასევე პრესკონფერენციაზე გენერალურმა მდივანმა და პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ამ თანამშრომლობის ღირებულებას და იმას, თუ რა შედეგები მოაქვს ამ პარტნიორობას ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების მიმართულებით. ეს თანამშრომლობა რა თქმა უნდა გაგრძელდება. კიდევ ერთხელ განვიხილეთ პრაქტიკული თანამშრომლობის კომპონენტები და ის დინამიკა, რომელიც საქართველოს და NATO-ს აქვს მიმდინარე, მოცემულ მომენტში“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. სტოლტენბერგი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინა იცავს საკუთარ თავს, ველით, რომ NATO-ს ყველა პარტნიორი მხარს დაუჭერს ამ მიზანს სტოლტენბერგმა მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების გადაწყვეტილება სტოლტენბერგი: საქართველოს შეუძლია, NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში დაგეგმილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ. კონფერენციის ორგანიზატორების ვებგვერდზე ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთ სპიკერადაა მოხსენიებული. კონფერენცია (CPAC) ბუდაპეშტში 4-5 მაისს გაიმართება. ორგანიზატორების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, კონფერენციაზე მთავარი გამომსვლელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იქნება.
რაზე გამახვილდა ყურადღება ირაკლი ღარიბაშვილისა და კატრინ კოლონას შეხვედრისას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრ კატრინ კოლონას შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. „აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს საფრანგეთის ძლიერ და ქმედით მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მიმართულებით გაწეულ უდიდეს ძალისხმევას. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა და ამ მიმართულებით აღინიშნა საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო აგრძელებს ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების ხელშეწყობას, ასევე კონსტრუქციული როლის შესრულებას, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით. აღინიშნა საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოსთვის მიმდინარე წელს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი, კონტინენტური ევროპის დირექტორი ფრედერიკ მონდოლონი, მინისტრის კაბინეტის მრჩეველი ადრიენ ფრიერი, ელჩი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ბრის როკფეი და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რიშარ რეკენა. საქართველოს მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პრემიერი: მადლობა აშშ-ს, NATO-ს ქვეყნებს ქართული ჯარის გაძლიერებისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზემო ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ქართული ჯარი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ძლიერ საყრდენს და მთავარ გარანტს. მან მადლობა გადაუხადა „საერთაშორისო პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, NATO-ს წევრ ქვეყნებს, ყველას, ვინც ეხმარებოდა და ეხმარება ჩვენი ქართული ჯარის გაძლიერებას“. „დღევანდელი დღე მინდა მოგილოცოთ ყველას, ჩვენს გამორჩეულ და საამაყო სამხედროებს, რომელებიც ღირსეულად ემხსახურებით ჩვენს ქვეყანას. მინდა, ეს დღე მივულოცო ჩვენს დაუმარცხებელ, თავდადებულ და გმირ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს, რომლებიც თავდაცვის ძალების ყველა ვეტერანთან ერთად მამაცურად იბრძოდნენ და კვლავაც იბრძვიან ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ღირსეული სამსახურისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ქართული ჯარი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ძლიერ საყრდენს და მთავარ გარანტს. დღევანდელ დღეს, ჩემო ძმებო, მინდა ქედი მოვიხარო ყველა დაღუპული გმირი მებრძოლის ხსოვნის წინაშე, ჩვენი გმირი მეომრების ხსოვნის წინაშე, რომელთა ბრძოლასა და თავდადებაზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და მომავალი. მათმა ბრძოლამ გააძლიერა ქართული იდენტობა ჩვენი ეროვნული, ძლიერი საქართველოსი“, - განაცხადა პრემიერმა. პრემიერის თქმით, ქართული ჯარი იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს. „ჩვენი ვალია, მაქსიმალურად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი და თქვენი ღირსეული სამსახური. საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ქართული ჯარი, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს დაფასებული თითოეული თქვენგანის სამსახური. მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ძალიან რთული დროა მთელ მსოფლიოში, რუსეთის აგრესიაა უკრაინაში, ომი, რომელიც არ ჩერდება. ისედაც რთულად პროგნოზირებად, ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში ჩვენ, მთავრობას, ჩვენს ხელისუფლებას განსაკუთრებული გონიერება მართებს. ამავდროულად, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოს ინსტიტუტები და პირველ რიგში, ქართული ჯარი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისთვის. იცით, რომ ჩვენ ვაგრძელებთ გრძელვადიანი გეგმის მიხედვით, ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესს და მე მჯერა, ჩვენი ჯარი კიდევ უფრო ძლიერი გახდება. დღევანდელ დღეს მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, NATO-ს წევრ ქვეყნებს, ყველას, ვინც ეხმარებოდა და ეხმარება ჩვენი ქართული ჯარის გაძლიერებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს, გისურვებთ გამარჯებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა რვა საკითხი განიხილეს. „მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში ქვეკომპონენტი ამოქმედდა, რომლითაც ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. ქვეკომპონენტის ამოქმედება ხელს შეუწყობს ერთწლოვან სასოფლო-სამეურნეო კულტურებში თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის ზრდას. სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის არა უმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით, სესხის გაცემიდან არა უმეტეს 14 თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ბენეფიციარი დაადასტურებს სესხის მიზნობრივად ხარჯვას. ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა 10,000 ლარიდან 100,000 ლარის ჩათვლით განისაზღვრა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტული მედიასივრცე - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ულოცავს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, უტყუარი და დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელება ჟურნალისტის ის პასუხისმგებლობაა, რომელიც საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე აქვს აღებული და რომლის განუხრელად შესრულებას საზოგადოების მხრიდან მისი დიდი დაფასება მოჰყვება. “პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ვულოცავ ყველა ჟურნალისტს, ვინც კეთილსინდისიერად და ერთგულად ემსახურება თავის პროფესიას. უტყუარი და დაბალანსებული ინფორმაციის გავრცელება ჟურნალისტის ის პასუხისმგებლობაა, რომელიც საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე აქვს აღებული და რომლის განუხრელად შესრულებას საზოგადოების მხრიდან მისი დიდი დაფასება მოჰყვება. სწორედ ამ პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული საქმიანობა იწოდება მსოფლიოში მაღალპროფესიონალურ და თავისუფალ ჟურნალისტიკად, რადგან ამ სტანდარტის დაცვა ქმნის ქვეყანაში დემოკრატიული განვითარების მყარ საფუძველს. თავისუფალი პრესა არის როგორც ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის, ისე მისი დემოკრატიულობისაკენ სწრაფვის ნიშანი. ჩვენს ქვეყანაში არსებული მედიაგარემო წლების განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა, დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პლურალისტული მედიასივრცე. კიდევ ერთხელ ვულოცავ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ყველა ჟურნალისტს და ვუსურვებ წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში”, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ბუდაპეშტში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაემგზავრა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. კონფერენცია ბუდაპეშტში 4-5 მაისს ჩატარდება, სადაც დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა. პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
პრემიერი: არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ასევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას - უმრავლესობაზე
როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას - უმრავლესობაზე, ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი - ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა - ქალია, მამა კი - კაცი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა პატივს სცემს თითოეული მოქალაქის უფლებებს და ამას საქმით ამტკიცებს. „ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი თითოეული მოქალაქის უფლებებს და ამას საქმით ვამტკიცებთ. 2014 წელს, ერთი მხრივ, ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, მაგრამ ასევე, საკუთარი მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობით, ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმნაციული კანონი, რომელიც განუხრელად იცავს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი - ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა - ქალია, მამა კი - კაცი. იმ ადამიანების, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის უფლებებს, ვინც მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას, რომლის შედეგადაც ჩვენმა პარტიამ მოგვიანებით კონსტიტუციაში შეიტანა ქორწინების, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობის დეფინიცია. ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ტრადიციულ, კონსერვატიულ, ოჯახურ ღირებულებს იზიარებს. ეს ფასეულობები მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობა არ არის, იგი ცოცხალი დღევანდელობაა, გარემო, რომელშიც ჩვენ გავიზარდეთ და გვსურს, ჩვენი შვილები აღვზარდოთ. მე ოთხი შვილის მამა გახლავართ და ქართველი მშობლების უდიდეს უმრავლესობასთან ერთად, მსურს ჩვენი მომავალი თაობები ქრისტიანობაზე დაფუძნებულ უნიკალურ ღირებულებზე აღიზარდონ; ისე, როგორც ჩვენ აღგვზარდეს ჩვენმა მშობლებმა. ამიტომ, ჩვენ დავიცავთ ყველას უფლებებს, მაგრამ როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას - უმრავლესობაზე. მხარს არ დავუჭერთ უმცირესობის მცდელობას, აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ფასეულობები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ღმერთის მიერ დადგენილად მიაჩნია, რომელსაც ქართველის იდენტობა, თვითყოფადობა, მთელი ჩვენი ისტორია ეფუძნება”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ვგულშემატკივრობთ უკრაინას, უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ ხანგრძლივი და სტაბილური მშვიდობის პირობების შესაქმნელად - ღარიბაშვილი
რუსეთის უკრაინაში შეჭრამ სათავე დაუდო ხანგრძლივ ომს, რომლის დასასრულიც არ ჩანს და რომელიც ყველას გვეხება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი: ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური, კონსერვატიული ფასეულობებია „დღესაც, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ყველა ჩვენგანის, მთელი კაცობრიობის მიზანი და ამოცანა – მშვიდობის უზრუნველყოფაა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ვგულშემატკივრობთ რა უკრაინას, უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ სამშვიდობო მოლაპარაკებების, ხანგრძლივი და სტაბილური მშვიდობის პირობების შესაქმნელად. თქვენ იცით, რომ ჩვენ გადავიტანეთ მძიმე ომი რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში; ჩვენმა ქვეყანამ ამ ომში დიდი ადამიანური მსხვერპლი გაიღო; ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ; ქართველებმა კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. ქართველები მცირე, მაგრამ ძლიერი, თავისუფლებისმოყვარე ერია. მაგრამ როდესაც საჭიროა, ჩვენ თავდადებით ვიბრძვით თავისუფლების, საკუთარი ოჯახებისა და სამშობლოს დასაცავად. მთელ ჩვენს ისტორიაზე რომ არ ვილაპარაკოთ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც ჩვენ გადავიტანეთ არაერთი ომი ჩვენს ქვეყანაში; ბოლო წლებში ჩვენი მამაცი ჯარისკაცები ნატო-ს ალიანსის წევრ ქვეყნებთან ერთად იცავდნენ გლობალურ უსაფრთოებას. ავღანეთის სამშიდობო მისიაში ერთ სულ მოსახლეზე გათვლით ჩვენ ყველაზე მეტი ჯარისკაცით ვიყავით წარმოდგენილი; 32 ქართველი გმირი ჯარისკაცი დაიღუპა ამ ბრძოლაში, ასეულობით კი – დაშავდა. ასე რომ, ვიცით რა, რა მოაქვს ომს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის. იესო ქრისტე ამბობს სახარებაში: ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან. ამ ურთულეს დროში, მიუხედავად არაერთი პროვოკაციისა და დესტაბილიზაციის მცდელობისა, ჩვენ შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ისტორიაში, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისას პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა საქართველოში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
პრემიერი: ჩვენ ვფლობთ სუპერძალას - ეს არის რწმენა, ჩვენი ოჯახები, ტრადიციები, ფასეულობები
უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ვიქტორ ორბანი სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია. „განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს ძვირფას მეგობარს, პრემიერ ორბანს; უნგრელ ხალხს ძალიან გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს, ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგას და ნამდვილად სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია”,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ღარიბაშვილის შეფასებით, უდავო ფაქტია, რომ დღეს გლობალური წესრიგი იცვლება. „მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ამ რთული ვითარებიდან ვერავინ შეძლებს, მარტომ იპოვოს გამოსავალი. საჭიროა ერთიანობა, გლობალური თანამშრომლობა ახალი, უფრო სამართლიანი წესრიგისათვის. მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას. მისივე თქმით, ერთიანობისთვის ძალას საქართველოს აძლევს ის ტრადიციული, უზენაესი, მარადიული და უნივერსალური ფასეულობები, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის ისტორიას და კულტურას. „რა გვაძლევს ძალას ამ ერთიანობისთვის? უპირველეს ყოვლისა, ეს არის ის ტრადიციული, უზენაესი, მარადიული, უნივერსალური ფასეულობები, რომელიც განსაზღვრავს მთელ ჩვენს ისტორიას და კულტურას, ჩვენს ყოველდღიურობას. ეს ფასეულობები მარტივად გამოითქმის - ეს არის რწმენა, თავისუფლება, მშვიდობა, ღირსება, სიმართლე, თანასწორობა, ოჯახის სიწმინდე, მშობლების, წინაპრების, ტრადიციების პატივისცემა, სამშობლოსა და ადამიანების სიყვარული, უკეთესი მომავლის იმედი. ყველაფერი, რაც შეიძლება შევაჯამოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, ბრძენი და ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის მიერ შემოთავაზებულ პოსტულატებში - ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. საქართველოს მთელი ისტორია სწორედ ამ ფასეულობებს ეფუძნება. არსებითად, ეს ფასეულობები ერთ წიგნში - სახარებაშია თავმოყრილი. ალბათ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც, ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა. დაახლოებით იმავე დროს, მეოთხე საუკუნის მეორე ნახევარში ქართულად ითარგმნა სახარება; თუმცა ქრისტიანობის ქადაგება ჩვენთან გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ ქრისტეს პირველმა მოციქულებმა დაიწყეს. „ჩვენს რთულ დროში ყველა უნდა გავერთიანდეთ. მოდით, ვაქციოთ ჩვენი ქვეყნები - მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის ადგილად. ბატონმა ორბანმა თავის დალასის გამოსვლაში იხუმრა, რომ უნგრეთი ნამდვილად არ არის სუპერძალა (Superpower). საქართველოს, კიდევ უფრო პატარა ქვეყანას, მით უმეტეს, არასდროს ჰქონია ასეთი ამბიცია. მაგრამ მაინც, ჩვენ ვფლობთ სუპერძალას - ეს ძალა არის რწმენა, ჩვენი ოჯახები, ტრადიციები, მარადიული და უნივერსალური ფასეულობები. სწორედ ამ ძალთა გაერთიანებით ჩვენ შევძლებთ დავუპირისპირდეთ ყალბი თავისუფლების და ყალბი სიმართლის სახელით მოსულ ბოროტებას და ნამდვილი, ტრადიციული, უზენაესი, ოჯახური ღირებულებებით დავიცვათ და შევინარჩუნოთ სამყარო ჩვენი შვილებისათვის და მომავალი თაობებისათვის”. ორი ათასი წელია, მთელ ჩვენს ისტორიას და კულტურას სწორედ სახარების ფასეულობები განსაზღვრავს. ეს ფასეულობები ყოველთვის საფუძვლად ედო ქართულ იდენტობას, აერთიანებდა ჩვენი ხალხს. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ უძველესი, მაგრამ პატარა, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, იმპერიების და ცივილიზაციების შეჯახების ეპიცენტრში მდებარე ქვეყანა გადაურჩა ისტორიის იმ ქარტეხილებს, რომლებმაც არაერთი დიდი და ძლევამოსილი იმპერია გაანადგურა,“- აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური, კონსერვატიული ფასეულობებია; რასაკვირველია, ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ განახლებაზე“. მისივე განცხადებით, ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ განახლებაზე. „რასაკვირველია, ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ განახლებაზე. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბოროტება ხშირად სწორედ განახლების სახელით მოდის. ასე იყო ფაშიზმის შემთხვევაშიც, და არაერთხელ მთელ ისტორიაში. ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა, რომ თავისუფლებას - ცრუ თავისუფლების სახელით ებრძვიან. დიახ, ეს ნამდვილად ასეა. არავინ ებრძვის თავისუფლებას - მონობის სახელით, არამედ - ცრუ თავისუფლების; არავინ უპირისპირდება სიმართლეს - სიცრუის სახელით, არამედ - ყალბი სიმართლის სახელით; როგორ ცდილობენ ძალები, რომლებიც თავისუფლებას, სიმართლეს უპირისპირდებიან, საკუთარ მიზნებს მიაღწიონ? სწორედ ტრადიციული, ოჯახური ფასეულობების ნგრევით და ყალბი თავისუფლების თავსმოხვევით - ლგბტ პროპაგანდით, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის - მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით, ასეთი ეგრეთწოდებული „სიახლეების“ იძულებით, რომელიც ადამიანს საკუთარ ფესვებს, ოჯახს, საკუთარ ტრადიციას, კულტურას, ისტორიას მოწყვეტს. ასეთი ადამიანის მართვა - ვინც დაივიწყა საკუთარი ისტორია, რწმენა - უფესვებო ადამიანის მართვა ადვილია. ამიტომაც, ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური, კონსერვატიული ფასეულობებია. დღესაც, დრამატულ განახლებათა - ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების განვითარების, ინდუსტრიული ზრდის, ურბანიზაციის, სოციალურ ცვლილებათა და გლობალიზაციის ეპოქაში, ჩვენ კვლავ, შესაძლოა, უფრო მეტადაც კი, გვჭირდება მორალური ორიენტირები, რომელთაც სწორედ ჩვენი ტრადიციები და ფასეულობები გვთავაზობს. სწორედ განახლების, განვითარების, არსებითი წინსვლის სურვილი მოითხოვს, რომ ყველა ახალ დაპირებას მკაფიო, დროში გამოცდილი კრიტერიუმების, ისტორიული ფასეულობების შუქზე შევხედოთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს ვინმესადმი დაპირისპირებას. ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს - არავის ინტერესები არ უნდა შეიზღუდოს - სხვათა ინტერესების გამო“,- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ადგილი ევროპაშია
კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, საქართველოს ადგილი ევროპაშია, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ საქართველო დღეს ევროპისგან ელის შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. „საქართველოს სწორედ თავისუფლების იდეალი ამოძრავებს საუკუნეთა განმავლობაში ევროპის ერთა ოჯახის სრულფასოვან წევრად გახდომისკენ სწრაფვისას. იმ ევროპის, რომელიც სწორედ ქრისტიანულ ფასეულობებს ეფუძნება. ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმების შედეგად დღეს ისე ახლოს ვართ ამ მიზანთან, როგორც არასდროს. ჩვენ უდიდესი ძალისხმევა გავწიეთ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის, ეკონომიკური წინსვლისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველსაყოფად; სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაძლიერება სამართლიანად იმსახურებს მიუკერძოებელი და ობიექტური შემფასებლების აღიარებას მთელ მსოფლიოში. ამაზე მეტყველებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები. მაგალითად, World justice project-ის კანონის უზენაესობის ინდექსის 2022 წლის კვლევით საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდექსით ვუსწრებთ ნატოსა და ევროკავშირის არაერთ ქვეყანას. საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსით ლიდერი ვართ რეგიონში. Heritage foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით ევროკავშირის 11 ქვეყანას ვუსწრებთ. ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის 2021 წლის ღია ბიუჯეტის კვლევის მსოფლიო რეიტინგში საქართველო სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით 120 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა. ჩვენ ხელისუფლების შრომის მონაპოვარია ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, დღეს უკვე - ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა პრემიერ ორბანს ამ ძალისხმევის დაფასებისა და მუდმივი თანადგომისათვის. დღეს ჩვენ ევროპისაგან ველით შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანი ძალისხმევის დამსახურებული აღიარება იქნება, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, საქართველოს ადგილი ევროპაშია, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ორბანი: შეგვიძლია, ვისწავლოთ ირაკლი ღარიბაშვილისგან, როგორ მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები
„აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები“, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია. „მე ვხედავ რამდენიმე კოლეგას დარბაზში, მე ვხედავ იმ ადამიანებს რომლებსაც განსაკუთრებით ვაფასებ. აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები. მისი ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია ამ მხრივ. გისურვებთ წარმატებებს", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
რა საკითხები განიხილეს ვიქტორ ორბანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ასევე, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიური კონფერენციის (CPAC) ჩატარების მნიშვნელობას. ხაზი გაესვა კონფერენციაზე გაჟღერებულ გზავნილებს, რომელთა უმრავლესობა არაერთი ქვეყნისთვის საერთო ღირებულებებს წარმოადგენს. განიხილეს საქართველო-უნგრეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროებში. ორბანი: შეგვიძლია, ვისწავლოთ ირაკლი ღარიბაშვილისგან, როგორ მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო უნგრეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის არსებული პოტენციალის სრულად რეალიზების მიზნის ერთგული რჩება. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა. აღინიშნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უნგრეთის მხარდამჭერი განცხადებების მნიშვნელობა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, რომელსაც ქვეყანა წლის ბოლოსათვის ელოდება. შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის სახელით, სამუშაო სადილი გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილი: დავიწყეთ „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა, პროექტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით, 125 მლნ ლარს
„დღეს მიხარია, რომ ბატონ ვახტანგთან ერთად მონაწილეობა მივიღე ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში. მოგეხსენებათ, ჩვენი გადაწყვეტილებით, დავიწყეთ „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება 1000-ზე მეტ პოლიციელზე, ხედავთ, რომ სამუშაოები აქ უკვე დაწყებულია, მშენებელი კომპანია გვპირდება, რომ ძალიან მალე, დაახლოებით ალბათ 2 წელიწადში დასრულდება სამუშაო და ჩვენ 1000-ზე მეტ პოლიციელს გადავცემთ ბინებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "პოლიციის ქალაქის" მშენებლობაზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 125 მლნ ლარს, საიდანაც პოლიციელები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს, ხოლო დანარჩენს დაფარავს სახელმწიფო. „ამ პროექტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 125 მლნ ლარს. პოლიციელები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს, მე ასე ვიტყოდი, კვ.მ.-ში 300 ლარს დაახლოებით, ასე გამოვა, დანარჩენს მთლიანად დაფარავს ხარჯებს სახელმწიფო, სამინისტრო და რაც მთავარია მინდა ვაცნობო ჩვენს საამაყო გმირ პოლიციელებს, რომ ეს პროექტი არ იქნება ერთჯერადი. „პოლიციის ქალაქების“ მშენებლობა გაგრძელდება მომავალშიც და ჩვენი, ჩემი სურვილიც არის, რომ ეს საკანონმდებლო დონეზეც იყოს გარანტირებული. მე მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენს გმირ და საამაყო პოლიციელებს მადლობა ვუთხრა ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ იცავენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ ყველაფერი საუკეთესო გავუკეთოთ ჩვენს მგმირ პოლიციელებს. კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ ვახტანგს და თითოეულ პოლიციელს“, - განაცხადა პრემიერმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილ „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა. ერთ-ერთი შენობის საძირკველში, სიმბოლური კაფსულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და კომპანია „ანაგის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა ჩადეს. საცხოვრებელი კომპლექსი „პოლიციის ქალაქი" პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შენდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, პირველ ეტაპზე, 1000-ზე მეტი მოქმედი პოლიციელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მიიღებს ბინას. პროექტი „პოლიციის ქალაქი" საბურთალოს რაიონში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, ხორციელდება. 6 ჰექტარ ტერიტორიაზე 12 და 13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. საცხოვრებელ კომპლექსთან ერთად მოეწყობა გასართობი და სპორტული სივრცეები. პოლიციელებს ბინები შეღავათიან ფასად გადაეცემათ - 1კვ.მ ფართობზე 300 ლარს გადაიხდიან, დანარჩენ ღირებულებას კი, სახელმწიფო დაფარავს.
ირაკლი ღარიბაშვილმა IMF-ის მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყანა რეფორმების ერთგულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, .შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება განიხილეს. აღინიშნა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის შემდეგ, ქვეყანამ ძლიერი ეკონომიკური აღმასვლა აჩვენა და, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, კვლავ გრძელდება ზემოაღნიშნული დინამიკა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა IMF-ის მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის განხილვისას, მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ღარიბაშვილმა ჯეიმს ჯონს საქართველოს სტრუქტურული, ფინანსური და ეკონომიკური რეფორმების გზაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა კვლავ რეფორმების ერთგულია“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი ესწრებოდა.
მჯერა, რომ ევროპული სახელმწიფოები მიიღებენ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს - ღარიბაშვილი
მჯერა, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს მთავრობა: 6 და 7 მაისს საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება „მინდა, ჩემი გულწრფელი აღფრთოვანება გამოვხატო ბატონი ელჩის ქართულის ცოდნით და მინდა მადლობა გადავუხადო მას იმისთვის, რომ საზოგადოებას ქართულ ენაზე მიმართა. ჩვენ, დღეს, ევროპის დღეს აღვნიშნავთ ქართველები და ევროპელები ერთად, ვინაიდან ეს დღე არის, როგორც ევროპისთვის და ევროპელებისთვის, ისე, ქართველებისთვის. ქართველები ყოველთვის ისტორიულად მივიჩნევდით ჩვენ თავს ევროპის ნაწილად. შესაბამისად, ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრები. თქვენ იცით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაახლოებოდა ევროპას. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივის მონიჭება. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის და გააზრებული გვაქვს, რომ ეს მოითხოვს კიდევ უფრო მეტი საქმის გაკეთებას, მეტი რეფორმების განხორციელებას იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას. მე მჯერა,რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები წელს მიიღებენ ერთადერთ სწორ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და საქართველოს, და ქართველ ხალხს მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ჩვენი ხელისუფლების სრული მზაობა იმისთვის, რომ გავაგრძელოთ რეფორმები, რომელიც პირველ რიგში, აუცილებელია ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის და მეორე რიგში, ეს არის კიდევ უფრო დამაახლოებელი ჩვენ ევროპელ მეგობრებთან და საზოგადოებასთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული პერსპექტივის მინიჭებით დადასტურდა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს, ჰელენა კარეირასს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის დინამიკა მიმოიხილეს და არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ პორტუგალიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. მან პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებს. შეხვედრას ესწრებოდნენ პორტუგალიის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის პოლიტიკის დირექტორის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ანა ბალთაზარი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე.
შემაშფოთებელია, რომ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ გამოთქვამენ პრეტენზიებს ხელისუფლებაში მოსვლაზე - ღარიბაშვილი
შემაშფოთებელია, რომ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ გამოთქვამენ პრეტენზიებს ხელისუფლებაში მოსვლაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. აქტიურად ვმუშაობთ, რომ „ქოლცენტრები“ მაქსიმალურად დაიხუროს და აღარ იფუნქციონიროს საქართველოში - გომელაური „ჩვენ ვხედავთ უსუსურ მცდელობას ისედაც გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიციის მხრიდან, რომ რაიმენაირად დიდი, მსოფლიო დონის სკანდალი, საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობის სქემა, რომელიც იქნა გაშიფრული და „ბიბისის“ მიერ იქნა გამოძიებული, გადაფარონ. ვგულისხმობ კეზერაშვილის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს, ე.წ. ქოლცენტრების სქემის აწყობას, რომლითაც მილიარდი დოლარი იქნა მოპარული, ჩვენ ამას ვამბობდით და დადასტურებულია „ბიბისის“ გამოძიების შედეგად. თქვენ ნახეთ ყველამ, რომ კეზერაშვილმა და მისმა თაღლითებისგან შემდგარმა ბანდამ გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონერები, ერთი მილიარდი ევრო არის მოპარული, აი, ამხელა სკანდალის გადაფარვას ცდილობენ ეს არასერიოზული ადამიანები. რა თქმა უნდა, ეს საინტერესო არ არის, საინტერესო არის ის, რომ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების, ევროპის ქვეყნების პენსიონერებისგან ამ კაცმა და მისმა კომპანიებმა მოიპარეს ერთი მილიარდი დოლარი, საერთოდ რაზეა საუბარი. ახლა მთავარი მინდა ვთქვა, თქვენ იცით, რომ კეზერაშვილი რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე ეს ფაქტი გასაჯაროვდებოდა, გამოვიდა და ფაქტობრივად დაადასტურა, რომ იგი არის ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს მთელს ოპოზიცია.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპელ სოციალისტებზე: გვექნება მსჯელობა, შეიძლება, იმაზე ადრე, ვიდრე თვითონ შეიკრიბებიან
„გვექნება მსჯელობა პარტიის შიგნით, შეიძლება, იმაზე ადრე, ვიდრე სოცილისტები შეიკრიბებიან“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეს „ქართული ოცნების“ შესაძლო გარიცხვაზე ევროპელი სოციალისტების პარტიიდან. „ამის თაობაზე ჩვენ გვექნება მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში და ჩვენ პარტიასთან უკვე დავიწყეთ დიალოგი და კონსულტაციები პარტიის შიგნით. ჩვენც გავაკეთებთ დასკვნებს, შეიძლება იმაზე ადრე, ვიდრე სოციალისტები შეიკრიბებიან ივნისში. მე ერთი რამ მინდა ვთქვა: ზოგიერთმა დაპოსტა თუ გამოაქვეყნა განცხადება, რომ იმის გამო, რომ მე მივიღე კონსერვატიულ მოძრაობაში, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის და ძალიან ბევრი პრეზიდენტი, მათ შორის, პრეზიდენტი რეიგანი იყო პირველი სპიკერი ამ კონფერენციის, თურმე ეს არის მიუღებელი მათთვის, თურმე მიუღებელია ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები, რაც მე ვთქვი, რომ მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, სკოლებში, ბაღებში და რომ მიუღებელია ეს აღვირახსნილი, აგრესიული პროპაგანდა, რაც შეეხება გენდერს და სქესის გადაკეთებას. თუ ამის გამო ვიღაცას არ უნდა ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან, მმართველ ძალასთან თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია. ჩვენც შესაბამისად გადავხედავთ მათთან თანამშრომლობას“, - განაცხადა პრემიერმა. პრემიერი: არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ასევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას - უმრავლესობაზე ევროპელი სოციალისტების პარტიამ, რომლის დამკვირვებელი წევრიც საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“, დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, მონაწილეობა მიეღო უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC). „პრემიერ ღარიბაშვილის ქმედება მიუღებელია და ამით ის ჩვენი პოლიტიკური ოჯახის ღირებულებებს მიღმა აქცევს. PES-მა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ხელმძღვანელობის მომავალ სხდომაზე შეაფასოს „ქართული ოცნების“ სტატუსი პარტიაში. როგორც ცხადი გახდა, ეს აუცილებელი ნაბიჯია ღარიბაშვილის დღევანდელი ინტერვენციის შემდეგ“, - განაცხადა PES-ის ვიცე-პრეზიდენტმა კეტი პირიმ. ევროპელი სოციალისტების პარტია (PES) 1992 წელს დაფუძნდა. ის ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან, 60 პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს, სრული წევრის, ასოცირებული წევრისა თუ დამკვირვებლის სტატუსით. ევროპარლამენტში PES-ის წარმომადგენელია პოლიტიკური ჯგუფი - „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ (S&D), 26 ქვეყნის 144 დეპუტატით და სიდიდით მხოლოდ ევროპის სახალხო პარტიას (EPP) ჩამოუვარდება (176 დეპუტატი).
ერთპროცენტიანი, გაკოტრებული და ანტიეროვნული ძალები ქვეყანაში ვერაფერს მოაწყობენ - ღარიბაშვილი
ერთპროცენტიანი, გაკოტრებული და ანტიეროვნული ძალები ქვეყანაში ვერაფერს მოაწყობენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „ზურა ჯაფარიძე არის ერთპროცენტიანი პარტიის ლიდერი. რამდენად დიდ უტოპიაშია ეს ადამიანი და როგორ წამლავს საზოგადოებას, თავის ახალგაზრდებს, მის მიერ შემოკრებილ თავისი იდეების, აზრების გამზიარებლებს, ეს ცალკე საკითხია. რა თქმა უნდა, შეიძლება მის ამ განცხადებას სისულელე და არასერიოზული ვუწოდოთ, ვინაიდან ეს ერთპროცენტიანი, ხელმოცარული, გაკოტრებული, ანტიეროვნული ძალები ჩვენს ქვეყანაში ვერაფერს მოაწყობენ. ჩვენი ხალხი ბრძენია, ძალიან კარგად ხედავს რაც ხდება. ჩვენ მთავარი შევინარჩუნეთ მშვიდობა და არა მხოლოდ შევინარჩუნეთ, ქვეყანა გადავარჩინეთ. აი, ეს ნეოფაშისტები და ასეთი ულტრარადიკალები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ დღეს აქ მშვიდად გამოვიდოდით? ქვეყანა აღარ გვექნებოდა, მეგობრებო! ესენი ქვეყანას მეორე პოლიგონად გადააქცევდნენ. ეს იყო მიზანი. ბატონი მეკითხებოდა, არახამიას უნდოდაო? არახამიას კი არა, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი საჯაროდ გამოვიდა და თქვა, რომ მათ უნდოდათ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა. თქვენ ქართველები, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ხომ ხართ, ამაზე რატომ არ შეგტკივათ გული? ვიღაცას, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, ჩვენს ქვეყანაში უნდოდა „მეორე ფრონტის“ გახსნა, ჩვენი ქვეყნის პოლიგონად გადაქცევა, რაც უკრაინაში ხდება. თქვენ ამაზე პროტესტიც, რეაქციაც კი არ გაქვთ, პოზიციას არ გამოხატავთ“, - მიმართა პრემიერმა ჟურნალისტებს.
არასოდეს მითქვამს, რომ უმრავლესობის პრემიერი ვარ, ვარ ქვეყნის პრემიერი და ვთქვი, რომ არ დავუშვებთ ძალადობას უმცირესობაზე - ღარიბაშვილი
არასოდეს მითქვამს, რომ მე მხოლოდ უმრავლესობის პრემიერ-მინისტრი ვარ. მე ვარ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე პრემიერის გამოსვლას უკავშირდებოდა. შემაშფოთებელია, რომ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ოპოზიციური პარტიები ჯერ კიდევ გამოთქვამენ პრეტენზიებს ხელისუფლებაში მოსვლაზე - ღარიბაშვილი „მე ვთქვი მთავარი და თქვენ თუ დაიზეპირეთ ჩემი გამოსვლა, შეგიძლიათ, ეს ფაქტები მოუყვეთ ჩვენს საზოგადოებას. ვთქვი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ არ დავუშვებთ უმცირესობაზე ძალადობას და ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას, მათ აგრესიულ პროპაგანდას, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის უმრავლესობაზე. ეს უფლებები არის გარანტირებული კონსტიტუციით. მეტიც, ჩვენ კანონით გავამყარეთ ეს ყველაფერი და არც ერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ ხდება ქვეყანაში. ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა, დაახლოებით 90 პროცენტი იზიარებს იმ კონსერვატიულ შეხედულებებს, ოჯახურ ფასეულობებს, ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ, ყველანი დღემდე მოვედით. ეს არის ქრისტიანული ფასეულობები, ეროვნული, პატრიოტული, ოჯახური ღირებულებები. ამაზე მაქვს საუბარი. გისვამთ კითხვას, თქვენთვის მისაღებია ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთ ქვეყანაში? იგივე სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით. ეს არის პროპაგანდა, რომელიც მომწამვლელია ბავშვებში, ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში აღარ ვსაუბრობ. თქვენ შეგიძლიათ, ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიძიოთ ამის თაობაზე. ჩვენი ვალდებულებაა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერი: უკრაინას და უკრაინელ ხალხს ვუსურვებ საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავით არახამიას განცხადებების კომენტირებისას განაცხადა, რომ უკრაინელმა პოლიტიკოსი სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს. ამავე კომენტარის დროს, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინას საკუთარი ტერიტორიების დაბრუნება და მშვიდობა უსურვა. „კიდევ ერხელ მინდა ერთი რამ ვუთხრა საზოგადოებას, ესაა კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ თქვენს მიერ ნათქვამი ადამიანი და ჩვენი ექსტრემისტული, რადიკალური ოპოზიცია არიან სრულ კოორდინაციაში, იყვნენ ომამდეც, ომის შემდეგაც და დღესაც ერთადერთი მიზნით, რომ აქ რაიმე მომხდარიყო, გადატრიალება, ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა, რომ მოეყვანათ ის ფაშისტური, ნეოფაშისტური რეჟიმი, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ძალიან ბევრი ფაქტი ვნახეთ, საზოგადოებამ ძალიან ბევრი ფაქტი ნახა ამ კოორდინაციის, შეთანხმებული მოქმედებების და ეს რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი არახამია არის ჩართული პირდაპირ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და მას არავინ ეკითხება აქ ჩვენ, ჩვენი ხალხი და ჩვენი მთავრობა როგორ მოვაწყობთ ზოგადად ჩვენს საქმეს და ჩვენს პოლიტიკას. მიხედოს ბატონმა არახამიამ თავის თავს. ერთი რამ მინდა ვთქვა, უკრაინას ვუსურვებ საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებას, მშვიდობას და ამ ომის მალე დასრულებას,“- აღნიშნა პრემიერმა. ცნობისთვის, დავით არახამიამ ტელეკომპანია „მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ დარწმუნებულია, არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში აღარ იქნება და ქართველი ხალხი აღარ შეეგუება ასეთ ხელისუფლებას. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ევროპულ მომავალს, თუმცა არა ამ ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლება.
ფრენები არასანქცირებული თვითმფრინავებით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილია - პრემიერი
პრემიერმა დაასახელა ქვეყნები, რომლებსაც მისი თქმით, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვთ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მათ შორის არის ზესახელმწიფო ჩინეთი და თურქეთი, რომელიც საქართველოს მეგობარი და მეზობელია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თურქეთი არის NATO-ს წევრი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს. „ემირატები, ისრაელი, რომელიც არის ამერიკის ერთ-ერთი ნომერი პირველი სტრატეგიული პარტნიორი და ჩემთვის მათლაც მისაბაძი ქვეყანა, ძალიან ბევრი მიმართულებით. ისინი ყოველთვის საკუთარ ეროვნულ პოლიტიკას მიჰყვებიან. და სამეზობლოში - აზერბაიჯანი და სომხეთი. ყველა ამ ქვეყანას აქვს რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა არასანქცირებული თვითმფრინავებით, ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო. 2019 წლის შემდეგ, ფრენების გაუქმება იყო რუსეთის გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ჩვენი თანამოქალაქეებს უწევდათ საათობით ლოდინი და სამჯერ მეტის გადახდა ბილეთში. ეს არის დიდი ხარჯი და უზარმაზარი დისკომფორტი. ამასთან, ჩვენ გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ რუსეთთან აღდგა ვაჭრობა. ამიტომაც, გუნდის შიგნით გვქონდა მსჯელობა, გავაანალიზეთ და ვთქვით, რომ ფრენები არასანქცირებული თვითმფრინავებით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილია. მცირე კომპონენტი და დეტალი და არა მთავარი. ჩვენი ვაჭრობა რუსეთთან არის ერთი მილიარდი დოლარი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, სანქცირებული თვითმფრინავებით ფრენები არ განხორციელდება.
პრემიერი: აღმასრულებელ პოლიტიკას მე წარმოვადგენ და არა სალომე ზურაბიშვილი
„სალომე ზურაბიშვილი აღმასრულებელ პოლიტიკას არ წარმოადგენს, აღმასრულებელ პოლიტიკას წარმოვადგენ მე, მთავრობის მეთაური“, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს კონსტიტუციური უფლება აქვს ნებისმიერ თემაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვას. „ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილის თავისი პოზიცია აქვს. იგი აღმასრულებელ პოლიტიკას არ წარმოადგენს, აღმასრულებელ პოლიტიკას წარმოვადგენ მე, მთავრობის მეთაური. ასევე, ჩვენი მმართველი პარტია და პარლამენტი. ჩვენ წარვმართავთ, ვახორციელებთ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. სალომე ზურაბიშვილს, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს კონსტიტუციური უფლება აქვს ნებისმიერ თემაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვას. ვრცლად ვისაუბრე, რომ ყველაფერი, რაც უმარტივებს და აუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას არის დადებითი და კარგი გადაწყვეტილება. ჩვენ თავმოყვარე და უძველესი ერი ვართ. ამას, რომ ამბობს ვიღაც რუსეთის დაკრულზე ცეკვა და რაღაცები, ეს არის ერის შეურაცხყოფა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ესაა სტრატეგიული მოთმინების პრაგმატული პოლიტიკა, რომლის საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა - პრემიერი
ევროკავშირი, რომ არ მოიწონეს ეს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან, დღემდე ვაჭრობს რუსეთთან და რასაც ევროკავშირი ვაჭრობს 4 დღეში, ჩვენ ვვაჭრობთ 1 წელიწადში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოში წამლის ხარისხის კონტროლის პირველი ლაბორატორიის დათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ვაჭრობა რუსეთთან არის დაახლოებით 1 მლრდ დოლარი, ყველაზე მეტი. მისივე თქმით, ფრენები განხორციელდება არასანქცირებული თვითმფრინავებით. „ჩვენი ვაჭრობა რუსეთთან არის დაახლოებით 1 მლრდ დოლარი, მაქსიმუმს ვამბობ, დავამრგვალოთ. ახლა რა ხდება ევროპის შემთხვევაში, დღეს მე ერთი განცხადება მოვისმინე ევროკავშირის წარმომადგენლის და მინდა, საზოგადოებას ავუხსნა - რასაც ევროკავშირი 4 დღეში ვაჭრობს რუსეთთან, ჩვენ, ჩვენი ქვეყანა ვაჭრობს მთელი წლის განმავლობაში. ე.ი. ევროკავშირი, რომ არ მოიწონეს ეს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან, დღემდე ვაჭრობს რუსეთთან და რასაც ევროკავშირი ვაჭრობს 4 დღეში, ჩვენ ვვაჭრობთ 1 წელიწადში. შარშან აბა თუ იცის ჩვენი საზოგადოების ნაწილმა რამდენი იყო, რამდენი შეადგინა სავაჭრო ბრუნვამ? 270 მლრდ დოლარი, თითქმის 300 მლრდ დოლარი შეუვიდა რუსეთს შარშან გაგანია ომის დროს ბიუჯეტში შემოსავლების სახით, სუფთა შემოსავლების სახით, საიდან? - ევროკავშირისგან. ჩვენ პატარა ქვეყანამ ამდენი გამოწვევებით, 20% არის ოკუპირებული და რუსის ჯარი გვიდგას აქ, ჯერ კიდევ ასეთი პრობლემები გვაქვს, რაც დაინგრა ეს საბჭოთა კავშირი და მას შემდეგ უამრავი ომი და უბედურება გადავიტანეთ, სამოქალაქო ომები და ომები შიგნით, ხალხმა ვეღარ ამოისუნთქა. ესაა ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. და ჩვენ 2012 წლიდან მოყოლებული ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის საჭირო ეროვნულ ინტერესებს და პოლიტიკას, ესაა სტრატეგიული მოთმინების გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა, რომლის საბოლოო მიზანი არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ეს პოლიტიკა, სტრატეგიული მოთმინების, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკა მიგვიყვანს ქვეყნის გაერთიანებამდე. ესაა ჩემი, თქვენი, მე მჯერა, ყველას მიზანი და ოცნება. რაც შეეხება ფრენებს, ჩვენ ვნახეთ, რომ კომპანიებმა უკვე გამოთქვეს სურვილი, რომ არ დაიწყონ, განახორციელონ ფრენები, ჩვენი პოლიტიკა არის შემდეგი, რომ რა თქმა უნდა სანქცირებული თვითმფრინავებით არ შესრულდება ფრენები, არ განხორციელდება. ეს მხოლოდ მოხდება არასანქიცრებული კომპანიებით და თვითმფრინავებით. ამაში მგონი არანაირი პრობლემა არ არის, მე ჩამოგითვალეთ ქვეყნები - ისრაელი, თურქეთი, ჩინეთი, ემირატები და ა.შ. აღარ გავაგრძელებ. მაგალითად, როცა მე აზერბაიჯანში ვიყავი, იქ ჩვენმა მეგობარმა პრეზიდენტმა ალიევმა მითხრა, როცა ეკონომიკასა და ვაჭრობაზე ჩამოვარდა საუბარი, რომ 130 რეისი სრულდება კვირაში, ისრაელში 100-ზე მეტი რეისი და ა.შ. ასე რომ, ყოველგვარი დაძაბვის გარეშე, მინდა ჩვენი მეგობრებიც დავაწყნარო ევროკავშირში და ყველგან, ნამდვილი მეგობრები, რომ ეს არის ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები“, - განაცხადა პრემიერმა.
რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს, ხოლო ეშმაკთან გარიგებაში, როგორც ცნობილია, ეშმაკი იმარჯვებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, მოახდინოს ევროკავშირთან რუსეთის მიმართ პოლიტიკის სინქრონიზაცია და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც საქართველოს სამომავლო ევროპულ წინსვლას უარყოფენ. “რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს. ხოლო ეშმაკთან გარიგებაში, როგორც ცნობილია, ეშმაკი იმარჯვებს. ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა შემოიღოს და ავიამიმოსვლა განაახლოს, განვიხილავთ, როგორც პოლიტიკურ კომპენსაციას საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე უარისთვის და ევროინტეგრაციის შეჩერებისთვის. მოსკოვთან თბილისის ურთიერთობების ნორმალიზაციის კურსი მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის, მცოცავი “ბორდერიზაციის,” საქართველოს მოქალაქეების გატაცების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევისა და საქართველოს რუსეთის მოქალაქეებით გავსების ფონზე. კრემლი დათმობებს იღებს ქართველის ერისთვის მიყენებული უბედურებისთვის პასუხისმგებლობის აღების გარეშე. 2008 წელს რუსული თვითმფრინავები საქართველოში მშვიდობიანი მოქალაქეების დასაბომბად ჩაფრინდნენ. ახლა ქართველების ევროპული მომავლის დაბომბვას გეგმავენ. რუსეთი არ არის დაინტერესებული საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სვლით, მის კეთილდღეობასა და განვითარებაში. მოსკოვის მიზანია შექმნას პირობები, რომლებშიც პროგრესი შეუძლებელი იქნება. ეს ბელარუსის გამოცდილებით დამტკიცდა, რომლის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა რუსეთის ფედერაციამ შთანთქა. აგრესორის პოლიტიკა, როგორც მოსალოდნელი იყო, არ პოულობს მხარდაჭერას ქართველ პოლიტიკოსებსა და მოსახლეობაში, რომლებმაც არაერთხელ გამოხატეს საკუთარი პოზიცია საჯაროდ, მათ შორის პროტესტებითაც. ამ კონტექსტში სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ქართველებს მათ კანონიერ მისწრაფებაში ააშენონ აყვავებული ევროპული სახელმწიფო მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას ევროკავშირთან მოახდინოს რუსეთის მიმართ პოლიტიკის სინქრონიზაცია და თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც საქართველოს სამომავლო ევროპულ წინსვლას უარყოფენ”, - წერს ნიკოლენკო. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას აშშ-ის გამოხმაურება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პირველი კომენტარი Europetime-თან გააკეთა. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით არის შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ, გახსნან რეისები და უვიზო რეჟიმი ამერიკიდანაც
„თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ, სხვა რეისები, მათ შორის ამერიკიდან პირდაპირი რეისები გახსნან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან. „თუ ვინმეს არ მოეწონა რუსეთიდან ფრენების დანიშვნა ან უვიზო რეჟიმი, შეუძლიათ, გახსნან სხვა პირდაპირი რეისები ამერიკიდან, უვიზო რეჟიმი გაიხსნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ამერიკაში, ჩინეთში და ა.შ.“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. პრემიერმა დაასახელა ქვეყნები, რომლებსაც მისი თქმით, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვთ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მათ შორის არის ზესახელმწიფო ჩინეთი და თურქეთი, რომელიც საქართველოს მეგობარი და მეზობელია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თურქეთი არის NATO-ს წევრი ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი აქვს. „ემირატები, ისრაელი, რომელიც არის ამერიკის ერთ-ერთი ნომერი პირველი სტრატეგიული პარტნიორი და ჩემთვის მათლაც მისაბაძი ქვეყანა, ძალიან ბევრი მიმართულებით. ისინი ყოველთვის საკუთარ ეროვნულ პოლიტიკას მიჰყვებიან. და სამეზობლოში - აზერბაიჯანი და სომხეთი. ყველა ამ ქვეყანას აქვს რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა არასანქცირებული თვითმფრინავებით, ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო.
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ლარს ლოკე რასმუსენს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერ-მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენს დანიის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად დგამს. დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი დანიის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ენერგეტიკის, თავდაცვის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. განიხილეს, თუ რა მიმართულებებით არის შესაძლებელი საქართველოსა და დანიას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობას. აქვე, ხაზი გაესვა საქართველოს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს. შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა თბილისში დანიის საელჩოს გახსნის მნიშვნელობას. შეხვედრას დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივი სახელმწიფო მდივანი იეპე ტრენჰოლმ-მიკელსენი, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის სპეციალური მრჩეველი კარენ კლემენტი, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ჰენრიკ ვინსერი, დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანე ტოფტ სორენსენი, ხოლო საქართველოს მხრიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი ისლანდიაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ისლანდიაში გაემგზავრა. ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც რეიკიავიკში გაიმართება. სამიტის მონაწილეებს ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
ევროპის საბჭოს სამიტისადმი ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს - ღარიბაშვილი
ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტისადმი ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს... ეს არის ჩვენი არჩევანი, რომელიც შეუცვლელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეიკიავიკში განაცხადა, სადაც პრემიერი ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტში მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საუბარი იქნება იმ გამოწვევებზე, რომლებიც მთელი ევროპის კონტინენტზეა შექმნილი. „მე მექნება პატივი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ აღვნიშნო ყველა იმ რეფორმის, ყველა იმ წარმატებული საქმიანობის შესახებ, რომელიც ჩვენმა მთავრობამ ბოლო 10 წლის განმავლობაში განახორციელა. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება კიდევ ერთხელ საუბარი იმ გამოწვევებზე, რომლებიც არის შექმნილი მთელი ევროპის კონტინენტზე. ჩვენ გვექნება შიდა გამოწვევებზე საუბარი და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან წარმატებული შეხვედრებიც. გარდა სიტყვით მიმართვისა, მე მექნება ძალიან ბევრი შეხვედრა, ორმხრივი შეხვედრები. ჩვენი მთავარი გზავნილი არის შემდეგი, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქართველი ხალხი, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის ჩვენი არჩევანი, რომელიც არის შეუცვლელი, რომელიც არის ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის არჩევანი. შესაბამისად, ჩემი გზავნილი კიდევ ერთხელ იქნება შემდეგი, რომ აუცილებელია ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული სტატუსი, ვინაიდან ეს იქნება გზავნილი ევროპის მხრიდან, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის მისამართით, ჩვენი ქვეყნის მისამართით, და ჩვენ სხვა, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებას არ ველოდებით, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. თუ რეალურად ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სურთ, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა ევროპის მიმართულებით, რა თქმა უნდა, მე ველი, რომ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩემი პასუხი“,- განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტში, რომელიც რეიკიავიკში იმართება. საკონფერენციო ცენტრ Harpa-ში, სადაც ღონისძიება ტარდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სამიტის მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა კატრინ იაკობსდოტირიმ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა უმასპინძლეს. ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებთან ერთად გახსნით სესიას დაესწრო. პრემიერ-მინისტრი რეიკიავიკში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ირაკლი ღარიბაშვილი რეიკიავიკის სამიტზე: საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს
„ჩვენ კარგად გვახსოვს ის სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც რუსეთთან გვქონდა 2008 წელს. ჩვენ ძალიან დიდი დანაკლასი გვქონდა ადამიანების სიცოცხლის და 20 პროცენტი ტერიტორიების დაკარგვის კუთხით. ჩვენ, ქართველებმა კარგად ვიცით, რა ფასი აქვს ომს და რა ფასი აქვს მშვიდობას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტზე, რეიკიავიკში. მისი თქმით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელი სამყარო იცვლება, წესრიგი იცვლება და ამ სირთულეებიდან გამოსავალი მარტო შეიძლება, ვერცერთმა ქვეყანამ ვერ იპოვოს, ამიტომ, საჭიროა ერთობლიობა და ერთად ყოფნა. „ძალიან ვამაყობ, რომ ვიღებ მონაწილეობას ევროსაბჭოს სახელმწიფოსა და მთავრობების მეთაურთა მეოთხე სამიტში. მინდა, მადლობა გადავუხადო მასპინძელ ქვეყანას ასეთი შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებისთვის. მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ ერთგული ვართ ადამიანის უფლებების, დემოკრატიის ფუძემდებლური უფლებების. დღეს ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, რომელიც გულისხმობს უკრაინაში რუსეთის აგრესიას, რომელიც არღვევს გაეროს, ჰელსინკის და სხვა დეკლარაციებს. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ჩვენ კარგად გვახსოვს ის სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც რუსეთთან გვქონდა 2008 წელს. ჩვენ ძალიან დიდი დანაკლასი გვქონდა ადამიანების სიცოცხლის და 20 პროცენტი ტერიტორიების დაკარგვის კუთხით. ჩვენ, ქართველებმა კარგად ვიცით, რა ფასი აქვს ომს და რა ფასი აქვს მშვიდობას. მას შემდეგ, რაც დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და რამოდენიმე ომი გავიარეთ, ჩვენ ვაცნობიერებთ, რა შედეგი მოაქვს ომს და ამიტომ მეტად ვაფასებთ მშვიდობას. ჩვენი მთავრობა, რაც იმყოფება ხელისუფლებაში, ყველაფერს აკეთებს, რათა უწყვეტი მშვიდობა არსებობდეს ქვეყანაში. დღევანდელი სამყარო იცვლება, წესრიგი იცვლება და ამ სირთულეებიდან გამოსავალი მარტო ვერც ერთმა ქვეყანამ შეიძლება ვერ იპოვოს. ამიტომ გვჭირდება ერთობლიობა და ერთად ყოფნა. ერთად ყოფნით შევძლებთ ამ მიზნების დაკმაყოფილებას. მეგობრებო, ბოლო წლებში დემოკრატიებმა ბევრი გამოწვევა იწვნიეს. აი, ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველო მტკიცე და მედეგია. ჩვენი მთავრობა ერთგულია იმ ვალდებულებებისადმი და იმ ძირეული ფასეულობებისადმი, რომლებიც გულისხმობს თანაბარუფლებიანობას, ადამიანის უფლებებს, სამართლის უზენაესობას, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში. ეს ჩვენი მრავალმიზნობრივი და მრავალასპექტიანი მიდგომა გულისხმობს სასამართლო სისტემის, საარჩევნო სისტემის, თავისაფული გამოხატვის უფლების უზრუნველყოფას, მდგრადობას და პროგნოზირებადობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი რეიკიავიკის სამიტზე: თორმეტივე რეკომენდაციას ვასრულებთ იმისათვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი
„ჩვენ მწყობრად მივდივართ წინ და ჩვენი სამომავლო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს წინსვლა სხვადასხვა მიმართულებით და ევროკავშირში გაწევრიანება არის ქვეყნის სამიზნე ორიენტირი. „ჩვენ წინსვლა გვაქვს სხვადასხვა მიმართულებებით, ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი სამიზნე ორიენტირი. მოგეხსენებათ, რომ გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ეს არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის დიდი მიზანი. კარგად მოგეხსენებათ, რომ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, ამით დადასტურდა, რომ ჩვენი მომავალი არის ევროკავშირში. ჩვენ მწყობრად მივდივართ წინ და ჩვენი სამომავლო მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ამ მიზნით და მიმართულებით მივდივართ და ყველა, თორმეტივე რეკომენდაციას ვახორციელებთ იმისათვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩვენი საერთო ისტორია და საერთაშორისო წესრიგი ცხადყოფს, რომ ალტერნატივა არ გააჩნია კეთილდღეობას და მშვიდობას მსოფლიოში, საქართველო ამ ფასეულობებს და ღირებულებებს იცავს და ელის თანამშრომლობას ევროსაბჭოში, თქვენთან ერთად, დიდი მადლობა“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ნიდერლანდელ კოლეგას შეხვდა
საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის გაღრმავების საკითხები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი მარკ რუტეს რეიკიავიკში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა და საქართველოში მოიწვია. „საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და ამ პროცესში ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერას. ირაკლი ღარიბაშვილმა მარკ რუტეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროპული რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის უფრო მეტად განვითარების პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებულ პოლიტიკურ ურთიერთობას. აღინიშნა, რომ პოლიტიკური მიმართულებით ქვეყნებს შორის ურთიერთობა დინამიკურად ვითარდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და კვიპროსის პრეზიდენტმა
საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ხრისტოდულიდესის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილი კვიპროსის პრეზიდენტს რეიკიავიკში შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დინამკაზე იმსჯელეს. „აღინიშნა ქვეყნების ნაყოფიერი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ევროპის საბჭოს ფარგლებში. გამოითქვა არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარება უსურვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ ტაიფ ერდოღანთან. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არჩევნების წარმატებით ჩატარება, პირველ ტურში მიღწეული წარმატება, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მიერ ხმათა უმრავლესობის მოპოვება მიულოცა. „პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ერდოღანის პერსონალურ როლს როგორც თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში, ასევე, რეგიონის მდგრად და სტაბილურ განვითარებაში იმ ერთობლივი, საერთაშორისო ხასიათის პროექტების მხარდაჭერით, რომელშიც თურქეთი და საქართველო არიან ჩართულნი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წარმატებით ჩატარება უსურვა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. რას შეცვლის არჩევნები თურქეთის საგარეო პოლიტიკაში თურქეთში არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება. პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მის მთავარმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე, თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა
მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეებს თვითრეალიზების ღირსეული პირობა ჰქონდეთ - ღარიბაშვილი
მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეებს თვითრეალიზების ღირსეული პირობა ჰქონდეთ, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ბოლო ზარს ულოცავს. „ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, ვისთვისაც დღეს სკოლის ბოლო ზარი დაირეკება, გულითადად გილოცავთ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას. დღეიდან თქვენ წინაშე სრულიად ახალი ეტაპი იწყება, ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, პასუხისმგებლობით საკუთარი მომავლისა და სამშობლოს წინაშე, რაც მთავარია, განვითარების ახალი პერსპექტივებით. წარმატებებს გისურვებთ ამ დიდ გზაზე. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი იპოვის ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში, რომ თქვენი სწავლა და შრომა ჩვენს ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენს პირად წინსვლას. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა თქვენ, ხვალინდელი საქართველოს უმთავრეს შემოქმედებს განათლების, თვითრეალიზებისა და ღირსეული ცხოვრების ყველა პირობა შეგიქმნათ. თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
მომავალი 2-3 წლის განმავლობაში, ახალაშენებულ კორპუსებში სრულად გარემონტებულ ბინებს თითქმის 7000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალი 2-3 წლის განმავლობაში თითქმის 7000-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს ახალაშენებულ კორპუსებში სრულად გარემონტებულ ბინებს. „ჩვენ დავიწყეთ დევნილებისთვის ბინების მშენებლობის მასშტაბური პროექტი. თქვენ ახლა თვალჭრელიძის ქუჩაზე ხედავთ უკვე მიმდინარე სამუშაოებს. აქ არის გამოყოფილი 7 ჰექტარი, სახელმწიფომ გამოყო ეს მიწა და 245 მილიონ ლარამდე იხარჯება, 11 კორპუსი აშენდება, 2400 ბინას ითვალისწინებს აღნიშნული პროექტი. 2400 ოჯახს გადაეცემა აქ ბინები და სამუშაოები დასრულდება, დაახლოებით, 2 წელიწადში. 2025 წლის ბოლომდე, მაქსიმუმ ასე ამბობენ, შეიძლება იქამდეც დასრულდეს. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ ამ მასშტაბური პროექტის გარდა, თბილისში რომელიც მიმდინარეობს, ჩვენ დავიწყებთ ზუგდიდში, ასევე, მასშტაბურ პროექტს, იქ არის 1400 ბინაზე გათვლილი პროექტი, იქაც არის მასშტაბური სამუშაოები განსაზღვრული, ჩატარებულია ტენდერი და დაიწყება სამუშაოები ძალიან მალე, ქუთაისში არის დაწყებული ანალოგიურად, 700 ოჯახზე არის გათვლილი პროექტი, რუსთავში 800 ოჯახზე იქნება გათვლილი პროექტი და ბორჯომში 150 ოჯახზე იქნება სამუშაოები დაწყებული. ჯამურად, თითქმის 7000-მდე ოჯახი მიიღებს ამ ახალაშენებულ კორპუსებში სრულად გარემონტებულ ბინებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და ჯამურად დაიხარჯება თითქმის 700 მილიონ ლარამდე ამ 2-3 წლის განმავლობაში“,- განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, 2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით თითქმის 30 000 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინები. „ეს არის, დაახლოებით, 100 ათასი ადამიანი, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან მასშტაბურია, უპრეცედენტოა. მანამდე იყო საერთოდ, ალბათ, ძალიან მცირე რაოდენობა ბინებისა, რომელიც გადაეცემოდა ჩვენს დევნილებს და, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენს დევნილებზე, ღირსეული პირობა შევუქმნათ აქ ადგილზე. ასევე, გეტყვით, რომ წელს უკვე გადაეცა 1000 ოჯახს საცხოვრებელი ფართები და დაუკანონდათ, ასე რომ მე ვფიქრობ, ძალიან მაგარი ტემპებით მივდივართ ამ მიმართულებით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი ოცნება და მთავარი მიზანი უნდა იყოს დაბრუნება აფხაზეთსა და ცხინვალში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენს დევნილებს დარჩებათ მათ საკუთრებაში, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა, ოცნება, მიზანი, უნდა იყოს ჩვენი დაბრუნება აფხაზეთში და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ამიტომ ყველაფერი, რაც დაგვაახლოებს ჩვენს საერთო ეროვნულ მიზანთან, ეს არის ჩვენთვის მთავარი ამოცანა და მთავარი გასაკეთებელი საქმე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერი რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე: თუ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება, ამის შემდეგ შეიძლება, ბევრი რამ განვიხილოთ
რატომ იწყებს საქართველო ფრენებს ახლა, როდესაც მთელმა ევროპამ შეაჩერა ფრენები. მედიის ამ შეკითხვას უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 19 მაისს. მისი თქმით, „ხელისუფლების მიზანია მოსახლეობის ინტერესების დაცვა და ვისაც არ უნდა რომ ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე და უმუშევრობა, ის არის ქვეყნის მტერი“. „მე ერთი რამ მინდა გითხრათ, დასავლეთის ქვეყნები ჩვენი ომის შემდეგ, როცა ჩვენი ქართველი ბიჭები დაიღუპნენ და ჩვენ სისხლი დავღვარეთ და არამარტო საქართველოში, არამედ NATO-ს მისიებში, ავღანეთში, ერაყში, ყველგან ვიყავით ღირსეულად წარმოჩენილი და ჩვენ სისხლი დავღვარეთ, სიცოცხლე გავიღეთ. მივიღეთ სანაცვლოდ რა? მივიღეთ ის, რომ აგვისტოს ომის შემდეგ არავის არ გადაუხედავს რუსეთთან პოლიტიკაში, არავითარი ცვლილება არ შეუტანიათ პოლიტიკაში რუსეთთან მიმართებაში. ჩემი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ჩენი ქვეყნის დაცვა და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა, მათ შორის თქვენი ინტერესების დაცვა. ახლა რაც შეეხება, იცით თქვენ რომ ჩვენ საკმაოდ დეტალურად განვმარტეთ, რომ არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია, არც ერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ იფრენს საქართველოში. ამით ყველაფერი არის ნათქვამი. მე მქონდა პირადად ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, ლიდერებთან ახლა ისლანდიაში როცა მქონდა შეხვედრები და მე მათ ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი. აქ ახალი არაფერი არ არის, აქ უცხო არაფერი არ არის. მე განვმარტე, რომ ეს არის შემადგენელი ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობების, ვისაც არ უნდა რომ ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე, უმუშევრობა, ვაჭრობა, ეკონომიკა იყოს, ის, ძალიან მარტივად უნდა ითქვას, რომ ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი. იცით რა არის, მთავარი არის შედეგი, ჩვენ უნდა ვიფიქროთ შედეგზე, საქმეზე უნდა ვიფიქროთ, საქმე არის ის, რომ ყველაფერი ეს რაც მე ჩამოვთვალე, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას. აიოლებს, უმარტივებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, ვაჭრობას განავითარებს კიდევ უფრო და ასე რომ ყველაფერი არის შესაბამისობაში ჩვენს ეროვნულ პოლიტიკასთან და ასევე საერთაშორისო სანქციებთანაც, ასე რომ აქ კითხვები არ არსებობს,“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, რკინიგზის აღდგენის მიმართულებით არაფერი ხდება და ჟურნალისტები სიცრუეს ავრცელებენ. კელი დეგნანი პუტინის გადაწყვეტილებებზე: რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს? თუ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება და ეს აუცილებლად მოხდება, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი რამე შეიძლება განვიხილოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთთან ფრენებზე: ევროპელ მეგობრებს ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება
რატომ იწყებს საქართველო ფრენებს ახლა, როდესაც მთელმა ევროპამ შეაჩერა ფრენები. მედიის ამ შეკითხვას უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 19 მაისს. მისი თქმით, „ხელისუფლების მიზანია მოსახლეობის ინტერესების დაცვა და ვისაც არ უნდა რომ ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე და უმუშევრობა, ის არის ქვეყნის მტერი“. „მე ერთი რამ მინდა გითხრათ, დასავლეთის ქვეყნები ჩვენი ომის შემდეგ, როცა ჩვენი ქართველი ბიჭები დაიღუპნენ და ჩვენ სისხლი დავღვარეთ და არამარტო საქართველოში, არამედ NATO-ს მისიებში, ავღანეთში, ერაყში, ყველგან ვიყავით ღირსეულად წარმოჩენილი და ჩვენ სისხლი დავღვარეთ, სიცოცხლე გავიღეთ. მივიღეთ სანაცვლოდ რა? მივიღეთ ის, რომ აგვისტოს ომის შემდეგ არავის არ გადაუხედავს რუსეთთან პოლიტიკაში, არავითარი ცვლილება არ შეუტანიათ პოლიტიკაში რუსეთთან მიმართებაში. ჩემი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და ჩენი ქვეყნის დაცვა და ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა, მათ შორის თქვენი ინტერესების დაცვა. ახლა რაც შეეხება, იცით თქვენ რომ ჩვენ საკმაოდ დეტალურად განვმარტეთ, რომ არცერთი სანქცირებული ავიაკომპანია, არც ერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ იფრენს საქართველოში. ამით ყველაფერი არის ნათქვამი. მე მქონდა პირადად ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, ლიდერებთან ახლა ისლანდიაში როცა მქონდა შეხვედრები და მე მათ ავუხსენი, რომ ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი. აქ ახალი არაფერი არ არის, აქ უცხო არაფერი არ არის. მე განვმარტე, რომ ეს არის შემადგენელი ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობების, ვისაც არ უნდა რომ ქვეყანამ დაძლიოს სიღარიბე, უმუშევრობა, ვაჭრობა, ეკონომიკა იყოს, ის, ძალიან მარტივად უნდა ითქვას, რომ ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი. იცით რა არის, მთავარი არის შედეგი, ჩვენ უნდა ვიფიქროთ შედეგზე, საქმეზე უნდა ვიფიქროთ, საქმე არის ის, რომ ყველაფერი ეს რაც მე ჩამოვთვალე, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას. აიოლებს, უმარტივებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, ვაჭრობას განავითარებს კიდევ უფრო და ასე რომ ყველაფერი არის შესაბამისობაში ჩვენს ეროვნულ პოლიტიკასთან და ასევე საერთაშორისო სანქციებთანაც, ასე რომ აქ კითხვები არ არსებობს,“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჩვენ რომ ევროკავშირის პოლიტიკას დავემორჩილოთ, უნდა ვიყოთ წევრი ქვეყანა, ამას წლები დასჭირდება - ღარიბაშვილი
უქმნის თუ არა საფრთხეს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოს ევროპულ მომავალს იმის ფონზე, რომ შემოდგომაზე ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება უნდა გახდეს ცნობილი. მედიის ამ შეკითხვას უპასუხა 19 მაისს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხე არ ექმნება, რადგან მთავრობა დასავლელ პარტნიორებს უხსნის რუსეთთან ვაჭრობისა და მიმოსვლის მნიშვნელობას საქართველოსთვის. მისივე განმარტებით, საქართველოში არცერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ იფრენს. ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან საქართველოს მიერთების მაჩვენებელმა, 31%-მდე დაიწია „საფრთხე არ შეექმნება არაფერს. ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, ვუხსნით ჩვენს ევროპელ მეგობრებს. პირადად მე მქონდა საუბარი და ავუხსენი არგუმენტაცია, მოტივაციაც. ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ რომ დავემორჩილოთ ევროკავშირის პოლიტიკას, უნდა ვიყოთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, დღეს არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჯერჯერობით, და ამას დასჭირდება წლები", - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს. რუსეთიდან პირველი რეისი „აზიმუტის“ მიერ სრულდება დღეს, 19 მაისს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, 16 მაისს კიდევ ერთი კომენტარი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს შორის დაგეგმილ პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის შეკითხვა ეხებოდა, როგორ ხედავს აშშ პროცესს და არის თუ არა რისკები აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. განმარტეს, რომ ვითარებას აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ დამატებით ზომებს. 10 მაისს, სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებაზე რუსეთის გადაწყვეტილებას, საქართველოს პრეზიდენტისგან მალევე მოჰყვა შეფასება, რომ ეს მორიგი რუსული პროვოკაციაა. გადაწყვეტილებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ნიკოლოზ სამხარაძემ გუნდისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, რომ ეს თემა, კიდევ ერთხელ გამოიყენოს იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირი არ არსებობს ამ საკითხსა და კანდიდატის სტატუსს შორის“, - მიიჩნევს თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება და რადიკალური ოპოზიცია კვლავ შეეცდება, ეს თემა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ გამოიყენოს. რუსეთის სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს - ირაკლი კობახიძე „რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, რომელიც არაერთხელ მიესალმა პირდაპირი ფრენების აღდგენას რუსეთთან. 11 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უვიზო მიმოსვლა ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთიდან ვერ იფრენენ სანქცირებული თვითმფრინავები. ევროკავშირის შეფასებით, საქართველომ მის ტერიტორიაზე რუსეთის არასაიმედო თვითმფრინავები არ უნდა დაუშვას. პიტერ სტანო რუსეთთან ფრენებზე: საქართველოს გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ სვლის თვალსაზრისით „ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, - განაცხადეს თავის მხრივ, 11 მაისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე და კიდევ ერთხელ დაამატეს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელი იქნება, თუ საქართველოსთან რუსეთი პირდაპირ ფრენებს განაახლებს. ელჩი დეგნანი შესაძლო სანქციებზე: დაველოდებით საქართველოს მთავრობის რეაგირებას ელჩი დეგნანი რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება ლეგიტიმურია „მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა, დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართაც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი მოქმედებს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა რუსულ რეჟიმს და ახლა არცერთი ქვეყნისთვის არ არის დრო, რომ გაზარდოს ჩართულობა რუსეთთან. ქართველი ხალხი სავარაუდოდ, ამჯობინებს, რუსეთმა გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ვიდრე იხილოს პირდაპირი ფრენების აღდგენა თუ სავიზო რეჟიმის ცვლილება“, – განაცხადა ვედანტ პატელმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე. ექსკლუზივი: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის, მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას იდენტური განცხადება გააკეთა და შესაძლო სანქცირებაზე პირველად მიუთითა აშშ-მ Europetime-თან კომენტარში, როდესაც ჯერ კიდევ მაშინ გააქტიურდა ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, 26 იანვარს განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის და რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა სახელმწიფოებმა აკრძალეს რუსული ავიაკომპანიების მათ საჰაერო სივრცეში შესვლა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. 2019 წლის ივნისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან, რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა, რასაც მძლავრი პროტესტი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით კი, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში. მას შემდეგ საქართველოში რუსეთიდან თვითმფრინავით ჩამოსვლა მხოლოდ სხვა ქვეყნის გავლით იყო შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება განაცხადი - ღარიბაშვილი პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტზე
ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება განაცხადი, - ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სალომე ზურაბიშვილს 31 მაისს დაგეგმილ ვიზიტზე ნებართვა მთავრობისგან ჯერ ისევ არ მიუღია. ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტს ბრიუსელში ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა ჯერ კიდევ არ მიუღია "ძალიან უხერხულია ამ თემებზე საუბარი, ეს არის ტექნიკური საკითხი, რომელსაც ადმინისტრაციები წყვეტენ ერთმანეთში. ამის საჯაროდ გამოტანა, ვფიქრობ, არასერიოზულია. რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება მისი ეს განაცხადი, რომელიც შემოიტანა და თქვა, რომ ევროპარლამენტში ჰქონდა მას დაგეგმილი მანამდე, არ წავიდა, შემდეგ ჩვენ დაგვაბრალა. მე ვფიქრობ, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ირაკლი კობახიძე: გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, იმამურა აკირასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. „მთავრობის მეთაურმა იაპონიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური მოღვაწეობის განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. აღინიშნა, რომ გასული წლების განმავლობაში საქართველომ და იაპონიამ მიაღწიეს მნიშვნელოვან პროგრესს ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების მიმართულებით. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მთავრობას სურს, გააგრძელოს ძალისხმევა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად კატარში გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. „ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შესაბამის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, არიან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, ჩვენი ძმები, ჩვენი აფხაზი ხალხი დავიბრუნოთ - ღარიბაშვილი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საქართველოში 23 მაისს აფხაზეთობას აღვნიშნავთ. ყველას, პირველ რიგში კი, ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს ვულოცავ დღევანდელ დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა აფხაზ ძმებს ახალი მიდგომა - შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკა შესთავაზა. პრემიერი საქართველოს მშვიდობასა და განვითარებას უსურვებს. „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა ჩვენს აფხაზ ძმებს ახალი მიდგომა - შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკა შესთავაზა, რადგან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, ერთმანეთის ნდობა დავიმსახუროთ და ჩვენი ძმები, ჩვენი აფხაზი ხალხი დავიბრუნოთ. ჩვენ ერთი ისტორია და კულტურა გვაქვს, ერთია ჩვენი ღირებულებები და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისადმი სწრაფვის სურვილი. სწორედ ეს გვაძლევს იმედს, რომ ურთიერთპატივისცემისა და ნდობის აღდგენა და მეგობრობა ძლიერ, გაერთიანებულ, განვითარებულ და ევროპულ ქვეყნად გვაქცევს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას აფხაზეთის დღეს. მშვიდობასა და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს - საქართველოს,“- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ემირს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა და კატარის ემირმა სხვადასხვა სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკაზე იმსჯელეს. „აღინიშნა, რომ საქართველოსა და კატარს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება ორივე ქვეყნის ეკონომიკური დიპლომატიის დღის წესრიგის პრიორიტეტია. გამოითქვა არსებული ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავებისა და გაძლიერების მზადყოფნა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მიესალმება ქვეყანაში კატარელი ბიზნესმენების მხრიდან სხვადასხვა სფეროში ინვესტირებას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. „ნაყოფიერი საუბარი მქონდა კატარის სახელმწიფოს ემირთან შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანისთან. შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები. კატარის სახელმწიფოსთან ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერება უდიდესი მნიშვნელობის არის საქართველოსთვის ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობის ახალი სამიზნე ორიენტირების მიღწევის კონტექსტში“, - წერს პრემიერი Twitter-ზე.
რა საკითხები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დოჰაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ღარიბაშვილი კატარის პრემიერ-მინისტრს, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანის შეხვდა. მისივე თანახმად, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო გეგმები. ხაზი გაესვა ეკონომიკური და ვაჭრობის მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავებისა და ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის დიდი პოტენციალის სრულად გამოყენების მნიშვნელობას. აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალი დონე და ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა. ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ემირს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი „ბლუმბერგ მედიის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი “ბლუმბერგ მედიის“ აღმასრულებელ დირექტორს, სკოტ ჰავენსს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. დოჰაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს მთავრობასა და „ბლუმბერგს" შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა მიმოიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა და სკოტ ჰავენსმა ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
ირაკლი ღარიბაშვილი: ვერ ვხედავ იმის ნიშანს, რომ ომი მალე დასრულდება, ესაა დღევანდელი სტატუს-კვო
ამ ომის დაწყების დღიდან დღეს უკვე ვიცით, რომ უკრაინის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ეს არის დღევანდელი სტატუს-კვო, რა მოხდება ხვალ არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მგონი, არც არავინ იცის, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, კატარის ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. „რთული დროა ნამდვილად. ევროპას მსგავსი მასშტაბის გამოწვევა არც უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამიტომ ეს ომი ყველას გვეხება. მაგრამ აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს 2008 წელს ჰქონდა ომი და ჩვენ ზუსტად ვიცით რას ნიშნავს ომი. ამ ომის დაწყების დღიდან დღეს უკვე ვიცით, რომ უკრაინის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ, ეს არის დღევანდელი სტატუს კვო, რა მოხდება ხვალ არ ვიცი, ვერ ვიტყვი, მე მგონი არც არავინ იცის. მე მგონი ყველას უკვირს. მე ვერ ვხედავ იმის ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება. ეს არის პრობლემა, მაგრამ ვერ ვხედავთ საკმარის ძალისხმევას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, რომ სწორი ზომები განახორციელონ, რომ სამშვიდობო საუბარი წარიმართოს“, - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.
ევროპელო და ამერიკელო მეგობრებო, აგვისტოს ომის შემდეგ, თქვენ აგრძელებდით რუსეთთან ბიზნეს ჩვეულებრივ რეჟიმში - ღარიბაშვილი
ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი - ომია? - ევროპელო, ამერიკელო მეგობრებო, 2008 წლის ომის შემდეგ, თქვენ აგრძელებდით რუსეთთან ბიზნეს ჩვეულებრივ რეჟიმში, სანქციები არ გქონიათ დაწესებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. “2008 წელს ჩვენ გვქონდა ომი. გახსოვთ ვინმე, ვინც ჩვენი ომის დროს სანქციები დააწესა? არავინ! არავინ მსოფლიოში არ იქონია სწორი რეაქცია, არც ადეკვატური რეაქცია არ ჰქონიათ იმ ომის შემთხვევაში. ამიტომ ჩემი კითხვა ისმის ასე - სად არის ლოგიკა? ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი - ომია? მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან იმედგაცრუებულები ვიყავით, რომ ბიზნესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიდიოდა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ. იმ დამანგრეველი ომის შემდეგ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს რუსეთს. რუსეთმა ორი სამხედრო ბაზა ააგო ჩვენს ისტორიულ მიწაზე, რუსეთმა აღიარა ე.წ. დამოუკიდებლობა ჩვენი ისტორიული რეგიონებისა და ეს ოკუპაცია კვლავ გრძელდება. ამიტომ ჩემი კითხვა ევროპელი, ამერიკელი მეგობრებისადმი არის შემდეგი - ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენ აგრძელებდით ბიზნეს ჩვეულებრივ რეჟიმში რუსეთთან, სანქციები არ გქონიათ დაწესებული. ინფორმაციისთვის, ევროკავშირმა 2.3 ტრილიონი დოლარი გადაუხადა რუსეთს 2022 წლამდე. არავის გაუჩერებია ბიზნესი რუსეთთან, არაფერი მომხდარა,“ - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარში მაღალი დონის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება.
ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილის ოჯახი მილიონობით დოლარს ხარჯავს და მთავრობას აბრალებს, რომ ვითომ ვწამლავთ
სააკაშვილის ოჯახი მილიონობით დოლარს ხარჯავს და საქართველოს მთავრობას აბრალებს, რომ ვითომ ვწამლავთ, ვითომ ვტანჯავთ, ვითომ ვაწამებთ. საქმე სტრასბურგის სასამართლოში წაიღეს და ყველა თხოვნაზე უარი უთხრეს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. რატი ბრეგაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სტრასბურგში იურიდიული პროცესი გრძელდება - სააკაშვილი „არ მინდა ყოფილ პრეზიდენტზე საუბარი, იმიტომ, რომ ის არის წარსული. მინდა ვისაუბრო აწმყოზე, მომავალზე. უფრო საინტერესო ეს არის ჩვენთვისაც და დარბაზისთვისაც, მაგრამ რადგან მკითხეთ, მოკლედ გიპასუხებთ. ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბევრი მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, ამიტომ არის... ციხეში კი არ არის, არამედ კლინიკაში. კერძო კლინიკაშია უკვე ერთი წელია და ძალიან ბევრი სპეკულაცია და ყალბი ინფორმაცია ვრცელდება ამის შესახებ. მისი ოჯახი ხარჯავს მილიონობით დოლარს ბოლო 2 წლის განმავლობაში და საქართველოს მთავრობას აბრალებს, რომ ვითომ ვწამლავთ, ვითომ ვტანჯავთ, ვითომ ვაწამებთ. საქმე სტრასბურგში ადამიანის უფლებების სასამართლოში წაიღეს. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უარი უთხრა ყველა თხოვნაზე და კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად და ამ ყველაფერს ევროპული სტანდარტებით ვაკეთებთ,“ - განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
პრემიერი: ჩინეთი მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის, ძალიან ჭკვიანური მიდგომაა
„ნამდვილად მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას ნებისმიერი ქვეყნიდან და ნებისმიერი ლიდერისგან, რომელიც მშვიდობისკენ უბიძგებს ქვეყნებს; მე მშვიდობის ადამიანი ვარ, სტაბილურობის და მოლაპარაკებების მჯერა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კატარის ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე, რომლის მიმდინარეობისას დასმული შეკითხვა ჩინეთთან ურთიერთობებს შეეხებოდა. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ჩინეთთან ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს, იზრდება ვაჭრობა და ეკონომიკა. „ჩინეთთან მიმართებით ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს. თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს ჩინეთთან, ჩვენ ვზრდით ვაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან. ჩინეთი იცით რას აკეთებს, ამ კრიზისის განმავლობაში მგონი, ძალიან ჭკვიანური მიდგომაა, მედიაციას ცდილობს უკრაინასა და რუსეთს შორის. მე მივესალმები, ნამდვილად მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას ნებისმიერი ქვეყნიდან და ნებისმიერი ლიდერისგან, რომელიც მშვიდობისკენ უბიძგებს ქვეყნებს, მოლაპარაკებებისკენ და გარკვეულ ძალისხმევას განახორციელებს. მე ზოგადად ვამბობ, მე მშვიდობის ადამიანი ვარ, სტაბილურობის და მოლაპარაკებების მჯერა,“- განაცხადა პრემიერმა. პირველი ვიზიტი ომის შემდეგ - რა მისიით ჩავიდა ჩინეთის წარმომადგენელი უკრაინაში
პრემიერი: პირდაპირი ფრენების დაწყება არ ნიშნავს, რომ რუსეთთან პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ
საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, 1 მილიონი ეთნიკურად ქართველი გვყავს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მგონი, ჩვეულებრივი ამბავია, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა კატარის ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პირდაპირი ფრენები არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს აწარმოებს რუსეთთან. „ბევრ ქვეყანას აქვს ფრენები რუსეთთან, მაგრამ ჩვენ განვაცხადეთ, რომ არც ერთი სანქცირებული კომპანია, არც ერთი სანქცირებული ხაზი არ იფრენს საქართველოში. უპირველეს ყოვლისა ამერიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის და ძალიან მადლობელი ვართ ყველაფრისთვის, რაც ამერიკას გაუკეთებია ჩვენთვის და ევროპისაც ძალიან მადლიერნი ვართ. საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, 1 მილიონი ეთნიკურად ქართველი გვყავს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მე მგონი, ჩვეულებრივი ამბავია, თან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან. როგორც ვახსენე ეს არის ჩვენი ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი. როგორც ევროკავშირი და ამერიკა აკეთებს რუსეთთან“, - განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტებმა საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ფარული გარიგებებით გადაწყვეტილებების მიღებაში დაადანაშაულეს. ამ მიზნით, პარტია „ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი და ორი უპარტიო დეპუტატი, თეონა აქუბარდია და ხატია დეკანოიძე, სადეპუტატო კითხვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარში მაღალი დონის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან მადლობლები ვართ ყველაფრისთვის, რაც ამერიკას გაუკეთებია ჩვენთვის, საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები
კატარის ფორუმის მიმდინარეობისას, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს დაუსვეს შეკითხვა, ფრენების აღდგენით მეგობრებს აღიზიანებენ თუ არა. მოდერატორის შეკითხვები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს შეეხებოდა. ამავე ფორუმზე, მოდერატორმა გაიხსენა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული განცხადება, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის. მეთიუ მილერი: ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის პრემიერი: პირდაპირი ფრენების დაწყება არ ნიშნავს, რომ რუსეთთან პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ „უპირველეს ყოვლისა, ამერიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის და ძალიან მადლობლები ვართ ყველაფრისთვის, რაც ამერიკას გაუკეთებია ჩვენთვის და ევროპის მიმართაც ძალიან მადლიერნი ვართ. საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. როგორც განვმარტე, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, ერთი მილიონი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს რუსეთში, დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან მე მგონი ჩვეულებრივი ამბავია. თან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან. როგორც ვახსენე, ეს არის ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი, ისევე, როგორც ევროკავშირი და ამერიკა აკეთებს რუსეთთან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ „საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ“. „საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ჩვენს ხალხს ზიანს მივაყენებთ, თუ მსგავს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს. 2008 წელს ჩვენ გვქონდა ომი. გახსოვთ ვინმე, ვინც ჩვენი ომის დროს სანქციები დააწესა? არავინ! არავინ მსოფლიოში არ იქონია სწორი რეაქცია, არც ადეკვატური რეაქცია არ ჰქონიათ იმ ომის შემთხვევაში. ამიტომ ჩემი კითხვა ისმის ასე - სად არის ლოგიკა? ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი - ომია?“ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობის წევრებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრთან, ხალიდ ალფაილთან და ეკონომიკისა და დაგეგმარების მინისტრთან ფაისალ ფადილ ალ-იბრაჰიმთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კონკრეტული საკითხები განიხილა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხაზი გაესვა გასულ წელს საუდის არაბეთის სამეფოში ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებულ ვიზიტს. როგორც საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობის წევრებმა აღნიშნეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საუდის არაბეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის, პრემიერ-მინისტრის, მისი სამეფო უდიდებულესობა პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდთან შეხვედრის შემდეგ, მათთვის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს საქართველოში ინვესტირება. მათი თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით ბოლო დროს მიღწეული პროგრესის გამო, საუდის არაბეთის სამეფოსთვის საქართველო ერთ-ერთი მიმზიდველი საინვესტიციო დანიშნულების მქონე ქვეყანაა. "მხარეები მიმდინარე წელს თბილისში ორი ქვეყნის ბიზნესფორუმის ჩატარების თობაზე შეთანხმდნენ. ასევე, გამოითქვა მზადყოფნა, რომ საუდის არაბეთის სამეფოს ენერგეტიკის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სამინისტროების თანამშრომლებისგან შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს შეისწავლის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად - ღარიბაშვილი
შიდა თუ გარე მტრების არაერთი დესტრუქციული მცდელობის მიუხედავად, საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში და ჩვენ არ შევწყვეტთ ამ ვალდებულების შესრულებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „დღეს, ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ისტორიაში ყველაზე მწვავედ დგას ბირთვული ომის საფრთხე, ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორედ მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი ქვეყნის გადარჩენაა. ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად, არაკეთილმოსურნეთა, შიდა თუ გარე მტრების არაერთი დესტრუქციული მცდელობის მიუხედავად, საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში; და რადგან კარგად ვიცით ომის ფასიც და მშვიდობის ფასიც. სანამ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის თუნდაც მცირე საფრთხე არსებობს, ჩვენ არ შევწყვეტთ ამ ვალდებულების შესრულებას,“ - აღნიშნა პრემიერმა. 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
დღეს თუ რაიმე ჩრდილი ადგას ჩვენს თავისუფლების ზეიმს, ეს არის ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია - პრემიერი
სრულფასოვანი თავისუფლება ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას გულისხმობს. დღეს თუ რაიმე ჩრდილი ადგას ჩვენი თავისუფლების ზეიმს, ეს არის ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია რუსეთის მიერ. ღრმად მწამს, რომ სწორედ ერთიანობა არის გზა ქართველთა, აფხაზთა, ოსთა და ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქის თავისუფლებისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლების სურვილია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით თანაბრად ისარგებლოს მისმა თითოეულმა მოქალაქემ, მათ შორის ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ. „ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით და განვითარებით თანაბრად ისარგებლოს მისმა თითოეულმა მოქალაქემ, მათ შორის ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, ძვირფასო მეგობრებო, რომ მშვიდობისა და ნდობის აღდგენის გზა არის უალტერნატივო. მე მჯერა ჩვენი საერთო მომავლის, მჯერა, რომ მხოლოდ მშვიდობიანი, ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ძალისხმევით, ჩვენ ერთად შექმნით უკეთეს ხვალინდელ დღეს ჩვენი შვილებისათვის, აფხაზთა, ოსთა, ქართველთა მომავალი თაობებისათვის,” – აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე გზა ჯერ კიდევ გასავლელია. „დამოუკიდებლობა სხვისგან გათავისუფლებას ნიშნავს, თავისუფლება კი, როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე გვასწავლის, ნიშნავს, როცა ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის; ეს კი საკუთარი ეროვნული, უნიკალური, თვითმყოფადი გზის გაკვალვას გულისხმობს; თავისუფლება გულისხმობს სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, გულისხმობს ისეთ სახელმწიფოს, სადაც გარანტირებულია თითოეული მოქალაქის პოლიტიკური და სოციალური უფლებები, გულისხმობს კანონის უზენაესობას, მარადიული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების დაცვას, თავისუფლება გულისხმობს ისეთ გარემოს, სადაც თითოეული ოჯახის სიძლიერე - ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა და, ამავე დროს, სახელმწიფოს ძლიერების საფუძველია; თავისუფლება გულისხმობს საზოგადოებას, რომელიც ესწრაფვის არა მხოლოდ ტერიტორიულ, არამედ ღირებულებრივ და შინაარსობრივ ერთიანობას, სადაც ერთმანეთს ხვდება ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერი: დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად
თავისუფლების უპირველესი მტერია ომი. დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანადგომას, ომის მალე დასრულებას, მშვიდობას, გამთლიანებას და თავისუფლებას ვუსურვებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორედ მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, საკუთარი ხალხის დაცვა და ქვეყნის გადარჩენაა. „დღეს, ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ისტორიაში ყველაზე მწვავედ დგას ბირთვული ომის საფრთხე, ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორედ მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი ქვეყნის გადარჩენაა. ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად, არაკეთილმოსურნეთა, შიდა თუ გარე მტრების არაერთი დესტრუქციული მცდელობის მიუხედავად, საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში; და რადგან კარგად ვიცით ომის ფასიც და მშვიდობის ფასიც, სანამ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის თუნდაც მცირე საფრთხე არსებობს, ჩვენ არ შევწყვეტთ ამ ვალდებულების შესრულებას“, - აღნიშნა პრემიერმა.
დერეკ შოლე ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრა: რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ ჩემი ღრმა შეშფოთება გამოვხატე
აშშ-ის სახელწმიფო მდივნის უფროსმა მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, დერეკ შოლემ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ დერეკ შოლე Twitter-ზე წერს. „ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და დამოუკიდებლობის დღე მივულოცე. რაც შეეხება რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას, ჩემი ღრმა შეშფოთება გამოვხატე, რომ ეს ნაბიჯი რისკს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს“, - წერს დერეკ შოლე.
რა თქმა უნდა, ქალბატონ პრეზიდენტს არ ვუპასუხებ ამ ტრიბუნიდან - ღარიბაშვილი
რა თქმა უნდა, ქალბატონ პრეზიდენტს არ ვუპასუხებ ამ ტრიბუნიდან, მინდა მას წარმატებული დღე ვუსურვო, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც მან საგარეო საქმეთა სამინისტროში „დიასპორის ფორუმი 2023“-ზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. დიდი ხანია ამ ქვეყანაში არაფერი მწყინს და ვერავინ მაწყენინებს - ზურაბიშვილი „ერთი რამ მინდა აღვნიშნო, ჩვენ გვაქვს საზეიმო განწყობა, ჩვენ გუშინ განსაკუთრებულად აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მე, როგორც რიგით მოქალაქეს, ყოველთვის ასე მიმაჩნდა და მიმაჩნია დღესაც, რომ მინიმუმ, ამ დღეს ვერთიანდებით და ეს დღე უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის გამოხატულების დღე და ეს უნდა იყოს გამაერთიანებელი დღე - ეს იქნებოდა, ჩემი პასუხი. რაც შეეხება პროტოკოლის წესებს, მთავრობას ჰყავს ძალიან კვალიფიციური პროტოკოლის სამსახურის უფროსი, ბატონი დავით ზანთარაია. მინდა მას მადლობა გადავუხადო, ასევე ბატონ ილია დარჩიაშვილის უწყების ყველა თანამშრომელს მინდა მადლობა გადავუხადო, საკონსულოების წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს, ყველას მინდა მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პროტოკოლის დარღვევაზე ისაუბრა. ზურაბიშვილის შეფასებით, „ეს არის პირველი უაზრო დაპირისპირების საგანი“. პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და აღნიშნა, რომ „არ შეიძლება 26 მაისს თავდაცვის მინისტრი ჯერ პრემიერს მიესალმოს და მერე პრეზიდენტს, უმაღლეს მთავარსარდალს“.
ქვეყანაში დღეს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი გვაქვს - ღარიბაშვილი
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მოვიდა, საქართველოს არ დაუკარგავს არც ერთი გოჯი მიწა, საქართველოს არ ჰქონია არც ომი, არც კონფლიქტი, არც არავითარი დაძაბულობა. ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმუმი იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობიანი პერიოდი, ეს არის უწყვეტი მშვიდობიანი, სტაბილური პერიოდი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღარიბაშვილის განმარტებით, ყველა მმართველობის დროს, ქვეყანაში დესტაბილიზაცია, კონფლიქტები, ომები იყო და საქართველომ ტერიტორიები დაკარგა. „მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო ყველას მშვიდობა, სტაბილურობა, კეთილდღეობა და გაერთიანება. გუშინ, ჩემ გამოსვლაში ჩამოვაყალიბე ის ძირითადი, ჩემი აზრით, მიზანი და ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გარეშე, ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება ისეთი, როგორიც გვინდა, რომ იყოს, როგორიც წარმოგვიდგენია, ერთიანი, ძლიერი გაერთიანებული, ევროპული ტიპის სახელმწიფო. რას აკეთებს ხელისუფლება ბოლო 10 წლის განმავლობაში. ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმუმი იმისთვის, რომ ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობიანი პერიოდი, ეს არის უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, უწყვეტი სტაბილური პერიოდი, რომელიც სამწუხაროდ, საუბედუროდ, ჩვენ არ გვქონია მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა აღვადგინეთ. გვქონდა სამოქალაქო ომები, გვქონდა ომი აფხაზეთში, ოსეთში, დავკარგეთ დროებით ტერიტორიული კონტროლი ჩვენს ძირძველ ისტორიულ ტერიტორიებზე და ბოლოს, ისიც მოვახერხეთ, რომ მსოფლიოში ნომერ პირველ ბირთვულ სახელმწიფოსთან პირდაპირ შევედით, ვერ ავირიდეთ მათგან წამოსული პროვოკაციები და გვქონდა პირდაპირი ომი. ახლა მინდა, კიდევ ერთხელ გავახსენო მათ შორის, ჩვენს ოპონენტებს, ბოლო 30 წელს თუ გადავხედავთ, ყველა მმართველობის დროს, ქვეყანაში იყო დესტაბილიზაცია, კონფლიქტები, ომები, ტერიტორიების დაკარგვა. გადახედეთ ჩვენს მიერ მართულ პერიოდს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მოვიდა, საქართველოს არ დაუკარგავს არც ერთი გოჯი მიწა, საქართველოს არ ჰქონია არც ომი, არც კონფლიქტი, არც არავითარი რამე დაძაბულობა. ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, განმტკიცება და სტაბილურობის შექმნა, რაც მთავარი ფუნდამენტია. რომელი დიასპორის წარმომადგენელი ჩამოხვიდოდით, აქ რომ ომი ყოფილიყო, რომელი დიასპორის წარმომადგენელი იფიქრებდა, რომ საქართველოში ჩამოვიდეს, დაიწყოს წარმოება, ბიზნესი განავითაროს და ა.შ. ეს ხომ წარმოუდგენელი იქნებოდა. მე ვფიქრობ, ეს არის მყარი ფუნდამენტი, რომელიც ჩვენ შევქმენით, ყველასთვის, ქვეყნის შიგნით მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის, თუ საზღვრებს გარეთ მცხოვრები დიასპორისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ქართულ საზოგადოებას მინდა დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა ამ საერთაშორისო დონის პროექტის განხორციელებაში - პრემიერი გელათის რეაბილიტაციაზე
ჩვენი მთავრობის სახელით, საქართველოს ეკლესიას, მეცნიერების წარმომადგენლებს, ქართულ საზოგადოებას მინდა დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა ამ საერთაშორისო დონის პროექტის განხორციელებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ის დროებითი კომიტეტის მუშაობის შესახებ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენთვის, ყველასთვის გელათი წარმოადგენს ჩვენი ერის განუმეორებელ სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობას. ალბათ, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ გელათი არის მართლაც უნივერსალური სულიერი იდეის მატერიალური ძეგლი, სადაც მეცნიერება და რწმენა ერთმანეთთან უნიკალურადაა შეზავებული. ერი და ბერი ერთად ვდგავართ გელათის სიწმინდისთვის, ვინაიდან ჩვენ ვაცნობიერებთ ამ მატერიალური ძეგლის უწმინდეს სულიერ იდეას. ჩვენი მთავრობის სახელით, საქართველოს ეკლესიას, მეცნიერების წარმომადგენლებს, ქართულ საზოგადოებას დაგიდასტუროთ ჩემი თანადგომა ამ საერთაშორისო დონის პროექტის განხორციელებაში. მე ვარ ბედნიერი და მიხარია, რომ კვლავ ერთად ვდგავართ ჩვენი ერის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის“, - განაცხადა პრემიერმა. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მუშაობის შესახებ საუბრობენ სასტუმრო „მარიოტის“ საკონფერენციო დარბაზში. პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ დამსწრე საზოგადოებას გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის მიმდინარე პროცესი და სამუშაო გეგმა გააცნო.
თუ ვინმეს ჰქონდა ხელისუფლებიდან ვიზიტების მცდელობა რუსეთთან, თუ ვინმე ითხოვდა ფრენების, ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო სააკაშვილის მთავრობა - ღარიბაშვილი
რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ, რომ თითქოს, „საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დააყენა ვიზების გაუქმებასთან და საჰაერო მიმოსვლის ნორმალურად აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები“, დღეს საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის რიგ წარმიმადგენლებს მოუწოდა, ნუ შეჰყავთ ხალხი შეცდომაში. „მინდა გითხრათ ძალიან მარტივად, რომ არ დაიწყოთ სიყალბის გავრცელება - ჩვენ, ოფიციალურ ხელისუფლებას, გვაქვს გაცხადებული არაერთხელ, რომ ჩვენ რუსეთის ხელისუფლებასთან პოლიტიკური დიალოგი არ გვაქვს! ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ეკონომიკურ-სავაჭრო საკითხებზე. ეს გაცხადებულია, ღიაა, ამის თაობაზე დასამალი არაფერი გვაქვს. მე ასევე მინდა გითხრათ, თუ ვინმეს ჰქონდა ხელისუფლებიდან მცდელობა კონტაქტების და ვიზიტების, ეს არის სააკაშვილის ხელისუფლება. ჩვენ გვყავს ოფიციალური წარმომადგენელი და ჩვენ არ გვქონია. ოფიციალურ მთავრობას, ჩვენს ხელისუფლებას არ ჰქონია ამის თაობაზე არავითარი მოლაპარაკებები. ჩვენ ძალიან ბევრი დიასპორის წარმომადგენელი ვიცით, რომ ითხოვდა ამას. ქართული ბიზნესი ითხოვდა ამას, ვიცი რომ სხვა ჯგუფებიც ითხოვდნენ ამას და ეს ხდებოდა წლების განმავლობაში. მთავარი მინდა გითხრათ, თუ ვინმე ითხოვდა რუსეთთან ფრენების აღდგენას, ვაჭრობის აღდგენას, ეს იყო სააკაშვილი და მისი მთავრობა. მე ვფიქრობ, ჩემი განცდა ასეთია, რომ რუსეთის პრეზიდენტი [თავის განცხადებაში] ალბათ, სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა“, - განაცხადა პრემიერმა. საქართველოსთან პირდაპირი ფრენებისა და ვიზების გაუქმების საკითხზე პუტინმა რუსული საზოგადობრივი ორგანიზაციის, „საქმიანი რუსეთის“ წევრებთან შეხვედრისას ისაუბრა. „მეგონა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ არაერთხელ დასვა საკითხი ვიზების გაუქმებისა და ნორმალური საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ და ჩვენ ეს შემხვედრი ნაბიჯი გადავდგით“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა 26 მაისს.
ირაკლი ღარიბაშვილი სამების საკათედრო ტაძარში ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სამების საკათედრო ტაძარში ქართველი პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. პრემიერ-მინისტრმა სამოქალაქო პანაშვიდზე მყოფ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ალექსანდრე ლომთათიძის ცხოვრებასა და საქმიანობაზე ისაუბრა. „მოგესალმებით, მეუფე შიო. მივესალმები საპატრიარქოს წარმომადგენლებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის და მთავრობის წევრებს, ჩვენს საზოგადოებას. დღეს კიდევ ერთი დიდი მამულიშვილის ნეშტი ჰპოვებს სამუდამო განსასვენებელს მშობლიურ მიწაში. თვალსაჩინო პოლიტიკური, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტიური მონაწილე და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი შემოქმედი, თავისი ღირსეული საქმიანობით, ცხოვრების წესით, ქართული სულის განსახიერება და ამავე დროს ნამდვილი ევროპელი, ალექსანდრე ლომთათიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, მისი ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის იბრძოდა და როდესაც დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა, ალექსანდრე ლომთათიძემ, მიუხედავად კარგად გაცნობიერებული უდიდესი საფრთხისა, გადაწყვიტა საქართველოში დარჩენა. ამით იგი ბუნებრივია, ბოლშევიკური რეჟიმის სამიზნე გახდა და საბოლოოდ, სულ ახალგაზრდა, ერთ-ერთი პირველი შეეწირა ტერორს. თავისი ხანმოკლე, მაგრამ გმირული ბიოგრაფიით, ალექსანდრე ლომთათიძემ ჩვენი სამშობლოსთვის მსახურების, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის თავდადების უკვდავი მაგალითი შექმნა მომავალი თაობებისთვის. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ელჩს უზბეკეთში, ბატონ ზურაბ აბდუშელიშვილს, უზბეკეთის მთავრობას, ამ საქმის ორგანიზებისთვის. მსუბუქი იყოს ალექსანდრე ლომთათიძისთვის სამშობლოს მიწა!“ - აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას. სამების საკათედრო ტაძარში პანაშვიდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ აღავლინა. პანაშვიდის დასრულების შემდეგ ტახტის მოსაყდრემ დამსწრეებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი გააცნო. სამების ტაძარში მყოფებს სიტყვით აგრეთვე მიმართა აპარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. პანაშვიდს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ალექსანდრე ლომთათიძე 1912 წელს, პოლიტიკური საბაბით დააპატიმრეს და გადაასახლეს ვოლოგდის გუბერნიაში. 1913 წელს გაემგზავრა საზღვარგარეთ, ცხოვრობდა ლაიფციგში. 1913 წელსვე დაბრუნდა თბილისში და მუშაობდა პედაგოგად. 1917 წლის მარტში ის მონაწილეობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. 1917 წლის ნოემბრიდან ლომთათიძე იყო ჯერ საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ხოლო 1918 წლის თებერვლიდან ამიერკავკასიის სეიმის წევრი. მან ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იგი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. 1919 წლის თებერვალში ის აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარედ. 1919 წელს, ალექსანდრე ლომთათიძე აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრად და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილედ. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ იგი არ წავიდა ემიგრაციაში, დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წლის 13 ივლისს იგი დააპატიმრეს, მოგვიანებით კი გადაასახლეს. საქართველოში 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების შემდეგ, ალექსანდრე ლომთათიძე კვლავ დააპატიმრეს ტაშკენტში და მოათავსეს ციხეში, სადაც მალევე გარდაიცვალა 42 წლის ასაკში. დაკრძალეს იქვე, ტაშკენტში, ქრისტიანთა სასაფლაოზე. „ალექსანდრე ლომთათიძის საფლავი უზბეკეთში საქართველოს საელჩომ მოიძია. მისი ნეშტის გადმოსვენება კი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის ჩართულობითა და საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით განხორციელდა“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. ცნობისათვის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. თითქმის 100 წლის შემდეგ, უზბეკეთიდან საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი ჩამოასვენეს
პრემიერი: ვულოცავ საქართველოს დიდ მეგობარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს "არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას ულოცავს". ამის შესახებ საქართველოს მთავრობის პრესსამსახური იუწყება. ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitte-ზე წერს, რომ თურქმა ხალხმა საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა და მათ ზეიმს საქართველოც უერთდება. “ვულოცავ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს დიდ მეგობარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას! თურქმა ხალხმა საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა და ჩვენც ვუერთდებით მათ ზეიმს. მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეგობრობული კავშირები და სტრატეგიული პარტნიორობა”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. თურქული მედიის ცნობით, არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს
ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე (GLOBSEC) გაემგზავრა. ფორუმი 29-31 მაისს გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაური, ფორუმის ფარგლებში, ერთ-ერთ თემატურ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.
ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო 2008 წელს, ყველაფერს გავაკეთებდით, რათა ომი თავიდან აგვეცილებინა - ღარიბაშვილი
მიმაჩნია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ალბათ გამოწვევებით აღსავსე დროა, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს ძალიან რთული დღეები გვქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა. „მინდა, ყველას შევახსენო, რომ პირველი ომი წარმოებდა საქართველოში. დღეს შეიძლება, ვიღაცას დაავიწყდა, რომ საქართველოს, ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და 2008 წელს, ომის შემდეგ, რუსეთმა კი არ დატოვა ჩვენი ტერიტორია, პირიქით, დარჩა, ჩვენს მიწაზე, ჩვენს ტერიტორიაზე ააშენეს ორი სამხედრო ბაზა და ეს არის შედეგი დამანგრეველი ომისა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. კითხვაზე, რომ იყო თუ არა აქტიური, არაპროვოცირებული აგრესია, ღარიბაშვილმა განაცხადა: „არ მინდა დეტალებზე საუბარი, საუბარი ამ საკითხზე, რადგან ჩვენ გვაქვს საკუთარი მოსაზრება. ჩვენი მთავრობა რომ ყოფილიყო იმ დროს, ყველაფერს გავაკეთებდით, რომ თავიდან აგვეცილებინა ის ომი. საქართველო პატარა ქვეყანაა, მხოლოდ 4 მლნ მოსახლეობა ჰყავს. კარგად არის აღჭურვილი, ჯარიც კარგი ჰყავს, მაგრამ მაინც პატარა ქვეყანაა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მთავრობის ინტერესში უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატარა ქვეყანა არ არის ევროკავშირის, ნატო-ს წევრი, როცა არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები. მაგრამ ის ომი, არ მინდა, დეტალებში შევიდე, ჩვენთვის დამანგრეველი იყო. შედეგი ის არის, რომ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული რუსეთის მიერ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ომს იმ დროს არ მიექცა საკმარისი ყურადღება. „რუსეთის აგრესიას არ მიექცა საკმარისი ყურადღება. არავინ დაუწესა რუსეთს სანქციები. მე ასე ვფიქრობ, ასე მწამს, რომ უნდა დაეწესებინათ. ჩვენთვის რა განსხვავებაა, ჩვენი ომი იყო ჩვენი ომი, ხომ?! ახლა რასაც ვხედავთ უკრაინაში, ეს კატასტროფულია, რა თქმა უნდა. ყოველდღიურად ათასობით ადამიანი კვდება და ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ეს ომი მალე დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
90-იანი წლებიდან მოყოლებული გვქონდა ომი, ესკალაცია, ჩემს პერიოდში ეს არ ყოფილა, ტერიტორიებიც არ დაგვიკარგავს - ღარიბაშვილი
ვირჩევდი, იდეალურ სცენარზე მესაუბრა საქართველოს კონტექსტში, როგორ გადაგვეჭრა ოკუპაციის საკითხი, რაზეც არავინ საუბრობდა ადრე. 2008 წლის ომის შემდეგ საკმაოდ იმედგამაცრუებელი იყო, რომ სანქციები არ იყო დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა. მისივე თქმით, ყველა ქართველის, მთავრობის საბოლოო მიზანია დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით. „მინდა, ვისაუბრო საქართველოს ვითარებაზე, რადგან ჩვენ, ყველას პტივს ვცემთ. მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას. გვინდა, ძალიან მალე აღდგეს მშვიდობა, მაგრამ მინდა, ჯერ ჩემს ქვეყანაზე ვისაუბრო. მესმის თქვენი კითხვა, მესმის თქვენი აზრი, ფიქრები უკრაინაზე და ყველას აზრი მესმის, მაგრამ ჩვენ ჯერ საკუთარი თავის ინტერესები გვაქვს. რუსეთის ჯარი გვყავს ჩვენს ტერიტორიაზე, ამიტომ ვირჩევდი, იდეალურ სცენარზე მესაუბრა საქართველოს კონტექსტში, როგორ გადაგვეჭრა ეს პრობლემა, ოკუპაციის საკითხი, რაზეც არავინ არ საუბრობდა ადრე და 2008 წლის ომის შემდეგ, მგონი, საკმაოდ იმედგამაცრუებელი იყო, რომ სანქციები არ იყო დაწესებული რუსეთის წინააღმდეგ. ყველამ გააგრძელა რუსეთთან ჩვეულებრივ რეჟიმში ბიზნესის წარმოება. ამიტომ, ჩემი საბოლოო მიზანი, ყველა ქართველის საბოლოო მიზანი და ჩვენი მთავრობის საბოლოო მიზანია დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა თქვენი შრომის ღირსეული დაფასება - ღარიბაშვილი პოლიციელებს
ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა თქვენი შრომის ღირსეული დაფასება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „თქვენ იმსახურებთ ყველაფერ საუკეთესოს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მთავრობის თანადგომა და ძალისხმევა კიდევ უფრო გაძლიერდება და კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს ჩვენი ძალისხმევა. თქვენი იცით, როგორი ძვირფასია ჩემთვის ქართული პოლიცია, ეს სამინისტრო. მე მქონდა პატივი და ბედნიერება, მემსახურა თქვენთან ერთად ამ სამინისტროში. მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ დღეს კიდევ ერთხელ მაქვს შესაძლებლობა, გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა თქვენდამი. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს მხარდაჭერას, პატივისცემას. კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციის დღეს. გისურვებთ წარმატებებს, კეთილდღეობას და გამარჯვებას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტი 31 მაისსა და 1 ივნისს მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში ჩატარდება. პრემიერ-მინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს.პრემიერ-მინისტრი კიშინეუში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება კიდევ იზრდება და 232 000-მდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს - ღარიბაშვილი
ყველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წინსვლას ვუსურვებ ყველა ბავშვს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს, მთელ მსოფლიოსთან ერთად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღვნიშნავთ. შვილებსა და მომავალ თაობებზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უმთავრესია ყველა ბავშვისთვის თანაბარი წვდომის შესაძლებლობა ჯანმრთელობის დაცვასა და განათლებაზე. წლიდან წლამდე სწორედ ამ მთავარი ამოცანის შესრულებას ემსახურება საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული არაერთი ნაბიჯი. წელს, პირველი ივლისიდან, ბავშვთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება კიდევ იზრდება და 232 000-მდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 465 მლნ ლარი გამოიყოფა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ბავშვებისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე ზრუნვას და ჩვენი მომავალი თაობებისათვის განვითარების სულ უფრო უკეთესი შესაძლებლობების შექმნას. ყველას გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მშვიდობას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წინსვლას ვუსურვებ ყველა ბავშვს ჩვენს ქვეყანაში“, – წერს ღარიბაშვილი.
ჩვენ არ ვართ, ევროკავშირის და არც NATO-ს წევრი ქვეყანა და არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა - ღარიბაშვილი
ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირის და არც NATO-ს წევრი ქვეყანა და ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მოლდოვაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე ფორუმს ესწრება. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების პოლიტიკა არის მშვიდობიანი. „არაერთხელ მითქვამს, რომ სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქვეყანა არის ნაწილობრივ, დროებით ოკუპირებული. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. ჩვენ არ ვართ სამწუხაროდ არც ევროკავშირის და არც ნატოს წევრი ქვეყანა და ჩვენ რა თქმა უნდა, არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა და გარანტიები. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯები, რომ პირველ რიგში, ამ მეტად არაპროგნოზირებად გარემოში ჯერ ჩვენი ქვეყანა დავიცვათ, ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ და რა თქმა უნდა, უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე. ჩვენი პოლიტიკა რაც არის, ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკა, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, განვამტკიცეთ და ჩვენ მიგვყავს ჩვენი ქვეყანა გაერთიანებისკენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ხშირად უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებები სრულ თანხვედრაშია საქართველოს რადიკალური ოპოზიციის გზავნილებთან - ღარიბაშვილი ზელენსკის განცხადებაზე
ხშირად უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებები სრულ თანხვედრაშია საქართველოს რადიკალური ოპოზიციის გზავნილებთან, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას. ილია დარჩიაშვილი ზელენსკის განცხადებაზე: ხშირად გვესმის ხოლმე ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან გაუგებარი შეფასებები „მე ძალიან განვიცდი იმის გამო, რაც ხდება უკრაინაში. ათასობით ადამიანი იღუპება ყოველდღე, ნადგურდება ინფრასტრუქტურა, ქალაქები და ა.შ. ბავშვები, ქალები, მოხუცები - ყველანი ზარალდებიან აი ამ ბრუტალური, სასტიკი ომით. ერთი რამე მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო ომში მყოფ ქვეყანას - მშვიდობა, ამ ომის მალე დასრულება და ქვეყნის გამთლიანება. რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და არ მინდა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს გარკვეული სპეკულაციების საშუალება მივცე. დავამატებდი, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად, ზელენსკისა და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაში არის ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან. ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც არაფერს აკეთებს თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. აი ეს არის ჩემი კომენტარი“, - განაცხადა პრემიერმა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე განაცხადა: „ვხედავთ, რა ხდება ბელორუსში, საქართველოში, როგორ მიათრევენ სხვადასხვა გზით განუკითხაობის მდგომარეობაში, მაგრამ რას ხედავენ ისინი? რომ უკრაინას არ გაუგია კონკრეტული პოზიტიური პასუხი გაწევრიანებაზე“.
ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, რომ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, მოგვანიჭონ სტატუსი - პრემიერი
ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, რომ ამ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ევროპის ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რომ მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მორიგი უსამართლობა და დიდი სტრატეგიული შეცდომა, ამაში ჩვენი კოლეგები მეთანხმებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს - ბორელი "მქონდა საუბარი იმის თაობაზე, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სიმბოლური, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს შემდეგი ეტაპის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მე მათ ვუთხარი, რომ ჩვენი ქვეყანა არის სრულად მზად და დაახლოებით ივნისის ბოლოს დავასრულებთ ყველა ამ პრიორიტეტის შესრულებას და არჩევანი შემდეგ უკვე, ბოლო სიტყვა, სათქმელი იქნება ევროპაზე. მე მათ ვუთხარი, რომ ამ მეტად რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში რა თქმა უნდა, ერთადერთი სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება არსებობს ევროპაში, რომ როგორც მოლდოვას და უკრაინას მისცეს სტატუსი, საქართველოსაც მოგვანიჭონ სტატუსი. ვუთხარი, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარი იქნება, ეს იქნება მორიგი უსამართლობა და იქნება ძალიან დიდი სტრატეგიული შეცდომა. ამაშიც ჩვენი კოლეგები მეთანხმებიან. მე ასევე მქონდა ორმხრივი შეხვედრებიც, მქონდა საუბარი პრეზიდენტ მიშელთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ შევინარჩუნოთ და ამას სხვათა შორის ყველანი დიდი აღფრთოვანებით ხაზს უსვამდნენ, რომ ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება, მიუხედავად ამ გამოწვევებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს და ჩვენ მივდივართ წინ. აი ეს იყო მთავარი საუბრები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილის თქმით, მათ ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაშია. მე ვისაც ვესაუბრე, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს, ყველასგან მივიღე სიტყვიერი დაპირება, რომ ისინი მხარს დაგვიჭერენ, როცა იქნება განხილვა ჩვენი საკითხის. ისინი აღიარებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, ესმით ძალიან კარგად, რომ ჩვენი ქვეყანა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში. მიმაჩნიაu, რომ ძალიან რთული იქნება სხვა აზრის გამარჯვება, იმდენად კარგად ესმით ეს რეალობა“, - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-ზე მისი განცხადება განმარტა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან განმარტა უკრაინაში ომის დაწყების მიზეზზე მის მიერ გაკეთებული განცხადება და ოპონენტების კრიტიკას უპასუხა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას ომის დაწყებაში NATO არ დაუდანაშაულებია, არამედ თქვა, რომ ომი უკრაინის სურვილის გამო მოხდა. "ახალი არაფერი მითქვამს, სულ რამდენიმე დღის შემდეგ, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა ბრატისლავაში, მანაც სხვა ფორმულირებით, უბრალოდ სიტყვა NATO-ს მაგივრად თქვა - "ევროპული ოჯახი". პრემიერის თქმით, "აღნიშნული არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ ამახინჯებენ სიმართლეს". ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არაფერი უკვირს "მავნებელი, მოღალატე ძალებისგან და მათ მიერ დაქირავებული კორუმპირებული ლობისტებისგან და არც აინტერესებს, რას იტყვიან. "მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო ჩვენი საზოგადოებისთვის და მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ მე ახალი არაფერი მითქვამს, ამას იმეორებდნენ და ამბობდნენ, მათ შორის ჩვენი ომის შემდეგაც, თუ კარგად ნახავთ ყოფილი და მოქმედი ლიდერების გამონათქვამებს.[პრემიერის განცხადებიდან] სულ რამდენიმე დღის შემდეგ, მეორე, თუ მესამე დღეს, ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა, თუ არ ვცდები იმავე დარბაზში, ბრატისლავაში და უბრალოდ სხვა ფორმულირებით, სიტყვა NATO-ს მაგივრად თქვა, "ევროპული ოჯახი" და თქვა, რომ უკრაინა ამის გამო ისჯება. ევროპული არჩევანის გამო მოხდა თურმე ეს ომი. მე ვთქვი, რომ ნატო-ს გამო კი არა, უკრაინის სურვილის გამო მოხდა ეს ომი, ასე რომ ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ ამახინჯებენ სიმართლეს. აქ ახალი არაფერი თქმულა. მე ნატო კი არ დავადანაშაულე ამ ომის დაწყებაში. ეს ხომ აბსურდია - როგორ შეიძლება ამაზე სერიოზულმა ადამიანმა სერიოზული კომენტარი გააკეთოს.ასეთ ვითარებაში, როდესაც ჩვენი ქვეყანა თავად ოკუპირებულია, თავისი გამოწვევები აქვს, გაცხადებული მიზანი აქვს, რომ გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ამ დროს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს რომ ადანაშაულებენ, ასეთი არასერიოზული ბრალდებებით ასაჩუქრებენ, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა. თუმცა არაფერი არ მიკვირს მავნებელი და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატე ძალებისგან და მათ მიერ დაქირავებული კორუმპირებული ლობისტებისგან. სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს, რას იტყვიან. მე მაინტერესებს ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები“, - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე უკრაინაში ომის დაწყების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა, რომ „ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება — ხომ ასეა? და ბევრი სხვა მიზეზი“.
ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის ვიცე-პრემიერს, ჟოლტ შემიენს შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით. განიხილეს, თუ რა მიმართულებით არის შესაძლებელი აღნიშნული კავშირის კიდევ უფრო გაღრმავება. აღინიშნა, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის გამორჩეული ურთიერთობების დასტურია გასულ წელს ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც საქართველო-უნგრეთის მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს ჩარჩოს წარმოადგენს. მთავრობის მეთაურმა ჟოლტ შემიენს მადლობა გადაუხადა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უნგრეთის ვიცე-პრემიერის კაბინეტის უფროსი პიტერ იენიკი, უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო, ხოლო საქართველოს მხრიდან, ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
პრემიერი: მოუთმენლად ველი, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი "ერდოღანის ძლიერი ლიდერობის" პირობებში, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას ელის. შესაბამისი პოსტი ღარიბაშვილის Twitter-ზე გავრცელდა მას შემდეგ, რაც ის ხელახლა არჩეული პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო. "თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვულოცავ და გულითადად ვუსურვებ მშვიდობიან, სტაბილურ და წარმატებულ საპრეზიდენტო ვადას ჩვენი მეგობრული ერის ლიდერის რანგში. მისი ძლიერი ლიდერობის ქვეშ მოუთმენლად ველი, რომ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, - აღნიშნავს პრემიერი. ცნობისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო. ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია ანკარაში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიტყვით მიმართა. ინაუგურაციის შემდეგ, მაღალი დონის სტუმრებს თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჩანქაიას სასახლეში სადილზე უმასპინძლა. ინაუგურაციის ცერემონიას 100 მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ სახელმწიფოს ლიდერები, პრემიერ-მინისტრები, ასევე მაღალი დონის დელეგაციები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ფინანსურ სექტორში ყველა მიმართულებით ძალიან პოზიტიური დინამიკაა - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აპრილში საქართველოს 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა და დინამიკა ყველა ფინანსურ სექტორში ძალიან პოზიტიურია. „აპრილში ჩვენ 7,5% ეკონომიკური ზრდა გვქონდა, რაც მიმდინარე ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ძალიან დამაიმედებელია. აპრილის თვეში ექსპორტის მოცულობა 20%-ით გაიზარდა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ ამ წლის პირველ კვარტალში 100%-ს გადააჭარბა. ზრდა ფიქსირდება სამშენებლო სექტორში, სადაზღვევო-საფინანსო, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორებში. ზოგადად, დინამიკა ძალიან პოზიტიურია და ამას შენარჩუნება სჭირდება. მოგეხსენებათ, რომ ამ ყველაფრის მთავარი განმაპირობებელი არის ის მშვიდობიანი პერიოდი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს და ასევე, ის სწორი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა დაასახელა ადგილი, სადაც თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობა განიხილება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თბილისში ახალი, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენება იგეგმება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი პროექტი ვაზიანის ყოფილი აეროპორტის ადგილას აშენდება. „ჩვენ დავამუშავეთ ორი ვარიანტი: ერთი იყო არსებული აეროპორტის განვითარება და გაფართოება. მაგრამ ამ აეროპორტს აქვს თავისი მინუსები, შეზღუდვები და ვერ იძლევა რეალურად დიდი განვითარების შესაძლებლობას. მით უმეტეს, თუ გვინდა, რომ გავხდეთ რეგიონში საავიაციო ჰაბი, ეს აეროპორტი და მისი ტერიტორია ვერ გვაძლევს ამის საშუალებას. აქედან გამომდინარე, ეკონომიკურ საბჭოზე დავსვით ეს საკითხი და მივედით იმ დასკვნამდე, რომ თუ გვინდა 20, 30, 50, თუნდაც 100-წლიანი პერსპექტივით ვიზრუნოთ ქვეყანაზე, ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვოთ გამართული ინფრასტრუქტურა და აეროპორტი, აუცილებელია ახალი ლოკაციის შერჩევა. ასეთი ლოკაცია თბილისში არის ვაზიანი ყოფილი აეროპორტი. ჩემი დავალებით ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთის ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თურქმენეთის ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრს, ბეგენჩ გოჩმოლაიევს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით. „საუბარი შეეხო საგარეო ვაჭრობის კუთხით არსებულ პოტენციალს და განხილულ იქნა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ორმხრივი ვაჭრობის გასაზრდელად. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ მნიშვნელოვან პარტნიორობას ენერგეტიკის სექტორში. განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. გამოითქვა მზადყოფნა ორმხრივი ტურისტული ნაკადების შემდგომი ზრდისთვის. მთავრობის მეთაურმა ბეგენჩ გოჩმოლაიევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თურქმენეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას ესწრებოდნენ თურქმენეთის ვაჭრობისა და ეკონომიკის სამინისტროს სამართლებრივი რეგულაციისა და ეკონომიკური კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი მირატ მურადოვი, თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დოვლეტმირატ მურატოვი, ხოლო საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში კონსტანტინე საბიაშვილი.
უნგრეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის თავდაცვის მინისტრს, კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკის შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „აღინიშნა უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანნა მარია შიკო ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. დღესვე კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკის საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში გამართული ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ კოლეგებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ უნგრეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე გვერდში დგომისთვის. „შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორობას, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის. მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ქართველი და უნგრელი სამხედროების მიერ NATO-სა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციებში შეტანილ წვლილს და ერთობლივ მონაწილეობას“, - წერია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში. ვიზიტის ფარგლებში კრიშტოფ სალაი-ბობროვნიცკი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა და გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების მემორიალი.
სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები პრემიერს შეხვდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე ვოლფგანგ სობოტკას, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, მარკეტა პერაკოვა ადამოვას და სლოვაკეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, ბორის კოლარს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიის, ჩეხეთის და სლოვაკეთის რესპუბლიკებს შორის მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობის ფართო სპექტრი მიმოიხილეს. ხაზი გაესვა, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების ხელშეწყობის პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ „სლავკოვის ფორმატის” ფარგლებში აღნიშნული ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები საქართველოს ეწვივნენ, რაც მათი მხარდაჭერის დემონსტრირებაა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნების პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა დაეხმარება საქართველოს, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე. ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ საქართველო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინშია და ქვეყანა ინკლუზიურად, თანმიმდევრულად და გამჭვირვალედ ასრულებს 12 პრიორიტეტს. ითქვა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო პარტნიორად და უსაფრთხოების მოკავშირედ. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც თავისთავად შეამცირებს პოლარიზაციას და ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. საუბარი შეეხო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს. ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. მთავრობის მეთაურმა ავსტრიის, ჩეხეთის და სლოვაკეთის რესპუბლიკების პარლამენტის თავმჯდომარეებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა მათი წვლილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან: ავსტრიის, ჩეხეთის და სლოვაკეთის რესპუბლიკების დელეგაციების წევრები და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, ხოლო საქართველოს მხრიდან: საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს 9 ივნისს, ბერლინში შეხვდება
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს 9 ივნისს ბერლინში მიიღებს. ამ ინფორმაციას კანცლერის ოფისი ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილსა და ოლაფ შოლცს შორის მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება მიმდინარე საერთაშორისო, უსაფრთხოებისა და ევროპული პოლიტიკის, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია დაგეგმილი არ არის. ასევე წაიკითხეთ: ინტერვიუ გერმანიის ელჩთან აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინატორი, რობინ ვაგენერი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვია. გერმანიის საელჩოს ცნობით, ვაგენერი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილს, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს, ასევე სხვა დეპუტატებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. „საქართველოში მივემგზავრები, რათა მკაფიო გავხადო, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, ეს პერსპექტივა რეალობად იქცეს. ამასთან, ნათელია, რომ ევროკავშირისაკენ მიმავალი გზა მარტივი არ არის. ჩვენ დავინახეთ, რომ აუცილებელი რეფორმების გატარება არ არის ადვილი და ხანდახან წინააღმდეგობებს აწყდება. ვაღიარებ იმ ნაბიჯებს, რომლებიც მთავრობამ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად გადადგა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამის შესახებ ვისაუბრებ მთავრობის, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა საქართველოში ჩამოსვლამდე ვაგნერმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. საქართველო ახლა 12 რეკომენდაციის შესრულების ეტაპზეა, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
პრემიერმა ისაუბრა, რა საკითხებს განიხილავს ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერთან დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ საინტერესო და შინაარსიან საუბარს ელის. „გიდასტურებთ, რომ ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში, ფედერალური კანცლერის მიწვევით, სადაც მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე, ზოგადად, ამ რთულ სიტუაციაზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა უკრაინის ომის შემდეგ; ომის გავლენებზე, რომელიც ყველას გვეხება და ბუნებრივია, საქართველოს, რომელიც პირველი იყო მსხვერპლი და ჩვენ, 2008 წელს გამოვიარეთ ეს უბედურება, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში“. „მე მასთან მქონდა არაერთი საუბარი, შარშანაც ვიყავი ოფიციალური ვიზიტით, მისი მიწვევით. მინდა, მადლიერება გამოვხატო, რადგან ის ყოველთვის ღიად და ხმამაღლა აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას. ოლაფ შოლცი ყველა გამოსვლაში უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას. ასე რომ, მე მადლიერი ვარ. შეხვედრის შემდეგ მოგახსენებთ შედეგებზე“, - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს. ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს 9 ივნისს, ბერლინში შეხვდება
ამტკიცებდნენ, თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი, ვაწამეთ, მთელი ეს სიბინძურე დასრულდა სტრასბურგის ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებით - ღარიბაშვილი
ამტკიცებდნენ, თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი, ვაწამეთ, მოვკალით - მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს, მთელი ეს სიბინძურე დასრულდა სტრასბურგის ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „რეალურად ასეთი მასშტაბის ძარცვა მთელი ევროპის მასშტაბით არავის ჩაუდენია. დადასტურებულია, რომ ერთი მილიარდი ევროა მოპარული ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილისა და მისი კომპანიების ამ თაღლითური სქემების მეშვეობით. ჩვენ არ მოგვისმენია არავითარი განმარტება, გარდა იმისა, რომ უსუსური მცდელობები ჰქონდათ, რაღაცები ვიღაცებს გადააბრალეს. „ბიბისის“, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული, მაღალსაიმედო ორგანიზაცია, გამოძიებით და არამხოლოდ, მათ შორის გერმანიის გამოძიებითაც, დადასტურებულია და ჩვენ ამ გამოძიებაში ჩართული ვიყავით. ჩვენი გამოძიება თანამშრომლობდა და ძალიან ბევრი ერთობლივი ღონისძიება ჩავატარეთ, რომ გამოგვეძიებინა ეს თაღლითური სქემები. ათასობით პენსიონერია გაძარცვული თქვენი მფლობელის, კეზერაშვილის მიერ. თქვენი კომპანია და ოპოზიციური არხები ფინანსდებიან მოპარული ფულით, ნაძარცვი ფულით. მანამდე ამ კაცმა გაძარცვა ქართული ჯარი, ბიზნესი დაატერორა მან და სააკაშვილმა და ახლა მთელი ევროპა გაძარცვა. რაც შეეხება კითხვას, ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ, მანამდეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის დროს ამერიკაში ყოფილი ელჩი იაკობაშვილი იყო ჩართული ახალი ლობისტური კომპანიების მოძიებაში. როგორც სააკაშვილმა დაიქირავა ლობისტური კომპანია და ოფიციალურად, მხოლოდ ერთ კომპანიაში, მილიონი დოლარი გადაიხადეს, რომ ის აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიქართული კამპანია ეწარმოებინათ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს, ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი... ეს არ სიამოვნებთ, მე რომ გამოვდივარ საერთაშორისო პლატფორმაზე და ამაზე ვსაუბრობ ღიად. {ვრცელდებოდა ინფორმაცია} თითქოს ჩვენ მოვწამლეთ სააკაშვილი, ვაწამეთ, მოვკალით... მაინც გაცოცხლდა და ყველაფერი კარგად აქვს. მთელი ეს სიბინძურე დასრულდა სტრასბურგის ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებით, რომ საქართველოს მთავრობა ყველა პატიმარს და მათ შორის პატიმარ სააკაშვილს ეპყრობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ღარიბაშვილი მოლდოვის სამიტზე: რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად, ზელენსკი მაქსიმუმ 10-მა ლიდერმა ნახა
პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს. ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა მოლდოვაში პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, რომლის დროსაც, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ირაკლი ღარიბაშვილი არ შეხვედრია. ჟურნალისტის კითხვაზე, ვისი ინიციატივით არ შედგა კომუნიკაცია, მთავრობის ხელმძღვანელმა ასე უპასუხა: „თქვენ რომ გიყურებთ, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, რაც ხება მედიაში და ამ დეგრადირებულ ოპოზიციაში. არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული, იქ იყო 45 ლიდერი, აქედან შეიძლება, 5-მა, 6-მა, 10-მა ნახა მაქსიმუმ ზელენსკი, იქ რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად, საერთოდ ძალიან მარტივად იყო ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერმა. კითხვაზე - საშუალება რომ გქონოდათ, რას იზამდით, უსურვებდით წარმატებას? - პრემიერმა შემდეგი პასუხი გასცა: „მივესალმებოდი, მე საჯაროდ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვუსურვებთ უკრაინას ომის დასრულებას, ტერიტორიების გამთლიანებას და მშვიდობას“. პირველ ივნისს მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართა. ახალი სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ შეიქმნა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კახოვკის ჰესზე თავდასხმა რუსეთის მიერ წარმოებული „ბრუტალური ომის ერთ-ერთი შედეგია“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მედიის შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ „ეს არის ბრუტალური ომის ერთ-ერთი შედეგი“. მისი შეფასებით, დამანგრეველი ომის შედეგად განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის ოცი პროცენტი. რას გამოიწვევს კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება „ეს არის ერთ-ერთი შედეგი ამ ბრუტალური ომისა, დამანგრეველი ომისა, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, ეს ახალი არ არის, კახოვკის ჰესი გაგიკვირდათ, მაგრამ დღემდე განადგურებულია უკრაინის ტერიტორიის 20%, ქალაქები, სოფლები, მიწასთან არის გასწორებული, კახოვკის ჰესი ერთ-ერთია და სწორედ ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, მაშინ როცა ჩვენ მშვიდობის მნიშვნელობაზე მივუთითებთ ყოველდღიურად. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ვერ ვხედავთ რეალურად და მე მგონი ვერავინ ვერ ხედავთ, რეალურ მცდელობებს, რომ ეს ომი დასრულდეს, ან მოლაპარაკებების შესახებ მოწოდებები გაკეთდეს, პირიქით - ვხედავთ უფრო მეტ ესკალაციას, უფრო მეტ აგრესიას, ეს ერთ-ერთი გამოვლინებაა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის დამანგრეველი ომის შედეგად, დღემდე 20% არის ოკუპირებული, ეს არის დღევანდელი რეალობა და ამბობენ, რომ ტრილიონი დოლარია ზარალი, რომელიც მიადგა უკრაინას და ყველაზე უფრო მეტი, მძიმე - ადამიანების სიცოცხლე, 500-ზე მეტი ბავშვი არის გარდაცვლილი და ათიათასობით ადამიანი არის დაღუპული. ეს არის უბედურება. ეს არის კატასტროფა, რომელიც უნდა შეჩერდეს. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ მაგალითად რა შეიძლება იყოს ამ ომის ლოგიკური დასასრული?... მე მიმაჩნია რომ უნდა მოხდეს ყველაფერი, ყველამ უნდა გამოიყენოს ძალ-ღონე, რომ დასხდნენ მოსალაპარაკებლად და დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკებების პროცესი, ამას ალტერნატივა არ აქვს. მე გეტყვით რატომ: თქვენ დღეს ახსენეთ ჰესი, ხვალ შეიძლება, უფრო უბედურება მოხდეს. ადამიანების მკვლელობა უნდა შეჩერდეს, ეს არის ჩვენი პოზიცია“, - განაცხადა პრემიერმა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ბირთვული ომის რიტორიკა არათუ დაბრუნდა პოლიტიკურ დისკურსში, არამედ, ყოველდღიურად რეალური მუქარები მომდინარეობს და ამ დროს ამას სჭირდება სერიოზული რეაგირება. „მთავარი თემა - მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ბირთვული ომის რიტორიკა არათუ დაბრუნდა პოლიტიკურ დისკურსში, არამედ ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ, რომ რეალური მუქარები მომდინარეობს და ამ დროს ამას სჭირდება სერიოზული რეაგირება. პლანეტა და ჩვენი კონტინენტი მთლიანად შეიძლება, დადგეს ძალიან დიდი კატასტროფის წინაშე. ამ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ჩვენი ეს დესტრუქციული არარაოებები მოგვიწოდებენ რაღაც პროვოკაციული ქმედებების ჩადენისკენ, ეს არის იმდენად უპასუხისმგებლო განცხადებები, ქმედებები, რამაც შეიძლება საერთოდ გაანადგუროს ჩვენი ქვეყანა. როცა ქვეყანა, მით უმეტეს, 20% არის ოკუპირებული და აქ რუსული ჯარი გვიდგას, ჩვენი ამოცანაა ქვეყნის გადარჩენა, მშვიდობის შენარჩუნება, განმტკიცება, ზრდა, ეკონომიკის განვითარება. ძალიან ბევრი პროვოკაციული ქმედებაა - მაგალითად გეტყვით, ოპოზიცია მოითხოვდა როცა ომი ახალი დაწყებული იყო უკრაინაში, რომ ჩვენ მიგვეღო უკრაინიდან თვითმფრინავები, რომლებიც აქედან მოახდენდნენ მებრძოლების, მეომრების წაყვანას და ნებართვა ამაზე უნდა გაეცა მთავრობას, ანუ პირდაპირ თუ არაპირდაპირ სახელმწიფო გამოდიოდა უკვე ჩართული ამ კონფლიქტში, თქვენ გესმით ამის მნიშვნელობა?! და მით უმეტეს მაშინ, როცა არც ერთი, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არც ერთი სახელმწიფო ამას არ აკეთებდა და არ აკეთებს დღესაც. ეს ერთ-ერთი მაგალითი და სხვა უამრავი მაგალითები არსებობს ამის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში, „ტორპედოს“ რეაბილიტირებული სტადიონის მონახულების შემდეგ მედიასთან კომენტარში.
გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოს ჩასატარებლად ახალი გენერალური გეგმა შემუშავდება - მთავრობა
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოს ჩასატარებლად ახალი გენერალური გეგმა შემუშავდება. მისივე თანახმად, ღარიბაშვილმა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანესთან და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად გელათის მონასტერი დაათვალიერა. მან მონასტერში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და ამ კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სამონასტრო კომპლექსში აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა შემუშავდეს ახალი ერთიანი გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც კვლევების საფუძველზე აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესში საქართველოს საპატრიარქოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. გელათის მონასტერში პრემიერ-მინისტრთან ერთად აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
პრემიერ-მინისტრი ფრანგული ენერგოკომპანიის EDF-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფრანგული ენერგოკომპანიის - EDF-ის ვიცე-პრეზიდენტს, საერთაშორისო დირექტორს ბეატრის ბუფონს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. "განიხილეს ქვეყნის პოტენციალი ენერგეტიკის სექტორში. აღინიშნა, რომ ამ მხრივ საქართველო განვითარების აქტიურ ფაზაშია. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის იდგმება. აქვე, ხაზი გაესვა თანამედროვე, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული ბაზრის მნიშვნელობას. EDF-მა გამოთქვა მზადყოფნა საქართველოში განახლებადი ენერგიების სფეროში ინვესტირების, ძირითადად ჰიდროელექტროსადგურებში და ასევე, დაინტერესდა ქარისა და მზის პროექტებით. ირაკლი ღარიბაშვილმა ბეატრის ბუფონს ფრანგულ ენერგოკომპანიასთან საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის მზადყოფნა დაუდასტურა. შეხვედრას საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი, ფრანგული ენერგოკომპანიის - EDF -ის ევრაზიის დირექტორი მარკ ჟირარდი, პროექტის ხელმძღვანელი სედრიკ ლავისიერი, ხოლო საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ოლაფ შოლცთან პირისპირ შეხვედრას ბერლინში გამართავს.
ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან დღეს ბერლინში პირისპირ შეხვედრას გამართავს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გერმანიის ფედერალურ კანცლერ, ოლაფ შოლცთან პირისპირ შეხვედრას ბერლინში დღეს გამართავს. პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გუშინ გაემგზავრა. ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
ოლაფ შოლცმა საქართველოს მთავრობას აუცილებელი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდა
გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი ოლაფ შოლცისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შეხვედრის შინაარსს ავრცელებს. გერმანული მხარის ცნობით, ლიდერების მიერ განხილულ საკითხებს შორისაა: გერმანია-საქართველოს მრავალმხრივი თამაშრომლობის გაღრმავება, უსაფრთხოების და ევროპის პოლიტიკის აქტუალური საკითხები და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გლობალური შედეგები. ცნობილია, რაზე ისაუბრეს, ოლაფ შოლცმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ფედერალურმა კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია კვლავინდებურად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ კურსს და მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები საჭირო რეფორმების გატარების მიმართულებით. კანცლერის ოფისის ინფორმაციაში მითითებულია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები განსაზღვრავს კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზას. ამ კონტექსტში კანცლერმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მომავალი კვირების განმავლობაში მაქსიმალურ ძალისხმევა მიმართოს აუცილებელი ღონისძიებების დროულად და ძალზე აქტიურად გასატარებლად. „უსაფრთხოების პოლიტიკაზე საუბრისას ფედერალურმა კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ფედერალური კანცლერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც შეინარჩუნებენ ღია და შედეგზე ორიენტირებულ დიალოგს და კვლავინდებურად ექნებათ მჭიდრო კომუნიკაცია”, - ნათქვამია გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოლაფ შოლცმა დაადასტურა უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - ფიშერი
ოლაფ შოლცმა დაადასტურა უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. საჭიროა რეფორმებთან დაკავშირებული სწრაფი და გადამწყვეტი ნაბიჯები მომდევნო კვირებში, - ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის გამართულ შეხვედრას. „მან დაადასტურა გერმანიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - წერს ელჩი „ტვიტერზე“. შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა გუშინ გაიმართა.
კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება - ირაკლი ღარიბაშვილი
აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ჰაერის დაბინძურების მიმართულებით აღნიშნული საკითხი მთავარი პრობლემის გამომწვევია. „6 წელია საწვავზე მაქსიმალურად დიდ კონტროლს ვაწარმოებთ, ხარისხი მოწმდება, სისტემატიურად. გეტყვით, რომ ჩვენ სხვა კომპლექსური ღონისძიებები დავგეგმეთ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს გაუმართავი ავტომობილები რიგ შემთხვევაში ბიზნესად არის გადაქცეული. ე. წ. კატალიზატორების საკითხი და პრობლემა. ჩვენ ამის თაობაზე საკითხი შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება. სამწუხარო რეალობაა და პრაქტიკაში ჩვენ ვიცით, რომ ავტომობილებს აცლიან ამ დეტალს, კატალიზატორს და ყიდიან უცხოეთში. ეს არის მთავარი პრობლემის გამომწვევი. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან მალე შედეგი გვექნება. ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ევრო 5-ის სტანდარტის შემოღებაზე: არ შეეხება არცერთ უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილს
გარემოს ეროვნული სააგენტო რეგულარულად მოახდენს ჰაერის ხარისხის გაზომვას, მონიტორინგს - , ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ქვეყანაში ორი პრობლემური და დამაბინძურებელი გვაქვს, ესენია მყარი ნაწილაკები და აზოტის ორჟანგი. „ამას უფრო დეტალურად განმარტავენ ჩვენი შესაბამისი სპეციალისტები, მაგრამ ბოლო 4 წლის გაზომვები გვაჩვენებს, რომ აზოტის ორჟანგით ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყარო არის სწორედ ეს მოძველებული და გაუმართავი ავტოტრანსპორტი. კერძოდ, ამ დამბინძურებლის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება უმსხვილეს ქალაქებში, თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზესტაფონში, მარნეულში, ხაშურში, ახალციხეში და ჭიათურაში. გეტყვით, რომ აღნიშნული პრობლემა ყველაზე მძაფრად დედაქალაქში დგას, სადაც ყოველდღიურად ყველაზე მეტი ავტომობილი მოძრაობს. თბილისში ნორმების გადაჭარბება 25-დან 13 ლოკაციაზე ფიქსირდება და ამ ლოკაციებზე, რიგ ქუჩებზე გადაჭარბება ორჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. რაც ყველაზე მეტად ყურადსაღებია, ჩვენ გასულ წელს გავზომეთ ჰაერის ხარისხი და ბოლო პერიოდში გაზრდილია საგრძნობლად ეს მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების მოცულობა. ამას სჭირდებოდა დროული რეაგირება. ჩვენ ასევე გადავხედეთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას. რეგიონში არც ერთი ქვეყანა აღარ დარჩა, რომელმაც ევრო 5-ის სტანდარტზე არ გადაიყვანა მთელი ავტოპარკი და ეს რეგულაციები მანამდე უკვე შემოღებული აქვთ ზოგიერთ ქვეყნებს, მათ შორის, ჩვენს მეზობლებს სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც, ევროპაზე, რა თქმა უნდა, აღარ მაქვს საუბარი. ევროპაში დიდ ხანია ეს სტანდარტია დაწესებული. კიდევ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, არ შეეხება არც ერთ უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილს. საუბარი არის იმ ავტომობილზე, რომელსაც შეიძენენ 2024 წლის პირველი იანვრიდან. პრაქტიკაში ეს იქნება 2013 წელს გამოშვებული ავტომობილები და უფრო ახალი ავტომობილები“, - განაცხადა პრემიერმა.
მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ საზოგადოებასა და მთავრობას შორის ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად ინტენსიური იყოს - ჰერჩინსკი
შემიძლია დავადასტურო, რომ დღეს საღამოს პრემიერ-მინისტრს შევხვდებით - მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ საზოგადოებასა და პრემიერ-მინისტრს, ისევე როგორც მთელ მთავრობას, ყველა მინისტრს შორის ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად ინტენსიური იყოს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ შევდივართ საკვანძო მომენტში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაგეგმილ შეხვედრაზე კომენტირებისას განუცხადა. „შემიძლია დავადასტურო, რომ დღეს საღამოს პრემიერ-მინისტრს შევხვდებით. ჩვენ ამას მისი მიწვევით ვაკეთებთ, ამიტომ ინიციატივა პრემიერ-მინისტრის იყო, მაგრამ ერთმანეთს რეგულარულად ვხვდებით. ჩემი აზრით, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ საზოგადოებასა და პრემიერ-მინისტრს, ისევე როგორც მთელ მთავრობას, ყველა მინისტრს შორის ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად ინტენსიური იყოს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ შევდივართ საკვანძო მომენტში, როდესაც ევროკომისია წარადგენს ოქტომბერში გაფართოების ანგარიშს და შემდეგ ევროკავშირის ლიდერები, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას მომავალი ნაბიჯების შესახებ“, - აღნიშნა ელჩმა.
სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული - კანონპროექტი
პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, აღნიშნული საკითხის რეგულირებისთვის პარლამენტში კანონპროექტი უკვე გაგზავნილია. „საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს და ეს უფრო კომპლექსური საკითხია, ვინაიდან უკავშირდება ზოგადად ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ქვეყნის იმიჯს და ა.შ. ეს არის სუროგაციის საკითხი. რამდენიმე ხნის წინ, ჩვენ დემოგრაფიის საკითხებზე მომუშავე საბჭო შევქმენთ. ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად, რაც გამოიკვეთა, ეს არის სუროგაცია და ზოგადად, ამასთან დაკავშირებული პრობლემები. იცით, რომ უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საკითხი და ბოლო წლებია, საერთოდ არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ შევისწავლეთ ევროპის მაგალითები. ამ თემაზე დიდი ხანი მუშაობდა ზურაბ აზარაშვილის უწყება. მინდა მაგალითები მოგიყვანოთ, ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორც არის საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, იტალია, ლიტვა, ესტონეთი, აღარ გავაგრძელებ, სუროგაცია მთლიანად, სრულად არის აკრძალული. არსებობენ ქვეყნები, სადაც ეს ჰიბრიდული მოდელი ნაწილობრივ არსებობს, დაშვებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ბელგია, გაერთიანებული სამეფო, დანია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია. ჩვენ ამის თაობაზე მსჯელობა გვქონდა. ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი სურვილია, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული ანუ უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთს, უხეშად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება. ეს ონლაინაც ხდება, ძალიან ბევრი რეკლამაც ვრცელდება და ვფიქრობთ, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება. ამას წინათ, ჩვენ მთავრობის სხდომაზე გვქონდა მსჯელობა ამასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი რეკლამა ვრცელდება და ჩვენ მოქალაქეებს, ქალბატონებს სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ იცის, აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, საერთოდ რომელ წყვილს... არსებობს ინფორმაციები, რომ შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ აქ დაბადებული ბავშვები და უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს. სხვა სირთულეებსაც გადააწყდა ჩვენი უწყება, ჯანდაცვის სამინისტრო. ამიტომ, ამას სჭირდება რეგულირება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე განმარტებით,აღნიშნულის თაობაზე დამატებით ინფორმაცია საზოგადოებას ჯანდაცვის სამინისტრო მოახსენებს. „შესაბამისი კანონპროექტი გაიგზავნა პარლამენტში და იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს ჩვენ ამ ინიციატივას. აუცილებელია დარეგულირდეს. ვიმეორებ, ეს მხოლოდ დაშვებული იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის. მე ვიცი, ბევრი მსურველია, ვისაც შვილი არ უჩნდება, ამიტომ მიმართავენ სუროგაციის მეთოდს და რა თქმა უნდა, მათთვის ეს უნდა იყოს დაშვებული, საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოში. რა თქმა უნდა, ეს დაეხმარება დემოგრაფიას და ზოგადად, ვფიქრობ, ეს შესაძლებლობა უნდა დავუტოვოთ ჩვენ მოქალაქეებს“.
პრემიერ-მინისტრი ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრ დომინიკ ჰასლერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ დომინიკ ჰასლერის ვიზიტი მნიშვნელოვანი ეტაპია ორმხრივ ურთიერთობებში, რაც ახალ ბიძგს მისცემს ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობას. "ხაზი გაესვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ საქართველო არის საიმედო სატრანზიტო პარტნიორი, რომელიც მზად არის განავითაროს ძირითადი რეგიონული სატრანზიტო მარშრუტები, რომლებიც აუცილებელია რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ ურთიერთკავშირების გასაძლიერებლად.შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლებისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა დომინიკ ჰასლერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ლიხტენშტაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი არაფორმალურ გარემოში განიხილა. მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ საზოგადოებასა და მთავრობას შორის ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად ინტენსიური იყოს - ჰერჩინსკი „საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკას. ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. შეხვედრის მონაწილეებს მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ.
შარლ მიშელი ხვალ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება
საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება. ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ აუდიენცია ხვალ, 14 ივნისს, ბრიუსელში გაიმართება. უცნობია იქნება თუ არა საერთო განცხადება ან პრესკონფერენცია შეხვედრის შემდეგ.
ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ბელგიის სამეფოში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაური 14 ივნისს, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ასევე, იგეგმება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე. საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს კულტურის საერთაშორისო ფესტივალში - „ევროპალია“.
საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ტერიტორიული მთლიანობა, გლობალური გამოწვევები - ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის პრემიერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ალექსანდერ დე კროოს შეხვდა. პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრა ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, ინვესტიციების, ტურიზმის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მიმართულებით. "შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე. აღინიშნა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაცია საქართველოს მიერ თითქმის შესრულებულია. ამ ფონზე, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კრიტიკული მნიშვნელობა როგორც საქართველოს ევროპული მომავლის, ისე გეოპოლიტიკურ კონტექსტში. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას. ბელგიის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივი ვიზიტი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - „ევროპალია-საქართველოს" პროგრამის წარდგენის პარალელურად იმართება. ფესტივალი წელს სრულად ეძღვნება საქართველოს, რაც უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის ევროპის პოლიტიკურ ცენტრში საქართველოს ევროპული ისტორიის, იდენტობისა და კულტურის წარმოსაჩენად. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ევროპალია-საქართველოს" განსაკუთრებული დატვირთვა აქვს იმ ფონზე, როდესაც წლის ბოლოს ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება. პრემიერ-მინისტრებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბელგიის სამეფოს ფედერალური საჯარო სამსახურის საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და განვითარების თანამშრომლობის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის შესახებ", - ნათქვამია ინფორმაციაში. „ძალიან კარგი საუბარი შედგა ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრთან ალექსანდერ დე კროოსთან. განვიხილეთ რეგიონული და გლობალური გამოწვევები, ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის ბელგიის სამეფოს მადლობელი ვართ”, - წერია თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე განთავსებულ პოსტში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს აგრძელებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო. მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით. ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული გადაწყვეტილებაა და ხაზი გაუსვეს, რომ წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, მათ შორის, პოლარიზაციის დასრულების თვალსაზრისით“, - წერია ინფორმაციაში. მისივე თანახმად, საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. აქცენტი გაკეთდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. „შექმნილ ვითარებაში პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის, ისე საქართველოსა და ევროკავშირს შორის შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის საქმეში გაწეული პირადი ძალისხმევისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. „მოხარული ვარ, რომ შევხვდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ხაზგაზმით აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა და ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს საქართველოს ევროპული მომავლისადმი მისი პირადი მხარდაჭრისთვის”, - წერს Twitter-ზე თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილი.
მიშელი ღარიბაშვილს: სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს. „კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ბრიუსელში, ბატონო ღარიბაშვილო. ისტორიული ევროპული პერსპექტივით, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, საქართველოს ახალი ტრაექტორია განსაზღვროთ თაობებისთვის. სისტემური რეფორმები, ინკლუზიურობა და გამჭვირვალობა ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს. საქართველოს ხალხისთვის”, - წერს შარლ მიშელი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო სადილზე უმასპინძლა „მოხარული ვარ, რომ შევხვდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. ხაზგაზმით აღვნიშნეთ, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა და ვიმედოვნებთ, რომ ევროპული საბჭო მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს საქართველოს ევროპული მომავლისადმი მისი პირადი მხარდაჭრისთვის”, - წერს Twitter-ზე თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილი.
მთავრობის ადმინისტრაცია: პრემიერმა ვარჰეისთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ოლივერ ვარჰეის მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელების დადებით დინამიკასა და სახელმწიფოს ძალისხმევაზე, სრულად შეესრულებინა ევროკავშირის რეკომენდაციები. „ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის რეგიონის ფარგლებში დაკავშირებადობის ინიციატივებსა და ამ კუთხით საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებზე. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მხარს უჭერს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“, - წერია ინფორმაციაში. „ნაყოფიერი დისკუსია მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ბრიუსელში. განვიხილეთ 12 პრიორიტეტის შესრულების თვალსაზრისით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ჩვენ ვაფასებთ კომისრის მხარდამჭერ პოზიციას საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ წელს საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, - წერს Twitter-ზე თავის მხრივ, პრემიერი.
ოლივერ ვარჰეის თქმით, 12 პრიორიტეტის შესრულება უნდა დაჩქარდეს
ევროკავშირი საქართველოს რეფორმების ძალისხმევას მხარს უჭერს. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს რეფორმების ძალისხმევის მიმართ, პრემიერ-მინისტრთან გამართული დისკუსიის ფოკუსში იყო. ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი Twitter-ზე წერს. ვარჰეი საბჭოს მიერ დასახული 12 პრიორიტეტის განხორციელების დაჩარების მოწოდებით გამოდის, რათა საქართველომ ევროკავშირის გზაზე წინსვლა შეძლოს. „საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, - წერს ოლივერ ვარჰეი. მთავრობის ადმინისტრაცია: პრემიერმა ვარჰეისთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ბელგიის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს ელიან ტილიეს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები და ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განმტკიცების შესაძლებლობებზე. შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიეცა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო პარტნიორობას და ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური, ინვესტიციების, ტურიზმის, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. პრემიერ-მინისტრმა ბელგიის სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტთან შეხვედრისას ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და ევროკომისიის 12 პრიორიტეტის დიდი ნაწილის შესრულების მიმართულებით. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე და ხაზი გაუსვა წლის ბოლოს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო წელს პირველადაა წარმოდგენილი მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ისეთი მაღალი დონის საერთაშორისო კულტურულ ფესტივალში, როგორიცაა "ევროპალია". ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფესტივალი სრულად ეძღვნება საქართველოს, რაც ბელგიის სამეფოსა და მთლიანად ევროპაში ქვეყნის შესახებ ცნობადობის გაზრდას და საქართველოს ევროპული კულტურის პოპულარიზაციას მნიშვნელოვან იმპულსს მისცემს. ირაკლი ღარიბაშვილმა საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ელიან ტილიემ საქართველოს დელეგაციას ბელგიის სამეფოს პარლამენტის ისტორიული შენობა დაათვალიერებინა“, - წერია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრემიერი ბელგიაში: რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ასუსტებს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს, საქართველო მტკიცედ დგას ჩვენი მეგობარი ქვეყნისა და თავისუფალი სამყაროს გვერდით
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიაში, კულტურის საერთაშორისო ფესტივალის - "ევროპალიისა" და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვიდა. მან გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასუსტებს თანამედროვე ღირებულებებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მტკიცედ დგას ჩვენი მეგობარი ქვეყნისა და თავისუფალი სამყაროს გვერდით. „ძვირფასო სტუმრებო, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შეხვედრა ევროპის ისტორიის კრიტიკულ მომენტში მიმდინარეობს. რუსეთის შეჭრა უკრაინაში ასუსტებს თანამედროვე ღირებულებებს და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს. საქართველო მტკიცედ დგას ჩვენი მეგობარი ქვეყნისა და თავისუფალი სამყაროს გვერდით, უკრაინასთან და უკრაინელ ხალხთან. თავისუფალი სამყარო დღეს სერიოზული გლობალური გამოწვევების წინაშეა. რუსეთის შეჭრა უკრაინაში იყო ომის დასაწყისი, რომელიც ყველას გვეხება. ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველო ძალიან ხშირად განიცდიდა რუსულ აგრესიას. მოგეხსენებათ, რომ 15 წლის წინ რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა. ჩვენმა ქვეყანამ დიდი ადამიანური დანაკარგი განიცადა და ჩვენი ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ. და ბოლოს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ ყოფნისთვის და გაგიზიაროთ ქართველების მტკიცე რწმენა, რომ ქართველთა მრავალი თაობის მიზნის მიღწევა - ჩვენი ღირსეული ადგილის დაკავება ევროპის დემოკრატიულ ერთა ოჯახში, არა მხოლოდ საქართველოს ინტერესშია, არამედ, ასევე გახდის ამ ოჯახს უფრო ძლიერს და კიდევ უფრო გაერთიანებულს. დიდი მადლობა“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა სახალხო დამცველთან შეხვედრაზე, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილა - მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. „საუბარი შეეხო 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გაუმჯობესდა და რადიკალურად შეიცვალა ვითარება ამ კუთხით. ხაზი გაესვა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ორ დოკუმენტს, რომელთაგან პირველი მოიცავდა 2014-2020 წლებს, ხოლო მე-2 მოიცავს 2022-2030 წლებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები“, - აღნინულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს, ბრაიან კემპს, ჯორჯიის შტატის პირველ ლედის და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორის პატივსაცემად ვახშამი “ბიოლში” გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორმა და დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ოფიციალურ პირებთან. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჯორჯიის შტატის პირველი ლედი მარტი კემპი, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი თომას ქარდენი და ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის კომისარი ფეთ უილსონი.
ბრაიან კემპი: ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის გულთბილმა მიღებამ მიგვახვედრა, რომ ქვეყანასა და შტატს სახელის გარდა ბევრი რამ აქვს საერთო
ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის გულთბილმა მიღებამ მიგვახვედრა, რომ ქვეყანასა და შტატს სახელის გარდა ბევრი რამ აქვს საერთო, - აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან კემპი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა „დღეს მე და მარტის გვქონდა პატივი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გვესაუბრა თავისუფლების, უწყვეტი პარტნიორობისა და ჩვენს მიერ ნაკისრი საერთო ვალდებულებების შესახებ. მისი გუნდის გულთბილმა მიღებამ და საქმისადმი ერთგულებამ კვლავ მიგვახვედრა, რომ ქვეყანასა და შტატს სახელის გარდა კიდევ ბევრი რამ აქვს საერთო“, – წერს ჯორჯიის შტატის გუბერნატორი მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.
ირაკლი ღარიბაშვილი Emaar Properties დამფუძნებელსა და მმართველ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Emaar Properties დამფუძნებელსა და მმართველ დირექტორს, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, სხვადასხვა მიმართულებით პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. "აღსანიშნავია, რომ კონკრეტული პროექტების შესწავლის მიზნით, კომპანიის წარმომადგენლებმა რამდენიმე ვიზიტი უკვე განახორციელეს საქართველოში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება ქვეყანაში Emaar Properties -ის მხრიდან ინვესტირების სურვილს. Emaar Properties მრავალეროვნული უძრავი ქონების განვითარების კომპანიაა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია 30 მილიარდზე მეტ აქტივებს ფლობს მსოფლიოს მასშტაბით და აზიის, ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო NDI-ის ხანგრძლივი და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და კარგი მმართველობის მხარდასაჭერად. "გამოითქვა მზაობა, რომ საქართველოს მთავრობასა და NDI-ს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის დინამიკა გაგრძელდება და მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი განხორციელდება. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და აშშ-ის მხრიდან 30 წლის განმავლობაში გაწეული ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობას. მხარეებმა ისაუბრეს 12 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელების პროცესზე. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი. ითქვა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ჩვენმა ქვეყანამ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია - ღარიბაშვილი
ჩვენმა ქვეყანამ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, რომლის აღსრულებაში ჩართულნი არიან სამთავრობო უწყებები და საერთაშორისო პარტნიორები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2023“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „რაც შეეხება ჩვენს ხედვას ამ მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით: ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, რომლის აღსრულებაში ჩართულნი არიან სამთავრობო უწყებები და საერთაშორისო პარტნიორები. ქვეყანაში ფუნქციონირებენ მკაფიოდ დელეგირებული უფლებამოსილებებით აღჭურვილი და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული უწყებები, რომელთა შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს ჩვენი მთავრობის მხრიდან. მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით წარმატებით ვთანამშრომლობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და ასევე სხვა პარტნიორებთან- ევროკავშირთან და ნატოს წევრ ქვეყნებთან. ჩვენს ქვეყანაში ვითარდება კიბერუსაფრთხოების სფეროში საგანმანათლებლო-კვლევითი მიმართულებაც, რათა ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს მოწინავე ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ფეხის აწყობა. და ბოლოს, დასკვნის სახით მინდა მოგახსენოთ, რომ ციფრული ტრანსფორმაციის და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევა, ჩვენი ქვეყნის უკეთესი, უფრო უსაფრთხო მომავლის საწინდარია და მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესის ნაწილი, რომელიც როგორც ჩვენ გავარკვიეთ , არის კიბერუსაფრთხოების განმტკიცება, ეს თანამედროვე ციფრული საზოგადოების და სისტემების ზოგადად მდგრადობას უზრუნველყოფს. კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა მომავალ წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. მე აღვნიშნე დასაწყისში, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის უკვე 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან გაიზრდება კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა და ყურადღება. მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ამ საკითხზე მსჯელობის სხვადასხვა ფორმატები, რის მაგალითიც დღევანდელი ფორუმია. კიდევ ერთხელ მე მინდა მთავრობის სახელით დაგიდასტუროთ ჩვენი მზაობა თანამშრომლობისთვის. მე მინდა ფორუმის ორგანიზატორებს მადლობა გადავუხადო და ფორუმის მონაწილეებს ვუსურვო წარმატებული დღე“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, „მაკდონალდსში“ მიმდინარეობდა ბავშვებში პროპაგანდა, რაც „ამორალური და მიუღებელია“
„რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნის ქსელში, მაკდონალდსში, მიმდინარეობდა სწორედ ბავშვებში ეს პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური და მიუღებელი კამპანია, ჩვენ მოვისმინეთ განმარტებები , მაგრამ ეს არ არის საკმარისი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც უკვე მიმდინარეობს ბაღებსა და სკოლებში, უცხოეთში. „მე თქვენი, „იმედის“ საშუალებით გავეცანი მონაცემებს, ბუნებრივია, ეს იყო უცხოური ორგანიზაციის კვლევა და როგორც თქვენ აღნიშნეთ 30 ქვეყანაში ჩატარდა ეს კვლევა და განსაკუთრებით საყურადღებო იყო საფრანგეთში ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდების 22 % აცხადებს თავს ლგბტ-დ, რაც ვფიქრობ, არის საგანგაშო ტენდენცია. მიმაჩნია, რომ რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, ყველა ადამიანის უფლებაა ეს, თუ როგორი ცხოვრების წესს აირჩევს, ჩვენ არავის საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში არ ვერევით, ეს არის მიუღებელი აბსოლუტურად, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც უკვე მიმდინარეობს ბაღებსა და სკოლებში, უცხოეთში. მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება, ჩვენ ამას დავიცავთ, ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ, იმიტომ რომ დაუშვებელი და მიუღებელია სკოლებში, ბაღებსა და ახალგაზრდებში ამ თემის პროპაგანდა. რა თქმა უნდა, რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რესტორნის ქსელში, მაკდონალდსში, მიმდინარეობდა სწორედ ბავშვებში ეს პროპაგანდა, რა თქმა უნდა, ეს არის ამორალური და მიუღებელი კამპანია, ჩვენ მოვისმინეთ განმარტებები , მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის მიუღებელია ის პასუხი, რომ თურმე ეს არის გლობალური კამპანიის ნაწილი და ამიტომაც ჩვენთანაც უნდა მივიღოთ. ასე არ მოხდება და მე ვფიქრობ, მისასალმებელია ის, რომ საზოგადოების რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და ადეკვატური“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რესტორნების ქსელის - "მაკდონალდსის" მფლობელი, თემურ ჭყონია ამბობს, რომ ამ კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ბოდიშს იხდიდნენ ცნობილი მომღერლის, ელტონ ჯონის შესახებ ბროშურების გავრცელებისთვის, მასთან შეთანხმებული არ იყო. მისი თქმით, ეს არის კომპანიის "დირექტორის კატასტროფული მოქმედება". „წიგნი, რომელიც Happy Meal-ის მენიუს მოჰყვებოდა, გლობალური მაკდონალდსის კამპანიის ნაწილია და სხვადასხვა ცნობილი ადამიანის ბავშვობის შესახებ ჰყვება. ერთ-ერთი ბოლო გამოშვება მუსიკოსებს, არეტა ფრანკლინსა და ელტონ ჯონს ეხება. "მაკდონალდს საქართველოს" განცხადება კი, ამ ბროშურას შეეხებოდა“. 16 ივნისს კი კომპანიამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ "მენეჯმენტი იზიარებს დაშვებულ შეცდომას და ბოდიშს უხდის საზოგადოებას". რამდენიმე საათში განცხადების ის ნაწილი, რომლითაც კომპანია ბოდიშს იხდიდა, შეიცვალა, მოგვიანებით კი საერთოდ წაიშალა ტექსტი. თემურ ჭყონიამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში რამდენიმე დღის წინ ისაუბრა მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ ელტონ ჯონის ბიოგრაფიის შესახებ ბროშურის გამო კომპანია "მაკდონალდს საქართველო" გააკრიტიკა. "არ გამოადგებათ ეს თემა უბრალოდ, იმდენად პოპულარულია "მაკდონალდსი"... ანტიდასავლური თემა ყველა ქვეყანაშია, ამერიკაშიც არსებობენ კომუნისტები, მაგრამ დომინანტური არ არის, ხო? საქართველოში მოსახლეობის 90%-ს თუ ევროკავშირის და NATO-ს წევრობა უნდა, ანტიდასავლური თემა როგორ გაიმარჯვებს? მცდელობა ყოველთვის იქნება. ქრისტეს ჰყავდა მოწინააღმდეგეები და "მაკდონალდს" რომ ჰყავდეს, რა პრობლემაა?" - ამბობდა თემურ ჭყონია.
ვნახეთ, რომ სააკაშვილი არც არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა და რაც დაგვიდგა, იყო მარტივი სპექტაკლი, შოუ, მასკარადი, თეატრი, ცირკი - ღარიბაშვილი
მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არასდროს წასულა ქართული პოლიტიკიდან - ყველამ ვნახეთ, რომ ეს ადამიანი არც არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა, არაფერი ხდებოდა, ეს იყო ჩვეულებრივი, მარტივი სპექტაკლი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა. ეს კაცი არის მიუნჰაუზენი, 600 დღის განმავლობაში ატყუებდა საზოგადოებას - კობახიძე სააკაშვილზე ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩართვას ვაპირებ - სააკაშვილი „მიმაჩნია, რომ სააკაშვილი არასდროს წასულა ქართული პოლიტიკიდან, მიუხედავად მისი სამარცხვინო განცხადებებისა და გამოსვლებისა. შეგახსენებთ, რომ იგი ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე წარდგა როგორც უკრაინის მოქალაქე და მოითხოვა უკრაინული ენის თარჯიმანი, რათა მას უკრაინულ ენაზე ესაუბრა. ამაზე მეტი დეგრადაცია და დაცემა ქართველი პოლიტიკოსის, მითუმეტეს, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მე მგონი, მსოფლიოს ისტორიას არ უნახავს. სააკაშვილმა რაც ჩაიდინა ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც ციხეში შევიდა, მთელი ეს შოუ, მასკარადი, თეატრი, ცირკი, რაც დაგვიდგა მან, ამის შემდეგ, რაც ის აღვირახსნილი, ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი კამპანია აწარმოა მან, მისმა ოჯახმა და მისმა ლობისტებმა, ამისთვის ყოველ დღე მათ უნდა მოუხადონ ბოდიში ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს საზოგადოებას. ხომ ყველამ ვნახეთ, რომ ეს ადამიანი არც არავის მოუწამლავს, არც კვდებოდა, არაფერი ხდებოდა, ეს იყო ჩვეულებრივი მარტივი ასე ვთქვათ, სპექტაკლი. ჩვენ ამას ვუხსნიდით საზოგადოებას, არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც, რომ ეს იყო თამაში და სპეკულაციები,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ოპოზიცია არის დაქსაქსული - ღარიბაშვილი
ოპოზიცია არის დაქსაქსული, დეგრადირებული, გაუბედურებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. "Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები სასაცილოა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარდა, კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“, პარტიული რეიტინგის თანახმად, მესამე ადგილზეა პარტია „საქართველოსთვის“. გამოკითხვის შედეგები ასე ნაწილდება:„ქართული ოცნება“ - 37%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 25, „საქართველოსთვის“ - 6%, „ლეიბორისტული პარტია“ - 5%, „ლელო“ - 4%, „გირჩი - მეტი თავისუფლება (ზურაბ ჯაფარიძე)“ - 4%, „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე) - 3%, „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3%, გირჩი“ (იაგო ხვიჩია) - 3%, „დროა“ - 2, „ალტ ინფო“ - 2%, „მოქალაქეები” - 2, „ხალხის ძალა“ - 2%, „ევროპული საქართველო“ - 1%, „პატრიოტთა ალიანსი“ - 1%. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა). ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.
პრემიერი ევროკომისიის ზეპირი მოხსენების გამოქვეყნებამდე: საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამისი შეითხვის საპასუხოდ, ბრიუსელში თავისი უკანასკნელი ვიზიტი და ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში გამართული შეხვედრები შეაფასა. მან ისაუბრა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესსა და მოლოდინებზე, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მიღებასთან დაკავშირებით უნდა ჰქონდეს. ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ ზეპირ მოხსენებას წარადგენს „მე პირადად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები უნდა გვქონდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, იქამდე ბევრი რამ არის გადასაწყვეტი. მე მათ დეტალურად ავუხსენი, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან და სრული რაპორტი ჩვენი საქმიანობის მიწოდებულია ევროკომისიაში. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ მშვიდად ევროკომისიის გადაწყვეტილებას. მე მათ კიდევ ერთხელ ვუთხარი, რომ მოცემულ ვითარებაში, ამ სიტუაციაში, რომელშიც ჩვენ ყველა ვიმყოფებით, მთელი მსოფლიო და ზოგადად, ევროპის კონტინენტზე რაც ხდება და უკრაინაში ეს დამანგრეველი ომი, ამან მთლიანად შეცვალა საერთაშორისო წესრიგი. მათ ვუთხარი, რომ ასეთ ვითარებაში, საქართველოს გამოყოფა იქნება სტრატეგიული შეცდომა დასავლეთის და ეს არ შედის არც დასავლეთის, არც ჩვენს ინტერესებში. ასევე მკაფიოდ ვუთხარი ჩვენს მეგობრებს, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი თუ არის პოლარიზაციის დასრულება, აუცილებლად უნდა მოგვანიჭონ სტატუსი, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი სპეკულაციის საგანი და პოლარიზაციის წყარო. თუ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს ავტომატურად, მინიმუმ გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს. ეს შეფასებები იყო, დანარჩენი დაველოდოთ. ჩვენ ამ კვირაში ველოდებით რაპორტს. ეს არ იქნება საჯარო ინფორმაცია, მაგრამ ალბათ, ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი ჩვენთვისაც მათ შორის, მაგრამ საბოლოო ჯამში, ოქტომბერში უნდა წარადგინოს ევროკომისიამ რეკომენდაცია ევროპული საბჭოს მიმართ, მისცეს თუ არა სტატუსი საქართველოს. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - განაცხადა პრემიერმა. 22 ივნისს, გენერალურ საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ შეხვედრაზე, ევროკომისია ზეპირ მოხსენებას წარადგენს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაში რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით. GAC-ის ორდღიანი შეხვედრა 21-22 ივნისს შვედეთის ქალაქ უფსალაში ჩატარდება. წევრობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვეტილება წლის ბოლოს უნდა მიიღოს. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი
ირაკლი ღარიბაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე შონ ო’ფარელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარე შონ ო’ფარელს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსა და ირლანდიას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას მიმდინარე თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გააქტიურების კონტექსტში. განსაკუთრებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული დინამიური საპარლამენტო ურთიერთობები. ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ ქვეყნებს შორის დიდი სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალია, რომელიც სრულად უნდა იქნას ათვისებული. საუბარი შეეხო მსხვილ ირლანდიურ ინვესტიციებსა და საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესკლიმატს. შეხვედრაზე აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები და გამოითქვა იმედი, რომ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი სათანადოდ დაფასდება. პრემიერ-მინისტრის თქმით, ირლანდიის აქტიური პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. ითქვა, რომ ხელისუფლება ინკლუზიურად, თანმიმდევრულად და გამჭვირვალედ ასრულებს 12 პრიორიტეტს და ქვეყანა რჩება ევროკავშირის საიმედო პარტნიორად რეგიონში. მთავრობის მეთაურმა ირლანდიის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, აგრეთვე აღინიშნა ირლანდიის მნიშვნელოვანი წვლილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების საკითხებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციის წევრები და საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარტინა ფინი, ხოლო საქართველოს მხრიდან: საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირლანდიაში გიორგი ზურაბაშვილი ესწრებოდნენ.
ცნობილია რაზე ისაუბრეს, ირაკლი ღარიბაშვილმა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანს, გუბერნატორ სეიფულლაჰ ჰაჯიმუფთუოღლუს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მისასალმებელია, რომ მთავრობებს შორის არის მზაობა არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად. ხაზი გაესვა, რომ საქართველო აფასებს თურქეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, არამხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ, არამედ უსაფრთხოების მიმართულებითაც. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და თურქეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე. ხაზგასმით აღინიშნა ამ მიმართულებით ურთიერთქმედების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობა რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი ესწრებოდნენ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი EBRD-ის დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მთავრობასა და EBRD-ს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობასა და იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელიც როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში, საერთო ჯამში, 283 პროექტში დაახლოებით 5 მლრდ ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული. "პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის პრიორიტეტული სფეროების დაფინანსების თვალსაზრისით EBRD-ის მხარდაჭერა ფასდაუდებელია. გამოითქვა იმედი, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებსა და დემოკრატიული განვითარების გზაზე მიღწეულ პროგრესს. ყურადღება დაეთმო იმ ფაქტს, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველოს მთავრობის ეფექტურმა პოლიტიკამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოუტანა. ამასთან ყურადღება დაეთმო კონკრეტულ მაჩვენებლებს, მათ შორის, აღინიშნა დადებითი ტენდენციები ტურიზმის მიმართულებით. მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით ხორციელდება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან EBRD-ის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ, რომელსაც EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი ხელმძღვანელობდა, ხოლო საქართველოს მხრიდან: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
სპეციალური დაცვის სამსახური ევროპული სტანდარტების თანამედროვე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა - ღარიბაშვილი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობას, მთელ პირად შემადგენლობას, თითოეულ მოქმედ თუ ვეტერან თანამშრომელს გულითადად გილოცავთ სამსახურის დაარსებიდან 29 წლისთავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური დაცვის სამსახური მაღალპროფესიულ, ევროპული სტანდარტების თანამედროვე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, რომელიც სრულად პასუხობს ჩვენი დროის გამოწვევებს. პრემიერმა კიდევ ერთხელ პატივი მიაგო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა ხსოვნას. „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, თქვენ უმნიშვნელოვანესი მისია იკისრეთ - თითქმის სამი ათწლეულია, რაც ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას, სახელმწიფოებრიობის დაცვასა და განმტკიცებას ემსახურებით. თქვენი საპასუხისმგებლო და ამავე დროს მაღალ რისკებთან დაკავშირებული საქმიანობა, პროფესიონალიზმთან ერთად, თავდადებას მოითხოვს. დღეს, თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს ჩვენი გმირების, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული თქვენი მეგობრებისა და კოლეგების ნათელ ხსოვნას. მოხარული ვარ, რომ დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, - სამსახურის ხელმძღვანელობისა და თითოეული თქვენგანის დიდი შრომით, მთავრობისა და ჩვენი პოლიტიკური გუნდის თანადგომით სპეციალური დაცვის სამსახური მაღალპროფესიულ, ევროპული სტანდარტების თანამედროვე ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, რომელიც სრულად პასუხობს ჩვენი დროის გამოწვევებს. მადლობას გიხდით ქართული სახელმწიფოს ერთგული მსახურებისთვის, კვლავაც თანადგომას გპირდებით და შემდგომ წინსვლას, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს,“- აღნიშნულია განცხადებაში.
ალიხან სმაილოვი: საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში
საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში, მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატიურად ვითარდება, -ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გასულ წელს 7-ჯერადად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია და შეხვედრაზე მის შემდგომ გაზრდაზე შეთანხმდნენ. „საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატიურად ვითარდება. საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ფართოა, ხოლო კავშირები - მჭიდრო. გასული წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყაზახეთს. დღევანდელი შეხვედრების ფარგლებში განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის თემატური საკითხები და ახალი, პერსპექტიული პროექტები. უპირველეს ყოვლისა მიმოვიხილეთ მზარდი სავაჭრო ბრუნვა და სასაქონლო ნომენკლატურის გაფართოების პერსპექტივები. გასულ წელს 7-ჯერადად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მისი შემდგომი გაზრდის მიზნით, შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატს. ბოლო 17 წლის განმავლობაში ქართველი ინვესტორების კაპიტალდაბანდება თითქმის 400 მილიონ დოლარს აღწევს. აქედან 100 მილიონზე მეტის ინვესტირება გასულ წელს განხორციელდა. ყაზახი მეწარმეების კაპიტალდაბანდება საქართველოს ეკონომიკაში 530 მილიონ დოლარს აღემატება“, - განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.
ყაზახეთის პრემიერი: მზად ვართ საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის, მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობათა გამოყენება
საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში, მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატიურად ვითარდება, - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გასულ წელს 7-ჯერადად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია და შეხვედრაზე მის შემდგომ გაზრდაზე შეთანხმდნენ. „საქართველო ყაზახეთისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. მეგობრობასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სისტემატიურად ვითარდება. საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ფართოა, ხოლო კავშირები - მჭიდრო. გასული წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ყაზახეთს. დღევანდელი შეხვედრების ფარგლებში განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის თემატური საკითხები და ახალი, პერსპექტიული პროექტები. უპირველეს ყოვლისა მიმოვიხილეთ მზარდი სავაჭრო ბრუნვა და სასაქონლო ნომენკლატურის გაფართოების პერსპექტივები. გასულ წელს 7-ჯერადად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვის მოცულობა და 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მისი შემდგომი გაზრდის მიზნით, შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატს. ბოლო 17 წლის განმავლობაში ქართველი ინვესტორების კაპიტალდაბანდება თითქმის 400 მილიონ დოლარს აღწევს. აქედან 100 მილიონზე მეტის ინვესტირება გასულ წელს განხორციელდა. ყაზახი მეწარმეების კაპიტალდაბანდება საქართველოს ეკონომიკაში 530 მილიონ დოლარს აღემატება“, - განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა. სმაილოვის თქმით, ყაზახეთი მზადაა საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის, რათა კასპიის და შავი ზღვის აუზების ათვისება მოხდეს მარშრუტების სახით. მისი თქმით, საქართველოს და ყაზახეთს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ ევროპასა და აზიას შორის ტრანზიტის კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფანს. გასულ წელს ამ მიმართულებით ტვირთბრუნვა ორჯერ გაიზარდა, საკონტეინერო გადაზიდვები - 30%-ით. დადებითი დინამიკა ნარჩუნდება. „გვსურს, საშუალოვადიან პერიოდში 10 მილიონ ტონამდე გავზარდოთ ტვირთბრუნვა. ამ მიზნით წარმატებით ვახორციელებთ გზამკვლევს - 2022 - 2027 წლებში დერეფნის განსავითრებლად და დაბრკოლებების მოსახსნელად. მზად ვართ საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებისთვის, რათა კასპიის და შავი ზღვის აუზების ათვისება მოხდეს მარშრუტების სახით. ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის შესაძლებლობათა გამოყენება სატვირთო გადაზიდვების მიზნით. „მოლაპარაკებების დროს ასევე განვიხილეთ მრავალი სხვა საკითხი, მათ შორის სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და ტურიზმი. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ივნისს დაიწყო პირდაპირი ფრენების განხორციელება ჩვენი ქვეყნების დედაქალაქებს შორის. ქართულ ავიაკომპანიებს მოვუწოდებთ ყაზახეთის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელებისკენ. დარწმუნებული ვართ, რომ ამას კარგი გავლენა ექნება ბიზნეს კავშირებზე და ხალხთა შორის ურთიერთობებზე, ისევე როგორც ტურიზმის სექტორზე. მოლაპარაკებების საფუძველზე რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. საერთო ჯამში, გვწამს რომ ამ სფეროებში ურთიერთობების განვითარება ახალ ბიძგს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას, ხოლო დადებული შეთანხმებები კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას. ყაზახეთის მთავრობა მზაობას აცხადებს ამ მნიშვნელოვანი პროექტების ერთობლივი განხორციელებისთვის“, - განაცხადა ყაზახეთის პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: მივესალმებით ყაზახეთის ენერგორესურსების ტრანსპორტირების გაზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების გამოყენებით
მივესალმებით ყაზახეთის ენერგორესურსების ტრანსპორტირების გაზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების გამოყენებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახეთის პრემიერ მინისტრ ალიხან სმაილოვთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს მიმზიდველი ყაზახური მხარისთვის. პრემიერი: საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი იყოს მოხსნილი და „შუა დერეფანი“ გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი „ამ მიმართულებით ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ ჩვენს მეგობრებთან. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ვაჭრობის მოცულობა გასულ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა. დაფიქსირდა 136%-იანი ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, სასიხარულოა. ეს ტენდენცია შენარჩუნებულია წელსაც. მინდა აღვნიშნო, რომ სავაჭრო ბრუნვამ წელს იანვარ-აპრილში უკვე შეადგინა 188 მლნ დოლარი, რაც 283%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ჩვენ ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ თანამშრომლობას და ზოგადად, ამ თანამშრომლობის გაძლიერებას კულტურის, განათლების, მეცნიერების და სპორტის სფეროებში. ჩვენს ასევე გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ გაგრძელდეს შემდგომი თანამშრომლობა ყაზახურ მხარესთან რეფორმების სფეროში ურთიერთგამოცდილების გაცვლის კუთხით. ასე რომ, ვფიქრობ ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი, ამ პოტენციალის სრულად ათვისებაზე სრული მზაობაა ორივე მხრიდან და მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ძვირფას მეგობარს ვიზიტისთვის. მე ძალიან დიდი კმაყოფილებით ვიხსენებ ჩემს ვიზიტს ყაზახეთში გასულ წელს. კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადე ბატონ პრემიერს გულთბილი მასპინძლობისთვის და ჩვენც, ქართველები შევეცადეთ, რომ სათანადო მასპინძლობა გამოგვეჩინა“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი ყაზახ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე: საქართველოს მთავრობა მზადაა, ააშენოს ანაკლიის პორტი და სამუშაო დაიწყება წელს
თბილისში ვიზიტით მყოფმა ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერთან გამართულ შეხვედრაზე, შუა დერეფნის საკითხიც განიხილა. ალიხან ისმაილოვთან მოლაპარაკებების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ამ თემაზე ისაუბრა. „მე აქვე მინდა შევეხო შუა დერეფნის საკითხს, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო და არის. გასული წლის ნოემბერში ჩვენ გავაფორმეთ სამმხრივი მემორანდუმი. ამ პროექტში ჩართული ვართ აზერბაიჯანთან ერთად, საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ყველა შემაფერხებელი ბარიერი იყოს მოხსნილი და „შუა დერეფანი“ გახდეს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი, მათ შორის ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, ჩინეთისთვის, ზოგადად აზიის ქვეყნებისთვის, რომ მეტი ტვირთი წამოვიდეს ამ მარშრუტის მეშვეობით შუა დერეფანი“. ღარიბაშვილმა ქვეყნებს შორის არსებულ საგზაო რუკაზეც გაამახვილა ყურადღება და ამ კონტექსტში ანაკლიის პორტის მშენებლობა ახსენა. „ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგზაო რუკა, რომელზეც უკვე შევთანხმდით ყაზახეთთან, ესაა 5 წლიანი გეგმა დაახლოებით, 2027 წლამდე ჩვენ ზუსტად ვიცით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა თავის მხრივ. ჩვენ ახლა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზაციის მიმართულებით, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და გააორმაგებს გამტარუნარიანობას ჩვენი რკინიგზის. ჩვენ ასევე გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი პროექტები დაგეგმილი ამ მიმართულებით, ვმუშაობთ ასევე ახალი პორტის მშენებლობაზე. მე ბატონ პრემიერ-მინისტრს პირადად ვაცნობე, რომ საქართველოს მთავრობა მზადაა, ააშენოს ახალი პორტი, ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტი და სამუშაოები დაიწყება წელს, შემოდგომაზე, ოქტომბერში დაახლოებით, მთავრობა იქნება მეპატრონე, 51% იქნება საქართველო მთავრობის და დანარჩენ 49%-ზე ჩვენ ვაპირებთ, გავმართოთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში 188 მლნ დოლარი შეადგინა. როგორც მან ყაზახ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ეს მონაცემი 283%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. „მინდა მივესალმო ჩემს კოლეგასა და მეგობარს, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრს. ეს არის პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მინდა ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით დავუდასტურო ჩვენი მადლიერება და პატივისცემა. ჩვენ ყაზახეთთან გვაქვს მჭიდრო, სტრატეგიული თანამშრომლობა და ურთიერთობა, მეგობრობა, რომელიც გამყარებულია ორ მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობითა და ურთიერთობით. ჩვენ გვქონდა ძალიან შინაარსიანი განხილვები, მიმოვიხილეთ მიმდინარე საკითხები, რომელიც უკავშირდება ყაზახეთსა და საქართველოს. აღვნიშნეთ, რომ გვახარებს ის ტენდენცია, რომელიც დაფიქსირდა ბოლო პერიოდში, ვგულისხმობ ექსპორტის, ზოგადად, სავაჭრო ბრუნვის ზრდას. ასევე, მინდა სიხარულით აღვნიშნო, რომ ყაზახეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება, მოხარულები ვართ, მეტი ყაზახი ტურისტი და ინვესტორი ვიხილოთ საქართველოში. ყაზახეთს განხორციელებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე განვიხილეთ დაგეგმილი პროექტები, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას“. ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა ყაზახეთის ენერგორესურსების ტრანსპორტირების გაზრდის პერსპექტივებს, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების გამოყენებით. „რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა იყოს მიმზიდველი ყაზახური მხარისთვის. ამ მიმართულებით ჩვენ უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ ჩვენს მეგობრებთან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერის განცხადებით, გასულ წელს ყაზახეთთან ვაჭრობის მოცულობა გაიზარდა. „დაფიქსირდა 136%-იანი ზრდა, რაც სასიხარულოა. ეს ტენდენცია შენარჩუნებულია წელსაც. წელს იანვარ-აპრილში სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 188 მლნ დოლარი. რაც 283%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ჩვენ ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაძლიერებას კულტურის, მეცნიერების, განათლების და სპორტის სფეროებში. ჩვენ ასევე გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ გაგრძელდეს თანამშრომლობა ყაზახურ მხარესთან რეფორმების სფეროში, ურთიერთგამოცდილების გაცვლის კუთხით. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი. ამ პოტენციალის სრულად ათვისებაზე სრული მზაობა არის ორივე მხრიდან. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ვიზიტისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერი: ზუსტად 9 წლის წინ, საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა, მჯერა, რომ ეს პროცესი კანდიდატის სტატუსის მონიჭებით გაგრძელდება
ზუსტად 9 წლის წინ საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა. ამ თავისთავად ისტორიულმა მოვლენამ სათავე დაუდო სხვა მიღწევებს, თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ზე წერს. ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შესაძლებლობა მისცა ქართველ მეწარმეებს, პროდუქცია ევროკავშირში ყოველგვარი ბარიერების გარეშე გაიტანონ. „ზუსტად 9 წლის წინ საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა. ამ თავისთავად ისტორიულმა მოვლენამ სათავე დაუდო სხვა მიღწევებს, თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციისკენ. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შესაძლებლობა მისცა ჩვენს მეწარმეებს, პროდუქცია ევროკავშირში ყოველგვარი ბარიერების გარეშე გაიტანონ. ვაჭრობის მუდმივად მზარდ დინამიკას ხელშესახები შედეგები მოაქვს ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის. ჩვენი მოქალაქეებისთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული პასპორტით ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რაც უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებამ მოიტანა. გასული წლის 3 მარტს ხელი მოვაწერე ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს. ამ პროცესის გაგრძელება იყო ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება; პირველად ჩვენს ისტორიაში, ევროპამ საჯაროდ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. მანამდე, ხანგრძლივი სტაგნაციის შემდეგ, 10 წელზე ნაკლებ დროში მიღწეული ეს მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლებისა და საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. მჯერა, რომ ეს პროცესი წლის ბოლოს ამ ძალისხმევის დამსახურებული აღიარებით, კანდიდატის სტატუსის მონიჭებით გაგრძელდება, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გადამწყვეტი ეტაპის დასაწყისად იქცევა”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
პრემიერი სანქციების საკითხებში ევროკავშირის, აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენელს დევიდ ო’სალივანს და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლებს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს და კუმარ აიერს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, პრემიერ-მინისტრი მიესალმა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას იმის ფონზე, რომ ქართულმა მხარემ ბრიუსელში გამართული შეხვედრების დროს არაერთხელ გამოხატა სპეციალური წარმომადგენლის ოფისთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი. „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან მიმართებით საქართველოს მუდმივ კოორდინაციაზე ევროკავშირთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან. ხაზი გაესვა სანქციებისთვის თავის არიდების პრევენციის მიზნით საქართველოს შესაბამისი სამსახურების ეფექტიან მუშაობას და ამ მიმართულებით, როგორც საქართველო-ევროკავშირის, ასევე, აშშ-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა პოზიტიურად ფასდება საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ“, - წერია ინფორმაციაში. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერაზე პოლიტიკური და ჰუმანიტარული მიმართულებით. აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების ვიზიტი თბილისში მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე. ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი თბილისს ეწვია, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილოს საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ, სანქციები და მათი ეფექტიანი განხორციელება. ამერიკის საელჩოს თანახმად, ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება. ამ ერთობლივ ვიზიტში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის სანქციების დესპანი, დევიდ ო’სალივანი და დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ აიერი. „ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან. ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში. იდენტური ცნობა გაავრცელა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობამაც იმ განსხვავებით, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი საქართველოში 26 ივნისს ჩამოვიდა. ოფიციალური შეხვედრები დღეიდან დაიწყო. ვიზიტებს წინ უძღვის ევროკავშირი მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტის დამტკიცება. უახლესი პაკეტის მიხედვით, ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის საკითხთან დაკავშირებით, მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობას გააფართოებს.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მტკიცედ დგას შეერთებულ შტატებთან
მთელი ისტორიის განმავლობაში თქვენი ქვეყანა ამაყად ატარებდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ჩირაღდანს, რაც ბრწყინვალე მაგალითს აძლევდა მსოფლიოს. შეერთებული შტატები გამუდმებით იცავდა ადამიანის საყოველთაო უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ხელს უწყობდა განვითარებასა და პროგრესს, მხარს უჭერდა კანონის უზენაესობას, რითაც თავის კვალს ტოვებდა მსოფლიო ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მტკიცედ დგას შეერთებულ შტატებთან. „ჩემთვის დიდი სიამოვნებაა დღეს აქ ყოფნა და ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების გულწრფელი მოლოცვა თქვენთვის და ამერიკელი ხალხისთვის. მთელი ისტორიის განმავლობაში თქვენი ქვეყანა ამაყად ატარებდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ჩირაღდანს, რაც ბრწყინვალე მაგალითს აძლევდა მსოფლიოს. შეერთებული შტატები გამუდმებით იცავდა ადამიანის საყოველთაო უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ხელს უწყობდა განვითარებასა და პროგრესს, მხარს უჭერდა კანონის უზენაესობას, რითაც თავის კვალს ტოვებდა მსოფლიო ისტორიაში. საქართველო, ქართველი ხალხი, როგორც ამაყი და თავისუფლების მოყვარული ერი, იზიარებს თავისუფლებისა და დემოკრატიის იგივე ღირებულებებსა და პრინციპებს, რაც ჩვენს მტკიცე მეგობრობას განაპირობებს. ამ გამოწვევებით აღსავსე დროს, ჩვენს მჭიდრო პარტნიორობასა და ერთიანობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ გლობალურ დონეზე. საქართველო მტკიცედ დგას შეერთებულ შტატებთან, ისევე როგორც ჩვენს პატივცემულ საერთაშორისო პარტნიორებთან, რადგან ერთად ვიცავთ ფუნდამენტურ ნორმებსა და ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს საერთაშორისო საზოგადოებას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მტკიცე მხარდაჭერისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე დაწინაურებაში. „მეგობრებო, ჩვენი ერის უახლესი ისტორია ჩვენი ძვირფასი თავისუფლების დასაცავად წარმოებულ ომებს მოიცავს. უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებსაც დღეს ვაწყდებით, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას ჩვენი ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის კუთხით. მადლიერება მინდა გამოვხატო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის იდეის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მჯერა, რომ ჩვენი ძვირფასი პარტნიორების ურყევი მხარდაჭერით, შეგვიძლია, რეალობად ვაქციოთ მშვიდობიანად გაერთიანებული საქართველო და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციასთან დაკავშირებული მისწრაფებები. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მტკიცე მხარდაჭერისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ჩვენი ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე დაწინაურებაში. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული, საქართველო შეერთებული შტატების მტკიცე და ერთგული პარტნიორია ამ რეგიონში. ქართველი სამხედროები ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იდგნენ და ერთად იცავდნენ გლობალურ უსაფრთხოებას და საერთაშორისო წესრიგს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ნება მომეცით, ქართველი ხალხის და ჩემი მთავრობის სახელით, გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისადმი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების მტკიცე მხარდაჭერისთვის. მჯერა, რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ვაჭრობისა და კომერციის მიმართულებით აუთვისებელი პოტენციალი აქვთ. მოუთმენლად ველით ახალი შესაძლებლობების გახსნას ჩვენი ბიზნესისთვის, მხარს ვუჭერთ ამერიკული კაპიტალის შემოდინებას და საქონლის მიმოქცევას ჩვენი ქვეყნის მიმართულებით და პირიქით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისი უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ მიზნების მიღწევაში და კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ერებს. უნდა აღვნიშნო, რომ შეერთებულმა შტატებმა დიდი წვლილი შეიტანა საქარველოს სხვადასხვა სფეროს - მათ შორის, თუმცა არა მხოლოდ ჯანდაცვისა და განათლების სისტემების - გაუმჯობესებაში. დიდად ვაფასებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირებული საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების შეთავაზებას. ხალხთა შორის თანამშრომლობის მხარდაჭერით, ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი და გრძელვადიანი პარტნიორობის ხელშეწყობის მნიშვნელობას. მეგობრებო, ყველასთვის ცნობილია, რომ ელჩი დეგნანის მოღვაწეობა საქართველოში თითქმის დასრულებულია და მინდა გამოვიყენო ეს მომენტი და მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელჩს გულმოდგინე და დაუღალავი ძალისხმევისთვის ჩვენს ერებს შორის ორმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობისა და გაღრმავების საქმეში. ქალბატონო ელჩო, მინდა გისურვოთ ყოველივე საუკეთესო და ულევი წარმატება მომავალ საქმიანობაში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით თქვენი ხილვით საქართველოში! კიდევ ერთხელ, ქალბატონო ელჩო და ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მილოცვა ამ ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულთან დაკავშირებით. მშვიდობა და კეთილდღეობა იყოს დიდი ამერიკელი ერის მეგზური მუდამ! ღმერთმა დალოცოს ამერიკა! ღმერთმა დალოცოს საქართველო!“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა. საზეიმო მიღებას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გაიმართა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, პოლიტიკური პარტიების, მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-სა და საქართველოს ვაჭრობისა და კომერციის მიმართულებით აუთვისებელი პოტენციალი აქვთ
„მჯერა, რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ვაჭრობისა და კომერციის მიმართულებით აუთვისებელი პოტენციალი აქვთ. მოუთმენლად ველით ახალი შესაძლებლობების გახსნას ჩვენი ბიზნესისთვის, მხარს ვუჭერთ ამერიკული კაპიტალის შემოდინებას და საქონლის მიმოქცევას ჩვენი ქვეყნის მიმართულებით და პირიქით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისი უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ მიზნების მიღწევაში და კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ერებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას. „უნდა აღვნიშნო, რომ შეერთებულმა შტატებმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს სხვადასხვა სფეროს - მათ შორის, თუმცა არა მხოლოდ ჯანდაცვისა და განათლების სისტემების - გაუმჯობესებაში. დიდად ვაფასებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირებული საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების შეთავაზებას. ხალხთა შორის თანამშრომლობის მხარდაჭერით, ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი და გრძელვადიანი პარტნიორობის ხელშეწყობის მნიშვნელობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ წელს კელი დეგნანი ბოლოჯერ მასპინძლობს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას, ამერიკის ელჩის რანგში. ღარიბაშვილმა აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა ერებს შორის ორმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობისა და გაღრმავების საქმეში გულმოდგინე და დაუღალავი ძალისხმევისთვის. „მეგობრებო, ყველასთვის ცნობილია, რომ ელჩი დეგნანის მოღვაწეობა საქართველოში თითქმის დასრულებულია და მინდა გამოვიყენო ეს მომენტი და მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელჩს გულმოდგინე და დაუღალავი ძალისხმევისთვის ჩვენს ერებს შორის ორმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობისა და გაღრმავების საქმეში. ქალბატონო ელჩო, მინდა გისურვოთ ყოველივე საუკეთესო და ულევი წარმატება მომავალ საქმიანობაში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით თქვენი ხილვით საქართველოში! კიდევ ერთხელ, ქალბატონო ელჩო და ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მილოცვა ამ ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულთან დაკავშირებით. მშვიდობა და კეთილდღეობა იყოს დიდი ამერიკელი ერის მეგზური მუდამ! ღმერთმა დალოცოს ამერიკა! ღმერთმა დალოცოს საქართველო!", - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პარლამენტის განცხადებით, დღეს შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის წარდგენამდე, საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს. დღეს შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს. „30 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა აკრედიტებული საპარლამენტო მედიის წარმომადგენლებისა. აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, - აღნიშნულია განცხადებაში. 30 ივნისს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ელოდებიან.
ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყება წელს, სერიოზული ინვესტორისგან გამოითქვა ინტერესი - პრემიერი
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აუცილებელია, რომ პორტების გამტარუნარიანობა გაიზარდოს. ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. „რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ამის თაობაზე მე არაერთხელ განვაცხადე, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და პორტის მშენებლობა დაიწყება წელს, მთავრობის დაფინანსებით. აქედან 51% იქნება მთავრობის საკუთრება, დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადეთ უკვე ინტერესთა გამოხატვა და ახლა მიმდინარეობს აქტიურად დამუშავება ამ საკითხების, მათ შორის სერიოზული ინვესტორისგან გამოითქვა ინტერესი, თუმცა ამ ეტაპზე არ ვართ იმ კონდიციაში რომ ეს ინფორმაცია გავასაჯაროოთ. ამის თაობაზე მოგვიანებით დაგიბრუნდებით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მიღებული არის გადაწყვეტილება, მოგახსენეთ, რომ ჩვენ წელს დავიწყებთ მშენებლობას და ეტაპობრივად ჩვენ, რა თქმა უნდა, პარალელურად გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს ინვესტორებთან. იცით, რომ შარშან ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან, ე.წ. შუა დერეფნის კორიდორის განვითარების შესახებ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული საგზაო რუკა, ვიცით რა უნდა გააკეთოს საქართველომ, აზერბაიჯანმა და ყაზახეთმა. პოტენციალი იმისა, რომ ტვირთნაკადი გაიზარდოს ამ დერეფანში, არის საკმაოდ დიდი და რეალური არის ეს პერსპექტივა, მაგრამ ამ მიზნით აუცილებელი არის, რომ გაიზარდოს გამტარუნარიანობა რკინიგზის, პორტების. იცით, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩქაროსნული მაგისტრალების პროექტის დასრულებაზე, 2024-ის ბოლოს იქნება დასრულებული ეს მნიშვნელოვანი, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი გზა. ასევე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება მომავალ წელს, რითაც გაორმაგდება გამტარუნარიანობა ჩვენი რკინიგზის. ამიტომ, აუცილებელი არის, რომ პორტების გამტარუნარიანობაც გაიზარდოს და სწორედ ამ მიზნით ჩვენ დავიწყებთ ანაკლიის პორტის მშენებლობას. ასევე ფოთის პორტის ინვესტორის მხრიდან გამოითქვა, მფლობელის მხრიდან გამოითქვა ინტერესი, სურვილი, მზაობა, შეიძლება ასეც ითქვას, რომ მათაც განახორციელონ ინვესტიციები, ფოთის პორტის განვითარების და გაფართოების, ასე რომ ამ მიმართულებით სერიოზული წინსვლა გვექნება მომდევნო წლების განმავლობაში. ქვეყანა უნდა იყოს მზად დაგეგმილი მემორანდუმის და ხელმოწერილი საგზაო რუკის შესაბამისად, 2027 წლისთვის უნდა იყოს გამართული ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგზაო, რკინიგზა პორტები. აი ეს არის ჩვენი ხედვა და ჩენი გეგმა, რომელსაც თანმიმდევრობით მივყვებით. ასევე გეტყვით, რომ ბოლო პერიოდში, ბოლო 10 წელში, საგრძნობლად გაიზარდა გაზიფიცირების სამუშაოები. გაისად მოსახლეობის თითქმის 93% იქნება გაზიფიცირებული. ეს არის რეკორდული მონაცემები, თუ ამას შევადარებთ 2012 წელს, ძალიან დიდი სხვაობა გვაქვს ამ მიმართულებით. ასევე ჩვენ დავიწყეთ მნიშნელოვანი რეფორმა, რომელიც ეხება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანას ქვეყნის შიგნით. გამოწვევა იყო და დღესაც რჩება ყველა დიდ ქალაქში და ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში არსებული ავტოსადგურები, რომლებიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ დავნერგავთ ევროპულ სტანდარტებს. დავიწყეთ აქტიურად შეძენა ახალი ავტობუსების რეგიონებისთვის. ამ რეფორმის ფარგლებში მოხდება ავტობუსების სერთიფიცირება, სრული განახლება და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების განებართვიანება, რათა მივაღწიოთ სამ უმთავრეს მიზანს: მგზავრთა გადაყვანის უსაფრთხოება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, კომფორტი და რა თქმა უნდა კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა“, - განაცხადა პრემიერმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას.
პრემიერი: ჩვენ შეგვიძლია, ათასობით დრონი ვაწარმოოთ, როგორც სადაზვერვო, ასევე, კამიკაძე-დრონები
„ჩვენ ყოველდღე ვაძლიერებთ ჩვენს საამაყო ქართულ ჯარს ჯერ ჩემი მინისტრობის დროს და შემდეგ ბატონი ჯუანშერის მინისტრობის დროს გრძელდება აქტიური აღმშენებლობა ჯარში. ჩვენ ყოველდღე ვაძლიერებთ ჩვენს საამაყო ქართულ ჯარს“, - განცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას. მან თავდაცვის კოდექსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი კოდექსით ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი დარეგულირდება. „განახლდა და თითქმის დასრულდა ყველა სამხედრო ბაზის რეაბილიტაცია. სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ჩვენს სამხედრო ბაზებს და რეალურად, NATO-ს სტანდარტების შესაბამისად მოვიყვანეთ ყველა ის ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა. მიმდინარეობს აქტიურად შეიარაღების განახლება, ჩანაცვლება და შესყიდვა, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების განახლება და ასევე, საფრენი აპარატების, დრონების წარმოება დავიწყეთ პოლონურ კომპანიასთან ერთად. ჩვენ შეგვიძლია ათასობით დრონი ვაწარმოოთ როგორც სადაზვერვო, ასევე ე.წ. კამიკაძე დრონები“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველო პოლონეთთან ერთად ქართული დრონების წარმოებას იწყებს
პრემიერი: შემატყობინეს, ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან
„ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, შესაბამისად, ვიტოვებ უფლებას, რომ მათ აბსურდულ კითხვებს და მით უმეტეს, შეურაცხყოფებს არ გამოვეხმაურო“, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. „მე შემატყობინეს, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რომ მიეხმარონ ბატონ კურკუმალ ვაითს, როგორც იგი თავად უწოდებს თავის თავს. სამწუხაროა და ძალიან საწყენია ის, რომ ჩვენ დღეს არ გვყავს, შეიძლება ასე ითქვას, წარმომადგენელი ოპოზიცია, რომელმაც ძალიან ბევრი კითხვა დამისვა და კითხვებზე პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ დაგვხვდნენ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მე ვიტოვებ უფლებას, რომ მათ აბსურდულ კითხვებს და მით უმეტეს, შეურაცხყოფებს არ გამოვეხმაურო, არ ვუპასუხო. მე მინდა გითხრათ, რომ საზოგადოებისთვის მაინც გავაკეთო რამდენიმე მათ გამონათქვამზე რეაგირება იმისთვის, რომ არ დარჩეს განცდა იმისა, რომ ჩვენ რაიმე კითხვას გავურბივართ“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა პარლამენტში, პრემიერის მოხსენებისა და კითხვების დასმის შემდეგ ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ „რუსი პრემიერის მოსმენას არ აპირებენ“. დეპუტატების განცხადებით, წავლენ კასპში, სადაც, მათი თქმით, „რუსული ოცნების“ მხრიდან ორგანიზებულ „ბიუროკრატიულ ბანდიტებს“ ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩაშალონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შეხვედრა პენსიონერებთან“.
პრემიერმა დაადასატურა, რომ NATO-ს სამიტზე საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაადასატურა, რომ NATO-ს სამიტზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს. უფრო ადრე, ამის შესახებ საქართველოში ვიზიტისას საუბრობდა NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში, ხავიერ კოლომინა. „მოახლოებულ NATO-ს სამიტზე ვიქნებით წარმოდგენილი, საქართველო იქნება წარმოდგენილი საგარეო საქმეთა მინისტრის სახით და ვნახოთ. ჩვენი ამოცანა არის, რომ ის პროგრესი, რომელიც მიღწეული გვაქვს, იყოს სათანადოდ აღიარებული, შეფასებული, დაფასებულიც. ამ სიტუაციაში სიმართლე უნდა ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს თავს, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ, ისე, როგორც მათ გააჩინეს. გახსოვთ ალბათ, „მაპის“ (წევრობის სამოქმედო გეგმა, რედ.) თაობაზე, მთელი კამპანია აწარმოეს, რომ მაპს რომ მივიღებთ, გავხდებით სამოთხე და მივიღეთ უბედურება. ვერც „მაპი“ ვერ მიიღეს და ვერც ქვეყანა ვერ დაიცვეს, აი მათი უგუნური პოლიტიკის გამო. ვერ აირიდეს თავიდან აი ეს დიდი პროვოკაცია. ჩვენ ასევე მოვისმინეთ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებები, სხვების განცხადებები მოლოდინებთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე მოვისმინეთ NATO-ს გენერალური მდივნის და სხვათა ლიდერების განცხადებები, რომ ამ სიტუაციაში, რთულ ვითარებაში, ძალიან რთული საპროგნოზოა შემდგომი ნაბიჯი. ასე რომ, ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ, სიმშვიდე გვჭირდება მეგობრებო და გონიერება. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, - განაცხადა პრემიერმა ანგარიშის წარდგენის ფარგლებში საუბრისას. უფრო მეტს NATO-საქართველოს ურთიერთობებზე, შემდეგ ბმულზე გაეცანით.
ღარიბაშვილმა რუსეთში „ამბოხის“ საკითხზე პარლამენტში ისაუბრა
„რამდენიმე დღის წინ რუსეთში შესაძლო ამბოხის თუ აჯანყების თემაზე რამხელა აღტაცება გამოხატეს და აქ ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოვიდნენ და ასე შემდეგ. წყნარად იყავით მეგობრებო, ილუზიები ნუ გექნებათ ნურაფრის, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის ფარგლებში. ღარიბაშვილის თქმით, პოლიცია, უსაფრთხოების სამსახური, ყველა უწყება არის მოწოდების სიმაღლეზე. „რამდენიმე დღის წინ რუსეთში შესაძლო ამბოხის თუ აჯანყების თემაზე რამხელა აღტაცება გამოხატეს და აქ ხელისუფლების საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოვიდნენ და ასე შემდეგ. წყნარად იყავით მეგობრებო, ილუზიები ნუ გექნებათ ნურაფრის, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო. ამას სჭირდება შენარჩუნება, განმტკიცება. ჩვენ არავის არ დავუთმობთ და არავის არაფერს გავაბედინებთ. გვჭირდება ამ სიტუაციის შენარჩუნება, განმტკიცება, მაგრამ აქ რომ ვუყურებთ, რა მდგომარეობაშიც არის ეს რისკები - არის შემცირებული, თუმცა საფრთხეები, არსებობს. როგორც ქვეყნის გარედან მომდინარე საფრთხეები, ასევე, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის შიდა მტრული ძალების, „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული ძალების მხრიდან მომდინარე საფრთხეები, რომლებსაც ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვსწავლობთ, ვაკვირდებით და ვახდენთ პრევენციას და რისკების შემცირებას“, – განაცხადა პრემიერმა. კობახიძემ უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის შესახებ მოთხოვნას, „სისულელე“ უწოდა
რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ოპოზიციამ პრემიერის საპასუხო გამოსვლებში
„განსაკუთრებულს არაფერს ველოდებოდი ირაკლი ღარიბაშვილისგან იმიტომ, რომ მთელი მისი მოტივაციაა, პოლარიზაცია გააღრმაოს, ეს არის ყველაფერი ის, რაც ჩვენ დღეს ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და ეს არის ის, რაც, პრინციპში, აწყობს საქართველოს ხელისუფლებას“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის შემდეგ. როგორც მან აღნიშნა, „ხელისუფლება 11 წლის განმავლობაში საუბრობს მარტო ,,ნაციონალურ მოძრაობაზე“, სააკაშვილზე და პოლარიზაციაზე იმიტომ, რომ მეტი სათქმელი და მეტი შეთავაზება ხალხისთვის არაფერი აქვს. „საერთოდ რაზე საუბრობთ - 600 ათასი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, ადამიანები ემიგრაციაში მიდიან და ქალები წლობით ვერ ნახულობენ საკუთარ შვილებს, ყოველი მეექვსე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვებზე, წყალზე, ჰიგიენის ნორმებზე და ელემენტარულ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. „ძალიან ვწუხვარ თუ ის, რაც დღეს კასპში ხდება, არ გაგონებთ იმას, რაც ხდებოდა 2011 წელს. მაშინ საზოგადოება იყო თქვენს მხარეს, რადგან არ მოსწონდა ძალადობა. დღეს ხდება იგივე და თქვენ, ამ ძალადობას ტრიბუნიდან ახალისებთ. თქვენ ამბობთ, რომ ემიჯნებით ძალადობას, მაგრამ გამიჯვნა სხვა არის. ჩემი თხოვნაა, დადგეთ თქვენი სტატუსის სიმაღლეზე, გადააბიჯოთ საკუთარ თავს და დღეს, ამ ტრიბუნიდან თქვათ - ნებისმიერი ახალგაზრდა, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პერსონალურად პრემიერ-მინისტრს თავს დაესხმება ვერბალურად, ეს იქნება ცარიელი ფურცელი თუ ნებისმიერი გამოთქმა - უნდა იყოს დაცული და არ გაეკაროს მას არცერთი პოლიციელი - ეს იქნება თქვენი რეალური გამოსვლა ძალადობის წინააღმდეგ“, - განაცხადა თავის მხრივ, პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენება წარადგინა. „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე, პარლამენტის წვერი ხათუნა სამნიძე პრემიერს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. „მე ვიცავ ოჯახის ფასეულობებს და ქართულ ღირებულებებს, რაც არის თანასწორობა და ჩაგრულის დაცვა. პროპაგანდა ნებისმიერი სახით არის ბოროტება. რასაც თქვენ დღეს აკეთებდით, ეს იყო ბოროტება. პროპაგანდა თუ სადმე არის, ჩვენ გეკითხებით, სად? უნდა დაასახელოთ ეს ადგილები. ასე ჰაერზე ლაპარაკი არის პროპაგანდა, ტყუილიც, რადგან თქვენ თავად სწავლობდით უცხოეთში, საფრანგეთში, მაგალითები, რომ მოგყავთ... თქვენს შვილს ამერიკაში აგზავნით, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცით, უმაღლესი ხარისხის განათლების სისტემაა. რასაც პოლიტიკაში და მაღალი ტრიბუნიდან ვსაუბრობთ, ისე უნდა ვცხოვრობდეთ. მე რისიც მჯერა - თანასწორობის - ამას ვასწავლი ჩემს შვილს. თქვენ ჩვენი შვილების მომავლისთვის გინდათ საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანაში, სადაც იჩაგრებიან ადამიანები და საკუთარი შვილისთვის გინდათ საუკეთესო უმაღლესი განათლება აშშ-ში. ეს არის ფარისევლობა და პროპაგანდა, მეტი არაფერი", - მიმართა ღარიბაშვილს სამნიძემ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში ამბობდა, რომ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ე.წ. ლგბტ პროპაგანდად მკაცრად ეწინააღმდეგება. მისი თქმით, „საკითხებს სჭირდება დარეგულირება. „თქვენ რომ სხვა რეალობაში ცხოვრობთ, ეს ვიცით. თქვენ რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გაქვთ, ესეც ვიცით. საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ ის პრივილეგიები, რაც გაქვთ თქვენ“, - ამავე სხდომაზე მიმართა პრემიერს პოლიტიკური ჯგუფის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა. „ბევრი ტყუილი ითქვა აქ ზიზღით. არ ვიცი სად იპოვეთ ამდენი ძალა ზიზღისთვის. აცნობიერებთ თუ არა, რომ ის კორიანტელი, რომელიც დღეს აქ დააყენეთ, კონკრეტულ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის”. ტყუილი იყო რასაც თქვენ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არწმუნებდით ყველას, რომ ივნისის ბოლოს 12 რეკომენდაცია იქნებოდა შესრულებული. სად არის შესრულებული რეკომენდაციები? სტოკჰოლმში გითხრეს, რომ შესრულებულია 12-დან სამი რეკომენდაცია. ვერ გაიგეთ ეს რომ გითხრეს? ტყუილი მძიმე დანაშაულია განსაკუთრებით, როდესაც სახელმწიფო ინტერესს ეხება საქმე და ამ ტყუილზე ვინ აიღებს პასუხისმგებლობას? არ გრცხვენიათ, რომ მთელი თვეების განმავლობაში იდექით და ამბობდით ტყუილს, რომელიც საპნის ბუშტივით გასკდა“, - მიმართა ანა ნაცვლიშვილმა პრემიერ-მინისტრს. „ჩემი აზრით, თვითკრიტიკა და თვითკრიტიკულობა ყველაზე მეტად შვენის ადამიანს და განსაკუთრებით პოლიტიკოსს, განსაკუთრებით სახელმწიფო თანამდებობის პირს და კიდევ უფრო განსაკუთრებით მთავრობის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას. „თქვენს გამოსვლაში რომ მომესმინა რამდენიმე ნოტა მაინც სხვადასხვა დარგში და სფეროში ხარვეზებთან დაკავშირებით და იმასთან, რომ რაღაც სხვაგვარად გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა, ისევ თქვენთვის იქნებოდა ძალიან კარგი იმიტომ, რომ უკეთესად წარმოჩინდებოდით, მაგრამ როცა გამოდიხართ და გვიყვებით, არიქა, ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა გვაქვს მსოფლიოში, რა ვიცი, აგაშენებთ ღმერთი! სიღარიბე განახევრდა - აგაშენებთ ღმერთი! ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა დასული - აგაშენებთ ღმერთი, მაგრამ ამ შენობიდან, რომ გავალ და სახლში რომ ავდივარ ფეხით იმდენი გაჭირვებული ხალხი რატომ მხვდება? სხვა საქართველოა რასაც თქვენ ხატავთ და სხვა საქართველოა რეალურად. ამ საქართველოზე ობიექტურად და მიწაზე დაშვებულად რომ ილაპარაკოთ ისევ თქვენთვის იქნება კარგი, რადგან ის ხალხი არ გააღიზიანოთ ვინც უმუშევარია“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა. კითხვა-პასუხის რეჟიმი პარლამენტში დასრულებულია.
ირაკლი ღარიბაშვილ: შავი ზღვის კაბელის პროექტს სრული მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული მსხვილი საფინანსო ინსტიტუტებიდან და ველით, რომ ეს იქნება ისტორიული პროექტი
„შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემ კაბელის“ პროექტს რული მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული ბრიუსელიდან, ევროკავშირიდან, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტებიდან და ჩვენ ველით, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ისტორიული პროექტი, რომელიც ბოლო 30 წელიწადში განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ისტორიული პროექტი, რომელიც ბოლო 30 წელიწადში განხორციელდება. „რაც შეეხება ენერგეტიკას და ტრანსპორტს, მე მინდა უფრო ვრცლად ვისაუბრო ამ თემაზე. შარშან ჩვენ ისტორიული მნიშვნელობის პროექტი დავაინიცირეთ. ეს არის ქართული ინიციატივა, ეს შეეხება „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემ კაბელს“. ეს პრიოექტი ჩვენ განვიხილეთ და მე ვიყავი პირადად ჩასული ბრიუსელში. 2021 წლის აპრილში და ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა სწორედ ეს იყო, როდესაც ჩვენ ვარჩევდით მსხვილ პროექტებს. ჩვენ თავიდანვე მივიღეთ სრული მხარდაჭერა ევროკავშირისგან. შემდეგ აქტიური თანამშრომლობა გავაგრძელეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, აზერბაიჯანთან, რუმინეთთან, უნგრეთთან და შარშან ხელი მოეწერა მემორანდუმს. ახლა აქტიურად მიმდინარეობს შესწავლა. ჩვენ ველით, რომ სექტემბერში გვექნება უკვე კვლევის შედეგები და ამის შემდეგ გადავალთ უკვე მეორე ფაზაზე. სრული მხარდაჭერა აქვს ამ პროექტს გამოცხადებული ბრიუსელიდან, ევროკავშირიდან, მსხვილი საფინანსო ინსტიტუტებიდან და ჩვენ ველით, რომ ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ისტორიული პროექტი, რომელიც ბოლო 30 წელიწადში განხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, პრემიერმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების პროცესში ევროპის საბჭოს მიერ გაწეული ძალისხმევისთვის. „ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ხაზი გაესვა, რომ ქართული მხარე აფასებს ევროსაბჭოს მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში ჩართულობის მიმართულებით. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და გენერალური მდივნის მოადგილის კაბინეტის ხელმძღვანელი ჯანლუკა ესპოზიტო, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა და საგარეო ურთიერთობათა დირექტორატის დირექტორი მიროსლავ პაპა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და გენერალური მდივნის მოადგილის უფროსი მრჩეველი ირენ კიტსუ-მილონა ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში თამარ ტალიაშვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მიიღო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს დუნია მიატოვიჩს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ბოლო პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმების გაძლიერების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები განიხილეს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების ერთგულია, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რამდენიმე თვის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგია, რომელიც შექმნილია ეროვნულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე რეაგირებისათვის. სტრატეგია ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციას და მასში დიდი ყურადღება ეთმობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. „დოკუმენტი მოიცავს ადამიანის ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის სამოქმედო გეგმაზე. აღინიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყველა მოქალაქისთვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფაა და ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მიღებასთან ერთად კი, არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა. საუბარი შეეხო 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გაუმჯობესდა და რადიკალურად შეიცვალა ვითარება ამ კუთხით. ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა საბჭოს მუშაობის ეფექტიანობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. პრემიერმა დუნია მიატოვიჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დირექტორის მოადგილე კლაუდია ლამი, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მრჩეველი ოლენა პეტსუნი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში თამარ ტალიაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი: დავიწყეთ „ჯარის ბანაკის“ მასშტაბური პროექტი, რომელიც ძალიან ბევრ ახალგაზრდას დააინტერესებს
საქართველოს პრემიერ- მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტის - „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. პრემიერის თქმით, ეს პროექტი ხორციელდება თავდაცვის და განათლების სამინისტროს ჩართულობით. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „ჯარის ბანაკი ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი, სწორი ღირებულებების პოპულარიზაციას, ახალგაზრდებს სჭირდებათ თავიდანვე სწორი ორიენტირების განსაზღვრა“. მოგეხსენებათ, დავიწყეთ „ჯარის ბანაკის“ მასშტაბური პროექტი, რომელიც ვფიქრობ, ძალიან ბევრ ახალგაზრდას, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას დააინტერესებს. ჩვენი საამაყო ჯარის როლი ჩვენი საზოგადოების განვითარების საქმეში ძალიან დიდია. აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა თავიდანვე. ამ პროექტის მიმართ ინტერესი თავიდანვე ძალიან მაღალი იყო, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა. ეს პროექტი ხორციელდება ორი სამინისტროს ჩართულობით, თავდაცვის და განათლების სამინისტროს ჩართულობით. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყება. მოგეხსენებათ, რომ ეს ბანაკი წელს პირველად იმართება, ჩვენ დავიწყეთ უკვე ერთი კვირის წინ, დაახლოებით. სულ, ჯამში 800 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას ამ ბანაკში, თითო როტაციაში 100 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, დაახლოებით და აგვისტოს ბოლოს დასრულდება აღნიშნული პროექტი. მინდა, რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო. ჯარის მნიშვნელობა და ზოგადად, ჩვენი საამაყო ჯარის როლი ჩვენი საზოგადოების განვითარების საქმეში ძალიან დიდია. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ჩვენი ახალგაზრდების ჩართულობა თავიდანვე, სკოლებიდან, ბაღებშიც უნდა შევიტანოთ სწავლება, მეტი ინფორმაცია უნდა შევიტანოთ, რომ გაიზარდოს ინფორმირებულობა და ცნობიერება ამაღლდეს ახალგაზრდებში. გაიგონ თავად, თუ როგორ იმართება ჯარი, თავად გექნებათ თქვენ ეს უნიკალური შანსი, რომ გაეცნოთ სამხედრო საქმიანობას, მიიღოთ მონაწილეობა. ამით ჩვენ ხელს შევუწყობთ, ერთი მხრივ, ზოგადად ინტერესის გაზრდას ჯარის მიმართ. თქვენ პირადად შეხვდებით ჩვენი ომების მონაწილე, გმირ ჯარისკაცებს, ცოცხალ გმირებს შეხვდებით, რომლებიც თავად მოგიყვებიან ჩვენი ჯარის საგმირო საქმეებს, არამხოლოდ ჩვენს წარსულში ჩადენილ საგმირო საქმეებს, არამედ ჩვენს აწმყოში, რამდენიმე წლის წინ მომხდარ საგმირო საქმეებს“, - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ევროპულ გზაზე EBRD-ის როლი მნიშვნელოვანია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს მატეო პატრონეს შეხვდა, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილს კავკასიაში EBRD-ის ახალი რეგიონალური დირექტორი ალკის ვრენიოს დრაკინოსი წარუდგინა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდა EBRD-ის მოქმედი რეგიონალური დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, რომელიც საქმიანობას 30 აგვისტოს ასრულებს, ალკის ვრენიოს დრაკინოსი კი, საქმიანობას 1-ელი სექტემბრიდან დაიწყებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ალკის ვრენიოს დრაკინოსს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, კატარინა ბიორლინ ჰანსენს კი, საქართველოს მთავრობასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურმა კატარინა ბიორლინ ჰანსენსა და ალკის ვრენიოს დრაკინოსს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და პროექტები მიმოიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების კუთხით EBRD-ის მხარდაჭერის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ევროპული მისწრაფებების მქონე ქვეყანაა, რომელიც ეკონომიკური ტრანსფორმაციის ევროპულ გზაზეა და ამ პროცესში EBRD-ის როლი მნიშვნელოვანია. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში, საერთო ჯამში, 286 პროექტში დაახლოებით 5 მლრდ ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეულ პროგრესს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მიუხედავად მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა, სწორი პოლიტიკის შედეგად, ქვეყანას ბოლო 2 წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა იაპონიის ახლად დანიშნული ელჩი მიიღო
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იაპონიის ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იაპონიის ახლად დანიშნულ ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა იაპონიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით. განიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ეკონომიკური კავშირები და მისი კიდევ უფრო მეტად გაღრმავების პერსპექტივები. იაპონიის ახალი ელჩი საქართველოში: ცენტრალურ აზიასა და შავ ზღვას შორის სატრანსპორტო დერეფნის სისტემაზე, საერთაშორისო ინტერესი მზარდია „ასევე, აღინიშნა საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და ხაზი გაესვა, რომ ქვეყანაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ინვესტიციების მოზიდვის, ექსპორტის ხელშეწყობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით. ირაკლი ღარიბაშვილმა იშიძუკა ჰიდეკის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი იაპონიის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იაპონიის საელჩოს მესამე მდივანი, ივატარე ოტარო ესწრებოდა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას - ჩვენი ვალდებულებაა, შევინარჩუნოთ მშვიდობა
საქართველო გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი მოვალეობა და ვალდებულებაა, ეს ეტაპი მოთმინებით, გონიერებით გადავლახოთ, ვიყოთ განმჭვრეტნი, შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანას საშუალება მივცეთ განვითარდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკოფონიის ასამბლეისადმი მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა. ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს. „ვცდილობთ და ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენ მოგვცა ევროკომისიამ და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ ამ სტატუსს, საქართველო გაერთიანდება ევროპულ ოჯახში. საქართველომ უამრავი რეფორმა განახორციელა, საქართველო იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ბიუროკრატია მაქსიმალურად იყოს შემცირებული, ხელს ვუწყობთ ბიზნესის განვითარებას, ფისკალური პოლიტიკა ხდება მიმზიდველი. ამ ასამბლეებისთვის საქართველო არის ნამდვილად კარგი პარტნიორი. მინდა გითხრათ, რომ ერთად მივიღებთ მონაწილეობას მსოფლიო უსაფრთხოების გაძლიერებაში. მინდა დაგიდასტუროთ, რამდენად დიდი პატივია ჩემთვის და რამდენად დიდი სიამოვნებაა ამ ისტორიულ შეკრებაში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, დღეს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესია ოფიციალურად გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ საქართველო ფრანკოფონიის ასამბლეას პირველად მასპინძლობს. უშუალოდ ასამბლეის საქმიანობაში კი საქართველო 2004 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთო. 2021 წელს საქართველოს პარლამენტმა ოფიციალური წერილით მიმართა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას ასოცირებული წევრობის თაობაზე. სწორედ 48-ე სესიაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს ასოცირებული წევრობის თაობაზე. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის საკონსულტაციო, საპარლამენტო ორგანოს. დღეისათვის მის შემადგენლობაში 91 წევრია. 56 სრულუფლებიანი, 17 ასოცირებული, ხოლო 18 დამკვირვებლის სტატუსით. ასამბლეა, დემოკრატიის განვითარების და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს, არის აქტიური პლატფორმა წევრ სახელმწიფოებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და დიალოგისთვის და მსოფლიოში ფრანგული ენის პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული.
ფაშინიანი საქართველოს ეწვევა
საქართველოს, სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში. ვიზიტის თარიღი ინფორმაციაში მითითებული არ არის. საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
სომხეთმა და საქართველომ სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგის დაწყებაზე მოილაპარაკეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. პირისპირ საუბრის დროს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში თანამშრომლობის დინამიკა. შეხვედრისას მიმოიხილეს აგრეთვე რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის ფარგლებში, საქართველო კვლავაც გამოხატავს მზადყოფნას მიმართოს ძალისხმევა რეგიონის მშვიდობიანი განვითარებისთვის. „პრემიერებმა შეხვედრისას ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ და კულტურულ კავშირებს. რეგიონული სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის ერთობლივი სწრაფვით, სომხეთმა და საქართველომ მოილაპარაკეს სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგის დაწყებაზე, რაც დამატებით სტიმულს მისცემს ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას და ამავდროულად ხელს შეუწყობს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე. პრემიერ-მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდეს. პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გაფართოებულ ფორმატში განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დინამიკა. განსახილველ საკითხთა შორის იყო სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მიმართულებები. ხაზი გაესვა ტრანსპორტის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, კულტურისა და სხვა მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის კავშირების გასაძლიერებლად. გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის ახალი მიმართულებები მიმოიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასისთან „საქართველოსა და ევროპისთვის მნიშვნელოვან დროს” შეხვედრა გამართა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ საუბარი შეეხო გერმანიის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, რომელსაც „საქართველოსთვის ალტერნატივა არ აქვს“. „ქართველი ხალხი აფასებს გერმანელი ერის მხარდაჭერას”, - წერს პრეზიდენტი. ბერბელ ბასი საქართველოს 10 ივლისს ეწვია. ის დღეს ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. „აღინიშნა გერმანიის წვლილი საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის, ასევე ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე რეფორმების განხორციელების მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესს, მათ შორის, ევროპული საბჭოს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებს. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროკავშირის წევრობისადმი. შეხვედრაზე პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპისკენ სწრაფვა ურყევია. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. მან გერმანიის ბუნდესთაგის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა გერმანიის მონაწილეობის მნიშვნელობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, ასევე, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში მნიშვნელოვანი ექსპერტული და ფინანსური ჩართულობის კუთხით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ისტორიის საკვანძო მომენტებში, საფრანგეთი ყოველთვის იყო ქართველი ხალხის გვერდით
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო აფასებს საფრანგეთის მხარდაჭერას ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესში. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში არის ქართველი ხალხის არჩევანი, ისტორიული შესაძლებლობა, რომ საქართველო საბოლოოდ გახდეს იმ საზოგადოების ნაწილი, რომლის ღირებულებებს და მსოფლიო ხედვას იზიარებს. „ჩვენი ისტორიის საკვანძო მომენტებში, მათ შორის, ყველაზე მტკივნეულ მომენტებში, საფრანგეთი ყოველთვის იყო ქართველი ხალხის გვერდით. ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი გულწრფელი მადლიერება ფრანგი ერისადმი იმ გადამწყვეტი როლისთვის, რომელიც საფრანგეთმა ითამაშა 2008 წლის ომის დროს. საქართველო აფასებს საფრანგეთის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესში. საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში არის ქართველი ხალხის არჩევანი, ისტორიული შესაძლებლობა, რომ საქართველო საბოლოოდ გახდეს იმ საზოგადოების ნაწილი, რომლის ღირებულებებს და მსოფლიო ხედვას იზიარებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღესასწაულს, რომელიც ეკუთვნის ყველა ფრანგს, ასევე საქართველოდან დაწყებული საფრანგეთის ყველა მეგობარს! ნება მომეცით აქ დავამტკიცოთ საქართველოს მთავრობის მტკიცე ნება და გადაწყვეტილება განაგრძოს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა საფრანგეთთან, იმ ყველაფრის საფუძველზე, რასაც ჩვენ ერთად მივაღწიეთ. გაუმარჯოს საფრანგეთს! გაუმარჯოს საქართველოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა საფრანგეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე
ღარიბაშვილი: ჩვენი ელჩი იყო თითქმის ბოლო ელჩი, რომელიც დარჩა კიევში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშილი უკრაინის უმაღლესი რადას მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ რჩება ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებას ქართული შიდა პოლიტიკური საკითხებისთვის დრო. ჩემთვის გაუგებარია აბსოლუტურად უკრაინის ხელისუფლებას რატომ რჩება დრო რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთონ კონცენტრირება. ეს ხომ ძალიან ხელოვნურია და ეს ხომ კიდევ ერთხელ აძლიერებს თუნდაც კონცპირაციულ თეორიას რომელიც ძალიან ბევრი მოგვისმენია ჩვენს ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ. რატომ უნდა ჰქონდეს მოტივაცია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელს რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე იყვნენ კონცენტრირებულნი, მაშინ როცა მე რაც ჩამოგითვალეთ, 20 მილიონი უკრაინელის მიერ საკუთარი სახოვრებელი სახლების დატოვება, ტრილიონი დოლარის ზიანი და 20 პროცენტი ოკუპირებული ტერიტორიები. ჯერ მიხედონ საკუთარ თავს და მიხედონ საკუთარ ქვეყანას, საკუთარი ტერიტორიების დეოკუპააციას. ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს, გეგმა გვაქვს და მივყვებით ამ გეგმას თანმიმდევრულად. ჩვენ არ გვჭირდება არავის, არც რჩევა და არც მითუმეტეს მათი ჩარევა შიდა პოლიტიკურ საქმეებში, ეს არის ყოვლად მიუღებელი", - განაცხადა პრემიერიმა. უკრაინის რადამ დაამტკიცა მიმართვა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს რაც შეეხება ელჩისადმი ზელენსკის შეთავაზებას, რომ მას სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის დაეტოვებინა კიევი, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ელჩი იყო თითქმის ბოლო ელჩი იყო, რომელიც დარჩა კიევში, „ფეხი არ მოიცვალა და დარჩა ბოლომდე“. მინდა აღვნიშნო სინანულით ის ფაქტი, რომ სამწუხაროა, ჩვენი ელჩი მეგობრებო, იცით კარგად რომ ყველაზე რთულ დღეებში ყველა საელჩომ, მათ შორის დასავლთის ქვეყნებმა დატოვეს უკრაინა, კიევი დატოვეს. და ჩვენი ელჩი იყო თითქმის ბოლო ელჩი იყო, რომელიც დარჩა კიევში, ფეხი არ მოიცვალა და დარჩა ბოლომდე, ვაჟკაცურად იცავდა რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ეხმარებოდა იქ ადგილზე ჩვენს უკრაინელებს. აი, ასე დაუფასეს და დაგვიფასეს ჩვენ უკრაინელებმა. მაშინ, როცა ძალიან ბევრ ქვეყანაში, რომლებიც პირდაპირ ჩართული იყვნენ ამ პროცესში და რომლებსაც პირდაპირ რუსეთის მხარე ეკავათ, ელჩები დღემდე ჰყავს უკრაინას, არ გამოუწვევიათ მათ ელჩები",- განაცხადა პრემიერმა. უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა კიევი დატოვა. საქართველოს ელჩი: მაქსიმალურად ვეცდები, 6 ივლისის 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო საქართველოს ელჩი, უკრაინის საგარეო უწყებაში გამართული შეხვედრის დეტალებზე პირველად საუბრობს „დროის ათვლა დაიწყო ჩემი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ. უხეშად რომ ვთქვათ, 48 საათი გადის 6 ივლისის 12 საათზე. ბუნებრივია, მაქსიმალურად ვეცდები, 6 ივლისის 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო. მოგეხსენებათ, კიევიდან საზღვრამდე, მანქანის ან მატარებლის გარდა, სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს, შესაბამისად, ეს საკმაო სირთულეებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა გამომგზავრებამდე, 5 ივლისის საღამოს, „რუსთავი 2“-ის ეთერში. 3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. კულება ზელენსკის მიმართვის შემდეგ ამბობს, რომ 4 ივლისს საქართველოს ელჩთან მკაცრი საუბარი გაიმართება მმართველი გუნდის შეფასებით, „სააკაშვილთან დაკავშირებით ზელენსკის ნაბიჯი შეურაცხმყოფელია.“ უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ საქართველოს ელჩთან მწვავე პროტესტი დააფიქსირეს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. უწყების შეფასებით, კიევის აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას. იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საკითხზე: ჩანასახშივე განწირული მანიპულაციებია 5 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია და უკრაინის გადაწყვეტილება საფუძველს არის მოკლებული. მინისტრმა გაიმეორა, რომ „ქართული მხარე, ამ ეტაპზე თავს იკავებს უკრაინის მხრიდან გადმოდგმული ნაბიჯების საპასუხო რაიმე სახის დამატებითი რეაქციისგან. თუმცა დარჩიაშვილმა მიანიშნა, რომ მომავალში ორმხრივ ფორმატებში განხილვების დრო „აუცილებლად იქნება.“
ღარიბაშვილი პოლონელ ექიმებზე: ეს ქმედება მიუთითებს, რომ პროცესი არის პოლიტიზებული
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტით მყოფი პოლონელი ექიმების მიერ სავარაუდოდ ნიმუშების მალულად გატანის მცდელობას სამარცხვინოს და შემაშფოთებელს უწოდებს. „სამარცხვინოა რაც მოხდა, ვფიქრობ, შემაშფოთებელი ფაქტი. თავადვე მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია, როცა დამალეს ის ნიმუშები, რომლებიც მათ აიღეს ოფიციალურად, ჩვენი თანხმობის შემდეგ“, - განუცხადა ღარიბაშვილმა მედიას. მისივე თქმით, ეს ქმედება მიუთითებს, რომ პროცესი არის პოლიტიზებული და შესაძლოა, მათ სხვა განზრახვა ჰქონოდათ, რასაც დრო აჩვენებს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არაფერი აქვს დასამალი და სააკაშვილთან უცხოელი ექიმების შეშვება მისი კეთილი ნება იყო. „ჩვენ აღარავის მივცემთ უფლებას და საშუალებას, რომ ამ საკითხით დააბნიონ საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა შეიყვანონ შეცდომაში. ამიტომ, ეს იყო ჩვენგან ერთგვარი ჟესტი. ამის შემდეგ, ვფიქრობ, ზედმეტია ასეთი აქტიურობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. რატი ბრეგაძემ, პოლონელი ექიმის სააკაშვილთან ვიზიტის დროს მომხდარ "ინციდენტზე" ისაუბრა
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ეტაპობრივად უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირს, NATO-ს და საბოლოო ჯამში, სწორ დროს გახდეს წევრი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა NATO-ს სამიტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ საქართველომ გაკვეთილი უნდა გამოიტანოს. „გარდა იმისა, რომ თქვეს, რომ MAP-ი აღარ დასჭირდება, ჩვენ პირდაპირი განცხადებები მოვისმინეთ, რომ უკრაინა ვერ გახდება NATO-ს წევრი, სანამ რომ რუსეთს არ დაამარცხებს. და კითხვა მაქვს - თუ რუსეთი დაამარცხა უკრაინამ მაშინ NATO-ს წევრობა რაღა საჭიროა? აქედან დვიწყოთ. NATO არის უსაფრთხოების გარანტი, მთავარი, ვინც შეიძლება, რომ უსაფრთხოების გარანტია მისცეს რომელიმე სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, არის NATO. სხვა, უკეთესი მსოფლიოში დღეს არ არსებობს ქოლგა ორგანიზაცია. ჩვენ ამიტომ მივისწრაფვით, რომ გავხდეთ NATO-ს წევრი ქვეყანა. მაგრამ ჩვენ მოვისმინეთ გარკვეული პირდაპირი ასე ვთქვათ განცხადებები დასავლეთის ლიდერებისგან, რომ უკრაინა არ არის მზად, გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა და ა.შ. აღარ მინდა გავაგრძელო, რეფორმებზე იყო საუბარი და აქცენტები გაკეთებული, როცა ქვეყანა არის ომში. ასევე ითქვა, რომ სანამ უკრაინა არის ომში რუსეთთან, უკრაინა ვერ გახდება NATO-ს წევრი, რატომ - თქვეს, რომ ჩვენ მესამე მსოფლიო ომს ვერ დავუშვებთ, ანუ ვერ შევა NATO და მთელი დასავლეთი, მსოფლიო პირდაპირ კონფლიქტში, სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშა, რომ „ეს მაგალითი გაკვეთილია“ საქართველოსთვისაც. „ასეთ ვითარებაში, როცა ამხელა, ჩვენზე ათჯერ დიდი ქვეყნის მაგალითზე, 40 მლნ ქვეყანაზეა საუბარი და ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოზე, მის გამო NATO ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს გაწევრიანების მიმართულებით უკრაინისთვის. ჩვენ, საქართველომ ჯერ უნდა ვიფიქროთ ჩვენს თავზე და ეს მაგალითი გაკვეთილია ჩვენთვისაც. ჩვენ სწორედ ამიტომ შევარჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა შევქმნათ თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ ჩვენს საერთო ეროვნულ მიზანს, რომ ეტაპობრივად დაუახლოვდეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირს, NATO-ს და საბოლოო ჯამში, სწორ დროს გახდეს წევრი, როცა ამის დრო იქნება. ესაა ჩვენი მთავარი ამოცანა. დღეს ქვეყანა არის ოკუპირებული, ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს ადგილზე, ჩვენ ძალიან გონივრულად, ფრთხილად ვეკიდებით ყველა იმ გამოწვევას, საფრთხეს და რისკებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე დგას. ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ გვაკისრია, ჩვენ დაგვაკისრა ჩვენმა ხალხმა. ამიტომ სიმართლე გითხრათ მე მტერს არ ვუსურვებდი დღეს უკრაინის ხელისუფლების როლში ყოფნას, იმიტომ, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან, იმიტომ, რომ იბრძვიან აგრესორი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ძალიან ბევრი უბედურება ხდება, რაც იცით კარგად ომის გამო და ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოჩინდა, საგარეო საქმეთა სამინისტრი გავაგზავნეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. რა ფორმულირებებით აისახა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩანაწერი ვილნიუსის სამიტის კომუნიკეში
საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრებმა „შუა დერეფნის" განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს
უზბეკეთის და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, რომელიც ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებს ეფუძნება. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს და მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიურ დინამიკას. პრემიერ-მინისტრებმა პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრეს ვაჭრობის და ეკონომიკის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2021-2022 წლებში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა, საქართველო უზბეკეთის რესპუბლიკას მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს, დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობით და მიესალმება უზბეკ ინვესტორებს საქართველოში. მხარეებმა გამოთქვეს ეკონომიკის სფეროში არსებული თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისებისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის ხელის შეწყობის მზადყოფნა. პირისპირ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრებმა ასევე იმსჯელეს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალზე, „შუა დერეფნის" განვითარების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვეს საერთაშორისო ფორმატში აღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტის პოპულარიზაციის მნიშვნელობას. განიხილეს საქართველოს რეფორმების გაზიარების კუთხით არსებული თანამშრომლობა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მზად არის, გააგრძელოს შემდგომი თანამშრომლობა უზბეკეთის რესპუბლიკასთან რეფორმების სფეროში გამოცდილების გაცვლის კუთხით. „მივესალმები ჩემს ძვირფას კოლეგას, უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ბატონ აბდულა არიპოვს. მე მოხარული ვარ, ვუმანსპინძლო ჩემს კოლეგას თბილისში. მე მქონდა წარმატებული ვიზიტი უზბეკეთში. მახსოვს ჩემი კოლეგის ძალიან გულთბილი დახვედრა და მოხარული ვარ, რომ მისი საპასუხო ვიზიტი შედგა საქართველოში. მსურს კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩემს ძვირფას კოლეგას, ბატონ პრემიერს, რომ ძალზე ვაფასებ ჩვენს ქვეყნებს შორის ძმურ და მეგობრულ ურთიერთობებს. ეს ურთიერთობები მუდმივად ვითარდება და უზბეკეთის პრემიერის დღევანდელი ვიზიტიც ამის დადასტურებაა. მე ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ხალხის სახელით მივულოცო პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს არჩევნებში გამარჯვება, ვუსრვებ წარმატებებს უზბეკეთს და უზბეკ ხალხს. ბატონო პრემიერო, ჩვენი ურთიერთოებები ყველა მიმართულებით ვითარდება; სწორედ ამაზე გვექნება დღეს საუბარი გაფართოებულ შეხვედაზეც და დღეს ასევე ხელს მოვაწერთ ძალზე მნიშნველოვან მემორანდუმს - უზბეკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებების სამოქმედო გეგმას, საგზაო რუკას,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა აბდულა არიპოვმა აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა ლოგიკურად აგრძელებს ქვეყნებს შორის დიალოგს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო უზბეკეთში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტისას. „მოგესალმებით, ბატონო ირაკლი! გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ თქვენდამი და ყველა ჩვენი ქართველი მეგობრისადმი ასეთი მეგობრული მიღებისთვის. საქართველოში ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან ვიგრძენით ქართველი ხალხისთვის დამახასიათებელი ტრადიციული სტუმართმოყვარეობა და გულწრფელი პატივისცემა. ეს ვიზიტი პირველია უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის რანგში. ამავდროულად, დღევანდელი შეხვედრა ლოგიკურად აგრძელებს ჩვენს დიალოგს, რომელიც ერთი წლის წინ დაიწყო უზბეკეთში თქვენი ოფიციალური ვიზიტისას“, - განაცხადა აბდულა არიპოვმა.
ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის გადაწყვეტილებაზე: ეს არის მეგობრობის, დიპლომატიის, ეტიკეტის დარღვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა უკრაინის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, 3 ივლისის საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვება და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნება შესთავაზა. „ომის დაწყების შემდეგ ერთადერთი სახელმწიფოსგან გაიწვიეს ელჩი, ეს იყო საქართველო მაშინ, როცა, მე აღარ ჩამოვთვლი ქვეყნებს, რომლებიც პირდაპირ რუსეთის მხარეს იჭერდნენ პოზიციას, არავითარი რეაგირება არ გაუკეთებიათ. უფრო მეტიც, ზოგიერთი ქვეყნებიდან, საიდანაც ხდებოდა რუსეთის შეტევები და თავდასხმები, იმ ქვეყანაში დღემდე ჰყავს ელჩი უკრაინას. და ბოლოს, ვიტყოდი, სამწუხაროა, რა თქმა უნდა და მადლიერებაზე აღარ არის საუბარი, ჩვენ არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ეს არის ყოველგვარი მეგობრობის, დიპლომატიის თუ ეტიკეტის დარღვევა, როცა ჩვენი ელჩი ალბათ ბოლო ელჩი იყო, რომელიც ბოლო წუთამდე დარჩა კიევში. კიევი როცა იბომბებოდა და მთელი ხალხი გავიდა ქალაქიდან, ჩვენი ელჩი იქ იდგა, ვაჟკაცურად იკავებდა პოზიციას. აი ასეთი კაცი მათ გამოაგზავნეს ვითომ „კონსულტაციისთვის“ დედაქალაქში, თბილისში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში. ამავე საუბარში ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ „ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი.“ ღარიბაშვილი თქმით, ეს ბევრმა ჩვენმა ევროპელმა ლიდერმა დაადასტურა. „გასაგებია ეს ყველაფერი, მათი მოტივაციაც გასაგებია. ისიც ვიცი, რომ შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი დაინტერესებული, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ეს ძალიან ბევრმა ჩვენმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. უკრაინელ ხალხს მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან მიყვარს ეს ხალხი. მინდა, რომ მათ ვუსურვო კიდევ ერთხელ მშვიდობა, ქვეყნის გაერთიანება. მე მაინც მჯერა, რომ ეს კონკრეტული გამოვლინებები და ეს მათი ანგაჟირებულობა არის დროებითი მოვლენა და ძალიან მალე დასრულდება,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის დასკვნა, რომ საქართველო წინ უსწრებს მოლდოვას, უკრაინას. მისიივე თქმით, რიგ რეიტინგებში მთელი კრიტერიუმებით საქართველო ასევე უსწრებს ევროკავშირის და NATO-ს წევრ ქვეყნებს. „რიგ რეიტინგებში მთელი კრიტერიუმებით, მათ მიერ დადგენილი კრიტერიუმებით - საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროპული, ამერიკული ორგანიზაციების, ჩვენ არამხოლოდ თქვენ მიერ ხსენებულ ქვეყნებს ვუსწრებთ, არამედ, ევროკავშირის წევრ 14 ქვეყანას ვუსწრებთ, NATO-ს წევრ 10-ზე მეტ ქვეყანას ვუსწრებთ. ესაა რეალობა,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს როლანდ ბერიძეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. იუწყება საქართველოს მთვრობის პრესსამსახური. როლანდ ბერიძე სხვადასხვა წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში.
ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკაში გაემგზავრა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს გახსნის ღონისძიებას დაესწრება. პრემიერ-მინისტრი ხორვატიის რესპუბლიკის დედაქალაქ ზაგრებში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.
ზაგრებში საქართველოს საელჩო ოფიციალურად გაიხსნება
ხორვატიაში, ზაგრებში საქართველოს საელჩო ოფიციალურად გაიხსნება. აქამდე საქართველოს საელჩო რეზიდენციით ბუდაპეშტში ფუნქციონირებდა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ხორვატიაში არის პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი ჩვენი ქვეყნების ურთოერთობების ისტორიაში. ეს თავისთავად არის ახალი ეტაპის დასაწყისია ჩვენს ურთიერთობებში. ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ხორვატიის რესპუბლიკაში გაემგზავრა ხორვატია და საქართველო ერთმანეთის მსგავსი არიან როგორც ტერიტორიული სიდიდით, ასევე მოსახლეობის რაოდენობით და უახლესი ისტორიული წარსულით. ამიტომ, მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხორვატია აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ევროკავშირის გზაზე და ამიტომ, ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ რამდენიმე თვის წინ შევქმენით საელჩო, ლოკაციით ზაგრებში. აქამდე ის ბუდაპეშტიდან იფარებოდა და ვგეგმავთ ამ ვიზიტის დროს საელჩოს ოფიციალურ გახსნას, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ასევე ხორვატიის და საქართველოს პრემიერ-მინისტრები, რაც მიანიშნებს იმ მჭიდრო და აქტიურ ურთიერთობებზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს,” - განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხორვატიის რესპუბლიკაში, ზაზა გოგსაძემ მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.
ირაკლი ღარიბაშვილი ხორვატიაში: საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ და სანდო პარტნიორად
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ზაგრებში, ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში ელის „სამართლიან გადაწყვეტილებას, სტრატეგიულ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპიდან, რომელიც ჩვენი კანდიდატობის სტატუსს ეხება.“ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება და დამსახურებული აღიარება იქნება ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციისა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში.“ პრემიერ-მინისტრის თქმით, უსაფრთხოების სფეროში მოკავშირის რანგში, საქართველო იმ ქვეყნების რიგებში იყო, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდათ ევროკავშირის უსაფრთხოებაში. „ბოლო წლებში საქართველომ შესანიშნავ შედეგებს მიაღწია კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფის საქმეში და ვხედავთ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების აღიარებას. იდეალური თავისუფლება განაპირობებდა საქართველოს სურვილს, გაწევრიანებულიყო ევროკავშირში, და ჩვენ ამ ეროვნულ მიზანთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე როდესმე ვყოფილვართ. ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით, ის მიღწევებია, რაც ჩვენი მთავრობის დიდმა ძალისხმევამ მოიტანა. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ - ევროკავშირის ლიდერებმა - გადაწყვეტილება მიიღეს და საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარეს, რითაც უპრეცედენტო მუხტი შეიქმნა ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ერთ წელზე მეტის გავიდა ამ ისტორიული გადაწყვეტილებიდან და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უძლიერესი ნება გაგვაჩნია ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ევროკავშირის წევრობის მიმართულებით. მიმდინარე წლის დეკემბერში ველით სამართლიან გადაწყვეტილებას, სტრატეგიულ, ვიტყოდი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპიდან, რომელიც ჩვენი კანდიდატობის სტატუსს ეხება. ეს კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება და დამსახურებული აღიარება იქნება ქვეყანაში განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და პოზიტიური ტრანსფორმაციისა,“ - აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, მთავრობას სრულად აცნობიერებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მოჰყვება გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. „ეს არის ხანგრძლივი, თუმცა კმაყოფილების მომტანი პროცესი. ჩვენ არ ვარიდებთ თავს ვალდებულებების აღებას. მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც დანიშნულების ადგილამდე მისვლას სჭირდება, რათა გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო,“ - განაცხადა პრემიერმა. ამავე ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია არსებული გამოწვევების მოგვარების საქმეში, რადგან რეგიონალური ენერგო ტრანზიტის, საქონლის ტრანსპორტირებისა და ციფრული კავშირების პოტენციალი აქვს. შუა დერეფანი და ისეთი სამომავლო პროექტები კი, როგორიცაა შავ ზღვაზე პირდაპირი საბორნე მიმოსვლა, შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზი და ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენები სტრატეგიულ გადაწყვეტას სთავაზობს ევროპას. „საქართველო რჩება ევროკავშირის ერთგულ და სანდო პარტნიორად. არსებულმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა დაგვანახა ევროპასა და მთელ მსოფლიოში დივერსიფიცირებული კავშირების, ენერგეტიკული და სურსათის უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის დიდი აუცილებლობა,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. „საქართველო ყოველთვის იყო ევროკავშირის ყველაზე სანდო პარტნიორი ჩვენს რეგიონში. უსაფრთხოების სფეროში მოკავშირის რანგში, საქართველო სულადობრივად იმ ქვეყნების რიგებში იყო, რომლებსაც ყველაზე დიდი წვლილი შეჰქონდათ ევროკავშირის უსაფრთხოებაში, როდესაც ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობდა. მათ შორისაა NATO-ს მისიები ერაყსა და ავღანეთში. ჩვენ ერთგულნი ვართ ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმიც. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ NATO-ს ასპირანტი ქვეყნის რანგში, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მრავალჯერ დაამტკიცა, რომ ძალუძს კოლექტიური თავდაცვის ტვირთი გაიზიაროს,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო „ურყევად აგრძელებს“ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და ამ პროცესში დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების ეფექტიან გამოყენებას. „საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენ გვქონდა ბრუტალური ომი 2008 წელს, რომელიც იყო გამანადგურებელი ჩვენთვის. ჩვენ მადლობელი ვართ საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ხორვატიის, ამ მიმართულებით საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერისთვის. ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება, საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაცია და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ჩვენს მოსახლეობას შორის შერიგება და ჩართულობა უნდა დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში, რათა დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა საქართველოში. დასკვნის სახით, კიდევ ერთხელ მოვახსენებ მადლობას ჩემს კოლეგას თბილი მიღებისა და ჩვენი თანამშრომლობაში შემავალი თემატიკის ფართო სპექტრზე სიღრმისეული განხილვისთვის. მზად ვართ, გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად,“ - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრება
26 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრება. საქართველოს მთავრობის ცნობით, ღარიბაშვილი „მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ჩენგტუში FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. წელს მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში 50 ქართველი სტუდენტი მონაწილეობს.“ FISU-ს 31-ე ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად პეკინში გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში, პეკინსა და ჩენგტუში დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა.
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო. ჩენგტუს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონია გაიმართა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრს აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრი ხუაი ძინპენგი, სიჩუანის პროვინციის გუბერნატორი ხუანგ ციანგი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია დახვდნენ. დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობდნენ სპორტსმენი სტუდენტები. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ირაკლი ღარიბაშვილი სი ძინპინს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრა სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგტუში გაიმართა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობს. მისივე თანახმად, შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გადაწყვეტილება მიიღეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მრავალწლიან მეგობრობას და თანამშრომლობას. „ჩინეთი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 1992 წელს, როდესაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. შემდეგ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ორ ქვეყანას შორის. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოც მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს. მრავალჯერ გვაქვს ხაზგასმით დაფიქსირებული ეს პოზიცია და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას და მადლობელი ვარ ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რაც მიმაჩნია კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის. ნება მიბოძეთ კვლავ დავაფიქსირო, რომ საქართველო ერთგულია ჩინეთთან სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების იდეისადმი მრავალი მიმართულებით და გვახარებს, რომ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი ამ ვიზიტის ფარგლებში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ", - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის ადმინისტრაციის თანახმად, ღარიბაშვილმა სი ძინპინს „სარტყელის და გზის გლობალური ინიციატივისთვის“ მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რითაც ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს. „უკვე 31 წელია, რაც დიპლომატიური ურთიერთობები დავამყარეთ. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება. ორი ქვეყნის პოლიტიკური ნდობა მყარია, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები კი - შესამჩნევი. საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია. არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება. ჩინეთში თქვენი ამ ვიზიტის დროს გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება. გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს. ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ამ ახალი დასაწყისიდან ბიძგი მივცეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შევიტანოთ კაცობრიობის კეთილდღეობაში. ამას ვიტყოდი. მადლობა,“ - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით. რა მიზნები აქვს ჩინეთს სამხრეთ კავკასიაში და რა სარგებელს მიიღებს საქართველო ჩინეთის პროექტი -„ერთი სარტყელი ერთი გზა“ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ევრაზიის ახალ სავაჭრო გზებზე ფოკუსირდება
ღარიბაშვილი ჩინეთში: საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის პორტის განვითარება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. მისი განმარტებით, ეს არის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის სრულიად ახალი პროექტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უმაღლესი დონის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და გადაცემის მიზნით. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს იქნება პირველი ქართული ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტი, რომელსაც შეეძლება PANAMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება და ქართულ ბაზარზე მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო და საკონტეინერო გადაზიდვების კომპანიების მოზიდვა. „ჩვენი ძალისხმევა ვლინდება სხვადასხვა ფართომასშტაბიან ინიციატივებსა და პროექტებში, მათ შორის ინიციატივებსა და პროექტებში, რომლებიც საქართველომ წამოიწყო ან მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, ვაჭრობა, ტურიზმი, ტექნოლოგიები და ინოვაციები. არსებული გამოწვევების ფონზე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ე.წ. „შუა დერეფანი“, განსაკუთრებით გამოიკვეთა როგორც უსაფრთხო და საიმედო მარშრუტი ევროპასა და აზიას შორის სატვირთო გადაზიდვებისთვის. შუა დერეფანი შედგება ორი ძირითადი მარშრუტისაგან. ესენია: ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზი, რომელიც აზერბაიჯანს სახმელეთო გზით აკავშირებს თურქეთთან საქართველოს გავლით; და საქართველოს შავი ზღვის პორტები, რითაც საზღვაო კავშირი მყარდება ევროკავშირთან. უფრო მეტიც, ეს დერეფანი გამოირჩევა, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დასაკავშირებელი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გზა, რომელიც დროის მნიშვნელოვან უპირატესობას გთავაზობთ საზღვაო მარშრუტთან შედარებით, რაც 20-25 დღეში გულისხმობს საქონლის გადაზიდვას. კერძოდ, შუა დერეფნის მეშვეობით საქართველო ჩინეთს აკავშირებს ევროპასთან და ჩინეთის საზღვრიდან ევროკავშირის ბაზარზე ტვირთის შეტანას 15 დღემდე სჭირდება. საერთო ჯამში, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა უზრუნველყოფს ევროპის სასიცოცხლო ბაზრებზე წვდომას. გასულ წელს ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან - ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან - ხელი მოვაწერეთ ყოვლისმომცველ გზამკვლევს, რომელიც სტრატეგიულ ზომებს გულისხმობს ხარვეზების აღმოსაფხვრელად და შუა დერეფნის გასავითარებლად 2022-2027 პერიოდში. ხსენებული გზამკვლევი მოიცავს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, წარმოების ოპტიმიზაციასთან, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის განხორციელებასთან, დერეფნის გაციფროვნებასა და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებასთან. საქართველო, როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებელი წევრი და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი, დიდ კაპიტალდაბანდებებს ახორციელებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რათა საკმარისი შესაძლებლობები უზრუნველყოს მომავალი წლებისთვის. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ტრანსპორტის კოორდინირებული ფუნქციონირება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია ან/და მშენებლობა. ჩვენ ასეთ ინფრასტრუქტურულ განვითარებას განვიხილავთ, როგორც საქართველოს გავლით დამატებითი ტვირთბრუნვის წინაპირობას. ეს აისახება კონკრეტულ მსხვილ ინფრასტრუქტურულ ინიციატივებში, როგორიცაა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. ის ჩინური კომპანიის ჩართულობით მიმდინარეობს. 2024 წლის ბოლოს ამ პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. ეს არის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის სრულიად ახალი პროექტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უმაღლესი დონის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და გადაცემის მიზნით. პორტი განვითარდება 9 ფაზაში, რათა მიაღწიოს წლიურ სიმძლავრეს 100 მილიონი ტონის ოდენობით. ეს იქნება პირველი ქართული ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტი, რომელსაც შეეძლება PANAMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება და ქართულ ბაზარზე მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო და საკონტეინერო გადაზიდვების კომპანიების მოზიდვა. აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო გზის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ჩავატარეთ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა საქართველოს მასშტაბით ლოგისტიკური ცენტრების განვითარების საჭიროების გამოსაკვლევად. ასეთი ცენტრების შექმნა გააუმჯობესებს ლოგისტიკური მომსახურების ხარისხს და გააძლიერებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოჯისტიკური ჰაბის პოზიციებს. ჩემი მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საჰაერო კავშირის გაუმჯობესებაზე, მეტი ავიაკომპანიის მოზიდვით, ლიბერალიზებული საავიაციო ბაზრით და ახალი საერთაშორისო მიმართულებების შემუშავებით, რომლებიც კონტინენტებს, ქვეყნებსა და ხალხს დააკავშირებს. ჩვენი მიზანია თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრად ვაქციოთ, საჰაერო ტვირთების ეფექტური ინფრასტრუქტურით და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრით. ეს საქართველოს გლობალურ საავიაციო ლანდშაფტში წამყვან მოთამაშედ აქცევს”, - განაცხადა პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.
ირაკლი ღარიბაშვილი პეკინიდან ყაზახეთში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პეკინიდან ყაზახეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმნისტრაციის ცნობით, ალმათის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილს აეროპორტში ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ერმუხამბეტ კონუსპაევი, ალმატის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალიშერ აბდიკადიროვი, ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მალიკ მურზალინი და ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ლალიაშვილი დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალიხან სმაილოვს შეხვდება. ყაზახეთის რესპუბლიკაში ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ყაზახეთის პრემიერი: დაინტერესებულნი ვართ რეგიონის სატრანსპორტო კავშირის გაზრდით, ვითვალისწინებთ საქართველოს პოტენციალს
„ჩვენ დაინტერესებულნი ვართ რეგიონის სატრანსპორტო კავშირის გაზრდით, ვითვალისწინებთ საქართველოს სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალს,“ - ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ორმხრივ მზადყოფნას ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებისა. საქართველო ყაზახეთის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს შევთანხმდით ორმხრივი ვაჭრობის წლიური მაჩვენებლების გაზრდაზე და ძალიან კარგია, რომ 6 თვის შედეგების მიხედვით, ჩვენი ორმხრივი ვაჭრობა 30%-ით გაიზარდა. ჩვენი სავაჭრო ბრუნვის, ჩვენი ვაჭრობის მოცულობების შემდგომი გაზრდის მიზნით, მე გთავაზობთ, გამოვიყენოთ ჩვენი სამთავრობათაშორისო კომისიის შესაძლებლობები. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობას ტრანზიტისა და ტრანსპორტის სფეროში. სასიხარულოა, რომ ჩვენი პარტნიორობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაში სწრაფად მყარდება. მიმდინარე წლის ექვს თვეში შუა დერეფანზე ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 77%-ით გაიზარდა და 1,3 მლნ ტონას მიაღწია. ჩვენს ბოლო შეხვედრაზე მიღწეულმა შეთანხმებებმა დამატებითი ბიძგი მისცა მარშრუტის განვითარებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეთმო დიგიტალიზაციის, ტრანსპორტირების სტაბილური ტარიფების უზრუნველყოფისა და დერეფნის გასწვრივ ერთიანი ლოგისტიკური ოპერატორის შექმნის საკითხებს. ჩვენ დაინტერესებული ვართ რეგიონის სატრანსპორტო კავშირის გაზრდით და სატრანზიტო პირობების მუდმივად გაუმჯობესებით. ამ გეგმებში, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ საქართველოს სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალს. ზოგადად, ყაზახეთის მთავრობა მზადაა, გააგრძელოს მრავალმხრივი მუშაობა, რათა უზრუნველყოს ყაზახურ-ქართული პარტნიორობის დინამიური განვითარება ყველა სფეროში”, - აღნიშნა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა. თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა შუა დერეფნის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. „თბილისში თქვენი ვიზიტისას განვიხილეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი და ასევე, ჩვენი ამბიციური გეგმები და პოტენციური პროექტები, რომლებიც შესაძლოა, საინტერესო იყოს ორივე ქვეყნისთვის, როგორც ყაზახეთისთვის, ასევე, საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდ ყურადღებას ვანიჭებთ შუა დერეფნის განვითარებას და კარგი გეგმა გვაქვს მისი განვითარებისთვის. გასულ წელს ხელი მოვაწერეთ შესაბამის გზამკვლევსაც (საგზაო რუკას), რაც, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამ დერეფნის განვითარებისთვის. ახლახან მე ვიზიტით ვიმყოფებოდი ჩინეთში, სადაც კარგი საუბარი დისკუსია მქონდა ჩინეთის მთავრობასთანაც ჩვენი ერთობლივი პროექტის შესახებ და იქ ვახსენე ჩვენი გეგმა, გზამკვლევი (საგზაო რუკა) შუა დერეფანთან დაკავშირებით. ამდენად, მჯერა, რომ ჩვენი სამომავლო თანამშრომლობა იქნება ისეთივე ნაყოფიერი როგორიც აქამდე იყო და როგორიც ახლაა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემთან და ჩემს დელეგაციასთან შეხვედრისთვის. მოხარულები ვართ, რომ ვიმყოფებით თქვენს ქვეყანაში. მადლობა!,” - განაცხადა პრემიერმა.
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა
შოვში სტიქიას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა. მისივე თქმით, ორშაბათს გლოვის დღე გამოცხადდება. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 7 ადამიანი.
ირაკლი ღარიბაშვილი ვერტმფრენების შეძენაზე: სამარცხვინო სპეკულაციები უნდა დასრულდეს
სამაშველო ვერტმფრენებმა გუშინ იმუშავეს და დღესაც აგრძელებენ მუშაობას, ყველა ის ადამიანი, რომელიც სამაშველო სამსახურმა გუშინ იპოვა, არცერთი დაშავებულა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, სტიქიის ადგილზე ვითარება კონტროლს ექვემდებარებოდა. „სამაშველო ვერტმფრენებმა გუშინ იმუშავეს და დღესაც აგრძელებენ მუშაობას. ყველა ის ადამიანი, რომელიც გუშინ იპოვეს, ხაზგასმით აღვნიშნავ, არცერთი დაშავებულა, ყველა უვნებელი გამოიყვანა ჩვენმა სამაშველო სამსახურმა. ჩვენი სამსახურები ადგილზე იყვნენ და ვითარება იყო აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ,“განაცხადა პრემიერმა. მან აღნიშნა, რომ რიგი ტელევიზიები და ხელმოცარული პოლიტიკოსები „მთელი დღის განმავლობაში ამორალურ ქმედებას ეწევიან.“ „ასეთ ვითარებაში, როდესაც გარდაცვლილი მოქალაქეები გვყავს და ჯერ კიდევ ოჯახის წევრები ვერ პოულობენ საკუთარ ოჯახის წევრებს, ატყუებენ მოსახლეობას, თითქოს მთავრობამ გადაწყვიტა ვერტმფრენების შეძენა, გავიდა ერთი წელი და თურმე არ შევიძინეთ. ასეთ არასერიოზულ ტყუილებზე, გთხოვთ, ასეთ დროს მაინც შეიკავონ თავი. ინფორმაციის გაგების სერიოზული პრობლემაა. 24 საათი ერთადერთ დავალებას ასრულებენ, ჩვენი ხალხის შეცდომაში შეყვანის, ხალხის დაზაფრვის. ასეთი უბედური მდგომარეობა, ასეთი ტრაგედია გვაქვს და ათმაგად ძაბავენ ხალხს. სამარცხვინო სპეკულაციები უნდა დაასრულონ, თურმე სამი ვერტმფრენი შეიძინეს, მაგრამ არ შეიძინეს. მთავარი არის შემდეგი, რომ ჩვენმა სამაშველო სამსახურმა 210 ჩვენი თანამოქალაქე უვნებლად გამოიყვანა,“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა. ამასთან, მეზობელი ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნის საჭიროება არ არსებობს. შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. მისი ინფორმაციით, 30-ზე მეტ ადამიანს კვლავაც ეძებენ. შოვში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. მეწყერი სამ აგვისტოს ჩამოწვა.
პრემიერი: ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომის მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში ამბობს, რომ რუსულ სამხედრო აგრესიას მოჰყვა დიდი ადამიანური მსხვერპლი, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, რაც ჯერაც მთავარ გამოწვევად რჩება ქვეყნის სუვერენიტეტისა და შემდგომი განვითარებისთვის. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება. „15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან; დღევანდელი დღე ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს - რუსულ სამხედრო აგრესიას მოჰყვა დიდი ადამიანური მსხვერპლი, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, რაც ჯერაც მთავარ გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და შემდგომი განვითარებისთვის. დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ნათელ ხსოვნას. ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება; ჩვენ გვამოძრავებს ურყევი რწმენა, რომ მშვიდობიანი, ერთიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველო - საუკეთესო პერსპექტივაა ქართველების, ოსების, აფხაზების, ჩვენს მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისათვის, და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს მიზანი მალე იქცეს რეალობად," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში. 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვაქვს შემუშავებული სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკა, რამაც უნდა მიიყვანოს ქვეყანა ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციამდე
„ჩვენ მშვიდობით, ჩვენი სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. მე ამის ღრმად მჯერა, ამის მწამს,“ - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. „ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ამ ოკუპაციის დასრულება, ის, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი აგრესორი იყო ეს ჩვენ დიდი ხანია, ვოცოდით და ვიცით, მთელმა მსოფლიომ იცის. უბრალოდ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს შემუშავებული სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკა, რამაც უნდა მიიყვანოს ჩვენი ქვეყანა ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციამდე და ქვეყნის საბოლოო გამთლიანებამდე, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მშვიდობით, ჩვენი სწორი, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები. მე ამის ღრმად მჯერა, ამის მწამს. ჩვენ ყოველ დღე ამ დიდ მიზანს ვუახლოვდებით. მე კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ ყველას ამ დიდ ტრაგედიას. ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნა იყოს და ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე,“ - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ინტერვიუში განაცხადა, რომ „პრეზიდენტი სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერი და მასშტაბური ხედვის მქონე, ბრძენი ადამიანია, რომელმაც დიდი საქმეები აკეთა თავისი დიდი ერისთვის, სრულად ვუჭერთ მხარს მის ინიციატივებს.“ პრემიერ–მინისტრის თქმით, ორმხრივ შეხვედრაზე გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაზე, ასევე მმართველობისა და სხვა ინიციატივების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ჩინეთიდან და პრეზიდენტ სი ძინპინისგან მოდის. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ჩინეთის მთავრობასთან და პრეზიდენტ სი ძინპინთან ორმხრივი კავშირების, ურთიერთობის, მეგობრობისა და ნდობის გაძლიერებით დაინტერესებულია. „გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია. ის მასშტაბური ხედვის მქონე, ბრძენი ადამიანია, რომელმაც დიდი საქმეები აკეთა თავისი დიდი ერისთვის. ის ძალიან ამბიციურ პროექტებსა და რეფორმებს ახორციელებს თქვენი ქვეყნისა და ერისთვის. ირაკლი ღარიბაშვილი: ახალი, მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დაწყება გვინდა, სადაც ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები მიმაჩნია, რომ ის შთაგონების მომცემი ლიდერია. ორმხრივი შეხვედრისას ვისაუბრეთ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობის, მმართველობისა და სხვა ინიციატივების შესახებ, რომლებიც ჩინეთიდან და პრეზიდენტ სი ძინპინისგან მოდის.ძალიან დაინტერესებული ვარ ჩვენი ორმხრივი კავშირების, ურთიერთობის, მეგობრობისა და ნდობის გაძლიერებით ჩინეთის მთავრობასთან და პრეზიდენტ სი ძინპინთან. გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივებს და აქვე გეტყვით რატომ. ყველა მისი ინიციატივა მშვიდობისკენ, პროგრესისკენ, მოდერნიზაციისკენ, კეთილდღეობისა და განვითარებისკენ არის მიმართული. მიმაჩნია, რომ ეს შესანიშნავია! სწორედ ეს სჭირდება მსოფლიოს დღეს. მსოფლიოს დღეს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სჭირდება! ყველა ერზე ვამბობ, ეს მთელ პლანეტას სჭირდება! პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივები, ვიტყოდი, ჭეშმარიტად გამორჩეულია. მიმაჩნია, რომ ეს ინიციატივები შთაგონების წყარო იქნება ბევრი ერისა და ქვეყნისთვის,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში დელეგაციასთან ერთად ივლისის ბოლოს ჩავიდა. შეგახსენებთ, საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი
ირაკლი ღარიბაშვილი: ახალი, მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დაწყება გვინდა, სადაც ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები
ახალი, მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დაწყება გვინდა, სადაც ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ინტერვიუში განაცხადა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ახლო მომავალში შუა დერეფანი იქცევა ძალიან საინტერესო ალტერნატიულ მარშრუტად და ამისთვის საჭიროა კრეატიულობა და სწრაფი მოქმედება. „საქართველოს ბუნებრივად აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი, რომ პოციზიონირება მოახდინოს როგორც ჰაბმა. მხედველობაში მაქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური ჰაბი ან ენერგეტიკული ჰაბი, ან ავიაციის ჰაბი. ჩვენ ასევე გვინდა ახალი აეროპორტის მშენებლობა დავიწყოთ, საუბარია მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტზე. თუნდაც, ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები. მიმაჩნია, რომ ეს არის სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში. შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია. ახლო მომავალში ის იქცევა ძალიან საინტერესო ალტერნატიულ მარშრუტად. უნდა ვიყოთ კრეატიული, უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და, რა თქმა უნდა, სრული კოორდინაცია, სრული გახსნილობა და გამჭვირვალობა გვჭირდება," განაცხადა ღარიბაშვილმა. მან ამავე ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ჩინური სამრეწველო ან სხვა ტიპის კომპანიები ფილიალებს, ქარხნებს ან საკომპლექტაციო საწარმოებს საქართველოში გახსნიან, მათ თავისუფლად, საგადასახადო ბარიერების გარეშე შეეძლებათ საქონლის ექსპორტი ევროკავშირში, მათ გადასახადების გადახდა არ მოუწევთ ექსპორტის მიმართულებით. „ბევრი რამის ექსპორტი შეგვიძლია. ჩინეთში შეიძლება ქართული აგრარული პროდუქციის შემოტანა. ჩვენ ვაწარმოებთ ხარისხიან აგრარულ და სხვა საქონელს – ოქროს, სპილენძს და სხვ. შესაძლებლობები მრავალგვარია. თუ ბიზნესის მეტი წარმომადგენელი დაინტერესდა, დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ერა, რომელიც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ახლა დაიწყო, წაახალისებს მეტ კავშირს ბიზნესებს შორის ჩინეთსა და საქართველოში. დღეს შედგა ჩვენი ბიზნესფორუმი. მე ქართული ბიზნესსაზოგადოების წევრები მახლავს ამ ვიზიტში. საუბარი მაქვს ქართულ კომპანიებზე. რაც შეეხება ჩინურ კომპანიებს, ვრცელი პრეზენტაცია მქონდა საქართველოს, ჩვენი ქვეყნის, შესახებ. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის კრიტერიუმების თანახმად, მსოფლიოში მე-7 ადგილზე ვართ. ამასთანავე, საგადასახადო წნეხის სიმცირის მიხედვით, მსოფლიოში მე-3 ადგილზე ვართ, რადგან საგადასახადო განაკვეთები და გადასახადების რაოდენობა ჩვენთან ძალიან დაბალია, ბიუროკრატიის მაჩვენებელიც დაბალია, კორუფციის დონეც დაბალია. რაც შეეხება გამჭვირვალობას, 1-ელ ადგილზე ვართ ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ეკონომიკა გვაქვს. ამ ნიშნით მე-15 ადგილზე ვართ გლობალურად. ყოველივე ეს მეტ მიმზიდველობას ანიჭებს ქვეყანას. უკვე ვახსენე, რომ საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აქვს გაფორმებული 2.3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზართან. მაგალითად, ევროკავშირთან ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით ვსარგებლობთ, რადგან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება გვაქვს გაფორმებული ევროკავშირთან. თეორიულად, თუ ჩინური სამრეწველო ან სხვა ტიპის კომპანიები ფილიალებს – ქარხნებს ან საკომპლექტაციო საწარმოებს – საქართველოში გახსნიან, მათ თავისუფლად, საგადასახადო ბარიერების გარეშე, შეეძლებათ საქონლის ექსპორტი ევროკავშირში. მათ გადასახადების გადახდა არ მოუწევთ ექსპორტის მიმართულებით. საქართველოს სხვა მიმზიდველი ფაქტორებიც დავასახელე. ქვეყანას ჰყავს ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი მთავრობა. ჩემი მთავრობა ბიზნესისადმი ძალიან მეგობრულია, ძალიან გახსნილია. მაქსიმალურ მხარდაჭერას და კომფორტს ვუქმნით ჩინურ კომპანიებს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „საქართველოში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი და რკინიგზის მოდერნიზება, ახლა ვაპირებთ, დავიწყოთ ანაკლიის დიდი საპორტო პროექტი, განაცხადა ამავე ინტერვიუში ღარიბაშვილმა. პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ჩინური კომპანიები მუშაობენ და საქართველოს მთავრობა მათი მუშაობით კმაყოფილია. „საქართველოში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი. ახლა ვაპირებთ, დავიწყოთ დიდი საპორტო პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი, ანაკლია მაქვს მხედველობაში. ყველა 9 ფაზის განხორციელების შემდეგ, მისი წარმადობა დაახლოებით 100 მილიონი ტონა იქნება. რა თქმა უნდა, ვახორციელებთ რკინიგზის მოდერნიზებას, რასაც ჩინური კომპანია ასრულებს. აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნულ მაგისტრალსაც ჩინური კომპანიები აშენებენ. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ეფექტიანად მუშაობენ და ფასებიც კონკურენტული აქვთ. ჩვენ კმაყოფილი ვართ საქართველოში მათი მუშაობით,“ – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა. ამავე ინტერვიუდან: ირაკლი ღარიბაშვილი: გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია შეგახსენებთ, საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მეოთხე ადგილზე მყოფი ჩინეთი, თბილისთან 4-განზომილებიან სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. საქართველო - ჩინეთის სტრატეგიული პარტიორობის გლობალური კონტექსტი - ანალიზი
ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელში ვიზიტით გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში გაემგზავრა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ისრაელის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.
ნეთანიაჰუ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე: ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია ავწიოთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრა გამართეს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ისრაელის სახელმწიფოსთან არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა. მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დინამიკაში ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები იზრდება, მომავალი წლიდან კი - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება, რაც ქვეყნებს შორის პარტნიორობას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. შეხვედრაზე, ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში, ახალი მიდგომების და სამომავლო თანამშრომლობის ახალი სფეროების განსაზღვრის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განიხილეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა. განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ირაკლი ღარიბაშვილმა ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოში მიიწვია. პირისპირ ფორმატში შეხვედრის დროს ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელსა და საქართველოს ძალიან თბილი ურთიერთობები გააჩნიათ. „ჩვენს ერებს შორის კავშირი 2500 წლის წინ იღებს დასაბამს ან, შესაძლოა, 2600 წელსაც ითვლიდეს. საქართველოში ებრაული თემები ცხოვრობდნენ. ბევრი ებრაელი წამოვიდა ისრაელში საქართველოდან. ისინი ცოცხალ ხიდად იქცნენ ჩვენს ქვეყნებს შორის. მე თავად მქონდა შესაძლებლობა მენახა საქართველო. ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია, ავწიოთ და მივესალმები ამ შესაძლებლობას თქვენი ვიზიტის განმავლობაში. შემდეგ ჯერზე თელავივსა და იერუსალიმში გელოდებით! ჩვენთან ასე ამბობენ - „შემდეგ ჯერზე იერუსალიმში ვიკრიბებით!“ - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ებრაული თემი ყოველთვის გრძნობდა მეგობრობას, სრულ მხარდაჭერასა და კომფორტს ქართული საზოგადოების მხრიდან. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობა ჩემი და დელეგაციის მიღებისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა აქ ყოფნა. ყოველთვის სიხარულით ჩამოვდივარ ისრაელში და როგორც თქვენ ბრძანეთ, განსაკუთრებული ურთიერთობა და მეგობრობა გვაკავშირებს ისრაელთან, ებრაელ ხალხთან. ებრაული თემი ყოველთვის გრძნობდა მეგობრობას, სრულ მხარდაჭერასა და კომფორტს ქართული საზოგადოების მხრიდან,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე: მომდევნო წელს ვიწყებთ მოლაპარაკებებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები განიხილეს. „მიხარია პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრა ისრაელში ჩემი ვიზიტის ფარგლებში. ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ შეხვედრისას. მომდევნო წელს ვიწყებთ მოლაპარაკებებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად და ამ პერიოდში კვლავ ძლიერდება ჩვენი ეკონომიკური, თავდაცვითი და უსაფრთხოების კავშირები. მადლობელი ვარ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე ისრაელის მხარდაჭერისთვის,“ - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქს თეოფილე III-ს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქს თეოფილე III-ს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, იერუსალიმის პატრიარქმა პრემიერ-მინისტრს საპატრიარქოში უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა და თეოფილე III-მ საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. „ხაზი გაუსვეს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. თეოფილე III-მ პრემიერ-მინისტრს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მე- II-სთან გულთბილი მოკითხვა დააბარა,“ - წერია ინფორმაციაში. ღარიბაშვილი ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე: მომდევნო წელს ვიწყებთ მოლაპარაკებებს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გასაფორმებლად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. „მუდმივად ზრდა გვაქვს ყველა მიმართულებით, მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს რეგიონული თვალსაზრისით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იზრდება და ჩვენ 2024 წლიდან უკვე მივაღწიეთ იმას, რომ დავიწყებთ მოლაპარაკებას თავისუფალ ვაჭრობაზე, რაც ინვესტიციებს გაზრდის ისრაელიდან საქართველოში. ნეთანიაჰუ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე: ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია ავწიოთ ტურიზმი, ყველამ იცით, რომ არის ერთ-ერთ მწვერვალზე, პიკზე და კიდევ უფრო მეტ ისრაელელ სტუმარს ველოდებით საქართველოში, მომავალში. რეგიონულ ჭრილში ისრაელი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა არის და ჩვენც ვართ სანდრო პარტნიორი ისრაელისთვის, ამიტომ პლატფორმა იმისთვის, რომ მჭიდრო გახდეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უკვე აშენებულია, მყარი საფუძველი აქვს და მომავალში კიდევ უფრო განვითარდება,“ - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
პრემიერმა ელჩ დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული დღის წესრიგი. „ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი ჯინ ფოსტერი ესწრებოდა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. კელი დეგნანი არის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი-დესპანის რანგის კარიერული დიპლომატი, რომელიც თბილისში სამი წლის წინ, 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა. მისთვის ვადის ამოწურვის შემდეგ, სენატმა საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩად რობინ დანიგენი 28 ივლისს დაამტკიცა. ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატურა იანარში წარადგინა. ვინ არის ამერიკის ახალი ელჩი, რობინ დანიგენი, რომელიც კელი დეგნანს შეცვლის
ირაკლი ღარიბაშვილმა და ისრაელის პრემირმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში ქვენის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრით დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ნაფტალი ბენეტმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს მეორე ოფიციალური ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. „საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ჩვენ ერთმანეთს დიდად ვაფასებთ. დიდად ვაფასებთ, რომ მეორე ოფიციალური ვიზიტით გვეწვიეთ“, - აღნიშნა ნაფტალი ბენეტმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. „პრემიერ-მინისტრო, უპირველეს ყოვლისა, მადლობა ჩვენი მიღებისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ჩვენ ახლო მეგობრები ვართ და ეს მეგობრობა 26 საუკუნეზე დიდი ხნისაა. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „აღინიშნა, რომ 2022 წელი საიუბილეოა ორმხრივ ურთიერთობებში, რამდენადაც დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა ქმნის შესაძლებლობებს, კიდევ უფრო განვითარდეს პარტნიორობა არაერთი მიმართულებით - მათ შორისაა განათლება, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე დაესწრნენ“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
ჯონათან ჯანოგლი საქართველოს ევროატლანტიკურ ამბიციებსა და დიდ ბრიტანეთთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მხარს უჭერს
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარემ, ჯონათან ჯანოგლიმ საქართველოს ევროატლანტიკური ამბიციების, ტერიტორიული მთლიანობისა და გაერთიანებულ სამეფოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისადმი მხარდაჭერა გამოხატა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდით იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოგვეხატა საქართველოს ევროატლანტიკური ამბიციების, ტერიტორიული მთლიანობისა და გაერთიანებულ სამეფოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას,“- აღნიშნავს ჯონათან ჯანოგლი X-ზე (ადრინდელი Twitter-ი) განთავსებულ პოსტში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც თემთა პალატაში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე, ჯონათან ჯანოგლი ხელმძღვანელობს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. „როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო და გაერთიანებული სამეფო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ნაყოფიერად თანამშრომლობენ. ბოლო დროს განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები კი ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს უსვამს ხაზს. მთავრობის მეთაურის თქმით, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი მკაფიო დასტურია. განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება. მთავრობის მეთაურმა ჯონათან ჯანოგლის ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გამყარებისა და განმტკიცების აუცილებლობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არსებული გამოწვევების ფონზე, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. ირაკლი ღარიბაშვილმა ჯონათან ჯანოგლის მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე, ურყევი მხარდაჭერისათვის. შეხვედრას ესწრებოდნენ კონსერვატიული პარტიიდან გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის წევრები- ჯეფრი კლიფტონ ბრაუნი,შაილეშ ვარა, ჰეზერ უილერი, ჰერიეტ ბოლდუინი, ლორდთა პალატის წევრები - გოდფრი კრომველი, პეტა ბუსკომბე, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - მარკ კლეიტონი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში - სოფიო ქაცარავა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და ისრაელის ქნესეთის სპიკერმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერს ამირ ოჰანას შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ამ კონტექსტში ხაზი გაუსვეს ისრაელის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებულ ვიზიტს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისრაელის სახელმწიფოსთან მეგობრული და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის განვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმება ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას. „განსახილველი საკითხებიდან ერთ-ერთი იყო ქვეყნებს შორის ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა, რომელიც მზარდი დინამიკით ხასიათდება. მხარეებმა ამ მიმართულებით არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადება ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ორივე ქვეყანას. შეხვედრას ესწრებოდნენ ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ჰადას მიეცადი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში - ლაშა ჟვანია,“ - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრემიერი: ქვეყანაში ჯამში 6 თანამედროვე აეროპორტი იქნება
ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 3,5 კმ-მდე დაგრძელდება. ამასთან, 18 თვეში დასრულდება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „აეროპორტებში გაზრდილია და უნდა ითქვას, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა მიახლოებული მგზავრთა ნაკადი, ქუთაისის აეროპორტში მაგალითად. რეისების რაოდენობა გაზრდილია, ყველა მიმართულებით ათეული რეისებია დამატებული. ქუთაისის აეროპორტში, ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა მოხდეს დაგრძელება და ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის დაპროექტება და მშენებლობა. უნდა მოხდეს 3500 მეტრამდე, ანუ 3,5 კილომეტრი იქნება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. კიდევ უფრო კარგად მოეწყობა ინფრასტრუქტურა. ეს აუცილებელი გასაკეთებელია. ქუთაისში ალბათ მალე იქნება მილიონი მგზავრი, მალე მიაღწევს მილიონ მგზავრს, ამიტომ ქუთაისს შესაბამისი ყურადღების მიქცევა სჭირდება. ამ პროექტირებას ეხლა დავიწყებთ ჩვენ და 18 თვეში იქნება უკვე გაკეთებული, დასრულებული ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. გარდა ამისა, თელავის აეროდრომის ადგილზე ახალი აეროპორტი მოეწყობა. ღარიბაშვილმა განმარტა, რომ პროექტირება მიმდინარე წელსვე დაიწყება, რომლის დაახლოებითი ბიუჯეტი 25-30 მლნ ლარამდე იქნება. ამასთან, თელავის აეროპორტის მშენებლობის საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ და დაამტკიცებენ. „თელავში, მოგეხსენებათ, რომ იყო ისტორიული აეროდრომი და გვინდა, რომ ამ ადგილას მოვაწყოთ, ავაშენოთ ახალი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ახალი აეროპორტი, შეიქნას თელავის ახალი აეროპორტი. ჩვენ, პროექტირებას, მშენებლობას წელსვე დავიწყებთ და გვინდა, რომ აეროპორტმა პირველი მგზავრი მიიღოს უკვე 2024 წლის მაის-ივნისში. პროექტისთვის გამოყოფილია დაახლოებით 25 მლნ ლარი, ეს პროექტი 25-30 მლნ ლარი დაჯდება. რაში მდგომარეობს მთავარი იდეა - ჩვენ სრულიად განვაახლებთ, 1 700 მეტრამდე გაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები, ზოგადად მთელი ინფრასტრუქტურა განახლდება და შეიქმნება ახალი საპარკინგე ადგილები, მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები. თელავს თანამედროვე აეროპორტი ექნება. ეს ნიშნავს იმას, რომ არამხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს შეეძლებათ დღის განმავლობაში კომფორტულად იფრინონ, გადაადგილდნენ თელავიდან ბათუმის, მესტია, ამბროლაურის, ქუთაისის მიმართულებით. აუცილებელია შიდა რეისების, შიდა ავიაციის განვითარება. ამ მიზნით ჩვენ, მთავრობას გამოყოფილი გვაქვს, რამდენიმე წელია ვეხმარებით კომპანიებს და ამ მიმართულებას კიდევ უფრო გავაფართოებთ. ქვეყანაში ჯამში, 6 თანამედროვე აეროპორტი იქნება. თელავში აეროპორტი დამატებით კიდევ უფრო მიზიდულობას შექმნის, ტურისტებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო კომფორტული გახდება და კიდევ უფრო სწრაფად მოხდება გადაადგილება,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს ჯოზეფ ბორელი ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს, რამდენიმე დღეში, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი ეწვევა. ღარიბაშვილის თქმით, ქართული მხარე მას ევრორეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. „ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით ბატონ ბორელს, რომელსაც კიდევ ერთხელ გადავცემთ განახლებულ ინფორმაციას, თუ სად ვიმყოფებით ამ 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესში. დღეს, ერთ საათში ჩვენ გვენება ევროინტეგრაციის უწყებათაშორისო კომისია, სადაც ასევე განვიხილავთ, კიდევ ერთხელ მოვისმენთ უწყებებისგან განახლებულ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს ევროინტეგრაციის პროცესი. ასე რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად. ჩვენ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს და ოპოზიციას ბოლო 10 წლის განმავლობაში, ევროინტეგრაციისთვის არაფერი გაუკეთებია. „ბოლოს მინდა შევახსენო - არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს - ოპოზიციას არაფერი არ გაუკეთებია ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურება - ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა. მე მჯერა, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ექნებათ საკმარისზე მეტი არგუმენტაცია, იმისთვის, რომ ქვეყანას მიანიჭონ დამსახურებული სტატუსი,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერი: სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი დემონსტრაციულად არღვევს კანონს
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა მთავრობის უარი და დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია. ირაკლი ღარივაშვილის თქმით, ვიზიტებზე უარის არგუმენტი მმართველი გუნდისთვის, პრეზიდენტის განცხადებები გახდა. აქედან გამომდინარე, მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება „გამართლებული იყო.“ „ქალბატონმა პრეზიდენტმა სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა მთავრობის მიერ გაგზავნილი უარი და მან დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია, მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა, თუ პრეზიდენტს მიანიჭებს მთავრობა, მხოლოდ მაგ შემთხვევაში შეუძლია მას ეს უფლებამოსილება შეასრულოს. დაახლოებით ერთი თვის წინ გავუგზავნე ოფიციალური უარი ამ ვიზიტებზე და აქვე მინდა, ჩვენი არგუმენტაცია მოვიყვანო. მან რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებას, რომელიც არის დაწესებული და ასევე თქვა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი, რომ საქართველო არ იმსახურებდა შარშან კანდიდატის სტატუსს. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენ სხვა მტკიცებულება არ გვჭირდება, რომ უბრალოდ სანდოობა დაიკარგოს. ჩვენ არ გვქონდა არავითარი მოტივაცია, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან მისთვის რაღაც გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კანონს დემონსტრაციულად. ამ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები. ამიტომ, ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღოს მმართველმა პარტიამ, იყო გამართლებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, სწორი, გონივრული პოლიტიკით საქართველომ მოახერხა მეორე ფრონტის თავიდან არიდება.“ „მინდა, ჩვენს საზოგადოებას მივმართო და კიდევ ერთხელ შევახსენო, მას შემდეგ, რაც მოისმინეს პრეზიდენტის განცხადება, რომ ქვეყანა თურმე არ იმსახურებდა სტატუსს, თუ გახსენდებათ ვინმეს შეშფოთება, კრიტიკა ან რაიმე პროტესტი. ამიტომ, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მარტივად ასახსნელია – ფარისევლობა, ტყუილი, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია ჩვენი ხალხისთვის ასეთი დამოკიდებულება, ასეთი ვაჭრობა და შანტაჟი, ვასრულებთ თუ არ ვასრულებთ ამ ვალდებულებებს. ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც მთელი მსოფლიო იმყოფება, ჩვენმა პატარა ქვეყანამ მოახერხა, ჩვენი სწორი, გონივრული პოლიტიკით თავიდან ავირიდეთ მეორე ფრონტი, ომი, უბედურება და ნგრევა,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.
EBRD-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი თბილისში შეხვედრებს მართავს, განსახილველ საკითხებს შორისაა ანაკლიის პორტის პროექტი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, იურგენ რიგტერინკი თბილისში შეხვედრებს მართავს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოში EBRD-ის მხარდაჭერით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს შეეხო. პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა აღინიშნა, რომ EBRD სათანადოდ რეაგირებს დასახულ სტრატეგიულ მიმართულებებზე, რაც მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების საშუალებას იძლევა. „შეხვეედრაზე აღინიშნა, რომ EBRD-ის პორტფელი საქართველოში შეადგენს დაახლოებით 5 მილიარდ ევროს 287 პროექტში. ამ ინვესტიციების 82% კერძო სექტორშია. პრემიერმა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები გააცნო. აღინიშნა, რომ რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურად მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. შეხვედრაზე განიხილეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები და მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა. კერძოდ, შუა სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალი, საქართველოს მთავრობის ხედვა შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტებზე. იმსჯელეს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე და აღნიშნულ სფეროში საინვესტიციო შესაძლებლობებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ენერგეტიკულ პოტენციალს და განახლებადი წყაროების სფეროში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას EBRD-ის მმართველი დირექტორი მატეო პატრონე, EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში ალკის ვრენიოს დრაკინოსი, EBRD-ის მოლდოვის ოფისის დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი და პირველი ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველი ქეით გელვინი ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე,“ - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ლევან დავითაშვილთან შეხვდრაზე საუბარი წარიმართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობაზე საქართველოში. ხაზი გაესვა EBRD - ის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. აღინიშნა, რომ ბანკის ფინანსურმა კონტრიბუციამ საქართველოში დაახლოებით 5 მლრდ. ევრო შეადგინა, რომლის უდიდესი ნაწილი (82 პროცენტი) კერძო სექტორის მხარდაჭერას მოხმარდა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები და მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა, მათ შორის, განახლებადი ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. კერძოდ, შუა სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალი, საქართველოს მთავრობის ხედვა შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტებზე და სხვ. შეხვედრაზე EBRD-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს მზაობა, მონაწილეობა მიიღონ მსხვილ საინვესტიციო პროექტებში. დასასრულს, ვიცე-პრემიერმა EBRD - ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია, რომელიც 26 - 27 ოქტომბერს გაიმართება,“ აცხადებენ თავის მხრივ, ეკონომიკის სამინისტროში. დღესვე, საზედამხედველო პრიორიტეტები საკრედიტო რისკებისა და უმოქმედო სესხებისთვის და მათი გავლენა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონზე - ამ სახელწოდების სემინარი გაიმართა ეროვნული ბანკის სათავო ოფისში. სებ-ის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი სემინარის მიზანია შეიქმნას ერთიანი პლატფორმა გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და EBRD-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, იურგენ რიგტერინკმა გახსნეს. სემინარს ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, სომხეთის, უკრაინისა და მოლდოვას ცენტრალური ბანკების წარმომადგენლები. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება
ღარიბაშვილი ბორელს: საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული, პოლიტიკური გადაწყვეტილება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა, ოპოზიციამ-ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ წლის ბოლოს საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული, პოლიტიკური გადაწყვეტილება. მან აღნიშნა, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 12 რეკომენდაციიდან ძირითადი ნაწილი შესრულებულია და მთავრობა მზად არის, გააგრძელოს სამუშაო პროცესი ევროკავშირთან. ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია აბსოლუტურად მზად იყო, არის და იქნება მომავალშიც, რომ ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალასთან, მათ შორის, რომ საერთო ეროვნული იდეა განხორციელდეს და საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს ევროკავშირს. „მე ასევე ღიად ვესაუბრე ბატონ ბორელს და მის დელეგაციას, გადავეცი ჩვენი ხელისუფლების პოზიცია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ვართ იდეალური. არც ერთი მთავრობა და არც ერთი ქვეყანა არ არის იდეალური, ეს არის მუდმივი პროცესი. მუდმივი ჩართულობაა საჭირო. როგორც მე აღვნიშნე, 12 რეკომენდაციიდან ძირითადი ნაწილი არის შესრულებული. დარჩენილზე მე უკვე მოგახსენეთ. ეს არის პროცესი, რომელზეც ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ თქვენთან მუშაობა, თქვენს ოფისთან, ევროკომისიასთან და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა მმართველი პარტია, ხელისუფლება, ასევე პრეზიდენტიც, ოპოზიციაც, ყველამ უნდა თქვას ხმამაღლა და მკაფიოდ, რომ საქართველოს უნდა მიეცეს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, ვინაიდან ეს არის ერთადერთი სწორი, ისტორიული - მე ვიტყოდი, პოლიტიკური გადაწყვეტილება,” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ამავე პრესკონფერენციაე აღნიშნა, რომ რადიკალური ჯგუფები ცდილობენ, საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს. „ახლა მთავარი მინდა ვთქვა ბატონო ჯოზეფ, ზოგადად, სამწუხაროდ, რასაც დავაკვირდით, ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ეს რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არა თუ შემცირდა, არამედ პირიქით, მოიმატა, იმიტომ, რომ საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები თავისი ბუნებით, თავისი გამოცდილებით, მე ვგულისხმობ წინა ხელისუფლების პარტიას, ყველაზე ანტიევროპული ძალები, ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს და სწორედ მათთვის არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მთავარი სასპეკულაციო საგანი სწორედ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ამას იყენებენ რადიკალური ძალები იმისთვის, რომ მოახდინონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამიტომ მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია აბსოლუტურად მზად იყო, არის და იქნება მომავალშიც, რომ ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალასთან, მათ შორის, რომ საერთო ეროვნული იდეა განხორციელდეს და საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს ევროკავშირს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და რა თქმა უნდა, ამავდროულად, ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი ხალხისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების 55%- ზე მეტი და თავისუფალი ვაჭრობის 60%- ზე მეტი უკვე შესრულებული აქვს. „ჩვენ შესრულებული გვაქვს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების 55%- ზე მეტი და თავისუფალი ვაჭრობის 60%- ზე მეტი. ამ პროცესს მე თავად ვხელმძღვანელობ. გვაქვს ევროინტეგრაციის უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ და ვუწევთ კოორდინაციას აი ამ პროცესს,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რა განცხადებები გააკეთეს ბორელმა და ღარიბაშვილმა რუსეთთან ფრენების აღდგენისა და სანქციების გვერდის ავლის საკითხებზე
ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიესალმება იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული ქვეყანაში. ამავდროულად, აღნიშნა, წუხს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღდგა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ ამ პროცესს, ვიდრე საჭიროა. მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს. საქართველოს ხელს შევუწყობთ ამ პროცესში, ქვეყნის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რათა იზოლირებული იქნეს რუსეთი. ძალიან მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, მკაფიოდ ითქვას და იყოს აღიარებული ეს ფაქტი. ასევე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს არის ის გზავნილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას. საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიიღო გარკვეული ვალდებულება და უნდა ევროკავშირში წევრობა. ამ ეტაპზე ნამდვილად ბევრი მიმართულება არის გასაუმჯობესებელი. ჩვენ გვჭირდება რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის აღკვეთა, საომარი პროპაგანდა და სხვა ინიციატივები. ზუსტად ამისთვის ევროკავშირში აქცენტი კეთდება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე საქართველოში, მედეგობის გამყარებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ცოცხალი დემოკრატიული სისტემა არსებობდეს ქვეყანაში, იყოს თავისუფალი ინფორმაცია. ინფორმაციის მიწოდება არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში,“ – განაცხადა ბორელმა. „სანქციებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია. აი, ამ პოლიტიკური ძალის, რომელსაც ეს ტელევიზია წარმოადგენს. მათი ლობისტების, მათი ინტერესჯგუფების მიერ დაფინანსებული კამპანიები მთელ მსოფლიოში, რომ თითქოს საქართველო სანქციებს არღვევს. რეალობა აღმოჩნდა შემდეგი, რომ როცა თქვენი წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოში, ასევე ამერიკის სანქციების მთავარი წარმომადგენელი და ასევე, ბრიტანეთის წარმომადგენელი, მათ ხმამაღლა და ღიად თქვეს, რომ საქართველო სრულად ასრულებს ამ ვალდებულებებს და სანქციების დარღვევის არც ერთი მაგალითი არ დაფიქსირებულა. აი, ეს არის მაგალითი სიცრუესა და სიმართლეს შორის. სიცრუეს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი მიზანი, ეს მიზანია ქვეყნის დისკრედიტაცია, მათი მიზანი არის ის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანა კიდევ ერთხელ დავაახლოოთ ევროკავშირს“, - აღნიშნა თვის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთთან ფენების აღდგენას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „საქართველოში არც ერთი სანქცირებული ავიაკომპანია და არც ერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ დაფრინავს“. მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც „აბსოლუტურად სუფთად და გამჭვირვალედ მუშაობს“. „რაც შეეხება რუსეთთან ფრენების აღდგენას, ჩვენ ამის თაობაზე მკაფიოდ განვმარტეთ, რომ საქართველოში არც ერთი სანქცირებული ავიაკომპანია და არც ერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ იფრენს და არ დაფრინავს. ასე რომ, აქაც ჩვენ ვიცავთ ჩვენ დისციპლინას და აბსოლუტურად სუფთად და გამჭვირვალედ ვმუშაობთ. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ბოლო სამი წელი იზრდება ძალიან სწრაფად, ჩვენ ვართ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში, ბოლო ორი წელი გვქონდა 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა ჩვენ გვაქვს 7%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა. ინფლაცია არის დარეგულირებული - 0,9-ზე არის ინფლაცია.უმუშევრობა, სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე. ქვეყნის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე. ქვეყანა ძლიერდება, ვითარდება, მდიდრდება. ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება და მოვალეობა, ჩემი როგორც მთავრობის მეთაურის, რომ ქვეყანა დავიცვათ და გავაძლიეროთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადა: „ჩვენ არაღიარების პოლიტიკა განსაზღვრული გვაქვს, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. შესაბამისად, იმ რეზოლუციებს და განცხადებებს, რომელსაც ჩვენ არ ვუერთდებით, ამას სწორედ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ. იმიტომ, რომ ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას, საფრთხეებს და რისკებს ვზომავთ. დამერწმუნეთ, მხოლოდ ეს მოტივაცია გვაქვს.“
ღარიბაშვილი ბორელს: უსამართლობას არ ვეგუებით, მნიშვნელოვანია, ის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებთ, სამართლიანი იყოს - ნებისმიერი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება რუსეთისთვის პოზიტიური გზავნილი იქნება
ქართველებს ყველაზე მეტად რაც არ გვიყვარს, ეს არის უსამართლობა. ჩვენ უსამართლობას არ ვეგუებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ მიიღებთ, სამართლიანი იყოს- ნებისმიერი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება რუსეთისთვის პოზიტიური გზავნილი იქნება, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ, ჯოზეფ ბორელს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ გასულ წელს უკრაინამ და მოლდოვამ ბონუსად, ავანსად მიიღეს სტატუსი ისე, რომ მათ არცერთი რეკომენდაცია არ ჰქონდათ შესრულებული, „ჩვენ კი სამართლიან მოპყრობას ვითხოვთ“. „ჩვენ გაცილებით სერიოზულ და რთულ მოცემულობაში მოვყევით. ჩვენი მთავარი არგუმენტი არის შემდეგი, ჩვენ სამართლიან მოპყრობას ვითხოვთ. გასულ წელს უკრაინამ და მოლდოვამ ბონუსად, ავანსად მიიღეს სტატუსი ისე, რომ მათ არ ჰქონდათ შესრულებული არცერთი რეკომენდაცია, ჩვენ არ მივიღეთ. ქართველებს ყველაზე მეტად რაც არ გვიყვარს, ეს არის უსამართლობა. ჩვენ უსამართლობას არ ვეგუებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ მიიღებთ სამართლიანი იყოს. ბორელი თბილისში სამი ძირითადი გზავნილით ჩამოვიდა რაც შეეხება იმას, თუ რა გზავნილი იქნება, როდესაც არავინ იცის, როდის დასრულდება უკრაინაში ომი, როგორი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში, ასეთ რთულ ვითარებაში, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, არაპროგნოზირებად გარემოში ნებისმიერი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, ნებისმიერი ნეგატიური გზავნილი, პოზიტიური გზავნილი იქნება რუსეთისთვის. ამიტომ, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროცესი რთულია, ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული დამოკიდებულება, მაგრამ ამავდროულად კარგად გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არ არის მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. კიდევ ვიმეორებ, მოლდოვის და უკრაინის შემთხვევაში თქვენ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებით იხელმძღვანელეთ. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს პოლარიზაციის დასრულება ქვეყანაში, როგორც თქვენ ბრძანეთ, თუ თქვენ ნამდვილად გსურთ, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს, კიდევ უფრო დაახლოვდეს, მაშინ ჩვენი პოზიციაა შემდეგი, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს,“- აღნიშნა პრემიერმა. ბორელის ვიზიტის პრიორიტეტული მიმართულება: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს
ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა სატელეფონო საუბარი გამართეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანი მის ქართველ კოლეგას, ირაკლი ღარიბაშვილს ტელეფონით ესაუბრა. მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. „მხარეებმა განიხილეს: მთიან ყარაბაღში შექმნილი კრიზისი, რომელიც ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირამ გამოიწვი;, მთიანი ყარაბაღის გარშემო აზერბაიჯანული ჯარების დაგროვებისა და სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე დაძაბულობის ზრდა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მზადაა, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის საჭირო ძალისხმევას მიმართოს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს არსებული პრობლემების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით მოგვარების მნიშვნელობას. „პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზადაა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან სასწრაფო დისკუსიები გამართოს,“ - ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებს
მთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ გასულ დეზინფორმაციულ სიუჟეტს. ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, არაერთხელ გაკეთდა განმარტება იმის შესახებ, რომ რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. ამის მიუხედავად, სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი, რომ აღნიშნული რეისი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შესრულდა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სიუჟეტის ეთერში გასვლამდე განმარტა, რომ აღნიშნული რეისი იყო კომერციული და რეისის ანაზღაურება არ მომხდარა ბიუჯეტიდან. ამის მიუხედავად, ეთერში გასულ სიუჟეტში ეს ინფორმაცია მიზანმიმართულად იყო უგულებელყოფილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით. თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა მიუნხენამდე იმგზავრა, იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. აღნიშნულ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს შემოსავლები როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან. მსგავსი კომერციული ტიპის რეისი მანამდეც არაერთხელ შესრულებულა,“ - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ოპოზიცია ღარიბაშვილის გადაყენებასა და დასჯას მოითხოვს. „ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, ის დაკავებული უნდა იყოს - საქართველოს პარლამენტის წევრებს მოვუწოდებ, "რუსული პარტიის" უმრავლესობა დატოვონ,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა 10 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. ამასთან, ლელო“ პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს და საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, შეუერთდნენ ინიციატივას. „დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა! საპარლამენტო ოპოზიციამ უნდა დაიწყოს ეს პროცესი... თუ მსგავს აღვირახსნილ კანონდარღვევას შევეგუებით და შესაბამისად არ ვიმოქმედებთ ყველა ერთად, პარლამენტი და საზოგადოება, მაშინ ევროკავშირისკენ სწრაფვა ილუზიაა - იმპიჩმენტი ღარიბაშვილს!" - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში. გარდა ამისა, საია-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრემიერის მიერ სახელმწიფო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს და გასაჯაროვდეს რეისის დაფინანსებაზე დოკუმენტაცია. ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ მდგომარეობას ვერ ამსუბუქეს ის შემთხვევაც, თუკი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, რადგან კითხვები ჩნდება პრემიერის შემოსავალზე. „პრემიერ-მინისტრი თავს უფლებას, რომ აძლევს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს, ძალიან დიდი პრობლემაა. თუ რეისის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, ეს მდგომარეობას ვერ ამსუბუქებს, რადგან კითხვები ჩნდება საიდან აქვს პრემიერს ამხელა შემოსავალი. ამ საკითხებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. ქონებრივი დეკლარაცია არ არის ის ფორმა, რომლითაც ასეთ კითხვებზე პასუხებს მიიღებს საზოგადოება. მით უფრო, რომ პრემიერს მისი შევსება 2024 წელს მოუწევს. სულ მცირე, ახლავე უნდა გასაჯაროვდეს: სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც დაადასტურებს, რომ პრემიერმა ასეთი მომსახურება მართლაც შეიძინა. ხელშეკრულებაში უნდა ეწეროს მომსახურების ღირებულება; საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი, სადაც ჩანს, ვის მიერ არის ეს სახსრები გადახდილი. იმედია, სააგენტო ამგვარ მომსახურებას განვადებით არ აფორმებს” , - წერს საია-ს თავმჯდომარე Facebook-ზე. ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.
არასამთავრობოები: კლეპტოკრატიის შედეგად, ადამიანების კონკრეტული ჯგუფის გამდიდრება ბიუჯეტის ხარჯზე, ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეფასებით, შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციისა და პრემიერ-მინისტრის მიერ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ უნდა გაასაჯაროოს რეისთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ხელშეკრულება მხარეების მითითებით, ასევე, ხარჯთაღრიცხვასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დოკუმენტები. „მიგვაჩნია, რომ ხსენებულ სიუჟეტში გავრცელებული ინფორმაცია რამდენიმე მიმართულებით უნდა გახდეს სახელმწიფო ინსტიტუტების შესწავლის საგანი: კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ყოველთვიურ ხელფასის და 2022 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის გათვალისწინებით, მის შემოსავლებსა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე არსებული თვითმფრინავით კომერციული ვიზიტების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯებს შორის შესაძლო დისპროპორციის გამო, საინტერესოა, თუ რა არის პრემიერის ფინანსური წყარო. აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოში კლეპტოკრატიის მზარდი ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებებმა ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ამ და სხვა ფაქტებზე, ვინაიდან, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პრემიერ-მინისტრისა და მისი ოჯახის წევრების ირგვლივ გავრცელებული ინფორმაცია იწვევს ღარიბაშვილის თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის ბოროტად, ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით გამოყენების, ეჭვებს. კლეპტოკრატიის შედეგად, ადამიანების კონკრეტული ჯგუფის გამდიდრება ბიუჯეტის ხარჯზე და შემდეგ აღნიშნული სიმდიდრის გამოყენება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, ძირს უთხრის ქვეყანაში დემოკრატიულ ინსტიტუტებს. მოვუწოდებთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა - “ნოდარ მელაძის შაბათში” 2023 წლის 9 სექტემბერს გასულ სიუჟეტში გადმოცემული შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციის საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება. ამის პარალელურად, არსებითია შემთხვევაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ, გაასაჯაროოს რეისთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ხელშეკრულება მხარეების მითითებით, ასევე, ხარჯთაღრიცხვასა და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული დოკუმენტები,“ - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; „საფარი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“; „ღია საზოგადოების ფონდი“; „დემოკრატიის მცველები“. ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. მთავრობის სტრატკომმა საპასუხო განცხადება გაავრცელა და სიუჟეტს დეზინფორმაცია უწოდა. სტრატკომის განცხადებით, რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
კობახიძის თქმით, პირადი საჭიროებისთვის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები თავის დროზე ბიუჯეტს უყურებდნენ, როგორც საკუთარ სალაროს, დღეს კი, პირადი საჭიროებისთვის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ იხარჯება. კობახიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით სპეკულაციები გრძელდება. „გახსოვთ, დიდი ხნის განმავლობაში ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯები არ იყო პრობლემა, ეს არ იყო დანაშაული, მაშინ, როდესაც რეალურად ბიუჯეტის ხარჯზე ხდებოდა მისთვის იმ საკითხების მოგვარება, რომლებიც მის პირად საჭიროებას განეკუთვნებოდა. დღეს გვაქვს ვითარება, რომ პრემიერმა ისარგებლა ჩარტერით, ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა ამისთვის. ეს არის რეალობა. რაც შეეხება თავად ხარჯებს, ის იქნება დეკლარირებული და საზოგადოებისთვის ცნობილი, როგორც შემოსავლები, ასევე ხარჯები. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დღესავით ნათელია. მაინც გრძელდება სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სხვა სტანდარტი. თავის დროზე, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ბიუჯეტს უყურებდნენ, როგორც საკუთარ სალაროს. დღეს საკუთარი, პირადი საჭიროებისთვის ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა. ეს იყო პრემიერის პირადი ხარჯი და ხარჯებთან დაკავშირებით ყველაფერი იქნება ასახული დეკლარაციაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. არასამთავრობოები: კლეპტოკრატიის შედეგად, ადამიანების კონკრეტული ჯგუფის გამდიდრება ბიუჯეტის ხარჯზე, ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. მთავრობის სტრატკომმა საპასუხო განცხადება გაავრცელა და სიუჟეტს დეზინფორმაცია უწოდა. სტრატკომის განცხადებით, რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
პრემიერის თქმით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ჩინეთი მსოფლიოში მეორე ეკონომიკაა და მიზანია მეტი ტურისტის, მეტი ინვესტიციის მოზიდვა. „ჩვენთვის ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. გასულ წელს 3 მილიარდ 500 მილიონი დოლარის ოდენობით პირდაპირი შემოსავალი მივიღეთ ტურიზმიდან. წელს ველოდებით, რომ უფრო მეტი იქნება. ჩვენ ვმუშაობთ სხვა ბაზრებზე, გვინდა მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ქვეყანაში. იცით, რომ ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში. ჩინეთი დღეს მსოფლიოში არის მეორე ეკონომიკა, უძლიერესი ეკონომიკა. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ინტერესია ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება. მეტი ინვესტიციების მოზიდვა ჩინეთიდან, ასევე მეტი ტურისტის მოზიდვა, საქართველოში ჩამოყვანა. ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი და ზოგადად, სტრატეგიული თანამშრომლობის გაფორმება. მთავარი შემადგენელი იქნება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება. მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს დღეიდან. ჩვენ შესაბამის განკარგულებას გამოვცემთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება, წამახალისებელი იქნება, მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში. მინდა ვთქვა, რომ ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ითვლებიან, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ტურისტები. ევროპაში, ამერიკაში ყველგან. ჩვენ პირდაპირი ფრენებიც გვაქვს, მქონდა, ჩინეთის პრემიერთან ტურიზმზეც და ფრენებზეც საუბარი," - აღნიშნა პრემიერმა.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უკანონოდ დარეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით ამნისტია ცხადდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც 2023 წლის პირველ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. ღარიბაშვილის თქმით, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის პირველ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს. „მინდა, კიდევ ერთ საკითხზე გავაცნო მოქალაქეებს ჩვენი გადაწყვეტილება. მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში დაგროვდა შემდეგი სახის პრობლემა. ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ უკანონოდ დაირეგისტრირა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და ეს იყო რეალურად ძალიან დიდი პრობლემა. ათეულობით საქმე დევს პროკურატურაში. მიმდინარეობს გამოძიება, ძალიან ბევრი გაუგებრობა მოხდა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ გვქონდა კონსულტაცია პროკურატურასთან და პარლამენტთან და გამოვდივარ ინიციატივით, რომ გამოვაცხადოთ ამნისტია ასეთ საქმეებზე. ახლა მინდა განვმარტო თუ რას ვგულისხმობთ - ამნისტია გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 362 მუხლებით ჩადენილ დანაშაულებებზე. ამნისტიის ფარგლებში, ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან პირობითი მსჯავრისგან, სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც 2023 წლის პირველ სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის პირველ სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს. აქვე მინდა განვმარტო, რომ ამნისტია არ გავრცელდება მოხელის მიერ, ასევე სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივ მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე ორგანიზებული ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევებზე. სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში, საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, მიწის ნაკვეთის ექვივალენტური თანხის გადახდის გზით. მინდა ვთხოვო ბატონ რეზო ჯაველიძეს, მთავრობის სხდომის შემდეგ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს მოქალაქეებს, თუ რას გულისხმობს აღნიშნული ამნისტია. ეს პროექტი გაკეთებული გვაქვს, ამ პროექტს გადავუგზავნით პარლამენტს და როგორც მოგახსენეთ, ამნისტია გაათავისუფლებს ჩვენს ძალიან ბევრ მოქალაქეს. ძალიან ბევრი გაუგებრობა წარმოიქმნა ამის შედეგად. ვინც დააბრუნებს მიწის ნაკვეთს, მათ შეეხებათ, თუ არ დააბრუნებს მიწის ნაკვეთს, ის გადაიხდის შესაბამისი ღირებულების თანხას და ამით მოგვარდება ეს საკითხი,“ - განაცხადა პრემიერმა.
წარჩინებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა ორმაგდება
დღეიდან, 11 სექტემბრიდან, წარჩინებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო სტიპენდია ორმაგდება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გაორმაგდება იმ სტუდენტების რაოდენობაც, რომლებიც ისარგებლებენ სტიპენდიით და მათი რიცხვი 2 500-ის ნაცვლად, 5 000 იქნება. „მინდა, კიდევ ერთი დადებითი, პოზიტიური ინფორმაცია გავუზიარო ჩვენს სტუდენტებს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სტუდენტებს მაქსიმალურად ვეხმარებით. პირველი, მინდა გამოვყო ჩვენი განათლების საერთაშორისო ცენტრი, ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ უკვე წლებია, ჯერ კიდევ პირველი პრემიერობის დროს დავაფუძნეთ აღნიშნული ცენტრი, 1000-ზე მეტი საუკეთესო, წარჩინებული სტუდენტი გავუშვით უცხოეთში, საუკეთესო უნივერსიტეტებში და სრულიად უფასოდ ვასწავლეთ მათ. ასევე, შედარებისთვის მინდა გავიხსენო ისიც, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი, საკუთარ შვილს აფინანსებდა ბიუჯეტიდან და საკუთარ ოჯახის წევრებს აფინანსებდნენ ბიუჯეტიდან, უფინანსებდნენ სწავლას, ეს არის განსხვავება. ჩვენ 1000-ზე მეტი საუკეთესო, წარჩინებული სტუდენტი შევარჩიეთ და ვასწავლეთ უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ბრუნდებიან, ზოგი ბრუნდება, ზოგი არა მარტო სახელმწიფო უწყებაში, არამედ კერძო სტრუქტურებში საქმდებიან და ეს ჩვენი სიმდიდრე და სიძლიერეა. ჩვენ ამ პროექტს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ, ახალი მინისტრი მუშაობს ამ მიმართულებით. მეორე მიმართულებით რაც გვაქვს, ეს არის ადგილზე ნიჭიერი, წარჩინებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების დაფასება, მათი წახალისება ერთგვარი, სტიპენდიების სახით. დღეს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს, დაახლოებით, 2500-ს სტუდენტზე 150 ლარის სტიპენდიას. ჩვენ ამ სტიპენდიას გავაორმაგებთ, დღეიდან გახდება 300 ლარი თითოეულ სტუდენტზე და 5000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება სიმბოლური იყოს, მაგრამ ეს არის ჩვენი მხრიდან ჟესტი, დაფასება ჩვენი სტუდენტების. ეს კრიტერიუმები, რომლებიც შემუშავდება, დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ანზორ ჩუბინიძის თქმით, პრემიერის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირმა, ტარიელ ღარიბაშვილმა გააკეთა
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე საუბრისას განაცხადა, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება ტარიელ ღარიბაშვილია. მის კომენტარს ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს. ჩუბინიძის თქმით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე პრემიერის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულია შენატანი, რომელიც შეადგენს 34 ათასი ევროს ექვივალენტს ლარში. „მინდა, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში. თანხა წინსწრებით გადახდილია და შესაბამისად, სავარაუდოა, შესაძლებელია იგი მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. წარმოდგენისთვის სჭირდება ხოლმე დაახლოებით რეისის შესრულებიდან თვე-ნახევარი. წარმოდგენისთანავე ჩვენ მოვახდენთ ანგარიშსწორებას. გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს და არის გარკვეული ფასნამატიც. რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახადებს, საზოგადოებას მინდა, დავუდასტურო, რომ საწყის ეტაპზე, დავალების მიცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სახსრებიდან. საზოგადოებას დღეს ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება ტარიელ ღარიბაშვილია“, – აცხადებს ანზორ ჩუბინიძე. არასამთავრობოები: კლეპტოკრატიის შედეგად, ადამიანების კონკრეტული ჯგუფის გამდიდრება ბიუჯეტის ხარჯზე, ძირს უთხრის დემოკრატიულ ინსტიტუტებს ცნობისთვის, "ტვ პირველის" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. მთავრობის სტრატკომმა საპასუხო განცხადება გაავრცელა და სიუჟეტს დეზინფორმაცია უწოდა. სტრატკომის განცხადებით, რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. ოპოზიცია ღარიბაშვილის გადაყენებასა და დასჯას მოითხოვს. „ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, ის დაკავებული უნდა იყოს - საქართველოს პარლამენტის წევრებს მოვუწოდებ, "რუსული პარტიის" უმრავლესობა დატოვონ,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა 10 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. ამასთან, ლელო“ პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს და საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, შეუერთდნენ ინიციატივას. „დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა! საპარლამენტო ოპოზიციამ უნდა დაიწყოს ეს პროცესი... თუ მსგავს აღვირახსნილ კანონდარღვევას შევეგუებით და შესაბამისად არ ვიმოქმედებთ ყველა ერთად, პარლამენტი და საზოგადოება, მაშინ ევროკავშირისკენ სწრაფვა ილუზიაა - იმპიჩმენტი ღარიბაშვილს!" - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში. გარდა ამისა, საია-ს თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრემიერის მიერ სახელმწიფო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს და გასაჯაროვდეს რეისის დაფინანსებაზე დოკუმენტაცია. ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, რომ მდგომარეობას ვერ ამსუბუქეს ის შემთხვევაც, თუკი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, რადგან კითხვები ჩნდება პრემიერის შემოსავალზე. „პრემიერ-მინისტრი თავს უფლებას, რომ აძლევს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნებისთვის გამოიყენოს, ძალიან დიდი პრობლემაა. თუ რეისის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, ეს მდგომარეობას ვერ ამსუბუქებს, რადგან კითხვები ჩნდება საიდან აქვს პრემიერს ამხელა შემოსავალი. ამ საკითხებით გამოძიება უნდა დაინტერესდეს. ქონებრივი დეკლარაცია არ არის ის ფორმა, რომლითაც ასეთ კითხვებზე პასუხებს მიიღებს საზოგადოება. მით უფრო, რომ პრემიერს მისი შევსება 2024 წელს მოუწევს. სულ მცირე, ახლავე უნდა გასაჯაროვდეს: სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც დაადასტურებს, რომ პრემიერმა ასეთი მომსახურება მართლაც შეიძინა. ხელშეკრულებაში უნდა ეწეროს მომსახურების ღირებულება; საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი, სადაც ჩანს, ვის მიერ არის ეს სახსრები გადახდილი. იმედია, სააგენტო ამგვარ მომსახურებას განვადებით არ აფორმებს” , - წერს საია-ს თავმჯდომარე Facebook-ზე.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პრემიერის მამის კომპანიასთან ხელშეკრულება გაუქმებულია
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პრემიერის მამის კომპანიასთან ხელშეკრულება გაუქმებულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მამის, ტარიელ ღარიბაშვილის კომპანიის, შპს „ქართული ფესვების" შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ღვინის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ სახელმწიფო საწარმომ, შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ" იმ ყურძნის შეძენის მიზნით, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნებოდა მოთხოვნა, 2023 წლის 29 აგვისტოს ხელშეკრულება გაუფორმა შპს „ქართულ ფესვებს" [რომლის 50%-იანი წილის მესაკუთრე ტარიელ ღარიბაშვილია]. როგორც ამავე განცხადებაშია ნათქვამი, კერძო სექტორის აქტიურობიდან გამომდინარე, არ გახდა საჭირო პროცესში „ქართული ფესვების” ჩართვა და 1 სექტემბერს მას გაუუქმდა ხელშეკრულება. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, „მოსავლის მართვის კომპანიაში" აცხადებენ, რომ „ქართულ ფესვებს" არცერთი კილოგრამი ყურძენი არ ჩაუბარებია, არ მიუღია არანაირი თანხა და ამ ეტაპზე, შესაბამისად, არ არსებობს არც ხელშეკრულება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, სტატუსშეჩერებულ 30 ათასამდე სტუდენტს დავალიანება გაუნულდება
ჩემი გადაწყვეტილებით, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდებათ დავალიანება და მათ შეეძლებათ, რომ სურვილის შემთხვევაში აღადგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა დაავალა განათლებისა და ფინანსთა მინისტრს, რომ დღესვე დაიწყონ კომუნიკაცია და სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს აღნიშნული საკითხი. „ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებრივია, ჩვენი სტუდენტების სწავლა-განათლება. უმაღლესი სასწავლებლების რეფორმა, რომელზეც ახალი მინისტრი მუშაობს აქტიურად. მინდა შევეხო ერთ პრობლემას, რომელიც ყველას აწუხებს. ეს არის ე.წ. სტატუს შეჩერებული სტუდენტების საკითხი. მე მოვიკითხე ეს ინფორმაცია და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით 30 000-მდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული სტატუსი. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდებათ დავალიანება და მათ შეეძლებათ, რომ სურვილის შემთხვევაში აღადგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიანთ უნივერსიტეტებში. ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანება, ამიტომ, მინდა, მე მთავრობის სხდომაზე საჯაროდ მივმართო ჩვენს მინისტრებს, დავავალო განათლებისა და ფინანსთა მინისტრს, რომ დღესვე დაიწყონ კომუნიკაცია და სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს აღნიშნული საკითხი. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს სტუდენტებს მიეცეთ საშუალება, რომ ამ დავალიანების ჩამოწერის შემდეგ კვლავაც შეძლონ მათ, გააგრძელონ სწავლა,“ - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი: მიმდინარე წლის ბიუჯეტი დაკორექტირდა და 500-ზე მეტი მილიონი ლარით გაიზარდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი დაკორექტირდა და ის 500-ზე მეტი მილიონი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, გაზრდილი ბიუჯეტი მოხმარდება როგორც ხელფასების ზრდას, ასევე უკვე დაწყებული პროექტების დაფინანსებას და მიმართული იქნება ჯანდაცვისკენ, განათლებისკენ, ეკონომიკისა და სხვა სფეროებისკენ. ღარიბაშვილის თქმით, დაკორექტირებული ბიუჯეტი პარლამენტს წარედგინება. „იცით, რომ ჩვენ წლევანდელი ბიუჯეტი დავგეგმეთ საკმაოდ კონსერვატიულად, ეს იყო 5% ეკონომიკურ ზრდაზე გათვლილი, მაგრამ სწორედ ჩვენი პოლიტიკის შედეგად და მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, ჩვენ ვაკორექტირებთ ბიუჯეტს, შეგვაქვს ცვლილებები, 500 მილიონი ლარით გაიზრდება წლევანდელი ბიუჯეტი. აქვე მინდა შევახსენო ყველას, რომ უკვე მესამე წელია ჩვენ დაგეგმილ ბიუჯეტს ვცვლით და ვზრდით. 2021-ში მოხდა ეს, ჩვენ ორჯერ გავზარდეთ ბიუჯეტი, ასევე შარშან, 2022 წელს და წელსაც 500-ზე მეტი მილიონი ლარით იზრდება ბიუჯეტი. იცით, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამების დაფინანსება შევძელით ბოლო წლებში, იგივე სკოლების რეაბილიტაციის პროგრამა; სოციალური დახმარებები გავზარდეთ - ეს არის წელიწადში ნახევარ მილიარდზე მეტი; ხელფასები გავუზარდეთ ჩვენს პოლიციელებს, ჯარისკაცებს, ყველა საჯარო მოხელეს. პოლიციელებს და ჯარისკაცებს 40%-ით გაეზარდათ ჯამში ხელფასები, ეს პროცესები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, იანვარში ყველა საჯარო მოხელეს გაეზრდება ხელფასი. ჯამში პოლიციელს და ჯარს გამოუვა 50%-იანი ზრდა, ბოლო სამ წელიწადში და საჯარო მოხელეებს 30%-იანი ზრდა. ჩვენ ასევე დავაფინანსებთ სხვა მნიშვნელოვან პროექტებს, იქნება ეს ინფრასტრუქტურა თუ სხვა სოციალური მიმართულებები, ჯანდაცვა. გაზრდილი ბიუჯეტიდან დაფინანსდება ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვები, რომლებიც გაიგზავნებიან უმაღლესი დონის კლინიკებში. ამას პირადად მინისტრი აკონტროლებს და ხელმძღვანელობს. ჩვენ ასევე ბიუჯეტიდან დამატებით თანხებს მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით, განათლების, ეკონომიკის, ჯარის მიმართულებით. ასევე მინდა მოკლედ გითხრათ, რომ ჩვენ ამ დაკორექტირებულ ბიუჯეტს წარვუდგენთ პარლამენტს,“- განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე ინფორმაციით, მუშაობა უკვე დაწყებულია 2024 წლის ბიუჯეტზე, რომლის პირველ ვერსიას პარლამენტს დაახლოებით 29 სექტემბერს წარუდგენენ. „უკვე მუშაობა დაწყებული გვაქვს ახალ ბიუჯეტზე, 2024 წლის ბიუჯეტზე. მქონდა რამდენიმე შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან და მის გუნდთან, ასევე ეკონომიკური საბჭოს ფორმატშიც განვიხილეთ ბიუჯეტის პირველი ვერსიები და თვის ბოლოს, დაახლოებით, 29 სექტემბერს პირველ ვერსიას წარვუდგენთ პარლამენტს. გვექნება საინტერესო სიახლეები, მაგრამ ეს არ იქნება საბოლოო ვერსია. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ოქტომბერში წარვუდგენთ უკვე განახლებულ ვერსიას პარლამენტს და ნოემბერში უკვე მესამე ვერსიას წარვუდგენთ მას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი: პარლამენტთან ერთად შევთანხმდით, რომ ყველა იმ პუნქტზე, რაზეც ბატონ ბორელთან გვქონდა საუბარი, მმართველ პარტიას რეაგირება ექნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე, რომელიც მთავრობამ გუშინ, 14 სექტემბერს მიიღო. მისი თქმით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს და მისი არმოცემა „ძალიან დიდი შეცდომა და უსამართლობა იქნება”. „გუშინ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა დავამტკიცეთ. ასევე, პარლამენტთან ერთად შევთანხმდით, რომ ყველა იმ პუნქტზე, რაზეც ბატონ ბორელთან და მის გუნდთან გვქონდა საუბარი, მმართველ პარტიას რეაგირება ექნება. მაქსიმუმს გავაკეთებთ და იმ კვირაში, მაქსიმუმ თვის ბოლომდე ეს პროცესი ჩაიხურება. ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული. მიზეზი არ არის და აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს ქვეყანამ სტატუსი. ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და უსამართლობა, რასაც არ შევეგუებით. საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს! მითუმეტეს, იმ ქვეყნებთან მიმართებით - უკრაინა მოლდოვასთან შედარებით. ყველამ ვიცით, რა ხდება ამ ქვეყნებში. არავის ვედრებით, მაგრამ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, მითუმეტეს იმ გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რაც რეგიონშია და იმ შედეგების, მიღწევების გათვალისწინებით, რასაც ჩვენმა გუნდმა მივაღწიეთ,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ბორელი: ჩვენი დიდი ხნის ვალდებულება, ვიდგეთ საქართველოს გვერდით, დღეს ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს, მეტი დახმარება გზაშია 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას.
რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. აღინიშნა, რომ საქართველო განიხილავს ბულგარეთს, როგორც მეგობარ ქვეყანას და სანდო პარტნიორს. მთავრობის მეთაურმა ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების აუცილებლობას. განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები. აღინიშნა, რომ ვაჭრობა და ეკონომიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა ქვეყნებს შორის ორმხრივ თანამშრომლობაში, რადგან ბულგარეთი მუდმივად რჩება საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში. გამოითქვა მზადყოფნა, ერთობლივი ძალისხმევით გაფართოვდეს საინვესტიციო თანამშრომლობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. აღინიშნა, რომ როგორც შავი ზღვის ქვეყნებმა, საქართველომ და ბულგარეთმა უნდა გააგრძელონ ერთობლივი ძალისხმევა, რათა სრულად იქნას გამოყენებული თანამშრომლობის დიდი პოტენციალი, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებში.
პრემიერ-მინისტრი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს - არქიმანდრიტ ეფრემს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარს - არქიმანდრიტ ეფრემს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და საბერძნეთის ეკლესიებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს. არქიმანდრიტმა ეფრემმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ათონის მთაზე მიიწვია. „ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი მთავრობის მეთაურთა შეხვედრაზე დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა,“ - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. სიტყვით გამოსვლამდე პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს, ასევე, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგები მიმოიხილეს და სამომავლოდ თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები დასახეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველომ და თურქეთმა თანამშრომლობის მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, რაც აისახა როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ განზომილებაში. მისი თქმით, არსებული რეგიონული პროექტები ეფექტური სტრატეგიული თანამშრომლობის, მდგრადი განვითარებისა და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია საქართველოსა და თურქეთს შორის, რაც მეტ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, უსაფრთხოებასა და მედეგობას მოუტანს ორივე ქვეყანას. „მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საკითხების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით დარეგულირების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე – ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა,“ - ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა და თურქეთის პრეზიდენტმა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების გზები განიხილეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. „გაეროს გენერალური ასამბლეის ფორმატში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. შეხვედრაზე განვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისა და ორმხრივი, რეგიონული და მრავალმხრივი მიმართულებით თანამშრომლობის განმტკიცების გზები,” - აღნიშნავს პრემიერი.
ირაკლი ღარიბაშვილი ანტონიო გუტერეშს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მდგრადი განვითარების მიმართულებით გაეროს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს გაეროს გენერალური მდივნის მიერ შემოთავაზებულ ტრაქტატებს, რომელთა მიზანია, უკეთესად მოერგოს გაერო არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აფასებს ანტონიო გუტიერეშის ძალისხმევას „მშვიდობის ახალი დღის წესრიგის“ შემუშავებაში, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და გაეროს წესდებას ეყრდნობა. განსახილველ საკითხებს შორის იყო მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება, ასევე − გაეროს ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა შეიცვალა, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა კლიმატის ცვლილების ზემოქმედება და მომდინარე რისკები. არსებული გამოწვევების დასაძლევად კი ერთიანი ძალისხმევით მუშაობაა საჭირო. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაეროს ფარგლებში მიღებული ანგარიშები და რეზოლუციები საერთაშორისო დღის წესრიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი მექანიზმებია. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ. მან გაეროს გენერალურ მდივანს ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მხარდაჭერისთვის, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველს - დერეკ შოლეს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს, ასევე - ორი ქვეყნის საერთო ინტერესების გამყარების მიზნით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. ირაკლი ღარიბაშვილმა და დერეკ შოლემ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა დერეკ შოლეს ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა ასევე განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მხარეებმა ასევე იმსჯელეს უკრაინაში მიმდინარე ომზე და შედეგად, რეგიონსა და მსოფლიოში შეცვლილ უსაფრთხოების გარემოზე.
ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის უპრეცედენტო დინამიკას და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის ძლიერ პოლიტიკურ გზავნილებს. მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვეს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლაფ შოლცმა ევროინტეგრაციის კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასეს. პრემიერ-მინისტრმა ოლაფ შოლცს ევროინტეგრაციის გზაზე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დასკვნით ეტაპზეა. მისი თქმით, წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირისგან სამართლიანი და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერის იმედი აქვს. ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი, მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი გრძელდება. შარლ მიშელთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გამოკვეთილი ოთხივე საკითხი, რომელზეც პროგრესის ხილვა სურთ სექტემბრის ბოლომდე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება და ამის შესახებ ბრიფინგი მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოწინავე პოზიციები აქვს, რასაც მოწმობს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები და ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების მიმართ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები მტკიცეა. მისივე თქმით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების, ასევე დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში სასიამოვნო იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრა. საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირთან საქართველოს ძალიან კარგი თანამშრომლობა. შეხვედრაზე განვიხილეთ 12 პრიორიტეტის შესრულების გზაზე მიღწეული წინსვლა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ განსაზღვრული მოკლევადიანი ამოცანების შესრულება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დავუდასტურე ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პრიორიტეტისადმი ქვეყნის ერთგულება, ” - აღნიშნავს წერს ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე.
ირაკლი ღარიბაშვილი მდგრადი განვითარების მიზნების სამიტზე: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 2021 და 2022 წლებში, ზრდა კვლავ მაღალია და 7.2% დაფიქსირდა 2023 წლის იანვარ-ივლისში. მისი შეფასებით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მდგრადი განვითარების მიზნების სამიტზე განაცხადა, სადაც ლიდერთა დიალოგის ფორმატში გამართულ დისკუსიაში - „ინტეგრირებული პოლიტიკისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად“ − მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2021 და 2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ზრდა კვლავ მაღალია და 7.2% დაფიქსირდა 2023 წლის იანვარ-ივლისში. „ჩემმა მთავრობამ 2021 წელს კიდევ უფრო დახვეწა ლოკალიზაციის გეგმა მდგრადი განვითარების მიზნების საკვანძო დონეზე ინტეგრირებისთვის. ამჟამად, გეგმის მეშვეობით საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან 32 მონაწილეობს მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვაში. 2025 წლისთვის ყველა მუნიციპალიტეტი იქნება ამ პროცესში ჩართული. ეს ლოკალიზებული ძალისხმევა ემთხვევა ჩვენს მიერ შემუშავებულ სამთავრობო დოკუმენტს “ხედვა 2030 - საქართველოს განვითარების სტრატეგია“, რომელიც განვითარების ძირითად ეროვნულ პრიორიტეტებს ასახავს გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესაბამისად. ამასთანავე, ჩვენი მთავრობა ცდილობს განავითაროს საკოორდინაციო შესაძლებლობები და გამჭვირვალობის მექანიზმები. ამ მიზნით, ჩვენ შევქმენით მონიტორინგის სისტემა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დღის წესრიგისთვის და მდგრადი განვითარების მიზნების რეალურ დროში განახლებისთვის. ჩვენი მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველოს პოზიციონირებას ახდენს ბიზნესისა და ფინანსების გლობალურ ცენტრად. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში; ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 2021 და 2022 წლებში. ზრდა კვლავ მაღალია და 7.2% დაფიქსირდა 2023 წლის იანვარ-ივლისში. საქართველოს, როგორც პასუხისმგებელიანი გლობალური მოთამაშის პოზიცია, რომელიც წინ მიიწევს 2030 წლის დღის წესრიგით, აისახება მის მრავალრიცხოვან დარგობრივ პოლიტიკაში, რომლებიც მიზნად ისახავს სიღარიბის შემცირებას, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობას, განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, განახლებადი ენერგიის მიმართულების განვითარებას და ეკო-მეგობრული ტურისტული პრაქტიკის დანერგვას,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო
საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, გენერალური დებატების გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა დენის ფრანცისმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა და სხვა ლიდერებმა. ირაკლი ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით 22 სექტემბერს მიმართავს.
ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველსჯეიკ სალივანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხების ფართო სპექტრი მიმოიხილეს და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა გლობალური გამოწვევების ფონზე ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯეიკ სალივანმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციასაქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს დასახული მიზნის მისაღწევად. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის დროულად ჩამოსვლის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მიესალმება ახალ ელჩად რობინ დანიგანის დანიშვნას, რომელთანაც საქართველოს მთავრობა. ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების მიზნით აქტიურ და მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.
რა საკითები განიხილეს პრემიერმა და ბაიდენის მრჩეველმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველთან ჯეიკ სალივანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა პრემიერი აღნიშნავს, რომ განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა. „სასიამოვნო იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან შეხვედრა. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და რეგიონალურ თუ გლობალურ გამოწვევებთან გამკლავების მნიშვნელობა”, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
რა საკითხები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩეხეთისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ესტონეთის ტრადიციული მეგობრობა და გრძელვადიანი პარტნიორობა. “ნიუ-იორკში დღეს ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ესტონეთის პრეზიდენტ ალარ კარისთან. განვიხილეთ საქართველო-ესტონეთის ტრადიციული მეგობრობა და გრძელვადიანი პარტნიორობა, ისევე როგორც მრავალმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების გზები, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭების საკითხი და მიმდინარე ძალისხმევა ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში”,- აღნიშნავს პრემიერი. დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელი “ტვიტერში” ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესსაც ევროინტეგრაციის გზაზე და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. “ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტრ პაველთან. მრავალი საკითხი განვიხილეთ საქართველო-ჩეხეთის ორმხრივ პარტნიორობასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესსაც ევროინტეგრაციის გზაზე და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს”,- აღნიშნავს პრემიერი.
ირაკლი ღარიბაშვილი ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო
ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის სახელით, მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო. შესაბამისი ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის Facebook-ზე გავრცელდა. გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მქონდა პატივი დავსწრებოდი აშშ პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის”, - აღნიშნავს პრემიერი. ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში 16 სექტემბერს გაემგზავრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ იორკში, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები გამართა.
პრემიერი: „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის" საფუძველზე ვაცხადებთ მზაობას, რომ ხანგრძლივი მშვიდობა საბოლოოდ დამყარდეს სამხრეთ კავკასიაში
„მთავრობის „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის“ საფუძველზე ვაცხადებთ მზაობას, რათა ამ პროცესში ჩავრთოთ ჩვენი მეზობლები და მეგობრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რათა ხანგრძლივი მშვიდობა საბოლოოდ დამყარდეს სამხრეთ კავკასიაში,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას. მან აღნიშნა, რომ საქართველო ყალიბდება მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ჰაბად. „ჩემი მთავრობის „მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის“ საფუძველზე ვაცხადებთ მზაობას, რათა ამ პროცესში ჩავრთოთ ჩვენი მეზობლები და მეგობრები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რათა ხანგრძლივი მშვიდობა საბოლოოდ დამყარდეს სამხრეთ კავკასიაში. ძვირფასო მეგობრებო, საქართველო ყალიბდება მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ჰაბად. ჩვენმა ფინანსურმა სექტორმა გლობალური აღიარება მოიპოვა და საერთაშორისო ინვესტორებს ვიზიდავთ, რასაც დამატებით კაპიტალი შემოაქვს ჩვენს ეკონომიკაში. ასევე პრიორიტეტულად გვაქვს მიჩნეული ინვესტიციები ჩვენს ინფრასტრუქტურაში, რათა გაძლიერდეს დაკავშირებადობის უნარი, წარმატებით განვითარდეს ლოგისტიკური და ენერგეტიკული სექტორები. სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს ვავითარებთ აზიასა და ევროპას შორის გადამწყვეტი კავშირების დასამყარებლად. საქართველოს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ინიციატივსა და ინფრასტრუქტურულ პროექტში აძლიერებს ამ კავშირს და ხელს უწყობს ვაჭრობას შავი ზღვის რეგიონში“, - განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, აღმოსავლეთის დასავლეთთან კავშირის გაძლიერების მიზნით, საქართველომ 2015 წელს დააარსა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ და ასე შექმნა საერთაშორისო პლატფორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნეს წრეებსა და საზოგადოების ლიდერებს შორის დიალოგისთვის. „შუა დერეფანი გამოჩნდა როგორც უსაფრთხო და საიმედო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სრულყოფილ საგზაო რუკებს აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან, რათა აღმოვფხრათ დაბრკოლებები და გავამყაროთ შუა დერეფანი 2022-2027 წლებში. ხსენებული საგზაო რუკები ითვალისწინებს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, საოპერაციო ოპტიმიზაციასთან, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავებასთან, დერეფნის გაციფროვნებასთან და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებასთან. აღმოსავლეთის დასავლეთთან კავშირის გაძლიერების მიზნით, საქართველომ 2015 წელს დააარსა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ და ასე შექმნა საერთაშორისო პლატფორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნეს წრეებსა და საზოგადოების ლიდერებს შორის დიალოგისთვის. „თბილისის აბრეშუმის გზის მე-4 ფორუმი“ წელს 26-27 ოქტომბერს გაიმართება და მასში დაახლოებით 2000 დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები. საქართველომ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. მათ შორისაა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. სისტემის გამტარუნარიანობა გაორმაგდება 2024 წლის ბოლოსთვის პროექტის დასრულების შემდეგ,“ - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, კავკასიაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა აუმჯობესებს ქვეყნის საჰაერო დაკავშირებადობას და ამ მიზნით თბილისში ახალ საერთაშორისო აეროპორტს აშენებს. „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. ეს მწვანე ველი მოიაზრება საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის პროექტად, რომელიც შექმნის თანამედროვე ღრმაწყლოვან პორტს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ჩვენი მთავრობა აუმჯობესებს ქვეყნის საჰაერო დაკავშირებადობას და ამ მიზნით თბილისში ახალ საერთაშორისო აეროპორტს ვაშენებთ. ის იქნება მსოფლიო დონის სატრანსპორტო კვანძი, რომელიც განამტკიცებს საქართველოს, როგორც გლობალური ავიაციის გამორჩეული მოთამაშის სტატუსს", - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი ევროკავშირის კანდიდატის სტატუზე, უკრაინაზე, რუსეთზე, „პრაგმატულ პოლიტიკასა“ და „მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბზე“
„მე წარმოვადგენ საქართველოს - ძლიერ ერს, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას და ისწრაფვის პროგრესისკენ მუდმივად ცვალებად გეოპოლიტიკურ ვითარებაში,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 78-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლის დაწყებისას. მან აღნიშნა, რომ საქართველომ 2008 წელს განიცადა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და აგრძელებს მის დესტრუქციულ შედეგებთან გამკლავებას. „ბატონო პრეზიდენტო, ბატონო გენერალურო მდივანო, ძვირფასო კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ მივმართავდე გაეროს გენერალურ ასამბლეას. მე წარმოვადგენ საქართველოს − ძლიერ ერს, რომელიც აფასებს თავისუფლებას, ეთაყვანება თავის მდიდარ მემკვიდრეობას და ისწრაფვის პროგრესისკენ მუდმივად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში. როგორც მოგეხსენებათ, ჩემმა ქვეყანამ 2008 წელს განიცადა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და აგრძელებს მის დესტრუქციულ შედეგებთან გამკლავებას. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავ ოკუპირებულია და ასიათასობით ადამიანი სახლებიდან იძულებით არიან გადასახლებულნი. თავდაჯერებით ვაცხადებ, რომ მიუხედავად გამოვლილი განსაცდელისა, არ შეგვიფერხებია ჩვენი ამბიციების განხორციელება. ჩვენ საქართველო გადავაქციეთ დინამიკურად განვითარებად საზოგადოებად, რომელიც სრულად არის ერთგული გაეროს წესდებაში გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების რეალიზაციის იდეისადმი“, - განაცხადა პრემიერმა. „მრავალგანზომილებიანი რეგიონული ჰაბი" ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო ყალიბდება მრავალგანზომილებიან რეგიონალურ ჰაბად. პრემიერის თქმით, საქართველოს ფინანსურმა სექტორმა გლობალური აღიარება მოიპოვა. „საერთაშორისო ინვესტორებს ვიზიდავთ, რასაც დამატებით კაპიტალი შემოაქვს ჩვენს ეკონომიკაში. ასევე პრიორიტეტულად გვაქვს მიჩნეული ინვესტიციები ჩვენს ინფრასტრუქტურაში, რათა გაძლიერდეს დაკავშირებადობის უნარი, წარმატებით განვითარდეს ლოგისტიკური და ენერგეტიკული სექტორები. სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს ვავითარებთ აზიასა და ევროპას შორის გადამწყვეტი კავშირების დასამყარებლად. საქართველოს მონაწილეობა სხვადასხვა საერთაშორისო ინიციატივასა და ინფრასტრუქტურულ პროექტში აძლიერებს ამ კავშირს და ხელს უწყობს ვაჭრობას შავი ზღვის რეგიონში,“ - განაცხადა პრემიერმა. „ჩვენი პრაგმატული საგარეო პოლიტიკის შედეგად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში შევინარჩუნეთ ეკონომიკური ზრდა. ვაგრძელებთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებას უკლებლივ ყველა ქართველის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 10 პროცენტს აღემატება 2021 და 2022 წლებში. ეს პოზიტიური ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2023 წელსაც და საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 7 პროცენტს მიაღწია,“ - აღნიშნა პრემიერმა. მან ასევე ისაუბრა დაგეგმილ ფორუმზე, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივის, „ერთი სარტყელი, ერთი გზის" გამოძახილს წარმოადგენს. როგორც ღარიბაშვილმა თქვა, აღმოსავლეთის დასავლეთთან კავშირის გაძლიერების მიზნით, საქართველომ 2015 წელს დააარსა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ - საერთაშორისო პლატფორმა მაღალი რანგის პოლიტიკოსებს, ბიზნესწრეებსა და საზოგადოების ლიდერებს შორის დიალოგისთვის. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას „შუა დერეფნის" მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. „შუა დერეფანი გამოჩნდა როგორც უსაფრთხო და საიმედო მარშრუტი, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ სრულყოფილ საგზაო რუკებს აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან, რათა წავშალოთ საზღვრები და გავამყაროთ შუა დერეფანი 2022-2027 წლებში. ხსენებული საგზაო რუკები ითვალისწინებს კონკრეტულ ქმედებებს, რომლებიც დაკავშირებულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, საოპერაციო ოპტიმიზაციასთან, ერთიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავებასთან, დერეფნის გაციფროვნებასთან და მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებასთან," - აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკვე ხორციელდება ევროკავშირის ფლაგმანური, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტი, რომელიც საქართველოს მიერ არის ინიციირებული. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი მთავრობის მთავარი პრიორიტეტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, „ასოცირებული ტრიოს" ქვეყნებს შორის ლიდერის რანგში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაიმსახურა. „ველით, რომ საქართველოს თვალსაჩინო შედეგები და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი სამართლიანად შეფასდება. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ერთადერთი გზაა! ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მინდა ხაზი გავუსვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და გაეროს წესდებაში ასახული ფუნდამენტური პრინციპების მნიშვნელობას," - განაცხადა პრემიერმა. ამავე გამოსვლაში მან აღნიშნა, რომ უკვე ხორციელდება ევროკავშირის ფლაგმანური, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობის პროექტი, რომელიც საქართველოს მიერ არის ინიცირებული,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. უკრაინის შესახებ პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას არსებით ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს ომის დაწყების დღიდან როგორც მან აღნიშნა, ქართულმა სკოლებმა 2200-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე მიიღო და უკრაინულ ენაზე უზრუნველყოფენ სწავლებას ოფიციალური, უკრაინული სასწავლო პროგრამით. „ჩვენ მივუერთდით, მხარი დავუჭირეთ და ხელი მოვაწერეთ 500-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკეს და სხვა ინიციატივებს უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, არაერთხელ შეაქო ჩვენი შესაბამისობა საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან.საქართველოს მთავრობა უკრაინას არსებით ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს ომის დაწყების დღიდან. ეს ხდება ქვეყნის და ინდივიდების დონეზე, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ საქართველოში. ქართულმა სკოლებმა 2200-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე მიიღო და უკრაინულ ენაზე უზრუნველყოფენ სწავლებას ოფიციალური, უკრაინული სასწავლო პროგრამით“, - განაცხადა პრემიერმა. პრემიერის თქმით, მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ნებისმიერ ფასად ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. „ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, მოვახერხეთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოდ ყოფნა უკრაინისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისას წინდახედული პოლიტიკითა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო - ჩვენი მთავრობის ფუნდამენტური ფილოსოფია არის ნებისმიერ ფასად ომის აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გამო წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, მოვახერხეთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოდ ყოფნა უკრაინისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერისას წინდახედული პოლიტიკითა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით,” - განაცხადა პრემიერმა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი კვლავ აღვიძებს საქართველოში 2008 წლის ომის ტრავმას. „გლობალურად ვიბრძვით მშვიდობის, კეთილდღეობის, პროგრესისა და მდგრადობისთვის, მაგრამ გულს გვტკენს გაეროს წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოხატული აგრესია, სრულად ვგრძნობთ იმ ტკივილსა და გაჭირვებას, რომელსაც ამჟამად უკრაინა განიცდის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს,” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „მიმართვა აფხაზ და ოს დებსა და ძმებს“ ჩვენი ერთიანობის წინააღმდეგი არის ჩვენი საერთო მტერი. ჩვენ ვართ გენიალური ხალხი, რომელსაც წარმოუდგენელი მიღწევები ძალუძს, მაგრამ მხოლოდ ერთად შეგვიძლია უზრუნველვყოთ ხანგრძლივი სტაბილურობა, დიდი ინვესტიციების მოზიდვა და სრული პოტენციალის გამოვლენა როგორც გაერთიანებულ ერს. არ უნდა დავუშვათ, რომ მშვიდობიანი, სტაბილური და აყვავებული მომავლისკენ დასახული შესაძლებლობა ხელიდან გავუშვათ. ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი, მიზნად ისახავს საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში, რომელსაც ვეკუთვნით. 2012 წლიდან ჩვენი მთავრობის მნიშვნელოვანი მიღწევები, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება და უვიზო რეჟიმი, ადასტურებს ჩვენს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. გასული წლის ივნისში საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი თავი გახსნა ევროკავშირთან ურთიერთობაში. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ქართველების თითქმის 90 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ ურყევი ერთგულება დავადასტურეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პრიორიტეტის მიმართ. ძლიერი, ინკლუზიური და გამჭვირვალე შიდა პროცესის მეშვეობით, რომელიც მოიცავს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ჩვენ ვახერხებთ წლის ბოლომდე მათ შესრულებას,“ - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან კიდევ უფრო გაღრმავდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 74 წლისთავის აღსანიშნავ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო - თავისი გამორჩეული ისტორიით, უნიკალური ტრადიციებითა და პროგრესული მისწრაფებებით - აღიარებს ჩინეთთან ძლიერ კავშირს. პრემიერის თქმით, საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ, რომელიც 2018 წლის იანვარში შევიდა ძალაში, გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენს ქვეყნებს შორის უფრო მსხვილი ვაჭრობის უზრუნველყოფაში, „რომელიც 2 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს ყოველწლიურად მისი ხელმოწერის დღიდან. შედეგად, საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა პირველ სამეულში მუდმივად ხვდება ჩინეთი.“ „ძალიან ვაფასებთ ჩინეთის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თავის მხრივ, საქართველო იცავს „ერთი ჩინეთის პრინციპს“ და ეს ურთიერთ-სოლიდარობა ქმნის მყარ საფუძველს ჩვენს ერებს შორის მტკიცე კავშირისთვის. ამ კავშირების დასტურად, ჩემი წლევანდელი ვიზიტი ჩინეთში არის ის მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში, რომელიც მათ სტრატეგიული პარტნიორობის საპატიო დონემდე ამაღლებს და დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და გაგებაზე. ამ ისტორიული ვიზიტის დროს მქონდა პატივი მნიშვნელოვანი შეხვედრები მეწარმოებინა პრეზიდენტ სი ძინპინთან და პრემიერ ლისთან, რათა თანამშრომლობის ახალი გზები გამომევლინა. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ხედვა საერთო კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების შესახებ ხელშესახებ და ურთიერთსასარგებლო შედეგებს გამოიღებს. ამ კონტექსტში, მოხარული ვარ ხაზი გავუსვა ჩვენს უკვე კარგად ჩამოყალიბებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელიც აშკარაა ორმხრივი ინტერესის სხვადასხვა სფეროში - ინფრასტრუქტურიდან და ვაჭრობიდან დაწყებული, განათლებითა და ტურიზმით დამთავრებული. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ისტორიულად წარმოჩინდება როგორც ბუნებრივი ხიდი ევროპასა და აზიას შორის და ის უძველესი აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილია. დღეს ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა საშუალებას გვაძლევს წვლილი შევიტანოთ აბრეშუმის გზის აღორძინებაში, „სარტყელი და გზის ინიციატივის“ ქოლგის ქვეშ მოაზრებული „შუა დერეფნის“ გავლით. შესაბამისად, მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ ინფრასტრუქტურაში, რათა საკმარისი სიმძლავრეების გამომუშავების შესაძლებლობა არსებობდეს მომავალ წლებში. ჩვენი ერთგულების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“, რომელიც მაღალი დონის და მრავალმხრივი დიალოგისთვის შექმნილი საერთაშორისო პლატფორმაა. ამის გათვალისწინებით, მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენი ერთგულება „სარტყელი და გზის ინიციატივისადმი“ კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ხელმოწერით”, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. მან ასევე ისაუბრა ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ. „ეს გადაწყვეტილება ასახავს ურყევ ერთგულებას ჩვენს ხალხებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს უფრო დიდი კულტურული კავშირების დამყარებას და ტურისტულ ნაკადებს უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყნებს შორის. მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც კეთილდღეობას და ორმხრივ სარგებელს მოუტანს ჩვენს დიდ ერებს,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერი: რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია და ქვეყნის გაერთიანება კვლავაც ჩვენი სახელმწიფოს უმთავრეს გამოწვევად რჩება
სოხუმის დაცემით დასრულდა თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა, აფხაზეთის ომი, ღრმად გვწამს-მშვიდობა ის საფუძველია, რომელზეც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად უნდა ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი, განვითარებული ქვეყანა-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი. მთავრობის მეთაური ომის მსხვერპლთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. „ზუსტად 30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა, აფხაზეთის ომი. ომმა მძიმე კვალი დააჩნია ჩვენს ქვეყანას - ეთნიკურმა წმენდამ ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია, რაც ყველაზე სამწუხაროა, ტრაგიკულად შეიწირა მრავალი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე; რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაცია და ქვეყნის გაერთიანება კვლავაც ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად რჩება. კიდევ ერთხელ, გულწრფელად ვუსამძიმრებ ომის მსხვერპლთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დღეს, როდესაც გაღებულ მსხვერპლს ვიხსენებთ, კვლავ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისადმი; ჩვენი ხელისუფლება მტკიცედ მიჰყვება ამ გზას, რადგან ღრმად გვწამს - მშვიდობა ის საფუძველია, რომელზეც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად უნდა ვაშენოთ ერთიანი, ძლიერი, განვითარებული ქვეყანა. მჯერა, რომ მომავალი აფხაზთა და ქართველთა ერთობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ეკუთვნის,” -აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა.
ირაკლი ღარიბაშვილი EUMM-ის საქართველოში მუშაობის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე: მისია ემთხვევა ჩვენს მიზნებს
რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის გამოყენებული ევროკავშირის სხვა ღირებულ ინსტრუმენტებთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნა ნათლად ადასტურებს ევროკავშირის მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რაც ძალიან ფასეულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მუშაობის 15 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარმოადგენს ჩვენი ევროპელი მეგობრების მჭიდრო თანამშრომლობის და ძლიერი მხარდაჭერის სიმბოლოს. „ძვირფასო მეგობრებო, გასული წლების განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოში კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებაში. მისია ემთხვევა ჩვენს მიზნებს − შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას „ადმინისტრაციული საზღვრის“ ორივე მხარეს და გავაჩინოთ ნდობა,“ - განაცხადა პრემიერმა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, 2012 წლიდან მთავრობამ ათი წლის განმავლობაში უწყვეტად და წარმატებით შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს. „მშვიდობას საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ ვაცნობიერებთ კონფლიქტის მაღალ ფასს. 2012 წლიდან ჩვენმა მთავრობამ ათი წლის განმავლობაში უწყვეტად და წარმატებით შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს. ჩვენ მზად ვართ გავაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის − ოკუპირებულ ტერიტორიებზე,” - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, 2008 წლის 15 სექტემბერს ევროკავშირმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებით. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია წარმოადგენს ჩვენი ევროპელი მეგობრების მჭიდრო თანამშრომლობის და ძლიერი მხარდაჭერის სიმბოლოს,“ - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემს მგზავრობაში არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან
პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ არასოდეს არ უსარგებლია ბიუჯეტით და არ დაუფინანსებია ოჯახის მგზავრობა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მის ოჯახს შესაბამისი დადასტურებული შემოსავლები აქვს. მან მოუწოდა მედიას, დაელოდონ დეკლარაციას, რადგან არაფერი აქვს დასამალი. „მე არასოდეს მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია ჩემი პირადი ან ჩემი ოჯახის მგზავრობა თუ სხვა. არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან არც ჩემს მგზავრობაში და არც ჩემი ოჯახის წერების მგზავრობაში. განსხვავებით თქვენი ბელადი სააკაშვილისგან. მე შეგნებულად, მიზანმიმართულად გავაკეთე ეს, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს, რომ მეჩვენებინა და კიდევ ერთხელ წარმომეჩინა კონტრასტი, განსხვავება ჩვენი ხელისუფლების ხელწერის, რომ ჩვენ ბიუჯეტს არასოდეს ვიყენებთ როგორც ოჯახის პირად ბიუჯეტს და მეჩვენებინა მეორე უკიდურესობა, რაც აქ 10 წლის წინ იყო გამეფებული, როცა საკუთარი პირადი მიზნებისთვის სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა მილიონობით ლარს ხარჯავდა. მე მყავს შეძლებული ოჯახი, არასდროს ვიყავი გაჭირვებული. რაც დავამთავრე უნივერსიტეტი, პოლიტიკამდეც ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს. ჩემი ოჯახი არასდროს ყოფილა გაჭირვებული, ეს არ არის დამალული და არ არის სიახლე. მეუხერხულება საუბარი, მაგრამ რადგან მეკითხებით, გპასუხობთ,“ - განუცხადა მედიას პრემიერმა. ანზორ ჩუბინიძის თქმით, პრემიერის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირმა, ტარიელ ღარიბაშვილმა გააკეთა
ირაკლი ღარიბაშვილი ლავროვის განცხადებაზე: რუსეთთან არავითარი რაიმე ტიპის ფორმალური მოლაპარაკება და მით უმეტეს, მთავრობის სახელით არ გამართულა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ფრენების აღდგენა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო. „საქართველოს მთავრობის სახელით, მე გიდასტურებთ, რომ არავის ჩვენი სახელით, მთავრობის და ჩემი სახელით, არავის ფორმალური მოლაპარაკებები ამ საკითხზე არ გაუმართავს. ეს იყო რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება,“ - განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, ძალიან ბევრი ბიზნესმენი და ძალიან ბევრი ქართველი, ეს არის მილიონზე მეტი ქართველი, რომელსაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა და არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და არიან ამავდროულად რუსეთის მოქალაქეებიც. „ისინი ბუნებრივია, მათი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ბიზნეს საქმიანობა აქვთ, პირდაპირ მიმოსვლები აქვთ, ოჯახები, ნათესავები ყავთ აქ ადგილზე, დაინტერესებული იყვნენ, რომ ყოფილიყო და აღმდგარიყო პირდაპირი ფრენები. ეს არ არის დამალული ფაქტი. ჩვენც ვიყავით მათ შორის დაინტერესებული, რომ ჩვენი მოქალაქეები, რაც გამარტივდება და რაც გაამარტივებს გადაადგილებას, იოლი იქნება და იაფი იქნება უფრო, ეკონომიური იქნება, რა თქმა უნდა კარგია. ეს ჩვენ არაფერი არ დაგვიმალავს. თქვენი პრობლემა რაში მდგომარეობს, მეგობრებო, თქვენ ყოველთვის რაღაცას მალავდით ხალხისგან და უმალავდით ყველაფერს. ყველაფერს აკეთებდით ხალხის საზიანოდ, ჩვენ ღიად ვაკეთებთ ყველაფერს. ამაშია ჩვენი სიძლიერე ამიტომ წყნარად იყავით,“ - განაცხადა პრემიერმა. მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის კომენტართან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. ჟურნალისტის შეკითხვას - ვინ ტყუის: ლავროვი, რომელმაც თქვა, რომ ფრენების აღდგენა ირაკლი ღარიბაშვილთან შეთანხმდა, თუ თავად პრემიერი, რომელმაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რუსეთმა დამოუკიდებლად მიიღო, ირაკლი ღარიბაშვილი ასე პასუხობს: „ძალიან ჩამჭრელი შეკითხვაა, არ ვიცი, როგორ გიპასუხოთ. ძალიან მარტივადაა საქმე, ამას პატარა ბავშვი მიხვდება. გაგახსენებთ, მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო, უვიზო რეჟიმის და ფრენების აღდგენა. დღეს რაც თქვა ბატონმა ლავროვმა, ეს არის ფაქტის კონსტანტაცია. რა თქმა უნდა, ამ შეთანხმების გაფორმება მოხდა საქართველოს მთავრობასთან, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო ბუნებრივია, თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და შესაბამის კომპანიებს, რუსულ კომპანიებს, ამ შეთანხმებაზეა საუბარი და რა სკანდალი ნახეთ ამაში, რა აღმოაჩინეთ? მანამდე თქვენ მოისმინეთ რუსეთის პირველი პირის, პრეზიდენტის განცხადება, რომ ეს მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება იყო. დღეს რა განცხადებაც გაკეთდა, იმ ფაქტის დადასტურებაა, რომ მთავრობასთან შეთანხმება მოხდა. ეს ჩვენ ფარულად არ გაგვიკეთებია. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ თქვა, რომ ფრენებს აღადგენს და ჩვენს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმს დაუწესებს, ჩვენ ამას მივესალმეთ, ვთქვით, რომ ეს კარგი ნაბიჯი იყო, რაც ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას წაადგება, კარგია. ეს ყველაფერი ღიად გავაკეთეთ, ფარულად არ გაგვიკეთებია, ვთქვით, რომ დიახ, ჩვენ დავეთანხმებით და დავეთანხმეთ კიდეც და შეთანხმება გავაფორმეთ, ვთქვით, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და არასანქცირებული თვითმფრინავები იფრენდნენ,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერი: ქალბატონ პრეზიდენტს ევროინტეგრაციის გზაზე არაფერი გაუკეთებია, თავისი მეორე თუ პირველი სამშობლოს დარწმუნება ვერ შეძლო იმაში, რომ გეოგრაფია უადგილოა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებასთან კავშირში არაა. პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება ხელისუფლების ვალდებულება იყო. ამასთან, პრეზიდენტზე საუბრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ მან შარშან, კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე საკითხის განხილვის პროცესში, საფრანგეთის დარწმუნებაც ვერ შეძლო, რომელსაც თავად წარმოადგენდა. „გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ამ ადამიანის მიერ კონსტიტუციის და კანონის შესაძლო დარღვევა სტატუსთან კავშირში. მე ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, რომ ამას კავშირი არ აქვს. ეს არის ფორმალობა, მაგრამ ვალდებული ვიყავით, რომ რეაგირება მოგვეხდინა. ქალბატონი სალომე, რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს - საფრანგეთს წარმოადგენს (წარმოადგენდა - უფრო კორექტული იქნება დღეს ამის თქმა), მისი დარწმუნებაც ვერ შეძლო. ერთადერთი, ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ გეოგრაფიის ჭრილში დასვა კითხვა, საფრანგეთის პრეზიდენტი იყო. მანამდე გაგზავნილი გვყავდა ქალბატონი სალომე და ამის შემდეგ მოხდა ძალიან სკეპტიკური განცხადებების გაკეთება. ადამიანმა თავისი მეორე თუ პირველი სამშობლოს (როგორც უნდა, ისე დაალაგოს) დარწმუნება ვერ შეძლო იმაში, რომ გეოგრაფია აბსოლუტურად უადგილოა. ევროპული ოჯახის ბუნებრივი წევრი ვართ და ასეთ რთული გეოპოლიტიკური ვითარების დროს გეოგრაფიაზე მინიშნება აბსოლუტურად გაუმართლებელია. სალომე ზურაბიშვილმა ვერ მოახერხა რომ დაერწმუნებინა,“ - განცხადა პრემიერმა მედიას. რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხზე შეკითხვას, პრემიერმა ასე უპასუხა: „მინიმალური ნდობა, რომელიც ჩვენს შორი იყო, დაიკარგა. „პრეზიდენტს არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, აბსოლუტურად არაფერი - ევროპაში მისი შეუთანხმებელი ვოიაჟი სამწუხარო ფაქტია. ძალიან მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული და მინიმალური ნდობა, რომელიც ჩვენს შორის იყო, დაიკარგა,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ქალბატონ პრეზიდენტს ჩემი ხელმოწერით ვერ გავაგრძელებინებდი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს,“ - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: დიდი ოპტიმიზმით ველოდებით აშშ-ის ახალი ელჩის ჩამობრძანებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დიდი ოპტიმიზმით ელოდება საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის ჩამობრძანებას. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ქალბატონ ელჩთან პირველივე დღეებიდან ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამყალიბდება. „ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბატონ სალივანთან. საჯაროდ მინდა გამოვხატო მადლიერება ბატონი სალივანის მიმართ, რომელთანაც მე მქონდა ძალიან ხანგრძლივი, ღია, გულწრფელი საუბარი. ჩვენ თითქმის ყველა საკითხზე გვქონდა საუბარი, მსჯელობა ბოლო პერიოდში, ასეთი მაღალი დონის საუბრები/შეხვედრები სამწუხაროდ, აღარ გამართულა. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენთან ბევრი მაღალი რანგის სტუმარი ჩამოვიდა ამერიკიდან, მაგრამ ბატონ სალივანთან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა და ჩვენ შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ეხება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობას, სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობას. მინდა ასევე გითხრათ, რომ ჩვენ დიდი ოპტიმიზმით, მე ვიტყოდი ასე, ველოდებით ახალი ელჩის ჩამობრძანებას, ქალბატონი დანიგენის ჩამობრძანებას, რომელიც სულ მალე ჩამოვა საქართველოში. მე დიდ იმედს ვამყარებ და მინდა გამოვთქვა ჩემი ოპტიმიზმი, რომ ქალბატონ ელჩთან ჩვენ პირველივე დღეებიდან ძალიან კარგ ურთიერთობებს ჩამოვაყალიბებთ. ჩვენ გვექნება მაქსიმალურად გახსნილი, ღია, გულწეფელი რაც მთავარია, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, ურთიერთობა. ბუნებრივია, ქვეყნებს შორის არებობს სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენთვის ამერიკა არის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი. ეს არის მნიშვნელოვანი ქვეყანა. ჩვენ მადლიერი ვართ ამერიკის. ასევე მინდა ავღნიშნო, ხანდახან შეიძლება, იყოს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობები ქვეყნებს შორის, ეს ბუნებრივი პროცესია. ჩვენ, ჩვენი ინტერესები გვაქვს ჩვენს ქვეყანას, ამერიკას რა თქმა უნდა თავისი მიზნები და ინტერესები აქვს. არსებობს საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სხვადასხვა მოსაზრება, ეს ნორმალური პროცესია, ჩვენ ვთანხმბდებით ამაზე და ეს არ არის ანომალია და არანორმალური მოცემულობა. მთავარია ის, რომ ეს დიალოგი იყოს ჯანსაღი, იყოს კომუნიკაცია გულწრფელი. ჩვენ დასამალი არავისთან არაფერი არ გვაქვს. არავითარი დაფარული დღის წესრიგი საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია არც ერთ საკითხთან მიმართებაში. ასე რომ მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო თანამშრომლობა გველის ახალ ელჩთან," - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: გაუგებარია, რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძემ 10 წელია, დატოვა საჯარო სამსახური და გაუგებარია, რატომ მოხდა ფარცხალაძის დასანქცირება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს გასაკვირია. „ეს ჩემთვის აუხსნელია. ჭიქაში ქარიშხალი არის ატეხილი. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი. მინდა გითრხრათ ერთი განმასხვავებელი - ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოდ და სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებს, ჩემს თვალში არის მოღალატე. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნება - ის არის გამყიდველი და მოღალატე. ჩემთვის და სამსახურებისთვის, სახელმწიფოსთვის არ არის ცნობილი არცერთი ფაქტი, რომ ფარცხალაძე ჩვენი ქვეყნის საზიანოდ რაიმე ქმედება ჩაიდინა,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას მტკიცებულება სჭირდება. „ჩვენ მათთან გვაქვს დისკუსია და კომუნიკაცია. მთავარი წუხილი რაც მინდა, გამოვხატო და გაკვირვება არის ის, რომ შეერთებული შტატების არცერთ სამსახურს არასოდეს მოუმართავს ფარცხალაძის შესახებ, რომ გადაემოწმებინათ ფარცხალაძის საქმიანობა რუსეთში. ჩვენ ვიცოდით, რომ მას ბიზნესსაქმიანობა ჰქონდა, მაგრამ ფარცხალაძე რომ ოლიგარქი არ არის და გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე, ეს დასამალი არ არის. რანაირი ოლიგარქია, კაცი წასულია 10 წელზე მეტია, აკეთებს ბიზნესს. მისი არჩევანია, რატომ აიღო პასპორტი, ეს ყველა ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: სავალუტო ფონდის პროგრამასთან დაკავშირებით არავითარი სანერვიულო არ არის
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სავალუტო ფონდის საკითხთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ქვეყანას ერთ-ერთი სამაგალითო საბანკო სისტემა აქვს შექმნილი. „აქაც ვფიქრობ, სანერვიულო არაფერი გვაქვს, არც საბანკო სისტემას მთლიანად და არც საფინანსო ინსტიტუტებს. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე სხვა კომერციულ ბანკებთან. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი სამაგალითო სისტემა შექმნილი, ეს თვითონ, ამერიკელებმა აღნიშნეს, ევროპელებმა და ბრიტანელმა კოლეგებმა, რამდენიმე თვის წინ იყვნენ ჩამოსულები, თქვეს, რომ სამაგალითო, ეფექტური სისტემა აქვს მთავრობას აწყობილი, სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, მაშინ როცა თქვენი ტელევიზიები და თქვენი პარტია დეზინფორმაციას ავრცელებდა მსოფლიოში, სააკაშვილის დედა მილიონებს იხდიდა იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი დაზიანებულიყო“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, კითხვას, სებ-ის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ პროგრამის ამოქმედება დროში კიდევ უფრო გაიწელოს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" უპასუხა, რომ ამას არ ელოდებიან და მეტიც, დარწმუნებით აღნიშნა, რომ სათანადო კომუნიკაციის შემდეგ შესაძლებელია, პროგრამა აღდგეს. ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა დროებით შეჩერებულია „დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო კომუნიკაციის შემდეგ და შეიძლება, გარკვეული დამატებითი ზომების მიღების შემდეგ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამას ერთობლივად შევუქმნით ისეთ პირობას, რომ ის აღდგეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სავალუტო ფონდი ქვეყანაში კვლავაც იყოს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. გიორგი კაკაურიძე: ვფიქრობთ, სავალუტო ფონდის პროგრამის განახლება წლის ბოლომდე შესაძლებელი იქნება
ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მლნ ლარი იქნება
2012 წელს ბიუჯეტი 8,5 მილიარდი ლარი იყო, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის გათვლებით, დეფიციტი 2024 წელს 2,5% იქნება, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 38,2% იქნება. „რაც შეეხება 2024 წლის ბიუჯეტს. ბიუჯეტიც ასევე დაგეგმილია საკმაოდ კონსერვატიული მიდგომით, ჩვენ ჩადებული გვაქვს ეკონომიკის 5,2 %-ის ზრდა. საშუალო ვადიან პერიოდშიც რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის ასევე 5%, საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში 2,8%-ს შეადგენს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი არის 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი. მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი პროგრესი. აქვე, მინდა შედარებისთვის გავახსენო საზოგადოებას, რომ 2012 წელს, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა, მათ შორის ბიუჯეტი იყო დაახლოებით 8,5 მილიარდი ლარი და მაშინ მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 27 მილიარდი. თითქმის გასამმაგება არის ბოლო 11-12 წელიწადში. 85 მილიარდზე მეტი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 8600 დოლარს გადააჭარბებს გაისად. წელს 8100 დოლარი იქნება უკვე და წლევანდელი ბიუჯეტიც, იცით, რომ საკმაოდ ამბიციური იყო. ასევე, გეტყვით იმასაც, რომ 2027 წლისთვის, ჩვენი პროგნოზით, მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 108 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, თითქმის 11 000 დოლარს მიაღწევს. აქვე, მინდა შევახსენო საზოგადოებას, მაგალითისთვის, რომ ბიუჯეტი 2012 წელს იყო 8,5 მილიარდი ლარი, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი იქნება 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი. შედარებისთვის, იყო 8,5 მილიარდი ლარი 2012წელს და 2024 ში იქნება 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი. აქაც გასამმაგება არის, რაც რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის ყველასთვის. დეფიციტს რაც შეეხება, გეტყვით რომ ჩვენი გათვლებით ეს იქნება 2,5%, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 38,2% იქნება 2024 წელს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს განიხილება 2024 წლის ბიუჯეტის პირველი ვარიანტი, რომელსაც გადაეგზავნება პარლამენტს. „ჩვენ დღეს განვიხილავთ 2024 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტს, რომელსაც ჩვენ გადავაგზავნით პარლამენტში. მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას. მანამდე, კიდევ ერთხელ მინდა, ერთგვარი შეჯამება გავაკეთო ბოლო წლების ეკონომიკის ტენდენციების. იცით, რომ ჩვენ ბიუჯეტი დავაკორექტირეთ, 6,5%-ზე არის ნავარაუდევი წელს ეკონომიკის ზრდა, თუმცა, თავიდან იყო დათვლილი ძალიან კონსერვატიულად, 5%-ზე იყო გათვლილი წლევანდელი ბიუჯეტი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ახლა გახდა ცნობილი, რომ 8 თვეში ეკონომიკის ზრდა შეადგენს 7%-ს. რაც რა თქმა უნდა, ყველა იმ ფაქტორებისა და გარემოებების გათვალისწინებით, რაც მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში და რეგიონში მით უმეტეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი,“ - განაცხადა პრემიერმა. „ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წელი და მესამე წელია, ჩვენ ვაგრძელებთ მაღალი ტემპით ზრდას ეკონომიკის,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. რაც შეეხება ძირითად მიმართულებებს, იზრდება ჯანდაცვის და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით, აქედან, პენსიების ზრდა გვაქვს და 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. როგორც ირაკლი ღარიბაშილმა აღნიშნა, ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი. „აქვე, შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს პენსია იყო 110 ლარი და 125 ლარი, ახლა არის 415 ლარი და 500 ლარამდე მაღალმთიანში. ეს არის რეალური შედეგი ჩვენი ხელისუფლების მუშაობის. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით და მაღალმთიანში იქნება 380 ლარი. გარდა ამისა, რაც შეეხება სხვა პროგრამებს, აქაც, ჯამში, სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5.6 მლრდ ლარს. ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1.6 მლრდ ლარი, მათ შორის, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა. ბიუჯეტში გათვალისწინებულია ყველა საჯარო მოხელის ხელფასების ზრდა, ასევე, 10%-ით. ძალოვნებისთვის, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შარშან 20%-იანი ზრდა გავაკეთეთ და ჯამში, ბოლო 2 წელიწადში, თითქმის 40-45%-იანი ზრდა გამოგვივიდა ძალოვნებში, პოლიციაში, ჯარში და პრესსამსახურებში. სხვა საჯარო მოხელეებს, ყველას, გაეზარდა ბოლო ორ წელიწადში 30%-ით, ამ ახალი ზრდის ჩათვლით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ ტენდენციას, რა თქმა უნდა, შევინარჩუნებთ და გავაგრძელებთ წახალისებას ჩვენი საჯარო მოხელეების და მათი ხელფასების ზრდას,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, ბიუჯეტი ეზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბაღებში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა იქნება გათვალისწინებული. „ბიუჯეტი ეზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, განათლების სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები გვექნება და მნიშვნელოვანი სიახლეები. ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. 470 მილიონი ლარით იზრდება განათლების ბიუჯეტი. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის საკითხს ჩვენ ვამუშავებთ და ახალ მინისტრთან ერთად ოქტომბრის ბოლოს წარმოგიდგენთ ახალ კონცეფციას. რაც შეეხება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციას, გამოყოფილია 350 მილიონი ლარი, მაღალი ტემპებით წავა აქ მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი. საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიემართება 225 მილიონი ლარი. ესეც დაწყებული გვაქვს. ბაღებში თანამშრომელთა ხელფასების ზრდა იქნება გათვალისწინებული,“ - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება 6 მილიარდი ლარი, აქედან სამინისტროს ბიუჯეტი იქნება 3,4 მილიარდი ლარი
2024 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება 6 მილიარდი ლარი, აქედან სამინისტროს ბიუჯეტი იქნება 3,4 მილიარდი ლარი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 2024 წელს მილიარდ 700 მილიონი ლარი მიემართება, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება მილიარდ 200 მილიონი ლარი. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, აქაც ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება 6 მილიარდი ლარი, აქედან სამინისტროს ბიუჯეტი იქნება 3,4 მილიარდი ლარი. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიემართება მილიარდ 700 მილიონი ლარი, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება მილიარდ 200 მილიონი ლარი. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია მილიარდ 900 მილიონი ლარი, წყალმომარაგება- წყალანარინების სექტორის გაუმჯობესებაზე 500 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული. მთლიანად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, უკვე აღვნიშნე და კიდევ გეტყვით, რომ 700 მილიონი ლარი ჯამში დაიხარჯება მომავალ წელს. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 170 მილიონი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ გაისად,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს.
ირაკლი ღარიბაშვილი დაზარალებულ მევენახეებზე: დაზიანებულ 1 ჰექტარზე დახმარების სახით, 3500 ლარი გამოიყოფა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მევენახეებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დაზიანებულ 1 ჰექტარზე დახმარების სახით, 3500 ლარი გამოიყოფა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს დაეხმარება მათ, რომ გამოიყენონ მიზნობრივად დაზიანებული ვენახის გადარჩენაში და შემდეგ კვლავ აღდგენაში. „მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენი საზოგადოებისთვის განვმარტო შემდეგი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ჩვენ მივიღეთ რამდენიმე დღის წინ. მოგეხსენებათ, რომ კახეთის რეგიონში ახლა მიმდინარეობს ძალიან წარმატებულად რთველი, მე პირად მოვინახულე, ადგილზე ჩავედი და სიტუაცია არის ძალიან კარგი. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით ჩვენს ხალხს. მევენახეებს, სამწუხაროდ, ძალიან ბევრს დაესეტყვა ათასობით ჰექტარი ვენახი, განადგურდა მათი მოსავალი, მიუხედავად იმისა, ჩვენ ვთქვით, რომ, რა თქმა უნდა, ამ დაზიანებულ ყურძენს ჩავიბარებთ და ჩავიბარეთ კიდევაც, უკვე დაწყებულია პროცესი. 20 მლნ ლარის ღირებულების დაზიანებული, დასეტყვილი ყურძენი უკვე ჩაბარებული გვაქვს, მაგრამ ამის მიუხედავად, ვინაიდან მათ ზიანი მიადგათ, გადავწყვიტეთ, როგორც 2 წლის წინ გავაკეთეთ, ახლაც გვინდა დავეხმაროთ დაზარალებულ მევენახეებს და დაზიანებულ 1 ჰექტარზე 3500 ლარი გამოვუყოთ დახმარების სახით. ვფიქრობ, ეს დაეხმარება მათ, რომ გამოიყენონ მიზნობრივად ამ დაზიანებული ვენახის გადარჩენაში და შემდეგ კვლავ აღდგენაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფერმერებს, რომლებიც ჩართულნი არიან ხორბლის წარმოებაში, დავეხმაროთ,“ - ასევე მთავრობის სხდომაზე განაცხადა დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით ბევრი მხარდამჭერი ღონისძიება განხორციელდა, თუმცა მთავრობა კიდევ დამატებითი ზომების მიღებაზე შეთანხმდა. „მინდა ძალიან მოკლე ინფორმაცია მინდა გავაცნო საზოგადოებას, ხორბლის წარმოებაში ჩართულ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საკმაოდ შემცირებულია ფასები ხორბალზე. ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული, ვინაიდან, ეს არის საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მდგომარეობის გამოძახილი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფერმერებს, რომლებიც ჩართულნი არიან ხორბლის წარმოებაში, დავეხმაროთ. ჩვენ მანამდე უკვე გადავდგით კონკრეტული ეფექტური ნაბიჯები, 4000-მდე ფერმერს ჩვენ დავეხმარეთ შეღავათიანი აგროკრედიტით. დავუფინანსეთ საბრუნავი სახსრები და მივეცით სტიმული, მარცვლოვანი კულტურების წარმოება გაეზარდათ. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფქვილის იმპორტზე დაწესებულიყო დამატებით საფასური, რამაც კონკურენტულ მდგომარეობაში ჩააყენა წისქვილკომბინატები საქართველოში. ამის შემდეგ მათ განახორციელეს ქართული ხორბლის შესყიდვა და პურის მწარმოებლებისთვის ისეთი პირობებით მიწოდება, რომ პური არ გაძვირდა. ფქვილის საფასურის დაწევის შემდეგ 35 000 ტონა ხორბალი მიიღეს ადგილობრივმა წისქვილკომბინატებმა. ასევე, დროებითი ღონისძიებები განხორციელდა ღერღილი ხორბლის იმპორტის მიმართულებით, თუმცა მსოფლიო ბაზარზე ხორბალთან დაკავშირებული არასტაბილური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ დამატებითი ზომების მიღებაზე შევთანხმდით. ამის თაობაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო დამატებით განმარტებას გააკეთებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველა ფერმერს, ასე, რომ მათ საფიქრალი და სანერვიულო არ ექნებათ,“ - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი: მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ გამჭვირვალე ახსნა-განმარტებას მოვისმენთ USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან
„სუს-ის მიერ გავრცელებული განცხადება პრევენციული ხასიათის განცხადებაა კონკრეტული მტკიცებულებების სახით, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ მაქსიმალური გონიერება გამოიჩინონ. ნუ მისცემენ უფლებას, თავი გამოაყენებინონ ასეთ დესტრუქციულ ძალებს,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, სადაც არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა. პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ „საზოგადოება სათანადო, გამჭვირვალე ახსნა-განმარტებას მოისმენს USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან იმიტომ, რომ სამწუხაროდ, დაფიქსირდა, რომ მათი მოწვევით, მათი დაფინანსებით იყვნენ ჩამოსულები ეს ადამიანები.“ „ეს განცხადებები, რომელიც ჩვენ გავავრცელეთ და რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, არის პრევენციული ხასიათის, გამაფრთხილებელი განცხადებები კონკრეტული მტკიცებულებების სახით. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ მაქსიმალური გონიერება გამოიჩინონ. ნუ მისცემენ უფლებას ასეთ დესტრუქციულ ძალებს, რომ გამოაყენებინონ თავი. კარგად გვახსოვს მარტის მოვლენები, როგორ გამოიყენეს სტუდენტები და შემდეგ როგორ მიატოვეს. რა თქმა უნდა, ასეც მოხდება. როგორ ასროლინეს მოლოტოვის კოქტეილები პოლიციელებზე. ეს ყველაფერი არის მათი დაგეგმილი ბინძური, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი გეგმები. ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით და არ ამას არ დავუშვებთ. ყველა იქნება მაქსიმალური სიმკაცრით დასჯილი, ვინც ამ ანტისახელმწიფოებრივ გეგმებს მოიყვანს მოქმედებაში. მე ასევე მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ სათანადო, გამჭვირვალე ახსნა- განმარტებას მოვისმენთ ჩვენ და საზოგადოება USAID-ის ადგილობრივი ოფისიდან იმიტომ, რომ სამწუხაროდ დაფიქსირდა, რომ მათი მოწვევით, მათი დაფინანსებით იყვნენ ჩამოსულები ეს ადამიანები. ეს რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია, თუმცა რა თქმა უნდა დაველოდებით მათ ოფიციალურ განმარტებებს, ინფორმაციას. USAID-თან ჩვენ გვაქვს მრავალწლიანი თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით, ამიტომ, სამწუხაროა, რომ ასეთი ფაქტები ხდება,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. რა პროგრამებს ახორციელებს USAID საქართველოში
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობებზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისასალმებელია ბოლო დროს ორმხრივი კონტაქტებისა და მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თანამშრომლობის წინსვლაში. საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამ გზაზე ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროგრესის მიმართ სლოვენიის მხარდაჭერას. მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიზნის მისაღწევად კი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. ირაკლი ღარიბაშვილმა ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მომავალშიც ექნება სლოვენიის რესპუბლიკის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც დაეხმარება საქართველოს, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადავიდეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. მანვე სლოვენიის რესპუბლიკას გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად არჩევა მიულოცა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში სლოვენიის რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი − ბლაჟ მასლე; სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრები − მატეი ტონინი და ალექსანდერ პროსენ კრალი; სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის გენერალური მდივანი − ურშულა ზორე თავჩარი; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში − ირაკლი კოპლატაძე.
ირაკლი ღარიბაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებს შეხვდა. „ჩვენ მანამდეც არაერთხელ ვართ შენახვედრი და გვქონდა ძალიან ღია საუბარი, ღია დისკუსია ნებისმიერ თემაზე. მიხარია, ბევრ ნაცნობ სახეს ვხედავ. მე ვხედავ ზვიად ბარქაიას, რომელიც არის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. მინდა ზვიადზე ვთქვა, რომ ზვიადი შემთხვევით გავიცანი, ზვიადი იყო ამ ცენტრის ერთ-ერთი კურსდამთავრებული, რომელიც შემთხვევით შეარჩია კომისიამ, როგორც ხდება და არა მხოლოდ, ნიკას ვხედავ და კიდევ ნიკოს, ძალიან ბევრ ადამიანს, ნინოს ვხედავ, ძალიან ბევრ ადამიანს გიცნობთ. მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი წამოწყებაა, მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მიხარია, რომ ჩვენს მიერ დაწყებული ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს, რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მინდოდა თქვენთან შეხვედრა, საუბარი, მიმდინარე საკითხებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მომავალს, ასევე მზად ვარ, ღია საუბარი მქონდეს თქვენთან ნებისმიერ საკითხზე, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, მაგრამ ერთად რომ შევაჯამოთ განვლილი 8 წელი, მგონი საინტერესო იქნებოდა თქვენთვის და საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ რომ მოვისმინოთ შედეგები“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, 8 წლის განმავლობაში 1200 მდე წარმატებული სტუდენტი დაფინანსდა, ამაში სახელმწიფომ 42 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. პრემიერის განცხადებით, პროექტის მიზანია, ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი, განათლებული ადამიანური კაპიტალი, რომელიც ქვეყნის გასაძლიერებლად მიემართება. „შედეგები, ვფიქრობ, არის შთამბეჭდავი ვინაიდან 8 წლის განმავლობაში ჩვენ დავაფინანსეთ 1200 მდე წარმატებული, წარჩინებული სტუდენტი. ამაში სახელმწიფომ 42 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. შერჩეული გვქონდა და გვაქვს საუკეთესო უნივერსიტეტები მთელს მსოფლიოში და მე მიხარია, რომ ამდენი წარმატებული ადამიანის წინაშე გამოვდივარ სიტყვით. მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. მინდა, გისურვოთ ყველას წარმატებები. რა თქმა უნდა, ეს პროექტი უნდა გაგრძელდეს და ამის თაობაზე ახალ მინისტრთან უკვე გვაქვს საუბარი. მინდა ასევე სიამაყით აღვნიშნო, რომ ახალ მინისტრს აქვს ძალიან კარგი ხედვები, ახალი რეფორმების დაწყებას აპირებს იგივე უმაღლესი განათლების სფეროში და სხვა მიმართულებითაც. ყველა მიმართულებით აქვს ძალიან კარგი იდეები და ხედვები, რომელსაც ახლა რა თქმა უნდა, გაგიზიარებთ. ვფიქრობ, შთამბეჭდავი იყო ეს 8 წელი, მაგრამ მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაფართოვოთ, მასშტაბები შეიძლება გაიზარდოს. მთავარი იდეა რაშიც მდგომარეობს, არის ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ძლიერი, განათლებული ადამიანური კაპიტალი. მთავარი თემა არის, რომ ადამიანური კაპიტალი შევქმნათ ქვეყანაში და რაც მთავარია, ეს ადამიანური კაპიტალი უნდა მივმართოთ ასევე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, მთავარი იდეა სწორედ ამაში მდგომარეობდა. იცით, რომ ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ, მხარში დავუდგეთ ჩვენს ახალგაზრდებს, წარჩინებულ სტუდენტებს. მე არაერთხელ აღმინიშნავს, რომ სახელმწიფოს პირდაპირი მოვალეობა და ვალდებულება არის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ახალგაზრდებს და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი შესაძლებლობა, ჩვენ გვაქვს კიდევ სხვა იდეები, რომელზეც მინდა, რომ ახლა გესაუბროთ, დახურულ ფორმატში. რაც მთავარია, მინდა გთხოვოთ, რომ დისკუსია იყოს ჩვეულებისამებრ, ტრადიციისამებრ, ღია, აბსოლუტურად გამჭვირვალე და გულწრფელი და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ და ყველას წარმატება მინდა გისურვოთ. თქვენი ცოდნა ჩვენი სიძლიერეა. აი ეს კაპიტალი, რაც იქმნება, ქვეყანას უნდა გამოადგეს საბოლოო ჯამში, ჩვენ ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ. სწორი გაგებით ვამბობ ამ სიტყვას, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ მადლობა მობრძანებისთვის,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი კენტერბერის მთავარეპისკოპოს ჯასტინ უელბის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კენტერბერის მთავარეპისკოპოს ჯასტინ უელბის შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა სრულად არის ერთგული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას. კენტერბერის მთავარეპისკოპოსი ქვეყანაში რეგიონული ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რომლის მიზანია მშვიდობის მხარდაჭერა. შეხვედრას დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში − მარკ კლეიტონი, ინგლისის ეკლესიის ეროვნული მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში − ჯერემი მორისი, ინგლისის ეკლესიის მშვიდობის დესპანი − ჯეიმს მეგორანი, ხოლო საქართველოს მხრიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი − რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი იმპულსი შესძინა საქართველოს ურთიერთობას გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან
„დიდად ვაფასებთ გერმანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ჩვენი ევროპული არჩევანისადმი, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის მტკიცე ნებას,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი იმპულსი შესძინა საქართველოს ურთიერთობას გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან. „ეს დღე, რომელიც არამხოლოდ გერმანელებისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის გახდა შთაგონების წყარო, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ევროპაში არსებული გამოწვევების ფონზე. დღეს, როგორც არასდროს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის როლი გადამწყვეტია ჩვენს კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის. გერმანიასა და საქართველოს საიმედო და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის ისტორია აკავშირებთ. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება, ბოლო დროს კიდევ უფრო დაახლოვდა და უპრეცედენტო დინამიკაში გადაიზარდა. ამ მზარდი კავშირის ჭეშმარიტი და ხელშესახები დასტურია მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები, რომლებმაც ჩვენი ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანა. ხსენებული ვიზიტები და შეხვედრები ცხადყოფს გერმანიის განსაკუთრებულ ინტერესს, გერმანიის მხარდაჭერასა და გერმანიის აქტიურ ჩართულობას საქართველოსთან მიმართებით, განსაკუთრებით ჩვენი ერის ისტორიის ამ გადამწყვეტ პერიოდში. ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ გერმანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ჩვენი ევროპული არჩევანისადმი, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის მტკიცე ნებას. გასული წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი იმპულსი შესძინა ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან. მას შემდეგ საქართველო გულმოდგინედ მუშაობს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და ვიმედოვნებთ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ მიერ მიღწეული შესამჩნევი პროგრესი შესაბამისად იქნება აღიარებული. დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს წინსვლას და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსადმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მტკიცედ დააკავშირებს ევროკავშირთან; ამ საქმეში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას ველით,“ - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, საქართველო დიდად აფასეს გერმანიის ურყევ მხარდაჭერას და ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხისადმი. „საქართველოსთვის გერმანიის განსაკუთრებული როლის კიდევ უფრო ცხადი დემონსტრირებისთვის, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ის არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი. უზრუნველყოფილმა დახმარებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს განვითარებასა და დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში და მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას ჩვენი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის სისრულეში მოსაყვანად. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია. დარწმუნებულნი ვართ, რომ მასპინძელი ქვეყნის რანგში საქართველოს წარმატებული მონაწილეობა ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში (ITB Berlin) დამატებით სტიმულს მისცემს ახალი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას გერმანული ინვესტიციების საშუალებით და ჩვენს ქვეყნებს შორის ტურისტულ ნაკადებსაც გაზრდის.“ პრემიერმა დაადასტურა, საქართველოს მზადყოფნა მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის. „ერთად ყოფნით და კოლექტიური ძალისხმევით შევიტანთ წვლილს ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში,“ - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, ესპანეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მესამე სამიტი 5-6 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჩატარდება.პრემიერ-მინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.სამიტის ფარგლებში ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს. პრემიერ-მინისტრი გრანადაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.
ირაკლი კობახიძემ დაასახელა მთავარი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც, ზურაბიშვილს პრეზიდენტის პოსტზე დაუჭირეს მხარი
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მიუთითა მთავარ კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის პოსტზე დაუჭირეს მხარი. კობახიძის თქმით, „ზურაბიშვილი იყო დიასპორის წარმომადგენელი, დიდი წინაპრების შთამომავალი, რომ მას ჰქონდა რაღაც ევროპული ცხოვრებისეული გამოცდილება.“ ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, როდესაც უპასუხა პლენუმის ერთ-ერთი წევრი მოსამართლის, ირინა იმერლიშვილის შეკითხვას, თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა არ განხორციელდა, ერთგვარ ჩიხში ხომ არ შედის სახელმწიფო. „ჩვენ, კიდევ ერთხელ, შეგვიძლია, აქაც ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი პოლიტიკური კუთხით არ არის ის, რომ ეს იმპიჩმენტში შეიძლება, წარმატებით დასრულდეს, იმიტომ, რომ ჩვენი ღრმა რწმენით, პრეზიდენტს ჰქონდა ოპოზიციის იმედი, როდესაც კონსტიტუციას არღვევდა, მაგრამ ეს ცალკე საკითხია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს მოცემულობა დარჩება. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომც არ დაადგინოს, ჩვენ, ჩვენი პოზიცია უკვე გვაქვს დაფიქსირებული, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ჩვენი პოზიციით არ არის პრეზიდენტობის ღირსი. არის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანოები, მთავრობა, პარლამენტი, ჩვენ წარმოვადგენთ საპარალამენტო უმრავლესობას, არა პარლამენტს, ანუ ჩვენ ხელშია გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ წარმოვადგენთ პარლამენტის 80 წევრს და აქაც საინტერესო რა არის - ჩვენ გვაქვს შესაბამისი მანდატი მინიჭებული და სწორედ ამ მანდატის გამო ირჩევენ დეპუტატებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან აღნიშნა, რომ 2018 წელს, როდესაც პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აირჩეს კონკრეტული კრიტერიუმებით გამოუცხადეს მას მხარდაჭერა. „კრიტერიუმი რა იყო - ჩვენ რომ გვქონოდა იმის რწმენა, რომ პრეზიდენტი წარმატებით განახორციელებდა საგარეო და საშინაო პოლიტიკას, მას მხარს დავუჭერდით არა პრეზიდენტის, არამედ, პრემიერის პოზიციაზე. ამიტომ, ეს არის პრემიერის პრეროგატივა, მაგრამ მხარი იმიტომ დავუჭირეთ პრეზიდენტის პოზიციაზე, რომ მას ჰქონდა შეზღუდული მანდატი. მთავარი კრიტერიუმები საჯაროდაც იყო ნათქვამი, ის იყო დიასპორის წარმომადგენელი, დიდი წინაპრების შთამომავალი, რომ მას ჰქონდა რაღაც ევროპული ცხოვრებისეული გამოცდილება, ქალბატონი, ეს ჩვენი ისტორიული ტრადიცია და .ა.შ. ანუ პრეზიდენტს იმიტომ კი არ გამოვუცხადეთ მხარდაჭერა და შესაბამისად, ხალხმაც იმიტომ კი არ მისცა ხმა, რომ მისგან ელოდებოდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას, მას მხარი დაუჭირა არსებული მანდატის გათვალისწინებით, რაც კონსტიტუციაში იყო გაწერილი. დღეს პრეზიდენტი ცდილობს, რომ ამ მანდატს გასცდეს, რომელიც მას ხალხმა მიანიჭა. მთავარი ხომ არ არის როგორია ამ მანდატის ჩემი აღქმა, როგორც თანამდებობის პირის, მთავარია კონსტიტუცია რა მანდატს განიჭებს და შენ ხალხმა აგირჩია არა იმისთვის, რომ საშინაო და საგარეო პოლიტიკა განახორციელო, რაში ჩაჭრასაც ცდილობს დღეს, პრეზიდენტი, არამედ შენ აგირჩია იმისთვის, რომ იყო სახელმწიფოს არსებითად სიმბოლური წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, მხოლოდ სიმბოლური არ არის პრეზიდენტის კომპეტენციები, მაგრამ პრეზიდენტი საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი არ არის. ხალხს მისთვის მინიჭებული აქვს შესაბამისი მანდატი, თუმცა ის ცდილობს, რომ ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს გასცდეს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერი: მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო უკრაინაში, ჩვენ მოვახერხეთ საკმაოდ გონივრულად მანევრირება
„ჩვენ მართლაც სპეციფიკურ მდგომარეობაში ვიმყოფებით. ეს ჩვენმა კოლეგებმაც ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, ამ მხრივ, ჩვენ განვსხვავდებით სხვა ქვეყნების მდგომარეობისგან,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავარი საზრუნავი ახლა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯის მიღება, რაც არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. „ჩვენ არ გვაქვს არც NATO-ს ქოლგა, ასე ვთქვათ, არავითარი უსაფრთხოების გარანტიები ქვეყანას არ გააჩნია. ჩვენ არ ვართ არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას უწევს საკმაოდ გონივრულად მანევრირება ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელიც სავსე არის ამ ტურბულენტობით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვახერხეთ, მას შემდეგ, რაც ეს კონფლიქტი, ომი დაიწყო უკრაინაში, საკმაოდ გონივრულად მანევრირება, მე ასე ვიტყოდი. რაც მთავარია, ერთი მხრივ, ჩვენ ვიცავთ მტკიცედ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, უსაფრთხოებას და მეორე მხრივ, ვართ კოორდინაციაში ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, მხარს ვუჭერთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს და ვფიქრობ, რომ ჩვენი მთავარი საზრუნავი ახლა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯის მიღება, რაც არის კანდიდატის სტატუსის მინიჭება,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყანამ უნდა მოახდინოს მშვიდობიანად დეოკუპაცია
ქვეყანამ უნდა მოახდინოს მშვიდობიანად დეოკუპაცია - აი ეს არის მთავარი მიზანი და ქვეყნის გაერთიანება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს. პრემიერის თქმით, ფოკუსირება უნდა მოხდეს არა თარიღებზე, არამედ იმაზე, რაც ხალხს და ქვეყანას სჭირდება. „ჩვენ თარიღებზე არ უნდა ვფოკუსირდეთ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენს ხალხს და ქვეყანას სჭირდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, ქვეყნის განვითარება, გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, რაც არის უმნიშვნელოვანესი. რაც მთავარია - უსაფრთხოების საკითხები - ქვეყანამ უნდა მოახდინოს მშვიდობიანად დეოკუპაცია. აი ეს არის მთავარი მიზანი და ქვეყნის გაერთიანება,“ - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ურსულა ფონ დერ ლაიენმა გვითხრა, რომ პოზიტიურად აფასებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია და მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ადეკვატურად დაფასდეს საქართველოს პროგრესი
ურსულა ფონ დერ ლაიენმა გვითხრა, რომ პოზიტიურად აფასებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია და მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ადეკვატურად დაფასდეს საქართველოს პროგრესი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც პოლარიზაცია არის გაზრდილი, კანდიდატის სტატუსის საკითხია და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება ავტომატურად, დრამატულად შეამცირებს პოლარიზაციის ხარისხს. „მე მქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, რომელსაც მე მივაწოდე ინფორმაცია 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე. ქალბატონმა ურსულამ გვითხრა, რომ ისინი პოზიტიურად აფასებენ ზოგადად იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია. ასევე, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან მოწოდება იყო, რომ რეფორმები გაგრძელდეს, უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. მე მას ვუთხარი, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი მთელი გუნდი, ხელისუფლება არის სრულად მობილიზებული, ჩვენ ვართ ვალდებულნი და სრული თანხვედრა გვაქვს, რომ ეს პროცესი მივა ბოლომდე. მე მას ვუთხარი, რომ ამ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი უკვე არის შესრულებული. დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაციის დაბოლოება, დასრულება, რომელთა ნაწილიც გადაიგზავნა ვენეციის კომისიაში, იცით თქვენ. ასევე ვუთხარი, რომ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც პოლარიზაცია არის გაზრდილი, არის კანდიდატის სტატუსის საკითხი. მე მას ვუთხარი, რომ სტატუსის მინიჭება ავტომატურად, დრამატულად შეამცირებს, დააგდებს ამ პოლარიზაციის ხარისხს, რაშიც ევროპელი ლიდერები გვეთანხმებიან. იცით, რომ სწორედ ჩვენი ხელმოცარული ოპოზიცია, რომელიც გადასულია საბოტაჟის რეჟიმში იმიტომ, რომ მათ არაფერი სათქმელი არა აქვთ მთავრობის საწინააღმდეგოდ არც ერთ თემაზე, არც ეკონომიკაზე, არც განვითარებაზე, არც დემოკრატიის ხარისხზე. ერთადერთი, რის გამოც ისინი მანიპულირებენ და სპეკულაციებს და დეზინფორმაციას ავრცელებენ მთელ მსოფლიოში და ევროპაში, მათ შორის, არის კანდიდატის სტატუსი, რაც თავიდან ბოლომდე ხელისუფლების გაკეთებულია. ყველა ეს რეფორმა ჩვენი შესრულებულია და ოპოზიციას არაფერი არ გაუკეთებია ამ პროცესში, ისევე, როგორც არ გაუკეთებია არაფერი ქალბატონ პრეზიდენტს. მე მადლიერება მინდა გამოვხატო ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ, რომელმაც გვითხრა, რომ ის მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ამ პროცესში ადეკვატურად დაფასდეს საქართველოს პროგრესი,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერი: რუსეთი აპირებს უკვე მე-3 სამხედრო ბაზის, საზღვაო ბაზის მშენებლობას ჩვენს ტერიტორიაზე, ეს არის ოკუპაციის გაგრძელება
მივიღე მნიშვნელოვან დისკუსიაში მონაწილეობა, ეს იყო მრგვალი მაგიდის ფორმატი და დისკუსია შეეხებოდა მულტილატერალიზმს, ასევე, გეოსტრატეგიულ საკითხებს და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენ უსაფრთხოების საკითხები მიმოვიხილეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბუნებრივია, საკითხი ეხებოდა უკრაინის ომს და მის გავლენებს რეგიონზე, მათ შორის, ჩვენს რეგიონში მიმდინარე სიტუაციას და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს. „ასევე, მათ მივაწოდე ინფორმაცია დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე. იცით, რომ გახდა ცნობილი, რუსეთი აპირებს უკვე მე-3 სამხედრო ბაზის, ამ შემთხვევაში, საზღვაო ბაზის მშენებლობას ჩვენს ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ჩვენი ნებართვის გარეშე. ეს არის ოკუპაციის შედეგი. ეს არის ოკუპაციის გაგრძელება, რა თქმა უნდა, ჩვენ ასე აღვიქვამთ ამ უკანონო გადაწყვეტილებას, ბუნებრივია. მათ ვუთხარი, რომ ეს კიდევ უფრო აუარესებს ამ სიტუაციას, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველო არის და მე ამის თაობაზე მძაფრად აღვუწერე ჩვენი სიტუაცია, რომ ჩვენ ვიმყოფებით მეტად სპეციფიკურ სიტუაციაში, ვინაიდან ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ოკუპირებული და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ქვეყანა ახერხებს განვითარებას, წინსვლას, რეფორმებს ისე, რომ ინარჩუნებს მშვიდობას და სტაბილურობას, ამას მართლაც მოხერხება სჭირდება და ჩვენ მართლაც გვაქვს სათქმელი ამ მიმართულებით. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მქონდა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრებიც ევროპელ ლიდერებთან. მე მათ ანალოგიურად მივაწოდე ინფორმაცია ამ მიღწეულ პროგრესზე და მათგან, ყველა ევროპელი ლიდერისგან, მივიღე დასტური იმის თაობაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ასევე ვუთხარი, რომ თუ სტატუსს ქვეყანა არ მიიღებს, ეს იქნება აბსოლუტურად გაუგებარი, ეს იქნება შეურაცხყოფა ჩვენი ქართველი ხალხის, ეს იქნება დაუმსახურებელი, ასე ვთქვათ, მორიგი მცდელობა, რომ ქვეყანა დაჩაგრონ ან უსამართლოდ მოექცნენ და მოეპყრონ. ეს იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და რაც მთავარია, ბოლო მესიჯი, რაც მე მათ ვუთხარი, რომ ეს იქნება პირდაპირი გზავნილი, თუნდაც იგივე რუსეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, ზოგადად, რეგიონისთვის ან იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ, რომ დაახლოვდნენ ევროკავშირთან. ამ საკითხებზე გვქონდა ჩვენ საუბარი და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა ამ ფორუმში", - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ.
პრემიერი: ევროპელ კოლეგებს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხი ესმით, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ეს არ არის ლამაზი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრა. „იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტს მხარი დაეჭირა მთავრობისთვის, ხელისუფლებისთვის, ღიად, დეკლარირებულად გამოეცხადა მხარდაჭერა იმ პროცესისთვის, რომელიც ჩვენ დავიწყეთ შარშან, პარლამენტმა რომ დაიწყო პარლამენტში, უნდა ეთქვა, რომ თუ რაიმეში დაგვჭირდებოდა მისი დახმარება, იგი მზად იქნებოდა. ეს უნდა ყოფილიყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის პოზიცია. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის დონეზე დასული პრეზიდენტი,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას. პრემიერის თქმით, ზურაბიშვილმაც გაიმეორა ზუსტად ანალოგიური „მესიჯები“, ის ნარატივი, რომელიც ოპოზიციას ჩამოყალიბებული აქვს. „რომ ვთქვათ გულწრფელად, ეს პროცესი, რომელიც წამოიწყო სამწუხაროდ და ჩვენ გვაიძულა ქალბატონმა პრეზიდენტმა, რომ ჩვენ ეს ნაბიჯი გადაგვედგა, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო. მითუმეტეს, ჩვენი ქვეყანა, ამდენი გამოწვევების წინაშეა. ბევრად მეტი პრობლემა აქვს ქვეყანას მოსაგვარებელი, ვიდრე ასეთი გაუმართლებელი სიტუაცია და ურთიერთობები პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის. მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვა ქალბატონმა სალომემ, რომელმაც დემონსტრაციულად, მიზანმიმართულად დაარღვია კონსტიტუცია. ეს იყო გამიზნული პროვოკაცია. მე ამას ვუწოდებ პროვოკაციას. მითუმეტეს, ასეთ ვითარებაში, როცა ქვეყანა ელოდება სტატუსს. რა დროს ასეთი ტიპის, მდარე ხარისხის პროვოკაციაზე წასვლა არის, მე ამ კითხვას ვუსვამ ქალბატონ სალომეს. დროული იყო ეს პროვოკაციები? როცა ადამიანი განგებ, მიზანმიმართულად არღვევს კანონს. ავიღოთ ნებისმიერი ადამიანი. როცა ადამიანი მიდის და არღვევს მოძრაობის წესებს ქუჩაში. იცი, რომ მის ამ დარღვევას მოჰყვება რეაგირება ბუნებრივია. როცა პრეზიდენტი განგებ, მიზანმიმართულად არღვევს კონსტიტუციას, მან ეს რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ხელისუფლებას მოუწევდა რეაგირება. ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ სამართლებრივი შეფასება მიგვეცა მისი ამ ქმედებისთვის, მისი ამ პირდაპირი დემონსტრაციული ქმედებისთვის. მე ეს ავუხსენი ჩვენს ევროპელ კოლეგებს. რა თქმა უნდა, მათ ეს ესმით, ეს სუფთა სამართლებრივი საკითხი ესმით, მაგრამ ასევე გვეუბნებიან, რომ ეს არ არის ლამაზი. რა თქმა უნდა, ეს ოპტიკას და აღქმებს აფუჭებს. მე ამიტომ ვთქვი, რომ იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტს მხარი დაეჭირა მთავრობისთვის, ხელისუფლებისთვის, ღიად, დეკლარირებულად გამოეცხადა მხარდაჭერა იმ პროცესისთვის, რომელიც ჩვენ დავიწყეთ შარშან, პარლამენტმა რომ დაიწყო პარლამენტში, უნდა ეთქვა, რომ თუ რაიმეში დაგვჭირდებოდა მისი დახმარება, იგი მზად იქნებოდა. ეს უნდა ყოფილიყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის პოზიცია. ჩვენ ნაცვლად ამისა ვნახეთ ოპოზიციის დონეზე დასული პრეზიდენტი. თან რომელი ოპოზიციის - რადიკალური დესტრუქციული ოპოზიციის დონეზე, იმიტომ, რომ მანაც გაიმეორა ზუსტად ანალოგიური მესიჯები, ის ნარატივი, რომელიც ოპოზიციას ჩამოყალიბებული აქვს, რომ თურმე ჩვენ არ ვასრულებთ რეკომენდაციებს, თურმე ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი არის გაუგებარი და თურმე ქვეყანა არ იმსახურებდა სტატუსს. აი, ამაზეა საუბარი. მე ეს გულწრფელად ავუხსენი ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს. ყველას ესმის ეს აბსოლუტურად სამართლებრივი მდგომარეობა და ვუთხარი, რომ ეს არის ფორმალური, იურიდიული, თუმცა მნიშვნელოვანი პროცესი, რომ გამოჩნდეს კანონის უზენაესობა, კონსტიტუციის უზენაესობა, რომ ქვეყანაში არავინ არ დგას კანონზე მაღლა - არც პრეზიდენტი, არც პრემიერ-მინისტრი, არც პარლამენტი და არც არავინ. ეს არის ჩემი პასუხი. მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გააცნობიერებს იმას, რომ ქვეყანას გაცილებით მეტი მნიშვნელოვანი საკითხები აქვს მოსაგვარებელი. თუკი იგი მხარს დაგვიჭერს ჩვენ და გახდება ჩვენი მხარდამჭერი ამ პროცესში, მე მხოლოდ მადლიერებით მივესალმები მის ამ ძალისხმევას, მაგრამ, ისე, როგორც ხდებოდა შარშან, მაგალითად, შარშან, მე შეგახსენებთ, რომ სტატუსის მინიჭებამდეც, როცა იყო მომართვები პრეზიდენტისგან, მე მას ვუშვებდი ყველგან, ჩვენ, მთავრობა ვუგზავნიდით თანხმობის წერილებს. რატომაც არა, თუ კიდევ ერთით მეტი ხმა იქნებოდა ევროპაში, რომელიც ჩვენს სათქმელს იტყოდა, რატომაც არა, ეს მისასალმებელია, მაგრამ მან სამწუხაროდ, რადიკალურად შეცვალა ეს ორიენტირები და მთელი მისი მესიჯბოქსი და ნდობა დაიკარგა. ჩვენ ბუნებრივია, ოპოზიციონერს, ჩვენი მანდატით და ჩვენი უფლებამოსილების ქვეშ ვერ გავუშვებდით ევროპაში. ზოგადად, როცა შიდა სიტუაციაზე მივაწოდე ინფორმაცია და ვუყვებოდი ვითარებაზე, ამ კონტექსტში მოვუყევი," - განაცხადა პრემიერმა. პრეზიდენტის იმპიჩმენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა დასრულდა
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველა ევროპელი ლიდერისგან მივიღე დასტური, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში გამართული შეხვედრების შესახებ იუსაუბრა. მან განაცხადა, რომ ევროპელი ლიდერებისგან პოზიტიური გზავნილები მოისმინა საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. „მქონდა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრებიც ევროპელ ლიდერებთან. მე მათ ანალოგიურად მივაწოდე ინფორმაცია ამ მიღწეულ პროგრესზე და მათგან, ყველა ევროპელი ლიდერისგან, მივიღე დასტური იმის თაობაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.“ „ასევე ვუთხარი, რომ თუ სტატუსს ქვეყანა არ მიიღებს, ეს იქნება აბსოლუტურად გაუგებარი, ეს იქნება შეურაცხყოფა ჩვენი ქართველი ხალხის, ეს იქნება დაუმსახურებელი, ასე ვთქვათ, მორიგი მცდელობა, რომ ქვეყანა დაჩაგრონ ან უსამართლოდ მოქცნენ და მოეპყრან. ეს იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და რაც მთავარია, ბოლო მესიჯი, რაც მე მათ ვუთხარი, რომ ეს იქნება პირდაპირი გზავნილი, თუნდაც იგივე რუსეთისთვის და სხვა ქვეყნებისთვის, ზოგადად, რეგიონისთვის ან იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ, რომ დაახლოვდნენ ევროკავშირთან. ამ საკითხებზე გვქონდა ჩვენ საუბარი და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა ამ ფორუმში,“ - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილი: ურსულა ფონ დერ ლაიენმა გვითხრა, რომ პოზიტიურად აფასებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია და მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ადეკვატურად დაფასდეს საქართველოს პროგრესი
ირაკლი ღარიბაშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენს გრანადაში შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევოკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატების და წლის ბოლოს ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა როგორც რეგიონალურ, ისე გლობალურ კონტექსტში. პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი კვლავ გრძელდება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რეკომენდაციების შესრულების პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან და კვლავაც აგრძელებს აღნიშნულ თანამშრომლობას. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი და მისი ძალისხმევა 12 პრიორიტეტის განსახორციელებლად სამართლიანად იქნება აღიარებული. შესაბამისად, საქართველო წლის ბოლოს კომისიის მხრიდან სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ირაკლი ღარიბაშვილი: ურსულა ფონ დერ ლაიენმა გვითხრა, რომ პოზიტიურად აფასებენ იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია და მაქსიმუმს გააკეთებს, რომ ადეკვატურად დაფასდეს საქართველოს პროგრესი გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და რეკომენდაციები განუსაზღვრა. უფრო დეტალურად რეკომენდაციების შესახებ დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. ევროკომისია განმარტავს, რა შემთხვევაში იქნება მზად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცეს
რა საკითხები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში გამართულ შეხვედრებზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლაი დენკოვს, ფინეთის პრემიერ-მინისტრ, პეტერი ორპოს, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ალექსანდერ ვუჩიჩს, საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, კირიაკოს მიცოტაკისსა და სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, რობერტ გალობს. შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ ქვეყანას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის დიდი ნაწილი უკვე შესრულებული აქვს, პროცესი გრძელდება, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომლებიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. მან იმედი გამოთქვა სლოვენიის მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერაზე საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების ყველა ეტაპზე. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, ირაკლი ღარიბაშვილმა რობერტ გალობს სლოვენიის რესპუბლიკის გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად არჩევა მიულოცა. კირიაკოსთან გამართულ შეხვედრაზე კი, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ამ პროცესში საბერძნეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაესვა ხაზი; განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დგამს, მათ შორის − საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის პოზიტიური შესრულების დინამიკა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და წლის ბოლოს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისგან სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინშია; „ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მრავალმხრივ თანამშრომლობას, რომელიც განმტკიცებულია ათასწლოვანი ისტორიული კავშირებითა და კულტურული სიახლოვით; განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა, რაც მოიაზრებს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის ინტენსივობას.“ გარდა ამისა, ალექსანდერ ვუჩიჩთან შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ფინეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, პეტერი ორპოსთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე და ამ პროცესში ფინეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაესვა ხაზი; „განიხილეს ის ნაბიჯები, რასაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დგამს, მათ შორის − საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და წლის ბოლოს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისგან პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინშია. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ექნება ფინეთის რესპუბლიკის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც დაეხმარება საქართველოს, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპზე გადავიდეს. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე სხვადასხვა სფეროში; განიხილეს, თუ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი საქართველოსა და ფინეთს შორის სავაჭრო-ეკონომოკური კავშირების კიდევ უფრო გაღმრავების მიზნით. ირაკლი ღარიბაშვილმა პეტერი ორპოს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ნაყოფიერი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში,“ - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ბულგარეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლაი დენკოვთან შეხვედრაზე საქართველოსა და ბულგარეთს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული პოზიტიური ნაბიჯების და 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია. აღინიშნა, რომ საქართველო განიხილავს ბულგარეთს, როგორც მეგობარ ქვეყანას და საიმედო პარტნიორს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წლების განმავლობაში ვაჭრობა და ეკონომიკა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროდ რჩება, რადგან ბულგარეთი მუდმივად რჩება საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბულგარელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა,“ - წერს ადმინისტრაცია. ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილე ლიდერების საპატივცემულოდ გამართულ ოფიციალურ სადილს დაესწრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მონაწილე ლიდერებთან ერთად ქალაქ გრანადაში ალამბრას ისტორიულ ციხე-სიმაგრეს ეწვია. ლიდერებს ესპანეთის სამეფოს მეფემ ფილიპე VI-მ და დედოფალმა უმასპინძლეს. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს, რის შემდეგაც მათ საპატივცემულოდ ოფიციალური სადილი გაიმართა.
საქართველო ისრაელზე ტერორისტულ თავდასხმას გმობს და ქვეყანას სრულ სოლიდარობას უცხადებს
საქართველო ისრაელზე ტერორისტულ თავდასხმას გმობს და ქვეყანას სრულ სოლიდარობას უცხადებს. „ღრმად შეშფოთებული ისრაელში ბოლო ესკალაციისა და უდანაშაულო ადამიანების დაკარგვით. საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს ამ რთულ მომენტებში. ტერორს და არაადამიანურ მოპყრობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს ჩვენს თანამედროვე სამყაროში,“ - წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე. „ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, სიცოცხლის ხელყოფასა და უამრავი ადამიანისთვის სერიოზული დაზიანებების მიყენებას. გულითადად თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს, ხოლო ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,“ - წერს თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე. „მკაცრად ვგმობთ საზარელ ტერორისტულ თავდასხმას ისრაელის სახელმწიფოზე, რამაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა და გამოვხატავთ სოლიდარობას ისრაელის მთავრობისა და ხალხის მიმართ. ჩვენი ფიქრები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლთა ოჯახებთან და ახლობლებთანაა. ყველა დაშავებულს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას,“ – ასევე აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც X-ზე (ყოფილი Twitter-ი) გავრცელდა. 7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 779 ადამიანი დაშავდა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა
ირაკლი ღარიბაშვილი ალიევთან შეხვედრის შემდეგ: მიმოვიხილეთ შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები
აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსი. ტოპ ხუთეულში არის ყოველ წელს. წელს ვაჭრობა გაიზარდა 15%-ით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსი - ტოპ ხუთეულში არის ყოველ წელს, წელს ვაჭრობა გაიზარდა 15%-ით. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასევე გაიზარდა ტვირთების გადაზიდვა. „ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი ვაჭრობა-ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით. თანამშრომლობის საკითხები მიმოვიხილეთ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის საკითხებში. აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსი. ტოპ ხუთეულში არის ყოველ წელს. წელს ვაჭრობა გაიზარდა 15%-ით. შარშანაც გვქონდა საკმაოდ რეკორდული წელი. ასევე გაიზარდა ტვირთების გადაზიდვა, მოცულობა. ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან წარმატებულად ვთანამშრომლობთ ყველა საკითხში, იქნება ეს ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა თუ სხვა ნებისმიერი სფერო. ჩვენს რკინიგზებს აქვთ ასევე ძალიან წარმატებული თანამშრომლობა,“ - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, განხილული იყო შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი ბევრ მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტს ახორციელებენ. „ჩვენ მიმოვიხილეთ ასევე შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები. იცით, რომ ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად, იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ამ კორიდორის განვითარებას, რომელიც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების გაფართოებას და მშენებლობას, გზების მოდერნიზაციას და განვითარებას. ამ მხრივ, აზერბაიჯანს ვიცი, რომ დაწყებული აქვს მასშტაბური სამუშაო. ჩვენ, საქართველოს ასევე დაწყებული გვაქვს სამუშაოები, რომელიც ეხება რკინიგზის მოდერნიზაციას, რომელიც დასრულდება 2024 წლის ბოლოს და რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება, გაორმაგდება. ჩვენ ასევე ვიწყებთ ძალიან მალე ახალი პორტის, ანაკლიის პორტის მშენებლობას. ბოლო ფაზის დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა იქნება 100 მილიონი ტონა. ასევე ძალიან მალე დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. ყველა ამ პროექტში რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან. ასევე რამდენიმე თვეში დასრულდება კიდევ ერთი ისტორიული მნიშვნელობის, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს ახლა და რამდენიმე თვეში ჩვენ ამ პროექტსაც დავასრულებთ. ასე, რომ ჩვენ პერსპექტივა გვაქვს ძალიან ნათელი, ხედვა გვაქვს შორსმჭვრეტელი. ჩვენ აზერბაიჯანთან გვინდა გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი პარტნიორობა და მეგობრობა. მე მჯერა ჩვენი ერთობლივი ხედვის,“ - განაცხადა პრემიერმა.
ალიევი თბილისში: გამოწვევები კვლავ რჩება, მშვიდობა ჯერ ისევ სრულად არის დასამყარებელი სამხრეთ კავკასიაში
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოში სამუშაო ვიზიტით ფარგლებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც საქართველო უჭერს მხარს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. „საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთს ყოველთვის ვუჭერთ მხარს და ყველა სხვა საკითხზეც, რომელიც ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ერების ინტერესებშია, მხარ და მხარ ვუდგავართ ერთმანეთს. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო სამართლის დარღვევები, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევები აბსოლუტურად მიუღებელია და ამაზე გვაქვს შეთანხმება და სრული თანხვედრა,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა. მისი თქმით, გამოწვევები კვლავ რჩება, მშვიდობა ჯერ ისევ სრულად არის დასამყარებელი სამხრეთ კავკასიაში. „ორივე ლიდერმა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ, რათა გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრობა, ჩვენი პარტნიორობა ერებს შორის. როგორც ბატონმა პრემიერმა უკვე ბრძანა, ეს შეხვედრები ძალიან ხშირია და ტრადიციულია, ემსახურება ჩვენი ქვეყნების დაახლოებას და ჩვენი მეგობრობის გაძლირებას. როგორც უკვე იქნა ნახსენები, წლების განმავლობაში ჩვენ აღვნიშნავთ ბატონი ჰეიდარის იუბილეს და საქართველოშიც აღინიშნება ეს ღონისძიება. ამ წლის განმავლობაში გამოფენები და სხვა ღონისძიებები გაიმართება. მე ვნახე ბატონი ჰეიდარის და ბატონი ედუარდის ფოტო. ამ ორ დიდ ლიდერს ჰქონდათ ძალიან ძლიერი მეგობრობა, საბჭოთა პერიოდში ჰქონდათ ძალიან ძლიერი ურთიერთობა. საბჭოთა აზერბაიჯანის, საბჭოთა საქართველოს ლიდერებს ჰქონდათ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადებული, რათა ქვეყნები დაეახლოებინათ, ერები დაეახლოებინათ. ეს ორი ლიდერი გამორჩეული იყო საბჭოთა პერიოდშიც, მათ ჰქონდათ გამბედაობა, შესაძლებლობა და ძალიან ძლიერი ბმა თავიანთ მიწასთან, თავიანთ ერებთან და ეს არის ბედისწერა, რადგან ერთდროულად იყვნენ ლიდერები დამოუკიდებელი აზერბაიჯანის და დამოუკიდებელი საქართველოსი. ეს იყო ყველაზე გამოწვევებით აღსავსე პერიოდი. ეს იყო ძალიან ბობოქარი პერიოდი, რომელსაც ვიხსენებთ და მათი ლიდერობა იყო გამორჩეული, დაეხმარა აზერბაიჯანს და საქართველოს, გაეძლიერებინათ თავიანთი დამოუკიდებლობა. მათი ძალისხმევის, მათი შრომის წყალობით, დამოუკიდებელი საქართველო, დამოუკიდებელი აზერბაიჯანი განვითარების გზას ადგანან. ჩვენ, მათი სამართალმემკვიდრეები ვაგრძელებთ მათ მიერ დაწყებულ საქმეს და კიდევ უფრო წინ გვყავს წაყვანილი ქვეყნები, ჩვენი ერები. გამოწვებები კვლავ რჩება, პრობლემები კვლავ არსებობს, მშვიდობა ჯერ ისევ სრულად არის დასამყარებელი სამხრეთ კავკასიაში, და დღეს ბატონ პრემიერთან საუბრის დროს საუბარი გვქონდა ამაზე. სამხრეთ კავკასიას სჭირდება მშვიდობა, ახლა არის სწორედ ის დრო. როგორც ბატონმა პრემიერმა უკვე ბრძანა, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც საქართველო უჭერს მხარს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთს ყოველთვის ვუჭერთ მხარს ყველა სხვა საკითხზეც, რომელიც ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ერების ინტერესებშია და მხარდამხარ ვუდგავართ ერთმანეთს. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო სამართლის დარღვევები, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევები აბსოლუტურად მიუღებელია და ამაზე გვაქვს შეთანხმება და სრული თანხვედრა,“ – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ილჰამ ალიევი თბილისში: თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, მყისიერად დავიწყებთ ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს საქართველოში
„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აქტიურად სამშვიდობო შეთანხმებაზე სომხეთთან - თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს ჩვენ მყისიერად დავიწყებთ ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში,“ - ეს განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესში საქართველოს ჩართულობა „ყველაზე სწორი არჩევანია.“ „სამხრეთ კავკასიას სჭირდება მშვიდობა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ისევე, როგორც საქართველო უჭერს მხარს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. საერთაშორისო ორგანიზაციებში ყოველთვის ვუჭერთ მხარს ერთმანეთს და ყველა სხვა საკითხზეც, რომლებიც ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ერების ინტერესებშია და მხარდამხარ ვუდგავართ ერთმანეთს. ეს ფუნდამენტური პრინციპია საერთაშორისო სამართლის. საერთაშორისო სამართლის დარღვევები და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევები აბსოლუტურად მიუღებელია და ამაზე შეთანხმება და სრული თანხვედრა გვაქვს. დღეს საუბარი გვქონდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგომარეობის ნორმალიზების შესახებ. მეორე ომმა, რომელიც მთიან ყარაბაღში მოხდა, გამოიწვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. გასულ თვეს აღვადგინეთ სუვერენიტეტი მთელი ქვეყნის და დღეს ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აქტიურად სამშვიდობო შეთანხმებაზე სომხეთთან და იმედი მაქვს ამას მივაღწევთ. ასე ჩვენ შევქმნით პოლიტიკურ გარემოს სამხრეთ კავკასიაში, სადაც სამმხრივი თანამშრომლობა წარიმართება - აზერბაიჯანს-სომხეთსა და საქართველოს ჩართულობით. ეს შესაძლებელია და ეს შესაძლებლობა გვაკლდა მეგობრებო, რადგან აზერბაიჯანი ოკუპირებული იყო წლების განმავლობაში და ეს სიტუაცია არ გვაძლევდა საშუალებას გადაგვედგა ნაბიჯები ნორმალიზებისთვის, მაგრამ დადგა დრო, მოგვეცა მომენტი, რომ არ დავკარგოთ ეს შესაძლებლობა. როგორც მოგეხსენებათ დღეს რამდენიმე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია არის ფასილიტატორის როლში, ნორმალიზაციის პროცესში. საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს მიმღებლობის პოზიცია, ეს მიუკერძოებელი პოზიციაა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მიმართებით და ნებისმიერ დახმარებას ვიღებთ, მაგრამ ჩემი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ყველაზე სწორი არჩევანი, იქნება ეს ისტორიული ასპექტები თუ სხვა - ჩვენ გვჭირდება საქართველოს ჩართულობა ამ სიტუაციაში და მადლობას ვუხდი პრემიერს, რომ მზად არის დახმარება აღმოგვიჩინოს და გვთავაზობს ფასილიტატორის როლს. ეს არის ქვეყანა, რომელიც მზად არის და ჩვენ ველით იმავეს სომხეთისგანაც და თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, ჩვენ მყისიერად დავიწყებთ ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში“, - განაცხადა ალიევმა. თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილის გაიმეორა მხარდაჭერა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, რომ თბილისი ჩაერთოს სამშვიდობო პროცესში.
ილჰამ ალიევი: საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთს ყოველთვის ვუჭერთ მხარს, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
„საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთს ყოველთვის ვუჭერთ მხარს ყველა სხვა საკითხზეც, რომელიც ჩვენი ქვეყნების ინტერესებშია. მხარდამხარ ვუდგავართ ერთმანეთს. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი საერთაშორისო სამართლის,“ - ეს განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ალიევის თქმით, აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. „გამოწვევები კვლავ რჩება, პრობლემები კვლავ არსებობს, მშვიდობა ჯერ ისევ სრულად არის დასამყარებელი სამხრეთ კავკასიაში. დღეს პრემიერთან საუბარი გვქონდა ამაზე. სამხრეთ კავკასიას სჭირდება მშვიდობა. ახლა არის სწორედ ის დრო, როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ისევე, როგორც საქართველო უჭერს მხარს აზერბაიჯანის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთს ყოველთვის ვუჭერთ მხარს ყველა სხვა საკითხზეც, რომელიც ჩვენი ქვეყნების ინტერესებშია. მხარდამხარ ვუდგავართ ერთმანეთს. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი საერთაშორისო სამართლის. საერთაშორისო სამართლის დარღვევები აბსოლუტურად მიუღებელია. ამაზე გვაქვს შეთანხმება და სრული თანხვედრა,“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯანი დაინტერესებულია ანაკლიის პორტით
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბაქოს სურს, მონაწილეობა მიიღოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებზეც საუბარი იყო, ანაკლიის პორტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. „ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოში. შეგვიძლია ეს პორტიც გავაფართოოთ,“ - აღნიშნა ალიევმა თბილისში. „უკვე შევქმენით წარმატებული პროექტები და ინიციატივები, მიმაჩნია, რომ არ არის საჭირო მათი დასახელება. ყველამ იცის ეს წარმატებული პროექტები, ერთობლივად გვაქვს განხორციელებული, ენერგეტიკული, სატრანსპორტო პროექტები. დღეს ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოხდეს ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აქაც. ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვაღრმავებთ თანამშრომლობას. ეს ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია და დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას და გვაქვს სურვილი, მივიღოთ მონაწილეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებზეც საუბარი იყო, ანაკლიის პორტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოში. შეგვიძლია, ეს პორტიც გავაფართოოთ. ეს გააძლიერებს და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას. ბაქო-თბილისის რკინიგზის მიმართულებით ჩვენ გავზრდით წარმადობას ხუთმაგად, ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ეს იქნება უმსხვილესი კომპონენტი ჩვენი შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით. ენერგეტიკის მიმართულებით, რომელიც ტრადიციული მიმართულება და სფეროა, ჩვენ საუბარი უკვე გვქონდა მწვანე ენერგიის დერეფანზე. აქაც, საქართველო და აზერბაიჯანი, ორი მოძმე ერი, შეთანხმებულად მუშაობენ ევროპულ ერებთან და მომდევნო თვეებში დავასრულებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ამ პროექტის მიმართებით. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევძლებთ ხელშესახები შედეგები დავდოთ ინვესტიციების სახით, რომელიც უკვე დაგეგმილია. ეს იქნება ენერგეტიკული მწვანე დერეფნის მიმართულებით, რომელიც განამტკიცებს საქართველოს, აზერბაიჯანისა და პარტნიორი ქვეყნების ენერგო უსაფრთხოებას. ყველა ეს პროექტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში უშველებელი მნიშვნელობის არის, არამხოლოდ სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ევრო-აზიული კონტინენტისთვის. მზად ვართ, ძალისხმევა ამ მიმართულებით წარვმართოთ. ძალიან დიდია ჩვენი პოლიტიკური ნება. არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით და გაფართოებით და ჩვენი მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებით, ამას მოვახერხებთ,” - განაცხადა ილჰამ ალიევმა. ირაკლი ღარიბაშვილი ალიევთან შეხვედრის შემდეგ: მიმოვიხილეთ შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებულ კონკურსში 2 პრეტენდენტი გადავიდა წინადადებების წარმოდგენის ეტაპზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ კომპანიათაგან ერთი არის შვეიცარიულ-ლუქსემბურგული, მეორე კი, ჩინურ სინგაპურული კონსორციუმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პირველი კომენტარი ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის გამოცხადებული კონკურსის შედეგებზე
ირაკლი ღარიბაშვილი ალიევთან შეხვედრის შემდეგ: სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ, უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, გამორჩეული მეგობარი სახელმწიფო. „ჩვენ, რა თქმა უნდა, მიმოვიხილეთ ჩვენს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები. აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, გამორჩეული მეგობარი სახელმწიფო, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს მრავალსაუკუნოვანი კეთილმეზობლური ძმობა და მეგობრობა. ჩვენს ხალხებს შორის ეს მეგობრობა გრძელდება და ბატონ ილჰამ ალიევს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის და მისი ღვაწლი ძალიან დიდია ამ მეგობრობის და ამ ძმობის განმტკიცების საქმეში. ჩვენ პერსპექტივა გვაქვს ძალიან ნათელი, ხედვა გვაქვს შორსმჭვრეტელი. ჩვენ აზერბაიჯანთან გვინდა გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი პარტნიორობა და მეგობრობა. მე მჯერა ჩვენი ერთობლივი ხედვის. რა თქმა უნდა, ჩვენ მიმოვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და ზოგადად, მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების საკითხები, რომლებიც საკმაოდ დაძაბულია მთელ მსოფლიოში. „ბატონ პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი მხარდაჭერა და პატივისცემა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის. ჩვენ ასევე მადლიერნი ვართ, რომ აზერბაიჯანი ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ასევე, დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ სომხეთთან ძალიან მალე გაფორმდება, მინდა ეს იმედი გამოვთქვა, სამშვიდობო შეთანხმება. მინდა ასევე ჩვენი მოსაზრება ვთქვა და ამ საკითხში ჩვენ სრული თანხვედრა გვაქვს, რომ სამშვიდობო შეთანხმება, ზოგადად, ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიაში შეუწყობს ხელს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას, რომელიც მოიტანს კეთილდღეობას ჩვენი ხალხებისთვის, სომხეთის ქვეყნისთვის, სომხეთისთვის, სომეხი ხალხისთვის, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანისთვის, აზერბაიჯანელი ხალხისთვის, ქართველებისთვის და საქართველოსთვის. ასე რომ, ჩვენ, საქართველოს, ამ პროცესში, ყოველთვის გვეკავა, რა თქმა უნდა, ნეიტრალური, მიუკერძოებელი პოზიცია. ჩვენ ახლაც მზად ვართ, რომ ჩვენი როლი, მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ მედიაციის თუ იქნება ეს ფასილიტაციის, თუ ზოგადად, მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში. თბილისი ყოველთვის მზად არის, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში. ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და ჩვენ, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ, უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებულნი არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ აცხადებს, რომ საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებულნი არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე,-ამის შესახებ „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან. საქართველო და აზერბაიჯანი კონცენტრირებულნი არიან კავშირების განმტკიცებასა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებაზე. ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ ვახდენთ პოტენციური ერთობლივი პროექტების გამოვლენას ვაჭრობის, ენერგეტიკის, მდგრადი და ინფრასტრუქრურული განვითარების სფეროებში. ილჰამ ალიევს დავუდასტურე საქართველოს მხარდაჭერა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართულებით,” - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი სამუშაო ვიზიტით საქართველოში 8 ოქტომბერს იმყოფებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილი: „ჯარის ქალაქი“ დასრულებულია და ჩვენ დღეს საზეიმოდ გადავცემთ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს და მათ ოჯახებს ბინებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმამ ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებისთვის „ჯარის ქალაქში” ბინების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პროექტი ძალიან მოკლე ვადაში შესრულდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბინების გადაცემის ცერემონიაზე პირველი ბინა სამხედრო მოსამსახურის ოჯახს სიმბოლურად პრემიერმა გადასცა. „„ჯარის ქალაქი“ დასრულებულია და ჩვენ დღეს საზეიმოდ გადავცემთ ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს და მათ ოჯახებს ამ ლამაზ ბინებს. უზომოდ გახარებული და ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთი ჩვენ მიერ დაწყებული საქმე და პროექტი არის დასრულებული. იცით, რომ ჩემი მინისტრობის დროს მე გამოვაცხადე, რომ ჯარს ყველაფერი საუკეთესო ეკუთვნის და დავიწყეთ ეტაპობრივად ყველა საკითხის მოგვარება და მოწესრიგება, იქნებოდა ეს ბაზების რეაბილიტაცია, აღჭურვილობის შეძენა, ნებისმიერი საკითხის მოგვარება და, რაც მთავარია, ერთ-ერთი მთავარი პროექტი იყო სწორედ ჯარის ქალაქის რეალიზება. იცით, რომ ეს პროექტი ძალიან მოკლე ვადაში შესრულდა. მე მინდა მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობას, მშენებლებს, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ პროექტში იღებდა მონაწილეობას. იცით, რომ ჩვენ უპრეცედენტო პირობები შევთავაზეთ ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს საამაყო ჯარს. მე მიხარია, რომ დღეს ეს პროექტი დასრულდა, მაგრამ მინდა გამოვაცხადო, რომ ეს არ არის ერთჯერადი პროექტი. ის გაგრძელდება და ასეთივე ანალოგიური პროექტი შეიქმნება ძალიან მალე. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სახელმწიფოს ვალია თქვენი სამსახური, თქვენი ეს თავდადება დავაფასოთ მაქსიმალურად. სამხედროების სამსახური არის ფასდაუდებელი და ჩვენ ყველანი, პირველ რიგში მთავრობა, ხელისუფლება არის ვალდებული, რომ მაქსიმუმი გააკეთოს თქვენთვის, რომ დაფასდეს თქვენი სამსახური, თქვენი თავდადება, თქვენი გმირობა ჩვენი ქვეყნის წინაშე. მე კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი თქვენ წინაშე, თქვენი გმირობის წინაშე. თქვენს ოჯახებს მინდა მადლობა გადავუხადო, თქვენს მეუღლეებს, თქვენს მშობლებს, თქვენს შვილებს და კიდევ ერთხელ გისურვოთ მშვიდობა და გამარჯვება,“ - განაცხადა პრემიერმა. ბინების გადაცემის საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდა თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე. ცერემონიას თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ. სამხედრო მოსამსახურეთათვის საცხოვრებელი ბინების განაწილება ლოტოტრონის პრინციპზე დაყრდნობით განხორციელდა. „მახათას მთაზე უპრეცედენტო, მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო, ოფიცრებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად და სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის პოლიტიკის ფარგლებში განხორციელდა. მახათას მთაზე სამხედროებისთვის 7-სართულიანი 39 კორპუსი აშენდა, რომლებშიც 1092 ბინა განთავსდა. სამხედროებმა 50მ2 (2-3 წევრი), 80მ2 (4 წევრი) და 110მ2-იანი (5 და მეტი წევრი) საცხოვრებელი ფართის შეძენა, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ − შეღავათიანი პირობებით − შეძლეს. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის ღირებულება 200 დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწიათ. ამ თანხის გადასახდელად მათ საშუალება ჰქონდათ არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ესარგებლათ. პროექტი განგრძობითი ხასიათის იქნება. ამ მიზნით თავდაცვის კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომლის შედეგადაც მაიორი და ზევით ოფიცერთა შემადგენლობა, მასტერ-სერჟანტი და ზევით სერჟანტთა კატეგორია ბინას მიიღებს, რაც იქნება სამხედროების დაფასების მიმართულებით სრულიად უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც მათ საყოფაცხოვრებო პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს,“ - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველო და თურქეთი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში „აქტიურად ითანამშრომლებენ“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის მთავარ ომბუდსმენს, შერეფ მალკოჩს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ქვეყნებს შორის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში თანამშრომლობას შეეხო. „აღინიშნა, რომ საქართველო მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმთა გაძლიერებისათვის. ითქვა, რომ მიმდინარე წელს შემუშავდა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე, 2022-2030 წლების სტრატეგია, რომლის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სისტემური გარანტიების შემდგომი განმტკიცება. ხაზი გაესვა, რომ სტრატეგიის მიზნებისა და ამოცანების ეფექტურად აღსრულებისთვის მუშაობა მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმაზე, რომელშიც დეტალურად გაიწერება ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი. აღინიშნა, რომ მთავრობისთვის ადამიანის უფლებების, მათ შორის − ბავშვთა უფლებების დაცვის გაძლიერება პრიორიტეტული მიმართულებაა და მთავრობის ყველა აქტივობა მოცემულ სფეროში სწორედ ამ პრიორიტეტის პრაქტიკაში განხორციელებას ემსახურება. დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ ყველა იმ უფლებრივ საკითხზე რაც საქართველოში და თურქეთში მცხოვრები ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას თურქეთის სახალხო დამცველის მოადგილე ჯალილე ოზლემ თუნჩაქი და თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში ნიკო თათულაშვილი,“ - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრემიერი: აქტიურად ვიწყებთ პროფესიული განათლების ინტეგრირებას სკოლებში, რაც სკოლის ასაკიდანვე განუვითარებს ბავშვებს პროფესიულ უნარებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა აქტიურად იწყებს პროფესიული განათლების ინტეგრირებას სკოლებში, „რაც სკოლის ასაკიდანვე განუვითარებს ბავშვებს პროფესიულ უნარებს, შესძენს მათ კონკრეტულ პროფესიას.“ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამის შემდეგ უკვე მათ ექნებათ საშუალება, რომ გადაწყვიტონ თავად, გააგრძელონ თუ არა სწავლა უმაღლესი განათლების საფეხურზე. „მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ შეთავაზებას, ბიზნესს, საზოგადოებას წარვუდგენთ ახალ შეთავაზებას. ეს არის საუკეთესო პრაქტიაკზე დაყრდნობით შემუშავებული წინაადადება კერძო სექტორისთვის, რომელიც პროფესიულ განათლებაში, სახელმწიფოს მხრიდან, ინოვაციურ მიდგომას ითვალისწინებს. ეს არის რეალური საჯარო-კერძო პარტნიორობის შეთავაზება, რომელიც გულისხმობს პროფესიულ განათლებაში, ჩვენ მიერ, თქვენთან ერთად ინვესტიციის ჩადებას, ამასთან, თქვენთან ერთად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისი კადრების მომზადებას და დასაქმების მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაზრდას. აქვე გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის საქმე, ზოგადად, პრესტიჟის გაზრდა. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებელია, რომ ჩვენი ძალისხმევა გავაერთიანოთ, მთავრობამ და ბიზნესმა, ორივემ ერთად. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ აქტიურად ვიწყებთ პროფესიული განათლების ინტეგრირებას სკოლებში, რაც სკოლის ასაკიდანვე განუვითარებს ბავშვებს პროფესიულ უნარებს, შესძენს მათ კონკრეტულ პროფესიას და ამის შემდეგ უკვე მათ ექნებათ საშუალება, რომ გადაწყვიტონ თავად, გააგრძელონ თუ არა სწავლა უმაღლესი განათლების საფეხურზე,” - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს სადილზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან − ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს − ვიქტორ ორბანს და მის მეუღლეს − ანიკო ლევაისს სადილზე უმასპინძლა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისივე ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად სადილი „ბიოლში“ გაიმართა. „ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები არაფორმალურ გარემოში განიხილეს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. ვიქტორ ორბანი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 10 ოქტომბერს ეწვია.
ირაკლი ღარიბაშვილი ვიქტორ ორბანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, რაც ვიზიტების რეგულარულ გაცვლას და დარგობრივი კავშირების გაფართოებას მოი მხარეებმა განიხილეს სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში მთავრობათაშორისი სამიტის გამართვა ბუდაპეშტში საქართველოსა და უნგრეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილი დეკლარაციის პრაქტიკაში განხორციელების ნაწილია. ევროინტეგრაციაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო შეუქცევადად მიჰყვება ევროპულ გზას. მან ამ გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ უზრუნველყო 12 პრიორიტეტის შესრულების ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი, ხოლო წლის ბოლოს ქვეყანა ევროკავშირისგან სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ამ გზაზე მეგობარი უნგრეთის ურყევ მხარდაჭერას. „მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით მიღწეული პროგრესი შეაჯამეს. აღინიშნა, რომ 2023 წელს 21%-ით არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა და 46,62 მლნ დოლარს შეადგენს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსა და უნგრეთს ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ და მნიშვნელოვანია, არსებული შესაძლებლობები სრულად იქნეს გამოყენებული. მისივე თქმით, საქართველო დაინტერესებულია ინვესტიციების მოზიდვით ისეთ სექტორებში, როგორიცაა, განახლებადი ენერგია, ლოჯისტიკა, ტურიზმი და სხვა სფეროები. ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის მიმდინარეობის დინამიკაზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ ინიციირებული ფლაგმანური პროექტების განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სრული პოტენციალის რეალიზაციისთვის და ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით საერთო მიზნების მიღწევაში,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი ორბანს: ეს ვიზიტი, განსაკუთრებით ამ კრიტიკულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ყველამ დაინახოს, ვინ არის ნამდვილი მეგობარი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერის ვიზიტი „ამ კრიტიკულ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრემიერის მეუღლის სახელით უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადილზე განაცხადა. „პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რამდენად ვაფასებთ ამ ურთიერთობებსა და მეგობრობას უნგრეთთან. მეორე რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩემთვის პრემიერ-მინისტრი ორბანი არის სამაგალითო ლიდერი, მისაბაძი პოლიტიკოსი და მესამე, უაღრესად მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრ ორბანის და მისი მთავრობისა ნამდვილი მეგობრობისთვის, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ასევე - მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფებისა, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და მე მაქვს პრივილეგია, ავწიო ეს ჭიქა, როგორც ჩემი ძვირფასი კოლეგის პირველი სადღეგრძელო. იმიტომ, რომ ეს ვიზიტი, განსაკუთრებით ამ კრიტიკულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის, რათა ყველამ დაინახოს, ვინ არის ნამდვილი მეგობარი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს და ვისაც სურს ნახოს საქართველო ევროპაში და ევროპასთან,“ - განაცხადა პრემიერმა. ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ურთიერთობა ამ ორ ერს შორის. „ყოველთვის კარგია, როდესაც ვხედავ წყვილს პოლიტიკაში, რომლებიც არამხოლოდ საუბრობენ ოჯახურ ღირებულებებზე, არამედ, უჩვენებენ შესანიშნავ მაგალითს თითოეულ ჩვენგანს. საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი კარგი მაგალითების ჩვენებაა უნგრელებისთვის. ასე რომ, თუ შემიძლია ამგვარად ვთქვა, ირაკლი, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ შორის ხანგრძლივი მეგობრობაა. ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ეს ურთიერთობა ამ ორ ერს შორის. თანამედროვე მსოფლიოში არის დისკუსია იმის შესახებ, არსებობს თუ არა სასწაულები. ჩვენ, ქრისტიანები, ვფიქრობთ, რომ არსებობს, მაგრამ მათ, ვისაც ჯერ არ სჯერა, რომ სასწაულები არსებობს, უნდა მოვიდეს ამ ოთახში ამ საღამოს, რადგან აქ მინიმუმ ორი სასწაულია: პირველი, ეს არის ქართული სასწაული - თქვენი ისტორია, თქვენი ერის გეოპოლიტიკური გარემო, თავად ფაქტი, რომ კიდევ არსებობს ქართველი ხალხი, არსებობს ისეთი ენა, როგორიც არის ქართული და ხალხი, რომელიც ცხოვრობს აქ და საუბრობს ამ ენაზე, არსებობს ქართული სახელმწიფო და რომ ეს სახელმწიფო ისევ არის ქრისტიანული - ეს არის სასწაული; შემდეგი სასწაული ამ ოთახში უნგრულია. როგორც იცით, ჩვენ, უნგრელები, მოვედით შორეული აღმოსავლეთიდან, ურალის მთების მიღმიდან და დავიკავეთ ის ქვეყანა, სადაც ვცხოვრობთ, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, 1100 წლის წინ. როგორც უცხოელებს, არც ნათესავები და არც ოჯახის წევრები გვყავდა ირგვლივ, მხოლოდ ჩვენ, უნგრელები, ვიყავით მარტონი. ჩვენ დავიკავეთ ტერიტორია, ისევ გვაქვს იგივე ენა, ისევ სრულვყოფთ იმავე კულტურას და ვცხოვრობთ ჩვენი საკუთარი ცხოვრებით. ასე რომ, სასწაულია, რომ კიდევ არსებობენ უნგრელები, რომლებიც საუბრობენ უნგრულ ენაზე; არსებობს უნგრული სახელმწიფო და რომ ეს სახელმწიფო ქრისტიანულია - ეს არის მეორე სასწაული. ასე რომ, ეს არის ორი ქვეყნის სასწაულის შეხვედრა და მივიჩნევ, რომ ეს მოამზადებს არამხოლოდ პოლიტიკურ საფუძველს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში, არამედ მეტიც, უზრუნველყოფს ამ ორი ქვეყნის შესანიშნავ ურთიერთობებს სიღრმისეულ დონეზე,“ - განაცხადა ვიქტორ ორბანმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრემიერის მეუღლის სახელით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად ოფიციალური სადილი სასტუმრო Tsinandali Radisson Collection-ში გაიმართა. ოფიციალურ სადილს უნგრეთის დელეგაციის წევრები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს, ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილი ევროპელი ლიდერების, ისეთი, როგორიც ბატონი ორბანია, ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა რომ „საქართველოსა და უნგრეთს აერთიანებთ ტრადიციული ღირებულებების ერთგულება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში.“ „დღეს გავმართეთ პირველი მთავრობათაშორისი სამიტი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის უნიკალური და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ისტორიული დღეა საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობებში. მე შეგახსენებთ ძვირფასო მეგობრებო, რომ ჩვენ საკმაოდ ინტენსიური შეხვედრები გვქონდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მე ვიყავი ვიზიტით ბუდაპეშტში, სადაც შევთანხმდით სწორედ პირველი მთავრობათაშორისი სამიტის გამართვის შესახებ, ასევე ბუდაპეშტში ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები, მე მინდა მთავრობის სახელით გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ბატონო ვიქტორ პირადად თქვენდამი, ვინაიდან თქვენ ხართ როგორც მე ავღნიშნე ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ნამდვილი მეგობარი და ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ ტრადიციული და მარადიული ღირებულებების ერთგულება, რომლებმაც შეიძლება ითქვას გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში და ზოგადად ყოველდღიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში და ზოგადად, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში,“ - განაცხადა პრემიერმა. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარი იქნება ევროპის გადაწყვეტილება, რადგან ბოლო 10 წლის განმავლობაში, ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმი საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად. „ბოლო 10 წელიწადში ჩვენმა მთავრობამ და ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ გააკეთა მაქსიმუმი ქვეყნის ევროპასთან დასაახლოებლად. თუ რაიმე კონკრეტული შედეგის მიღწევა იყო შესაძლებელი, ეს ყველა შედეგი სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის გაფორმება ევროპასთან, უვიზო რეჟიმის მიღება ჩვენი მოქალაქეებისთვის. შარშან მივიღეთ ჩვენ ევროპული პერსპექტივა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ შარშან საკმაოდ უსამართლოდ მოგვექცნენ ჩვენ, ჩვენს ქვეყანას და ამას თავისი სახელი დაარქვა ბატონმა ვიქტორმა ბუდაპეშტში, როდესაც ამ გადაწყვეტილებას უწოდა „ამორალური და უსამართლო“. რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ შეგვესრულებინა თორმეტივე რეკომენდაცია, რომელიც იქნა გადმოცემული ევროკომისიის მიერ. პროცესი ახლაც გრძელდება, ეს მუდმივი პროცესია, ბუნებრივია. ჩვენ ველოდებით წლის ბოლოს ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელსაც, მე ვფიქრობ, ექნება მყარი საფუძველი და რაც მთავარია მინდა აღვნიშნო, რომ თუ დამსახურებაზეა საუბარი, ბუნებრივია, საქართველომ დაიმსახურა, ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით იმ ქვეყნების მდგომარეობა, ვიცით კარგად, რომელ ქვეყნებს მისცეს სტატუსი და მათთან შედარებით, რა თქმა უნდა, საქართველო არის 2-ჯერ, 3-ჯერ წინ ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს საჯარო მმართველობა, გამჭვირვალეობა, კორუფციის კონტროლი თუ მართლმსაჯულების რეფორმები. ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა და, რა თქმა უნდა, იქნება ეს დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, თუ პოლიტიკური - მესმის, რომ ეს მნიშვნელოვანწილად არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის არჩევანი. საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში მაქსიმუმი გააკეთა. სხვა შემთხვევაში უბრალოდ გაუგებარი იქნება, ყოველგვარ არგუმენტაციას იქნება მოკლებული და რაციონალს იქნება მოკლებული ევროპის გადაწყვეტილება. ქართველებს ყველაზე მეტად არ გვიყვარს და ვერ ვეგუებით უსამართლობას და ჩაგვრას. კიდევ ერთხელ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას და ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს “ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ორბანი: საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან გაცილებით მარტივი უნდა იყოს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც კანდიდატის სტატუსს განსაკუთრებით იმსახურებს. „უნგრეთი რომ არ გაწევრიანებულიყო იმ პერიოდში ევროკავშირში, ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ჩავარდებოდა. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა შეიძლება, მივაკუთვნოთ, ძირითადად, ცენტრალური ევროპის რეგიონის გაწევრიანებას, რაც ნიშნავს, რომ ევროპულ კავშირს სჭირდება ასეთი დინამიზმი, ასეთი ენერგია, ისეთი ადამიანები, ვისაც სურთ იმუშაონ, იყვნენ კრეატიულები, ვისაც გააჩნია ამბიციები. თუ ევროპა არ მიიღებს ასეთ ადამიანებს, როცა დრო დადგება, საბოლოოდ ევროკავშირი ფასს გადაიხდის ამისთვის იმით, რომ დაკარგავს კონკურენტუნარიანობას. ამ კონტექსტში საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს აღნიშნულ სტატუსს. რა თქმა უნდა, ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ქვეყანას გააჩნია, არის მაღალი და მწამს, რომ ევროკავშირს ინტერესები აქვს დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს და საუკეთესო გამოსავალია დაუკავშირდეს საქართველოს მეშვეობით. ძალიან გულდაწყვეტილნი და გაბრაზებულები ვართ იმით, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც ის ქვეყნები, რომლებმაც მიიღეს, გაცილებით ჩამორჩენილი არიან. ჩვენ ევროკავშირში უნდა გადავწყვიტოთ, ვხედავთ გაფართოებას როგორც პოლიტიკურ პროცესს, თუ რასაც ვამბობთ, მართალია - ეს დამსახურებაზე დამყარებული პროცესია?! დამსახურებაზე დამყარებული პროცესი თუ არის, ის, რაც მოხდა, საკმაოდ უსამართლოა. ეს უნდა გამოსწორდეს, რაც შეიძლება მალე!“ - განაცხადა ორბანმა. „მაღალ შეფასებას ვაძლევთ იმას, რაც თქვენ ქვეყანაში განახორციელეთ. ყველა იმისთვის იბრძვის, რომ ეკონომიკური დონე იყოს შენარჩუნებული, რომელიც ძალიან მაღალი იქნება, თქვენ განვითარების ძალიან მაღალი მაჩვენებლები გვანახეთ ეკონომიკაში და ინარჩუნებთ უკვე რამდენიმე წელია, თქვენი დაახლოება ევროკავშირთან უნდა იყოს გაცილებით უფრო მარტივი, მაგრამ ჩვენი შეხვედრა იყო იმ ფონზე, რომ გლობალური უსაფრთხოების სიტუაცია არასდროს არ ყოფილა იმაზე უარესი, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაშია. ვიხილავდით თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის, ჩვენ ასევე ძალიან მნიშვნელოვან გლობალური უსაფრთხოების საკითხებს ვიხილავდით. ჩვენ ორი მთავრობის შეხვედრა ჩავატარეთ, რომელთაც ისტორიული გამოცდილება გააჩნიათ იმის ცოდნისა, რომ მშვიდობა ყოველთვის ჯობს ომს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ საერთაშორისო პოლიტიკაში, რომ კონფლიქტები რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს სამშვიდობო შეთანხმებით, ეს უმთავრესია განვითარებისთვის. ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ მსოფლიო ჯერ შორს არის ამისგან, ჩვენ, ქართველები და უნგრელები ერთმანეთს ვგავართ, ყველაფერს ვაკეთებთ ორი ქვეყნის თანამშრომლობით, რომ ამას გზა გავუკვალოთ. ჩვენ დავიწყეთ სტრატეგიული ხელშეკრულების შესრულება, რომელსაც ორივე ქვეყანამ მოაწერა ხელი. ჩემმა მეგობარმა, ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, რომ უნგრეთი გახლავთ საქართველოს ევროპული მისწრაფების მყარი მხარდამჭერი,“ - განაცხადა ორბანმა.
პრემიერ-მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ელჩს საქართველოში - ჰადას მეიცადს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. „შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას. დიპლომატმა პრემიერს ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაცია მიაწოდა. პრემიერ-მინისტრმა მწუხარება გამოთქვა დაღუპულთა გამო და ელჩს მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა,“ - წერია ინფორმაციაში. საქართველო ისრაელზე ტერორისტულ თავდასხმას გმობს და ქვეყანას სრულ სოლიდარობას უცხადებს
რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და აშშ-ის ახლად დანიშნულმა ელჩმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რობინ დანიგენს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა რობინ დანიგენს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა განიხილეს და მიმდინარე საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს; გამოითქვა ქვეყნებს შორის მრავალგანზომილებიანი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და გაფართოების მზაობა. „ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე. რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ირაკლი ღარიბაშვილმა რობინ დანიგენთან საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე − ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა ელჩს ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს მიერ გატარებული რეფორმებისა და განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები სათანადოდ იქნება აღიარებული. პრემიერ-მინისტრმა ახლად დანიშნულ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისათვის. შეხვედრის დასრულების შემდეგ რობინ დანიგენმა აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ყველა მოუთმენლად ელის საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას,“ - წერია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ასევე ავრცელებენ ელჩის კომენტარს. „ძალიან ვაფასებ დღევანდელ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან. მე ვუთხარი პრემიერ მინისტრს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი, მდივანი ბლინკენი და ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის 31 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით - განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებს, აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარებას. ქართველი ჯარისკაცები კი ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იდგნენ ავღანეთში, ერაყსა და კოსოვოში. მე ასევე ვუთხარი პრემიერ-მინისტრს, რომ მოუთმენლად ველი მხარი, დავუჭირო საქართველოს დასავლეთში, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის წინსვლას. მე მინდა, გავაფართოოთ ჩვენი ხალხთაშორისი და ეკონომიკური ურთიერთობები, ასე რომ, მოუთმენლად ველოდები ამ ქვეყნისა და ქართველი ხალხის უკეთ გაცნობას,“ - განაცხადა რობინ დანიგენმა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მრჩეველი პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხებში - მარკ ნორდბერგი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - რევაზ ჯაველიძე. რობინ დანიგენი: ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს სურთ ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, NATO-სთან, დასავლეთთან - მჭიდროდ ვითანამშრომლებ საქართველოსთან ამ მიზნის მისაღწევად
აშშ-ის ელჩი რობინ დანიგენი: მოუთმენლად ველი, მხარი დავუჭირო საქართველოს დასავლეთში, ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციის წინსვლას
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რობინ დანიგენი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ყველა მოუთმენლად ელის საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ამის შესახებ ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „ძალიან ვაფასებ დღევანდელ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან. მე ვუთხარი პრემიერ მინისტრს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი, მდივანი ბლინკენი და ჩვენ ყველა მოუთმენლად ველით ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის 31 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით - განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებს, აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარებას. ქართველი ჯარისკაცები კი ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იდგნენ ავღანეთში, ერაყსა და კოსოვოში. მე ასევე ვუთხარი პრემიერ-მინისტრს, რომ მოუთმენლად ველი, მხარი დავუჭირო საქართველოს დასავლეთში, ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციის წინსვლას. მე მინდა, გავაფართოოთ ჩვენი ხალხთაშორისი და ეკონომიკური ურთიერთობები, ასე რომ, მოუთმენლად ველოდები ამ ქვეყნისა და ქართველი ხალხის უკეთ გაცნობას,“ - განაცხადა რობინ დანიგენმა. რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და აშშ-ის ახლად დანიშნულმა ელჩმა
ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყანაში დასრულდა დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ იდგა კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ქვეყნის, სახელმწიფოს მეთაური სალომე ზურაბიშვილი არის დადასტურებულად კონსტიტუციის დამრღვევი. მისი თქმით, სამარცხვინოა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტს მაგალითი მიეცა სხვებისთვის, რომ იგი უნდა ყოფილიყო ყოველთვის ქვეყნისა და კონსტიტუციის დაცავის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად, სალომე ზურაბიშვილმა დემონსტრაციულად, არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია. პრეზიდენტი საკონსტიტუციოს დასკვნაზე: ყველა მოსამართლეს უნდა რცხვენოდეს, ვინც გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა „სასამართლოს გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ეს რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო ფაქტი, ვინაიდან სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მეთაური, სალომე ზურაბიშვილი არის დადასტურებულად კონსტიტუციის დამრღვევი. როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და რიგით მოქალაქეს, ეს მე ნამდვილად არ მიხარია. არ მინდა, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციის დამრღვევი, ან ნებისმიერი კანონის დამრღვევი. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. იმის მაგივრად, პრეზიდენტს ეჩვენებინა და მაგალითი მიეცა სხვებისთვის, სხვა საჯარო მოხელეებისთვის, თუ შემდგომი პრეზიდენტებისთვის, რომ იგი უნდა ყოფილიყო ყოველთვის ქვეყნის, კანონისა და მთავარი კანონის, კონსტიტუციის დაცვის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად, ქალბატონმა სალომემ უხეშად, დემონსტრაციულად არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია, რაც არამხოლოდ ჩვენი, პოლიტიკოსების ნათქვამით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა და ეს გადაწყვეტილება არ გადაიხედება. „რაც შეეხება ზოგადად შემდეგ პროცედურას. მოგეხსენებათ, პარლამენტში გაიმართება შესაბამისი პროცედურა. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, მოლოდინი, რომ საჭირო ხმებს მოაგროვებდა უმრავლესობა, არ გვქონია. არც არავითარი დიდი ილუზიები არ ჰქონდა არავის. თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ არ გვქონდა საკმარისი ხმები, მაგრამ ჩვენ, ქვეყნის ხელისუფალნი, მთავრობის წევრები, პარლამენტის წევრები, კანონის შემოქმედნი, კანონმდებლები, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები. უნდა შევახსენოთ პრეზიდენტს და ყველას, რომ ამ ქვეყანაში დასრულდა დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ იდგა კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა. ეს ძალიან სამწუხაროა. ქალბატონი სალომესგან, ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილს ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ იგი შემოიტანდა ქართულ პოლიტიკაში ევროპულ სტანდარტს. ევროპული სტანდარტი გულისხმობს, რომ ყველა იცავს კანონს და კონსტიტუციას. სანაცვლოდ, ამის სრულად საპირისპირო სურათი მივიღეთ, როდესაც ქალბატონმა სალომემ გვითხრა, რომ ის არ ცნობს კონსტიტუციას. ეს არის სამარცხვინო ფაქტი. მე კომენტარს არ გავაკეთებ მის გამონათქვამებზე,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრეზიდენტის იმპიჩმენტი: რა წერია საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაში საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ერთპროცენტიანი რეიტინგი, როდესაც ოპოზიციაში იყო. „ქართულმა ოცნებამ“ მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად,“ - განაცხადა პრემიერმა და კითხვას, თუ როგორ დასვა პრეზიდენტად თუ ერთპროცენტიანი რეიტინგი ჰქონდა, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა: „ქართული ოცნების“ რეიტინგის დამსახურებით.“
ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში გაემგზავრა. საქართველოს მთვრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროკომისიის მიერ ორგანიზებულ ფორუმში - „გლობალური კარიბჭის ფორუმი 2023". „გლობალური კარიბჭე” არის ევროპული სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხო კავშირების გაუმჯობესებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში, ასევე − ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემების გაძლიერებას მთელ მსოფლიოში. „გლობალური კარიბჭე” სრულად შეესაბამება გაეროს 2030 წლის დღის წესრიგს, მდგრადი განვითარების მიზნებს და პარიზის შეთანხმებას. სტრატეგიის მიზანია პრიორიტეტული მიმართულებების დასაფინანსებლად 300 მილიარდ ევრომდე ინვესტიციების მობილიზება. „გლობალური კარიბჭე” აერთიანებს როგორც ევროკავშირსა და მის წევრ-ქვეყნებს, ისე ფინანსურ და განვითარების ინსტიტუტებს, რათა მოხდეს კერძო სექტორის მობილიზება ინვესტიციების ტრანსფორმაციული გავლენისთვის გამოსაყენებლად. ფორუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო პანელზე − „სატრანსპორტო დერეფნები” − პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავარი მომხსენებელი იქნება. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიიწვია,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრემიერ-მინისტი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „პრემიერ-მინისტრმა ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ 12 პრიორიტეტით გათვალისწინებული რეფორმების შესასრულებლად, საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა სათანადოდ აისახება ევროკომისიის ანგარიშში და ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები და ის რეფორმები, რომლებიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განახორციელა ქვეყანამ. ყურადღება გამახვილდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლივერ ვარჰეიმ უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე მოსაზრებები გაცვალეს. პრემიერ-მინისტრმა ევროკომისარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. თავის მხრივ, შეხვედრასთან დაკავშირებით, Twitter-ზე წერს ირაკლი ღარიბაშვილი. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. განვიხილეთ საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა. საქართველო აძლიერებს კავშირებს ევროკავშირთან და მოუთმენლად ელის გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით,“ - აღნიშნავს პრემიერი. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. სავარაუდოდ, 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.
ოლივერ ვარჰეი: საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. „კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. შევაფასეთ 12 ძირითადი პრიორიტეტის შესრულებისთვის საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა, რაც აისახება გაფართოების ანგარიშში. ქვეყნის ძალისხმევა კარგად იქნა მიღებული. საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე," - წერს ოლივერ ვარჰეი. პრემიერ-მინისტი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი: ოპტიმიზმით ველოდებით აშშ-ის ახალ ელჩთან თანამშრომლობას, ყველაფერს გავაკეთებ, რომ უსიამოვნო პრეცედენტები, რომლებიც წინა ელჩის პირობებში იყო, აღარ განმეორდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „გლობალური კარიბჭის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ს საქართველოსთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა აშშ-ის ახალ ელჩთან, რობინ დანიგანთან. მინდა, გაგიზიაროთ ჩემი პირველი შთაბეჭდილება, რომელიც არის უაღრესად პოზიტიური ამ ადამიანის მიმართ. მანამდეც ვთქვი და აღვნიშნე, რომ ჩვენ დიდი ოპტიმიზმით ველოდებოდით მის ჩამობრძანებას. ვფიქრობ, მანამდე რაც იყო, ნეგატიური, უსიამოვნო ფაქტები, არ ემსახურებოდა არც ამერიკის, არც საქართველოს ინტერესებს. მინდა, გამოვთქვა დიდი იმედი და ოპტიმიზმი, რომ ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ ძალიან ბევრი სასარგებლო პროექტების განხორციელებას. ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას. ეს არის ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს უსიამოვნო პრეცედენტები აღარ განმეორდეს, რომელიც წინა ელჩის პირობებში მიმდინარეობდა. ასე რომ, ჩვენ ძალიან დიდი ოპტიმიზმით ველოდებით აშშ-ის ახალ ელჩთან თანამშრომლობას. მინდა, მას პირადად მადლობა გადავუხადო ასეთი კარგი დასაწყისისთვის და იმედი მაქვს, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას. ამერიკას ჩვენთვის აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა, როგორც ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს სჭირდება მხოლოდ მეგობრები, ძლიერი მეგობრები. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა. ამიტომ, ყოველგვარი ნეგატიური, უსიამოვნო თუ ხდებოდა ურთიერთობებში, უნდა დავივიწყოთ, ჩავაბაროთ წარსულს და ვიფიქროთ მომავალზე. ეს არის ჩვენი ყველას სურვილი,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერი: საქართველო მოწადინებულია, იქცეს ენერგო ტრანზიტის, სატვირთო გადაზიდვებისა და ციფრული კავშირის რეგიონულ ჰაბად
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო მოწადინებულია, იქცეს ენერგო ტრანზიტის, სატვირთო გადაზიდვებისა და ციფრული კავშირის რეგიონულ ჰაბად. პრემიერმა დღეს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლაზე ბრიუსელში ისაუბრა. „ჩვენი ყოველი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას, მოდერნიზაციას და განვითარებას ისახავს მიზნად, რათა საქართველო დავაბრუნოთ ევროპულ ოჯახში, იქ - სადაც ეკუთვნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის მიერ ორგანიზებული ფორუმის ფარგლებში სამუშაო პანელზე − „სატრანსპორტო დერეფნები” − სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის მთავარი მომხსენებელი იყო. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლაზე მინდა ვისაუბრო. ჩვენი მთავრობის მნიშვნელოვანი მიღწევები, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ადასტურებს ჩვენს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტს - გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. გასული წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი ფურცელი გადაშალა ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში. ბოლო გამოკითხვები ცხადყოფს, რომ ქართველების თითქმის 90 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „მქონდა პატივი, სიტყვით გამოვსულიყავი ბრიუსელში ორგანიზებული „გლობალური კარიბჭის“ 2023 წლის ფორუმის ფარგლებში გამართულ სამუშაო პანელზე „სატრანსპორტო დერეფნების“ შესახებ. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველო მოწადინებულია იქცეს ენერგო ტრანზიტის, სატვირთო გადაზიდვებისა და ციფრული კავშირის რეგიონალურ ჰაბად," - დაწერა მან მოგვიანებით Twitter-ზე.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მიზანია, განვახორციელოთ ფართომაშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ვავითარებთ ახალ პორტს ანაკლიაში, ეს პრიორიტეტია ჩვენთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს მიზანი ფართომაშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა. „მნიშვნელოვანია, რომ ცოდნაზე დაფუძნებული ეკოსისტემაც არსებობდეს. ასევე, ეს, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე. რა თქმა უნდა, უკვე შთამბეჭდავი არის ეს ყველაფერი და ჩვენი ქვეყნის პოზიცია უკვე სხვადასხვა ინდექსებით გამყარებულია, როგორიც არის მაგალითად ბიზნესის კეთების სიმარტივე, მმართველობა ან კანონის უზენაესობა.ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ როგორც რეგიონული ცენტრის პოზიციის ქვეყანა, ჩვენი მიზანი არის, რომ განვახორციელოთ ფართომაშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩვენ ვავითარებთ ახალ პორტს ანაკლიაში, ეს არის ღრმაწყლოვანი პორტი და ეს არის პრიორიტეტი ჩვენთვის. ჩვენი, როგორც საზღვაო ქვეყნის კონკურენტუნარიანობისთვის და ეს მწვანე ველი თუ მწვანე სფერო ნამდვილად უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ღრმაწყლოვანი პორტი გვექნება, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე იქნება განთავსებული. ნამდვილად, ეს იქნება შესაძლებლობა იმის, რომ ყოველწლიურად 100 მლნ კონტეინერის გადაზიდვა მოხდეს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის განცხადებით, საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოგისტიკის რეგიონული ცენტრის, პოზიციის მხარდასაჭერად ჩვენი მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარებას. „აღმოსავლეთ-დასავლეთის ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, შუა დერეფანი საქართველოს გავლით ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი არსებული მარშრუტების სიცოცხლისუნარიან ალტერნატივად. გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებით, გამარტივებული პროცესებით და კონკურენტული ხარჯთწარმოებით იზრდება ამ დერეფნის მნიშვნელობა. საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოგისტიკის რეგიონული ცენტრის, პოზიციის მხარდასაჭერად ჩვენი მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ძირითადი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ბოლო წლებში მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდება განხორციელდა ქვეყნის გზების, რკინიგზისა და აეროპორტების განახლებაზე ისევე, როგორც ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტების შემუშავებაზე. ეს მოიცავს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტს, რომელიც სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის და მწვანე, განახლებადი ენერგიით ვაჭრობის შესაძლებლობებს გააჩენს საქართველოს გავლით ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის, ხოლო შავ ზღვაზე გაუმჯობესებული საბორნე მიმოსვლა გააძლიერებს საერთაშორისო ტრანზიტს შუა დერეფნის გავლით. ახალი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოს შესაძლებლობებს გაზრდის დიდი ოდენობის ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით. გარდა ამისა, შავი ზღვის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი სწრაფ ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე, რაც ჩვენს მოსახლეობას უფრო სწრაფი და საიმედო ინტერნეტკავშირით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს. საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის მიზნით 2024 წლის ბოლომდე ეროვნული რკინიგზის გამტარუნარიანობა ორჯერ გაიზრდება, ძირითადი მაგისტრალებისა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დაგეგმილ გაუმჯობესებასთან ერთად. ჩვენი მთავრობა საჰაერო კავშირსაც აძლიერებს თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობით, რომელიც უმაღლესი კატეგორიის სატრანსპორტო კვანძი გახდება და საქართველოს პოზიციებს გააძლიერებს გლობალური საავიაციო სექტორის მნიშვნელოვანი მონაწილის რანგში,“ - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება.
ირაკლი ღარიბაშვილი „აბრეშუმის გზის ფორუმზე“: ევროპისგან შორსმჭვრეტელ გადაწყვეტილებას მოველით
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მიმდინარე "აბრეშუმის გზის ფორუმზე" განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს არაერთი მიღწევა, მათ შორის ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით პრემიერმაა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ უნდა იყოს "სამართლიანი". „ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოველით ევროპისგან შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას, რომ მართლაც დამსახურებით მიღწეულ იქნას კანდიდატის სტატუსი და ეს იქნება ჩვენი ხალხისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს ღირსეული ადგილი ევროპაში და საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდება საქართველოს პროგრესი, რაც გზას გაგვიხსნის კანდიდატის სტატუსისკენ,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, "ჩვენ ეტაპობრივად გადავაქცევთ საქართველოს დინამიკურ საზოგადოებად, რომელიც მზად არის მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების მისაღწევად". პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოს, როგორც "ბუნებრივი ხიდის" მნიშვნელობაზე. „საქართველო - ეს არის ბუნებრივი ხიდი, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და ის ყოველდღიურად გარდაიქმნება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად... შუა დერეფანი, საქართველოს მასშტაბებით, სწრაფად ვითარდება, როგორც ტრადიციული გზების ალტერნატივა. ჩვენ უკვე ვხდებით ყველაზე საიმედო ერთ-ერთი ვარიანტი აღმოსავლეთ-დასავლეთ სატრანსპორტო მარშრუტზე და ჩვენ ასევე მჭიდროდ ვმუშაობთ ჩვენს აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან იმისათვის, რომ აღმოიფხვრას დაბრკოლებები და გაძლიერდეს ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, გამარტივდეს პროცედურები და ასევე გამოყენებულ იქნას ერთიანი სატარიფო პოლიტიკა," - აღნიშნა პრემიერმა. ცნობისთვის, თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება.
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ძლიერ, სტრატეგიულ პარტნიორობასა და მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო უმნიშვნელოვანეს რეგიონულ პროექტებს. აღინიშნა, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, აზერბაიჯანი საქართველოს მე-5 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საუბრისას განიხილეს პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები. ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან მჭიდრო თანამშრომლობით საქართველო მზად არის გააღრმაოს რეგიონული თანამშრომლობა, საერთო ინტერესების შესაბამისად, ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მტკიცე, ურყევი მხარდაჭერისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე - არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. ამავდროულად ირაკლი ღარიბაშვილმა ალი ასადოვს დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ყურადღება დაეთმო რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა ალი ასადოვს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ღონისძიება, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი და აქტუალურია,” - ნათქვამია ინფორმაციაში. შეხვედრას საქართველოს პრემიერიც გამოეხმაურა. „სასიამოვნო იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან შეხვედრა თბილისში. მადლობელი ვარ რეგიონის ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისადმი საქართველოს ნების მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ორმხრივი კავშირები საერთო ინტერესების მქონე სფეროებში კიდევ უფრო გაღრმავდება,“ - დაწერა მან Twitter-ზე. დღესვე პრემიერმა შეხვედრა გამართა სომხეთის პრემიერთან. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ურთიერთობებს, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო; ყურადღება გამახვილდა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” მნიშვნელობაზე; აღინიშნა, რომ ფორუმზე წარმართული დისკუსიები სამომავლოდ უფრო ღრმა თანამშრომლობისთვის მყარ ნიადაგს შექმნის; განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის საკითხები; ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობას; საუბარი შეეხო ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს; ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას. „განვიხილეთ ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობა, ისევე როგორც ჩვენი მზაობა მშვიდობის პროცესში წვლილის შეტანასთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველი საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით,“ - დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩსაც შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობათა კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონტენეგროს მონაწილეობა კავშირთა გაძლიერების შესაძლებლობაა. საუბარი ასევე შეეხო მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებას. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრ დრიტან აბაზოვიჩთან, რომელიც თბილისში გაიმართა. შეხვედრისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ გაღრმავებული ორმხრივი თანამშრომლობა და სხვადასხვა სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება ქმედითი ინსტრუმენტია გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევროკავშირში საქართველოსა და მონტენეგროს გაწევრიანების საერთო მიზნების გაგვაჩნია,“ - აღნიშნავს პრემიერი. ცნობისთვის, თბილისი „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მეოთხედ მასპინძლობს. საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობს 2 000-ზე მეტი დელეგატი და სტუმარი 60-მდე ქვეყნიდან. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური პანელური დისკუსიები მნიშვნელოვან, საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ და სხვა თემებზე. ღონისძიების მთავარი თემა წელს „დაკავშირებადობა“ იქნება.
ირაკლი ღარიბაშვილი USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების დარგში, ერინ მაქიის შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის - სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით; განიხილეს ის სფეროები, სადაც შესაძლებელია საქართველოსა და აშშ-ის ერთობლივი პარტნიორობის გაძლიერება. ასევე ხაზი გაესვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობათა მნიშვნელობას და მისი გაღრმავების აუცილებლობას. „მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა გააკეთებს ყველაფერს, რათა მიაღწიოს თავის მიზანს - გახდეს ევროკავშირის წევრი. შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი, აშშ-ის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორი საქართველოში, ჯონ პენელი, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ/ეკონომიკურ საკითხთა სექციის ხელმძღვანელის მოადგილე, აარონ რუპერტი, საქართველოს მხრიდან კი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ. ელჩი მაქიი USAID-ის მიმართ პრეტენზიაზე: ყალბია და დეზინფორმაციაა
ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებთან გამართული სამმხრივი შეხვედრის შესახებ ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებთან, ნიკოლ ფაშინიანთან და ალი ასადოვთან 26 ოქტომბერს გამართულ სამმხრივ შეხვედრას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც შუამავალი, დაინტერესებულია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობითა და სტაბილურობით. „ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ გუშინ ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი შეხვედრები გავმართეთ, იყო სამმხრივი შეხვედრაც. საქართველო, როგორც მიუკერძოებელი, ნეიტრალურ-ობიექტური შუამავალი და ორივე ქვეყნის მეგობარი არის დაინტერესებული იმით, რომ ჩვენს რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ამაში ჩვენი ქვეყანა და მე პირადად, როგორც მთავრობის მეთაური, ვარ მზად, რომ მივიღოთ მონაწილეობა,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან ერთად ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. 26 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში” მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს მათ პატივსაცემად გამართულ გალა ვახშამზე უმასპინძლა. შატო მუხრანში შედგა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ მინისტრებს რაკლი ღარიბაშვილს, ნიკოლ ფაშინიანსა და ალი ასადოვს შორის სამმხრივი შეხვედრაც. შეხვედრის ამსახველი ფოტოები საქართველოს მთავრობის Facebook გვერდზე გავრცელდა. ნიკოლ ფაშინიანმა 26 ოქტომბერს თბილისში გამართულ ფორუმზე წარადგინა ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“, რომელიც სომხეთსა და მეზობელ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს. რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქო მზადაა, ერევანთან მოლაპარაკებები საქართველოში გამართოს, მაგრამ ეს ასევე მოითხოვს სომხეთის თანხმობას. მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის წინადადებაზე, რომ საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად განიხილონ. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის საკითხი განიხილება, სადაც, ფაქტობრივად, გარკვეული ჩარჩოებია, აზერბაიჯანი ცდილობს სხვა პლატფორმის შეთავაზებას. ასევე გაეცანით: ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2024 წელს დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი, საიდანაც 160 მილიონი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას, რომელიც საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა. „მე კარგად ვიცი, თუ რაოდენ დიდ შრომას ეწევით თქვენ, მასწავლებლები, ყოველდღიურად, ზრუნავთ ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების განათლებაზე, მათ აღზრდაზე, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს ქმნის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი საყვარელი მასწავლებელი და მასწავლებლები, ანუ ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენს ცნობიერებაზე, მსოფლმხედველობაზე, აზროვნებაზე დიდი როლი იქონიეს და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს, გვასწავლეს, ზოგადად, აზროვნება, გვასწავლეს ყველაფერი, ის, რაც მხოლოდ წიგნებით არ ისწავლება. ამიტომ ჩვენ, მთავრობას, კარგად გვაქვს გააზრებული ეს დიდი ღვაწლი, რომელსაც თქვენ ეწევით. მიმაჩნია, რომ თქვენი პროფესიის პრესტიჟის ამაღლების კუთხით ჩვენ, მთავრობამ მეტი უნდა გავაკეთოთ. ამ მიზნით, ჩვენი მინისტრი და მთლიანად ჩვენი მთავრობა ვმუშაობთ. ახლა კიდევ უფრო მეტად, ინტენსიურად დავიწყეთ მუშაობა. გავაგრძელებთ ზრუნვას პედაგოგებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად და მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, 2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი, აქედან, 160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას, რომელიც სრული დატვირთვის პირობებში, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ბატონი მინისტრი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ძალიან მალე წარმოგიდგენთ კონკრეტულ ხედვას,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საზოგადოების და განათლების სისტემის განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილის მქონე პედაგოგები დაჯილდოვდებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიით და გადაეცემათ ფულადი პრიზი- 10 000 ლარის ოდენობით
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო, ასევე თურქეთი ასრულებენ გადამწყვეტ - ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი რგოლის როლს
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თავისი ურყევი მისწრაფებითა და თანმიმდევრული პოლიტიკით, ამ 100 წლის განმავლობაში, თურქეთი გახდა ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური მოთამაშე როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა. „ძალიან ვაფასებთ თურქეთის უმნიშვნელოვანეს წვლილს მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობის საქმეში როგორც სამეზობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საქართველოსა და თურქეთს უნიკალური მეგობრობა და ძმობა აკავშირებთ. ჩვენმა ქვეყნებმა შეინარჩუნეს თანამშრომლობა, რომელიც თანდათან გადაიზარდა მყარ სტრატეგიულ პარტნიორობაში. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ვლინდება ჩვენს დინამიკურ ეკონომიკურ თანამშრომლობაში. წლების განმავლობაში თურქეთი იყო საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი. წელს, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სავაჭრო ბრუნვით, რომელმაც 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. ვიმედოვნებთ, რომ ეს მაჩვენებელი ამ წლის ბოლომდე 3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც ჩვენს თანამშრომლობაში კიდევ ერთი გარდამტეხი ეტაპი იქნება. ჩვენ, ასევე მოხარულნი ვართ, რომ თურქული კომპანიები აგრძელებენ ინვესტირებას საქართველოს ეკონომიკაში და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა უკვე თითქმის 370 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია ბოლო სამი წლის განმავლობაში; ხოლო თურქული კომპანიების რიცხვი საქართველოში 10 000-ს აჭარბებს. ჩვენ ველით ამ რიცხვების შემდგომ ზრდას მომდევნო წლებშიც,“ - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნების სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, როგორც საქართველო, ასევე თურქეთი ასრულებენ გადამწყვეტ - ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი რგოლის როლს. „სწორედ ამიტომ, შუა დერეფნის მეშვეობით დაკავშირებადობის გაზრდის მიზნით ისეთი სფეროები, როგორებიცაა, ტრანსპორტი და ენერგეტიკა, დარჩება ჩვენს ერებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მამოძრავებელ ძალად. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნები მიისწრაფვიან არსებული და დაგეგმილი რეგიონული ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის − ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის, ასევე − ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო და სხვა პროექტების განხორციელებისკენ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ფასდაუდებელია არა მხოლოდ ორმხრივი ეკონომიკური მიღწევების თვალსაზრისით, არამედ ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით უსაფრთხოების არსებული საგანგაშო გარემოს გათვალისწინებით როგორც რეგიონში, ისე გლობალურად,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე − დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ჯამურად, 70 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული, მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ჯამურად, 70 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წელს გამოიყო 20 მლნ, 50 მლნ კი 2024 წელს გამოიყოფა. „ჩვენი მხრიდან დასადები თანხები მობილიზებულია, მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება. აქტიურად მიმდინარეობს ინვესტორის შერჩევა, მაქსიმუმ დეკემბერ-იანვარში გამოვაცხადებთ გამარჯვებულს. ერთობლივად დავიწყებთ პორტის მშენებლობას მარტ-აპრილში,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერი: ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა პენსიის ზედა ზღვარი 2024 წელს, 560 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზრდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, ძალოვანი უწყებების თანამშრომელთა პენსიის ზედა ზღვარი 2024 წელს, 560 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მივიღეთ გადაწყვეტილება და ყოფილი პოლიციელები ჯარისკაცები, სპეცსამსახურები ანუ ძალოვანი უწყებების თანამშრომლები გაზრდილ პენსიას მიიღებენ. 560 ლარი იყო პენსიის მაქსიმალური ზღვარი და 1000 ლარამდე გაიზრდება. ასევე, საშუალოდ 20%-ით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა. გვინდა, კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ და ეს იქნება ღირსეული პენსია, რომელიც, ეტაპობრივად, ყოველ წელს, გვინდა, შემოსავლის მიხედვით, გაიზარდოს. ასევე, გვინდა მადლიერება გამოვხატოთ სამსახურებრივი მოვალეობისას დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიმართ. მათი კომპენსაცია 1000 ლარიდან 1200 ლარამდე გაიზრდება. 2012 წელს იყო ნული ლარი. ჩვენ 1200 ლარს დავუნიშნავთ ყოველთვიურ კომპენსაციას ამ ოჯახებს, დიდება ჩვენს გმირებს! ასევე, გაიზრდება 9 აპრილის მონაწილეთა, პოლიტრეპრესირებულთა ოჯახის წევრების ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუბსიდია. ჯამურად ეს დიდი თანხებია, რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს,” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ბიუჯეტში გათვალისწინებული 125 მილიონი ლარი ელექტრონული არჩევნების ჩატარებას მოხმარდება
ბიუჯეტში გათვალისწინებულია 125 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება ელექტრონული არჩევნების ჩატარებას. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ბიუჯეტის მეორე ვარიანტი პარლამენტს დღეს გადაეგზავნება. „ელექტრონული არჩევნების საკითხს მინდა შევეხო. დამატებით 25 მლნ ლარს გამოვუყოფთ საარჩევნო კომისიას და ჯამში, ბიუჯეტში გათვალისწინებული არის 125 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება ელექტრონული არჩევნების ჩატარებას. აი, ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელიც ჩვენ გავითვალისწინეთ ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში. ჩვენ ახლა პარლამენტს დღეს გადავუგზავნით ამ მეორე ვარიანტს, გვექნება კიდევ დამატებით 1 თვე, ვიმუშავებთ ჩვენს გუნდთან ერთად, პარლამენტთან ერთად ვიმუშავებთ აქტიურად, კიდევ დავაზუსტებთ, დავხვეწთ ბიუჯეტს და ვფიქრობ, 2024 წელს გვექნება ძალიან ძლიერი, გამართული ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს სათანადოდ უპასუხებს,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დირკ შუბელი: ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და ეჭვიც არ გვეპარება, რომ ქვეყანა სამომავლოდ ევროკავშირის წევრი გახდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერის თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძლიერი პარტნიორობა საერთო ძალისხმევის შედეგია და მან ძალიან კონკრეტული შედეგები მოიტანა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ყველას მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის. უპირველეს ყოვლისა, ჩემი მთავრობის სახელით მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩამობრძანებისთვის. დიდად ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. მიმაჩნია, რომ თქვენი ვიზიტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის - ასე ვიტყოდი, რომ განმსაზღვრელ მომენტს ხდება. ეს არის საქართველოს ევროპული მომავლისადმი თქვენი მხარდაჭერის თვალსაჩინო დადასტურება. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძლიერი პარტნიორობა ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგია და, როგორც ვიცით, მან ძალიან კონკრეტული შედეგები მოიტანა. ესენია: ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა, რაც გასულ წელს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილებაა. ამჟამად, რა თქმა უნდა, ველით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც ორ დღეში გაჟღერდება და კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება იქნება. ის საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს. ამდენად, კიდევ ერთხელ გულთბილად მოგესალმებით და მადლობა მინდა გადაგიხადოთ,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 6-8 ნოემბერს, საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების, მათ შორის, ესპანეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, საგანგებო დავალებათა ელჩების დელეგაციის ვიზიტი იმართება. თავის მხრივ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში, დირკ შუბელმა განაცხადა, რომ სამომავლო ნაბიჯების კუთხით - უკრაინამაც და მოლდოვამაც - ისევე, როგორც საქართველომ სამომავლოდ შეიძლება, კარგად გამოიყენონ აღმოსავლეთის პარტნიორობა. „ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 17 და ევროკავშირიდან 2 კოლეგა გავერთიანდით. მე და ევროკომისიის ერთი თანამშრომელი ევროსტრუქტურებს წარმოვადგენთ. მგონია, რომ ეს კარგის ნიშანია, რადგან ასეთ მნიშვნელოვან დროს ვიმყოფებით საქართველოში. ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი ის გახლავთ, რომ ყველანი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებზე ვმუშაობთ − ზოგიერთი სპეციალური წარმომადგენელია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს შესაბამისი სამინისტროდან ან ჩემ შემთხვევაში ევროსტრუქტურიდან. ყველა ეს ადამიანი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროების დეპარტამენტთა უფროსია. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ რანგით მაღალი პირებისგან შემდგარი ჯგუფი იმყოფება ქვეყანაში. სწორედ ამიტომ გვსურს, გავიგოთ რაში შეიძლება, კვლავ გამოგადგეთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში აღმოსავლეთ პარტნიორობა. მხედველობაში მაქვს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობა. მან საქართველოსაც ბევრი კარგი რამ მოუტანა − ასოცირების შეთანხმება გვაქვს გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით; უვიზო მიმოსვლის რეჟიმიც გაგვაჩნია, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის გარეშე ვერ იქნებოდა შესაძლებელი; ეს ყველაფერი უკვე გუშინდელი დღეა, რა თქმა უნდა. ახლა კი ვფიქრობთ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა კვლავ შეიძლება, იყოს გამოსადეგი თქვენი შემდგომი ნაბიჯების ჭრილში. დიახ, როგორც ბრძანეთ, ორ დღეში ქვეყნდება ანგარიშები. მათზე კომენტარს არ გავაკეთებ. ბრიუსელში მყოფი კოლეგების მიმართულებაა ეს. ისინი საბოლოო შტრიხებს გადიან, სანამ დაიბეჭდება ანგარიშები. ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ სამომავლო ნაბიჯების კუთხით - უკრაინამაც და მოლდოვამაც - ისევე, როგორც საქართველომ სამომავლოდ შეიძლება, კარგად გამოიყენონ აღმოსავლეთ პარტნიორობა. ის ცოტათი სახეცვლილია. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში აქცენტებს ვაკეთებდით რაოდენობით ნაკლებ, მაგრამ აქტუალურობით უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ შორის ყველაზე მთავარი ორია და თქვენს პრიორიტეტსაც წარმოადგენს. ესენია დაკავშირებადობა და უსაფრთხოება. ამდენად, ერთად ისედაც ბევრს ვაკეთებთ ორივე მიმართულებით, თუმცა მიმაჩნია, რომ პოტენციალი უფრო მეტი გვაქვს. მისი სრული გამოვლენა და ათვისებაა ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი. ყველას გვსურს ჩვენი პრიზმით ვნახოთ, რა იდეები გაქვთ და გაგაცნოთ ჩვენი შემხვედრი მოსაზრებები, რაც არის ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი. რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს მხარდაჭერის დადასტურებაც, ნათელია, თან ასეთ მნიშვნელოვან დროს! ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას და ეჭვიც არ გვეპარება, რომ ქვეყანა სამომავლოდ ევროკავშირის წევრი გახდება. ამდენად, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი მიღებისთვის და ველით კარგ საუბარს,“ - განაცხადა დირკ შუბელმა. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.
პრემიერი: მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს, ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ კირბალის მიმდებარედ მომხდართან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს „კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ.“ „გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმძიმესი ფაქტი მოხდა - უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად მოკლულ იქნა საქართველოს მოქალაქე. მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას. სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში. აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ყველა შესაბამისი მექანიზმი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს, ითანამშრომლონ ყველა მხარესთან დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად,“ - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც საქართველოს მთავრობის Facebook-გვერდზე გავრცელდა. სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
პრემიერი: მჯერა, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდება დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს
„ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის. მე მინდა პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი შეფასებით, “დღევანდელი დღე არის ერთგვარი დამაგვირგვინებელი და შემაჯამებელი ჩვენი 11 წლიანი საქმიანობისა, რომელმაც მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა, ის დიდი ტრანსფორმაცია და ცვლილება, ევროპეიზაციის 10 წელი.“ „ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება. ევროკომისია დადებითად აფასებს მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს რა თქმა უნდა, არის ისტორიული დღე. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის. მე მინდა პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ასევე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი,“ - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა, თუ პროვოკაციებისა, დღეს ჩვენმა ქვეყანამ, ხალხმა, სიმართლემ გაიმარჯვა. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ხელისუფლება ევროპელ კოლეგებთან მუდმივ დიალოგსა და მჭიდრო კოორდინაციას გააგრძელებს. „მიუხედავად უამრავი დაბრკოლებისა, უამრავი წინააღმდეგობისა, საბოტაჟისა თუ პროვოკაციებისა და არაერთი დესტრუქციული ქმედებებისა, შიდა თუ გარე მტრების ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებებისა, ჩვენ გავიმარჯვეთ. ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა დღეს, ჩვენმა ხალხმა გაიმარჯვა დღეს. გაიმარჯვა სიმართლემ და კიდევ ერთხელ, მე გულითადად გილოცავთ ყველას დღევანდელ აღიარებას. თქვენ გახსოვთ, შარშან საკმაოდ გულდაწყვეტილი ვიყავით, ვინაიდან, საქართველომ ვერ მიიღო მაშინ კანდიდატის სტატუსი. ეს იყო ჩვენთვის ერთგვარი დამაბრკოლებელი და გულდასაწყვეტი ფაქტი, თუმცა დღეს შეიძლება ითქვას, რომ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მივიღეთ დამსახურებულად დღევანდელი დღე. მე მჯერა, რომ დეკემბერში საბოლოოდ გაფორმდება დღევანდელი გადაწყვეტილება, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. შეიძლება ითქვას, რომ სხვა რეალობაში აღმოჩნდება ჩვენი ქვეყანა. ეს არის უდავოდ ძალიან ძლიერი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა
პრემიერი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს ელისეს სასახლეში უმასპინძლა. „შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია მისცეს ევროპულ საბჭოს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება ისტორიულია. საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს განსაზღვრავს. ირაკლი ღარიბაშვილმა ემანუელ მაკრონს ამ გზაზე თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, ხაზი გაუსვა საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ეს კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც დაეხმარება საქართველოს, წარმატებით გადავიდეს გაწევრიანების შემდგომ ეტაპებზე. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ემანუელ მაკრონმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს და ისაუბრეს იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც საქართველოს შეუძლია ითამაშოს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად. ირაკლი ღარიბაშვილმა ემანუელ მაკრონს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში მიიწვია,“ - ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „სასიამოვნო იყო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრა. მადლობელნი ვართ ევროპეიზაციის გზაზე პრეზიდენტის მიერ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის და მიგვაჩნია, რომ საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდეგი ეტაპების წარმატებით გავლაში დაგვეხმარება,“ - წერს თავის მხრივ, ღარიბაშვილი X-ზე.
პრემიერი: საქართველო არის მიუკერძოებელი, ნეიტრალური ქვეყანა, ორივე მეზობელთან - სომხეთთან და აზერბაიჯანთან გვაქვს კეთილმეზობლური, ძმური პარტნიორული ურთიერთობა
საქართველო არის მიუკერძოებელი, ნეიტრალური ქვეყანა. და ჩვენ ორივე ქვეყანასთან, ორივე მეზობელთან - სომხეთთან, აზერბაიჯანთან გვაქვს კეთილმეზობლური, ძმური, პარტნიორული ურთიერთობა, თანამშრომლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზში ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მშვიდობის გარეშე არავითარი კეთილდღეობა არ იქნება. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. „პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ საქართველო არის მიუკერძოებელი, ნეიტრალური ქვეყანა. და ჩვენ ორივე ქვეყანასთან, ორივე მეზობელთან - სომხეთთან, აზერბაიჯანთან გვაქვს კეთილმეზობლური, ძმური, პარტნიორული ურთიერთობა, თანამშრომლობა. თქვენ ახსენეთ სამმხრივი შეხვედრა. მე მქონდა შესაძლებლობა და მე ძალიან მადლიერი ვარ, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდა საქართველოში ჩემი მოწვევით. სილქროუდის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ჩვენ გვქონდა საშუალება რომ სამმხრივი მოლაპარაკებით, დიალოგი გაგვემართა. ვფიქრობ ეს იყო ძალიან კარგი დასაწყისი, ეს მიუთითებს რაზე, ეს მიანიშნებს იმაზე, იმ ნდობაზე რომელიც არსებობს ორივე ქვეყნის მხრიდან ჩემი მისამართით, ჩვენი მისამართით, ჩვენი ქვეყნის მიმართ ზოგადად. მაგრამ ეს თავისით არ იქმნება, ამას სჭირდება მუშაობა ურთიერთობა. სჭირდება ნდობის გამყარება გაღრმავება, რომელიც მე ვფიქრობ ბოლო პერიოდში ჩვენ ეს მოვახერხეთ. რა თქმა უნდა ჩვენ ახლა პანელზეც, მე ღიად ვთქვი, რომ საქართველო რჩება მიუკერძოებელ ნეიტრალურ ქვეყნად რომელიც დაინტერესებულია იყოს გრძელვადიანი მშვიდობა რეგიონში. მშვიდობის გარეშე მეგობრებო არავითარი კეთილდღეობა არ იქნება. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რეგიონში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერი ემანუელ მაკრონისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ვახშამზე იმყოფებოდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და მისი მეუღლის, ბრიჯიტ მაკრონის სახელით გამართულ ვახშამზე იმყოფებოდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ვახშამი „პარიზის მშვიდობის ფორუმის“ მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების პატივსაცემად ელისეს სასახლეში გაიმართა. ღარიბაშვილმა მაკრონთან გამართული შეხვედრის შესახებ დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა. „მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ჩვენს ხალხს ეს დიდი აღიარება და დაფასება. ბატონ მაკრონთან მქონდა ძალიან შინაარსიანი საუბარი. ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, მეგობრობას. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ დამოკიდებულებას, რომელიც მისი მხრიდან იქნა წარმოჩენილი და რა თქმა უნდა, საფრანგეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე საფრანგეთის მხარდაჭერას აქვს უდავოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ, ბუნებრივია, პრეზიდენტ მაკრონთან ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას. მე მისგან მივიღე მხარდამჭერი სიტყვები. მან მითხრა, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს ჩვენი ქვეყნის მისწრაფებას ევროპულ გზაზე. რა თქმა უნდა, მას მივაწოდე ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, იმ რეფორმებზე, იმ პროცესზე, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად გავიარეთ. მე ასევე ვუთხარი პრეზიდენტ მაკრონს, რომ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი არ სრულდება ამით და ეს არის პროცესი, რომელიც უნდა გაგრძელდეს. ჩვენ ამას გავაგრძელებთ. ჩვენ ამით ახალ ეტაპზე გადავდივართ და გადადის ქვეყანა, მაგრამ პროცესი უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო მეტ წარმატებას უნდა მივაღწიოთ. ჩვენი საბოლოო მიზანი, ბუნებრივია, არის მოლაპარაკებების გახსნა და შემდეგ უკვე საბოლოო გაწევრიანება ევროკავშირში, რასაც, რა თქმა უნდა, წლები დასჭირდება, მაგრამ ჩვენ ამისთვის უნდა მოვამზადოთ ჩვენი ქვეყანა, ბუნებრივია, ერთ დღეში და ორ დღეში ვერ მოხერხდება, მაგრამ ის წარმატება და პროგრესი, რომელსაც მივაღწიეთ, შეიძლება ითქვას გადაჭარბების გარეშე, რომ ეს არის ნამდვილად ხელშესახები ჩვენი ხალხისთვის, ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ეს სიმბოლური დაგვირგვინება მთელი ამ 10 წლიანი პროცესის, კანდიდატის სტატუსი არის ძალიან დიდი მიღწევა და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო ამის თაობაზე,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერისა და პრეზიდენტის გზავნილები “პარიზის მშვიდობის ფორუმიდან“
10 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მიიღეს მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანთან ერთად მიიღო მონაწილეობა პანელურ დისკუსიაში - „თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში - მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე.” სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან ალან ბერსესთან ერთად მონაწილეობდა დისკუსიაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავდა - “მულტიკრიზისიდან მულტიკონფლიქტებამდე: როგორ შევაჩეროთ მანკიერი წრე.” პრემიერმა ისტორიული მიღწევა უწოდა ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. „მქონდა პატივი, 2014 წელს ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე; თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებაც გავაფორმეთ ევროპასთან; უვიზო მიმოსვლის რეჟიმი მოგვენიჭა ევროკავშირის ტერიტორიაზე; გასული წელიც ისტორიული აღმოჩნდა, რადგან ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა; 2 დღის წინ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული ევროკომისიის მიერ. მან რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსადმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ეს ისტორიული მიღწევაა! რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს, ჩემს მთავრობას და ჩვენს მმართველ პარტიას ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომელიც შეუქცევადია და გულისხმობს ევროპასთან დაახლოებას; ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას გულისხმობს. ამ მიმართულებით მივდივართ თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ. ამ ეროვნულ - ასე ვთქვათ - გეგმას ვუახლოვდებით,” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილმა პანელურ დისკუსიაზე უპასუხა შეკითხვას არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა „მიმდინარე ომებთან და კრიზისებთან დაკავშირებით, რასაც ადგილი აქვს მსოფლიოში.“ „კითხვის ავტორმა აღნიშნა მიმდინარე კრიზისი „ჰამასსა“ და ისრაელს შორის. საქართველო გმობს ტერორიზმს, ტერორისტულ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე. გავიმეორებ, რაც თავიდან ვთქვი, ქვეყნებს სჭირდებათ გადაწყვეტილება, თუ თქვენ ვერ მოაგვარეთ ომით საკითხი, უნდა დასხდეთ და მოლაპარაკება აწარმოოთ, ეს გახლავთ ჩემი საბოლოო პოზიცია ამ სიტუაციასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამავე დისკუსიის დროს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს, როგორებიც არიან საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, სჭირდებათ ნათელი ხედვა დასავლეთის დიდი სახელმწიფოების მხრიდან. „ჩვენ შეშფოთებული ვართ და გვაინტერესებს, როგორ განვითარდება ვითარება უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ, საქართველო, სომხეთი მცირე ქვეყნები ვართ, მაგრამ ძლიერი ერები. ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძველი ერები მსოფლიოში და ჩვენ გვინდა, უზრუნველვყოთ სტაბილურობა და აყვავება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩემი პოზიცია გახლავთ, რომ მსოფლიოში სხვადასხვა ერს სჭირდება სიცხადე, პროგნოზირებადობა. ჩვენ ვერ ვხედავთ ამას, ვერ ვხედავთ, რა იქნება მომავალში. ვის შეუძლია, მოაგვაროს ასეთი ტიპის პრობლემები? დიდ ქვეყნებს შეუძლიათ, ზესახელმწიფოებს. ქვეყნები, როგორებიც არიან საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, განვმეორდები, მათ სჭირდებათ ნათელი ხედვა დასავლეთის დიდი სახელმწიფოების მხრიდან. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო და დავადასტურო, რომ საქართველო დაინტერესებულია, შენარჩუნდეს მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ შევძლებთ ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიოთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას, ჩვენი მუხლმოუხრელი და ბრძნული პოლიტიკით. ეს გახლავთ ერთადერთი არჩევანი, რაც საქართველოს აქვს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საქართველოს მედიაციის როლზეც გაამახვილა ყურადღება. „ორი წლის წინ ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ მედიაცია, შუამავლობა. ეს იყო ერთ-ერთი პრეცედენტი მედიაციის, რომელიც შევქმენით პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან და პრეზიდენტ ალიევთან, როდესაც 15 ტყვე გაათავისუფლა აზერბაიჯანმა ქართული შუამავლობით და სომხეთმა გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკა. საქართველოს შეუძლია, მიაღწიოს აღნიშნულ შედეგებს და ნდობა აქ გადამწყვეტია, რადგან თუ ვინმე შუამავლობას, მედიაციას სთავაზობს, ორივე მხარე უნდა ენდობოდეს მას. ნდობა თუ არ იქნება, არ იქნება წარმატებული შუამავლობა და დავოსში გავაკეთე განცხადება იანვარში. შეიძლება, მხარეები ერთმანეთს არ ენდობოდნენ, მაგრამ უნდა არსებობდეს თანამშრომლობა. მოლაპარაკების, მშვიდობიანი დიალოგის გარეშე არ დაისადგურებს მშვიდობა,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ და “ეს ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი რეალობისთვის.“ „დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრი კონფლიქტია მოუგვარებელი, კრიზისი და ვინ იტანჯება ამ კრიზისისგან? მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები. ვცხოვრობთ იმ ერაში, სადაც არსებობს გაურკვევლობა, არაპროგნოზირებადი გარემო. ჩვენ ვიხილეთ ომი უკრაინაში, რომელიც მიმდინარეობს, მის დასრულებას ვერ ვხედავთ. ვხედავთ კრიზისს ახლო აღმოსავლეთში, რაც ძალზე საშიშია. ვხედავთ გაყინულ კონფლიქტებს საქართველოში. მაგალითისთვის, ვხედავთ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და გადაწყვეტილება არ ჩანს. მრავალი კონფლიქტი დავინახეთ აფრიკაში, მსოფლიოს მრავალ რეგიონში. გადაწყვეტილება და პასუხი ყველა ამ კონფლიქტზე უნდა გახდეს მშვიდობა. ჩვენ, მთავრობამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობა იყოს მიღწეული.“ „ჩვენ ვნახეთ კიდევ დიდი ომის დაწყება, რომელსაც ადგილი ჰქონდა ერთი წლის წინ უკრაინაში. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის. გვინდა თუ არა, ვეცდებით თუ არა, თავიდან ავიცილოთ შემდგომი ესკალაცია და კონფრონტაცია, სამწუხაროდ, ომი ყველა ჩვენგანზე ზეგავლენას ახდენს. ომი ჩვენს მეზობელ რეგიონში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის შეშფოთების საგანია,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის განცხადებით, საქართველოს ინტერესია უზრუნველყოფილი იყოს ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში. „ჩვენმა მთავრობამ მოვახერხეთ, მიგვეღწია უწყვეტი და უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში. ყველა ხელმძღვანელობის პირობებში საქართველოში იყო ომები, კონფლიქტები, სამოქალაქო ომი, ტერიტორიებს ვკარგავდით. ახლა არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც ომი არ არის საქართველოში. ჩვენ ტერიტორიებს არ ვკარგავთ, ვაძლიერებთ, ვამდიდრებთ ქვეყანას და ეს გახლავთ ისეთი რამ, რასაც მოაქვს აყვავება ჩვენი ხალხისთვის, მოსახლეობისთვის. გამოწვევა ოკუპაციასთან დაკავშირებით არ გამქრალა, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. რატომ ვაცხადებ ამას? რადგან არის ისეთი საკითხები, რომელსაც დაუყოვნებლივ ვერ მოვაგვარებთ. საჭიროა მოთმინება, ხანგრძლივი სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და ამას უნდა მიჰყვე, უნდა იყო თანმიმდევრული აღნიშნული გეგმის მიღწევაში,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორ ხედავს ქვეყნის შემდგომ გზას. სალომე ზურაბიშვილმა მოდერატორის ამ შეკითხვას უპასუხა - მან გამოსვლა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციაზე საუბრით დაიწყო. „ორი დღის წინ, კომისიამ საბოლოოდ მიიღო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გადაწყვეტილება - მომდევნო დღეს ჩატარდა გამოკითხვა, რომელმაც აჩვენა არა ევროკავშირის მომხრეთა ჩვეული 80%, არამედ, 85%. არ ვიცი, უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა თუ შეგვიძლია, მაგრამ უფრო საინტერესო ისაა, რომ 75% ევროკავშირის მომხრეა უსაფრთხოების გამო. ეს კიდევ უფრო ნათელი ხდება, რადგან რეკომენდაციის გადაწყვეტილებამდე, ერთი დღით ადრე, რუსეთმა, როგორც მას ეს დიდი ხანია სჩვევია, ისევ ოკუპირებულ ტერიტორიებთან არსებულ ხაზთან მოკლა ჩვენი ერთი მოქალაქე და მეორე კი, მძევლად აიყვანა. ეს არის ის, რაც პერიოდულად ხდება. ისინი [რუსები] აფხაზეთის აეროპორტს იკავებენ და შავი ზღვის ერთ-ერთი პორტის სამხედრო ბაზად გარდაქმნის პროცესში არიან, შავ ზღვაზე საკუთარი ფლოტისათვის. ასე რომ, ეს არის რუსეთი. იმედი კი ევროკავშირშია,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „უსაფრთხოება სრულად გარანტირებული არ არის, რასაც მისი შეფასებით, დრო სჭირდება.“ „სავარაუდოდ, იმდენი დრო, რამდენიც დასჭირდება საქართველოს სრულფასოვან წევრობას, მაგრამ პროცესი დაწყებულია და ევროკავშირი დანახულია ადგილად, სადაც შენ ბოლოს და ბოლოს უსაფრთხოდ იქნები,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეა ასევე ჩვენი პარტნიორებისათვის ევროკავშირის აღმოსავლეთ ნაწილში, რომლებიც ევროკავშირში რამდენიმე წლის წინ გაწევრიანდნენ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ისაა, რასაც დღეს უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის მიმართ გრძნობენ, რომ არსებობს წითელი ხაზი, რომლის მიღმაც რუსეთს გადაწვდომა არ შეუძლია. ფაქტია, რომ რუსეთი არ იცვლება. ის იმპერიალისტურ ძალად დარჩა. შეიძლება, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ევროპული და ზოგადად, დასავლური ძალები დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ დაბრმავებულნი [რუსეთის მიმართ], როგორც ამას სილვი კოფმანი წიგნში Les aveuglés აღწერს. მათ ახლა აღმოაჩინეს რუსეთის რეალობა. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ის რეალობაა, რომელიც არ შეიცვლება, სანამ რუსეთი საბოლოოდ არ მიხვდება, რომ მას, ისევე როგორც სხვა, ნებისმიერ სახელმწიფოს მსოფლიოში აქვს საზღვრები, რომელსაც მან პატივი უნდა სცეს. ნებისმიერ რუსს, რომ სთხოვოთ თავისი ქვეყნის საზღვრების დახატვა - ზოგიერთები ამ საზღვრებში უკრაინას მოაქცევენ, სხვები საქართველოს, ზოგიერთები კიდევ სხვადასხვა ადგილებს. მათ არ იციან [სად გადის მათი საზღვრები]. თუ მას [ევროპას] სურს კონტინენტის არქიტექტურის რეკონსტრუქცია, ჩვენი და ევროკავშირის მოვალეობაა, დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ბოლოს და ბოლოს გაიგებს [რომ მას საზღვრები გააჩნია],“ - განაგრძო პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ეს სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი და მთავარი მიზანი იქნება, როდესაც დრო მოვა; როდესაც უკრაინა ჩათვლის, რომ მან მიაღწია მისი სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზანს, ამის შემდეგ, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, ყველა უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ რუსეთი დატოვებს ყველა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას და აღიარებს, სად გადის მისი საზღვრები. „ეს არის მეზობლების ურთიერთპატივისცემის დასაწყისი, ეს არის კოოპერაციის დასაწყისი. ეს აბსოლუტური აუცილებლობაა. თუ ხვალ ევროკავშირს სურს, ჰქონდეს შავი ზღვა (რომელიც ევროპული ზღვა გახდა), როგორც თანამშრომლობისა და კავშირებადობის ზღვა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ისაა, რაც ჩვენ გვსურს, რადგან ეს ხვალინდელი მსოფლიოსათვის აუცილებლობაა, მაგრამ ეს არ მოხდება, თუ არ ვუბიძგებთ რუსეთს ნორმალურობის რაიმე ფორმისკენ,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ცნობისთვის, პარიზის მშვიდობის ფორუმი 10 ნოემბერს გაიხსნა და 11 ნოემბერსაც გაგრძელდება. სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხის ჩავარდნის შემდეგ, ეს პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მანამდე განაცხადეს, რომ პრეზიდენტს ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს. სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას, 8 ნოემბერს განაცხადა, რომ 9 ნოემბერს მიემგზავრება პარიზში, სადაც მშვიდობის ფორუმი ტარდება და რომელსაც პრემიერი დაესწრება. „ნებსით თუ უნებლიეთ, ორივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა,“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
პრემიერი: პრეზიდენტის განცხადება სი ძინპინთან დაკავშირებით, კატეგორიულად მიუღებელია და შემაშფოთებელია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან ჭოუ ციენთან შეხვედრა გამართა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორი ქვეყნის მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა. ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე დღის წესრიგი. „მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას და გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი ხელს შეუწყობს დარგობრივი, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობის განვითარების თვალსაზრისით, რაც ზრდის ქვეყნის, როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის, პოტენციალს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სი ძინპინის მიწვევით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ჩინეთში განხორციელებული ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას და მის უდიდეს როლს საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობის სტრატეგიულ დონეზე განმტკიცების პროცესში. „პრემიერ-მინისტრის მიერ კიდევ ერთხელ უაღრესად დადებითად შეფასდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის განსაკუთრებული როლი, ხედვა და ეფექტური მმართველობის მიღწევები ჩინეთის ტრანსფორმაციასა და განვითარებაში, ამავდროულად ჩინეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ჩინეთის მთავრობის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა მასშტაბური რეფორმა, მათ შორის გლობალური მნიშვნელობის ინიციატივები, ასევე ჩინეთის პრეზიდენტის განსხვავებული და განსაკუთრებული ხედვა რეგიონული და საერთაშორისო პრობლემების მოგვარებისა და დარეგულირების კუთხით. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ამავდროულად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან დაკავშირებით, რომელიც მან ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადება კატეგორიულად მიუღებელია და შემაშფოთებელია. აღნიშნული რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთთან და არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და ის ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას. პრემიერის განცხადებით, სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევით და სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, ცალკეულ აქტივობებს ახორციელებს და საკუთარ შეფასებებს აკეთებს საერთაშორისო საკითხებზე, რომელიც თანხვედრაში არ არის ქვეყნის მთავრობის პოზიციასთან, რის გამოც, უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და სწორედ მისი მხრიდან კონსტიტუციური ნორმების საჯარო და უხეში დარღვევა გახდა მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ინიციირების მიზეზი. პრემიერის განცხადებით, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტი არ ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. საქართველოში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამგვარი მანდატი ქართველი ხალხისგან მხოლოდ საქართველოს მთავრობას აქვს მინიჭებული. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ფორმალურადაც კი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოს და მისი ლიდერის მიმართ. პრემიერ-მინისტრმა სინანული გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება გავლენას არ მოახდენს, არ დააზიანებს საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის უაღრესად პოზიტიურ ისტორიულ დინამიკას. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა, შეინარჩუნონ ურთიერთობის აქტიური დღის წესრიგი და იმუშაონ ორი ქვეყნის კავშირების კიდევ უფრო განსამტკიცებლად,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. რას პასუხობს პრეზიდენტი პუტინისა და სი ძინპინის შესაძლო გასამართლებაზე დასმულ შეკითხვას
პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ლანჩის ფორმატში ევროკავშირის ელჩს საქართველოში − პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრა ევროკავშირის ელჩების ინიციატივით გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციას შეეხებოდა. ელჩებმა მიულოცეს პრემიერ-მინისტრს ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული რეკომენდაციის ისტორიულ მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის დიპლომატიურ კორპუსს. შეხვედრაზე შეჯამდა მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმები და ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქვს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მმართველმა გუნდმა ერთიანი ძალისხმევით მოახერხა მოკლე პერიოდში შეესრულებინა თითქმის ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიის მიერ იყო განსაზღვრული და დაადასტურა მთავრობის მზაობა რეფორმების აქტიური პროცესის გაგრძელებისადმი. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ქვეყანა დეკემბერში მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ამ პროცესში მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს მუდმივ დიალოგს და მჭიდრო კოორდინაციას ევროპელ კოლეგებთან. ელჩებთან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
პრემიერი: საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ, პია კაუმას შეხვდა. საუბარი შეეხო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპის საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მზადაა, უზრუნველყოს არჩევნების მონიტორინგი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის, მათ შორის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების მიერ. „შეხვედრაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციაზე ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აღნიშნული რეკომენდაციის ისტორიულ მნიშვნელობას. განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველომ უკვე გადადგა ნაბიჯები მეზობლებს შორის კომუნიკაციისა და რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით და კვლავ რჩება ერთგული, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ირაკლი ღარიბაშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ეუთოს რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დათმობილი ყურადღებისათვის,“ - ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „როგორც იცით, არჩნებზე ეუთოს საპარლამენტო მისია სადამკვირვებლო მისიებს უზრუნველყოფს ხოლმე, ჩვენ ეს გავაკეთეთ წინა არჩევნებზეც და იმედი მაქვს, ასევე მოგვიწვევთ მომდევნო წელს, როდესაც იქნება საპარლამენტო არჩევნები. ასევე, მსურს, რომ გამოვხატო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარების, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ამავდროულად, აღვნიშნო, რომ თქვენ გაქვთ ძალიან გადამწყვეტი რეგიონი სამხრეთ კავკასიაში, ასრულებთ კონსტრუქციულ და ძალიან მნიშვნელოვან როლს რეგიონული სტაბილურობის კუთხით,“ – განაცხადა თავის მხრივ, კაუმამ 15 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ. ასევე გაეცანით: სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენი მხარდაჭერა ამყარებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და მოიცავს ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს
თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერთან კახა კალაძესთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პროექტის დეტალები მიმოიხილეს და სამომავლოდ განსახორციელებელი ნაბიჯები დაგეგმეს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვა, რომელთა ეტაპობრივი მოწოდება და არსებული მოძველებული მატარებლების ჩანაცვლება შემდეგი 15 წლის განმავლობაში განხორციელდება. მისი თქმით, 212 ვაგონი ჯამში 45 მატარებელია. პროექტის მიხედვით, 13 ერთეული 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 32 ერთეული 5-ვაგონიანი მატარებელი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის გამოიყოფა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 475 მლნ ევროს და მთლიანად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. თბილისის მერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება ბაზრის კვლევა, ამის შემდეგ კი საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება მეტროს ვაგონებისა და საგარეუბნო მატარებლების მწარმოებელ, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე უცხოურ კომპანიებს.
პრემიერ-მინისტრი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს კადრი სიმსონს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ამ ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ საქართველო ახლა ელის, რომ დეკემბერში ევროკავშირის ლიდერები საბოლოო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებენ და ქვეყანა მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ასევე ისაუბრეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის ენერგეტიკული დიალოგის დაწყების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ დიალოგის დაწყება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში გადამწყვეტი ეტაპის გათვალისწინებით. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში, ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მზარდ როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო მზადაა შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობაში მისი სატრანზიტო პოტენციალისა და მწვანე ენერგიის გამომუშავების შესაძლებლობების სრულად გამოყენების გზით. „საუბარი შეეხო გლობალური მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებშიც საქართველოა ჩართული. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის. ყურადღება გამახვილდა იმ პოტენციალზე, რომელიც საქართველოს, როგორც ჰიდრო და განახლებადი ენერგეტიკული რესურსებით მდიდარ ქვეყანას, აქვს. აღინიშნა, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს განახლებადი წყაროებიდან ჭარბი ენერგიის წარმოების მიმართულებით, რომელიც შეიძლება მეზობელ ქვეყნებს მიეწოდოს. ამასთან, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მწვანე ენერგიის განვითარების მიმართულებით ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროკომისრის კაბინეტის წევრი ბარბარა გლოვაკა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოში, ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ვახტანგ მახარობლიშვილი ესწრებოდნენ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრემიერი ვენეციის კომისიის დელეგაციას: საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ვენეციის კომისიის გენერალური მდივანი სიმონა გრანატა-მენგინი ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ვენეციის კომისიის თანამშრომლობა განიხილეს, რომელიც დინამიკურად ვითარდება. პრემიერ-მინისტრმა სიმონა გრანატა-მენგინის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვისა და საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ვენეციის კომისია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკონსტიტუციო და ნორმატიული ჩარჩოს შესახებ კონსულტაციებისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის საქმეში. ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე. „პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის ეს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს ევროპულ მომავალს განსაზღვრავს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ამ პროცესში ვენეციის კომისიასთან ნაყოფიერი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია. პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებს ევროინტეგრაციის გზაზე უკვე გატარებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა ორმხრივი ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს,” - აღიშნულია ინფორმაციაში. შეხვედრას ესწრებოდნენ: ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ ფრენდო, კომისიის წევრი ეირიკ ჰოლმოვიკი, სამდივნოს წარმომადგენელი ტანია ვან დიკი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე. ვენეციის კომისიის დელეგაცია, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სატელეფონო საუბრისას პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ისაუბრეს ევროკომისიის მიერ მიღებულ დადებით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. „გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, რაც დადასტურებულია ევროკომისიის მიერ. ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს ევროკავშირის რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის შემდგომი მხარდაჭერის დიდ მნიშვნელობას. კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. „როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო წლის ბოლოს ევროპული საბჭოსგან ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაციის დადასტურების მოლოდინშია, რაც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს რეკომენდაციების შესრულების წარმატებით დაწყებულ პროცესს. ირაკლი ღარიბაშვილი და ოლაფ შოლცი შეთანხმდნენ, შემდგომი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით გააგრძელონ ინტენსიური კომუნიკაცია და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა,” - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გაფართოების პაკეტში ანგარიში გამოაქვეყნა და ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, უკრაინასთან და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნას. ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზად იყო, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა ქვეყნისთვის, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდებოდა. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტის შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობა განიხილეს. მხარეებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მნიშვნელობას, რომელიც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას უწყობს ხელს. ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას. „განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გარემო და გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც საქართველოს შეუძლია ითამაშოს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად. ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეიტანოს საქართველომ თავისი წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ირაკლი ღარიბაშვილმა ლეო დოქერტის საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე − სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში გაერთიანებული სამეფოს მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე და ლეო დოქერტის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი; გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ სამეზობლოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქეითი დანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი თბილისშია
ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში გაემგზავრა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში გაემგზავრა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მოწვევით ბაქოში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური 24 ნოემბერს ქალაქ ბაქოში SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ მთავრობის მეთაურთა სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს. SPECA-ს დაარსებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ფორუმი წელს აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით იმართება,“ - ნათქვამია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შუა დერეფანი SPECA-ს ქვეყნებისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის - აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩავიდა, იუწყება Trend. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში გაემგზავრა
ირაკლი ღარიბაშვილი: რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან და ევროკავშირთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში, SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ მთავრობის მეთაურთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით მზარდი პოტენციალის მქონე ქვეყანა, საიმედო და სტაბილური პარტნიორია. „დღემდე, ჩვენ ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს ევროკავშირთან; ჩინეთთან, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა დსთ-ის ქვეყნებთან, დიდ ბრიტანეთთან; არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და თურქეთთან. მთლიანობაში თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები საქართველოში ინვესტორებს აძლევს წვდომას 2,3-მილიარდიან მომხმარებელთა ბაზარზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის ივლისში მე მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი ჩინეთში და ჩვენ ჩვენი ურთიერთობები გადავიყვანეთ ახალ დონეზე, სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გავაფორმეთ, რაც აძლევს ახალ შესაძლებლობებს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს, არამედ მთლიან რეგიონს. მინდა ასევე აღვნიშნო, რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან და ევროკავშირთან. საქართველო არის დაინტერესებული, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა, ჩვენი თანამშრომლობა აზერბაიჯანთან, ცენტრალური აზიის რეგიონთან, რაც მოიტანს მეტ კეთილდღეობას და სტაბილურობას ჩვენი ქვეყნებისთვის,“ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, აზერბაიჯანი საქართველოსთვის ღირებული მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია.“ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში და მისი საერთო პოზიტიური ეკონომიკური, ბიზნეს და ინსტიტუციური პერსპექტივა შეესაბამება მიზანს, რომ უზრუნველყოს სტაბილურობა და კეთილდღეობა მთელ რეგიონში. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით. „აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტზე ვაჭრობის დივერსიფიკაციისა და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეგრეთ წოდებული „შუა დერეფანი“ ხდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი და არსებული მარშრუტების საინტერესო ალტერნატივა. შუა დერეფანი ევრაზიის კონტინენტზე პოზიციონირდება, როგორც ტვირთებისა და ნახშირწყალბადების რესურსების მიწოდებისთვის შეიძლება ითქვას ყველაზე სწრაფი, ეკონომიური და საიმედო არხი. ამიტომ აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან ერთად ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ კორიდორში არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად და ყურადღებას ვამახვილებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, გამტარუნარიანობის გაზრდაზე, პროცედურების გამარტივებასა და ერთიანი სატარიფო სისტემის დანერგვაზე. დაკავშირებადობის ხელშეწყობას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან საინტერესო სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და ასევე მიმზიდველი ბიზნესგარემო. საქართველო უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობაში და მისი საერთო პოზიტიური ეკონომიკური, ბიზნეს და ინსტიტუციური პერსპექტივა შეესაბამება ჩვენს მიზანს, რომ უზრუნველყოს სტაბილურობა და კეთილდღეობა მთელ რეგიონში. ჩემი მთავრობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს მასშტაბურ პროექტებში რეგიონული ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით. ბოლო წლებში ინვესტიციები განხორციელდა ქვეყნის საავტომობილო გზების, რკინიგზისა და აეროპორტების განახლებაში, ასევე, ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების შემუშავებაში. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ახალი პროექტის განხორციელებაზე, რომელიც არის ახალი პორტის მშენებლობა ანაკლიაში. საბოლოო ეტაპზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სიმძლავრე იქნება 100 მილიონი ტონა წელიწადში. ასევე, ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელის პროექტზე, რომელიც წამოვიწყეთ და რომელზეც ჩვენ გასულ წელს დეკემბერში ბუქარესტში მოვაწერეთ ხელი საქართველოს, აზერბაიჯანის, უნგრეთის და რუმინეთის ლიდერებმა. ვფიქრობთ, ეს პროექტი ძალიან საინტერესო იქნება არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის, არამედ ევროპისთვისაც,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში (2018-2022), საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა გაზრდილია 48%-ით. „2024 წლის ბოლოს, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულების შემდეგ, ჩვენი რკინიგზის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და გახდება 48 მილიონი ტონა წელიწადში. ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე, რომელიც 2024 წელს დასრულდება. მთავრობა ასევე ახორციელებს სერიოზულ, სოლიდურ კაპიტალდაბანდებას აღმოსავლეთ- დასავლეთის ავტომაგისტრალის პროექტში. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ახალი აეროპორტის განვითარებაზე, რომელსაც ექნება პოტენციალი, რომ გახდეს რეგიონული საავიაციო ტრანზიტული ცენტრი,“ - განაცხადა პრემიერმა. შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, რკინიგზის მოდერნიზაცია, პორტების, გზების მშენებლობა-განვითარება - რა საკითხები განიხილეს ილჰამ ალიევმა და ირაკლი ღარიბაშვილმა
შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, რკინიგზის მოდერნიზაცია, პორტების, გზების მშენებლობა-განვითარება - რა საკითხები განიხილეს ილჰამ ალიევმა და ირაკლი ღარიბაშვილმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევის შეხვედრა ბაქოში, „განჯელიკის“ სამთავრობო რეზიდენციაში გაიმართა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან, კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობებზე და აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორია. „განიხილეს ქვეყანათა სტრატეგიული თანამშრომლობის - ვაჭრობა-ეკონომიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა − საკითხები, ამავდროულად საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული მნიშვნელოვანი პროექტები: შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, რაც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების, გზების გაფართოებას, მშენებლობა-განვითარებას; აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც მთავრობის მეთაურის თქმით, უფრო გააძლიერებს ორი ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალს. აღინიშნა, რომ სამომავლოდ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი გახდება ევროპა-კავკასია-აზიის სარკინიგზო დერეფნის ნაწილი. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა სამხრეთ კავკასიის მწვანე ენერგეტიკულ რესურსთა ევროკავშირის ბაზრისთვის მისაწოდებლად მასშტაბური პროექტის − შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის − განვითარების საკითხსა და მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოში და რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანი სომხეთთან ძალიან მალე გააფორმებს სამშვიდობო შეთანხმებას,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვია
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გამარჯვების ზეიმი გაიმართება - პრემიერი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, როდესაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპული საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, ფაქტის აღსანიშნავად, საერთო გამარჯვების ზეიმი გაიმართება. მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თარიღი იმის მიხედვით დაზუსტდება, როდის იქნება საბოლოო გადაწყვეტილება - 14 თუ 15 დეკემბერს. „იცით, რომ დეკემბერში, 14 ან 15 დეკემბერს, ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას ველოდებით სტატუსის მონიჭების თაობაზე. ამასთან დაკავშირებით გუნდში მსჯელობა გვქონდა, პარლამენტთანაც მქონდა საუბარი და გადავწყვიტეთ, რომ იმისდა მიხედვით, როდის იქნება გადაწყვეტილება, 14 ში ან 15-ში, თარიღს დავაზუსტებთ, ალბათ, 15- ში მოხდება ეს, გვინდა, გავმართოთ საერთო სახალხო ეროვნული ზეიმი, ასე დავარქვათ გამარჯვების ზეიმი და კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, ჩვენი მთავრობის და ხელისუფლების მუშაობის შედეგი,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერის აპარატის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელ არაიკ ჰარუთიუნიანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, „საუბრისას განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ სტრატეგიულ საკითხებზე მაღალი დონის დიალოგი სარგებელს მოუტანს არამხოლოდ საქართველოსა და სომხეთს, არამედ მთელ რეგიონს.“ „რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ღიაა, მხარი დაუჭიროს ნებისმიერ კონსტრუქციულ პროცესს, რაც მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: შუა დერეფნის უხარვეზო ფუნქციონირება მოითხოვს ერთობლივი გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შუა დერეფნის უხარვეზო ფუნქციონირება მოითხოვს ერთობლივი გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც მეზობელ ქვეყნებს საშუალებას მისცემს ერთი ფანჯრის პრინციპით სინქრონულად გაატარონ ტვირთები. „იმ პირობებში, როდესაც ე.წ. შუა დერეფნის მნიშვნელობა იზრდება, როგორც ტრადიციული მარშრუტების სტაბილური და უსაფრთხო ალტერნატივა, მზად ვართ განვახორციელოთ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რათა ხელი შევუწყოთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაუმჯობესებას. მათ შორისაა ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელი, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი და თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა. ვაღიარებთ, რომ მრავალი ბარიერი კვლავაც აფერხებს საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების და ფიზიკური პირების სწრაფ მოძრაობას ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონალური პროგრამის ქვეყნებს შორის. შუა დერეფნის უხარვეზო ფუნქციონირება მოითხოვს ერთობლივი გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას, რომელიც მეზობელ ქვეყნებს საშუალებას მისცემს ერთი ფანჯრის პრინციპით სინქრონულად გაატარონ ტვირთები. ეს მიდგომა საქონლის ტრანსპორტირების ხარჯების მინიმუმამდე შემცირებას, ხოლო უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებას ისახავს მიზნად. მჯერა, რომ რეგიონში საქართველოს უნიკალური როლის გათვალისწინებით, ჩემი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთო რეგიონულ კეთილდღეობას. ჩვენი მთავრობა აქცენტს აკეთებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე, ღირებულების გლობალურ ჯაჭვში ქვეყნის ინტეგრირებაზე, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნებაზე და ქვეყნის სატრანზიტო და განახლებადი ენერგიის პოტენციალის ეფექტურად გამოყენებაზე. ფაქტობრივად, ჩვენი თანმიმდევრული და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით, საქართველომ წარმატებით შეინარჩუნა ეკონომიკური სტაბილურობა, რეგიონალური და გლობალური მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი შეერთებული შტატები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მტკიცე მხარდამჭერია - ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან
ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში იმართება. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, Dubai Expo-ში, სადაც კონფერენცია იმართება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში დახვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად სამიტის გახსნას დაესწრო. სამიტის მონაწილე ლიდერებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფემ ჩარლზ III-მ. „მოხარული ვარ, დავესწრო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციას არაბთა გაერთიანებული საამიროებში, ქალაქ დუბაიში და წარმოვაჩინო საქართველოს ხედვა კლიმატის ცვლილებების სულ უფრო მზარდ და მწვავე გლობალურ ეფექტთან გამკლავების შესახებ. საქართველო ერთგულია კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობის გაძლიერების იდეისადმი, მათ შორის გარემოსადმი კეთილგანწყობილი პროექტების განხორციელების გზით,“ - წერს ღარიბაშვილი X-ზე (ყოფილი Twitter-ი).
ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში, შარლ მიშელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს. „ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე. პრემიერ-მინისტრმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ უკვე განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების წარმატებით დაწყებულ პროცესს. ხელისუფლებას თითოეულ რეფორმაზე კონკრეტული ხედვა აქვს, გაწერილია შესაბამისი სამოქმედო გეგმა, შესრულების ვადები და ამ პროცესში ხელისუფლება ევროკავშირის წარმომადგენლებთან კოორდინაციაში მუშაობს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიამ დაადასტურა და ახლა ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს დადებით გადაწყვეტილებას ელის. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს ევროკავშირის რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ორგანიზებული 28-ე კონფერენციის ფარგლებში კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების თემატიკაზე ნაყოფიერი საუბარი მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა. მადლობელი ვარ შარლ მიშელის მხარდაჭერისთვის და მოუთმენლად, თავდაჯერებით ველი დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებას!” - წერს თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილი X-ზე.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში სერიოზულად ვუდგებით კლიმატურ კრიზისებთან გამკლავების როლს და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით
„ჩემი მთავრობა მხარს უჭერს იდეას, რომლის თანახმადაც, ევროპა გახდება პირველი კონტინენტი ატმოსფერული ემისიების ნულოვანი ნაშთით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გრძელვადიანი სტრატეგია დავამტკიცეთ ქვეყანაში მცირე ემისიების უზრუნველსაყოფად, ხოლო „ნახშირბადისადმი ნეიტრალიტეტი“ 2050 წლის მნიშვნელოვან სამიზნე ორიენტირად გამოვაცხადეთ,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების 28-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ასევე კისრულობს ვალდებულებას გლობალურ ძალისხმევაში წვლილის შესატანად, 2025 წელს წარმოადგინოს ახალი და უფრო ამბიციური ეროვნული გეგმა. „ასევე, სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის თითქმის 85% განახლებადი წყაროებიდან მოდის. თუმცა მისი წილის შემდგომი გაზრდა ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება და მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველო უერთდება გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციის გლობალურ დაპირებას განახლებადი რესურსებისა და ენერგოეფექტიანობის შესახებ. მტკიცედ ვუჭერ მხარს გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციის თავმჯდომარე ქვეყნის ხედვას განახლებადი ენერგორესურსების გაზრდის შესახებ, რათა ეტაპობრივად მოხდეს წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება. მიმაჩნია, რომ ოფიციალურმა მოლაპარაკებამ შედეგად უნდა მოიტანოს 2030 წლისთვის განახლებადი ენერგორესურსების გასამმაგებისა და ენერგოეფექტიანობის გაორმაგების ვალდებულება, წიაღისეული საწვავის ჩანაცვლების უწყვეტ პროცესთან ერთად. იმედი მაქვს, რომ გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების 28-ე კონფერენციის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ მოვემზადოთ უნიკალური მომენტისთვის და შევასრულოთ ჩვენი დანაპირები - უფრო ნათელი, ჯანმრთელი და მწვანე მომავალი შევუქმნათ მომდევნო თაობებს. დიდი მადლობა!“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას, რათა უზრუნველყოფილი იყოს კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო წელს საქართველოში. კლიმატის ცვლილების თვალხილული ეფექტი, რომელიც სულ უფრო მძიმდება და დამანგრეველ გავლენას ახდენს როგორც ადამიანებზე, ისე გარემოზე, დაჩქარებულ ძალისხმევას მოითხოვს კლიმატის ცვლილებებისადმი მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ამიტომ, მტკიცედ მწამს, რომ კლიმატურ კრიზისებთან გასამკლავებლად რამდენიმე ძირითადი საერთაშორისო ძალისხმევა უნდა შენარჩუნდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ესენია: 2030 წლისთვის გლობალური ემისიების განახევრება და 1.5°C ზღვრული ოდენობის შენარჩუნება პარიზის შეთანხმების შესაბამისად; ზარალისა და ზიანის ფონდში შენატანების თანამიმდევრული განხორციელება; ჩარჩო-სისტემის შემუშავება კლიმატის ადაპტაციის გლობალური მიზნის მისაღწევად. ასევე უნდა შესრულდეს კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებისთვის ძალისხმევის დაფინანსების დაპირება წელიწადში 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის მიზნით განხორციელებული ძალისხმევის დაფინანსების გაორმაგების თაობაზე ნაკისრი ვალდებულებაც უნდა შესრულდეს. საქართველოში სერიოზულად ვუდგებით კლიმატურ კრიზისებთან გამკლავების როლს და მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით ამ მიმართულებით. გარემოზე ზემოქმედების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოიყო წელს საქართველოში. უფრო მეტიც, ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარება უკვე ითვალისწინებს დაბალი ნახშირბადის და კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის ღონისძიებებს, რაც წელიწადში 300 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს,“ - განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, განახლებადი ენერგორესურსების განვითარების, ენერგიის დამზოგავი პროექტების განხორციელებითა და ეკომეგობრული ინიციატივებით საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას. „ჩვენ პრიორიტეტად მივიჩნევთ კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის საკითხს, განახლებადი ენერგორესურსების განვითარების, ენერგიის დამზოგავი პროექტების განხორციელებითა და ეკომეგობრული ინიციატივებით საქართველო გააგრძელებს გლობალურ ძალისხმევაში საკუთარი წვლილის შეტანას, რათა უზრუნველყოფილი იყოს კლიმატის ცვლილებებისადმი მედეგობა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული მომავალი,“ - დაწერა მან მოგვიანებით X-ზე (ყოფილი Twitter-ი).
ირაკლი ღარიბაშვილი: კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო რეგიონული და საერთაშორისო ლიდერის პოზიციებით ხვდება
კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო რეგიონული და საერთაშორისო ლიდერის პოზიციებით ხვდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს. მისივე თქმით, წელს მთავრობამ კიდევ უფრო გააძლიერა ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ. „უმნიშვნელოვანესი იყო დამოუკიდებელი, მაღალი ანგარიშვალდებულების ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, რომელიც ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანებს კორუფციის პრევენციის ყველა ფუნქციას. ჩვენი ძალისხმევის თვალსაჩინო შედეგები მაღალ შეფასებას იმსახურებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან: „World Justice Project“-ის წლევანდელ „კანონის უზენაესობის ინდექსის“ ისეთ წამყვან ფაქტორში, როგორიცაა, კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის“ თანახმად, კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-20, ევროპაში მე-11, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მე-2 ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ მრავალ სახელმწიფოს. „Transparency International“-ის „კორუფციის აღქმის ინდექსში“ მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილზეა და რეგიონში ლიდერია. ჩვენთვის კვლავაც პრიორიტეტად რჩება გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეთიკური მმართველობის განმტკიცება და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოების შენება,” - აღნიშნავს პრემიერი. ელჩი ჰერჩინსკი: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღე გამოწვევებს გვახსენებს, გასაკეთებელი ჯერ ბევრია
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების მიზანია, მუდმივად განავითაროს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტიან დაცვას
პრემიერ-მინისტრის განცხადებოთ, ხელისუფლების მიზანია, შექმნას და ხელისუფლების თითოეული შტოს, საჯარო უწყებათა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით მუდმივად განავითაროს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტიან დაცვას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 75 წლისთავი აღინიშნება. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გასული წლის 5 სექტემბერს მთავრობამ მოიწონა, ხოლო 2023 წლის 23 მარტს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია. ჩვენი ხელისუფლების მიზანია, შექმნას და ხელისუფლების თითოეული შტოს, საჯარო უწყებათა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით მუდმივად განავითაროს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტიან დაცვას. ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლების დაცვით სახელმწიფო აძლიერებს ინსტიტუციურ დემოკრატიას, უზრუნველყოფს სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებებით თანაბარ სარგებლობას, განამტკიცებს თანასწორობის პოლიტიკას და მუდმივად ზრუნავს ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე. ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გასული წლის 5 სექტემბერს მთავრობამ მოიწონა, ხოლო 2023 წლის 23 მარტს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია. იგი ქმნის ერთიან ჩარჩოს ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ეროვნული სისტემისა და ინსტიტუციური დემოკრატიის გასაძლიერებლად; ემსახურება საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას სახელმწიფოს მიერ; უზრუნველყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელ დაცვას. სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების აღსრულებისათვის ამჟამად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე (2024-2026 წწ). ამ მიზნით აქტიურად იმართება შეხვედრები სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი შემუშავებულია მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებით და სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქალაქო სექტორის რეკომენდაციებზე დაყრდნობით. სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა გაგრძელდება სამოქმედო გეგმის შესრულების ეტაპზეც. ჩვენი მთავრობა მუდმივად ადასტურებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ვალდებულებისადმი ერთგულებას, რაც გულისხმობს სისტემური, თანამიმდევრული და გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავებასა და წარმართვას. ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის განმტკიცებისთვის ძალისხმევა კიდევ უფრო გვაახლოებს ევროპულ ოჯახს. ხალხისა და ხელისუფლების საერთო ძალისხმევით ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობა განუხრელად ძლიერდება. დღეს უკვე სახეზე გვაქვს კონკრეტული ხელშესახები შედეგები, როგორებიცაა ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, გასულ წელს მიღებული ევროპული პერსპექტივა, და სულ ახლახან - ევროკომისიის ღირსეული, გონივრული და ბრძნული გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს გზა დღითიდღე გვაახლოებს ჩვენს საბოლოო მიზანთან - საქართველოს ევროკავშირში სრულ ინტეგრაციასთან,” - აღნიშნულია განცხადებაში.
პრემიერი: განათლების სისტემაში იყო ვითომ რეფორმები 2004 წელს, რაღაც ახლებური ხედვა ემსახურებოდა ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს ახალგაზრდებზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, ძალიან დიდი დარტყმა მიადგა განათლების სისტემას. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „არაერთი მცდელობა იყო ტრანსფორმაციის, განახლების, განვითარების, მაგრამ შემდეგ იყო ვითომ რეფორმები 2004 წელს ჩატარებული, შეიძლება, ითქვას, რომ მოანგრიეს მთელი სისტემა და რაღაც ახლებური ხედვა წარმოადგინეს, რომელიც ემსახურებოდა რაღაც ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს ახალგაზრდებზე.“ მისი თქმით, იყო მცდელობა, რომ შეეცვალათ ეროვნული იდენტობა. დღეს პატივი გვაქვს, რომ წარმოგიდგინოთ ძალიან მნიშვნელოვანი ხედვა და სტრატეგია, თუ როგორ ესახება მთავრობას და სამინისტროს ზოგადი განათლების განვითარება. ბატონმა გიორგიმ დანიშვნისთანავე ძალიან აქტიურად დაიწყო მუშაობა. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები დაამუშავა, წარმოადგინა თავისი ხედვა, სტრატეგია, თუ როგორ უნდა განვითარდეს, კიდევ უფრო მეტად როგორ უნდა გადავიდეს სხვა ეტაპზე, სხვა სიმაღლეზე განათლების ყველა საფეხური და თუ როგორ უნდა წავიწიოთ წინ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს, ბოლო 11 წელიწადში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები განვახორციელეთ, გამოწვევები კვლავაც რჩება სისტემაში, ვინაიდან, კარგად მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა, ძალიან დიდი დარტყმა მიადგა განათლების სისტემას. არაერთი მცდელობა იყო ტრანსფორმაციის, განახლების, განვითარების, მაგრამ შემდეგ იყო ვითომ რეფორმები 2004 წელს ჩატარებული, შეიძლება ითქვას, რომ მოანგრიეს მთელი სისტემა და რაღაც ახლებური ხედვა იქნა წარმოდგენილი, რომელიც ემსახურებოდა რაღაც ექსპერიმენტების ჩატარებას ჩვენს ახალგაზრდებზე. რაღაც ახალი ქართველის, ახალი ადამიანის გამოყვანა სურდათ მათ. მე ასე ვიტყოდი, რომ რეალურად, ეს იყო მცდელობა, რომ შეეცვალათ ჩვენი ეროვნული იდენტობა, ჩვენი დნმ, ქართველობა. ეს იყო აბსოლუტურად გაუაზრებელი, ილუზია, უტოპია, რომელიც ძალიან მალე დასრულდა,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის პრესსამსახურის ცნობით. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება სრული დატვირთვის შემთხვევაში მასწავლებლის ხელფასი. „500 ლარით და მეტით. ზოგ შემთხვევაში 600, 700 და 800 ლარითაც კი და 1700, 1800 ლარი გახდება მასწავლებლის ხელფასი. მაშინ, როცა 2012 წელს 330 ლარი იყო ხელფასი.“ „მინისტრს აქვს ძალიან კარგი ხედვები, თუ როგორ უნდა მოხდეს სკოლების ზოგადად, უფრო მეტი ავტონომიურობა, როგორ უნდა მოხდეს დეცენტრალიზაცია და გარკვეული უფლებების დელეგირება. რა თქმა უნდა, ცენტრალურ ნაწილში უნდა დარჩეს მხოლოდ განათლების პოლიტიკა. ასევე, გვაქვს ხედვა, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდება განახლებული დოკუმენტის წარმოდგენა. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ მთლიანობაში, ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ ძალიან ხელშესახებ შედეგებს. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ყველა ის საქმე, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, არ იყოს ფასადური, დროებით, ეს იყოს კარგად გააზრებული და რაც მთავარია, შედეგი მოიტანოს ყველა იმ ცვლილებამ, რომელსაც ვახორციელებთ. ეს ტრანსფორმაციის პროცესი გაგრძელდება, ძალიან ინტენსიურად,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერი ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს წერილით მიმართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილს უგზავნის. როგორც წერილშია აღნიშნული, კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. „პირადად თქვენ და ევროკომისიას მინდა მოგახსენოთ უშუალოდ ჩემი და ჩემი მთავრობის უღრმესი მადლობა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ბოლოდროინდელი რეკომენდაციისთვის. ეს უდავოდ იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ძალიან ძლიერი პარტნიორობის და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური მხარდაჭერის შედეგი. საქართველომ გრძელი გზა განვლო იმ ერთა ჯგუფში გასაწევრიანებლად, რომლებიც ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოებად მიიჩნევიან. ევროკავშირის და განსაკუთრებით ევროკომისიის ერთგული და ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, ჩემმა მთავრობამ გააგრძელა ქართველი ხალხის მოლოდინის ასრულება. შორსმიმავალი ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, უსაფრთხოების სფეროში ძლიერი პარტნიორობა, გაძლიერებული სავაჭრო ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში გაფართოებული თანამშრომლობა არის ევროკავშირთან და მის ინსტიტუტებთან ჩვენი მუდმივად მზარდი პარტნიორობის ყველაზე ნათელი მაგალითი. გვახარებს, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ 2023 წელს გამოქვეყნებული ანგარიშით აღიარებულია საქართველოს მთავრობის დაუღალავი ძალისხმევა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ევროკავშირის წესებთან და სტანდარტებთან პროგრესული შესაბამისობის მიმართებით. უდავოა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას თან ახლავს გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ჩემს მთავრობას მტკიცედ აქვს განზრახული გააგრძელოს და კიდევ უფრო დააჩქაროს აუცილებელი რეფორმების განხორციელება. გიდასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, გავაღრმაოთ თანამშრომლობა ევროკომისიასთან და გადავდგათ ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის. საქართველოს მიერ ნაჩვენები არსებითი წინსვლის, ისევე როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯების საფუძველზე, მათ შორის - ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მსურს გამოვხატო მტკიცე რწმენა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდით დგომას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილებით. გაწევრიანების მოლაპარაკებებისკენ მიმავალ შეუქცევად გზაზე დააყენებს ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის. ეს წყალგამყოფი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისთვის, როგორც გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის მთელი ევროპის მასშტაბით. მძიმედ დაპირისპირებულ რეგიონში ვაგრძელებთ საქართველოს როლის განმტკიცებას, როგორც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარებისა და თანამშრომლობის საყრდენს; ჩვენ ასევე ვართ გადამწყვეტი რგოლი გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, რომელიც მსოფლიოს სთავაზობს ალტერნატიულ მარშრუტებს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის და შავ ზღვაზე ტვირთბრუნვისა და ვაჭრობის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საერთო კეთილდღეობაში. კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ნება მომეცით მადლიერება გამოვხატო ევროკავშირისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი ღირებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ძლიერი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი რეინტეგრაციის უზრუნველყოფისა და გახლეჩილი საზოგადოების წევრების შერიგების საქმეში. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს - ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს - ევროპული დემოკრატიების ოჯახთან. თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს ოცნების რეალობად ქცევისთვის და ჩვენი მუდმივი თანამშრომლობის იმედით, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება“,- ნათქვამია წერილში. ირაკლი ღარიბაშვილი წერილს ასევე უგზავნის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. პრემიერ-მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას დამატებით იმპულსს მისცემს. „საქართველოს მიერ ნაჩვენები არსებითი წინსვლის, ისევე როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯების საფუძველზე, მათ შორის, ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მსურს გამოვხატო მტკიცე რწმენა მასზედ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილების მიღებით. ეს გადაწყვეტილება საქართველოს შეუქცევად გზაზე დააყენებს გაწევრიანების მოლაპარაკებებისკენ და საბოლოო ჯამში ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ. ეს წყალგამყოფი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისთვის, როგორც გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის მთელი ევროპის მასშტაბით. მძიმედ დაპირისპირებულ რეგიონში ვაგრძელებთ საქართველოს როლის განმტკიცებას, როგორც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარებისა და თანამშრომლობის საყრდენს; ჩვენ ასევე ვართ გადამწყვეტი რგოლი გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, რომელიც მსოფლიოს სთავაზობს ალტერნატიულ მარშრუტებს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის და შავ ზღვაზე ტვირთბრუნვისა და ვაჭრობის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საერთო კეთილდღეობაში. კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ნება მომეცით, მადლიერება გამოვხატო ევროკავშირისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი ღირებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ძლიერი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი რეინტეგრაციის უზრუნველყოფისა და გახლეჩილი საზოგადოების წევრების შერიგების საქმეში. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს - ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს - ევროპული დემოკრატიების ოჯახთან,“ - წერს ღარიბაშვილი მიშელს.
პრემიერი პედრო სანჩესს: არ ვეძებთ მოკლე გზებს - მტკიცედ გვაქვს განზრახული, დავაჩქაროთ აუცილებელი რეფორმები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - ესპანეთის სამეფოს მთავრობის პრეზიდენტს, პედრო სანჩესს წერილს უგზავნის. ირაკლი ღარიბაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ესპანეთი და ევროკავშირი, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილებით, საქართველოს გვერდით დგომას გააგრძელებენ. „ნება მომეცით, გამოვხატო მადლიერება საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ თქვენი ქვეყნისა და პირადად თქვენი მხარდაჭერისთვის. 2022 წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ სრულიად ახალი გვერდი გადაშალა ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობაში. ევროკავშირის ლიდერების ზემოხსენებულმა ისტორიულმა გადაწყვეტილებამ მძლავრი გზავნილის სახე მიიღო და დაადასტურა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდება. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი ყველაზე გულწრფელი მადლიერება გრანადაში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის III სამიტის მასპინძლობისთვის, რომელმაც ყველას მოგვცა დროული შესაძლებლობა, განგვეხილა ევროპისთვის აქტუალური საკითხები. უდავოა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას თან ახლავს გრძელვადიანი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ნება მომეცით დაგარწმუნოთ, რომ არ ვეძებთ მოკლე გზებს. ჩემი მთავრობა სრულად მობილიზებული რჩება და მტკიცედ აქვს განზრახული, გააგრძელოს და დააჩქაროს აუცილებელი რეფორმების განხორციელება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. 2012 წლიდან საქართველომ ძლიერი ერთგულება აჩვენა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ გახდომისთვის. შორსმიმავალი ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, უსაფრთხოების სფეროში ძლიერი პარტნიორობა, გაძლიერებული სავაჭრო ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში გაფართოებული თანამშრომლობა არის ევროკავშირთან და მის ინსტიტუტებთან ჩვენი მუდმივად მზარდი პარტნიორობის ყველაზე ნათელი მაგალითი. 2022 წლის ივნისის შემდეგ საქართველომ ასევე გამოავლინა უძლიერესი ნება 12 პრიორიტეტის შესრულებასთან მიმართებით, რომელიც გათვალისწინებულია ევროკომისიის დასკვნაში, რაც ევროკავშირში საქართველოს წევრობის განაცხადს მოჰყვა პასუხად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენმა მთავრობამ მიაღწია კონკრეტულ შედეგებს, რომლებიც გადაიზარდა საქართველოს მიერ განხორციელებულ კონკრეტულ ქმედებებში და მასშტაბურ საკანონმდებლო მუშაობაში, რათა შესრულებულიყო ნაკისრი ვალდებულებები და პროგრესულად მოვსულიყავით თანხვედრაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან. შედეგად მოხარულნი ვიყავით ევროკომისიის გადაწყვეტილებით, რომელიც საქართველოსადმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს იმ დადებითი შეფასების საფუძველზე, რაც ასახულია ევროკომისიის 2023 წლის კომუნიკეში გაფართოების პოლიტიკის შესახებ და თანდართულ ანგარიშში საქართველოს შესახებ. კომისიის რეკომენდაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, გავაგრძელოთ ყოვლისმომცველი, მომავალზე ორიენტირებული ევროპული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელება. საქართველოს მიერ ნაჩვენები არსებითი წინსვლის, ისევე როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების მიერ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯების საფუძველზე, მათ შორის, ევროკომისიის 8 ნოემბრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, მსურს გამოვხატო მტკიცე რწმენა, რომ ესპანეთი და ევროკავშირი გააგრძელებენ საქართველოს გვერდით დგომას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილებით. გაწევრიანების მოლაპარაკებებისკენ მიმავალ შეუქცევად გზაზე დააყენებს ეს გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის. ეს წყალგამყოფი მომენტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ისევე როგორც ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სანდოობისთვის, როგორც გეოსტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის მთელი ევროპის მასშტაბით. მძიმედ დაპირისპირებულ რეგიონში ვაგრძელებთ საქართველოს როლის განმტკიცებას, როგორც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის, დემოკრატიული განვითარებისა და თანამშრომლობის დასაყრდენს; ჩვენ ასევე ვართ გადამწყვეტი რგოლი გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე, რაც მსოფლიოს სთავაზობს ალტერნატიულ მარშრუტებს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის და შავ ზღვაზე ტვირთბრუნვისა და ვაჭრობის განვითარებისთვის. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი სახელმწიფო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საერთო კეთილდღეობაში. კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამატებით იმპულსს მისცემს საქართველოში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას. ნება მომეცით თქვენი ქვეყნისა და ევროკავშირისადმი გამოვხატო მადლიერება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში შეტანილი ღირებული წვლილისა და მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ძლიერი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი რეინტეგრაციის უზრუნველყოფისა და გახლეჩილი საზოგადოების წევრების შერიგების საქმეში. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ჩვენი ერი და ჩემი მთავრობა ელის, რომ ესპანეთი და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოები სტრატეგიულ და მომავალზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ კვირაში, რაც მტკიცედ დააკავშირებს საქართველოს - ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოს - ევროპული დემოკრატიების ოჯახთან. თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს ოცნების რეალობად ქცევისთვის და ჩვენი მუდმივი თანამშრომლობის იმედით, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი თქვენდამი უდიდესი პატივისცემის რწმუნება,“ - აღნიშნულია წერილში.
ირაკლი ღარიბაშვილი: არ დავდექით ცალ ფეხზე და ღირსეულად გავიმარჯვეთ
„ჩვენ ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ერთად გავიმარჯვეთ, ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „ძალიან ბევრი განსაცდელი გავიარეთ, ბევრი სირთულე შეგვხვდა ამ გზაზე, მაგრამ ჩვენ ღირსეულად და მტკიცედ გავიარეთ ეს გზა და მოვედით დღევანდელობამდე.“ „გილოცავთ, ამ მართლაც ისტორიულ მოვლენას, ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას და ამ ისტორიულ გამარჯვებას. ეს ისტორიული გამარჯვება გეკუთვნით თქვენ, ჩვენს დაუმარცხებელ, გაუტეხელ, ამაყ და თავისუფლების მოყვარე ქართველ ხალხს. დიახ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ ვიბრძოლეთ, ბევრი ვიშრომეთ და ერთად გავიმარჯვეთ. ჩვენ, ხელისუფლებამ და ხალხმა დამსახურებულად მოვიპოვეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ დავიმსახურეთ ეს გამარჯვება. ვიშრომეთ და ვიბრძოლეთ ქართველი ხალხის სახელით, თქვენი სახელით, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ჩვენ ერთად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. დიახ, ჩემო მეგობრებო, ჩვენ არ დავდექით ცალ ფეხზე და არ დავდექით მუხლის ჩოქებზე, არამედ ჩვენ დავდექით მტკიცედ და ღირსეულად მოვიპოვეთ ეს გამარჯვება. მინდა, გითხრათ, რომ ეს გზა რა თქმა უნდა არ იყო იოლი. ჩვენ ძალიან ბევრი განსაცდელი გავიარეთ, ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდა ამ გზაზე, მაგრამ ჩვენ ღირსეულად, კიდევ ვიმეორებ და მტკიცედ გავიარეთ ეს გზა და მოვედით დღევანდელობამდე,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, დღეიდან საქართველო ევროპული ქვეყანა გახდა. „14 დეკემბერი და დღევანდელი დღე შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ამაყი და ღირსეული ქართველი ერის დამსახურებული გამარჯვების ზეიმის დღე. დღეიდან საქართველო ევროპული ქვეყანა გახდა. კიდევ ერთხელ, მე მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ მეგობრებს; ჩვენს მხარდამჭერებს; ჩვენს ამერიკელ მეგობრებსა და გულშემატკივრებს; ევროკავშირის ელჩს, რომელიც აქ გვესწრება; ევროკავშირის ელჩებს; ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ სამართლიან და ისტორიულ გადაწყვეტილებას. გუშინ მე პირადად გადავეცი მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩემს კოლეგებს, ლიდერებს და მივიღე მათი მოლოცვები. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და მადლობა თქვენ, ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო ხალხო, ჩემო მეგობრებო, დებო და ძმებო. მადლობა მინდა ვუთხრა კიდევ ერთხელ ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს. ყველა საჯარო მოხელეს მინდა მადლობა ვუთხრა, ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ წარმატების და ამ გამარჯვების მოპოვებაში. ახლა ჩვენ წინ დიდი გამარჯვება გველოდება, ჩვენ უნდა მოვემზადოთ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებისთვის. უფლის ნებით ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ავიხდინოთ თითოეული ქართველის და ამ მიწაზე მცხოვრები თითოეული მოქალაქის მთავარი ოცნება, რომ ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ ევროპულ სახელმწიფოში. კიდევ ერთხელ, მე მინდა ყველას გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ჩვენი საქართველოს მფარველი, ჩვენი ხალხის მფარველი. გაუმარჯოს ერთიან საქართველოს. დიდი მადლობა!“ - განაცხადა პრემიერმა. თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. სცენაზე მიიწვიეს ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის
პრემიერმა ევროპულ გზაზე ქვეყნის მხარდაჭერისთვის, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას, ევროკომისიის პრეზიდენტს და მთლიანად ევროპელ ლიდერებს, შარლ მიშელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ოლივერ ვარჰეის და ჯო ბაიდენის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანს მადლობა გადაუხადა. „მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, პარტნიორებს, თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული თქვენი ხმა და თქვენი მხარდაჭერა. მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა ევროკომისიის პრეზიდენტს და მთლიანად ევროპელ ლიდერებს, ბატონ შარლ მიშელს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ვარჰეის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გვეხმარებოდა ჩვენ და ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი იყო ჩვენი მისწრაფების და რა თქმა უნდა, 27-ვე ქვეყნის ლიდერებს, 27-ვე ქვეყანას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მინდა მადლობა ვუთხრა და მათ ელჩებს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ჩვენთან, ამ დარბაზში. გულწრფელად მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს ევროპელ მეგობრებს. მე ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ სალივანს. მე ეს რამდენიმე კვირის წინ ვთქვი, მაშინ, როდესაც, უკვე რეკომენდაცია გაიცა ევროკომისიის მიერ, რომ ბატონი სალივანი იყო ერთ-ერთი გამოკვეთილი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის წარმატების ევროპულ გზაზე და მე მქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრა მასთან. ჩვენ ბევრი საკითხი განვიხილეთ და გადავწყვიტეთ. ბევრი საკითხი, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას და ჩვენს მომავალ პარტნიორობას შეეხება. და რა თქმა უნდა, მადლობა მინდა ვუთხრა ამერიკის ახალ ელჩს, რომელიც პირადად იყო ჩასული ბრიუსელში და იყო ძალიან გულმხურვალე მხარდამჭერი ამ წარმატების,“- განაცხადა პრემიერმა. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის
ირაკლი ღარიბაშვილი: გამოვლენილია სანქციების თავიდან არიდების 1000-მდე შემთხვევა, ეს არის პროდუქცია, რომელიც ევროპიდან რუსეთში იგზავნებოდა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ სანქციების თავიდან არიდების 1000-მდე შემთხვევა გამოავლინა. ამის შესახებ პრემიერმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, სანქციების ასარიდებლად ქვეყნის გამოყენების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. „მინდა, შევეხო სანქციების აღსრულების საკითხს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც ამ წლის განმავლობაში მუსირებდა და ძალიან ბევრი უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდება მოვისმინეთ ჩვენ ყველამ ერთად, ესეც გაქარწყლებულია. რამდენი თვის წინ, მოგეხსენებათ კარგად, რომ ჩამოსული იყო საქართველოში მაღალი დონის დელეგაცია, ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების მთავარი კოორდინატორი ბატონი ო’ბრაიენი, ევროკავშირის სანქციების კოორდინატორი ბატონი სალივანი და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, სანქციების კოორდინატორი, რომელთაც ღიად, საჯაროდ თქვეს, რომ ისინი კმაყოფილნი არიან მთავრობის მიერ შექმნილი ეფექტური სისტემით სანქციების აღსრულების ნაწილში. არც ერთიფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდის ავლის თუ თავიდან არიდების, ან არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა ჩვენი ქვეყნის გამოყენების სანქციების ასარიდებლად. ჩვენ მაქსიმალურად ღიად და გამჭვირვალედ ვიმუშავეთ, ვიმუშავებთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა, კიდევ გავიმეორებ, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ჩვენი ხალხის ინტერესებს, იმას, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არ დაზიანებულიყო და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით ვმოქმედებდით, რომ რაიმე კითხვა არ გასჩენოდა ჩვენს რომელიმე პარტნიორ ქვეყანას. ეს ასეც მოხდა. ჩვენ, როგორც მოგახსენეთ, ყველა ასეთი საფრთხის დროული იდენტიფიცირება მოვახდინეთ, 1000-მდე შემთხვევა იქნა იდენტიფიცირებული, 1000-მდე შემთხვევა სანქციების თავიდან არიდების, ოღონდ ეს შეეხებოდა იმ პროდუქციას, რომელიც იგზავნებოდა ევროპიდან რუსეთის მიმართულებით და ჩვენ იმავე წამს, დაუყოვნებლივ შევატყობინეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამ მცდელობების შესახებ. ასეთი 1000 შემთხვევა გამოვლინდა ჩვენს მიერ ევროპულ სახელმწიფოებში წინასწარ მიღებული ინფორმაციის შესაბამისად და ფინანსთა სამინისტრო და მე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ლაშა ხუციშვილს და მის შესაბამის უწყებებს, დროული პრევენციები მოახდინეს,“ - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე უმასპინძლა. „ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებს დამდეგი დღესასწაული მიულოცა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საზეიმო მიღებაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ,“ - ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი გერმანის შს მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ მინისტრს ნენსი ფეზერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. „პრემიერმა ხაზი გაუსვა გერმანიის მნიშვნელოვან როლს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. მთავრობის მეთაურმა გამოჩენილი მხარდაჭერისათვის გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცისადმი განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. განიხილეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ეფუძნება საერთაშორისო ხელშეკრულებებს, პარტნიორობისა და ურთიერთნდობის პრინციპებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში − ტანია ჰუტი, ფედერალური მთავრობის სპეციალური კომისარი მიგრაციის საკითხებში − იოაკიმ სტამპი, ასევე დაგეგმვისა და კომუნიკაციების აღმასრულებელი დირექტორატის უფროსი − ბასტიან ფლეიგი ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი − ვახტანგ გომელაური და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში − ლევან იზორია,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში - კოლომინა პრემიერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე NATO-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები განიხილეს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს. "ხავიერ კოლომინამ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. პრემიერ-მინისტრმა ხავიერ კოლომინას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მხარეებმა განიხილეს საქართველოს, როგორც ალიანსის მტკიცე და სანდო პარტნიორის, როლი და მისი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია როგორც გლობალური, ისე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ქმედუნარიანი პარტნიორი. განსახილველ საკითხებს შორის იყო მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ირაკლი ღარიბაშვილმა ხავიერ კოლომინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ვინიკოვი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, რევაზ ჯაველიძე და NATO-სთან საქართველოს წარმომადგენელი, ვიქტორ დოლიძე," - ნათქვამია ინფორმაციაში.
პრემიერი: თითქმის ხუთი ათწლეულია, მისი უწმინდესობა სიბრძნითა და სიყვარულით ზრუნავს სამოქალაქო ერთიანობაზე, ქვეყნის წინსვლაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს − ილია II-ს აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს ულოცავს. „მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს − ილია II-ს უდიდესი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ აღსაყდრებიდან 46-ე წლისთავს. თითქმის ხუთი ათწლეულია, მისი უწმინდესობა სიბრძნითა და სიყვარულით ზრუნავს ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე, სამოქალაქო ერთიანობაზე, ქვეყნის წინსვლაზე, საკუთარი მაგალითით ამკვიდრებს და განამტკიცებს რწმენის, თანამოძმეთა სიყვარულის, ქვეყნისა და ხალხისადმი მსახურების უნივერსალურ ღირებულებებს. მისი სახელი დაკავშირებულია საქართველოში ქრისტიანულ ღირებულებათა დაბრუნებასთან; დედა-ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებასთან; საეკლესიო და სამონასტრო ცხოვრების, სულიერი განათლების აღორძინებასა და მრავალ სხვა სიკეთესთან. ეს უდიდესი ღვაწლი ერთნაირად მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენი მრავალეროვნული ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, ოჯახთან ერთად შევხვედროდი მის უწმინდესობას და პირადად მიმელოცა ეს ღირსშესანიშნავი თარიღი. დღეგრძელობასა და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!“ - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერი ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობაზე საუბრობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა „წარმატებულ საგარეო პოლიტიკაზე.“ მან ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მიღწევას „დიდი გარღვევა“ უწოდა. ხაზი გაუსვა ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ „რეგიონში საქართველოს აქვს სრული, ჰარმონიული ურთიერთობა თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და საქართველო ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების პროცესში.“ „მე მინდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს მადლობა გადავუხადო კიდევ ერთხელ, ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ჩვენს ამერიკელ კოლეგებს. იცით, რომ ბოლო წლებში საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო ჩვენი საგარეო პოლიტიკა. მე პირადად, ძალიან აქტიურ საგარეო პოლიტიკას ვახორციელებდი და მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტებიც, შეხვედრები. ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე, შეიძლება ითქვას, გადავიდა. არამხოლოდ სამეზობლოში, არამედ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში დავიწყებდი, ევროპის მასშტაბით ჩვენ გვქონდა არაერთი წარმატებული შეხვედრა და გავაძლიერეთ, განვამტკიცეთ როგორც ორმხრივი ურთიერთობა, ასევე, მრავალმხრივ ფორმატში ურთიერთობები. მოგეხსენებათ, ასევე მქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი რეგიონში, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ჩინეთში, საკმაოდ დიდი გარღვევა გვქონდა ჩვენ და გავხდით სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთის, რომელიც არის მეორე მსოფლიო ეკონომიკა და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება კიდევ უფრო მეტად. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას და გამყარებას, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან. რა თქმა უნდა, რეგიონში გვაქვს ჩვენ სრული, ჰარმონიული ურთიერთობა, შეიძლება ითქვას, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და საქართველო ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების პროცესში. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდი ძალიან წარმატებული საგარეო პოლიტიკა გვქონდა. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა ელჩს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ ილიას. მე ვიცი, რომ სამინისტროში ძალიან ბევრი საკითხი იქნა მოგვარებული, გადაჭრილი უშუალოდ ბატონი მინისტრის ხელმძღვანელობით და მას ნამდვილად ეკუთვნის მადლობა ამ ეფექტური მმართველობისთვის. ჩვენთვის ახლა მთავარი ამოცანა, ძვირფასო მეგობრებო. არის ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ამ რეფორმების კურსის გაგრძელება, სწრაფი შედეგების, სწრაფი განვითარების მოტანა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არაერთი ეფექტიანი ნაბიჯი გადავდგით სწორედ ქვეყნის კიდევ უფრო სხვა ეტაპზე გადასაყვანად,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო მისიას ასრულებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ენრიკო ვალვოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მეგობრულ ურთიერთობებს, რომლის გამოხატულებაა ქვეყნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ფორმატის დაფუძნება. „ხაზი გაესვა ცალკეულ მიმართულებებს, სადაც საქართველოსა და იტალიას შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო განვითარების დიდი პოტენციალია. აღინიშნა იტალიის მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე და ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას. ენრიკო ვალვომ პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იტალიის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. ირაკლი ღარიბაშვილმა იტალიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ელჩად საქმიანობის პერიოდში ორი ქვეყნის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბიძინა ივანიშვილი: პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება
ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ყრილობის შემდეგ განუცხადა. „პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არ ვიქნები. პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება,“ - განაცხადა ივანიშვილმა. კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა მისი დაბრუნების შემდეგ პარტიაში ან მთავრობაში ცვლილებები, ივანიშვილი ამბობს, რომ „ასეთი რამ არ იგეგმება.“ ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში ის, რომ თუნდაც მე მქონოდა კონსულტაცია ბიძინა ივანიშვილთან ყველაზე კრიზისულ დროს, ამ გუნდს, ზოგადად, იგივე პარტიის თავმჯდომარეს, ამა თუ იმ დიდ საკითხზე, რჩევის მიღების მიზნით, ამაში, მე ვფიქრობ, არაფერი გასაკვირი არ არის, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, როდესაც გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, ცდილობს, რომ მოისმინოს ჭკვიანური, ბრძნული აზრი. „როდესაც გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, იცით, რომ ყველა ნორმალური ადამიანი და ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ხალხის წინაშე, ცდილობს, რომ მოისმინოს ჭკვიანური ბრძნული აზრი, რჩევა მიიღოს. პრეტენზია აქვთ დღეს საზოგადოებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვიღაც ყოფილ პრეზიდენტებს და კრიმინალებს, რომ მათ უნდა მიიღონ ამ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა. ძალიან ბევრჯერ მოგვისმენია, იგივე, მათგან ყოფილა შემოთავაზება, რომ დავსხდეთ ერთად, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა. მე მგონი, არცერთ ქვეყანაში არავის არ უკვირს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მით უმეტეს, პარტიის თავმჯდომარე, დამფუძნებელი და ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი კიდევ უფრო მეტად დიდია, ვიდრე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვინაიდან, იგი არის ამ პარტიის დამფუძნებელიც, მთავარი შემოქმედი 2012 წლის გამარჯვების და შემდეგი გამარჯვებების და ამ სტაბილური პერიოდის. ის, რომ თუნდაც მე მქონოდა ყველაზე კრიზისულ დროს, ამ გუნდს, ზოგადად, იგივე პარტიის თავმჯდომარეს, კონსულტაცია ამა თუ იმ დიდ საკითხზე, რჩევის მიღების მიზნით, ამაში, მე ვფიქრობ, არაფერი გასაკვირი არ არის,“ - განაცხადა პრემიერმა. ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 30 დეკემბერს მმართველი პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ „პარტიის ყოფილი ლიდერის მიერ გუნდისთვის რჩევების მიცემა ჩვეულებრივი მოვლენაა და ასეთი რამ უამრავ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდებოდა და ახლაც ხდება.“ „ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნისა და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან სულ რაღაც ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა. მაშინ მომიწია, მრჩევლის ფუნქცია მეტვირთა და გუნდს კონსულტაციებით რომ არ დავხმარებოდი, პროცესები ქვეყნისთვის უმძიმესი სცენარით განვითარდებოდა. მას შემდეგ, პარტიის 2-3 ლიდერთან მქონდა კომუნიკაცია, რაც გუნდში ჯანსაღი ვითარების შენარჩუნებას უწყობდა ხელს,“ - განაცხადა ივანიშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ეს იყო მართლაც განსაკუთრებული წარმატებებისა და წინსვლის წელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საახალწლო მილოცვაში განაცხადა, რომ ხალხისა და ხელისუფლების საერთო ძალისხმევის შედეგად, დღეს საქართველო გამორჩეული ლიდერია მთელ მსოფლიოში ეკონომიკური წინსვლისა და დემოკრატიის თვალსაზრისით. "ეს იყო მართლაც განსაკუთრებული წარმატებებისა და წინსვლის წელი ჩვენს უახლეს ისტორიაში.მსოფლიოსათვის ასეთი ურთულესი გამოწვევების პერიოდში ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობა და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ქვეყნის განვითარებისკენ. ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების საერთო ძალისხმევის შედეგად დღეს საქართველო გამორჩეული ლიდერია მთელ მსოფლიოში ეკონომიკური წინსვლისა და დემოკრატიის თვალსაზრისით, და ამ პროცესების დაგვირგვინებად, ჩვენი ერთიანი, ღირსებასა და სიმართლეზე დაფუძნებული შრომის საუკეთესო აღიარებად იქცა ისტორიული მოვლენა - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამ მიღწევამ, რომელსაც ჩვენს წინაპართა დიდი მემკვიდრეობა უმაგრებს ზურგს, არა მხოლოდ შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი და მისი ღირსეული ადგილი ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში, არამედ თავად ევროკავშირის ახალი კონტურები მოხაზა. და ახლა, როდესაც საქართველო ისე ახლოსაა თავისი ეროვნული მიზნების მიღწევასთან, როგორც არასდროს, დამდეგ 2024 წელს ახალი იმედებით, მიზნებითა და ამოცანებით ვხვდებით; ვხვდებით შემართებით და მზაობით, კვლავაც თავდაუზოგავად ვიშრომოთ ამ ეროვნული მიზნების მალე მისაღწევად.დღეს თუ რამე ჩრდილს აყენებს ჩვენს საზეიმო განწყობას, ეს არის ისრაელსა თუ უკრაინაში მიმდინარე ომები. მინდა, დამდეგ წელს მშვიდობის დამყარება ვუსურვო მოძმე ებრაელ და უკრაინელ ხალხებს.როგორც ამბობენ, ახალი წლის ღამე ახალი სურვილების ჩაფიქრების დროა და მე დარწმუნებული ვარ, რომ რა პირადი სურვილებიც არ უნდა გვქონდეს - დიდისა თუ პატარის, ჩვენი გმირი ჯარისკაცების, გმირი პოლიციელების, მეხანძრე-მაშველების, ჩვენი გულისხმიერი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის, განათლების, მეცნიერების, კულტურის სფეროს ღირსეული წარმომადგენლების, ჩვენი საამაყო სპორტსმენების, საჯარო მოხელეების, ვეტერანების, ფერმერებისა თუ მშენებლების და საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეთა ფიქრები განუყოფელია საქართველოსგან. ჩვენი სამშობლოს უპირობო სიყვარული არის ის, რაც გვაერთიანებს არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ - ჩვენს დიდ წინაპრებსა და მომავალ თაობებთან. ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და ამ მიწაზე მცხოვრებ ყველა ხალხთან ერთად ძლიერი, ერთიანი და განვითარებული ევროპული სახელმწიფოს შენება კვლავ მხოლოდ ამ ერთიანობას უნდა დაეფუძნოს. ამიტომ თითოეული თქვენგანის როლი ამ პროცესში შეუცვლელი და უნიკალურია.გულითადად გილოცავთ დამდეგ 2024 წელს. ჩვენს სამშობლოს კიდევ უფრო მეტ წინსვლას, გაძლიერებას, გაერთიანებას, თქვენ და თქვენს ოჯახებს კი ბედნიერებას, ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ!“
პრემიერი: ილია II-ს ღვაწლი საქართველოს უდიდეს შვილთა მემკვიდრეობის გაგრძელება და მომავალ თაობათა სახელმძღვანელოა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღვარი ჰყავს. „მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავ 91-ე დაბადების დღეს. ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღვარი ჰყავს. თითქმის ნახევარი საუკუნეა, მისი უწმინდესობის სიბრძნითა და მოყვასისადმი სიყვარულით გამორჩეული მოღვაწეობა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჩვენი სამოქალაქო და სულიერი ცხოვრების განვითარებაში, ქართველთა ერთობის განმტკიცებაში, საზოგადოებაში უზენაეს ფასეულობათა დამკვიდრებაში. ზნეობის, სულიერი სიმშვიდისა და შორსმჭვრეტელობის მაგალითები, რომელთაც ჩვენი პატრიარქი საკუთარი ცხოვრებით გვიჩვენებს, სანიმუშოა არამხოლოდ მართლმადიდებელთა, არამედ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის. მისი ღვაწლი საქართველოს უდიდეს შვილთა მემკვიდრეობის გაგრძელება და მომავალ თაობათა სახელმძღვანელოა. დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს,“ - ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.
პრემიერი: დროშა საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას მიმართავს ერთი მიზნისაკენ - დავიცვათ და განვამტკიცოთ ჩვენი თავისუფლება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „სახელმწიფო დროშა დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა. „უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს, სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს. სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა. დროშა ინახავს ჩვენს დიდ ისტორიას და საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას მიმართავს ერთი მიზნისაკენ - დავიცვათ და განვამტკიცოთ ჩვენი თავისუფლება. იგი ყველა ჩვენგანის ერთიანობის სიმბოლოა - ჩვენ ერთი გვაქვს სამშობლო და ერთი გვაქვს მომავალი. ამ მომავლისთვის მრავალმა ქართველმა ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გაიღო. დღეს, პატივს მივაგებთ რა ჩვენს დროშას, კიდევ ერთხელ ვიხრით ქედს მათი მარადიული ხსოვნის წინაშე. განსაკუთრებით ვულოცავ და მადლობას ვუხდი ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებიც დღეს იცავენ მშვიდობასა და ერთიანობას; მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საკუთარი ყოველდღიური შრომით ემსახურება საქართველოს გაძლიერებას. მშვიდობას, ერთიანობასა და კვლავაც წინსვლას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს!“ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
ტაივანში გამართული არჩევნების შემდეგ, საქართველო ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი მტკიცე მხარდაჭერას აფიქსირებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს, რაც გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა, ასევე − თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცეს გასულ წელს, პეკინში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინ პინს შორის გამართულ შეხვედრას, მის მნიშვნელობას საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში. ისაუბრეს აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მხარეთა მიერ განსაზღვრული გეგმების რეალიზაციის საკითხებზე. „ელჩმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ტაივანში გამართული ე.წ. არჩევნების შესახებ, რაზეც პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. "ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ჩინეთში გაემგზავრა
ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. „ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - რევაზ ჯაველიძე არიან,“ - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრემიერმა დავოსში, USAID-ის ორგანიზებით გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა USAID-ის ადმინისტრატორის სამანტა პაუერის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით - "ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ." პანელური დისკუსია დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში USAID-ის ორგანიზებით გაიმართა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დისკუსიაში მონაწილეობდნენ USAID-ის ადმინისტრატორი სამანტა პაუერი, McKinsey Global Health Institute-ის დირექტორი ლუსი პერეზი და ტანზანიის სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკისა და ინვესტიციების საკითხებში მუდრიკ სორაღა. დისკუსიაზე USAID-ის ადმინისტრატორმა სამანტა პაუერმა სისხლში ტყვიის შემცველობის დონის შემცირების კუთხით საქართველოს წარმატებულ მაგალითზე ისაუბრა და ამ მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. თავის მხრივ, პრემიერის თქმით, ტყვიით მოწამვლა ნამდვილად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალური გამოწვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლოდროინდელი კვლევებით ცხადი ხდება, რომ ჩვენს პლანეტაზე სამიდან ერთი ბავშვი ტყვიით მოწამვლის მსხვერპლია. „ტყვიით მოწამვლა ნამდვილად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალური გამოწვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს გამოწვევა სცილდება საქართველოს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის საზღვრებს. ეს არის გლობალური პრობლემა! ბოლოდროინდელი კვლევებით ცხადი ხდება, რომ ჩვენს პლანეტაზე სამიდან ერთი ბავშვი ტყვიით მოწამვლის მსხვერპლია, სავარაუდოდ, რადგან ისეთ გამომწვევებთან უწევს კავშირი, როგორებიცაა საღებავი, ელემენტებისა და სამუხტი საშუალებების რეციკლირების ცენტრები, საკვები, კოსმეტიკური საშუალებები და ზოგიერთ შემთხვევებში - სუნელი - როგორც თქვენ მიერ იქნა აღნიშნული. ასევე მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ ტყვიით მოწამვლით არის გამოწვეული გლობალურად გარდაცვალების წლიური მაჩვენებლის 1.5%. ის მწვავე რისკებს ქმნის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ორსული ქალებისთვის, დაბალ- და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველომ გააძლიერა მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო ტყვიის შემცველი პროდუქციის შესახებ. „რაც შეეხება საქართველოს წარმატებას, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია 2018 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული მრავალკლასტერული და მრავალინდიკატორიანი კვლევა, რომელმაც გამოავლინა, რომ 2-7 წლის ასაკის ბავშვების 51 პროცენტს დაშვებულ ზღვრულ ოდენობაზე მაღალ ნიშნულზე ჰქონდათ სისხლში ტყვიის შემცველობა. ამ მონაცემებს მოჰყვა მყისიერი რეაგირება მთავრობის მხრიდან. ჩვენ სწრაფად გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები რისკების გასანეიტრალებლად და ქვეყანაში ტყვიით მოწამვლის შემთხვევების პრევენციისთვის. 2019 წელს ინიცირებული ეროვნული რეაგირების პაკეტი - გაეროს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით - მოიცავდა ფართომასშტაბიან კამპანიას საზოგადოების შემეცნების გასაზრდელად, ბავშვებისა და ორსული ქალების მონიტორინგის წარმოებას, ქიმიური რისკების შეფასების ლაბორატორიის შექმნას და ტყვიის კონტროლის სისტემის შემუშავებას სისხლში მისი შემცველობის მონიტორინგისთვის და შეხების წერტილების გამოსავლენად. ტყვიით მოწამვლის წყაროებისა და შეხების წერტილების გამოსავლენად იმავე პროგრამის ფარგლებში დავიწყეთ ატმოსფერული გარემო პირობების შეფასება. ამ ინიციატივათა შედეგად მოხდა მაჩვენებლების სწრაფი გაუმჯობესება, რამაც რეაგირების პროგრამის ეფექტურობა დაადასტურა. პროგრამის დაწყებიდან მეოთხე წელს ვიხილეთ საოცარი - 75-პროცენტიანი - კლება სისხლში ტყვიის შემცველობის შემოწმებისას. ეს ანალიზები რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს ჩაუტარდათ, რადგან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქ იყო დაფიქსირებული,“ - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, „2023 წლის ივლისიდან, გამკაცრებული ტექნიკურ შემოწმებები მიმდინარეობს, რათა გაკონტროლდეს სამშენებლო სექტორში გამოყენებული საღებავების წარმოება, რეალიზაცია და იმპორტი. იურიდიული შეზღუდვები დაუწესდა ტყვიის მაღალი კონცენტრაციის მქონე საღებავების წარმოებას, რეალიზაციასა და იმპორტს.“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო არაფორმალურ ლანჩს, სახელწოდებით - „გლობალური სისტემებისადმი ნდობის აღდგენა". ღონისძების მასპინძელი იყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი, მოდერატორი კი - მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბრენდე ბორგე. მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა. დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიებზე. ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო ბასოს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საქართველოსა და EBRD-ს შორის წარმატებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ის პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება როგორც საჯარო, ისე - კერძო სექტორში. „პრემიერმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსების კუთხით EBRD-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების საშუალებას იძლევა. ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე. პრემიერ-მინისტრმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიური ტენდენციები გააცნო და აღნიშნა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს სტაბილურად მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს და მთავრობის ეფექტურმა პოლიტიკამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოუტანა. ყურადღება ასევე გამახვილდა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებზეც მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ოდილ რენო ბასომ განიხილეს თანამშრომლობის ახალი მიმართულებები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს საქართველოში დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს, რომელიც შეადგენს დაახლოებით, 5 მილიარდ ევროს 289 პროექტში. ირაკლი ღარიბაშვილმა ოდილ რენო ბასოს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა,“ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრემიერი: საქართველო შუა დერეფნის განვითარების იდეის ბოლომდე ერთგული რჩება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - "ევრაზიის ახალი განთიადი?" გამოსვლისას მადლობა გადაუხადა „ევროკავშირის ყველა ლიდერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.“ „ეს არის ჩვენი მთავრობის უდიდესი მიღწევა,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საქართველოს მთავრობამ დიდი ძალისხმევა გასწია და დიდი წინსვლა ჰქონდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა ამავე პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს და ბოლომდე ერთგული რჩება ამ ე.წ. შუა დერეფნის განვითარების იდეისადმი, რომელიც ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ალტერნატიული მარშრუტი გახდა.“ მან ყურადღება გაამახვილა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე. „ორი წლის წინ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან საგზაო რუკას ჩვენს ყაზახ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად. ჩვენ, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ძალიან ნათელი და მკაფიო გეგმა გვაქვს ამ დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით და ვიცით, რისი გაკეთებაა საჭირო, - საპორტე ინფრასტრუქტურის გაფართოება, წარმადობის განვითარება, რკინიგზის მოდერნიზაცია, აეროპორტებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და ა. შ. უახლეს ინფორმაციას გაგიზიარებთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. წელს გვინდა ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყება ანაკლიაში, შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე. ასევე, მიმდინარეობს რკინიგზის მოდერნიზაცია და წელს დასრულდება. მისი გამტარუნარიანობა საქართველოში გაორმაგდება და 48 მილიონ ტონს გადააჭარბებს. ახალი აეროპორტის მშენებლობასაც ვგეგმავთ, რადგან გვინდა ქვეყანა პოზიციონირებდეს როგორც ავიაციის რეგიონალური ჰაბი. ამას საქართველოს ადგილმდებარეობაც უწყობს ხელს. სრული პოტენციალი გვაქვს იმისთვის, რომ ავიაციის რეგიონალურ ჰაბადაც ვიქცეთ. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა საავტომობილო გზების მშენებლობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, - ყველაფერი წელს დასრულდება და სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც ორ წელიწადში დაგვირგვინდება. ასევე მინდა ვახსენო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთის ინტერესი ამ ალტერნატიული მარშრუტებისადმი - ე.წ. შუა დერეფნისადმი. ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში გასულ წელს. პრეზიდენტ სი ძინ პინს შევხვდი და გადავწყვიტეთ ჩვენი პარტნიორობა სტრატეგიულ დონეზე აგვეყვანა. ჩინეთმა ინტერესი რანდენიმე თვის წინ დააფიქსირა. პრეზიდენტმა გამოთქვა ინტერესი შუა დერეფნის მიმართ და მიმაჩნია, რომ ეს მეტ სტიმულს და მუხტს მისცემს ამ იდეის განვითარებას,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „უსაფრთხოების სფეროში გამოწვევის მიუხედავად, უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მოხდა.“ „რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენო, რაც თქვენ, ალბათ, გახსოვთ, - ჩვენი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწების 20%. გუშინ გვქონდა ამ საკითხზე საუბარი. ომი გადავიტანეთ 2008 წელს, და მას შემდეგ რუსეთმა სამხედრო ბაზები ააშენა ჩვენს ტერიტორიაზე და განაგრძობს ჩვენი მიწების ოკუპაციას. თუმცა, უსაფრთხოების სფეროში ამ გამოწვევის მიუხედავად, შევძელით უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეულის უზრუნველყოფა, რამაც საქართველოს კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა მოუტანა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არ გვქონია მსგავსი მშვიდობიანი და სტაბილური მდგომარეობა ქვეყანაში,“ - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთთან და აზერბაიჯანთან მჭიდრო პარტნიორობაზე ისაუბრა. „რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და პარტნიორობა გვაქვს ორივე ქვეყანასთან. ისინი ჩვენი ძმები და მეგობრები არიან. ორი წლის წინ ვცადე და პირველი მედიაცია წარმატებით განხორციელდა, რადგან აზერბაიჯანმა გაათავისუფლა სომხეთის მოქალაქეები, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკები. ეს წარმატებული მცდელობა იყო, მაგრამ გვესმის, რომ სიტუაცია ძალიან კომპლექსურია. რეგიონში ბევრი მოთამაშეა და ყოველივე ზემოთ თქმულს მინდა ის დავამატო, რომ ორივე ქვეყნის ლიდერის პოზიცია ვიცი. სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც ორმხრივ ფორმატში უნდათ ურთიერთობა. პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს სწორი გზაა, რადგან ყველა დაინტერესებული წრისა და მხარის, მედიატორის ჩართვით სიტუაცია უფრო წინააღმდეგობრივი და ნაკლებად პროდუქტიული ხდება ხოლმე. ამიტომ, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ მათ. დიდი იმედი მაქვს, რომ მონახავენ გამოსავალს და მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას,“ - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის პარტნიორობა და მეგობრობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა. „განსახილველ საკითხებს შორის იყო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გმობს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ისააკ ჰერცოგმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული გამოწვევების თაობაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის შეხვედრა დავოსში გაიმართა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა პრემიერმაც. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან, რომლის დროსაც აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ორმხრივი კავშირების გაძლიერებაზე, ისევე როგორც ყოვლისმომცველი თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელობაზე. იმედს გამოვთქვამ, რომ მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს მიღმა,“ - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერ-მინისტრი იტალიის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ახლად დანიშნულ იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. მთავრობის ადინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ იტალია საქართველოს საიმედო პარტნიორია და ორ ქვეყანას საერთო-ევროპული ღირებულებები აკავშირებს. ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ქვეყანა აფასებს იტალიის მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში. „პრემიერ-მინისტრმა დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იტალიის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების სხვადასხვა კუთხით კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას, მათ შორის - ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით. ასევე განიხილეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებული თანამშრომლობა თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ მაჩვენებლებსა და ქვეყნის ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე ესწრებოდა,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს
საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივი განცხადებისას ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო და სომხეთი ყოველთვის იყვნენ სტრატეგიული მეგობრები, პარტნიორები და ეს რეალობა დღეს ოფიციალურად გაფორმდა. „განსაკუთრებით მინდა, გამოვყო დღევანდელი დღის გადაწყვეტილება, რომელზეც ჩვენ ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ჯერ კიდევ ზაფხულში, გასულ წელს დავაანონსეთ, რომ ჩვენ მოვაწერდით ხელს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს. მინდა ასევე, აღვნიშნო, რომ ტრადიციულად, ისტორიულად ვართ ძალიან ძლიერი მოკავშირეები, მეგობრები, არამხოლოდ მეზობლები. გვაქვს ძალიან კარგი პარტნიორობა, ურთიერთობა, თანამშრომლობა ყველა მიმართულებით და დე ფაქტოდ, შეიძლება, ასე ითქვას, ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები. დღეს უკვე, შეიძლება, ითქვას, ეს რეალობა, მოცემულობა გაფორმდა და ხელი მოვაწერეთ ოფიციალურად სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა. ფაშინიანი საქართველოს დღეს ეწვია. სომხეთი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას იმედოვნებს აშშ და ევროკავშირი აცხადებენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გრძელვადიანი მშვიდობა საქართველოს განვითარებასაც შეუწყობს ხელს
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთმა და საქართველომ დღეს დიდ წინსვლას მიაღწიეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადებისას ისაუბრა სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სომხეთმა და საქართველომ დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას, რაც ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დღეს შედგა სომხეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი მე-13 სხდომა. „მადლობა მინდა, გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს, ჩვენს ქართველ კოლეგებს ამ სხდომის თბილისში მასპინძლობისა და მაღალი დონით ორგანიზებისთვის. მინდა, გულწრფელად მივულოცო საქართველოს მთავრობასა და ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, ამ პროცესში განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ როგორც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის, ასევე ხალხის როლს. ეს ისტორიული მოვლენაა საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის. სიხარულით მინდა, ხაზი გავუსვა, რომ 2019 წლის მთავრობათშორისი კომისიის ფორმატის განახლების შემდეგ სხდომები ტარდება ყოველთვის და ხელს უწყობს კომისიის მუშაობას. დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხთა ფართო სფერო, დაწყებული ეკონომიკით, დამთავრებული კულტურით, ვაჭრობით, ადამიანური ურთიერთობებით,“ – განაცხადა ფაშინიანმა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის ინფრასტრუქტურის გახსნაზე. „ამ კონტექსტში უნდა აღვნიშნო, რომ ორი ქვეყნის საბაჟო ურთიერთობის მიმართულებით აქტიურად განიხილება სასაზღვრო პუნქტებზე ერთობლივი კონტროლის მოდელების დანერგვა და ამ შემთხვევაში საბაჟო პროცესებისთვის საჭირო დრო შემცირდება. ჩვენს კოლეგებს წარვუდგინე ასევე სომხეთის რესპუბლიკის მშვიდობის გზაჯვარედინის პროექტი, რაზეც ვისაუბრე და წარმოვადგინე გასული წლის ოქტომბერში ღარიბაშვილის მოწვევით თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის დროს. ეს ჩვენი პროექტი მიმართულია რეგიონის ურთიერთობების ზრდისკენ და ამ პროცესში მნიშვნელოვანია სახელმწიფოების სუვერენობის დაცვის საკითხი. ჩვენი რეგიონი შეიძლება, სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის გახდეს რეგიონული ძალზედ მნიშვნელოვანი გზა და ამ ყველაფერში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინკლუზიურობას. ყველა სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ პროექტებში, ამის კარგი მაგალითია შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომლის მიმართ სომხეთს აქვს დიდი ინტერესი. სომხეთმა და საქართველო დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას. პრემიერთან ერთად ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ, ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და გამოხატავს ჩვენს მიზანმიმართულობას. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავზარდოთ და მიღწეულით არ დავკმაყოფილდეთ, რაზეც ვისაუბრეთ ასევე სხდომის დროს,“ – განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერმა ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას
„დიდი ოპტიმიზმითა შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგს, მინდა, იმედი გამოვთქვა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც ხელს შეუწყობს და გააძლიერებს რეგიონში არსებულ მშვიდობას,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო მომხრე, რომ რეგიონში არსებობდეს, დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. „მინდა, აღვნიშნო, რომ მადლიერი ვართ ჩვენი სომეხი კოლეგების. ორივე ქვეყანა მოწოდებულია, ორივე მთავრობა მზად ვართ, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. საქართველო ყოველთვის იყო მომხრე, რომ რეგიონში არსებობდეს, დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. პრემიერმა ძალიან კარგად იცის ჩემი პოზიცია და ჩვენი მთავრობის პოზიცია. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და მზად ვართ, რომ ჩვენი წვლილი. კონტრიბუცია შევიტანოთ აი, ამ გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების საქმეში, რომელიც მთელი რეგიონის ქვეყნებსა და ხალხებს მოუტანს სარგებელს. დიდი ოპტიმიზმითა და იმედის თვალით შევყურებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე დიალოგს. მინდა, გამოვთქვა ჩვენი იმედი, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას, რაც უდავოდ ხელს შეუწყობს და გააძლიერებს რეგიონში არსებულ მშვიდობას, სტაბილურობას შეიწუობს ხელს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისა და ერებისთვის,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველომ და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს
უწყებებს დავავალებთ, ქმედითი ნაბიჯები გადადგან საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მისაყვანად - ფაშინიანი თბილისში
თბილისში ვიზიტისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განააცხადა, რომ „მხარეები შეთანხმდნენ საქართველო-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მიყვანაზე. „ბატონ ღარიბაშვილთან განხილვების დროს ასევე გადავწყვიტეთ, უწყებებს დავავალოთ ქმედითი ნაბიჯები გადადგან სომხეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მისაყვანად. ასევე ვისაუბრე აზერბაიჯანთან ურთიერთობების დარეგულირების მიმართულებით სომხეთის რესპუბლიკის ძალისხმევაზე. ხაზი გაესვა, რომ მილიტარიზაციული და სხვა მიმართულებები ხელს არ შეუწყობს ჩვენს ურთიერთობებს. როცა შევათანხმებთ და საჯარო პრინციპებზე მშვიდობის ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ, მაშინ იქნება მიღწეული მშვიდობა რეგიონში. ჩემს სიტყვას ვასრულებ იმით, რომ ერთობლივი დადგენილება მივიღეთ, დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაღრმაოთ კანონიერი ურთიერთობები ყველა მიმართულებით და ამ გზაზე შესაძლო წარმოქმნილი ყველა პრობლემა განვიხილოთ ურთიერთგაგების პრინციპით. ბატონო ღარიბაშვილო, დიდი მადლობა ჩემი და ჩემი დელეგაციის თბილი მიღებისთვის და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს თანამშრომლობას“,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ ერევანი „დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით.“ დღესვე ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ორ ქვეყანას შორის „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს“ მოაწერეს ხელი.
ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს ვახშამზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს დელეგაციასთან ერთად ვახშამზე უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანის პატივსაცემად ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. „ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს. პრემიერ-მინისტრებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სტრატეგიული პარტნიორობა არაფორმალურ გარემოში განიხილეს. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად თბილისს 26 იანვარს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა, რომლის დროსაც პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ფაშინიანმა 26 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ერევანი „დაინტერესებულია შავი ზღვის კაბელის პროექტით.“ ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ორ ქვეყანას შორის „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს“ მოაწერეს ხელი.
მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილის ბრიფინგი დაინიშნა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიფინგს გამართავს. პრემიერი განცხადებას მთავრობის ადმინისტრაციაში, 17:00 საათზე გააკეთებს. ბრიფინგის თემა ოფიციალურად დაანონსებული არ არის, თუმცა ამ ბრიფინგს წინ უძღვის ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ პრემიერის პოსტს ირაკლი კობახიძე დაიკავებს, ირაკლი ღარიბაშვილი კი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ხდება.
ირაკლი ღარიბაშვილი: პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა
ირაკლი ღარიბაშვილის გამარტებით, მან პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა პირველ თებერვალს გაიმართება. „მსურს, საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ნება მომეცით, მოკლედ, მაგრამ მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, მე ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში, გუნდთან ერთად მივაღწიეთ. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მე ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა, ჯამში, ყველაზე მეტ ხანს, ხუთი წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციული პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა. მით უმეტეს, რომ ახლა, ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ, შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდი მიზნების მისაღწევად. ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს. არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოში განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ზაფხულამდე, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა, დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. მე წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, გავაგრძელო მუშაობა პარტიაში. აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცესში და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. პრემიერ-მინისტრად მუშაობისას გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობას და წევრებს, სამინისტროების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ყველა საჯარო მოხელეს. თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს. იმედი მაქვს, ახლა მეტი დრო მექნება, მეტი დრო დავუთმო ოჯახს. მშვიდობას, კეთილდღეობას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობას პირველად, 2013-2015 წლებში იკავებდა. 2015 წლის 30 დეკემბერს მან თანამდებობა დატოვა და მთავრობაში 2019 წელს თავდაცვის მინისტრის რანგში დაბრუნდა. ორი წლის შემდეგ კი, 2021 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა ის ისევ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.
ირაკლი ღარიბაშვილი: მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს
„მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, მე ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში, გუნდთან ერთად მივაღწიეთ,“ ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მე ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა, ჯამში, ყველაზე მეტ ხანს, ხუთი წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციული პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა. მით უმეტეს, რომ ახლა, ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ, შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდი მიზნების მისაღწევად. ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს. არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოში განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ზაფხულამდე, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა, დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. მე წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, გავაგრძელო მუშაობა პარტიაში. აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცესში და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. პრემიერ-მინისტრად მუშაობისას გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობას და წევრებს, სამინისტროების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ყველა საჯარო მოხელეს. თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს. იმედი მაქვს, ახლა მეტი დრო მექნება, მეტი დრო დავუთმო ოჯახს. მშვიდობას, კეთილდღეობას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობას პირველად, 2013-2015 წლებში იკავებდა. 2015 წლის 30 დეკემბერს მან თანამდებობა დატოვა და მთავრობაში 2019 წელს თავდაცვის მინისტრის რანგში დაბრუნდა. ორი წლის შემდეგ კი, 2021 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა ის ისევ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.
შალვა პაპუაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ ეფექტიანი ხელმძღვანელია, მისი პრემიერობით, საქართველომ უპრეცედენტო პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს მიაღწია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამი წლის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ ის არის ძალიან ეფექტიანი ხელმძღვანელი აღმასრულებელი ხელისუფლების. „ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი პრემიერობით, საქართველომ უპრეცედენტო პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს მიაღწია. ჩვენ გავხდით სტატუსის მქონე ქვეყანა და გვაქვს ეკონომიკური ზრდა, რითაც კანდიდატ ქვეყნებს შორის ვართ ლიდერი და ამ თვალსაზრისით სამომავლოდ კარგი პერსპექტივაა. სამი წლის განმავლობაში ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ ის არის ძალიან ეფექტიანი ხელმძღვანელი აღმასრულებელი ხელისუფლების. მან ისაუბრა იმაზე, რომ წელს მნიშვნელოვანი წელია და „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებზე უნდა გავიდეს ყველაზე უფრო ძლიერად, რათა დამაჯერებელი შედეგები ჰქონდეს, რადგან ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი პრინციპული დადასტურება ქართველი ხალხის მიმართ, რომ ისინი მხარს უჭერენ ქვეყნის მშვიდ, სტაბილურ განვითარებას და არა არეულობას,“ – განაცხადა პაპუაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 29 იანვარს დატოვა.
ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. შესაბამისი განცხადება მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის გამარტებით, მან პოლიტსაბჭოსგან მიიღო შეთავაზება, დაიკავოს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა პირველ თებერვალს გაიმართება. „მსურს, საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ნება მომეცით, მოკლედ, მაგრამ მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, მე ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში, გუნდთან ერთად მივაღწიეთ. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მე ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა, ჯამში, ყველაზე მეტ ხანს, ხუთი წელი ვიყავი პრემიერ-მინისტრი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციული პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა. მით უმეტეს, რომ ახლა, ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ, შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა უფრო დიდი მიზნების მისაღწევად. ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოსგან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა და ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს. არ დაგიმალავთ, რომ პოლიტსაბჭოში განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ზაფხულამდე, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა, დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. მე წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, გავაგრძელო მუშაობა პარტიაში. აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცესში და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. პრემიერ-მინისტრად მუშაობისას გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობას და წევრებს, სამინისტროების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ყველა საჯარო მოხელეს. თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს. იმედი მაქვს, ახლა მეტი დრო მექნება, მეტი დრო დავუთმო ოჯახს. მშვიდობას, კეთილდღეობას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობას პირველად, 2013-2015 წლებში იკავებდა. 2015 წლის 30 დეკემბერს მან თანამდებობა დატოვა და მთავრობაში 2019 წელს თავდაცვის მინისტრის რანგში დაბრუნდა. ორი წლის შემდეგ კი, 2021 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა ის ისევ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა.
შალვა პაპუაშვილი: თუ ირაკლი კობახიძე პრემიერი გახდება, ისტორიული მომენტი იქნება
„რა თქმა უნდა, უფრო საინტერესო და სხვანაირი ინტერაქციაა, როცა ყოფილი კოლეგა გადადის მთავრობაში, რომელთანაც წლები გაქვს გატარებული ერთ სხდომათა დარბაზში და პოლიტიკურ დისკუსიაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ისაუბრა პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურის წარდგენაზე. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერ-მინისტრი, ეს ისტორიული მომენტი იქნება. „რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძე არის ის კანდიდატურა, რომელზეც პარტია მსჯელობს. აქაც მნიშვნელოვანია, ერთ რამეს გაესვას ხაზი, იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი კობახიძე გახდება პრემიერ-მინისტრი, ესეც იქნება ისტორიული მომენტი. სხვა კანდიდატურა არ განიხილება. ისტორიული მომენტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის ვინაიდან, პირველად, მას შემდეგ, რაც საქართველო გადავიდა საპარლამენტო რესპუბლიკის წყობაზე, პრემიერ-მინისტრი წამოვა რეალურად საპარლამენტო წიაღიდან. პრინციპში, ეს არის მიზანი და იდეა საპარლამენტო დემოკრატიებისა, როდესაც საპარლამენტო გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები შემდეგ არიან წარმოდგენილი მთავრობაში პრემიერ-მინისტრის სახით, თუ სხვა სახით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ახალ დინამიკას შესძენს პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობას. ვფიქრობ, ოპოზიციისთვისაც პოზიტიური მოვლენაა და გარკვეულ გამოხმაურებებში ეტყობათ კიდეც, მაგრამ რა თქმა უნდა, ყოფილი კოლეგა, რომელთანაც წლები გაქვს გატარებული ერთ სხდომათა დარბაზში, პოლიტიკურ დისკუსიაში, შემდეგ უფრო საინტერესოა და სხვანაირი ინტერაქციაა, როდესაც ასეთი ადამიანი არის მთავრობაში ზოგადად მინისტრის სახით იქნება, თუ პრემიერ-მინისტრის სახით და სხვა დინამიკას შესძენს. სხვათა შორის, გიორგი ამილახვრის შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ბევრმა ოპოზიციიდანაც იგრძნო ეს განსაკუთრებული ურთიერთობაა შემდეგ, პარლამენტის წევრებს, ყოფილ წევრებს სხვანაირად ესმით ერთმანეთის, ადამიანმა იცის შიდა პროცესები, რომელიც პარლამენტში მიდის და ამიტომაც, ვფიქრობ, ამ მხრივაც საინტერესო იქნება ქართული საზოგადოებისთვის, ვინაიდან ეს იქნება პირველი ასეთი გამოცდილება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. კითხვას, თუ ვის წაიყვანს ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტის დასაკომპლექტებლად პარლამენტიდან და მათ შორის არიან თუ არა ბექა დავითულიანი და ნიკოლოზ სამხარაძე, შალვა პაპუაშვილი პასუხობს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივაა, დაასახელოს საკუთარი კაბინეტის წევრები, ამიტომ ასეთ სპეკულაციებზე კომენტარს არ გააკეთებს. „ეს მისი პრეროგატივაა და მე მგონი, ყველამ უნდა დავიტოვოთ უფლება, რომ მან იფიქროს და მან გააჟღეროს, თუ როგორ ხედავს ის თავის კაბინეტს,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, მთავრობა არის საპარლამენტო უმრავლესობის მთავრობა და საპარლამენტო დემოკრატიის იდეა ეს არის, ამიტომ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის მოძრაობა ბუნებრივია. „რიგ შემთხვევებში, მთავრობის წევრები ამავე დროს არიან ხოლმე პარლამენტის წევრებიც. ასე რომ, ეს არის სწორედ ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატია, რომლის მომსწრენიც ჩვენ ვხვდებით, თავის მხრივ, ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის სახით,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. შალვა პაპუაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილმა დაამტკიცა, რომ ეფექტიანი ხელმძღვანელია, მისი პრემიერობით, საქართველომ უპრეცედენტო პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს მიაღწია
სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება
სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება. სხდომაზე პარტიაში სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დამტკიცდება. 14:00 საათზე „ქართული ოცნების“ რიგით მე-8 ყრილობა გაიმართება, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას ოფიციალურად დაასახელებენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ადასატურებენ, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე განიხილება, რომელსაც პოლიტსაბჭოს დასამტკიცებლად პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარუდგენს."ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომა თვითონ მოისურვა
„ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის თანამდებობიდან წასვლა თავად მოისურვა. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების მიერ დასმულ შესაბამის შეკითხვას. „რა უნდა დავუწუნო, ნახეთ, როგორი კაცია. თვითონ მოისურვა, მე არ მომისურვებია," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც პარტიის ყრილობაზე მივიდა.
ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია
მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა. „ქართული ოცნების“ ახალმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ყრილობაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, რომ პარტიის კანდიდატი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე იქნება და მას წარმატებები უსურვა. „მინდა, სიმბოლურად გთხოვოთ ყველას, რომ გამოუცხადოთ მხარდაჭერა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს. ყრილობისგან აქვს სრული ლეგიტიმაცია და მანდატი მინიჭებული ირაკლი კობახიძეს,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი კობახიძე მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს, რის შემდეგაც ახალ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის შემადგენლობას პარლამენტი მომავალ კვირაში დაამტკიცებს. ირაკლი ღარიბაშვილი 29 იანვარს გადადგა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ოჯახის თითოეულ წევრს მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ უდიდესი ნდობისთვის, ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევა
„ჩვენი ოჯახის თითოეულ წევრს მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ უდიდესი ნდობისთვის,“ - ასე მიესალმა „ქართული ოცნების“ ახლად არჩეული თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, მმართველი პარტიის ყრილობაზე „ქართული ოცნების“ წევრებს. „ჩვენი ოჯახის თითოეულ წევრს მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ უდიდესი ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევა. 2011 წელს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნებით შექმნა სახალხო პროცესი, რომელმაც შეძლო ის, რაც მანამდე შეუძლებელი იყო - დემოკრატიულად, არჩევნების გზით დაამარცხა ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ქართველი ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და სათავე დაუდო ჩვენი ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს. ბოლო 12 წელში, მთელ მსოფლიოში, უდიდესი გამოწვევების, პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული კრიზისების პირობებში, საქართველომ არა მხოლოდ შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, არამედ არსებითი ტრანსფორმაცია განიცადა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, ეკონომიკური განვითარების, სოციალური თანასწორობის, ევროინტეგრაციის მიმართულებებით. კიდევ ერთხელ მსურს საზოგადოებას შევახსენო ვითარება, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს ქვეყანაში დახვდა. ეს იყო ფეხქვეშ გათელილი ადამიანის უფლებები, ბიზნესის რეკეტი, პატიმრების წამება, უმუშევრობის მაღალი დონე, სოციალური სიდუხჭირე, ოკუპირებული ტერიტორიები, სრული განუკითხაობა და ქაოსი,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, “2012 წელს დიქტატორული, მჩაგვრელი რეჟიმიდან ქვეყანამ საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა და დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანაში საუკეთესო ათეულშია.“ მისივე თქმით, საქართველო არაერთი მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებს. „2012 წელს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, მშპ იყო დაახლოებით, 27 მლრდ ლარი, წელს მშპ გახდება 86 მლრდ ლარი, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს ეროვნული ეკონომიკა სამჯერ გაიზარდა. ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობისა და სიღარიბის დონე. ფაქტობრივად, განახევრდა სიღარიბე. 2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა სიღარიბეს დააღწია თავი. გატარდა მასშტაბური რეფორმები: ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების სისტემის, სოციალური თანასწორობის, სასამართლო და მედიის თავისუფლების, არსებითად ყველა მიმართულებით. განხორციელდა ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის მასშტაბური პროექტები. სწორედ ამ რეფორმებისა და პროექტების შედეგად, დღეისთვის საქართველო რეგიონში მოწინავე ლიდერია. მინდა საზოგადოებას ასევე შევახსენო, რომ როცა ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ საქართველოს არავითარი ხელშესახები შედეგი არ ჰქონდა ევროინტეგრაციის გზაზე. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს მოეწერა ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ქვეყანამ გასულ წელს, დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი. ჩვენი ქვეყნის შთამბეჭდავ პროგრესზე მეტყველებს ყველაზე ობიექტური კრიტერიუმი-ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები. ჩვენი ქვეყანა მრავალი მიმართულებით ლიდერობს, რეგიონის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების და ხშირად მსოფლიო მასშტაბით. არაერთი მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ ქვეყნებს. 2012 წელს დიქტატორული, მჩაგვრელი რეჟიმიდან ქვეყანამ საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა და დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს, თითქმის, 180 ქვეყანაში საუკეთესო ათეულშია. დღეს ჩვენი ქვეყანა ლიდერია კანონის უზენაესობის, კორუფციისა და თავისუფლების, ეკონომიკური თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობიანი და ეფექტიანი მთავრობის, ბიუჯეტის გამჭვირვალობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ბაზარზე წვდომის ინოვაციების მიმართულებით და ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა, ეს არის უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მმართველი პარტიის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას. მან ხაზი გაუსვა, რომ „2008 წელს რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" აგვისტოს ომი არ მოხდებოდა - ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" რჩება მშვიდობის და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად.“ ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, „დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ქვეყანას პირველად აქვს უწყვეტი, ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი.“ „რა თქმა უნდა, მიღწევებისთვის მადლობა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს. რთული წარმოსადგენი არ არის, რომ 2011 წელს მის მიერ ინიცირებული ისტორიული სახალხო გამარჯვების გარეშე არათუ ეს პროგრესი იქნებოდა შეუძლებელი, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგებოდა, შეიძლება გარანტირებულად ითქვას, რომ დღეს ქვეყანა ომში იქნებოდა გახვეული. მინდა, გავიმეორო, 2008 წელს რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" აგვისტოს ომი არ მოხდებოდა. ამიტომ, დღესაც მინდა გავიმეორო, რომ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" რჩება მშვიდობის და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად. მინდა, მადლიერება გამოვხატო პარტიის დამფუძნებლისადმი, იმის გამო, რომ მომცა შესაძლებლობა ამ პროცესების მონაწილე ვყოფილიყავი. ჩემთვის თანამდებობა ყოველთვის იყო საშუალება, რომ მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის. მეამაყება, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე ქვეყნის წინსვლაში,“ - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენ წინაშე ახალი ამოცანები დგას, მსურს, ძმური თანადგომა აღვუთქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს
„ირაკლი კობახიძეს სრულ თანადგომას ვპირდები. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და როგორც ერთი გუნდი, გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მსახურებას,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ახალ პოსტზე არჩევის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მოგეხსენებათ, უკვე განხორციელდა ოფიციალურად ცვლილებები. მე დავიკავე მმართველი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა, ვინაიდან ამ პარტიით მოვედი პოლიტიკაში და, რა თქმა უნდა, ეს არის ჩემთვის ძალიან მშობლიური, ასე ვთქვათ, მეორე ოჯახი, ეს ჩვენი პოლიტიკური ოჯახია. მინდა, ჩემს მეგობარს, ირაკლი კობახიძეს წარმატებები ვუსურვო. ჩემს გამოსვლაშიც ვთქვი, რომ მას სრულ თანადგომას ვპირდები. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და როგორც ერთი გუნდი, როგორც ერთიანი, ასე გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის მსახურებას. წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენა იქნება არჩევნები. 2024 წლის 26 ოქტომბერს გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი და რთული არჩევნები. რთული იმ თვალსაზრისით, რომ რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა, საჭიროა, მაქსიმალური მობილიზება გავუკეთოთ ჩვენს პარტიას, ხალხს, ამომრჩეველს და ძლიერად მოვიგოთ არჩევნები. ჩვენი ამბიციაა, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი მიზანი. რა გამოვა, ამას ვნახავთ. მეტ დროს დავუთმობ პარტიულ საქმიანობას, რა თქმა უნდა, გუნდთან ერთად გავაგრძელებ მუშაობას,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „2024 წლის ოქტომბერში ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა არ დავუშვათ ომი და ქაოსი,“ აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. „დღეს ჩვენ წინაშე ახალი ამოცანები დგას. შემოდგომაზე არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარება. მსურს, ამ გზაზე წარმატება ვუსურვო და ძმური თანადგომა აღვუთქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს. საქართველო დღეს კვლავ დიდი გამოწვევების დგას, კვლავ რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა მსოფლიოში. სამწუხაროდ, ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ ჯერ კიდევ რჩება ის ბოროტი ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ჩვენ 2012 წელს ყველამ ერთად დავამარცხეთ. ვიდრე ეს კრიმინალური ორგანიზაცია რჩება პოლიტიკაში, საფრთხე არსად წასულა. ასევე მინდა, ვთქვა, ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ახლა უკვე აპრობირებული, მაგრამ განახლებული სტრატეგიით შენიღბული, მოჩვენებითად დაშლილი ფორმით, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ „ნაცმოძრაობისა“ და მისი სატელიტების სახით საქმე გვაქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან.“ იგივე ხალხთან, იმავე ანტიეროვნული ინტერესების გამტარებელ ბოროტ ძალასთან, ასე რომ 2024 წლის ოქტომბერში ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს – დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ, რათა არ დავუშვათ ომი და ქაოსი. „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ეროვნული, ქართული ინტერესების გამტარებელი პოლიტიკური ძალა. არჩევანი ძალზედ ნათელია – „ქართული ოცნება“ ნიშნავს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამ უდიდესი ნდობისთვის. ვამაყობ, რომ ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და მზად ვარ, როგორც პარტიის რიგითმა წევრმა, ასევე ჩვენი ქვეყნის რიგითმა ჯარისკაცმა მთელი ძალისხმევა მოვახმარო ჩვენი გუნდის გამარჯვებას, ქართველი ხალხის, ქვეყნის მსახურებას და მორიგ დიდ გამარჯვებას, რომელიც ყველას ერთად გველოდება 26 ოქტომბერს,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდა
ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდა. ყოფილი პრემიერი მმართველი პარტიის ყრილობაზე აირჩიეს ახალ პოსტზე. „ერთხმად დამტკიცებულია თავმჯდომარის პოსტზე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა. ვულოცავ ბატონ ირაკლის და მადლობას გადავუხდი 3-წლიანი მოღვაწეობისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას უდიდესი წარმატებები მოუტანა,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ყრილობაზე. ირაკლი ღარიბაშვილი 29 იანვარს გადადგა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მიზანია, არჩევნებზე მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა - 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში ვგეგმავ ჩასვლას
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, მარტიდან მომდევნო 100 დღის განმავლობაში 10 რეგიონში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში, პარტიის თავმჯდომარის რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მარტიდან მომდევნო 100 დღის განმავლობაში ვგეგმავ 10 რეგიონში ჩასვლას, მექნება 10 გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ, შევხვდე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს. ამ შეხვედრების მთავარი მიზანი იქნება რეალურად წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება, მზადება არჩევნებისთვის. ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის. ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ ამ არჩევნებზე მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, ამისთვის საჭიროა მაქსიმალური მობილიზების გაკეთება, ჩვენი რესურსების, აქტივის მობილიზება, რათა ამ არჩევნებზე მივიღოთ ძლიერი გამარჯვება და ძლიერი შედეგი. ჩვენი მიზანია მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის თითოეულ წევრს. მექნება მათთან შეხვედრები, გვექნება 10 გასვლითი ღონისძიება, 10 რეგიონში, მომდევნო 100 დღეში,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია
„განკარგულებების გამოქვეყნებაზე ასეთი პრაქტიკა დამხვდა მთავრობაში. დიდი დრო არ დამიხარჯავს ამ პრაქტიკის შეცვლაზე - ჩემი პრემიერ -მინისტრობის დროს, მე არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია,“ - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, მედიის შეკითხვების საპასუხოდ გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნების საერთაშორისოდ დადგენილი წესი და სტანდარტი არ არსებობს. „ჩემი პრემიერ -მინისტრობის დროს, მე არცერთი უკანონო გადაწყვეტილება არ მიმიღია. ყველა გადაწყვეტილება იყოს კანონის შესაბამისობაში სრულად. არცერთი გადაწყვეტილება არ მიმიღია, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს შეეწინააღმდეგებოდა. ნებისმიერი ინფორმაცია არასდროს მქონდა დამალული, დაფარული. ჩემი პოზიცია იყო შემდეგი, გულწრფელად აგიხსენით - როდესაც მე კითხვით ყველაზე კორუმპირებული, ყველაზე დახურული, ანტიევროპული, ანტიქართული ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მომმართავდნენ და ამა თუ იმ ინფორმაციას ითხოვდნენ, მქონდა პროტესტი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პოლიტიკური იყო. ბუნებრივია, ჩვენი რეაგირებაც შესაბამისი იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხს ვცემდით და კანონის შესაბამისად ვიქცეოდით, მაგრამ ამის ვალდებულება არ არსებობდა. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა. მოგეხსენებათ, რომ არსებობს „ღია მმართველობის საბჭო“ და საქართველო შეუერთდა ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს. ჩემი პრემიერის დროს საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო. ასევე მთავრობის ეფექტიანობის კუთხით, მთავრობის კეთილსინდისიერების კუთხით, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ყველა მიმართულებით ჩემი მთავრობა ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს იყო მოწინავე პოზიციებზე. რაც შეეხება განკარგულებების გამოქვეყნებას, ასეთი პრაქტიკა დამხვდა მთავრობაში. დიდი დრო არ დამიხარჯავს ამ პრაქტიკის შეცვლაზე. არ არის საერთაშორისო დადგენილი წესი და სტანდარტი გინდა თუ არა ყველა განკარგულება უნდა გამოქვეყნდეს. ეს არ არის მანდატორული წესი და პრაქტიკა. ჩვენ დავამუშავეთ ბევრი ქვეყნის მაგალითი. აიღეთ აშშ, ევროპის სახელმწიფოები, გგონიათ, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა?!“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 3 წლის შემდეგ პირველად, მთავრობის განკარგულება 2024 წლის 12 თებერვალს გამოქვეყნდა.
ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტზე: ნიღაბი, რაც მას ჰქონდა, ჩამოხსნილია
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტი ეკლესიაზე შეტევაში დაადანაშაულა. „ნებისმიერ მოქალაქეს ჰკითხეთ, როგორ შეიძლება, პატრიარქზე, რომ ასეთ მკრეხელურ განცხადებას გააკეთებს ადამიანი და მით უმეტეს, ვინ? - პრეზიდენტი. აქ მე მგონი, საქმე გვაქვს ძალიან დიდ ანტიქართულ მოვლენასთან, მე არ მოვერიდები ამის თქმას, ეს არის დიდი ანტიქართული მოვლენა, ეს არის პირდაპირ შეტევა პატრიარქზე, ეკლესიაზე. მე ვფიქრობ, ეს თავად სალომე ზურაბიშვილის სახეს წარმოაჩენს ძალიან კარგად. ის ნიღაბი, რაც მას ჰქონდა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეს ნიღაბი არის ჩამოხსნილი,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. ზურაბიშვილმა Chatham House-ში დასმული კითხვის საპასუხოდ იმედი გამოთქვა, რომ ეკლესია პროდასავლურ რიტორიკას გაჰყვება და შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის. პრეზიდენტის თქმით, პატრიარქმა ილია მეორემ ეკლესიის გზა მტკიცედ შეინარჩუნა. „ძალიან კომპლექსური ვითარებაა ეკლესიასთან დაკავშირებით. ამის მიზეზი დიდწილად დღევანდელი სისუსტეა პატრიარქის, რომელმაც ამ ეკლესიის გზა ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა. ვფიქრობ, რომ მართლმადიდებლურმა ეკლესია აქ, ისევე როგორც, ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოსაა ხელისუფლებასთან იმ მხრივ, რომ მიდრეკილია, მიჰყვეს აქცენტებისა და ნიუანსების ცვლილებებს. ასე რომ, იმედი მაქვს, ეკლესია ამ შემთხვევაში, ასევე, გაჰყვება პროდასავლურ რიტორიკას. იქიდან გამომდინარე, რომ ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ საქართველოს გამძლეობაში, ასევე, იმედი მაქვს, რომ ქართული ეკლესია, ასევე, შეძლებს პროქართველი და პროევროპელი პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: როგორც ვიცი, თავად მინისტრს და ასევე, პრემიერს ჰქონდათ განსხვავებული შეხედულება, დაპირისპირება არ არის
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „მთავრობის ხელმძღვანელი არის ირაკლი კობახიძე და შესაძლოა, ჰქონდეს თავისი შეხედულებები, მოსაზრებები, რომელსაც შეიძლება, არ ეთანხმებოდეს რომელიმე მინისტრი,“ – ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერმა ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა დაპირისპირება მასსა და ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს შორის. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, არავითარი დაპირისპირება არ არის. „პრემიერ-მინისტრი როცა ვიყავი, მაშინ, თუ არ ვცდები, ექვსი მინისტრი შევცვალე. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. ირაკლი კობახიძეს შესაძლოა, ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები, რომელსაც შეიძლება, არ ეთანხმებოდეს რომელიმე მინისტრი, ან პირიქით, მინისტრს ჰქონდეს განსხვავებული შეხედულება. მე როგორც ვიცი, თავად მინისტრს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება და ასევე, პრემიერს ჰქონდა განსხვავებული შეხედულება, ძალიან ცივილიზებულ ფორმებში მოხდა დამშვიდობება. არავითარი დაპირისპირება არ არის. პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა მინისტრების წარდგენა, მოხსნა, დანიშვნა. მე მოვისმინე, რაღაც სხვა განცხადებებიც, თითქოს, ადმინისტრაციის უფროსიც გაუშვეს. უკაცრავად, ადმინისტრაციის უფროსი არის ნდობით აღჭურვილი პირი პრემიერ-მინისტრის. ჩემი ადმინისტრაციის უფროსი რატომ უნდა ყოფილიყო ირაკლი კობახიძის ადმინისტრაციის უფროსი. აი გესმით?! ძალიან მარტივი ასახსნელია საზოგადოებისთვის,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ზურაბ აზარაშვილს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობისთვის. „მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო ზურაბ აზარაშვილს. მან ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთა ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის. რამდენიმეს ჩამოგითვლით. მაგალითად, იცით, რომ სამი წლის წინ დავიწყეთ მუშაობა და განვახორციელეთ მოგვიანებით წამლების გაიაფების რეფორმა. თურქეთის ბაზარი იქნება, თუ რეფერენტული ფასების დაწესება. ეს წარმოუდგენელი იყო მანამდე. მოვედით, გავაკეთეთ. შედეგად, 400 მლნ ლარზე მეტი დაეზოგება ჩვენს მოსახლეობას. 400 მლნ ლარით იძარცვებოდა ჩვენი ხალხი ფარმა მაფიის და ფარმა კრიმინალების მიერ. ამას გარდა, იცით, რომ თავად ზურაბ აზარაშვილის უშუალო მონაწილეობითა და ჩართულობით გამოვლენილი იქნა ფარმა დანაშაულები, კარტერული შეთანხმებები. ამის შედეგად, ეს მსხვილი კომპანიები დაჯარიმდა 53 მლნ ლარით. იგივე DRG-ის სისტემა. 30 წლის განმავლობაში რომ არ განხორციელებულა, ისეთი მძიმე რეფორმები განახორციელა მან და დაიწყო. რესპუბლიკურ საავადმყოფოზე ჩვენ გვქონდა განსხვავებული შეხედულება, მეც მათ შორის. ახლა შეიცვალა ეს ვითარება და განსხვავებული შეხედულება ჩამოყალიბდა. ნორმალურია. მე სხვა პიროვნება ვარ,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა პირველ მარტს დატოვა. ინფორმაცია მთავრობის პრესსამსახურმა ოფიციალურად გაავრცელა. რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტს, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი წერდა, რევაზ ჯაველიძემ თანამდებობა დატოვა.
ირაკლი ღარიბაშვილი: საზოგადოებას სჭირდება სწორი დაცვა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი „ძალიან მნიშვნელოვანს“ უწოდებს „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ კანონის მიღების გეგმას, რომელიც 29 თებერვალს გასაჯაროვდა. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება „ხალხის დაცვის“ მიზანს ემსახურება. ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში არის „კონსერვატიული საზოგადოება მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ღირებულებებით“ და „სწორი დაცვა სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, ბავშვებს და ზოგადად - ღირებულებებს.“ „რაც შეეხება დაანონსებულ კანონპროექტს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე საკითხი მთელი საზოგადოებისთვის. ჩვენი ხალხის 90%-ზე მეტი ასე არის განწყობილი, რომ აუცილებელია ჩვენი შვილების, შვილიშვილების, ახალგაზრდა თაობის დაცვა, აი, ამ მავნებელი, პირდაპირ უნდა ითქვას, ანტიეროვნული, ანტიადამიანური პროპაგანდისგან. თქვენ გადახადეთ, რა ხდება მთელ მსოფლიოში, როგორი ტენდენცია მიმდინარეობს. მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს აღვირახსნილი კამპანია, აღვირახსნილი პროპაგანდა. ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები, აჩვენებენ ბავშვებს და ეუბნებიან ყველგან – ამერიკაში, ევროპაში, ყველგან, სკოლისა და ბაღის ბავშვებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ, მაგალითად, თუ არ მოგწონთ თქვენი სქესი, შეგიძლიათ, შეიცვალოთ. ეს პროპაგანდა მოედო მთელ მსოფლიოს ახლა. დღეს არის საგანგაშო ვითარება. ამიტომ, ჩვენს გუნდში გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა და საპარლამენტო უმრავლესობა გამოვიდა ამ ინიციატივით, გააჟღერა ჩვენი გუნდის სახელით ეს ინიციატივა. ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას სწორად გაიგებს. თავის დროზე, როცა მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, მაშინ გავახმოვანე ის ინიციატივა, რომელიც უკავშირდებოდა ქორწინების დეფინიციის განსაზღვრას კონსტიტუციაში და გახსოვთ, რომ მოგვიანებით, 2017 წელს კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიცია განისაზღვრა, როგორც ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა. ეს არის საკითხები, რასაც სჭირდება ძალიან სერიოზული მიდგომა. ჩვენ ვართ კონსერვატიული საზოგადოება, მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ღირებულებებით, ამიტომ ამას სჭირდება სწორი გააზრება და სწორი დაცვა. დაცვა სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, ბავშვებს და, ზოგადად, ჩვენს ღირებულებებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, 29 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე, მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან“ დაცვის კანონპროექტს მოამზადებენ. მამუკა მდინარაძე: მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დაიცავს „თუ იქნება მთავრობის ჩართულობა საჭირო, შეიძლება, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა“ - კობახიძე „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან“ დაცვის კანონპროექტზე
ირაკლი ღარიბაშვილი დავით ხიდაშელზე: 4 წელი სიმბოლურად იყო მრჩევლის თანამდებობაზე
„ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ძალიან მნიშვნელოვანი რუკები ჩამოიტანა, რომელიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა. ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი, დავით ხიდაშელი 4 წელი მუშაობდა უწყებაში და მასთან დაკავშირებით არცერთი კითხვა არ დასმულა. „ვინ იყო კრემლთან დაახლოებული? რატომ არის ეს თემა ასე აქტუალური? დავით ხიდაშელს ჩვენ ჩამოვატანინეთ ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომელიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა. ჩამოვატანინეთ ეს რუკები, მან ძალიან დიდი საქმე გასწია, მადლობა გადავუხადეთ, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მასალა ჩამოგვიტანა ჩვენ, სახელმწიფოს. თუ არ ვცდები, 4 წელი იგი სიმბოლურად იყო მრჩევლის თანამდებობაზე. ზოგადად, რომ იცოდეთ, ძალიან კარგად ერკვევა საზღვრის საკითხებში, დემილიტარიზაციის საკითხებში, რა ინფორმაციაზე მელაპარაკებით, თქვენ საერთოდ წარმოდგენა არ გაქვთ არაფერზე და ხალხს ატყუებთ, ეს არის აბსურდი, არაფრის მომცემი. გაასაჯაროებენ. 4 წელი ისე მუშაობდა, რომ საერთოდ კითხვა არ დასმულა, ახლა არ ვიცი საერთოდ, რატომ აწიეთ ეს თემა,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროში, წლების განმავლობაში მინისტრის მრჩევლად დავით ხიდაშელი მუშაობდა. აღნიშნული ინფორმაცია ამავე ტელევიზიასთან ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ დაადასტურა. „ნუ, იცით თქვენ, რომ ვმუშაობდით დავით გარეჯის საქმეზე და ჩართული იყო დავითიც ამ საკითხზე და ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რაღაცაში დაგვჭირდებოდა, ვკითხავდით… არა მგონია, დღეს, ალბათ, არ იქნება გაფორმებული,” - განაცხადა ბურჭულაძემ. მოგვიანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. უწყების განმარტებით, თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს.
ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს: არავის საქმე არ არის, სად დავისვენებ 5 დღე - გამოსაძიებელია, ვინ გიკვეთავთ ამ ბინძურ სტატიებს და სიუჟეტებს
„სასწაული სკანდალი“, რა თქვენი საქმე, მე სად წავედი? თქვენი საქმე არ არის, სად დავდივარ მე, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, „თუ რა მიზნით იმყოფებოდა დუბაიში.“ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დუბაიში საკუთარი ხარჯებით იმყოფებოდა. გარდა ამისა, მან „ტვ პირველი“ სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა. „თქვენი საქმე არ არის, მე არ ვარ დღეს პრემიერ-მინისტრი. რას დამდევთ საერთოდ? მეტი საქმე არ გაქვთ? საქმეს მიხედეთ!რატომ ხარჯავთ ფულს იმაში, რომ დუბაიში ფოტოები გადამიღოთ. საერთოდ, როგორ კადრულობთ, რომ ჩემს მცირეწლოვან შვილებს ფოტოებს უღებთ და ტელევიზიით ავრცელებთ, ეს არის თქვენი სტანდარტი. ერთი მაგალითი მითხარით, როცა მე რომელიმე ოპონენტის ოჯახს ან შვილებს შევხებივარ? არასდროს. ეს არის თქვენი ხელწერა, თქვენ ხართ მატყუარა ტელევიზია. ჩემი ფულით წავედი და თქვენი საქმე არ არის, რით წავედი. არავის საქმე არ არის, 5 დღე მე სად დავისვენებ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი მატყუარა ტელევიზია. მაგალითად, ერთი ფაქტი მითხარით, როცა კორუფციაზე საუბრობთ, ფაქტი დამისახელეთ ერთი, რომელიც ჩემთან არის დაკავშირებული. თქვენ ხართ კორუმპირებული ტელევიზია იცით რატომ? ნებისმიერ სიუჟეტს შეუკვეთს დღეს მოქალაქე. მილიარდები რომ მქონდეს, თქვენ ფულს არ გადაგიხდით. გამოსაძიებელი იცით რა არის? გამოსაძიებელია, ვინ გიკვეთავთ ამ ბინძურ, შეკვეთილ სტატიებს და სიუჟეტებს? თქვენი დამფუძნებელი, თქვენი მეპატრონე არის მკვლელი ჩვეულებრივი, ბატონი წერეთელი, ყველამ კარგად იცის თბილისში, 20 წლის წინ უდანაშაულო ბავშვი გაიტანა. კი არ ვაბრალებ, ყველამ იცის. თქვენი ტელევიზია არის დაფინანსებული თაღლითი, კრიმინალი ხაზარაძის მიერ, კახა ოქრიაშვილის მიერ, რომელიც ასეთივე ბანდიტი გამომძალველია, ძარცვავს პირდაპირ ჩვენს ხალხს. თქვენი სახელი არის მატყუარა ტელევიზია, თქვენ ხართ კორუმპირებული ტელევიზია და თქვენი არცერთი სიტყვა არ დაიჯერება,” - მიმართა ღარიბაშვილმა არხის ჟურნალისტს. „ტვ პირველის“ ეთერში გუშინ, 23 მარტს გავიდა სიუჟეტი ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ. მან ასევე უარყო ამავე არხზე გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის საიდუმლოდ შეხვდა ჯანდაცვის ყოფილმინისტრს ზურაბ აზარაშვილს. „მატყუარა ტელევიზიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს საიდუმლოდ შევხვდი ზურაბ აზარაშვილს, მე დასამალი არაფერი მაქვს - ასევე, ყოფილი მინისტრი, ჭიკაიძე „კახური კლანის“ წარმომადგენლად შერაცხეთ, რატომ გშურთ ადამიანების?“
ირაკლი ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაცია გამოქვეყნდა
განახლებული დეკლარაციის მიხედვით, წინა წლების მსგავსად, ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა 150 000 ლარი აჩუქეს; ირაკლი ღარიბაშვილის ხელფასი გასულ წელს 45,1 ათასი ლარი იყო, 14 ათასი ლარით მეტი, ვიდრე 2022 წელს. შარშან თვეში მისი ხელფასი, საშუალოდ, 3750 ლარი გამოდიოდა; 2023 წლის 30 ოქტომბრიდან 2024 წლის 23 მარტამდე მან მოახერხა დანაზოგი 40-დან 50 ათას ლარამდე გაეზარდა. დოკუმენტში ცალკე არის გამოყოფილი ირაკლი ღარიბაშვილის შვილის - ნიკოლოზ ღარიბაშვილის 2023 წლის აგვისტოში აშშ-ში სასწავლებლად გაშვების დროს დაქირავებული სახელმწიფო თვითმფრინავის ხარჯი. ნიკოლოზ ღარიბაშვილის თბილისიდან მიუნხენში კერძო რეისით ჩაყვანასა და უკან დაბრუნებაში პრემიერის მშობლებმა 109 500 ლარი გადაიხადეს. დამატებით, ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ოჯახის მოგზაურობა 20 000 დოლარი დაუჯდა. განახლებული დეკლარაციის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ ოჯახური წვეულების ორგანიზება პრემიერის ოჯახს 15 000 ლარი დაუჯდა, შვილების სწავლაში 42 900 ლარი გადაიხადეს, სახელმწიფო ტყის სარგებლობისთვის კი, 6255 ლარი.
ირაკლი ღარიბაშვილი: მამაჩემი შეიძლება, პენსიონერია, მაგრამ მრავალმილიონიანი ბიზნესი და ქონება აქვს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ბიურო მის დეკლარაციებს ყოველ წელს ამოწმებს და არცერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა მას პასუხი არ გაუცია. „ანტიკორუფციული ბიურო ამოწმებს და შეამოწმებს ხელისუფლების წარმომადგენლების ქონებრივ დეკლარაციას. თითქმის ყოველ წელს ჩემი დეკლარაცია მოწმდება არამხოლოდ უშუალოდ ბიუროს მიერ, არამედ იცით, რომ იქ ამის კომისიაა. არც ერთხელ არცერთ საკითხზე არ ყოფილა კითხვა, რაზეც მე პასუხი არ გამიცია. ჩემს ოჯახს აქვს აბსოლუტურად ლეგალური შემოსავლები, აბსოლუტურად ლეგალური ბიზნეს საქმიანობა. თუ ამის შესახებ დაინტერესდებით, მე მზად ვარ, რომ მთელი ინფორმაცია მოგაწოდოთ. თუ თქვენ ნამდვილად ხართ დაინტერესებული, საიდან აქვს მამაჩემს, როგორ თქვენ მოიხსენიებთ, პენსიონერს თანხა. მამაჩემი შეიძლება, პენსიონერია, მაგრამ მას ოფიციალურ საკუთრებაში მრავალმილიონიანი ბიზნესი და ქონება აქვს, რომელიც მან სხვადასხვა საშუალებით შექმნა. თუ ნამდვილად ხართ დაინტერესებული, მზად ვარ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გავუზიარო ეს ინფორმაცია. ეს ინფორმაცია არ არის დამალული, პირიქით, საჯარო ინფორმაციაა,“ – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს. ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია კანონის სრული დაცვით შემოწმდება. კუპრაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის დეკლარაცია დადებითად შეფასდა. „ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია 2022 წლის საანგარიშო პერიოდში დამოუკიდებელი კომისიის მოთხოვნის საფუძველზე შემოწმდა, დეტალურად იქნა შესწავლილი წარმოდგენილი ინფორმაცია და დეკლარაცია დადებითად შეფასდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის დეკლარაციას, რომელიც წარმოადგინა ახლახან, ეს არის 2023 წლის საანგარიშო პერიოდი, ასევე შესამოწმებელ პირთა სიაში დასახელებული არის და მიმდინარე წელს აღნიშნული დეკლარაცია კანონის სრული დაცვით შემოწმდება," - განაცხადა კუპრაშვილმა. დაინტერესდა თუ არა ანტიკორუფციული ბიურო ირაკლი ღარიბაშვილის მიერ განხორციელებული ავიარეისების საკითხის შესწავლით, რაჟდენ კუპრაშვილმა განმარტა, რომ ანტიკორუფციული ბიურო ამ საკითხზე ჟურნალისტურ გამოძიებებსაც ეცნობა და ეს საკითხიც შემოწმდება. „რაც შეეხება ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციებს და ე.წ. ჟურნალისტურ გამოძიებებს, ანტიკორუფციული ბიუროს მანდატში შედის მამხილებლის მანდატი, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ინფორმაციას ვიღებთ და ვამუშავებთ, ნებისმიერი განცხადებული ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თვალყურს ვადევნებთ როგორც ჟურნალისტურ გამოძიებას, ისე შემოსულ განცხადებებს და ინფორმაცოებს. რაც შეეხება თავად ამ დეკლარაციის შინაარსს, ბატონი ღარიბაშვილის დეკლარაციაში წარმოდგენილი არის გარკვეული სახის ინფორმაცია, რომელიც მიმდინარე წელს შემოწმდება, მათ შორის, თქვენ მიერ დასახელებულ ამ ნაწილშიც," - განაცხადა კუპრაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილის ქონებრივი დეკლარაცია გამოქვეყნდა
ირაკლი ღარიბაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ამ შეწყალებით პოლიციელს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა
სალომე ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს ამ შეწყალებით, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების ფაქტი. მან პრეზიდენტის ქმედებას ანტისახელმწიფოებრივი უწოდა. „ძალიან ვცდილობ, რომ მოზომილი ვიყო ჩემს შეფასებაში. რა უნდა ვუწოდოთ ამ გადაწყვეტილებას და როგორ შეიძლება რომ ამ გადაწყვეტილებას არ ვუწოდოთ ანტისახელმწიფოებრივი? ადამიანმა შეიწყალა პირი, რომელმაც „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა ჩვენს საამაყო პოლიციელს და ცოცხლად დაწვა სურდა ჩვენი გმირი პოლიციელის. ეს ხომ ფაქტია, ყველამ კარგად ნახა ეს კადრები, მთელმა ქვეყანამ და მთელმა მსოფლიომ ნახა ეს კადრები, როგორ ესროლა მოლოტოვის კოქტეილი ამ პიროვნებამ და როგორ გადარჩა სასწაულებრივად ჩვენი გმირი პოლიციელი. ფაქტებით, მტკიცებულებებით აღიარა ამ კაცმა, რომ მე ვესროლე მოლოტოვის კოქტეილი და ამის შემდეგ ეს ექსტრემისტი პირი შეიწყალა ე.წ. პრეზიდენტმა. ეს არის, რა თქმა უნდა, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ის რომ ამ ქალმა საერთოდ დაივიწყა კონსტიტუცია, კანონი, პატივს არ სცემს ჩვენს ქვეყანას, ხალხს, ამომრჩეველს, ბოლომდე უღალატა მან არა მარტო ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს პარტიას, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას, მან უღალატა ჩვენს პოლიციას, შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს პოლიციას. ამ ქალმა როგორ უნდა შეძლოს ამ საქმიანობის გაგრძელება წარმოუდგენელია ჩემთვის, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და ჩემს თვალში ეს არის დანაშაული ჩადენილი პოლიციის წინააღმდეგ! ის არის თანამონაწილე, სალომე ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს ამ შეწყალებით, ეს არის ჩემი შეფასება. ამიტომ სალომე ზურაბიშვილს პასუხს გასცემს ჩვენი ხალხი. რამდენიმე თვეში ის აღარ იქნება ჩვენი პრეზიდენტი და ჩაეწერება როგორც „მოლოტოვის კოქტეილის“ შემწყალებელი, მსროლელი და თანამონაწილე ამ დიდი დანაშაულისა, სამარცხვინო და დანაშაულია!“- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილი ახალგაზრდებს: არ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო 2012 წლამდე?
მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ვინც გამჭვირვალობას ეწინააღმდეგება, მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან.“ შიდა ქართლში, ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და პარტიულ აქტივთან შეხვედრის შემდეგ, ღარიბაშვილმა მედიასთან საუბრისას, ახალგაზრდებს მიმართა და განაცხადა, რომ თუ რომელიმე მმართველმა პარტიამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელშესახები პროგრესი მოიტანა, ეს არის „ქართული ოცნება“ და მაგალითად ასოცირების შეთანხმება და უვიზო რეჟიმი მოიყვანა. მისი თქმით, 2012 წლამდე ევროპაში მხოლოდ „მმართველი ელიტა მოგზაურობდა.“ „ახალგაზრდებს მივმართავ და მინდა, თქვენ, ყველას შეგახსენოთ, არ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო? ჩვეულებრივ მოქალაქეს ევროპაში გადაადგილება არ შეეძლო. დღეს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, აიღოს ბილეთი და გაფრინდეს ევროპაში. ვინ მოიტანა ეს შედეგი?! ეს შედეგი მოიტანა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ.“ ყოფილმა პრემიერმა ასევე გაიმეორა მმართველი გუნდის მიერ აქამდეც არაერთხელ ნათქვამი, რომ „ბევრი აქციის უკან ცნობილი აგრესიულად გამორჩეული ორგანიზაციები დგანან.“ „ჩემი პოზიცია იყო და არის შემდეგი: რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩვენთვის, როცა ეს ფული მიემართებოდა ან მიემართება დესტრუქციული, ანარქისტული და ექსტრემისტული აქციების ორგანიზებისთვის, როცა ეს ფული მიემართება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგიის გავრცელებისთვის, ძალიან ბევრი აქციის უკან იდგა ის ცნობილი აგრესიულად გამორჩეული ორგანიზაციები, იგივე „სირცხვილია“ და სხვა, რომლებიც იღებდნენ დაფინანსებას უცხოეთიდან და ამ ფულს იყენებდნენ მთავრობის, ხელისუფლებისა და ხალხის წინააღმდეგ შემოჰქონდათ შფოთვა, არეულობა და ქაოსი,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ასევე თქვა, რომ დღეს ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, რადგან ის ჯერ მზად არ არის ამისთვის. "არ არის კონსენსუსი იმაზე, რომ დღესვე შეიძლება, გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, მითუმეტეს ახლა, ამდენი პრობლემებია და იცით, რომ დრო დასჭირდება ამას". რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მასშტაბური საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. „ქართული ოცნება" მის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის" მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას. ირაკლი კობახიძემ 17 აპრილს განაცხადა, რომ „უკრაინიზაციის“ თავიდან აცილება არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა და ეს არის ამ კანონპროექტის უმთავრესი მიზანი.“ უკრაინის საგარე საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებები “უკრაინიზაციის” შესახებ, რომლის წინააღმდეგაც არის ვითომდა მიმართული “უცხოური გავლენების შესახებ“ კანონპროექტი, აღშფოთებას იწვევს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს
„ამერიკის ხმის“ ცნობით, შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს. წერილის ავტორები პრემიერს აფრთხილებენ, რომ თუ ხელახლა ინიცირებული „უცხოური აგენტების კანონპროექტი“ კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ. განახლება: განცხადება ოფიციალურადაც გავრცელდა. ორპარტიული წერილის გაგზავნას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყველაზე მაღალი რანგის რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯეიმს რიში ხელმძღვანელობდნენ. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ უკან გაიწვიოს კანონი, რომელიც საფრთხეს უქმნის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს და ასევე აჩენს ინდივიდუალურ პირებზე სანქციების დაწესების, მთავრობის პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტის და სავიზო შეზღუდვების გაფართოების დიდ ალბათობას. „ამერიკის ხმის“ მიერ მოპოვებული წერილის ასლის თანახმად, სენატორები ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს მიმართ პოლიტიკის შეცვლას წაახალისებენ, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში უცხოეთის გავლენის აგენტის ხელმეორედ ინიცირებული კანონი ამოქმედდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სენატორები წერენ, რომ ისინი როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები, „იძულებული“ გახდნენ, გამოეხატათ „უღრმესი შეშფოთება“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, ხელახლა შემოეღო „რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონი.“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, სენატორები აცხადებენ, რომ ისინი იძულებული გახდებიან, საქართველოს მიმართ ამერიკის პოლიტიკის შეცვლა წაახალისონ. „ამ კანონმდებლობის ამოქმედებას შეუძლია, მძლავრი მესიჯი გაუგზავნოს ქართველ ხალხს, რომ მისი მთავრობა აღარ ასახავს მათ სურვილებს, აქტიურად ძირს უთხრის ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგს და უარს ამბობს კონსტიტუციის დაცვაზე. შედეგად, ეს კანონმდებლობა საქართველოს უახლოეს პარტნიორებს, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შერაცხავს, როგორც მავნე აქტორებს. ასეთი ცვლილება განაპირობებს შეიცვალოს ამერიკის პოლიტიკა საქართველოს მიმართ და ასახოს საქართველოს პოლიტიკის ახალი მდგომარეობა,“ ნათქვამია პრემიერ კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში. პოლიტიკის ცვლილებაში კი ისინი რამდენიმე ფაქტორს მოიაზრებენ, რომლებიც აქამდე საქართველო-ამერიკის ურთიერთობაში გაჟღერებული არ ყოფილა. მათ შორისაა, ინდივიდუალური სანქციების დაწესება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა და სავიზო შეზღუდვების გაფართოება. ამ დრომდე სავიზო შეზღუდვები სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ოთხ მოსამართლეს დაუწესა. „ჩვენ, როგორც კონგრესის წევრები, რომელთაც ღრმა პატივისცემა გვაქვს ქართველი ხალხის მიმართ და ყოველთვის ვიყავით მძლავრი ორპარტიული და თქვენს ქვეყანასთან ორმხრივი კავშირების უპირველესი მხარდამჭერები, ძალიან იმედგაცრუებული დავრჩებით, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. თუ ეს კანონპროექტი მიღებული იქნება, ჩვენ იძულებული გავხდებით, წავახალისოთ შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეფერხებაზე ან მისი ევროატლანტიკური განვითარების ტრაექტორიის შეზღუდვაზე, შეერთებული შტატების პირდაპირი ფინანსური დახმარების გადახედვა და შეერთებულ შტატებში სავიზო აკრძალვების გაფართოება,“ - აცხადებენ სენატორები. სენატორები უარყოფენ „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომ გამჭვირვალობის კანონი ამერიკული უცხოური აგენტების გავლენის, ეგრეთწოდებული „ფარას“ მსგავსია. „ჩვენ ასევე უნდა განვაცხადოთ, რომ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონი არ ასახავს შეერთებული შტატების არცერთ კანონს და ის გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გასაჩუმებლად, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში. მოგეხსენებათ, სიტყვის თავისუფლება შეიძლება არასასიამოვნო იყოს ნებისმიერი მმართველი პარტიისთვის, თუმცა უთანხმოების და აზრის საჯაროდ გამოხატვის შესაძლებლობა არის ის, რაც დემოკრატიას აძლიერებს და სიმტკიცეს მატებს.“ წერილის ბოლოს, სენატორები პირობას დებენ, რომ არასდროს მიატოვებენ „ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომელმაც საკუთარი ხმა დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდასაჭერად, ხმამაღლა და მკაფიოდ, ყველას გააგონა.“ მათი თქმით, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეფუძნება ორმხრივ ინტერესებსა და საერთო ღირებულებებს და თითოეული მათგანი ამ ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მტკიცე მხარდამჭერია. თუმცა, ისინი ასევე ამბობენ, რომ ურთიერთობა ამ მიმართულებით ვერ „გაგრძელდება მანამდე, სანამ ეს კანონმდებლობა უკან არ იქნება გაწვეული.“ წერილს ხელს აწერენ სენატორი ჯინ შაჰინი, სენატორი ჯეიმს რიში, სენატორი ბენ კარდინი, სენატორი ლინდსი გრემი, სენატორი კრის კუნსი, სენატორი პიტ რიკეტსი, სენატორი რიჩარდ დურბინი, სენატორი როჯერ უიკერი, რიჩარდ ბლუმენთალი, სენატორი ტომ ტილისი, სენატორი ტიმ კეინი, სენატორი დენ სალივანი, სენატორი შელდონ უაითჰაუსი და სენატორი მარტინ ჰაინრიხი. წყარო
ღარიბაშვილი სენატორების წერილზე: შინაარსი და პათოსი განსაზღვრულია არასწორი აღქმებიდან გამომდინარე
ირაკლი ღარიბაშვილი სენატორების წერილთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისი „შინაარსი და პათოსი განსაზღვრულია არასწორი აღქმებიდან გამომდინარე.“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ საჭიროა, გაგრძელდეს დიალოგი, კომუნიკაცია პარტნიორებთან, რათა „დაარწმუნონ ისინი, რომ საქართველო რაიმე უჩვეულოს არ აკეთებს.“ „ძალიან ვაფასებთ იმ ურთიერთობას, რომელიც გვაქვს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან. ამავდროულად, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ დგას ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. მთავარი გამოწვევა არის ოკუპაცია. ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია და უცხო ქვეყნის, რუსეთის ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე. სხვა რისკებიც არსებობს ქვეყანაში, ამიტომ, მინდა, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. სურვილია, რომ ჩვენ ნაკლები გაუგებრობები გვქონდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან. თუ რაიმე ბუნდოვანება, რაიმე გაუგებრობაა, ეს გაუგებრობა და კითხვები უნდა იქნას განხილული დახურულ კარს მიღმა. ეს არის ჩემი გულწრფელი სურვილი. რაც შეეხება წერილს, რა თქმა უნდა, გავეცანი მის შინაარსს. ძალიან სამწუხაროა. ალბათ, ეს უნდა ვთქვათ, რომ ამ წერილში შინაარსი და პათოსი განსაზღვრულია არასწორი აღქმებიდან გამომდინარე. ერთს დავამატებდი, რომ საჭიროა, გაგრძელდეს დიალოგი, კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს პარტნიორებთან. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი, ევროპელი მეგობრები, რომ საქართველო რაიმე უჩვეულოს არ აკეთებს,“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ასევე გამოითქვა კრიტიკა და გაკეთდა შეფასებები, თითქოს საქართველო აპირებს, გადაუხვიოს ევროინტეგრაციის გზას, რაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, საფუძველს მოკლებული განცხადებაა. „რა თქმა უნდა, ეს რბილად რომ ვთქვა, არათუ გადაჭარბებული, ძალიან საფუძველს მოკლებული განცხადებაა. საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი გარანტირებულია კონსტიტუციის დონეზე. ეს ჩანაწერი გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, ჩვენმა გუნდმა. აქედან გამომდინარე, საუბარი, რომ ჩვენს ხელისუფლებას გამიზნული აქვს საგარეო პოლიტიკის ვექტორის ცვლილება, ეს არის გამორიცხული. იმასაც დავამატებ, რომ ბუნებრივია, შესაძლებელია, ჩვენ გვქონდეს გარკვეული განსხვავებული შეხედულებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ვერ გვექნება ყოველთვის ერთნაირი შეხედულებები და შეფასებები, მაგრამ საჭიროა ამ შეხედულებების დაახლოება, დიალოგი, მეტი კომუნიკაცია, მეტი ჩართულობა. ვფიქრობ, ეს გაუგებრობაც და ბუნდოვანებაც მოიხსნება და გავალთ წინ. საჭიროა კომუნიკაცია, დიალოგიც, რათა ეს გარკვეული კითხვები და გაუგებრობა მოიხსნას, რომ არ იყოს ეს ბუნდოვანება საზოგადოებაში შექმნილი,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„დაველოდოთ, მესამე მოსმენით უნდა იყოს მიღებული ეს კანონი, შემდეგ, ვეტოს დაძლევამდე დრო არის“ - ღარიბაშვილი
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 11 მაისს ე.წ. უცხოური აგენტების კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შინაარსში შესვლას არ აპირებს. მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანამ პარტნიორებთან - ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან დიალოგი უნდა გააგრძელოს. „მე ერთი რამ მინდა თქვა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დიალოგი ჩვენ პარტნიორებთან, ჩვენ ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. მომხრე ვარ იმისა, რომ მოხდეს ამ გაუგებრობის განმუხტვა, ეს უნდა გავაქარწყლოთ, ყველა კითხვა უნდა მოიხსნას ჩვენ შორის.“ „დღეს, რთული სიტუაციაა, რთული ვითარებაა. ქვეყანას სხვა, უამრავი გამოწვევა აქვს, როგორიც არის იგივე ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, სხვა მიმდინარე თემები, რეგიონში როგორი ვითარებაა, ხედავთ მეგობრებო, უკრაინაში ომი არ ჩერდება და არც გაჩერდება დიდი ხანი. სხვათა შორის, ამას გარდა, ამას ემატება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამძიმებს ისედაც რთულ გეოპოლიტიკურ გარემოს და ვითარებას. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, მე ვარ მომხრე იმისა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ჩვენი მთავარი მიზანი ეს უნდა იყოს. რაც შეეხება ამ კანონს, საერთოდ, ამ კანონის მიმართ, ეს ჩემი პირადი აზრია და ეს არ არის პარტიის აზრი, მაგრამ როდესაც ხდება ლეგალიზება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარების, მე ამას, როგორც მოქალაქე, არ მივესალმები. ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება, ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის აგენტი იქნები, იქნები რუსეთის, ამერიკის, აფრიკის, თუ აზიის.მნიშვნელობა არ აქვს, აგენტი არის აგენტი! აგენტის ქმედება არის დასჯადი. ეს არის ღალატი. ამაზე უნდა იყოს საუბარი. დისკუსია იმაზე მიმდინარეობს, რომ შეიძლება თუ არა „მეგობარი“ სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელი ვიყო, ეს ხომ კატასტროფაა?! ამას თავში რომ დაუშვებს კაცი, მისი საქმე წასულია უკვე. როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქემ იფიქროს სხვა სახელმწიფოს ინტერესების გატარებაზე. ინტერესი არსებობს ერთი, ეს არის ქართული ინტერესი, საქართველოს ინტერესი,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. მას ასევე ჰკითხეს, აქვს თუ არა ინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით, პარტნიორებთან შესაძლო მოლაპარაკების გახსნაზე, რაზედაც პრემიერი ირაკლი კობახიძე საუბრობდა. „არ ვიცი, დეტალებზე თავად ისაუბრა პრემიერმა. დაველოდოთ, ჩემი პასუხი იქნება, რომ დაველოდოთ, ჯერ კიდევ არის დრო, მესამე მოსმენით უნდა იყოს მიღებული ეს კანონი. შემდეგ ვეტოს დაძლევამდე დრო არის კიდევ. მთავარი მინდა ვთქვა, ჩვენ დღეს გვჭირდება დამშვიდება, სიტუაციის სტაბილურობა, განვითარება გვინდა,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. მან ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენების მიერ ირაკლი კობახიძისადმი გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ამერიკა ჩვენი მრავალი ხნის პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოა და საჭიროა მათთან მუშაობა, დიალოგი და საუბარი - პოზიციების დაახლოება და გამოსავლის პოვნა გვჭირდება.“ „ეს ყველაფერი მოსაწონი არაა, მიუღებელია. მიმაჩნია, რომ საჭიროა დიალოგი, საუბარი ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. მეტი ახსნა გვჭირდება და პოზიციების დაახლოება, საბოლოოდ რაღაც გამოსავლის პოვნა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. მთავარი ისაა, რომ ჩვენ უნდა ვეძებოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააძლიერებს და არა ისეთი გამოსავალი თუ პრობლემა, რომელიც ქვეყანას დაასუსტებს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. აშშ-ის კონგრესმენების წერილი პრემიერს: თუ კანონპროექტი არ იქნება გაწვეული, მხარს დავუჭერთ საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის ფუნდამენტურ შეცვლას