თეგი: დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარისკაცების რაოდენობის გაორმაგებას განიხილავს

დიდი ბრიტანეთი უკრაინის კრიზისის ფონზე აღმოსავლეთ ევროპაში ჯარისკაცების რაოდენობის გაორმაგებას განიხილავს. პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ შესაძლო განლაგება „კრემლს მკაფიო გზავნილს გაუგზავნის“. BBC-ს ცნობით, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში თავიანთ კოლეგებთან შესახვედრად ემზადებიან, რათა დეესკალაცია წაახალისონ. ბორი ჯონსონი კი უახლოეს დღეებში  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს. პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ასევე ეწვევა აღმოსავლეთ ევროპას ამ კვირაში, დაამატა, რომ დიდი ბრიტანეთი არ მოითმენს რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს და დიდი ბრიტანეთი ყოველთვის მოკავშირეების გვერდით იქნება. „თუ პრეზიდენტი პუტინი აირჩევს სისხლისღვრისა და ნგრევის გზას, ეს იქნება ტრაგედია ევროპისთვის. უკრაინამ თავისუფლად უნდა აირჩიოს საკუთარი მომავალი“, - განაცხადა ჯონსონმა.  

დიდ ბრიტანეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტი 10 თებერვლისთვის მზად ექნება

დიდი ბრიტანეთის მთავრობა 10 თებერვლისთვის მთავრობა მზად იქნება, რომ რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები დააწესოს, მიზანი უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის შეჩერებაა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ ამ სანქციებს ვერავინ დაემალება. ლიზ ტრასმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობა რომელიც ძალაში იქნება 10 თებერვლამდე, ავტომატურად არ დააწესებს სანქციებს, მაგრამ ითვალისწინებს დამატებით მექანიზმს „უკრაინაში რუსეთის შემდგომი შემოჭრის შემთხვევაში“. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ახალი ზომები დიდ ბრიტანეთს საშუალებას მისცემს, იმოქმედოს „შეერთებულ შტატებთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად, რათა გაყინონ აქტივები და აკრძალონ მოგზაურობა“.  „ჩვენ ამ სანქციებს გამოვიყენებთ შიშის ან კეთილგანწყობის გარეშე. ამას ძალიან მკაფიოდ ვაცხადებ", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.

უკრაინა დიდ ბრიტანეთთან და პოლონეთთან პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს ქმნის

უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს ქმნიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უმაღლესი რადას მეშვიდე სესიის გახსნაზე განაცხადა. „ჩვენი სახელმწიფოსთვის ფინანსური მდგრადობის გარანტიებს ვუზრუნველვყოფთ“,- აღნიშნა ზელენსკიმ. დღეს უკრაინაში პოლონეთისა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინიტრების, მატეუშ მორავეცკისა და ბორის ჯონსონის ვიზიტია დაგეგმილი. ზელენსკიმ თანამშრომლობის დეტალებზე არ ისაუბრა. გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, უკრაინა ემზადება თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად უახლოეს ორ დღეში.  

ბორის ჯონსონი უკრაინაშია

უკრაინაში ვიზიტით მყოფი ბორის ჯონსონი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს მართავს. პრემიერ-მინისტრმა 88 მილიონი ფუნტის ღირებულების ახალი დახმარება შესთავაზა უკრაინის მხარდასაჭერად, რუსეთის შეჭრის შიშის გამო. ბორის ჯონსონის თქმით, როგორც მეგობარი და პარტნიორი, დიდი ბრიტანეთი განაგრძობს უკრაინის სუვერენიტეტის დაცვას, გარე საფრთხეებთან მიმართებით. გაერთიანებული სამეფო აძლიერებს სანქციების რეჟიმს რუსეთის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო და მიიჩნევს, რომ რუსეთის ერთადერთი გზა არის დეესკალაცია და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მოლაპარაკებების დაწყება. ასევე წაიკითხეთ დიდ ბრიტანეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტი 10 თებერვლისთვის მზად ექნება

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იმუშავებს, თუ ის ესკალაციის დაწყებამდე დაწესდება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რომ რუსეთის წინააღმდეგ პრევენციული სანქციები იმუშავებს, თუ ის ესკალაციის დაწყებამდე დაწესდება. ზელენსკის თქმით, პრევენცია უკეთესია, ვიდრე შემდგომი მოქმედება. უკრაინის პრეზიდენტი მოუთმენლად ელის იმ მომენტს, როდესაც რუსეთი გაიყვანს ჯარებს უკრაინის საზღვრიდან და დაამატა, რომ რუსებს არ სურთ უკრაინის წინააღმდეგ ომში სიკვდილი. ზელენსკის თქმით, უკრაინა პასუხისმგებლობით ეპყრობა მინსკის ხელშეკრულებას - შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ომის დასრულებას უკრაინის დონბასის რეგიონში. „რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ მან დასძინა: „არავინ ვერ იწინასწარმეტყველებს, რა მოხდება შემდეგ“, - დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.  „რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება, მაგრამ ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რა მოხდება შემდეგ. „კულისებში მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ეს მარტივი არ არის“... - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.  „ჩვენ გავიმარჯვებთ“, - დამატა ზელენსკიმ.

უცხოური მედია: დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში 100-ზე მეტი ჯარისკაცისგან შემდგარი ელიტური სპეციალური დანიშნულების რაზმი გაგზავნა

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში 100-ზე მეტი ჯარისკაცისგან შემდგარი ელიტური სპეციალური დანიშნულების რაზმი გაგზავნა, რომლებიც იმუშვებენ სამხედრო მრჩევლებად და უკრაინულ სპეციალურ ძალებს გაწვრთნიან. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის მხრიდან არსებული მუქარა NATO-ს ქვეყნების მნიშვნელოვან შეშფოთებას იწვევს. ბრიტანული გამოცემა „მირორის“ ცნობით, გაერთიანებული სამეფოს ელიტარული სპეცრაზმის გაგზავნა ოფიციალურმა ლონდონმა უკრაინაში რუსეთის პოტენციური შეჭრის „გარდაუვალი საშიშროების“ გამო გადაწყვიტა.  

პატრიარქმა ბრიტანეთის დედოფალს სამეფო ტახტზე ასვლიდან 70-ე წლისთავი მიულოცა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ელისაბედ მეორეს ტახტზე ასვლიდან 70-ე წლისთავს ულოცავს. მილოცვის ტექსტი სოციალურ ქსელში, საპატრიარქოს გვერდზე განთავსდა. „თქვენო უდიდებულესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფო ტახტზე აბრძანების 70 წლისთავს. თქვენი მმართველობის პერიოდი განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესია, როგორც თქვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ისე სამეფო დინასტიათა ისტორიაში. გილოცავთ საიუბილეო თარიღს და გისურვებთ კვლავაც წარმატებულ მოღვაწეობას თქვენს მაღალ და ფრიად საპატიო მსახურებაში“, - წერია მილოცვის ტექსტში. 

დიდი ბრიტანეთი პოლონეთში დამატებით 350 სამხედროს გაგზავნის

დიდი ბრიტანეთი პოლონეთში დამატებით 350 სამხედროს გაგზავნის, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა, ლონდონში, პოლონელ კოლეგასთან მარიუშ ბლაშჩაკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უოლესმა განაცხადა, რომ მოსკოვი უნდა ელოდოს სანქციებს, იზოლაციას და მეტ NATO-ს, თუ რუსეთმა დაუშვა სულელური შეცდომა და შეიჭრა სუვერენულ ქვეყანაში, რომელმაც საკუთარი თავისუფალი ნებით გამოხატა სურვილი, იყოს არამხოლოდ NATO-ს ნაწილი, არამედ მიჰყვეს მის მიერ არჩეულ გზას.  „გადაწყვეტილება არის ორმხრივი და იმის ნიშანი, რომ ჩვენ შეგვიძლია, ერთად ვიმუშაოთ; გავაგზავნოთ ძლიერი სიგნალი, რომ ბრიტანეთი და პოლონეთი ერთად დგანან“, -განაცხადა მინისტრმა.  

ლიზ ტრასი: რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ჩვენი პასუხის სიძლიერეში

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთშია. ლიზ ტრასი მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე მკაფიოდ დააფიქსირებს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება. ამის შესახებ ბრიტანელი დიპლომატი Twitter-ზე წერს. „ნებისმიერი შეჭრა დიდი შეცდომა იქნება. დიპლომატია ერთადერთი გზაა და რუსეთი ამ გზას უნდა გაჰყვეს“, - აღნიშნულია ლიზ ტრასის Twitter პოსტში. თავის მხრივ, ბრიტანეთის საგარეო უწყება ვიზიტის მიზნების შესახებ იტყობინება. მისი განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრი დააფიქსირებს პოზიციას იმის შესახებ, რომ ერთადერთი გზა რუსეთისთვის, დეესკალაციისა და დიპლომატიური გზაა. ბრიტანეთის საგარეო უწყებამ აქვე გამოაქვეყნა ლიზ ტრასის კომენტარიც, რომლის თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრი მიუთითებს უკრაინის არჩევანის უფლებაზე და მოუწოდებს რუსეთს, დაიცვას საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებზეც უკვე მოაწერა ხელი.  „რუსეთს ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს ჩვენი პასუხის სიძლიერეში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ნებისმიერი შემდგომი შეჭრა გამოიწვევს მძიმე ხარჯებს, მათ შორის სანქციების კოორდინირებული პაკეტის მეშვეობით“, - აცხადებს ლიზ ტრასი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: NATO-ს უნდა ჰქონდეს ღია კარის პოლიტიკა

ეს, ალბათ, ყველაზე სახიფათო მომენტია უსაფრთხოების ყველაზე დიდ კრიზისში, რომლის წინაშე ევროპა ბოლო ათწლეულების განმავლობაში აღმოჩნდა, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა NATO-ს გენერალურ მდივანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, NATO შეთანხმდა, რომ ნებისმიერი ქვეყანა თავისუფალი უნდა იყოს უსაფრთხოების ალიანსების შექმნაში, რომელსაც ის ირჩევს. „არის რაღაცები, რაზეც მოლაპარაკება შეუძლებელია. NATO-ს უნდა ჰქონდეს ღია კარის პოლიტიკა“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გაძლიერების შესახებ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას უკრაინა მიესალმა

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გაძლიერების შესახებ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას უკრაინის საელჩო მიესალმა. საელჩო ასევე მოუთმენლად ელის, რომ უკრაინის სხვა დასავლელი პარტნიორები დიდი ბრიტანეთის მაგალითს მიჰყვებიან. 10 თებერვალს ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს სანქციების რეჟიმის გამკაცრებისა და გაფართოების შესახებ, რაც მთავრობას ახალი მკაცრი ზომების დაწესების საშუალებას აძლევს. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცების პირველი შემადგენლობა ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინაში მყოფ ბრიტანელებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდა

დიდი ბრიტანეთის მთავრობა უკრაინაში მყოფ ბრიტანელ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. „უკრაინაში მყოფმა ბრიტანელმა მოქალაქეებმა ახლავე უნდა დატოვონ ქვეყანა კომერციული რეისების საშუალებით“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებაში. ლატვია, ნიდერლანდები, იაპონია და სამხრეთ კორეა ასევე იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებმაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს. აღსანიშნავია, რომ NATO-მ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის საკითხზე გამართული ონლაინშეხვედრის შესახებ, რომელშიც მსოფლიოსა და ევროპის ლიდერები, სულ 8 ქვეყნის პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები მონაწილეობდნენ, მათ შორის იყო ბრიტანეთის პრემიერიც.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს

NATO-ში გაწევრიანებაზე გაკეთებული განცხადების გამო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს. „პირველად ღირსების რევოლუციის შემდეგ, საერთაშორისო არენაზე უკრაინის ოფიციალური წარმომადგენელი განცხადებას აკეთებს ნატოზე უარის თქმის შესახებ. ამით უკრაინის ელჩმა აჩვენა, რომ პუტინის მიერ უკრაინის შანტაჟი და დაშინება მუშაობს. საზოგადოების აღშფოთების შემდეგ უბრალოდ უარყოფა საკმარისი არ იქნება. ერთადერთი საშუალება, რომ დაამტკიცონ, რომ პრისტაიკოს პოზიცია უკრაინის ხელისუფლებისა და ზელენსკის პოზიცია არ არის, ელჩის ლონდონიდან გამოწვევა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლებაა“, - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ თქვა, რომ უკრაინამ NATO-ში გაწევრიანებაზე უარი შეიძლება თქვას, თუ მას ამის გაკეთებას გარემოებები აიძულებს.

დიდი ბრიტანეთი ლიეტუვა-ბელორუსის საზღვარზე ჯარებს გზავნის

გაერთიანებული სამეფო გზავნის „მცირე რაოდენობის“ ჯარს ლიეტუვაში, რათა დაეხმაროს მას ბელორუსთან საზღვარზე არსებული მიგრანტების კრიზისის მოგვარებაში, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ბენ უოლესის თქმით, „სოლიდარობის სულისკვეთებით“ დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერს ლიეტუვას. „ეს განლაგება ხელს შეუწყობს ლიეტუვის შესაძლებლობას, ბელორუსთან თავის საზღვარზე ზეწოლას გაუმკლავდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლიზ ტრასი: ვლადიმერ პუტინმა უკრაინის კრიზისი შესაძლოა, თვეების განმავლობაში გააჭიანუროს

"რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის კრიზისი თვეების განმავლობაში შეიძლება გააჭიანუროს", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა. „ამჟამად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსები უკრაინის მახლობლად მდებარე სასაზღვრო რეგიონებიდან გადიან. რუსეთის სამხედრო გაძლიერებას შენელების ნიშნები თან არ ახლავს. რუსეთს შეუძლია ეს კრიზისი კიდევ უფრო გააჭიანუროს კვირებისა და თვეების განმავლობაში, რათა უკრაინას ძირი გამოუთხაროს და დასავლეთის ერთიანობას გამოწვევა შეუქმნას“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა ალიანსი ოფიციალურად გააფორმეს

უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა და პოლონეთმა წამოიწყეს თანამშრომლობის ახალი სამმხრივი ფორმატი, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის უსაფრთხოების საფრთხეებზე რეაგირებას და ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას. „დღეს ჩვენ გვაქვს პატივი და მოხარული ვართ, გამოვაცხადოთ უკრაინას, გაერთიანებულ სამეფოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობის ახალი სამმხრივი ფორმატის დაწყების შესახებ“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. კულებას თქმით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ დღეს ლოგისტიკური მიზეზის გამო პირადად ვერ ჩავიდა კიევში. „დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი გვერდით დაუდგება უკრაინელ ხალხს, რათა დაიცვან უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი დაგვეხმარებიან ჩვენი სახელმწიფოს დაცვაში", - განაცხადა კულებამ. მისი თქმით, ახალი ფორმატის წევრები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ ეკონომიკურ, სავაჭრო, ენერგეტიკულ თანამშრომლობასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე. საერთაშორისო პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმატის შექმნის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველ თებერვალს, რადაში გამოსვლისას განაცხადა.

დიდი ბრიტანეთი ესტონეთში დამატებით ჯარს გზავნის, გერმანული კონტინგენტი ლიეტუვაში ჩავიდა

უკრაინის საზღვრის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების ფონზე, დიდი ბრიტანეთი ესტონეთში დამატებით ჯარს გზავნის. გაერთიანებულ სამეფოს ასევე ჰყავს 1000 პერსონალი, რომელიც მზად არის ჰუმანიტარული რეაგირებისთვის, საჭიროების შემთხვევაში. დიდი ბრიტანეთი დამატებით ჯარებს ზავნას ესტონეთში, იმის შიშით, რომ რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებამ უკრაინის საზღვართან შეიძლება, გამოიწვიოს უფრო ფართო კონფლიქტი ევროპაში. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დიდი ბრიტანეთი გააორმაგებს პერსონალის რაოდენობას ესტონეთში. ის ასევე გაგზავნის დამატებით სამხედრო აღჭურვილობას, როგორიცაა, ტანკები და ჯავშანტექნიკა. ესტონეთში ჯარების და მასალების გადასროლის პროცესი უკვე დაწყებულია. დიდმა ბრიტანეთმა ასევე გაგზავნა ოთხი დამატებითი თვითმფრინავი Typhoon კვიპროსში. ეს თვითმფრინავები მალე დაიწყებენ საჰაერო პატრულირების ოპერაციებს NATO-ს მოკავშირეებთან ერთად აღმოსავლეთ ევროპაში.   „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ევროპული თავდაცვა უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების საპასუხოდ“, - განაცხადა ბენ უოლესმა.  130 ჯარისკაცისა და 60 მანქანისგან შემდგარი გერმანული კონტინგენტი ლიეტუვაში, NATO-ს საბრძოლო ჯგუფის დაგეგმილი გაძლიერების ფარგლებში ჩავიდა. ლიეტუვაში ალიანსის საბრძოლო ჯგუფების გაძლიერების ოპერაცია კვირის ბოლომდე გაგრძელდება. საერთო ჯამში, ქვეყანაში 350-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 100 მანქანა ჩავა.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ რუკას აქვეყნებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთი ინარჩუნებს მნიშვნელოვან სამხედრო პოზიციებს, რომლის მეშვეობით შეუძლია, განახორციელოს უკრაინაში შეჭრა გაფრთხილების გარეშე. დიდი ბრიტანეთი უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის გზებზე მიუთითებს და შესაბამის რუკას აქვეყნებს.  „მას კვლავ აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს კონფლიქტის თავიდან აცილების და მშვიდობის შენარჩუნების გზა“, - აცხადებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება.  აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა, „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე: ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, აშშ და ბრიტანეთი რუსულ კომპანიებს აშშ დოლართან და ბრიტანულ გირვანქასთან წვდომას შეუზღუდავენ

შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი რუსულ კომპანიებს ამერიკულ დოლარსა და ბრიტანულ ფუნტზე წვდომას შეუზღუდავენ, თუ კრემლი უკრაინაში შეიჭრება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ჯონსონის თქმით, ეს ნაბიჯი ძალიან ძლიერ დარტყმას მოახდენს თავისი გავლენით. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დასავლეთის სანქციები ბევრად უფრო შორს მიმავალია, ვიდრე მან ეს საჯაროდ თქვა. „ჩვენ, ამერიკელ მეგობრებთან ერთად ვაპირებთ, შევაჩეროთ მათი ვაჭრობა ფუნტებსა და დოლარებში“, - განუცხადა ჯონსონმა BBC-ს. თუმცა ჯონსონმა ეჭვქვეშ დააყენა სანქციების საფრთხე საკმარისი იქნებოდა თუ არა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესაჩერებლად, რადგან კრემლის მეთაური შესაძლოა, ლოგიკურად არ მსჯელობდეს. ინფორმაციისთვის, რუსეთი მსოფლიოში ნავთობის, გაზის და ლითონის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. მათზე ვაჭრობა უმეტესად ამერიკულ დოლარში მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული დისკუსიისას, დასავლეთს მოუწოდა, არ გადადოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ის პრევენციის მიზნით, უკვე დააწესოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გაიყვანს თავის 150 000 ჯარისკაცს უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე ბორის ჯონსონი: რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს

დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. კერძოდ სანქციები შემდეგ ბანკებს დაუწესდა: „როსიაიაზ ბანკი“, „IS ბანკი“, „გენერალური ბანკი“, „პრომსვიაზბანკი“ და „შავი ზღვის ბანკი“. რაც შეეხება ინდივიდუალურ პირებს, სანქციები შემდეგ ბიზნესმენებს დაუწესდათ: გენადი ტიმჩენკო, იგორ როტენბერგი და ბორის როტენბერგი. ამავე თემაზე დმიტრი კულება: ენტონი ბლინკენთან საუბრისას რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გავუსვი ხაზი დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა ევროპის საბჭო რუსეთს ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების“ შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ეს არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

ლიზ ტრასი: რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებებში თანამონაწილეების სია გრძელია

დიდი ბრიტანეთი მზადაა, „უკრაინაში სრული შეჭრის შემთხვევაში“, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააძლიეროს, ამის შესახენ დიდი ბრიტანეთის განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მინისტრმა გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებულ კრიტიკასაც უპასუხა და განმარტა, რომ სანქციები ყველაზე მკაცრი იყო, რაც კი გაერთიანებულმა სამეფოს ოდესმე გამოუყენებია რუსეთის მიმართ. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რათა განვასხვავოთ ისინი, ვინც რეჟიმის მხარდამჭერები არიან და  ისინი, ვინც მხარს უჭერენ ვლადიმერ პუტინს; ისინი, ვინც შესაძლოა, რუსეთიდან გადავიდნენ წლების წინ და ისინი, ვინც არიან ნაწილი ბრიტანეთის პოლიტიკური სისტემის ნაწილნი. ტრასმა განაცხადა, რომ მთავრობას რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებებში თანამონაწილეების გრძელი სია აქვს და თუ პუტინი უარს იტყვის ჯარების უკან დახევაზე, დიდ ბრიტანეთს შეუძლია, „ტემპერატურა აწიოს“. გაერთიანებული სამეფო შეუზღუდავს რუსულ სახელმწიფოსა და ძირითად კომპანიებს დიდი ბრიტანეთის ფინანსურ ბაზრებზე დაფინანსების მოპოვებას, ასევე, აკრძალავს მთელ რიგ მაღალტექნოლოგიურ ექსპორტს რუსეთში, რაც წლებით უკან დახევს მისი სამხედრო-ინდუსტრიული ბაზის განვითარებას. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.    21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.   22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა.

დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინას საკრედიტო გარანტიის სახით $500 მილიონი გამოუყოს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა მზადაა, უკრაინას „რუსეთის აგრესიის ქარიშხლის“ გადატანაში დაეხმაროს და გამოუყოს მას საკრედიტო გარანტიის სახით $500 მილიონი და დამატებითი სახსრები. „ჩვენს სიტყვას საქმე მოჰყვება და ვიყენებთ ბრიტანეთის ეკონომიკურ გამოცდილებას და ამ ქვეყნის ძალას იმისათვის, რომ დავეხმაროთ უკრაინის ხალხს“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი: დიდი ბრიტანეთი ევროპულ ომს არ გააჩაღებს, თუმცა უკრაინას აღჭურვილობით დაეხმარება

დიდი ბრიტანეთი ევროპულ ომს არ გააჩაღებს, თუმცა უკრაინას აღჭურვილობით დაეხმარება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა BBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა. „მე არ გავაჩაღებ ევროპულ ომს, თუმცა დავეხმარები უკრაინას, იბრძოლოს ყველა ქუჩაზე ყველანაირი აღჭურვლობით, რომლის მიწოდებაც მათთვის შეგვიძლია“, – განაცხადა თავდაცვის მდივანმა.~ ასევე წაიკითხეთ: უკრაინის პრეზიდენტის ოფისი: უკრაინა მზადაა, ნეიტრალურ სტატუსზე რუსეთთან მოლაპარაკებები გამართოს 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.

ბრიტანელმა მუშებმა გერმანიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან რუსული ნავთობის გადატვირთვაზე უარი თქვეს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ბრიტანელმა მუშებმა გერმანიის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერიდან რუსული ნავთობის გადატვირთვაზე უარი თქვეს. ინფორმაციას სხვადასხვა საერთაშორისო წყარო ავრცელებს. მაგალითად, Sky News-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, „ნებისმიერი რუსული ხაზით“ მის პორტებში გემების შესვლა აკრძალა.  ამასთან, BBC-ის ცნობით, ბრიტანული გადამამუშავებელი ქარხნის სპიკერმა (Stanlow - დიდ ბრიტანეთში საგზაო ტრანსპორტის საწვავის 16%-ის მიწოდებას უზრუნველყოფს) განაცხადა, რომ ოპერატორი Essar-ი „ძალიან შეშფოთებულია უკრაინაში განვითარებული ჰუმანიტარული კრიზისით“ და "სრულიად ემორჩილება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ რუსეთთან მიმართებით განხორციელებულ ნორმატიულ ჩარჩოებს".

დიდი ბრიტანეთი უკრაინას $230 მილიონით დაეხმარება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინისთვის დამატებითი დახმარების შესახებ გამოაცხადა. „დადგა მომენტი, როდესაც უკრაინის მეგობრებმა უნდა შექმნან ჰუმანიტარული, ეკონომიკური და თავდაცვითი სამხედრო მხარდაჭერის კოალიცია, რათა უზრუნველყონ პუტინის მარცხი ამ კატასტროფულ შეჭრაში“, - განაცხადა ჯონსონმა ნიდერლანდელ და კანადელ კოლეგებთან ლონდონში ერთობლივ პრესკონფერენციაზე. გაერთიანებული სამეფო, კანადა და ნიდერლანდები „მხარ-მხარ დგანან“ უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ. „უკრაინის მხარდაჭერის ჩვენი ახალი საერთაშორისო ჯგუფი კოორდინაციას გაუწევს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას ხანგრძლივი და ურყევი დახმარების გასაწევად ახლაც და მომავალშიც და უფრო მეტ ქვეყანასაც მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ბორის ჯონსონი: უკრაინის აღსადგენად „მარშალის გეგმა“ გვექნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის აღსადგენად „მარშალის გეგმას“ აანონსებს. ამის შესახებ ბორის ჯონსონმა ვიშეგრადის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ასევე არის შეთანხმება იმის შესახებ, რომ საჭიროა, ვაჩვენოთ უკრაინის ხალხს ახლა, რომ რაც არ უნდა მოხდეს,  თავისუფალი, სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა დაცული და აღდგენილი იქნება, ჩვენ ახლიდან ავაშენებთ უკრაინას და გვექნება მარშალის გეგმა უკრაინის აღსადგენად“, - განაცხადა ჯონსონმა. მარშალის გეგმა (ინგლ. Marshall Plan), ოფიციალურად ევროპის რეკონსტრუქციის პროგრამა (European Recovery Program - ERP) - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აშშ-ის მიერ შემუშავებული პროგრამა ევროპის აღმშენებლობისთვის.  ნიციატივას სახელი ეწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯორჯ მარშალის პატივსაცემად. გეგმა სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ძირითადად, კი უილიამ კლეიტონმა და ჯორჯ კენანმა შეიმუშავეს.

დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად შეწყვეტს

დიდი ბრიტანეთის ბიზნესის სახელწიფო მდივნის, კვასი კვარტენგის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი აპირებს, რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი წლის ბოლომდე ეტაპობრივად შეაჩეროს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მინისტრის თქმით, ეს ნაბიჯი ბაზარს, ბიზნესს და მიწოდების ქსელს საკმარისზე მეტ დროს მისცემს რუსული იმპორტის ჩასანაცვლებლად, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მოთხოვნის 8 პროცენტს შეადგენს. ამასთან, 8 მარტს, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ეს ზომები ისე იქნება მიღებული, რომ „არ იმოქმედოს“ გაერთიანებული სამეფოს ბიზნესებზე. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს.

დიდი ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის. „ცას დასაცავად საუკეთესო გზა საჰაერო სისტემაა, რომელსაც დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიაწვდის”, - განაცხადა ლიზ ტრასმა ამერიკელ კოლეგასთან, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკოფერენციაზე. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი არ ისწრაფვის უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებისკენ, რადგან ეს NATO-სა და რუსეთს შორის პირდაპირ კონფრონტაციას გამოიწვევს. დიდ ბრიტანეთს სურს რუსეთი SWIFT-დან სრულად გაირიცხოს და G7-ის ყველა ქვეყანამ დაასრულოს რუსული ნავთობისა და გაზის გამოყენება. „ასე რომ, ჩვენ უნდა წავიდეთ უფრო შორს და სწრაფად ჩვენი რეაგირების საკითხში. ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი სანქციები“, - განაცხადა ტრასმა. თავის მხრივ, თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი განიხილავს ნაბიჯებს უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად. მისივე თქმით, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 3615 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი გადასცა - დახმარების ნაწილი კი, გზაშია.

დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს, რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ამასთან, დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს, რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს, რომლებიც მხარს უჭერდნენ პუტინის შეჭრას უკრაინაში, სანქციები დაუწესა. „ჩვენი სანქციების სამიზნეები არიან ისინი, ვინც პუტინის უკრაინაში უკანონო შეჭრის თანამონაწილეები არიან და ისინი, ვინც მხარს უჭერს ამ ბარბაროსულ ომს. ჩვენ გავაგრძელებ სანქციების გამკაცრებას. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ჩვენი უკრაინელი მეგობრების გვერდით. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ჰუმანიტარული დახმარებით, თავდაცვითი იარაღით და დიპლომატიური ძალისხმევით რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის მიზნით“, - განაცხადა საგარეო საქმთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.  ახალი სანქციები აუკრძალავს ჩამოთვლილ პირებს ბრიტანეთში მოგზაურობას, გაერთიანებულ სამეფოში არსებულ აქტივებზე წვდომას და იქ ბიზნესის კეთებას. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირის მიერ, მთლიანობაში, 862 რუსი ფიზიკური პირი და 53 ორგანიზაციაა სანქცირებული

სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი თელ-ავივის აეროპორტის VIP დარბაზში შენიშნეს - Reuters

სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი ორშაბათს თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში შენიშნეს. Reuters-ის ცნობით, სანქცირებული რუსი ოლიგარქი სტამბოლის რეისს ელოდებოდა. სააგენტოს მიერ მოპოვებული ფოტოს მიხედვით, ბრიტანულ საფეხბურთო კლუბის „ჩელსის“ მფლობელი აბრამოვიჩი აეროპორტის VIP დარბაზში იმყოფება. Reuters-ი წერს, რომ დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა, ნამდვილად ჩაჯდა თუ არა აბრამოვიჩი თვითმფრინავში. აბრამოვიჩს ისრაელის და პორტუგალიის მოქალაქეობა აქვს. რუსი ოლიგარქი იმ შვიდ რუს მილიარდერს შორისაა, რომლებიც 10 მარტს, ბრიტანეთის სანქციების სიას დაემატნენ. Reuters-ის მიერ 14 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები ევროკავშირის სასანქციო სიაში რომან აბრამოვიჩის შეყვანაზე შეთანხმდნენ. სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პუტინის ახლოს წრეს და მასთან დაახლოებულ ოლიგარქებს დაუწესდათ. დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში მითითებულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია.

დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ორგანიზაციასა და რუსეთის 345 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 5 რუსულ ორგანიზაციასა და რუსეთის 345 მოქალაქეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. სანქცირებულ პირებს შორის მოხვდნენ: პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, „როსგვარდიის“ ხელმძღვანელი ვიქტორ ზოლოტოვი, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი და მისი ოჯახის წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, ბიზნესმენები პიოტრ ავენი, მიხეილ ფრიდმანი და გერმან ხანი, ტელეარხ RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, პირველი არხის გენდირექტორი კონსტანტინე ერნსტი და ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი. ამასთან, სანქციები დაუწესდათ საჯარო მოხელეებს, ბიზნესმენებსა და ჟურნალისტებს. ასევე წაიკითხეთ: ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიას რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი და ყოფილი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი დაემატნენ რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

ბარბარა ვუდვორდი: დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა გახდეს

დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა გახდეს, თუ კიევისგან შესაბამის მიმართვას მიიღებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა. როგორც BBC წერს,  დიდი ბრიტანეთი უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. „დიიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა გახდეს, თუ კიევისგან შესაბამის მიმართვას მიიღებს. მოხარულები ვიქნებით ეს როლი შევასრულოთ, თუ უკრაინის ხელისუფლება ამას გვთხოვს“,- განაცხადა ვუდვორდმა. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი გამოეხმაურა რუსეთის მიერ კიევის მიმდებარე რაიონებში სამხედრო მოქმედების შემცირების გადაწყვეტილებას  ბლინკენი: კიევის გარშემო მოქმედებების შემცირება, შეიძლება, ყურადღების გადატანის გზა იყოს Guardian: აშშ-სა და ბრიტანეთის ცნობით, რუსეთის ჯარები კიევის გარშემო რაიონებს ტოვებენ

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები კიდევ 14 პირს დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა და შავ სიაში კიდევ 14 პირი შეიყვანა. როგორც უცხოური მედია წერს, სასანქციო სიაში მოხვდნენ მედიის წარმომადგენლები და სამხედრო მაღალჩინოსნები. კერძოდ, მედიის ცნობით, შეზღუდვები დაუწესდა ტელეწამყვანს სერგეი ბრილევს, ასევე კრემლის მიერ დაფინანსებული კომპანია „ნოვოსტის“, რომელიც ფლობს ტელეკომპანია „რაშა თუდეის“. „შავ სიაში“ ასევე მოხვდნენ „გაზპრომ მედიის“ ხელმძღვანელი ალექსანდრ ჟაროვი, „რაშა თუდეის“ მმართველი დირექტორი ალექსეი ნიკოლოვი და „საერთაშორისო მაუწყებლობა სპუტნიკის“ ხელმძღვანელი ანტონ ანისიმოვი. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

ბრიტანეთი და მოკავშირეები უკრაინას დამატებითი ლეტალური იარაღით დაეხმარებიან

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები უკრაინას, რუსეთისგან თავდასაცავად, დამატებითი ლეტალური იარაღით დაეხმარებიან. ამის შესახებ უკრაინული მედია Sky News-ზე დაყრდნობით წერს.  „დღევანდელი საუბრის შედეგად, უკრაინას დამატებით ლეტალური იარაღით დავეხმარებით. რიგმა ქვეყნებმა წამოაყენეს ახალი იდეები ან პირობები ფულის შესახებ". – თქვა უოლასმა 30 საერთაშორისო პარტნიორთან გამართული შეხვედრის შემდეგ.  ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ლეტალური იარაღები მოიცავს შორი მანძილის საარტილერიო დანადგარებს, ტყვია-წამალსა და მეტ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს.  ცნობილია, რომ  ბრიტანეთმა უკრაინას უკვე მიაწოდა ტანკსაწინააღმდეგო NLAW-ები და ჰაერსაწინააღდეგო Starstreak-ები.  ამასთან ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცახდა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის შედეგად  „მცირე ქვეყანა“ გახდა, „პრეზიდენტი პუტინი უკვე აღარაა ის ძალა, რასაც ადრე წარმოადგენდა. ახალა ისაა ადამიანი იმ გალიაში, რომელიც თავად ააგო“.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს 

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: რუსული საზღვაო ძალები აგრძელებენ უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკადას შავ და აზოვის ზღვებში

რუსული საზღვაო ძალები აგრძელებენ უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკადას შავ და აზოვის ზღვებში, რაც ხელს უშლის უკრაინის ზღვით მომარაგებას , - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „ცნობები იმის შესახებ, რომ შავი ზღვის აკვატორია დანაღმულია სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზღვაო აქტივობას. მიუხედავად იმისა, რომ ნაღმების წარმომავლობა უცნობია და დავის საგანს წარმოადგენს, მათი არსებობა თითქმის დანამდვილად უკავშირდება რუსულ საზღვაო აქტივობას აღნიშნულ არეალში და ცხადყოფს, რამხელა გავლენას ახდენს რუსეთის შეჭრა უკრაინაში ნეიტრალურ და სამოქალაქო ინტერესებზე“, - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ The Times-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს სურს, უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებია მიაწოდოს, იმისთვის, რომ ზღვით განხორციელებული თავდასხმების მოგერიებით უკრაინის სამხრეთში პუტინის გეგმები ჩაიშალოს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთანა, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისთვის ახალ თავდაცვით დახმარებაზე შეთანხმდნენ. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლი ხელმძღვანელობს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი მკაფიო დასტურია და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდება, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმას. შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო განაგრძობს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის უმნიშვნელოვანეს როლზე რეგიონში, განსაკუთრებით კი ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არსებული გამოწვევების ფონზე, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს.

დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში რუსეთის 200-ზე მეტი ახალი ფიზიკური და იურიდიული პირი შეიყვანა

დიდმა ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში რუსეთის 200-ზე მეტი ახალი ფიზიკური და იურიდიული პირი შეიყვანა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ მრავალპროფილური ჰოლდინგის „ალიანს ჯგუფის“ ხელმძღვანელი მუსა ბაჟაევი და რუსეთში მოღვაწე აზერბაიჯანული წარმოშობის ბიზნესმენი ფარჰად ახმედოვი. ამასთან, სანქცირებულთა სიაშია ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირი, უმაღლესი რადას ყოფილი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული და გასულ დღეს დააკავეს უკრაინის სპეცსამსახურებმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

ბორის ჯონსონი: ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ ზელენსკის, შემდგომი სამხედრო დახმარების შესახებ ვაცნობე. ბრიტანეთი არ შეჩერდება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინას რუსეთთან წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას ჰპირდება. სამხედრო დახმარების შესახებ ჯონსონი პრეზიდენტ ზელენსკის ესაუბრა. „დღეს შუადღისას ვაცნობე ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ ზელენსკის, შემდგომი სამხედრო დახმარების შესახებ, რომელსაც უკრაინას უახლოეს დღეებში გავუწევთ. დიდი ბრიტანეთი არ შეჩერდება, რათა უკრაინელებს ჰქონდეთ საჭირო რესურსები, დაიცვან თავიანთი ქვეყანა რუსული იერიშისგან. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ“, - აღნიშნულია ბორის ჯონსონის Facebook პოსტში. დიდი ბრიტანეთი უკრაინას აქტიურად უჭერს. 9 აპრილს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა. ჯონსონი პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამის შემდეგ, ჯონსონის ოფისმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 ჯავშანმანქანას და ახალ საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მიაწვდის. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა: რუსეთი მარიუპოლში სირიისა და ჩეჩნეთის ომში გამოყენებულ ტაქტიკას იყენებს

„რუსეთი მარიუპოლში სირიისა და ჩეჩნეთის ომში გამოყენებულ ტაქტიკას იყენებს“, - ამის შესახებ ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის განცხადებაშია ნათქვამი. „მარიუპოლში დასახლებული რაიონების დაბომბვა 1999 წელს ჩეჩნეთში და 2016 წელს სირიაში რუსეთის მიერ გამოყენებული მიდგომის მსგავსია. ეს იმის მიუხედავად, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2022 წლის 24 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთი არც ქალაქებზე განახორციელებს დარტყმებს და არც უკრაინის მოსახლეობის სიცოცხლეს დაემუქრება“, – ნათქვამია ანგარიშში. მისივე თანახმად, მარიუპოლში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეთანხმებული წინააღმდეგობა რუსი სამხედროებისთვის სერიოზულ გამოწვევად იქცა და რუსეთის წინსვლა შეანელა.  ამავე ცნობებით, რუსების მიერ მარიუპოლის აღების მცდელობამ ადგილობრივ მოსახლეობას დიდი ზიანი მიაყენა. განადგურდა დიდი ოდენობის ინფრასტრუქტურა და მოსახლეობამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი: რუსეთის გეგმა უკრაინის მთავრობის დამხობაა იენს სტოლტენბერგი: რუსეთის გაცხადებული მიზანი უკრაინის მთავრობის შეცვლაა ბრიტანული დაზვერვა უკრაინაში ომზე: რუსეთმა მსგავსი ტაქტიკა გამოიყენა ჩეჩნეთში 1999 წელს და სირიაში 2016 წელს ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაცია რუსეთის მიზნებზე უკრაინაში

დიდი ბრიტანეთი უკრაინას Stormer-ის ჯავშანმანქანებს მიაწვდის

დიდი ბრიტანეთი უკრაინას მცირე რაოდენობით Stormer-ის ჯავშანტექნიკას მიაწვდის. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ბრიტანეთის შეფასებებმა ცხადყო, რომ კონფლიქტის დროს დაახლოებით 15 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო ჯავშანტექნიკის 2 000 ერთეული, მათ შორის დაახლოებით 530 ტანკი, 60 ვერტმფრენი და საბრძოლო თვითმფრინავი განადგურდა. „ახლა შემიძლია გამოვაცხადო, რომ ჩვენ უკრაინას გადავცემთ მცირე რაოდენობით ჯავშანტექნიკას, რომელიც აღჭურვილია საჰაერო რაკეტებისთვის გამშვები მოწყობილობებით“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.  

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი: თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს მიიტანს, ეს სავსებით ლეგიტიმური იქნება

"თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს მიიტანს, ეს სავსებით ლეგიტიმური იქნება", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი ჯეიმს ჰიპი აცხადებს. „თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებს მიიტანს, ეს სავსებით ლეგიტიმური იქნება. ფაქტია, რომ უკრაინა იყო სუვერენული ქვეყანა, რომელიც საკუთარ საზღვრებში მშვიდობიანად ცხოვრობდა. შემდეგ სხვა ქვეყანამ გადაწყვიტა, მისი საზღვრები დაერღვია და 130 000 ჯარისკაცი შეეყვანა უკრაინის ტერიტორიაზე. ამით დაიწყო ომი უკრაინასა და რუსეთს შორის“, – განაცხადა ჰიპიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ: დიდი ბრიტანეთი უკრაინას Stormer-ის ჯავშანმანქანებს მიაწვდის ლიზ ტრასი: არ მოვისვენებთ, სანამ პუტინი არ დამარცხდება და უკრაინა არ გაიმარჯვებს  

საქართველოში ბრიტანეთის ელჩი: საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის კავშირები საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული

30 წლის წინ დიდმა ბრიტანეთმა და საქართველომ აღადგინეს დიპლომატიური ურთიერთობები. ჩვენ შორის კავშირები საერთო ღირებულებებსა და ერთობლივ ხედვებზეა დაფუძნებული, - ამის შესახებ საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის იუბილესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.  „30 წლის წინ დიდმა ბრიტანეთმა და საქართველომ აღადგინეს დიპლომატიური ურთიერთობები. ჩვენ შორის კავშირები, რომლებიც საერთო ღირებულებებსა და ერთობლივ ხედვებზეა დაფუძნებული, ძლიერია როგორც არასდროს და წინ ნათელი მომავალი აქვს. ვამაყობ, რომ ასეთ დროს ვარ მისი უდიდებულესობის ელჩი“, - წერს კლეიტონი.  

ბრიტანეთის ელჩი კიევში დაბრუნდა

დიდი ბრიტანეთის ელჩი უკრაინაში მელინდა სიმონსი კიევში დაბრუნდა. „გრძელი გზა იყო, მაგრამ ღირდა მანძილის გავლა. ძალიან კარგია, რომ ისევ კიევში ვიმყოფები“, - დაწერა ელჩმა სიმონსმა Twitter-ზე. 22 აპრილს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქში ბრიტანეთის საელჩო ერთ კვირაში გაიხსნებოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დიდ ბრიტანეთში მფრინავი მანქანების მსოფლიოში პირველი აეროპორტი გაიხსნა

დიდ ბრიტანეთში მფრინავი მანქანების მსოფლიოში პირველი აეროპორტი გაიხსნა. ის საშუალებას მისცემს მფრინავ ტაქსებს აფრინდნენ და დაეშვან ქალაქის დატვირთულ რაიონებში. მიუხედავად იმისა, რომ ინჟინრები და დიზაინერები მუშაობენ ვერტიკალურად აფრენისა და დაშვების შემუშავებაზე, ბრიტანეთში დაფუძნებული სტარტაპი Urban-Air Port Ltd (UAP) ცდილობს შეიმუშაოს ინფრასტრუქტურა ურბანული საჰაერო ტრანსპორტისთვის. მათი მიზანია შექმნან სპეციალური ცენტრები ფრენების მარტივად განსახორციელებლად. ცნობისთვის, სტარტაპმა თავისი პირველი Air One-ის აეროპორტის შემუშავება 15 თვეში დაასრულა.  

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები შეეხო პროდუქციას, რომლის სავაჭრო მოცულობა წელიწადში 1.7 მილიარდ გირვანქა სტერლინგი იყო. ლონდონში აცხადებენ, რომ ახალი სანქციების მიზანია პუტინის სამხედრო მანქანის დასუსტება. გარდა ამისა, აკრძალულია 308 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ქიმიური ნივთიერებების, პლასტმასის, რეზინისა და მძიმე ტექნიკის ექსპორტი. ამ მოცულობიდან 1.4 მილიარდი იყო რუსული ექსპორტი ბრიტანეთში, რომელზეც ლონდონი ახლა დამატებით 35-პროცენტიან იმპორტის ტარიფს აწესებს. გაერთიანებული სამეფოს საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთო ჯამში, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები უკვე ეხება პროდუქციას, რომლის სავაჭრო მოცულობა წელიწადში, დაახლოებით 4 მილიარდი გირვანქა სტერლინგი იყო.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ:   დიდი ბრიტანეთი უკრაინას $1,6 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს  

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი პუტინის სასოწარკვეთაზე მიუთითებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ამბობს, რომ პუტინის მიერ აღლუმზე გამოსვლისას გაკეთებული განცხადებები ზღაპრებს გავს. უოლესი გულისხმობს პუტინის მიერ აღლუმის დროს ნათქვამს, რომ რუსეთი  NATO-ს მხრიდან საფრთხის ქვეშ იყო. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა „თვეებისა და წლების განმავლობაში მრავალი, სიცხადეს მოკლებული პრეტენზია გამოთქვა“. უოლესმა რუსი გენერლები „წინაპრების საამაყო ისტორიის“ გადაწერაში დაანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი ომის დანაშაულებისთვის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ. „ვფიქრობ, მას სჯერა იმის, რისი დაჯერებაც სურს - ეს არის სასოწარკვეთის უმნიშვნელო გაელვება“, - განაცხადა უოლესმა.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.    

აშშ და დიდი ბრიტანეთი ვარაუდობენ, რომ ამერიკული სატელიტური ქსელის წინააღმდეგ კიბერშეტევის უკან რუსეთი დგას

დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის დაზერვა ვარაუდობენ, რომ ამერიკულ სატელიტურ ინტერნეტ კომპანია Viasat-ზე კიბერშეტევის უკან რუსეთი დგას. შეტევა უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, 24 თებერვალს დაიწყო. BBC-ს ცნობით, კიბერშეტევამ პრობლემები ცენტრალური ევროპის ინტერნეტ მომხმარებლებს, ასევე - ქარის ელექტროსადგურებს შეუქმნა. „ჩვენ ვაღიარებთ, რომ საერთაშორისო მთავრობებმა დაადგინეს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი KA-SAT (ფლობს Viasat-ი) ქსელზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე. ჩვენ გვქონდა და გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან და სამთავრობო უწყებებთან, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“, - განუცხადა BBC-ს კომპანიის წარმომადგენელმა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ დაზვერვის მკაფიო და შოკისმომგვრელი მტკიცებულება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განზრახ და მავნე თავდასხმას ადასტურებს. „მსოფლიო ყურადღება ახლა უკრაინისკენაა მიპყრობილი, რადგან ევროპის უსაფრთხოება სწორედ უკრაინაზე გადის. ეს არის ჰიბრიდული ომი. გარდა, სახმელეთო, საჰაერო საზღვაო შეტევებისა, აქტიური კიბეროპერაციები მიმდინარეობს. რუსეთის მხრიდან ომამდეც იყო კიბერშეტევები. რაც შეეხება ომის პერიოდს, პირველი კიბერშეტევა 23 თებერვალს განხორციელდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და საბანკო საფინანსო სექტორის საიტები გატყდა. მას შემდეგ, სამთავრობო სექტორზე კიბერშეტევა გრძელდებოდა.  რუსეთ-უკრაინის ომში Anonymous-ი პირველივე დღეებში ჩაერთო და რუსეთის წინააღმდეგ საპირისპირო კიბერშეტევები განახორციელა, როგორც სამთავრობო, სამხედრო, ასევე, საბანკო სექტორზე, სხვა მსხვილ კომპანიებზე, გაზის და  ნავთობმოპოვების სექტორზე. ეს შეტევები რუსეთისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იყო“, - განაცხადა Europetime-თან ინტერვიუში კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა და ამ მიმართულებით უკრაინის რადას ყოფილმა მრჩეველმა ლადო სვანაძემ.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ბრიტანეთი შვედეთსა და ფინეთს თავდასხმის შემთხვევაში მხარდაჭერას ჰპირდება

გაერთიანებული სამეფო შვედეთსა და ფინეთს თავდასხმის შემთხვევაში მხარდაჭერას ჰპირდება. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა შვედეთსა და ფინეთში ვიზიტისას ორივე ქვეყანასთან ხელი მოაწერა უსაფრთხოების დეკლარაციებს. ჯონსონის თქმით, შეთანხმებების თანახმად, „კატასტროფის შემთხვევაში, ან რომელიმე ჩვენგანზე თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენ ერთმანეთს დავეხმარებით.“ ჯონსონის თქმით, დახმარება „დამოკიდებული იქნება მეორე მხარის მოთხოვნაზე“. გაერთიანებული სამეფოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი შეთანხმებები გააძლიერებს დაზვერვის ინფორმაციის გაზიარებას და დააჩქარებს ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და ჯარების განლაგებას. შვედეთი და ფინეთი ინარჩუნებენ მჭიდრო კავშირებს დიდ ბრიტანეთთან და არიან ერთობლივი საექსპედიციო ძალების ნაწილი, მრავალეროვნული სამხედრო კოალიცია, რომელიც უსაფრთხოების უზრუნველყოფს შორეული ჩრდილოეთის, ჩრდილო ატლანტიკური და ბალტიის ზღვის რეგიონებში. თუმცა, უკრაინის ომმა გააძლიერა შიში სტოკჰოლმსა და ჰელსინკში, რომ ორმხრივი შეთანხმებები არ ჩაანაცვლებს NATO-ს  წესდების მე-5 მუხლს, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ თავდასხმა ერთ წევრ სახელმწიფოზე განიხილება, როგორც თავდასხმა ყველაზე. უახლოეს დღეებში შვედეთი და ფინეთი გამოაცხადებენ თავიანთ განზრახვებს ნატოში შესაძლო შესვლის შესახებ. ასევე წაიკითხეთ შვედეთის მმართველი პარტია NATO-ში გაწევრიანებაზე პოზიციას 15 მაისს გამოაცხადებს ცნობილია, როდის გამოაცხადებს ფინეთი NATO-ს წევრობაზე გადაწყვეტილებას

ბრიტანული დაზვერვა: რუსეთმა უკრაინაში ძალების თითქმის მესამედი დაკარგა

რუსეთმა უკრაინაში სახმელეთო საბრძოლო ძალების თითქმის ერთი მესამედი დაკარგა, ამ ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს. მისივე თანახმად, აგრესორის მებრძოლთა მოტივაცია სულ უფრო მცირდება და „შემცირებული საბრძოლო ეფექტიანობა“ აშკარაა. რუსეთის შეტევამ დონბასის რეგიონში დაკარგა იმპულსი და მნიშვნელოვნად ჩამორჩა დადგენილ გრაფიკს, აცხადებს ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მიუხედავად თავდაპირველი მცირემასშტაბიანი მიღწევებისა, რუსეთმა ვერ მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას ტერიტორიული თვალსაზრისით. სამინისტროს განცხადებით, რუსეთი კიდევ უფრო მეტ დანაკარგს უნდა ელოდოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.    

დიდი ბრიტანეთის საელჩო: თავისუფალი მედიის გარეშე მოქალაქეები საკუთარი დემოკრატიული უფლებების განხორციელებას ვერ შეძლებენ

დიდი ბრიტანეთის საელჩო მთავარი არხის გენერალური დირექტორისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. საელჩოს განცხადებით, დიდი ბრიტანეთი გლობალური მედია თავისუფლების სადარაჯოზეა. „იმედგაცრუებულები ვართ, მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო. ეს განსაკუთრებით საგულისხმოა, ბოლო ანგარიშის ჭრილში, რომელიც ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოაქვეყნა და რომლის თანახმად, საერთაშორისო პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად დაკლებულია. დიდი ბრიტანეთი გლობალური მედია თავისუფლების სადარაჯოზეა. თავისუფალი მედიის გარეშე, მოქალაქეები, პოლიტიკური სპექტრის რომელ მხარესაც არ უნდა იდგნენ ისინი, ვერ შეძლებენ საკუთარი დემოკრატიული უფლებების განხორციელებას“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.  

დიდი ბრიტანეთი უკრაინის შავი ზღვის სანაპიროზე რუსეთის ბლოკადის მოსახსნელად სამხედრო ხომალდების გაგზავნას განიხილავს - Times

დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები შავ ზღვაში რუსეთის ბლოკადის მოსახსნელად და მარცვლეულის ექსპორტისთვის სამხედრო ხომალდების გაგზავნას გეგმავენ. რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკირება გლობალურ სასურსათო კრიზისის შიშს აძლიერებს. ერთ-ერთი გამოწვევაა შიმშილის რისკის შეკავება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ეგვიპტე ან ლიბანი, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულნი მარცვლეულის ექსპორტზე. ცნობილია, რომ დანია უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს მიაწვდის. დანიის მიერ მიწოდებული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, უკრაინას სავარაუდოდ, შავი ზღვის სანაპიროს კონტროლში დაეხმარება. უკრაინა ზღვიდან იერიშების მოგერიებას შეძლებს. უკრაინა ამ დრომდე ელოდა უფრო მოწინავე იარაღს, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები და უფრო დიდ მანძილზე მოქმედი რაკეტები, მაგრამ ჯერჯერობით დახმარების უმეტესი ნაწილი მცირე დისტანციის სისტემებს მოიცავდა, მათ შორის Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და არტილერია. პენტაგონი: 20-მდე ქვეყანა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებისთვის მზადაა აშშ უკრაინისთვის მოწინავე ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების მიწოდებას განიხილავს - Reuters Harpoons (საზენიტო რაკეტები) Boeing Co.-ის (BA.N) მიერ არის დამზადებული და შესაძლებელია, რუსეთის საზღვაო ძალები უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან უკუაგდოს, რაც საშუალებას მისცემს კიევს, მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტი განაახლოს. გავრცელებული ცნობებით, უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას იტალია, დანია, საბერძნეთი, ნორვეგია და პოლონეთიც მიაწვდიან. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ „განსაკუთრებით მადლიერია დანიის, რომელმაც 23 მაისს განაცხადა, რომ საზენიტო რაკეტების გადაცემით უკრაინას თავისი სანაპიროების დაცვაში დაეხმარება.   

რამდენად შესაძლებელია, რომ ბორის ჯონსონი უკმაყოფილო კანონმდებლებმა თანამდებობიდან გადააყენონ რამდენად შესაძლებელია, რომ ბორის ჯონსონი უკმაყოფილო კანონმდებლებმა თანამდებობიდან გადააყენონ? ამ თემას Reuters-ი სტატიაში განიხილავს. საფუძვლად კი, კონსერვატორების მზარდი უკმაყოფილება მოჰყავს. კერძოდ, სააგენტო წერს, რომ კონსერვატორ კანონმდებელთა მზარდი რაოდენობა ბრიტანეთის ლიდერს მხარს აღარ უჭერს. ეს ოფიციალური ანგარიშს მოჰყვა, რომელიც დეტალურად აღწერს „ლოკდაუნის“ დროს, უკანონო წვეულებების სერიას დაუნინგ სთრიზე, პრემიერის ოფისში. ბორის ჯონსონმა აღიარა, რომ „ლოკდაუნის“ დროს მის ოფიციალურ რეზიდენციაში წვეულებას დაესწრო და ბოდიშს იხდის ჯონსონმა, რომელიც კონსერვატორებს 2019 წლის არჩევნებში დიდი უმრავლესობის მოპოვებაში დაეხმარა, ბოდიში მოიხადა, მაგრამ განაცხადა, რომ არ გადადგება. 25-ზე მეტმა კონსერვატიულმა დეპუტატმა ჯონსონს გადადგომისკენ საჯაროდ მოუწოდა. რამდენად სწრაფად შეიძლება მოხდეს უნდობლობის გამოცხადება? კონსერვატიული წესების თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარე პარტიის ლიდერთან კონსულტაციით წყვეტს კენჭისყრის თარიღს, რომელიც უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება მალე. როდესაც ჯონსონის წინამორბედმა ტერეზა მეი 2018 წლის დეკემბერში დადგა კენჭისყრის წინაშე, ის იმავე დღეს ჩატარდა, როდესაც კომიტეტის თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ კენჭისყრის გასააქტიურებლად საკმარისი წერილები მიიღო. „დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის“ დეპუტატი ბობ ნილი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტმა ჯონსონისადმი უნდობლობის გამოცხადებას შესაძლოა, მომავალ კვირას უყაროს კენჭი.  

უკრაინას სარაკეტო სისტემებს დიდი ბრიტანეთიც მიაწვდის

გაერთიანებული სამეფო უკრაინას მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაეხმარება. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა. საუბარია M270-ზე, რომლის მოქმედების არეალი გამშვებებს, 80 კილომეტრამდეა (49,7 მილი). ბრიტანეთის შეფასებით, ეს დახმარება უკრაინას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. „ეს ნაბიჯი მჭიდროდ კოორდინირებულია შეერთებული შტატების გადაწყვეტილებასთან, უკრაინას მიაწოდოს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები (HIMARS)“, - აღნიშნავს თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დიდ ბრიტანეთი დედოფალ ელისაბედ II-ის „პლატინის იუბილეს“ აღნიშნავს

დედოფალ ელისაბედ II-ის მმართველობის 70 წლისთავის აღსანიშნავად, დიდ ბრიტანეთში ოთხდღიანი სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება. ბრიტანეთის დედოფალს ამ თარიღს დიპლომატები, სახელმწიფო ლიდერები და რიგითი მოქალაქეები ულოცავენ. Europetime სადღესასწაულო ღონისძიებების ფოტოკოლაჟს გთავაზობთ.  96 წლის დედოფალი პირველია ბრიტანეთის მონარქებს შორის, რომელსაც ტახტზე ყოფნის 70 წელი შეუსრულდა. „ჩემდამი გამოხატული კეთილი სურვილები ჩემთვის შთაგონების წყაროა. იმედი მაქვს, მომავალი დაგვაფიქრებს იმ ყველაფერზე, რასაც გასულ 70 წლის განმავლობაში მივაღწიეთ. ჩვენ რწმენითა და ენთუზიაზმით ვიყურებით წინ“, - აღნიშნა ელისაბედ მეორემ.               სამეფო ოჯახი ბუკინგემის სასახლის აივანზე შეიკრიბა.

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიებას დამატებითი ზომებით დაეხმარება

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გამოძიებისთვის, უკრაინაში სავარაუდო ომის დანაშაულებებთან დაკავშირებით, მხარდაჭერის მეორე პაკეტი წარადგინა. ამის შესახებ მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზშია ნათქვამი. „რუსულმა ძალებმა უნდა იცოდნენ, რომ პასუხს აგებენ თავიანთი ქმედებებისთვის და გლობალური საზოგადოება ერთად იმუშავებს სამართლიანობის აღსრულების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა დომინიკ რააბმა. პაკეტის თანახმად, სხვა მექანიზმებთან ერთად, პოლიციის მეკავშირე ოფიცერი, რომელიც განთავსებულია ჰააგაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ICC-ს შორის ინფორმაციის სწრაფ გაზიარებას უხელმძღვანელებს.  ამასთან, განხორციელდება უკრაინაში განვითარებული მოვლენების უწყვეტი თავდაცვის ანალიზი და მონიტორინგი, ომის დანაშაულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი მტკიცებულების დაცვის  ჩათვლი.  როგორც ცნობილია, აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ყოფილი ბრიტანელი ჯარისკაცი სევეროდონეცკისთვის ბრძოლაში დაიღუპა

ჯორდან გეტლიმ, რომელმაც მარტში დატოვა ბრიტანეთის არმია, დაიღუპა აღმოსავლეთ ქალაქ სევეროდონეცკისთვის ბრძოლაში, რომელიც ბოლო დღეებში ინტენსიური ბრძოლების ადგილი იყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ის მეორე ბრიტანელია, რომელიც უკრაინაში დაიღუპა. „აღმოსავლეთ ქალაქი კვირების განმავლობაში იყო რუსეთის შეტევის მთავარი ეპიცენტრია, სასტიკი ქუჩის ბრძოლები და მძიმე არტილერია, როგორც ამბობენ, ორივე მხრიდან დიდ მსხვერპლს იწვევს“, - წერს BBC. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთთან უბაჟო ვაჭრობის ამოქმედების შესახებ გამოაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთთან უბაჟო ვაჭრობის ამოქმედების შესახებ გამოაცხადა. ეს რეჟიმი მალე ამოქმედდება, მოსალოდნელია ავსტრალიასთან ვაჭრობის ლიბერალიზაცია. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მინისტრთა კონფერენციაზე 57 ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა უკრაინისადმი სოლიდარობის სპეციალურ ღონისძიებაზე. „ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ხელი შევუწყოთ უკრაინული საქონლის წვდომას მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ბაზარზე. ევროკავშირთან ვაჭრობის საბაჟო გადასახადები უკვე გაუქმებულია. შეერთებული შტატები უკვე იყენებს „უბაჟო რეჟიმს“ უკრაინული ფოლადისთვის. კანადამ გააუქმა საბაჟო გადასახადები. იგივე რეჟიმი იმუშავებს უახლოეს მომავალში ბრიტანეთთანაც. ჩვენ ველით ვაჭრობის ლიბერალიზაციას ავსტრალიისგან“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ 12 ივნისს, საღამოს გამოსვლაში. როგორც ცნობილია, 4 ივნისს, ევროკავშირმა ოფიციალურად შეაჩერა ევროკავშირის ყველა იმპორტის გადასახადი და ტარიფი უკრაინულ ექსპორტზე, რათა დაეხმაროს უკრაინული ბიზნესის აღდგენას, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალდა. ეს მოიცავს სამრეწველო საქონელზე იმპორტის გადასახადის სრულ შეჩერებას, ხილისა და ბოსტნეულის შესვლის ფასების სისტემას, ასევე, ანტიდემპინგურ გადასახადებს და იმპორტის გარანტიებს ერთი წლის ვადით. კვირას, შვეიცარიაში, ჟენევაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) მე-12 მინისტერიალი დაიწყო. WTO-ს 50-ზე მეტმა წევრმა გამოუცხადა სოლიდარობა უკრაინას და დაჰპირდა დახმარებას და მხარდაჭერას, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის კულტივაციასა და ექსპორტში, ისევე როგორც ომის შემდეგ ქვეყნის რეკონსტრუქციაში.   

დიდი ბრიტანეთი უკრაინას გადასცემს სარაკეტო სისტემებს, რომლებსაც 80 კილომეტრამდე სამიზნეებზე დარტყმის განხორციელება შეუძლია

გაერთიანებული სამეფო უკრაინას მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს გაუგზავნის. ამის შესახებ ბენ უოლესის განცხადებაზე დაყრდნობით CNN იუწყება. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინაში გაიგზავნება ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემები (M270), რომლებსაც 80 კილომეტრამდე (49,7 მილი) სამიზნეებზე დარტყმის განხორციელება შეუძლია. ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ახალი შეთვაზება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. უკრაინამ დასავლეთს მძიმე იარაღის უფრო სწრაფად მიწოდების თხოვნით მიმართა, რათა ქვეყნის აღმოსავლეთში რუსეთის ძალების თავდასხმას შეეწინააღმდეგოს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა წარმატებით აჩერებს რუსეთის თავდასხმებს დონეცკის პროვინციაში, მოსკოვის სახმელეთო ძალების მზარდი ძალა კიევისთვის სულ უფრო მეტ სირთულს ქმნის. უკრაინის პრობლემებს ისიც ამძაფრებს, რომ საბრძოლო მასალის რაოდენობა ძალიან ცოტაა. კიევის მთავრობის ერთ-ერთი მრჩევლის თქმით, რუსეთი დღეში 50 000-მდე საარტილერიო ჭურვს ისვრის. დასავლეთმა უკრაინას დიდი რაოდენობით იარაღი მიაწოდა, მათ შორის არის მრავალჯერადი შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემები, რომელთა გამოსაყენებლად უკრაინულ ძალებს მომზადება რამდენიმე კვირის განმავლობაში დასჭირდებათ. დასავლეთი უკრაინისთვის მარაგების მიწოდებას განაგრძობს.  რა დამატებით შეიარაღებას მიიღებს უკრაინა აშშ-სგან - პენტაგონის სია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 20-ზე მეტ M109 მოდელის თვითმავალ ჰაუბიცას მიაწვდის

დიდმა ბრიტანეთმა ბელგიური იარაღის კომპანიისგან შეიძინა და 20-ზე მეტი შორმსროლელი M109 მოდელის თვითმავალი ჰაუბიცა შეაკეთა, რომელსაც უკრაინას გაუგზავნის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები მალე შეძლებენ „მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევას ქვეყნის აღმოსავლეთში“. როგორც ცნობილია, ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორდღიანი შეხვედრა გაიმართა. 15 ივნისს, ბრიუსელში შეერთებული შტატების ეგიდით გაიმართა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტეინი 3) მესამე შეხვედრა. ღონისძიებას ესწრებოდა 50-მდე ქვეყანა, მათ შორის NATO-ს წევრები და პარტნიორები, რომლებიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ შეთანხმდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ბრიტანეთის არმიის ახალი მეთაური: ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც ჯარი კიდევ ერთხელ უნდა მოამზადოს ევროპაში საბრძოლველად - BBC

ბრიტანეთის არმიის ახალი მეთაურის განცხადებით, სამხედროები მზად უნდა იყვნენ, დაუპირისპირდნენ რუსეთის განახლებულ საფრთხეს, უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ. BBC-ის ცნობით, გავრცელებულ წერილში გენერალი სერ პატრიკ სანდერსი ხაზს უსვამს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ წარმოქმნილ საფრთხეს. წერილი, რომელიც BBC-სთვის გახდა ხელმისაწვდომი, 16 ივნისს თავდაცვის სამინისტროს შიდა ქსელის საშუალებით გაიგზავნა. „რუსეთის შეჭრა უკრაინაში ხაზს უსვამს ჩვენს მთავარ მიზანს, დავიცვათ დიდი ბრიტანეთი და ვიყოთ მზად, ვიბრძოლოთ და მოვიგოთ ომები ხმელეთზე. ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც არმია კიდევ ერთხელ უნდა მოამზადოს ევროპაში საბრძოლველად“, - ამბობს პატრიკ სანდერსი. BBC-ის ცნობით, თავდაცვის წყარომ განაცხადა, რომ გასაკვირი არ არის, რომ არმიის ახალმა მეთაურმა ასე მიმართა თავის ჯარებს, რაც ხაზს უსვამს ევროპაში უსაფრთხოების გაუარესებულ მდგომარეობას. მისი თქმით, ჯარები საბრძოლველად წვრთნებს გაივლიან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დიდი ბრიტანეთი უკრაინელი ჯარისკაცებისთვის წვრთნებს გააძლიერებს

დიდი ბრიტანეთი ყოველ 120 დღეში დაახლოებით, 10 000 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადებას გეგმავს, რაც უდრის უკრაინელების იმ რაოდენობას, რომლებმაც სამხედრო მომზადება რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე, შვიდი წლის განმავლობაში გაიარეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. ჯონსონმა დასავლეთს უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანეთმა და სხვა მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უკრაინას ჰქონდეს სტრატეგიული გამძლეობა, რომ გადარჩეს და საბოლოოდ გაიმარჯვოს. ჯონსონი უკრაინში ხანგრძლივ ომს ვარაუდობს და დასავლეთს უკრაინის მხარდაჭერის გეგმას სთავაზობს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეასრულონ ოთხი პუნქტი, რათა დაეხმარონ უკრაინას გადარჩენაში. პირველ რიგში, დასავლეთმა უკრაინას უნდა მიაწოდოს ყველა საჭირო იარაღი, საბრძოლო მასალა, აღჭურვილობა, ასევე, ჩატარდეს სწავლება. დიდი ბრიტანეთი ყოველ 120 დღეში დაახლოებით, 10 000 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადებას გეგმავს, რაც უდრის უკრაინელების იმ რაოდენობას, რომლებმაც სამხედრო მომზადება ფართომასშტაბიანი შეჭრამდე შვიდი წლის განმავლობაში გაიარეს. მეორე, დასავლეთი უნდა დაეხმაროს უკრაინას ფინანსურად, რათა შეინარჩუნოს თავისი სამთავრობო ინსტიტუტების სტაბილურობა - კრაინის მთავრობამ უნდა შეინარჩუნოს სოციალური ინფრასტრუქტურა, გადაიხადოს ხელფასები და პენსიები და დააფინანსოს დანგრეული შენობების რეკონსტრუქცია. მესამე, უკრაინის ეკონომიკაში შემოსავლების შესანარჩუნებლად აუცილებელია უკრაინული საკვების, განსაკუთრებით მარცვლეულის ექსპორტისთვის სახმელეთო გზების უზრუნველყოფა. მეოთხე, ბრიტანეთმა, თავის მოკავშირეებთან ერთად, უნდა განბლოკოს უკრაინის საზღვაო პორტები და დაუყონებლივ დაეხმაროს 25 მილიონი ტონა ხორბლისა და სიმინდის ექსპორტს, რაც მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს სჭირდებათ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს ვიზები არ მისცა - Reuters

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის დელეგაციის წევრებს, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში, ვიზებზე უარი უთხრა. ინფორმაციას Reuters-ი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჯაბაროვზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, მათ შორის არის ფედერაციის საბჭოს ყველა წევრი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესია 2-6 ივლისს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში გაიმართება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთში გირვანქა სტერლინგის ექსპორტი აკრძალა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა. კერძოდ, ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდის მიხედვით, რუსეთში ფუნტი სტერლინგისა და ევროს ექსპორტი აიკრძალა. ასევე ამ ბანკნოტებზე ხელმისაწვდომობა რუსეთთან დაკავშირებული პირებისთვის ან რუსეთში გამოსაყენებლად აიკრძალა. ცნობისათვის, ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსეთში ევროს ექსპორტი აკრძალა. ეს გადაწყვეტილება ვრცელდება ფიზიკურ პირებზეც. მათ უფლება აქვთ ევროს ექსპორტი მხოლოდ პირადი ხარჯებისთვის განახორციელონ, მოცულობას ევროკავშირის თითოეული ქვეყანა დამოუკიდებლად განსაზღვრავს. რუსეთის ბანკმა, თავის მხრივ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მკაცრი სავალუტო რეგულაცია შემოიღო. კერძოდ, აუკრძალა ბანკებს კლიენტებზე ნაღდი ფულის გაცემა და შეზღუდა ვალუტის ფიზიკურ პირებზე გაყიდვა. შეზღუდვები შემსუბუქებისკენ რამდენჯერმე დაკორექტირდა, მაგრამ აშშ დოლარისა და ევროს ნაღდი ფულის გაყიდვაზე შეზღუდვები 2022 წლის 9 სექტემბრამდე ძალაში რჩება.  

ჯონსონი და მაკრონი უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწევაზე შეთანხმდნენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის მეტი დახმარების გაწევაზე შეთანხმდნენ. გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვედრისას ორივე ლიდერმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობას. „ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ეს არის კრიტიკული მომენტი კონფლიქტის მიმდინარეობისთვის და არის შესაძლებლობა, რომ ომში სურათი მთლიანად შეიცვალოს”, - განაცხადა „დაუნინგ სტრიტის“ პრესსპიკერმა. ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, გააგრძელონ და გააღრმაონ მჭიდრო მუშაობა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. მიშელის თქმით, G7-ის ქვეყნები იზიარებენ საერთო მიზანს - შეუწყვიტონ ჟანგბადის მიწოდება რუსეთის ომის მანქანას თავის მხრივ, პრეზიდენტმა მაკრონმა შეაქო გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის მიმართ გაწეული სამხედრო მხარდაჭერის გამო და ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით სამუშაო გააძლიერონ.

დიდი ბრიტანეთი უკრაინის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის და მარცვლეულის ექსპორტის გასამარტივებლად £10 მილიონს გამოყოფს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა 10 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს უკრაინის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რემონტის მიზნით, რათა რუსული აგრესიის ფონზე ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტს ხელი შეუწყოს. „გარდა იმისა, რომ აფერხებს მარცვლეულის ექსპორტს შავი ზღვის გავლით - მარშრუტით, რომლითაც უკრაინის მარცვლეულის 96%--ია ექსპორტირებული, რუსული თავდასხმები აფერხებს სარკინიგზო ექსპორტს. ამის საპირისპიროდ, დიდი ბრიტანეთი თავის წვლილს შეიტანს 10 მილიონი ფუნტი სტერგლინის გამოყოფით, რაც მოხმარდება უკრაინის რკინიგზის აღჭურვილობას, სარკინიგზო ინფრასტრუქტურის რემონტს და ქვეყანას მარცვლეულის რკინიგზით გატანაში დახემარება“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთვრობის ოფიციალურ პრესრელიზში. თურქეთი „მარცვლეულის დერეფნის“ ამოქმედებას იმედოვნებს და მზადააა, სტამბოლში მოლაპარაკებებს უმასპინძლოს მისივე თანახმად, დიდი ბრიტანეთი მჭიდრო კონტაქტშია უკრაინის მთავრობასთან იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდოს თავისი სარკინიგზო სიმძლავრე და გააგრძელოს მატარებლებისა და მარცვლეულის გადატანა. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ აღნიშნა, რომ რუსეთი არამხოლოდ  აფერხებს უკრაინას მისი მარცვლეულის ექსპორტში, არამედ, მზარდი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ რუსეთი იპარავს მარცვლეულს უკრაინიდან, კონტრაბანდულად გადააქვს საზღვარზე. ინფორმაციისთივის, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

ბორის ჯონსონი: ქართველი ხალხი ყოველდღე, რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე ცხოვრობს

ქართველი ხალხი ყოველდღე რუსული აგრესიის ფრონტის ხაზზე ცხოვრობს. პუტინს არ უნდა მივცეთ საშუალება საქართველოს სუვერენული ინსტიტუტები მისი კიბერშესაძლებლობების გასაძლიერებლად გამოიყენოს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა. მისი თქმით, ბრიტანეთი მსოფლიოში კიბერუსაფრთხოების სფეროში წამყვან პოზიციებს იკავებს და დღეს გამოცხადებული მხარდაჭერა დაიცავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბრიტანეთს და ყველა სხვა დემოკრატიებს, რომლებსაც რუსეთის მტრობა ემუქრებათ. ბრიტანეთი საქართველოს, რუსეთის კიბერშეტევებისგან თავის დასაცავად £5 მილიონს გამოუყოფს დიდი ბრიტანეთის მთავრობის დახმარებით, აღნიშნული დახმარება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საშუალებას მისცემს, წარმოადგინოს კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია, გამოავლინოს და მოიგერიოს თავდასხმები იმ პირებისგან, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ როგორც საქართველოს, ასევე ევროპულ უსაფრთხოებას.  

ირაკლი ღარიბაშვილი: უაღრესად ვაფასებთ დიდი ბრიტანეთისგან ხუთი მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას

უაღრესად ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთისგან ხუთი მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას , - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისგან ხუთი მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაური ხაზს უსვამს, რომ ეს ქვეყნის და მთელი ევროპის უსაფრთხოებაში შეიტანს წვლილს. „უაღრესად ვაფასებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი დიდი ბრიტანეთისგან ხუთი მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფას გარე წყაროებიდან მომდინარე კიბერსაფრთხეების მიმართ საქართველოს მედეგობის გასაზრდელად, რაც ქვეყნის და მთელი ევროპის უსაფრთხოებაში შეიტანს თავის წვლილს“, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერი. ასევე წაიკითხეთ: ბორის ჯონსონი: დამატებით გამოყოფილი £5 მილიონი, საქართველოს, საერთო უსაფრთხოების კონტექსტში, საფრთხეების გამოვლენასა და მათზე რეაგირებაში დაეხმარება  

დიდი ბრიტანეთი: დღეს, უკრაინის საზღვაო ძალების დღეს და ყოველთვის, ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ

უკრაინაში ბრიტანეთის საელჩომ საზღვაო ძალების დღესთან დაკავშირებით უკრაინელებს ურყევი მხარდაჭერა და პარტნიორობა დაადასტურა.  ამის შესახებ საელჩომ Twitter-ზე განაცხადა. „დიდი ბრიტანეთი ამაყობს ჩვენი პარტნიორობითა და მეგობრობით უკრაინის საზღვაო ძალებთან. დღეს, უკრაინის საზღვაო ძალების დღეს და ყოველთვის, ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ!", - აცხადებს დიდი ბრიტანეთის საელჩო. უკრაინის საზღვაო ძალების დღე ივლისის პირველ კვირას, პრეზიდენტის 2015 წლის 12 ივნისის ბრძანებულების შესაბამისად, 2015 წლიდან აღინიშნება.   

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ხერსონის რეგიონის ანექსიას შემოდგომისთვის გეგმავს

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი პირები ხერსონის ოლქის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში ვითარების შესახებ უახლეს სადაზვერვო განახლებაში განაცხადა. „რუსეთის მხარდაჭერილმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ რეფერენდუმს 2022 წლის შემოდგომისთვის ჩაატარებენ. რუსეთი, სავარაუდოდ, უპირატესობას ანიჭებს ფსევდოკონსტიტუციურ კენჭისყრას რეგიონზე მისი კონტროლის ლეგიტიმაციის მცდელობისას", - აღნიშნავს სამინისტრო. როგორ ცდილობენ ხერსონის მცხოვრებლები, ქალაქში რუსული რუბლის გამოყენებას წინააღმდეგობა გაუწიონ მისივე თანახმად, 2022 წლის 28 ივნისს ხერსონის მერის იჰორ კოლიხაევის დაკავების მიუხედავად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე წინააღმდეგობის გაწევა გრძელდება. უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონისთვის ბრძოლაში კონტრშეტევაზე გადავიდნენ - გენშტაბი მერის მრჩეველი, გალინა ლიაშევსკაია Facebook-ზე 26 ივნისს წერდა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მერი, იგორ კოლიხაევი გაიტაცეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ორმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ბორის ჯონსონის მთავრობა ორმა წევრმა დატოვა. ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ ბორის ჯონსონის მიმართ ნდობა დაკარგა. კანცლერმა, ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა ასევე დატოვა თანამდებობა. მისი თქმით, საზოგადოება მოელის, რომ მთავრობა „სწორად, კომპეტენტურად და სერიოზულად" წარმართავს პროცესებს. ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.  

24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დატოვების შესახებ 21-მა ადამიანმა განაცხადა

დიდი ბრიტანეთის მთავრობა კიდევ ხუთმა მინისტრმა დატოვა. მათ შორის არიან: კულტურის მინისტრი, ჯულია ლოპესი, ბიზნესის საკითხებში მინისტრი, ლი როული, განათლების მინისტრი, ალექს ბარგჰარტი. ხაზინის მინისტრი, ჯონ გლენი, იუსტიციის მინისტრი, ვიქტორია ატკინსი და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის საკითხებში მინისტრი, ჯო ჩერჩილი. BBC-ს ინფორმაციით, მინისტრების გარდა, თანამდბეობები დატოვეს საპარლამენტო მდივნებმა და თანაშემწეებმა. ბორის ჯონსონი დარწმუნებულია, რომ მას შეუძლია შეავსოს, ვაკანტური თანამდებობები, ამის შესახებ მისი პრეს-მდივანი ამბობს. მისი თქმით, დანიშვნების შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობა 21-მა ადამიანმა დატოვა. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს ბორის ჯონსონის მთავრობა, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.  

ბრიტანეთი 1500-მდე უკრაინელი ჯარისკაცს წვრთნის

1500-მდე უკრაინელი ჯარისკაცი გაერთიანებულ სამეფოში წვრთნებისთვის იმყოფება. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა. პრისტაიკომ დაამატა, რომ უკრაინელი სამხედროები მხოლოდ ბრიტანელი ინსტრუქტორების მიერ არ გაიწვრთნებიან. „ისინი ჩამოდიან ყოველ კვირას, ჩამოდიან თვითმფრინავები, დაახლოებით, 100-200 ადამიანი ჩამოდის ყოველ კვირას", - განაცხადა ელჩმა. სამხედროები უკრაინაში უახლოეს მომავალში დაბრუნდებიან. ინფორმაციისთვის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა 6 ივლისს განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოში უკრაინელი სამხედროებისთვის სასწავლო კურსები დაიწყება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

ვოლოდიმირ ზელენსკი: დიდი ბრიტანეთი არის სიკეთის მხარეს, ის უკრაინის გვერდით დგას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს უკრაინას და მისი პოლიტიკა არ შეიცვლება პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. „ის, რასაც ჯონსონი აკეთებდა უკრაინისთვის, ძალიან დაგვეხმარა. მე მას უკრაინის მეგობრად ვთვლი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი საზოგადოებაც მხარს უჭერდა უკრაინას ევროპაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ დიდი ბრიტანეთი არის სიკეთის მხარეს და უკრაინის გვერდით დგას“, - განუცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. დმიტრო კულება: ბორის ჯონსონის გადადგომა არ შეცვლის ბრიტანეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ 7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტი დატოვა, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს.

ბენ უოლესმა ის უკრაინელი ჯარისკაცები მოინახულა, რომლებსაც ბრიტანელები წვრთნიან

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა ის უკრაინელი ჯარისკაცები მოინახულა, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში წვრთნებისთვის იმყოფებიან. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ცნობით, ეს პროგრამა არის დიდი ბრიტანეთის მუდმივი ვალდებულების ნაწილი, მხარი დაუჭიროს უკრაინას რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბრიტანეთი 1500-მდე უკრაინელი ჯარისკაცს წვრთნის დიდი ბრიტანეთის სამხედრო დახმარება 2,3 მილიარდ ფუნტ სტერლინგ მოიცავს, მათ შორის არის 5000-ზე მეტი NLAW ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და M270 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები. თითოეული კურსი რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება. კურსი მოიცავს იარაღის მართვას, ბრძოლის ველზე პირველად დახმარებას, საველე ტექნიკას, საპატრულო ტაქტიკას და შეიარაღებული კონფლიქტის წესებს. ინფორმაციისთვის, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა 6 ივლისს განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოში უკრაინელი სამხედროებისთვის სასწავლო კურსები დაიწყება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი

დიდ ბრიტანეთში მმართველი კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი, კანდიდატების წარდგენა კი 12 ივლისს გაიმართება. ამის შესახებ 11 ივლისს განაცხადა გრეჰემ ბრედიმ, რომელიც 1922 წლის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელია და პასუხისმგებელია პარტიის შემდეგი ლიდერის არჩევის პროცესზე.  ლიზ ტრასი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის იბრძოლებს ნადჰიმ ზაჰავი, ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს „შედეგი 5 სექტემბერს უნდა გამოცხადდეს, ეს მაშინ მოხდება, როცა პარლამენტი ზაფხულის არდადეგებიდან დაბრუნდება“, - განაცხადა მან. „იმედი მაქვს, რომ ყველაფერს საკმაოდ სწრაფად გავაკეთებთ. ხმის მიცემის პირველი ორი ტური ჩატარდება ამ კვირაში", - აღნიშნა ბრედმა. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევამდე კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რჩება შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებში, ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ, მონაწილეობაზე უარი თქვა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გადადგომის შესახებ 7 ივლისს განაცხადა. 

როგორ სწავლობენ უკრაინელი სამხედროები ბრიტანული წარმოების სხვადასხვა ჯავშანტექნიკის მართვას. ვიდეო

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ სწავლობენ უკრაინელი სამხედროები ბრიტანული წარმოების სხვადასხვა ჯავშანტექნიკის მართვას. შესაბამისი ვიდეო დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ Twitter-ზე გამოაქვეყნა. „გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობით, პროგრამა საშუალებას აძლევს უკრაინულ ძალებს, გააძლიერონ წინააღმდეგობა, რადგან ისინი აგრძელებენ თავიანთი ერის დაცვას კრემლის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - ნათქვამია მოხსენებაში. ბენ უოლესმა ის უკრაინელი ჯარისკაცები მოინახულა, რომლებსაც ბრიტანელები წვრთნიან ბრიტანეთი 1500-მდე უკრაინელი ჯარისკაცს წვრთნის ვიდეოში ასახულნი არიან ბრიტანელი ინსტრუქტორები, რომლებიც ასწავლიან უკრაინელ სამხედროებს ექვსი სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანის მართვას, კერძოდ, ესენი: Spartan, Mastiff, Husky და Wolfhound.

დიდი ბრიტანეთი უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოსაძიებლად £2,5 მილიონს გამოუყოფს

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინისთვის ახალი 2,5 მილიონი ფუნტის მხარდაჭერის პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რათა უკრაინას რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში დაეხმაროს  ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. პაკეტი უკრაინის გენერალურ პროკურატურას ომის დანაშაულების გამოსაძიებლად დაეხმარება. „უკრაინაში რუსული ძალების მიერ ჩადენილი საშინელი დანაშაულების მტკიცებულებები და პირველი ანგარიშები, რაც მე მოვისმინე გადარჩენილებისგან, სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხიერებაში. მოხარული ვარ, რომ გაერთიანებული სამეფოს დაფინანსება დაეხმარება გენერალურ პროკურატურას ამ დანაშაულების გამოაშკარავებასა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემაში“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა უკრაინაში მელინდა სიმონსმა.

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის ძალების ეფექტიანობა 30%-ზე მეტით შემცირდა

რუსეთის სახმელეთო ჯარების ეფექტიანობა 30%-ზე მეტით შემცირდა, ამიტომ უკრაინის არმია აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ომს მოიგებს. The Guardian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ადმირალმა სერ ტონი რადაკინმა, BBC One-ის ეთერში განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ომის დროს 50,000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაშავდა, თითქმის 1,700 რუსული ტანკი და 4,000 ჯავშანტექნიკა განადგურდა. ადმირალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინის აღებასთან დაკავშირებით თავის მიზნებს ვერ მიაღწია და ის უფრო დასუსტდა.  ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში კიდევ ერთი ბრიტანელი დაატყვევეს

ბრიტანელი ჯონ ჰარდინგი, რომელიც აზოვის პოლკის შემადგენლობაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, ოკუპანტებმა დაატყვევეს და აღმოსავლეთ უკრაინაში თვითგამოცხადებულ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში" გადაიყვანეს. ამის შესახებ BBC იტყობინება. გავრცელებულ ვიდეოში ჰარდინგი ამბობს, რომ შესაძლოა, სიკვდილით დასჯა დაემუქროს და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, ბორის ჯონსონს მიმართავს, რათა მის გათავისუფლებას შეუწყოს ხელი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეშფოთებულია მისი დაკავებით. „ბ-ნი ჰარდინგი მაისში დაიჭირეს, როდესაც უკრაინული ქვედანაყოფები, რომლებთან ერთადაც ის იბრძოდა აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში, იძულებულნი გახდნენ დანებებულიყვნენ. დანაყოფები იმ დროს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ მარიუპოლს იცავდნენ. ბატონმა ჰარდინგმა უთხრა მეგობრებს, რომ ის უკრაინის ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში იბრძოდა“, - ნათქვამია მოხსენებაში. კიდევ ორ ბრიტანელს, ეიდენ ასლინს და შონ პინერს, რომლებიც ასევე მარიუპოლში დაატყვევეს, რუსეთის მარიონეტულმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. შეგახსენებთ, ბრიტანელი პოლ არი, რომელიც ასევე საოკუპაციო ძალების ტყვეობაში იყო, მიმდინარე კვირას გარდაიცვალა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: „ვაგნერი“ აღმოსავლეთ უკრაინაში მძიმე დანაკარგებს განიცდის

რუსეთის კერძო სამხედრო კომპანიის ვაგნერის დაქირავებულმა დანაყოფებმა უკრაინის აღმოსავლეთში ბრძოლებში მძიმე დანაკარგები განიცადეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უახლეს სადაზვერვო განახლებაში განაცხადა. „რუსეთმა ერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ფრონტის ხაზის ძალების გასაძლიერებლად და პერსონალის ნაკლებობისა და მსხვერპლის შესამცირებლად გამოიყენა. „ვაგნერმა“ ბოლო ბრძოლებში ცენტრალური როლი ითამაშა, მათ შორის პოპასნასა და ლისიშანსკის დაპყრობაში. ამ ბრძოლამ ჯგუფს დიდი მსხვერპლი მიაყენა“, - ნათქვამია ანგარიშში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

ბორის ჯონსონის ბოლო გამოსვლა პარლამენტში: მხარი დაუჭირეთ უკრაინას

„ასტა ლა ვისტა, ბეიბი“, - ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პარლამენტში ბოლო გამოსვლა „ტერმინატორის“ ციტატით დაასრულა. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს „ჩვენ დავეხმარეთ, მე დავეხმარე ამ ქვეყანას პანდემიის დროს და დავეხმარე სხვა ქვეყნის გადარჩენაში ბარბაროსობისგან. ვფიქრობ, ეს საკმარისია. გულწრფელად რომ ვთქვა, მისია დიდწილად შესრულებულია. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო და ვუთხრა: „ასტა ლა ვისტა, ბეიბი“ , - განაცხადა ბორის ჯონსონმა. ბორის ჯონსონი: მინდა, უკრაინელებს ვუთხრა - ჩვენ, დიდ ბრიტანეთში გავაგრძელებთ თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ჯონსონმა მომავალ პრემიერ-მინისტრს რჩევა მისცა.  დარჩით ახლოს შეერთებულ შტატებთან, მხარი დაუჭირეთ უკრაინას, შეამცირეთ გადასახადები, არ მისცეთ უფლება ფინანსთა სამინისტროს, შეზღუდოს ამბიციური პროექტები და ყურადღება მიაქციეთ ამომრჩეველს. დაიმახსოვრე, უპირველეს ყოვლისა, ტვიტერი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ხალხი, რომელმაც აქ მოგვავლინა.

ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი უკრაინაში ომზე, რუსეთსა და ჩინეთზე

პირველ საჯარო ინტერვიუში ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ დასავლეთს უკრაინაში გამარჯვება სჭირდება, რადგან ჩინეთის ხელმძღვანელობა ყურადღებით ადევნებს თვალს ომს, რათა ტაივანში თავის მიზანს მიაღწიოს. რიჩარდ მურის თქმით, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არის ასე არსებითი, რომ დასავლეთმა შეინარჩუნოს სიმტკიცე და გადამწყვეტად იმოქმედოს რთულ სიტუაციაში. „ჩვენ ვეხმარებით უკრაინელებს გამარჯვებაში, ან გნებავთ, მოლაპარაკებაში, ოღონდ, აწარმოონ ეს დიალოგი, მათთვის მნიშვნელოვანი, მტკიცე პოზიციიდან“, - თქვა რიჩარდ მურმა, ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (MI6) ხელმძღვანელმა. „და მაინც, რატომ? ეს იმიტომ, რომ სი ძინპინი (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, რედ.) ამ ყველაფერს ქორივით უყურებს“, - ამატებს რიჩარდ მური. ასპენის (კოლორადო) უსაფრთხოების ფორუმზე CNN-თან საუბარში რიჩარდ მურმა აღნიშნა, რომ სი ძინ პინი სათანადოდ ვერ აფასებს აშშ-ის ძალას, რამაც ის შესაძლოა, არასწორ გათვლებამდე მიიყვანოს. მას არ სჯერა, რომ ომი ჩინეთსა და დასავლეთს შორის გარდაუვალია, მაგრამ თვლის, რომ დასავლეთმა პეკინი უნდა გააფრთხილოს იმ საშინელი შედეგების შესახებ, რაც შესაძლოა, ტაივანში მის შეჭრას მოჰყვეს. ჯო ბაიდენი: ჩინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის მსგავსად მიიჩნევს, რომ ავტოკრატია მომავლის ტალღაა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე საუბრისას, მურმა გაიმეორა იგივე, რაც CIA-ს დირექტორმა უილიამ ბარნსმა ამავე ფორუმზე თქვა. კერძოდ, რუსულმა ძალებმა მიაღწიეს მცირე პროგრესს დონბასის რეგიონში ახლა, როდესაც კონფლიქტი გამანადგურებელ ომში გადაიზარდა. CIA-ს დირექტორი პუტინის გეგმებსა და უკრაინაზე „თუმცა მჯერა, რომ რესურსების ამოწურვის ფონზე რუს სამხედროებს მოუწევთ რაღაც ეტაპზე შეჩერება და ეს უკრაინელებს საპასუხო დარტყმის შესაძლებლობას მისცემს”, - აღნიშნავს ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (MI6) ხელმძღვანელი. მისივე თქმით, დროული იქნებოდა თუ უკრაინელი სამხედროები ახლავე დაიწყებდნენ ტერიტორიის დაბრუნებას, რადგან ეს ”მნიშვნელოვანი შეხსენება იქნება დანარჩენი ევროპისთვის, რომ ეს არის კამპანია გამარჯვებისკენ“. „საკმაოდ მძიმე ზამთარში გველის. ევროპა გაზის მოხმარების შემცირებაზე საუბრობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პირობებში. ჩვენ რთული პერიოდი გვაქვს“, - ამბობს რიჩარდ მური. ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (MI6) ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნების მთავრობები ებრძვიან რუსეთის ჯაშუშურ საქმიანობას. კერძოდ, ევროპიდან რუსეთის დაზვერვის ოფიცრების დაახლოებით ნახევარი - 400 ადამიანი გააძევეს. ირანთან დაკავშირებით მურმა თქვა, რომ მას არ სჯერა, უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი დაინტერესებულია შეერთებულ შტატებთან და სხვებთან ბირთვული შეთანხმების თემით, რაც ამერიკელი ოფიციალური პირების შეხედულებებს ემთხვევა. დასავლური მედია ხაზს უსვამს, რომ მურს განათლება შეერთებულ შტატებში აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ Freedom House-ის შეფასებით, სხვა ავტორიტარული მმართველები თვალს ადევნებენ უკრაინაში შეჭრაზე პასუხს და სწავლობენ გაკვეთილებს საერთაშორისო დემოკრატიული კოალიციის გადაწყვეტილების შესახებ. თუ დემოკრატიის დამცველებს სურთ, გააფართოონ დემოკრატიის ღირებულებისა და დაპირების აღიარება, პირველი პრაქტიკული ნაბიჯები უნდა მოიცავდეს შემდეგ ძალისხმევას: თუ საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას სურს, შეაჩეროს ავტორიტარიზმის გავრცელება და დაიცვას და გააძლიეროს ფუნდამენტური თავისუფლებები, თანამოაზრე ლიდერებმა უნდა გამოიყენონ ეს გადამწყვეტი მომენტი, რათა მიიღონ მრავალმხრივი და მდგრადი გადაწყვეტილებები განსაკუთრებული გამოწვევების დროს. პროცესში უნდა ჩაერთონ სახელმწიფოები, სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი. იმ სიტუაციებში, როდესაც ავტორიტარები იყენებენ ძალადობას ან აგრესიას, ზეწოლა უნდა განხორციელდეს დეესკალაციის შესაძლებლობების შენარჩუნებით. რეგიონში დემოკრატიისთვის ბრძოლას გლობალური გავლენები აქვს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენი რეგიონი დიდი სახელმწიფოების მხრიდან ჭადრაკის ფიგურებად გამოყენებისგან უნდა დავიცვათ ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს „სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს. ამასთან, დიდი შვიდეულის (G7) უმსხვილესი დემოკრატიული ეკონომიკის ქვეყნები ჩინეთთან მიმართებით მკაცრი რიტორიკით გამოვიდნენ.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ლავროვის განცხადებაზე: რუსეთი ამზადებს ნიადაგს ახალი „რეფერენდუმებისთვის“ ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების გარეთ

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა თვლის, რომ სერგეი ლავროვი ომის „გეოგრაფიის გაფართოებაზე“ საუბრობდა, რადგან რუსეთი ამზადებს ნიადაგს ახალი „რეფერენდუმებისთვის“ ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების გარეთ. ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მიმოხილვაში. მისივე ცნობით, რუსეთს ამ განცხადების მიუხედავად, „ომის გეოგრაფიული მიზნები“ არ შეუცვლია.  ანალენა ბერბოკმა ლავროვის განცხადებას რუსეთის ახალი პროპაგანდა უწოდა შეგახსენებთ, ლავროვმა RT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო, ომის „გეოგრაფიული მიზნები“ შეიცვალა და ახალი ტერიტორიების დაპყრობით დაიმუქრა, იმ შემთხვევაში თუ პარტნიორები უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას გადასცემენ. ლავროვს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამაც უპასუხა. კულებამ მსოფლიოს მოუწოდა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს და უკრაინას იარაღი უფრო სწრაფად მიაწოდოს.

ევროვიზია 2023 დიდ ბრიტანეთში გაიმართება

„ევროვიზია 2023“ უკრაინის ნაცვლად, დიდ ბრიტანეთში გაიმართება. შოუს ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ კონკურსი გამარჯვებულ ქვეყანაში, უკრაინაში, რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო ვერ გაიმართება. წელს დიდი ბრიტანეთი მეორე ადგილზე გავიდა, ამიტომ მოლაპარაკებები BBC-სთან დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქალაქი აირჩევა მასპინძლად, გლაზგომ და მანჩესტერმა ინტერესი უკვე გამოხატეს. „ვწუხვარ, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო ვერ მოხერხდა ღონისძიების მასპინძლობა უკრაინაში. დიდი ბრიტანეთი ასახავს უკრაინის ბოლო გამარჯვებას ევროვიზიაზე და უკრაინის შემოქმედებითობას“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის კულტურის მდივანმა ნადინ დორისმა.  უკრაინა „ევროვიზია 2022“-ის გამარჯვებულია ჯონსონმა Twitter-ზე დაწერა, რომ დიდი ბრიტანეთი ჩაატარებს ფანტასტიკურ კონკურსს უკრაინელი მეგობრების სახელით.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის ორივე კანდიდატი უკრაინის მხარდაჭერის პირობას დებს

ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელმა რიში სუნაკმა და ამჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა ბოლო დებატებისას განაცხადეს, რომ რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის ურყევი მხარდაჭერის პოლიტიკას განაგრძობენ. ამის შესახებ The Washington Post-ი იტყობინება. „ორივე კანდიდატი აცხადებს, რომ განაგრძობს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას, რამაც (პოსტიდან მიმავალი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი) უფრო პოპულარული გახადა კიევში, ვიდრე ლონდონში“, - წერს გამოცემა. დიდმა ბრიტანეთმა უკვე მიაწოდა უკრაინას 4 მილიარდი ფუნტის (5 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება და წვრთნის უკრაინელ სამხედრო პერსონალს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. სუნაკი და ტრასი პიდობას დებენ, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი არ შენელდება. ორივე კანდიდატმა ასევე პირობა დადო, რომ თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2%-ზე მაღალი იქნება, რაც NATO-ს რეკომენდაციებს შეესაბამება.  ბორის ჯონსონის ბოლო გამოსვლა პარლამენტში: მხარი დაუჭირეთ უკრაინას მმართველი კონსერვატიული პარტიის წევრები ბრიტანეთის მთავრობის ამჟამინდელი მეთაურის ბორის ჯონსონის მემკვიდრეს უყრიან კენჭს. კენჭისყრის შედეგი 5 სექტემბერს გახდება ცნობილი.

მინსკმა ლონდონიდან ელჩი გაიწვია

ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდი ბრიტანეთიდან ელჩის გამოწვევის გადაწყვეტილება მიიღო.   ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამის მიზეზი ბრიტანეთის მიერ ბელორუსისთვის დაწესებული უპრეცედენტო სანქციები გახდა. „ბელორუსის მოქალაქეების, საწარმოების თანამშრომლების, ბელორუსის ეკონომიკისა და ფინანსური სისტემის მიმართ უპრეცედენტო სანქციების შემოღება, ბელორუსი ჟურნალისტებისა და მედიის მუშაობის შეზღუდვა, ფრენების უსაფუძვლო აკრძალვა, ბელორუსი პარლამენტარებისთვის ვიზების გაცემაზე ნებაყოფლობითი უარი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, სხვა უკანონო შემაკავებელი ზომები ამ ეტაპზე არ იძლევა სრულფასოვანი დიალოგის შესაძლებლობას“, - აცხადებენ ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამასთან, ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ლონდონთან კომუნიკაციისთვის, ყველა „ფანჯარას არ დახურავენ“.    

დიდი ბრიტანეთის საელჩო: მწუხარებით ვიგონებთ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულებს, ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია

დღეს, 14 წლის თავზე, მწუხარებით ვიგონებთ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულებს - ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო Facebook გვერდზე წერს. „გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია” , - ნათქვამია განცხადებაში. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.

Bloomberg: რომან აბრამოვიჩის ლონდონის „იმპერია“ სანქციების გამო ჩამოინგრა

რუსი ბიზნესმენისა და ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის „ლონდონის იმპერია “სანქციების გამო ჩამოინგრა. მისი ქონება საფეხბურთო კლუბ „ჩელსიდან“-მდიდრულ სახლებამდე და Evraz Plc-ის წილით დაყადაღებულია. ამის შესახებ Bloomberg წერს. ბრიტანეთის მთავრობამ „ჩელსის“ გაყიდვას მხარი დაუჭირა. სანქცირებული რომან აბრამოვიჩი გაყიდვისგან სარგებელს ვერ მიიღებს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრამდე „მილიარდერების ინდექსის“ მიხედვით, რომან აბრამოვიჩის ლონდონის აქტივები $4,8 მილიარდს შეადგენდა. უკანასკნელი დარტყმა აბრამოვიჩმა გასულ თვეში მიიღო, როცა MHC-მა, რომელიც კონფლიქტამდე მისი ოჯახის ოფისის შემადგენლობაში ფუნქციონირებდა, ლიკვიდაციაზე შეიტანა განაცხადი. რუსი მილიარდერები, აბრამოვიჩი და უსმანოვი დიდი ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების ტოპ 10-ს გამოეთიშნენ Bloomberg წერს ბიზნესმენის სასახლეზე, რომელიც კენსინგტონში - ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების, ფოლადის მაგნატის ლაკშმი მიტალისა და Warner Music Group-ის მფლობელი ლეონიდ ბლავატნიკის მეზობლად მდებარეობს. ახლა ეს სახლი სანქციების გამო დაყადაღებულია. ბრიტანეთმა სანქციები აბრამოვიჩის გარემოცვიდან კიდევ ორ ოლიგარქს დაუწესა გამოცემა წერს, რომ 55 წლის აბრამოვიჩი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული რუსი ოლიგარქია, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ლონდონის ეკონომიკაში მილიარდების ინვესტიცია ჩადო. მან ჩელსის საფეხბურთო კლუბი 2003 წელს £140 მილიონად შეიძინა. გაყიდვამდე აბრამოვიჩმა კლუბისთვის £1 მილიარდის დაფინანსება უზრუნველყო, ხოლო გარიგებიდან თანხების ნაწილი უკრაინის დასახმარებლად გამოიყო. კლუბის ახალი მფლობელთა ჯგუფი, ტოდ ბოჰლის ხელმძღვანელობით, შემდგომში £1.75 მილიარდის ინვესტიციის პირობით £2,5 მილიარდის გადახდას დათანხმდა. ცოტა ხნით ადრე, სანამ დიდი ბრიტანეთის სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდებოდა, აბრამოვიჩი ლონდონში ორი საკუთრების გაყიდვას ცდილობდა. თუმცა, მას ქონების გაყიდვა აღარ შეუძლია, სანამ გაერთიანებული სამეფოს სანქციების ქვეშ იმყოფება. ასევე, ნებისმიერი ნაღდი ფული, რომელიც აბრამოვიჩს ქვეყანაში აქვს შენახული, ანგარიშებზე გაყინული რჩება. რუს ოლიგარქს არ აქვს უფლება გაყიდოს წილი Evraz-ში, რომელიც მისი ყველაზე დიდი აქტივი იყო და მაისში დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა.   

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში M270 ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის გაგზავნას გეგმავს

გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდებას აორმაგებს. ამის შესახებ თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა BBC-სთან განაცხადა. ამ დროისთვის ქვეყანამ უკრაინას უკვე გადასცა სამი M270 ტიპის სისტემა. ისინი იყენებენ იმ რაკეტებს, რასაც ამერიკული HIMARS სისტემები. უოლესმა დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას გაუგზავნის კიდევ სამ ასეთ სისტემას, ასევე მათთვის მნიშვნელოვან რაკეტებს. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ძალიან კმაყოფილია იმით, რომ ბრიტანეთი პარტნიორების მიერ მიწოდებულ იარაღს ეფექტიანაქდ იყენებს. ბენ უოლესის თქმით, უკრაინის ძალებმა აჩვენეს, რომ ბევრად უკეთ ახერხებენ იმის გარჩევას, თუ რომელ სამიზნეზე უნდა მიიტანონ იერიში, რათა სწრაფად არ ამოწურონ საბრძოლო მასალა. ბრიტანელმა მინისტრმა დაამატა, რომ ესაა უკრაინის გადასვლა საბჭოთა პერიოდის ძველი იარაღიდან NATO-ს უფრო თანამედროვე იარაღზე. გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას სამი M270 ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა მიაწოდა. უკრაინისთვის M270-ის მიწოდების განზრახვები გერმანიამაც დააფიქსირა.  

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ომზე: იწყება რუსეთის დამარცხება ბევრი მიმართულებით

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში თავის მიზნებს ვერ მიაღწევს და ოპერაცია ბევრი მიმართულებით ჩაუვარდება.  მისივე თქმით, რუსეთმა ვერ მიაღწია თავდაპირველ მიზნებს უკრაინაში, ხოლო დასავლეთი აგრძელებს კიევის მხარდაჭერას. „იწყება რუსეთის დამარცხება ბევრი მიმართულებით. მათ აქამდე ვერ მოახერხეს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოდესმე ოკუპაციის მიზანს მიაღწევენ“, - აღნიშნა უოლესმა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანეთი გააორმაგებს მაღალი სიზუსტის M270 MLR სისტემების რაოდენობას და მიაწვდის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას, რომელსაც სამიზნეებზე დარტყმა 80 კმ-მდე მანძილზე შეუძლია.  უოლესმა ასევე ისაუბრა დიდი ბრიტანეთის მიერ შექმნილ ფონდზე, რომელიც მიზნად ისახავს თანხის მოძიებას უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად და აღნიშნა, რომ ნორვეგიამ, დანიამ და სხვა ქვეყნებმა უკვე შეიტანეს წვლილი ამაში. უკვე მოზიდული თანხა კი, დაახლოებით 500 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 350 მილიონი ევრო ფონდში ბრიტანეთიდან შევიდა. დანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, დონორები უკრაინას $1,55 მილიარდიან დახმარებას ჰპირდებიან

უკრაინამ ბრიტანეთისგან მიიღო სარაკეტო სისტემები, რომლებსაც სამიზნეების განადგურება 80 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია

გაერთიანებული სამეფოს მიერ გაგზავნილი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები უკრაინაშია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი იუწყება. მინისტრმა დაამატა, რომ უკრაინაში მალე მეტი „საჩუქარი“ ჩავა. „დიდმა ბრიტანეთმა დაპირება შეასრულა! მეტი M270 MLRS ჩამოვიდა უკრაინაში. მადლობა ბენ უოლესს და ყველა ბრიტანელს! თქვენი მხარდაჭერა გასაოცარი და ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ჩვენი არმია ოსტატურად გამოიყენებს ამ რესურსს ბრძოლის ველზე", - დაწერა რეზნიკოვმა Twitter-ზე. მედიაში 11 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინის დასახმერებლად მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების რაოდენობას აორმაგებს. ამის შესახებ თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა BBC-სთან განაცხადა. ამ დროისთვის დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას უკვე გადასცა სამი M270 ტიპის სისტემა. ისინი იყენებენ იმ რაკეტებს, რასაც ამერიკული HIMARS სისტემები. უოლესმა დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას გაუგზავნიდა კიდევ სამ ასეთ სისტემას, ასევე მათთვის მნიშვნელოვან რაკეტებს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყებაში განმარტეს, რომ მათი ნაბიჯი „მჭიდროდ კოორდინირებულია“ შეერთებული შტატების გადაწყვეტილებასთან, უკრაინას მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა (HIMARS) მიაწოდოს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების შემდეგ, რუსეთის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დაქვეითდა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების შემდეგ, რუსეთის საზღვაო ავიაციის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად დაქვეითდა. „ფლოტის საზღვაო საავიაციო შესაძლებლობები ახლა მნიშვნელოვნად დაქვეითებულია. ინციდენტი, სავარაუდოდ, უბიძგებს რუს სამხედროებს, საფრთხის აღქმას გადახედონ“, - წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე. თუმცა აღნიშნავენ, რომ საბრძოლო თვითმფრინავების დაკარგვა წარმოადგენს ავიაციის საერთო ფლოტის უმნიშვნელო ნაწილს, რომელსაც რუსეთი ამ ომში ფლობს. „საკი ძირითადად გამოიყენებოდა რუსეთის საზღვაო ფლოტის შავი ზღვის ფლოტის თვითმფრინავების ბაზად“, - განმარტეს სამინისტროში. როგორც ცნობილია, ყირიმის საოკუპაციო „ხელისუფლებამ“ 9 აგვისტოს დაადასტურა აფეთქებები ნოვოფედორივკას რაიონში, სადაც რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აეროდრომზე „საავიაციო საბრძოლო მასალები აფეთქდა“. ასევე ნახეთ რა ზარალი მიადგა რუსუთის ფედერაციას, ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების შემდეგ  

ამერიკული ბომბდამშენები დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების B-52 ტიპის ბომბდამშენი უკვე ინგლისის ქალაქ ფეირფორდში არიან. NATO-ს ცნობით, დიდი ბრიტანეთი მოკავშირეთა და პარტნიორთა ძალებთან ერთად წვრთნებისთვის მზადაა. აშშ-ის საჰაერო ძალების B-52H Stratofortress თვითმფრინავი აშშ-ის ევროპის სარდლობის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ზონაშია. „სამუშაო ჯგუფის ეს მისიები ევროპის მასშტაბით იძლევა დიდ შესაძლებლობას, გავაუმჯობესოთ ჩვენი ერთობლივი მზადყოფნა, ხელი შევუწყოთ თავსებადობას“, - განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა ჯეიმს ჰეკერმა, USAFE-AFAFRICA და AIRCOM-ის მეთაურმა. ამერიკული მხარის ცნობით, Bomber Task Force-ის მსგავსი მისიები რეგულარულად დაგეგმილი მისიებია. ამერიკელი ბომბდამშენები დაფრინავენ სხვადასხვა ქვეყანაში, რათა ადგილობრივ საჰაერო სივრცეს გაეცნონ. ამერიკული B-52-ები ბრიტანეთში ამ წლის დასაწყისშიც იმყოფებოდნენ და ევროპის გარშემო რიგ მისიებს ასრულებდნენ.  

ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიკროდრონებს ერთობლივად მიაწვდიან

ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი უკრაინას მიკროდრონებს ერთობლივად მიაწვდიან. Eledyne Flir Black Hornet თვითმფრინავების ღირებულება, რომელიც დაზვერვისა და სამიზნეების იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება, 9,26 მილიონი დოლარი იქნება.  

ჯონსონმა უკრაინისთვის დამატებით, £54 მილიონის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, რომელიც კიევში დღეს ჩავიდა, უკრაინისთვის დამატებით 54 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. შორ მანძილზე სადაზვერვო და თავდაცვითი უნარის გასაუმჯობესებლად უკრაინაში 200-მდე დრონი გაიგზავნება. პაკეტი მოიცავს 850 მიკრო-დრონსაც. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინელ სამხედროებსაც წვრთნის.  

კიევში, სიმამაცის ხეივანზე ბორის ჯონსონის სახელობის დაფა გაიხსნა

ქალაქ კიევში, სიმამაცის ხეივანზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის სახელობის დაფა გაიხსნა. ცერემონიას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ესწრებოდნენ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს უკრაინის მხარდაჭერის ხელმძღვანელობისთვის. მან ასევე მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს ხალხს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკრაინისთვის გაწეული დიდი დახმარებისთვის. ზელენსკიმ და ჯონსონმა ასევე მოიარეს ქუჩები კიევის ცენტრში და დაათვალიერეს განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის გამოფენა. სიმამაცის ხეივანი ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანდჯეი დუდამ გუშინ გახსნეს. ხეივანი უკრაინის დამოუკიდებლობის 31 წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის სახელმწიფო მეთაურის ინიციატივით გაიხსნა.

უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა სატრანსპორტო ქსელის აღდგენის შესახებ ერთობლივ სამოქმედო გეგმას მოაწერეს ხელი

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრე კუბრაკოვმა და დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მდივანმა გრანტ შაპსმა უკრაინის სატრანსპორტო ქსელის აღდგენის მიზნით, ერთობლივ სამოქმედო გეგმას ხელი მოაწერეს. „დიდმა ბრიტანეთმა უკრაინასთან ისტორიულ პაქტს მოაწერა ხელი, რათა დაეხმაროს ომით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას“, - წერს უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო Facebook-ზე. როგორც ცნობილია, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 24 აგვისტოს, კიევში ვიზიტის დროს, 54 მილიონი ფუნტის დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა. დახმარება მოიცავს უპილოტო სათვალთვალო სისტემებს და ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალას.  

დიდ ბრიტანეთში ახალი პრემიერ-მინისტრის და კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა

დიდ ბრიტანეთში ახალი პრემიერ-მინისტრის და კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა. პარტიის ლიდერობისთვის საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრი ლიზ ტრასი და ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი იბრძვიან. შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონის შემცვლელის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. ამასთან, 7 ივლისს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ „კონსერვატიული პარტიის“ ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ მთავრობის მეთაურის თანამდებობას დატოვებს.  

ბრიტანელმა, შვედმა და ფინელმა სამხედროებმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს

ბრიტანელმა სამხედროებმა შვედეთისა და ფინეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, სამხედრო წვრთნებში მიიღეს მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წვრთნები შეიერაღებული ძალების ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება. „ეს ფასდაუდებელი შესაძლებლობა გაერთიანებული სამეფოს პერსონალისთვის, განავითარონ საბრძოლო უნარები და გამოცდილება ცივ ამინდში, რაც მათ საშუალებას აძლევთ, იყვნენ ეფექტიანები ბრძოლის ველზე ფინელ და შვედ კოლეგებთან ერთად. ვიდრე ევროპაში ომი მიმდინარეობს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობა. ჩვენ მივესალმებით შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადს და გავაგრძელებთ ერთობლივ წვრთნებს, რათა მზად ვიყოთ, წინ აღვუდგეთ უსაფრთხოების საერთო გამოწვევებს“, - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა. წვრთნები გასულ კვირას, ფინეთის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარდა. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ამ წლის დასაწყისში შვედეთთან და ფინეთთან უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერა ხელი. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ახლა ქვეყნების მიერ რატიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.  

ზელენსკი იმედოვნებს, რომ დიდი ბრიტანეთის მომავალ პრემიერთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება

უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ბორის ჯონსონის მემკვიდრესთან მჭიდრო ურთიერთობა გაგრძელდება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი Daily Mail-თან საუბრობს. „როდესაც ბრძოლები მძვინვარებდა, პრემიერი კიევში იმედის გზავნილებით ჩამოვიდა. ჩვენ მას უკრაინული სახელიც კი დავარქვით - ბორის ჯონსონიუკი. რუსეთის შემოჭრის დღეს, დილით ადრე, ბორისი იყო მსოფლიოს პირველ ლიდერთა შორის, ვისთანაც მქონდა საუბარი. მოგვიანებით, ასეთი სატელეფონო ზარები გახდა რეგულარული, რაც რუსეთის აგრესიასთან ბრძოლის გარშემო უკეთ კოორდინაციის საშუალებას გვაძლევდა. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ბორისის მემკვიდრეობა რუსული ბარბაროსობის წინააღმდეგ ბრძოლაში შენარჩუნდება. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რადგან სხვა გზა არ გვაქვს. ეს არის ჩვენი ცხოვრება, ჩვენი მომავალი დევს სასწორზე. ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა და ლიდერობა. ჩვენ ეს გვჭირდება, რადგან ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მშვიდობისმოყვარე დემოკრატია“, - წერს ზელენსკი. საპასუხოდ, ჯონსონმა სამადლობელი პოსტი Twitter-ზე გამოაქვეყნა. მან უკრაინის პრეზიდენტს გმირი უწოდა. „დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისა და მისი ხალხისადმი ურყევია. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას პუტინის ომის წინააღმდეგ“, - წერს ჯონსონი.  

ბორის ჯონსონმა ლიზ ტრასს პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა

ვულოცავ ლიზ ტრასს გამარჯვებას. მე ვიცი, რომ მას აქვს სწორი გეგმა ცხოვრების ღირებულების კრიზისთან გასამკლავებლად, - გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ლიზ ტრასს პრემიერ-მინისტრად არჩევა მიულოცა.  „ვულოცავ ლიზ ტრასს გამარჯვებას. მე ვიცი, რომ მას აქვს სწორი გეგმა ცხოვრების ღირებულების კრიზისთან გასამკლავებლად, ჩვენი პარტიის გაერთიანებისა და დიდებული სამუშაოს გასაგრძელებლად ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისა და უფრო მაღალ საფეხურზე აყვანის გზაზე. ახლა დროა, კონსერვატორები მას 100%-ით დაუდგნენ გვერდით“, - წერს ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში. ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი ლიზ ტრასს: ამ გადამწყვეტ მომენტში, სასიხარულოა კიდევ ერთი ქალი ლიდერის ხილვა  

ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა

ლიზ ტრასი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად გახდა. ტრასმა დედოფალ ელისაბედ მეორესთან შოტლანდიაში შეხვედრა გამართა. ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია შეგახსენებთ, რომ ბრიტანული კანონმდებლობის მიხედვით, ახალი პრემიერ-მინისტრი მონარქმა ოფიციალურად უნდა დანიშნოს. ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტს ტოვებს, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს 7 ივლისს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.  11 ივლისს კი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ის კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტზე კენჭს იყრიდა.   

ლიზ ტრასმა პირველ გამოსვლაში ახსენა უკრაინა და რუსეთის აგრესია

ბრიტანეთის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა პირველი სიტყვა წარმოთქვა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე დაკავების შემდეგ.თავის გამოსვლაში ტრასმა პირველ რიგში მადლობა გადაუხადა თავის წინამორბედს, ბორის ჯონსონს. ლიზ ტრასი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია „ბორის ჯონსონი გაუმკლადა Brexit-ს, კოვიდვაქცინაციას და წინ აღუდგა რუსეთის აგრესიას. ისტორია შეაფასებს მას, როგორც შედეგზე ორიენტირებულ პრემიერ-მინისტრს“, - განაცხადა ტრასმა. ტრასის თქმით, გაერთიანებული სამეფო ახლა მძიმე გლობალურ გამოწვევებს აწყდება, რომელიც გამოწვეულია რუსეთის საშინელი ომით უკრაინაში და Covid19-ის შედეგებით. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, ენერგეტიკულ კრიზისთან დაკავშირებით, კონსერვატიული პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ ამ კვირაში მიიღებს ზომებს ენერგიაზე გადასახადებთან დაკავშირებით და მომავალი ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად". ტრასმა მის მთავარ პრიორიტეტებად ჩამოთვალა ენერგიის ფასების დაძლევა, ენერგომომარაგების უზრუნველყოფა და ბრიტანეთის ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება. მან უკვე დაიწყო თავისი კაბინეტის შეკრება, ფინანსთა მინისტრად დანიშნა კვასი კვარტენგი, საგარეო საქმეთა მინისტრად ჯეიმს კლევერლი და შინაგან საქმეთა მინისტრად სუელა ბრავერმანი.    

დიდი ბრიტანეთის ელჩი გაეროში: რუსეთი ცდილობს, შეცვალოს უკრაინის დემოგრაფიული მდგომარეობა

რუსი დამპყრობლების მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლების მასობრივი დეპორტაცია შესაძლო,ა მიუთითებდეს მოსკოვის განზრახვაზე, შეცვალოს ამ რეგიონების დემოგრაფიული მდგომარეობა. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა. ვუდვორდმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფილტრაციის ბანაკის შექმნა. „შეშფოთებულნი ვართ, რომ რუსეთი რეალურად იყენებს იძულებით დეპორტაციას და გადაადგილებას უკრაინის ნაწილის დემოგრაფიული მდგომარეობის შესაცვლელად“, - აღნიშნავს ბრიტანელი დიპლომატი. მან რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, დაუშვას გაეროს და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციების წვდომა ფილტრაციის ბანაკებსა და დაკავების ცენტრებში მყოფ პირებთან. გაეროს უშიშროების საბჭო ოთხშაბათს შეიკრიბა შეერთებული შტატებისა და ალბანეთის მოთხოვნით, რათა რუსეთის მიერ უკრაინის მოქალაქეების იძულებითი დეპორტაცია განეხილათ.  

ბუკინგემის სასახლე: ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმები შეშფოთებულნი არიან

გაერთიანებული სამეფოს დედოფალის ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმები შეშფოთებულნი არიან. ამის შესახებ ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ელისაბედ მეორე ბალმორალში სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. „ამ დილის შემოწმების შემდეგ, დედოფლის ექიმები შეშფოთებულები არიან მისი უდიდებულესობის ჯანმრთელობის გამო და გასცეს მისი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ დატოვების რეკომენდაცია“, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა, დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი და აღნიშნა, რომ მთელი ქვეყანა ღრმად შეშფოთებულია აღნიშნული ამბის გამო.  

დიდი ბრიტანეთი სამხედრო ტვირთის გადასაზიდად უკრაინას 120 მანქანას გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას,  ლოგისტიკური პრობლემების გადასაჭრელად 120-ზე მეტ მანქანას გადასცემს. ამის შესახებ დღეს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა. სატვირთო პლატფორმები სამხედრო ტექნიკას, მათ შორის ჯავშანტექნიკას დიდ მანძილზე გადაიტანენ. ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტი იმედოვნებს, რომ ეს პლატფორმები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ფრონტის ხაზზე სამხედრო აღჭურვილობის სწრაფად მიღებაში დაეხმარება. მანამდე ბრიტანეთმა უკრაინას MLRS-ის სისტემები ან Stormer-ის ქვეითი საბრძოლო მანქანები გადასცა. დახმარების პაკეტში შედის სხვა სატრანსპორტო საშუალებებიც.  

ჩარლზ მესამე მეფედ ოფიციალურად დღეს გამოცხადდება

დღეს, ჩარლზ მესამე, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფედ ოფიციალურად გამოცხადდება. დღის განმავლობაში დაგეგმილია შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა ლონდონის დროით დილის 10:00 საათი: სენტ-ჯეიმსის სასახლეში, შესაბამის საბჭოზე მოხდება ჩარლზ lll-ის მეფედ გამოცხადება. საბჭოს სხდომას დაესწრება მისი ვაჟი უილიამი, რომლის ახალი ტიტულიც უელსის პრინცია. ცერემონიის ტელევიზიით გადაცემა ისტორიაში პირველად მოხდება.   

შევეცდები, გემსახუროთ ლოიალობით, პატივისცემითა და სიყვარულით - ჩარლზ III

შევეცდები, გემსახუროთ ლოიალობით, პატივისცემითა და სიყვარულით, ისევე, როგორც ამას ვაკეთებდი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, - ამის შესახებ ჩარლზ მესამემ დიდი ბრიტანეთის მეფემ განაცხადა. გაერთიანებული სამეფოს ახალ მონარქად ჩარლზ მესამე ოფიციალურად გამოაცხადეს "დედოფალმა, მის 21 წლის იუბილეზე თანამეგობრობისადმი კეიპტაუნიდან მიმართვისას პირობა დადო, რომ თავის ცხოვრებას, იქნებოდა ის ხანგრძლივი თუ ხანმოკლე, თავისი ხალხის მსახურებას მიუძღვნიდა. ეს იყო დაპირებაზე მეტი. ეს იყო ღრმად პირადი ვალდებულება, რომელმაც მთელი მისი ცხოვრება განსაზღვრა. მან გაიღო მსხვერპლი მოვალეობისთვის. ვდებ პირობას, რომ ამ დარჩენილი დროის განმავლობაში, რომელიც უფალმა მიბოძა, როგოც თავად დედოფალი, ისეთივე ურყევი ერთგულებით დავიცავ საკონსტიტუციო პრინციპებს, რომლებიც ჩვენი ერის საფუძველს წარმოადგენს", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის მეფემ. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა  

ჯო ბაიდენი დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვას დაესწრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დედოფალ ელისაბედ მეორის დაკრძალვას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის დედოფლის დაკრძალვის თარიღი, ბუკინგემის სასახლეში გამოცხადდა როგორც ცნობილია, დაკრძალვის ცერემონიას ჯო ბაიდენი მეუღლესთან, ჯილ ბაიდენთან ერთად დაესწრება. დაკრძალვის ცერემონიაზე ბაიდენი დელეგაციის გარეშე ჩავა. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედოფლის ცხედარის ლონდონში გადასვენების პროცესს მისი ქალიშვილი, პრინცესა ანა დაესწრება. ეს დღე ყველა ბრიტანელისთვის დასვენების დღედ გამოცხადდება. ელისაბედ II ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქი იყო. ცნობისთვის, პრინცესა ელისაბედი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე მამის, ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა. 1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად და განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა მეორე მსოფლიო ომი კარგად დასრულებულიყო. 1947 წელს ელისაბედი დაქორწინდა პრინც ფილიპზე და მისგან ოთხი შვილი: ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი ჰყავს. 1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპი და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ მეექვსე გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.  

დიდ ბრიტანეთში 5 000-მა ჩვენმა სამხედრო მოსამსახურემ წარმატებით გაიარა მომზადება - უკრაინის გენშტაბი

ამ მომენტისთვის კანადიდან, ნიდერლანდებიდან, ახალი ზელანდიიდან, უკრაინიდან და თავად გაერთიანებული სამეფოდან ინსტრუქტორების მონაწილეობით, თითქმის 5 000-მა ჩვენმა სამხედრო მოსამსახურემ წარმატებით გაიარა მომზადება,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკი: დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს დროშასთან ერთად, ნორმალური ცხოვრება ბრუნდება “ჩვენმა სამხედროებმა მიიღეს საბაზისო ცოდნა, ტაქტიკური მედიცინის, საინჟინრო, სახანძრო, ფსიქოლოგიური და ტაქტიკური მომზადების უნარები, მათ შორის ურბანულ გარემოში თავდასხმითი და თავდაცვითი მოქმედებების წარმოებაში“, - წერია უკრაინული გენშტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უკრაინელებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს - ბაიდენი ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

დღეს ელისაბედ II-ს დაკრძალავენ

დღეს გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ II-ს დაკრძალავენ. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო ლიდერები დაესწრებიან. ლონდონში გუშინ, 18 სექტემბერს ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. დიდ ბრიტანეთში იმყოფება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. ლონდონშია საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ასევე დაესწრება დაკრძალვის ცერემონიას. ცნობისთვის, პრინცესა ელისაბედი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე მამის, ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა. 1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად და განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა მეორე მსოფლიო ომი კარგად დასრულებულიყო. 1947 წელს ელისაბედი დაქორწინდა პრინც ფილიპზე და მისგან ოთხი შვილი: ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი ჰყავს. 1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპი და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ მეექვსე გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.  

დიდი ბრიტანეთი საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინის მუქარა სერიოზულად უნდა მივიღოთ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება შემაშფოთებელი ესკალაციაა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯილიან კიგანმა განაცხადა. სერგეი შოიგუს თქმით, ნაწილობრივი მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება „აშკარაა, რომ ესაა ის, რაც ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ. თქვენ იცით, ჩვენ არ ვაკონტროლებთ სიტუაციას და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის აკონტროლებს სიტუაციას. ეს არის აშკარად ესკალაცია“, – განაცხადა კიგანმა. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა დღეს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.  პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება.  ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა.  თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.  

ბენ უოლესი: ვლადიმერ პუტინმა და მისმა მინისტრმა საკუთარი ათიათასობით მოქალაქე სასიკვდილოდ გაგზავნეს

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შესახებ,  იმის აღიარებაა, რომ მისი გეგმა უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, იშლება. ამის შესახებ ტექსტი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს Twitter-ზე განთავსდა. „მან და მისმა თავდაცვის მინისტრმა ათიათასობით საკუთარი  ცუდად აღჭურვილი და მოქალაქე გაგზავნეს სასიკვდილოდ. ვერანაირი მუქარა და პროპაგანდა ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ უკრაინა იგებს ამ ომს, საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია და რუსეთი ხდება გლობალური პარია”, - განაცხადა ბენ უოლესმა. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს.  

დიდი ბრიტანეთი უკრაინას მეტი ბუნებრივი აირის შესაძენად $500 მილიონს გამოუყოფს

დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინას მსოფლიო ბანკის მეშვეობით 500 მილიონი დოლარი გამოუყოს, რათა მას მეტი ბუნებრივი აირის შეძენაში დაეხმაროს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ლიზ ტრასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. უკრაინას ამჟამად 13 მილიარდი კუბური მეტრი გაზი აქვს. 2021 წელს ქვეყანამ დაახლოებით 27 მილიარდი კუბური მეტრი ბუნბრივი აირი მოიხმარა.  

დიდი ბრიტანეთის თავდაცვა: ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთის მოსახლეობის ნაწილში არაპოპულარული იქნება

პუტინი მნიშვნელოვან პოლიტიკურ რისკზე მიდის, ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთის მოსახლეობის ნაწილში საკმაოდ არაპოპულარული იქნება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის უწყების ანგარიშშია აღნიშნული. პრეზიდენტი პუტინი მოქმედებს სისუსტის და არა ძალის პოზიციიდან - ბლინკენი „რუსეთს, სავარაუდოდ, ლოგისტიკურ და ადმინისტრაციულ გამოწვევებთან ბრძოლა მოუწევს, თუნდაც 300 000 სამხედრო მოსამსახურის შეკრებით. ის, ალბათ, შეეცდება ამ ჯარისკაცებით ბევრი ახალი ფორმირების ჩამოყალიბებას, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში საბრძოლო მზადყოფნაში იყვნენ“, - აცხადებენ უწყებაში. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. ამის შესახებ BBC ვლადიმერ პუტინის ტელემიმართვის შედეგ წერს. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა „ვინც ცდილობს ჩვენს შანტაჟს, უნდა იცოდეს, რომ ვარდის ქარი შეიძლება მათი მიმართულებით შემობრუნდეს“, - აღნიშნა პუტინმა.  BBC-ის ცნობით, პუტინი ამბობს, რომ დასავლეთი აშანტაჟებს რუსეთს, მაგრამ რუსეთს აქვს ბევრი იარაღი, რომლითაც უნდა უპასუხოს. „ჩვენ გამოვიყენებთ ყველა რესურსს, რაც გვაქვს, ჩვენი ხალხის დასაცავად,” - განაცხადა პუტინმა.   პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება.  ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა.  თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება.  

დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს გაზრდის

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის მთავრობა 2030 წლის ბოლომდე თავდაცვის ბიუჯეტის 100 მილიარდ ფუნტამდე გაზრდას აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ბენ უოლესმა განაცხადა, იტყობინება The Telegraph-ი. მანამდე, ტრასმა პირობა დადო, რომ თავდაცვის ბიუჯეტს, გაერთიანებული სამეფოს მშპ-ს 3%-მდე მიიყვანს. „ამჟამინდელი პროგნოზის მიხედვით, ჩვენ ვსაუბრობთ თავდაცვის ბიუჯეტზე 100 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე 2029-2030 წლებში. ამჟამად, ის 48 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს… რვა წელიწადში ეს უზარმაზარი თანხა გაიზრდება“, - განაცხადა უოლესმა The Telegraph-თან ინტერვიუში.  

ლიზ ტრასი: დასავლელმა ლიდერებმა არ უნდა მოუსმინონ პუტინის მუქარას და გააგრძელონ უკრაინელების მხარდაჭერა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუ პუტინს მისცემს წარმატების უფლებას, ეს იქნება საშინელი გზავნილი მსოფლიოსთვის. მისივე თქმით, ეს გაუგზავნის გზავნილს მსოფლიოს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებს, რომ სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა, მისაღებია. ლიზ ტრასმა აღნიშნა, რომ დასავლელი ლიდერები არ უნდა უსმენდნენ პუტინის „ყალბ მუქარას“. „სანაცვლოდ, ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის რუსეთზე სანქციების დაწესება და უკრაინელების მხარდაჭერა“, - ხაზგასმით აღნიშნა ტრასმა CNN-თან ინტერვიუში. რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

დიდი ბრიტანეთის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. გაერთიანებული სამეფოს სანქციები რუსეთის მიერ უკრაინის ოთხ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებაზე პასუხია. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „დღევანდელი სანქციები გამიზნული იქნება მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ყალბი რეფერენდუმის უკან დგას, ასევე, იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის რეჟიმის მიერ წარმოებულ აგრესიულ ომს უწყობენ ხელს“, - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.  რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს. „რუსეთის ლიდერები იმედოვნებენ, რომ ეს გადაწყვეტილება განიხილება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გამართლებად და კონფლიქტის მიმართ პატრიოტულ მხარდაჭერას გააძლიერებს“, იტყობინება გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო 27 სექტემბერს. 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისინი ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ.უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  შეერთებული შტატები, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობაში სხვა სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა, არასოდეს, არასოდეს აღიარებს რუსეთის ტრიუკებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა ონლაინ ბრიფინგზე, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. აშშ მოწოდებულია, უკრაინამ დაიბრუნოს კონტროლი მთელ თავის ტერიტორიაზე, დონბასისა და ყირიმის ჩათვლით შეერთებული შტატები, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობაში სხვა სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა, არასოდეს, არასოდეს აღიარებს რუსეთის ტრიუკებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა ონლაინ ბრიფინგზე, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „მე მართლაც გამოვდიოდი გაფრთხილებით ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში, ასევე, მედიასთან სხვადასხვა შეხვედრაზე, მათ შორის მაისის დასაწყისში, რომ რუსეთი აპირებდა ყალბი რეფერენდუმების ჩატარებას იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც მისი ძალები აკონტროლებდნენ უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ახლა კი, ჩვენ ვხედავთ იმ მკაფიო პროგნოზებს, რომლებიც ეფუძნება შეერთებული შტატების ხელთ არსებულ ფაქტებსა და ინფორმაციას, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს გეგმები კონკრეტული გზით ვითარდება. გულწრფელად რომ გითხრათ, როგორც ადრე ვთქვი, მე ამას რეფერენდუმებს ვერ ვუწოდებ, რადგან ეს არ არის რეფერენდუმი. ეს არის პროპაგანდისტული ტრიუკები და მეტი არაფერი. კენჭისყრის კანონიერების საფუძვლიანად განხილვაც კი უბრალოდ სასაცილოა. ცხადია, ეს სიყალბეა. შედეგი წინასწარ ცნობილია, ეს ნამდვილად არ არის ხმის მიცემა, ეს პროცესი იარაღის ლულის ფონზე მიმდინარეობს. ეს ხდება ტერიტორიებზე, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გააძევეს სახლებიდან, საშინელი ე.წ. ფილტრაციის ბანაკების გავლით, სადაც მათ არასათანადოდ ეპყრობოდნენ. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს, ზოგიც აწამეს და შემდეგ, მათი ნების საწინააღმდეგოდ, რუსეთში გადაასახლეს. ასე რომ, ამ პროპაგანდისტულ ტრიუკებს, რომლებსაც რუსეთი ახორციელებს უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, აბსოლუტურად, არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. შეერთებული შტატები, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობაში სხვა სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა, არასოდეს, არასოდეს აღიარებს ამ ტრიუკების ლეგიტიმურობას. ეს ვერანაირად ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ უკრაინა არის უკრაინა და რომ ჩვენ ვაღიარებთ მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. მინდა ისიც გითხრათ, რომ ეს არის რუსეთის მიერ გატარებული „სასოწარკვეთილი ზომა“, რათა შეეცადოს ადგილზე შეცვალოს ფაქტები, მაგრამ სინამდვილეში, ეს არაფრის ცვლის.   ჩვენ, შეერთებული შტატები, მოწოდებული ვართ, დავეხმაროთ უკრაინას, გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა და გაათავისუფლოს მისი ტერიტორიები რუსეთის კონტროლისა და რუსეთის დროებითი ოკუპაციისგან. თუ არ ვცდები, ბოლო რამდენიმე კვირაში, უკრაინელებმა გაათავისუფლეს 8500-მდე კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია, რაც მიუახლოვდა 9000 კვადრატულ კილომეტრს. ეს არის ტერიტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ამ ძალისხმევის შედეგად, უკრაინამ დაიბრუნოს კონტროლი მთელ თავის ტერიტორიაზე. მაიკლ კარპენტერი: აშშ განაგრძობს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები ამ ომის წარმოება რუსეთის მხრიდან, წმინდა იმპერიული დაპყრობის სურვილს ეფუძნება. ამ აგრესიაში აბსოლუტურად არანაირი რაციონალურობა არ არის, ამას გამართლება არ აქვს და ჩვენი მიზანია, რომ დავინახოთ, უკრაინამ დაიბრუნოს სრული, ვიმეორებ, სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც რა თქმა უნდა, მოიცავს მთლიანად დონბასსა და ყირიმს“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინული მედია: კიევში ბენ უოლესის გასაიდუმლოებული ვიზიტი შედგა

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი ამ კვირაში საიდუმლო ვიზიტით ეწვია კიევს, რათა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის საკითხი განეხილა. „მოხარული ვარ, რომ ამ კვირაში ვესტუმრე ჩემს კარგ მეგობარს ოლექსი რეზნიკოვს კიევში, რათა განგვეხილა მეტი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. ჩვენი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ძლიერდება და გაგრძელდება 2023 წლის განმავლობაში და შემდგომში!“, - დაწერა ბენ უოლესმა Twitter-ზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა: ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის საპასუხოდ, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. აშშ-მა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის საპასუხოდ, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა დიდი ბრიტანეთი ხელს შეუშლის რუსეთის წვდომას IT საკონსულტაციო სერვისებზე, თანამშრომლობას არქიტექტურაში, ინჟინერიაში, რეკლამასა და აუდიტში. გარდა ამისა, ბრიტანეთი იურიდიულ კონსულტაციასა და ტრანზაქციებზე წვდომას დახურავს. ანგარიშის მიხედვით, რუსეთი ლეგალურადაა დამოკიდებული დასავლეთის ქვეყნებზე: ყველა სერვისის 85% იმპორტირებულია G7-ის ქვეყნებიდან ლონდონში,  „რომელიც საერთაშორისო იურიდიული ცენტრია“ და მასზე ამ იმპორტის 59% მოდის. „შეზღუდვების შემოღების შემდეგ რუსული ბიზნესის საერთაშორისო დონეზე მუშაობის შესაძლებლობა შეზღუდულია“, - ნათქვამია დოკუმენტში. გარდა ამისა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს ელვირა ნაბულინას.  სამინისტროს ცნობით, ნაბულინამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა „რუბლის გავრცელებაში უკრაინის ტერიტორიებზე, რომლებიც დროებით რუსეთის მიერ კონტროლდება". ასევე, დიდი ბრიტანეთიდან რუსეთში თითქმის 700 საქონლის ექსპორტი აიკრძალა. სიაში შედის ასობით პროდუქტი, რომლებიც რუსეთის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია.  მანამდე, ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა, უკრაინის ტერიტორიების ანექსიის საპასუხოდ, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.  დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა.  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელი იქნებოდა მოსკოვის მოკავშირეებისთვის ინდოეთისა და ჩინეთისთვის. თუმცა მისივე თქმით, ამ დრომდე პუტინის ქმედებები ირაციონალურია. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ბლინკენის თქმით, უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც რუსეთმა შეიძლება, მალე ანექსირებულად გამოაცხადოს აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ადგილობრივი ოფიციალური პირებისთვის, პუტინის „კამპანიის“ სამართლებრივი დასაბუთება გაუგებარია

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ პრობლემების აღიარება „ხაზს უსვამს მობილიზაციის დისფუნქციას“. მისივე თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ მის მიერ მობილიზაციის გამოცხადების პროცესი არ მიმდინარეობს კარგად. „რუსეთის ადგილობრივ ოფიციალური პირებისთვის, სავარაუდოდ, გაუგებარია კამპანიის ზუსტი მასშტაბები და სამართლებრივი დასაბუთება. გაიწვიეს პერსონალი, რომელიც არ ექვემდებარება „ნაწილობრივ მობილიზაციას“, - წერს ბრიტანული დაზვერვა. 29 სექტემბერს, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მობილიზაცია რუსეთში, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, რადგან მოსალოდნელია, რომ შრომის ხელმისაწვდომობა შემცირდება განათლებული ადამიანების მასობრივი გამგზავრებით, რომლებიც ცდილობენ, თავი დააღწიონ გაწვევის პროცესს. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. გასულ კვირას, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს „დაშვებული ყველა შეცდომის“ აღმოფხვრა მოითხოვა.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი არჩევანის წინაშეა

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვა ხერსონის რეგიონში ვითარების გაანალიზებისას მიდის იმ დასკვნამდე, რომ რუსეთი აპირებს რეგიონული ცენტრის დაცვას, თუმცა სამხედრო თვალსაზრისით მომგებიანი იქნება უკან დახევა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციების ახალი ეტაპი ხერსონის რეგიონში 2022 წლის 2 ოქტომბერს დაიწყეს. სამხრეთისკენ მიმავალმა უკრაინულმა ქვედანაყოფებმა ფრონტის ხაზზე კიდევ 20 კმ-ით წაიწიეს წინ, დაიკავეს პოზიციები მდინარე ინგულეცის აღმოსავლეთ სანაპიროზე და დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე, მაგრამ ჯერჯერობით რუსეთის მთავარი თავდაცვითი პოზიციებისთვის საფრთხე არ შეუქმნიათ. დაზიანებული დნეპრის გადასასვლელი ამ მხარეში რჩება ერთ-ერთ იმ მცირე მარშრუტთაგან, რომლებიც რუსეთისთვის ხელმისაწვდომია პერსონალის მოსამარაგებლად. „რუსეთი არჩევანის წინაშე დგას - დნეპრის გავლით ძალების გაყვანა ხერსონის დანარჩენი ოლქის დაცვას უფრო საიმედოს ხდის, მაგრამ პოლიტიკური ამოცანა ხერსონში დარჩენა და მისი შენარჩუნებაა“, - აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა. ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა ხერსონში საჰაერო ხომალდის ნაწილები გაგზავნა.

დიდი ბრიტანეთი უკრაინას მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს გაუგზავნის

დიდი ბრიტანეთი უკრაინას საშუალო რადიუსის ჰაერსაწინააღმდეგო (Amraam) რაკეტებს მიაწვდის, რაც მათ საშუალებას მისცემს უკრაინელ სამხედროებს, ჩამოაგდონ რუსული საკრუიზო რაკეტები, ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ,მისივე თქმით, ასობით სხვა საჰაერო თავდაცვის რაკეტა და საჰაერო დრონი ასევე გაიგზავნება, როგორც დახმარების პაკეტის ნაწილი. „ეს იარაღი დაეხმარება უკრაინას, დაიცვას თავისი ცა თავდასხმებისგან და გააძლიეროს საერთო საჰაერო თავდაცვა“, - განაცხადა უოლესმა.  

ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკაშირებით, საქართველომ დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციას ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული პარტნიორობის ასპექტებზე და მისი გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ მდგომარეობას. როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული პარტნიორობის ასპექტები და მისი გაღრმავების შესაძლებლობები. კომიტეტის თავმჯდომარემ ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს აფხაზეთში  და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. „მათ კითხვები ჰქონდათ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ზოგადად, რა გავლენას ახდენს უკრაინაში რუსეთის აგრესია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ ზოგადად, რეგიონზე. ასევე ისინი დაინტერესდნენ, საქართველოს როლით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტით, მათ ჩვენ ჩვენი ხედვა გავაცანით მშვიდობიანი კავკასიის თაობაზე. საუბარი იყო ასევე ვაჭრობის საკითხებზე, შავ ზღვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე ვისაუბრეთ ბრიტანეთში არსებული ფაზების კრიზისზე, ენერგო კრიზისზე, ახალი პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ. საკითხების ძალიან ფართო სპექტრი იყო განხილული შეხვედრის ფარგლებში“, – განაცხადა სამხარაძემ. თავის მხრივ, როგორც ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჰარიეტ ბოლდიუნმა განაცხადა, შეხვედრაზე ბრიტანეთის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მეგობრობა ქართველ კოლეგებთან.  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთს შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტების მარაგები შეუმცირდა

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსულ თავდაცვით ინდიუსტრიას არ შესწევს უნარი, იმ ტემპით აწარმოოს საბრძოლო მასალები, რა ტემპითა და რაოდენობითაც მას რუსეთი ხარჯავს, ამის გამო კი, შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტების მარაგები შემცირებულია. დაზვერვისვე ცნობით, მხოლოდ 10 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 80-მდე ფრთოსანი რაკეტა გაისროლა. ოლექსი დანილოვი: ახლოვდება დრო, როდესაც რუსეთი მაღალი სიზუსტის რაკეტებს ვეღარ გამოიყენებს „რაკეტების დიდი ნაწილი თავდაცვითმა სისტემებმა ჩამოაგდეს, თუმცა ათობით ჭურვი კიევსა და სხვა დასახლებულ პუნქტებს დაეცა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გარდა, მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც დააზაიან, - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

რა საკითხები განიხილა ბენ უოლესმა აშშ-ში, ჯეიკ სალივანთან შეხვედრაზე

თეთრი სახლი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, ბენ უოლესისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის შეხვედრის შესახებ იუწყება. მისი მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანს ბენ უოლესს შეხვდა.თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საერთო ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით.მათ ხაზგასმით აღნიშნეს თავიანთი ვალდებულების შესახებ, გააგრძელონ უკრაინის უსაფრთხოების დახმარება, როცა კიევი რუსული აგრესიისგან იცავს თავს. თავის მხრივ, ბრიტანული მედია წერს, რომ ბენ უოლესი შეერთებულ შტატებში საგანგებო ვიზიტით გაემგზავრა, რათა განიხილოს უკრაინაში უსაფრთხოების ვითარება, მათ შორის ბირთვული თავდასხმის საფრთხე. მისივე ინფორმაციით, ბენ უოლესმასახალხო დამცველის კომიტეტის წინაშე გამოსვლა გააუქმა და შეერთებულ შტატებში გაფრინდა.

ქართველმა სამხედროებმა საერთაშორისო სწავლებაში, ვერცხლის მედლები მოიპოვეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დიდ ბრიტანეთში გამართულ სამხედრო სწავლებაში Cambrian Patrol 2022 წარმატებით იასპარეზეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ქართველი სამხედროები უელსიდან ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ საქართველოში. „საქართველოს თავდაცვის ძალებიდან სწავლებაში J-2 დაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ქართველმა ჯარისკაცებმა 48 საათის განმავლობაში 70-კილომეტრიანი დისტანცია დაფარეს და აღნიშნულ მარშრუტზე 10 სადაზვერვო დავალება წარმატებით შეასრულეს. სადაზვერვო დავალებები დანაღმული ველის ამოცნობისა და გასასვლელების მოწყობას, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას, მოწინააღმდეგის ტექნიკის ამოცნობას, საარტილერიო ცეცხლის კორექტირებასა და მოწინააღმდეგის გამაგრებულ პოზიციაზე იერიშის მიტანას გულისხმობდა. შეჯიბრი ჩრდილოეთ უელსში, მთიან რელიეფზე, 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 30 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა. ბრიტანეთის არმიის ორგანიზებით სწავლება Cambrian Patrol 1959 წლიდან რეგულარუდად ტარდება. მის მიზანს სადაზვერვო რაზმების ოპერატიული შესაძლებლობების გაზრდა წარმოადგენს. სამხედრო სწავლება Cambrian Patrol ცნობილია, როგორც არმიის გამძლეობის შესამოწმებელი ურთულესი გამოცდა. ყოველწლიურ წვრთნებს უელსის 160-ე ქვეითი ბრიგადა ხელმძღვანელობს. საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფმა Cambrian Patrol-ში უკვე მეშვიდედ მიიღო მონაწილეობა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ხერსონიდან ძირითადი ძალების გაყვანას „სერიოზულად განიხილავს“

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა, ხერსონში რუსეთის ძალების მიზნებზე საუბრობს. მისი შეფასებით, უკრაინაში რუსული ძალების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის 18 ოქტომბრის განცხადება, რომელიც ხაზს უსვამს რთულ სიტუაციას და ამტკიცებს ხერსონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას, აჩვენებს, რომ „რუსეთის ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს მდინარე დნიპროს დასავლეთ ტერიტორიიდან მათი ძირითადი ძალების გაყვანას. დაზვერვა რუსი მეთაურის განცხადებას უჩვეულოს უწოდებს.  რუსი მეთაური აღიარებს, რომ სამხრეთ უკრაინაში სიტუაცია „ძალიან რთულია“ დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ვარაუდით, სამხედრო პერსონალისა და აღჭურვილობის ევაკუაციისთვის რუსეთი, სავარაუდოდ, ბარჟის ხიდს გამოიყენებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ბრიტანეთმა ირანს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო სანქციები დაუწესა

ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა სამ ირანელ სამხედრო პირს და თავდაცვის მწარმოებელს, რომლებიც რუსეთს, უკრაინაში სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმისთვის უპილოტო თვითმფრინავებს აწვდიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სანქცირებულთა სიაშია ირანის სამხედრო ოფიცერი, სეიედ ჰოჯატოლა კურეიში, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური, მოჰამად ჰოსეინ ბაგერის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, საიდ აგაჯანი. რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ევროკავშირმა ირანს სანქციები დაუწესა მათ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ. ხსენებულ პირებს აქტივებიც გაეყინებათ. სანქციები ასევე დაუწესდა Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელს -  Shahed Aviation Industries, რომელსაც რუსეთი უკრაინულ ქალაქებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმებისთვის იყენებს. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. ზელენსკი: რუსეთის მიერ ირანული დრონების ყიდვა, სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო. დასავლეთმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება დააჩქარა.

გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდი ბრიტანეთმა და აშშ-მა გაეროს რუსეთისთვის ირანული დრონების გადაცემის საკითხის გამოძიებისკენ მოუწოდა

გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ მოუწოდებენ გაეროს, ჩაატაროს მიუკერძოებელი გამოძიება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში ირანული უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლო გამოყენების საკითხზე. აშშ ირანს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში პირდაპირ მონაწილეობაში ადანაშაულებს გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის საკითხზე გაგზავნილ ერთობლივ წერილში ბერლინის, პარიზისა და ლონდონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ღრმა შეშფოთება გამოხატეს. „ამ უპილოტო საფრენი აპარატებს რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ქალაქების წინააღმდეგ თავდასხმებში, რაც უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილს იწვევს“, - აღნიშნულია წერილში. უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი.ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. ზელენსკი: რუსეთის მიერ ირანული დრონების ყიდვა, სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: გავაგრძელებთ ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.  

ბორის ჯონსონი პოლიტიკური ვითარების გამო, შვებულება შეწყვიტა და ლონდონში დაბრუნდა

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შვებულება შეწყვიტა, ლონდონში დაბრუნდა. The Times: კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში, შესაძლოა, ბორის ჯონსონმა მიიღოს მონაწილეობა ლიზ ტრასმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა ბრიტანული მედია ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ბორის ჯონსონმა პრემიერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ისევ წარადგინოს. ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა ბრიტანული მედია წერს, რომ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ტრასი  მწვავე კრიტიკის ქვეშ იყო მისი საგადასახადო ინიციატივების გამო და იძულებული გახდა, შეეცვალა ფინანსთა მინისტრი. ამასთან, გააუქმა გამოცხადებული საბიჯეტო გეგმები. YouGov-ის გამოკითხვის მიხედვით, რომელიც 17-18 ოქტომბერს (ლიზ ტრასის გადადგომამდე) ჩატარდა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ლიდერობს.  ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.      

ჯონსონმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის სათავეში არ დაბრუნდება

ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის სათავეში არ დაბრუნდება. შესაბამისად, ის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის აღარ იბრძოლებს.  ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი „მივიდა დასკვნამდე, რომ ეს გადაწყვეტილება „უბრალოდ არ იქნებოდა სწორი“. „ეფექტურ მართვას ვერ მოახერხებ, თუ არ გყავს ერთიანი პარტია პარლამენტში“, - განაცხადა ჯონსონმა. ჯონსონის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კარგი შესაძლებლობა აქვს. ლიზ ტრასმა თანამდებობა 20 ოქტომბერს დატოვა.  

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი იქნება

რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის შემდეგი პრემიერ-მინისტრი გახდება. ის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერია. ლიზ ტრასმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 20  ოქტომბერს დატოვა. ტრასს „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ხუთი კვირის განმავლობაში ეკავა.  

რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრია

ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ მესამესთან შეხვედრის შემდეგ, რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა.  BBC-ის ცნობით, პრემიერის ოფისთან, სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი „ღრმა ეკონომიკური კრიზისის" წინაშე დგას და ის აირჩიეს ლიზ ტრასის მიერ დაშვებული ზოგიერთი შეცდომის გამოსასწორებლად. „ერთად ჩვენ შეგვიძლია, მივაღწიოთ წარმოუდგენელ შედეგებს. მე ქვეყნის საჭიროებებს პოლიტიკაზე მაღლა დავაყენებ, - აღნიშნა სუნაკმა.  ლიზ ტრასმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 20  ოქტომბერს დატოვა. ტრასს „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ხუთი კვირის განმავლობაში ეკავა.

რა საკითხებზე ესაუბრნენ მარკ მილი და ენტონი რადაკინი ვალერი გერასიმოვს

რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის უფროსს ენტონი რადაკინს და აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბის თავმჯდომარეს, მარკ მილის ტელეფონით ესაუბრა.გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ადმირალმა სერ ტონი რადაკინმა უარყო რუსეთის ბრალდებები იმის შესახებ, რომ უკრაინა კონფლიქტის ესკალაციის მიზნით მოქმედებებს გეგმავს. ოლექსი რეზნიკოვი: ტყუილი „ბინძური ბომბის“ შესახებ კრემლის ნაცნობი ტაქტიკის ელემენტია „სამხედრო ლიდერები შეთანხმდნენ დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის ღია არხების შენარჩუნების მნიშვნელობაზე, რათა მართონ არასწორი გათვლების რისკი და ხელი შეუწყონ დეესკალაციას“, - აღნიშნულია ბრიტანული მხარის ტექსტში. რუსული მხარის მტკიცებით, სატელეფონო საუბრების დროს, გერასიმოვმა უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებაზე ისაუბრა.  ამერიკული მხარის პოზიციით, სატელეფონო საუბრის მონაწილეებმა განიხილეს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული რამდენიმე შემაშფოთებელი საკითხი და შეთანხმდნენ, რომ კომუნიკაციის ხაზები შენარჩუნდება. „მარკ მილიმ ასევე გამართა მოლაპარაკებები უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალ ვალერი ზალუჟნისთან. მათ ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და მიმდინარე შეჭრის შესახებ და გაცვალეს შეფასებები. თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა“, - განაცხადა გაერთიანებული შტაბის პრესსპიკერმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „ბინძურ ბომბზე“ რუსეთის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი უკვე მოამზადა. ერთობლივ განცხადებაში, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარყვეს „რუსეთის ცრუ ბრალდებები იმის შესახებ, რომ უკრაინა ემზადება ბინძური ბომბის გამოსაყენებლად საკუთარ ტერიტორიაზე“.

პუტინის ომმა მთელ მსოფლიოში ენერგეტიკული ბაზრებისა და მიწოდების ქსელების დესტაბილიზაცია მოახდინა - რიში სუნაკი

პუტინის ომმა უკრაინაში მთელ მსოფლიოში ენერგეტიკული ბაზრებისა და მიწოდების ქსელების დესტაბილიზაცია მოახდინა, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ განაცხადა. „ახლა ჩვენი ქვეყანა ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას. კოვიდის შედეგები ჯერ კიდევ გრძელდება. პუტინის ომმა უკრაინაში მთელ მსოფლიოში ენერგეტიკული ბაზრებისა და მიწოდების ქსელების დესტაბილიზაცია მოახდინა. ამ მთავრობის დღის წესრიგის ცენტრში დავდებ ეკონომიკურ სტაბილურობასა და ნდობას“, - განაცხადა რიში სუნაკმა. ცნობისთვის, ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ მესამესთან შეხვედრის შემდეგ, რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა.BBC-ის ცნობით, პრემიერის ოფისთან, სუნაკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი „ღრმა ეკონომიკური კრიზისის" წინაშე დგას და ის აირჩიეს ლიზ ტრასის მიერ დაშვებული ზოგიერთი შეცდომის გამოსასწორებლად.  

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას დაჰპირდა

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. რისი სინაკმა საუბრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა, რომ დიდი ბრიტანეთი ყოველთვის უკრაინის გვერდით იქნება.  რიში სუნაკის თქმით, ზელენკისაც და უკრაინელ ხალხსაც შეუძლიათ, დიდი ბრიტანეთის მუდმივი სოლიდარობისა და მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ. „ჩვენ ყოველთვის ვიქნებით უკრაინის გვერდით“, - აღნიშნავს სუნაკი. დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთანაც გამართა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა, ხაზგასმით აღნიშნეს მათი სურვილი, გააძლიერონ თანამშრომლობა გლობალური უსაფრთხოებასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ კრიტიკულ საკითხებზე. ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე, რუსეთის აგრესიაზე პასუხისმგებლობის დაკისრების, ჩინეთის მიერ წამოჭრილი გამოწვევებისა და მდგრადი და ხელმისაწვდომი ენერგორესურსების უზრუნველყოფის მიმართულებით.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: კრემლს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ „შედეგებისგან“ რუსული საზოგადოების იზოლირება გაუჭირდება

კრემლი რეგიონულ ოფიციალურ პირებს კრებს და რუსეთის რეგიონებში „უსაფრთხოების ზომების შემუშავებაში რთავს“, რათა საზოგადოების კრიტიკა აირიდოს თავიდან. ამის შესახებ დიიდ ბრიტანეთის დაზვერვა იუწყება. 2022 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა, რომ მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი გაუწევს კოორდინაციას „უსაფრთხოების ზომების შემუშავებას“. „ეს ღონისძიება, სავარაუდოდ, რეგიონების გუბერნატორების უფრო მჭიდრო კავშირს გამოიწვევს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სისტემასთან. ეს არის კიდევ ერთი ღონისძიება, რომელიც მიმართულია საზოგადოების რეაქციისკენ, რადგან რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, კრიტიკის ქვეშაა“, - აცხადებენ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო. მისივე თანახმად, კრემლი მსგავს მიდგომას იყნებდა COVID19-ის კრიზისის დროს. თუმცა დაზვერვა ვარაუდობს, რომ კრემლისთვის გათულდება რუსული საზოგადოების იზოლირება უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შედეგებისგან“. როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას დაავალა, სპეციალური საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ განკარგულების პროექტი შეიმუშაოს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი უხელმძღვანელებს. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს „დაშვებული ყველა შეცდომის“ აღმოფხვრა მოითხოვა. რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს. 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ძველი „კალაშნიკოვი“ რუსეთის არმიას ახალ პრობლემებს უქმნის

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ცნობით, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ათასობით რუსი წვევამდელი გაიგზავნა ფრონტის ხაზზე. „ხშირ შემთხვევაში არასაკმარისად არიან აღჭურვილნი, თუმცა უკვე სექტემბერში ახალწვეულები უკრაინაში საერთოდ იარაღის გარეშე ჩადიოდნენ. ღია წყაროებში გამოქვეყნებული ფოტოებზე ჩანს, რომ ახალწვეულები ძირითადად შეიარაღებული არიან „კალაშნიკოვის“ ტიპის ძველი ავტომატებით“, - იუწყება დაზვერვა. გარდა ამისა, კონტრაქტორებისგან განსხვავებით, რომლებიც უფრო ახალი მოდელის ავტომატებს გამოიყენებენ, ძველ „კალაშნიკოვებს“ სხვა კალიბრის ვაზნები აქვთ. ეს კი, ბრიტანელი ანალიტიკოსების შეფასებით, იმას ნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ ფრონტისთვის ვაზნების მიწოდების ორი ჯაჭვი უნდა უზრუნველყოს, რაც კიდევ უფრო ართულებს ლოგისტიკას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ვინ არიან რუსი ოლიგარქები, რომლებსაც დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა

ბრიტანეთმა სანქციები დააწესა რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომს უწყობენ ხელს ბრიტანეთმა სანქციები კიდევ ოთხ რუს ოლიგარქს დაუწესა. ამის შესახებ მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.  როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, ალექსანდრე აბრამოვი და ალექსანდრე ფროლოვი რომან აბრამოვიჩის ბიზნესპარტნიორები არიან. ადრე ისინი რუსეთის ფოლადის მწარმოებელ Evraz plc-ში ძირითად წილებს ფლობდნენ. აბრამოვის ქონება „ფორბსმა“ 6.4 მილიარდად შეაფასა. ფროლოვის ქონება $2.6 მილიარდად არის შეფასებული. დღესვე სანქციები დაეკისრათ აირატ შაიმიევს, რომლის მთლიანი კაპიტალი 902 მილიონი ფუნტია და ალბერტ შიგაბუტდინოვს, რომლის მთლიანი კაპიტალი 977 მილიონი ფუნტს შეადგენს. ამ ოლიგარქებს ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ და ქონებაც გაეყინათ. შაიმიევი სახელმწიფო სატრანსპორტო და სამშენებლო კომპანია Tatavtodor OJSC-ის გენერალური დირექტორია. შიგაბუტდინოვი კი, TAIF Group-ის (რუსული ჰოლდინგი (საინვესტიციო კომპანია), რომელიც აკონტროლებს ქიმიური, ნავთობქიმიური და ნავთობისა და გაზის გადამამუშავებელი სექტორების 96%-ს) აღმასრულებელი დირექტორია. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა ჯამში 120 ოლიგარქს დაუწესა სანქციები, მათი ქონება 140 მილიარდ ფუნტზე მეტს შეადგენს.

დიდი ბრიტანეთი და იაპონია უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა სატელეფონო საუბარი გამართეს. უკრაინული მედიის ცნობით, მხარეები უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომისა და ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო აქტივიბების გაზრდის ფონზე, ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. სამინისტროს ცნობით, სუნაკმა და კიშიდამ დაადასტურეს, რომ იაპონია და ბრიტანეთი დააჩქარებენ მოლაპარაკებებს, რომლებიც გააძლიერებს თავსებადობასა და თანამშრომლობას მათ შეიარაღებულ ძალებს შორის, ასეევე, შეთანხმებას მოიერიშე თვითმფრინავების ერთობლივად შექმნის მიზნით.  

იაპონია და დიდი ბრიტანეთი სამხედრო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს - FT

იაპონია და დიდი ბრიტანეთი აპირებენ ხელი მოაწერონ მთავარ თავდაცვის პაქტს, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყნებს, გააძლიერონ თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან ინდო-წყნარ ოკეანეში და გაზარდონ შეკავება ჩინეთიდან მზარდი საფრთხის წინააღმდეგ. FT-ის ინფორმაციით, დოკუმენტის გაფორმება დეკემბერში იგეგმება. გამოცემის წყაროს ცნობით, ქვეყნები ორმხრივ შეთანხმებას (RAA) მოაწერენ ხელს, რაც კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ტოკიო მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თავდაცვით კავშირებს კიდევ უფრო აღრმავებს, რათა ტაივანის გარშემო ჩინეთთან შესაძლო კონფლიქტისთვის მოემზაადოს. პაქტი ერთობლივი წვრთნების ჩატარებასა და ლოგისტიკურ თანამშრომლობას გაამარტივებს. ის ასევე უზრუნველყოფს საკანონმდებლო ჩარჩოს, რათა ხსენებულ სახელმწიფოებში ერთმანეთის ჯარების შესვლისთვის მძიმე ბიუროკრატიული ბარიერი გაამარტივოს. „იაპონიასა და დიდ ბრიტანეთს შორის ორმხრივი შეთანხმება საშუალებას მისცემს ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებს უფრო ადვილად განლაგდნენ ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში“, - ამბობს უსაფრთხოების ექსპერტი ზაკ კუპერი. The Financial Times-ის წერს, რომ პაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე, დიდ ბრიტანეთში ფუმიო კიშიდას ვიზიტის დროს შეთანხმდნენ, როდესაც იაპონიის პრემიერ-მინისტრი იმჟამინდელ პრემიერს ბორის ჯონსონს შეხვდა.

რიში სუნაკი უკრაინას ეწვევა

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ მინისტრი უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩავა.  ამის შესახებ უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა. მან უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, კონკრეტული თარიღის დასახელებისგან თავი შეიკავა. მანამდე, რიში სუნაკმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, კანადის პრემიერ მინისტრთან ჯასტინ ტრუდოსთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერების საკითხი განიხილა. რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ოფიციალურად, 25 ოქტომბერს გახდა.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთის ძალებმა ოკუპირებული ხერსონიდან უკან დახევისას, სავარაუდოდ, ტერიტორიები დანაღმეს

ხერსონის დასავლეთ სანაპიროს დაკარგვა, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის რუსეთს, მიაღწიოს სტრატეგიულ გეგმას. შესაბამისი შეფასება დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონში, მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროდან რუსული ძალების გაყვანის ბრძანება გასცა. „რუსეთის უნარი, შეენარჩუნებინა თავისი ძალები მდინარე დნიპროს დასავლეთ ნაპირზე, ზეწოლის ქვეშ მოექცა რუსეთის მიწოდების მარშრუტებზე უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების გამო. ISW: ხერსონისთვის ბრძოლა არ დასრულებულაუკან დახევისას, რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს მრავალი ხიდი და სავარაუდოდ, დანაღმეს ტერიტორიები უკრაინული ძალების წინსვლის შეფერხების მიზნით. ხერსონის დასავლეთ სანაპიროს დაკარგვა, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის რუსეთის სტრატეგიულ მისწრაფებას, ოდესისკენ მიმავალ სახმელეთო ხიდამდე მიაღწიოს“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების განახლებულ ცნობებში. რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ, ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთმა შესაძლოა, ხერსონი უბრძოლველად არ დატოვოს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი რუსეთის გადაწყვეტილებას ხაფანგად არ მიიჩნევენ უკრაინის სამხედრო ძალებისთვის. 9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ, ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დიდმა ბრიტანეთმა $20,5 მილიარდის რუსული აქტივები გაყინა

დიდმა ბრიტანეთმა გაყინა რუსი ოლიგარქების, სხვა ფიზიკური პირებისა და სუბიექტების საკუთრებაში არსებული აქტივები, რომლებიც სანქცირებულები არიან უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო. ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსდა. „ჩვენი გზავნილი ნათელია: ჩვენ არ მივცემთ პუტინს წარმატების უფლებას ამ სასტიკ ომში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ენდრიუ გრიფიტმა. „მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ყოვლისმომცველი ომი უკრაინის წინააღმდეგ, 24 თებერვალს, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა 1200-ზე მეტ ფიზიკურ პირს რუსეთში, მათ შორის ბიზნესმენებს, კომპანიებს და პოლიტიკოსებს“, - იუწყება გაერთიანებული სამეფოს მთავრობა.    

პუტინის ომი წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი და მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის - სუნაკი

ვიდრე პუტინის ომი გრძელდება, ის წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი და მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის,-  ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა. დეტალურ გამოძიებამდე, პოლონეთში აფეთქების შეფასებაზე საუბარიც კი გამორიცხულია - შოლცი „დღეს გავმართეთ მოკავშირეების საგანგებო შეხვედრა, რათა დაგვედასტურებინა ჩვენი სოლიდარობა უკრაინის და პოლონეთის მიმართ… ჩვენ, ყველამ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში რომ არა ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. ეს არის პუტინის ომის სასტიკი და უმოწყალო რეალობა. ვიდრე ეს გრძელდება, ის წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის. ვიდრე ეს გრძელდება, ის გააგრძელებს გლობალური ეკონომიკის განადგურებას“, – განაცხადა რიში სუნაკმა. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონ