თეგი: გერმანია
გერმანიის პროკურატურამ რუსეთის მოქალაქეს ჯაშუშობის ბრალდება წარუდგინა
გერმანიის პროკურატურამ ჯაშუშობის ბრალდება წაუყენა ზაფხულში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოძიების მტკიცებით, ბრალდებული ევროპის კოსმოსური ხომალდის Ariane-ის შესახებ რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებს აწვდიდა ინფორმაციას. გერმანიამ რუსეთის მოქალაქე გასულ წელს დააკავა. ბრალი მას 9 დეკემბერს წაუყენეს. ფედერალურმა პროკურორებმა განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილი, რომელიც იდენტიფიცირებულია მხოლოდ როგორც ილნურ ნ., დაკავებამდე მუშაობდა მკვლევრად ბავარიის უნივერსიტეტში.
დმიტრო კულება: უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივების ეჭვქვეშ დაყენება დღის წესრიგში არ დგას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანალენა ბერბოკის ინტერვიუს პასუხობს. „უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივების ეჭვის ქვეშ დაყენება დღის წესრიგში არ არის. ახლა უკრაინისთვის რეალური დახმარება NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე გერმანიის ლიდერობა იქნებოდა. ეს ყველასათვის დადებითი სიგნალი იქნებოდა“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის Twitter პოსტში. მანამდე, გერმანელმა მინისტრმა განაცხადა, რომ „ყველამ, მათ შორის რუსეთმაც იცის, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ახლა დღის წესრიგში არ დგას.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ უკრაინაში გერმანიის საელჩოს პერსონალი ამჟამად კიევში რჩება
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დაადასტურა, რომ უკრაინაში გერმანიის საელჩოს პერსონალი ამჟამად კიევში რჩება. „რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად ვამოწმებთ უსაფრთხოების დონეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის უკრაინაში“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანიამ გადაწყვეტილება მიიღო, უკრაინაში საელჩოს პერსონალი არ შეამციროს, ხოლო სურვილის შემთხვევაში, საელჩოს თანამშრომლების ოჯახის წევრებს გერმანიაში დაბრუნება შეუძლიათ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: ბერლინი რუსეთის აგრესიის მოგერიებასთან დაკავშირებით, თუ პოზიციას არ შეიცვლის, მაშინ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას მიიღებს
ბერლინი რუსეთის აგრესიის მოგერიებასთან დაკავშირებით თუ პოზიციას არ შეიცვლის, მაშინ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას მიიღებს და ეს გაზვიადება არ არის, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. როგორც რეზნიკოვმა აღნიშნა, პუტინის საბოლოო მიზანი არა უკრაინის დაპყრობა, არამედ დასავლეთ ევროპაში მისი გავლენის გაფართოებაა. უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, „გდრ-ის მატერიალური საფუძველი უკვე არსებობს, რადგან ეს არ არის მხოლოდ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“, ესენი არიან გერმანული სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლები რუსული ხელფასებით, ესენი არიან ცალკეული ვიცე-ადმირალები, რომლებიც უცნაური განცხადებებით საკუთარ ქვეყანას ძირს უთხრიან“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა საგარეო უწყებაში შეხვედრა გამართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ ჯანჯალიამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრა გამართა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. „კმაყოფილებით აღინიშნა, ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის ფარგლებში, სამი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის გამართული დისკუსია სტრატეგიულ საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა წლის განმავლობაში უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე წლისთავის აღნიშვნას და ერთობლივ საიუბილეო ღონისძიებებს. ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის გარდა, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს და გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ მდგომარეობასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე, გერმანიის ჩართულობაზე უკრაინის კრიზისის დეესკალაციის პროცესში, საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა საქართველოს თემატიკის მაღალ დონეზე განხილვის მნიშვნელობა გერმანიის დიდი შვიდეულის თავმჯდომარეობის დღის წესრიგსა და დისკუსიებში. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისეთ პრიორიტეტულ თემებს, როგორიცაა ევროკავშირში ინტეგრაცია და NATO-ში გაწევრიანება. ხაზი გაესვა ასოცირებული ტრიოს ინიციატივას, როგორც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს“.
რუსეთმა გერმანიაში RT-ის დაბლოკვის საპასუხოდ Deutsche Welle დახურა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში გერმანული საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია Deutsche Welle-ს მოსკოვის ბიუროს საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ Deutsche Welle-ს რუსეთის ბიუროს ყველა თანამშრომლის აკრედიტაცია გაუქმდება, ხოლო სატელიტური და სხვა სახის მაუწყებლობა შეწყდება. ამასთან, რუსეთის ხელისუფლება ტელეკომპანიის ე.წ უცხოურ აგენტად აღიარების პროცედურას დაიწყებს. 2 თებერვალს, გერმანიის სამაუწყებლო მარეგულირებელმა Russia Today-ის გერმანულენოვანი არხის ტრანსლირება აკრძალა. გერმანულმა მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი აუცილებელი სამაუწყებლო ლიცენზიის არქონაა.
ოლაფ შოლცი აშშ-ში ვიზიტზე, რუსეთსა და უკრაინაზე
The Washingtonpos Post-თან ინტერვიუში გერმანიის კანცლერმა, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენს ორშაბათს თეთრ სახლში ხვდება, უარყო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მისმა მთავრობამ საკმარისი არ გააკეთა უკრაინის მხარდასაჭერად. ეს ოლაფ შოლცის პირველი ვიზიტია ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც 8 დეკემბერს თანამდებობა დაიკავა. „რეალობა ის არის, რომ გერმანია არის NATO-ს უდიდესი პარტნიორი ევროპაში; რომ ჩვენ მუდმივად ვაძლიერებთ ჩვენს სამხედრო ძალებს; ჩვენ ვართ ძალიან კარგი პარტნიორი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს მოკავშირეებთან NATO-სა და [ევროკავშირში] შეერთებულ შტატებთან იმის შესახებ, თუ როგორ ვუპასუხოთ ამ საფრთხეს უკრაინის მიმართ, რომელიც მოდის რუსეთიდან. ჩვენი მკაცრი პასუხია ის, რომ ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოჰყვება მათ (რუსეთის, რედ.) შეჭრას. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ვიპოვოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ჩვენ ვართ უკრაინის ყველაზე ძლიერი ეკონომიკური მხარდამჭერები. ჩვენ ერთად ვმუშაობთ განახლებად ენერგიებსა და სამომავლო ტექნოლოგიებზე, რაც მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და მეტი ეკონომიკური/ფინანსური მდგრადობის შესაძლებლობას ქმნის“, - აღნიშნავს შოლცი. ხალხი აკრიტიკებდა გერმანიას უკრაინაში 5000 ჩაფხუტის გაგზავნის გამო, მაგრამ იარაღი არ გაგიგზავნიათ, ჟურნალისტის ამ კითხვას, გერმანიის კანცლერმა უპასუხა, რომ ჯერ უკრაინამ წამოაყენა მოთხოვნა ჩაფხუტების გაგზავნის შესახებ, რაზეც გერმანიამ რეაგირება მოახდინა. „მეორე საკითხია, რომ არის მკაცრი საექსპორტო კრიტერიუმები კრიზისულ რეგიონებში იარაღის ექსპორტთან დაკავშირებით, რომლებსაც მივყვებით. გერმანიის საექსპორტო შეზღუდვები დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, რომელიც ყოფილი მთავრობის მხრიდან მოქმედებს“. კითხვაზე, შეაჩერებს თუ არა გერმანიის მთავრობა Nord Stream 2-ის მილსადენის გახსნის პროცესს, თუ რუსეთი უკრაინაში შეჭრას დაიწყებს? ოლაფ შოლცმა უპასუხა: „ჩვენ მზად ვართ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი. გვაქვს ძალიან მკაფიო შეთანხმება შეერთებული შტატების მთავრობასთან გაზის ტრანზიტისა და ენერგეტიკული სუვერენიტეტის შესახებ ევროპაში. უკვე შევთანხმდით, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას, რომ ინტენსიურად ვიბრძოლებთ გაზის ტრანზიტისთვის უკრაინის გავლით და ვიქნებით ძალიან მტკიცენი, თუ ამ გაზის ტრანზიტს საფრთხე დაემუქრება. ასევე, სრულიად ნათელია, რომ მსგავს სიტუაციაში ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ჩვენი პასუხი იქნება ერთიანი და გადამწყვეტი“. რა ნაბიჯები იდგმება რუსეთზე გერმანიის ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად? ოლაფ შოლცის თქმით, ახლად ჩამოყალიბებული მთავრობის ერთ-ერთი საკვანძო საქმიანობა მოიცავს ელექტროენერგიის წარმოებას და ქარის ელექტროსადგურების ამუშავებას. „2045 წელს,სრულიად დამოუკიდებელი ვიქნებით გერმანიაში გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტისაგან, რადგან ჩვენ უბრალოდ დავეყრდნობით განახლებად რესურსებს“. „ჩვენი ენერგიის მხოლოდ 25-დან 26 პროცენტამდეა ბუნებრივი აირი და მისი მხოლოდ ნაწილი მოდის რუსეთიდან. ასევე არის ნაწილი ნორვეგიიდან ან ნიდერლანდებიდან“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. რას ელის შოლცი აშშ-ში ვიზიტისგან, გერმანიის კანცლერის განცხადებით, შეერთებული შტატები გერმანიისა და ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობის გაძლიერება მნიშვნელოვანია. „ჩვენ ერთად ვართ NATO-ში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა მთავარ პარტნიორს, ტრანსატლანტიკურ მხარეებს და შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შორის ძლიერი პარტნიორობა იყოს. მე ნამდვილად ვაფასებ იმას, რასაც პრეზიდენტი ბაიდენი აკეთებს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ორმხრივ მოლაპარაკებებში. ძალიან რთული დღის წესრიგი აქვთ. მაგრამ ეს არის ძალა და ლიდერობა, რასაც ის აკეთებს“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე, 14 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით კიევს ეწვევა. შოლცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის 14 თებერვალს კიევში შეხვდება. 15 თებერვალს კი მოსკოვში გაემგზავრება, სადაც ვლადიმერ პუტინთან გამართავს მოლაპარაკებებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ეწვია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბაერბოკი უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა. მინისტრები მოლაპარაკებებს გამართავენ, რომლის ძირითადი თემები იქნება ნორმანდიის ფორმატში ძალისხმევის კოორდინაცია, რუსეთის შეკავების ყოვლისმომცველი პაკეტის განხორციელება, სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცება. დიპლომატიური წყაროების ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბაერბოკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ შეხვდება. Reuters-ის წყაროს ცნობით, შეხვედრის არჩატარების მიზეზად მის „დაგეგმვასთან დაკავშირებული სირთულე“ დასახელდა. ბრიტანული სააგენტოს ცნობით, დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრემიერ-მინისტრ, დენის შმიგალთან.
ჯო ბაიდენი: აშშ და გერმანია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად მუშაობენ
გერმანია და შეერთებული შტატები უკრაინის გარშემო რუსული აგრესიის განსახილველად მზად არიან, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, გერმანია არის ამერიკის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და მიმდინარეობს მუშაობა ევროპაში რუსული აგრესიის შემდგომი შეკავებისთვის. შოლცმა, რომელიც კრიზისში არასაკმარისი ლიდერობის გამო კრიტიკის ქვეშ არაერთხელ მოექცა, ვიზიტის წინ განაცხადა, რომ რუსეთს ძალიან ძვირი დაუჯდება, თუ უკრაინაში შეიჭრება. ამასთან, თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია ლიეტუვაში დამატებით 350-მდე ჯარისკაცს გზავნის. ოლაფ შოლცი აშშ-ში ვიზიტზე, რუსეთსა და უკრაინაზე ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს ხვდება
გერმანია ლიეტუვაში დამატებით 350 სამხედროს გაგზავნის
გერმანია ლიეტუვაში კიდევ 350-მდე სამხედროს გაგზავნის, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა განაცხადა. გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ დამატებითი ჯარების განლაგება 14 თებერვალს დაიწყება. ლიეტივის თავდაცვის მინისტრმა ამ ფაქტს „მნიშვნელოვანი სიგნალი“ უწოდა. „გერმანია, ისევე როგორც NATO-ს სხვა ქვეყნები, გზავნის ძალებს, რადგან უსაფრთხოების ვითარება რეგიონში ძალიან დაძაბულია, ჩვენი ინტერესი ჩვენი უსაფრთხოების შესახებ არ მცირდება“, - განუცხადა არვიდას ანუსაუსკასმა BNS News-ს. NATO-მ პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო შენაერთი, 2014 წელს ყირიმის ანექსიის საპასუხოდ განათავსა.
გერმანიისა და საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრები კომპანია Meta-ს მიერ ევროპაში Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობის, შესაძლო შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან
გერმანიისა და საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრები, რობერტ ჰაბეკი და ბრუნო ლე მერი კომპანია Meta-ს მიერ ევროპაში Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობის შესაძლო შეჩერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან. „ჰაკერული შეტევის შემდეგ, ოთხი წელი ვცხოვრობდი Facebook-ისა და Twitter-ის გარეშე და ცხოვრება ფანტასტიური იყო“, - აღნიშნა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა ფრანგ კოლეგასთან გამართულ ღონისძიებაზე. თავის მხრივ, საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა აღნიშნა, რომ ცხოვრება Facebook-ის გარეშე ძალიან კარგია. „შემიძლია დავადასტურო, რომ Facebook-ის გარეშე ცხოვრება ძალიან კარგია და Facebook-ის გარეშე ძალიან კარგად ვიცხოვრებდით. ციფრულმა გიგანტებმა უნდა გაიგონ, რომ ევროპის კონტინენტი მათ წინააღმდეგობას გაუწევს და თავის სუვერენიტეტს დაადასტურებს“, - განაცხადა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა. ცნობისთვის, 7 თებერვალს, გამოცემა Mashable-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების შენახვის ადგილის ირგვლივ დავის გამო, კომპანია Meta-მ ევროპაში სოციალური ქსელების, Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა შეიძლება შეაჩეროს.
ოლაფ შოლცი: საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ერთიანი მიზანი ევროპაში მშვიდობის შენარჩუნებაა
გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის ლიდერები უკრაინის უკრაინის კრიზისის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. მხარეები უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების გამო, დაძაბულობის დეესკალაციის გზებს განიხილავენ. „ჩვენი საერთო მიზანია ევროპაში ომის თავიდან აცილება“, - განაცხადა შოლცმა გერმანიაში მიმდინარე მოლაპარაკებების წინ. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. ასევე წაიკითხეთ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, მაკრონმა ყველა მხარეს მინსკის შეთანხმებების განხორციელებისკენ მოუწოდა ემანუელ მაკრონის თქმით, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შედეგად, ესკალაციის თავიდან აცილების მიზანს მიაღწია ვოლოდიმირ ზელენსკი მაკრონთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციისთვის პუტინი: რუსეთი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება რას სთავაზობს NATO რუსეთს დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები. ასევე წაიკითხეთ: პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
ფედერალურმა კრებამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მეცამეტე პრეზიდენტად მეორე ვადით ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აირჩია. მოქმედმა პრეზიდენტმა 1045 ხმიდან 1437-დან მოიპოვა. ფედერალური კრება შედგება 1472 დელეგატისგან, მათ შორისაა გერმანიის ბუნდესტაგის (პარლამენტის) ყველა დეპუტატი. არჩევნებზე ოთხი კანდიდატი იყო წარმოდგენილი - ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, გერჰარდ თრაბერტი, მაქს ოტე და შტეფანი გებაუერი. მეორე, ხუთწლიანი ვადით არჩევის შემდეგ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ დემოკრატიის ხელშემწყობების მხარეს იქნება.„ჩვენ ვიმყოფებით სამხედრო კონფლიქტის, აღმოსავლეთ ევროპაში ომის საფრთხის შუაგულში“, - განაცხადა შტაინმაიერმა და დაამატა, რომ „ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“. გერმანიის მოქმედი ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის საპრეზიდენტო ვადა 2022 წლის 18 მარტს იწურებოდა. ფედერალური პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურია. 66 წლის სოციალ-დემოკრატი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ორჯერ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და ადრე მუშაობდა კანცლერის გერჰარდ შროდერის შტაბის უფროსად, ის ფართოდ განიხილებოდა, როგორც აშკარა ფავორიტი არჩევნებში. ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანიაში მცხოვრები ადამიანების 85% შტაინმაიერის საქმიანობას პოზიტიურად აფასებდა. ის სარგებლობს როგორც მმართველი კოალიციის, ისე მთავარი კონსერვატიული ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით. გერმანიაში საპრეზიდენტო არჩევნებია
ოლაფ შოლცმა პუტინთან შეხვედრის შემდეგაც გაიმეორა, რომ NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ დგას
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ არის, აქედან გამომდინარე, ამ საკითხზე კონფლიქტი გაუგებარია. „ჩვენ უბრალოდ არ შეიძლება, გვქონდეს შესაძლო სამხედრო კონფლიქტი საკითხზე, რომელიც არ არის დღის წესრიგში”, - განაცხადა შოლცმა და დაამატა, რომ აბსურდული სიტიაცია იქმნება. გერმანიის კანცლერმა ანალოგიური განცხადება 14 თებერვალს, კიევში ვიზიტის დროსაც გააკეთა. მაშინ, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა თავისი ქვეყნის ამბიცია NATO-ში გაწევრიანების შესახებ, ოლაფ შოლცმა გაკვირვება გამოხატა, თუ რატომ გახადა რუსეთის მთავრობამ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი დიდი პოლიტიკური დებატების საგანი, რადგან მისი თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში ამჟამად არ დგას. მთავარი გზავნილები რუსეთში შოლცის ვიზიტიდან
გერმანიის კანცლერი: რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება პოლიტიკური კატასტროფა და მინსკის პროცესის დარღვევა იქნება
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" და "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარება შეიძლება, პოლიტიკური კატასტროფა იყოს. „თუ სახელმწიფო სათათბიროს გადაწყვეტილება რეალობად იქცევა, ეს იქნება მინსკის პროცესის დარღვევა. ეს იქნება პოლიტიკური კატასტროფა", - განაცხადა შოლცმა სამშაბათს, 15 თებერვალს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების შემდეგ. სახელმწიფო დუმამ ვლადიმერ პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების თხოვნით მიმართა.
შოლცმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე კომპრომისი შეუძლებელია
ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერის რანგში მოსკოვში პირველი ვიზიტით ჩავიდა. შოლცი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მართავს შეხვედრას. გერმანიის კანცლერის ვიზიტი, კიევში მოგზაურობის შემდეგ მიმდინარეობს, სადაც ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, რათა გაეძლიერებინა ბერლინის მხარდაჭერა რუსული აგრესიის ფონზე. მისი თქმით, უკრაინის საზღვარზე ჯარების დაგროვება განიხილება როგორც საფრთხე. ის ითხოვს დეესკალაციას რეგიონში და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, რომ „არანაირი ომი არ მოჰყვეს“ შექმნილ ვითარებას. შოლცის თქმით, ტერიტორიულ მთლიანობაზე მოლაპარაკება შეუძლებელია, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ჩიხში არ უნდა შევიდეს. „ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ვმართავთ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ერთმანეთთან კარგი დისკუსიების გზით”, - განაცხადა შოლცმა პუტინთან შეხვედრისას. პუტინმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ კავშირებზე და ახსენა უკრაინის გარშემო მიმდინარე „ცხელი დისკუსიები“. პუტინის თქმით, გერმანია არის „რუსეთის მთავარი პარტნიორი“ და მას სურს ურთიერთობის გაძლიერება. „სამწუხაროდ, ჩვენ დროის მნიშვნელოვან ნაწილს ევროპისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს დავუთმობთ “, - განაცხადა პუტინმა, რომელიც ასევე მიზნად ისახავს ენერგომომარაგების საკითხის განხილვას. მოსკოვში გერმანიისა და რუსეთის ლიდერებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, დღის წესრიგში უკრაინა მთავარი თემაა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მოსკოვში შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციას გამართავენ.
ჯო ბაიდენმა და ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბარი გამართეს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური ავრცელებს. „ლიდერები უკრაინაში არსებულ ვითარებას „ძალიან სერიოზულად” აფასებენ, რამდენადაც არსებობს რუსეთის შემდგომი სამხედრო აგრესიის რისკი. ლიდერებმა პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან თავიანთი საუბრები განიხილეს. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება და ხაზი გაუსვეს დიპლომატიისა და შეკავების ღონისძიებების ტრანსატლანტიკური კოორდინაციის მნიშვნელობასა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთი ესტონეთში დამატებით ჯარს გზავნის, გერმანული კონტინგენტი ლიეტუვაში ჩავიდა
უკრაინის საზღვრის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების ფონზე, დიდი ბრიტანეთი ესტონეთში დამატებით ჯარს გზავნის. გაერთიანებულ სამეფოს ასევე ჰყავს 1000 პერსონალი, რომელიც მზად არის ჰუმანიტარული რეაგირებისთვის, საჭიროების შემთხვევაში. დიდი ბრიტანეთი დამატებით ჯარებს ზავნას ესტონეთში, იმის შიშით, რომ რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებამ უკრაინის საზღვართან შეიძლება, გამოიწვიოს უფრო ფართო კონფლიქტი ევროპაში. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დიდი ბრიტანეთი გააორმაგებს პერსონალის რაოდენობას ესტონეთში. ის ასევე გაგზავნის დამატებით სამხედრო აღჭურვილობას, როგორიცაა, ტანკები და ჯავშანტექნიკა. ესტონეთში ჯარების და მასალების გადასროლის პროცესი უკვე დაწყებულია. დიდმა ბრიტანეთმა ასევე გაგზავნა ოთხი დამატებითი თვითმფრინავი Typhoon კვიპროსში. ეს თვითმფრინავები მალე დაიწყებენ საჰაერო პატრულირების ოპერაციებს NATO-ს მოკავშირეებთან ერთად აღმოსავლეთ ევროპაში. „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ევროპული თავდაცვა უკრაინის საზღვარზე რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების საპასუხოდ“, - განაცხადა ბენ უოლესმა. 130 ჯარისკაცისა და 60 მანქანისგან შემდგარი გერმანული კონტინგენტი ლიეტუვაში, NATO-ს საბრძოლო ჯგუფის დაგეგმილი გაძლიერების ფარგლებში ჩავიდა. ლიეტუვაში ალიანსის საბრძოლო ჯგუფების გაძლიერების ოპერაცია კვირის ბოლომდე გაგრძელდება. საერთო ჯამში, ქვეყანაში 350-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 100 მანქანა ჩავა.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ NATO-ში, სწრაფი რეაგირების დანაყოფში თავის ძალებს მაღალ მობილიზაციაში მოიყვანს
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ NATO-ში, სწრაფი რეაგირების დანაყოფში თავის ძალებს მაღალ მობილიზაციაში მოიყვანს. რაც შესაძლებელს გახდის მათ უფრო სწრაფად განთავსებას, იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთთან დაძაბულობის ესკალაცია ამის საჭიროებას შექმნის. გადაწყვეტილება, რომელიც 18 თებერვალს გამოცხადდა, NATO-ს მეთაურებთან და მოკავშირეებთან კონსულტაციით იქნა მიღებული - აცხადებს სამინისტრო ბერლინში. ამასთან, განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი არის რეაქცია რუსეთის ქცევაზე და მისი მიზანია შემცირდეს დრო, რომელიც საჭირო იქნება დისლოკაციისთვის, თუკი ნატოს რეაგირების ძალის ჩართვა გახდება საჭირო.
გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, კრიზისული პირობების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე Nord Stream 2-ი ვერ გაგრძელდება, რის გამოც, მისი დამტკიცების პროცესი შეჩერდა. ოლაფ შოლცმა ბერლინში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი მთავრობა იღებს ზომებს უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ. მილსადენის პროექტის მშენებლობა დასრულებულია, მაგრამ პროექტს ჯერ კიდევ სჭირდებოდა მარეგულირებლის სერტიფიკატი გერმანიის ხელისუფლებისგან. 7 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერას უმასპინძლა და ერთობლივ პრესკოფერენციაზე განაცხადა, რომ პროექტი ვერ განხორციელდება, თუ რუსული ტანკები და ჯარები გადაკვეთენ უკრაინის საზღვარს. ივლისში, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტთან დაკავშირებით, აშშ-სა და გერმანიას შორის შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, ზომები, მათ შორის სანქციები მიიღოს (როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე) იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება, ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას განახორციელებს. პროექტის შესახებ ამ გაზსადენით რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანია წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, თუმცა გაზსადენის ბალტიის ზღვის სექტორის მშენებლობა 2020 წელს აშშ-ის სანქციების გამო შეჩერდა. აშშ და რამდენიმე ევროპული სახელმწიფო აცხადებდნენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კიდევ უფრო გაზრდის რუსეთზე ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას და შემოსავლებს დააკარგვინებს უკრაინას, რომლის ტერიტორიაზე გამავალი ძველი გაზსადენითაც იღებს ევროპა ბუნებრივ აირს. რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ მიერ კონტროლირებადი გაზსადენის მშენებლობის დასრულებისათვის, საჭიროა მილების გაყვანა დანიისა და გერმანიის წყლებზე გამავალ 150 კილომეტრის მონაკვეთზე. ასევე წაიკითხეთ შოლცმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე ისაუბრა: გერმანიამ აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს გაზის ტრანსპორტირება ევროპაში გერმანიის გარემოს დაცვითმა ორგანიზაციამ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
დმიტრო კულება: გერმანიამ მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯი გადადგა
გერმანიამ მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯი გადადგა, - ამ სიტყვებით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გერმანიის მიერ „ჩრილოეთის ნაკადი 2-ის“ გაზსადენის სერტიფიცირების პროცესის შეჩერებას აფასებს. შესაბამისი ტექსტი მის Twitter გვერდზე განთავსდა. მივესალმები გერმანიის ნაბიჯს Nord Stream 2-ის სერტიფიცირების შეჩერების შესახებ. ეს არის მორალურად, პოლიტიკურად და პრაქტიკულად სწორი ნაბიჯი არსებულ ვითარებაში. ნამდვილი ლიდერობა ნიშნავს რთული გადაწყვეტილებების მიღებას რთულ დროს. გერმანიის ეს ნაბიჯი სწორედ ამას ადასტურებს. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. ამასთან, ევროკავშირის მხრიდან წინასწარ დაანონსდა, რომ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება.
ვოლოდიმერ ზელენსკი: გერმანია და უნგრეთი SWIFT-დან რუსეთის გათიშვის წინააღმდეგი არიან, იმედი მაქვს, ეყოფათ ვაჟკაცობა და გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ
გერმანია და უნგრეთი ევროკავშირის ის ქვეყნები არიან, რომლებიც SWIFT-დან რუსეთის გათიშვის წინააღმდეგი არიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „უკვე ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერა არსებობს რუსეთის SWIFT-დან გათიშვის შესახებ. იმედი მაქვს, გერმანიას და უნგრეთს ვაჟკაცობა ეყოფათ და ამ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ. ჩვენ გვყოფნის ვაჟკაცობა, დავიცვათ საკუთარი ქვეყანა, დავიცვათ ევროპა“, – აცხადებს ზელენსკი. 24 თებერვალს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა
გერმანია უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და „სტინგერებს“ მიაწვდის
გერმანია აცხადებს, რომ უკრაინას გაუგზავნის 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და 500 „სტინგერს“ მიაწვდის. საერთაშორისო მედიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა. „იარაღი „რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდება უკრაინას“, ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. ამასთან, ვრცელდება თავად კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებაც. „რუსეთის შეჭრა უკრაინაში, გარდამტეხ მომენტზე მიუთითებს. ის საფრთხეს უქმნის მთელ ჩვენს ომისშემდგომ წესრიგს. ჩვენი მოვალეობაა, მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი უკრაინას, დაიცვას თავი პუტინის დამპყრობელი არმიისგან. სწორედ ამიტომ, უკრაინაში ჩვენს მეგობრებს ვაწვდით 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და 500 სტინგერის რაკეტას. გერმანია უკრაინის გვერდით დგას", - განაცხადა შოლცმა. Politico: გერმანიამ უკრაინისთვის 400 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის მიწოდების ნებართვა გასცა
Politico: გერმანიამ უკრაინისთვის 400 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის მიწოდების ნებართვა გასცა
გერმანიამ მოხსნა შეზღუდვა, რომელიც გერმანიაში წარმოებული ლეტალური იარაღის უკრაინისთვის გადაცემას კრძალავდა. შესაბამისად, მე-3 ქვეყნებს, რომლებსაც გერმანული იარაღი აქვთ, შესაძლებლობა ექნებათ ის უკრაინას მიაწოდონ. კერძოდ, გერმანიამ ნიდერლანდის გზით უკრაინისთვის 400 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის მიწოდების ნებართვა გასცა, რაც საერთაშორისო მედიის შეფასებით, ბერლინის სამხედრო პოლიტიკაში მკვეთრ ცვლილებაზე მიანიშნებს, ევროკავშირისა და NATO-ს მოკავშირეების ზეწოლის ფონზე. ამის შესახებ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით Politico წერს. დღემდე გერმანია მკაცრად იცავდა დიდი ხნის პრაქტიკას და ლეტალურ იარაღს არ გზავნიდა კონფლიქტის ზონებში. „ეს არ ნიშნავს, რომ გერმანიამ მწვანე შუქი აუნთო იარაღის მიწოდებას ზოგადად. ყოველი შემთხვევა ცალკე განიხილება“, - წერს Politico. ნიდერლანდები უკრაინას უმოკლეს ვადაში Stinger-ის 200 საზენიტო რაკეტას მიაწვდის
გერმანია ბუნებრივი აირის მარაგების გაზრდის მიზნით ორ ტერმინალს ააშენებს, რათა რუსეთის გაზზე დამოკიდებულება შემცირდეს
გერმანია ბუნებრივი აირის მარაგების გაზრდის მიზნით ორ ტერმინალის ააშენებს, რათა რუსეთის გაზზე დამოკიდებულება შემცირდე. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. „ჩვენ მეტს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო ენერგომომარაგება. ჩვენ უნდა შევცვალოთ კურსი, რათა დავძლიოთ ჩვენი დამოკიდებულება იმპორტზე ენერგიის ინდივიდუალური მიმწოდებლებისგან“, - განაცხადა შოლცმა ბუნდესტაგის სპეციალურ სხდომაზე.
ოლაფ შოლცი: პუტინის აგრესია სხვა პასუხის შესაძლებლობას არ იძლევა
რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე საზიზღარი საქციელია, ის არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და არ შეიძლება, გამართლდეს , - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში გამოსვლისას უკრაინის ჯარისთვის იარაღის პირდაპირ მიწოდების შესახებ გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს ომი პუტინმა აირჩია და არა რუსმა ხალხმა, ამიტომ ნათლად უნდა დავინახოთ, რომ ეს პუტინის ომია. ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაზე თავდასხმით პუტინი ანადგურებს ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურას; პუტინს არ სურს მხოლოდ ქვეყნის გაქრობა მსოფლიო რუკიდან, ის ასევე ანადგურებს ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურას. შოლცმა ასევე განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა შეიარაღებული ძალებისთვის დაფინანსებას ზრდის და ამ მიზნით 2022 წლის ბიუჯეტში 100 მილიარდ ევროს გამოყოფენ. „ამიერიდან, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი თავდაცვის სექტორს მოხმარდება“, - აღნიშნა შოლცმა. შოლცის შეფასებით, 2022 წლის 24 თებერვალი წყალგამყოფია ჩვენი კონტინენტის ისტორიაში. საშინელი სურათები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ კიევიდან, მარიუპოლიდან აჩვენებს, თუ რამდენად არაკეთილსინდისიერია პუტინი. „უკრაინელების ტკივილი იმდენად უსამართლოა, ის ნამდვილად ახლოს მოდის ჩვენს გულებთან“, - განაცხადა შოლცმა. შოლცმა პირობა დადო, რომ „ძალიან მალე რუსეთის ხელმძღვანელობა იგრძნობს, თუ რა მაღალი ფასის გადახდა მოუწევს“. „გუშინ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გერმანია უკრაინას იარაღს გადასცემს თავის დასაცავად. პუტინის აგრესია სხვა პასუხის გაცემის შესაძლებლობას არ იძლევა“, - დაამატა გერმანიის კანცლერმა. გერმანიის კანცლერმა რუსული ბანკების SWIFT-ის საერთაშორისო გადახდების სისტემიდან გათიშვის შესახებ განაცხადა, რომ რუსულ ბანკებსა და კომპანიებს დაფინანსება შეუჩერდებათ. ჩვენ, ევროკავშირში, ყურადღებას გავამახვილებთ ოლიგარქებზე. გვაქვს სადამსჯელო ზომები პუტინისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. გერმანიის კანცლერის თქმით, ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა განაგრძოს. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, რასაც ვაკეთებთ ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში, უკრაინაზე თავდასხმა ნიშნავს, რომ ჩვენ ახალ დროში ვართ. როგორც დემოკრატები, როგორც ევროპელები, ჩვენ თქვენს მხარეს ვართ, ისტორიის სწორ მხარეს. როგორც ცნობილია, გერმანიამ უკრაინისთვის 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღისა და 500 „სტინგერის“ სარაკეტო სიტემის გაგზავნის ნებართვა გასცა. „ასე გააგრძელე, კანცლერო ოლაფ შოლც! ომის საწინააღმდეგო კოალიცია მოქმედებს", - დაწერა საპასუხოდ ზელენსკიმ Twitter-ზე.
დმიტრო კულება გერმანიას: ვიდრე ევროპულ უკრაინაში ხალხი იღუპება, თქვენ ძალიან ცოტა გააკეთეთ
Die Welt-თან ინტერვიუში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გერმანიას მოუწოდა, სიმართლეს გაუსწოროს თვალი, მისცეს უკრაინას იარაღი, დაეხმაროს მას ცის დაცვის უზრუნველყოფაში, ხელი შეუწყოს უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას. კულებამ შეახსენა გერმანიას, რომ „უკრაინამ პრევენციული სანქციები, მათ შორის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან მიმართებით, სრულმასშტაბიან შეჭრამდე დიდი ხნით ადრე მოითხოვა, მაგრამ ტრაგიკულია, რომ გადაწყვეტილებები დაგვიანებით მიიღეს“. შეიძლება, გეჩვენებათ, რომ საგმირო საქმე ჩაიდინეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებით, მაგრამ ვიდრე ევროპულ უკრაინაში ხალხი იღუპება, თქვენ ძალიან ცოტა გააკეთეთ. ასევე წაიკითხეთ ავიაგამანადგურებლების შესახებ პოლონეთის წინადადებას პენტაგონში დაუსაბუთებელი უწოდეს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა
ოლაფ შოლცი: უკრაინას ყველა ტიპის თავდაცვითი მასალა გადავეცით და იარაღი გავაგზავნეთ
გერმანია რა თქმა უნდა, არ გაგზავნის სამხედრო თვითმფრინავებს უკრაინაში, განაცხადა ოთხშაბათს კანცლერმა ოლაფ შოლცმა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა უარყო პოლონეთის შეთავაზება მისი რუსული წარმოების MiG-29 თვითმფრინავების გერმანიაში აშშ-ის ბაზაზე გადაცემის შესახებ. „ჩვენ მივაწოდეთ ყველა ტიპის თავდაცვის მასალა და გავაგზავნეთ იარაღი, რომლის შესახებაც ვსაუბრობდით, მაგრამ ისიც მართალია, რომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა განვიხილოთ, რას ვაკეთებთ კონკრეტულად და რა თქმა უნდა, სამხედრო თვითმფრინავები არ არის ამის ნაწილი“, - განაცხადა შოლცმა კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. კითხვაზე, იყო თუ არა გერმანია კატეგორიული წინააღმდეგი რუსული ენერგიის იმპორტის აკრძალვის, შოლცის თქმით, ის რამდენიმე თვეა, მუშაობს წიაღისეული საწვავის იმპორტზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებაზე. „ბევრი ტექნიკური საკითხია მოსაგვარებელი“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. ასევე წაიკითხეთ დმიტრო კულება გერმანიას: ვიდრე ევროპულ უკრაინაში ხალხი იღუპება, თქვენ ძალიან ცოტა გააკეთეთ ავიაგამანადგურებლების შესახებ პოლონეთის წინადადებას პენტაგონში დაუსაბუთებელი უწოდეს
ოლაფ შოლცი თურქეთს ეწვევა
გერმანიის კანცლერი თურქეთს 14 მარტს ეწვევა. ამის შესახებ სააგენტო Anadolu წერს. ოლაფ შოლცი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. მხარეები ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონულ პროცესებს განიხილავენ. ეს ოლაფ შოლცის პირველი ვიზიტი იქნება მას შემდეგ, რაც ის 2021 დეკემბერში გერმანიის კანცლერად აირჩიეს.
ჰუბერტ ქნირშის თქმით, საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ნათლად გამოდის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ
საქართველოს მთავრობა, ჩემის აზრით, მოქმედებს მკაფიოდ და აუცილებელი სიფრთხილით. საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებში ძალიან ნათლად გამოდის აგრესიის წინააღმდეგ, თავის დასავლელ პარტნიორებთან ერთად საქართველო იყო გაეროს რეზოლუციის ინიციატორი, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა. „ვხედავთ, რომ საქართველო ბევრს აკეთებს უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად და მას მოუწევს კიდევ სხვა ამოცანების შესრულება. ვნახეთ, რომ დაიკეტა „ვითიბი ბანკი“. ეს იყო მნიშვნელოვანი და კარგი ღონისძიება, რათა თავიდან ავიცილოთ ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით და ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის“, – განუცხადა ქნირშმა საზოგადოებრივ მაუწყებელს. გერმანიის ელჩმა უპასუხა შეკითხვას ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების შესახებ და კომენტარი გააკეთა საკითხზე, არის თუ არა ამ თემაზე საზოგადოების ნაწილის მიერ გამოთქმული შეშფოთებები საფუძვლიანი; ასევე, რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს მთავრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით. „რა თქმა უნდა, ყველა, ვინც ამ ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში გაივლის, დაინახავს, რომ აქ არის ბევრი რუსი, ცალ-ცალკე, ოჯახები, ახალგაზრდების ჯგუფები. შეიძლება, მათი რიცხვი ბევრად არ აღემატება წინა წლის მონაცემებს, მაგრამ ამჯერად ეს არიან მეტწილად არა ტურისტები, არამედ ადამიანები, რომლებიც ტოვებენ თავიანთ ქვეყანას, რადგან ხედავენ, რომ ვეღარ ცხოვრობენ პუტინის რუსეთში, რომ იქ აღარ აქვთ მომავალი, რომ იქ არის პოლიტიკა, რომელიც მათ წარსულში დააბრუნებს. ქვეყანა, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირისკენ და, რომელსაც ისეთი ღირებულებები აქვს, როგორც საქართველოს, სადაც სტუმართმოყვარეობას დიდად აფასებენ, ნამდვილად მიიღებს ასეთ ადამიანებს, მისცემს მათ საშუალებას, საქართველოში ჩამოსვლის, აქ რაღაც პერიოდით ცხოვრების. მათი სიტუაცია, რა თქმა უნდა, განსხვავდება უკრაინელების სიტუაციისაგან, მაგრამ ტრაგიკული იქნებოდა, თუ საქართველოში რუსეთიდან შემოსულ ამ ადამიანებს ვინმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან თავს დაესხმება იმის გამო, რომ სჭირდება ვინმე, ვისაც აჩვენებს თავის სიბრაზეს პუტინისა და მისი პოლიტიკის მიმართ. მე მგონია, კარგი იქნება, რომ საქართველოში შემოუშვან ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად საქმიანობდნენ რუსეთში პუტინის წინააღმდეგ პოლიტიკაში თუ კრიტიკულ მედიაში, უფლება მისცენ მათ, საქართველოში ჩამოვიდნენ და აქ არ უნდა იყოს პრობლემები. ევროპული ქვეყნები, ევროკავშირის ასოცირებული სახელმწიფოები იღებენ პოლიტიკურ დევნილებს და ამაზე სრული თანხმობა არსებობს“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.
ვინ ახლდა თან ნაფტალი ბენეტს რუსეთში - ისრაელის პრემიერის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვსა და ბერლინში
მოსკოვში პუტინთან ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინიტრი გერმანიაში გაემგზავრა, სადაც კანცლერ ოლაფ შოლცთან მოლაპარაკებები გამართა. DW-ს ცნობით, გერმანელმა სპიკერმა განაცხადა, რომ ბენეტმა და შოლცმა საათნახევრის განმავლობაში ისაუბრეს. მისივე ინფორმაციით, ორი ლიდერი მჭიდრო კონტაქტის შენარჩუნებაზე შეთანხმდა და მზად არიან, დაასრულონ უკრაინაში ომი „რაც შეიძლება სწრაფად". პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ნაფტალი ბენეტიმ უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი გამართა. „ისრაელის პრემიერ მინისტრმა დამირეკა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ. ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგს“, - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე. რა გავლენის მოხდენა შეუძლია ისრაელს? ისრაელი ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას როგორც უკრაინასთან, ასევე, რუსეთთან და შუამავლის როლის შესრულება სურს. რუსეთი ასევე ჩართულია ომში სირიაში, რომელიც ისრაელს ესაზღვრება. ისრაელის ყოფილმა ელჩმა შეერთებულ შტატებში მაიკლ ორენმა განაცხადა, რომ „ბენეტის ქმედება არის გაბედული, მაგრამ ამავე დროს, მისი ეს ნაბიჯი სარისკოა“. „რუსეთი დღეს სხვა პოზიციაზეა და პუტინი შესაძლოა, ეძებს გამოსავალს, რომ რთული მდგომარეობიდან გამოვიდეს“, - აცხადებს ყოფილი ელჩი. ისრაელის პრემიერ-მინისტრი პირველი საერთაშორისო ლიდერია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან მეათე დღეს, რუსეთს მოულოდნელად ეწვია და ვლადიმერ პუტინს შეხვდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ბენეტის ოფისში განაცხადეს, რომ ისრაელის პრემიერი შაბათს, დილით მოსკოვში გაემგზავრა და მას თან ახლდა რუსულენოვანი კაბინეტის მინისტრი (იერუსალიმის საქმეთა მინისტრი) ზეევ ელკინი, რომელიც უკრაინაში დაიბადა.
შოლცმა და მაკრონმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ კვლავ მოუწოდეს
გერმანიის კანცლერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა და რუსეთის პრეზიდენმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მოლაპარაკებები 75 წუთს გაგრძელდა. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ ჰებესტრეიტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ზარი იყო საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დასასრულებლად. მისი თქმით, სამივე ლიდერი შეთანხმდა, რომ არ გაამჟღავნონ დამატებითი დეტალები საუბრის შესახებ. მისივე თქმით, მაკრონი და შოლცი მოითხოვენ უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და დიპლომატიური გადაწყვეტის შესახებ ძალისხმევის წამოწყებას. სპიკერმა დაამატა, რომ შოლცი ასევე ტელეფონით დაუკავშირდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ვლადიმერ პუტინმა აცნობა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს უკრაინაში "რეალური სიტუაციის" შესახებ. პუტინმა უკრაინული ძალები დაადანაშაულა ადამიანის უფლებათა ნორმების დარღვევაში და მოუწოდა მაკრონს და შოლცს, აიძულონ კიევი შეაჩეროს მსგავსი ქმედებები“. პუტინმა ასევე ისაუბრა რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის ბოლო დღეებში ვიდეოფორმატში გამართული მოლაპარაკებების სერიაზე. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა 10 მარტსაც მოითხოვეს. მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში, 2,5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა. გაეროს შეფასებით, უკრაინაში დაიღუპა 564 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 982 ადამიანი.დასავლეთმა მოსკოვს მძიმე სანქციები დაუწესა, ბევრმა კომპანიამ და გლობალურმა ბრენდმა ასევე შეაჩერა ოპერაციები რუსეთში.
დღეს ანკარაში ერთმანეთს თურქეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი შეხვდებიან
დღეს ანკარაში ერთმანეთს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვდებიან. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. „ორმხრივი კავშირების გარდა, ლიდერები ისაუბრებენ რეგიონალურ საკითხებზე, კონკრეტულად კი, უკრაინაზე და თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებზე“,- ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: რეჯეფ თაიფ ერდოღანი: რუსეთის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარება მიუღებელია
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარის თქმის მიმართულებით ყველაზე რთული ქვეყანა გერმანიაა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას თქმით, რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარის თქმის მიმართულებით ყველაზე რთული ქვეყანა გერმანიაა. ამის შესახებ მან ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რათა რუსულ ენერგომატარებლებზე უარი თქვან ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა. აქ ჩვენ ყველაზე დიდი პრობლემა გერმანიის სახით გვაქვს, რომლისთვისაც მსგავსი უარის თქმა არის უკიდურესად რთლი გადაწყვეტილება, მაგრამ მასთანაც ვაწარმოებთ მუშაობას და გვჯერა, რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენს ხმას გაიგებენ“, - განაცხადა კულებამ. ასევე წაიკითხეთ: ოლაფ შოლცი აშშ-ში ვიზიტზე, რუსეთსა და უკრაინაზე
შოლცმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. თურქეთი და გერმანია დიპლომატიური გადაწყვეტისთვის ძალისხმევას აძლიერებენ
თურქეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთკენ მიმართულ ძალისხმევას შეინარჩუნებს, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, თურქეთი და გერმანია შეთანხმდნენ, დიპლომატიური გადაწყვეტისთვის ძალისხმევა გააძლიერონ. თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი უკრაინასთან. „ჩვენ სრულად ვთანხმდებით, რომ ცეცხლი რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს, რადგან ახლა მნიშვნელოვანია, საფრთხე არ შეექმნას მეტ სიცოცხლეს. უნდა გვახსოვდეს - ყოველი დღე და ყოველი ბომბი რუსეთს მსოფლიო საზოგადოებისგან სულ უფრო აშორებს. ჩვენი საერთო მიმართვა რუსეთის პრეზიდენტისადმი შემდეგია: გაჩერდით, ამ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. „ჩვენ, როგორც NATO-ს ორმა მოკავშირემ, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო შეხედულებები და შეშფოთება. შევთანხმდით, რომ დიპლომატიური ძალისხმევა უნდა გაძლიერდეს“, - განაცხადა თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა. ერდოღანის თქმით, ქვეყნები ასევე შეთანხმდნენ, მიიღონ ზომები ევროპის უსაფრთხოების დასაცავად. „ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობას რეგიონულ საკითხებზე. ჩვენს რეგიონში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაამტკიცა, რომ თურქეთს აქვს საკვანძო როლი ბევრ სფეროში, განსაკუთრებით უსაფრთხოებასა და ენერგეტიკაში", - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის ძალისხმევის შემდეგ, რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები გასულ კვირას ანტალიაში შეხვდნენ. „ასეთი შეხვედრის ორგანიზება, თავისთავად მნიშვნელოვანი დიპლომატიური მიღწევა იყო“, - განაცხადა ერდოღანმა. შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თურქეთს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას. მისი თქმით, გერმანიას და მის ახალ მთავრობას სურთ, შეაფასონ თურქეთთან უკეთესი ურთიერთობების პოტენციალი. მანვე დაამატა, რომ გააქტიურდება მაღალი დონის დიალოგის ფორმატები თურქეთსა და ევროკავშირს შორის და ასევე, გაგრძელდება მოლაპარაკებები 1995 წლის საბაჟო კავშირის განახლებაზე.
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი საფრთხეს უქმნის გერმანიის ეკონომიკას
უკრაინის ომი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან ერთად, საფრთხეს უქმნის გერმანიის ეკონომიკას, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა იორდანიის მეფე აბდულა მეორესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იტყობინება CNN. მისი თქმით, ზოგიერთი ქვეყანა გამოხატავს შეშფოთებას სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, უკრაინიდან და რუსეთიდან მიწოდების ნაკლებობის გამო. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ეკონომიკა გაუმკლავდება ამ რთულ პერიოდს“, - განაცხადა შოლცმა. გერმანიას ევროპაში ყველაზე დიდი ეკონომიკა აქვს. შოლცმა და მეფე აბდულამ დაგმეს ომი უკრაინაში და მოუწოდეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „ყველა საბრძოლო ოპერაცია და გაიყვანოს თავისი ჯარები". შოლცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა.
ოლაფ შოლცი: გერმანია NATO-ში ფინეთის გაწევრიანების ინტერესს მიესალმება
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ფინეთის მიერ NATO-ში გაწევრიანების ნებისმიერ ინტერესს მიესალმება. ამის შესახებ Reuters წერს. გამოცემის ცნობით, ეს საკითხი უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. დღეს ფინეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე, დაუჭერს თუ არა გერმანია მხარს ფინეთს, თუ ეს სახელმწიფო ალიანსში გაწევრიანებას გადაწყვეტს, ოლაფ შოლცმა უპასუხა, რომ ფინეთსა და NAT0-ს შორის თანამშრომლობა უკვე არსებობს. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ამ საკითხს განიხილავს. ამასთან სანა მარინმა გერმანიასა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ ვლადიმერ პუტინის ომის დაფინანსება და რუსეთიდან წიაღისეული საწვავის შესყიდვაზე უარი თქვან. „ეს უნდა შეწყდეს... დარწმუნებული ვარ, რომ გერმანია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები ცდილობენ სხვა გზების პოვნას,“ - განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა. ცნობილია, რომ ფინეთი, ცივი ომის დროს ისტორიულად ნეიტრალურობას ინარჩუნებდა. ამასთან, ეს სახელმწიფო ევროკავშირის წევრია, მაგრამ NATO-ს წევრი არ არის. ბოლო წლებში ფინეთმა გააძლიერა თანამშრომლობა დასავლურ სამხედრო ალიანსთან და მისი თავდაცვის ძალების პოლიტიკა NATO-სთან თავსებადობას ეფუძნება. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა მიმდინარე წლის იანვარში განაცხადა, რომ ფინეთი NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესაძლებლობას ინარჩუნებს. ფინეთი და შვედეთი პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ სხვადასხვა აქტივობაში 1994 წლიდან არიან ჩართულები. ასევე წაიკითხეთ ფინეთმა F-35-ის ავიაგამანადგურებლების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან $9,4 მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შვედეთი და ფინეთი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ
ოლაფ შოლცი: მიუღებელია, როდესაც რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს სიტყვიერ, ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ
აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, Twitter-ზე დაწერა. „აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს სიტყვიერ, ან ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ იმიტომ რომ ეს პუტინის ომია. მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ამაზე“, - დაწერა გერმანიის კანცლერმა Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ: ბაიდენმა პუტინს „მკვლელი დიქტატორი და „ნამდვილი ყაჩაღი" უწოდა
კრემლი: პუტინი უკრაინის ხელისუფლებას მოლაპარაკების პროცესის გაჭიანურებაში ბრალს სდებს
რუსეთის პრეზიდენტი პუტინი უკრაინის ხელისუფლებას ბრალს სდებს მოლაპარაკების პროცესის გაჭიანურებაში. ამის შესახებ, როგორც კრემლის პრესსამსახური იუწყება პუტინმა დღეს, 18 მარტს განაცხადა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრისას. როგორც მათივე განცხადებაშია ნათქვამი, საუბრის ინიციატორი გერმანული მხარე იყო. ასევე წაიკითხეთ: ვლადიმერ პუტინმა უკრაინის მიმართ რუსეთის მოთხოვნები რეჯეფ თაიფ ერდოღანს გააცნო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: გერმანიის მთავრობა მხარს დაუჭერს უკრაინისათვის დამატებითი იარაღის მიწოდებას
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა მხარს დაუჭერს უკრაინისათვის დამატებითი იარაღის მიწოდებას. „უკრაინას დამატებითი შეიარაღება ესაჭიროება და გერმანია მხარს უჭერს ამას“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ასევე წაიკითხეთ: ჩინეთის წითელი ჯვარი, უკრაინას დამატებით 1.57 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის კანცლერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. საუბრის მთავარი თემები ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადი და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები იყო. ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას სხვადასხვა სფეროში, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს – საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ეფუძნება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის როლს და ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვის პროცესში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და შედეგად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების გარემოზე. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო თანამეგობრობისა და მსოფლიო ლიდერების ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას, რათა ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება
გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება. მთავრობამ გაზის მიწოდების მოქმედი რეგულაციის შესაბამისად გაფრთხილების ადრეული რეჟიმი აამოქმედა. როგორც გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა აღნიშნა, ამჟამად ქვეყანაში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხებები არ არის და ხელისუფლება აკვირდება ბაზრის ოპერატორებთან არსებულ სიტუაციას. „იმისთვის, რომ მზად ვიყოთ ამ სიტუაციისთვის, დღეს დილით გამოვაცხადე ადრეული გაფრთხილება გაზის რეგულაციის შესაბამისად. ადრეული გაფრთხილება არის სამი შესაძლო ნაბიჯიდან პირველი და გულისხმობს სიტუაციის მონიტორინგს რეგულაციის შესაბამისად. სამინისტროში შეიქმნება კრიზისის მართვის ჯგუფი“, – განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა. ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უარი განაცხადეს ვლადიმერ პუტინის მოთხოვნაზე, ბუნებრივი აირის საფასური რუსული რუბლით გადაიხადონ. ასევე წაიკითხეთ: დიდი შვიდეულის ქვეყნები მოსკოვს მოუწოდებენ, უკრაინაში დესტაბილიზაცია შეწყვიტოს
Reuters: გერმანია თანახმაა, იყოს უსაფრთხოების გარანტორი უკრაინისთვის
გერმანია თანახმაა, იყოს უსაფრთხოების გარანტორი უკრაინისთვის. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა. შეგახსენებთ, დღეს ასევე, დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა გახდეს, თუ კიევისგან შესაბამის მიმართვას მიიღებს. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
მედია: გერმანიის ხელისუფლება „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიების აქტივების ნაციონალიზაციას განიხილავს
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რუსული გაზის მიწოდების შწყვეტის შემდგომი სცენარისთვის ემზადება. ამ შემთვევაში ერთ-ერთ საკითხი „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიების აქტივების ნაციონალიზაციაა. ამის შესახებ Handelsblatt სამტავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს. Handelsblatt-ის მონაცემებით, საქმე ეხება Gazprom Germania-სა და Rosneft Deutschland. პირველი, გერმანიაში მსხვილი გაზსაცავების ოპერატორია, მეორე კი ახდენს „როსნეფტის“ საქმიანობის ოპერირებას, რომელიც ნავთობგადამამუშავებელ სექტორში, ამ ბაზარზე მესამე მოთამაშეა. ამასთან Rosneft Deutschland ბერლინის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენ ზოლს ემსახურება და ასევე საწვავით ამარაგებს ქალაქის ოპერატიული სამსახურების ავტომობილებს. მანამდე „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის Gazprom Marketing & Trading (Gazprom Energy) ნაციონალიზაციას დიდ ბრიტანეთშიც აპირებდნენ. ამის შესახებ Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა. 30 მარტს გერმანიაში რუსული გაზის გიგანტის „გაზპრომის“ ოფისი ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. Bloomberg-ის ცნობით „გაზპრომის“ ოფისში ჩხრეკა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. კომპანია გაზის საფასურის რეკორდულად ზრდაშია ეჭვმიტანილი. 31 მარტს ცნობილი გახდა, რომ გერმანია რუსული გაზის საფასურს ევროთი ან დოლარით დაფარავს, როგორც კონტრაქტითაა გათვალისწინებული. 23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 28 მარტიდან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან. 31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს
გერმანიაში უკრაინის ელჩმა გერმანიის მთავრობა უკრაინის გაუბედავ მხარდაჭერაში დაადანაშაულა
გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრიი მელნიკმა გერმანიის მთავრობა უკრაინის გაუბედავ მხარდაჭერაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთზე გერმანიის სამარცხვინო ენერგეტიკული დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა. „ეს არ არის მხოლოდ რუსული გაზი, ეს არის ნავთობი, ქვანახშირი, ლითონები, ბრილიანტი და სხვა ნედლეული. უკრაინა ამ გაუკუღმართებული ურთიერთობის ყველაზე დიდი მსხვერპლი გახდა. უკრაინელებს გერმანიის ეს წარუმატებელი პოლიტიკა სიცოცხლის ფასად უჯდებათ“, - განუცხადა უკრაინელმა დიპლომატმა. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსი მხეცები არ ამბობენ უარს თავიანთ მეთოდებზე, დაბომბეს კრამატორსკის რკინიგზის სადგური უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ოკუპანტებმა კრამატორკის რკინიგზის სადგურს ისკანდერის რაკეტით დაარტყეს ამასთან, გაეროს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე 1600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა
ანალენა ბერბოკი: უკრაინაში ომის დანაშაულების მასობრივი ნიშნებია. ჩვენ გვჭირდება ერთობლივი, კოორდინირებული გეგმა
"უკრაინაში ომის დანაშაულების მასობრივი ნიშნებია. ჩვენ გვჭირდება ერთობლივი, კოორდინირებული გეგმა", - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. „ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ წიაღისეული საწვავის სრული ეტაპობრივი გაუქმება მოხდება, დაწყებული ქვანახშირით, შემდეგ ნავთობითა და გაზით. იმისათვის, რომ ეს ერთობლივად განხორციელდეს ევროკავშირში, ჩვენ გვჭირდება ერთობლივი, კოორდინირებული გეგმა წიაღისეული საწვავზე სრულად უარის სათქმელად“, - აღნიშნა ანალენა ბერბოკმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: დიდი ალბათობით, ათობით ათასი ადამიანია მოკლული მარიუპოლში რუსეთის თავდასხმის შედეგად ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით
გერმანია და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღნიშნავს
გერმანიასა და საქართველოს ერთმანეთთან დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობის ისტორია აკავშირებს. მიმდინარე წლის 13 აპრილს ვზეიმობთ ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს, - ამის შესახებ აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „გერმანია პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა. 1992 წლის 13 აპრილს, გერმანიის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ჰანს-დიტრიხ გენშერის თბილისში ვიზიტით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს ქვეყნებს შორის წარმატებულ პარტნიორობას. იმ დღეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველმა ელჩმა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს რწმუნებათა სიგელი გადასცა. ცოტა ხნის შემდეგ კი თბილისში გერმანიის საელჩო გაიხსნა. 2022 წლის 13 აპრილს გერმანიის საელჩო თბილისში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური ინსტიტუტი ამ იუბილეს აღნიშნავენ პანელური დისკუსიით „30 წელი ჰანს-დიტრიხ გენშერის ვიზიტიდან: გერმანია, საქართველო და ევროპა, როგორც ერთი მთლიანი“. დისკუსიის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი 1995-2003 წლებში, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის სტრატეგიული კვლევის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და თანათავმჯდომარე ირაკლი მენაღარიშვილი და გერმანიის ყოფილი ელჩი, გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ჰანს-დიტრიხ გენშერის ბიუროს ხელმძღვანელი თომას მატუსეკი განიხილავენ გერმანულ-ქართული ურთიერთობების ისტორიასა და აწმყოს. ღონისძიება დაიწყება 18:00 საათზე და პირდაპირ ეთერში გადაიცემა გერმანიის საელჩოს ფეისბუქის გვედზე: https://www.facebook.com/DeutscheBotschaftTiflis. გარდა ამისა, თბილისის სატელევიზიო ანძა განათდება გერმანიისა და საქართველოს დროშების ფერებში. იუბილესთან დაკავშირებით გერმანიის საელჩომ გამოსცა თანდართული ბროშურა გერმანულ-ქართული მრავალმხრივი ურთიერთობების შესახებ“, - აცხადებენ საელჩოში.
საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „მაშინ, როცა საქართველო და გერმანია დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს აღნიშნავს, დღეს გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ შტაინმაიერთან უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ ვისაუბრე და მადლობა გადავუხადე მას იმ როლისთვის, რასაც გერმანია საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებულ ინტეგრაციის პროცესში თამაშობს. პრეზიდენტ შტაინმაიერთან ახლო მომავალში შეხვედრაზე შევთანხმდით“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. ცნობისთვის, გერმანია და საქართველო დღეს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღნიშნავს.
შტაინმაიერმა პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაუშვას
გერმანია უკრაინას იარაღს მიაწვდის. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა პოლონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, გერმანია უკრაინას იარაღს მიაწვდის მიუხედავად იმისა, რომ ეს ეწინააღმდეგება გერმანიის უსაფრთხოების ფილოსოფიას. მან აღნიშნა, რომ პუტინმა ვერ შეძლო ევროპის გაყოფა; პირიქით, გაძლიერდა გარე აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის თვალსაზრისით. შტაინმაიერმა ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაუშვას. „ასეთ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებს ვერ დავუბრუნდებით. მსოფლიომ დაინახა რუსეთის სამხედრო დანაშაულები. დამნაშავეებმა და მათ, ვინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს, პასუხი უნდა აგონ“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა. მისივე განცხადებით, გერმანიისა და პოლონეთის მთავრობები უკრაინის მხარდასაჭერ ნაბიჯებთან დაკავშირებით მჭიდროდ მუშაობენ. ასევე წაიკითხეთ Politico: გერმანიამ უკრაინისთვის 400 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის მიწოდების ნებართვა გასცა გერმანია უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და „სტინგერებს“ მიაწვდის
საგარეო უწყება: გერმანიასთან მჭიდრო ურთიერთობა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია
2022 წელს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანიასთან მჭიდრო ურთიერთობა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. „პროგრესი, რომელსაც ორმა ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში მიაღწია, კერძოდ, მტკიცე და ყოვლისმომცველი პარტნიორობა, ორსაუკუნოვან ისტორიულ ფუნდამენტსა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება. გერმანია, როგორც საქართველოს ერთგული მოკავშირე, მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ისევე როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. გერმანია აქტიურად ეხმარება საქართველოს „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში, როგორც ფინანსურად, ისე ექსპერტული მონაწილეობით. საქართველო გერმანიისთვისაც ერთგული და საიმედო პარტნიორია. ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ (RSM) ქართველი და გერმანელი სამხედროები მხარდამხარ იდგნენ და ერთად ასრულებდნენ ურთულეს ამოცანებს. დღეს საქართველო მშვიდობაზე, განვითარებასა და ევროპული დემოკრატიის მშენებლობაზე ორიენტირებული ქვეყანაა, რომელიც დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოების გზას წარმატებით გადის. ეს წარმატება კი, პარტნიორი ქვეყნების, კერძოდ, გერმანიის მხარდაჭერისა და ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. გერმანიის როლი ამ მიმართულებით განსაკუთრებით თვალსაჩინოა. ორ ქვეყანას უამრავი საერთო ინტერესი და მისწრაფება, ასევე მრავალგანზომილებიანი ურთიერთობები აერთიანებს. გერმანია საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორია. გერმანული ინვესტიციით არაერთი პროექტი განხორციელდა, ისეთ სფეროებში, როგორიცააა ეკონომიკის მდგრადი განვითარება და დემოკრატია, სამართლისა და სასამართლოს რეფორმების მხარდაჭერა, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება, ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და ენერგოეფექტურობა, სამოქალაქო საზოგადოება და საჯარო ადმინისტრირება. ქართულ-გერმანული თანამშრომლობის კიდევ ერთი საკვანძო მიმართულებაა განათლება და მეცნიერება. საქართველოში მრავალი წელია წარმატებით საქმიანობს რეგიონული მნიშვნელობის გოეთეს ინსტიტუტი, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციები, რომლებიც ყოველწლიურად გასცემენ სტიპენდიებს გამორჩეული სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის. ასევე უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია კულტურის სფეროში არსებული ინტენსიური თანამშრომლობა, რაც გერმანიაში საქართველოს ცნობადობის ამაღლებას უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, რომ უკანასკნელ წლებში ერთმნიშვნელოვნად გაიზარდა გერმანული საზოგადოების ინტერესი საქართველოს მიმართ. აღნიშნულ კონტექსტში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფრანკფურტის წიგნის გამოფენა-ბაზრობამ, რომელმაც 2018 წლის შემოდგომაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით უმასპინძლა. გერმანიასთან მჭიდრო კომუნიკაცია და ურთიერთობა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაც ქართულ-გერმანული ურთიერთობების დინამიკაზეც აისახება. საქართველოსა და გერმანიას შორის პარტნიორობამ უკვე მიაღწია ისეთ დონეს, როდესაც, ერთობლივი ძალისხმევით, ორ ქვეყანას შეუძლია თვისებრივად ახალ საფეხურზე აიყვანოს არსებული თანამშრომლობა“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
გერმანია ევროკავშირს რუსული ნავთობის სრული ემბარგოსკენ მოუწოდებს
გერმანიის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ევროკავშირს რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეს შეზღუდვა საჭიროა, რადგან ენერგორესურსები რუსეთის მთავარი შემოსავლის წყაროა. მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია რუსული ნავთობის იმპორტს დასრულებას წლის ბოლომდე შეძლებს. ასევე, შოლცმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვიდან იმპორტირებული ენერგორესურსების წილი 35%-დან 25%-მდე შეამცირა. ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დასაწესებლად წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა აზრთა სხვადასხვაობის ფონზე, პროცესი დროში იწელება. 12 აპრილს ნიგერიაში ევროკავშირის ელჩმა, სამუელ ისოპიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია, ევროზონისთვის ნიგერიისგან მიღებული თხევადი ბუნებრივი აირის რაოდენობა გაიზარდოს. 11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ალჟირის ენერგოკომპანია Sonatrach-მა და იტალიურმა Eni-მ 2022-2023 წლებში გაზის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შედეგად რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად უარი თქვა. 23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 28 მარტს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან. ასევე წაიკითხეთ გერმანია ბუნებრივი აირის მარაგების გაზრდის მიზნით ორ ტერმინალს ააშენებს, რათა რუსეთის გაზზე დამოკიდებულება შემცირდეს გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან გერმანია რუსული „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის დროებით ნაციონალიზაციას მოახდენს
Reuters: გერმანია სამხედრო ბიუჯეტის €2 მილიარდით გაზრდას გეგმავს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სამხედრო ბიუჯეტის €2 მილიარდით გაზრდას გეგმავს, ძირითადად, უკრაინის დასახმარებლად, ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. წყარომ აღნიშნა, რომ ამ თანხიდან დაახლოებით 400 მილიონი ევრო განკუთვნილია ევროპის მშვიდობის ფონდისთვის, რომელიც იარაღს ყიდულობს უკრაინისთვის. ოთხშაბათს, შოლცმა რადიოსადგურ RBB-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანია გააგრძელებდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, მაგრამ ამას პარტნიორებთან კოორდინაციით გააკეთებს. კანცლერმა განმარტა, რომ ის გულისხმობდა ისეთ იარაღს, რომელიც არ მოითხოვდა გერმანიის სამხედრო ძალების ყოფნას უკრაინაში და რისთვისაც არ იქნებოდა საჭირო იქ ჯარისკაცების გაგზავნა საბრძოლო მასალითა და სათადარიგო ნაწილებით. 26 თებერვალს, ბერლინმა გადაწყვიტა, კიევისთვის გაეგზავნა 1,000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და საჰაერო თავდაცვის სისტემა Stinger-ი. იმავე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიამ ნება დართო ნიდერლანდებსა და ესტონეთს, უკრაინაში გერმანული წარმოების იარაღი გაეგზავნათ. NATO-ს სტატისტიკის მიხედვით, გერმანიამ 2021 წელს თავდაცვისთვის მშპ-ს 1,53% დახარჯა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.
მზარდი კრიტიკის ფონზე, ოლაფ შოლცი გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას კვლავ ემხრობა - Reuters გერმანია განაგრძობს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, თუმცა პრაქტიკულად ამოწურა იარაღის რესურსი, რომლის მიწოდებაც შეუძლია საკუთარი მარაგებიდან, სანაცვლოდ, მუშაობს სამხედრო ინდუსტრიასთან და სხვა ქვეყნებთან, რათა უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდება შეძლოს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. როგორც Reuters-ი წერს, შოლცს ქვეყნის შიგნით და მის გარეთ აკრიტიკებენ იმის გამო, რომ უკრაინაში ნაკლებ ლიდერობას იჩენს. დასავლელ მოკავშირეებთან, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან საუბრის შემდეგ, შოლცმა განაცხადა, რომ ისინი კოორდინაციას უწევენ უკრაინაში მეტი იარაღის მიწოდებას. კითხვაზე, მიაწოდებს თუ არა გერმანია უკრაინას „ლეოპარდის“ ტანკებს, შოლცმა უპასუხა, რომ ბერლინი და მისი დასავლელი მოკავშირეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველაზე გონივრული იქნება ისეთი იარაღის მიწოდება, რომლის დაუყოვნებლივ განთავსებასაც შეძლებს უკრაინა. Forsa-ს გამოკითხვით, რომელიც სამშაბათს გამოქვეყნდა მაუწყებლების RTL-ისა და NTV-ის მიერ, დაახლოებით 52% უკმაყოფილო იყო შოლცის მუშაობით, მაშინ, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრს ანნალენა ბერბოკსა და ეკონომიკის მინისტრ რობერტ ჰაბეკს, მხოლოდ 31% და 34% აქვთ. შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ამავე თემაზე ბორის ჯონსონი უცხოელ ლიდერებთან საუბრის შემდეგ: შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ უსაფრთხოების პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის მოსაძებნად უკრაინაში ომის მეორე ეტაპის დაწყების შემდეგ, ჯო ბაიდენმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხი მოკავშირეებთან და პარტნიორებთან განიხილა
გერმანია უკრაინას დამატებით 37 მილიონ ევროს გამოუყოფს
გერმანია უკრაინას დამატებით 37 მილიონ ევროს გადასცემს. გერმანული მედიის ცნობით, ეს თანხა ომის შედეგად დანგრეული ქვეყნის აღდგენაზე დაიხარჯება. "22,5 მილიონი ევრო უკრაინის ელექტროსისტემის განახლებას მოხმარდება, ხოლო 14,4 მილიონი საცხოვრებელი სახლების აღდგენასა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად იქნება გამოყოფილი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 800 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის უმეტესი ნაწილი უკრაინას უკვე გადაეცა, მათ შორის საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალები და ჯავშანტექნიკა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით $800 მილიონის ღირებულების იარაღს, საბრძოლო მასალასა და უსაფრთხოების სხვა დახმარებებს გამოყოფს. პენტაგონის პრესსპიკერ ჯონ კირბის ინფორმაციით, აშშ უკრაინას გადასცემს მი-17 ტიპის 11 ვერტმფრენს, 18 ჰაუბიცას, M113 ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორს, 100 საბრძოლო მანქანას Humvee, 40 000 საარტილერიო ჭურვს, დამატებით რაკეტებს ტანკსაწინააღმდეგო სისტემისთვის Javelin-ი, დრონებს Switchblade, ჰაერსაწინააღმდეგო რადარებს და ქიმიური და ბიოლოგიური შეტევისგან დამცავ დანადგარებს. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: აშშ უკრაინას ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით, $500 მილიონს გამოუყოფს
გერმანია უკრაინას 37 მილიონ ევროს გამოუყოფს
გერმანიის განვითარების მინისტრმა სვენია შულზემ პარასკევს განუცხადა გაზეთ Augsburger Allgemeine-ს, რომ ბერლინი უკრაინის რეკონსტრუქციისთვის თანხებს გამოყოფს. ინფორმაციას DW ავრცელებს. დაახლოებით 22,5 მილიონი ევრო დაიხარჯება უკრაინის ელექტრო ქსელის რეკონსტრუქციაზე, დანარჩენი კი, ბინების აღდგენასა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. ასევე წაიკითხეთ რუსეთის ძალებმა ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს - Human Rights Watch-ის მტკიცებულებები გერმანიის კანცლერი: პუტინი რომ ღია ყოფილიყო ეკონომიკური არგუმენტებისთვის, ამ გიჟურ ომს არ დაიწყებდა
ევროპელი კანონმდებლები გერმანიას მოუწოდებენ, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაეთანხმოს
ევროპარლამენტში ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა მოუწოდა გერმანიას, რუსული ენერგიის იმპორტზე ემბარგო დააწესოს. ამის შესახებ თურქული სააგენტო Anadolu იუწყება. წერილში, რომელიც 24 თებერვლით თარიღდება, ევროპარლამენტის 50 წევრმა მოუწოდა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, ევროკავშირის მცდელობებს ხელი შეუწყოს. „გერმანიამ და ევროკავშირმა არ უნდა დაამტკიცონ, რომ დაუცველნი არიან პუტინის შანტაჟის მიმართ. ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ გერმანიის მთავრობას, დაიკავოს პოზიცია ისტორიის სწორ მხარეს", - განაცხადეს ხელმომწერებმა, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებს და მთელ პოლიტიკურ სპექტრს ევროპარლამენტში. მათი განცხადებით, ბლოკი ყოველდღიურად ავსებს 800 მილიონ ევროთი (857 მილიონ დოლარზე მეტი) რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ჯიბეებს და ეხმარება მას ომის მანქანის დაფინანსებაში“. აქვე აღნიშნავენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, ევროკავშირს წლის ბოლომდე 200 მილიარდ ევროზე მეტი ექნება გადახდილი. „ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ გერმანიას შეუძლია, უხელმძღვანელოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ დაძლიონ არსებული პოლიტიკური ჩიხი და დაუყონებლივ განახორციელონ რუსული ენერგეტიკული ემბარგო“, - წერენ წერილში დეპუტატები. ნედიის ცნობით, ბლოკი ამ კვირაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს მიიღებს, თუმცა ის არ შეეხება ნავთობისა და გაზის ემბარგოს. ევროკავშირმა 1,5 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინას სამხედრო მხარდაჭერისთვის და 24 თებერვალს ომის დაწყებიდან სანქციების ხუთი პაკეტი მიიღო. პაკეტები მოიცავს შემაკავებელ ზომებს, რომელთა სამიზნე სხვა პირებთან ერთად არიან პრეზიდენტი პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ოლიგარქები და სამხედრო ოფიცრები. ევროკავშირმა ასევე აკრძალა ქვანახშირის იმპორტი და ძვირადღირებული საქონლის ექსპორტი რუსეთში. ასევე გარიცხა რუსული და ბელორუსული ბანკები საერთაშორისო გადახდის სისტემა SWIFT-დან. „ამ დროისთვის ჩვენ ევროკავშირში არ გვაქვს ერთიანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ნავთობისა და გაზის ემბარგოს შესახებ საბოლოო წინადადება ჯერ არ განიხილება. ევროკავშირის ყველა ქვეყანა მუშაობს რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ევროკავშირი შეძლებს საბოლოოდ შეამციროს თავისი დამოკიდებულება. რაღაც მომენტში ეს მოხდება და მაშინ რუსეთი მტკივნეულად იგრძნობს, რომ ნავთობისა და გაზის ბიზნესიდან შემოსავალი იკარგება“, - განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა 25 აპრილს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი, იგივე შეეხება გაზსაც. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
მთელ მსოფლიოში ქვეყნები ერთიანად უჭერენ მხარს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში - შეხვედრა რამშტეინის ბაზაზე
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა კიევში მოგზაურობის შემდეგ, გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე გამართა შეხვედრა. Reuters-ის ცნობით, 40-ზე მეტი ქვეყანა ესწრებოდა ღონისძიებას, მათ შორის ძირითადად ევროპიდან, მაგრამ ასევე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ისრაელი, კენია და ავსტრალია. შეხვედრას ონლაინ რეჟიმში ესწრებოდნენ წარმომადგენლები სამხრეთ კორეიდან და იაპონიიდან. „მთელ მსოფლიოში ქვეყნები გაერთიანებულნი არიან გადაწყვეტილების ირგვლივ, მხარი დაუჭირონ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა ოსტინმა. შეხვედრის შემდეგ, ოსტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფორუმი გაგრძელდება, როგორც ყოველთვიური „საკონტაქტო ჯგუფი“, რომელიც განიხილავს უკრაინის თავდაცვის საჭიროებებს. გერმანიამ პირველად გამოაცხადა უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების შესახებ. „გუშინ გადავწყვიტეთ, რომ გერმანია ხელს შეუწყობს თვითმავალი საზენიტო დანადგარის მიწოდებას უკრაინაში“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
კრისტინა ლამბრეხტის განცხადებით, გერმანია უკრაინას მძიმე შეიარაღებას გადასცემს
უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, გერმანიამ პირველად განაცხადა, რომ უკრაინას მძიმე შეიარაღებას გადასცემს. ამ საკითხზე განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა გააკეთა. Reuters-ის ცნობით, უკრაინა მიიღებს 50 ცალ „გეპარდის“ თვითმავალ დანადგარს, რომლებიც აღჭურვილია საზენიტო იარაღით. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ მატეუშ მორავეცკის თქმით, პოლონეთმა უკრაინას ტანკები გადასცა
ბუნდესტაგის დეპუტატების უმრავლესობამ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირა
ბუნდესტაგის დეპუტატების (გერმანიის პარლამენტი) უმრავლესობამ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირა. Deutsche Welle-ს ცნობით, 693 დეპუტატიდან იარაღის მიწოდებას მხარი 586-მა დაუჭირა, 100-მა საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა, 7-მა კი თავი შეიკავა. გამოცემა წერს, რომ გერმანიის ბუნდესტაგის, ქვედა პალატის ეს მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი ცვლილება ბერლინის პოლიტიკაში რუსეთისა და უკრაინის საკითხთან მიმართებაში. ამ ინიციატივის მხარი დაუჭირა მმართველმა კოალიციამ და ასევე უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ქრისტიან დემოკრატებმა“. წინააღმდეგი იყო ულტრა მემარჯვენეთა პარტია, „ალტერნატივა გერმანიისთვის“. მათი თქმით, ეს თითქმის იგივეა, რაც ომის გამოცხადება. წინააღმდეგი იყო „სოციალისტების მემარცხენეთა“ პარტია. 27 აპრილს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინა ლამბრეხტმა განაცახადა, რომ გერმანია უკრაინას მძიმე შეიარაღებას გადასცემს. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ მატეუშ მორავეცკის თქმით, პოლონეთმა უკრაინას ტანკები გადასცა
გერმანიამ რუსული წიაღისეულის იმპორტის მკვეთრი შემცირების შესახებ გამოაცხადა - The Guardian
გერმანიამ რუსული წიაღისეულის იმპორტის მკვეთრი შემცირების შესახებ გამოაცხადა რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ევროკავშირი რუსულ ნავთობზე სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ კვირას გამოაქვეყნა სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, უკრაინაში შეჭრის შემდეგ როგორ მკვეთრად შემცირდა რუსული იმპორტირებული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მოხმარება. კერძოდ, რუსული ნავთობის იმპორტი დაახლოებით 35%-დან 12%-მდე, რუსული გაზის იმპორტი 55%-დან დაახლოებით 35%-მდე, ხოლო რუსული ქვანახშირის იმპორტი 50%-დან დაახლოებით 8%-მდე შემცირდა. წყაროების ცნობით, ევროკავშირი გეგმავს რუსულ ნავთობის იმპორტის სრულ აკრძალვას წლის ბოლოსთვის, თუმცა მანამდე შეზღუდვები ეტაპობრივად დაწესდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გერმანიაში დაიწყო
საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაშია. სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ცერემონია ბერლინ-ბრანდერბურგის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრებს გამართავს, როგორც პირისპირ ასევე, გაფართოებულ ფორმატში. ამავე თემაზე სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიას ეწვევა
საქართველოს ავიაბაზარზე მსხვილი გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines-ი შემოვიდა
გერმანულმა ავიაკომპანიამ, მაინის ფრანკფურტიდან თბილისში, პირველი რეისი 2 მაისს შეასრულა. ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა. ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას, Boeing 757 და Airbus 321 საჰაერო ხომალდებით შეასრულებს. ავიაკომპანია Condor-ი 1955 წელს დაფუძნდა. მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. 2021 წლის ივლისის მონაცემებით, ავიაკომპანია 50 ბოინგისა და ეარბასის ტიპის საჰაერო ხომალდებს ფლობს. Condor-ი ფრენებს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ასრულებს.
სალომე ზურაბიშვილი შტაინმაიერთან შეხვედრისას: იმედი გვაქვს, გერმანელი ინვესტორები, რომლებიც ახალ ენერგეტიკულ მარშრუტებს ეძებენ, კავკასიის შესაძლებლობებით დაინტერესდებიან
უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, საქართველო - გერმანიის 30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები, გერმანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და რეგიონში არსებული მდგომარეობა, - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ეს საკითხები განიხილეს დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დღეს ბერლინში გამართულ შეხვედრებზე, რომელიც პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში გაიმართა. პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის სრული მხარდაჭერის საკითხი. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა მიდგომები შეცვალა კანდიდატი ქვეყნებისადმი და ის უფრო პოლიტიკური გახდა. შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში და სოლიდარობას უცხადებს მას. როგორც შეხვედრისას აღინიშნა, სიმბოლურია, რომ ბერლინის შეხვედრა საქართველო - გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 30 წლისთავს ემთხვევა. საქართველო არ ივიწყებს იმ პერიოდში ესოდენ მნიშვნელოვან როლს, რომელიც გერმანიამ ითამაშა საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მხარდაჭერის მიმართულებით. ,,თუ ვინმეს შეიძლება, ეწოდოს ძველი მეგობარი - ეს გერმანიაა!“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო განაგრძობს მის მიერ არჩეულ გზას! როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ ახალ გარემოში კავკასია სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს და იმედი გვაქვს, რომ გერმანელი ინვესტორები, რომლებიც ახალ ენერგეტიკულ მარშრუტებს ეძებენ, კავკასიის შესაძლებლობებით დაინტერესდებიან. შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში მიიწვია. ცნობისთვის, გერმანიის ბუნდესტაგმა 28 აპრილს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპულ გზას მხარს უჭერს.
პრეზიდენტი: გუშინ შევიტანეთ კითხვარი ევროკავშირში, ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს არის ყველაზე დიდი იმედი
საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში ვიზიტს განაგრძობს. ბერლინიდან სალომე ზურაბიშვილის მოკლე მიმართვა პრეზიდნტის ადმინისტრაციამ გაავრცელა. „ბერლინის კედელი ჩვენთვის ყველასთვის, უკრაინელებისთვის, ქართველებისთვის, მოლდოველებისთვის, ყველაზე დიდი მაგალითია, რომ ყველაფერი შესაძლებელია; რომ ყველაფერი მთავრდება - ბერლინის კედელიც დაინგრა, საბჭოთა კავშირიც დაინგრა და არაფერი არ არის შეუძლებელი. გუშინ შევიტანეთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის კითხვარი, ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს არის ყველაზე დიდი იმედი. ამ ხალხმა ეს იმედი გაამართლა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ასევე წაიკითხეთ სალომე ზურაბიშვილი შტაინმაიერთან შეხვედრისას: იმედი გვაქვს, გერმანელი ინვესტორები, რომლებიც ახალ ენერგეტიკულ მარშრუტებს ეძებენ, კავკასიის შესაძლებლობებით დაინტერესდებიან საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გერმანიაში დაიწყო
გერმანიის ელჩის კომენტარი ბუნდესტაგის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, ბუნდესტაგის მიერ მიღებული რეზოლუციის მთავარ ასპექტებზე საუბრობს. ჰუბერტ ქნირშის შეფასებით, გერმანიის პარლამენტი ხსენებული რეზოლუციით მიუთითებს წევრობისთვის საჭირო იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც ევროკავშირის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული: „ბუნდესტაგის მიერ მიღებული რეზოლუცია ეხება უკრაინის მხარდაჭერას თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში - ეს ასევე არის ბრძოლა ევროპაში მშვიდობის დაცვისთვის. გერმანიის პარლამენტი გამოხატავს თავის შეხედულებას იმის შესახებ, რომ ჩვენი დახმარება, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მისწრაფებისადმი მხარდაჭერას უნდა მოიცავდეს. ბუნდესტაგი ასევე ხაზს უსვამს, რომ ეს თანაბრად ეხება საქართველოსა და მოლდოვას. ამავდროულად, ბუნდესტაგი მიუთითებს ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც ევროკავშირის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული: დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მაღალი სტანდარტები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესაბამისი დონე, ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციის უნარი. ეს არის ის კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებაც საშუალებას აძლევს ქვეყანას, იყოს ევროკავშირის წარმატებული წევრი“, - განუცხადა ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა Europetime-ს. „გერმანიის პარლამენტმა 2022 წლის 28 აპრილს მიიღო რეზოლუცია „დავიცვათ მშვიდობა და თავისუფლება“ და მასში პარლამენტი მხარს უჭერს გერმანიის ფედერალური მთავრობის დახმარებას უკრაინისთვის, რომელიც ასევე მოიცავს მძიმე შეიარაღების მიწოდებას. ამასთან დაკავშირებით, ბუნდესტაგი ადასტურებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას „მათ ევროპულ გზაზე“. პარლამენტის აზრით, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის კრიტერიუმების შესრულება ევროკავშირში წევრობის წინაპირობას წარმოადგენს“, – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ, 2 მაისს გავრცელებულ ინფორმაციაში. გერმანიის ბუნდესტაგმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპულ გზას მხარს უჭერს ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკომისიას 17 აპრილს დაუბრუნა. კითხვარი შეავსო მოლდოვამაც. ევროკომისიამ ამ კითხვარის პირველი ნაწილის პასუხების შეფასება დაიწყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირის ელჩს 2 მაისს გადასცა.
გერმანია და აშშ არ აღიარებს ნაბიჯებს, რაც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგება
გერმანია და აშშ არ აღიარებს ნაბიჯებს, რაც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში. "აუცილებელია უკრაინის არსებითი დახმარების გაგრძელება, რათა კიევმა შეძლოს თავდაცვის ლეგიტიმური უფლების განხორციელება", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, მანამდე, გერმანიის კანცლერმა შეხვედრა გამართა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრთან. "თუ ჩეხეთი უკრაინას გადასცემს საჭირო ტექნიკას, რომლის გამოყენებაც უკრაინელმა სამხედროებმა უკვე იციან, მაშინ ბერლინი პრაღას ამ ტექნიკის ჩანაცვლებაში დაეხმარება", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
გერმანია უკრაინას თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს გადასცემს
გერმანია უკრაინას თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს გადასცემს. ამის შესახებ, სლოვაკეთში ვიზიტით მყოფმა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინა ლამბრეხტმა განაცხადა. "უკრაინას გადავცემთ შვიდ „PzH 2000“ ტიპის თვითმავალ საარტილერიო დანადგარს. აღნიშნული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, უკრაინელი სამხედროების წვრთნა შესაძლოა, გერმანიაში მომავალ კვირას დაიწყოს", - განაცხადა გერმანიიის თავდაცვიის მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ისრაელი უკრაინისთვის თავდაცვის სისტემების მიწოდების შესაძლებლობას განიხილავს - მედია
ზელენსკი ოლაფ შოლცს მოუწოდებს, 9 მაისს კიევს ეწვიოს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს მოუწოდა, გადადგას „ძლიერი ნაბიჯი“ და 9 მაისს კიევს ეწვიოს. „ის მოწვეულია უკრაინაში, მას შეუძლია, გადადგას ეს ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნაბიჯი, რომ ჩამოვიდეს აქ 9 მაისს, კიევში. მე ახლა არ განვმარტავ ამ ნაბიჯის მნიშვნელობას, ვფიქრობ, თქვენ თავად შეგიძლიათ ამის გაგება“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, კრემლი ოკუპანტების მიერ განადგურებულ მარიუპოლში 9 მაისს, აღლუმის გასამართად ემზადება მარიუპოლზე საუბრისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ იქ არსებული სიტუაცია წამებას უტოლდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უცხოური მედია: გერმანიის საგარეო მინისტრი უკრაინაში 10 მაისს ჩავა
გერმანიის საგარეო მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინაში 10 მაისს ჩავა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „დიახ, ვიზიტს სამშაბათისთვის ველოდებით“, - განაცხადა წყარომ გამოცემა Европейская правда-სთან საუბრისას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანიის სამთავრობო ვებგვერდებზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა
გერმანიის სამთავრობო ვებგვერდებზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა, მათ შორის ბუნდესტაგის, ფედერალური პოლიციისა და კანცლერ ოლაფ შოლცის ვებგვერდი დროებით მიუწვდომელი იყო. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რუსული ასოციაციის Killnet-ის ჰაკერებმა აიღეს, რომლებმაც ამის შესახებ შეტყობინება გამოაქვეყნეს. Spiegel-ის ცნობით, ეს იყო ერთგვარი პროტესტი უკრაინაში იარაღის მიწოდების წინააღმდეგ. ინფორმაციული უსაფრთხოების ფედერალურმა ოფისმა განაცხადა, რომ თავდასხმები მარტივად მოიგერიეს.
ანალენა ბერბოკი: უკრაინის სამხედრო დახმარებით ომის დანაშაულების თავიდან არიდება უნდა შევძლოთ
მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღით, მსოფლიომ შემდგომი ომის დანაშაულების თავიდან აცილება უნდა შეძლოს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა უკრაინაში, ბუჩის მონახულების შემდეგ განაცხადა. ბერბოკმა, თავის უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან გამართულ პრესკონფერენციაზე კიევში, თქვა, რომ მნიშვნელოვანია, რომ დევნილმა ადამიანებმა თავიანთ სახლებში დაბრუნება შეძლონ. „ეს არ ეხება მხოლოდ სამხედრო მხარდაჭერას, სადაც გერმანია იდგა თქვენს გვერდით გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არამედ ახლა ასევე ეხება პირობების განვითარებას ქალაქებში, შემდგომ თემებში, ერთად, რათა ხალხი დაბრუნდეს“, - თქვა ბაერბოკმა. . „იარაღის ეს მიწოდება ასევე არსებობს იმისთვის, რომ სამხედრო დანაშაულები არ მოხდეს სხვა ადგილებში“, - თქვა ბაერბოკმა. 9 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონს ხელი მოაწერა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონპროექტი 28 აპრილს დაამტკიცა. „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტით" აშშ შეძლებს აუცილებელი მნიშვნელობის სამხედრო აღჭურვილობა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგები უკრაინას ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიაწოდოს. ლენდ-ლიზის პროგრამა მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და კონფლიქტის მსვლელობაში გადამწყვეტი მნიშვნელობის აქტად მიიჩნევა, ვინაიდან ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ს მისცა შესაძლებლობა, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მებრძოლი მოკავშირეებისთვის ხანგრძლივი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე, სწრაფად მიეწოდებინა იარაღი და მარაგები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა
გერმანიაში რუსი ოლიგარქის იახტა დააკავეს, რომლის ღირებულება არანაკლებ 400 მლნ ევროა
გერმანიაში, ჰამბურგის პორტში დააკავეს რუსი ოლიგარქის, ფარხად ახმედოვის იახტა, რომლის ღირებულება არანაკლებ 400 მლნ ევროა, ხოლო სიგრძე 15 მეტრია. ამის შესახებ გერმანული გამოცემა, Süddeutsche Zeitung-ი წერს. ცნობისთვის, „ფორბსის“ 2021 წლის მონაცემებით, ახმედოვის ქონება 1,4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ახმედოვი იმ რუს ოლიგარქებს შორისაა, რომელთაც დასავლეთის სანქციები შეეხოთ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: რუსი მილიარდერების სუპერიახტები სანქციების გამკაცრების გამო მალდივებზე გადაჰყავთ - Reuters იტალიაში რუს მილიარდერს ვილა დაუყადაღეს
კიევში გერმანიის საელჩომ მუშაობა განაახლა
კიევში გერმანიის საელჩომ მუშაობა განაახლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საელჩომ საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე გამოაქვეყნა. „ჩვენ დავბრუნდით, გუშინ გერმანიის საელჩომ განაახლა კიევში მუშაობა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გერმანიის დროშა აღმართა საელჩოს შენობის წინ“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რობერტ ჰაბეკი: რუსეთი ენერგომატარებლებს იარაღად იყენებს
ბერლინში, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ რუსეთი ენერგომატარებლებს იარაღად იყენებს. „ვითარება იმდენად გართულდა, რომ ენერგორესურსები, როგორც იარაღი, ბევრ სფეროში გამოიყენება“, - განაცხადა ჰაბეკმა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანია ორიენტირებულია ზამთრისთვის გაზსაცავების ნედლეულით შევსებაზე. მისი თქმით, გაზსაცავები ამ დროისთვის 40%-ითაა შევსებული. ჰაბეკის თმით, გერმანია შეეცდება და გააკეთეს ყველაფერს, რომ გაზის ბაზარზე სტაბილურობა შეინარჩუნოს. „გერმანულ ენერგეტიკულ კომპანიებს ფინანსური გარანტიები მიეცემათ, რადგან მათ ახალი კონტრაქტების გაფორმება უფრო მაღალ ფასებში მოუწევთ“, - განაცხადა მინისტრმა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გერმანია ცდილობს, რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შეამციროს. 1-ელ მაისს გერმანიამ რუსული წიაღისეულის იმპორტის მკვეთრი შემცირების შესახებ გამოაცხადა. მანამდე კი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, თქვა, რომ გერმანია რუსულ ნავთობზე წლის ბოლოდან იტყვის უარს. ასევე წაიკითხეთ გერმანია ბუნებრივი აირის მარაგების გაზრდის მიზნით ორ ტერმინალს ააშენებს, რათა რუსეთის გაზზე დამოკიდებულება შემცირდეს გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან გერმანია რუსული „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის დროებით ნაციონალიზაციას მოახდენს
მარიო დრაგი: გერმანიამ გაზის საფასური რუბლში დაფარა
იტალიის პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი აცხადებს, რომ ევროკავშირში, რუსული გაზის მსხვილმა იმპორტიორმა, გერმანიამ გაზის საფასური რუბლში დაფარა. Bloomberg-ის ცნობით, გერმანულმა კომპანია Uniper SE-მ, რომელიც რუსული გაზის მსხვილი შემსყიდველია, განაცხადა, რომ რომ საწარმოს ახალი სქემით გადახდები არ განუხორციელებია, ვინაიდან გადახდის ვადა მაისის ბოლოს იწურება. მანამდე Uniper-მა განაცხადა, რომ კომპანია შეძლებს გაზის მიწოდების შენარჩუნებას სანქციების დარღვევის გარეშე. ამავე დროს, მისმა წარმომადგენელმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, გახსნა თუ არა კომპანიამ რუბლის ანგარიში „გაზპრომბანკში“. რობერტ ჰაბეკი: რუსეთი ენერგომატარებლებს იარაღად იყენებს ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ევროპული კომპანიები შეძლებენ რუსული გაზის რუბლში შესყიდვას ისე, რომ სანქციები არ დაარღვიონ. "არ არსებობს ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა ჩაითვლება სანქციების დარღვევად. არავის უთქვამს, რუბლით გადახდები დაარღვევს თუ არა სანქციებს. ეს ისეთი ნაცრისფერი ზონაა", - თქვა დრაგიმ. DW - წერს, რომ ასეთი ინტერპრეტაცია აშკარად განსხვავდება ევროკავშირში ადრე გამოთქმული პოზიციისგან. ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა: ”ჩვენი ახსნა ძალიან ნათელია: თუ ეს არ არის გათვალისწინებული კონტრაქტებით, მაშინ რუბლით გადახდა სანქციების დარღვევაა”. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება.
გერმანიის საელჩომ განმარტა, რატომ არ იყო მიწვეული საქართველო „დიდი შვიდეულის“ სამიტზე
რატომ არ იყო მიწვეული საქართველო „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინა, მოლდოვა და ინდონეზია ესწრებოდნენ, ამასთან დაკავშირებით, საქართველოში გერმანიის საელჩო განმარტებას ავრცელებს. ორი მთავარი საკითხი G7-ს სამიტის ფოკუსში „ინდონეზია „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა 2022 წელს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს მის ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამო, მოლდოვის რესპუბლიკა კი ამ ომის უშუალო გავლენის, მათ შორის მოლოდოვაში უკრაინელ ლტოლვილთა ძალიან დიდი რაოდენობის გამო“, - აცხადებენ გერმანიის საელჩოში. „ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ 13 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ეს, სამწუხაროდ, აბსოლუტურად ლოგიკური გაგრძელებაა იმ შედეგების, რაც დგება ბიძინა ივანიშვილის კურსის შედეგად“. „მათი ანტიდასავლური პროპაგანდა შეუმჩნეველი არ რჩება არავის და ჩვენს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს ტენდენცია, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, არის პირდაპირი საფრთხის შემცველი და საფრთხის გამზრდელი საქართველოსთვის, ანუ ეს ვითარება პუტინის რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის საფრთხეს ზრდის. საქართველო შეიძლება, დარჩეს დაუცველი ახლო მომავალში ამ რეჟიმის პოლიტიკის შედეგად", - აღნიშნა ბოკერიამ. ამ საკითხთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარი არ გაუკეთებიათ.
NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანიას მომზადებული აქვს ყველაფერი ფინეთის გასაწევრიანებლად სწრაფი რატიფიკაციის პროცესისთვის. Reuters-ის ცნობით, ბერლინის შეხვედრაზე ბევრმა მოკავშირემ მხარი დაუჭირა ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას, ამასთან, ხაზს უსვამენ, მათი წევრობის შესახებ წინადადებების სწრაფი რატიფიცირების აუცილებლობას, რასაც როგორც წესი, ერთ წლამდე პერიოდი სჭირდება. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათ უსაფრთხოების გარანტიებს მივცემთ, რაც, არ უნდა იყოს გარდამავალი პერიოდი, ნაცრისფერი ზონა, სადაც მათი სტატუსი გაურკვეველია. თუ ეს ორი ქვეყანა NATO-ს წევრობას გადაწყვეტს, მათი გაწევრიანება მალე უნდა მოხდეს“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ბერბოკი გულისხმობდა რატიფიკაციის პერიოდს, რომლის დროსაც სკანდინავიური ქვეყნები ჯერ კიდევ არ იქნებიან დაცული NATO-ს მე-5 მუხლით, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ ერთ მოკავშირეზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ყველაზე. გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15 მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მედია წერს, რომ ფინეთი წინადადებას სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარადგენს, შვედეთი - 17 მაისს.
ოლაფ შოლცის პარტია ადგილობრივ არჩევნებში დამარცხდა
კანცლერ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატები (SPD) გერმანიის საკვანძო რეგიონალურ არჩევნებში დამარცხდნენ. მწვანეებმა წინა არჩევნებთან შედარებით, ხმების გასამმაგება შეძლეს და არჩევნებში ისტორიული შედეგი დააფიქსირეს. ამჟამინდელი მონაცემით, არჩევნებში კონსერვატიულმა CDU-მ ხმების 35,7%-ზე მეტი მიიღო. Scholz-ის SPD-მა მხოლოდ ხმების 26,7% დააგროვა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში (მხარე გერმანიაში), რომელიც დიდი ხანია, სოციალ-დემოკრატებისთვის მთავარ ცენტრად ითვლებოდა. გერმანიის ფედერალური კანცლერის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ წინა არჩევნებთან შედარებით, ხმების 4.5% დაკარგა.
რუსეთმა 34 ფრანგი, 27 ესპანელი და 2 ფინელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 34 ფრანგი და 27 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევეა. საგარეო უწყება განმარტავს, რომ ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საფრანგეთის მიერ 41, ხოლო ესპანეთის მიერ 27 რუსი დიპლომატის გაძევების საპასუხო ნაბიჯებია. რუსეთმა მსგავსი საპასუხო ნაბიჯების მიზეზით ქვეყნიდან არაერთი საელჩოს თანამშრომლები გააძევა. მათ შორის არიან, ფინეთის, გერმანიის, ბულგარეთის, პოლონეთის, დანიისა და ნორვეგიის საელჩოების თანამშრომლები. მედია: საფრანგეთმა 30-მდე რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ განაცხადა გერმანიის საპასუხოდ დიპლომატები რუსეთმაც გააძევა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
შოლცი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შეიძლება, იმაზე სწრაფად მოხდეს, ვიდრე ეს მოსალოდნელია
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შეიძლება იმაზე სწრაფად მოხდეს, ვიდრე ეს მოსალოდნელია. გერმანიის კანცლერმა განმარტა, რომ ამ პროცესს წლები ან თვეები არ დასჭირდება. მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა დაიწყოს სოლიდარობის ფონდის მომზადება, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის პოზიციაზე კი შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია არაფერს ისეთს არ გააკეთებს, რომ ალიანსი კონფლიქტის მხარე გახდეს.
გერმანიაში ტორნადოს შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
გერმანიის დასავლეთ ნაწილში, რაინ-ვესტფალიის ჩრდილოეთ რაიონში ტორნადოს შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე” ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშავებულთაგან ათის მდგომარეობა მძიმეა. ტორნადომ ასამდე შენობას სახურავები გადახადა და დიდი რაოდენობით ავტომობილები დააზიანა. გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტორნადოს სიჩქარე საათში 130 კილომეტრს აღწევდა.
Reuters: კატარს მიაჩნია, რომ გერმანიისთვის გაზის დიდი მოცულობის მიყიდვა სარისკოა
კატარი გეგმავს გაზის გაყიდვების დივერსიფიცირებას, რამაც შესაძლოა გერმანიის შესყიდვების ამბიცია შეზღუდოს. ცნობილია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გერმანიას რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება სურს. „მე არ მსურს გაზის მთელი წილი გერმანიას მივყიდო. თუ გერმანია გადაწყვეტს, რომ კატარის გაზი აღარ გამოიყენოს, ჩვენ მახეში ვართ“, - განაცხადა კატარის ენერგეტიკის მინისტრმა საად შერიდა ალ-კაბიმ. ამასთან აღნიშნა, რომ გერმანიასთან მოლაპარაკებები კონსტრუქციული იყო. შეგახსენებთ, რომ კატარის ემირმა ტამიმ ბინ ჰადამ ალ-ტანიმ ბერლინში გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომ კატარი თხევად ბუნებრივ აირს გერმანიას 2024 წლიდან მიაწვდის. გერმანია კატარიდან ბუნებრივი აირის იმპორტს გეგმავს მარტში, გერმანიამ განაცხადა, რომ მიაღწია გრძელვადიან პარტნიორობას ენერგეტიკის სფეროში სპარსეთის ყურის ქვეყანასთან, კატართან, რომელიც მსოფლიოში თხევადი გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია. ცნობილია, რომ გერმანია ევროპის უმსხვილესი ეკონომიკაა და დიდწილადაა დამოკიდებული რუსელ გაზზე.
რასმუსენი: გერმანია უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების საკითხზე ზედმეტად ყოყმანობს
NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა უკრაინის გარშემო არსებული ვითარების მიმართ ბერლინის ფრთხილი მიდგომა გააკრიტიკა. რასმუსენმა ევროპელებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ნავთობისა და გაზის იმპორტი რუსეთიდან. „გერმანია უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებასა და რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, ზედმეტად ყოყმანობს. რა თქმა უნდა, გერმანია დიდად არის დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე, მაგრამ ვფიქრობ, ფედერალური მთავრობის მკაფიო პოზიცია შეცვლიდა არსებულ დინამიკას. ჩვენ გვჭირდება გერმანიის ხელმძღვანელობა", - ციტირებს გერმანული გაზეთი Handelsblatt-ი რასმუსენის სიტყვებს. ალიანსის ყოფილი ხელმძღვანელი ასევე მიესალმა NATO-ს მომავალ გაფართოებას. შვედეთისა და ფინეთის ნაბიჯს რასმუსენმა ისტორიული უწოდა. მისივე თქმით, ფინეთი და შვედეთი თავდაცვის შესაძლებლობებს გაზრდიან, განსაკუთრებით ბალტიისპირეთში. 2001-2009 წლებში რასმუსენი დანიის პრემიერი იყო. NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობა 2009 წლიდან 2014 წლამდე ეკაავა. 2016 - 2019 წლებში კი, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველი (თავისუფალი სტატუსით) იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით, აქტიურად იმუშავებს
„გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ბერლინი აქტიურად იმუშავებს უკრაინიდან აფრიკაში მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით, რომელიც რუსეთის შეჭრის შედეგად შეჩერებულია“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სენეგალში ვიზიტისას განაცხადა. სენეგალი მზადაა, ევროპული ბაზარი თხევადი ბუნებრივი აირით მოამარაგოს „ჩვენ აქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ იმისთვის, რომ უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი არ შეფერხდეს. რა თქმა უნდა, ეს რთული იქნება, მაგრამ ვალდებულები ვართ, მცდელობა არ დავაკლოთ“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. სენეგალის პრეზიდენტი მოსკოვსა და კიევს ეწვევა უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ანდჯეი დუდა გერმანიის მთავრობას პირობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ გერმანია ტანკების გაცვლის საკითხზე პირობის დარღვევაში დაადანაშაულა. დუდამ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, WELT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დუდამ WELT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოლაფ შოლცის მთავრობა პოლონეთს Leopard-ის ტიპის ტანკებს დაჰპირდა, რათა პოლონეთის შეიარაღებული ძალებისთვის დანაკლისი შეევსო. მანამდე, თავის მხრივ, პოლონეთმა უკრაინას T-72 ტანკები გადასცა. „ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ამით. არ შეასრულეთ თქვენი დაპირება. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ უკრაინას მივაწოდეთ დიდი რაოდენობით ტანკები, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი, როგორც მეზობლის პასუხისმგებლობა. თუ გერმანია დაგვიჭერდა მხარს, ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით", - განაცხადა ანდჯეი დუდამ. სამშაბათს, ბერლინში პოლონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა განაცხადა, რომ ეს საკითხი განიხილებოდა „გაუგებრობების“ გადასაჭრელად. მისი თქმით, გერმანიას არ შეეძლო მძიმე იარაღის მიწოდება „ღილაკზე ერთი დაჭერით", რადგან ბევრი საკითხი იყო გასათვალისწინებელი, განსაკუთრებით ის, თუ რა იარაღია რეალურად ხელმისაწვდომი. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ აღნიშნა, რომ სინანულს გამოთქვამს, რომ უკრაინაში იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით სიტუაცია არ არის ისეთი დინამიკური, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ მინისტრმა აღიარა, რომ „ეშმაკი დეტალებშია“. ცნობისთვის, პოლონეთმა უკრაინას საბჭოთა დიზაინის T-72 ტანკები გადასცა იმ მოლოდინით, რომ NATO, აშშ და გერმანია ამ დანაკლისს შეავსებდნენ. გერმანია დათანხმდა რამდენიმე მსგავს გაცვლას მოკავშირე ქვეყნებთან, როგორიცაა სლოვენია და ჩეხეთი, რომლებიც თავის მხრივ, უკრაინაში აგზავნიან საბჭოთა პერიოდის ძველ ტანკებს.
გერმანიის კანცლერი: ვლადიმერ პუტინი ვერ გაიმარჯვებს. პუტინმა უკრაინაში თავის სტრატეგიულ მიზნებს ვერ მიაღწია
"ვლადიმერ პუტინი ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში მიმდინარე ომში. პუტინმა უკრაინაში თავის სტრატეგიულ მიზნებს ვერ მიაღწია", -ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლციმ დავოსის ეკონომკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. "რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშვიდობის შესახებ სერიოზულ მოლაპარაკებებს მხოლოდ მაშინ დაიწყებს, როდესაც გააცნობიერებს, რომ არ შეუძლია უკრაინის თავდაცვის გატეხვა“, – განაცხადა შოლცმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანიის ელჩი უკრაინაში: ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა, კიევში მძიმე იარაღს გავაგზავნით
გერმანია უკრაინას მძიმე იარაღს გაუგზავნის და ეს გადაწყვეტილება საბოლოოა. შესაბამისი განცხადება უკრაინაში გერმანიის ელჩმა ანკა ფელდჰუსენმა გააკეთა. იუწყება უკრაინული მედია Ukrinform. გეპარდის ტანკებზე საუბრისას ელჩმა აღნიშნა, რომ მათი ყიდვა პირდაპირ მწარმოებლისგან არის შესაძლებელი, თუმცა ამისთვის მთავრობას ექსპორტის ნებართვა სჭირდება. „ვგულისხმობ იმას, რომ თავდაპირველად იყო გაუგებრობები, მაგრამ ვფიქრობ, ახლა უფრო მეტი კოორდინაცია გვაქვს იმ სიებზე, რაც რეალურად სჭირდება უკრაინას. ვფიქრობ, ახლა პროცესი დაიწყო და ყველამ იცის, როგორ მიმდინარეობს მუშაობა მძიმე იარაღის მიწოდებაზე გადაწყვეტილება უკვე დამტკიცებულია“, - განაცხადა ფელდჰუსენმა. ერმანელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო იარაღის Marder-ის მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება არ შეფერხებულა. როგორც ცნობილია, უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრეი მელნიკმა გერმანიის ხელისუფლება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეფერხებისთვის არაერთხელ გააკრიტიკა. ცნობისთვის, გერმანიის პოზიციებთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან ინტერვიუსი დააფიქსირა. „გერმანია, რომელიც თავდაპირველად გულუბრყვილობას იჩენდა, გამოფხიზლდა, გააცნობიერა, რომ ცდებოდა. კანცლერმა შოლცმა გააცნობიერა, როგორ იყენებს რუსეთი ენერგორესურსებს პოლიტიკურ იარაღად. ახლა ევროკავშირი ცდილობს, რუსულ გააზე დამოკიდებულება წლის ბოლომდე ორი მესამედით შეამციროს. ბევრმა ევროპელმა გააცნობიერა პუტინის მხრიდან საფრთხე; გააცნობიერეს, რომ გულუბრყვილო დამოკიდებულება ჰქონდათ მის მიმართ და რომ ახლა საჭიროა, რუსეთის იზოლაცია, მისი დასუსტება“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა. 24 თებერვლიდან 28 მაისამდე - არსებულ სურათში მთავარ ასპექტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განიხილავს.
მედია: გერმანიამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მინიმუმამდე შეამცირა
გერმანიამ ბოლო ორი თვის განმავლობაში უკრაინისთვის მსუბუქი იარაღის მიწოდება შეამცირა, იუწყება Welt am Sonntag წყაროებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით. 30 მარტიდან 26 მაისამდე გერმანიამ უკრაინას მხოლოდ ორი იარაღი მიაწოდა. აპრილში - ტყვიამფრქვევის სათადარიგო ნაწილები, ხელყუმბარები, ნაღმები და სხვა. მაისში კი - 4 600 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი. Strela-ს საზენიტო სისტემების და Panzerfaust 3 ყუმბარმტყორცნების ბოლოს უკრაინას მარტის ბოლოს მიეწოდა, თუმცა აპრილსა და მაისში უკრაინამ ეს და სხვა იარაღი, მათ შორის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებიც ითხოვა. გერმანიის ელჩი უკრაინაში: ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა, კიევში მძიმე იარაღს გავაგზავნით 28 მაისს, უკრაინაში გერმანიის ელჩმა ანკა ფელდჰუსენმა განაცხადა, რომ „მძიმე იარაღი ძალიან მალე იქნება“, წერს უკრაინული გამოცემა NV. ელჩის თქმით, საუბარია ჰაუბიცებზე, საზენიტო თვითმავალ „გეპარდზე“ და საზენიტო იარაღზე. ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინა დასავლეთის ქვეყნებს სთხოვს, უპირველეს ყოვლისა, მძიმე იარაღის მიწოდებას, რომელიც აუცილებელია რუსეთის თავდასხმისთვის ეფექტურად დასაპირისპირებლად და გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად. დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ ეს რუსეთის მიერ დამატებით ესკალაციად იქნება აღქმული. The New York Times-ის ცნობით, მაისის ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდების გადაწყვეტილება დაამტკიცა. როგორც ცნობილია, უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრეი მელნიკმა გერმანიის ხელისუფლება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეფერხებისთვის არაერთხელ გააკრიტიკა. ცნობისთვის, გერმანიის პოზიციებთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან ინტერვიუსი დააფიქსირა. „გერმანია, რომელიც თავდაპირველად გულუბრყვილობას იჩენდა, გამოფხიზლდა, გააცნობიერა, რომ ცდებოდა. კანცლერმა შოლცმა გააცნობიერა, როგორ იყენებს რუსეთი ენერგორესურსებს პოლიტიკურ იარაღად. ახლა ევროკავშირი ცდილობს, რუსულ გააზე დამოკიდებულება წლის ბოლომდე ორი მესამედით შეამციროს. ბევრმა ევროპელმა გააცნობიერა პუტინის მხრიდან საფრთხე; გააცნობიერეს, რომ გულუბრყვილო დამოკიდებულება ჰქონდათ მის მიმართ და რომ ახლა საჭიროა, რუსეთის იზოლაცია, მისი დასუსტება“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა. 24 თებერვლიდან 28 მაისამდე - არსებულ სურათში მთავარ ასპექტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განიხილავს.
გერმანიაში გამარტივებული კოვიდრეგულაციებით შესვლას პირველი ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებიც შეძლებენ
გერმანიაში გამარტივებული კოვიდრეგულაციებით შესვლას პირველი ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებიც შეძლებენ. აღნიშნულის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „გერმანიაში შესვლის გამარტივებული კორონარეგულაციები პირველი ივნისიდან: გერმანიაში შესვლის მსურველებისათვის აღარ არის სავალდებულო აცრის, გამოჯანმრთელების ან ჩატარებული ტესტის საბუთის წარდგენა; გაუქმდა ინფექციისგან დაცვისათვის შექმნილი მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სია, რადგან „ომიკრონი“ უფრო იშვიათად იწვევს დაავადების რთულ ფორმებს; ვაქცინაციის საბუთი საჭიროა მხოლოდ იმ პირთათვის, ვინც გერმანიაში ჩადის ქვეყნებიდან, სადაც მოხდა ვირუსის მუტაცია. ამ შემთხვევაში შესვლა შესაძლებელი ხდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილი ყველა ვაქცინით. საქართველო არ შედის ამ ქვეყნების სიაში“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში. ამასთან, დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე. ასევე წაიკითხეთ: COVID19: როგორია ერთი კვირის სტატისტიკა
გერმანია საბერძნეთს ქვეითთა საბრძოლო მანქანებს გადასცემს, რათა ათენმა კიევს საბჭოთა იარაღი მიაწოდოს - ოლაფ შოლცი
გერმანია საბერძნეთს ქვეითთა საბრძოლო მანქანებს (IFV) გადასცემს, რათა ათენის მთავრობამ საბჭოთა ტიპის იარაღი გადასცეს უკრაინას, ამის შესახებ Reuters-ს ცნობით, სამშაბათს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. ევროკავშირის ორდღიანი სამიტის შემდეგ შოლცმა განმარტა, რომ შესაბამის შეთანხმებას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან მიაღწია. შოლცმა არ ისაუბრა დეტალებზე, თუ რა სახის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს გადასცემს ბერლინი საბერძნეთს, ან რა სახის იარაღს მიაწვდის ათენი კიევს. ინფორმაციისთვის, IFV - ქვეითთა საბრძოლო მანქანაა – შეჯავშნული მუხლუხიანი და მცურავი მანქანა, რომელიც განკუთვნილია მოტოფეხოსნების მიერ საბრძოლო მოქმედებათა საწარმოებლად და პირადი შემადგენლობის გადასაადგილებლად. არესტოვიჩის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო გამარჯვება „ნაკლებად სავარაუდოა", თუ აშშ კიევს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას არ მიაწვდის უკრაინის მთავრობამ დასავლეთს მოუწოდა, მიაწოდოს მეტი დისტანციური იარაღი, რათა ომში ვითარება რადიკალურად შეცვალოს. კურტ ვოლკერის თქმით, ბაიდენმა უკრაინას უნდა გადასცეს იარაღი, რომელიც საჭიროა რუსეთის დასამარცხებლად რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინას IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს
გერმანია უკრაინას IRIS-T-ის საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. ჯო ბაიდენი: უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადავცემთ CNN: აშშ უკრაინას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს გადასცემს „მთავრობის გადაწყვეტილებით, გერმანია თავის ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემას, IRIS-T-ის უკრაინას გადასცემს“, - თქვა შოლცმა. მისი თქმით, გერმანიამ უკრაინას 15 მილიონზე მეტი ტყვია საბრძოლო მასალა, 100 000 ხელყუმბარა და 5 000-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი გადასცა. გერმანიის ელჩი უკრაინაში: ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა, კიევში მძიმე იარაღს გავაგზავნით მედია: გერმანიამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მინიმუმამდე შეამცირა 28 მაისს, უკრაინაში გერმანიის ელჩმა ანკა ფელდჰუსენმა განაცხადა, რომ „მძიმე იარაღი ძალიან მალე იქნება“, წერს უკრაინული გამოცემა NV. ელჩის თქმით, საუბარია ჰაუბიცებზე, საზენიტო თვითმავალ „გეპარდზე“ და საზენიტო იარაღზე. ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინა დასავლეთის ქვეყნებს სთხოვს, უპირველეს ყოვლისა, მძიმე იარაღის მიწოდებას, რომელიც აუცილებელია რუსეთის თავდასხმისთვის ეფექტურად დასაპირისპირებლად და გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად. დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ ეს რუსეთის მიერ დამატებით ესკალაციად იქნება აღქმული. The New York Times-ის ცნობით, მაისის ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდების გადაწყვეტილება დაამტკიცა. როგორც ცნობილია, უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრეი მელნიკმა გერმანიის ხელისუფლება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეფერხებისთვის არაერთხელ გააკრიტიკა. ცნობისთვის, გერმანიის პოზიციებთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ Europetime-თან ინტერვიუსი დააფიქსირა. „გერმანია, რომელიც თავდაპირველად გულუბრყვილობას იჩენდა, გამოფხიზლდა, გააცნობიერა, რომ ცდებოდა. კანცლერმა შოლცმა გააცნობიერა, როგორ იყენებს რუსეთი ენერგორესურსებს პოლიტიკურ იარაღად. ახლა ევროკავშირი ცდილობს, რუსულ გააზე დამოკიდებულება წლის ბოლომდე ორი მესამედით შეამციროს. ბევრმა ევროპელმა გააცნობიერა პუტინის მხრიდან საფრთხე; გააცნობიერეს, რომ გულუბრყვილო დამოკიდებულება ჰქონდათ მის მიმართ და რომ ახლა საჭიროა, რუსეთის იზოლაცია, მისი დასუსტება“, - ამბობს მეთიუ ბრაიზა. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა. 24 თებერვლიდან 28 მაისამდე - არსებულ სურათში მთავარ ასპექტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განიხილავს.
გერმანიის საელჩო: საქართველოდან გერმანიაში შესვლა კვლავ, სულ მცირე ორი დოზით აცრილი პირებისთვისაა შესაძლებელი
საქართველოდან გერმანიაში შესვლა ამ ეტაპზე კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვისაა შესაძლებელი, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ამასთან, ვაქცინა აღიარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ. „გერმანიის შესაბამისმა უწყებებმა გვაცნობეს, რომ საქართველოდან გერმანიაში შესვლა ამ ეტაპზე კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი. ვაქცინა აღიარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: გერმანიაში გამარტივებული კოვიდრეგულაციებით შესვლას პირველი ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებიც შეძლებენ
ანალენა ბერბოკი: პუტინს სიტყვებით ვერ გააჩერებ, იარაღია საჭირო
100-დღიანი ომის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეცვალა სტრატეგია, მაგრამ ჯოჯოხეთი გრძელდება. პუტინს სიტყვებით ვერ გააჩერებ, იარაღია საჭირო, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. „ამიტომ ის ახლა ისვრის უსაფრთხო მანძილიდან. სოფელი სოფლის შემდეგ, ქალაქიდან ქალაქში. ჯერ ბომბები და არტილერია წვიმს, მერე ტანკები გადამწვარი მიწაზე ტრიალებენ. პუტინს იმედი აქვს გამძლეობისა და ჩვენს დაღლილობას. ყველა სოფელს ბუჩას ბედი ელოდება“ – წერს ბერბოკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: ბრიტანეთის დაზვერვა: 100 დღის განმავლობაში რუსმა ჯარებმა უკრაინაში სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწიეს
BBC: გერმანიაში, მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა
გერმანიაში, ბავარიაში მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს. როგორც ცნობილია, მატარებელი, რომელსაც ძირითადად სტუდენტები გადაჰყავდა, მიუნხენისკენ მიემართებოდა, როდესაც 3 ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა. ამ ეტაპზე, გამომძიებლები ავარიის მიზეზების დადგენაზე მუშაობენ.
გერმანიისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერები თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
გერმანიისა და ბალტიის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ბალტიის რეგიონში თავდაცვა უნდა გაძლიერდეს ჯარების რაოდენობის გაზრდით და საჰაერო და საზღვაო თავდაცვითი საშუალებების დამატებით, ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა. „ჩვენ შევთანხმდით, რომ უნდა გავაძლიეროთ თავდაცვითი შესაძლებლობები ბალტიის ქვეყნებში, ჯარების რაოდენობის გაზრდით, საჰაერო და საზღვაო თავდაცვის გაზრდით“, - განუცხადა ნაუსედამ ჟურნალისტებს ლიეტუვის დედაქალაქში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბალტიისპირეთის სამი ქვეყნის ხელმძღვანელებთან NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ მოლაპარაკებები გამართა. ვილნიუსში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლიდერებმა ხაზი გაუსვეს იმ საფრთხეს, რომელსაც რუსეთი რეგიონულ უსაფრთხოებას უქმნის. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ, შოლცი ეწვია NATO-ს ქვეყანას, რომელიც რუსეთს ესაზღვრება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანიაში, სუპერმარკეტში მომხდარ სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა
გერმანიაში, სუპერმარკეტში მომხდარ სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი გერმანიის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ შვალმშტადტში მოხდა. შემთხვევის ადგილზე ამ ეტაპზე სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლები მუშაობენ, ამ ეტაპზე სროლის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
გერმანიის კანცლერი კიევში ჩასვლას გეგმავს - მედია
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 109 დღის შემდეგ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი კიევში ჩასვლას გეგმავს. ამის შესახებ Bild უკრაინისა და საფრანგეთის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს. მედია: გერმანიამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მინიმუმამდე შეამცირა რასმუსენი: გერმანია უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების საკითხზე ზედმეტად ყოყმანობს ამ დრომდე შოლცის უკრაინაში ვიზიტის შეახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. ამასთან, მედიის ცნობით, შოლცთან ერთად უკრაინაში გერმანიის სახელმწიფოს კიდევ ორი წარმომადგენელი ჩავა. მანამდე ის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში იმყოფებოდა. გერმანიის კანცლერი კოსოვოში, სერბეთში, ალბანეთში, მაკედონიაში, ჩერნოგორიასა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში ჩავიდა. როგორც მედია წერს, მას სურს, რომ პუტინს რეგიონში გავლენის მოპოვების გეგმები ჩაუშალოს. გერმანიის ელჩი უკრაინაში: ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა, კიევში მძიმე იარაღს გავაგზავნით ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინას IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მედია: გერმანიამ ესპანეთს, ტანკების უკრაინისთვის გადაცემის უფლება არ მისცა
უკრაინისთვის გერმანული წარმოების საბრძოლო ტანკების გადაცემაზე ბერლინმა მადრიდს უარი განუცხადა. ამის შესახებ გერმანული მედია წერს. მედია: გერმანიამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მინიმუმამდე შეამცირა რასმუსენი: გერმანია უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების საკითხზე ზედმეტად ყოყმანობს Spiegel-ის ცნობით, ბერლინი არ დაეთანხმა ესპანეთის მთავრობის გეგმებს, გერმანული წარმოების 40 ძველი „ლეოპარდის“ ტიპის საბრძოლო ტანკის უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. როგორც გამოცემა წერს, ბერლინის თანხმობის შემთხვევაში, ეს იქნებოდა პირველი შემთხვევა, როცა NATO-ს წევრი უკრაინას საბრძოლო ტანკებს მიაწვდიდა. გამოცემის ცნობით, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ სატელეფონო საუბრებში გააფრთხილა ესპანელები, რომ ეს ნაბიჯი იქნებოდა ყველა დასავლელი მოკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებისგან გადახვევა, რომელიც არ განიხილავს კიევისთვის საბრძოლო ტანკების გადაცემას. გერმანიის ელჩი უკრაინაში: ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა, კიევში მძიმე იარაღს გავაგზავნით ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინას IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს როგორც მედია წერს, ამჟამად მადრიდი უკრაინისთვის მხოლოდ 10 ერთეული ტანკის გადაცემას განიხილავს, თუმცა ეს საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშაა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გერმანული კონცერნი მზადაა, უკრაინაში ქვეითი საბრძოლო მანქანები გაგზავნოს - Bild
ცნობილი გერმანული მწარმოებლის Rheinmetall-ის რამდენიმე (Marder) ჯავშანმანქანა მზადაა გამოსაყენებლად და უკრაინაში მისი დაუყოვნებლივ გაგზავნა შესაძლებელია. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Rheinmetall-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა განაცხადა. მისი თქმით, როდის და სად გადაეცემა ეს მანქანები უკრაინას,ფედერალურ მთავრობაზეა დამოკიდებული. გერმანიის კანცლერი უკრაინაში ვიზიტს მარიო დრაგისთან და ემანუელ მაკრონთან ერთად გეგმავს - მედია განახლებული IFV-ების ღირებულება 850,000 ევროდან 1 მილიონ ევრომდე მერყეობს. სამხედრო ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ გერმანიას ეშინია უკრაინის ჯავშანტექნიკის მიწოდების, იმის გამო, რომ მათი გამოყენება სავარაუდოდ, შესაძლებელია რუსეთის შიგნით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უკრაინის ელჩი გერმანიის მთავრობას: რატომ აჭიანურებთ ქვეითი საბრძოლო მანქანების მიწოდებას, როდესაც უკრაინას სისხლი სდის დონბასში?
უკრაინის ელჩმა გერმანიაში ანდრი მელნიკმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მასპინძელი ქვეყნის მთავრობა იმის გამო, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებისთვის მძიმე იარაღის მიწოდებაზე ყოყმანობს. გერმანული კონცერნი მზადაა, უკრაინაში ქვეითი საბრძოლო მანქანები გაგზავნოს - Bild „ძვირფასო მთავრობავ, რატომ უარყოფთ უკრაინის არმიისთვის Marder-ის ქვეითი საბრძოლო მანქანების მიწოდებას, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია (Rheinmetall) კონცერნში, მაშინ როცა უკრაინას სისხლი სდის დონბასში? რატომ?“, - წერს ელჩი Twitter-ზე. უკრაინული მედია წერს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონცერნი გერმანიის მთავრობას უკრაინის შეიარაღებული ძალებითვის აღჭურვილობის გადაცემის წინადადებით მიმართავს. თუმცა, რამდენიმე კვირაა, ხელისუფლება დამტკიცების აჭიანურებს აჭიანირებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უკრაინის ელჩი შოლცის ვიზიტზე: იმედი მაქვს, გერმანიის კანცლერი იტყვის, როდის ჩავა დაპირებული იარაღი უკრაინაში
უკრაინის ელჩი გერმანიაში ანდრი მელნიკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ვიზიტისგან ელის, რომ ბერლინი უკრაინითვის იარაღის მიწოდების შესახებ თავის დაპირებებს შეასრულებს და კიევს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას მისცემს. ამის შესახებ ელჩმა გერმანულ საინფორმაციო გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში განაცხადა. მაკრონის, შოლცისა და დრაგის კიევში ვიზიტის თარიღი ცნობილია - მედია ელჩის თქმით, უკრაინა კვლავ ელოდება გერმანიიდან მძიმე შეიარაღების მიწოდებას, მათ შორის არის Panzerhaubitze 2000 თვითმავალი ჰაუბიცები და Gepard თვითმავალი საზენიტო იარაღები. მხოლოდ განცხადებები და დაპირებები, მისი თქმით, არ ეხმარება უკრაინას ამ ომში რუსეთის თავდასხმების მოგერიებაში. მელნიკი იმედოვნებს, რომ კანცლერი იტყვის, როდის ჩავა დაპირებული იარაღი უკრაინაში, რადგან ეს დაპირებები რამდენიმე თვის წინ იყო გაცემული. უკრაინის ელჩი გერმანიის მთავრობას: რატომ აჭიანურებთ ქვეითი საბრძოლო მანქანების მიწოდებას, როდესაც უკრაინას სისხლი სდის დონბასში? „თუ გერმანიის კანცლერი, საფრანგეთის და იტალიის ოფიციალურ პირებთან ერთად გაგზავნის სიგნალს, რომ უკრაინა შეიძლება, გახდეს კანდიდატი ქვეყანა, ეს უფრო მეტი იქნება, ვიდრე უბრალოდ ძლიერი სიმბოლური ჟესტი“, - თქვა მელნიკმა და დაამატა, რომ ეს გააძლიერებს უკრაინელების მებრძოლ სულს და ნათლად აჩვენე რუსეთს, რომ ევროკავშირი ერთხმად უჭერს მხარს თავისუფალ უკრაინას. მან ასევე აღნიშნა, რომ შოლცი ყოველთვის ამბობდა, რომ სურდა კიევში ჩასვლა მხოლოდ ფოტოების გადასაღებად კი არა, კონკრეტული შედეგებისთვის სურდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გერმანიის კანცლერი უკრაინაში ვიზიტს მარიო დრაგისთან და ემანუელ მაკრონთან ერთად გეგმავს - მედია
სამთავრობო წრეებში წყაროები ამბობენ, რომ შოლცი ვიზიტს G7-ის სამიტამდე გეგმავს, რომელსაც გერმანია ივნისის ბოლოს უმასპინძლებს. ამასთან, შოლცი ერთობლივი ვიზიტის შესაძლებლობას საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის პრემიერ მინისტრ მარიო დრაგისთან განიხილავს. წყარობის თქმით, პარიზისა და ბერლინის მთავრობები უკვე დიდი ხანია აწარმოებენ მოლაპარაკებებს კიევში ერთობლივ ვიზიტზე. იტალიის მთავრობის მეთაურის მესამე მხარედ მოწვევა, სავარაუდოდ, საფრანგეთის იდეა იყო. გერმანიის კანცლერი კიევში ჩასვლას გეგმავს - მედია „შოლცს, მაკრონს და დრაგის თავიანთი მოგზაურობით ევროპული ერთიანობის დემონსტრირება სურთ. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, შოლცს არაერთხელ მოუწოდა, ჩასულიყო კიევში, თუმცა გერმანიის კანცლერი სხვადასხვა მიზეზით ამბობდა უარს უკრაინის დედაქალაქში ჩასვლაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ შოლცი და მაკრონი კრემლის ლიდერ, ვლადიმერ პუტინთან კავშირს ინარჩუნებენ, იტალიამ კი საკუთარი „სამშვიდობო გეგმა“ შეიმუშავა. ბევრი ექსპერტი თვლის, რომ აღნიშნული ევროპული ქვეყნები ომის რაც შეიძლება მალე დასრულებას, მათ შორის უკრაინის მხრიდან აგრესორისთვის დათმობების ხარჯზე ცდილობენ. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებას უკრაინაში კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკისგან. არ მესმის, რას ნიშნავს რუსეთის დამცირება, ჩვენ არავინ გვამცირებს, ჩვენ გვკლავენ - ზელენსკი ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ვიდრე ვინმე ითხოვს, რუსეთი არ იყოს დამცირებული, კრემლი ახალ ვერაგულ თავდასხმებს აწარმოებს. მანამდე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ რუსეთის დამცირების თავიდან არიდების მოწოდებები მხოლოდ საფრანგეთსა და ყველა იმ სახელმწიფოს ამცირებს, რომლებიც ამას მოითხოვენ. ანდჯეი დუდა: ვინმე ელაპარაკებოდა ჰიტლერს? ვინმე ამბობდა, ისე მოვიქცეთ, რომ ეს არ იყოს დამამცირებელი ადოლფ ჰიტლერისთვის? მაკრონმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთის დამცირება არ დაუშვას, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაადვილდეს. 9 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კარენ დონფრიდს ჰკითხეს, როგორ შეიძლება, გაგრძელდეს აშშ-ის და ევროპის ქვეყნების ერთობა იქედან გამომდინარე, რომ განსხვავებები უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება.
გერმანიის კანცლერი: გერმანია უკრაინას ანტისარაკეტო თავდაცვის თანამედროვე სისტემას მიაწვდის
აშკარაა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის დამატებითი იარაღი სჭირდება. ამ კრიტიკულ ფაზაში ჩვენ მნიშვნელოვნად ვაფართოებთ ჩვენს მხარდაჭერას. გერმანია უკრაინას ანტისარაკეტო თავდაცვის თანამედროვე სისტემას მიაწვდის. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, ედუარდ ჰეგერთან შეხვედრისას განაცხადა. უკრაინის ელჩი გერმანიის მთავრობას: რატომ აჭიანურებთ ქვეითი საბრძოლო მანქანების მიწოდებას, როდესაც უკრაინას სისხლი სდის დონბასში? „აშკარაა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის დამატებითი იარაღი სჭირდება. ამ კრიტიკულ ფაზაში ჩვენ მნიშვნელოვნად ვაფართოებთ ჩვენს მხარდაჭერას. სხვა რაღაცებთან ერთად, უკრაინას თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემას და არტილერიის აღმოსაჩენ რადარს მივაწვდით“, – განაცხადა კანცლერმა. უკრაინამ იმ იარაღის ჩამონათვალი გაავრცელა, რომელიც ქვეყნის არმიას ომის დასასრულებლად სჭირდება ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: ლოიდ ოსტინი: აშშ მზადაა, მიაწოდოს უკრაინას ყველაფერი, რაც ტერიტორიის დასაცავად სჭირდება
სლოვაკეთის პრემიერმა ოლაფ შოლცს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა ბერლინში ვიზიტისას გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, - შესაბამის ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. ჰეგერი გერმანიას 13 ივნისს ეწვია. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატებად მიღება პირველი ნაბიჯი იქნება, ხოლო ამ ქვეყნების შემდგომი ინტეგრაცია ბლოკში „დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული“. „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გაფართოება აუცილებელია. მსოფლიოს სჭირდება, ევროპა იყოს ძლიერი და ეს ქვეყნები ელოდებიამ. ჩვენ არ შევამოკლებთ გზას, ჩვენ არ შევამცირებთ კრიტერიუმებს“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერმა. გამოცემა Politico რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ევროკომისიაში გამართული დისკუსიის შესახებ იუწყება. მედია ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს. რაც შეეხება საქართველოს, გამოცემას ასეთი პროგნოზი აქვს. „მოლდოვამ და საქართველომ ასევე გააკეთეს განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ოფიციალური პირების თქმით, კომისრები, საერთო ჯამში, მხარს უჭერენ მოლდოვას, სადაც ახლა ევროკავშირის მტკიცედ მომხრე მთავრობაა, მაგრამ ნაკლებად არიან დარწმუნებულები საქართველოს მიმართ, რომელიც, ბოლო წლებში, განიცდის ყოვლისმომცველ პოლიტიკურ არეულობას და შესამჩნევ დემოკრატიულ უკუსვლას“, - წერს Politico. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატების განცხადებებიდანაც ირკვევა, რომ ამ საკითხზე ბლოკში ერთიანი პოზიცია არ არის. ტრადიციულად, არიან სკეპტიკოსი ქვეყნები. კონკრეტულად, საქართველოსთან მიმართებით, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ გზავნილში დააფიქსირა პოზიცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. ბრიუსელს სჯერა, რომ „საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს“. რა განწყობებია ევროპარლამენტში და რა გზავნილები აქვთ საქართველოს მიმართ ევროპარლამენტარებს. ამ საკითხის გარკვევას Europetime რამდენიმე დღის წინ შეეცადა. ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვა აღიარებდა, რომ არსებული პოზიციების გათვალისწინებით, ამ ეპატზე ბუნდოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების საკითხზე, თუმცა ჩეხი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ქვეყანამ მიზნისკენ სწრაფვა უნდა განაგრძოს. მარკეტა გრეგოროვა მიიჩევს, რომ სკეპტიციზმი არ ცვლის ფაქტს, რომ საქართველოს პარტნიორებს სურთ, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი. უპირველეს ყოვლისა, მინდა, ერთ საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. მიუხედავად ინსტიტუციური მდგომარეობისა, ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ შეიძლება, ახლა გარკვეულწილად, ბუნდოვანი და გაურკვეველი იყოს, როგორ გადაწყვეტენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, თუმცა ეს არ აკნინებს ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და ამ დრომდე მიღწეულ პროგრესს. ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ჩვენ გვინდა, საქართველო ჩვენს ევროპულ ოჯახში რაც შეიძლება მალე ვიხილოთ“, - აცხადებდა Europetime-თან მარკეტა გრეგოროვამ. Europetime-ის ინფორმაციით, საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ კომისია შეკრიბა, რათა განაცხადის შესახებ თავისი მოსაზრება წარმოედგინა. ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ევროკომისიაში კარგად ესმით, რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მოსახლეობა კანდიდატის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას და კომისია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დაასრულოს. ამასთან, ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გზაზე შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები წევრი სახელმწიფოების მიერ მიიღება. ევროპარლამენტარის, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით, ევროკომისია ყოველთვის ითვალისწინებს მთლიან სურათს აპლიკანტი ქვეყნის მზადყოფნის შეფასებისას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 13 ივნისს განაცხადა, რომ თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ზელენსკი ელის, რომ გერმანია რუსეთთან ურთიერთობაში თავის პრიორიტეტებს უფრო მკაფიოდ განსაზღვრავს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ელის, რომ გერმანია კანცლერ ოლაფ შოლცის კიევში ვიზიტის დროს, თავის პრიორიტეტებს თავის პრიორიტეტებს რუსეთთან ურთიერთობაში უფრო მკაფიოდ განსაზღვრავს და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებში მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეარხ ZDF-ის გადაცემა Heute Journal-თან ინტერვიუში განაცხადა. „ველოდები, რომ ის [ოლაფ შოლცი] პირადად დაგვიჭერს მხარს და პირადად დარწმუნდება, რომ უკრაინას შეუძლია, შეუერთდეს ევროკავშირს და რომ კანდიდატის სტატუსი უკრაინას უკვე ივნისში მიენიჭება“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, კიევი შოლცისგან გარანტიას ელის, რომ გერმანია უკრაინას მხარს დაუჭერს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გერმანიის ხელმძღვანელობასა და უკრაინას შორის ურთიერთობაში გარკვეული სკეპტიციზმი, ჯერ კიდევ ოლაფ შოლცის კანცლერობამდე იყო. ეს სკეპტიციზმი, მისი აზრით, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება, როდესაც ევროკავშირსა და NATO-ში უკრაინის მომავალ წევრობას ეხება საქმე. ამავდროულად, ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შესაძლოა, კიევს ამ კვირაში ეწვიოს. თუმცა, მას ჯერ არ დაუსახელებია მოგზაურობის თარიღი. ვიზიტის შესახებ გერმანიის მთვრობას ინფორმაცია ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გერმანიის ელჩი 16 ივნისს შეკრებაზე პრეზიდენტის ინიციატივას იწონებს და ევროპის მოედანზე მისვლას გეგმავს
გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში 16 ივნისს შეკრებაზე პრეზიდენტის ინიციატივას იწონებს და ევროპის მოედანზე მისვლას გეგმავს. „საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ხვალ, 16 ივნისს, 19 საათზე მოსახლეობა მიიწვია ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. აღსანიშნავია, როდესაც სახელმწიფოს მეთაური თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია ევროპის მიმართ. ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები, რათა გავხდე ამ ნების გამოხატვის მოწმე“, - აღნიშნულია ელჩის განცხადებაში. პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს შეკრებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსაც მიმართა, შეუერთდნენ ამ შეკრებას. პრეზიდენტმა მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, ვისი მიზანიც ევროპაა, მასთან „ერთად დადგნენ მიკროფონების გარეშე“. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ 16 ივნისის შეკრების ინიციატივა „სამწუხაროდ, ცოტა მოუმზადებელია, რადგან აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული“. ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის შეთავაზებას იღებს და 16 ივნისის აქციაში მონაწილეობას გეგმავს. საგარეო საქმეთა სამინისტრო: გერმანიის პოლიტიკური წრეები ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან
ოლექსი არესტოვიჩი: ბატონო შოლც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენი ჯარისკაცების დაღუპვაზე, რადგან უკრაინას დაპირებულ მძიმე შეიარაღებას არ აძლევთ
ბატონო შოლც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე, რადგან უკრაინას დაპირებულ მძიმე შეიარაღებას არ აძლევთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის გერმანული წარმოების საბრძოლო ტანკების გადაცემაზე ბერლინმა მადრიდს უარი განუცხადა. ზელენსკი: უკრაინა არ ითხოვს იმაზე მეტ იარაღს, ვიდრე საჭიროა თავისუფლების დასაცავად მედია: გერმანიამ ესპანეთს, ტანკების უკრაინისთვის გადაცემის უფლება არ მისცა "ბატონო შოლც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე. ბავშვები ყოველდღე იღუპებიან, ჩვენ ყოველდღე ვკარგავთ 100 ჯარისკაცს, რადგან თქვენ არ გვაძლევთ მძიმე შეიარაღებას. უკრაინის არმია ძლიერია, შეგვეძლო რუსების ჩვენი ქვეყნიდან განდევნა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება იარაღი", - განაცხადა არესტოვიჩმა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის შესახებ. მედია: გერმანიამ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება მინიმუმამდე შეამცირა რასმუსენი: გერმანია უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების საკითხზე ზედმეტად ყოყმანობს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინამ იმ იარაღის ჩამონათვალი გაავრცელა, რომელიც ქვეყნის არმიას ომის დასასრულებლად სჭირდება იენს სტოლტენბერგი: უკრაინამ უფრო მეტი მძიმე შეიარაღება უნდა მიიღოს გერმანული კონცერნი მზადაა, უკრაინაში ქვეითი საბრძოლო მანქანები გაგზავნოს - Bild მარკ რუტე: ნიდერლანდები გერმანიასთან ერთად მალე მზად იქნება, უკრაინაში 12 თვითმავალი ჰაუბიცა გაგზავნოს უკრაინის ელჩი გერმანიის მთავრობას: რატომ აჭიანურებთ ქვეითი საბრძოლო მანქანების მიწოდებას, როდესაც უკრაინას სისხლი სდის დონბასში?
გერმანია უკრაინას სამ ერთეულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა MARS2-ს გადასცემს
გერმანია უკრაინას MARS2-ის ტიპის სამ ერთეულ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას გადასცემს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა. სლოვაკეთი უკრაინას ვერტმფრენებს, კანადა, პოლონეთი და ნიდერლანდები კი საარტილერიო დანადგარებს გადასცემენ ეს სისტემა ამერიკული უნივერსალური გამშვები დანადგარის MLRS-ის ევროპული მოდიფიკაციაა, რომელიც გერმანიის შეიარაღებაში 1990-იანი წლებიდან ირიცხება. MARS2-ს მართვადი რაკეტების 70 კმ რადიუსზე გაშვება შეუძლია. ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. „რამშტეინი 3“) შეხვედრა მიმდინარეობს. მანამდე, 23 მაისს, რამშტეინის საავიაციო ბაზაზე (გერმანია) უკრაინის მხარდაჭერის ჯგუფის მეორე შეხვედრა 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების დონეზე გაიმართა. უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევის ასეთი ინსტრუმენტი შეერთებული შტატების ინიციატივით შეიქმნა.
გერმანიის ელჩი იმედოვნებს, რომ საქართველოს ექნება „გარკვეული პროგრესი ევროპულ გზაზე“
საქართველოში გერმანიის სრულუფლებიანმა ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ევროპის მოედანზე პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ აქციაზე განაცხადა, რომ მოლოდინი მაქვს, რომ ერთი კვირის განმავლობაში, ევროპის საბჭოს შეხვედრის შემდეგ, საქართველოს, მთავრობის მეთაურებს უკვე ექნებათ გარკვეული პროგრესი ევროპულ გზაზე. ელჩის შეფასებით, არ აქვს მნიშვნელობა, ეს დიდი ნაბიჯი იქნება თუ პატარა, მაგრამ იმედი აქვს, რომ იქნება პროგრესი და ხალხის მხარდაჭერით და პოლიტიკური ძალების სრული ჩართულობით. ,,ეს საღამო ევროპას შეეხება. სხვა რამ ამ საღამოს არ არის მნიშვნელოვანი. ეს არ არის მთავრობის შეკრება. რამდენიმე ადამიანს ველაპარაკე. ისინი მკაფიოდ უჭერენ მხარს ევროკავშირს, მათ უნდათ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს და პოლიტიკური პარტიებისგან სწორად ამას მოელიან. მოლოდინი მაქვს, რომ ერთი კვირის განმავლობაში, ევროპის საბჭოს შეხვედრის შემდეგ, საქართველოს, მთავრობის მეთაურებს უკვე ექნებათ გარკვეული პროგრესი ევროპულ გზაზე. არ აქვს მნიშვნელობა, ეს დიდი ნაბიჯი იქნება თუ პატარა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ იქნება პროგრესი და ხალხის მხარდაჭერით და პოლიტიკური ძალების სრული ჩართულობით, საქართველოს მთავრობას, ოპოზიციას და ქვეყანას შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ ევროკავშირის წევრობის გზა”, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა. „ევროკავშირის გაწევრიანების კონტექსტში დღევანდელი შეკრება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს საღამო მხოლოდ ამ თემას ეძღვნება. რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ყველაფერს, რაც ხდება. სხვა დემონსტრაციებიც თავისუფალი ნების გამოხატულებაა. ამ საღამოს ჩვენ ევროპული ინტერესის სიწმინდეს ვხედავთ“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა.
ანგელა მერკელი: რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში შუამავლის როლს შევასრულებ
"მომავალში რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში შუამავლის როლს შეასრულებს, თუმცა ამჟამად ეს საკითხი არ განიხილება", - ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. „ერთი მხრივ, პუტინი მზად აღარ იყო ნორმანდიულ ფორმატში სამიტებისთვის. მეორე მხრივ, მე ვერ მივაღწიე იმას, რომ შევქმენი დამატებითი სადისკუსიო ფორმატი რუსეთისა და ევროპისთვის, ნორმანდიული ფორმატის პარალელურად. პოლიტიკიდან წასვლამდე ვცდილობდი, უკრაინული კრიზისი არ დამეშვა, თუმცა მიზანს ვერ მივაღწიე“, - განაცხადა მერკელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გერმანია უკრაინაში თვითმავალ ჰაუბიცებს უახლოეს კვირებში გაგზავნის
გერმანია უკრაინაში თვითმავალ ჰაუბიცებს უახლოეს კვირებში გაგზავნის. ასევე მოსალოდნელია საარტილერიო და MLRS მარაგების მიწოდება. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა უკრაინაში ანკა ფელდჰუსენმა განაცხადა. „ჰაუბიცების გარდა, უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებენ HIMARS სისტემებსაც. HIMARS ახლა თავსდება ევროპაში და უკრაინელი სამხედროები სწავლობენ მათ გამოყენებას", - განაცხადა გერმანიის ელჩმა. მისი თქმით, ოქტომბერში, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მიერ გამოცხადებული თანამედროვე ანტიბალისტიკური საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაც იგეგმება. როგორც ცნობილია, ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, იტალიის პრემიერ მინისტრთან მარიო დრაგისთან და რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან ერთად, 16 ივნისს ეწვია უკრაინას. განსახილველ თემებს შორის იყო გლობალური სასურსათო უსაფრთხოება, ევროინტეგრაცია და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ჰაუბიცა - (გერმანული haubitze, მისი პირველადი დანიშნულება - ქვის სატყორცნი ქვემეხი), საარტილერიო იარაღის ტიპი, რომლის დანიშნულებაა დახურულ საცეცხლე პოზიციაზე იერიშის მიტანა. ჰაუბიცა შედის საბრძოლო არტილერიის ჯგუფში, მისი კალიბრი 100 მმ და მეტია, აქვს შედარებით მოკლე ლულა (15--30 კალიბრი), ცვალებადი ჭურვები, სროლის საკმაოდ მაღალი სიჩქარე - 0,5-1-დან 6 გასროლამდე წუთში (კალიბრიდან გამომდინარე), სროლის მანძილი 17 კმ. თანამედროვე ჰაუბიცა არის თვითმავალი, ხოლო მოძველებულ მოდელს აქვს მექანიკური ბუქსირი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გერმანიის კანცლერი ევროკავშირში გაწევრიანების გამარტივებას ითხოვს
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროკავშირს სტრუქტურული მოდერნიზებისკენ მოუწოდა, რათა ახალი წევრების მიღება გამარტივდეს. ამის შესახებ შოლცმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ევროკავშირმა უნდა მოახდინოს თავისი სტრუქტურების მოდერნიზება. ყოველთვის არ იქნება შესაძლებელი ყველაფრის ერთხმად გადაწყვეტა, თუნდაც დღეს ეს პროცედურა ერთსულოვნებას მოითხოვს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა. შოლცი იმედოვნებს, რომ 23-24 ივნისის სამიტი სტიმულს მისცემს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც თითქმის ორი ათეული წელია, ევროკავშირში გაწევრიანებას ელოდებიან. „ჩვენ უნდა ვაჩვენოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომ სერიოზულად ვართ განწყობილნი. ალბანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია ყველა მოთხოვნას პასუხობენ, რომ დაიწყონ ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული მოლაპარაკებები“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. ევროკავშირის ლიდერები საკითხს მომავალ კვირაში, ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.
შოლცი: G7 მხარს დაუჭერს უკრაინას, სანამ ეს საჭირო იქნება
უკრაინას შეუძლია, ელოდოს, რომ მიიღებს საჭირო მხარდაჭერას, სანამ ეს საჭირო იქნება". ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 18 ივნისს გერმანიის საინფორმაციო სააგენტო Dpa-სთან ინტერვიუში განაცხადა. შოლცის თქმით, მას სურს, გამოიყენოს მომავალი კვირის შეხვედრა G7-ის ლიდერებთან ბავარიაში, უკრაინის მხარდაჭერტის გრძელვადიანი პერსპექტივების განსახილველად. მისივე თქმით, პუტინი იმედოვნებს, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, როგორც კი საკმარის მიწას დაიპყრობს და საერთაშორისო საზოგადოება ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდება, თუმცა გერმანიის კანცლერის შეფასებით, ეს ილუზიაა. შოლცის თქმით, მან და მისმა კოლეგებმა საფრანგეთიდან, იტალიიდან და რუმინეთიდან 16 ივნისს კიევში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ზელენსკისთან განიხილეს უკრაინისთვის იარაღის, კონკრეტულად, საბრძოლო მასალისა და არტილერიის მიწოდების საკითხი.
გერმანია გაზის მოხმარების შესამცირებლად დამატებით ზომებს მიმართავს
გერმანია აცხადებს, რომ დამატებით ზომებს მიიღებს, რათა გარანტირებული იყოს ენერგომომარაგება იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაზის მიწოდებას შეაჩერებს. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, გაზის მოხმარების შესამცირებლად, ნაკლები გაზი უნდა იყოს გამოყენებული, ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები უფრო მეტად უნდა გამოიყენონ. ზომები მოიცავს გაზის მოხმარების შემცირებას ინდუსტრიასა და ელექტროენერგიის წარმოებაში. მთავრობა აცხადებს, რომ დამატებითი ზომები მოიცავს ქვანახშირის წარმოების გაზრდასაც. როგორც ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, სიტუაცია საკმაოდ სერიოზულია, გაზის მოხმარება უნდა შემცირდეს და მეტი გაზი უნდა იყოს დარეზერვებული, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ზამთარში ყველაფერი „ნამდვილად დამძიმდება“. ამ ნაბიჯს წინ უძღვის გაფრთხილება, რომელიც ენერგოკომპანიებმა რუსული „გაზპრომისგან“ გაზის მოცულობის შემცირებასთან დაკავშირებით მიიღეს.
გერმანიამ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, ახალი გადაწყვეტილება დააანონსა
გერმანიის რკინიგზა მარცვლეულის ექსპორტში უკრაინის დახმარებას გეგმავს. შესაბამისი საცდელი ოპერაციები, სავარაუდოდ, 2022 წლის ივლისში შესრულდება. შესაბამისი განცხადება უკრაინაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ანკა ფელდჰუსენმა ონლაინ ბრიფინგზე გააკეთა. ფელდჰუსენის თქმით, უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი ოდესის პორტებით ახლა შეუძლებელია და ვითარდება სხვადასხვა საექსპორტო გადაწყვეტილა უკრაინა-პოლონეთის საზღვრის გავლით. „ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ ამ პროცესს. გერმანიის რკინიგზა აქტიურად მუშაობს უკრაინელ პარტნიორებთან საცდელი ოპერაციების განსახორციელებლად. მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევასრულებთ ასეთ ოპერაციებს ივლისში და შევძლებთ [უკრაინული] მარცვლეულის ყოველდღიურ ექსპორტს“, - თქვა ფელდჰუსენმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარმა ელჩმა, ექსპორტიორთა და ინვესტორთა საბჭოს კოორდინატორმა ოლგა ტროფიმცევამ განაცხადა, რომ ბოლო დროს უკრაინა სახმელეთო გზით ახორციელებდა თვეში საშუალოდ 1,5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
გერმანიის ხელისუფლებამ სანქცირებულ რუს პარლამენტარსა და მის მეუღლეს სამი ბინა ჩამოართვა
გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის წევრს და მის მეუღლეს სამი ბინა ჩამოართვა. CNN მიუნხენის პროკურორის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის ამ ქალაქში, დუმის წარმომადგენლისა და მისი მეუღლის საკუთრებაში არსებული ბინები, სანქცირებულებს საბანკო ანგარიშებთან ერთად ჩამოართვეს. ეს იყო პირველი შემთხვევა გერმანიაში, როდესაც სანქცირებულ პირს კუთვნილი აქტივები არამარტო გაუყინეს, არამედ ჩამოართვეს. პროკურორის თქმით, სათათბიროს წევრს ევროკავშირმა სანქციები 2022 წლის 23 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ერთი დღით ადრე, აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული ტერიტორიების დამოუკიდებლად აღიარების შესახებ პუტინის გადაწყვეტილების მხარდაჭერის გამო დაუწესა. ორი ბინა ეკუთვნოდა როგორც სათათბიროს წევრს, ასევე, მის მეუღლეს, ხოლო კიდევ ერთი ბინა მხოლოდ მისი მეუღლის სახელზე იყო. მიუნხენის პროკურორის განცხადებით, სანქცირებულია როგორც სახლმწიფო სათათბიროს წევრი, ასევე, მისი მეუღლე. იმავდროულად, სათათბიროს წევრის და მისი მეუღლის წინააღმდეგ, გერმანიის ხელისუფლება სანქციების დარღვევის საქმეზე დამატებით გამოძიებას აწარმოებს.
გერმანიამ უკრაინას თვითმავალი ჰაუბიცების პირველი პარტია გადასცა
გერმანიამ უკრაინას უსაფრთხოების დახმარების ფარგლებში თვითმავალი საარტილერიო დანაყოფების (Panzerhaubitze 2000) პირველი პარტია გადასცა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Facebook-ზე გაავრცელა. გერმანია უკრაინაში თვითმავალ ჰაუბიცებს უახლოეს კვირებში გაგზავნის „გავძლიერდით! პირველი გერმანული Panzerhaubitze2000 გაწვრთნილი უკრაინელი ეკიპაჟებით შეუერთდა უკრაინული არტილერიის ოჯახს“, - წერს რეზნიკოვი. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის მე-6 ტიპის 155 მმ-იანი არტილერია, რომელიც უკრაინის თავდაცვას გააძლიერებს. უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ებრძვიან რუსეთის ჯარებს შემდეგი ტიპის არტილერიით: M777, FH70, M109, AHS Krab და Caesar. "ამიერიდან Ph2000 შეუერთდა კლუბს", - დაამატა რეზნიკოვმა. Panzerhaubitze 2000 (PzH 2000) - გერმანული თვითმავალი საარტილერიო ინსტალაცია. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში, მიუნხენის Krauss-Maffei Wegmann-მა შექმნა. ეს არის დღემდე ერთ-ერთი საუკეთესო საარტილერიო დანადგარი. PzH 2000-ს შეუძლია სამიზნეებზე დარტყმა 30 კმ-ზე მეტ მანძილზე სტანდარტული ჭურვებით.
ახლა, როცა ქართველი ახალგაზრდობა ევროპულ მომავალს ითხოვს, არ არის დრო, რომ ყველამ გააერთიანოს ძალები? - მიჰაილ გალარი
ევროპარლამენტარ მიჰაილ გალარის (EPP, გერმანია) შეფასებით, ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს იმ ფონზე, როდესაც ახალგაზრდობა ქუჩაშია გამოსული ევროპული მომავლის მოთხოვნით. „ახლა, როცა ქართველი ახალგაზრდობა, ქვეყნის იმედი ქუჩაშია და მოითხოვოს ევროპულ მომავალს, განა ახლა არ არის დრო, რომ ყველა, ვინც ცდილობს, გადალახოს პოლიტიკური დაპირისპირება, გააერთიანოს ძალები ყველა ბანაკიდან, ახალი შეთანხმების მოთხოვნით? ხალხი უკეთესს იმსახურებს“, - წერს Twitter-ზე ევროპარლამენტარი. (ექსკლუზივი) ევროპარლამენტარი მიჰაილ გალარი: რეფორმა არის საკვანძო საკითხი, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობას და სასამართლო სისტემას 20 ივნისს, თბილისში ხალხმრავალი აქცია - „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორებმა, ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. მანამდე, წაიკითხეს მანიფესტი და 24 ივნისისთვის კვლავ შეკრება დაგეგმეს. შეკრებილებს მიმართეს ევროპარლამენტარებმაც. აქციის ორგანიზატორის, „სირცხვილიას“ ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, შეიქმნება სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო, რომელიც გააერთიანებს სამოქალაქო მოძრაობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო მოძრაობა ხელისუფლების წინაშე მოთხოვნებს წამოაყენებს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.
უკრაინული ეკიპაჟის წვრთნა დასრულდა, უკრაინისთვის ჰაუბიცების მიწოდება დაიწყო - გერმანიის საელჩო
გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას 12 თვითმავალ ჰაუბიცას Panzerhaubitze 2000-ს გადასცემენ. ამის შესახებ გერმანიის საელჩომ უკრაინაში Twitter-ზე განაცხადა. „დასრულდა უკრაინელი ჯარისკაცების გაწვრთნა Panzerhaubitze 2000-ზე. დაიწყო იარაღის სისტემის გადაცემა უკრაინაში“, - ნათქვამია განცხადებაში. მარკ რუტე: ნიდერლანდები გერმანიასთან ერთად მალე მზად იქნება, უკრაინაში 12 თვითმავალი ჰაუბიცა გაგზავნოს საელჩომ დაამატა, რომ გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას 12 ჰაუბიცას მიაწვდიან. 21 ივნისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინამ გერმანიიდან მიიღო პირველი ჰაუბიცები.
გერმანიის ვიცე-კანცლერმა მოქალაქეებს გაზის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდა
გერმანიამ ბუნებრივი აირის მიწოდების სამეტაპიანი საგანგებო გეგმის მეორე ეტაპი გაააქტიურა, ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა. ჰაბეკმა გერმანელებს მოუწოდა, შეამცირონ გაზის მოხმარება, როგორც ეროვნული ძალისხმევის ნაწილი. „ახლა ჩვენ მოვუწოდებთ, შემცირდეს გაზის მოხმარება, განსაკუთრებით, „მომავალი ზამთრის თვეების წინ“. ჰაბეკის თქმით, მესამე და უმაღლესი ეტაპი არის „გადაუდებელი“ დონე. გერმანია გაზის მოხმარების შესამცირებლად დამატებით ზომებს მიმართავს გერმანია დიდად არის დამოკიდებული მოსკოვის გაზზე, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყებამდე, მოსკოვის იმპორტის წილის 55%-დან 35%-მდე შემცირება მოახერხა. „რუსეთთან ეკონომიკურ კონფრონტაციაში ვართ“, - განაცხადა ჰაბეკმა. ამ მოვლენებს წინ უძღვის გაფრთხილება, რომელიც ენერგოკომპანიებმა რუსული „გაზპრომისგან“ გაზის მოცულობის შემცირებასთან დაკავშირებით მიიღეს. 18 ივნისის მდგომარეობით, ევროპული გაზის საცავები სავსე იყო 52%-ით და ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის უახლესი მაჩვენებლებით, კიდევ ერთი პროცენტით შემცირდა. თუმცა, Bloomberg-ის მიხედვით, მარაგები კვლავ შეესაბამება ბოლო ხუთი წლის საშუალო დონეს. ხუთშაბათს, 16 ივნისს, გაზპრომმა განაცხადა, რომ „ამჟამად“ ვერ ხედავს Nord Stream-თან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზას. კვლევითი კომპანია Wood Mackenzie Ltd-ის ინფორმაციით, თუ გაზსადენი მთლიანად დაიბლოკება, ნოემბრის გათბობის სეზონის დაწყებამდე ევროპა ვერ შეძლებს მარაგის შევსებას. ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უკრაინა გერმანიისგან €1 მილიარდს მიიღებს
უკრაინისა და გერმანიის ფინანსთა სამინისტროებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, უკრაინისთვის €1 მილიარდის მოცულობის გრანტის გადაცემის შესახებ. ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. თანხა მიმართული იქნება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში, საომარი მდგომარეობის დროს სოციალური და ჰუმანიტარული ხარჯების დაფარვის მიზნით. „ბატონო ლინდერ, [გერმანიის ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდერი], მადლობა პირადად თქვენ, თქვენს გუნდსა და პროცესის ყველა მონაწილეს, რომელთა ძალისხმევითაც ჩვენ ძალიან სწრაფად მივაღწიეთ შეთანხმებას". - თქვა უკრაინის ფინანსთა მინისტრმა, სერგეი მარჩენკომ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი საქართველოსა და სომხეთს ეწვევა
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი სვენია შულცე საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ინფორმაციის გერმანიის საელჩო ავრცელებს. საქართველოში ვიზიტისას 28-30 ივნისს, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან და ვიცეპრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან. გერმანიის საელჩოს ცნობით, მინისტრის ვიზიტისას საჯარო შენობებში ენერგოეფექტიანობის პროგრამის ფარგლებში ხელი მოეწერება 40 მილიონი ევროს მოცულობის საკრედიტო ხელშეკრულებას და ასევე 3,2 მილიონი ევროს მოცულობის საგრანტო ხელშეკრულებას საქართველოში ათობით საჯარო სკოლის ენერგოეფექტიანი რეაბილიტაციისათვის. იმავე პროგრამის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 12,2 მილიონი ევროს მოცულობის საგრანტო ხელშეკრულებას გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის. ამიტომ ხელშეკრულების ხელმოწერას ევროკავშირის ელჩიც დაესწრება. საგურამოს პროფესიულ კოლეჯსა და შატო მუხრანში ვიზიტის დროს მინისტრი მიიღებს ინფორმაციას საქართველოში დუალური პროფესიული განათლების შესახებ და გაესაუბრება სტუდენტებს. „განვითარების სფეროში გერმანიასა და საქართველოს შორის 30 წლიან თანამშრომლობას 2022 წელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილი მიღების დროს მინისტრს ქართველ და საერთაშორისო პარტნიორებთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცემა“, - ნათქვამია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.
გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას კიდევ ექვს Ph2000 ჰაუბიცას მიაწვდიან
გერმანია და ნიდერლანდები უკრაინას დამატებით 155 მმ-იან Panzerhaubitze 2000 (Ph2000) ჰაუბიცას მიაწვდიან. ამის შესახებ NATO-ს სამიტის ფარგლებში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა და ნიდერლანდების კასია ოლლონგრენმა განაცხადეს, იუწყება Sky News. გერმანიამ უკრაინას თვითმავალი ჰაუბიცების პირველი პარტია გადასცა კერძოდ, მათი თქმით, რომ გაგზავნილი 12 ჰაუბიცის გარდა, თითოეული ქვეყანა უკრაინას კიდევ 3-ს გაუგზავნის. „ჩვენ ვავლენთ მონდომებასა და ერთგულებას უკრაინასთან მიმართებით და არ დავთმობთ რუსული აგრესიის წინაშე“, - განაცხადა ოლონგრენმა. მანამდე. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა 21 ივნისს განაცხადა, რომ პირველი გერმანული თვითმავალი ჰაუბიცები Panzerhaubitze2000 უკვე ფრონტზე იყო. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აჩვენეს, როგორ იყენებენ იარაღს ოკუპანტების წინააღმდეგ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ლევან დავითაშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრს სვენია შულცეს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. უწყების ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის, ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და გერმანიას შორის ეკონომიკური ურთიერთობები, ხაზი გაესვა თანამშრომლობას პრიორიტეტულ სფეროებში როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, მდგრადი განვითარება, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, სოფლის მეურნეობა და სხვ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გერმანიის მხარდაჭერილ პროგრამაზე საჯარო შენობებში ენერგოეფექტიანობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ათობით საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ენერგოეფექტიანობის გასაზრდელად. პროგრამის მთავარი მიზანია სკოლების შენობების მდგრადი და სრული რეაბილიტაცია მათი ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესების და მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდის მიზნით. აღინიშნა, რომ საჯარო შენობების განახლების ასეთი ღონისძიებები გამოიწვევს ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციას და ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებას. გარდა ამისა, მსგავსი ღონისძიებების შედეგად გახანგრძლივდება შენობის ექსპლუატაციის ვადა, გაუმჯობესდება ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და კომფორტის დონეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიმდინარე პროექტები, რომლებიც გერმანიის მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკის სფეროს მდგრადობის გაძლიერების მიზნით ხორციელდება. მათ შორის, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმართულებით. ასევე გამახვილდა ყურადღება თანამშრომლობის გაძლიერებაზე საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების ამაღლების მხრივ. საუბარი აგრეთვე წარიმართა საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და გერმანიის მხარდაჭერაზე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შეხვედრაზე გერმანიის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. აღინიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების გზაზე და დაეხმარება მას რეფორმების განხორციელების კუთხით.
უკრაინამ გერმანიიდან €1 მილიარდი მიიღო
უკრაინის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ბიუჯეტმა გერმანიიდან €1 მილიარდი ევროს ოდენობით გრანტი მიიღო. უწყების ცნობით, საგრანტო თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გახსნილი სპეციალური ადმინისტრაციული ანგარიშის მეშვეობით გადაირიცხა. შემოსული თანხა მოხმარდება საომარი მდგომარეობის დროს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, საომარი მდგომარეობის შემოღების დაწყებიდან უკრაინას ფინანსური და საბიუჯეტო სისტემის მხარდასაჭერად გერმანიიდან უკვე 1,3 მილიარდი ევრო აქვს მიღებული. შეგახსენებთ, რომ უკრაინის 1 მილიარდი ევროს საგრანტო დაფინანსების შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებას ხელი 24 ივნისს უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერხი მარჩენკომ და გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა მოაწერეს. მანამდე პარასკევს, ევროკომისიამ უკრაინისთვის 1 მილიარდი ევროს ოდენობით, მაკროფინანსური დახმარების პირველი ტრანშის გამოყოფის შესახებ განაცხადა, ხოლო ნორვეგია, დაახლოებით იგივე რაოდენობის დახმარებას 2022 წლის ბოლომდე ან 2023 წლის დასაწყისამდე დაჰპირდა.
გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება იგივე, რაც NATO-ს რომელიმე წევრისთვის
კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია მოკავშირეებთან ერთად განიხილავს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს, თუმცა ეს გარანტიები არ იქნება იგივე, რაც ტრანსატლანტიკური ალიანსის წევრისთვის. გერმანულ ტელეარხ ARD-სთან ინტერვიუში „ჩვენ ახლო მეგობრებთან ერთად განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საკითხს, რაც შეგვიძლია. ეს არის მიმდინარე პროცესი. მკაფიოა, რომ ეს ისეთივე არ იქნება, როგორც NATO-ს რომელიმე წევრისთვის“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ოლაფ შოლცი: არავინ იცის, როდის ამოიწურება რუსული იარაღი, ან ფინანსები
არავინ იცის, როდის ამოიწურება რუსული იარაღი ან ფინანსები. პუტინი არის ძალიან დიდი ქვეყნის ლიდერი, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ბევრი საშუალება აქვს და ნამდვილად აწარმოებს ამ სასტიკ ომს, ამისთვის ძალიან დიდხანს ემზადებოდა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, „სიბიესთან“ ინტერვიუში განაცხადა. „საკვების დეფიციტს მსოფლიოში ბევრი ადამიანი ახლა მათთვის საფრთხედ ხედავს, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი შედეგია და ომის, რომელსაც ის აწარმოებს. მისი მოქმედების პირდაპირი შედეგია ენერგეტიკის ყველა გაძვირებაც. ის არის ის, ვინც არასწორ საქმეებს აკეთებს“, – განაცხადა შოლცმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
პროფკავშირების გაერთიანება: სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს
გერმანიაში, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულმა ქართველებმა გერმანელ დამსაქმებელს სასამართლო დავა მოუგეს. ახლა ბრძოლა ქართულ სასამართლოში, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს მიმართ, მიუღებელი შემოსავლისა და მორალური ზიანის დაკისრების მოთხოვნით გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, გერმანიაში, საქმის მოსამზადებელ სამუშაოებსა და გერმანიის პროფკავშირების გაერთიანებასთან აქტიურ კომუნიკაციაში იყო ჩართული საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება. ქართულ სასამართლოშიც ქართველი სეზონური მუშების ინტერესებს სწორედ პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავს. უახლოეს მომავალში დაინიშნება პროცესი, რომელზეც დაიკითხებიან მოწმეები, მათ შორის, გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოსთან დაკავშირებული ორგანიზააციის MIRA-ს წარმომადგენელიც, რომელმაც დასაქმების ადგილი თავად შეამოწმა და არაერთი დარღვევაც დაადგინა. „ყველაფერი გასულ წელს დაიწყო. გერმანიაში, მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება საქართველოს და გერმანიას შორის სამთავრობო დონეზე დადებული საშუამავლო ხელშეკრულებით რეგულირებული შრომითი ურთიერთობა იყო. თუმცა, გერმანელმა დამსაქმებელმა ქართველ სეზონურ მუშებს გერმანიის კანონმდებლობასთან აშკარა წინააღმდეგობაში მყოფი ხელშეკრულება ინგლისურ ენაზე გაუფორმა. არც ერთმა დასაქმებულმა აღნიშნული ენა არ იცოდა. ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ მუშები საათში 9.35 ევროს მიიღებდნენ, თუმცა, სინამდვილეში დამსაქმებელმა ეს პირობაც დაარღვია. საათობრივი ანაზღაურების ნაცვლად, იგი ნამუშევარს სამი მოკრეფილი მარწყვის ყუთის პროპორციულად ანგარიშობდა. გერმანიის პროფკავშირების გაერთიანების დახმარებით მარწყვის ფერმაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულებმა სარჩელით მიმართეს გერმანიის სასამართლოს და მოითხოვეს 2021 წლის ივნისის თვეში დამსაქმებლის ბრალით იძულებითი მოცდენის ანაზღაურება „მინიმალური ხელფასის შესახებ“ გერმანიის კანონით დადგენილი ანაზღაურების ტარიფით. დამსაქმებელი ამტკიცებდა, რომ ქართველი მუშები დროულად არ ცხადდებოდნენ სამსახურში, ალკოჰოლს იღებდნენ, დილაობით არ ჰქონდათ მუშაობის სურვილი და ნაადრევად, თვითნებურად ტოვებდნენ სამუშაო ადგილს. შესაბამისად, დამსაქმებელი კი არ ამყოფებდა მათ იძულებითი მოცდენის პირობებში, არამედ, თავად დასაქმებულები არ ასრულლებდნენ სამუშაოს. დამსაქმებელმა ვერცერთი ეს გარემოება ვერ დაამტკიცა, რადგანაც ყველა მათგანი იყო მხოლოდ დამსაქმებლის სიტყვები, არ არსებობდა მტკიცებულებები, რის გამოც სასამართლომ დამსაქმებლის არგუმენტაცია დაუსაბუთებლად მიიჩნია“, – აცხადებენ პროფკავშირებში. მათივე ცნობთ, სასამართლომ გაიზიარა ქართველი სეზონური მუშების მოთხოვნები, დარწმუნდა, რომ ქართველებს ჩასვლისთანავე სურდათ სრული დატვირთვით მუშაობის დაწყება, რისი საშუალებაც დამსაქმებელმა არ მისცა და ამყოფებდა იძულებითი მოცდენის პირობებში. „დადგინდა, რომ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს „მინიმალური ხელფასის შესახებ“ გერმანიის კანონით განსაზღვრულზე უფრო ნაკლები ოდენობით ანაზღაურებას, სამართლებრივი ძალა არ გააჩნია და ბათილია. სასამართლომ დამსაქმებელს დააკისრა თითოეული დასაქმებულის სასარგებლოდ იძულებითი მოცდენის ანაზღაურება 2021 წლის 11 მაისიდან 31 მაისამდე პერიოდისთვის ხელზე ასაღები 1018 ევროს ოდენობით, ხოლო პირველი ივნისიდან 17 ივნისამდე პერიოდისთვის -909 ევროს ოდენობით“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
გერმანიის საელჩო: ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა
ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2021 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველომ 100 ქულიდან 87 ქულით მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა. ქვეყნის ეს შთამბეჭდავი მიღწევა საჯარო ფინანსების სფეროში გატარებული მთელი რიგი რეფორმების შედეგია, როგორიცაა, საშუალოვადიანი დაგეგმვის გაუმჯობესება, პროგრამული ბიუჯეტირების დანერგვა, ანგარიშვალდებულების გაზრდა, საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემების დანერგვა და გაუმჯობესება, მოქალაქეთა ჩართულობის ხელშემწყობი მექანიზმების დანერგვა, საბიუჯეტო დოკუმენტაციის გამოქვეყნება, მოქალაქეთა გზამკვლევების მომზადება და სხვა დაკავშირებული ღონისძიებები. გერმანიის განვითარების თანამშრომლობის სახელით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) სხვა პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას საჯარო ფინანსების მართვის კუთხით რეფორმების გატარებაში, განსაკუთრებით, ადგილობრივ დონეზე“, – აცხადებენ გერმანიის საელჩოში.
გერმანიამ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიცირება მოახდინა
კანადის, ესტონეთის, დანიისა და ნორვეგიის შემდეგ, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას პროტოკოლის რატიფიცირებით, გერმანიამაც დაუჭირა მხარი. გერმანიის ბუნდესტაგმა აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირა მხარი ჰელსინკისა და სტოკჰოლმის წინადადებებს NATO-ში გაწევრიანების შესახებ. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება სამხედრო ალიანსის 30-ვე წევრმა უნდა დაამტკიცოს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.
მედია: უკრაინა კანადას მოუწოდებს, სანქციების ავლით „გაზპრომს“, გაზის ტურბინა არ გადასცეს
კანადის ხელისუფლება გეგმავს, გერმანიის თხოვნით, „გაზპრომის“ კუთვნილი ტურბინა სანქციების გვერდის ავლით Nord Stream 1-ს დაუბრუნოს. ამ დროისთვის ტურბინა რემონტზეა კანადაში. ამის შესახებ უკრაინული მედია და Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერენ. გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა Reuters-ის წყარომ უკრაინის მინენერგოდან განაცხადა, რომ სანქციები „გაზპრომისთვის“ გაზთან დაკავშირებული ნებისმიერი დანადგარის გადაცემას კრძალავს. „თუ ეს ფაქტი მოხდა, უკრაინული მხარე გეგმავს ევროპელ პარტნიორებს მიმართოს, რომ ამ მიდგომას კიდევ ერთხელ გადახედონ“, - წერს Reuters. ივნისის შუა რიცხვებში „გაზპრომმა“ Nord Stream 1-ით, გაზის მიწოდება 40%-ით შეამცირა და განაცხადა, რომ Siemens-მა გაზსაქაჩი აგრეგატი არ დაუბრუნა. თავის მხრივ, Siemens-ში განაცხადეს, რომ აგრეგატი კანადაშია რემონტზე და რუსეთთან მიმართებით, ამ ქვეყნების მიერ შემოღებული სანქციების გამო ვერ იბრუნებენ. ამის შემდეგ, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშენკომ, კანადას მოუწოდა, რომ „გაზპრომს“ დანადგარი არ დაუბრუნოს. 7 ივლისს, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ტურბინა კანადიდან 11 ივლისისთვის უნდა დააბრუნონ. „მე ვიქნები პირველი, ვინც ვიბრძოლებ ევროკავშირის სანქციების შემდგომი ძლიერი პაკეტისთვის, მაგრამ ძლიერი სანქციები ნიშნავს, რომ მათ უფრო მეტი ზიანი უნდა მიაყენონ რუსეთს და პუტინს, ვიდრე ჩვენს ეკონომიკას”, - თქვა მინისტრმა. მან დასძინა, რომ ის კანადას ტურბინის მიწოდებას არა რუსეთისთვის, არამედ გერმანიისთვის სთხოვდა. „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ 2012 წლიდან ამოქმედდა. გაზის მიწოდება ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით ხდება. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის.
კანადა გერმანიას რუსული გაზსადენის შეკეთებულ ნაწილს დაუბრუნებს
კანადა გერმანიას დაუბრუნებს რუსული Nord Stream 1 მილსადენის გარემონტებულ ტურბინას, რომელიც გერმანიისთვის რუსული გაზის მიწოდების წყაროა. მედია: უკრაინა კანადას მოუწოდებს, სანქციების ავლით „გაზპრომს“, გაზის ტურბინა არ გადასცეს უკრაინამ დაგმო ეს ნაბიჯი და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ძირს უთხრის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. „კანადა გერმანიას დაუბრუნებს გარემონტებულ ტურბინას, რომელიც საჭიროა Nord Stream 1 გაზსადენისთვის და შეიძლება, დაეხმაროს ენერგიის მიწოდებას, ვიდრე ევროპა არ შეწყვეტს დამოკიდებულებას რუსულ გაზზე“, - განაცხადა კანადის ბუნებრივი რესურსების მინისტრმა. Reuters-ის ცნობით, კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ გასცემს „ლიმიტირებულ ნებართვას", რათა გაათავისუფლოს ტურბინების დაბრუნება რუსული სანქციებისგან და ასევე გამოაცხადა ახალი ზომები მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში მისი შეჭრის საპასუხოდ. კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ 2012 წლიდან ამოქმედდა. გაზის მიწოდება ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით ხდება. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის.
უკრაინა კანადის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია
უკრაინის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის სამინისტროები გამოხატავენ ღრმა იმედგაცრუებას კანადის მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გასცეს ნებართვა გერმანიაში შეკეთებული ტურბინის დასაბრუნებლად, რომელიც საჭიროა Nord Stream 1-ის გაზსადენისთვის. 2022-07-10 კანადა გერმანიას რუსული გაზსადენის შეკეთებულ ნაწილს დაუბრუნებს ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს, რუსეთის არმიამ დაბომბა საცხოვრებელი უბნები მიკოლაივში, ხარკოვში, კრივი რიჰში, ისევე როგორც სხვა დასახლებები ზაპორიჟიეში. „რუსეთის ფედერაცია მოქმედებდა როგორც ტერორისტული სახელმწიფო, განზრახ ესხმოდა თავს სახლებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებს. დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ათობით დაშავდა", - აღნიშნეს სამინისტროში. აქვე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის კანადამ და გერმანიამ, უკვე დააწესეს სხვადასხვა სახის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინის მთავრობა მადლიერია ამ გადამწყვეტი ქმედებებისთვის. „ამავდროულად, კანადურ-გერმანული უახლესი შეთანხმება და მის საფუძველზე გამოცხადებული გადაწყვეტილება არის სანქციების რეჟიმის მორგება რუსეთის ახირებაზე. ეს საშიში პრეცედენტი ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპს და ექნება მხოლოდ ერთი შედეგი - ის გააძლიერებს მოსკოვის დაუსჯელობის განცდას“, - ნათქვამია განცხადებაში. როგორც ცნობილია, კანადამ გადაწყვიტა, გერმანიას დაუბრუნოს Siemens Energy AG-ის მიერ, კანადაში შეკეთებული გაზის ტურბინა, რომელიც Nord Stream 1-ის გაზსადენის სისტემაში გამოიყენებოდა. გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინის მთავრობის მიმართვის მიუხედავად, რომლის შეფასებით, ხსენებული ნაბიჯი ძირს უთხრის სანქციების რეჟიმს.
გერმანია და იაპონია უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ორგანიზებაში დაეხმარებიან
უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, გერმანია და იაპონია დაიცავენ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და დაეხმარებიან უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ორგანიზებას. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშიმასა ჰაიაშიმ და მისმა გერმანელმა კოლეგამ ანალენა ბაერბოკმა ტოკიოში მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადეს. „იაპონიის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირობა დადეს, რომ ერთობლივად იმუშავებენ, რათა მხარი დაუჭირონ მოსკოვის მიმართ ეკონომიკური სანქციების შენარჩუნებას და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რომელსაც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი ემუქრება“, - იუწყება იაპონური მედია მინისტრების პრესკონფერენციაზე დაყრდნობით. ჰაიაშის თქმით, ტოკიო და ბერლინი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს დაუჭერენ მხარს. თუმცა, მინისტრს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რას გეგმავს ორივე ქვეყანა. კუნძულ ზმეინის გათავისუფლების შემდეგ, დუნაი-შავი ზღვის არხით გემებმა მოძრაობა დაიწყეს მოხსენების თანახმად, ორივე მინისტრი ასევე შეთანხმდა, რომ „კიდევ უფრო უნდა გააძლიერონ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც ჩინეთი აძლიერებს პოზიციებს“. თურქეთის პრეზიდენტმა მარცვლეულის ექსპორტის საკითხი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან განიხილა „ჩვენ უნდა გავერთიანდეთ თანამოაზრე ქვეყნებთან, რათა გავუმკლავდეთ რუსეთის შეჭრას უკრაინაში, რომელიც ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“, - განაცხადა ჰაიაშიმ.
ოლაფ შოლცმა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილეს
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა რობერტ გოლობმა ბერლინში მოლაპარაკებების დროს, უკრაინის მძიმე შეიარაღებით უზრუნველყოფის საკითხი განიხილეს. იუწყება უკრაინული მედია. „ჩვენ განვიხილეთ უკრაინისთვის იარაღის ერთობლივად გადაცემის საკითხი... განვიხილავთ სიტუაციის მოგვარების სხვადასხვა ვარიანტს“, - განაცხადა გოლობმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, სლოვენიამ უკვე გაუგზავნა მძიმე იარაღის პარტია უკრაინას, მაგრამ შემდგომი პროცესი გადაიდო ხელისუფლების ცვლილების გამო. ახლა კი, პრემიერი პროცესის დაჩქარებას ელის. თავის მხრივ, შოლცმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ ქვეყნები „სწრაფ პროგრესს ერთად მიაღწევენ". კანცლერმა ხაზი გაუსვა პარტნიორების მზადყოფნას, მხარი დაუჭირონ უკრაინას - პოლიტიკურად, ეკონომიკურად, ჰუმანიტარულად, სამხედრო თვალსაზრისით, ასევე, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დახმარებით. სლოვენია უკრაინაში 30 T-72 ტიპის ტანკის გაგზავნას და გერმანიიდან ახალი აღჭურვილობის მიღებას გეგმავდა, თუმცა ბერლინმა მხოლოდ 15 ლეოპარდ-2A4 ტიპის ტანკი შესთავაზა . მოლაპარაკებები ორ თვეზე მეტია, მიმდინარეობს.
უკრაინა გერმანიისგან მძიმე შეიარაღების მიწოდებას ელის
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი თავის გერმანელ კოლეგას ქრისტინ ლამბრეხტს შეხვდა. რეზნიკოვის თქმით, მხარეებმა უკრაინისთვის გერმანული შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილეს, რომელიც უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს გააძლიერებს. „ჩვენ მალე ველოდებით კარგ ამბებს“, - აღნიშნა რეზნიკოვმა და დეტალებზე არ მიუთითა. ოლაფ შოლცმა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილეს შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ რუსეთის ტერორისტული ქმედებების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ თანამედროვე, მაღალი სიზუსტის და ძლიერი იარაღით.
საქართველოსა და გერმანიის იუსტიციის მინისტრები თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ
საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრები თანამშრომლობის ახალ ფორმატზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე პრაღაში იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების კონფერენციის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრაზე ისაუბრეს. „საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდება სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროში თანამედროვე პენიტენციური და პრობაციის სისტემის მართვისა და მოწყობის მიმართულებით; განხორციელდება რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში; ქართული მხარე გერმანულ გამოცდილებას გაიზიარებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში; გერმანელი ექსპერტები ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის პროცესში ჩაერთვებიან. გერმანიის იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში მიიწვია. იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტერიალში მონაწილეობის მიზნით იმყოფება. კონფერენციას, ასევე, ესწრებიან საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის იუსტიციის მინისტრები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გერმანიამ უკრაინისთვის გადაცემული იარაღის სია გაასაჯაროვა
გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გადაცემულ იარაღის სისტემების, აღჭურვილობისა და სხვა ლეტალური და არალეტალური დახმარების სია გამოაქვეყნა. დოკუმენტი გერმანიის ფედერალური მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. ოლაფ შოლცმა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდების საკითხი განიხილეს გერმანიის ფედერალური მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, უკრაინამ გერმანიისგან 12 ივლისის მდგომარეობით შემდეგი შეიარაღება მიიღო: 3000 ერთეული ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, 14 000 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 500 საზენიტო რაკეტა „სტინგერი“, 2700 გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „სტრელა“, 7 თვითმავალი ჰაუბიცა, 21 მილიონზე მეტი ტყვია ცეცხლსასროლი იარაღისთვის, 100 ტყვიამფრქვევი და ა.შ. ამასთან, 2022 წელს გერმანიამ გაზარდა თავისი სახსრები უსაფრთხოების შესაძლებლობების გასაძლიერებლად 2 მილიარდ ევრომდე. „ეს დამატებითი თანხები ძირითადად განკუთვნილია უკრაინისთვის, ასევე გერმანიის შენატანებისთვის ევროპულ სამშვიდობო ფონდში, საიდანაც შესაძლებელია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო ზომების ხარჯების ანაზღაურება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გერმანია უკრაინელი ლტოლვილებისთვის დამატებით 2,4 მილიარდ ევროს გამოყოფს
ქვეყანაში უკრაინელი ლტოლვილების შენახვის ფინანსური ხარჯების დასაფარად, გერმანია მიმდინარე წელს დამატებით 2,4 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ Reuters შრომის მინისტრ ჰუბერტუს ჰაილზე დაყრდნობით წერს. ჰაილის თქმით, უკრაინიდან დაახლოებით 800 000 ადამიანმა გერმანიას თავი შეაფარა, რომელთაგან 30% 14 წლამდე ასაკისაა. გერმანიის შრომის ბიურომ გასულ თვეში განაცხადა, რომ გაიზარდა უმუშევართა რიცხვი, რადგან უკრაინელი ლტოლვილები ბიუროში სამსახურის საძიებლად რეგისტრირდებიან. ჰაილის ინფორმაციით, გერმანიის სოციალური დაცვის სისტემაში ამჟამად რეგისტრირებულია დაახლოებით 360 000 უკრაინელი, საიდანაც 260 000 სამუშაოს ეძებს. „ახლა საქმე ეხება მათ სამუშაოს მიცემას”, - განაცხადა ჰაილმა. გაეროს ლტოლვილთა სააგენტომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის შემოჭრის შემდეგ უკრაინის საზრვარი 9 მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. შეგახსენებთ, რომ გერმანია დამატებით 1 მილიონ ევროს გამოყოფს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) უკრაინაში ომის დანაშაულების გამოსაძიებლად.
გერმანული ფონდი Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტს ტოვებს
გერმანიის საზოგადოებრივი ფონდი, რომელიც რუსულ „გაზპრომს“ Nord Stream 2 გაზსადენის პროექტის დასრულებაში უნდა დახმარებოდა, პროექტიდან გასვლას ცდილობს. ამის შესახებ Reuters იტყობინება. მისივე ინფორმაციით, ფონდს სურს, გადაიხადოს 12 მილიონი ევრო (12,10 მილიონი აშშ დოლარი) კომპანიის შვილობილი Nord Stream 2 AG-ის წინაშე ვალდებულებების დასაფარად. ფონდის ხელმძღვანელმა, ერვინ სელერინგმა განმარტა, რომ მის ორგანიზციას სურს, გაწყვიტოს ყველა კავშირი Nord Stream 2-თან მას შემდეგ, რაც შვეიცარიაში დაფუძნებული Nord Stream 2 AG-ს, ვალდებულების სახით, 12 მილიონი ევროს გადაუხდის. Reuters-ი წერს, რომ Nord Stream 2 AG კომენტარს ჯერ არ აკეთებს. გერმანიამ $11 მილიარდიანი პროექტი თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინ შეაჩერა. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მაშინ აცხადებდა, რომ კრიზისული პირობების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე Nord Stream 2-ი ვერ გაგრძელდებოდა, რის გამოც, მისი დამტკიცების პროცესი შეჩერდა. ოლაფ შოლცმა ბერლინში ჟურნალისტებს ისიც განუცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, მისი მთავრობა ზომებს იღებს. გაზსადენის პროექტის მშენებლობა დასრულებული იყო, მაგრამ პროექტს ჯერ კიდევ სჭირდებოდა მარეგულირებლის სერტიფიკატი გერმანიის ხელისუფლებისგან. 7 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერას უმასპინძლა და ერთობლივ პრესკოფერენციაზე განაცხადა, რომ პროექტი ვერ განხორციელდებოდა, თუ რუსული ტანკები და ჯარები გადაკვეთდნენ უკრაინის საზღვარს. აშშ-სა და გერმანიას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, გერმანიამ ვალდებულება აიღო, რომ ზომები, მათ შორის სანქციები მიეღო (როგორც ეროვნულ, ისე ევროკავშირის დონეზე) იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგომატარებლის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდებოდა, ან თუ უკრაინის მიმართ აგრესიულ ქმედებას განახორციელებდა. პროექტის შესახებ ამ გაზსადენით რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანია წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებდა, თუმცა გაზსადენის ბალტიის ზღვის სექტორის მშენებლობა 2020 წელს აშშ-ის სანქციების გამო შეჩერდა. აშშ და რამდენიმე ევროპული სახელმწიფო აცხადებდნენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კიდევ უფრო გაზრდიდა რუსეთზე ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას და შემოსავლებს დააკარგინებდა უკრაინას, რომლის ტერიტორიაზე გამავალი ძველი გაზსადენითაც იღებდა ევროპა ბუნებრივ აირს.
შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტ კატრინ გიორინგ-ეკარდტს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოსა და გერმანიას მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებთ. მან მადლიერება გამოხატა გერმანიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ევროკავშირში წევრობის გზა და ხაზი გაუსვეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების მნიშვნელობას. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების განხორციელებაზე. შალვა პაპუაშვილმა და კატრინ გიორინგ-ეკარდტმა აგრეთვე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული აგრესია და მისი შედეგები საქართველოსა და რეგიონისთვის.
სალომე ზურაბიშვილმა და გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს
საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის სრული მხარდაჭერა, უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კატრინ გიორინგ-ეკარდტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, გერმანიის სახელით, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ ურყევი მხარდაჭერა. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით საუბრისას, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დასანანია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მაგრამ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული დატვირთვის მქონეა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში საქართველოს დახმარების მზაობა გამოთქვა. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ევროინტეგრაციის გზაზე ინსტიტუციური რეფორმების განხხორციელების მნიშვნელობაზე, ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით საპარლამენტო საქმიანობის გააქტიურების საჭიროებაზე და საკანონმდებლო პროცესში ყველა საპარლამენტო პარტიის ჩართულობის აუცილებლობაზე, რაც თავისთავად ხელს შეუწყობს დეპოლარიზაციას და ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულებას. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომზე, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი დიდი ტრაგედიაა და უმძიმესი შედეგები აქვს. ის საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპისა და მსოფლიოს მშვიდობას. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო განუხრელად ასრულებს რუსეთის მიმართ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. უკრაინაში მიმდინარე ომმა, შავ ზღვაზე უკრაინული პორტების ბლოკადამ უდიდესი გამოწვევის წინაშე დააყენა გლობალური სასურსათო უსაფრთხოება. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველომ XX საუკუნის დასაწყისიდან საკუთარ თავზე გამოსცადა რუსეთის აგრესია, რომელიც 1992-1993 და 2008 წლებშიც განმეორდა და ახლაც გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით. პრეზიდენტმა ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება: მიმდინარეობს რეგიონის რუსიფიკაცია, ირღვევა მოსახლეობის უფლებები, აკრძალულია ქართული ენა და გაქრობის საფრთხის წინაშეა აფხაზური ენა. ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინის ომმა გაზარდა ჩვენი რეგიონის სატრანზიტო, ენერგეტიკული და სავაჭრო პოტენციალი, რისთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობისა უსაფრთხოების კიდევ უფრო გაძლიერება. „ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა 16 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას თბილისში, რაც პოზიტიური ნაბიჯია რეგიონში მშვიდობის გაძლიერებისა და სტაბილურობისთვის და ასევე გამოხატავს, თბილისის იმ ისტორიულ როლს, რომელიც რეგიონში მშვიდობის ხელშეწყობას უკავშირდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გერმანიაში ქანდაკება „გაუმაძღარი პუტინი“ აუქციონზე გაიტანეს
გერმანიაში აუქციონზე ქანდაკება „გაუმაძღარი პუტინი" გამოიტანეს. მიღებული თანხის გადარიცხვა უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად იგეგმება. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. სკულპტურის ავტორია გერმანელი ილუსტრატორი ჟაკ ტილი. ის ცნობილია თავისი პოლიტიკურად სატირული სკულპტურებით, რომლებიც პლატფორმებს საპროტესტო და აღლუმების დროს ამშვენებს. აუქციონში გამარჯვებული ქანდაკებას დროებით მიიღებს და სანაცვლოდ თანხას უკრაინას გადასცემს. ვინც მოქანდაკეს „გაუმაძღარი პუტინისთვის“ 20 000 ევრო მეტს შესთავაზებს, ჟაკ ტილი მას თავის სახელოსნოში მიიწვევს და ნამუშევრებს დაათვალიერებინებს.
ანალენა ბერბოკმა ლავროვის განცხადებას რუსეთის ახალი პროპაგანდა უწოდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა სერგეი ლავროვის განცხადებას რუსეთის ახალი პროპაგანდა უწოდა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო რუსეთის განცხადება, რომ დასავლური იარაღის მიწოდებამ გავლენა იქონია მოსკოვის გადაწყვეტილებაზე, გააფართოოს უკრაინაში მისი სამხედრო მიზნები. DW-სთან ინტერვიუში ბერბოკმა აღნიშნა, რომ მოსკოვი არგუმენტის შეცვლას განაგრძობს და ეს მხოლოდ „ახალი პროპაგანდაა რუსული მხარისგან“. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამაც უპასუხა. კულებამ მსოფლიოს მოუწოდა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს და უკრაინას იარაღი უფრო სწრაფად მიაწოდოს. „რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის აღიარება, უკრაინის უფრო მეტი მიწის მიტაცების შესახებ, ამტკიცებს შემდეგს: რუსეთი უარს ამბობს დიპლომატიაზე, ომსა და ტერორზეა კონცენტრირებული. რუსებს სისხლი სურთ და არა მოლაპარაკებები. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, გაამკაცრონ სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და დააჩქარონ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. შეგახსენებთ, ლავროვმა RT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო, ომის „გეოგრაფიული მიზნები“ შეიცვალა და ახალი ტერიტორიების დაპყრობით დაიმუქრა, იმ შემთხვევაში თუ პარტნიორები უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას გადასცემენ.
გერმანიის ვიცე-კანცლერი: Nord Stream 2-ის გაშვება კატეგორიულად შეუძლებელია
გერმანია რუსული გაზსადენის Nord Stream 2-ის ექსპლუატაციაში გაშვებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ZDF-თან ინტერვიუში განაცხადა. ევროკომისიის ახალი გეგმით, წევრმა სახელმწიფოებმა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 15%-ით უნდა შეამცირონ მისი თქმით მილსადენის გაშვება „კატეგორიულად შეუძლებელია“, რადგან ეს ნიშნავს რუსულ გაზზე დამოკიდებულების ზრდას და ევროპა ამას არ დაუშვებს. „ეს იქნება თეთრი დროშის აწევის ტოლფასი", - თქვა ჰაბეკმა. გაზის კრიზისის მენეჯმენტის შესახებ კითხვაზე პასუხისას, ჰაბეკმა აღნიშნა, რომ გერმანიამ კრიზისს აქამდე საკმაოდ კარგად გაუძლო. „ჩვენ ვართ ძლიერი ქვეყანა, ადამიანებს შორის ძლიერი ურთიერთობებით... პუტინი დაინახავს, რამდენად ძლიერები ვართ“. შეგახსენებთ, ევროკომისიამ მოამზადა გაზის მოთხოვნის შემცირების გეგმა, რაც მომავალ გაზაფხულამდე ევროპაში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებას გულისხმობს. ცნობისთვის, Nord Stream 2-ის 1207-კილომეტრიანი გაზსადენი 2021 წლის სექტემბერში დასრულდა, თუმცა გერმანელი რეგულატორებისგან სერტიფიცირებას კვლავაც ელის. ამოქმედების შემთხვევაში ის რუსულ გაზს პირდაპირ გერმანიას მიაწვდის. გაზსადენი 2015 წელს დაანონსდა და მას გაერთიანებული სამეფო, უკრაინა და რამდენიმე ევროპული ქვეყანა თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ. მათი თქმით, მასშტაბური პროექტი ევროპაზე მოსკოვის გავლენას გაზრდიდა. Nord Stream 2-ის გაზსადენი წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებაზეა გათვლილი. ეს გერმანიის ყოველწლიური მოხმარების 50%-ზე მეტია, რაც გაზპრომს წელიწადში $15 მილიარდზე მეტს მოუტანს.
ოლაფ შოლცი: გერმანიის მოსახლეობა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე მარტო არ დარჩება - მთავრობა მოსახლეობის დახმარების ზომებს განიხილავს
გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, მომხმარებლებისთვს გაზის საფასურის გაზრდამ შესაძლოა, ოთხსულიანი ოჯახის ხარჯები წელიწადში დაახლოებით 200-300 ევროთი გაზარდოს, ამიტომ გერმანიის მთავრობა მოსახლეობის დახმარების ზომებს განიხილავს. ამის შესახებ შოლცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყნის მოსახლეობა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე მარტო არ დარჩება. „რთულ პერიოდს ერთად გადავლახავთ. ჩვენ ერთად ვიქნებით, ეს მნიშვნელოვანია. არავინ დარჩება მარტო თავის გამოწვევებთან და პრობლემებთან, არც ერთი მოქალაქე, არც ერთი კომპანია ამ ქვეყანაში. ერთად საკმარისად ძლიერი ვართ, რათა გავუმკლავდეთ ამას და ერთად დავძლევთ პრობლემებს მიმდინარე და მომავალ წლებში“, – განაცხადა შოლცმა.
ოლაფ შოლცი: გერმანია გაზის მოწოდების საკითხში რუსეთს ვეღარ ენდობა
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლო მოვლენების გამო რუსეთი გერმანიისთვის გაზის სანდო მიმწოდებელი არ არის. ოლაფ შოლცი: გერმანიის მოსახლეობა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე მარტო არ დარჩება - მთავრობა მოსახლეობის დახმარების ზომებს განიხილავს პრესკონფერენციაზე შოლცმა თქვა, რომ რუსეთიდან გაზის მიწოდება არ იქნება იმაზე უსაფრთხო, ვიდრე ახლაა იმ პირობებში, როდესაც მოსკოვმა Nord Stream 1-ის სიმძლავრე 40%-მდე შეზღუდა. „ამიტომ ჩვენ სანდოობას ვანიჭებთ უპირატესობას“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყნის მოსახლეობა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე მარტო არ დარჩება. რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდების მოცულობა რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა „რთულ პერიოდს ერთად გადავლახავთ. ჩვენ ერთად ვიქნებით, ეს მნიშვნელოვანია. არავინ დარჩება მარტო თავის გამოწვევებთან და პრობლემებთან, არც ერთი მოქალაქე, არც ერთი კომპანია ამ ქვეყანაში. ერთად საკმარისად ძლიერი ვართ, რათა გავუმკლავდეთ ამას და ერთად დავძლევთ პრობლემებს მიმდინარე და მომავალ წლებში“, – განაცხადა შოლცმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერდოღანი, პუტინთან ერთობლივი ფოტოს გამო გააკრიტიკა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანა ლენა ბერბოკმა, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერრდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გადაღებული ერთობლივი ფოტოს გამო გააკრიტიკა. „ის რომ ამ ფოტოზეა თურქეთის პრეზიდენტი, რბილად რომ ვთქვათ გამოწვევაა“, - განაცხადა ბერბოკმა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თურქეთი NATO-ს წევრია და ამასთან სამხედრო დახმარებას უწევს უკრაინას. შეგახსენებთ, 20 ივლისს თეირანში თურქეთის, ირანისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა.
გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი იქნება
გერმანიის ახალი ელჩის ვინაობა ცნობილია. ჰუბერ ქნირშს პიტერ ფიშერი შეცვლის. „რამდენიმე პირადი სიახლე: აგვისტოს ბოლოს მე და მარია თბილისში გადავდიართ. მექნება პატივი, ვიმსახურო საქართველოში გერმანიის ელჩად“, - წერს მომავალი ელჩი Twitter-ზე. 2018 წლის ივლისიდან ამ დრომდე ფიშერი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გერმანიის ელჩი იყო. მანამდე გახლდათ ენერგეტიკის, კლიმატის პოლიტიკისა და ექსპორტის კონტროლის მიმართულების დირექტორი ბერლინში, გერმანიის ფედერალურ საგარეო ოფისში. საქმიანობის სფერო მოიცავდა გლობალურ ენერგეტიკასა და კლიმატის პოლიტიკას, ასევე ექსპორტის კონტროლს და საერთაშორისო სანქციებს. ელჩი ფიშერი არის კარიერული დიპლომატი, რომელიც ფედერალურ საგარეო უწყებას 1986 წელს შეუერთდა. მისი პროფესიული გზა ეკონომიკურ პროგრესსა და მდგრადობაზე იყო ფოკუსირებული. მას ეკავა რამდენიმე თანამდებობა ბერლინის ფედერალურ საგარეო საქმეთა ოფისში, მათ შორის იყო საერთაშორისო გარემოსდაცვითი პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი და მთავარი ეკონომისტი. პიტერ ფიშერი ფედერალური პრეზიდენტის აპარატში, საგარეო პოლიტიკის საკითხებში მრჩევლად მუშაობდა. მსახურობდა გერმანიის დიპლომატიურ მისიებში ვაშინგტონში, როგორც ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, თელ-ავივში ელჩის მოადგილედ, ასევე ლონდონში, შანხაისა და სინგაპურში. ელჩი ფიშერი ერთი წლით იყო გაგზავნილი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისში, სადაც ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მუშაობდა. ის რამდენიმე თვით იყო მივლენილი საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სამინისტროშიც. მომავალი ელჩი ფლობს მაგისტრის ორ ხარისხს: ისტორია/პოლიტოლოგია ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი; მმართველობა/საერთაშორისო ურთიერთობები - ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, აშშ. (ფულბრაიტის პროგრამით). ასევე, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდიით, სწავლობდა პარიზში, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. რაც შეეხება ჰუბერტ ქნირშს, ის საქართველოში ელჩად 2018 წლის 18 სექტემბრიდან მუშაობდა. გაეცანით ჰუბერტ ქნირშის ექსკლუზიურ ინტერვიუს Europetime-თან.
შტაინმაიერი: პუტინი ომს აწარმოებს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ
გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე ევროპამ ერთიანი პოზიცია უნდა შეინარჩუნოს. ამის შესახებ Spiegel წერს. ევროკავშირმა რუსეთის 57 მოქალაქესა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა. სიაშია სობიანინი, ბეზრუკოვი და „სბერბანკი“ მისი თქმით, ომი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს „არის ომი ევროპის ერთობის წინააღმდეგ“. „ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება, რომ გაგვყონ და ევროპის ერთიანობა დაირღვეს“, - აღნიშნა შტაინმეიერმა. მისი თქმით, საქმე არ ეხება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიას, აქ „საუბარია ჩვენს ფასეულობებსა და სისტემას, რომელიც მშვიდობას უზრუნველყოფს.“ შეგახსენებთ, რომ ლიეტუვას პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონოტემ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს მოთმინება და არ დაიღალოს და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს.
გერმანიის მთავრობის ორი მინისტრი უკრაინაში ჩავიდა
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფაზერი და სოციალური დაცვის მინისტრი ჰუბერტუს გეილი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდნენ. ფაზერისთვის და გეილისთვის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი ვიზიტია. ირპენში ვიზიტის გარდა, დაგეგმილია მათი შეხვედრები უკრაინელ პოლიტიკოსებთან. კერძოდ, უკრაინის შს მინისტრ დენის მონასტირსკისთან, სამოქალაქო დაცვის ხელმძღვანელთან სერხი კრუკთან, ვიცე პრემიერ-მინისტრთან - ეკონომიკის მინისტრთან იულია სვირიდენკოსთან, სოციალური პოლიტიკის მინისტრთან ოქსანა ჟოლნოვიჩთან და კიევის მერ ვიტალი კლიჩკოსთან. მანამდე უკრაინას აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ორპარტიული დელეგაცია ეწვია. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანული წარმოების სამი Gepard-ის ტიპის საარტილერიო დანადგარი უკრინაშია
პირველი სამი გერმანული წარმოების Gepard-ის ტიპის საზენიტო თვითმავალი საარტილერიო დანადგარი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. „პირველი სამი Gepard-ი დღეს ოფიციალურად ჩამოვიდა გერმანიიდან. ეს არის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელშიც რამდენიმე ათეული ათასი ვაზნაც შედის. დღეიდან ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში არიან", - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. კითხვას, მიიღებს თუ არა უკრაინა გერმანულ ტანკებს, მინისტრმა უპასუხა: „იმედი მაქვს. დიდი ალბათობით, ჩვენ დავიწყებთ ერთ-ერთი მეგობარი ქვეყნიდან, რომელსაც აქვს ლეოპარდის ტანკები და მზად არის, გადმოგვცეს ისინი“. მინისტრის თქმით, საუბარია არამხოლოდ ლეოპარდის ტანკებზე. მოლაპარაკებები ასევე შეეხება Abrams MBT-ებს და სხვა მოდელებს. რეზნიკოვის თქმით, უკვე გაფორმებულია შეთანხმებები, რომლებიც უკრაინელი სამხედროების მიერ უცხო მიწაზე საწვრთნელი მოედნების გამოყენებას გულისხმობს. ინფორმაციისთვის, Gepard (Flugabwehrkanonenpanzer Gepard) არის გერმანული საზენიტო თვითმავალი საარტილერიო ინსტალაცია, რომელიც Krauss-Maffei-ს მიერ სხვა კომპანიებთან თანამშრომლობით არის წარმოებული. განკუთვნილია ვერტმფრენებისა და საბრძოლო თვითმფრინავების თავდასხმისგან ჯავშანტექნიკის და სტაციონარული ობიექტების დასაცავად. მუშაობენ ნებისმიერი ამინდის პირობებში და მტრის ინტენსიური ელექტრონული ომის პირობებში.
გერმანიის საელჩო: ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე გამოითქვა მტკიცე რწმენა, რომ მაღალ დონეზე თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება
გერმანიის საელჩო ელჩ ჰუბერტ ქნირშსა და პრემიერ-მინისტრს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, „გერმანიის ელჩმა სიხარულით მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველო უკვე შეუდგა ევროკომისიის მიერ გათვალისწინებული 12 პუნქტის განხორციელებას“. გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი იქნება „საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ორივე მხარემ ხაზი გაუსვა შესანიშნავ გერმანულ-ქართულ თანამშრომლობას. საუბრისას გამოითქვა მტკიცე რწმენა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც ასეთივე მაღალ დონეზე გაგრძელდება. გერმანიის ელჩმა სიხარულით მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველო უკვე შეუდგა ევროკომისიის მიერ გათვალისწინებული 12 პუნქტის განხორციელებას“, - ნათქვამია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰუბერტ ქნირშთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა 25 ივლისს გამართა. ჰუბერტ ქნირში, საქართველოში ელჩად 2018 წლის 18 სექტემბრიდან მუშაობდა. გაეცანით ჰუბერტ ქნირშის ექსკლუზიურ ინტერვიუს Europetime-თან.
გერმანიამ უკრაინას ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები Mars II გადასცა
უკრაინამ გერმანიისგან მძიმე შეიარაღება მიიღო. გერმანიამ უკრაინას ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები Mars II და თვითმავალი ჰაუბიცები გადასცა. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინისთვის სხვა სისტემების გადაცემაც იგეგმება. „უკრაინას გადავეცით ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები Mars II და თვითმავალი ჰაუბიცები Panzerhaubitzen 2000-ი, ჩვენ სიტყვას ვასრულებთ“, - განაცხადა ლამბრეხტმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა გუშინ განაცხადა, რომ გერმანიიდან გეპარდის პირველი სამი თვითმავალი საზენიტო იარაღი და რამდენიმე ათეული ათასი ტყვია საბრძოლო მასალა მიიღეს. მთლიანობაში, უკრაინა ბუნდესვერისგან 30 გეპარდის ტანკს (საბრძოლო მასალით); Mars II-ის სამ მრავალჯერად სარაკეტო სისტემასა და 10 Panzerhaubitzen 2000 თვითმავალ ჰაუბიცას მიიღებს.
Der SPIEGEL: გერმანია უკრაინისთვის 100 თვითმავალი ჰაუბიცის მიყიდვას დათანხმდა
გერმანიის ხელისუფლება უკრაინისთვის 100 თვითმავალი ჰაუბიცის მიყიდვას ფარულად დათანხმდა. ამის შესახებ Der Spiegel წერს. გამოცემის ინფორმაციით, 13 ივლისს გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა შეიარაღების მწარმოებელ კომპანიას, Krauss-Maffei Wegmann-ს (KMW) Panzerhaubitze2000-ის ტიპის სისტემის თვითმავალი ჰაუბიცების წარმოების ლიცენზია მისცა. აქამდე, აპრილში უკრაინის მთავრობა KMW-სთან ცდილობდა, გაერკვია, იყო თუ არა შესაძლებელი პროდუქციის პირდაპირ კომპანიისგან შეძენა. KMW-მ უკრაინას შესაბამისი შეთავაზებაც გაუგზავნა. გერმანული გამოცემა წერს, რომ მათთან KMW-ს წარმომადგენელმა დაადასტურა შეთანხმების შესახებ. მათ იარაღის მწარმოებელი კომპანიიდან განუცხადეს, რომ წარმოების მიღების ნებართვის აპლიკაცია ეკონომიკის დეპარტამენტს 11 ივლისს გაუგზავნეს და ორი დღის შემდეგ დასტური მიიღეს. KMW-ს სპიკერის თქმით, 100 თვითმავალი ჰაუბიცის ფასი €1.7 მილიარდი იქნება. მანამდე, გერმანიამ უკრაინას ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები Mars II და თვითმავალი ჰაუბიცები გადასცა.
გერმანია უკრაინას 16 ჯავშანტექნიკის ხიდ Biber-ს გადასცემს
გერმანია უკრაინას 16 ჯავშანტექნიკის ხიდ Biber-ს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯავშანტექნიკის ხიდები უკრაინის სახმელეთო ძალებს შემდგომი მხარდაჭერის მიზნით გადაეცემა და უკრაინელებს მათი გამოყენება წყლის ან სხვა წინააღმდეგობის მარტივად დასაძლევად შეუძლიათ. უკრაინული მედიის ცნობოოთ, Biber-ები გამოიყენება, მაშინ, როდესაც ჯარებს თხრილებისა და წყლის ზედაპირზე სწრაფად გადაადგილება სჭირდებათ და მათ 20 მეტრზე მეტი სიგრძის წინაღობის გადალახვაც კი შეუძლიათ. ამასთან, მედია წერს, რომ უკრაინა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანასთან შეიარაღებული ძალებისთვის გერმანული Leopard-ის საბრძოლო ტანკების მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
გერმანიის მიერ გადაცემული MARS II ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები უკრაინაშია
MARS II ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები გერმანიიდან უკრაინაში ჩავიდა. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. რეზნიკოვმა მადლობა გადაუხადა გერმანიას და პირადად მის გერმანელ კოლეგას ქრისტინე ლამბრეხტს. „ჩვენი არტილერისტები მიესალმებიან ჩვენს გერმანელ პარტნიორებს!“, - წერს რეზნიკოვი Twitter-ზე. გერმანიამ უკრაინას ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემები Mars II გადასცა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 15 ივლისს განაცხადა, რომ კიევმა პირველი შორი მანძილის M270 ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები მიიღო. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
შოლცის თქმით, უკრაინის რეკონსტრუქციის პაკეტი „უფრო მასშტაბური“ იქნება, ვიდრე მარშალის გეგმა
ოქტომბერში გერმანია უკრაინის რეკონსტრუქციის კონფერენციას უმასპინძლებს. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მისივე თანახმად, კანცლერი შოლცი გეგმავს, ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად უმასპინძლოს ღონისძიებას, რათა განსაზღვროს გზა უკრაინის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილის აღსადგენად. თავის მხრივ, ოლაფ შოლცი ამბობს, რომ უკრაინის რეკონსტრუქციის პაკეტი მარშალის გეგმას გადააჭარბებს. გერმანიის ლიდერმა განმარტა, რომ უკრაინის რეკონსტრუქციის პაკეტი „უფრო მასშტაბური“ იქნება, ვიდრე მარშალის გეგმა, რომელიც დასავლეთ ევროპას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღდგენაში დაეხმარა. დონორები უკრაინას $1,55 მილიარდიან დახმარებას ჰპირდებიან „ზარალი დრამატულია, ის მილიარდები დაჯდება და მთელი გლობალური საზოგადოების გონივრულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ეს იქნება დიდი ამოცანა, რომელსაც მცირე კავშირი აქვს მარშალის გეგმასთან“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე, შოლცი დაჰპირდა შემდგომ ფინანსურ დახმარებას დაბალი შემოსავლის მქონე პირებს, რადგან გერმანია ცდილობს, გაუმკლავდეს ენერგორესურსების მზარდ ფასებს, რომელიც ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირების შესახებ რუსეთის გადაწყვეტილებამ გამოიწვია.
შოლცი უკრაინას იარაღის მიწოდებას ჰპირდება
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ გერმანია უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას გააგრძელებს. „გერმანიამ დაარღვია თავისი ტრადიცია და იარაღი გაგზავნა ომის ზონაში. ჩვენ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას უახლოეს მომავალში”, - განაცხადა შოლცმა, კონკრეტული დეტალების მითითების გარეშე. ივლისში გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის მიწოდებული ლეტალური და არალეტალური სამხედრო დახმარების სია გამოაქვეყნ. გერმანიის მიერ უკრაინაში დღემდე გაგზავნილი სამხედრო დახმარება მოიცავს: 14 900 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს; 500 „სტინგერს", 10 Panzerhaubitze 2000 თვითმავალი ჰაუბიცას, 2700 პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემას; ასევე, ანტიდრონის მოწყობილობებს, საარტილერიო საბრძოლო მასალებსა და სხვა იარაღს.
შტაინმაიერი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. გერმანული მხარე პრეზიდენტის უკრაინის ვიზიტის საორგანიზაციო საკითხებზე მუშაობს. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა უკრაინაში ანკა ფელდგუზენმა უკრაინულ მეიასთან ინტერვიუში განაცხადა. კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია. „ჩემი კოლეგები გერმანიაში ამაზე მუშაობენ, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით. მე სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ფედერალური პრეზიდენტის შტაინმაიერის უწყებაში და მასთან მუდმივ კონტაქტზე ვარ, ეს ვიზიტი შედგება“, - განაცხადა ანკა ფელდგუზენმა.
გერმანიის ელჩი: იარაღის ჩამონათვალი, რომელიც უკვე მივაწოდეთ და ჯერ კიდევ უნდა მივაწოდოთ უკრაინას, შთამბეჭდავია
გერმანია გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, რადგან გერმანიის მთავრობა აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და საკითხს უკრაინელ პარტნიორებთან განიხილავს. ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის ელჩმა ანკა ფელდგუზენმა განაცხადა. „ვფიქრობ, რომ ჩემი ქვეყანა იყო, არის და იქნება უკრაინის ყველაზე სანდო პარტნიორი. ჩვენ 2014 წლიდან ვეხმარებით ყველა სექტორში, გარდა იარაღისა, მაგრამ ამას ვაკეთებთ ახლა. ინტერვიუს წინ გადავხედე იმ იარაღის ჩამონათვალს, რომელიც ჩვენ უკვე მივაწოდეთ და ჯერ კიდევ უნდა მივაწოდოთ - ეს ფაქტობრივად, შთამბეჭდავი მონაცემებია, თუ გახსოვთ, 24 თებერვლამდე ჩვენ ვამბობდით, რომ ამას პრინციპში არასდროს გავაკეთებდით“, - აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ გერმანია უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას გააგრძელებს. გერმანიის მიერ უკრაინაში დღემდე გაგზავნილი სამხედრო დახმარება მოიცავს: 14 900 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს; 500 „სტინგერს", 10 Panzerhaubitze 2000 თვითმავალი ჰაუბიცას, 2700 პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემას; ასევე, ანტიდრონის მოწყობილობებს, საარტილერიო საბრძოლო მასალებსა და სხვა იარაღს.
გერმანია რუსული ნავთობის ამერიკულით ჩანაცვლებას იწყებს
ერთ თვეში, ამერიკული ნავთობით დატვირთული უკვე მეორე ტანკერი, ლუიზიანიდან გერმანიის პორტ როსტოკისკენ გაემართა. ამის შესახებ Reuters წერს. Ise Princess-ის ტანკერი 570 000 ბარელი ნავთობითაა დატვირთული. ამერიკულმა ნავთობმა, ნორვეგიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და დასავლეთ აფრიკიდან ექსპორტირებულ ნედლეულთან ერთად ვროპაში „დრუჟბის“ მილსადენით მიწოდებული რუსული ნავთობი უნდა ჩაანაცვლოს. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი წლის ბოლომდე რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის 90 პროცენტით შემცირებას აპირებს. მექსიკის ყურეში მოპოვებული Mars-ის მარკის ნავთობი შემადგენლობით რუსული Urals-ის მსგავსია. აგვისტოს დასაწყისში გერმანიის როსტოკის პორტში შეტანილი ამერიკული ნავთობი Schwedt-ის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში უკვე შევიდა. საწარმოს უდიდესი წილის მფლობელი რუსული Роснефть-ია. Роснефть-მა გასულ კვირას გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ გერმანიაში საწვავის ფასები, საზღვაო გზით შემოტანილი ნავთობის მაღალი ფასის გამო, გაიზრდებოდა. ივნისის დასაწყისიდან, აშშ-ში მოპოვებული ნავთობის ფასი ბარელზე, $122-დან $87-მდე დაეცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოპოვებამ 12 მილიონი ბარელი შეადგინა, რაც 2021 წლის დონესთან შედარებით 20%-ით მეტია. მიმდინარე წლის ივნისში აშშ-მა დღეში დაახლოებით 3,5 მილიონი ბარელის მოცულობით, ნავთობის რეკორდული რაოდენობა გაიტანა ექსპორტზე. აშშ-ის ენერგეტიკული ინფორმაციის ფედერალური ადმინისტრაცია ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის ზრდას პროგნოზირებს.
გერმანიის მთავრობა საქართველოს ურბანული სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზებაში დაეხმარება
გერმანიის მთავრობა Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH-ის მეშვეობით, საქართველოს ურბანული სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზებაში დაეხმარება. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია GIZ-ს წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 2020 წლიდან გერმანია პროექტის - „მდგრადი ურბანული მობილურობა სამხრეთ კავკასიაში“ (Mobilty4Cities) მეშვეობით მუდმივად უჭერს მხარს თბილისისა და ბათუმის ადგილობრივ საქალაქო ადმინისტრაციას. თუმცა COVID19-ის პანდემია იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება სრულფასოვანი აქტივობების განხორციელებისას, რამაც ერთობლივ რეგიონულ საქმიანობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. „Mobility4Cities-მა მოამზადა რამდენიმე პროექტი, მათ შორის არის თბილისის მთავარი არტერიული დერეფნის მოძრაობის კონცეფციის მომზადება, ტრაფიკზე ზემოქმედების შეფასების მეთოდოლოგიების გაუმჯობესება და პარკირების სტრატეგია“, - წერს აზერბაიჯანული მედია.
გერმანული თავდაცვის კონცერნი ევროპის ქვეყნებისთვის 500-მდე ტანკის მიწოდებას გეგმავს
გერმანული თავდაცვის კონცერნი Rheinmetall-ი, 2030 წლისთვის ევროპის ქვეყნებისთვის 500-მდე ტანკის მიწოდებას გეგმავს. ამის შესახებ Rheinmetall-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა გაზეთ Handelsblatt-თან ინტერვიუში განაცხადა. „ივნისში ახალი ტანკის Panther-ის პრეზენტაციის შემდეგ, მასზე დიდი მოთხოვნაა“, - განაცხადა პაპერგერმა. „ევროპაში 2030 წლისთვის 8000 ტანკიდან დაახლოებით 1000 შეიცვლება. ჩვენს ახალ Panther-ის ტანკთან ერთად გვინდა მივაწოდოთ მინიმუმ ნახევარი, ანუ დაახლოებით 500 ერთეული აღჭურვილობა", - თქვა მან. მისი თქმით, ახალი მოდელი 20-ზე მეტ ქვეყანას შესთავაზეს. Rheinmetall-მა, Panther KF51 ტანკი 13 ივნისს Eurosatory-ის შეიარაღების საერთაშორისო შოუზე, როგორც Leopard-2-ის მემკვიდრე, ისე წარმოადგინა. ამ მოდელის სერიული წარმოება ჯერ არ არის დადგენილი. წარმოების დაწყება იგეგმება ორი წლის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ მსხვილი დამკვეთი გამოჩნდა.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანელების თითქმის ორი მესამედი ოლაფ შოლცის მუშაობით უკმაყოფილოა - მედია
Insa-Consulere -ის (საბაზრო და სოციალური კვლევის ინსტიტუტი გერმანიაში) გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანელების თითქმის ორი მესამედი ოლაფ შოლცის მუშაობით უკმაყოფილოა. ანალოგიური მონაცემები აქვს მმართველო კოალაიცია „შუქნიშანს“. ამასთან, გამოკითხვის თანახმად, არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, შოლცი ორ კონკურენტთან მარცხდება. გამოკითხვაში, რომელიც 15-19 აგვისტოს ჩატარდა 1 426 მოქალაქე მონაწილეობდა. აქედან 62% გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მუშაობით უკმაყოფილოა, საპირისპირო პოზიცია გამოკითხული მოქალაქეების 25%-მა დააფიქსირა. იმ შემთხვევაში თუ არჩევნები ჩატარდებოდა, გამოკითხვის თანახმად, შოლცის კოალიცია მესამე ადგილზე გავიდოდა. გერმანიაში მმართველო კოლაიცია „შუქნიშნის“, საქმიანობით Insa-Consulere -ის გამოკითხვის თანახმად, 65%-ია უკმაყოფილოა, ხოლო მხარდაჭერას 27% უცხადებს. შეგახსენებთ, რომ ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერი 2021 წლის დეკემბერში გახდა. მან ამ თანამდებობაზე ანგელა მერკელი შეცვალა.
ოლაფ შოლცი: გერმანია უკრაინას უახლეს სამხედრო აღჭურვილობას გადასცემს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ნაკლებობის გამო მისი მთავრობის კრიტიკას არ ეთანხმება. გერმანია უკრაინას 255 მართვად საარტილერიო დანადგარ Vulcano-ს მიჰყიდის - მედია „გერმანია უკრაინასდ აწვდის უამრავ იარაღს და ამავე დროს ყველაზე თანამედროვე და ეფექტური აღჭურვილობის მიწოდების პროცესშია", - განაცხადა შოლცმა გერმანიის კანცლერმა ჩამოთვალა, თუ რა შეიარაღება მიაწოდა უკრაინას ამ დრომდე გერმანიამ. „მათ შორის Gepard საზენიტო ტანკები, Panzerhaubitze 2000 საარტილერიო და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები. ასევე დაგეგმილია Iris-T საჰაერო თავდაცვის სისტემისა და Cobra-ს არტილერიის რადარის მიწოდება“. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ უკრაინისთვის 255 ზუსტი მართვადი საარტილერიო დანადგარ Vulcano-ს მიყიდვის საკითხი დაამტკიცა, თუმცა მათი გადაცემის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
გერმანიამ საბრძოლო თვითმფრინავები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში პირველად განათავსა
გერმანიის საჰაერო ძალები ექვს Eurofighter-ს და დამხმარე თვითმფრინავს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში განათავსებს, რათა NATO-ს პარტნიორებთან კოორდინაციით, ერთობლივი პროექტები განახორციელოს. ინფორმაციას NATO-ს მოკავშირეთა საჰაერო სარდლობა ადასტურებს. „ამ განლაგებით... ჩვენ ვაგზავნით მკაფიო გზავნილს: საჰაერო ძალები შესაძლოა, განლაგდეს სწრაფად და გლობალურ დისტანციებზე - თუნდაც პარალელურად შესასრულებელი რამდენიმე მისიით“. გერმანული გამანადგურებელი და ტაქტიკური სატრანსპორტო თვითმფრინავი სწავლებაში მონაწილეობს, რომელიც 21 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით, მრავალეროვნულ გარემოში, მოკავშირეებთან ერთად (საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან, გაერთიანებული სამეფოდან და შეერთებული შტატებიდან და რეგიონული პარტნიორები) ტარდება. გერმანიის ძალები ავსტრალიის სამეფო საზღვაო ძალების საზღვაო საბრძოლო წვრთნას დაუჭერენ მხარს და ოქტომბერში გერმანიაში დაბრუნდებიან.
გერმანიის კანცლერმა უკრაინისთვის დამატებით, 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება დააანონსა - Reuters
გერმანია გეგმავს უკრაინას, დამატებით 500 მილიონი ევროს ($498,55) სამხედრო დახმარება გადასცეს. ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმატორი ტორონტოში, ონლაინ კონფერენციას ესწრებოდა. Reuters-ის წყაროს ცნობით, გერმანიის კანცლერმა დააანონსა, რომ უკრაინას დამატებით 20 სარაკეტო დანადგარს, საბრძოლო მასალას, დრონებისგან დამცავ სისტემებსა და ათამდე ბრონირებულ მანქანას გადასცემს. ასევე გერმანია უკრაინისთვის დამატებით, სამი Iris-T -ის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას გეგმავს. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ოლაფ შოლცი: გერმანია გაზს კანადისგან შეიძენს
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების დაძლევის მიზნით, თხევად გაზს კანადისგან იყიდის. ოლაფ შოლცი: გერმანია გაზის მოწოდების საკითხში რუსეთს ვეღარ ენდობა ამის შესახებ შოლცმა სამშაბათს ტორონტოში გერმანულ-კანადურ ბიზნეს-კონფერენციაზე განაცხადა. „გერმანიის მიერ რუსულ ენერგიაზე უარის თქმის პროცესში, კანადა ჩვენი პარტნიორია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კანადური LNG ამაში, ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, - ციტირებს როიტერს შოლცს. ევროპის გაზსაცავები შიდა მოთხოვნის მეოთხედს აკმაყოფილებენ. ევროკავშირი გაზის ახალ ექსპორტიორებს ეძებს „კანადას აქვს ყველაფერი, რაც რუსეთს აქვს”, - თქვა შოლცმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანადა არის დემოკრატია და საიმედო პარტნიორი. კანადამ და გერმანიამ ასევე გააფორმეს შეთანხმება, ბერლინისთვის კანადური წყალბადის საწვავის მიწოდების შესახებ.
ანალენა ბერბოკი: მოსკოვს უკრაინაში ჰუმანიტარულ დერეფნების საკითხზე, რეალურად მოლაპარაკებაც კი არ სურს
მოსკოვს ჰუმანიტარულ დერეფნებზე რეალურად აქტიური მოლაპარაკებაც კი არ სურს, შექმნილ ვითარებაში რუსეთთან რაიმე მოლაპარაკების წარმოებას აზრი არ აქვს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. „მოსკოვს ჰუმანიტარულ დერეფნებზე რეალურად აქტიური მოლაპარაკებაც კი არ სურს და ასეთ ვითარებაში სხვა გზა არ არის, გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა იარაღის მიწოდებით“, - განაცხადა ბერბოკმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
კანადა გერმანიას Nord Stream-ის დარჩენილ ხუთ ტურბინას დაუბრუნებს
კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ, ოთხშაბათს განაცხადა, რომ ოტავა აპირებს, გერმანიას რუსული Nord Stream-ის გაზსადენის დარჩენილი ხუთი ტურბინა გადასცეს. მედია: კანადამ გერმანიას Nord Stream-ის გარემონტებული ტურბინა გადასცა მანამდე, ოტავამ ეს ნაბიჯი გერმანიისთვის გაზის მიწოდების უზრუნველყოფის აუცილებლობით ახსნა. კანადა ასევე აცხადებს, რომ კრემლი ტურბინების დაბრუნებაზე უარს სათავისოდ გამოიყენებდა და ევროპული ენერგიის დეფიციტზე პასუხისმგებლობას იმ ქვეყნებს დააკისრებდა, ვინც სანქციები დაუწესა. ჯასტინ ტრუდო: კანადის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადისთვის“ ტურბინის გადაცემამ ვლადიმერ პუტინის სტრატეგია ჩაშალა „კანადას არ სურს, რომ პუტინს თავის მართლების საშუალება მისცეს და ევროპის წინააღმდეგ, გაზის ექსპორტი იარაღად გამოიყენოს“, - აცხადებს ჯოლი. Nord Stream1-ი ევროპისკენ რუსული გაზის მიწოდების მთავარი მარშრუტია, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოქმედი იყო. 16 ივნისიდან გაზპრომმა ამ გაზსადენით მიწოდება ნომინალური სიმძლავრის 40%-მდე შეამცირა, რადგან სანქციების გამო კანადიდან ტურბინის რემონტის შემდეგ დანადგარის დაბრუნების საკითხი გაურკვეველი იყო. ამის შემდეგ გერმანიამ კანადის ხელისუფლებას გამონაკლისის სახით ტურბინის დაბრუნების თხოვნით მიმართა.
გერმანიის კანცლერი: გერმანიის მიზანია, პუტინს ომის მოგებაში ხელი შეუშალოს
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანიის მიზანია ხელი შეუშალოს პუტინს ომის მოგებაში, რათა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება მოხდეს. "გერმანიის მიზანია ხელი შეუშალოს პუტინს ომის მოგებაში, რათა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება მოხდეს. გერმანია მოიქცევა ისე, რომ უკრაინა-რუსეთის ომი „სრულიად განსხვავებულ ომში“ არ გადაიზარდოს", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. ანალენა ბერბოკი: მოსკოვს უკრაინაში ჰუმანიტარულ დერეფნების საკითხზე, რეალურად მოლაპარაკებაც კი არ სურს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჰუბერტ ქნირში: ვუსურვებთ საქართველოს შემდგომ განვითარებას, შიდაპოლიტიკური უთანხმოებების დაძლევას, რომლებიც ტვირთად აწევს ქვეყანას
გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში საქართველოს ვიდეოგზავნილით დაემშვიდობა. გერმანიის ელჩმა ყველა ქართველს მადლობა გადაუხადა. გერმანელმა დიპლომატმა საქართველოს შიდაპოლიტიკური უთანხმოების დაძლევა, ასევე, ევროკავშირის წევრობისკენ გზის წარმატებით გაგრძელება უსურვა. გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი იქნება „ჩემი ოჯახისა და ჩემთვის ეს განსაკუთრებული დღეებია. 4 წლის შემდეგ სრულდება ჩემი, როგორც საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობა. ძალიან მადლიერები ვართ, რომ ამდენი კარგი რამ ვნახეთ და განვიცადეთ. რომ მოგვეცა იმ ადამიანებთან შეხვედრის საშუალება, რომლებიც გვიყვებოდნენ საკუთარ ცხოვრებაზე და სამომავლო გეგმებს გვიზიარებდნენ. „ვუსურვებთ საქართველოს შემდგომ განვითარებას, პირველ რიგში მშვიდობას და ასევე შიდაპოლიტიკური უთანხმოებების დაძლევას, რომლებიც ტვირთად აწევს ქვეყანას. ვისურვებდი, რომ საქართველომ წარმატებით გააგრძელოს თავისი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, რომ ამ ფუნდამენტურ პარტნიორობას, არავინ მიაყენოს ჩრდილი და ზიანი. გულითადად მადლობას მოვახსენებთ ყველა ქართველს, ვისაც შევხვედრივართ, ვინც აქ ჩვენი საქმიანობით ინტერესდებოდა და კეთილ სურვილებს არ იშურებდა. ერთი რამ ნათელია – გერმანია და საქართველო მომავალშიც კარგი, მჭიდრო პარტნიორები იქნებიან, ეს ქვეყანა კი მუდამ ჩვენს გულებში დარჩება“, - განაცხადა ელჩმა. გერმანიის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს პიტერ ფიშერი შეცვლის. შეგახსენებთ, რომ ჰუბერტ ქნირში საქართველოში გერმანიის ელჩად 2018 წლიდან მუშაობდა.
აშშ-ის, ბელგიისა და გერმანიის საჰარეო ძალებმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს
სტრატეგიულ სასწავლო ღონისძიებაზე, მინოტის საჰაერო ბაზიდან, აშშ-ის საჰაერო ძალების ორმა ბომბდამშენმა (B-52) ბელგიის f-16 ტიპის გამანადგურებელთან და გერმანიის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავებთან (Eurofighters/Tornados) ერთად კომბინირებული წვრთნები ჩაატარა. ინფორმაციას ევროპის მოკავშირე ძალების უმაღლესი შტაბი ავრცელებს. თავის მხრივ, NATO-ს მოკავშირეთა საჰაერო სარდლობის ცნობით, მსგავსი მისიები განამტკიცებს ალიანსის ტრანსატლანტიკურ კავშირს და ცხადყოფს მოკავშირეების უნარს, ითანამშრომლონ საერთო ტაქტიკებზე, ტექნიკასა და პროცედურებზე დაყრდნობით.
გერმანია და დანია რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად, ბალტიის ზღვაში ქარის ენერგიის ჰაბის აშენებას გეგმავენ
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 7 თვის შემდეგ, გერმანია და დანია რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით გაერთიანდნენ და ბალტიის ზღვაში ქარის ენერგიის ჰაბის (ენერგიის კუნძული ბორნჰოლმი) აშენებას გეგმავენ. ჰაბი რამდენიმე ქარის ელექტროსადგურს დააკავშირებს და მათ მიერ გამომუშავებულ ენერგიას ორ ქვეყანას შორის გაანაწილებს. ენერგეტიკული კუნძული სავარაუდოდ 2030 წელს დაიწყებს მუშაობას. პროექტი გამოიმუშავებს 3 გიგავატზე მეტ სიმძლავრეს, რაც ელექტროენერგიას დაახლოებით 4,1 მილიონ ოჯახს მიაწვდის. „ევროპაში პირველად გაერთიანდა ორი ქვეყანა და ასეთ მნიშვნელოვან ენერგოპროექტზე თანამშრომლობენ“, - განაცხადა გერმანიის ენერგეტიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ევროპა რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს.
გერმანია ევროპას ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნას სთავაზობს
მზარდი საფრთხეების ფონზე, გერმანიამ ევროპას საჰაერო თავდაცვის ახალი ერთობლივი სისტემის შექმნა შესთავაზა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიამ გადაწყვიტა, გააძლიეროს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები და სურს, ითანამშრომლოს ევროკავშირის პარტნიორებთან უფრო ფართო სისტემის შესაქმნელად. „ევროპაში საჰაერო და კოსმოსური საფრთხეების წინააღმდეგ თავდაცვის კუთხით სერიოზული ჩამორჩენა გვაქვს. როგორც გერმანია, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ჩავდებთ ჩვენს საჰაერო თავდაცვაში უახლოეს წლებში და ეს ყველაფერი NATO-ს ფარგლებში გაკეთდება. ჩვენ ღია ვიქნებით ჩვენი ევროპელი მეზობლებისთვისაც“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას. შოლცმა შესაძლო პარტნიორებს შორის ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი და სკანდინავიის ქვეყნები დაასახელა. „თუ ჩვენ ერთობლივად განვავითარებთ საჰაერო თავდაცვის სისტემას ევროპაში, ეს მთლიანი ევროპის უსაფრთხოებისთვის მომგებიანი და NATO-ს ფარგლებში ევროპული ფრთის გაძლიერების შესანიშნავი მაგალითი იქნება“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
შოლცი ევროკავშირში ახალი წევრების, მათ შორის საქართველოს მიღებას მხარს უჭერს
რუსეთის შეჭრა უკრაინაში, წყალგამყოფი მომენტია, რომელმაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეცვალოს ევროკავშირი. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მას სურს უფრო გეოპოლიტიკური კავშირი, ბლოკის მნიშვნელოვანი გაფართოება და მისი ინსტიტუტების ფუნდამენტური რეფორმები. პრაღის კარლის უნივერსიტეტში 50-წუთიან გამოსვლაში, შოლცმა წარმოადგინა თავისი იდეები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უპასუხონ ევროპამ და ევროკავშირმა ცვლილებებს. „ევროპული ხელშეკრულებებიც კი არ არის ჩამოყალიბებული“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა და აღნიშნა, რომ „ევროპული წესების მოკლე დროში შეცვლა შესაძლეებლია. შოლცმა აღიარა, რომ ეს რა თქმა უნდა, მოითხოვს ევროპულ კონსენსუსს. „მე მხარს ვუჭერ ევროკავშირის გაფართოებას და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვისა და პერსპექტივაში საქართველოს გაწევრიანებას. ევროკავშირის გაფართოება საჭიროა ევროპაში სტაბილურობის უზრუნველყოფისა და საერთო ღირებულებების დასაცავად“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
შალვა პაპუაშვილი: ევროპეიზაციის მიმართულებით საქართველოს მიღწევები, ქვეყანას ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროპეიზაციის მიმართულებით საქართველოს მიღწევები, ისევე როგორც საერთო ევროპული საქმისადმი თავდადებისა და თავგანწირვის ისტორია საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს. „გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვინაიდან გააკეთა მოწოდება ევროკავშირის გაფართოებისკენ, რომელიც მათ შორის მოიცავს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, ევროპეიზაციის მიმართულებით საქართველოს მიღწევები, ისევე როგორც საერთო ევროპული საქმისადმი თავდადებისა და თავგანწირვის ისტორია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის ღირსეულ კანდიდატად აქცევს“, – წერს შალვა პაპუაშვილი. შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას. "გერმანია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და ეკონომიკურ ბლოკში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანებას", - განაცხადა შოლცმა.
ოლაფ შოლცი: რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო დიდი იქნება ზარალი რუსეთისთვის
მოსკოვის ფინანსური ზარალი ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო დიდი იქნება ზარალი რუსეთისთვის, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. „მოსკოვის ფინანსური ზარალი ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყანა დამოკიდებულია მსოფლიოს ტექნოლოგიურ პროგრესზე. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო დიდი იქნება ზარალი რუსეთისთვის. ევროპის მტკიცე და ერთიანმა პასუხმა გააკვირვა პუტინი, ის ამას არ ელოდა. დასავლური სანქციები ეფექტური და სწორია. ეს არის რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მნიშვნელოვანი მექანიზმი, რათა ვაიძულოთ მას ომი დაასრულოს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უცხოური მედია: გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილების საბავშვო ბაღის დაწვა სცადეს
გერმანიაში, ლაიფციგში უკრაინელი ლტოლვილების საბავშვო ბაღის დაწვა სცადეს. შემთხვევის შედეგად სერიოზული ხანძარი არ გაჩენილა, თუმცა ბაღის შესასვლელი კარი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამმი, დამნაშავემ საბავშვო ბაღის შესასვლელში აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარს პოლიტიკური მოტივი ჰქონდეს, მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.
მედია: გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ორი მაღალჩინოსანი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი
გერმანულ გამოცემა Die Zeit-ზე დაყრდნობით, საერთაშორისო მედია წერს, რომ გერმანიის შიდა სადაზვერვო სამსახურებმა ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს ორი მაღალჩინოსნის რუსეთის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს. საქმე ეხება განყოფილებას, რომელიც ენერგეტიკის, მათ შორის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საკითხებზე მუშაობს. მედიის ცნობით, საიდუმლო სამსახურს გამოძიების დაწყების თხოვნით ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის ნდობით აღჭურვილმა პირებმა მიმართეს. ამის საფუძველი კი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებულ შიდა დოკუმენტაციაში გარკვეული ხარვეზები გახდა.
გერმანიის ახალი ელჩი: გერმანია მომავალშიც საქართველოს ძლიერი პარტნიორი იქნება და მხარს დაუჭერს ქვეყანას ევროპულ გზაზე
გერმანია მომავალშიც საქართველოს ძლიერი პარტნიორი იქნება და მხარს დაუჭერს მას ევროპულ გზაზე, - საქართველოში გერმანიის ახალმა ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა. „მოხარული ვარ და ჩემთვის პატივია, გავაგრძელო გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული მრავალწლიანი მეგობრობა. გერმანია მომავალშიც საქართველოს ძლიერი პარტნიორი იქნება და მხარს დაუჭერს მას ევროპულ გზაზე", - განაცხადა გერმანიის ელჩმა. ამასთან, ფიშერმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს რწმუნების სიგელი გადასცა. ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ კნირში პეტერ ფიშერმა შეცვალა. ამასთან, პეტერ ფიშერი გერმანიის საგარეო უწყებაში მუშაობს 1986 წლიდან. სხვადასხვა დროს მსახურობდა გერმანიის დიპლომატიურ მისიებში ვაშინგტონში, ლონდონში, თელ-ავივში, შანხაისა და სინგაპურში. ასევე, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ელჩად დანიშვნამდე იყო ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკის & ექსპორტის კონტროლის ფედერალური ოფისის ხელმძღვანელი ბერლინში.
მედია: გერმანია უკრაინელ დევნილებს $200 მილიონიან დახმარებას ჰპირდება
გერმანია უკრაინელ დევნილებს 199 მილიონი დოლარის დახმარებას ჰპირდება. გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ბერლინი გამოყოფს 200 მილიონ ევროს (199 მილიონი აშშ დოლარი) უკრაინაში იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამების დასაფინანსებლად. იტყობინება Reuters Funke Media Group-ზე დაყრდნობით. ამასთან, სააგენტოს ცნობით, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ორშაბათს ბერლინს ეწვევა, სადაც გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება.
შმიგალი შტაინმაიერთან შეხვედრაზე: უკრაინას მოკავშირეებისგან კიდევ უფრო მეტი მძიმე იარაღი სჭირდება
პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა გერმანიაში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. შმიგალმა უკვე გამართა შეხვედრა ქვეყნის პრეზიდენტ, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან. უკრაინის მიწებიდან დამპყრობლების განდევნისთვის, ქვეყანას მოკავშირეებისგან კიდევ უფრო მეტი მძიმე იარაღი სჭირდება. „იარაღი, ფინანსები, სანქციები, რუსეთის პროვოკაციები ZNPP-ში, ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირში, ჩვენი გამარჯვება და უკრაინის აღმშენებლობა. ჩვენს გერმანელ მოკავშირეებთან განხილვის დღის წესრიგია“, - წერს შმიგალი Twitter-ზე.
შმიგალი შოლცთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების გაზრდის აუცილებლობის შესახებ საერთო ხედვა არსებობს
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ბერლინში ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრის ოფისი იუწყება. შმიგალის თქმით, გერმანია არის უკრაინის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ევროპაში. „ჩვენ მივიღეთ 2,4 მილიარდი ევრო ევროკავშირისგან და ველოდებით კიდევ 8 მილიარდს მაკროფინანსურ დახმარებას. აქედან 5 მილიარდი - უახლოეს მომავალში. ამ საკითხში გერმანიაც აქტიურად გვეხმარება", - აღნიშნა უკრაინის პრემიერმა. მისი თქმით, ახალი იარაღის მიწოდების საკითხი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო და „არსებობს საერთო ხედვა მძიმე იარაღის მიწოდების გაზრდის აუცილებლობის შესახებ“. შმიგალმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა ევროპის წინააღმდეგ ენერგეტიკული ომი გააჩაღა. „გერმანია არის უკრაინის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ევროპაში. ფედერალურ კანცლერთან ოლაფ შოლცთან შეხვედრისას განვიხილეთ ფინანსებთან, იარაღთან, უკრაინის აღდგენასთან, სანქციებთან, ენერგეტიკულ კრიზისთან და გათბობის სეზონთან დაკავშირებული საკითხები", - განაცხადა შმიგალმა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გერმანიამ უკრაინას ჯამში 1,4 მილიარდი ევრო გადასცა.
გერმანიის მთავრობა ენერგეტიკულ კრიზისთან გასამკლავებლად 65 მილიარდ ევროს გამოყოფს
გერმანიის მთავრობა ენერგეტიკულ კრიზისთან გასამკლავებლად 65 მილიარდ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, თანხმა დაიხარჯება ელექტროენერგიაზე მკვეთრად გაზრდილი ფასების კომპენსირებისთვის. ამასთან, გერმანიის მმართველი კოალიცია შეთანხმდა, რომ მოქალაქეები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ, ხოლო საწარმოები საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ. "ერთჯერადად სტუდენტები 200, ხოლო პენსიონერები 300 ევროს მიიღებენ. ამას გარდა, 2023 წლიდან გაიზრდება შემწეობა იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც ბავშვები ჰყავს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი: ჩვენ ნაკლებ ელექტროენერგიას ვაწარმოებთ და თუ ზამთარში ძალიან აცივდა, ცალკეულ უბნებში დენს დღეში ორი საათით გავთიშავთ
გერმანიამ უკრაინას კონტრ-ბატარეის რადარი Cobra პირველად გადასცა
გასული კვირის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გერმანიიდან კიდევ ოთხი საზენიტო თვითმავალი საარტილერიო სამაგრი Gepard-ი და პირველი კონტრ-ბატარეის რადარი Cobra მიიღეს. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ვებგვერდი იტყობინება. მედიის ცნობით, გერმანიის მიერ დაპირებული 30-დან უკრაინამ უკვე მიიღო 20 საზენიტო იარაღი, ხოლო 10 000 ჭურვიდან 4 000. Cobra-სრადარი განსაზღვრავს მტრის არტილერიის პოზიციების კოორდინატებს, ნაღმტყორცნების ბატარეებს, აგრეთვე ტერორისტული ჯგუფების იმპროვიზირებული სარაკეტო გამშვები პუნქტებს. დანადგარი Thales-ის, Airbus Defense and Space-ისა და Lockheed Martin-ის კონსორციუმის მიერ საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალებისთვის შეიქმნა. რამდენიმე ერთეული ასეთი რადარი თურქეთმაც შეიძინა. უკრაინა გახდა მეხუთე ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ახლა კონტრ-ბატარეის რადარი Cobra-თია შეიარაღებული.
გერმანული ბიზნესი ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებით დაინტერესდა
გერმანია ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებით დაინტერესდა. ეს საკითხი ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ თოყაევისა და გერმანიის დელეგაციის შეხვედრაზე განიხილეს. ყაზახეთი ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ეძებს გერმანიის დელეგაციის წარმომადგენელი დომენიკ შნიხელსმა, სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის სატრანზიტო ჯაჭვში გერმანული კომპანიების ჩართვის შესახებ განაცხადა. ყაზახეთის პრეზიდენტი: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი იზრდება ამასთან, გერმანულმა მხარემ ყაზახეთში არსებული საბადოების დამუშავებასა და ენერგოსექტორში თანამშრომლობის საკითხებზე ინტერესი გამოხატა.
გერმანია უკრაინას BIBER-ის ტიპის ტანკს და სხვა სამხედრო დახმარებას მიაწვდის
გერმანია უკრაინაში 16 ხიდის ტანკის - BIBER-ის, 10 საზენიტო იარაღის - GEPARD-ის გაგზავნას გეგმავს. „GEPARD-ები მრავალი წელია არ იმყოფებიან ბუნდესვერის სამსახურში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი შეცვლა არ არის საჭირო, ისინი უზრუნველყოფილი იქნება ინდუსტრიის მარაგებიდან", - განუცხადა ჟურნალისტებს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა დევიდ ჰელბოლდმა. მან არ დააკონკრეტა, როდის გადაეცემა ეს ტექნიკა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. მანამდე, უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა განაცხადა, რომ „საზენიტო ქვემეხების მეორე პარტია (GEPARD) მალე მიეწოდება უკრაინას“. გარდა ამისა, მისი თქმით, უახლოეს მომავალში უკრაინაში უნდა გაიგზავნოს - BIBER-ი. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინას მიაწვდის „ზამთრის პაკეტს": ელექტრო გენერატორებს, თერმო ტანსაცმელს, საკვებს და საველე აღჭურვილობას. ამასთან, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა უკრაინელი სამხედროების მომზადების პროგრამაზე, რომელიც ნიდერლანდებთან ერთად განხორციელდება. უახლოეს თვეებში სასწავლო კურსების სპექტრი გაფართოვდება უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებების გათვალისწინებით. ამ კონტექსტში ლამბრეხტმა გამოაცხადა ახალი ინიციატივა: ნაღმების გაწმენდის ღონისძიებები. „ეს აჩვენებს, რომ ჩვენ უკრაინას ძალიან ფართოდ, ძალიან ინტენსიურად ვუჭერთ მხარს“, - აღნიშნა ლამბრეხტმა. გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული სიის მიხედვით, გერმანია გეგმავს, უკრაინას მიაწოდოს 16 ხიდის დამდგმელი ტანკი BIBER, 10 საზენიტო ქვემეხი GEPARD, ასევე, საბრძოლო მასალა. ინფორმაციისთვის, Biber-ი არის საბრძოლო საინჟინრო მანქანა ატარებს და განათავსებს თავდასხმის ხიდს, რათა დაეხმაროს ჯარისკაცებს ნაკადების, ტანკსაწინააღმდეგო თხრილების და სხვა მცირე დაბრკოლებების გადაკვეთაში ბრძოლის ველზე.
ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა
ჩემთვის გასაგებია, რომ პუტინს იმედი აქვს, უკრაინის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვით დავიღლებით, - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი დღეს დილით კიევში ჩავიდა. „ჩემთვის გასაგებია, რომ პუტინს იმედი აქვს, უკრაინის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვით დავიღლებით. მას სჯერა, რომ შეუძლია ჩვენი საზოგადოებების გაყოფა ტყუილებით და მათი დაშანტაჟება ენერგორესურსებით მომარაგების საკითხით და, რომ მას შეუძლია გამოგვცალოს ენერგია, რაც გვჭირდება ყველა ჩვენს ღირებულებაზე ამ სასტიკი თავდასხმისგან თავის დასაცავად“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა", - ანაცხადა ბერბოკმა. ანალენა ბერბოკი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრას გეგმავს, თუმცა მისი ზუსტი განრიგი გასაიდუმლოებულია უსაფრთხოების მიზეზების გამო. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ანალენა ბერბოკი: რასაც კიევის ოლქში ვხედავ, საშინელებაზე მეტია
"რასაც აქ ვხედავ, საშინელებაზე მეტია", - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კიევის ოლქში, ველიკა დიმერკას დასახლებას ესტუმრა და პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინისთვის განაღმვით სამუშაოებში დახმარების აღმოჩენას. ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა "რასაც აქ ვხედავ, საშინელებაზე მეტია. ცხადია, აქ სპეციალურად განათავსეს არა მხოლოდ ტანკსაწინააღმდეგო, არამედ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებიც", - განაცხადა ბერბოკმა. უკრაინის გენშტაბი: უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხარკოვის ოლქში, რუსების მიერ ოკუპირებული 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ოლაფ შოლცი: გერმანია რუსული გაზის გარეშე, მომავალი ზამთრისთვის მზადაა
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა, ზამთრის სეზონი გადალახოს, თუ რუსეთი გაზის ექსპორტის შეჩერებას გადაწყვეტს. შოლცის თქმით, ჩრდილოეთ გერმანიაში მომზადდა ტერმინალები თხევადი გაზის იმპორტისთვის, ნახშირზე მომუშავე სადგურები ფუნქციონირებს და საჭიროების შემთხვევაში, ატომური ელექტროსადგურები სამხრეთში, 2023 წლის დასაწყისში მზად იქნება. „გაზი დავზოგეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიყენებთ ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების წარმოების შესაძლებლობებს. მომავალი წლის დასაწყისში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, გამოვიყენოთ სამხრეთ გერმანიის ატომური ელექტროსადგურები, თუ ეს საჭირო იქნება“, - განაცხადა კანცლერმა. „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაუმართაობის გამო, ევროპისთვის გაზის მიწოდება სრულად შეაჩერა. საპასუხოდ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „გაზპრომის“ ნაბიჯი გასაკვირი არ იყო. ევროკომისია: „გაზპრომის“ განცხადება სიცრუეა „გაზპრომის ნაბიჯი, სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის. გაზის იარაღად გამოყენება არ შეცვლის ევროკავშირის გადაწყვეტილებას. ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს გზას ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ. ჩვენი მოვალეობაა, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები და მხარი დავუჭიროთ უკრაინის თავისუფლებას“, - წერდა შარლ მიშელი Twitter-ზე. კრემლი ნებისმიერი საბაბით ეცდება გაზის სრულ შეწყვეტას. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC
ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში პიტერ ფიშერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. გამოითქვა იმედი, რომ ახალი ელჩის საქმიანობა ხელს შეუწყობს საქართველოსა და გერმანიას შორის ტრადიციულად ძლიერი და მეგობრული ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს და გერმანიას მეგობრული ურთიერთობები და სანდო პარტნიორობა აკავშირებთ. ყურადღება გამახვილდა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის, როგორც განვითარების წამყვანი პარტნიორის, როლს, რომელიც ეფექტიანად ახორციელებს დახმარებას KfW-ს, GIZ-ისა და სხვა გერმანული ინსტიტუტების მეშვეობით. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი ესწრებოდა.
შალვა პაპუაშვილი გერმანიის საქსონია-ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საქსონია-ანჰალტის პარლამენტის პრეზიდენტ გუნარ შელენბერგერს შეხვდა. ამის ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მდიდარ ისტორიუ-კულტურულ კავშირებზე, ასევე, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წლისთავზე ისაუბრეს. "მიმოიხილეს არსებული თანამშრომლობის პროექტები და პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები. პაპუაშვილმა გუნარ შელენბერგერს საპარლამენტო საქმიანობა გააცნო და საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების განმტკიცებას გაუსვა ხაზი. პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, ისაუბრა საქართველოს ძალისხმევასა და გეგმებზე ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებით. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა გერმანიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ილია დარჩიაშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ქალაქ ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, გერმანელ კოლეგას - ანალენა ბერბოკს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა შეხვედრისას კმაყოფილებით აღნიშნეს როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი ბერლინში, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დაგეგმილი ვიზიტი და მისი შეხვედრა როგორც გერმანიის კანცლერთან, ასევე ფედერალურ პრეზიდენტთან და იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნული ვიზიტები კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს და განამტკიცებს საქართველოსა და გერმანიის პარტნიორულ ურთიერთობებს. შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობის განმტკიცების მნიშვნელობას. მხარეებმა განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნეს გერმანია-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, როდესაც გერმანიის, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წვერი ლიდერი სახელმწიფოს მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას, გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ წლების მანძილზე გამოხატული, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ბერლინის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ამ მიმართულებით მიესალმა ქართული მხარის მცდელობებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან დაკავშირებით და თბილიში გამართულ შეხვედრას აზერბაიჯანის და სომხეთის მინისტრებს შორის. მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს ევროკომისიის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ და გაცვალეს ინფორმაცია საქართველოს მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. როგორც გერმანულმა მხარემ აღინიშნა, ბერლინი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და მზად არის პრაქტიკული დახმარება გაუწიოს საქართველოს ამ გზაზე.მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოსა და მის შედეგებზე, მათ შორის ევროკავშირის სივრცესთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოების კონკრეტულ ინიციატივებსა და პროგრამებზე. ასევე, საქართველოს მხრიდან ასოცირების შეთანხმების ფარგლებსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების პროცესზე. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს განსაკუთრებულ როლს ენერგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და ამ მხრივ გერმანიის ინტერესს დაეხმაროს საქართველოს.მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს მჭიდრო ხალხთაშორისი კავშირები, ასევე გერმანული ტურისტების მხრიდან საქართველოს მიმართ მზარდი ინტერესი, რასაც დამატებით შეუწყობს ხელს 2023 წელს საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაიწლეობა “ITB Berlin 2023”-ში. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმოს ხელმოწერას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.ილია დარჩიაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ვიზიტით საქართველოში მიიწვია.
საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოეწერა
საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. დოკუმენტს ბერლინში ხელი მოაწერეს, საქართველოს მთავრობის სახელით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ილია დარჩიაშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა მათივე ცნობით, შეთანხმება კომპლექსური დოკუმენტია და მიზნად ისახავს საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის, განათლების, სამეცნიერო სფეროებსა და ხალხთაშორის ფორმატებში კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას. "შეთანხმებაში ხაზგასმულია ქართველი და გერმანელი ხალხის მიერ მსოფლიოს საერთო კულტურული მემკვიდრეობისთვის გაწეული ისტორიულ წვლილი და აღნიშნულია, რომ მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ მდიდარი კულტურის შესახებ ინფორმაციის ურთიერთგაცვლას და ცნობადობის ამაღლებას,მათ შორის კულტურული პროექტების, გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფას, სახელოვნებო, სამეცნიერო და პედაგოგიური სფეროს წარმომადგენელთა კიდევ უფრო დაახლოებას და ა.შ.მემორანდუმი ასევე მოიცავს საქართველოსა და გერმანიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობას, რაც გულისხმობს ორი ქვეყნის კავშირების განვითარებას, სასკოლო, უმაღლესი თუ პროფესიული განათლების სფეროში, ასევე საექსპერტო და აკადემიური წრეების დაახლოებას, სტუდენტური პროგრამების გაცვლას, უმაღლესი განათლების შესაძლებლობების გახსნას ქართველი სტუდენტებისთვის და ა.შ. ორი ქვეყნის ენების შესწავლის დამატებით შესაძლებლობებს და მათ შორის გერმანული საერთაშორისო სასკოლო ატესტატის მქონე აბიტურიენტებისთვის გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებს. შეთანხმება ასევე გულისხმობს მხარდაჭერას გერმანიაში მცხოვრები ქართული დიასპორისთვის და მათთვის დამატებით შესაძლებლობებს თავიანთი ენის, კულტურის, ტრადიციების და თვითმყოფადობის შენარჩუნების თვალსაზრისით. მხარეების შორის ხელმოწერილი კომპლექსური დოკუმენტი ასევე მოიცავს თანამშრომლობას ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით. ასევე საგამომცემლო საქმიანობაში თანამშრომლობას, საბიბლიოთეკო სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას. განსაკუთრებული ყურადღებაა დათმობილი სამეცნიერო სფეროში მდიდარი პოტენციალის გაცვლასა და აკადემიური წრეების დაახლოებაზე. შეთანხმება ასევე გულისხმობს ერთობლივი აკადემიური ხარისხის გაცემაზე თანამშრომლობას. აღსანიშნავია, რომ ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე მუშაობა 2013 წელს განახლდა", - აღნიშულია ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერლინში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით დღეს გაემგზავრა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.
ილია დარჩიაშვილი: გერმანია არის ქვეყანა, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას
ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, მოვილაპარაკეთ, რომ საქართველო იქნება გერმანიის საერთაშორისო დღის წესრიგში, რაც ვფიქრობ, დაგვეხმარება ჩვენს პარტნიორებთან ერთად გავაგრძელოთ ძალიან აქტიური მუშაობა, იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია გავხადოთ კიდევ უფრო ძლიერი, შედეგზე ორიენტირებული , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, გერმანელ კოლეგასთან ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. ანალენა ბერბოკი: გერმანია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ურყევი მხარდამჭერი იქნება "ქართულმა მხარემ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ ქმედებების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ და მმართველმა გუნდმა განახორციელა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. გერმანული მხარისთვის ნათელი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალური ინკლუზიურობის დაცვით, ეს პროცესი მიიყვანოს ბოლომდე. რა თქმა უნდა, ჩემი კოლეგისგან გვქონდა სრული მხარდაჭერა იმ მიმართულებით, რომ საქართველო იყოს აქტუალური მათ საგარეო პოლიტიკაში და გერმანიამ მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. ილია დარჩიაშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა
ანალენა ბერბოკი: გერმანია ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ურყევი მხარდამჭერი იქნება
ახლა მნიშვნელოვანია, საქართველომ სწრაფად გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე. გერმანია ამ გზაზე ურყევად იქნება საქართველოს მხარდამჭერი, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. ილია დარჩიაშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა "საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილს წარმოადგენს. ახლა მნიშვნელოვანია, სწრაფად გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე. გერმანია ამ გზაზე ურყევად იქნება საქართველოს მხარდამჭერი, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ქართველ კოლეგასთან ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას. დღეს ხელმოწერილი შეთანხმება კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორიენტირებულია საქართველოსა და გერმანიის მოქალაქეებზე და ითვალისწინებს ენების სწავლებისა და სწავლის უფრო მეტ წახალისებას, თანამშრომლობას განათლებისა და სპორტის მიმართულებებით, ასევე საგანმანათლებლო დოკუმენტების გაადვილებულ აღიარებას და კულტურის ფასეულობებით არალეგალურ ვაჭრობასთან ბრძოლას", - განაცხადა ბერბოკმა. საქართველოსა და გერმანიას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოეწერა
გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი დღეს გერმანიის პრეზიდენტსა და კანცლერს შეხვდება
გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის შეხვედრები დღეს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ღარიბაშვილი ჯერ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება, რის შემდეგაც ქართული დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, კანცლერის ოფისში გადაინაცვლებს. გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ირაკლი ღარიბაშვილი და ოლაფ შოლცი ჯერ პირისპირ ფორმატში გამართავენ შეხვედრას, შემდეგ კი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. დახურულ კარს მიღმა შეხვედრების დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივი პრესკონფერენცია, შესაბამისად, ამ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი დახურულ კარს მიღმა განხილული საკითხების დეტალები, თუმცა როგორც ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ, შეხვედრების განმავლობაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა, ერთი მხრივ, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებსა და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მეტად გაძლიერებას და მეორე მხრივ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთობლიივი პრესკონფერენცია საქართველოს დროით 19:00 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამბობს, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ვიზიტი იქნება ძლიერი იმპულსი, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, „ამ რთულ პერიოდში, როდესაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, გერმანიას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ძლიერ ქვეყანას, რა თქმა უნდა, აქვს ერთ-ერთი ძლიერი ხმა. ამიტომ ვფიქრობთ, პოლიტიკურ დონეზე გერმანიასთან ინტენსიური თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში არის ძალიან დროული, მნიშვნელოვანი, რომელმაც, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას და გერმანიის, როგორც ძლიერი ქვეყნის მობილიზებას ჩვენი ევროპული ინტეგრაციისკენ. დარწმუნებული ვარ, პრემიერის ვიზიტი იქნება ძალიან ძლიერი იმპულსი, ძლიერი დახმარება, რათა ჩვენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გავაძლიეროთ და ჩვენი მეგობარი ქვეყნის კიდევ უფრო მობილიზება მოვახდინოთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება, რის შემდეგაც ქართული დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, კანცლერის ოფისში გადაინაცვლებს. გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ირაკლი ღარიბაშვილი და ოლაფ შოლცი ჯერ პირისპირ ფორმატში გამართავენ შეხვედრას, შემდეგ კი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. დახურულ კარს მიღმა შეხვედრების დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივი პრესკონფერენცია, შესაბამისად, ამ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი დახურულ კარს მიღმა განხილული საკითხების დეტალები, თუმცა როგორც ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ, შეხვედრების განმავლობაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა, ერთი მხრივ, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებსა და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მეტად გაძლიერებას და მეორე მხრივ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს. წინასწარი ინფორმაციით, ერთობლიივი პრესკონფერენცია საქართველოს დროით 19:00 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამბობს, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ვიზიტი იქნება ძლიერი იმპულსი, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, „ამ რთულ პერიოდში, როდესაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, გერმანიას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ძლიერ ქვეყანას, რა თქმა უნდა, აქვს ერთ-ერთი ძლიერი ხმა. ამიტომ ვფიქრობთ, პოლიტიკურ დონეზე გერმანიასთან ინტენსიური თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში არის ძალიან დროული, მნიშვნელოვანი, რომელმაც, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას და გერმანიის, როგორც ძლიერი ქვეყნის მობილიზებას ჩვენი ევროპული ინტეგრაციისკენ. დარწმუნებული ვარ, პრემიერის ვიზიტი იქნება ძალიან ძლიერი იმპულსი, ძლიერი დახმარება, რათა ჩვენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გავაძლიეროთ და ჩვენი მეგობარი ქვეყნის კიდევ უფრო მობილიზება მოვახდინოთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება, რის შემდეგაც ქართული დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, კანცლერის ოფისში გადაინაცვლებს. გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ირაკლი ღარიბაშვილი და ოლაფ შოლცი ჯერ პირისპირ ფორმატში გამართავენ შეხვედრას, შემდეგ კი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. დახურულ კარს მიღმა შეხვედრების დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივი პრესკონფერენცია, შესაბამისად, ამ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი დახურულ კარს მიღმა განხილული საკითხების დეტალები, თუმცა როგორც ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ, შეხვედრების განმავლობაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა, ერთი მხრივ, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებსა და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მეტად გაძლიერებას და მეორე მხრივ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს. წინასწარი ინფორმაციით, ერთობლიივი პრესკონფერენცია საქართველოს დროით 19:00 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამბობს, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ვიზიტი იქნება ძლიერი იმპულსი, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, „ამ რთულ პერიოდში, როდესაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, გერმანიას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ძლიერ ქვეყანას, რა თქმა უნდა, აქვს ერთ-ერთი ძლიერი ხმა. ამიტომ ვფიქრობთ, პოლიტიკურ დონეზე გერმანიასთან ინტენსიური თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში არის ძალიან დროული, მნიშვნელოვანი, რომელმაც, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას და გერმანიის, როგორც ძლიერი ქვეყნის მობილიზებას ჩვენი ევროპული ინტეგრაციისკენ. დარწმუნებული ვარ, პრემიერის ვიზიტი იქნება ძალიან ძლიერი იმპულსი, ძლიერი დახმარება, რათა ჩვენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გავაძლიეროთ და ჩვენი მეგობარი ქვეყნის კიდევ უფრო მობილიზება მოვახდინოთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება, რის შემდეგაც ქართული დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, კანცლერის ოფისში გადაინაცვლებს. გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია. ირაკლი ღარიბაშვილი და ოლაფ შოლცი ჯერ პირისპირ ფორმატში გამართავენ შეხვედრას, შემდეგ კი შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. დახურულ კარს მიღმა შეხვედრების დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია პრემიერ-მინისტრისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივი პრესკონფერენცია, შესაბამისად, ამ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი დახურულ კარს მიღმა განხილული საკითხების დეტალები, თუმცა როგორც ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ, შეხვედრების განმავლობაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა, ერთი მხრივ, ქართულ-გერმანულ ურთიერთობებსა და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მეტად გაძლიერებას და მეორე მხრივ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებს. წინასწარი ინფორმაციით, ერთობლიივი პრესკონფერენცია საქართველოს დროით 19:00 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამბობს, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ვიზიტი იქნება ძლიერი იმპულსი, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, „ამ რთულ პერიოდში, როდესაც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, გერმანიას, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ძლიერ ქვეყანას, რა თქმა უნდა, აქვს ერთ-ერთი ძლიერი ხმა. ამიტომ ვფიქრობთ, პოლიტიკურ დონეზე გერმანიასთან ინტენსიური თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიაში არის ძალიან დროული, მნიშვნელოვანი, რომელმაც, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებას და გერმანიის, როგორც ძლიერი ქვეყნის მობილიზებას ჩვენი ევროპული ინტეგრაციისკენ. დარწმუნებული ვარ, პრემიერის ვიზიტი იქნება ძალიან ძლიერი იმპულსი, ძლიერი დახმარება, რათა ჩვენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გავაძლიეროთ და ჩვენი მეგობარი ქვეყნის კიდევ უფრო მობილიზება მოვახდინოთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა აღნიშნული ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა გერმანიისა და პირადად პრეზიდენტ შტაინმაიერის გამორჩეული პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსადმი. "აღინიშნა, რომ საქართველო და გერმანია საიმედო და ღირებული პარტნიორები არიან ერთმანეთისთვის, რაც მრავალწლიან კავშირებსა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება. განსაკუთრებით გაესვა ხაზი გერმანიის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის წარმატებაში. აღინიშნა გერმანიის პრაქტიკული მხარდაჭერა, რაც მრავალი წლის განმავლობაში ხორციელდება საქართველოში როგორც გერმანიის მთავრობის, ისე სხვადასხვა ინსტიტუტისა და კერძო სექტორის მხრიდან. მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის წლების განმავლობაში არსებულ წარმატებულ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობას, რისი ნათელი დასტურიცაა გერმანული კომპანიების საქმიანობა საქართველოში. მხარეებმა ისაუბრეს იმ ერთობლივ ნაბიჯებსა და გზებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს გერმანული ბიზნესის მეტად დაინტერესებას საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალით. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის განვითარების კუთხით საერთაშორისო განვითარების ბანკის (KfW), საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა (GIZ) და სხვა გერმანული უწყებების მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე განიხილეს უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული მდგომარეობა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა გერმანიას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უზრუნველსაყოფად გერმანიის მთავრობის ძალისხმევისთვის. საუბარი შეეხო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას და ამ კუთხით საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობას. მხარეები მიესალმნენ ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას. საუბარი ასევე შეეხო რეკომენდაციების შესრულების მიზნით საქართველოს მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმასა და გადადგმულ ნაბიჯებს. შეხვედრაზე დაისახა გეგმები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად და სხვადასხვა მიმართულებით მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სრული მზადყოფნა გამოითქვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი დატოვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გერმანიამ უკრაინას ოთხი Gepard-ი და 65 რეფრიჟერატორი გადასცა
გერმანიამ, უკრაინას 4 თვითმავალი საზენიტო საარტილერიო დანადგარი Gepard-ი და 65 რეფრიჟერატორი გადასცა. გერმანია უკრაინისთვის კიდევ 6 Gepard-ის გადაცემას გეგმავს. თვითმავალი საზენიტო საარტილერიო დანადგარი Gepard-ით წუთში 1000 გასროლის გაკეთებაა შესაძლებელი. ივლისში გერმანიამ, უკრაინას სამი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა M270 MARS-ი გადასცა. ამასთან, კიევს ათი თვითმავალი ჰაუბიცა PzH 2000 და 10,5 ათასი ნაღმი გადასცა. ამ დროისთვის გერმანიამ უკრაინას $1,2 მილიარდის სამხედრო დახმარება გადასცა.
ოლაფ შოლცი საქართველოს: ევროპისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით
ევროპისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარები, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს მხარი დაუჭიროს იმ კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ევროპულ საბჭოში წელს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს მივცეთ ევროპული პერსპექტივა. მე მინდა, რომ საქართველო გავამხნევო, ამისთვის საჭირო რეფორმების ნაბიჯები გადადგას. ევროკომისიის რეკომენდაციები გახლავთ ამ გზაზე მნიშვნელოვანი. ჩემთვის ცნობილია, რომ ამას სჭირდება ერთობლივი, ეროვნული ძალისხმევა ყველა პოლიტიკური ძალისა და ამიტომაც მინდა, რომ დაგარწმუნოთ გერმანია საქართველოს ამაში დაეხმარება. ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით ევროპაში მიმავალ გზაზე. მისივე თქმით, გერმანია უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. „ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არის მჭიდრო და მრავალმხრივი. ისინი ფარავენ მთელს სპექტრს ეკონომიკის, ეკოლოგიის, ენერგეტიკის და კულტურის. გვიხარია, რომ საქართველოში არსებობს ძალიან დიდი ინტერესი გერმანული ენის და აკადემიური გაცვლის მიმართ და ასევე, როგორც ორმხრივი პარტნიორი, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია განვითარების პოლიტიკის თვალსაზრისით. რუსეთის აგრესია უკრაინაზე არის ამ წლის მთავარი მოვლენა. გერმანია მხარში უდგას უკრაინას, ეხმარება მას სამხედრო, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური თვალსაზრისით. საქართველოს თვითონ აქვს რუსული აგრესიის გამოცდილება, სამწუხარო გამოცდილება, 2008 წელს დაესხნენ მას თავს და მას შემდეგ, საქართველოს ტერიტორიების ნაწილები რუსული კონტროლის ქვეშაა. ფედერალური მთავრობა უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. კარგია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია და ასევე, გამოაცხადა, რომ ის ხელს შეუშლის ყველანაირ მცდელობას რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებისა“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. „პირველ რიგში, მნიშვნელოვანი გახლავთ პოლიტიკური მხარდაჭერა. ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს მხარი დაუჭიროს იმ კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. ეს გახლავთ ცენტრალური შეხედულება ყველასი და საბოლოო ჯამში, ვინც არის კანდიდატი, იმ ქვეყნის საქმეა, რომ შეასრულოს კრიტერიუმები. მაგრამ, ჩვენგან საქართველოს ექნება ყველანაირი მხარდაჭერა, რათა სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები იყოს განხორციელებული. გარდა ამისა, ეკონომიკური პერსპექტივების განვითარებაზეა ლაპარაკი, ამიტომაც გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა განვითარების პოლიტიკის საქმეში, ამის გაფართოებაც შეიძლება. სამომავლო განვითარებისთვის კიდევ ბევრი სხვა სფერო არსებობს - ეს გახლავთ ენერგეტიკის სფერო და ამაზე გვქონდა დღეს საუბარი“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „იმედის“ თარგმანით. მისივე თქმით, გერმანიისთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან და წელს ფედერალურმა მთავრობამ ამისთვის გამოყო თანხა, ისევე როგორც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.
გერმანია კიევს დამატებით სამხედრო დახმარებას მიაწვდის
გერმანია უკრაინას Dingo-ს ტიპის 50 ჯავშანმანქანას მიაწვდის, რომელსაც გერმანელი სამხედროები ფართოდ იყენებდნენ ავღანეთში NATO-ს სამხედრო ოპერაციის დროს. Bild-ის ცნობით, გერმანიის თავდაცვის ფედერალურმა მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა ეს განცხადება 15 სექტემბერს გააკეთა. გერმანია უკრაინას ასევე გადასცემს კიდევ ორ MARS II-ის ტიპის მრავალჯერად სარაკეტო სისტემასა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისთვის საჭირო 200 რაკეტას. მინისტრის თქმით, ქვეითთა საბრძოლო მანქანების გაცვლის შესახებ შეთანხმება, საბერძნეთთან თითქმის მიღწეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანია მალე გადასცემს საბერძნეთს Marder IFV ტიპის 40 საბრძოლო მანქანას, ხოლო საბერძნეთი თავის მხრივ, საბჭოთა წარმოების მანქანებს გადასცემს უკრაინას.
ოლაფ შოლცი: პუტინი მარცხდება
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთი განიცდის მარცხს უკრაინაში, უკრაინელი ხალხის „გმირული წინააღმდეგობისა" და დასავლეთის ქვეყნებიდან ძლიერი სოლიდარობის გამო. პოტსდამში, საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, შოლცმა აღინშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სერიოზული შეცდომები დაუშვა უკრაინაში. „ის ფიქრობდა, რომ მთელ უკრაინას დაიპყრობდა ორიდან სამ კვირაში. როდესაც მან ვერ მიაღწია ამას, ის აღმოსავლეთში გადავიდა, ფიქრობდა, რომ შეეძლო ამ ტერიტორიების დაპყრობა. მაგრამ მისი ორივე გეგმა ვერ ჩავარდა“, - განაცხადა შოლცმა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას. „ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ. დარწმუნებული ვარ, რომ პუტინი ამ ომს ვერ მოიგებს. უკრაინა გადარჩება. რადგან უკრაინელი ხალხი გმირულად იცავს თავის ქვეყანას. მათ ჰყავთ მეგობრები და პარტნიორები მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. შეგახსენებთ, უკრაინა კონტრშეტევების შედეგად, თავის ტერიტორიებს ოკუპანტებისგან ათავისუფლებს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საბერძნეთი და გერმანია, უკრაინისთვის 40 საბჭოთა BMP-1-ის გადაცემაზე შეთანხმდნენ
საბერძნეთი და გერმანია საბოლოოდ შეთანხმდნენ „წრიული გაცვლის“ სქემაზე, რომლის მიხედვითაც ბერძნული მხარე უკრაინას 40 საბჭოთა BMP-1 ქვეით საბრძოლო მანქანას, ამდენივე უფრო თანამედროვე გერმანული Marder-ის სანაცვლოდ გადასცემს. ამის შესახებ პარასკევს საბერძნეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. „საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისისა და გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის გადაწყვეტილებით, ეროვნული თავდაცვის მინისტრი ნიკოს პანაიოტოპულოსი და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ქრისტინე ლამბრეხტი, უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად, შეთანხმდნენ, რომ საბერძნეთი უკრაინას 40 ჯავშანტექნიკას გადსცემს, სანაცვლოდ კი გერმანია საბერძნეთს, Marder მანქანებს გადასცემს“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ მაისის ბოლოს კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინა საბერძნეთისგან 40 საბჭოთა BMP-1 ქვეით საბრძოლო მანქანას მიიღებდა. მხარეებს შორის „წრიულ გაცვლაზე“ შეთანხმებას ოთხი თვე დასჭირდა.
გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის 18 თვითმავალი საარტილერიო დანადგარის მიყიდვას მხარი დაუჭირა
გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ უკრაინისთვის 18 თვითმავალი საარტილერიო დანადგარის – RCH-155-ის მიყიდვას მხარი დაუჭირა. დმიტრო კულება: ჩვენთვის გამოცანაა: რაშია პრობლემა? რატომ ვერ ვიღებთ გერმანიისგან იმას, რაც გვჭირდება და რაც მას აქვს? „ეს გახდება არსებითი წვლილი უკრაინელი სამხედროების ეფექტიანობის გაძლიერებაში. ვიმედოვნებ, რომ ფედერალური მთავრობა გააგრძელებს ამ გზაზე თანმიმდევრულად სვლას“, – განაცხადა გერმანიაში უკრაინის მოქმედმა ელჩმა, ანდრეი მელნიკოვმა. მიხაილო პოდოლიაკის თქმით, დასავლეთი შესაძლოა, იძულებული გახდეს, კიევს მეტი იარაღი მიაწოდოს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
Die Welt: გერმანია უკრაინისთის 18 თვითმავალი ჰაუბიცის მიწოდებას დათანხმდა
ორთვიანი მსჯელობის შემდეგ, გერმანიამ 18 თვითმავალი ჰაუბიცის მიწოდების შესახებ უკრაინის თხოვნა დააკმაყოფილა იტყობინება Die Welt-ი. Die Welt-ი წერს, რომ კიევმა ჰაუბიცების მიწოდება ივლისის შუა რიცხვებში ითხოვა. გერმანიაში უკრაინის ელჩმა ანდრი მელნიკმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა იარაღის ექსპორტსა და დაფინანსებას დათანხმდა. მწარმოებლის წინადადების მიხედვით, რომელიც ასევე მოიცავს ტრენინგს და სათადარიგო ნაწილების მიწოდებას, პირველი RCH-155 ჰაუბიცები მზად გადასაზიდად არაუგვიანეს 30 თვეში იქნება. უკრაინული წყაროების თანახმად, KMW-ს (მწარმოებელი, რედ.) არ სურდა წარმოების დაწყება, ვიდრე გერმანიის მთავრობისგან არ იქნებოდა მკაფიო სიგნალი, რომ იარაღის ექსპორტი უკრაინაში შეიძლებოდა. დმიტრო კულება: ჩვენთვის გამოცანაა: რაშია პრობლემა? რატომ ვერ ვიღებთ გერმანიისგან იმას, რაც გვჭირდება და რაც მას აქვს? გერმანიამ უკრაინას უკვე მიაწოდა ათი ასეთი თვითმავალი ჰაუბიცა. შგეახსენებთ, საბერძნეთი და გერმანია, უკრაინისთვის საბრძოლო მანქანების გადაცემაზე შეთანხმდნენ.
გერმანია უკრაინას, კიდევ ოთხ თვითმავალ ჰაუბიცა PzH-ს გადასცემს
გერმანია უკრაინას, კიდევ ოთხ Panzerhaubitze 2000-ის თვითმავალ საარტილერიო დანადგარსა და ჭურვებს გადასცემს. ამის შესახებ დღეს გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცახდა. Die Welt: გერმანია უკრაინისთის 18 თვითმავალი ჰაუბიცის მიწოდებას დათანხმდა ივლისის ბოლოს უკრაინამ გერმანიისგან, სამი PzH მიიღო. BBC-ის ცნობით, ამავდროულად, გერმანელებმა მწვანე შუქი აანთეს PzH 2000-ის მწარმოებელს, რომ უკრაინისთვის მიეწოდებინა 100 სისტემა, რომლის ღირებულებაც ჯამურად 1,7 მილიარდ ევროს შეადგენს. საბერძნეთი და გერმანია, უკრაინისთვის 40 საბჭოთა BMP-1-ის გადაცემაზე შეთანხმდნენ
გერმანიამ უკრაინას, ორი Mars II და 50 ჯავშანტრანსპორტიორი Dingo გადასცა
გერმანამ უკრაინას დამატებით ორი Mars II მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა და 50 ჯავშანტრანსპორტიორი Dingo გადასცა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს Twitter-ზე ინფორმაცია, უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა. გარდა ამისა, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სექტემბრის ბოლოდან გერმანიაში უკრაინელი სამხედროებისთვის საწვრთნელო პროექტები დაემატება და უფრო მეტ სამხედროს მოამზადებენ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანია უკრაინას, კიდევ ოთხ თვითმავალ ჰაუბიცა PzH-ს გადასცემს.
ჩრდილოეთ გერმანიაში თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა იწყება
თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის მშენებლობა ჩრდილოეთ გერმანიაში, ქალაქ ლუბმინთან, ამ კვირაში უნდა დაიწყოს. ამის შესახებ სამშენებლო კომპანია Deutsche ReGas GmbH & Co-მ განაცხადა. „სამშაბათს, 20 სექტემბერს, დაიწყება პირველი სრულად კერძო დაფინანსებული FSRU1 Deutsche Ostsee თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის მშენებლობა, რომელიც დაპროექტებულია Deutsche ReGas–ის მიერ Lubmin–დან“, – ნათქვამია პრესრელიზში. სამშენებლო სამუშაოები მიზნად ისახავს, ლუბმინის ინდუსტრიული პორტის მოდერნიზებას განსაკუთრებით დიდი გემებისთვის და მის აღმოსავლეთ ნაწილში ნავმისადგომის შექმნას. ლუბმინის მახლობლად დამაგრებული დიდი ტანკერებიდან, თხევადი გაზი პორტს პატარა გემებით მიეწოდება, შემდეგ კი გაზის ქსელში გადანაწილდება. 2022 წლის პირველი დეკემბრიდან, ტერმინალიდან გერმანიის გაზის ქსელი 4,5 კუბური მეტრი თხევადი გაზით უნდა შეივსოს, აცხადებენ კომპანიაში. ლუბმინი, ერთ-ერთი ადგილია, სადაც თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა იგეგმება, რომლითაც რუსული გაზი უნდა ჩანაცვლდეს. ამ დროისთვის, რუსული გაზის მიწოდება შეჩერებულია. საგულისხმოა, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ლუბმინამდეა გადაჭიმული.
რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ბავარიის მამულში გერმანიის პოლიცია ჩხრეკას ატარებს
გერმანიის პოლიცია ერთ-ერთი უმდიდრესი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ბავარიის მამულში ჩხრეკას ატარებს. ჩხრეკა მიმდინარეობს უსმანოვის საკუთრებაში არსებულ რამდენიმე ობიექტზე ტეგერნსეს ტბის მიდამოში, რომელიც მიუნხენის სამხრეთით 60 კილომეტრშია. როგორც ცნობილია, 2014 წლის შემდეგ უსმანოვი დროის მნიშვნელოვან ნაწილს იქ ცხოვრობდა. ძებნას ფედერალური კრიმინალური პოლიციისა და საგადასახადო საგამოძიებო სამსახურის 250 თანამშრომელი აწარმოებს. მედიის ცნობით, მანამდე რამდენიმე თვით ადრე გამომძიებლებმა შეაგროვეს ინფორმაცია, რომელიც ჩხრეკის საფუძველი გახდა. ჩხრეკის მიზანია, უსმანოვის წინააღმდეგ სავაჭრო კანონების დარღვევის, ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების ეჭვებზე მტკიცებულებების მოძებნა. არაოფიციალურად, გამოცემამ შეიტყო, რომ 2014 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში უსმანოვს გერმანიაში შეეძლო გადასახადების გადახდისთვის თავის არიდება. სავარაუდოდ მან 555 მილიონი ევრო დამალა. გერმანიის ხელისუფლება უფრო აქტიურად უსმანოვით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ის შეიყვანეს ევროკავშირის სანქციების სიაში (რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით) შეიყვანეს, ვინაიდან ის პუტინის ახლო წრიდანაა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უსმანოვის დის და კიდევ რამდენიმე ადამიანის გვარი ევროკავშირის სანქციების სიიდან გაქრა.
გერმანიაში თითქმის 5 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივები დააყადაღეს
გერმანიის ხელისუფლებამ 4,88 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. მათ შორის ნაღდი მხოლოდ ნახევარს შეადგენს. დაყადაღებულია რუსების უძრავი და მოძრავი ქონება, იახტები და თვითმფრინავები. იახტები სანქცირებული ოლიგარქების საკუთრებაშია. Spiegel-ის ცნობით, ფული, უძრავი ქონება და იახტები ჯერ არ დაუკავებიათ, შესაბამისად, გერმანიაში გაყინული რუსული ქონების პოტენციური ღირებულება შესაძლოა, გაორმაგდეს. სამთავრობო ანგარიშის მიხედვით, რუსეთის დაახლოებით ათასი მოქალაქე და ორგანიზაცია ამჟამად ევროპის სანქციების სიაშია. რუსების აქტივების გამოთვლა საკმაოდ რთულია, რადგან ისინი საკუთრების თაობაზე ფაქტების დამალვას ცდილობენ.
პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, გერმანია განმარტავს, რა პირობებით მიიღებს რუსეთის მოქალაქეებს
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რეჟიმს და ტოვებენ ქვეყანას, შეიძლება, პოლიტიკური დევნისგან გაქცეულად მივიჩნიოთ. მან განმარტა, რა შემთხვევაში იღებს გერმანია დეზერტირებს. მინისტრის განმარტებით, ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან პუტინის რეჟიმს და ამით დიდ საფრთხეში აღმოჩნდება, შეუძლია, თავშესაფარი პოლიტიკური დევნის მოტივით მოითხოვოს. „როგორც წესი, დეზერტირები, რომლებსაც სასტიკი რეპრესიები ემუქრებათ, გერმანიაში საერთაშორისო დაცვას იღებენ“, - განაცხადა ფეზერმა და დაამატა, რომ თავშესაფრის მინიჭება ცალკეული გადაწყვეტილებაა. ცნობისთვის, ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა სახის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მობილიზაციას არიდებენ თავს. ფინეთი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა სრულად შეუზღუდოს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ რუსეთში, საკუთარი სამოქალაქო მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა, სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მინიჭებისთვის საკმარისი მიზეზი არ არის ყაზახეთი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვას მოსკოვის თანხმობის გარეშე არ გასცემს მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, ათასობით რუსი გაემგზავრა ქვეყნებში, სადაც რუსებს უვიზოდ შესვლა შეუძლიათ, მათ შორის არიან სომხეთი, ბელორუსი, საქართველო, სერბეთი, ყაზახეთი და მონღოლეთი.
გერმანიამ უკრაინას ექვსი Gepard-ი და საბრძოლო მასალა გადასცა
გერმანიამ უკრაინას 6 თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო დანადგარი Gepard-ი და საბრძოლო მასალა გადასცა. გერმანული წარმოების სამი Gepard-ის ტიპის საარტილერიო დანადგარი უკრინაშია ამ დრომდე გერმანიამ უკრაინას უკვე გადასცა სულ 30 თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო დანადგარი Gepard-ი. ახალ გადაზიდვაში უკრაინამ მიიღო Gepard-ის 6 ინსტალაცია და დანადგარისთვის საჭირო საბრძოლო მასალა. გერმანიამ უკრაინას ოთხი Gepard-ი და 65 რეფრიჟერატორი გადასცა შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევის წარმატების შემდეგ, გერმანიის პოლიტიკური პარტიები, მათ შორის კოალიციური, ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ იარაღით უკრაინის მხარდაჭერა გააძლიეროს. კერძოდ, უკრაინას გადასცენ Leopard 2-ის ტანკები და Marder-ის ქვეითი საბრძოლო მანქანები. კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ამ საკითხში „მარტო ვერ იმოქმედებს“.
ზელენსკიმ გერმანიაში ახალი ელჩი დანიშნა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ოლექსი მაკეევი დანიშნა. Ukrinform-ის ცნობით, შესაბამისი განკარგულება, No662/2022, პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან ანდრი მელნიკი 2022 წლის ივლისში გაათავისუფლა.
მედია: გერმანია გამოდის ინიციატივით, ევროკავშირის მოქალაქეებს რუსეთის სახელმწიფო კორპორაციებში მაღალი თანამდებობების დაკავება აეკრძალოთ
ბერლინმა თავისი წინადადება წარმოადგინა და ევროკავშირის მთავრობებს მოუწოდა, ის სანქციების მერვე პაკეტში შეიტანოს. ამის შესახებ გერმანული მედია წერს. მისი წყაროების ცნობით, გერმანია გამოდის ინიციატივით, ევროკავშირის მოქალაქეებს რუსეთის სახელმწიფო კორპორაციებში მაღალი თანამდებობების დაკავება აეკრძალოთ. პუტინის მეგობარი გერჰარდ შრიოდერი რუსეთთან კავშირების არშეწყვეტის გამო პრივილეგიებს კარგავს „ამ ზომის მიღება შეამსუბუქებს რუსეთის „პოლიტიკურ გავლენას“ ევროკავშირის ქვეყნებში და ხელს შეუშლის ევროკავშირის პოლიტიკოსების, მათ შორის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის ჩართულობას რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ბიზნესში“, - წერს მედია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანიაში, რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის იახტა გაჩხრიკეს
გერმანიაში, 156 მეტრიან იახტა Dilbar-ზე, რომელიც რუს ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვს ეკუთვნის ჩხრეკა ჩატარდა, იუწყება Der Spiegel. რუსი ოლიგარქი ფულის გათეთრებაში, საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის დარღვევასა და გადასახადებისგან თავის არიდებაშია ეჭვმიტანილი. რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ბავარიის მამულში გერმანიის პოლიცია ჩხრეკას ატარებს იახტა Dilbar-ი, რომელიც უსმანოვმა 2016 წელს $600 მილიონად იყიდა, ახლა ქალაქ ბრემენში დგას. იახტა რუს ოლიგარქს, ჰამბურგის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში ჩამოართვა. იტალიის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ჯავშნიანი მერსედესი დააყადაღა მანამდე გერმანიის პოლიციამ ასევე გაჩხრიკა ალიშერ უსმანოვის რამდენიმე ქონება, მათ შორის მისი აგარაკი ბავარიაში, ტეგერნსეს ტბაზე. იქვე ამოიღეს დოკუმენტები, ასევე ოთხი ფაბერჟეს კვერცხი. მათი ზუსტი ღირებულების დადგენა იშვიათობის გამო რთულია, თუმცა 2007 წელს გასული საუკუნის დასაწყისში დამზადებული როტშილდის კვერცხი 12,5 მილიონ ევროდ გაიყიდა. 69 წლის უსმანოვი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 11,5 მილიარდ დოლარად შეაფასა. თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უსმანოვი საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ევროკავშირის სიაში მოხვდა. მას კრემლთან დაახლოებასა და რეჟიმის მხარდაჭერაში ედება ბრალი. მაისში მან დაკირებული სანქციები ლუქსემბურგის საერთო იურისდიქციის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.
გერმანიამ გაერთიანებული საამიროდან თხევადი გაზის შესყიდვის შესახებ კონტრაქტი გააფორმა
გერმანია არაბეთის გაერთიანებული საამიროდან თხევად გაზს მიიღებს. გერმანიის კანცლერის შოლცის ვიზიტის დროს, ამ წლის ბოლომდე პირველადი მიწოდების შესახებ კონტრაქტი დაიდო. „სპარსეთის ყურის ქვეყნებში კანცლერის ოლაფ შოლცის ვიზიტის დროს, ესენში დაფუძნებულმა ენერგეტიკულმა კომპანიამ - RWE, 137,000 კუბური მეტრი LNG-ის პირველადი მიწოდების მიზნით, კონტრაქტი გააფორმა. RWE-ს ცნობით, ხელმოწერილია მემორანდუმი მრავალწლიანი მიწოდებისთვის 2023 წლიდან.
გერმანია უკრაინას ერთის ნაცვლად, ოთხ IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს
გერმანია უკრაინას ერთის ნაცვლად, ოთხ IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს. „ევროპული პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. გერმანიამ უკრაინას ოთხი Gepard-ი და 65 რეფრიჟერატორი გადასცა მანამდე გერმანიამ უკრაინას 6 თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო დანადგარი Gepard-ი და საბრძოლო მასალა გადასცა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევის წარმატების შემდეგ, გერმანიის პოლიტიკური პარტიები, მათ შორის კოალიციური, ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ იარაღით უკრაინის მხარდაჭერა გააძლიეროს. კერძოდ, უკრაინას გადასცენ Leopard 2-ის ტანკები და Marder-ის ქვეითი საბრძოლო მანქანები. გერმანული წარმოების სამი Gepard-ის ტიპის საარტილერიო დანადგარი უკრინაშია კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ამ საკითხში „მარტო ვერ იმოქმედებს“.
მედია: გერმანიის „ნაციონალური პარტია“, მთავრობას მოუწოდებს, რომ კალინინგრადში „რუსეთიდან გამოსვლაზე“ რეფერენდუმი ჩატარდეს
გერმანიის „ნაციონალისტურმა პარტიამ“, ევროპარლამენტარ უდო ვოიგტის ხელმძღვანელობით, ბუნდესტაგს, კონიგსბერგში (ახლანდელი კალინინგრადი) რეფერენდუმის ჩატარების შესახებ წინადადება წარუდგინა, რომლის თანახმადაც რუსეთიდან კალინინგრადი გამოყოფისა და გერმანიასთან გაერთიანების საკითხი, რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს. კონიგსბერგის (ახლანდელი კალინინგრადი) გერმანიაში დაბრუნების საკითხს გერმანიის სამთავრობო წრეებში კარგახანია განიხილავენ. „ეს არის ჩვენი ისტორიული ტერიტორია, უნიკალური ტერიტორია, რომელიც უბრალოდ ლპება რუსეთის მმართველობის ქვეშ. რეგიონის ტერიტორიაზე დარჩა გერმანული მეცნიერების ისეთი მემკვიდრეობა, მათ შორის ემანუელ კანტის არქივი და დღეს მისი სახლი დანგრეულია. ქალაქი სავსეა ასობით არქიტექტურული ძეგლის ნანგრევებით, რომლებიც არ აღდგება“, - განაცხადა ვოიგტმა და დასძინა, რომ ათაობით ათასი დაღუპული გერმანელის ნაშთები ასევე რუსების მიერ ოკუპირებული ისტორიული გერმანული მიწის ტერიტორიაზეა. დეპუტატის თქმით, „დიდებული კოენიგსბერგისთვის კალინინგრადის სახელის დარქმევის მიუხედავად, გერმანიასთაბ ისტორიული კავშირები არ განადგურდა“. „სამართლებრივი თვალსაზრისით, რეფერენდუმი არ არღვევს საერთაშორისო სამართალს. ეს არის ექსკლუზიურად რეგიონის მცხოვრებთა ნებაყოფილობითი აქტი“, - აღნიშნა ვოიგტმა. გარდა ამისა, მისი თქმით, გერმანიის მთავრობამ უკვე გამოაცხადა, რომ მზადაა კოენიგსბერგის ყველა მცხოვრებს გერმანული პასპორტები გადასცეს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი: საბერძნეთსა და ბულგარეთს შორის ამოქმედებული გაზსადენი, ბაზარზე თამაშის წესებს შეცვლის
ბულგარეთსა და საბერძნეთს შორის გაზსადენი პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა. IGB ინტერკონექტორი შეცვლის თამაშის წესებს ბაზარზე და საშუალებას მოგვცემს განთავისუფლდეთ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა. „ეს მილსადენი ცვვლის თამაშის წესებს ბულგარეთისთვის. ეს არის საკვანძო პროექტი ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის. ევრპას აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ რუსული წიაღისეულისგან გათავისუფლდეს“, - განაცხადა ფორ დერ ლაიენმა გაზსადენის გახსნის ცერემონალზე. მილსადენი საბერძნეთის კომოტინიდან, ბულგარეთის ქალაქ სტარა ზაგორამდე გაივლის. 240 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი ბულგარეთს, სამხრეთ გაზის დერეფანსა და ტრანსადრიატიკის მილსადენთან (TAP) აკავშირებს. რაც უზრუნველყოფს მიწოდებას სხვადასხვა წყაროდან სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, მათ შორის მოლდოვასა და უკრაინაში. IGB მილსადენის სიგრძე 182 კმ-ია, საიდანაც 31 კმ საბერძნეთშია. ტექნიკური სიმძლავრე - 3 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში. შესაძლებელია მისი 5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა საბერძნეთში საკომპრესორო სადგურის აშენებით, რაც ასევე უზრუნველყოფს ტრანზიტს. მილსადენი ბულგარეთში 1 მილიარდ კუბურ მეტრ აზერბაიჯანულ გაზს გადაიტანს. გარდა ამისა, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მომავალ ტერმინალზე ალექსანდროპოლისში, კომოტინთან ახლოს. მანამდე ბულგარეთი თავისი საჭიროებების 90%-ზე მეტს, რუსული გაზის იმპორტით აკმაყოფილებდა. რუსული რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემდეგ, „გაზპრომმა“ Bulgargaz-ს გაზის მიწოდება. შემდეგ ბულგარეთმა აზერბაიჯანიდან საცდელი გაზის მიღება დაიწყო. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთი რუსული გაზით წლიური მოთხოვნილების დაახლოებით 40%-ს ფარავდა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ხანმოკლე ვიზიტით ჩავიდა
გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინა ლამბრეხტი პირველ ოქტომბერს უკრაინას ეწვია. ამის შესახებ ინფორმაცია Twitter-ზე უკრაინულმა მხარემ ვიზიტის დასრულების შემდეგ გაავრცელეს. გერმანიის თავდაცვის მინისტრის ვზიტი უკრაინაში წინასწარ არ იყო გამოცხადებული. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ლამბრეხტი ოდესაში ჩავიდა და თავის უკრაინელ კოლეგას ოლექსეი რეზნიკოვს შეხვდა. რეზნიკოვმა ლამბრეხტთან შეხვედრა თავის Twitter-ში დაადასტურა. ამ დროისთვის, გერმანის თავდაცვის მინისტრის უკრაინაში ვიზიტზე, სხვა დეტალები ცნობილი არ არის.
გერმანიის თავდაცვის მინისტრს ოდესაში ვიზიტისას, დაბომბვის გამო თავშესაფარში მოუწია ჩასვლა
შაბათს ნაშუადღევს, დაახლოებით 15:30 საათზე, კრისტინა ლამბრეხტს უკრაინელ კოლეგა, ოლექსი რეზნიკოვთან შეხვედრის დროს, 45 წუთის განმავლობაში მოუწია ბუნკერში ჩასვლა. მინისტრის ოდესაში ყოფნისას საჰაერო თავდასხმის განგაში ორჯერ გამოცხადდა. ლამბრეხტმა გერმანულ მედიას განუცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით, უკრაინაში გამგზავრებამდე მობილური ტელეფონი ჩააბარა. გერმანიის თავდაცვის მინისტრი 2 ოქტომბერს ასევე იძულებული გახდა, ჩასულიყო სასტუმროს ბუნკერში, სადაც 20 წუთი იმყოფებოდა. ლამბრეხტი უკრაინის შემდეგ მოლდოვაშიც იმყოფებოდა. გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ხანმოკლე ვიზიტით ჩავიდა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანია, დანია, ნორვეგია უკრაინას 16 სლოვაკურ ჰაუბიცას გადასცემენ
გერმანია, დანია და ნორვეგია 16 სლოვაკურ ჰაუბიცას (Zuzana-2) შეიძენენ, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. მისივე თქმით, კიევისთვის მისი მიწოდება მომავალ წელს დაიწყება. Reuters-ი გერმანიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ შორი მოქმედების იარაღი, რომელსაც წუთში ექვსი ჭურვის 40-კმ მანძილზე გასროლა შეუძლია, სლოვაკეთში აიწყობა. სამი ევროპული ქვეყანა სისტემებზე 92 მილიონ ევროს დახარჯავს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და გერმანიას მეგობრული კავშირები ჩამოუყალიბდათ და სანდო პარტნიორებად იქცნენ
საქართველოს და გერმანიას მეგობრული კავშირები ჩამოუყალიბდათ და სანდო პარტნიორებად იქცნენ. ჩვენ ვიზიარებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენმა ურთიერთობებმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისებრივად სრულიად ახალ დონეზე ავიდა. დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30-ზე მეტი წლის შემდეგ, ჩვენმა ქვეყნებმა ნაყოფიერი და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა განავითარეს მრავალი მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გერმანიის ერთობის მაგალითზე ყველანი ვხედავთ, რისი მიღწევა ძალუძს ერს გაერთიანებული ძალისხმევით. „გერმანიის ერთობის მაგალითზე ყველანი ვხედავთ, რისი მიღწევა ძალუძს ერს გაერთიანებული ძალისხმევით. ყველანი ვხედავთ, რომ ხალხი მშვიდობიანად ახერხებს თანაარსებობასა და სწრაფვას, თავისუფალი საზოგადოების შექმნას, უკლებლივ ყველა ადამიანის უფლების დაცვას, სამართლის უზენაესობას, ძლიერ დემოკრატიასა და აყვავებულ ეკონომიკას. გერმანიამ დიდი გზა გამოიარა ცივი ომის შემდეგ, როდესაც დაყოფისა და დაპირისპირების ცენტრალურ ხაზზე იყო. ევროპის ქვეყნებს შორის ინტეგრაციის ცენტრად იქცა გერმანია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის. გერმანია საქართველოსთვის სანიმუშო მაგალითი და მისაბაძი მოდელია, რადგან იგივე გამოწვევების წინაშე ვართ, რაც გერმანიამ ხავერდოვნად და წარმატებით დაძლია 30-ზე მეტი წლის წინ. გერმანია ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად იქცა ევროკავშირში, რადგან თავად გაძლიერდა და წარმოჩინდა ევროპის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრად, რომელსაც საკუთარი წვლილი შეაქვს მთელ კონტინენტზე მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში,“- აღნიშნა პრემიერმა. „ამ გამოწვევებით სავსე დროს, ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ევროპის უსაფრთხოება საშიშროების წინაშეა, 3 ოქტომბერი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ამავე დროს, კიდევ ერთხელ ხდება აშკარა, რომ მხოლოდ ერთობით შევძლებთ დავიცვათ საერთო ღირებულებები და საერთო-ევროპული სახლი. საქართველოსა და გერმანიას მეგობრული კავშირები ჩამოუყალიბდათ და სანდო პარტნიორებად იქცნენ. ჩვენ ვიზიარებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენმა ურთიერთობებმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და თვისებრივად სრულიად ახალ დონეზე ავიდა. დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30-ზე მეტი წლის შემდეგ, ჩვენმა ქვეყნებმა ნაყოფიერი და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა განავითარეს მრავალი მიმართულებით. დიდად ვაფასებთ გერმანიის როლს განვითარებაზე ორიენტირებული წამყვანი პარტნიორის რანგში, რომელიც ქმედითად ახორციელებს დახმარებას ისეთი ფედერალური უწყებების საშუალებით, როგორიცაა KfW, GIZ და სხვა გერმანული დაწესებულებები, რომლებიც ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებს მიჰყვებიან. ბოლო წლებში გერმანია უმსხვილეს ორმხრივ დონორ ქვეყნად იქცა ჩვენთვის უცხოური დახმარების ნაწილში და ჩვენ მადლობას გიხდით ამისათვის. დიდად მწამს, რომ გერმანია კიდევ უფრო მეტად შეინარჩუნებს ძლიერ პოზიციას და ფლაგმანის როლს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისადმი პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაციის ნაწილში. მეორე მხრივ, გერმანიას შეუძლია კიდევ მეტად დაეყრდნოს საქართველოს, რადგან ჩვენ საერთო-ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების მხარდაჭერის გაგრძელება გვაქვს მიზნად დასახული და ჩვენი წვლილის შეტანა გვაქვს განზრახული რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა დემოკრატიის, მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საქმეში. საქართველოს მთავრობის სახელით, გილოცავთ გერმანიის ერთობის დღეს! მადლობა!“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა. შესრულდა საქართველოს, გერმანიისა და ევროკავშირის ჰიმნები. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ანალენა ბერბოკი: რუსეთის ბირთვული საფრთხე სერიოზულად უნდა მივიღოთ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის მუქარა ბირთვული იარაღის შესაძლოე გამოყენებაზე, სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. ანალენა ბერბოკის თქმით, ეს ერთგვარი შანტაჟის მცდელობაც არის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვლადიმერ პუტინი მსგავს მუქარებს მიმართავს, უპასუხისმგებლოები არიან და ჩვენ სერიოზულად უნდა მივუდგეთ მათ“, - განაცხადა ბერბოკმა ვარშავაში ვიზიტისას. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: NATO-მ მეტი უნდა გააკეთოს ერთობლივი უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩვენ არ ვიცით, რამდენად შორს წავა პუტინის განდიდების მანია
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა ლიეტუვაში ვიზიტისას, განაცხადა, რომ NATO-მ მეტი უნდა გააკეთოს ერთობლივი უსაფრთხოებისთვის, რათა რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნებისმიერი აგრესიული ქმედებებისგან, თავი დაიცვას. „ჩვენ, NATO-მ, მეტი უნდა გავაკეთოთ საერთო უსაფრთხოებისთვის, რადგან არ ვიცით, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს პუტინის მეგალომანია“, - თქვა ლამბრეხტმა ბალტიისპირეთში დისლოცირებულ გერმანელ სამხედროებთან შეხვედრისას. ლიეტუვის რუკლას სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ რუსული მუქარა მსუბუქად არ უნდა იყოს მიღებული და გერმანია NATO-ს პარტნიორების დაცვის ვალდებულებების ერთგული დარჩება. „ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის მუქარა ლიეტუვის მიმართ, რომელმაც ევროპული სანქციები დააწესა კალინინგრადის საზღვარზე. ეს შორს არის პირველი საფრთხეებისგან და ჩვენ ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ და მომზადებული ვიყოთ“, - განაცხადა კრისტინ ლამბრეხტმა.
CNN: გერმანია უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას მიაწვდის
NATO-მ უნდა იმუშაოს თავდაცვის გაძლიერებაზე, განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა CNN-ის ცნობით. „სერიოზულ დროში ვცხოვრობთ და ასეთ დროს ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად გვაქვს ხარვეზები. საჰაერო თავდაცვა არის ერთ-ერთი ისეთი სფერო, სადაც აუცილებელია მოქმედება“, - განაცხადა ლამბრეხტმა ლიეტუვაში დისლოცირებული გერმანიის ჯარების მონახულებისას. გერმანიამ უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების შესახებ გამოაცხადა, მათ შორის არის IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემა და სულ 100 ტანკი. მესივე თქმით, უსაფრთხოების გაზრდილი საფრთხის გათვალისწიებით, გერმანია ასევე შექმნის ახალ ქვეით ბრიგადას, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შეეძლება, ლიეტუვაში სწრაფად განლაგდეს.
გერმანია ქმნის ახალ ქვეით ბრიგადას, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ლიეტუვაში სწრაფად განლაგდება
უსაფრთხოების გაზრდილი საფრთხის გათვალისწიებით, გერმანია ქმნის ახალ ქვეით ბრიგადას, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შეეძლება, ლიეტუვაში სწრაფად განლაგდეს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა. მისივე თქმით, NATO-მ უნდა იმუშაოს თავდაცვის გაძლიერებაზე. „სერიოზულ დროში ვცხოვრობთ და ასეთ დროს ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად გვაქვს ხარვეზები. საჰაერო თავდაცვა არის ერთ-ერთი ისეთი სფერო, სადაც აუცილებელია მოქმედება“, - განაცხადა ლამბრეხტმა ლიეტუვაში დისლოცირებული გერმანიის ჯარების მონახულებისას. გერმანიამ უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების შესახებაც გამოაცხადა, მათ შორის არის IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემა და სულ 100 ტანკი.
ბაიდენი და შოლცი პუტინს მძიმე შედეგების შესახებ აფრთხილებენ
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ესაუბრა, რომლის დროსაც უკრაინის დახმარება, ვლადიმერ პუტინის ბირთვული საფრთხეები და გლობალური ენერგეტიკული ბაზრის მდგომარეობა განიხილა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახური იტყობინება. „ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიის მცდელობა, ისევე როგორც მათი მუდმივი ვალდებულება, დააკისრონ პასუხისმგებლობა რუსეთს მის სასტიკ ქმედებებზე და უზრუნველყონ უკრაინას უსაფრთხოების და ეკონომიკის დახმარება“, - ნათქვამია ინფორმაციაში. გერმანული მხარე აღნიშნავს, რომ საუბარი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა და ყურადღება გამახვილდა G7-ისა და G20-ის მომავალი სამიტებისთვის მზადებაზე, სადაც რუსეთის მიერ უკრიანაში წარმოებულ ომზე საპასუხო ნაბიჯები და ამ ომის შედეგები განიხილება. ბერლინის ცნობით, ანექსიის მცდელობის დაგმობის გარდა, ლიდერებმა „დაგმეს შემდგომი ესკალაცია და გაიზიარეს შეფასება, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადება, რუსეთის დიდი შეცდომაა“. ლიდერებმა გააკრიტიკეს მოსკოვის უკანასკნელი ბირთვული მუქარა, მას უპასუხისმგებლო უწოდეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ასეთ ნაბიჯს რუსეთისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. გარდა ამისა, შოლცმა და ბაიდენმა დაგმეს Nord Stream 1-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენებზე დივერსია და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული დაზიანება მიუღებელია და ეს ერთიან პასუხს გამოიწვევს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მედია: გერმანიამ უკრაინისთვის 11 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი მოამზადა
გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის 11 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი მოამზადა, იუწყება ყოველკვირეული Der Spiegel-ი. ბერლინი კიევის თხოვნას ასრულებს და ზამთრისთვის აღჭურვილობას აწვდის. CNN: გერმანია უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას მიაწვდის გერმანია უმოკლეს დროში გაუგზავნის ზამთრის ფორმას, ას კარავს, რამდენიმე ასეულ პორტატულ დენის გენერატორს და სხვა დახმარებას. ამავდროულად, კანცლერმა ოლაფ შოლცმა თავი შეიკავა უკრაინისთვის BMP-ებისა (ქვეითთთა საბრძოლო მანქანა) და საბრძოლო ტანკების მიწოდებისგან, იტყობინება მედია.
ვოლოდიმირ ზელენსკი და ოლაფ შოლცი "დიდი შვიდეულის" სხდომის სასწრაფო დანიშვნაზე შეთანხმდნენ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი "დიდი შვიდეულის" სხდომის სასწრაფო დანიშვნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა. კიევის ცენტრში რამდენიმე აფეთქება მოხდა უკრაინული მედია: ძლიერი აფეთქებებია - დნეპროპეტროვსკში, ხმელნიცკსა და ჟიტომირში "განვიხილავთ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის საკითხს," - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაში გამოცხადდა. კიევში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა 10 ოქტომბრის დილიდან, აფეთქებები ისმის ერთდროულად რამდენიმე რეგიონში: ვინიცაში, ლვოვში, კიროვოგრადში, მიკოლაევში, პოლტავაში, ტერნოპოლში, ჟიტომირში, კიევში. რუსეთის ძალები უკრაინაზე მასიურ შეტევას ახორციელებენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანია უკრაინაში, პირველ საზენიტო-სარაკეტო სისტემა IRIS-T-ს გზავნის
გერმანია უკრაინაში, ოთხი ახალი IRIS-T-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემიდან პირველს გზავნის. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ Twitter-ზე გერმანიის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. „გერმანია უკრაინაში, ოთხი IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემიდან პირველს გზავნის. რუსეთის უახლესი სარაკეტო თავდასხმები კიევსა და სხვა ქალაქებზე აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს შესაძლებლობები უკრაინის თავდაცვისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში. CNN: გერმანია უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას მიაწვდის ცნობისათვის, IRIS-T SLM არის სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც შემუშავებულია Diehl Defense-ის მიერ და რომლის შასიზეც დაფუძნებულია MAN SX 45 (8 x 8) მოდიფიცირებული მოკლე მანძილის მართვადი რაკეტები. ვერტიკალური გამშვებიდან სროლის მანძილი 40 კმ-მდეა, სამიზნეზე 20კმ-ის ფრგლებში. თავდაცვის სისტემით შესაძლებელია თვითმფრინავების, ვერტმფრენების, საკრუიზო რაკეტების, სარაკეტო არტილერიის, დრონების, რადარის საწინააღმდეგო რაკეტები და ბომბების განადგურება.
Spiegel: უკრაინამ გერმანიისგან, პირველი საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T -ი მიიღო
გერმანიამ უკრაინას, საჰაერო თავდაცვის პირველი სისტემა IRIS-T-ი უკვა გადასცა. „ევროპული პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ Spiegel წყაროებზე დაყრდნობით წერს. გერმანია უკრაინას ერთის ნაცვლად, ოთხ IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს გერმანიამ უკრაინას ოთხი Gepard-ი და 65 რეფრიჟერატორი გადასცა მანამდე გერმანიამ უკრაინას 6 თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო დანადგარი Gepard-ი და საბრძოლო მასალა გადასცა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევის წარმატების შემდეგ, გერმანიის პოლიტიკური პარტიები, მათ შორის კოალიციური, ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ იარაღით უკრაინის მხარდაჭერა გააძლიეროს. კერძოდ, უკრაინას გადასცენ Leopard 2-ის ტანკები და Marder-ის ქვეითი საბრძოლო მანქანები. გერმანული წარმოების სამი Gepard-ის ტიპის საარტილერიო დანადგარი უკრინაშია კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ამ საკითხში „მარტო ვერ იმოქმედებს“.
გერმანია უკრაინას, 16 თვითმავალ საარტილერიო დანადგარ Zuzana-ს გადასცემს
გერმანია, დანიასთან და ნორვეგიასთან თანამშრომლობით, უკრაინას 16 თვითმავალი საარტილერიო სამაგრ Zuzana-ს გადასცემს. Spiegel: უკრაინამ გერმანიისგან, პირველი საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T -ი მიიღო ჰაუბიცების გარდა, უკრაინამ უნდა მიიღოს 4 IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემა (ერთ-ერთი უკვე მიიღო), 4 2000 თვითმავალი ჰაუბიცა საბრძოლო მასალით და 2 MARS II მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა. დაგეგმილ დახმარებას შორის ასევე არის 10 + 3 ხიდის სისტემა და 40 ელექტრონული საომარი ტექნიკა, რომელიც დრონების წინააღმდეგ გამოიყენება.
გერმანია უკრაინას დამატებით Panzerhaubitze 2000-ს და MLRS MARS II-ს გადასცემს
გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინას უახლოეს კვირებში, მეტ თვითმავალ საარტილერიო სამონტაჟო PzH 2000-სა და მრავალჯერად სარაკეტო სისტემებს MARS II-ს გადასცემს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის დეპარტამენტი ინფორმაციას Twitter-ზე ავრცელებს. „ჩვენ კოორდინაციას ვუწევთ და ვახორციელებთ მუდმივ მხარდაჭერას. მომდევნო რამდენიმე კვირაში უკრაინას გადაეცემა მეტი PzH 2000-ები და MARS II“, - აცხადებენ გერმანიის თავდაცვის სამინისტროში. დეპარტამენტში დასძინეს, რომ შეხვედრა რამშტეინის ფორმატში მიმდინარეობს სპეციალურ დროს, როცა რუსეთი ახორციელებს სარაკეტო შეტევებს უკრაინაზე, რუსეთის ფედერაციაში გამოცხადდა მობილიზაცია და ჩატარდა მოსკოვის მიერ ორგანიზებული ფიქტიური „რეფერენდუმები“.
ირაკლი კობახიძე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარე ლარს კლინგბაილს შეხვდა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარე ლარს კლინგბაილს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს გერმანიის როლსა და მხარდაჭერაზე ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. „ძალიან მეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა შედგა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ლარს კლინგბაილთან, ჩვენ გვქონდა საუბარი როგორც პარტიებს შორის თანამშრომლობაზე, ასევე გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს ჩვენს ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში და მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ წარმატებებს მივაღწიოთ ამ გზაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტიული თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენს პარტიასა და გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას შორის, ეს ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას" - განაცხადა კობახიძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრები - პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს ელჩი გერმანიაში ლევან იზორია.
ოლაფ შოლცი: ჩვენ ვართ ევროპის ხალხი და ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა
დღეს, როდესაც რუსეთი ცდილობს, ძალისმიერი გზით შეცვალოს საზღვრები თავისუფლებასა და ავტოკრატიას შორის, ჩვენ ვართ ევროპის ხალხი, ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუადან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა. ჩვენ ერთად საფუძველი უნდა ჩავუყაროთ თავისუფალ ევროპას“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე განაცხადა, რომელშიც ქართული დელეგაციაც მონაწილეობს. მისი თქმით, ევროკავშირს 27, 30 თუ 36 ქვეყნით, 500 მილიონზე მეტი მოქალაქით, შესაძლებლობა ექნება, გლობალური თვალსაზრისით თავი უკეთ დაიცვას. „მოხარული ვარ, რომ ივნისში ევროპული საბჭოს სხდომაზე ერთხმად ვუთხარით თანხმობა უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკასა და პერსპექტივაში ასევე საქართველოს, რა თქმა უნდა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ადგილიც ჩვენთანაა – თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის ნაწილში. ჩვენ პირობა მივეცით წევრობის კანდიდატებს – დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს თითქმის 20 წლის წინ და ამ სიტყვებს ახლა საქმე უნდა მოჰყვეს. ეს არის ის, რასაც ევროპის სოციალისტური პარტია ემხრობა და კარგია ჩვენთვის, თუკი გვსურს, დავიცვათ ღირებულებები სამყაროში, სადაც 10 მილიარდი ადამიანი იქნება მომავალში. ევროკავშირს 27, 30 თუ 36 ქვეყნით, 500 მილიონზე მეტი მოქალაქით, შესაძლებლობა ექნება, უკეთ დაიცვას თავი გლობალური თვალსაზრისით. რამდენიმე კვირის წინ პრაღაში მე წარმოვადგინე რამდენიმე იდეა ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით. პირველ რიგში, პირადად ვიღებ ევროკავშირის გაფართოების ვალდებულებას. ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება ყველა ჩვენგანისთვის მომგებიანია. რა თქმა უნდა, კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ კრიტერიუმები. ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ, როგორც შეგვიძლია. თუმცა ასევე უნდა მოვარგოთ ევროკავშირი ამ დიდ გაფართოებას. ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ახალი წევრების მიღებას, თუ შეინარჩუნებს ევროპული გაღრმავების იმპულსს, რაც შექმნის საფუძველს უფრო ფართო ევროკავშირისთვის“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს, რომელშიც „ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მონაწელეობს.
გერმანიის პრეზიდენტი: უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, მსოფლიოში შიმშილის მთავარი მიზეზია
გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, კლიმატის კრიზისის გარდა, რუსეთის მიერ წარმოებული ომი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ 830 მილიონი ადამიანი არასრულფასოვანი კვების პირობებში ცხოვრობს. მისივე თქმით, ამ კუთხით განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა აფრიკაში რეგიონში. ამ ფონზე, შტაინმაიერმა მოუწოდა გერმანელებს, განაგრძონ შემოწირულობები მოშიმშილეებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ქვეყანაში ფასების ზრდა შემაშფოთებულია. „არ დაგვავიწყდეს, განსაკუთრებით ახლა ის, რაც გვაერთიანებს - ჩვენი თანაგრძნობა“, - განაცხადა შტაინმაიერმა.
გერმანიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის, შენგენის ვიზების გაცემა გაართულა
რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც გერმანიაში შენგენის ვიზას ითხოვენ, ფინანსური გარანტიისთვის ამონაწერი, ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი ბანკიდან უნდა წარადგინონ. ამის შესახებ რუსეთში, გერმანიის წარმომადგენლობების მიერ აკრედიტებული ერთადერთი სავიზო ცენტრის VisaMetric-ის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „განსახილველად შეიძლება მივიღოთ მხოლოდ განმცხადებლის სახელზე გაცემული განახლებული დოკუმენტები, რომელსაც თან ახლავს საგარანტიო წერილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი (დამოწმებადი) ბანკიდან“, - აღნიშნულია ტურისტული ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალში. სექტემბერში ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეაჩერა. ამის შემდეგ, გერმანიის სავიზო ცენტრმა რუსეთში, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ფინსნაური გარანტიისა და დაზღვევისთვის, მხოლოდ ევროკავშირში გაცემული დოკუმენტაცია მოითხოვა. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო. რას ნიშნავს ევროკავშირის გადაწყვეტილება სავიზო განაცხადის საფასურის გაზრდას 35 ევროდან 80 ევრომდე, დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენის საჭიროება; ვიზის დამუშავების დროის გაზრდას და მრავალჯერადი ვიზების გაცემის უფრო შემზღუდველ წესებს; საკონსულოებისთვის სავიზო განაცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სტანდარტული ვადა 10-დან 15 დღემდე გაიზრდება; ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 45 დღემდე ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა განაცხადის შემდგომი შესწავლა. პოლიტიკურ შეთანხმებას რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერების შესახებ ევროკავშირმა 31 აგვისტოს მიაღწია.
უკრაინა აცხადებს, რომ გერმანული IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოყენება დაიწყო
უკრაინა აცხადებს, რომ გერმანული IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემი მის სივრცეში წარმატებით ინტეგრირდა. „მას აქვს კარგი ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლები, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ გერმანიიდან მივიღებთ მეტ IRIS-T ტიპის სისტემას. გარდა ამისა, ველოდებით NASAMS-ს, რომელიც ასევე გააძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა იური იჰნატმა. 12 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ გერმანული IRIS-T ტიპის სისტემა უკრაინაში ჩავიდა. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.
გერმანია უკრაინას დაპირებული სამხედრო დახმარების დიდ ნაწილს წლის ბოლომდე გადასცემს
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ ბერლინი კიევს სამხედრო აღჭურვილობას წლის ბოლომდე გადასცემს. მინისტრმა დააკონკრეტა, თუ რა შეიარაღებას მიიღებს უკრაინა გერმანიისგან. „წელს უკრაინას მიეწოდება დაჯავშნილი საევაკუაციო მანქანები, ბრონირებული მანქანები Dingo, ხიდების დასაგები ტანკები, დამატებითი ჰაუბიცები Panzerhaubitze 2000, დამატებითი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, დრონის საწინააღმდეგო სისტემები. ჩვენ მხარს დავუჭერთ განაღმვის საკითხსაც. ერთი სიტყვით - უზარმაზარი პაკეტი გზაშია”, - განაცხადა ლამბრეხტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რუს ოლიგარქ უსმანოვს, გერმანიაში $50 მილიონად შეფასებული „ფაბერჟეს კვერცხები“ ჩამოართვეს, რომლებსაც სუვენირად ასაღებდა
რუს ოლიგარქ ალიშერ უსმანოვს, გერმანიაში „ფაბერჟეს კვერცხები“ ჩამოართვეს, რომლებსაც სუვენირად ასაღებდა. გერმანიაში, რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის იახტა გაჩხრიკეს კარლ ფაბერჟეს მიერ შექმნილი ოთხი კვერცხი, რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ვილაზე, სამართალდამცველებმა ჩხრეკისას იპოვეს. უსმანოვი აცხადებდა, რომ „ფაბერჟეს კვერცხები“ არ იყო ორიგინალი და ძვირადღირებულ სუვენირს წარმოადგენდა. იტალიის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ჯავშნიანი მერსედესი დააყადაღა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ, უსმანოვის ვილაზე ნაპოვნი ოთხი კვერცხი ფაბერჟეს ორიგინალია და თითო $50 მილიონადაა შეფასებული. გერმანული მედია წერს, რომ უსმანოვი ამ ძვირფას ნივთებს ვეღარ ნახავს. რუს ოლიგარქს ძვირფასი ნივთები აქტივად უნდა გამოეცხადებინა მას შემდეგ, რაც სანქციების სიაში მოხვდა, რაც, სავარაუდოდ, არ გააკეთა. რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ბავარიის მამულში გერმანიის პოლიცია ჩხრეკას ატარებს 69 წლის უსმანოვი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 11,5 მილიარდ დოლარად შეაფასა. თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უსმანოვი საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ევროკავშირის სიაში მოხვდა. მას კრემლთან დაახლოებასა და რეჟიმის მხარდაჭერაში ედება ბრალი. მაისში მან დაკირებული სანქციები ლუქსემბურგის საერთო იურისდიქციის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა. რუსი მილიარდერები, აბრამოვიჩი და უსმანოვი დიდი ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების ტოპ 10-ს გამოეთიშნენ
გერმანიის კიბერუსაფრთხოების განყოფილების უფროსი რუსეთთან სავარაუდო კავშირების გამო გაათავისუფლეს
გერმანიის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი რუსეთთან სავარაუდო კავშირების გამო გაათავისუფლეს. ამის შესახებ CNN-ს გერმანიის შს სამინისტროს სპიკერმა განუცხადა. თანამდებობიდან გათავისუფლება მოჰყვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, მას კავშირები ჰქონდა რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ ადამიანებთან. „რუსულ ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებით არსებული კრიზისული სიტუაციის“ კვალდაკვალ, ბრალდებებმა არნე შონბომის, როგორც გერმანიის კიბერუსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოს პრეზიდენტის, ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის მიმართ“, საზოგადოების საჭირო ნდობა სამუდამოდ დაარღვია“, - განაცხადა სპიკერმა.
შტაინმაიერმა კიევში ვიზიტი გააუქმა
გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, 20 ოქტომბერს კიევში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ვიზიტი „უსაფრთხოების მიზეზების გამო“ გაუქმდა. კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გერმანიის უშიშროების ორგანოებმა შტაინმაიერს ურჩიეს, რომ კიევში ბოლო დღეებში მუდმივი საჰაერო თავდასხმების გამო ვიზიტი გადაედო.
გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდა - შოლცი
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ აქაც არასწორად გათვალა, - ამის შესახებ ბუნდესტაგში გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. "გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდა და მუშაობს ენერგომატარებლების საფასურის შემცირებაზე, თუმცა ბერლინმა ასევე გააფრთხილა ევროკავშირი, რომ გაზის ფასის ზედა ზღვარის დაწესებას შესაძლოა ნეგატიური ეფექტი მოჰყვეს", - განაცხადა შოლცმა. მისივე თქმით, ბერლინი გააგრძელებს უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენას იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება. გერმანია უკრაინას დაპირებული სამხედრო დახმარების დიდ ნაწილს წლის ბოლომდე გადასცემს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად, გერმანიის მთავრობა 27 მილიონ ევროს გამოყოფს
დღეს საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ,,ეკონომიკის სტაბილიზაცია ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდაჭერით,“ რომლის მიხედვით საქართველოს 27 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტის მხარდამჭერი ფინანსური რესურსი გამოეყოფა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორმა ბირგიტ ჰოლდერიდ კრესმა.ღონისძიებას დაესწრო გერმანიის ფედერაციული რესბუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი. მათივე ცნობით, შეთანხმება გულისხმობს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მეხუთე ფაზის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერას. ამ შეთანხმებით საქართველოს მთავრობა გააგრძელებს განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტურობისა და ბაზარზე ორიენტირებული ელექტროენერგიის პოტენციალის რეალიზებას.
გერმანულმა კომპანიამ უკრაინას, რადიოლოკაციის სადგური გადასცა
გერმანულმა კომპანია Hensoldt AG-მა, რომელიც თავდაცვის, საჰაერო კოსმოსური და უსაფრთხოების სექტორებში, დაცვისა და მეთვალყურეობის სენსორულ ტექნოლოგიებშია სპეციალიზირებული, უკრაინას, პირველი მრავალფუნქციური სარადარო სადგური TRML-4D-ი გადასცა. გერმანია უკრაინას დაპირებული სამხედრო დახმარების დიდ ნაწილს წლის ბოლომდე გადასცემს TRML-4D უზრუნველყოფს დაახლოებით 1500 სამიზნის სწრაფ აღმოჩენასა და თვალყურის დევნებას 250 კმ-მდე რადიუსში. როგორც ცნობილია, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა იური იგნატმა განაცხადა, რომ IRIS-T საზენიტო სარაკეტო სისტემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემაშია ინტეგრირებული. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდი ბრიტანეთმა და აშშ-მა გაეროს რუსეთისთვის ირანული დრონების გადაცემის საკითხის გამოძიებისკენ მოუწოდა
გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ მოუწოდებენ გაეროს, ჩაატაროს მიუკერძოებელი გამოძიება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში ირანული უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლო გამოყენების საკითხზე. აშშ ირანს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში პირდაპირ მონაწილეობაში ადანაშაულებს გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის საკითხზე გაგზავნილ ერთობლივ წერილში ბერლინის, პარიზისა და ლონდონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ღრმა შეშფოთება გამოხატეს. „ამ უპილოტო საფრენი აპარატებს რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ქალაქების წინააღმდეგ თავდასხმებში, რაც უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილს იწვევს“, - აღნიშნულია წერილში. უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი.ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. ზელენსკი: რუსეთის მიერ ირანული დრონების ყიდვა, სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: გავაგრძელებთ ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.
გერმანიამ უკრაინას, იარაღის ახალი პარტია გადასცა
გერმანიის ხელისუფლებამ უკრაინას, სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია გადასცა. შესაბამისი განცხადება ქვეყნის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, უკრაინულმა მხარემ მიიღო ხუთი Bergepanzer 2-ის აღდგენის ჯავშანტექნიკა, შვიდი მძიმე და საშუალო პონტონური სისტემა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 167 000 ვაზნა. ასევე, უკრაინის არმიამ მიიღო 30 Gepard თვითმავალი საზენიტო იარაღი, 500 Stinger საზენიტო რაკეტა, თითქმის 15,000 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 350,000 დეტონატორი, ასევე 10 ქვემეხი და 14 სენსორი და მაყუჩები დრონების საბრძოლველად. გარდა ამისა, გერმანიამ უკრაინას სამხედროებისთვის, ზამთრის აღჭურვილობა გადასცა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ უკრაინას უახლესი გერმანული საზენიტო სარაკეტო სისტემა IRIS-T გადასცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ოლაფ შოლცი: გერმანია უკრაინას კიდევ სამ IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას რაც შეიძლება მალე მიაწვდის
გერმანია უკრაინას რაც შეიძლება მალე გადასცემს კიდევ სამ IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას და თითოეულ მათგანს შეუძლია, დაიცვას დიდი ქალაქები. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში, უკრაინის აღდგენის შესახებ მე-5 გერმანულ-უკრაინულ ბიზნეს ფორუმის გახსნაზე განაცხადა. მისი თქმით, გერმანია პარტნიორებთან ერთად მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. შოლცმა აღნიშნა, რომ 24 თებერვალს რუსეთის შეჭრა საშინელი თავი გახდა ზოგადად ისტორიაში და, უპირველეს ყოვლისა, უკრაინისა და უკრაინელების ისტორიაში. „ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს ქვეყანას პოლიტიკურად, ფინანსურად, ეკონომიკურად, ჰუმანიტარულად და იარაღით. დიახ, ჩვენ ასევე ვსაუბრობთ ამაზე ეკონომიკურ კონფერენციაზე. რუსეთის თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, აჩვენებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს აღდგენისა და დაცვისთვის. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ ჩვენი საზენიტო-სარაკეტო სისტემები და საზენიტო თვითმავალი დანაყოფები და ახლა ასევე IRIS-T-ის სისტემა არის უკრაინაში. 11 ოქტომბერს, გერმანიამ უკრაინას პირველი საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T მიაწოდა. IRIS-T SLM არის გერმანული წარმოების ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემა. სისტემა შეიმუშავა გერმანულმა თავდაცვის კომპანია Diehl Defence-მა. სისტემა შექმნილია ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, ასევე თვითმფრინავების, ვერტმფრენების და უპილოტო საფრენი აპარატების გასანადგურებლად.
ოლაფ შოლცი: ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა ევროკავშირის ნაწილი გახდეს
გერმანიის კანცლერის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირის ნაწილი უნდა გახდეს. ოლაფ შოლცის თქმით, ეს კარგი სიგნალია კერძო ინვესტორებისთვის, რომლებიც უკრაინის რეკონსტრუქციაში ჩადებენ ინვესტიციებს, ინვესტირებას განახორციელებენ ქვეყანაში, რომელიც იქნება ევროკავშირის ნაწილი და საერთო ევროპული ბაზრის ნაწილი. „ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ყველამ გაიგო დიდი ხნის წინ, მაიდნის შემდეგ: უკრაინა არის ევროპული ოჯახის ნაწილი. მე ძალიან სერიოზულად ვლაპარაკობ და მესმის ამის ყველა შედეგი - ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა ევროკავშირის ნაწილი გახდეს“, - განაცხადა შოლცმა. მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია არამხოლოდ უკრაინის დანგრეული ენერგეტიკული სექტორის აღდგენა, თუმცა ეს ახლა პრიორიტეტულია, არამედ ეფექტიანობის გაზრდა, ელექტროენერგიის უკრაინიდან ევროკავშირში ექსპორტის განვითარება და უკრაინის ენერგეტიკული სისტემის გაძლიერება. „უკრაინაში მზე და ქარია - ეს არის ძალიან კარგი წინაპირობა, რომ იყოს არამხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ განახლებადი ენერგიის ექსპორტიორი. უკვე არსებობს პირველი შეთანხმება უკრაინულ და გერმანულ საწარმოებს შორის და ვიცით, რომ დიდი პოტენციალი არსებობს აქ", - განაცხადა შოლცმა.
გერმანიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა
უკრაინელებისადმი ჩემი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ უბრალოდ ვდგავართ თქვენს გვერდით, - გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა. უკრაინის დედაქალაქში შტაინმეირი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. „უკრაინელებისადმი ჩემი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ უბრალოდ ვდგავართ თქვენს გვერდით, ჩვენ გავაგძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო კუთხით“, – განაცხადა შტაინმაიერმა კიევში ჩასვლისას. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს ქვეყანაში გერმანიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია. ამასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში გასულ კვირას უნდა ჩასულიყო, თუმცა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ვიზიტი გადაიდო.
გერმანიის პრეზიდენტს უკრაინაში საჰაერო განგაშის დროს, თავშესაფარში გადასვლა მოუწია
უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში ვიზიტის დროს გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი თავშესაფარში გადასვლა მოუწია. ამასთან, გერმანიის პრეზიდენტი მედიასთან საუბრობდა რა დროსაც საჰაერო განგაშის ხმა გაისმა. ცნობისთვის, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში დღეს ჩავიდა. უკრაინის დედაქალაქში შტაინმეირი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს ქვეყანაში გერმანიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია. ამასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში გასულ კვირას უნდა ჩასულიყო, თუმცა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ვიზიტი გადაიდო.
გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2" ტექნიკურად გამოუსადეგარია
გერმანიის მთავრობა, მიიჩნევს, რომ Nord Stream2-ის გაზსადენის ტექნიკური გამოყენება ამ დროისთვის შეუძლებელია. სააგენტო dpa-ს ცნობით, ფედერალური მთავრობისგან ეს პასუხი მიიღო პარლამენტის წევრმა, ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ლაიფ-ერიკ ჰოლმმა, რომელმაც მთავრობას ოფიციალური შეკითხვით ცოტა ხნის წინ მიმართა. ჯო ბაიდენი: Nord Stream-ის ორივე მილსადენის დაზიანება, მიზანმიმართული დივერსიაა პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ Nord Stream2-ს ჯერ არ მიუღია საჭირო სერთიფიკატი და, შესაბამისად, მისი გაშვება შეუძლებელია. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ეწინააღმდეგება "სოციალ-დემოკრატების", "თავისუფალი დემოკრატების" და "მწვანეების" კოალიციური მთავრობის პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავს რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას. NATO: „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების დაზიანებაზე: ყველა ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს დივერსიის შედეგია რუსეთში მიაჩნიათ, რომ Nord Stream2-ი ექსპლუატაციისთვის მზადაა. ორი კვირის წინ, პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს" შეუძლია გაზის ტრანსპორტირება და საჭიროა მხოლოდ ონკანის გახსნა. სექტემბრის ბოლოს, Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის მილსადენებზე აფეთქებების შედეგად, ბალტიის ზღვაში, კუნძულ ბორნჰოლმთან, დანიისა და შვედეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებში, გაზსადენების ოთხ მონაკვეთზე გაჟონვა დაიწყო. The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.
გერმანიამ უკრაინას 14 გენერატორი გადასცა
გერმანიამ, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ქვედანაყოფებს, სხვადასხვა სიმძლავრის 14 გენერატორი გადასცა. ამის შესახებ უკრაინაში, გერმანიის საელჩოს პრესსამსახური იუწყება. „დონეცკის, კიევის, ლუგანსკის, ჩერნიგოვისა და ჩერკასის რეგიონებში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ქვედანაყოფებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა სიმძლავრის 14 გენერატორი, უკვე უკრაინაშია“, - აცხადებენ საელჩოში. მიწოდება, ტექნიკური დახმარების ფედერალურმა სააგენტომ (THW) გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყო. მანამდე, ესპანეთმა, უკრაინისთვის ოთხი გენერატორის გადაცემის შესახებ განაცხადა. 20 ოქტომბერს უკკრაინამ ევროკავშირსა და NATO-ს რუსეთის საჰაერო იერიშების შემდეგ, ენერგოტექნიკით დახმარების შესახებ სხთოვა.
რა საკითხები განიხილეს ოლაფ შოლცმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა
გერმანიის კანცლერი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შენარჩუნების შესახებ თურქეთის ძალისხმევას აფასებს. ამის შესახებ მთავრობის სპიკერმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, შოლცმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას მოსაზრებები გაცვალეს. სპკერის თქმით, ორმა ლიდერმა რუსეთის ბირთვული რიტორიკა გააკრიტიკა. ამასთან, შოლცმა კატეგორიულად უარყო მოსკოვის ბრალდება, რომ უკრაინა ემზადება „ბინძური ბომბის“ გამოსაყენებლად და განაცხადა, რომ ეს უსაფუძვლო ბრალდებაა. უკრაინული მხარის ცნობით, „მარცვლეულის დერეფანი" 3 ნოემბერს ისევ გაიხსნება. განახლება: „პუტინთან ჩვენი გუშინდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ, დღეს მარცვლეულის გადაზიდვა გაგრძელდება, როგორც აქამდე იყო დაგეგმილი“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა Anadolu-ს ცნობით. ერდოღანი დღეს სატელეფონო საუბარს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს.
ოლაფ შოლცი: რუსეთის სასტიკი ომი ევროპას ერთიანობისკენ უბიძგებს
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რუსეთის სასტიკი ომი ევროპას ერთიანობისკენ უბიძგებს. „რუსეთის სასტიკი აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ გვიბიძგებს ჩვენ, ერთად დავდგეთ ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად. ახლა დროა, გადავლახოთ რეგიონული კონფლიქტები, რომლებიც დიდი ხანია, გრძელდება. კონფლიქტებმა გაგყოთ თქვენ და შეაფერხა თქვენი ქვეყნების სვლა ევროპულ გზაზე. კერძოდ, სერბეთისა და კოსოვოს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი უნდა დაჩქარდეს. მოდით, ეს გავაკეთოთ“, – განაცხადა შოლცმა. ცნობისთვის,გერმანიის კანცლერი დღეს ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, კოსოვოს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სერბეთის ლიდერებს მასპინძლობდა.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა
Reuters-ის ცნობით, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა. ოლაფ შოლცი უკვე შეხვდა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს. Reuters-ის ცნობით, ოლაფ შოლცი და სი ძინპინი შეხვედრისას უკრაინაში მიმდინარე ომსა და ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე იმსჯელებენ. ვიზიტამდე გერმანიის კანცლერმა Deutsche Welle-ს განუცხადა, რომ სი ძინპინთან მოლაპარაკების მთავარი თემა გერმანიასა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები, გლობალური სასურსათო კრიზისი და კლიმატის ცვლილება იქნება. გერმანიის კანცლერი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების პირველი ლიდერია, რომელიც უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, ჩინეთში ჩავიდა. შოლცი პეკინში გერმანულ ბიზნეს დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
ოლაფ შოლცმა ჩინეთში ვიზიტისას ტაივანის საკითხზე ისაუბრა
გერმანიის კანცლერი და ჩინეთის პრეზიდენტი პირობას დებენ, რომ გლობალური მშვიდობისთვის იმუშავებენ. ამის შესახებ Anadolu წერს. შოლცი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც პეკინს მას შემდეგ ეწვია, რაც სი ძინპინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად მესამედ აირჩიეს. ჩინეთში ეს მისი პირველი ვიზიტია კანცლერის რანგში. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა სახელმწიფო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შოლცის ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ორ მხარეს შორის ურთიერთგაგებასა და ნდობას და გააღრმავებს თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში, ასევე შესაძლებლობას მისცემს მხარეებს, ორმხრივი კავშირების გაძლიერება , დაგეგმონ. „ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები აჩვენებს, რომ ვიდრე მხარეები ერთმანეთის პატივისცემის პრინციპებს იცავენ, ეძებენ საერთო ბაზისებს განსხვავებების მიუხედავად და განაგრძობენ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას, ორმხრივი კავშირები მთლიანობაში სწორი მიმართულებით გაგრძელდება და სტაბილური პროგრესი მიიღწევა“, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა. ოლაფ შოლცი ჩინეთს სთხოვს, რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს თავის მხრივ, Reuters-ის ცნობით, დისკუსიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შოლცმა განაცხადა, რომ მან ტაივანის საკითხი წამოჭრა. „აშშ-ს და სხვა ქვეყნების მსგავსად, ჩვენ ვემხრობით ერთი ჩინეთის პოლიტიკას. მაგრამ მე თანაბრად მკაფიოდ განვაცხადე, რომ ტაივანის სტატუს კვოს ნებისმიერი ცვლილება უნდა იყოს მშვიდობიანი ან ურთიერთშეთანხმებით“, - განაცხადა შოლცმა. „ისტორიული ინფლაციისა და გერმანიაში მოსალოდნელი რეცესიის ფონზე, შოლცი შეეცდება, ხაზი გაუსვას ჩინეთთან თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას. მის ვიზიტს ევროკავშირისა და გერმანიის სამთავრობო კოალიციის შიგნით, ძირითადად მწვანეთა პარტიისა და ლიბერალების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა“, - წერს Reuters-ი.
ოლაფ შოლცი ჩინეთს სთხოვს, რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს
ბირთვული მუქარები უპასუხისმგებლო და უკიდურესად საშიშია, - გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთს სთხოვს, რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა „პრეზიდენტი სი ძინპინი და მე ვთანხმდებით: ბირთვული მუქარები უპასუხისმგებლო და უკიდურესად საშიშია. ბირთვული იარაღის გამოყენებით რუსეთი გადაკვეთს საერთაშორისო საზოგადოების მიერ ერთობლივად გავლებულ ხაზს“, – განაცხადა შოლცმა. ამასთან, შოლცის თქმით, ჩინეთს, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრს, ასევე ეკისრება მსოფლიოში მშვიდობაზე პასუხისმგებლობა. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში პირველი ვიზიტით ჩავიდა. ოლაფ შოლცი უკვე შეხვდა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს. Reuters-ის ცნობით, ოლაფ შოლცმა და სი ძინპინმა უკრაინაში მიმდინარე ომსა და ეკონომიკური კავშირების განვითარებაზე იმსჯელეს. გერმანიის კანცლერი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების პირველი ლიდერია, რომელიც უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, ჩინეთში ჩავიდა. შოლცი პეკინში გერმანულ ბიზნეს დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
გერმანიის იუსტიციის მინისტრი კიევში ჩავიდა
გერმანიის იუსტიციის მინისტრი მარკო ბუშმანი, ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. Spiegel-ის ცნობით, ბუშმანი უკრაინის ხელისუფლებასთან და უფლებადამცველებთან მოლაპარაკებას გეგმავს. მედიის ცნობით, მოლაპარაკებების მთავარი თემა სამხედრო თავდასხმების საერთაშორისო გამოძიება იქნება. ცნობილია, რომ გერმანიას ამ საკითხში უკრაინის მხარდაჭერა სურს. „რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიებას, ბოლო თვეებსა და თებერვალში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, როგორც უკრაინისთვის, ისე სხვა ქვეყნებისთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს, “- თქვა Spiegel-თან ბუშმანმა. გარდა ამისა, მხარეებმა უნდა განიხილონ იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის გეგმები.
გერმანია და ევროკავშირის სხვა წევრები ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გეგმავენ - მედია
გერმანია და ევროკავშირის რვა სხვა წევრი ქვეყანა ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გეგმავს, იტყობინება ჟურნალი Der Spiegel-ი წყაროებზე დაყრდნობით. ზომები მოიცავს აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას. მოსალოდნელია, რომ ხსენებულ პაკეტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მომდევნო შეხვედრაზე, 14 ნოემბერს დაამტკიცებენ. სანქციები შეეხება ისლამურ რესპუბლიკაში მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობასთან დაკავშირებულ პირებსა და ორგანიზაციებს. გერმანიის მთავრობას კომენტარი არ გაუკეთებია. ისლამურ რესპუბლიკასა და დასავლეთს შორის კავშირები სულ უფრო იძაბება იმ ფონზე, როცა ირანელები ანტისამთავრობო პროტესტს აგრძელებენ.
გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია საქართველოში იმყოფება
7-11 ნოემბერს პირველად კოვიდ-პანდემიის შემდეგ გერმანიის ეკონომიკური პროფილის დელეგაცია გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს ხელმძღვანელობით საქართველოს სტუმრობს. ინფორმაციას საელჩო ავრცელებს. გერმანელი ბიზნესმენები მრეწველობის, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროებიდან მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ბაზრის გამოკვლევის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ვიზიტში. მრეწველობის ამ დარგებზე მოდის საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დიდი ნაწილი. ამავე დროს ეს სექტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მისწრაფებაში, რასაც გერმანია პოლიტიკურად და ეკონომიკურად უჭერს მხარს. თბილისსა და კახეთში სტუმრობის დროს დელეგაციას ექნება შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა ორივე ქვეყნის ბიზნესმენებს შორის კავშირების დასამყარებლად ჩატარდება ეკონომიკური ფორუმი. ვიზიტის პროგრამაშია ასევე ქართველ ბიზნესმენებთან სტუმრობა და კონკრეტული პროექტების მონახულება.
რუსეთის შეჭრის შემედეგ, უკრაინაში უგზო-უკვლოდ დაკარგულების მოსაძებნად, გერმანია €7,6 მილიონს გამოყოფს
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოსაძებნად, გერმანია €7,6 მილიონს გამოყოფს. ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის საელჩომ განაცხადა. ცნობილია, რამდენი ბავშვი დაიკარგა უკრაინაში უგზო-უკვლოდ ამასთან, იგეგმება უკრაინელი სასამართლო ექსპერტებისა და გამომძიებლების ტრენინგი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანიამ უკრაინას IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები მიაწოდა
გერმანიამ უკრაინას IRIS-T SLM ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები მიაწოდა, განაცხადა გერმანიის მთავრობამ. გარდა ამისა, უკრაინამ სხვა სამხედრო დახმარებაც მიიღო, მათ შორის 5 სატანკო გადამზიდი და ამწე. გერმანული მხარის ცნობიტ, ბერლინი უკრაინას ასევე აწვდის ნაღმების გამწმენდ სისტემებსა და სხვა აღჭურვილობას. 11 ოქტომბერს, გერმანიამ უკრაინას პირველი საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ი მიაწოდა. IRIS-T SLM არის გერმანული წარმოების ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემა. სისტემა შეიმუშავა გერმანულმა თავდაცვის კომპანია Diehl Defence-მა. სისტემა შექმნილია ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების, ასევე თვითმფრინავების, ვერტმფრენების და უპილოტო საფრენი აპარატების გასანადგურებლად.
გერმანია, 2023 წელს უკრაინისთვის დამატებით €1 მილიარდს გამოყოფს
გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა, უკრაინის მხარდასაჭერად 2023 წლის ბიუჯეტიდან კიდევ ერთი მილიარდი ევრო გამოყოს. ეს თანხა რუსული კიბერშეტევებისგან თავდაცვასა და ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებაზე დაიხარჯება. თანხის ნაწილი მიმართული იქნება ჯგუფების მხარდასაჭერად, რომლებიც აღრიცხავენ ადამიანის უფლებების დარღვევისა და ომის დანაშაულების მტკიცებულებებს, რომელიც მათ, უკრაინის ტერიტორიის ნაწილიდან რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ დააფიქსირეს. დაფინანსება ასევე მოხმარდება სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, კერძოდ, ბელორუსში, რუსეთსა და უკრაინაში ჟურნალისტების დაცვას.
შოლცის თქმით, პუტინს G20-ის სამიტზე, კრიტიკის მოსმენა მოუწევდა
გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ესმის, რატომ არ მონაწილეობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტში, მაგრამ თვლის, რომ რუსეთის ლიდერს მის მიმართ კრიტიკა უნდა მოესმინა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. „კარგი იქნებოდა, პრეზიდენტი პუტინი დასწრებოდა G20-ის სამიტს, მაგრამ მას მოუწევდა ყველა შეკითხვისა და ყველა კრიტიკის მოსმენა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაჩნდა მის მიმართ. ალბათ ამიტომაც არ არის ის იქ“, - განაცხადა შოლცმა. G20 არის სტრატეგიული მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მთავარ განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს კავშირებს. „დიდ ოცეულს“ მომავალი გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული როლი აქვს. ერთად, G20-ის წევრები წარმოადგენენ მსოფლიო მშპ-ს 80 პროცენტზე მეტს, საერთაშორისო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს. G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მუდმივ სტუმრად მიწვეულია ესპანეთიც.
დეტალურ გამოძიებამდე, პოლონეთში აფეთქების შეფასებაზე საუბარიც კი გამორიცხულია - შოლცი
პოლონეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დეტალურ გამოძიებამდე ნაჩქარევ შეფასებაზე საუბარიც კი გამორიცხულია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. „ვფიქრობ, კარგი და სწორია, რომ ამ დილით, NATO-ს წევრები შეიკრიბნენ ძალიან სწრაფად, რათა განეხილათ სიტუაცია და ერთ-ერთი მკაფიო შეთანხმება, რომელსაც მივაღწიეთ არის ის, რომ ახლა საჭიროა რაკეტების ნაწილების შესწავლა. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასკვნებს, შემდეგ კი საჯაროდ უნდა გამოცხადდეს შედეგები. დეტალურ გამოძიებამდე ასეთ სერიოზულ საკითხში ნაჩქარევ შეფასებაზე საუბარიც გამორიცხულია“, -განაცხადა შოლცმა. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
მედია: გერმანიამ საქართველოდან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან პრორუსი დამკვირვებელი გაიწვია
პრორუსული შეხედულებებისა და უკრაინის წინააღმდეგ ომში პუტინის მხარდაჭერის გამო, გერმანიამ ცოტა ხნის წინ, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან (EUMM) თანამშრომელი გაიწვია. ამის შესახებ გერმანული გამოცემის Südwestrundfunk (SWR) ჟურნალისტის მიერ ჩატარებული გამოძიების მასალებშია ნათქვამი. ეს პირია სერგეი ე., რომელმაც მანამდე, სავალდებულო გადამოწმების ეტაპი, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრში (ZIF) გაიარა. ცნობილი გახდა, რომ სერგეი.ე. ულტრამემარჯვენე და პრორუსული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრია. ამ ფაქტის დადგენისთანავე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრმა, მისთვის საქართველოში სამსახურის შეწყვეტის მიზნით, ნაბიჯები გადადგეს. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM), 2008 წლის 15 სექტემბერს, აგვისტოს ომის შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმების იმპლემენტაციის ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა.
გერმანიის საელჩოს კომენტარი EUMM-დან დამკვირვებლის გაწვევაზე
საქართველოში გერმანიის საელჩო EUMM-დან დამკვირვებლის გაწვევაზე Europetime-თან აკეთებს კომენტარს. „მას შემდეგ, რაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2022 წლის ოქტომბერში მიიღო ინფორმაცია ასეთი გამონათქვამების შესახებ, მან დაუყოვნებლივ გაათავისუფლა შესაბამისი პირი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან (EUMM), - განუცხადეს Europetime-ს გერმანიის საელჩოში. შეგახსენებთ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ Europetime-ს დაუდასტურა, რომ გერმანიამ საქართველოდან დამკვირვებელი გაიწვია. მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრორუსული შეხედულებებისა და უკრაინის წინააღმდეგ ომში პუტინის მხარდაჭერის გამო, გერმანიამ ცოტა ხნის წინ, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან (EUMM) თანამშრომელი გაიწვია. ამის შესახებ გერმანული გამოცემის Südwestrundfunk (SWR) ჟურნალისტის მიერ ჩატარებული გამოძიების მასალებშია ნათქვამი. ეს პირია სერგეი ე., რომელმაც მანამდე, სავალდებულო გადამოწმების ეტაპი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრში (ZIF) გაიარა. გაირკვა, რომ სოციალურ ქსელებსა და სხვა პლატფორმებზე განთავსებული პოსტების თანახმად, უკრაინის ომისა და სხვა წინა კონფლიქტების კონტექსტში, მას არაერთხელ დაუკავებია რუსეთის მხარე. ცნობილი გახდა, რომ სერგეი.ე. ულტრამემარჯვენე და პრორუსული პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრია. ამ ფაქტის დადგენისთანავე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციების ცენტრმა, მისთვის საქართველოში სამსახურის შეწყვეტის მიზნით, ნაბიჯები გადადგეს. გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა Twitter-ზე დაწერა, რომ უსაფრთხოების კრიტერიუმები დაუყონებლივ უნდა გადაიხედოს“. „უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იგზავნება გერმანიიდან ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში“. „შეუძლებელია, რომ გერმანიიდან სენსიტიურ მისიებში იგზავნებოდეს ადამიანი, რომელი, შესაძლოა, მტრულ სამსახურშიც მუშაობდეს“, - განაცხადა კრამონმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM), 2008 წლის 15 სექტემბერს, აგვისტოს ომის შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმების იმპლემენტაციის ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა.
გერმანიამ უკრაინას, 30 ერთეული საზენიტო-საარტილერიო დანადგარი Gepard-ი გადასცა
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან, გერმანიამ კიევს, 30 ერთეული თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო დანადგარი Gepard-ი გადასცა. გერმანიამ უკრაინას ექვსი Gepard-ი და საბრძოლო მასალა გადასცა ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის საელჩომ Twitter-ზე დაწერა. გერმანიამ უკრაინას ოთხი Gepard-ი და 65 რეფრიჟერატორი გადასცა „სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, გერმანიამ უკრაინას, 30 ერთეული თვითმავალი საზენიტო-საარტილერიო დანადგარი Gepard-ი გადასცა. Gepard-ი გახდა ეფექტური იარაღი ირანული შაჰედ-136 უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ. Gepard-ი გამოიყენება უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად“, - აღნიშნავს დიპლომატიური მისია. გერმანული წარმოების სამი Gepard-ის ტიპის საარტილერიო დანადგარი უკრინაშია
გერმანიის მუზეუმიდან, რამდენიმე მილიონ ევროდ შეფასებული ოქროს კელტური მონეტები მოიპარეს
ბავარიის ქალაქ მანჩინში, რომაულ-კელტური მუზეუმის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ 450 კელტური მონეტა მოიპარეს, რომელიც რამდენიმე მილიონ ევროდ იყო შეფასებული. ძარცვა სავარაუდოდ 21 ნოემბერს მოხდა. ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, რომ „ფანჯარა ჩამსხვრეულია“, თუმცა გამომძიებლები, მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალებზე არ საუბრობენ. „მონეტები იყო მუზეუმის მთავარი ექსპონატი. ბავარიის კრიმინალური პოლიცია საქმეს იძიებს. კელტური განძის დაკარგვა კატასტროფაა", - ამის შესახებ ბავარიის მეცნიერებისა და ხელოვნების მინისტრმა, მარკუს ბლუმმა განაცხადა.
შოლცის თქმით, ამ ზამთარს გერმანიის ენერგეტიკული უსაფრთხოება გარანტირებულია
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ამ ზამთრის სეზონისთვის ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება „გარანტირებულია". მედია: ევროკავშირმა რუსული გაზის ტრანზიტი, სრულად ჩაანაცვლა „ამ ზამთრის სეზონისთვის, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოება გარანტირებულია, რადგან გერმანიის მთავრობამ გაბედული ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით. ამასთან, შინამეურნეობები და კომპანიები მთელი ქვეყნის მასშტაბით ზოგავენ ენერგიას”, - განუცხადა შოლცმა ბუნდესტაგს. „არაფრის კეთება ძალიან ძვირი დაგვიჯდებოდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ენერგეტიკისა და ვაჭრობის სფეროებშო პოლიტიკის ნაკლოვანებების აღმოფხვრა დავიწყეთ, რამაც თავის დროზე რუსეთზე ცალმხრივ დამოკიდებულებამდე მიგვიყვანა“, - აღნიშნა შოლცმა. შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ იგი იზიარებს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს გეოპოლიტიკური ევროპის მიზანს, რომელიც „მნიშვნელოვნად ქმედითუნარიანია“. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციისთვის ფართომასშტაბიანი ანტირუსული სანქციები დააწესეს. სანქციებმა, სხვა საკითხებთან ერთად, გავლენა მოახდინა ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე. ამ ფონზე ევროპა ენერგეტიკული კრიზისის, საწვავის ფასების ზრდისა და ნედლეულის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა.
გერმანიამ პოლონეთს, საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი შესთავაზა
გერმანიამ ვარშავას, სარაკეტო თავდაცვის სისტემა „პატრიოტი“, რათა მას, გასულ კვირას უკრაინის საზღვართან რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ, საჰაერო სივრცის დაცვაში დაეხმაროს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა განაცხადა. „ჩვენ შევთავაზეთ პოლონეთს საჰაერო სივრცის უსაფრთხოების მხარდაჭერა - ჩვენი Eurofighters-სა და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებით“, - თქვა ლამბრეხტმა. სახმელეთო თავდაცვის სისტემები, როგორიცაა Raytheon's Patriot-ი, რაკეტების გასანეიტრალებლადაა შექმნილი. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. უკრაინამ უარყო ბრალდებები და გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.
პოლონეთმა გერმანიას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემა სთხოვა
პოლონეთმა მისთვის შეთავაზებული Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ მან სთხოვა გერმანიას, უკრაინაში გაეგზავნა პოლონეთისთვის შეთავაზებული პატრიოტის ტიპის რაკეტების გამშვები მოწყობილობები. მისი თქმით, ეს დაიცავს უკრაინას შემდგომი სიკვდილისგან და გათიშვისგან და გაზრდის უსაფრთხოებას აღმოსავლეთ საზღვარზე. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. უკრაინამ უარყო ბრალდებები და გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.
გერმანია 5000 უკრაინელ სამხედროს მოამზადებს
გერმანია მხარს უჭერს უკრაინას რუსულ ტერორთან ბრძოლაში და უკრაინელი სამხედროების მომზადებას ჰპირდება. 5000 უკრაინელი სამხედროს მომზადება ზაფხულისთვის იგეგმება. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინე ლამბრეხტმა 23 ნოემბერს ბუნდესტაგში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი. „ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ დღეებში უკრაინის ძალიან სწრაფი მხარდაჭერა, რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო ტერორის ფონზე. Iris-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა უფრო ეფექტიანია და ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს“, - განაცხადა ლამბრეხტმა. ამასთან, ლამბრეხტმა უარყო მისი კრიტიკა გადაწყვეტილების გაჭიანურების, ბუნდესვერის არასაკმარისი შეიარაღებისა და ასევე უკრაინის არასაკმარისი დახმარების გამო.
გერმანიის ელჩი: ბურთი საქართველოს მოედანზეა - შანსი ახლა გვაქვს და გამართლების შესაძლებლობაც არსებობს
საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა და ევროგაერთიანება საქართველოს დაეხმარება, რომ თამაში მისთვის წარმატებით წარიმართოს. პიტერ ფიშერის განცხადებით, მომავალი წლის მეორე ნახევარში, ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ გაივლის კონსულტაციას საქართველოს ევროპის მომავალი გზის შესახებ. საქართველომ განაცხადა, რომ უნდა ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ ძალიან მოხარულები ვიქნებით, თუ ეს მოხდება და საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება. სპორტულად რომ აგიხსნათ, ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა. ჩვენ ევროგაერთიანება დავეხმარებით საქართველოს იმისთვის, რომ თამაში მისთვის წარმატებით წარიმართოს. ჩემი რჩევა იქნებოდა, თუ საქართველოსთვის პრიორიტეტული თემაა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამ შემთხვევაში კონცენტრირდეს ამ თემაზე. შანსი ახლა გვაქვს და გამართლების შანსიც არსებობს“, - განაცხადა პიტერ ფიშერმა. ელჩის თქმით, ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც საქართველო 12-პუნქტიან რეკომენდაციებს შეასრულებს. „ევროპა არის პლურალისტური დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება. ძალიან მწიფე სახალხო ეკონომიკით, სწორედ ამიტომ ევროპის საბჭომ საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია დაუწესა. ამ პუნქტების შესრულების შემდეგ იქნება ლაპარაკი კანდიდატის სტატუსზე, შემდეგ იწყება გრძელი და რთული გზა იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს”, - განაცხადა ელჩმა ფიშერმა. შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციებს, რომლებიც მიესალმება უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადებზე სწრაფ გადაწყვეტილებას და ევროკავშირს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების 2030 წლისთვის დასრულებისკენ მოუწოდა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ევროკავშირი: ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების გამო, გერმანია G7-ის შეკრებას ითხოვს
გერმანია დიდი შვიდეულის ჯგუფის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ითხოვს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის უახლეს სარაკეტო დარტყმის გამო. ამის შესახებ Twitter-ზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა დაწერა. „მომავალ კვირას, როგორც G7-ის თავმჯდომარე ქვეყანა, ჩვენ მოვიწვევთ სხვა პარტნიორებს ბუქარესტში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რათა უკრაინის ენერგომომარაგების შემდგომი მხარდაჭერა უზრუნველვყოთ“, - წერს ბერბოკი. მინისტრის თქმით, პუტინი ცდილობს, უკრაინელი ხალხი სიცივესა და სიბნელეში ამყოფოს. „ის ვერასდროს დაარღვევს მათი თავისუფლების სურვილს და ჩვენს მხარდაჭერას“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. გერმანია 2022 წლის განმავლობაში G7-ის ჯგუფს თავმჯდომარეობს. 29-30 ნოემბერს, რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება. მას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.
თანამდებობაზე ყოფნის ბოლო პერიოდში, რუსეთთან პროგრესს ვერ მივაღწიე, მათ შორის საქართველოს საკითხზეც - მერკელი
მინსკის შეთანხმება ცარიელი გახდა - პუტინისთვის მხოლოდ ძალაუფლებას აქვს მნიშვნელობა, - ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა. მერკელმა აღნიშნა, რომ თანამდებობაზე ყოფნის ბოლო პერიოდში რუსეთთან პროგრესს ვერ მიაღწია, მათ შორის საქართველოს საკითხზეც. მერკელმა განმარტა, რომ მას და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მოლაპარაკებების ახალი ევროპული ფორმატის შექმნა სურდათ. „მინსკის შეთანხმება ცარიელი გახდა. 2021 წლის ზაფხულში, მას შემდეგ რაც პრეზიდენტები ბაიდენი და პუტინი შეხვდნენ, მინდოდა პუტინთან დამოუკიდებელი, ევროპული დისკუსიის ფორმატის შექმნა, მაგრამ მე აღარ მქონდა ძალაუფლება ამის გასაკეთებლად რადგან, ყველამ იცოდა: ”ის შემოდგომაზე მიდის". განწყობა ძალიან მკაფიო იყო: „ძალაუფლების პოლიტიკის თვალსაზრისით, თქვენ დასრულდით“. პუტინისთვის მხოლოდ ძალაუფლებას აქვს მნიშვნელობა“, - განაცხადა მერკელმა.
მედია: გერმანია მოქალაქეობის მინიჭებაზე წესების გაადვილებას გეგმავს
შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს ნენსი ფეზერს სურს, მნიშვნელოვნად გააადვილოს გერმანიაში მოქალაქეობის მიღებაზე მოთხოვნები - ამის შესახებ Deutsche Welle გაზეთი Bild-ზე დაყრდნობით წერს. "შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც გერმანიაში მცხოვრებ უცხოელებს საშუალებას აძლევს, მოქალაქეობის მიღების თხოვნით განაცხადი 8-ის ნაცვლად 5 წლის შემდეგ შეიტანონ. „განსაკუთრებული ინტეგრაციის მიღწევების“ შემთხვევაში, მოქალაქეობა შესაძლებელია სულ რაღაც სამი წლის შემდეგ. უქმდება წინა მოქალაქეობის დათმობის ვალდებულება", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ამასთან, პროექტის მიხედვით, გერმანიაში დაბადებული უცხოელი მშობლების შვილებმა ავტომატურად უნდა მიიღონ გერმანიის მოქალაქეობა, თუ ერთ-ერთ მშობელს აქვს „ლეგალური საცხოვრებელი“ გერმანიაში ხუთი წლის განმავლობაში.
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა
გასულ კვირას გერმანიამ, უკრაინელ სამხედროებს სპეციალური დანიშნულების მანქანების პარტია გადასცა. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ფედერალური მთავრობის ვებგვერდი იტყობინება. გერმანიამ უკრაინას, 30 ერთეული საზენიტო-საარტილერიო დანადგარი Gepard-ი გადასცა ამგვარად, უკრაინას გადაეცა კიდევ 2 Oshkosh-ის მძიმე ტრაქტორი, ჯამში უკვე გადაყვანილია 10 ერთეული; ასევე 14 მანქანა სასაზღვრო სამსახურისთვის (ადრე 39 ერთეული იყო უზრუნველყოფილი). ახალი ვალდებულებებიდან, 14 დისტანციური მართვის სატრანსპორტო საშუალება დამხმარე ამოცანებისთვის. მთელი ეს აღჭურვილობა უკრაინამ უშუალოდ მწარმოებლებისგან მიიღო. გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ 2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 ნოემბრამდე, ინდივიდუალური იარაღის ექსპორტის ლიცენზიების ჯამური ღირებულება 1,637 მილიარდ ევროს შეადგენს.
კაჩინსკი: გერმანია ვერ გაბედავს რუსული რაკეტების ჩამოგდებას, სჯობს, Patriot-ი უკრაინას გადავცეთ
პოლონეთის მმართველი პარტიის „კანონი და სამართლიანობის“ თავმჯდომარე, იაროსლავ კაჩინსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინისთვის გერმანული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემის მომხრეა. პოლონეთმა გერმანიას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემა სთხოვა „ეს რაკეტები გამოდგება ამ ომში, მაგრამ გამოადგება იქ, სადაც გამოიყენებენ. ჯერჯერობით, გერმანიის პოზიცია არაა საკმარისად დამაჯერებელი, რომ რუსული რაკეტების ჩამოგდების გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა კაჩინსკიმ. მისი თქმით, დასავლეთ უკრაინაში განთავსების შემთხვევეში, რაკეტები ძალიან კარგად დაიცავდა პოლონეთს, დაიცავდა ინფრასტრუქტურასა და ასევე უკრაინის მოქალაქეებს. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. უკრაინამ უარყო ბრალდებები და გამოძიებაზე ხელმისაწვდომობა მოითხოვა.
შალვა პაპუაშვილი გერმანიას ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ვიზიტით ეწვევა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარე ბუნდესთაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასს და ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდება. შეხვედრები გაიმართება ბუნდესთაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეთ ვინკელმაიერ-ბეკერთან, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანთან, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, რენატა ალტთან. პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ბუნდესთაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან, ფრაქცია CDU-ს წევრებთან, მომხსენებლებთან ნატო-ს და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით, ფრაქცია SPD-ს საგარეო პოლიტიკურ სპიკერთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან. შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებ საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ბუნდესთაგში ქართულ-გერმანული ფორუმის წევრებთან. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან.
ქართველმა მოფარიკავემ გერმანიაში, ევროპის თასის გათამაშებაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების წევრმა, ალექსანდრა კუვაევამ გერმანიის ქალაქ ეისლინგენში მიმდინარე კადეტთა ევროპის თასის გათამაშებაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. როგორც ცნობილია, მოფარიკავემ ჯგუფურ ეტაპზე 5 შეხვედრა მოიგო. ამასთან, ფინალურ შეხვედრაში კუვაევა ამერიკელ მოფარიკავე ჯენა შომანს შეხვდა, რომელთანაც დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.
გერმანიამ უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 56 მილიონი ევრო გამოუყო
გერმანიამ უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 56 მილიონი ევრო გამოუყო. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. „კანცლერმა შოლცმა პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინაში არსებულ პოლიტიკურ, სამხედრო და ჰუმანიტარულ ვითარებაზე მოსაზრებების გაცვლის მიზნით დაურეკა“, - განაცხადა მთავრობის სპიკერმა. კანცლერმა უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ მჭიდრო კონტაქტს გააგრძელებენ.
შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასს შეხვდა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს და მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ნაყოფიერი კავშირები. შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა გერმანიის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და, ასევე, ქვეყნის ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის ხელშეწყობით, საქართველოში ფუნქციონირებს მდგრადი ინსტიტუტები და ქვეყანა მტკიცედ დგას ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის გზაზე. შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობაზე და გამოხატეს მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გააქტიურების მზაობა. შალვა პაპუაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის, ევროპული საბჭოს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა გაზარდა საქართველოს, როგორც ძირითადი სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრის როლი. ბერბელ ბასმა დადებითად შეაფასა ევროკავშირის წევრობისკენ მიმართული საქართველოს ძალისხმევა და აღნიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ვიზიტის ფარგლებში გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან.
ბუნდესტაგის ყველა ფრაქციაში არის დამოკიდებულება, რომ საქართველო ევროპის ნაწილია - პაპუაშვილი
ბუნდესტაგში შეხვედრებზე იგრძნობოდა ის სულისკვეთება, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოისმინა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მხრიდან: ევროპა უნდა იყოს სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილი გერმანიას ეწვევა შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა პაპუაშვილის თქმით, ბუნდესტაგის ყველა ფრაქციაში არის იგივე დამოკიდებულება, რომ საქართველო ევროპის ნაწილია. „დღეს ჩვენს დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა ბუნდესტაგის პრეზიდენტთან, ბერბელ ბასთან, ასევე ევროპის საკითხთა, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან. ყველა ამ შეხვედრაზე იგრძნობოდა მთავარი სულისკვეთება, ის სულისკვეთება, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოისმინა სულ ცოტა ხნის წინ გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მხრიდან, როდესაც მან თქვა, რომ ევროპა უნდა იყოს სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე. ზუსტად ეს განწყობა აქვს ბუნდესტაგის ყველა წარმომადგენელს, მათ შორის ყველა ფრაქციაში იგივე დამოკიდებულებაა, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, ამიტომ საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში არის ის გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად აღსრულდება. ამ მხრივ, გვქონდა საუბარი, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მტკიცე მომავალ წელს, როდესაც საქმე შეეხება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან საქართველო აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, რაც შეეხება ტექნიკურ პარამეტრებს და სხვადასხვა კრიტერიუმს, რომელიც საჭიროა სტატუსისთვის. გვაქვს კიდევ 12 რეკომენდაცია, რომელზეც მიდის მუშაობა. ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რაც შეიძლება მალე დასრულდეს მუშაობა, რომ შემდეგ უკვე გვქონდეს მოლოდინი, ევროკავშირმა შეაფასოს ჩვენი სამუშაო და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გერმანია და ნორვეგია NATO-ს წყალქვეშა მილებისა და კაბელების დასაცავად, ქვედანაყოფის შექმნას სთხოვენ
გერმანია და ნორვეგია ერთობლივად სთხოვენ NATO-ს წევრებს, რომ წყალქვეშა ინფრასტრუქტურის - მილსადენებისა და ტელეკომუნიკაციების მონიტორინგისთვის, ქვედანაყოფი შექმნან, რათა თავიდან აიცილონ ისეთი ინციდენტები, როგორიცაა რუსეთის გაზსადენზე „ჩრდილოეთ ნაკადზე“ მომხდარი აფეთქება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გაჰრ შტერესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აფეთქება Nord Stream-ზე უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ესკალაციის ფონზე, ევროპაში გათბობის სეზონის დაწყების წინა დღეს პირველ ოქტომბერს და პოლონეთში ალტერნატიული წყალქვეშა გაზსადენის გახსნის წინა დღეს მოხდა. შვედეთისა და დანიის სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ რამდენიმე აფეთქებას რუსულ მილსადენებზე, რომლებიც წყალქვეშ 26 სექტემბერს მოხდა. Nord Stream 1 და Nord Stream 2 მილსადენები, რომლებიც განკუთვნილია რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტისთვის, ერთდროულად ოთხ ადგილას დაზიანდა. ამ მომენტში გაზის მიწოდება არ ხდება ამ მილსადენების მეშვეობით (რუსეთმა გათიშა Nord Stream-1, გერმანიამ კი არ დაუშვა Nord Stream-2-ის ექსპლუატაციაში გაშვება), მაგრამ მილები ივსებოდა ტექნიკური გაზით. ნოემბერში დანიის პროკურორებმა განაცხადეს, რომ მათ დაზიანებულ მილებზე ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს.
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. დახმარება მოიცავს BEAVER-ის ტიპის სამხედრო მანქანქებს, უპილოტო ხომალდსა და სხვა აღჭურვილობას. დახმარების პაკეტშია Mi-24 ტიპის შვეულმფრენების სათადარიგო ნაწილები და სასწრაფო დახმარების 30 მანქანა. გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შალვა პაპუაშვილი გერმანიას ეწვევა შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების მძიმე ვითარებაზე. სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს როლი რეგიონული მშვიდობის უზრუნველყოფაში. საუბარი, აგრეთვე, შეეხო ომს უკრაინაში და მის შედეგებს რეგიონისთვის. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს ძალისხმევაზე, წლის ბოლომდე დაასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება და ხაზი გაუსვა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან.
ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გერმანიის სრული მხარდაჭერა გვაქვს - პაპუაშვილი
ჩვენ გვაქვს გერმანიის სრული მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილი გერმანიას ეწვევა შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა პაპუაშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა და იმ მნიშვნელოვან გზავნილებს გაუსვა ხაზი, რაც მაღალი დონის შეხვედრებისას გამოიკვეთა. „ევროკავშირის გაფართოების პროცესს გერმანია უყურებს როგორც შედეგზე ორიენტირებულს და არა პროცესს პროცესისთვის. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატობის და შემდეგ, მოლაპარაკებების ბოლოს, აუცილებლად იქნება ევროკავშირის წევრობა. გერმანია ხედავს ევროკავშირს ლისაბონიდან თბილისამდე. ეს ხედვა არის პრაქტიკული პოლიტიკის ნაწილი. გაფართოების მიზანიც უნდა იყოს, რომ ეს სივრცე იქნას მოცული ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ ბევრის მხრიდან მოვისმინეთ, რომ ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, იყო არასწორი და უმჯობესი იქნებოდა საქართველოს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ჰქონოდა კანდიდატის სტატუსი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, როგორც ქვეყანა, რომელიც რეგიონული მშვიდობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას უზრუნველყოფს. „საქართველო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმის გამო, რომ ის ისწრაფვის ევროკავშირში, არამედ როგორც ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონული მშვიდობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას. საქართველოს როლი რეგიონში და განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სტაბილური მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით არის მნიშვნელოვანი. ამავე დროს, საქართველო, რომელიც მდებარეობს შუა დერეფანში ევროპასა და აზიას შორის, ენერგომატარებლების მიწოდების კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა ევროკავშირის ენერგო დამოუკიდებლობისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
პუტინის "დიდი რუსული მისია" ჩაიშლება - შოლცი
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრის სრულად შეწყვეტა სერიოზული შეცდომა იქნება. შოლცის განცხადებით, ეს ომი დიდი რუსული ექსპანსიონიზმის გამარჯვებით არ დასრულდება და პუტინის დიდი რუსული მისია ჩაიშლება. „არაერთხელ ველაპარაკე პუტინს, რადგან მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ დიდი შეცდომაა, თუ ყველა განსხვავებულობის მიუხედავად, და ეს, ბოლოს და ბოლოს, მცირე სიტყვაა უზარმაზარი განსხვავებებისთვის, ჩვენ საერთოდ აღარ დაველაპარაკებით ერთმანეთს. საკითხი ყოველთვის ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს განხილული, რა საშინელ ნგრევას იწვევს რუსული რაკეტები ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის და მთლიანად უკრაინისთვის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მშვიდობის საფუძველი, რომელიც რუსეთის მიერ არ არის ნაკარნახევი, არის რუსული ჯარების გაყვანა“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანია აპირებს, ევროპის უსაფრთხოების გარანტი გახდეს - შოლცი
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია აპირებს, ევროპის უსაფრთხოების გარანტი გახდეს. ამის შესახებ ჟურნალ Foreign Affairs-ის სტატიაშია ნათქვამი. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ რუსეთის დაპყრობით ომმა უკრაინის წინააღმდეგ დაასრულა მთელი ეპოქა და ახლა მსოფლიო „ეპოქალური ტექტონიკური ცვლილების“ წინაშე დგას. „თუმცა, პუტინს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ თავისი გზა გაიაროს; უნდა შეწყდეს რუსული რევანშისტული იმპერიალიზმი“, - განაცხადა შოლცმა. მისივე თქმით, გერმანიას სურს, რომ ევროპული უსაფრთხოების გარანტი გახდეს. „ამას მოელიან ჩვენგან მოკავშირეები. ეს ერთადერთი საშუალებაა გერმანიისთვის, რომ წარმატებულად გადალახოს ჩვენი დროის გეოპოლიტიკური განხეთქილება“, - აღნიშნა შოლცმა.
გერმანიის მთავრობა ბათუმში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციისთვის 55 მილიონ ევროს გამოყოფს
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი 2022 წლის 7 დეკემბერს საქართველოს მთავრობასთან, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხელს მოაწერს დაფინანსების შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 55 მილიონი ევროს გამოყოფას ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტის მე-5 ფაზისთვის. საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 16 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბათუმში წყლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა ვითარდებოდა, რისთვისაც დღემდე დაახლოებით 138 მილიონი ევროა გამოყოფილი. მათივე ცნობით, შედეგად 200 000-ზე მეტ ადამიანს, რომლებსაც ადრე დღეში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ წვდომა სასმელ წყალზე, ახლა ჰიგიენურად უსაფრთხო სასმელი წყალი უწყვეტად მიეწოდებათ. „თანამედროვე წყალარინების ქსელისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის შედეგად კანალიზაციის წყლები პროფესიონალურად გაედინება და იწმინდება. ასევე ახალი სანიაღვრე სისტემისა და წვიმის წყლის სატუმბი სადგურის წყალობით საგრძნობლად შემცირდა ქალაქის ცენტრის დატბორვის საფრთხე. სანაპიროსთან დელფინებიც კი გამოჩნდნენ, რაც წყლის ხარისხის გაუმჯობესებაზე მეტყველებს. დაფინანსების ახალი შეთანხმების შედეგად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბათუმის მზარდი მოსახლეობის სასმელი წყლით გაუმჯობესებული მომარაგება. განხორციელდება სასმელი წყლის ძველი გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების. წყალარინების გამწმენდი ნაგებობა გაფართოვდება და აღიჭურვება შლამის დამუშავებისა და საკვები ნივთიერებების ელიმინაციის სისტემებით. მუნიციპალური წყალმომარაგების კომპანია „ბათუმის წყლის“ ხელშეწყობის მიზნით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა KfW-ის მეშვეობით, პროექტისათვის გამოყოფს 53 მილიონი ევროს ოდენობის სესხს და ასევე 2 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს თანმხლები ღონისძიებებისთვის“, – აცხადებენ საელჩოში.
გერმანიაში გადატრიალების მოწყობის ბრალდებით 25 ადამიანი დააკავეს
7 დეკემბერს გერმანიაში, ერთდროულად თერთმეტ ფედერალურ შტატში, პოლიციის სპეცრაზმი მემარჯვენე ექსტრემისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ სპეცოპერაციას ატარებს, რომელიც ბუნდესტაგის შტურმს და პოლიტიკოსების გატაცებას გეგმავდა. ამის შესახებ გამოცემა Der Spiegel-ისთვის გახდა ცნობილი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პოლიციის ოპერაცია ექსტრემისტების წინააღმდეგ გერმანიაში. გამოცემას, გენერალურმა პროკურატურამ ოპერაციის მსვლელობის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა. გამოძიების დასკვნის თანახმად, 2021 წლის ნოემბრიდან ეჭვმიტანილები ბუნდესტაგზე შეიარაღებულ თავდასხმას და პოლიტიკოსების დატყვევებას გეგმავდნენ. ჩხრეკა მიმდინარეობს 130-ზე მეტ ბინაში, ოფისსა და საწყობში. ამ დროისთვის დაკავებულია 25 ადამიანი.
ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი საერთაშორისო ზეწოლის შედეგად შემცირდა - შოლცი
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი შემცირდა. „რუსეთმა შეწყვიტა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა იმის პასუხად, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გაავლო წითელი ხაზი. ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა თავიდან ავიცილოთ პირდაპირი ომი რუსეთსა და ნატო-ს შორის. “, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
შოლცი ამბობს, რომ 2025 წელს გერმანიის კანცლერის პოსტზე კვლავ იყრის კენჭს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ბუნდესტაგის მომდევნო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს. შოლცი წარმოადგენს გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, რომელმაც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მან კოალიცია მწვანეებთან და თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასთან შექმნა.
რა წერილი მიიღო გერმანიაში უკრაინის საკონსულომ, რასაც კიევი „მტრის დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილად“ მიიჩნევს
დიუსელდორფში უკრაინის გენერალური საკონსულოსადმი გაგზავნილი ყალბი წერილები გერმანიის მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინაში საერთაშორისო ლეგიონს ფინანსური ჯილდოს მისაღებად შეუერთდნენ, იტყობინება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო. ნიკოლენკომ განაცხადა, რომ უკრაინის დიპლომატიურ წარმომადგენლობას არასოდეს გაუგზავნია მსგავსი შეტყობინებები. საერთაშორისო ლეგიონი არის სამხედრო ფორმირება, რომელიც უცხოელი მებრძოლებისთვის არის შექმნილი და მისი მიზანია უკრაინის დაცვა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნიკოლენკომ ყალბ წერილებს მტრის დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი უწოდა. ნიკოლენკოს განმარტებით, ამის მიზანია უკრაინული დიპლომატიის დისკრედიტაცია, ასევე, გერმანიისა და მისი მოქალაქეების მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის ძირის გამოთხრა. მისივე თქმით, კონსულებმა მომხდარის შესახებ გერმანიის პოლიციას შეატყობინეს.
გერმანია უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გადასცემს
გერმანია უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის საელჩომ Twitter-ზე განაცხადა. გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა საუბარია 18 RCH-155 თვითმავალ საარტილერიო სამაგრზე, 80 პიკაპზე, 7 სატვირთო მანქანასა და 90 ერთეულ თვითმფრინავის საწინააღმდეგო აღჭურვილობაზე. საელჩომ ასევე აღნიშნა, რომ გასული კვირის განმავლობაში უკრაინამ 20 დინგოს ტიპის ჯავშანმანქანა და 2 ერთეული M1070 Oshkosh-ის ტიპის მძიმე ტრაქტორი მიიღო. გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანია უკრაინას, €19,5 მილიონის ღირებულების 470 გენერატორს გადასცემს
გერმანია უკრაინას სხვადასხვა სიმძლავრის 470 ელექტრო გენერატორს გადასცემს, რომელთა საერთო ღირებულება 19,5 მილიონი ევროა. ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის საელჩო ფეისბუქზე იტყობინება. „ტექნიკური დახმარების ფედერალური სააგენტო (THW) უკრაინას აწვდის 470 ერთეულ სხვადასხვა კლასის ელექტრო გენერატორს, რომელთა საერთო ღირებულება 19,5 მილიონი ევროა“, - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინაში უკვე 150 ელექტრო გენერატორია. დაგეგმილია აღჭურვილობის შემდგომი ტრანსპორტირება. გენერატორების ნაწილი პირდაპირ ეროვნულ ენერგოკომპანია „უკრენერგოს“ გადაეცემა, დანარჩენი კი ოდესის, მიკოლაივის და ხერსონის რეგიონებში გაიგზავნება. დახმარებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. როგორც Ukrinform იტყობინება, ნოემბერში გერმანიამ დაზიანებული წყლის მილების აღსადგენად მიკოლაევის რეგიონს 20 გენერატორი, 10 ჭაბურღილის ტუმბო და მინი-ექსკავატორი გადასცა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანიამ უკრაინას IRIS-T ტიპის ანტისარაკეტო სისტემები მიაწოდა
გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები გაუგზავნა. გასული კვირის განმავლობაში გერმანიამ ასევე მიაწოდა უკრაინას 34 სასწრაფო დახმარების მანქანა, 18 სატვირთო მანქანა, 12 ჯავშანტექნიკა, ასევე 78,500 ტყვია ყუმბარმტყორცნისთვის და არტილერიისთვის. მანამდე 10 დეკემბერს, გერმანიის საელჩომ უკრაინაში განაცხადა, რომ გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სააგენტო (THW) უკრაინას გადასცემს სხვადასხვა ენერგეტიკული კლასის, 19,5 მილიონი ევროს ღირებულების 470 ელექტრო გენერატორს. საელჩოს ცნობით, 150 გენერატორი უკვე უკრაინაშია.
გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი გაიხსნა
გერმანიამ დიდი ნაბიჯი გადადგა რუსეთისგან - ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ, გაიხსნა პირველი ტერმინალი ზღვით გაზის მისაღებად. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ვილჰელმზაფენში გერმანიის პირველი LNG ტერმინალის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. „ეს არის ძალიან დიდი წვლილი ჩვენს უსაფრთხოებაში... ეს არის კარგი დღე ჩვენი ქვეყნისთვის და კარგი ნიშანია მთელი მსოფლიოსთვის, რომ გერმანიის ეკონომიკას შეუძლია იყოს უფრო ძლიერი და გაუმკლავდეს გამოწვევებს", - განაცხადა ოლაფ შოლცმა. მცურავი ტერმინალი ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე ქვემო საქსონიაში მდებარეობს, რომლითაც გერმანია გაზს, დეფიციტის შესავსებად მიიღებს. 2023 წლის ბოლოსთვის იგეგმება კიდევ ოთხი ტერმინალის აშენება ბრუნსბიტელში (შლეზვიგ-ჰოლშტაინი), სტადში (ქვემო საქსონია) და ლუბმინში (მეკლენბურგი-ფორპომერანია). გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს გათვლებით, ამ ტერმინალებით, შესაძლებელია ბუნებრივი აირის მოცულობის მესამედის მიღება, რომელიც გერმანიას სჭირდება.
ჰააგის სასამართლომ შესაძლოა, პუტინის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს - გერმანიის იუსტიციის მინისტრი
რუსეთის მიერ უკრაინის ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული განადგურების გამო, შესაძლოა, ჰააგის სასამართლომ შესაძლოა, პუტინის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს. „უკრენერგომ“ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ამის შესახებ გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა განაცხადა. „თუ ადამიანები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული განადგურების შედეგად, დარჩებიან გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დაბალ ტემპერატურაზე, ეს შეიძლება ჩაითვალოს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად“, - თქვა ბუშმანმა. მისი თქმით, პუტინის უშუალო პასუხისმგებლობის ნიშანი შეიძლება იყოს რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლები ტელევიზიით, რომელშიც კრემლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ასეთი დარტყმები მიზანმიმართული ტაქტიკაა. ამასთან, გერმანიის უზენაესი სასამართლოს გენერალურმა პროკურორმა ვერ დაიწყო გამოძიება რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ, დასძინა გერმანიის იუსტიციის მინისტრმა. „პუტინი არის სახელმწიფოს მეთაური და ამიტომ აქვს იმუნიტეტი“,- განმარტა ბუშმანმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა ომის დანაშაული და ბარბაროსობაა და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ყაზახეთი გერმანიაში ნავთობის გადაზიდვის შესაძლებლობას განიხილავს
ყაზახეთი გერმანიაში, ნავთობის საცდელი გადაზიდვის შესაძლებლობას 2023 წლის იანვარისთვის განიხილავს. ამის შესახებ ნავთობისა და გაზის ეროვნული კომპანიის KazMunayGas-ის ხელმძღვანელმა მაგზუმ მირზაგალიევმა განაცხადა. კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, ასტანაში გაიმართა მოლაპარაკებები KazMunayGas-ის გამგეობის თავმჯდომარეს მაგზუმ მირზაგალიევსა და გერმანიის მემარცხენე პარტიის საპარლამენტო ჯგუფის ბუნდესტაგის დეპუტატ კრისტიან გორკეს შორის. ასევე, მირზაგალიევმა ვიდეოკონფერენციის საშუალებით მოლაპარაკება გამართა გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან მიხაელ კელნერთან. მხარეებმა შვედეთის ქარხანაში ყაზახური ნავთობის ექსპორტზე ისაუბრეს. ბუნდესტაგის დეპუტატმა გამოხატა ინტერესი ყაზახეთიდან ნედლეულის დრუჟბას ნავთობსადენით გადაზიდვის შესახებ. „ყაზახეთის პრეზიდენტის ინსტრუქციების თანახმად, KazMunayGas განიხილავს 2023 წლის იანვარში ნავთობის საცდელი ტვირთის გერმანიაში გაგზავნის ვარიანტს“, - განაცხადა მირზაგალიევმა. შეგახსენებთ, რომ 10 მილიონ ტონაზე მეტ ნედლ ნავთობს, Schwedt-ის გადამამუშავებელი ქარხანა ბერლინსა და აღმოსავლეთ გერმანიის დიდ ნაწილს აწვდის.
გერმანიის ხელისუფლება Twitter-ზე კონტროლის გამკაცრებას აპირებს
გერმანიის ეკონომიკის ფედერალური სამინისტრო, ხელისუფლებას მოუწოდებს Twitter-ის მოკლე შეტყობინებების სერვისის წესების გამკაცრება განიხილოს. მასკი Twitter-ის დირექტორობიდან გადადგომას განიხილავს გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა სვენ გიგოლდმა სოციალურ ქსელებში Twitter-ზე კონტროლის გამკაცრების აუცილებლობის შესახებ დაწერა. მასკი: Twitter-ის დირექტორობას მაშინ დავტოვებ, როცა შემცვლელად საკმარისად სულელ ვინმეს ვიპოვი მისი თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ პლატფორმის მფლობელი მილიარდერი ილონ მასკი გახდა. „ტვიტერის პლატფორმის წესების მკვეთრი ცვლილებები და თვითნებური გამოყენება ქმნის რისკებს“, - წერს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი ევროკომისიისადმი მიწერილ წერილში. მისივე თქმით, Twitter-ის გამოყენების წესების სწრაფი ცვლილება და ჟურნალისტების ანგარიშების დაბლოკვა, თავისუფალ სიტყვას საფრთხეს უქმნის. შეგახსენებთ, რომ მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.
უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმა, ჩვენს ქვეყანაში ბევრ ადამიანს აშინებს - გერმანიის პრეზიდენტი
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი წინასაშობაო მიმართვაში უკრაინელებს სამართლიან მშვიდობას უსურვებს. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს. „სანამ მშვიდობა არ დადგა, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა, ვინც თავდასხმების, მუქარებისა და ჩაგვრის მსხვერპლი ხდება. უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმა, ევროპაში ომის დაბრუნება, უკრაინელების საშინელი ტანჯვები, ისევე როგორც საბრძოლო მოქმედებების ესკალაციის შიშები - ეს ბევრ ადამიანს აშინებს ჩვენს ქვეყანაში”, - აღნიშნავს შტაინმაიერი მიმართვაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანიამ უკრაინას Bergerpanzer 2 -ის ჯავშანტექნიკა და 13 ერთეული სასაზღვრო სამსახურის მანქანა გადასცა
გერმანიამ უკრაინას, ერთი კვირის განმავლობაში კიდევ ერთი Bergerpanzer 2-ის ჯავშანტექნიკა და 13 სასაზღვრო სამსახურის მანქანა გადასცა. ამ დრომდე, უკრაინამ გერმანიიდან უკვე მიიღო 13 Bergerpanzer 2-ისა და 78 სასაზღვრო სამსახურის მანქანა. გერმანიამ ასევე გადასცა უკრაინას ერთი სასწრაფო (სულ 35) და ორი სატვირთო მანქანა (სულ 6). გარდა ამისა, სახელმწიფო ემზადება უკრაინისთვის 50 საველე გამათბობლისა და 26 ჩამტვირთველი სისტემის გადასაცემად.
გერმანია უკრაინაში ბავშვების მხარდასაჭერად 35 მილიონ ევროს გამოყოფს
გერმანიამ უკრაინელი ბავშვების მხარდასაჭერად, გაეროს ბავშვთა ფონდში (UNICEF) 35 მილიონი ევრო (37,3 მილიონი დოლარი) შეიტანა. ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის საელჩომ განაცხადა. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) და KfW განვითარების ბანკის მეშვეობით, ბერლინმა თანხა საგანმანათლებლო პროცესების განახლებაზე, სანიტარიულ და ჰიგიენურ სერვისებზე ხელმისაწვდომობისთვის გამოყო. გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 331 ბავშვი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო 13 613 უკანონოდ არის დეპორტირებული რუსეთში. რუსეთის თავდასხმებმა უკრაინაზე ასევე დააზიანა 3126 სასწავლო დაწესებულება, მთლიანად კი, 337 გაანადგურა.
NATO-ს უმაღლესი მზადყოფნის ძალებს გერმანია უხელმძღვანელებს
NATO-ს უმაღლესი მზადყოფნის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობა გერმანიამ საფრანგეთისგან გადაიბარა. მიმდინარე წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, NATO-მ VJTF-ის ელემენტები ქვედანაყოფის კოლექტიური თავდაცვის პირველი მისიით, რუმინეთში განათავსა. „გერმანია მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ჩვენ მადლობას ვუხდით მას ხელმძღვანელობისთვის 2023 წელს. რადგან რუსეთის უკანონო ომი უკრაინაში, საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას, NATO-ს მტკიცე გადაწყვეტილებაა, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. VJTF არის NATO-ს პირველი სწრაფი რეაგირების ძალები და ჩვენი კოლექტიური თავდაცვის მთავარი ნაწილი. გერმანიის ხელმძღვანელობა არის მისი ერთგულებისა და შესაძლებლობების ძლიერი დემონსტრირება“, - განაცხადა ალიანსის სპიკერმა. VJTF NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების ელემენტია. მისი ხელმძღვანელობა და წევრობა მოკავშირეებს შორის ყოველწლიურად იცვლება. 2023 წელს, VJTF-ის სახმელეთო ჯარები დაახლოებით, 11,500 ათას სამხედროს შეადგენენ. საერთო ჯამში, აღნიშნულ ძალებში თავისი წვლილი NATO-ს ცხრა მოკავშირეს (ბელგია, ჩეხეთი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, გერმანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია) შეაქვს. ამასთან, გერმანია პირველად ხელმძღვანელობს VJTF-ის სპეცდანიშნულების რაზმს. NATO-ს უმაღლესი მზადყოფნის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი (VJTF) 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის და ახლო აღმოსავლეთში კრიზისების შემდეგ შეიქმნა.
ყაზახეთი გერმანიაში ნავთობის ტრანზიტს „დრუჟბის“ მილსადენით გეგმავს
Transneft-მა მიიღო განცხადება Kaztransoil-ისგან „დრუჟბის“ ნავთობსადენის დამატებითი სიმძლავრის რეზერვის შესახებ. ყაზახეთი გერმანიას ტრანზიტით, 2023 წელს 1,2 მილიონ ტონა ნავთობს მიაწვდის. წერს რუსული მედია. გერმანიამ სექტემბერში განაცხადა, რომ აწარმოებს მოლაპარაკებებს ყაზახეთთან ნავთობის შესყიდვის თაობაზე „დრუჟბის“ მილსადენით ტრანსპორტირებით, რათა უზრუნველყოს დამატებითი რეზერვი ქალაქ შვედტში და რუსული ნავთობის მოცულობები ჩაანაცვლოს. ახლა ყაზახეთი „დრუჟბის“ მილსადენის ტრანზიტს და დაახლოებით 10 მილიონ ტონა ნავთობს უსტ-ლუგას პორტის მიმართულებით აგზავნის. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროვნული კომპანია KazMunayGas-ი (KMG) 2023 წლის იანვარში, გერმანიაში ნავთობის საცდელად გადაზიდვის საკითხს განიხილავს.
გერმანულმა კონცერნმა RWE-მ აშშ-დან თხევადი გაზის შესყიდვის შესახებ კონტრაქტს ხელი მოაწერა
გერმანულმა კონცერნმა RWE-მ აშშ-დან თხევადი გაზის შესყიდვის შესახებ კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ DW წერს. დოკუმენტების მიხედვით, აშშ გერმანიას ყოველწლიურად, სამ მილიარდ კუბური მეტრ თხევად გაზს 15 წლის განმავლობაში მიაწვდის. თუმცა, მიწოდება შეიძლება, მხოლოდ 2027 წელს დაიწყოს. LNG ტვირთების მიწოდება RWE-ს მიერ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი. ანდრე სტრაკემ, RWE Supply & Trading-ის ხელმძღვანელმა, შეერთებულ შტატებთან გაფორმებულ კონტრაქტს, გერმანიის გაზის მიწოდების დივერსიფიკაციისა და ევროპაში ენერგეტიკული უსაფრთხოების გრძელვადიანი გაძლიერებისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.
გერმანიის ელჩი: 2023 წელი საქართველოსა და გერმანიას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფრო მეტად დაახლოების წელი იქნება
გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ 2023 წელი საქართველოსა და გერმანიას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფრო მეტად დაახლოების წელი იქნება. ამის შესახებ პეტერ ფიშერმა Europetime-თან ექსკლუზიურ საახალწლო გზავნილში ისაუბრა. „მოგესალმებით რუსთაველის გამზირიდან, სადაც ახლა ჩემ უკან და პარლამენტის წინ, ულამაზეს ნაძვის ხეს ხედავთ. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, ყველას, ჩვენს ქართველ მეგობრებს მივულოცო შობა-ახალი წელი. ახალი, 2023 წელი საქართველოსა და გერმანიას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფრო მეტად დაახლოების წელი იქნება“.
აშშ-დან გერმანიის ახლად აშენებულ მცურავ ტერმინალში, თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი შევიდა
გერმანიამ ჩრდილოეთ ზღვაზე მის ერთ-ერთ ახლად აშენებულ მცურავ ტერმინალში თხევადი გაზის პირველი ნაკადი მიიღო. ტვირთი აშშ-დან ვილჰელმშავენში განთავსებულ ობიექტზე შევიდა. გარემოსდაცვითმა აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ისინი გააპროტესტებენ გემის ჩამოსვლას და ამტკიცებენ, რომ გერმანიამ არ უნდა შემოიტანოს წიაღისეული საწვავი, განსაკუთრებით გაზი, რომელიც ფრეკინგის მეთოდით არის შეძენილი. მიუხედავად რუსეთიდან იმპორტის მკვეთრი შემცირებისა, ნაწილობრივ, დეკემბრისთვის უჩვეულოდ თბილი პერიოდიდან გამომდინარე, გერმანიის გაზის მარაგმა 90%-ს გადააჭარბა.
გერმანია უკრაინის აღდგენის მიზნით, რუსული აქტივების კონფისკაციისთვის მზადაა - Bloomberg
გერმანია მზადაა, გამოიყენოს მილიარდობით ევროს მოცულობის გაყინული რუსული აქტივები, რათა უკრაინას აღდგენაში დაეხმაროს. გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობა მხარს უჭერს ხსენებულ გადაწყვეტილებას, მაგრამ რუსეთის სახელმწიფოსგან აქტივების ჩამორთმევის შესახებ პოზიცია ოფიციალურად ჯერ არ დაუფიქსირებია. „საკითხი კომპლექსურია და მმართველი კოალიციის წევრები სხვებთან შედარებით უფრო მტკიცენი არიან. მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბურბოკი მტკიცედ მოითხოვს, რომ რუსეთმა აანაზღაუროს უკრაინისთვის მიყენებული ზიანი. მისი აზრით, გაყინული ქონების კონფისკაცია, ამ გეგმის მხოლოდ ნაწილად უნდა განიხილებოდეს. თუმცა ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერი უფრო ფრთხილია და შიშობს, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაცია სახიფათო პრეცედენტს შექმნის“, - წერს Bloomberg. საერთო ჯამში, ევროკავშირსა და G7-ის ქვეყნებში დაახლოებით 311 მილიარდი დოლარია გაყინული (რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვები). გერმანია კიევის სიდიდით მეორე ფინანსური მხარდამჭერია. პირველ ადგილზეა აშშ, მესამეზე - საფრანგეთი, მეოთხეზე - დიდი ბრიტანეთი.
გერმანიამ 2022 წელს უკრაინას, €12 მილიარდის დახმარება გადასცა
2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინამ გერმანიისგან 12 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება მიიღო. ამის შესახებ გერმანიის ფედერალური მთავრობის პრესსპიკერმა ვოლფგანგ ბუხნერმა ბრიფინგზე განაცხადა. ბიუხნერმა აღნიშნა, რომ ინფორმაცია სამხედრო მხარდაჭერის შესახებ ქვეყნდება ფედერალური მთავრობის ვებსაიტზე. რაც შეეხება იარაღის მიწოდებას, მომხსენებელმა აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინას აწვდის იმ იარაღს, რაც მას სჭირდება, მაგრამ ისე, რომ გერმანია და NATO არ გახდნენ ომის მონაწილეები. „ბერლინი გააგრძელებს ამ პრინციპის დაცვას, რომ უკრაინას არ მიაწოდოს იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ტიპები, კერძოდ ტანკები, თუ ამას არ გააკეთებენ ალიანსის პარტნიორები და მოკავშირეები“, - განაცხადა ვოლფგანგ ბუხნერმა.
ნორვეგია და გერმანია, განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდაზე შეთანხმდნენ
ნორვეგია და გერმანია, განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდისა და „მწვანე“ ინდუსტრიის განვითარების მიზნით წარმოებას აფართოებენ. ამის შესახებ დღეს ნორვეგიის მთავრობის პრესსამსახურმა განაცხადა. ნორვეგიის მთავრობის წევრებისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერის, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრის რობერტ ჰაბეკის შეხვედრის შედეგად, ხელი მოეწერა დეკლარაციას ნორვეგიულ კომპანია Equinor-სა და გერმანულ RWE-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დეკარბონიზაციის სფეროში. „ენერგეტიკულმა კრიზისმა ხაზი გაუსვა ნორვეგიის, როგორც ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებლის მნიშვნელობას, მაგრამ ასევე ხაზი გაუსვა განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლის დაჩქარების აუცილებლობას. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა დაგვეხმარება საერთო მიზნების მიღწევაში. მწვანე ინდუსტრიალიზაციას და ემისიების შემცირებას“, - განაცხადა იონას გაჰრ სტერემ. „მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააფართოვონ თანამშრომლობა წყალბადის წარმოების, ბატარეის ტექნოლოგიების, ნახშირბადის დაგროვებისა და შენახვისა და ქარის ენერგიის სფეროში“, - განაცხადა ნორვეგიის მთავრობამ. ნორვეგია ევროპისთვის ენერგიის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. ამჟამად ქვეყანამ გაზარდა ნახშირწყალბადების წარმოება რუსეთის მიერ ევროკავშირის რიგ ქვეყნებში საწვავის მიწოდების შეჩერების გამო. Equinor-ი გახდა ევროკავშირისთვის გაზის უმსხვილესი მიმწოდებელი „გაზპრომის“ მიერ მიწოდების მნიშვნელოვანი შემცირების შემდეგ.
გერმანიაში თხევადი გაზის კიდევ ორი ტერმინალი გაიხსნება
მომდევნო კვირას, გერმანიაში, ლუბმინში კიდევ ერთი LNG (თხევადი გაზის) ტერმინალის გახსნა იგეგმება. გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი გაიხსნა ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გაჰრ შტორესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. . „ჩვენ უკვე გვაქვს LNG-ის (თხევადი გაზის) მიღების ტერმინალი გერმანიის პორტში, ვილჰელმშავენში. ლუბმინში მსგავსი ტერმინალი მომავალ კვირას, ხოლო ბრუნსბრუტელში უახლოეს კვირებში გაიხსნება. ამრიგად, ჩვენ შევძელით ავაშენოთ LNG ინფრასტრუქტურა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს Nord Stream 1-ის მიწოდების მესამედი”, - თქვა ჰაბეკმა. აშშ-დან გერმანიის ახლად აშენებულ მცურავ ტერმინალში, თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი შევიდა როგორც ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, თუ გერმანია ამ ტემპს შეინარჩუნებს, მომავალ წელს შეძლებს Nord Stream 1-ის მიწოდების დანარჩენი ორი მესამედის LNG-ით ჩაანაცვლებას. „ეს მაძლევს გარკვეულ ოპტიმიზმს, რომ ჩვენ გვაქვს კრიზისის გადატანის შანსი“, - აღნიშნა მინისტრმა.
გერმანიამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გადასცა
გერმანიის მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი სარაკეტო გამშვებებს, მანქანებს და თვითმფრინავებს მოიცავს. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე 5 იანვარს გამოქვეყნებულ სიაში. ახალი პაკეტი ასევე მოიცავს რვა სადაზვერვო დრონს, 63 პიკაპს, სატანკო გადამზიდ ტრაქტორებს, საზღვრის დაცვის მანქანებსა და სხვა დახმარებას. გერმანიამ ასევე მიაწოდა უკრაინას 17 სატვირთო მანქანა და 21 გენერატორი. უკრაინას უახლოეს მომავალში ასამდე სადაზვერვო დრონი უნდა მიეწოდოს. ფედერალური მთავრობა ყოველ კვირა აახლებს უკრაინას მიწოდებული იარაღის ჩამონათვალს.
რას მოიცავს აშშ-ის და გერმანიის მიერ უკრაინისთვის გადასაცემი სამხედრო დახმარება
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას Bradley-ს ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, გერმანია კი, Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს მიაწვდის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში წერია. ამასთან, Politico ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ უკრაინას Sea Sparrow-ს ტიპის საზენიტო რაკეტებს პირველად გადასცემს. „პრეზიდენტმა ბაიდენმა და კანცლერმა შოლცმა გამოთქვეს მზადყოფნა, გამოყონ საჭირო ფინანსური, ჰუმანიტარული, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერა, სანამ ეს საჭირო იქნება. ამ მიზნით აშშ აპირებს, უკრაინას Bradley-ს ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები გადასცეს, გერმანია კი მზადაა, კიევს Marder-ის ტიპის საბრძოლო მანქანები მიწოდოს“, - აღნიშნულია ვაშინგტონისა და ბერლინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აშშ უკრაინისთვის დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების გადასაცემად ემზადება - AP უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შესაბამისი სისტემების გამოყენებაზე წვრთნების ჩატარებას ორივე ქვეყანა გეგმავს. ამასთან, ბერლინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საზენიტო სარაკეტო კომპლექსის, Patriot-ის ერთ ბატარეას გადასცემს. გერმანიამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გადასცა „უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ფონზე, პრეზიდენტმა ბაიდენმა და კანცლერმა შოლცმა გაიმეორეს თავიანთი განზრახვა, განაგრძონ მხარდაჭერა უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გადაუდებელ საჭიროებებზე რეაგირების მიზნით. დეკემბრის ბოლოს შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ უკრაინას Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ბატარეას გადასცემს. გერმანია უერთდება შეერთებულ შტატებს Patriot-ის კიდევ ერთი ბატარეის მიწოდებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 20 იანვარს გაიმართება
უკრაინის თავდაცვისთვის საკონტაქტო ჯგუფის ფორმატში მერვე შეხვედრა 20 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. გერმანიის თავდაცვის მდივანი ქრისტინ ლამბრეხტი აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს ესაუბრა, რომლის დროსაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილა უკრაინაში არსებული სამხედრო ვითარება და ის, თუ როგორ უნდა მოხდეს უკრაინის თავდაცვის შემდგომი სამხედრო მხარდაჭერის კოორდინაცია. მისი თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინისთვის ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიწოდების საკითხი. რას მოიცავს აშშ-ის და გერმანიის მიერ უკრაინისთვის გადასაცემი სამხედრო დახმარება „გერმანია ასევე უზრუნველყოფს აუცილებელ ტრენინგს, ასევე სათადარიგო ნაწილების მიწოდებას და ტექნიკურ მომსახურებას“, - აღნიშნა გერმანელმა მინისტრმა. უფრო ადრე, პენტაგონმა გაავრცელა ცნობა, რომ უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მერვე შეხვედრაში მონაწილეობას 50 ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები მიიღებენ.
შოლცმა უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადასაცემად, მთავარი პირობა დაასახელა
გერმანიამ შესაძლოა, Leopard-ის ტიპის ტანკები უკრაინას გადასცეს. თუმცა, ბერლინი თავისთავად არ გადადგამს ასეთ ნაბიჯს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) ღონისძიებაზე განაცხადა. ევროპარლამენტის პრეზიდენტი, უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემას მხარს უჭერს მან თქვა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა, სავარაუდოდ, „დიდი დრო დახარჯეს ამ საკითხის მომზადებაზე, განხილვასა და ორგანიზებაზე“ და ასევე დარწმუნებულნი არიან უკრაინაში იარაღის მიწოდების მოკავშირეებთან კოორდინაციის აუცილებლობაში. „გერმანია არ დათანხმდება ამას (ლეოპარდის ტანკების უკრაინაში გადაცემას - რედ.) თავისით. გერმანია ყოველთვის დარჩება ერთიანი მეგობრებთან და მოკავშირეებთან", - განაცხადა შოლცმა. გერმანიამ 2022 წელს უკრაინას, €12 მილიარდის დახმარება გადასცა შეგახსენებთ, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა 8 იანვარს განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს Leopard-ის ტიპის ტანკების მიწოდებას უკრაინელი სამხედროების მხარდასაჭერად მომავალში. მედია: გერმანიამ ესპანეთს, ტანკების უკრაინისთვის გადაცემის უფლება არ მისცა შემდგომში ცნობილი გახდა, რომ გერმანია უკრაინაში Leopard-ის ტიპის ტანკების გაგზავნას არ აპირებდა. ამავდროულად, როგორც ცნობილია, საფრანგეთი და პოლონეთი ცდილობენ დაარწმუნონ გერმანია, განბლოკოს თანამედროვე Leopard 2-ის საბრძოლო ტანკების მიწოდება უკრაინაში.
ანალენა ბერბოკი უკრაინაში, სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი 10 იანვარს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია უკრაინის ქალაქ ხარკოვს. ხარკოვი იყო ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად. ბერბოკი გახდა პირველი გერმანელი ოფიციალური პირი, რომელიც ქალაქს 24 თებერვლის შემდეგ ეწვია. „ეს ქალაქი სიმბოლოა რუსეთის აგრესიული ომის აბსოლუტური სიგიჟისა უკრაინაში“, - განაცხადა ბერბოკმა ვიზიტის დროს. მას თან ახლდა უკრაინელი კოლეგა დმიტრო კულება. ხარკოვი, სიდიდით მეორე ქალაქია უკრაინაში. ის რუსეთის საზღვრიდან სულ რაღაც 30 მილის დაშორებით მდებარეობს. ოლქი რუსეთის თავდასხმების მთავარი სამიზნე გახდა. Alerts.in.ua სერვისის მიხედვით, რომელიც თვალყურს ადევნებს უკრაინაში საჰაერო თავდასხმის სიგნალებს, ხარკოვის ოლქს 2022 წელს, ყველაზე მეტი, ჯამში 1558 გაფრთხილება ჰქონდა.
კულება ბერბოკთან 3-საათიანი შეხვედრის შემდეგ დარწმუნდა, რომ გერმანია უკრაინას „ლეოპარდის“ ტიპის ტანკებს მიაწვდის
უკრაინის ქალაქ ხარკოვში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბერბოკთან სამსაათიანი შეხვედრიდან მალევე, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გამოთქვა რწმენა, რომ გერმანია უკრაინას დიდი ხნის განმავლობაში დაპირებულ „ლეოპარდის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. კულებას თქმით, რუსული ოკუპაციისგან უკრაინის ქალაქებისა და სოფლების გასათავისუფლებლად ტანკებია საჭირო. „ვფიქრობ, გერმანიის მთავრობას ესმის, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ტანკები უკრაინაში გაიგზავნება. საწყენი მხოლოდ ის არის, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და ამის გამო ძვირფას დროს და სიცოცხლეს ვკარგავთ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. კულებამ აღნიშნა, რომ გაწეული დახმარების გამო, გერმანიის მადლიერია. რას მოიცავს აშშ-ის და გერმანიის მიერ უკრაინისთვის გადასაცემი სამხედრო დახმარება ვიზიტის დროს ბერბოკმა 20 მილიონი ევროს ღირებულების ფინანსური მხარდაჭერის შესახებ გამოაცხადა, რაც უკრაინაში Starlink-ის 10000-ზე მეტი ტერმინალის ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს. როგორც ცნობილია, Starlink-ი უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 27 თებერვალს გააქტიურდა. ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკის“ ინტერნეტით სარგებლობის საშუალება ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს მისცა. ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შემუშავებული სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი, Starlink დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს იყენებს, რათა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყოს. ამ ტექნოლოგიას შეუძლია, ინტერნეტით უზრუნველყოს მისადგომად რთულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებთანაც ვერ აღწევს ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელები და ფიჭური კავშირი. ეს ტექნოლოგია ასევე მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებებში, როცა ქარიშხალი, ან სხვა ბუნებრივი კატასტროფა კომუნიკაციაში წყვეტას იწვევს. მას აქტიურად იყენებს უკრაინის შეიარაღებული ძალები.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლიდან რამდენიმე საათში ხარკოვზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა
რუსეთმა ხარკოვი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის ვიზიტიდან რამდენიმე საათის შემდეგ დაბომბა, იუწყება უკრაინა. ინფორმაციას DW ავრცელებს. რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვზე იერიში სამშაბათს გვიან ღამით მიიტანა“, - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის მოულოდნელი ვიზიტიდან რამდენიმე საათის შემდეგ. „დარჩით თავშესაფრებში, ისევ ბომბავენ ოკუპანტები!", - დაწერა ოლეგ სინეგუბოვმა Telegram-ზე. ანალენა ბერბოკი უკრაინაში, სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა ხარკოვი, სიდიდით მეორე ქალაქია უკრაინაში. ის რუსეთის საზღვრიდან სულ რაღაც 30 მილის დაშორებით მდებარეობს. ოლქი რუსეთის თავდასხმების მთავარი სამიზნე გახდა. Alerts.in.ua სერვისის მიხედვით, რომელიც თვალყურს ადევნებს უკრაინაში საჰაერო თავდასხმის სიგნალებს, ხარკოვის ოლქს 2022 წელს, ყველაზე მეტი, ჯამში 1558 გაფრთხილება ჰქონდა.
ყაზახეთი გერმანიაში ნავთობის ტრანზიტს, რუსული Transneft-ის ნავთობსადენით იწყებს
ყაზახური ოპერატორი KazTransOil 2023 წლის პირველ კვარტალში გერმანიას 300 000 ტონა ნავთობს Transneft-ის ნავთობსადენების სისტემებით მიაწვდის. შესაბამისი ნებართვა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ გასცა. ინფორმაციას „ყაზტრანსოილის“ პრესსამსახური ავრცელებს. კომპანიამ აღნიშმა, რომ 300 ათასი ტონა ნავთობის მიწოდება დსთ-ს წევრი ქვეყნებიდან რუსეთის ტერიტორიით ნავთობის ტრანზიტის განრიგშია. მნამდე გერმანიის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 2023 წელს ნედლეულს ყაზახეთიდან „დრუჟბის“ ნავთობსადენით შემოიტანს. თავის მხრივ, ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა, რომ ყაზახეთი აპირებს 2023 წელს გერმანიას 1,5 მილიონი ტონა მიაწოდოს, მომავალში კი მიწოდების მოცულობა შეიძლება 7 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. მედიის ცნობით, ყაზახეთს ჯამში შეუძლია გერმანიას არაუმეტეს 3-7 მილიონი ტონა ნავთობი მიაწოდოს, ნაცვლად 19-20 მილიონისა, რომელსაც რუსეთი გერმანიას ყოველწლიურად აწვდიდა.
ფრანგულმა TotalEnergies-მა გერმანიაში თხევადი გაზის ტერმინალი გახსნა
ფრანგულმა ნავთობისა და გაზის კომპანია TotalEnergies-მა გერმანიაში Deutsche Ostsee LNG იმპორტის ტერმინალი გახსნა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს გერმანიაში, თხევადი გაზის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი გახდეს. გერმანიაში თხევადი გაზის კიდევ ორი ტერმინალი გაიხსნება „მოხარულები ვართ ამ პროექტის მხარდაჭერით, რომელიც ხელს შეუწყობს გერმანიისა და ევროპის გაზის მიწოდების უზრუნველყოფას“, - თქვა შტეფან მიშელმა, TotalEnergies-ის გაზის, განახლებადი ენერგიისა და ელექტროენერგიის პრეზიდენტმა. გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი გაიხსნა შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი პროექტი. გასულ ზაფხულს TotalEnergies-მა და გერმანულმა Deutsche ReGas-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩრდილო-აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ ლუბმინში მცურავი LNG ტერმინალის (FSRU) ინსტალაციისა და ექსპლუატაციის შესახებ. აშშ-დან გერმანიის ახლად აშენებულ მცურავ ტერმინალში, თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი შევიდა გასული წლის გაზაფხულზე გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა სასწრაფოდ აეშენებინა ოთხი LNG ტერმინალი, რათა შეემცირებინა დამოკიდებულება რუსულ მიწოდებაზე. უკვე ზაფხულში გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ მოულოდნელად განაცხადა, რომ სულ ექვსი პროექტის განხორციელება იგეგმება.
Bild-ის ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა კრისტინა ლამბრეხტმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ Bild-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. კრისტინა ლამბრეხტის განცხადებით, გერმანია უკრაინას მძიმე შეიარაღებას გადასცემს ვარაუდობენ, რომ გადადგომის გადაწყვეტილება თავად ლამბრეხტმა მიიღო და არა კანცლერმა ოლაფ შოლცმა. ახლა განიხილება ზუსტად როდის გამოაცხადებს ლამბრეხტი შესახებ და ვინ იქნება მისი შემცვლელი. როგორც ცნობილია, გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინე ლამბრეხტი ბუნდესვერის საწყობებში საბრძოლო მასალის, საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტების ნაკლებობის გამო კრიტიკის ქვეშ მოექცა.
იენს სტოლტენბერგი: გერმანიამ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები უნდა გადასცეს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ის ცდილობს გერმანიის მთავრობა დაარწმუნოს, რომ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები გადასცეს. გაბრიელიუს ლანდსბერგისი: უკრაინისთვის ATACMS-ის სარაკეტო სისტემებისა და Leopard-ის ტიპის ტანკების გაგზავნის დროა „ჩვენ ომის კრიტიკულ ფაზაში ვართ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც ამ ომის მოსაგებად სჭირდება “, - განაცხადა სტოლტენბერგმა გერმანულ გაზეთ Handelsblatt-თან ინტერვიუში. ანდჯეი დუდას თქმით, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები საერთაშორისო დახმარების ფარგლებში გადაეცემა მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა კოალიციის ფარგლებში უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკებს გადასცემს. თუმცა ამ ტანკების ნებისმიერი ადგილიდან მესამე ქვეყნებში გადატანზე ბერლინის თანხმობაა საჭირო. შოლცმა უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის ტანკების გადასაცემად, მთავარი პირობა დაასახელა Handelsblatt წერს, რომ რასმუსენის თქმით, 20 იანვარს რამშტეინის ფორმატის შეხვედრაზე ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ომში უკრაინას იარაღის მიწოდებით უჭერენ მხარს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ. „მძიმე იარაღზე ბოლოდროინდელი ვალდებულებები მნიშვნელოვანია და უფრო მეტს ველოდები უახლოეს მომავალში“, - თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, ამ კონფლიქტის დროს რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დაბალია.
პოლონეთის პრემიერი გერმანიას მოუწოდებს, უკრაინას ყველა სახის იარაღი მიაწოდოს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ „არ არსებობს საფუძველი, დაიბლოკოს კიევის მხარდაჭერა და გაურკვეველი დროით გადადოს“. მან მოუწოდა გერმანიის მთავრობას, მიაწოდოს უკრაინას „ყველა სახის იარაღი“, იტყობინება პოლონური პრესის სააგენტო. მორავეცკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელები ახლა იბრძვიან არამხოლოდ მათი თავისუფლებისთვის, არამედ ევროპის დასაცავად. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ოლაფ შოლცს გადადგომის შესახებ ოფიციალურად მიმართა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჯეი დუდამ 11 იანვარს განაცხადა, რომ პოლონეთი აპირებს, უკრაინას თანამედროვე გერმანული წარმოების Leopard 2 ტიპის ტანკები მიაწოდოს. Bloomberg ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანია სავარაუდოდ, ამ კვირაში მიიღებს გადაწყვეტილებას, მიაწოდოს თუ არა ლეოპარდის ტიპის ტანკები უკრაინას.
გერმანია რუსეთისთვის საგანგებო ტრიბუნალის შექმნის მოწოდებით გამოდის
გერმანია რუსეთისთვის საგანგებო ტრიბუნალის შექმნის მოწოდებით გამოდის. ბერბოკი ამ მოწოდებით ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში გამოვიდა. „საჭიროა ტრიბუნალი, რომელიც უკრაინაში მოსკოვის შეჭრის გამო რუსეთის ლიდერებს გაასამართლებს“, - განაცხადა ბერბოკმა და აღნიშნა, რომ აგრესიისთვის რუსეთი პასუხს ვერ აგებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, ჰააგაში, რადგან ამ სასამართლოს მხოლოდ იმ საქმეების განხილვა შეუძლია, რომელთა მონაწილე ორივე მხარე სასამართლოს წევრია, ან საქმე სასამართლოსთვის გაეროს უშიშროების საბჭოს მიერაა გადაცემული. რუსეთი ICC-ის წევრი არ არის და გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს.
მედიის ცნობით, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი გახდება
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი გახდება. ამის შესახებ გერმანული მედია იტყობინება. პისტორიუსი, კრისტინ ლამბრეხტს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა 16 იანვარს დატოვა. როგორც ჟურნალის მასალაშია აღნიშნული, პისტორიუსს აქვს დიდი პოლიტიკური ამბიციები და უფრო აგრესიული და მკაფიო პოლიტიკოსია, ვიდრე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. გერმანიის ხელისუფლებას თავდაცვის მინისტრად პისტორიუსის დანიშვნის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
გერმანია რუსულ ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე დამოკიდებული აღარ არის - ოლაფ შოლცი
გერმანიამ მოახერხა რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დაძლევა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცახდა. „გერმანიამ რამდენიმე თვეში რუსულ ენრგორესურსებზე ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე დამოკიდებულება დაძლია. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებებს ახალ პარტნიორებთან", - თქვა შოლცმა. მისივე თქმით, „ამ ზამთრის ენერგეტიკული უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შევსებული გაზსაცავების, უმაღლესი ენერგოეფექტურობისა და ევროპული სოლიდარობის წყალობით“. კანცლერმა გაიხსენა, რომ გერმანიაში უკვე გაიხსნა ორი მობილური ტერმინალი თხევადი გაზის მისაღებად. უახლოეს თვეებში სავარაუდოდ ექსპლუატაციაში შევა კიდევ ორი LNG მიმღები. „ოთხივეს მთლიანი სიმძლავრე 33 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს“, - აღნიშნა შოლცმა.
გერმანიას თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი გახდა. საკანონმდებლო ორგანოში ფიცის დადების შემდეგ ბორის პისტორიუსი თავდაცვის მინისტრად გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დაამტკიცა. "გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგად წარმოქმნილი ახალი საფრთხეების გამო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გერმანიის არმიისთვის შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფა", - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა. როგორც ცნობილია, ბორის პისტორიუსი თავდაცვის მინისტრის რანგში პირველ შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან 19 იანვარს გამართავს.
გერმანია უკრაინას ერთი მილიარდი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას მიაწვდის
გერმანიამ რამშტაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ უკრაინას ერთი მილიარდი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას მიაწვდის. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ კიევისთვის სამხედრო დახმარების პაკეტში Marder-ის 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Gepard-ის ტიპის 7 თვითმავალი საზენიტო დანადგარი, Patriot-ის ერთ საზენიტო-სარაკეტო სისტემა, IRIS-T-ის კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და მისთვის საჭირო რაკეტები შევა. ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და Patriot-ის სისტემებზე უკრაინელი სამხედროების წვრთნა იანვრის ბოლოს დაიწყება. საერთო ჯამში, გერმანიის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარება 3.3 მილიარდ ევროს გადააჭარბებს. მინისტრის თქმით, გერმანია არ გაჩერდება და უკრაინის დახმარებაზე უარს არ იტყვის.
რამშტაინის შეხვედრა: უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ბერლინი Leopard-ის ტიპის ტანკების მარაგების შემოწმებას იწყებს
„რამშტაინის” შეხვედრაზე უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ თავდაცვის მინისტრმა თავის უწყებას Leopard-ის ტიპის ტანკების მარაგების შემოწმება დაავალა. თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებით, მოკავშირეები უკრაინისთვის Leopard 2 ტიპის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მან თავის სამინისტროს დაავალა, მოემზადოს „დღისთვის, რომელიც შესაძლოა, დადგეს”. მისივე თქმით, შთაბეჭდილება, თითქოს ასეთ გადაწყვეტილებას გერმანია ბლოკავს, არასწორია. „ერთსულოვანი აზრი არ არის”, - განაცხადა პისტორიუსმა. რა შეიარაღებას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები, რომლებსაც ევროპული ქვეყნები უკრაინას უგზავნიან მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გერმანია Leopard 2 ტიპის ტანკების რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებისთვის უნდა იყოს მზად. შეგახსენებთ, მანამდე, გერმანიის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ პოლონეთს შეუძლია, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გაუგზავნოს. უფრო ადრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას შეუძლია, უკრაინას თავისი ტანკები გაგზავნოს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა გერმანიისგან ნებართვას.
„გაათავისუფლე ლეოპარდები" - უკრაინელებმა და მათმა თანამოაზრეებმა ბუნდესტაგთან დემონსტრაცია მოაწყვეს
მას შემდეგ, რაც რამშტაინის შეხვედრაზე, მხარეები უკრაინისთვის „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, ბუნდესტაგის შენობასთან გერმანიაში უკრაინელი ახალგაზრდებისა და მათი თანამოაზრეების საპროტესტო დემონსტრაცია საზოგადოება Vitsche-ის ორგანიზებით გაიმართა. რამშტაინის შეხვედრა: უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ბერლინი Leopard-ის ტიპის ტანკების მარაგების შემოწმებას იწყებს უკრაინელი ახალგაზრდები და მათი თანამოაზრეები გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს მოუწოდებენ, რომ „ლეოპარდის“ ტანკები გაათავისუფლონ. რა შეიარაღებას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები, რომლებსაც ევროპული ქვეყნები უკრაინას უგზავნიან გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებით, მოკავშირეები უკრაინისთვის Leopard 2 ტიპის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მან თავის სამინისტროს დაავალა, მოემზადოს „დღისთვის, რომელიც შესაძლოა, დადგეს”. მისივე თქმით, შთაბეჭდილება, თითქოს ასეთ გადაწყვეტილებას გერმანია ბლოკავს, არასწორია. „ერთსულოვანი აზრი არ არის”, - განაცხადა პისტორიუსმა. მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გერმანია Leopard 2 ტიპის ტანკების რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებისთვის უნდა იყოს მზად. შეგახსენებთ, მანამდე, გერმანიის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ პოლონეთს შეუძლია, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გაუგზავნოს. უფრო ადრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას შეუძლია, უკრაინას თავისი ტანკები გაუგზავნოს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა გერმანიისგან ნებართვას.
გერმანიაში, ენერგორესურსების დივერსიფიკაციის მიზნით, თხევადი გაზის მესამე მცურავი ტერმინალი გაიხსნა
გერმანიაში ენერგიის იმპორტის დივერსიფიკაციის ფარგლებში კიდევ ერთი მცურავი LNG ტერმინალი გაიხსნა, რომელიც ექსპლუატაციაში შევა. გერმანია რუსულ ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე დამოკიდებული აღარ არის - ოლაფ შოლცი ამის შესახებ გერმანიის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ტერმინალი გაიხსნა LNG ტერმინალის წლიური რეგაზიფიკაციის სიმძლავრე 7,5 მილიარდი კუბური მეტრია, რომელიც, სავარაუდოდ, 2023 წლის ბოლომდე სრულად იქნება გამოყენებული. აშშ-დან გერმანიის ახლად აშენებულ მცურავ ტერმინალში, თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი შევიდა ამჟამინდელი გეგმის მიხედვით, პირველი თხევადი გაზით დატვირთული (LNG) ტანკერი (არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან) ბრუნსბიუტელში 2023 წლის იანვრის ბოლოს შემოვა და ტერმინალში ჩაიტვირთება. გერმანიაში თხევადი გაზის კიდევ ორი ტერმინალი გაიხსნება
გერმანია ყაზახეთის „მწვანე“ ენერგიის ბაზარზე შესვლას გეგმავს
გერმანია ყაზახეთთან, მწვანე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვან პოტენციალს ხედავს. ამის შესახებ Trend-ს გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტროს სპიკერმა რობერტ სევერინმა განუცხადა. „ექსპერტები აცხადებენ, რომ ყაზახეთში მწვანე წყალბადის, ასევე ქარის ენერგიის წარმოებისთვის ხელსაყრელი პირობებია. მზის რადიაციული ენერგიის დონე და სხვა ფაქტორები ასევე უზრუნველყოფს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების წარმატებულად განვითარებას ", - თქვა სევერინმა. მისი თქმით, 2022 წლის 7 ნოემბერს ყაზახეთმა და გერმანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებებს კრიტიკული ნედლეულისა და წყალბადის სფეროში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და გააქტიურების შესახებ. ამასთან, ქვეყნებს შორის პირველი პროექტები უკვე დაწყებულია. „მაგალითად, SVEWIND, განახლებადი ენერგიის კომპანიების კერძო ჯგუფი გერმანიიდან, გეგმავს პირველ ფართომასშტაბიან პროექტს დასავლეთ ყაზახეთის რეგიონში, მანგისტაუში. საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2022 წლის ოქტომბერში“, - განაცხადა სპიკერმა. მან დასძინა, რომ გერმანია-ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობები მზარდია. გერმანული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა ყაზახეთის ეკონომიკაში 25 პროცენტით გაიზარდა და 2021 წელს $320 მილიონ დოლარს გადააჭარბა. გერმანიიდან ყაზახეთში განხორციელებული ინვესტიციების მთლიანმა ღირებულებამ კი, წინა 17 წლის განმავლობაში 5 მილიარდ ევროს გადააჭარბა.
უკრაინელი სამხედროები გერმანული ტანკებისთვის წვრთნას დაიწყებენ
უკრაინის ჯარები გერმანული წარმოების Leopard 2 ტიპის ტანკების გამოსაყენებლად წვრთნას დაიწყებენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. თავდაცვის მინისტრის თქმით, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის დახმარებით, წვრთნაზე შეთანხმება მიღწეულია. „ვიმედოვნებ, გერმანია მიიღებს გადაწყვეტილებას ტანკების გადმოცემის შესახებ. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამასთან დაკავშირებით, რადგან პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ჩვენ დავიწყებთ სატანკო ეკიპაჟების წვრთნას“. „ჩვენ გვაქვს გარღვევა. პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. გაჩნდა შესაძლებლობა, რომ Leopard 2 ტიპის ტანკების მფლობელი ქვეყნები დაიწყებენ სასწავლო მისიებს, კურსებს ჩვენი სატანკო ეკიპაჟისთვის“, - განაცხადა რეზნიკოვმა „ამერიკის ხმის“ უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში. უკრაინა რამშტაინის შედეგებით კმაყოფილია, ყველა დახმარების შესახებ საჯაროდ არ გაცხადებულა - რეზნიკოვი უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით, კმაყოფილება გამოთქვა. მისი თქმით, საკვანძო სიტყვები, რომლებიც ამ შეხვედრაზე ითქვა, არის ერთიანობა, დროულობა, დაუყოვნებლივი დახმარება, ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერება და შემდგომი კონტრშეტევა ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად. „უკრაინისთვის გამოცხადებული სამხედრო დახმარების გარდა, „დახურულ კარს მიღმა ითქვა გარკვეული პაკეტის შესახებ, ეს შთამბეჭდავია და ამიტომ ვარ ძალიან კმაყოფილი“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. ცნობისთვის, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გერმანულ გაზეთ Bild am Sonntag-თან განაცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტს უახლოეს მომავალში გეგმავს. მანამდე, გერმანიამ რამშტაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ უკრაინას ერთი მილიარდი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას მიაწვდის. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ კიევისთვის სამხედრო დახმარების პაკეტში Marder-ის 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Gepard-ის ტიპის 7 თვითმავალი საზენიტო დანადგარი, Patriot-ის ერთ საზენიტო-სარაკეტო სისტემა, IRIS-T-ის კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და მისთვის საჭირო რაკეტები შევა. რამშტაინის შეხვედრა: უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ბერლინი Leopard-ის ტიპის ტანკების მარაგების შემოწმებას იწყებს ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და Patriot-ის სისტემებზე უკრაინელი სამხედროების წვრთნა იანვრის ბოლოს დაიწყება. საერთო ჯამში, გერმანიის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარება 3.3 მილიარდ ევროს გადააჭარბებს. მინისტრის თქმით, გერმანია არ გაჩერდება და უკრაინის დახმარებაზე უარს არ იტყვის. „რამშტაინის” შეხვედრაზე უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ თავდაცვის მინისტრმა თავის უწყებას Leopard-ის ტიპის ტანკების მარაგების შემოწმება დაავალა. ბორის პისტორიუსის განცხადებით, მოკავშირეები უკრაინისთვის Leopard 2 ტიპის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მან თავის სამინისტროს დაავალა, მოემზადოს „დღისთვის, რომელიც შესაძლოა, დადგეს”. მისივე თქმით, შთაბეჭდილება, თითქოს ასეთ გადაწყვეტილებას გერმანია ბლოკავს, არასწორია. „ერთსულოვანი აზრი არ არის”, - განაცხადა პისტორიუსმა. რა შეიარაღებას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები, რომლებსაც ევროპული ქვეყნები უკრაინას უგზავნიან მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გერმანია Leopard 2 ტიპის ტანკების რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებისთვის უნდა იყოს მზად. შეგახსენებთ, მანამდე, გერმანიის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ პოლონეთს შეუძლია, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გაუგზავნოს. უფრო ადრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ აღნიშნა, რომ მის ქვეყანას შეუძლია, უკრაინას თავისი ტანკები გაგზავნოს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა გერმანიისგან ნებართვას.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინას ეწვევა
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გერმანულ გაზეთ Bild am Sonntag-თან განაცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტს უახლოეს მომავალში გეგმავს. მანამდე, გერმანიამ რამშტაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ უკრაინას ერთი მილიარდი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას მიაწვდის. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ კიევისთვის სამხედრო დახმარების პაკეტში Marder-ის 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Gepard-ის ტიპის 7 თვითმავალი საზენიტო დანადგარი, Patriot-ის ერთ საზენიტო-სარაკეტო სისტემა, IRIS-T-ის კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და მისთვის საჭირო რაკეტები შევა. რამშტაინის შეხვედრა: უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ბერლინი Leopard-ის ტიპის ტანკების მარაგების შემოწმებას იწყებს ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და Patriot-ის სისტემებზე უკრაინელი სამხედროების წვრთნა იანვრის ბოლოს დაიწყება. საერთო ჯამში, გერმანიის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარება 3.3 მილიარდ ევროს გადააჭარბებს. მინისტრის თქმით, გერმანია არ გაჩერდება და უკრაინის დახმარებაზე უარს არ იტყვის. გერმანიას თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს
ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინას შეიარაღება დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით მიეწოდება
კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია მუდმივად აფართოებს უკრაინისთვის მისაწოდებული იარაღის ჩამონათვალს და ყოველთვის კოორდინაციაშია უახლოეს პარტნიორებთან. ამის ერთ-ერთ მაგალითად, კანცლერმა უკრაინისთვის ქვეითთა საბრძოლო მანქანებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება მოიყვანა. შოლცს უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ ჰკითხეს. კანცლერის თქმით, უკრაინას იარაღი დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით მიეწოდება. „ჩვენ ამას მომავალშიც გავაკეთებთ”, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. „ჩვენ უნდა ვუპასუხოთ აგრესიას მათ შორის იარაღის მიწოდებით“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა პარიზში, ფრანგ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. პარიზში, გერმანია-საფრანგეთის მინისტრთა საბჭოს ერთობლივი შეხვედრის ფარგლებში, ლიდერების გარდა, თავდაცვის მინისტრებმა ბორის პისტორიუსმა და სებასტიენ ლეკორნუმ უკრაინის იარაღით მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 20 იანვარს „ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ ვიდრე უკრაინა და მისი პარტნიორები გერმანიის მწვანე შუქს ელოდებიან, უკრაინული სატანკო ეკიპაჟები გერმანული ტანკებისთვის წვრთნებს პოლონეთში დაიწყებენ. „რამშტაინის” შეხვედრაზე უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ თავდაცვის მინისტრმა თავის უწყებას Leopard-ის ტიპის ტანკების მარაგების შემოწმება დაავალა. თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებით, მოკავშირეები უკრაინისთვის Leopard 2 ტიპის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ მან თავის სამინისტროს დაავალა, მოემზადოს „დღისთვის, რომელიც შესაძლოა, დადგეს”. მისივე თქმით, შთაბეჭდილება, თითქოს ასეთ გადაწყვეტილებას გერმანია ბლოკავს, არასწორია. „ერთსულოვანი აზრი არ არის”, - განაცხადა პისტორიუსმა. რა შეიარაღებას მოიცავს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტები, რომლებსაც ევროპული ქვეყნები უკრაინას უგზავნიან მინისტრმა განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გერმანია Leopard 2 ტიპის ტანკების რაც შეიძლება სწრაფად მიწოდებისთვის უნდა იყოს მზად. შეგახსენებთ, მანამდე, გერმანიის მთავრობის სპიკერმა განაცხადა, რომ პოლონეთს შეუძლია, უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გაუგზავნოს. უფრო ადრე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას შეუძლია, უკრაინას თავისი ტანკები გაგზავნოს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა გერმანიისგან ნებართვას.
გერმანია წინააღმდეგი არ იქნება, თუ პოლონეთი უკრაინას Leopard2-ის ტიპის ტანკებს გადასცემს - ბერბოკი
„თუკი ჩვენ გვკითხავენ ამის თაობაზე, ჩვენ გზაზე არ გადავეღობებით ამას“, - განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ფრანგულ ტელეარხ LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში Leopard 2 -ის ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე საუბრისას. ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო მინისტრები გერმანიას მოუწოდებენ, უკრაინას Leopard-ის ტანკები დაუყოვნებლივ გადასცეს „გერმანია მზად არის, პოლონეთს უფლება მისცეს მის შეიარაღებაში არსებული Leopard 2 ტანკები უკრაინას გაუგზავნოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - განაცხადა ბერბოკმა. მატეუშ მორავეცკი: არ გამორიცხავ, რომ ვარშავამ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გადასცეს მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღება იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ბერლინი ვარშავისგან ასეთ მოთხოვნას მიიღებს. „ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტანკები, ამიტომ ჩვენს პარტნიორებთან განვიხილავთ ამას. ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ მოხერხდეს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და უკრაინის გათავისუფლება“, - აღნიშნა ბერბოკმა. ცნობისთვის, 20 იანვარს რამშტაინის სამიტზე უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდებაზე ვერ შეთანხმდნენ. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანია პოლონეთში Patriot-ის სისტემების გაგზავნას იწყებს
ბუნდესვერმა ორშაბათს, 23 იანვარს პოლონეთში Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების სამი ესკადრილიიდან, პირველი ორის გადატანა დაიწყო. უკრაინული მედიის ცნობით, ტელეკომპანია Welt-მა შესაბამისი კოლონების ამსახველი ვიდეო გაავრცელა. საზენიტო სისტემები განლაგდება სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში, ქალაქ ზამოსკის რაიონში, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 60 კილომეტრში და უკრაინის ქალაქ ლვოვიდან 110 კილომეტრში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ განლაგების ადგილის სიახლოვეს განთავსებულია სარკინიგზო გადაზიდვის სადგური, რომელიც უკრაინაში მიმავალი სამოქალაქო და სამხედრო ტვირთებისთვის არის განკუთვნილი. ბუნდესვერის ჯარისკაცები პოლონეთში 16 იანვრიდან იმყოფებიან, რათა იარაღის სისტემის კომპონენტების დაყენება უზრუნველყონ.
ელჩი პეტერ ფიშერი: რუსეთთან მიმართებით დაშვებული შეცდომის ფასს ახლა ვიხდით
რუსეთთან მიმართებით დაშვებული შეცდომის ფასს ახლა ვიხდით, ბევრად ძვირი ენერგორესურსები უნდა შევიძინოთ. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა, ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. ენერგეტიკის სფეროში თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ზოგადად, რა რისკებს უნდა ითვალისწინებდნენ ქვეყნები? - ელჩმა Europetime-ის ამ შეკითხვას უპასუხა. „ენერგეტიკაზე საუბრისას ჩვენ ვსაუბრობთ საიმედოობაზე, უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე. მნიშვნელოვანია საიმედოობა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს ენერგია, სიმძლავრე ჩვენი ქარხნების, მანქანების კვებისათვის. საჭიროა უსაფრთხოება და ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი ფასი. ასევე, ფუნდამენტურია მდგრადობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ფუნდამენტური გამოწვევაა, ანუ თავსებადობა გარემოსთან და კლიმატთან. ფუნდამენტურია ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც წიაღისეული ენერმომატარებლებიდან განახლებადზე გადასვლას გულისხმობს. რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობა 70-იან წლებში დავამყარეთ. უკრაინაში რუსეთის თავდასხმამდე, ნავთობისა და გაზის დიდი წილის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდებოდა. ზოგიერთი ქვეყანა გვაფრთხილებდა, რომ რუსეთი ამ ექსპორტს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებდა. ჩვენ კი ვპასუხობდით, რომ სრულიად დამოკიდებული არ ვათ მათზე და სხვა წყაროებიც გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი წილია და ჩვეთვის ეკონომიურია, მაგრამ ეს ასევე არის სტაბილურობის წინაპირობა რუსეთთან ურთიერთობაში. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, ჩვენ მათ ვჭირდებით, როგორც მყიდველი და ჩვენ გვჭირდება ისინი, როგორც მომწოდებლები. გერმანიამ შეცდომა დაუშვა, ჩვენ ვერ გავაცნობიერეთ, რომ პუტინს იგივე მიზნები არ ამოძრავებდა. მან თქვა, რომ სხვა მიზნები აქვს და ეს არის მისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სტაბილური ურთიერთობა გერმანიასთან და დასავლეთთან. რუსული ნავთობისა და გაზის უდიდესი მყიდველები ვიყავით. პუტინმა ამ ყველაფრის იგნორირება მოახდინა უკრაინის კონტროლის მიზნის გამო. ჩვენ ვთქვით, რომ თუ ის უკრიანას დაესხმებოდა თავს, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდებოდა. მან თქვა, რომ ეს არ აინტერესებს - მე თავს დავესხმები უკრაინას და ეს უფრო მნიშვნელოვანია. ამრიგად, ჩვენ ეს გაკვეთილი ვისწავლეთ. ეს გაკვეთილი გულისხმობს რესურსების დივერსიფიკაციას და სხვა წყაროების მოძებნას მეგობრულ ქვეყნებში, ჩვენ მათ ვუწოდებთ ღირებულ პარტნიორებს, მათი პოლიტიკური სისტემა იგივეა, რაც ჩვენი. ასე რომ, გაზის იმპორტი რუსეთიდან ახლა ნულამდე დავიყვანეთ, ნავთობის ტრენდიც მკვეთრად შემცირებულია და გერმანიამ მძიმე შრომის შედეგად, ჩანაცვლების წყაროები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იპოვა. ჩვენ თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალები რეკორდულ დროში ავაშენეთ. მოვახერხეთ ის, რომ ღია ვართ ღირებული პარტნიორებისთვის, მაგალითად, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა, ნორვეგია კანადა, აშშ, მაგრამ მსოფლიოში მრავალი სხვა წყარო არსებობს. ამრიგად, ყოველთვის იფიქრეთ ბალანსზე უსაფრთხოებასა და მიწოდებას შორის, ასევე მნიშვნელოვანია დივერსიფიკაცია და ღირებულ პარტნიორებთან, მომწოდებლებთან ურთიერთობა. ეცადეთ, იპოვოთ ეკონომიური გზა, იაფი ენერგია. რუსეთთან მიმართებით დაშვებული შეცდომის ფასს ახლა ვიხდით, ბევრად ძვირი ენერგორესურსები უნდა შევიძინოთ. ჩვენი მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის გადასახადი საკმაოდ გაიზარდა. ფუნდამენტურ საკითხად რჩება მდგრადობა, რომ კლიმატის გამოწვევები გადაიჭრას. ასევე, განახლებადი ენერგიისთვის საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ელექტროენერგიის ბაზარი დიდია. თუ შეგიძლიათ, რაც შეიძლება მეტი გააკეთეთ, ითანამშრომლეთ ღირებულ, დემოკრატიულ პარტნიორებთან, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ენერგიას თქვენ წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებენ“, - აღნიშნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა პეტერ ფიშერმა Europetime-თან ინტერვიუში.
გერმანული კონცერნი „რაინმეტალი“ აცხადებს, რომ შეუძლია, უკრაინას Leopard 1-ისა და Leopard 2-ის ტიპის 139 ტანკი გადასცეს
გერმანული სამხედრო-სამრეწველო კონცერნი „რაინმეტალი“ აცხადებს, რომ გერმანიის მთავრობის მიერ ნებართვის გაცემის შემთხვევაში, შეუძლია, უკრაინას Leopard 1-ისა და Leopard 2-ის ტიპის 139 ტანკი გადასცეს, რომელთაგან დაახლოებით 50 თანამედროვე Leoprad 2 იქნება. ჯანმომ უკრაინას, სასწრაფო დახმარების 26 ავტომანქანა გადასცა ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო მინისტრები გერმანიას მოუწოდებენ, უკრაინას Leopard-ის ტანკები დაუყოვნებლივ გადასცეს ამას გარდა, „რაინმეტალი“ მზად არის, უკრაინას Leopard 1-ის ტიპის 88 ტანკი გადასცეს. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა გერმანულ მედიას განუცხადა, კონცერნი მზად იქნება, უკრაინას Leopard 2A4-ის ტიპის 29 ტანკი მიმდინარე წლის აპრილ-მაისში გადასცეს. მატეუშ მორავეცკი: არ გამორიცხავ, რომ ვარშავამ უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკები გერმანიის ნებართვის გარეშე გადასცეს აშშ-მ უკრაინას $2,5 მილიარდის სამხედრო დახმარება გამოუყო ცნობისთვის, 20 იანვარს რამშტაინის სამიტზე უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდებაზე ვერ შეთანხმდნენ.
სამხედრო აგრესია და ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა მიუღებელია - გერმანიის ელჩი
მსოფლიომ გააცნობიერა, რომ რუსეთი მზადაა, თავისი მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალა გამოიყენოს, რაც მიუღებელია; საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და მისი მიხედვით, დანაშაულია. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. ელჩის თქმით, ყველა, ვინც მხარს უჭერს საერთაშორისო სამართლის დაცვას, საერთაშორისო საკითხების გადაჭრას მოლაპარაკების, შეთანხმების გზით და არა თავდასხმითა და ძალის გამოყენებით, აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რუსეთისთვის ცხადი გახდეს, რომ მიუღებელია სამხედრო აგრესია და ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა. „რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობა 70-იან წლებში დავამყარეთ. უკრაინაში რუსეთის თავდასხმამდე, ნავთობისა და გაზის დიდი წილის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდებოდა. რუსეთი ამ ექსპორტს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებდა. ჩვენ კი ვპასუხობდით, რომ სრულიად დამოკიდებული არ ვათ მათზე და სხვა წყაროებიც გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი წილია და ჩვეთვის ეკონომიურია, მაგრამ ეს ასევე არის სტაბილურობის წინაპირობა რუსეთთან ურთიერთობაში. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, ჩვენ მათ ვჭირდებით, როგორც მყიდველი და ჩვენ გვჭირდება ისინი, როგორც მომწოდებლები. გერმანიამ შეცდომა დაუშვა, ჩვენ ვერ გავაცნობიერეთ, რომ პუტინს იგივე მიზნები არ ამოძრავებდა. მან თქვა, რომ სხვა მიზნები აქვს და ეს არის მისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სტაბილური ურთიერთობა გერმანიასთან და დასავლეთთან. რუსული ნავთობისა და გაზის უდიდესი მყიდველები ვიყავით. პუტინმა ამ ყველაფრის იგნორირება მოახდინა უკრაინის კონტროლის მიზნის გამო. ჩვენ ვთქვით, რომ თუ ის უკრიანას დაესხმებოდა თავს, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდებოდა. მან თქვა, რომ ეს არ აინტერესებს - მე თავს დავესხმები უკრაინას და ეს უფრო მნიშვნელოვანია. ამრიგად, ჩვენ ეს გაკვეთილი ვისწავლეთ. ეს გაკვეთილი გულისხმობს რესურსების დივერსიფიკაციას და სხვა წყაროების მოძებნას მეგობრულ ქვეყნებში, ჩვენ მათ ვუწოდებთ ღირებულ პარტნიორებს, მათი პოლიტიკური სისტემა იგივეა, რაც ჩვენი. ასე რომ, გაზის იმპორტი რუსეთიდან ახლა ნულამდე დავიყვანეთ, ნავთობის ტრენდიც მკვეთრად შემცირებულია და გერმანიამ მძიმე შრომის შედეგად, ჩანაცვლების წყაროები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იპოვა. ჩვენ თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალები რეკორდულ დროში ავაშენეთ. მოვახერხეთ ის, რომ ღია ვართ ღირებული პარტნიორებისთვის, მაგალითად, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა, ნორვეგია კანადა, აშშ, მაგრამ მსოფლიოში მრავალი სხვა წყარო არსებობს. ამრიგად, ყოველთვის იფიქრეთ ბალანსზე უსაფრთხოებასა და მიწოდებას შორის, ასევე მნიშვნელოვანია დივერსიფიკაცია და ღირებულ პარტნიორებთან, მომწოდებლებთან ურთიერთობა. ეცადეთ, იპოვოთ ეკონომიური გზა, იაფი ენერგია. რუსეთთან მიმართებით დაშვებული შეცდომის ფასს ახლა ვიხდით, ბევრად ძვირი ენერგორესურსები უნდა შევიძინოთ. ჩვენი მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის გადასახადი საკმაოდ გაიზარდა. ფუნდამენტურ საკითხად რჩება მდგრადობა, რომ კლიმატის გამოწვევები გადაიჭრას. ასევე, განახლებადი ენერგიისთვის საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ელექტროენერგიის ბაზარი დიდია. თუ შეგიძლიათ, რაც შეიძლება მეტი გააკეთეთ, ითანამშრომლეთ ღირებულ, დემოკრატიულ პარტნიორებთან, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ენერგიას თქვენ წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებენ“.
გერმანია NATO-ს მიერ საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გაძლიერებას მხარს უჭერს
გერმანია NATO-ს მიერ საქართველოს მხარდაჭერისა და თანამშრომლობის გაძლიერებას მხარს უჭერს. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. „თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ძალიან მტკიცე თანამშრომლობა გვაქვს. პირველ რიგში, გერმანია NATO-ს ნაწილია და NATO-ს საქართველოსთან, მათ შორის NATO-ს არსებითი პაკეტის ფარგლებში ძლიერი თანამშრომლობა აკავშირებს. ხსენებული თანამშრომლობის მიზანი საქართველოს NAT0-ს სტანდარტებთან დაახლოებაა, როგორც სამხედრო, ისე თავდაცვის კუთხით. არსებობს ძირითადი გუნდი, რომლის ლიდერიც გერმანელი პოლკოვნიკია. NATO-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, სამ სხვადასხვა ინიციატივაში გერმანიას წამყვანი როლი აქვს. ინჟინერია, თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობა და სამხედრო მედიცინა. რა თქმა უნდა, ტარდება სწავლებები, სადაც საქართველო NATO-სთან თანამშრომლობს და გერმანია ამის ნაწილია. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია გვაქვს. გერმანიამ სერჟანტთა მომზადების სკოლის დაარსებას შეუწყო ხელი. ყოველწლიურად, ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ქართველ კოლეგებს სამხედრო საკითხების შესახებ გამოცდილებას ვუზიარებთ. ასევე, საწვრთნელი პროგრამების დროს, უფროსი ოფიცრები და არამარტო, გერმანიაში გადიან სწავლებას. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ აღჭურვილობის მიმართულებით. გერმანია საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვან სამხედრო აღჭურვილობას აწვდის“, - აღნიშნავს პიტერ ფიშერი. მისივე თქმით, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახლა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ელჩის შეფასებით, მთელმა მსოფლიომ გააცნობიერა, რომ რუსეთი მზადაა, თავისი მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალა გამოიყენოს და ყველა, ვინც მხარს უჭერს საერთაშორისო სამართლის დაცვას, აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რუსეთისთვის ცხადი გახდეს, რომ მიუღებელია სამხედრო აგრესია და ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა. „ჩვენ NATO-ს წევრები ვართ და გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ალიანსი იღებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ. NATO პირველ რიგში თავდაცვითი ორგანიზაციაა და ამასთანავე, ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოებისთვის არიან მნიშვნელოვანნი. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას (თანამშრომლობის გაძლიერებას, რედ.)“, - აღნიშნავს გერმანიის ელჩი Europetime-თან ინტერვიუში. ალექსანდრე ვინიკოვი: ახლა მნიშვნელოვანია, საქართველო NATO-ში გაწევრიანებისთვის მზადყოფნაზე კონცეტრირდეს
ABC News: 12 ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს
თორმეტი ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნო, როგორც კი გერმანია დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. ამის შესახებ ABC News უკრაინელ მხარეზე დაყრდნობით წერს. ABC News-ის ცნობით, შეთანხმებები რამშტაინის სამიტზე გაფორმდა. 20 იანვარს 50-მდე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე შეხვდნენ. მინისტრებმა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა განიხილეს. ეს რამშტეინის რიგით მერვე სამიტი იყო მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. კიევისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების მიწოდებაზე მსჯელობის ფონზე, სტოლტენბერგმა გერმანია უკრაინის მხარდაჭერისთვის შეაქო
აშშ მოწოდებულია, უკრაინას Abrams-ის ტიპის ტანკები მიაწოდოს - WSJ
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინისთვის M1 Abrams-ის ტიპის ტანკების გაგზავნისკენ არის მოწოდებული, იტყობინება Wall Street Journal-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. გამოცემა წერს, რომ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ამ კვირაში გამოცხადდება და ეს იქნება გერმანიასთან ურთიერთშეთანხმების ნაწილი, რომელიც თავის მხრივ, უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესახებ გამოაცხადებს. უფრო ადრე, Reuters-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინისთვის „ლეოპარდების“ მიწოდებას დაამტკიცებდა, თუ აშშ „აბრამსის“ ტანკებს მიაწოდებდა კიევს. გერმანიის მთავრობამ ასეთი მოსაზრების არსებობა უარყო. ABC News-მა 24 იანვარს დაწერა, რომ თორმეტი ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს, როგორც კი გერმანია დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. პარალელურად, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს.
უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს - Bloomberg
Bloomberg-ი იუწყება, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს. გამოცემასთან საუბრისას, წყაროები აცხადებენ, რომ ბერლინს მოკავშირეებს შორის მზარდი იმედგაცრუების ჩასახშობად, ხსენებულ საკითხზე გადაწყვეტილების სწრაფად მიღება სურს. მანამდე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ძალიან მალე გადაწყვეტს, დაუშვებს თუ არა უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის ტანკების მიწოდებას. მისი თქმით, თუ ტანკების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოხდება, გერმანია შეძლებს ძალიან მალე იმოქმედოს. „ვამზადებთ გადაწყვეტილებას, რომელსაც ძალიან მალე მივიღებთ“, - განაცხადა პისტორიუსმა. მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ საკითხზე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მსჯელობს. „ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით წვრთნების დაწყებას, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ, ვიდრე არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ მოვიქცეთ ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გერმანელმა მინისტრმა. ABC News: 12 ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს გარდა ამისა, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში ვიზიტისას თავდაცვის მინისტრს ბორის პისტორიუსს ალიანსში გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილისთვის და უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სტოლტენბერგი მიესალმა მინისტრ პისტორიუსთან დისკუსიას, რომელიც საბრძოლო ტანკების საკითხს მოიცავდა და აღნიშნა, რომ კონსულტაციები მოკავშირეებს შორის გაგრძელდება. „დარწმუნებული ვარ, რომ გამოსავალი მალე გვექნება“, - დაამატა ალიანსის გენმდივანმა. შეგახსენებთ, პოლონეთმა გერმანიას უკრაინისთვის Leopard2 ტიპის ტანკების გადაცემის თხოვნით ოფიციალურად მიმართა.
შესაძლებლობები განსაკუთრებით ახლა ჩნდება - გერმანიის ელჩი შავი ზღვის კაბელის პროექტზე
შავი ზღვის კაბელის პროექტი ყველასთვის მომგებიანია, რადგან ჩვენ გვჭირდება მწვანე ელექტროენერგია, სამხრეთ კავკასიის რეგიონს, საქართველოს და მის მეზობლებს კი, მისი წარმოების პოტენციალი აქვთ. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. ევროკავშირი შავი ზღვის კაბელის პროექტში, €2.3 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის წარმომადგენელი, როგორ აფასებთ ამ პროექტის მნიშვნელობას საქართველოსთვის და შავი ზღვის რეგიონისთვის? ამ შეკითხვით მიმართა Europetime-მა გერმანიის ელჩს. „ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ დიდი სტრატეგიული ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის, რაც საქართველოს აქვს. ეს არის შესაძლებლობა, სამხრეთ კავკასიის რეგიონი გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. ეს შესაძლებლობები განსაკუთრებით ახლა ჩნდება. ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ აზიას და არა ჩრდილოეთის დერეფანზე, რომელიც რუსეთში მიდის. შავი ზღვის კაბელის პროექტი მხოლოდ ტრანსპორტს არ ეხება, ეს ერთი საკითხია, მაგრამ არის სხვა ბიზნესები, სხვა სერვისები. ეს პროექტი ყველასთვის მომგებიანია, რადგან ჩვენ გვჭირდება მწვანე ელექტროენერგია, სამხრეთ კავკასიის რეგიონს, საქართველოს და მის მეზობლებს კი, მისი წარმოების პოტენციალი აქვთ. თქვენ შეგიძლიათ, აწარმოოთ განახლებადი ენერგია და გამოგვიგზავნოთ შავი ზღვის კაბელის პროექტის საშუალებით, ჩვენ მას თქვენგან შევიძენთ. შავი ზღვის კაბელების პროექტი არის უდიდესი მნიშვნელობის პროექტი იმ უდიდესი შესაძლებლობებისთვის, რომლებიც საქართველოს აქვს. ამ შესაძლებლობების გამოყენება მას არამხოლოდ თავისთვის შეუძლია, არამედ, ეს შეიძლება, მთელ რეგიონზეც გავრცელდეს. ელჩი პეტერ ფიშერი: ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, დამაკავშირებელი ჰაბი გახდეს სახელმწიფო დეპარტამენტი: ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ცნობისათვის, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება, რომელიც მალე შემუშავდება.
უკრაინაში ტანკების მიწოდების გამო, პუტინი ბირთვულ ესკალაციაზე არ წავა - გერმანიის სოციალ-დემოკრატების ლიდერი
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ლარს კლინგბეილი კიევისთვის ტანკების გადაცემის შემთხვევეაში, რუსეთიდან ბირთვული ესკალაციის საფრთხეს ვერ ხედავს. ამის შესახებ მან Tageszeitung-თან ინტერვიუში განაცხადა. ABC News: 12 ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს „ვფიქრობ, რომ რუსეთიდან ბირთვული ესკალაციის საფრთხე ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ სწორია, რომ ფედერალური კანცელარია განიხილავს ამ საკითხს. ასევე სწორია, რომ წინ მარტო არც ერთი ქვეყანა არ მიდის. სხვათა შორის, მსგავსი დებატები ახლა მიმდინარეობს შეერთებულ შტატებში", - თქვა კლინგბეილმა. უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს - Bloomberg „მე არ მეშინია. პუტინი ვერ დაგვაშინებს. პეკინში ვიზიტით და ჯო ბაიდენთან შეხვედრისას G20-ის სამიტზე, ოლაფ შოლცმა ხელი შეუწყო ბირთვული საფრთხის მნიშვნელოვან შემცირებას. პუტინმა გააცნობიერა, რომ თუ ამ ხაზს გადალახავდა, ის ჩინეთს, როგორც მთავარ მოკავშირეს დაკარგავს“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა. შეგახსენებთ, პოლონეთმა გერმანიას უკრაინისთვის Leopard2 ტიპის ტანკების გადაცემის თხოვნით ოფიციალურად მიმართა.
მასშტაბური გაფიცვის გამო ბერლინის აეროპორტში 300-მდე ფრენა გაუქმდა
ბერლინი-ბრანდენბურგის აეროპორტში, მასშტაბური გაფიცვის გამო დღეს დაგეგმილი ყველა სამგზავრო რეისი ან გაუქმდა ან გადაიდო. მედიის ცნობით, გაფიცვა შეეხება 35 000-მდე მგზავრს, რომლებსაც ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტის გავლით ფრენა ჰქონდათ დაგეგმილი. გაფიცვა ბერლინი-ბრანდენბურგის აეროპორტში ოთხშაბათს დილის 3:30 საათზე დაიწყო და დღის ბოლომდე გაგრძელდება. 2018 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გერმანიაში გაფიცვის გამო 300-მდე ფრენა გაუქმდა. გაფიცვა პროფკავშირის მიერ იყო ორგანიზებული. მთავარი მოთხოვნაა ხელფასების ზრდა. აეროპორტის თანამშრომლები კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში ხელფასის 500 ევროთი გაზრდას ითხოვენ.
გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის
გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. ISW: დასავლური ტანკები უკრაინას ტერიტორიის გათავისუფლებაში დაეხმარება ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა შოლცმა დღეს დილით მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა. ესპანეთი უკრაინისთვის ტანკების მიწოდების ევროპულ გეგმას უერთდება - El Pais გერმანია ასევე დაამტკიცებს მესამე ქვეყნების მიერ Leopard 2-ის ტიპის ტანკების რეექსპორტს. ABC News-მა 24 იანვარს დაწერა, რომ თორმეტი ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს, როგორც კი გერმანია დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. პარალელურად, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს. ABC News: 12 ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს
ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს
გერმანიის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ტანკების გადაცემის შესახებ ევროპელი ლიდერები და დიპლომატები გამოეხმაურნენ. „მადლობა კანცლერ ოლაფ შოლცს. „ლეოპარდების“ შესახებ გადაწყვეტილება უკრაინისთვის წინგადადგმული ნაბიჯია რუსეთის შესაჩერებლად. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ. „საფრანგეთი მიესალმება გერმანიის გადაწყვეტილებას, რომელიც განაგრძობს და აძლიერებს მხარდაჭერას, რომელიც ჩვენ AMX10 RC-ების მიწოდებით დავიწყეთ“, - ნათქვამია ელისეის სასახლის პრესსამსახურის განცხადებაში. „მნიშვნელოვანია რომ გერმანიამ მოკავშირეებს ტანკების გადაცემის უფლება მისცა“, - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი Twitter-ზე. „ეს არის NATO-ს და მოკავშირეების მართებული გადაწყვეტილება, რომ უკრაინას ძირითადი საბრძოლო ტანკები გადასცენ. Challenger 2-ის ტიპის ტანკებთან ერთად ისინი გააძლიერებენ უკრაინის თავდაცვისუნარიანობას. უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს და უზრუნველყოფს მდგრად მშვიდობას“, - აცხადებს ბრიტანეთის პრემიერი რიში სუნაკი. სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის.
გერმანული ძირითადი საბრძოლო ტანკები, „მწვანე შუქია“ პარტნიორებისთვის ანალოგიური იარაღის მიწოდებაზე - ზელენსკი
გულწრფელად მადლობელი ვარ ოლაფ შოლცის და გერმანიაში ყველა ჩვენი მეგობრის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს. „გერმანული ძირითადი საბრძოლო ტანკები, თავდაცვითი მხარდაჭერისა და საწვრთნელი მისიების გაფართოება, „მწვანე შუქი“ პარტნიორებისთვის ანალოგიური იარაღის მიწოდებაზე. ახლახან გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან საუბარში გავიგე ამ მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებების შესახებ. გულწრფელად მადლობელი ვარ ოლაფ შოლცის და გერმანიაში ყველა ჩვენი მეგობრის“, – წერს ზელენსკი. სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის.
შოლცი: პროვოკაცია რუსეთის მიერ წარმოებული ომია უკრაინის წინააღმდეგ
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უპასუხა შეკითხვას, რატომ აღარ ფიქრობს, რომ კიევისთვის ტანკების მიწოდება პროვოკაციას გამოიწვევს. მისი თქმით, მძიმე შეცდომა იქნებოდა კოორდინაციის გარეშე მოქმედება. „ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორთან და მოკავშირეებთან. მე არასდროს გამომიყენებია სიტყვა „პროვოკაცია“. პროვოკაცია არის რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ", - განაცხადა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგის წინაშე გამოსვლისას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს
რუსი ჰაკერები, გერმანიის რამდენიმე სამთავრობო ვებგვერდს თავს დაესხნენ
რუსი ჰაკერები, უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის ტანკების გადაცემის ფონზე, რამდენიმე გერმანულ ვებგვერდს თავს დაესხნენ. ინფორმაციული უსაფრთხოების გერმანიის ფედერალური ოფისის (BSI) თანახმად, ეს იყო ეგრეთ წოდებული განაწილებული DDoS შეტევები (მომსახურების დისტრიბუციული უარი), რომლებმაც გავლენა მოახდინა ფედერალური მთავრობისა და ჰამბურგის აეროპორტის ვებგვერდებზე. „ზოგიერთი ვებგვერდი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი“, - აცხადებენ სააგენტოში. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში რუსმა ჰაკერებმა შეტევა ევროპარლამენტის ვებგვერდზე განახორციელეს. გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის.
ბორის პისტორიუსის თქმით, უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გაგზავნაზე „ლაპარაკიც კი ზედმეტია“
გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის თქმით, უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გაგზავნაზე „ლაპარაკიც კი ზედმეტია“. ზელენსკი რამშტაინის შეხვედრაზე: იმედი გვაქვს, შემდგომი შეხვედრები ისტორიაში შევა, როგორც F-16-ებისა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების რამშტაინი „ვფიქრობ, ამის შესახებ ლაპარაკიც კი ზედმეტია. გამანადგურებლები ბევრად უფრო რთული სისტემებია, ვიდრე საბრძოლო ტანკები და ფრენის სრულიად სხვა მანძილი და საცეცხლე სიმძლავრე აქვთ. ისეთ განზომილებებში შევიდოდით, რომლებსაც, ჩემი აზრით, ძალიან უნდა მოვერიდოთ,“ თქვა პისტორიუსმა გაზეთ Suddeutsche Zeitung-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. შეგახსენებთ, რომ F-16 გამანადგურებლები უკრაინის შემდეგი დიდი სამიზნეა საბრძოლო ტანკების მიწოდების შემდეგ. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ისაუბრეს.
ოლაფ შოლცი: გერმანია ეხმარება კიევს, რათა ომი მის საზღვრებს არ მიუახლოვდეს
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც რუსეთთან მიართებით ბერლინის პოლიტიკურ კურსსა და უკრაინის ომზე ისაუბრა. გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის შოლცმა აღნიშნა, რომ არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობას, არამედ მისი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებსაც ითვალისწნებს. ხელისუფლების პრიორიტეტად, შოლცის თქმით, გერმანიის უსაფრთხოება რჩება. უკრაინელი სამხედროები გერმანიაში ჩავიდნენ, სადაც Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების მართვას შეისწავლიან „ჩვენი მიზანი ნათელია, რუსეთმა ძალის გამოყენებით საზღვრების გაფართოება არ უნდა შეძლოს“, – განაცხადა შოლცმა. მისივე თქმით, გერმანელებს სურთ „მშვიდობა ევროპაში და რომ ომი მათ საზღვარს არ მიუახლოვდეს". კანცლერის თქმით, გერმანიის საგარეო პოლიტიკა ეფუძნება სამ პრინციპს - უკრაინის ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერა; კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება, რათა ესკალაცია არ გადაიზარდოს რუსეთისა და NATO-ს ომში; ყველა მოქმედების მჭიდრო კოორდინაცია მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით. შოლცის თქმით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაწყებიდან გერმანიის მთავრობა იღებს ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ყოველთვის საერთაშორისო დონეზეა შეთანხმებული. შოლცის თქმით, უკრაინაში „საშინელი, სასტიკი და უაზრო ომი" რუსეთის პრეზიდენტმა გამოიწვია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
იარაღის მწარმოებელი გერმანული Rheinmetall-ი მზადაა, ტანკებისა და საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოება გაზარდოს
იარაღის მწარმოებელი გერმანული Rheinmetall-ი მზადაა, მრავალჯერადი რაკეტების წარმოება გაზარდოს. ამის შესახებ Reuters-ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, არმინ პაპერგერმა განუცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, Rheinmetall მოლაპარაკებებს HIMARS-ის მწარმოებელ ამერიკულ კომპანიასთან, Lockheed Martin-თან მართავს, რათა წარმოება გერმანიაში დაიწყოს. „კომპანიას ასევე შეუძლია, აწარმოოს 240,000 ტყვია სატანკო საბრძოლო მასალა წელიწადში, რაც იმაზე მეტია, ვიდრე მთელ მსოფლიოს სჭირდება“, - განაცხადა არმინ პაპერგერმა. მანამდე პეპერგერმა Bild-ს განუცხადა, რომ Rheinmetall-ს უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდება 2024 წლის დასაწყისამდე არ შეეძლო. „Rheinmetall-ს ამჟამად 22 Leopard 2-ტიპის მოდელი და 88 Leopard 1 აქვს მარაგში, მაგრამ ტანკების შეკეთებას და საბრძოლველად მომზადებას წელზე ნაკლები დროს დასჭირდება“, - აღნიშნა პაპერგერმა.
პისტორიუსი: გერმანიას სასწრაფოდ სჭირდება ახალი „ლეოპარდები“
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა თქვა, რომ გერმანიას სასწრაფოდ სჭირდება ახალი „ლეოპარდის“ ტიპის ტანკების შეკვეთა, რათა უკრაინაში ამ ტექნიკის გაგზავნის შედეგად გაჩენილი დეფიციტი შეივსოს. გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის „ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ შევუკვეთოთ ახალი ტანკები არა ერთ წელიწადში, არამედ დაუყოვნებლივ“, - განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს ავგუსტდორფში სატანკო ბატალიონში ვიზიტის დროს, საიდანაც უკრაინაში 14 „ლეოპარდის“ ტიპის ტანკის გაგზავნა გადაწყდა. „ საიდან მოვა ფული? გულწრფელად გეტყვით, ეს არ მაინტერესებს. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ტანკები სწრაფად მივიღოთ." „პისტორიუსმა საკმაოდ ამომწურავად უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა ის მოითხოვოს გერმანიის არმიის მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური ფონდის 100 მილიარდი ევროს გაზრდა“, - წერს BBC. ABC News-მა 24 იანვარს დაწერა, რომ თორმეტი ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს, როგორც კი გერმანია დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. პარალელურად, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს. ABC News: 12 ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს
ელჩი პეტერ ფიშერი: 2023 არის წელი, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება შეუძლია, შესაძლებლობები ახლა თქვენს ხელშია
Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პეტერ ფიშერთან. წინსვლა სახეზეა, როგორც ევროპული, ისე ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოებისთვის არიან მნიშვნელოვანნი. NATO-საქართველოს შორის ურთიერთობების გაძლიერებას მხარს ვუჭერთ თუ ქვეყანა ძალიან პოლარიზებულია, ეს საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, ეს არის ის, რასაც საქართველოში ვაკვირდებით 2023 წელი უდიდესი შესაძლებლობების წელია, როგორც თქვენთვის, ისე ჩვენთვის. ევროკავშირის წევრობა სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველია რასაც ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს და რისი იმედი გვაქვს კიდეც, არის ის, რომ ისინი სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ გახდნენ. საქართველომ დადო ამის პირობა და მთლიანობაში, ამისთვის კარგ სამუშაოს ასრულებს ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. ზოგი ამბობს, რომ გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში. რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, მოიტანს ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს ET: საქართველოსა და გერმანიას შორის დიალოგი 2018 წელს ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის ჩამოყალიბებით გაღრმავდა, რომლის ფარგლებში იმართება სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები სამი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის. გერმანიას სურს, ევროპის უსაფრთხოების გარანტი გახდეს, პარალელურად, საფრანგეთის განცხადებით, უსაფრხოების ახალი გარანტიები საქართველოზეც უნდა გავრცელდეს. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გერმანია-საქართველოს თანამშრომლობასა და პერსპექტივებზე რას გვეტყოდით უფრო მეტს? ელჩი ფიშერი: თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ძალიან მტკიცე თანამშრომლობა გვაქვს. პირველ რიგში, გერმანია NATO-ს ნაწილია და NATO-ს საქართველოსთან, მათ შორის NATO-ს არსებითი პაკეტის ფარგლებში ძლიერი თანამშრომლობა აკავშირებს. ხსენებული თანამშრომლობის მიზანი საქართველოს NAT0-ს სტანდარტებთან დაახლოებაა, როგორც სამხედრო, ისე თავდაცვის კუთხით. არსებობს ძირითადი გუნდი, რომლის ლიდერიც გერმანელი პოლკოვნიკია. NATO-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, სამ სხვადასხვა ინიციატივაში გერმანიას წამყვანი როლი აქვს. ინჟინერია, თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობა და სამხედრო მედიცინა. რა თქმა უნდა, ტარდება სწავლებები, სადაც საქართველო NATO-სთან თანამშრომლობს და გერმანია ამის ნაწილია. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია გვაქვს. გერმანიამ სერჟანტთა მომზადების სკოლის დაარსებას შეუწყო ხელი. ყოველწლიურად, ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ქართველ კოლეგებს სამხედრო საკითხების შესახებ გამოცდილებას ვუზიარებთ. ასევე, საწვრთნელი პროგრამების დროს, უფროსი ოფიცრები და არამარტო, გერმანიაში გადიან სწავლებას. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ აღჭურვილობის მიმართულებით. გერმანია საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვან სამხედრო აღჭურვილობას აწვდის. ET: თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ალბათ, ახლა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. დიახ, მთელმა მსოფლიომ გააცნობიერა, რომ რუსეთი მზადაა, თავისი მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალა გამოიყენოს, რაც მიუღებელია; საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და მისი მიხედვით, დანაშაულია. ყველა, ვინც მხარს უჭერს საერთაშორისო სამართლის დაცვას, საერთაშორისო საკითხების გადაჭრას მოლაპარაკების, შეთანხმების გზით და არა თავდასხმითა და ძალის გამოყენებით, აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რუსეთისთვის ცხადი გახდეს, რომ ჩვენთვის მიუღებელია სამხედრო აგრესია და ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა. ET: უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე და საფრთხეების გათვალისწინებით, NATO-მ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა გააძლიერა. როგორია გერმანიის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით? ელჩი ფიშერი: ჩვენ NATO-ს წევრები ვართ და გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ალიანსი იღებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ. NATO პირველ რიგში თავდაცვითი ორგანიზაციაა და ამასთანავე, ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოებისთვის არიან მნიშვნელოვანნი. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას (თანამშრომლობის გაძლიერებას, რედ.). ET: საქართველოსა და გერმანიას შორის მოქმედებს 50-მდე შეთანხმება, რომლებიც ასევე მოიცავს ინვესტიციების ხელშეწყობას, რა არის ის სფეროები, სადაც გერმანია ყველაზე დიდ ინტერესს იჩენს? ელჩი ფიშერი: ყველა სფერო მნიშვნელოვანია, თუმცა ორ მიმართულებას გამოვყოფდი. ჩვენი შეთანხმების დიდი ნაწილი განვითარების სფეროში თანამშრომლობას ეხება, რის ფარგლებშიც გერმანია საქართველოს ეკონომიკისა და საზოგადოების გარკვეული მიმართულებებით განვითარებას მხარს უჭერს. თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა პროფესიული სწავლება, კვალიფიკაციის ამაღლება. განახლებადი ენერგიის განვითარება, ენერგოეფექტურობა, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა, მდგრადი ურბანული განვითარება. თბილისსა და ბათუმში მდგრადი ურბანული განვითარების გეგმებისთვის, თითქმის 50 მილიონი ევროს ღირებულების პროგრამა გვაქვს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ 2022 წლის სექტემბერში გერმანიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა კულტურის სფეროში შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რაც აქ გერმანული ინსტიტუტების სტატუსს განსაზღვრავს და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას, ორ ქვეყანას შორის სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლას უწყობს ხელს. შედეგად, ქართველები სწავლობენ გერმანულს, შესაძლოა, ზოგიერთი გერმანელი სწავლობს ქართულს. ახალგაზრდები მიდიან და ჩამოდიან სასწავლებლად, ერთმანეთის კულტურის შესახებ ბევრს სწავლობენ. არამხოლოდ ბიზნესსაქმიანობა, თავდაცვა, არამედ კულტურაა ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო დაახლოების ფარგლებში. ეს მომზადების საუკეთესო გზაა ორივე ჩვენგანისთვის. თქვენ სწავლობთ ჩვენ შესახებ, გვიახლოვდებით და ჩვენ ჩვენი მხრივ, თქვენ შესახებ ვსწავლობთ ბევრს. ET: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლის ტემპს როგორ აფასებთ? ელჩი ფიშერი: დადებითად ვაფასებ. მით უფრო, თუ შორი პერსპექტივიდან შეხედავთ, ქვეყანამ 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან და 1992 წელს უცხო ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ბევრს მიაღწია. მოგეხსენებათ, გერმანია, პირველი იყო, რომელთანაც საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. ამ პერიოდში საქართველო ფუნდამენტურად შეიცვალა, ბევრი რეფორმა გატარდა, რამაც ხელი შეუწყო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამრიგად, თუ საერთო სურათს განვიხილავთ, დიდ პროგრესს, მიმართულებას, ქართველების მისწრაფებას ვხედავ... არასდროს მინახავს ქართველი, რომელიც იტყოდა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არ სურს. შეიძლება, არსებობებს ვინმე, თუმცა მე ჯერ არ შევხვედრივარ. წინსვლა სახეზეა, როგორც ევროპული, ისე ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. ET: საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების ეტაპზეა. რა მოლოდინები აქვს გერმანიას? ელჩი ფიშერი: 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი პროგრესის მოლოდინი გვაქვს. 2023 წელი უდიდესი შესაძლებლობების წელია, როგორც თქვენთვის, ისე ჩვენთვის. 2023 არის წელი, როდესაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეუძლია. ეს არის უზარმაზარი ისტორიული შესაძლებლობა. გერმანიისთვის უდიდესი წარმატებაა, რომ ევროკავშირის ნაწილია. ეს ჩვენი სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის საფუძველია. ევროკავშირის ყველა შემდგომი გაფართოება სტაბილურობის, მშვიდობისა და კეთილდღეობის მომტანია ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს შემთხვევაშიც ასე მოხდეს. საქართველოს სურს, შემოგვიერთდეს, შესაძლებლობები კი, ახლა თქვენს ხელშია. ქვეყანას, რომელსაც გაწევრიანება სურს, ევროკავშირის მიზნებსა და ფასეულობებს უნდა იზიარებდეს. 12 რეკომენდაციის მთავარი სულისკვეთებაა, აჩვენოთ, რომ ამ მიზნებსა და ღირებულებებს იზიარებთ. ფუნდამენტურია და მთავარი მიზანია, რომ იყოთ მდგრადი, პლურალისტური დემოკრატია, რომელიც არის ძლიერი. პლურალისტური კი, ნიშნავს, რომ საზოგადოების ყველა წარმომადგენელი, თითოეული ინდივიდი სარგებლობს უფლებით და შეუძლია ამ უფლების გამოხატვა, მონაწილეობს დემოკრატიის ფუნქციონირებაში და შეუძლია, დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი იყოს.. ამრიგად, 12 პრიორიტეტის შესრულება ნიშნავს, რომ თქვენ იზიარებთ ევროკავშირის ღირებულებებს და ამიტომაც გსურთ წევრობა. ჩვენ გვსურს ამის დანახვა, რადგან ჩვენ ვართ მიზნებისა და ღირებულებების კლუბი და გვსურს, თანამოაზრეების კლუბი ვიყოთ. კანონის უზენაესობა, ასევე, ძალაუფლების განაწილება ფუნდამენტურია. ერთ-ერთი რეკომენდაციაა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ასევე, დეოლიგარქიზაცია, რაც სხვადასხვა სექტორზე ინდივიდების გადაჭარბებულ გავლენას გამორიცხავს. კიდევ ერთი რეკომენდაციაა დეპოლარიზაცია. პლურალისტური, მდგრადი დემოკრატია გარკვეული მიზნების გარშემო საზოგადოებაში კონსენსუსს მოითხოვს. თუ ქვეყანა ძალიან პოლარიზებულია, ეს დემოკრატიას საფრთხეს უქმნის, ეს არის ის, რასაც ვაკვირდებით საქართველოში. სამწუხაროდ, დღეს ამას ბევრ ქვეყანაში ვაკვირდებით, სადაც ხალხი ვერაფერზე, ფაქტებზეც კი ვერ თანხმდება, ყველაფერი სადავოა... ეს არ არის ჯანსაღი გარემო დემოკრატიისთვის. ამრიგად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით პროგრესს დავინახავთ და სწორედ ამას ვაკვირდებით. ET: გერმანიის კანცლერმა ერთ-ერთ გამოსვლაში ხაზი გაუსვა უკრაინისადმი სოლიდარობის საკითხებში ევროკავშირისა და იმ ქვეყნების ერთიანობის მნიშვნელობას, რომლებიც ევროკავშირისკენ ისწრაფვიან. არ უხსენებია საქართველო, თუმცა მიუთითა მოლოდინზე, რომ კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის სასანქციო და სავიზო პოლიტიკას შეუერთდებიან. საქართველოს შემდგომ მიდგომებს როგორ აფასებთ ამ კუთხით? ელჩი ფიშერი: გერმანიის კანცლერმა გასულ წელს, მნიშვნელოვანი გამოსვლის დროს ისაუბრა საქათველოზე. მან თქვა, რომ ჩვენ ვართ ევროპის ხალხი და ჩვენი ხმა მთელ ევროპაში, ჩრდილოეთის ზღვიდან თბილისამდე უნდა ისმოდეს; რომ უნდა ვიყოთ ერთად და მომავლის გამოწვევებს ერთად გავუმკლავდეთ. ეს მნიშვნელოვანი და სიმბოლური გზავნილი იყო. გასულ წელს, გერმანიის კანცლერი ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. რაც შეეხება სანქციებს, ევროკავშირი მის მიერ შემუშავებულ სანქციებზე თანხმდება. კანონმდებლობის დონეზე მის მიღებას სხვა ქვეყნებს არ ვთხოვთ. საქართველოზეა დამოკიდებული, დაამტკიცებს თუ არა სანქციებს. რასაც ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს და რისი იმედი გვაქვს კიდეც, არის ის, რომ სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ გახდნენ. საქართველომ დადო ამის პირობა და მთლიანობაში, ამისთვის კარგ სამუშაოს ასრულებს. ჩვენ ამას ახლოდან ვაკვირდებით, რადგან როდესაც ვსაუბრობთ რუსეთის სანქციებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ან სხვა სანქცირებული ქვეყნები ყოველთვის ყველაფრის გაკეთებას ცდილობენ, რომ სხვა გზები იპოვონ. ET: საქართველოში ამ კუთხით პრობლემას ხედავთ? ელჩი ფიშერი: მე ვიტყოდი, რომ დიდი გამოწვევას ვერ ვხედავ. საქართველო სანქციების თავიდან აცილების პრევენციისთვის კარგ სამუშაოს ასრულებს. ET: ალბათ უფრო გაიზრდება საქართველოს მიერ შესასრულებელი კრიტერიუმების ნუსხა, თუ ის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. დიახ, რადგან რაც უფრო უახლოვდებით ევროკავშირს და როგორც კი კანდიდატი გახდებით, დაიწყებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს წევრობის ბევრ დეტალთან დაკავშირებით. მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ შენ ეთანხმები მიზნებსა და ღირებულებებს, მაგრამ ჩვენ ასევე ვაკვირდებით ევროკავშირის პოლიტიკასთან და საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობის საკითხს... მოდით, სრულიად განსხვავებულ მაგალითს მოგიყვანთ - ვთქვათ, მე მინდა, ვიყო ევროკავშირის წევრი, მაგრამ ვერ დავეთახმები ეკონომიკურ სანქციებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, რადგან მასთან ძლიერი კავშირები მაქვს და მინდა, რომ ეს კავშირები შევინარჩუნო. ასეთ დროს კი, საკმაოდ რთული იქნება, შეუერთდე ევროკავშირს. ET: ევროკავშირი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტში, €2.3 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის წარმომადგენელი, როგორ აფასებთ ამ პროექტის მნიშვნელობას საქართველოსთვის და შავი ზღვის რეგიონისთვის? ელჩი ფიშერი: ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ დიდი სტრატეგიული ეკონომიკური შესაძლებლობებისთვის, რაც საქართველოს აქვს. ეს არის შესაძლებლობა, სამხრეთ კავკასიის რეგიონი გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. ეს შესაძლებლობები განსაკუთრებით ახლა ჩნდება. ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ აზიას და არა ჩრდილოეთის დერეფანზე, რომელიც რუსეთში მიდის. შავი ზღვის კაბელის პროექტი მხოლოდ ტრანსპორტს არ ეხება, ეს ერთი საკითხია, მაგრამ არის სხვა ბიზნესები, სხვა სერვისები. ეს პროექტი ყველასთვის მომგებიანია, რადგან ჩვენ გვჭირდება მწვანე ელექტროენერგია, სამხრეთ კავკასიის რეგიონს, საქართველოს და მის მეზობლებს კი, მისი წარმოების პოტენციალი აქვთ. თქვენ შეგიძლიათ, აწარმოოთ განახლებადი ენერგია და გამოგვიგზავნოთ შავი ზღვის კაბელის პროექტის საშუალებით, ჩვენ მას თქვენგან შევიძენთ. შავი ზღვის კაბელების პროექტი არის უდიდესი მნიშვნელობის პროექტი იმ უდიდესი შესაძლებლობებისთვის, რომლებიც საქართველოს აქვს. ამ შესაძლებლობების გამოყენება მას არამხოლოდ თავისთვის შეუძლია, არამედ, ეს შეიძლება, მთელ რეგიონზეც გავრცელდეს. ET: ბოლო პერიოდში გააქტიურდა ანაკლიის პორტის საკითხი. ბევრი ითქვა სხვადასხვა ქვეყნის კომპანიის მხრიდან ინვესტირების პოტენციალზე. ამერიკულ ინვესტიციებთან ერთად, გერმანული კომპანიების მხრიდან ინვესტირების შესაძლებლობაზეც მიუთითეს. როგორ გესახებათ ეს პერსპექტივა და როგორ უყურებს გერმანია ამ პროექტის განხორციელების პერსპექტივას და მნიშვნელობას? ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის, რომელსაც ექნება სავაჭრო და სატრანსპორტი მარშრუტები და ამასთან ერთად, ბიზნესიც...ბევრი რამ იწყება პორტებით, პორტებით შავ ზღვაში, პორტებით კასპიის ზღვაში.. ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტული გერმანული კომპანიის შესახებ, თუმცა გვყავს კარგი კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან პორტებში, ლოგისტიკაში. ზოგი ამბობს, რომ გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში. რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს მოიტანს. ET: რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა, ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. ენერგეტიკის სფეროში თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, ზოგადად, რა რისკებს უნდა ითვალისწინებდნენ ქვეყნები? ელჩი ფიშერი: ენერგეტიკაზე საუბრისას ჩვენ ვსაუბრობთ საიმედოობაზე, უსაფრთხოებასა და მდგრადობაზე. მნიშვნელოვანია საიმედოობა. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს ენერგია, სიმძლავრე ჩვენი ქარხნების, მანქანების კვებისათვის. საჭიროა უსაფრთხოება და ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი ფასი. ასევე, ფუნდამენტურია მდგრადობა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ფუნდამენტური გამოწვევაა, ანუ თავსებადობა გარემოსთან და კლიმატთან. ფუნდამენტურია ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც წიაღისეული ენერმომატარებლებიდან განახლებადზე გადასვლას გულისხმობს. რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობა 70-იან წლებში დავამყარეთ. უკრაინაში რუსეთის თავდასხმამდე, ნავთობისა და გაზის დიდი წილის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდებოდა. ზოგიერთი ქვეყანა გვაფრთხილებდა, რომ რუსეთი ამ ექსპორტს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებდა. ჩვენ კი ვპასუხობდით, რომ სრულიად დამოკიდებული არ ვათ მათზე და სხვა წყაროებიც გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი წილია და ჩვეთვის ეკონომიურია, მაგრამ ეს ასევე არის სტაბილურობის წინაპირობა რუსეთთან ურთიერთობაში. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, ჩვენ მათ ვჭირდებით, როგორც მყიდველი და ჩვენ გვჭირდება ისინი, როგორც მომწოდებლები. გერმანიამ შეცდომა დაუშვა, ჩვენ ვერ გავაცნობიერეთ, რომ პუტინს იგივე მიზნები არ ამოძრავებდა. მან თქვა, რომ სხვა მიზნები აქვს და ეს არის მისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სტაბილური ურთიერთობა გერმანიასთან და დასავლეთთან. რუსული ნავთობისა და გაზის უდიდესი მყიდველები ვიყავით. პუტინმა ამ ყველაფრის იგნორირება მოახდინა უკრაინის კონტროლის მიზნის გამო. ჩვენ ვთქვით, რომ თუ ის უკრიანას დაესხმებოდა თავს, ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა ვეღარ გაგრძელდებოდა. მან თქვა, რომ ეს არ აინტერესებს - მე თავს დავესხმები უკრაინას და ეს უფრო მნიშვნელოვანია. ამრიგად, ჩვენ ეს გაკვეთილი ვისწავლეთ. ეს გაკვეთილი გულისხმობს რესურსების დივერსიფიკაციას და სხვა წყაროების მოძებნას მეგობრულ ქვეყნებში, ჩვენ მათ ვუწოდებთ ღირებულ პარტნიორებს, მათი პოლიტიკური სისტემა იგივეა, რაც ჩვენი. ასე რომ, გაზის იმპორტი რუსეთიდან ახლა ნულამდე დავიყვანეთ, ნავთობის ტრენდიც მკვეთრად შემცირებულია და გერმანიამ მძიმე შრომის შედეგად, ჩანაცვლების წყაროები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იპოვა. ჩვენ თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალები რეკორდულ დროში ავაშენეთ. მოვახერხეთ ის, რომ ღია ვართ ღირებული პარტნიორებისთვის, მაგალითად, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა, ნორვეგია კანადა, აშშ, მაგრამ მსოფლიოში მრავალი სხვა წყარო არსებობს. ამრიგად, ყოველთვის იფიქრეთ ბალანსზე უსაფრთხოებასა და მიწოდებას შორის, ასევე მნიშვნელოვანია დივერსიფიკაცია და ღირებულ პარტნიორებთან, მომწოდებლებთან ურთიერთობა. ეცადეთ, იპოვოთ ეკონომიური გზა, იაფი ენერგია. რუსეთთან მიმართებით დაშვებული შეცდომის ფასს ახლა ვიხდით, ბევრად ძვირი ენერგორესურსები უნდა შევიძინოთ. ჩვენი მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის გადასახადი საკმაოდ გაიზარდა. ფუნდამენტურ საკითხად რჩება მდგრადობა, რომ კლიმატის გამოწვევები გადაიჭრას. ასევე, განახლებადი ენერგიისთვის საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ელექტროენერგიის ბაზარი დიდია. თუ შეგიძლიათ, რაც შეიძლება მეტი გააკეთეთ, ითანამშრომლეთ ღირებულ, დემოკრატიულ პარტნიორებთან, რომლებიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ენერგიას თქვენ წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებენ.
გერმანია აპირებს, უკრაინას Leopard 1-ის ტიპის ტანკებიც გაუგზავნოს
გერმანია უკრაინას Leopard 2-ის ტიპის ტანკების გარდა Leopard 1-ებსაც გადასცემს. იარაღის მწარმოებელი გერმანული Rheinmetall-ი მზადაა, ტანკებისა და საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოება გაზარდოს ამის შესახებ გერმანული გამოცემა Süddeutsche Zeitung-ი წერს. გამოცემის ცნობით, ეს ტანკები ქარხნების საცავებიდან იქნება გამოყოფილი და, უკრაინაში, შეკეთების შემდეგ, შესაძლოა უკრაინას ნებისმიერ დროს გადასცენ. ამასთან, როგორც მედია წერს, გერმანულ იარაღის მწარმოებელ კომპანიებს ათობით Leopard 1-ის შეკეთება სურთ და უკრაინას მიყიდიან, თუ კიევისგან ამისი სურვილი იქნება. ABC News: 12 ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს ასევე მედია წერს, რომ გერმანიის წარმომადგენლები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ კატართან, რათა კიევისთვის გადასაცემად გამოესყიდათ Gepard-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის თვითმავალი სისტემები, რომლებიც დოჰამ ბერლინისგან მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონის დასაცავად შეიძინა. საუბარია Gepard-ის 15 ერთეულზე.
Bloomberg: გერმანია და შვედეთი უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
გერმანია და შვედეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. კერძოდ, სტოკჰოლმი უკრაინას სავარაუდოდ, რაკეტებს და გერმანული IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის გამშვებებს მიაწვდის, იტყობინება Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით. გერმანიამ შვედეთს სთხოვა, IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემასთან თავსებადი გამშვები მოწყობილობები უზრუნველყოს. Bloomberg-ის ცნობით, სამი დამატებითი IRIS-T ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის უკრაინას. ამ ტიპის დახმარება კიევმა ბერლინისგან 2022 წლის ოქტომბერში მიიღო.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ზელენსკის კიევში შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში ვიზიტით მყოფ გერმანიის თავდაცვის ახლად დანიშნულ მინისტრს ბორის პისტორიუსს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა მას იმისთვის, რომ პირველი საგარეო ვიზიტი უკრაინაში გაიმართა. „მადლობა უკრაინის მხარდაჭერის ამ სიგნალისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან ასევე შეაქო გერმანიის გადაწყვეტილება, რომ უკრაინისთვის Leopard-ის ტიპის საბრძოლო ტანკები მიეწოდებინა და ასევე დაუშვას მათი უკრაინაში გადაცემა მესამე ქვეყნების მიერ, რაც გზას უხსნის საერთაშორისო სატანკო კოალიციის შექმნას. ზელენსკიმ თანამოსაუბრეს ასევე გააცნო ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და უკრაინის თავდაცვის პრიორიტეტული საჭიროებები. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიის ახალ ფაზაზე ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად, მშვიდობიანი მოსახლეობის, უკრაინის ქალაქების და ელექტრო ქსელის დასაცავად, აუცილებელია უკრაინამ, რაც შეიძლება მალე მიიღოს ყველა საჭირო იარაღი და სამხედრო ტექნიკა. ამასთან, მხარეებმა გერმანიის მხარდაჭერით უკრაინის ცის დაცვისა და უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, რამდენიმე პრაქტიკული ნაბიჯი განიხილეს.
გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის 178-მდე leopard 1-ის ტიპის ტანკის მიწოდება დაამტკიცა
გერმანიის მთავრობამ ქვეყნის თავდაცვის კომპანიებს უკრაინაში 178-მდე ტანკის (Leopard 1A5) ექსპორტის უფლება მისცა. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს, 7 თებერვალს გავრცელებულ პრესრელიზში განაცხადა. მისივე თანახმად, მარაგების დაფინანსება და ტანკების შეკეთება, ისევე როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნა, ევროპულ პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო კოორდინაციით მიმდინარეობს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 7 თებერვალს კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინა ევროპის ქვეყნების ჯგუფიდან მიიღებს 100-ზე მეტ ძველ საბრძოლო ტანკს (Leopard 1A5). მისი თქმით, სულ მცირე სამი ბატალიონი Leopard 1A5-ს ტიპის ტანკებით უნდა იყოს აღჭურვილი „2024 წლის პირველი ან მეორე კვარტლისთვის“. გერმანიის მთავრობამ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 14 თანამედროვე Leopard 2-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება 25 იანვარს მიიღო.
გერმანია Leopard 2-ის ტიპის ტანკებზე უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნას იწყებს
გერმანიამ Leopard 2-ის ტიპის ტანკებზე უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა დაიწყო. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სპიკერმა განუცხადა. სპიკერის თქმით, სწავლება დასავლეთ გერმანიის ქალაქ მანსტერში მიმდინარეობს და მარტის ბოლოს უნდა დასრულდეს, როდესაც გერმანია უკრაინას ტანკებს მიაწვდის. შეგახსენებთ, გერმანიისა და აშშ-ის ლიდერებმა გასულ თვეში განაცხადეს, რომ უკრაინაში ტანკებს გაგზავნიან. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი გასული წლის 24 თებერვალს დაიწყო. დასავლეთი შიშობს, რომ ომის წლისთავზე რუსეთი ძლიერ შეტევას გეგმავს. პარტნიორები კიევის სამხედრო დახმარებით უზრუნველყოფას განაგრძობენ.
გერმანიის ელჩი: საქართველოს აქვს დიდი შესაძლებლობა, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპას, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიას შორის
„ჩვენ გვსურს, საქართველომ რაც შეიძლება მალე მიაღწიოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და შემდეგ გვქონდეს გაწევრიანების შესახებ წარმატებული მოლაპარაკებები, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ეს ხელს შეუწყობს სტაბილურობას, კეთილდღეობას, თავისუფლებას და მშვიდობას“, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა The Financial-თან ინტერვიუში განაცხადა. ამავე ინტერვიუში ელჩმა ფიშერმა განაცხადა, რომ საქართველომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელოს სატრანსპორტო კავშირების, განსაკუთრებით რკინიგზისა და პორტების, ასევე ენერგეტიკის, ციფრული სერვისების, ვაჭრობისა და ბიზნეს ლოგისტიკის გაუმჯობესებაში. „სამომავლოდ მე ვხედავ დიდ შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპას, სამხრეთ კავკასიას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიას შორის. თავის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საქართველომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელოს სატრანსპორტო კავშირების, განსაკუთრებით რკინიგზისა და პორტების, ასევე ენერგეტიკის, ციფრული სერვისების, ვაჭრობისა და ბიზნეს ლოგისტიკის განვითარებაში“, - აღნიშნა გერმანიის ელჩმა.
გერმანია თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის მოქალაქეებს ურჩია, მომავალ კვირაში თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი. „რუსეთის ფედერაციაში მოგზაურობა არ არის რეკომენდებული. ჩვენ ვაფრთხილებთ უკრაინის მოსაზღვრე ადმინისტრაციულ რეგიონებში (ბელგოროდი, კურსკი, ბრაიანსკი, ვორონეჟი, როსტოვი, კრასნოდარი) მოგზაურობის შესახებ. 2023 წლის 20 თებერვლიდან 26 თებერვლამდე რუსეთის მთავრობა გეგმავს ღონისძიებების სერიას“, - ნათქვამია განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე შეახსენა მათ, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ, რომ რუსეთის ხელისუფლება მათ მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებად მიიჩნევს. „ეს ასევე ეხება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესაძლო გაწვევას. საელჩო მათ საკონსულო დაცვას ვერ უზრუნველყოფს", - ნათქვამია განცხადებაში.
ვაშინგტონი, ბერლინი და ვარშავა ერთობლივი სამხედრო მანევრების გამართვაზე მოლაპარაკებებს მართავენ
ვაშინგტონი ბერლინთან და ვარშავასთან ერთობლივი სამხედრო სწავლების პოლონეთში NATO-ს ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარზე ჩატარების საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა. მისივე თქმით, საკითხი განხილვის პროცესშია, თუმცა დამატებით დეტალებზე პისტორიუსმა არ ისაუბრა. „უკრაინის მოსაზღვრე ქვეყანაში სამხედრო მანევრების ჩატარება, ძალიან მკაფიო სიგნალს გაუგზავნის NATO-ს მოკავშირეებს, ისევე როგორც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. მისივე შეფასებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, როგორიცაა პოლონეთი, ბალტიისპირეთი, სლოვაკეთი და სხვა, მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ გერმანია, როგორც ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპული წევრი და შეერთებული შტატები, როგორც ტრანსატლანტიკური პარტნიორი, იცავენ თავდაცვით ვალდებულებებს“.
ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდება დააანონსა
გერმანია, პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებას იარაღით და წვრთნებით. ამის შესახებ ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხუთშაბათს ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „პუტინის გამარჯვება არ იქნება. ჩვენ და ჩვენი პარტნიორები გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას", - განაცხადა გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა. მან გაიხსენა, რომ გასული წლის განმავლობაში გერმანიამ უკრაინას 14 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება გაუწია. შოლცმა ჩამოთვალა ის იარაღი, რომელიც მისმა ქვეყანამ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით უკრაინას გადასცა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ უახლოეს კვირებში უკრაინა მიიღებს დამატებით, Gepard-ის ტიპის საარტილერიო თვითმავალ დანადგარს და Iris-T-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს, რომლებიც დაიცავს უკრაინას რუსული დარტყმებისგან.
ჯო ბაიდენი: NATO-ს მოკავშირეები ალიანსს კიდევ უფრო გავაძლიერებთ
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისადმი გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. აშშ-ის პრეზიდენტი შოლც თეთრ სახლში მასპინძლობს. „თქვენ გააძლიერეთ და უზრუნველყავით კრიტიკული სამხედრო მხარდაჭერა და მე ვიტყოდი, რომ თქვენი სამხედრო მხარდაჭერის გარდა, მორალური მხარდაჭერა, რომელიც თქვენ უკრაინელებს გაუწიეთ, ასევე უდიდესი იყო. თქვენ განახორციელეთ ისტორიული ცვლილებები ქვეყნის შიგნით - თავდაცვის ხარჯების გაზრდა და რუსული ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაცია - მე ვიცი, რომ ეს არ იყო ადვილი, ძალიან რთული თქვენთვის", - განაცხადა ბაიდენმა. „NATO-ს მოკავშირეები ალიანსს უფრო გავაძლიერებთ“, - აღნიშნა ბაიდენმა CNN-ის ცნობით.
შოლცი ბაიდენთან შეხვედრაზე: გერმანია უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის გვერდით იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. შოლცმა ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას გაუსვხა ხაზი. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ეს არის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი წელი მშვიდობისთვის იმ ძალზე საშიში საფრთხის გამო, რომელიც მოდის რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან, და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად ვიმოქმედოთ, მოვახდინოთ ორგანიზება ერთობლივი ნაბიჯებით და გავხადოთ შესაძლებელი ის, რომ უკრაინის საჭირო მხარდაჭერა უზრუნველვყოთ მთელი ამ ხნის განმავლობაში“, - განაცხადა შოლცმა. ჯო ბაიდენი: NATO-ს მოკავშირეები ალიანსს კიდევ უფრო გავაძლიერებთ
მედია: გერმანული კონცერნი მზად არის, უკრაინის ტერიტორიაზე ტანკების ქარხანა ააშენოს
გერმანული კონცერნი მზად არის, უკრაინის ტერიტორიაზე ტანკების ქარხანა ააშენოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. საუბარია გერმანულ მანქანათმშენებელ კონცერნ Rheinmetall-ზე. კონცერნის ხელმძღვანელ არმინ პაპერგერი თქმით, კონცერნი მზადყოფნას გამოთქვამს უკრაინაში ქარხანა ააშენოს, რომელიც წელიწადში 400 საბრძოლო ტანკ Panther-ს გამოუშვებს. „დასავლელი მოკავშირეები უკრაინას საკმარისი რაოდენობით შეიარაღებას აწვდიან, რომ უკრაინამ თავდაცვა შეძლოს, მაგრამ ტერიტორიების სრულად დაბრუნებისთვის აუცილებელი ტექნიკა დღეს უკრაინას არ აქვს“, – ამბობს კონცერნ Rheinmetall-ის ხელმძღვანელი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
მედია: გერმანიაში, აფთიაქში მყოფი მძევლები პოლიციამ გაათავისუფლა
გერმანიის ქალაქ კარლსრუეში პოლიცია აფთიაქში შტურმით შევიდა და იქ მყოფი მძევლები გაათავისუფლა. თავდამსხმელი დაკავებულია. როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად არავინ დაშავებულა. კარლსრუეში უცნობ კაცს აფთიაქში ორი მძევალი ოთხი საათის განმავლობაში ჰყავდა აყვანილი.
გერმანიის საელჩო: შუა დერეფანში საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა უცხოურ კომპანიებს მრავალ საქმიან შესაძლებლობას სთავაზობს
გერმანული კომპანია საქართველოში ბიზნესის გაფართოებით ინტერესდება. ინფორმაციას საელჩო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შუა დერეფანში საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა უცხოურ კომპანიებს მრავალ საქმიან შესაძლებლობას სთავაზობს. "გერმანული საკონსულტაციო კომპანია „Schneider Group“, რომელიც ფირმებს ახალი ბაზრების ათვისებაში ეხმარება, აცხადებს, რომ მუდმივად იზრდება სამხრეთ კავკასიის რეგიონით დაინტერესებული კომპანიების რიცხვი. ამიტომ ახლა მანაც გადაწყვიტა ოფისის გახსნა საქართველოში. მოხარული ვართ, რომ გერმანული ბიზნესის თემი თბილისში ფართოვდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ექსკლუზიური ინტერვიუ გერმანიის ელჩთან
ბრიტანულმა და გერმანულმა გამანადგურებლებმა ესტონეთის მახლობლად, რუსული თვითმფრინავები განდევნეს - BBC
დიდი ბრიტანეთისა და გერმანის თვითმფრინავებმა ესტონეთის საჰაერო სივრცის მახლობლად, რუსული თვითმფრინავები შეაფერხეს და მათ მანევრირებაში ხელი შუეშალეს. „გზის ჩაჭრა“ რუტინული ოპერაცია იყო, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსგავს მანევრს ეს ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებენ. BBC წერს, რომ ინციდენტი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, NATO-სა და რუსეთს შორის გაზრდილი დაძაბულობის ფონზე ხდება, თუმცა არ არსებობს რაიმე კავშირი სამშაბათს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებელი ამერიკულ უპილოტო საჰაერო ხომალდს შეეჯახა. ბრიტანული და გერმანული გამანადგურებლები NATO-ს ქვეყნების საჰაერო სივრცეში გეგმურ საპატრულო მისიას ასრულებენ.
გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს გადასცემს
გერმანიის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ახალი პარტია მოიცავს 155 მმ-იანი საარტილერიო ტყვიას, MLRS საბრძოლო მასალებს, თოფებს, გენერატორებს, კარვებს და სხვა დახმარებას. უახლეს პაკეტში გერმანიამ უკრაინას მიაწოდა 5000 საარტილერიო ტყვია (155მმ), საერთო ჯამში 23500-მდე და დაუზუსტებელი რაოდენობის 155მმ მაღალი სიზუსტის ჭურვები. ასევე მიწოდებულია MARS II ტიპის მრავალჯერადი სარაკეტო გამშვების საბრძოლო მასალები (რაოდენობა უცნობია), 500 SFP9 პისტოლეტი, ორი ამწე სატვირთო მანქანაოთხი მობილური ანტენის ანძის სისტემა და 25 გენერატორი, რომელთა საერთო რაოდენობა 295-მდეა.
იუსტიციის მინისტრი: გერმანიაში ჩამოსვლის შემთხვევაში პუტინს დააკავებენ
გერმანიას მოუწევს ვლადიმერ პუტინის დაკავება, თუ ის გერმანიის ტერიტორიაზე შევა და თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო სახელმწიფოებს სთხოვს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა განაცხადა. „მე ველი, რომ ICC სწრაფად მიმართავს ინტერპოლს, ასევე ხელშეკრულებაზე ხელმომწერ სახელმწიფოებს და სთხოვს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას“, - განაცხადა ბუშმანმა. 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაპატიმრება უკვე შესაძლებელია იმ ქვეყნებში, რომლებმაც რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინეს. აშშ-ის არარსებობა ხსენებულ წესდებაში, სასამართლოს დაფინანსებას სხვებისთვის აძვირებს. იაპონია, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ყველაზე დიდ კონტრიბუტორებს შორის არიან. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება
გერმანიის ბუნდესტაგის გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფი 22-24 მარტს საქართველოს ეწვევა
გერმანიის ბუნდესტაგის გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფი 2023 წლის 22-24 მარტს საქართველოს ეწვევა. გერმანიის საელჩოს ცნობით, დელეგაციაში იქნებიან თაბეა რიოსნერი (კავშირი 90/ მწვანეები), ნიკო ტიპელტი (თავისუფალ დემოკრატთა პარტია), გიოქაი აქბულუთი (მემარცხენეები) და ფალკო დროსმანი (სოციალ-დემოკრატიული პარტია). „ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ალექსანდრე ხვთისიაშვილთან. დელეგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს მრავალი წლის განმავლობაში არსებული კარგი საპარლამენტო ურთიერთობების გაგრძელება და გაღრმავება, ხოლო მთავარი სასაუბრო თემები იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს საკითხები, შიდა და გარე პოლიტიკა, ასევე ევროპული პოლიტიკის მიმართულებები. გარდა ამისა, დელეგაციის წევრები ისაუბრებენ განვითარების, სოციალური და საზოგადოებრივი პოლიტიკის თემებზე და ღია ფორმატში განიხილავენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და პრესის თავისუფლების საკითხებს. ვიზიტის მიზანი არის ასევე დეპუტატებთან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან კავშირების გაღრმავება, ადგილზე ინფორმაციის მიღება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბერბოკი რუსეთს, საქართველოსა და მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის განზრახვაში ადანაშაულებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბაერბოკმა რუსეთი, საქართველოსა და მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის განზრახვაში დაადანაშაულა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიის ცნობით, El Pais-ი იუწყება. „ეს არის რუსეთის სტრატეგიის ნაწილი იმ საზოგადოებების დესტაბილიზაციისთვის, რომლებიც ევროპულ გზას მიჰყვებიან“, - უპასუხა ბერბოკმა კითხვას, იზიარებს თუ არა შიშს, რომ საქართველო და მოლდოვა შესაძლოა, მოსკოვის მხარეს აღმოჩნდნენ. ბერბოკის თქმით, უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოლდოვასა და საქართველოზე გავლენის მოხდენის მიზნით, რუსეთის მცდელობები ძლიერდება. „ჩვენ ხსენებულ ქვეყნებთან ერთად ვიზიარებთ ევროპულ ღირებულებებს და მხარს ვუჭერთ მათ სურვილს, თავად გადაწყვიტონ, იცხოვრონ მშვიდობიანად და თავისუფლად“, - აღნიშნა ბერბოკმა.
ანალენა ბერბოკი საქართველოს ეწვევა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 23-24 მარტს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. გერმანიის საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან. გარდა ამისა მინისტრი შეხვდება სტუდენტებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. „პროგრამაშია ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონთან არსებულ „ადმინისტრაციულ ხაზთან“ გამგზავრება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან საუბარი. ამ მისიაში ყველაზე მეტი თანამშრომელი გერმანიას ჰყავს წარგზავნილი. შეხვედრების მთავარი თემები იქნება გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირთან და NATO-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას. ვიზიტის მიზანს წარმოადგენს მჭიდრო და პირდაპირი კონტაქტების დამყარება ორ ქვეყანას შორის და კარგი თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს ევროპული მომავლისათვის“, - აცხადებენ გერმანიის საელჩოში.
გერმანიაში 49 წლის კაცი Z-სიმბოლოიანი მაისურის ტარებისთვის დააჯარიმეს
გერმანიის ქალაქ ვისბადენში სასამართლომ რუსული წარმომადვლობის გერმანიის მოქალაქე 1500 ევროთი დააჯარიმა მაისურის ტარებისთვის, რომელზეც რუსული აგრესიის სიმბოლო - Z იყო გამოსახული. როგორც Frankfurter Allgemeine Zeitung-ი წერს, კაცმა 1500 ევრო უნდა გადაუხადოს ორგანიზაციას, რომელიც უკრაინელებს დახმარებას უწევს. გავრცელებული ინფორმაციით, 49 წლის მოქალაქე, გერმანიაში 1992 წლიდან ცხოვრობს. სასამართლოში მან განაცხადა, რომ უსმენდა რუსულ პროპაგანდისტულ მედიას და დარწმუნებული იყო, რომ უკრაინის ხელისუფლება „ნაცისტები არიან“.
ვხედავთ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს - ბერბოკი თბილისში ვიზიტამდე
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს ხედავს. მის კომენტარს საქართველოში ვიზიტის წინ, გერმანიის საგარეო უწყება Twitter-ის გვერდზე ავრცელებს. სამინისტრო აღნიშნავს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს სურს, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს. ანალენა ბერბოკი საქართველოს ეწვევა ბერბოკის თქმით, საქართველოს მოსახლეობის მიზანი ევროკავშირში ინტეგრაციაა და გასული კვირების განმავლობაში ქართველმა ხალხმა თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშები ააფრიალა პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. „გასული კვირების განმავლობაში ისინი თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშას აფრიალებდნენ, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს მინდა გარკვევით განვაცხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს, რომელ კურსსაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს. ჩვენ ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა აწყდება შიგნიდან და გარედან“, - წერს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. გერმანელი დიპლომატის თქმით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გეგმავს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ესაუბროს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს დგამენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. „დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემის გარდა, ეს განსაკუთრებით ეხება მედიის თავისუფლებას, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნებას და თავაზიან საჯარო დებატებს - მაშინაც კი, თუ მოსაზრებები ზოგჯერ შორს არის ერთმანეთისგან“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა. ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დღეს ეწვევა. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთა და პრემიერთან. ბერბოკი ასევე შეხვდება ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და სტუდენტებს.
გერმანიის საელჩომ ანალენა ბერბოკის მთავარი გზავნილი გაავრცელა
ანალენა ბერბოკის მთავარი გზავნილია, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირთან და NATO-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფრომაციაშია აღნიშნული. ანალენა ბერბოკი საქართველოშია „გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გუშინ საღამოს თბილისში ჩამოფრინდა. დღეს მინისტრს დატვირთული პროგრამის ფარგლებში ელოდება შეხვედრები მთავრობის, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, მინისტრი ისაუბრებს სტუდენტებთან საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ. ქალბატონი ბერბოკის მთავარი გზავნილია: გერმანია დიდი ძალისხმევით გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების გზაზე და ამისათვის საჭირო რეფორმების გატარებისას“, – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში. ანალენა ბერბოკი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და ქვეყანას დღეს დატოვებს.
საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, გერმანიისა და საქართველოს პირველი დიპლომატების გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს. ანალენა ბერბოკი საქართველოშია ოფიციალური ვიზიტისას გათვალისწინებული შეხვედრები გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებით დაიწყო. ის დღეს ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს. დაგეგმილია სტუმრობა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისშიც. ანალენა ბერბოკი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და ქვეყანას დღეს დატოვებს.
"საქაერონავიგაციაში" ადასტურებენ, რომ ანალენა ბერბოკის თვითმფრინავის დაშვებისას პრობლემა იყო
"საქაერონავიგაციაში" ადასტურებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიის სამთავრობო თვითმფრინავის დაშვებისას გარკვეული სახის პრობლემა შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. ანალენა ბერბოკი საქართველოშია რა გახდა პრობლემის მიზეზი, ამის შესახებ, მოკვლევის დასრულებამდე ზუსტი ინფორმაცია უცნობია. გერმანული გამოცემის, Spiegel-ის ინფორმაციით, სამთავრობო თვითმფრინავი, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი იმყოფებოდა, თბილისის აეროპორტში მხოლოდ მეორე მცდელობის შემდეგ დაეშვა, რადგან მანამდე ასაფრენი ზოლი სხვა თვითმფრინავის მიერ იყო დაბლოკილი. ანალენა ბერბოკი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და ქვეყანას დღეს დატოვებს.
ბილიკი იყო თავისუფალი, მეორე წრეზე წასვლა კი იყო პილოტის გადაწყვეტილება - „საქაერონავიგაცია“
დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი და პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება, - „საქაერონავიგაცია“ ადასტურებს, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე მცდელობაზე დაეშვა. "საქაერონავიგაციაში" ადასტურებენ, რომ ანალენა ბერბოკის თვითმფრინავის დაშვებისას პრობლემა იყო „გუშინ, 23 მარტს, თბილისის დროით დაახლოებით 23:00 საათზე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი Airbus A340-300 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე მცდელობაზე დაეშვა. „საქაერონავიგაცია“ კატეგორიულად უარყოფს გერმანული გამოცემა www.Spiegel.de-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გერმანელი დიპლომატის ბორტს პრობლემა დასაფრენ ბილიკზე მდგომი სხვა თვითმფრინავის გამო შეექმნა. დასაფრენი ბილიკი იყო სრულად თავისუფალი. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული იყო სრულად პილოტის გადაწყვეტილება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეკიპაჟის გადაწყვეტილებით, მეორე წრეზე წასვლა დაფრენისას არის აპრობირებული - ნორმალური პრაქტიკა სამოქალაქო ავიაციაში და ინციდენტად არ ითვლება“,- ნათქვამია განცხადებაში. ანალენა ბერბოკი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და ქვეყანას დღეს დატოვებს.
ანალენა ბერბოკი: მე ჩამოვედი, რათა მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო - ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ 12 პრიორიტეტის შესრულება
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. თბილისში ვიზიტისას მან შეხვედრები გამართა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. „თქვენ ახსენეთ დეოლიგარქიზაცია და არის თუ არა ამ მხრივ რაიმე სპეციფიკური სიტუაცია ქვეყანაში, სადაც ვიმყოფები? მე არ ვარ აქ ამისთვის ჩამოსული. მე ჩამოვედი, რათა მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო - ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ 12 პრიორიტეტული პუნქტის შესრულება, კანონის უზენაესობა, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება და მხარი დავუჭიროთ ქართველებს, რათა მხოლოდ ერთობლივად არის შესაძლებელი მთლიანად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს არის ჩემი ძირითადი გზავნილი ვიზიტის ფარგლებში. მე, როგორც პოლიტიკოსი, ვიტყვი, რომ არა სისუსტე, არამედ სიძლიერეა, როდესაც მიიღებ კრიტიკას და ასევე შეასრულებ ამ კრიტიკულ შენიშვნებს. რა თქმა უნდა, იყო კრიტიკა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე. კარგია, რომ მოხდა გაწვევა. ეს არის ჩემთვის ერთადერთი მართებული გზა, ამიტომ, უდიდესი პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას. ეს არის კრიტიკა საკუთარი საზოგადოებიდან, ასევე გარკვეული მითითებები გარედან. ეს არ არის სისუსტე, ეს არის გაძლიერების ხელშეწყობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ვფიქრობ, ეს ყველაფერი უსვამს ხაზს, რამდენად დიდია საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში შესვლის სურვილი“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
დარჩიაშვილი ანალენა ბერბოკს: არამარტო საპროტესტო აქციებზე, ევროკავშირის დროშა ჩვენს გულებშიც ფრიალებს
საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს საქართველოსა და გერმანიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების პრესკონფერენცია, რასაც წინ უძღოდა შეხვედრა როგორც გაფართოებულ, ისე პირისპირ ფორმატში. ანალენა ბერბოკი და ილია დარჩიაშვილი ახლა ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობენ. გერმანიამ საქართველოს ევროპულ გზაზე მხარდაჭერა აღუთქვა. მინისტრმა გაიხსენა თბილისში რამდენიმე კვირის წინ გამართული აქციები და ხაზი გაუსვა, თუ როგორ ფრიალდებდა თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშები. ბერბოკის შეფასებით, საქართველო არის ევროკავშირი: „ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქართველო ევროკავშირში, ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე“. თავის მხრივ, მინისტრმა დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ „არამარტო საპროტესტო აქციებზე, ევროკავშირის დროშა ჩვენს გულებშიც ფრიალებს“. „ქალბატონო მინისტრო, დიდი მადლობა მხარდამჭერი გზავნილებისთვის. მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირის დროშა არამხოლოდ საპროტესტო აქციებზე, ყველა ჩვენგანის გულში ფრიალებს, რადგან ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ისტორიული, ცივილიზაციური არჩევანია და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გაქვს თქვენი ძალიან ძლიერი მხარდაჭერის ამ მიმართულებით. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ. თქვენი ჩამობრძანება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში, ძალიან აუცილებელი და დროული“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ანალენა ბერბოკი საქართველოშია
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე დახვდა, - იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს. ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ანალენა ბერბოკის ვიზიტის პროგრამა სტუდენტებთან შეხვედრასაც ითვალისწინებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა.
ანალენა ბერბოკი თბილისში: როგორ გამოიყურება სამშვიდობო გეგმა - ეს არის რუსული სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანა და ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, მკაფიო სიგნალი იყო, რომ საქართველომ გასული წლების განმავლობაში მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც ცალსახად ამბობს, ვინ არის აგრესორი - ეს არის რუსეთი, ვინ არის მსხვერპლი - ეს არის უკრაინა. „როგორ გამოიყურება სამშვიდობო გეგმა - ეს არის რუსული სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანა და ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე“, - განაგრძო მინისტრმა. ანალენა ბერბოკი: ის რომ, თქვენ უკრაინის მხარეს ხართ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ თქვენი ადგილი ევროპაშია „საქართველოს გადმოსახედიდან, ეს არის რეალობა, რომ რუსეთი უხეშად, პერმანენტულად არღვევს გაეროს ქარტიას. მეზობლებისთვის ეს უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე გეოგრაფიულად სხვაგან მდებარე ქვეყნებისთვის. „თუ გინდა, გახდე ევროკავშირის წევრი, უსაფრთხოების პოლიტიკაში უნდა ჩაერთო და ევროკავშირის გადმოსახედიდან, 12 პრიორიტეტია შესასრულებელი და საქართველოს მთავრობამ და ქართველებმა ზუსტად და მკაფიოდ გამოხატეს, გაუგზავნეს გზავნილი მსოფლიოს - სად დგანან“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ანალენა ბერბოკი თბილისში: ზოგიერთი აქტორი არ არის აღფრთოვანებული, რომ რომელიმე ქვეყანას ევროკავშირის წევრობა სურს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო 2008 წლის ომის შემდეგ, ყველაფრის მიუხედავად, უკრაინის მხარესაა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ღირებულებებს, რასაც ქვეყანა ეფუძნება და იმას, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. პრესკონფერენციაზე ბერბოკს ჟურნალისტმა, ვიზიტამდე გაკეთებული განცხადების განმარტება სთხოვა, რომლის თანახმად, „ვხედავთ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს“. „მე ჩამოვედი საქართველოში, რათა ხაზი გავუსვა, რომ არამხოლოდ როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ, მეგობარი ამ ქვეყნის, მხარს დავუჭერ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას - განსაკუთრებით იმ მოვლენებზე, რაც რთულია მხარდასაჭერად. მეგობრობა არ არის მხოლოდ კარგი ამინდი, რომლის ფონზეც დაჯდები და რაღაც გაგიხარდება, რაღაცას აღნიშნავ, მაშინაც უნდა მოხდეს ეს, როდესაც ქარიშხალი ამოვარდება. ევროკავშირი, საქართველო და გერმანია ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველო ევროკავშირამდე მივიდეს. გზა ევროპის კავშირისკენ ნიშნავს, რომ სარეფორმო ნაბიჯები ერთობლივად უნდა გადაიდგას. ყველაფერი ვარდისფერი და ლამაზი არ არის. თქვენ ეს ბევრად უკეთ იცით. არიან აქტორები, რომლებიც არ არიან აღფრთოვანებულნი იმით, რომ რომელიმე ქვეყანას ევროპის კავშირის წევრობა სურს. არამხოლოდ რუსული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ... არამედ,მანამდე განვლილი წლები, როდესაც სახელმწიფოები რუსეთის სამეზობლოში ღიად საუბრობდნენ ევროკავშირში ინტეგრაციაზე, რუსეთი ამას ტაშს არ უკრავდა, არ იყო ამით აღფრთოვანებული. ეს მარტივი გზა არ არის, აუცილებელია რეფორმების განხორციელება“, - აღნიშნა მინისტრმა. ბერბოკმა რუსეთთან შესაძლო ფრენების აღდგენაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. მისი თქმით, მკაფიო სიგნალი იყო, რომ საქართველომ გასული წლების განმავლობაში მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც ცალსახად ამბობს, ვინ არის აგრესორი - ეს არის რუსეთი, ვინ არის მსხვერპლი - ეს არის უკრაინა. როგორ გამოიყურება სამშვიდობო გეგმა - ეს არის რუსული სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანა და ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. „საქართველოს გადმოსახედიდან, ეს არის რეალობა, რომ რუსეთი უხეშად, პერმანენტულად არღვევს გაეროს ქარტიას. მეზობლებისთვის ეს უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე გეოგრაფიულად სხვაგან მდებარე ქვეყნებისთვის. თუ გინდა გახდე ევროკავშირის წევრი, უსაფრთხოების პოლიტიკაში უნდა ჩაერთო და ევროკავშირის გადმოსახედიდან, 12 პრიორიტეტია შესასრულებელი და საქართველოს მთავრობამ და ქართველებმა ზუსტად და მკაფიოდ გამოხატეს, გაუგზავნეს გზავნილი მსოფლიოს - სად დგანან“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
უკრაინაში ომი რუსული ჯარების გაყვანით უნდა დასრულდეს - შოლცი
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი რუსული ჯარების გაყვანით უნდა დასრულდეს. „გასაგებია, როგორ შეიძლება, დასრულდეს ეს ომი. რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები“, – აღნიშნა გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ. ოლაფ შოლცის განცხადებით, ომის დასრულების ასეთი სცენარი აუცილებელია, რათა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ძალით არ განახორციელოს თავისი იმპერიალისტური მიზნები და შეცვალოს საზღვრები ევროპაში", - აცხადებს შოლცი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
გერმანიის საელჩო: გერმანია მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას საქართველოს დასახმარებლად
გერმანია მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას საქართველოს დასახმარებლად, - ამის შესახებ გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში წერს, რითაც იგი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის საქართველოში ვიზიტს ეხმიანება. საქართველო არის ევროკავშირი - ანალენა ბერბოკი „დატვირთული და ინტენსიური 24 საათის შემდეგ გუშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს დავემშვიდობეთ. მან საქართველო პოლიტიკური შეხვედრებიდან და ახალგაზრდობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საუბრებისას მიღებული შთაბეჭდილებებით დატვირთულმა დატოვა. მეხსიერებაში დარჩება შეხვედრები აქტიურ ადამიანებთან, რომლებიც დიდი სულისკვეთებით იღვწიან ქვეყნის ევროპული მომავლისათვის. გერმანია მომავალშიც არ დაიშურებს ძალისხმევას ამ გზაზე საქართველოს დასახმარებლად. მადლობას ვუხდით ქალბატონ ბერბოკს საქართველოში ჩამოსვლისთვის და მოუთმენლად ველით მის შემდეგ ვიზიტს!“, - წერს გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში.
გერმანიამ უკრაინის აღდგენის პლატფორმა აამოქმედა
გერმანიის ხელისუფლებამ შეიმუშავა ახალი პლატფორმა, რომელიც უკრაინის აღდგენის მსურველ გერმანელებს გააერთიანებს. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ განაცხადა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრის სვენია შულცეს თქმით, უკრაინის აღდგენა იქნება „ურთულესი ამოცანა“, რომელსაც მხოლოდ მთავრობები ვერ გადაჭრიან. „ამავდროულად, გერმანიის ბევრი მცხოვრები მზად არის დასახმარებლად. უკრაინის აღდგენის ახალი პლატფორმა დაგვეხმარება ამაში. ჩვენ გვინდა გამოვიყენოთ ის, რომ გავაერთიანოთ აქტიური მოქალაქეები, კომპანიები და საზოგადოებები გერმანიასა და უკრაინაში", - განაცხადა შულცემ. მისივე თქმით, 25 მილიონი ევრო გამოეყოფა გერმანულ და უკრაინულ თემებს, კლინიკებსა და წყალმომარაგების კომპანიებს შორის პარტნიორობის მხარდასაჭერად.
გერმანული წარმოების Leopard 2 ტიპის 18 ტანკი უკრაინაშია - Der Spiegel
უკრაინამ გერმანიის მიერ დაპირებული სამხედრო დახმარება მიიღო. უკრაინული მედიის ცნობით, Der Spiegel-ი წერს, რომ გერმანული წარმოების Leopard 2 ტიპის 18 ტანკი უკრაინაშია. როგორც გერმანული გამოცემა იუწყება, ბოლო ტანკები გერმანიიდან უკრაინაში გასული კვირის ბოლოს გაიგზავნა. მათ უკვე გადაკვეთეს საზღვარი და უკრაინის ტერიტორიაზე განლაგდნენ.
დიდი ბრიტანეთის, გერმანიის და აშშ-ის მიერ გაგზავნილი მთავარი საბრძოლო ტანკები და სხვა ჯავშანმანქანები უკრაინაშია
უკრაინამ დიდი ბრიტანეთიდან Challenger-ის ტიპის მთავარი საბრძოლო ტანკები და სხვა პარტნიორებისგან ჯავშანმანქანები მიიღო. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა დააკონკრეტა, რომ უკრაინამ მიიღო Challenger-ის ტიპის მთავარი საბრძოლო ტანკები გაერთიანებული სამეფოდან, Stryker-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები და Cougar-ის ტიპის (ნაღმებისა და ჩასაფრებებისგან დამცავი) ჯავშანმანქანები შეერთებული შტატებიდან, ასევე, Marder-ს ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანები გერმანიიდან. „ერთი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ასეთი ძლიერი იქნებოდა; რომ მთელი ცივილიზებული სამყარო საბოლოოდ წინააღმდეგობას გაუწევდა სისხლიან აგრესორს, ტერორისტულ ქვეყანას რუსეთს. წელს ყველაფერი შეიცვალა. უკრაინამ შეცვალა მსოფლიო. უკრაინელი ხალხის გამძლეობამ და ჩვენი არმიის ოსტატობამ ყველა დაარწმუნა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს“, - წერს რეზნიკოვი Facebook-ზე.
ბორის პისტორიუსი: გერმანია უკრაინის წინაშე თავის ვალდებულებებს ასრულებს
გერმანია ასრულებს თავის ვალდებულებებს უკრაინაში იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით და ზოგჯერ მეტსაც აკეთებს. დაპირებული ტანკები, ასევე კომპლექტი საბრძოლო მასალებით და სათადარიგო ნაწილებით უკრაინაში ჩავიდა", - დაწერა გერმანიის თავდაცვის ფედერალურმა მინისტრმა ბორის პისტორიუსმა Twitter-ზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელი დამცველების ხელში ტექნიკის გადაცემა დროულად მოხდა. მისი თქმით, ამ ტანკებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ბრძოლის ველზე.
გერმანია უკრაინას დამატებით, 12 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას მიაწვდის
გერმანია უკრაინას დამატებით, 12 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას მიაწვდი. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გერმანიის პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტმა მწვანე შუქი აუნთო გაუთვალისწინებელ საბიუჯეტო ხარჯებს, რომლებიც თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა მოითხოვეს. დამატებითი დაფინანსება მოიცავს 3.2 მილიარდ ევროს, რომელიც უკრაინას 2023 წელს უნდა გადაეცეს და საკრედიტო ტრანშებს 2024-დან 2032 წლამდე პერიოდისთვის, რომლებიც ჯამში დაახლოებით, 8.8 მილიარდ ევროს შეადგენს.
გერმანიის ვიცე-კანცლერი უკრაინაში ჩავიდა
გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი დღეს დილით უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. გამოცემის ცნობით, ვიზიტი წინასწარ დაანონსებული არ ყოფილა. კიევის რკინიგზის სადგურზე ვიცე-კანცლერმა აღნიშნა, რომ მოგზაურობის მიზანია, უკრაინისთვის მკაფიო სიგნალის მიცემა, "რომ ჩვენ გვჯერა, ის იქნება გამარჯვებული, რომ იგი აღდგება", რომ ევროპის ინტერესშია არა მხოლოდ საჭიროების დროს მხარდაჭერა, არამედ რომ უკრაინა მომავალში ეკონომიკურად ძლიერი პარტნიორი იყოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
დღეს ვიხსენებთ 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სისხლიან დარბევას - გერმანიის საელჩო
გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა რუსთაველზე გვირგვინით შეამკო 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგო ყველას, ვინც თავისუფლებისადმი სწრაფვითა და სიმამაცით ქვეყანას დამოუკიდებლობისაკენ მიმავალი გზა გაუკვალა. შესაბამის ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს. დღეს ვიხსენებთ 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სისხლიან დარბევას.
გერმანია უკრაინას საბრძოლო მასალასა და სადაზვერვო თვითმფრინავებს აწვდის
გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას გადაეცა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს რვა სადაზვერვო თვითმფრინავს, კიდევ 23,520 ვაზნას 40 მმ-იანი საბრძოლო მასალისა და რვა მობილური ანტენის სისტემას. გერმანიამ ასევე მიაწოდა კიევს კიდევ რვა Zetros სატვირთო მანქანა ექსტრემალური გამავლობის პირობებისთვის, რითაც მთლიანი რაოდენობა 60-მდე გაიზარდა, ნათქვამია მოხსენებაში. კიევმა ასევე მიიღო ოთხი ჯავშანტექნიკა DACHS. 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 3 აპრილამდე გერმანიამ უკრაინას 2,7 მილიარდ ევროზე მეტი (2,9 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარება გაუწია.
გერმანიის ელჩი: ახლა არ არის შესაფერისი დრო რუსეთთან ახალი ეკონომიკური აქტივობის გასახსნელად
ჩვენი აზრით, ალბათ, ახლა არ არის შესაფერისი დრო რუსეთთან ახალი ეკონომიკური აქტივობის გასახსნელად - ამ სიტყვებით ეხმაურება გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის თაობაზე ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე ევროკავშირი ყველანაირად ცდილობს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა შეზღუდოს. „ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვები ვცდილობდით უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას. როგორ? რუსეთისთვის იმის ახსნით, რომ მათ ეს ძვირად დაუჯდებათ და ამას სანქციების საშუალებით ვაკეთებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვით. ასე რომ, ჩვენი აზრით, ალბათ, ახლა არ არის შესაფერისი დრო რუსეთთან ახალი ეკონომიკური აქტივობის გასახსნელად, რაიმე დამატებითის გასაკეთებლად, როდესაც მთელი ძალისხმევა მის შესაზღუდად არის მიმართული და რუსეთს ვუთხრათ, თუ გინდა ჩვენთან კარგი ურთიერთობა გქონდეს, შენს მეზობლებს არ უნდა დაესხა თავს. არ შეიძლება საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფა, არ შეიძლება საზღვრების ძალით შეცვლა. სანამ ამას აკეთებენ, ეკონომიკური აქტივობა შეზღუდული ექნებათ და ჩვენ მათთან ახალ საკითხებს არ განვიხილავთ“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.
არ გაუშვათ ხელიდან შანსი, ევროკავშირის გაფართოების შესაძლებლობა არის ახლა - გერმანიის ელჩი
ევროკავშირის გაფართოების შესაძლებლობა არის ახლა, არა ხვალ, არა გუშინ, არამედ ახლა... გთხოვთ, არ გაუშვათ ხელიდან ეს შანსი, ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა. „ვიზიტი ძალიან კარგი და წარმატებული იყო. მინისტრმა შეხვედრებზე ზუსტად ის თქვა, რაც საჯაროდ. მთავრობის წევრებთან, ოპოზიციის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ მოდის როგორც მეგობარი და იგრძნო, რომ როგორც მეგობრებმა, ისე მიიღეს. შეხვედრებისას მთავარი აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, უფრო კონკრეტულად კი გადაწყვეტილებაზე, რომელსაც 2023 წლის დეკემბერში მიიღებენ, იმის შესახებ მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. მან თქვა, რომ გერმანიას ეს სურს, ევროკავშირს ეს სურს. ჩვენ გვაქვს ამის ინტერესი. კარი ფართოდაა ღია საქართველოსთვის. შესაძლებლობა არის ახლა, არა ხვალ, არა გუშინ, არამედ ახლა. ამ დროიდან დეკემბრამდე საქართველომ ამ კარში უნდა გაიაროს. უკანა კარი არ არსებობს. გვერდითი კარი არ არსებობს.“- განაცხადა მან. ელჩის თქმით, საქართველომ ახლა 12 პუნქტის შესრულებაზე უნდა იმუშაოს და საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირს უფრო უნდა დაუახლოვდეს. „ჩვენ გვსურს ვიხილოთ უფრო მნიშვნელოვანი პროგრესი 12 პრიორიტეტში, კერძოდ, ახლა კანონში დეოლიგარქიზაციის შესახებ, მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ და ასევე დეპოლარიზაციის შესახებ. ევროკავშირში ახალი ქვეყნის გაწევრიანება ან მიღება ყოველთვის არის ბალანსი, ერთი მხრივ, ჩვენს წესებს შორის (ჩვენ გვაქვს წესები და გვაქვს სტანდარტები და ისინი დაფიქსირებულია), მეორე მხრივ კი ამას პრაგმატიზმი და გეოპოლიტიკური ინტერესი განსაზღვრავს. ჯერჯერობით, ევროკავშირის თითოეული გაფართოება წარმატებული იყო და ეს აღმოჩნდა დადებითი, როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ახალი წევრებისთვის სტაბილურობის, კეთილდღეობის, განვითარებისა და მშვიდობის დაცვის თვალსაზრისით. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო იყოს ისეთ სივრცეში, რომელიც არის ვაკუუმი და სადაც ძალები, რომლებიც არც ისე მეგობრულები არიან, ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოზე. ასე რომ, თუ ეს არის საქართველოს ინტერესი და მე მჯერა, რომ ეს ინტერესი არის ევროკავშირში გაწევრიანება, დეკემბერში ჩვენ წინ გვაქვს უზარმაზარი შესაძლებლობა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა და მან თქვა, გთხოვთ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. გთხოვთ, არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა. ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ. ჩვენ აქ ვართ, რათა დაგეხმაროთ ამ შანსის გამოყენებაში“, - განაცხადა გერმანიის ელჩმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
გერმანიას სურს, ჩინეთმა გამოიყენოს გავლენა რუსეთზე, რათა რუსეთის აგრესია უკრაინაში დასრულდეს - ბერბოკი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა პეკინს მოუწოდა, გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელი“ წერს. არ ვაპირებ ჩინეთისთვის რჩევის მიცემას - ბორელი რუსეთ-უკრაინის ომზე "გერმანიას სურს, ჩინეთმა გამოიყენოს გავლენა რუსეთზე, რათა დაასრულოს რუსეთის აგრესია უკრაინაში", - აცხადებს ბერბოკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
გერმანია რუსეთის ბირთვული სექტორის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარს უჭერს
გერმანიის მთავრობა ევროკავშირის მე-11 სანქციებში რუსეთის ბირთვული სექტორის შეტანას მხარს უჭერს, განაცხადა გერმანიის ეკონომიკურ საკითხებში და კლიმატის დაცვის ფედერალურმა მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა რობერტ ჰაბეკმა DPA-სთან ინტერვიუში. ბირთვული ტექნოლოგია ძალიან მგრძნობიარე სფეროა და აქ რუსეთი ვეღარ ჩაითვლება სანდო პარტნიორად, მიიჩნევს მინისტრი. მისივე განცხადებით, რუსეთის ფედერაცია იყენებს თავის ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას ზეწოლის განსახორციელებლად. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენჯერმე მოუწოდა ევროკავშირს, კომპანია „როსატომის“ წინააღმდეგ დააწესოს სანქციები. Plitico წერდა, რომ რუსეთის ბირთვული სექტორისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგი უნგრეთი და საფრანგეთი არიან. „უნგრეთი ამას არ უშვებს, რადგან მისი ატომური ელექტროსადგურები „როსატომს“ ეკუთვნის და ამბობენ, რომ ისინი ქვეყნის ელექტრომომარაგებისთვის საჭირო ენერგიის 50 პროცენტს აწარმოებენ“, - განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა დიპლომატმა. საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა მედიასთან განაცხადა, რომ „რუსულ საწვავს მრავალი ბირთვული ელექტროსადგური იყენებს“.
გერმანიამ უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა
გერმანიის მთავრობის ყოველკვირეული განახლების თანახმად, გერმანიამ უკრაინას გადასცა საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ი და მისთვის განკუთვნილი რაკეტები. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, ბერლინმა კიევს გადასცა 16 Zetros ტიპის სატვირთო და ორი საზღვრის დაცვის მანქანა. გერმანია უკრაინას ხსენებული ბატარეის მიწოდებას იანვარში დაჰპირდა. პატრიოტის სისტემა არის ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის იარაღი აშშ-ში. არსენალი, რომელსაც კიევი დიდი ხანია ითხოვს. Patriot-ის მიზანია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს უკრაინის ქალაქების და კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაცვა რეგულარული რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან. პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა 30 მარტს განაცხადა, რომ 65 უკრაინელმა ჯარისკაცმა გაიარა სწავლება ამ სისტემებზე.
მედია: გერმანიამ უკრაინას კიდევ ერთი IRIS-T ტიპის ანტისარაკეტო სისტემა მიაწოდა
გერმანიამ ოთხი დაპირებული IRIS-T საზენიტო-სარაკეტო სისტემებიდან უკრაინას მეორე გადასცა. ამის შესახებ გერმანული მედია წყაროზე დაყრდნობით წერს. დარჩენილი ორი სისტემა 2024 წლის დასაწყისში უნდა გაიგზავნოს, მაგრამ ისინი ჯერ არ არის გამოშვებული. იმავდროულად, კიევმა გერმანიას მეტი IRIS-T სისტემები სთხოვა. პირველი IRIS-T უკრაინას გასული წლის ოქტომბერში გადაეცა. მან რუსული თავდასხმებისგან კიევის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას რეგულარულ დაცვაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, რომელსაც Der Spiegel-ი ციტირებს, IRIS-T სისტემამ „ათასობით სიცოცხლე“ გადაარჩინა დედაქალაქზე რუსეთის დარტყმების დროს. 18 აპრილს გახდა ცნობილი, რომ გერმანიამ უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა.
გერმანია უკრაინაში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად, დამატებით, 112 მილიონ ევროს გამოყოფს
გერმანია დამატებით, 112 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინაში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახმარებლად. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა იოხენ ფლასბარტმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დახმარება იძულებით გადადგილებულთა საცხოვრებლითა და სხვა სერვისებით უზრუნველყოფას მოხმარდება. ფლასბარტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ოფიციალურ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მიიღო მკაფიო სურათი უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ. ის ირპინს, ბოროდიანკას ესტუმრა და კიევის მერს შეხვდა. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მდივანი იოხენ ფლასბარტი 18 აპრილს ორდღიანი ვიზიტით კიევში ჩავიდა.
ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში მის შესახებ „გავრცელებულ ყალბ ცნობებს“ ვიდეომიმართვას უძღვნის
გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში მის წინააღმდეგ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციაზე ვიდეომიმართვას ქართული ტიტრებით ავრცელებს. "მომილოცავს! "თვის ტროლის" ჯილდო ამჯერად აუცილებლად გადმოგეცემათ ქართველ "ტროლებს". მათ რუს "ტროლებსაც" კი აჯობეს. რატომ? მათ მე ჰერმან გიორინგის შესაძლო ნათესავად გამამწესეს. მსგავსი აზრი მხოლოდ მათ მოუვათ თავში, ვინც ჩემი ქალიშვილობის გვარის "გერინგის" რუსულ თარგმანს აიღებს. "გერინგი" და "გიორგინგი" კირილიცათი ერთნაირად იწერება. ლათინურ დამწერლობაში კი ამ ორ გვარს არაფერი აქვს საერთო. ისევე, როგორც, საბედნიეროდ არც მე მაკავშირებს რაიმე ნაცისტ პოლიტიკოსსა და ომის დამნაშავე - ჰერმან გიორინგთან. მეორე „ფეიკი“ კიდევ უფრო აბსურდული და უხერხული იყო. ნასვამი ქალი (ბრიტანულ) ქორწილში. სიამოვნებით წავიდოდი ქართულ ქორწილში, მაგრამ ჯერ არავის დავუპატიჟებივარ. ამ ქალბატონთანაც არაფერი მაქვს საერთო. ეს კლასიკური „დიფ ფეიკ" ვიდეო იყო. საინტერესო გარემოებაა, რომ ეს „ფეიკები“ ძირითადად მმართველი პარტიის მხარდამჭერების მიერ იქნა გაზიარებული. საფიქრებელია, რომ სავარაუდო დამკვეთიც აქ უნდა ვეძებოთ. ვფიქრობ, უმჯობესია ღია პოლიტიკური დისკუსიების გამართვა. შეთითხნილი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად.",- ამბობს ევროპარლამენტარი.
რა საკითხების განსახილველად გამართეს შეხვედრა გერმანიისა და საქართველოს შს მინისტრებმა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრს - ნენსი ფეზერს შეხვდა. შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა გერმანიის სამართალდამცავ უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას და გერმანულ მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში მუდმივი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე, ამ კუთხით პოლიციის ატაშეების როლზე. ვახტანგ გომელაურმა ქართველი პოლიციის ოფიცრების გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებში წარგზავნისთვის მზაობა გამოთქვა და განმარტა, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, მეორე მხრივ - უკანონო მიგრაციული ნაკადების კონტროლს. გერმანულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციას. აგრეთვე აღინიშნა, რომ გერმანიისა და საქართველოს შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობა ეფექტიანად ხორციელდება. ამასთანავე, დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და მიმდინარე რეფორმები, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევებზე საპასუხოდ განხორციელდა. „გერმანულმა მხარემ სურვილი გამოთქვა, შეიქმნას ორმხრივი სამუშაო ჯგუფები, რათა სხვადასხვა პროფესიის მქონე საქართველოს მოქალაქეებს დამატებით მიეცეთ გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა“, - იუწყება შსს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - ლევან იზორია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - თეიმურაზ კუპატაძე და საქართველოს პოლიციის ატაშე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - სერგო თურმანიძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გერმანული მხარის წარმომადგენლები: გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური რწმუნებული მიგრაციის საკითხებში - იოახიმ შტამპი, გერმანიის ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი - ბერნდ კრიოსერი, მართვის, დაგეგმვისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი - ბასტიან ფლაიგი, მიგრაციის, ინტეგრაციის, ლტოლვილებისა და ევროპული ჰარმონიზაციის დეპარტამენტის უფროსი - ულრიხ ვაინბრენერი და საერთაშორისო და ევროკავშირის საკითხების შტაბის უფროსი - მიხაელ ნიმაიერი. შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
გერმანიაში 102 წლის ასაკში გარდაიცვალა ყველაზე ასაკოვანი მსჯავრდებული, საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მცველი
გერმანიაში გარდაიცვალა ყველაზე ასაკოვანი მსჯავრდებული საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მცველი, 102 წლის იოზეფ შიუტცი. გასულ წელს მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 3500-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში მონაწილეობისთვის. თუმცა, შიუტცმა განაჩენი გაასაჩივრა და ციხეში არცერთი დღე არ გაუტარებია. სასამართლომ დაადგინა, რომ შიუტცი იყო ნაცისტური საქსენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკის მცველი 1942-1945 წლებში. ბანაკში იმყოფებოდა დაახლოებით 200 000 პოლიტიკური პატიმარი, ებრაელები, ბოშები. ათიათასობით პატიმარი დაიღუპა. შიუტცს ბრალი დასდეს პატიმრებისა დახვრეტასა და გაზით მოწამვლაში თანამონაწილეობაში. თავად შიუტცი ამ ბრალდებას უარჰყოფდა და აცხადებდა, რომ იმ დროს ის ფერმის თანამშრომელი იყო.
შესაძლოა, შეიქმნას ორმხრივი სამუშაო ჯგუფები, სადაც ქართველებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ - შსს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ოფიციალური ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ გომელაური გერმანიის ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრს, ნენსი ფეზერს შეხვდა. "შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე ამ კუთხით პოლიციის ატაშეების როლზე. გერმანულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციას. ამასთანავე, დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და მიმდინარე რეფორმები, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევებზე საპასუხოდ განხორციელდა. შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ სურვილი გამოთქვა, შეიქმნას ორმხრივი სამუშაო ჯგუფები, რათა სხვადასხვა პროფესიის მქონე საქართველოს მოქალაქეებს დამატებით მიეცეთ გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტს, ჰოლგერ მიუნხს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ნაყოფიერი თანამშრომლობა მიმოიხილეს და ბოლო პერიოდში განხორციელებული ერთობლივი ოპერაციები დადებითად შეაფასეს. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი დღეს დასრულდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინისთვის ზაფხულში „ლეოპარდ 1“-ის 80 ტანკის მიწოდება იგეგმება - გერმანიის თავდაცვის მინისტრი
ზაფხულში იგეგმება 80 ერთეული „ლეოპარდ 1“-ის ტიპის ტანკის მიწოდება, – ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა. „ტანკების მიწოდების შესახებ გამოაცხადეს ნიდერლანდებმა და დანიამ. „ლეოპარდ 1“-ის ძირითადი საბრძოლო ტანკების მიწოდება ახლა იწყება. ეს არის გერმანიასთან ერთად ქვეყნების ინიციატივის შედეგი. 80-მდე „ლეოპარდ 1“-ის მთავარი საბრძოლო ტანკის მიწოდება წლის შუა რიცხვებში დაიწყება“, - განაცხადა ბორის პისტორიუსმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
გერმანია იმპორტირებულ კრიტიკულ მინერალებზე დამოკიდებულების შესამცირებლად, 27 წლის წინ დახურულ მაღაროს ხელახლა გახსნის - მედია
გერმანიაში, Käfersteige-ის მაღარო, 27 წელია, უმოქმედოდ არის, მისი მდიდარი მინერალური საბადოები კი, მიტოვებული იყო. ახლა მაღაროს კარი ჩაკეტილია და გვირაბები წყალშია ჩაძირული. Financial Times-ის ცნობით, ახლა ეს კარიბჭეები ხელახლა გაიხსნება, რადგან გერმანია ცდილობს, იმპორტირებულ კრიტიკულ მინერალებზე დამოკიდებულება, მათი მეტი მოპოვებით შეამციროს. Käfersteige, რომელიც დაახლოებით 2 მილიონ ტონა ნედლ ფტორს შეიცავს, 2029 წლის შემდეგ წელიწადში 100 000 ტონა რესურსის წარმოება შეუძლია, რაც გერმანიის მოთხოვნის 40 პროცენტს და ევროკავშირის მოთხოვნის 13 პროცენტს დააკმაყოფილებს. „თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა, რევოლუცია მოვახდინოთ ტრანსპორტში, სხვა გზა არ გვაქვს“, - განაცხადა, Deutsche Flussspat-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც მაღაროს ხელახლა გააქტიურებას გეგმავს. ყველა ბატარეა Volkswagen ID.4-ში, (კომპანიის პირველი ელექტრო ჯიპი) დაახლოებით 10 კგ მინერალს მოითხოვს. გერმანიას ამჟამად მისი დიდი რაოდენობა მექსიკიდან შეაქვს. ეს არ არის ერთადერთი ახალი სამთო პროექტი გერმანიაში. Zinnwald Lithium ასევე გეგმავს ლითიუმის უზარმაზარი საბადოს მოპოვებას გერმანია-ჩეხეთის საზღვარზე საქსონიაში, ხოლო კარლსრუეს მახლობლად, გერმანიის სამხრეთ-დასავლეთში, Vulcan Energy Resources თერმული წყლისგან ლითიუმის წარმოებას ისახავს მიზნად. ინფორმაციისთვის, ფტორსპარი და ბარიტი მოიპოვებოდა Käfersteige-ში 1997 წლამდე. ევროპაში ფტორსპარის ყველაზე დიდი საბადო, ვარაუდობენ, რომ სწორედ Käfersteige-ს მხარეშია.
გერმანიის პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დეგელაცია საქართველოში ჩამოდის
გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია 2023 წლის 2-5 მაისს საქართველოს ეწვევა. დელეგაციაში იქნებიან კრისტიან პეტრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია, დელეგაციის ხელმძღვანელი), რალფ ბრინკჰაუსი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი), მიხაელ ზახერი (კავშირი 90/ მწვანეები), ომას ჰაკერი (თავისუფალ დემოკრატთა პარტია) და ჰარალდ ვაიელი (ალტერნატივა გერმანიისთვის). გერმანიის საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრ, ბატონ რატი ბრეგაძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ბატონ ლევან დავითაშვილთან, ასვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონ თეიმურაზ ჯანჯალიასთან. დელეგაცია შეხვდება ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს. პროგრამაში არის ასევე შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. „იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და 2022 წლის ივნისში მიიღო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, შეხვედრების თემები იქნება აუცილებელი რეფორმების გატარება, ურთიერთობების გაფართოება და თანამშრომლობა ევროკავშირთან და გერმანიასთან. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე საუბარი შეეხება ასევე, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთა შეთანხმებასა და რეგიონში ომით გამოწვეულ შედეგებს, ასევე გეოპოლიტიკურ საკითხებს“, - აცხადებენ გერმანიის საელჩოში.
უკრაინა Gepard-ის სისტემებისთვის საბრძოლო მასალის მიღებას აგვისტოში შეძლებს - შოლცი
უკრაინას შეუძლია, მიმდინარე წლის აგვისტოდან ელოდოს თვითმავალი საზენიტო იარაღის Gepard-ის საბრძოლო მასალის მიღებას. DW-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქალაქ ბენდორფში საჯარო დიალოგის დროს განაცხადა. მისი თქმით, წარმოება ახლა მზადდება, მაგრამ ამას გარკვეული დრო დასჭირდება. შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინა ვერ გამოიყენებს გერმანიის მიერ მიწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის. „ამ წესებს იცავენ სხვა დასავლური ქვეყნები, რომლებიც უკრაინას აწვდიან იარაღს რუსულ თავდასხმასთან გასამკლავებლად“, - განმარტა კანცლერმა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ყველა საჭირო დახმარებით რუსეთსა და NATO-ს შორის ომის თავიდან ასაცილებლად“. DW-ის ცნობით, უკრაინაში გადატანილი იარაღის სიაში, რომელიც რეგულარულად ახლდება გერმანიის მთავრობის ვებსაიტზე, შედის 34 Gepard სისტემა 6000 ტყვიამფრქვევით.
რა მიზნით ეწვია საქართველოს გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია
გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი, თომას ჰაკერი თბილისში იმყოფება და კოლეგებთან ერთად მართავს შეხვედრას. დელეგაცია თბილისში 2 მაისს ჩამოვიდა. ჰაკერი მედიასთან ამბობს, რომ თბილისში გამართულ შეხვედრებზე დღის წესრიგშია 12 რეკომენდაცია და ის, თუ რა პროგრესი მიიღწა ამ მიმართულებით. „გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციით ვართ ჩამოსული თბილისში. რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ 12 რეკომენდაციაზე და გვინდა, ვნახოთ, რა პროგრესს მიაღწიეს აქ, საქართველოში და გვინდა, დავეხმაროთ ყოველმხრივ, რომ ქვეყანა გახდეს ევროპული საზოგადოების წევრი. წელს, მოგვიანებით გადაწყვეტილება იქნება ბრიუსელისგან და ჩვენ აქ ვიმყოფებით, რომ ეს შევამოწმოთ. შეხვედრები გვაქვს პარლამენტისა და კომიტეტის თავმჯდომარეებთან, ასევე კოლეგებთან პარლამენტიდან“, – განაცხადა თომას ჰაკერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. გერმანელი პოლიტიკოსის თქმით, ასევე შეხვედრას გამართავენ იუსტიციის მინისტრთან და ამ შეხვედრაზე ნიკა გვარამიას საკითხზეც იქნება საუბარი. თომას ჰაკერი ამბობს, რომ არ მისცეს უფლება, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ტელეკომპანია„"მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია მოენახულებინა. როგორც მან ტელევიზიებისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, მიზეზად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები დასახელდა. „შევხვდებით იუსტიციის მინისტრს რეფორმებთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ მე არ მომცეს ნება, მომენახულებინა ციხეში ნიკა გვარამია და იუსტიციის მინისტრთან ამ საკითხზეც ვისაუბრებთ. ევროპარლამენტი და გერმანიის ბუნდესტაგი მის პატიმრობას უფრო პოლიტიკური მიზეზებით განპირობებულად განიხილავს, ვიდრე სხვა მიზეზების გამო და ეს მედიათავისუფლების ნაწილია, რომელიც ხელს უშლის საქართველოს პლურალისტური საზოგადოების, პლურალისტური სახელმწიფოსკენ გზაზე და მედიათავისუფლება ერთ-ერთი მთავარი საკითხია 12 რეკომენდაციიდან“, – განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრმა, თომას ჰაკერმა. გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია საქართველოში 2 მაისს ჩამოვიდა. დელეგაციაში არიან კრისტიან პეტრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია, დელეგაციის ხელმძღვანელი), რალფ ბრინკჰაუსი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი), მიხაელ ზახერი (კავშირი 90/ მწვანეები), ომას ჰაკერი (თავისუფალ დემოკრატთა პარტია) და ჰარალდ ვაიელი (ალტერნატივა გერმანიისთვის). გერმანიის საელჩოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრ, ბატონ რატი ბრეგაძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ბატონ ლევან დავითაშვილთან, ასვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონ თეიმურაზ ჯანჯალიასთან. დელეგაცია შეხვდება ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს. პროგრამაში არის ასევე შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. „იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და 2022 წლის ივნისში მიიღო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, შეხვედრების თემები იქნება აუცილებელი რეფორმების გატარება, ურთიერთობების გაფართოება და თანამშრომლობა ევროკავშირთან და გერმანიასთან. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე საუბარი შეეხება ასევე, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთა შეთანხმებასა და რეგიონში ომით გამოწვეულ შედეგებს, ასევე გეოპოლიტიკურ საკითხებს“, - აცხადებენ გერმანიის საელჩოში.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპის სამ ქვეყანაში ვიზიტით ჩადის
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი ოფიციალური ვიზიტით ევროპის სამ ქვეყანაში გაემგზავრება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ მინისტრი დღეს იწყებს ვიზიტს და მისი ტურნე მოიცავს გერმანიას, საფრანგეთსა და ნორვეგიას. „გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის მიწვევით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიკენ ჰუიტფელდტი, სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განი, 8-დან 12 მაისამდე ეწვევა გერმანიას, საფრანგეთსა და ნორვეგიას“, - განაცხადა სპიკერმა. ცინის ვიზიტი გერმანიაში, გასულ თვეში ბერბოკის პეკინში მოგზაურობის ფონზე დაიგეგმა, რის შემდეგაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მკვეთრად გააკრიტიკა ჩინეთი. ბერბოკი ამბობდა, რომ ჩინეთი ახორციელებს აგრესიულ საგარეო პოლიტიკას და მიმართავს რეპრესიულ ქმედებებს ქვეყნის შიგნით.
ბერლინმა 9 მაისს, რუსეთისა და საბჭოთა კავშირის დროშები აკრძალა
ბერლინში, 9 მაისს, რუსეთის, სსრკ-ს დროშებისა და ე.წ. გეორგიევსკის ლენტების ჩვენება აიკრძალა. BBC-ს ცნობით, გადაწყვეტილება ბერლინ-ბრანდენბურგის უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიღო. „ამჟამინდელ კონტექსტში, ეს შეიძლება განიმარტოს, როგორც ომის მიმართ სიმპათიის გამოხატულება“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. 9 მაისს, ბერლინში რუსები ან საბჭოთა მოქალაქეების შთამომავლები ტრადიციულად იკრიბებიან მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ საბჭოთა ძეგლებთან. ასე იყო გასულ წელსაც, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 9 მაისის წინა დღეს, მაინის ფრანკფურტში რუსეთიდან ემიგრანტების აქცია - „უკვდავი პოლკი" უკვე გაიმართა. მონაწილეებს ჰქონდათ როგორც საბჭოთა, ასევე, რუსეთის დროშები.
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის დელეგაცია საქართველოს ეწვევა
10 - 12 მაისს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დელეგაცია საქართველოს ეწვევა. გერმანიის საელჩოს ცნობით, დელეგაციაში იქნებიან კრისტიანე ლაიბახი (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრი), მონიკა ბეკი (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის შვილობილი კომპანიის DEG-ის დირექტორთა საბჭოს წევრი), ვერენა კიოტკერი (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის კორპორატიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსი), ვერონიკა გარსია დელ არკო (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი). დელეგაციის წევრები ასევე არიან სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად გააშუქებენ ამ ვიზიტს საქართველოში. „გერმანიის მთავრობის დავალებით გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოში 1993 წლიდან არის აქტიური და კარგი რეპუტაციით სარგებლობს. სტუმრობის მიზანია იმ პროექტების დათვალიერება, რომლებსაც საქართველოში გერმანიის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი ახორციელებს, ისევე როგორც ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები ქართველ პარტნიორებთან. ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ელჩთან ერთად დაგეგმილია შეხვედრები სსე - ში (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა), სადაც სტუმრები დაათვალიერებენ ენერგოქსელების ცენტრალურ სამართავ სისტემას და იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა ენერგოდამოუკიდებლობა, განახლებადი ენერგიები და ქართული ელექტრო სექტორის როლი ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში. გარდა ამისა, დელეგაცია შეხვდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) წარმომადგენლებს. საუბარი გაიმართება რეგიონში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე ბიომრავალფეროვნების კუთხით. პროგრამაში ჩანიშნულია შეხვედრა თბილისის მერის მოადგილესთან. საუბრის თემა იქნება ურბანული მობილობა. დელეგაცეების წევრები გაეცნობიან ქალაქის საგზაო საკომუნიკაციო ქსელის გეგმასა და საგზაო მიმოსვლის ამჟამინდელ მდგომარეობას. სტუმრები ასევე ეწვევიან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს“, - იუწყება გერმანიის საელჩო.
შოლცი: ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის ნაწილი
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია გაფართოება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის, ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ჩათვლით. ოლაფ შოლცის განცხადებით, „ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება დიდი ევროპის შესახებ და ეს ეხება უკრაინას, ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, მოლდოვასა და მომავალში – საქართველოს“. მისივე თანახმად, გეოპოლიტიკური ევროპა ასევე იზომება იმით, ასრულებს თუ არა დაპირებებს მისი უშუალო მეზობლების წინაშე. „დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვისა და მომავალში საქართველოს მოქალაქეებს ვუთხარით: თქვენ ჩვენ გეკუთვნით. ჩვენ გვინდა, რომ გახდეთ ჩვენი ევროკავშირის ნაწილი“, - აღნიშნა შოლცმა. ევროპის პოლიტიკის შესახებ საკვანძო სიტყვაში კანცლერი (SPD) კიდევ ერთხელ გამოვიდა ევროკავშირის რეფორმირების მოწოდებით. „თქვენ გჭირდებათ გეოპოლიტიკური, გაფართოებული, რეფორმირებული და მომავალზე ორიენტირებული ევროკავშირი“, - განაცხადა შოლცმა.
გერმანიის მიზანი უნდა იყოს, რომ რუსეთმა ვეღარასოდეს შეძლოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება - მიხაელ როთი
გერმანიის ბუნდესტაგში მიიჩნევენ, რომ ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე ძალიან მკაფიო სიგნალი უნდა გაიგზავნოს, თუ როგორი იქნება უკრაინის გზა უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიებისკენ, NATO-ში გაწევრიანების მიზნით, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა განაცხადა. რუსეთ-უკრაინის ომში აგრესორი პრეზიდენტი პუტინია - ბაიდენი "გერმანიის მიზანი უნდა იყოს, რომ რუსეთმა ვეღარასოდეს შეძლოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება", - განაცხადა როთმა. ცნობისთვის NATO-ს სამიტი 11-12 ივლისს, ვილნიუსში გაიმართება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
გერმანია უკრაინას, ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე დიდ სამხედრო დახმარებას გადასცემს
გერმანია უკრაინას, ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე დიდ სამხედრო დახმარებას გადასცემს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს. გერმანიის მიზანი უნდა იყოს, რომ რუსეთმა ვეღარასოდეს შეძლოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება - მიხაელ როთი როგორც ცობილია, პაკეტის ღირებულება, დაახლოებით, 2,7 მილიარდი ევროა. სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს 20 „მარდერის“ ტიპის ჯავშანტრანსპორტს, ასევე „ლეოპარდ 1“-ის ტიპის 30 ტანკს და უკრაინისთვის საჭირო სხვა სამხედრო ტექნიკას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაშია
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა, სადაც გერმანელ ოფიციალურ პირებთან გამართავს შეხვედრებს. ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია გერმანიაში მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. მისი ვიზიტის დროს გერმანიის ხელისუფლება გამოაცხადებს ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ, რომლის ღირებულებაც 2, 7 მილიარდ ევროს შეადგენს. ზელენსკის კარლოს დიდის პრემიას გადასცემენ. კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემია ევროპის გაერთიანებაში შეტანილი წვლილისთვის, პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს 1950 წლიდან გადაეცემათ.
გერმანიაში ზელენსკის ვიზიტის დროს, უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული - უკრაინული მედია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში ვიზიტი დაიწყო. ზელენსკი ბერლინში ფედერალურ პრეზიდენტთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. იუწყება Ukrinform-ი. უკრაინის ლიდერი ბერლინში რომიდან ჩავიდა. ეს არის ზელენსკის პირველი ვიზიტი გერმანიაში მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. გერმანული Bild-ის ცნობით, ზელენსკი აეროპორტიდან ვერტმფრენით გაფრინდა თავდაცვის მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციაში.
გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გერმანიას სამხედრო, ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ასეთი მხარდაჭერა გაგრძელდება ვიდრე ეს კიევს დასჭირდება. ზელენსკის განცხადებით, მან გერმანელ კოლეგასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან განიხილა არსებული ვითარება და გერმანიასა და უკრაინას შორის ინტენსიური თანამშრომლობა განიხილა. „გერმანია გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება”, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინა იმედოვნებს, რომ გერმანია მხარს დაუჭერს „მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციას" - ზელენსკი
უკრაინა მუშაობს „მოიერიშეების კოალიციის“ შექმნაზე და ამ საკითხში გერმანიის მხარდაჭერის იმედი აქვს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზელენსკის თქმით, ევროპაში მისი ვიზიტების მიზანი ნაწილობრივ სწორედ ეს არის. „ამჟამად ვმუშაობთ მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციის შექმნაზე და ჩემი ვიზიტები ევროპის დედაქალაქებში ნაწილობრივ ამისკენ არის მიმართული. ვფიქრობ, წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა მან.
გერმანიამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიდევ 34 პიკაპი გადასცა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინელ სამხედროებს ბოლო სამი კვირის განმავლობაში კიდევ 34 პიკაპი გადასცა, - RBC-Ukraine-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის საელჩო Twitter-ზე წერს. „მობილურობა მნიშვნელოვანი ფაქტორია უკრაინის თავდაცვისუნარიანობისა და სტაბილურობისთვის. უკრაინის უსაფრთხოების ძალების გასაძლიერებლად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასული სამი კვირის განმავლობაში კიდევ 34 პიკაპი გამოყო", - აცხადებენ საელჩოში. 14 მაისს, გერმანიამ უკრაინისთვის 2,7 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
გერმანული HENSOLDT-ი კიევს კიდევ ექვს საჰაერო თავდაცვის რადარს მიაწვდის
გერმანული HENSOLDT-ი კიევს საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, კიდევ ექვს TRML-4D მაღალი ხარისხის რადარს მიაწვდის. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურში იტყობინება. 100 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების შეკვეთის ფარგლებში, რადარები უკრაინას მიეწოდება წლის მეორე ნახევარში, მანამდე კი, უკრაინელი ოპერატორებს მოამზადებენ. მწარმოებელს უკრაინისთვის ასეთი ტიპის რამდენიმე რადარი უკვე მიწოდებული აქვს.
დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრები: უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული
დიდ ბრიტანეთს და გერმანიას არ შეუძლიათ უკრაინაში F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გაგზავნა, რადგან ასეთი თვითმფრინავების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, აშშ-ზეა დამოკიდებული. ამის შესახებ გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებმა ბორის პისტორიუსმა და ბენ უოლესმა ბერლინში, მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ორივე მხარემ აღნიშნა, რომ გამანადგურებლების სამართავად წვრთნების ჩატარებაში წვლილის შესატანად მზად არიან. მისი თქმით, ამჟამად საუბარია არა თვითმფრინავების მიწოდებაზე, არამედ, „პლატფორმის შექმნაზე“. „გერმანია... არ თამაშობს აქტიურ როლს ასეთ ალიანსში, ასეთ კოალიციაში, რადგან ჩვენ არ გვაქვს არც სასწავლო შესაძლებლობები, არც თვითმფრინავები... ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ბერლინში გადაწყდება, თეთრ სახლში წყდება“. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.
გერმანიამ უკრაინას საჰაერო სათვალთვალო რადარი, განაღმვის სისტემები, სადაზვერვო თვითმფრინავები და დრონების საწინააღმდეგო სისტემები გადასცა
გერმანიის მთავრობამ განაახლა უკრაინის სამხედრო დახმარების სია, რომლის მიხედვითაც, ქვეყანას TRML-4D ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი გადაეცა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. TRML-4D ტიპის რადარს შეუძლია, აღმოაჩინოს და თვალყური ადევნოს სხვადასხვა ტიპის საჰაერო სამიზნეებს 250კმ-მდე რადიუსში. ასევე კონცენტრირებას ახდენს მცირე, სწრაფ და დაბლა მფრინავ ფრთოსან რაკეტებზე. რადარის გარდა, გერმანიამ უკრაინას განაღმვის სისტემები, Vector-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავები და დრონების საწინააღმდეგო სისტემები გადასცა. განახლებულ სია სასაზღვრო და სატვირთო მანქანებსაც მოიცავს. გერმანია უკრაინას, ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე დიდ სამხედრო დახმარებას გადასცემს
გერმანიის საელჩო: ვუსურვებთ საქართველოს თავისუფლებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ევროკავშირთან ერთად
გერმანიის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. დიპლომატიური წარმომადგენლობა ტექსტს შესაბამის ფოტოს ურთავს. „გერმანიის საელჩო გულითადად ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებთ საქართველოს თავისუფლებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ევროკავშირთან ერთად! შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა. რუსეთისგან დამოუკიდებელმა საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს აღიდგინა.
უკრაინამ გერმანიას Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება სთხოვა - მედია
უკრაინამ გერმანიას Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება სთხოვა. გამოცემა Spiegel-ის ცნობით, ასეთი მოთხოვნა ბერლინმა რამდენიმე დღის წინ მიიღო. გერმანული მედიის ცნობით, უკრაინისთვის გერმანული რაკეტების მიწოდების საკითხზე მაისში კანცლერმა ოლაფ შოლცმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრეს. ბახმუტი და მარინკა კვლავ საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება - უკრაინა უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.
უკრაინამ გერმანულ კომპანიას 300 სადაზვერვო თვითმფრინავი შეუკვეთა
გერმანია უკრაინას 300 „ვექტორის“ ტიპის თვითმფრინავს მიაწვდის. გერმანიის Quantum-Systems-მა უკრაინის თავდაცვის სამინისტროსგან 300 დამატებითი Vector-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავის შეკვეთა მიიღო. თვითმფრინავები უკრაინას მიეწოდება გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ასეთი თვითმფრინავების ეს უკვე მესამე შეკვეთაა.
დრონების გერმანელმა მწარმოებელმა უკრაინაში ოფისი გახსნა
სადაზვერვო დრონების გერმანმა მწარმოებელმა, Quantum Systems-მა უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან ხელშეკრულების შესანარჩუნებლად და ტექნიკური და ლოგისტიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, უკრაინაში ცენტრი გახნსა. ამის შესახებ კომპანიამ განაცხადა. ცენტრი ხელს შეუწყობს უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორების მომზადებას, სათადარიგო ნაწილების შესყიდვასა და სარემონტო მომსახურებას. მაისის ბოლოს, უკრაინამ კომპანიას Vector-ის ტიპის 300 სადაზვერვო თვითმფრინავი შეუკვეთა.
სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან თანამშრომლობის კოორდინატორი, რობინ ვაგენერი საქართველოს ეწვია
სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინატორი, რობინ ვაგენერი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვია. გერმანიის საელჩოს ცნობით, ვაგენერი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილს, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს, ასევე სხვა დეპუტატებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. „საქართველოში მივემგზავრები, რათა მკაფიო გავხადო, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ვისაუბრებ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, ეს პერსპექტივა რეალობად იქცეს. ამასთან, ნათელია, რომ ევროკავშირისაკენ მიმავალი გზა მარტივი არ არის. ჩვენ დავინახეთ, რომ აუცილებელი რეფორმების გატარება არ არის ადვილი და ხანდახან წინააღმდეგობებს აწყდება. ვაღიარებ იმ ნაბიჯებს, რომლებიც მთავრობამ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად გადადგა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამის შესახებ ვისაუბრებ მთავრობის, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა საქართველოში ჩამოსვლამდე ვაგნერმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. საქართველო ახლა 12 რეკომენდაციის შესრულების ეტაპზეა, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
გერმანიაში პრორუსი აქტივისტი, უკრაინის წინააღმდეგ ომის საჯაროდ მხარდაჭერისთვის დააჯარიმეს
გერმანიის სასამართლომ პრორუს აქტივისტს 900 ევროს (966 დოლარი) ოდენობით ჯარიმა დააკისრა უკრაინის წინააღმდეგ „რუსეთის აგრესიული ომის“ საჯაროდ მხარდაჭერისთვის. Anadolu-ს ცნობით, ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. 48 წლის ელენა კოლბასნიკოვამ მედიას განუცხადა, რომ „რუსეთი არ არის აგრესორი“ და ასევე ამტკიცებდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ნაცისტების მიერ იყო კონტროლირებადი“. ის ამტკიცებდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებს „ალტერნატივა“ არ აქვს. ქალაქ კელნის რაიონულმა სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ მან დაარღვია კანონები, რადგან საჯარო განცხადებებში სამხედრო აგრესიის გამართლება გერმანიის კანონმდებლობით დანაშაულს წარმოადგენს. კოლბასნიკოვამ, რომელიც საკუთარ თავს „მშვიდობის აქტივისტს" უწოდებს, უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ მისი ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
გერმანია ინდოეთისთვის წყალქვეშა ნავების აშენების თაობაზე 5,2 მილიარდიან შეთანხმებას გააფორმებს - Bloomberg
გერმანული Thyssenkrupp AG (TKAG.DE) სავარაუდოდ გამოაცხადებს ინდოეთის საზღვაო ძალებისთვის ექვსი წყალქვეშა ნავის მიწოდების პროექტის შესახებ, განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ნიუ დელიში ვიზიტისას. მანამდე, პისტორიუსი შეხვდა თავის კოლეგას რაჯნათ სინგს, იმ დროს, როდესაც სამხრეთ აზიის ქვეყანა ცდილობს, გააძლიეროს შიდა თავდაცვის წარმოება, რადგან მიზნად ისახავს, წინააღმდეგობა გაუწიოს ჩინეთის მზარდ ყოფნას ინდოეთის ოკეანეში. Thyssenkrupp AG-ის საზღვაო ფილიალი და ინდოეთის Mazagon Dock Shipbuilders Limited-ი, სავარაუდოდ, ერთობლივად განაცხადებენ 5,2 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტის შესახებ, რომლის მიზანიც ინდოეთის საზღვაო ფლოტისთვის ექვსი წყალქვეშა ნავის აშენებაა. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ოთხშაბათს ეწვევა ობიექტს მუმბაიში, სადაც Thyssenkrupp AG-თან გარიგება სავარაუდოდ გაფორმდება, აცხადებენ წყაროები. ჩვენ ვისაუბრეთ სამხედრო შესყიდვებში კონკრეტულ თანამშრომლობაზე. ეს შეიძლება იყოს ექვსი წყალქვეშა ნავი TKMS-დან (Thyssenkrupp Marine Arm)“ - განუცხადა პისტორიუსმა მედიას. ინდოეთსა და გერმანიას 2000 წლიდან აქვთ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ძლიერდება 2011 წლიდან მთავრობათაშორისი კონსულტაციებით, მთავრობათა ხელმძღვანელების დონეზე. მედია წერს, რომ რუსეთის გახანგრძლივებული ომი უკრაინაში, უბიძგებს ნიუ დელის, მოსკოვს მიღმა გააფართოოს სამხედრო ტექნიკის წყაროების მთავარი მიმწოდებელი. უფრო ადრე, გერმანიამ მოუწოდა ევროპელ ლიდერებს, მიეწოდებინათ ნიუ დელისთვის თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობა, რაც საშუალებას მისცემს ინდოეთს, თანდათან უარი თქვას რუსეთზე დამოკიდებულებაზე თავდაცვის სექტორში. Bloomberg-ი აპრილში წერდა, რომ ინდოეთმა რუსული იარაღის შესყიდვები აშშ-ის სანქციების შიშის გამო შეაჩერა. ინდოელი სამხედროების თქმით, რუსეთმა ვერ მიაწოდა იარაღი ნიუ დელის, რომლის მიწოდებაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული შეფერხების მიზეზი უკრაინაში რუსეთის შეჭრა იყო, რამაც დიდი რაოდენობით ტანკები, ვერტმფრენები, თვითმფრინავები და სხვა აღჭურვილობა გაანადგურა. Reuters-ი წერდა, რომ რუსეთს ინდოეთისთვის უნდა მიეწოდებინა ორი S-400 Triumf-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა.
ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ოლაფ შოლცთან პირისპირ შეხვედრას ბერლინში გამართავს.
ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან დღეს ბერლინში პირისპირ შეხვედრას გამართავს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გერმანიის ფედერალურ კანცლერ, ოლაფ შოლცთან პირისპირ შეხვედრას ბერლინში დღეს გამართავს. პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გუშინ გაემგზავრა. ვილი ბრანდტის სახელობის ბერლინ-ბრანდენბურგის სამხედრო აეროპორტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
გერმანიამ კიევს, F-16-ებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნისთვის შესაძლოა, აეროდრომების გამოყენება შესთავაზოს
გერმანიას შეუძლია, უზრუნველყოს თავისი აეროდრომები უკრაინელი მფრინავების მომზადებისთვის. ამის შესახებ ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, Bild-თან ინტერვიუში აცხადებს. „ჩვენ შეგვიძლია, გერმანიის აეროდრომები ხელმისაწვდომი გავხადოთ ჰაბის სახით, ან შევთავაზოთ საბაზისო ტრენინგი იმ პილოტებისთვის, რომლებიც აქამდე მხოლოდ MiG-ით დაფრინავდნენ. F-16-ებზე წვრთნა უნდა ჩატარდეს იმ ქვეყნების მიერ, რომლებიც ასევე დაფრინავენ ამ თვითმფრინავით“, - განაცხადა სტრეკ-ციმერმანმა. გასული კვირის განმავლობაში გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია, მათ შორის რვა Bandvagn 206-ის ტიპის ყველგანმავალი მანქანა გადასცა.
ცნობილია, რაზე ისაუბრეს, ოლაფ შოლცმა და ირაკლი ღარიბაშვილმა
ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და ქვეყნებს შორის არსებული კარგი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებაზე ვისაუბრეთ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან. საუბარი შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძალიან კარგი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებას. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. მიგვაჩნია, რომ ეს ურთიერთობა განმტკიცდება იმ მნიშვნელოვანი პროგრესის გამო, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს ბერლინში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო. პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. "შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა საქართველოსთვის წევრი ქვეყნების როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპისთვის.მთავრობის მეთაურის თქმით, ფედერალური კანცლერი საქართველოს ევროინტეგრაციას ყოველთვის ღიად უჭერს მხარს, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ოლაფ შოლცმა დაადასტურა უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - ფიშერი
ოლაფ შოლცმა დაადასტურა უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. საჭიროა რეფორმებთან დაკავშირებული სწრაფი და გადამწყვეტი ნაბიჯები მომდევნო კვირებში, - ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის გამართულ შეხვედრას. „მან დაადასტურა გერმანიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - წერს ელჩი „ტვიტერზე“. შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა გუშინ გაიმართა.
გერმანიამ რუსეთი მშვიდობისა და უსაფრთხოების ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელა
გერმანიის მთავრობამ ყოვლისმომცველი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, 76-გვერდიანი დოკუმენტი პირველად წარადგინა. ბერლინმა მომავლის პროგნოზებში, რუსეთი უსაფრთხოების ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელა. Associated Press-ის თანახმად, დოკუმენტი ჩინეთის მიმართ დაბალანსებული მიდგომით გამოირჩევა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ახალმა სტრატეგიამ, რომელიც მისმა სამპარტიულმა სამთავრობო კოალიციამ შეადგინა, დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ. AP-ის თანახმად, უკრაინის ომმა გაამძაფრა გერმანიაში შეშფოთება საკუთარი შეიარაღებული ძალების მზადყოფნის შესახებ, რის გამოც შოლცმა სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებით, „გარდამტეხი ეტაპი“ გამოაცხადა. ასევე გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ რეაგირებს გერმანია ჰიბრიდულ საფრთხეებზე დეზინფორმაციის, კიბერთავდასხმების ჩათვლით, და ასევე, დიდი ძალების მხრიდან ეკონომიკურ ზეწოლაზე, მაგალითად, როგორიცაა, ჩინეთი. დღევანდელი რუსეთი, უახლოეს მომავალში, ყველაზე დიდი საფრთხეა ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ვცხოვრობთ მზარდი მრავალპოლარულობის ეპოქაში, როდესაც ზოგიერთი ქვეყანა „ცდილობს, შეცვალოს არსებული საერთაშორისო წესრიგი სისტემატური მეტოქეობის შესახებ მათი შეხედულებისამებრ“, - ნათქვამია დოკუმენტში. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ იგი ჩინეთს განიხილავს, როგორც „პარტნიორს, კონკურენტს და სისტემურ კონკურენტს“ და აღნიშნა, რომ ბერლინმა დაინახა, რომ „მეტოქეობისა და კონკურენციის ელემენტები გაიზარდა ბოლო წლებში; ამავდროულად ჩინეთი რჩება პარტნიორად, რომლის გარეშეც ბევრი ყველაზე აქტუალური გლობალური გამოწვევის გადაწყვეტა შეუძლებელია“. გერმანიის მთავრობა ჩინეთთან დაკავშირებით კონკრეტულ სტრატეგიას ადგენს. მთავრობამ განაცხადა, რომ ასევე შეიმუშავებს სტრატეგიას და მისი დაზვერვის სამსახურების ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებით გაზრდის გერმანიის შესაძლებლობას, დაუპირისპირდეს ჰიბრიდულ საფრთხეებს.
რა წერია საქართველოს ევროინტეგრაციაზე გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში
„ჩვენს მიზნად რჩება ევროპა, რომელიც მშვიდობა და თავისუფლება აერთიანებს. გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას უკრაინისთვის, მოლდოვის რესპუბლიკისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, ასევე, პერსპექტივაში საქართველოსთვის", - ნათქვამია გერმანიის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირს გაფართოებისთვის და მისი მოქმედების შესაძლებლობის უწყვეტად უზრუნველსაყოფად, რეფორმები ევროკავშირის შიგნით აუცილებელია. გერმანიის მთავრობამ ყოვლისმომცველი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, 76-გვერდიანი დოკუმენტი პირველად წარადგინა. ბერლინმა მომავლის პროგნოზებში, რუსეთი უსაფრთხოების ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელა. Associated Press-ის თანახმად, დოკუმენტი ჩინეთის მიმართ დაბალანსებული მიდგომით გამოირჩევა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ახალმა სტრატეგიამ, რომელიც მისმა სამპარტიულმა სამთავრობო კოალიციამ შეადგინა, დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ.
გერმანიის განაცხადი საფრანგეთის უპრეცედენტო ნაბიჯის შემდეგ: NATO-მ უკრაინას გაწევრიანების გზაზე შესაძლოა, გარკვეული დაბრკოლებები მოუხსნას
NATO-ს მოკავშირეები შესაძლოა, მზად იყვნენ უკრაინის სამხედრო ალიანსისკენ მიმავალი გზიდან გარკვეული დაბრკოლებების მოსახსნელად, განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა პარასკევს, ვილნიუსისს სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე, რომელიც მიზნად ისახავს გადალახოს უთანხმოება კიევის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მას ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ აშშ ღიაა, ნება დართოს კიევს, უარი განაცხადოს NATO-ს წევრობის კანდიდატის მოსაპოვებლად საჭირო ოფიციალურ პროცესზე, რომლებიც წარსულში სხვა ქვეყნებისთვის სავალდებულო იყო. „მზარდი ნიშნებია იმისა, რომ ყველა შეძლებს ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას. მე ვიქნები ღია ამისთვის“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. თავის მხრივ, გამოცემა Axios-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მხარს უჭერს NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადებას, რომ უკრაინას არ სჭირდება „წევრობის სამოქმედო გეგმა“ (MAP) ალიანსში გასაწევრიანებლად და ის ომის შემდეგ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზის შემსუბუქების გეგმას ემხრობა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადებას, რომ უკრაინას არ სჭირდება „წევრობის სამოქმედო გეგმის“ (MAP) განხორციელება ალიანსში გასაწევრიანებლად. ამის შესახებ Axios-ი ჯო ბაიდენსა და იენს სტოლტენბერგს შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. წყაროების ცნობით, სამშაბათს თეთრ სახლში, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე, სტოლტენბერგმა წამოაყენა წინადადება, რომ უკრაინამ გაწევრიანების გზაზე პროგრესს მიაღწია და არ დასჭირდება მაპ-ის პროცესის ეტაპობრივად დასრულება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის სხვა წევრებმა გაწევრიანებამდე გაიარეს. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ბაიდენი ეძებს საკითხის კომპრომისულ გადაწყვეტას, რომელსაც NATO-ს ყველა მოკავშირე დაეთანხმება. ჯერჯერობით უცნობია, დააკმაყოფილებს თუ არა ეს ფორმულირება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და NATO-ს წევრებს. შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აგრძელებს NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერას და დასძინა, რომ თითოეულ ქვეყანას საკუთარი გზა აქვს ალიანსში გაწევრიანებისკენ. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 15 მაისს მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც პარიზი NATO-ში გაწევრიანებისკენ უკრაინის სვლას მხარს უჭერს. მანამდე, უკრაინული მხარის ცნობით, ზელენსკისა და მაკრონის შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. უპრეცედენტო ფორმულირება - საფრანგეთმა NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად, დეკლარაციას მოაწერა ხელი დეკლარაციაში წერია, რომ NATO-ს ფარგლებში საფრანგეთი აგრძელებს ფოკუსირებას უკრაინის პირდაპირ მხარდაჭერაზე - საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინა-NATO-ს კომისიას, როგორც შემდგომი გაძლიერებისა და გაფართოებისთვის პლატფორმას, რომ უკრაინამ ბუქარესტის დეკლარაციის შესაბამისად წაიწიოს წინ, ევროატლანტიკური ოჯახისკენ. იმ ფონზე, რომ უკრაინა NATO-ში გაწევრიანების საგზაო რუკას ითხოვს, 15 მაისს მიღებული დეკლარაცია განსაზღვრავს უკრაინის გზას სრულუფლებიანი წევრობისკენ, მაგრამ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ეტაპით, რომლითაც კიევი ახლა არ არის კმაყოფილი. როგორც ცალკე პუნქტი, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ „უკრაინა და საფრანგეთი მოუთმენლად ელიან ამ საკითხების მოგვარებას NATO-ს სამიტზე, ვილნიუსში, 2023 წლის ივლისში“. დოკუმენტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ და აღნიშნა, რომ „დეკლარაციის დამტკიცება მსგავსი ფორმულირებით ადრე უბრალოდ, შეუძლებელი იყო“. „საფრანგეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ევროატლანტიკურ ოჯახამდე მისასვლელად, მათ შორის უსაფრთხოების საერთო ინტერესების ხელშესაწყობად". საფრანგეთი და უკრაინა მოუთმენლად ელიან ამ საკითხების მოგვარებას NATO-ს სამიტზე ვილნიუსში 2023 წლის ივლისში. საფრანგეთთან დამტკიცებულმა ერთობლივმა დეკლარაციამ საშუალება მისცა უკრაინას, გააძლიეროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხმა ევროატლანტიკური მიმართულებით. საფრანგეთთან ასეთი დეკლარაციის მიღების ფაქტი და თან მსგავსი ფორმულირებით, ადრე უბრალოდ შეუძლებელი იყო დღეს კი საფრანგეთი გახდა მე-18 სახელმწიფო, რომელთანაც ერთობლივი განცხადებები გვაქვს NATO-ში გაწევრიანების შესახებ“, - ამბობს ჟოვკვა. კიევი ამ ნაბიჯს მნიშვნელოვნად თვლის იქედან გამომდინარე, რომ საფრანგეთი ევროკავშირის და NATO-ს დამფუძნებელი სახელმწიფო, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ავტორიტეტი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა და უდიდესი სამხედრო ძალაა ევროკავშირში. ევროპის დედაქალაქებში მოგზაურობის ფარგლებში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსგავსი ფორმულირებით დეკლარაციები მიიღო იტალიისა და გერმანიის ლიდერებთანაც. უკრაინის პრეზიდენტი იტალიაში, გერმანისა და საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ, 15 მაისს ჩავიდა ლონდონში. რას ელის კიევი ვილნიუსის სამიტისგან უკრაინა NATO-ში გაწევრიანების საგზაო რუკას ითხოვს. 28 აპრილის ინტერვიუს დროს, მიხაილო პოდოლიაკი, ვილნიუსის სამიტში მონაწილეობის ერთადერთ პირობას ასახელებდა. „ვილნიუსის სამიტში უკრაინის ინტენსიური მონაწილეობის ერთადერთი პირობაა NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული ლოგისტიკური ზუსტი გეგმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის... ჩვენ გვინდა, მივიღოთ კალენდარული გეგმა, თუ როდის ვიქნებით ალიანსში - რამდენი დრო დაგვჭირდება გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურების, ან გაწევრიანების ლოგისტიკური გეგმის გასავლელად“, - ამბობდა პოდოლიაკი. მისივე თქმით, ყველას ესმის, რომ მიღების პროცედურები ომის დროს ვერ წარიმართება, მაგრამ როგორც კი ომი უკრაინის პირობებით დასრულდება, უკრაინა ძალიან მოკლე დროში უნდა გაწევრიანდეს NATO-ში. „მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი ნათლად არის გაწერილი ალიანსში გაწევრიანების ბიუროკრატიულ პროცედურასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პოდოლიაკმა. ის მიიჩნევს, რომ საგზაო რუკა უკრაინის გაწევრიანების პროცედურასთან დაკავშირებით, ზუსტად ვილნიუსში უნდა ჩამოყალიბდეს. 20 აპრილს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ვილნიუსში სამიტისგან პოლიტიკურ მიწვევას ელოდება. ეს პირადად განუცხადა ზელენსკიმ NATO-ს გენდმივანს, რომელიც კიევში პირველად ჩავიდა ომის დაწყების შემდეგ და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. სტოლტენბერგის თქმით, ყველა მოკავშირე თანხმდება უკრაინის გაწევრიანებაზე, მაგრამ ახლა NATO-ს მთავარ ფოკუსშია უკრაინის გამარჯვება. უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარი იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ. 28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. NATO-ს მიერ სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო -2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა.
გერმანია უკრაინას Patriot-ის ტიპის სისტემებისთვის კიდევ 64 მართვად რაკეტას „დაუყოვნებლივ“ გაუგზავნის
გერმანია უკრაინას დაუყოვნებლივ გადასცემს კიდევ 64 მართვად რაკეტას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა, NATO-ს შეხვედრის მეორე დღეს ბრიუსელში განაცხადა. „ეს არის „უაღრესად მნიშვნელოვანი ნიშანი უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული ძალისხმევის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით ახლა, ომის ამ კონკრეტულ ფაზაში", - განაცხადა პისტორიუსმა.
საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდაჭერა გერმანიამ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ასახა
საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდამჭერი ჩანაწერი გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში გაჩნდა. გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას უკრაინისთვის, მოლდოვის რესპუბლიკისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, ასევე, პერსპექტივაში საქართველოსთვის. დოკუმენტის თანახმად, საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) განსავითარებლად, ევროკავშირი და მისი ფართო სპექტრის ინსტრუმენტები ცენტრალურ როლს თამაშობენ. ეს მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას ყველა იმ ევროპული ქვეყნისთვის, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულნი არიან. „ჩვენს მიზნად რჩება ევროპა, რომელსაც მშვიდობა და თავისუფლება აერთიანებს. გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას უკრაინისთვის, მოლდოვის რესპუბლიკისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, ასევე, პერსპექტივაში საქართველოსთვის", - ნათქვამია გერმანიის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირს გაფართოებისთვის და მისი მოქმედების შესაძლებლობის უწყვეტად უზრუნველსაყოფად, რეფორმები ევროკავშირის ფარგლებში აუცილებელია. დოკუმენტის თანახმად, კავშირს უნდა შეეძლოს თავისი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვა. ამ მიზნით კი, კიდევ უფრო უნდა განვითარდეს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა (CFSP) ევროპელ პარტნიორებთან და მტკიცედ განხორციელდეს „სტრატეგიული კომპასის“ პროექტები (სამოქმედო გეგმა 2030 წლისთვის ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის გასაძლიერებლად რედ.). „ჩვენს მიზნად რჩება მშვიდობითა და თავისუფლებით გაერთიანებული ევროპა ყველა ევროპული ქვეყნისთვის, ვინც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს“, - წერია დოკუმენტში. გერმანიის მთავრობამ ყოვლისმომცველი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, 76-გვერდიანი დოკუმენტი პირველად წარადგინა. ბერლინმა მომავლის პროგნოზებში, რუსეთი უსაფრთხოების ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელა. Associated Press-ის თანახმად, დოკუმენტი ჩინეთის მიმართ დაბალანსებული მიდგომით გამოირჩევა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ახალმა სტრატეგიამ, რომელიც მისმა სამპარტიულმა სამთავრობო კოალიციამ შეადგინა, დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ. შეგახსენებთ, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. საქართველო ახლა 12 რეკომენდაციის შესრულების ეტაპზეა, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი საქართველოს ეწვევა
გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, სვენ გიგოლდი 19-დან 22 ივნისამდე საქართველოს ეწვევა და ეკონომიკისა და ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ Europetime-ს გერმანიის საელჩოდან აცნობეს. სახელმწიფო მდივანს თან ახლავს გერმანული მცირე და საშუალო კომპანიების დელეგაცია სამშენებლო სექტორიდან. ვიზიტის მთავარ თემებს წარმოადგენს გერმანიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება და საქართველოს ევროპული მომავალი. გიგოლდი დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს გამართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებთან. საუბარი უმთავრესად შეეხება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, გერმანიის მხრიდან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერას და ამისათვის საჭირო რეფორმებს. ბიზნეს-დელაგაციის ვიზიტის მიზანს წარმოადგენს გერმანული და ქართული კომპანიების ერთმანეთთან დაკავშირება. ამისათვის გაიმართება გერმანული კომპანიების ინდივიდუალური შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან და კლიენტებთან. მონაწილე კომპანიებს შეეძლებათ მათი პროდუქციისა და მომსახურების წარდგენა. „ევროკავშირისკენ მიმავალი საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ვეხმარებით მას ჩვენ ხელთ არსებული ინსტრუმენტებით, რაც მოიცავს ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობას, საექსპორტო საკრედიტო გარანტიებს, საინვესტიციო გარანტიებსა და პარტნიორობას ადმინისტრაციულ საკითხებში. ასევე ხელმისაწვდომია მენეჯერთა გადამზადების პროგრამა და ევროკავშირის შეთავაზებები ადმინისტრირების მოდერნიზების კუთხით (ტვინინგის პროგრამა). განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ გერმანული კომპანიები საქართველოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ინტერესს გამოთქვამენ. საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა იმისათვის, რომ კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ინვესტორებისთვის. ამ კუთხით მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის გაუმჯობესება, ამ მიზნით მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების გაგრძელება და კორუფციასთან ბრძოლა. ჩვენს მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს, გახდეს ევროკავშირის წევრი. კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობას წარმოადგენს ევროკავშირის მიერ მოცემული პრიორიტეტების შესრულება“, განაცხადა საქართველოში გამომგზავრებამდე სახელმწიფო მდივანმა.
გერმანია და ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარების მიზნით, ნაბიჯების გააქტიურებას გეგმავენ
ყაზახეთისა და გერმანიის პრეზიდენტებმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ასტანაში მოლაპარაკებები გამართეს. იუწყება ყაზახური მედია. სახელმწიფოს მეთაურებმა ყაზახეთ-გერმანიის სტრატეგიული პარტნიორობის მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციების, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში. „იმედით ვარ სავსე და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ჩემი მომავალი ვიზიტისადმი გერმანიაში, სექტემბერში. ასევე ძალიან ვაფასებ თქვენს გადაწყვეტილებას ეწვიოთ მანგისტაუს რეგიონს. ვფიქრობ, ეს იქნება ჩვენი მიღწევების მაჩვენებელი ბიზნესში და ზოგადად, პარტნიორობაში. როგორც მივხვდი, თქვენც აპირებთ საზღვაო პორტის მონახულებას“, - მიმართა თოყაევმა შტაინამიერს. ცნობისთვის, ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ, შტაინმაიერი 21-23 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთს ეწვევა. მანამდე, თოყაევთან შეხვედრისას აღინიშნა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების ფარგლებში ურთიერთქმედების გააქტიურების მნიშვნელობა. ასევე, ხაზი გაუსვეს ნავთობისა და გაზის, მწვანე ენერგიისა და მრეწველობის სფეროში ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებს. შუა დერეფანი - გერმანიის პოზიცია „შესაძლებლობები განსაკუთრებით ახლა ჩნდება. ჩვენ ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ აზიას და არა ჩრდილოეთის დერეფანზე, რომელიც რუსეთში მიდის“. შავი ზღვის კაბელის პროექტი მხოლოდ ტრანსპორტს არ ეხება, ეს ერთი საკითხია, მაგრამ არის სხვა ბიზნესები, სხვა სერვისები. ეს პროექტი ყველასთვის მომგებიანია, რადგან ჩვენ გვჭირდება მწვანე ელექტროენერგია, სამხრეთ კავკასიის რეგიონს, საქართველოს და მის მეზობლებს კი, მისი წარმოების პოტენციალი აქვთ. თქვენ შეგიძლიათ, აწარმოოთ განახლებადი ენერგია და გამოგვიგზავნოთ შავი ზღვის კაბელის პროექტის საშუალებით, ჩვენ მას თქვენგან შევიძენთ. შავი ზღვის კაბელების პროექტი არის უდიდესი მნიშვნელობის პროექტი იმ უდიდესი შესაძლებლობებისთვის, რომლებიც საქართველოს აქვს. ამ შესაძლებლობების გამოყენება მას არამხოლოდ თავისთვის შეუძლია, არამედ, ეს შეიძლება, მთელ რეგიონზეც გავრცელდეს“, - ეს განცხადება გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა Europetime-თან ინტერვიუში გააკეთა. მან ხაზი გაუსვა ანაკლიის პორტის მნიშვნელობას. „ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის, რომელსაც ექნება სავაჭრო და სატრანსპორტი მარშრუტები და ამასთან ერთად, ბიზნესიც...ბევრი რამ იწყება პორტებით, პორტებით შავ ზღვაში, პორტებით კასპიის ზღვაში.. ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტული გერმანული კომპანიის შესახებ, თუმცა გვყავს კარგი კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან პორტებში, ლოგისტიკაში. ზოგი ამბობს, რომ გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში. რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს მოიტანს“, - განუცხადა გერმანიის ელჩმა Europertime-ს. ასევე წაიკითხეთ: აშშ სატრანსპორტო მარშრუტებზე, მათ შორის შუა დერეფანზე ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევას მხარს უჭერს - ექსკლუზივი (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის. მისი მეშვეობით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.
ყაზახეთი „დრუჟბას“ ნავთობსადენით, გერმანიაში ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს
ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალმასადამ სატკალიევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყაზახეთი აპირებს, „დრუჟბას“ ნავთობსადენის საშუალებით გაზარდოს ნავთობის ექსპორტი გერმანიაში. მინისტრის ინფორმაციით, ტრანსპორტირების ზრდა ახალ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ არის შესაძლებელი. „ჩვენ დავიწყეთ მცირე მოცულობებით, დაახლოებით 20,000 ტონა თვეში წლის დასაწყისში. ახლა, მიღწეული შეთანხმებების წყალობით, ჩვენ ვგეგმავთ ყაზახური ნავთობის მიწოდების გაზრდას თვეში 100,000 ტონამდე“, - განაცხადა სატკალიევმა. ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა განმარტა, რომ საუბარია მიწოდებებზე, რომლებიც საცდელია როგორც ყაზახეთისთვის, ასევე, გერმანიისთვის. „ჩვენ ვიკვლევთ ნავთობის დიდი მოცულობის მიწოდების შესაძლებლობას. ამ მიწოდების შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება მიწოდების მოცულობის ზრდაზე საუბარი“, - აღნიშნა მინისტრმა. ნავთობსადენ„დრუჟბაზე“, რომლითაც ნავთობი რუსეთიდან ევროპას მიეწოდება, გაჟონვა დაფიქსირდა „დრუჟბას“ ნავთობსადენი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია. მისი საერთო სიგრძეა დაახლოებით 5200 კმ. და მილსადენის მარშრუტი რუსეთიდან ბელორუსში გადის, სადაც ორ განშტოებად იყოფა: ჩრდილოეთით (ბელორუსი, პოლონეთი და გერმანია) და სამხრეთით (უკრაინა, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი). „დრუჟბის“ მილსადენი არის მთავარი მარშრუტი, რომლითაც ნედლი ნავთობი გერმანიას მიეწოდება. გერმანია და ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარების მიზნით, ნაბიჯების გააქტიურებას გეგმავენ ყაზახეთისა და გერმანიის პრეზიდენტებმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ასტანაში მოლაპარაკებები გამართეს. იუწყება ყაზახური მედია. გერმანია და ყაზახეთი შუა დერეფნის განვითარების მიზნით, ნაბიჯების გააქტიურებას გეგმავენ სახელმწიფოს მეთაურებმა ყაზახეთ-გერმანიის სტრატეგიული პარტნიორობის მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას და თანამშრომლობის გაღრმავებას ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციების, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში. „იმედით ვარ სავსე და ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ჩემი მომავალი ვიზიტისადმი გერმანიაში, სექტემბერში. ასევე ძალიან ვაფასებ თქვენს გადაწყვეტილებას ეწვიოთ მანგისტაუს რეგიონს. ვფიქრობ, ეს იქნება ჩვენი მიღწევების მაჩვენებელი ბიზნესში და ზოგადად, პარტნიორობაში. როგორც მივხვდი, თქვენც აპირებთ საზღვაო პორტის მონახულებას“, - მიმართა თოყაევმა შტაინამიერს. ცნობისთვის, ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ, შტაინმაიერი 21-23 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთს ეწვევა.
გერმანია ბაზარზე მწვანე წყალბადის გავრცელების მიზნით, საქართველოს 23 მილიონ ევროს გამოუყოფს
გერმანია საქართველოს 23 მილიონ ევროს გამოუყოფს ბაზარზე მწვანე წყალბადის გავრცელების მიზნით. ამის შესახებ გერმანიისა და საქართველოს მთავრობები ბერლინში ორდღიანი სამთავრობო მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ. მთლიანობაში მხარეებმა დაახლოებით 68 მილიონი ევროს ღირებულების ღონისძიებათა პაკეტი შეიმუშავეს მომდევნო ორი წლის პერიოდისთვის. საქართველოსა და გერმანიის მთავრობები განვითარების პოლიტიკის სფეროში დღეს დასრულებული სამთავრობო მოლაპარაკებების ფარგლებში, ენერგოსექტორში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ. „გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო ბაზარზე მწვანე წყალბადის გავრცელების მიზნით, საქართველოს 23 მილიონ ევროს გამოუყოფს. ეს თანამშრომლობა პირველი საინვესტიციო პროექტია მწვანე წყალბადის ტექნოლოგიის კუთხით კავკასიის რეგიონში. მრავალი ჰიდროელექტროსადგურის, მზის მაღალი გამოსხივებისა და ქარის ძალიან კარგი პირობების გამო, რეგიონს განახლებადი ენერგიების და ამით მწვანე წყალბადის პოტენციალი აქვს. გამოყოფილი თანხები მომდევნო წლების განმავლობაში უნდა მოხმარდეს ელექტროლიზის ქარხნის, წყალბადის რეზერვუარისა და ამისათვის საჭირო ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას. ენერგოსექტორის გარდა მხარეები ასევე სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ. ღონისძიებათა პაკეტი მომდევნო ორი წლისთვის მთლიანობაში 68 მილიონამდე ევროს მოიცავს. მაგალითად, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში უნდა გაუმჯობესდეს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისსა და ბათუმში, რათა ქალაქები მეტად მდგრადი და მომავალზე ადაპტირებადი გახდეს. დაგეგმილია ასევე სპეციალისტების მომზადება ქართული კომპანიებისათვის“, - აცხადებენ გერმანიის საელჩოში.
გერმანია რუსეთში ახალ ელჩს გზავნის
გერმანიის მთავრობამ მოსკოვში ახალი ელჩი, ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფი დანიშნა. „დოიჩე ველეს“ თანახმად, ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფი გეზა ანდრეას ფონ გეირის შეცვლის, რომელიც რუსეთში გერმანიის ელჩის პოზიციას 2019 წლიდან იკავებს. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ინფორმაციით, ელჩი მოვალეობის შესრულებას ამ ზაფხულს დაიწყებს. ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფი ამჟამად ბუნდესტაგის წევრია, სადაც საპარლამენტო პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის მოადგილის პოსტზე მუშაობს. გასულ წელს მოსკოვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთში გერმანიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობა ერთ-ერთ ყველაზე რთულ თანამდებობად იქცა, წერს „დოიჩე ველე“. მიმდინარე წლის დასაწყისში, რუსეთმა რამდენიმე გერმანელი დიპლომატი გააძევა, რის მიზეზადაც ბერლინის მიერ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა დაასახელა. ინფორმაციისთვის, 56 წლის ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფს რამდენიმე თანამდებობა ეკავა გერმანიის საგარეო სამსახურში, მათ შორის მსახურობდა ვაშინგტონში პრესის დეპარტამენტში. 2003-2004 წლებში ლამბსდორფი რუსეთის საკითხებში ექსპერტად მსახურობდა.
გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის
გერმანიის მთავრობა 2023 წელს უკრაინას დამატებით, 381 მილიონი ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას ჰპირდება. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ოთხშაბათს, ლონდონში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა აძლიერებს ძალისხმევას უკრაინის აღდგენისთვის, რაც ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში გამოიხატება. „გერმანია უკრაინას დამატებით, 381 მილიონ ევროს გადასცემს ჰუმანიტარული დახმარებისთვის 2023 წელს“, - განაცხადა ბარბოკმა. დღესვე გერმანიამ ახალი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. პაკეტში შედის 155 მმ-იანი მაღალი სიზუსტის მართვადი იტალიური საბრძოლო მასალა „ვულკანო", ორი MAN HX81-ის ტიპის სატანკო გადამზიდი და მათი მისაბმელი, 1000 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალა, 6 მანქანას სასაზღვრო პატრულისთვის. ბერლინი კიევს ასევე გაუგზავნის რაკეტებს Patroiot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის.
გერმანია მიესალმა ყაზახეთის ძალისხმევას, განავითაროს ახალი მარშრუტები რუსეთის გვერდის ავლით
გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ყაზახეთში ვიზიტით იმყოფებოდა. მან 20 ივნისს, ასტანაში ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი და ენერგიით მდიდარი ცენტრალური აზიის ქვეყანა მჭიდრო კავშირში არიან, რათა თავიდან აიცილონ დასავლეთის სანქციები, რომლებიც რუსეთისთვის დაწესდა. „მოლაპარაკებების დროს ჩვენ მოვისმინეთ, რომ ამ საკითხებზე მჭიდრო კონტაქტები არსებობს ყაზახეთის სააგენტოებსა და ევროკავშირის სააგენტოებს შორის", - აღნიშნა შტაინმაიერმა. შტაინმაიერი მიესალმა ყაზახეთის ძალისხმევას, განავითაროს ახალი მარშრუტები რუსეთის გვერდის ავლით, ევროპულ ბაზარზე ექსპორტისთვის, რადგან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება. შტაინმაიერმა ასევე მხარი დაუჭირა შეთანხმებას ყაზახეთიდან გერმანიაში ნავთობის დამატებითი მიწოდების შესახებ, რომელსაც მისი ვიზიტის დროს მოაწერეს ხელი გერმანელმა და ყაზახმა ოფიციალურმა პირებმა. ყაზახეთი „დრუჟბას“ ნავთობსადენით, გერმანიაში ნავთობის ექსპორტის გაზრდას გეგმავს გარიგების თანახმად, გერმანიის ქალაქ შვედტის გადამამუშავებელი ქარხანა, მომავალი წლის ბოლომდე თვეში 100 000 ტონა ნედლ ნავთობს მიიღებს. ყოკაევს არ უხსენებია სანქციების თავიდან აცილების საკითხი და მხოლოდ ის განაცხადა, რომ ყაზახეთი „მზადაა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული სიტუაციის დიპლომატიური გზით მოგვარებაში“. სანქციების იმპლემენტაციის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო'სალივანმა ყაზახეთს და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებს მოუწოდა, თავი აარიდონ მოსკოვის მცდელობებს, გვერდი აუაროს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ყაზახეთი რუსეთის ერთ-ერთი აქტიური სავაჭრო პარტნიორი და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია - ეს არის სავაჭრო ბლოკი, სადაც დომინირებს რუსეთი. გაერთიანებაში ასევე შედიან ბელორუსი, სომხეთი და ყირგიზეთი. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესეს ათასობით სუბიექტს და ფიზიკურ პირს, ხოლო აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა დააწესა ექსპორტის კონტროლი რუსეთსა და მის მოკავშირე ბელორუსში.
როგორ აფასებენ საფრანგეთი და გერმანია საქართველოს ევროპულ პერსპექტივას
გერმანიის ევროპულ საკითხთა მინისტრის, ანა ლუჰრმანის განცხადებით, საქართველოს ადგილი მკაფიოდ არის ევროპულ ოჯახში, ამისთვის კი, ქვეყანამ რეფორმები უნდა გაატაროს. სტოკჰოლმში, სადაც ლიდერები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ევროკომისიის ანგარიშს მოისმენენ, ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ „საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებისგან რეფორმების შესრულებას ითხოვენ არამხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ, იმისთვის, რომ საქართველო გახდეს უფრო თავისუფალი ქვეყანა“. ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ ზეპირ მოხსენებას წარადგენს „მე შევხვდი ბევრ ერთგულ ქართველს, რომლებმაც თქვეს, რომ ძალიან უნდათ, გახდნენ ევროკავშირის წევრი. სამწუხაროდ, რაც აქამდე მოვისმინეთ კომისიიდან, ხელისუფლება ამ მომენტში არ ამართლებს ამ მოლოდინს. რეფორმები ნამდვილად არ არის იქ, სადაც უნდა იყოს და ძალიან მკაფიოა, რომ საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლებისგან ამ რეფორმების შესრულებას ითხოვენ, არა მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ იმისთვის, რომ საქართველო გახდეს უფრო თავისუფალი ქვეყანა და ქვეყანა, რომელიც უფრო მეტად ეფუძნება კანონის უზენაესობას. რაც მოვისმინეთ კომისიისგან და გავიგებთ კიდევ უფრო მეტ დეტალს დღეს, არის ის, რომ როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობასა და სასამართლო რეფორმებს, ბევრი საკითხია. ასევე, იყო დისკუსია იმაზე, თუ როგორ ეპყრობიან სამოქალაქო საზოგადოებას და უფრო დეტალებს მოგვიანებით გავიგებთ. ჩვენ გვინდა, რომ ქართველები ვიხილოთ ევროკავშირში“, – განაცხადა მინისტრმა. საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მხარდაჭერა გერმანიამ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ასახა თავის მხრივ, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, ლოურენს ბუნმა განაცხადა, რომ საფრანგეთი მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია. „ვფიქრობ, არაფორმალურ შეხვედრაზე კომისიის ანგარიშის მოსმენამდე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ მოვუსმენთ მათ. ეს არაფორმალური შეხვედრაა და ამ შეხვედრის მიზანს ამ ქვეყნების დახმარება წარმოადგენს ფორმალური ანგარიშის წარდგენამდე, რომელიც ოქტომბერში მოხდება. საფრანგეთი ძალიან მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველოს მომავალი ევროპულია და ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, თუ რამდენად დიდია ამის სურვილი ქართველი ხალხის მხრიდან. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირში გასაწევრიანებლად. დღეის მდგომარეობით, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ჩვენ იმდენად მზად ვართ, მივიღოთ საქართველო, რამდენადაც საქართველო დაეხმარება საკუთარ თავს, გააკეთოს ყველაფერი“, – განაცხადა ლოურენს ბუნმა. მან ხაზი გაუსვა, რომ თუ რეკომენდაციები პოზიტიური იქნება, მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. „მაგრამ ჯერ უნდა ვნახოთ რეკომენდაციები. ასევე, ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია დახმარება რეფორმების განხორციელებაში, ტექნიკური მხარდაჭერის აღმოჩენა. ასევე, საჭიროა, რომ მთავრობამ გააკეთოს მტკიცე განცხადებები ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ლოურენს ბუნმა. კითხვაზე, სჭირდება თუ არა რეფორმები თავად ევროკავშირსაც, ლოურენს ბუნმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე სამუშაო ჯგუფიც არის შექმნილი. „სრულად ვეთანხმები ამას. 27 პლუს ათი თუ რვა, ეს იქნება დიდი შოკი ევროკავშირისთვის. ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომ ევროკავშირი იყოს მორგებული ამაზე. ჩემს გერმანელ კოლეგასთან ერთად, ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი იმის გასაანალიზებლად, თუ რა ტიპის რეფორმებია საჭირო და ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავაკავშიროთ ევროკავშირის რეფორმები, როდესაც პარალელურად ეს ქვეყნები განახორციელებენ თავიანთ რეფორმებს“, – განაცხადა ლოურენს ბუნმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერთ დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციას - ჰერჩინსკი 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე“. ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.
ვაკვირდებით რუსეთში მიმდინარე მოვლენებს და დამყარებული გვაქვს კონტაქტი საერთაშორისო პარტნიორებთან - ბერბოკი
ვაკვირდებით რუსეთში მიმდინარე მოვლენებს და დამყარებული გვაქვს კონტაქტი საერთაშორისო პარტნიორებთან, - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. „გუშინდელი საღამოდან მოყოლებული ყურადღებით ვაკვირდებით რუსეთში მიმდინარე მოვლენებს და დამყარებული გვაქვს კონტაქტი საერთაშორისო პარტნიორებთან. რუსეთში მყოფი გერმანიის მოქალაქეები აუცილებლად უნდა გაეცნენ ჩვენ მიერ გაზიარებულ მოგზაურობისა და უსაფრთხოების ინსტრუქციებს“, - წერს ბერბოკი. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის თანახმად, რუსული "ვაგნერ ჯგუფის" მფლობელი, ევგენი პრიგოჟინი, რომელიც მანამდე მწვავედ აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ახლა ვლადიმერ პუტინს დაუპირისპირდა. ISW: „ვაგნერის“ დამფუძნებელი პრიგოჟინი ცდილობს, გააძლიეროს თავისი პოლიტიკური მისწრაფებები საქმე ეხება 10 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოხალისეთა ყველა ფორმირებას დაევალა პირველ ივლისამდე კონტრაქტის გაფორმება სამინისტროსთან „უკრაინის ომში მათი გამოყენების ეფექტურობის გაზრდის მიზნით“, რასაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმაც დაუჭირა მხარი. ახალი ბრძანების გაცემამდე „ვაგნერის“ დამფუძნებელი მწვავედ აკრიტიკებდა მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, თუმცა ეყრდნობოდა პუტინის ავტორიტეტს, რაც 10 ივნისის შემდეგ შეიცვალა. „პრიგოჟინის რიტორიკა გამოწვევაა რუსეთის მმართველი უფრო ფართო ფენებისთვის. 2023 წლის პირველი ივლისი, მოხალისეების მიერ კონტრაქტების ხელმოწერის ბოლო ვადა, სავარაუდოდ, დაპირისპირების საკვანძო ეტაპი იქნება“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობებში, რომელიც 15 ივნისს გამოქვეყნდა.
გერმანია უკრაინას წლის ბოლომდე, Gepard-ის ტიპის 45 თვითმავალ საზენიტო დანადგარს და დამატებით, IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს
გერმანია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით, უკრაინას წლის ბოლომდე Gepard-ის ტიპის კიდევ 45 თვითმავალ საზენიტო დანადგარს გაუგზავნის. ბერლინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წელს კიდევ ორ IRIS-T SLM-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემას გადასცემს, 2024 წელს კი - კიდევ ოთხს. ფროიდინგის თქმით, Gepard-ები უნდა იყოს უზრუნველყოფილი აშშ-სთან თანამშრომლობით. მის მიწოდებას კოორდინაციას უწევს ფლორიდაში დაფუძნებული კომპანია Global Military Products-ი. პენტაგონმა ივნისის დასაწყისში გამოაცხადა, რომ გერმანული წარმოების იარაღის შესაძენად და მიწოდების მიზნით, Global Military Products-მა 118,3 მილიონი დოლარის კონტრაქტი მიიღო. გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული უკრაინის საკითხებზე მომუშავე ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალმა კრისტიან ფროიდინგმა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელ კონტრშეტევაში მთავარ სუსტ წერტილად საჰაერო თავდაცვა მიაჩნია. „გვსურს, რომ უკრაინას, აშშ-სთან თანამშრომლობით, წლის ბოლომდე Gepard-ის კიდევ 30-მდე ერთეული მივაწოდოთ“. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ ამის მიუხედავად, აქვს თუ არა უკრაინას საკმარისი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა? ნამდვილად არა!" - აღნიშნა გენერალმა.
სტოლტენბერგი ჩავიდა ქალაქ პაბრადეში, სადაც გერმანელი და ლიეტუველი ჯარისკაცები წვრთნებს გადიან
ლიეტუვაში ვიზიტისას, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ქალაქ პაბრადეში შეხვდა გერმანელ და ლიეტუველ ჯარისკაცებს, რომლებიც წვრთნებში (Griffin Storm) ერთობლივ წვრთნებს მართავენ. სტოლტენბერგს პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი შეუერთდნენ. ინფორმაციას NATO ავრცელებს. სტოლტებერგის თქმით, „ეს წვრთნები აგზავნის მკაფიო გზავნილს: NATO მზადაა, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიების ყოველი სანტიმეტრი“. „ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება კიდევ უფრო გააძლიერებს ბალტიისპირეთის უსაფრთხოებას. გუშინ ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს და ასევე მაქვს კონტაქტი შვედეთისა და ფინეთის მთავრობასთან. და ჩვენ შევთანხმდით სამიტამდე ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრის გამართვაზე. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრები, დაზვერვის ხელმძღვანელები და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები. მისი მიზანია შვედეთის NATO-ში გაწევრიანების დასრულებასთან დაკავშირებით პროგრესის მიღწევა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
გერმანული Rheinmetall-ი უკრაინას 14 Leopard-ის ტიპის ტანკს გაუგზავნის
გერმანულმა კონგლომერატმა Rheinmetall-მა გამოაცხადა, რომ უკრაინას ნიდერლანდების სახელით Leopard 2A4-ის ტიპის 14 ტანკს მიაწვდის. კონტრაქტი ასობით მილიონი ევროს ღირებულებისაა და ტანკების მიწოდება უკრაინელი სამხედროებისთვის 2024 წლის იანვარში დაიწყება. მიწოდება მომავალ წელს დასრულდება. ეს არის Leopard 2 A4, რომელიც Rheinmetall-მა სხვადასხვა ქვეყნის მარაგებიდან შეიძინა. გერმანია უკრაინას წლის ბოლომდე, Gepard-ის ტიპის 45 თვითმავალ საზენიტო დანადგარს და დამატებით, IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს ნიდერლანდებმა და დანიამ უკვე განაცხადეს 2023 წლის აპრილში, რომ ტანკებს ერთობლივად შეიძენდნენ. უკრაინულმა მედიამ რამდენიმე დღის წინ წერდა, კიევი Leopard 2-ის ტიპის ტანკებს მიიღებდა. მათივე თანახმად, Rheinmetall-ის მიერ მიწოდებას დანია და ნიდერლანდები დააფინანსებენ.
გერმანია მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ლიეტუვაში, დამატებით 4000 სამხედროს განთავსებას გეგმავს. „დოიჩე ველეს“ თანახმად, მიზანი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაა. პისტორიუსის თქმით, ამისთვის დამატებითი ობიექტების აშენება იქნება საჭირო. გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა. პისტორიუსი ლიეტუვაში იმყოფება, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დააკვირდეს. გერმანიამ ლიტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის - „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას და სამხედრო თანამშრომლობის ახალ საფეხურებზე აყვანას მოითხოვდნენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. ჯარისკაცების განთავსება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ალიანსის რეგიონულ გეგმებს იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხოს რუსეთის თავდასხმას. თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2026 წლისთვის მზად უნდა იყოს. ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. 2014 წლამდე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არც ჰყოლია განლაგებული. გადაწყვეტილება ბალტიისპირეთში და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ, ალიანსში მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი როტაციული პრინციპით განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა.
რას პასუხობს სტოლტენბერგი ლიეტუვის წინადადებას აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაზე
სჭირდება თუ არა NATO-ს რაიმე სახის რეაგირება რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე, გუშინ, მაგალითად, პრეზიდენტმა ნაუსედამ შესთავაზა NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება, თუ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ბელორუსში აღმოჩნდება. ასევე, რა გზავნილია გერმანული ბრიგადის მუდმივი განლაგება ლიეტუვაში, რომლის შესახებაც დღეს მინისტრმა პისტორიუსმა გამოაცხადა? რა გზავნილია ეს პუტინისა და ლუკაშენკოსთვის. NATO-ს გენერალურმა მდივანმა დღეს, 26 ივნისს, ჟურნალისტების ამ შეკითხვას უპასუხა. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ NATO-ს სამიტზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. „რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ მიწა-ჰაერის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ახლა გვაქვს ეს როტაციული მოდელი, რომელიც გაგვიადვილებს საჰაერო საპოლიციო მისიიდან საჰაერო თავდაცვაზე გადასვლას. საჰაერო ძალები ასევე არის საჰაერო თავდაცვის ნაწილი და საზღვაო ძალებს ასევე შეუძლიათ, უზრუნველყონ საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ძალიან მოკლე დროში“. „ჩვენ ვილნიუსის სამიტზე ასევე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ახალი მოდელის და ასევე გეგმების შესახებ, რომლებიც გამოყოფენ კონკრეტულ ძალებს კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“. რეალურად, ცივი ომის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვაპირებთ, გვქონდეს გეგმები, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულ ძალებთან, კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მან გერმანიის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, განალაგოს დამატებითი ძალები ლიეტუვაში. „ეს აჩვენებს გერმანიის ლიდერობას, გერმანიის ერთგულებას ჩვენი ტრანსატლანტიკური კავშირისადმი და ასევე ადასტურებს NATO-ს მრავალმხრივი ვალდებულების ღირებულებას ისეთი ქვეყნის მიმართ, როგორიც არის ლიეტუვა. ჩვენი მიზანია არა კონფლიქტის პროვოცირება, არამედ, კონფლიქტის პრევენცია, რადგან სანდო შეკავება არის ომის თავიდან აცილების გზა, კონფლიქტის პრევენცია, თავდასხმების თავიდან აცილება და მშვიდობის შენარჩუნება“. დასავლეთის შეფასებით, რუსეთში არეულობა აჩვენებს პრეზიდენტ პუტინის ხელისუფლებაში გაჩენილ ბზარებს და ჩავარდნას თითქმის „ყველა ფრონტზე“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და „პრიგოჟინის ამბოხს“ უწოდა „პირდაპირი გამოწვევა პუტინის ავტორიტეტისთვის“. ჯო ბაიდენი რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე: ამ ამბავთან საერთო არაფერი გვაქვს - ეს იყო რუსეთის სისტემის შიგნით ბრძოლის ნაწილი ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, კრემლი ახლა ღრმად არასტაბილური წონასწორობის წინაშე დგას. მიღწეული შეთანხმება არის მოკლევადიანი გამოსავალი და არა პრობლემის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სერიოზული სისუსტეები გამოავლინა. ცნობისთვის, PMC Wagner-ი 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს. ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში. უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ. PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მათ ომის დანაშაულებში ადანაშაულებენ. 2023 წლის იანვარში, აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მთელი მისი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა. ლიეტუვის პარლამენტმა „ვაგნერი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო „დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამი იყო აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია, მათ შორის TRML-4D ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი გადასცა. უკრაინული მედიის თანახმად, ინფორმაცია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული. ამასთან, დახმარების ახალი პარტია მოიცავს: Biber-ის ტიპის ხიდის გამდებ სამ ტანკს, განაღმვის მოძრავ სისტემას, სასაზღვრო ავტომობილებსა და Zetros-ის სატვირთო მანქანებს. გერმანია უკრაინისთვის კიდევ ათეულობით Gepard-ის ტიპის საზენიტო იარაღის გადაცემას გეგმავს. ივნისის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მიაწოდა. კერძოდ, დახმარების უახლესი პაკეტი მოიცავდა აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის და სხვა.
გერმანია NATO-ს სამიტის წინ, ვილნიუსში Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს განათავსებს
ლიეტუვის შეიარაღებულმა ძალებმა 29 ივნისს განაცხადა, რომ გერმანია NATO-ს სამიტის წინ, ვილნიუსში Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს განათავსებს. მისივე თანახმად, Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემებს ლიეტუვაში პირველად აქვს საბრძოლო ამოცანები, ადგილზე მის ფუნქციონირებას გერმანული ეკიპაჟი კოლექტიური გადაწყვეტილებების საფუძველზე უზრუნველყოფს. ლიეტუვამ განაცხადა, რომ სამიტის უსაფრთხოებისთვის, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართება, 3000 ჯარისკაცი გამოყო. ალიანსის ლიდერები და სხვა პარტნიორები ლიეტუვის დედაქალაქში შეიკრიბებიან, რათა სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-უკრაინის ომი და უკრაინის NATO-შ გაწევრიანების საკითხი განიხილონ. უფრო ადრე, ესპანური მედია წერდა, რომ ესპანეთმა შესაძლოა, ლიეტუვაში NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები ვილნიუსის სამიტის დროს განათავსოს. გარკვეული კონტექსტი აღსანიშნავია, რომ პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა „ვაგნერის აჯანყების“ შემდეგ, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას ითხოვენ. მოსალოდნელია, რომ ვილნიუსის სამიტზე ახალ გადაწყვეტილებებს მიიღებენ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების თაობაზე. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა რამდენიმე დღის წინ მიანიშნა იმ ფონზე, რომ ბელორუსში ევგენი პრიგოჟინის ყოფნის შესახებ ცნობები ფლანგის წევრების შეშფოთებას იწვევს. „ჩვენ ვილნიუსის სამიტზე ასევე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ახალი მოდელის და ასევე გეგმების შესახებ, რომლის თანახმადაც გამოიყოფა „კონკრეტული ძალები კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. მან ხაზი გაუსვამ, რომ რეალურად, ცივი ომის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალიანს აქვს გეგმები, რომლებიც დაკავშირებულია „კონკრეტულ ძალებთან, კონკრეტული ტერიტორიების დასაცავად“. პარალელურად გახდა ცნობილი, რომ გერმანია მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ლიეტუვაში, დამატებით 4000 სამხედროს განთავსებას გეგმავს. „დოიჩე ველეს“ თანახმად, მიზანი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაა. პისტორიუსის თქმით, ამისთვის დამატებითი ობიექტების აშენება იქნება საჭირო. ბორის პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა. პისტორიუსი ამ კვორაში ლიეტუვაში იმყოფებოდა, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დაკვირვებოდა. გერმანიამ ლიტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის - „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას და სამხედრო თანამშრომლობის ახალ საფეხურებზე აყვანას მოითხოვდნენ. თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2026 წლისთვის მზად უნდა იყოს. ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. მანამდე NATO-ს, აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არ ჰყავდა განთავსებული. უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ალიანსმა ბალტიისპირეთსა და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ კი, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა. ასევე გაეცანით: ცივი ომის შემდეგ პირველად, NATO რუსეთის პოტენციურ თავდასხმაზე საპასუხო, დეტალურ სამხედრო გეგმას დაამტკიცებს - Reuters
უკრაინაში Leopard-ის ტიპის ათობით ტანკი უახლოეს კვირებში გაიგზავნება
გერმანიიდან და დანიიდან Leopard-ის ტიპის ათობით ტანკს უკრაინა უახლოეს კვირებში მიიღებს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. საუბარია ადრეული მოდიფიკაციის Leopard-ებზე - 1A5-ზე. თებერვალში ბერლინმა იევისთვის 180-მდე ასეთი ტანკის მიწოდების შესახებ გამოაცხადა.
შოლცი უკრაინის კონტრშეტევაზე: უკრაინული ძალები კარგად ორგანიზებულად მოქმედებენ
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინული ძალები ომში ძალიან ზუსტად და კარგად ორგანიზებულად მოქმედებენ. შოლცის თქმით, ის არასდროს ელოდა, რომ ყველაფერი დღითიდღე შეიცვლებოდა. „უკრაინის თავდაცვის ძალები ოპერაციებს "ძალიან მიზანმიმართულად" გეგმავენ,“ - ამბობს გერმანიის კანცლერი. ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ ვიდრე უკრაინა ომშია, NATO-ს წევრი ვერ გახდება, რადგან NATO-ში გაწევრიანების კრიტერიუმები მოიცავს „სასაზღვრო კონფლიქტების არარსებობას.“ გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინისადმი NATO-ს დიდი პრაქტიკული მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და ის გაგრძელდება. „გერმანიამ შექმნა პირობები უკრაინის ხანგრძლივად მხარდასაჭერად, თუ ომი დიდხანს გაგრძელდება. ბევრი ქვეყანა შეძლებს მხარი დაუჭიროს კიევს ერთი, ორი, სამი და თუ საჭირო იქნება, მეტი წელი, რადგან ჩვენ არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება სამხედრო კონფლიქტი“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
გერმანია ათობით ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის შეძენას გეგმავს
გერმანია 60 Chinook-ის ტიპის ვერტმფრენს Boeing-ისგან (BA.N) შეისყიდის. შესყიდვა 8 მილიარდი ევროს (8,7 მილიარდი დოლარი) ღირებულების პაკეტის ფარგლებში განხორციელდება თვითმფრინავისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ჩათვლით. წერს Reuters-ი ოფიციალურ პირეებზე დაყრდნობით. გერმანიამ განაცხადა, რომBoeing-ისგან 60 შარშან აპირებდა Chinook-ის ტიპის შვეულმფრენის შეძენას, რათა მისი მოძველებული ფლოტი შეეცვალა. თავდაპირველად, ბიუჯეტი 6 მილიარდი ევრო იყო. Reuters-ის წყაროს ცნობით, ორმოცდაშვიდი ვერტმფრენი ქალაქ ჰოლზდორფში, ბერლინიდან სამხრეთით, დაახლოებით, 50 კილომეტრში განლაგდება.
გერმანიაში ტერაქტები აღკვეთეს - DW
გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში სამართალდამცავებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი შვიდი კაცი დააკავეს. პროკურორების თქმით, ეჭვმიტანილთა მიზანი იყო „გერმანიაში გახმაურებული თავდასხმების“ განხორციელება. „დოიჩე ველე“ გერმანიის პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ ეჭვმიტანილებმა გერმანიაში ტერორისტული დაჯგუფება დააარსეს და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ტერორისტულ ორგანიზაციას უჭერდნენ მხარს. დაკავებულები თურქმენეთიდან, ყირგიზეთიდან და ტაჯიკეთიდან არიან და სავარაუდოდ, გერმანიაში უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან მალევე შევიდნენ. ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი პირი, ტაჯიკი ცოლ-ქმარი, დააკავეს ნიდერლანდებში და გავრცელებული ცნობით, მათ კავშირი ჰქონდათ გერმანიაში მცხოვრებ რამდენიმე პირთან. „არსებობს ეჭვი, რომ კაცი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია და მას ტერაქტის მოწყობა უბრძანეს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტის საქართველოს ეწვევა
გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტი, ბერბელ ბასი 10-12 ივლისს მისი ქართველი კოლეგის, ბატონ შალვა პაპუაშვილის მოწვევით თბილისს ესტუმრება. შესაბამის ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს. მისივე თანახმად, ბასი საქართველოში მნიშვნელოვან მომენტში ჩამოდის. „საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ამიტომ საუბარი იქნება შემდგომ ნაბიჯებზე ამ მიზნის მისაღწევად. გარდა ამისა ქალბატონი ბასი განიხილავს ასევე უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში არსებულ მდგომარეობას. პარლამენტის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონ შალვა პაპუაშვილს, ასევე საქართველოს პრეზიდენტ, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს“, - წერია ინფორმაციაში. ვიზიტის პროგრამაში არის ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არსებული „ადმინისტრაციული ხაზის“ (საოკუპაციო ხაზი, რედ.) მონახულება. „გერმანიის რანგით მეორე სახელმწიფო წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში ემსახურება მომავალში ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას“, - აცხადებენ გერმანიის საელჩოში. აღსანიშნავია, რომ გერმანელი მაღალჩინოსნის ვიზიტი NATO-ს სამიტის მიმდინარეობას დაემთხვევა, რომელიც ვილნიუში 11-12 ივლისს არის დაგეგმილი.
გერმანიამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება მიაწოდა
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, რომელიც მოიცავს საინჟინრო და დრონის საწინააღმდეგო აღჭურვილობას. გერმანია შეერთებული შტატების შემდეგ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სიდიდით მეორე მიმწოდებელია. გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია, მათ შორის TRML-4D ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი 30 ივნისს გადასცა. დახმარების ახალი პარტია მოიცავდა: Biber-ის ტიპის ხიდის გამდებ სამ ტანკს, განაღმვის მოძრავ სისტემას, სასაზღვრო ავტომობილებსა და Zetros-ის სატვირთო მანქანებს. გერმანია უკრაინისთვის კიდევ ათეულობით Gepard-ის ტიპის საზენიტო იარაღის გადაცემას გეგმავს. ივნისის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მიაწოდა. კერძოდ, დახმარების უახლესი პაკეტი მოიცავდა აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის და სხვა.
გერმანიის პარლამენტმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შეძენის გადაწყვეტილება დაამტკიცა
გერმანიის პარლამენტმა Panzerhaubitze 2000-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცებისთვის, Leopard 2-ის ტიპის ტანკებისთვის და Puma-ს ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებისთვის საბრძოლი მასალის შეძენას მხარი დაუჭირა. უკრაინული მედია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ საბრძოლო მასალის შეძენა გათვალისწინებულია, როგორც ბუნდესვერის, ასევე, უკრაინის საჭიროებისთვის. „რუსეთის ფედერაციის თავდასხმამ უკრაინაზე მნიშვნელოვნად შეცვალა უსაფრთხოების პოლიტიკა. ეს აუცილებელს ხდის დამატებით საბრძოლო მასალის შეძენას - როგორც გერმანიის შეიარაღებული ძალებისთვის, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში. მისივე თანახმად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტზე იყენებს Panzerhaubitz 2000 და Leopard 2 ტანკებს, ამიტომ მოთხოვნა ჰაუბიცების 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებსა და საბრძოლო ტანკების 120 მმ-იან ჭურვებზე გერმანიის დახმარებით კმაყოფილდება. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ომის დაწყებიდან უკრაინას ბუნდესვერის საწყობებიდან მნიშვნელოვანი რაოდენობის საბრძოლო მასალა აქვს მიღებული.
გერმანული Rheinmetall-ი უკრაინაში ჯავშანტექნიკის მწარმოებელ ქარხანას ხსნის
Rheinmetall უკრაინაში ტანკების წარმოებასა და შეკეთებას გეგმავს გერმანული იარაღის მწარმოებელი Rheinmetall-ი უკრაინაში ჯავშანტექნიკის ქარხანას მომდევნო 12 კვირის განმავლობაში გახსნის, განუცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა CNN-ს 10 ივლისს გამოქვეყნებულ ინტერვიუში. კონცერნის დირექტორმა ასევე გამოაცხადა უკრაინელი პერსონალის მომზადებს ამ ქარხანაში წარმოებული ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის შესანარჩუნებლად. Rheinmetall-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ქარხანა განთავსდება დასავლეთ უკრაინაში, რუსული დარტყმებისგან დაცულ ტერიტორიაზე. კონცერნის დირექტორმა ასევე გამოაცხადა უკრაინელი პერსონალის გადამზადების გეგმების შესახებ. პეპერგერმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საბრძოლო მასალა უკრაინელი სამხედროებისთვის უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე ტანკები და რომ Rheinmetall-ი გეგმავს, გაზარდოს საარტილერიო სროლების წარმოება მომავალ წელს 100,000-დან 600,000-მდე. კომპანიის დირექტორმა განაცხადა, რომ დიდი ნაწილი უკრაინისთვის იქნება განკუთვნილი. გერმანული გამოცემა Rheinische Post-მა 4 მარტს გაავრცელა ინფორმაცია Rheinmetall-ის 220 მილიონი დოლარის ღირებულების გეგმის. ქარხანას წელიწადში ორი 400-მდე ახლად შექმნილი Panther ტანკის წარმოება შეეძლება, ხოლო მისი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი უნდა იყოს საჰაერო თავდაცვის სისტემებით. 20 მაისს კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ Fuchs-ის ჯავშანტექნიკის წარმოებაზე უკრაინის სახელმწიფო კონცერნ Ukroboronprom-თან (ახლანდელი უკრაინის თავდაცვის ინდუსტრია) თანამშრომლობა სურს.
ბუნდესტაგის პრეზიდენტი: საქართველოს ვამხნევებ, რომ განახორციელოს რეფორმები - გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე
გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე, - განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა, ბერბელ ბასმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე. მისივე განცხადებით, საქართველოსა და გერმანიას ბევრ სფეროში აქვს პარტნიორული ურთიერთობა. „ჩვენს ქვეყნებს პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ბევრ სფეროში. ჩვენი პარლამენტარები მჭიდროდ თანამშრომლობენ. გერმანიის ბუნდესტაგის დახმარება მრავალფეროვანია, მაგალითად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტს და ეს პროექტები უფრო ინტენსიური გახდება. ბერლინში თანამშრომლობა გაგრძელდება ჩვენი პარლამენტის ხელმძღვანელებს შორის. დიდი ხანია, რაც გერმანია ახორციელებს საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამას“, – განაცხადა ბერბელ ბასმა. ბერბელ ბასი ხვალ, 11 ივლისს საოკუპაციო ხაზზე გაემგზავრება. „რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინაში, განსაკუთრებული გავლენა იქონია საქართველოზე და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩამოვედი. საქართველოში იციან, თუ რას ნიშნავს რუსული აგრესია. ხვალ გავემგზავრები „ადმინისტრაციულ ხაზთან,“ - განაცხადა ბერბელ ბასმა. ბუნდესტაგის პრეზიდენტის თქმით, გასულ წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ნათელი პერსპექტივა საქართველოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს ევროპელად თვლის, მაგრამ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი. ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, ეს არღვევს უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ამ საკითხს სხვა შეხვედრებზეც დავუბრუნდები, თუმცა საქართველოს ვამხნევებ, რომ განახორციელოს ეს რეფორმები. გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე,“ - განაცხადა ბერბელ ბასმა.
ბუნდესტაგის პრეზიდენტი: ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს ევროპელად თვლის, მაგრამ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო კარგი ამბავი
„პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი, ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, ეს არღვევს უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, - განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტმა, ბერბელ ბასმა თბილისში ვიზიტისას. ბერბელ ბასის თქმით, ამ საკითხს სხვა შეხვედრებზეც დაუბრუნდება. ბუნდესტაგის პრეზიდენტის თქმით, გასულ წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ნათელი პერსპექტივა საქართველოსთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. „ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველოს მოსახლეობა თავს ევროპელად თვლის, მაგრამ „პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლის მცდელობა არ იყო ძალიან კარგი ამბავი. ეს არღვევს შეკრების თავისუფლებას, ეს არღვევს უმცირესობების უფლებებს და ეს უფლებები არის ევროპული ღირებულებების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ამ საკითხს სხვა შეხვედრებზეც დავუბრუნდები, თუმცა საქართველოს ვამხნევებ, რომ განახორციელოს ეს რეფორმები. გერმანიის სახელით ვამბობ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე,“ - განაცხადა ბერბელ ბასმა.
გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი საქართველოს ეწვია
გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი, ბატონი იენს ბრანდენბურგი საქართველოს ეწვია. ვიზიტი 11-14 ივლისს გაიმართება. გერმანიის საელჩოს ცნობით, მის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ, ბატონ გიორგი ამილახვართან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ქალბატონ მზია გიორგობიანთან, ასევე გერმანული ორგანიზაციებისა და საქართველოში მოქმედი გერმანული ფირმების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა ბრანდენბურგი შეხვდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორებს, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დირექტორსა და სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებს. „საქართველო არის გერმანიის მნიშვნელოვანი პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში. აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განვითარება კოალიციის ხელშეკრულებით არის შეთანხმებული. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე ეს საკითხი ძალიან აქტუალურია. რუსეთის თავდასხმის გეოპოლიტიკური გავლენა აქაც საკმაოდ ნათელია, ამიტომ ჩვენ ორმხრივი სამეცნიერო თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაფართოება გვსურს. გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო მხარს უჭერს საქართველოს მისი სამეცნიერო სისტემების რეფორმირებისა და ევროპულ კვლევით სივრცესთან უფრო მეტად დაახლოების საქმეში. ვგეგმავთ შეთანხმებების გაფორმებას საქართველოსთან ჩვენი სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. ამასთან, მთავარ საკითხებად განვიხილავთ იმ გარკვეულ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას, რომლებიც ეხება ისეთ გლობალურ გამოწვევებს, როგორებიცაა ბიომრავალფეროვნება, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა და წყლისა და ენერგიის მდგრადი მომარაგების საკითხები. გარდა ამისა გვინდა, უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ევროპული საკვლევი პროგრამები ქართული დაწესებულებებისათვის“, - განაცხადა იენს ბრანდენბურგმა. ცნობისთვის, გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტი, ბერბელ ბასი ასევე ვიზიტით იმყოფება საქართველოში.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს ეწვევა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თობიას ლინდნერი საქართველოს ეწვევა. გერმანიის საელჩოს ცნობით, ლინდნერი 2023 წლის 12 ივლისს სამუშაო ვიზიტით ჩამოვა საქართველოში და შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, თეიმურაზ ჯანჯალიას, საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებს, სხვა პარლამენტარებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. „შეხვედრებზე ისაუბრებენ საქართველოს შემდგომი ნაბიჯების შესახებ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე, მათ შორის თბილისი „პრაიდთან“ დაკავშირებული მოვლენების გათვალისწინებით. გარდა ამისა საუბრის თემა იქნება ასევე რეგიონში არსებული სიტუაცია,“ - აცხადებენ გერმანიის საელჩოში.
გერმანიის ელჩი: ვილნიუსის სამიტი NATO-ს ძლიერ ერთიანობას აჩვენებს მათ შორის საქართველოს გამძლეობის მხარდასაჭერად
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი Europetime-თან აცხადებს, რომ ვილნიუსის სამიტი NATO-ს ძლიერი ერთიანობის დემონსტრირებას მოახდენს მათ შორის საქართველოს მსგავსი ქვეყნების გამძლეობის მხარდაჭერის მიმართულებით. ელჩი აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებული სტრუქტურა ჩამოყალიბდება და გაღრმავდება თანამშრომლობა ისეთ „მეგობარ ქვეყნებთან“, როგორიცაა, საქართველო, რათა მათ თავიანთი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვა შეძლონ. „ვილნიუსის სამიტი ალიანსის ტერიტორიის დაცვისა და საქართველოს მსგავსი ქვეყნების გამძლეობის მხარდაჭერის მიმართულებით NATO-ს ძლიერი ერთიანობის დემონსტრირებას მოახდენს. ჩვენ მივესალმებით ახალ წევრებს - ფინეთს და უკვე ძალიან მალე - შვედეთს. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებულ სტრუქტურას და გავაღრმავებთ თანამშრომლობას ისეთ მეგობარ ქვეყნებთან, როგორიცაა, საქართველო, რათა მათ შეძლონ, დაიცვან თავიანთი უსაფრთხოება და სუვერენიტეტი“, - აღნიშნავს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი. ასევე გაეცანი: Europetime-ის ვრცელ ინტერვიუს გერმანიის ელჩთან ვილნიუსის სამიტი და საქართველო სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს იმართება, საქართველოს, საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენს. „ჩვენი ამოცანა არის, რომ ის პროგრესი, რომელიც მიღწეული გვაქვს, იყოს სათანადოდ აღიარებული, შეფასებული, დაფასებულიც. ამ სიტუაციაში სიმართლე უნდა ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს თავს, რომ ზედმეტი მოლოდინები არ უნდა გავაჩინოთ, ისე, როგორც მათ გააჩინეს. გახსოვთ ალბათ, „მაპის“ (წევრობის სამოქმედო გეგმა, რედ.) თაობაზე, მთელი კამპანია აწარმოეს, რომ მაპს რომ მივიღებთ, გავხდებით სამოთხე და მივიღეთ უბედურება. ვერც „მაპი“ ვერ მიიღეს და ვერც ქვეყანა ვერ დაიცვეს, აი მათი უგუნური პოლიტიკის გამო. ვერ აირიდეს თავიდან აი ეს დიდი პროვოკაცია. ჩვენ ასევე მოვისმინეთ უკრაინის პრეზიდენტის განცხადებები, სხვების განცხადებები მოლოდინებთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე მოვისმინეთ NATO-ს გენერალური მდივნის და სხვათა ლიდერების განცხადებები, რომ ამ სიტუაციაში, რთულ ვითარებაში, ძალიან რთული საპროგნოზოა შემდგომი ნაბიჯი. ასე რომ, ჩვენ მშვიდად უნდა დაველოდოთ, სიმშვიდე გვჭირდება მეგობრებო და გონიერება. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 30 ივნისს, პარლამენტში ანგარიშის წარდგენის დღეს. ვილნიუსის სამიტის წინ, სახელმწიფო დეპარტამენტში Europetime-ს 7 ივლისს განუცხადეს, რომ აშშ საქართველოს NATO-სკენ სწრაფვას მხარს უჭერს და მთავრობას არსებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. 7 ივლისს სამიტისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია მოიწვია იენს სტოლტენბერგმა. „სამიტისას მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე,“ - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა. იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს მისი ძალები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. NATO-ს სამიტზე მოკავშირეები კვლავ დააფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „ჩვენი გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში, რაც წინა სამიტზეც დადასტურდა, არის, რომ ჩვენ გვჭირდება პარტნიორობის გაძლიერება პარტნიორებთან, რომლებიც არიან დაუცველნი რუსეთის ჩარევისა და ზეწოლის მიმართ. სამიტზე მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოს უფლებას, განსაზღვროს თავისი მომავალი და საგარეო პოლიტიკა გარე ჩარევის გარეშე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, რომლებიც რუსეთს ჰყავს განთავსებული საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ასევე უკან წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და დაასრულოს მილიტარიზაცია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის მნიშვნელობა, რომელსაც საქართველო ანიჭებს NATO-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერებას და ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. დღეს NATO-ს სამიტი ოფიციალურად იხსნება. NATO-საქართველოს ურთიერთობები
გერმანიამ უკრაინას Gepard-ის ტიპის საზენიტო იარაღი და სხვა დახმარება გაუგზავნა
გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის უახლესი სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა, მათ შორის არის Gepard-ის ტიპის საზენიტო იარაღი, სხვადასხვა საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა. ბერლინმა უკვე გაგზავნილი 34-ის გარდა, უკრაინას ექვსი ახალი Gepard-ი მიაწოდა. გერმანიის მთავრობა ასევე უზრუნველყოფს IRIS-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის 10 ლაზერულ სამიზნე აღჭურვილობას, ასევე, 10 სახანძრო სარდლობის განყოფილებას ადრე მიწოდებული ექვსი IRIS-T SLM სისტემის მხარდასაჭერად. გერმანიამ ვილნიუსში ნატოს სამიტზე უკრაინისთვის 770 მილიონი დოლარის პაკეტი წარადგინა, მათ შორის ორი ახალი Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა, 24 Leopard 1A5-ის ტიპის ტანკი, Marder-ის ტიპის 40 ქვეითი საბრძოლო მანქანა და 20 000 საარტილერიო ტყვია.
შოლცი: 2022 წლიდან 2027 წლამდე უკრაინისთვის განკუთვნილ შეიარაღებაზე სავარაუდოდ, 17 მილიარდ ევროს დავხარჯავთ
2022 წლიდან 2027 წლამდე უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების ღირებულება სავარაუდოდ, დაახლოებით, 17 მილიარდ ევროს შეადგენს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ომის დაწყებიდან 2027 წლამდე, შესაძლოა, 17 მილიარდი ევრო დავხარჯოთ მხოლოდ იმ იარაღის მიწოდებაზე, რომლისთვისაც ჩვენ გამოვყოფთ თანხებს,” -განაცხადა შოლცმა. მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია უკრაინას აშშ-ის შემდეგ ყველაზე დიდი სამხედრო დახმარებით უზრუნველყოფს. რამდენიმე დღის წინ გერმანიამ უკრაინისთვის 600 მილიონი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
გერმანიამ მუშა სამარიტელთა კავშირს, საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად, 5 მილიონი ევრო გამოუყო
გერმანია მუშა სამარიტელთა კავშირის (ASB) მეშვეობით საქართველოში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება. გერმანიის საელჩოს თანახმად, ASB-მ საქართველოში განხორციელებული პროექტისათვის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან 5 მილიონი ევროს ოდენობის თანხა მიიღო, რომლითაც წელიწადნახევრის განმავლობაში დაახლოებით 7200 პირს გაეწევა ფულადი დახმარება, 3000 ოჯახი ზამთრისთვის აუცილებელ დახმარებას მიიღებს და 2000 პირი კი ფსიქო-სოციალურ დახმარებას მიიღებს. გარდა ფინანსური დახმარებისა ჰრესნიკები, ანუ უკრაინელი ოჯახების ტრადიციული დამხმარეები ბენეფიციარებს ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას გაუწევენ და ამ საქმიანობისთვის გასამრჯელოსაც მიიღებენ. პროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში მყოფი, ომისგან დაზარალებული უკრაინელების მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი საჭიროებების დაკმაყოფილება. პროექტს ASB საქართველო ახორციელებს თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან “Unite Together” და „საქართველოს სამარიტელთა კავშირთან“ ერთად.
გერმანიის ელჩი: საქართველოს შეუძლია, NATO-ს იმედი ჰქონდეს
„საქართველოს შეუძლია, NATO-ს იმედი ჰქონდეს, რომ ის წინ წაიწევს იმ პროცესში, რომელიც მოცემულ დროს საქართველოს NATO-ს წევრობამდე მიიყვანს,“ - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა. ელჩის თქმით, საქართველოს მხარდამჭერი მტკიცე განცხადებები ვილნიუსის სამიტზეც გაკეთდა. რაც შეეხება ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების საკითხს, პეტერ ფიშერის თქმით, ზოგიერთი მათგანი უკვე შესრულებულია, თუმცა ზოგი მეტ პროგრესს საჭიროებს. „ზოგიერთი პრიორიტეტი შესრულდა, ზოგიერთი შესრულების გზაზეა, ზოგს მეტი პროგრესი სჭირდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამბიციას, რომელიც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას და საქართველოსთან ერთად ჩვენ წინ წავალთ ამ გზაზე", - განაცხადა ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. გერმანიის ელჩი: ვილნიუსის სამიტი NATO-ს ძლიერ ერთიანობას აჩვენებს მათ შორის საქართველოს გამძლეობის მხარდასაჭერად
გერმანიამ საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად 5 მლნ ევრო გამოყო
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მუშა სამარიტელთა კავშირს (ASB) მომდევნო 18 თვისთვის ხუთი მილიონი ევროს ოდენობის თანხა გამოუყო ომისაგან დაზარალებული და საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილებისათვის. პროექტის დაწყება 2023 წლის 18 ივლისს გამოცხადდა პრესკონფერენციის ფარგლებში, რომლის დროსაც გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ASB საქართველოს დირექტორს კლემენს ფონ ჰაიმენდალს სიმბოლური ჩეკი გადასცა. პროექტის მიზანს წარმოადგენს უკრაინელი ლტოლვილების მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი საჭიროებების დაკმაყოფილება. პროექტს ASB საქართველო ახორციელებს თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან “Unite Together” და „საქართველოს სამარიტელთა კავშირთან“ ერთად. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ UNHCR-ის (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი) და საქართველოს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე პროექტის ბენეფიციარი უკრაინელი ლტოლვილები. დახმარების პროექტის ფარგლებში: 7200 პირი მიიღებს სხვადასხვა მიზნობრიობის ფულად დახმარებას 3/6 თვის განმავლობაში; ანაზღაურებას მიიღებს 60 „ჰრესნიკი“ [უკრაინაში – ოჯახის დამხმარეები], 3/6 თვის განმავლობაში; 2000 პირი მიიღებს ფსიქოლოგიურ დახმარებას, 18-ვე თვის განმავლობაში; ფულად დახმარებას გამოზამთრებისთვის მიიღებს 3000 პირი.
გერმანია უკრაინული მარცვლეულის სარკინიგზო გზით გადაზიდვის გაზრდაზე მუშაობს
გერმანია მუშაობს მოკავშირეებთან, რათა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი სარკინიგზო გზით გაზარდოს მას შემდეგ, რაც რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გავიდა. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „შიმშილი არ უნდა იყოს გამოყენებული იარაღად." „მილიონობით ადამიანია დამოკიდებული უკრაინის მარცვლეულზე. ამიტომ გერმანია მუშაობს ყველა თავის საერთაშორისო პარტნიორთან, რათა უზრუნველყოს, რომ პროდუქტი არ დალპეს მარცვლეულის საწყობებში. თავიდანვე მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ უკრაინაში დამატებითი სარკინიგზო ხაზები აშენებულიყო. ახლა ჩვენ ამაზე კიდევ უფრო ინტენსიურად ვიმუშავებთ,“ - განაცხადა ბერბოკმა. 17 ივლისს რუსეთის ფედერაციამ მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა და „რისკებით“ დაემუქრა მხარეებს, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ინიციატივა რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარეშე გააგრძელონ. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ რუსეთმა შავ ზღვაში უკრაინის პორტების მისადგომებთან დამატებითი საზღვაო ნაღმები დაამონტაჟა.
გერმანიამ უკრაინას Leopard 1A5-ის ტიპის ტანკების პირველი პარტია გაუგზავნა
უკრაინამ გერმანიიდან Leopard 1A5-ის ტიპის ტანკების პირველი პარტია მიიღო. კერძოდ, გერმანიამ უკრაინას ათი ერთეული ასეთი ტანკი გადასცა. მთლიანობაში ბერლინი უკრაინელ დამცველებს ამ ტიპის 100-ზე მეტ ტანკს მიაწვდის. წერს RBC-Ukraine. ტანკების გარდა, უკრაინამ მიიღო 20 MG3 ტყვიამფრქვევი Leopard 2-ის ტიპის ტანკებისთვის, Marder-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანებისთვის და Dachs-ის ტიპის საინჟინრო ტანკებისთვის. დახმარების ახალ პაკეტში ასევე შედის 1035 155 მმ ტყვია, სათვალთვალო რადარები, 16 Zetros-ის ტიპის სატვირთო მანქანა, 4 სასაზღვრო პატრულის მანქანა და სხვა აღჭურვილობა.
პისტორიუსი: გერმანია მზადაა, დაეხმაროს პოლონეთს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში
გერმანია მზად არის, მხარი დაუჭიროს პოლონეთს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში. ამის შესახებ განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა. ინფორმაციას პოლონური მედია და Reuters-ი ავრცელებენ. კერძოდ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ხსენებულ საკითხზე პრაღაში, ჩეხ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. პუტინი უკრაინის მოკავშირე და NATO-ს წევრ პოლონეთს ემუქრება ბელორუსში „ვაგნერის“ ჯგუფის ყოფნასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ კითხვას პისტორიუსმა შემდეგნაირად უპასუხა: „სადაც პოლონელ პარტნიორებს სჭირდებათ მხარდაჭერა, ისინი მიიღებენ მას. ისინი NATO-ს პარტნიორები და NATO-ს სანდო მოკავშირეები არიან. ამდენად, ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ მზად ვართ.“ პისტორიუსის კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა 19 ივლისს განაცხადა, რომ პოლონეთი ბელორუსის საზღვართან დამატებით ძალებს გზავნის. პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა „ვაგნერის აჯანყების“ შემდეგ, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას აქტიურად ითხოვენ. ასევე წაიკითხეთ: გერმანია მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს
გერმანია უკრაინას Gepard-ის ტიპის ტანკებსა და სადაზვერვო აღჭურვილობას მიაწვდის
გერმანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს სადაზვერვო თვითმფრინავებს, Gepard-ის ტიპის თვითმავალ საზენიტო საარტილერიო დანაყოფებს და მისთვის საჭირო ათასობით ვაზნას. უკრაინამ გერმანიიდან Leopard 1A5-ის ტიპის ტანკების პირველი პარტია 21 ივლისს მიიღო. კერძოდ, გერმანიამ უკრაინას ათი ერთეული ასეთი ტანკი გადასცა. მთლიანობაში ბერლინი უკრაინელ დამცველებს ამ ტიპის 100-ზე მეტ ტანკს მიაწვდის. წერს RBC-Ukraine. ტანკების გარდა, უკრაინამ მიიღო 20 MG3 ტყვიამფრქვევი Leopard 2-ის ტიპის ტანკებისთვის, Marder-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანებისთვის და Dachs-ის ტიპის საინჟინრო ტანკებისთვის. დახმარების ახალ პაკეტში ასევე შედის 1035 155 მმ ტყვია, სათვალთვალო რადარები, 16 Zetros-ის ტიპის სატვირთო მანქანა, 4 სასაზღვრო პატრულის მანქანა და სხვა აღჭურვილობა.
გერმანიამ უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის ორი გამშვები გადასცა
გერმანიამ უკრაინას გადასცა სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის ორ გამშვებს, უპილოტო საფრენი აპარატებს, მანქანებს და სხვა აღჭურვილობას მოიცავს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სამხედრო დახმარების განახლებული სია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე განთავსდა. ბოლო კვირებში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის სამხრეთზე თავისი სარაკეტო და უპილოტო დარტყმები გააძლიერა, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა დასავლეთს საჰაერო თავდაცვის უფრო მეტად გაძლიერების მოწოდებით მიმართეს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას 10-დან 12-მდე Patriot-ის სისტემა სჭირდება, რომ ქვეყანა მთლიანად დაიცვას.
გერმანიამ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოფიცერი დააკავა
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ოთხშაბათს დააკავა ბუნდესვერის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები) ოფიცერი, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. გამოძიების ცნობით, 2023 წლის მაისში ბრალდებულმა რუსეთის ფედერაციის გენერალურ საკონსულოს ბონში და რუსეთის საელჩოს ბერლინში, თანამშრომლობის წინადადებით რამდენჯერმე მიმართა. ოთხშაბათს გერმანიის ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ ეჭვმიტანილის დაპატიმრების ორდერი გასცა. გარდა ამისა, გერმანიის კრიმინალური პოლიციის გამომძიებლებმა ბრალდებულის ბინასა და სამუშაო ადგილზე ჩხრეკა ჩაატარეს. „გამოძიება ჩატარდა ფედერალურ სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურთან და კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით,“ - ნათქვამია გერმანიის გენერალური პროკურატურის განცხადებაში. Reuters-ი წერს, რომ გერმანია, რომელიც უკრაინის სამხედრო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია, რუსული ჯაშუშური ოპერაციების მთავარი სამიზნეა. ამ სახის საფრთხე მასშტაბური გახდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
გერმანია პოლონეთის ტერიტორიაზე, Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს წლის ბოლომდე დატოვებს
გერმანია სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში სარაკეტო სისტემა Patriot-ის სამ დივიზიონს წლის ბოლომდე დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ოლონური სააგენტო ავრცელებს. პისტორიუსი: გერმანია მზადაა, დაეხმაროს პოლონეთს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში ხსენებულ საკითხზე გერმანიასთან შეთანხმების მიღწევა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა დაადასტურა. კერძოდ, წლის ბოლომდე პოლონეთი მზად იქნება, მოახდინოს გერმანული Patriot-ის ტიპის სისტემების ინტეგრირება ქვეყნის ერთიან საჰაერო თავდაცვაში. უკრაინის საზღვრის მახლობლად, სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში, ქვეყნის საჰაერო სივრცის დასაცავად, სამი გერმანული დივიზიონი 2023 წლის იანვრიდან განლაგდა. გასული წლის ნოემბერში რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა.
Chinook-ის ტიპის ვერტმფრენების შეძენის შემდეგ, გერმანიას NATO-ში სიდიდით მეორე ფლოტი ექნება
Chinook-ის ტიპის საფრენი აპარატის შეძების შემდეგ, გერმანიას (აშშ-ის შემდეგ) NATO-ში სიდიდით მეორე ფლოტი ექნება. ამის შესახებ საჰაერო ძალების უფროსმა განაცხადა. Reuters-ი გასულ თვეში წერდა, რომ გერმანია 60 ერთეულ Chinook-ის ტიპის ვერტმფრენს Boeing-ისგან (BA.N) შეიძენდა. პაკეტის ღირებულება, მათ შორის, თვითმფრინავისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფასი, 8,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. თითქმის 50 ვერტმფრენი განთავსდება აღმოსავლეთ გერმანიაში, ჰოლზდორფ/შონევალდეს მხარეში, სადაც დამატებით, 1000 ჯარისკაცი განლაგდება „შონევალდე შეასრულებს უნიკალურ საკვანძო როლს საჰაერო ძალებისთვის, მთელი ბუნდესვერისთვის და გერმანიის უსაფრთხოებისთვის," - განაცხადა ინგო გერჰარცმა.
გერმანიის ფინანსთა მინისტრი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა
გერმანიის ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერი კიევში ორშაბათს დილით, 14 აგვისტოს ჩავიდა. გერმანელი მინისტრი კიევში პოლიტიკურ მოლაპარაკებებს გამართავს. კრისტიან ლინდნერი უკრაინას რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ პირველად ეწვია. მანამდე კიევში გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და რამდენიმე მინისტრი ჩავიდა. 2022 წლიდან გერმანიამ უკრაინას დაახლოებით 1,5 მილიარდი ევროს მოცულობის პირდაპირი ფინანსური დახმარება გაუწია.
Reuters: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავს პრობლემა შეექმნა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი იძულებული გახდა, ორშაბათს მისი თვითმფრინავის მექანიკური პრობლემების გამო, ავსტრალიაში გამგზავრება დროებით შეეჩერებინა. ამის შესახებ Reuters-ი მინისტრის სპიკერის კომენტარზე დაყრდნობით წერს. სამთავრობო თვითმფრინავი იძულებული გახდა, აბუ დაბიში უსაფრთხოების მიზეზების გამო დაბრუნებულიყო. გერმანიის საჰაერო ძალებმა განაცხადა, რომ მისი ეკიპაჟი მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიზიტის გაგრძელება შეძლოს. მისი ტურნე ასევე მოიცავს გაჩერებებს ახალ ზელანდიასა და ფიჯიზე. საჰაერო ძალებმა განმარტა, რომ გამოაქვეყნებს დამატებით ინფორმაციას, როდესაც Airbus A340 გასამგზავრებლად მზად იქნება.
გერმანია უკრაინისთვის ყოველწლიურად, $5,5 მილიარდის მოცულობის დახმარების გამოყოფას გეგმავს
გერმანია 2027 წლამდე უკრაინისთვის ყოველწლიურად 5 მილიარდი ევროს (5,5 მილიარდი დოლარი) მოცულობის დახმარების გამოყოფას, მათ შორის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველყოფას გეგმავს. ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა 14 აგვისტოს განაცხადა. გერმანიის ფინანსთა მინისტრი კიევში მოულოდნელი ვიზიტით 14 აგვისტოს ჩავიდა. უკრაინის ფინანსთა მინისტრ, სერხი მარჩენკოსთან ერთად, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ლინდნერმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება გერმანიის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხედრო მხარდაჭერის გარდა, ბერლინის დახმარება უკრაინისთვის, ასევე მოიცავს ჰუმანიტარულ დახმარებასაც. „უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, გერმანიის მხარდაჭერამ 22 მილიარდი ევრო (24 მილიარდი დოლარი) შეადგინა,“ - განაცხადა მინისტრმა. უფრო ადრე, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან 2027 წლამდე უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების ღირებულება სავარაუდოდ, დაახლოებით, 17 მილიარდ ევროს შეადგენს.
მედია: გერმანული Rheinmetall-ი უკრაინას ახალი თაობის დრონებს გადასცემს
გერმანული Rheinmetall-ი (RHMG.DE) წლის ბოლომდე უკრაინას Luna NG-ის ტიპის ახალი თაობის დრონების სისტემას მიაწვდის. იტყობინება გერმანული მედია კომპანიის წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის ცნობით, NG-ი Luna-ს ახალი თაობის დრონებს წარმოადგენს. სხვა მოდელის დრონები კი, უკრაინას უკვე გადაცემული აქვს. Luna NG -ი უახლესი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელიც წინა მოდელებს ყველა მნიშვნელოვანი მახასიათებლით უსწრებს წინ. დრონის ფრენის ხანგრძლივობა 12 საათზე მეტია, მონაცემთა გადაცემის დიაპაზონი კი, 100 კმ-ს აჭარბებს. უფრო ადრე გერმანიამ უკრაინას გადასცა სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი, რომელიც Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის ორ გამშვებს, უპილოტო საფრენი აპარატებს, მანქანებს და სხვა აღჭურვილობას მოიცავს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სამხედრო დახმარების განახლებული სია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე განთავსდა. ბოლო კვირებში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის სამხრეთზე თავისი სარაკეტო და უპილოტო დარტყმები გააძლიერა, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა დასავლეთს საჰაერო თავდაცვის უფრო მეტად გაძლიერების მოწოდებით მიმართეს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინას 10-დან 12-მდე Patriot-ის სისტემა სჭირდება, რომ ქვეყანა მთლიანად დაიცვას.
გერმანული Rheinmetall-ი ადასტურებს, რომ უკრაინას ახალი თაობის დრონებს გადასცემს
უკრაინა ახალი თაობის საჰაერო სადაზვერვო სისტემას (Luna NG-ს) 2023 წლის განმავლობაში მიიღებს. ამის შესახებ გერმანული თავდაცვის კონცერნი Rheinmetall-ი აცხადებს. Luna NG უპილოტო საჰაერო სისტემა რამდენიმე უპილოტო თვითმფრინავთან ერთად, სახმელეთო კონტროლის სადგურისგან შედგება. სისტემაში ასევე შედის გამშვები კატაპულტი, დამატებითი უსაფრთხოებისა და სწრაფი შეკეთების აღჭურვილობა. გერმანული მედია 13 აგვისტოს წერდა, რომ გერმანული Rheinmetall-ი (RHMG.DE) წლის ბოლომდე უკრაინას Luna NG-ის ტიპის ახალი თაობის დრონების სისტემას მიაწვდის.
თვითმფრინავის გაუმართაობის გამო, ბერბოკმა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ვიზიტი გააუქმა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბერბოკმა თვითმფრინავის პრობლემების გამო, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ფიჯიზე ერთკვირიანი ვიზიტი გააუქმა. იგეგმებოდა, რომ ბერბოკი ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში კომერციული რეისით გაფრინდებოდა, მაგრამ მოგზაურობა ბოლო მომენტში გაუქმდა. აბუ დაბიდან აფრენის მეორე მცდელობისას, ბერბოკის სამთავრობო თვითმფრინავს შეექმნა იგივე პრობლემები, როგორც პირველი აფრენისას. თვითმფრინავის კაპიტანმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ავსტრალიაში ფრენა ამ თვითმფრინავით განხორციელებულიყო. აბუ დაბიში იძულებითი გაჩერების დროს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მის კოლეგასთან. გასულ წელს ბერბოკს ცუდი ამინდის გამო, ასევე მოუწია ბრიტანელ კოლეგასთან, ჯეიმს კლერლისთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმება.
გერმანიამ უკრაინას IRIS-T-ის ტიპის თავდაცვის სისტემები გადასცა
BBC-ის ცნობით, გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა, რომელიც IRIS-T-ის ტიპის ორ გამშვებ დანადგარს მოიცავს. ახალ პაკეტში შევე შედის სათვალთვალო რადარები, ჭურვები, საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა. მთლიანობაში, 2023 წელს, გერმანიის ხელისუფლების ინფორმაციით, კიევმა გერმანიიდან 5,4 მილიარდ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება მიიღო.
ბერბოკმა განმარტა, რამ მოახდინა გავლენა ჩინეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის ცვლილებაზე
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ჩინეთი გამოწვევას უქმნის „ამ სამყაროში ერთად ცხოვრების საფუძვლებს.“ მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში დეესკალაციისთვის ავსტრალიასთან იმუშვებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბერბოკის თქმი, ჩინეთის მიერ ავსტრალიისთვის დაწესებული სავაჭრო აკრძალვების გამოცდილებამ გავლენა მოახდინა გერმანიის პოლიტიკის შეცვლაზე პეკინის მიმართ. „ჩინეთი შეიცვალა და ამიტომ ჩვენი პოლიტიკა ჩინეთის მიმართ ასევე უნდა შეიცვალოს”, - განაცხადა ბერბოკმა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი იყო პარტნიორი კლიმატის ცვლილების, ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში, ის იყო კონკურენტი, როდესაც საქმე ეხება იმას, თუ როგორ ვიცხოვროთ ერთად ამ სამყაროში," - განაგრძო გერმანელმა დიპლომატმა. ანალენა ბერბოკის თქმით, „მზარდი სისტემური მეტოქეობის პირობებში ზოგიერთი ავტოკრატიული რეჟიმი ცდილობს საერთაშორისო წესრიგის დამუხრუჭებას, რათა გაზარდოს თავისი გავლენის სფეროები, გამოიყენოს არამხოლოდ სამხედრო ძალა, არამედ ეკონომიკური გავლენაც.“ ბერბოკის თქმით, გერმანია ხელს არ შეუწყობს ბლოკებს შორის ახალ დაპირისპირებას, მაგრამ გაამრავალფეროვნებს თავის სავაჭრო პარტნიორებს და რისკებს აირიდებს თავიდან. მისი განმარტებით, მრავალი ქვეყანა იხრებოდა ჩინეთისკენ, რადგან მათ არ ჰქონდათ ალტერნატივა, გერმანიას კი, ამ მოცემულობის შეცვლა სურდა. „ტაივანის სრუტეში სტატუს კვოს ნებისმიერი ცალმხრივი ცვლილება მიუღებელი იქნება, მით უმეტეს, თუ ეს მოიცავს იძულებით ან სამხედრო საშუალებებს,“ - აღნიშნა გერმანიის საგრეო საქმეთა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ Europetime-ის სტატია: ელჩი ფიშერი: ჩინეთი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და სისტემური მეტოქე
გერმანიის ნორდრაინ-ვესტფალიის ფედერალური მხარის იუსტიციის მინისტრი საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა
20-დან 24 აგვისტომდე თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ნორდრაინ-ვესტფალიის ფედერალური მხარის იუსტიციის მინისტრი ბენიამინ ლიმბახი. გერმანიის საელჩოს ცნობით, ბენიამინ ლიმბახმა შეხვედრები გამართა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეებთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეებთან, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან და სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსთან. ვიზიტის პროგრამა მოიცავდა ასევე სტუმრობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და შეხვედრებს მოსამართლეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. „ჩემზე, როგორც ევროპელზე, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართული სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობამ საქართველოში ევროპული ღირებულებების დასამკვიდრებლად. დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოსთვის აუცილებელია ღია დიალოგი მოქალაქეებსა და სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის,“ - განაცხადა მინისტრმა. ლიმბახმა ასევე მოინახულა სასჯელაღსრულების ორი დაწესებულება, სადაც მიიღო ინფორმაცია მათი სტრუქტურისა და პატიმარებისადმი მიდგომის შესახებ. ამასთან დაკავშირებით მინისტრმა განაცხადა, რომ პატიმართა წარმატებული რესოციალიზაცია დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. „რესოციალიზაცია დაზარალებულთა საუკეთესო დაცვის საშუალებაა. ამ მიზნით საქართველოს ხელს ვუწყობთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის თანამედროვე სისტემის შექმნაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველ კოლეგებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილებები ამ მიმართულებით,“ - აღნიშნა ბენიამინ ლიმბახმა.
გერმანიამ უკრაინას ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ისთვის განკუთვნილი რაკეტები პირველად გადასცა
24 აგვისტოს, გერმანიამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა. გერმანიის მთავრობის ვებგვერდი იტყობინება, რომ ბერლინმა პირველად გადასცა უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტები პირველად გადასცა. გარდა ამისა, გასულ კვირას უკრაინამ უპილოტო თვითმფრინავების აღმომჩენ სისტემები, 40 სადაზვერვო დრონი და სხვა აღჭურვილობა მიიღო. გერმანიის მთავრობამ ბოლოს უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდების შესახებ 17 აგვისტოს გამოაცხადა, მათ შორის IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებიც იყო. გერმანია უკრაინისთვის ყოველწლიურად, $5,5 მილიარდის მოცულობის დახმარების გამოყოფას გეგმავს
ცნობილია, როდის დაიწყებს გერმანია ლიეტუვაში ჯარისკაცების მუდმივად განლაგებას
გერმანია ლიეტუვაში თავისი ბრიგადის მუდმივად განლაგებას მომავალი წლის დასაწყისში დაიწყებს. ამის შესახებ გენერალმა კარსტენ ბრეიერმა განაცხადა. „ჩვენ გვექნება ჩვენი საგზაო რუკა ამ კვარტლის ბოლომდე. ეს ძალიან ნათელია და დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წლის დასაწყისისთვის გადავალთ განხორციელების ფაზაზე,“ - განაცხადა ბრეიერმა. გენერალმა ასევე აღნიშნა, რომ მთავარი გადაწყვეტილება ლიეტვაში ბრიგადის მუდმივად განლაგების შესახებ „რვა კვირის წინ მიიღეს.“ შეგახსენებთ, თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა 26 ივნისს განაცხადა, რომ გერმანია მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს. გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა. პისტორიუსი ლიეტუვაში ორი თვის წინ იმყოფებოდა, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დაკვირვებოდა. გერმანიამ მაშინ ლიტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის - „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას და სამხედრო თანამშრომლობის ახალ საფეხურებზე აყვანას მოითხოვდნენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. ჯარისკაცების განთავსება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ალიანსის რეგიონულ გეგმებს იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხოს რუსეთის თავდასხმას. თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2026 წლისთვის მზად უნდა იყოს. ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. 2014 წლამდე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არც ჰყოლია განლაგებული. გადაწყვეტილება ბალტიისპირეთში და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ, ალიანსში მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი როტაციული პრინციპით განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა.
DW: გერმანიის შსს შეშფოთებულია რუსული დეზინფორმაციის მასშტაბით
გერმანიის შს სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი სოციალური მედიის საშუალებით ნაცნობი ნარატივების გავრცელებას აგრძელებს. კერძოდ, ყალბი ანგარიშები იქმნება უკრაინის წინააღმდეგ ომის შესახებ დეზინფორმაციის გასავრცელებლად. შესაბამის ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ოფიციალური პირის თქმით, დეზინფორმაციისთვის განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება სოციალური ქსელები, როგორიცაა Telegram. დეზინფორმაციის მასშტაბი „ბოლო 12 თვის განმავლობაში რუსული დეზინფორმაციის მასშტაბები საერთოდ არ შემცირებულა,” - თქვა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა და დაამატა, რომ მისი დეპარტამენტი კვლავ სერიოზულად ეკიდება „გარე გავლენისა და მანიპულაციის საფრთხეს”, ასევე, მკაცრად ეწინააღმდეგება მათ. ოფიციალური პირის თქმით, დეზინფორმაციის გამავრცელებელი აქტორები ცდილობენ, გავლენა მოახდინონ გერმანიაში საზოგადოებრივ აზრზე, გაზარდონ კონფლიქტები გერმანულ საზოგადოებაში და უნდობლობა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და მთავრობის ქმედებების მიმართ. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყების დღიდან, ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ რუსული დეზინფორმაცია გერმანიაში გაძლიერდა,“ - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
გერმანიაში რუსეთისთვის დრონის კომპონენტების მიწოდებაში ბრალდებული დააკავეს
გერმანიაში გამომძიებლები ეჭვობენ, რომ მოქალაქე რუსული თვითმფრინავების Orlan-10-ის წარმოებისთვის კომპონენტებს ყიდის. იტყობინება გერმანული გამოცემა Der Spiegel 29 აგვისტოს. Orlan-10 არის სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელსაც რუსი სამხედროები იყენებენ. გაყიდული კომპონენტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 750,000 ევროს (811,000 აშშ დოლარი) შეადგენს. გავლენიანი ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი, RUSI Orlan-ს რუსეთის „ყველაზე წარმატებულ" სადაზვერვო თვითმფრინავად აღწერს. გამომძიებლების ინფორმაციით, ბრალდებულის მფლობელობაში მყოფი ფირმა, რომელსაც როგორც გერმანიის, ასევე რუსეთის მოქალაქე ფლობს, სათადარიგო ნაწილების გერმანიაში იმპორტს მესამე ქვეყნებიდან აწარმოებდა, შემდეგ კი, ამ კომპონენტებს რუსეთში ორ შუამავალს აწვდიდა. ეჭვმიტანილი იუსტიციის ფედერალური სასამართლოს დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. მას ბრალად ედება საგარეო-ეკონომიკური კავშირების შესახებ კანონის დარღვევა. სასამართლოს თანახმად, ის 2020-2023 წლებში პროდუქციას რუსეთის ერთ-ერთ თავდაცვით საწარმოს აწვდიდა. ელექტრონული სათადარიგო ნაწილებით მოვაჭრე და მწარმოებელი ფირმის მფლობელს საგარეო-ეკონომიკური კავშირების შესახებ კანონის დარღვევა ედება ბრალად.
ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გერმანიის პრეზიდენტთან მოლაპარაკებით იწყებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას. „საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ამ ვიზიტით იწყებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს,“ - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მიშელმა ევროკავშირის გაფართოების თარიღი გამოაცხადა გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.
გერმანია აპირებს, საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადოს - DW
გერმანიის მთავრობა აპირებს, საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადოს, რაც გერმანიის შს მინსიტრის განცხადებით, არალეგალური მიგრაციის შემცირებას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას DW ავრცელებს. გერმანიის მთავრობა ფეზერის მიერ წარდგენილი კანონპროექტის დამტკიცებას უკვე 30 აგვისტოს აპირებს. ფეზერმა მოლდოვასთან და საქართველოსთან მიგრაციის სფეროში ხელშეკრულებებზე დაგეგმილი ხელმოწერის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ეს შეთანხმებები გერმანიაში ჩასვლის მსურველებს მისცემს განათლების მიღების და მუშაობის შესაძლებლობას და უზრუნველყოფს საქართველოსა და მოლდოვაში იმ მოქალაქეების სწრაფად დაბრუნებას, რომლებსაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვთ. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დოკუმენტის სწრაფი მიღების აუცილებლობა დაასაბუთა იმით, რომ წლის პირველ ნახევარში მოლდოვასა და საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის დამტკიცებული განაცხადების წილი მხოლოდ 0,1 პროცენტი იყო. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე განმარტა, რომ საქართველოს და მოლდოვიას ევროკავშირის წევრობა სურთ და ამ ქვეყნებში, როგორც წესი, ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით დევნა არ ემუქრება. ცნობისთვის, გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, გერმანიიდან იანვარ-ივნისში დეპორტირებულთა შორის ყველაზე მეტი, საქართველოს მოქალაქეა. დეპორტირებულთაგან 1664 ქალი იყო, 1375 - არასრულწლოვანი. გერმანიიდან დეპორტირებული იყვნენ საქართველოს (705), ჩრდილოეთ მაკედონიის (665) და ავღანეთის (659) მოქალაქეები.
DW: გერმანიიდან იანვარ-ივნისში დეპორტირებულთაგან ყველაზე მეტი, საქართველოს მოქალაქეა
გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, „2023 წლის პირველ ექვს თვეში გერმანიიდან დეპორტირებულია 7861 ადამიანი, რაც დაახლოებით 27%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.“ დეპორტირებულთაგან 1664 ქალი იყო, 1375 - არასრულწლოვანი. გერმანიამ გააძლიერა თავშესაფრის მაძიებლების დაბრუნება საქართველოს, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის, მოლდოვისა და სერბეთის შემთხვევაში - მათი განაცხადები უარყოფილია. მეტი მიგრანტი სახლში ნებაყოფლობით ბრუნდება. მემარცხენე სოციალისტური პარტიის (Die Linke; Linkspartei) მოთხოვნაზე გაგზავნილი პასუხის მიხედვით, გერმანიიდან დეპორტირებული იყვნენ საქართველოს (705), ჩრდილოეთ მაკედონიის (665) და ავღანეთის (659) მოქალაქეები. გერმანიის შსს-ს ინფორმაციით, 30 ივნისის მდგომარეობით, გერმანიაში იმყოფება 279 098 ადამიანი, რომლებიც ექვემდებარებიან დეპორტაციას, მაგრამ მათგან თითქმის 225 000-ს აქვს გადავადების უფლება. Deutsche Welle-ს სტატიაში ნათქვამია, რომ დეპორტაციის 500-ზე მეტი მცდელობა დეპორტირებულთა წინააღმდეგობისა და პილოტების (ავიახაზების) უარის გამო ჩაიშალა. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, თავშესაფრის წარუმატებელი მაძიებლების დეპორტაცია 2023 წლის პირველ ექვს თვეში, მეოთხედზე მეტით გაიზარდა. ირლანდიის თავშესაფრის მაძიებელთათვის გამოყოფილ საცხოვრებლებში, ყველაზე მეტი, საქართველოს მოქალაქეა
გერმანიის შს მინისტრის თქმით, გერმანია საქართველოსთან მიგრაციის სფეროში შეთანხმების გაფორმებას გეგმავს
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან და მოლდოვასთან მიგრაციის სფეროში შეთანხმებებს გააფორმებს. მინისტრის განმარტებით, ეს გერმანიაში ჩასვლის მსურველებს ქვეყანაში განათლების მიღების, მუშაობის საშუალებას მისცემს და ასევე დაეხმარება ბერლინს კვალიფიციური კადრების მოზიდვაში, მაგრამ ასევე, საქართველო და მოლდოვა ვალდებულნი იქნებიან, უკან მიიღონ ეს მოქალაქეები, ვინც გერმანიაში ყოფნის უფლებას დაკარგავს." გერმანია აპირებს, საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადოს. „ორივე ქვეყანას ევროკავშირში შესვლა სურს. ორივე სახელმწიფოში მოქალაქეებს, ძირითადად, პოლიტიკური მიზეზებით დევნის საფრთხე არ ემუქრებათ. გარდა ამისა, გერმანიაში თავშესაფრის თითქმის ყოველი მე-10 მაძიებელი ამ ქვეყნებზე მოდის და უსაფრთხო ქვეყნებად აღიარება არალეგალური მიგრაციის საკმაოდ სწრაფ და ეფექტურ შემცირებას შეუწყობს ხელს,” - განაცხადა ფეზერმა. ცნობისთვის, გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, გერმანიიდან იანვარ-ივნისში დეპორტირებულთა შორის ყველაზე მეტი, საქართველოს მოქალაქეა. დეპორტირებულთაგან 1664 ქალი იყო, 1375 - არასრულწლოვანი. გერმანიიდან დეპორტირებული იყვნენ საქართველოს (705), ჩრდილოეთ მაკედონიის (665) და ავღანეთის (659) მოქალაქეები.
უკრაინამ გერმანიისგან Leopard 1A5-ის ტიპის ტანკების მორიგი პარტია მიიღო
უკრაინამ გერმანიისგან Leopard 1A5 ტანკების მორიგი პარტია მიიღო. გერმანიის მთავრობის ცნობით, ბოლო კვირის განმავლობაში უკრაინას გერმანიისგან დამატებით 10 Leopard 1A5 ტანკი და ერთი TRML-4D რადიოლოკაციური სისტემა გადაეცა. გერმანიამ აქამდე უკრაინას 10 Leopard 1A5 ტანკი და ორი TRML-4D სისტემა გადასცა (ერთი მაისში, მეორე ივნისში). ახალ პაკეტში გერმანიამ კიევს გადასცა დამატებით 16 Vector სადაზვერვო დრონი (ჯამში 104), ოთხი 8х8 HX81 გამწევი, ცეცხლსასროლი იარაღისთვის 13 მილიონ ტყვიაზე მეტი და საველე ჰოსპიტალი. 25 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ გერმანიამ უკრაინას ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ისთვის განკუთვნილი რაკეტები პირველად გადასცა
გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა
გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. Reuters-ის ცნობით, დღეს, 30 აგვისტოს ფედერალურმა მთავრობამ შინაგან საქმეთა მინისტრ ნენსი ფეზერის მიერ წარდგენილ პროექტს მხარი დაუჭირა. შედეგად, გერმანია გაცილებით სწრაფად შეძლებს დეპორტაციას საქართველოს და მოლდოვის იმ მოქალაქეების, რომლებიც გერმანიაში თავშესაფარს ვერ მიიღებენ. სააგენტო ინფორმაციით, გადაწყვეტილებას უფლებადამცველთა ჯგუფი Pro Asyl-ი აკრიტიკებს. მისი განცხადებით, გერმანიის მთავრობა არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს და მოლდოვის რეგიონები, რაც „საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას.“ ჯგუფის შეფასებით, საქართველოში პრობლემებია კანონის უზენაესობის და ლგბტ+ პირთა უფლებების დაცვის, ხოლო მოლდოვაში პრესის თავისუფლების მხრივ. გერმანია აპირებს, საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადოს - DW გერმანიის შს მინისტრის თქმით, გერმანია საქართველოსთან მიგრაციის სფეროში შეთანხმების გაფორმებას გეგმავს
პეტერ ფიშერი: ახლა მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველომ მიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი
საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ახლა მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველომ მიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ელჩი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობაა. „მოგესალმებით ქალაქ ვაიმარიდან. ზუსტად ერთი წლის წინ მე და ჩემი მეუღლე ჩამოვედით თბილისში და ეს თარიღი მაძლევს იმის მიზეზს, რომ გასულ ერთ წელიწადს გადავხედო და ორი მნიშვნელოვანი რამ აღვნიშნო. პირველი ის არის, რომ ძალიან შეგვიყვარდა ლამაზი თბილისი, ლამაზი საქართველო და გულთბილი ქართველები. მეორეა, რომ ახლა, 2023 წლის მეორე ნახევარში მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველომ მიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს ისტორიული შესაძლებლობაა, რომელზეც ერთადა უნდ ვიმუშაოთ – სწორედ ახლა, 2023 წლის მეორე ნახევარში,“ – განაცხადა პეტერ ფიშერმა. ასევე გაეცანით Europetime-ის ექსკლუზიიურ ინტერვიუს პეტერ ფიშერთან: 2023 არის წელი, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება შეუძლია, შესაძლებლობები ახლა თქვენს ხელშია გარკვეული კონტექსტი პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. დღეს, პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. დღეს იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან მართავს მოლაპარაკებებს. შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. 29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.
სლოვაკეთის ცას გერმანიაც დაიცავს, ბრატისლავამ ყველა MiG-29 უკრაინას გადასცა
გერმანიის საჰაერო ძალები შეუერთდა NATO-ს წევრი ქვეყნების ჯგუფს, რომელიც სლოვაკეთის ცას დაიცავს. სლოვაკთმა უკრაინას თავისი საჰაერო თავდაცვის სისტემები და MiG-29 მოიერიშე თვითმფრინავები გადასცა. როგორც მანამდე ბუნდესვერის პრესსამსახური იტყობინებოდა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ფრენები სლოვაკეთის საჰაერო სივრცეში 22 დეკემბრამდე შესრულდება. უნგრეთი სლოვაკეთის ცაზე პატრულირებას, პოლონეთთან და ჩეხეთთან ერთად განახორციელებს მისივე თანახმად, ზემო ბავარიაში დისლოცირებული გერმანული ტაქტიკური საჰაერო ძალების 74-ე ესკადრილიის ორი საბრძოლო თვითმფრინავი (Eurofighter) საბრძოლო მზადყოფნაში დარჩება, რომლის მიზანიც საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში სლოვაკეთის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ან მტრის ობიექტების განეიტრალება იქნება. სლოვაკეთი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ნაწილია. ესაზღვრება უკრაინას, სადაც რუსეთი სრულმასშტაბიან ომს გასული წლის თებერვლის შემდეგ აწარმოებს. 2022 წლის აპრილში სლოვაკეთმა უკრაინას თავისი S-300-ს ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები გადასცა. გარდა ამისა, სლოვაკეთმა უკრაინას მარტში გაუგზავნა თავისი საბრძოლო თვითმფრინავები (MiG-29). ამიტომ, ქვეყანას საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვა აღარ შეუძლია. თავდაპირველად, ეს ამოცანა აღმოსავლეთ ევროპის უახლოესმა მეზობლებმა - პოლონეთმა, ჩეხეთმა და უნგრეთმა იტვირთეს, ახლა კი, გუნდს გერმანიაც შეუერთდა.
მედია: უკრაინის სანომრე ნიშნებიან მანქანებზე სვასტიკის გამოსახვაში მხილების შემდეგ, დეპუტატმა ბადენ-ბადენის საკრებულო დატოვა
გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენის საკრებულოს დეპუტატი, (AfD) მარტინ ქიუნე, რომელმაც უკრაინის სანომრე ნიშნებიან მანქანებზე სვასტიკები გამოსახა, დააჯარიმეს. ამ კვირის დასაწყისში, ბადენ-ბადენის პროკურატურამ არჩეულ თანამდებობის პირს ნაცისტური სიმბოლოების გამოყენების გამო ბრალი წაუყენა. უკრაინული მედიის ცნობით, ინციდენტები მიმდინარე წლის იანვარსა და მარტში მოხდა. „დეპუტატს „ანტიკონსტიტუციური ორგანიზაციების ატრიბუტების გამოყენებისა" და საჯარო შეურაცხყოფისთვის ჯარიმა (ზუსტი მონაცემები არ გამოქვეყნებულა) დაეკისრა,“ იტყობინება ბადენ-ბადენის პროკურატურა. განახლება: მარტინ ქიუნე მუნიციპალურ საკრებულოში პოლიტიკური გაერთიანება AfD-ის (ალტერნატივა გერმანიისთვის) ფრაქციის წევრი იყო. მან AfD დანაშაულში მხილების შემდეგ დატოვა. მარტინ ქიუნმა გადადგომის შესახებ განცხადება AfD-ს რაიონულ ასოციაციას წერილობით წარუდგინა. მისი მიმართვა AfD-ს საპარლამენტო ჯგუფის ლიდერმა, კურტ ჰერმანმა დაადასტურა. უფრო ადრე კი, მან საკრებულოს დატოვების თხოვნით მერსაც მიმართა და განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილებით სურდა, ქალაქ ბადენ-ბადენისთვის ზიანი თავიდან აეცილებინა. მერმა, დიტმარ შპეტმა დეპუტატის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
გერმანიამ იტალიასთან, ესპანეთთან და შვედეთთან, Leopard 2-ის ტიპის ახალი თაობის ტანკის შექმნის შესახებ ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი - მედია
გერმანიამ იტალიასთან, ესპანეთთან და შვედეთთან Leopard 2-ის ტიპის ახალი თაობის ტანკის განვითარების შესახებ ხელშეკრულებებს მოაწერა ხელი. იტყობინება გერმანული ბიზნეს გაზეთი Handelsblatt-ი. Rheinmetall-მა და KMW-მა, რომლებმაც კონტრაქტის შესრულებაზე უნდა იმუშაონ, კომენტარი არ გააკეთეს. გავრცელებულ ინფორმაციაზე გერმანიის თავდაცვის სამინისტროშიც არაფერს ამბობენ. პროექტში ასევე ჩაერთვება შვედური კომპანია Saab-ი და იტალიური კომპანია Leonardo. ვინ წარმოადგენს ესპანეთს, უცნობია.
გერმანიაში დაზვერვის თანამშრომელს რუსეთისთვის საიდუმლო დოკუმენტების გადაცემაში სდებენ ბრალს
გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომელს და გერმანელ ბიზნესმენს რუსეთისთვის საიდუმლო დოკუმენტების სავარაუდო გადაცემაში - ღალატში წაუყენეს ბრალი. DW-ს ცნობით, ამის შესახებ გერმანიის პროკურატურამ განაცხადა. დაზვერვის ოფიცერი დეკემბერში, ბერლინში დააკავეს, ხოლო მეორე - იანვარში დააპატიმრეს. ფედერალური პროკურორები აცხადებენ, რომ ბრალდებულს ჰქონდა კონტაქტი რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენთან, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან. ეს სამი პირი ერთმანეთს, სავარაუდოდ, 2022 წლის სექტემბერში შეხვდა. გამოძიებს ვერსიით, ისინი რუსეთის ეფ-ეს-ბე-სთვის გერმანიის საგარეო დაზვერვის კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების შესახებ შეთანხმდნენ.
ნიკოლ ფაშინიანი ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრებს მართავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანსა და საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, „საუბრის დროს ლაჩინის დერეფნის დაბლოკვის შედეგად მთიან ყარაბაღში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის, მთიანი ყარაბაღის ირგვლივ აზერბაიჯანული ჯარების კონცენტრირებასა და სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე დაძაბულობის ზრდის ტენდენციების საკითხებზე იმსჯელეს.“ ამავე წყაროს ცნობით, ფაშინიანმა პრაღასა და ბრიუსელში მიღწეული შეთანხმებებისადმი და ყველა საკითხის მოგვარებისთვის მხოლოდ დიპლომატიური საშუალებებით და კონსტრუქციულ ატმოსფეროში მიდგომებისადმი ერთგულება დაადასტურა. „მზად ვარ, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან სასწრაფო მოლაპარაკებები გავმართო, რომელიც საზღვრის გასწვრივ დაძაბულობის შემცირებაზე იქნება მიმართული,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერმა. თავის მხრივ, ემანუელ მაკრონმა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერისთვის მზადყოფნა დაადასტურა. ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთანაც გამართა. საუბრის დროს გერმანიის კანცლერსაც დაუდასტურა, რომ მზად არის. აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან სასწრაფო მოლაპარაკებები გამართოს.
გერმანიის საკალათბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონია
გერმანიის ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონია. პლანეტის პირველობის ფინალში გერმანიამ სერბეთის ნაკრები 83:77 დაამარცხა. გერმანიამ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი წაუგებლად დაამთავრა, გუნდმა 8 დან 8 მატჩი მოიგო. ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გერმანელი ფრანც ვაგნერი გახდა, ხოლო ტურნირის უძვირფასეს კალათბურთელად (MVP) დენის შრიოდერი დაასახელეს. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი კანადის ნაკრებმა დაიკავა, რომელმაც ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩში აშშ 127:118 დაამარცხა.
ბერბოკი ომის დროს უკრაინაში მეოთხედ ჩავიდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი დღეს დილით, მოულოდნელი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. წერს „დოიჩე ველე". „უკრაინა იცავს ყველა ჩვენგანის თავისუფლებას დიდი გამბედაობით და მონდომებით", - განაცხადა ბერბოკმა კიევში და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას შეუძლია გერმანიის დახმარების იმედი ჰქონდეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, უსაფრთხოების მიზეზების გამო, წინასწარ არ გამოცხადებულა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბერბოკი ქვეყანაში მეოთხედ ჩავიდა.
გერმანია უკრაინას დამატებით, Marder-ის ტიპის 40 საბრძოლო მანქანას გაუგზავნის
გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ Rheinmetall-ს დაავალა, რომ უკრაინას კიდევ 40 ერთეული Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა მიაწოდოს. ამ შეკვეთის შემდეგ Marder-ის მანქანების ჯამური რაოდენობა, რომლებსაც Rheinmetall-ი უკრაინას გადასცემს, 80-მდე გაიზრდება. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ხსენებული ქვეითი საბრძოლო მანქანა ბუნდესვერისთვის შეიქმნა და ის დღემდე გამოიყენება გერმანული არმიის მიერ. Marder მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სისტემაა. მანქანა არაერთხელ მოდერნიზდა და მისი საბრძოლო თვისებები გაუმჯობესდა.
ანალენა ბერბოკი: გერმანია უკრაინას დამატებით, 20 მილიონ ევროს გამოუყოფს
გერმანია უკრაინას დამატებით 20 მილიონ ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ აღნიშნული დახმარების შემდეგ გერმანიის მიერ უკრაინისთვის წელს აღმოჩენილი დახმარების საერთო რაოდენობა 380 მილიონ ევროს მიაღწევს. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამ შემოდგომასა და ზამთარში რუსეთი კვლავ დაესხმება თავს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს. „რუსეთის მზაკვრული მიზანია ამ ზამთარში ხალხი ისევ შიმშილითა და სიცივით დაიხოცოს," - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
უკრაინა და გერმანია ქარის ელექტროსადგურს ააშენებენ
უკრაინის მთავრობა და გერმანული კომპანია NOTUS Energy შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად ააშენებენ ქარის ელექტროსადგურს, რომელსაც შეუძლია ელექტროენერგიით უზრუნველყოს თითქმის 1000 ოჯახი. უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ცნობით, ყველა მხარემ ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს სამშენებლო პროექტზე 11 სექტემბერს. ეს ზონა მოიცავს 30 კილომეტრის რადიუსს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გარშემო, რომელიც მდებარეობს კიევიდან ჩრდილოეთით 130 კილომეტრში. ამ ზონის უმეტესობა მიტოვებული დარჩა 1986 წელს ჩერნობილის ბირთვული კატასტროფის შემდეგ. „პროექტი მოიტანს ინვესტიციებს და ახალ სამუშაო ადგილებს, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, მწვანე ტექნოლოგიების განვითარებას და სახელმწიფოს გამდიდრებას,“ - აცხადებს უკრაინული მხარე.
ბლინკენი და ბერბოკი: უკრაინას უნდა დავეხმაროთ, რათა დაიბრუნოს რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები
როგორ გამოიყენებენ უკრაინელები ATACMS რაკეტებს, მათი საქმეა, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ATACMS რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის შესაძლებლობის კომენტირებისას ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის შეიარაღების ყოველი სისტემის გადაცემისას რიგი ფაქტორების გათვალისწინება ხდება. ბერბოკმა და ბლინკენმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხეს შეკითხვას კიევისთვის ATACMS-ისა და Taurus-ის რაკეტების მიწოდების შესაძლებლობაზე. „ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას, დაიბრუნოს რუსეთის მიერ ამ აგრესიის დროს მიტაცებული ტერიტორიები. მე ანალენასთან ერთად მხოლოდ ერთი კვირის წინ ვიყავი უკრაინაში. მანამდე, ჩემი ბოლო ვიზიტი თითქმის ზუსტად ერთი წლის წინ იყო. დროის ამ მონაკვეთში, უკრაინამ დაიბრუნა 2022 წლის თებერვლიდან რუსეთისგან წაღებული ტერიტორიის 50 პროცენტზე მეტი და, რა თქმა უნდა, ახლა ჩართულია ამ მნიშვნელოვან კონტრშეტევაში, რათა დაიბრუნოს რუსეთის მიერ მიტაცებული მიწის მეტი ნაწილი. და ჩვენი ორივე ქვეყანა და ათობით სხვა, ყოველდღიურად ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინას მივაწოდებთ იმას, რაც მას სჭირდება წარმატებისთვის. ბრძოლის ბუნება ვითარდება, იცვლება, იზრდება საჭიროებები. მუდმივად განვიხილავთ, თუ რა დამატებითი მხარდაჭერა შეიძლება, იყოს სასარგებლო და ეფექტიანი უკრაინისთვის ამ მომენტში. ასე რომ, სხვადასხვა სისტემა მუდმივად განიხილება. უკრაინელებს მათი ეფექტიანად გამოყენება უნდა შეეძლოთ. ასევე ახალი რთული სისტემები მომსახურებას ითხოვენ, და, რა თქმა უნდა, ამით დაკავებულები ვართ”, - განაცხადა ბლინკენმა. ის, თუ როგორ გამოიყენებენ უკრაინელები ამ იარაღს, „მათი საქმეა”. „თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რა არის ყველაზე ეფექტიანი მათი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ჩვენი საკუთარი პოლიტიკის მიხედვით, უკრაინის ფარგლებს გარეთ ჩვენი შეიარაღების სისტემების გამოყენებას არ ვაქეზებთ და არ ვუშვებთ. მაგრამ, კიდევ ერთხელ, ეს უკრაინის გადაწყვეტილებაა,” - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. შეგახსენებთ, ბერბოკი ვაშინგტონში ჩასვლამდე კიევში ვიზიტით იმყოფებოდა. 6 სექტემბერს კი, უკრაინას ენტონი ბლინკენი ორდღიანი ვიზიტით ეწვია. „ორივე ჩვენგანმა ვნახეთ, ჩვენი ვიზიტების დროს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის მთავრობამ და უკრაინის სამხედროებმა შეძლონ დაიცვან და გაათავისუფლონ თავიანთი ხალხი აღმოსავლეთ უკრაინაში, რადგან იქ ხალხი, როგორც ვიცით, ნამდვილად ჯოჯოხეთში ცხოვრობს. და უკრაინაში, კიევში შევხვდი ადამიანებს, რომლებიც დეპორტირებულნი არიან უკრაინიდან, როგორც ე.წ. სამოქალაქო მძევლები, თუმცა, ვფიქრობ, ეს არასწორი ტერმინია. ისინი სასტიკი მეთოდებით მოწყვიტეს ცხოვრებას, რადგან მუშაობდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ან უბრალოდ ქუჩაში იდგნენ. გადაასახლეს რუსეთში, სხვა ადგილებში. აწამებდნენ. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა და ჩვენ არ ვიცით, რამდენი მათგანია იქ, რადგან წელიწადნახევარია, არამხოლოდ ეს საშინელი ომი მიმდინარეობს, აღმოსავლეთ უკრაინაში რეალურად ჰუმანიტარული დახმარება არ შესულა. ნეიტრალური დამკვირვებლები ვერ ხედავენ, რა ხდება იქ. წელიწადნახევარია ეს სოფლები, ეს ქალაქები არ გათავისუფლებულა. იმისთვის, რომ ისინი გათავისუფლდნენ, უნდა გადაილახოს დანაღმული ზონის უზარმაზარი სარტყელი, რომლის უკან რუსი ოკუპანტები არიან გამაგრებულები. ასე რომ, მას სჭირდება სამხედრო სისტემები, იარაღის სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ დანაღმული ტერიტორიის ამ სარტყლის გადალახვა. ჩვენ ვესაუბრებით ერთმანეთს იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ უკრაინელებს, მაგრამ უკვე რამდენჯერმე განვაცხადეთ, რომ ეს უაღრესად თანამედროვე იარაღის სისტემები ასევე ძალიან ეფექტიანი იარაღის სისტემებია. სენსიტიური საკითხებია გასარკვევი და ეს არც ისე მარტივია. ასე რომ, როგორც ფედერალურ მთავრობას, თავდაცვის მინისტრს, კანცლერსა და მე არაერთხელ გვისაუბრია ამ საკითხზე გასული კვირების განმავლობაში და ჩვენ კვლავ და ისევ ნათლად განვაცხადეთ, რომ ინტენსიურ დისკუსიებში ვართ და განვიხილავთ, რა შეგვიძლია. თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილი ეხება თავდასხმებს - შესაძლო თავდასხმებს რუსეთის ტერიტორიაზე და გერმანულ პრესას ასევე ნათლად ვუთხარი, რომ თავდაცვის უფლება ნიშნავს, რომ შეგიძლია, თავი დაიცვა. ჩვენ გვაქვს სხვა შემთხვევები მსოფლიოში, როდესაც სახელმწიფოებს, რომლებსაც გარედან თავს ესხმიან, აქვთ უფლება, დაიცვან თავი და უპასუხონ. ეს სასტიკი ომი არ ეხება მხოლოდ იმას, რაც სამართლებრივად დასაშვებია, ჩვენ ისევ და ისევ განვაცხადეთ, რომ იარაღის მიწოდების საფუძველია საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. ეს არის ჩვენი იარაღის მიწოდების საფუძველი. მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს და ვფიქრობ, ჩვენ ეს ნათლად განვაცხადეთ ამ პრესკონფერენციაზეც. საუბარია მსოფლიოს ფართო მხარდაჭერაზე უკრაინისადმი, უკრაინაში მშვიდობისთვის. და ეს ეხება ნდობას. გარდა სამართლებრივი საკითხებისა, მათ შორის - და თავდაცვის უფლებასთან დაკავშირებით, სურათი საკმაოდ ნათელია. მაგრამ ჩვენთვის, როგორც NATO-ს პარტნიორებისთვისაც, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ ნდობა მთელ მსოფლიოში, ვენდოთ საკუთარ ქმედებებს და ეს ეხება უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. ასე რომ, ჩვენ თავიდანვე ვუთხარით უკრაინელ სამხედროებს, რომ ჩვენი იარაღის მიწოდება შემოიფარგლება მხოლოდ მათი ტერიტორიის, უკრაინის ტერიტორიის დასაცავად,“ - განაცხადა ბერბოკმა ვაშინგტონში.
ბერბოკმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბაერბოკმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს დიქტატორი უწოდა. „ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაიას, ვიდრე ეს საჭირო იქბება,“ - განუცხადა ბერბოკმა Fox News-ს. „თუ პუტინი ამ ომს მოიგებს, რა ნიშანი იქნებოდა ეს მსოფლიოს სხვა დიქტატორებისთვის, როგორიცაა სი ძინპინი, ჩინეთის პრეზიდენტი? ამიტომ, უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი,“ - განაცხადა ბერბოკმა აშშ-ში ვიზიტის დროს მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში. პეკინთან მოლაპარაკებებიდან ერთი დღის შემდეგ, ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა - BBC ბერბოკმა განმარტა, რამ მოახდინა გავლენა ჩინეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის ცვლილებაზე ასევე წაიკითხეთ Europetime-ის სტატია: ელჩი ფიშერი: ჩინეთი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და სისტემური მეტოქე
ჩინეთი აღშფოთებულია იმის გამო, რომ ბერბოკმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა
ჩინეთი ძალიან უკმაყოფილოა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბაერბოკის განცხადებებით, რომელმაც პრეზიდენტ სი ძინპინს დიქტატორი უწოდა. შესაბამისი განცხადება პეკინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს. „ეს განცხადება „უკიდურესად აბსურდულია“ და სერიოზულად ლახავს ჩინეთის ღირსებას,“ განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა მაო ნინმა და ბერბოკის განცხადებებს „ღია პოლიტიკური პროვოკაცია“ უწოდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მან დიპლომატიური არხებით შესაბამისი პოზიცია გამოხატა გერმანულ მხარესთან. ბერბოკმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა პეკინთან მოლაპარაკებებიდან ერთი დღის შემდეგ, ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა - BBC ბერბოკმა განმარტა, რამ მოახდინა გავლენა ჩინეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის ცვლილებაზე ასევე წაიკითხეთ Europetime-ის სტატია: ელჩი ფიშერი: ჩინეთი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და სისტემური მეტოქე
ანალენა ბერბოკი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პუტინის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას ითხოვს - მედია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პუტინის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღებას ითხოვს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ანალენა ბერბოკმა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში განაცხადა. რუსული აგრესიის კონტექსტში, ბერბოკმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ უკრაინიდან გატაცებული ბავშვებისა და ვლადიმერ პუტინის პასუხისმგებლობის საკითხზე. გერმანელი დიპლომატის თქმით, განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი უტევს არა მხოლოდ ევროპულ სამშვიდობო წესრიგს, არამედ გაეროს წესდებას, გაეროშიც არ შეიძლება, იყოს ეს „ჩვეულებრივი საქმე.“ „მიუხედავად ამ სამყაროში არსებული კრიზისისა, ჩვენ არა მხოლოდ გაერო-ს წესდებას უნდა შევუწყოთ ხელი, არამედ ერთად უნდა დავიცვათ იგი. ქარტია არის ჩვენი სამყარო, ჩვენი სიცოცხლის დაზღვევა მთელ მსოფლიოში,“ – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.
ელჩი ფიშერი: ევროკავშირის ხელშეკრულების 130-ე მუხლი ავალდებულებს წევრი ქვეყნების მთავრობებს, პატივი სცენ სებ-ის დამოუკიდებლობას
გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ ევროკავშირის 130-ე მუხლი ევროვნული ბანკის დამოუკიდებლობას ადგენს და ავალდებულებს წევრი ქვეყნების მთავრობებს, აღნიშნულ პრინციპს პატივი სცენ. „იცოდე ევროკავშირის შესახებ. ევროკავშირის ხელშეკრულების 130-ე მუხლი ადგენს სებ-ის დამოუკიდებლობას და ავალდებულებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მთავრობებს, პატივი სცენ ამ პრინციპს,” - წერს გერმანიის ელჩი სოციალურ ქსელში და აქვე შესაბამის მუხლის განმარტებას უთითებს. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ და არჩილ მესტვირიშვილმა. ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის პოსტს ნიკოლოზ გაგუაც ტოვებს. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.
ელჩმა ფიშერმა და ნათია თურნავამ ფინანსური სანქციების აღსრულების საკითხი განიხილეს
თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა ეროვნულ ბანკში დღეს გამართულ შეხვედრაზე. ამ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნული ბანკის ცნობით, საუბარი ასევე შეეხო აშშ - ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების საკითხს და სანქციათა შესრულების წესში ცვლილებას. ნათია თურნავამ განაცხადა, რომ სებ-მა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების სრულყოფილად რეალიზების მიზნით შეიმუშავა და აამოქმედა აღნიშნული ცვლილება. მან აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და განაგრძობს საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. ელჩი ფიშერი: ევროკავშირის ხელშეკრულების 130-ე მუხლი ავალდებულებს წევრი ქვეყნების მთავრობებს, პატივი სცენ სებ-ის დამოუკიდებლობას „გერმანიის ელჩთან და მის კოლეგებთან შეხვედრაზე განვიხილეთ ერთობლივი პროექტები. ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ როგორც გერმანიის ცენტრალურ ბანკთან, კომერციულ ბანკებთან, ასევე, სხვადასხვა გერმანულ საფინანსო ინსტიტუტთან. აღვნიშნეთ, რომ ძალიან მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რასაც გერმანიის მთავრობისგან და გერმანიის საფინანსო სექტორიდან ვიღებთ. ასევე, ვისაუბრეთ იმ ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელა სანქციების აღსრულების წესში და საქართველოს მოქალაქეებზე განსხვავებული პროცედურები დააწესა. ცალსახად აღვნიშნეთ, რომ საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა, ეროვნული ბანკი, ვრჩებით ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი. რაც შეეხება ცალკეულ იურიდიულ საკითხს, აღსრულებადობას და ა.შ ჩვენ მივყვებით საერთაშორისო პრაქტიკას და მზად ვართ, რომ ამაზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნებულია. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა“. საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.
გერმანია უკრაინას €400 მილიონის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს
გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, 400 მილიონი ევროს მოცულობის პაკეტს გადასცემს. კრაინა Gepard-ის ტიპის ტანკებს, IRIS-T-ს ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებსა და MRAP-ის ჯავშანმანქანებს მიიღებს. პაკეტში ასევე შედის საბრძოლო მასალა 155 მმ-იანი საარტილერიო სისტემებისთვის, ნაღმმტყორცნების საბრძოლო მასალა, AT-2 ნაღმების რაკეტები შორ მანძილზე განთავსებული ნაღმებისთვის, უპილოტო დრონები, ზამთრის აღჭურვილობა და ა.შ. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბერლინი უკრაინელი სამხედროების წვრთნებსაც განაგრაძობს.
თოყაევი: ყაზახეთი მზადაა, გერმანიისთვის ნავთობის გრძელვადიანი მიმწოდებელი გახდეს
ყაზახეთი მზადაა, გერმანიისთვის ნავთობის მიწოდება გაზარდოს დრუჟბას ნავთობსადენით, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, რომელიც გერმანიაში ვიზიტით იმყოფება. მან აღნიშნა, რომ წლის დასაწყისიდან ამ მილსადენით გერმანიას 500 000 ტონა ნავთობი მიეწოდება. „ჩვენი გერმანელი მეგობრების თხოვნით, დადასტურდა ჩვენი მზადყოფნა, გავზარდოთ ნავთობის მიწოდების მოცულობა და გავხადოთ ის გრძელვადიანი,” - აღნიშნა თოყაევმა. ყაზახეთის ლიდერის პრესსამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ თოყაევმა მოლაპარაკებები ფედერალურ კანცლერ, ოლაფ შოლცთან პირისპირ გამართა. „მოლაპარაკებების დროს მხარეებმა აღნიშნეს ორმხრივი ურთიერთობების დინამიკური განვითარება და დაადასტურეს ორმხრივი სურვილი ყაზახეთ-გერმანიის ურთიერთობების შემდგომი ყოვლისმომცველი გაძლიერების შესახებ,“ - ნათქვამია განცხადებაში. ორი ქვეყნის ლიდერებმა დაადგინეს თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის შეთანხმდნენ ურთიერთქმედების გააქტიურებაზე ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, მწვანე ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში. შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა. ამ ფონზე ევროკავშირის ქვეყნები ენერგეტიკის სფეროში ალტერნატიულ წყაროებს ეძებენ.
თოყაევი შოლცთან შეხვედრის შემდეგ: ყაზახეთი აუცილებლად დაიცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს
ყაზახეთი აუცილებლად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმს, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 28 სექტემბერს, გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. უკრიანული მედიის ცნობით, თოყაევმა ასევე მოითხოვა „უკრაინაში საომარი მოქმედებებისა“ და სამშვიდობო მოლაპარაკებების სწრაფად დასრულება გაეროს წესდების შესაბამისად. თოყაევმა აღნიშნა, რომ დროა „გონივრული და რაციონალური დიპლომატიის.“ ევროკავშირმა ადრე განაცხადა, რომ აწარმოებს აქტიურ მოლაპარაკებებს მესამე ქვეყნებთან, რათა სანქციების გვერდის ავლის საკითხი გამოირიცხოს. ცნობისთვის, თოყაევი გერმანიაში დღეს ჩავიდა. ამავე ვიზიტიდან: თოყაევი: ყაზახეთი მზადაა, გერმანიისთვის ნავთობის გრძელვადიანი მიმწოდებელი გახდეს
საქართველომ გერმანიის მთავრობის გრანტით ლოგისტიკური და საინჟინრო საშუალებები შეისყიდა
საქართველოს თავდაცვის ძალებმა გერმანიის ფედერაციული მთავრობის გრანტით ლოჯისტიკური და საინჟინრო საშუალებები შეისყიდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი გრანტით შეძენილი ახალი ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. „თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობა და გერმანულ მხარეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში გაწეული პრაქტიკული და მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, გერმანიის თავდაცვის ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ანდრეას ზებალდი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის „Enable and Enhance Initiative”-ის ფარგლებში გერმანული მხარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლიდან უწევს ფინანსურ დახმარებას,“ - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გერმანული Rheinmetall-ი უკრაინაში სამხედრო ტექნიკის წარმოებას იწყებს
გერმანიის მარეგულირებელმა, უკრაინაში იარაღის მწარმოებელი კომპანიის, Rheinmetall-ის გეგმები დაამტკიცა. კერძოდ, გერმანული მწარმოებელი უკრაინის სახელმწიფო თავდაცვის კომპანიასთან ერთად, ერთობლივი საწარმოს შექმნასა აპირებს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. Rheinmetall-ი უკრაინაში ტანკების შეკეთებას უახლოეს მომავალში დაიწყებს „ეს ახალი საწარმო უზრუნველყოფს „სამხედრო მანქანების მოვლა-შენახვას, აწყობას, წარმოებას და განვითარებას“ და თავდაპირველად ექსკლუზიურად უკრაინის ტერიტორიაზე იმუშავებს, განაცხადა გერმანულმა მხარემ. გერმანული Rheinmetall-ი უკრაინაში ჯავშანტექნიკის მწარმოებელ ქარხანას ხსნის გერმანულმა Rheinmetall-მა 15 აგვისტოს დაადასტურა, რომ უკრაინა ახალი თაობის საჰაერო სადაზვერვო სისტემას (Luna NG-ს) 2023 წლის განმავლობაში მიიღებს.
გერმანია და ცენტრალური აზიის ქვეყნები „შუა დერეფნის“ მარშრუტის განვითარებაზე შეთანხმდნენ
გერმანიამ და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა პარასკევს პირველი სამიტი გამართეს და შუა დერეფნის მარშრუტის განვითარებისადმი მხარდაჭერა დააფიქსირეს. კანცლერმა ოლაფ შოლცმა ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს ბერლინში გამართულ სამიტზე უმასპინძლა, რათა ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სფეროებში თანამშრომლობა განეხილათ. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერები ბაიდენის შემდეგ შოლცს შეხვდნენ თოყაევი შოლცთან შეხვედრის შემდეგ: ყაზახეთი აუცილებლად დაიცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მისივე ცნობით, ლიდერებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ გერმანიასა და ცენტრალურ აზიას შორის „სტრატეგიული რეგიონული პარტნიორობის“ დამყარებაზე შეთანხმდნენ და პირობა დადეს, რომ ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად ნაბიჯები გადადგან. ისინი ასევე მიესალმნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ანგარიშს, რომელმაც მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება მოახდინა. ოფიციალური პირების განცხადებით, მომავალ წელს რეგიონში გერმანიის კანცლერისა და ცენტრალური აზიის ლიდერების მეორე სამიტი გაიმართება. გასულ კვირას, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ასევე გამართა მოლაპარაკებები ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის პრეზიდენტებთან. ჯო ბაიდენმა ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს შუა დერეფნის განვითარების ინიციატივა გააცნო შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
დასავლეთი შუა დერეფნის მხარდაჭერას ააქტიურებს
20 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის პრეზიდენტებთან მოლაპარაკება გამართა. ჯო ბაიდენმა ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს შუა დერეფნის განვითარების ინიციატივა გააცნო აშშ-ის პრეზიდენტი კრიტიკული მინერალების შესახებ დიალოგის დაწყების ინიციატივით გამოვიდა, რითაც აშშ აგრძელებს ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის (შუა დერეფნის) განვითარების მხარდაჭერას. „ჩვენ ვაშენებთ მრავალწლიან მჭიდრო თანამშრომლობას ცენტრალურ აზიასა და შეერთებულ შტატებს შორის - თანამშრომლობას, რომელიც ეფუძნება სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს ერთობლივ ერთგულებას,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის მიღმა გამართულ "C5+1" სამიტზე, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტების მონაწილეობით, ნიუ-იორკში. მოგვიანებით C5+1-ის განცხადება გაავრცელა თეთრმა სახლმაც. მასში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა ალტერნატიული სავაჭრო მარშრუტების გასაუმჯობესებლად. განცხადების ავტორების შეფასებით, სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისთვის ასევე აუცილებელია ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის - ე.წ. „შუა დერეფნის“, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ცენტრალური აზიის სამხრეთ აზიასთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელების გაფართოება, განვითარება, დაკავშირებადობის დაჩქარება. ამის შემდეგ, უკვე გერმანიამ და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა პარასკევს პირველი სამიტი გამართეს და შუა დერეფნის მარშრუტის განვითარებისადმი მხარდაჭერა დააფიქსირეს. კანცლერმა ოლაფ შოლცმ 30 სექტემბერს ა ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უზბეკეთის ლიდერებს ბერლინში გამართულ სამიტზე უმასპინძლა, რათა ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სფეროებში თანამშრომლობა განეხილათ. ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერები ბაიდენის შემდეგ შოლცს შეხვდნენ თოყაევი შოლცთან შეხვედრის შემდეგ: ყაზახეთი აუცილებლად დაიცავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ლიდერებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ გერმანიასა და ცენტრალურ აზიას შორის „სტრატეგიული რეგიონული პარტნიორობის“ დამყარებაზე შეთანხმდნენ და პირობა დადეს, რომ ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად ნაბიჯები გადადგან. ისინი ასევე მიესალმნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ანგარიშს, რომელმაც მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება მოახდინა. ოფიციალური პირების განცხადებით, მომავალ წელს რეგიონში გერმანიის კანცლერისა და ცენტრალური აზიის ლიდერების მეორე სამიტი გაიმართება. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ევროკავშირის ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევა: საჭიროა არსებული სარკინიგზო ხაზების მოდერნიზაცია, დამატებითი სარკინიგზო, საგზაო კავშირების უზრუნველყოფა, პორტების სიმძლავრის გაფართოება TEN-T მოიცავს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას, მაგრამ ასევე ვრცელდება დასავლეთ ბალკანეთში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა (მათ შორის კავკასიაში) და თურქეთში. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. შუა დერეფანს სინგაპური, ბულგარეთი და ლიეტუვა უერთდებიან ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ლანდშაფტში შუა დერეფანი ღირებული ალტერნატივაა ეს ინვესტიციები საჭიროა სარკინიგზო და საგზაო ქსელების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციისთვის, მოძრავი შემადგენლობის გაფართოების, პორტის სიმძლავრის გაზრდისთვის, სასაზღვრო 6 გამშვები პუნქტის გაუმჯობესებისათვის ხუთივე ქვეყანაში. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო: ყველაზე მდგრადი სატრანსპორტო ქსელის იდენტიფიცირება, რომელიც ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი) ევროკავშირის გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) აკავშირებს. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები საქართველოს პოლიტიკურ ძალებს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ
საფრანგეთისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩები, შერაზ გასრი და პეტერ ფიშერი საქართველოს პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებენ, ევროკავშირის წვერობის მიზნის გარშემო გაერთიანდნენ და ერთად იმუშაონ მის მისაღწევად. ელჩები მიესალმებიან საქართველოდან ახლახან შემდგარ და მომავალ ვიზიტებს ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებსა და ევროსტრუქტურებში. „2023 წლის დეკემბერში ევროკავშირსა და საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ექნებათ: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს იქნებოდა შემდეგი ეტაპი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორობასა და მეგობრობაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ევროკავშირის წევრობა. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, გაერთიანდნენ ამ მიზნის გარშემო და ერთად იმუშაონ მის მისაღწევად. ამ თვალსაზრისით, მივესალმებით საქართველოდან ახლახან შემდგარ და მომავალ ვიზიტებს ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებსა და ევროსტრუქტურებში, ბრიუსელში, სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების, მთავრობის სხვადასხვა წევრების შეხვედრებით, ისევე როგორც ფართო წარმომადგენლობებს შორის პარლამენტებიდან,“ - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ. ჯოზეფ ბორელი: 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია - ევროპის გზაზე შემდგომი ნაბიჯები დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს ეწვია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში, დოქტორ ანა ლიურმანი 2023 წლის 2-დან 4 ოქტომბრამდე სამუშაო ვიზიტით თბილისში იმყოფება. გერმანიის საელჩოს ცნობით, ვიზიტის მთავარი საკითხია საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან და ამისათვის საჭირო რეფორმები. ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებთან, დაგეგმილია ასევე შეხვედრა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და დისკუსია სტუდენტებთან განვითარების სფეროში თანამშრომლობის კლიმატთან დაკავშირებული გერმანული პროექტების შესახებ. ლიურმანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლებთან ერთად გაემგზავრება „სამხრეთ ოსეთთან“ არსებულ „ადმინისტრაციულ ზოლთან.“
ბერბოკი უკრაინის ენერგეტიკულ ქსელზე რუსული დარტყმებისგან დაცვის მიზნით, გეგმის შემუშავებას ითხოვს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბაერბოკი გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას სტრატეგია, რათა უკრაინა ამ ზამთარში ენერგეტიკულ ქსელზე რუსული დარტყმებისგან დაიცვან. „უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის გეგმა ზამთრისთვის, გენერატორები და ენერგომომარაგების გაძლიერება. ჩვენ ვნახეთ გასულ ზამთარში რუსეთის პრეზიდენტის მიერ ამ ომის სასტიკი გზა, მიზანმიმართული თავდასხმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა ელექტროსადგურები,“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს კიევში, სადაც 2 ოქტომბერს დაიწყო ისტორიული შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. ბერბოკი კიევში: ევროკავშირი მალე გაფართოვდება ლისაბონიდან ლუგანსკამდე
უკრაინა გერმანული იარაღის ყველაზე დიდი იმპორტიორი გახდა
უკრაინა 2022 წელს გერმანული იარაღის ყველაზე დიდი იმპორტიორი გახდა. გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში ფედერალურმა მთავრობამ უკრაინაში 3,3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო ტექნიკის ექსპორტს დაუჭირა მხარი, რის შემდეგაც კიევი გერმანული იარაღის ყველაზე დიდ მიმღებად იქცა. „გერმანიის მუდმივი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, კვლავ აშკარად აისახება იარაღის ლიცენზირებული ექსპორტის მოცულობაზე,“ - აღნიშნა გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა სვენ გიგოლდმა. 2023 წლის პირველ ცხრა თვეში გერმანიის მიერ ექსპორტირებული იარაღის ღირებულება გასული წლის მთელ ღირებულებას აღემატება.
გერმანიამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გადასცა
გერმანიის მთავრობა იტყობინება, რომ გერმანიამ უკრაინას გადასცა 40 მმ-იანი საბრძოლო მასალია, ათობით ყველგანმავალი და საზღვრის დაცვის მანქანა და ასეევ, სხვა სამხედრო აღჭურვილობა. დახმარენა უკრაინას უახლესი პაკეტის ფარგლებში გადაეცა. დახმარება ასევე მოიცავს აღჭურვილობას Leopard-ის ტიპის საბრძოლო ტანკებისთვის. გერმანიის მარეგულირებელმა 28 სექტემბერს უკრაინაში იარაღის მწარმოებელი კომპანიის, Rheinmetall-ის გეგმები დაამტკიცა. კერძოდ, გერმანული მწარმოებელი უკრაინის სახელმწიფო თავდაცვის კომპანიასთან ერთად, ერთობლივი საწარმოს შექმნასა აპირებს.
ანა ლიურმანი: მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას და ყველას საქართველოში, გააგრძელონ რეფორმები და აჩვენონ თავიანთი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი
ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას და ყველას საქართველოში, გააკეთონ ყველაფერი, რათა აჩვენონ თავიანთი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, გააგრძელონ რეფორმები. ლიურმანის თქმით, იმედია, რომ საქართველოს მთავრობა რეფორმების გზაზე პროგრესს მიაღწევს. „ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენ გაერთიანებას უფრო ძლიერს და უკეთესს გახდის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენს ინტერესებშია, რომ ამ პროცესმა წინ წაიწიოს. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა პროგრესს მიაღწევს რეფორმების გზაზე იმ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაზღვრა ევროკომისიამ იმისთვის, რომ ევროკომისიამ შეძლოს თვის ბოლოს დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება და წევრი სახელმწიფოების ლიდერების ინფორმირება, რომლებიც დეკემბერში შეიკრიბებიან საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას და ყველას საქართველოში, გააკეთონ ყველაფერი, რაც ძალუძთ, რათა აჩვენონ თავიანთი ერთგულება ევროპული პერსპექტივისადმი, ევროპული ღირებულებებისა და იდეებისადმი და ბოლო მომენტამდე გააგრძელონ რეფორმები“, – განაცხადა ლიურმანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
გერმანიის ელჩი კანდიდატის სტატუსზე: საჭიროა, რომ ყველამ თქვას - „კი”, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი
საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი. „მე კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ევროკომისიის ანგარიში იქნება საფუძველი ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერების გადაწყვეტილებისთვის. ის მისცემს მათ მიმართულებას, თუმცა ამ 27 წევრი სახელმწიფოს მეთაური შეიკრიბება ბრიუსელში დეკემბერში და მიიღებს გადაწყვეტილებას ერთხმად. საჭიროა, რომ ყველამ თქვას „კი”. ასე რომ, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. თუმცა მოცემული მომენტიდან აღნიშნულ დღემდე ჩვენ ერთად უნდა მივიდეთ,” – განაცხადა პეტერ ფიშერმა. ელჩის თქმით, ევროკავშირი არის გერმანიისთვის მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობის საფუძველი და ევროკავშირი ახლა ხელმისაწვდომია საქართველოსთვისაც. „დღეს აქ, თბილისში ყველანი გერმანიის ერთიანობის დღეს აღვნიშნავთ. ეს მოხდა 1990 წლის 3 ოქტომბერს და ეს იყო დიდი ისტორიული მნიშვნელობის დღე მთელი ევროპისთვის. ეს იყო ბერლინის კედლის დაცემა, ეს იყო რკინის ფარდის ნგრევა ევროპაში. გერმანიისთვის და სხვა ევროპული სახელმწიფოებისთვის ეს იყო მათ ტერიტორიაზე საბჭოთა ჯარების, რუსეთის ჯარების ყოფნის დასრულება. ეს ასევე იყო თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაწყისი გერმანელებისთვის აღმოსავლეთ გერმანიაში და ამის საიდუმლო, ამის საფუძველი იყო ევროკავშირი. ევროკავშირი არის ჩვენი მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობისა და თავისუფლების საფუძველი და ევროკავშირი ახლა არის ხელმისაწვდომი საქართველოსთვისაც. ამაშია ამ დღის მნიშვნელობა საქართველოსთვისაც. გერმანია იდგა საქართველოს გვერდით 1918, 1991, 1992 წლებში და ჩვენ თქვენ გვერდით ვართ ახლა. მოდით, საქართველომ და გერმანიამ ვიაროთ ერთად ევროკავშირისკენ,” – განაცხადა პეტერ ფიშერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ბერბოკი კიევში: ევროკავშირი მალე გაფართოვდება ლისაბონიდან ლუგანსკამდე
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბარბოკმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ ევროკავშირი მალე გაფართოვდება ლისაბონიდან ლუგანსკამდე. ბერბოკი კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობს. „უკრაინის მომავალი ევროკავშირშია, ჩვენს თავისუფლების საზოგადოებაში და მალე ის გაფართოვდება ლისაბონიდან ლუგანსკამდე. ყველა სოფელში, ყოველ მეტრზე, რომელსაც უკრაინა ათავისუფლებს, ყოველი მეტრით, სადაც ის იხსნის თავის ხალხს, ასევე აფართოებს გზას ევროკავშირისკენ," - განაცხადა ბერბოკმა. ბურბოკმა კიევი დაარწმუნა, რომ ევროპელი მეგობრები და პარტნიორები მხარს დაუჭერენ უკრაინას ამ გზაზე. ამასთან დაკავშირებით მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია, გაატაროს შთამბეჭდავი რეფორმები რუსული აგრესიის ფონზე. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი უკრაინაში ამ შემოდგომაზე მეორედ ჩავიდა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი იმპულსი შესძინა საქართველოს ურთიერთობას გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან
„დიდად ვაფასებთ გერმანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ჩვენი ევროპული არჩევანისადმი, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის მტკიცე ნებას,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი იმპულსი შესძინა საქართველოს ურთიერთობას გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან. „ეს დღე, რომელიც არამხოლოდ გერმანელებისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის გახდა შთაგონების წყარო, კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ევროპაში არსებული გამოწვევების ფონზე. დღეს, როგორც არასდროს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის როლი გადამწყვეტია ჩვენს კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის. გერმანიასა და საქართველოს საიმედო და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის ისტორია აკავშირებთ. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა, რომელიც საერთო ღირებულებებს ეფუძნება, ბოლო დროს კიდევ უფრო დაახლოვდა და უპრეცედენტო დინამიკაში გადაიზარდა. ამ მზარდი კავშირის ჭეშმარიტი და ხელშესახები დასტურია მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები, რომლებმაც ჩვენი ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანა. ხსენებული ვიზიტები და შეხვედრები ცხადყოფს გერმანიის განსაკუთრებულ ინტერესს, გერმანიის მხარდაჭერასა და გერმანიის აქტიურ ჩართულობას საქართველოსთან მიმართებით, განსაკუთრებით ჩვენი ერის ისტორიის ამ გადამწყვეტ პერიოდში. ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ გერმანიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ჩვენი ევროპული არჩევანისადმი, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის მტკიცე ნებას. გასული წლის ივნისში საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ახალი იმპულსი შესძინა ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას გერმანიასთან და ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან. მას შემდეგ საქართველო გულმოდგინედ მუშაობს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად და ვიმედოვნებთ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენ მიერ მიღწეული შესამჩნევი პროგრესი შესაბამისად იქნება აღიარებული. დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირი აღიარებს საქართველოს წინსვლას და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და მიიღებს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსადმი კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მტკიცედ დააკავშირებს ევროკავშირთან; ამ საქმეში გერმანიის მტკიცე მხარდაჭერას ველით,“ - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, საქართველო დიდად აფასეს გერმანიის ურყევ მხარდაჭერას და ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხისადმი. „საქართველოსთვის გერმანიის განსაკუთრებული როლის კიდევ უფრო ცხადი დემონსტრირებისთვის, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ის არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი. უზრუნველყოფილმა დახმარებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს განვითარებასა და დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში და მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას ჩვენი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის სისრულეში მოსაყვანად. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია. დარწმუნებულნი ვართ, რომ მასპინძელი ქვეყნის რანგში საქართველოს წარმატებული მონაწილეობა ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში (ITB Berlin) დამატებით სტიმულს მისცემს ახალი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას გერმანული ინვესტიციების საშუალებით და ჩვენს ქვეყნებს შორის ტურისტულ ნაკადებსაც გაზრდის.“ პრემიერმა დაადასტურა, საქართველოს მზადყოფნა მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის. „ერთად ყოფნით და კოლექტიური ძალისხმევით შევიტანთ წვლილს ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში,“ - განაცხადა პრემიერმა.
გერმანია უკრაინას დამატებით თავდაცვის სისტემას მიაწვდის მარცვლეულის ტვირთების რუსული თავდასხმებისგან დასაცავად
გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას გაუგზავნის საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს, რათა დაიცვას თავისი მარცვლეულის ტვირთები რუსული თავდასხმებისგან, იტყობინება Bloomberg. გაგზავნილი აღჭურვილობა მოიცავს დამატებით IRIS-T თავდაცვის სისტემას და ათზე მეტ საზენიტო Gepard-ის ინსტალაციას. ეს სისტემები უკრაინაში 2023 წლის ბოლოს უნდა ჩავიდეს და მიზნად ისახავს რუმინეთში მიმავალი მარცვლეულის დაცვას. შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან რუსეთის გასვლის შემდეგ, ბოლო თვეებში რუსეთმა არაერთხელ აქცია სამიზნედ უკრაინის მარცვლეულის სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის კრიტიკული კომპონენტი. Bloomberg: რუსეთის მუქარების მიუხედავად, შავ ზღვაზე უკრაინის სამივე მთავარი პორტი გაიხსნა
შოლცი: დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინას აუცილებელ მხარდაჭერას გაუწევს
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლაი დენკოვთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ უკრაინისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფაში დარწმუნებულია. „დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის კონგრესი უკრაინას აუცილებელ მხარდაჭერას გაუწევს. კონგრესში არის როგორც დემოკრატი, ისე რესპუბლიკელი წევრების დიდი რაოდენობა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და დიდი უმრავლესობა ამის მომხრეა. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური პროცესი სწრაფად დაამტკიცებს დამატებით თანხებს უკრაინის შემდგომი მხარდაჭერისთვის. როგორც იცით, ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ აშშ-ის პრეზიდენტთან, სხვა სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურებთან ერთად, ტელეფონით. აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილი იყო, რომ ნამდვილად შესაძლებელია, მომავალში დავეყრდნოთ აშშ-ს ამ საკითხში,“ – აღნიშნა შოლცმა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის სადავო გადაწყვეტილების ფონზე, მოკავშირეებს უდასტურებს, რომ აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს. 3 ოქტომბერს ის ტელეფონით ესაუბრა მოკავშირეებს. თეთრი სახლი ცდილობს, უზრუნველყოს კიევის მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმა ბოლო დღეებში მეტი დახმარება ვერ დაამტკიცა. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი კანადის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, პოლონეთის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, აგრეთვე ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებს, ასევე საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უკრაინის კოორდინირებული მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ ესაუბრა. უფრო ადრე ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა იენს სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგი ბაიდენთან მოლაპარაკების შემდეგ: ყველანი მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება „დღეს დილით პრეზიდენტმა ბაიდენმა სატელეფონო თათბირი გამართა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა მოეხდინა უკრაინის მიმართ ჩვენი უწყვეტი დახმარების კოორდინაცია,“ ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. თეთი სახლი დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის მიერ უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მინდა, გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად კონგრესის მიერ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა მილერმა. მისივე განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ აქვთ, შესაძლებლობა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში, უკვე ამოწურეს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი." „აუცილებელია, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები. კონგრესის ორივე პალატის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. საუბარია იმ სამყაროზე, რომელშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ. თუკი პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარებს მივცეთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ, მაშინ მთელი გაეროს წესდება დაიმსხვრევა და ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ასეთი აგრესია შეიძლება, ყველგან, ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ბევრად უფრო ძვირი და საშიში იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, შეწყდეს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. ბორელმა ამერიკელ კანონმდებლებს კიევიდან მოუწოდა, გადახედონ უკრაინის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას.“
გერმანია უკრაინას დამატებით, Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემას მიაწვდის
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ესპანეთში შეხვდა. გერმანია უკრაინას კიდევ ერთ Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს. შოლცის თქმით, ახლა აუცილებელია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. „ეს არის ის, რაც ახლა ყველაზე მეტად არის საჭირო – საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა ამ მაღალეფექტიანი სისტემით,” - განაცხადა შოლცმა ევროკავშირის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის პირველი დღის შემდეგ ესპანეთში, გრანადაში. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ რუსეთი ამ ზამთარში კვლავ შეეცდება, დაემუქროს უკრაინის ინფრასტრუქტურასა და ქალაქებს სარაკეტო თავდასხმებით და სწორედ ეს აქცევს საჰაერო თავდაცვის სისტემას პრიორიტეტად. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერალურ კანცლერ, ოლაფ შოლცთან. გერმანია ზამთრირსთვის დამატებითი Patriot-ის ტიპის სისტემის მოწოდებაზე მუშაობს. მადლობელი ვარ გერმანიის მხარდაჭერისთვის ჩვენი თავისუფლებისა და ხალხის დაცვაში. ეს არის ევროპისა და ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვაც,“ - წერს თავის მხრივ, ზელენსკი სოციალურ ქსელში. ესპანეთი უკრაინას დამატებით, Hawk-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს
გერმანიაში, რუს ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის კუთვნილ ობიექტებზე ჩხრეკა ჩატარდა
ბავარიაში, რუს ოლიგარქ ალიშერ უსმანოვის კუთვნილ ობიექტებზე პოლიციამ და მებაჟეებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. თავის მხრივ, Bild-ის ცნობით, ჩხრეკის დროს ამოიღეს ხუთი მანქანა, მათ შორის, დაახლოებით, 140,000 ევროს ღირებულების Mercedes Maybach S500-ი და დაახლოებით, 180,000 ევროს ღირებულების Mercedes Brabus-ი, ასევე, სხვა მატერიალური აქტივები. სააგენტო Reuters-თან კი, უსმანოვის სპიკერი ამბობს, რომ არ შეიძლება, რაიმე ეჭვი არსებობდეს ბიზნესმენის მიმართ, რადგან „აქტივები მან კანონიერად შეიძინა.“ 69 წლის უსმანოვი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 11,5 მილიარდ დოლარად შეაფასა. თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უსმანოვი საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ევროკავშირის სიაში მოხვდა. მას კრემლთან დაახლოებასა და რეჟიმის მხარდაჭერაში ედება ბრალი. იტალიის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ჯავშნიანი მერსედესი დააყადაღა რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ბავარიის მამულში გერმანიის პოლიცია ჩხრეკას ატარებს
შოლცი: გვსურს, საბოლოოდ მივიღოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში, ასეთი გეგმები გვაქვს მოლდოვასთან, უკრაინასთან დაკავშირებით და პერსპექტივაში - საქართველოსთანაც
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა, რომ „სურთ, საბოლოოდ მიიღონ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში, ასეთი გეგმები არსებობს მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით და პერსპექტივაში – საქართველოსთანაც.“ „პირველ ყოვლისა, ეს ეხება ევროკავშირის გაფართოებას. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მიზანია, საბოლოოდ მივიღოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირში 20-წლიანი დაპირებების შემდეგ. ასეთი გეგმები გვაქვს ასევე მოლდოვასთან და უკრაინასთან და პერსპექტივაში – საქართველოსთანაც. რაც უფრო მეტია ევროკავშირის კომისარი, მით მეტი უნდა იფიქროთ იმაზე, როგორ შეიძლება, ამან გონივრულად იმუშაოს. ბოლოსდაბოლოს, თქვენ არ შეგიძლიათ, გააგრძელოთ მთავრობის გაფართოება ახალი სამინისტროების გამოგონებით. ასე რომ, ჩვენ მოგვიწევს პრაგმატული გადაწყვეტის პოვნა. ჩვენთვის, გერმანიაში აშკარად როლს თამაშობს კითხვა, რამდენი ადგილი აქვს ჩვენს დიდ წევრ ქვეყანას ევროპარლამენტში,“ – განაცხადა ოლაფ შოლცმა. ბერბოკი: უკრაინა, მოლდოვა, ბალკანეთის ქვეყნები და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველო, ევროკავშირის წევრები გახდებიან
კონგრესში დავის ფონზე, ბერლინი და ვაშინგტონი უკრაინის მხარდამჭერ სიგნალს აგზავნიან - ბაიდენმა შტაინმაიერს უმასპინძლა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს თეთრ სახლში უმასპინძლა. შეხვედრა უკრაინის დახმარების ირგვლივ, კონგრესში მიმდინარე დავის ფონზე გაიმართა. გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბერლინი და ვაშინგტონი აგზავნიან სიგნალს, რომ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ. გერმანიის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა აშშ-ის კონგრესში განვითარებული მოვლენების გამო. „მე ვარ ერთ-ერთი იმ მრავალთაგანი გერმანიაში, ვინც ამას არამხოლოდ ინტერესით, არამედ, შეშფოთებით უყურებდა. ჩვენ ვიგრძენით დაძაბულობა აქ, პოლიტიკურ ვაშინგტონში,“ - განაცხადა შტაინაიერმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ გამოსავალი მოიძებნება. აშშ-ის პრეზიდენტმა თავის მხრივ, აღნიშნა, რომ შეთანხმება მიიღწევა. შტაინმაიერმა პირობა დადო, რომ ბერლინი კიევის მხარდაჭერას გააგრძელებს. „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მისი ქვეყნისთვის, მისი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში,“ - განაცხადა შტაინმაიერმა. მისი თქმით, მანაც და ბაიდენმაც მნიშვნელოვანი მიიჩნიეს ერთობლივი „სიგნალის“ გაგზავნა, რომ ვაშინგტონი და ბერლინი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. გერმანიის პრეზიდენტის თქმით, აშშ იმედოვნებს, რომ გერმანია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ შესაძლებლობებს, რათა დაარწმუნოს სხვები, წვლილი შეიტანონ უკრაინის მხარდაჭერაში. შეხვდრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა, სხვა საკითხებთან ერთად აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის პარტნიორობა არსებითია გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად - კლიმატის ცვლილებისა და სურსათის უსართხოების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის ჩათვლით. „ჩვენი ალიანსი გადამწყვეტია ჩვენი ძალისხმევისთვის, მხარი დავუჭიროთ უკრაინის ხალხს, რომ მამაცურად დაიცვან თავიანთი ქვეყანა, მათი თავისუფლება და მომავალი.“ ცნობისთვის, შტაინმაიერი ასევე შეხვდა CIA-ს ხელმძღვანელს, უილიამ ბერნსს. გერმანიის პრეზიდენტის თქმით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელთა შეხვედრაზე განიხილა „მიმდინარე კონფლიქტები" და „გეოპოლიტიკური ცვლილებები," თუმცა დამატებითი დეტალები არ დააკონკრეტა. შტაინმაიერის ვიზიტის ოფიციალურ მიზეზად გერმანულ-ამერიკული დღის ღონისძიება დასახელდა. ეს დღე 6 ოქტომბერს აღინიშნა. „გერმანულ-ამერიკული მეგობრობა ღრმა და ძლიერია“, - აღნიშნა შტაინმაიერმა. რა ალტერნატიულ გზას განიხილავს ჯო ბაიდენი კონგრესის გვერდის ავლით უკრაინის დახმარების უზრუნველსაყოფად
გერმანი უკრაინას დამატებით, 1,1 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარებას გადასცემს
გერმანია უკრაინას 1 მილიარდი ევროს (1,1 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა. „ამ ახალი „ზამთრის პაკეტით“ ჩვენ კიდევ უფრო ვზრდით უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მზადყოფნას,“ - ნათქვამია მის განცხადებაში. პისტორიუსის თქმით, ახალი პაკეტი მოიცავს Patriot-ისა და IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს, კიდევ სამ Gepard-ის ტიპის საზენიტო იარაღსა და 10 Leopard 1A5-ის ტიპის მთავარ საბრძოლო ტანკს. განცხადება გაკეთდა NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ. ოთხშაბათს, ბრიუსელში მოკავშირეები, უსაფრთხოების სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის საკითხებს განიხილავენ.
გერმანია ისრაელს დრონებს გადასცემს
NATO-ს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის კონფლიქტებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. შეხვედრა საგანგებო სესიით დაიწყო, რომელსაც ვიდეოკონფერენციის საშუალებით ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტიც დაესწრო. ცნობილი გახდა, რომ ბერლინი ისრაელს საშუალებას მისცემს, Heron-ის ორი უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენოს, რომელსაც გერმანიის საჰაერო ძალები ისრაელში წვრთნებისთვის იყენებდნენ. „გარდა ამისა, არის მოთხოვნა გემებისთვის საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით, რომლებსაც ახლა ისრაელელებთან განვიხილავთ,“ - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა შეხვედრის წინ და აღნიშნა, რომ გერმანია ისრაელის გვერდით დგას. სტოლტენბერგი უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთზე: არ გვაქვს ფუფუნება, ავირჩიოთ მხოლოდ ერთი გამოწვევა
გერმანია პალესტინელების მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას აჩერებს, კრძალავს „ჰამასის“ მხარდამჭერ აქტივობებს
გერმანიის კანცლერმა პალესტინის ხელისუფლების ხელმძღვანელს, მაჰმუდ აბასს „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმის დაგმობისკენ მოუწოდა და პალესტინის ხელისუფლების დუმილს, "სამარცხვინო" უწოდა. ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია დროებით შეაჩერებს პალესტინელების მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას. გერმანია გეგმავს გადახედოს, რამდენად ეფექტურია და შეაქვს თუ არა რაიმე წვლილი ამ პროექტებს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის. ამასთან, კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანიის ხელისუფლებამ იცის, რა შედეგები მოჰყვება ასეთ გადაწყვეტილებას. მისი თქმით, პალესტინის ტერიტორიების მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუარესდება საგარეო დახმარების არარსებობის პირობებში. ”მაგრამ ჰამასის მებრძოლები, რომლებიც თავს დაესხნენ ისრაელს, ამაში დამნაშავენი არიან,” - განაცხადა ოლაფ შოლცმა. გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ ჰამასის თავდასხმა ირანის მხარდაჭერით მოხდა - „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს სანდო მტკიცებულება, რომ ირანი ოპერატიულ დონეზე დაეხმარა ამ საზარელი თავდასხმის ორგანიზატორებს, ამავდროულად ჩვენ ყველას გვესმის, რომ ირანის მხარდაჭერის გარეშე ჰამასის ბოევიკები ვერასოდეს შეძლებდნენ ამ უპრეცედენტო თავდასხმის ორგანიზებას,“ - აღნიშნა შოლცმა. შოლცის თქმით, ისრაელსა და ღაზას სექტორში არსებულ ვითარებას ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან ერთად განიხილავს. ასევე დაგეგმილია საუბარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და შეხვედრა ყატარის ემირთან - "სამივე ლიდერს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სიტუაციის დეესკალაციაში”, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. მანვე აღნიშნა, რომ ყველა, ვინც „ჰამასის“ მიერ ჩადენილ მკვლელობებს აღნიშნავს, ან ისრაელის დროშას დაწვავს, კანონის წინაშე პასუხს აგებს. „ეს საშინელებაა. ჩვენ არ შევეგუებით ანტისემიტიზმს.“ - მიმართა შოლცმა ბუნდესტაგს. ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ პრო-პალესტინური დაჯგუფება სახელად Samidoun-ის საქმიანობა აიკრძალება. მან ჯგუფის წევრები მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც ისინი შაბათს ბერლინის ქუჩებში ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობების აღსანიშნავად გამოვიდნენ და გამვლელებისთვის ტკბილეულის დარიგება დაიწყეს. გერმანია აკრძალავს „ჰამასისთვის“ სახსრების მოზიდვას და სხვა სახის მხარდამჭერ აქტივობებს.
გერმანული KfW უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად $80 მილიონს გამოუყოფს
გერმანული დეველოპერული ბანკი KfW უკრაინის სახელმწიფო ენერგოოპერატორს Ukrenergo-ს 76 მილიონი ევროს ($80 მილიონი) გრანტს გადასცემს. მიზანი უკრაინის ენერგეტიკული შესაძლებლობების გაძლიერება და დაცვაა. თანხები მოხმარდება არსებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას, ახალი მაღალი ძაბვის აღჭურვილობის დამონტაჟებასა და ქვესადგურების დაცცვას. არაერთმა სხვა გერმანულმა კომპანიამ ასევე მიაწოდა Ukrenergo-ს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად საჭირო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა.
იტალიისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელში ჩავიდნენ
იტალიისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ანტონიო ტაიანი და ანალენა ბერბოკი ისრაელში სოლიდარობის ნიშნად ჩავიდნენ. ისინი ისრელელ კოლეგას, ელი კოენს შეხვდნენ. „ეს არის ყველაზე ცუდი დღე ებრაელი ხალხისთვის ჰოლოკოსტის შემდეგ," - განაცხადა კოენმა. ისრაელში დღეს, 13 ოქტომბერს ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა, ასევე, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი მელანი ჯოლი და აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსიტნი ჩავიდნენ. უფრო ადრე კი, ისრაელს აშშ-ის სახელნწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია.
გერმანამ უკრაინას დამატებითი სამხედრო დახმარება გადასცა
გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გაუგზავნა. უკრაინამ მიიღო: ოთხი Bandvagn 206 (BV206) მრავალფუნქციური ყველგანმავალი მანქანა; 82 SatCom სატელიტური საკომუნიკაციო ტერმინალი; ოთხი მანქანა მესაზღვრეებისთვის; დრონის აღმოჩენის 50 სისტემა; ორი HX81 ტრაქტორი და ორი ნახევრადმისაბმელი და სხვა აღჭურვილობა. როგორც ცნობილია, 10 ოქტომბერს გერმანიამ უკრაინისთვის ერთი მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. 2023 წლის ბოლომდე მოსალოდნელია, რომ გერმანიაში 10 000 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გაივლის მომზადებას.
გერმანია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს ისრაელში, პალესტინასა და ლიბანში არ გაემგზავრონ
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, ისრაელში, პალესტინის ტერიტორიებსა და ლიბანში არ გაემგზავრონ. სამინისტრო, ასევე, მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე აღნიშნულ ტერიტორიებზე იმყოფებიან, რომ თავიანთი მონაცემები გერმანიის მთავრობას მიაწოდონ. "სიტუაცია კვლავ უკიდურესად არასტაბილურია. მთავრობის კრიზისული ჯგუფი ძალიან ყურადღებით აკვირდება ადგილზე არსებულ მდგომარეობას“, - ნათქვამია გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაში.
ოლაფ შოლცი ხვალ ისრაელში ჩავა - მედია
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, ხვალ ისრაელში გაემგზავრება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი მაუწყებელ ntv-ზე დაყრდნობით. სააგენტო წერს, რომ მთავრობის სპიკერმა საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა. ისრაელში გასულ კვირას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი იმყოფებოდა. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის.
გერმანიის ელჩი: ევროკავშირთან დაახლოების სიჩქარე და ხარისხი იმ სახელმწიფოების ხელშია, რომლებიც ჩვენ გვიახლოვდებიან
გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის შეფასებით, ევროკავშირთან დაახლოების სიჩქარე და ხარისხი იმ სახელმწიფოების ხელშია, რომლებიც ბლოკს უახლოვდებიან. ელჩი აცხადებს, რომ ევროკავშირი მზადაა დასახმარებლად. მისივე თქმით, დეკემბრის შუა რიცხვებში ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. „საბჭოში 27 სახელმწიფოს მეთაურია და სწორედ ისინი მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება კი, მათ ერთსულოვნად უნდა მიიღონ, ყველა მათგანმა უნდა თქვას დიახ, მე საქართველოს კანდიდატის სტატუსს მხარს ვუჭერ. ნოემბრის დასაწყისში ევროკომისია წარადგენს ანგარიშს, რომელშიც ნათქვამი იქნება ის, თუ რა პროგრესი აქვს საქართველოს, კონკრეტულად 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. სწორედ ეს ანგარიში იქნება 27 სახელმწიფოს მეთაურის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ჩემი სურვილია, რომ რაც შეიძლება მშვიდად მივიდეთ პოზიტიურ გადაწყვეტილებამდე. მაგრამ, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირთან დაახლოების სიჩქარე და ხარისხი იმ სახელმწიფოების ხელშია, რომლებიც ჩვენ გვიახლოვდებიან. ასე რომ, ეს საქმე საქართველომ უნდა გააკეთოს. ჩვენ მზად ვართ დასახმარებლად. იმედი მაქვს, რომ პასუხი იქნება - დიახ,“ - განაცხადა პეტერ ფიშერმა მედიასთან. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.
შოლცმა ბერლინის სინაგოგაზე თავდასხმა დაგმო
გერმანიის კანცლერმა ბერლინის სინაგოგაზე თავდასხმა დაგმო და პირობა დადო, რომ ებრაელებს დაიცავს. პოლიციის ცნობით, ბერლინის ცენტრში დაუდგენელმა პირებმა აალებადი სითხით სავსე ორი ბოთლი სინაგოგას ესროლეს. მიმდინარეობს მომხდარის გამოძიება. აღსანიშნავია, რომ ისრაელის და „ჰამასის“ დაპირისპირების ფონზე ქვეყანაში ისრაელის საწინააღმდეგო და ანტისემიტური ინციდენტები გახშირდა.
გერმანიამ მოლდოვას Piranha-ს ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები გადასცა
მოლდოვის არმიამ გერმანიის ფედერალური მთავრობისგან კიდევ ორი Piranhaს ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი მიიღო. ამის შესახებ მოლდოვის თავდაცვის სამინისტრო იუწყება. პრესრელიზში ნათქვამია, რომ ტექნიკა ქვეყანაში 17 ოქტომბერს ჩავიდა. როგორც არმიის შესაძლებლობების მოდერნიზაციის მიზნის მიღწევისა და დახმარება კიშინიოვს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანულ მხარეს შორის 2021 წლის ოქტომბერში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიეწოდა. ხელშეკრულება მოლდოვის თავდაცვის მოდერნიზაციას ისახავს მიზნად. სამი ასეთი ჯავშანტრანსპორტიორი მოლდოვამ იავარში მიიღო. გერმანია მოლდოვას სულ 19 Piranhaს ტიპის ჯავშანტრანსპორტიორს გადასცემს.
შოლცი: როცა პუტინი სამოქალაქო მსხვერპლზე აფრთხილებს ყველას, ამაზე მეტად ცინიკური არაფერია
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს ცინიკური უწოდა. „აღშფოთებული ვარ, როცა მესმის, თუ როგორ აფრთხილებს ყველას რუსეთის პრეზიდენტი, რომ სამხედრო დაპირისპირების დროს შეიძლება, იყოს მსხვერპლი, სამოქალაქო მსხვერპლი. ამაზე მეტად ცინიკური არაფერია,“ - განაცხადა შოლცმა. დასავლეთის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული „ჰამასი“ პუტინის განცხადებას მიესალმა
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გაუგზავნა. უკრაინული მედია წერს, რომ ახალ პაკეტში უპილოტო საფრენი აპარატები და Gepard-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები შედის. გერმანიამ Gepard-ის საზენიტო სისტემები, დრონები, საბრძოლო მასალა, 155 მმ-იანი კალიბრის ჭურვები და სადაზვერვო თვიმფრინავები უკრაინას ზაფხულშიც გაუგზავნა.
გერმანიის შს მინისტრი „ჰამასის“ მხარდამჭერების დეპორტაციას ემხრობა
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან „ჰამასის“ მხარდამჭერების დეპორტაცია უნდა მოხდეს. ნენსი ფეზერის თქმით, ხელისუფლება ისრელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ პოტენციურ საფრთხეებს ყურადღებით დააკვირდება. „თუ ჩვენ შევძლებთ “ჰამასის“ მხარდამჭერების დეპორტაციას, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ,” - განაცხადა ნენსი ფეზერმა. ფეზერმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ „ჰამასის“ მხარდამჭერის ნებისმიერი „პროპაგანდის" აღმოჩენის შემთხვევაში ხელისუფლება გააფრთხილონ. შოლცმა ბერლინის სინაგოგაზე თავდასხმა დაგმო
გერმანია უკრაინის აღდგენისთვის დამატებით, $210 მილიონს გამოყოფს
გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, იოხენ ფლასბარტიმ, პარასკევს უკრაინაში ვიზიტისას განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის აღდგენისთვის დამატებით, 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ფლასბარტის თქმით, თანხა მოხმარდება განათლებას, ჯანდაცვასა და სასმელი წყლით მომარაგებას. ფლასბარტი კიევში 20 ოქტომბერს ჩავიდა.
შოლცი არალეგალური მიგრაციის კონტროლზე: უფრო ხშირად და სწრაფად უნდა მოვახდინოთ დეპორტაცია
როგორ აპირებს გერმანია არალეგალ მიგრანტთა რიცხვის შემცირებას? ამ შეკითხვას უპასუხა კანცლერმა ოლაფ შოლცმა Der Spiegel-თან ინტერვიუში. „ჩვენ ვზღუდავთ არარეგულარულ მიგრაციას გერმანიაში. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის. ამას ვაკეთებთ ზომების მთელი რიგი პაკეტის საშუალებით. საქართველოსა და მოლდოვის კლასიფიცირებას უსაფრთხო ქვეყნებად ვახდენთ. ორივეს სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი, შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება. ვაძლიერებთ ევროპის გარე საზღვრების დაცვას, რათა უფრო ნაკლები ხალხი შემოვიდეს. ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირში სოლიდარობის ახალ მექანიზმზე: ლტოლვილები უნდა დარეგისტრირდნენ პირველ ქვეყანაში, სადაც შევლენ, გერმანიისკენ დიდ მასებად დაძვრის ნაცვლად, სანაცვლოდ, მათ სამართლიანად გადაანაწილებენ მთელ ევროპაში. იმედია, ევროპარლამენტი ამ მექანიზმს უახლოეს თვეებში დაამტკიცებს," - განაცხადა შოლცმა. ჟურნალისტმა კანცლერს ჰკითხა, უფრო კონკრეტულად რა მექანიზმის გამოყენებას აპირებს გერმანია არალეგალ მიგრანტთა რიცხვის შემცირების მიზნით. სხვადასხვა მექანიზმის განხილვის შემდეგ, შოლცმა დამაზუსტებელი შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, დეპორტაცია უფრო ხშირი და ჩქარი ტემპით უნდა დაიწყონ. მისი თქმით, გერმანიამ საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრა და სურს, ქვეყანაში წესების დარღვევით დარჩენის ფაქტები შეამციროს. კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ ეს საკმარისი იქნება გერმანიაში ჩასული ადამიანების რაოდენობის საგრძნობლად შესამცირებლად, ოლაფ შოლცმა უპასუხა, რომ უნდა მოახდინონ მათი დეპორტაცია, ვისაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვს და ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს. „როგორც ვთქვი, ეს შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ ზომების პაკეტით და მე ჯერ კიდევ არ მიხსენებია ერთი მნიშვნელოვანი რამ: ჩვენ საბოლოოდ, უნდა მოვახდინოთ მათი დეპორტაცია, ვისაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვს. ისინი, ვინც სავარაუდოდ ვერ მიიღებენ გერმანიაში დარჩენის ნებართვას, რადგან მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ დაცვის საჭიროება, უნდა დაბრუნდნენ. პროცედურები უნდა დაჩქარდეს, თავშესაფრის განცხადებები და პირველადი გასაუბრება უნდა ჩატარდეს თავდაპირველ მიმღებ დაწესებულებაში. სასამართლო პროცესიც უნდა დაჩქარდეს. ზოგიერთ მიწაზე, დეპორტაციის საქმეებზე თავდაპირველი გადაწყვეტილებების მიღება ხდება ოთხი თვის შემდეგ, ხოლო ზოგში ამას 39 თვე სჭირდება. ეს მიუღებელია. ჩვენ უნდა განვახორციელოთ დეპორტაცია უფრო ხშირად და უფრო სწრაფად,“ - განაცხადა შოლცმა. გერმანიამ გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად მიმდინარე წლის აგვისტოში აღიარა. გერმანიის შს მინისტრის თქმით, გერმანია საქართველოსთან მიგრაციის სფეროში შეთანხმების გაფორმებას გეგმავს
გერმანია უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის
გერმანის მთავრობა უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს გადასცემს. დახმარების პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, საბრძოლო მასალას და ჯავშანტრანსპორტიორებს. გერმანიის დახმარების ახალ პაკეტში შედის: ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი; საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T; რაკეტები IRIS-T SLS კომპლექსებისთვის; რადარი TRML-4D-სთვის; საბრძოლო მასალა MARS II მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემებისთვის; რვა VECTOR სადაზვერვო დრონი; ოთხი GO12 რადარი; ხუთი დრონი; სასაზღვრო სამსახურის ექვსი მანქანა; 10 000 უსაფრთხოების სათვალე; ოთხი 8x8 ტრაქტორი და ოთხი ნახევრადმისაბმელი; 155 მმ-იანი საბრძოლო მასალა. მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოაცხადა უკრაინისთვის ზამთრის სამხედრო დახმარების პაკეტის მომზადება, რომლის მთავარი ელემენტი საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა იქნება.
გერმანია ნიგერიიდან ბუნებრივი აირის იმპორტის შესაძლებლობას აკვირდება
გერმანია ნიგერიიდან ბუნებრივი აირის იმპორტის შესაძლებლობას აკვირდება. ამის შესახებ კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ნიგერიულ ყოველდღიურ გაზეთ Punch-თან ინტერვიუში განაცხადა. „შოლცი კვირას დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოში ჩადის და მიზნად ისახავს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას აფრიკის უდიდეს ეკონომიკასთან,“ ნათქვამია მისი ოფისის განცხადებაში. ეს გერმანიის ლიდერის პირველი ვიზიტია ნიგერიაში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ბოლა ტინუბუს ახალი მთავრობის ინაუგურაცია შედგა. „გერმანული კომპანიები დაინტერესებულნი არიან ნიგერიიდან გაზის იმპორტით და მოუთმენლად ელიან ნიგერიულ გაზის კომპანიებთან თანამშრომლობას,“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა. შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანია კონტინენტის უდიდეს ეკონომიკას, ნიგერიას აფრიკაში მთავარ პარტნიორად განიხილავს.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ შესაძლებელია, ევროპაში ომის საფრთხე არსებობდეს
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანიის მოსახლეობა უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ევროპაში შესაძლებელია, ომის საფრთხე არსებობდეს. მას მიაჩნია, რომ კონფლიქტს ახლო აღმოსავლეთში და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს, გერმანიის საზოგადოებისთვის შედეგები ექნება. კერძოდ, გერმანიას უნდა შეეძლოს თავის დაცვა და ეს ეხება როგორც ბუნდესვერს, ასევე საზოგადოებას. „ჩვენ უნდა გავხდეთ ბრძოლისუნარიანები," - განაცხადა პისტორიუსმა. მისივე თქმით, გერმანია ყველაფერს გააკეთებს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ბორის პისტორიუსმა მანამდე განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაცია არ გამოიწვევს უკრაინისადმი გერმანიის მხარდაჭერის შეზღუდვას.
გერმანიამ Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემაზე უკრაინელი სამხედროების წვრთნები დაიწყო
გერმანიის შეიარაღებული ძალების ცნობით, გერმანიამ Patriot-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემისთვის უკრაინელი ჯარისკაცების კიდევ ერთი ჯგუფის წვრთნა დღეს დაიწყო. სწავლებაში 61 უკრაინელი სამხედრო მონაწილეობს. „ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი გრძელდება," - ნათქვამია განცხადებაში. გერმანია ხელს შეუწყობს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. ქვეყანა მუშაობს იმისთვის, რომ ზამთარში უკრაინას დამატებითი Patriot-ის ტიპის სისტემა მიაწოდოს. უკრაინელების პირველი ჯგუფი გერმანიაში ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში გაწვრთნეს.
ილია დარჩიაშვილი ბერლინს ეწვევა
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მიმდინარე წლის 2 ნოემბერს ბერლინს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის მიწვევით, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის გაფართოების საკითხზე კონფერენციაში - Making the European Union fit for enlargement and future members fit for accession. „საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით მიმართავს მონაწილეებს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც ევროპის გაფართოების საკითხებს მიეძღვნება. ილია დარჩიაშვილი ისაუბრებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, 12 პუნქტის შესრულების მიმდინარეობასა და ქვეყნის მოლოდინზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. კონფერენცია ანალენა ბერბოკის სახელით გაიმართება და მასში ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება რამდენიმე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, მათ შორის, ისეთ თემებზე, როგორიცაა ევროკავშირის გაფართოება, ევროკავშირის რეფორმირება, ევროკავშირის რეგიონი (EU30+) როგორც გლობალური მოთამაშე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
შტაინმაიერმა ტანზანიას გერმანიის მიერ წარსულში ჩადენილი კოლონიური სისასტიკეების გამო პატიება სთხოვა
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ტანზანიას 1900-იან წლებში, გერმანიის მიერ ჩადენილი სისასტიკეების გამო პატიება სთხოვა. ამ თემაზე მან ქალაქ სონგეაში, აჯანყების ადგილზე მდებარე მუზეუმში ისაუბრა. „მსურს, პატიება ვითხოვო იმისთვის, რაც აქ გერმანელებმა გააკეთეს. რაც აქ მოხდა, ჩვენი საერთო ისტორიაა – თქვენი წინაპრების ისტორია და ჩვენი წინაპრების ისტორია გერმანიაში,“ - განაცხადა შტაინმაიერმა.
გერმანიის მთავრობამ „ჰამასის“ საქმიანობა აკრძალა
გერმანიის მთავრობამ „ჰამასის“ საქმიანობა აკრძალა, რომელიც ქვეყანაში უკვე ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. გერმანიის შს მინისტრის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ „ჰამასის“ სახელით შეხვედრების გამართვა ან მათი პროპაგანდის გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება. „დღეს მე სრულად ავკრძალე ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობა, რომლის მიზანი ისრაელის სახელმწიფოს განადგურებაა,“ - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში დაიშლება პროპალესტინური ქსელი, რომელიც Samidoun-ის სახელით არის ცნობილი. გასულ თვეში გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ აღნიშნული ქსელის წევრები გერმანიის ქუჩებში „ჰამასის“ ტერორს ზეიმობდნენ. გერმანია პალესტინელების მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებას აჩერებს, კრძალავს „ჰამასის“ მხარდამჭერ აქტივობებს
ბერბოკი: კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში წლების განმავლობაში არ უნდა ისხდნენ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ბერლინში ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში წლების განმავლობაში არ უნდა ისხდნენ. „ჩვენ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, თუ როგორ შეგვიძლია გაწევრიანების პროცესის ორგანიზება ისე, რომ თაობებმა ცხოვრება ევროკავშირის მოსაცდელ ოთახში არ გაატარონ“, - განაცხადა ბერბოკმა. ბერლინში გამართულ კონფერენციაზე ბერბოკმა ევროკავშირის შიდა რეფორმის აუცილებლობის შესახებაც ისაუბრა. „ამჟამად ჩვენ მივაღწიეთ კონსენსუსს, რომ ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს. ეს არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაპყრობითი ომის გეოპოლიტიკური შედეგი. მაგრამ გაფართოებული ევროკავშირი მხოლოდ მაშინ გახდება ძლიერი, როცა ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც დიდი ხანია ვერ ვბედავთ. გადავხედოთ იმას, თუ როგორ ფუნქციონირებს ჩვენი კავშირი,“ - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დეკემბერში გასამართ სამიტზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ პოზიტიურ გადაწყვეტილებაზეც მიანიშნა. „გვსურს, უკრაინა ჩვენი კავშირის წევრად ვიხილოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული საბჭო დეკემბერში ამ სიგნალს გასცემს,“ - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს უგზავნის
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი, მათ შორის ორი საჰაერო სათვალთვალო რადარი IRIS-T-ის ტიპის თავდაცვის სისტემისთვის გადასცა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ უკრაინითვის გაწეული სამხედრო დახმარების სია გერმანიის ფედერალური მთავრობის ვებგვერდზე განახლდა. კერძოდ, უკრაინას ორი საჰაერო სათვალთვალო რადარი TRML-4D, 12 ჯავშანტრანსპორტიორი (APC), შვიდი სადაზვერვო დრონი Primoco ONE, ორი AMPS თვითდაცვის სისტემა ვერტმფრენებისთვის, ოთხი სატვირთო ტრაქტორის მატარებელი და 12 სატვირთო მანქანა MAN TGS და სხვა დახმარება მიეწოდა. გარდა ამისა, გერმანია უკრაინაში 25 LEOPARD 1 A5-ის ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკის გაგზავნას დანიასთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში გეგმავს.
გერმანიამ კადიროვის კრიტიკოსს თავშესაფარი მისცა
გერმანიამ ჩეჩენ მოხმად აბდურახმანოვს, უფლებადამცველსა და ოპოზიციონერი ჩეჩენი ბლოგერის, ტუმსო აბდურახმანოვის ძმას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. მანამდე მიუნხენის სასამართლომ მოხმადის მკვლელობის მცდელობის ორგანიზატორს განაჩენი გამოუტანა. თავშესაფრის მიცემის შესახებ თავად აბდურახმანოვმა Youtube-ის არხზე განაცხადა და გერმანიის ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა. იუწყება Kavkaz.Realii. მანამდე მას თავშესაფარზე ორჯერ უარი ეთქვა. მაგრამ 2021 წლის მარტში აუგსბურგის ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაავალა გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურ ოფისს, რომ აბდურახმანოვისა და მისი ოჯახის განმეორებითი განცხადება განეხილა. 2023 წლის აგვისტოში მიუნხენის უმაღლესმა რეგიონალურმა სასამართლომ ჩეჩენი ვალიდ დადაკაევი აბდურახმანოვის მკვლელობის მცდელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ბერბოკი სომხეთშია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი სომხეთში ჩავიდა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა.„ჩვენ გვინდა, დავმყაროთ სტაბილურობა და უსაფრთხოება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში და შევქმნათ პირობები მოლაპარაკებების გასაგრძელებლად“, - განაცხადა ბაერბოკმა. მირზოიანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სომხეთი მნიშვნელოვანად მიიჩნევს გერმანიის ძალისხმევას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის. ანალენა ბერბოკი სომხეთში ვიზიტისას ასევე ეწვევა ევროპის სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას და მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების მიმღებ ცენტრს. მეორე დღეს ბერბოკი ბაქოში ჩავა, სადაც აზერბაიჯანელ კოლეგას, აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და გაეროს კოორდინატორს შეხვდება. „გერმანია მხარს უჭერს გრძელვადიან მშვიდობას. რეგიონში ნდობისა და შერიგების გამყარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მიზანი არის ყოვლისმომცველი მშვიდობიანი გადაწყვეტა, რათა სომხებმა და აზერბაიჯანელებმა მშვიდობიანად და უსაფრთხოდ იცხოვრონ თავიანთი სახელმწიფოების საზღვრებში," - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
პეტერ ფიშერი: საქართველოს შეუძლია, რუსეთის მავნე ქმედებების დასასრულებლად, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს
გერმანიის ელჩის განცხადებით, საქართველოს შეუძლია, რუსეთის მავნე ქმედებების დასასრულებლად საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. შესაბამისი პოსტი მან X-ზე განათავსა. „გერმანიის მთავრობის სახელით გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთის ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, რომელიც აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უკანონო დარღვევას. საქართველოს შეუძლია, რუსეთის მავნე ქმედებების დასასრულებლად საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“, - წერს პეტერ ფიშერი. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რწმუნებული: რუსეთის ჯარები საერთოდ არ უნდა იმყოფებოდნენ დამოუკიდებელი საქართვლოს ტერიტორიაზე ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. მისი გადმოცემის საკითხზე ირაკლი ანთაძე აღნიშნავს: „რუსეთის საოკუპაციო ძალების რაობიდან გამომდინარე, შესაძლოა, გადმოცემის პროცესი გარკვეული დროით გაგრძელდეს. მე ვუშვებ ამის ალბათობას, ამას არ ვამტკიცებ." შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
გერმანია ლიეტუვაში ორ სატანკო ბატალიონს განათავსებს
გერმანია ლიეტუვაში ორ სატანკო ბატალიონს განალაგებს. ბატალიონი ლიეტუვაში აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნის შემდეგ გადაინაცვლებს. 203-ე ჯავშანსატანკო ბატალიონი და 122-ე ჯავშანტრანსპორტიორი ბატალიონს ლიეტუვაში გადაიყვანენ. გარდა სარდლობისა და დამხმარე ელემენტებისა, ბრიგადა შედგება სამი საბრძოლო ბატალიონისგან. მესამე ბატალიონი შედგება გერმანიაში განლაგებული ქვედანაყოფებისგან, რომლებსაც სხვა ქვეყნები, კერძოდ, ნიდერლანდები და ნორვეგია გააძლიერებენ. თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ ლიეტუვაში ჩასული გერმანული ბრიგადის ჯარისკაცები განთავსდებიან ობიექტებზე, რომლებიც ამჟამად სამ ქალაქში შენდება. ცნობილია, როდის დაიწყებს გერმანია ლიეტუვაში ჯარისკაცების მუდმივად განლაგებას ახალი ბრიგადა, რომელიც დაახლოებით 4000 ადამიანსისგან შედგება, 2025 წლის დასაწყისისთვის უნდა განლაგდეს. გერმანიამ მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა, რომ მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს. გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა. პისტორიუსი ლიეტუვაში ორი თვის წინ იმყოფებოდა, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დაკვირვებოდა. გერმანიამ მაშინ ლიტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის - „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას და სამხედრო თანამშრომლობის ახალ საფეხურებზე აყვანას მოითხოვდნენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. ჯარისკაცების განთავსება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ალიანსის რეგიონულ გეგმებს იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხოს რუსეთის თავდასხმას. თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2026 წლისთვის მზად უნდა იყოს. ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. 2014 წლამდე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არც ჰყოლია განლაგებული. გადაწყვეტილება ბალტიისპირეთში და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ, ალიანსში მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი როტაციული პრინციპით განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა.
Reuters: გერმანია რუმინეთში გამანადგურებლებს აგზავნის
გერმანია რუმინეთში NATO-ს საჰაერო საპატრულო მისიის მხარდასაჭერად, 4 გამანადურებელს გზავნის. თვითმფრინავები ნოემბრის ბოლოდან NATO-ს საჰაერო საპატრულო მისიას შეუერთდებიან. იტყობინება Reuters-ი 9 ნოემბერს უსაფრთხოების წყაროზე დაყრდნობით. ბერლინი რუმინეთის ქალაქ კონსტანცის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე, ასევე განათავსებს 80-მდე ჯარისკაცს, რომელთაგან პირველი ნაკადი ადგილზე 9 ნოემბერს გაემგზავრება. უკრაინის დუნაის პორტებზე მოსკოვის თავდასხმების კვალდაკვალ, რუმინეთის საზღვრიდან მხოლოდ რამდენიმე ასეულ მეტრში, დრონების ნამსხვრევები რამდენჯერმე იპოვეს. ბუქარესტმა ამის საპასაუხოდ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. კერძოდ, ბომბის თავშესაფრები მოაწყო და დრონების საწინააღმდეგო სისტემები განათავსა.
ანალენა ბერბოკი ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ვიზიტით ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. ბერბოკი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროზე ჩავა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მესამე ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრები ფოკუსირებული იქნება „ჰამასის“ მიერ დაკავებული გერმანელი მძევლების გათავისუფლებაზე, ღაზაში მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და გერმანიის დიპლომატიურ ძალისხმევაზე რეგიონული დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. „ისრაელს აქვს უფლება და მოვალეობა, დაიცვას თავი „ჰამასის“ მიმდინარე სასტიკი ტერორისგან, რათა დაიცვას თავისი ხალხი. ამავდროულად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შემსუბუქდეს უდანაშაულო ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების საშინელი ტანჯვა,“ – განაცხადა ანალენა ბერბოკმა გამგზავრებამდე. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზს უსვამს, რომ ბერლინი მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მოძებნოს დამატებითი გზები და ვარიანტები ეფექტიანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგება გადაწყვიტა - მედია
გერმანიის მმართველმა კოალიციამ უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი და Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ. 2024 წელს გერმანია უკრაინისთვის 8 მილიარდი ევროს (8. 5 მილიარდი დოლარის) სამხედრო დახმარების გაწევას გეგმავს. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მმართველმა კოალიციამ დაამტკიცა და ახლა პარლამენტმა უნდა მიიღოს. Bloomberg-ს წყარომ განუცხადა, რომ ეს შესაძლოა, მომავალ კვირაში მოხდეს. გერმანია უკრაინის უმსხვილესი სამხედრო სპონსორია ევროპაში, მსოფლიოში კი, შეერთებული შტატების შემდეგ მეორე. კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიამ უკრაინას 17 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნა.
პისტორიუსი ადასტურებს, რომ გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაორმაგებას გეგმავს
გერმანია უკრაინას 2024 წლისთვის სამხედრო დახმარებას გაუორმაგებს და ამ მაჩვენებელს 4 მილიარდი ევროდან (4,3 მილიარდი დოლარი) 8 მილიარდ ევრომდე (8,6 მილიარდი აშშ დოლარი) გაზრდის. შესაბამისი განცხადება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გერმანულ მაუწყებელ ARD-თან ინტერვიუში გააკეთა. „ეს არის ძლიერი სიგნალი უკრაინისთვის, რომელიც გვიჩვენებს, რომ ჩვენ მასზე უარს არ ვამბობთ,“ - განაცხადა პისტორიუსმა, მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ დასავლეთის ყურადღება გადატანილია ისრაელ - “ჰამასის“ ომზე. გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგება გადაწყვიტა - მედია გერმანიის მმართველმა კოალიციამ უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი და Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდნენ. 2024 წელს გერმანია უკრაინისთვის 8 მილიარდი ევროს (8. 5 მილიარდი დოლარის) სამხედრო დახმარების გაწევას გეგმავს. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მმართველმა კოალიციამ დაამტკიცა და ახლა პარლამენტმა უნდა მიიღოს. Bloomberg-ს წყარომ განუცხადა, რომ ეს შესაძლოა, მომავალ კვირაში მოხდეს. გერმანია უკრაინის უმსხვილესი სამხედრო სპონსორია ევროპაში, მსოფლიოში კი, შეერთებული შტატების შემდეგ მეორე. კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიამ უკრაინას 17 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნა.
ბერბოკი: გერმანია უკრაინის მხარდაჭერას არამხოლოდ გააგრძელებს, არამედ გააფართოებს
გერმანია არამხოლოდ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, ის გააართოვებს ასეთ დახმარებას ზამთრის თვეებში და მთელი მომავალი წლის განმავლობაში. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბაერბოკმა ბრიუსელში განაცხადა. გერმანული დიპლომატიის ხელმძღვანელი ევროკავშირის გაფართოების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს თავად ევროკავშირის გეოპოლიტიკურ ინტერესებში შედის. სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე საუბრისას, მან მოუწოდა რეგიონულ აქტორებს, გამოიყენონ ევროპული პლატფორმა მშვიდობიანი გადაწყვეტის მოსაძებნად, რადგან სწორედ ევროკავშირია დაინტერესებული რეგიონში რეალური მშვიდობითა და უსაფრთხოებით.
გერმანია უკრაინას დამატებით, IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის ორ სისტემას მიაწვდის
გერმანია უკრაინას დამატებით, IRIS-T საჰაერო თავდაცვის ორ სისტემას გადასცემს. ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის ელჩმა განაცხადა. გერმანიის მთავრობამ 27 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცა საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T SLM, ასევე რაკეტები. დამატებით ოთხი IRIS-T სისტემა კიევს მანამდე მიეწოდა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 ნოემბრის საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა, უკრაინის მოკავშირეების მიერ მოწოდებული სისტემების, მათ შორის, IRIS-T-ის წყალობით ბევრად უფრო ძლიერი გახდა, ვიდრე ის წინა წელს იყო.
გერმანიამ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება გადასცა
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი, მათ შორის 10 Leopard 1A5-ის ტიპის ტანკი გადასცა. პაკეტში ასევე შედის სატვირთო მანქანები, სახმელეთო სათვალთვალო რადარი, ცეცხლსასროლი იარაღის 1,4 მილიონი ვაზნა და სხვა აღჭურვილობა. გერმანია უკრაინას დამატებით, IRIS-T საჰაერო თავდაცვის ორ სისტემას გადასცემს. ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის ელჩმა განაცხადა. გერმანიის მთავრობამ 27 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცა საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T SLM, ასევე რაკეტები. დამატებით ოთხი IRIS-T სისტემა კიევს მანამდე მიეწოდა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 ნოემბრის საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა, უკრაინის მოკავშირეების მიერ მოწოდებული სისტემების, მათ შორის, IRIS-T-ის წყალობით ბევრად უფრო ძლიერი გახდა, ვიდრე ის წინა წელს იყო.
შტაინმაიერი: გერმანია მყარად დგას უკრაინის მხარეს იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება
გერმანიის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინის გათვლაა, რომ მსოფლიომ უკრაინა უნდა დაივიწყოს, მაგრამ პუტინს ეს სამსახური არ უნდა გაუწიონ და არც გაუწევენ. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ ახლა პარტნიორული ურთიერთობების კონსოლიდაცია და გრძელვადიან მხარდაჭერაზე გათვლაა საჭირო, “ვინაიდან ომი არ დასრულდა მხოლოდ იმის გამო, რომ „ჰედლაიმებმა“ სხვა კონფლიქტები აღნიშნეს”. „გერმანია მყარად დგას უკრაინის მხარეს - და თქვენს გვერდით იქამდე ვიქნებით, სანამ ეს საჭირო იქნება! უკრაინა საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას მითუმეტეს ახლა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს ომი და უკრაინა აღარ იღებს იმ ყურადღებას, რომელსაც ასე მწვავედ საჭიროებს. პუტინის გათვლა ასეთია: მსოფლიომ უკრაინა უნდა დაივიწყოს. მაგრამ მე მკაფიოდ ვამბობ: ჩვენ პუტინს ეს სამსახური არ უნდა გავუწიოთ და არ გავუწევთ! ვერ შევძლებთ რუსეთის უკანონო და არაადამიანურ აგრესიულ ომთან მიჩვევას,” - განაცხადა შტაინმაიერმა.
გერმანიის ბუნდესტაგი საქართველოს და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად გამოცხადებას დაეთანხმა
გერმანიის ბუნდესტაგმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველოს და მოლდოვის შეტანას ითვალისწინებს. შესაბამისად, გერმანია თავშესაფრის მიცემაზე გაცილებით მარტივად ეტყვის უარს საქართველოს და მოლდოვის მოქალაქეებს და უფრო სწრაფად შეძლებს მათ დეპორტაციას. გერმანული DW-ს ინფორმაციით, ბუნდესტაგმა გადაწყვეტილება 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს მხოლოდ „მემარცხენე პარტიის“ დეპუტატებმა. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული და ფედერალური მთავრობის მიერ მოწონებული კანონპროექტი უნდა დაამტკიცოს ფედერალური მიწების პალატამ - ბუნდესრატმაც. შოლცი არალეგალური მიგრაციის კონტროლზე: უფრო ხშირად და სწრაფად უნდა მოვახდინოთ დეპორტაცია გერმანიის შს მინისტრის თქმით, გერმანია საქართველოსთან მიგრაციის სფეროში შეთანხმების გაფორმებას გეგმავს გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი 2023 წლის აგვისტოში დაუჭირა, რის შემდეგაც პროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გაეგზავნა.
შოლცის მიერ თურქეთის პრეზიდენტის განცხადების აბსურდად მოხსენიების ფონზე, ერდოღანი გერმანიაში ჩავიდა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდოღანი პარასკევს, 17 ნოემბერს გერმანიაში ხანმოკლე ვიზიტით ჩავიდა. ვიზიტი იმართება იმ ფონზე, როცა ორი ქვეყნის პოზიციები ისრაელსა და “ჰამასს“ შორის ომთან დაკავშირებით განსხვავებულია. ერდოანი ბოლო სამ წელიწადში, გერმანიაში პირველად ჩავიდა. გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თურქი სტუმარი ბერლინში, ბელვიუს სასახლეში მიიღო. დაგეგმილია კანცლერ ოლაფ შოლცთან ვახშამი. შეხვედრების თემებია ახლო აღმოსავლეთში ომი, მიგრაცია და გერმანიაში უდიდესი, თურქული გავლენის ისლამური კავშირის, „დითლიბის“ როლი. ერდოთანი ისრაელს ღაზის სექტორში „გენოციდში“ სდებს ბრალს, „ჰამასს“კი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, „გამათავისუფლებელი“ ორგანიზაცია უწოდა. თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელს "ტერორისტული სახელმწიფო" უწოდა. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ისრაელის ლეგიტიმურობა „ეჭვქვეშ მისივე ფაშიზმის გამო დგება“, აბსურდული უწოდა. „ისრაელი დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელიც ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის წინაშე არის ვალდებული და შესაბამისად მოქმედებს. ამიტომ, ისრაელის მიმართ მსგავსი ბრალდებები აბსურდულია,“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა 16 ნოემბერს. ოლაფ შოლცი ერდოღანის კომენტარზე საუბრობს, რომლის თანახმად, ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისრაელის ლეგიტიმურობა „ეჭვქვეშ მისივე ფაშიზმის გამო დგება.“
უკრაინამ გერმანიასთან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო
უკრაინამ უსაფრთხოების ორმხრივ ვალდებულებებთან დაკავშირებით გერმანიასთან მოლაპარაკებები დაიწყო. უკრაინის მოლაპარაკებების გუნდს პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, იგორ ჟოვკვა ხელმძღვანელობდა. მიმდინარე წლის აგვისტოში კანადა გახდა G7-ის მესამე ქვეყანა შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, რომლებთანაც უკრაინამ შესაბამისი მოლაპარაკებები დაიწყო. ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტის ფარგლებში უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. ვილნიუსის სამიტზე მიღებული ეს დეკლერაცია წარმოადგენს ჩარჩო დოკუმენტს მომავალი „უსაფრთხოების გარანტიებისთვის.“ G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ერდოღანმა შოლცთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის კანცლეთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს ისრაელი გააკრიტიკა. მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთმა და გერმანიამ ერთობლივად უნდა მიაღწიონ ჰუმანიტარული მოსაზრებებით ცეცხლის შეწყვეტას ღაზის სექტორში. ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა აღნიშნა, რომ 13000 პალესტინელი, მათ შორის ბავშვები, ქალები და მოხუცები დაიღუპნენ ომის დროს და ისრაელის თავდასხმების გამო, თითქმის მთელი ღაზის სექტორი განადგურდა. „მძევლები და ტყვეები უკვე მრავალი წელია, ისრაელის ხელში არიან. ეს ჩვენც უნდა დავინახოთ. უსამართლობა იქნება, თუ ამას არ შევამჩნევთ,“ - განაცხადა ერდოღანმა. ღაზის სექტორში თურქეთის მხრიდან ჰუმანიტარული დახმარების შესახებ საუბრისას, ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ ეგვიპტეში ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, 10 თვითმფრინავი გაგზავნა. შოლცისა და ერდოღანის შეხვედრებზე საუბარი ახლო აღმოსავლეთში ომსა და მიგრაციის საკითხს. პრესკონფერენციის დროს, შოლცმა ერდოღანთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს, ისრაელისა და "ჰამასის" შესახებ უთანხმოებაზე ისაუბრა. მისივე თქმით, გერმანია ღაზის სექტორში მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთი უდიდესი დამფინანსებელია. „მე და პრეზიდენტ ერდოღანს ძალიან განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ არის პირდაპირი საუბარი ასე მნიშვნელოვანი. გარკვევით ვამბობ - ისრაელის არსებობის უფლება გერმანიისთვის უდავოა. ჩვენს ქვეყანაში ანტისემიტიზმის ადგილი არ არის. ამავე დროს, ჩვენ ვამბობთ: ყოველი სიცოცხლე ერთნაირად ფასეულია - ღაზის სექტორში მყოფი პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვაც გვთრგუნავს. გერმანია ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია - ახლა ჩვენ კვლავ გავზარდეთ დახმარება,“ წერს შოლცი Twitter-ზე. შოლცის მიერ თურქეთის პრეზიდენტის განცხადების აბსურდად მოხსენიების ფონზე, ერდოღანი გერმანიაში ჩავიდა
გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა
გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ბორის პისტორიუსი კიევში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს. კიევში გასამართი შეხვედრების მთავარი თემა უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება და კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება იქნება. შეგახსენებთ, 20 ნოემბერს კიევში ასეევ ჩავიდნენ ლოიდ ოსტინი და კრისტოფერ კავოლი.
პისტორიუსმა უკრაინისთვის 1,3 მილიარდი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა კიევში ვიზიტისას უკრაინისთვის 1,3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ მან უკრაინელ კოლეგასთან რუსტემ უმეროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მოხარული ვარ, აქ ვიზიტისას, გამოვაცხადო ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც მოიცავს დამატებით 4 IRIS-T SLM-ის სისტემას, 155 მმ ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს. ამ პაკეტის ჯამური ღირებულება 1,3 მილიარდ ევროს შეადგენს," - განაცხადა პისტორიუსმა.
გერმანია სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებას მხარს უჭერს - ოლაფ შოლცი
გერმანიამ ალპების გავლით ახალი გაზსადენის გაფართოებით, სამხრეთის გაზის დერეფნის გაძლიერების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში, იტალიის პრემიერ-მინისტრ, ჯორჯია მელონისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უაღრესად მნიშვნელოვანია სამხრეთის გაზის დერეფნის გაძლიერება ახალი მილსადენის უზრუნველყოფის გზით, ჩვენ მიზნად ვისახავთ, გავაძლიეროთ ენერგომომარაგების საიმედოობა ორივე ჩვენი ქვეყნისთვის," - აღნიშნა შოლცმა. იტალია და გერმანია ალპების გასწვრივ გაზის მილსადენს ააშენებენ სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. სამხრეთის გაზის დერეფანმა აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო, რამაც ხელი შეუწყო გაზის გადაზიდვას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში, საქართველოსა და თურქეთის გავლით. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ $33 მილიარდი შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია თავდაპირველად პროგნოზირებულ $45 მილიარდზე. სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის კაპიტალური ხარჯები, სავარაუდოდ, სრულად 8-10 წლის განმავლობაში ანაზღაურდება. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა მიაღწიეს შეთანხმებას სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით გაზის მიწოდების მოცულობის გაზრდის შესახებ - არსებული 10 მილიარდი კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე - 2027 წლისთვის.
იტალია და გერმანია ალპების გასწვრივ გაზსადენს ააშენებენ
გერმანია და იტალია ოთხშაბათს შეთანხმდნენ, რომ ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, კლიმატის დაცვის, უსაფრთხოებისა და კულტურის სფეროებში უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და იტალიის პრემიერმა, ჯორჯია მელონიმ "სამოქმედო გეგმას" ბერლინში, ორივე ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების შეხვედრის შემდეგ მოაწერეს ხელი. იტალია და გერმანია ალპების გასწვრივ გაზისა და წყალბადის მილსადენს ააშენებენ, რათა უკრაინაში ომის ფონზე ენერგომომარაგება გააძლიერონ. „სამოქმედო გეგმა განავითარებს ახალ პროექტებს და შექმნის თანამშრომლობის ახალ ფორმატებს,“ განაცხადა შოლცმა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შოლცმა ალპებზე ახალი მილსადენის მშენებლობის შესახებ გამოაცხადა. „ჩვენ ვთანხმდებით, რომ გვინდა, გავაფართოოთ ჩვენი ენერგეტიკული თანამშრომლობა, რათა გავაძლიეროთ გრძელვადიანი მიწოდება, უსაფრთხოება და ტრანსფორმაცია,“ - განაცხადა კანცლერმა. „ალპების გასწვრივ ახალი მილსადენის მშენებლობით გვინდა, გავზარდოთ ორივე ქვეყნის მიწოდების უსაფრთხოება. ამავდროულად, ჩვენ გვსურს, სწრაფად გავაფორმოთ გერმანულ-იტალიური გაზისა და სოლიდარობის შეთანხმება,“ - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
გერმანიაში „ჰამასის“ მხარდამჭერების სახლებში რეიდი ჩატარდა
გერმანიაში პროპალესტინელი აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ აკრძალულ ორგანიზაციებს, რეიდები ჩატარდა. რეიდი მოიცავს 15 მისამართს გერმანიის ოთხ ფედერალურ შტატში. ჩხრეკა ბერლინშიც მიმდინარეობს. ქალაქში მასშტაბურ ჩხრეკაში 300-ზე მეტი პოლიციელია ჩართული. მთავრობის შეფასებით, გერმანიაში „ჰამასის“ წევრების რაოდენობა დაახლოებით, 450-ს შეადგენს. გერმანიის მთავრობამ „ჰამასის“ საქმიანობა აკრძალა
გერმანია უკრაინას Patriot-ის ტიპის კიდევ ერთ საჰაერო თავდაცვის სისტემას უგზავნის
ადრე დაპირებულ საჰაერო თავდაცვის სისტემას გერმანია უკრაინას ამ ზამთარში მიაწვდის. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა უკრაინაში, მარტინ იეგერმა Ukrinform-თან ინტერვიუში განაცხადა. გერმანია მზად არის, უკრაინას გამარჯვებამდე დაუჭიროს მხარი. „ბერლინი მთელი გულით უჭერს მხარს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას“. იმედი მაქვს, რომ ჩემი უფლებამოსილების ვადა საკმარისი იქნება არა მხოლოდ გამარჯვების მისაღწევად, არამედ, იმისთვის, რომ უკრაინასთან ერთად მართლაც გავიაროთ ბრიუსელისკენ მიმავალი გზის მნიშვნელოვანი ნაწილი,“ - აღნიშნა იეგერმა. უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა განაცხადი ევროკარში გაწევრიანებაზე. კიევმა ევროკომისიისგან 8 ნოემბერს მიიღო რეკომენდაცია მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუსეთმა უკრაინაში ომი გასული წლის 24 თებერვალს დაიწყო. დასავლეთი ახლა უკრაინის მხარდაჭერას ზამთრის წინ განსაკუთრებით აძლიერებს, რადგან წინა ზამთრის გამოცდილების გათვალისწინებით, რუსეთისგან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს ელოდებიან.
გერმანია და საფრანგეთი ევროკავშირთან ერთად, მხარს უჭერენ მწვანე მიმართულებით რეფორმებს
ფინასთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მწვანე მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით, ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობას, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW), საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას (EUD) შორის ხელმოწერილი განზრახულობათა დეკლარაციის ცვლილებას (საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდაჭერა) „მულტინაციონალური და საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოსთან.“ დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, საქართველოში შერაზ გასრიმ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდეროვიჩმა, KfW-ს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორმა, ვერონიკა გარსია დელ არკომ, KfW-ს თბილისის ოფისის ენერგეტიკის სექტორის დირექტორმა, ბოდო შმულინგმა, AFD-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ფანი დელფიმ. ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს სამხრეთ-აღმოსავლეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰეიკე ბაკოფენ-ვარნეკე, აგრეთვე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი. ცვლილებები ითვალისწინებს რეფორმების განხორციელებას მწვანე ენერგეტიკის მიმართულებით, მათ შორისაა, განახლებადი ენერგიის სექტორის მხარდაჭერა, მწვანე წყალბადის გამოყენების დაწყება, გარდამავალ პერიოდში სოციალურად მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერა, კლიმატის მდგრადობა, ჰაერის ხარისხი, ნარჩენების მართვა და სხვა. როგორც აღინიშნა, პარტნიორების მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე.
დენის შმიგალი: უკრაინა გერმანიისგან 50 მილიონ ევროს მიიღებს
უკრაინა გერმანიისგან ეკონომიკის მხარდასაჭერად 50 მილიონ ევროს მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. „ეს თანხები მთავრობას დაეხმარება, რომ ბიზნესის მხარდაჭერა და შეღავათიანი კრედიტების პროგრამის „5-7-9“-ის დაფინანსება გააგრძელოს “, - განაცხადა შმიგალმა. შმიგალმა აღნიშნა, რომ მთავრობა ამ თანხებს სოციალური დახმარებისთვის, პენსიებისთვის, ექიმებისა და მასწავლებლების ხელფასებისთვის და სხვა კრიტიკული საჭიროებისთვის გამოიყენებს. უკრაინის პრემიერმა საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინის ეკონომიკის აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გაიმართა
საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის უწყებები თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებებზე შეთანხმდნენ. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კონსულტაციების ძირითად თემას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის შეჯამება და 2024 წლის თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრა წარმოადგენდა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ინტენსიური კავშირების გაგრძელებისა და გაფართოების სურვილი გამოთქვეს და კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს. „საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა გერმანულ მხარეს ურყევი, თანმიმდევრული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, როგორც საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორის როლზე გაამახვილეს ყურადღება; შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გერმანიის როგორც განსაკუთრებული პარტნიორისა და ლიდერი სახელმწიფოს როლიც აღნიშნეს. ორმხრივ კონსულტაციებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები, თავდაცვის ატაშეები და გერმანიის შეიარაღებული ძალების ოფისის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ,“ - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გერმანიამ, საფრანგეთმა, ევროკავშირმა და საქართველომ ახალ, მრავალწლიან რეფორმების პროგრამას მოაწერეს ხელი
ევროკავშირი, გერმანია და საფრანგეთი ერთიანდებიან, რომ დაეხმარონ საქართველოს, გახდეს უფრო “მწვანე”. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, გერმანიამ, საფრანგეთმა, ევროკავშირმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ახალ, მრავალწლიან რეფორმების პროგრამას “საქართველოს მწვანე ტრანსფორმაცია”. ეს ინიციატივა დაეხმარება საქართველოს იმ რეფორმების ეფექტიანად განხორციელებაში, რომელზეც საქართველოს ვალდებულება აქვს აღებული. რეფორმები ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა, განახლებადი ენერგია, მწვანე წყალბადი, ნახშირბადის ფასები, გონივრული მობილობა, დაბინძურების კონტროლი და მდგრადი ფინანსები. ამ საკითხების მოგვარებით პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან მეტად დაახლოებას. პროგრამაში მონაწილე ქართული ინსტიტუტები არიან საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) და საქართველოს ეროვნული ბანკი. პოლიტიკის რეფორმის პროგრამა მოიცავს თერთმეტ მიმართულებას, რომლებიც ფოკუსირებულია „მწვანე გადასვლის“ თემებზე, მათ შორის განახლებადი ენერგიის, მწვანე წყალბადის, ნახშირბადის ფასების, დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლასა და მდგრად ფინანსებს. „მწვანე ტრანზიცია საქართველოსთვის“ შექმნილია როგორც პოლიტიკაზე დაფუძნებული საკრედიტო საშუალება, რომლის საშუალებითაც, ევროკავშირის პოლიტიკის წარმატებით განხორციელების სანაცვლოდ, საქართველო შეღავათიანი საბიუჯეტო დაფინანსებით სარგებლობს. 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. გერმანია-ევროკავშირ-საფრანგეთის რეფორმების ახალი პროგრამა არის კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, წარმატებით განხორციელდეს ევროკავშირის პოლიტიკასთან შემდგომი თანხვედრა. გარდა ამისა, ეს არის საქართველოს მთავრობის ვალდებულების აშკარა ნიშანი, გააგრძელოს გზა ევროკავშირისკენ,“ - წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბერბოკი: ნათელია, უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში - პერსპექტივა ასევე უნდა ეხებოდეს მოლდოვას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ დღეს ნათელია, რომ უკრაინა გააძლიერებს ევროკავშირს უახლოეს მომავალში. „ეს ჩვენს გეოპოლიტიკურ ინტერესებშია,“ - განაცხადა ბერბოკმა მისი განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ასევე, უნდა ეხებოდეს მოლდოვის რესპუბლიკას, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. „ევროპაში ე.წ. რუხი ზონები აღარ უნდა იყოს,“ - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. „ჩვენ გვჭირდება არამხოლოდ უფრო ძლიერი კავშირი, არამედ რეფორმირებული კავშირიც,“ - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
გერმანიამ უკრაინას ენერგეტიკული ქსელის განახლებისთვის 300 მილიონი ევრო გამოუყო
გერმანიამ უკრაინის სახელმწიფო ქსელის ოპერატორ Ukrenergo-ს 300 მილიონი ევრო (328,4 მილიონი აშშ დოლარი) ენერგეტიკული ქსელის აღდგენისა და მოდერნიზაციისთვის გადასცა. ამის შესახებ გერმანიის ელჩმა უკრაინაში მარტინ იეგერმა განაცხადა. უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდი 2022 წლის აპრილში შეიქმნა, რათა საერთაშორისო დონორებს მიეცეთ საშუალება, მხარი დაუჭირონ უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს, რომელიც ხშირად ხდება რუსეთის თავდასხმების სამიზნე ხდება. ცნობისთვის, სპეციალურ ფონდში 7 მილიონ ევროს დანიაც გადარიცხავს.
ელჩი ფიშერი: მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა გადამწყვეტ როლს ასრულებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს ყოფილ პრეზიდენტ ულრიხ ჰაგენლოხს შეხვდნენ. გერმანიის საელჩოს ცნობით, სასამართლოს პლენუმის დარბაზში გაიმართა დისკუსია საქართველოსა და გერმანიაში სასამართლოს ორგანიზაციული მოწყობის მსგავსებებისა და განსხვავებების, ასევე, საქართველოს მართლმსაჯულების რეფორმის შესაძლო მიდგომების შესახებ. „თავის გამოსვლაში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გადამწყვეტ როლს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. გერმანია აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს სამართლებრივი სისტემის განვითარებას 90-იანი წლებში დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისათვის რეფორმების მხარდაჭერას კვლავაც აგრძელებს,“ - იტყობინება გერმანიის საელჩო.
გერმანია NATO-უკრაინის ფონდში დამატებით, 11,5 მილიონ ევროს შეიტანს
გერმანია NATO-უკრაინის ნდობის ფონდში დამატებით, 11,5 მილიონ ევროს შეიტანს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა განაცხადა. „NATO-უკრაინის საბჭო იქნება მამოძრავებელი ძალა, რომელიც უკრაინას კიდევ უფრო დააახლოებს ალიანსთან. NATO-ს სტანდარტები, შესაძლებლობების დაგეგმვა და შეიარაღებული ძალების რეფორმა მთავარია ამ პროცესში. გერმანია დამატებით 11,5 მილიონ ევროს შეიტანს NATO-უკრაინის ნდობის ფონდში,“ აღნიშნა ბერბოკმა. ბერბოკი: გერმანია უკრაინის მხარდაჭერას არამხოლოდ გააგრძელებს, არამედ გააფართოებს ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა გაიმართა. ასევე, გაიმართა NATO-უკრაინის საბჭოს პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.
განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად „კლიმატის კლუბი“ იქმნება
გერმანიის კანცლერმა საერთაშორისო კლუბის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომლის მიზანიც განვითარებადი ქვეყნების დახმარებაა. კლუბის დაარსება დაეხმარება განვითარებად ქვეყნებს ინვესტიციების განხორციელებაში ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა, ფოლადი, ცემენტი და ალუმინი. შოლცის თქმით, ერთობლივად უნდა შემუშავდეს სწორი სტანდარტები და სტრატეგიები ნახშირორჟანგისგან თავისუფალი მრეწველობის განვითარებისთვის. „კლიმატის კლუბის“ შემადგენლობაში ამ ეტაპზე 36 წევრია. კლუბი შეეცდება, დააჩქაროს განსაზღვრულ საწარმოებში ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფის სტანდარტიზების პროცესის ტექნიკური სამუშაოები და მოხდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლა ნულოვანი ემისიის მისაღწევად. ეს არამხოლოდ გაუგზავნის ძალიან საჭირო საინვესტიციო სიგნალებს ჩვენს შიდა მრეწველობას, არამედ, ასევე გადაიქცევა ორიენტირად სხვა ქვეყნებისთვის,” - აღნიშნა შოლცმა.
გერმანია უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის
გერმანიის მთავრობამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გაუგზავნა, რომელიც მოიცავს სამხედრო სატვირთო მანქანებს, ჭურვებს, სნაიპერულ იარაღსა და სხვადასხვა აღჭურვილობას.გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 21 ნოემბერს კიევში ვიზიტისას გამოაცხადა, რომ უკრაინა 1,4 მილიარდი დოლარის თავდაცვითი დახმარების პაკეტი გადაეცემა. ეს ახალი პაკეტი მოიცავს ოთხ IRIS-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას, 20,000 155 მმ-იან ჭურვებს და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს. წინა პაკეტი, რომელიც 22 ნოემბერს გამოცხადდა, 20 Marder-ის ტიპის ჯავშანმანქანას და სხვა აღჭურვილობას მოიცავდა.
უკრაინელი ჯარისკაცების მეორე ჯგუფმა გერმანიაში, Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემაზე წვრთნა დაასრულა
გერმანიაში, Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ 70-მა წევრმა გაიარა წვრთნა. ამის შესახებ Deutsche Welle იტყობინება. კერძოდ, გენერალ-ლეიტენანტმა ანდრეას მარლოუმ, მრავალეროვნული სპეციალური მომზადების სარდლობის მეთაურმა, 70-მდე ჯარისკაცისა და ოფიცრის სასწავლო კურსის დასრულების შესახებ განაცხადა. სწავლება ექვს კვირაზე მეტხანს გაგრძელდა. გერმანელმა გენერალმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის საჰაერო სივრცის დაცვა ცენტრალური ამოცანაა, რადგან რუსული დარტყმები კონკრეტულად უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ იყო მიმართული. მისი თქმით, პერსონალის მიერ მიღწეული უნარების დონე უკრაინელებს საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად იმუშაონ საჰაერო თავდაცვის სისტემასთან და, შესაბამისად, შეასრულონ საჰაერო თავდაცვის ამოცანები.
აზერბაიჯანმა აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები გამოიძახა
აზერბაიჯანმა აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები გამოიძახა. ბაქოს ამ ნაბიჯის მიზეზი „უკანონო ფინასური ოპერაციების გაპროტესტებაა.“ როგორც ცნობილი გახდა, დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემა Abzas Media-ის თანამშრომლებს 21 ნოემბერს კონტრაბანდის ბრალდებით ოთხთვიანი პატიმრობა შეეფარდათ. პოლიციამ განაცხადა, რომ მათ ბაქოს ოფისებში 40,000 ევრო (44,000 აშშ დოლარი) აღმოაჩინეს. სამიდან ორმა უარყო ბრალდება, მესამე კი დუმილის უფლებას იყენებს. სამშაბათს, 28 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიუთითა, რომ დიპლომატები ჩააყენეს საქმის კურსში იმის თაობაზე, რომ მათმა საელჩოებმა და "ამ ქვეყნებში რეგისტრირებულმა ორგანიზაციებმა" Abzas Media-ის ფინანსური მხარდაჭერით უკანონო ქმედებები ჩაიდინეს. აზერბაიჯანის ურთიერთობა დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანასთან სექტემბრის შემდეგ გაუარესდა, როდესაც ბაქომ სრულად დაიბრუნა სეპარატისტული რეგიონი მთიანი ყარაბაღი, რამაც ტერიტორიიდან ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის თითქმის სრული გასახლება გამოიწვია. ზოგიერთმა დასავლურმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და საფრანგეთმა აზერბაიჯანი გააკრიტიკეს. სომხეთს კი, ჰუმანიტარული დახმარება შესთავაეს. 28 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ აშშ-ის განცხადებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობებს.
პისტორიუსი: დასავლეთის პასუხისმგებლობაა, შექმნას ისეთი სიტუაცია, სადაც პუტინი გააცნობირებს, რომ უკრაინაში ომს ვერ მოიგებს
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელ ZDF-თან ინტერვიუში უარყო მოსაზრება სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა „ძალიან ცოტას იღებს მისი პარტნიორებისგან.“ „ჩვენ უკრაინას ვამარაგებთ ისე, როგორც შეგვიძლია. იგივე ეხება თითქმის ყველა სხვა მოკავშირესა და პარტნიორს," - განმარტა ბორის პისტორიუსმა. თუმცა გერმანელმა მინისტრმა აღიარა, რომ გარკვეული პრობლემები იყო იარაღის მიწოდების ჯაჭვში. ბორის პისტორიუსმა განმარტა, რომ თავდაცვის ინდუსტრია ზრდის შესაძლებლობებს, როგორც შეუძლია", მაგრამ ამავე დროს, გერმანიის თავდაცვის მინისტრი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ამას დრო სჭირდება. ბორის პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთის პასუხისმგებლობაა, ომში, „ბრძოლის ველზე შექმნას ისეთი სიტუაცია, სადაც პუტინი გააცნობირებს, რომ უკრაინაში ომს ვერ მოიგებს და ამიტომ უნდა მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.“
შოლცი გერმანიის პირველი კანცლერია, რომელმაც ბერლინში ხანუქას დღესასწაულზე მენორა აანთო
ხუთშაბათს ოლაფ შოლცი გახდა გერმანიის პირველი კანცლერი, რომელმაც ბერლინში აანთო ცენტრალური მენორა ებრაელებისადმი სოლიდარობის ნიშნად. სიმბოლური ცერემონიის დროს, ბრანდენბურგის კარიბჭესთან, გერმანიის კანცლერმა, რომელსაც კიპა ეხურა, პირველი სანთელი რაბინ იეჰუდა ტეიხტალთან ერთად აანთო. „ეს სიმბოლოა იმედისა და ოპტიმიზმის, რაც ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება ისრაელზე „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმის შემდეგ,“ - განაცხადა შოლცმა. თავის გამოსვლაში მან „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
გერმანია რამდენიმე ქვეყანასთან საზღვარზე კონტროლს ორი თვით ახანგრძლივებს
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა პოლონეთთან, ჩეხეთთან და შვეიცარიასთან სასაზღვრო კონტროლს მინიმუმ ორი თვით ახანგრძლივებს. მინისტრის შეფასებით, სასაზღვრო კონტროლი ეფექტურია არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 16 ოქტომბრიდან ფედერალურმა პოლიციამ მხოლოდ ჩეხეთის რესპუბლიკის, პოლონეთისა და შვეიცარიის საზღვრებზე ქვეყანაში უკანონო შესვლის 9200-მდე შემთხვევა გამოავლინა. „პოლონეთთან, ჩეხეთთან და შვეიცარიასთან საზღვრებზე დროებით კონტროლს 15 დეკემბრის შემდეგ მინიმუმ ორი თვით გავახანგრძლივებ,“ - განაცხადა მინისტრმა. მანვე განმარტა, რომ ევროპული კანონმდებლობა მსგავს ღონისძიებას ითვალისწინებს.
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
გერმანიის მთავრობამ გამოაცხადა უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის მიწოდების შესახებ, რომელიც, კერძოდ, საბრძოლო მასალისა და სადაზვერვო თვითმფრინავებს მოიცავს. ახალ პაკეტში შედის: 250 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალა; სადაზვერვო კომპლექსი LUNA NG; 10 VECTOR სადაზვერვო დრონი სათადარიგო ნაწილებით; სასაზღვრო პატრულის ექვსი მანქანა; რვა Zetros სატვირთო მანქანა; 100 000 პირველადი დახმარების ნაკრები და წამალი; 70 მმ კალიბრის 70 ავტომატური ყუმბარმტყორცნი; შეგახსენებთ, რომ კიევში ვიზიტისას გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 1,3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ეს პაკეტი, სხვა დახმარებასთან ერთად, ასევე მოიცავს დამატებით ოთხ IRIS-T-SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას, ასევე, 20 000 155 მმ-იან საარტილერიო საბრძოლო მასალას და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს.
ელჩი ფიშერი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე: გერმანია საქართველოს გვერდით დგას
გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებმა განაცხადეს, რომ არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან წერილი მიიღეს, რომლითაც ისინი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში მხარდაჭერას სთხოვენ. გერმანიის ელჩის თქმით, გერმანია ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს წინსვლას მხარს უჭერს. „გერმანია საქართველოს გვერდით დგას. ევროკავშირი არის ჩვენი მშვიდობის, დემოკრატიის, თავისუფლებისა და სტაბილურობის საერთო პერსპექტივა,“აღნიშნა გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა. საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის ძლიერი და მთავარი აქტივი ევროკავშირისკენ გზაზე. „პატივია, მივიღო 75 არასამთავრობო ორგანიზაციის წერილი, რომელიც სთხოვს საფრანგეთს, მხარი დაუჭიროს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. სამოქალაქო საზოგადოება არის ძლიერი და მთავარი აქტივი ევროკავშირისკენ გზაზე. საფრანგეთი აფასებს მათ წვლილსა და ერთგულებას საქართველოს წარმატებისთვის,“ - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საფრანგეთისა და გერმანიის ელჩებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ, გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არასამთავრობოებმა მას ორგანიზაციების მიერ ხელმოწერილი წერილი გადასცეს. ელჩის თქმით, გერმანიის სურვილია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროპული საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე, ათობით ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აქტიური პროევროპული კამპანია წამოიწყო და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებთან შეხვედრებს მართავს. შეხვედრების დროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ელჩებს თავიანთ ერთობლივ წერილებს გადასცემენ. წერილების ადრესატი იმ ქვეყნის მთავრობაა, რომელთა ელჩებსაც ისინი ხვდებიან. 28 ნოებერს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში საბერძნეთის ელჩს შეხვდნენ და წერილი გადასცეს, რომლის ადრესატიც საბერძნეთის მთავრობაა. „ჩვენ ვთხოვთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და მათი მთავრობის მეთაურებს, რომ კომისიის რეკომენდაცია დატოვონ ძალაში. ჩვენ, რა თქმა ვიცით, რამდენი გამოწვევა აქვს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ, ამავდროულად, ვთვლით, რომ ეს არის შანსი ჩვენი ქვეყნისთვის და აუცილებლად, ჩვენ ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს უნდა მოგვეცეს შანსი, რომ დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი,“ – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა. 29 ნოემბერს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა ლიეტუვისა და ესტონეთის ელჩებთან, რომლის დროსაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ელჩებს ერთობლივი წერილი გადასცეს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებთან შეხვედრების გარდა, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 9 დეკემბერს სახალხო მარში დააანონსეს. მათი თქმით, მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება. ისინი ასევე აპირებენ გიგანტური ევროკავშირის დროშის ევროპის მოედანზე გადმოფენას. გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები საქართველოს პოლიტიკურ ძალებს ერთობლივი განცხადებით მიმართავენ 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.
გერმანიის ელჩი საქართველოს ურჩევს, გონივრულად აირჩიოს მეგობრები
გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი უნგრეთისა და ევროკავშირის მიმდინარე უთანხმოებაზე საუბრისას საქართველოს ურჩევს, გონივრულად აირჩიოს მეგობრები. უნგრეთის პრემიერი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეფერხებით იმუქრება, რაც სავარაუდოდ, საქართველოზე გავლენას მოახდენს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, ორბანის მოსალოდნელი ვეტო უკრაინაზე გერმანელმა დიპლომატმა დაუკავშირა ბუდაპეშტის სურვილს, მიიღოს გაყინული თანხა, რომელზე წვდომაც მას აღარ აქვს კანონის უზენაესობასთან და კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. „პირველი გაკვეთილი - აირჩიეთ მეგობრები გონივრულად. ამ წევრ ქვეყანას [უნგრეთს] სურს, რომ გამოყონ ევროავშირის გარკვეული ფონდები, რომლებიც შეჩერებული იყო. ეს მოხდა, რადგან ევროკავშირმა განსაზღვრა, რომ ამ წევრმა ქვეყანამ დარაღვია კანონის უზენაესობის გარკვეული პრინციპები და ზოგიერთი თანხა არ იყო სწორად გამოყენებული. მეორე გაკვეთილი არის სწორედ ის, რომ ჩენ ვართ ღირებულებებზე დაფუძნებული კავშირი. ამ ღირებულებებით კი გამომდინარეობს წესები. როდესაც თქვენ, ქართველ მეგობრებს გესაუბრებით, მიყვარს თქმა, რომ საიდუმლო არ არის, თუ როგორ უნდა შეუერთდეთ ევროკავშირს. ყველაფერი შავით თეთრზე წერია," - განაცხადა ფიშერმა.
გერმანიის შს მინისტრი: ოლიმპიადამდე რუსი და ბელორუსი სპორტსმენები საფუძვლიანად უნდა შემოწმდნენ
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა ICO-ს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ოლიმპიადამდე რუსი და ბელორუსი სპორტსმენები საფუძვლიანად უნდა შემოწმდნენ. „საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და საერთაშორისო ფედერაციებმა უნდა შეძლონ იმ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების თანმიმდევრულად გაძევება, რომლებიც რაიმე სახით მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ რუსულ დამპყრობლურ ომს ან რაიმენაირად დაკავშირებული არიან რუსულ მთავრობასთან და რუს სამხედროებთან,” - განაცხადა ფეზერმა. გერმანიის შს მინისტრის თქმით, სრულიად მიუღებელია, რომ უკრაინელ სპორტსმენებს უწევდეთ რუსებთან შეჯიბრება, რომლებიც მათი ქვეყნის წინააღმდეგ დამპყრობლურ ომს უჭერენ მხარს. „უკრაინამ და უკრაინულმა სპორტმა მსოფლიო სპორტისგან სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა მომავალშიც უნდა მიიღონ,” - განაცხადა მინისტრმა. ესტონეთმა და ლიეტუვამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება დაგმეს. ამის შესახებ ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა X-ზე (ყოფილი Twitter-ი) წერს, რომ რუსი სპორტსმენების დროშის გარეშე ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება, მათ ხელებზე არსებულ სისხლს ვერ მოწმენდს. „რუსეთი თავის გენოციდურ არმიაში სპორტსმენებსა და ქალებს იწვევს. ეს არ არის ნეიტრალიტეტი, ეს ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ოლიმპიადა ნიშნავს,“ - განაცხადა თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. კულება IOC-ის გადაწყვეტილებაზე: კრემლი რუს და ბელორუს სპორტსმენებს იარაღად გამოიყენებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები 2024 წლის ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით იქნებიან დაშვებული, ომის აქტიურად მხარდამჭერი სპორტსმენები არ დაიშვებიან. განცხადების თანახმად, 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთისა და ბელორუსის სიმბოლიკა (დროშები, ჰიმნები, ფერები) აკრძალული იქნება, ხოლო ამ ქვეყნების მთავროვის წარმომადგენლები დაპატიჟებულნი არ იქნებიან.
რომელმა ქვეყნებმა გადასცეს უკრაინას ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება
ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფი უკრაინა კვლავ იბრძვის რუსული ძალების მოსაგერიებლად მას შემდეგ, რაც კრემლმა უკანონო შეჭრა 2022 წლის თებერვალში წამოიწყო. BBC წერს, რომ უკრაინამ გააოცა მსოფლიო, როდესაც მისმა შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სრული დაპყრობა აიცილა თავიდან. თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინა ვერ გააგრძელებს იმავე გზას სხვა ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე. ამის შესახებ საუბრობს უკრაინის პირველი ლედი BBC-სთან ინტერვიუში, რომელიც ბრიტანულმა მედიამ 9 დეკემბერს გამოაქვეყნა. ბეჭდურ ვერსიაში კი ასევე მიუთითა ტოპ-10 ქვეყანა, რომლებმაც უკრაინას ყველაზე დიდი სამხედრო დახმარება გაუწიეს. პირველ ადგილზეა აშშ $46,3 მილიარდით; მეორეზე - გერმანია $1,18 მილიარდით; მესამეზე - დიდი ბრიტანეთი $6,9 მლიარდით. ეს 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებია.
გერმანიის არმიის გენერალური ინსპექტორი: გერმანიას ერთ დღეს, შეიძლება, რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვითი ომის წარმოება მოუწიოს
გერმანიის შეიარაღებული ძალების არმიის გენერალური ინსპექტორი კარსტენ ბროიერი აცხადებს, რომ გერმანიას შესაძლოა, თავდაცვითი ომი მოუწიოს, ამიტომ აუცილებელია NATO-ს მოკავშირის დასაცავად, გერმანიის შეიარაღებული ძალების მომზადებაში არსებული ხარვეზების გამოსწორება. „ჩვენ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ ერთ დღეს შეიძლება, თავდაცვითი ომის წარმოება მოგვიწიოს,“ - ამბობს ბროიერი. მისი თქმით, რუსეთის გადაიარაღება და ვლადიმერ პუტინის ქცევა შეშფოთების მიზეზს იძლევა და გერმანელებს მოუწევთ შეგუება იმ აზრთან, რომ ერთ დღეს შეიძლება თავდაცვითი ომის წარმოება მოუწიოთ. კითხვას, შეძლებს თუ არა ბუნდესვერი გაუმკლავდეს NATO-ზე რუსეთის შესაძლო თავდასხმას უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, ბროიერმა უპასუხა, რომ სხვა არჩევანი არ არსებობს. „დიახ. წერტილი. ალტერნატივა არ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია, დავიცვათ თავი და დავიცავთ თავს," - განაცხადა ბროიერმა. მან ხაზი გაუსვა, რომ ბუნდესვერი მრავალი წლის განმავლობაში ორიენტირებული იყო საერთაშორისო კრიზისების მოგვარებაზე და ჯერ კიდევ არასაკმარისად არის აღჭურვილი ეროვნული და სამოკავშირეო თავდაცვისთვის. მანვე აღნიშნა, რომ არსებობს სტრუქტურები, რომლებიც სწრაფ და მიზანმიმართულ გადაწყვეტილებებს თითქმის შეუძლებელს ხდის.
გერმანიის მმართველმა პარტიამ რუსეთთან მიმართებით ბოლო ათწლეულების განმავლობაში დაშვებული შეცდომები აღიარა
გერმანიის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია შეცდომას უწოდებს რუსეთის მიმართ თავის წინა პოლიტიკას. პარტიის ლიდერმა ლარს კლინგბაილმა განაცხადა, რომ “შეცდომა იყო პუტინის სისტემისგან უფრო ადრე არდისტანცირება.” ბუნდესტაგში სოციალ-დემოკრატების ფრაქციის თავმჯდომარემ, როლფ მიუტცენიხმა აღიარა, რომ სრულფასოვნად ვერ შეაფასა პუტინის იმპერიალისტური აზროვნება. „რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, გვიჩვენებს, რომ ჩვენ ყოველთვის სწორად არ ვაფასებდით ბოლო წლების მოვლენეს,“ - ნათქვამია პარტიის გამგეობის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტში. დოკუმენტი შეცდომად აღიარებს იმ ვარაუდისადმი მიმხრობასაც, რომ ეკონომიკური კავშირების გაძლიერება რუსეთს დემოკრატიზაციას შეუწყობდა ხელს. ხსენებულმა პოლიტიკამ ის გამოიწვია, რომ გერმანია „ცალმხრივად დამოკიდებული გახდა რუსეთზე ენერგეტიკული პოლიტიკის მხრივ.“ „ვიდრე რუსეთი სუვერენული სახელმწიფოების დაპყრობისა და ჩახშობის თავის იმპერიალისტურ პოლიტიკას მისდევს, არ შეიძლება რუსეთთან ურთიერთობების არანაირი ნორმალიზება. ვიდრე რუსეთში ფუნდამენტალურად არ შეიცვლება რამე, რუსეთის წინააღმდეგ ევროპის უსაფრთხოება ორგანიზებული უნდა იყოს,” - აღნიშნავს მმართველი პარტია. პარტიის კონგრესზე გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2022 წელს უკრაინაზე თავდასხმით მთლიანად გაანადგურა ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ ურთიერთგაგება. „ევროპაში საზღვრები ძალით ვეღარ შეიცვლება,“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ომი დაიწყო, გერმანიის სოციალ-დემოკრატებს ადანაშაულებდნენ მოსკოვის მიერ წარმოქმნილი უსაფრთხოების საფრთხის ვერშეფასებასა და უკრანისადმი დახმარებასთან დაკავშირებით ყოყმანში. ახლა გერმანია კიევისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მხრივ, მეორე ადგილზეა. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 9 დეკემბერს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად უნდა იყოს უკრაინისადმი მხარდაჭერის გასაფართოებლად, “როდესაც სხვები ყოყმანობენ.“ გასულ თვეში, გერმანია დამატებით, კიდევ 1,3 მილიარდი ევროს (1,42 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარებას დაჰპირდა უკრაინას, როდესაც კიევს თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი ეწვია.
ბერბოკმა არაბულ ქვეყნებს მიმართა, მოუწოდონ „ჰამასს,“ დაყაროს იარაღი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა არაბულ ქვეყნებს მოუწოდა, მეტი გააკეთონ ღაზის სექტორში ომის დასრულებისთვის. მინისტრმა მოუწოდა პროგრესულ არაბულ ქვეყნებს, „ზეგავლენა“ იქონიონ „ჰამასზე“, რათა დაყაროს იარაღი. „ისრაელის ბრძოლა უდანაშაულო პალესტინელების წინააღმდეგ კი არა, არამედ, ტერორისტული ორგანიზაციის „ჰამასის“ წინააღმდეგ არის მიმართული,“ აღნიშნა ბერბოკმა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება, მხოლოდ პროკლამაციებით მოუწოდო მოსახლეობას, უსაფრთხო ადგილებს მიაშურონ, როცა ამგვარი უსაფრთხო ადგილი არ არსებობს. საჭიროა უსაფრთხო სივრცე, სადაც მოსახლეობას შეეძლება, წავიდეს, სამხედრო აქცია უფრო მიზნობრივად უნდა ჩატარდეს. ისრაელის გარდა, „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად აშშ და ევროკავშირი აღიარებენ.
გერმანია 2024 წელს უკრაინას სამხედრო დახმარებას გააორმაგებს
გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ საკითხებში ანა ლიურმანმა დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა 2024 წელს უკრაინას სამხედრო დახმარებას გააორმაგებს. კიევის მხარდასაჭერად გათვალისწინებული თანხა 8 მილიარდ ევროს შეადგენს. „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა გააორმაგებს უკრაინის სამხედრო დახმარებას მომავალ წელს 4 მილიარდიდან 8 მილიარდამდე,“ - განაცხადა ლურმანმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ. ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და უკრაინისთვის მიმდინარე კვირა გადამწყვეტია გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების საკითხში. გერმანია კიევისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მხრივ, მეორე ადგილზეა. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 9 დეკემბერს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად უნდა იყოს უკრაინისადმი მხარდაჭერის გასაფართოებლად, “როდესაც სხვები ყოყმანობენ.“ გასულ თვეში, გერმანია დამატებით, კიდევ 1,3 მილიარდი ევროს (1,42 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარებას დაჰპირდა უკრაინას, როდესაც კიევს თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი ეწვია.
შოლცი: Patriot-ის მეორე სისტემა უკრაინაში წლის ბოლომდე ამოქმედდება
ბერლინის მიერ ადრე დაპირებული საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინაში და 2023 წლის ბოლოსთვის ამოქმედდება, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 13 დეკემბერს, იტყობინება RBC Ukraine. უკრაინამ გაზაფხულზე მიიღო ორი Patriot-ის სისტემა აშშ-დან და გერმანიიდან. შემოდგომაზე, შოლცმა პირობა დადო, რომ დამატებით პატრიოტ გაუგზავნიდა უკრაინას, რადგან მოკავშირეები ჩქარობენ ზამთრისთვის უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. შოლცმა აღნიშნა, რომ გაუმჯობესდა უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი რუსული საჰაერო თავდასხმებისგან. რომელმა ქვეყნებმა გადასცეს უკრაინას ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის მხრივ, 18,1 მილიარდით, მეორეა.
ხანგრძლივი დავის შემდეგ გერმანიის მთავრობა ბიუჯეტზე შეთანხმდა
13 დეკემბერს გერმანიის მთავრობამ 2024 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით შეთანხმებას ვადის გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე მიაღწია. შეთანხმების მიხედვით, ბერლინს არ დასჭირდა კონსტიტუციის გათვალისწინებული ნორმის დროებით შეჩერება, რომელიც ახალი ვალების აღებაზე ლიმიტს აწესებს. ამის გამო, გერმანიის საექსპერტო წრეების ნაწილში გაჩნდა შეშფოთება, რომ ამან შეიძლება შეაფერხოს ევროპის წამყვანი ეკონომიკის ზრდა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა. კანცლერ ოლაფ შოლცის სამპარტიულ კოალიციას ჰქონდა არჩევანი - ერთი წლით შეეჩერებინა საკონსტიტუციო ჩანაწერი ვალის შეზღუდვის შესახებ და ახალი სუვერენული სესხი აეღო, ან დაახლოებით 17 მილიარდი ევრო სხვა საბიუჯეტო ხარჯებიდან დაეზოგა. შოლცის კოალიციას ეს გამოწვევა მას შემდეგ შეექმნა, რაც ნოემბერში ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ მთავრობის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული ბიუჯეტის კანონპროექტი დაბლოკა. რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე დაძაბულმა მოლაპარაკებებმა კოალიციის დაშლის ეჭვიც კი გააჩინა. თუმცა, ოთხშაბათს დილის 5 საათზე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საინვესტიციო თანხები ბიუჯეტის სხვა სეგმენტების საფუძველზე მოიპოვონ და ახალი ვალი არ აიღონ. შოლცმა, რომელიც მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატების ლიდერია, თქვა, რომ ვალის შეზღუდვის შეჩერება შეიძლება კვლავ გახდეს საჭირო იმ შემთხვევაში, თუ უკრაინას მეტი დაფინანსება დასჭირდება რუსეთის აგრესიის ომში თავის დასაცავად. მან ეს განცხადება ევროკავშირის სამიტზე გაფრენამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა. სამიტზე კიევის მხარდაჭერა დღის წესრიგის მთავარი თემა იქნება.
Spiegel: გერმანია უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, დაფინანსების სქემას შეცვლის
2024 წლის ბიუჯეტზე კოალიციის ახალი შეთანხმებით, ბუნდესვერს უკრაინის მხარდასაჭერად, არმიის განვითარების სპეციალური ფონდის გამოყენება მოუწევს და არა ცალკე ფონდის, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი. ამის შესახებ Spiegel-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების სახით გადასცემს, ბუნდესვერის საკუთარი მარაგებიდან მოდის, თუმცა, „ბიუჯეტის კომპრომისულ“ ვარიანტში ნათქვამია, რომ მომავალში ეს დაფინანსება უნდა მოხდეს ბუნდესვერის სპეციალური ფონდიდან, რომელიც 2022 წელს ჯარის გასაძლიერებლად შეიქმნა. სავარაუდოდ, შეიცვლება ხარჯების დაგეგმარებაც. თავდაპირველად, ბუნდესვერის 100 მილიარდიანი სპეციალური ფონდი მიმართული უნდა ყოფილიყო არმიის მოდერნიზაციის ძირითადი პროექტების განსახორციელებლად, თანხები გათვლილი იყო 2027 წლის ბოლომდე პერიოდისთვის. თუ უკრაინაში გადაცემული იარაღის კომპენსაცია მისგან დაფინანსდება, თანხები უფრო სწრაფად ამოიწურება. ოპოზიციური CDU-ს ზოგიერთი პოლიტიკოსი უკვე გამოვიდა კრიტიკით. აცხადებენ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მთავრობის პრიორიტეტი ბუნდესვერის განვითარებისთვის და რომ სამხედროების ფინანსური საჭიროებები შეიძლება, კიდევ უფრო გაიზარდოს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ახლო მანძილზე რაკეტებისა და თვითმფრინავებისგან დაცვის ახალი სისტემის შექმნის პროექტი შესაძლოა, დაგეგმილზე ხუთჯერ უფრო ძვირი აღმოჩნდეს. შეგახსენებთ, რომ საბიუჯეტო კრიზისის მიუხედავად, გერმანიამ მოკავშირეები თავდაცვის ხარჯების შეუცვლელობაში დაარწმუნა. ხანგრძლივი დავის შემდეგ გერმანიის მთავრობა ბიუჯეტზე შეთანხმდა
შოლცის პასუხი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე: მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ განუცხადა, რომ გაფართოების მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირს უკვე მიღებული აქვს და ახლა ამას განვიხილავთ ბალკანეთის ქვეყნებთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან და განსაკუთრებით, უკრაინასთან მიმართებით. დაუჭერს თუ არა მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, შოლცმა უპასუხა: „ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკომისიის შეთავაზებას გაფართოებაზე.“ „დაწმუნებული ვარ, ეს არის აუცილებელი დებატები ევროპაში. ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს გაწევრიანების პროცესებში. გაფართოების მხარდაჭერის გადაწყვეტილება ევროკავშირს უკვე მიღებული აქვს და ახლა ამას განვიხილავთ ბალკანეთის ქვეყნებთან, მოლდოვასთან, უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით, განსაკუთრებით უკრაინის შემთხვევაში. ჩვენ ვფიქობთ, აუცილებელი ნიშანია, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინელების ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენ მიერ მოთხოვნილი ყველა ზომის შესრულებისკენ,“ – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ზელენსკი გერმანიაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში მოულოდნელი, გამოუცხადებელი ვიზიტით ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტზე ინფორმაცია გერმანულმა მხარემ დეტლების დაკონკრეტების გარეშე გაავრცელა. კიევი ცდილობს, უზრუნველყოს დასავლეთის მუდმივი დახმარება იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ამერიკის მხარდაჭერის გაგრძელებას კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, როდესაც ბაიდენის მოთხოვნას არ ამტკიცებს.
გერმანია "ჰამასის" ოთხი წევრის დაკავების შესახებ იუწყება
გერმანია იუწყება, რომ ევროპაში ებრაულ ინსტიტუტებზე თავდასხმების დაგეგმვის ეჭვის საფუძველზე დაკავებულია "ჰამასის" ოთხი წევრი. სამი ეჭვმიტანილი ბერლინში, მეოთხე კი, ჰოლანდიაში დააკავეს. გერმანიის იუსტიციის მინისტრი, მარკო ბუშმანი აცხადებს, რომ თავდასხმები ებრაელებსა და ებრაულ ინსტიტუტებზე ბოლო კვირებში გახშირდა. „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ებრაელებს აღარ ჰქონდეთ შიში თავიანთი უსაფრთხოების თაობაზე," - ამბობს მინისტრი.
დრონების გერმანული მწარმოებელი უკრაინაში ცენტრს გახსნის
გერმანული მწარმოებელი Quantum-Systems-ი უკრაინაში კვლევისა და განვითარების ცენტრს ქმნის. „2024 წელს დრონების სათადარიგო ნაწილების წარმოება უკრაინაში მოხდება, ხოლო ამ უპილოტო საფრენი აპარატების სრული აწყობა იგეგმება 2025 წლისთვის. ამ გეგმების განსახორციელებლად, ჩვენ ვიქირავეთ რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრი ფართი ჩვენი წარმოების, კვლევისა და განვითარების გუნდისთვის. ამ პროექტზე დაახლოებით 40 სპეციალისტი იმუშავებს“, - აღნიშნა კომპანიის ოპერაციულმა ოფიცერმა უკრაინაში, ალექსანდრე ბერეჟნოიმ. გასულ გაზაფხულზე Quantum-Systems-მა გახსნა სერვისის, მხარდაჭერის, სასწავლო და ლოგისტიკური ცენტრი უკრაინაში.
შოლცმა გადამწყვეტი კენჭისყრის დროს ორბანთან კომუნიკაციის დეტალებზე ისაუბრა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შევთავაზე, რომ მისი არყოფნის დროს გადაწყვეტილების მიღების საშუალება გვქონოდა, ის ჩაფიქრდა და შემდეგ დათანხმდა შეთავაზებას, – იხსენებს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ევროკავშირის საბჭოს სამიტის პირველი დღის დეტალებს „საკავშირო მეგობრული ატმოსფეროს სულისკვეთებით, მე შევთავაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, რომ მისი არყოფნის დროს ამ გადაწყვეტილებას მიღება შეგვძლებოდა. ის დაფიქრდა წინადადებაზე. მე ვთხოვე, ერთი წუთით დაფიქრებულიყო და სპონტანურად არ ემოქმედა, შემდეგ მითხრა, რომ სურდა წინადადების მიღება. შემდეგ კი, მივიღეთ გადაწყვეტილება ოთახში მყოფმა 26-მა ქვეყანამ. ეს ხდება უამრავ დემოკრატიულ პროცესში, როდესაც თქვენ ეხმარებით ერთმანეთს იმის თქმით, რომ „ნამდვილად არ ვეთანხმები, მაგრამ არ მინდა საქმეების შეფერხება.“ ეს არის ზუსტად ის, რაც მე ვურჩიე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს და მან ეს მიიღო, როგორც მისთვის შესაძლებლობა. ეს არ არის ის, რაც ყოველ ჯერზე უნდა მოხდეს. ჩვენ აუცილებლად ერთად უნდა გადავწყვიტოთ, როცა ეს შესაძლებელია და ერთად ვიყოთ,“ – განაცხადა ოლაფ შოლცმა სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე. Politico: გაფართოების პაკეტის დამტკიცებისას, ორბანს კენჭისყრის დატოვება შოლცმა შესთავაზა
გერმანიის ფედერალურმა საბჭომ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა
გერმანიის ფედერალური საბჭოს (ბუნდესრატის) გადაწყვეტილებით, საქართველო და მოლდოვა თავშესაფრის შესახებ კანონების მხრივ წარმომავლობის უსაფრთხო ქვეყნებად ჩაითვლებიან. შედეგად, თავშესაფრის შესახებ საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეების განცხადებები უფრო სწრაფად განიხილება და, ძირითად შემთხვევებში, შესაძლოა, უარყოფილი იყოს. გერმანიის მთავრობის თანახმად, 2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან და მოლდოვიდან თავშესაფრის მაძიებელთა აღიარების დონე დაახლოებით 0.1%-ს შეადგენდა. ამჟამად კი, გერმანიაში თავშესაფრის შესახებ უარყოფილი განცხადებების 15% საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეებზე მოდის. ფედერალური საბჭოს ინფორმაციით, ხსენებული გადაწყვეტილება იმის საუძველია, „რომ ახლა მიგრაციის შესახებ შეთანხმებები გაომოიყენონ ორივე ქვეყანასთან ისედაც კარგი თანამშრომლობის ახალ დონემდე გასაზრდელად და უკანონო მიგრაციის მნიშვნელოვნად შესამცირებლად.”
გერმანიამ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა
გერმანიამ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის კიდევ ერთი სისტემა გადასცა, სათადარიგო ნაწილებით და რაკეტებით გადასცა. დახმარების პაკეტში შედის 9 ერთეული Bandvagn 206-ის ტიპის (BV206) მრავალფუნქციური მანქანა; 8 ერთეული Zetros-ის ტიპის სატვირთო მანქანა. 2023 წლის განმავლობაში გერმანიამ უკრაინას დაახლოებით, 5,4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა გადასცა. რუსეთის მიერ 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გერმანია კიევისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მხრივ, 18,1 მილიარდით, მეორე ადგილზეა. შოლცი: Patriot-ის მეორე სისტემა უკრაინაში წლის ბოლომდე ამოქმედდება
გერმანია კიევისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მხრივ, მეორე ადგილზეა
უკრაინას ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიაწოდა. მას გერმანია მოსდევს. აშშ-ის მიერ გაღებული სამხედრო დახმარების მოცულობა $46,3 მილიარდს შეადგენს. მეორეზეა - გერმანია $11,8 მილიარდით; მესამეზე - დიდი ბრიტანეთი $6,9 მლიარდით. ეს 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებია. ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე მყოფი უკრაინა კვლავ იბრძვის რუსული ძალების მოსაგერიებლად მას შემდეგ, რაც კრემლმა უკანონო შეჭრა 2022 წლის თებერვალში წამოიწყო. BBC წერს, რომ უკრაინამ გააოცა მსოფლიო, როდესაც მისმა შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის სრული დაპყრობა აიცილა თავიდან. თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინა ვერ გააგრძელებს იმავე გზას სხვა ქვეყნების მხარდაჭერის გარეშე. ამის შესახებ საუბრობს უკრაინის პირველი ლედი BBC-სთან ინტერვიუში, რომელიც ბრიტანულმა მედიამ 9 დეკემბერს გამოაქვეყნა. გამოცემამ ასევე მიუთითა ტოპ-10 ქვეყანა, რომლებმაც უკრაინას ყველაზე დიდი სამხედრო დახმარება გაუწიეს. რა კომპრომისს განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დახმარების დასამტკიცებლად გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 9 დეკემბერს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად უნდა იყოს უკრაინისადმი მხარდაჭერის გასაფართოებლად, “როდესაც სხვები ყოყმანობენ.“ გასულ თვეში, გერმანია დამატებით, კიდევ 1,3 მილიარდი ევროს (1,42 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარებას დაჰპირდა უკრაინას, როდესაც კიევს თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი ეწვია.
ევროპას შესაძლოა, უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის დანაკლისის შევსება მოუწიოს - პისტორიუსი
თავდაცვის მინისტრ, ბორის პისტორიუსის განცხადებით, გერმანიამ იცის, რომ აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერის შემცირების შემთხვევაში, ბერლინს უკრაინის დასახმარებლად მეტი პასუხისმგებლობის აღება მართებს. პისტორიუსმა აღნიშნა, რომ მოკავშირეები და პარტნიორები "ყველაზე უარეს სცენარს" განიხილავდნენ, რადგან სამხედრო სიტუაცია უკრაინაში სულ უფრო და უფრო რთულდება, არის საბრძოლო მასალის ნაკლებობა და რესპუბლიკელები შეერთებულ შტატებში ბლოკავენ შემდგომ მხარდაჭერას. ამდენად, თუ ვაშინგტონი ახალ დაფინანსებაზე ვერ შეთანხმდება, ევროპას ცხადია, შესაძლოა, უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერის დანაკლისის შევსება დასჭირდეს. „რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ. შეიძლება, არსებობდეს სფეროები, რომელთა კომპენსირებაც ჩვენ უმალ არ შეგვიძლია. მაგალითად, თავდაცვის ინდუსტრიას თავისი შესაძლებლობების გასაძლიერებლად დრო სჭირდება,“ - აღნიშნა გერმანელმა მინისტრმა. „ახლა პუტინი მნიშვნელოვნად ზრდის იარაღის წარმოებას რუსეთში“, - განაცხადა პისტორიუსმა და გაიხსენა, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს გადაწყვეტილებით, თავდაცვის ხარჯების ზრდა 60%-ზე მეტს აღწევს. როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პუტინის მუქარა ბალტიისპირეთის ქვეყნების, ასევე, საქართველოსა და მოლდოვის მიმართ ძალიან სერიოზულად უნდა აღიქმებოდეს. ინტერვიუს დროს პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპელებმა უნდა გააძლიერონ უსაფრთხოების გარანტიები თავიანთ კონტინენტზე, შეერთებულ შტატებზე მთლიანად დამოკიდებულების გარეშე. მან ასევე გაიმეორა, რომ სერიოზული კრიზისების გამო, გერმანიას სჭირდება შეიარაღებული ძალები, რომლებსაც ომის შემთხვევაში, ქვეყნის დაცვა შეეძლება. გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ევროპამ თავი უკეთ უნდა დაიცვას, რადგან შესაძლოა, ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ევროპამ თავი უკეთ უნდა დაიცვას, რადგან შესაძლოა, ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს
ევროპამ თავი უკეთ უნდა დაიცვას, რადგან ათწლეულის ბოლოს შესაძლოა, ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა. „ჩვენ, ევროპელები, ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უფრო მეტად უნდა ჩავერთოთ. ევროპამ თავი უკეთ უნდა დაიცვას, რადგან ათწლეულის ბოლოს შესაძლოა, ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ყურადღება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე გადაერთვება,“ - განაცხადა პისტორიუსმა. გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთი მნიშვნელოვნად აგრძელებს იარაღის წარმოებას, რათა უკრაინაში საბრძოლო ძალისხმევა შეინარჩუნოს, ასევე, ემუქრება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, საქართველოსა და მოლდოვას. „ჩვენ უნდა გავარკვიოთ, თუ როგორი პოზიციების დაკავება გვსურს აღმოსავლეთ ფლანგზე, NATO-ს თავდაცვითი გეგმების შესაბამისად,“ - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
რუსეთი ემუქრება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ასევე, საქართველოსა და მოლდოვას - პისტორიუსი
გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ევროპამ უკეთ უნდა დაიცვას თავი, რადგან ათწლეულის ბოლოსთვის შესაძლოა, ახალი სამხედრო საფრთხეები აღმოცენდეს, იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოების მოკავშირე შეერთებული შტატების ყურადღება ინდო-წყნარი ოკეანისკენ ინაცვლებს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მნიშვნელოვნად აგრძელებს იარაღის წარმოებას, რათა შეინარჩუნოს მისი ძალისხმევა უკრაინაში, იმავდროულად, ემუქრებოდა ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ასევე, საქართველოს და მოლდოვას. „ჩვენ, ევროპელებმა, მეტი უნდა ვიმუშოთ ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა პისტორიუსმა და აღნიშნა, რომ რეგიონს დრო დასჭირდება საკუთარი იარაღის წარმოების გასაზრდელად.
გერმანიის შს მინისტრი საქართველოს ეწვევა
გერმანია და საქართველო ხელს მოაწერენ მიგრაციის ხელშეკრულებას, რომელიც შრომით მიგრაციას და, ამავდროულად, გერმანიაში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას გაამარტივებს. ამის შესახებ Spiegel-ი წერს. შოლცი არალეგალური მიგრაციის კონტროლზე: უფრო ხშირად და სწრაფად უნდა მოვახდინოთ დეპორტაცია კვირის დასაწყისში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი საქართველოში გაემგზავრება, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებას. მსგავსი შეთანხმებები ასევე მზადდება მოლდოვასთან და რამდენიმე ქვეყანასთან. ფეზერმა განაცხადა, რომ ნოემბრის მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებისგან თავშესაფრის 8000-ზე მეტი განაცხადი შევიდა. გერმანიის შს მინისტრის თქმით, გერმანია საქართველოსთან მიგრაციის სფეროში შეთანხმების გაფორმებას გეგმავს ცნობისთვის, გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, გერმანიიდან იანვარ-ივნისში დეპორტირებულთა შორის ყველაზე მეტი, საქართველოს მოქალაქეა. დეპორტირებულთაგან 1664 ქალი იყო, 1375 - არასრულწლოვანი. გერმანიიდან დეპორტირებული იყვნენ საქართველოს (705), ჩრდილოეთ მაკედონიის (665) და ავღანეთის (659) მოქალაქეები. გერმანიის ფედერალურმა საბჭომ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნებად აღიარა
გერმანია სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენას განიხილავს
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის აუცილებლობა აღიარა და მის შეჩერებას შეცდომა უწოდა. „მე განვიხილავ ყველა ვარიანტს... ერთ დროს იყო სამხედრო სავალდებულო სამსახურის შეჩერების მიზეზები. მაგრამ ეს შეცდომა იყო," - განუცხადა პისტორიუსმა გერმანულ გაზეთ Die Welt-ს ინტერვიუში. თუმცა მისი განმარტებით, ახლა სავალდებულო გაწვევაზე დაბრუნება რიგი საკითხების გამო, მათ შორის, სამართლებრივი და პოლიტიკური მიზეზებით, რთულია. ამავდროულად, ის ამჟამად შვედურ მოდელს განიხილავს, სადაც სამხედრო სამსახურზე პასუხისმგებელნი არიან როგორც კაცები, ასევე, ქალები, მაგრამ მათი მხოლოდ ნაწილია გაწვეული, გერმანიაში გენერალური გაწვევა 2011 წლის პირველ ივლისს გაუქმდა. აპრილში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ესპანურ გაზეთ La Vanguardia-ს განუცხადა, რომ გერმანია არ აპირებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის დაბრუნებას, რადგან ბერლინს ამის შესაძლებლობა და სახსრები არ გააჩნდა.
ვილნიუსმა და ბერლინმა ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადის განლაგების გეგმას მოაწერეს ხელი
ლიეტუვისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა არვიდას ანუსაუსკასმა და ბორის პისტორიუსმა ვილნიუსში მოაწერეს ხელი ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადის განლაგების გეგმას. გეგმის მიხედვით, გერმანიის ჯარები ლიეტუვაში ეტაპობრივად, 2024 წლიდან ჩავლენ, განლაგება კი, სავარაუდოდ, 2027 წლისთვის დასრულდება. მთლიანობაში, გერმანია აპირებს, რომ ლიეტუვაში დაახლოებით, 5000 ჯარისკაცი განათავსოს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა „ისტორიული შეთანხმება“, ცივი ომის დროს, დასავლეთ გერმანიაში მოკავშირეთა ძალების განლაგებას შეადარა. მაშინ ეს ძალები საბჭოთა თავდასხმის შემთხვევაში, დასავლეთ ევროპის დასაცავად იყვნენ განლაგებულნი. „აღმოსავლეთ ფლანგი ახლა აღმოსავლეთით გადავიდა და მისი დაცვა გერმანიის მოვალეობაა,“ - განაცხადა პისტორიუსმა თავის კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ლიეტუვაში, რომელიც როგორც რუსეთს, ასევე, მის ახლო მოკავშირეს, ბელორუსს ესაზღვრება. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, NATO-მ პირობა დადო, რომ თავის ყოფნას ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარზე გააძლიერებს. სამოქმედო გეგმა გერმანიისა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროების ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა. გერმანული ბრიგადის ბირთვი ხუთი ბატალიონისგან შედგება, მათ შორის, სატანკო და საარტილერიო ჯგუფისგან. ლიეტუვაში ასეთი ბრიგადის განლაგების შესახებ მსჯელობა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ დაიწყო და გერმანიამ ამასთან დაკავშირებით მზადყოფნა ივნისში გამოაცხადა. გერმანია ლიეტუვაში ორ სატანკო ბატალიონს განათავსებს გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა. პისტორიუსი ლიეტუვაში ორი თვის წინ იმყოფებოდა, რომ გერმანიისა და ლიეტუვის არმიის მონაწილეობით, NATO-ს ერთობლივ წვრთნას ("Griffin Storm") დაკვირვებოდა. გერმანიამ მაშინ ლიტუვაში წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, 41-ე მექანიზებული ქვეითი ბრიგადის - „Vorpommern“-ის 1000 ჯარისკაცი და 300 ტანკი გაგზავნა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას და სამხედრო თანამშრომლობის ახალ საფეხურებზე აყვანას მოითხოვდნენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. ჯარისკაცების განთავსება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ალიანსის რეგიონულ გეგმებს იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხოს რუსეთის თავდასხმას. თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2026 წლისთვის მზად უნდა იყოს. ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. 2014 წლამდე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არც ჰყოლია განლაგებული. გადაწყვეტილება ბალტიისპირეთში და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ, ალიანსში მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი როტაციული პრინციპით განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა.
გერმანელი მინისტრი საქართველოში ვიზიტის წინ: კიდევ უფრო გავაფართოებთ თანამშრომლობას არალეგალურად მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხებში
გერმანიის საელჩოს შეფასებით, „მიგრაციის შესახებ შეთანხმება იქნება არალეგალური მიგრაციის შემცირების საფუძველი, რაც ორივე ქვეყნის ინტერესებშია. გარდა ამისა, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს სეზონურ დასაქმებას, გაჩნდება მიზანმიმართული შესაძლებლობები საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დასაქმების კუთხით და გაძლიერდება ურთიერთობები სპეციალისტთა განათლების მიმართულებით.“ გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი, ნენსი ფეზერი გერმანიის მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელთან მიგრაციის შეთახმების საკითხებში, იოახიმ შტამპთან ერთად თბილისს ეწვევა, რათა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან ერთად ხელი მოაწეროს ორმხრივ შეთანხმებას მიგრაციის შესახებ. „ამ შეთანხმების საფუძველზე კიდევ უფრო გავაფართოებთ უკვე არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას არალეგალურად მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხებში. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია არალეგალური მიგრაციის შემცირებისკენ,“ - განაცხადა მინისტრმა ფეზერმა საქართველოში გამომგზავრებამდე.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია
გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი, ნენსი ფეზერი დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური სამუშაო ვიზიტით პირველად ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფედერალურ მინისტრს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში, ლევან იზორია დახვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ნენსი ფეზერი შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან გამართავს. „აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, გერმანიის პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო აქტი საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების შესახებ. გერმანიის მთავრობის მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველო არის სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც უზრუნველყოფილია ადამიანის უფლებების სათანადო დაცვა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. გარდა ზემოაღნიშნულისა, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიის და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ. აღსანიშნავია, რომ რეადმისიის პროგრამა წარმატებით ხორციელდება 2011 წლის პირველი მარტიდან, მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2010 წელს გაფორმებული შეთანხმება უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ,” - წერია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გერმანელი მინისტრი საქართველოში ვიზიტის წინ: კიდევ უფრო გავაფართოებთ თანამშრომლობას არალეგალურად მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხებში
საქართველომ და გერმანიამ მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა შეხვედრა გამართა გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრთან ნენსი ფეზერთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას.შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიის და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ. „შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, როგორც არალეგალური მიგრაციის, ასევე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა გერმანიის მიერ საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების სიაში შეყვანის მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, რომ გერმანიის მთავრობის მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, რომლის სახელმწიფო ორგანოები უზრუნველყოფენ ადამიანის უფლებების სათანადო დაცვას. შეხვედრაზე გერმანული მხარის მიერ აღინიშნა, რომ საქართველოს მიერ წარმატებით ხორციელდება ევროკავშირთან გაფორმებული რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაცია. გარდა ამისა, დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევებზე საპასუხოდ განხორციელდა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ზემოხსენებული შეთანხმება,“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გერმანელი მინისტრი საქართველოში ვიზიტის წინ: კიდევ უფრო გავაფართოებთ თანამშრომლობას არალეგალურად მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების საკითხებში
გერმანიის შს მინისტრი: უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მნიშვნელოვანია, რათა ქვეყნის მოქალაქეები ამ მასშტაბით არ ითხოვდნენ თავშესაფარს
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალური მინისტრის, ნენსი ფეზერის განცხადებით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა განცხადების დაკმაყოფილების კვოტა 0,3%-ია. ფეზერმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საქართველოს მიენიჭა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, რათა საქართველოს მოქალაქეები ამ მასშტაბით არ ჩადიოდნენ გერმანიაში და არ ითხოვდნენ თავშესაფარს. „საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებიან, აცხადებენ, რომ მკურნალობა შეუწყდათ და საქართველოში დაბრუნება უწევთ. ხომ არ შეიძლება, შემსუბუქდეს მიდგომები მიგრაციის კანონის გამკაცრების პარალელურად, ასევე, რა ბედი ელით იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ გერმანიაში,“ - ნენსი ფეზერმა მედიის ამ შეკითხვას უპასუხა. „ჩვენი შეთანხმებით და ასევე, საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებით არაფერი იცვლება, არაფერი იზღუდება თავშესაფრის მაძიებელთა ინდივიდუალური უფლების მხრივ, ასევე გერმანიაში ჩასვლის უფლების მხრივ, მაგრამ 0,3% არის თავშესაფრის მაძიებელთა განცხადების დაკმაყოფილების კვოტა. აუცილებელი იყო ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭება. მნიშვნელოვანი იყო გარკვეული ცვლილებების განხორციელება, ეს არის გამოძახილი მიგრაციის შეთანხმებისა. გერმანიაში მესამე ქვეყნებიდან ძალიან ბევრი შემოდის, ჩვენც გარკვეული ღონისძიებები უნდა განგვეხორციელებინა სწრაფად და ეფექტურად ამის დასაძლევად. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ საქართველომ მიიღო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს მოქალაქეები ამ მასშტაბით არ ჩამოდიოდნენ და არ ითხოვდნენ თავშესაფარს. ასევე მიგრაციის შეთანხმებაც მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ გასული 3 წლის განმავლობაში გაიზარდა მაგალითად უკრაინიდან 60%-ით მიგრაციის მაჩვენებელი,“ - განაცხადა ნენსი ფეზერმა. საქართველომ და გერმანიამ მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
შს მინისტრი: ბოლო პერიოდის განმავლობაში, გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის მაჩვენებელი გაიზარდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის მაჩვენებელი გაიზარდა. ამის შესახებ გომელაურმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ მინისტრ ნენსი ფეზერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ციფრები ზეპირად არ მახსოვს, თუმცა ბოლო პერიოდში, რა თქმა უნდა, მოიმატა. სამწუხაროდ, გვინდა თუ არ გვინდა, ბოლო წლებია, მოიმატა, ალბათ, ბოლო ორი წელიწადია დაახლოებით. თუმცა რეადმისიას ვახორციელებთ, არანაირი პრობლემა არ გვაქვს, პირიქით, კოლეგებთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ,“ - განაცხადა მინისტრმა. გომელაურის განცხადებით, ინფორმაცია, რომ დღეიდან, გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეებს გამოაძევებენ, ტყუილია და აღნიშნა, რომ გერმანიასთან „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმების გაფორმების შედეგად, საქართველოსთვის უფრო მეტი კარი იხსნება. „პირიქით, უფრო მეტი კარი იხსნება ჩვენთვის," - აღნიშნა შს მინისტრმა. გომელაურის განცხადებით, გერმანიასთან „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერისთანავე, საქართველოს მოქალაქეების გერმანიიდან გამოძევების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მისი თქმით, გერმანიასა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმების მიზანი უკანონო მიგრაციის პრევენციაა. „გერმანიასა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა „მიგრაციისა და მობილობის შესახებ“ შეთანხმებას. შეთანხმების პროექტი მოიცავს დებულებებს შემდეგ საკითხებზე: უკანონო მიგრაციის შემცირება, შრომითი ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობა, საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილების გაზიარება. უკანონო მიგრაციის შემცირების მიმართულებით შეთანხმების კონვერტში აღნიშნულია, რომ მხარეები მოახდენენ უკანონო მიგრაციისა და მისი ხელშეწყობის, ადამიანის ვაჭრობის, ტრეფიკინგის დოკუმენტებისა და ვიზების ბოროტად გამოყენების პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას. ასევე, უნებართვოდ ცხოვრებისა და რეადმისიის პროცესში თანამშრომლობის განმტკიცებას. ყურადღება გამახვილებულია, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციასა და დისკრიმინაციისგან მათ აქტიურ დაცვაზე. ასევე, საჭიროა, საინფორმაციო კამპანიების წარმოება გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის. შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობას. გერმანულ შრომის ბაზარზე ქართველებისთვის საქმიანობის დაწყებისთვის შესაძლებლობების გაფართოებას. გამარტივდება სამუშაო ვიზები, რომელიც პრობლემაა, დღეიდან შედარებით მარტივი იქნება. ინფორმაცია გავრცელდა სხვანაირად, თითქოს, დღეიდან მოხდება ჩვენი მოქალაქეების წამოყვანა, დაატოვებინებენ მათ ქვეყანას... ეს სიცრუეა! რეადმისია წლების განმავლობაში ხორციელდება. ინფორმაცია, თითქოს, დღეიდან ხელი მოეწერება თუ არა, ჩვენს მოქალაქეებს გერმანიას დაატოვებინებენ და ქვეყნიდან გამოაძევებენ, სრული სიცრუეა. წლების განმავლობაში რეადმისია ხორციელდება და გაგრძელდება,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ბელგიის გენშტაბის უფროსი: ევროპა ახალი რუსული აგრესიისთვის მზად უნდა იყოს
ბელგიის არმიის გენერალური შტაბის უფროსს, ადმირალ მიშელ ჰოფმანს მიაჩნია, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა სერიოზულად უნდა მიიღონ რუსული საფრთხე და მოემზადონ იმისთვის, რომ მომავალში რუსეთმა შესაძლოა, სხვა მეზობლებს შეუტიოს. ადმირალმა აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა დასუსტებულია უკრაინაში წარუმატებლობის გამო, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს სიტუაცია შეიცვლება, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი საბოლოოდ გაიმარჯვებს. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს სანერვიულო. კრემლისა და პრეზიდენტის პუტინის რიტორიკა ყოველთვის ორაზროვანია. სავსებით შესაძლებელია, რომ დროთა განმავლობაში მათ სხვა რამის გაკეთება დაიწყონ. შეიძლება, იყოს მოლდოვის სამხრეთით, ეს შეიძლება, იყოს ბალტიისპირეთის ქვეყნები,“ - აღნიშნა ჰოფმანმა. როგორც გენერალი აღნიშნავს, რუსებმა უკვე აჩვენეს, რომ შეუძლიათ მეზობელზე თავდასხმა. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს შესაძლებლობები ამის თავიდან აცილების მიზნით და რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად ვიყოთ საპასუხო ბრძოლისთვის," - განაცხადა ჰოფმანმა. NATO-ს მრავალეროვნული ჩრდილო-აღმოსავლეთ კორპუსის მეთაურმა დეკემბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ რუსეთი, უკრაინაში ომის მიუხედავად, აღადგენს თავის საბრძოლო შესაძლებლობებს და ეს ზრდის საფრთხეს ბალტიის რეგიონისთვის. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი შეშფოთებულია, რომ თუ დასავლელ მოკავშირეებს არ ექნებათ საკმარისი პოლიტიკური ნება უკრაინის გამარჯვებაში დასახმარებლად, რუსეთი ამას თავის გამარჯვებად აღიქვამს და დაიწყებს ახალი ომისთვის მზადებას, მისი ნებისმიერი მეზობელი კი შეიძლება, აგრესიის მსხვერპლი გახდეს გახდეს. გერმანიის არმიის გენერალური ინსპექტორი: გერმანიას ერთ დღეს, შეიძლება, რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვითი ომის წარმოება მოუწიოს გენერალი სანდერსი ევროპის სიტუაციას ადარებს პერიოდს, როდესაც განიხილავდნენ, მოუწევდათ თუ არა ჰიტლერთან დაპირისპირება
გერმანიას 720 მილიონი ევროს ღირებულების რუსული აქტივების კონფისკაცია სურს
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ 720 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების რუსული სახსრების კონფისკაციაზე სარჩელი შეიტანა. მას საფუძვლად დაედო საგარეო ვაჭრობისა და გადახდების აქტის სავარაუდო დარღვევა. პროკურატურის განცხადებით, შუამდგომლობა ფრანკფურტის უმაღლესი რეგიონული სასამართლოს სახელმწიფო უსაფრთხოების პალატაში შევიდა. გამოცემა Spiegel-ის ცნობით, ფედერალურ პროკურატურას სურს, რომ გაყინული თანხები სახელმწიფო ხაზინაში გადავიდეს. საუბარია მოსკოვის ბირჟის ეროვნული საანგარიშსწორებო დეპოზიტარის ფულზე, რომელიც 2022 წლის ზაფხულში გაიყინა. Spiegel-ის ცნობით, როგორც კი დადასტურდა ამ აქტივების ევროკავშირის სანქციების სიაში შეყვანა, JP Morgan-მა მიიღო მოთხოვნა მოსკოვის ბირჟის კიდევ ერთი შვილობილი კომპანიის, National Clearing Corporation-ის Commerzbank-ის ანგარიშზე 720 მილიონ ევროზე მეტი გადარიცხვის შესახებ. სანქციების გამო ბანკებმა ოპერაციის განხორციელებაზე უარი განაცხადეს. გამოცემა წერს, რომ ვინაიდან დამრღვევთა დაკავებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შანსები თითქმის ნულის ტოლია, მთავრობამ შესაძლოა, თანხების კონფისკაცია სასამართლოს გადაწყვეტილებით სცადოს.
შსს სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ ქართულმა მხარემ გერმანიას უარი განუცხადა ე.წ. „ბალკანურ მოდელზე“
შსს გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, მიგრაციისა და მობილობის შესახებ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ განმარტებას აკეთებს.უწყების განცხადებით, “გაფორმებული შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე, ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. გარდა ზემოაღნიშნულისა, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული მექანიზმების გაძლიერებას.“ „შეთანხმება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ჩარჩოს, რათა დამატებით შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც ზემოაღნიშნული სამი მიმართულებით შეიმუშავებენ შემდგომი თანამშრომლობის გეგმებსა და სტრატეგიებს. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ქართული მხარე ადვოკატირებას გაუწევს საქართველოს მოქალაქეების შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით ყველა იმ ინიციატივას, რომელიც შედის საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესში. შეთანხმების საფუძველზე გაფართოვდება საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების არეალი გერმანიის შრომის ბაზარზე. გარდა სეზონური სამუშაოებისა, დასაქმების მეტი შესაძლებლობები გაჩნდება სხვა სფეროებშიც, როგორიცაა მაგალითად ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და მომსახურეობის სფერო. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს საქართველოს იმ მოქალაქეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, რომლებმაც უკვე დატოვეს სამშობლო და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ. გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება იგეგმება დასაქმებული სპეციალისტების გადამზადებისა და განათლების სისტემაში თანამშრომლობის გაძლიერებით. კონკრეტულად იგეგმება მაქსიმალურად ხელი შეეწყოს სტუდენტების, სტაჟიორებისა და მკვლევარების გაცვლით პროგრამებს.მოცემული შეთანხმების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ცირკულარული მიგრაციისა და შრომითი ლეგალური მიგრაციის გაძლიერება, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მოხდება სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობა. სამწუხაროდ, სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს, ქართულმა მხარემ უარი განაცხადა ე.წ. „ბალკანურ მოდელზე“. აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს. გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოსა და გერმანულ მხარეს შორის დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკების პროცესი, მათ შორის, შედგა შესაბამისი შეხვედრები და ვიზიტები, რის საფუძველზეც შემუშავდა ზემოაღნიშნული შეთანხმების პროექტი, სადაც ე.წ. „ბალკანური მოდელი“ არ წარმოადგენდა განხილვის საგანს.აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 19 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგულ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით მისასალმებელია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებასთან დაკავშირებით,“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველომ და გერმანიამ მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
გერმანია უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს დამატებით, 88,5 მილიონი ევროს გამოყოფით დაეხმარება
გერმანია უკრაინის ენერგეტიკული სისტემის გამძლეობის გასაძლიერებლად, დამატებით, 88,5 მილიონ ევროს (96,89 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს. ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო ბანკის KfW-ის მეშვეობით 54,3 მლნ ევროს, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო - 34,2 მლნ ევროს უკრაინის ენერგეტიკული მხარდაჭერის ფონდში შეიტანს. გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის მხრივ, ამერიკის შემდეგ მეორეა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა. გასული წლის ზამთრის გათვალისწინებითა და გამიზნული თავდასხმების ფონზე, დასავლეთი უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
უკრაინამ და გერმანიამ „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ კონსულტაციების ახალი რაუნდი გამართეს
უკრაინამ და გერმანიამ ორმხრივი შეთანხმების გაფორმებაზე კონსულტაციების მეოთხე რაუნდი გამართეს, რათა უზრუნველყონ კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიები. მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ძირითად კომპონენტებზე, წამოჭრეს მომავალი ორმხრივი შეთანხმების სამართლებრივი საზღვრების საკითხი და ასევე შეთანხმდნენ შემდგომი კომუნიკაციის გეგმაზე. უკრაინული მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელის, იგორ ჟოვკვას თქმით, გერმანია ავლენს ლიდერობას უკრაინის ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერაში, „განსაკუთრებით 2024 წელს ფართომასშტაბიანი დახმარების გაგრძელების თვალსაზრისით“. „თქვენი სახელმწიფო, რომელიც ევროკავშირისა და NATO-ს წევრია, არის უკრაინის უსაფრთხოებისა და მისი მომავლის შეუცვლელი გარანტი ამ ორგანიზაციებში,“ - განაცხადა ჟოვქვამ. მანამდე უკრაინამ გამართა კონსულტაციების მეორე რაუნდი დიდ ბრიტანეთთან კიევის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ ორმხრივი შეთანხმების დადების შესახებ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ ის იღებს სიგნალებს ევროკავშირისგან იმის შესახებ, რომ G7-ის დეკლარაციის გაგრძელებისას ევროკავშირსა და უკრაინას შორის „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში პრობლემები არ არის. G7-ს ქვეყნები ვილნიუსში NATO-ს სამიტზე შეთანხმდნენ უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების“ ჩარჩო დოკუმენტზე. კონკრეტული ორმხრივი შეთანხმებები სახელმწიფოებთან, რომლებიც თანხმდებიან უსაფრთხოების ვალდებულებების შესრულებაზე, მოგვიანებით გაფორმდება. 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი გაიმართა. დიდი შვიდეულის ჯგუფის (G7) ქვეყნების ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის ერთობლივ დეკლარაციაზე შეთანხმდნენ. G7-ის ქვეყნებმა უკრაინასთან ორმხრივი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გამოაცხადეს. უკრაინამ უსფრთხოების გარანტიებზე აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და კანადასთან ორმხრივი მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
გერმანია უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას უგზავნის
გერმანიამ დღეს, 22 დეკემბერს, უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარების სია განაახლა. გერმანიის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ნათქვამია, რომ ბერლინმა კიევს დამატებითი საზენიტო იარაღი Gepard-ი მიაწოდა. სამხედრო დახმარების სიაშია:10 ვექტორული დრონი; საბრძოლო მასალა Leopard 2A ტიპის ტანკებისთვის; 8 Zetros ტიპის სატვირთო მანქანა და სხვა აღჭურვილობა. დახმარება სამრეწველო მარაგებიდან გაიცემა და გერმანიის უსაფრთხოების გაძლიერების ფონდებიდან ფინანსდება. ზოგიერთი მიწოდება მოითხოვს მოდერნიზაციას ან ჯერ კიდევ განხორციელების ეტაპზეა. ასევე გრძელდება სასწავლო აქტივობები. გერმანია უკრაინის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის მხრივ, მეორე ადგილზეა. გასულ თვეში გერმანიამ გამოაცხადა თავისი გეგმის შესახებ, რათა უკრაინას სამხედრო დახმარება 2024 წელს გააორმაგოს, რითაც მისი კონტრიბუცია 8 მილიარდ ევროს მიაღწევს.
ესპანეთის შემდეგ, ტერაქტების საფრთხის გამო, უსაფრთხოების ზომები გერმანიასა და ავსტრიაშიც გაამკაცრეს
გერმანიის ქალაქ კიოლნში, საკათედრო ტაძართან უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. პოლიციის განცხადებით, შობის ღამეს, ტაძარში ყველა შემსვლელს შეამოწმებენ. მანამდე გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის, ავსტრიისა და ესპანეთის ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია, რომ ისლამისტი ტერორისტები საშობაოდ და ახალ წელს თავდამსხმებს გეგმავენ. ავსტრიაში განაცხადეს, რომ საშობაო ბაზრობებთან და ეკლესიებთან უსაფრთხოების ზომები გამკარდება. საშობაოდ ტერორისტული თავდასხმის საფრთხე გაზარდა ესპანეთის ხელისუფლებამაც. საშობაოდ ტერორისტული თავდასხმის საფრთხის დოზე 18 დეკემბერს გაზარდა ესპანეთის ხელისუფლებამაც. ესპანეთის შსს-მ შესაბამისად, უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.
საერთაშორისო დახმარება არის არსებითად გაზრდილი და რაც მთავარია, მზარდი - თავდაცვის მინისტრი
თავდაცვის მინისტრმა 2023 წლის საქმიანობის შეჯამებასა და თავდაცვის სფეროში განხორციელებული პროექტების გარდა, უწყების სამომავლო პრიორიტეტებზეც ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობასა და პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროცესში, მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობის ჭრილში უწყებამ უდიდეს პროგრესს მიაღწია, რაც გაზრდილ პრაქტიკულ და ფინანსურ მხარდაჭერაში გამოიხატება. „საერთაშორისო დახმარება არის არსებითად გაზრდილი. 2021 წელი იყო პირველი წელი, როდესაც საქართველოს თავდაცვის უწყებამ ევროკავშირისგან დახმარება მიიღო. ძალიან კარგი შედეგები გვაქვს პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. დახმარებას რასაც ახლა ვიღებთ, ათჯერ, ოცჯერ მეტია, რაც მთავარია მზარდია, როგორც ევროკავშირის სხვა ქვეყნებისგან, ასევე, გერმანიისგან მიღებული დახმარება“. მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, რომელიც ქვეყანას სამი წელია, ინტენსიურ დახმარებას უწევს თავდაცვისუნარიანობის განვითარების პროცესში: „ერთი კვირის წინ გერმანელებმა გრანტი დაგვიმტკიცეს, რაც მიმართულია ლოგისტიკური, საინჟინრო და სამედიცინო საშუალებების გასაძლიერებლად.“ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო NATO-სთან, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო თუ სტრატეგიულ პარტნიორებთან წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას გააგრძელებს და გააფართოებს. „იმ ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ დავდეთ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, რომელიც ეტაპობრივად იქნება მიღებული თავდაცვის ძალებში და 2025 წელს დასრულდება მისი ძირითადი ნაწილი, ჩვენ შევძლებთ, რომ ვიყოთ ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო რეგიონში ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღების თვალსაზრისით,“ - განაცხადა მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი წარმოება უწყების პრიორიტეტია. „ჩვენ თუ ჯავშანჟილეტების და ჩაფხუტების შემთხვევაში გვქონდა რამდენიმე წლიანი ჩამორჩენა, წარმადობა გავზარდეთ ორჯერ, სამჯერ და არანაირი შეფერხება აღარ გვაქვს. ის მოთხოვნა, რაც ერთი წლის ჭრილში აქვს თავდაცვის ძალებს, სრულად კმაყოფილდება,“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
გერმანიამ იარაღის ექსპორტი 40%-ით გაზარდა
გერმანიის ხელისუფლებამ რეკორდული 11,7 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის ექსპორტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA ავრცელებს. იარაღის მიწოდების ახალმა პროგრამამ 2021 წელს დაფიქსირებული (9,35 მილიარდი) წინა რეკორდი გააუმჯობესა. გასულ წელთან შედარებით ზრდამ კი, 40 პროცენტი შეადგინა. 4,15 მილიარდი ევრო, დამტკიცებული ექსპორტის მესამედზე მეტი, უკრაინაში რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ თავდაცვითი ბრძოლისთვის წავიდა. გერმანია კიევისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მხრივ, მეორე ადგილზეა
გერმანიამ 4 მილიარდ ევროზე მეტის ღირებულების რუსული აქტივები დაბლოკა
გერმანიამ სულ 4 მილიარდ ევროზე მეტის მოცულობის რუსული აქტივები დაბლოკა. ამის შეახებ გერმანიის ფინანსთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებით, დეკემბრის დასაწყისისთვის, დაახლოებით, 4,1 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივებია სანქცირებული,“ - განაცხადა პრესსპიკერმა. გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, ეს არის „გაყინული ფული, ფიზიკური პირების ეკონომიკური რესურსები, რუსეთის ცენტრალური ბანკის დაბლოკილი ფული.“ იქედან გამომდინარე, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი ცოტა ხნის წინ დამტკიცდა, ბერლინი განმარტავს, რომ სისტემა გაფართოვდება და სანქციების გვერდის ავლის გამოვლენაზე უფრო მეტი ყურადღება გამახვილდება.
გერმანია: უკრაინას ერთი სანტიმეტრითაც არ დავშორდებით
“2024 წელსაც უკრაინას ერთი სანტიმეტრითაც არ დავშორდებით,“ - ამის შესახებ განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე წერს. „ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთს კვლავ მოაქვს ტერორი მთელ უკრაინაში. 100-ზე მეტმა რაკეტამ და დრონმა, სხვა ყველაფერთან ერთად, სამშობიარო გაანადგურეს და ხალხს სიცოცხლე წაართვეს. 2024 წელსაც უკრაინას ერთი სანტიმეტრითაც არ დავშორდებით,” - ნათქვამია განცხადებაში. „პუტინს გამარჯვების უფლებას არ მივცემთ“ - ევროპელი ლიდერები რუსეთის მასიურ იერიშზე
გერმანული KfW უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, დამატებით, $27 მილიონს გამოყოფს
გერმანიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული KfW განვითარების ბანკი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, 24,5 მილიონ ევროს (27,1 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფს. KfW-სა და უკრაინის ენერგოოპერატორ Ukrenergo-ს მიერ 29 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმებების საფუძველზე, გერმანული ბანკი 24 მილიონ ევროს (26,5 მილიონი აშშ დოლარი) სესხს და 500,000 ევროს (553,000 აშშ დოლარი) გრანტს გასცემს. „გერმანია აგრძელებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენისა და გაძლიერების მხარდაჭერას რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზარალებულ უკრაინის რეგიონებში,“ - წერია KfW-ის განცხადებაში.
გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ რუს ოლიგარქ უსმანოვის საჩივრის განხილვაზე უარი განაცხადა
გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ არ განიხილა რუს ოლიგარქ უსმანოვის სარჩელი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის იახტა „დილბარზე“ 2022 წლის შემოდგომაზე ჩატარებულ ჩხრეკას ეხებოდა. გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილება ოფიციალურად 2024 წლის 4 იანვარს გამოაქვეყნა. ტექსტში უსმანოვი მოხსენიებულია „უზბეკეთისა და რუსეთის მოქალაქედ“. გერმანული მაუწყებლის, „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი იმით ახსნა, რომ მისთვის მიმართვამდე მომჩივანს ყველა შესაძლო იურიდიული საშუალება არ გამოუყენებია და ამასთან, საკმარისად ვერც ის დაასაბუთა, რომ იახტა მართლაც მისი პირადი სივრცე იყო. უსმანოვი აცხადებდა, რომ ჩხრეკამ ხელყო მისი ადამიანური ღირსება და დაარღვია საცხოვრებლის ხელშეუხებლობის უფლება. ოლიგარქის ადვოკატებმა გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის ზაფხულში მიმართეს. რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამთო-მეტალურგიული ჰოლდინგის, „მეტალოინვესტის" მფლობელი, მილიარდერი ალიშერ უსმანოვი საერთაშორისო სანქციების ქვეშაა. მიზეზი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრაა.
გერმანია და ლუქსემბურგი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ - მინისტრები
გერმანია და ლუქსემბურგი მიიჩნევენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან ეს დემოკრატიული ღირებულებების დაცვას ნიშნავს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხავიერ ბეტელმა 5 იანვარს ბერლინში ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. „ჩვენ არ გვაქვს უფლება, ახალ წელს დავივიწყოთ, რომ რუსეთის ტერორი უკრაინელების წინააღმდეგ ყოველდღე გრძელდება,“ - აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა. მის მოსაზრებას იზიარებს ბერბოკის ლუქსემბურგელი კოლეგაც. „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინას თუ არ დავეხმარებით, სხვა ქვეყნები მიჰყვებიან უკრაინას,“ - განაცხადა ბეტელმა. მისი თქმით, პუტინი ბედნიერი იყო ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის გამო, რადგან იმედოვნებდა, რომ დასავლეთი უკრაინისგან ყურადღებას გადაიტანდა. „უკრაინის დახმარება ასევე ნიშნავს ღირებულებების დაცვას და ევროპული პროექტის გაგრძელებას,” - აღნშნა ბატელმა. ის ამ რანგში პირველი ვიზიტით იმყოფება გერმანიაში. ბატელი 2013-2023 წლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო.
გერმანია საუდის არაბეთისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას არ ეწინააღმდეგება
გერმანია მზად არის, საუდის არაბეთისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას დაეთანხმოს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმ განაცხადა. ბერბოკი ისრაელში ვიზიტით იმყოფება. ბერლინმა იარაღის მიყიდვა საუდის არაბეთისთვის, 2018 წელს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში, საუდის არაბეთის ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ შეაჩერა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა თავის დროზე უარი განაცხადა საუდის არაბეთისთვის Eurofighters-ის მიწოდების გადაწყვეტილების განბლოკვაზე. მისი კოალიციის პარტნიორი, მწვანეები, მტკიცედ ეწინააღმდეგებოდნენ ამ ნაბიჯს და მიუთითებდნენ ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ შეშფოთებაზე და საუდის არაბეთის როლზე იემენის ომში. Eurofighter-ის პროექტი არის ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და ესპანეთის ერთობლივი ძალისხმევაა. „მსოფლიო, განსაკუთრებით აქ, ახლო აღმოსავლეთში, 7 ოქტომბრის შემდეგ სრულიად განსხვავებული ადგილი გახდა,” - განაცხადა ბერბოკმა. ბერბოკმა ხაზი გაუსვა, რომ საუდის არაბეთმა კონსტრუქციული როლი შეასრულა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისში. მანვე აღნიშნა, რომ ერ-რიადმა არაერთხელ მოიგერია იემენელი „ჰუსიტების“ მიერ ისრაელისკენ გაშვებული რაკეტები და საუდის არაბეთის ეს ქმედებები აჩვენებს მის სურვილს, რეგიონს ჰქონდეს უკეთესი მომავალი. გერმანია ერ-რიადის მადლიერია. დიდი ბრიტანეთი დიდი ხანია, ცდილობს მიიღოს გერმანიის თანხმობა საუდის არაბეთისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე. გერმანიის კოალიციურ მთავრობაში არსებობს შეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ არ განახორციელოს იარაღის ექსპორტი იმ სახელმწიფოებში, რომლებიც იემენში მიმდინარე კონფლიქტში დადასტურებულად არიან ჩართულები.
2023 წელს გერმანიამ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების 0,3% დააკმაყოფილა
გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. გერმანიის მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალური უწყების მიერ 8 იანვარს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წელს თავშესაფრის მაძიებლებისგან 351 915 განაცხადი მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით, 51,1%-ით მეტია. სტატისტიკის თანახმად, 329 120-მა განმცხადებელმა თავშესაფარი პირველად ითხოვა, 22 795-მა კი - ქვეყანაში ყოფნის ვადის გაგრძელება. გერმანიაში თავშესაფრის მთხოვნელთა შორის პირველ ადგილზე არიან მოგრანტები სირიიდან (104 561). მას მოსდევენ თურქეთი (62 624), ავღანეთი (53 582), ერაყი(12 360) და ირანი (10 206). საქართველოდან, რომელიც მეექვსე ადგილზეა, 2023 წელს გერმანიაში თავშესაფარი ითხოვა 9 399-მა ადამიანმა, მათგან 8 414-მა - პირველად. ქართველების განაცხადების მხოლოდ 0,3% დაკმაყოფილდა. გერმანიის მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალურმა უწყებამ გამოაქვეყნა 2023 წლის ბოლო სამი თვის სტატისტიკაც, რომლის მიხედვით, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი იკლებდა. 2023 წლის ოქტომბერში თავშესაფარი ითხოვა 448 ადამიანმა, ნოემბერში 417-მა და დეკემბერში - 351-მა. 2023 წელს გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადა, რაც თავშესაფარზე უარის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას გაამარტივებს. საქართველომ და გერმანიამ მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
ფრანც ბეკენბაუერი გარდაიცვალა
78 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ფეხბურთის მწვრთნელი და მენეჯერი ფრანც ბეკენბაუერი. ბეკენბაუერი მიიჩნევა ყველა დროის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად; ასევე, ერთ-ერთ საუკეთესოდ მსოფლიო ფეხბურთში. მან თამაში ნახევარმცველად დაიწყო, შემდეგ კი, მცველის პოზიციაზე გადაინაცვლა. ბეკენბაუერს არისტოკრატული თამაშის სტილის გამო შეარქვეს ზედმეტსახელით Der Kaiser, ანუ "იმპერატორი." მიუნხენის ბაიერნთან ერთად მოიგო ევროპის თასების მფლობელთა თასი 1967 წელს და ევროპის ჩემპიონთა თასი ზედიზედ სამჯერ (1974–1976). 1990-იან წლებში, ფრანცი ბაიერნის მწვრთნელი გახდა, შემდეგ კი - პრეზიდენტი. ბეკენბაუერი ორჯერ დაასახელეს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად (1972, 1976). ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 103 მატჩი, მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში. მარიო ზაგალოსთან ერთად, ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი როგორც ფეხბურთელის, ასევე, მწვრთნელის რანგში გახდა. ცნობისთვის, ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა, ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი მარიო ზაგალო 92 წლის ასაკში, 6 იანვარს გარდაიცვალა.
გერმანიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, მესამე - იძებნება
გერმანიაში, რავენსბურგის პოლიციამ დააკავა საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც ძარცვაში არიან ეჭვმიტანილები. მესამეს ამ დრომდე ეძებენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2023 წლის 27 მაისამდე პერიოდში, ეჭვმიტანილი პირები კონსტანცის ტბის რაიონში სახლებს ძარცვავდნენ და საერთო ჯამში, მათ მიერ მიყენებულმა ზარალმა 20 000 ევროზე მეტი შეადგინა. არსებული ინფორმაციით, ორი ეჭვმიტანილი კარლსრუეს რაიონში ქურდობის დროს დააკავეს, მესამე ეჭვმიტანილი კი საზღვარგარეთ გაიქცა. საქართველოს ეჭვმიტანილი მოქალაქეები 31-დან 34 წლამდე ასაკის პირები არიან.
Politico: შოლცი დამატებით ზეწოლას მოახდენს ევროკავშირზე, რათა უკრაინაში იარაღის მიწოდება გაზარდოს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ევროკავშირის მომავალ სამიტს, რომელიც თებერვალში გაიმართება, უკრაინის ევროპელ მოკავშირეებზე ზეწოლისთვის გამოიყენებს. ამის შესახებ Politico წერს. შოლცს სურს, რომ ევროკავშირმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაზარდოს. ამ ინფორმაციას გამოცემა გერმანელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. გერმანიამ მნიშვნელოვნად გაზარდა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა და გახდა მეორე უდიდესი სამხედრო დახმარების მიმწოდებელი აშშ-ის შემდეგ. „რაც არ უნდა იყოს გერმანიის წვლილი, ეს არ იქნება საკმარისი უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა შოლცმა 8 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე. „ამიტომ მოვუწოდებ მოკავშირეებს ევროკავშირში, გააძლიერონ ძალისხმევა უკრაინასთან დაკავშირებით. უკრაინაში იარაღის დაგეგმილი მიწოდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობის მხრიდაბ, არ არის საკმარისი,“ - აღნიშნა შოლცმა. ევროკავშირი თებერვლის სამიტზე ასევე კენჭს უყრის უკრაინის 50 მილიარდი ევროს (54 მილიარდი დოლარი) ფინანსური მხარდაჭერის პაკეტს, რომელიც უნგრეთმა დეკემბერში დაბლოკა.
გერმანიაში გაზსადენის დივერსიას იძიებენ
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ჩრდილოეთში გამავალი გაზსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ დივერსიას. პროკურატურა მომხდარის ყველა ვერსიას განიხილავს. ცნობილია, რომ უკანასკნელ წლებში გაზსადენის მშენებლობა რამდენჯერმე დაბრკოლდა ეკოაქტივისტების მიერ მოწყობილი ბლოკადების გამო. ტრასა გერმანიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ნაწილს შეადგენს. მშენებარე გაზსადენი ETL 180 ქალაქ ბრიუნსბიუტელში შიდა ენერგეტიკულ ქსელთან აკავშირებს მცურავ ტერმინალს, რომელიც გათხევადებული ბუნებრივი აირის ტანკერების მიღებისთვის არის განკუთვნილი. საწარმო Gasunie Deutschland GmbH & Co. KG-მ იანვრის დამდეგს განაცხადა დაზიანების შესახებ, მაგრამ მომხდარის მასშტაბები არ იყო ცნობილი. Der Spiegel-ის ცნობით, უცნობმა პირებმა გაზსადენში მინიმუმ რვა ათმილიმეტრიანი ხვრელი გაბურღეს. დაზიანება სხვადასხვა ადგილას მდებარეობს ერთ კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთზე. ნოემბრის ბოლოს გაზის საცდელი გადატუმბვისას საწარმომ გამოავლინა, რომ გარეშე ჩარევის შედეგად დარღვეულია ჰერმეტულობა, და მაშინვე პოლიციას შეატყობინა ამის შესახებ. Der Spiegel-ის ინფორმაციით, ზიანით გამოწვეული ზარალი მილიონ-ნახევარ ევროს შეადგენს. დაზიანებისთვის გამოიყენეს პროფესიონალური მოწყობილობა, მათ შორის, სპეციალური მცირეკალიბრიანი ბურღები, იტყობინებიან შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარის სისხლის სამართლის პოლიციის გამომძიებლები. გაზსადენი შლეზვიგ-ჰოლშტაინის ტერიტორიაზე გადის. ფოლადის მილს თავდაპირველად არ ეტყობოდა ხვრელები, ვინაიდან გაბურღვის შემდეგ ისინი კვლავ დაფარეს გარსით. ექსპლუატაციის დაწყება 2023 წლის ბოლოს იყო დაგეგმილი. მაგრამ ამ ფედერალურ მხარეში ძლიერი წყალდიდობების გამო მშენებლობა დაგვიანებით დასრულდება. ბრუნსბიუტელის გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალი რიგით მესამეა გერმანიაში. გაზის პირველ ტანკერს უკვე იანვარში მოელიან. ამ გზით ტრანსპორტირებულმა გაზმა უნდა შეცვალოს მილსადენის გაზი, რომელსაც ქვეყანა 2022 წლამდე იღებდა რუსეთიდან.
გერმანიაში ათასობით პირი, მათ შორის, შოლცი და ბერბოკი, მემარჯვენე რადიკალიზმის საწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდა
ბერლინსა და მის მეზობელ პოდსტამში ათასობით მოქალაქე - მათ შორის კანცლერი ოლაფ შოლცმა და საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი შეიკრიბნენ. ისინი მონაწილეობდნენ დემონსტრაციაში, რომელიც მემარჯვენე რადიკალიზმის წინააღმდეგ გაიმართა. მედიაში გავრცელებული მონაცემებით, პოდსტამში თავი მოიყარა 10 000-მდე მოქალაქემ, ბერლინში - 25 000-მდე პირმა. აქციას რამდენიმე დღით უძღოდა წინ საგამოძიებო ანგარიშის გავრცელება, რომლის თანახმადაც მემარჯვენე ექსტრემისტებმა და ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) წევრებმა შეხვედრაზე იმსჯელეს გერმანიიდან მილიონობით მიგრანტის დეპორტაციის გეგმებზე.
გერმანია უკრაინას, დაგეგმილი 4 მილიარდი ევროს ნაცვლად, 7 მილიარდზე მეტს გამოუყოფს
გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ლიდერებმა რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების საკითხი განიხილეს. გერმანია 2024 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ადრე დაგეგმილი 4 მილიარდი ევროს ნაცვლად, 7 მილიარდ ევროზე მეტს გამოყოფს. ეს ინფორმაცია გერმანიის მთავრობის პრესსამსახურმა გერმანიის ოლაფ შოლცსა და ჯო ბაიდენს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა. გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, შტეფენ ჰებესტრეიტის თქმით, გერმანიისა და შეერთებული შტატების ლიდერებმა საუბრის დროს ხაზი გაუსვეს უკრაინისთვის შემდგომი ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის აღმოჩენის აუცილებლობას, რადგან ის აგრძელებს თავის დაცვას რუსული აგრესიისგან. გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს შოლცმა და ბაიდენმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაც განიხილეს. ჯეიკ სალივანი: უკრაინისთვის დახმარების ორპარტიული მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე ვმუშაობთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
გერმანია ისრაელისთვის სატანკო საბრძოლო მასალის მიწოდებას განიხილავს - მედია
გერმანიის მთავრობა განიხილავს ისრაელისთვის სატანკო საბრძოლო მასალის მიწოდებას, რათა მხარი დაუჭიროს მას „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლაში, იტყობინება გერმანული ჟურნალი Der Spiegel. ისრაელის არმიისთვის 120 მმ-იანი სიზუსტის საბრძოლო მასალის დაახლოებით 10000 ვაზნის მიწოდების მოთხოვნა ბერლინმა ნოემბერში მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, იმის გამო, რომ ინდუსტრიას არ შეუძლია, დაუყონებლივ უზრუნველყოს სასურველი ზუსტი საბრძოლო მასალა, გერმანიის არმიის მარაგის ვარიანტი განიხილება, რათა ბერლინმა მოთხოვნას დროულად უპასუხოს. გერმანიის მთავრობის სპიკერს კომენტარი არ გაუკეთებია.
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა
უკრაინული მედის ცნობით, გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა. დახმარებაში შედის საბრძოლო მასალის ძირითადი საბრძოლო ტანკი LEOPARD 1; რვა ჯავშანტრანსპორტიორი (უკვე გადაცემულია 24 ერთეული) და სხვა დახმარება. ასევე პაკეტშია სადაზვერვო დრონი (100 ადრე იყო მიწოდებული). გარდა ამისა, გერმანიამ უკრაინას საზღვრის დაცვის სამსახურის კიდევ ხუთი მანქანა გადასცა. 2023 წელს გერმანიამ უკრაინას დაახლოებით 5,4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება მიაწოდა. გერმანია 2024 წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ადრე დაგეგმილი 4 მილიარდი ევროს ნაცვლად, 7 მილიარდ ევროზე მეტს გამოყოფს. გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის მხრივ, აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა.
თავდაცვის ძალებს გერმანიის მხარდაჭერით შეძენილი ახალი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ტექნიკა გადაეცა
საქართველოს თავდაცვის ძალებს ახალი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ტექნიკა შეემატა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყებამ სპეციალური დანიშნულების ტექნიკა, მათ შორის, გერმანული MAN-ის ტიპის მანქანები, გერმანიის ფედერაციული მთავრობის გრანტით შეისყიდა. „ვაზიანში, თავდაცვის ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ახალი ტექნიკა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერმა დაათვალიერეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ გერმანიასთან, როგორც საქართველოს გამორჩეულ და მნიშვნელოვან საერთაშორისო პარტნიორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თავდაცვის სფეროში მჭიდრო, მზარდი თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნა. მინისტრმა გერმანულ მხარეს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისა პრაქტიკული და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სპეციალური ტექნიკის გადმოცემის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ანდრეას ზებალდი დაესწრნენ. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის „Enable and Enhance Initiative”-ის ფარგლებში გერმანული მხარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2019 წლიდან უწევს ფინანსურ დახმარებას, რაც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას უწყობს ხელს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. გერმანიის ელჩის თქმით, ახალი ტექნიკის გადაცემა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითია. ელჩის თქმით, გერმანია მხარს უჭერს საქართველოს შეიერაღებულ ძალებს. „ჩვენ საერთო მომავალი, საერთო გზა გვაქვს. ევროკავშირმა გასულ წელს გადაწყვიტა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატია. საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი ყოველთვის იყო დასავლეთი და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს გვერდით ვართ. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობ, რომ შევქმნათ უფრო ძლიერი, დაცული და ბედნიერი მომავალი ჩვენს პარტნიორობასა და მეგობრობაში,“ - აღნიშნა ელჩმა.
გერმანიის საელჩო: გერმანია მხარს უჭერს საქართველოს NATO-სთან დაახლოების გზაზე
გერმანიის საელჩო საქართველოსთვის სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის გადაცემასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მისი თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესში NATO-სთან დაახლოების გზაზე. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ელჩმა პეტერ ფიშერმა და გერმანიის საელჩოს თავდაცვის ატაშემ საქართველოს თავდაცვის ძალებს 27 ერთეული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალება და ტექნიკა გადასცეს. „დღეს გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა და გერმანიის საელჩოს თავდაცვის ატაშემ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს 27 ერთეული სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალება და ტექნიკა გადასცეს. საქართველოს თავდაცვის ძალების საინჟინრო დანაყოფისათვის განკუთვნილი ტექნიკა გერმანიის ფედერალური მთავრობის „პარტნიორების გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში იქნა შესყიდული. გერმანიასა და საქართველოს შორის არსებულ ინტენსიურ თანამშრომლობას სამხედრო სფეროშიც დიდი ხნის ტრადიცია აქვს. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მისი თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის პროცესში NATO-სთან დაახლოების გზაზე,“ - ნათქვამია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. თავდაცვის ძალებს გერმანიის მხარდაჭერით შეძენილი ახალი სპეციალური დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებები და ტექნიკა გადაეცა
გერმანია Gepard-ის ტიპის ტანკების ჩანაცვლებისთვის მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიმუშავებს
გერმანია Gepard-ის ტიპის ტანკების ჩანაცვლებისთვის მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემას შეიმუშავებს, რისთვისაც 1,4 მილიარდ აშშ დოლარს გაიღებს. Reuters-ის ცნობით, მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემები განკუთვნილია ჯარების დასაცავად ტაქტიკურ დონეზე, მაგალითად, განლაგების ოპერაციების დროს ან რაკეტებისა და თვითმფრინავების თავდასხმებისას, ასევე, დაბალ დონეზე მფრინავი თვითმფრინავებისგან დასაცავად. გერმანული კომპანიების მთავარი ამოცანა იქნება საჰაერო თავდაცვის სისტემის შემუშავება მოკლე დისტანციებზე, დაწყებული სამი კილომეტრიდან და ძალიან მოკლე მანძილიდან ქვემოთ, სადაც საფრთხე ძირითადად მცირე ზომის დრონებიდან მოდის. მანამდე გერმანია ძირითადად Gepard-ის საზენიტო სატანკო სისტემას ეყრდნობოდა. ეს იარაღი უკრაინას აქტიურად მიეწოდება, თუმცა მისი ჩანაცვლება ბერლინმა მანამდე გადაწყვიტა.
გერმანიამ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის ზომები გაამკაცრა
გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო კანონი, რომელიც ამკაცრებს ზომებს იმ უცხოელების დეპორტაციისთვის, რომლებსაც არ აქვთ გერმანიაში დარჩენის სამართლებრივი საფუძველი. ახალი კანონის შესაბამისა, მიგრანტებმა, რომლებსაც უარი ეთქვათ ლტოლვილის სტატუსზე, უნდა დატოვონ გერმანია და დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში. კანონი ასევე ითვალისწინებს უფრო მკაცრ ჯარიმებს ადამიანების კონტრაბანდაში მონაწილე პირებისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება დეპორტაციის მოლოდინში არალეგალი ემიგრანტების დაკავების მაქსიმალური ვადის 10-დან 28 დღემდე გახანგრძლივებაა. ასევე, პოლიციას მიენიჭა უფლება, დეპორტაციას დაქვემდებარებული უცხოელები არა მხოლოდ ლტოლვილთა საერთო საცხოვრებლების იმ შენობებში ეძებოს, სადაც ისინი ცხოვრობენ, არამედ სხვაგანაც. ეს ქმედებები ღამის საათებშიც დაიშვება, თავად დეპორტაციის შესახებ კი წინასწარ გაფრთხილება აღარ მოხდება. გამონაკლისი გათვალისწინებულია მხოლოდ 12 წლამდე ბავშვების მქონე ოჯახებისთვის. კანონი თავშესაფრის მაძიებლებს საშუალებას ასევე აძლევს, გერმანიაში ქვეყანაში ჩასვლიდან ექვსი თვის შემდეგ დასაქმდნენ. ადრე ეს შესაძლებელი იყო ცხრა თვის შემდეგ. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წელს, ქვეყნიდან არალეგალური იმიგრანტების დეპორტაციის 16 430 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 27%-ით მეტია. შოლცი არალეგალური მიგრაციის კონტროლზე: უფრო ხშირად და სწრაფად უნდა მოვახდინოთ დეპორტაცია
ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირების სტრატეგიის ფარგლებში, შტაინმაიერი ვიეტნამში ჩავიდა
გერმანიის პრეზიდენტი ვიეტნამში ბიზნეს დელეგაციასთან ერთად იმყოფება, როდესაც გერმანია ცდილობს, განავითაროს თავისი სტრატეგია ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესამცირებლად. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, რამდენიმე გერმანელი ბიზნეს ლიდერი შეუერთდა გერმანიის პრეზიდენტ შტაინმაიერს იმ ფონზე, როდესაც ბერლინი ცდილობს თავისი ეკონომიკური აქტივობის დივერსიფიკაციას ჩინეთისგან. მას დედაქალაქ ჰანოიში შეუერთდა შრომის მინისტრი ჰუბერტუს ჰეილი და გერმანიის წამყვანი ინდუსტრიული ფირმების ბიზნეს ლიდერების დელეგაცია, რომლებიც მას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ოთხდღიან ტურნეში მიიღებენ მონაწილეობას. როგორია შტაინმაიერის დღის წესრიგი ვიეტნამში? შტაინმაიერს სამხედრო პატივით დახვდა ვიეტნამის პრეზიდენტი ვო ვან ტუონგი. შემდეგ დაესწრო გამოფენას ჰანოის გოეთეს ინსტიტუტში. დედაქალაქში ტურის შემდეგ, ორმა ლიდერმა გამართა მოლაპარაკებები, რის შემდეგაც მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ვიეტნამიდან გერმანიაში კვალიფიციური მუშახელის გადაადგილების ხელშეწყობის შესახებ. გერმანიის შრომის მინისტრმა ჰეილმა განმარტა, რომ შეთანხმება გადალახავს ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს და უზრუნველყოფს იმას, რომ "გერმანიაში ჩასულ ადამიანებს სამართლიანად მოეპყრონ." „გერმანიაში ძალიან გვჭირდება კვალიფიციური მუშახელი. მოხარული ვართ, რომ ვიეტნამი მზადაა, ითანამშრომლოს გერმანიასთან ამ საკითხში,“განაცხადა შტაინმაიერმა ვიეტნამის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ. შტაინმაიერი ამ ვიზიტის შემდეგ, ორ დღეს ტაილანდში გაატარებს. გერმანია ვიეტნამის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია ევროკავშირში, ხოლო ვიეტნამი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია ASEAN-ის ქვეყნების ჯგუფში. ბერბოკმა განმარტა, რამ მოახდინა გავლენა ჩინეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის ცვლილებაზე
გერმანია უკრაინას სამხედრო ვერტმფრენებს პირველად გადასცემს
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა "რამშტეინის" ფორმატში მე-18 შეხვედრის დასასრულს განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინას გადასცემს მრავალფუნქციურ სამხედრო ვერტმფრენებს Sea King Mk41. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, უკრაინა მიიღებს ექვს მრავალფუნქციურ Sea King Mk41 შვეულმფრენს სათადარიგო ნაწილების სრული კომპლექტით. გერმანული მხარე უკრაინელ სამხედროებს წვრთებითაც უზრუნველყოფს. „Sea King არის აპრობირებული და საიმედო ვერტმფრენი, რომელიც დაეხმარება უკრაინელებს ბევრ სფეროში: შავი ზღვის დაზვერვით დაწყებული ჯარისკაცების ტრანსპორტირებით დამთავრებული. ეს არის ამ ტიპის პირველი დახმარება,“ - აღნიშნა პისტორიუსმა. რუსეთსა და უკრაინას შორის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, კიევისთვის გერმანიის სამხედრო დახმარების ჯამურმა რაოდენობამ დაახლოებით ექვს მილიარდ ევროს მიაღწია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია 2024 წელს უკრაინას 7 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარებას მიაწვდის.
ოლაფ შოლცი: უკრაინა და გერმანია უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმებასთან ახლოს არიან
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანია და უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაზე, შესაძლოა, მალე შეთანხმდნენ. ბერლინი მხარს დაუჭერს კიევს, ვიდრე ეს საჭირო იქნება. „ჩემი ვარაუდით, ამას მალე დავასრულებთ. საკითხის ბუნება მოითხოვს, რომ ორივე მხარემ ვისაუბროთ მასზე მაშინ, როცა დოკუმენტს ერთად დავასრულებთ და არა მის დასრულებამდე. მაგრამ მაქვს განცდა, რომ ჩვენ მოლაპარაკებების დასრულების ზღვარზე ვართ,“ - აღნიშნა შოლცმა. გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, 24 იანვარს ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და საუბრის მთავარი თემა უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის საკითხი იყო.
უკრაინელები თუ შეწყვეტენ თავის დაცვას, ეს იქნება უკრაინის დასასრული, ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას - შოლცი
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ომი უკრაინაში დაიწყო და გრძელდება იმის გამო, რომ პუტინს სურდა უკრაინული სახელმწიფოს განადგურება და არა კიევსა და მოსკოვს შორის დიალოგის არარსებობის გამო. კანცლერმა სლოვაკ კოლეგასთან პრესკონფერენციის დროს დადო პირობა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება. „2022 წლის 24 თებერვლის წინა დღეს დისკუსიები არ აკლდა. მხოლოდ მინსკისა და ნორმანდიის ფორმატში 200-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა. შედეგი ყველამ ვიცით: რუსეთის სასტიკი და უკანონო თავდასხმა მთელ უკრაინაზე... თუ უკრაინელები შეწყვეტენ თავის დაცვას, ეს იქნება უკრაინის დასასრული. ამიტომ, ჩვენი საერთო სიგნალი რუსეთისთვის უნდა იყოს: ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას, რომელიც იბრძვის გადარჩენისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად, რამდენი ხანიც ამას დასჭირდება," - აღნიშნა შოლცმა. ფიცო გერმანიაში: ჩვენ არ გვჯერა, რომ უკრაინაში კონფლიქტი შეიძლება, სამხედრო გზით გადაწყდეს
გერმანია ცივი ომის შემდეგ პირველად ამზადებს ახალ გეგმას ქვეყნის დასაცავად
გერმანია ცივი ომის შემდეგ პირველად შეიმუშავებს თავდაცვის სრულყოფილ გეგმას, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე. როგორც RBC-Ukraine იტყობინება, ამის შესახებ გერმანელმა გენერალ-ლეიტენანტმა ანდრე ბოდემანმა განაცხადა. ანდრე ბოდემანმა აღნიშნა, რომ გეგმის ძირითადი პუნქტები დაეთმობა მტრის ჯარების შეკავებას გერმანიის ტერიტორიაზე შეჭრის დროს. გარდა ამისა, გადაწყვეტილების მიმღებებმა უნდა განიხილონ ომის ახალი მოვლენები და მოემზადონ კრიტიკული ინფრასტრუქტურის, დეზინფორმაციისა და კიბერშეტევებისთვის საბოტაჟისთვის. ასევე მოსალოდნელია, რომ ბუნდესვერის მნიშვნელოვანი ნაწილი საჭირო იქნება NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად. „გერმანიის ოპერატიული გეგმა ეფუძნება უსაფრთხოებისა და საფრთხის ამჟამინდელ მდგომარეობას გერმანიასა და მთლიანად ევროპაში. ეს უნდა იყოს რეალიზებადი და განხორციელებული გეგმა, რეალურად რაღაც ხელშესახები, რომელმაც შეიძლება, საბოლოოდ იმუშაოს,” - აღნიშნა ბოდემანმა. კერძოდ, ცნობილია, ახალი გეგმა, რომელიც ასობით გვერდს შეიცავს, გასაიდუმლოებული იქნება. დაგეგმილია მისი განხილვა პოლიციის, სამოქალაქო დაცვის ოფიცრების, მეცნიერების, ენერგეტიკისა და ლოგისტიკური ინდუსტრიის და მოკავშირეების მონაწილეობით. მისი სრულად განვითარება მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე იგეგმება. „ეს თავდაცვის დაგეგმვა, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს შეკავებას. ჩვენ რაღაცას ვაკეთებთ კონფლიქტის ან ომის თავიდან ასაცილებლად," - აღნიშნა გენერალ-ლეიტენანტმა. მისივე თქმით, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, პორტებს, ხიდებს, ენერგეტიკულ კომპანიებს, რა თქმა უნდა, საფრთხე ემუქრება, შესაძლოა - დივერსიის სახითაც. „ასე რომ, მე არ ველოდები სატანკო ბრძოლებს ჩრდილოეთ გერმანიის დაბლობზე და იმედია - არც რუსი მედესანტეების დაშვებას. მაგრამ ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, პორტებს, ხიდებს, ენერგეტიკულ კომპანიებს საბოტაჟი ემუქრება, შესაძლოა, სპეცრაზმიც ეცადოს, ჩამოშალოს ეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა,“ - დასძინა გენერალ-ლეიტენანტმა. ბოდემანი თვლის, რომ თავდაცვის ერთ-ერთი მთავარი სფერო კიბერსივრცე უნდა იყოს. კერძოდ, მტრის მიერ დეზინფორმაციის გავრცელება და ამით გერმანიის ხალხსა და ხელისუფლებაზე ზემოქმედების მცდელობა. ცნობისთვის, გენერალმა პატრიკ სანდერსმა ოთხშაბათს ბრიტანეთის ხელისუფლებას მოუწოდა, მოახდინოს „ერის მობილიზება“ რუსეთთან ომისთვის მოსამზადებლად. Politico-ს ცნობით, მან ამის შესახებ ლონდონში, ჯავშანტექნიკის საერთაშორისო გამოფენაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ უჭერს მხარს სავალდებულო სამხედრო გაწვევას, სანდერსმა ხაზი გაუსვა ბრიტანეთის საზოგადოების მზადყოფნის შესაძლებლობას რუსეთთან სამხედრო კონფლიქტისთვის. რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადების შესახებ გაფრთხილებები სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა კვლავ განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს. მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს. რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც. „ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს. „თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ტანკებს, სპეციალურ აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას მიაწვდის
გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემების, ტანკების, სპეციალურ აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას ჰპირდება. შესაბამისი სია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული, იუწყება Ukrinform. სიაში შედის IRIS-T SLM ინფრაწითელი გამოსახულების სისტემა Tail Surface Launched საშუალო დიაპაზონის საჰაერო თავდაცვის სისტემები; Gepard-ის საზენიტო ტანკები; 80-ზე მეტი Leopard 1 A5 ძირითადი საბრძოლო ტანკი; დამატებითი საარტილერიო სისტემები; ჯავშანტრანსპორტიორი, საინჟინრო ტანკები; განაღმვის სისტემები, დრონები, სარადარო სისტემები, სადაზვერვო სისტემები და ა.შ. ასევე წელს, ბუნდესვერი გეგმავს კიდევ 10000 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადებას თავის საწვრთნელ მოედანზე. პისტორიუსმა უკრაინისთვის დახმარების მიწოდებისას საჰაერო თავდაცვა ნომერ პირველ პრიორიტეტად გამოაცხადა. მისი თქმით, ომის დაწყებიდან გერმანიამ უკრაინას 2,2 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდა.
შოლცი უკრაინის დახმარების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ბაიდენს ვაშინგტონში შეხვდება - Bloomberg
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თებერვლის პირველ ნახევარში ვაშინგტონს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებებისთვის ეწვევა, რადგან ლიდერები უკრაინისთვის დასავლეთის დახმარების გაგრძელების უზრუნველყოფას ისახავენ მიზნად. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. წყაროს ცნობით, შოლცისა და ბაიდენის შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართება. შეხვედრის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში სტოლტენბერგის ვიზიტი დღეს იწყება. ამის შესახებ NATO-ს პრესსამსახურმა ინფორმაცია 26 იანვარს გაავრცელა. შეგახსენებთ, აშშ-ის დამატებითი დახმარება ამჟამად შეჩერებულია საიმიგრაციო პოლიტიკის შესახებ დავის გამო. ამერიკელი სენატორი: ყოველდღე "ერთი ნაბიჯით ვუახლოვდებით" უკრაინის დახმარების დამტკიცებას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. მოელიან, რომ საკითხი კონგრეში მომდევნო კვირებში განიხილება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
შვეიცარიამ Leopard 2-ის ტანკების გერმანიაში გაგზავნა დაიწყო
შვეიცარიის შეიარაღებულმა ძალებმა, გერმანიაში 25ერთეული Leopard 2-ის ტიპის საბრძოლო ტანკიდან, ცხრა გაგზავნა. ტანკები გერმანიის მწარმოებელ Rheinmetall-ს გადაეცემა დეკომისაციისთვის. ამის შესახებ შვეიცარიის თავდაცვის, სამოქალაქო დაცვისა და სპორტის დეპარტამენტმა 30 იანვარს განაცხადა. ტვირთი სარკინიგზო გზით გერმანიას უკვე გადაეცა. ტანკებს გერმანული შეიარაღების კონცერნი Rheinmetall კაპიტალური რემონტისთვის შეისყიდის. ტანკების ის ნაწილები, რომლის გამოყენებაც შვეიცარიელ სამხედროებს ჯერ კიდევ შეუძლიათ, უსასყიდლოდ დაუბრუნდება. გასული წლის ნოემბერში შვეიცარიის მთავრობამ Leopard 2-ის 25 ტანკის გერმანიისთვის გადაცემა იმ პირობით დაამტკიცა, რომ ისინი უკრაინაში არ მოხვდება. შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ, გერმანული კომპანია Rheinmetall-სთვის Leopard 2-ის 25 ტანკის გადაცემის შესახებ განაცხადი დაამტკიცა. „გერმანიამ უზრუნველყო იმის გარანტია, რომ გაყიდული ტანკები დარჩება გერმანიაში, ან ნატო-სა და ევროკავშირის პარტნიორებთან, რათა საკუთარი მარაგები შეავსონ,“ - ნათქვამია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს განცხადებაში. გასული წლის დასაწყისში, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა შვეიცარიას სთხოვეს, Leopard 2-ის ტანკები მწარმოებლისთვის, გერმანული კომპანია Rheinmetall-სთვის მიეყიდა. მათ შვეიცარიას გარანტიები მისცეს, რომ ტანკები უკრაინაში არ აღმოჩნდება.
NATO-ს სამმა მოკავშირემ, აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო განლაგების დაჩქარების შესახებ შეთანხმება გააფორმა
გერმანიამ, ნიდერლანდებმა და პოლონეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ბიუროგრაფიის შემცირებას, რაც ხელს უშლის ჯარების და იარაღის სწრაფ ტრანსსასაზღვრო გადაადგილებას ჩრდილოეთ ზღვიდან NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგამდე მიმავალი ერთ-ერთი მთავარი დერეფნის გასწვრივ. ბრიუსელში, ევროპის თავდაცვის სააგენტოში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა განმარტა, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთი პირობების არსებობას, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ სამხედრო განლაგებას რაიმე შესაძლო კონფლიქტის წარმოშობამდე. NATO-მ გააფრთხილა თავისი წევრები, რომ ძალიან დიდი ბიუროკრატია აფერხებს ჯარების გადაადგილებას ევროპაში და ეს არის პრობლემა, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს სერიოზული შეფერხებები რუსეთთან კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში. რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადების შესახებ გაფრთხილებები სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა კვლავ განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს. მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს. რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც. „ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს. „თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე NATO-მ 1988 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების დაწყების შესახებ გამოაცხადა
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია გადასცა, რომელიც ჯავშანმანქანებს, რაკეტებს, საბრძოლო მასალასა და სხვა დახმარებას მოიცავს. საბრძოლო მასალისა და იარაღის სისტემების შესაბამისი სია მთავრობის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. განახლებული სიის მიხედვით, უკრაინამ მიიღო: 24 ჯავშანტრანსპორტიორი; ოთხი Bandvagn 206; რაკეტები IRIS-T SLS საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის; 1000-ზე მეტი 155 მმ საბრძოლო საბრძოლო მასალა; სამი WISENT ტანკი; BEAVER-ის ტიპის ხიდის დამდები სათადარიგო ნაწილებით; საზღვაო ნაღმების გაწმენდის სისტემა; სატელიტური სამეთვალყურეო სისტემა; სასაზღვრო სამსახურის ოთხი მანქანა და სხვა. როგორც გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ბოლო ინტერვიუში განაცხადა, გერმანია თითქმის ყოველდღიურად უგზავნის დახმარების პაკეტებს უკრაინაში, თუნდაც მცირე რაოდენობით, რათა ბერლინმა კიევის მუდმივი მხარდაჭერა უზრუნველყოს.
გერმანია წელს კიდევ 10000 უკრაინელ ჯარისკაცს მოამზადებს
წელს გერმანიას უკრაინიდან კიდევ 10000 ჯარისკაცის მომზადება სურს. წვრთნები ევროპული სასწავლო მისიის EUMAM-ის ფარგლებში ჩატარდება. მისიის ფარგლებში ევროკავშირში დღემდე 40 000-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გადიოდა წვრთნას. გასული წლის ოქტომბერში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრებს გადაწყვეტილების გამო, მიეწოდებინათ კიევისთვის დასავლური ტიპის F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავები და მოუწოდა მათ, რომ წვრთნების ინტეგრირება ევროკავშირის EUMAM სასწავლო მისიაში მოახდინონ. ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა აღიარა, რომ ბრიუსელი გადაწყვეტს, ნაწილობრივ აანაზღაუროს წევრი ქვეყნების ხარჯები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები გადასცენ.
გერმანიამ კიევს სახანძრო მანქანები გადასცა
უკრაინის დედაქალაქმა გერმანელი პარტნიორებისგან დახმარების კიდევ ერთი პარტია მიიღო - ხუთი ახალი სახანძრო მანქანა ლაიფციგიდან. ამის შესახებ კიევის საქალაქო ადმინისტრაცია იტყობინება. „პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ და ჩვენმა პოლონელმა პარტნიორებმა - Mito Truck - მანქანები კლიჩკოს თქმით, უკვე ხვალ, მანქანები ქალაქის სახანძრო განყოფილებებში მორიგეობენ. მან აღნიშნა, რომ ასეთი დახმარება ძალზე მნიშვნელოვანია მიმდინარე ომის ფონზე, როდესაც ქალაქს სჭირდება სწრაფად და ეფექტიანად რეაგირება გამოწვევებსა და საგანგებო სიტუაციებზე.
გერმანიის აეროპორტებში დღეს 1000-ზე მეტი რეისი გაუქმდება
გერმანიის ზოგიერთი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. როგორც Ruters-ი წერს, აეროპორტის თანამშრომლების 24-საათიანი აქცია გერმანიის პროფკავშირების გაერთიანება Verdi-ის ორგანიზებით გაიმართა. დასაქმებულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, 1 100 ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა, რამაც გადაადგილების პრობლემა 200 000-ზე მეტ მგზავრს შეუქმნა. ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გერმანიის აეროპორტების თანამშრომლები 2023 წელსაც არაერთხელ გაიფიცნენ. ბოლო დღეების განმავლობაში სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მეტი ხელშეწყობის მიზნით აქციებს საფრანგეთის, ბელგიისა და ავსტრიის პროფკავშირებიც მართავენ.
გერმანიის პარლამენტმა უკრანისთვის 8,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება დაამტკიცა
გერმანიის პარლამენტმა 2 თებერვალს ამ წლის ქვეყნის ბიუჯეტი, მათ შორის, უკრანისთვის 7,6 მილიარდი ევროს (8,2 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარება დაამტკიცა. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფილი თანხები 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის დეკემბრამდე 5.66 მილიარდ ევროს (6.1 მილიარდი დოლარი) შეადგენდა. შედარებისთვის, მსოფლიო ეკონომიკის კიელის ინსტიტუტმა გამოითვალა, რომ გერმანიის თავდაცვის დახმარების რეალურმა წილმა 17.1 მილიარდი ევრო შეადგინა (18,5 მილიარდი დოლარი).
პეკინის მიმართ ბერლინის პოლიტიკის ცვლილების ფონზე, შოლცი ჩინეთს ეწვევა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 15-16 აპრილს ჩინეთს ეწვევა, იტყობინება გაზეთი Frankfurter Allgemeine Zeitung. ეს იქნება შოლცის პირველი მოგზაურობა ჩინეთში მკაცრი კოროვირუსული შეზღუდვების მოხსნისა და გერმანიის მთავრობის ჩინეთთან ურთიერთობის დამყარების სტრატეგიის გამოქვეყნების შემდეგ, რასაც პეკინში კრიტიკას მოჰყვა. ბოლოს კანცლერი ჩინეთში 2022 წლის ნოემბრის დასაწყისში იმყოფებოდა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა. უფრო ადრე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ჩინეთი გამოწვევას უქმნის „ამ სამყაროში ერთად ცხოვრების საფუძვლებს.“ მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში დეესკალაციისთვის ავსტრალიასთან იმუშვებს. ბერბოკის თქმი, ჩინეთის მიერ ავსტრალიისთვის დაწესებული სავაჭრო აკრძალვების გამოცდილებამ გავლენა მოახდინა გერმანიის პოლიტიკის შეცვლაზე პეკინის მიმართ. „ჩინეთი შეიცვალა და ამიტომ ჩვენი პოლიტიკა ჩინეთის მიმართ ასევე უნდა შეიცვალოს,” - განაცხადა ბერბოკმა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი იყო პარტნიორი კლიმატის ცვლილების, ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში, ის იყო კონკურენტი, როდესაც საქმე ეხება იმას, თუ როგორ ვიცხოვროთ ერთად ამ სამყაროში," - განაგრძო გერმანელმა დიპლომატმა. ანალენა ბერბოკის თქმით, „მზარდი სისტემური მეტოქეობის პირობებში ზოგიერთი ავტოკრატიული რეჟიმი ცდილობს საერთაშორისო წესრიგის დამუხრუჭებას, რათა გაზარდოს თავისი გავლენის სფეროები, გამოიყენოს არამხოლოდ სამხედრო ძალა, არამედ ეკონომიკური გავლენაც.“ ბერბოკის თქმით, გერმანია ხელს არ შეუწყობს ბლოკებს შორის ახალ დაპირისპირებას, მაგრამ გაამრავალფეროვნებს თავის სავაჭრო პარტნიორებს და რისკებს აირიდებს თავიდან. მისი განმარტებით, მრავალი ქვეყანა იხრებოდა ჩინეთისკენ, რადგან მათ არ ჰქონდათ ალტერნატივა, გერმანიას კი, ამ მოცემულობის შეცვლა სურდა. „ტაივანის სრუტეში სტატუს კვოს ნებისმიერი ცალმხრივი ცვლილება მიუღებელი იქნება, მით უმეტეს, თუ ეს მოიცავს იძულებით ან სამხედრო საშუალებებს,“ - აღნიშნა გერმანიის საგრეო საქმეთა მინისტრმა. გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ბერლინი ჩინეთს განიხილავს, როგორც „პარტნიორს, კონკურენტს და სისტემურ კონკურენტს“ და რომ ბერლინმა დაინახა, რომ „მეტოქეობისა და კონკურენციის ელემენტები გაიზარდა ბოლო წლებში; ამავდროულად, ჩინეთი რჩება პარტნიორად, რომლის გარეშეც ბევრი ყველაზე აქტუალური გლობალური გამოწვევის გადაწყვეტა შეუძლებელია.“ ასევე წაიკითხეთ Europetime-ის სტატია: ელჩი ფიშერი: ჩინეთი ერთდროულად არის პარტნიორი, კონკურენტი და სისტემური მეტოქე
ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას - მედია
ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიას ეწვევა. უკრაინის პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას გერმანული გამოცემა, Tagesspiegel-ი ავრცელებს. უსაფრთხოების მიზნით, ვოლოდიმირ ზელენსკის გერმანიაში ვიზიტის დეტალები და ზუსტი განრიგი ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, კრისტოფ ჰეუსგენმა ზელენსკის კონფერენციაში მონაწილეობა არ დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს მოწვევა გაუგზავნა. კონფერენცია 16-18 თებერვალს გაიმართება.
გერმანიის ელჩი: არსებობს შესაძლებელია, რომ დეკემბრის ბოლოს, ევროპამ მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყებაზე, თუმცა მანამდე უნდა იყოს პროგრესი ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით
საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ არსებობს შესაძლებლობა, რომ დეკემბრის ბოლოს ევროპამ მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, თუმცა მანამდე უნდა იყოს პროგრესი ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით. ელჩის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ელჩის თქმით, წელს ვადები უფრო შემჭიდროებულია, რადგან ზაფხულში ევროპარლამენტში არჩევნები იქნება. „წელს ვადები უფრო შემჭიდროებულია, რადგან ზაფხულში ჩვენ გვექნება არჩევნები ევროპარლამენტში, საქართველოშიც იქნება არჩევნები. მნიშვნელოვანია სწრაფად წინსვლა ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ კარგი პარტნიორობა გვექნება საქართველოს მთავრობასთან სწრაფი წინსვლისთვის, რადგან ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს,“ – განაცხადა ფიშერმა. კითხვას, შეძლებენ თუ არა ოპოზიცია და მთავრობა ერთობლივად მუშაობას, საქართველოში გერმანიის ელჩი პასუხობს, რომ „იმედოვნებს, შეუძლიათ და ეს მათზეა დამოკიდებული.“ „ჩვენ არ წარმოვადგენთ მხარეს პარლამენტში,“ - აღნიშნა ელჩმა. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი 14 დეკემბერს მიანიჭა. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის
გერმანიამ ევროკავშირის მისიის მხარდასაჭერად წითელ ზღვაში ფრეგატი გაგზავნა
გერმანიამ ევროკავშირის მისიის მხარდასაჭერად წითელ ზღვაში ფრეგატი გაგზავნა. გერმანული ფრეგატი „ჰესე“ ევროკავშირის მისიას შეუერთდება, რომელიც მიმდინარე თვის ბოლომდე დაიწყება და წითელ ზღვაში საერთაშორისო გემების „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან დაცვას ისახავს მიზნად. „თავისუფალი საზღვაო სავაჭრო მარშრუტები ჩვენი ინდუსტრიისა და თავდაცვის საფუძველია. წითელ ზღვაში არსებულმა ვითარებამ მიწოდების შეფერხება გამოიწვია და ზოგიერთი კომპანია აიძულა, რომ წარმოება შეეწყვიტა,“ - განაცხადა გერმანიის საზღვაო ძალების უფროსმა ვიცე-ადმირალმა, იან კრისტიან კააკმა. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში აშშ-მა წითელ ზღვაში მოძრავი კომერციული გემების „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან დასაცავად საზღვაო მისია შექმნა. 12 იანვრის შემდეგ კი აშშ და დიდი ბრიტანეთი იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე საჰაერო იერიშებს ახორციელებენ.
ოლაფ შოლცი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს
გერმანიის კანცლერი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, შეცდომა არ დაუშვან და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ უკრაინას დაემარონ და რუსეთის გამარჯვება არ დაუშვან. ოლაფ შოლცს თქმით, „ყველაფერი უნდა გაკეთდეს, იმისთვის, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს, თუ ეს ასე არ მოხდა, შესაძლოა, მალე გავიღვიძოთ უფრო არასტაბილურ, სახიფათო და არაპროგნოზირებად სამყაროში.“ „ნუ დაუშვებთ შეცდომას: რუსეთის გამარჯვება უკრაინაში არამხოლოდ უკრაინის, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს დასასრული იქნება, არამედ მკვეთრად შეცვლის ევროპის სახეს. ეს მძიმე დარტყმას მიაყენებს ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს. რუსეთის სასტიკი მცდელობა, მიიტაცოს ტერიტორიები ძალის გამოყენებით, შეიძლება გახდეს გეგმა სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვის მთელს მსოფლიოში. ეს არის ის, რის გამოც აშშ და ევროპა უჭერენ მხარს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას,“ - წერს ოლაფ შოლცი სტატიაში, რომელსაც The Wall Street Journal-ი აქვეყნებს. შოლცის თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში, ჯერჯერობით, ომის ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია. „მას ეგონა, რომ ორ კვირაში შეძლებდა უკრაინის დედაქალაქის, კიევის აღება. ორი წლის შემდეგ ის ჯერ კიდევ შორს არის ამის მიღწევისგან და უკრაინა მამაცურად ეწინააღმდეგება რუსეთის თავდასხმას. ეს არის უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის შედეგი, მაგრამ ეს ასევე არის დასავლეთის ფისკალური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისა და უკრაინაში იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შედეგი,“ - აცხადებს შოლცი. გერმანიის კანცლერი ხაზს უსვამს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების და უკრაინის გამარჯვების მნიშვნელობას. „ჩვენი გზავნილი ნათელია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს. თუ ეს ასე არ მოხდა, შესაძლოა მალე გავიღვიძოთ უფრო არასტაბილურ, სახიფათო და არაპროგნოზირებად სამყაროში, ვიდრე ეს იყო ცივი ომის დროს. ჩვენი მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინას შესაძლოა, იარაღისა და საბრძოლო მასალის სერიოზული დეფიციტი შეექმნას. ზოგიერთი ფინანსური ვალდებულება უკვე ამოიწურა, ზოგი კი გახანგრძლივებას საჭიროებს. ბატონი პუტინის აგრესიის შეჩერების მარცხის გრძელვადიანი შედეგები და ხარჯები შეაჩერებს ნებისმიერ ინვესტიციას, რომელსაც ჩვენ ახლა ვახორციელებთ,“ - აცხადებს ოლაფ შოლცი.
ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს. „პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, მსურს გულითადად მოგილოცოთ. სიხარულით ველი თქვენთან მუშაობას, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და წინ წავწიოთ საქართველო ევროკავშირის გზაზე. იღბალს და წარმატებებს გისურვებთ თქვენი უფლებამოსილების განხორციელებაში,“ - ნათქვამია ოლაფ შოლცის მისალოც წერილში. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი პრემიერის რანგში 20-21 თებერვალს ბრიუსელში შედგება.
ბაიდენმა და შოლცმა აშშ-ის კონგრესს უკრაინის დახმარების სწრაფად დამტკიცებისკენ მოუწოდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თეთრ სახლში მიიღო, სადაც ორმა ლიდერმა უკრაინის მხარდაჭერის საკითხი განიხილა. ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიამ და შეერთებულმა შტატებმა „უნდა ითამაშონ როლი“ გლობალური მშვიდობის შენარჩუნებაში. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესი კვლავ გააკრიტიკა მის მიერ წარდგენილი პაკეტის გარშემო შეთანხმების ვერმიღწევის გამო, რომელიც ასევე მოიცავს უკრაინის დახმარებას. ამასთან, მან მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს კიევისთვის გერმანიის სამხედრო დახმარების ხელმძღვანელობისთვის. შოლცმა იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი უკრაინის დახმარების პაკეტს მხარს დაუჭერს. მისი თქმით, ხუთშაბათს საღამოს ამერიკელ სენატორებთან შეხვედრამ დაარწმუნა ის, რომ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტებს აშშ-ის კონგრესში, ესმით უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობა. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ კონგრესი, წარმომადგენელთა პალატა, თქვენ მოგისმენთ და საჭირო მხარდაჭერით უზრუნველყოფის გადაწყვეტილებას მიიღებს,“ - განუცხადა ოლაფ შოლცმა ჯო ბაიდენს. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში უკრაინის დახმარების საკითხში გერმანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. „ახლა, როგორც დანარჩენ ევროპაში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში იგივე უნდა მოხდეს,“ - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა ახსენა ინტერვიუ ვლადიმერ პუტინთან და მას "სასაცილო" უწოდა. ამასთან დაკავშირებით შოლცმა აღნიშნა, რომ პუტინი ყოველთვის ბევრს იტყუება ამ ომის ისტორიაზე და რეალურად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის წართმევას მეზობელი ქვეყნებისთვის. ამიტომ, შოლცი თვლის, რომ „აუცილებელია, რომ ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინას და მიეცეს მას საშუალება, დაიცვას საკუთარი თავი.“ „ეს ინტერვიუ "მხოლოდ დაცინვაა რეალური ქმედებებისა, რომლებიც რუსეთმა უკრაინაში განახორციელა, და ავრცელებს სრულიად აბსურდულ ამბავს ამ ომის მიზეზების შესახებ. ომის "ძალიან მკაფიო მიზეზი" იყო კრემლის ლიდერის სურვილი, მოეხდინა უკრაინის ნაწილის ანექსია. ყველა სხვა ამბავი, რომელსაც ამაზე ჰყვებიან, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ სწორედ ეს იყო მისი იმპერიალისტური ძალისხმევის მიზანი," - ამბობს გერმანიის კანცლერი. უკრაინის დაფინანსების შესახებ შეშფოთების ფონზე, ბაიდენი შოლცს უმასპინძლებს
შოლცი: თავდაცვის აღჭურვილობის ფართომასშტაბიან წარმოებაზე უნდა გადავიდეთ
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდასაჭერად არამხოლოდ აშშ-მ, არამედ, ევროპის ყველა ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს. „ჩვენ თავდაცვის აღჭურვილობის ფართომასშტაბიან წარმოებაზე უნდა გადავიდეთ. უკრიანის მხარდასაჭერად არამხოლოდ აშშ-მ, არამედ, ევროპის ყველა ქვეყანამ კიდევ უფრო მეტი უნდა გააკეთოს. აქამდე გაცემული დაპირებები საკმარისი არ არის. მხოლოდ გერმანიის ძალისხმევა საკმარისი არ არის,“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა. შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიის შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის ინდუსტრიას ახლა NATO-ს 2%-იანი მიზნის შესრულებასთან დაკავშირებით მთავრობის იმედი უნდა ჰქონდეს. „ეს სასწრაფოდ საჭიროა. რადგან, რაც არ უნდა მკაცრი იყოს რეალობა: ჩვენ მშვიდობიან დროში არ ვცხოვრობთ,“ - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
უკრაინის მოკავშირეები - საფრანგეთი, პოლონეთი და გერმანია უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ
საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ, გააგრძელონ კოორდინაცია ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში და უახლოეს მომავალში ვაიმარი-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების გაფართოებული შეხვედრა გამართონ. საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადებით, საგანგებო დრო მოითხოვს საგანგებო ზომებს. „ამ ფონზე, ჩვენი მიზანია, ევროკავშირი უფრო ერთიანი, ძლიერი გავხადოთ, რათა შეძლოს და უპასუხოს დღევანდელ უსაფრთხოების გამოწვევებს. ჩვენ ასევე ძლიერი და ერთიანი NATO-ს ერთგულნი ვართ. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს კოორდინაციას ვაიმარის სამკუთხედის ფარგლებში, რათა ის ევროკავშირის სამსახურში ჩავაყენოთ და გავხადოთ ის იმაზე უფრო ინსტრუმენტული, ვიდრე ოდესმე ყოფილა,“ - წერია განცხადებაში. საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოების ინტერესებს. მინისტრები აღნიშნავენ, რომ რუსეთს ევროპის დაღლილობის იმედი არ უნდა ჰქონდეს. „უნდა მოელოდეს სრულ პასუხისმგებლობას უკრაინაში ჩადენილი ყველა უკანონო ქმედებისა და დანაშაულისთვის. ყველა რუსი დამნაშავე უნდა დაისაჯოს,“ - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების ავტორები ხაზს უსვამენ, რომ არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი ალიანსის ძალასა და გადაწყვეტილებაში, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი დუიმი ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად. ქვეყნები გააგრძელებენ ერთად მუშაობას, რათა დაეხმარონ უკრაინას ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინსვლაში.
გერმანია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დიგიტალიზაციის პროექტს ახორციელებს
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით, საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დიგიტალიზაციას აფინანსებს. გერმანიის საელჩოს ცნობით, პროცესში ჩართულია გერმანიის მთავრობის მრავალწლიანი პარტნიორი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა(GCCI). მისასალმებელი სიტყვით ღონისძიება გახსნეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა ლიდია კრისტმანმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ მაგდა ბოლოტაშვილმა და პროექტის „DT4SME“ დირექტორმა ბატონმა ნიკლას რუფერმა. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში (თბილისის გარდა) მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული უნარების განვითარებას. პროექტის პირველ ეტაპზე შერჩეულ აპლიკანტებს ჩაუტარდებათ სიღრმისეული ციფრული ბიზნეს-საჭიროებების დიაგნოსტიკა, აღნიშნული შედეგების საფუძველზე წამყვანი ექსპერტების მიერ შემუშავდება მათ საჭიროებებზე მორგებული უნიკალური ტრენინგ პროგრამა. ტრენინგების პარალელურად მონაწილეები ისარგებლებენ დარგის წამყვანი ექსპერტების მაღალკვალიფიციური ინდივიდუალური კონსულტაციებით. პროექტი შესაძლოა, მოიცავდეს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კიბერუსაფრთხოება ციფრული მარკეტინგი და სოციალური მედია ხელოვნური ინტელექტი და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია მონაცემთა შეგროვება და ანალიზი ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება პროგრამული უზრუნველყოფა (HR ადმინისტრირება;საბუღალტრო; საგადასახადო) მომხმარებელთან ურთიერთობის მართვა ელექტრონული კომერცია, ონლაინ გადახდები და სხვა
ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად, გერმანია თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ს დახარჯავს
1990-იანი წლების შემდეგ პირველად, გერმანია, NATO-ს მიზანს მიაღწია და საკუთარი მშპ-ს 2%-ს თავდაცვისთვის გამოყოფს. Reuters-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა გააკეთა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მოსალოდნელია, რომ 18 ქვეყანა დააკმაყოფილებს 2%-იან მიზანს. ხუთშაბათს ბრიუსელში ალიანსის თავდაცვის მინისტრები იკრიბებიან. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ცალკე შეხვედრა, რომელსაც შეერთებული შტატები უმასპინძლებს, ოთხშაბათს გაიმართება. ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპის განცხადება NATO-ს მოკავშირეებთან დაკავშირებით, სისულელეა, სამარცხვინოა, არაამერიკულია
საფრანგეთმა და გერმანიამ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის კოალიცია შექმნეს
საფრანგეთმა და გერმანიამ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის კოალიცია შექმნეს. სებასტიან ლეკორნუმ აღნიშნა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება „მნიშვნელოვანია მომავალი კონფლიქტისთვის და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.“ „საჰაერო თავდაცვის კოალიციის“ შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ბრიუსელშიб NATO-ს ქვეყნების თავდაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელების შეხვედრის ფარგლებში შედგა. ის მიზნად ისახავს უკრაინის ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფას გრძელვადიან პერიოდში, სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სფეროში. პისტორიუსმა ასევე გამოაცხადა, რომ გერმანია უხელმძღვანელებს „ჯავშანტექნიკის კოალიციას“ პოლონეთთან და სურს, შეუერთდეს არტილერიის, საზღვაო უსაფრთხოების, განაღმვისა და თვითმფრინავების კოალიციებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის განვითარების კოალიციის შექმნა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის (რამშტაინის ფორმატი) მე-17 შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა.
გერმანია პირობას დებს, რომ უკრაინისთვის ჭურვების მიწოდებას სულ მცირე სამჯერ გაზრდის
გერმანია აგრძელებს ინვესტიციებს საბრძოლო მასალის წარმოებაში, ამიტომ 2024 წელს უკრაინა შეძლებს სულ მცირე სამჯერ მეტი ჭურვის მიღებას, განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა. მისი თქმით, ქვეყანამ საბრძოლო მასალის წარმოებაში 3,5 მილიარდი ევროს ინვესტიცია მოახდინა. მანვე განმარტა, რომ 2024 წელს გერმანია უკრაინას სამჯერ ან ოთხჯერ მეტ საარტილერიო ჭურვებს მიაწვდის, ვიდრე 2023 წელს. მინისტრმა აღნიშნა საბრძოლო მასალის საკითხში მზარდი დინამიკა, რამაც დადებითად იმოქმედა როგორც უკრაინაზე, ასევე გერმანიაზე.
გერმანია უკრაინას 100 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას მიაწვდის
გერმანია უკრაინას 100 მილიონი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას გადასცემს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განმარტა, რომ კიევში გამართულ შეხვედრაზე ბუნდესვერის გენერალურმა ინსპექტორმა კარსტენ ბრეიერმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკის, 100 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის მოკლევადიანი დახმარება აღუთქვა. დახმარების პაკეტი მოიცავს სამხედრო აღჭურვილობას, მცირე დრონის ბომბებს, 77 MULTI 1A1 სატვირთოს, სამედიცინო აღჭურვილობას, სხვადასხვა იარაღის სისტემების სათადარიგო ნაწილებს და აღჭურვილობის შეკეთებას. პისტორიუსი ამბობს, რომ უკრაინამ ახლახან მიიღო საშუალო დისტანციის მართვადი რაკეტები Iris-T საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის, 155 მმ-იანი საბრძოლო მასალა და სადაზვერვო თვითმფრინავები.
გერმანია უკრაინას $1.2 მილიარდის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტით უზრუნველყოფს, რომლის ღირებულებაც 1,1 მილიარდ ევროს შეადგენს. მასში შედი საზენიტო იარაღი და რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის. „დღეს ჩვენ ვამზადებთ დახმარების ახალ პაკეტს. ეს არის 36 ჯავშანტექნიკა, 120,000 ერთეული საბრძოლო მასალები, ორი Skynex სისტემა და რაკეტები Iris-T- ისთვის,”-აღნიშნა შოლცმა გერმანიაში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მან ასევე განმარტა, რომ გერმანია წელს უკრაინას 1,7 მილიარდ ევროს, მომდევნო წლებში კი, 6 მილიარდ ევროს გამოუყოფს.
საბრძოლო მასალის უმსხვილესი მწარმოებელი Rheinmetall-ი უკრაინაში ახალ ქარხანას ააშენებს
საბრძოლო მასალის ევროპის უმსხვილესმა მწარმოებელმა Rheinmetall-მა, უკრაინაში ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა. ამის შესახებ გერმანულმა კომპანიამ X-ის (Twitter) საკუთარ გვერდზე დაწერა. მემორანდუმს ხელი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მოეწერა. Rheinmetall აღნიშნავს, რომ ის ყოველწლიურად ექვსფიგურიან 155 მმ ჭურვებს, მათ შორის, საწვავის ჭურვებს აწარმოებს. ერთობლივი საწარმოს 51% Rheinmetall-ს ეკუთვნის, 49% - უკრაინულ პარტნიორ კომპანიას.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი დასავლეთს მოუწოდებს, ყველაზე უარესი სცენარისთვის მოემზადოს
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ევროპასა და NATO-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ყველაზე უარესი სცენარისთვის მოემზადონ. მან ასევე მოუწოდა ამერიკელ კანონმდებლებს, დაამტკიცონ უკრაინის დამატებითი სამხედრო დახმარება და აღნიშნა, რომ ეს თავად ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებშია. გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინის დამარცხების შემთხვევაში შედეგები არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ აშშ-სთვისაც მძიმე იქნება და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეჭრა საფრთხეს უქმნის „წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.“ „ვერ ვიწინასწარმეტყველებ, იქნება თუ არა თავდასხმა NATO-ს ტერიტორიაზე. მაგრამ ეს შეიძლება, ხუთ-რვა წელიწადში მოხდეს," - განაცხადა პისტორიუსმა Bloomberg-თან ინტერვიუში. "ევროპა გეოგრაფიულად შორს არის აიოვას ან ვისკონსინისგან, მაგრამ მაინც ძალიან ახლოსაა უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით. ევროპაში ნაკლები უსაფრთხოება ნიშნავს ნაკლებ უსაფრთხოებას შეერთებული შტატებისთვის. არ უნდა მივიღოთ თავისუფლება რაღაცად, რაც თავისთავად მოდის. ჩვენ უნდა დავიცვათ ის. საჭიროების შემთხვევაში მისთვის ბრძოლა მოგვიწევს,“ - აღნიშნა პისტორიუსმა. რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადების შესახებ გაფრთხილებები სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა კვლავ განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს. მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს. რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც. „ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს. „თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმერ ზელენსკიმ 17 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას კვლავ მოუწოდა დასავლეთის სახელმწიფოებს, გაზარდონ სამხედრო დახმარება უკრაინაში და რომ უკრაინული ძალების მოქმედებები შეზღუდულია, რასაც „ავდიივკაში არსებული ვითარება ადასტურებს“. მან ასევე განაცხადა, რომ არ განიხილავს აშშ-ის დახმარების ალტერნატივებს, რადგან ელის, რომ საკითხი მოგვარდება და ვაშინგტონი სტრატეგიულ მოკავშირედ დარჩება. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.
გერმანელმა გამომძიებლებმა ფულის გათეთრების რუსულ-ევრაზიული დიდი ქსელი გამოავლინეს
გერმანიაში გამომძიებლებმა ფულის გათეთრების რუსულ-ევრაზიული დიდი ქსელის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. ბერლინის შტატის გენერალურმა პროკურატურამ 20 თებერვალს გამოაცხადა, რომ 50-ზე მეტ ლოკაციაზე ჩაატარა ჩხრეკა, მათ შორის საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებში. კერძოდ, გამოძიება შევიდა ბერლინის, ბრანდენბურგის, ბადენ-ვიურტემბერგისა და საქსონიის ფედერალურ შტატებში. ამოღებულია საქმიანი დოკუმენტები, მობილური ტელეფონები. ერთი ეჭვმიტანილი, რომელიც 53 წლის არის, ბრანდენბურგში დააკავეს. საგამოძიებო მოქმედებები ასევე ჩატარდა ლატვიასა და მალტაში. ჯამში, საქმეში თერთმეტი - 31-დან 58 წლამდე ასაკის პირები ფიგურირებენ. მათ შესახებ დეტალები არ არის საჯარო. გამოძიების თანახმად, არაუგვიანეს 2021 წლის ივლისში, მალტაში ფინანსური ინსტიტუტის ბაზაზე საწარმოთა ქსელი შეიქმნა. ამ ქსელის მეშვეობით, ეჭვმიტანილები მართავდნენ უკანონო ფულადი ნაკადებს მათი ნამდვილი წარმოშობის დამალვის მიზნით. საუბარია რამდენიმე ათეული მილიონ ევროზე. გამომძიებლების თქმით, ჯგუფი ძირითადად რიგასა და ბერლინში მოქმედებდა. პარალელურად გამოძიება რიგაში მიმდინარეობს. გამოძიების წარმატებას ხელი შეუწყო ლატვიასა და გერმანიაში ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის (Joint Investigation Team - JIT) ჩამოყალიბებამ, რომელიც 2023 წლის დეკემბრიდან მოქმედებდა. გამომძიებლებმა ასევე მიიღეს მხარდაჭერა მალტის, ევროჯასტისა და ევროპოლის კოლეგებისგან.
ბერბოკი: პუტინი ცდებოდა თუ ეგონა, რომ მსოფლიო ორი წლის შემდეგ დაივიწყებდა, ვინ არის პასუხისმგებელი უკრაინის ომზე
რიო-დე-ჟანეიროში 21-22 თებერვალს „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. მის დაწყებამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი აგრძელებს უკრაინისთვის განუზომელი ტანჯვის მიყენებას და პირდაპირი მნიშვნელობით, უკრაინელების თავებზე იარაღი აქვს მიბჯენილი. გერმანელი მინისტრის თქმით, გააგრძელებენ უკრაინის გვერდით დგომას იმდენხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. „თუ მას ეგონა, რომ მსოფლიო რაღაც მომენტში, ორი წლის შემდეგ დაივიწყებდა, ვინ არის პასუხისმგებელი უკრაინის ომზე და მის მკვეთრ გლობალურ შედეგებზე, ცდებოდა. ჩვენ არასოდეს ვიტყვით უარს გაერო-ს ფუნდამენტურ პრინციპებზე და გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას იმდენხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება და სანამ მისი ხალხი კვლავ შეძლებს მშვიდობიანად და თავისუფლებაში ცხოვრებას,“ - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ბუნდესტაგმა უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას მხარი დაუჭირა
გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა მმართველი კოალიციის წინადადებას, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების შესახებ, თუმცა Taurus-ის რაკეტებზე ჩანაწერის გარეშე. ინიციატივას მხარი დაუჭირა 382-მა დეპუტატმა, 284-მა კანონმდებელმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ორმა კი, თავი შეიკავა. აღნიშნულ წინადადებაზე კენჭისყრამდე, ბუნდესტაგმა უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის რაკეტების გადაცემის წინააღმდეგ მისცა ხმა. ამ რაკეტების უკრაინისთვის მიწოდების წინადადება გერმანიის პარლამენტს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის მემარჯვენე-ცენტრისტულმა ოპოზიციურმა ბლოკმა წარუდგინა. Taurus-ის გადაცემის სასარგებლოდ ხმა მისცა მმართველი კოალიციის წევრმა, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანმა. გერმანული გამოცემა t-online კი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო ჯგუფები დოკუმენტში ნახსენებ “შორი მანძილის რაკეტების” სხვადასხვაგვარად ინტერპრეტაციას ახდენენ. კერძოდ, “მწვანეებისა” და “თავისუფალი დემოკრატების” რიგი დეპუტატები აცხადებენ, რომ რომ სწორედ Taurus-ის რაკეტები იგულისხმება. ამავდროულად, “სოციალ-დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის მოადგილე, გაბრიელა ჰაინრიხი ამბობს, რომ დოკუმენტი “აუცილებელი არ არის” Taurus-ის რაკეტებს მოიაზრებდეს. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელი, ეგორ ჩერნევი, რომელიც ბუნდესტაგში კენჭისყრას ესწრებოდა, აღნიშნავს, რომ მიღებული რეკომენდაცია სწორედ Taurus-ის რაკეტებს მოიაზრებს.
ელჩი ფიშერი: ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით რეალური პროგრესი უნდა იყოს
„მნიშვნელოვანია, საქართველომ და საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა სწრაფად იმოძრაონ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით,“ – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა. ელჩის თქმით, საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით რეალური პროგრესი უნდა იყოს. „ცხრა ნაბიჯი ჯერ კიდევ მომავლის საკითხია, მაგრამ მომავალი წელი ხანმოკლეა. ამ წლის ბოლოს ევროკავშირის საბჭოს შეხვედრა გაიმართება და ევროკავშირის საბჭომ შესაძლოა, გადაწყვიტოს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი. ამისთვის რეალური პროგრესი უნდა იყოს ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით. მიმდინარე წელს განრიგი მოკლეა, რადგან ზაფხულში იქნება ევროპარლამენტის არჩევნები, ევროკომისიაში, იქნება არჩევნები საქართველოშიც. ასე რომ, მნიშვნელოვანია, საქართველომ და საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა სწრაფად იმოძრაონ ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით“, – განაცხადა ფიშერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
გერმანია კანაფის ლეგალიზებას ახდენს, თუმცა შეძენას ართულებს
გერმანიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ კანონს, რომლითაც კანაფის რეკრეაციული მიზნებით გამოყენება დაუშვა. კანონის თანახმად, გერმანიაში 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის იქნება ნებადართული კანაფის ფლობა, მაგრამ მის შეძენას მკაცრი წესები გაართულებს. ნებადართულია 25 გ-მდე დოზის ფლობა. სახლებში 50 გრამის ქონა იქნება დასაშვები. კანაფის დეკრიმინალიზაციის შესახებ გერმანიაში წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დებატები. ექიმების ჯგუფი შეშფოთებას გამოხატავდა, რომ დეკრიმინალიზაცია მოხმარების ზრდას შეუწყობდა ხელს.
პუტინს უფლებას არ მივცემთ, უკრაინას მშობლიური მიწა და თავისუფლება წაართვას - გერმანია
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მეორე წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ევროპამ თავდაცვა უნდა გააძლიეროს. „შეკავება, თავდაცვითი მზადყოფნა - მე ვიცი, რომ გერმანიის კანცლერისთვის ეს უჩვეულო სიტყვებია. სიტყვები, რომლებიც ჩვენ გერმანიაში იმდენი ხანი არ გამოგვიყენებია, რომ თითქმის დავიწყებული გახდა...ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ ისეთი ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენზე თავდასხმა ვერავინ გაბედოს," - ამბობს შოლცი. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ უკრაინის გვერდით იქნებიან, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. „731 დღე საჰაერო დარტყმების ქვეშ, სკოლის გაკვეთილები მეტროსადგურებში, ნგრევა და სიკვდილი. ჩვენ არ მივცემთ უფლებას პუტინს უკრაინას მშობლიური მიწა და თავისუფლება წაართვას. ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით მანამ, სანამ თქვენ ეს დაგჭირდებათ. მანამ, სანამ ისევ მშვიდად ააშენებთ მომავალს," - აცხადებს ბერბოკი. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
ბერბოკს უკრაინაში, მიკოლაივში ყოფნისას რუსული დრონი აედევნა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრი ანალენა ბერბოკი სამხრეთ უკრაინის ქალაქს სტუმრობდა, როდესაც საჰაერო განგაში გაისმა. გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი დაფრინავდა. ბერბოკი მიკოლაივის ოლქში წყლის გამწმენდ ნაგებობის მონახულებას აპირებდა, როდესაც გერმანიის საგარეო მინისტრსა და მის გუნდს რუსული უპილოტო საფრენი აპარატი აედევნა, თუმცა, მალევე კურსი შეიცვალა და ტერიტორია დატოვა. ბერბოკი და მისი დელეგაცია ჯავშანტექნიკის დახმარებით, შემთხვევის ადგილიდან დიდი სიჩქარით გამოიყვანეს. გავრცელებული ცნობებით, მიკოლაივის მცხოვრებლებმა ტექსტური შეტყობინება მიიღეს, რომელიც მათ უახლოეს თავშესაფარში ჩასვლისკენ მოუწოდებდა. მიკოლაივი, რომელიც რუსეთისა და უკრაინის ძალებს შორის ომის ფრონტის ხაზთან ახლოს არის, ასევე იყო ერთ-ერთი პირველი ქალაქი, რომელიც სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა 2022 წლის 24 თებერვლის რუსეთის შეჭრის შემდეგ. ბერბოკი ამბობს, რომ მიკოლაივი უკრაინული წინააღმდეგობის ურღვეობის სიმბოლოა.
Spiegel: გერმანია უკრაინისთვის ჭურვების უზრუნველსაყოფად, ინდოეთთან ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს
გერმანიის წარმომადგენლები ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ ინდოეთთან, უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად. ამის შესახებ Spiegel-ის სტატიაშია ნათქვამი. სამთავრობო წრეებიდან გავრცელებული ინფორმაციით, ამ მოლაპარაკებებში პოლიტიკური ტაბუ თითქმის არ არის. მაგალითად, ინდოეთში, საარტილერიო საბრძოლო მასალის საკმაოდ დიდი მარაგი ჯერ კიდევ ინახება - ეს არის რამდენიმე ასეული ათასი ტყვია. აღსანიშნავია, რომ ინდოეთი კვლავ ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას მოსკოვთან. „შედეგად, ახლა მიმდინარეობს ფარული მოლაპარაკებები იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა საბრძოლო მასალის მოპოვება შუამავლების მეშვეობით,“ - ნათქვამია მასალაში. მსგავსი გარიგებები, როგორც ამბობენ ბერლინში, შესაძლებელია არაბულ ქვეყნებთან, რომელთაგან ზოგიერთს დიდი რეზერვები აქვს. ექსპერტების აზრით, ასევე არის სახელმწიფოები ბალკანეთსა და აფრიკაში, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ მარაგები - ან თუნდაც შეუძლიათ საბრძოლო მასალის წარმოება. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ხოსეპ ბორელმა კულებასთან საუბრისას პირობა დადო, რომ მარტის ბოლომდე უკრაინას თითქმის 170 ათას ჭურვს მიაწვდის.
გერმანიამ გამოეხმაურა ინციდენტს, რომლის დროსაც, რუსული დრონი უკრაინაში, ბერბოკს აედევნა
გერმანიამ გამოეხმაურა ინციდენტს, რომლის დროსაც, რუსული თვითმფრინავი უკრაინაში, ანალენა ბერბოკს აედევნა. გერმანიის მთავრობამ უარი განაცხადა ინციდენტის შეფასებაზე. კითხვას, როგორ უნდა იყოს აღქმული რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის მოძრაობა მინისტრისა და მისი დელეგაციის თავზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა უპასუხა: ”მე არ ვაპირებ სპეკულირებას.” მან ასევე არ ისურვა რაიმე ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, იყო თუ არა რუსეთი წინასწარ ინფორმირებული ბურბოკის უკრაინაში ვიზიტის შესახებ. მიკოაივში ვიზიტის დროს ბერბოკმა კიდევ 100 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა.
FT: ნავალნის სიკვდილის შემდეგ, გერმანიამ ხანგოშვილის მკვლელის რუსეთისთვის გადაცემაზე უარი განაცხადა
ნავალნის გარდაცვალების შემდეგ გერმანიამ რუსეთთან პატიმრების გაცვლაზე უარი თქვა გერმანია რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილის შემდეგ არ არის დაინტერესებული, რომ FSB–ს ოფიცერი ვადიმ კრასიკოვი, რომელიც სასჯელს იხდის საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის, რუსეთს გადასცეს. როორც მედია წერს, კრასიკოვის შესაძლო გაცვლა "ნაკლებად სავარაუდო" გახდა, რადგან ბერლინი თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე, იტყობინება FT-ის წყარო გერმანელი ოფიციალური პირებიდან. კანცლერ ოლაფ შოლცის სპიკერმა სიტუაციის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. გამოცემის სხვა წყაროებმა განაცხადეს, რომ ბოლო კვირებში დისკუსიები მიმდინარეობდა ნავალნის, ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი პოლ უილისა და Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის გათავისუფლების საკითხზე. იგეგმებოდა ამ პირების გაცვლა კრასიკოვზე, მაგრამ ნავალნის გარდაცვალების შემდეგ ბერლინმა გარიგებაზე უარი განაცხადა.
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
26 თებერვალს გერმანიის მთავრობამ, უკრაინაში სამხედრო დახმარების კიდევ ერთი ტვირთის გაგზავნის შესახებ გამოაცხადა. დახმარება საარტილერიო ჭურვებს, დრონებს, განაღმვის მანქანებსა და სხვა აღჭურვილობას მოიცავს. ამ თვის დასაწყისში გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, ვოლოდიმირ ზელენსკის ბერლინში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ გერმანია ემზადება უკრაინისთვის 1,1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადასაცემად ემზადება. გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სიდიდით მეორე მიმწოდებელია. მთლიანობაში, გერმანიამ უკრაინას 28 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყო, აქედან შვიდი მილიარდი - 2024 წლის განმავლობაში.
გერმანიის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საქართველოს სტუმრობს
27-29 თებერვალს გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დელეგაცია საქართველოს ეწვევა. დელეგაციის წევრები არიან პარლამენტარები სონია აიხვედე (SPD), იან პლობნერი (SPD), კარსტენ მიულერი (CDU/CSU), სუზანე ჰირლი (CDU/CSU), ჯანან ბაირამი (Bündnis 90/Die Grünen), ტორსტენ ლიბი (FDP) და შტეფან ბრანდნერი (AfD). დელეგაციის ხელმძღვანელია კომიტეტის თავმჯდომარე ელიზაბეტ ვინქელმაიერ-ბეკერი (CDU/CSU). გერმანიის საელჩოს ცნობით, ვიზიტის მთავარ თემებს წარმოადგენს დემოკრატიული ტრანსფორმაცია, კანონის უზენაესობა, ევროკავშირთან დაახლოება და ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოში. „თბილისში ყოფნის დროს დელეგაცია გამართავს მაღალი რანგის შეხვედრებს პარლამენტსა და სამინისტროებში, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. დელეგაციას ასევე სურს, ადგილზე გაეცნოს რეფორმებისა და პროექტების განხორციელების პროცესს. მაგალითად, პარლამენტარები მოინახულებენ ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებას და უკრაინელი ლტოლვილების პროექტს „უკრაინულ სახლში,“ - აცხადებენ გერმანიის საელჩოში.
შოლცი: ევროპული სახელმწიფოები და NATO-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან
ევროპული სახელმწიფოები და NATO-ს ქვეყნები უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნიან. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. „ის, რის შესახებაც ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით, მომავალსაც ეხება, კერძოდ, ევროპული სახელმწიფოების ან NATO-ს ქვეყნების მიერ გაგზავნილი სახმელეთო ჯარები უკრაინის მიწაზე არ განთავსდება,“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა. შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ქვეყნების ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს. სტოლტენბერგის თქმით, NATO უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს. ამასთან, ჩეხეთი და პოლონეთი გააგრძელებენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავენ.
გერმანულმა სამხედრო გემმა წითელ ზღვაში ჰუსიტების თავდასხმა მოიგერია
გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემმა Hessen-მა წითელ ზღვაში, იემენში მოქმედი ჰუსიტების დაჯგუფების თავდასხმა წარმატებით მოიგერია. ამის შესახებ სააგენტოები dpa და AFP იუწყებიან ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. მათი ინფრმაციით, 27 თებერვალს, გერმანულმა გემმა ორი საჰაერო სამიზნე გაანადგურა. გერმანიის პარლამენტმა შეიარაღებულ ძალებს 24 თებერვალს მისცა ევროკავშირის მისიაში Aspides-ში მონაწილეობის მანდატი. ეს მისია მიზნად ისახავს წითელ ზღვაში, ჰუთების თავდასხმებისგან სამოქალაქო გემების დაცვას. ოპერაციაში ჩაერთო გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების გემი Hessen-ი, რომელზეც 240 სამხედრო იმყოფება. უკვე რამდენიმე თვეა, წითელ ზღვაში ჰუთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ატარებენ აშშ და დიდი ბრიტანეთი.
ბელგიაში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი იპოვეს
ბელგიის ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბი ააფეთქა, რომელიც ბელგიის ქალაქ კოქსიჯდის მახლობლად მდებარე სანაპიროზე აღმოაჩინეს. ოპერაცია 28 თებერვალს სამხედრო ბომბსაწინააღმდეგო განყოფილებამ ჩაატარა. პოლიციამ აღნიშნა, რომ ბომბი 100 კილოგრამზე მეტს იწონიდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტები არცთუ იშვიათია. მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბის პოვნის შესახებ ცნობები, განსაკუთრებით, გერმანიიდან ვრცელდება ხშირად.
გერმანია NATO-ზე შესაძლო თავდასხმის სცენარს აყალიბებს
გერმანიის მთავრობამ ბუნდესტაგს წარუდგინა მოხსენება „სამოქალაქო თავდაცვის რისკის ანალიზი“, რომელშიც აღწერილია უსახელო აგრესორსა და NATO-ს შორის შესაძლო კონფლიქტის ერთ-ერთი სავარაუდო სცენარი, რომელიც ეფუძნება რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის გაკვეთილებს უკრაინის წინააღმდეგ. დოკუმენტი უკრაინული მედიისთვის გახდა ხელმისაწვდომი. მოხსენების თანახმად, რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, დაადასტურა, რომ თანამედროვე ომი აერთიანებს კლასიკურ და არატრადიციულ ოპერაციებს, ეს უკანასკნელი მოიცავს კიბერშეტევებს, დეზინფორმაციულ კამპანიებსა და დივერსიებს. „აგრესორის თავდასხმა - ჰიბრიდული და/ან თანამედროვე შეიარაღებული ძალების სრული არსენალის გამოყენებით ყველა განზომილებაში (სახმელეთო, საჰაერო/კოსმოსური, ზღვა, კიბერი და ინფორმაცია) NATO-ს ტერიტორიაზე - შესაბამისად, სავარაუდო სცენარია,“ - ნათქვამია მოხსენებაში. მოხსენების ავტორები შემდეგ ხაზს უსვამენ ასეთი თავდასხმის ერთ-ერთ სცენარს, ხაზს უსვამენ, რომ ეს მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო სცენარია და არ აკონკრეტებენ, რას ითვალისწინებენ სხვა სცენარები. ეს სცენარი კონფლიქტს ოთხ ფაზად ჰყოფს. I ფაზა გრძელდება რამდენიმე წელი სხვადასხვა ინტენსივობით და მოიცავს აგრესორის ჰიბრიდულ გავლენას: ჯაშუშობას, კიბერშეტევებს, დივერსიებს და თავდასხმებს სასიცოცხლო და თავდაცვის ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ამ ფაზის მთავარი მახასიათებელია ის, რომ ჰიბრიდული გავლენა ხორციელდება ფარულად და არ შეიძლება, ის დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს აგრესორს. II ფაზა გრძელდება რამდენიმე თვე და მოიცავს აგრესორი ძალების განლაგებას NATO-ს აღმოსავლეთ საზღვრებზე – და საპასუხოდ NATO-ს შემაკავებელი ძალების განლაგებას. ჰიბრიდული გავლენა გრძელდება, მაგრამ ხდება უფრო ინტენსიური და ნაკლებად ფარული. III ფაზა, რომელიც გრძელდება სულ მცირე ერთი წელი, მოიცავს ღია სამხედრო აგრესიას NATO-ს ტერიტორიის წინააღმდეგ - შერჩევითი თავდასხმები ჩვეულებრივი და არატრადიციული საშუალებების გამოყენებით, მათ შორის, გერმანიაში სამიზნეების წინააღმდეგ, ასევე კოსმოსში თანამგზავრების შესაძლო შეფერხებას. საბოლოოდ, IV ფაზის დროს, აგრესორის ჯარები გაარღვევენ NATO-ს თავდაცვით ხაზებს გერმანიაში. კოსმოსში სრულმასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირებაც იგეგმება. სცენარი ვარაუდობს, რომ ეს ეტაპი დასრულდება „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით არა უადრეს რამდენიმე თვის შემდეგ.“ ანგარიშში გერმანიის მთავრობა გვთავაზობს, რომ ეს სცენარი გამოყენებული უნდა იყოს, როგორც საფუძველი სამოქალაქო თავდაცვის კონცეფციის შესაქმნელად, და რომ შესაბამის უწყებებს შეეძლოთ შემდგომი "ქვესცენარების" მოდელირება უფრო ეფექტიანი თავდაცვისთვის. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბუნდესვერი ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად ადგენს ახალ ყოვლისმომცველ ოპერატიული თავდაცვის გეგმას, რაც ითვალისწინებს რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის გაკვეთილებს უკრაინის წინააღმდეგ. გერმანიის თავდაცვის გეგმა კლასიფიცირებულია, როგორც "საიდუმლო", ასობით გვერდს მოიცავს და სავარაუდოდ, მასზე მუშაობა მარტის ბოლოს დასრულდება. რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადების შესახებ გაფრთხილებები სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა კვლავ განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს. მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს. რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც. „ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს. „თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
შოლცი განმარტავს, რატომ არ გადასცემენ უკრაინას Taurus-ს
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ასახელებს კიდევ ერთ მიზეზს, თუ რატომ არ გადასცემენ უკრაინას Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს. მისი თქმით, Taurus-ის რაკეტა, რომლის მოქმედების მაქსიმალური მანძილი 500 კილომეტრამდეა, არის იარაღი, რომელიც არასწორად გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება, სამიზნეს „სადღაც მოსკოვში მოხვდეს.“ მანვე განაცხადა, რომ Taurus-ის მიწოდების შემთხვევაში, გერმანია უშუალოდ უნდა მონაწილეობდეს რაკეტების გაშვებაში. "მიმაჩნია, რომ ეს შეუძლებელია," - აღნიშნა შოლცმა. კვირის დასაწყისში გერმანიის კანცლერმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემის წინააღმდეგობის მიზეზად გერმანიის ომში ჩართვის რისკი დაასახელა. „ერთი რამ ცხადია, ჩვენ ომის მხარე არ გავხდებით - არც პირდაპირ და არც ირიბად. ეს ორი პრინციპი ჩემს ყველა გადაწყვეტილებას ხელმძღვანელობს. ეს სიცხადე აუცილებელია. მაკვირვებს ის, რომ ზოგიერთ ადამიანზე ეს არც კი მოქმედებს. ისინი არც კი ფიქრობენ იმაზე, შეიძლება თუ არა იმან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ომში ჩართვა გამოიწვიოს,“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
Bloomberg: ბრიტანეთი ზეწოლას ახდენს გერმანიაზე, რათა ბერლინმა უკრაინას Taurus-ი გაუგზავნოს
დიდი ბრიტანეთი აიძულებს გერმანიას, Taurus-ის რაკეტები უკრაინაში გაგზავნოს ოლაფ შოლცმა უარი თქვა კიევში უფრო ძლიერი რაკეტების გაგზავნაზე კანცლერმა განაცხადა, რომ არ სურს დაძაბულობის ესკალაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობა მოუწოდებს გერმანიას, მიაწოდოს შორი მანძილის (Taurus) რაკეტები. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. „ბრიტანეთის მაღალჩინოსნებმა და ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განუცხადეს გერმანიას, რომ უკრაინას სჭირდება Taurus-ის რაკეტები,” - წერს გამოცემა. გერმანიამ უნდა შეწყვიტოს უარის გამართლება,“ განაცხადა ერთმა ბრიტანელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა. შოლცი განმარტავს, რატომ არ გადასცემენ უკრაინას Taurus-ს. ამასთან, როგორც Bloomberg-ი წერს, გერმანიის კანცლერის სიტყვებს, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის გადაცემულ შორი მანძილის რაკეტებს მართავენ, პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. „შოლცის კომენტარები არასწორია, უპასუხისმგებლო და მოკავშირეებისთვის სახეში სილის გაწვნაა,“ - აღნიშნა თემთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალისია კერნსმა. შოლცმა Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების გადაცემაზე უარი იმით გაამართლა, რომ მათი ოპერირება გერმანელ სამხედროებს მოუწევდათ, რაც, კანცლერის აზრით, ქვეყანას კონფლიქტის აქტიურ მონაწილედ აქცევდა. მის სიტყვებს, უკრაინის შეიარაღებაზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ოფიციალური გამოხმაურება საფრანგეთისგან არ მოჰყოლია. თუმცა პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის პარტიის წარმომადგენელმა, პარლამენტარმა ბენჟამინ ჰადადმა X-ზე დაწერა, რომ შოლცის სიტყვებმა ლონდონთან "დიპლომატიური კრიზისი" გამოიწვია და ბერლინი "ძალიან იზოლირებულია." გასულ თვეებში დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა კიევს უკვე მიაწოდა SCALP/Storm Shadow-ს ტიპის რაკეტები, რომლებსაც უკრაინელები ეფექტიანად იყენებდნენ.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრს სურს, რომ სისტემა შესაძლო „სამხედრო კონფლიქტებისთვის“ მოამზადოს
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი კარლ ლაუტერბახი მიიჩნევს, რომ გერმანიის ჯანდაცვის სისტემა უფრო ადაპტირებადი უნდა გახდეს, მათ შორის, შესაძლო „სამხედრო კონფლიქტების“ გათვალისწინებით. უკრაინის წინააღმდეგ ომი გრძელდება, რუსული რიტორიკა სულ უფრო მკვეთრი ხდება: ამ საფრთხის გათვალისწინებით, ჯანდაცვის ფედერალურ მინისტრს კარლ ლაუტერბახს სურს, მოამზადოს გერმანიის ჯანდაცვის სისტემა შესაძლო „სამხედრო კონფლიქტებისთვის.“ გერმანია არამხოლოდ უკეთესად უნდა იყოს მომზადებული მომავალი პანდემიებისთვის, არამედ, „დიდი კატასტროფებისა და შესაძლო სამხედრო კონფლიქტებისთვის,“ აღნიშნა ლაუტერბახმა. მან ზაფხულისთვის შესაბამისი კანონპროექტიც დააანონსა. „არაფრის კეთება გამოსავალი არ არის. გარდატეხა აუცილებელია ჯანდაცვის სისტემისთვის. უფრო მეტიც, გერმანია შეიძლება, სხვა ქვეყნებიდან დაჭრილებისა და დაშავებულების დახმარების ცენტრი გახდეს, თუ ალიანსი არსებობდა," - აღნიშნა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანახმად, რუსეთი დასავლეთთან მომდევნო ათწლეულის განმავლობაში სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა იანვარში განაცხადა, რომ ალიანსი 5-8 წლის განმავლობაში NATO-ს წევრ ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმისთვის უნდა მოემზადოს. ბრიტანეთის არმიის სარდალმა NATO-სთან ომის შემთხვევაში, რუსეთს სწრაფი მარცხი უწინასწარმეტყველა.
გერმანიაში სამხედრო მაღალჩინოსნების საუბრის ჩანაწერის გაჟონვის საქმეს იძიებენ
გერმანიის საგამოძიებო უწყებები იკვლევენ რუსეთის მედიის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს, რომელზეც, სავარაუდოდ, გერმანელი მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრები მსჯელობენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ შაბათს დაადასტურა ბუნდესვერის მაღალი რანგის ოფიცრებს შორის კონფიდენციალური დისკუსიის ჩანაწერის ავთენტურობა უკრაინის ომთან დაკავშირებით, რომელიც რუსულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა. გერმანელმა სამხედროებმა დაადასტურეს, რომ მოლაპარაკებები რეალური იყო, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ ჩანაწერი დამონტაჟდა. რუსეთის Russia Today-ს ხელმძღვანელმა, მარგარიტა სიმონიანმა ჩანაწერი პირველ მარტს გამოაქვეყნა. Reuters-მა მისი ავთენტიკურობის დასტური ვერ მოიპოვა. საუბრის მონაწილეები განიხილავენ კიევისთვის „ტაურუსის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას, რომელიც გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ჯერჯერობით უარყო. კანცლერმა, რომელიც იტალიაშია ვიზიტით იმყოფება, რომში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინფორმაციის შესაძლო გაჟონვა „ძალიან სერიოზულია.“ შოლცი ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს ბუნდესვერის ოფიცრების საუბრების ჩანაწერების გაჟონვასთან დაკავშირებით. ბერლინში რუსეთის საელჩოს კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კი, გერმანული მხარისგან განმარტება მოითხოვა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთმა „საინფორმაციო ომი“ გააჩაღა
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 3 მარტს განაცხადა, რომ რუსეთს „საინფორმაციო ომი“ აქვს გაჩაღებული, რომლის მიზანი გერმანიის შიგნით უთანხმოების გაღვივებაა. პისტორიუსმა რუსული მედიის მიერ გერმანიის მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრების შეხვედრის ჩანაწერის გამოქვეყნებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. „ეს ინციდენტი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ საუბრის მოსმენა. ეს არის საინფორმაციო ომის ნაწილი და ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ პუტინის ხრიკებს. ეს არის ჰიბრიდული დეზინფორმაციული თავდასხმა, რომლის მიზანია ჩვენი ერთიანობის შელახვა,“ – აღნიშნა პისტორიუსმა. გერმანიის ხელისუფლება იძიებს, როგორ მოხვდა რუსეთის ხელში გერმანელი ოფიცრების საუბრის ჩანაწერი.
ბალტიისპირეთის ქვეყნების ცის უსაფრთხოებას გერმანია დაიცავს
გერმანული თვითმფრინავები ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ცას მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში გააკონტროლებენ, წერს Die Zeit. „NATO-ს საჰაერო მისიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ლატვიასა და ბალტიისპირეთში მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებისთვის. გერმანია იყო და რჩება ბალტიის ყველა ქვეყნის საიმედო მეგობარი და პარტნიორი. საჰაერო ძალები მტკიცედ დგას ლატვიისა და მთელი ბალტიის რეგიონის მხარეს,“ - განაცხადა გერმანიის საჰაერო ძალების ინსპექტორმა გენერალ-ლეიტენანტმა ინგო გერჰარციმ. ნოემბრის ბოლომდე ექვსი Eurofighter Typhoon-ის მებრძოლი და 200-მდე გერმანელი ჯარისკაცი ლატვიის სამხედრო აეროდრომზე Lielvarde განთავსდება. ლატვიის თავდაცვის მინისტრის თანდასწრებით, გერმანიის საჰაერო ძალებმა ავიაბაზის მეთაურობა გადაიბარეს. „მფრინავების მისიამ დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა რუსეთის მხრიდან შესაძლო საფრთხისა და უკრაინის ომის გამო,“ აღნიშნა მინისტრმა. ესტონეთს, ლატვიას და ლიეტუვას საკუთარი საბრძოლო თვითმფრინავი არ ჰყავთ. 2004 წლიდან NATO-ს სხვა ქვეყნებმა უზრუნველყვეს რეგიონის საჰაერო სივრცის უსაფრთხოება და გერმანიის საჰაერო ძალებმა არაერთხელ შეასრულეს ეს მისია, განათავსეს თვითმფრინავები ესტონეთისა და ლიეტუვის საჰაერო ბაზებზე. ახლა გერმანული თვითმფრინავები ლატვიაში პირველად განთავსდა.
ელჩი ფიშერი: ჩემი რეკომენდაციაა, მიაღწიოთ პროგრესს სწრაფად, ზაფხულამდე
საქართველოში გერმანიი ელჩი პეტერ ფიშერი საქართველოს პროგრესის მიღწევას ზაფხულამდე ურჩევს. ელჩს ჰკითხეს, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეის შუალედური ანგარიშის გამოქვეყნების თხოვნით მიმართავს. „მთავარია საქართველომ ცხრა პუნქტის შესრულების კუთხით პროგრესი მიაღწიოს. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით და დარწმუნებული ვარ, რომ ის გააგრძელებს ამ პროგრესს. რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ დეკემბრის საბჭომდე ცოტა დროა, რადგან ზაფხულში კენჭისყრა გვექნება ევროპარლამენტში, იქნება ახალი კომისია. საქართველოს ექნება საკუთარი არჩევნები. ასე რომ, ჩემი რეკომენდაციაა, მიაღწიოთ პროგრესს სწრაფად, ზაფხულამდე,“ - აღნიშნა გერმანიის ელჩმა IPN-ის ცნობით. არასამთავრობო ორგანიზაციები სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიმართავენ და საქართველოს მიერ 9 ნაბიჯის განხორციელების შუალედური შეფასების გამოქვეყნებას სთხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ისინი აგრძელებენ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მუდმივ მონიტორინგს, შეიმუშავებენ წინადადებებს ეფექტიანი რეფორმების ხელშესაწყობად და შეეცდებიან, რომ 9 ნაბიჯი შიდა რეფორმების დღის წესრიგის მთავარ პრიორიტეტად იქცეს.
გერმანიის ელჩი: მოგიწოდებთ, სერიოზულად მიიღოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები
არ მსურს დეტალებზე კომენტარის გაკეთება, ქართველებმა უნდა გამოძებნონ მათთვის დამაკმაყოფილებელი გამოსავალი, - ასე უპასუხა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ერნსტ პეტერ ფიშერმა შეკითხვას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება მნიშვნელოვანია. „ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციებს. მოგიწოდებთ, სერიოზულად მიიღოთ ეს რეკომენდაციები, იმუშაოთ და შეიქმნას კომისია, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ გრძნობა, რომ შეუძლიათ ენდონ, რომ დაიცავს არჩევნების კეთილსინდისიერებას. ეს აშკარად ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება,“- აღნიშნა ელჩმა.
პისტორიუსი: გერმანიის ოფიცრების საუბრის მოსმენა დაუცველი არხის გამოყენების გამო გახდა შესაძლებელი
აუდიოკონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომლის დროსაც რაკეტა Taurus-ის ტექნიკური შესაძლებლობები განიხილებოდა, ღია საკომუნიკაციო არხი გამოიყენა. ამის შესახებ დღეს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა. გერმანიის სამხედრო კონტრდაზვერვის გამოძიებამ დაადგინა, რომ მოსმენა შესაძლებელი გახდა საუბრის ერთ-ერთი მონაწილის მიერ ტექნიკური აღჭურვილობის „გამოყენებაში შეცდომის“ გამო. სინგაპურში მყოფმა ოფიცერმა Webex-ზე საუბრისას გამოიყენა არხი, რომელიც არ იყო კოდირებული. „ამის გამო მოხდა მონაცემთა გაჟონვა,“ - განაცხადა პისტორიუსმა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა უკვე შესაძლებელია იმის გამორიცხვა, რომ საუბარში რუსეთის ჯაშუში იყო „ჩანერგილი“. პისტორიუსმა ასევე აღნიშნა, რომ „ძირითადად ყველა გერმანული საკომუნიკაციო სისტემა საიმედოა.“ აუდიოკონფერენციის მონაწილეების მიმართ დაიწყო დისციპლინური გამოძიება. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის „ნორმალური პროცესი“. მისი დასრულების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება შესაძლო სასჯელებზე. გერმანიაში სამხედრო მაღალჩინოსნების საუბრის ჩანაწერის გაჟონვის საქმეს იძიებენ
გერმანია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება
გერმანია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის სპიკერმა შტეფენ ჰებესტრეიტმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 5 მარტს გახდა ცნობილი, რომ საფრანგეთის უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესყიდვის ინიციატივას შეუერთდება. ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხსენებულ ინიციატივაზე წინასწარი ვალდებულებები მიიღო კანადისგან, დანიისგან და რიგი ქვეყნებისგან, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინეს. მონაწილეობაზე საჯაროდ განაცხადა თანხმობა ნიდერლანდებმა, რომელმაც საარტილერიო ჭურვების შესყიდვისთვის 250 მილიონი ევრო გამოყო. ამასთან, ბელგიამ აღნიშნული ინიციტიავისთვის 200 მილიონი ევრო გაიღო.
გერმანია საკუთარ მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრებას კატეგორიულად არ ურჩევს
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში მოგზაურობასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გაამკაცრა. ბერლინი საკუთარ მოქალაქეებს „კატეგორიულად“ არ ურჩევს რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებას. როგორც უწყებაში აცხადებენ, ცვლილება განხორციელდა "სიტუაციის მუდმივი გაუარესებისა" და "თვითნებური დაპატიმრებების რაოდენობის ზრდის გამო." გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განახლებულ რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ არსებობს თვითნებური დაპატიმრების რისკი როგორც გერმანიის მოქალაქეებისთვის, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის. „ორმაგი მოქალაქეობის მქონე გერმანიისა და რუსეთის მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ რუსეთის ხელისუფლება მათ ექსკლუზიურად რუსეთის მოქალაქეებად განიხილავს. ეს ასევე ეხება რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესაძლო გაწვევის შემთხვევებს. საელჩო ვერ უზრუნველყოფს მათ საკონსულო დაცვას,“ - აღნიშნულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების განმარტებით, რუსეთში პოტენციურ აქციებსა და დემონსტრაციებს თან ახლავს უსაფრთხოების ძალების მხრიდან ძალადობა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და გერმანიის მარშალის ფონდი უკრაინის ქალაქების აღდგენას იწყებენ
ომის შედეგად დანგრეული უკრაინული ქალაქების აღდგენას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და გერმანიის მარშალის ფონდი ახალი ინიციატივა Ukraine Cities Partnership (უკრაინის ქალაქების პარტნიორობა) შეუწყობს ხელს. UCP აქტიურად მიიღებს მონაწილეობას და ითანამშრომლებს უკრაინის მთავრობასთან, ევროკავშირთან, მრავალმხრივი განვითარების ბანკებთან და ორმხრივ დონორებთან. მისი მიზანია, დაეხმაროს მიმღებ ქალაქებს მათი რეკონსტრუქციისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფაში. ახალი ინიციატივის ამოცანაა, სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობით, უკრაინელებს დაეხმარონ ქალაქების ხელახალ პროექტირებასა და ინკლუზიურ და მდგრად მშენებლობაში. სახელმწიფო დეპარტამენტი და მარშალის ფონდი პროცესში ჩართავენ ექსპერტებს, ფინანსურ პარტნიორებს, ბიზნესს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებსა და ფონდებს. ძალისხმევა კოორდინირებული იქნება უკრაინის მთავრობასა და ევროკავშირთან. პირველ ეტაპზე სამი ქალაქის აღდგენის სამწლიანი ინიციატივა ოფიციალურად 2024 წლის ივნისიდან ამოქმედდება ბერლინში დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელიც უკრაინის აღდგენის საკითხებს მიეძღვნება. სავარაუდოდ, ამ კონფერენციაზე გამოცხადდება კონკრეტული სამი ქალაქიც. ევროკომისიის, მსოფლიო ბანკისა და გაეროს ექსპერტთა შეფასებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომით უკვე გამოწვეული ნგრევის მასშტაბის გათვალისწინებით, უკრაინის აღსადგენად უახლოესი 10 წლის განმავლობაში 486 მილიარდი აშშ დოლარი იქნება საჭირო. რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ჯონ კირბი: აშშ ცდილობს დამატებით შესაძლებლობების მოძიებას უკრაინის დასახმარებლად
რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, მოქალაქეებს გერმანია და ლატვიაც აფრთხილებენ
აშშ-სა დ დიდი ბრიტანეთის გაფრთხილებას რუსეთში შესაძლო ტერაქტების შესახებ, ლატვიისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებიც შეუერთდნენ. ორივე ქვეყანამ გასცა რეკომენდაციები თავისი მოქალაქეებისთვის და მოუწოდა მათ, რომ თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში მოგზაურობისგან და მოერიდონ უახლოეს 48 საათში დაგეგმილ საჯარო ღონისძიებებს. შეგახსენებთ, რუსეთში აშშ-ის საელჩო და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ.
ქემერონი: დიდ ბრიტანეთს გერმანიისგან Taurus-ის რაკეტების მიღებს სურს, რათა უკრაინას მეტი Storm Shadow-ს რაკეტა გადავცეთ
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა განაცხადა, დიდ ბრიტანეთს გერმანიისგან Taurus რაკეტების მიღებს სურს, რათა უკრაინას მეტი Storm Shadow-ს რაკეტა გადაეცეს. ქემერონის იდეის თანახმად, გერმანიამ დიდ ბრიტანეთს Taurus-ის რაკეტები უნდა მიაწოდოს, ხოლო ბრიტანული მთავრობა, სანაცვლოდ, უკრაინას დამატებითი რაოდენობით Storm Shadow-ს რაკეტებს მიაწვდიდა. „მზად ვართ, ყველა ვარიანტი განვიხილოთ უკრაინისთვის მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად,“ - განაცხადა ქემერონმა. „ბოლომდე მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან ამა და სხვა საკითხებზე, რათა დავეხმაროთ უკრაინას,” - აღნიშნა ქემერონმა. მან უარყო შიშები იმის შესახებ, რომ უკრაინისთვის ფრთოსანი რაკეტების გადაცემას ომის ესკალაცია შეუძლია. „სრულიად შესაძლებელია ამ იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების გაწესება, რათა გარანტირებული იყოს, რომ ის არანაირად არ შეუწყობს ხელს ესკალაციას,” - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
საგარეო უწყება ადეიშვილზე: ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს ქართული მხარის შეშფოთება ოფიციალურად გადაეცათ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო. „როგორც ელჩებს განემარტათ ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ არის ცნობილი გახმაურებულ საქმეებზე და სამწუხარო ფაქტია, რომ პირი, რომლის დანაშაულებრივი ქმედებები მიმართული იყო დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფო პრინციპების წინააღმდეგ ევროკავშირის ქვეყნებში ოფიციალურ ფორმატებში იღებს მონაწილეობას, რაც ბუნებრივია, სამართლიან შეშფოთებას იწვევს ქართულ საზოგადოებაში და ხელს არ უწყობს ანტიდასავლური განწყობების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის ეფექტიანობას. შეხვედრაზე იმედი გამოითქვა, რომ ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების მხრიდან მომავალში სათანადო რეაგირება მიეცემა მსგავს ფაქტებს. საგარეო უწყებაში ელჩებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა მჭიდროდ ითანამშრომლონ, როგორც ორმხრივი ურთიერთობის აქტიური დღის წესრიგის საკითხების ირგვლივ, ასევე საქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის პროცესში პროგრესისთვის,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მთავრობა: ევროკავშირსა და გერმანიაში ზურაბ ადეიშვილის მასპინძლობა ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია ევროკავშირის წარმომადგენლობა: უკრაინის გენერალურ პროკურორთან გერტ იან კოპმანის შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენა დეზინფორმაციაა
რა პოზიცია აქვს სტოლტენბერგს უკრაინისთვის Taurus-ის რაკატების გადაცემაზე
გერმანია რჩება წამყვან ქვეყნად უკრაინას სამხედრო დახმარების კუთხით და ამ ძალისხმევას მხარს უჭერს ალიანსის მრავალი სხვა მოკავშირე, მათ მცდელობებში, რათა უკრაინამ თავდაცვის უფლების გამოყენება შეძლოს. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ჟურნალისტების კითხვას უკრაინისთვის შორი მანძილის Taurus-ის რაკეტების შესაძლო მიწოდების შესახებ, სტოლტენბერგმა უპასუხა: „თქვენ უნდა გახსოვდეთ, რა არის ეს: ეს არის აგრესიის ომი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინას, რომელიც გაეროს წესდების ნაწილია, საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს და ჩვენ გვაქვს უფლება, დავეხმაროთ მათ თავდაცვის უფლების დაცვაში. მაგრამ მე კონკრეტულ სისტემებზე კონკრეტული მოკავშირეებისთვის გადაცემის საკითხზე, დეტალებში ვერ შევალ. მე უბრალოდ მივესალმები, რომ მოკავშირეები უფრო მეტს აკეთებენ, მათ შორის, გერმანია, რომელიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს უკრაინას,“ აღნიშნა სტოლტენბერგმა. ქემერონი: დიდ ბრიტანეთს გერმანიისგან Taurus-ის რაკეტების მიღებს სურს, რათა უკრაინას მეტი Storm Shadow-ს რაკეტა გადავცეთ „მე ასევე მივესალმები იმას, რომ რამდენიმე მოკავშირე უკრაინას ახლა ასევე აწვდის შორ მანძილზე მოქმედ სისტემებს. დიდი ბრიტანეთი აწვდის Storm Shadow-ს, საკრუიზო რაკეტებს, საფრანგეთი - მსგავს საკრუიზო რაკეტებს, SCALP-ს და მრავალი მოკავშირე ახლა ერთად არიან კოალიციაში, ეხმარებიან უკრაინას მფრინავების მომზადებაში, რომლებიც ამზადებენ მათ F-16-ების მისაღებად. ასე რომ, მოკავშირეები ასევე აწვდიან შორ მანძილზე მოქმედ სისტემებს, რათა დაეხმარონ უკრაინას საკუთარი თავის დაცვაში,“ - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
შოლცი მაკრონთან და ტუსკთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინას მეტ იარაღს დაჰპირდა
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, ვაიმარის სამკუთხედის სამიტის შემდეგ, რომელშიც ასევე შედიან საფრანგეთი და პოლონეთი, ბერლინში 15 მარტს უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის შესახებ გამოაცხადა. გერმანიის კანცლერის თქმით, მოკავშირეები შეიძენენ კიდევ უფრო მეტ სამხედრო აღჭურვილობას უკრაინისთვის "მყისიერი შედეგისთვის, და მთელ მსოფლიო ბაზარზე", რაც ნიშნავს შესყიდვებს ევროკავშირის გარეთ. გარდა ამისა, შოლცმა დასძინა, რომ სამხედრო ტექნიკის წარმოება გაფართოვდება, მათ შორის, „უკრაინის პარტნიორებთან თანამშრომლობით“ და შეიქმნება „შესაძლებლობების ახალი კოალიცია“ რამშტეინის ფორმატში, რათა უზრუნველყოფილი იყოს შორი დისტანციის სარაკეტო არტილერია. ლიდერთა შეხვედრა ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში უნდა დახმარებოდა უთანხმოების მოგვარებას და მსოფლიო საზოგადოებისთვის ერთიანობის დემონსტრირებას მას შემდეგ, რაც ახლახან აშკარა გახდა პარიზსა და ბერლინს შორის მნიშვნელოვანი უთანხმოება და ორმხრივი პრეტენზიები, რაც უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზვნის შესახებ ემანუელ მაკრონის განცხადებებს მოჰყვა.
საფრანგეთი და გერმანია უკრაინაში იარაღის მწარმოებელ ქარხანას ააშენებენ
გერმანიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ უკრაინის შიგნით იარაღის წარმოებას დაიწყებენ, რადგან ევროკავშირის ორი უმსხვილესი ეკონომიკის ლიდერები ცდილობენ, შეცვალონ წარმოდგენელი და არსებული შეშფოთება, რომ რიგ საკითხებზე მათი განსხვავებები ხელს შეუშლის ბლოკს კიევისთვის საკმარისი მხარდაჭერის მობილიზებაში. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქარხნების შესახებ დეტალები არ დააკონკრეტეს, მაგრამ გერმანიის იარაღის მწარმოებელმა Rheinmetall AG-მა გასულ თვეში განაცხადა, რომ უკრაინაში საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოებისთვის ადგილობრივ ერთობლივ პარტნიორთან ერთად, ახალ ქარხანას გახსნის. პარტნიორები შეთანხმდნენ ქარხნის აშენებაზე და ერთობლივად ექსპლუატაციაზე, რომელიც ყოველწლიურად ტყვიების ექვსნიშნა რაოდენობას გამოიმუშავებს.
პოლონეთი და გერმანია უკრაინის მხარდასაჭერად, ჯავშანტექნიკის კოალიციას ქმნიან
პოლონეთი და გერმანია შექმნიან ჯავშანტექნიკის კოალიციას, რომელიც უკრაინის მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული, აცხადებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ კამიში. მისი თქმით, ევროპაში სწრაფი რეაგირების ძალებზე პასუხისმგებლობას პოლონეთი და გერმანია იღებენ. „ივლისიდან ჩვენი საბრძოლო ჯგუფები, რომლებიც შედგება 2,500 პოლონელი ჯარისკაცისგან და 2,500 გერმანელი ჯარისკაცისგან, მზადყოფნაში იქნება სწრაფი რეაგირებისთვის. ეს არის ძალები, რომლებიც ასრულებენ სტრატეგიული კომპასის ამოცანებს," - აღნიშნა კოსინიაკ კამიშმა. კერძოდ, 26 მარტს ვარშავაში, პოლონეთი და გერმანია ააქტიურებენ ჯავშანტექნიკის კოალიციას უკრაინის მხარდასაჭერად. „მეტი პარტნიორი უკვე დარეგისტრირდა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოალიცია," - აღნიშნა კამიშმა. უკრაინაში ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით თებერვლის ბოლოს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა, რომ დასავლეთის ქვეყნებს შეეძლოთ ჯარის გაგზავნა უკრაინის დასახმარებლად. თუმცა, მისი თქმით, ამ საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს. მოგვიანებით, საფრანგეთის ლიდერმა რამდენჯერმე განმარტა, რომ უკრაინაში ძალების გაგზავნა შესაძლოა, საჭირო გახდეს. ბოლოს, მაკრონმა ასეთი განცხადება 17 მარტს გააკეთა. NATO-ს რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგებოდა ამ იდეას, მათ შორის გერმანია, ჩეხეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, ესპანეთი და იტალია. თუმცა, არის ქვეყნები, რომლებსაც სურთ, განიხილონ ასეთი შესაძლებლობა, მათ შორის, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი.
გერმანია უკრაინას 500 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გადასცემს
გერმანია უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების გადასაცემად ემზადება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა რამშტაინის ფორმატში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა. პისტორიუსის თქმით, საუბარია საბრძოლო მასალის დამატებით მიწოდებაზე, რაც გულისხმობს 10 ათას საარტილერიო ჭურვს. დახმარების ახალ პაკეტში ასევე შედის 100 ჯავშანმანქანა და 100 სატრანსპორტო მანქანა. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამშტაინის ფორმატის შეხვედრის გახსნისას განაცხადა, რომ ამერიკა უკრაინის დამარცხებას არ დაუშვებს.
Bloomberg: გერმანია უკრაინისთვის ჭურვების შესაძენად $325 მილიონს გამოყოფს
ბერლინი უკრაინას 300 მილიონი ევროს (325 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფას დაჰპირდა, რათა უკრაინას ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში ასობით ათასი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს. იტყობინება Bloomberg. ჩეხეთს უკრაინისთვის პირველი 300 000 ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება უკვე აქვს. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა. ფიალას თქმით, ჩეხეთის ინიციატივამ, უკრაინას საბრძოლო მასალა მიაწოდონ, ამ დროისთვის 300 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება მოიპოვა, თუმცა პარტნიორების ძებნას გაარძელებენ. „ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ ბევრად მეტი. ჩვენი მუშაობა და დახმარება უკრაინისთვის აქ არ მთავრდება. ვაგრძელებთ პარტნიორების ძებნას, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა რუსი აგრესორის წინააღმდეგ გაბედულ ბრძოლაში,“ – აღნიშნა ფიალამ. ჩეხეთის ინიციატივას სხვა ქვეყნებთან ერთად, ნორვეგია, გერმანია და საფრანგეთიც უერთდებიან.
საფრანგეთი და გერმანია უკრაინაში ტანკების მწარმოებელ KNDS-ის ფილიალის გახსნაზე შეთანხმდნენ
პარიზმა და ბერლინმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც საშუალებას აძლევს ფრანკო-გერმანულ კომპანიას KNDS-ს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ტანკებსაც აწარმოებს, ფილიალი გახსნას უკრაინაში, განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ გერმანელ კოლეგასთან ბორის პისტორიუსთან მოლაპარაკების შემდეგ. „ჩვენ ვაცხადებთ, რომ გერმანულ-ფრანგული კომპანია KNDS უკრაინაში ადგილობრივ ერთეულთან ერთად ფეხს მოიკიდებს,“ - განაცხადა ლეკორნუმ. მისივე თქმით, კომპანიის ფილიალი ჩართული იქნება სათადარიგო ნაწილების წარმოებასა და ადგილობრივი პერსონალის მომზადებაში. 2016 წელს დაუძნებული KMW+Nexter Defense Systems (KNDS) არის ორი ევროპული ჯავშანტექნიკის მწარმოებლის ერთობლივი საწარმო - გერმანული ფირმა Krauss-Maffei Wegmann და ფრანგული Nexter Systems. კომპანიის სათაო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს.
უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, ევროკავშირმაც გააცნობიერა გაფართოების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა - შოლცი
„უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. ევროკავშირმაც გააცნობიერა ამ გაფართოების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა,“ ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში, კონფერენციაზე სახელწოდებით - „ევროპა 2024“ ისაუბარა. „2022 წლის აგვისტოში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ, პრაღაში კარლის უნივერსიტეტში ვისაუბრე ისტორიულ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც ევროპაში ვდგავართ. მაშინაც და ახლაც კითხვა ასეთია: როგორ დავიცვათ ევროპული სამშვიდობო წესრიგი ნეოიმპერიული რუსეთისგან, რომელსაც ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა სურს და რომელშიც დემოკრატია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. მაშ, რა უნდა გააკეთოს თავისუფალმა, დემოკრატიულმა ევროპას თავისი ისტორიის ამ ეტაპზე? უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვაქვს ისტორიული ამოცანა, განვავითაროთ ევროპის სამშვიდობო პროექტი, რაც საშუალებას მისცემს ევროკავშირს, უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება, დამოუკიდებლობა და სტაბილურობა, თუნდაც გარე გამოწვევების ფონზე. სულ რამდენიმე წლის წინ, „ბრექსიტის“ შემდეგ და კოვიდპანდემიის დროს, ყველგან საუბრობდნენ ევროკავშირის დაშლასა და ევროპული პროექტის დასრულებაზე. ჩვენი კავშირი ფართოვდება. ჩვენ ახალი იმპულსი შევძინეთ დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. ევროკავშირმაც აღიარა ამ გაფართოების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა,“ აღნიშნა შოლცმა. რას ცვლის კანდიდატის სტატუსი საქართველოსთვის
ირაკლი კობახიძე გერმანიაში ვიზიტს გეგმავს
საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ პარტნიორობასა და ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პიტერ ფიშერმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. „განიხილეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. ხაზგასმით აღინიშნა გერმანიის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა.აღინიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელიც ახლო მომავალში იგეგმება. ირაკლი კობახიძემ დიპლომატს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ გერმანიის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გერმანია უკრაინას 10 000 საარტილერიო ჭურვს საკუთარი სამხედრო მარაგებიდან მიაწვდის
გერმანია უახლოეს დღეებში უკრაინას გადასცემს 10 000 საარტილერიო ტყვიას საკუთარი სამხედრო მარაგებიდან, განაცხადა გერმანელმა გენერალმა კრისტიან ფროიდინგმა Deutsche Welle-სთან (DW) ინტერვიუში. ფროიდინგმა, რომელიც კოორდინაციას უწევს უკრაინის დახმარებას გერმანიის თავდაცვის სამინისტროში, განმარტა, რომ ეს პარტია კიევში მოსალოდნელი მიწოდების სამი ეტაპიდან მხოლოდ პირველია. „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
გერმანელი გენერალ-მაიორი: უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვითი ტაქტიკა უფრო მოქნილი გახდა
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის სიტუაციური ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა კრისტიან ფროიდინგმა უკრაინის ფრონტზე არსებულ მდგომარეობას საკმაოდ დაძაბული უწოდა. მისი თქმით, ახლა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აიღეს ინიციატივა ხმელეთზე და ჰაერში, მაგრამ უკრაინული ძალები „სტაბილურ თავდაცვას“ ინარჩუნებენ. ფროიდინგმა განმარტა, რომ ბოლო კვირებსა და თვეებში უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვითი ტაქტიკა უფრო მოქნილი გახდა, თავდაცვა უფრო მობილურია. „ეს ნიშნავს, რომ უკრაინის არმია მზადაა, დათმოს გარკვეული სივრცე შეზღუდული მასშტაბით, რათა შეინარჩუნოს საკუთარი ძალები და ხელახლა მოემზადოს თავდაცვისთვის,“ - განმარტა მან DW-სთან ინტერვიუში. „ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ სიტუაციას გასვლის დროსაც კი, რაც ძალიან მოწესრიგებულად ხდება.“ თებერვლის დასაწყისში ფროიდინგმა განაცხადა, რომ უკრაინას მობილიზება სჭირდებოდა ბრძოლის ველზე დანაკარგების შესავსებად და საბრძოლო ნაწილების აღსადგენად. მას ასევე მიაჩნია, რომ უკრაინელ სამხედროებს ძალუძთ ომის დასრულება ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხებით. იმ საჭიროებებს შორის, რაც უკრაინას ყველაზე მეტად გამოადგება რუსული აგრესიის წარმატებით დასამარცხებლად, მან დაასახელა „საარტილერიო ჭურვები, საბრძოლო მასალები და რაკეტები არსებული საზენიტო თავდაცვის სისტემებისთვის (APD), ასევე ჯავშანტექნიკა და მანქანები. გერმანია უახლოეს დღეებში უკრაინას გადასცემს 10 000 საარტილერიო ტყვიას საკუთარი სამხედრო მარაგებიდან, განაცხადა გერმანელმა გენერალმა ამავე ინტერვიუში. ფროიდინგმა, რომელიც კოორდინაციას უწევს უკრაინის დახმარებას გერმანიის თავდაცვის სამინისტროში, განმარტა, რომ ეს პარტია კიევში მოსალოდნელი მიწოდების სამი ეტაპიდან მხოლოდ პირველია.
გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების მსხვილ პაკეტს უგზავნის
დღეს, 28 მარტს, გერმანიამ განაახლა სამხედრო დახმარების ის სია, რომელიც უკვე გადასცა უკრაინას. სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებენ ახალ თვითმფრინავებს, ტანკებისთვის განკუთვნილ ჭურვებსა და არტილერიას. პაკეტში ასევე შედის SATCOM-ის სათვალთვალო სისტემა, 330 ინფრაწითელი კამერა, 2056 RGW90 Matador ყუმბარმტყორცნი და 70 GMG ყუმბარმტყორცნი და სხვა აღჭურვილობა. გერმანიის მთავრობამ ასევე განაახლა იმ დახმარების სია, რომელიც უკრაინას მომავალში მიეწოდება. მათ შორის არის რაკეტები Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, 20 Marder-ის ჯავშანტექნიკა და სხვა აღჭურვილობა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია უახლოეს დღეებში ბუნდესვერის არსენალებიდან 10-ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალის უკრაინაში გადატანას გეგმავს. მანამდე გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა, რომლის ღირებულება 500 მილიონ ევროს შეადგენს.
გერმანია სანქციების დარღვევაში Siemens-ის თანამშრომლების მონაწილეობას იძიებს
ჰამბურგის პროკურატურამ გერმანიის ოთხ და საფრანგეთისა და შვეიცარიის ერთ მოქალაქეს სანქციების დარღვევაში ბრალი წაუყენა, რაც ანექსირებული ყირიმისთვის Siemens-ის გაზის ტურბინების მიწოდებაში მონაწილეობას გულისხმობს. გერმანული მხარის ცნობით, ჰამბურგიდან პეტერბურგში 111 მილიონი ევროს ღირებულების ტურბინების ექსპორტში დახმარებისას, ხუთმა ბრალდებულმა იცოდა, რომ ტურბინების საბოლოო დანიშნულების ადგილი ოკუპირებულ ყირიმში ორი ელექტროსადგური იქნებოდა. Reuters-ის ცნობით, Siemens-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია აგრძელებს ხელისუფლების დახმარებას გამოძიებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი კვლავ კომპანიაში მუშაობს. ხუთივე ეჭვმიტანილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ასაჩივრებს ბრალდებას. 2017 წლის ივლისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ანექსირებულ ყირიმს, სანქციების გვერდის ავლით, Siemens-ის ოთხი ძლიერი გაზის ტურბინა მიეწოდა. ხელშეკრულების საერთო თანხა, 7 ტურბინაზე გათვლით 213 მილიონ ევროს (ერთი ტურბინის ღირებულება, დოკუმენტის თანახმად, 27,95 მილიონი ევროა) შეადგენდა. ანექსირებულ ყირიმს შვიდი ტურბინიდან მხოლოდ ოთხი მიეწოდა. 2014 წლის მარტში რუსეთმა უკრაინის ნახევარკუნძულის, ყირიმის ანექსია მოახდინა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დასავლეთის ქვეყნებმა ყირიმის ანექსია უკანონოდ აღიარეს და რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესეს. კერძოდ, ევროპულ კომპანიებს ეკრძალებათ ბიზნესის კეთება ენერგეტიკის, ტურიზმის, მძიმე მრეწველობისა და ტრანსპორტის სფეროებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიებს ევროკავშირის ქვეყნებში ჯარიმები და სხვა სერიოზული შედეგები ემუქრება.
ბერბოკი: გერმანიის კანცლერს პუტინის არ ეშინია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბარბოკმა კომენტარი გააკეთა კანცლერ ოლაფ შოლცის უარზე უკრაინაში Taurus-ის რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით. კითხვას, ეწინააღმდეგებოდა თუ არა შოლცი Taurus-ის მიწოდებას პუტინის შიშით, ბერბოკმა განაცხადა: ”კანცლერს არ ეშინია პუტინის.” „ზოგიერთი რუსული სამხედრო პროპაგანდა მიზნად ისახავს დასავლური დემოკრატიების გაყოფას და დესტაბილიზაციას. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს მოხდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ წინ გვაქვს არჩევნები - ევროპარლამენტის არჩევნები ან ეროვნული არჩევნები გერმანიაში," - დასძინა ბერბოკმა. საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღიარა, რომ ის იღებს "გაღიზიანებულ კომენტარებს" გერმანიისგან, როდესაც უკრაინა მოუწოდებს ბერლინს, გადასცეს შორი მანძილის Tauru-ის რაკეტები. მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საჯაროდ დაასახელა უკრაინისთვის ამ რაკეტის არმიწოდების სხვადასხვა მიზეზი. შოლცი განმარტავს, რატომ არ გადასცემენ უკრაინას Taurus-ს
შოლცი: უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში მხარს ვუჭერთ, ვიდრე ეს საჭირო იქნება
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში მხარს იქამდე დაუჭერენ, ვიდრე ეს საჭირო იქნება. „მშვიდობა თავისუფლების გარეშე ჩაგვრას ნიშნავს. მშვიდობა სამართლიანობის გარეშე არ არსებობს. სწორედ ამიტომ, ჩვენ უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში მხარს ვუჭერთ, იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. ჩვენ ყველას უფრო მშვიდობიანი სამყარო გვსურს. ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მცხოვრებ ხალხს მშვიდობაზე მეტად არაფერი სურს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გერმანიის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია. „უკრაინის მხარდაჭერა ჩვენთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც აუცილებელია. ათწლეულების განმავლობაში ევროპაში მშვიდობა ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს ემყარებოდა: საზღვრის ხაზების გადაადგილება ძალის გამოყენებით არ უნდა მოხდეს. აღარასდროს! ვლადიმერ პუტინის რუსეთმა ეს პრინციპი დაარღვია. ამ პრინციპის თავიდან ამოქმედება ჩვენს ხელშია. უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებით - მტკიცედ და წინდახედულად,“ - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
გერმანული MBDA Taurus-ის რაკეტების წარმოების განახლებას გეგმავს
გერმანიის MBDA-მ შესაძლოა განაახლოს Taurus-ის რაკეტების წარმოება, მაგრამ ეს მოითხოვს მთავრობის ბრძანებას. ამის შესახებ MBDA-ს მმართველმა დირექტორმა თომას გოტშილდმა Augsburger Allgemeine-თან ინტერვიუში განაცხადა, იტყობინება Ukrinform-ი. "Taurus-ის საწარმოო ხაზი, საცდელი აღჭურვილობა და შესაბამისი დარბაზები ჯერ კიდევ ადგილზეა. ჩვენ შეგვიძლია, დავიწყოთ Taurus-ის წარმოება ნებისმიერ დროს. მაგრამ ამისათვის დაგვჭირდება ამ იარაღის ახალი შეკვეთა," - განმარტა გოტშილდმა. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან „ბევრი სიგნალია“, მაგრამ მწარმოებელს კონტრაქტები სჭირდება. „ახლა ჩვენ გვაქვს გარკვეული რწმენა, რომ ეს კონტრაქტები შესრულდება,” - განმარტა გოტშილდმა. მან ასევე გამოაცხადა Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების წარმოების შესახებ. მისი თქმით, ამ მიმართულებით გერმანიის ინიციატივით რამდენიმე ქვეყანა გაერთიანდა. MBDA-მ გააფორმა კონტრაქტი თავის ამერიკულ პარტნიორ Raytheon-თან ერთობლივი საწარმოს მეშვეობით, შრობენჰაუზენში, ბავარიაში 1000-მდე რაკეტის წარმოებაზე კონტრაქტი ათწლიანია. პირველი რაკეტების მიწოდება სამი წლის განმავლობაში იგეგმება. „უკრაინის ომის მიმდინარეობას რომ გადავხედოთ, ცხადია, რომ ჩვენ გვჭირდება როგორც მაღალი ტექნოლოგია, ასევე მასშტაბები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება საბრძოლო მასალას,“ - აღნიშნა გოტშილდმა. მან ასევე განმარტა, რომ MBDA გერმანია 200 მილიონ ევროზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საწარმოო ხაზების გასაძლიერებლად.
შოლცმა პუტინთან ბოლო სატელეფონო კომუნიკაციის დეტალებზე ისაუბრა
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ბოლო სატელეფონო საუბარი 2022 წლის დეკემბერში შედგა. ამის შესახებ თავად შოლცმა ისაუბრა გაზეთ Markische Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში. შესაბამისი კითხვის საპასუხოდ შოლცმა განაცხადა: „ჩვენი ბოლო სატელეფონო საუბარი იყო 2022 წლის დეკემბერში - მანამდე უფრო ხშირად ვესაუბრებოდით ერთმანეთს.“ კანცლერმა დაამატა, რომ ომამდე რამდენიმე დღით ადრე ისინი "პირისპირ საუბრობდნენ მოსკოვში" ოთხ საათზე მეტი ხნის განმავლობაში. უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ, შოლცმა აღნიშნა, რომ „რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, უკრაინა, ამჟამად უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება, გამოიყურებოდეს ის, რაც სამშვიდობო პროცესამდე მიგვიყვანს.“ „მაგრამ ნება მომეცით, ერთი რამ მკაფიოდ ვთქვა: მშვიდობა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი,” - აღნიშნა შოლცმა. შეგახსენებთ, რუსეთში უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა. მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთმა სანქციები აამოქმედა. გერმანია უკრაინისთვის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
გერმანიამ ევროპაში რუსული დეზინფორმაციის მასშტაბების ზრდის შესახებ განაცხადა
გერმანია ევროპაში რუსული დეზინფორმაციული კამპანიების ზრდის შესახებ იტყობინება. ეს კამპანია მიზნად ისახავს უკრაინის მხარდაჭერის შელახვას. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რალფ ბესტემ Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა. ბესტემ აღნიშნა, რომ რუსული დეზინფორმაციული კამპანიები უფრო მასშტაბური, დახვეწილი და დახვეწილი გახდა. შეგახსენებთ, რომ ჩეხეთსა და პოლონეთში პრორუსული გავლენის ქსელების გამჟღავნების შემდეგ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ შემდგომ მსგავს განცხადებებს სხვა ქვეყნებში. გასულ კვირას ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა მოითხოვა გადაუდებელი დებატები და გამოძიება მას შემდეგ, რაც ამტკიცებდა, რომ რუსეთმა შესაძლოა, მოისყიდა ცალკეული ევროპარლამენტარები თავისი ინტერესების წინსვლისთვის.
გერმანია უკრაინას 180,000 საარტილერიო ჭურვს გადასცემს
ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, გერმანია უკრაინას 180,000 საარტილერიო ჭურვს გადასცემს. შესაბამის ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, გერმანია უკრაინისთვის 576 მილიონი ევროს ღირებულების 180,000 საარტილერიო ჭურვს შეიძენს. გასულ თვეში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინისთვის 478 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა. „შესაბამისად, დახმარების ორივე ღონისძიების ჯამური ღირებულება ერთ მილიარდ ევროზე მეტია,“ - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა.
გერმანიაში, სანქცირებული ტვირთის გადამზიდავი რუსული გემი დააკავეს - მედია
გერმანიაში დააკავეს რუსული გემი სანქცირებული საქონლით, რომელიც შეერთებულ შტატებში უნდა მიეწოდებინათ. შემოწმების დროს საბაჟო ინსპექტორებმა ბორტზე აღმოაჩინეს საქონელი, რომელიც ევროკავშირის სანქციებს ექვემდებარებოდა. უკრაინული Unian-ის ცნობით, როგორც გაზეთი Ostseezeitung-ი იტყობინება, ხომალდს არყის ხე და გამდიდრებული ურანი გადაჰქონდა ამერიკული ატომური ელექტროსადგურებისთვის და ის სწორედ ხის გამო დააკავეს. ტვირთის საერთო ღირებულება დაახლოებით 40 მილიონი ევროა. დაზიანებული გემი იმყოფება გადამზიდავი კომპანიის ფლოტში, რომელსაც აქვს ფილიალები და ოფისები კანადაში, აშშ-ში, რუსეთში (სანკტ-პეტერბურგი) და უკრაინაში (ოდესა) და სხვა ქვეყნებში. 193 მეტრის სიგრძის გემი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მიცურავდა და ტექნიკური პრობლემების გამო, 4 მარტს როსტოკის პორტში იძულებით გაჩერდა. გემ Atlantic Navigator 2-ისა და მის ტვირთის გარშემო გერმანია აწარმოებს გამოძიებას, რომლის დასრულებამდე სატვირთო გემს პორტის დატოვების უფლება არ აქვს. შეგახსენებთ, უკრაინაშინ წარმოებული ომის გამო, რუსეთი დასავლური სანქციების ქვეშაა.
გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროპის თავდაცვის გასაძლიერების სამი ნაბიჯი დაასახელეს
გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პუტინის მიმართ დაშოშმინების პოლიტიკა დაგმეს. „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ანალენა ბარბოკის, სტეფან სეჟურნესა და რადოსლავ სიკორსკის სტატიის თანახმად, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, აჩვენა, რომ ასეთი პოლიტიკა გულუბრყვილოა. მინისტრებმა ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად სამი ნაბიჯი დაასახელეს. სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ასახელებენ სამ ნაბიჯს უსაფრთხოების გასაძლიერებლად. პირველ ნაბიჯად დასახელებულია მშპ-ს, სულ მცირე, ორი პროცენტის დახარჯვა იმ ძალებისა და შესაძლებლობების განვითარებისთვის, რომლებიც საჭიროა კოლექტიური თავდაცვისთვის; ევროპელი დიპლომატები მეორე ნაბიჯად ასახელებენ კონტინენტის სრული ინდუსტრიული პოტენციალის გამოყენებას სამხედრო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, წარმოების გასაძლიერებლად და წარმოების მასშტაბის გასაზრდელად. ამ კუთხით, პრიორიტეტად დასახელებულია ეროვნული თავდაცვის ინდუსტრიებისთვის სავალდებულო გრძელვადიანი კონტრაქტები, მკაფიო ვადები, ფიქსირებული ფინანსური ვალდებულებები და მთავრობებისგან შესყიდვის გარანტიები; მესამე ნაბიჯად განსაზღვრულია ინვესტიცია სამომავლო ტექნოლოგიებში, რათა შენარჩუნებული იყოს ევროპის ტექნოლოგიური უპირატესობა. „მზარდი საფრთხეებისა და უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში, ჩვენ ვიმეორებთ ევროკავშირის ვალდებულებას, გაიზარდოს საერთო თავდაცვისთვის მზადყოფნა და შესაძლებლობები თავისი საჭიროებებისა და ამბიციების შესაბამისად. ევროპის მშვიდობისთვის რუსული იმპერიალიზმი უნდა შეჩერდეს. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ „ნაცრისფერი ზონები“, რადგან პუტინი მათ განიხილავს, როგორც მიწვევას ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვის მიზნით, რუკაზე წარმოსახვითი ხაზების დასახაზად და, საბოლოო ჯამში, სამხედრო ძალის გამოსაყენებლად. უკრაინაში მისმა სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ასევე დაამტკიცა, რომ გულუბრყვილოა რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკა იმ იმედით, რომ ამას შეეძლო მშვიდობის ან სტაბილურობის დაბრუნება კონტინენტზე. სწორედ ამიტომ, ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა აიღონ NATO-ს კოლექტიური ტვირთის სამართლიანი წილი და გამოავლინონ მზადყოფნა, აიღონ მეტი პასუხისმგებლობა ევროპის თავდაცვაზე,“ – აღნიშნულია სტატიაში.
კრამონი პაპუაშვილზე: გერმანულ ორგანიზაციაში კანონის უზენაესობის პროექტებზე მუშაობდა
ევროპარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნების" მიერ „აგენტების შესახებ კანონის" ხელახლა ინიცირების გადაწყვეტილების გამო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს აკრიტიკებს. „ეს არის კაცი, რომელიც გერმანულ ორგანიზაციაში, საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ) ბევრი წელი კანონის უზენაესობის პროექტებზე მუშაობდა. დასავლელი დონორები როგორ შედიან შეცდომაში და სამსახურში აჰყავთ ადამიანები, რომლებიც კანონის უზენაესობის პატივისცემის გარდა, ყველაფერს აკეთებენ, არღვევენ პარლამენტარების უფლებებს და ატარებენ რუსეთის ინტერესებს? სირცხვილი!“ - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ პლატფორმა X-ზე. პაპუაშვილი 2007-2020 წლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებში (GIZ) სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, იყო პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, შემდეგ კი, საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის
„ბუნდესვერი ომისთვის მზად უნდა იყოს“ - პისტორიუსმა გერმანიის შეიარაღებული ძალების სტრუქტურული რეფორმირების შესახებ გამოაცხადა
უახლოეს მომავალში გერმანიაში ერთიანი ოპერატიული სარდლობა ოთხი ძირითადი ტიპის ჯარის, მათ შორის, კიბერ-ჯარები შეიქმნება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა. მისი თქმით, ბუნდესვერი ომისთვის მზად უნდა იყოს. პისტორიუსმა წარმოადგინა შეიარაღებული ძალების სტრუქტურული რეფორმის გეგმები. ტრანსფორმაციის ცენტრალური წერტილი იქნება ბუნდესვერის ერთიანი ოპერატიული სარდლობის შექმნა, რომელსაც დაექვემდებარება ოთხი ტიპის ჯარი - სახმელეთო არმია, საჰაერო ძალები, საზღვაო ძალები და კიბერ და საინფორმაციო თავდაცვის ძალები. „ერთიანი ოპერატიული სარდლობა გააერთიანებს არსებულ ტერიტორიულ სარდლობას და საგარეო მისიების სარდლობას. ეს უზრუნველყოფს „ერთიან ლიდერობას ბუნდესვერის ყველა ოპერაციაში“ და შექმნის „ცენტრალური კონტაქტის ღერძს“ ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორებისთვის,“ აღნიშნა პისტორიუსმა. ახალი, მეოთხე ტიპის ჯარები შეებრძოლებიან დეზინფორმაციულ კამპანიებს და დაიცავენ ბუნდესვერის ქსელებს ჰაკერული თავდასხმებისგან. გარდა ამისა, კიბერ ძალებზე საუბრისას, პისტორიუსმა აღნიშნა ომის მზარდი მნიშვნელობა ელექტრონული ომის გამოყენებით, კერძოდ, ხაფანგში ჩამკეტების გამოყენებით. „რეფორმის მიზანია ბუნდესვერის რესტრუქტურიზაცია ისე, რომ იგი ოპტიმალურად იყოს მომზადებული საგანგებო, თავდაცვისა და ომის შემთხვევაშიც კი,“ - აღნიშნა მინისტრმა. სანდო შეკავების საჭიროება ამავე დროს, პისტორიუსმა ისაუბრა ევროპაში გაზრდილი საფრთხის ფონზე და ხაზი გაუსვა ბუნდესვერის ომისთვის მომზადების მიზანს. გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყონ საიმედო შეკავება, რათა „NATO-ს ტერიტორიაზე თავდასხმის“ იდეა არავის გაუჩნდეს, დასძინა ბორის პისტორიუსმა. მისი თქმით, ამით მან ბუნდესვერის რეფორმის დაწყებას სიგნალი მისცა. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კი, "მომავალი თვეებისთვის დაანონსდა. “ეს გეგმები ითვალისწინებს გერმანიაში 2011 წელს გაუქმებული საყოველთაო გაწვევის შესაძლო დაბრუნებას. ამ საკითხზე გადაწყვეტილება პარლამენტთან ერთად მოგვიანებით მიიღება,“ დასძინა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის აუცილებლობა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ისაუბრა 2025 წელს მისი დეპარტამენტის ბიუჯეტის 6,5 მილიარდი ევროთი გაზრდის აუცილებლობაზე. დღესვე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის $100 მილიარდიანი ფონდის შექმნის იდეა მოიწონა. პისტორიუსმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის NATO-ს ფონდის შექმნის წინადადებას "ყურადღების ღირსი" უწოდა. „ყველაფერი, რაც მხარს დაუჭერს ქვეყანას, რომელიც იცავს თავს რუსეთის შეჭრისგან, მიზანშეწონილია,“ აღნიშნა პისტორიუსმა. ამასთან, პისტორიუსის თქმით, გასათვალისწინებელია უკრაინისადმი დახმარების მოცულობა, რომელიც ცალკეულმა ქვეყნებმა უკვე ცალმხრივად გაუგზავნეს კიევს. გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლციმ 2022 წლის 27 თებერვალს - უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამი დღის შემდეგ წარმოთქვა ძირითადი სიტყვა ბუნდესტაგში, რომლის დროსაც მან აღნიშნა, რომ „საჭიროა, უახლოეს წლებში აღდგეს ბუნდესვერის ძალაუფლება, რომელიც დაზარალდა ასიგნებების შემცირებით.“ ამავე დროს, მან თავდაცვის პოლიტიკის არსებულ “ეპოქაში“ ცვლილებების შესახებ გამოაცხადა. Bloomberg: NATO უკრაინისთვის $100 მილიარდიანი ფონდის შექმნის იდეით გამოდის
გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას
გერმანიის ფედერალური მთავრობა აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის მიერ საკამათო კანონპროექტის კვლავ ინიცირებას. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას. „ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონპროექტი კვლავ განიხილება,“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა. „ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიდის რეფორმების გზით ევროკავშირის წევრობის მიმართულებით და ამით აცხადებს, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია,“ - აღნიშნა მან. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სებასტიან ფიშერმა განაცხადა, რომ „შარშან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათობით ათასი წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შედეგად, ის დღის წესრიგიდან ამოიღეს.“ ის აღნიშნავს, რომ „პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. დაკარგავს თუ არა საქართველო გაწევრიანების ისტორიულ შანსს, სებასტიან ფიშერმა განმარტა, რომ ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება. გერმანიის მედია ვარაუდობს, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი თემა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გახდება. შეხვედრა 12 აპრილს არის დაგეგმილი. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად 3 აპრილს დააბრუნა. მას შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.“ კანონპროექტი ითვალისწინებს უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რისი დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
გერმანიამ ლიეტუვაში ბრიგადის მუდმივად განლაგება დაიწყო
ორშაბათიდან, ლიეტუვაში ეტაპობრივად ჩასვლას იწყებენ გერმანული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა რაოდენობა საბოლოოდ, სამოქალაქო პირების ჩათვლით, 5000-ს მიაღწევს. 8 აპრილს, ვილნიუსში გერმანიის პირველ ოც სამხედრო მოსამსახურესა და გერმანიის სახმელეთო ჯარების მეთაურს დახვდებიან. პირველი ნაკადი ვილნიუსში განლაგდება. ასევე გეგმავენ შემდგომ ღონისძიებებს ბრიგადის გადაადგილებისთვის და კოორდინაციას გაუწევენ ყველა საჭირო ნაბიჯს მათი განლაგებისთვის. გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებით, ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადის განლაგების დაწყება მნიშვნელოვანი ნაბიჯია NATO-ს აღმოსავლეთი ფლანგის გასაძლიერებლად. „მნიშვნელოვანი დღეა ბუნდესვერისთვის. პირველად, ვიწყებთ ასეთი ქვედანაყოფის განთავსებას გერმანიის ფარგლებს გარეთ,“ - განაცხადა ბორის პისტორიუსმა ბერლინში, სადაც ლიეტუვაში პირველი 20 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის ცერემონია გაიმართა. ამ სამხედროებმა უნდა მოამზადონ პირობები გერმანელი ჯარისკაცების შემდგომი გადაყვანისთვის. „ვიცი, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მათ შორის, ადგილზე. ინფრასტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტებს, ადგილზე უნდა იყოს ყაზარმები და ბინები. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ლიეტუვის მხრიდან და გარწმუნებთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბრიგადა თავიდანვე ისე იყოს უზრუნველყოფილი, როგორც საჭიროა,“ - განაცხადა პისტორიუსმა. ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი ვითარების ფონზე, გერმანიის მთავრობამ პირობა დადო, რომ ლიეტუვაში მუდმივად განათავსებს საბრძოლო მზადყოფნაში მყოფ ქვედანაყოფს. ბუნდესვერის ბრიგადამ, რომელიც შედგება დაახლოებით 4 800 ჯარისკაცისგან და ბუნდესვერის 200 სამოქალაქო თანამშრომლისგან, სრულ საბრძოლო მზადყოფნას 2027 წლისთვის უნდა მიაღწიოს. ქვედანაყოფ 45-ე სატანკო ბრიგადის საბოლოოდ ჩამოყალიბება 2025 წელს იგეგმება. 150 სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი მცირე ჯგუფი ლიეტუვაში სამსახურს წელს დაიწყებს. ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიგადის განლაგება გერმანიას თითქმის 800 მილიონი ევრო დაუჯდება. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ბოლოს გერმანიისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრებმა, ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ, ლიეტუვაში გერმანული ბრიგადის განლაგების სამოქმედო გეგმას ხელი მოაწერეს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა მაშინ „ისტორიული შეთანხმება“, ცივი ომის დროს, დასავლეთ გერმანიაში მოკავშირეთა ძალების განლაგებას შეადარა. მაშინ ეს ძალები საბჭოთა თავდასხმის შემთხვევაში, დასავლეთ ევროპის დასაცავად იყვნენ განლაგებულნი. 122-ე მექანიზებული ბატალიონი, რომელიც ამჟამად განლაგებულია სამხრეთ გერმანიაში და 203-ე მექანიზებული ბატალიონი, რომელიც მდებარეობს ქვეყნის დასავლეთში, ლიეტუვაში გადაინაცვლებს. NATO-ს სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომელიც უკვე ლიეტუვაში იმყოფება, ბრიგადის შემადგენელი გახდება. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბრიგადის სრული განლაგება 2027 წლისთვის დასრულდება. ჯამში, ადგილზე დაახლოებით 5000 სამხედრო და სამოქალაქო პირი უნდა ჩავიდეს. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, NATO-მ პირობა დადო, რომ თავის ყოფნას ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარზე გააძლიერებს. გერმანია უკვე ხელმძღვანელობს NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფს ლიეტუვაში. ჯგუფი დაახლოებით, 1000 ჯარისკაცისგან შედგება. ლიეტუვა დიდი ხანია ითხოვს, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადა მუდმივად ყოფილიყო წარმოდგენილი. აქამდე ბერლინი წინააღმდეგობას უწევდა ლიეტუვაში ბრიგადის უმეტესი ნაწილის მუდმივ განლაგებას და ამტკიცებდა, რომ ჯარების სწრაფად განლაგება გერმანიის ბაზებიდანაც შეიძლებოდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები NATO-ს როტაციული წარმომადგენლობების გაზრდას და სამხედრო თანამშრომლობის ახალ საფეხურებზე აყვანას მოითხოვდნენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანია, როგორც NATO-ს წევრი და ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, მზადაა, ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა გააუმჯობესოს. ჯარისკაცების განთავსება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ალიანსის რეგიონულ გეგმებს იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხოს რუსეთის თავდასხმას. თავის მხრივ, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2026 წლისთვის მზად უნდა იყოს. ბალტიისპირეთის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეუერთდნენ. 2014 წლამდე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ძალები არც ჰყოლია განლაგებული. გადაწყვეტილება ბალტიისპირეთში და პოლონეთში მრავალეროვანი ჯარის ნაწილების როტაციის პრინციპით განლაგების შესახებ, ალიანსში მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა. 2017 წლიდან, NATO-მ ბალტიისპირეთის თითოეულ სახელმწიფოში, სამი მრავალეროვნული ბატალიონი როტაციული პრინციპით განათავსა. რუსული აგრესიის და საფრთხეების ზრდის საპასუხოდ, წარმომადგენლობის რაოდენობა იზრდებოდა.
გერმანია დაახლოებით 7 მილიარდი ევროს ღირებულების გემებისა და ჯავშანტრანსპორტიორების შესყიდვას გეგმავს - Bloomberg
გერმანიის მმართველი კოალიცია შეიარაღებული ძალების ყოვლისმომცველი მოდერნიზაციისთვის 7 მილიარდი ევროს (7,6 მილიარდი აშშ დოლარი) დახარჯვას გეგმავს. კერძოდ, ბერლინი ორი საზღვაო ფრეგატის და ასობით ჯავშანტრანსპორტის შეკვეთას გეგმავს. ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცების ცნობით, გერმანიის მთავრობა გამოიყენებს შესაძლებლობას, რომ შეიძინოს ორი დამატებითი საზღვაო ფლოტის F126 ფრეგატი დაახლოებით 3 მილიარდ ევროდ, რითაც მათი საერთო რაოდენობა ექვსს მიაღწევს. ხსენებული გეგმები გერმანიის მცდელობების ნაწილია, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, ბუნდესვერის მოდერნიზება მოახდინოს.
გერმანიაში ბრალი წაუყენეს კაცს, რომელიც სახელმწიფოს დამხობისთვის რუსეთის მხარდაჭერის მიღებას ცდილობდა - პროკურატურა
გერმანიის ხელისუფლებამ ექსტრემისტული მოძრაობის "რაიხსბურგერის" წევრს ბრალი წაუყენა. ის ბრალდებულია ჯგუფის მხარდაჭერაში, რომელიც აპირებდა რუსეთის ტერიტორიულ წყლებში გადაადგილებას. ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, გერმანიის მთავრობის დამხობისთვის რუსეთის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა. ჰამბურგის პროკურატურის ცნობით, ჯგუფის წევრებს, ახალი სახელმწიფოს დაარსების საკითხში, პუტინის სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ. ჰამბურგის პროკურატურამ ჩრდილოეთ გერმანიაში მცხოვრებ 66 წლის კაცს ბრალი წაუყენა ტერორისტული ჯგუფის მხარდაჭერაში და სახელმწიფო ღალატის მომზადებაში დახმარებაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას შესაძლოა, ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს. პროკურორები ამბობენ, რომ იმპერიის ჯგუფი მიზნად ისახავს, შეცვალოს გერმანიის დემოკრატიული წესრიგი ავტორიტარული სისტემით, რომელიც 1871 წლის კონსტიტუციის შემდეგ შეიქმნა. 2022 წელს გერმანიაში მასშტაბური სპეცოპერაცია დაიწყო რაიხსბურგერის მოძრაობის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც გერმანიის შეფასებით, პოლიტიკოსების გატაცებას და ბუნდესტაგის შტურმს გეგმავდნენ.
გერმანია დანაშაულის ზრდის ფონზე, დეპორტაციას დააჩქარებს
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ უცხოელმა დამნაშავეებმა გერმანია უფრო სწრაფად უნდა დატოვონ. გასულ წელს გერმანიაში დანაშაულების საერთო რაოდენობა 5,5%-ით, ხოლო უცხოური წარმომავლობის მქონე ეჭვმიტანილთა რაოდენობა 13,5%-ით გაიზარდა. „დეპორტაციის მკაცრი წესები, რომლებიც ჩვენ შევქმენით, ახლა უნდა აღსრულდეს,“ - განაცხადა ნენსი ფეზერმა. გერმანელმა მინისტრმა სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ვინც წესებს არ იცავს, ქვეყანა უნდა დატოვოს. საქართველომ და გერმანიამ მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
გერმანიამ უკრაინას Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები გადასცა
გერმანიამ უკრაინას 20 Marder-ის ტიპის ჯავშანმანქანა, Wisent-1-ის გამანადგურებელი ტანკი, 2,380 155 მმ-იანი ჭურვი და სხვა დახმარება გადასცა. ამდენად, ბერლინმა კიევს წულ 80 Marder-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანა მიაწოდა. 21 ნოემბერს კიევში ვიზიტისას გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა უკრაინისთვის 1,3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა.
Skynex-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა, Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანები - გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარება გადასცა
გერმანიამ უკრაინას Skynex-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა, 10 Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Leopard-ის ტანკებისთვის საბრძოლო მასალა და სხვა დახმარება გადასცა. გერმანიის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული ახალი პაკეტი ასევე მოიცავს ორ საჰაერო სათვალთვალო რადარს TRML-4D, დრონის აღმომჩენ 30 სისტემას, რაკეტებს IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, 10 სახმელეთო სათვალთვალო რადარს GO12, 155 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალა და საბრძოლო იარაღი ცეცხლსასროლი იარაღისთვის. 4 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის მთავრობა გეგმავს, რომ უკრაინას მიაწოდოს კიდევ ოთხი IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა, ერთი Skynex-ის სისტემა საბრძოლო მასალებით, კიდევ თვითმფრინავის აღმომჩენი 20 სისტემა, ათასობით ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და სხვა დახმარება.
გერმანიამ უკრაინას Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები გადასცა
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების დიდი პაკეტი გადასცა. დახმარების პაკეტი მოიცავს Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, განაღმვის ტანკებს და საარტილერიო ჭურვებს. უკრაინული მედიის ცნობით, პაკეტში შესული შეიარაღების განახლებული სია გერმანიის ფედერაციული მთავრობის საიტზე გამოქვეყნდა. პაკეტშია: Marder-ის ტიპის 20 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, შესაბამისი საბრძოლო მასალით (მანამდე გერმანიამ უკრაინას 40 ასეთი მანქანა გადასცა); WISENT 1-ის ტიპის 2 განაღმვის ტანკი (საერთო ჯამში უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უკვე 8 ასეთი ტანკი ჰყავს); დიდი ტვირთის გადაზიდვისთვის განკუთვნილი ნახევარმისაბმელი 8x8 HX81 და 4 ნახევარმისაბმელი (მანამდე უკრაინას შესაბამისად 50 და 41 ერთეული გადაეცა); 9 ავტოსატრანსპორტო საშუალება (სატვირთო მანქანები, მიკროავტობუსები, ყველგანმავლები); 5 სატვირთო მანქანა 8х8с და სასწრაფო დახმარების 3 ავტომობილი. გერმანია უკრაინას დამატებით, Marder-ის ტიპის 40 საბრძოლო მანქანას გაუგზავნის
ქართველების 90%-ს სურს, შეუერთდეს ევროკავშირს და არა პუტინის რუსეთს - გერმანიის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი ამბობს, რომ „უცხოური აგენტების“ შესახებ შემოთავაზებული კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის წევრობასთან. „დამოუკიდებელი და კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოება არა ხალხის მტერი, არამედ, პირობაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. "ქართულმა ოცნებამ" უნდა მოუსმინოს თავის ხალხს: ქართველების 90%-ს სურს, შეუერთდეს ევროკავშირს და არა პუტინის რუსეთს," - წერს როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
გერმანია საქართველოში ტრანსპორტისა და მობილობის სფეროში რეფორმების მხარდამჭერ პროექტს იწყებს
გერმანიის საელჩომ საქართველოში „მდგრადი მობილობის ახალი გერმანულ-ქართული პროექტის „Connect Georgia“ დაწყების შესახებ გამოაცხადა. პროექტი ითვალისწინებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობას ტრანსპორტისა და მობილობის სფეროში დაგეგმილი მდგრადი რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით. გერმანიის მთავრობის მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მეშვეობით დაფინანსებული ახალი პროექტის “Connect Georgia”-ს გახსნითი ღონისძიება დღეს გაიმართა. „პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები მოიცავს აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებში, ასევე თბილისსა და ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და აქტიური მობილობის (ველოსიპედითა და ფეხით გადაადგილების) გაუმჯობესებას. პროექტის მიზანს წარმოადგენს ასევე მოსახლეობისთვის აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის გაუმჯობესების ხელშეწყობა. პროექტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტს წარმოადგენს საქართველოში მდგრადი ტრანსპორტის მიმართულებით ეროვნული მარეგულირებელი ჩარჩო პირობების გაუმჯობესება, რაც შესაბამისი სამინისტროების, სხვა ეროვნული უწყებებისა და რეგიონული მუნიციპალიტეტების ჩართულობით განხორციელდება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს წარმომადგენელი საქართველოში ვერენა ცელი, საქართველოში გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ლიდია კრისტმანი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სანდრა შენკე და პროექტ “Connect Georgia“-ს ხელმძღვანელი იან რიკმაიერი. „პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანსპორტო კანონმდებლობის ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას და საქართველოს იმ მიზნების მიღწევას, რომლებიც ეხება 2030 წლის კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ ქვეყნის სტრატეგიულ და სამოქმედო გეგმას“, განაცხადა ვერენა ცელმა თავის გამოსვლაში. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ბათუმისა და თბილისის მუნიციპალიტეტების მერიის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
გერმანიამ უკრაინისთვი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა. სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის WISENT 1 გამანადგურებელი ორი ერთეული, 155 მმ კალიბრის 6000 ჭურვი, 30 უპილოტო საფრენი აპარატი Heidrun, 11 მოძრავი განაღმვის სისტემა, 680 Haenel MK556 ტყვიამფრქვევი, სნაიპერული შაშხანები და სხვა საბრძოლო მასალა.
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა
გერმანიამ უკრაინისთვი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გადაცემის შესახებ განაცხადა. სამხედრო დახმარების ახალ პაკეტში შედის WISENT 1 გამანადგურებელი ორი ერთეული, 155 მმ კალიბრის 6000 ჭურვი, 30 უპილოტო საფრენი აპარატი Heidrun, 11 მოძრავი განაღმვის სისტემა, 680 Haenel MK556 ტყვიამფრქვევი, სნაიპერული შაშხანები და სხვა საბრძოლო მასალა.
გერმანიის ხელისუფლება აპირებს, 35 ტანკი შეუკვეთოს იმ ბრიგადისთვის, რომელთა მუმდივი განლაგება ლიეტუვაში დაიწყო - Bloomberg
გერმანიის ხელისუფლება აპირებს, რომ 35 ტანკი შეუკვეთოს იმ ბრიგადისთვის, რომელთა მუმდივი განლაგება ცოტა ხნის წინ ლიეტუვაში დაიწყო. შესაბამის ინფორმაციას Bloomberg-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის თანახმად, გერმანიის თავდაცვის მინისტრს ბორის პისტორიუსს სურს, შეიძინოს 35 დამატებითი Leopard 2 A8-ის ტიპის საბრძოლო ტანკი, რათა ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადა გააძლიეროს - ეს NATO-ს ერთობლივი ძალისხმევის ნაწილია, რათა დაიცვას ევროპის აღმოსავლეთი ფლანგი რუსეთისგან. ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ტაკნების ჯამური ღირებულება მილიარდი ევრო იქნება და ისინი შეავსებენ 18 ტანკს, რომლის შეძენაც გერმანიამ შეისყიდა. გერმანიამ ლიეტუვაში ბრიგადის მუდმივად განლაგება დაიწყო
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. 12 აპრილს გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს გერმანიის ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი უმასპინძლებს. „დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს და გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან,“ ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გერმანიის მედია ვარაუდობს, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი თემა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გახდება. გერმანიის ფედერალური მთავრობა აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის მიერ საკამათო კანონპროექტის კვლავ ინიცირებას. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას. „ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონპროექტი კვლავ განიხილება,“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა. „ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიდის რეფორმების გზით ევროკავშირის წევრობის მიმართულებით და ამით აცხადებს, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია,“ - აღნიშნა მან. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სებასტიან ფიშერმა განაცხადა, რომ „შარშან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათობით ათასი წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შედეგად, ის დღის წესრიგიდან ამოიღეს.“ ის აღნიშნავს, რომ „პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. დაკარგავს თუ არა საქართველო გაწევრიანების ისტორიულ შანსს, სებასტიან ფიშერმა განმარტა, რომ ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება.
გერმანიის ელჩმა დაადასტურა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი კობახიძისა და შოლცის შეხვედრაზე განხილვის თემა იქნება
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ გერმანია გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით. ელჩმა განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ არის შესაბამისობაში იმ პრაქტიკასთან, რაც არის ევროკავშირში. „გერმანია გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ამ კანონპროექტის შესახებ, ეს არ არის შესაბამისობაში იმ პრაქტიკასთან, რაც გვაქვს ევროკავშირში. ჩვენ გვსურს, საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, მაგრამ ამისთვის უნდა დაიცვას ჩვენი სტანდარტები. ეს იქნება განხილვის თემა პრემიერ-მინისტრ კობახიძესა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის,“ – განაცხადა ელჩმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. გერმანიის მედია ვარაუდობდა, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტისას განხილვის ერთ-ერთი თემა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გახდება. გერმანიის ფედერალური მთავრობა აკრიტიკებს საქართველოს მთავრობის მიერ საკამათო კანონპროექტის კვლავ ინიცირებას. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკას. „ჩვენ გარკვეული სინანულით ვუყურებთ იმას, რომ საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების მკაფიო რეაქციის მიუხედავად, კანონპროექტი კვლავ განიხილება,“ - განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერის მოადგილემ, კრისტიანე ჰოფმანმა. „ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიდის რეფორმების გზით ევროკავშირის წევრობის მიმართულებით და ამით აცხადებს, რომ ევროპული ფასეულობების ერთგულია,“ - აღნიშნა მან. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა სებასტიან ფიშერმა განაცხადა, რომ „შარშან, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ათობით ათასი წარმომადგენლის მიერ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შედეგად, ის დღის წესრიგიდან ამოიღეს.“ ის აღნიშნავს, რომ „პრესისა და მედიის თავისუფლება ნებისმიერი დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. დაკარგავს თუ არა საქართველო გაწევრიანების ისტორიულ შანსს, სებასტიან ფიშერმა განმარტა, რომ ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით გადაწყდება.
შოლცი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ: მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ასევე ვიცავთ ევროკავშირის სანქციებს
„მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ასევე ვიცავთ იმ სანქციებს, რომელიც ევროკავშირმა დააწესა,“ - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შოლცმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის უკანონო ოკუპაციის ქვეშ არის, გერმანია კი, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. „ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი იმპერიალისტურ გეგმებს აგრძელებს, ეს ეხება არამხოლოდ რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ, არამედ, არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველო თვითონაც გახლდათ 2008 წელს რუსული აგრესიის მსხვერპლი, საქართველოს ნაწილები რუსული უკანონო ოკუპაციის ქვეშ არის და სწორედ ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ამას ხაზი გავუსვათ, ჩვენ ვერ და არ შევეგუებით ამას, გერმანია კვლავაც მხარს უჭერს და დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს შიგნით. ასევე, ჩვენ მხარს დავუჭერთ ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიას, სადაც გერმანიას ყველაზე მეტი პერსონალი ჰყავს. მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვგმობთ რუსეთის აგრესიას და ასევე ვიცვათ იმ სანქციებს, რომელიც ევროკავშირმა დააწესა. დიდი მადლობა თქვენი ვიზიტისთვის და მიხარია მომავალი თანამშრომლობა,“ - განაცხადა შოლცმა.
შოლცის თქმით, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარების საფუძველია
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს. მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს არის საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარებისთვის. „მომავალი საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად ჩატარდეს. ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარებისთვის. გერმანია საქართველოს სანდო პარტნიორი რჩება. ჩვენ საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით მომავალშიც მხარს დავუჭერთ,“ -განაცხადა შოლცმა.
რა უპასუხა პრემიერმა კანცლერის მოწოდებას, რომ საქართველომ არ მიიღოს ე.წ. უცხოური აგენტების კანონი
გერმანიის კანცლერის მოწოდების შემდეგ, რომ საქართველომ არ მიიღოს, ე.წ. უცხოური აგენტების შესახე კანონი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კანონი სრულად შეესაბამება სამართლიანობის პრინციპებს და რომ ცოტა ხნის წინ მას, ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი, თუმცა კანცლერმა შოლცმა ამავე პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ მსგავსი კანონმდებლობა ევროკავშირში არ არსებობს. ირაკლი კობახიძის თქმით, დემოკრატიულ სახელმწიფოში გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია - ერთადერთი, რასაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, არის ყოველწლიურად ფინანსების გასაჯაროება არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. კობახიძის თქმით, აქამდე ვერ მოხდა დასაბუთება იმისა, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რატომ არ უნდა იყოს დაცული გამჭვირვალობის პრინციპი. „მას შემდეგ რაც მე საქართველოს პრემიერ-მინისტრად დავინიშნე, გადავწყვიტე, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის ქმედუნარიანობისთვის. აღნიშნული კანონის პირობებში სრული უფლება გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობისთვის მინიმალური სტანდარტი მოვთხოვოთ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ქვეყნის ინტერესებით მოქმედებენ, ახორციელებენ გარკვეულ ნაბიჯებს. 2020 წლის შემდეგ იყო ორი შემთხვევა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არა დემოკრატიული არჩევნების გზით, არამედ ქუჩაში გამოსვლების გზით. ბოლო წლების განმავლობაში დაფინანსება მოხდა მათ შორის არალეგალური გზებით, რაც ბოლო პერიოდში პრაქტიკად ყალიბდება. ვხედავთ, რომ აღნიშნული ორგანიზაციები ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზაციას. ჰანს კენზელმა აღნიშნა, რომ ფუნქციონირებადი დემოკრატია უნდა ეფუძნებოდეს სამართალს. მე ეს გერმანიაში ვისწავლე და დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს ძლიერი, დასაბუთებული ფუნდამენტური დემოკრატიის ჩამოყალიბებას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან აღნიშნა, რომ მთავრობა ღიაა პარტნიორებთან დისკუსიისთვის. მისივე განცხადებით, გამჭვირვალობას დემოკრატიულ საზოგადოებაში ალტერნატივა არ გააჩნია. Reuters-ის ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა: „დიდი სიურპრიზია, რომ თქვენ ამ კანონს სრულიად სხვანაირად უყურებთ, ვიდრე კანცლერი და ევროკავშირის ელჩი, რომელმაც ეს კანონი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის წინააღმდეგება ევროკავშირის ფასეულობებს. როგორ ხსნით იმას, რომ თქვენ სრულიად სხვა პოზიციას იკავებთ, ვიდრე ევროპელი პარტნიორები და ევროკავშირი, რომელმაც თქვენი პროგრესი უნდა შეაფასოს და ხომ არ ფიქრობთ, არსებობს იმის საშიშროება, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაზიანდება.“ „უკვე აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი შეესაბამება სამართლიანობის პრინციპებს. ჩვენ გახსნილები ვართ და მზად ვართ, რომ ეს დისკუსია ჩვენს ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ, ქართველ პარტნიორებთან წარვმართოთ. ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია. უკვე აღვნიშნე, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი სრულად შეესაბამება სამართლიანობის პრინციპებს. ჩვენ გახსნილები ვართ და მზად ვართ, რომ ეს დისკუსია ჩვენს ევროპელ, ამერიკელ თუ ადგილობრივ, ქართველ პარტნიორებთან წარვმართოთ, ჩვენი პოზიციები ძალიან მყარია. ერთადერთი რასაც აღნიშნული კანონი ითვალისწინებს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება. ვერავინ იტყვის იმას, რომ ფინანსების გასაჯაროება შეიძლება, უარყოფითად აისახოს ამა თუ იმ ორგანიზაციის საქმიანობაზე. თუ კი მე რამეს არასწორად ვამბობ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გახსნილები ვართ დისკუსიისთვის. შემიძლია, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ რასაც აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების და შესაბამისი მედიაორგანიზაციების ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება. აქედან გამომდინარე, თუ შესაბამისი დისკუსია წარიმართება, რაც კანონპროექტის პირველ წელს განხილვისას არ მომხდარა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოზიციები ძალიან მყარი იქნება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამჭვირვალობას დემოკრატიულ საზოგადოებაში ალტერნატივა არ გააჩნია,“ - უპასუხა ირაკლი კობახიძემ მედიას. პრემიერმა ამავე პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გერმანიის პოზიციამ შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების პოზიტიურად ჩამოყალიბების თვალსაზრისით. კობახიძის თქმით, მან კანცლერს დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა ევროპული ღირებულებებისადმი და აღნიშნა, რომ „საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივას წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება, ევროკავშირში, რომელიც თავისუფალ ხალხებს ლისაბონიდან თბილისამდე აერთიანებს, ისე, როგორც ფედერალურმა კანცლერმა 2 წლის წინ აღნიშნა.“ მისი თქმით, საქართველო გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას ევროკომისიის რეკომენდაციების ფარგლებში. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ გერმანიასთან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება. ოლაფ შოლცის განცხადებით კი, გერმანია იყო და არის საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი. კანცლერმა ამავე დროს აღნიშნა, რომ გერმანია ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს აქტიური პარტნიორი მომავალშიც იქნება, მაგრამ ასევე, ძალიან გრძელი კატალოგი არის იმ რეფორმების, რაც ჯერ კიდევ გასატარებელია. „90-იანი წლებიდან გერმანიის მხარდაჭერა ასრულებს განსაკუთრებულ როლს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენ მადლიერი ვართ ამ მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზეც გერმანიის მხარდაჭერას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და მე მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მადლობა გადავუხადო ჩვენს გერმანელ მეგობრებს და პირადად ბატონ კანცლერს მისი მხარდაჭერისთვის. ამ გადაწყვეტილების მიღების დროს ჩვენ ვიცით, რომ გერმანიის პოზიციამ შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი შესაბამისი გადაწყვეტილების პოზიტიურად ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ყველა კუთხით საქართველოსა და გერმანიას შორის როგორც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით, ასევე, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ დღეს გვქონდა საუბარი ჩვენი თანამშრომლობის ყველა სფეროზე - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, ჩვენთვის აბსოლუტურად ყველა განზომილება ჩვენი თანამშრომლობისა არის მნიშვნელოვანი და დარწმუნებული ვართ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება,” - განაცხადა პრემიერმა. „გერმანია იყო და არის საქართველოს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი. ამიტომ, ჩვენ ძალიან ბევრ შეხვედრაზე ვზრუნავდით და ყოველთვის რეკლამას ვუწევდით იმას, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო. ამას წარმატებით მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ამაზე ვერ შევჩერდებით. ძალიან გრძელი კატალოგი არის იმის, რაც ჯერ კიდევ გასაკეთებელია. ეს კრიტერიუმები თქვენთვის ცნობილია, ეს საჭიროა იმ სამართლებრივი რეჟიმისთვის, რომელიც ევროპასთან აის დაკავშირებული. ეს გახლავთ ეკონომიკური, სამართლებრივი საკითხები. საკითხები, რომელიც ევროპულ შიდა ბაზარს ეხება. ეს გახლავთ ერთიანი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა, სადაც ასევე ინტეგრაცია უნდა მოხდეს და მიჰყვეს საქართველო ევროპის, ევროკავშირის მასშტაბს. აქვე შედის ინსტიტუციური, სამართლებრივი სახელმწიფოს დემოკრატიული რეფორმები და ასე შემდეგ. ჩვენ საქართველოს აქტიური პარტნიორი ვიქნებით, რომ რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მეტი წარმატება მიაღწიოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე, იმ კრიტერიუმების შესრულების გზაზე, რომელიც ამისთვის საჭიროა,“ - განაცხადა თავის მხრივ, შოლცმა. ოლაფ შოლცი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო ამ კანონს არ მიიღებს ცნობისათვის, ევროკავშირის და ამერიკის ელჩებმა აღნიშნეს, რომ კანონპროექტი არც არც ამერიკულია და არც ევროპული. დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ხსენებული კანონპროექტი საქართველოსთვის ევროპის გზიდან ჩამოშორების რისკებს ქმნის. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გახსნას და აშშ მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ პროცესში. ეს განცხადება მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ, 3 აპრილს გააკეთა. „ჩვენ გავეცანით ცნობებს იმის შესახებ, რომ ისინი („ქართული ოცნება“, რედ.) განიხილავენ პოტენციურ კანონმდებლობას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ გასულ წელს ათობით ათასი ქართველი ქუჩაში გამოვიდა, რათა საჯაროთ გაეცხადებინათ თავიანთი ევროპული ამბიციები და უარი ეთქვას ამ კანონის მიღების ბოლო მცდელობაზე. საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნას და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერა,” - განაცხადა მილერმა. 5 აპრილს მან კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულაია რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. იმავე დღეს მილერის განცხადება კიდევ გავრცელდა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავრობას „ნათლად აუხსნეს“ არსებული შეშფოთება. ბოლო განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში 9 აპრილს გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველო შესაძლოა, ევროპულ გზას ჩამოცილდეს და შეიძლება, შეიზღუდოს დამოუკიდებელი მედიაც. მან უპასუხა მედიის წარმომადგენლის შეკითხვას - კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდა და რა შეიძლება, იყოს აშშ-ის შემდგომი პოლიტიკა. ვაშინგტონი ჯერ არ საუბრობს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს შტატები, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. პარლამენტის ბიურომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს მსვლელობა 8 აპრილს მისცა. ბიუროს გადაწყვეტილებით, მასზე მსჯელობა 15 აპრილს, დილით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყება. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია
გერმანია უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას გაუგზავნის
გერმანია უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას სასწრაფოდ მიაწვდის. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის ფედერალურმა სამინისტრომ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა. „გერმანია დაუყოვნებლივ გადასცემს უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის კიდევ ერთ სისტემას რუსული ავიაციის მოსაგერიებლად. ეს დაემატება უკვე მიწოდებულ და აწი გადასაცემად დაგეგმილ სისტემებს," - ნათქვამია პოსტში. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმების გაზრდის გამო, გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის საჰაერო თავდაცვის კიდევ უფრო გაძლიერებაზე, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა. მან აღნიშნა, რომ რუსული ტერორი ჰაერიდან გრძელდება და საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ინფრასტრუქტურის არსებობას, ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობებს. „გმადლობთ, ოლაფ, თქვენი ხელმძღვანელობისთვის. ეს არის უკრაინის მხარდაჭერის ნამდვილი გამოხატულება კრიტიკულ მომენტში,“ წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის კანცლერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
გერმანიის საელჩომ კანცლერ შოლცის განცხადების თარგმანი გაავრცელა
გერმანიის საელჩომ კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადების თარგმანი გაავრცელა. გერმანიის ფედერალური კანცლერის ოლაფ შოლცისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის პრესკონფერენციაზე, რომელიც 2024 წლის 12 აპრილს ბერლინში გაიმართა, ფედერალურმა კანცლერმა შოლცმა განაცხადა: „მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა: ჩვენ, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, კრიტიკულები ვიყავით უცხოური გავლენის ორგანიზაციებთან დაკავშირებულ კანონთან მიმართებით და როდესაც იგი შეაჩერეს, დიდი იმედი გვქონდა, რომ აღარ განიხილებოდა. ამჯერად, ახალი საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც იმავე მიმართულებით მიდის. ჩვენი კრიტიკა, წინა პერიოდის მსგავსად, იგივე რჩება და ვიმედოვნებთ, რომ ამ კანონს ასეთი სახით არ მიიღებენ და ახლაც გათვალისწინებული იქნება კრიტიკული განცხადებები […] ევროკავშირს არ აქვს ასეთი რეგულაცია. არსებობს დისკუსია იმის თაობაზე, რომ რაღაც გაკეთდეს, რაც გარკვეულ სფეროებში გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, თუმცა ეს სხვა რეგულაცია და სხვა კონცეფციაა, ვიდრე ის, რომელზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ. (ევროკავშირში) ის არც მიუღიათ და სავარაუდოდ, არც მიიღებენ. არსებობდა გარკვეული რეგულაცია უნგრეთში, რომელიც ევროპის სასამართლომ გააუქმა.“ რა უპასუხა პრემიერმა კანცლერის მოწოდებას, რომ საქართველომ არ მიიღოს ე.წ. უცხოური აგენტების კანონი
ისრაელზე თავდასხმის გამო, გერმანია, საფრანგეთი და ბელგია ირანის ელჩებს იბარებენ
ისრაელზე ბოლო თავდასხმასთან დაკავშირებით გერმანიის, საფრანგეთისა და ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროებში ირანის ელჩები დაიბარეს. ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ელჩი სეიედ მოჰამად ალი რობაჯაზი დაიბარეს სამინისტროში, სადაც მას განუცხადეს, რომ „ბელგიამ მკაცრად დაგმო ირანის თავდასხმა ისრაელზე.“ „ჩვენი ქვეყანა მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, რათა თავიდან იყოს აცილებული რეგიონული ესკალაცია," - დასძინა სამინისტრომ. DW-ის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ირანის ელჩი დეპარტამენტში დაიბარეს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ დაიბარა ირანის ელჩი. „საფრანგეთი პარტნიორებთან ერთად სიტუაციის დეესკალაციისთვის მუშაობს და ყველას თავშეკავებისკენ მოუწოდებს,“ დასძინა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. Financial Times-ის ცნობით, ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას განიხილავს. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 16 აპრილს შეხვედრას გამართავენ და იმსჯელებენ დაძაბულობის გაღრმავებაზე ახლო აღმოსავლეთში, ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემდეგ - აცხადებს ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ჯოზეფ ბორელი. „ირანის მხრიდან ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, [16 აპრილს] მოვიწვიე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო ... შეხვედრა", - წერს ბორელი პლატფორმა X-ზე და აღნიშნავს რომ „მიზანიამ წვლილი შეიტანონ რეგიონის დეესკალაციასა და უსაფრთხოებაში." 13-14 აპრილს, ირანმა ისრაელზე უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით მიიტანა იერიში. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ირანმა გამოიყენა 300-ზე მეტი დრონი და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერიეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს ირანული დრონების და რაკეტების ჩამოგდებაში აშშ დაეხმარა.
სი ძინპინმა გერმანიის კანცლერს უმასპინძლა - რაზე გამახვილდა ყურადღება პეკინში
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთში 12 აპრილს, სამდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ის ქვეყნის პრეზიდენტ სი ძინპინს უკვე შეხვდა. ოლაფ შოლცი ჩინეთში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. შოლცთან ერთად, ჩინეთში იმყოფებიან გერმანული ბიზნესის წარმომადგენლებიც. შეხვედრის დროს სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და გერმანიას მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობები აქვთ, რაც სტაბილური ტემპით კიდევ უფრო ღრმავდება. თავის მხრივ, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანია და ჩინეთი ტექნოლოგიის სფეროებში მოწინავე ქვეყნები არიან და მათ შორის მხოლოდ სამართლიანი და ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს. გერმანიის კანცლერის რანგში ეს მისი მეორე ვიზიტია ჩინეთში. შოლცს თან ახლავს სამი მინისტრი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის საკითხებზე. დელეგაციაში შედიან წამყვანი გერმანული კომპანიების, კერძოდ, Siemens-ის, BMW-ს, Mercedes-Benz-ის წარმომადგენლები. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, შოლცის ვიზიტი ხორციელდება მაშინ, როდესაც გერმანია და მისი დასავლელი მოკავშირეები უპირისპირდებიან ჩინეთს მთელ რიგ საკითხებში, მათ შორის, ვაჭრობის, ტაივანის, ადამიანის უფლებებისა და მისი კავშირების შესახებ რუსეთთან. გერმანიის დელეგაციამ სი ძინპინთან შეხვედრას „კარგი“ უწოდა. მასთან შეხვედრის წინ, შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი საფრთხეს უქმნის "მთელ საერთაშორისო წესრიგს." ბერბოკმა განმარტა, რამ მოახდინა გავლენა ჩინეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის ცვლილებაზე გერმანიის კანცლერმა ბირთვული ესკალაციის საფრთხეზეც ისაუბრა. „ნათელია, ჩვენ ორივემ ნათლად განვაცხადეთ ჩვენს ბოლო შეხვედრებზე აქ, პეკინში, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას საფრთხეც კი არ უნდა შეექმნას. მინდა, თქვენთან ერთად განვიხილო, თუ როგორ შეგვიძლია, მეტი წვლილი შევიტანოთ უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში,“ - აღნიშნა შოლცმა. შოლცის ვიზიტის წინ ვაშინგტონმა ჩინეთი დაადანაშაულა რუსეთის შეიარაღების სექტორის გაძლიერებულ მხარდაჭერაში. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ამბობს, რომ ორმხრივი კავშირები გერმანიასთან, სტაბილურად განვითარდება იმ პირობით, რომ ორივე სახელმწიფო პატივს სცემს ერთმანეთის განსხვავებებს და ისინი ეძებენ „საერთო ნიადაგს.“ „ჩვენ უნდა შევხედოთ და განვავითაროთ ორმხრივი ურთიერთობები ყოვლისმომცველი გზით გრძელვადიანი და სტრატეგიული პერსპექტივიდან,” - განუცხადა მან გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში. ბერლინმა გასულ წელს წამოიწყო „რისკებისგან თავის დაღწევის“ სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავდა გერმანიის ზედმეტად მჭიდრო კავშირის შეჩერებას მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკასთან. „ვიდრე ორივე მხარე დაიცავს ურთიერთპატივისცემას, ეძებს საერთო ენას და ინარჩუნებს განსხვავებებს, ურთიერთობს და სწავლობს ერთმანეთისგან და მიაღწევს მომგებიან თანამშრომლობას, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სტაბილურად განვითარდება,“ განუცხადა ჩინეთის პრეზიდენტმ გერმანიიც კანცლერს. თავის მხრივ, შოლცმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და გერმანიას შორის კონკურენცია უნდა იყოს სამართლიანი და გააფრთხილა ჩინეთის ხელმძღვანელობა ავტოინდუსტრიაში პროტექციონისტულ პოზიციასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ჩინური წარმოების მანქანები მისასალმებელია გერმანულ ბაზარზე იქამდე, ვიდრე კონკურენცია "სამართლიანი" იქნება. „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რომ არ იყოს დემპინგი, რომ არ იყოს ჭარბი წარმოება, რომ საავტორო უფლებები არ ირღვეოდეს,“ - ასეთია შოლცის პოზიცია. მან მოუწოდა ჩინეთს, შექმნას თანაბარი პირობები ვაჭრობისთვის. გერმანიის მთავრობა და გერმანული ბიზნესი ასევე უფრთხილდებიან ტაივანთან დაკავშირებით რაიმე პოტენციურ სამომავლო კონფლიქტს. შოლცის ვიზიტი დღეს დასრულდა.
გერმანიამ უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის ახალ ინიციატივა წამოიწყო
გერმანიამ უკრაინისთვის უფრო კრიტიკულად საჭირო საჰაერო თავდაცვის უზრუნველსაყოფად, ახალი ინიციატივა წამოიწყო. იტყობინება Tagesschau 17 აპრილს, გერმანიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების სპიკერებზე დაყრდნობით. ბერლინმა ევროკავშირისა და NATO-ს პარტნიორებს უკვე მიმართა, რადგან რუსეთის გაძლიერებული საჰაერო თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე კვლავ ხაზს უსვამს საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემების მზარდ დეფიციტს. 17 აპრილის დილით, ქალაქ ჩერნიგოვზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი მიმართავენ ევროკავშირს, NATO-ს და მესამე მხარის ქვეყნებს ახალი ინიციატივით, რომელიც ასევე განიხილება დიდი შვიდეულის (G7) საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ამ კვირაში. უკრაინას საბრძოლო მასალის დეფიციტს ემუქრება, რადგან აშშ-ის მნიშვნელოვანი დაფინანსება რესპუბლიკელებმა კონგრესში თვეების განმავლობაში დაბლოკეს და ევროკავშირი ვერ ახერხებს საბრძოლო მასალის დროულად მიწოდებას. „გერმანიის ინიციატივა პასუხობს უკრაინაში არსებული ვითარების ცვალებად ბუნებას,“ განაცხადა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ბრიფინგზე და დასძინა, რომ არაერთმა ქვეყანამ გამოხატა თავისი ინტერესი. „ეს არ მოხდებოდა, თუ უკრაინა მიიღებდა საკმარის საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას,“ - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, უკრაინას სჭირდება Patrio-ის 25 სისტემა რათა დაიცვას მთელი ქვეყანა რუსეთის თავდასხმებისგან. გერმანია შეერთებული შტატების შემდეგ, უკრაინის მეორე უმსხვილესი სამხედრო დონორია.
გერმანიამ დააკავა ორი რუსი აგენტი, რომლებიც უკრაინის სამხედრო დახმარების ჩაშლას გეგმავდნენ - მედია
გერმანიაშ, ბავარიაში დააკავეს სავარაუდოდ, ორი აგენტი, რომლებიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებისთვის მუშაობდნენ და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებში დივერსიის მოწყობას აპირებდნენ, რათა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა ჩაეშალათ. ამის შესახებ გერმანულმა გამოცემა Spiegel-ი წერს. მთავარი ბრალდებული არის 39 წლის რუსულ-გერმანული წარმოშობის ბავარიელი დიტერ ს. გამომძიებლები დარწმუნებულნი არიან, რომ დიტერ ს. 2023 წლის ოქტომბრიდან დაუკავშირდა რუსეთის სპეცსამსახურების საკონტაქტო პირებს გერმანიაში დივერსიული ოპერაციების შესახებ. ვარაუდობენ, რომ ის დათანხმდა სამხედრო ინფრასტრუქტურის, იარაღის ქარხნებისა და სამრეწველო ობიექტების ცეცხლის წაკიდებას და დაბომბვას. გამოძიება მიიჩნევს, რომ დიტერ ს-ის თანამზრახველი იყო 37 წლის ალექსანდრე ჯ., ასევე რუსულ-გერმანული წარმოშობის, რომელსაც ფედერალური პროკურატურა რუსეთის დაზვერვის სასარგებლოდ აგენტობაში ადანაშაულებს. გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი ადგილი, სადაც დაკავებულები ჯაშუშობდნენ, ბავარიის გრაფენვუერში მდებარეობს. სხვა საკითხებთან ერთად, ეს არის მნიშვნელოვანი სამხედრო სასწავლო მოედანი, სადაც აშშ-ის არმია უკრაინელ სამხედროებს, მაგალითად, აბრამსის მთავარ საბრძოლო ტანკებზე წვრთნის. დიტერ ს.-ს ასევე ბრალად ედება საზღვარგარეთ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა. იმის გამო, რომ ის ფლობდა ცეცხლსასროლ იარაღს, ფედერალურმა პროკურორებმა მის წინააღმდეგ გამოძიებაც დაიწყეს საფრთხის შემცველი ძალადობრივი აქტის მომზადების ბრალდებით. გამოცემის ცნობით, დიტერ ს. და ალექსანდრე ჯ. ოთხშაბათს კარლსრუეში გადაიყვანეს და ფედერალური სასამართლოს მოსამართლეების წინაშე წარდგნენ. ორივე დააკავეს. ჩეხეთის რესპუბლიკამ ადრე განაცხადა, რომ რუსეთს ჰქონდა „ათასობით“ მცდელობა, ჩარეულიყო ევროპული სარკინიგზო ქსელების მუშაობაში და ეს იყო ევროკავშირის დესტაბილიზაციის კამპანიისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დივერსიის მცდელობის ნაწილი. ჩეხეთსა და პოლონეთში პრორუსული გავლენის ქსელების ბოლოდროინდელი გამოვლენის შემდეგ, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ ფიალამ განაცხადა, რომ შემდგომი მსგავსი განცხადებები სხვა ქვეყნებშიც უნდა იყოს მოსალოდნელი.
გერმანიის ვიცე-კანცლერი დაუანონსებელი ვიზიტით კიევში ჩავიდა
გერმანიის ვიცე-კანცლერი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა, რობერტ ჰაბეკმა კიევში ჩასვლისას აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი იმის ნიშანია, რომ გერმანია უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერას აგრძელებს. „რუსეთის სასტიკი და უკანონო დაპყრობითი ომის მესამე წელსაც კი, გერმანია უკრაინის გვერდით მტკიცედ დგას,“ - განაცხადა რობერტ ჰაბეკმა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა, რობერტ ჰაბეკი მოლაპარაკებებს უკრაინის ეკონომიკის მინისტრთან, იულია სვირიდენკოსთან და ენერგეტიკის მინისტრთან, გერმან გალუშენკოსთან გამართავს.
გერმანული კომპანია უკრაინას IRIS-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის კიდევ ერთ სისტემას მიაწვდის
IRIS-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის კიდევ ერთი სისტემა უკრაინაში რამდენიმე კვირაში იქნება, - ამის შესახებ იარაღის მწარმოებელი გერმანული კომპანია Diehl Defense-ის ხელმძღვანელმა ჰელმუტ რაუხმა განაცხადა. „ჩვენი სამი სისტემა უკვე უკრაინაშია და კიდევ უფრო მეტის მიწოდება მიმდინარე წლის განმავლობაში მოხდება. შემდეგი სულ რამდენი კვირაში იქნება,“ - განაცხადა ჰელმუტ რაუხმა. ჰელმუტ რაუხი დღეს კიევში გერმანიის ვიცე-კანცლერ რობერტ ჰაბეკთან ერთად ჩავიდა.
როთი: "უცხოური აგენტების კანონს“ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება
გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა განაცხადა, რომ გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება "უცხოური აგენტების კანონს." მან მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, გაიწვიონ ხსენებული კანონპროექტი. „ძვირფასო, კობახიძე, გერმანიის ელჩმა ჩვენი კანცლერის სწორი ციტირება მოახდინა! მინდა, დაგამშვიდოთ, გერმანიის ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება "უცხოური აგენტების კანონს." გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი! სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ ევროკავშირის ღირებულებებისთვის," წერს როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები
დრონების გერმანულმა მწარმოებელმა უკრაინაში ქარხანა გახსნა
გერმანულმა მწარმოებელმა Quantum Systems-მა 18 აპრილს, უკრაინაში დრონების ქარხანა და განვითარების ცენტრი გახსნა. Quantum Systems არის კომპანია, რომელიც მოწინავე Vector-ის სადაზვერვო თვითმფრინავებს ავითარებს, რომელთაგან 212 უკრაინას გერმანიის მთავრობამ უკვე მიაწოდა. ქარხანა კომპანიის მეორე ადგილია უკრაინაში და მოსალოდნელია, რომ ყოველწლიურად, ის გაზრდის წარმოების სიმძლავრეს 1000 დრონამდე, სათადარიგო ნაწილების წარმოების ჩათვლით. წლის ბოლომდე შესაძლოა, 100-მდე ადამიანი დასაქმდეს. მწარმოებელი 6 მილიონ ევრომდე ($6.4 მილიონი) ინვესტიციას განახორციელებს ახალ წარმოებაში მომდევნო ორი წლის განმავლობაში. Quantum Systems-მა პირველად უკრაინისთვის დრონების მიწოდება 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიწყო. მომდევნო წელს ფირმამ ასევე დააარსა სერვისის, მხარდაჭერის, ტრენინგის და ლოგისტიკური ცენტრი უკრაინაში. კომპანიამ პირობა დადო, რომ 2024 წლის ბოლომდე კიევს 500 სადაზვერვო თვითმფრინავით მიაწვდიდა. უპილოტო სისტემები გახდა მთავარი შესაძლებლობა რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხარისთვის, რადგან კიევი აძლიერებს შიდა წარმოებას და დრონების იმპორტს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ თებერვალში მოაწერა ხელი განკარგულებას უკრაინის შეიარაღებული ძალების ცალკეული ფილიალის შექმნის შესახებ, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებზე იქნება ფოკუსირებული. სტრატეგიული ინდუსტრიის მინისტრის მოადგილემ ჰანა ჰვოზდიარმა განმარტა, რომ უკრაინას აქვს შესაძლებლობა, აწარმოოს 150,000 ასეთი აპარატი ყოველთვიურად და შესაძლოა, წლის ბოლომდე 2 მილიონი დრონის წარმოება შეძლოს.
შოლცი ამბობს, რომ წიაღისეული საწვავის ეპოქა მალე დასრულდება
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჰანოვერში სავაჭრო ბაზრობის გახსნაზე განაცხადა, რომ წიაღისეული საწვავის ეპოქა დასასრულს უახლოვდება. კანცლერის თქმით, გერმანია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ 2030 წლისთვის ენერგიის 80% განახლებადი წყაროებიდან გამოიმუშაოს. შოლცმა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს, რომელიც ასევე დაესწრო გამოფენას, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მანვე დასძინა, რომ ენერგეტიკული ბაზრის ამჟამინდელ პირობებში, ნორვეგია შეიძლება, ეკოლოგიურად სუფთა რესურსების - ქარისა და ჰიდროენერგეტიკის მთავარი მიმწოდებელი გახდეს. „რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი მკაფიონი ვართ: წიაღისეული საწვავის ეპოქა დასასრულს უახლოვდება. ყველა ჩვენგანისთვის ეს ნიშნავს სამრეწველო პროცესების შეცვლას,“ - განმარტა შოლცმა.
გერმანიაში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები დააკავეს
გერმანიაში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილები, სამი პირი დააკავეს. ორი კაცსა და ერთ ქალს ბრალად ედებათ ჩინეთის საიდუმლო სამსახურებთან თანამშრობლობა, სამხედრო ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გადაცემის მიზნით. დაკავების მომენტში ეჭვმიტანილებს მოლაპარაკება ჰქონდათ კვლევით პროექტებზე, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო ჩინეთის საზღვაო საბრძოლო ძალის გაფართოების მიზნით - ამბობენ პროკურორები. ჩინეთს ამ ცნობებზე ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია.
ლიეტუვაში გერმანული არმიის სამხედრო წვრთნები იწყება
ლიეტუვაში გერმანული არმიის სამხედრო წვრთნები იწყება. ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, დღეს ლიეტუვაში ბუნდესვერის მასშტაბური სამხედრო წვრთნები Grand Quadriga 2024 იწყება. ბუნდესვერის სამხედრო წვრთნებში ლიეტუვის არმიის ქვედანაყოფებიც ჩაერთვებიან. სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას 3 ათასზე მეტი გერმანელი სამხედრო მოსამსახურე და 200 ერთეული სამხედრო ტექნიკა მიიღებს. ლიეტუვაში გერმანული არმიის სამხედრო წვრთნები მაისის ბოლომდე გაგრძელდება. გერმანიამ ლიეტუვაში ბრიგადის მუდმივად განლაგება დაიწყო
ევროპარლამენტარის თანამშრომელი ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი
მემარჯვენე პოპულისტური პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ერთ-ერთი წევრის თანამშრომელი დრეზდენში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ეჭვმიტანილი, 43 წლის ციან გ. პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” წევრ ევროპარლამენტარ მაქსიმილიან კრაგის გუნდში მუშაობს. კრაგის ოფიციალურ ვებგვერდზე მის პოზიციად მითითებულია "აკრედიტებული თანაშემწე." ციან გ. ეჭვმიტანილია უკანონო ჯაშუშურ საქმიანობაში, მათ შორის ჩინელი ოპოზიციონერების თვალთვალში და გერმანიის პარლამენტის მუშაობის შესახებ ინფორმაციის პეკინისთვის გადაცემაში. გერმანიის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ციან გ. ჩინეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელია და რომ მიმდინარე წლის იანვარში მან თავის დამკვეთებს გადასცა ინფორმაცია ევროპარლამენტში მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების შესახებ. “ალტერნატივა გერმანიისთვის” პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ციან გ.-ს დაკავების შესახებ ცნობები "ძალიან შემაშფოთებელია."
მიხაილ როთი „ევროპული ღირებულებების დამცველ“ ქართველ ახალგაზრდებს მადლობას უხდის
გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა ქართველი ახალგარდებისადმი სამადლობელი პოსტი. „არც ივანიშვილი [და] არც სააკაშვილი არ არიან საქართველოს ნათელი მომავლის სიმბოლოები შუაგულ ევროპაში. ეს არის ევროპული ღირებულებების დამცველი მამაცი ახალგაზრდა თაობა! მადლობა!”, - წერს როთი, რომელიც ბოლო პერიოდში ხშირად აკრიტიკებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს. ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
გერმანიის საგარეო უწყება: მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს საქართველოს გზა ევროპული მომავლისკენ
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. უწყების შეფასებით, საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ. „ათასობით ადამიანი საქართველოში, სიტყვის თავისუფლებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ყოველ ღამით გამოხატავს პროტესტს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ," - წერს გერმანიის საგარეო უწყება სოციალურ პლატფორმა X-ზე განთავსებულ პოსტში. ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
საფრანგეთი და გერმანია ახალი თაობის საბრძოლო ტანკს განავითარებენ
საფრანგეთი და გერმანია თანხმდებიან, რომ 2040 წლამდე, ახალი თაობის საბრძოლო ტანკს განავითარებენ. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა პარიზში, ცერემონიის დროს, 26 აპრილს, ახალი თაობის საბრძოლო ტანკის, ხელოვნური ინტელექტითა და ლაზერული ტექნოლოგიებით ერთობლივი განვითარების გეგმები დაამტკიცეს. მემორანდუმი განსაზღვრავს მწარმოებლებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სატანკო სისტემებზე. ბორის პისტორუსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარიზსა და ბერლინს სურთ ხელშეკრულებების გაფორმება 2024 წლის ბოლომდე, "რაც ძალიან ამბიციური ამოცანაა."
შოლცმა ალიევს უმასპინძლა: 2024 წელი სამხრეთ კავკასიისთვის მშვიდობის წელი უნდა იყოს
გერმანიის კანცლერის განცხადებით, სხვა საკითხებთან ერთად, მან ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე განიხილა რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ და ამ ომის გავლენა აზერბაიჯანსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონზე. შოლცის თქმით, 2024 წელი სამხრეთ კავკასიისთვის მშვიდობის წელი უნდა იყოს. „მინდა, მოვუწოდო ორივე ქვეყანას გამოიჩინონ ნება და გამბედაობა საჭირო კომპრომისებზე წასასვლელად. 2024 წელი შეიძლება, და უნდა იყოს მშვიდობის წელი რეგიონისთვის. ეს არის შესაძლებლობა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა. ბოლო ცნობები სადემარკაციო ხაზთან დაკავშირებით წინასწარი შეთანხმების შესახებ, გამამხნევებელია. ახლა მნიშვნელოვანია ამ იმპულსის შენარჩუნება და შემდგომი გაბედული ნაბიჯების გადადგმა,“ აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. მან რეგიონის შესაძლებლობებსაც გაუსვა ხაზი. „მიმაჩნია, რომ რეგიონში დიდი პოტენციალი არსებობს მწვანე და წყალბადის ენერგიის სფეროებში თანამშრომლობისთვის და გერმანული კომპანიები დაინტერესებულნი არიან აზერბაიჯანთან თანამშრომლობით, ძირითადად, როგორც აღვნიშნე, წყალბადის და განახლებადი ენერგიის სფეროებში. რა თქმა უნდა, ამისათვის უნდა არსებობდეს შესაბამისი ჩარჩო პირობები. აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში და ის არის მნიშვნელოვანი პარტნიორი. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ თანამშრომლობისთვის და ენერგომომარაგების სტაბილურობაში თქვენი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ჩვენ ასევე განვიხილეთ სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია. მე ვიტყოდი, რომ ცივილიზებულ საზოგადოებაში დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია ცოცხალი კრიტიკის არსებობა. აზრის თავისუფლება და მედიის თავისუფლება უნდა არსებობდეს. ბატონო პრეზიდენტო, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ რთულ პერიოდში სხვადასხვა სფეროში მოლაპარაკებებისთვის. ორივე ვთანხმდებით, რომ შევძლებთ გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ არსებული თანამშრომლობა,“ აღნიშნა შოლცმა. მანამდე, 22 აპრილს ალიევი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ალიევის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვდრა მოსკოვისა და ბაქოს ურთიერთობების განვითარებას ახალ ბიძგს მისცემს. ალიევის თქმით, „რუსეთი წარმოადგენს ფუძემდებლურ ქვეყანას კავკასიაში უსაფრთხოების თვალსაზრისით და ფართო გეოგრაფიითაც, ქვეყნების ურთიერთქმედებაზე ბევრია დამოკიდებული.“ რაც შეეხება შოლცთან შეხვედრის შემდგომ კომენტარებს, ალიევის თქმით, ბაქო დიდად აფასებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს. მანვე აღნიშნა, რომ ბაქო მზადაა, ითანამშრომლოს ქვეყნებთან, რომლებიც სამშვიდობო პროცესს ხელს შეუწყობენ. „დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე პროცესის შედეგად დაიწყო საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია. ჩვენ დაგვიბრუნდა ოთხი აზერბაიჯანული სოფელი, რომლებიც 1990 და 1992 წლებში იყო ოკუპირებული. ასევე, უნდა ვთქვა, რომ დღეს, დილით მუშაობა შეაჩერა აზერბაიჯანში მდებარე რუსეთ-თურქეთის ერთობლივმა მონიტორინგის ცენტრმა. ამის საჭიროება უკვე აღარ არსებობს. შესაბამისად არის მშვიდობის მისაღწევად ძალიან კარგი შესაძლებლობები. ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ქვეყნებთან, რომლებსაც სურთ, ხელი შეგვიწყონ ამ საკითხში. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში გადაიდგმება პოზიტიური ნაბიჯები ამ მიმართულებითაც. ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ გერმანიის მხარდაჭერას ამ სფეროში და მადლობელი ვართ ამისთვის,“ – აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა. შოლცმა ამავე პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა უკრაინაში ასობით ათასი ადამიანის ტანჯვა გამოიწვია საერთაშორისო სამართლის დარღვევით. ეს დაუნდობელი ხოცვა უნდა დასრულდეს. პუტინმა უნდა დაასრულოს ომი, გაიყვანოს ჯარისკაცები და სრულად აღიაროს და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ამ დღეებში ევროპის გული თბილისში ცემს“ - ბუნდესტაგის წევრი გუშინდელ აქციას შეუერთდა
გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საკითხთა კომიტეტის წევრი, თომას ჰაკერი 28 აპრილს, თბილისში, „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციას დაესწრო. მის განცხადებას ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის სამხრეთ კავკასიაში ავრცელებს. „ქართულ ოცნებაზე“ ჯერ კიდევ მოუხდენია შთაბეჭდილება გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს და მათი მხრიდან დათმობის არანაირი ნიშანი არ ჩანს. ეს კანონი მიზნად ისახავს კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას. მმართველი პარტია, როგორც ჩანს, სრულად არის მოწყვეტილი საქართველოს მოქალაქეების სურვილებსა და იმედებს. ის ბოიკოტს უცხადებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. პარლამენტმა უნდა შეწყვიტოს კანონის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ევროკავშირმა უნდა განიხილოს პერსონალური სანქციები კანონის არქიტექტორების წინააღმდეგ და სერიოზულად განიხილოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება. ქართველი ხალხი, რომელიც ყოველდღიურად მამაცურად აპროტესტებს ხელისუფლებას და რუსეთის მიერ ძალით თავს მოხვეულ კანონს, ჩვენს პატივისცემას და აღფრთოვანებას იმსახურებს. გუშინ შევძელი, რომ მშვიდობიანი აქციის თანმხლები ვყოფილიყავი და მივხვდი, რომ ამ დღეებში ევროპის გული თბილისში ცემს.“
გერმანიამ უკრაინას IRIS-T-ის საბრძოლო მასალა და 10 Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა გადასცა
29 აპრილს გერმანიის მთავრობამ უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი პარტია გამოაცხადა, რომელიც დამატებით საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, ჭურვებს და ჯავშანმანქანებს მოიცავს. გერმანიამ უკრაინას 10 Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა საბრძოლო მასალებით და სათადარიგო ნაწილებით, ასევე, Leopard 2-ის ტიპის ტანკებისთვის საბრძოლო მასალა გადასცა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე მიიღეს გერმანიიდან SKYNEX-ის საზენიტო სარაკეტო სისტემა საბრძოლო მასალებით, თითქმის 30-ათასი საბრძოლო მასალა Gepard-ის თვითმავალი საზენიტო იარაღისთვის, IRIS-T SLM-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების დაუზუსტებელი რაოდენობა და სხვა აღჭურვილობა.
ბერბოკი: ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, განზრახ არ დაბლოკოს მომავლისკენ მიმავალი გზა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართვეკლოს ხელისუფლებას შეახსენებს, რომ მის ხელშია ისტორიული შანსის გამოყენების ბედი. „საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის ისტორიული შესაძლებლობა, რომლის დასაცავად ათიათასობით ადამიანი დგას ქუჩაში. ამ სტატუსის საფუძველია დემოკრატიული, ცოცხალი და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება. ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, განზრახ არ დაბლოკოს მომავლისკენ მიმავალი გზა," - წერს ანალენა ბერბოკი. 30 აპრილისა და პირველი მაისის ღამით, რუსთაველის გამზირზე, დაძაბულობისა და დაპირისპირების შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე გრძელდება. მმართველი პარტია მწვავე საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, სადავო კანონის დაცვას განაგრძობს. შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.“ შს მინისტრის მოადგილის თქმით, აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდა 6 პოლიციელი. სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეეწყვიტა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს“ - პარტნიორების გამოხმაურება
ბიზნესმენებს, რომლებიც რუსეთს სავარაუდოდ, დრონების კომპონენტებს აწვდიდნენ, გერმანიაში გაასამართლებენ
ორი გერმანელი ბიზნესმენი, რომლებიც, სავარაუდოდ, უკანონოდ აწვდიდნენ რუსეთს დრონებისთვის საჭირო ელექტრო კომპონენტებს, შტუტგარტის უმაღლეს რეგიონალურ სასამართლოში წარსდგებიან. ამის შესახებ N-tv იუწყება. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მათი მომხმარებელი რუსეთში სამხედრო მასალებს და კომპონენტებს ამზადებდა. საუბარია, სავარაუდოდ, უპილოტო თვითმფრინავ Orlan-10-ზე, რომელსაც რუსული შეიარაღებული ძალები უკრაინაში იყენებენ. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მიწოდებული ელექტრო კომპონენტები ამ ტიპის დრონის საერთო კომპონენტია და ექვემდებარება ევროკავშირის ემბარგოს რუსეთზე. უკანონოდ მიწოდებული კომპონენტები დაახლოებით 875 ათასი ევრო ღირდა. მარტში ჰამბურგის პროკურატურამ ბრალი წაუყენა გერმანული კომპანია Siemens-ის ხუთ თანამშრომელს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში გაზის ტურბინების ექსპორტისთვის, რაც ცნობილი გახდა ჯერ კიდევ 2017 წელს. დასავლურ კომპანიებს ეკრძალებათ ვაჭრობა ყირიმთან, რომლის ანექსია რუსეთმა 2014 წელს მოახდინა. შეგახსენებთ, რუსეთი 2022 წლის თებერვალში შეიჭრა უკრაინაში და ამ დრომდე აწარმოებს ომს.
გერმანული კომპანია უკრაინას ახალ სარადარო სისტემებს მიაწვდის
უკრაინა გერმანულ მწარმოებეი „ჰენსოლდტისგან“ დამატებით 6 TRML-4D -ის საჰაერო სათვალთვალო რადარს მიიღებს საჰაერო თავდაცვის საჭიროებებისთვის. როგორც კომპანიაში აცხადებენ, რადარების შემსყიდველი უკრაინის თავდაცვის სამინისტროა. თუმცა, მათ საფასურს გერმანიის მთავრობა სამხედრო დახმარების ფარგლებში გადაიხდის. ექვსი TRML-4D რადარის შეძენის ღირებულება 100 მილიონ ევროზე მეტია. რადარები უკრაინას ამ წლის ბოლოს გადაეცემა. ახალი სარადარო სისტემები უკრაინას წელს მიეწოდება. TRML-4D რადარები აუცილებელია ქვეყნის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. TRML-4D არის საშუალო დისტანციის C-ზოლიანი რადარი TRML-ის ოჯახიდან, რომელიც 2018 წელს შეიქმნა. რადარს შეუძლია, კლასიფიცირდეს სხვადასხვა ტიპის სადესანტო სამიზნეების, მათ შორის, ფრთოსან რაკეტებზე. TRML-4D-ს შეუძლია 1500-მდე სამიზნის აღმოჩენა 250 კილომეტრის რადიუსში. ადარის ნიშანდობლივი თვისებაა მისი ავტონომიური მოქმედებისა და ამით საჰაერო სამიზნეების აღმოჩენის უნარი. TRML-4D-ს შეუძლია ურთიერთქმედება IRIS-T სარაკეტო თავდაცვის სისტემებთან.
გერმანიამ რუსეთიდან ელჩი ბერლინში გამოიძახა
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბერლინში კონსულტაციებისთვის გამოიძახა რუსეთში გერმანიის ელჩი, ალექსანდრ გრაფ ლამბსდორფიმას შემდეგ, რაც მოსკოვს ბრალი დასდეს ჰაკერული შეტევების წარმოებაში. ელჩი გერმანიაში ერთ კვირას დაჰყოფს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას არ დაესწრება. გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მონაცემებზე ჰაკერული შეტევის განხორციელებაში ბერლინმა რუსეთი 3 მაისს დაადანაშაულა. საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი აცხადებდა, რომ მოსკოვის ნაბიჯები "მიუღებელია და უშედეგოდ არ დარჩება". მოსკოვი ბრალდებას უარყოფს. 7 მაისს მოსკოვში დანიშნულია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია, მარტში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ღონისძიების მოსაწვევი გაეგზავნათ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებს. მონაწილეობაზე უარი ღიად ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ ბალტიის ქვეყნებმა და ჩეხეთმა განაცხადეს, ასევე უარი თქვეს ბრიტანეთმა და კანადამ.
„საქართველომ ახლა უნდა შეინარჩუნოს კურსი“ - გერმანიის ეკონიმიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი
გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი აცხადებს, რომ საქართველომ ახლა უნდა შეინარჩუნოს კურსი და გადადგას სწრაფი ნაბიჯები შეთანხმებული რეფორმების განსახორციელებლად. „საქართველოს საზოგადოება მზად არის ევროკავშირისთვის. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ გვსურს, კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთოებები. გერმანიის ფედერალური მთავრობა აძლიერებს გერმანულ კომპანიებს მათი საქმიანობისას რეგიონში და ამით აძლევს დადებით იმპულსს რეფორმების განხორციელებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში,“ - განაცხადა სვენ გიგოლდმა. გერმანიის საელჩოს განცხადებით, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტრო ეხმარება საქართველოს სავაჭრო და საინვესტიციო ინსტრუმენტებით (ექსპორტის საკრედიტო გარანტიები, საინვესტიციო გარანტიები, ევროკავშირის ტვინინგის პროექტები, პარტნიორობა ადმინისტრაციულ დარგში, პროგრამა „პარტნიორობა ბიზნესში გერმანიასთან“). მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ბაზრის გაფართოების პროგრამის ფარგლებში ხდება მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერა უცხოურ ბაზარზე შესვლისას. „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მონაწილეობას ევროკავშირის ჩართულობის ინიციატივაში,“ ნათქვამია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, გერმანიის გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანი სვენ გიგოლდი 7 მაისს იწყებს საქართველოს ვიზიტს და ეკონომიკური პოლიტიკისა და ევროკავშირის პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრებს გამართავს. მას თან ახლდება გერმნული კერძო კომპანიების დელეგაცია. გერმანიის საელჩოს ცნობით, სახელმწიფო მდივანი დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს გამართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებში. შეხვედრებზე ისაუბრებენ ევროკავშირთან დაახლოებისთვის საქართველოს ძალისხმევის, გერმანიის მხარდაჭერისა და ამასთან დაკავშირებული რეფორმების შესახებ, ასევე განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა ტურიზმი, ვაჭრობა და ინვესტიციები (მაგ. საჰაერო მიმოსვლა, გადახდის ოპერაციები, როუმინგი). დელეგაცია ასევე ესტუმრება ქართულ კერძო კომპანიებსა და ისაუბრებს ორმხრივ პროექტებზე. „ამ ვიზიტით ბატონ გიგოლდს სურს, განსაკუთრებული მხარდაჭრა გამოხატოს საქართველოს მიმართ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე,“ აცხადებენ გერმანიის საელჩოში.
გერმანია უკრაინისთვის 3 HIMARS-ს იყიდის
გერმანია უკრაინისთვის სამ HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო გამშვებს შეიძენს. ეს განცხადება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა 9 მაისს გააკეთა. ვაშინგტონში ვიზიტისას ბორის პისტორიუსმა განმარტა, რომ იარაღს აშშ-სგან შეიძენენ და მას კიევს გადასცემენ. ამ იარაღის მისი სრული სახელია M142 High Mobility Artillery Rocket System - ეს არის მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემა, რომელიც დამონტაჟებულია 6x6 FMTV სატვირთო მანქანის შასიზე, რომელიც უზრუნველყოფს დამანგრეველი ცეცხლსასროლი იარაღის გაშვებას მაღალი მობილური პლატფორმიდან. მისი რაკეტები არის რადარის მიერ მართვადი, 70 კილომეტრის მანძილზე მოქმედი (40 მილზე მეტი). მაღალ მობილურობასთან შერწყმისას, ეს არის იდეალური სისტემა მტრის იარაღსა და სამეთაურო პუნქტებზე დასამიზნებლად. HIMARS-ის წარმატების ისტორიები ხანგრძლივია. მაგრამ ბოლო დროს ისინი გამოიყენეს დონეცკის ოლქის ოკუპირებულ რაიონებში სამხედრო საწვრთნელ მოედანზე, სადაც რუსული ჯარები იყვნენ განლაგებულნი - ამ დარტყმის შედეგად სულ მცირე 60 რუსი სამხედრო დაიღუპა. შეგახსენებთ, რუსეთი 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში და ამ დრომდე აგრძელებს ომს.
გერმანია უკრაინას, ენერგო სექტორის აღსადგენად, 45 მილიონ ევროს გამოუყოფს
გერმანია უკრაინის ენერგეტიკის სექტორის სწრაფი აღდგენისთვის 45 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გამოყოფს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. საგრანტო ხელშეკრულება ენერგეტიკის სამინისტროში, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ ჰერმან გალუშჩენკოსა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრს სვენია შულზეს შორის შეხვედრისას გაფორმდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს „უკრენერგოს“ წარმომადგენელმა ვლადიმერ კუდრიცკიმ და გერმანიის განვითარების ბანკის, KfW-ის ხელმძღვანელობამ „ელექტროენერგიის გადაცემის ეფექტურობის გაზრდის“ პროექტის დასაფინანსებლად. გალუშჩენკოს თქმით, კიევისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ სახსრები სხვადასხვა მიმართულებით იყოს მიმართული გადამცემი სისტემის ობიექტების სტაბილურობის აღსადგენად და გასაძლიერებლად, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან თავდასხმას განიცდიან. გარდა ამისა, მისი თქმით, ამ თანხით ეროვნული ენერგეტიკული კომპანია „უკრენერგოს“ ენერგოეფექტური მოდერნიზაცია, ავტომატიზაცია და ქვესადგურების რეკონსტრუქციის აღჭურვილობის შეძენა იგეგმება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, „უკრენერგომ“, საერთო ჯამში, გერმანიის განვითარების ბანკის (KfW-ის) მხარდაჭერით, ელექტროგადამცემი ქსელის აღდგენისა და განვითარებისთვის, გრანტისა და სესხის სახით, 177 მილიონ ევროზე მეტი მოიზიდა.
გერმანიის ელჩი: ძალადობა და დაშინება, მათ შორის, საქართველოში გერმანული ორგანიზაციების პერსონალის წინააღმდეგ, მიუღებელია
ძალადობა და დაშინება, მათ შორის, საქართველოში გერმანული ორგანიზაციების პერსონალის წინააღმდეგ, მიუღებელია,“ - შესაბამისი პოსტი საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა სოციალურ პლატფორმა X-ზე განათავსა. „ძალადობა და დაშინება - მათ შორის საქართველოში გერმანული ორგანიზაციების პერსონალის წინააღმდეგ, მიუღებელია. კანონის უზენაესობა გაიმარჯვებს. დემოკრატია საჭიროებს ძალადობის გამორიცხვას,“ - წერს ფიშერი.
ბერბოკი: ათიათასობით ქართველი ადამიანი აჩვენებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ სცემს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა და ხელისუფლებაზეა დამოკიდებული ქართველების ხმის მოსმენა. ბერბოკი აღნიშნავს, რომ პროტესტის მონაწილეები აპროტესტებენ თავიანთი მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონს, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობა, რომელთა ნაწილი საზღვარგარეთიდან ფინანსდება. „შეიძლება, თქვენ ეს ახალ ამბებში ნახეთ. საქართველოში, თავისი ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მხარდასაჭერად ათიათასობით ადამიანი რამდენიმე კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციებში მონაწილეობს: სტუდენტები, მშობლები, ბებიები და ბაბუები შვილიშვილებთან ერთად. ისინი თავიანთი მთავრობის მიერ შემოთავაზებულ კანონს აპროტესტებენ, რომელიც არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას შეზღუდავს, რომელთაგან ნაწილი საზღვარგარეთიდან ფინანსდება. კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტები და მედიის თავისუფლება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პირობებია. ათიათასობით ქართველი ადასტურებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ ცემს. მას დემოკრატიული, ენერგიული და კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოება თბილისის ქუჩებშიც ატარებს. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა და ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, გაიგონებს თუ არა იგი ამ ხმას,“ წერს ბერბოკი Instagram-ზე და თბილისის საპროტესტო აქციებიდან ფოტოებს აქვეყნებს. თბილისში საპროტესტო აქცია დღესაც გრძელდება. 11 მაისს თბილისში "ევროპული მარშის" ფარგლებში, ევროპის მოედანზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა. კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა 12 მაისს, პარლამენტთან ღამე გაათენეს. შსს აცხადებს, რომ დაააკავა 20 პირი. სახალხო დამცველი „პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე“ მიუთითებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ „სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.“ ამ ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი თბილისში ვიზიტით ჩამოდის. ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი ევროპელ დიპლომატებთან ერთად თბილისში დღეს, 13 მაისს, გამთენიისას ჩამოვიდა. 13 მაისს იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. პლენარულ სესიაზე მას ხვალ, 14 მაისს მესამე - საბოლოო მოსმენით განიხილავენ. ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით 2024 წლის 14 მაისს 17:00 საათზე გერმანიის საელჩოში გამართავენ პრესკონფერენციას. პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პაველ ფიშერი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბოგდან კლიხი (პოლონეთი), მიხაელ როთი (გერმანია), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა) და სებასტიან ტინკინენი (ფინეთი). „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს - ბლინკენის მრჩეველი ო'ბრაიენი: ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ადამიანებზე ძალადობითა და დაშინებით, ვინც ეწინააღმდეგება კრემლის მიერ შთაგონებულ უცხოური გავლენის კანონპროექტს სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს თეთრი სახლი აკრიტიკებს რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.
„საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, გამოიყენოს შესაძლებლობა, რომელსაც ევროპა გთავაზობთ" - გერმანიის საგარეო უწყება
"ევროპის თავისუფლების კავშირი აგებულია კანონის უზენაესობაზე. და თბილისში ხალხი ამისთვის გამოდის ქუჩაში. საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობა, რომელსაც გთავაზობთ ევროპა, ნაცვლად იმისა, რომ შემოიღოს კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროპის ღირებულებებს," - წერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც სოციალურ პლატფორმა X-ზე გავრცელდა.
ოლაფ შოლცი და ემანუელ მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის თქმით, „გერმანია და საფრანგეთი ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით.“ „ჩვენი ორივე ქვეყანა იყო საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერი და აქტიურად უჭერდა მხარს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ღრმა მწუხარებით ვიღებთ ცნობად, საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, გადაუხვიონ ამ გზიდან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ ისეთი მოქმედებით - როგორიცაა ე.წ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული,“ წერია განცხადებაში, რომელიც Facebook-ზე ემანუელ მაკრონის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
ზელენსკიმ ბერბოკს იაროსლავ ბრძენის ორდენი გადასცა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს იაროსლავ ბრძენის ორდენი გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიევში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შექმნილი უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე ხარკოვში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმება მოუხდა. ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა ანალენა ბერბოკს „სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი პირადი წვლილისთვის“ იაროსლავ ბრძენის ორდენი გადასცა. შეგახსენებთ, დღეს, ანალენა ბერბოკი კიევს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ მეშვიდედ ეწვია.
დღეს, ისევე როგორც 1918 წელს, გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს მათ, ვინც იბრძვის თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსთვის - საელჩო
„გერმანიის საელჩო ულოცავს საქართველოს დღევანდელ დამოუკიდებლობის დღეს! 1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა ისტორიული აქტით დამოუკიდებლობა და დემოკრატია აირჩია. დღეს, ისევე როგორც მაშინ, გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს მათ, ვინც იბრძვის თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსთვის,“ წერს გერმანიის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ პოსტში.
ბერბოკი: საქართველოს მთავრობა აშორებს ქვეყანას ევროპისგან - კურსის შეცვლა არასდროს არის გვიან
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროპისგან აშორებს. გერმანელი დიპლპმატის თქმით, კურსის შეცვლა არასდროს არის გვიან. ბერბოკი სოციალურ პლკატფორმა X-ზე წერს, რომ „საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ უგულებელყოფს სურვილებს აბსოლუტური უმრავლესობისა, რომლებიც ყოველდღიურად გამოდიან ქუჩებში ევროპული მომავლისთვის.“ შეგახსენებთ, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს, რადგან ეს არის რუსული სტილის კანონი, რომელიც მედიის მუშაობას შეაფერხებს, სამოქალაქო საზოგადოების ხმებს კი, ჩაახშობს. მმართველი გუნდი კანონპროექტის ხელახლა შემობრუნების მიზეზად „უცხოეთიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და სუვერენიტეტის განმტკიცებას ასახელებს.“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ კი, 17 აპრილს, უმთავრეს მიზეზად „უკრაინიზაციის თავიდან აცილება“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ეს არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობა.“ თბილისში საპროტესტი აქციები გრძელდება. ქვეყანაში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული კურსის შენარჩუნების შემთხვევაში ვაშინგტონი პასუხისმგებელ პირებზე ინდივიდუალურ ფინანსურ და ასევე, მოგზაურობაზე შეზღუდვებს დააწესებს. 18 მაისს, პრეზიდენტმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს ვეტო დაადო. მისი დაძლევა „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. 21 მაისს, ვენეციის კომისიამ გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც ის ამჟამინდელი ფორმით არსებული კანონის გაუქმების „მტკიცე რეკომენდაციით“ გამოდის. მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ამ რეკომენდაციის გათვალისწინებას. 23 მაინსს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ეს კანონი პირდაპირ „მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი,“ რასაც „შედეგები მოჰყვება.“ 24 მაისს, ბლინკენმა „საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“ პასუხისმგებელ, თანამონაწილე პირებზე და მათი ოჯახის წევრებზე სავიზო შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა. 24 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი აცხადებდა, რომ „თუ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაიძლეოდა, ამას საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაზე ძალიან მკაფიო შედეგები ექნებოდა.“ 27 მაისს, იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტზე ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა. 28 მაისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონი მიღებულია. რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)
ვაშინგტონი და ბერლინი ცვლილებაზე მიანიშნებენ, რაც გზას გაუხსნის უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენებას - მედია
ვაშინგტონი და ბერლინი ცვლილებაზე მიანიშნებენ, რაც გზას გაუხსნის უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენებას. შესაბამის ცნობას უკრაინული მედია დასავლურ წყაროებზე დაყრფნობით ავრცელებს. კერძოდ, ოლაფ შოლცი უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენებას მხარს უჭერს. ინფორმაციას Politico გერმანიის მთავრობის პოზიციასთან გაცნობილ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. Politico-ს წყარომ ანონიმურობის პირობის დაცვით განუცხადა, რომ გერმანიის მთავრობა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ უკრაინის მიერ იარაღის გამოყენების შესახებ დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით პოზიციას ცვლის, თუმცა ზუსტი დეტალები არ დაუსახელებია. ამასთან, გერმანიის ფედერალური მთავრობის პრესსპიკერმა, შტეფენ ჰებეშტრეიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „უკრაინის თავდაცვითი მოქმედებები მხოლოდ მისი ტერიტორიით არ შემოიფარგლება და შესაძლოა აგრესორის ტერიტორიაზე გაფართოვდეს“ და ხაზი გაუსვა იმას, რომ გერმანული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ბერლინსა და კიევს შორის არსებული შეთანხმებები კონფიდენციალურია. გარდა ამისა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიანიშნა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, შესაძლოა, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების ნებართვა მისცეს. ბლინკენმა მოლდოვაში ვიზიტისას გაიმეორა ვაშინგტონის პოზიცია, რომ არ ახალისებენ და ქმნიან შესაძლებლობას ასეთი დარტყმებისთვის, მაგრამ კიევმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ დაიცვას თავი და რომ აშშ-ის მთავრობა „ომის განვითარებასთან ერთად, საჭიროებისამებრ მოახდენს თავისი პოზიციის ადაპტირებას და კორექტირებას.“ ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა სიტყვები „ადაპტირება და კორექტირება“ იმას, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება, მხარი დაუჭიროს უკრაინის რუსეთზე თავდასხმებს ამერიკული იარაღით, ბლინკენმა უპასუხა: „ადაპტირება და კორექტირება ნიშნავს ზუსტად ამას.“ სამშაბათს, 28 მაისს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების განხორციელების უფლება აქვს.
პრემიერის თქმით, გერმანია „ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს“ საქართველოსნაირ ქვეყანაში
„გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული,“ - ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერის განცხადებას. „ახალ ვსაუბრობდით პარტია „ლელოზე“ და შეგახსენებთ, რომ „ლელოსთან“ერთად რეგიონში დადიოდა წინასაარჩევნო კამპანიაზე, ბოლნისში იყო ჩასული „ლელოს“ ლიდერებთან ერთად. ასეთი არასერიოზული ქმედებების ფონზე ამ კაცის განცხადებებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. გერმანია, რომელიც ტრადიციულად გამოირჩეოდა, როგორც პასუხისმგებლობით აღსავსე სახელმწიფო, ასეთ ელჩებს არ უნდა აგზავნიდეს საქართველოსნაირ ქვეყანაში. ელჩი, რომელიც აკეთებ ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის არ არის ღირებული. ელჩი, რომელიც აკეთებს ანტიქართულ განცხადებებს, ჩვენთვის ვერ იქნება ღირებული. ეს არის ანტიქართული განცხადება და იმედი მაქვს, რომ ეს არის „ლელოს“ მხარდამჭერი ელჩის პირადი პოზიცია,“ - განაცხადა კობახიძემ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ეს პასუხი რეაქციაა გერმანიის ელჩის ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებაზე. გერმანიის ელჩის განცხადებით, ვიდრე „აგენტების კანონი“ იქნება ძალაში, ევროკავშირი არ გახსნის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს საქართველოსთან. გარდა ამისა, ელჩმა სამეცნიერო ფონდის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროპული გზიდან გადაუხვია. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დიპლომატის ეს განცხადება ანტიქართულია.
გერმანიის მთავრობა: უკრაინას შეუძლია, ხარკოვის სასაზღვრო რეგიონის დასაცავად გერმანული იარაღი გამოიყენოს
კიევს შეუძლია, გამოიყენოს გერმანიის მიერ მიწოდებული იარაღი, რათა დაიცვას თავი, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, უკრაინის ჩრდილოეთ სასაზღვრო რეგიონზე, ქალაქ ხარკოვის გარშემო რუსეთიდან განხორციელებული თავდასხმებისგან, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა განაცხადა. მისი თქმით, გერმანიამ თავის მოკავშირეებთან ერთად განიხილა თავდასხმები, რომელსაც რუსეთი საკუთარი ტერიტორიიდან უკრაინის ჩრდილოეთ სასაზღვრო რეგიონის წინააღმდეგ, ქალაქ ხარკოვის გარშემო ახორციელებს. „ჩვენ ერთობლივად ვართ დარწმუნებული, რომ უკრაინას აქვს საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლება, დაიცვას თავი ამ თავდასხმებისგან. ამისთვის მას ასევე შეუძლია, გამოიყენოს ამ მიზნით მიწოდებული იარაღი, მათ შორის, ჩვენ მიერ მიწოდებული, თავისი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების შესაბამისად,“ - აღნიშნა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა. უკრაინის აქვს უფლება, დაარტყას სამხედრო სამიზნეებს რუსეთში - პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების მინისტრები თითქმის ყველა ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან მთავრდება, ერთი გამონაკლისის გარდა - იან ბონდი „რუსეთი ვერ გაიმარჯვებს მაშინაც კი, თუ მისმა სამხედროებმა უკრაინა დაიკავეს“: ორი წელი ომიდან
„NATO Tiger Meet 2024“ - შვეიცარია გერმანიაში მიმდინარე წვრთნებში ერთვება
შვეიცარიის არმია 13 ივნისამდე მიიღებს მონაწილეობას მრავალეროვნულ წვრთნებში "Tiger Meet", რომელიც გერმანიაში იმართება. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი საჰაერო სწავლება ევროპაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში. გერმანიაში შვეიცარიის საჰაერო ძალების პილოტები გამოიყენებენ ოთხ F/A-18-ის თვითმფრინავს საზღვრისპირა საჰაერო თავდაცვის სფეროში თავიანთი ცოდნისა და უნარების გასაღრმავებლად. წვრთნებში შვეიცარიის შეიარაღებული ძალების 50 წევრი ჩაერთვება. მასში სულ ათი ქვეყანა მონაწილეობს. სწავლებაში ჩართულია 50-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავი, ათი ვერტმფრენი და 1500 პერსონალი. NATO-სგან მიღებულ წერილობით კომენტარში, ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან განმარტავს, რომ Tiger Meet არ არის NATO-ს სამხედრო წვრთნები და ალიანსი არ არის მისი ინიციატორი. „მას არ აქვს რაიმე ბრძანების ან კონტროლის მექანიზმი ამ წვრთნების მომზადებისა და წარმართვის განმავლობაში“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. წვრთნას 1960 წლიდან ყოველწლიურად აწყობს NATO Tiger Association.
გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის
გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ პრესრელიზზე დაყრდნობით ავრცელებს. საუბარია HIMARS-ის სარაკეტო სისტემებზე, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, ტანკებზე და ა.შ. გერმანიის მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინამ მიიღო: 20 ერთეული Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Leopard 1 A5 ტიპის 10 ტანკი, IRIS-T SLS ტიპის მცირე მანძილზე მოქმედი საზენიტო სარაკეტო სისტემა, HIMARS-ის სარაკეტო სისტემები, Biber-ის ტიპის ხიდის გამდები ტანკები, ჯავშანტექნიკის სარემონტო და საევაკუაციო Bergepanzer-ის მანქანები, Wisent-ის ნაღმების გამწმენდი მანქანები. სამხედრო დახმარების პაკეტში ასევე მოიცავდა სხვა აღჭურვილობას და საბრძოლო მასალას.
ელჩი ფიშერი: ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას, მეგობრებო საქართველოში: ეს შესაძლებელია თქვენთანაც
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას ულოცავს. „მეგობრებო საქართველოში: ეს შესაძლებელია თქვენთანაც,“ - წერს პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ზელენსკი: დღეს ისტორიული დღეა - გადავდივართ რეალურ მოლაპარაკებებზე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით
აშშ გერმანიაში შორ მანძილზე მოქმედ იარაღს განალაგებს
აშშ 2026 წლიდან გერმანიაში შორი მანძილის იარაღის განლაგებას დაიწყებს. ერთობლივ განცხადებას აშშ-ისა და გერმანიის მთავრობები ავრცელებენ. მისი მიხედვით, გადაწყვეტილება აჩვენებს NATO-სადმი აშშ-ის ერთგულებას და ერთიან ევროპულ შეკავებაში მის წვლილს. „შეერთებული შტატები 2026 წელს გერმანიაში დაიწყებს თავისი მრავალმხრივი სპეციალური ჯგუფის შორი მანძილის შეიარაღების პერიოდულ განლაგებას, რაც სამომავლოდ ამ შეიარაღების გრძელვადიანი განლაგების გეგემის ნაწილი იქნება. სრულად განლაგების დროს, კონვენციური შორი მანძილის იარაღის ერთეულები მოიცავს SM-6-ს, Tomawahk-ს და ჰიპერბგერით იარაღს, რომლებსაც გაცილებით მეტი მოქმედების მანძილი აქვთ, ვიდრე ევროპაში განლაგებულ ამჟამინდელ სახმელეთო იარაღს. ამ განვითარებული შესაძლებლობების განლაგება აჩვენებს ნატო-სადმი აშშ-ის ერთგულებას და ერთიან ევროპულ შეკავებაში მის წვლილს,” - ნათქვამია განცხადებაში.
გერმანიის ელჩი: გადავწყვიტეთ, რომ ამჟამად საქართველოსთან მიმართებით ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ
გერმანიის ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ საკვირველად შეცვლილია საქართველოს ხელისულების რიტორიკა, ამასთან, ხელისუფლების მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო შეცვლილია ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით და შეჩერებულია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ელჩის სიტყვებს რადიო თავისუფლება ციტირებს. ელჩმა საზოგადოებას შეახსენა, რომ „ევროკავშირი არის ჩვენი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სივრცე“ და ამ სივრცეში გაწევრიანებისთვის ფანჯარა საქართველოსთვის გაიღო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ „მაგრამ შეიძლება, ფანჯარა დაიხუროს ისევ. ფანჯრები მუდამ ღია ვერ იქნება. იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური პროცესია. პოლიტიკა იცვლება." „არ გაუშვათ ისტორიული შესაძლებლობა, გაწევრიანდეთ გლობალური მშვიდობის პარტიაში, იმიტომ რომ, ეს არის ის რასაც ევროკავშირი წარმოადგენს,“ აღნიშნა ელჩმა. ფიშერის განცხადებით, ევროპულმა საბჭომ, ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ „ახლა ესა ევროკავშირის პოლიტიკა.“ მისი თქმით, აშშ-თან ერთად გერმანია საქართველოს განვითარების თანამშრომლობის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია, მაგრამ ახლა პროცესი გადახედვის ეტაპზეა. „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამჟამად საქართველოსთან მიმართებით ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ, ამიტომ, გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებები ამჟამად არ არის. მიმდინარე პორტფოლიოსაც მიმოვიხილავთ, საჭიროა გამეორება, რომ დახმარება მიმართულია საქართველოს სახელმწიფოსკენ, ზუსტი რიცხვები არ მაქვს. მაგრამ დაახლოებით 10-15%-ია რაც არ მიემართება სახელმწიფოს. ასევე, გერმანელმა სამხედრობმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეობა გააუქმეს, ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ გვაქვს სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია. გავაუქმეთ დიდი სამართლებრივი ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა ჩატარებულიყო,“ განაცხადა პეტერ ფიშერმა. გერმანია „შემდგომ მოქმედებებს განიხილავს.“ პეტერ ფიშერის სიტყვებით, ის არასოდეს გამხდარა ისეთი პოლიტიკური რიტორიკის ცვლილების მომსწრე როგორც ახლა საქართველოში ხედავს. „მე მსგავსი შემოტრიალების მომსწრე არასოდეს ვყოფილვარ. არის ზოგი ობიექტური ფაქტი, რომლის ჩამოთვლაც არ არის სავალდებულო, მაგრამ გამჭვირვალობის კანონი მკაფიოდ ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს... საკანონმდებლო აქტები ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობასთან დიდად თანხვედრაში არ მოდის. თუ მთავრობა აირჩევს ამ მიუღებელ რიტორიკას, ურთიერთობები შეიცვლება... პლუს არის რიტორიკა. როგორღაც გერმანია, ევროკავშირი , აშშ-ც კი. საუკეთესო მეგობრებიდან, ძლიერი მხარდამჭერებიდან, 30 წლის განმავლობაში განგრძობითად, ფანტასტიკური პარტნიორობიდან, როგორღაც ძალიან გასაკვირად ახლა ვართ საშიშები, ზოგჯერ გვიწოდებენ ფაშისტებს, ტერორისტებს, მსგავსი რიტორიკა არ კვებას პარტნიორობას,“ - განაცხადა პეტერ ფიშერმა. დღესვე, მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობებს გადახედავს. „ევროპულმა საბჭომ, ე.ი. 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურმა, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებით, 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკის გამო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს არის ევროკავშირის პოლიტიკა. და ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ყველაფერი შეიძლებოდა სრულიად სხვაგვარად ყოფილიყო. ჩვენ წინ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდით, ჩვენ გვინდა წინსვლა, თუმცა გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი კანდიდატის ხელშია. რაც შეეხება გერმანიას, ჩვენ ასევე გადავხედავთ ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან. მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ძალიან მრავალმხრივი და ღრმა ურთიერთობები. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ჩვენ ვართ განვითარების სფეროში ერთ-ერთი უდიდესი დონორი საქართველოში. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ დროისთვის საქართველოს მიმართ არ ავიღოთ ახალი ვალდებულებები და ამიტომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური თანხმობები ამჟამად არ არის. ბუნდესვერმა ასევე გააუქმა მონაწილეობა წვრთნებში „ღირსეული პარტნიორი". ჩვენ ასევე გავაუქმეთ ყველაზე დიდი ფორუმი სამართლის დარგში, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა გამართულიყო. განვიხილავთ ასევე შემდგომ ზომებს. მოკლედ: ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში უნდა ვიყოთ, წინ უნდა წავიდეთ და მივმართავ ჩვენს ქართველ მეგობრებს: გვინდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანდეთ. მაგრამ თქვენ იცნობთ ამ პროცესს. თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ ჩვენს სტანდარტებს და თუ ვერ აკმაყოფილებთ, ვერ შეძლებთ გაწევრიანებას. ამიტომ, საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ქართველი მეგობრები უნდა დაფიქრდნენ, მნიშვნელოვანია თუ არა ევროკავშირი მათთვის, მათი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. თუ გსურთ ევროკავშირში ყოფნა, უნდა დაუბრუნდეთ ჩვენს კურსს,“ განაცხადა ფიშერმა. 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წუხილი გამოთქვა, კერძოდ, ე.წ. უცხოური აგენტების კანონის დამტკიცება კომისიის მიერ შეფასდა უკუსვლად კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებთან მიმართებით. ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ, 27 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში. 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
NATO-ს წევრი ოთხი ქვეყანა შორი მანძილის რაკეტების შემუშავებაზე შეთანხმდა
საფრანგეთი, გერმანია, იტალია და პოლონეთი 500 კილომეტრის მანძილზე მოქმედ, სახმელეთო ფრთოსან რაკეტებს ერთობლივად შეიმუშავებენ. ოთხი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ამ სფეროში თანამშრომლობის განზრახვის დეკლარაციას ხელი მოაწერეს ვაშინგტონში, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობს. ქვეყნები მიზნად ისახავენ, გამოასწორონ ევროპულ არსენალში არსებული ხარვეზები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომისას გამოააშკარავდა. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ ახალი რაკეტა შემაკავებელ ფაქტორს ნიშნავს. მანვე მოუწოდა ბრიტანეთის ახალ მთავრობას, ხსენებულ იდეას შეუერთდეს. მისი თქმით, იარაღის პირველი პროექტი, შესაძლოა, წლის ბოლოს იყოს დაპროექტებული. შემუშავება კი, მოგვიანებით იგეგმება. აშშ გერმანიაში შორ მანძილზე მოქმედ იარაღს განალაგებს უკრაინა საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს NATO-ს წევრი ხუთი ქვეყნისგან მიიღებს
შოლცის თქმით, ხანგოშვილის მკვლელის „დეპორტაცია მარტივი გადაწყვეტილება არ იყო“
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, რომელიც კიოლნის აეროპორტში დახვდა რუსეთის და ბელორუსის საპატიმროებიდან გათავისუფლებულ გერმანიის მოქალაქეებს, თვითმფრინავის დაშვებამდე პრესკონფერენცია გამართა. მისი ინფორმაციით, პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად რუსეთთან მოლაპარაკება რამდენიმე თვეს გაგრძელდა და ამ პროცესში ბერლინი მჭიდროდ თანამშრომლობდა ვაშინგტონთან. შოლცმა დაადასტურა, რომ გერმანიისთვის მარტივი არ ყოფილა ჩეჩენთა საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის ვადიმ კრასიკოვის „დეპორტაცია.“ ფედერალური კანცლერის თქმით, სახელმწიფომ უპირატესობა მიანიჭა არა სასჯელის აღსრულებას, არამედ, რუსეთის ციხეებში უდანაშაულოდ მყოფი ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, გერმანიის მოქალაქეების დაცვას და აშშ-ისადმი სოლიდარობას. „არავისთვის არ იყო ადვილი სამუდამო თავისუფლების აღკვეთა მისჯილი მკვლელის დეპორტაციის გადაწყვეტილება,“ აღნიშნა შოლცმა. „პატიმრობის აღსრულების სახელმწიფო ინტერესი უნდა შეესაბამებოდეს რუსეთში დაპატიმრებული უდანაშაულო ადამიანების და პოლიტიკური მიზეზების გამო უსამართლოდ დაპატიმრებულთა თავისუფლებას. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს ვალდებულება, დავიცვათ გერმანიის მოქალაქეები, ისევე როგორც სოლიდარობა შეერთებულ შტატებთან,” - განაცხადა კანცლერმა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებამ გააძლიერა აშშ-გერმანიის მეგობრობა. კრასიკოვის გათავისუფლების საკითხს შოლცი დაუბრუნდა რუსეთის და ბელარუსის მიერ გათავისუფლებულ პატიმრებთან შეხვედრის შემდეგ და მედიას უთხრა, რომ გერმანიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, გათავისუფლებულებთან საუბრის შემდეგ ეს ეჭვი გაუქრება. პირველ აგვისტოს რუსი ოპოზიციონერების და აშშ-ის და გერმანიის მოქალაქეების, სულ 16 ადამიანის, გათავისუფლების სანაცვლოდ რუსეთმა დაიბრუნა აშშ-ის და ევროპის ქვეყნების საპატიმროებში მყოფი რვა მოქალაქე, მათ შორის, სპეცსამსახურების თანამშრომელი ვადიმ კრასიკოვი, რომელსაც გერმანიაში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის. ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახის ცნობით, ისინი არავის გაუფრთხილებია მკვლელობისთვის მსჯავრდადებული ვადიმ კრასიკოვის გაცვლის თაობაზე. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროექტ "კავკაზ რეალიის" ხანგოშვილის ქვრივმა მანანა (რაისა) ცატაევამ განუცხადა. მისი თქმით, ამ შესაძლებლობაზე ხმები ჯერ კიდევ კრასიკოვის სასამართლო პროცესების დროს გაჩნდა, თუმცა მაშინ ადვოკატებმა ამას ნაკლებსავარაუდო უწოდეს. განაჩენის გამოტანის შემდეგ მათ გამოთქვეს ვარაუდი, რომ ეს მაინც შესაძლებელი იყო, თუმცა მანამდე კრასიკოვს მისჯილი სამუდამო პატიმრობის ვადის დიდი წილი უნდა ჰქონოდა მოხდილი. „ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს გაცვლაზე. ის, რომ ეს მოხდა, აჩვენებს, რომ დაზარალებულების აზრი გერმანიის ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოა,“ - განაცხადა ხანგოშვილის ქვრივმა. საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და მოსკოვის მიერ იძებნებოდა „ტერორიზმის" ბრალდებით, 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი. მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს პირი რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი ვადიმ კრასიკოვია. 2021 წლის 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ დამნაშავე რუსეთის მთავრობის დაკვეთით მოქმედებდა და ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა იყო შურისძიება ჩეჩნეთის მეორე ომში მისი მონაწილეობის გამო. დასავლური მედიასაშუალებები 2023 წლიდან წერდნენ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მცდელობებზე, კრასიკოვი პატიმრობიდან დაეხსნა. კრასიკოვს და ამერიკის და ევროპის ციხეებიდან გათავისუფლებულ სხვა რუსებს წუხელ მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში, ანკარიდან ჩამოსული თვითმფრინავის ტრაპთან დახვდა რუსეთის პრეზიდენტი პუტინი. კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი" წერს, რომ პუტინმა საგანგებოდ მიმართა მათ, ვისაც „პირდაპირი კავშირი აქვს სამხედრო სამსახურთან" და მადლობა გადაუხადა „ფიცის ერთგულებისთვის." კრემლის მიერ კონტროლირებად სააგენტო „ტასს" მოჰყავს პუტინის სიტყვებიც, რომ დასავლეთის ციხეებიდან გათავისუფლებული ყველა მოქალაქე წარდგენილი იქნება სახელმწიფო ჯილდოზე. პატიმრების გაცვლის ფარგლებში რუსეთის მიერ გათავისუფლებულებს შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა, რომელსაც რუსული არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელებისთვის 6,5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და ამერიკული გამოცემა WSJ-ის კორესპონდენტი ევან გერშკოვიჩი, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ასევე - რუსი ოპოზიციონერები ილია იაშინი და ვლადიმირ კარა-მურზა და უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი. ბელორუსის საპატიმროდან გაათავისუფლეს გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი, რომელსაც „ტერორიზმის“ ბრალდებით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და შემდეგ ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ლუკაშენკამ შეიწყალა.
შოლცი: გერმანიამ უკრაინისთვის კიდევ 17 IRIS-T სისტემა შეუკვეთა
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გერმანიამ უკრაინისთვის კიდევ 17 IRIS-T სისტემა შეუკვეთა. შოლცმა აღნიშნა, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალებისთვის 6 IRIS-T სისტემის შეძენას საკვანძო როლი ექნება საჰაერო თავდაცვის ევროპულ ინიციატივაში “ცის ფარი”, რომელშიც 21 ქვეყანა მონაწილეობს. მანვე განაცხადა, რომ გერმანია უკრაინისთვის კიდევ 16 IRIS-T სისტემას შეუკვეთავს. გერმანული სააგენტო DPA-ის ცნობით, საუბარია რვა საშუალო მანძილის სისტემაზე (SLM) და კიდევ ცხრა ახლო მანძილის სისტემაზე (SLS). ამ მომენტისთვის უკრაინაში ოთხი SLM და სამი SLS სისტემა იმყოფება. გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინაში გერმანულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკვე 250-ზე მეტი რუსული რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს, და მრავალი სიცოცხლე გადაარჩინეს. მისი თქმით, ოთხი IRIS-T სისტემა - ორი საშუალო მანძილისა და ორი ახლო მანძილის - უკრაინაში წლის ბოლომდე გაიგზავნება, დანარჩენები კი - მომავალ წელს. „ეს იმაზე მეტყველებს, რომ უკრაინის მიმართ გერმანიის მხარდაჭერა არ წყდება,” - აღნიშნა შოლცმა.
რა გზავნილებით ჩამოვიდნენ საქართველოში გერმანიის ბუნდესტაგის კომიტეტის ფრაქციათა სპიკერები
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერები, საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან. მათი ვიზიტიდან ცნობილი გახდა, რომ თუ საქართველოს მთავრობამ არსებული კურსი გააგრძელა, გერმანიის პარლამენტი მხარს არ დაუჭერს მოლაპარაკებების განხსნას საქართველოს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციათა სპიკერებმა დებორა დიურინგმა (Deborah Düring, კავშირი 90/მწვანეები), იურგენ ჰარდტმა (Jürgen Hardt, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/CDU), ულრიხ ლეხტემ (Ulrich Lechte, თავისუფალი დემოკრატიული პარტია/FDP) და ნილს შმიდმა (Nils Schmid, სოციალ-დემოკრატიული პარტია/SPD) საქართველოში 4-6 სექტემბერს მათ ვიზიტთან დაკავშირებულ ერთობლივ განცხადებაში ხაზი გაუსვეს, რომ „საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.“ „საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში ევროკავშირში გაწევრიანება სახელმწიფო მიზნადაც კი არის ჩაწერილი. ბოლოდროინდელი ავტორიტარული ტენდენციები და არადემოკრატიული ღონისძიებები ძირს უთხრის ამ დემოკრატიულ ნებას. ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ბლოკავს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. თუ ეს კურსი გაგრძელდა, გერმანიის ბუნდესტაგი ვერ დაუჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ერთგულება დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისადმი სამაგალითოა რეგიონში. არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა აუცილებელია დემოკრატიული პროცესისთვის. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გვერდით. საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როგორიცაა ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას. ძლიერი, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტია დემოკრატიული განვითარებისთვის. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ზღუდავს უმცირესობების უფლებებს, პრესის თავისუფლებას და პოლიტიკურ ოპოზიციას. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მომენტია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ყველა დემოკრატიის საფუძველია. საერთაშორისო თანამეგობრობა ყურადღებით დააკვირდება საარჩევნო პროცესს. ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევას და მოვუწოდებთ ყველას არაძალადობრივი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნისკენ. როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს მოსახლეობის გვერდით, რომელთა უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის გაძლიერება არამხოლოდ გადამწყვეტია საქართველოს მომავლისთვის, არამედ, ეს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობა თავისუფალი საზოგადოების დასაყრდენს წარმოადგენს,“ აღნიშნულია გერმანელი დეპუტატების განცხადებაში, რომელიც გერმანიის საელჩომ გაავრცელა. ცნობისთვის, დელეგაციის წევრები პარლამენტში შეხვდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრს ნიკოლოზ სამხარაძეს. მან ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას - რატომ არ შედგა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან? სამხარაძემ განმარტა, რომ პაპუაშვილი იმერეთში იმყოფება და ამიტომ ვერ შეძლო შეხვედრაში მონაწილეობის მიღება. განახლება: განმარტება გააკეთა პრემიერ-მინისტრმაც. „მეც მთხოვეს, მაგრამ, მგონი, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ჩემი შეხვედრა ამ დეპუტატებთან მიზანშეწონილი არ არის. მათ შორის იმ აქტის გათვალისწინებით, რაც ერთ-ერთმა მათმა კოლეგამ რამდენიმე თვის წინ განახორციელა. გახსოვთ, ბუნდესტაგის ერთ-ერთი წევრი იყო საქართველოში ჩამოსული, მას შეხვდა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი, პარლამენტარი და მის შემდეგ რამდენიმე საათში ის რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაზე აღმოჩნდა. პირდაპირ სცენაზე იყო ასული და ჩართული იყო რევოლუციურ მცდელობაში. ასეთი აქტები არის მიუღებელი და ასეთ ფონზე ჩვენთვის შეხვედრებიც მიუღებელია. ამ შემთხვევაში, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი შეხვდება ბუნდესტაგის დელეგაციას იმისთვის, რომ ჩვენი სათქმელი გაუზიაროს. თუმცა ეს ყველაფერი რამდენად შედეგიანი იქნება, გამოჩნდება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს თავისი კურსი
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ მომზადებული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს კანონი არღვევს ადამიანის ინდივიდუალურ სამოქალაქო უფლებებს. „საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მიმართულია LGBTQI-პირების დისკრიმინაციისკენ. როგორც ვენეციის კომისიამ დაადგინა, იგი არღვევს ადამიანის ინდივიდუალურ სამოქალაქო უფლებებს. ის საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირისგან. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, შეცვალოს თავისი კურსი,“ წერს გერმანიის საგარეო უწყება სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში. ბორელი: მოვუწოდებ საქართველოს, გაიწვიოს კანონმებლობა, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის გზას მეტად ააცდენს
ახალი, ევროპული ”H145” ტიპის სამივე შვეულფრენი საქართველოშია - შსს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მესამე „H 145“ ტიპის ვერტმფრენი შეემატა. უწყების ცნობით, ახალი ბორტი სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. სამინისტროს განცხადებით, თანამედრივე, ევროპული ტიპის სამივე ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. „მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. "H145" ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია. სასაზღვრო პოლიციის საფრენოსნო შემადგენლობამ სრული გადამზადება გერმანიაში, "airbus helicopters"-ის სასწავლო აკადემიაში გაიარა,“ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 2022 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება გაფორმდა ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან სამი „H145“ ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით. ამავე თემაზე: შსს-ს სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი მეორე ახალი ვერტმფრენი გადაეცა
რა წერია რეზოლუციაში, რომელიც გერმანიის პარლამენტმა საქართველოზე მიიღო
"საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ - გერმანიის პარლამენტმა საქართველოს საკითხზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა. რეზოლუციას მმართველ უმრავლესობის პარტიებმა - "სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ", "მწვანეებმა" და "ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ" დაუჭირეს მხარი. ოპოზიციური პარტიები "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი", ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" და ულტრამემარცხენე "სარა ვაგენკნეხტის კავშირი" წინააღმდეგ წავიდნენ. "მემარცხენეებმა" კი, თავი შეიკავეს. ბუნდესტაგის რეზოლუცია განსახილველად ახლა გერმანიის მთავრობას გადაეცემა, რომელმაც მისი გათვალისწინებით უნდა შეიმუშაოს პოლიტიკა. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი, რომელსაც საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა დაადგა, საქართველოს ევროპულ მომავალს რისკის ქვეშ გამიზნულად აყენებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდეგი წინსვლა ვერ და არ იქნება. ხაზგასმულია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის როლი და ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული. რეზოლუციის თანახმად, ასევე, აბსოლუტურად მიუღებელი და დემოკრატიის ევროპულ გაგებასთან შეუსაბამოა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი განცხადება არჩევნების შემდეგ მნიშვნელოვანი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სურვილის შესახებ. ტექსტის ავტორების შეფასებით, საქართველოსათვის მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება გზაგასაყარი - გადაწყვეტილება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს და ქვეყნის ევროპული კურსის შესახებ.
გერმანიის ელჩი: თქვენ დგახართ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30-წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე
გერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ელჩ ერნსტ პიტერ ფიშერის სიტყვით გამოსვლის ტექსტი გერმანიის საელჩომ გაავრცელა. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ქვეყანამ უნდა მიიღოს ევროკავშირის კანონმდებლობა. „ევროკავშირი ჩვენი მშვიდობიანი ერთობის საფუძველი იყო. დღეს ჩვენ ყველა მეზობელთან მეგობრულად თანავცხოვრობთ, რაც ჩვენი ისტორიის გათვალისწინებით წარმოუდგენელი მიღწევაა. ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი. ეს არის ჩვენი მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის საფუძველი. ეს ნამდვილად გლობალური მშვიდობის პარტიაა. ნება მომეცით ორიოდე სიტყვა ვთქვა ქართულ-გერმანული მეგობრობის შესახებ. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ვაშენებთ პარტნიორობას. ეს პარტნიორობა ფართო და ღრმაა და ის ყოველთვის ეფუძნებოდა თქვენს, ქართველების სურვილს, იყოთ დემოკრატია, გქონდეთ საბაზრო ეკონომიკა და მიაღწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. გასულ წელს, მე აქ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიდექი. ის ხაზგასმით აღნიშნავდა ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ხარისხს. მე მას დავეთანხმე, თუმცა გავაფრთხილე იმ რისკის შესახებ, როგორიცაა, ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვება. რამდენიმე კვირის შემდეგ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 2023 წლის 14 დეკემბერს მე ვიდექი ევროკავშირის ყველა ელჩთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად სცენაზე, თავისუფლების მოედანზე უზარმაზარი ხალხის წინაშე - და ჩვენ ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით. ოჰ, როგორ შეიცვალა დრო. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩიხში შევიდა, საქართველოს ხელისუფლების კურსის გამო. ამ კურსით საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ვერ შეძლებს. წელს, ალბათ, შენიშნავდით, ღონისძიებაზე ჩვენ არ მოგვიწვევია საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და პოლიტიკური პარტიების არცერთი ლიდერი. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა, ნათლად განვაცხადოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის ქართველების არჩევნები. ჩვენ ამაში არ ვერევით,“ აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა და ქართველებს მიმართა. „ქართველებს კი გეტყვით: თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ, როგორი მმართველობა გსურთ და რომელი ქვეყნების გაერთიანებებთან მიკუთვნება გსურთ. ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენზე - არა.“ „მაგრამ როგორ უნდა გაწევრიანდეთ ევროკავშირში? თქვენ უნდა მიიღოთ ევროკავშირის თითოეული კანონმდებლობა. როცა ამას გააკეთებთ, როცა ევროკავშირის კანონები აქ ქვეყნის კანონები გახდება, შენ წევრი გახდები. თუ არ გააკეთებთ, თქვენ არ ხართ წევრი. ძალიან მარტივად გასაგებია. და გთხოვთ, დამიჯერეთ: ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რომლებიც ვწყვეტთ, ვინ და როდის შემოგვიერთდება. კანდიდატები ამ გადაწყვეტილებას არ იღებენ. როგორც მეგობარმა, მსურს, გითხრათ, და მე მჯერა, რომ ბევრი თქვენგანი დამემოწმება, რომ მე ყოველთვის ვმოქმედებ როგორც მეგობარი: თქვენ დგახართ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30- წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე. თქვენი გადასაწყვეტია. ნება მომეცით, პირადი შეხედულებაც გაგიზიაროთ: ნუ წარმოიდგენთ, რომ თუ ჩვენ დაგვშორდებით, გამოგყვებით და შეგევედრებით, რომ დაბრუნდეთ. ჩემი ანალიზით, პოლიტიკური ტენდენციები სხვა მიმართულებით მიდის,“ - განაცხადა ელჩმა ფიშერმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 17 სექტემბერს, პრემიერმა ამერიკის ელჩს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. „ჩვენ გვაქვს ჩვენი ვარაუდზე მეტი, თუ რა გავლენების შედეგია ეს განცხადებები, მაგრამ ფაქტია, რომ ფორმალურად ეს განცხადება გავრცელებულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა გვიწევს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, მაგრამ აქვე ვამბობთ, რომ აქ დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ, დამნაშავე არიან ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა ოფიციალურ ინსტიტუტებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, ჩვენ ბრალს ვდებთ არა აშშ-ს, არამედ იმ ოლიგარქიულ გავლენებს, რისი მსხვერპლიც არის სამწუხაროდ სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტებში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ასევე 17 სექტემბერს. მილერი: აშშ-ში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა.
„ჩვენ გვსურს პროგრესი თურქეთსა და ევროკავშირს შორის“ - შოლცი სტამბოლში ერდოღანს შეხვდა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შაბათს, 19 ოქტომბერს, სტამბოლში გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიღო. ლიდერებმა დოლმაბაჰჩეს სასახლეში დახურული შეხვედრა გამართა. შოლცი სტამბულში პარასკევს გვიან ჩავიდა ერდოღანთან შესახვედრად. მანამდე, შოლცი გერმანიაში შეხვდა საფრანგეთის, გერმანიისა და აშშ-ის ლიდერებს. შოლცთან შეხვედრის შემდეგ, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის კარი ლიბანიდან ლტოლვილებისთვის ღიაა. Euronews-ის ცნობით, ორმა ლიდერმა განიხილა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია და თავდაცვის ინდუსტრიის თანამშრომლობა, მათ შორის - პოტენციური შეთანხმება თურქეთისთვის Eurofighter Typhoon-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების შესახებ. ეს ორივე ქვეყანა NATO-ს წევრია. შოლცმა განაცხადა, რომ თურქეთი მნიშვნელოვან ძალისხმევას ახორციელებს მიგრაციასთან და ლტოლვილებთან დაკავშირებით. „ჩვენ მხარს დავუჭერთ თურქეთს სირიაში ომის შედეგებთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა პროგრესი თურქეთსა და ევროკავშირს შორის,“ აღნიშნა შოლცმა.
გერმანიაში ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება - Politico
Politico გერმანიის სამი მთავარი პარტიის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გერმანიაში ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება. ამავე გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მთავრობის ნდობის საკითხს ბუნდესტაგში კენჭისყრაზე შობამდე დააყენებს. როგორც ცნობილია, გერმანიის მმართველი სამპარტიული კოალიცია გასულ კვირას მას შემდეგ დაიშალა, რაც კანცლერმა ოლაფ შოლცმა ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადააყენა.