თეგი: Nato
დმიტრო კულება: უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივების ეჭვქვეშ დაყენება დღის წესრიგში არ დგას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანალენა ბერბოკის ინტერვიუს პასუხობს. „უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივების ეჭვის ქვეშ დაყენება დღის წესრიგში არ არის. ახლა უკრაინისთვის რეალური დახმარება NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე გერმანიის ლიდერობა იქნებოდა. ეს ყველასათვის დადებითი სიგნალი იქნებოდა“, - აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის Twitter პოსტში. მანამდე, გერმანელმა მინისტრმა განაცხადა, რომ „ყველამ, მათ შორის რუსეთმაც იცის, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ახლა დღის წესრიგში არ დგას.
უკრაინის ელჩი: მოვუწოდებთ პარტნიორებს, დააწესონ სანქციები ესკალაციამდე და არა შემდგომ
უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი აცხადებს, რომ რუსეთისათვის სანქციების დაწესება შესაძლებელია დაგვიანებული აღმოჩნდეს ვითარების ესკალაციის შემდგომ. კითხვაზე, რატომ თვლის უკრაინა, რომ დასავლეთი სანქციებს აგვიანებს, ელჩმა მაგალითად მოიყვანა ვითარება, რომელიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომისა და რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდგომ შეიქმნა: „რა იყო რუსეთ-საქართველოს ომის შედეგი? ეს იყო სარკოზის დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს დემილიტარიზაციას. საქართველო მას 100%-ით ასრულებს. რას იტყოდით საოკუპაციო აზღვრის მეორე მხარეზე - აფხაზეთსა და ცხინვალზე? ხედავთ დემილიტარიზაციის რაიმე ნიშანს? არა. ისინი აგრძელებენ ბორდერიზაციას და სამხედრო მშენებლობას. ახლა შევხედოთ ვითარებას უკრაინაში 2014 წელს - ყირიმი ოკუპირებულია, დონეცკი და ლუგანსკი ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის ჯარისა და კრემლის მხარდამჭერი ძალების მიერ. ამ ქმედებებს მოჰყვა სანქციები რუსეთის მიმართ, გაიყვანეს ძალები? არა. შეგვიძლია ეს ზომები ეფექტიანად ჩავთვალოთ? მე ვერ ვხედავ შედეგს. შეიძლება ეს ზეგავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე, პრობლემებს უქმნის რუსეთს, მაგრამ უკრაინელებისთვის რუსები ისევ იქ რჩებიან, ზრდიან სამხედრო ინფრასტრუქტურას ყირიმში, აგრძელებენ ფულის, საბრძოლო მასალების, საწვავის მიწოდებას მხარდამჭერი ძალებისთვის. ეს ნიშნავს, რაც უნდა მოხდეს, ისინი წინ წაიწევენ უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ახლა ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ან შეუძლებელია, რომ სანქციების შედეგად მათ უკან დაიხიეს“, - განაცხადა უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა. რადიო თავისუფლების გადაცემაში „დილის საუბრები“ მან გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლებელია, რუსეთმა ბრძოლა შეწყვიტოს, მაგრამ რაც უკვე ოკუპირებული ან მიტაცებული აქვს, მას აღარასოდეს დააბრუნებს. ელჩი აცხადებს, რომ სწორედ ამიტომ უკრაინა კვლავ მოუწოდებს პარტნიორებს, დააწესონ სანქციები ვითარების ესკალაციამდე და არა შემდეგ. არგუმენტის გასამყარებლად ელჩმა გადაცემაში მაგალითად მოიყვანა ასევე NATO-ს სტრატეგია რუსეთის მიმართ: „2014 წელს უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ნატოს დასჭირდა რამდენიმე წელიწადი ახალი დოქტრინის, ხედვისა და რუსეთის მიმართ ახალი პოლიტიკის მისაღებად და ეს არის შეკავება, რომელიც ახლაც მუშაობს და უკრაინა არის რუსეთის შეკავების ნაწილი, რადგან ჩვენ ვაკავებთ უზარმაზარ ძალას ჩვენს საზღვარზე. თუმცა, არც ეს არის საკმარისი. შეკავება მუშაობს გარკვეულ დონეზე. რატომ? იმიტომ, რომ, რასაც ახლა ვხედავთ - ულტიმატუმებს რუსეთისგან და მათ მოთხოვნას, რომ ნატოს 1997 წლის გაფართოებამდელი პერიოდის მდგომარეობასთან დაბრუნებაზე. ეს ნიშნავს, რომ შეკავება არასაკმარისად ეფექტიანია, რადგან ისინი ბედავენ NATO-სთან ამგვარ ურთიერთობას - ცდილობენ რაღაცების მოთხოვნას, რასაც საერთოდ არ გააჩნია საფუძველი", - განაცხადა უკრაინის ელჩმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ ომები არ გვინდა, მაგრამ ასევე, არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების ფეხქვეშ გათელვას
ეს თუ დამოკიდებულია რუსეთზე, მაშინ ომი არ იქნება; ჩვენ ომები არ გვინდა, მაგრამ ასევე, არ დავუშვებთ ჩვენი ინტერესების ფეხქვეშ გათელვას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიღებულ წერილში რამდენიმე კონსტრუქციული ნაწილი იყო, თუმცა ძირითადად, მეორეხარისხოვან საკითხებზე. „ეს თუ დამოკიდებულია რუსეთზე, მაშინ ომი არ იქნება; ჩვენ ომები არ გვინდა. NATO-სგან პასუხი იმდენად იდეოლოგიზირებული იყო, იმდენად გამოხატავდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გამორჩეულობას, მის განსაკუთრებულ მისიებს, რომ ცოტა შემრცხვა იმ ადამიანების ნაცვლად, ვინც ეს ტექსტები დაწერა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ენტონი ბლინკენი: ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა
ბლინკენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პასუხი ასახავს სერიოზულ დიპლომატიურ გზაზე წინსვლას, თუ რუსეთი აირჩევს მას და ასევე მოცემულია პრინციპული და პრაგმატული შეფასება მოსკოვის მიერ წამოჭრილი შეშფოთების შესახებ. ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ღიაა დიალოგისთვის. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „წერილობითი ფორმა კარგი გზაა იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ზუსტნი ვართ და რუსებს ესმით ჩვენი პოზიციები, ჩვენი იდეები, რაც შეიძლება ნათლად. ახლა, დოკუმენტი მათთან არის და ბურთი მათ მოედანზეა“,- განაცხადა ენტონი ბლინკენმა. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვთან საუბარს გეგმავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან „უახლოეს დღეებში“ გამართავს მოლაპარაკებას. ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ აშშ NATO-ს ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის. „ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის, ჩვენ დიპლომატიას ვირჩევთ და მზად ვართ, წინ წავიწიოთ იმ სფეროებში, რომლებშიც თანამშრომლობის შესაძლებლობა არსებობს“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები. ასევე წაიკითხეთ: შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მიერ წამოყენებულ პირობებთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი წარადგინა. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს.
რას სთავაზობს NATO რუსეთს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსმა რუსეთს წერილობითი წინადადებები გადასცა. მან პუნქტობრივად განიხილა ის სფეროები, სადაც საჭიროა პროგრესის მიღწევა. მაგალითად, NATO-რუსეთის ურთიერთობები; ევროპის უსაფრთხოება, მათ შორის არსებული მდგომარეობა უკრაინასა და მის გარშემო; რისკის შემცირება, გამჭვირვალობის გაზრდა და შეიარაღების კონტროლი. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსის წევრები მზად არიან, NATO-რუსეთის საბჭოს ფარგლებში შეხვდნენ რუსეთს „რაც შეიძლება მალე“. თუმცა, ალიანსი არ წავა კომპრომისზე იმ ფუნდამენტურ პრინციპებთან მიმართებით, რომლებსაც ევროატლანტიკური უსაფრთხოება ეყრდნობა. „რუსეთმა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა NATO-სთან, რაც ართულებს ჩვენს დიალოგს. ამიტომ, ჩვენ უნდა აღვადგინოთ ჩვენი შესაბამისი ოფისების მუშაობა მოსკოვსა და ბრიუსელში. ჩვენ ასევე სრულად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი არსებული კომუნიკაციების არხები, რათა ხელი შევუწყოთ გამჭვირვალობას და შევამციროთ რისკები. ევროპული უსაფრთხოება, მათ შორის სიტუაცია უკრაინასა და მის გარშემო. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ რუსეთის შეშფოთებას და ჩავერთოთ რეალურ საუბარში, თუ როგორ უნდა დავიცვათ და გავაძლიეროთ ევროპული უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები, რომლებსაც ჩვენ ყველამ ხელი მოვაწერეთ. ეს მოიცავს თითოეული ერის უფლებას, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს აგრესიული რიტორიკისგან და მოკავშირეებისა და სხვა ერების წინააღმდეგ მიმართული მავნე ქმედებებისგან. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი განლაგებულია ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე, და ყველა მხარე კონსტრუქციულად უნდა ჩაერთოს კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მთელი ჩვენი ძალისხმევით, ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას უკრაინასთან, ისევე როგორც NATO-ს სხვა პარტნიორებთან, მათ შორის ფინეთთან, შვედეთთან, საქართველოსთან და, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან. NATO არის თავდაცვითი ალიანსი, ჩვენ არ ვცდილობთ დაპირისპირებას. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია და არ ვაპირებთ კომპრომისზე წასვლას იმ პრინციპებზე, რომლებზეც დაფუძნებულია ჩვენი ალიანსის უსაფრთხოება. ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას ყველა მოკავშირის დასაცავად“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
აშშ-ის ელჩი: საჭიროა ძლიერი გზავნილი, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას
"ძალიან პოზიტიურია, რომ ოპოზიცია და მმართველი პარტია აწარმოებდნენ მოლაპარაკებას რეზოლუციის ტექსტზე, საჭიროა ძლიერი გზავნილი, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას", – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ არის ძალზედ დაძაბული დრო და მნიშვნელოვანი მომენტი ყველა ქვეყნისთვის. „ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ყველა ქვეყნისთვის. ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ვდგავართ ერთად და ვგზავნით მკაფიო შეტყობინებას რუსეთის მისამართით, რომ ჩვენ დავიცავთ ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს, რომელმაც შეინარჩუნა ევროპის სტაბილურობა 30 წელზე მეტი ხნის განმვლობაში. გზავნილი საქართველოდან, უკრაინიდან, NATO-ს მოკავშირეებისგან და აშშ-ისგან საკმაოდ ნათელი იყო, რომ ჩვენ ვდგავართ ერთად და წინააღმდეგობას გავუწევთ იმ კრიზისს, რომლის შექმნასაც რუსეთი ცდილობს. ცხადია, ამ კრიზისს რუსეთი ქმნის. ეს არის ძალისხმევა, რომ შეიცვალოს 30-წლიანი სტაბილურობა და კეთილდღეობა ძალის გამოყენების მუქარით", - განაცხადა კელი დეგნანმა.
საფრანგეთი რუმინეთში რამდენიმე ასეული ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ფლორენს პარლი აცხადებს, რომ საფრანგეთი რუმინეთში რამდენიმე ასეული ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს. მისი თქმით, გადაწყვეტილება უკრაინის გარშემო არსებული დაძაბულობის ფონზე მიიღება. მინისტრი სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა ვიზიტით რუმინეთში და როგორც განაცხადა, საკითხს NATO-ს წევრ ქვეყნებთან ძალიან მალე განიხილავს ფლორენს პარლის თქმით, რუმინეთი, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, დაძაბულობის ზონაშია.
დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარისკაცების რაოდენობის გაორმაგებას განიხილავს
დიდი ბრიტანეთი უკრაინის კრიზისის ფონზე აღმოსავლეთ ევროპაში ჯარისკაცების რაოდენობის გაორმაგებას განიხილავს. პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ შესაძლო განლაგება „კრემლს მკაფიო გზავნილს გაუგზავნის“. BBC-ს ცნობით, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში თავიანთ კოლეგებთან შესახვედრად ემზადებიან, რათა დეესკალაცია წაახალისონ. ბორი ჯონსონი კი უახლოეს დღეებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გეგმავს. პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ასევე ეწვევა აღმოსავლეთ ევროპას ამ კვირაში, დაამატა, რომ დიდი ბრიტანეთი არ მოითმენს რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს და დიდი ბრიტანეთი ყოველთვის მოკავშირეების გვერდით იქნება. „თუ პრეზიდენტი პუტინი აირჩევს სისხლისღვრისა და ნგრევის გზას, ეს იქნება ტრაგედია ევროპისთვის. უკრაინამ თავისუფლად უნდა აირჩიოს საკუთარი მომავალი“, - განაცხადა ჯონსონმა.
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში, NATO უკრაინაში საბრძოლო შენაერთების გაგზავნას არ გეგმავს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში, NATO უკრაინაში საბრძოლო შენაერთების გაგზავნას არ გეგმავს. კითხვაზე, გამორიცხავდა თუ არა NATO ჯარების გაგზავნას, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, სტოლტენბერგმა უპასუხა: „ჩვენ არ ვგეგმავთ NATO-ს საბრძოლო ჯარების განთავსებას უკრაინაში... ჩვენ ფოკუსირებული ვართ მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე. „არსებობს განსხვავება NATO-ს წევრობასა და უკრაინის როგორც ძლიერ და უაღრესად ფასეულ პარტნიორს შორის. ამაში ეჭვი არ უნდა შევიტანოთ“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.
რუსეთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით NATO-სა და ეუთოში ოფიციალურ მოთხოვნას გზავნის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით NATO-სა და ეუთოში ოფიციალურ მოთხოვნას გზავნის, რადგან განმარტებას ითხოვს, როგორ შეესაბამება ალიანსის ქმედებები უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში სხვა სახელმწიფოების უფლებებს. ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთს სურს, უკრაინის NATO-ში შეყვანა, რაც რეალურად გაანადგურებს რუსეთთან ურთიერთობებს, მოსკოვი კი ამ ქმედებებს აფასებს როგორც ოფიციალური პოლიტიკური ვალდებულებების უხეშ დარღვევას, რომლებიც საკუთარ თავზე აიღეს ამერიკისა და ალიანსის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებმა. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი თითქმის, სამი თვე ბომბავდნენ იუგოსლავიას, შეიჭრნენ ლიბიაში, რითაც დაარღვიეს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, ასევე, როგორ იქცეოდნენ ავღანეთში. როდესაც „ცივი ომი“ მიმდინარეობდა და და არსებობდა ბერლინის კედელი, გასაგები იყო, რომელი ტერიტორია უნდა ყოფილიყო დაცული. კედელი აღარ არის, ეუთოს ფარგლებში ჩვენ გამოვაცხადეთ სამუდამო მეგობრობა, უსაფრთხოების განუყოფლობა, სოლიდარობა, შევთანხმდით, რომ არავინ უნდა გაამყაროს თავისი უსაფრთხოება სხვათა ხარჯზე - ისინი კი განაგრძობენ ქვეყნების მიღებას“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.
იენს სტოლტენბერგი: ევროპას ენერგომომარაგების დივერსიფიცირება სჭირდება
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ევროპას ენერგომომარაგების დივერსიფიცირება სჭირდება. ამის შესახებ Reuters-ი წერს. „ჩვენ შეშფოთებულნი ვართ ევროპაში ენერგეტიკული სიტუაციით, რადგან ეს ცხადყოფს ბუნებრივი აირის ერთ მიმწოდებელზე ზედმეტად დამოკიდებულების მოწყვლადობას და ამიტომ NATO-ს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ ჩვენ გვჭირდება მუშაობა და ფოკუსირება მომარაგების დივერსიფიცირებაზე“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
დიდ ბრიტანეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტი 10 თებერვლისთვის მზად ექნება
დიდი ბრიტანეთის მთავრობა 10 თებერვლისთვის მთავრობა მზად იქნება, რომ რუსეთის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები დააწესოს, მიზანი უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის შეჩერებაა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ ამ სანქციებს ვერავინ დაემალება. ლიზ ტრასმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობა რომელიც ძალაში იქნება 10 თებერვლამდე, ავტომატურად არ დააწესებს სანქციებს, მაგრამ ითვალისწინებს დამატებით მექანიზმს „უკრაინაში რუსეთის შემდგომი შემოჭრის შემთხვევაში“. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ახალი ზომები დიდ ბრიტანეთს საშუალებას მისცემს, იმოქმედოს „შეერთებულ შტატებთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად, რათა გაყინონ აქტივები და აკრძალონ მოგზაურობა“. „ჩვენ ამ სანქციებს გამოვიყენებთ შიშის ან კეთილგანწყობის გარეშე. ამას ძალიან მკაფიოდ ვაცხადებ", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.
NATO-საქართველოს ერთობლივ სწავლებას საქართველო მესამედ უმასპინძლებს
NATO-საქართველოს სწავლება 2022 საქართველოში მარტში გაიმართება. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. NATO-საქართველოს ერთობლივ სწავლებას NATO-GEO EX 2022 საქართველო მარტში მესამედ უმასპინძლებს. სწავლებას დაგეგმვიდან აღსრულების ფაზის ჩათვლით ქართული მხარე უხელმძღვანელებს და მასში მონაწილეობას NATO-ს წევრი და პატნიორი ქვეყნები მიიღებენ. სამი დღის განმავლობაში „NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში“ (JTEC) სწავლების დაგეგმვის საბოლოო კონფერენციაზე NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისა და ქართული მხარის წარმომადგენლებმა საბოლოო დეტალები შეაჯამეს. კონფერენციაზე სპეციალურად NATO-ს გაერთიანებული ძალების წვრთნების ცენტრის მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯოზეფ სპიშაკი და ვიცე-პოლკოვნიკი გაბორ ენდროდი იმყოფებოდნენ. NATO-ს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ გამართეს. შეხვედრებზე მხარეებმა NATO-საქართველოს სწავლების დეტალები განიხილეს. საუბარი ასევე NATO-სთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს შეეხო. „NATO-საქართველოს სწავლება 2022“ NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ჩატარდება. სწავლებაში მონაწილეობას 20-ზე მეტი NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მიიღებენ. წვრთნების განმავლობაში მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით NATO-ს ოპერაციების დაგეგმვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ. სწავლება NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ხორციელდება და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს თავსებადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ცნობით, მზადება 2022 წლის წვრთნებისათვის უკვე დაიწყო. JFTC-ის გუნდმა, სხვა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო კრწანისში, საბოლოო საკოორდინაციო კონფერენციაში. „აშკარაა, რომ მონაწილეებმა NATO-დან, საქართველოდან, მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ბევრი შრომა ჩადეს და საჭიროა, რომ მათი ძალისხმევა დაფასდეს. მათი გუნდური მუშაობა შთამბეჭდავია და დარწმუნებული ვარ, წვრთნები წარმატებით ჩატარდება“, - განაცხადა, JFTC-ის მეთაურის მოადგილემ და შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯოზეფ შპიშაკმა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის ორ მოადგილეს, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძეს, ბრიგადის გენერალ ირაკლი ჭიჭინაძესა და კონფერენციის მონაწილეებს შეხვდა.
პარლამენტში, უკრაინელმა პოლიტიკოსებმა მხარდამჭერი ქვეყნების დროშები გამოფინეს
უკრაინელმა კანონმდებლებმა მხარდამჭერი ქვეყნების, მათ შორის აშშ-ის, კანადის და დიდი ბრიტანეთის დროშები გამოფინეს. აღნიშნული ქვეყნების მიმართ პოლიტიკოსებმა მადლობა ამ ფორმით გამოხატეს. „გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც გვერდში უდგანან უკრაინას რუსეთის აგრესიის ფონზე“, - აღნიშნა სოფია ფედინამ. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერი უკრაინაში ვიზიტით იმყოფება. პრემიერ-მინისტრმა 88 მილიონი ფუნტის ღირებულების ახალი დახმარება შესთავაზა უკრაინის მხარდასაჭერად, რუსეთის შეჭრის შიშის გამო. ბორის ჯონსონის თქმით, როგორც მეგობარი და პარტნიორი, დიდი ბრიტანეთი განაგრძობს უკრაინის სუვერენიტეტის დაცვას, გარე საფრთხეებთან მიმართებით. გაერთიანებული სამეფო აძლიერებს სანქციების რეჟიმს რუსეთის მიმართ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო და მიიჩნევს, რომ რუსეთის ერთადერთი გზა არის დეესკალაცია და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მოლაპარაკებების დაწყება. ასევე წაიკითხეთ: დიდ ბრიტანეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა პაკეტი 10 თებერვლისთვის მზად ექნება. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". მაგრამ გააფრთხილა რუსეთი, რომ აშშ მოქმედებდა უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად.
პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რომ აშშ-მ და NATO-მ უსაფრთხოების სფეროში რუსეთის პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს. პუტინის თქმით, მიღებულ წერილობით პასუხებს აანალიზებს ყურადღებით, თუმცა უკვე ცხადია, რომ რუსეთისთვის პრინციპული საკითხები უგულებელყოფილია. პუტინის თქმით, სამი ძირითადი საკითხი შემდეგ თემებს ეხება: NATO-ს გაფართოების დაუშვებლობა, რუსეთის საზღვრების მახლობლად დამრტყმელი სისტემების განთავსებაზე უარის თქმა და ევროპაში NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის მდგომარეობისკენ დაბრუნება. ასევე წაიკითხეთ: ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა რას სთავაზობს NATO რუსეთს რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.
El Pais-ი: აშშ-მ და NATO-მ საპასუხო წერილში რუსეთს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან საკუთარი ძალების გაყვანისკენ მოუწოდეს
ესპანური გამოცემა El Pais-ი აშშ-სა და NATO-ს მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი დოკუმენტების ასლებს აქვეყნებს, რომელშიც, აღნიშნულია, რომ რუსეთმა საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან საკუთარი ძალები უნდა გაიყვანოს. ალიანსის მიერ გაგზავნილ პასუხში აღნიშნულია, რომ ალიანსი მტკიცედ ერთგული რჩება იმ ფუნდამენტური პრინციპების და შეთანხმებების მიმართ, რომლებიც ევროპული უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, ხაზგასმულია, რომ ყველა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს და დაიცვას სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი, საზღვრების ურღვეობა და ტერიტორიული მთლიანობა და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან და ძალის გამოყენების მუქარისგან. ასევე, ყველა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს სხვა სახელმწიფოების უფლებას, აირჩიონ და შეცვალონ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებები და განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკის მიმართულება სხვა ქვეყნის ჩარევის გარეშე. დოკუმენტში დადასტურებულია ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულება. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.
იენს სტოლტენბერგი აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების განლაგების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებას მიესალმა
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ძალების განლაგების თაობაზე აშშ-ის გადაწყვეტილებას მიესალმა. სტოლტენბერგმა ნაბიჯს თავდაცვითი და პროპორციული უწოდა. „ეს არის აშშ-ის ძლიერი გზავნილი და დამატებითი წვლილის შეტანა ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში“, - აღნიშნავს სტოლტენბერგი. მისივე თქმით, NATO გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა ყველა მოკავშირის დასაცავად. აშშ აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის.
ხავიერ კოლომინა: საქართველო NATO-ს უახლოესი პარტნიორია
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას განცხადებით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ქვეყანა განაგრძობს NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მიღებას. Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ „პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ალიანსთან თავსებადობის გაძლიერების მიზნით, NATO-ს სარდლობის სტრუქტურასთან ერთად მუშაობას მოიცავს. „ამ თანამშრომლობის შედეგად, რომელიც არსებითი პაკეტის საშუალებით, წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა, საქართველოს თავდაცვის ძალები ახლა უფრო ქმედუნარიანი და NATO-სთან თავსებადი გახდა, ვიდრე ეს ოდესმე იყო. NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი უზრუნველყოფს როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს ძალების წვრთნებსა და მომზადებას, რაც თავის მხრივ, ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ალიანსთან თავსებადობის გაზრდას, წვლილის შეტანას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. NATO-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრი (JFTC) LANDCOM-თან ერთად მხარს უჭერს JTEC-ს NATO-საქართველოს წვრთნების მომზადებასა და ჩატარებაში“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ Europetime-თან. შეგახსენებთ, NATO-საქართველოს სწავლება 2022 საქართველოში მარტში გაიმართება. ასევე წაიკითხეთ: ხავიერ კოლომინა: NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები ქმნის შესაძლებლობას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, შეასრულოს კრიზისის მართვის ამოცანები.
NATO-ს ავიაგამანადგურებლებმა ჩრდილოეთის ზღვის თავზე მოძრავ რამდენიმე რუსულ ბომბდამშენსა და მზვერავ თვითმფრინავს მიმართულება შეაცვლევინეს
კოლის ნახევარკუნძულიდან ჩრდილოეთის ზღვისკენ დაძრული რუსული თვითმფრინავები ნორვეგიის დაზვერვის სამსახურმა ამოიცნო, რის შემდეგაც ფინმარკის სანაპიროდან F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები A-50 ტიპის თვითმფრინავების იდენტიფიცირების მიზნით გაგზავნა. ალიანსის პრესსპიკერის მიერ Twitter-ზე განთავსებულ პოსტში აღნიშნულია, რომ ნორვეგიის საჰაერო სივრცესთან ახლოს, ჩრდილოეთის ზღვის თავზე მოძრავი რამდენიმე რუსულ ბომბდამშენს/მზვერავ თვითმფრინავს ბრიტანული და ნორვეგიული ავიაგამანადგურებლები ჩრდილოეთის ზღვის თავზე აედევნენ და მიმართულება შეაცვლევინეს. "ყველა ურთიერთქმედება უსაფრთხოდ და პროფესიულ დონეზე განხორციელდა", - წერს ალიანსის პრესსპიკერი Twitter-ზე.
უცხოური მედია: იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალური ბანკის მმართველად მოიაზრება
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალური ბანკის მმართველად აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ ნორვეგიული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ნორვეგიის მთავრობა ცენტრალური ბანკის ახალ მმართველს დღეს გამოაცხადებს. აღსანიშნავია, რომ 3 თებერვალს ჟურნალისტებმა NATO-ს გენერალური მდივანი ოსლოში შენიშნეს. ცნობისთვის, იენს სტოლტენბერგი 2000-2001 და 2005-2013 წლებში ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2014 წლის 1-ლი ოქტომბრიდან იგი NATO-ს გენერალური მდივნის მოვალეობებს ასრულებს. მისი მანდატი 2022 წლის 30 სექტემბერს იწურება. ამავე თემაზე იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე განაცხადი შეიტანა
საერთაშორისო მედია NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე სავარაუდო კანდიდატებს ასახელებს
NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი განიხილებიან. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული სააგენტო ავრცელებს. იენს სტოლტენბერგს NATO-ს გენერალური მდივნის პოზიციაზე ვადა 2022 წლის სექტემბერში ეწურება. ამ პოსტზე პოტენციურ კანდიდატებს შორის აქამდე სახელდებოდნენ ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი და ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე. ინფორმაციისთვის, 2014 წელს NATO-ს ხელმძღვანელის პოზიციის დაკავებამდე, იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ორი ვადით, 2000-01 და 2005-13 წლებში. ის ასევე იყო ფინანსთა მინისტრი და მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრი 1990-იან წლებში. მედიის ცნობით, იენს სტოლტენბერგი ნორვეგიის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი გახდება.
ხავიერ კოლომინა: NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები ქმნის შესაძლებლობას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, შეასრულოს კრიზისის მართვის ამოცანები
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა NATO-საქართველოს ერთობლივ სწავლება NATO-GEO EX 2022-ზე Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში საუბრობს. ხავიერ კოლომინას შეფასებით, NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები 2022, ქმნის შესაძლებლობას NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორი ქვეყნებისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალებს გაუზიარონ გამოცდილება, უნარები, ცოდნა და განავითარონ როგორც მათი მართვისა და კონტროლის შესაძლებლობები ასევე, NATO-ს წევრების ძალებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ეფექტურად მოქმედების უნარები. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, სწავლება ასევე იქნება ერთგვარი პლატფორმა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების შესამოწმებლად და კონსოლიდაციისთვის, რომ შეასრულოს კრიზისის მართვის ამოცანები, ყოვლისმომცველი მიდგომის მეშვეობით, რაც თავის მხრივ ეფუძნება მრავალ სამოქალაქო და სამხედრო აქტორთან, მათ შორის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. „ეს წვრთნები არის დამკვიდრებული პრაქტიკა, მრავალეროვნული, კრიზისზე რეაგირების სწავლება, რომელიც ტარდება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ. NATO-საქართველოს წვრთნები 2022 ტარდება გამჭვირვალედ, NATO-ს სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით, NATO-ს პროცედურების შესაბამისად და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით“, - აღნიშნა ხავიერ კოლომინამ Europetime-თან. ხავიერ კოლომინას განცხადებით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ქვეყანა განაგრძობს NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მიღებას. „პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ალიანსთან თავსებადობის გაძლიერების მიზნით, NATO-ს სარდლობის სტრუქტურასთან ერთად მუშაობას მოიცავს. ამ თანამშრომლობის შედეგად, რომელიც არსებითი პაკეტის საშუალებით, წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა, საქართველოს თავდაცვის ძალები ახლა უფრო ქმედუნარიანი და NATO-სთან თავსებადი გახდა, ვიდრე ეს ოდესმე იყო. NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი უზრუნველყოფს როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს ძალების წვრთნებსა და მომზადებას, რაც თავის მხრივ, ემსახურება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ალიანსთან თავსებადობის გაზრდას, წვლილის შეტანას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში. NATO-ს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრი (JFTC) LANDCOM-თან ერთად მხარს უჭერს JTEC-ს NATO-საქართველოს წვრთნების მომზადებასა და ჩატარებაში“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ Europetime-თან. შეგახსენებთ, NATO-საქართველოს სწავლება 2022 საქართველოში მარტში გაიმართება.
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე: არავინ ამბობს, რომ უკრაინა NATO-ში უახლოეს მომავალში გაწევრიანდება
არავინ ამბობს, რომ უკრაინა NATO-ში უახლოეს მომავალში გაწევრიანდება. უკრაინას ქვეყნის შიგნით ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი, - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანემ France 24-თან ინტერვიუში. „არავინ ამბობს, რომ უკრაინა ნატოში უახლოეს მომავალში გაწევრიანდება. უკრაინას ქვეყნის შიგნით ბევრი რეფორმა აქვს გასატარებელი. ჩვენ ასევე გვჭირდება კონსენსუსი ნატოს შიგნით. დღეს ჩვენ არ გვაქვს კონსენსუსი უკრაინის NATO-ში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თუმცა, არცერთ მესამე მხარეს არ აქვს ვეტოს უფლება სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილებაზე. გადაწყვეტილების მიღება ჩვენზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.
იენს სტოლტენბერგი: NATO ერთხმად მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ
NATO ერთხმად მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია „ემესენბისის“ ეთერში განაცხადა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა კომენტარი გააკეთა ჩინეთის ლიდერისა და რუსეთის პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაზე, რომელშიც ისინი NATO-ს მოუწოდებენ, თავი შეიკავოს შემდგომი გაფართოებისგან. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. „საუბარია არა NATO-ს გაფართოებაზე, არამედ ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს უფლების პატივისცემაზე, თავად აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, სურთ თუ არა ალიანსის წევრობა. ნატო პატივს სცემს ამ დამოუკიდებელ, თავისუფალ და სუვერენულ გადაწყვეტილებებს და არასოდეს აიძულებდა სხვა ქვეყნებს, გაწევრიანებულიყვნენ ალიანსში. მაგრამ ბევრი ქვეყანა დემოკრატიული პროცესების მეშვეობით მივიდა იქამდე, რომ NATO-ს ნაწილი გამხდარიყო“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, პოლონეთში აშშ-ის არმიის პირველი კონტინგენტი ჩაფრინდა
უკრაინის საზღვარზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ზრდის ფონზე, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად, პოლონეთში აშშ-ის არმიის პირველი კონტინგენტი ჩაფრინდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. სამხედროები პოლონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ჟეშუვის სამხედრო ბაზაზე განთავსდებიან. პოლონეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის თქმით, პოლონეთში აშშ-ის არმიის 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის საბრძოლო ჯგუფის პირველი კონტიგენტი ჩაფრინდა. ჯარისკაცები მეორე ნაწილის ჩასვლა ხვალისთვის იგეგმება. სულ პოლონეთში აშშ-ის არმიის 1 700 ჯარისკაცის განთავსება იგეგმება.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 18-20 თებერვალს გაიმართება
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიუნხენში ჩასვლაზე უარი განაცხადა, თუმცა უსაფრთხოების კონფერენციას შესაძლოა, ვიდეოკონფერენციის საშუალებით დაესწროს. ღონისძიებაში, რომელიც 18-20 თებერვალს გაიმართება, 30-ზე მეტი მსოფლიო ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის იქნებიან გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ჩინეთს წარადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი (შესაძლოა ონლაინ რეჟიმში). საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ჩამოსვლაზე ჯერ კიდევ განიხილება. „არავითარ შემთხვევაში არ მსურს რუსეთის გამორიცხვა. მხოლოდ მოსკოვზეა დამოკიდებული, გამოიყენებს თუ არა ის შესაძლებლობას, არამხოლოდ წერილებით წარუდგინოს თავისი პოზიცია აშშ-სა და NATO-ს, არამედ კიდევ ერთხელ წარუდგინოს კომპეტენტურ და მაღალი რანგის საზოგადოებას“, - ხაზგასმით აღნიშნა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მასპინძელმა ვოლფგანგ იშინგერმა. გასულ წელს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კორონავირუსის პანდემიის გამო ვირტუალურად გაიმართა. წელს, ორგანიზატორებმა მკაცრი ზომების დაცვა გადაწყვიტეს. მონაწილეთა რაოდენობა აქამდე 2000-ს აღემატებოდა, ახლა არაუმეტეს 600 ადამიანის დაშვებაა ნებადართული რისკის შესამცირებლად. მკვეთრად შემცირდა ჟურნალისტების რაოდენობაც. იშინგერისთვის, რომელიც 14 წელია, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე იყო, ეს ბოლო ფორუმი იქნება. 2022-ის შემდეგ, ის ხელმძღვანელობას ანგელა მერკელის ყოფილ მრჩეველს და გერმანიის ყოფილ წარმომადგენელს გაეროში კრისტოფ ჰეუსგენს გადასცემს.
NATO-ს გენმდივანმა და თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინის საკითხი განიხილეს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის საკითხი განიხილეს. სატელეფონო საუბრის შესახებ სტოლტენბერბმა Twitter-ზე დაწერა. „ვესაუბრე პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო გაძლიერებაზე. მადლობა გადავუხადე მას აქტიური მხარდაჭერისა და პირადი ჩართულობისთვის პოლიტიკური გადაწყვეტის მოძებნაში. მივესალმე უკრაინის მიმართ თურქეთის მტკიცე და პრაქტიკულ მხარდაჭერას. NATO კვლავ მზადა დიალოგისთვის“, - წერს იენს სტოლტენბერგი Twitter-ზე. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. ასევე წაიკითხეთ ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა რას სთავაზობს NATO რუსეთს ენტონი ბლინკენი ლავროვს: ყველა ქვეყნის უფლებაა, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართუელება და ალიანსები რუსეთს გავლენის სფეროებში არამხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს და მოლდოვის დაბრუნება სურს. პუტინი ცდილობს, შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების რუკა პუტინი: აშშ-მ და NATO-მ ჩვენი პრინციპული მოთხოვნები უგულებელყვეს დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები.
პოლონეთის პრეზიდენტი სტოლტენბერგს: NATO-უკრაინა, NATO-საქართველო ფორმატში, სახელმწიფოს მეთაურების დონეზე შეხვედრები გავმართოთ
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ბრიუსელში, NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე საქართველოს საკითხიც განიხილა. ამის შესახებ მან სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე ახსენა თბილისში, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა. ასევე წაიკითხეთ: რა გზავნილებით ჩამოვიდა ანდჟეი დუდა „რაც შეეხება მომავალ სამიტს, გენერალურ მდივანს ვუთხარი, რომ NATO-უკრაინა და NATO-საქართველო ფორმატში შეხვედრები უნდა გავმართოთ, რომ ამ ქვეყნების მიმართ სოლიდარობა გამოვხატოთ. ეს შეხვედრები სახელმწიფოს მეთაურების დონეზე უნდა გაიმართოს. ეს ქვეყნები ყოველთვის იყვნენ NATO-ს ლოიალური მოკავშირეები და ჩვენც უნდა დავაფიქსიროთ, რომ მარტო არ ვტოვებთ“, - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა. 3 თებერვალს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები კვლავ გაგრძელდება და ორშაბათს მორიგი შეხვედრები გაიმართებოდა. პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჰქონდა კონსულტაციები აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და სურს, წარმოადგინოს ის ინფორმაცია, რომელიც პოლონეთს, როგორც ევროკავშირის ქვეყანას აქვს უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ და უკრაინის ირგვლივ. მისივე თქმით, შედგა მნიშვნელოვანი კონსულტაცია თბილისთან. ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ტრაგიკული გამოცდილება რუსეთთან დაკავშირებით.
NATO აღმოსავლეთ ევროპაში გრძელვადიან სამხედრო პოზიციას განიხილავს
NATO განიხილავს გრძელვადიან სამხედრო პოზიციას აღმოსავლეთ ევროპაში, რათა გააძლიეროს თავისი თავდაცვა. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა მიმდინარეობს პროცესის განხილვა. 7 თებერველს, სტოლტენბერგმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას NATO-ს შტაბ-ბინაში უმასპინძლა. საუბრის თემა უკრაინასა და მის გარშემო რუსული სამხედრო ძალების გაძლიერება იყო. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ NATO-ს ძალების მზადყოფნა უკვე გაიზარდა და ალიანსი განიხილავს დამატებითი საბრძოლო ჯგუფების განლაგებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ის მიესალმა იმ ფაქტს, რომ შტატები გზავნის დამატებით ძალებს პოლონეთში, გერმანიასა და რუმინეთში, რაც „ამერიკის ერთგულების ძლიერი დემონსტრირებაა ალიანსის მიმართ“. „თუ რუსეთს ნამდვილად სურს ნაკლები NATO საზღვრებთან ახლოს, ისინი პირიქით მიიღებენ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. NATO ღიაა დიალოგისთვის პოლიტიკური გადაწყვეტის მოსაძებნად: „დღეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს მოწვევას რუსეთის მიმართ, რომ NATO-რუსეთის საბჭოში NATO-ს მოკავშირეებს შეხვდეს. ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ მათ შეშფოთებას, განვიხილოთ NATO-რუსეთის ურთიერთობები, რისკის შემცირება და გამჭვირვალობა, შეიარაღების კონტროლი, განიარაღება და გაუვრცელებლობა და სხვა საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს უსაფრთხოებაზე. მაგრამ NATO არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან მიმართებით, რომ დავიცვათ ყველა მოკავშირე და თითოეული ერის უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გზა“. ლიდერებმა ასევე განიხილეს რუსეთისა და ჩინეთის ბოლო ერთობლივი განცხადება, რომელშიც ორივე ქვეყანა NATO-ს ახალი წევრების მიღების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. სტოლტენბერგის თქმით, ეს არის „მცდელობა, სუვერენულმა ქვეყნებმა უარი თქვან საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლებაზე, ეს უფლებაა დაფიქსირებული ძირითად საერთაშორისო დოკუმენტებში“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO პატივს სცემს ყველა ქვეყნის გადაწყვეტილებას, აირჩიოს თავისი მიმართულება. „ჩვენ პატივი უნდა ვცეთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს და არა, დავბრუნდეთ გავლენის სფეროების ეპოქაში, სადაც დიდ ძალებს შეუძლიათ, სხვებს უთხრან, რისი გაკეთება შეუძლიათ ან არ შეუძლიათ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. ამერიკა აღმოსავლეთ ევროპაში 3,000 სამხედროს გზავნის
რუმინეთში 100 ამერიკელი ჯარისკაცი ჩავიდა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შიშის ფონზე, აშშ-ის დამატებით 100 სამხედრო მოსამსხურე რუმინეთში განლაგდება. აშშ 1000 სამხედროს რუმინეთში, 2000-მდე ჯარისკაცს კი, პოლონეთში გზავნის. რუმინეთში აშშ-ის 900-მდე ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცები ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდნენ. 2 000 ჯარისკაცი ევროპაში მას შემდეგ განლაგდა, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ დამატებით ძალებს გაგზავნის მოკავშირეების მხარდასაჭერად. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან.
იენს სტოლტენბერგი NATO-ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ლიდერების მიწვევას მხარს უჭერს
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ალიანსის სამიტზე, რომელიც მადრიდში 29-30 ივნისს გაიმართება, საქართველოსა და უკრაინის ლიდერების მიწვევის იდეას მხარს უჭერს. ის მიიჩნევს, რომ ეს კარგი ადგილის პარტნიორებთან შეხვედრისთვის, თუმცა ფიქრობს, რომ ფორმატი უნდა განისაზღვროს. 7 თებერვალს, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდგომ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამიტის ფარგლებში ალიანსმა უკრაინასა და საქართველოსთან შეხვედრები სახელმწიფოს მეთაურების დონეზე უნდა გამართოს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით არსებული მანევრირებების ფარგლებში, უნგრეთი NATO-ს შემდგომ დანაყოფებს არ მიიღებს
უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით არსებული მანევრირებების ფარგლებში, უნგრეთი NATO-ს შემდგომ დანაყოფებს არ მიიღებს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ „ევრონიუსთან“ განაცხადა. მისი თქმით, ამჟამინდელი კრიზისი „ცივი ომისა“ და წარსული ათწლეულების შესახებ მოგონებებს აბრუნებს. „არა, ჩვენ ამაზე არ დავთანხმდით და არც დავთანხმდებით, რადგან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე NATO-ს ჯარები უკვე გვყავს, ეს არის უნგრეთის არმია და ჩვენი შეიარაღებული ძალები, რომლებიც სათანადო ფორმაში არიან, რათა ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყონ. ასე, რომ ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი დანაყოფები უნგრეთის ტერიტორიაზე. „ამიტომ, არ გვინდა, რომ ეს დრო დაბრუნდეს. ჩვენ ვთხოვთ, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, გააკეთოს ყველაფერი, რათა „ცივი ომის“ დაბრუნება თავიდან იქნას აცილებული, ასევე თავიდან იქნას აცილებული „ცივი ომისდროინდელი“ ფსიქიკის დაბრუნებაც კი, რადგან ჩვენ ისტორიიდან ძალიან მკაფიოდ ვისწავლეთ, რომ როდესაც აღმოსავლეთ-დასავლეთის კონფლიქტი არსებობს, ცენტრალური ევროპის ქვეყნები აგებენ და ჩვენ აღარ გვსურს, ვიყოთ წაგებულები“, – განაცხადა უნგრელმა დიპლომატმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: NATO-ს უნდა ჰქონდეს ღია კარის პოლიტიკა
ეს, ალბათ, ყველაზე სახიფათო მომენტია უსაფრთხოების ყველაზე დიდ კრიზისში, რომლის წინაშე ევროპა ბოლო ათწლეულების განმავლობაში აღმოჩნდა, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა NATO-ს გენერალურ მდივანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, NATO შეთანხმდა, რომ ნებისმიერი ქვეყანა თავისუფალი უნდა იყოს უსაფრთხოების ალიანსების შექმნაში, რომელსაც ის ირჩევს. „არის რაღაცები, რაზეც მოლაპარაკება შეუძლებელია. NATO-ს უნდა ჰქონდეს ღია კარის პოლიტიკა“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.
ბორის ჯონსონი: რაც უფრო მკაცრია სანქციები, მით უფრო მეტი შანსი გვექნება, შევაკავოთ ის, რაც ირაციონალური პასუხი იქნება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველაზე სახიფათო მომენტია ევროპის უსაფრთხოების კრიზისში, რომლის წინაშეც ის ბოლო ათწლეულების განმავლობაში აღმოჩნდა. ბორის ჯონსონი არ ფიქრობს, რომ უკრაინაში შეჭრის შესახებ გადაწყვეტილება მოსკოვში უკვე მიღებულია თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც აბსოლუტურად კატასტროფული ნამდვილად არ მოხდება ძალიან მალე. „რაც უფრო მკაცრია სანქციები, მით უფრო მეტი შანსი გვექნება, შევაკავოთ ის, რაც, ჩემი აზრით, ირაციონალური პასუხი იქნება. მაგრამ ჩვენ ასევე მზად ვართ, ვისაუბროთ და ვფიქრობ, არის რაღაცები, რაზეც მოლაპარაკება შეუძლებელია. ეს არის მთლიანი და თავისუფალი ევროპის იდეა. ეს არის იდეა, რომ NATO-ს უნდა ჰქონდეს ღია კარის პოლიტიკა, რომ უკრაინის მოსახლეობას უნდა შეეძლოს NATO-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა. რა თქმა უნდა, არის რაღაცები, რომლებზეც გონივრული იქნება საუბარი და რომლის განხილვაც დიდი ბრიტანეთს, აშშ-ს, რა თქმა უნდა, ყველას სურს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა. ინფორმაციისთვის, უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების გაძლიერების ფონზე, ამერიკელი ჯარისკაცების პირველი შემადგენლობა ევროპაში 2 თებერვალს ჩავიდა. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ თავის მხრივ განაცხადა, რომ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში. გარდა ამისა, NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვით იარაღს აწვდიან. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები. ამავე თემაზე: საერთაშორისო პარტნიორებმა უკრაინას $1,5 მილიარდის ოდენობის სამხედრო და თავდაცვითი დახმარება გადასცეს
იენს სტოლტენბერგმა ზელენსკისთნ სატელეფონო საუბრისას უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა
NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურ და პრაქტიკულ დონეზე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა. იენს სტოლტენბერგი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. „პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო გაძლიერებაზე ვესაუბრე. NATO განაგრძობს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ჩვენი უაღრესად ღირებული პარტნიორისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დეესკალაციისკენ. მოვუწოდებთ, განაგრძოს დიალოგის გზა მშვიდობიანი გადაწყვეტის მოსაძებნად“, - აღნიშნულია სტოლტენბერგის Twitter პოსტში. სტოლტენბერგმა 10 თებერვალს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბორის ჯონსონს უმასპინძლა, რის შემდეგაც ჯონსონი პოლონეთში გაემგზავრა. პარალელურად, რუსეთში ვიზიტით იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი, რომელიც უკვე შეხვდა რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს. დღესვე, ბერლინი ნორმანდიის ფორმატში მრჩევლების დონეზე შეხვედრას მასპინძლობს.
იენს სტოლტენბერგი: სახიფათო მომენტია ევროპის უსაფრთხოებისთვის
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ალიანსი არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, მზადაა ყველაზე უარესისთვის და იმისთვის, რომ მტკიცედ დაუჭიროს მხარი პოლიტიკური გადაწყვეტის პოვნას. იენს სტოლტენბერგის თქმით, თუ რუსეთი დაპირისპირების გზას აირჩევს, უფრო მაღალი ფასის გადახდა მოუწევს. „რუსეთს არჩევანი აქვს: მათ შეუძლიათ, აირჩიონ დიპლომატიური გადაწყვეტა, თუმცა თუ ისინი კონფრონტაციას აირჩევენ, უფრო მაღალ ფასს გადაიხდიან. იქნება ეკონომიკური სანქციები. ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში NATO-ს სამხედრო წარმომადგენლობა გაიზრდება“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. „ეს არის სახიფათო მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის. რუსული ძალების რაოდენობა იზრდება. შესაძლო თავდასხმის გაფრთხილების დრო მცირდება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
უცხოური მედია: NATO-ს შეიარაღებული ძალები რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთშიც განთავსდება
NATO აღმოსავლეთ ფლანგზე კონტინგენტს აფართოებს. ალიანსის შეიარაღებული ძალები გაზაფხულიდან რუმინეთში, სლოვაკეთსა და ბულგარეთშიც განთავსდება. ამის შესახებ გერმანული მედია იუწყება. გავრცელებული ცნობით, გადაწყვეტილება ალიანსის ქვეყნებმა უკვე მიიღეს, ფორმალურად კი მას 16 თებერვალს, NATO-ს მინისტერიალზე დაამტკიცებენ. ამასთან, როგორც ალიანსში განმარტავენ, დამატებითი ძალების განთავსება რუსეთის ქმედებებზე რეაგირებაა, რომელსაც უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული.
რუმინეთის პრეზიდენტი: NATO-ს ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი ძლიერი აღმოსავლეთ ფლანგია
„ალიანსის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანია ძლიერი აღმოსავლეთ ფლანგის არსებობა - ძლიერი აღმოსავლეთ ფლანგის, რომელიც ქმნის ძლიერ თავდაცვას და ძლიერ შეკავებას“, ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან აღმოსავლეთ ფლანგზე მეტი ჯარის განთავსების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „სავსებით აშკარაა, რომ ჩვენ გვქონდა საჭიროება, გვყოლოდა მეტი ჯარი აღმოსავლეთ ფლანგზე, განსაკუთრებით, შავი ზღვის არეალში ყველა ევოლუციის გამო. ასე რომ, ამ დღეებში ამ ჯარების აქ ყოლა, რუმინეთში ჩამოსვლა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ევროპის უსაფრთხოებისთვის, მაგრამ მე მტკიცედ მჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანია მთელი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ რუმინეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა და გვჯერა, რომ ჩვენ ვთამაშობთ მნიშვნელოვან როლს ევროპის ამ მხარეში, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ აქ გაჩერებას, ვაგრძელებთ. ასე რომ, მჯერა, რომ რუმინეთის როლი მომდევნო წლებშიც გაიზრდება“, - განაცხადა კლაუს იოჰანისმა.
იენს სტოლტენბერგი: შავი ზღვის რეგიონს NATO-სთვის სასიცოცხლო, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ შავი ზღვა NATO-სთვის სასიცოცხლო, სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია. სტოლტენბერგმა სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთში, კონსტანცას ოლქში, მიხაილ კოგალნიცეანუს სამხედრო ბაზაზე გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის ახლო პარტნიორები არიან, შავი ზღვვის რეგიონში უსაფრთხოებას კი, NATO-სთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „რუმინეთი მარტო არ არის. გერმანიიდან და იტალიიდან მოიერიშე თვითმფრინავები აქ არიან ყველა მოკავშირის დასაცავად. დაგეხმაროთ თქვენი ცის დაცვაში. დღეს კი ესპანეთის თვითმფრინავები ბულგარეთში ჩავლენ, რათა გააძლიერონ NATO-ს საჰაერო პატრულირების მისია. ბაზაზე აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა თითქმის ორ ათასამდე გაიზარდა. ეს არის ტრანსატლანტიკური ერთიანობის ძლიერი დემონსტრირება და ჩრდილოეთ ამერიკის მტკიცე ერთგულება, დაიცვას ევროპა. აქედან, შავი ზღვის რეგიონიდან ბალტიისკენ, მოკავშირეები აძლიერებენ NATO-ს ყოფნას ამ კრიტიკულ მომენტში. მეტი ჯარით, მეტი შესაძლებლობებით და მეტი მზადყოფნით. მომავალ კვირას NATO-ს თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, როგორც უნდა გაძლიერდეს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილი, მათ შორის ახალი საბრძოლო ჯგუფებით. მივესალმები საფრანგეთის წინადადებას, უხელმძღვანელოს NATO-ს საბრძოლო ჯგუფს აქ, რუმინეთში. NATO თავდაცვითი ალიანსია. ჩვენი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება. რუმინეთის და NATO-ს ყველა სხვა მოკავშირის დაცვაზე ჩვენი ვალდებულების და მზადყოფნის შესახებ გაუგებრობის ან არასწორი გათვლების დრო არ არის. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინასა და მის გარშემო, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო გაძლიერების ფონზე. შავი ზღვა NATO-სთვის სასიცოცხლო, სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია. NATO-ს სამი მოკავშირე ზღვისპირა სახელმწიფოები არიან, ჩვენი ახლო პარტნიორები კი - უკრაინა და საქართველო. ასე რომ, ამ რეგიონში უსაფრთხოებას NATO-სთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ დიალოგისა და პოლიტიკური გადაწყვეტის პოვნისკენ. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რაც შეიძლება მალე შევხვდეთ NATO-რუსეთის საბჭოში, რათა ევროპის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი საკითხები გადავჭრათ, მათ შორის არის რისკების შემცირება, გამჭვირვალობა და შეიარაღების კონტროლი. მაგრამ NATO არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. თითოეული ერის უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გზა. ჩვენ დავიცავთ ყველა მოკავშირეს. არ არსებობენ NATO-ს პირველი და მეორე კლასის წევრები NATO-ს მოკავშირეები მოქმედებენ, როგორც ერთნი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პრეზიდენტ კლაუს იოჰანესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. იენს სტოლტენბერგი რუმინეთს ეწვევა
იენს სტოლტენბერგი: უკრაინა და საქართველო NATO-ს ახლო პარტნიორები არიან
NATO-ს გენერალურმა მდივანმა რუმინეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო ალიანსის ახლო პარტნიორები არიან. სტოლტენბერგმა სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთში, კონსტანცას ოლქში, მიხაილ კოგალნიცეანუს სამხედრო ბაზაზე გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონს NATO-სთვის სასიცოცხლო, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. „რუმინეთი მარტო არ არის. გერმანიიდან და იტალიიდან მოიერიშე თვითმფრინავები აქ არიან ყველა მოკავშირის დასაცავად. დაგეხმაროთ თქვენი ცის დაცვაში. დღეს კი ესპანეთის თვითმფრინავები ბულგარეთში ჩავლენ, რათა გააძლიერონ NATO-ს საჰაერო პატრულირების მისია. ბაზაზე აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა თითქმის ორ ათასამდე გაიზარდა. ეს არის ტრანსატლანტიკური ერთიანობის ძლიერი დემონსტრირება და ჩრდილოეთ ამერიკის მტკიცე ერთგულება, დაიცვას ევროპა. აქედან, შავი ზღვის რეგიონიდან ბალტიისკენ, მოკავშირეები აძლიერებენ NATO-ს ყოფნას ამ კრიტიკულ მომენტში. მეტი ჯარით, მეტი შესაძლებლობებით და მეტი მზადყოფნით. მომავალ კვირას NATO-ს თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, როგორც უნდა გაძლიერდეს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილი, მათ შორის ახალი საბრძოლო ჯგუფებით. მივესალმები საფრანგეთის წინადადებას, უხელმძღვანელოს NATO-ს საბრძოლო ჯგუფს აქ, რუმინეთში. NATO თავდაცვითი ალიანსია. ჩვენი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება. რუმინეთის და NATO-ს ყველა სხვა მოკავშირის დაცვაზე ჩვენი ვალდებულების და მზადყოფნის შესახებ გაუგებრობის ან არასწორი გათვლების დრო არ არის. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინასა და მის გარშემო, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში, რუსეთის გაუმართლებელი სამხედრო გაძლიერების ფონზე. შავი ზღვა NATO-სთვის სასიცოცხლო, სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონია. NATO-ს სამი მოკავშირე ზღვისპირა სახელმწიფოები არიან, ჩვენი ახლო პარტნიორები კი - უკრაინა და საქართველო. ასე რომ, ამ რეგიონში უსაფრთხოებას NATO-სთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მოწოდებულნი ვართ დიალოგისა და პოლიტიკური გადაწყვეტის პოვნისკენ. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რაც შეიძლება მალე შევხვდეთ NATO-რუსეთის საბჭოში, რათა ევროპის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი საკითხები გადავჭრათ, მათ შორის არის რისკების შემცირება, გამჭვირვალობა და შეიარაღების კონტროლი. მაგრამ NATO არ წავა კომპრომისზე ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. თითოეული ერის უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გზა. ჩვენ დავიცავთ ყველა მოკავშირეს. არ არსებობენ NATO-ს პირველი და მეორე კლასის წევრები NATO-ს მოკავშირეები მოქმედებენ, როგორც ერთნი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა პრეზიდენტ კლაუს იოჰანესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. იენს სტოლტენბერგი რუმინეთს ეწვევა
იენს სტოლტენბერგი რუმინეთს ეწვევა
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 11 თებერვალს რუმინეთს ეწვევა. NATO-ს პრესსამსახურის ცნობით, დაგეგმილია რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანესთან ერთად პრესკონფერენცია. ისინი რუმინეთში მოკავშირე ქვეყნებიდან დისლოცირებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდებიან. ლიდერები სამხრეთ-აღმოსავლეთ რუმინეთში, კონსტანცას ოლქში, მიხაილ კოგალნიცეანუს სამხედრო ბაზას ეწვევიან. ჯარებმა, რომლებიც აშშ-მ გადაწყვიტა, რომ გერმანიიდან გადაიყვანოს, კოგალნიცეანუს ბაზას უნდა მიაღწიონ. სამხედრო ტექნიკის პირველი კოლონა ქვეყანაში 9 თებერვალს საღამოს, არადში, ნადლაჩის სასაზღვრო პუნქტზე შევიდა. თავდაცვის სამინისტრომ (MApN) განაცხადა, რომ რუმინეთში მეტი აღჭურვილობა და პერსონალი ჩავა უახლოეს პერიოდში.10 თებერვალს კრაიოვაში სამხრეთ-დასავლეთის მრავალეროვნულ ბრიგადაში ვიზიტის დროს პრეზიდენტმა იოჰანისმა განაცხადა, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები NATO- მიერ მიღებული ზომების საჭიროებაზე მიუთითებს და რუმინეთი თავის მხრივ მზად არის, შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულებები. სტოლტენბერგმა 10 თებერვალს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბორის ჯონსონს უმასპინძლა.
ჯო ბაიდენმა, ევროპელმა ლიდერებმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის საკითხზე ონლაინშეხვედრა გამართეს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ ონლაინშეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მხარეებმა უკრაინასა და მის ირგვლივ რუსეთის სამხედრო გაძლიერებასა და ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე მისი გავლენის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ- მინისტრი მარიო დრაგი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ასევე ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები. NATO-ს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთს ძვირი დაუჯდება და კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ მზად არიან, განაგრძონ დიალოგი რუსეთთან. NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ევროპაში კონფლიქტის რისკი რეალურია და მიესალმა NATO-ს მოკავშირეების მიერ ბოლო დროს დამატებითი თავდაცვითი ძალების განლაგებას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. სტოლტენბერგმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ბაიდენს მოკავშირეებთან მჭიდრო კონსულტაციისთვის და დაამატა, რომ NATO-ს თავდაცვის მინისტრები მომავალ კვირას განიხილავენ, თუ როგორ გააძლიერონ NATO-ს თავდაცვით პოზიციებს. ამ შეხვედრამდე სტოლტენბერგი რუმინეთში ვიზიტით იმყოფებოდა.
კიევმა NATO-ში გაწევრიანებაზე უკრაინის ელჩის საკამათო განცხადება განმარტა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინა მზადაა, განიხილოს NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა რუსეთთან ომის თავიდან ასაცილებლად, კონტექსტიდან ამოღებულია. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ Ukrinform-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა. „რა თქმა უნდა, მშვიდობისა და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად, უკრაინა მზადაა, ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დიალოგის ნებისმიერ ფორმატში შესვლისთვის. ამავე დროს, ელჩმა პრისტაიკომ მართებულად აღნიშნა ინტერვიუში, რომ NATO-ს წევრობის პერსპექტივა გათვალისწინებულია უკრაინის კონსტიტუციით, მაგრამ უკრაინა ამჟამად არ არის NATO-ს ან სხვა უსაფრთხოების ალიანსის წევრი, ამიტომ უსაფრთხოების გარანტიების საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის საკვანძო ხდება“, - განაცხადა პრესსპიკერმა. ნიკოლენკოს თქმით, ასეთი საუკეთესო გარანტია იქნება უკრაინის დაუყოვნებლივ გაწევრიანება NATO-ში. ცნობისთვის, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ თქვა, რომ უკრაინამ NATO-ში გაწევრიანებაზე უარი შეიძლება თქვას, თუ მას ამის გაკეთებას გარემოებები აიძულებს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინელი ხალხის NATO-ში გაწევრიანების სუვერენული უფლება ვაჭრობის საგანი ვერ იქნება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხის NATO-ში გაწევრიანების სუვერენული უფლება ვაჭრობის საგანი ვერ იქნება. „რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია, ეს უკრაინელი ხალხის ნატოში გაწევრიანებისკენ მისწრაფების სუვერენული უფლების დათმობაა. ეს ვაჭრობის საგანი ვერ იქნება. ეს უკრაინელი ხალხის უფლებაა“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. ამასთან, ბორის ჯონსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარება ძალიან სახიფათო და ძალიან რთულია.
აშშ ევროპაში დამატებით საბრძოლო თვითმფრინავებს გზავნის
კიდევ რვა ამერიკული F-15 საბრძოლო თვითმფრინავი დღეს პოლონეთში ჩავიდა, რათა მონაწილეობა მიიღოს NATO-ს საჰაერო პატრულირების მისიაში იმ ფონზე, როდესაც რუსული ესკალაცია გრძელდება პოლონეთის საზღვარზე უკრაინასთან. „დღეს უფრო მეტი ამერიკული F-15 გამანადგურებელი დაეშვა ლასკის ბაზაზე. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა Twitter-ზე. შაბათ-კვირას, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დამატებით 3000 ამერიკელი ჯარისკაცი გაიგზავნება პოლონეთში უახლოეს დღეებში. ჯარისკაცების პირველი ჯგუფი უკვე ჩავიდა პოლონეთში.
ოლაფ შოლცი: ალიანსებში გაწევრიანების საკითხი ამჟამად აქტუალური არ არის
მაშინ, როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა თავისი ქვეყნის ამბიცია NATO-ში გაწევრიანების შესახებ, ოლაფ შოლცმა გაკვირვება გამოხატა, თუ რატომ გახადა რუსეთის მთავრობამ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი დიდი პოლიტიკური დებატების საგანი, რადგან მისი თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში ამჟამად არ დგას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. „ამჟამად ალიანსებში გაწევრიანების საკითხი აქტუალური არ არის, ამიტომ ცოტა გასაკვირია, რომ რუსეთის მთავრობამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური განხილვის საგანი გახადა საკითხი, რომელიც ახლა დღის წესრიგში არ არის“, - განაცხადა შოლცმა. ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ ალიანსის თავისუფალი არჩევანის პრინციპი არ შეიძლება იყოს განხილვის საგანი და ერთი სახელმწიფო ვერ ეტყვის მეორეს, რომელ ალიანსში გაწევრიანდეს. „ამჟამად ამოცანა არის დეესკალაცია. ამ მიზნით არის ნორმანდიის ფორმატი, არის მინსკის შეთანხმებები, არის NATO-რუსეთის საბჭო და არის ეუთოს მიერ მოწოდებული სხვადასხვა ფორმატი ეს არის ჩვენი ამოცანა ახლა“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა. მთავარი გზავნილები უკრაინაში ოლაფ შოლცის ვიზიტიდან
NATO-ს გენერალურმა მდივანი: NATO-ს საქართველოსთან მნიშვნელოვანი პარტნიორობა აქვს
NATO-ს საქართველოსთან მნიშვნელოვანი პარტნიორობა აქვს, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. ამის შესახებ სტოლტენბერგმა სოციალურ ქსელში დაწერა. „საქართველოსთან თანამშრომლობა გავზარდეთ. საერთო აქტოვობები და წვრთნები გვაქვს. NATO და საქართველო მჭიდროდ მუშაობენ. ჩვენ კვლავ ვუწევთ მხარდაჭერას საქართველოს რეფორმების ძალისხმევას და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ეს საქართველოსა და ნატოს შორის რეგულარული და მნიშვნელოვანი კოორდინაციის ნაწილია“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ამასთან, იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ NATO-ს მადრიდის სამიტზე საქართველოსა და უკრაინასთან მაღალი რანგის შეხვედრის ფორმატზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
იენს სტოლტენბერგი: მოსკოვისგან წამოსული ნიშნები „ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს“ იძლევა
ჯერჯერობით, რუსეთისგან დეესკალაციის არავითარი ნიშანი არ არის, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, უკან დაიხიოს, შეწყვიტოს ომისთვის მზადება და დაიწყოს მშვიდობიანი გადაწყვეტილების ძიება. სტოლტენბერგის თქმით, დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ მოსკოვიდან წამოსული ნიშნები „ფრთხილი ოპტიმიზმის გარკვეულ საფუძველს“ იძლევა, თუმცა ჯერჯერობით დეესკალაციის არავითარი ნიშანი არ არის. მისივე თქმით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, უკან დაიხიოს, შეწყვიტოს ომისთვის მზადება და დაიწყოს მშვიდობიანი გადაწყვეტილების ძიება. ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს მოკავშირეებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ რუსეთს ნებისმიერი შემდგომი აგრესია ძვირად დაუჯდება.
NATO-ში აშშ-ის ელჩი: უკრაინა და საქართველო NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან
უკრაინა და საქართველო NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, – ამის შესახებ NATO-ში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა განაცხადა. მისივე თქმით, ალიანსის ყველა წევრს ესმის საქართველოსა და უკრაინასთან არსებული ურთიერთობების მნიშვნელობა. „ალიანსის ყველა წევრს ესმის იმ ურთიერთობების მნიშვნელობა, რაც საქართველოსა და უკრაინასთან გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენი ქართველი და უკრაინელი მეგობრებისთვის მესიჯი ძალიან ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ და პატივს ვცემთ მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ის, რომ ალიანსის გაფართოების კარი ღიაა", - განაცხადა ჯულიან სმიტმა.
იენს სტოლტენბერგი: NATO-ს მინისტერიალი პლატფორმაა როგორც საქართველოს, ისე უკრაინის სუვერინიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობაზე სასაუბროდ
NATO-ს მინისტერიალი არის პლატფორმა ევროპის ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობაზე სასაუბროდ, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის გამართვამდე განაცხადა. „ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, რას აკეთებს რუსეთი უკრაინასა და მის გარშემო. მათ გაზარდეს ჯარის რაოდენობა და ჯერჯერობით დეესკალაცია არ არის. მაგრამ ჩვენ გვესმის გზავნილი დიპლომატიის შესახებ და მზად ვართ, ჩავერთოთ დიპლომატიურ ძალისხმევაში რუსეთთან. ეს მინისტერიალი ევროპის უსაფრთხოების კრიტიკულ სიტუაციაზე იქნება ფოკუსირებული, მაგრამ გვექნება სხვა შეხვედრებიც. ჩვენ შევხვდებით ჩვენს პარტნიორებს უკრაინიდან და საქართველოდან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებს
NATO-ს გენერალური მდივანი რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა თავდაცვის მინისტერიალის გახსნამდე განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრიდან ჯარების გაყვანა იქნება საუკეთესო წვლილი დაძაბულობის შესამცირებლად და ევროპაში ნებისმიერი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. „ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან დეესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. თუ ისინი ნამდვილად დაიწყებენ ძალების გაყვანას, ჩვენ ამას მივესალმებით. რუსეთი უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობას ინარჩუნებ. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ძალიან ძლიერი რუსული სამხედრო ყოფნა უკრაინის საზღვარზე. მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ მესიჯს მოსკოვიდან, რომ ისინი დიპლომატიას მისცემენ შანსს. შემდეგ ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ მათ და ვისაუბროთ დიპლომატიური გადაწყვეტის მოსაძებნად, მაგრამ ჩვენ ასევე მზად ვართ ყველაზე უარესისთვის. ამიტომ, ბევრს ვმუშაობთ საუკეთესო, მშვიდობიანი პოლიტიკური გადაწყვეტისთვის. მე ვსაუბრობდი 100 000-ზე მეტი ჯარისკაცის განლაგენაზე, მაგრამ რაოდენობა სტაბილურად იზრდება. ვფიქრობ, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით დავაკვირდეთ, რას აკეთებს რუსეთი. მოვუწოდებთ მათ, გააკეთონ ის, რასაც ამბობენ და ეს არის დეესკალაცია, ძალების გაყვანა. ეს იქნება საუკეთესო წვლილი დაძაბულობის შესამცირებლად და ევროპაში ნებისმიერი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ოსტინმა სტოლტენბერგს მეხუთე მუხლისა და კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპების მიმართ აშშ-ის ერთგულება დაუდასტურა
უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის მნიშვნელოვანი სამხედრო გაძლიერებით გამოწვეული მიმდინარე კრიზისის კონტექსტში, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს NATO-ს კოლექტიური თავდაცვისა და შეკავების კუთხით, შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ოსტინი ბრიუსელს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში სტუმრობს. „ეს წვლილი არის ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ძლიერი დემონსტრირება. ტრანსატლანტიკური კავშირი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, - განაცხდა გენერალურმა მდივანმა. თავის მხრივ, ოსტინმა მეხუთე მუხლისა და კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპების მიმართ აშშ-ის ერთგულება დაადასტურა. მე-5 მუხლი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ქვაკუთხედია და მისი მთავარი არსი კოლექტიური თავდაცვაა. მისი მიხედვით, NATO-ს ერთ წევრზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ალიანსის წევრ ყველა ქვეყანაზე.
NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებს ხვდება
NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებს ხვდება. დღეს ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ჩეხ კოლეგასთან, იანა ჩერნოჩოვასთან, ხოლო ლიეტუვასთან გაფორმდა მრავალმხრივი შეთანხმება კიბერუსაფრთხოების სფეროში, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში ჩეხ კოლეგას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. მინისტრებმა მიმოიხილეს თავდაცვის სფეროში მიმდინარე თანამშრომლობა და ხაზი გაესვა წლების განმავლობაში, ჩეხეთის მიერ გაწეულ წვლილს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში. ამასთან, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესსა და პერსპექტივებს. ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.
იენს სტოლტენბერგმა შავი ზღვის რეგიონში NATO-ს გეგმაზე ისაუბრა
შექმნის თუ არა NATO ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ახალ საბრძოლო ჯგუფებს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ იმოქმედებს რუსეთი და როდის შეიძლება, ვიხილოთ ეს ძალები რუმინეთში, ბულგარეთში ან სხვაგან, ამ საკითხით დაინტერესდა საერთაშორისო მედია ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე. დღეს ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა. მინისტრებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელშიც აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების შესახებ მზადყოფნა დააფიქსირეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა მინისტერიალის დღის ბოლოს მედიის შეკითხვებს უპასუხა. მან ევროპის უსაფრხთხოებაში ახალი ნორმის კონტურებზე მიანიშნა და განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა ალიანსმა, საბრძოლო ჯგუფების კორექტირება უფრო გრძელვადიან პრიორიტეტად აქციოს. მანამდე, საბოლოო მონახაზის ჩამოყალიბებამდე, NATO რეკომენდაციებს სამხედრო მეთაურებისგან მიიღებს. „რუსეთმა გამოავლინა ნება, გამოიყენოს ძალა, შეეცადოს სხვა ქვეყნების იძულებას; შეცვალოს ზოგიერთი ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ასევე გვჭირდება აღმოსავლეთ ნაწილში NATO-ს პოზიციების გარდაქმნა. ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს სამხედრო მეთაურებს, მასშტაბისა და მოცულობის შესახებ დეტალები, მათ შორის პოტენციური ახალი საბრძოლო ჯგუფების შესახებ აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთში, რუმინეთში, შავი ზღვის რეგიონში. ასევე აღმოსავლეთში პოზიციების კორექტირების შესახებ ჩვენი უფრო გრძელვადიანი პრიორიტეტისთვის. 2014 წლის შემდეგ, ჩვენი კოლექტიური თავდაცვა ყველაზე მეტად გავაძლიერეთ ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბრძოლო ჯგუფების შექმნით, NATO-ს სამეთაურო სტრუქტურის მოდერნიზაციით, NATO-ს რეაგირების ძალების რაოდენობის გასამმაგებით და ასევე, თავდაცვაში მეტი ინვესტირების დაწყებით. შემდეგ, ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში, ჩვენ, პირველ რიგში, უფრო მეტი NATO-ს ჯარი განვათავსეთ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. მეტი ჯარი, მეტი გემი, მეტი თვითმფრინავი და ეს იმისთვისაა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია, ვაწარმოოთ მინოტორინგი, მივყვეთ, რუსეთის ქმედებებს და ასევე გადავაზღვიოთ ჩვენი მოკავშირეები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. შემდეგ, ჩვენ ასევე გავზარდეთ NATO-ს რეაგირების ძალების მზადყოფნა. ეს იმას ადასტურებს, რომ ჩვენ შეგვიძლია, სწრაფად გავაძლიეროთ კიდევ უფრო მეტი ჯარით და ძალებით ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილი. ეს არ ნიშნავს, რომ რაიმეს ველოდებით. ჩვენ უკვე ბევრი რამ გავაკეთეთ. შემდეგ განვიხილავთ ჩვენი ჯგუფების უფრო გრძელვადიან კორექტირებას და კვირების განმავლობაში მივიღებთ რჩევებს სამხედრო მეთაურებისგან, რის შემდეგაც მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ დღეს NATO-ს მინისტრებმა გადაწყვიტეს, შეიმუშაონ ვარიანტები შეკავებისა და თავდაცვის უნარების შემდგომი გაძლიერებისთვის, მათ შორის განიხილონ ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ახალი საბრძოლო ჯგუფების შექმნის საკითხი. სტოლტენბერგის თქმით, NATO გრძელვადიანი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების საფუძველია. NATO ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ახალი საბრძოლო ჯგუფების შექმნას განიხილავს
NATO ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ახალი საბრძოლო ჯგუფების შექმნას განიხილავს
NATO-ს თავდაცვის მინისტრები მოუწოდებენ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის გზა და გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. NATO-ს თავდაცვის მინისტრების განცხადებით, რუსეთის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. „ყველა მოკავშირის თავდაცვის უზრუნველსაყოფად, ჩვენ განვათავსეთ დამატებითი სახმელეთო ძალები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე დამატებითი საზღვაო და საჰაერო საშუალებები, როგორც ეს მოკავშირეებმა განაცხადეს და გავზარდეთ ჩვენი ძალების მზადყოფნა. ჩვენი ზომები არის და რჩება პრევენციული, პროპორციული და მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი და შემაკავებელი პოზიციები, რათა ვუპასუხოთ ყველა საგანგებო სიტუაციას. ჩვენი ერთგულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლის მიმართ ძალაშია. ჩვენ ერთად ვდგავართ ერთმანეთის დასაცავად. NATO რჩება ფუნდამენტური პრინციპების ერთგული, რომელსაც ევროპული უსაფრთხოება ეფუძნება, მათ შორის არის თითოეული ქვეყნის უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები“, - აღნიშნულია განცხადებაში. NATO-ს თავდაცვის მინისტრები ადასტურებენ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. „როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსეთის ნებისმიერი შემდგომი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, გამოიწვევს მასიურ შედეგებს და დიდ ფასს რუსეთისთვის. NATO განაგრძობს მჭიდრო კოორდინაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირთან. NATO და მოკავშირეები დიპლომატიური გზის ერთგულნი რჩებიან და განაგრძობენ დიალოგს რუსეთთან ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ამ ძალისხმევას და ნორმანდიის ფორმატში მცდელობებს მინსკის შეთანხმებების განსახორციელებლად. ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, ჩავერთოთ ევროპული უსაფრთხოების შესახებ განახლებულ დიალოგში, რომელიც პოლონეთის, როგორც ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის მიერ არის ინიცირებული“, - აღნიშნულია განცხადებაში. NATO-ს თავდაცვის მინისტრები მტკიცედ მოუწოდებენ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიის და დეესკალაცის გზა.
NATO-ს თავდაცვის მინისტრები დღეს ქართველ და უკრაინელ კოლეგებს შეხვდებიან
NATO-ს თავდაცვის მინისტრები დღეს ქართველ და უკრაინელ კოლეგებს შეხვდებიან. ალიანსის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის თავდაცვის მინისტები უკრაინელ და ქართველ კოლეგებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურებენ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას. “შევხვდებით ჩვენს უკრაინელ და ქართველ კოლეგებს და ეს იქნება პლატფორმა, რომ განვიხილოთ ევროპაში ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობა,“- აღნიშნა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი: NATO-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება
NATO-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე განაცხადა, სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძეა მიწვეული. „თბილი სალამი ჩვენს კოლეგებს საქართველოდან და უკრაინიდან, მინისტრ ბურჭულაძეს და მინისტრ რეზნიკოვს. მაშინ, როდესაც დღეს ჩვენ ვხვდებით ერთმანეთს, მშვიდობა და სტაბილურობა ევროატლანტიკურ ზონაში საფრთხის ქვეშაა. NATO-ს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობდნენ პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტისთვის. ჩვენ ეს გავაკეთეთ მჭიდრო კავშირში, როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან. NATO-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს არ სურს NATO-ში უკრაინის ხილვა და ამ საკითხში მას ალიანსის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოც უჭერს მხარს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს არ სურს NATO-ში უკრაინის ხილვა და ამ საკითხში მას ალიანსის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოც უჭერს მხარს. ზელენკის თქმით, „უკრაინას სურს NATO-ში გაწევრიანება და დიდი ხანია, ამ გზას მიჰყვება, თუმცა მანძილი არ მცირდება“. როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, ამას კონკრეტული მიზეზები აქვს, მათ შორის რუსეთის სურვილი, რომ უკრაინა არ გახდეს NATO-ს წევრი და ალიანსის ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხში რუსეთის მხარდაჭერა.
შვედეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს ეწვევა
NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი შვედ კოლეგას, პიტერ ჰულთქვისთს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტოტალური თავდაცვის, რეზერვისა და მობილიზაციის სფეროებში წარმატებულ პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. „სტრატეგიული დონის ვიზიტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. პიტერ ჰულთქვისთმა დაადასტურა მზადყოფნა, აპრილში, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკური კუთხით შვედეთის მხარდაჭერა. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესსა და პერსპექტივებს. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების აუცილებლობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
NATO-ს თავდაცვის მინისტრებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის კარი ღია რჩება
NATO-ს თავდაცვის მინისტრები ადასტურებენ თავიანთ მტკიცე ერთგულებას ღია კარის პოლიტიკის მიმართ და პარტნიორობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, NATO-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს მათი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. „NATO-ს თავდაცვის მინისტრები შეხვდნენ ჩვენს ახლო პარტნიორებს უკრაინასა და საქართველოს; ჩვენ განვიხილეთ რუსული აგრესიის მუდმივი საფრთხე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესება და ალიანსის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ორივე ქვეყნის მიმართ. დღეს NATO-ს მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ NATO-ს კარი ღია რჩება, NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ალიანსის წევრები და ასპირანტი ქვეყნები იღებენ, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-ს გენერალურმა მდივანმ აღნიშნა, რომ NATO და მისი მოკავშირეები უკრაინას მხარს უჭერენ თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში. „თავდაცვის უფლება გაეროს წესდებაში გაწერილი უფლებაა. მოკავშირეები მხარს უჭერენ უკრაინას ამ უფლების დაცვაში. ჩვენ ასევე განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ძალების წარმომადგენლობის საკითხი. დღეს NATO-ს მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ NATO-ს კარი ღია რჩება. NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ალიანსის წევრები და ასპირანტი ქვეყნები იღებენ. სხვა არავინ იღებს ამ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგის თქმით, მიუღებელია გავლენების სფეროების ეპოქაში დაბრუნება. „ჩვენთვის მიუღებელია გავლენის სფეროების ეპოქაში დაბრუნება, სადაც დიდი სახელმწიფოები სხვებს აშინებენ ან აიძულებენ მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებას. უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები არ იქნება, ისევე როგორც, არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგი: საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს გარეშე არ იქნება მიღებული
ევროატლანტიკურ ზონაში მშვიდობას და სტაბილურობას საფრთხე ემუქრება. მოსკოვიდან არის ნიშნები, რომ დიპლომატიის გზა, შეიძლება, გაგრძელდეს. მაგრამ ჯერჯერობით, ჩვენ არ გვინახავს ჯარის გაყვანის ან დეესკალაციის რაიმე ნიშანი. რუსეთმა კიდევ ერთხელ უგულვებელყო ევროპული უსაფრთხოების პრინციპები და წარმოაჩინა მისი უნარი და სურვილი, ძალის გამოყენების მუქარით მიაღწიოს თავის მიზნებს. სამწუხაროდ, ვშიშობ, რომ ეს არის ახალი ნორმა, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, ამ სიტყვებით გახსნა 17 თებერვალს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა, საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების სესია. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს მოკავშირეები საქართველოსთან და უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციით მუშაობდნენ კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტისთვის. „NATO-ს მოკავშირეები დაუღალავად მუშაობდნენ პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტისთვის. ჩვენ ეს გავაკეთეთ როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან მჭიდრო კოორდინაციით. NATO-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის მიმართ გრძელდება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგმა 17 თებერვალს, მინისტერიალის ფარგლებში ასევე განაცხადა, რომ მიუღებელია გავლენების სფეროების ეპოქაში დაბრუნება. „ჩვენთვის მიუღებელია გავლენის სფეროების ეპოქაში დაბრუნება, სადაც დიდი სახელმწიფოები სხვებს აშინებენ ან აიძულებენ მათთვის სასურველი არჩევანის გაკეთებას. უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები არ იქნება, ისევე როგორც, არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. მისივე თქმით, NATO-ს მოკავშირეებმა დაადასტურეს, რომ NATO-ს კარი ღია რჩება. „NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ალიანსის წევრები და ასპირანტი ქვეყნები იღებენ. სხვა არავინ იღებს ამ გადაწყვეტილებას“, - დაამატა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი: გავლენის სფეროების ეპოქაში დაბრუნება მიუღებელია
NATO-ს კარე ღიაა და NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას თავად ალიანსი და ასპირანტი ქვეყნები იღებენ და არავინ სხვა, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არის და რეგიონის ქვეყნებთან, უკრაინასა და საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ალიანსისთვის. „NATO-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ვერ მივიღებთ გავლენის სფეროების ეპოქაში დაბრუნებას, სადაც დიდი სახელმწიფოები აბულინგებენ, აშინებენ და სხვების იძულებას ცდილობენ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა NATO-საქართველოს და NATO-ს - უკრაინის კომისიების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ალიანსის გენერალურმა მდივანმა გაიმეორა, რომ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ მოხდება უკრაინის გარეშე და საქართველოს გარეშე, საქართველოს შესახებ გადაწყვეტილების მიღება არ მოხდება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და ლოიდ ოსტინმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე იმსჯელეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინს აშშ-ის მთავრობის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ძლიერი მხარდაჭერისა და მტკიცე პოზიციის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებსაც. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებულ საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივაზე, რომელსაც აშშ-ის მდივნის საქართველოში ვიზიტისას მოეწერა ხელი.
BBC: კრემლი აცხადებს, რომ აშშ-ის „არაკონსტრუქციულ პასუხს“, შესაძლოა, რუსეთის „სამხედრო-ტექნიკური“ ზომები მოჰყვეს
აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით. „რუსეთი იძულებული იქნება, უპასუხოს, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებების განხორციელებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში რუსული მედიის ცნობით. მოსკოვის პასუხში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინის NATO-ში მიღების შემთხვევაში, რეალური საფრთხე არსებობს, რომ უკრაინის ხელისუფლება ძალის გამოყენებით შეეცდება ყირიმის დაბრუნებას და აშშ-სა და მის მოკავშირეებს რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაითრევს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უნდა შეწყდეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ყველა დასავლელმა მრჩეველმა და ინსტრუქტორმა უკრაინა უნდა დატოვოს, NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივ სამხედრო სწავლებებზე უარი უნდა თქვან და უკრაინიდან უნდა გაიტანონ ის უცხოური შეიარაღება, რომელიც კიევს აქამდე მიაწოდეს. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთის მიერ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეერთებულ შტატებთან შეთანხმების პროექტის ძირითად ელემენტებს ამერიკულმა მხარემ კონსტრუქციული პასუხი არ გასცა.
რუსეთი მოითხოვს, უკრაინიდან უკან გაიტანონ ის შეიარაღება, რომელიც კიევს პარტნიორებმა აქამდე მიაწოდეს
თუკი ვაშინგტონის წინადადებაზე, რუსეთის თერთმეტგვერდიან წერილობით პასუხს გადახედავთ, ის სავსეა აშშ-ის კრიტიკით, ტონი არის მკაცრი და საკმაოდ უკომპრომისო. მოსკოვმა აშშ-ის „კონსტრუქციული პასუხი“ რუსეთის ძირითად მოთხოვნებზე, როგორიცაა NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტა, ვერ აღმოაჩინა. ბოლოდროინდელ პროცესებს BBC სტატიაში მიმოიხილავს. რუსეთი თავის პოზიციებს არ ამსუბუქებს. დაჟინებით მოითხოვს, რომ აშშ-მ ყველა ჯარი და შეიარაღება გაიყვანოს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპიდან და ბალტიისპირეთიდან. მოსკოვი იმუქრება სამხედრო-ტექნიკური ზომებით, თუ ის ვერ მიიღებს „უსაფრთხოების იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს“. აშშ-ის ელჩის მოადგილის გაძევება მოსკოვიდან, რუსეთის მხრიდან დიპლომატიის გზის შეჩერების ზოგად განცდას ტოვებს. ვაშინგტონი ამ ნაბიჯს ესკალაციად აღიქვამს. „ჩვენ გვაქვს ყველა ნიშანი იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას“, - ჯო ბაიდენის ამ განცხადებას დიმიტრი პესკოვმა უპასუხა და განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები დაძაბულობას იწვევს“. აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით. „რუსეთი იძულებული იქნება, უპასუხოს, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებების განხორციელებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში რუსული მედიის ცნობით. მოსკოვის პასუხში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინის NATO-ში მიღების შემთხვევაში, რეალური საფრთხე არსებობს, რომ უკრაინის ხელისუფლება ძალის გამოყენებით შეეცდება ყირიმის დაბრუნებას და აშშ-სა და მის მოკავშირეებს რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაითრევს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უნდა შეწყდეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, ყველა დასავლელმა მრჩეველმა და ინსტრუქტორმა უკრაინა უნდა დატოვოს, NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთობლივ სამხედრო სწავლებებზე უარი უნდა თქვან და უკრაინიდან უნდა გაიტანონ ის შეიარაღება, რომელიც კიევს აქამდე მიაწოდეს. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, რუსეთის მიერ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეერთებულ შტატებთან შეთანხმების პროექტის ძირითად ელემენტებს ამერიკულმა მხარემ კონსტრუქციული პასუხი არ გასცა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და იენს სტოლტენბერგმა რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე იმსჯელეს
ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრა NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართა, სადაც თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობდა. თავდაცვის სამინისტროს ცნოით, შეხვედრაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თავდაცვის მინისტრმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და მიესალმა NATO-ს მტკიცე პოზიციას ალიანსის ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით. მხარეებმა უსაფრთხოების საერთო გამოწვევებსა და რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე იმსჯელეს. მინისტრმა მზარდი გამოწვევების ფონზე, რეგიონში NATO-ს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო NATO-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, რომელიც ნატოსთან თავსებადობის გაზრდას ისახავს მიზნად. ყურადღება გამახვილდა NATO--საქართველოს ერთობლივ საერთაშორისო სამხედრო სწავლებაზე, რომელიც გაზაფხულზე საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდება. ასევე წაიკითხეთ: ხავიერ კოლომინა: NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები ქმნის შესაძლებლობას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, შეასრულოს კრიზისის მართვის ამოცანები თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები, თავდაცვის ძალების თავსებადობის დონე და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმი.
ჯო ბაიდენი ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებთან ვირტუალურ კონფერენციას გამართავს
აშშ-ის ჯო ბაიდენი ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებთან ვირტუალურ კონფერენციას გამართავს. ინფორმაციას CNN ელისეს სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საკითხთან დაკავშირებულ ვირტუალურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ევროკომისიის ლიდერი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
ლოიდ ოსტინი ლიეტუვას ეწვია
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ლიეტუვას ეწვია. ლოიდ ოსტინის თქმით, ლიეტუვა არის NATO-ს მტკიცე მოკავშირე, რომელთანაც შეერთებული შტატები იზიარებს ბევრ ღირებულებას და კავშირს. „მოუთმენლად ველი, ერთად ვიმუშაოთ ჩვენი საერთო მიზნისკენ უსაფრთხო და დაცული რეგიონისთვის“, - აღნიშნა ოსტინმა. ოსტინი შეხვდება ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს ინგრიდა სიმონიტეს და ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრს არვიდას ანუშაუსკასს, რათა დაადასტუროს, რომ შეერთებული შტატები ლიეტუვის გვერდით დგას საფრთხეების წინააღმდეგ საერთო ინტერესებისა და ღირებულებების წინსვლისთვის. მანამდე, ლოიდ ოსტინი პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან გამართ შეხვედრა. ლიდერები NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვისა და შეკავების მიზნით, აშშ-სა და პოლონეთს შორის უსაფრთხოების მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ. მხარეებმა უკრაინასა და მის გარშემო, მათ შორის ბელორუსში რუსეთის სამხედრო გაძლიერების საკითხი განიხილეს. აშშ-ის თავდაცვის მდივანი თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ბელგიაშიც იმყოფებოდა. ის შეხვდა მოკავშირეთა თავდაცვის მინისტრებს და ალიანსის ხელმძღვანელობას, რათა განეხილა რუსეთის სამხედრო გაძლიერება უკრაინასა და მის ირგვლივ. ოსტინმა მე-5 მუხლის მიმართ აშშ-ის ერთგულება დაადასტურა.
ბაიდენი და ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთის სამხედრო გაძლიერება უკრაინის ირგვლივ გრძელდება
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებთან ვირტუალურ კონფერენცია გამართა. NATO-ს პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციაში ალიანსის გენერალური მდივნის გარდა, ასევე მონაწილეობდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. ონლაინკონფერენცია უკრაინასა და მის ირგვლივ რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებას და დიპლომატიის გაგრძელების მცდელობებს მიეძღვნა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია NATO-ში რუსეთთან დიალოგისა და მოკავშირეებისთვის გარანტიების მიწოდების მცდელობების შესახებ. სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ, როგორც თავდაცვითი ალიანსი, NATO აკეთებს იმას, რაც აუცილებელია ყველა მოკავშირის დასაცავად. ონლაინკონფერენციის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მოსკოვის განცხადებების მიუხედავად, რუსეთის სამხედრო გაძლიერება უკრაინასა და მის ირგვლივ გრძელდება. მონაწილეებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, მოაგვაროს ეს კრიზისი დიპლომატიის და დიალოგის გზით, ამასთან, ხაზი გაუსვეს მათ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
გერმანიის კანცლერი: პარადოქსია, რუსეთმა უკრაინის NATO-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხი ომის საბაბად აქცია
რუსეთმა უკრაინის NATO-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხი ომის საბაბად აქცია, რაც პარადოქსია, რადგან ამ საკითხზე გადაწყვეტილება დღის წესრიგში არ არის, – ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. გერმანიის ლიდერის თქმით, რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე იქნება სერიოზული შეცდომა მაღალი პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფასით. ამასთან, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ დასავლეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა „გულუბრყვილობის“ გარეშე.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ NATO-ში, სწრაფი რეაგირების დანაყოფში თავის ძალებს მაღალ მობილიზაციაში მოიყვანს
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ NATO-ში, სწრაფი რეაგირების დანაყოფში თავის ძალებს მაღალ მობილიზაციაში მოიყვანს. რაც შესაძლებელს გახდის მათ უფრო სწრაფად განთავსებას, იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთთან დაძაბულობის ესკალაცია ამის საჭიროებას შექმნის. გადაწყვეტილება, რომელიც 18 თებერვალს გამოცხადდა, NATO-ს მეთაურებთან და მოკავშირეებთან კონსულტაციით იქნა მიღებული - აცხადებს სამინისტრო ბერლინში. ამასთან, განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი არის რეაქცია რუსეთის ქცევაზე და მისი მიზანია შემცირდეს დრო, რომელიც საჭირო იქნება დისლოკაციისთვის, თუკი ნატოს რეაგირების ძალის ჩართვა გახდება საჭირო.
ლიზ ტრასი: NATO-ში უკრაინის გაწევრიანებაზე უარის თქმა არსებულ კრიზისს ვერ გადაჭრის
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, NATO-ში უკრაინის გაწევრიანებაზე უარის თქმა არსებულ კრიზისს ვერ გადაჭრის. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში ისაუბრა. „არა მგონია, რომ უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა ამ სიტუაციიდან გამოსავალი იყოს, თუმცა ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკრაინამ უნდა მიიღოს. მსურს, რომ რუსეთმა აწარმოოს სერიოზული მოლაპარაკებები ნატოსთან, აშშ-თან, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. მოხარული ვიქნებოდი, თუ რუსეთი კვლავ შეასრულებდა შეთანხმებებს, მაგალითად ბუდაპეშტის მემორანდუმს ან ეუთოს შეთანხმებას. ეს ნდობასა და გამჭვირვალობას აღადგენდა“, - აცხადებს ლიზ ტრასი.
იენს სტოლტენბერგმა სერგეი ლავროვს NATO-რუსეთის საბჭოს ფარგლებში, დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდა
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გაუგზავნა წერილი, რომელშიც უკრაინაში კონფლიქტის არიდების მიზნით, NATO-რუსეთის საბჭოს ფარგლებში დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებს, გენერალური მდივნის თქმით, ოფიციალური მოსკოვი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს იმ მოთხოვნებით უპირისპირდება, რომელთაც, თავად იცის, რომ ნატო ვერ დააკმაყოფილებს. „საფრთხე ახლა არის ამ მასიური სამხედრო თავმოყრა მუქარის ძლიერ რიტორიკასთან ერთად, სადაც წამოყენებულია მოთხოვნები, რომლებიც, თავად იციან, რომ ჩვენ არ შეგვიძლია, შევასრულოთ და ამბობენ, რომ თუ ჩვენ მათ არ შევასრულებთ, ამას სამხედრო შედეგები მოჰყვება", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე: NATO-ს ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები
„მე არ ვიცი, რა სურს რუსეთის პრეზიდენტს, ამიტომ მინდა, შევხვდე მას“, - ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა მოითხოვა. ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, არ გადადოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ის პრევენციის მიზნით, უკვე დააწესოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ გაიყვანს თავის 150 000 ჯარისკაცს უკრაინის საზღვრიდან. „ჩვენ არ გვჭირდება თქვენი სანქციები დაბომბვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც დავკარგავთ ჩვენს ეკონომიკას, მას შემდეგ, რაც დავკარგავთ ჩვენს საზღვრებს,” - განაცხადა ზელენსკიმ. მანვე დაამატა, რომ უკრაინა დაიცავს თავს, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა დახმარებას პარტნიორებისგან.„ჩვენ ვაპირებთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ან მის გარეშე“, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირს და NATO-ს, გულწრფელი პასუხი გასცეს უკრაინის პოტენციურ წევრობას. „ღია კარი კარგია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ღია პასუხები“, - განაცხადა ზელენსკიმ NATO-ს „ღია კარის პოლიტიკის“ შესახებ. „უკრაინამ არჩევანი 2014 წელს გააკეთა და ბევრმა ადამიანმა შესწირა სიცოცხლე ამისთვის. 2014 წლიდან, რუსეთი ამტკიცებს, რომ ჩვენ მცდარი არჩევანი გავაკეთეთ; რომ ევროპაში არავინ გველოდება. განა ევროპა გამუდმებით არ უნდა ამბობდეს და თავისი ქმედებებით აჩვენებდეს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება?!“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მან ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილებში მიმდინარე ესკალაციაზე, რომელიც 17 თებერვალს დაიწყო.რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლები უკრაინულ სოფლებსა და უკრაინული ძალების პოზიციებს აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზთან ბომბავდნენ. 19 თებერვალს, ორი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. კრემლის მხარდაჭერილმა პირებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასევე გასცეს ევაკუაციის ბრძანება. რუსული სახელმწიფო მედია მტკიცებულებების გარეშე ამტკიცებდა, რომ უკრაინული ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებს ბომბავდნენ და არა პირიქით. მათი ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქში გაზსადენი დაიწვა და მასში უკრაინას ადანაშაულებენ. რუსული სახელმწიფო მედია ასევე ამტკიცებდა, რომ ორი ახლად აფეთქებული ჭურვი აღმოაჩინეს რუსეთის როსტოვის რეგიონში, უკრაინის საზღვართან, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა განიცადა დაბომბვა უკრაინიდან. და ბოლოს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ბოევიკებმა განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა ხიდის ქვეშ ლუგანსკის ოლქში და ადანაშაულებენ უკრაინის ხელისუფლებას ხიდის აფეთქების დაგეგმვაში.„ყველა ასეთი ბრალდება არის „ტყუილი და პროვოკაცია", - განაცხადა ზელენსკიმ მიუნხენში.
NATO-ს კიევიდან პერსონალი გაჰყავს
NATO უსაფრთხოების მიზნით თანამშრომლებს უკრაინის დედაქალაქიდან გაიყვანს. იტყობინება Reuters-ი NATO-ს ოფიციალური პირზე დაყრდნობით. გადაწყვეტილება პირველად ნორვეგიულმა გაზეთმა VG-მ გაავრცელა. „ჩვენი პერსონალის უსაფრთხოება უმთავრესია, ამიტომ პერსონალი გადაიყვანეს ლვოვსა და ბრიუსელში. უკრაინაში NATO-ს ოფისები ფუნქციონირებს“, - განუცხადა Reuters-ს ოფიციალურმა პირმა, თუმცა არ დააკონკრეტა მათი რაოდენობა და პოზიციები. ეს ნაბიჯი მოჰყვა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებებს საელჩოების კიევიდან ლვოვში გადატანის შესახებ. რამდენიმე სხვა ქვეყანამ ასევე გადაიყვანა დიპლომატები დედაქალაქიდან. უკრაინაში NATO-ს ოფისები მუშაობას განაგრძობენ.
იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, ომისთვის მზადება შეწყვიტოს
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მთავარ სიტყვაში, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროპის უსაფრთხოებისთვის ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. კონფლიქტის რეალური რისკის გათვალისწინებით, გენერალურმა მდივანმა მოუწოდა რუსეთს, შეცვალოს კურსი, დაიხიოს უკან, შეწყვიტოს ომისთვის მზადება და დაიწყოს მუშაობა მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრიზისი ეხება უკრაინის მომავალს, მაგრამ ის ასევე ეხება გლობალურ უსაფრთხოებას. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ როდესაც მოსკოვი ცდილობს ისტორიის გადაწერას და მისი გავლენის სფეროს ხელახლა შექმნას, მოკავშირეები დარჩებიან ერთიანნი და გააკეთებენ იმას, რაც აუცილებელია ერთმანეთის დასაცავად. „NATO, ევროპასა და ამერიკაში ერთად დგომა დაეხმარება მშვიდობის შენარჩუნებას და ჩვენი დემოკრატიული ცხოვრების წესის დაცვას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ინფორმაციისთვის, სტოლტენბერგს მიენიჭა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ევალდ ფონ კლაისტის ჯილდო NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მიღწევებისთვის.
იენს სტოლტენბერგი: რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნების მიხედვით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება
რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნების გახანგრძლივება ჯდება სურათში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე გამოაცხადა მზადყოფნა NATO-რუსეთის საბჭოს სხდომის ჩასატარებლად. "უმნიშვნელოვანესია უკრაინაზე ახალი შეიარაღებული თავდასხმის თავიდან აცილება და ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ NATO-ს მოკავშირეების ყველა მცდელობას პოლიტიკური გადაწყვეტის მოსაძებნად. NATO ასევე მზადაა რუსეთთან ერთად ნატო-რუსეთის საბჭოში შეხვედრისთვის. თუ რუსეთი გადაწყვეტს ძალის გამოყენებას, ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება, ნიშნავდეს უკრაინიდან გაქცეული ხალხის დიდ რაოდენობას. რუსული არმიის მობილიზაცია უკრაინაში და მის გარშემო საბრძოლო ჯარების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა, რაც ევროპაში ცივი ომის დასრულების შემდეგ მინახავს“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
თეთრი სახლი: აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, პუტინისთვის არანაირი გარანტია არ მიუცია
აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს რუსეთის პრეზიდენტისთვის, კერძო საუბრებში, უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არანაირი გარანტია არ მიუცია. თეთრი სახლის მაღალჩინოსნის თქმით, არ მომხდარა რაიმე პოზიციის ცვლილება აშშ-ის ხედვაში და ალიანსი ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას. მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მას განუცხადა, რომ უკრაინას „ხვალ NATO-ში არ მიიღებენ“. „ამერიკელმა კოლეგამ დამარწმუნა, რომ უკრაინას NATO-ში „ხვალ“ არ მიიღებენ. უფრო მეტიც, რაღაც მორატორიუმია შესაძლებელი“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ენტონი ბლინკენი ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები უკრაინისადმი სოლიდარობას გამოხატავენ
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიs Twitter გვერდზე ვიდეო გავრცელდა, რომელშიც უკრაინისადმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის სოლიდარობაა გამოხატული. ვიდეოკოლაჟი მოიცავს NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელების და საგარეო საქმეთა მინისტრების მხარდამჭერ ციტატებს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით. ვიდეო აერთიანებს NATO-ს გენერალური მდივნის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ლატვიის, ესტონეთის, კანადის, საქართველოს, გერმანიის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, ჩრდილოეთ მაკედონიის და უკრაინის ქვეყნის მეთაურებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ციტატებს. „გუნდი დღითიდღე უფრო ხმამაღალი ხდება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას დეესკალაციისა და დიპლომატიის გზის არჩევისკენ. მე ვდგავარ ლიდერების გვერდით, რომლებიც არიან უკრაინასთან ერთად“, - აღნიშნულია ბლინკენის ტექსტში.
იენს სტოლტენბერგი: მოსკოვი უკრაინის დესტაბილიზაციის ფარული მცდელობიდან აშკარა სამხედრო მოქმედებებზე გადავიდა
მოსკოვი უკრაინის დესტაბილიზაციის ფარული მცდელობიდან აშკარა სამხედრო მოქმედებებზე გადავიდა, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. NATO-უკრაინის კომისია შეიკრიბა ბრიუსელში 22 თებერვალს, საგანგებო სხდომაზე, რათა განეხილა უსაფრთხოების ვითარება უკრაინასა და მის გარშემო. გენერალური მდივანი მიესალმა NATO-ს მრავალი მოკავშირის მიერ გამოცხადებულ ეკონომიკურ სანქციებს და გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მას არ შეუძლია მოახდინოს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირება. ამავდროულად, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მოკავშირეები მკაცრად მოუწოდებენ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიური გზა. ეს სერიოზული ესკალაცია და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა რუსეთის მხრიდან. ეს კიდევ უფრო ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ზიანს აყენებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მცდელობებს. ამას მძიმე შედეგები მოჰყვება ევროპის უსაფრთხოებისთვის. ეს მხოლოდ რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისია. ჩვენ ვაქებთ უკრაინას თავშეკავებისთვის, რომ არ უპასუხა რუსეთის პროვოკაციებს. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხსა და მის მთავრობას. NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, მოკავშირეები უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ რუსეთს, აირჩიოს დიპლომატიური გზა. ეს ყველაზე საშიში მომენტია ევროპის უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა კვლავაც მტკიცედ დგანან.
ენტონი ბლინკენი: ჩვენ ერთიანი ვართ რუსეთის საპასუხოდ და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და NATO-ს გენერალურ მდივანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ენტონი ბლინკენი Twitter-ზე წერს. მისი თქმით, ის რუსეთზე თავდასხმას გმობს და სტოლტენბერგთან ალიანსის კოორდინირებული პასუხი განიხილა. „ჩვენ ერთიანი ვართ რუსეთის საპასუხოდ და NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად“,- წერს ბლინკენი. ამავე თემაზე დმიტრო კულება: უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული
ჩრდილოატლანტიკური საბჭო: უკრაინაზე რუსეთის „შემზარავ თავდასხმას“ გეოსტრატეგიული შედეგები მოჰყვება
ჩრდილოატლანტიკური საბჭო „უკრაინაზე რუსეთის შემზარავ თავდასხმას უმკაცრესად გმობს, რომელიც იყო სრულიად გაუმართლებელი და არაპროვოცირებული. ჩრდილოატლანტიკური საბჭო ასევე გმობს ბელორუსის მხრიდან ამ თავდასხმის ხელშეწყობას. ჩრდილოატლანტიკური საბჭო ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლის მიმართ ურყევ ერთგულებას ადასტურებს. „ეს არის აგრესიის აქტი დამოუკიდებელი მშვიდობიანი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის ხალხის და მისი ლეგიტიმური, დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის გვერდით. ჩვენ ყოველთვის ვინარჩუნებთ სრულ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის მის ტერიტორიულ წყლებში“, - აცხადებს ჩრდილოატლანტიკური საბჭო. მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედება და გაიყვანოს მთელი თავისი ძალები უკრაინიდან, სრულად პატივი სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და დაუშვას უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა და დახმარება ყველა გაჭირვებული ადამიანისთვის. „მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას, აღიაროს აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონები. ეს კიდევ უფრო არღვევს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს, რომლის ხელმომწერიც რუსეთია. მოკავშირეები არასოდეს მიიღებენ ამ უკანონო აღიარებას. რუსეთის ლიდერებმა სრულად უნდა აგონ პასუხი თავიანთი ქმედებების შედეგებზე. რუსეთი გადაიხდის ძალიან მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ფასს. NATO განაგრძობს მჭიდრო კოორდინაციას შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირთან. მთელი ამ კრიზისის განმავლობაში NATO, მოკავშირეები და ჩვენი პარტნიორები ყველა ღონეს ხმარობდნენ რუსეთთან დიპლომატიის და დიალოგისთვის, ჩვენ არაერთხელ მოვიწვიეთ რუსეთი NATO-რუსეთის საბჭოში მოლაპარაკებებზე. რუსეთს ჯერაც არ უპასუხია. ეს არის რუსეთი და მხოლოდ რუსეთი, რომელმაც აირჩია ესკალაცია. რუსეთის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას და ამას გეოსტრატეგიული შედეგები მოჰყვება. NATO განაგრძობს ყველა საჭირო ზომას ყველა მოკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ განვათავსებთ დამატებით თავდაცვით სახმელეთო და საჰაერო ძალებს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. დღეს ჩვენ გავმართეთ კონსულტაციები ვაშინგტონის ხელშეკრულების მეოთხე მუხლის შესაბამისად. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თავდაცვითი გეგმების შესაბამისად ვიმოქმედებთ მოკავშირეების დასაცავად და გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად ალიანსის მთელ ტერიტორიაზე. ჩვენი ზომები არის და რჩება პრევენციული, პროპორციული და არაესკალაციური. ჩვენი ერთგულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლისადმი რკინასავით ურყევია. ჩვენ ერთად ვიდგებით ერთმანეთის დასაცავად“, - ვკითხულობთ განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა
იენს სტოლტენბერგი: ნათლად განვაცხადეთ, რომ არავითარი გეგმები არ გვაქვს, NATO-ს ძალები გადავისროლოთ უკრაინაში
NATO-ს საბრძოლო დანაყოფები საერთოდ არ არის უკრაინაში. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ არავითარი გეგმები არ გვაქვს, NATO-ს ძალები გადავისროლოთ უკრაინაში, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვზრდიდით NATO-ს ძალებს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის, NATOო-ს ტერიტორიაზე. უკრაინა არის მაღალღირებული პარტნიორი, მრავალი წლის განმავლობაში ვეხმარებით უკრაინას. ვცდილობთ, თანამედროვე სამხედრო ძალების შექმნაში დავეხმაროთ. ჩვენ ვაძლიერებთ მათ შეიარაღებულ ძალებს, ასევე ნატო-ს მოკავშირეები ვმუშაობთ კიბერთავდაცვის უსაფრთხოებაზე, მაგრამ ნატო-ს ძალები უკრაინაში არ არიან", - განაცხადა მან. ცნობისთვის, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელორუსის ტერიტორიიდან. NATO უკრაინაზე რუსეთის შემზარავი თავდასხმის ბელორუსის მხრიდან ხელშეწყობას უმკაცრესად გმობს. ასევე წაიკითხეთ პუტინმა უკრაინაში, დონბასის რეგიონში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ გამოაცხადა ჯო ბაიდენი: მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს BBC: კიევში აფეთქებების ხმა ისმის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა: რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნის ინიციატივით მიმართა
ერდოღანი: რუსეთ-უკრაინის მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით, NATO-ს უფრო გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადაედგა
დასავლეთს და მის ინსტიტუტებს, განსაკუთრებით NATO-ს, უფრო გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადაედგათ რუსეთ-უკრაინის მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით, - თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ფრო კონკრეტული მხარდაჭერა სჭირდება, ვიდრე დასავლეთის დედაქალაქების რჩევები. ერდოღანის განცხადება NATO-ს ლიდერების ვირტუალურ სამიტამდე რამდენიმე საათით ადრე გაკეთდა. ონლაინსამიტს თურქეთის პრეზიდენტიც დაესწრება. „დასავლეთი დღემდე უამრავ რჩევას აძლევდა უკრაინას და კვლავ აგრძელებს რჩევების შეთავაზებას... „რა გააკეთე აქამდე? არანაირი ნაბიჯი არ არის გადადგმული. სწორედ ამიტომ ვანიჭებ მნიშვნელობას NATO-ს შეხვედრას. NATO-ს უფრო გადამწყვეტი ნაბიჯები მართებს“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს სტამბოლში.
იენს სტოლტენბერგი: რუსეთის გაცხადებული მიზანი უკრაინის მთავრობის შეცვლაა
რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმა, გაიყვანოს ჯარები და შეწყვიტოს ყველანაირი თავდასხმა უკრაინაზე. ეს არის ყველაზე ადვილი, სწრაფი და საუკეთესო გზა მშვიდობისკენ. ამ სიტვებით, იენს სტოლტენბერგი რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო მოლაპარაკებებს შეეხო და განაცხადა, რომ ეს უკრაინის მთავრობისა და პრეზიდენტ ზელენსკის გადასაწყვეტია. ის, რაც ახლა ხდება, არის უკრაინაში სრული შეჭრის განხორციელება, ისინი მიიწევენ კიევისკენ და მათი გაცხადებული მიზანი არის უკრაინის მთავრობის შეცვლა. სიტუაცია ძალიან არაპროგნოზირებადია. პატივისცემას გამოვხატავ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართ, რომლებიც ნამდვილად ამტკიცებენ თავიანთ სიმამაცესა და გამბედაობას ბევრად უფრო დიდი რუსული დამპყრობლური ძალის წინააღდეგ ბრძოლითა და წინააღმდეგობის გაწევით. დღეს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა, გაეაქტიურებინა NATO-ს თავდაცვის გეგმები, რათა დაიცვას მოკავშირე ქვეყნები ამ კრიზისის დროს. ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, რათა დავიცვათ ალიანსი აგრესიისგან. აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანი: რუსეთის გეგმა უკრაინის მთავრობის დამხობაა 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.
ისტორიაში პირველად, NATO კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სწრაფი რეაგირების ძალებს გამოიყენებს
ისტორიაში პირველად, NATO კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სწრაფი რეაგირების ძალებს განალაგებს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა პარასკევს განაცხადა, რომ ალიანს განათავსებს თავისი საბრძოლო მზადყოფნის ძალების ნაწილებს, რომლებიც სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეცდანიშნულების ძალებისგან შედგება. „ჩვენ ვანთავსებთ სწრაფი რეაგირების დანაყოფებს ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში ჩვენი პოზიციის კიდევ უფრო გასაძლიერებლად და ნებისმიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევაზე სწრაფი რეაგირებისთვის. რუსეთის მიერ ბოლო თვეების განმავლობაში მასიური სამხედრო მობილიზების საპასუხოდ, ჩვენ უკვე გავაძლიერეთ ჩვენი შეკავება და თავდაცვა. შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ევროპელმა მოკავშირეებმა განათავსეს ათასობით დამატებითი ჯარისკაცი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩვენ სრულ მზადყოფნაში გვყავს 100-ზე მეტი თვითმფრინავი, რომელიც ამჟამად ოპერირებს 30-ზე მეტ სხვადასხვა ლოკაციაზე. ასევე, მობილიზებული გვყავს 120 გემი უკიდურესი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუაზღვისპირეთამდე, მათ შორის საზღვაო ავიამზიდის სამი დამრტყმელი ჯგუფი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ჯო ბაიდენი: NATO-ს კარი ღიაა ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის, რომელიც ალიანსის ღირებულებებს იზიარებს
NATO-ს კარი ღიაა ყველა ევროპული სახელმწიფოსთვის, რომელიც ალიანსის ღირებულებებს იზიარებს და ალიანსში გაწევრიანებას გადაწყვეტს, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ბაიდენი ზელენსკისთან სატელეფონო საურბის შესახებაც საუბრობს. NATO-ს ლიდერების სამიტის შემდეგ დაუყოვნებლივ ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. მე მივესალმე უკრაინელი ხალხის მამაც ქმედებებს, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ქვეყნის დასაცავად... დღეს მე შევხვდი NATO-ს მოკავშირეების ლიდერებს, რათა განგვეხილა ჩვენი ერთობლივი ვალდებულება კოლექტიური თავდაცვისა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მიმართ. როდესაც პრეზიდენტი პუტინი ემუქრება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს, NATO კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს თავისუფლებას და დემოკრატიას. როგორც გუშინ ვთქვი, შეერთებული შტატები დაიცავს NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. ჩვენი ვალდებულება მე-5 მუხლის მიმართ არის ურყევი. მე გავეცი ბრძანება დამატებითი ძალების განლაგების შესახებ, რათა გაიზარდოს ჩვენი შესაძლებლობები ევროპაში, რათა მხარი დავუჭიროთ NATO-ს მოკავშირეებს. მე მტკიცედ მივესალმები NATO-ს თავდაცვითი გეგმების და NATO-ს რეაგირების ძალების ელემენტების გააქტიურების გადაწყვეტილებას ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების გასაძლიერებლად, ისევე როგორც ჩვენი მოკავშირეების ვალდებულებებს, განათავსონ დამატებითი სახმელეთო და საჰაერო ძალები აღმოსავლეთ ფლანგზე და საზღვაო ძალები ჩრდილოეთიდან ხმელთაშუა ზღვისკენ. დღეს ჩვენ შემოგვიერთდნენ ჩვენი ახლო პარტნიორები შვედეთი, ფინეთი და ევროკავშირი. პრეზიდენტმა პუტინმა დასავლეთის გაყოფის მიზანს ვერ მიაღწია. NATO ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს და ინარჩუნებს ღია კარს იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს და რომლებიც ალიანსში გაწევრიანებას გადაწყვეტენ. ამ კრიზისის გადალახვისას, ჩვენ პირობა დავდეთ, რომ კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებდით თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად“, - აღნიშნავს ბაიდენი.
NATO უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებებს მიაწვდის
NATO უკრაინას საჰაერო თავდაცვის საშუალებებს მიაწვდის. სტოლტენბერგი ამბობს, რომ მოკავშირეები უკრაინას მეტი შეიარაღებით დაეხმარებიან. „ჩვენ ვხედავთ რიტორიკას, მესიჯებს, რომლებიც მტკიცედ მიუთითებს იმაზე, რომ მიზანია კიევში დემოკრატიულად არჩეული მთავრობის შეცვლა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა NATO-ს ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. NATO-ს გენერალურმა მდივანმა პარასკევს განაცხადა, რომ ისტორიაში პირველად, NATO კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სწრაფი რეაგირების ძალებს პირველად გამოიყენებს, რომლებიც შედგება სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალური ოპერაციების ძალებისგან. „ჩვენ ვანთავსებთ სწრაფი რეაგირების დანაყოფებს ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში ჩვენი პოზიციის კიდევ უფრო გასაძლიერებლად და ნებისმიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევაზე სწრაფი რეაგირებისთვის. რუსეთის მიერ ბოლო თვეების განმავლობაში მასიური სამხედრო მობილიზების საპასუხოდ, ჩვენ უკვე გავაძლიერეთ ჩვენი შეკავება და თავდაცვა. შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ევროპელმა მოკავშირეებმა განათავსეს ათასობით დამატებითი ჯარისკაცი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. ჩვენ სრულ მზადყოფნაში გვყავს 100-ზე მეტი თვითმფრინავი, რომელიც ამჟამად ოპერირებს 30-ზე მეტ სხვადასხვა ლოკაციაზე. ასევე, მობილიზებული გვყავს 120 გემი უკიდურესი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუაზღვისპირეთამდე, მათ შორის საზღვაო ავიამზიდის სამი დამრტყმელი ჯგუფი“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.
რა ამოცანებისთვის იყენებს NATO სწრაფი რეაგირების ძალებს
ისტორიაში პირველად, NATO კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სწრაფი რეაგირების ძალებს განალაგებს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ ალიანსი განათავსებს თავისი საბრძოლო მზადყოფნის ძალების ნაწილებს, რომლებიც სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეცდანიშნულების ძალებისგან შედგება. მან ხაზი გაუსვა, რომ NATO ამ ძალებს პირველად სწორედ თავდაცვის კონტექსტში გამოიყენებს. ზოგადად კი, რა მისია აქვს, რა ამოცანების შესრულება უწევს და როდის გამოუყენებია NATO-ს, თავისი სწრაფი რეაგირების ძალები Europetime-მა ეს ინფორმაცია ალიანსის წყაროებიდან შეკრიბა და გთავაზობთ ახლა ამ მასალას. NATO-ს რეაგირების ძალები, იგივე - NRF უმაღლეს დონეზე მომზადებული, ტექნოლოგიურად განვითარებული მრავალეროვნული ძალაა, რომელიც შედგება სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალური ოპერაციების ნაწილებისგან (SOF) და რომლის განთავსებაც ალიანსს შეუძლია უსწრაფესად, სადაც საჭიროა. ოპერაციული როლის გარდა, NRF-ს როლი მოიცავს უფრო მეტ თანამშრომლობას ტრენინგის, წვრთნების კატასტროფებში მხარდაჭერის და ტექნოლოგიების უკეთესად ათვისების მიმართულებებს. NRF უზრუნველყოფს NATO-ს თანმიმდევრულობისა და ერთგულების ხელშესახებ დემონსტრირებას, შეკავებისა და კოლექტიური თავდაცვის მიმართ.ეს მოიცავს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებაში წვლილს, ძალის დემონსტრირებას, მშვიდობის მხარდაჭერის ოპერაციებს, კატასტროფების შემთხვევებს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას და უსაფრთხოების ოპერაციებს. თავდაპირველი შესვლის ოპერაციები ტარდება ერთობლივად, როგორც დიდი ძალების ნაწილი, რათა ხელი შეუწყოს შემდგომი ჯარების განლაგებას. NRF მისია NATO-ს სწრაფი რეაგირების ელემენტები დაეხმარა 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაცვას ათენში, საბერძნეთში. იმავე წლის სექტემბერში, ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების მხარდასაჭერად განლაგდნენ. NRF ასევე გამოიყენებოდა კატასტროფების აღმოსაფხვრელად. 2005 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში, NRF-ის თვითმფრინავები შეერთებულ შტატებს დაეხმარნენ ქარიშხალ კატრინას შედეგებთან გამკლავებაში. 2005 წლის ოქტომბრიდან 2006 წლის თებერვლამდე, NRF-ის ელემენტები გამოიყენებოდა პაკისტანში, კატასტროფების დროს დახმარების მიზნით, 8 ოქტომბრის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ. NRF-ის თვითმფრინავები გამოიყენებოდა ე.წ. საჰაერო ხიდში, რომელმაც თითქმის 3,500 ტონა სასწრაფო საჭირო მარაგი მიაწოდა პაკისტანს, ხოლო NRF-ის ინჟინრები და სამედიცინო პერსონალი ქვეყანაში დახმარების მიზნით განლაგდა. NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები გააქტიურდა 2021 წლის აგვისტოში, რათა ხელი შეეწყო იმ ავღანელების ევაკუაციისა და გადაადგილებისთვის, რომლებიც მუშაობდნენ NATO-სთან ერთად, მათ ოჯახებთან ერთად. ეს პასუხი მოიცავდა Task Force Noble-ის შექმნას, სამუშაო ჯგუფს, რომელიც კოორდინაციას უწევს ასობით NRF ჯარისკაცს 20 მოკავშირე ქვეყნიდან. ეს ჯარები მხარს უჭერენ ევაკუაციას ევროპის მასშტაბით, მათ შორის სატრანსპორტო თვითმფრინავებით, სამშენებლო აღჭურვილობით, სასწრაფო დახმარების მანქანებით, სამედიცინო ჯგუფებით, სამოქალაქო საქმეთა გუნდებით და უსაფრთხოების პერსონალით. კომპონენტები NRF შედგება ერთობლივი მრავალეროვნული ძალისგან, რომელსაც შეუძლია, უმოკლეს დროში მოახდინოს რეაგირება უსაფრთხოების გამოწვევების სრულ მასშტაბზე, კრიზისის მენეჯმენტიდან კოლექტიურ თავდაცვამდე. NATO-ს მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, გაეძლიერებინათ NRF 2014 წელს, ე.წ. სათავე რაზმის შექმნით, რომელიც ცნობილია როგორც ძალიან მაღალი მზადყოფნის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი (VJTF). ეს გაძლიერებული სწრაფი რეაგირების ძალა მზადყოფნის სამოქმედო გეგმის (RAP) ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომელიც მიზნად ისახავს, რეაგირება მოახდინოს უსაფრთხოების გარემოში განხორციელებულ ცვლილებებზე და გააძლიეროს ალიანსის კოლექტიური დაცვა. NRF-ის საერთო სარდლობა მიეკუთვნება ევროპის უმაღლეს მოკავშირეთა სარდალს (SACEUR). NATO-ს რეაგირების ძალების მიზანი NRF-ს მიზნები ყოვლისმომცველია: შეუძლია სწრაფი სამხედრო პასუხის გაცემა წარმოშობილ კრიზისზე, იქნება ეს კოლექტიური თავდაცვის მიზნებისთვის თუ სხვა კრიზისებზე რეაგირების ოპერაციებისთვის. NRF ალიანსს საშუალებას აძლევს, სწრაფად უპასუხოს სხვადასხვა ტიპის კრიზისებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ის ასევე არის მამოძრავებელი ძრავა NATO-ს სამხედრო ტრანსფორმაციითვის. როტაციის ძალა NRF დაფუძნებულია როტაციულ სისტემაზე, სადაც მოკავშირე ქვეყნები ხელმძღვანელობენ სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო ან სპეციალური ოპერაციების ძალების (SOF) ქვედანაყოფებს 12 თვის განმავლობაში. თითოეული NRF როტაცია უნდა მომზადდეს ამოცანების ფართო სპექტრისთვის. NRF ასევე ღიაა პარტნიორი ქვეყნებისთვის, ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ. NRF-ში მონაწილეობას წინ უძღვის ეროვნული მომზადება, რასაც მოჰყვება ტრენინგი მრავალეროვნული ძალების სხვა მონაწილეებთან. როდესაც ქვედანაყოფების როტაცია NRF-ის ფარგლებში ხდება, მაღალი სტანდარტები, კონცეფციები და ტექნოლოგიები თანმიმდევრულად ვრცელდება მთელ ალიანსში, რითაც NATO-ს რეაგირების ძალების ერთ-ერთ მთავარ მიზანს - მოკავშირეთა ძალების შემდგომი ტრანსფორმაცია მოჰყავს სისრულეში. NRF-ის ოპერატიული სარდლობა ყოველწლიურად ნაცვლდება მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების სარდლებს შორის, ბრუნსუმსა (ნიდერლანდები) და ნეაპოლში, (იტალია). NRF ელემენტი - დაახლოებით 20,000 კაციანი - მოიცავს მრავალეროვნულ სახმელეთო ბრიგადას, რომელიც შედგება დაახლოებით 5,000 ჯარისკაცისგან და საჰაერო, საზღვაო და SOF კომპონენტებისგან. წამყვანი ელემენტები მზად არიან, განლაგდნენ ორიდან სამ დღეში. მოკავშირეები იღებენ მთავარ როლს VJTF-ისთვის როტაციის საფუძველზე; საწყისი შემდგომი ძალების ჯგუფი (IFFG) მაღალი მზადყოფნის ძალებია, რომლებსაც შეუძლიათ სწრაფად განლაგდნენ VJTF-ის შემდეგ, კრიზისის საპასუხოდ. ისინი შედგება ორი მრავალეროვნული ბრიგადისგან; საზღვაო კომპონენტი: ის ეფუძნება NATO-ს მუდმივ საზღვაო ჯგუფებს (SNMG) და ნაღმების საწინააღმდეგო მუდმივმოქმედ ჯგუფებს (SNMCMGs); ასევე - საბრძოლო საჰაერო და საჰაერო დამხმარე კომპონენტი; სპეციალური ოპერაციების ძალები; და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (CBRN) თავდაცვის სამუშაო ჯგუფი. გააქტიურებამდე, NRF (მორგებული ზომით და შესაძლებლობებით) უნდა შეესაბამებოდეს ნებისმიერი კონკრეტული ოპერაციის მოთხოვნებს, რისთვისაც არის მოწოდებული.VJTF და თავდაპირველი შემდგომი ძალები, თავიანთ ქვეყნებში არიან ბაზირებულნი, მაგრამ შეუძლიათ, განლაგდნენ წვრთნებისთვის, კრიზისზე რეაგირებისთვის იქ, სადაც საჭიროა. VJTF-მა მონაწილეობა მიიღო მის პირველ განლაგების წვრთნებში პოლონეთში, 2015 წლის ივნისში და წვრთნების დროს მისი განლაგების, ასევე, ნებისმიერ წარმოქმნილ კრიზისზე რეაგირების შესაძლებლობის კონტექსტში რეგულარულად მოწმდება. VJTF-ის ხელმძღვანელობაც როტაციას ექვემდებარება, ყოველწლიურად, ერთი მოკავშირე წამყვან ქვეყნად ინიშნება, სხვა მოკავშირეები კი მონაწილეები არიან. საერთო ჯამში, გაძლიერებული NRF დაახლოებით 40,000 ჯარისკაცს მოიცავს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების გააქტიურება ძლიერი გზავნილია, რომ თავდასხმა ერთ მოკავშირეზე, ჩაითვლება თავდასხმად მთელ ალიანსზე
Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი NATO-ს ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომ თავდაცვის კონტექსტში პირველად გამოიყენოს სწრაფი რეაგირების ძალები, ძლიერ გზავნილად აფასებს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, NATO-ს მოკავშირეებმა ალიანსის მასშტაბით შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერება გადაწყვიტეს. შესაბამისად, ამ მიზნით, NATO დამატებით ნაბიჯებს დგამს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ NATO-ს ძალების განლაგება ყოველთვის თავდაცვითი და პროპორციულია. „მოგეხსენებათ, როგორც 25 თებერვალს, NATO-ს მოკავშირეებმა განაცხადეს, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ალიანსის მასშტაბით შეკავება და თავდაცვა გავაძლიეროთ. ამ მიზნით, დამატებითი ნაბიჯები გადავდგით. გვსურს, ხაზი გავუსვათ, რომ NATO-ს ძალების განლაგება ყოველთვის თავდაცვითი და პროპორციულია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ისინი განკუთვნილია არა კონფლიქტის პროვოცირებისთვის, არამედ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, გზავნის ძლიერ მესიჯს, რომ თავდასხმა ერთ მოკავშირეზე, ჩაითვლება თავდასხმად მთლიანად ალიანსზე და რომ ჩვენ ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა ყველა მოკავშირის დასაცავად“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. ამჟამად, NATO-ს მზადყოფნაში ჰყავს 100-ზე მეტი თვითმფრინავი, რომელიც ოპერირებს 30-ზე მეტ სხვადასხვა ლოკაციაზე. ასევე, მობილიზებული ჰყავს 120 გემი უკიდურესი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუაზღვისპირეთამდე, მათ შორის, საზღვაო ავიამზიდის სამი დამრტყმელი ჯგუფი. შეგახსენებთ, ისტორიაში პირველად, NATO კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სწრაფი რეაგირების ძალებს განალაგებს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა პარასკევს განაცხადა, რომ ალიანს განათავსებს თავისი საბრძოლო მზადყოფნის ძალების ნაწილებს, რომლებიც სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეცდანიშნულების ძალებისგან შედგება. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ყველა მოკავშირე დაეთანხმა, თუმცა განსაკუთრებით აქტიურობდნენ და ამ ძალების ელემენტების გააქტიურების საჭიროებაზე მიუთითებდნენ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის წარმომადგენლები. სწრაფი რეაგირების ძალების ამოქმედების ისტორია NATO-ს სწრაფი რეაგირების ელემენტები დაეხმარა 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაცვას ათენში, საბერძნეთში. იმავე წლის სექტემბერში, ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების მხარდასაჭერად განლაგდნენ. NRF ასევე გამოიყენებოდა კატასტროფების აღმოსაფხვრელად. 2005 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში, NRF-ის თვითმფრინავები შეერთებულ შტატებს დაეხმარნენ ქარიშხალ კატრინას შედეგებთან გამკლავებაში. 2005 წლის ოქტომბრიდან 2006 წლის თებერვლამდე, NRF-ის ელემენტები გამოიყენებოდა პაკისტანში, კატასტროფების დროს დახმარების მიზნით, 8 ოქტომბრის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ. NRF-ის თვითმფრინავები გამოიყენებოდა ე.წ. საჰაერო ხიდში, რომელმაც თითქმის 3,500 ტონა სასწრაფო საჭირო მარაგი მიაწოდა პაკისტანს, ხოლო NRF-ის ინჟინრები და სამედიცინო პერსონალი ქვეყანაში დახმარების მიზნით განლაგდა. NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები გააქტიურდა 2021 წლის აგვისტოში, რათა ხელი შეეწყო იმ ავღანელების ევაკუაციისა და გადაადგილებისთვის, რომლებიც მუშაობდნენ NATO-სთან ერთად, მათ ოჯახებთან ერთად. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.
სტოლტენბერგი პუტინის გადაწყვეტილებაზე: საშიში რიტორიკაა
პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება, მოიყვანოს თავისი ბირთვული ძალები მზადყოფნაში, „უპასუხისმგებლო ქცევა და საშიში რიტორიკაა“, ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა CNN-ს განუცხადა. „რა თქმა უნდა, თუ გააერთიანებთ ამ რიტორიკას და იმას, რასაც ისინი აკეთებენ უკრაინაში, აწარმოებენ ომს დამოუკიდებელი სუვერენული ერის წინააღმდეგ, ახორციელებენ უკრაინაში სრულფასოვან შეჭრას, ეს სიტუაციას სერიოზულობას მატებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
NATO: უკრაინაში ათასობით ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტა, საბრძოლო მასალის მარაგი იგზავნება
NATO-ს მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას იმ ფონზე, როცა ქვეყანა თავს იცავს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისგან. NATO-ს განცხადებით, ათასობით ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტა და ათასობით მცირე იარაღისა და საბრძოლო მასალის მარაგი იგზავნება უკრაინაში. მოკავშირეები ასევე უზრუნველყოფენ მილიონობით ევროს ღირებულების ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, მათ შორის სამედიცინო მარაგს უკრაინის ძალების დასახმარებლად. ბელგიამ, კანადამ, ჩეხეთმა, ესტონეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და შეერთებულმა შტატებმა უკვე გაგზავნეს ან ამტკიცებენ სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე გადაწყვეტილებას. უკრაინამ NATO-ს მოკავშირეებისგან უკვე მიიღო იარაღი, მათ შორის „ჯაველინები“ და საზენიტო რაკეტები, ასევე მილიონობით ევროს ფინანსური დახმარება. ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, დანია, უნგრეთი, ისლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები ჰუმანიტარულ დახმარებას სთავაზობენ ან ხსნიან საზღვრებს უკრაინელი ლტოლვილებისთვის.ხორვატია, პოლონეთი და რუმინეთი უკვე იღებენ უკრაინელ ლტოლვილებს. იტალია ასევე დაუყონებლივ ფინანსურ დახმარებას უწევს უკრაინის მთავრობას, თურქეთმა კი გააღრმავა თავდაცვის კავშირები უკრაინასთან და შესთავაზა ჰუმანიტარული დახმარება. „თავდაცვა არის გაეროს წესდებაში გათვალისწინებული უფლება და მოკავშირეები ეხმარებიან უკრაინას ამ უფლების დაცვაში. ეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის NATO-ს მკაფიო მხარდაჭერის გზავნილი. ალიანსის განმარტებით, ეს დამატებითი შენატანები ეფუძნება უკრაინისადმი NATO-ს მრავალწლიან დახმარებას. „NATO 2014 წლიდან მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებული ძალების და თავდაცვის ინსტიტუტების წვრთნას, დაფინანსებას და რეფორმას. მიმდინარე კრიზისის პირობებში, ალიანსი მხარს უჭერს და ეხმარება მოკავშირეებს ჰუმანიტარული და არალეტალური დახმარების მიწოდებაში“, - აღნიშნულია NATO-ს განცხადებაში.
1939 წლის შემდეგ პირველად, შვედეთი თავდასხმის ქვეშ მყოფ ქვეყანას იარაღს მიაწვდის
შვედეთი უკრაინას შეიარაღებას და სხვა სახის დახმარებას მიაწვდის. ამის შესახებ BBC წერს. შვედეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას სამხედრო აღჭურვილობას და სხვა დახმარებას გაუგზავნის. ამ ნაბიჯის გამოცხადებისას პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თქვა, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა 1939 წლის შემდეგ (ფინეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის შემდეგ), როდესაც იარაღს გაუგზავნის თავდასხმის ქვეშ მყოფ ქვეყანას. უკრაინა შვედეთისგან ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს და ჩაფხუტებს მიიღებს. შვედეთის ამ ნაბიჯამდე, ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ იარაღს შეიძენს და უკრაინას მიაწოდებს, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა ევროკავშირის ისტორიაში. შეგახსენებთ, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაშიავსტრალიაც დაეხმარება. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონის განცხადებით, ქვეყანას იარაღს გაუგზავნიან, თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რა სახის შეიარაღებით დაეხმარებიან საომარ ვითარებაში მყოფ უკრაინას. „შევეცდებით, ყველანაირი მხარდაჭერა გავუწიოთ NATO-ს პარტნიორებს, მეტწილად, შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს მეშვეობით. ჩვენ ვიმუშავებთ ამ არხებით, რადგან ეს არის ყველაზე ეფექტიანი გზა ამის გასაკეთებლად”, - განაცხადა მორისონმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნის თხოვნით მიმართა. მისი თქმით, უკრაინას სჭირდება სამხედრო თვითმფრინავი, რათა უკრაინელმა სამხედროებმა შეძლონ თავიანთი მიწის უფრო ეფექტურად დაცვა, რადგან უკრაინა უამრავ ადამიანს კარგავს. „თუ თქვენ სიმტკიცე არ გაქვთ, ცა ჩაკეტოთ, მაშინ გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, ჩვენ რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო, მოლდოვა და პოლონეთი. ასე მივლენ ისინი ბერლინის კედლამდე. დამიჯერეთ”, - განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არ გმობს იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, არ მიაწოდონ ასეთი თვითმფრინავები უკრაინას, რადგან ისინი დიდ დახმარებას უწევენ. „უკრაინა ამისთვის მათი მადლიერია. მე მესმის როგორც პოლონეთი, ასევე შეერთებული შტატები. მე მათ არაფერში დავადანაშაულებ. ისინი ბევრს აკეთებენ, მე მადლობელი ვარ", - განაცხადა ზელენსკიმ. როგორც ცნობილია, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ ოფიციალურად განაცხადა, რომ არ აპირებენ უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას, თუმცა ეს ინფორმაცია მანამდე ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა დააფიქსირა. ბოლო დღეებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობამ შესთავაზა უკრაინას გარკვეული დახმარება ლეტალური იარაღით ან აღჭურვილობით რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. კერძოდ, პოზიცია რადიკალურად შეიცვალა გერმანიამ, რომელიც აქამდე ეწინააღმდეგებოდა და ასევე ბლოკავდა სხვა ქვეყნებისთვის საკუთარი წარმოების იარაღის მიწოდებას. NATO უკრაინის პრეზიდენტის თხოვნას პასუხობს. ალიანსი არ განიხილავს ფრენის აკრძალული ზონის საკითხს უკრაინაში რუსულ აგრესიასთან დასაპირისპირებლად, განაცხადა ალიანსში აშშ-ის ელჩმა. BBC News-თან საუბრისას ჯულიანა სმიტმა განაცხადა: „ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ, რომ NATO უნდა იყოს მხარე ამ კონფლიქტში“. ”[ჩვენ] უზარმაზარ, როგორც ლეტალურ, ასევე ჰუმანიტარულ დახმარებას ვუწევთ. NATO-ს მოუწოდებენ ფრენის აკრძალული ზონის შემოღების თაობაზე, რათა შეაჩეროს რუსული თვითმფრინავების გამოყენება ადგილზე მისი ძალების მხარდასაჭერად, მაგრამ ბევრმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ეს ნაბიჯი კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს. ჯულიან სმიტმა ბირთვული ძალების უმაღლეს მზადყოფნაში მოყვანის შესახებ პუტინის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. „მიუღებელია ჩვენთვის, რომ რუსეთი რაიმე სახის ესკალაციაზე საუბრობს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს რიტორიკა უკიდურესად სახიფათოა და ზრდის არასწორი გათვლების რისკს. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რუსეთმა დატოვოს უკრაინა, შეწყვიტოს ცეცხლი და მოახდინოს ამ სიტუაციის დეესკალაცია.
იენს სტოლტენბერგი: NATO არ არის კონფლიქტის მხარე, ჩვენ არ ვისწრაფვით რუსეთთან ომისკენ
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, NATO არ არის კონფლიქტის მხარე, NATO თავდაცვითი ალიანსია. მისივე თქმით, ალიანსი რუსეთთან ომისკენ არ ისწრაფვის. „ვგმობთ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე. ასევე გვაქვს ცნობები ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შესახებ. ეს აჩვენებს ამ ომის უგუნურებას და მისი დასრულების აუცილებლობას, ასევე რუსეთის ყველა ჯარისკაცის გაყვანისა და დიპლომატიურ ძალისხმევაში კეთილსინდისიერად ჩართვის მნიშვნელობას, - განაცხადა სტოლტენბერგმა ბლინკენთან შეხვედრის დროს.
NATO უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების შემთხვევაში, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის რისკს ხედავს
NATO-ს წევრი ქვეყნები უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას მხარს არ უჭერენ. ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრები თანხმდებიან, რომ მისმა თვითმფრინავებმა არ უნდა იფრინონ უკრაინის საჰაერო სივრცეში და რომ მისი ჯარები არ უნდა იმყოფებოდნენ ადგილზე უკრაინაში რუსეთთან კონფლიქტის დროს, მიუხედავად იმისა, რომ კიევი ითხოვს, დაწესდეს აკრძალული ზონა (ე.წ. არასაფრენი ზონა) უკრაინის თავზე. მოკავშირეები მიიჩნევენ, რომ აძლიერებენ მხარდაჭერას, მაგრამ უშუალოდ ჩარევა უფრო ფართო, კიდევ უფრო სასტიკ ევროპულ ომს გამოიწვევს. „ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, როგორც NATO-ს მოკავშირეებს, რომ თავიდან ავიცილოთ ეს ომი უკრაინის ფარგლებს გარეთ, რადგან ეს კიდევ უფრო საშიში, უფრო დამღუპველი იქნება და კიდევ უფრო მეტ ადამიანურ ტანჯვას გამოიწვევს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ NATO-ს ესმის უკრაინის სასოწარკვეთის, მაგრამ ფიქრობს, რომ ასეთმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს. ცნობისთვის, უკრაინა ციდან რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად დახმარებას ითხოვს. 4 მარტს დმიტრო კულებამ NATO-ს წევრებს მიმართა: „ჩვენ გვესაჭიროება დაუყოვნებლივი დახმარება, თუ ამას არ გააკეთებთ, მოგიწევთ გაიზიაროთ პასუხისმგებლობა უკრაინის მოსახლეობის გარდაცვალებასა და ტანჯვაზე“. მანამდე, ანალოგიური თხოვნით პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა. ჯენ ფსაკი: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერის აუცილებლობა განიხილეს
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში რუსული აგრესიის ესკალაციის ფონზე შეიკრიბნენ. როგორც ცნობილია, ათასობით ჯარისკაცის გარდა, რომელიც მოკავშირეებმა უკვე გაგზავნეს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, NATO პირველად განათავსებს თავის სწრაფი რეაგირების ძალებს, მას 130-ზე მეტი თვითმფრინავი ჰყავს მზადყოფნაში, ასევე, 200-ზე მეტი ხომალდი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დასაცავად“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა. ამასთან, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს პარტნიორების მხარდაჭერის აუცილებლობა, რომლებიც შესაძლოა, რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ, მათ შორის საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა. ჯოზეფ ბორელი: ვშიშობთ, რუსული გავლენები შესაძლოა, ამოქმედდეს მოლდოვასა და საქართველოში
ვოლოდიმირ ზელენსკი: NATO-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, რომ თითქოს, უკრაინის ცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას NATO-ს წინააღმდეგ
უკრაინის ცის დახურვაზე უარის თქმით, NATO-ს ხელმძღვანელობამ „მწვანე შუქი აუნთო“ რუსული ჯარების მიერ უკრაინის ტერიტორიის შემდგომ დაბომბვას, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალიანსის გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმად, NATO-ს წევრი ქვეყნები უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას მხარს არ უჭერენ. „დღეს ალიანსის ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას. თქვენ შეგეძლოთ ცა დაგეკეტათ, მაგრამ... არ ვიცი, ვისი დაცვა შეგიძლიათ, შეძლებთ თუ არა თქვენი ქვეყნების – ალიანსის ქვეყნების დაცვას. თქვენ ვერ შეძლებთ, ჩვენგან საწვავით გამოისყიდოთ ჩვენი სისხლი, რომელიც დაიღვარა ჩვენი, საერთო ევროპისთვის, ჩვენი, საერთო თავისუფლებისთვის, ჩვენი, საერთო მომავლისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. „დღეს შედგა NATO-ს სუსტი სამიტი, დაბნეული სამიტი. სამიტი, რომელიც აჩვენებს, რომ ევროპისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლას ყველა ნომერ პირველ მიზნად არ თვლის. NATO-ს ქვეყნების ყველა სადაზვერვო სააგენტომ კარგად იცის (რედ. რუსეთის) გეგმები. მათ ასევე დაადასტურეს, რომ რუსეთს სურს, განაგრძოს შეტევა, როგორც შეუძლია. ცხრა დღეა, მძიმე ომს ვხედავთ, ანგრევენ ჩვენს ქალაქებს, ბომბავენ ჩვენს ხალხს, ჩვენს შვილებს, საცხოვრებელ ადგილებს, ეკლესიებს, სკოლებს, ანგრევენ ყველაფერს, რაც ნორმალურ ცხოვრებას, ადამიანურ ცხოვრებას უზრუნველყოფს და სურთ, ასე განაგრძონ. იცოდა, რომ ახალი დარტყმები და მსხვერპლი გარდაუვალია და NATO-მ მაინც მიიღო გაცნობიერებული გადაწყვეტილება, არ დაეხურა ცა უკრაინის თავზე. მიგვაჩნია, რომ NATO-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, რომ თითქოსდა, უკრაინის თავზე ცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას NATO-ს წინააღმდეგ. ეს არის სუსტი, შინაგანად დაუცველი ადამიანების თვითჰიპნოზი, თუმცა ისინი ჩვენზე ბევრად ძლიერ იარაღს ფლობენ. ადამიანებზე, ადამიანობაზე უნდა გეფიქრათ. რაზე ფიქრობდი იმ შეხვედრაზე? ყველა ადამიანი, ვინც ამ დღიდან იღუპება, ასევე მოკვდება თქვენ გამოც, თქვენი სისუსტის გამო, თქვენი განხეთქილების გამო“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, ერთადერთი, რაც დღეს ალიანსმა შეძლო, ისაა, რომ თავისი შესყიდვების სისტემის მეშვეობით, უკრაინას 50 ტონა დიზელი გამოუყო. ალბათ იმისთვის, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი დავწვათ, თუმცა ეს მემორანდუმი ჩვენთვის რუსული ჯარების ცეხლში დაიწვა. ეს NATO გვინდოდა? ეს არის ალიანსი, რომელიც თქვენ ააშენეთ?“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მანვე დაამატა, რომ NATO-ში უკრაინის ბევრი მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა, რომელთაც მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ცნობისთვის, NATO უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების შემთხვევაში, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის რისკს ხედავს. ასევე წაიკითხეთ ენტონი ბლინკენი: ჩვენ ყოველდღიურად ვსწავლობთ, რა ტექნოლოგიების და საშუალებების მიწოდება შეგვიძლია უკრაინისთვის, რომ თავი დაიცვას ჯენ ფსაკი: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
დმიტრო კულება: ევროკავშირს აქვს ხასიათი, აქვს ძალა. NATO კი, ვერაფერს წყვეტს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით," ომამდე უკრაინელი ხალხი NATO-ს თვლიდა ძალად, ევროკავშირს კი სუსტად და მერყევად, თუმცა მისი თქმით, რეალურად ყველაფერი პირიქითაა", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებამ განაცხადა. რომლის განცხადებასაც უკრაინული მედია ავრცელებს. „ომის დაწყების შემდეგ უკრაინელმა ხალხმა დაინახა, რომ ყველაფერი პირიქითაა, რომ ევროკავშირს აქვს ხასიათი, აქვს ძალა, გამოიყენა უსაფრთხოება და უპრეცედენტო სანქციები. შეიქმნა სპეციალური ფონდი შეიარაღებული ძალების დასაფინანსებლად. მოგვცა წევრობის პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. NATO კი, ვერაფერს წყვეტს“, – განაცხადა კულებამ. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: NATO-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, რომ თითქოს, უკრაინის ცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას NATO-ს წინააღმდეგ
თამაზ გაიაშვილის აზრით, უნდა შევეშვათ ,,რუსეთი ოკუპანტიას” ძახილს და NATO-სკენ სწრაფვას“
ბიზნესმენ თამაზ გაიაშვილის აზრით, უნდა შევეშვათ ,,რუსეთი ოკუპანტიას” ძახილს და NATO-სკენ სწრაფვას“. „თურმე დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობამ სთხოვა დახმარება რუსეთს, რადგან ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო, უფრო მეტიც, საქართველოს დასავლური კურსის შეცვლას ითხოვს. რვაწლიანმა ომმა დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობა ერთხმად მიიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ დახმარება რუსეთისთვის ეთხოვათ, ვინაიდან ასე გაგრძელება შეუძლებელი იყო…უკრაინა 2004 წლის ე.წ. ნარინჯისფერი რევოლუციისა და მაიდანის სახელით ცნობილი 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, წელში ვერ გაიმართა. ნაციონალისტური ტენდენციების გაღვივებაში, NATO-სკენ აკვიატებულ სწრაფვაში, „სლავა უკრაინეს“ გაუთავებელ ძახილსა და რუსოფობიური განწყობების გაღვივებაში, ქვეყანა სამოქალაქო ომის გზას დაადგა. და, აი, შედეგიც… ჩვენი მწარე გაკვეთილიდან უკრაინელებმა საჭირო დასკვნა ვერ გააკეთეს და მოლიპულ გზას დაადგნენ, რამაც ჩვენსავით უმძიმეს შედეგამდე მიიყვანა. ახლა უკრაინის მაგალითიდან მაინც გავაკეთოთ დასკვნა, რომ რუსეთთან, ვისთანაც 600-კილომეტრიანი საზღვარი გვაქვს, დაპირისპირება ხეირს არ მოგვიტანს… „რუსეთი ოკუპანტია“ და ა.შ. არასწორი მსჯელობაა. რუსეთის ოკუპანტობა რუსეთის მოწინააღმდეგე სამხედრო ბანაკისკენ ჩვენი გაუთვლელი და ჩვენთვისვე დამანგრეველი სწრაფვის შედეგია… რა დიდი მიხვედრა უნდა იმას, რომ NATO-სკენ სწრაფვა ჩვენი ხელით NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვართან მიტანას ნიშნავს. საქართველო სამხედრო ნეიტრალიტეტის გზას რომ დადგომოდა, დღეს ტერიტორიულად მთლიანი, აღორძინებული და წელშიგამართული სახელმწიფო იქნებოდა… სასწრაფოდ არის დასაწყები რუსეთთან პირდაპირი დიალოგი. აღსადგენია დიპლომატიური ურთიერთობა,სრულფასოვანი სატრანსპორტო კომუნიკაცია, სარკინიგზო მაგისტრალი. ეს არის გზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და არა ის, რა გზასაც საქართველო და უკრაინა დღემდე ადგნენ და, რამაც ორივე სახელმწიფო ნგრევამდე მიიყვანა… საქართველოს საგარეო კურსი ფუნდამენტურად უნდა გადაიხედოს. დროა, გონს მოვეგოთ!”, – აცხადებს გაიაშვილი „კვირასთან“
ანალენა ბერბოკი: უკრაინის ცის ჩაკეტვა ნიშნავს, რომ ამ სივრცის დარღვევის შემთხვევაში NATO-ს თვითმფრინავებს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება მოუწევთ
"უკრაინის ცის ჩაკეტვა ნიშნავს, რომ ამ სივრცის დარღვევის შემთხვევაში NATO-ს თვითმფრინავებს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება მოუწევთ. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ უკრაინელი ხალხის დაცვაზე მაგრამ ასევე პასუხისმგებლები ვართ მილიონობით ევროპელზე“, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა,Cმა ტელეკომპანია ARD-ს ეთერში ისაუბრა. „უკრაინის ცის ჩაკეტვა ნიშნავს, რომ ამ სივრცის დარღვევის შემთხვევაში NATO-ს თვითმფრინავებს რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება მოუწევთ. ეს ნიშნავს ევროპული სახელმწიფოების უშუალო ჩართვას კონფლიქტში. რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხისმგებლები ვართ უკრაინელი ხალხის დაცვაზე ამ საშინელი ომის დროს, მაგრამ ჩვენ ასევე პასუხისმგებლები ვართ მილიონობით ევროპელზე“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა. ასევე წაიკითხეთ: დმიტრო კულებას თქმით, უკრაინის ცის დახურვის საკითხზე სხვადასხვა ვარიანტი განიხილება
იენს სტოლტენბერგი: ეს არის ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ლატვიაში ვიზიტისას განაცხადა, რომ ალიანს აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ის, რომ კონფლიქტი არ გამწვავდეს და არ გავრცელდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ, აქედან გამომდინარე, NATO ერთიანია ამ კრიტიკულ მომენტში საერთო უსაფრთხოების დასაცავად. ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეები ეხმარებიან უკრაინას თავდაცვის ფუნდამენტური უფლების დაცვაში, ხსნიან საზღვრებს ლტოლვილებისთვის დახმარების გაწევის მიზნით. „ეს არის ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. არსებობს ძალიან სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები ევაკუაციის მცდელობისას ცეცხლის ქვეშ არიან. მშვიდობიანი მოსახლეობისადმი დამიზნება ომის დანაშაულია. ეს სრულიად მიუღებელია. ჩვენ გვჭირდება რეალური ჰუმანიტარული დერეფნები. ჩვენ თვეების განმავლობაში ვაცხადებდით, რომ პრეზიდენტ პუტინს ძვირი დაუჯდება უკრაინის წინააღმდეგ განახლებული აგრესია და ეს არის ზუსტად ის, რის საფასურსაც ახლა იხდის. რუსეთი დაზარალდა მკაცრი და უპრეცედენტო სანქციებით და თითქმის სრულად იზოლირებულია მსოფლიო არენაზე. მოკავშირეები ეხმარებიან უკრაინას თავდაცვის ფუნდამენტური უფლების დაცვაში. ხსნიან საზღვრებს ლტოლვილებისთვის დახმარების გაწევის მიზნით. ტანჯვა, რომელსაც ახლა ვხედავთ უკრაინაში, საშინელებაა. ეს ყველა ჩვენგანზე მოქმედებს. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ ის, რომ კონფლიქტი არ გამწვავდეს და არ გავრცელდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ. ეს კიდევ უფრო საშიში, დამღუპველი და კიდევ უფრო მომაკვდინებელი იქნებოდა. სიტუაცია შეიძლება, კონტროლიდან გამოვიდეს. NATO ერთიანია ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენი საერთო უსაფრთხოების დაცვის საკითხში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ლატვიის პრეზიდენტი: ჩვენ დაცულები ვართ. NATO მისი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს იცავს
NATO იცავს მის თითოეულ წევრ სახელმწიფოს, მისი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, რა თქმა უნდა, ლატვიის ჩათვლით. ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა ალიანსის გენერალუდ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ლევიტსის თქმით, სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა პრაქტიკულ ზომას, რათა აჩვენონ მოსკოვს, რომ NATO მზადაა, დაიცვას თავისი ტერიტორია და რომ ამ გზით ისინი შეაკავებენ მოსკოვის შემდგომ აგრესიას. „ჩვენ უსაფრთხოდ ვართ. ჩვენ დაცულები ვართ. ჩვენ NATO-ს წევრი ქვეყანა ვართ და სხვა მოკავშირეები დაგვიდგებიან გვერდით და დაგვიცავენ. NATO იცავს მის თითოეულ წევრ სახელმწიფოს, მისი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, რა თქმა უნდა, ლატვიის ჩათვლით.ზომები, რომლებიც დღეს განვიხილეთ გენერალურ მდივანთან, მოიცავს სხვადასხვა პრაქტიკულ ზომას, რათა ვაჩვენოთ მოსკოვს, რომ NATO მზადაა, დაიცვას თავისი ტერიტორია, მისი წევრი ქვეყნების ყველა ტერიტორია, მათ შორის ლატვიაში. ამ გზით ჩვენ მოსკოვის შემდგომ აგრესიას შევაკავებთ, მას მხოლოდ ძალადობა ესმის, NATO ყველაზე ძლიერი თავდაცვითი ორგანიზაციაა მსოფლიოში“, - განაცხადა ეგილს ლევიტსმა. იენს სტოლტენბერგი: ეს არის ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
სენატორი მენენდესი აშშ-ს მოუწოდებს, პასუხისმგებლობა იკისროს სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებაზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან, უკრაინას გამანადგურებლები გადასცენ
აშშ-ის წამყვანი სენატორი ბობ მენენდესი აშშ-ს მოუწოდებს, რომ პასუხისმგებლობა იკისროს ამერიკული წარმოების სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც მზად არიან, უკრაინას მათ შეიარაღებაში არსებული რუსული გამანადგურებლები გადასცენ. დემოკრატმა ბობ მენენდესმა, რომელიც სენატის საერთაშორისო კომიტეტს ხელმძღვანელობს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს შესაბამისი შინაარსის წერილი გაუგზავნა. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპულ ქვეყნებს რუსული წარმოების გამანადგურებლების გადაცემისკენ მოუწოდა. საუბარია მიგ-29 და სუ-25 ტიპის სამხედრო თვითმფრინავებზე, რომელთა მართვა უკრაინელ პილოტებს, სპეციალური მომზადების გარეშე, მარტივად შეუძლიათ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პოლონეთთან და NATO-ს სხვა წევრ ევროპულ ქვეყნებთან ამ ტიპის რუსული თვითმფრინავების უკრაინისათვის გადაცემის საკითხზე კონსულტაციებს მართავს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 6 მარტს განაცხადა, ვაშინგტონი მუშაობს იმაზე, რომ ევროპულმა ქვეყნებმა რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ რუსული წარმოების გამანადგურებლები უკრაინას და ამის სანაცვლოდ, ასევე სწრაფად მიიღონ ამერიკული წარმოების F-16 კლასის თვითმფრინავები. „თეთრი სახლი არ არის საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინაში გაგზავნის წინააღმდეგი, მაგრამ „ეს არ არის ისეთი მარტივი, როგორც თვითმფრინავების უბრალოდ გადაადგილება“, - განაცხადა თავის მხრივ, თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის არმია ევროკავშირის დახმარების ფარგლებში მიიღებს 70 საბრძოლო თვითმფრინავს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება. მისი ინფორმაციით, მიგ-29 და სუ-25 ტიპის თვითმფრინავებს ბულგარეთისგან, პოლონეთისგან და სლოვაკეთისგან მიიღებენ. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ცნობით, საჭიროების შემთხვევაში, თვითმფრინავები პოლონეთის აეროდრომებზე იქნებიან ბაზირებულნი. ენტონი ბლინკენი: NATO-ს წევრებს უფლება აქვთ, უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები გაუგზავნონ
შალვა პაპუაშვილი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს ალექსანდრე ვინიკოვს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ალექსანდრე ვინიკოვს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი პირადი ძალისხმევა, მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. „პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა NATO-ს მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისათვის. მხარეებმა ისაუბრეს NATO-საქართველოს ურთიერთობებზე. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და მიმოიხილა საქართველოს წვლილი საერთო ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შეხვედრაზე ალექსანდრე ვინიკოვმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს მიზნებს, განახორციელოს რეფორმები და მოელის ამ კუთხით პროგრესს. პარლამენტის თავმჯდომარემ დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების კუთხით მთელ რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებაზე და აღნიშნა, რომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, საჭიროა საქართველოსა და უკრაინის NATO-ში ინტეგრაცია. ალექსანდრე ვინიკოვმა გამოხატა მზადყოფნა აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
NATO-ს თავდაცვის მინისტრები 16 მარტს საგანგებო შეხვედრას გამართავენ
NATO-ს თავდაცვის მინისტრები 16 მარტს საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბებიან. როგორც Europetime-ს NATO-დან აცნობეს, შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, უკრაინის, ფინეთის და შვედეთის თავდაცვის მინისტრები, ასევე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი.
NATO-ს გენერალური მდივანი: ჩვენი ერთგულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლისადმი ურყევია
NATO-ს გენერალური მდივანი ადაჟის ბანაკში, კანადის მრავალეროვნულ საბრძოლო ჯგუფს, პრემიერ-მინისტრ კრიშიანის კარიშთან, კანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან და ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად ეწვია. ლიდერები NATO-ს სამხედრო ჯგუფს შეხვდნენ. „ჩვენი აქ ყოფნა, ერთიანობისა და ერთიანი გადაწყვეტილების შესახებ მკაფიო გზავნილია: ჩვენი ერთგულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლისადმი ურყევია“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია კოლექტიური თავდაცვა. NATP-ს დამფუძნებელი ქარტიის (ვაშინგტონის ხელშეკრულება) მე-5 მუხლში მოცემულია კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება, რომლის თანახმად, ერთ ან ერთზე მეტ სახელმწიფოზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა განიხილება როგორც თავდასხმა NATO-ს ყველა წევრ სახელმწიფოზე. არსებულ შემთხვევაში, ალიანსი დახმარებას გაუწევს საფრთხის ქვეშ მყოფ წევრ ქვეყანას ან ქვეყნებს და განახორციელებს ყველა საჭირო ქმედებას, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებას, ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით. მე-5 მუხლი NATO-ს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, 2001 წლის 12 სექტემბერს ამოქმედდა, აშშ-ზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის მომდევნო დღეს.
იენს სტოლტენბერგი: ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს კონფლიქტი არ უნდა გასცდეს უკრაინის საზღვრებს
NATO-მ არ უნდა დაუშვას, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ალიანსსა და მოსკოვს შორის ღია კონფლიქტში გადაიზარდოს, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. „ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს კონფლიქტი არ უნდა გასცდეს უკრაინის საზღვრებს და არ უნდა გახდეს რუსეთსა და ნატოს შორის სრულმასშტაბური ომი“, - განუცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. ასევე წაიკითხეთ: რას სთავაზობს NATO რუსეთს იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს დიდი ეკონომიკური საფასურის გადახდა მოუწევს
ანდერს ფოგ რასმუსენი: თბილისისა და კიევისთვის MAP-ი ბუქარესტში უნდა მიგვეცა
„იმ შეხვედრისას, პუტინმა გამოგვიცხადა, რომ უკრაინა, და განსაკუთრებით ყირიმი, ეს რუსეთის ნაწილი იყო და არა დამოუკიდებელი ქვეყანა, რომ კიევი ყველა რუსი ქალაქის დედა იყო და ასეთები... ნეტავ, მაშინ კარგად მოგვესმინა მისთვის, მაგრამ სერიოზულად არ აღვიქვამდით“, - ასე იხსენებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე პუტინთან NATO-ს ლიდერების საუბარს იმ დროს დანიის პრემიერ-მინისტრი ანდერს ფოგ რასმუსენი. ალიანსის გენერალური მდივანი ის რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე გახდა. დღეს, 2008 წლის და შემდგომი პერიოდის სხვა შეცდომებსა და პუტინის პარანოიაზე ლაპარაკობს, კვლავ რჩება მე-5 მუხლთან დაკავშირებული სპეციალური დათქმით საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მომხრე და პასუხობს იმ კითხვაზეც, რა მოდელი გამოდგება უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „2008 წელს ბუქარესტში საქართველოსა და უკრაინას MAP-ი არ მივეცით, მაგრამ დავპირდით, რომ გახდებოდნენ NATO-ს წევრები - შემდეგ დავიწყეთ ამაზე მუშაობა - შევქმენით NATO& უკრაინის და NATO საქართველოს კომისიები. ანუ, მაპ-ით გათვალისწინებული პროცესის ნაცვლად, წინსვლის სხვა გზა ავირჩიეთ. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ ეს არასწორი არჩევანი იყო - თბილისისა და კიევისთვის MAP-ი იქ, ბუქარესტშივე უნდა მიგვეცა. ეს არ გავაკეთეთ - ეს კი სიგნალი იყო პუტინისთვის, რომ NATO-ში უთანხმოებაა. მან ეს სისუსტე გამოიყენა და მალევე შემოიჭრა კიდეც საქართველოში. წყარო - რადიო თავისუფლება
NATO-საქართველოს ერთობლივი სწავლება 20-25 მარტს ჩატარდება
20-25 მარტს, საქართველოს თავდაცვის ძალები NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) NATO-საქართველოს სწავლებას უმასპინძლებს. სამეთაურო საშტაბო სწავლება NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში ტარდება და მისი დაგეგმვა 2020 წლიდან მიმდინარეობს. NATO-საქართველოს პირველი სწავლება 2016 წელს ჩატარდა, მიმდინარე სწავლება კი, რიგით მესამეა, რომელიც NATO-ს სწავლებების დაგეგმვის პროცესებსა და პროცედურებს თანმიმდევრულად მიჰყვება. NATO-საქართველოს სწავლება 2022 არის სამეთაურო საშტაბო, რომელიც კომპიუტერულ სწავლებას გულისხმობს და არ არის საველე. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 23 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. წვრთნების განმავლობაში მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ოპერაციების დაგეგმვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. სწავლება საქართველოსა და NATO- წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ექსკლუზივი: ხავიერ კოლომინა: NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები ქმნის შესაძლებლობას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, შეასრულოს კრიზისის მართვის ამოცანები NATO-საქართველოს ერთობლივ სწავლებას საქართველო მესამედ უმასპინძლებს
ჟოზეფ ბორელი: უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება იყო დაპირება, რომელიც ვერ შესრულდებოდა უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება იყო დაპირება, რომელიც ვერ შესრულდებოდა - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელიმ TF1-თან ინტერვიუში განაცხადა. „იყო დრო, როდესაც, შესაძლოა, ისეთი რამ იყო შემოთავაზებული, რაც მაშინ პრაქტიკაში ვერ შესრულდებოდა, მაგალითად, დაპირება, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გამხდარიყვნენ. ეს იყო შეცდომა, რომ უკრაინას შეეძლო NATO-ში შესვლა. ვფიქრობ, შეცდომაა დაპირებების გაცემა, რომელსაც ვერ შეასრულებ“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ ბაიდენს მოუწოდა, საქართველოს და უკრაინას NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი მიანიჭოს
ჰელსინკის კომისია საქართველოსთვის NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის (MNNA) სტატუსის მინიჭების თხოვნით პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიმართავენ. აშშ-ის პრეზიდენტისათვის გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ საქართველოს, რომელსაც არ აქვს საკმარისი უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთისგან და რუსული ოკუპაციისა და საფრთხეების წინაშე დგას, ასევე უნდა მიენიჭოს NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის ჭეშმარიტი გამოხატულებაა და ასევე, არ ავალდებულებს აშშ-ს სამხედრო მოქმედებებს. „აშშ-მ გაცილებით პროაქტიული პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველოს და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ აშშ მუდმივად მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას NATO-ში, რუსეთის ოკუპაციამ და მიმდინარე აგრესიამ გამოააშკარავა ევროატლანტიკური სივრცის გაფართოების ხანგრძლივად შეჩერებული პროცესის ტრაგიკული შედეგები. საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე აშშ-ის ძლიერი და პროაქტიული მხარდაჭერის გარეშე, პუტინი შეძლებს მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვებას საკუთარი განზრახვის შესასრულებლად, თავდაყირა დააყენოს ევროპის უსაფრთხოება და თანამშრომლობა და სისრულეში მოიყვანოს თავისი ნეოკოლონიალური ზრახვები“, - ნათქვამია წერილში. კონგრესმენები აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინასა და საქართველოს NATO-ში გასაწევრიანებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. განცხადების ავტორების თქმით, ამ საკითხში აშშ-ის არასაკმარისი მხარდაჭერა პუტინს თავისი იმპერიალისტური მიზნების განხორციელების საშუალებას მისცემს. ჰელსინკის კომისია აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელი სტრუქტურაა, რომელიც ეუთოს რეგიონში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ასევე ეკონომიკური, გარემოს დაცვის და სამხედრო თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით, ჰელსინკის შეთანხმებებთან შესაბამისობას აკონტროლებს. ის აერთიანებს სენატის ცხრა და წარმომადგენელთა პალატის ცხრა წევრს, ასევე, თითო წევრს სახელმწიფო, თავდაცვისა და ვაჭრობის დეპარტამენტებიდან. ცნობისთვის, NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსი უცხოელ პარტნიორებს აძლევს გარკვეულ სარგებელს თავდაცვის, ვაჭრობისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის. ასევე წაიკითხეთ აშშ კატარს NATO-ს არაწევრებს შორის მთავარი მოკავშირის სტატუსს მიანიჭებს
პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენებამ შესაძლოა, NATO-ს ჩარევა გამოიწვიოს
უკრაინაში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებამ შეიძლება, აიძულოს NATO, გადახედოს გადაწყვეტილებას კონფლიქტში სამხედრო ჩარევის შესახებ, ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა. BBC-სთან საუბრისას ანდჟეი დუდას ჰკითხეს, სჯერა თუ არა, რომ პრეზიდენტი პუტინი ემზადება ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად. დუდამ აქვე დაამატა, რომ ყველას იმედი აქვს, პუტინი ვერ გაბედავს ამის გაკეთებას. „თუ თქვენ მეკითხებით, შეუძლია თუ არა პუტინს ქიმიური იარაღის გამოყენება, მე ვფიქრობ, რომ პუტინს შეუძლია, ახლა ყველაფერი გამოიყენოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ამ რთულ სიტუაციაშია. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, „პოლიტიკური თვალსაზრისით, პუტინმა უკვე წააგო ეს ომი და სამხედრო თვალსაზრისით კი, ის ვერ მოიგებს მას“. „მაგრამ... თუ ის გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს, ეს იქნება თამაშის წესების შეცვლა მთლიანობაში“... „რა თქმა უნდა, [Nato]... უნდა დაჯდეს მაგიდასთან და მათ ნამდვილად მოუწევთ სერიოზულად დაფიქრდნენ, რა გააკეთონ, რადგან ასეთ შემთხვევაში [ქიუმიური იარაღის გამოყენების] საშიში ვითარება იქმნება არამხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა ანდჟეი დუდამ. ასევე წაიკითხეთ პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენებამ შესაძლოა, NATO-ს ჩარევა გამოიწვიოს ჯო ბაიდენი: რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის, თუ უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს ბორის ჯონსონი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს თეთრი სახლი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს
NATO-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსეთმა შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კვირას განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა, გამოიყენოს ქიმიური იარაღი უკრაინაში შეჭრის შემდეგ და რომ ასეთი ნაბიჯი იქნება ომის დანაშაული, Reuters-ის ცნობით, იენს სტოლტენბერგმა ამ თემაზე გერმანულ გაზეთ Welt am Sonntag-თან ისაუბრა. „ბოლო დღეებში ჩვენ მოვისმინეთ აბსურდული პრეტენზიები ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიების შესახებ“, - ციტირებს სტოლტენბერგს Welt am Sonntag-ი. სტოლტენბერგის თქმით, კრემლი ცრუ საბაბებს ქმნის. „ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რადგან შესაძლებელია, რომ რუსეთმა თავად დაგეგმოს ქიმიური იარაღის ოპერაციები ამ სიცრუის შეთხზვით. ეს იქნება ომის დანაშაული", -განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მანვე დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი ხალხი გაბედულად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის შეჭრას, უახლოესი დღეები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მძიმე იქნება. ასევე წაიკითხეთ პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ქიმიური იარაღის გამოყენებამ შესაძლოა, NATO-ს ჩარევა გამოიწვიოს ჯო ბაიდენი: რუსეთი მძიმე ფასს გადაიხდის, თუ უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს ბორის ჯონსონი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღი გამოიყენოს თეთრი სახლი: რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენოს
NATO ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს
NATO ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს. ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა აცხადებს. „NATO არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას, რომელიც შაბათს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში გაიმართა. ალიანსი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - წერს ხავიერ კოლომინა Twitter-ზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი NATO-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. სხდომა ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში 16 მარტს გაიმართება. ინფორმაციას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს. ჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინელ, ფინელ და შვედ კოლეგებთან ერთად, ასევე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან ერთად მიწვეულია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც თავდაცვის მინისტრების დონეზე საგანგებოდ ჩაინიშნა. NATO-ს გენერალური მდივანი სხდომის დაწყებამდე ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად მედიისთვის გააკეთებს ერთობლივ განცხადებას, შემდეგ კი, ჩრდილოატლანტიკური საბჭო ხვდება საქართველოს, უკრაინის, ფინეთისა და შვედეთის თავდაცვის მინისტრებს, ჯოზეფ ბორელთან ერთად.
ვოლოდიმირ ზელენსკი: კიევს უკვე მიახვედრეს, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა უკრაინაზე არ ვრცელდება
„კიევს უკვე მიახვედრეს, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა უკრაინაზე არ ვრცელდება", - ამის შესახებ პრეზიდენტმა, ვოლოდიმიერ ზელენსკიმ ლონდონში მიმდინარე Joint Expeditionary Force-ზე ონლაინგამოსვლისას განაცხადა.„გასაგებია, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ არის; ეს გვესმის, ადეკვატური ხალხი ვართ. წლების განმავლობაში ღია კარის შესახებ გვესმოდა, მაგრამ ახლა ასევე გავიგეთ, რომ იქ ჩვენ არ შევალთ და ეს უნდა ვაღიაროთ. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხალხი ამის გაგებას იწყებს და ჩვენს თავსა და პარტნიორებზე ამყარებენ იმედებს, რომლებიც ჩვენ გვეხმარებიან“, - განაცხადა პრეზიდენტმა.ამასთან, ზელენკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთს უკრაინის ცის დახურვისკენ და ასევე აღნიშნა, რომ დადებითი გადაწყვეტილების შესაძლებლობა მაღალი არ არის. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა 11 მარტი აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა 14 მარტს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი შეათანხმა
იენს სტოლტენბერგი: რუსეთის ტყუილების სია გრძელია
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენოს. რუსეთის ტყუილების სია გრძელია. ისინი აცხადებდნენ, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებდნენ, მაგრამ ეს გააკეთეს. აცხადებდნენ, რომ ჯარები გაჰყავდათ, მაგრამ მათი რაოდენობა გაზარდეს. აცხადებენ, რომ იცავენ მოქალაქეებს, მაგრამ ისინი კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას. ახლა ისინი აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ უკრაინაში ბიოლოგიურ ლაბორატორიებსა და ქიმიურ იარაღზე. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ მოსკოვმა შეიძლება, მოაწყოს „ცრუ დროშის ოპერაცია“, შესაძლოა, ქიმიური იარაღით. უკრაინელი ხალხი მამაცურად იბრძვის. იცავენ თავიანთ სახლებს, მათ მომავალს და ჩვენ მათ უნდა დავუჭიროთ მხარი. შეგახსენებთ, NATO-ს თავდაცვის მინისტრები 16 მარტს საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბებიან. როგორც Europetime-ს NATO-დან აცნობეს, შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. მასში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, უკრაინის, ფინეთის და შვედეთის თავდაცვის მინისტრები, ასევე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი.
ჯო ბაიდენი 24 მარტს, ბრიუსელში, NATO-ს საგანგებო სამიტში მიიღებს მონაწილეობას
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 24 მარტს, ბრიუსელს NATO-ს სამიტზე დასასწრებად ეწვევა. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბაიდენი განიხილავს შეკავებისა და თავდაცვის შემდგომი გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას უკრაინაზე რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმის საპასუხოდ, ასევე, კიდევ ერთხელ დაადასტურებს მტკიცე ერთგულებას NATO-ს მოკავშირეების მიმართ". NATO-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერები 24 მარტს საგანგებო სამიტს გამართავენ. „განვიხილავთ შეკავებისა და თავდაცვის შემდგომ გაძლიერებას. ამ კრიტიკულ დროს ჩრდილოეთ ამერიკამ და ევროპამ უნდა გააგრძელონ ერთად დგომა“, - წერს იენს სტოლტენბერგმა Twitter-ზე.
NATO-ში აშშ-ის ელჩი: უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის შექმნის საკითხი ახლა მაგიდაზე არ დევს
აშშ-ის ელჩმა NATO-ში ჯულიან სმიტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის შექმნის საკითხი „ახლა განსახილველად მაგიდაზე არ დევს“. უკრაინის ცაზე არასაფრენის ზონის შექმნა ახლა არ განიხილება. ვფიქრობ, ჩვენი მიზანი ახლა არის ამ ომის დასრულება, ვაიძულოთ რუსეთი, დატოვოს უკრაინა, შეაჩეროს ეს თავდასხმები როგორც უკრაინელ სამხედროებზე, ასევე, ეს განურჩეველი თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენ არ გვინდა ამ კონფლიქტის გაფართოება. ასე რომ, თუ ჩვენ განვიხილავთ არასაფრენი ზონის რაიმე მსგავსს, ეს არასწორი მიმართულებით წაგვიყვანს. ჯულიან სმიტი ასეთი ვარიანტის განხილვის სარგებლიანობასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. „მაგალითად, ბოლო თავდასხმაზე რომ ვისაუბროთ, რომელიც პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 15 კილომეტრი. ეს აჩენს კითხვას, ექნება თუ არასაფრენი ზონის შექმნას უკრაინის საჰაერო სივრცეში, რეალურად დიდი გავლენა რუსეთის უნარზე, შეტევა განახორციელოს უკრაინის ტერიტორიაზე. ასე რომ, ეს უფრო ფართო ჭრილში წარმოშობს კითხვებს“, - აცხადებს აშშ-ის ელჩი NATO-ში. ცნობისთვის, უკრაინა ციდან რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად დახმარებას მუდმივად ითხოვს და ამისთვის ცის დახურვისკენ მოწოდებებით აქტიურად გამოდის. მაგალითად, 4 მარტს, დმიტრო კულებამ NATO-ს წევრებს მიმართა: „ჩვენ გვესაჭიროება დაუყოვნებლივი დახმარება, თუ ამას არ გააკეთებთ, მოგიწევთ გაიზიაროთ პასუხისმგებლობა უკრაინის მოსახლეობის გარდაცვალებასა და ტანჯვაზე“. მანამდე, ანალოგიური თხოვნით პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა. 15 მარტს, ეს მოთხოვნა ზელენსკიმ, კანადის პარლამენტისადმი ვირტუალურტი მიმართვისას კვლავ დააფიქსირა. თუმცა NATO უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების შემთხვევაში, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის საფრთხეს ხედავს. ასევე წაიკითხეთ ჯენ ფსაკი: ჩვენ არ განვიხილავთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს ომს შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს: გამოგვიგზავნეთ თვითმფრინავები. ღმერთმა არ ქნას, რომ აღარ ვიყოთ, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო
იენს სტოლტენბერგი: რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა კიევის მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერეს
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს NATO-ს შტაბ-ბინაში შეხვდა. გენერალურმა მდივანმა მდივან ოსტინის პირადი ჩართულობა და ლიდერობა შეაქო, ამასთან, უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე რეაგიების კუთხით, შეერთებული შტატების მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი, მათ შორის, ევროპაში 100 000 ამერიკელი ჯარისკაცის ყოფნაზე გამახვილდა ყურადღება. „მინისტრები დღეს იკრიბებიან, რათა განიხილონ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, ასევე, განვიხილავთ მომავალ კვირას NATO-ს სამიტისთვის მომზადების საკითხს. ჩვენ შემოგვიერთდა ჩვენი უკრაინელი კოლეგა, ოლექსი რეზნიკოვი. ასევე, ჩვენი სხვა პარტნიორები, საქართველოს, ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირი. მსოფლიო გმობს ამ უაზრო ომს. NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს უპრეცედენტო სანქციებს უწესებენ. ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინისადმი მხარდაჭერაში. მრავალი წლის განმავლობაში NATO-ს მოკავშირეები წვრთნიდნენ ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცს და აძლიერებდნენ უკრაინის თავდაცვისუნარიანობას. რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა მნიშვნელოვნად გააძლიერეს ჩვენი მხარდაჭერა მამაცი უკრაინელი ხალხის, მთავრობისა და შეიარაღებული ძალების მიმართ. სამხედრო აღჭურვილობით, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებით, ასევე, მილიონობით ლტოლვილისთვის თავშესაფრის უზრუნველყოფით. დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის მისასალმებელ სიტყვაში. NATO-ს თავდაცვის მინისტრები 16 მარტს საგანგებო შეხვედრაზე იკრიბებიან. როგორც Europetime-ს NATO-დან აცნობეს, შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. მინისტერიალში მონაწილეობენ საქართველოს, უკრაინის, ფინეთის და შვედეთის თავდაცვის მინისტრები, ასევე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი.
თავდაცვის მინისტრი: საქართველოს თემა ასეთი აქტუალური NATO-ში აქამდე არ ყოფილა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც თავდაცვის მინისტრების დონეზე საგანგებო შეხვედრები მიმდინარეობს. NATO-ს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს, უკრაინის, ფინეთის, შვედეთის თავდაცვის მინისტრები და ევროკავშირის წარმომადგენელი დაესწრნენ. სხდომა NATO-ს გენერალურმა მდივანმა გახსნა. იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე და NATO-ს სამიტისთვის მზადების შესახებ ისაუბრა. მან დაგმო უკრაინაში რუსეთის ქმედებები და კიდევ ერთხელ აღნიშნა უკრაინისთვის მხარდაჭერის მნიშვნელობა. „საქართველოს თემა ასეთი აქტუალური NATO-ში აქამდე არ ყოფილა. ყველა გამომსვლელმა ცალსახად აღნიშნა უკრაინასთან ერთად, საქართველოს გამოწვევები და იმ მიზნებში დახმარება, რაც აქვს საქართველოს და რაც არის ჩვენი ხალხის არჩევანი. რაც შეეხება ომს, ესკალაციამ შეიძლება, მიგვიყვანოს კატასტროფამდე, ამას იაზრებს მთელი ცივილიზებული სამყარო. სანქციებით და სხვა მექანიზმებით, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, მიზანი იქნება მიღწეული. ის რომ, ჩვენს ხელისუფლებას აქვს სწორი პოლიტიკა და ჩვენი პოზიცია კითხვებს არ ბადებს არცერთ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან... საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე იმსჯელეს უსაფრთხოების გარემოზე, მათ შორის, უკრაინასთან ერთად განიხილეს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. მისი თქმით, სხდომაზე გამომსვლელების მიერ ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა. ასევე წაიკითხეთ იენს სტოლტენბერგი: რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა კიევის მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერეს
იენს სტოლტენბერგი: ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა და გავაგზავნოთ მესიჯი, რომ მის ტერიტორიულ მთლიანობას არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც ვუჭერთ მხარს
„ერთ-ერთი გაკვეთილი, რაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისგან უნდა ვისწავლოთ, არის ის, რომ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი იმ ქვეყნებს, რომლებიც ახლა რისკის ქვეშ არიან. სჯობს მათ ახლავე დაუჭიროთ მხარი და დავეხმაროთ, ვიდრე სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. ასე რომ, ვფიქრობ, ახლა ჩვენ ვხედავთ იმ მხარდაჭერის ფასს, რომელიც უკრაინას ჰონდა შეჭრამდე, მაგრამ ასევე იმის მნიშვნელობასაც ვხედავთ, რომ ჩვენ შეგვეძლო კიდევ უფრო მეტი გაგვეკეთებინა უკრაინისთვის“, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა NATO-ს საგანგებო სამიტის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სრულიად ახალი უსაფრთხოების რეალობის წინაშე ვდგავართ, რაც, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს უკრაინელ მოსახლეობაზე. ეს დამღუპველია მათთვის, მაგრამ ასევე მეტ ზეწოლას ახდენს ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე, რომლებიც არ არიან NATO-ს წევრები, არ არიან ევროკავშირის წევრები, ისინი არიან რისკის ქვეშ მყოფი ქვეყნები და საქართველოც ერთ-ერთი მათგანია. შეხვედრას დაესწრო საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მან განაცხადა, რომ საქართველოს წინაშე დგას გამოწვევები, როგორც ქვეყნის, რომელმაც უკვე გამოსცადა რუსეთის აგრესიული ქმედებების შედეგები 2008 წელს და რუსეთის სხვა მცდელობები, ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში. ერთ-ერთი გაკვეთილი, რაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისგან უნდა ვისწავლოთ, არის ის, რომ ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი იმ ქვეყნებს, რომლებიც ახლა რისკის ქვეშ არიან. სჯობს, მათ ახლავე დავუჭიროთ მხარი და დავეხმაროთ, ვიდრე სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. ასე რომ, ვფიქრობ, ახლა ჩვენ ვხედავთ იმ მხარდაჭერის ფასს, რომელიც უკრაინას ჰონდა შეჭრამდე, მაგრამ ასევე იმის მნიშვნელობასაც ვხვდებით, რომ ჩვენ შეგვეძლო, კიდევ უფრო მეტი გაგვეკეთებინა უკრაინისთვის. ვფიქრობ, საქართველოსთვის ჩვენი გზავნილია, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მხარდაჭერა, უნდა გავაგზავნოთ მესიჯი, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც და ამიტომ, მოვუწოდებ NATO-ს მოკავშირეებს და სხვებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს და ეს იყო გზავნილი ასევე მოკავშირეთა ლიდერების დღევანდელ შეხვედრაზე. მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ NATO-ს მხარდაჭერა უკრაინისადმი უნდა გაგრძელდეს, მათ შორის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებით. „NATO ამ კრიზისს სწრაფად და ერთიანობით პასუხობს“, - აღნიშნა სტოლტებერგმა. ასევე წაიკითხეთ იენს სტოლტენბერგი: რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოკავშირეებმა კიევის მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერეს თავდაცვის მინისტრი: საქართველოს თემა ასეთი აქტუალური NATO-ში აქამდე არ ყოფილა
ესტონეთის და ლიეტუვის შემდეგ, უკრაინის ცის დახურვას ლატვიაც ითხოვს
ლატვიის საეიმმა მიიღო განცხადება, რომელშიც მოუწოდებს გაეროს ქვეყნებს დაუყოვნებლივ შეთანხმდნენ უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შექმნის ზომებზე. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის პარლამენტი ავრცელებს. ამგვარად, საგარეო ურთიერთობათა კომისიის მიერ მომზადებულ განცხადებაში უკრაინის ტერიტორიაზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებისა და რუსული აგრესიის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ, ხაზგასმულია, რომ უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნა აუცილებელია ადამიანის სიცოცხლის დასაცავად და უკრაინის ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მსგავსი მოწოდებით გაეროს წევრ ქვეყნებს მანამდე ლიეტუვისა და ესტონეთის პარლამენტებმაც მიმართეს. შეგახსენებთ, რომ დასავლეთის ქვეყნები ცის დახურვაზე უარს რუსეთთან დაპირისპირების მაღალი რისკით ხსნიან. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა 17 მარტს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ უკრაინის ცას არ დახურავს, რადგან არასაფრენი ზონის გამოცხადება რუსეთთან კონფლიქტს ნიშნავს. „პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ამერიკული ჯარები უკრაინაში არ იბრძოლებენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას თავისი ტერიტორიის დასაცავად“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ბრატისლავაში სტუმრობისას. ცნობისთვის, უკრაინა ციდან რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად დახმარებას მუდმივად ითხოვს და ამისთვის ცის დახურვისკენ მოწოდებებით აქტიურად გამოდის. მაგალითად, 4 მარტს, დმიტრო კულებამ NATO-ს წევრებს მიმართა: „ჩვენ გვესაჭიროება დაუყოვნებლივი დახმარება, თუ ამას არ გააკეთებთ, მოგიწევთ გაიზიაროთ პასუხისმგებლობა უკრაინის მოსახლეობის გარდაცვალებასა და ტანჯვაზე“. მანამდე, ანალოგიური თხოვნით პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა. 15 მარტს, ეს მოთხოვნა ზელენსკიმ, კანადის პარლამენტისადმი ვირტუალურტი მიმართვისას კვლავ დააფიქსირა, მოწოდება გაიმეორა აშშ-ის კონგრესისადმი მიმართვის დროსაც. თუმცა NATO უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადების შემთხვევაში, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომის საფრთხეს ხედავს. ასევე წაიკითხეთ NATO-ში აშშ-ის ელჩი: უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის შექმნის საკითხი ახლა მაგიდაზე არ დევს ესტონეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც უკრაინის ცის დახურვას ითხოვს
იენს სტოლტენბერგი: ვოლოდიმირ ზელენსკის იმედგაცრუების მესმის
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მას ესმის ვოლოდიმირ ზელენსკის იმედგაცრუება, თუმცა ალიანსისთვის მნიშვნელოვანია კონფლიქტის სამომავლო ესკალაციის თავიდან აცილება. „მესმის პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუება. ისინი პრეზიდენტ პუტინის სასტიკი უაზრო ომის მსხვერპლნი არიან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კონფლიქტი კონტროლიდან არ გამოვიდეს და უკრაინის საზღვრებს არ გასცდეს. ასევე წაიკითხეთ: სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის ინტერვენციის შემთხვევაში, NATO უკრაინაში საბრძოლო შენაერთების გაგზავნას არ გეგმავს
20 მარტს NATO-საქართველოს ერთობლივი სწავლება იწყება
20-25 მარტს, საქართველოს თავდაცვის ძალები NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრში (JTEC) NATO-საქართველოს სწავლებას უმასპინძლებს. სამეთაურო საშტაბო სწავლება NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში ტარდება და მისი დაგეგმვა 2020 წლიდან მიმდინარეობს. NATO-საქართველოს პირველი სწავლება 2016 წელს ჩატარდა, მიმდინარე სწავლება კი, რიგით მესამეა, რომელიც NATO-ს სწავლებების დაგეგმვის პროცესებსა და პროცედურებს თანმიმდევრულად მიჰყვება. NATO-საქართველოს სწავლება 2022 არის სამეთაურო საშტაბო, რომელიც კომპიუტერულ სწავლებას გულისხმობს და არ არის საველე. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 23 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. წვრთნების განმავლობაში მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ოპერაციების დაგეგმვისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. სწავლება საქართველოსა და NATO- წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ექსკლუზივი: ხავიერ კოლომინა: NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები ქმნის შესაძლებლობას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, შეასრულოს კრიზისის მართვის ამოცანები NATO-საქართველოს ერთობლივ სწავლებას საქართველო მესამედ უმასპინძლებს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ბლოკს ახალი სამხედრო შენაერთი ეყოლება
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ბლოკს ეყოლება ახალი სამხედრო შენაერთი, რომელიც 2025 წლიდან იქნება ბრძოლის უნარიანი და რომლის ბირთვს გერმანია უზრუნველყოფს. "ამ ნაბიჯით ევროპის კავშირს ექნება ინსტრუმენტების აუცილებელი ნაკრები“, რათა გახდეს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში „რეალური გეოპოლიტიკური მოთამაშე“ ნატოსთან ერთად" - დაწერა ტვიტერზე ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა.
ეველინ ფარკასი: თუ უკრაინელები დამარცხდებიან, პუტინს, თუ საკმარისი ძალა ექნება, შემოუბრუნდება საქართველოს და მასზე კონტროლს აიღებს
"თუ უკრაინელები დამარცხდებიან, ვლადიმერ პუტინი, თუ სხვა რამის გასაკეთებლად საკმარისი ძალა ექნება, შემოუბრუნდება საქართველოს და მასზე კონტროლს აიღებს", - ამის შესახებ NATO-ს სამიტის თავდაცვის მდივნის ყოფილმა სპეციალურმა მრჩეველმა, ეველინ ფარკასიმ განაცხადა. "თუ დავმარცხდებით უკრაინაში, თუ უკრაინელები დამარცხდებიან, ვლადიმერ პუტინი, თუ სხვა რამის გასაკეთებლად საკმარისი ძალა ექნება, შემოუბრუნდება საქართველოს და აიღებს კონტროლს მასზე, აიღებს მოლდოვას და დაამყარებს კონტროლს. შემდეგ ის გამოიწვევს NATO-ს, ეცდება NATO-ს დაშალას, გამოწვევას მოუწყობს ჩვენს დემოკრატიას. ის არ გაჩერდება, თუ უკრაინაში არ იქნება შეჩერებული", - განაცხადა ფარკასიმ. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი, ჯო ბაიდენმა 4 ევროპელ ლიდერთან განიხილა
BBC: პოლონეთი გეგმავს NATO-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს
პოლონეთი გეგმავს NATO-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს. ამის შესახებ BBC წერს. მათივე ცნობით, ასეთი მისიის მზადყოფნაში მოყვანას რამდენიმე კვირა ან შესაძლოა, თვეც დასჭირდეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღებაზე მზაობა უკვე გამოთქვა დანიამ. ასევე წაიკითხეთ: Reuters: ევროკავშირი უკრაინის აღდგენის ფონდს შექმნის
პოლონეთის პრეზიდენტი: NATO-ს სამიტზე უკრაინისა და საქართველოსთვის უსაფრთხოების საკითხს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს
NATO-ს სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება უკრაინასა და საქართველოში არსებულ ვითარებას უნდა დაეთმოს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინისა და საქართველოსთვის უსაფრთხოების საკითხს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რის გამოც NATO-უკრაინის და NATO-საქართველოს კომიტეტების სხდომები უნდა ჩატარდეს. „NATO-ს სამიტზე განსაკუთრებული ყურადღება უკრაინასა და საქართველოში არსებულ ვითარებას უნდა დაეთმოს. ეს უნდა იყოს ის ქვეყნები, რომლებმაც უახლოეს მომავალში, ფაქტობრივად, მომდევნო რამდენიმე კვირაში უნდა მიიღონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მათთვის დახმარება უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რაც განსაკუთრებით საჭირო იქნება უკრაინისთვის, რომელიც ომის შემდეგ აღდგენისთვის დასჭირდება“, – თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: BBC: პოლონეთი გეგმავს NATO-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს
სერგეი ლავროვი: უკრაინაში NATO-ს სამშვიდობოების შესაძლო გაგზავნა ალიანსისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების პირდაპირ შეტაკებას გამოიწვევს
უკრაინაში NATO-ს სამშვიდობოების შესაძლო გაგზავნა ალიანსისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების პირდაპირ შეტაკებას გამოიწვევს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. „ჩვენი პოლონელი კოლეგები აცხადებენ, რომ ალიანსის სამიტზე უკრაინაში NATO-ს სამშვიდობო მისიის გაგზავნაზე ისაუბრებენ. იმედია, მათ ესმით, რაზეა აქ საუბარი. ეს იქნება რუსეთისა და ნატოს შეიარაღებული ძალების პირდაპირი შეტაკება“, - განაცხადა ლავროვმა. ასევე წაიკითხეთ: BBC: პოლონეთი გეგმავს NATO-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს
NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ თავდაცვის უწყებაში შეხვედრები გამართა
საქართველოში ვიზიტით დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე იმყოფება. დღეს დევიდ კატლერს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა NATO-ს წარმომადგენელს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „შეხვედრაზე გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, არსებული საფრთხეები და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების ვითარება განიხილეს.მხარეებმა რუსეთის აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პრაქტიკულ მექანიზმებს, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას. ამ კუთხით, განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, როგორც ნატოსთან თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატის მნიშვნელობა.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჰიბრიდული გამოწვევებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებები. აღსანიშნავია, რომ ხვალ დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე უწყებათშორისი ჯგუფის წევრებს შეხვდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ევროკავშირი და NATO-ს ორი სამიტი დღეს ბრიუსელში გაიმართება
ევროკავშირი და NATO-ს ორი სამიტი დღეს ბრიუსელში გაიმართება. ბრიუსელში ორგანიზაციის ლიდერები კრაინაზე მსჯელობას NATO-ს საგანგებო სამიტზე დაიწყებენ. სამიტიდან რუსეთს უმკაცრესი გზავნილი უნდა გაუგზავნონ და უკრაინის მიმართ პარტნიორებმა მხარდაჭერა უნდა გააძლიერონ. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი მსოფლიო ლიდერებთან შესახვედრად ბრიუსელში ჩავიდა
NATO-ს გენერალური მდივანი: ნებისმიერი სახის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება შეცვლის ამ კონფლიქტის მთელ სტრუქტურას
ნებისმიერი სახის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება შეცვლის ამ კონფლიქტის მთელ სტრუქტურას, რის შედეგადაც უარყოფილი იქნება საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-ს სამიტის გახსნისას განაცხადა. „ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად, ქიმიური აგენტის გავრცელების საშიშროების რისკი შესაძლოა, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებსაც შეეხოს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი მსოფლიო ლიდერებთან შესახვედრად ბრიუსელში ჩავიდა
იენს სტოლტენბერგი: ჩვენი თაობის განმავლობაში, უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისის წინაშე ვდგავართ
ჩვენი თაობის განმავლობაში, უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული კრიზისის წინაშე ვდგავართ,- აღნიშნულის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივნმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ნატო-ს სამიტის დაწყებამდე განუცხადა. “დღევანდელი შეხვედრა აჩვენებს ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის მნიშვნელობას, რომლებიც ერთად დგანან ამ კრიზისის წინაშე,”- განაცხადა მან. ასევე წაიკითხეთ: NATO-ს გენერალური მდივანი: ნებისმიერი სახის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება შეცვლის ამ კონფლიქტის მთელ სტრუქტურას
ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს დევიდ კეტლერს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვისა და უსაფრთხოების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს დევიდ კეტლერს შეხვდა. საუბარი შეეხო NATO -საქართველოს თანამშრომლობას და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და შედეგად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაუარესებულ უსაფრთხოების მდგომარეობას. ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ძალისხმევის მნიშვნელობას ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება და მნიშვნელოვანია პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება, რაც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. შეხვედრას ნატოს სადაზვერვო-ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი კაუპო როსინი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრ ვინიკოვი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაესწრნენ.
ჯო ბაიდენი: უსაფრთხოების სფეროში უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ
გავაგრძელებთ უსაფრთხოების სფეროში უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. „NATO-ს ლიდერები დღეს ბრიუსელში შევიკრიბეთ უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი შეჭრის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უსაფრთხოების სფეროში უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად და მათი თავდაცვის უფლების დასაცავად“, - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Twitter-ზე. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი მსოფლიო ლიდერებთან შესახვედრად ბრიუსელში ჩავიდა
იენს სტოლტენბერგი: NATO გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას
NATO გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს შეიარაღებული ძალები და მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალები გვერდიგვერდ ატარებდნენ წვრთნებს ოპერატიული თავსებადობისა და ნდობის გასაძლიერებლად, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. „ეს წვრთნები, რომელიც ჩვენ უკვე მესამედ ჩავატარეთ, ცხადყოფს NATO-ს ერთგულებას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართ. ეს საქართველოსთან ნატოს მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებაა“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ჯო ბაიდენი: უსაფრთხოების სფეროში უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებთ
იენს სტოლტენბერგი: NATO-საქართველოს სწავლება აჩვენებს ალიანსის ვალდებულებას, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა „ნატო-საქართველოს სწავლება 2022“- ის ფარგლებში საპატიო სტუმრების დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების მონაწილეებს მიმართა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, სწავლება, რომელიც უკვე მესამედ ჩატარდა, აჩვენებს NATO-ს ვალდებულებას, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები. „ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალები და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის ძალები ერთმანეთის მხარდამხარ გადიოდით სწავლებას. თქვენ ერთად მუშაობთ, რათა აიმაღლოთ ურთიერთთავსებადობა, გაზარდოთ საერთო მზადყოფნა და გააძლიეროთ ნდობა. ეს სწავლება, რომელიც ჩვენ უკვე მესამედ ჩავატარეთ, უჩვენებს NATO-ს ვალდებულებას, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები. შეიარაღებული ძალების წვრთნა და განათლება – ეს NATO-ს საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებაა. წელს სწავლება გართულებული გარემოების ფონზე წარიმართა. პრეზიდენტი პუტინი სასტიკად და სრულიად გაუმართლებლად შეიჭრა უკრაინაში. მან შეაჩერა მშვიდობა ევროპაში. პირველად არ ხდება, როდესაც რუსეთი ძალის გამოყენებით ცდილობს მიზნის მიღწევას. ქართველებმა ეს ყველაზე კარგად იციან. ჩვენ ვნახეთ, რაც მოხდა თქვენს ქვეყანაში 2008 წელს. ჩვენ ეს ვნახეთ ყირიმში 2014 წელს და ჩვენ ამას კვლავ ვხედავთ დღეს – ომის სახით უკრაინაში. ეს არის ყველაზე საშინელი სამხედრო აგრესია ევროპაში ბოლო ათწლეულების მანძილზე, რაც ყოველდღიურად იწვევს სიკვდილსა და განადგურებას. ეს საფრთხესა და გამოწვევას უქმნის უსაფრთხოებას ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ და საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ წესრიგს. NATO-ს მოკავშირეები მკაცრად გმობენ რუსეთიდან მომდინარე აგრესიას. ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, დაუყონებლივ შეწყვიტოს ომი. ჩვენ ყველა რესურსს მივმარათავთ უკრაინისკენ და მივესალმებით ჭეშმარიტ დიპლომატიას. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, კვლავ გავაგრძელოთ კრემლისთვის მძიმე ზომების დაწესება, რათა დასრულდეს ეს სასტიკი ომი. ამავე დროს, ნატო-ს მოკავშირეები მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინას სამხედრო შეიარაღებით, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარებით, რათა გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე და ვეხმარებით ქვეყანას, ჰქონდეს საკუთარი თავდაცვის უფლება. ჩვენ ასევე, განვაგრძობთ ჩვენი სხვა პარტნიორების – საქართველოს მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ ჩვენ მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს თბილისთან და საპასუხოდ კოორდინირებულად ვმოქმედებთ“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ვიდეომიმართვისას. ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ პუტინის ომმა უკრაინაში ევროატლანტიკური უსაფრთხოება ახალი რეალობის წინაშე დააყენა, რადგან ფუნდამენტური პრინციპები ძალის გამოყენებას დააპირისპირა. „ამ ახალ ეტაპზე NATO-ს მოკავშირეები ერთად დგანან პარტნიორებთან და მსოფლიოს მასშტაბით სხვა ქვეყნეთან ერთად. ჩვენ ერთობლივად ვიცავთ ჩვენს ძირითად პრინციპებს, პატივს ვცემთ ყველა ქვეყნის უფლებას, აირჩიონ საკუთარი კურსი. ეს საქართველოს უფლებაც არის და ეს უფლება უნდა იყოს დაცული. ძლიერი და ქმედითი შეიარაღებული ძალები უმთავრესი პირობაა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ნატო გააგრძელებს თქვენს მხარდაჭერას ამ გზაზე, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო წესრიგზე დამყარებული წესებით, დემოკრატია ყოველთვის ბატონობს ტირანიაზე, სადაც ადამინები არიან თავისუფალი, ცხოვრობენ უსაფრთხოდ და წარმატებულად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდნენ. „NATO-საქართველოს სწავლება 2022“ არის სამეთაურო საშტაბო, რომელიც კომპიუტერულ სწავლებას გულისხმობს. სწავლება სამ წელიწადში ერთხელ ტარდება და ის უკვე მესამედ გაიმართა. ასევე წაიკითხეთ სალომე ზურაბიშვილი: NATO-საქართველოს სწავლებაში პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა მეტყველებს რეგიონში საქართველოს როლზე NATO-საქართველოს ერთობლივი სწავლება 20-25 მარტს ჩატარდება
იენს სტოლტენბერგი: NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველვყოფთ უკრაინის დამატებით დახმარებას
დღეს NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველვყოფთ უკრაინის დამატებით დახმარებას, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთს უპრეცედენტო საფასურს დაუწესებენ. „პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოგვმართა გზავნილით, სადაც მადლობა გადაუხადა NATO-ს მნიშვნელოვანი დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა მეტი სამხედრო დახმარების სასიცოცხლო მნიშვნელობას. დღეს NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველვყოფთ უკრაინის დამატებით დახმარებას", - განაცხადა მან. NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თავიანთი თავდაცვა აღმოსავლეთში
ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილება ერთი წლით გაახანგრძლივა
ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ალიანსის გენერალური მდივნის პოსტზე იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილება ერთი წლით გაახანგრძლივა. იენს სტოლტენბერგი NATO-ს გენერალური მდივნის მოვალეობებს 2023 წლის 30 სექტემბრამდე შეასრულებს. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება. ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგი: NATO-საქართველოს სწავლება აჩვენებს ალიანსის ვალდებულებას, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები იენს სტოლტენბერგი: NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველვყოფთ უკრაინის დამატებით დახმარებას
NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თავიანთი თავდაცვა აღმოსავლეთში
NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თავიანთი თავდაცვა აღმოსავლეთში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ. ამასთან, ნატო-მ რუსეთს ომის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ მოუწოდა. „ჩვენ გავააქტიურეთ ნატო-ს თავდაცვის გეგმები, განვათავსეთ NATO-ს საპასუხო ძალების ელემენტები და 40 000 ჯარისკაცი ჩვენს აღმოსავლეთ ფლანგზე”, - ნათქვამია NATO-ს ლიდერების ერთობლივ განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგი: NATO გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას
NATO-ს საგანგებო სამიტზე ერთობლივი კომუნიკე მიიღეს
ბრიუსელში გამართულ NATO-ს საგანგებო სამიტზე ალიანსის წევრებმა ერთობლივი კომუნიკე მიიღეს. კომუნიკეში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის აგრესიის შეკავებასა და ალიანსის წევრების მოსახლეობის დაცვაზე, გლობალური უსაფრთხოების შენარჩუნებასა და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევაზე. „ჩვენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30 წევრი სახელმწიფოს ლიდერი, დღეს შევიკრიბეთ, რათა განვიხილოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან წარმოებული აგრესია, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი მუქარაა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ შეარყია მშვიდობა ევროპაში და შედეგად, ადამიანების განუზომელი ტანჯვა გამოიწვია. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის სამხედრო ინტერვენციას უკრაინაში. მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, დაუყოვნებლივ დაასრულოს ომი და გაიყვანოს სამხედრო ძალა უკრაინიდან. ასევე მოვუწოდებთ ბელორუსს, შეწყვიტოს ამ ომში მონაწილეობა და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის შესაბამისად იმოქმედოს. რუსეთმა უნდა აღასრულოს გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე. რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას და მის მიერ უგულებელყოფილი საერთაშორისო სამართლის ნორმები მსოფლიოს რისკის ქვეშ აყენებს. პუტინის მუქარისშემცველი რიტორიკა უპასუხისმგებლობაა და დესტაბილიზაციას ემსახურება. უკრაინელების მამაცი ბრძოლა რუსეთის დაუნდობელი აგრესიის წინააღმდეგ მსოფლიოსთვის შთაგონების წყაროდ იქცა. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მხრიდან მშვიდობიან მოქალაქეებზე განხორციელებულ თავდასხმას, მათ შორის ქალებზე, ბავშვებზე, მოხუცებსა და მოწყვლად ადამიანებზე. დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ, რათა რუსეთს ადამიანის უფლებების შელახვისთვის, ჰუმანიტარული და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევისთვის, სამხედრო დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს. ვაფრთხილებთ რუსეთს, სასწრაფოდ უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფნების უსაფრთხოება და ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება მარიუპოლსა და ალყაში მოქცეულ სხვა ქალაქებში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ჩვენ ვგმობთ თავდასხმას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, როგორიცაა ბირთვული ელექტროსადგური. ჩვენ მუდამ წინ აღვუდგებით რუსეთის სიცრუეს, ფაქტების გაყალბებასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რაც რეალურად უკრაინაში ვითარების ესკალაციას ისახავს მიზნად და უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას დამატებით საფრთხეს უქმნის. ვაფრთხილებთ რუსეთს, ნებისმიერი სახის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება უკრაინაში, ყოვლად დაუშვებელია და ამას მძიმე შედეგი მოჰყვება რუსეთისთვის. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოვუწოდებთ რუსეთს, ჩაერთოს რეალურ შედეგზე ორიენტირებულ, კონსტრუქციულ მოლაპარაკებებში უკრაინასთან, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და გაიწვიოს ჯარი უკრაინიდან. ჩვენ მივესალმებით უკრაინის მონდომებას მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ პრეზიდენტ ზელენსკის, უკრაინის მთავრობისა და უშიშარი უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომლებიც საკუთარ სამშობლოს იცავენ. პატივს მივაგებთ დაღუპულებს და პატივისცემას გამოვხატავთ ომში დაშავებულების, იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ, რაც რუსეთის აგრესიას მოჰყვა. ჩვენი მხარდაჭერა ძლიერია როგორც ამ ხალხის, ასევე უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თავდაცვა უკრაინის ფუნდამენტური უფლებაა, რასაც გაერო-ს ქარტია განსაზღვრავს. 2014 წლიდან დღემდე ჩვენ დახმარებას ვუწევთ უკრაინას, გადავამზადეთ უკრაინის თავდაცვის ძალები, გავაძლიერეთ მათი სამხედრო შესაძლებლობები. ალიანსი ამ სახის დახმარებას მომავალშიც განაგრძობს, რათა უკრაინის თავდაცვისუნარიანობა უფრო მეტად გაძლიერდეს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას კიბერუსაფრთხოების სფეროში და გადავცემთ აღჭურვილობას, რაც უკრაინას ბიოლოგიური, ქიმიური, ბირთვული იარაღისა და რადიაციის ზემოქმედებისგან დაიცავს. ალიანსი ასევე მზადაა დაეხმაროს უკრაინას ჰუმანიტარული კრიზისის მართვაში. ჩვენ ერთიანი ვართ და ერთობლივი ძალებით ვეწინააღმდეგებით რუსეთის მცდელობას ძირი გამოუთხაროს საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. მხედველობაში გვყავს ბელორუსიც, რუსეთთან ერთად. სანქციების ძლიერი წნეხი, რომელიც რუსეთს პოლიტიკურად ძვირი დაუჯდება, ომის დასრულებას ისახავს მიზნად. საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე გაგრძელდება. მჭიდრო კავშირი გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროკავშირთან. ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა ამ კრიზისის აღმოფხვრაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, დაიცვას საერთაშორისო წესრიგი და გაერო-ს ქარტიით გათვალისწინებულ სუვერენიტეტს ნებისმიერი ქვეყნისა, პატივი სცეს. მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს რუსეთის მხარდაჭერისგან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პირობებში. ჩვენ გვაშფოთებს ჩინეთის მთავრობის ბოლოდროინდელი განცხადებები და მოვუწოდებთ, შეწყვიტონ კრემლის დეზინფორმაციული ნარატივის გავრცელება როგორც მიმდინარე ომის, ასევე NATO-ს შესახებ. მოვუწოდებთ, შეიმუშაონ სამშვიდობო რეზოლუცია კონფლიქტის დასრულების მიზნით. ვრჩებით ჩვენი პრინციპების ერთგული, რაც გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება. ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება თავად განსაზღვროს საკუთარი უსაფრთხოების ჩარჩო, გარეშე აქტორების უხეში ჩარევისგან დამოუკიდებლად. ვრჩებით ერთგული NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ, რასაც ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლი განსაზღვრავს. ჩვენ ურყევად მხარს ვუჭერთ პარტნიორებს, რომელთაც რუსეთიდან საფრთხე ემუქრებათ. გავაძლიერებთ ამ პარტნიორების დახმარებას, რათა მათი წინააღმდეგობის უნარი რუსული მავნე გავლენისადმი ამაღლდეს. ეს დახმარება ჩვენ გრძელვადიან პარტნიორობას და ურთიერთთანამშრომლობას ეფუძნება. ჩვენ გავაგრძელებთ ალიანსის წევრი ქვეყნების მოსახლეობის დაცვას, რასაც ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი ითვალისწინებს. რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, NATO-მ თავდაცვის ახალი გეგმა შეიმუშავა. NATO-მ განათავსა 40 ათასი ჯარისკაცი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელთაც ზურგს უმაგრებს საჰაერო და საზღვაო სამხედრო ძალა. არსებულ ოთხ საბრძოლო ჯგუფს დავამატეთ ოთხი საბრძოლო ჯგუფი, რომლების ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში განთავსდება. ყველა ნაბიჯი, რაც ალიანსმა თავდაცვის მიზნით გადადგა, არის პრევენციული და ესკალაციას არ ისახავს მიზნად. არსებული სახიფათო გარემოდან გამომდინარე, რუსეთის შეკავებისა და ალიანსის თავდაცვის გრძელვადიან პროგრამაზე დავიწყეთ მუშაობა, რაც კოლექტიურ თავდაცვაზეა ორიენტირებული. ალიანსი ზრდის მის კიბერშესაძლებლობებს, რათა ჩვენი მოსახლეობა რუსეთის მავნე გავლენისგან დავიცვათ. მზად ვართ, პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც ჩვენ კიბერსივრცეში შემოიჭრება, მზად ვართ, წინ აღვუდგეთ დეზინფორმაციას. ვზრდით ჩვენ მზაობას, წინ აღვუდგეთ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოაქტიური და ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეს. ზემოთხსენებულთან დაკავშირებით, დამატებით გადაწყვეტილებას ივნისში მადრიდში დაგეგმილ სამიტზე მივიღებთ. რუსეთის გაუმართლებელი ომი უკრაინის წინააღმდეგ არის დიდი გამოწვევა ჩვენი ფასეულობებისა და წესრიგისთვის, რომელმაც ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოება უზრუნველყო. პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება, იერიში მიეტანა უკრაინაზე სტრატეგიული შეცდომაა, რაც რუსეთსა და რუსეთის მოსახლეობას ძალიან ძვირი დაუჯდება. ჩვენ ვინარჩუნებთ ერთიანობას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ვინარჩუნებთ ერთიანობას უკრაინის მთავრობისა და ხალხის დახმარების პროცესში, ვინარჩუნებთ ერთიანობას ალიანსის უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნულია კომუნიკეში. ასევე წაიკითხეთ NATO-ს ლიდერები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თავიანთი თავდაცვა აღმოსავლეთში
იენს სტოლტენბერგი: ხდება რუსული ჯარების გადაადგილება და არა, მისი გაყვანა
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ხდება რუსული ჯარების გადაადგილება და არა, მისი გაყვანა. „ჩვენი დაზვერვის თანახმად, რუსული ქვედანაყოფები უკან კი არ იხევენ, არამედ გადაადგილდებიან. რუსეთი ცდილობს, გადაჯგუფდეს, მომარაგდეს და დონბასის რეგიონში, შეტევა გააძლიეროს. ამავდროულად, რუსეთი კიევსა და სხვა ქალაქებზე, ზეწოლას აგრძელებს. ასე რომ, ჩვენ შეიძლება დამატებით შეტევებს ველოდოთ, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ტანჯვა მოაქვს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
იენს სტოლტენბერგი: რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს უაზრო ომი
რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს უაზრო ომი. გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი უკრაინიდან და კეთილსინდისიერად ჩაერთოს მოლაპარაკებებში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ბოლო წლებში ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდი გაძლიერება მოხდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია აღმოსავლეთ ფლანგზე. ჩვენ ასევე შევიმუშავეთ ახალი სამხედრო გეგმები შეკავებისა და თავდაცვისთვის. ყოველივე ამან საშუალება მისცა ნატოს სწრაფად და გადამწყვეტად ეპასუხა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგი: ხდება რუსული ჯარების გადაადგილება და არა, მისი გაყვანა ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
კვლევა: ფინეთის მოსახლეობის 61% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას
ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა. ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგია 16%, ხოლო 23%-ს უჭირს პასუხის გაცემა. NATO-ში გაწევრიანების მიამრთ ფინეთის მოქალაქეთა მხარდაჭერის მაჩვენებელი ყველაზე მაღალ დონეზეა მას შემდეგ, რაც გამოცემამ დაიწყო ამ გამოკითხვების ჩატარება. წინა გამოკითხვაში, რომელიც 18-დან 23 მარტამდე პერიოდში ჩატარდა, NATO-ს მხარდამჭერთა რაოდენობა 54%-ს შეადგენდა. რუსეთი ემუქრება ფინეთს და შვედეთს, თუ სახელმწიფოები შეუერთდებიან ალიანსს. ცოტა ხნის წინ, ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას უსაფრთხოების სფეროში ორი ვარიანტი აქვს - გაწევრიანდეს NATO-ში ან გააძლიეროს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა შვედეთსა და შეერთებულ შტატებთან. NATO ამბობს, რომ ალიანსის კარი ფინეთისთვის ღიაა. ვაშინგტონში 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ დაარსდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
იენს სტოლტენბერგი: თუკი ფინეთი გადაწყვეტს NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შემოტანას, წევრობის მიღებას სწრაფად შეძლებს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თუკი ფინეთი გადაწყვეტს NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შემოტანას, წევრობის მიღებას სწრაფად შეძლებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს. სტოლტენბერგის განცხადებით ჰელსინკი NATO-ს ახლო პარტნიორია. „ფინეთისა და შვედეთის შეიარაღებული ძალები პასუხობს NATO-ს სტანდარტებს. თუ ეს ქვეყნები შემოიტანენ განაცხადს, ვფიქრობ ეს დადენბითად იქნება აღქმული. გამონახება გზა, რომ პროტოკოლის მიხედვით სწრაფად მოვილაპარაკოთ ალიანსში გაწევრიანებაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ფინეთის პრემირ-მინისტრმა 24 თებერვალს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანოს, იმ შემთხვევში თუ ფინეთის ნაციონალური უსაფრთხოების საკითხი დადგება. ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა. ასევე წაიკითხეთ კვლევა: ფინეთის მოსახლეობის 61% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას
ფინეთის პრემიერ-მინისტრი: NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ გაზაფხულზე მივიღებთ
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების შესახებ სწრაფად უნდა მივიღოთ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სანა მარინმა ეს განაცხადება სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე გააკეთა. სანა მარინის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ აიძულა ჰელსინკი, გადაეხედა თავის უსაფრთხოების პოლიტიკისთვის და ეღიარებინა, რომ „რუსეთი არ არის ის მეზობელი, რომელიც ჩვენ გვეგონა“. „NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ საფუძვლიანად, მაგრამ სწრაფად, ფაქტობრივად, ამ გაზაფხულზე", - განაცხადა პრემიერმა. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ უახლოეს კვირებში გაწევრიანების შესახებ დისკუსიებისას, გამოაცხადებს თავის პირად პოზიციას NATO-ს მიმართ. 2 აპრილს, ჰელსინკიში სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგატები შეიკრიბნენ, რათა ჩამოეყალიბებინათ პარტიის პოზიცია NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. უკრაინაში ომის ფონზე, ფინეთის მოსახლეობაში NATO-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა იზრდება. ცოტა ხნის წინ, ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას უსაფრთხოების სფეროში ორი ვარიანტი აქვს - გაწევრიანდეს NATO-ში, ან გააძლიეროს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა შვედეთსა და შეერთებულ შტატებთან. რუსეთი ემუქრება ფინეთს და შვედეთს, თუ სახელმწიფოები შეუერთდებიან ალიანსს. NATO ამბობს, რომ ალიანსის კარი ფინეთისთვის ღიაა. ასევე წაიკითხეთ კვლევა: ფინეთის მოსახლეობის 61% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას იენს სტოლტენბერგი: თუკი ფინეთი გადაწყვეტს NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შემოტანას, წევრობის მიღებას სწრაფად შეძლებს
დავით არახამია: უკრაინას სურს, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები სხვა ქვეყნებისგან და ამით შექმნას საკუთარი უკრაინული NATO
"უკრაინას სურს, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები სხვა ქვეყნებისგან და ამით შექმნას „საკუთარი უკრაინული NATO“, - ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის” ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა. „ჩვენ გვსურს, შევქმნათ ჩვენი უკრაინული NATO, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს უდიდესმა და ეფექტურმა ქვეყნებმა აღმოგვიჩინონ მხარდაჭერა აგრესიის შემთხვევაში. NATO-ს სამი ქვეყანა – თურქეთი, გერმანია და იტალია უკვე დათანხმდნენ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე, თუმცა, მისივე თქმით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ შეთანხმებას ბრიტანეთი და შეერთებული შტატებიც შეუერთდნენ, რადგან „მათ გარეშე ასეთი შეთანხმების ხელმოწერას აზრი არ ექნება“, - განაცხადა მან. ცნობისთვის, პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 6-8 აპრილს ევროკავშირსა და NATO-ს ეწვევა
საქართევლოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 6-8 აპრილს ევროკავშირსა და NATO-ს ეწვევა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. „საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ნატო-ს შეხვედრა პარტნიორი ქვეყნების ჯგუფთან საქართველოს, უკრაინის, შვედეთის, ფინეთის, იაპონიის, ავსტრალიის, კორეის საგარეო საქმეთა მინისტრების და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მონაწილეობით. მინისტერიალის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 4 აპრილს ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილმა ამ თანამდებობაზე დავით ზალკალიანი შეცვალა.
აშშ-ის თავდაცვის მდივნი: აშშ განიხილავს გზებს, თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება NATO-ს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს
"აშშ განიხილავს გზებს თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება NATO-ს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს", - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნმა, ლოიდ ოსტინიმ განაცხადა. ამის შესახებ მან შეერთებული შტატების, აშშ-ის კონგრესში შეიარაღებული ძალების კომიტეტში 2023 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის მოთხოვნის განხილვაზე განაცხადა. ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს. „თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და გენშტაბის ხელმძღვანელთა გაერთიანებული სარდლობის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი კანონმდებელთა კითხვებს პასუხობდნენ. შეკითხვების უმეტესობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და შეერთებული შტატების სამხედრო უნარიანობას შეეხო. საკუთარ გამხსნელ გამოსვლაში, თავდაცვის მდივანმა თქვა, რომ: „რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ისტორიული გამოწვევის წინაშე აყენებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ევროპის უსაფრთხოების ყველა მიმართულებით“. ამასთან, თავდაცვის მდივანმა ისაუბრა, ამერიკის დახმარებაზე უკრაინის მიმართ. თავდაცვის მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ მოახერხა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ეფექტურად გამოეყენებინა სტინგერები და ჯაველინის სარაკეტო სისტემები. გენერალმა მილიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები იზიარებს მოსაზრებას, რომ რუსეთთან დაპირისპირება რეგიონში დიდხანს გაგრძელდება. თავდაცვის მდივანმა და გენერალმა მილიმ დაადასტურეს, რომ შეერთებული შტატები წვრთნის უკრაინელებს, მათ შორის შეერთებულ შტატებში, თუმცა მათი თქმით წვრთნები არ იმართება უკრაინის თუ პოლონეთის შიგნით. შეკითხვაზე, განიხილება თუ არა, უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის მუდმივი წარმომადგენლობის განთავსება, მილიმ თქვა, რომ მისი რჩევა „არა მუდმივი ძალების, არამედ მუდმივი ბაზების შექმნაა“, სადაც სამხედროების როტაცია მოხდება. ასევე წაიკითხეთ: ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს იენს სტოლტენბერგი: რასაც უკრაინაში ვხედავთ, უკიდურესი საშინელებაა ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ შედგეს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
იენს სტოლტენბერგი: NATO მზად უნდა იყოს, ეს ომი შეიძლება, მრავალი თვე და წლებიც კი გაგრძელდეს
ომი შეიძლება, გაგრძელდეს მრავალი თვე და წლებიც კი, NATO უნდა იყოს მზად, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყების წინ გამართულ პრესკონფეენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის განმარტებით, დახმარების და უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცის დამსახურებაა, რომ ბრძოლის ველზე სურათი ყოველდღიურად იცვლება. „ველოდები, რომ დღეს და ხვალ მინისტრები იმსჯელებენ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ მხარდაჭერის კიდევ უფრო გასაზრდელად. მოკავშირეები აწვდიან შეიარაღებას უკრაინას, მათ შორის ტანკსაწინააღდმეგო შეიარაღებას, ასევე, ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს, სხვადასხვა თანამედროვე შეიარაღებას, მსქუბუქ და მძიმე შეიარაღებასაც. მე დეტალებში არ შევალ, მაგრამ ვიტყვი, რომ ის, რასაც აკეთებენ მოკავშირეები, მნიშვნელოვანია და ეს მოიცავს მძიმე სისტემებსაც“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
სტოლტენბერგი: უმჯობესია, საქართველოს ადრე დავეხმაროთ, ვიდრე გვიან
მჯერა, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციიდან ერთ-ერთი სასწავლი გაკვეთილი ის არის, რომ მნიშვნელოვანია, ყველამ, ვისაც სჯერა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, მხარი დაუჭიროს NATO-ს ახლო და ღირებულ პარტნიორებს, მაგალითად საქართველოს, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, რუსეთი აკონტროლებს საქართველოს ნაწილს. „უმჯობესია, ასეთ ქვეყნებს დავეხმაროთ ადრე, ვიდრე გვიან. დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი საკითხიც სწორედ ის იქნება, თუ როგორ შეგვიძლია იმ პარტნიორების მიმართ მხარდაჭერის გაძლიერება, რომლებიც რუსეთის წნეხის ქვეშ იმყოფებიან და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საქართველოა. რუსეთი აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს. ჩვენ ვიმსჯელებთ, როგორ შეგვიძლია მეტი მხარდაჭერა კიბერსივრცის, უსაფრთხოების კომუნიკაციებისა და სხვა გზების მხრივ, რათა საქართველომ შეძლოს რუსეთის მხრიდან ზემოქმედებაზე წინააღმდეგობის გაწევა. NATO-ს კარი ღია რჩება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. 6-7 აპრილს NATO-ს მინისტერიალზე მიწვეულები არიან საქართველოსა და უკრაინის საგარეო მინისტრებიც. შეხვედრა ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში შედგება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. 6 აპრილს შეხვედრა დახურულ ფორმატში დაიწყება. 7 აპრილს იგეგმება ორი სესია. ამასთან სესიებზე ალიანსის წევრების გარდა მოწვეული არიან NATO-ს პარტნიორი ქვეყნები უკრაინა, საქართველო ფინეთი და შვედეთი. შეგახსენებთ, რომ 24 მარტს NATO-ს სამიტი გაიმართა, რომელში მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები მონაწილეობდნენ. ასევე წაიკითხეთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 6-8 აპრილს ევროკავშირსა და NATO-ს ეწვევა
დმიტრო კულება: მოვუწოდებ ყველა მოკავშირეს, თავი დაანებონ ყოყმანს, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება
მოვუწოდებ ყველა მოკავშირეს, თავი დაანებონ ყოყმანს, სურვილის ნაკლებობას, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება, - ამის შესახებ NATO-ს კოლეგებთან პირადად შეხვედრის წინ, დმიტრო კულებამ განაცხადა. ,,მოვუწოდებ ყველა მოკავშირეს, თავი დაანებონ ყოყმანს, სურვილის ნაკლებობას, მიაწოდონ უკრაინას ყველაფერი, რაც მას სჭირდება, რადგან რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, დღეს იარაღი ემსახურება მშვიდობის მიზანს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ. ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
ლიზ ტრასი: NATO-რუსეთის დამფუძნებელი აქტი მკვდარია და დროა NATO-მ უარი თქვას მოძველებულ მიდგომაზე რუსეთის მიმართ
NATO-რუსეთის დამფუძნებელი აქტი მკვდარია და დროა NATO-მ უარი თქვას მოძველებულ მიდგომაზე რუსეთის მიმართ, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა. 1997 წელს ხელმოწერილი აქტი ადგენს, რომ „ NATO და რუსეთი ერთმანეთს მოწინააღმდეგეებად არ მიიჩნევენ“. „რუსეთთან ურთიერთობის ხანა დასრულდა. ჩვენ გვჭირდება ახალი მიდგომა ევროპაში უსაფრთხოების მიმართ, რომელიც დაფუძნებულია გამძლეობაზე, თავდაცვასა და შეკავებაზე“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა. ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
იენს სტოლტენბერგი: NATO უკრაინისთვის მრავალი სახის მხარდაჭერის საკითხს განიხილავს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები უკრაინას აღჭურვილობის მიწოდებით მხარს უჭერენ, რათა „დაიცვან მისი თავდაცვის უფლება, რომელიც გაეროს ქარტიითაა დაცული“. ამის შესახებ სტოლტენბერგმა დღეს ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ჟურნალისტებს განუცხადა. „განიხილავს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღის, მსუბუქი, მაგრამ ასევე მძიმე იარაღის და უკრაინის მრავალი სხვადასხვა სახის მხარდაჭერის საჭიროებას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას
ილია დარჩიაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში, შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართა, - ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა ალიანსს ნატოს მინისტერიალში პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მიწვევისთვის, რაც ალიანსის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მორიგი გამოხატულებაა. "ხაზი გაესვა გენერალური მდივნის განსაკუთრებულ პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და ამ პროცესში ალიანსის განგრძობითი და მტკიცე მხარდაჭერის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. მხარეებმა დაადასტურეს მზაობა, მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ. ნატოს გენერალურ მდივანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
იენს სტოლტენბერგი: განვაგრძობთ უპრეცედენტო ზეწოლას პუტინზე, რათა უკრაინაში ომი შეწყვიტოს
NATO-ს მინისტერიალზე წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროპის უსაფრთხოების ვითარება განიხილეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიცვალა. ასევე იმსჯელეს იმ პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერაზე, რომლებიც რუსეთის აგრესიას განიცდიან. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იესნს სტოლტენბერგმა ორდღიანი მინისტერიალის დასკვნის შეხვედარზე განაცახადა. „ჩვენ განვაგრძობთ უპრეცედენტო ზეწოლას [რუსეთის პრეზიდენტზე] ვლადიმერ პუტინზე, რათა მან ომი შეწყვიტოს“, - განაცახდა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, სხდომის მონაწილეები, უკრაინისთვის დახმარების საკითხს განიხილავენ. „რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ძირეულად შეცვალა უსაფრთხოების გარემო ევროპაში. მადრიდში ივნისის სამიტზე განიხილება შეკავებისა და თავდაცვის, ასევე ახალ რეალობასთან გრძელვადიანი ადაპტაციის საკითხი. ამ უფრო სახიფათო და კონკურენტუნარიან სამყაროში ჩვენ განვაგრძობთ NATO-ს მოკავშირეების დაცვას, პარტნიორების მხარდაჭერასა და მათი ღირებულებების დაცვას“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. შემდეგ შეხვედრა პრესისთვის დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა. შეხვედრას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიმიტრო კულებასთან ერთად ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ახალი ზელანდიისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან. 6-7 აპრილს ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალი იმართება. ასევე წაიკითხეთ NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებს ხვდება
კულება: დონბასისთვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს მოგაგონებთ
„დონბასისთვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს მოგაგონებთ“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალზე განაცახდა. მისი თქით, ომი წარიმართება „ძირითადი ოპერატიული მანევრებით და ათასობით ტანკით, თვითმფრინავითა და ჯავშანტექნიკით". კულებამ მოკავშირეებს დახმარებისკენ მოუწოდა. „ან დაგვეხმარებით ახლა - მე ვსაუბრობ დღეებზე და არა კვირებზე - ან თქვენი დახმარება ძალიან გვიან მოვა და ბევრი ადამიანი დაიღუპება", - განაცახდა კულებამ. ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომლებიც ერთობლივ შეხვედრას გამართავენ. ბრიუსელში იმყოფება ახლადდანიშნული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც, რომელმაც TWITTER-ზე დაწერა, რომ კულებასთან ხანმოკლე საუბრის შესაძლებლობა მიეცა და მხარდაჭერა დაუდასტურა. 6-7 აპრილს ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალი იმართება. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: NATO-ს მინისტერიალზე დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დავუდასტურე უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა იენს სტოლტენბერგი: განვაგრძობთ უპრეცედენტო ზეწოლას პუტინზე, რათა უკრაინაში ომი შეწყვიტოს
ილია დარჩიაშვილი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში, შეხევდრა გამართა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან იოშიმაშა ჰაიაშისთან. მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთიბების 30 წლისთავს და აღნიშნეს, რომ საიუბილეო თარიღი კარგი შესაძლებლობაა თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებისთვის. ხაზი გაესვა იაპონია-საქართველოს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონელ კოლეგას, იაპონიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერისთვის, მათ შორის პანდემიის შედეგების აღმოფხვრისთვის გაწეული ფინანსური დახმარებისა და იაპონიის მთავრობის მხრიდან განხორციელებული სხვადასხვა პროექტისთვის. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირების მზარდ პოტენციალს და მიესალმნენ გასულ წელს იაპონიასა და საქართველოს შორის ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმების და ორმაგი დაბეგვრის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას და შეთანხმდნენ მომავალში აქტიურად იმუშაონ ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად. გლობალურ და რეგიონალურ გამოწვევებზე საუბრისას, მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მადლობა გადაუხადა იაპონიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ასევე კულტურის სფეროში თანამშრომლობის და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას, ამ კუთხით მინისტრებმა განიხილეს იაპონიაში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაში “ექსპო 2025” საქართველოს მონაწილეობის შესაძლებლობა. მინისტრებმა ისაუბრეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლაზე, ილია დარჩიაშვილმა კოლეგა საქართველოში მოიწვია. ილია დარჩიაშვილი 6-7 აპრილს ბრიუსელში NATO-ს მინისტერიალში მონაწილეობდა. ასევე წაიკითხეთ ილია დარჩიაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა
კლინტონის განცხადებით, მან ელცინსა და პუტინს რუსეთის NATO-ში გაწევრიანება შესთავაზა
აშშ-ის 42-ე პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა The Atlantic- თან განაცხადა, მისი პრეზიდენტობის ვადაში მან რუსეთის პირველ პრეზიდენტ ბორის ელცინს და შემდგომ მის შემცვლელ ვლადიმერ პუტინს რუსეთის NATO-ში გაწევრიანება შესთავაზა. კლინტონი ყვება, რომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რუსეთს დახმარებოდა 21-ე საუკუნის „უდიდესი დემოკრატია“ გამხდარიყო. მისი თქმით აშშ-მ რუსეთის ფედერაციას გამოუყო $1,6 მილიარდი ბერლინიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ჯარის გასაყვანად „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ ფარგლებში. ასევე რუსეთი „დიდ შვიდეულის“ ქვეყნების გაერთიანებაში მიიწვია. „მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ღია ვინახავთ NATO-ს კარებს რუსეთის შესვლისთვის, რაც მე ელცინს და შემდეგ მის მემკვიდრეს ვლადიმირ პუტინს ვუთხარი“, - თქვა კლინტონმა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ცრუ ბრალდებებს უწოდა, რომ აშშ-ის ხელისუფლება რუსეთის იზოლაციას ცდილობდა, - განაცახადა კლინტონმა. კლინტონის განცხადებით, ის ელცინს 18-ჯერ შეხვდა, ხოლო პუტინს 5-ჯერ. „მოსაზრებები, რომ ჩვენ ვახდენდით რუსეთის იგნორირებასა და იზოლაციას, სიცრუეა. დიახ, NATO ფართოვდებოდა რუსეთის პოზიციის მიუხედავად, მაგრამ ალიანსის გაფართოება არ უკავშირდებოდა მხოლოდ აშშ-ს და რუსეთის ურთიერთობას“, - აღნიშნა კლინტონმა. 2017 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ რეჟისორ ოლივერ სტოუნთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან შესთავაზა ბილ კლინტონს ეფიქრა რუსეთის NATO-ში გაწევრიანებაზე. პუტინის თქმით, კლინტონმა უპასუხა: „კარგი, მე არ ვარ წინააღმდეგი”, რის შემდეგაც, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ”მთელი ამერიკული დელეგაცია განერვიულდა”. 2022 წლის თებერვალში პუტინმა განაცხადა, რომ ასეთი შეთავაზება კლინტონთან 2000 წელს მოსკოვში ვიზიტის დროს გააკეთა და აშშ-ს პრეზიდენტის რეაქცია „ძალიან თავშეკავებული იყო“. 1949 წელს ჩამოყალიბებული NATO-ს არსებობის მანძილზე რუსეთმა სამჯერ სცადა სამხედრო ალიანსში გაწევრიანება. 1954 წელს მოსკოვმა შესთავაზა საბჭოთა კავშირის მიღებას NATO-ში. 1990-იან წლებში ბორის ელცინმა ასევე შესთავაზა რუსეთს ალიანსში გაწევრიანება. 2000 წელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პუტინმა ეს საკითხი კლინტონთან მოლაპარაკების დროს დააყენა.
იენს სტოლტენბერგი: რასაც ახლა ვხედავთ, არის ახალი რეალობა, ახალი ნორმა ევროპული უსაფრთხოებისთვის
რასაც ახლა ვხედავთ, არის ახალი რეალობა, ახალი ნორმა ევროპული უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, ვთხოვეთ ჩვენს სამხედრო მეთაურებს შემოგთავაზონ ვარიანტები, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გადატვირთვას, - ინფორმაციას The Telegraph-ი ნატოს გენერალურ მდივანზე, იენს სტოლტენბერგზე დაყრდნობით ავრცელებს. "ის, რასაც ახლა ვხედავთ, არის ახალი რეალობა, ახალი ნორმა ევროპული უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, ვთხოვეთ ჩვენს სამხედრო მეთაურებს შემოგთავაზონ ვარიანტები, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გადატვირთვას, ნატოს გრძელვადიან ადაპტაციას. NATO, რუსეთის მომავალ აგრესიასთან დაპირისპირების მიზნით, საზღვარზე ჯარის მუდმივად განთავსების გეგმაზე მუშაობს", - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა
დმიტრო კულება: გერმანიამ და საფრანგეთმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს
გერმანიამ და საფრანგეთმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. კულებას თქმით, უკრაინა NATO-ს წევრი რომ ყოფილიყო, რუსეთთან ომი არ მოხდებოდა. „2008 წელს გერმანიისა და საფრანგეთის მიერ დაშვებული სტრატეგიული შეცდომა, რომლებმაც უკუაგდეს შეერთებული შტატებისა და სხვა მოკავშირეების ძალისხმევა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ, არის ის, რის საფასურსაც ჩვენ ვიხდით“, - თქვა კულებამ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით გერმანიის კანცლერს ესაუბრა ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით
The Times-ი: ფინეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს 2022 წლის ივნისში გააკეთებს
ფინეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს 2022 წლის ივნისში გააკეთებს, მის შემდეგ კი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილის შესახებ კი შვედეთი გამოაცხადებს. ამის შესახებ The Times-ი წერს. როგორც მედია წერს, აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სკანდინავიის ორივე ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება იყო მოლაპარაკებების და მრავალი შეხვედრის საგანი გასულ კვირას ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების დროს, რომელსაც მოწვეული სტუმრების სახით შვედეთი და ფინეთი ესწრებოდნენ. ნეიტრალური სტატუსი მქონე ფინეთისა და შვედეთის ბლოკში გაწევრიანება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აქტიურად განიხილება. როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული გეგმები თუ განხორციელდება, ფინეთი გახდება ქვეყანა, რომელსაც NATO-ს წევრებს შორის რუსეთთან ყველაზე გრძელი (1340 კმ) საერთო საზღვარი ექნება.
ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს
ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას კვირებში მიიღებს და არა თვეებში, – ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რამე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა. „ყველა საპარლამენტო ჯგუფს და ასევე პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა მიიღოს გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში. ჩვენ გავაღრმავეთ პარტნიორობა ნატო-სთან ერთად მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია. განსხვავება პარტნიორობასა და წევრობას შორის ძალიან ნათელია და ასე დარჩება. არ არსებობს სხვა გზა, რომ გქონდეს უსაფრთხოების გარანტიები, გარდა NATO-ს შეკავებისა და საერთო თავდაცვის პირობებში, რაც გარანტირებულია NATO-ს მე-5 მუხლით. ეს არის დებატები, რომელიც უნდა გაიმართოს პარლამენტში. დასკვნა ახლა პარლამენტს გადაეცემა, რომელიც დამუშავებას სწორედ აღდგომის შესვენების შემდეგ დაიწყებს“, – თქვა სანა მარინმა.
ჯონ კირბი: ძალიან გვინდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ
უკრაინელები ძალიან აფასებენ აშშ-ისა და NATO-ს სხვა მოკავშირეების სამხედრო დახმარებას. მაგრამ კითხვა ღიად რჩება: რა არის აშშ-ის საბოლოო მიზანი უკრაინაში? მხოლოდ ის, რომ ქვეყანა გადარჩეს, თუ მისცეს მას ამ ომში გამარჯვების საშუალება? როგორ შეიძლება, გამოიყურებოდეს ამ ომის დასასრული, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთში ნაცისტური სახელმწიფოს აღზევების აშკარა ნიშნებია? ამ შეკითხვით 12 აპრილს, მედიასთან გამართულ ონლაინშეხვედრაზე მიმართა უკრაინელმა ჟურნალისტმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწეს საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში და პენტაგონის პრესსპიკერს ჯონ კირბის. „პირდაპირ გეტყვით და ეს არაერთხელ გვითქვამს, ჩვენ გვინდა უკრაინის გამარჯვება. ჩვენ გვსურს, უკრაინას მივცეთ ყველა შანსი, რომ დავეხმაროთ მათ, დაიცვან თავი რუსეთის ამ არაპროვოცირებული შემოჭრისგან. ჩვენ ძალიან მკაფიო ვართ ამის შესახებ. მდივანი ოსტინი ასე ხშირად ამიტომ ესაუბრება მინისტრ რეზნიკოვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავაგრძელოთ მუშაობა იმ მიმართულებებით, რომლებიც უკრაინელებს სჭირდებათ და რომლებსაც ძალიან, ძალიან ეფექტიანად იყენებენ. და სწორედ ამიტომ, ჩვენ ასევე ძალიან ბევრს ვმუშაობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა კოორდინირება გავუწიოთ სხვა საშუალებების მიწოდებას, რაც მათ აქვთ, რაც ჩვენ არ გვაქვს და ვიცით, რომ უკრაინელებს შეუძლიათ, გამოიყენონ. ასე რომ, ჩვენ ძალიან გვინდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და ჩვენ ძალიან, ძალიან ღია ვიქნებით ამ საკითხში. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება, ომი დასრულდეს, არ მგონია, ეს ახლა ვინმემ შეიძლება, იცოდეს. მე შემიძლია გითხრათ, რა სურს შეერთებულ შტატებს. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინა იყოს მთლიანი, სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც სრულად პატივს სცემენ და რომელსაც აქვს აღდგენის შანსი, ცხადია, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ უკრაინის მთელ ტერიტორიას სცენ პატივი. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინის სუვერენიტეტი დაცული იყოს. ჩვენ გვინდა, რუსეთის ძალებმა დატოვონ უკრაინა. მაგრამ როგორ მივალთ აქამდე? ჩვენ ნამდვილად პატივს ვცემთ ზელენსკის ლიდერობას, მისი მთავრობის კაბინეტის ხელმძღვანელობას, ისევე როგორც მის სამხედროებს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ უნარს, იბრძოლონ ამ ომში ისე, როგორც მათ მიზანშეწონილად მიაჩნიათ, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ უნარს, განსაზღვრონ ამ ომის დასასრული ისე, როგორც უკეთესია უკრაინელი ხალხისთვის. ასე რომ, როგორ გამოიყურება გამარჯვება პრაქტიკული აღქმისა და ფიზიკურად, რეალური შედეგების თვალსაზრისით, ეს არის ის, რაც ბატონმა ზელენსკიმ უნდა განსაზღვროს და ჩვენ პატივს ვცემთ მის შესაძლებლობებს. ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ ბატონ ზელენსკის ვუკარნახოთ კონკრეტული პირობები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს გამარჯვება. ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რომ მივცეთ მას შესაძლებლობა, თავად მიიღოს ეს გადაწყვეტილებები და გააკეთოს ეს დამაჯერებლად და მტკიცედ“, - განაცხადა ჯონ კირბიმ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. 11 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩის სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული და დაასკვნეს, რომ ბუჩის მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
დიმიტრი მედვედევი: რუსეთს მოუწევს, ფინეთის ყურეში სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი
რუსეთს მოუწევს, სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი, განათავსოს მნიშვნელოვანი საზღვაო ძალები ფინეთის ყურეში, როდესაც ფინეთი და შვედეთი შეუერთდებიან NATO-ს, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. „ალიანსი მზად არის, მიიღოს ისინი ფაქტიურად „თეთრი ხელის ქვეშ“- უმოკლეს დროში და მინიმალური ბიუროკრატიული პროცედურების პირობებში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს უფრო მეტი ოფიციალურად დარეგისტრირებული მოწინააღმდეგე ეყოლება. როგორ უნდა ვუპასუხოთ ამას? პასუხი ნათელია: ემოციების გარეშე, ცივი თავით. რუსეთს მოუწევს, სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი, განათავსოს მნიშვნელოვანი საზღვაო ძალები ფინეთის ყურეში, როდესაც ფინეთი და შვედეთი შეუერთდებიან NATO-ს“ – თქვა მედვედევმა. ასევე წაიკითხეთ: ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს
ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი: რუსეთი რომ იმუქრება, ამაში ახალი არაფერია
რუსეთი რომ იმუქრება, ამაში ახალი არაფერია, - ასე გამოეხმაურა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, ინგრიდა შიმონიტე რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის კომენტარს, რომელიც NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების შესაძლებლობას შეეხებოდა. „რუსეთი რომ იმუქრება, ამაში ახალი არაფერია. კალინინგრადი მრავალი წელია რაც ძალიან მილიტარიზებული ზონაა და ის ბალტიის რეგიონშია. მჯერა, რომ ამ ქვეყნების NATO-ს წევრებად ყოფნა, მართლაც, მნიშვნელოვნად გააძლიერებს როგორც ალიანსს, ასევე ამ ქვეყნებს და ჩვენს უსაფრთხოებას“, - განუცხადა შიმონიტემ ჟურნალისტებს. ასევე წაიკითხეთ: დიმიტრი მედვედევი: რუსეთს მოუწევს, ფინეთის ყურეში სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის მუქარები სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ ახალი არ არის
შვედეთი და ფინეთი თავისუფალნი არიან აირჩიონ თავიანთი მომავალი ჩარევის გარეშე, - ასე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის კომენტარს, რომელიც NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების შესაძლებლობას შეეხებოდა. „რუსეთის მუქარები სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ ახალი არ არის და მხოლოდ აძლიერებს ჩვენს ერთიანობას. შვედეთი და ფინეთი თავისუფალნი არიან აირჩიონ თავიანთი მომავალი ჩარევის გარეშე - გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს რასაც გადაწყვეტენ“, - დაწერა ტრასმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. ასევე წაიკითხეთ: დიმიტრი მედვედევი: რუსეთს მოუწევს, ფინეთის ყურეში სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს
რუმინეთმა MIG-21-ის ფრენები შეაჩერა
NATO-ს წევრმა რუმინეთმა სამხედრო თვითმფრინავების - MiG 21 LanceR-ის ფლოტის მოქმედება გახშირებული ავარიების გათვალისწინებით შეაჩერა და ნორვეგიიდან F-16-ების შესყიდვას დააჩქარებს. ამის შესახებ Reuters-ი თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი არ იყო დაკავშირებული რუსეთის შეჭრასთან უკრაინაში, რომელსაც რუმინეთთან აქვს საზღვარი. მოკავშირე ქვეყნებს ასევე ჰყავთ თვითმფრინავები განლაგებული ქვეყანაში გაძლიერებული საჰაერო მისიებისთვის, რაც აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერების ფარგლებში, NATO-ს ძალისხმევის ნაწილია, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. რუმინეთმა თავისი პირველი F-16 თვითმფრინავები პორტუგალიისგან 2016 წელს იყიდა, რადგან მუშაობს ძველი ეპოქის MiG-ების ეტაპობრივად გასხვისებაზე. სამინისტრომ განაცხადა, რომ დააჩქარებს პროცესს ნორვეგიიდან დამატებით, 32 F-16 თვითმფრინავის შესაძენად. ბოლო ავარია მარტის დასაწყისში მოხდა, როდესაც საჰაერო პატრულირების მონაწილე თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც მფრინავი დაიღუპა. შვიდი ჯარისკაცი გაგზავნეს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობის მიზნით, თუმცა ისინი ასევე ავარიის შედეგად დაიღუპნენ. ინფორმაციისთვის, MiG 21 - ზებგერითი რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავია, რომელიც შეიქმნა მიქოიანის კონსტრუქტორთა ბიუროს მიერ, საბჭოთა კავშირში. F-16 მრავალფუნქციური რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავია, რომელიც თავდაპირველად General Dynamics-მა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის აწარმოა. დაპროექტებულია როგორც მცირეწონოსანი, დღის გამანადგურებელი და წარმატებულ მულტიფუნქციურ თვითმფრინავად ითვლება. ასევე წაიკითხეთ რუმინეთი F-35-ის საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვას გეგმავს
სენაკში, საქართველოს ეროვნულ გვარდიას სიტუაციური წვრთნები ჩაუტარდა
11-14 აპრილს, სენაკში, საქართველოს ეროვნულ გვარდიას სიტუაციური წვრთნები ჩაუტარდა. წვრთნებს უძღვებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ეროვნული გვარდიის მწვრთნელები, დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (DEMA) უფროსი ინსტრუქტორის მეთვალყურეობით. ამის შესახებ ინფორმაციას NATO-ს სამეკავშირეო ოფისი ავრცელებს. ჩატარებულმა წვრთნებმა გააძლიერა როგორც ეროვნული გვარდიის როლი სამოქალაქო დაცვაში, ასევე საქართველოს საგანგებო სიტუაციების სისტემა. წვრთნები მიმდინარეობდა თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც 2021 წელს ეროვნული გვარდიის მეთაურსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს შორის გაფორმდა. „სიმულაციებმა მონაწილეებს საშუალება მისცა გაეუმჯობესებინათ თითოეული ორგანიზაციის შესაძლებლობები და გამოეჩინათ პოტენციური დაბრკოლებები საერთო მიზნის მისაღწევად“, - აღნიშნა DEMA-ს უფროსმა ინსტრუქტორმა, უფროსმა ლეიტენანტმა დევიდ ჯონ დიკერმა. ამასთან, აღნიშნული წვრთნები ერთ-ერთია იმ მრავალ ღონისძიებათაგან, რომელიც ტარდება NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) კრიზისების მართვის ინიციატივის ფარგლებში, დანიის ხელმძღვანელობით.
ლატვია NATO-ს მოკავშირეების მონაწილეობით სამხედრო წვრთნებს მასპინძლობს
ლატვიაში, საერთაშორისო წვრთნები, Namejs 2022 ეროვნული შეიარაღებული ძალებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რამდენიმე ქვეყნის ქვედანაყოფების 3000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით ტარდება. „სამხედრო მომზადების ამოცანაა ეროვნული და მოკავშირე ძალების ურთიერთქმედების შემუშავება თავდაცვის პრობლემების გადასაჭრელად“, - იუწყება ლატვიური მხარე. სამხედრო შენაერთები დიდი ბრიტანეთიდან, ლიეტუვიდან, პოლონეთიდან, აშშ-დან, ჩეხეთიდან და ესტონეთიდან ლატვიაში, Namejs 2022-ში მონაწილეობის მისაღებად ჩადიან. იტალია, ისლანდია, ესპანეთი, კანადა, პოლონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ჩერნოგორია და ჩეხეთი. მანევრებში ასევე ჩაერთვებიან ლატვიაში დისლოცირებული NATO-ს ნაწილები, რომლებიც მოიცავენ დანაყოფებს ალბანეთიდან, იტალიიდან, ისლანდიიდან, ესპანეთიდან, კანადადან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, სლოვენიიდან, მონტენეგროდან და ჩეხეთიდან. მოკავშირეთა სარდლობამ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად გაგზავნა მოტორიზებული და სადესანტო ნაწილები, არტილერია, ავიაცია, ასევე, ოპერატიული დაგეგმვისა და ლოგისტიკის წარმომადგენლები. Namejs 2022 რამდენიმე ეტაპად, 27 მაისამდე გაიმართება.
რუმინეთის ელჩი: ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, რომ რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლა არ მომხდარიყო
რუმინეთის საქართველოსთან ურთიერთობაზე, რუმინეთის საგარეო პოლიტიკაზე, შავი ზღვის რეგიონის საკითხებზე და ზოგადად, რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რუმინეთის ელჩს, რაზვან როტუნდუს პარლამენტში მოუსმინეს. პარლამენტის ცნობით, დიპლომატმა სიტყვით გამოსვლისას, ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე ისაუბრა. რაზვან როტუნდუმ ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერა რუმინეთის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქვეყნის მისწრაფებას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. რუმინეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ისევე, როგორც უკრაინის და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ დავგმეთ საქართველოს ტერიტორიული ერთიანობის ხელყოფის მცდელობები. რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შესაბამის დეკლარაციას, რომ ხაზი გაგვესვა ჩვენი მხარდაჭერისთვის და კონკრეტულად ყოფილიყო ნახსენები როგორც საქართველო ასევე, უკრაინა და მოლდოვა. ჩვენ ასევე, მხარს ვუჭერთ კითხვარების მიწოდებას სამივე ქვეყნისთვის“, - განაცხადა დიპლომატმა. რაზვან როტუნდუმ საქართველოს NATO-სთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო არის NATO-სთვის ძალიან ღირებული პარტნიორი. ელჩმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს NATO-ს მისიებში ჩართულობის შესახებ. დიპლომატმა სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე და რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე ისაუბრა. „ჩვენ როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა მხარს ვუჭერთ რუსეთის მიმართ დაწესებულ ყველა შესაბამის სანქციას, ერთად ვდგავართ აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას, ყველა იმ ზომას, რომელიც გაატარა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომ რუსეთის მხრიდან არ მომხდარიყო სანქციების გვერდის ავლა. ასევე, პატივს ვცემთ საქართველოს მიერთებას ყველა იმ რეზოლუციებისადმი, რომელიც მიმართულია ამ კონფლიქტის წინააღმდეგ“, - განაცხადა საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.
20 აპრილს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ჯეიმს აპატურაის მოუსმენს
20 აპრილს, უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯეიმს აპატურაის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში მოუსმენენ. პარლამენტის ცნობით, აპატურაის მოხსენების თემა იქნება NATO-ს თანამშრომლობა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა 10:30 საათზე გაიმართება. ცნობისათვის, 2010-2019 წლებში, ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა.
NATO და საქართველო ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ურთიერთობებს აძლიერებენ
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები საქართველოში ვიზიტით მყოფ, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯეიმს აპატურაის შეხვდნენ. პარლამენტის ცნობით, ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს NATO-ს გაფართოების გადაწყვეტილების გადაუდებელ საჭიროებაზე და მასში საქართველოს ინტეგრაციაზე. „შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმეთ NATO-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკულ განზომილებას, განსაკურებით, ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა, კიბერუსაფრთხოება და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა. ხაზი გავუსვით, რომ ამ მიმართულებით ურთიერთობების გაძლიერება და გაღრმავება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. ჯეიმს აპატურაისთან გამართულ შეხვედრას კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ტაბატაძე და თავმჯდომარის მოადგილეები თეონა აქუბარდია და ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ. დღესვე, თავდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს, მასთან გამკლავების საშუალებებს და ამ კონტექსტში NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, რაც საქართველოს მდგრადობასა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ემსახურება. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აპატურაი შეხვედრებს მართავს პარლამენტში, იუსტიციის სამინისტროში, თავდაცვის უწყებაში, ასევე - უშიშროების საბჭოში. ამასთან, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ელჩებთან გამართავს შეხვედრას. 20 აპრილს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ჯეიმს აპატურაის დახურულ ფორმატში მოუსმინა. ამავე თემაზე რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები და NATO-სთან თანამშრომლობის გაღრმავება - რა საკითხები განიხილა აპატურაიმ თავდაცვის სამინისტროში ჯეიმს აპატურაი: რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპის უსაფრთხოების რუკა ფუნდამენტურად შეცვალა ჯეიმს აპატურაი ენერგოუსაფრთხოებაზე: საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსებზე უარს ამბობენ
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ჯეიმს აპატურაის დახურულ ფორმატში უსმენს
უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი საქართველოს პარლამენტში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგება. პარლამენტის ცნობით, აპატურაის მოხსენების თემა იქნება NATO-ს თანამშრომლობა საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში. Europetime-ის ინფორმაციით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, აპატურაი შეხვედრებს გამართავს პარლამენტში, იუსტიციის სამინისტროში, თავდაცვის უწყებაში, ასევე - უშიშროების საბჭოში. ამასთან, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ელჩებთან გამართავს შეხვედრას. ცნობისათვის, 2010-2019 წლებში, ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა. 20 აპრილს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ჯეიმს აპატურაის მოუსმენს
ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს
NATO-ს მოკავშირეებს შეუძლიათ, ჩაერთონ მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების უსაფრთხო გადაადგილებაში, ალყაში მოქცეული უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, იუწყება მედია. „იყო გარკვეული იმედი, რომ რუსებმა შეიძლება დაუშვან" უსაფრთხო გადასასვლელი მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის და დაჭრილი ჯარისკაცებისთვის მარიუპოლიდან", - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა. ნულანდს არ დაუკონკრეტებია, როგორ შეიძლება, სამხედრო ალიანსი ჩაერთოს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში. თუმცა, ასეთი შეთანხმება „არაერთხელ ჩაიშალა ადრე" და, საბოლოო ჯამში, რუსებმა უნდა დაუშვან უსაფრთხო გადასასვლელი“, დაამატა ნულანდმა. ნულანდის თქმით, მარიუპოლის ალყა მიუთითებს ამ ომის სისასტიკესა და ომის დანაშაულებზე, რომელსაც ვლადიმერ პუტინი სჩადის. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს კიევში ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსულ ჯარს მარიუპოლში ალყაში ჰყავს მოქცეული დაახლოებით 120 000 ადამიანი. „დანაშაულები, რომლებიც იქ ხდება, ბევრად უფრო საშინელი და მასშტაბურია, ვიდრე ბოროდიანკაში. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია, ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მივცეთ და გპირდებით, რომ მათ ყველას ვიპოვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშის, ბერდიანსკის, ტოკმაკის, ორეხოვის გავლით ზაპოროჟიემდე. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. 20 აპრილს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს კიევში ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსულ ჯარს მარიუპოლში ალყაში ჰყავს მოქცეული დაახლოებით 120 000 ადამიანი. „დანაშაულები, რომლებიც იქ ხდება, ბევრად უფრო საშინელი და მასშტაბურია, ვიდრე ბოროდიანკაში. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შეგვიძლია, ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მივცეთ და გპირდებით, რომ მათ ყველას ვიპოვით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ამავე თემაზე შარლ მიშელი: რუსეთი დაისჯება იმისთვის, რაც უკრაინაში გააკეთა ირინა ვერეშჩუკი: მარიუპოლში ჰუმანიტარულმა დერეფანმა ვერ იმუშავა მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ჯო ბაიდენი: NATO-ს ერთიანობას ვლადიმერ პუტინი არ მოელოდა
NATO-ს ერთიანობას ვლადიმერ პუტინი არ მოელოდა, არ ელოდა, რომ ერთად დავდგებოდით, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინელები იმაზე ძლიერები და ამაყები აღმოჩდნენ, ვიდრე ფიქრობდა. „იარაღი და საბრძოლო მასალა ყოველდღიურად მიედინება და ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ალიანსები და პარტნიორობა მთელს მსოფლიოში. ჩვენი მოკავშირეები ძლიერდებიან, აძლიერებენ ჩვენს რეაგირებას. NATO არის ერთიანი, ორიენტირებული და ენერგიული, როგორც არასდროს“, – განაცხადა ბაიდენმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
ევროკავშირში გაწევრიანებას 82%, NATO-ში გაწევრიანებას კი, 71% უჭერს მხარს - NDI
NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას ტრადიციულად მხარს უჭერს. კითხვაზე: მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? NDI-ის ცნობით, გამოკითხული მოსახლეობის 82%-ისთვის მისაღებია, 9%-ისთვის მიუღებელი, ხოლო პასუხი კითხვაზე არ იცის 8%-მა. ამასთან, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება თანაბრად მისაღებია ყველასთვის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკისა და პოლიტიკური სიმპათიის მიუხედავად. საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს. მისაღებია თუ არა ეს გადაწყვეტილება - 83% ამბობს, რომ მისაღებია. 5% - მიუღებელია, 11%-მა არ იცის. ევროკავშირის მსგავსი დინამიკაა NATO-სთან მიმართებითაც. მიუხედავად საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებისა (69 პროცენტი), რომ NATO-ში გაწევრიანება რუსული სამხედრო აგრესიის ალბათობას გაზრდის, მოსახლეობის უმრავლესობა (71 პროცენტი) მაინც მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. მეტიც, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ NATO საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს (53 პროცენტი), ვიდრე ომის დაწყებამდე (40 პროცენტი). კითხვაზე: მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი? გამოკითხული მოსახლეობის 71%-ისთვის მისაღებია, ხოლო 15%-ისთვის მიუღებელი, კითხვაზე პასუხი არ იცის 13%-მა. მოსახლეობა ფიქრობს, რომ NATO-ში გაწევრიანება, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მნიშვნელოვანია. NDI-ის მიერ იანვარში ჩატარებული კვლევით, ევროკავშირში გაწევრიანებას 83%, NATO-ში გაწევრიანებას კი 77% უჭერდა მხარს. ორგანიზაციის ცნობით, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.
ბერლინი მაისში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს
14-15 მაისს, გერმანიაში, ბერლინში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) არაფორმალური შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ Europetime-ს NATO-დან აცნობეს. შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. NATO-ს თავდაცვის მინისტრები 16 მარტს საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბნენ. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს, უკრაინის, ფინეთის და შვედეთის თავდაცვის მინისტრებიც, ასევე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
NATO-ს ხომალდები ფინეთის პორტში შევიდნენ
NATO-ს ხომალდები ფინეთის პორტში შევიდნენ. ლატვიური გამანადგურებელი LVNS Virsaitis, ესტონური ENS Sakala და ჰოლანდიური HNLMS Schiedam-ი, ფინეთის საზღვაო ფლოტთან ერთად, წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. ორდღიანი წვრთნები, რომელიც 28 აპრილს დაიწყება. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებს. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რაიმე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა. ფინური მედიის ინფორმაციით, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს, სავარაუდოდ, მაისში წარადგენენ. ფინეთი NATO-სთან 1994 წლიდან თანამშრომლობს და ალიანსის გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობას 2014 წელს, მას შემდეგ შეუერთდა, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.
Reuters-ი: ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ოფიციალურად მაისის შუა რიცხვებში წარადგენენ
ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ოფიციალურად მაისის შუა რიცხვებში წარადგენენ. ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია ავრცელებს. როგორც შვედური მედია წერს, აშშ და ბრიტანეთი დაპირდნენ ქვეყანას, რომ გაზრდიან სამხედრო წარმომადგენლობას, სამხედრო წვრთნების რაოდენობასა და პოლიტიკურ მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანების შესაძლო პროცესის მიმდინარეობისას. არსებული ინფორმაციით, ფინეთისა და შვედეთის ლიდერები აპირებენ, რომ 16 მაისის კვირაში შეხვდნენ და ამის შემდეგ, საჯაროდ გამოაცხადონ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ. ასევე წაიკითხეთ: NATO-ს ხომალდები ფინეთის პორტში შევიდნენ დიმიტრი მედვედევი: რუსეთს მოუწევს, ფინეთის ყურეში სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს
ნედ პრაისის თქმით, აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მათ სურვილს, საქართველო იყოს თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს NATO-კენ. ნედ პრაისის თქმით, აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მათ სურვილს, საქართველო იყოს თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო „ჩვენ მივიჩნევთ, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს ღია კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან. ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ გარე ძალას არ უნდა შეეძლოს და არ უნდა დაადოს ვეტო რომელიმე ქვეყნის მისწრაფებას, გახდეს ალიანსის წევრი. გაწევრიანების პროცესს ალიანსი ზედამხედველობს. ეს ალიანსის გადაწყვეტილება იქნება. გაწერილია კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც ასპირანტმა ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს. საქართველო უკვე არის NATO-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ მჭიდრო კონსულტაციები გვაქვს საქართველოსთან. ჩვენ თანმიდევრულად ვუდგავართ გვერდით საქართველოსა და ქართველ ხალხს მათ სურვილში, იყვნენ თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო. წლების განმავლობაში, ჩვენ განვავითარეთ სტრატეგიული პარტნიორობა. ერთად ვმუშაობთ ჩვენს საერთო ხედვაზე, რომ საქართველო სრულად იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში. ეს ის ხედვაა, რომელსაც ბევრი მუშაობა, მოთმინება და მნიშვნელოვანი რესურსები სჭირდება. ამიტომაც, ჩვენ გამოვყავით თითქმის 6 მილიარდი დოლარი საქართველოსთვის დახმარების სახით. გადავამზადეთ დაახლოებით 20 000 ქართველი ჯარისკაცი. ჩვენ დავეხმარეთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის განვითარებაში. ასევე არის ბევრი სხვა ინიციატივა, რომელიც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან პარტნიორობას მათ მისწრაფებებსა და ამბიციებთან დაკავშირებით და დავიცავთ იმას, რასაც მიაღწიეს“, - განაცხადა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე შალვა პაპუაშვილს ხვდება
NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა საქართველოს პარლამენტში იმყოფება. ხავიერ კოლომინა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ხვდება. შეგახსენებთ, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინას მოუსმენენ.
ხავიერ კოლომინა: NATO ძალიან აფასებს საქართველოს, თქვენს განკარგულებაშია NATO-ს ყველა ინსტრუმენტი
NATO ძალიან აფასებს საქართველოს, თქვენს განკარგულებაშია NATO-ს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გაგვაჩნია, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა. „შეხვედრა მქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან და შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში. ორივე შეხვედრა ძალიან კარგად წარიმართა. NATO-საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს. ჩვენ ძალზედ ვაფასებთ საქართველოს, როგორც პარტნიორს. გვაქვს შესანიშნავი პრაქტიკული თანამშრომლობა. თქვენს განკარგულებაშია NATO-ს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც გაგვაჩნია. ამასთან, ზოგიერთი ინსტრუმენტი უნიკალურია და მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის მოქმედებს“, - განაცხადა კოლომინამ. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე შალვა პაპუაშვილს ხვდება
ხავიერ კოლომინა უკრაინაში ომზე: ეს არის დრამატული და ტექტონიკური ცვლილება ყველასთვის, საჭიროა ადაპტაცია, რასაც NATO აკეთებს
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა. თბილისიდან ის აზერბაიჯანში მიემგზავრება. ანალოგიური ტურნე ჰქონდა მას 2021 წელსაც, როდესაც ოქტომბერში სტუმრობდა საქართველოს. ხავიერ კოლომინამ 27 აპრილს პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ დისკუსიების დიდი ნაწილი უკრაინაში რუსეთის ომს ეთმობა. „რა თქმა უნდა, ჩემი შეხვედრების დიდი ნაწილი ეთმობა რუსეთის ომს უკრაინაში, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა ის კონტექსტი, რომელშიც ვიმყოფებით. ეს გახლავთ დრამატული და ტექტონიკური ცვლილება ყველასთვის და საჭიროა ადაპტაცია, რასაც NATO აკეთებს. ერთ-ერთი პასუხია მხარდაჭერის და თანამშრომლობის გაძლიერება ყველა პარტნიორთან, განსაკუთრებით კი იმ პარტნიორებთან, როლებიც ჩვენი აზრით, შეიძლება, ყველაზე მეტად დააზარალოს საფრთხემ, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს“, - – განაცხადა ხავიერ კოლომინამ მედიასთან. მისივე თქმით, მადრიდის სამიტზე უნდა ველოდოთ გადაწყვეტილებებს, რომლითაც გაზრდება მხარდაჭერა და ის საქართველოს საჭიროებებზე იქნება მორგებული. „შეხვედრა მქონდა პარლამენტის სპიკერთან, შემდეგ კი, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტთან. ორივე შეხვედრა ძალიან კარგად წარიმართა. ჩვენ ვისაუბრეთ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე, ასევე, იმ პოლიტიკურ საკითხებზე, რის შესახებაც თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ვსაუბრობთ. თქვენ იცით, რომ NATO-სა და საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს, როგორც პარტნიორს, გვაქვს ბრწყინვალე პრაქტიკული თანამშრომლობა. ის ინსტრუმენტები, რასაც თქვენ ფლობთ, არის ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებსაც ასევე ფლობს NATO. აღნიშნული ინსტრუმენტი უნიკალურია საქართველოსათვის. ჩვენ გასულ წლებში უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და ამჟამად ვახორციელებთ ამ ინსტრუმენტების მიწოდებას საქართველოსათვის. ეს ის სპეციფიური საშუალებებია, რასაც ვფიქრობთ ჩვენი, რომ იმსახურებს საქართველო იმ ნდობის ხარისხის საფუძველზე, რაც არსებობს საქართველოსა და იმ ორგანიზაციას შორის, რომელსაც მე წარმოვადგენ. ჩვენ განვიხილეთ ყველა ამასთან დაკავშირებული საკითხი და ასევე შევეხეთ პოლიტიკურ დიალოგს, რაც თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გვაქვს“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ. შეგახსენებთ, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრს, მანამდე, პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართა მოლაპარაკებები. უფრო ადრე კი, ხავიერ კოლომინას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. NATO-ს ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ხავიერ კოლომინას ვიზიტი საქართველოში, NATO-ს ოფიციალური პირების მხრიდან მათ ქართველ კოლეგებთან რეგულარული კონსულტაციების ნაწილია. ეს ვიზიტი ასახავს NATO-სა და საქართველოს შორის არსებულ ხანგრძლივ, მყარ პოლიტიკურ და პრაქტიკულ პარტნიორობას. NATO ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს განგრძობად წვლილს მაღალ შეფასებას აძლევს. საქართველოში ვიზიტამდე კოლომინა სომხეთში იმყოფებოდა, რის შემდეგაც აზერბაიჯანში მიემზგავრება.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ხავიერ კოლომინამ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესი და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს
საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესი და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წინსვლას ალიანსის წევრობის გზაზე და ყურადღება გამახვილდა იმ რეფორმებზე, რომელსაც ქვეყანა წარმატებით ახორციელებს. აღინიშნა NATO-ს მნიშვნელოვანი როლი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. ასევე, ყურადღება დაეთმო მადრიდის მომავალ სამიტს. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. ხავიერ კოლომინამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. ყურადღება დაეთმო უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას, ეხმარება ჰუმანიტარულად და მხარს უჭერს პოლიტიკურად, ასევე დიპლომატიურად, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში. პრემიერმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის უმნიშვნელოვანეს როლსა და ქმედითი ნაბიჯების აუცილებლობას ომის რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის. შეხვედრაზე აგრეთვე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და აღინიშნა NATO-საქართველოს თანამშრომლობის როლი ამ მიმართულებით. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას NATO-ს საერთაშორისო ოფისის პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების დივიზიიდან სტეფენ ელგერშმა, საქართველოში NATO–ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და NATO-სთან საქართველოს წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე შალვა პაპუაშვილს ხვდება ხავიერ კოლომინა: NATO ძალიან აფასებს საქართველოს, თქვენს განკარგულებაშია NATO-ს ყველა ინსტრუმენტი
ხავიერ კოლომინას თქმით, NATO გააგრძელებს საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობასა და დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და NATO-ს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს. მათივე ცნობით, შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა NATO-ს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ხაზი გაესვა საქართველოს წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში და ქვეყნის პროგრესს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. „მხარეებმა, აგრეთვე მიმოიხილეს რუსეთის აგრესია უკრაინაში და მისი მძიმე შედეგები რეგიონისთვის. ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ NATO-ს მადრიდის სამიტზე აღიარებული იქნება საქართველოს პროგრესი. ალიანსის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩრდილოატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო NATO-ს ღირებული პარტნიორია. მისი თქმით, NATO გააგრძელებს საქართველოსთან აქტიურ თანამშრომლობასა და დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე შალვა პაპუაშვილს ხვდება
ილია დარჩიაშვილი: „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებით, საქართველოს, როგორც აშშ-ის საიმედო სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა
საქართველოს, როგორც აშშ-ის საიმედო სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა ორპარტიული „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებით,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს. ილია დარჩიაშვილი საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარმატებაში გაწეული ძალისხმევისთვის ადამ კინზინგერსა და ჯერი კონოლის მადლობას უხდის. „საქართველოს, როგორც აშშ-ს საიმედო სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა ორპარტიული "საქართველოს მხარდამჭერი აქტის" მიღებით. მადლობა საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს - ადამ კინზინგერსა და ჯერი კონოლის, საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარმატებაში გაწეული ძალისხმევისთვის“, - წერს დარჩიაშვილი Twitter-ზე. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა. კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი) წარადგინეს. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებით იზრდება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძალა
NATO-ს გენერალური მდივანი: ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაშლილი ხელით შევხვდებით
ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაშლილი ხელით შევხვდებით, თუ ისინი განაცხადს გააკეთებენ,- ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტთან რობერტა მეცოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ მათ NATO-ში გაშლილი ხელით შევხვდებით. ფინეთი და შვედეთი ჩვენი უახლოესი პარტნიორები არიან“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, Reuters-მა 26 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ოფიციალურად მაისის შუა რიცხვებში წარადგენენ. ასევე წაიკითხეთ: NATO-ს ხომალდები ფინეთის პორტში შევიდნენ დიმიტრი მედვედევი: რუსეთს მოუწევს, ფინეთის ყურეში სერიოზულად გააძლიეროს სახმელეთო ჯარების და საჰაერო თავდაცვის ჯგუფი ფინეთის პრემიერ-მინისტრი: ფინეთი NATO-ს წევრობის შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ დაამტკიცა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი) 2021 წლის 8 თებერვალს წარმომადგენელთა პალატაში ხელახლა წარადგინეს. "კანონპროექტს ამ ეტაპზე სულ 19 თანასპონსორი ჰყავს, როგორც დემოკრატიული, ასევე, რესპუბლიკური პარტიიდან. „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც NATO-ს ასპირანტი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, ასევე საქართველოს მოქალაქეების უფლებას თავად განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი და ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევისა თუ იძულების გარეშე. ორპარტიული კანონპროექტი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევებს, უკანონო დაკავებებისა და გატაცების ფაქტებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობებს და ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. კანონპროექტი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, ასევე მხარს უჭერს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნასა და საკუთარ სახლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. კანონპროექტი ასევე მოუწოდებს აშშ-ს ადმინისტრაციას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. როგორც შემდგომი ნაბიჯი, პროცედურულად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკვე დამტკიცებული საკანონმდებლო აქტის პროექტი აშშ-ის სენატს გადაეგზავნება. სენატის შესაბამისი კომიტეტებისა და სენატის პლენარულ სესიაზე კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი აშშ-ის პრეზიდენტს გაეგზავნება და ხელმოწერის შემთხვევაში საქართველოს მხარდამჭერი აქტი კანონის ძალას შეიძენს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
ცნობილია, როდის გამოაცხადებს ფინეთი NATO-ს წევრობაზე გადაწყვეტილებას
ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ განაცხადა, რომ თვის გადაწყვეტილებას ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ 12 მაისს გამოაცხადებს. ხოლო ხელისუფლების გადაწყვეტილება 14 მაისს გახდება ცნობილი. მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება მთავრობასთან, პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან მოლაპარაკების შედეგად. ამასთან, ფინეთის პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შეცვლილ ვითარებაზე. საული ნიინისტემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მოქმედებებზე და სამხედრო სიმძლავრეების გამოყენებაზე, რაც შეშფოთებას იწვევს. შვედური გამოცემა Expressen-ის ცნობით, შვედეთი და ფინეთი გეგმავენ NATO-ს წევრობაზე განაცხადის გაკეთებას 17-21 მაისს. 25 აპრილს NATO-ს ხომალდები ფინეთის პორტში შევიდნენ. ლატვიური გამანადგურებელი LVNS Virsaitis, ესტონური ENS Sakala და ჰოლანდიური HNLMS Schiedam-ი, ფინეთის საზღვაო ფლოტთან ერთად, წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას. ორდღიანი წვრთნები, რომელიც 28 აპრილს დაიწყება. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებს. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რაიმე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა.
იენს სტოლტენბერგი: საქართველოსა და მოლდოვის მხარდაჭერა უნდა უზრუნველვყოთ
"უკრაინაში რუსეთის შეჭრა NATO-სთვის ავლენს საჭიროებას, რომ უზრუნველყოს ისეთი ქვეყნების მხარდაჭერა, როგორებიც არიან საქართველო და მოლდოვა", - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადა. „უკრაინაში სასტიკი შეჭრა NATO-სთვის ავლენს საჭიროებას, უზრუნველყოს იმ ქვეყნების მხარდაჭერა, როგორებიც არიან საქართველო და მოლდოვა, რომლებიც არ არიან NATO-ს და ევროკავშირის წევრები. ეს ეხება როგორც პრაქტიკულ მხარდაჭერას, ისე პოლიტიკურს. საქართველო არის ძალიან ღირებული პარტნიორი და ასევე ახლო თანამშრომლობა აქვს ევროკავშირთან“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ძირითად ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, ახორციელებენ სარაკეტო და საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებსა და სოფლებზე. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. გაეროს ცნობით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ასევე წაიკითხეთ: იენს სტოლტენბერგი: NATO ერთხმად მოუწოდებს რუსეთს დეესკალაციისკენ NATO-ს გენერალურმა მდივანი: NATO-ს საქართველოსთან მნიშვნელოვანი პარტნიორობა აქვს ენტონი ბლინკენი: ყურადღებით უნდა ვიყოთ საქართველოს და მოლდოვის მიმართ, ეს ქვეყნები რისკის ქვეშ არიან
უკრაინა საბჭოთა იარაღზე უარს ამბობს და NATO-ს მოდელებზე გადადის
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსთან, გენერალ მარკ მილისთან სატელეფონო საუბარი გამართა. „ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩემს ამერიკელ კოლეგასთან უკრაინის შეიარაღებული ძალების პერსპექტიული მოდელი. ცხადია, ჩვენ იძულებულნი ვართ, მივატოვოთ საბჭოთა იარაღი და აღჭურვილობა და გადავიდეთ NATO-ს მოდელებზე. რაც უფრო ადრე დავიწყებთ ამ პროცესს, მით უფრო მალე დავასრულებთ“, - აღნიშნა ზალუჟნიმ. „ასევე ვაცნობე გენერალ მილს ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთში, კერძოდ, იზიუმისა და სევეროდონეცკის მიმართულებაზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ, სადაც მტერმა მაქსიმალური ძალისხმევა ჩადო. მიუხედავად სიტუაციის სირთულისა, ჩვენ ვიცავთ, ვიკავებთ ოკუპირებულ ხაზებსა და პოზიციებს“, - დაამატა ზალუჟნიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
NATO სომხეთთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან პოლიტიკური კონსულტაციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
NATO ხავიერ კოლომინას რეგიონულ ტურნეს აჯამებს. ალიანსის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყნებთან შემდგომი პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის პერსპექტივებზე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის, ასევე, NATO-ს 2022 წლის ივნისის სამიტის მადრიდში მზადების კონტექსტში. „გასულ კვირას NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში ეწვია სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს. ხავიერ კოლომინამ ვიზიტის ფარგლებში პოლიტიკური კონსულტაციები სომხეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ასევე მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებთან გამართა. საქართველოში, მან ასევე პარლამენტის უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა და შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოების საკითხებს და მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყნებთან შემდგომი პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის პერსპექტივებს, როგორც რუსეთის უკრაინაში არაპროვოცირებული და სასტიკი შეჭრის, ასევე, NATO-ს 2022 წლის ივნისის სამიტის მადრიდში მზადების კონტექსტში“, - აღნიშნულია ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისათვის, ხავიერ კოლომინა ახალ რანგში საქართველოს პირველად 2021 წლის ოქტომბერში ეწვია. ხავიერ კოლომინამ ამ თანამდებობაზე ჯეიმს აპატურაი შეცვალა, რომელიც გასულ თვეს ასევე იმყოფებოდა საქართველოში. ჯეიმს აპატურაიმ NATO უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის პოზიცია დაიკავა. ასევე წაიკითხეთ NATO ხავიერ კოლომინას ვიზიტზე: ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილს უაღრესად ვაფასებთ ხავიერ კოლომინა უკრაინაში ომზე: ეს არის დრამატული და ტექტონიკური ცვლილება ყველასთვის, საჭიროა ადაპტაცია, რასაც NATO აკეთებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ხავიერ კოლომინას მოუსმინეს ჯეიმს აპატურაის ვიზიტი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო იმის დასადასტურებლად, რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა ურყევია - NATO
ევროპაში NATO-ს შეიარაღებულ ძალებს ახალი მეთაური ჰყავს
ევროპაში NATO-ს შეიარაღებული ძალების მეთაურად ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ამერიკელი გენერალი კრისტოფერ კავოლის კანდიდატურა დაამტკიცა. კავოლი ევროპასა და აფრიკაში ამერიკის სახმელეთო ჯარებს მეთაურია. ევროპაში NATO-ს შეიარაღებული ძალების მეთაურის პოსტზეის ტოდ უოლტერსს შეცვლის. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულში, ბელგიაში გაიმართება. კავოლის დანიშვნას, NATO-ს სანქციით, ხელი მოაწერა ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.
ფინეთი: რუსეთმა წელს მეორედ დაარღვია ფინეთის საჰაერო სივრცე იმ ფონზე, როდესაც ჰელსინკი NATO-ში გაწევრიანებას განიხილავს
რუსული არმიის ვერტმფრენმა (Mi-17) ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. ეს რუსეთის მიერ ფინეთის საჰაერო სივრცის მეორე დარღვევაა წელს, აპრილის შემდეგ. ორივე მათგანი უკრაინაში ომის შემდეგ მოხდა. ექსპერტები საუბრობენ, რომ ფინეთი და შვედეთი, სავარაუდოდ, რუსეთის სამიზნეები გახდებიან, რადგან ეს ქვეყნები NATO-ში გაწევრიანებას განიხილავენ. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, NATO-ს წევრმა დანიამ რუსეთის ელჩი დაიბარა მას შემდეგ, რაც რუსულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია, ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა განაცხადა. მანამდე, მსგავსი ბრალდებით რუსეთის მიმართ შვედეთი გამოვიდა. „ეს სრულიად მიუღებელი და უკიდურესად შემაშფოთებელია არსებულ ვითარებაში“, - განაცხადა კოფოდმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე საუბრისას. შვედეთი NATO-ში შესაძლო გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებას არ გეგმავს დანიური მხარე აცხადებს, რომ სადაზვერვო თვითმფრინავი მათ საჰაერო სივრცეში მოკლე ხნით იმყოფებოდა, დანიის F-16 თვითმფინავებმა კი, რეაგირება მოახდინეს. აღსანიშნავია, რომ შვედეთი NATO-ში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. გერმანიის კანცლერი შვედეთს და ფინეთს მხარდაჭერას ჰპირდება, თუ ისინი NATO-ში გაწევრიანებას გადაწყვეტენ. ოლაფ შოლცის თქმით, ფინეთს და შვედეთს შეუძლიათ, გერმანიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ, თუ ისინი NATO-ში შესვლას მოითხოვენ. ოლაფ შოლცმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს ბერლინის მახლობლად, მინისტრთა კაბინეტის ორდღიან შეხვედრაზე უმასპინძლა. ოლაფ შოლცი: სანქციები არ მოიხსნება, ვიდრე რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებას ხელს არ მოაწერს Reuters-ის ინფორმაციით, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ოფიციალურად მაისის შუა რიცხვებში წარადგენენ. როგორც შვედური მედია წერს, აშშ და ბრიტანეთი დაპირდნენ ქვეყანას, რომ გაზრდიან სამხედრო წარმომადგენლობას, სამხედრო წვრთნების რაოდენობასა და პოლიტიკურ მხარდაჭერას NATO-ში შესაძლო გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობისას.
მედია: თურქეთი საბერძნეთში დაგეგმილ NATO-ს წვრთნებში მონაწილეობას არ მიიღებს საბერძნეთი და თურქეთი საჰაერო სივრცის არაერთხელ დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. თურქეთმა განაცხადა, რომ NATO-ს წევრი საბერძნეთი თურქეთის საჰაერო სივრცეში „სამ დღეში ოცდაათჯერ“ შევიდა. მანამდე, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი მსგავსი პრეტენზიებით გამოვიდა. მიცოტაკისმა განაცხადა, რომ თურქეთის სამხედროები ახორციელებდნენ უნებართვო ფრენებს საბერძნეთის რამდენიმე დიდ კუნძულზე. მიცოტაკისმა განაცხადა, რომ დაუკავშირდა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რათა თურქეთის მიერ საჰაერო სივრცის სავარაუდო დარღვევის შესახებ ეცნობებინა. „ეს ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას და NATO-ს ერთიანობას“, - განაცხადა საბერძნეთის პრემიერმა. ოთხშაბათს, საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური საჩივრის მისაღებად, ათენში თურქეთის ელჩიც დაიბარა. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საბერძნეთს, „შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და რიტორიკა“ და მხარი დაუჭიროს ახლახან განახლებულ მოლაპარაკებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ნდობის დამყარებას. თავის მხრივ, თურქული მედია წერს, რომ თურქეთმა გადაწყვიტა, არ მიიღოს მონაწილეობა წვრთნებში - Tiger Meet, რომელიც მომავალ თვეს საბერძნეთში ჩატარდება. თურქული სააგენტო Anadolu-ს ცნობით, თურქეთმა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მასპინძელ ქვეყანას უკვე აცნობა. თუმცა სხვა წყაროები წერენ, რომ საბერძნეთმა საჰაერო წვრთნებში თურქეთის დაგეგმილი მონაწილეობა თავად გააუქმა. NATO-ს წევრებს საბერძნეთსა და თურქეთს დიდი ხანია, უთანხმოება აქვთ ნავთობით და მინერალებით მდიდარ ეგეოსის ზღვაში საჰაერო და საზღვაო უფლებების შესახებ. უთანხმოებამ გამოიწვია საჰაერო ძალების თითქმის ყოველდღიური პატრულირება ძირითადად საბერძნეთის კუნძულების ირგვლივ სადავო საჰაერო სივრცეში, რომელსაც თურქეთი არაერთხელ აცხადებდა, როგორც საკუთარს და თავად რაიმე სახის დარღვევას უარყოფს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასულ თვეს გამართეს მოლაპარაკებები და შეთანხმდნენ, რომ გადაჭრიდნენ თავიანთი ქვეყნების დიდი ხნის უთანხმოებას, ყოველ შემთხვევაში, დაძაბულობის დაფარვას, რადგან უკრაინაში კონფლიქტი მძვინვარებს.
პრეზიდენტი: მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის, ევროკავშირსა და NATO-ში უფრო სწრაფი ინტეგრაცია გვჭირდება. ჩვენი მაქსიმალური უსაფრთხოება ომი ვერ იქნება, რადგან არასდროს შეგვეძლება რუსეთთან ომის მოგება
„ის, რაც ნამდვილად გვჭირდება, არის უფრო სწრაფი, საიმედო გზა ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის მიმართულებით, რადგან აქ ვხედავთ მაქსიმალურ უსაფრთხოებას. ჩვენი მაქსიმალური უსაფრთხოება ომი ვერ იქნება, რადგან არასდროს შეგვეძლება რუსეთთან ომის მოგება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანულ მედია Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ფიქრობ, მუდამ შეგვიძლია, გვქონდეს მეტი თავდაცვითი იარაღი, მხოლოდ ეს შეუძლია საქართველოს. გვქონდა საკმარისი რაოდენობით წვრთნები, მხოლოდ 2 თვის წინ გვქონდა NATO-ს წვრთნები. გვქონდა წვრთნები პირდაპირ ბრძოლის ველზე, როცა ქართველი ჯარისკაცები, საკმაო რაოდენობით, გერმანელებთან ერთადაც, ავღანეთში იყვნენ. NATO მიგვიჩნევს ინტეგრაციის პოლიტიკის კუთხით ერთ-ერთ კარგ პარტნიორად. ის, რაც ნამდვილად გვჭირდება, არის უფრო სწრაფი, საიმედო გზა ევროკავშირსა და NATO--ში ინტეგრაციის მიმართულებით, რადგან აქ ვხედავთ მაქსიმალურ უსაფრთხოებას. ჩვენი მაქსიმალური უსაფრთხოება ომი ვერ იქნება, რადგან არასდროს შეგვეძლება რუსეთთან ომის მოგება“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველომ რეფორმების ჩემპიონის ტიტული უნდა დაიბრუნოს - NATO-ს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველომ რეფორმების ჩემპიონის ტიტული უნდა დაიბრუნოს, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა და აღნიშნა რომ წელიწადნახევარია, საქართველოში რეფორმების პროცესები გაჩერებულია. „ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობით, პრაქტიკული თანამშრომლობით. თქვენს ქვეყანასთან პოლიტიკური დიალოგის დონით. ამ ფონზე შეშფოთებულები ვართ იმ რეფორმების განხორციელების დონით, რომლებსაც ჩვენ ვითხოვთ. ეს რეფორმები მრავალი ფორმით იყო მოთხოვნილი. ბოლოს ყოველწლიურ ეროვნულ გეგმაში 10 რეკომენდაცია აღვნიშნეთ. ძირითადი არის სასამართლო რეფორმა, საარჩევნო რეფორმა და უსაფრთხოების სექტორი. ამ რეფორმების განხორციელების ტემპი არ არის ისეთი, როგორიც გვინდა ვნახოთ. ბოლო ერთ წელში, წელიწად-ნახევარში პროცესები გაჩერდა. როგორც ალიანსი, ისე მოკავშირეები შეშფოთებულები ვართ. ასე რომ, ერთ-ერთი, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, არის რეფორმების გზის აღდგენა, რომ კვლავ დაიბრუნოს რეფორმების ჩემპიონის ტიტული, რომელიც ჰქონდა“, - განაცხადა კოლომინამ „ფორმულას“ ცნობით.
იენს სტოლტენბერგი: უახლოეს პერიოდში, უკრაინა უნდა გადავიდეს თანამედროვე დასავლურ იარაღზე
გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინა ვერ დაიცავს თავს მხოლოდ საბჭოთა პერიოდის იარაღით, არამედ უნდა გადავიდეს თანამედროვე დასავლურ იარაღზე, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. როგორც მედია წერს, ამავდროულად სტოლტენბერგმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელებას. „გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინა ვერ დაიცავს თავს მხოლოდ საბჭოთა პერიოდის იარაღით, არამედ უნდა გადავიდეს თანამედროვე დასავლურ იარაღზე. ატომური ომის მოგება შეუძლებელია და არ უნდა იყოს წარმოებული, მათ შორის რუსეთის მიერ“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: უკრაინას დამატებითი საარტილერიო საბრძოლო მასალით, რადარებითა და სხვა აღჭურვილობით ვუზრუნველყოფთ
ჯეიმს აპატურაის ვიზიტი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო იმის დასადასტურებლად, რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა ურყევია - NATO
NATO უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის ჯეიმს აპატურაის საქართველოში ვიზიტს Europetime-თან აჯამებს. NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა, რომ აპატურაის ბოლო ვიზიტი საქართველოში, NATO-ს ოფიციალური პირების მხრიდან მათ ქართველ კოლეგებთან რეგულარული კონსულტაციების ნაწილია და რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა მტკიცეა და ურყევია. „ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი პლატფორმა იმის დასადასტურებლად, რომ NATO-საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული პარტნიორობა ეფუძნება ძალიან მყარ გზას და NATO დიდად აფასებს საქართველოს მრავალწლიან წვლილს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრის ფონზე, NATO-ს მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, დაეხმარონ იმ პარტნიორების მდგრადობის გაძლიერებას, რომლებიც რუსეთის ჩარევის რისკის ქვეშ და მისგან მომდინარე საფრთხეების წინაშე არიან, მათ შორის არის საქართველო, ასევე, ბოსნია და ჰერცოგოვინა. საქართველოსთვის მხარდაჭერის გაზრდა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საფუძველზე შეგვიძლია, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა, სიტუაციური ცნობიერება, უსაფრთხო კომუნიკაციები და კიბერუსაფრთხოება“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა. შეგახსენებთ, უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი საქართველოში გასულ კვირას იმყოფებოდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს აპატურაიმ შეხვედრები გამართა პარლამენტში, იუსტიციის სამინისტროში, საგარეო საქმეთა და თავდაცვის უწყებებეში, ასევე - უშიშროების საბჭოში. ამასთან, NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე შეხვდა ელჩებსაც. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ჯეიმს აპატურაის დახურულ ფორმატში მოუსმინეს. ცნობისთვის, 2010-2019 წლებში, ჯეიმს აპატურაი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს იკავებდა. ჯეიმს აპატურაი ენერგოუსაფრთხოებაზე: საქართველოს როლი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ევროპის ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსებზე უარს ამბობენ ჯეიმს აპატურაი: რუსეთის ომმა უკრაინაში ევროპის უსაფრთხოების რუკა ფუნდამენტურად შეცვალა სტოლტენბერგი: უმჯობესია, საქართველოს ადრე დავეხმაროთ, ვიდრე გვიან
NATO ხავიერ კოლომინას ვიზიტზე: ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილს უაღრესად ვაფასებთ
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას ვიზიტთან დაკავშირებით, NATO-ს ოფიციალური პირი Europetime-თან საუბრობს. NATO-ს ოფიციალური წამომადგენელი ამბობს, რომ ვიზიტის ფარგლებში, ხავიერ კოლომინა თავდაცვის მაღალჩინოსნებს, ასევე, პარლამენტის წევრებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. NATO ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილს მაღალ შეფასებას აძლევს, აღნიშნავს NATO-ს ოფიციალური პირი Europetime-თან. „ხავიერ კოლომინას ვიზიტი საქართველოში, NATO-ს ოფიციალური პირების მხრიდან მათ ქართველ კოლეგებთან რეგულარული კონსულტაციების ნაწილია. ეს ვიზიტი ასახავს NATO-სა და საქართველოს შორის არსებულ ხანგრძლივ, მყარ პოლიტიკურ და პრაქტიკულ პარტნიორობას. NATO ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საქართველოს განგრძობად წვლილს მაღალ შეფასებას აძლევს. ვიზიტის ფარგლებში, ხავიერ კოლომინა თავდაცვის მაღალჩინოსნებს, ასევე, პარლამენტის წევრებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება“, - ამბობს NATO-ს ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან. ინფორმაციისთვის, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე 27 აპრილს მოუსმენენ. ცნობისათვის, ხავიერ კოლომინა ახალ რანგში საქართველოს პირველად 2021 წლის ოქტომბერში ეწვია. შეგახსენებთ, გასულ კვირას, საქართველოში იმყოფებოდა უსაფრთხოების გამოწვევების საკითხებში ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი, რომელსაც მანამდე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ეკავა. ამავე თემაზე ექსკლუზივი: ჯეიმს აპატურაის ვიზიტი მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო იმის დასადასტურებლად, რომ NATO-საქართველოს პარტნიორობა ურყევია - NATO ექსკლუზივი: კოლომინა: NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნები ქმნის შესაძლებლობას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, შეასრულოს კრიზისის მართვის ამოცანები
შვედეთის მმართველი პარტია NATO-ში გაწევრიანებაზე პოზიციას 15 მაისს გამოაცხადებს
უნდა მიმართოს თუ არა შვედეთმა გაწევრიანების განაცხადით NATO-ს, ამასთან დაკავშირებით, შვედეთის მმართველი სოციალ-დემოკრატების პოზიცია 15 მაისს გახდება ცნობილი. ამის შესახებ AFP ოფიციალურ კომენტარზე დაყრდნობით წერს. თუ სოციალ-დემოკრატები მხარს დაუჭერენ ალიანსში გაწევრიანებას, ეს იქნება მკაფიო განაცხადი საპარლამენტო უმრავლესობისგან, იმ ფონზე, თუ მეზობელი ფინეთი, რომლის გადაწყვეტილება ასევე მოსალოდნელია უახლოეს დღეებში, გაწევრიანების განაცხადს წარადგენს. ოლაფ შოლცი: ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება შვედეთი NATO-ში შესაძლო გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებას არ გეგმავს ფინეთის სოციალ-დემოკრატები, რომლებიც ასევე მმართველი პარტიას წარმოადგენენ, სავარაუდოდ, 14 მაისს გამოაცხადებენ თავიანთ პოზიციას. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა გადახედეს დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებულ შეხედულებებს, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტი საუკეთესო საშუალებაა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 20 აპრილს გაზეთ Aftonbladet-ში Demoskop-ის მიერ გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ შვედების 57% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას, მარტში ეს მაჩვენებელი 51% იყო.
შვედეთი NATO-ში შესაძლო გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებას არ გეგმავს
შვედეთის მთავრობა არ გეგმავს რეფერენდუმის ჩატარებას, თუ მისი პარლამენტი NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის წარდგენას გადაწყვეტს, ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა. პრემიერის თქმით, რეფერენდუმი "ცუდი იდეაა". „ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ბევრი ინფორმაციაა, რომელიც კონფიდენციალურია, ამიტომ, არის მნიშვნელოვანი საკითხები, მნიშვნელოვანი ფაქტები, რომელთა განხილვა ასეთი რეფერენდუმის დროს შეუძლებელია“, - განაცხადა მაგდალენა ანდერსონმა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, რომელიც არ უჭერს მხარს ალიანსში მისი ქვეყნის გაწევრიანებას, ასევე უარყო ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების მოწოდებები. 20 აპრილს გაზეთ Aftonbladet-ში Demoskop-ის მიერ გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ შვედების 57% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას, მარტში ეს მაჩვენებელი 51% იყო. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა გადახედეს დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებულ შეხედულებებს, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტი საუკეთესო საშუალებაა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. შვედეთის პარლამენტის უმრავლესობა NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. შვედეთი და ფინეთი გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებენ. Reuters-ის ინფორმაციით, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ოფიციალურად მაისის შუა რიცხვებში წარადგენენ. როგორც შვედური მედია წერს, აშშ და ბრიტანეთი დაპირდნენ ქვეყანას, რომ გაზრდიან სამხედრო წარმომადგენლობას, სამხედრო წვრთნების რაოდენობასა და პოლიტიკურ მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანების შესაძლო პროცესის მიმდინარეობისას. ასევე წაიკითხეთ NATO-ს ხომალდები ფინეთის პორტში შევიდნენ
ფინეთის პრეზიდენტი NATO-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს დღეს გააკეთებს
ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო NATO-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს დღეს გააკეთებს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. „ჩემი გზავნილი მკაფიოა, ფინეთი უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას. ეს ზიანს არავის მიაყენებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შვედეთი და ფინეთი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ ოლაფ შოლცი: გერმანია NATO-ში ფინეთის გაწევრიანების ინტერესს მიესალმება
ნედ პრაისი: NATO-ს ღია კარის პოლიტიკის გადახედვა არ იგეგმება
NATO-ს ღია კარის პოლიტიკის გადახედვა არ იგეგმება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. „ვიდრე ვლადიმერ პუტინი ამ ომის წამოწყებას აირჩევდა, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ მზად ვიყავით განგვეხილა ზოგიერთი საკითხი, რომელიც რუსეთმა მაგიდაზე წარმოადგინა და იყო კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული დისკუსიები, რომელიც მიგვაჩნდა, რომ ნებისმიერი მათგანი ხელს შეუწყობს ტრანსატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოებას, ესაა აშშ და ჩვენი ევროპელი მოკავშირეები და ასევე მოსკოვის ზოგიერთი პრობლემის გადაჭრას. რა თქმა უნდა, რუსეთმა უარი თქვა ამაზე. რაც შეეხება ნატო-ს, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვამბობთ, რომ ნატო-ს ღია კარი, ნიშნავს ღია კარს, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და განხილვას არ ექვემდებარება“, – განაცხადა პრაისმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ნედ პრაისი: აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს ნედ პრაისი: რაც ბოლო საათებში ვნახეთ, მკაფიოდ მოწმობს იმ სისასტიკესა და ტერორის კამპანიას, რომელსაც რუსები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებენ
ზელენსკი NATO-ში გაწევრიანებაზე ფინეთის მზადყოფნას მიესალმა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან განიხილა. ზელენსკი ასევე მიესალმა ფინეთის მზადყოფნას, გაწევრიანდეს NATO-ში. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს იენს სტოლტენბერგი: თუ ფინეთი გააკეთებს განაცხადს, მას თბილად მიესალმებიან NATO-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. მათი აზრით, ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს ალიანსში გაწევრიანების განაცხადი და ამისთვის ყველა აუცილებელი ნაბიჯი უახლოეს დღეებში გადაიდგმება. ცნობისათვის, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებდა. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რაიმე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა. ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
დიმიტრი პესკოვი: ფინეთის NATO-ში გაწევრიანება, რუსეთისთვის საფრთხეა
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი, NATO-ში გაწევრიანების შესახებ ფინეთის ხელისუფლების პოზიციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ფინეთის ალიანსში გაწევრიანება რუსეთს საფრთხეს შეუქმნის. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „NATO-ს მორიგი გაფართოება, ჩვენს კონტენტს უფრო სტაბილურსა და უსაფრთხოს ქმნის. ყოველთვის განვიხილავთ და ვაანალიზებთ სხვადასხვა ვარიანტებს“, - აღნიშნა პესკოვმა. მან ასევე განაცხადა, რომ, რუსეთი სპეციალურ ანალიზს ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შემდეგ გააკეთებს, რათა უსაფრთხოების სპეციალური ზომები შეიმუშაოს. 12 მაისს, ცნობილი გახდა, რომ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. მათი აზრით, ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს ალიანსში გაწევრიანების განაცხადი და ამისთვის ყველა აუცილებელი ნაბიჯი უახლოეს დღეებში გადაიდგმება. NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას ფინეთის პარლამენტარებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ასევე ერთხმად დაუჭირეს მხარი. გუშინ, სკანდინავიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთი და ფინეთი ალიანსში გაწევრიანების შესახებ, მომავალი კვირის დასაწყისში ერთდროულად განაცხადებენ. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში, რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები მოჰყვება. იენს სტოლტენბერგი: თუ ფინეთი გააკეთებს განაცხადს, მას თბილად მიესალმებიან NATO-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი ცნობისათვის, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებდა. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რაიმე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა. ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა. ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
იენს სტოლტენბერგი: თუ ფინეთი გააკეთებს განაცხადს, მას თბილად მიესალმებიან NATO-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი
ფინეთი NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მას თბილად მიესალმებიან NATO-ში, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ეს არის ფინეთის სუვერენული გადაწყვეტილება, რომელსაც NATO სრულად პატივს სცემს. თუ ფინეთი გადაწყვეტს განაცხადის გაკეთებას, მას თბილად მიესალმებიან NATO-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ფინეთი NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთის გაწევრიანება NATO-ში აჩვენებს, რომ "NATO-ს კარი ღიაა და რომ ფინეთი თავად წყვეტს თავის მომავალს". 12 მაისს, ცნობილი გახდა, რომ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. მათი აზრით, ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს ალიანსში გაწევრიანების განაცხადი და ამისთვის ყველა აუცილებელი ნაბიჯი უახლოეს დღეებში გადაიდგმება. ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა. ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს
ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. მათი აზრით, ქვეყანამ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს ალიანსში გაწევრიანების განაცხადი და ამისთვის ყველა აუცილებელი ნაბიჯი უახლოეს დღეებში გადაიდგმება. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს იენს სტოლტენბერგი: თუკი ფინეთი გადაწყვეტს NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შემოტანას, წევრობის მიღებას სწრაფად შეძლებს ოლაფ შოლცი: ვერავინ ივარაუდებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნებს თავს არ დაესხმება შვედეთი NATO-ში შესაძლო გაწევრიანებაზე რეფერენდუმის ჩატარებას არ გეგმავს შვედეთის მმართველი პარტია NATO-ში გაწევრიანებაზე პოზიციას 15 მაისს გამოაცხადებს „NATO-ში გაწევრიანება გააძლიერებს ფინეთის უსაფრთხოებას. როგორც NATO-ს წევრი, ფინეთი გააძლიერებს მთელ თავდაცვის ალიანსს. ფინეთმა NAT0-ში გაწევრიანება პირველად მოითხოვა. ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ საჭირო ეროვნულ ნაბიჯებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში იქნება მიღებული“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაში. NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას ფინეთის პარლამენტარებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა ასევე ერთხმად დაუჭირეს მხარი. გუშინ, სკანდინავიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შვედეთი და ფინეთი ერთდროულად განაცხადებენ ალიანსში გაწევრიანებას მომავალი კვირის დასაწყისში. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში მოჰყვება რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები. ცნობისათვის, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა 13 აპრილს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს რამდენიმე კვირაში მიიღებს. ფინეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, არ არსებობს რაიმე სახის გრაფიკი, მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრით ყველაფერი შეიცვალა. ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა. ვაშინგტონში 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს
რუსეთი ამჯერად ჰელსინკს ემუქრება NATO-ში გაწევრიანების ნების დაფიქსირების გამო. საპასუხოდ, ფინეთი აფიქსირებს პოზიციას, რომ ალიანსში გაწევრიანება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და პუტინს ურჩევენ, სარკეში ჩაიხედოს. „NATO-ში გაწევრიანება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს მათ გამოიწვიეს. ჩაიხედონ სარკეში", -. უპასუხა ფინეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც NATO-ში მისი ქვეყნის გაწევრიანებაზე რუსეთის შეშფოთებას ეხებოდა. „რადიკალური ცვლილება ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში“, - ასე აღწერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფინეთის ნაბიჯს თავის განცხადებაში. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს იენს სტოლტენბერგი: თუ ფინეთი გააკეთებს განაცხადს, მას თბილად მიესალმებიან NATO-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი ზელენსკი NATO-ში გაწევრიანებაზე ფინეთის მზადყოფნას მიესალმა სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანება სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში. თუმცა მოსკოვი არ აკონკრეტებს, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
14-15 მაისს, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას ბერლინი უმასპინძლებს. ალიანსის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს არაფორმალურ სამუშაო შეხვედრას ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც დაესწრებიან. როგორც ცნობილია, უნდა მიმართოს თუ არა შვედეთმა გაწევრიანების განაცხადით NATO-ს, ამასთან დაკავშირებით, შვედეთის მმართველი სოციალ-დემოკრატების პოზიცია 15 მაისს გახდება ცნობილი. ფინეთის სოციალ-დემოკრატები, რომლებიც ასევე მმართველი პარტიას წარმოადგენენ, სავარაუდოდ, 14 მაისს გამოაცხადებენ თავიანთ პოზიციას. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შვედეთმა და ფინეთმა გადახედეს დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებულ შეხედულებებს, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტი საუკეთესო საშუალებაა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 20 აპრილს გაზეთ Aftonbladet-ში Demoskop-ის მიერ გამოქვეყნებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ შვედების 57% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას, მარტში ეს მაჩვენებელი 51% იყო.
NATO ევროპის მასშტაბით წვრთნებს იწყებს
„ევროპის დამცველი“ და „სწრაფი რეაგირება" - NATO ევროპის მასშტაბით წვრთნებს იწყებს. NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების ჯარები დიდი ხნის განმავლობაში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში მონაწილეობენ, მიზანი NATO-ს ძალების მზადყოფნისა და თავსებადობის გაძლიერებაა. წვრთნები ამჟამად პოლონეთში და რვა სხვა ქვეყანაში მიმდინარეობს, ის ასევე მოიცავს აქტივობებს ჩრდილოეთ მაკედონიაში. ალიანსის პრესსამსახურიდან Europetime-ს აცნობეს, რომ ესტონეთში, 14 ქვეყნიდან 15000 ჯარისკაცი ჩაერთვება წვრთნებში. Hedgehog - ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო წვრთნებია ქვეყანაში, რომელიც 1991 წლიდან ტარდება და რომელშიც აშშ-ის საზღვაო ძალების სადესანტო ხომალდი (Wasp-class) Kearsarge მონაწილეობს. იმავდროულად, ლიეტუვაში სწავლებაში - Iron Wolf მოკავშირეთა 3000 ჯარისკაცი და დაახლოებით 1000 მოძრავი შემადგენლობა, მათ შორის გერმანული (Leopard) 2 ტანკები მონაწილეობს. NATO-ს სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა, რომ „მსგავსი წვრთნები აჩვენებს NATO-ს სიმტკიცეს და მზადყოფნას, დაიცვას მისი ერები ნებისმიერი საფრთხისგან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს არის რეგულარული წვრთნები, დაიგეგმა უკრაინაში რუსეთის სასტიკი და გაუმართლებელი შეჭრის წინ, მაგრამ ხელს უწყობს არასწორი გათვლების ან გაუგებრობის მოხსნას ალიანსის გადაწყვეტილების ირგვლივ, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. მისივე თქმით, NATO-ს წვრთნები არის თავდაცვითი ხასიათის, გამჭვირვალე და შეესაბამება საერთაშორისო ვალდებულებებს“. გარდა ამისა, გერმანიაში 7500 ჯარისკაცია ჩართული NATO-ს რეაგირების ძალების წვრთნებში - "Wettiner Heide". ხმელთაშუა ზღვაში კი USS Harry S. Truman Carrier Strike Group-ი წელს NATO-ს მეთაურობის ქვეშ უკვე მეორედ განთავსდება საზღვაო წვრთნების - Neptune series-ს დროს. ეს აშშ-ის გადამზიდავი ჯგუფის მეორე ასეთი მონაწილეობაა ცივი ომის დასრულების შემდეგ. მომავალ თვეში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ევროპის ყველაზე დიდი ინტეგრირებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის წვრთნები - Ramstein Legacy" გაიმართება. მასში მონაწილეობას 23 ქვეყანა მიიღებს. ივნისში, ასევე ჩატარდება - Baltops, რომელიც ყოველწლიურად, უკვე 50 წელზე მეტია, იმართება და მოიცავს ამფიბიურ ოპერაციებს ბალტიის რეგიონში.NATO-ს პარტნიორები ფინეთი და შვედეთი მოკავშირეთა რამდენიმე წვრთნებში უახლოეს კვირებში ჩაერთვებიან. ამჟამად, აშშ-ის, ბრიტანეთის, ესტონეთის და ლატვიის ძალები ფინელ მასპინძლებთან ერთად მონაწილეობენ წვრთნებში - "Arrow 22". მასში ჩართულები არიან დიდი ბრიტანეთის (Challenger 2) ტანკები და ამერიკული Stryker-ის ჯავშანტექნიკა.
რეგიონში რუსეთის პოზიციების შესუსტების ფონზე თურქეთის გავლენა კიდევ უფრო ძლიერდება
11 მაისს, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი თურქეთში პირველი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. ორმხრივი კავშირების დამყარებიდან 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ვიზიტის დროს, ანკარასთან რიგ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერა ხელი, მათ შორის ქვეყნებმა სამხედრო თანამშრომლობის სფეროში შეთანხმება გააფორმეს. რას ნიშნავს თურქეთისა და ყაზახეთის მიერ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, რატომ შეიძლება, ეს მნიშვნელოვანი იყოს საქართველოსთვის, როგორ აისახება რეგიონის სხვა ქვეყნებსა და თურქეთის პოზიციებზე რუსეთისა და ჩინეთის გავლენების პირისპირ, ამ და სხვა საკითხებზე Europetime ანალიტიკოსებს ესაუბრა. ორი ლოკალური ქვეყნის ხელშეკრულებას ეს სცდება და მთლიანად, ხელის გულზე გვიჩენს როგორც მიმდინარე პროცესების შეფასებას, ასევე, მომავალი მსოფლიო წესრიგის კონტურებს. დროთა განმავლობაში სულ უფრო ფიქტიური ხდება რეალურად, ყველა ის ეკონომიკური თუ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია და სტრუქტურა, რომელშიც რუსეთს წლების განმავლობაში დომინანტი როლი ეკავა. ეს კავშირი ნიშნავს, რომ რეგიონში, რუსეთის გავლენის შემცირების ფონზე, თურქეთის გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდება. რუსეთისთვის სურათი უარესობისკენ იცვლება და ეს არის კიდევ ერთი გამოძახილი უკრაინაში მისი წარუმატებელი ომის, რასაც მოჰყვა ისტორიული გადაწყვეტილება ფინეთის მხრიდან, გადაწყვიტა რა, შეუერთდეს NATO-ს და ამის პარალელურად, არამარტო NATO-ს შემდგომი გაფართოება მიიღო რუსეთმა ამ ომით, არამედ, ОДКБ-ს ჩამოშლა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი (2012-2014 წლებში), „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს განვითარებულმა დრამატულმა მოვლენებმა, გარკვეული გაკვეთილების და დასკვნების შესაძლებლობა მისცა ყაზახეთის მოქმედ ხელისუფლებას. „რა თქმა უნდა, მათ, ისევე როგორც ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებს, ბევრ სხვა ქვეყანას მსოფლიოში, აქვთ მკაფიო დამოკიდებულება უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან მიმართებით, მათ არ სურთ, რომ თავადაც მოიაზრებოდნენ, როგორც რუსეთის „უკანა ეზო“, შესაბამისად, დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ფიქტიური ხდება რეალურად, ყველა ის ეკონომიკური თუ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია და სტრუქტურა, რომელშიც რუსეთს წლების განმავლობაში დომინანტი როლი ეკავა და სხვა დანარჩენი, ცენტრალური აზიის თუ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები მეორეხარისხოვან როლებში იყვნენ ამ ორგანიზაციებში“, - აღნიშნავს პეტრიაშვილი. ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ფაქტს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ასევე, ყახაზეთის მიმართ რუსეთის უკმაყოფილების კვალდაკვალ, თურქეთმა და ყაზახეთმა დემონსტრირება მოახდინეს, რომ ამ ორ ქვეყანას სრული ურთიერთგაგება და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მზაობა აქვს. მისივე აზრით, თოყაევის ვიზიტი ბევრი თვალსაზრისით იყო ნიშანდობლივი, და სხვა დროს, რომ არა, უკრაინაში რუსეთის აგრესია და ასეთი დაძაბული ვითარება, შესაძლოა, ეს ყოფილიყო ერთი რიგითი მაღალი დონის ორმხრივი მოგზაურობა, მაგრამ ახლა მას განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ენიჭება. აქედან გამომდინარე, ალექსი პეტრიაშვილი თვლის, რომ შესაძლოა, ამ ურთიერთობებმაც იმ დონეს მიაღწიოს და იმ ხარისხში ავიდეს, როგორიც მაგალითად, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს, შესაბამისად, სავსებით შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და სტრატეგიული სამოკავშირეო ურთიერთობა ჩამოყალიბდეს თურქეთსა და ყაზახეთს შორის. ამრიგად, დიახ, რა თქმა უნდა, ამ ვითარებასა და მდგომარეობაში,თოყაევის ჩასვლა თურქეთში, ძალიან ნიშანდობლივი ვიზიტია და ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთობებს, მით უმეტეს, ენერგოსფეროში თანამშრომლობას დამატებითი დატვირთვა აქვს, ემბარგოს და ენერგეტიკის სფეროში არსებული სხვა გამოწვევების გათვალისწინებით. ყაზახეთს თურქეთთან ძალიან ბევრი საერთო და სერიოზული თანამშრომლობის შესაძლებლობები აქვს. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არის ძალიან გამოკვეთილი, ძალაინ მკაფიო, ბრძოლაში გამოცდილი სტრატეგიული თანამშრომლობა და ყაზახეთიც ასე ვთქვათ, თურქული სახელმწიფოების და ქვეყნების ამ ჯაჭვში ლოგიკურად ჩნდება და შესაბამისად, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ძლიერად განვითარდება. აქ სხვათა შორის, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვისაც იქნება გარკვეული შესაძლებლობები, იმის გათვალისწინებით, რომ სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნის კიდევ უფრო დატვირთვის შესაძლებლობა ჩნდება და ამ შანსის არგამოყენება დანაშაული იქნება, - განუცხადა Europetime-ს ალექსი პეტრიაშვილმა. ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ რუსეთისთვის სურათი უარესობისკენ იცვლება და ეს არის კიდევ ერთი გამოძახილი უკრაინაში მისი წარუმატებელი ომის, რასაც მოჰყვა ისტორიული გადაწყვეტილება ფინეთის მხრიდან, გადაწყვიტა რა, შეუერთდეს NATO-ს და ამის პარალელურად, არამარტო NATO-ს შემდგომი გაფართოება მიიღო რუსეთმა ამ ომით, არამედ, ОДКБ-ს ჩამოშლა. რუსეთის დასუსტების პარალელურად, ყაზახეთს დღის წესრიგში დაუდგა კიდევ ერთ რეგიონულ პარტნიორთან, თურქეთთან ურთიერთობების გაღრმავება, ეს კავშირი ნიშნავს, რომ რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირების ფონზე თურქეთის გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდება, - მიიჩნევს ექსპერტი. ამავდროულად, ხათუნა ლაგაძიძის შეფასებით, ეს კავშირი მოემსახურება ჩინეთის მზარდი გავლენის დაბალანსებასაც. საგულისხმოა, რომ ჩინეთისთვის უმთავრესი პრობლემაა უიღურების საკითხი, (რედ. აშშ თვლის, რომ „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სინძიანში უიღური მუსლიმებისა და სხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დევნით გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის, ჩინეთი საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფს. პროვინცია სინძიანი უიღურის ეთნიკური უმცირესობის სამშობლოა. რეგიონში 11 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს. უიღურები ეთნიკურად ცენტალური აზიის ხალხებს ენათესავებიან, ისინი ძირითადად, მუსლიმები არიან), რომელიც ასევე თურანული ეთნოსია და შესაბამისად, ექსპერტი თვლის, რომ რეგიონში ძალთა ბალანსი რუსეთის სასარგებლოდ აღარ იარსებებს. რუსეთისთვის სურათი უარესობისკენ იცვლება და ეს არის კიდევ ერთი გამოძახილი უკრაინაში მისი წარუმატებელი ომის, რასაც მოჰყვა ისტორიული გადაწყვეტილება ფინეთის მხრიდან, გადაწყვიტა რა, შეუერთდეს NATO-ს და ამის პარალელურად, არამარტო NATO-ს შემდგომი გაფართოება მიიღო რუსეთმა ამ ომით, არამედ, ОДКБ-ს ჩამოშლა, რადგან ომში მას არავინ მიჰყვება და რომც გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა და სთხოვოს ОДКБ-ს წევრებს სამხედრო დახმარების აღმოჩენა და უკრაინაში შესვლა, წინმსწრებად განაცხადა ყველა ქვეყანამ, რომ პუტინს ამ ავანტიურაში არ გაჰყვებიან. მათ დაინახეს, რომ ჩინეთის საპირწონე, დასუსტებული რუსეთი ვერ იქნება. პირიქით, ის იქნება ჩინეთის ვასალი მომავალ პოლიტიკურ დაფაზე. ორი ლოკალური ქვეყნის ხელშეკრულებას ეს სცდება და მთლიანად, ხელის გულზე გვიჩენს როგორც მიმდინარე პროცესების შეფასებას, ასევე, მომავალი მსოფლიო წესრიგის კონტურებს“, - განუცხადა ხათუნა ლაგაზიძემ Europetime-ს. მისივე აზრით, საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ პოლიტიკურ-სამხედრო გაერთიანებებში თავისი ადგილი მონახოს. „ამ რეგიონის ფასი და წონა, როგორც ევროპის ალტერნატიული ენერგომომარაგების, ასევე, სხვა ტიპის, ლოგისტიკური, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, სავაჭრო ნაკადების მიმოსვლის თვალსაზრისით, გაცილებით იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. შუა დერეფანი არის ყველაზე მოკლე, ლოგისტიკურად ყველაზე რთულია, რადგან ბევრი სხვადასხვა ტრანსპორტის და სარკინიგზო ხაზის მიქსს წარმოადგენს, პერსპექტივაში მაინც ძალიან დიდი შანსები აქვს ამ შუა დერეფანს, იქცეს ერთ-ერთ ყველაზე წამყვანად, მთელ ამ საკომუნიკაციო ლოგისტიკურ ქსელში. ამას წლები დასჭირდება, მაგრამ დღეს მიმდინარე პროცესებმა ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევის შანსები გაზარდა. თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი: რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ პოლიტიკურ-სამხედრო გაერთიანებებში თავის ადგილი მონახოს. ჯერ არ ვიცით, რა კონტურები გამოიკვეთება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამ ტიპის მოძრაობების, ახალი უსაფრთხოების ქოლგების, სარტყელების ჩამოყალიბება გარდაუვალი ეტაპია, ან ძველების განახლება, მაგალითად, NATO-ს გაფართოებას ვუყურებთ, და საქართველომ თავისი ადგილი თუ არ მონახა, რუსეთს ჩაყვება მოუსავლეთში“, - ამბობს ექსპერტი Europetime-თან. ცნობისთვის, თურქეთი და ყაზახეთი უპილოტო საფრენი აპარატების (Anka-ს) ერთობლივად წარმოებას იწყებენ. ერდოღანმა თურქეთის და ყაზახეთის „ძმურ ურთიერთობებს“ გაუსვა ხაზი. თავის მხრივ, თოყაევმა, კარიერულმა დიპლომატმა, თურქეთი ყაზახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად, ხოლო ერდოღანი „გონიერ და პატივსაცემ სახელმწიფო მოღვაწედ მოიხსენია - ლიდერად, „რომელსაც აქვს საკუთარი ხედვა“. ოფიციალური მოლაპარაკებების შემდეგ, ორმა ლიდერმა მაგიდის ჩოგბურთიც ითამაშა, როგორც ითქვა, თოყაევს 13 წლის განმავლობაში ყაზახეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. „პრეზიდენტმა თოყაევმა შეუპოვარი ხასიათი და ნება გამოავლინა ახალი ყაზახეთის ჩამოსაყალიბებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მიმართულებით განხორციელებულ ყოვლისმომცველ რეფორმას და მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მოძმე ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა ყაზახეთში, იანვარში მომხდარ არეულობაზე საუბრისას. მხარეები ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაორმაგებას გეგმავენ - ამჟამინდელი 5 მილიარდი დოლარიდან 10 მილიარდ დოლარამდე, რაც ზუსტად იგივე ოდენობის თანხაა, რომელზეც ერდოღანმა ტაშკენტში ვიზიტის დროს, უზბეკეთთან მიმართებით მიუთითა.
ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია
თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ოფიციალურად უჭერს მხარს გაფართოებას, მისმა წინააღმდეგობამ შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას შვედეთსა და ფინეთს, რადგან ახალი წევრების მიღებას ერთსულოვანი გადაწყვეტილება სჭირდებათ. „შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ვაკვირდებით, მაგრამ პოზიტიური შეხედულებები არ გვაქვს“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს სტამბულში და დაამატა, რომ თავის დროზე, საბერძნეთის წევრად მიღება NATO-ს შეცდომა იყო. „ჩვენ, თურქეთს, არ გვინდა მსგავსი შეცდომების გამეორება. გარდა ამისა, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია", - განაცხადა ერდოღანმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს იენს სტოლტენბერგი: თუ ფინეთი გააკეთებს განაცხადს, მას თბილად მიესალმებიან NATO-ში და გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი ზელენსკი NATO-ში გაწევრიანებაზე ფინეთის მზადყოფნას მიესალმა სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანება სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში. თუმცა მოსკოვი არ აკონკრეტებს, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
რუსეთის მეზობელმა ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს
პრეზიდენტმა საული ნიინისტომ 15 მაისს დაადასტურა, რომ ფინეთი NATO-ში გაწევრიანების განაცხადს წარადგენს. ფინეთის პრეზიდენტს განაცხადის წარდგენის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა ზოგიერთი წყარო იტყობინება, რომ ოფიციალური განაცხადის წარდგენა შესაძლოა, დღეს მოხდეს. „დღეს ჩვენ, პრეზიდენტმა და სამთავრობო საგარეო პოლიტიკის კომიტეტმა ერთად გადავწყვიტეთ, რომ ფინეთი NATO-ს, წევრობისთვის მიმართავს, განუცხადა ნიინისტომ ჰელსინკის პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილ ჟურნალისტებს. თურქეთის პოზიციის მიუხედავად, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე კონსენსუსის იმედი აქვს ნიინისტომ და პრემიერ მინისტრმა სანა მარინმა ხუთშაბათს, 12 მაისს განაცხადეს, რომ მხარს უჭერდნენ ალიანსში გაწევრიანებას, რითაც მწვანე შუქი აუნთეს განაცხადის წარდგენას. ნიინისტომ შაბათს დაურეკა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების გეგმების შესახებ ესაუბრა. პუტინის თქმით, ასეთი ნაბიჯი ზიანს აყენებს რუსეთ-ფინეთის ურთიერთობებს. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანება სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში. თუმცა მოსკოვი არ აკონკრეტებს, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე: შავი ზღვის რეგიონი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება
„შავი ზღვის რეგიონი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ ვხედავთ რუსეთის მცდელობებს, შავი ზღვის ბლოკადის შედეგად ჩაახშოს უკრაინის ეკონომიკა და ასევე შექმნას სასურსათო კრიზისი მსოფლიოს ბევრ სხვა ნაწილში“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ ბერლინში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მან ქართველი ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. „NATO ყოველთვის პატივს სცემს ევროპასა და მთელ მსოფლიოში ერების უფლებას, აირჩიონ საკუთარი გზა. ეს არ ექვემდებარება სხვის ვეტოს. ჩვენ წლებია, საქართველოსთან ვმუშაობთ, ვიცი, რომ NATO-ს სამიტზე საქართველოს ხელმძღვანელობა იქნება მიწვეული. NATO და საქართველო განიხილავენ, კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები ღია კარის პოლიტიკა უცვლელია და შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. შავი ზღვის რეგიონი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ ვხედავთ რუსეთის მხრიდან შავი ზღვის ბლოკადის მცდელობებს, რათა მოგუდოს უკრაინის ეკონომიკა და ასევე შექმნას სასურსათო კრიზისი მსოფლიოს ბევრ სხვა ნაწილში.მე ასევე ვიცი, რომ მოლდოვის რესპუბლიკა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სხვა მნიშვნელოვანი პარტნიორები, მოკავშირეები, ასევე ევროკავშირი, ვეძებთ გზებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს პარტნიორები ჩვენს მიერ იქნებიან მხარდაჭერილი ამ რთულ მომენტში“, - აღნიშნა მირჩა ჯოანამ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, გლობალური სასურსათო კრიზისის პროვოცირებას ახდენს. „უკრაინის ოდესის პორტში ამჟამად 25 მილიონი ტონა მარცვლეულია დაბლოკილი, მსოფლიოში მილიონობით ადამიანის საკვებით უზრუნველყოფისთვის ეს სასწრაფოდ არის საჭირო, უპირველეს ყოვლისა, აფრიკის ქვეყნებსა და ახლო აღმოსავლეთში. ამიტომ, ჩვენ ვაგზავნით მკაფიო სიგნალს: ჩვენ გხედავთ, გისმენთ და მხარს გიჭერთ”, - განუცხადა თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა ჟურნალისტებს.
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე: ჩვენ დავეხმარებით უკრაინას ომის მოგებაში
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ ჟურნალისტებს ბერლინში, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში განუცხადა, რომ უკრაინას შეუძლია, ომი მოიგოს“. მირჩა ჯოანამ აღნიშნა, რომ პუტინი უკრაინელების თავდადებითა და საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობით გაოცებულია. „პუტინის მიმართ ჩვენი გზავნილი ასეთია: მათ დაიწყეს ყველაზე სასტიკი, ცინიკური ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და პუტინი ალბათ განცვიფრებულია უკრაინელების თავდადებითა და საერთაშორისო საზოგადოების ერთიანობით. ჩვენ ვართ ძლიერები, ერთიანი და დავეხმარებით უკრაინას ამ ომის მოგებაში. მილიარდობით ევროს დახმარებით, სამხედრო მარაგების გადაცემით, ფინანსური, ჰუმანიტარული მხარდაჭერით, უკრაინელი ხალხის სიმამაცით, მათი თავდადებითა და ჩვენი დახმარებით, უკრაინა შეუძლია, ეს ომი მოიგოს“, - განუცხადა მირჩა ჯოანამ მედიას. გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15 მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს.
NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანიას მომზადებული აქვს ყველაფერი ფინეთის გასაწევრიანებლად სწრაფი რატიფიკაციის პროცესისთვის. Reuters-ის ცნობით, ბერლინის შეხვედრაზე ბევრმა მოკავშირემ მხარი დაუჭირა ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას, ამასთან, ხაზს უსვამენ, მათი წევრობის შესახებ წინადადებების სწრაფი რატიფიცირების აუცილებლობას, რასაც როგორც წესი, ერთ წლამდე პერიოდი სჭირდება. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათ უსაფრთხოების გარანტიებს მივცემთ, რაც, არ უნდა იყოს გარდამავალი პერიოდი, ნაცრისფერი ზონა, სადაც მათი სტატუსი გაურკვეველია. თუ ეს ორი ქვეყანა NATO-ს წევრობას გადაწყვეტს, მათი გაწევრიანება მალე უნდა მოხდეს“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ბერბოკი გულისხმობდა რატიფიკაციის პერიოდს, რომლის დროსაც სკანდინავიური ქვეყნები ჯერ კიდევ არ იქნებიან დაცული NATO-ს მე-5 მუხლით, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ ერთ მოკავშირეზე თავდასხმა ნიშნავს თავდასხმას ყველაზე. გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15 მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მედია წერს, რომ ფინეთი წინადადებას სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარადგენს, შვედეთი - 17 მაისს.
ბლინკენი: შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ კონსენსუსს მივაღწევთ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ბერლინში წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ „თითქმის ყოვლისმომცველი ძალიან ძლიერი მხარდაჭერა“ მოისმინა. ბლინკენი დარწმუნებულია, რომ NATO-ს ქვეყნები ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების საკითხზე კონსენსუსს მიაღწევენ. „აშშ მტკიცედ დაუჭერს მხარს NATO-ს შვედეთის ან ფინეთის განცხადებას, თუ ისინი გადაწყვეტენ ოფიციალურად მიმართონ ალიანსს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივაღწევთ კონსენსუსს“, - ამბობს ბლინკენ. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15 მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მედია წერს, რომ ფინეთი წინადადებას სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარადგენს, შვედეთი - 17 მაისს.
ანალენა ბერბოკი: ფინეთო, შვედეთო, თუ მზად ხართ, ჩვენც მზად ვართ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ NATO-ს კარი ფინეთისთვის და შვედეთისთვის ღიაა. ანალენა ბერბოკის თქმით, ალიანსში მათი გაერთიანება გააძლიერებს NATO-ს და გააერთიანებს ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებს. ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ გერმანიას მომზადებული აქვს ყველაფერი ფინეთის გასაწევრიანებლად სწრაფი რატიფიკაციის პროცესისთვის. სტოლტენბერგის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15 მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მედია წერს, რომ ფინეთი წინადადებას სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარადგენს, შვედეთი - 17 მაისს. ბლინკენი: შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ კონსენსუსს მივაღწევთ
ანალენა ბერბოკი: NATO ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ამბობს, რომ NATO ახლა ისე მნიშვნელოვანი და რელევანტურია, ვიდრე ოდესმე. ბერბოკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ NATO მნიშვნელოვანია ყველას თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის. ბერლინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა. ანალენა ბერბოკი: ფინეთო, შვედეთო, თუ მზად ხართ, ჩვენც მზად ვართ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ NATO-ს კარი ფინეთისთვის და შვედეთისთვის ღიაა. მისი თქმით, ალიანსში მათი გაერთიანება გააძლიერებს NATO-ს და გააერთიანებს ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებს. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15 მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მედია წერს, რომ ფინეთი წინადადებას სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარადგენს, შვედეთი - 17 მაისს.
ჩავუშოღლუს თქმით, შვედეთმა და ფინეთმა თავიანთ ქვეყნებში ტერორისტების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბერლინში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა თავიანთ ქვეყნებში ტერორისტების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ. ამასთან, უზრუნველყონ უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები და გააუქმონ თურქეთისთვის ექსპორტის აკრძალვები. ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი არავის ემუქრება, მაგრამ საუბრობს შვედეთის მხრიდან ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) მხარდაჭერაზე. ანკარა PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს. რუსეთის მეზობელმა ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს თურქეთი დიდი ხანია, სკანდინავიურ ქვეყნებს, განსაკუთრებით შვედეთს ექსტრემისტული, ქურთული ჯგუფების მხარდაჭერაში ადანაშაულებს. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. თურქეთის პოზიციის მიუხედავად, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე კონსენსუსის იმედი აქვს. იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პოზიციასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, წევრები შეძლებენ საერთო ენის პოვნას. სტოლტენბერგის თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ NATO პატივს სცემს ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებებს, მაგრამ თურქეთი ასევე მნიშვნელოვანი მოკავშირეა.
თურქეთის პოზიციის მიუხედავად, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე კონსენსუსის იმედი აქვს
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანა შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციის მიუხედავად, კონსენსუსის იმედი აქვს. ამ თემაზე ჯოანას ბერლინში დაუსვეს შეკითხვა, სადაც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები არიან შეკრებილნი. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. „გუშინ, ჩვენი არაფორმალური შეხვედრის პირველი რაუნდის დროს გვქონდა დისკუსია და როგორც ყოველთვის, NATO-ში არის გულწრფელი და კონსტრუქციული დისკუსია. თურქეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა. მათ გამოთქვეს შეშფოთება და ის განიხილება მეგობრებსა და მოკავშირეებს შორის. დარწმუნებული ვარ, თუ ეს ორი ქვეყანა (შვედეთი და ფინეთი) გადაწყვეტილებას მიიღებს უახლოეს დღეებში, შევძლებთ, ვიპოვოთ ყველა პირობა კონსენსუსის მისაღწევად“, - აღნიშნა მირჩა ჯოანამ. მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანება სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში. თუმცა მოსკოვი არ აკონკრეტებს, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება
თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას, რომლებიც მხარს უჭერენ „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ და „სახალხო თავდაცვის შენაერთს“, (ანკარა PKK-ს ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს), – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა ბერლინში, სადაც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. ამასთან, ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი თავიდანვე მხარს უჭერდა NATO-ს ღია კარის პოლიტიკას. „თუნდაც წარსულში, როდესაც NATO-ს რამდენიმე წევრი წინააღმდეგი იყო ზოგიერთი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების, ჩვენს რეგიონსა და დასავლეთ ბალკანეთში, მხარს ვუჭერდით მათ გაწევრიანებას. მაგრამ NATO არ არის კავშირი, არ არის საერთაშორისო ორგანიზაცია, ეს არის ალიანსი. ამიტომ საქმე ეხება არა მხოლოდ უსაფრთხოებას, არამედ ასევე არის სოლიდარობა, როდესაც ეს მოკავშირეებს სჭირდებათ. მაშასადამე, პრობლემა არის ის, რომ ეს ორი ქვეყანა (შვედეთი და ფინეთი), ღიად უჭერს მხარს „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და „სახალხო თავდაცვის შენაერთს“. ისინი ტერორისტული ორგანიზაციები არიან და ყოველდღიურად ესხმიან თავს ჩვენს ჯარისკაცებს. ამიტომ, მიუღებელი და აღმაშფოთებელია, რომ ჩვენი მეგობრები და მოკავშირეები მხარს უჭერენ ამ ტერორისტულ ორგანიზაციებს,“ – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. NATO-ს ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიწვეულნი არიან, მონაწილეობა მიიღონ NATO-ს მოკავშირეებთან სამუშაო სესიაში 14 მაისს. მინისტრთა შეხვედრები 15 მაისს კი, მხოლოდ მოკავშირეებისთვის გაიმართება. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანება სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში. თუმცა მოსკოვი არ აკონკრეტებს, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
სტოლტენბერგის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი. სტოლტენბერგი კოვიდინფიცირების გამო, ბერლინში ვიდეოზარის საშუალებით ჩაერთო. სტოლტენბერგმა თურქეთის პოზიციასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, წევრები შეძლებენ საერთო ენის პოვნას. სტოლტენბერგის თქმით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ NATO პატივს სცემს ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებებს, მაგრამ თურქეთი ასევე მნიშვნელოვანი მოკავშირეა. სტოლტენბერგი ამბობს, რომ NATO „ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს იმას, რასაც რუსეთი აკეთებს“ და მზადაა, იმოქმედოს, თუ რუსეთი NATO-ს წევრებზე რაიმე თავდასხმას განახორციელებს. მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია თურქეთის პოზიციის მიუხედავად, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე კონსენსუსის იმედი აქვს მისი თქმით, ფინეთისა და შვედეთის პოტენციური გაწევრიანება ალიანსისთვის მნიშვნელოვანია და ალიანსი შეისწავლის გზებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ბალტიის რეგიონში. გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. 15 მაისს კი, მეორე სესიაზე მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მედია წერს, რომ ფინეთი წინადადებას სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ წარადგენს, შვედეთი - 17 მაისს.
შვედეთის მმართველმა პარტიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ NATO-ში წევრობის განაცხადის შეტანაზე მუშაობას იწყებს
შვედეთის მმართველი „სოციალ-დემოკრატების პარტიის საბჭომ გადაწყვიტა, რომ NATO-ში განაცხადის წარდგენაზე იმუშავებს. თუმცა შვედეთს არ სურს ბირთვული იარაღი ან NATO-ს ბაზები ქვეყანაში. „სოციალ-დემოკრატები იმუშავებენ, რათა უზრუნველყონ, რომ შვედეთმა, NATO-ს მიერ განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, განაცხადებს ცალმხრივი დათქმების შესახებ შვედეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღისა და მუდმივი ბაზების განლაგების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში. დღესვე, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი აცხადებს, რომ NATO-ს წევრი შვედეთი მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და მიაღწევს უფრო მეტ უსაფრთხოებას. ამავე დროს, აღნიშნავს, რომ შვედეთი დაუცველი იქნება განაცხადის წარდგენის პროცესის დროს, ვიდრე სხვა ქვეყნების სრულ მხარდაჭერას მიიღებს. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
რას გულისხმობს ცალმხრივი დათქმები, რომლებსაც შვედეთის მმართველი პარტია NATO-ს მიერ განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში დაუჭერს მხარს
შვედეთის მმართველი „სოციალ-დემოკრატების პარტიის საბჭომ გადაწყვიტა, რომ NATO-ში განაცხადის წარდგენაზე იმუშავებს, თუმცა შვედეთს თავისი პირობები აქვს. „სოციალ-დემოკრატები იმუშავებენ, რათა უზრუნველყონ, რომ შვედეთმა, NATO-ს მიერ განაცხადის დამტკიცების შემთხვევაში, განაცხადებს ცალმხრივი დათქმების შესახებ შვედეთის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღისა და მუდმივი ბაზების განლაგების წინააღმდეგ“, - ნათქვამია განცხადებაში. შვედეთს და ფინეთს პირობებს უყენებს თურქეთი, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ორი ქვეყნის გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. მიუხედავად ამისა, NATO-ს ლიდერები დარწმუნებულები არიან, რომ ალიანსის წევრებს შორის კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია. იენს სტოლტენბერგმა თურქეთის პოზიციასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, წევრები შეძლებენ საერთო ენის პოვნას. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია
ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციით გაოცებულია. ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს „ერთი თვის წინ თურქეთის პრეზიდენტს ვესაუბრე, მან თავად მითხრა, რომ იცოდა ფინეთის გეგმების შესახებ და განაცხადა, რომ პროცესს შეაფასებდა დადებითად, ახლა კი მათ ნეგატიურ პასუხს ვიგებთ. მე თურქეთის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე და ერდოღანი მოხარული იყო მადლობით. ვფიქრობ, ახლა ჩვენ გვჭირდება ძალიან მკაფიო პასუხი, მზად ვარ, ისევ ვესაუბრო პრეზიდენტს იმ პრობლემებზე, რომლებიც მან წამოჭრა. 30 წელია, NATO-ს წევრობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ გადაწყვეტილებას წევრობაზე ახლა ვიღებთ“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა. ჩავუშოღლუს თქმით, შვედეთმა და ფინეთმა თავიანთ ქვეყნებში ტერორისტების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. თურქეთის შეშფოთების გადალახვა შესაძლებელია - შვედეთის პრემიერი გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. მის ფარგლებში შვედურმა და ფინურმა მხარემ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც გამართეს შეხვედრა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ან ლინდეს თქმით, შეხვედრისას განიხილეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკა და უსაფრთხოების გაუარესებული გარემო. 15 მაისს, მეორე სესიაზე მხოლოდ მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მალევე განცხადება გაავრცელა შვედეთის მმართველმა პარტიამაც. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების, NATO-ს მოკავშირეებისა და ევროპელი პარტნიორების მონაწილეობით, სამხედრო სწავლება ჩატარდა
საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებმა სამხედრო სწავლებაში - „ტროას ნაკვალევი" მიიღეს მონაწილეობა. ამერიკის საელჩოს ცნობით, აშშ-ის სპეცოპერაციის ძალები აქტიურ წვრთნებს გადიან NATO-ს მოკავშირეებსა და ევროპელ პარტნიორებთან ერთად. „ევროპაში ეს ერთობლივი, კომბინირებული სწავლება გააგრძელებს ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ურთიერთობის გამტკიცებას“, - იუწყება ამერიკის საელჩო. „სპეციალური ოპერაციის ძალები კვლავაც საერთაშორისო თავდაცვის საყრდენია, სპეცოპერაციებისა და კონვენციურ ძალებს შორის მჭიდრო კოორდინაციას კი ძალთა გამრავლების ეფექტი აქვს." - განაცხადა გენერალ-მაიორმა დეივიდ თეიბერმა, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპული სარდლობის მეთაურმა.
სკანდინავიის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის სპეკტიციზმის შემდეგ, შვედეთი ანკარაში დელეგაციას გაგზავნის
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ დაადასტურა, რომ დელეგაცია თურქეთს ეწვევა, რათა NATO-ში გაწევრიანების საკითხი განიხილონ. როგორც ცნობილია, თურქეთს მოკავშირეებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. რუსეთის რეაქციის შეფასებისას, ან ლინდემ აღნიშნა, რომ რუსეთმა დეზინფორმაციული კამპანია აწარმოა იმის შესახებ, რომ შვედეთის მოქალაქეები ნაცისტები არიან. შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კიბერშეტევების გააქტიურებას ელის. ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. მის ფარგლებში შვედურმა და ფინურმა მხარემ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც გამართეს შეხვედრა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ან ლინდეს თქმით, შეხვედრისას განიხილეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკა და უსაფრთხოების გაუარესებული გარემო. 15 მაისს, მეორე სესიაზე მხოლოდ მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მალევე განცხადება გაავრცელა შვედეთის მმართველმა პარტიამაც. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციით გაოცებულია. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. თურქეთის შეშფოთების გადალახვა შესაძლებელია - შვედეთის პრემიერი
ჩინეთი NATO-ში ფინეთის გაწევრიანებაზე: ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე პატივს სცემს ერთმანეთის ლეგიტიმურ შეშფოთებებს
ჩინეთი იმედოვნებს, რომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანების სურვილის ფონზე, ყველა მხარე დაიცავს უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს და პატივს სცემს ერთმანეთის ლეგიტიმურ შეშფოთებას, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჟაო ლიჯიანმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სპიკერმა აღნიშნა, რომ რომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ახალ პირობებს წარმოშობს პეკინსა და ჰელსინკის ურთიერთობებში, რომლებიც ყოველთვის მეგობრული იყო. „ვიმედოვნებთ, რომ ყველა მხარე დაიცავს უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს და ერთმანეთის ლეგიტიმური შეშფოთებების პატივისცემაზე დაყრდნობით, დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით შექმნიან რეგიონული უსაფრთხოების დაბალანსებულ, ეფექტიან და მდგრად სტრუქტურას", - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა. 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მალევე განცხადება გაავრცელა შვედეთის მმართველმა პარტიამაც. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას.
"ოფიციალურ მოსკოვს ფინეთთან და შვედეთთან პრობლემა არ აქვს, მათი NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა საპასუხო რეაქციას მაინც იწვევს", - ამის შესაებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ვლადიმერ პუტინი: ოფიციალურ მოსკოვს ფინეთთან და შვედეთთან პრობლემა არ აქვს, მათი NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს „ოფიციალურ მოსკოვს ფინეთთან და შვედეთთან პრობლემა არ აქვს, მათი NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა საპასუხო რეაქციას მაინც იწვევს. სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ცალსახად იწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. როგორი იქნება ეს, ამას შევხედავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება. საერთოდაც პრობლემა ცარიელ ადგილზე იქმნება, ამაზე შესაბამის რეაგირებას ვიქონიებთ“,- განაცხადა პუტინმა. გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. მის ფარგლებში შვედურმა და ფინურმა მხარემ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც გამართეს შეხვედრა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ან ლინდეს თქმით, შეხვედრისას განიხილეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკა და უსაფრთხოების გაუარესებული გარემო. 15 მაისს, მეორე სესიაზე მხოლოდ მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მალევე განცხადება გაავრცელა შვედეთის მმართველმა პარტიამაც. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციით გაოცებულია. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. თურქეთის შეშფოთების გადალახვა შესაძლებელია - შვედეთის პრემიერი
პუტინი: NATO-ს ინფრასტრუქტურა ფინეთსა და შვედეთში, გამოიწვევს საპასუხო რეაქციას
რუსეთს არანაირი პრობლემა არ აქვს ფინეთთან და შვედეთთან, მათი შემოსვლა NATO-ში, არ წარმოადგენს უშუალო საფრთხეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ОДКБ-ს სამიტზე განაცხადა. ამ ტერიტორიებზე სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება "გამოწვევას საპასუხო რეაქციას", - განაგრძო პრეზიდენტმა. „რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებას: დიახ, ეს არის პრობლემა, რომელიც, ჩემი აზრით, სრულიად ხელოვნურადაა შექმნილი შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. რუსეთს არანაირი პრობლემა არ აქვს ამ ქვეყნებთან [შვედეთთან და ფინეთთან] და ამიტომ, ამ თვალსაზრისით, [NATO-ს] გაფართოება ამ ქვეყნების ხარჯზე არ ქმნის მყისიერ საფრთხეს, მაგრამ ამ რეგიონის ტერიტორიაზე სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება უპირობო იქნება, ჩვენს პასუხს გამოიწვევს“, - განაცხადა პუტინმა. ამავდროულად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სკანდინავიის სახელმწიფოების ქმედებებმა შეიძლება დაამძიმოს „უკვე რთული ვითარება საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში“. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა 16 მაისს, პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა დაადასტურა, რომ შვედეთი NATO-ს წევრობისთვის განაცხადს შეიტანს. პრემიერი დარწმუნებულია, რომ შესაბამისი მხარდაჭერა შვედ ხალხშიც არსებობს. ბოლო გამოკითხვებით, ფინეთში მოსახლეობის 76% უჭერს მხარს, შვედეთის შემთხვევაში ალიანსიში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია და მოსახლეობის დაახლოებით, ნახევარს შეადგენს. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. „უშუალო საფრთხე ამ ქვეყნების ხარჯზე გაფართოების კუთხით, რუსეთისთვის არ იქმნება, მაგრამ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ცალსახად იწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. როგორი იქნება ეს, ამას შევხედავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 16 მაისს. ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციით გაოცებულია. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ სკანდინავიის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის სპეკტიციზმის შემდეგ, შვედეთი ანკარაში დელეგაციას გაგზავნის.
პრემიერი ბრიუსელში ვიზიტისას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს განიხილავს - მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოში იმყოფება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, ასევე NATO-ში. ამასთან, შეხვედრების ძირითადი განსახილველი საკითხები იქნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი, ევროკომისიის კითხვართან დაკავშირებული საკითხები, ასევე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გაემგზავრა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, რომელიც შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელს ეწვევა
ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ
Reuters-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის დასათანხმებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ. ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი NATO-ში გაწევრიანებაზე შვედეთისა და ფინეთის განაცხადს არ დაეთანხმება. „უპირველეს ყოვლისა, ჩვენ დადებით პასუხს არ გავცემთ იმ ქვეყნებს, რომლებიც სანქციებს იყენებენ თურქეთის მიმართ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა როგორც ცნობილი გახდა, კანდინავიის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის სპეკტიციზმის შემდეგ, შვედეთი ანკარაში დელეგაციას გაგზავნის. თავის მხრივ. ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციით გაოცებულია. 16 მაისს, პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა დაადასტურა, რომ შვედეთი NATO-ს წევრობისთვის განაცხადს შეიტანს. პრემიერი დარწმუნებულია, რომ შესაბამისი მხარდაჭერა შვედ ხალხშიც არსებობს. ბოლო გამოკითხვებით, ფინეთში მოსახლეობის 76% უჭერს მხარს, შვედეთის შემთხვევაში ალიანსიში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია და მოსახლეობის დაახლოებით, ნახევარს შეადგენს. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. „უშუალო საფრთხე ამ ქვეყნების ხარჯზე გაფართოების კუთხით, რუსეთისთვის არ იქმნება, მაგრამ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ცალსახად იწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. როგორი იქნება ეს, ამას შევხედავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 16 მაისს. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წელს გახდა.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ს წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ NATO-ს წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. ან ლინდემ განაცხადა, რომ დოკუმენტი ფინეთთან ერთად NATO-ს მალე გადაეცემა. ბოლო გამოკითხვებით, ფინეთში მოსახლეობის 76% უჭერს მხარს NATO-ში გაწევრიანებას, შვედეთის შემთხვევაში ალიანსიში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი გაცილებით ნაკლებია და მოსახლეობის დაახლოებით, ნახევარს შეადგენს. შეგახსენებთ,ამ ორი ქვეყნის გაწევრიანებას თურქეთი არ ემხრობა. პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ანკარაში დელეგაციას გაგზავნის. თუმცა ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ. სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. „უშუალო საფრთხე ამ ქვეყნების ხარჯზე გაფართოების კუთხით, რუსეთისთვის არ იქმნება, მაგრამ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ცალსახად იწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. როგორი იქნება ეს, ამას შევხედავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 16 მაისს. ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოსთან განიხილა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოსთან განიხილა. NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა გეოანა თავდაცვის კონფიგურაციის ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას დაესწრო. დიდი ბრიტანეთი უკრაინას $1,6 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს უკრაინამ აშშ-სგან მორიგი სამხედრო დახმარება მიიღო გენერალური მდივნის მოადგილემ და ევროკავშირის მინისტრებმა გაცვალეს მოსაზრებები უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესახებ და განიხილეს სამხედრო დახმარების კუთხით უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის დამატებითი გზები. შეხვედრას ვიდეოკონფერენციის საშუალებით უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვიც ესწრებოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა
ფინეთის პარლამენტმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსში, NATO-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენას მხარი დაუჭირა. ფინეთის პარლამენტის 188 დეპუტატმა NATO-ში ქვეყნის გაწევრიანებაზე განაცხადს მხარი დაუჭირა, ხოლო 8-მ საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა. ამასთან, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს 18 მაისს წარადგენენ. ამის შესახებ შვედეთის პრემიერმინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა სტოკჰოლმში ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ ჯოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ NATO თურქეთთან უთანხმოების დაძლევას შეძლებს სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. „უშუალო საფრთხე ამ ქვეყნების ხარჯზე გაფართოების კუთხით, რუსეთისთვის არ იქმნება, მაგრამ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება ამ ტერიტორიაზე, ცალსახად იწვევს ჩვენს საპასუხო რეაქციას. როგორი იქნება ეს, ამას შევხედავთ, იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომლებიც ჩვენთვის შეიქმნება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 16 მაისს. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წელს გახდა.
NATO-ში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადის წარდგენის შემდეგ, შვედეთის და ფინეთის ლიდერებს ჯო ბაიდენი თეთრ სახლში მიიღებს
NATO-ში გაწევრიანების მოლოდინში მყოფი შვედეთის და ფინეთის ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდებიან. პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი და პრეზიდენტი საული ნიინისტო სავარაუდოდ, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში განაცხადებს და ევროპულ უსაფრთხოებას და რუსეთის შეჭრის ფონზე უკრაინის მხარდაჭერას განიხილავენ, განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების ნება ოფიციალურად გამოხატეს. 17 მაისს, ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. შვედეთის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ალიანსის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერეს. სკანდინავიური ქვეყნები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს განაცხადს ერთობლივად, 18 მაისს გადასცემენ. პროცესს თურქეთის დამოკიდებულებამ სკეპტიციზმი შესძინა, თუმცა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში დარწმუნებულნი არიან, რომ მოკავშირეებს კონსენსუსის მიღწევა არ გაუჭირდებათ. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, გაეცანით Europetime-ის სტატიას.
შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანეს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 18 მაისს ბრიუსელში მიიღო ფინეთისა და შვედეთის ელჩებისგან განაცხადი ამ ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების შესახებ. ორივე ქვეყანამ გადაწყვიტა, უარი თქვას ნეიტრალურ სტატუსზე და შეუერთდეს სამხედრო ალიანსს უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე. 17 მაისს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ ხელი მოაწერა შვედეთის განცხადებას NATO-ში გაწევრიანების შესახებ. იმავე დღეს ფინეთის პარლამენტმა ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება 188 მომხრე და რვა წინააღმდეგი ხმით დაამტკიცა. ქვეყნების განაცხადებს NATO-ს საბჭო განიხილავს, რის შემდეგაც შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების ხელშეკრულების რატიფიცირება ალიანსის 30-ვე წევრმა ქვეყანამ უნდა მოახდინოს. თურქეთის ხელისუფლებამ უკვე წამოაყენა პირობების სია, რომლითაც ისინი დათანხმდებიან შვედეთისა და ფინეთის NATO-ში შესვლას. Bloomberg-ის ცნობით, თურქეთი შვედეთსა და ფინეთს სთხოვს PKK-ის და მისი ფილიალების ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებას. ქვეყანა ასევე ელოდება F-16 გამანადგურებლების ახალ პარტიას და კვლავ F-35 გამანადგურებლების მიწოდების პროგრამაში მოხვედრას. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, გაეცანით Europetime-ის სტატიას.
რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე
შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების ნება ოფიციალურად გამოხატეს. 17 მაისს, ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, ალიანსის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. სკანდინავიური ქვეყნები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს განაცხადს ერთობლივად, 18 მაისს გადასცემენ. პროცესს თურქეთის დამოკიდებულებამ სკეპტიციზმი შესძინა, თუმცა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში დარწმუნებულნი არიან, რომ მოკავშირეებს კონსენსუსის მიღწევა არ გაუჭირდებათ. ანკარის საპასუხოდ, დიალოგის სურვილი გამოთქვა შვედეთმა და დელეგაციის ვიზიტიც დაგეგმა თურქეთში, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტისგან პირდაპირი უარი მიიღო. სტოლტენბერგის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ რას ნიშნავს თურქეთის პოზიცია NATO-სთვის, რა ბერკეტები აქვს მას და როგორ და რა პირობებით შეუძლია ალიანსს, მაინც მიაღწიოს კონსენსუსს თურქეთის პოზიციის მიუხედავად. ამ საკითხებში გარკვევას Europetime სფეროს ექსპერტებთან შეეცადა. სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე შეთანხმება მიიღწევა, თუმცა გარკვეულ პირობებზე მოლაპარაკებების და ქვეყნების მიერ დათმობებზე წასვლის გზით. „მოგეხსენებათ, ანკარას შვედეთთან და ფინეთთან ჯერ კიდევ მაშინ დაეძაბა ურთიერთობები, როდესაც თურქეთში გადატრიალების მცდელობა იყო. თურქეთში ფეთჰულა გულენის მომხრეების დევნის გამო ადამიანის უფლებები მნიშვნელოვნად დაირღვა. გაჩნდა ეჭვები, რომ თითქმის ნახევარი თურქეთი იყო ჩართული ამ გადატრიალების მცდელობის მხარდაჭერაში. ყველა, ვისაც სიმპათიები ჰქონდა გიულენის მიმართ და ასევე, უკმაყოფილო იყო ერდოღანის პოლიტიკით, ამ გადატრიალების მცდელობის მონაწილედ გამოაცხადეს. ზოგი გარიცხეს სამსახურიდან, ზოგიც გაიქცა ქვეყნიდან, ზოგი ციხეში მოხვდა ასე შემდეგ. მოკლედ, ერდოღანმა ძალიან მკაცრი ზომები მიიღო. ამ დროს, შვედეთი და ფინეთი თურქეთის წინააღმდეგ ძალიან მძლავრი კრიტიკით გამოვიდნენ. დაიწყეს თურქეთიდან დევნილი/ლტოლვილი ადამიანებისთვის თავშესაფრის უფლების მიცემა, ბევრიც პოლიტიკურ დევნილად აღიარეს. გარდა ამისა, შვედეთმა თურქეთს გარკვეული ეკონომიკური სანქციებიც დაუწესა, რაც თურქეთის გაღიზიანებას იწვევდა. ახლა, როდესაც შვედეთის და ფინეთის გაწევრიანების საკითხი დადგა, როგორც ჩანს, თურქეთის მთავრობამ ამ ბერკეტის გამოყენება გადაწყვიტა სკანდინავიის ქვეყნებზე ზეწოლისთვის. როგორც ჩანს, თურქეთის ძირითადი მიზანია, შვედეთმა და ფინეთმა უარი თქვან თურქეთიდან დევილთა შეფარებაზე, რომლებსაც თურქეთი კრიმინალებად თვლის. გარდა ამისა, ითხოვს სანქციების მოხსნას და უფრო ხისტი პოლიტიკის გატარებას ამ ადამიანების მიმართ; მისი შეხედულებებისთვის ანგარიშის გაწევას. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, თუ თურქეთი ჩათვლის, რომ ეს ადამიანი კრიმინალია და დასაკავებელია, მაგალითად, ფინეთმა და შვედეთმა არ უნდა შეუშვან ისინი თავის ქვეყნებში. ასევე, თურქეთმა წამოსწია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) წევრთა საკითხი, რომელსაც ტერორისტებად თვლის. ძალიან ბევრი ქურთი, რომელიც ამ ორგანიზაციასთან კავშირშია მხილებული თურქეთის ხელისუფლების მიერ, ფინეთსა და შვედეთს აფარებს თავს. მგონია, რომ ამ მიმართულებით წარიმართება მოლაპარაკებები თურქეთს, შვედეთსა და ფინეთს შორის, რა თქმა უნდა, მასში მონაწილეობას შეერთებული შტატები და სხვა მოკავშირეებიც მიიღებენ“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი და აშშ-ის მხრიდან თურქეთზე ზეწოლის განხორციელებას პროგნოზირებს. ექსპერტი ასევე ელის, რომ ევროკავშირის ქვეყნებიც გამოძებნიან გზებს და შესაძლოა, კიდევ ერთი საკითხიც კი დადგეს დღის წესრიგში - მაგალითად, თურქეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების განახლება, რომელიც უკვე დიდი ხნის წინ შეჩერდა. არ არის გამორიცხული, რომ ეს საკითხიც შეიტანონ მოლაპარაკებების დღის წესრიგში. ანალიტიკოსის პროგნოზით, თურქეთი როგორც ამბიციური სახელმწიფო, შეეცდება, რაღაც სარგებელი მიიღოს მისი ამ უფლებიდან, რომ ახალი წევრების მიღებას ვეტო დაადოს, თუმცა დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში შეთანხმება შედგება. „შეიძლება, რაღაცის დათმობა ყველას მოუწიოს, მათ შორის ამერიკელებს, ევროპელებს, შვედებს, ფინელებს. მაგალითად, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, თურქეთის მიმართ თავისი დამოკიდებულება შეარბილონ, უსაფრთხოების გარანტიების მიღებით და საბოლოო ჯამში, ეს ორი ქვეყანა აუცილებლად გაწევრიანდება NATO-ში“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია რაზე მიუთითა ერდოღანმა, როდესაც განაცხადა, რომ მასთან მოლაპარაკების მიზნით ჩასვლას აზრი არ აქვს. კახა გოგოლაშვილის დასკვნით, ერდოღანს შვედეთთან და ფინეთთან თამასის უფრო აწევა და თავის გადაწყვეტილებაზე ფასის დადება სჭირდება. „ერდოღანი ნაწყენია... დიპლომატიურ მოლაპარაკებებს თავისი წესი აქვს. როდესაც ორ მხარეს შორის კონფლიქტია, ყოველთვის შუამავალი აქტიურდება. იმთავითვე არ იმართება შეხვედრა. თურქებმა, რომლებსაც ძალიან დიდი დიპლომატიური გამოცდილება აქვთ, კარგად იციან, რომ თუ ერდოღანი თავიდანვე დათანხმდებოდა შეხვედრას, მისი მოთხოვნების ფასი დაეცემოდა. ამრიგად, ვინმემ შუამავლის როლი უნდა იტვირთოს. იქნებიან ეს ამერიკელები, ფრანგები, გერმანელები თუ სხვა, არ ვიცი, მაგრამ ისეთი ქვეყანა უნდა იყოს, რომელსაც თურქეთთან კარგი ურთიერთობა და მასზე გარკვეულწილად, გავლენა აქვს“, - მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი. ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია აქედან გამომდინარე, ასკვნის, რომ შუამავლის მეშვეობით დიალოგის შემდეგ, მომენტი დადგება, როდესაც პირობებზე შეთანხმდებიან და ამის შემდგომ ჩატარდება შეხვედრაც. ექპერტის აზრით, ერდოღანის მხრიდან იმთავითვე დათანხმება იმის ტოლფასი იქნებოდა, რომ ის პრაქტიკულად უარს ამბობს თავის პრინციპზე და მზად არის, აპატიოს ან მოილაპარაკოს ორივე ქვეყანასთან. „მას სჭირდება ორივე ქვეყანასთან თამასის უფრო აწევა და თავის გადაწყვეტილებაზე ფასის დადება“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი. მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ვინ შეიძლება, იტვირთოს ლიდერის ფუნქცია, შესაძლებელია თუ არა, რომ ეს იყოს შეერთებული შტატები, თუ გავითვალისწინებთ გარკვეულ დაძაბულ პერიოდს თურქეთსა და აშშ-ს ურთიერთობებში? ექსპერტი ამ შეკითვის საპასუხოდ ამბობს, რომ ამერიკას თურქეთი კონსულტაციებზე უარს ვერ ეტყვის. „დიახ, ჰქონდათ გარკვეული დაძაბულობა ურთიერთობებში, თუმცა ამერიკას დიდი გავლენა აქვს თურქეთზე. ეს არის მნიშვნელოვანი და ამერიკას ვერ ეტყვის: „თავს ნუ შეიწუხებთ ჩამოსვლაზე“. შეიძლება, ბლინკენი წავიდეს, ან ოსტინი, უარს ვერ ეტყვის კონსულტაციებზე. მაგრამ ჯერჯერობით რთულია იმაზე საუბარი, ვის აირჩევენ შუამავლად და შემდგომში როგორ შედგება მათ შორის კომუნიკაცია“. თუ თურქეთმა აბსოლუტური უარი განაცხადა შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე, ექსპერტი სხვა გზასაც განიხილავს. კერძოდ, NATO-ს პარალელურად სხვა ალიანსის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს, სადაც თურქეთი არ იქნება და სწორედ ამ ალიანსის ფარგლებში ექნებოდათ შესაძლებლობა შვედეთსა და ფინეთს, მიეღოთ უსაფრთხოების გარანტიები. აღნიშნავს, რომ ეს რთული პროცესი იქნება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოებისთვის შვედეთის და ფინეთის მიღება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს იქნება ძალიან დიდი შესაძლებლობა იმ თვალსაზრისით, რომ ბალტიისპირეთის საკითხი დაიხურება რუსეთის შევიწროებით. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყნები არიან, ორივე ძალიან დიდი სამხედრო ძალაა. შვედეთი თავისი საჰაერო ძალებით, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესია. ფინეთი - თავისი სახმელეთო არმიით, რომელსაც ძალიან დიდი არმია ჰყავს. მას ჰყავს 60 000-იანი პროფესიული ჯარი და სულ რამდენიმე დღეში შეუძლია, მისი გაზრდა 16 000-მდე. გარდა ამისა, ომის შემთხვევაში 9 00 000-მდე რეზერვის მოზიდვა შეუძლია. ამდენად, თითქმის მილიონამდე ადამიანის მობილიზება შეუძლია, რადგან რეზერვისტები არიან ძალიან კარგად მოტივირებულნი და გაწვრთნილნი. ამასთან, აქვს სრული შეიარაღება. არავინ დარჩება შეუიარაღებელი. უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე თუ განვიხილავთ, ეს ძალიან დიდი ძალაა და დიდი შესაძლებლობა აქვთ ფინეთს და შვედეთს, რომ დაიცვან თავი რუსეთის აგრესიის შემთხვევაში. ინფორმაციისთვის, NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წელს გახდა. პუტინი: NATO-ს ინფრასტრუქტურა ფინეთსა და შვედეთში, გამოიწვევს საპასუხო რეაქციას ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა
იენს სტოლტენბერგი: ეს ისტორიული მომენტი უნდა გამოვიყენოთ
ყველა მოკავშირე თანხმდება NATO-ს გაფართოების მნიშვნელობაზე. ყველა ვთანხმდებით, რომ ერთად უნდა ვიდგეთ. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. NATO-ს გენერალური მდივანი შვედეთისა და ფინეთის მიერ განაცხადის წარდგენას მიესალმა. კარგი დღეა, კრიტიკულ მომენტში ჩვენი უსაფრთხოებისთვის. დიდი მადლობა ფინეთსა და შვედეთის გაწევრიანებაზე განაცხადების გადმოცემისთვის. ყველა ერს აქვს უფლება, აირჩიოს თავისი გზა. თქვენ უკვე გააკეთეთ თქვენი არჩევანი. თქვენ ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ და თქვენი გაწევრიანება NATO-ში, ჩვენს საერთო უსაფრთხოებას გაზრდის. თქვენ მიერ დღეს წარდგენილი აპლიკაციები ისტორიული ნაბიჯია. მოკავშირეები ახლა განიხილავენ შემდგომ ნაბიჯებს. მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ინტერესები. ჩვენ მოწადინებულნი ვართ, ვიმუშაოთ ყველა საკითხზე და სწრაფად მივიდეთ დასკვნებამდე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ მოკავშირეების არაერთი განცხადება, რომლებიც ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოებისთვის. NATO უკვე ფხიზლადაა ბალტიის ზღვის რეგიონში. NATO და მოკავშირეთა ძალები საჭიროებისამებრ გააგრძელებენ ადაპტაციას. ყველა მოკავშირე თანხმდება NATO-ს გაფართოების მნიშვნელობაზე. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ერთად უნდა ვიდგეთ. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, გაეცანით Europetime-ის სტატიას. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანეს
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა და NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ რუსეთის ქმედებები დაგმეს
ბელგიის სამეფოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ადმირალმა რობ ბაუერმა სამხედრო კუთხით NATO--საქართველოს თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და პრიორიტეტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების ფონზე, ალიანსთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და თავსებადობის გაზრდის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საუბრის ძირითად თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, შავი ზღვის რეგიონში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი აგრესია წარმოადგენდა. მხარეებმა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინელი ხალხის მიმართა სოლიდარობა გამოხატეს და რუსეთის მოქმედებები დაგმეს. ამასთან, გენერალ მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ადმირალ რობ ბაუერს საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, ასევე NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან ინიციატივებზე ინფორმაცია მიაწოდა. მან სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას გრძელვადიანი განვითარების გეგმაც გააცნო, რომელიც NATO-სთან თანამშრომლობის ყველა პრაქტიკული მექანიზმის გამოყენებას ითვალისწინებს და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ამაღლებას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა NATO-ს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს უდიდესი კონტრიბუცია და ქართული მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში მომავალშიც გააგრძელოს მონაწილეობა.
ირაკლი ღარიბაშვილსა და იენს სტოლტენბერგს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა, - ამის შესახებ ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზე განთავსდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა. დღესვე დაანონსდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდება. 18 მაისს, ბელგიის სამეფოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და ადმირალმა რობ ბაუერმა სამხედრო კუთხით NATO--საქართველოს თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და პრიორიტეტებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა პრემიერ-მინისტრი: შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი შარლ მიშელი: დემოკრატიზაციის პროცესში რეფორმები და კანონის უზენაესოება საჭიროა ისე, როგორც არასდროს
ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთს აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პრეზიდენტების დონეზე შეხვედრა შესაძლოა მიმდინარე წელს გაიმართოს. მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთს აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურს. ნიუ-იორკში, „თურქევის ცენტრში“ სიტყვით გამოსვლისას ჩავუშოღლუმ გაიხსენა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და მისი ამერიკელი კოლეგის ჯო ბაიდენის „მნიშვნელოვანი შეხვედრა“, რომელიც გასულ წელს, რომში, იტალიაში გაიმართა და რომლის დროსაც, მისი თქმით, ერდოღანი და ბაიდენი შეთანხმდნენ, რომ შექმნან მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალი დონის დიალოგს და განიხილავს საკითხებს, რომლებზეც თურქეთი და აშშ სრულად ვერ თანხმდებიან. „მსოფლიოში არსებული კრიზისების გათვალისწინებით, ჩვენ განვიხილავთ აშშ-სთან საკითხს, თუ რომელ სფეროებში შეგვიძლია, განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები, როგორც ამ მექანიზმის ნაწილი“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. 4 აპრილს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის ანკარაში ვიზიტისას, თურქეთ-აშშ-ს სტრატეგიული მექანიზმი ამოქმედდა. „იმედი მაქვს, ამ მექანიზმის ფარგლებში რიგი საკითხების გადაჭრას ან შემცირებას და შედეგზე ორიენტირებული მიდგომით თანამშრომლობის გაუმჯობესებას შევძლებთ“, - დაამატა ჩავუშოღლუმ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ 17-20 იანვარს აშშ-ს ეწვევა, რათა ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ამ თანამდებობის დაკავების დღესთან დაკავშირებით გამართულ სხვადასხვა ღონისძიებას დაესწროს. ოთხშაბათს, ჩავუშოღლუ სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შეხვდება. დღესვე ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსეთის, უკრაინის, თურქეთის და გაეროს საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა ჰუმანიტარულ საკითხებზე უახლოეს დღეებში გაიმართება. "არსებობს ჰუმანიტარულ საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფი, რომელიც შემოთავაზებულია გაეროს გენერალური მდივნის მიერ, მათ შორის გაერო, თურქეთი, რუსეთი და უკრაინა. უახლოეს დღეებში ვგეგმავთ ტექნიკურ დონეზე შეხვედრის გამართვას", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.
ბრიუსელში ვიზიტი მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს ხვდება
ბრიუსელში ვიზიტით მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალუდ მდივანს იენს სტოლტენბერგს ხვდება. შეხვედრაზე მედია არ არის მიწვეული და შესაბამის მასალასაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გაავრცელებს. დღეს დილით, NATO-ს ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ალიანსის გენმდივანს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ამ თემაზე განმარტება მხოლოდ ქართულმა მხარემ გააკეთა. მოგვიანებით, NATO-მ განაახლა ინფორმაცია, რომ იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს უმასპინძლებს. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.
NATO: იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს მიიღებს
18 მაისს, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიიღებს. ინფორმაცია ალიანსმა თავის ვებგვერდზე განაახლა. როგორც Europetime-ს ალიანსიდან აცნობეს, შეხვედრაზე მედია არ არის მიწვეული და შესაბამის მასალასაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გაავრცელებს. დღეს დილით, NATO-ს ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ალიანსის გენმდივანს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ამ თემაზე განმარტება მხოლოდ ქართულმა მხარემ გააკეთა. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.
სტოლტენბერგი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ: NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი Twitter-ზე წერს. ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში შეხვდა „NATO -ს მჭიდრო პარტნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი. ვისაუბრეთ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომზე. NATO სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - წერს იენს სტოლტენბერგი.
ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს მის საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას, რაც ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ალიანსთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას, რომლის შედეგადაც საქართველო ეფექტიანად იყენებს გაწევრიანების გზაზე არსებულ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს. „შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი როგორც ალიანსის, ასევე, პარტნიორი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერას და მათთან მჭიდრო თანამშრომლობას. დადებითი შეფასება მიეცა ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს. გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც ალიანსის მტკიცე და სანდო პარტნიორის როლი და მისი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია, როგორც გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ასევე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება ასახული ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში როგორც ქვეყნის მისწრაფებების პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე, პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს NATO-ს მადრიდის სამიტის მოსამზადებელი საკითხები და მოლოდინები. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკრაინაში ომს, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინელი ხალხის მიმართ. ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს პრემიერმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა პირადი ძალისხმევისთვის და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლაში არსებითი როლის შესრულებისთვის“, - აღნიშნავს ადმინისტრაცია. „ნაყოფიერი საუბარი შედგა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. მიმოვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, საქართველოსა და ალიანსს შორის გაძლიერებული პარტნიორობის მნიშვნელობა. ხაზგასმით აღვნიშნე ყველა შესაძლო ფორმატში ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა, რაც რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული“, - აღნიშნავს ღარიბაშვილი თავის მხრივ Twitter-ზე განთავსებულ პოსტში. ბრიუსელში ვიზიტი მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს ხვდება დღეს დილით, NATO-ს ვებგვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ალიანსის გენმდივანს შორის დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ამ თემაზე განმარტება მხოლოდ ქართულმა მხარემ გააკეთა. მოგვიანებით, NATO-მ განაახლა ინფორმაცია, რომ იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს უმასპინძლებს. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.
ამერიკული ავიამზიდი USS Harry Truman-ი ხმელთაშუა ზღვაში განთავსდა
NESH22 აძლიერებს ალიანსის ყველა წევრს, რომ წვლილი შეიტანონ ევროპის კონტინენტის კოლექტიურ დაცვაში. ალიანსის ქმედებები ყოველთვის პროპორციულია და თავდაცვით ხასიათს ატარებს NESH 22: სამხედრო წვრთნების სერიის ფარგლებში, ამერიკული ავიამზიდი USS Harry Truman-ი, მისი დამრტყმელი ჯგუფი და აშშ-ის სხვა საზღვაო ხომალდები ადრიატიკისა და ხმელთაშუა ზღვაში განლაგდნენ. ხმელთაშუა ზღვაში აშშ-ის გადამზიდავი ჯგუფი წელს უკვე მეორედ მოექცა NATO-ს მეთაურობის ქვეშ. ეს არის აშშ-ის გადამზიდავი ჯგუფის მეორე გადაყვანა ცივი ომის დასრულების შემდეგ. Kearsarge Amphibious Ready Group-ი ასევე განლაგდა ალიანსის მეთაურობის ქვეშ და ამჟამად ოპერირებს ბალტიის ზღვაში NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად წვრთნების სერიისთვის. NATO-ს მეთაურობის ქვეშ სამხედრო წვრთნების სერია NESH 22 მრავალი ქვეყნის მონაწილეობას მოიცავს, მათ შორის არიან: ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, დანია, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ. NATO ხმელთაშუა ზღვაში მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს სტოლტენბერგი ხმელთაშუა ზღვაში დაგეგმილ მასშტაბურ წვრთნებზე: NATO თავის მოკავშირეებს ყოველთვის დაიცავს აქტივობა ფოკუსირებულია გადამზიდავი დამრტყმელი ჯგუფის, ამფიბიების მზა ჯგუფის და საზღვაო საექსპედიციო განყოფილების ინტეგრაციის მართვასა და კონტროლის სირთულეების დაძლევაზე. „ეს აქტივობები აძლიერებს ჩვენს უნარს, შეუფერხებლად ვმართოთ საზღვაო დარტყმის შესაძლებლობები შეკავებისა და თავდაცვის მხარდასაჭერად. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა ალიანსის დასაცავად“, - აღნიშნა გენერალმა ტოდ ვოლტერსმა ევროპის მოკავშირეთა უმაღლესი სარდლობის მეთაურმა (SACEUR). წვრთნები ბალტიის, ადრიატიკისა და ხმელთაშუა ზღვაში 17-30 მაისს ჩატარდება.
მევლუთ ჩავუშოღლუ: შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებაზე, თურქეთის შეშფოთებები ლეგიტიმურია
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თურქეთი უკრაინაში ომის დაწყებამდეც უჭერდა მხარს NATO-ს ღია კარის პოლიტიკას, თუმცა ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ლეგიტიმური შეშფოთებები გააჩნია. სტოლტენბერგის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ „ჩვენ ვხედავთ საფრთხეებს ჩვენს რეგიონში და ამ მიზეზით ჩვენ ვხედავთ, რომ ფინეთსა და შვედეთს სურთ, გახდნენ NATO-ს ახალი წევრები. თქვენ იცით, რომ თურქეთი NATO-ს ღია კარის პოლიტიკას ამ ომამდეც უჭერდა მხარს. თუმცა, რაც შეეხება ამ შესაძლო კანდიდატებს ან უკვე კანდიდატ ქვეყნებს, ჩვენ ასევე გვაქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ლეგიტიმური შეშფოთებები, რომ ისინი მხარს უჭერდნენ ტერორისტულ ორგანიზაციებს. ასევე, არის შეზღუდვები თავდაცვითი პროდუქციის ექსპორტზე. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთებები, მე მქონდა გულწრფელი და პირდაპირი საუბარი ჩემს შვედ და ფინელ კოლეგებთან ბერლინში. ჩვენ გვესმის მათი უსაფრთხოების შეშფოთებები, თუმცა თურქეთის უსაფრთხოების შეშფოთებები ასევე უნდა იყოს გათვალისწინებული“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება პროცესია და „ამ პროცესში ისინი იმუშავებენ, როგორც მოკავშირეები და პარტნიორები“. ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია ინფორმაციისთვის, NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წელს გახდა. პუტინი: NATO-ს ინფრასტრუქტურა ფინეთსა და შვედეთში, გამოიწვევს საპასუხო რეაქციას ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება პროცესია და „ამ პროცესში ისინი იმუშავებენ, როგორც მოკავშირეები და პარტნიორები“. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.
NATO შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე თურქეთის შეშფოთებას განიხილავს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხუთშაბათს განაცხადა, NATO განიხილავს თურქეთის „შეშფოთებას“ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების გამო. თურქეთი ითხოვს, შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის ერდოღანმა დღეს კვლავ გაიმეორა, რომ თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს ვერ დაუჭერს და ამ ქვეყნებს ტერორისტების თავშესაფრად მიიჩნევს. ბაიდენმა NATO-ში გაწევრიანების მოლოდინში მყოფი ფინეთის და შვედეთის ლიდერებს უმასპინძლა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა „ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვართ ფინეთთან, შვედეთთან და თურქეთთან და ასევე სხვა მოკავშირეებთან. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ იმ შეშფოთებას, რომელიც თურქეთმა გამოთქვა, რათა ვიპოვოთ „შეთანხმების გზები, თუ როგორ უნდა წავიდეთ წინ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა კოპენჰაგენში დანიის პრემიერ მინისტრთან მეტე ფრედერიკსენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.
ბაიდენმა ფინეთის და შვედეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების გზაზე სრული მხარდაჭერა გამოუცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის განაცხადებს NATO-ში გაწევრიანებაზე, შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ბაიდენმა NATO-ს წევრობაზე განმცხადებლებს თეთრ სახლში უმასპინძლა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს ქვეყნები უკვე აკმაყოფილებენ NATO-ს ყველა კრიტერიუმს. „დღეს ჩემი ადმინისტრაცია შეერთებული შტატების კონგრესს წარუდგენს ანგარიშებს ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების შესახებ, რათა სენატი ეფექტიანად და სწრაფად გადაერთოს კონსულტაციისა და თანხმობის შესახებ ხელშეკრულებაზე“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. „დღეს მე ამაყი ვარ, რომ მივესალმები და ვაცხადებ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას ორი დიდი დემოკრატიისა და ორი ახლო, მაღალკვალიფიციური პარტნიორის მიმართ, რათა ისინი შეუერთდნენ უძლიერეს, ყველაზე ძლიერ თავდაცვით ალიანსს მსოფლიოს ისტორიაში. ეს არის ორი ამაყი დამოუკიდებელი ქვეყანა თავის სუვერენულ უფლებებს იცავს და გამოხატავს, ისევე როგორც, ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები“, - განაცხადა ბაიდენმა შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონთან და ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან ერთად მიმართვისას. ჯო ბაიდენის თქმით, დღეს კითხვის ნიშნები არ არსებობს საკითხის ირგვლივ, რომ: NATO აქტუალურია, ის ეფექტიანია და ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე. „შვედეთი და ფინეთი უკვე არიან ჩვენს უახლოეს პარტნიორებს შორის მთელ რიგ საკითხებში. ფინეთისა და შვედეთის ჯარები, ისინი უკვე მსახურობდნენ აშშ-სა და NATO-ს ძალებთან ერთად კოსოვოში, ავღანეთსა და ერაყში. ფინეთი და შვედეთი უკვე მუშაობენ შეერთებულ შტატებთან და ჩვენს სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინირებულად, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინის მამაც ხალხს, რომელიც იცავს თავისუფლებას , - აღნიშნა ბაიდენმა. შეერთებულ შტატებში, სენატის სულ მცირე ორმა მესამედმა უნდა დაუჭიროს მხარი თავდაცვით ალიანსში ახალი წევრის მიღებას. ანალოგიურად, 30-ვე ამჟამინდელი წევრის საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს ამ შემთხვევაში შვედეთის და ფინეთის მიერ შეტანილი განაცხადები. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.
შოიგუს თქმით, რუსეთი NATO-ს გაფართოების საპასუხოდ ახალ სამხედრო ბაზებს შექმნის
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პარასკევს განაცხადა, რომ მოსკოვი ახალ სამხედრო ბაზებს NATO-ს გაფართოების საპასუხოდ შექმნის. „წლის ბოლოსთვის, დასავლეთის სამხედრო ოლქში 12 სამხედრო ნაწილი და დივიზია შეიქმნება”, - განაცხადა შოიგუმ. ბაიდენმა ფინეთის და შვედეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების გზაზე სრული მხარდაჭერა გამოუცხადა შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების ნება ოფიციალურად გამოხატეს. 17 მაისს, ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, ალიანსის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. სკანდინავიურმა ქვეყნებმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს განაცხადი ერთობლივად გადასცეს. ლიდერებს იენს სტოლტენბერგმა NATO-ს შტაბბინაში უმასპინძლა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბორის ჯონსონმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართა
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ბრიტანეთი-თურქეთის თანამშრომლობა, უკრაინის კონფლიქტზე გლობალური რეაგირება და NATO-ს გაფართოების საკითხები განიხილეს, - ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.. განცხადების მიხედვით, ლიდერებმა ერთმანეთს გაუზიარეს ღრმა შეშფოთება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის მისი შორს მიმავალი შედეგების შესახებ. „პრემიერ-მინისტრი მიესალმა თურქეთის წამყვან როლს კრიზისის მოგვარების მიმართულებით და ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთად იმუშავებენ უკრაინის მარცვლეულის მარაგებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მარშრუტების გახსნისა და სურსათზე გლობალური ფასების შემცირების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს NATO-ში
შეერთებული შტატები საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ აფიქსირებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-თან განაცხადა, რომ საქართველო აშშ-სა და NATO-ს უახლოესი პარტნიორია. „საქართველო აშშ-სა და NATO-ს ძალიან ღირებული პარტნიორია. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს NATO-ში და მუშაობს NATO-ს მოკავშირეებთან, რათა მხარი დაუჭიროს მის უსაფრთხოებასა და თავდაცვის მოდერნიზაციის მცდელობებს. 20 მაისს, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გამართა. საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI), შეერთებული შტატებისა და საქართველოს ოფიციალური ორმხრივი ძალისხმევაა, რათა ქვეყნებს შორის ძლიერი სამხედრო ურთიერთობები გაგრძელდეს. მოგეხსენებათ, ეს ინიციტივა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წარმატებას ეფუძნება. DDEI GDRP-ის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს ეფუძნება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს შეკავებისა და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, NATO-სთან თავსებადობის ხელშეწყობას, ინსტიტუციურ რეფორმებსა და მოდერნიზაციას ორგანიზაციული ცვლილებების მართვის გზით“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საკუთარი პრეტენზიები გააცნო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელიც შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, ორი ქვეყნის ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა და თავისი შეშფოთება განიხილა. ერდოღანმა შვედეთის პრემიერ-მინისტრს მაგდალენა ანდერსონს განუცხადა, რომ ანკარა მისი შეშფოთების გადასაჭრელად კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება. თურქეთის პრეზიდენტის ოფისის თანახმად, ერდოღანმა ასევე თქვა, რომ თურქეთს 2019 წელს სირიაში შეჭრის შემდეგ იარაღის ექსპორტზე დაწესებული ემბარგო უნდა გაუქმდეს. ანდერსონმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ აფასებს თურქეთის ამ მოწოდებას და რომ შვედეთი თურქეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას იმედოვნებს. „მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ შვედეთი მიესალმება საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესაძლებლობას და ხაზგასმით აღვნიშნე, რომ შვედეთი აშკარად მხარს უჭერს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და PKK-ის ტერორისტულ სიაში შეყვანას“, - ამბობს ანდერსონი გავრცელებულ განცხადებაში. ნიინისტომ განაცხადა, რომ ღია და პირდაპირი მოლაპარაკებები გამართა ერდოღანთან და დათანხმდა მჭიდრო დიალოგის გაგრძელებას. „განვაცხადე, რომ როგორც NATO-ს მოკავშირეები, ფინეთი და თურქეთი ერთგულები იქნებიან ერთმანეთის უსაფრთხოების მიმართ და ამით ჩვენი ურთიერთობა გაძლიერდება,“- წერს საული ნიინისტო Twitter-ზე. NATO შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე თურქეთის შეშფოთებას განიხილავს რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.
დიდი ბრიტანეთი მოლდოვაში თანამედროვე შეიარაღების გაგზავნის საკითხს მოკავშირეებთან განიხილავს
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, მისი სურვილია, მოლდოვაში თანამედროვე იარაღი გააგზავნონ, იმისთვის, რომ ქვეყანა რუსეთის შეჭრის საფრთხისგან დაცული იყოს და ამ საკითხზე NATO-ს მოკავშირეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „მსურს, მოლდოვა NATO-ს სტანდარტებით აღჭურვილი ვიხილო. ამაზე დისკუსია ჩვენს მოკავშირეებთან გვაქვს. პუტინმა აბსოლუტურად მკაფიოდ გამოააშკარავა საკუთარი ამბიციები დიდი რუსეთის შექმნის შესახებ – და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ძალისხმევა კიევის აღებასთან დაკავშირებით წარუმატებელი იყო, არ ნიშნავს, რომ მან მიატოვა ეს ამბიციები“, – განაცხადა ტრასმა. The Telegraph-ი წერს, რომ გეგმის დამტკიცების შემთხვევაში NATO-ს წევრები მოლდოვას მიაწვდიან თანამედროვე იარაღს, ჩაანაცვლებენ საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობას და მოამზადებენ ჯარისკაცებს მის გამოყენებაში.
რასმუსენი: გერმანია უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების საკითხზე ზედმეტად ყოყმანობს
NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა უკრაინის გარშემო არსებული ვითარების მიმართ ბერლინის ფრთხილი მიდგომა გააკრიტიკა. რასმუსენმა ევროპელებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ნავთობისა და გაზის იმპორტი რუსეთიდან. „გერმანია უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებასა და რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, ზედმეტად ყოყმანობს. რა თქმა უნდა, გერმანია დიდად არის დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე, მაგრამ ვფიქრობ, ფედერალური მთავრობის მკაფიო პოზიცია შეცვლიდა არსებულ დინამიკას. ჩვენ გვჭირდება გერმანიის ხელმძღვანელობა", - ციტირებს გერმანული გაზეთი Handelsblatt-ი რასმუსენის სიტყვებს. ალიანსის ყოფილი ხელმძღვანელი ასევე მიესალმა NATO-ს მომავალ გაფართოებას. შვედეთისა და ფინეთის ნაბიჯს რასმუსენმა ისტორიული უწოდა. მისივე თქმით, ფინეთი და შვედეთი თავდაცვის შესაძლებლობებს გაზრდიან, განსაკუთრებით ბალტიისპირეთში. 2001-2009 წლებში რასმუსენი დანიის პრემიერი იყო. NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობა 2009 წლიდან 2014 წლამდე ეკაავა. 2016 - 2019 წლებში კი, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველი (თავისუფალი სტატუსით) იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარას მისი უსაფრთხოების შესახებ კონკრეტული ნაბიჯების ხილვა სურს და არა, დიპლომატიური განცხადებების. თურქული მედიის ცნობით, ერდოღანმა აღნიშნა, რომ NATO-ს გაფართოების პოლიტიკა ძირითადი უსაფრთხოების პრინციპების პრიორიტეტების განსაზღვრის გარეშე, არც თურქეთისთვისა რის კარგი და არც NATO-სთვის. ერდოღანის თქმრომ NATO-ს გაფართოების პოლიტიკა ძირითადი უსაფრთხოების პრინციპების პრიორიტეტების განსაზღვრის გარეშე, არც თურქეთისთვისა რის კარგი და არც NATO-სთვის.
თავდაცვის ძალებს „დელტას“ მიერ წარმოებული ექვსი ერთეული ჯავშანმანქანა გადაეცა
საქართველოს თავდაცვის ძალების ადგილობრივი ჯავშანმანქანებით აღჭურვა გრძელდება, ამჯერად, თავდაცვის ძალებს სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ მიერ წარმოებული ექვსი ერთეული ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ გადაეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) „დიდგორი მედევაკების“ ქვედანაყოფებისთვის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. მინისტრი დეტალურად გაეცნო „დიდგორი მედევაკის“ ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს და ჯავშანმანქანა პირადად გამოსცადა. მინისტრის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული წარმოების სამხედრო ტექნიკით აღჭურვა უწყებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და მომავალშიც გაგრძელდება. „სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ სამედიცინო დანიშნულების, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასაყვანად და ტრანსპორტირების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველსაყოფად არის დამზადებული. სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანმანქანები სამხედრო ქვედანაყოფებს განაწილების გეგმის შესაბამისად, ეტაპობრივად გადაეცემა. „დელტას“ მიერ წარმოებული 40-მდე ერთეული ჯავშანმანქანა 2020 წელს, საქართველოს თავდაცვის ძალებს პირველად ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში გადაეცა“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
საქართველოს დელეგაცია NATO-ს კიბერთავდაცვის კომიტეტის სხდომას დაესწრო
კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე საქართველოს უწყებათშორისი დელეგაცია NATO-ს კიბერთავდაცვის კომიტეტის სხდომას დაესწრო. თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის დამსწრეებს საქართველოს კიბერსივრცეში მიმდინარე გამოწვევები და უწყებრივ დონეზე მათთან გამკლავების გზები გააცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „შეხვედრა მიზნად ისახავდა ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების, ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლების ინფორმირებას საქართველოში კიბერუსაფრთხოების კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან ხაზგასმით დადასტურდა სფეროს ტრანსფორმირებისა და მის ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის საკითხში საქართველოსადმი მხარდაჭერა. ნატოს მხრიდან ხაზი გაესვა თანამშრომლობის არსებულ, წარმატებულ მოდელებს, როგორიცაა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP). ალიანსის მხრიდან ასევე გამოითქვა მზადყოფნა, რომ კიბერუსაფრთხოების კუთხით აქტიური თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.
თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები NATO-ში გაწევრიანების საკითხზე ანკარაში შეხვდებიან
25 მაისს, ანკარაში, საპრეზიდენტო კომპლექსში თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციების მოლაპარაკებები გაიმართება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ. თურქეთი ითხოვს, შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის მხარეები NATO-ში გაწევრიანების თაობაზე სტოკჰოლმისა და ჰელსინკის განაცხადებს განიხილავენ. მოლაპარაკებების პროცესში თურქეთის დელეგაციას პრეზიდენტის პრესმდივანი იბრაჰიმ კალინი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სედათ ონალი ხელმძღვანელობენ. მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები, რომლებსაც უძღვებიან შვედეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის სახელმწიფო მდივანი ოსკარ სტენსტრომი და ფინეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იუკა სალოვაარი. თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთის წინააღმდეგობა ეხება შვედეთს და შედარებით ნაკლებად ფინეთს. ერდოღანმა კვლავ გაიმეორა, რომ მისი პრეტენზია ამ ორი ქვეყნის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK)მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტებად აღიარებს. თურქეთი ასევე ადანაშაულებს შვედეთსა და ფინეთს აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი სასულიერო პირის, ფეთჰულა გიულენის მიმდევრებისთვის თავშესაფრის მიცემაში, რომელსაც თურქეთის მთავრობა 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის შვედეთმა და ფინეთმა, იარაღის ექსპორტი შეზღუდა თურქეთში, 2019 წელს, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, თურქეთის საზღვრისპირა რეგიონში ოპერაციის შემდეგ, რომლის მიზანიც ქურთი ბოევიკებისგან ტერიტორიის გაწმენდა იყო. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.
რასმუსენი და ერმაკი უხელმძღვანელებენ საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებებს წარადგენს
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი NATO-ს ყოფილ გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად უხელმძღვანელებს საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წინადადებებს წარადგენს. ამ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინა: რუსეთის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია ჯგუფს უსაფრთხოების, პოლიტიკისა და დიპლომატიის სფეროდან წამყვანი ექსპერტები შეუერთდებიან. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: შვიდი ქვეყანა მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი „დღეს მოხარული ვარ განვაცხადო, რომ NATO-ს ყოფილ გენერალურ მდივან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად ვქმნით საერთაშორისო საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფს, რომლის მიზანია, შეიმუშაოს კონკრეტული რეკომენდაციები უკრაინის უსაფრთხოების საიმედო და ეფექტიანი გარანტიებისთვის“, - განაცხადა ერმაკმა დავოსში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ანდერსონმა ერდოღანის პრეტენზიებს უპასუხა
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ტერორისტულ ორგანიზაციებს ფულს არ უგზავნის. ამით ანდერსონი თურქეთის პრეზიდენტის პრეტენზიებს გამოეხმაურა. ოთხშაბათს სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე ანდერსონმა აღნიშნა, რომ თურქეთსა და შვედეთს შორის დიალოგი მიმდინარეობს. ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საკუთარი პრეტენზიები გააცნო ანკარაში, საპრეზიდენტო კომპლექსში თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დღეს იმართება. თურქეთი ითხოვს, შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.
ერდოღანმა და მაკრონმა ფინეთისა და შვედეთის NATO გაწევრიანების საკითხზე ისაუბრეს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფინეთისა და შვედეთის განაცხადები NATO გაწევრიანების შესახებ, სატელეფონო საუბრისას განიხილეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. საფრანგეთის პრეზდენტის ოფისის ცნობით, მაკრონმა ხაზი გაუსვა ფინეთისა და შვედეთის სუვერენული არჩევანის პატივისცემის მნიშვნელობას, რომელიც მისი თქმით, დემოკრატიული პროცესის შედეგია. მაკრონის შეფასებით, უსაფრთხოების გარემოს ევოლუციაზე ფინეთმა და შვედეთმა რეაქცია მოახდინეს. თურქეთის პრეზიდენტმა უთხრა მაკრონს, რომ „შვედეთისა და ფინეთის კონტაქტები პირებთან და ე.წ. ორგანიზაციებთან, რომლებიც აკონტროლებენ ტერორისტულ ორგანიზაციას PKK/YPG არ იქნება თავსებადი ალიანსის სულისკვეთებასთან, ნათქვამია თავის მხრივ, თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში. დიდი ბრიტანეთი უკრაინის შავი ზღვის სანაპიროზე რუსეთის ბლოკადის მოსახსნელად სამხედრო ხომალდების გაგზავნას განიხილავს - Times ორი ლიდერი ასევე შეეხო სასურსათო უსაფრთხოების კრიზისს და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გადაუდებელ აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება, იტყობინება საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი და აღნიშნავს, რომ მხარეებმა ტრანსპორტირების სხვადასხვა შესაძლო გზა განიხილეს და შეთანხმდნენ, დარჩნენ კონტაქტზე, რათა სწრაფად იპოვონ გამოსავალი. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია.
NATO-ში კანადის დელეგაცია: კანადა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს რეფორმების ძალისხმევასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს
კანადა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს რეფორმების ძალისხმევას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს, - NATO-ში კანადის დელეგაცია საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „დაგვიანებით ვულოცავთ NATO-ს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორს დამოუკიდებლობის დღეს. კანადა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს რეფორმების ძალისხმევას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანს, მათ შორის NATO-ში საბოლოოდ წევრობას“, – წერს NATO-ში კანადის დელეგაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 15 ქალაქში სამხედრო ტექნიკა გამოიფინება, დაგეგმილია საჰაერო კომპონენტის ჩვენებაც ილია დარჩიაშვილი: მტკიცედ ვადგავართ საქართველოს განვითარების ევროპულ გზას და დარწმუნებული ვართ წარმატებაში ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ფინეთთან და შვედეთთან ერთად, უკრაინა და საქართველოც მიიწვიეს
15-16 ივნისს, ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება, რომელსაც NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. Europetime-ს NATO-დან აცნობეს, რომ შეხვედრა 15 ივნისს, სამუშაო ვახშმით დაიწყება, სადაც მიწვეულნი არიან პარტნიორები - ფინეთი, საქართველო, შვედეთი, უკრაინა და ევროკავშირი. 16 ივნისს, NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ორ სესიაზე შეიკრიბებიან.ცალკე, უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც შეერთებული შტატები მასპინძლობს, NATO-ს შტაბბინაში, 15 ივნისს გაიმართება. NATO და საქართველო განიხილავენ, კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები NATO-ს მოკავშირეებთან მუშაობს, რათა საქართველოს უსაფრთხოებასა და თავდაცვის მოდერნიზაციის ძალისხმევას მხარი დაუჭიროს
ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დარწმუნებულია, რომ თურქეთის შეშფოთება ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შეიძლება, მომავალი თვის ბოლოს, ალიანსის ლიდერების სამიტისთვის, სწრაფად გადაიჭრას. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეკა ჰაავისტოსთან ერთად, ვაშინგტონში, გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება. „აშშ სრულად უჭერს მხარს ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას და მე კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვენები მალე NATO-ს წევრები გახდებიან. მოუთმენლად ველით, შევძლებთ ფინეთს და შვედეთს ჩვენი მოკავშირეები ვუწოდოთ“, - განაცხადა ბლინკენმა. თავის მხრივ, ჰავისტოს თქმით, მისმა ქვეყანამ და შვედეთმა ბოლო დღეებში თურქეთთან „კარგი მოლაპარაკებები“ გამართეს. შეგახსენებთ, თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ანკარა აცხადებს, რომ ვიდრე ანკარის პირობები არ დაკმაყოფილდება, ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე პროგრესი არ იქნება. თურქეთი ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საკუთარი პრეტენზიები გააცნო რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.
ერდოღანი შვედეთთან და ფინეთთან მოლაპარაკებებში პროგრესს ვერ ხედავს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთთან და ფინეთთან მოლაპარაკებები გასულ კვირას „სასურველ დონეზე“ ვერ შედგა. ამის შესახებ ერდოღანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მანამდე, თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შვედეთსა და ფინეთს დედაქალაქ ანკარაში შეხვედრის დროს განუცხადა, რომ მათი NATO-ში გაწევრიანების პროცესში პროგრესი არ იქნება, თუ ანკარას უსაფრთხოების მოთხოვნები კონკრეტული ნაბიჯებითა და გარკვეული ვადით არ დაკმაყოფილდება. უფრო ადრე: ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საკუთარი პრეტენზიები გააცნო ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება ანკარაში, საპრეზიდენტო კომპლექსში თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციების მოლაპარაკებები 25 მაისს გაიმართა. თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება და ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.
NATO აღარ არის ვალდებული, თავი შეიკავოს ძალების გაფართოებისგან აღმოსავლეთ ევროპაში - მირჩა ჯოანა
25 წლის წინ ხელმოწერილი NATO-რუსეთის შეთანხმება აღარ ავალდებულებს ალიანსს, რადგან თავად რუსეთმა დაარღვია შეთანხმება უკრაინაში შეჭრით, ამბობს NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანა, რომელიც ვილნიუსში იმყოფება. 1997 წლის NATO-რუსეთის ჩარჩო შეთანხმების მიხედვით, ალიანსმა პირობა დადო, რომ მუდმივად არ განათავსებს მნიშვნელოვან ძალებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ამავე დროს, რუსეთი ვალდებულია, თავი შეიკავოს მეზობლების წინააღმდეგ აგრესიისგან, მაგრამ როგორც მირჩა ჯოანამ აღნიშნა, რომ რუსეთმა ამ დამფუძნებელი აქტის ყველა შინაარსი შეთანხმების დარღვევით ძირითადად გააუქმა. მირჩა ჯოანამ განაცხადა, რომ ალიანსის ყოფნა რეგიონში გაძლიერდება, მაგრამ ძალების კონკრეტული რაოდენობა უცნობია. საბოლოო გადაწყვეტილებები მადრიდში NATO-ს სამიტზე მიიღება. „ჩვენ გვესმის რაოდენობის მიმართ ინტერესი, მაგრამ ასევე გვინდა ხაზი გავუსვათ ხარისხს. ჩვენ ველით ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ჩვენი ლიდერებისგან მადრიდში“, - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ. ივნისში, მადრიდში,NATO-ს სამიტზე ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციას მიიღებენ.
2008 წელს, უკრაინისა და საქართველოს MAP-ის გარეშე დატოვება უზარმაზარი გეოპოლიტიკური შეცდომა იყო - რასა იუკნევიჩიენე NATO-ს გენმდივნის მოადგილეს
„2008 წელს, ბუქარესტში უზარმაზარი გეოპოლიტიკური შეცდომა დაუშვეს, როცა უკრაინასა და საქართველოს MAP-ი არ მისცეს“, - ასე მიმართა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეასთან ურთიერთობის დელეგაციის წევრმა, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე. მისივე თქმით, აშკარაა, რომ ეს მოხდა რუსეთის არასწორი ჩართულობის გამო, პოლიტიკის, რომელსაც NATO-ს ზოგიერთმა წევრმა შეუწყო ხელი. „ეს იყო პუტინისთვის მოქმედების ნიშანი - კრემლმა ეს გაიგო, როგორც ევროპის კონტინენტის [არაფორმალური] დაყოფა. ახლა, NATO-ში მიწვეული არ არის და უკრაინა ყველა ჩვენგანისთვის იბრძვის. მისი შეიარაღებული ძალები იქნება ერთ-ერთი უძლიერესი, ყველაზე ქმედუნარიანი ევროპულ კონტინენტზე მას შემდეგ, რაც რუსებს უკრაინის ტერიტორიიდან განდევნიან. ჩემი შეკითხვა ასეთია: როდის მოვა დრო, როცა NATO-ს წევრები მიხვდებიან, რომ ჩვენ, NATO-ს, ისევე გვჭირდება უკრაინა და საქართველო ალიანსში, როგორც მათ ჩვენ? აღიარა თუ არა NATO-მ მადრიდში ახალი სტრატეგიის მიღებამდე თავისი შეცდომები და ის აღარ განმეორდება? ხედავთ თუ არა შესაძლებლობას, რომ რუსული ფაქტორი ამიერიდან აღარ იყოს ნამდვილი მიზეზი უკრაინის, საქართველოსა და სხვა ქვეყნებისთვის, რომ მათ აგრესიული რუსეთისგან დაცვის გზები ეძიონ“, - მიმართა იუკნევიჩიენემ მირჩა ჯოანას. თავის მხრივ, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალიანსის მიერ გადადგმულ საპასუხო ნაბიჯებსა და გაკვეთილის მიღების პროცესზე ისაუბრა. „რა თქმა უნდა, მყისიერი პასუხი იყო აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერება, NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების პირველად მობილიზება, რათა გაგვეაქტიურებინა რეაგირების გეგმები აღმოსავლეთის ფლანგის ქვეყნებისთვის, მათ შორის თურქეთისთვის პირველად და ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს გაკვეთილების პროცესია და ჩემთვის ეს პროცესი ალბათ მარტივი იქნება: ჩვენ ნამდვილად უნდა დავამტკიცოთ ის ფაქტი, რომ დემოკრატიაში ცხოვრება ბევრად უკეთესია ვიდრე - ავტოკრატიაში. მეორეც, მტკიცედ მჯერა... როგორც რუმინელმა, ჩემი ცხოვრების ნახევარი კომუნიზმში გავატარე. ზოგიერთი თქვენგანი ცხოვრობდა კომუნიზმში. მე ვერ ვიფიქრებ იმაზე, რომ უარვყო ევროპული სუვერენული ერის უფლება, წარმართონ თავისი ბედი, ოცნებები და მისწრაფებები. ეს ხან უფრო რთულია, ხან - ნაკლებად. მაგრამ მე ვიცი, რომ ერთ-ერთი გაკვეთილი ვისწავლეთ: უკრაინისადმი არამხოლოდ დღეს გვმართებს მხარდაჭერა. ეს იქნება მუდმივი მხარდაჭერა, არამხოლოდ ომის შემდეგ აღსადგენად, არამედ, იმისთვის, რომ ისინი გახდნენ აყვავებული, დემოკრატიული და ევროპული ერი ამ ტერმინის სრული გაგებით.ეს არის „გამოფხიზლების ზარი“ ყველა ჩვენგანისთვის და ვიცი, რომ ჩვენ, ყველა ერთად და ინდივიდუალურად, როგორც ლიდერები, მოვახერხეთ ამ დავალების შესრულებას. უკრაინა ასევე არის ქვეყანა, რომელიც ყველას გვაჩვენებს, თუ რას ნიშნავს სიმამაცე და თავგანწირვა საკუთარი ღირებულებებისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ასე რომ, ვფიქრობ, ეს შთაგონების წყარო იქნება მომავალში ჩვენი გადაწყვეტილებების მიღებისას“, - უპასუხა მირჩა ჯოანამ რასა იუკნევიჩიენეს.
იენს სტოლტენბერგი აშშ-ს ეწვევა
NATO-ს გენერალური მდვანი იენს სტოლტენბერგი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება. ინფორმაცია ალიანსმა გაავრცელა. ნათქვამია, რომ სტოლტენბერგი აშშ-ის დედაქალაქში პარასკევამდე დარჩება და შეხვდება შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებს, მათ შორის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს და პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანს. სტოლტენბერგი ასევე სიტყვით გამოვა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში (SAIS).
ფართო დისკუსია მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს, რა თქმა უნდა უკრაინისთვის, მაგრამ ასევე, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის - NATO-ს გენმდივნის მოადგილე
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ რიგ შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა NATO-ს ღია კარის პოლიტიკას და პარტნიორებთან ურთიერთობებს ეხებოდა. „ერების თავისუფალი სუვერენული უფლებაა, აირჩიონ თავიანთი ბედი, მომავალი და მათი ალიანსები, რაც განმტკიცებულია გაეროს წესდებაში, ეს არის ჰელსინკის დასკვნით აქტში. ეს ჯერ კიდევ NATO-რუსეთის დამფუძნებელ აქტშია, 1997 წელს მათ აღიარეს ეს უფლება. რასა იუკნევიჩიენე NATO-ს გენმდივნის მოადგილეს: 2008 წელს, უკრაინისა და საქართველოს MAP-ის გარეშე დატოვება უზარმაზარი გეოპოლიტიკური შეცდომა იყო რა თქმა უნდა, ზოგჯერ საკითხები სტრატეგიულად, პოლიტიკურად რთულად გადასაწყვეტია, ალიანსში საჭიროა კონსენსუსი, ქვეყნების მხრიდან კი - რეფორმები და ტრანსფორმაციები. ეს ჩვენ მოვისმინეთ ომის შემდგომ, ბოლო ძალიან დრამატული სამი თვის განმავლობაში, რომ უკრაინა აგრძელებს თავისი ევროპული და ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერას. NATO აღარ არის ვალდებული, თავი შეიკავოს ძალების გაფართოებისგან აღმოსავლეთ ევროპაში - მირჩა ჯოანა ეს არის ის, რასაც ყველა ჩვენგანი მხარს ვუჭერთ. ამრიგად, მადრიდის (სამიტის) კონცეფცია და დისკუსიები მიუთითებს იმაზე, რომ NATO-ს კარი ღიაა და იმედია, რომ შვედეთის და ფინეთის შემოერთება ამ საკითხს გააძლიერებს. NATO და საქართველო განიხილავენ, კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები უფრო ფართო დისკუსია მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს, რა თქმა უნდა უკრაინისთვის, მაგრამ ასევე, საქართველოსთვის, ან მოლდოვას რესპუბლიკისთვის, სადაც უნდა მოიძებნოს პასუხები თითოეული ამ ქვეყნისთვის“, - განაცხადა მირჩა ჯოანამ.
NATO-მ ბალტიის ზღვაში მასშტაბური საზღვაო წვრთნები დაიწყო
NATO-ს გაფართოებული საზღვაო წვრთნები ბალტიის ზღვაში დაიწყო. ორკვირიან სწავლებას - Baltops 22 წელს შვედეთი მასპინძლობს, რომელშიც ასევე მონაწილეობენ ფინეთის საზღვაო და საჰაერო ძალები. წვრთნებში ჩაერთვება 45 ხომალდი, 76 თვითმფრინავი, 16 ქვეყანა - მათგან 14, NATO-ს მოკავშირე და ორი ძალიან ახლო პარტნიორი. სამხედრო ლიდერები ვარაუდობენ, რომ შემთხვევითი არ არის, რომ NATO-ს სამხედრო წვრთნები უფრო მასშტაბურია, ვიდრე წინა წლებში. NATO-ს გენმდივანმა შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხი ერდოღანთან განიხილა სტოლტენბერგი: პუტინს ნაკლები NATO სურდა, თუმცა უფრო მეტ NATO-სა და ალიანსის უფრო მეტ წევრს იღებს 5-დან 17 ივნისამდე სწავლებას ფინეთის საზღვაო ძალების 200-მდე პერსონალი შეუერთდება. აშშ-ის მთავარი გენერალი მარკ მილი პარასკევს შეხვდა ფინეთის პრეზიდენტს საული ნიინისტოს და ალიანსში გაწევრიანებისადმი აშშ-ის მხარდაჭერა დაუდასტურა. თურქეთი, რომელიც NATO-ს წევრია 1952 წლიდან, ვეტოს უფლებას იყენებს, რათა შვედეთსა და ფინეთს პოლიტიკის შეცვლა აიძულოს. კერძოდ, თურქეთი ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა ეთნიკური ქურთული ჯგუფების მხარდაჭერა შეწყვიტონ, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს. შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ექსტრადირება იმ თურქების, რომელთაც 2016 წელს, წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ, შვედეთსა და ფინეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიეცა. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.
რა საკითხები განიხილა იენს სტოლტენბერგმა აშშ-ში ვიზიტისას
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გასულ კვირას ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფებოდა. NATO-ს ოფიციალური ინფორმაციით, ამერიკელ მაღალი თანამდებობის პირებთან განხილვის თემა უკრაინაში რუსეთის ომის შედეგები და NATO-ს მადრიდის სამიტისთვის მზადება იყო. გენერალური მდივანი თეთრ სახლში შეხვდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველს ჯეიკ სალივანს. გენერალური მდივანი ასევე შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს და სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს. აშშ-ში გამართულ შეხვედრებზე მხარეეებმა განიხილეს უკრაინის მხარდაჭერის საკითხი, კიევისთვის გრძელვადიანი მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობა. გარდა ამისა, კიევის მიმართ მხარდაჭერის საკითხში აშშ-ის ლიდერობისთვის სტოლტენბერგმა შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა. განხილვის საგანს ასევე წარმოადგენდა NATO-ს ძალისხმევა შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების მიზნით. სტოლტენბერგი: პუტინს ნაკლები NATO სურდა, თუმცა უფრო მეტ NATO-სა და ალიანსის უფრო მეტ წევრს იღებს გენერალურმა მდივანმა ისტორიული უწოდა ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებას, გაწევრიანდნენ NATO-ში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების შეშფოთება უნდა განიხილებოდეს. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიპოვით ერთიან გზას. მჭიდრო კავშირშზე ვართ თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან, ფინეთისა და შვედეთის ლიდერებთან. ჩვენ, უახლოეს დღეებში მოვიწვევთ სამივე ქვეყნის მაღალჩინოსნებს ბრიუსელში“, - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. NATO-ს გენმდივანმა შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხი ერდოღანთან განიხილა
NATO-ს გენმდივანმა შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხი ერდოღანთან განიხილა
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების საკითხი თურქეთის პრეზიდენტთან განიხილა. სტოლტენბერგმა რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარს კონსტრუქციული უწოდა. „თურქეთი ღირებული მოკავშირეა. ჩვენ ვისაუბრეთ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე და გავაგრძელებთ დიალოგს“, - წერს სტოლტენბერგი Twitter-ზე. სტოლტენბერგი, რომელიც აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა, ასევე შეხვდა ფინეთის პრემიერ-მინისტრს. ინფორმაციისთვის, თურქეთი, რომელიც NATO-ს წევრია 1952 წლიდან, ვეტოს უფლებას იყენებს, რათა შვედეთსა და ფინეთს პოლიტიკის შეცვლა აიძულოს. კერძოდ, თურქეთი ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა ეთნიკური ქურთული ჯგუფების მხარდაჭერა შეწყვიტონ, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს. შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ექსტრადირებას იმ თურქების, რომელთაც 2016 წელს, წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ, შვედეთსა და ფინეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიეცათ. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.
მედია: ერდოღანი შვედეთის პრემიერისგან თავდაცვის მინისტრის გადაყენებას ითხოვს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულტკვისტი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს. ამის შესახებ Expressen წყაროებზე დაყრდნობით წერს. სტოლტენბერგის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ გამოცემის ცნობით, ერდოღანმა შვედეთის მთავრობას 10 წლის წინ წვეულებაზე ჰულტკვისტის გამოსვლა შეახსენა, სადაც ის ქურთისტანის მუშათა პარტიასა და მის დაპატიმრებულ ლიდერ აბდულა ოჯალანზე დადებით კონტექსტში საუბრობდა. 2011 წელს ჰულტკვისტი, [მაშინდელი სოციალ-დემოკრატების პარლამენტის წევრი] წვეულებას ქალაქ ბურლანგეში დაესწრო, რომელიც PKK-ის 33 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. მან იმ დროს განაცხადა, რომ ღონისძიებას ქურთების დაცვის მიზნით დაესწრო და სურდა ქურთული მშვიდობისა და დემოკრატიის პარტიისთვის, მხარდაჭერის გამოხატვა. ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია „თურქეთს სურს, რომ ჰულტკვისტი თავდაცვის მინისტრის პოსტს ჩამოაშორონ“, - განუცხადა Expressen-ს წყარომ და აღნიშნა, რომ ეს საკითხი შვედეთისა და თურქეთის მთავრობების წარმომადგენლებს შორის კონტაქტების დროს დაისვა. შეგახსენებთ, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში თურქეთი ერთადერთი იყო, ვინც შვედეთისა და ფინეთის NATO-ში შესვლის წინააღმდეგ გამოვიდა. ანკარას ოფიციალური მოთხოვნები ძირითადად ეხება შვედეთის დამოკიდებულებას ქურთებისა და თურქული ოპოზიციის მიმართ, ასევე იარაღის ექსპორტზე ემბარგოს დაწესებას. თურქეთმა ასევე განაცხადა, რომ მან შვედური იარაღი აღმოაჩინა PKK-ის მებრძოლებში, რასაც შვედეთი უარყოფს. არაოფიციალურად ცნობილია, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.
თურქეთში NATO-ს სამხედრო წვრთნები საერთაშორისო ანატოლიის არწივი-2022-ის სწავლებასთან ერთად ჩატარდება
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ NATO თურქეთში სამხედრო წვრთნებს 20-28 ივნისს ჩაატარებს. Ramstein Dust II-2022 (RADU II-22), NATO-ს მზადყოფნის წვრთნები, ქალაქ კონიაში, მე-3 მთავარ რეაქტიულ ბაზაზე ჩატარდება. NATO-მ ბალტიის ზღვაში მასშტაბური საზღვაო წვრთნები დაიწყო სამინისტრომ აღნიშნა, რომ სწავლება საერთაშორისო ანატოლიის არწივი-2022-ის სწავლებასთან ერთად ჩატარდება. NATO ევროპის მასშტაბით წვრთნებს იწყებს
მერკელმა განმარტა, რატომ დაბლოკა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება
დეკემბერში თანამდებობის დატოვების შემდეგ, თავის პირველ ინტერვიუში ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სრულად შეიჭრებოდა მის მეზობელ ქვეყანაში ბევრად ადრე, თუ ის და სხვა მოკავშირეები 2008 წელს, NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების ბლოკირების საკამათო გადაწყვეტილებებს არ მიიღებდნენ. უკრაინის წევრობის დაბლოკვის მიზეზად მერკელმა ასევე დაასახელა სისტემური კორუფციის საკითხები. „პრეზიდენტი ზელენსკი გაბედულად ებრძვის კორუფციას, მაგრამ იმ დროს უკრაინა ნამდვილად იყო ოლიგარქების მიერ მართული ქვეყანა და ამიტომ, არ შეიძლება უბრალოდ თქვა - „კარგი, ხვალ ჩვენ მათ NATO-ში შევიყვანთ. ეს არ იყო უკრაინა, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. ეს იყო უკრაინა, რომელიც იყო ძალიან, ძალიან გაყოფილი პოლიტიკურად. ეს არ იყო სტაბილური დემოკრატია“, - განაცხადა ყოფილმა კანცლერმა და დაამატა: „მეორეც, მე ძალიან დარწმუნებული ვიყავი… რომ პუტინი უბრალოდ არ აპირებდა ამის დაშვებას. მისი გადმოსახედიდან, ეს ომის გამოცხადება იქნებოდა.” მერკელმა უარი თქვა ბოდიშის მოხდაზე მოსკოვის მიმართ პოლიტიკისთვის, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას არ აქვს გამართლება. ყოფილი კანცლერი ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობაში გულუბრყვილო არ ყოფილა. მისი თქმით, პუტინს „სძულდა“ დემოკრატიის დასავლური მოდელი და სურდა ევროკავშირის „განადგურება“. მერკელმა რუსეთის პრეზიდენტის მოსაზრებებთან შეუსაბამობის კონტექსტში გაიხსენა, როგორ უთხრა პუტინმა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო "მე-20 საუკუნის ყველაზე ცუდი მოვლენა". ყოფილი კანცლერი აღნიშნავს, რომ მისთვის, როგორც კომუნისტურ აღმოსავლეთ გერმანიაში გაზრდილი ადამიანისთვის, ბერლინის კედლის დაცემა ნიშნავდა თავისუფლებას. შეგახსენებთ, 2008 წლის სამიტზე, ბუქარესტში საქართველომ და უკრაინამ MAP-ი ვერ მიიღეს.
ანგელა მერკელი უკრაინაში ომზე, პუტინსა და NATO-ზე
თანამდებობის დატოვების შემდეგ პირველ ინტერვიუში, ანგელა მერკელმა რუსეთის მიმართ თავისი პოლიტიკა დაიცვა და განაცხადა, რომ უკრაინაში არსებული ვითარების გამო საკუთარ თავს ვერ დაადანაშაულებს. მერკელმა უარი თქვა ბოდიშის მოხდაზე მოსკოვის მიმართ პოლიტიკისთვის, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას არ აქვს გამართლება. „ეს არის დარღვევა ყველა საერთაშორისო კანონის, რაც საშუალებას გვაძლევს, მშვიდობიანად ვიცხოვროთ ევროპაში. თუ ჩვენ რამდენიმე საუკუნით უკან დავბრუნდებით და ვიკამათებთ იმაზე, თუ რომელი ტერიტორიის ნაწილი ვის უნდა ეკუთვნოდეს, მაშინ მხოლოდ ომი გვექნება“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა. ყოფილი კანცლერი ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობაში გულუბრყვილო არ ყოფილა. „დიპლომატია არ არის არასწორი გზა მხოლოდ იმიტომ, რომ მან არ იმუშავა”, - აცხადებს ყოფილი კანცლერი და ამატებს, რომ „სამხედრო შეკავება ერთადერთი ენაა, რომელიც პუტინს ესმის“. მერკელმა 2007 წელს, სოჭში გამართული შეხვედრა გაიხსენა. როგორც დასავლური მედია წერს, მაშინ, რუსეთის პრეზიდენტმა იცოდა, რომ მერკელს ძაღლები არ უყვარდა, თუმცა პუტინმა გერმანიის კანცლერთან საკუთარი ძაღლის მიახლოება სცადა. ინტერვიუს დროს, მერკელმა რუსეთის პრეზიდენტის მოსაზრებებთან შეუსაბამობის კონტექსტში გაიხსენა, როგორ განუცხადა პუტინმა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო "მე-20 საუკუნის ყველაზე ცუდი მოვლენა". როგორც მერკელი ამბობს, პუტინს უპასუხა, რომ მისთვის, როგორც კომუნისტურ აღმოსავლეთ გერმანიაში გაზრდილი ადამიანისთვის, ბერლინის კედლის დაცემა ნიშნავდა თავისუფლებას. მერკელის თქმით, პუტინს „სძულდა“ დემოკრატიის დასავლური მოდელი და სურდა ევროკავშირის „განადგურება“. მერკელმა განმარტა, რატომ დაბლოკა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სრულად შეიჭრებოდა მის მეზობელ ქვეყანაში ბევრად ადრე, თუ ის და სხვა მოკავშირეები 2008 წელს, NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების ბლოკირების საკამათო გადაწყვეტილებებს არ მიიღებდნენ. უკრაინის წევრობის დაბლოკვის მიზეზად მერკელმა ასევე დაასახელა სისტემური კორუფციის საკითხები. „პრეზიდენტი ზელენსკი გაბედულად ებრძვის კორუფციას, მაგრამ იმ დროს უკრაინა ნამდვილად იყო ოლიგარქების მიერ მართული ქვეყანა და ამიტომ, არ შეიძლება უბრალოდ თქვა - „კარგი, ხვალ ჩვენ მათ NATO-ში შევიყვანთ. ეს არ იყო უკრაინა, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. ეს იყო უკრაინა, რომელიც იყო ძალიან, ძალიან გაყოფილი პოლიტიკურად. ეს არ იყო სტაბილური დემოკრატია“, - განაცხადა ყოფილმა კანცლერმა და დაამატა: „მეორეც, მე ძალიან დარწმუნებული ვიყავი… რომ პუტინი უბრალოდ არ აპირებდა ამის დაშვებას. მისი გადმოსახედიდან, ეს ომის გამოცხადება იქნებოდა“. მერკელმა განმარტა, რატომ დაბლოკა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება აპრილში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანგელა მერკელი და საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გააკრტიკა და განაცხადა, რომ მათი ნაბიჯი იყო აშკარა „შეცდომა“, რამაც რუსეთი გაათამამა. უკრაინის პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ბუჩაში რუსული ძალების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისა და სისასტიკის შესახებ გახდა ცნობილი.
NATO-ს 14 მოკავშირის და ორი პარტნიორის მონაწილეობით, ბალტიის ზღვაში წვრთნები მიმდინარეობს
NATO-ს თოთხმეტი მოკავშირე ორ პარტნიორ ქვეყანასთან, ფინეთთან და შვედეთთან ერთად მონაწილეობს სწავლებაში - Baltic Operations (BALTOPS 22), რომელშიც 45-ზე მეტი ხომალდი, 75-ზე მეტი თვითმფრინავი და 7500 პერსონალია ჩართული. ყოველწლიური წვრთნები დაიწყო შვედეთში, ტოკჰოლმში 5 ივნისს დაიწყო. ეს არის 51-ე სწავლება, რომელიც 1972 წელს დაიწყო. მონაწილე ქვეყნებია არიან ბელგია, ბულგარეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, შვედეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები. ეს ქვეყნები გამოიყენებენ მთელ რიგ შესაძლებლობებს, რაც ადასტურებს საზღვაო ძალების მოქნილობას. სწავლების სცენარები მოიცავს ამფიბიურ ოპერაციებს, ტყვიამფრქვევს, წყალქვეშა ნავს, საჰაერო თავდაცვას, ნაღმების გაწმენდის ოპერაციებს, ფეთქებადი საბრძოლო მასალის განადგურებას, უპილოტო წყალქვეშა მანქანებს და სამედიცინო რეაგირებას. BALTOPS 22 შვედეთის საზღვაო ძალების 500 წლის იუბილეს ემთხვევა. NATO-მ ბალტიის ზღვაში მასშტაბური საზღვაო წვრთნები დაიწყო
რასმუსენი: NATO-ს გაყოფამ პუტინს არასწორი მესიჯი გაუგზავნა და 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შეიჭრა
NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ამერიკულ გამოცემა Foreign Policy-სთან ინტერვიუში აღიარა, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე NATO-მ შეცდომა დაუშვა, როცა უკრაინასა და საქართველოს ე.წ. წევრობის სამოქმედო გეგმა არ მიანიჭა. მერკელმა განმარტა, რატომ დაბლოკა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება „ჩვენ შეცდომა მრავალი წლის წინ დავუშვით. პირველი შეცდომა იყო 2008 წელს, როდესაც NATO-ს სამიტი გვქონდა ბუქარესტში, სადაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრები გახდებოდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ შევთანხმდით მათთვის ე.წ. წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე. NATO-ს გაყოფამ პუტინს არასწორი გზავნილი გაუგზავნა, რომელიც რამდენიმე თვეში, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს თავს დაესხა“, -აღნიშნა რასმუსენმა.
სტოლტენბერგი გერმანიასა და რუმინეთს ეწვევა
9 ივნისს, NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ბერლინში, გერმანიაში გაემგზავრება. სტოლტენბერგი გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს და თავდაცვის ფედერალურ მინისტრს ქრისტინ ლამბრეხტს შეხვდება. 10 ივნისს, NATO-ს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი ბუქარესტში, რუმინეთში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს სამიტში, რომელსაც რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი და პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა უმასპინძლებენ. გენერალური მდივნის დაგეგმილი ვიზიტების შესახებ Europetime-ს ალიანსის პრესსამსახურმა აცნობა.
საქართველოს თავდაცვის ძალების NATO-ს სტანდარტების თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვა გრძელდება
საქართველოს პარლამენტში თავდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენისას, თავდაცვის მინისტრმა ნატოსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება M-4 ტიპის შაშხანებით თავდაცვის ძალების სრულად უზრუნველყოფაზე გაამახვილა. მინისტრმა 2020 წელს განხორციელებულ შესყიდვაზე ისაუბრა. „შესყიდვა განხორციელდა 2006-07 წლებში ერაყში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობისთვის საქართველოს მთავრობისთვის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი აუთვისებელი თანხებიდან, რომელიც 22 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ეს მაგალითი მკაფიოდ მიუთითებს ჩვენი გუნდის ეფექტურობას“. „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებისას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების NATO-ს სტანდარტების სხვა თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე გრძელდება სამანევრო ბრიგადების აღჭურვა სხვადასხვა შეიარაღებით უცხოური დაფინანსების ფარგლებში, ასევე მიმდინარეობს თანამედროვე კავშირგაბმულობის სისტემებით ქვედანაყოფების აღჭურვა. მინისტრმა NATO-ს სტანდარტების ავტომატური G4 ტიპის შაშხანების წარმოების პროცესის დაწყებაც გააჟღერა. „ამ ეტაპზე საწარმო მუშაობს სატესტო რეჟიმში და მიმდინარეობს უკვე დამზადებული 5 ერთეული ნიმუშის ტესტირება სხვადასხვა მეთოდით. იარაღების გამოცდის შემდეგ საწარმო დაიწყებს სრულყოფილ ფუნქციონირებას, რაც საშუალებას მოგვცემს ვაწარმოოთ წელიწადში რამდენიმე ათასი G4 ტიპის შაშხანა“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და დაამატა, რომ საწარმო მნიშვნელოვნად გადაწყვეტს აღნიშნული შეიარაღებით ქართული ჯარის მომარაგების პროცესს.
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ NATO-ს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სტუმრობისას განაცხადა. ამ მნიშვნელოვანი ფაქტით საქართველო გახდა პირველი პარტნიორი ქვეყანა რეგიონში NATO-ს მიერ აკრედიტებული სასწავლო დაწესებულებით. ნატოს მიერ უმაღლესი ქულით შეფასდა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის სასწავლო პროგრამები, ორგანიზაციული მართვის ციკლი და სკოლის საქმიანობის სარგებელი/კონტრიბუცია ნატოსთვის, ვინაიდან სკოლა ამზადებს არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლებს, არამედ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებსაც. აკრედიტაციის დასკვნაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ „სკოლის საქმიანობა 100%-ით თავსებადია NATO-ს ხარისხის მართვის სისტემასთან". ასევე, სკოლა განხილულ იქნა, როგორც როლური მოდელი, რომლის მიერ დაგროვილი საუკეთესო პრაქტიკები, მნიშვნელოვანია გაზიარებულ იქნას NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მსგავსი ინსტიტუტებისთვის. DIB სკოლა დღეიდან საქმიანობას განაგრძობს როგორც ინსტიტუტი, რომელსაც ნატომ 6-წლიანი, უპირობო აკრედიტაცია მიანიჭა.
იენს სტოლტენბერგი ფინეთსა და შვედეთს ვიზიტით ეწვევა
12-13 ივნისს, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ფინეთსა და შვედეთში ვიზიტით ჩავა. იენს სტოლტენბერგი ფინეთის პრეზიდენტს, საული ნიინისტოს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პეკა ჰავისტო და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება. ორშაბათს გენერალური მდივანი შვედეთში გაემგზავრება, სადაც პრემიერ-მინისტრ, მაგდალენა ანდერსონს და მისი მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. შვედეთი NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თურქეთთან პროგრესის მიღწევას შეეცდება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, გაეცანით Europetime-ის სტატიას.
შვედეთი NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თურქეთთან პროგრესის მიღწევას შეეცდება
საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ, რომ შვედეთი NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თურქეთთან პროგრესის მიღწევას შეეცდება. როგორც ლინდემ აღნიშნა, ეჭვგარეშეა, რომ შვედეთი მოკავშირეებთან ერთად იდგა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. „ჩვენმა განაცხადმა NATO-ს წევრებს შორის ფართო მხარდაჭერა მიიღო. ჩვენი მიზანია, რომ თურქეთის მიერ წამოჭრილ საკითხებზე პროგრესს კონსტრუქციული სულისკვეთებით მივაღწიოთ“, - აღნიშნავს ენ ლინდე. მედიაში გავრცელებული ცნობებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულტკვისტი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს. თურქეთი ოფიციალურად ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.
სტოლტენბერგი ფინეთის პრეზიდენტს: თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მოსაგვარებლად დიალოგს განვაგრძობთ, რათა NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინ წავიწიოთ
მოკავშირეები განიხილავენ შემდგომ ნაბიჯებს თქვენი გაწევრიანების გზაზე NATO-ში. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის თურქეთის შეშფოთება ტერორისტული ჯგუფის PKK-ის მიმართ. ასე რომ, მე მჭიდრო კავშირში ვრჩები თქვენთან და თქვენს კოლეგებთან, შვედეთთან და ჩვენს მოკავშირე თურქეთთან“, - მიმართა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ფინეთის პრეზიდენტს. იენს სტოლტენბერგი ფინეთში ვიზიტით იმყოფება, ხვალ ის შვედეთში ჩავა. „NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებები ისტორიულია. თქვენ დიდი ხანია, ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ. თქვენ გაქვთ ძლიერი დემოკრატიები, ქმედუნარიანი სამხედროებით. NATO-ში თქვენი წევრობა გაზრდის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. თქვენ დიდი ხანია, ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ. თქვენ გაქვთ ძლიერი დემოკრატიები, ქმედუნარიანი სამხედროებით. NATO-ში თქვენი გაწევრიანება გაზრდის საერთო უსაფრთხოებას. ფინელი ჯარისკაცები მონაწილეობენ NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში. ახლა კი მოკავშირეები განიხილავენ შემდეგ ნაბიჯებს თქვენი გაწევრიანების გზაზე NATO-ში. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის თურქეთის შეშფოთება ტერორისტული ჯგუფის PKK-ის მიმართ. ასე რომ, მე მჭიდრო კავშირში ვრჩები თქვენთან და თქვენს კოლეგებთან, შვედეთთან და ჩვენს მოკავშირე თურქეთთან.ჩემი თანამშრომლები ასევე აგრძელებენ მჭიდრო დიალოგს სამივე ქვეყნის ოფიციალურ პირებთან, თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მოსაგვარებლად, რათა წინ წავიწიოთ თქვენი გაწევრიანების გზაზე. შვედეთი NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თურქეთთან პროგრესის მიღწევას შეეცდება ასე რომ, პრეზიდენტი ნიინისტო, NATO და ფინეთი იზიარებენ საერთო ღირებულებებს და საერთო ინტერესებს. NATO-სთვის მნიშვნელოვანია ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოება. ბევრმა მოკავშირემ უკვე გამოხატა თავისი ვალდებულება თქვენი უსაფრთხოების მიმართ. NATO ფხიზლად რჩება. ჩვენ გავზარდეთ ჩვენი ყოფნა ამ რეგიონში. როგორც ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენი წვთნები - BALTOPS მიმდინარეობს 7000-ზე მეტი ძალით NATO-ს 14 მოკავშირიდან, ფინეთიდან და შვედეთიდან, რომლებიც მხარდამხარ ვარჯიშობენ. ფინეთის და შვედეთის ძალები ასევე მონაწილეობენ NATO-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის წვრთნებში ბალტიის რეგიონსა და პოლონეთში. ეს არის NATO-ს ერთგულების ძლიერი დემონსტრირება ამ სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონის მიმართ“, - განაცხადა ალიანსის გენმდივანმა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულტკვისტი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს. თურქეთი ოფიციალურად ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია.
საული ნიინისტო: ფინეთი NATO-ში შვედეთის გარეშე ვერ შევა
ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ს წევრობაზე უარს იტყვის, თუ მასთან ერთად ამ სტატუსს შვედეთიც არ მიიღებს. ამის შესახებ უკრაინული მედია Helsingin Sanomat-ზე დაყრდნობით წერს. შვედეთი NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თურქეთთან პროგრესის მიღწევას შეეცდება NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საული ნიინისტოს ჰკითხეს, განაგრძობს NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წინ წაწევას, იმ შემთხვევაში, თუ შვედეთის განაცხადის განხილვა გადაიდება ან ეს ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარს მიიღებს. „შვედეთში ამბობენ, რომ ფინეთის საქმე ჩვენია. მე ვამბობ, რომ შვედეთის საქმე ჩვენია. ჩვენ ხელიხელჩაკიდებულები ერთად ვმოძრაობთ“, - განაცხადა ნიინისტომ. მედიაში გავრცელებული ცნობებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულტკვისტი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს. თურქეთი ოფიციალურად ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ ქურთისტანის მუშათა პარტიის მხარდაჭერა, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.
ბაიდენი NATO-ს გენერალურ მდივანს თეთრ სახლში მიიღებს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხუთშაბათს თეთრ სახლში შეხვდება NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს იმ ფონზე, როდესაც ალიანსი უკრაინის ომთან დაკავშირებით, შემდგომ ნაბიჯებს განიხილავს. CNN წერს, რომ მხარეები NATO-ს სამიტის მომზადებისა და ტრანსატლანტიკური ალიანსის გაძლიერების საკითხს განიხილავენ. როგორც ცნობილია, ბაიდენმა ფინეთისა და შვედეთის განაცხადებს NATO-ში გაწევრიანების შესახებ, მხარი დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტამდე, სტოლტენბერგი ფინეთსა და შვედეთში ვიზიტებით იმყოფება. ალიანსის გენმდივანი შვედეთში დღეს ჩადის. მანამდე ის ფინეთში შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს საული ნიინისტოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ უსაფრთხოების გარანტიას NATO-ს ქოლგის ქვეშ ვხედავთ
ჩვენ უსაფრთხოების გარანტიას NATO-ს ქოლგის ქვეშ ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარე მასუდ გარახანთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. „როგორც იცით, რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ იყო 2008 წელს. ეს ისტორიის მხოლოდ ერთი ნაწილია. იგივე ხდებოდა 1990-იანებში. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიას NATO-ს ქოლგის ქვეშ ვხედავთ. შესაბამისად, ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ახლა, 2022 წელს, ივნისის მადრიდის სამიტისთვის იქნება ის დრო, კიდევ ერთხელ გაიგზავნოს საქართველოს მხარდამჭერი სიგნალი ქართველი ხალხისთვის და შესთავაზონ არა მხოლოდ ღია კარი, არამედ ის გზა, როგორ შეუძლია საქართველოს, გახდეს NATO-ს წევრი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რუსეთი უკრაინაში იყენებს თერმობარულ ბომბებს, რომლებიც სინამდვილეში მასობრივი განადგურების იარაღია - ფინეთის პრეზიდენტი
ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ განაცხადა, რომ ფინეთი და სხვა დასავლური ქვეყნები ფრთხილობენ, უკრაინას მიაწოდონ იარაღი, რომელსაც რუსეთიც გამოიყენებდა, რათა დარწმუნდნენ, რომ დასავლეთს სიტუაციის ესკალაციაში არ დაადანაშაულებენ. ნიინისტოს თქმით, რუსული იარაღი უფრო ძლიერია და ის მოიცავს „თერმობარულ იარაღს“. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას მზარდი მძიმე შეიარაღებით. მეორე მხრივ, რუსეთმა ასევე დაიწყო ძალიან ძლიერი იარაღის გამოყენება. თერმობარული ბომბების, რომლებიც სინამდვილეში მასობრივი განადგურების იარაღია", - განაცხადა ნიინისტომ უსაფრთხოების პოლიტიკის მოლაპარაკებების დროს ნაანტალში, მის რეზიდენციაში. უკრაინა და NATO-ს ქვეყნები ასევე ადანაშაულებენ რუსეთს თერმობარული ბომბების გამოყენებაში, რომლებიც ასევე ცნობილია როგორც ვაკუუმური ბომბები და ბევრად უფრო დამღუპველია ვიდრე ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებები. ფინეთმა და მეზობელმა შვედეთმა 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ალიანსში გაწევრიანების განაცხადი შეიტანეს.
სტოლტენბერგი: შვედეთი მზადაა, უსაფრთხოების საკითხზე თურქეთის შეშფოთება გადაჭრას
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთის მთავრობა მზად არის, თურქეთის შეშფოთება გადაჭრას. მისი თქმით, შვედეთმა „უკვე დაიწყო ანტიტერორისტული კანონმდებლობის შეცვლა. პირველ ივლისს, შვედეთის ანტიტერორისტული კანონმდებლობა შეიცვლება. ქვეყნის იარაღის ექსპორტის დამოუკიდებელმა სააგენტომ განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანებასთან ერთად გადახედავს თავის პოლიტიკას. სტოლტენბერგს არ დაუკონკრეტებია, გადაწყდება თუ არა ეს საკითხი მადრიდის სამიტამდე, 28 ივნისს; თუ შვედეთის საპარლამენტო არჩევნებამდე, 11 სექტემბერს. თუმცა აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყოფენ შვედეთის უსაფრთხოების გარანტიებს, ვიდრე ის ალიანსში სრულფასოვან წევრობას მიაღწევს. შეკითხვაზე, რას მოიმოქმედებს NATO, სტოქჰოლმზე თავდასხმის შემთხვევაში, სტოლტენბერგმა პირობა დადო, რომ „წარმოუდგენელია, NATO-ს მოკავშირეებმა რეაგირება არ მოახდინონ“. შვედეთი, ნორვეგიასთან ერთად, დიდი ხანია, თანამშრომლობს NATO-სთან, მაგრამ, არაწევრ ქვეყნებზე არ ვრცელდება ალიანსის ხელშეკრულების მეხუთე მუხლი, რომელიც გულისხმობს, რომ თავდასხმა ერთ წევრზე არის თავდასხმა ყველაზე. „უსაფრთხოების პერსპექტივიდან დანახული, შვედეთი ახლა უკეთეს ადგილზეა, ვიდრე განაცხადის გაკეთებამდე”, - განაცხადა სტოლტენბერგმა. შვედეთში, პრემიერ-მინისტრის საზაფხულო რეზიდენციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO „მყარად და აქტიურად“ მუშაობს შვედეთთან და თურქეთთან, რათა დავა „რაც შეიძლება მალე“ გადაიჭრას. ათწლეულების განმავლობაში სამხედრო ნეიტრალიტეტის შემდეგ, რუსეთის შეჭრამ უკრაინში, ფინეთი და შვედეთი აიძულა, NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გაეკეთებინათ. ამ ნაბიჯს თურქეთის მხრიდან პირობების წამოყენება მოჰყვა. ანკარა ოფიციალურად ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია. სტოლტენბერგი ფინეთის პრეზიდენტს: თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მოსაგვარებლად დიალოგს განვაგრძობთ, რათა NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინ წავიწიოთ
იენს სტოლტენბერგი: საქართველო მიწვეულია NATO-ს ლიდერების შეხვედრაზე, რაც მჭიდრო პარტნიორობის გამოხატულება
საქართველო მიწვეულია ლიდერების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად; ვფიქრობ, ეს სოლიდარობისა და NATO-საქართველოს მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, – ამის შესახებ NATO-ს მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ფინეთთან და შვედეთთან ერთად, უკრაინა და საქართველოც მიიწვიეს „ვფიქრობ, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი ინტერვენციის ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს მოკავშირეებმა გააძლიერონ სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც მოწყვლადი არიან რუსული აგრესიის წინაშე. რა თქმა უნდა, საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის. რუსეთი უკვე შეიჭრა საქარველოს ტერიტორიებზე, აკონტროლებს მის ნაწილებს და შესაბამისად, მე ველოდები, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებს პრაქტიკულ პარტნიორობას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ასევე წაიკითხეთ: სტოლტენბერგი: NATO-ს მოკავშირეები უნდა მოემზადონ უკრაინისთვის გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის, რადგან ომის დასრულების პროგნოზირება რთულია
სტოლტენბერგი: განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ პრაქტიკული მხარდაჭერა რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ალიანსი განიხილავს გზებს, თუ როგორ გააძლიეროს პრაქტიკული მხარდაჭერა რისკის ქვეშ მყოფი სხვა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია ჰერცეგოვინისა და საქართველოსთვის“. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც იენს სტოლტენბერგი მსგავსი მოწოდებით გამოდის. უკრაინაში ომის ფონზე პარტნიორების მხარდამჭერის გაძლიერების გზავნილებით NATO-ს გენერალური მდივანი არაერთხელ გამოვიდა. იენს სტოლტენბერგი: ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა და გავაგზავნოთ მესიჯი, რომ მის ტერიტორიულ მთლიანობას არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც ვუჭერთ მხარს „ორ კვირაში ჩვენ შევხვდებით მადრიდში ჩვენი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამ უფრო სახიფათო სამყაროში, ჩვენ NATO უფრო ძლიერი უნდა გავხადოთ და კიდევ უფრო მხარი დავუჭიროთ ჩვენს პარტნიორებს. და ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე ამ კვირაში. დღეს საღამოს ჩვენ შევხვდებით უკრაინას, საქართველოს, შვედეთს, ფინეთსა და ევროკავშირს. NATO და საქართველო განიხილავენ, კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები გვექნება შესაძლებლობა, თავდაცვის მინისტრმა რეზნიკოვმა მოგვაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სჭირდება უკრაინას დაუყოვნებლივ. მოკავშირეები მზად არიან, გააგრძელონ სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება, რომელიც უკრაინას სჭირდება, მძიმე იარაღისა და შორ მანძილზე მოქმედი სისტემების ჩათვლით. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ პრაქტიკული მხარდაჭერა რისკის ქვეშ მყოფი სხვა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია ჰერცეგოვინისა და საქართველოსთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 15-16 ივნისს, ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება, რომელსაც NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს. შეხვედრა 15 ივნისს, სამუშაო ვახშმით დაიწყება, სადაც მიწვეულნი არიან პარტნიორები - ფინეთი, საქართველო, შვედეთი, უკრაინა და ევროკავშირი. 16 ივნისს, NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ორ სესიაზე შეიკრიბებიან. ცალკე, უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც შეერთებული შტატები მასპინძლობს, NATO-ს შტაბბინაში, 15 ივნისს გაიმართება.
NATO-ს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინელ და შვედ კოლეგებთან საერთო გამოწვევები და მიზნები განიხილა
ბრიუსელში მიმდინარე NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფინელ და შვედ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. "ჯუანშერ ბურჭულაძემ ანტი კაიკონენთან და პიტერ ჰულქვისტთან საუბრისას ყურადღება უსაფრთხოების გარემოსა და საერთო გამოწვევაზე გაამახვილა. აღინიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და გართულებული უსაფრთხოების გარემო მნიშვნელოვნად ზრდის საფრთხეს და რისკს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. ამ კონტექსტში ჯუანშერ ბურჭულაძემ დასავლეთის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, როგორც რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და სწრაფი ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი და აღნიშნა, რომ ამ კუთხით კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ფინეთისა და შვედეთის ძლიერ მხარდაჭერას. ორმხრივ შეხვედრებზე კოლეგებმა ქვეყნების ნატოში ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს და ამ მიზნით უწყებებში გატარებული რეფორმები ერთმანეთს გაუზიარეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ კოლეგებს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) პირველი წარმატებული პროექტის - ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ (JTEC) ცენტრში ფინელი და შვედი მაღალკვალიფიცირებული ექსპერტების მოვლინებისთვის მადლობა გადაუხადა. კოლეგებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებიც მიმოიხილეს და მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, ბელგიის სამეფოში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ჯუანშერ ბურჭულაძის შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, ასევე თურქ, ბულგარელ, ჰოლანდიელ, გერმანელ და ლიეტუველ კოლეგებთან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის გაწეული მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში. „მხარეებმა დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით, შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა, აღნიშნულ საფრთხეებთან მიმართებით საქართველოს მდგრადობისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებისა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მიზნით. ყურადღება დაეთმო „საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის დოკუმენტის“ (Tailored Support Document) განხილვას, რომელიც მორგებულია თავდაცვის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაზე. მხარეებმა ისაუბრეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში პრაქტიკული დახმარებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ალიანსის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზეც. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის რეფორმები და ნატოსთან პრაქტიკული თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსთვის მხარდაჭერის გაძლიერებისთვის მზადყოფნა, მათ შორის ჰიბრიდული გამოწვევების წინააღმდეგ და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის. შეხვედრაზე დადასტურდა ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხაზი გაუსვეს მოახლოებული ნატო-ს მადრიდის სამიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით. ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა, ნატო-ს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რა საკითხები განიხილა თავდაცვის მინისტრმა NATO-ს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრებზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი NATO-ს შტაბ-ბინაში ლიეტუველ და პოლონელ კოლეგებს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული რუსული აგრესია, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები იყო. მინისტრმა განაცხადა, რომ მძიმე უსაფრთხოების გარემოსა და გაზრდილი საფრთხეების ფონზე, დასავლელ პარტნიორებთან კავშირების განმტკიცება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. საქართველოს თავდაცვის მინისტრი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა არვიდას ანუშაუსკასთან შეხვედრაზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობაზე, ურთიერთნდობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. მან ლიეტუვას ჩვენი ქვეყნის ურყევი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრობა. მინისტრებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნებსა და სწავლებებში ლიეტუვას მონაწილეობაზე, საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესსა და ამ პროცესში ლიეტუვას მხარდაჭერაზე, ასევე სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კიბერთავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას პირველად დაესწრო ჯუანშერ ბურჭულაძემ მარიუშ ბლაშჩაკთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილა. მინისტრმა პოლონურ მხარეს წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ გამოხატული მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა მინისტრებმა თავდაცვის სფეროში საქართველოსა და პოლონეთს შორის მიმდინარე თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს და მისი გაღრმავების იმედი გამოთქვეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში პოლონეთის წვლილი, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციისა და სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებაში პოლონეთის აქტიური ჩართულობა, ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში კონტრიბუცია ხაზგასმით აღნიშნა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ლიეტუველი და პოლონელი კოლეგები საქართველოში მოიწვია. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში გერმანელ და ჰოლანდიელ კოლეგებსაც შეხვდა. საუბრის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლეგებს, კრისტინ ლამბრეხტსა და ქაიზა ოლონგრენს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გერმანიის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ გერმანიის პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა, რომელიც ათწლეულებს ითვლის, საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს და წარმატებით ვითარდება. მინისტრმა და უცხოელმა კოლეგებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები მიმოიხილეს და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით განხორციელების პროცესში აღნიშნული ქვეყნების მნიშვნელოვან როლზე, გერმანიის, როგორც ლიდერი ქვეყნისა და სხვადასხვა ინიციატივის ხელმძღვანელის მხრიდან გაწეულ ფინანსურ და ადამიანურ კონტრიბუციასა და ნიდერლანდების უდიდეს დახმარებასა და ჩართულობაზეც გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა გერმანიისა და ნიდერლანდების მხარდაჭერა ევროკავშირთან თანამშრომლობის ფორმატებშიც გაიხსენა, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი დასავლური კურსი, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვან ინტეგრაციას გულისხმობს და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს. შეხვედრებზე საუბრის ერთ-ერთ თემას რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები წარმოადგენდა. თავდაცვის მინისტრებმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები, რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია კიდევ ერთხელ დაგმეს და უკრაინისა და უკნაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.
NATO საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერებაზე მუშაობს
ბრიუსელში NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. შეკრების შემდეგ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ჟურნალისტების მიერ, საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. იენს სტოლტენბერგმა კვლავ გაიმეორა, რომ NATO საქართველოსთან პარტნიორობის გაძლიერებაზე მუშაობს. „NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ასევე შეუერთდნენ საქართველო, ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა გარე ჩარევის გარეშე. მე გუშინ შევხვდი საქართველოს თავდაცვის მინისტრს და ისიც მონაწილეობდა გუშინ საღამოს შეხვედრაში. მე და მოკავშირეებმა ხაზი გავუსვით მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობას, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით იმ მოკავშირეებისთვის, რომლებიც დაუცველნი არიან რუსეთის ჩარევის მიმართ. მათ ეს გააკეთეს 2008 წელს. ამიტომ, ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია, მეტი მხარდაჭერა და როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან.რა თქმა უნდა, მათ შორის საქართველოც არის, რადგან საქართველომ უკვე განიცადა მოსკოვის სამხედრო ინტერვენციის შედეგები. მათ ეს გააკეთეს 2008 წელს. ამიტომ, ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ გავუწიოთ მეტი მხარდაჭერა და როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან. NATO და საქართველო განიხილავენ, კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები ეს იყო ძალიან კონსტრუქციული და კარგი შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და მოკავშირეებმა ასევე გამოხატეს ჩვენს ახლო პარტნიორთან, საქართველსთან თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება. მე ველოდები, რომ როდესაც ლიდერები შეიკრიბებიან [მადრიდის სამიტზე], ისინი კვლავ დაადასტურებენ ღია კარის ჩვენს პოლიტიკას და კვლავ განაცხადებენ იმას, რაც აქამდე ბუქარესტის სამიტის შემდეგ გვითქვამს საქართველოსა და NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგი: ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა და გავაგზავნოთ მესიჯი, რომ მის ტერიტორიულ მთლიანობას არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც ვუჭერთ მხარს სტოლტენბერგი: განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ პრაქტიკული მხარდაჭერა რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის საქართველოს თავდაცვის მინისტრი NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა 15-16 ივნისს, ბრიუსელში, NATO-ს შტაბბინაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობდა. შეხვედრა 15 ივნისს, სამუშაო ვახშმით დაიწყო, სადაც მიწვეულნი იყვნენ პარტნიორები - ფინეთი, საქართველო, შვედეთი, უკრაინა და ევროკავშირი. 16 ივნისს, NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ორ სესიაზე შეიკრიბნენ. ცალკე გაიმართა უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა უმასპინძლა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას პირველად დაესწრო
NATO აღმოსავლეთ ფლანგზე თავდაცვის ახალ მოდელს ამზადებს
NATO-ს მოკავშირეები მზად არიან, მოამზადონ ახალი თავდაცვის მოდელი ბლოკის აღმოსავლეთ ფლანგისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს, მადრიდში მომავალ სამიტზე დამტკიცდება. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ”დარწმუნებული ვარ, რომ სამიტზე ორი კვირის განმავლობაში ჩვენ შევთანხმდებით მოდელზე. არამხოლოდ მოდელზე, არამედ იმაზე, რომ მოკავშირეები მზად არიან, უზრუნველყონ საჭირო ძალები, რათა შეავსონ ეს მოდელი შინაარსით, სიძლიერით, ძალებით, რომლებიც დაარწმუნებენ ყველა მოკავშირეს, რომ ჩვენ ვდგამთ ამ ნაბიჯს არამხოლოდ აღმოსავლეთში ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების მიზნით, არამედ, უფრო საშიშ და კონკურენტულ სამყაროში“, - თქვა სტოლტენბერგმა NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, ჟურნალისტებთან. მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ალიანსმა გააორმაგა აღმოსავლეთში საბრძოლო ჯგუფების რაოდენობა ოთხიდან რვამდე, ბალტიის ქვეყნებიდან შავ ზღვამდე. საფრანგეთი ხელმძღვანელობს რუმინეთში საბრძოლო ჯგუფს და გაძლიერდნენ „სხვა მოკავშირეებიც". მოკავშირეები მზად არიან, კიდევ გაზარდონ საბრძოლო ჯარების რაოდენობა. სტოლტენბერგმა დააამატა, რომ ჯარი მზად იქნება, საჭიროების შემთხვევაში სწრაფად შეიცვალოს დანიშნულების ადგილი. უფრო ადრე, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ფლანგზე კონტინგენტის გაფართოების საკითხი NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე განიხილებოდა. NATO ცენტრალურ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ახალი საბრძოლო ჯგუფების შექმნას განიხილავს
უილიამ კორტნი: შესაძლებელია, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად წვრთნები კიდევ უფრო გააძლიეროს
ექსკლუზივი NATO-ს მომავალ სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, აშშ-საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე Europetime-მა საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩთან, უილიამ კორტნისთან ინტერვიუ ჩაწერა. უილიამ ჰარისონ კორტნი არის ამერიკელი დიპლომატი, რომელიც აშშ-ის წარმომადგენლად ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში მსახურობდა. 1997 წელს, კორტნი პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებს უფროსი ხელმძღვანელის რანგში კურირებდა. მანამდე, უილიამ კორტნი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი იყო. უფრო ადრე კი, იგივე პოზიცია ყაზახეთში ეკავა. ET: რას გვეტყოდით NATO-ს სამიტამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე. როგორ ფიქრობთ, თანამშრომლობის ახალი ინსტრუმენტი ხომ არ უნდა შესთავაზოს ალიანსმა საქართველოს, რა ხელშესახები შედეგის მოლოდინი შეიძლება, ჰქონდეს ქვეყანას? NATO-ს მადრიდის სამიტი, სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად ალიანსის ერთიანობას გააძლიერებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მსგავსად, არც უკრაინაა NATO-ს წევრი, მოკავშირეები დიდსულოვნებას იჩენენ სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით. სამი ათწლეულის განმავლობაში უკრაინაში დემოკრატიული განვითარება, მისი ხალხის საბრძოლო უნარები და მიზანდასახულობა დაეხმარა დასავლეთს, რომ უკრაინის მიმართ ასეთი ძლიერი მხარდაჭერა დაეფიქსირებინა. ET: შეერთებული შტატები მუშაობს NATO-ს მოკავშირეებთან ერთად, რათა საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის მოდერნიზაციის ძალისხმევას მხარი დუჭიროს. ამ მიზნით, 20 მაისს, შეერთებულმა შტატებმა ორმხრივი თავდაცვის კონსულტაციები გამართა საქართველოსთან. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს აშშ-მ საქართველოს უსაფრთხოებისთვის რუსეთის პოტენციური აგრესიისგან თავის დასაცავად? როგორც ჩანს, უკრაინის სამხედრო ძალების გასაოცარი წარმატება, ერთი მხრივ, განპირობებულია აშშ-სა და NATO-ს სხვა მოკავშირეების მიერ, რვა წლის განმავლობაში წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ჩატარებით. ამის მაგალითია ის, რომ უკრაინული ძალები იყენებენ დეცენტრალიზებულ და მოქნილ ტაქტიკას, რასაც სწორედ ჩემ მიერ ხსენებული პროგრამა უსვამს ხაზს. ისინი უპირისპირდებიან საბჭოთა სტილის ტაქტიკას, რომელსაც რუსული ძალები მიმართავენ. ამ გაკვეთილების გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა ქართულ ძალებთან ერთად, სწავლება და წვრთნები ნაყოფიერად განაგრძოს ან კიდევ უფრო გააძლიეროს. ET: რას ფიქრობთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით? ქვეყანა ელოდება ევროკომისიის დასკვნას ქვეყნის მიერ შედგენილ კითხვართან დაკავშირებით. დროთა განმავლობაში, საქართველო ევროკავშირთან, დანარჩენ ევროპასთან, სავარაუდოდ, უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს განავითარებს, მაგრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე საქართველოს უარმა, შესაძლოა, ქვეყნის პროგრესი ევროკავშირთან შეაფერხოს. ზოგიერთმა ევროკავშირში, შეიძლება, დასკვნები გამოიტანა, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება მეტად არასტაბილურია კანდიდატისთვის, რომელიც წევრობისკენ მიისწრაფვის.
სტოლტენბერგი: თუ პუტინი ამ ომიდან გაიგებს, რომ მას შეუძლია, უბრალოდ გააგრძელოს, როგორც ეს საქართველოსთან ომის და ყირიმის ოკუპაციის შემდეგ გააკეთა, ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით
„თუ პუტინი ამ ომიდან გაიგებს, რომ მას შეუძლია, უბრალოდ გააგრძელოს, როგორც ეს საქართველოსთან ომის და 2014 წელს, ყირიმის ოკუპაციის შემდეგ გააკეთა, მაშინ ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა. სტოლტენბერგის განცხადებით, NATO სამიტზე განაცხადებენ, რომ რუსეთი აღარ არის პარტნიორი და საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის ომი უკრაინაში შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს. „ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა. მაშინაც კი, თუ ხარჯები მაღალია, არამხოლოდ სამხედრო მხარდაჭერისთვის, არამედ ენერგიისა და სურსათის ფასების ზრდის გამო. მაგრამ ეს არ არის შედარება იმ ფასთან, რომლის გადახდაც უკრაინელებს ყოველდღიურად უწევთ მრავალი სიცოცხლისთვის. თუ პუტინი ამ ომიდან გაიგებს, რომ მას უბრალოდ შეუძლია, გააგრძელოს, როგორც ეს საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ და 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ გააკეთა, მაშინ ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის ომი უკრაინაში შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთის ომი უკრაინაში შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს. სტოლტენბერგის შეფასებით, უკრაინისთვის უახლესი იარაღის მიწოდება დონბასის რეგიონის რუსეთის კონტროლისგან გათავისუფლების შანსს გაზრდის. ჯონსონი უკრაინში ხანგრძლივ ომს ვარაუდობს და დასავლეთს უკრაინის მხარდაჭერის გეგმას სთავაზობს „ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ამას შეიძლება, წლები დასჭირდეს. ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა მაშინაც კი, თუ ხარჯები მაღალია, არამხოლოდ სამხედრო დახხმარების თვალსაზრისით, არამედ, ენერგიასა და სურსათზე ფასების ზრდის გამო“, - განუცხადა სტოლტენბერგმა გაზეთ Bild am Sonntag-ს. მოსალოდნელია, რომ ამ თვის ბოლოს, მადრიდში, NATO-ს სამიტზე, უკრაინის დახმარების პაკეტზე შეთანხმდებიან, რომელიც ქვეყანას საბჭოთა პერიოდის ძველი იარაღიდან NATO-ს სტანდარტზე გადასვლას უზრუნველყოფს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ანკარა: შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება
ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება და მადრიდში NATO-ს მოახლოებული სამიტი ამ შემთხვევაში ბოლო წერტილი არ არის. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში ორი სკანდინავიური ქვეყნის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სტოლტენბერგი: შვედეთი მზადაა, უსაფრთხოების საკითხზე თურქეთის შეშფოთება გადაჭრას „როგორც ადრე აღვნიშნეთ, NATO-ს სამიტი (მადრიდში) ჩვენთვის არ არის გარდამტეხი ან საბოლოო წერტილი. ამიტომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება. ამის შესახებ ჩვენს თანამოსაუბრეებს ფინეთიდან და შვედეთიდან ღიად ვუთხარით“, - განაცხადა კალინმა. თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ თურქეთი ელის, რომ შვედეთი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს ტერორისტული დაჯგუფების PKK-ის საქმიანობის წინააღმდეგ. ამასთან, პრესმდივანმა დასძინა, რომ შვედეთის ხელისუფლებამ ამ მიმართულებით გარკვეული განცხადებები უკვე გააჟღერა. თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ასევე მოუწოდა შვედეთს და ფინეთს, აღკვეთონ მათ ტერიტორიაზე ნებისმიერი თანხების შეგროვება PKK-სთვის. ასევე მისი საქმიანობა და თურქეთის წინააღმდეგ პროპაგანდა. NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ინიციატივით, ბრიუსელში, ბლოკის შტაბ-ბინაში თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის დელეგაციებს შორის, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით მოლაპარაკებები გაიმართა. ათწლეულების განმავლობაში სამხედრო ნეიტრალიტეტის შემდეგ, რუსეთის შეჭრამ უკრაინში, ფინეთი და შვედეთი აიძულა, NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გაეკეთებინათ. ამ ნაბიჯს თურქეთის მხრიდან პირობების წამოყენება მოჰყვა. ანკარა ოფიციალურად ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია. სტოლტენბერგი ფინეთის პრეზიდენტს: თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მოსაგვარებლად დიალოგს განვაგრძობთ, რათა NATO-ში გაწევრიანების გზაზე წინ წავიწიოთ
ირაკლი ღარიბაშვილი: პუტინთან კონტაქტი არ გვქონია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით
ჩვენ პუტინთან კონტაქტი არ გვქონია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე დასმულ შეკითხვას, ენდობა თუ არა საქართველოს ხელისუფლება პუტინის დაპირებებს. „რაც შეეხება კითხვას, რას ვფიქრობ პუტინზე, 2008 წელს სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა. 90-იან წლებში, როცა საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, ჩვენს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, ბოლო 30 წლის განმავლობაში სამჯერ გვქონდა აგრესიასთან შეხება. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში - ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვიდგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე. ჩვენ პუტინთან კონტაქტები არ გვქონია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, 2012 წლის შემდეგ. არანაირი პოლიტიკური კონსულტაცია არ გვქონია. მხოლოდ ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები არსებობს, ამიტომ ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი
ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. "ჩვენი მოტივაციაა, რომ გავხდეთ NATO-ს წევრი. ეს დამოკიდებულია ჩვენს სტრატეგიულ მზაობასა და მოთმინებაზე. ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ ჩვენს სურვილზე არაა ნატო-ში გაწევრიანება, კონსენსუსი უნდა შედგეს ყველა წევრ სახელმწიფოს, ალიანსის ყველა მონაწილე ქვეყანას შორის, რომ საქართველოს მიენიჭოს ნატო-ში წევრობის სტატუსი. ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ ნატო-ს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და NATO-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება. რაც შეეხება კითხვას, რას ვფიქრობ პუტინზე, 2008 წელს სრულმასშტაბიანი ომი გვქონდა. 90-იან წლებში, როცა საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, ჩვენს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, ბოლო 30 წლის განმავლობაში სამჯერ გვქონდა აგრესიასთან შეხება. ჩვენი მთავრობის პოლიტიკა მდგომარეობს შემდეგში - ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღვიდგინოთ მშვიდობიანი მოლაპარაკების საფუძველზე",- განაცხადა ღარიბაშვილმა, რომლის თარგმანსაც "იმედი" ავრცელებს. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: პუტინთან კონტაქტი არ გვქონია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით
ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურმა მდივანმა მადრიდის სამიტზე მიიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტზე მიიწვია. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც იენს სტოლტენბერგის მოსაწვევ წერილშია აღნიშნული, სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში აქცენტი უნდა გაკეთდეს გლობალურ გამოწვევებზე. „მოგმართავთ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე მოწვევით, რომელიც ესპანეთის ქალაქ მადრიდში 28-30 ივნისს გაიმართება. კონკრეტულად, მინდა გთხოვოთ სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა დონეზე გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სპეციალურ შეხვედრას დაესწროთ 29 ივნისის ნაშუადღევს. ხსენებულ შეხვედრაზე ასევე მოვიწვიე ავსტრალიის თანამეგობრობის პრემიერ-მინისტრი, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი, კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი. უდავოდ გადამწყვეტ დროს ვიკრიბებით. უკრაინის ტერიტორიაზე შეღწევით რუსეთმა ევროპაში მშვიდობა დაამსხვრია. გლობალური უსაფრთხოება ახლა ხელახლა განისაზღვრება, თან ამ უსამართლო და არაპროვოცირებული ომის შედეგი ევროატლანტიკური სივრცის მიღმაც შეიგრძნობა. რუსეთი და სხვა ავტორიტარული ძალები გამოწვევებს უქმნიან წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის მყისიერი პასუხი რუსეთის ბრუტალური აგრესიის მიმართ შთამბეჭდავია, თან ერთობასა და სოლიდარობაზე მეტყველებს. ჩვენ დისკუსიებში აქცენტი უნდა გავაკეთოთ გლობალურ გამოწვევებზე და მათ შორის განსაკუთრებით გავამახვილოთ ყურადღება ჩინეთის მზარდ ძალაუფლებაზე და გავლენის არეალზე, ასევე ჩვენი ინტერსებისა და უსაფრთხოების სფეროში მის შედეგებზე. მადრიდის სამიტზე მოკავშირეებს შორის შეთანხმდება ახალ სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ალიანსის საკვანძო პრინციპებისა და ამოცანების განსაზღვრას მოახდენს უფრო საშიში და არაპროგნოზირებადი სამყაროსადმი ალიანსის შესამზადებლად. ხსენებული კონცეფციით მოხდება ახალი პოლიტიკის განმტკიცება რუსეთის მიმართ, საერთო საფუძველი განისაზღვრება ჩინეთიდან მომდინარე გამოწვევებთან დაკავშირებით და განმტკიცდება ჩვენი მიზანსწრაფულობა ყველა საფრთხესთან მიმართებით ყველა მოკავშირის დასაცავად. მოუთმენლად ველი თქვენს ხილვას მადრიდში!“ – აღნიშნულია წერილში.
ზელენსკი NATO-ს სამიტის პირველ სესიაზე ვიდეოზარის საშუალებით ისაუბრებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს სამიტის პირველ სესიაზე ვიდეოზარის საშუალებით ისაუბრებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ იჰორ ჟოვკვამ განაცხადა. „პრეზიდენტი მიწვეული იყო ამ სამიტის პირველ სესიაზე, ანუ საინაუგურაციო სესიაზე, რომელსაც მოკავშირეებიდან ოცდაათივე ლიდერი დაესწრება“, - განაცხადა ჟოვკვამ. მისივე თქმით, სამიტის ფარგლებში მიიღება NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, ასევე, საბოლოო განცხადება. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის თქმით, ამ დოკუმენტებში უკრაინის საკითხები, ისევე როგორც რუსული აგრესია, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ჟოვკვამ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მომავალ კვირას შვიდეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
რატომ არის შავ ზღვაში გველების კუნძული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი
შავ ზღვაში გველების კუნძულის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე უკრაინული მედია ამახვილებს ყურადღებას. უკრაინული მედია მესაზღვრეების განსაკუთრებულ სიმამაცეზე წერს. კერძოდ, სამხედროების ცნობებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ მესაზღვრეები მტკიცედ იბრძოდნენ შავ ზღვაში სტრატეგიული კუნძულის დასაცავად, როდესაც რუსული ძალების შეჭრის შედეგად კომბინირებული სარაკეტო და საარტილერიო დარტყმა მიიღეს. გველების კუნძული რუსეთის საზღვაო ძალებმა აიღეს და სულ მცირე 13 უკრაინელი მესაზღვრე დაიღუპა მისი დაცვის დროს, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ ჰერაშჩენკომ. კუნძულთან სულ რაღაც 44 კილომეტრში, NATO-ს წევრი რუმინეთის სანაპირო ქალაქი სულინა მდებარეობს. სულინა - საპორტო ქალაქი აღმოსავლეთ რუმინეთში, ტულჩის ჟუდეცში. გაშენებულია შავი ზღვის სანაპიროზე, დუნაის დელტაში, სულინის ტოტზე. მედია წერს, რომ რუსეთს კუნძულის დაკავების შემთხვევაში საშუალება მიეცემა, განათავსოს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამშვები და სხვა სამხედრო დანადგარები მდინარე დუნაის დელტაში, NATO-ს 30 წევრიან, თავდაცვის ალიანსთან უფრო ახლოს. როგორც ცნობილია: რუსეთის უსაფრთხოების წინადადებებში, რომელიც მათ დეკემბერში წარმოადგინეს შეერთებული შტატებისა და NATO-ს მიმართ, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ისაა, რომ ალიანსმა შეწყვიტოს ყოველგვარი თანამშრომლობა უკრაინასთან და გაიყვანოს თავისი ძალები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიდან. ბოლო ინფორმაციით: უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველზე, ვადიმ დანისენკოზე დაყრდნობით წერს, რომ კუნძულ ზმეინს უკრაინელები აკონტროლებენ. 25 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „კუნძულ ზმეინის რაიონში რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 82 უკრაინელი სამხედრო დანებდა“. უკრაინელების დაღუპვა რუსული მხარის განცხადებაში არ იყო ნახსენები. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.
ირაკლი ღარიბაშვილი: NATO-ს წევრობა არ არის დამოკიდებული ჩვენს ნება-სურვილზე, ეს გადაწყვეტილება მიიღება საერთო კონსენსუსის გზით
მოგეხსენებათ, რომ NATO-ს წევრობა არ არის დამოკიდებული ჩვენს ნება-სურვილზე, ეს არის დამოკიდებული NATO-ს ყველა წევრის კონსესუსზე და ეს გადაწყვეტილება მიიღება საერთო კონსენსუსის გზით , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი „ახლა რაც შეეხება გაწევრიანების საკითხს. აქაც მინდა, რომ ძალიან მკაფიო ვიყოთ და არ დავიწყოთ ზედმეტი სპეკულაციები. კარგად მოგეხსენებათ, რომ ნატოს წევრობა არ არის დამოკიდებული ჩვენს ნება სურვილზე, ეს არის დამოკიდებული ნატოს ყველა წევრის კონსესუსზე და ეს გადაწყვეტილება მიიღება საერთო კონსესუსის გზით. რა თქმა უნდა ჩვენ ამაში კარგად გვესმის, რომ ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ბარიერი არის ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიები“, - განაცხადა პრემიერმა. რუსეთმა განათავსა ორი ბაზა აფხაზეთში და ოსეთში, ცხინვალის რეგიონში მოხდა რუსეთის მხრიდან, რა თქმა უნდა უკანონოდ აღიარება ჩვენი ძირძველი ისტორიული ტერიტორიების , ამან საბოლოოდ შეიყვანა ჩიხში პროცესი, რომელიც უკავშირდებოდა NATO-სთან ინტეგრაციას. NATO-ში ინტეგრაციას, ამ ეტაპზე, ამ მოცემულ მომენტში. კიდევ ვიმეორებ თქვენ თუ გინდათ ახლა ილუზიაში იცხოვროთ და ხალხს ატყუოთ, ხალხს ვერ მოატყუებთ, ვეღარ მოატყუებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ დღეს ხელისუფლებაში, ძალიან ბევრი ტელევიზიაა და ძალიან ბევრი გულანთებული ქართველი ხალხი იცავს იმ მონაპოვარს, რომელიც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მოიტანა ქართულმა ოცნებამ. ვეღარ მოატყუებთ მეგობრებო ქართველ ხალხს, მაპის მოცემა რომ აზეიმეთ წინასწარ და მერე ვიზილეთ იმედგაცრუება, სასტიკი იმედგაცრუება დაიწყო ომის შემდეგ," - განაცხადა პრემიერმა. 22 ივნისს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით წარსდგა.
NATO: მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის პორტების ბლოკადა
NATO რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის პორტების ბლოკადა. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა. „პრეზიდენტ პუტინის ომი ზრდის საკვების ფასებს, უბიძგებს ხალხს სიღარიბისკენ და მთელ რეგიონებში დესტაბილიზაციას იწვევს. ეს არის ცინიკური და დესტრუქციული ქმედება, რის შედეგადაც მსოფლიოს ყველაზე დაუცველი ხალხი ზარალს განიცდის. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის პორტების ბლოკადა; მოკავშირეები ბევრს მუშაობენ, ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, რათა გადაწყვეტის გზები მოძებნონ“. მარცვლეულთან დაკავშირებული კრიზისი მომდევნო თვეში უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო დამანგრეველ შედეგებს დაინახავს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლიზ ტრასმა 23 ივნისს განაცხადა. დასავლეთი პუტინს შიმშილის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარმა ელჩმა, ექსპორტიორთა და ინვესტორთა საბჭოს კოორდინატორმა ოლგა ტროფიმცევამ განაცხადა, რომ ბოლო დროს უკრაინა სახმელეთო გზით ახორციელებდა თვეში საშუალოდ 1,5 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტს. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს. ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.
ხავიერ კოლომინა: საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი NATO-ს მხარდაჭერა ურყევია
„ურყევი რჩება ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განაცხადა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ. NATO-ს სამიტზე, NATO-საქართველოს ურთიერთობებზე, უკრაინაში რუსეთის ომზე, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროცესზე, თურქეთსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ხავიერ კოლომინამ Europetime-ის შეკითხვებს უპასუხა. ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან „ურყევი რჩება ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის აღიარებას. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ჩვენს მისიებში ავღანეთში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2021 წლის ზაფხულში ევაკუაციის ძალისხმევაში. როგორც იცით, საქართველო შეუერთდა NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს და ახლახან მასპინძლობდა NATO-საქართველოს წვრთნებს, რომლებშიც 600-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა.
NATO: ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით
NATO-ში 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულია. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა. ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან „NATO-ში გაწევრიანების მიმართულებით საქართველოს მისწრაფებებთან დაკავშირებით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით. ურყევი რჩება ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის აღიარებას. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ჩვენს მისიებში ავღანეთში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2021 წლის ზაფხულში ევაკუაციის ძალისხმევაში. როგორც იცით, საქართველო შეუერთდა NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს და ახლახან მასპინძლობდა NATO-საქართველოს წვრთნებს, რომლებშიც 600-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა“, - აღნიშნავს ხავიერ კოლომინა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. ინფორმაციისთვის, 2008 წლის 3 აპრილს, ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი ქვეყანა.
NATO: ველით, რომ საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას რეფორმების მიმართულებით ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა, სასამართლო სისტემა, მედიის თავისუფლება
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განიხილა NATO-საქართველოს ურთიერთობები. ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან „უპირველეს ყოვლისა, არსებული უსაფრთხოების გარემო კიდევ უფრო ძლიერს და მჭიდროს ხდის საქართველოსთან NATO-ს პარტნიორობას. ჩვენ გავააქტიურეთ დიალოგი ბოლო თვეებში: საგარეო საქმეთა მინისტრმა დარჩიაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ბურჭულაძემ მონაწილეობა მიიღეს NATO-ს კოლეგებთან სხვადასხვა შეხვედრაში; პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი მაისში NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა; და, სამხრეთ კავკასიას აპრილში თავად ვსტუმრობდი. ჩვენ ასევე ვინარჩუნებთ პრაქტიკული თანამშრომლობის ძლიერ დონეს, მარტში ჩატარებული NATO-საქართველოს მესამე ერთობლივი წვრთნით და მრავალი სხვა მიმდინარე აქტივობით NATO-საქართველოს მნიშვნელოვანი პაკეტის ქოლგის ქვეშ. უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის და უსაფრთხოებაზე მისი გავლენების საპასუხოდ, მათ შორის შავი ზღვის რეგიონისთვის, მოკავშირეები შეთანხმდნენ, საქართველოსთვის პრაქტიკული დახმარება გააძლიერონ. ჩვენ ამჟამად განვიხილავთ, რას უნდა მოიცავდეს ეს დახმარება და ველით, რომ მეტი დეტალი გახდება ცნობილი მომავალ კვირას, მადრიდში, NATO-ს სამიტზე. საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ NATO-ში ინტეგრაცია კვლავაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მთავარი მიზანია. ჩვენ ველით, რომ საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას რეფორმების მიმართულებით ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა, სასამართლო სისტემა, მედიის თავისუფლება და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულება. ჩვენი მხრიდან, NATO-ში გაწევრიანების მიმართულებით საქართველოს მისწრაფებებთან დაკავშირებით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით. ურყევი რჩება ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის აღიარებას. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ჩვენს მისიებში ავღანეთში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2021 წლის ზაფხულში ევაკუაციის ძალისხმევაში. როგორც იცით, საქართველო შეუერთდა NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს და ახლახან მასპინძლობდა NATO-საქართველოს წვრთნებს, რომლებშიც 600-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა“, - აღნიშნავს ხავიერ კოლომინა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
უკრაინა დროებით უარს ამბობს NATO-ში გაწევრიანების ნაბიჯებზე - იგორ ჟოვკვა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე იგორ ჟოვკვა აცხადებს, რომ უკრაინა დროებით უარს ამბობს NATO-ში გაწევრიანების ნაბიჯებზე. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან FT-თან ინტერვიუში ილაპარაკა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისი აღიარებს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში NATO-ში შესვლა შეუძლებელია. „NATO-ს წევრებმა უარყვეს ჩვენი მისწრაფებები. ჩვენ ამ მხრივ სხვა არაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა ჟოვკვამ. მადრიდის სამიტზე NATO სახელმძღვანელო დოკუმენტის ახალ ვერსიას - სტრატეგიულ კონცეფციას მიიღებს. წინა ვერსია ავალდებულებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს განავითაროს პარტნიორობა უკრაინასთან. ახალ გამოცემაში NATO-მ კიდევ ერთხელ უნდა დაადასტუროს ეს პარტნიორობა. მედიის ცნობით, უკრაინას ასევე სურს, რომ სტრატეგიული კონცეფციიდან გამოირიცხოს ნებისმიერი მითითება რუსეთზე, როგორც პარტნიორზე. ბოლო ვერსიაში ნათქვამია, რომ NATO რუსეთთან „ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორობას“ ესწრაფვის და NATO-სა რუსეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჟოვკვამ აღიარა, რომ ჰქონდა მოლოდინი, რომ რუსეთზე ნებისმიერი მითითება წაიშლება. „მაგრამ ზოგიერთ ქვეყანას სურს დატოვოს გზა დიალოგისთვის“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ომი დოკუმენტში იყოს აღწერილი. „თუ NATO-ს წევრები არ გაამჟღავნებენ რეალურ ვითარებას, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მაშინ ეს დოკუმენტი იქნება სხვა დოკუმენტი და აბსოლუტურად შეუსაბამო“, - დასძინა ჟოვკვამ. NATO-ს მადრიდის სამიტი 28-30 ივნისს იმართება.
ბაიდენი შოლცს: პუტინი იმედოვნებდა, რომ NATO და ,,დიდი შვიდეული“ დაიშლებოდნენ, მაგრამ არ დავშლილვართ და არც ვაპირებთ
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა უკრაინაში მოსკოვის შეჭრის წინააღმდეგ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს შეხვედრისას განუცხადა. „პუტინი თავიდანვე იმედოვნებდა, რომ რატომღაც, Nato და G7 დაიშლებოდნენ, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ბაიდენმა მადლობა გადაუხადა გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს უკრაინის კრიზისის მართვაში ლიდერობისთვის მადლობა გადაუხადა. „კარგია, რომ ჩვენ, ყველამ შევძელით ერთიანობის შენარჩუნება, რასაც, ცხადია, პუტინი არასოდეს ელოდა”, - განაცხადა თავის მხრივ, შოლცმა. G7-ის წევრები არიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია,კანადა,საფრანგეთი, იაპონია, აშშ. ჯგუფი 1975 წელს შეიქმნა და ყოვეწლიურ სამიტზე ეკონომიკურ და საერთაშორისო საკითხებს განიხილავს. „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარეობა გერმანიამ დიდი ბრიტანეთისგან 2022 წლის იანვარში გადაიბარა.
NATO: მოვუწოდებთ პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, გაიყვანოს თავისი ჯარები და ჩაერთოს დიპლომატიურ პროცესში
NATO რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში. ამ საკითხთან დაკავშირებით, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან ხავიერ კოლომინას განცხადებით, სკოლები, საავადმყოფოები და საცხოვრებელი ადგილები განადგურებულია და ჰუმანიტარული მდგომარეობა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე უკიდურესად მძიმეა. გარდა ამისა, პრეზიდენტ პუტინის ომი ზრდის საკვების ფასებს, უბიძგებს ხალხს სიღარიბისკენ და მთელ რეგიონებში დესტაბილიზაციას იწვევს. ეს არის ცინიკური და დესტრუქციული ქმედება, რის შედეგადაც მსოფლიოს ყველაზე დაუცველი მოსახლეობა უდიდეს ზარალს განიცდის. „კვლავ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, გაიყვანოს თავისი ჯარები და კეთილსინდისიერად ჩაერთოს დიპლომატიურ პროცესში. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ცივი ომის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზეა. ჩვენ ვწუხვართ ამის გამო, ეს არ არის ჩვენი არჩევანი. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ყოველთვის ასეთ დონეზე არ იყო. ბერლინის კედლის დაცემამ რუსეთთან პარტნიორობის ახალ ერას მისცა ბიძგი. მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენ განვიხილავდით ჩვენს საერთო უსაფრთხოებას NATO-რუსეთის საბჭოში. ჩვენ ვთანამშრომლობდით საერთო ინტერესების სფეროებში - კონტრტერორიზმი, შეიარაღების კონტროლი, და, მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ავღანეთში. რუსეთმა ამ პარტნიორობიდან გასვლა გადაწყვიტა. ქართველებმა კარგად იციან, რომ უკრაინის ომი და რუსეთის მიერ სამხედრო ძალის გამოყენება დიდი ხნის სქემის ნაწილია, რომელსაც ის თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს“, - ამბობს ხავიერ კოლომინა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგება NATO-ს სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს - რეზნიკოვი
რუსეთიდან, ბელორუსიდან ან კასპიის ზღვიდან უკრაინაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმები უსაფრთხოების გამოწვევაა მთელი ევროპისთვის. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ოლექსი რეზნიკოვის თქმით, ამ გამოწვევაზე სწრაფი რეაგირება ორი ნაწილისგან უნდა შედგებოდეს“. „რუსმა ტერორისტებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები: სარაკეტო დარტყმები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე. ამ თავდასხმების მზაკვრულ ხასიათს ხაზს უსვამს ის ფაქტი, რომ ისინი ხორციელდება რუსეთის ფედერაციის სიღრმიდან, ბელორუსის ტერიტორიიდან ან კასპიისა და შავი ზღვების წყლებიდან. ეს არის სტრატეგიული გამოწვევა მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის. ამ გამოწვევაზე სწრაფი რეაგირება ორი ნაწილისგან უნდა შედგებოდეს“, - მიიჩნევს რეზნიკოვი. როგორც აღინიშნა, პირველი ნაწილი სანქციების გამკაცრებაა. „აუცილებელია, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს მაღალტექნოლოგიური იარაღის წარმოება და შენარჩუნება, რომელიც ამჟამად შეიცავს NATO-ს ქვეყნების მიერ მოწოდებულ ბევრ კომპონენტს“, - აღნიშნავს უკრაინის თავდაცვის მინისტრი. ოლექსი რეზნიკოვის თქმით, მეორე ნაწილია უკრაინაში ეფექტიანი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების სწრაფი განლაგება. „ეს არის ძალიან მკაფიო და ლოგიკური ნაბიჯი, რომელიც NATO-ს სტრატეგიაში უნდა იყოს გათვალისწინებული“, - დაამატა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. 26 მაისს, კიევზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სამიტის წინ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, NATO-ს მიმართ მხარდაჭერა უმაღლეს ნიშნულზეა - NATO
2022 წლის NATO-ს სამიტის წინ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) დაკვეთით, NATO-ს წევრი ოცდაათივე ქვეყნის მოქალაქეებში გამოკითხვა ჩატარდა. NATO-ს ცნობით, საერთო ჯამში, NATO-ს მხარდაჭერა რჩება ძლიერი და კვლავ იზრდება. მოქალაქეების 70%-ზე მეტს მიაჩნია, რომ NATO მნიშვნელოვანია მათი ქვეყნის მომავალი უსაფრთხოებისთვის და მხარს უჭერს მათი ქვეყნის გაწევრიანებას. 60% ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შედეგად, საკუთარ ქვეყანას უფრო უსაფრთხოდ მიიჩნევს. დაახლოებით ორი მესამედი ეთანხმება, რომ მათმა ქვეყანამ უნდა დაიცვას სხვა ქვეყანა თავდასხმის შემთხვევაში (67%) და ფიქრობს, რომ NATO-ში გაწევრიანება უცხო ქვეყნის თავდასხმას ნაკლებად სავარაუდოს ხდის (62%). მოქალაქეების თითქმის 80% მხარს უჭერს თავდაცვის ხარჯების შენარჩუნებას ან გაზრდას. მოქალაქეების მზარდი რაოდენობა რუსეთის მიმართ არაკეთილგანწყობილია (68%). 2021 წლის შემდეგ, ეს მაჩვენებელი 27%-ით გაიზარდა. 52% არაკეთილგანწყობილია ჩინეთის მიმართ. ეს მაჩვენებელი 2021 წლის შემდეგ, 11%-ით არის გაზრდილი. რესპონდენტთა 67% თვლის, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, გავლენა მოახდინა მათი ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე. ინფორმაციისთვის, NATO ალიანსის ირგვლივ არსებული ტენდენციების მონიტორინგის მიზნით, მსგავს კვლევებს რეგულარულად ატარებს.
ირაკლი ღარიბაშვილი: ველოდებით, რომ NATO-ს სამიტზე აღიარებული იქნება პროგრესი, რაც ჩვენს ქვეყანას ალიანსთან ინტეგრაციის მიმართულებით აქვს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველოს NATO-სთან ინტეგრაციის კუთხით პროგრესი აქვს. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მოლოდინი აქვს, რომ NATO-ს სამიტზე ეს პროგრესი აღიარებული იქნება. „ხვალ იწყება NATO-ს სამიტი, სადაც ჩემი ხელმძღვანელობით, მთავრობის დელეგაცია მიემგზავრება. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ NATO-ს სამიტზე, პირადად გენერალური მდივნის მოწვევა მივიღე. ველოდებით, რომ იქნება შეფასებული და ასე ვთქვათ, აღიარებული ყველა ის პროგრესი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო ამ წლების განმავლობაში. მექნება მაღალი დონის შეხვედრები ჩვენს ევროპელ ლიდერებთან. მიმაჩნია, ქვეყანამ დიდი პროგრესი განიცადა, თუნდაც NATO-სთან ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ გავხსენით NATO-სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი კრწანისში. ვფიქრობ, ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რათა ჩვენი ჯარის თავსებადობა კიდევ უფრო გაეზარდა. ვაძლიერებთ ჯარს, მიმდინარეობს აქტიური რეფორმები ჯარში, ტრანსფორმაციისა და რეფორმების პროცესი. ყველა ეს დინამიკა იქნება შენარჩუნებული, თუ ქვეყანა გავა სამშვიდობოზე, როგორც იტყვიან“, – განაცხადა პრემიერმა.
NATO სამიტზე ჩვენ განვაცხადებთ, რომ რუსეთი აღარ არის პარტნიორი და საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის - სტოლტენბერგი
NATO ივნისის ბოლოს, მადრიდში, სამიტზე გამოაცხადებს, რომ რუსეთი ალიანსის პარტნიორი აღარ არის და ის საფრთხეა უსაფრთხოებისთვის. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, თუ მსოფლიო შეიცვლება, NATO-ც შეიცვლება. „მსოფლიო უფრო საშიში გახდა. ჩვენ განვაცხადებთ, რომ რუსეთი აღარ არის პარტნიორი და საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში. იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის ომი უკრაინაში შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს მოსალოდნელია, რომ ამ თვის ბოლოს, მადრიდში, NATO-ს სამიტზე, უკრაინის დახმარების პაკეტზე შეთანხმდებიან, რომელიც ქვეყანას საბჭოთა პერიოდის ძველი იარაღიდან NATO-ს სტანდარტზე გადასვლას უზრუნველყოფს. NATO-ს სამიტს ესპანეთი, მადრიდი 2022 წლის 28, 29 და 30 ივნისს უმასპინძლებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სტოლტენბერგი: NATO-ს სამიტზე მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის
NATO მადრიდის სამიტზე საქართველოსთვის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვისთვის მხარდაჭერის ახალ პაკეტებს მიიღებს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა. „საქართველო და ევროკავშირი ასევე მიიღებენ მონაწილეობას ალიანსის სამიტში. ჩვენ ასევე გავაღრმავებთ თანამშრომლობას NATO-ს უახლოეს პარტნიორებთან. მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს ჩვენი პარტნიორების, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის და მოლდოვის რესპუბლიკისთვის, ასევე, ტუნისისა და მავრიტანიისთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, საქართველოსთვის მოსალოდნელი მხარდამჭერი პაკეტის დამტკიცების შესახებ, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ ჯერ კიდევ 23 ივნისს განაცხადა. ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან რა სისტემა ან ინსტრუმენტი შეიძლება, დაინერგოს საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად გაძლიერებული საფრთხეების პირობებში? როგორ შეიძლება, ალიანსი გადავიდეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე, თუნდაც შესაძლოა, განიხილებოდეს რაიმე ახალი ფორმატი? ამ შეკითხვას Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ უპასუხა და განაცხადა, რომ საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერას NATO სამიტზე დაამტკიცებს. „უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ დახმარება ისეთი პარტნიორებისთვის, როგორიცაა, საქართველო, რომელიც NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მრავალი წლის განმავლობაში განიცდის რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებს და ზეწოლას. ახალი ინსტრუმენტების ან სისტემების შექმნის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ NATO-საქართველოს არსებით პაკეტს და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მედეგობისა და კიბერ სფეროებში. ჩვენ ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად განვიხილავთ, თუ რას უნდა მოიცავდეს ეს ზომები უფრო დეტალურად და ველოდებით მათ მიღებას მადრიდის სამიტზე“, - განუცხადა ხავიერ კოლომინამ Europetime-ს. NATO და საქართველო განიხილავენ, კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები
ხავიერ კოლომინა: განვიხილავთ, რას უნდა მოიცავდეს საქართველოზე მორგებული მხარდაჭერა და ველოდებით მის დამტკიცებას NATO-ს სამიტზე
ექსკლუზივი NATO-ს ისტორიულ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, Europetime-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, ხავიერ კოლომინასთან. მადრიდის სამიტზე, NATO-საქართველოს ურთიერთობებზე, უკრაინაში რუსეთის ომზე, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროცესზე, თურქეთსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე Europetime ხავიერ კოლომინასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ. ET: რას გვეტყოდით უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და NATO-ზე მის გავლენებზე, გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორ უყურებთ ამ შედეგებს და ზოგადად, როგორ ხედავთ ალიანსის ურთიერთობას რუსეთთან? რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ყველაზე დიდი საფრთხეა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მან ევროპაში მშვიდობა დაარღვია და უზარმაზარ ადამიანურ ტანჯვასა და ზარალს იწვევს. ჩვენ ვხედავთ, რომ კიევის წინააღმდეგ წარუმატებელი შეტევის შემდეგ, პრეზიდენტი პუტინი ძალების კონცენტრირებას აღმოსავლეთ უკრაინაში ახდენს. რუსეთი ახლა ჩართულია გამანადგურებელ ომში, სადაც ორივე მხრიდან დიდი რაოდენობითაა მსხვერპლი. რუსი სამხედროები განურჩევლად ახორციელებენ უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ აგრესიას. სკოლები, საავადმყოფოები და საცხოვრებელი ადგილები განადგურებულია და ჰუმანიტარული მდგომარეობა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე უკიდურესად მძიმეა. გარდა ამისა, პრეზიდენტ პუტინის ომი ზრდის საკვების ფასებს, უბიძგებს ხალხს სიღარიბისკენ და მთელ რეგიონებში დესტაბილიზაციას იწვევს. ეს არის ცინიკური და დესტრუქციული ქმედება, რის შედეგადაც მსოფლიოს ყველაზე დაუცველი ხალხი ზარალს განიცდის. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის პორტების ბლოკადა; მოკავშირეები ბევრს მუშაობენ, ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, რათა გადაწყვეტის გზები მოძებნონ. ამ ფონზე NATO ორი პარალელური პრიორიტეტის განხორციელების მიზნით, მუშაობას განაგრძობს. პირველ რიგში, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. მეორე მხრივ, ვიცავთ რა, NATO-ს ქვეყნებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ჩვენ ვზრუნავთ, რომ არ მოხდეს ამ ომის ესკალაცია მოკავშირეთა ტერიტორიაზე. NATO-ს მოკავშირეები მრავალი წლის განმავლობაში უჭერდნენ მხარს უკრაინას, მათ შორის აღჭურვილობით, ფინანსური მხარდაჭერითა და ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცის წვრთნით. მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უკრაინას მილიარდობით დოლარის ლეტალური და არალეტალური აღჭურვილობა, ასევე, ჰუმანიტარული დახმარება უკვე მიაწოდეს. ყოველივე ეს ცვლის სურათს ბრძოლის ველზე, ეხმარება უკრაინას, უზრუნველყოს თავდაცვის უფლება, რომელსაც გაეროს წესდება ითვალისწინებს. მოკავშირეები ასევე უზრუნველყოფენ უმნიშვნელოვანეს ჰუმანიტარულ დახმარებას, მათ შორის მილიონობით ლტოლვილის მიღების გზით. უკრაინა მრავალი სახის მსუბუქი და მძიმე სამხედრო ტექნიკით ძლიერდება. უკრაინაში რუსეთის შეჭრისადმი ჩვენი პასუხი სწრაფი და ერთიანი იყო, რათა დაგვეცვა ჩვენი ერები. 40 000-ზე მეტი ჯარისკაცი ამჟამად იმყოფება NATO-ს უშუალო მეთაურობის ქვეშ, რომელსაც ძირითადი საჰაერო და საზღვაო ძალები უჭერს მხარს. ეს არის რუსეთის შემდგომი აგრესიის შეკავება, უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, მიზნად ვისახავთ არა კონფლიქტის პროვოცირებას, არამედ, მის აღკვეთას და მშვიდობის აღდგენას. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, გაიყვანოს თავისი ჯარები და კეთილსინდისიერად ჩაერთოს დიპლომატიურ პროცესში. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ცივი ომის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზეა. ჩვენ ვწუხვართ ამის გამო, ეს არ არის ჩვენი არჩევანი. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ყოველთვის ასეთ დონეზე არ იყო. ბერლინის კედლის დაცემამ რუსეთთან პარტნიორობის ახალ ერას მისცა ბიძგი. მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენ განვიხილავდით ჩვენს საერთო უსაფრთხოებას NATO-რუსეთის საბჭოში. ჩვენ ვთანამშრომლობდით საერთო ინტერესების სფეროებში - კონტრტერორიზმი, შეიარაღების კონტროლი, და, მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ავღანეთში. რუსეთმა ამ პარტნიორობიდან გასვლა გადაწყვიტა. ქართველებმა კარგად იციან, რომ უკრაინის ომი და რუსეთის მიერ სამხედრო ძალის გამოყენება დიდი ხნის სქემის ნაწილია, რომელსაც ის თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს. ET: რაც შეეხება NATO-საქართველოს ურთიერთობებს. უკრაინაში ომის პირობებში, რა არის ის საფუძვლები, რომლებსაც ალიანსი მომავალი გადაწყვეტილებების მიღებისას დაეყრდნობა? შეიცვალა რაიმე ძირეულად? უპირველეს ყოვლისა, არსებული უსაფრთხოების გარემო კიდევ უფრო ძლიერს და მჭიდროს ხდის საქართველოსთან NATO-ს პარტნიორობას. ჩვენ გავააქტიურეთ დიალოგი ბოლო თვეებში: საგარეო საქმეთა მინისტრმა დარჩიაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ბურჭულაძემ მონაწილეობა მიიღეს NATO-ს კოლეგებთან სხვადასხვა შეხვედრაში; პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი მაისში NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა; და, სამხრეთ კავკასიას აპრილში თავად ვსტუმრობდი. ჩვენ ასევე ვინარჩუნებთ პრაქტიკული თანამშრომლობის ძლიერ დონეს, მარტში ჩატარებული NATO-საქართველოს მესამე ერთობლივი წვრთნით და მრავალი სხვა მიმდინარე აქტივობით NATO-საქართველოს მნიშვნელოვანი პაკეტის ქოლგის ქვეშ. უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის და უსაფრთხოებაზე მისი გავლენების საპასუხოდ, მათ შორის შავი ზღვის რეგიონისთვის, მოკავშირეები შეთანხმდნენ, საქართველოსთვის პრაქტიკული დახმარება გააძლიერონ. ჩვენ ამჟამად განვიხილავთ, რას უნდა მოიცავდეს ეს დახმარება და ველით, რომ მეტი დეტალი გახდება ცნობილი მომავალ კვირას, მადრიდში, NATO-ს სამიტზე. საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ NATO-ში ინტეგრაცია კვლავაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მთავარი მიზანია. ჩვენ ველით, რომ საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას რეფორმების მიმართულებით ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა, სასამართლო სისტემა, მედიის თავისუფლება და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულება. ჩვენი მხრიდან, NATO-ში გაწევრიანების მიმართულებით საქართველოს მისწრაფებებთან დაკავშირებით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით. ურყევი რჩება ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის აღიარებას. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ჩვენს მისიებში ავღანეთში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2021 წლის ზაფხულში ევაკუაციის ძალისხმევაში. როგორც იცით, საქართველო შეუერთდა NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს და ახლახან მასპინძლობდა NATO-საქართველოს წვრთნებს, რომლებშიც 600-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა. ET: რა სისტემა ან ინსტრუმენტი შეიძლება, დაინერგოს საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად გაძლიერებული საფრთხეების პირობებში? როგორ შეიძლება, ალიანსი გადავიდეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე, თუნდაც შესაძლოა, განიხილებოდეს რაიმე ახალი ფორმატი? როგორც აღვნიშნე, უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ დახმარება ისეთი პარტნიორებისთვის, როგორიცაა, საქართველო, რომელიც NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მრავალი წლის განმავლობაში განიცდის რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებს და ზეწოლას. ახალი ინსტრუმენტების ან სისტემების შექმნის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ NATO-საქართველოს არსებით პაკეტს და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მედეგობისა და კიბერ სფეროებში. ჩვენ ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად განვიხილავთ, თუ რას უნდა მოიცავდეს ეს ზომები უფრო დეტალურად და ველოდებით მათ მიღებას მადრიდის სამიტზე. ET: რა იქნება სამიტის მთავარი აქცენტი და რას იტყვით უკრაინაზე? მომავალ კვირას მადრიდში, NATO-ს სამიტზე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს შეკავებას და თავდაცვას; დავეთანხმებით უკრაინის მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში; შევთანხმდებით NATO-ს მომავალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი მომავალი ადაპტაციის გეგმას გაზრდილი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში ავტორიტარულ ძალებთან, როგორიცაა ჩინეთი; და ჩვენ შევთანხმდებით, რომ რისკის ქვეშ მყოფ ჩვენს პარტნიორებს შემდგომი, მათზე მორგებული დახმარება გავუწიოთ. ჩვენ ვალდებულებას ავიღებთ, კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან აზია-წყნარ ოკეანეში და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში. ჩვენ ასევე განვიხილავთ პროგრესს ტვირთის განაწილების მიმართულებით, რადგან ცხადია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ინვესტიციები ჩვენს თავდაცვაში და ერთად უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ NATO-ში. მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას, რომლებიც ერთად მუშაობენ ძლიერ NATO-ში, შეუძლიათ ჩვენი მილიარდი ადამიანის დაცვა უფრო საშიშ სამყაროში. NATO-ს პარტნიორების მონაწილეობა ასევე იქნება ჩვენი სამიტის გამორჩეული მახასიათებელი ნიშანი მადრიდში. პრეზიდენტი ზელენსკი მადრიდის სამიტზე NATO-ს ლიდერებს სიტყვით მიმართავს და პრემიერი ღარიბაშვილიც იქნება მიწვეული ერთ-ერთ სესიაში მონაწილეობის მისაღებად, რაც ცხადყოფს ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობას. მონაწილეობის მოსაწვევები ასევე გაეგზავნათ ფინეთს, შვედეთსა და ევროკავშირს, ასევე, ჩვენს აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორებს, ავსტრალიას, იაპონიას, ახალ ზელანდიას და კორეის რესპუბლიკას. ET: რას ფიქრობთ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესზე? როგორ ფიქრობთ, თურქეთის შეშფოთების მიზეზები სამიტამდე შეიძლება, რომ აღმოიფხვრას? ფინეთისა და შვედეთის განაცხადები ჩვენს ალიანსში გაწევრიანების შესახებ, ისტორიულია. როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, „ისინი აგზავნიან მკაფიო გზავნილს: დაშინება არ მუშაობს; და NATO-ს კარი ღია რჩება“. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება ორივე ქვეყანას უფრო უსაფრთხოს გახდის. ეს ასევე გააძლიერებს NATO-ს, იმის გათვალისწინებით, რომ ფინეთი და შვედეთი არიან ძლიერი დემოკრატიები და მედეგი საზოგადოებები, აქვთ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები - მათ შორის მნიშვნელოვანი რეზერვები და მოწინავე თვითმფრინავები, და, საზღვაო ძალები. შეუძლიათ, NATO-სთან ერთად იმუშაონ. ისინი არიან დიდი ხნის კონტრიბუტორი NATO-ს წინა და მიმდინარე მისიებში (ავღანეთში, კოსოვოში და ერაყში), ასევე, NATO-სა და მოკავშირეების წვრთნებში. როგორც გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა თქვა, ჩვენ ახლა განვიხილავთ შემდეგ ნაბიჯებს ფინეთისა და შვედეთის გზაზე, რათა შეუერთდნენ ჩვენს ალიანსს; როცა ამას ვაკეთებთ, ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ინტერესებს; როდესაც მოკავშირე აყენებს შეშფოთების მიზეზებს, ჩვენ მათ სერიოზულად ვეკიდებით და ვპოულობთ საერთო ენას; ასე რომ, ჩვენ ახლა ვმუშაობთ თურქეთის უსაფრთხოების სერიოზულ შეშფოთებებთან მიმართებით, მათ შორის ტერორიზმთან დაკავშირებით. თურქეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა, სტრატეგიული მდებარეობით, მთავარ როლს ასრულებს შავ ზღვაში, სირიასა და ერაყს ესაზღვრება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. თურქეთი ასევე არის NATO-ს მოკავშირე, რომელმაც განიცადა ტერორისტული თავდასხმები, მათ შორის PKK-ის მიზეზით გამოწვეული. ჩვენ ახლა ერთად ვმუშაობთ, კონსტრუქციული სულისკვეთებით, რათა ვიპოვოთ ერთიანი გზა. ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ NATO-ს კარი ღიაა, რომ გაფართოება იყო ისტორიული წარმატება და რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ერთად დგომა, რადგან თაობის უდიდესი უსაფრთხოების კრიზისის წინაშე ვდგავართ. ნება მომეცით დავამატო, რომ უსაფრთხოების პერსპექტივიდან გამომდინარე, ფინეთი და შვედეთი ახლა უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე განაცხადების მიღებამდე იყვნენ. ბევრმა მოკავშირემ უკვე აიღო მკაფიო ვალდებულებები ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოების მიმართ; და NATO-მ გაზარდა ჩვენი ყოფნა ბალტიის ზღვაში, მათ შორის მეტი წვრთნით; მაგალითად, ფინეთი და შვედეთი ჩაერთნენ რამდენიმე მოკავშირეთა წვრთნებში ბოლო კვირების განმავლობაში, მათ შორის BALTOPS-ში, რომელიც აერთიანებს 7500 პერსონალს 14 მოკავშირიდან - მათ შორის თურქეთიდან. ეს არის NATO-ს ერთგულების აშკარა დემონსტრირება ამ რეგიონის მიმართ.
სტოლტენბერგმა NATO-ს შტაბ-ბინაში შვედეთის პრემიერ-მინისტრს უმასპინძლა
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა შვედეთის პრემიერ-მინისტრს მაგდალენა ანდერსონს NATO-ს შტაბ-ბინაში უმასპინძლა. შეხვედრისას შვედეთისა და ფინეთის მიერ წარდგენილ გაწევრიანების განაცხადებზე იმსჯელეს. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების შესახებ ყველა მოკავშირის შეშფოთება უნდა იყოს გათვალისწინებული, თურქეთის შეშფოთება ლეგიტიმურია და მისი მიზეზები უნდა განიხილებოდეს. „ჩვენ ახლა ერთად ვმუშაობთ შვედეთს, ფინეთსა და ჩვენს მოკავშირე თურქეთს შორის შეთანხმებაზე, რათა შემდგომ აღმოვფხვრათ უსაფრთხოების საკითხებზე შეშფოთების მიზეზები, მათ შორის იარაღის ექსპორტსა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ შვედეთისა და ფინეთის განაცხადები NATO-ში გაწევრიანებაზე ისტორიულია და რომ მათი გაწევრიანება გააძლიერებს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას. ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან თავის მხრივ, ანდერსონმა დაამატა, რომ შვედეთისა და ფინეთის განაცხადებმა მიიღო ძალიან ფართო მხარდაჭერა NATO-ს მოკავშირეებისგან. „შვედეთი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, მაგრამ NATO-ში კონსენსუსია საჭირო. ჩვენი დაუცველობა გარე საფრთხეების მიმართ იზრდება, ვიდრე ოფიციალურად არ გავხდებით წევრები. ამ გაურკვევლობის საპასუხოდ, რამდენიმე მოკავშირემ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნორვეგიამ და დანიამ შვედეთს მკაფიო მხარდაჭერა აღუთქვეს. ამისათვის ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ. თურქეთმა წამოაყენა რამდენიმე საკითხი შვედეთისა და ფინეთის განაცხადებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, ფინეთთან და NATO-სთან ერთად მივაღწიოთ შეთანხმებას. მე ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს ამ შაბათს. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო კარგი და კონსტრუქციული საუბარი“, - განაცხადა ანდერსონმა. ანკარა ოფიციალურად ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთების მიზეზები ვერ აღმოიფხვრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ის სტატია.
ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად, მადრიდში NATO-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად მადრიდში ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. საქართველოს მთავრობის მეთაური სამიტზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიიწვია. დღეს NATO-ს სამიტი იწყება საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე იმყოფებიან
NATO მაღალ მზადყოფნაში მყოფი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობას 40,000-დან 300 000-მდე გაზრდის
NATO მაღალ მზადყოფნაში მყოფი სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობას 40,000-დან 300 000-მდე გაზრდის. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. NATO სწრაფი რეაგირების ძალებს მასიურად გააფართოებს. „ჩვენ მოვახდენთ NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების ტრანსფრმაციას და გავზრდით ჩვენი მაღალი მზადყოფნის ძალების რაოდენობას 300 000-მდე“, - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს მადრიდში, NATO-ს სამიტის წინ. NATO სამიტზე ჩვენ განვაცხადებთ, რომ რუსეთი აღარ არის პარტნიორი და საფრთხეა ჩვენი უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის - სტოლტენბერგი NATO სამიტზე გამოაცხადებს, რომ რუსეთი ალიანსის პარტნიორი აღარ არის და ის საფრთხეა უსაფრთხოებისთვის. მისი თქმით, თუ მსოფლიო შეიცვლება, NATO-ც შეიცვლება. მოსალოდნელია, რომ NATO-ს სამიტზე, უკრაინის დახმარების პაკეტზე შეთანხმდებიან, რომელიც ქვეყანას საბჭოთა პერიოდის ძველი იარაღიდან NATO-ს სტანდარტზე გადასვლას უზრუნველყოფს. NATO-ს სამიტს ესპანეთი, მადრიდი 2022 წლის 28, 29 და 30 ივნისს უმასპინძლებს. ცნობისთვის, 25 თებერვალს გახდა ცნობილი, რომ ისტორიაში პირველად, NATO კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სწრაფი რეაგირების ძალებს გამოიყენებს. რა ამოცანებს უსახავს NATO სწრაფი რეაგირების ძალებს, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას. ასევე, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ალიანსი ისტორიულ საიტზე, წაიკითხეთ Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან.
თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს
BBC-ის ცნობით, თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტოს, შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდელენა ანდერსონის და NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ოთხმხრივი შეხვედრა მადრიდში, NATO-ს სამიტის დაწყებამდე გაიმართა. ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ განაცხადა, რომ გარღვევა მოხდა მას შემდეგ, რაც „სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ მემორანდუმს ერთმანეთის უსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხეების წინააღმდეგ სრული მხარდაჭერის გასამყარებლად". მემორანდუმი დასტურებს, რომ მადრიდის NATO-ს სამიტზე თურქეთი მხარს დაუჭერს ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას. „დღეს მადრიდში, NATO-ს სამიტის დაწყებამდე, შეხვედრა გვქონდა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და შვედეთის პრემიერ-მინისტრ, მაგდალენა ანდერსონთან, NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შუამავლობით. ამ შეხვედრის შედეგად ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს სამმხრივ მემორანდუმს, რომელიც ადასტურებს, რომ თურქეთი ამ კვირაში მადრიდის სამიტზე მხარს დაუჭერს ფინეთისა და შვედეთის მოწვევას ალიანსში. კონკრეტულ ნაბიჯებზე NATO-ს მოკავშირეები შეთანხმდებიან მომდევნო ორი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ახლა გარდაუვალია. ჩვენ გავხდებით NATO-ს მოკავშირეები და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ვალდებულებას. ბოლო კვირების განმავლობაში თურქეთი ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამდა. ფინეთი მუდმივად სერიოზულად ეკიდებოდა ამ შეშფოთებას. ფინეთი გმობს ტერორიზმს მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით. როგორც NATO-ს წევრი, ფინეთი სრულად დაიცავს NATO-ს დოკუმენტებსა და პოლიტიკას კონტრტერორიზმის შესახებ. როდესაც ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ, იარაღის ექსპორტისა და ექსტრადიციების საკითხებში, ბუნებრივია, ფინეთი აგრძელებს მუშაობას თავისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. მოხარული ვარ, რომ დავასრულეთ ეს ეტაპი NATO-ში ფინეთის წევრობის გზაზე. ახლა მოუთმენლად ველი ნაყოფიერ საუბრებს NATO-ში ფინეთის როლზე ჩვენს მომავალ მოკავშირეებთან აქ, მადრიდში“, - აღნიშნულია ფინეთის პრეზიდენტის განცხადებაში. „მე მტკიცედ მივესალმები ამ სამმხრივი მემორანდუმის ხელმოწერას და მტკიცედ მივესალმები კონსტრუქციულ მიდგომას, რომელიც სამივე ქვეყანამ გამოიჩინა მოლაპარაკებების დროს. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება კარგია ფინეთისა და შვედეთისთვის, კარგია NATO-სთვის და კარგია ევროპის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა თავის მხრივ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. სამიტამდე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა NATO-ს შტაბ-ბინაში უმასპინძლა შვედეთის პრემიერ-მინისტრს მაგდალენა ანდერსონს. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების შესახებ ყველა მოკავშირის შეშფოთება უნდა იყოს გათვალისწინებული, თურქეთის შეშფოთება ლეგიტიმურია და მისი მიზეზები უნდა განიხილებოდეს. „ჩვენ ახლა ერთად ვმუშაობთ შვედეთს, ფინეთსა და ჩვენს მოკავშირე თურქეთს შორის შეთანხმებაზე, რათა შემდგომ აღმოვფხვრათ უსაფრთხოების საკითხებზე შეშფოთების მიზეზები, მათ შორის იარაღის ექსპორტსა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ შვედეთისა და ფინეთის განაცხადები NATO-ში გაწევრიანებაზე ისტორიულია და რომ მათი გაწევრიანება გააძლიერებს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას. თავის მხრივ, ანდერსონმა დაამატა, რომ შვედეთისა და ფინეთის განაცხადებმა მიიღო ძალიან ფართო მხარდაჭერა NATO-ს მოკავშირეებისგან. „შვედეთი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, მაგრამ NATO-ში კონსენსუსია საჭირო. ჩვენი დაუცველობა გარე საფრთხეების მიმართ იზრდება, ვიდრე ოფიციალურად არ გავხდებით წევრები. ამ გაურკვევლობის საპასუხოდ, რამდენიმე მოკავშირემ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნორვეგიამ და დანიამ შვედეთს მკაფიო მხარდაჭერა აღუთქვეს. ამისათვის ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ. თურქეთმა წამოაყენა რამდენიმე საკითხი შვედეთისა და ფინეთის განაცხადებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, ფინეთთან და NATO-სთან ერთად მივაღწიოთ შეთანხმებას. მე ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს ამ შაბათს. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო კარგი და კონსტრუქციული საუბარი“, - განაცხადა ანდერსონმა. ანკარა ოფიციალურად ითხოვდა: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთების მიზეზები ვერ აღმოიფხვრება
სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოს და შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის შეხვედრა მადრიდში, სამშაბათს (2022 წლის 28 ივნისს), NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შუამავლობით. ამ შეხვედრაზე ლიდერები შეთანხმდნენ სამმხრივ მემორანდუმზე, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთხოების საკითხებზე თურქეთის ლეგიტიმური შეშფოთების მიზეზების აღმოფხვრას, რაც გზას გაუხსნის ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა - თურქეთიდან - მევლუთ ჩავუშოღლუმ, ფინეთიდან - პეკა ჰაავისტომ და შვედეთიდან - ენ ლინდემ, სამივე სახელმწიფოს ლიდერის და გენერალური მდივნის თანდასწრებით. თურქეთის, ფინეთის და შვედეთის მთავრობები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმდ მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის შეფასებით, NATO-ს ღია კარის პოლიტიკამ ისტორიული წარმატებას მიაღწია. თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს „ჩვენ ახლახან დავასრულეთ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან, პრეზიდენტ ნიინისტოსთან და პრემიერ-მინისტრ ანდერსონთან. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ახლა გვაქვს შეთანხმება, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას. თურქეთმა, ფინეთმა და შვედეთმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ეხება თურქეთის შეშფოთების მიზეზების აღმოფხვრას, მათ შორის იარაღის ექსპორტისა და ტერორიზმთან ბრძოლის გარშემო. არცერთ მოკავშირეს არ განუცდია უფრო სასტიკი ტერორისტული თავდასხმები, ვიდრე თურქეთს, მათ შორის ტერორისტული ჯგუფის, PKK-ის მხრიდან. თურქეთის, ფინეთის და შვედეთის მთავრობები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც NATO-ს მოკავშირეები, ფინეთი და შვედეთი იღებენ ვალდებულებას, სრულად დაუჭირონ მხარი თურქეთს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის წინააღმდეგ. ეს მოიცავს მათი შიდა კანონმდებლობის შემდგომ შესწორებებს, PKK-ის საქმიანობის ჩახშობას; ექსტრადიციის შესახებ შეთანხმების გაფორმებას თურქეთთან. ჩვენ მიერ ერთად მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, თურქეთი დათანხმდა, მხარი დაუჭიროს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას NATO-ში. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ერდოღანს, პრეზიდენტ ნიინისტოს და პრემიერ-მინისტრ ანდერსონს დღევანდელი მოლაპარაკებების კონსტრუქციული სულისკვეთებისთვის. NATO-ს ღია კარის პოლიტიკამ ისტორიულ წარმატებას მიაღწია. ფინეთისა და შვედეთის ალიანსში მიღება მათ უფრო უსაფრთხოს, NATO-ს უფრო ძლიერს და ევროატლანტიკურ სივრცეს უფრო უსაფრთხოს გახდის. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვაწყდებით უსაფრთხოების უდიდეს კრიზისს ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი
თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. შესაბამისი მემორანდუმი მადრიდში, NATO-ს სამიტის პირველ დღეს გაფორმდა. Europetime-მა მემორანდუმის სრული ტექსტი მოიპოვა და მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ. 1) 28 ივნისს, თურქეთის, ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლები, NATO-ს გენერალური მდივნის შუამავლობით, შეთანხმდნენ შემდეგზე: 2) NATO არის ალიანსი, რომელიც დაფუძნებულია კოლექტიური თავდაცვის პრინციპებსა და უსაფრთხოების განუყოფლობაზე, ასევე, საერთო ღირებულებებზე. თურქეთი, ფინეთი და შვედეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას ვაშინგტონის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პრინციპებისა და ღირებულებების მიმართ. 3) ალიანსისთვის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია ურყევი სოლიდარობა და თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლაში, მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის მოკავშირეების ეროვნულ უსაფრთხოებას, ასევე, საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას. 4) როგორც NATO-ს პერსპექტიული მოკავშირეები, ფინეთი და შვედეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებენ თურქეთს, ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მიზნით, ფინეთი და შვედეთი არ დაუჭერენ მხარს YPG/PYD-ს და ორგანიზაციას, რომელსაც თურქეთში FETO ("ფეთულაჰისტური ტერორისტული ორგანიზაცია")უწოდებენ. თურქეთი ასევე სრულ მხარდაჭერას უცხადებს ფინეთსა და შვედეთს მათი ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის წინააღმდეგ. ფინეთი და შვედეთი უარყოფენ და მკაცრად გმობენ ტერორიზმს მისი ყველა ფორმითა და გამოვლინებით, ფინეთი და შვედეთი ცალსახად გმობენ ყველა ტერორისტულ ორგანიზაციას, რომლებიც ახორციელებენ თავდასხმებს თურქეთის წინააღმდეგ და გამოხატავენ ღრმა სოლიდარობას თურქეთისა და დაღუპულთა ოჯახების მიმართ. 5) ფინეთი და შვედეთი ადასტურებენ, რომ PKK არის აკრძალული ტერორისტული ორგანიზაცია. ფინეთი და შვედეთი იღებენ ვალდებულებას, აღკვეთონ PKK-ის და ყველა სხვა ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობა და მათი გაფართოება, ისევე ამ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფი პირების და ქსელების ქმედებები. თურქეთი, ფინეთი და შვედეთი შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ თანამშრომლობა ამ ტერორისტული დაჯგუფებების აქტივობის თავიდან ასაცილებლად. ფინეთი და შვედეთი უარყოფენ ამ ტერორისტული ორგანიზაციების მიზნებს. 6) გარდა ამისა, ფინეთი მიუთითებს სისხლის სამართლის კოდექსში რამდენიმე ბოლო ცვლილებაზე, რომლითაც ახალი აქტები შევიდა ძალაში. კერძოდ, 2022 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ბოლო ცვლილებები, რომლითაც ტერორისტული ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის ფარგლები გაფართოვდა. ამავდროულად, ტერორისტულ დანაშაულებთან დაკავშირებული საჯარო წაქეზება კრიმინალიზებული გახდა, როგორც ცალკეული დანაშაული. შვედეთი ადასტურებს, რომ ახალი, უფრო მკაცრი, ტერორისტული დანაშაულების შესახებ კანონი ძალაში შედის პირველ ივლისს და რომ მთავრობა ანტიტერორისტულ კანონმდებლობას გააამკაცრებს. 7) თურქეთი, ფინეთი და შვედეთი ადასტურებენ, რომ შეიარაღებაზე ეროვნული ემბარგო არ არსებობს. შვედეთი ცვლის შეიარაღების ექსპორტის ეროვნულ მარეგულირებელ ჩარჩოს NATO-ს მოკავშირეებთან მიმართებით. სამომავლოდ, თავდაცვის ექსპორტი ფინეთიდან და შვედეთიდან განხორციელდება ალიანსის სოლიდარობის, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-3 მუხლის სულისკვეთების შესაბამისად. 8) დღეს თურქეთი, ფინეთი და შვედეთი იღებენ ვალდებულებას შემდეგი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე: • ერთობლივი, სტრუქტურირებული დიალოგისა და თანამშრომლობის მექანიზმის ჩამოყალიბება ხელისუფლების ყველა დონეზე, ასევე, სამართალდამცავ ორგანოებსა და სადაზვერვო სააგენტოებს შორის, გააძლიერებენ თანამშრომლობას ტერორიზმის ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა საერთო გამოწვევების წინააღმდეგ, როგორც ამას ისინი გადაწყვეტენ. • ტერორიზმთან ბრძოლას ფინეთი და შვედეთი განსაზღვრავენ დებულებებისა და NATO-ს პოლიტიკის შესაბამისად და გადადგამენ ყველა საჭირო ნაბიჯს ამ მიზნით შემდგომი შიდა კანონმდებლობის გამკაცრებისთვის. • ფინეთი და შვედეთი განიხილავენ თურქეთის მოსალოდნელ დეპორტაციას ან ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ექსტრადიციის მოთხოვნას დაჩქარებული და საფუძვლიანად. მხედველობაში მიიღებენ თურქეთის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, მტკიცებულებებს, დაზვერვის მონაცემებს და აუცილებელი ორმხრივი სამართლებრივი ჩარჩოების შექმნით ხელს შეუწყობენ ექსტრადიციას და უსაფრთხოების თანამშრომლობას თურქეთთან ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის შესაბამისად. • ფინეთი და შვედეთი გამოიძიებენ და აკრძალავენ PKK-ის და ყველა სხვა ტერორისტული ორგანიზაციის დაფინანსებას და მათი გაფართოებას, მათ შორის შვილობილი ორგანიზაციების, ჯგუფების ან ქსელების, როგორც ეს აღწერილია მე-5 პუნქტში. • თურქეთი, ფინეთი და შვედეთი ვალდებულნი არიან, ებრძოლონ დეზინფორმაციას და არ დაუშვან მათი შიდა კანონმდებლობის ბოროტად გამოყენება ან ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობა, მათ შორის ისეთი ქმედებებით, რომლებიც თურქეთის წინააღმდეგ ძალადობას წაახალისებს. • ფინეთი და შვედეთი უზრუნველყოფენ, რომ იარაღის ექსპორტის მარეგულირებელი ჩარჩოები მოკავშირეების წინაშე ახალი ვალდებულებების აღების საშუალებას იძლევა და ასახავს მათ, როგორც NATO-ს წევრის სტატუსს. • ფინეთი და შვედეთი იღებენ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ თურქეთისა და სხვა ევროკავშირის არაწევრი მოკავშირეების მაქსიმალურად სრულ ჩართულობას არსებულ და ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის პერსპექტიული ინიციატივებში, მათ შორის თურქეთის მონაწილეობას PESCO-ს სამხედრო მობილობის პროექტში. 9) ამ ნაბიჯების განსახორციელებლად, თურქეთი, ფინეთი და შვედეთი შექმნიან მუდმივ ერთობლივ მექანიზმს საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების ექსპერტების მონაწილეობით, ასევე, დაზვერვის სამსახურებიდან და უსაფრთხოების ინსტიტუტებიდან ექსპერტების მონაწილეობით. მუდმივი ერთობლივი მექანიზმი ღია იქნება სხვებისთვისაც. 10) თურქეთი ადასტურებს NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მრავალწლიან მხარდაჭერას და თანახმაა, მხარი დაუჭიროს 2022 მადრიდის სამიტზე, ფინეთისა და შვედეთის NATO-ს წევრებად მოწვევას. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს
მას სურდა ნაკლები NATO, მაგრამ ახლა პუტინი უფრო მეტ NATO-ს მიიღებს რუსეთის საზღვრებთან - სტოლტენბერგი
„მას სურდა ნაკლები NATO, მაგრამ ახლა პრეზიდენტი პუტინი მიიღებს მეტ NATO-ს რუსეთის საზღვრებთან“,, - ამის შესახებ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ფინეთის, თურქეთისა და შვედეთის მიერ სამმხრივი მემორანდუმის გაფორმების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს ამრიგად, NATO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ბოლო მოვლენები პუტინისთვის ნათელი გზავნილია. „დიქტატორს უნდა ესმოდეს, რომ ალიანსის კარი ღიაა სხვა ქვეყნებისთვისაც, რომელთა ნახვაც რუსეთის ფედერაციას არ სურს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი
საქართველო ისწრაფვის, გახდეს დასავლური დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, ევროკავშირისა და NATO-ს წევრი - ლევან დავითაშვილი
„საქართველოს ენერგეტიკული სისტემა აქტიური განვითარების ფაზაშია, რეფორმები ძირითადად განპირობებულია ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით და ქვეყნის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით. ეს გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკის სისტემის ისეთ განვითარებას, რომელიც კიდევ უფრო დააახლოებს ევროპულ პრინციპებთან“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განახლებადი ენერგიის დარგში ინვესტიციების თემისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ასოცირების შეთანხმების თანახმად, ქართული კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნება ევროდირექტივებთან, რაც განსაზღვრავს უფრო ლიბერალურ და „ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება ხდება განახლებადი, ხარისხიანი ენერგიის სხვადასხვა წყაროს განვითარებით, ისე, რომ ქვეყანაში განვითარებადი ენერგიის საიმედო და უწყვეტი მიწოდება ხდებოდეს ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად. 2022 წლის სექტემბრიდან სრულად ამუშავდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა (სენბი), რომლის მიზანსაც წარმოადგენს ელექტროენერგიის ბაზრის ეფექტიანი ოპერირებით გამჭვირვალე და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა, ასევე სწორი საფასო სიგნალების მიწოდება ბაზრის არსებული და პოტენციური მონაწილეებისთვის. სამართლიან საბაზრო პრინციპებზე აწყობილი ფასის არსებობა აუცილებლად შექმნის საფუძველს ახალი პროექტების განსახორციელებლად და კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ენერგოუსაფრთხოების მაღალ მაჩვენებელთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ენერგეტიკის სფეროს ყველა რგოლის თანაბრად განვითარება, - ეს არის ამოცანა, რომელიც, მინისტრის განცხადებით, საბოლოო ჯამში ქვეყანაში განახლებადი ენერგიის გენერაციის პროექტების განვითარებას და ენერგოუსაფრთხოების და დამოუკიდებლობის გაუმჯობესებას მოიტანს, ეკონომიკას კი უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, რადგან ეკონომიკის ყველა დარგი პირდაპირ კავშირშია ეფექტიან ენერგოსისტემასთან. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პროექტი, რაზეც მიმდინარეობს მუშაობა, მინისტრის თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტია, რომელიც ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას - მან ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. ლევან დავითაშვილმა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კონფერენციის მონაწილეებს. მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს პროექტის დეტალური შესწავლა-პროექტირება მსოფლიო ბანკთან ერთად, რაც მისი პროგნოზით, ერთი წლის განმავლობაში დასრულდება. „პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1200 კილომეტრამდე, ალბათ ყველაზე გრძელი ელექტროკაბელი, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, პირდაპირ კავშირში იყოს ევროკავშირის ბაზართან. ეს, რა თქმა უნდა, ახალ შესაძლებლობებს აჩენს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის და გაზრდის ქართული ენერგეტიკული სისტემის შესაძლებლობებს, კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის, რადგან თავისუფალ რეჟიმში შეგვეძლება ოპტიმალურად, საათობრივ რეჟიმში გვქონდეს ევროკავშირთან ვაჭრობის საშუალება - განახლებად ენერგიაზე ყველაზე მაღალი მოთხოვნის ბაზართან. შესაბამისად, ჩვენთვის ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია, მაგრამ ასევე პრიორიტეტული პროექტია ევროკავშირისთვის და ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობისთვის. შესაბამისად, ის ერთ-ერთ ფლაგმანურ პროექტადაა მიჩნეული და მთლიანად მხარდაჭერილია ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ტრანსპარანტულ საბაზრო ურთიერთობებს ენერგეტიკულ სექტორში. მთავრობის წარმომადგენელთა გარდა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. დისკუსიის ძირითადი თემა განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესების საკითხები იყო. ლევან დავითაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო განახლებადი ენერგიების დარგის განვითარების და ზოგადად, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით არსებული მთავარი პრიორიტეტების და კონკრეტული პროექტები. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ისწრაფვის, გახდეს დასავლური დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, ევროკავშირისა და NATO-ს წევრი. ამ მიზნის მისაღწევად კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა სწორედ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
იენს სტოლტენბერგი: ეს იქნება ისტორიული და გარდამტეხი სამიტი ჩვენი ალიანსისთვის
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მადრიდის სამიტი იქნება ისტორიული და გარდამტეხი სამიტი ალიანსისთვის. სტოლტენბერგმა ჩამოთვალა ის მიმართულებები, რომლებზეც NATO მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან „ჩვენ ვხვდებით უსაფრთხოების ყველაზე სერიოზულ კრიზისს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ მოკავშირეებს შეუძლიათ ერთიანობის დემონსტრირება. ჩვენ ვხედავთ ალიანსი ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებს ძლიერად და ერთიანად პასუხობს. ეს იქნება გარდამტეხი სამიტი, რადგან ჩვენ მივიღებთ ისტორიულ გადაწყვეტილებებს. ჩვენ შევთანხმდებით ჩვენი ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც არის გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ მივიღოთ NATO მომავალში უფრო კონკურენტუნარიან და საშიშ სამყაროში, რათა დავიცვათ ყველა მოკავშირე და დაახლოებით მილიარდი მოქალაქე. ჩვენ შევთანხმდებით ფუნდამენტურ ცვლილებაზე ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის მიმართულებით. მზადყოფნაში მყოფი უფრო მეტი საბრძოლო ძალებით. ეს არის ჩვენი კოლექტიური თავდაცვის უდიდესი ტრანსფორმაცია ცივი ომის დასრულების შემდეგ, რომელიც შეთანხმდება ამ სამიტზე. და მესამე, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვუცხადებთ მხარდაჭერას უკრაინას. მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დღეს სიტყვით მიმართავს ყველა ლიდერს. ჩვენ ასევე შევთანხმდებით უკრაინის დახმარების ყოვლისმომცველ პაკეტზე. NATO და NATO-ს მოკავშირეები მრავალი წლის განმავლობაში უკრაინას უჭერდნენ მხარს. მაგრამ, რა თქმა უნდა, შემოჭრის შემდეგ ჩვენ ყველანი გავძლიერდით. შემდეგ კი ლიდერები მიიღებენ ისტორიულ გადაწყვეტილებას, მოიწვიონ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრებად. ეს ეფუძნება გუშინ ფინეთს, შვედეთსა და თურქეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას. და ეს კარგი შეთანხმებაა ფინეთისთვის, შვედეთისთვის, თურქეთისთვის და ყველა ჩვენგანისთვის. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი და ბოლოს, ჩვენ ხელახლა დავადასტურებთ და შევაფასებთ იმ უზარმაზარ პროგრესს, რომელიც მიღწეულია ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით, გაზრდილია თავდაცვის ინვესტიციები მთელ ალიანსში ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ასევე მივიღებთ ბევრ სხვა გადაწყვეტილებას, კლიმატის ცვლილების და კიბერ სფეროში. ჩვენ დავაარსებთ ახალ საინოვაციო ფონდს. მაგრამ მთლიანობაში, ეს ნამდვილად იქნება ისტორიული და გარდამტეხი სამიტი, რომელიც აჩვენებს ალიანსის ერთიანობას და NATO-ს უნარს ადაპტირდეს, როცა სამყარო იცვლება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება გააძლიერებს NATO-ს კოლექტიურ უსაფრთხოებას და სარგებელს მოუტანს მთელ ტრანსატლანტიკურ ალიანსს - ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფინეთს, შვედეთს და თურქეთს სამმხრივ მემორანდუმზე ხელმოწერას ულოცავს. აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი, რომელიც გააძლიერებს NATO-ს ალიანსს და კოლექტიურ უსაფრთხოებას. „ეს შესანიშნავი გზაა სამიტის დასაწყებად“, - მიიჩნევს ჯო ბაიდენი. ვულოცავ თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს სამმხრივ მემორანდუმის ხელმოწერას, რომელიც გზას უხსნის მოკავშირეებს, მოიწვიონ ფინეთი და შვედეთი NATO-ში, მადრიდის სამიტზე. როდესაც გასულ თვეს მივესალმე პრეზიდენტ ნიინისტოს და პრემიერ მინისტრ ანდერსონს თეთრ სახლში, ვუთხარი მათ, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს მათ წევრობას. ფინეთი და შვედეთი ძლიერი, დემოკრატიული ქვეყნებია მაღალკვალიფიციური სამხედროებით. მათი გაწევრიანება გააძლიერებს NATO-ს კოლექტიურ უსაფრთხოებას და სარგებელს მოუტანს მთელ ტრანსატლანტიკურ ალიანსს. მოუთმენლად ველი NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, ჩვენს მოკავშირეებთან და კონგრესთან მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ, რომ სწრაფად მივესალმოთ მათ ჩვენს ალიანსში. როდესაც ჩვენ ვიწყებთ NATO-ს ამ ისტორიულ სამიტს მადრიდში, ჩვენი ალიანსი უფრო ძლიერი, უფრო ერთიანი და გადამწყვეტია, ვიდრე ოდესმე“, - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში. თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. შესაბამისი მემორანდუმი მადრიდში, NATO-ს სამიტის პირველ დღეს გაფორმდა. Europetime-მა მემორანდუმის სრული ტექსტი მოიპოვა და მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით
საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. მთავრობის მეთაურის თქმით, აშშ-ის სენატორების დელეგაციასთან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და NATO-ში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა განიხილეს. „სიღრმისეული საუბარი მქონდა აშშ-ის სენატორების ერთობლივ დელეგაციასთან ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით და ტომ ტილის მონაწილეობით. განვიხილეთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა და ნატოში საქართველოს დაჩქარებულ გაწევრიანებასთან დაკავშირებით ამერიკის ძლიერი მხარდაჭერა. საქართველოს დემოკრატიზაცია და ევროატლანტიკური ფასეულობებისადმი ჩვენი ერთგულება ფუნდამენტურ მნიშვნელობას ატარებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში იმყოფება, სადაც NATO-ს სამიტი მიმდინარეობს.
NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია
NATO-მ მადრიდში მიმდინარე სამიტის ფარგლებში მიღებული დეკლარაციით დაადასტურა, რომ შვედეთს და ფინეთს სამხედრო ალიანსში გასაწევრიანებლად იწვევს. NATO-ს დეკლარაციის მე-18 პუნქტში საუბარია ღია კარის პოლიტიკაზე. „ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრებად და შევთანხმდით გაწევრიანების ოქმებზე ხელმოწერაზე. ალიანსში გაწევრიანებისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ლეგიტიმური შეშფოთება სათანადოდ იყოს განხილული. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი ჩვენ მივესალმებით სამმხრივი მემორანდუმის დადებას თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის ამ მიზნით. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება მათ უფრო უსაფრთხოს გახდის, NATO-ს უფრო ძლიერს და ევროატლანტიკურ სივრცეს უფრო უსაფრთხოს გახდის. ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოებას პირდაპირი მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის, მათ შორის გაწევრიანების პროცესში“, - აღნიშნულია დეკლარაციის ტექსტში. თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. შესაბამისი მემორანდუმი მადრიდში, NATO-ს სამიტის პირველ დღეს გაფორმდა. Europetime-მა მემორანდუმის სრული ტექსტი მოიპოვა და მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს
რა წერია საქართველოს შესახებ NATO-ს ახალ, სტრატეგიულ კონცეფციაში
NATO-ს ახალ, სტრატეგიული კონცეფციის დოკუმენტში, საქართველოს ნაწილში ხაზგასმულია, რომ NATO ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ერთგულია. საქართველო დღეს NATO-ს მიერ მოღებულ ორ დოკუმენტში მოხვდა. პირველი პუნქტი საქართველოზე ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციაში გვხვდება. „იმ ქვეყნების უსაფრთხოება, რომლებიც ისწრაფვიან გახდნენ ალიანსის წევრები, გადაჯაჭვულია ჩვენს უსაფრთხოებასთან. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს მათ დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გავაძლიერებთ პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას მათთან, ვინც მიზნად ისახავს ალიანსში გაწევრიანებას, დავეხმარებით მათ, გააძლიერონ მდგრადობა მავნე ჩარევის წინააღმდეგ, ასევე, გავაძლიერებთ მათ შესაძლებლობებსა და პრაქტიკულ მხარდაჭერას ამ ქვეყნების ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. მადრიდის სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც ზოგიერთი პუნქტი საქართველოს ეთმობა ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორობის განვითარებას ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, საქართველოსა ევროატლანტიკური მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიმართ ჩვენი საერთო ინტერესის წინსვლისთვის. ვადასტურებთ გადაწყვეტილებას, რომელიც მივიღეთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ალიანსის სტრატეგიულ კონცეფციაში. მისივე თანახმად, პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და სარგებელს, ხელს უწყობს სტაბილურობას ალიანსის საზღვრებს მიღმა, აძლიერებს ქვეყნების შიდაუსაფრთხოებას და მხარს უჭერს NATO-ს ძირითად ამოცანებს. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან NATO: ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია, რუსეთი კი „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ“ გამოაცხადა.
იენს სტოლტენბერგი: ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს მხარდაჭერას ახალი პაკეტით. ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით
ალიანსი გააძლიერებს საქართველოს მხარდაჭერას NATO-ს კიბერწვრთნებში ქვეყნის მონაწილეობის გაზრდით, უსაფრთხოების კომუნიკაციების გაძლიერებით და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის განვითარებაში დახმარებით. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მადრიდის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ახლახან დავასრულეთ შეხვედრა NATO-ს უახლოეს პარტნიორებთან, ევროკავშირთან, საქართველოსთან, ფინეთთან და შვედეთთან, და პირველად, NATO-ს სამიტზე, ჩვენი ინდო-წყნარი ოკეანის პარტნიორებთან - ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია და კორეის რესპუბლიკა. მე შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია, გავაძლიეროთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. ჩვენ გავაძლიერებთ მხარდაჭერას ახალი პაკეტით, რათა დავეხმაროთ საქართველოს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებასა და მედეგობის გაძლიერებაში, მათ შორის NATO-ს კიბერწვრთნებში საქართველოს მონაწილეობის გაზრდით, უსაფრთხოების კომუნიკაციების გაძლიერებით და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის განვითარებაში დახმარებით. ჩვენ ასევე ვგეგმავთ საქართველოში NATO-ს სამოკავშირეო ოფისში დამატებითი პერსონალის უზრუნველყოფას. შემდეგ ჩვენ გვაქვს სხვა ელემენტები, როგორიცაა თბილისში წვრთნისა და შეფასების ცენტრი და სხვა ელემენტები, რომლებსაც შეუძლია საქართველოსთან ჩვენი პარტნიორობის გაძლიერება. რაც შეეხება წევრობის საკითხს, ჩვენ ვრჩებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი, თუმცა რაიმე თარიღს ვერ დავასახელებთ“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. ახლა ჩვენ წინაშეა სტრატეგიული კონკურენციის ეპოქა. ჩვენ ასევე მეტს გავაკეთებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. გუშინ მოკავშირეებმა დაამტკიცეს უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებული პაკეტი, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის აღჭურვასა და გაძლიერებას გრძელვადიან პერსპექტივაში. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან NATO: ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაძლიეროთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა სხვა პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსეთის აგრესიის საფრთხის ქვეშ არიან. მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვის რესპუბლიკა. ჩვენ დავეხმარებით მათ საკუთარი შესაძლებლობების ჩამოყალიბებასა და მათი გამძლეობის გაძლიერებაში. NATO-ს პარტნიორობამ ევროკავშირთან უკვე მიაღწია უპრეცედენტო დონეს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას. პირველად, მოკავშირეები დღეს შეთანხმდნენ მავრიტანიის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების პაკეტზე. ჩვენ დავეხმარებით მათ გაუმკლავდნენ უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის საზღვრის უსაფრთხოებას, არალეგალურ მიგრაციას და ტერორიზმს. მავრიტანიის მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენ ჩვენს მხარდაჭერას გავამახვილებთ უამრავ ძირითად სფეროზე.მათ შორის სპეცოპერაციები, საზღვაო უსაფრთხოება და დაზვერვა. რა წერია საქართველოს შესახებ NATO-ს ახალ, სტრატეგიულ კონცეფციაში მადრიდის სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც ზოგიერთი პუნქტი საქართველოს ეთმობა NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია, რუსეთი კი „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ“ გამოაცხადა.
მადრიდის სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც ზოგიერთი პუნქტი საქართველოს ეთმობა
NATO-ს სამიტის ფარგლებში, სახელმწიფოთა და მთავრობების ხელმძღვანელთა დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კრიტიკული დროა ევროპის უსაფრთხოებისთვის, საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან „NATO არის თავდაცვითი ალიანსი და არ წარმოადგენს საფრთხეს არც ერთი ქვეყნისთვის. NATO რჩება ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ფუნდამენტად და მოკავშირეებს შორის უსაფრთხოების შესაებ კონსულტაციებისა და გადაწყვეტილებების აუცილებელ პლატფორმად. ჩვენი ვალდებულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მიმართა, მე-5 მუხლის ჩათვლით, ურყევია, უსაფრთხოების ამ რადიკალურად შეცვლილ გარემოში, ეს სამიტი ჩვენი ალიანსის გაძლიერებისა და მისი ადაპტაციის დაჩქარების ეტაპს ასახავს“, - ვკითხულობთ დეკლარაციის ტექსტში. რაც შეეხება საქართველოს ნაწილს, დოკუმენტში ნათქვამია შემდეგი: „ჩვენ აქ მადრიდში შევხვდით NATO-ს ბევრ პარტნიორს. ჩვენ გვქონდა აზრთა ღირებული გაცვლები ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, კორეის რესპუბლიკის, ახალი ზელანდიის, შვედეთისა და უკრაინის სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურებთან, ასევე, ევროპული საბჭოს და ევროკომისიის პრეზიდენტებთან. ჩვენ მივესალმებით იორდანიის და მავრიტანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე, ბოსნია და ჰერცეგოვინის თავდაცვის მინისტრს. ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი ზომების მიღება, რათა გავაძლიეროთ მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ მათთან, რათა ავაშენოთ მათი მთლიანობა და გამძლეობა, განვავითაროთ შესაძლებლობები და დავიცვათ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას სამხრეთის პარტნიორებისთვის“, - აღნიშნულია დეკლარაციაში, რომელიც NATO-ს პრესსამსახურმა Europetime-ს მიაწოდა. მე-18 პუნქტში საუბარია ღია კარის პოლიტიკაზე. „ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრებად და შევთანხმდით გაწევრიანების ოქმებზე ხელმოწერაზე. ალიანსში გაწევრიანებისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ლეგიტიმური შეშფოთება სათანადოდ იყოს განხილული. ჩვენ მივესალმებით სამმხრივი მემორანდუმის დადებას თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის ამ მიზნით. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება მათ უფრო უსაფრთხოს გახდის, NATO-ს უფრო ძლიერს და ევროატლანტიკურ სივრცეს უფრო უსაფრთხოს გახდის. ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოებას პირდაპირი მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის, მათ შორის გაწევრიანების პროცესში“, - აღნიშნულია დეკლარაციის ტექსტში.
NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი წმინდა ვალდებულებაა - ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტმა NATO-ს წესდების მეხუთე მუხლისადმი ერთგულების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. ჯო ბაიდენის შეფასებით, NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი წმინდა ვალდებულებაა. „ჩვენ ამას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ „ერთის წინააღმდეგ თავდასხმა არის თავდასხმა ყველას წინააღმდეგ. ჩვენ ვაგზავნით უტყუარ მესიჯს, NATO არის ძლიერი, ერთიანი და ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ ამ სამიტის დროს ვდგამთ, კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს კოლექტიური ძალას. შეერთებული შტატები გააძლიერებს ჩვენს ძალებს ევროპაში და უპასუხებს შეცვლილ უსაფრთხოების გარემოს, ასევე გააძლიერებს ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას. ამ წლის დასაწყისში ჩვენ გამოვიყვანეთ 20 000 აშშ-ის დამატებითი ძალები ევროპაში, რათა გაეძლიერებინა ჩვენი ალიანსი რუსეთის აგრესიული ნაბიჯის საპასუხოდ, რამაც ევროპაში ჩვენი ჯარის რაოდენობა 100 000-მდე გაზარდა. ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ ჩვენი განლაგების კორექტირება საფრთხის საფუძველზე, ჩვენს მოკავშირეებთან მჭიდრო კონსულტაციით. აქ, ესპანეთში, ჩვენ ვაპირებთ, ვიმუშაოთ ჩვენს მოკავშირეებთან, რათა გავზარდოთ აშშ-ის საზღვაო ძალების გამანადგურებლების რაოდენობა, რომლებიც განლაგებულნი არიან ესპანეთის როტას საზღვაო ბაზაზე. კერძოდ - ოთხიდან ექვს გამანადგურებლამდე. პოლონეთში ჩვენ ვაპირებთ, შეიქმნას აშშ-ის მეხუთე არმიის კორპუსის მუდმივი შტაბი და გავაძლიეროთ აშშ-ნატო-ს თავსებადობა მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე. ჩვენ ვაპირებთ, შევინარჩუნოთ დამატებითი როტაციული ბრიგადა, რომელიც შედგება 3000 მებრძოლისგან და კიდევ 2000 პერსონალისგან, საბრძოლო ჯგუფში აქ ევროპაში, რომლის შტაბ-ბინა რუმინეთშია. და ჩვენ ვაპირებთ, გავაძლიეროთ ჩვენი როტაციული განლაგება ბალტიის ქვეყნებში. ჩვენ ვაპირებთ, გავაგზავნოთ ორი დამატებითი F-35 ესკადრონი დიდ ბრიტანეთში, და განვათავსოთ დამატებითი საჰაერო თავდაცვისა და სხვა შესაძლებლობები გერმანიასა და იტალიაში. ჩვენ მოკავშირეებთან ერთად ვაპირებთ, დავრწმუნდეთ, რომ NATO მზად არის, შეხვდეს საფრთხეებს ყველა მიმართულებიდან: ხმელეთიდან, ჰაერიდან და ზღვიდან. იმ მომენტში, როდესაც პუტინმა დაარღვია მშვიდობა ევროპაში და თავს დაესხა წესებზე დაფუძნებულ წესრიგს, ჩვენ ვაპირებთ ნაბიჯის გადადგმას. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ NATO ახლა იმაზე მეტადაა საჭირო, ვიდრე ოდესმე ყოფილა. და ის ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა მადრიდში მიმდინარე სამიტის ფარგლებში, NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან გამართულ შეხვედრაზე.
ვიქტორ დოლიძე: ფინეთისა და შვედეთის NATO-ში მიღება საქართველოსთვის კარგი მაგალითია
ფინეთისა და შვედეთის NATO-ში მიღება კარგი მაგალითია, კარგი საფუძველი მომავლისთვის, საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ NATO-ში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია „ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, მაგრამ ამავე დროს არის გადასარევი პრეცედენტი, რომ ასეთ სწრაფ დროში თურმე, თუკი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ქვეყანამ უკვე გადადგას უსწრაფესი ნაბიჯები მომავალი გაწევრიანების თვალსაზრისით. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს კარგი მაგალითია და კარგი საფუძველი მომავლისთვის, საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. შესაბამისი მემორანდუმი მადრიდში, NATO-ს სამიტის პირველ დღეს გაფორმდა. Europetime-მა მემორანდუმის სრული ტექსტი მოიპოვა და მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს
შალვა პაპუაშვილი: გულდასაწყვეტია, რომ გადამწყვეტი ნაბიჯი, რასაც ჰქვია საქართველოსთვის და უკრაინისთვის NATO-ს წევრობის შეთავაზება ჯერ კიდევ არ არის გადადგმული
საქართველო არის სრულად თავსებადი NATO-სთან, ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი არის სრულ შესაბამისობაში. გულდასაწყვეტია, რომ გადამწყვეტი ნაბიჯი, რასაც ჰქვია საქართველოსთვის და უკრაინისთვის NATO-ს წევრობის შეთავაზება ჯერ კიდევ არ არის გადადგმული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა NATO-ს სამიტზე საუბრისას განაცხადა. ,,მადრიდის სამიტიდან მივიღეთ კიდევ ერთი სიგნალი ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერისა და საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის პროგრამის შექმნისა, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია. გვქონდა უსაფრთხოების კუთხით, რომელიც მიმდინარეობს რეგიონში და საჭირო არის უფრო აქტიური მოქმედება, თუმცა სამწუხაროდ ის მთავარი ნაბიჯი, რომელსაც მოველით გადადგმული არ არის. საქართველო არის სრულად თავსებადი NATO-სთან, ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი არის სრულ შესაბამისობაში. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიის დროს და ყველგან სადაც NATO-ს წევრ ქვეყნებს სჭირდებათ, საქართველო არის იქ. ახლა მნიშვნელოვანია, როდესაც საქართველოს სჭირდება NATO, NATO-ც იყოს სწორად იქ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს
საქართველოში ვიზიტად მყოფ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის, სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ბერაიასა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზი მოინახულეს. სტუმრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლისგან, ოკუპირებულ რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, დეტალური ინფორმაცია მოისმინეს. „NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საოკუპაციო ხაზთან საკუთარი თვალით ენახათ ის უკანონო ე.წ. სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, ჩაკეტილი გადასასვლელები, მავთულხლართები და ხელოვნური ბარიერები, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებებს არღვევს და მათ თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავს. სტუმრები გაეცნენ თუ რა საფრთხეების და გამოწვევების წინაშე უწევს ჩვენს ქვეყანას ყოველდღიურ რეჟიმში ცხოვრება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ საფრთხეების და პრობლემების დაძლევისთვის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისთვის, აუცილებელია პირველ ყოვლისა ალიანსის შემდგომი გაფართოება და საქართველოს ნატოში ინტეგრაცია“, - განაცხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.
იენს სტოლტენბერგი: თუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც რუსეთმა გააკეთა საქართველოში და ახლა აკეთებს უკრაინაში, ეს გამოიწვევს მთელი ალიანსის პასუხს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO-ს მთავარი პასუხისმგებლობა: დარწმუნდეს, რომ მოწინააღმდეგე მხარის გონებასა და აღქმებში არ იყოს რაიმე გაუგებრობები, რომ თუ ისინი გააკეთებენ ისეთ რამეს, როგორიც რუსეთმა გააკეთა საქართველოში 2008 წელს ან ახლა აკეთებს უკრაინაში, ეს გამოიწვევს უსწრაფეს პასუხს მთელი ალიანსისგან. დისკუსიებიდან გამომდინარე, გაქვთ თუ არა განცდა, რომ არსებობს კონსენსუსი და ერთიანობა იმის შესახებ, თუ რა არის წითელი ხაზები, რომლებიც რუსეთმა არ უნდა გადაკვეთოს პირდაპირი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად? - ამ შეკითხვით მიმართა სტოლტენბერგს ჟურნალისტმა. იენს სტოლტენბერგმა NATO-ს სამიტის ისტორიული გადაწყვეტილებები შეაჯამა „ჩვენ უფრო საშიშ სამყაროში ვცხოვრობთ. ჩვენ ვცხოვრობთ უფრო არაპროგნოზირებად სამყაროში - მსოფლიოში, სადაც რეალურად მიმდინარეობს ომი ევროპაში, ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციებით, რომლებიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს.ვხედავთ უკრაინელი ხალხის ტანჯვას. ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავთ და პატივს მივაგებთ მათ მამაცობას, ვაჟკაცობას. ჩვენ ასევე გადავეცით ეს მესიჯი პრეზიდენტ ზელენსკის სამიტზე გამოსვლისას. ამავე დროს, ჩვენ ასევე ვიცით, რომ ეს ვითარება შეიძლება, გაუარესდეს. თუ ეს გადაიზრდება სრულმასშტაბიანი ომში რუსეთსა და NATO-ს შორის, მაშინ ჩვენ ვიხილავთ ტანჯვას, ზარალს, სიკვდილს, ნგრევას იმ მასშტაბით, რაც გაცილებით უარესია, ვიდრე დღეს უკრაინაში ვხედავთ ამას. ამიტომ NATO-ს ორი ამოცანა ფუნდამენტური ამოცანა აქვს. ერთი არის უკრაინის მხარდაჭერა. NATO და NATO-ს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას და ამ სამიტზე შევთანხმდით პაკეტზე. მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ძირითადი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, თავიდან ავიცილოთ ესკალაცია უკრაინის ფარგლებს გარეთ. ეს არის მიზეზი იმისა, რომ NATO არ არის ადგილზე ამ კონფლიქტის ნაწილი. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს უაღრესად ფასეულ პარტნიორს, უკრაინას, მაგრამ ჩვენ არ ვართ კონფლიქტის ნაწილი. რატომ გავზარდეთ ასე მნიშვნელოვნად ჩვენი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში - 40000-ზე მეტი ჯარისკაცით NATO-ს უშუალო მეთაურობით - რათა მოვხსნათ ნებისმიერი ვარაუდი არასწორი გათვლებისთვის, NATO დაიცავს მისი ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს. ეს არის NATO-ს მთავარი პასუხისმგებლობა: დარწმუნდეს, რომ მოწინააღმდეგე მხარის გონებასა და აღქმებში არ იყოს რაიმე გაუგებრობები, რომ თუ ისინი გააკეთებენ ისეთ რამეს, როგორიც რუსეთმა გააკეთა საქართველოში 2008 წელს ან ახლა აკეთებს უკრაინაში, ეს გამოიწვევს უსწრაფეს პასუხს მთელი ალიანსისგან. ეს არის მთავარი მესიჯი. ჩვენ ვიცავთ მშვიდობას NATO-ს მოკავშირეებისთვის, დაახლოებით ერთი მილიარდი ადამიანისათვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგმა NATO-ს სამიტის ისტორიული გადაწყვეტილებები შეაჯამა
მადრიდის სამიტი ისტორიული გადაწყვეტილებით სრულდება NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია, რუსეთი კი „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ“ გამოაცხადა დამტკიცდა ახალი სტრატეგიული კონცეფცია, მიღებულია დეკლარაცია გაძლიერდა პარტნიორების, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერა პირველად, სტრატეგიული კონცეფცია ეხება ჩინეთის მიერ წამოჭრილ გამოწვევებს NATO-ს გენერალურმა მდივანმა სამიტის დასკვნით პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მადრიდში მიღებული გადაწყვეტილებებით, ალიანსი გააგრძელებს მშვიდობის შენარჩუნებას, კონფლიქტების თავიდან აცილებას, ხალხის და ღირებულებების დაცვას. „ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა, ერთად დგანან“, - ასეთია ალიანსის გზავნილი. სტოლტენბერგმა ისტორიული სამიტის შედეგები და გადაწყვეტილებები შეაჯამა. მადრიდის სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდა, რომელშიც ზოგიერთი პუნქტი საქართველოს ეთმობა „ჩვენ შევთანხმდით ფუნდამენტურ ცვლილებაზე შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკაში. შევთანხმდით, რომ მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი ჩვენს ალიანსში გასაწევრიანებლად.შევთანხმდით უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერაზე. იენს სტოლტენბერგი: ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს მხარდაჭერას ახალი პაკეტით. ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით ასევე - NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე. შევთანხმდით, რომ გავძლიერდეთ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში, უნდა შეიქმნას ახალი ინოვაციების ფონდი. ჩვენ შევთანხმდით NATO-ში მეტ ინვესტირებაზე და NATO-ს ბიუჯეტის გაზრდაზე; ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობა ალიანსის ზოგიერთ უახლოეს პარტნიორთან, განსაკუთრებით, ინდო-წყნარი ოკეანის ქვეყნებში. NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია ადასტურებს უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ჩვენი ბოლო სესია მადრიდის სამიტზე ფოკუსირებული იყო ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და საჰელის საფრთხეებსა და გამოწვევებზე. ამ რეგიონებში დაუცველობა პირდაპირ გავლენას ახდენს ყველა მოკავშირის უსაფრთხოებაზე. ჩვენი ახალი სტრატეგიული კონცეფცია ტერორიზმს ჩვენი უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ მიიჩნევს. პირველად, ჩვენ ახლახან შევთანხმდით მავრიტანიისთვის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პაკეტზე. ჩვენ ასევე შევთანხმდით ტუნისისთვის დამატებითი შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერაზე, ასევე, იორდანიის მხარდაჭერაზე. ჩვენ ასევე შევეხეთ გლობალურ სასურსათო კრიზისს, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის პირდაპირი შედეგია. მისი გავლენები მძიმეა. მათ შორის მსოფლიოს ზოგიერთ ყველაზე დაუცველ ადამიანზე. რა წერია საქართველოს შესახებ NATO-ს ახალ, სტრატეგიულ კონცეფციაში სურსათზე ფასები რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. ბევრი ქვეყანა უკრაინაზეა დამოკიდებული ხორბლისა და სხვა საკვების მნიშვნელოვანი იმპორტისთვის. ასე რომ, მოკავშირეებმა განიხილეს თავიანთი ძალისხმევა კრიზისის შესამსუბუქებლად. ჩვენ ასევე განვიხილეთ, თუ როგორ აგრძელებენ რუსეთი და ჩინეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სარგებლის ძიებას ჩვენს სამხრეთ სამეზობლოში. მოსკოვიც და პეკინიც იყენებენ ეკონომიკურ ბერკეტს, იძულებას და ჰიბრიდულ მიდგომებს რეგიონში თავიანთი ინტერესების წინსვლისთვის. ამრიგად, დღეს ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს მზარდი გამოწვევა, მათ შორის NATO-ს პარტნიორების კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერით რეგიონში. ჩვენ ვაწყდებით უსაფრთხოების ყველაზე სერიოზულ გამოწვევას ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ მას ვუპასუხებთ ერთიანობით და გადაწყვეტილებით. მადრიდში მიღებული გადაწყვეტილებები უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ალიანსი გააგრძელებს მშვიდობის შენარჩუნებას, კონფლიქტების თავიდან აცილებას და ჩვენი ხალხის და ჩვენი ღირებულებების დაცვას. ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა, ერთად დგანან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, მოკავშირეთა ლიდერები შეთანხმდნენ ფუნდამენტურ ცვლილებაზე NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკაში, გაძლიერებული თავდაცვითი და საბრძოლო ჯგუფები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და მაღალი მზადყოფნის ძალების რაოდენობის გაზრდა 300 000-მდე - ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც ალიანსის ისტორიულ სამიტზე მიიღეს. მოკავშირეები შეთანხმდნენ უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერაზე, გაძლიერებული ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის დამტკიცებით. ლიდერებმა მხარი დაუჭირეს NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, ალიანსის გეგმას უფრო საშიშ და კონკურენტულ სამყაროში. ის ასახავს NATO-ს მიდგომას რუსეთისა და სხვა საფრთხეების მიმართ, მათ შორის ტერორიზმის, კიბერ და ჰიბრიდული გამოწვევების მიმართ. პირველად, სტრატეგიული კონცეფცია ეხება ჩინეთის მიერ წამოჭრილ გამოწვევებს. ლიდერები ასევე შეთანხმდნენ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიზნით შემდგომ ნაბიჯებზე, მათ შორის სათბურის გაზების ემისიების შემცირებასა და 2050 წლისთვის ნულოვან ნუშნულამდე დაყვანაზე.
ემანუელ მაკრონი: უკრაინის ბრძოლა NATO-ს ბრძოლაა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა ვერ შეჩერდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა მადრიდში, NATO-ს სამიტის შემდეგ განაცხადა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მალე მიიღებს დამატებით თანამედროვე ჰაუბიცებს, ასევე, სხვა სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად. „უკრაინის ბრძოლა ევროკავშირისა და NATO-ს ბრძოლაა", - აღნიშნა მაკრონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.
პეკინმა NATO-ს ახალ სტრატეგიას უპასუხისმგებლო უწოდა
ჩინეთი NATO-ს ახალ სტრატეგიას უპასუხისმგებლოს უწოდებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. ახალი სტრატეგიის კონცეფციის დოკუმენტი ფაქტებს უგულვებელყოფს. მისივე თქმით, რომ „კონცეფციის შინაარსი ხელს უწყობს კონფლიქტს და სავსეა ცივი ომის აზროვნებითა და იდეოლოგიური ცრურწმენებით". მადრიდის სამიტი ისტორიული გადაწყვეტილებით დასრულდა NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია, რუსეთი კი „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხედ“ გამოაცხადა დამტკიცდა ახალი სტრატეგიული კონცეფცია, მიღებულია დეკლარაცია გაძლიერდა პარტნიორების, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერა პირველად, სტრატეგიული კონცეფცია ეხება ჩინეთის მიერ წამოჭრილ გამოწვევებს NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტის გადაწყვეტილებების შეჯამებისას განაცხადა, რომ ლიდერებმა განიხილეს, თუ როგორ აგრძელებენ რუსეთი და ჩინეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სარგებლის ძიებას ალიანსის სამხრეთ სამეზობლოში. მოსკოვიც და პეკინიც იყენებენ ეკონომიკურ ბერკეტს, იძულებას და ჰიბრიდულ მიდგომებს რეგიონში თავიანთი ინტერესების წინსვლისთვის. „ამრიგად, დღეს ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს მზარდი გამოწვევა, მათ შორის NATO-ს პარტნიორების კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერით რეგიონში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ერდოღანის თქმით, შვედეთმა 73 „ტერორისტის“ ექსტრადირების პირობა დადო
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კვლავ გამოდის გაფრთხილებით, რომ თურქეთს შეუძლია, დაბლოკოს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება. თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ ანკარის მოთხოვნა ტერორიზმში ეჭვმიტანილების ექსტრადაციის შესახებ. ერდოღანმა დაამატა, რომ შვედეთი დაჰპირდა თურქეთს 73 „ტერორისტის“ ექსტრადირებას და ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) დაფინანსების ჩახშობას. ერდოღანი: მემორანდუმი შვედეთთან და ფინეთთან თურქეთის დიპლომატიური გამარჯვებაა 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს 5 ივლისს მოეწერება ხელი. სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს
კანადა უკრაინას 39 ჯავშანტრანსპორტიორს გადასცემს
კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადა მუშაობს ხელშეკრულებაზე, რომელიც უკრაინას 39 ჯავშანტრანსპორტიორით უზრუნველყოფს. ეს არის NATO-ს მცდელობის ნაწილი უკრაინის ხელახალი შეიარაღებისა და მისი სამხედრო აღჭურვილობის მოდერნიზაციისთვის. „მოხარულები ვართ, რომ უკრაინას დავეხმარებით და ვაპირებთ, მივაწოდოთ ის, რაც სჭირდებათ“, - განაცხადა ტრუდომ NATO-ს სამიტის დასრულების შემდეგ.
უკრაინელების 90% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 73% კი, NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა - NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უკრაინის ოფისის გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების დაახლოებით 90% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 73% მხარს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა. კვლევის თანახმად, დასავლეთ უკრაინაში გამოკითხულთა 94%-ს, ცენტრალურ და ჩრდილოეთში 93%-ს და ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში 84%-ს სურს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. ამავდროულად, დასავლეთ უკრაინის მცხოვრებლების 82%, ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში - 79%, აღმოსავლეთში - 59%, სამხრეთში - 65% ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს. კვლევა 2-11 მაისს ჩატარდა. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარი იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ. 28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. მიღებულია NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს.
გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ იქნება იგივე, რაც NATO-ს რომელიმე წევრისთვის
კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია მოკავშირეებთან ერთად განიხილავს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს, თუმცა ეს გარანტიები არ იქნება იგივე, რაც ტრანსატლანტიკური ალიანსის წევრისთვის. გერმანულ ტელეარხ ARD-სთან ინტერვიუში „ჩვენ ახლო მეგობრებთან ერთად განვიხილავთ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საკითხს, რაც შეგვიძლია. ეს არის მიმდინარე პროცესი. მკაფიოა, რომ ეს ისეთივე არ იქნება, როგორც NATO-ს რომელიმე წევრისთვის“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
მევლუთ ჩავუშოღლუ: შვედეთმა და ფინეთმა მემორანდუმში ასახული პირობები უნდა შეასრულონ, რათა NATO-ს წევრები გახდნენ
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორშაბათს განაცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა უნდა შეასრულონ თურქეთთან ხელმოწერილი მემორანდუმის პირობები, რათა NATO-ს ნაწილნი გახდნენ. „თუ ისინი არ შეასრულებენ ხსენებულ პირობებს, ჩვენ მათ NATO-ში არ მივიღებთ“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქულ ტელეარხ NTV-სთან ინტერვიუში. მადრიდის სამიტის ფარგლებში, სამმხრივი შეთანხმების შემდეგ, NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად ოფიციალურად 29 ივნისს მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს 5 ივლისს მოეწერება ხელი.
ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე, მოლაპარაკებები დაასრულეს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში, ფინეთთან და შვედეთთან, NATO-ში გაწევრიანებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები დასრულდა. „ფინეთმა და შვედეთმა, ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები დაასრულეს. ორივე ქვეყანამ ოფიციალურად დაადასტურა ალიანსში გაწევრიანების სურვილი და აიღო ვალდებულება, რომ NATO-ს წევრობისთვის განსაზღვრულ პოლიტიკურ, იურიდიულ და სამხედრო ვალდებულებებს შეასრულებს“, - ნათქვამია კომუნიკეში. ფინეთის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰავისტო და თავდაცვის მინისტრი ანტი კაიკონენი ხელმძრვანელობდნენ, ხოლო შვედეთის დელეგაციას, საგარეო საქმეთა მინისტრი ანნ ლინდე. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს
NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნების სიხშირე გაიზრდება
NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვინიკოვის განცხადებით, საქართველო არის NATO-ს ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც ყველაზე მეტად, პირდაპირ არის დაზარალებული საგარეო საფრთხეებითა და უსაფრთხოების არსებულ გარემოში ჩარევით, რაც გამოწვეულია რუსეთის არაპროვოცირებული ომით უკრაინაში. ვინიკოვის განცხადებით, NATO გააგრძელებს მუშაობს NATO-ს საქართველოს არსებით პაკეტზე, რომელიც საქართველოს მიმართ პრაქტიკული მხარდაჭერის მთავარ ჩარჩოდ რჩება. „როგორც იცით, გასულ კვირას NATO-ს ქვეყნების ლიდერები შეხვდნენ მადრიდში, სამიტზე, სადაც მიიღეს შორსმიმავალი გადაწყვეტილებები NATO-ს მომავლისთვის. ეს სამიტი გახლდათ გარდაქმნის სამიტი. მოკავშირეებმა მიიღეს ისტორიული გადაწყვეტილებები, რომ ალიანსის ადაპტაციასა და განმტკიცებას მოახდენენ უფრო სახიფათო და კონკურენტულ სამყაროში, სადაც ავტორიტარული რეჟიმები, როგორებიცაა, რუსეთი და ჩინეთი გამოწვევის წინაშე აყენებენ წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს. ექსკლუზიური ინტერვიუ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან მოკავშირეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება, ექვს კატეგორიად დაიყოს. პირველი გახლავთ შეთანხმება მოკავშირეებს შორის, რომ NATO მოახდენს ფუნდამენტურ ცვლილებას შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკაში, რასაც საფუძვლად დაედება თავდაცვის სფეროს დაფინანსების გაზრდა, ტვირთის გაზიარება და ერთობლივი დაფინანსება. მეორე - მოკავშირეებმა მიიწვიეს შვედეთი და ფინეთი, რომ ისინი შეუერთდნენ ალიანსს. ამ ორი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანება კარგი იქნება როგორც ამ ქვეყნებისთვის, ალიანსისთვის და ზოგადად, ევროპული უსაფრთხოებისთვის. ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლს ბრიუსელში დღეს მოაწერენ ხელს. მესამე - ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ხანგრძლივად დაეხმარებიან უკრაინას, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის უპირატესობა რუსეთის მიერ წამოწყებული არაპროვოცირებული და სასტიკი აგრესიის წინაშე. ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც ხელს უშლის ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს - NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი მეოთხე - NATO-ს ლიდერებმა წარადგინეს NATO-ს სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც ადგენს ალიანსის მთავარ პრიორიტეტებს, მთავარ ამოცანებსა და მიდგომებს შემდეგი ათწლეულისთვის. მათ შორის, ეს ეხება რუსეთიდან და ჩინეთიდან მომავალ საფრთხეებს, ასევე - სხვა ასიმეტრიულ საფრთხეებს, როგორიცაა, ჰიბრიდული, კიბერსაფრთხეები, ტერორიზმი, ტექნოლოგიები და ა.შ. მეხუთე – მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააძლიერონ ბრძოლა კლიმატის ცვლილებასთან და ჩამოაყალიბონ ახალი ინოვაციური ფონდი, რაც დაეხმარება NATO-ს ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით. მეექვსე – NATO-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, გააღრმაონ ურთიერთობა რამდენიმე ძალიან ახლო პარტნიორთან, რომლებიც მათ სამიტზე შეუერთდნენ. ცხადია, ერთ-ერთი ასეთი პარტნიორი არის საქართველო, რომელსაც წარმოადგენდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ის სამიტის მეორე სესიას დაესწრო. მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს საქართველოსთვის რამდენიმე ზომას, ჩვენ მათ პარტნიორებზე მორგებულ ზომებს ვუწოდებთ. საქართველო კი, მოგეხსენებათ, არის NATO-ს ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც ყველაზე მეტად, პირდაპირ არის დაზარალებული საგარეო საფრთხეებითა და უსაფრთხოების არსებულ გარემოში ჩარევით, რაც გამოწვეულია რუსეთის არაპროვოცირებული ომით უკრაინაში. ეს ზომები გამოხატავს საქართველოს მიმართ NATO-ს მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერას, განსაკუთრებით კი, მისი სუვრენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ასევე, გამოხატავს NATO-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებისადმი ერთგულებას, რომელიც საქართველოს NATO-ში საბოლოო გაწევრიანებას ეხება. სტრატეგიული კონცეფცია, რომელსაც მოკავშირეებმა მხარი დაუჭირეს, ასპირანტი ქვეყნების უსაფრთხოება, მათ შორის საქართველოსი, არის გადაჯაჭვული NATO-ს მოკავშირეების უსაფრთხოებასთან. ეს კონცეფცია ასევე ადასტურებს NATO-ს მოკავშირეების ერთგულებას ალიანსის ღია კარი პოლიტიკისადმი და ასევე, ბუქარესტის სამიტზე და შემდგომ სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებებისადმი ერთგულებას“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა. ალექსანდრე ვინიკოვის განცხადებით, საქართველოზე მორგებული ზომების პაკეტი აძლიერებს საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. „ეს ახალი პაკეტი შექმნილია საქართველოს შესაძლებლობების გასაზრდელად და ასევე, მისი მედეგობის გასაძლიერებლად. მათ შორის, საქართველოს მონაწილეობის გაზრდით NATO-ს კიბერწვრთნებში, უსაფრთხოების კომუნიკაციების გაძლიერებით და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში დახმარებით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობს NATO-ს საქართველოს არსებით პაკეტზე, რომელიც საქართველოს მიმართ ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერის მთავარ ჩარჩოდ რჩება. მათ შორის, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, საჰაერო თავდაცვა, დაზვერვა, კრიზისების მენეჯმენტი და კიბერთავდაცვა. ჩვენ ასევე განვიხილავთ რამდენიმე ახალი სფეროს დამატებას პაკეტში. ჩვენ გავზრდით ჩვენი წვრთნების სიხშირეს და შევეცდებით მათ ჩატარებას არა სამ, არამედ, ორ წელიწადში ერთხელ. ჩვენ ასევე ვითანამშრომლებთ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს, მათ შორის, ევროკავშირთან. NATO ასევე გეგმავს, სამეკავშირეო ოფისში დამატებითი პერსონალის გამოგზავნას.ჩვენ გვაქვს სტრუქტურები, როგორიცაა, წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი კრწანისში, რომელიც შეიძლება, გაძლიერდეს. მომავალ თვეებში, ჩვენი ოფისი მჭიდროდ იმუშავებს ქართველ კოლეგებთან, რათა მადრიდში მიღებული გადაწყვეტილებები გარდაიქმნას უფრო დეტალურ გეგმაში, თავისი მიზნებითა და ვადებით“, - განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა.
NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი: საინტერესო და მაღალი დონის ვიზიტებს ველოდებით
NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვინიკოვის განცხადებით, საქართევლოში შედგება საინტერესო და მაღალი დონის ვიზიტები, თუმცა კონკრეტული დეტალები ჯერ არ არის ცნობილი. ალექსანდრე ვინიკოვის შეფასებით, საქართველოსა და NATO-ს პოლიტიკური დიალოგი გაიზარდა. ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც ხელს უშლის ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს - NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი „როგორც ნახეთ ბოლო თვეებში, ჩვენი, საქართველოსა და NATO-ს პოლიტიკური დიალოგი გაიზარდა, მეტიც, საქართველოში შედგა NATO-ს დელეგაციის სამი მაღალი დონის ვიზიტი თებერვლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც მე დავინიშნე სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელად. ასევე, შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების ვიზიტი ბრიუსელში არაერთხელ, რათა ისინი შეხვედროდნენ კოლეგებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე თვის წინ შეხვდა NATO-ს გენერალურ მდივანს. ეს დიალოგი არის მტკიცე და გაგრძელდება. ჯერ კონკრეტული ვიზიტების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის ამ წლის მეორე ნახევრისთვის, მაგრამ ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოში შედგება საინტერესო და მაღალი დონის ვიზიტები, დეტალები ჯერ არ გვაქვს“, – განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა. ექსკლუზიური ინტერვიუ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან
ალექსანდრე ვინიკოვის თქმით, NATO-ს სურვილია, საქართველომ რეფორმების ტემპი აღადგინოს
NATO საქართველოსგან რეფორმების განხორციელების ტემპის აღდგენას ელის. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვინიკოვის განცხადებით, საქართველო ახლა ყურადღება უნდა გაამახვილოს ევროატლანტიკური რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც მიზნად დაისახა. „მე ვფიქრობ, საქართველო უნდა მოემზადოს და ახლა ყურადღება გაამახვილოს ევროატლანტიკური რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც მიზნად დაისახა. ზოგიერთი მიმართულებით, გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, იმპულსის შენელება დავინახეთ და ჩვენი სურვილია, რომ საქართველომ ეს საკითხი გადაჭრას და აღადგინოს რეფორმების განხორციელების იმპულსი, განსაკუთრებით, უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობის კუთხით, ასევე - სასამართლო და შემდგომი საარჩევნო რეფორმების მიმართულებით. ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც ხელს უშლის ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს - NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი მოკავშირეებმაც ხაზგასმით ისაუბრეს იმ სფეროებზე, სადაც მათ რეფორმების უფრო აქტიურად განხორციელების ხილვა სურთ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, არის თუ არა შემაფერხებელი ფაქტორი, ტერიტორიული პრობლემა, მინდა გითხრათ, რომ ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც შეაფერხებდა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს. როგორც აღვნიშნე, საბოლოოდ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მოკავშირეებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ“, - განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა. NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნების სიხშირე გაიზრდება NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი: საინტერესო და მაღალი დონის ვიზიტებს ველოდებით
ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც ხელს უშლის ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს - NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი
NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვინიკოვის განცხადებით, ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც შეაფერხებს ქვეყნის გაწევრიანებას, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს. ამის შესახებ ვინიკოვმა NATO-ს სამიტის შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტებმა ვინიკოვს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შეფასება სთხოვეს. „იმისათვის, რომ NATO-მ ქვეყანა მიიწვიოს გასაწევრიანებლად, როგორც ეს ვნახეთ ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში, ორი რამ არის მთავარი: პირველი - ქვეყანა უნდა იყოს მზად, დააკმაყოფილოს წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმები, და ეს მოთხოვნები სცილდება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებს, რადგან NATO-ს მთელი ქვეყანა უერთდება და არამხოლოდ მისი თავდაცვის სამინისტრო ან შეიარაღებული ძალები. ამიტომ, ქვეყანა უნდა იყოს მზად. მეორე ელემენტია, პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ალიანსი კონსენსუსის საფუძველზე იღებს, რადგან მიაჩნიათ, რომ კონკრეტული ქვეყანა განამტკიცებს ალიანსის უსაფრთხოებას. ექსკლუზიური ინტერვიუ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან „მე ვფიქრობ, საქართველო უნდა მოემზადოს და ახლა ყურადღება გაამახვილოს ევროატლანტიკური რეფორმების განხორციელებაზე, რომლებიც მიზნად დაისახა. ზოგიერთი მიმართულებით, გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, იმპულსის შენელება დავინახეთ და ჩვენი სურვილია, რომ საქართველომ ეს საკითხი გადაჭრას და აღადგინოს რეფორმების განხორციელების იმპულსი, განსაკუთრებით, უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობის კუთხით, ასევე - სასამართლო და შემდგომი საარჩევნო რეფორმების მიმართულებით. მოკავშირეებმაც ხაზგასმით ისაუბრეს იმ სფეროებზე, სადაც მათ რეფორმების უფრო აქტიურად განხორციელების ხილვა სურთ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, არის თუ არა შემაფერხებელი ფაქტორი, ტერიტორიული პრობლემა, მინდა გითხრათ, რომ ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც შეაფერხებდა ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს. როგორც აღვნიშნე, საბოლოოდ, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მოკავშირეებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ“, - განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 21 ივნისს, ყატარის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა: „ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და NATO-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება“. ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი
კანადამ და დანიამ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინეს
პირველმა ორმა ქვეყანამ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. „დღეს კანადა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიცირება... როგორც ახლო მეგობარი და უსაფრთხოების პარტნიორი, კანადა მტკიცედ უჭერს მხარს ალიანსში ამ ქვეყნების გაწევრიანებას. მათი წევრობა NATO-ს გააძლიერებს და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს, სწრაფად გადავიდნენ რატიფიკაციის პროცედურებზე, რათა ჩვენი მტრების მხრიდან ჩარევისთვის სივრცე შევავიწროვოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ. თუმცა უკრაინული მედია აღნიშნავს, რომ დანიამ პროტოკოლის რატიფიცირება მასზე NATO-ს შტაბბინაში ხელმოწერიდან ორი საათის შემდეგ მოახდინა და შესაბამისად, ის იყო პირველი ქვეყანაც, რომელმაც ეს პროცედურა შეასრულა. ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს „იმედი მაქვს, სხვა მოკავშირეებიც ასეთივე სისწრაფით მოახდენენ რატიფიცირებას", - დაწერა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა Twitter-ზე. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს
NATO-ს მოკავშირეებმა ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების ოქმს ხელი მოაწერეს
NATO-ს ელჩებმა ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების ოქმს NATO-ს შტაბ-ბინაში, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეკა ჰავისტოსა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ენ ლინდეს თანდასწრებით მოაწერეს ხელი. „ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია. ფინეთისთვის, შვედეთისთვის, NATO-ს სთვის და ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. გასულ კვირას, მადრიდის სამიტზე, მოკავშირეთა ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ფინეთი და შვედეთი ალიანსში გაწევრიანების მიზნით მიიწვიონ. მანამდე, თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. დღევანდელი ხელმოწერა რატიფიკაციის პროცესის დაწყებას ნიშნავს. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ NATO-ს კარი ღია რჩება ევროპული დემოკრატიებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ, წვლილი შეიტანონ საერთო უსაფრთხოებაში. „მაგიდის გარშემო 32 ერი ვიქნებით. ჩვენ კიდევ უფრო გავძლიერდებით, ჩვენი ხალხი კი, კიდევ უფრო უსაფრთხო იქნება“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაასრულეს 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ამავე თემაზე სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს
ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის თანხმობის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ ანკარისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას მხარს უჭერს
ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს უჭერს F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვას თურქეთისთვის და ამბობს, რომ ეს NATO-ს უსაფრთხოების გაზრდას შეუწყობს ხელს. ეს ხდება მას შემდეგ, რაც ანკარა ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას დაეთანხმა. თურქეთმა ოქტომბერში მიმართა შეერთებულ შტატებს, რათა შეეძინა 40 F-16 თვითმფრინავი და თითქმის 80 კომპლექტი მისი სამხედრო თვითმფრინავების მოდერნიზაციისთვის. „აშშ მხარს უჭერს თურქეთის ფლოტის მოდერნიზების მცდელობას, რადგან ეს არის NATO-ს უსაფრთხოებისა და, შესაბამისად, ამერიკის უსაფრთხოების წვლილი“, - განაცხადა თავდაცვის მდივნის თანაშემწემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, სელესტ ვალანდერმა ბრიფინგზე. აშშ-ის ოფიციალური პირები თურქეთთან, ანკარის მიერ სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების სანაცვლოდ, რაიმე ტიპის გარიგებას უარყოფენ. ივნისის ბოლოს, მადრიდში NATO-ს სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა „უნდა მიჰყიდოს“ F-16 მოიერიშე თვითმფრინავები თურქეთს და დაამატა, რომ დარწმუნებულია, კონგრესისგან საჭირო თანხმობას მიიღებს. „ჩვენ უნდა მივყიდოთ F-16 თურქეთს. მე ეს ვთქვი დეკემბერში და მას შემდეგ ჩემი პოზიცია არ შეცვლილა. მათი არგაყიდვა ჩვენს ინტერესებში არ შედის. ჩვენ გვჭირდება კონგრესის თანხმობა“, - აღნიშნა ბაიდენმა. თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად მიიწვია ინფორმაციისთვის, არაოფიციალურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებისთვის წინააღმდეგობის გაწევით იმედოვნებდა, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვასა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავიდოდა. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.
რა პრეცედენტს შექმნის შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება და რა გავლენები ექნება მას უსაფრთხოების გარემოზე
GIP-ის ანალიტიკოსი შოთა კაკაბაძე საუბრობს Europetime-თან: ფინეთის და შვედეთის გაწევრიანება რა მაგალითი შეიძლება, იყოს საქართველოსთვის, რა გამოცდილების გაზიარება შეუძლია ქვეყანას, რას ნიშნავს NATO-ს სამიტის შედეგები საქართველოსთვის და უკრაინაში ომის ფონზე, როგორ უნდა გამოიყენოს საქართველომ მასზე მორგებული მხარდაჭერა. შოთა კაკაბაძე არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, ტარტუს უნივერსიტეტის (ესტონეთი) ფილოსოფიის დოქტორი პოლიტიკის მეცნიერებებში. სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობის პერიოდში, შოთა კაკაბაძე ასევე იყო შვედეთის ინსტიტუტის მიწვეული მკვლევარი რუსეთისა და ევრაზიის კვლევების ინსტიტუტში (უფსალას უნივერსიტეტი) და საერთაშორისო ურთიერთობების უმცროსი მკვლევარი იოჰან შუტეს სახელობის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტში (ტარტუს უნივერსიტეტი). ET: რა პრეცედენტს შექმნის შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება და რა გავლენები ექნება მას უსაფრთხოების გარემოზე, რაზეც ალიანსი ასე ამახვილებს ყურადღებას? „მოგეხსენებათ, ფაქტობრივად, საუკუნეების განმავლობაში ეს ორი ქვეყანა იყო ნეიტრალური. ახლა ვითარება შეიცვალა და უსაფრთხოების აღქმა რეგიონში თავდაყირა დადგა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბალტიის ზღვაზე რუსეთმა ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი, ბალტიის ზღვის 99%, ასე ვთქვათ, ახლა NATO-ს კონტროლის ქვეშაა, რაც რუსეთისთვის სამხედრო მანევრირებას შეუძლებელს ხდის. რუსეთს ფინეთთან სახმელეთო საზღვარი აქვს, ფაქტობრივად, NATO-ს საზღვრად გადაიქცა ფინეთის საზღვარი, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და რუსეთთან კონფრონტაციის ფონზე სერიოზული უპირატესობაა NATO-სთვის. ET: გარკვეულწილად, ამ პროცესების თანმდევი იყო რუსეთის მუქარა ბალტიისპირეთის ყველაზე დიდი სახელმწიფოს, ლიეტუვის მიმართ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს იცავს და რამაც გამოიწვია მოსკოვის მუქარა. როგორ უნდა იყოს აღქმული კრემლის ეს გზავნილი? რუსეთი ლიეტუვას ემუქრება ცოტა რთულია რუსეთის ქმედებების და ნაბიჯების განჭვრეტა. თუმცა ლოგიკური უნდა იყოს, რომ განსაკუთრებულ ესკალაციას ამ მიმართულებით არ უნდა ველოდოთ იქედან გამომდინარე, რომ ბალტიის ქვეყნები NATO-ს წევრები არიან და მათზე მეხუთე მუხლი ჩვეულებრივ ვრცელდება. ამიტომ, არ მგონია, რუსეთს ეს ხელ-ფეხს უხსნიდეს იმისკენ, რომ ბალტიისპირეთში რაიმე პროვოკაციაზე წავიდეს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი ისეთი უცნაური და რთულად საწინასწარმეტყველო აქტორია, რამის თქმა რთულია. ამასთან, პირველ რიგში, პრობლემა ისაა, რომ რუსეთი იმდენად არის ჩართული უკრაინაში მიმდინარე ომში და იმდენად არის კონცეტრირებული იქ პროგრესზე, რომ ახლა ნამდვილად არ აქვს იმის მატერიალური თუ სამხედრო შესაძლებლობები, რომ ალიანსის წევრებთანაც ჩაერთოს სრულმასშტაბიან, ან თუნდაც მცირე სამხედრო ოპერაციაში. ამიტომ, ამ პერიოდში, რუსეთის ყურადღება ძირითადად, კონცეტრირებული იქნება უკრაინაზე და არ მგონია, ჯერჯერობით, განცხადებების იქით რაიმე მოხდეს. გააჩნია, უკრაინაში როგორ განვითარდება მოვლენები. ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს რუსეთი ლიეტუვას ემუქრება ET: ფინეთის და შვედეთის გაწევრიანება რა მაგალითი შეიძლება, იყოს საქართველოსთვის. რა გამოცდილების გაზიარება შეუძლია ქვეყანას? NATO-მ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ალიანსის გაფართოება არ არის დასრულებული. NATO მზადაა გაფართოებისთვის - ეს მნიშვნელოვანი პრეცედენტია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფინეთის მიმართ რუსეთის მკვეთრი განცხადებების და აგრესიული რიტორიკის მიუხედავად, NATO-მ მაინც გადადგა ეს ნაბიჯი და აჩვენა რუსეთს, რომ მზადაა, ეს გამოწვევა მიიღოს NATO-მ. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული საქართველოზე და იმაზე, თუ რამდენად მზად იქნება საქართველო იმისთვის, რომ პოლიტიკურად, პირველ რიგში, დემოკრატიის კუთხით იმუშაობას და გამოიყენოს ალიანსის გაფართოების ეს პრეცედენტი. NATO არამხოლოდ სამხედრო, არამედ, პოლიტიკური ალიანსია, სადაც ღირებულებებს, ლიბერალურ დემოკრატიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ამიტომ, ამ მიმართულებით რეფორმებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ET: NATO-ს სამიტზე მოვისმინეთ, რომ საქართველოსთვის მხარდაჭერა გაძლიერდა და ეს პაკეტი მოიცავს ქვეყანაზე მორგებულ მხარდამჭერ ზომებს. დოკუმენტი ღია არ არის, თუმცა რა შეგიძლიათ თქვათ, რას უნდა გულისხმობდეს ეს მიზნობრივი მხარდაჭერა? შეიძლება, ბევრი მიმართულება იყოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მზადაა ქართული მხარე, გამოიყენოს ეს შესაძლებლობები. ეს შეიძლება, გულისხმობდეს NATO-ს გახშირებულ წვრთნებს და მის ჩატარებას საქართველოში. ასევე, კიდევ უფრო თანამედროვე შეიარაღებაზე მუშაობას საქართველოს მხრიდან. 2008 წლის ომის შემდეგ, როგორც წესი, საქართველოს უჭირდა ხოლმე განსაკუთრებით, თავდასხმითი იარაღის შეძენა დასავლეთის ქვეყნებისგან. უკრაინის ომმა გააჩინა ის რეალობა, რომ თუ საქართველოს მხრიდან დაიწყო აქტიური მუშაობა, მაშინ მარტივი იქნება საქართველოს მხრიდან სხვადასხვა ტიპის იარაღის შეძენა, თუმცა ამაზე, ალბათ, მუშაობაა საჭირო დასავლელ პარტნიორებთან. ET: რაც შეეხება უკრაინას და იქ მიმდინარე ომს, როგორია თქვენი ხედვა არსებული სურათის. ბოლო პერიოდში, იგივე უკრაინის მხრიდან ვისმენთ განცხადებებს, რა შემთხვევაში დაასრულებს ომს რუსეთი და მიუთითებენ სანქციების 100%-ით განხორციელების აუცილებლობაზე, ამასთან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელება. როგორც ჩანს, ხანგრძლივი პროცესი გველის წინ. სწრაფ პროგრესს ვერცერთი მხარე ვერ აღწევს. დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე გაიწელება საომარი მოქმედებები, თუ რაიმე გარდამტეხი არ მოხდა და ჯერჯერობით, ასეთი რამ არ ჩანს. უკრაინას სჭირდება შეიარაღება, განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედი იარაღი. ფაქტია, რომ რუსეთის პირველადი გეგმა - კიევის აღება და ხელისუფლების შეცვლა, ჩავარდა და ახლა უნდა იფიქროს გეგმა ბ-ზე და ისეთ გეგმაზე, რათა ამ რთული ვითარებიდან ისე გამოვიდეს, რომ სახეც შეინარჩუნოს და თან, არ დამარცხდეს. შეიძლება, ეს იყოს ლუგანსკსა და დონეცკზე სრული კონტროლი და შემდეგ, გადავიდეს გაყინული კონფლიქტის ფაზაში. ან, გაგრძელდეს როგორც თავად უწოდებენ „სამხედრო ოპერაცია“, ვიდრე უკრაინის რესურსს არ ამოწურავს და „არ შეცვლის ხელისუფლებას“. თავის მხრივ, რუსეთიც რთულ სიტუაციაშია... რესურსებს თუ შევადარებთ, რუსეთს უფრო მეტი რესურსი აქვს, იგივე ცოცხალი ძალის, ასევე, შეიარაღების თვალსაზრისით, ამიტომ სჭირდება უკრაინას რაც შეიძლება მეტი შეიარაღება დასავლეთის მხრიდან, რათა გაუმკლავდეს რუსეთის დიდ რესურსს. ასევე, პრობლემაა, უკრაინელების მზაობა, გამოიყენონ დასავლური შეიარაღება, რადგან ამას სჭირდება გადამზადება უკრაინული ჯარისკაცებისთვის, რომლებაც თავის მხრივ, შემდეგ უნდა გადაამზადონ სხვა უკრაინელები, რასაც თავისთავად დრო სჭირდება.
ავსტრიის კანცლერი: რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიამ არ გაამართლა, მან მიიღო საზღვარზე უფრო დიდი და ძლიერი NATO
რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიამ არ გაამართლა, მან მიიღო საზღვარზე უფრო დიდი და ძლიერი NATO, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ვენაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ევროპის ორმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, შეუერთდეს NATO-ს, ფინეთსა და შვედეთზეა ლაპარაკი, ორივე სახელმწიფოს რუსეთთან საზღვარი აკავშირებს და ამ ყველაფრის ფონზე დაჩქარდა, უფრო დინამიური გახდა დისკუსია, თუ როგორ უდნა იქნას უზრუნველყოფილი ამ ქვეყნების უსაფრთხოება თუნდაც იმ გზით, რომ მოხდეს მათი NATO-ში გაწევრიანება. იცით, რომ სამი ქვეყანა ნეიტრალურია: ავსტრია, ირლანდია, მალტა და კვიპროსი, რომლებიც ალიანსებში არ ერთიანდებიან. ამ თვალსაზრისითაც თუ შევხედავთ, ხედვები შეცვლილია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. იცვლება NATO და სინამდვილეში ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე და არის იმის დასტური, რომ რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიამ არ გაამართლა. მან მიიღო საზღვარზე უფრო დიდი და უფრო ძლიერი NATO და NATO, რომელიც მზად არის, უფრო დიდი თანხები ჩადოს შეიარაღებაში, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის დიდი გლობალური, სტრატეგიული მიზნები ამ ყველაფრით, ამის შედეგად ვერ იქნება მიღწეული“, – განაცხადა კანცლერმა.
გერმანიამ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიცირება მოახდინა
კანადის, ესტონეთის, დანიისა და ნორვეგიის შემდეგ, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას პროტოკოლის რატიფიცირებით, გერმანიამაც დაუჭირა მხარი. გერმანიის ბუნდესტაგმა აბსოლუტური უმრავლესობით დაუჭირა მხარი ჰელსინკისა და სტოკჰოლმის წინადადებებს NATO-ში გაწევრიანების შესახებ. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება სამხედრო ალიანსის 30-ვე წევრმა უნდა დაამტკიცოს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.
უკრაინა NATO-ს მრავალმხრივი თავსებადობის პროგრამას უერთდება
უკრაინა ხდება მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობის პროგრამის (MIP) ასოცირებული წევრი, რომელიც NATO-ს წევრი ქვეყნების ჯარებს შორის თანამშრომლობას მოიცავს. შესაბამისი გადაწყვეტილება MIP-ის მმართველი ჯგუფის ყოველწლიურ სხდომაზე კენჭისყრით მიიღეს, იუწყება უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. „უკრაინას IT ინდუსტრიაში ძლიერი პოტენციალი აქვს და ის არის NATO-ს ღირსეული პარტნიორი. ჩვენ აუცილებლად შევიტანთ ჩვენს წვლილს კოლექტიური უსაფრთხოების განვითარებაში", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა. მისი თქმით, უკრაინისთვის მრავალმხრივი თავსებადობის პროგრამის წევრის სტატუსის მინიჭება საეტაპო გადაწყვეტილებაა. „ჩვენ მადლობელი ვართ ჩვენი გერმანელი პარტნიორების. ახლა უკრაინას შეუძლია, გააძლიეროს თანამშრომლობა ალიანსთან და NATO-ს არაწევრ ქვეყნებთან“, - აღნიშნა თავის მხრივ, თავდაცვის ტექნოლოგიების ინოვაციებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა, მარატ უტიუშევმა. მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობის პროგრამა (MIP) არის NATO-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიური თანამშრომლობის პროგრამა.
იენს სტოლტენბერგი: საქართველოს შემთხვევაში, მთავარი ფოკუსი კვლავ რეფორმებზეა, რათა დავეხმაროთ ქვეყანას NATO-ს წევრობისკენ სვლაში
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ალიანსის გაწევრიანებისკენ გზაზე, რეფორმების განხორციელებაზე უნდა კონცეტრირდეს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ევროპარლამენტში შესაბამამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „არის სამი ქვეყანა, რომელიც NATO-ს წევრობისკენ ისწრაფვის: უკრაინა, საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა. საქართველო და უკრაინა, ეს ორი განსხვავებული ქვეყანაა. ძირითადი ფოკუსი ახლა უკრაინაზეა, მხარდაჭერის უზრუნველყოფაზე, რათა უკრაინამ შეძლოს დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ არსებობა. ეს არის მთავარი ფოკუსი, ახლა ფოკუსი წევრობაზე არ არის, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზებისთვის... ალექსანდრე ვინიკოვის თქმით, NATO-ს სურვილია, საქართველომ რეფორმების ტემპი აღადგინოს საქართველოზე მთავარი ფოკუსი კვლავ რეფორმებზეა, რათა დავეხმაროთ მათ NATO-ს წევრობისკენ სვლაში. ჩვენს შესახებ იცით, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალ წევრთან დაკავშირებით, მოითხოვს ერთხმად მხარდაჭერას, ყველა წევრის თანხმობაა საჭირო და ჩვენ არ გვაქვს შეთანხმება NATO-ში, რომ ახლა გადავდგათ მომდევნო ნაბიჯი და გვქონდეს წევრობის სამოქმედო გეგმა. ფოკუსი უნდა იყოს რეფორმებზე და იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც, ჩვენ შევძლებთ ერთი ნაბიჯით წინ წასვლას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
NATO-მ საქართველოს ალიანსის საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია ”ზღვის მცველის” ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ქვედანაყოფებმა წარმატებით დაასრულეს NATO-ს ოთხდონიანი შეფასება, რის შემდეგაც ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ საქართველოსთვის ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე ოპერაციის - „ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია „ზღვის მცველი“ (MSO SEA GUARDIAN)2016 წლის ნოემბერში ამოქმედდა და 2001-2016 წლებში მიმდინარე NATO-ს მე-5 მუხლის ქვეშ მოქმედი საზღვაო ოპერაცია - „აქტიური ძალისხმევა“ (Operation Active Endeavor) ჩაანაცვლა. ოპერაცია „ზღვის მცველი“ ალიანსის საზღვაო ძალების ერთადერთი საზღვაო ოპერაციაა, რომლის სამოქმედო არეალიც ხმელთაშუა ზღვას მოიცავს. ოპერაციის მთავარი მიზანია ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საფრთხეებზე დროული რეაგირება. აღნიშნული ოპერაცია ზღვაზე ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მცდელობის აღკვეთაზეა ორიენტირებული. 2016 წელს, საქართველომ NATO-ს ძალთა რეზერვში (Pool of Forces) შინაგანსაქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბორდაჟის ტაქტიკური ჯგუფების გაწევრიანების შესახებ ოფიციალურად განაცხადა და NATO-ს მიერ დადგენილი შეფასებების სტანდარტების თანახმად, აღნიშნული ჯგუფების მომზადება დაიწყო. მას შემდეგ, რაც კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფებმა წარმატებით დაასრულეს NATO-ს შეფასების ოთხწლიანი პროგრამა, ჩრდილო-ატლანტიკურმა საბჭომ საქართველო ოპერაცია „ზღვის მცველში“ ოპერაციულ პარტნიორად აღიარა. ეს გადაწყვეტილება NATO-ს საზღვაო ძალების სარდლობასა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების ახალი ეტაპის დასაწყისს წარმოადგენს“, - აცხადებნე შს სამინისტროში.
თავდაცვის მინისტრმა თურქეთის ახალ ელჩს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უწყებაში თურქეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა NATO-ს მადრიდის სამიტზე პარტნიორებისთვის მიღებულ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ პროცესში თურქეთის როლი გამოყო. განსაკუთრებით აღინიშნა თურქეთის კონტრიბუცია NATO-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში. მხარეებმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა მიმოიხილეს და სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრაზე აღინიშნა თურქეთის მხარის მრავალწლიანი ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და ექსპერტული მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების საკითხებში. თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრას თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ბურაქ ალთინერი დაესწრო.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შავ ზღვაში NATO-ს მასშტაბური წვრთნები პირველად მიმდინარეობს
შავი ზღვის ბულგარეთის აკვატორიაში NATO-ს ყოველწლიური სამხედრო სწავლება „ბრიზი“ 11 ქვეყნის მონაწილეობით მიმდინარეობს. სწავლებაში 24 სამხედრო გემი, კატერები, 5 თვითმფრინავი, 4 ვერტმფრენი და ბულგარეთის, ალბანეთის, ბელგიის, საბერძნეთის, იტალიის, ლატვიის, პოლონეთის, რუმინეთის, აშშ-ს, თურქეთის, საფრანგეთის საზღვაო ძალების 1390 სამხედრო მონაწილეობს. ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, შავ ზღვაში NATO-ს ფართომასშტაბიანი პირველი სამხედრო სწავლებაა. წვრთნების ზონებში თავისუფლად მცურავი გემსაწინააღმდეგო ნაღმების საფრთხის გამო, წვრთნების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიღებულია სპეციალური ზომები.
ბელგიამ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიკაციის პროცედურა დაასრულა
ბელგიამ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიკაცია მოახდინა. ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი აჯა ლაბიბი წერს. „ბელგიამ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიკაციის პროცედურა დაასრულა. ჩვენი ქვეყანა პატივს სცემს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, უზრუნველყოს ჩვენი უსაფრთხოება, დაიცვას ჩვენი#თავისუფლება და დემოკრატია“, - წერს Twitter-ზე ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს. NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიცირება სულ 15-მა ქვეყანამ მოახდინა. ალიანსში 30 ქვეყანაა.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: პოლონეთის არმია იმდენად მრავალრიცხოვანი და ძლიერი უნდა იყოს, რომ ნებისმიერი აგრესორი შეაშინოს
NATO-ს ქვეყნებს შორის ევროპაში ყველაზე ძლიერი სახმელეთო ძალები პოლონეთს ეყოლება. ამის შესახებ რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა. ბლაშჩაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთის არმია იმდენად მრავალრიცხოვანი და ძლიერი უნდა იყოს, რომ მისი არსებობით ნებისმიერი აგრესორი შეაშინოს. „რაც შეეხება არტილერიას, ისევე როგორც სატანკო ძალებს, ევროპაში პოლონეთზე უფრო ძლიერი სახელმწიფო არ იქნება“, - განაცხადა ბლაშჩაკმა. „ჩვენ ვართ ფრონტის ხაზზე, გვაქვს საზღვარი რუსეთთან, როგორც ჩრდილოეთით, ასევე, ფაქტობრივად, სამხედრო თვალსაზრისით, ბელორუსიდან“, - აღნიშნა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა.
Telegraph-ის ცნობით, ბორის ჯონსონი შესაძლოა, NATO-ს გენერალური მდივანი გახდეს
Telegraph-ის ცნობით, ბორის ჯონსონი შესაძლოა, NATO-ს გენერალური მდივანი გახდეს. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, კონსერვატიული პარტიის ლიდერებში ჯონსონს მხარდაჭერა აქვს. ჯონსონის კანდიდატურას ასევე დაუჭირეს მხარი თავდაცვის კომიტეტის წევრებმა, რიჩარდ დრაქსმა და მარკ ფრანსუამ, ასევე ბრიტანეთის „ბრექსიტის“ ყოფილმა მინისტრმა, დევიდ ჯონსმა. ბრიტანელ კანდიდატს ამ თანამდებობაზე უპირატესობას ანიჭებს ის გარემოება, რომ აშშ-ის აქვს უნდობლობა სხვა ფიგურების მიმართ, რომლებიც დაიკავებდნენ პოსტს, ევროკავშირის ახალი არმიის გეგმების გათვალისწინებით“. ბრიტანეთს ასევე ენდობიან ბალტიისპირეთის ქვეყნები და ჯონსონმა პირადად მოიპოვა საერთაშორისო ნდობა ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის შექმის ძალისხმევისთვს. აქვე, გამოცემა ვარაუდობს, რომ ჯონსონს სავარაუდოდ, საფრანგეთი არ დაუჭერს მხარს.
NATO-ს შვიდი ქვეყნის მოიერიშე და სადაზვერვო თვითმფრინავების მონაწილეობით, რუმინეთში წვრთნები ჩატარდა
NATO-ს შვიდი ქვეყნის მოიერიშე და სადაზვერვო თვითმფრინავების მონაწილეობით, რუმინეთის თავზე საჰაერო-საბრძოლო წვრთნები ჩაატარდა. მანევრების მიზანი თავსებადობისა და მზადყოფნის დემონსტრირებაა. ალიანსის ცნობით, კომბინირებულ წვრთნებში მონაწილეობა მიიღო NATO-ს 20-ზე მეტმა გამანადგურებელმა თვითმფრინავმა, ტანკერმა და ადრეულმა გამაფრთხილებელმა თვითმფრინავმა, ასევე ჩართული იყვნენ სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემები. ერთდღიანი წვრთნები მოიცავდა რუმინული F-16 ტიპის მოიერიშეების, ფრანგული და გერმანული საბრძოლო თვითმფრინავების მანევრებს, ასევე, წვრთნებში მონაწილეობდნენ აშშ-ის EA-18 მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში USS Harry S. Truman-ის გადამზიდავიდან გაიგზავნა. წვრთნებში ასევე მონაწილეობდნენ ბელგია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი. „NATO-ს ძალების მდგრადი მზადყოფნა გაზრდილი დაძაბულობის ფონზე იძლევა პოტენციურ აგრესიაზე ქმედითი და საიმედო პასუხის შესაძლებლობას. ადგილობრივ რუმინულ F-16 ტიპის მოიერიშეებს შეუერთდნენ ფრანგული Rafale და გერმანული Tornado-ს წარმოების თვითმფრინავები, რომლებიც თავიანთი შიდა ბაზებიდან განლაგდნენ. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ, NATO-მ მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი ყოფნა ჩვენი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, მეტი ჯარით, საზღვაო ყოფნითა და თვითმფრინავით“, - აღნიშნულია ალიანსის ინფორმაციაში.
NATO-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მისიაში აცხადებენ, რომ კოსოვოში შექმნილ ვითარებას აკვირდებიან. ჩაერევიან, თუ სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება
NATO-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მისია კოსოვოში შექმნილ ვითარებას აქტიურად აკვირდება და მზად არის ჩასარევად, თუ სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება, – ამის შესახებ NATO-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების პრესრელიზშია ნათქვამი. ამერიკის ელჩი კოსოვოს პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდა განცხადების თანახმად, კოსოვოს საერთაშორისო ძალები ფოკუსირებულია გაერო-ს მანდატის ყოველდღიურად განხორციელებაზე კოსოვოს მოსახლეობის უსაფრთხო გარემოს და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფისთვის. მათივე ცნობით, NATO-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მეთაური მუდმივ კონტაქტზეა კოსოვოს უსაფრთხოების სტრუქტურებთან და სერბეთის თავდაცვის სამინისტროსთან. სერბეთის პრეზიდენტის თქმით, კოსოვოს ჯარი ჩრდილოეთ სერბეთზე თავდასხმას გეგმავს „NATO კვლავ აქტიურად უჭერს მხარს პრიშტინას და ბელგრადს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას ევროკავშირის შუამავლობით და მხარეებს მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ღირებულებების, კანონის უზენაესობის, შიდა რეფორმებისა და კარგი მეზობლური ურთიერთობების გარეშე, ბალკანეთში უკეთესი მომავლის პერსპექტივა არ არსებობს. კოსოვოს საერთაშორისო ძალები მიიღებს ყველა საჭირო ზომას კოსოვოში უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში. კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო გავრცელებული ინფორმაციით, კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. უკრაინული Unian-ი ტელეგრამზე ავრცელებს ფოტოს და წერს, რომ სავარაუდოდ, ჩანს სერბული სამხედრო აღჭურვილობა კოსოვოს ჩრდილოეთით, სოფელ იარინიას მიდამოში. ცნობა ოფიციალურად არ არის ჯერ დადასტურებული. კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ სასაზღვრო გადასასვლელი შექმნილი ბლოკადების გამო დაიხურა. შეგახსენებთ, კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან შედის ძალაში. ამასთან, კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ასევე შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, სერბეთის პროგრესული პარტიის წევრმა, ვლადიმირ ჯუკანოვიჩმა თქვა, რომ აუცილებელია ბალკანეთის ქვეყნების დენაციფიკაცია. ცნობისთვის, ევროკავშირი, NATO და აშშ მოუწოდებენ კოსოვოსა და სერბეთს, თავი შეიკავონ ცალმხრივი ქმედებებისგან. სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს კოსოვოს, თუმცა სერბეთის მოკავშირეები - რუსეთი და ჩინეთი - არა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ იენს სტოლტენბერგს უკრაინისთვის მეტი მძიმე იარაღის მიწოდება სთხოვა
NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევისთვის მეტი მძიმე იარაღის მიწოდება მოითხოვა, რათა უკრაინამ რუსეთის თავდასხმები წარმატებით მოიგერიოს და კონტრშეტევა დაიწყოს. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს გენერალურ მდივანს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება გააცნო და NATO-ს წევრი ქვეყნებისგან მეტი მძიმე იარაღის სწრაფად მიღების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. თავის მხრივ, სტოლტენბერგმა ზელენსკისთან საუბრის შემდეგ, Twitter-ზე დაწერა: სიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ NATO-მ და მოკავშირეებმა კიდევ უფრო მეტი დახმარება გაუწიონ უკრაინას, კიდევ უფრო სწრაფად. უკრაინის პრეზიდენტთან ასევე განვიხილე მარცვლეულის პირველი გადაზიდვა რუსეთის შეჭრის შემდეგ; გაეროს და ჩვენი მოკავშირე თურქეთის მიერ დაფინანსებული შეთანხმების სრულად განხორციელების აუცილებლობა“. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საფრანგეთის პარლამენტმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება განახორციელა
საფრანგეთის პარლამენტმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება განახორციელა. ბელგიამ ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიკაციის პროცედურა დაასრულა 21 ივლისს სენატში კენჭისყრის შემდეგ, შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების განაცხადს, მხარი უკვე ეროვნული კრების დეპუტატებმაც დაუჭირეს. საკითხს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. „შვედეთისა და ფინეთის წევრობა ჩვენს ალიანსს გააძლიერებს, რათა დავიცვათ ჩვენი ფასეულობები და ცხოვრების წესი და ჩვენი თავისუფლება მათგან, ვინც საფრთხეს უქმნის მათ“, – წერს კატრინ კოლონა Twitter-ზე. შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პროტოკოლი, NATO-ს ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტისგან რატიფიცირების პროცედურას მოითხოვს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.
აშშ-ის სენატმა NATO-ში ფინეთის და შვედეთის მიღებას მხარი დაუჭირა
აშშ-ის სენატმა NATO-ში ფინეთის და შვედეთის მიღებას მხარი დაუჭირა. შესაბამის რეზოლუციას მხარი დაუჭირა 95-მა სენატორმა. წინააღმდეგი ერთი რესპუბლიკელი სენატორი ჯოშ ჰოული იყო. სარატიფიკაციო დოკუმენტს, რომელსაც მანამდე მხარი დაუჭირა კონგრესის წარმომადგენელთა პალატამაც, ხელს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოაწერს. "რეზოლუციის ორპარტიულ მხარდაჭერა სიგნალია რუსეთისთვის, რომ ის ვერ შეძლებს აშშ-ის და ევროპის დაშინებას", - განაცხადა სენატორმა შუმერმა. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს. ასევე წაიკითხეთ: უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შვედეთი და ფინეთი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ ოლაფ შოლცი: გერმანია NATO-ში ფინეთის გაწევრიანების ინტერესს მიესალმება დიმიტრი პესკოვი: ფინეთის NATO-ში გაწევრიანება, რუსეთისთვის საფრთხეა
სტოლტენბერგის თქმით, თუ პუტინი იფიქრებს, NATO-ს რომელიმე ქვეყანას გაუკეთოს იგივე, რაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიმართ ჩაიდინა, NATO დაუყოვნებლივ ჩაერთვება
უკრაინის ომი ყველაზე საშიში მომენტია ევროპისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და რუსეთს არ უნდა მივცეთ გამარჯვების უფლება, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, თუ რუსეთი ომს მოიგებს, სხვა მეზობელი ქვეყნები შეიძლება იყვნენ შემდეგნი. მისივე თქმით, იმისათვის, რომ მოსკოვმა არ მიაღწიოს წარმატებას, NATO-ს და მის წევრ ქვეყნებს შესაძლოა, კიდევ დიდხანს მოუწიოთ უკრაინის მხარდაჭერა იარაღით და სხვა სახის დახმარებით. „ჩვენს ინტერესშია, რომ ამ ტიპის აგრესიულმა პოლიტიკამ წარმატებას მიაღწიოს“, - განაცხადა ნორვეგიის ყოფილმა პრემიერმა მშობლიურ ქვეყანაში სიტყვით გამოსვლისას. სტოლტენბერგის თქმით, თუ ვლადიმერ პუტინი იფიქრებს, NATO-ს რომელიმე ქვეყანას გაუკეთოს იგივე, რაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიმართ ჩაიდინა, NATO დაუყოვნებლივ ჩაერთვება. ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა, მაგრამ კიდევ უფრო საშინელი იქნება, თუ ომი რუსეთსა და NATO-ს შორის იქნება. ეს მხოლოდ უკრაინაზე, დამოუკიდებელ დემოკრატიულ ერზე თავდასხმა არ არის. ეს ასევე არის თავდასხმა ჩვენს ფასეულობებსა და მსოფლიოს ისეთ წესრიგზე, რომელიც ჩვენ გვინდა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ხავიერ კოლომინა: NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა, აცხადებს, რომ NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და განაგრძობს რუსეთის მოწოდებას შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები. ენტონი ბლინკენი: კრემლმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას „როდესაც მსოფლიოს ყურადღება მიმართულია რუსეთის ომზე უკრაინის წინააღმდეგ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზუსტად 14 წელია, რაც რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილები. დღემდე რუსული ძალები უკანონოდ იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე, რის შედეგადაც ათასობით ქართველი დევნილი გახდა. როგორც 2022 წლის მადრიდის სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, NATO მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს რუსეთის მოწოდებას შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოდან“, - აცხადებს კოლომინა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.
კურტ ვოლკერი: საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს NATO-ს წევრი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცახდა, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს NATO-ს წევრი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ვაშინგტონის ხელშეკრულებაში არაფერია ისეთი, რაც ხელს უშლის ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ტერიტორიული პრობლემები აქვს - NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი მისი თქმით, NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა რამდენიმე წლის წინ, ამ საკიხზე „რასმუსენის ფორმულა“ წარმოადგინა. „ანუ საქართველო და NATO განაცხადებენ, რომ არც საქართველო და არც NATO არ უჭერენ მხარს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დასაბრუნებლად ძალისმიერ ოპერაციას, არამედ მხარს უჭერენ მათ მშვიდობიან რეინტეგრაციას საქართველოში. ამასთან ერთად, მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ იმ პირობით, რომ NATO-ს წესდების მეხუთე მუხლი გავრცელდება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხოლო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ეს მუხლი გავრცელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათი მშვიდობიანი გზით რეინტეგრაცია მოხდება საქართველოსთან. ანუ საქართველოსთვის ფორმულა არსებობს“, – განაცხადა ვოლკერმა. ვოლკერის თქმით, უკრაინის შემთხვევაში ეს ფორმულა აღარ იმუშავებს, რადგან რუსეთმა საკუთარი მოქმედებით ასეთი შესაძლებლობა გააქრო. „ამიტომ უკრაინამ უნდა იომოს, რათა დაიბრუნოს ყველა საკუთარი მიწა. უკრაინის ტერიტორიების ნაწილის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ დატოვება სახიფათოა. ეს არის ის, რაც მესმის ჩემი უკრაინელი მეგობრებისა და კოლეგებისგან. ანუ უკრაინა გააგრძელებს ომს. მაგრამ თუ რაღაც მომენტში დამყარდება მშვიდობა, რასმუსენის ფორმულა ამ შემთხვევაში იმუშავებს“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა. მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებულმა ომმა აჩვენა, რომ ევროპაში ნეიტრალურ და ბლოკგარეშე სახელმწიფოდ ყოფნა სახიფათოა. „დაუშვებელია, რომ ომის დასრულების მომენტისთვის დარჩეს ე.წ. ნაცრისფერი ზონები, რათა რუსეთმა ისევ იგრძნოს, რომ მათზე თავდასხმა შეუძლია. ამიტომ ომის დასრულების შემდეგ ჩვენ ამ საკითხს უნდა დავუბრუნდეთ, ხოლო უკრაინა უნდა გახდეს NATO-ს წევრი“, – განაცხდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა.
ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა დოკუმენტებს NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა. რატიფიცირება ამ დრომდე 23-მა ქვეყანამ მოახდინა. ანალოგიური პროცესი ჯერ კიდევ გასავლელი აქვს 7 ქვეყანას: ესპანეთს, საბერძნეთს, პორტუგალიას, სლოვაკეთს, ჩეხეთს, თურქეთსა და უნგრეთს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.
NATO-ში გაწევრიანება უკრაინის გრძელვადიან მიზნად რჩება
NATO-ში გაწევრიანება უკრაინის გრძელვადიანი მიზანია, მაგრამ მანამდე უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები მოკავშირეებისგან. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრი იერმაკმა The Guardian-თან განაცხადა. „მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის გრძელვადიანი მიზნად რჩება NATO-ში გაწევრიანება, ჩვენ ვაღიარებთ, რომ რუსეთის ამჟამინდელი საომარი მოქმედებები ამას ართულებს.თუმცა იმავდროულად, ჩვენ გვჭირდება იურიდიულად სავალდებულო გარანტიები ჩვენი მოკავშირეების მხრიდან იარაღის მიწოდების, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის, ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერისა და ჩვენი ეკონომიკის დაცვისთვის“, - წერს იერმაკი. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უკრაინის ოფისის მიერ მაისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 73% NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა. უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარი იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ. 28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. NATO-ს მიერ სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ხმელთაშუა ზღვაში NATO-ს წვრთნები ჩატარდა
ხმელთაშუა ზღვაში NATO-ს წვრთნები დასრულდა. წვრთნები თავსებადობისა და კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად ჩატარდა. მრავალეროვნული ინტეგრირებული სამუშაო ჯგუფი მართვადი რაკეტების გამანადგურებელი - USS Forrest Sherman-ისგან, ესპანეთის საზღვაო ძალების ფრეგატ - Almirante Juan de Borbon-სგან, თურქეთის საზღვაო ძალების ფრეგატ - TCG Kemalreis-სა და საბერძნეთის საზღვაო ძალების ფრეგატ - HS Kountouriotis-სგან შედგებოდა. ალიანსის განცხადებით, SNMG2-ის წევრებმა შეასრულეს უნიკალური და ტაქტიკური ღონისძიებები, როგორიცაა, ცეცხლსასროლი იარაღის წვრთნები, ელექტრონული ომის წვრთნები, საჰაერო თავდაცვის წვრთნები და საკომუნიკაციო წვრთნები. NATO-ს საზღვაო ჯგუფი (SNMG2) არის მრავალეროვნული ინტეგრირებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ალიანსის უწყვეტ საზღვაო შესაძლებლობებს, რათა შეასრულოს ამოცანების ფართო სპექტრი, მათ შორის, წვრთნები და რეალური მსოფლიო ოპერაციები კრიზისისა და კონფლიქტის პერიოდში. NATO-ს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა მადრიდში 29 ივნისს დაამტკიცეს ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელშიც ასახულია ალიანსის პრიორიტეტები, ძირითადი ამოცანები და მიდგომები მომდევნო ათწლეულისთვის. სტრატეგიული კონცეფცია აღწერს უსაფრთხოების გარემოს, რომლის წინაშეც დგას ალიანსი, კიდევ ერთხელ ადასტურებს NATO-ს ღირებულებებს და ასახავს ალიანსის მთავარ მიზანს კოლექტიური თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ასევე აყალიბებს NATO-ს სამ ძირითად ამოცანას - შეკავება და თავდაცვა; კრიზისის პრევენცია და მართვა; და კოოპერატიული უსაფრთხოება.
სტოლტენბერგის თქმით, კოსოვოსა და სერბეთს შორის სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, NATO სამშვიდობო ძალებს გაზრდის
NATO-ს გენერალური მდივნის, იენ სტოლტენბერგის განცხადებით, კოსოვოსა და სერბეთს შორის სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, NATO სამშვიდობო ძალებს გაზრდის. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან დასავლეთ ბალკანეთში ბოლოდროინდელი დაძაბულობის შესახებ მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, წერს Reuters. სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები ბრიუსელში შეხვედრებს გამართავენ „მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სიტუაცია გაუმჯობესებულია, ყველა მხარის პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით ბელგრადისა და პრიშტინის ოფიციალური პირების, რომ მორე ესკალაცია თავიდან აიცილონ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.„მოვუწოდებ ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და მოერიდონ ძალადობას. NATO აგრძელებს ადგილზე სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს. ჩვენი KFOR-ის სამშვიდობო მისია რჩება ფოკუსირებული გაეროს მანდატზე. თუ სტაბილურობას საფრთხე დაემუქრება, KFOR მზადაა ჩაერიოს", - თქვა სტოლტენბერგმა. 31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.
სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები NATO-ს მოკავშირეებთან მუშაობს, რათა საქართველოს უსაფრთხოებასა და თავდაცვის მოდერნიზაციის ძალისხმევას მხარი დაუჭიროს
ექსკლუზივი „საქართველო აშშ-სა და NATO-ს ძალიან ღირებული პარტნიორია შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს NATO-ში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-თან ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ის შორის მიმდინარე კონსულტაციების შესახებ, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს. NATO-მ განაცხადა, რომ გაძლიერებული მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველო მასზე მორგებულ დახმარებას მიიღებს, რათა გაუმკლავდეს რუსეთის მავნე ზეგავლენას. აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებისგანაც მოვისმინეთ, რომ საქართველოსაც უნდა მიექცეს ყურადღება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გაზრდილი საფრთხეების გათვალისწინებით. რას გეგმავს აშშ ამ კუთხით და მიმდინარეობს თუ არა მუშაობა კონკრეტული მიმართულებით ზომების ამოქმედებაზე? შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ის ამ შეკითხვას უპასუხა. „საქართველო აშშ-სა და NATO-ს ძალიან ღირებული პარტნიორია. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს NATO-ში და მუშაობს NATO-ს მოკავშირეებთან, რათა მხარი დაუჭიროს მის უსაფრთხოებასა და თავდაცვის მოდერნიზაციის მცდელობებს. 20 მაისს, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გამართა. საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI), შეერთებული შტატებისა და საქართველოს ოფიციალური ორმხრივი ძალისხმევაა, რათა ქვეყნებს შორის ძლიერი სამხედრო ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდეს. მოგეხსენებათ, ეს ინიციტივა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წარმატებას ეფუძნება. DDEI GDRP-ის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს ეფუძნება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს შეკავებისა და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, NATO-სთან თავსებადობის ხელშეწყობას, ინსტიტუციურ რეფორმებსა და მოდერნიზაციას ორგანიზაციული ცვლილებების მართვის გზით“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. 20 მაისს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები (BDC) მიმდინარეობს. ამ მიზნით საქართველოს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვია. NATO და საქართველო განიხილავენ, კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) გასული წლის ბოლოს დასრულდა. ეს პროგრამა ჩაანაცვლა „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივამ“ (GDDEI), რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალებთან აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უსაფრთხოების თანამშრომლობის მრავალწლიანი ინვესტიციაა. GDDEI-ს დაწყების შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 2021 წლის ოქტომბერში გამოაცხადეს. აშშ-მ საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალი ფაზა ოფიციალურად, 2021 წლის ოქტომბერში, ახალი ინიციატივით დაიწყო აშშ-ის საელჩო: ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას აძლიერებენ უფრომ მეტი GDDEI-ს შესახებ „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ (GDDEI) არის უსაფრთხოების სფეროში ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ინიციატივა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შემდგომ მოდერნიზაციასა და განვითარებას საერთო უსაფრთხოების ინტერესების მხარდასაჭერად. „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ წარმოაჩენს ამერიკის უწყვეტ ერთგულებას საქართველოსადმი და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ არის ამერიკისა და საქართველოს ოფიციალური ორმხრივი ძალისხმევა, რომ გაგრძელდეს ძლიერი სამხედრო ურთიერთთანამშრომლობა და გაძლიერდეს „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP)“ წარმატება, რომელიც 2021 წლის დეკემბერში დასრულდება. „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ იქნება უსაფრთხოების სფეროში ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის მრავალწლიანი ინვესტიცია, რომელიც დაიწყება „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის “დასრულებისთანავე. 2018 წლის მაისიდან GDRP იყო საქართველოსთან უსაფრთხოების თანამშრომლობის ძირითადი პროგრამა. „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ შედგება ორი კომპონენტისგან. ერთი ყურადღებას გაამახვილებს ორგანიზაციულ ცვლილებაზე თავდაცვის სექტორში ინსტიტუციონალური შესაძლებლობების ჩამოყალიბების კუთხით. მეორე კომპონენტი, კი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას წვრთნებსა და კომბინირებულ სამხედრო ოპერაციებში ბრიგადების ჩართვით, რაც აუცილებელია ტერიტორიული თავდაცვისთვის. „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ გააგრძელებს „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მიღწეულ პროგრესს, შეკავებისა და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებით, ხელს შეუწყობს NATO-სთან ურთიერთთავსებადობასა და ინსტიტუციურ რეფორმირებასა და მოდერნიზაციას ორგანიზაციული ცვლილებების მართვის მეშვეობით. საქართველოს მთელი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, რომლის მხარდაჭერასაც -„საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ ისახავს მიზნად, მოითხოვს თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სამინისტროებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. „აშშ-ის ევროპულ სარდლობას ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამხედრო ურთიერთთანამშრომლობა აქვს საქართველოს თავდაცვის ძალებთან. ჩვენმა ერთობლივმა წვრთნებმა მიგვიყვანა ძლიერ და სტრატეგიულ ურთიერთობამდე, რაც წარმოაჩენს საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ევროპულ სარდლობას, როგორც მზადმყოფ ძალებს. ჩვენ მოუთმენლად ველით მომავალ შესაძლებლობებს, ჩვენი ძლიერი ურთიერთობის გასაგრძელებლად სწავლებების მეშვეობით, რაც გააძლიერებს სამხედრო შესაძლებლობებს უსაფრთხოების დინამიურ გარემოში“, - აღნიშნავენ თავის მხრივ ამერიკის საელჩოში.
თურქეთთან ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები თვის ბოლომდე გაიმართება
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ განაცხადა, რომ ფინეთის, შვედეთის და თურქეთის წარმომადგენლები აგვისტოში ფინეთში შეხვდებიან. მისი თქმით, მოახლოებული შეხვედრის მიზანია ურთიერთგაგების მემორანდუმის პუნქტების განხილვა, რომელიც მადრიდში NATO-ს სამიტზე მიიღეს. რატიფიცირება ამ დრომდე 23-მა ქვეყანამ მოახდინა. ანალოგიური პროცესი ჯერ კიდევ გასავლელი აქვს 7 ქვეყანას: ესპანეთს, საბერძნეთს, პორტუგალიას, სლოვაკეთს, ჩეხეთს, თურქეთსა და უნგრეთს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.
ამერიკული ბომბდამშენები დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ
ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების B-52 ტიპის ბომბდამშენი უკვე ინგლისის ქალაქ ფეირფორდში არიან. NATO-ს ცნობით, დიდი ბრიტანეთი მოკავშირეთა და პარტნიორთა ძალებთან ერთად წვრთნებისთვის მზადაა. აშშ-ის საჰაერო ძალების B-52H Stratofortress თვითმფრინავი აშშ-ის ევროპის სარდლობის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ზონაშია. „სამუშაო ჯგუფის ეს მისიები ევროპის მასშტაბით იძლევა დიდ შესაძლებლობას, გავაუმჯობესოთ ჩვენი ერთობლივი მზადყოფნა, ხელი შევუწყოთ თავსებადობას“, - განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა ჯეიმს ჰეკერმა, USAFE-AFAFRICA და AIRCOM-ის მეთაურმა. ამერიკული მხარის ცნობით, Bomber Task Force-ის მსგავსი მისიები რეგულარულად დაგეგმილი მისიებია. ამერიკელი ბომბდამშენები დაფრინავენ სხვადასხვა ქვეყანაში, რათა ადგილობრივ საჰაერო სივრცეს გაეცნონ. ამერიკული B-52-ები ბრიტანეთში ამ წლის დასაწყისშიც იმყოფებოდნენ და ევროპის გარშემო რიგ მისიებს ასრულებდნენ.
დანიის F16 ტიპის გამანადგურებლები ისლანდიის საჰაერო ბაზაზე განლაგდნენ
დანიის F16 ტიპის თვითმფრინავები კეფლავიკის (ქალაქი რეიკიანესის ნახევარკუნძულზე სამხრეთ–დასავლეთის ისლანდიაში) საჰაერო ბაზაზე განლაგდნენ. NATO-ს უწყვეტი მისიის ფარგლებში, ისლანდიის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების დაცვით მიზნით, საჰაერო პატრულირება იწყება. მისიაში ჩართულია ისლანდიის სანაპირო დაცვა. დანიის რაზმი ისლანდიის სანაპირო დაცვასთან ერთად იმუშავებს და სექტემბრის შუა რიცხვებამდე იქნება მზადყოფნაში.ეს არის რიგით მეხუთე დანიური გამანადგურებელი თვითმფრინავის განლაგება ისლანდიაში 2009, 2010, 2015 და 2018 წლებში განლაგების შემდეგ. მომზადებულია ალიანსის წყაროებზე დაყრდნობით
NATO-ს საჰაერო ძალებმა ბულგარეთში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს
ბულგარეთის, კანადის, საბერძნეთის, რუმინეთის და შეერთებული შტატების თვითმფრინავები ოპერაციებში ერთობლივი მუშაობის უნარს აუმჯობესებენ. ამ მიზნით, ერთობლივი წვრთნა „Thracian Viper“ ბულგარეთის საჰაერო სივრცეში ჩატარდა. თვითმფრინავები ბულგარეთის, საბერძნეთისა და რუმინეთის ტერიტორიიდან ბულგარეთის ხელმძღვანელობით მანევრირებდნენ. წვრთნებში მონაწილეობდნენ F-16, F-18, MiG-29 და Su-25 ტიპის თვითმფრინავები, ასევე, AS-532 Cougar ტიპის ვერტმფრენები. „Thracian Viper" 2010 წლიდან ყოველწლიურად იმართება, რაც კარგ შესაძლებლობას აძლევს მოკავშირეთა საჰაერო ძალებს, თავიანთი უნარები მრავალეროვნულ გარემოში დახვეწონ. ბულგარეთის საჰაერო ძალების (BAF) ეკიპაჟებმა ერთობლივი საფრენოსნო წვრთნაზე „Thracian Viper – 2022“ დავალებების შესრულება 8 აგვისტოს დაიწყეს. წვრთნაში საბერძნეთის, კანადის, რუმინეთისა და შეერთებული შტატების საჰაერო ძალები მონაწილეობდნენ. მომზადებულია ალიანსის წყაროების მიხედვით
გერმანიის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი რუსულ თვითმფრინავებს აედევნა
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი ბალტიისპირეთის გავლით, მოკავშირეთა საჰაერო სივრცის სიახლოვეს, რუსულ თვითმფრინავებს აედევნა. ინფორმაციას NATO-ს წყაროები ავრცელებენ. დანიის F16 ტიპის გამანადგურებლები ისლანდიის საჰაერო ბაზაზე განლაგდნენ მათივე ცნობით, NATO-ს საჰაერო პოლიციის გრძელვადიანი მისია მოკავშირე სახელმწიფოთა მოსახლეობის უსაფრთხოებას იცავს. მათივე განცხადებით, ალიანსი საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას ინარჩუნებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბუნდესვერის თვითმფრინავმა მოკავშირეთა საჰაერო სივრცის მახლობლად რუსულ მფრინავს დაბრკოლება შეუქმნა.
გერმანიამ საბრძოლო თვითმფრინავები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში პირველად განათავსა
გერმანიის საჰაერო ძალები ექვს Eurofighter-ს და დამხმარე თვითმფრინავს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში განათავსებს, რათა NATO-ს პარტნიორებთან კოორდინაციით, ერთობლივი პროექტები განახორციელოს. ინფორმაციას NATO-ს მოკავშირეთა საჰაერო სარდლობა ადასტურებს. „ამ განლაგებით... ჩვენ ვაგზავნით მკაფიო გზავნილს: საჰაერო ძალები შესაძლოა, განლაგდეს სწრაფად და გლობალურ დისტანციებზე - თუნდაც პარალელურად შესასრულებელი რამდენიმე მისიით“. გერმანული გამანადგურებელი და ტაქტიკური სატრანსპორტო თვითმფრინავი სწავლებაში მონაწილეობს, რომელიც 21 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით, მრავალეროვნულ გარემოში, მოკავშირეებთან ერთად (საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან, გაერთიანებული სამეფოდან და შეერთებული შტატებიდან და რეგიონული პარტნიორები) ტარდება. გერმანიის ძალები ავსტრალიის სამეფო საზღვაო ძალების საზღვაო საბრძოლო წვრთნას დაუჭერენ მხარს და ოქტომბერში გერმანიაში დაბრუნდებიან.
NATO-ს გერმანული ბრიგადა ლიეტუვაში სექტემბრისთვის გაიგზავნება
გერმანია ჯარისკაცებს ლიეტუვაში სექტემბრის დასაწყისში გაგზავნის. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუშაუსკასმა განაცხადა, იუწყება Delfi. ანუშაუსკაკმა დაადასტურა, რომ NATO-ს ბრიგადის ნაწილის განთავსება დაგეგმილია იონავაში, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მდებარეობა შეიძლება, შეიცვალოს. საუბარია 50-მდე პერსონალზე, თუმცა ციფრი შესაძლოა, შეიცვალოს. „ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციაზე. მათთან კოორდინაციაში ვართ. სავარაუდო თარიღია 8 სექტემბერი“, - განაცხადა მინისტრმა. ლიეტუვის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ქვეყანაში გერმანული ბრიგადების სრული განლაგებისთვის ინფრასტრუქტურა შესაძლოა, 2025 წლისთვის მომზადდეს. დიდი ბრიტანეთი ესტონეთში დამატებით ჯარს გზავნის, გერმანული კონტინგენტი ლიეტუვაში ჩავიდა 2017 წლიდან, NATO-ს საერთაშორისო ბატალიონი გერმანიის მეთაურობით ლიეტუვაში იყო განლაგებული, მაგრამ მადრიდის სამიტზე გადაწყდა, რომ გაძლიერდეს NATO-ს დაწინაურებული ძალები ალიანსის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგებზე. ბატალიონები, საჭიროების შემთხვევაში, მზად უნდა იყვნენ, ბრიგადების დონეზე გაშლისთვის. გაძლიერებული დაწინაურებული სამხედრო ყოფნის ფარგლებში NATO-ს ასეთი მრავალეროვნული ბატალიონები პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში არიან განლაგებულნი. ბრიგადის უმეტესობა, ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის, გერმანიაში იქნება განლაგებული. ლიეტუველი ოფიციალური პირები მსგავს გადაწყვეტილებებს მოკავშირე ჯარისკაცების მიღებისა და წვრთნის ინფრასტრუქტურის არარსებობით ხსნიან და მისი განვითარების პირობას დებენ. სხვა საკითხებთან ერთად, წელს ლიეტუვამ ახალი სამხედრო საწვრთნელი პოლიგონის მშენებლობა დაიწყო და ყაზარმების შექმნის გეგმების შესახებ გამოაცხადა. უახლოეს ორ-სამ წელიწადში, ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად შესაძლოა, საჭირო გახდეს დაახლოებით 350 მილიონი ევრო. ასევე, იგეგმება ყაზარმების გაფართოება, სადაც მოკავშირეთა ბატალიონი გერმანიის მეთაურობით არის განლაგებული. ამჟამად ბუნდესვერის ხელმძღვანელობით, ლიეტუვაში დაახლოებით, NATO-ს 1,600-კაციანი ბატალიონი იმყოფება, მათგან ათასი, გერმანელი ჯარისკაცია. ინფორმაციისთვის, NATO-მ პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო შენაერთი, 2014 წელს ყირიმის ანექსიის საპასუხოდ განათავსა.
მევლუთ ჩავუშოღლუ: NATO-ს რამდენიმე ქვეყანას უკრაინაში კონფლიქტის დასრულება არ სურს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ თურქულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ NATO-ს რამდენიმე ქვეყანას უკრაინაში კონფლიქტის დასრულება არ სურს. ერდოღანი: ჩვენი მიზანია, პუტინსა და ზელენსკის მოლაპარაკებები თურქეთში შედგეს „დასავლეთში არიან ქვეყნები, რომელთაც აქვთ სურვილი, რომ ომი გაგრძელდეს. მათ შორის არიან NATO-ს წევრები. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ აშშ-ს, არამედ NATO-ს წევრ სხვა ქვეყნებსაც“, - განაცხადა დიპლომატმა. მისი თქმით, ასევე ევროპის ქვეყნებში სურდათ „მარცვლეულის ხელშეკრულების“ საბოტაჟი. „ჩვენ არ ვკარგავთ იმედს და ვდებთ ძალისხმევას“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. ამასთან, მან არ დაასახელა კონკრეტული ქვეყნები, რომელთაც არ სურთ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება.
NATO-ს ბომბდამშენები და დამხმარე თვითმფრინავები აღმოსავლეთ ფლანგზე განლაგდნენ
მოკავშირეთა მებრძოლებმა, ბომბდამშენებმა და დამხმარე თვითმფრინავებმა NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე ფართომასშტაბიანი, კომპლექსური, მრავალეროვნული წვრთნები ჩაატარეს. NATO-ს მოკავშირეთა საჰაერო სარდლობის განცხადებით, მოკავშირეთა თვითმფრინავების ასეთი განლაგება ადასტურებს ალიანსის უნარს, რეაგირება მოახდინოს ევროატლანტიკურ ზონაში, NATO-ს ქვეყნებში ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეზე. წვრთნებში მონაწილეობდნენ მოკავშირეთა თვითმფრინავები სლოვაკეთიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან, აშშ-დან და გაერთიანებული სამეფოდან. შორ მანძილზე ოპერაცია, რომელსაც მოკავშირეთა საჰაერო სარდლობა ხელმძღვანელობდა, სლოვაკეთის თავზე განხორციელდა, სადაც მრავალი მოკავშირე თავის მხრივ, შიდა ბაზებიდან დაფრინავდა. მონაწილეებმა ისარგებლეს ძირითადი ერთობლივი ტრენინგით, მათ შორის იყო ზუსტი დარტყმის შესაძლებლობების გამოყენება, ალიანსის თავსებადობის გაძლიერება და მზადყოფნის გაუმჯობესება. ეს არის პირველი მისია USAF B-52-ის ბომბდამშენებისთვის, რომლებიც 18 აგვისტოს ევროპაში, კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფის როტაციის მიზნით ჩავიდნენ. ისინი მოკავშირეებთან ერთად, მომდევნო ორი თვის განმავლობაში იმოქმედებენ. ამ რთული მრავალეროვნული მისიის მიზანია NATO-ს ძალების მომზადება საფრთხის გარემოში მოქმედებისთვის, რაც უზრუნველყოფს პოტენციურ აგრესიაზე ქმედუნარიან და სარწმუნო პასუხს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამწვავებული დაძაბულობის ფონზე. ალიანსი განმარტავს, რომ წვრთნები NATO-ს საჰაერო სივრცეში, საერთაშორისო კანონებისა და სტანდარტების დაცვით ჩატარდა.
იენს სტოლტენბერგი: უკრაინა გაიმარჯვებს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინას დამოუკიდებლობოს დღე მიულოცა. „რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში არის ყველაზე დიდი კრიზისი ევროპის უსაფრთხოებისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უკრაინის შეიარაღებული ძალები და მთელი უკრაინელი ხალხი იჩენს უზარმაზარ გამბედაობას და სიმამაცეს პრეზიდენტ ზელენსკის ხელმძღვანელობით. თქვენ ხართ შთაგონების წყარო მსოფლიოსთვის“, - ამბობს სტოლტენბერგი ვიდეოგზავნილში და აქვე კიდევ ერთხელ ამატებს, რომ ალიანსი გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის მხარდასაჭერად მზადაა. მისი თქმით, მოკავშირეები დაეხმარებიან უკრაინას, ვიდრე ეს საჭირო იქნება. „უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, უკრაინა გაიმარჯვებს“, - აღნიშნავს სტოლტენბერგი. უკრაინის 31-ე დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავს და ამ დღეს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ზუსტად ექვს თვე გავიდა. წელს არ იქნება ზეიმი. ისმის გაფრთხილებები რუსეთის მხრიდან პოტენციურ საფრთხეზე. დღესასწაულის წინ, მთავრობამ დედაქალაქ კიევში მასობრივი შეკრებები აკრძალა. ჩვეულებრივ, უკრაინული სამხედრო აღლუმის ნაცვლად, რომელსაც კონცერტი მოჰყვებოდა ხოლმე, კიევის ცენტრალურ ქუჩაზე, ახლა, უკრაინულ ძალებთან ბრძოლაში დაზიანებული და დამწვარი რუსული სამხედრო მანქანები გვხვდება.
20-მდე ქვეყანა, 100-ზე მეტი თვითმფრინავი და 2500 პერსონალი ავსტრალიაში, წვრთნებში მონაწილეობს
ავსტრალიის სამეფო საჰაერო ძალები წვრთნების - Pitch Black-ის მასპინძელია. ავსტრალიაში საფრანგეთისა და გერმანიის საჰაერო ძალების რაზმების ჩასვლის შემდეგ, სამეფო საჰაერო ძალები მზად არიან, 17 ქვეყნიდან, 100-მდე თვითმფრინავთან და დაახლოებით, 2500 პერსონალთან ერთად იმოქმედონ. ინფორმაციას NATO-ს საჰაერო სარდლობა ავრცელებს. „მაღალი დონის წვრთნები და კომპლექსური ვარჯიშები, რომელსაც Pitch Black-ი გვთავაზობს, სხვა პარტნიორებთან და მოკავშირეებთან საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობაა“, - განაცხადა ფრთის მეთაურმა ნოელ რისმა. წვრთნებში 100-ზე მეტი თვითმფრინავი და 2500 პერსონალი მონაწილეობს ავსტრალიიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ინდონეზიიდან, ინდოეთიდან, იაპონიიდან, მალაიზიიდან, ნიდერლანდებიდან, ახალი ზელანდიიდან, ფილიპინებიდან, კორეის რესპუბლიკიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, სინგაპურიდან, ტაილანდიდან, აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან. სწავლება ქუინსლენდში, 19 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე ტარდება.
ჩეხეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით NATO-ში ფინეთისა და შვედეთის მიღებას მხარი დაუჭირა
ჩეხეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით NATO-ში ფინეთისა და შვედეთის მიღებას მხარი დაუჭირა. ამასთან, პარლამენტის შემდეგ რატიფიკაციის პროტოკოლებს ხელი უნდა მოაწეროს ქვეყნის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა. "ზემანი მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების გეგმებს", - განაცხადა მედიასთან მილოშ ზემანის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გასაწევრიანებლად ალიანსის 30-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.
NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის ოფიცრები საქართველოში იმყოფებიან
NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის ოფიცრები საქართველოში ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის (OCC) საკონსულტაციო ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან. დელეგაცია საქართველოს NATO-ს მეორე დონის შეფასების მიზნით (NEL2) ეწვია. ინფორმაციას NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობა ავრცელებს. „საქართველო არის NATO-ს პრიორიტეტული პარტნიორი, რომლის ქვეითთა ასეულიც NATO-ს რეაგირების ძალების ნაწილია (NRF). ეს ვიზიტი LANDCOM-სა და საქართველოს სახმელეთო ძალებს შორის ძლიერი და ხანგრძლივი ურთიერთობის ნაწილია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ესპანეთის 4 საბრძოლო თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო ბაზაზე დაეშვა
ესპანეთის 4 საბრძოლო თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო ბაზაზე დაეშვა. საბრძოლო თვითმფრინავები გერმანიის შეიერაღებული ძალების საბრძოლო თვითმფრინავებს შეუერთდა, რომლებიც თავის მხრივ, ბალტიისპირეთში NATO-ს გაძლიერებულ საჰაერო პატრულირების მისიას უჭერენ მხარს. ესპანური თვითმფრინავები მხარს უჭერენ გაძლიერებული თანამშრომლობის კონცეფციას - Plug-and-Fight, რომელიც გერმანიის საჰაერო ძალებმა სხვა ქვეყნების საბრძოლო თვითმფრინავებთან ერთად (იტალია, დიდი ბრიტანეთი) წამოიწყეს. სად განთავსდნენ Eurofighter-ები ჰარიუმაა - მაზრა ესტონეთში, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ბალტიის ზღვის ფინეთის ყურის ნაპირზე. რა არის Eurofighter Typhoon ერთადგილიანი, ორ ძრავიანი, ე.წ. „იხვის“ კონსტრუქციით აგებული, მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი, რომლის მთავარი ფრთების ფორმა ბერძნულ დელტას მოგვაგონებს. შემუშავებულია და აგებული სამი კომპანიის (EADS, Alenia Aeronautica და BAE Systems) მიერ. მომზადებულია NATO-ს საჰაერო სარდლობის ინფორმაციაზე დაყრდნობით
NATO-ს საბრძოლო ჯგუფი ლატვიაში წვრთნებს ატარებს
კანადელი, ესპანელი და ჩეხი სამხედროები ლატვიაში წვრთნებს გადიან. ინფორმაციას ალიანსი ავრცელებს. NATO თავდაცვითი ალიანსია, რომლის შექმნა 12 წევრ ქვეყანასთან ერთად, 1949 წელს დაიწყო. დღეს NATO-ს ჰყავს 30 წევრი, რომლებიც ერთად უფრო ძლიერი და უსაფრთხონი არიან. მრავალწლიანი ერთობლივი დაგეგმვის, წვრთნებისა და განლაგების გზით, სხვადასხვა ქვეყნის ჯარისკაცებს ერთად მოქმედება შეუძლიათ. ერთად მუშაობა გვაძლიერებს“, - აღნიშნულია NATO-ს ინფორმაციაში.
ამერიკული ბომბდამშენები მოკავშირეების თვითმფრინავებთან ერთად, რუმინეთის გარშემო მანევრირებენ
ამერიკული ბომბდამშენი რუმინეთის თავზე მისიას ასრულებს. სამუშაო ჯგუფის მისიები აძლიერებენ მზადყოფნას, რომელიც აუცილებელია ნებისმიერ პოტენციურ კრიზისსა და გამოწვევაზე რეაგირებისთვის მთელ მსოფლიოში. BTF მისია უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, გააძლიერონ კოლექტიური შეკავება და უსაფრთხოება მთელ რეგიონში. ამერიკელები მოკავშირეების მებრძოლებთან ერთად, შეტევითი და თავდაცვითი მანევრების შემუშავებას განაგრძობენ. მოკავშირეთა თვითმფრინავები კანადადან, რუმინეთიდან და საფრანგეთიდან, ბომბდამშენების ესკორტს შეუერთდნენ. ბომბდამშენმა ჩაატარა მთელი რიგი იმიტირებული შეტევითი დარტყმები და თავდაცვითი მანევრები ფრენის სასწავლო მიზნებისა და მოკავშირეთა თვითმფრინავებსა და ეკიპაჟებს შორის თავსებადობის მხარდასაჭერად. ბომბდამშენი თვითმფრინავი მისიის განმავლობაში NATO-ს კომბინირებული ოპერაციების ცენტრების Torrejon-ისა და Uedem-ის მეთაურობის ქვეშ პირველად მოექცა. „აშშ-ის ბომბდამშენების მოქცევა NATO-ს მეთაურობისა და კონტროლის ქვეშ, ქმნის აუცილებელ შესაძლებლობას ჩვენი ნდობისა და ერთიანობის ხაზების ასაშენებლად.ჩვენ ვაძლიერებთ მოწინავე შესაძლებლობებს და მზადყოფნის აქტივობებს ევრო-ატლანტიკური ზონის მასშტაბით, ხოლო ბომბდამშენებისთვის მოქნილ ვარიანტს ვქმნით, რათა მათ ოპერატიულ გარემოში ნებისმიერ ცვლილებაზე რეაგირება შეძლონ - განაცხადა გენერალმა ჯეიმს ჰეკერმა.
აშშ-ის გამანადგურებლები პოლონეთის საჰაერო ბაზაზე განლაგდნენ
შეერთებული შტატების საჰაერო ძალების გამანადგურებლები (F-22) მოკავშირეების მებრძოლებთან ერთად სწავლებას გადიან და პოლონეთში (Laski) ყოფნით, NATO-ს ტერიტორიას იცავენ. „F-22 გვთავაზობს მოწინავე შესაძლებლობებს აღმოსავლეთ ფლანგზე და აძლიერებს ალიანსის საჰაერო დაცვის პოზიციებს“, - აცხადებს NATO-ს საჰაერო სარდლობა. ლასკის ბაზაზე აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალი ჯეიმს ჰეკერიც იმყოფებოდა. F-22-ის შესახებ ერთადგილიანი, ორ ძრავიანი სტელსის სისტემის მეხუთე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომელიც შეიქმნა 1980-იან წლებში. აშშ-ის შეიარაღებაში შევიდა 2000-იან წლებში.
გერმანიაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზა ,,ჰოჰენფელსზე“ მიმდინარე წვრთნებში საქართველოც მონაწილეობს
აშშ-ის, NATO-ს მოკავშირეების და ევროპელი პარტნიორების 4400-ზე მეტი სამხედრო წვრთნებში - Saber Junction 22-ში მონაწილეობს. ყოველწლიური წვრთნები 2022 წლის 29 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა „ჰოჰენფელსზე“ იმართება. Saber Junction სწავლება აშშ-ის არმიის მიერ 173-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადის მზადყოფნის შესაფასების, ასევე ერთიანი სახმელეთო ოპერაციების განსახორციელების მიზნით შეიქმნა, რათა მოკავშირეებთან და პარტნიორ ქვეყნებთან თავსებადობას შეუწყოს ხელი. წვრთნას უძღვება მე-7 არმიის სარდლობის ერთობლივი მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრი, ევროპაში დაფუძნებული არმიის საბრძოლო მომზადების ცენტრი, რომელსაც ლიდერების, პერსონალის, ქვედანაყოფებისა და მრავალეროვნული პარტნიორების სასწავლო შესაძლებლობების უზრუნველყოფა ევალება. Saber Junction-ში ევროპელი პარტნიორებიდან მონაწილეობენ: ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, საქართველო, უნგრეთი, იტალია, კოსოვო, ლიტვა, ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო. ამერიკული მხარის განცხადებით, ევროპაში დისლოცირებული აშშ-ის სამხედრო ძალები რეგულარულად ატარებენ ამ ტიპის წვრთნებს მოკავშირეებთან და პარტნიორ ქვეყნებთან თავსებადობისა და მზადყოფნის გასაძლიერებლად.
ლატვია NATO-ს მოუწოდებს, უკრაინას დასავლური წარმოების ტანკები და თვითმფრინავები მიაწოდოს
ლატვიის პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი NATO-ს სთხოვენ, უკრაინას დასავლური წარმოების ტანკები და თვითმფრინავები მიაწოდოს. The Times-თან ინტერვიუში ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა და თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა NATO-ს მოკავშირეებს მოუწოდეს, არამხოლოდ მხარი დაუჭირონ უკრაინას, არამედ გაზარდონ უკრაინის სამხედრო დახმარება. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვოლკერი: ეროვნული მიზანი უნდა იყოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის რაც შეიძლება მალე მიღება და NATO-ში გაწევრიანება
ეროვნული მიზანი უნდა იყოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის რაც შეიძლება მალე მიღება და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება, ყველამ უნდა იმუშაოს ერთად ეროვნული მიზნის მისაღწევად, – ამის შესახებ NATO-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კურტ ვოლკერმა განაცხადა. მისივე შეფასებით, ნომერ პირველი საკითხი, რაზეც ევროკავშირი ფოკუსირებულია თავის განცხადებებში საქართველოს შესახებ, არის პოლარიზაცია და ახლა საჭიროა, ორივემ – მთავრობამაც და ოპოზიციამაც ერთად იმუშაონ. ეს არ ეხება მხოლოდ მთავრობას ან მხოლოდ ოპოზიციას. „ყველამ უნდა იმუშაოს ერთად ეროვნული მიზნის მისაღწევად. ეროვნული მიზანი კი უნდა იყოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის რაც შეიძლება მალე მიღება, ასევე, საქართველოს NATO-ში გაწევრიანება, რადგან უკრაინაში, ასევე, შვედეთისა და ფინეთის შემთხვევაში, რომლებიც NATO-ში წევრიანდებიან ვხედავთ - თუ არ ხარ ევროკავშირში ან NATO-ში, არ არსებობს კეთილდღეობა ევროპაში, არ არის დემოკრატიის გარანტია, არ არის უსაფრთხოება, ეს არის ის, რაც ადამიანების კეთილდღეობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ეს არის უფრო მაღალი მიზანი მთელი ქვეყნისთვის, არამხოლოდ მთავრობისთვის, არამხოლოდ ოპოზიციისთვის. ეს მნიშვნელოვანია ყველასთვის. ყველამ უნდა იმუშაოს ერთი მიზნისთვის“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
ჯონ ჰერბსტი: უკრაინის გამარჯვება მოსკოვის იმპერიული საგარეო პოლიტიკის აშკარა მარცხი იქნება
Europetime-თან ექსკლუზიურად, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა ისაუბრა უკრაინაში ომსა და მის გავლენებზე საქართველოზე. ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და უკრაინის პრობლემები ინდენტურია, კრემლი იმპერიულ მიზნებს არ ცვლის და იგივე პოლიტიკას მიმართავს ორივე ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ჯონ ჰერბსტი უკრაინისადმი მხარდაჭერის გაგრძელებას არსებითად მნიშვნელოვნად მიიჩნევს, დარწმუნებულია, რომ ეს შედეგს მოიტანს, უკრაინა გაიმარჯვებს, ამას კი თავის მხრივ, გავლენა ექნება საქართველოზე. „საქართველოს იგივე პრობლემა აქვს, რაც უკრაინას. კრემლი თავის იმპერიულ პოზას ინარჩუნებს. ვფიქრობ, დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი არსებითად მნიშვნელოვანია და მჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, ხოლო უკრაინის გამარჯვება კი, დადებითად აისახება რუსეთის ყოფნაზე საქართველოს ტერიტორიებზე. ეს იქნება მოსკოვის იმპერიული საგარეო პოლიტიკის აშკარა მარცხი და ეს დამარცხება შესაძლოა, კრემლის მხრიდან საქართველოში მისი პოლიტიკის გადახედვას მოიცავდეს.პოლიტიკის გადახედვა ნაწილობრივ, უკრაინაში მათი დამარცხებით იქნება გამოწვეული, მაგრამ ასევე იმის გამოც, თუ რა გავლენა ექნება ამ მარცხს რუსეთის რესურსებზე, მის საგარეო პოლიტიკასა და პოზიციაზე მთელ მსოფლიოში. მოგეხსენებათ, 2008 წელს, მოსკოვის საქართველოში შემოჭრა, შემდეგ, 2014 და 2022 წლებში უკაინაში შეჭრა, მოსკოვის მიერ წარმოებული იგივე პოლიტიკის შედეგია“. ჯონ ჰერბსტის აზრით, ომი შესაძლოა, წლობით გაგრძელდეს. აქედან გამომდინარე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „ვიცი, პუტინი მაინც ფიქრობს, რომ მას შეუძლია გაიმარჯვოს. თუ უკრაინას მივაწვდით ყველა საჭირო იარაღს, ვფიქრობ, რომ რუსეთის პოზიცია სამხრეთსა და აღმოსავლეთში ძალიან სწრაფად გაუარესდება“, - აღნიშნავს ჯონ ჰერბსტი. ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება თითქოს დისტანცირებულია უკრაინასთან და ამავე დროს, უცნაურ პოზიციას იკავებს ამერიკის საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით. „გვესმის გარკვეული მოსაზრებები, რომ ამერიკული პოლიტიკა, დასავლური პოლიტიკა როგორღაც ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას. მე ვიტყოდი ეს არ არის მხოლოდ არამეგობრული საუბარი, ეს უგულვებელყოფას გავს (აშშ-ის საგარეო პოლიტიკის. რედ)“, - ამბობს ჯონ ჰერბსტი. „მესმის, რომ საქართველოს აქვს პრობლემა რუსეთთან; რომ რუსეთი საქართველოზე ბევრად ძლიერია იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც უკრაინაში რუსეთს უზარმაზარი პრობლემა აქვს... ეს სრულიად გასაგებია. თუმცა, უკრაინათან დისტანცია რუსეთთან დამატებით უთანხმოებას არ გამორიცხავს“, - განაგრძობს ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი. აქვე, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის რჩევაა საქართველოს მიმართ, რომ „ვარდების რევოლუციის“ დროინდელ თავისუფლებებს დაუბრუნდეს“.
ირაკლი ღარიბაშვილი: „ღირსეული პარტნიორი“ კიდევ ერთი ნაბიჯია NATO-სთან თავსებადობის მიმართულებით
„ღირსეული პარტნიორი“ კიდევ ერთი თანამიმდევრული ნაბიჯია ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, ჩვენი საამაყო ჯარის პროფესიონალიზმისა და NATO-სთან ურთიერთთავსებადობის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მრავალეროვნული სწავლების – „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს და აღნიშნა, რომ მათ კიდევ ერთხელ გამოაჩინეს თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა. „ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო, რიგითებო, ქალბატონო ელჩო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებო, ყველას მოგესალმებით. პატივცემულო სტუმრებო, გილოცავთ მორიგი მრავალეროვნული სწავლების -„ღირსეული პარტნიორი 2022“-ის წარმატებულ დასრულებას. ჩვენ ნამდვილად გვეამაყება, რომ ამ სწავლებას საქართველოში უკვე მეექვსედ ვმასპინძლობთ. ეს არის კიდევ ერთი თანამიმდევრული ნაბიჯი ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, ჩვენი საამაყო ჯარის პროფესიონალიზმისა და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის მიმართულებით. წლიდან წლამდე ჩვენი სამხედროები, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების კოლეგებთან ერთად, ავითარებენ თავიანთ შესაძლებლობებს და ქმნიან ძლიერ კავშირებს. სწავლების სახელი – „ღირსეული პარტნიორი“ კარგად გამოხატავს იმ ძირითად პრინციპს, რაც საფუძვლად უდევს ჩვენს მრავალწლიან, ურთიერთგაძლიერებაზე ორიენტირებულ თანამშრომლობას. ჩვენი ქვედანაყოფები, უნიკალურ საბრძოლო უნარების დაუფლებასთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ ჩვენს სტრატეგიულ და საერთაშორისო პარტნიორებს. მინდა, მადლობა გადავუხადო სწავლებაში ჩართულ ყველა ქვეყანას, მათ შორის, ამ სწავლებაში პირველად მონაწილე იაპონიისა და შვედეთის წარმომადგენლებს, ყველა სამხედრო მოსამსახურეს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ სწავლებაში. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომლებმაც კიდევ ერთხელ გამოაჩინეს თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, სწავლების ორგანიზებასა და აღსრულებაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა არის მტკიცე და მზარდი დინამიკის, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის განმტკიცებისკენ. ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს სამხედროებს, ყველას და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის დასრულება. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მრავალეროვნული სწავლება – „ღირსეული პარტნიორი 2022“ ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ოფიციალურად დასრულდა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ ღონისძიების სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას. მონაწილე ქვეყნების პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და აშშ-ის არმიის V კორპუსის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯეფრი ბროუდვოთერმა. ღონისძიება სწავლების მონაწილე პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით გაგრძელდა. თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უცხოელი და ქართველი სამხედროები წვრთნებში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით -„ღირსეული პარტნიორი“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. ვაზიანის მე-11 პოლიგონზე მრავალეროვნული სწავლების დახურვის ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წევრები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისისა (ODC) და ევროკავშირის მონტორინგის მისიის წარმომადგენლები.
NATO კოსოვოში ჯარების რაოდენობას დროებით ზრდის
NATO-ს ხელმძღვანელობით კოსოვოს ძალების (KFOR) კონტინგენტის რაოდენობა წვრთნებთან დაკავშირებით გაიზრდება, იუწყება KFOR-ის პრესსამსახური. წვრთნები 27 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით სარეზერვო ქვედანაყოფებისა და სახმელეთო ქვედანაყოფების ჩართულობით ჩატარდება. წვრთნების დაწყებამდე 11 სექტემბერს, დიდი ბრიტანეთიდან ჩამოვა სამხედრო კონტინგენტი, რომელიც ღონისძიებებს KFOR-ის პერსონალთან შეთანხმებით განახორციელებს. მანევრების დასრულების შემდეგ ბრიტანული ქვედანაყოფი კოსოვოს დატოვებს და თავის ქვეყანაში დაბრუნდება. KFOR-ის ძალები გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესაბამისად 1999 წელს შეიქმნა. ძალები უზრუნველყოფს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას კოსოვოში. მანამდე KFOR-მა კოსოვოში, მიმდინარე წლის ივლისში ვითარების გამწვავების ფონზე, ვითარების განმუხტვის მიზნით მზადყოფნა გამომაცხადა.
11 სექტემბრის ტერაქტებიდან 21 წელი გავიდა
11 სექტემბრის ტერაქტებიდან 21 წელი გავიდა. 2001 წელს, დილით, ალ-ქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. მათგან ორი, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა. 08:46 საათზე - ჩრდილოეთ კოშკზე, 09:03 საათზე კი, სამხრეთ კოშკზე მოხდა დაჯახება. მესამე გატაცებული თვითმფრინავი 09:37 საათზე პენტაგონის შენობას დაეცა. ერთ-ერთმა კი მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა. საერთო ჯამში, 2 977 ადამიანი დაიღუპა.
NATO სომხეთსა და აზერბაიჯანს სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდებს
NATO სომხეთსა და აზერბაიჯანს სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ Twitter-ზე დაწერა. „ძალიან შეშფოთებული ვარ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების გამო, მათ შორის ცნობებით სომხეთის შიდა დასახლებებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შესახებ. NATO სომხეთსა და აზერბაიჯანს, საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდებს“, - აცხედებს ხავიერ კოლომინა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და, ასევე, გაეროს მიმართა.
NATO ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს
NATO-ს მოკავშირე 12 ქვეყნის მონაწილეობით ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო-საზღვაო წვრთნები - Dynamic Mariner-Mavi Balina 22 მიმდინარეობს. NATO-ს განცხადებით, კრიზისზე რეაგირების სწავლება - Dynamic Mariner, თურქეთის საზღვაო ძალების 12 მოკავშირე ქვეყნის მონაწილეობით მიმდინარე წვრთნებთან - Mavi Balina-სთან ერთად ტარდება. სამხედრო-საზღვაო წვრთნები, რომელიც 11 სექტემბერს დაიწყო მუღლას მარმარისის რაიონში, აქსაზის საზღვაო ბაზაზე 22 სექტემბერს დასრულდება. „ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას თურქეთთან და სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან აგრესიის შესაჩერებლად და ალიანსის დასაცავად“, - ნათქვამია NATO-ს განცხადებაში. წვრთნები წელს უფრო მასშტაბურია. სწავლებაში NATO-ს 12 ქვეყნიდან 50 ზედაპირული ელემენტი, 5 წყალქვეშა ნავი, საზღვაო საპატრულო თვითმფრინავი და ვერტმფრენების ჩათვლით 5 საჰაერო ელემენტი და 1 500 ჯარისკაცი მონაწილეობს. წვრთნებში თურქეთის გარდა ბელგია, ბულგარეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, პოლონეთი, რუმინეთი, ესპანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობენ.
NATO-ს სახმელეთო ძალების ოფიცრების ვიზიტისას საქართველოში ოფიციალურ შეთანხმებას მოეწერა ხელი
ექსკლუზივი NATO და საქართველო ალიანსის შეფასების (NEL2) პროცესის ახალ ეტაპზე გადადიან NAT0-ს ოფიციალური პირი Europetime-ს ექსკლუზიურად ესაუბრა NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის ოფიცრების ვიზიტის მიზნებსა და იმ შეთანხმებაზე, რომელიც ალიანსმა ქართულ მხარესთან გააფორმა. NAT0-ს ოფიციალური პირის თქმით, შეთანხმება ღონისძიებათა ერთობლიობას მოიცავს და სწორედ მის საფუძველზე დაიწყება NEL2-ის შეფასების მეორე ეტაპი, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მსუბუქი ქვეითი ასეულის ოპერატიული შესაძლებლობების განსაზღვრას ემსახურება. როგორც ცნობილია, NEL2-ის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ქართული დანაყოფი NATO-სთან სრულად თავსებადი ხდება. „NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM) 3 ოფიცერი საქართველოში ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის (OCC) საკონსულტაციო ვიზიტის ფარგლებში 22-დან 26 აგვისტომდე იმყოფებოდა. დელეგაცია საქართველოში NATO-ს შეფასების II დონის (NEL2) შეფასების მიზნით ჩამოვიდა. NEL2 მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების მსუბუქი ქვეითი ასეულის ოპერატიული შესაძლებლობების დონის განსაზღვრას, რომელიც თავის დროზე NATO-ს რეაგირების ძალებს (NRF) შეუერთდა. NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის ოფიცრების ვიზიტები მოიცავდა მოხსენებების, შეხვედრებისა და აქტივობების მთელ რიგ სერიას, მათ შორის საქართველოს თავდაცვის უწყების ოფიციალური პირების ჩართულობით. ხსენებული ვიზიტი დასრულდა შესრულების ღონისძიებების ერთობლიობის შესახებ ორივე მხარის მიერ ოფიციალურ შეთანხმებაზე ხელმოწერით, რასაც აღნიშნული შეფასების პროცესის მეორე ეტაპი დაეფუძნება“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, NATO-ს შეფასების II დონის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ქართული დანაყოფი NATO-სთან სრულად თავსებადი ხდება. NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები 2002 წელს ჩამოყალიბდა, ის ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდლობას ექვემდებარება. NATO-ს წევრი სახელმწიფოების გარდა, NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ NATO-ს პარტნიორ ქვეყნებს. საქართველომ თავისი სამხედროების მონაწილეობა ალიანსს 2013 წელს შესთავაზა და მისი პირველი ასეული NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს 2015 წლის იანვარში შეუერთდა. NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალური ოპერაციების ძალებისგან შედგება.
NATO და საქართველო განიხილავენ, კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები
NATO და საქართველო განიხილავენ, კონრეტულად რას უნდა მოიცავდეს ქვეყნის მიმართ გაძლიერებული მხარდაჭერის ზომები, რათა ქვეყანამ რუსეთის მავნე ზეგავლენას წინააღმდეგობა გაუწიოს. ამის შესახებ NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა. NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენლის თქმით, არსებული უსაფრთხოების გარემოს პირობებში საქართველოსთან NATO-ს პარტნიორობა კიდევ უფრო ძლიერი და მჭიდრო ხდება. „14 და 15 მაისს, ბერლინში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრასთან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მოწვეულნი არიან 14 მაისს, რათა მონაწილეობა მიიღონ NATO-ს მოკავშირეებთან სამუშაო სესიაში. მინისტრთა შეხვედრები 15 მაისს კი, მხოლოდ მოკავშირეებისთვის გაიმართება. არსებული უსაფრთხოების გარემოს პირობებში საქართველოსთან NATO-ს პარტნიორობა კიდევ უფრო ძლიერი და მჭიდრო ხდება. ამის გამოხატულებაა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის მონაწილეობა NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის შეხვედრებში, გასულ თებერვალსა და მარტში; ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის მონაწილეობა NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაში და რამდენიმე კვირის წინ, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიში ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას მეორე ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. ჩვენ ასევე ვინარჩუნებთ პრაქტიკული თანამშრომლობის ძლიერ დონეს NATO-საქართველოს მესამე ერთობლივი წვრთნის ფარგლებში, რომელიც მარტში ჩატარდა. ასევე, მრავალი სხვა მიმდინარე აქტივობით NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ქოლგის ქვეშ. უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ დახმარებას პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსეთისგან საფრთხეს განიცდიან და მისივე ჩარევით დაზარალდნენ. ეს ხელს შეუწყობს რუსეთის მავნე ზეგავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევას და პარტნიორების მედეგობის გაძლიერებას. ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს, რომელიც NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მრავალი წლის განმავლობაში რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეებისა და ზეწოლის სამიზნეა. საქართველო და NATO ამჟამად სამუშაო დონეზე განიხილავენ, თუ კონკრეტულად რას უნდა მოიცავდეს ეს მიზნობრივი მხარდაჭერის ზომები“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, NATO-ს პრესსამსახურმა 9 მაისს აცნობა Europetime-ს, რომ 14-15 მაისს, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება. აპრილში გამართული NATO-ს მინისტერიალისგან განსხვავებით, საქართველო და უკრაინა ამ შეხვეედრაზე არ არიან მიწვეულნი. როგორც ცნობილია, მაშინდელ შეკრებაზე, ალიანსის წევრების გარდა, მიწვეულნი იყვნენ NATO-ს პარტნიორი ქვეყნები უკრაინა, საქართველო, ფინეთი და შვედეთი. 14-15 მაისს, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება გერმანიის საელჩომ განმარტა, რატომ არ იყო მიწვეული საქართველო „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ორი მთავარი საკითხი G7-ს სამიტის ფოკუსში გარდა ამისა, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე, გერმანია G7-ს საგარეო საქმეთა მინისტრებს მასპინძლობს. ოფიციალური ინფორმაციით, ვაისენჰაუზის სასახლეში ლიდერები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის აქტუალურ საკითხებსა და სტრატეგიულ გამოწვევებს განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე, ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას და საერთაშორისო წესრიგს. ამ სამიტს უკრაინისა და მისი პატარა მეზობელი ქვეყნის, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებიან. ცნობისთვის, სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს ქვეყნის მოსახლეობის 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანება სერიოზულად დააზარალებს ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ჩრდილოეთ ევროპაში. თუმცა მოსკოვი არ აკონკრეტებს, რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს იენს სტოლტენბერგი: თუ ფინეთი გააკეთებს განაცხადს, NATO-ში გაწევრიანების პროცესი იქნება სწრაფი ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს ზელენსკი NATO-ში გაწევრიანებაზე ფინეთის მზადყოფნას მიესალმა შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.
ბრიუსელი NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შეხვედრა თავდაცვის მინისტრების დონეზე, 13-14 ოქტომბერს, ბრიუსელში გაიმართება. შეხვედრას NATO-ს შტაბ-ბინაში, ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გაუძღვება. განსახილველი საკითხების შესახებ დამატებითი დეტალების შესახებ ალიანსი ჯერ არ საუბრობს. იენს სტოლტენბერგი 12 ოქტომბერს პრესკონფერენციას გამართავს.
თავდაცვის მინისტრი რუსეთის განცხადებაზე: ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან იმ ურთიერთობას, რაც გვქონდა
„ჩვენი არჩეული პოლიტიკა არის მშვიდობა. ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაცია განიხილება მხოლოდ მშვიდობის გზით და ეს არ გადის მილიტარისტულ გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. მინისტრმა NATO-საქართველოს წვრთნებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს ჩვეულებრივი, გეგმური წვრთნები იყო. „ეს იყო ჩვეულებრივი გეგმური წვრთნა, რომელიც საქართველოში მეექვსედ ჩატარდა. ეს წვრთნა 2020 წელს დაიგეგმა და იმაზე აპელირება, რომ ჩვენ სპეციფიკურ მილიტარიზაციის გზას ვირჩევთ, სწორი არ არის. წვრთნების დასრულების შემდეგ ჩვენთან არანაირი ტექნიკა არ დარჩენილა. ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორებთან იმ ურთიერთობას, რაც გვქონდა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, NATO-საქართველოს წვრთნებთან დაკავშირებით, მუქარის შემცველი განცხადებებით გამოვიდა. „საქართველოში „არსებითი მხარდაჭერის“ მომხრეები უნდა აცნობიერებდნენ პასუხისმგებლობას და ხვდებოდნენ, რომ NATO-ს თანამშრომლობის განვითარების პრინციპული მომენტები ჩვენი მხრიდან ყველაზე სერიოზული სახით იქნება გათვალისწინებული; თბილისსა და NATO-ს შორის თანამშრომლობის განვითარების პრინციპულ მომენტებს ყველაზე სერიოზული სახით გავითვალისწინებთ", - განაცხადა დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა კრემლის მიერ კონტროლირებად რუსულ მედიასთან. ცნობისათვის, საქართველოში 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით დაგეგმილ წვრთნებში შეერთებული შტატებიდან დაახლოებით, 2400 და კიდევ სხვა ქვეყნების სამხედროები მონაწილეობდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში დაგეგმილი წვრთნები - „ღირსეული პარტნიორი“ რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება წელს პირველად სწავლების ისტორიაში, წვრთნებში იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ.
უკრაინელების 92% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 79% კი, NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა - კვლევა
KIIS-ისა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 92% სურს, იხილოს თავისი ქვეყანა ევროკავშირში, 79%-ს კი სურს, რომ ის NATO-ში გაწევრიანდეს 2030 წლისთვის. კვლევა 2-9 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. ცნობისთვის, 2021 წლის დეკემბერში უკრაინელების 58%-მა განაცხადა, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება, 48% NATO-ში გაწევრიანებას უჭერდა მხარს. ივლისში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 73% NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა. NATO-ში გაწევრიანება უკრაინის გრძელვადიან მიზნად რჩება უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარი იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ. 28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. NATO-ს მიერ სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მარინა კალიურანდი: NATO-ში გაწევრიანების კუთხით, ესტონეთის წარმატების საიდუმლო იყო პოლიტიკოსების ერთობლივი მუშაობა
ესტონეთის წარმატების საიდუმლო იარაღი იყო პოლიტიკოსების ერთობლივი მუშაობა, რომლებსაც ჰქონდათ საერთო მიზანი და ერთად იღწვოდნენ ამ საერთო მიზნის მისაღწევად, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტში იმყოფება. ევროპარლამენტარის განცხადებით, საჭიროა, ქვეყანაში ერთობლივად იმუშაოს ყველამ მიზნის მისაღწევად. „ჩვენ ესტონეთიდან ჩამოვედით. ძალიან ხშირად გვეკითხებიან, როგორ მოახერხა ესტონეთმა ასეთი წარმატების მიღწევა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების კუთხით. 90-იანების დასაწყისში არავის უნდოდა იქ ჩვენი ნახვა და არავინ გველოდა იქ. ვიტყოდი, რომ წარმატების საიდუმლო იარაღი იყო პოლიტიკოსების ერთობლივი მუშაობა, რომლებსაც ჰქონდათ საერთო მიზანი და ერთად იღწვოდნენ ამ საერთო მიზნის მისაღწევად. იმედი მაქვს, პატარა ესტონეთი გახდება ინსპირაცია საქართველოსთვის ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა კალიურანდმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
უკრაინული კომპანია NATO-ს წევრ სახელმწიფოსთან ერთად საბრძოლო მასალის ქარხანას აშენებს
იარაღისა და სამხედრო ტექნიკის უკრაინული მწარმოებელი (Ukroboronprom), NATO-ს წევრ სახელმწიფოსთან ერთად საბრძოლო მასალის ქარხანას აშენებს. შესაბამის ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს. უკრაინის მთავარ თავდაცვის კომპანიას არ დაუკონკრეტებია NATO-ს წევრი ქვეყნის სახელი, მაგრამ განაცხადა, რომ შეთანხმება უკვე გაფორმებულია. Ukroboronprom-მა არც ქარხნის ადგილმდებარეობის შესახებ გაასაჯაროვა დეტალები. Ukroboronprom-ი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დახმარებას განაგრძობს.
იენს სტოლტენბერგი: ფსევდორეფერენდუმები პუტინის ომის შემდგომი ესკალაციაა, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ფსევდორეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და არ ცვლიან რუსეთის აგრესიული ომის ხასიათს უკრაინის წინააღმდეგ. იენს სტოლტენბერგი თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღის დასახელების შემდეგ აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამუნდა გააძლიეროს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. „ფსევდორეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და არ ცვლიან რუსეთის აგრესიული ომის ხასიათს უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის პუტინის ომის შემდგომი ესკალაცია. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის ეს აშკარა დარღვევა და გააძლიეროს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ”, – წერს სტოლტენბერგი Twitter-ზე. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინას შეხვდა. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა. ხაზგასმით აღინიშნა საქართველო - ნატოს ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც დინამიურად ვითარდება და ინსტიტუციური და დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობა. შეხევდრისას განიხილეს საქართველოს განსაკუთრებული როლი რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში. შეხვედრისას განიხილეს ასევე, საქართველოს ევროპული პერსპექტივა, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება და ამ თვალსაზრისით, დეპოლარიზაციისა და დემოკრატიული რეფორმების გატარების მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერაა მხარდაჭერილი, რისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთოს დეპოლარიზაციისა და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებისათვის.
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა
ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და NATO-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ხავიერ კოლომინამ საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ზომების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად. ყურადღება გამახვილდა NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე. ითქვა, რომ კონცეფცია იმეორებს NATO-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზს უსვამს ალიანსისთვის შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ქმედუნარიანი პარტნიორი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ხავიერ კოლომინამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მიმოიხილეს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრ ვინიკოვი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ნატოში საქართველოს წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ხავიერ კოლომინა: ანტიდასავლური რიტორიკა მიუღებელია, რომელიც არ მოგვწონს, ძალიან მკაფიოდ ვხედავთ, რომ მოსახლეობის 70% NATO-ს მხარდაჭერას განაგრძობს
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან საუბარი შეეხო განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს, ევროკავშირსა და აშშ-ს, ომში საქართველოს ჩართვა და მეორე ფრონტის გახსნა სურთ. ანტიდასავლური რიტორიკა მიუღებელია, რომელიც არ მოგვწონს, ძალიან მკაფიოდ ვხედავთ, რომ მოსახლეობის 70% NATO-ს მხარდაჭერას და 75% პროცენტი ევროკავშირის მხარდაჭერას განაგრძობს. „ეს ის საკითხია, რომელზეც ასევე ვისაუბრეთ. ანტიდასავლური რიტორიკა, რომელსაც ვხედავთ, მთლიანობაში ასევე შემაშფოთებელია და არ მოგვწონს. ამასთან, ძალიან მკაფიოდ ვხედავთ, რომ მოსახლეობის 70% NATO-ს მხარდაჭერას და 75% ევროკავშირის მხარდაჭერას განაგრძობს. გარკვეული სივრცე არსებობს პოლიტიკურ პოლარიზაციასა და იმ ერთიანობას შორის, რაც მოსახლეობაში არსებობს. ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია, საზოგადოება როგორ რეაგირებს. ჩვენ გვჭირდება გზავნილების მიტანა, რასაც მე ვაკეთებ, მიმაქვს გზავნილები თქვენს ხელისუფლებასთან და პოლიტიკოსებთან. ფუნდამენტურია იმის გააზრება, რომ ასეთი ტიპის რიტორიკა საერთოდ არ გვეხმარება. „ქართული ოცნების“ ოთხ ყოფილ დეპუტატზე, ამ თემაზე ვისაუბრე და წამოვჭერი ეს საკითხი. კრიტიკა, რომელსაც ისინი გამოხატავენ აშშ-ის ელჩისა და ევროკავშირის ელჩის მიმართ, ვუთხარი, რომ ეს სავსებით უსაგნოა. პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გაემიჯნა ამას. მან მკაფიოდ თქვა, რომ ამ რიტორიკას მხარს არ უჭერს. პრემიერის პოზიცია მოვისმინე. მთლიანობაში, ანტიდასავლური რიტორიკა მიუღებელია, რომელიც არ მოგვწონს“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. NDI-ის მიერ 16 სექტემბერს გავრცელებული კვლევით, ახალი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას 75% უჭერს მხარს, NATO-ში გაწევრიანებას 69% ემხრობა.
სტოლტენბერგი ზელენსკისთან საუბრის შემდეგ: ფსევდორეფერენდუმს ლეგიტიმაცია არ აქვს, ეს უკრაინის ტერიტორიაა
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. სტოლტენბერგმა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მოკავშირეების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია. „ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის. მკაფიოდ დავაფიქსირე, რომ NATO-ს მოკავშირეები ურყევი არიან თავიანთ მხარდაჭერაში, როდესაც საქმე ეხება უკრაინის სუვერენიტეტისა და თავდაცვის უფლებას. რუსეთის მიერ მოწყობილ ფსევდორეფერენდუმს არ აქვს ლეგიტიმაცია. ეს არის საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა. ეს უკრაინის ტერიტორიაა“, - აცხადებს ალიანსის გენერალური მდივანი. მაიკლ კარპენტერი: ეს არ არის რეფერენდუმი, ეს არის პროპაგანდისტული ტრიუკები ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ხავიერ კოლომინა: იმისთვის, რომ მატარებელზე აღმოჩნდეთ, მზად უნდა იყოთ და მითითებული რეფორმები გაატაროთ
„იმისთვის, რომ მატარებელზე აღმოჩნდეთ, მზად უნდა იყოთ და მითითებული რეფორმები გაატაროთ, არსებობს შესაძლებლობა და ამით უნდა ისარგებლოთ, ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა. სზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, კოლომინამ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რამდენად ხედავს მზაობას პოლიტიკურ სპექტრში, რომ ევროკავშირის რეკომენდაციები შესრულდეს. კოლომინამ აღნიშნა, რომ შესაბამისი მტკიცება მიიღო ხელისუფლებისგან, ხოლო ოპოზიციას ხვალ ხვდება. „ოპოზიციასთან საუბრის შესაძლებლობა ხვალ მექნება; ხელისუფლებისგან დღეს მივიღე მტკიცება; ვნახავთ, რა იქნება. სკეპტიციზმის საფუძველი გვაქვს, წარსულის გამოცდილების გამო. გასულ წლებში რეფორმების განხორციელების პროცესი შენელდა, ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, დაეტოვებინა 19 აპრილი შეთანხმება, რაზეც ძალიან შეშფოთებული ვიყავით. მქონდა შეხვედრები სხვადსხვა ქვეყნის ელჩებთან, ისევე, როგორც ევროკავშირის ელჩთან. ისინი, რასაკვირველია, იზიარებენ გარკვეულ სკეპტიციზმს, მაგრამ ვნახავთ. მივიღე მტკიცება. როგორც საქართველოს მეგობარმა, მე მათ ვუთხარი, რომ ეს არ არის ის, რასაც ჩვენთვის აკეთებთ. ამას თქვენთვის აკეთებთ. მე ვფიქრობ, რომ აქ არის შესაძლებლობის მომენტი, ეს არის ძალიან პოზიტიური გზავნილი, მაგრამ ეს არ არის გზავნილი, რომელიც მუდმივად იქნება. მატარებელზე უნდა მოხვდეთ და იმისთვის, რომ მატარებელზე აღმოჩნდეთ, მზად უნდა იყოთ და ის რეფორმები გაატაროთ, რომელზეც მიგითითებთ. არ ვიცით, რა მოხდება, თუ მზად არ იქნებით და მატარებელზე ვერ მოხვდებით, მაგრამ შესაძლებლობა არსებობს ახლა და ამით უნდა ისარგებლოთ“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.
NATO: მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და მის მისწრაფებებს, გაწევრიანდეს NATO-ში
Europetime-თან ექსზკლუზიურად, NATO-ს ოფიციალური პირი ხავიერ კოლომინას საქართველოში ვიზიტის დეტალებზე საუბრობს. ალიანსის წარმომადგენლის ინფორმაციით, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა თბილისში ვიზიტისას განიხილავს იმ პრაქტიკულ ღონისძიებებს, რომლებიც NATO-მ საქართველოს მხარდასაჭერად სამიტზე, მადრიდში შეათანხმა. „ამ კვირაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა, იმყოფება საქართველოში, რომელიც ალიანსის უაღრესად ღირებული პარტნიორია. ვიზიტის განმავლობაში ბატონი კოლომინა აწარმოებს პოლიტიკურ კონსულტაციებს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან, საქართველოს ოპოზიციურ სპექტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ხავიერ კოლომინამ ასევე მოინახულა საოკუპაციო ხაზი ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა იმის კვლავ დასადასტურებლად, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; ასევე ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების მისწრაფებას. ხავიერ კოლომინას ვიზიტი ასევე კარგი შესაძლებლობაა, განვიხილოთ იმ პრაქტიკული ზომების განხორციელების საკითხები, რომლებიც ივნისში, მადრიდში, NATO-ს სამიტზე საქართველოს მხარდასაჭერად შევათანხმეთ“, - განუცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს. NATO-მ მადრიდის სამიტზე საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერა დაამტკიცა. მადრიდის სამიტის დეკლარაციაში ვკითხულობთ: „ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი ზომების მიღება, რათა გავაძლიეროთ მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ მათთან, რათა ავაშენოთ მათი მთლიანობა და გამძლეობა, განვავითაროთ შესაძლებლობები და დავიცვათ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას სამხრეთის პარტნიორებისთვის“, - აღნიშნულია ტექსტში. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან
ხავიერ კოლომინა საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტის დროს საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდა. Europetime-თან ექსზკლუზიურად, NATO-ს ოფიციალური პირი ხავიერ კოლომინას საქართველოში ვიზიტის დეტალებზე საუბრობს. ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა იმის კვლავ დასადასტურებლად, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; ასევე ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების მისწრაფებას. ხავიერ კოლომინას ვიზიტი ასევე კარგი შესაძლებლობაა, განვიხილოთ იმ პრაქტიკული ზომების განხორციელების საკითხები, რომლებიც ივნისში, მადრიდში, NATO-ს სამიტზე საქართველოს მხარდასაჭერად შევათანხმეთ“, - განუცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს. მოგვიანებით, ამასთან დაკავშირებით თავად კოლომინამაც გააკეთა კომენტარი. „შთამბეჭდავი ვიზიტი დღეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ერგნეთში, სადაც ადგილზე დავინახე არსებულ რეალობა. NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება. განსაკუთრებულად აქტუალური გზავნილი რუსეთის მიერ ფიქტიური რეფერენდუმებისა და ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ“, - აღნიშნა თავის მხრივ, ხავიერ კოლომინამ Twitter-ზე განთავსებულ ტექსტში. NATO და საქართველო მადრიდის სამიტზე მიღებული ახალი მხარდამჭერი ზომების განხორციელებას განიხილავენ ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტისას უკვე შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს.
NATO და საქართველო მადრიდის სამიტზე მიღებული ახალი მხარდამჭერი ზომების განხორციელებას განიხილავენ
Europetime-თან ექსზკლუზიურად, NATO-ს ოფიციალური პირი ხავიერ კოლომინას საქართველოში ვიზიტის დეტალებზე საუბრობს. ალიანსის წარმომადგენლის ინფორმაციით, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა თბილისში ვიზიტისას განიხილავს იმ პრაქტიკულ ღონისძიებებს, რომლებიც NATO-მ საქართველოს მხარდასაჭერად სამიტზე, მადრიდში შეათანხმა. „ამ კვირაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა, იმყოფება საქართველოში, რომელიც ალიანსის უაღრესად ღირებული პარტნიორია. ვიზიტის განმავლობაში ბატონი კოლომინა აწარმოებს პოლიტიკურ კონსულტაციებს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან, საქართველოს ოპოზიციურ სპექტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ხავიერ კოლომინამ ასევე მოინახულა საოკუპაციო ხაზი ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა იმის კვლავ დასადასტურებლად, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; ასევე ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების მისწრაფებას. ხავიერ კოლომინას ვიზიტი ასევე კარგი შესაძლებლობაა, განვიხილოთ იმ პრაქტიკული ზომების განხორციელების საკითხები, რომლებიც ივნისში, მადრიდში, NATO-ს სამიტზე საქართველოს მხარდასაჭერად შევათანხმეთ“, - განუცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს. NATO-მ მადრიდის სამიტზე საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერა დაამტკიცა. მადრიდის სამიტის დეკლარაციაში ვკითხულობთ: „ევროპაში უსაფრთხოების შეცვლილი გარემოს ფონზე, ჩვენ გადავწყვიტეთ ახალი ზომების მიღება, რათა გავაძლიეროთ მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ მათთან, რათა ავაშენოთ მათი მთლიანობა და გამძლეობა, განვავითაროთ შესაძლებლობები და დავიცვათ მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ჩვენ ასევე გავაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას სამხრეთის პარტნიორებისთვის“, - აღნიშნულია ტექსტში. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ხავიერ კოლომინასთან
NATO: „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების დაზიანებაზე: ყველა ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს დივერსიის შედეგია
ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში Nordstream 1 და Nordstream 2 მილსადენების დაზიანება ღრმა შეშფოთებას იწვევს. ამჟამად არსებული ყველა ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს არის მიზანმიმართული, დაუფიქრებელი და უპასუხისმგებლო დივერსიული აქტების შედეგი. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული. საერთაშორისო საზოგადოება „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების დაზიანებას დივერსიად აფასებს და მტკიცე პასუხის პირობას დებს „ეს გაჟონვები საზღვაო გადაზიდვებს რისკებს უქმნის და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ გამოძიებას, რომელიც მიმდინარეობს ზიანის წარმოშობის დასადგენად. ჩვენ, როგორც მოკავშირეები, ვალდებულნი ვართ, მზად ვიყოთ, შევაკავოთ სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების მიერ ენერგო რესურსების ძალისმიერი გამოყენება და სხვა ჰიბრიდული ტაქტიკები. ნებისმიერ მიზანმიმართულ თავდასხმას მოკავშირეების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ერთიანი და მტკიცე პასუხი გაეცემა“, - აღნიშნულია განცხადებაში. The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დღეს დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.
ზბიგნევ რაუს თქმით, NATO უპასუხებს რუსეთს, თუ ის უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ პოლონურ რადიო RMF FM-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ NATO უპასუხებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო ბირთვულ თავდასხმას. მისი თქმით, NATO-მ შესაძლოა, რუსეთის ძალებს თვითმფრინავებით და რაკეტებით დაარტყას, თუ ის უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს კითხვას, შევიდოდნენ თუ არა NATO-ს ჯარები უკრაინაში, რაუმ უპასუხა, რომ ეს არ არის გამორიცხული. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. მედვედევი: რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა. ბლინკენის თქმით, უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც რუსეთმა შეიძლება, მალე ანექსირებულად გამოაცხადოს
ჯონ სალივანი: დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზას ეფუძნება
Europetime-ის შეკითხვას უკრაინის კრიზისის გარშემო დასავლეთის შემდგომ დიპლომატიურ ნაბიჯებთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რუსეთში ჯონ სალივანმა უპასუხა. რა შემდგომი დიპლომატიური ნაბიჯებია მოსალოდნელი აშშ-სგან, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ელის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან საუბარს და მზად არის, განიხილოს ახალი ნაბიჯები, რა შეიძლება, იყოს ეს ნაბიჯები? - ამ შეკითხვით მიმართა Europetime-მა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რუსეთში ჯონ სალივანს. „ჩვენ დაველოდებით რუსეთის წერილობით პასუხებს იმ დოკუმენტზე, რომელიც მე პირადად გადავეცი მათ ოთხშაბათს, 26 იანვარს. მოგეხსენებათ, რუსეთის მთავრობამ NATO-სგანაც მიიღო წერილობითი პასუხები მათ მიერ წარმოდგენილ მოთხოვნებზე. ამრიგად, დაველოდებით, რა რეაქცია და შეფასება ექნება რუსეთის მთავრობას ჩვენს წერილობით წინადადებებზე. შემდეგ, როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა აღნიშნა, მეც ველოდები, რომ იქნება განხილვები, ან სატელეფონო საუბრები, ეს ჯერ არ ვიცი. ეს შემდეგ უნდა შეთანხმდეს. სახელმწიფო მდივანმა გამოიყენა ორივე ფორმატი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სასაუბროდ, მათ შორის ბევრი სატელეფონო ზარი, ასევე გაიმართა რამდენიმე შეხვედრა გასულ წელს. ასე რომ, გასაკვირი არ იქნება, თუ ეს შეხვედრა გაიმართება შედარებით მოკლე დროში, მაგრამ ეს დამოკიდებულია რუსეთის მთავრობაზე, მის პასუხებზე წერილობით წინადადებებზე, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა და NATO-მ გადასცეს. ჩვენ ნამდვილად ვიმედოვნებთ, რომ ისინი ამ გზას აირჩევენ. ჩვენ დიპლომატიის გზას ვირჩევთ და გვჯერა, რომ დოკუმენტი, რომელიც რუსეთს გადავეცით, სწორედ დიპლომატიასა და სიტუაციის დეესკალაციის გზაზეა დაფუძნებული“, - განაცხადა ჯონ სალივანმა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ. რუსეთმა უკრაინის საზღვართან 100 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში განაცხადა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს. უშედეგოდ მიმდინარეობს მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები. დასავლეთი აფრთხილებს რუსეთს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სერიოზული ფასის გადახდა მოუწევს. უკრაინასა და მის გარშემო რუსეთის სამხედრო აქტიურობის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-მ 8500-ზე მეტი ჯარისკაცი მოიყვანა მზადყოფნაში, რომ საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში გადაისროლოს. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალური პასუხი გასცა რუსეთის მოთხოვნებს უკრაინის საზღვარზე არსებული კრიზისის გამო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ ის მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, რომ გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან, და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. აშშ მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა რას სთავაზობს NATO რუსეთს
იენს სტოლტენბერგის საგანგებო განცხადება პუტინის მიმართვის შემდეგ
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთის გადაწყვეტილებას გმობს და აცხადებს, რომ კრემლი უკრაინაში შეჭრის საბაბს ამზადებს. „ვგმობ რუსეთის გადაწყვეტილებას, აღიაროს თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა“. ეს კიდევ უფრო ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამცირებს ძალისხმევას კონფლიქტის მოგვარებისკენ და არღვევს მინსკის შეთანხმებებს, რომლის მხარეც რუსეთია“. 2015 წელს გაეროს უშიშროების საბჭომ, რომელშიც შედის რუსეთი, კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემა. დონეცკი და ლუგანსკი უკრაინის ნაწილია. მოსკოვი აგრძელებს კონფლიქტის გაღვივებას აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებისთვის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერით. ის ასევე ცდილობს შექმნას უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრის საბაბი. NATO მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მოკავშირეები მოუწოდებენ რუსეთს, რაც შეიძლება მკაცრად, აირჩიოს დიპლომატიის გზა და დაუყონებლივ შეცვალოს თავისი მასიური სამხედრო ფორმირება უკრაინასა და მის გარშემო, გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან მისი საერთაშორისო ვალდებულებებისა და ვალდებულებების შესაბამისად. ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა მზადაა, სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის რუსეთთან, მაგრამ რუსეთის სხვა პრეზიდენტთან
დე ფაქტო, ჩვენ უკვე გავხდით NATO-ს მოკავშირე. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით და ვიცავთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. თავის გამოსვლაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის რუსეთთან, მაგრამ რუსეთის სხვა პრეზიდენტთან. ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
იენს სტოლტენბერგი: უკრაინის NATO-ში მიღების საკითხი, ალიანსის 30-ვე წევრი ქვეყნის კონსენსუსით უნდა გადაწყდეს
NATO-ს ქვეყნები უკრაინის უფლებას საკუთარი გზით წასვლის შესახებ, მხარს უჭერენ. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ახლა ჩვენ გვჭირდება კონცენტრირება უკრაინის სასწრაფო დახმარებაზე. მაგრამ NATO-ში მიღების საკითხი ალიანსის 30-ვე წევრი ქვეყნის კონსენსუსით უნდა გადაწყდეს“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
ენტონი ბლინკენი: NATO-ს კარი ღია დარჩება, მათ შორის უკრაინისთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სწრაფ განაცხადზე პირდაპირი კომენტარი არგაუკეთებია, მაგრამ აღნიშნა, რომ ვაშინგტონი აგრძელებს NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერას. იენს სტოლტენბერგი: უკრაინის NATO-ში მიღების საკითხი, ალიანსის 30-ვე წევრი ქვეყნის კონსენსუსით უნდა გადაწყდეს „მე შემიძლია მხოლოდ გავიმეორო, რომ NATO-ს კარი ღია დარჩება, მათ შორის უკრაინისთვის. ცნობილია პროცესი ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებას ცდილობენ. უკრაინა, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, განაგრძობს ამ პროცესის შესრულებას, რა თქმა უნდა თუ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს აქვს ასეთი სურვილი“, - განაცხადა ბლინკენმა. უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, უკრაინის NATO-ში ვადამდე გაწევრიანებას მხარს უჭერენ
„ბალტიისპირეთის მეგობრები სრულად უჭერენ მხარს უკრაინის NATO-ში ადრეულ გაწევრიანებას. უკრაინის შთამაგონებელი გამბედაობა მხოლოდ ჩვენი ალიანსის გაძლიერებას შეძლებს", - დაწერა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Twitter-ზე. მსგავსი შეტყობინებები Twitter-ზე გამოაქვეყნეს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ. უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
თეთრი სახლი: უკრაინის NATO-ში შესვლა სხვა დროს უნდა გადაწყდეს
თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხი „სხვა დროს“ უნდა გადაწყდეს და ახლა უფრო აქტუალურია რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად მისი მხარდაჭერა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა პარასკევს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „აშშ ათწლეულების მანძილზე ცხადად აცხადებდა, რომ მხარს უჭერს NAT0-ს ღია კარის პოლიტიკას. NATO-ში გაწევრიანების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება ალიანსის 30 წევრის თანხმობის შედეგად მიიღება. ახლა, ჩვენი აზრით, საუკეთესო გზაა უკრაინის პრაქტიკული მხარდაჭერა „მიწაზე“. ხოლო ბრიუსელში მიმდინარე პროცესი სხვა დროს უნდა განიხილებოდეს", - განაცხადა ჯეიკ სალივანმა. უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
Politico: უკრაინის NATO-ში დაჩქარებულ გაწევრიანებას ნენსი პელოსიმ მხარი არ დაუჭირა
უკრაინის განცხადება, რომ NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლა სურს, ბაიდენის ადმინისტრაციისთვის მოულოდნელი იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. თეთრი სახლი: უკრაინის NATO-ში შესვლა სხვა დროს უნდა გადაწყდეს მათივე ცნობით, უკრაინის NATO-ში დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ. "დასავლეთი შიშობს, რომ უკრაინის დაუყოვნებლივ შესვლა NATO-ში, რაც მოითხოვს 30-ვე წევრი ქვეყნის თანხმობას, აშშ-სა და რუსეთის ომს გამოიწვევს უკრაინაში მოსკოვის შეჭრის და ასევე მისი იძულებითი ანექსიების გამო", - ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
კახა კალაძე: ვერ გეტყვით, დააყენებს თუ არა, საქართველო იმ მოთხოვნას, როგორიც ჰქონდა უკრაინას დაჩქარებული წესით NATO-ში წევრობასთან დაკავშირებით
ვერ გეტყვით, დააყენებს თუ არა საქართველო იმ მოთხოვნას, როგორიც ჰქონდა უკრაინას დაჩქარებული წესით NATO-ში წევრობასთან დაკავშირებით. “არ ვიცი, ვერ გეტყვით. როცა იქნება მსჯელობა და გადაწყვეტილება, გეტყვით. არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ხდება ზოგადად მსოფლიოში ძალიან რთულია რამეზე განმარტებების გაკეთება”,- განაცხადა კალაძემ. უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
დღეიდან, Lend-Lease-ის შესახებ კანონი ამოქმედდა
დღეიდან ამერიკა უკრაინას ტანკებსა და ჯავშანტექნიკას, საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ასევე, საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწვდის - Lend-Lease-ის შესახებ კანონი დღეიდან ამოქმედდა. ამის შესახებ უმაღლესი "რადას" ხელმძღვანელმა, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ ვაფასებთ უკრაინის მიმართ ამერიკელი ხალხის სოლიდარობას ჯო ბაიდენი: მოსკოვი უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და მსოფლიოს წინაშე ზიზღის დემონსტრირებას ახდენს "უახლოეს მომავალში კი გამოქვეყნება კიდევ ერთი სია, სადაც კონკრეტული ადამიანები და ის კომპანიები მოხვდებიან, რომლებიც რუსეთს ომს უკრაინაში ფინანსურად მხარს უჭერენ. მათ ამერიკის შეერთებული შტატები დაასანქცირებს", - წერს სტეფანჩუკი. დმიტრო კულება: პუტინის ანექსია უკრაინისთვის არაფერს ცვლის. განვაგრძობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ ომში ინიციატივა აიღო და ბრძოლის ველზე ხელშესახებ შედეგებს აღწევს უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა. ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
NATO-ს ცხრა ქვეყანა აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტებმა მკაცრად დაგმეს რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მხარი დაუჭირეს უკრაინის მისწრაფებებს NATO-ში გაწევრიანებისკენ. ამის შესახებ ნათქვამია ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ჩრდილოეთ მაკედონიის, პოლონეთის, რუმინეთის, მონტენეგროსა და სლოვაკეთის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც პოლონეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ არ ვაღიარებთ და არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მცდელობებს უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსიის მიზნით. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს 2008 წლის ბუქარესტის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებას უკრაინის მომავალ წევრობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30 სექტემბერს გამოაცხადა, რომ უკრაინამ ალიანსში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განაცხადს მოაწერა ხელი.
უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს
უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყანას NATO-ში სწრაფი გაწევრიანების იმედი აქვს. „დე ფაქტო, ჩვენ უკვე გავხდით NATO-ს მოკავშირე. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით და ვიცავთ ერთმანეთს. ეს არის ალიანსი. დღეს უკრაინა წარადგენს განაცხადს, რათა ჩვენი გაწევრიანება დე იურედ აქციოს“, - - განაცხადა ზელენსკიმ. თავის გამოსვლაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის რუსეთთან, მაგრამ რუსეთის სხვა პრეზიდენტთან. ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.
NATO: რუსეთმა უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს რეგიონებიდან
ექსკლუზივი ექსკლუზიურად Europetime-თან, NATO-ს ოფიციალური პირი ეხმაურება ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტს“. NATO რუსეთს მოუწოდებს, უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ამ რეგიონებიდან. ალიანსი გმობს ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გავლებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. „NATO-ს გზავნილი მკაფიო და მტკიცეა: ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ამ რეგიონებიდან. ჩვენ ვგმობთ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, რომლებიც ხდება ამ რეგიონებში, ასევე ვგმობთ მავთულხლართების გავლებას „ადმინისტრაციული საზღვრის“ გასწვრივ. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა. Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ ასევე ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტზე. უილიამ კორტნის აზრით, ლუკაშენკო მოსკოვის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის და მოსალოდნელია, რომ ლუკაშენკოს უფრო მეტად ჰქონდეს სურვილი, რომ პუტინის ბრანების შესრულებას დასთანხმდეს. „ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში, დიდი ალბათობით, შემთხვევითი არ არის. ლუკაშენკო მოსკოვის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის და მას შესაძლოა, უფრო მეტად ჰქონდეს სურვილი, რომ [მოსკოვის ან პუტინის.რედ.] ბრანების შესრულებას დასთანხმდეს. ამრიგად, კრემლმა შეიძლება, იფიქროს, რომ თუ აფხაზეთი შეუერთდება ევროკავშირის ქვეყნებს, მას ექნება მეტი შანსი, დაეყრდნოს ბელორუსს“, - განუცხადა Europetime-ს უილიამ კორტნიმ. ამასთან, Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ შეაფასა ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტი“. მეთიუ ბრაიზას შეფასებით, პუტინთან კოორდინაციით, ლუკაშენკო სავარაუდოდ, ქართველებსა და ევროპელებში არასტაბილურობის განცდის გაჩენას ეცადა, მათი შიშების გამოყენებაში კი პუტინს დაეხმარა, რომ საბოლოოდ, ძირი გამოეთხარა ევროპისა და ამერიკის სოლიდარობისთვის. „მე, რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ მაქვს იმის შესახებ, თუ რას ფიქრობდა პრეზიდენტი ლუკაშენკო და რა გეგმები ჰქონდა მას, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას გეგმავდა. შემიძლია, გამოვთქვა ვარაუდი, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო კოორდინაციაში უნდა ყოფილიყო პრეზიდენტ პუტინთან და სურდა, ერთი მხრივ, არამხოლოდ ქართველებში, არამედ ევროპელებში დაენახა არასტაბილურობა და ამასთან, გაეჩინა ეჭვები რუსეთის მიერ პოლიტიკური არასტაბილურობის გამოწვევის შესახებ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, რომლის 4 რეგიონშიც ანექსიის მცდელობებსაც ვხედავთ ახლა. მე ვფიქრობ, რომ, ალბათ, ალექსანდრ ლუკაშენკო ცდილობს, დაეხმაროს პრეზიდენტ პუტინს ამ შიშების გამოყენებაში, რათა ევროკავშირში უთანხმოება ნახოს და ძირი გამოუთხაროს ევროპულ სოლიდარობას, ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში სოლიდარობას, ასევე, ევროპასა და აშშ-ის შორის სოლიდარობას, მაგრამ ამაოდ, რადგან ეს სოლიდარობა ძალიან ძლიერი და მტკიცეა“, - განუცხადა Europetime-ს მეთიუ ბრაიზამ. უფრო ადრე, Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის (1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტს“. „ვფიქრობ, ლუკაშენკო ცდილობს, დაანახოს მოსკოვს, რომ თანამშრომლობს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საკითხებთან მიმართებით, დიდად არ ჩქარობს. ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობას ალბათ იმედი აქვს, რომ ბელორუსი მათ „დამოუკიდებლობას“ აღიარებს“, - მიიჩნევს პოლ გობლი. Europetime-თან ექსკლუზიურად, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა კი განაცხადა, რომ ბელორუსის პრეზიდენტი ცდილობს, პუტინს ასიამოვნოს. „პუტინს წლების წინ მოეწონებოდა ლუკაშენკოს მხარდაჭერა აფხაზეთთან დაკავშირებით. თბილისმა გარკვეული ზომები უნდა მიიღოს უკმაყოფილების გამოსახატავად. კონკრეტულად რა შეიძლება, რომ იყოს ეს ზომები, თავად თბილისის არჩევანზეა დამოკიდებული“, - მიიჩნევს ჯონ ჰერბსტი. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ბელორუსს არ აქვს „აღიარებული“ რუსეთის მიერ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. ევროკავშირის ელჩი: ვგმობთ ბელორუსის ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. რაც შეეხება ლუკაშენკოს, მას ევროკავშირი არ აღიარებს. ბლოკს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული. დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს.
NATO ე.წ ბორდერიზაციას გმობს
ექსკლუზივი NATO გმობს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის საოკაციო ძალების მიერ უკანონო კონსტრუქციების მშენებლობას. ამის შესახებ NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა. NATO რუსეთს მოუწოდებს, უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს რეგიონებიდან. „ჩვენ ვგმობთ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, რომლებიც ხდება ამ რეგიონებში - ასევე მავთულხლართების გავლებას „ადმინისტრაციული საზღვრის“ გასწვრივ. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა პირმა. NATO: რუსეთმა უკან უნდა წაიღოს ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება და გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს რეგიონებიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 30 სექტემბერს გავრცელებული ცნობით, სოფელ კნოლევის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს. ამავე უწყების მიერ პირველ ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ყარაფილას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განახორციელეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია. ცნობისთვის, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს წევრობაზე: დარწმუნებული ვარ, ამ პროექტს განვახორციელებთ
NATO-ს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა უკრაინის მისწრაფებას, გახდეს ალიანსის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტს განვახორციელებთ. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას გააკეთა. „დღეს ჩვენ გვაქვს ძლიერი ერთობლივი განცხადება NATO-ს ცხრა ქვეყნის ლიდერებისგან: ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი. მათ დაგმეს რუსეთის ესკალაციის ნაბიჯები და, რაც მთავარია, მხარი დაუჭირეს ჩვენს მისწრაფებას, გავხდეთ NATO-ს სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტს განვახორციელებთ. NATO-ს ცხრა ქვეყანა აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30 სექტემბერს გამოაცხადა, რომ უკრაინამ ალიანსში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განაცხადს მოაწერა ხელი.
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი: უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ახლა უნდა დაიწყოს
უკრაინას შეუძლია, ლიეტუვის „უპირობო მხარდაჭერის“ იმედი ჰქონდეს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაშინაც კი, თუ ეს მიუწვდომელ მიზანს ჰგავს“, ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსუსკასმა განაცხადა. იტყობინება ლიეტუვური მედია LRT. მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნები ვერ დარჩებიან იგივე პოზიციაზე, როგორც ომამდე. „უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ახლა უნდა გაიზარდოს", - განაცხადა არვიდას ანუსუსკასმა. 2 ოქტომბერს პოლონეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, მონტენეგრომ, რუმინეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა უკრაინის NATO-ში სწრაფ გაწევრიანებას დაუჭირეს მხარი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 30 სექტემბერს გამოაცხადა, რომ უკრაინამ ალიანსში დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განაცხადს მოაწერა ხელი. მანამდე, რუსეთმა უკრაინის 4 რეგიონის ანექსია გააფორმა.
NATO-მ უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განაცხადი მიიღო
NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩები უკრაინის განაცხადს ბრიუსელში განიხილავენ. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ განაცხადა. „დღეიდან გენერალურმა მდივანმა განაცხადი ოფიციალურად მიიღო უკრაინის ნოტის საშუალებით და შემდეგი ეტაპი იქნება ამ განცხადების განხილვა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, ანუ NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩების დონეზე“, - განაცხადა ჟოვკვამ. უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად, ევროპის ცხრა ქვეყანამ ერთობლივ განაცხადს ხელი მოაწერა. ვოლოდიმერ ზელენსკიმ 30 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინა NATO-ში სწრაფი გაწევრიანების განაცხადს შეიტანს.
NATO-ს და აშშ-ის წარმომადგენლები კომენტარს აკეთებენ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, პუტინი ბირთვული იარაღის გამოცდისთვის ემზადება
აშშ-ს არ აქვს ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთს შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი სარკინიგზო გზით გადაჰქონდეს. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა. მისივე თქმით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება რუსეთის ბირთვულ ძალებს. „ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება რუსეთის პოზიციებთან დაკავშირებით, მაგრამ NATO და მოკავშირეები ფხიზლად რჩებიან”, - განუცხადა თავის მხრივ, NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს. The Times: პუტინი ბირთვული იარაღის გამოცდისთვის ემზადება 3 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელი იქნებოდა მოსკოვის მოკავშირეებისთვის ინდოეთისა და ჩინეთისთვის. თუმცა მისივე თქმით, ამ დრომდე პუტინის ქმედებები ირაციონალურია. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
NATO კიევის მხარდაჭერას აძლიერებს, სტოლტენბერგმა და ზელენსკიმ უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ შემდგომი ნაბიჯები განიხილეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სატელეფონო საუბრისას უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შემდგომი ნაბიჯები განიხილეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე გააკეთა. „მე მუდმივ კონტაქტზე ვარ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. სატელეფონო საუბარი მქონდა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - წერს ზელენსკი. „ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და შევაქე მამაცი უკრაინელი ხალხი და შეიარაღებული ძალები შთამბეჭდავი პროგრესისთვის, რომელსაც რუსი აგრესორებისგან მათი ტერიტორიის დაბრუნების კუთხით აღწევენ. რუსეთმა მის მიერ დაწყებული ომი უნდა შეწყვიტოს. NATO გააგრძელებს და გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”, - წერს თავის მხრივ, NATO-ს გენმდივანი Twitter-ზე. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ასეთი სატელეფონო საუბარია მას შემდეგ, რაც უკრაინამ ომის ფონზე და რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გამოცხადების შემდეგ, NATO-ში სწრაფი გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. NATO-მ უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განაცხადი მიიღო უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად, ევროპის ცხრა ქვეყანამ ერთობლივ განაცხადს ხელი მოაწერა. ვოლოდიმერ ზელენსკიმ 30 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინა NATO-ში სწრაფი გაწევრიანების განაცხადს შეიტანს.
ერმაკი: უკრაინის პოტენციურ ნეიტრალიტეტზე საუბარი აღარ არის, ჩვენი კურსი NATO-ს წევრობაა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა სკანდინავიის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინის პოტენციურ ნეიტრალიტეტზე საუბარი აღარ არის და კიევის კურსი NATO-ს წევრობაა. „აღარ არის საუბარი უკრაინის პოტენციურ ნეიტრალიტეტზე. ჩვენი კურსი NATO-ში გაწევრიანებაა. ჩვენი მიზანი ამ ომში არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამიტომ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი გაწევრიანებაა. მხოლოდ გააძლიერებს ალიანსს“, - აღნიშნა ერმაკმა. უკრაინელების 92% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 79% კი, NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა - კვლევა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარყოფა იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ. 28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. NATO-ს მიერ სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. NATO კიევის მხარდაჭერას აძლიერებს, სტოლტენბერგმა და ზელენსკიმ უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ „პრევენციულ დარტყმებზე“ ზელენსკის განცხადება განმარტა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ზელენსკის განცხადება განმარტა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ოქტომბერს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ NATO-ს როლია, რუსეთისთვის შეუძლებელი გახადოს ბირთვული იარაღის გამოყენება.ზელენსკის სპიკერმა სერჰი ნიკიფოროვმა განმარტა, რომ ზელენსკი გულისხმობდა პრევენციულ სანქციებს, რომლებიც უნდა ამოქმედებულიყო რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე და რომ უკრაინა არასოდეს მოუწოდებს ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ზელენსკიმ აუდიტორიას შეახსენა რუსეთის ბირთვული შანტაჟი და შესთავაზა მსოფლიოს, გააძლიეროს ზეწოლა რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების და სამხედრო დახმარების ჩათვლით. მოსკოვმა, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა მარია ზახაროვამ და კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, ზელენსკი ამ განცხადების გამო დაადანაშაულეს ბირთვული ომისკენ მოწოდებაში. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ NATO-მ შეუძლებელი უნდა გახადოს რუსეთისთვის ბირთვული იარაღის გამოყენება. „საჭიროა პრევენციული დარტყმები, რათა მათ იცოდნენ, რა ელით მათ, თუ ისინი გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს. არა პირიქით - დაველოდოთ რუსეთის ბირთვულ დარტყმებს და შემდეგ ვთქვათ: თუ ასე მოიქეცი, მაშინ მიიღე ჩვენგან პასუხი“, - განაცხადა ზელენსკიმ. „როდესაც მის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე ემუქრება, რუსეთი გამოიყენებს ყველაფერს, რაც შეუძლია, ეს ბლეფი არ არის", - განაცხადა პუტინმა 21 სექტემბერს. პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ს არ აქვს ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთს შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი სარკინიგზო გზით გადაჰქონდეს. მისივე თქმით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება რუსეთის ბირთვულ ძალებს. „ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება რუსეთის პოზიციებთან დაკავშირებით, მაგრამ NATO და მოკავშირეები ფხიზლად რჩებიან”, - განუცხადა თავის მხრივ, NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს. The Times: პუტინი ბირთვული იარაღის გამოცდისთვის ემზადება 3 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა თქვა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელი იქნებოდა მოსკოვის მოკავშირეებისთვის ინდოეთისა და ჩინეთისთვის. თუმცა მისივე თქმით, ამ დრომდე პუტინის ქმედებები ირაციონალურია. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ერდოღანი შვედეთსა და ფინეთს სთავაზობს, NATO-ში სხვადასხვა დროს გაწევრიანდნენ
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთს და ფინეთს NATO-ში სხვადასხვა დროს გაწევრიანება შესთავაზა. თურქეთი და უნგრეთი არიან ქვეყნები, რომლებსაც ჯერ არ აქვთ რატიფიცირებული სკანდინავიური ქვეყნების ალიანსში გაწევრიანება. ერდოღანის თქმით, თურქეთი არ იქნება შვედეთის მომხრე, ვიდრე ტერორისტული ორგანიზაციები მის ქუჩებსა და პარლამენტში პოზიციონირებენ. მისივე თქმით, თურქეთს უკეთესი ურთიერთობა აქვს ფინეთთან, რადგან ის არ არის ქვეყანა, სადაც ტერორისტები თავისუფლად მოძრაობენ. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ ჰელსინკი შვედეთთან ერთად ალიანსში გაწევრიანების მომხრეა. ერდოღანის კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც შვედეთმა განაცხადა, რომ გააუქმებს იარაღზე ემბარგოს, რომელიც თურქეთს 2019 წელს დაუწესდა. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. ინფორმაციისთვის, 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. 29 ივნისს, NATO-მ ფინეთი და შვედეთი ალიანსში ოფიციალურად მიიწვია. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სკანდინავიურმა ქვეყებმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს.
იენს სტოლტენბერგი: NATO მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს
NATO მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „NATO გააგრძელებს მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას კრემლის აგრესიის წინააღმდეგ საპასუხო ბრძოლაში მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა. ვოლოდიმირ ზელენსკი და ოლაფ შოლცი "დიდი შვიდეულის" სხდომის სასწრაფო დანიშვნაზე შეთანხმდნენ რუსეთის ძალებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ძალებს უკრაინაში ორი სამიზნე აქვთ - ენერგოობიექტები და ადამიანები. ეს ტერორიზმია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
იენს სტოლტენბერგი: NATO უკრაინის საჰაერო თავდაცვის მეტად უზრუნველყოფის საკითხს განიხილავს
უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის ბარბაროსული თავდასხმების ფონზე, NATO-ს მოკავშირეები უკრაინის საჰაერო თავდაცვის მეტად უზრუნველყოფის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ დღეს, ბრიუსელში, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცახადა. მისი თქმით, მხარეები გაითვალისწინებენ „უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების გაზრდის აუცილებლობის საკთხს, რათა უკრაინამ საჰაერო სივრცის თავდაცვის უფლების გამოყენება შეძლოს“. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ძალებს უკრაინაში ორი სამიზნე აქვთ - ენერგოობიექტები და ადამიანები. ეს ტერორიზმია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პუტინის „ბირთვული რიტორიკის“ ფონზე, NATO ბირთვულ წვრთნებს იწყებს
რუსეთის აგრესიული რიტორიკის მიუხედავად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ვერ ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთი ბირთვული დარტყმისთვის ემზადება. ამის შესახებ დღეს, ბრიუსელში, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ამავდროულად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რჩება ფხიზლად და უახლოეს მომავალში, შეკავების ზომების შემუშავების მიზნით, წვრთნებს ჩაატარებს. „ხუთშაბათს ვუხელმძღვანელებ ჯგუფის შეხვედრას, რათა განვიხილოთ რუსეთის სახიფათო ბირთვული რიტორიკა და NATO-ს ბირთვული შესაძლებლობების როლი მშვიდობის შენარჩუნებასა და აგრესიის შეკავებაში. მომავალ კვირას, NATO გამართავს თავის დიდი ხნის დაგეგმილ შეკავების წვრთნას - Steadfast Noon, „ეს არის რუტინული წვრთნა, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, რათა ეფექტიანად უზრუნველვყოთ შემაკავებელი ზომები და შევინარჩუნოთ ჩვენი უსაფრთხოება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. აშშ-ს არ აქვს ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ რუსეთს შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი სარკინიგზო გზით გადაჰქონდეს. ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა. მისივე თქმით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება რუსეთის ბირთვულ ძალებს. „ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება რუსეთის პოზიციებთან დაკავშირებით, მაგრამ NATO და მოკავშირეები ფხიზლად რჩებიან”, - განუცხადა თავის მხრივ, NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს. The Times: პუტინი ბირთვული იარაღის გამოცდისთვის ემზადება 3 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მიუღებელი იქნებოდა მოსკოვის მოკავშირეებისთვის ინდოეთისა და ჩინეთისთვის. თუმცა მისივე თქმით, ამ დრომდე პუტინის ქმედებები ირაციონალურია. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თავდაცვის მინისტრი NATO-ს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით ბრიუსელში, ბელგიის სამეფოში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 12-13 ოქტომბერს NATO-ს შტაბ-ბინა ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრებს მასპინძლობს. უწეყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა პროგრამის დაწყებამდე უკვე გამართა შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. „ჯუანშერ ბურჭულაძე, ასევე, რამშტაინის ფორმატში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრება, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ორგანიზებით იმართება. შეხვედრაზე უკრაინაში არსებული ვითარება, ქვეყნის საჭიროებები და შესაძლებლობები, ასევე სამომავლო პერსპექტივები და უკრაინის დასახმარებლად NATO-ს წევრი და არაწევრი ქვეყნების შესაძლებლობები განიხილება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც. ბურჭულაძე NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდება. მხარეები უსაფრთხოების გამოწვევებს, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიზნით NATO-სთან თავსებადობის გაძლიერებისა და NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავენ. თავდაცვის უწყების ხელმღვანელი დაზვერვისა და უსაფრთხოების სფეროში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს დევიდ კატლერსაც შეხვდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
იენს სტოლტენბერგი: NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე, უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაძლიერებას განვიხილავთ
NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაძლიერებას განიხილავენ და მთავარი პრიორიტეტი იქნება მეტი საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. გერმანია უკრაინას, 16 თვითმავალ საარტილერიო დანადგარ Zuzana-ს გადასცემს აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის მოწინავე, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდებას აჩქარებს მისივე თქმით, რუსები ცდილობენ უკრაინის ახალი მიწების უკანონო ანექსიას. „რუსები ცდილობენ უკრაინის ახალი მიწების უკანონო ანექსიას და ჩვენ ვიხილეთ უკრაინულ ქალაქებზე განურჩეველი დარტყმები. ჩვენ ასევე მოვისმინეთ მოსკოვისგან შეფარული ბირთვული მუქარები. დღეს ჩვენ შევხვდებით უკრაინის თავდაცვის მინისტრს ალექსეი რეზნიკოვს. გზავნილი NATO-ს მოკავშირეებისგან იქნება ის, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მტკიცეა, ჩვენ მზად ვართ ხანგრძლივი გზისთვის და მხარს დავუჭერთ მათ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. ჯო ბაიდენი: პუტინი რაციონალური მოთამაშეა, მაგრამ უკრაინაში შეჭრისას შეცდა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
იენს სტოლტენბერგი: უკრაინის საჰაერო თავდაცვა მთავარი პრიორიტეტია
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის დასავლელი მხარდამჭერები ცდილობენ, კიევი საჰაერო თავდაცვითი საშუალებებით უზრუნველყონ, რათა უკრაინა რუსეთის განურჩეველი სარაკეტო თავდასხმებისგან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიცვან. „ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ მხარდაჭერა უკრაინისთვის და მთავარი პრიორიტეტი იქნება უკრაინის მეტი საჰაერო თავდაცვა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. 10 ოქტომბერს, კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის ძალებს უკრაინაში ორი სამიზნე აქვთ - ენერგოობიექტები და ადამიანები. ეს ტერორიზმია ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
იენს სტოლტენბერგი: რუსეთი თებერვლის შემდეგ, ყველაზე სერიოზულ ესკალაციას ახდენს. მზად ვართ გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის დასახმარებლად
NATO-ს თავდაცვის მინისტრები იკრიბებიან ჩვენი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში, აცხადებს სტოლტენბერგი NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსი მზადაა, უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს იმ ფონზე, როდესაც რუსეთი დამატებითი ძალების მობილიზებას ახდენს. სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთი ომის კიდევ უფრო ესკალაციას ახდენს. „ჩვენ ვნახეთ ომის ყველაზე სერიოზული ესკალაცია რუსეთის შეჭრის შემდეგ. რუსეთი ათიათასობით ახალი ძალების მობილიზაციას ახდენს. ისინი ცდილობენ, უკანონოდ შემოერთონ ახალი უკრაინული მიწები და ჩვენ ვნახეთ განურჩეველი დარტყმები უკრაინის ქალაქებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე მოვისმინეთ ფარული ბირთვული მუქარები მოსკოვიდან. ეს ყველაფერი თებერვლის შემდეგ ყველაზე სერიოზულ ესკალაციას იწვევს. დღეს ჩვენ შევხვდებით უკრაინის თავდაცვის მინისტრს, მინისტრ რეზნიკოვს და მოკავშირეების გზავნილი იქნება, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას, ჩვენ მზად ვართ გრძელვადიან პერსპექტივაში დასახმარებლად და მათ მხარს დავუჭერთ, სანამ საჭირო იქნება. გაიმართება შეხვედრა მინისტრ რეზნიკოვთან აშშ-ის ხელმძღვანელობით უკრაინის საკონტაქტო ჯგუფში და ასევე ვახშამი NATO-ს მინისტრებთან დღეს მოგვიანებით, რომელზეც განვიხილავთ, თუ როგორ გავაძლიეროთ უკრაინის მხარდაჭერა. მთავარი პრიორიტეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვა იქნება. NATO უნიკალური პლატფორმაა. ჩვენ შეგვიძლია, ვაწარმოოთ მეტი იარაღი, მეტი საბრძოლო მასალა, გვაქვს მეტი შესაძლებლობები, რაც ჩვენ გვჭირდება, როგორც საკუთარი შეკავებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად, ასევე, იმისთვის, რომ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის დასავლელი მხარდამჭერები ცდილობენ, კიევი საჰაერო თავდაცვითი საშუალებებით უზრუნველყონ, რათა უკრაინა რუსეთის განურჩეველი სარაკეტო თავდასხმებისგან მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიცვან. იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვა მთავარი პრიორიტეტია. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შეხვედრა თავდაცვის მინისტრების დონეზე, ბრიუსელში იმართება. შეხვედრას NATO-ს შტაბ-ბინაში, ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უძღვება. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე 80-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. პუტინმა უკრაინაზე მასიური შეტევა აღიარა და კიდევ დაიმუქრა. აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთი, ყირიმის ხიდის აფეთქებამდე გეგმავდა ფართომასშტაბიან თავდასხმებს უკრაინაზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თავდაცვის მინისტრი უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე რამშტაინის ფორმატში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. რამშტაინის ბაზაზე, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრიც ესწრება შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნის საჭიროებები, ასევე აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილება. შეხვედრაში 50-ზე მეტი თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობენ. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა უკვე გამართა შეხვედრა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. მოგვიანებით, ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერსაც შეხვდება და NATO-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავს.
ჯუანშერ ბურჭულაძე NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ადმირალ რობ ბაუერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, NATO-ში ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ორმხრივ შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია და საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები წარმოადგენდა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობასა და გამოწვევების ფონზე საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბელგიის სამეფო NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას 12-13 ოქტომბერს მასპინძლობს. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი რამშტაინის ფორმატში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო და NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა”, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლოიდ ოსტინი: NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ
აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეერთებული შტატები მე-5 მუხლით აღებული ვალდებულებების შესრულების მიმართ აბსოლუტურ ერთგულებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. „ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. მსურს, მივესალმო ყველა ჩვენს მოკავშირეს და პარტნიორს, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას. მოგეხსენებათ, უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის მერვე თვეა. იენს სტოლტენბერგი: უკრაინას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მივაწვდით მას შემდეგ, რაც მან ეს გააკეთა, მოკავშირეებმა განაგრძეს ნაბიჯები უსაფრთხოების დახმარების გაწევის მიზნით. და ეს მხოლოდ ამ ალიანსის ხარისხსა და ალიანსის წევრების გულმოდგინედ მოქმედებაზე მეტყველებს. ეს ასევე მეტყველებს იმაზე, რომ ეს ალიანსი არის არსებითი ფორუმი კონსულტაციისა და გადაწყვეტილების მიღებისა და ქმედებებისთვის, როდესაც საქმე ეხება რეგიონის უსაფრთხოებას და ასევე ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას. ასე რომ, დღეს მოუთმენლად ველით დიდ დისკუსიებს. მე ასევე მოუთმენლად ველი, როდის მივესალმები ფინეთს და შვედეთს ალიანსში. და ჯენს, კიდევ ერთხელ მადლობა მინისტერიალის მოწვევისთვის. მე ნამდვილად მოუთმენლად ველი დიდ დისკუსიებს“, - განუცხადა ოსტინმა სტოლტენბერგს NATO-ს შტაბბინაში, სადაც თავდაცვის მინისტერიალი იმართება.
NATO ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებში წარმომადგენლობას აორმაგებს
ჩრდილოეთის ნაკადის გაზსადენებზე რუსეთის სავარაუდო დივერსიამ, რეგიონში დასავლეთის საზღვაო ძალების გაზრდა გამოიწვია. შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა, Nord Stream-ზე დივერსია დაადასტურა დასავლეთის ქვეყნებმა ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვებში თავიანთი სამხედრო ყოფნა გააძლიერეს. ეს პასუხია რუსეთის მხრიდან სავარაუდო დივერსიაზე, რომელიც წყალქვეშა გაზსადენებზე მოხდა. NATO-ს მაღალჩინოსნებმა მოსკოვს ახალი გაფრთხილებები გაუგზავნეს ევროპაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღების შესახებ, რაც დასავლეთსა და რუსეთს შორის დაძაბულობის მკვეთრად გაზრდის ბოლო ნიშანია. მოკავშირე ქვეყნებმა ასევე გააფართოვეს ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვების წყალქვეშა და ფრენების მონიტორინგი წყალქვეშა პატრულით და ფრენებით საზღვაო საპატრულო თვითმფრინავებიდან. Nord Stream 1 და 2 გაზსადენებით, დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი რუსეთიდან გერმანიასა და დანარჩენ ევროპას მიეწოდება. დასავლელი ოფიციალური პირების თქმით, სავარაუდო დივერსია ემთხვევა რუსეთის გეგმას, გაყინოს ევროპის ნავთობისა და გაზის მარაგები ზამთრის წინ, რათა შეასუსტოს დასავლეთის გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამშაბათს, 10 ოქტომბერს გააფრთხილა რუსეთი. „ჩვენ განვიხილავთ ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას. NATO ამაზე მრავალი წელია, მუშაობს. Nord Stream-ის გაზსადენებზე დივერსიის შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერეთ ჩვენი მზადყოფნა. ჩვენ გავაორმაგეთ ჩვენი ყოფნა ბალტიის და ჩრდილოეთის ზღვებში 30-ზე მეტი ხომალდით. მხარს ვუჭერთ საზღვაო საპატრულო თვითმფრინავებს და წყალქვეშა შესაძლებლობებს. ეს ძალისხმევა მჭიდროდ კოორდინირებულია NATO-ს საზღვაო სარდლობის მიერ. მოკავშირეები ასევე ზრდიან უსაფრთხოებას ძირითადი ინსტალაციების გარშემო. აძლიერებენ დაზვერვას. „ჩვენ გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს ჩვენი გამძლეობის გასაძლიერებლად და ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ნებისმიერ მიზანმიმართულ თავდასხმას მოკავშირეების კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მოჰყვება ერთიანი და გადამწყვეტი პასუხი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
NATO-ს 14 წევრი ქვეყანა და ფინეთი „ევროპის ცის ფარის ინიციატივას“ აამოქმედებენ
NATO-ს 14 მოკავშირის თავდაცვის მინისტრები და ფინეთი ევროპის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. მოკავშირეები შეიმუშავებენ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემას სახელწოდებით - „ევროპული ცის ფარის ინიციატივა“ ქმნიან. მისი მიზანია, გააძლიეროს ალიანსის უნარი, დაიცვას თავისი წევრები, იტყობინება ორგანიზაცია. „ეს ვალდებულება დღეს კიდევ უფრო გადამწყვეტია, რადგან ჩვენ მოწმენი ვართ რუსეთის მიერ უკრაინაში დაუნდობელი და განურჩეველი სარაკეტო თავდასხმების“, - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ. გერმანიის ხელმძღვანელობით ამოქმედებული ინიციატივა მიზნად ისახავს ევროპული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნას, ევროპული ქვეყნების მიერ საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობისა და რაკეტების ერთობლივი შეძენის გზით. ეს გააძლიერებს NATO-ს ინტეგრირებულ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვას. NATO-ს 14 ქვეყანას შორის არიან: ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვაკეთი, სლოვენია, რუმინეთი, გაერთიანებული სამეფო. ფინეთი NATO-ს წევრობის მოლოდინშია. მისი განაცხადი წევრი ქვეყნების მიერ რატიფიცირების ეტაპზეა.
NATO-ს მოკავშირეების საბრძოლო თვითმფრინავების მონაწილეობით, წვრთნები გაიმართა
გერმანიაში, რამშტეინის ბაზაზე, შეერთებული შტატების F-22-ის, პოლონური F-16-ის, MIG-29-ებისა და იტალიური საბრძოლო თვითმფრინავების მონაწილეობით, საჰაერო მანევრები ჩატარდა. NATO-ს გაძლიერებული მისია ალიანსს საშუალებას აძლევს, შეაჩეროს შესაძლო საფრთხეები ჰაერიდან. NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მოკავშირეთა თვითმფრინავების უპრეცედენტო რაოდენობაა თავმოყრილი. გამანადგურებელი თვითმფრინავები მზად არიან, შეაჩერონ და დაიცვან ნებისმიერი საფრთხე. ეს საქმიანობა ტარდება საერთაშორისო კანონებისა და სტანდარტების შესაბამისად. ისინი ხაზს უსვამენ NATO-ს მზადყოფნას, ჩვენი მოკავშირეების დასაცავად.
ესპანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემით უზრუნველყოფს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ესპანეთის მიერ ვალდებულების აღების შესახებ გამოაცხადა, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული წარმოების MIM-23 HAWK-ის ტიპის საშუალო დიაპაზონის სარაკეტო სისტემების მიწოდებას ითვალისწინებს. 13 ოქტომბერს, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO დაუყოვნებლივ მიაწვდის უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემებს, რათა დაეხმაროს კიევს რუსეთის თვითმფრინავების განეიტრალებაში და დაიცვას უკრაინის მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, რომ უკრაინას მხოლოდ საჰაერო თავდაცვის 10% აქვს.
მოსკოვის „ბირთვულ რიტორიკასთან“ დაკავშირებით, NATO-სა და რუსეთს შორის კომუნიკაცია შედგა
საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არ აპირებს პასუხს ბირთვული იარაღით, თუ რუსეთი გამოიყენებს ამგვარი ტიპის იარაღს უკრაინის წინააღმდეგ. განიხილავს NATO ბირთვულ პასუხს ამგვარი შეტევის შემთხვევაში? ძირს უთხრის თუ არა საფრანგეთი დასავლეთის შეკავების პოლიტიკას, როდესაც ცალმხრივად გამორიცხავს ბირთვულ პასუხს? ამ შეკითხვით მიმართეს NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში, თავდაცვის მინისტერიალის შემდეგ. NATO-ს „ბირთვული შეკავების“ ფუნდამენტური მიზანია მშვიდობის შენარჩუნება, აგრესიის თავიდან აცილება და NATO-ს მოკავშირეების მიმართ იძულების თავიდან აცილება. გარემოებებს, როდესაც NATO-ს შეიძლება ბირთვული იარაღის გამოყენება მოუწიოს, უკიდურესად შორი მიზეზობრივი კავშირი აქვს. რუსეთის ბირთვული რიტორიკა საშიშია, უგუნური. მათ იციან, რომ თუ ისინი გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს უკრაინის წინააღმდეგ, მას სერიოზული შედეგები მოჰყვება. ეს არის ის, რაც რუსეთმა იცის, NATO-ს მოკავშირეებმა რუსეთს ამის შესახებ სხვადასხვა გზით აცნობეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
NATO ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს იწყებს
NATO ბირთვული ძალების ყოველწლიურ წვრთნებს ორშაბათს, 17 ოქტომბერს იწყებს. წვრთნებში (Steadfast Noon) აშშ 13 ქვეყანასთან ერთად მონაწილეობს. პენტაგონის თანახმად, სწავლება უკვე 10 წელზე მეტია, რაც ტარდება. „წვრთნები მოიცავს მოიერიშე თვითმფრინავებს, რომლებსაც ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლიათ, მაგრამ ბორტზე ცოცხალი იარაღი არ იქნება. აშშ ასევე უზრუნველყოფს B-52 ტიპის ბომბდამშენებს, რომლებიც ჩრდილოეთ დაკოტაში, მინოტის საჰაერო ბაზიდან იფრენენ. სწავლების მიზანია, უზრუნველყოს ალიანსის შემაკავებელი მექანიზმი, რომელიც დარჩეს როგორც სანდო, ეფექტიანი და უსაფრთხო“, - განაცხადა თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. „რუტინული სწავლება, რომელიც 30 ოქტომბრამდე გაგრძელდება, არ არის დაკავშირებული მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან“, - აღნიშნულია თავის მხრივ, NATO-ს ოფიციალურ ინფორმაციაში. პუტინის „ბირთვული რიტორიკის“ ფონზე, NATO ბირთვულ წვრთნებს იწყებს NATO-ს ცნობით, წვრთნებში 60-მდე თვითმფრინავი ჩაერთვება, მათ შორის მოწინავე გამანადგურებელი, სადაზვერვო და ტანკერი-თვითმფრინავი. სასწავლო ფრენები განხორციელდება ბელგიის თავზე, რომელიც წვრთნებს მასპინძლობს, ასევე ჩრდილოეთ ზღვისა და გაერთიანებული სამეფოს თავზე. ცოცხალი იარაღი არ გამოიყენება. „NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც მოკავშირეთა ლიდერებმა ივნისში, მადრიდის სამიტზე მიიღეს, ცხადყოფს, რომ „NATO-ს ბირთვული შესაძლებლობების ფუნდამენტური მიზანი, მშვიდობის შენარჩუნება, იძულების თავიდან აცილება და აგრესიის შეკავებაა“. მასში ხაზგასმულია, რომ „სანამ ბირთვული იარაღი იარსებებს, NATO ბირთვულ ალიანსად დარჩება. „NATO-ს მიზანი ყველასთვის უსაფრთხო მსოფლიოა; ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ უსაფრთხოების გარემო მსოფლიოსთვის, ბირთვული იარაღის გარეშე“, - ვკითხულობთ ალიანსის განცხადებაში. ამასთან, როგორც CNN წერს, აშშ-ის რამდენიმე ოფიციალური პირის თქმით, პენტაგონი და აშშ-ის დაზვერვა, რუსეთის წვრთნების დროს მოსკოვის ბირთვული იარაღის ნებისმიერ მოულოდნელ ან უჩვეულო მოძრაობას დააკვირდებიან. კრემლის წვრთები სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაიმართება. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთის ბირთვული რიტორიკა და მისი გადაწყვეტილება ამ წვრთნების გაგრძელების შესახებ, უკრაინასთან ომის დროს, უპასუხისმგებლობაა“, - განუცხადა CNN-ს თავდაცვის მაღალჩინოსანმა. მოსკოვის „ბირთვულ რიტორიკასთან“ დაკავშირებით, NATO-სა და რუსეთს შორის კომუნიკაცია შედგა
ხმელთაშუა ზღვაში NATO-ს წვრთნები მიმდინარეობს
14-28 ოქტომბერს ხმელთაშუა ზღვაში NATO-ს წვრთნები იმართება. ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში NATO-ს 19 მოკავშირე და პარტრნიორი ალიანსის ერთობის დემონსტრირებას მოახდენს. NEST 22-2 უპირველეს ყოვლისა იძლევა შესაძლებლობას, გავაუმჯობესოთ მოკავშირეებთან ერთად მუშაობის უნარი რთულ და სულ უფრო სადავო გარემოში. NATO-ს ეს ღირებული წვრთნა აძლიერებს ჩვენს მზადყოფნას და ხაზს უსვამს ჩვენს ვალდებულებას შეკავებისა და თავდაცვისთვის“, - განაცხადა ბრიგადის გენერალმა, მოკავშირეთა საჰაერო სარდლობის ოპერაციების შტაბის უფროსის მოადგილემ კრისტოფ პლიეტმა. NEST 22-2 არის მესამე აქტივობა, რომელიც 2020 წლის შემდეგ Project Neptune-ის სახელით არის ცნობილი.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გმირი ჯარისკაცები გმირულად იცავდნენ ქვეყნის სახელს, ღირსეულად წარმოაჩენდნენ ქვეყანას სხვადასხვა მისიაში
ჩვენი გმირი ჯარისკაცები გმირულად იცავდნენ ჩვენი ქვეყნის სახელს, ღირსეულად წარმოაჩენდნენ ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა მისიებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 17 ოქტომბერი, ყველა თაობის ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა დღეა მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ავღანეთში NATO-ს არაწევრი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანა იყო, სადაც 30- ზე მეტი გმირი ჯარისკაცი დავკარგეთ, ასეულობით ჯარისკაცი კი დაიჭრა „მინდა შევახსენო ყველას, რომ ჩვენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ახლა ბევრი უკვე ვეტერანი, გმირულად იცავდა ჩვენი ქვეყნის სახელს, ღირსეულად წარმოაჩენდნენ ჩვენს ქვეყანას, ჩემს მიერ ჩამოთვლილ მისიებში. ერთ დროს ავღანეთში ჩვენ ვიყავით, როგორც ნატოს არაწევრი ქვეყანა, ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, ყველაზე დიდი კონტიგენტით იყო წარმოდგენილი ქართული კონტიგენტი ავღანეთში. იქ ჩვენ დავკარგეთ 30-ზე მეტი გმირი ჯარისკაცი, ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი დაიჭრა. ესენი არიან ჩვენი დაუმარცხებელი, გაუტეხელი სამხედროები და ვეტერანები. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა მათ. ჩვენ ყოველდღე უნდა ვუთხრათ და გითხრათ თქვენ მადლობა. რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვუფასებთ ჩვენს ვეტერანებს, მათ მიერ გაღებულ წვლილს, მათ ღვაწლს. ჩვენი ხელისუფლება ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ და გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ კიდევ უფრო მეტად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი. თქვენს მაგალითებზე უნდა აღვზარდოთ ჩვენ ჩვენი ახალგაზრდა თაობები. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სწორედ ვეტერანების დაფასება არის ჩვენი ვალი, ჩვენი მთავრობის ვალი და მე გპირდებით, რომ კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ თქვენთვის და თქვენი ღვაწლის დასაფასებლად. კიდევ ერთხელ, ჩვენი მთავრობის სახელით მადლობას გიხდით და გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
იენს სტოლტენბერგი: NATO ემზადება ნებისმიერი სცენარისთვის
NATO მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა დაბალია, მაგრამ სამხედრო ალიანსი ფხიზლად რჩება. NATO ყურადღებით აკვირდება რუსული ბირთვული ძალების მდგომარეობასა და მზადყოფნას, განსაკუთრებით რუსული ბირთვული წვრთნების დროს. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბერლინის საგარეო პოლიტიკის ფორუმზე ვირტუალური გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, რას აკეთებენ ისინი [რუსები]. ჩვენ ფხიზლად ვართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი აპირებენ ბირთვული წვრთნების ჩატარებას. უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული თავდასხმის ან ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი დაბალია, მაგრამ, რა თქმა უნდა, პოტენციური გავლენა, შედეგი დიდია. ასე რომ, ეს არის რისკი, რომელსაც სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ, მოსკოვს შევატყობინეთ, რომ თუ ისინი გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს უკრაინაში, ამას რუსეთისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. „ჯერჯერობით, ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება მათ ბირთვულ მზადყოფნაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მუდმივად ვაკვირდებით“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ალიანსი მზად უნდა იყოს ნებისმიერი სცენარისთვის. „ამჟამად, კრემლი იყენებს თავის ბირთვულ რიტორიკას მოკავშირეების დასაშინებლად და მათ შანტაჟისთვის, რათა შეწყვიტონ უკრაინის მხარდაჭერა; რათა პუტინმა გაიმარჯვოს უკრაინაში, ჩვენ ვერ შეგვაშინებენ და ვერ მივიღებთ რუსეთის მხრიდან შანტაჟს, რადგან ვფიქრობ, ეს ბირთვული რიტორიკაა თუ ის [პუტინი] გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს ძალიან სახიფათო გზავნილს გაუგზავნის ყველა ავტორიტარ ლიდერს, რომ როდესაც ისინი სამხედრო ძალას გამოიყენებენ სასტიკი გზით, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, ისინი შეძლებენ, მიაღწიონ თავიანთ მიზნებს. NATO უკრაინას რუსული თვითმფრინავების განეიტრალებასა და ინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმარება ეს ჩვენ უფრო მოწყვლადს გაგხვდის, მსოფლიოს კი - უფრო საშიშს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, NATO განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას და კიევს უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემებს უახლოეს მომავალში მიაწვდის. მოსკოვის „ბირთვულ რიტორიკასთან“ დაკავშირებით, NATO-სა და რუსეთს შორის კომუნიკაცია შედგა 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა მომავალში NATO-ს წევრი გახდება, თუმცა ჯერ ომი აქვს მოსაგები
მე ვიცავ შეთანხმებულ პოზიციას, რომ NATO-ს კარი ღია რჩება და უკრაინა მომავალში გახდება ალიანსის წევრი. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს მისივე თქმით, ახლა მოკლევადიანი პრიორიტეტია უკრაინის დახმარება, რათა ბრძოლის ველზე მეტი უპირატესობის მიღება შეძლოს და ეს ომი დაასრულოს, რათა ევროპაში დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო გახდეს. „ეს გაწევრიანებაზე ნებისმიერი დისკუსიის წინაპირობაა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ბერლინში, საგარეო პოლიტიკის ფორუმზე. „2014 წლიდან ჩვენ ვიმყოფებით სიტუაციაში, როდესაც რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია და დონბასის ნაწილებს აკონტროლებს. მაშინ მთავარი აქცენტი უკრაინის მხარდაჭერა იყო. ჩვენ ასევე მტკიცედ განვაცხადეთ, რომ თითოეულ სახელმწიფოს შეუძლია აირჩიოს თავისი გზა, ეს ასევე ეხება უკრაინას. დასასრულს, უკრაინისა და 30 მოკავშირისთვის დადგება საკითხი, რომ მიიღონ წევრობის შესახებ გადაწყვეტილება. რუსეთს ამაზე სიტყვა არ ეთქმის. ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ უკრაინას, რომ ამ ომში გაიმარჯვოს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. რაც შეეხება, უკრაინის ალიანსში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესაძლებლობას, NATO-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ უკრაინა ახლა ომშია და უპრეცედენტო სამხედრო დახმარებას იღებს. „მე მტკიცედ მჯერა, რომ უკრაინა სხვა პოზიციაზეა, ვიდრე შვედეთი და ფინეთი. ფინეთი და შვედეთი NATO-ს პარტნიორები არიან მრავალი წლის განმავლობაში. ალიანსში არის კონსენსუსი, რომ ისინი წევრებად მოიწვიონ. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მადრიდის სამიტზე. "- განაცხადა გენერალურმა მდივანმა. შეგახსენებთ, 30 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის მისიის ხელმძღვანელი ნატალია გალიბარენკო თვლის, რომ კიევის განცხადება NATO-ში დაჩქარებული შესვლის შესახებ ნიშნავს, რომ ამ საკითხზე დისკუსიამ „ფორმალიზებული ხასიათი შეიძინა“.
სტოლტენბერგმა მიუთითა პრობლემებზე, რომლის გადაჭრის შემთხვევაში, საქართველოსთვის უფრო მარტივი იქნება NATO-ს მოკავშირეების მხარდაჭერის მობილიზება
18 ოქტომბერს, ბერლინის საგარეო პოლიტიკის ყოველწლიურ ფორუმზე NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ინტერვიუს Deutsche Welle-ს ჟურნალისტი გაუძღვა. NATO-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ტრანსკრიპტის თანახმად, სტოლტენბერგთან შეკითხვის დასმის შესაძლებლობა საქართველოს წარმომადგენელსაც ჰქონდა. შეკითხვა: ევროკავშირში საქართველოს მისიის უფროსის მოადგილე, ქეთი ჭუმბაზე: გენერალურ მდივანო, მართლაც, რუსეთის ეს აგრესიული ომი არ დაწყებულა 2022 წლის თებერვალში და არც 2014 წელს. ეს ომი რეალურად დაიწყო 2008 წელს, როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და დაიკავა მისი ორი სუვერენული რეგიონი. გრძელვადიან პერსპექტივაში როგორი უნდა იყოს NATO-სა და კოლექტიური დასავლეთის პროაქტიული პოლიტიკა? პასუხი: „ამაზე ნაწილობრივ პოლიტიკური და ნაწილობრივ სამხედრო პასუხი არსებობს: ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორობა, თანამშრომლობა, დიალოგი იმ ქვეყნებთან, რომლებიც დაუცველნი არიან რუსეთის შეჭრის მიმართ. საქართველო, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანია, რუსეთი უკვე აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს. მაგრამ ეს ასევე ეხება შესაძლებლობების განვითარებას, ტრენინგს და სხვადასხვა სახის მხარდაჭერას.NATO-ს მოკავშირეები მხარს უჭერენ საქართველოს. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, როგორც მჭიდრო პარტნიორთან. მოკავშირეები შეთანხმდნენ მეტის გაკეთებაზე, განსაკუთრებით უკრაინაზე სასტიკი თავდასხმის ფონზე, ეს ხაზს უსვამს ისეთ ქვეყანასთან პროაქტიული მუშაობის მნიშვნელობას, როგორიც საქართველოა. შემდეგ, ვფიქრობ, ეს ასევე გულისხმობს იმის უზრუნველყოფას, რომ, მაგალითად, საქართველო განახორციელებს აუცილებელ რეფორმებს და განიხილავს ზოგიერთ შეშფოთებას, რომელიც ჩვენ გამოვთქვით, მაგალითად, კორუფციასა და უსაფრთხოების ინსტიტუტებზე დემოკრატიულ კონტროლთან დაკავშირებით. ასე რომ, რაც უფრო მეტად შეძლებს საქართველო ამ პრობლემების მოგვარებას, ვფიქრობ, მით უფრო ადვილი იქნება NATO-ს მოკავშირეებისგან საჭირო მხარდაჭერის მობილიზება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
„ალფა“ ასეულმა NATO-ს შეფასების NEL-2 დონის გადამზადების პროგრამა წარმატებით დაასრულა - თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა" ასეულმა ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე სიტუაციური სწავლება ჩაატარა. თავდაცვის სამინისტროს ცნობოთ, ასეულის სიტუაციური სწავლების მიზანი NATO-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&FP) ფარგლებში NATO-ს მე-2 დონის (NEL-2) შეფასებისთვის მზადყოფნაა. „ალფა" ასეულმა თავდასხმითი ოპერაციის მომზადების შემდეგ რეიდის და სამედიცინო ევაკუაციის ამოცანები შეასრულეს. „ალფა“ ასეულს სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი უჭერდა მხარს. სწავლებაში მონაწილეობას ჯავშანმანქანა „დიდგორი“ და სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ იღებდნენ. NATO-ს სახმელეთო ძალების ოფიცრების ვიზიტისას საქართველოში ოფიციალურ შეთანხმებას მოეწერა ხელი დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფმა პირადი შემადგენლობისა და სამეთაურო რგოლის მოქმედებები დადებითად შეაფასა. აღნიშნულ პროგრამას საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს. მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულმა NATO-ს მე-2 დონის (NEL-2) შეფასება პირველად 2019 წელს დაასრულა და NATO-ს ძალებთან თავსებადობის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღო. ქვედანაყოფი NATO-ს ძალებთან თავსებადობის კუთხით ამჟამად გადამზადებასა და მზადყოფნაში შემოწმებას გადის. შეგახსენებთ, სექტემბერში, NATO-ს სახმელეთო ძალების ოფიცრების ვიზიტისას საქართველოში ოფიციალურ შეთანხმებას მოეწერა ხელი. NAT0-ს ოფიციალური პირი Europetime-ს ექსკლუზიურად ესაუბრა NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის ოფიცრების ვიზიტის მიზნებსა და იმ შეთანხმებაზე, რომელიც ალიანსმა ქართულ მხარესთან გააფორმა. NAT0-ს ოფიციალური პირის თქმით, შეთანხმება ღონისძიებათა ერთობლიობას მოიცავს და სწორედ მის საფუძველზე დაიწყება NEL2-ის შეფასების მეორე ეტაპი, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მსუბუქი ქვეითი ასეულის ოპერატიული შესაძლებლობების განსაზღვრას ემსახურება. როგორც ცნობილია, NEL2-ის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ქართული დანაყოფი NATO-სთან სრულად თავსებადი ხდება. „NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM) 3 ოფიცერი საქართველოში ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის (OCC) საკონსულტაციო ვიზიტის ფარგლებში 22-დან 26 აგვისტომდე იმყოფებოდა. დელეგაცია საქართველოში NATO-ს შეფასების II დონის (NEL2) შეფასების მიზნით ჩამოვიდა. NEL2 მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების მსუბუქი ქვეითი ასეულის ოპერატიული შესაძლებლობების დონის განსაზღვრას, რომელიც თავის დროზე NATO-ს რეაგირების ძალებს (NRF) შეუერთდა. NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის ოფიცრების ვიზიტები მოიცავდა მოხსენებების, შეხვედრებისა და აქტივობების მთელ რიგ სერიას, მათ შორის საქართველოს თავდაცვის უწყების ოფიციალური პირების ჩართულობით. ხსენებული ვიზიტი დასრულდა შესრულების ღონისძიებების ერთობლიობის შესახებ ორივე მხარის მიერ ოფიციალურ შეთანხმებაზე ხელმოწერით, რასაც აღნიშნული შეფასების პროცესის მეორე ეტაპი დაეფუძნება“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, NATO-ს შეფასების II დონის წარმატებით გავლის შემდეგ, ქართული დანაყოფი NATO-სთან სრულად თავსებადი ხდება. NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები 2002 წელს ჩამოყალიბდა, ის ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდლობას ექვემდებარება. NATO-ს წევრი სახელმწიფოების გარდა, NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ NATO-ს პარტნიორ ქვეყნებს. საქართველომ თავისი სამხედროების მონაწილეობა ალიანსს 2013 წელს შესთავაზა და მისი პირველი ასეული NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს 2015 წლის იანვარში შეუერთდა. NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალური ოპერაციების ძალებისგან შედგება.
ესპანეთი ბულგარეთსა და რუმინეთში 14 მოიერიშე თვითმფრინავს გზავნის
ესპანეთი, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგს, 14 მოიერიშე თვითმფრინავით გააძლიერებს ესპანეთმა შაბათს განაცხადა, რომ ბულგარეთსა და რუმინეთში 14 მოიერიშე თვითმფრინავს გაგზავნის. ესპანეთის მიზანია NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება. აშშ-მ რუმინეთში, ელიტარული საჰაერო-სადესანტო დივიზია განათავსა ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მადრიდი 6 Eurofighter-სა და 130 სამხედროს, ბულგარეთში ნოემბრის შუა რიცხვებიდან გაგზავნის. ამასთან, რვა F18M გამანადგურებელი თვითმფრინავი და 130 საჰაერო ძალების პერსონალი, რუმინეთში 2023 წლის დეკემბრიდან მარტამდე, (როგორც NATO-ს „პასუხის და შეკავების“ სტრატეგიის ნაწილი) განლაგდება. ესპანეთი ასევე გააძლიერებს საჰაერო ძალების მისიებს, რომელიც "საჰაერო ფარის" ნაწილია. ქვეყანამ უკვე გაუგზავნა 12 მოიერიშე თვითმფრინავი NATO-ს აღმოსავლეთ წევრებს ბულგარეთს, ლიეტუვასა და ესტონეთს მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომავალ თვეში ესპანეთი ბულგარეთში 8 საბრძოლო თვითმფრინავს გაგზავნის.
NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, ბრიტანელი მრჩეველი დააჯილდოეს
NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლის, ბრიტანელი მრჩეველის, კაპიტან ჯეკ ბეკეტის გაცილების ცერემონია გაიმართა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა კაპიტან ჯეკ ბეკეტს JTEC-ის საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს. "თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ბრიტანელი მრჩეველი თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „ღირსეული პარტნიორი“ დააჯილდოვა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. კაპიტანი ჯეკ ბეკეტი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) 2022 წლის გაზაფხულიდან იყო მოვლენილი და ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევდა. მედალი „ღირსეული პარტნიორი“ Noble Partner უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, სამხედრო თუ სამოქალაქო პირებს გადაეცემათ, რომლებმაც საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
იენს სტოლტენბერგი: რუსეთი ხშირად ადანაშაულებს სხვებს იმაში, რასაც თავად აპირებენ
NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთი ყალბ ცნობებს ავრცელებს იმის შესახებ, რომ თითქოს, უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე რადიოლოგიური „ბინძური ბომბის“ გამოსაყენებლად ემზადება. NATO-ს მოკავშირეები უარყოფენ ამ აშკარად ცრუ ბრალდებას. „რუსეთი ხშირად ადანაშაულებს სხვებს იმაში, რასაც თავად აპირებენ. ჩვენ ამის მაგალითი ადრე ვნახეთ. სირიიდან უკრაინაში. რუსეთმა არ უნდა გამოიყენოს ცრუ საბაბი შემდგომი ესკალაციისთვის. მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს არსებულ ვითარებას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება. რა საკითხებზე ესაუბრნენ მარკ მილი და ენტონი რადაკინი ვალერი გერასიმოვს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „ბინძურ ბომბზე“ რუსეთის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი უკვე მოამზადა. ერთობლივ განცხადებაში, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარყვეს „რუსეთის ცრუ ბრალდებები იმის შესახებ, რომ უკრაინა ემზადება ბინძური ბომბის გამოსაყენებლად საკუთარ ტერიტორიაზე“.
იენს სტოლტენბერგი: არცერთი ქვეყანა არ უნდა დაეხმაროს აგრესორს უკანონო ომში
NATO-ს გენერალური მდივანი ირანის წინააღმდეგ ძლიერ სანქციებს მიესალმება. ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, რუსეთის მიერ წარმოებული ომისთვის, ირანის მხრიდან გარებული სამხედრო დახმარება მიუღებელია. „ბოლო დღეებში ჩვენ ვნახეთ, რომ ირანი სამხედრო დახმარებას უწევს რუსეთის ომის ძალისხმევას. ეს მიუღებელია. არცერთი ქვეყანა არ უნდა დაეხმაროს აგრესორს უკანონო ომში. ამიტომ, მივესალმები, რომ მოკავშირეები და ევროკავშირი ახორციელებენ ძლიერ სანქციებს თეირანის წინააღმდეგ. NATO არ არის უკრაინის ომის მონაწილე, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მათი თავდაცვის ფუნდამენტური უფლების მხარდაჭერას, რამდენ ხანსაც დასჭირდებათ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. NATO- ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ადრიატიკის ზღვაში აშშ-ის საზღვაო ძალების ავიამზიდს (USS George H.W.) ეწვია. ხომალდი ამჟამად ხელმძღვანელობს გადამზიდავ დამრტყმელ ჯგუფს NATO- ს მეთაურობით, რომელსაც სტოლტენბერგმა აშშ-ის შესაძლებლობებისა და ალიანსისადმი ერთგულების დემონსტრირება უწოდა. „ეს გადამზიდავი ყოველდღე აგზავნის შეკავების მძლავრ გზავნილს მოკავშირეების მხრიდან“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-თან განაცხადა, რომ შტატები მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობს, მათ შორის გაეროში და ეს თანამშრომლობა მოიცავს ირანის მიერ რუსეთში იარაღის სახიფათო გავრცელების საწინააღმდეგო ქმედებებს. აშშ ასევე აგრძელებს ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს. 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. ზელენსკი: რუსეთის მიერ ირანული დრონების ყიდვა, სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა.
სტოლტენბერგი: პუტინმა იცის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას სერიოზული შედეგები მოჰყვება, მზად ვართ, ვიმოქმედოთ
პრეზიდენტ პუტინის ბირთვული რიტორიკა საშიშია და ის უგუნური და უპასუხისმგებლოა. ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება უკრაინაში, ძირეულად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს. პრეზიდენტმა პუტინმა იცის, რომ ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. იენს სტოლტენბერგი: არცერთი ქვეყანა არ უნდა დაეხმაროს აგრესორს უკანონო ომში „ამ კუთხით, ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება რუსეთის პოზიციებში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და ფხიზლად ვართ. მზად ვართ, ვიმოქმედოთ საჭიროების შემთხვევაში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის მკაფიო გზავნილის გაგზავნა ან იმის დემონსტრირება, რომ მათ, რა თქმა უნდა, არ უნდა გამოიყენონ ბირთვული იარაღი უკრაინაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ადრიატიკის ზღვაში აშშ-ის საზღვაო ძალების ავიამზიდს (USS George H.W.) ეწვია. ხომალდი ამჟამად ხელმძღვანელობს გადამზიდავ დამრტყმელ ჯგუფს NATO- ს მეთაურობით, რომელსაც სტოლტენბერგმა აშშ-ის შესაძლებლობებისა და ალიანსისადმი ერთგულების დემონსტრირება უწოდა. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.
იენს სტოლტენბერგი: რუსეთმა იცის, რომ თუ ერთ მოკავშირეს თავს ესხმიან, მას ყველა მოკავშირე დაიცავს
წვრთნების - Steadfast Noon მიზანია შემაკავებელი მექანიზმის გაძლიერება და უსაფრთხოების, მისი ეფექტიანობის შენარჩუნება/დაცვა. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგის განმარტებით, ეს წვრთნები დიდი ხნის წინ დაიგეგმა. „ჩვენი სწავლება Steadfast Noon დიდი ხნის წინ დაიგეგმა. ეს რუტინული წვრთნებია. ეს არის წვრთნები, რომლებსაც ჩვენ რეგულარულად ვატარებთ და ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად არასწორ სიგნალს გავაგზავნიდით, თუ მას მოულოდნელად გავაუქმებდით. NATO ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს იწყებს ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი. წვრთნების მიზანია შემაკავებელი მექანიზმის გაძლიერება და უსაფრთხოების, მისი ეფექტიანობის შენარჩუნება/დაცვა. შეკავება კი, კონფლიქტის თავიდან აცილების საშუალებაა. რუსეთმა იცის, რომ NATO მზად არის უპასუხოს, მათ ასევე იციან, რომ თუ ერთ მოკავშირეს თავს ესხმიან, მას ყველა მოკავშირე დაიცავს. ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის. და, 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, NATO-ს სანდო შემაკავებელი მექანიზმი ინარჩუნებდა მშვიდობას. ეს არის ზუსტად ის მიზეზი, რის გამოც ჩვენ ვაგრძელებთ ამ მექანიზმის უზრუნველყოფას 24/7-ზე, ყოველდღე, ყოველი წლის განმავლობაში“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
NATO მოუწოდებს რუსეთს, განაახლოს „მარცვლეულის შეთანხმება“ და შავ ზღვაში აგრესიული ქმედებები შეწყვიტოს – სტოლტენბერგი
NATO მოუწოდებს რუსეთს, განაახლოს „მარცვლეულის შეთანხმება“ და შავ ზღვაში აგრესიული ქმედებები შეწყვიტოს. ამის შესახებ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ითხოვს „ურთიერთობების განბლოკვას“, დაე, ჯერ შავი ზღვა განბლოკოს „რუსეთის ომმა, შავი ზღვის ნაწილი საომარ ზონად აქცია. შავ ზღვაში რუსული ხომალდებიდან გაშვებულმა რაკეტებმა გაანადგურა უკრაინის ქალაქები. თვეების განმავლობაში რუსული ძალები ბლოკავდნენ უკრაინის პორტებს, რამაც გამოიწვია გლობალური სასურსათო კრიზისი ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს თურქეთის დახმარებით მიღწეული გაეროს „მარცვლეულის შეთანხმება“ და დაუშვას სურსათის მიწოდება მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. NATO ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს იწყებს სტოლტენბერგის თქმით, შავ ზღვას NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. „შავი ზღვის აუზის ქვეყნებს წარმოადგენს სამი მოკავშირე ქვეყანა და ასევე ალიანსის ახლო პარტნიორები - უკრაინა და საქართველო. სწორედ ამიტომ ალიანსი აძლიერებს სამხედრო ყოფნას რეგიონში. კერძოდ, ეს ეხება რუმინეთის ტერიტორიაზე NATO-ს საბრძოლო ჯგუფის განლაგებას. შავ ზღვაში, წვრთნებში მონაწილეობს საფრანგეთის ხელმძღვანელობით კონტინგენტი, რომელიც ასევე მოიცავს ჯარებს ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან და შეერთებული შტატებიდან, ეს მოწმობს NATO-ს მტკიცე გადაწყვეტილებას, რომ დაიცვას პოტენციური აგრესიისგან, რუმინეთი თუ სხვა მოკავშირე ქვეყნები“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.
მედიის ცნობით, ბუქარესტში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე საქართველო, მოლდოვა და უკრაინა მიიწვიეს
უკრაინა მიწვეულია NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ნოემბრის ბოლოს რუმინეთში გაიმართება. ამის შესახებ RBC-Ukraine რუმინულ გამოცემა Аgerpres-ზე დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის გარდა, მოწვეული არიან მოლდოვა, საქართველო, ფინეთი, შვედეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა. სამიტი 29 და 30 ნოემბერს ბუქარესტში გაიმართება. შეხვედრა მოიცავს ოთხ სესიას, NATO-სამიტზე, მადრიდში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებასთან დაკავშირებით. სამიტის მონაწილეები ყურადღებას გაამახვილებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა უკრაინის ომი და ენერგეტიკული უსაფრთხოება.
NATO არ დაუშვებს პუტინის გამარჯვებას უკრაინაში - სტოლტენბერგი
NATO არ დაუშვებს პუტინის გამარჯვებას უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომში და დახმარებას გაუწევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც ჰკითხეს რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. „ომის ბუნება და ხასიათი არაპროგნოზირებადია. მე არ ვაპირებ სპეკულირებას, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი. მე მხოლოდ ორ რამეს ვიტყვი და ერთი ის არის, რომ ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც დასჭირდება. ჩვენ ვერ დავუშვებთ პუტინის გამარჯვებას. ეს იქნება კატასტროფა, ტრაგედია უკრაინელებისთვის, მაგრამ ის ჩვენ, NATO-ს მოკავშირეებს, უფრო დაუცველს გახდის. ეს იქნება გაკვეთილი პრეზიდენტ პუტინისთვის, რომ მას შეუძლია, მიაღწიოს მიზნებს სამხედრო ძალის გამოყენებით. ეს იქნება გაკვეთილი არამხოლოდ მისთვის, არამედ მსოფლიოს სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვისაც“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. გარდა ამისა, იენს სტოლტენბერგის შეფასებით, უკრაინა უკვე წარმატებით პასუხობს საჰაერო საფრთხეს და მოკავშირეების დახმარება თანდათან ჩაანაცვლებს ძველ სისტემებს და გააძლიერებს საჰაერო თავდაცვას. უკრაინელებმა უკვე მიაღწიეს წარმატებას მრავალი რუსული რაკეტისა და უპილოტო დრონის ჩამოგდებით. მომავალში სიტუაცია კიდევ უფრო შეიცვლება - მოკავშირეები ახლა აქტიურდებიან", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში საერთაშორისო კურსი ჩატარდა
NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა (IOCT) საერთაშორისო კურსი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კურსი, რომელშიც ხუთი ქვეყნის 14 წარმომადგენელი მონაწილეობდა, ორ ფაზად ჩატარდა. თეორიულ ნაწილში მსმენელები დამკვირვებელ-მაკონტროლებლის ფუნქციებსა და მოვალეობებს, ასევე ოპერატიული გარემოს ცვლადებსა და მოქმედების შემდგომი მიმოხილვის ჩატარების მეთოდებს გაეცნენ. პრაქტიკული ფაზა სამხედროებმა ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს, სადაც კურსანტებს შესაძლებლობა მიეცათ, საწვრთნელი ხაზები მოეწყოთ და ოცეულის ზომის რეალურ ქვედანაყოფზე დაკვირვება განეხორციელებინათ. ხუთდღიან სწავლებას ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად ლიეტუველი ოფიცრები უძღვებოდნენ. მსმენელებს კურსის გავლა NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ მიულოცა და წარმატებები უსურვა. JTEC-ში ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.
იენს სტოლტენბერგი მევლუთ ჩავუშოღლუს: დროა, მივესალმოთ ფინეთს და შვედეთს, როგორც NATO-ს სრულუფლებიან წევრებს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთი ალიანსის ძალიან ღირებული მოკავშირეა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთო უსაფრთხოებაში. სტოლტენბერგი ჩავუშოღლუს ანკარაში შეხვდა. მისივე თქმით, NATO ასევე ხელს უწყობს თურქეთის უსაფრთხოებას, მისი საჰაერო თავდაცვის გაზრდით, საჰაერო და საზღვაო ყოფნით აღმოსავლეთ ხმელთაშუა და შავ ზღვაში. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ჩამოთვალა ის საკითხები, რომლებიც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილა. „დღეს ჩვენ განვიხილეთ მრავალი საკითხი, მათ შორის სიტუაცია ეგეოსის ზღვაში, ჩვენი ბრძოლა ტერორიზმთან, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება და ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მან მიუღებელი უწოდა ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას. თურქეთს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თურქეთში შექმნილი უახლესი დრონები და გემები ეხმარებიან უკრაინას თავდაცვაში. სტოლტენბერგი მიესალმა „მარცვლეულის ინიციატივის“ გაგრძელებას და თურქეთის როლს გაუსვა ხაზი. ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ შეხვედრისას ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროცესი განიხილეს. „როგორც თქვენ თქვით, მევლუთ, თქვენ გაქვთ მნიშვნელოვანი მოლოდინი, რომ მემორანდუმის პირობები, რომლებზეც თურქეთი, ფინეთი და შვედეთი შეთანხმდნენ, მეტ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს თურქეთისთვის. მე ვაღიარებ თქვენს შეშფოთებას. ამავდროულად, ცხადია, რომ ფინეთმა და შვედეთმა შეასრულეს მემორანდუმის პირობები და მზად არიან თურქეთთან გრძელვადიანი პარტნიორობისთვის. ფინეთმა და შვედეთმა მნიშვნელოვნად გაზარდეს თანამშრომლობა თურქეთთან, ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ისინი აშკარად მოწოდებულნი არიან თურქეთთან გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის, თქვენი უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად. იენს სტოლტენბერგი თურქეთში ვიზიტისას რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება ასე რომ, დროა, მივესალმოთ ფინეთს და შვედეთს, როგორც NATO-ს სრულუფლებიან წევრებს. მათი გაწევრიანება ჩვენს ალიანსს გააძლიერებს. ამ სახიფათო დროში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მათი გაწევრიანების დასრულება. მოსკოვში რაიმე გაუგებრობის ან არასწორი გათვლების თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა და დაამატა, რომ მნიშვნელოვანია მოსკოვისთვის მკაფიო გზავნილის გაგზავნა: „ალიანსის კაი ღია რჩება“.
NATO-ში ათი ქვეყნის ელჩები, უკრაინაში ჩავიდნენ
NATO-ში ათი ქვეყნის ელჩები კიევში არიან უკრაინას ათი ქვეყნის წარმომადგენელი ეწვია. კერძოდ, კიევში ჩავიდნენ: ალბანეთის, ბულგარეთის, ესტონეთის მუდმივი, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთის, ჩეხეთის მუდმივი წარმომადგენლები. მათთან შეხვედრა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს უკრაინისთვის დახმარების დაგეგმვას. მხარეებმა განიხილეს უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებები და NATO-ში მისი გაწევრიანების საკითხი. უკრაინელების 92% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 79% კი, NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა - კვლევა სტეფანიშინას თქმით, უკრაინას სჭირდება სამხედრო დაგეგმვა მომდევნო წლების განმავლობაში, რაც ასევე მოითხოვს მოკავშირეების შესაბამის მხარდაჭერას. მან ასევე ისაუბრა უსაფრთხოების დახმარების გაგრძელების აუცილებლობაზე. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ 31 ოქტომბერს მოაწერეს ხელი ერთობლივ დეკლარაციას უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივის შესახებ. 28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. NATO-ს მიერ სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ვოლოდიმერ ზელენსკიმ 30 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინა NATO-ში სწრაფი გაწევრიანების განაცხადს შეიტანს. 2 ოქტომბერს, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად, ევროპის ცხრა ქვეყანამ ერთობლივ განაცხადს ხელი მოაწერა. NATO-მ უკრაინის დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ განაცხადი 4 ოქტომბერს მიიღო.
იენს სტოლტენბერგი: მარცვლეულის დერეფნის გაჩერების რისკები არსებობს
„მარცვლეულის დერეფნის“ გაჩერების რისკები არსებობს ვიდრე ომი გრძელდება. უკრაინული მარცვლეული თავისუფლად უნდა მიიღონ მსოფლიოს ქვეყნებმა და ეს ომი უნდა შეწყდეს. რუსეთი აცხადებს, რომ მარცვლეულის შეთანხმების შესრულებას ისევ განაახლებს ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თურქულ NTV არხთან ინტერვიუში განაცხადა. „რადგან ომი გრძელდება, მარცვლეულის დერეფნის გაჩერების რისკები არსებობს. შიმშილის დასაძლევად, უკრაინული მარცვლეული უნდა მიიღონ სხადასხვა ქვეყნებმა. ამისთვის პუტინმა ომი უნდა დაასრულოს. ომის პირობებში მარცვლეულის შეთანხმება უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ასევე წაიკითხეთ: რატომ შეცვალა რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილება
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მე-12 ბატალიონმა NATO-ს მე-2 დონის შეფასება წარმატებით გაიარა
NATO-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამაში ჩართულმა (OCC E&F) პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულმა მორიგი შეფასება წარმატებით გაიარა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მეორე დონის შეფასების (NEL-2) წვრთნები საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და NATO-ს რეაგირების ძალებისთვის მზადყოფნის დადასტურებას ისახავდა მიზნად. „ალფა“ ასეულმა NATO-ს შეფასების NEL-2 დონის გადამზადების პროგრამა წარმატებით დაასრულა - თავდაცვის სამინისტრო „წვრთნების დასკვნითი ფაზა ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრო. სწავლებაზე დასასწრებად საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდა NATO-ს სახმელეთო სარდლობის J-3 ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი, ბრიგადის გენერალი ზოლთან ნემეთი. ასეულმა ობიექტზე წინასწარ მომზადებული შეტევა განახორციელა. სწავლებაში ჩართული იყო საბრძოლო მანქანა „დიდგორი“. ქვედანაყოფმა დაჭრილებისა და დაშავებულების ევაკუაცია ვერტმფრენის დახმარებითა და სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკის“ გამოყენებით განახორციელა. NATO-ს სახმელეთო ძალების ოფიცრების ვიზიტისას საქართველოში ოფიციალურ შეთანხმებას მოეწერა ხელი NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მოქმედებები დადებითად შეაფასა. მოგვიანებით საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საბრძოლო მზადყოფნის დოკუმენტი გაფორმდა. NATO-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამას საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს. მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულმა NATO-ს მე-2 დონის (NEL-2) შეფასება პირველად 2019 წელს დაასრულა და NATO-ს ძალებთან თავსებადობის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, სექტემბერში, NATO-ს სახმელეთო ძალების ოფიცრების ვიზიტისას საქართველოში ოფიციალურ შეთანხმებას მოეწერა ხელი. NAT0-ს ოფიციალური პირი Europetime-ს ექსკლუზიურად ესაუბრა NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის ოფიცრების ვიზიტის მიზნებსა და იმ შეთანხმებაზე, რომელიც ალიანსმა ქართულ მხარესთან გააფორმა. NAT0-ს ოფიციალური პირის თქმით, შეთანხმება ღონისძიებათა ერთობლიობას მოიცავს და სწორედ მის საფუძველზე დაიწყება NEL2-ის შეფასების მეორე ეტაპი, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მსუბუქი ქვეითი ასეულის ოპერატიული შესაძლებლობების განსაზღვრას ემსახურება. როგორც ცნობილია, NEL2-ის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ქართული დანაყოფი NATO-სთან სრულად თავსებადი ხდება. „NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM) 3 ოფიცერი საქართველოში ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის (OCC) საკონსულტაციო ვიზიტის ფარგლებში 22-დან 26 აგვისტომდე იმყოფებოდა. დელეგაცია საქართველოში NATO-ს შეფასების II დონის (NEL2) შეფასების მიზნით ჩამოვიდა. NEL2 მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების მსუბუქი ქვეითი ასეულის ოპერატიული შესაძლებლობების დონის განსაზღვრას, რომელიც თავის დროზე NATO-ს რეაგირების ძალებს (NRF) შეუერთდა. NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის ოფიცრების ვიზიტები მოიცავდა მოხსენებების, შეხვედრებისა და აქტივობების მთელ რიგ სერიას, მათ შორის საქართველოს თავდაცვის უწყების ოფიციალური პირების ჩართულობით. ხსენებული ვიზიტი დასრულდა შესრულების ღონისძიებების ერთობლიობის შესახებ ორივე მხარის მიერ ოფიციალურ შეთანხმებაზე ხელმოწერით, რასაც აღნიშნული შეფასების პროცესის მეორე ეტაპი დაეფუძნება“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, NATO-ს შეფასების II დონის წარმატებით გავლის შემდეგ, ქართული დანაყოფი NATO-სთან სრულად თავსებადი ხდება. NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები 2002 წელს ჩამოყალიბდა, ის ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდლობას ექვემდებარება. NATO-ს წევრი სახელმწიფოების გარდა, NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ NATO-ს პარტნიორ ქვეყნებს. საქართველომ თავისი სამხედროების მონაწილეობა ალიანსს 2013 წელს შესთავაზა და მისი პირველი ასეული NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს 2015 წლის იანვარში შეუერთდა. NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალური ოპერაციების ძალებისგან შედგება.
IRI: გამოკითხულთა 64%, NATO-ში გაწევრიანებას სრულად უჭერს მხარს, ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა - 70%
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვით, საქართველოს მოქალაქეები მტკიცედ უჭერენ მხარს ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას. შეკითხვას, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას? - მოქალაქეები ასე პასუხობენ: 70% -სრულად უჭერს მხარს; 15% - ნაწილობრივ უჭერს მხარს; 3% - ნაწილობრივ ეწინააღმდეგება; 7% - მტკიცედ ეწინააღმდეგება; 5%-მა - არ იცის; მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას? 64% - სრულად უჭერს მხარს; 14% - ნაწილობრივ უჭერს მხარს; 5% - ნაწილობრივ ეწინააღმდეგება; 12% - მკაცრად ეწინააღმდეგება; 5% - არ იცის; შეკითხვაზე, რომელს მიიჩნევთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვნად პოლიტიკური პარტნიორად - 51% ევროკავშირს ასახელებს, 47% - აშშ-ს, 24 % -უკრაინას, 16% - თურქეთს, 14% - აზერბაიჯანს, 11% - დიდი ბრიტანეთს, 7% კი -რუსეთს. კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
NATO-ს შემდეგი სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართება
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემდეგი სამიტი ვილნიუსში, მომავალი წლის 11-12 ივლისს გაიმართება. დღის წესრიგში იქნება თავდაცვის ხარჯების გაზრდა, ასევე უკრაინის მხარდაჭერა. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „ცივი ომის შემდეგ ყველაზე რთული და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოს წინაშე ვდგავართ. ვილნიუსის შეხვედრა სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებს შესაძლებლობას მისცემს, შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად და განიხილონ თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა. ასევე, გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას“, - ნათქვამია NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ NATO-ს ამჟამინდელ გენერალური მდივანს იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილება 2023 წლის შემოდგომაზე ეწურება.
იენს სტოლტენბერგი იტალიას ეწვევა
10 ნოემბერს NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი იტალიას ეწვევა. ამის შესახებ Europetime-ს ალიანსის პრესსამსახურმა აცნობა. გენერალური მდივანი შეხვდება იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯია მელონის და თავდაცვის მინისტრ გვიდო კროზეტოს. სტოლტენბერგი ასევე გამოვა სიტყვით NATO-ს კიბერ თავდაცვის კონფერენციაზე, რომელსაც იტალია და შეერთებული შტატები, რომსი მასპინძლობენ.
სტოლტენბერგი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა და ადგილზე გაეცნო, როგორ წვრთნიან ბრიტანეთის, კანადისა და ლიეტუვის ძალები უკრაინელ სამხედროებს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაერთიანებული სამეფო უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის შეაქო. სტოლტენბერგი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანს ბენ უოლესთან ერთად, სამხრეთ-აღმოსავლეთით იმყოფებოდა, სადაც უკრაინის ჯარებს ბრიტანეთის, კანადისა და ლიეტუვის ძალები წვრთნიან. სტოლტენბერგმა ტრენინგს უწოდა „მნიშვნელოვანი მაგალითი იმისა, თუ რამდენად ღირებული მოკავშირეა გაერთიანებული სამეფო. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, მოკავშირეებმა, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ, კანადამ და თურქეთმა, ათასობით უკრაინელი მოამზადეს. გაერთიანებულ სამეფოში ვიზიტისას, სტოლტენბერგი ასევე ხვდება პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლერლისს. ლონდონში მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, შეეხება რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ და ალიანსის ადაპტაციის გაგრძელებას.
ლიეტუვამ NATO-ს წვრთნებს უმასპინძლა
NATO-ს ჯარების სწავლება ლიეტუვაში წვრთნებმა სახელწოდებით - Iron Wolf ლიეტუვის არმიის უნარები შეაფასა იმ კუთხით, რომ მან განახორციელოს თავდაცვითი ოპერაციები და კონტრშეტევები მოკავშირეთა ჯარებთან ერთად. წვრთნებში NATO-ს ცხრა წევრიდან, 3500-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობდა. კერძოდ, სწავლებაში ჩაერთვნენ ჯარისკაცები ბელგიიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან, ლიეტუვიდან, ლუქსემბურგიდან, ნიდერლანდებიდან, ნორვეგიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და შეერთებული შტატებიდან.
NATO-ს სახმელეთო ჯარების სარდლობამ საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის სწავლება ჩაატარა
NATO-ს სახმელეთო ჯარების სარდლობამ (LANDCOM) საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ლოგისტიკური ოპერაციული დაგეგმვისათვის მობილური სასწავლო ჯგუფის მეშვეობით დაუჭირა მხარი. ჯგუფი შედგებოდა G4 დივიზიის ოთხი ექსპერტისაგან. საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის გამართული ერთკვირიანი კურსი ლოგისტიკურ სივრცეში ოპერაციული დადეგმვის საკითხებს შეეხებოდა. ექსპერტთა ჯგუფმა, ჩატარებული ლექციების საშუალებით, შეიარაღებულ ძალებს გააცნო NATO-ს დირექტივები ლოგისტიკის განხრით, კრიზისებზე რეაგირების დაგეგმვის შესახებ. ექსპერტებმა ლექციები პრეზენტაციებისა და გამოგონილ სცენარზე დაფუძნებული ჯგუფური მუშაობის საშუალებით წარმართეს. კურსი წარმატებით დასრულდა და როგორც თექვსმეტივე მონაწილემ, ისე ტრენერებმა ძალიან დადებითად შეაფასეს მისი შედეგები. ჯარისკაცისთვის!“, - წერია NATO-ს სამეკავშირეო ოფისის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სწავლება 24-28 ოქტომბერს ჩატარდა.
საქართველოში ორდღიანი ვიზიტით NATO-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტი იმყოფება
საქართველოში ორდღიანი ვიზიტით NATO-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტი (PCSC) იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს არის NATO-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის (PCSC) დელეგაციის პირველი ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივმა ცენტრმა (JTEC) თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე უწყებათაშორის შეხვედრას უმასპინძლა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მონაწილეობით. NATO-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა. სხდომის ფარგლებში, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს და კომიტეტის წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების რთულ გარემოსა და მზარდ გამოწვევებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის რეფორმებზე და გამოწვევების გათვალისწინებით, NATO-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო NATO-ს მადრიდის სამიტზე „საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის დოკუმენტის“ განხორციელებას NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერების გზით, რაც თავდაცვის შესაძლებლობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და მოკავშირეთა მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარებას მოიაზრებს. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად მასპინძლობს NATO-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტს. „ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს NATO-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
ოლგა სტეფანშინა: ომის შემდეგ NATO-ში გაწევრიანება, უკრაინისთვის პრიორიტეტი იქნება
NATO-ში გაწევრიანება უკრაინისთვის უფრო მაღალი პრიორიტეტი იქნება, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება. ამის შესახებ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ Open Zakarpattia ფორუმის დროს განაცხადა, მოდერატორის კითხვაზე, არის თუ არა უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანება უფრო პრიორიტეტული, ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანება, ვიცე-პრემიერმა ცალსახა პასუხი გასცა. „ომის დასრულების შემდეგ NATO-ში გაწევრიანება უკრაინისთვის პრიორიტეტი გახდება“, - განაცხადა სტეფანშინამ. მისივე თქმით, უკრაინა იმედოვნებს, რომ NATO-ში გაწევრიანება „პოლიტიკური გადაწყვეტილება“ იქნება და არ საჭიროებს შუალედურ ეტაპებს, როგორიცაა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. „არ არის გამორიცხული, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხის პოზიტიურად გადაწყვეტა ომის დასრულებამდეც გახდეს შესაძლებელი“, - დასძინა სტეფანშინამ. შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ხელი მოაწერა განცხადებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში დაჩქარებული შესვლის შესახებ.
სტოლტენბერგი: ჩვენ გვაქვს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-ში, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, სანამ ეს კიევს დასჭირდება
„ჩვენ გვაქვს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, სანამ ეს მას დასჭირდება, ამიტომ ,გზავნილი არის დიახ, ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას. ასევე, რა თქმა უნდა, მუდმივად შევაფასებთ, რა ტიპის იარაღს ვაწვდით კიევს“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნიდერლანდების საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მოკავშირეები მზად არიან, გააგრძელონ სამხედრო მხარდაჭერა, ეკონომიკური მხარდაჭერა, ჰუმანიტარული მხარდაჭერა და ასევე გააგრძელონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. ასე რომ, პრეზიდენტმა პუტინმა არამხოლოდ უკრაინელები, არამედ NATO-ს მოკავშირეები, ნიდერლანდები და პარტნიორებიც ვერ შეაფასა. რეალურად ვხედავთ, რომ არსებობს მუდმივი ძლიერი, ასევე საზოგადოებრივი მხარდაჭერა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით, რათა გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა. ეს იყო ასევე, ვფიქრობ, შეერთებულ შტატებში ჩატარებული არჩევნების, შუალედური არჩევნების გზავნილი, რომ ჩვენ გვაქვს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, სანამ ეს საჭირო იენაბ. ჩვენ გვაქვს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა მანამ, სანამ ეს დასჭირდება, ამიტომ გზავნილი არის დიახ, ჩვენ მხარს დავუჭერთ. და ასევე, რა თქმა უნდა, მუდმივად შევაფასებთ რა ტიპის იარაღს ვაწვდით უკრაინას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. „ჩვენს ინტერესებშია, უკრაინაში პრეზიდენტმა პუტინმა არ გაიმარჯვოს. ეს კატასტროფა იქნება უკრაინელებისთვის. მაგრამ ეს ასევე გახდის სამყაროს უფრო სახიფათოს. ჩვენ უფრო დაუცველები გავხდებით, რადგან უკრაინის ომიდან მიღებული გაკვეთილები პრეზიდენტ პუტინისთვის, მაგრამ ასევე სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვის იქნება ის, რომ როდესაც ისინი არღვევენ საერთაშორისო კანონს, როდესაც ისინი სხვა ქვეყანაში შეიჭრებიან და როდესაც იყენებენ სასტიკ ძალას, მიაღწევენ იმას, რაც სურთ. ეს ყველას უფრო დაუცველს გახდის. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ინტერესი, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, უკრაინას მხარდაჭერა. დიახ, ჩვენ ვიხდით ფასს: უფრო მაღალი გადასახადები, უფრო მაღალი ინფლაცია, მხარდაჭერის ეკონომიკური ხარჯები, მაგრამ ფასი, რომელსაც ჩვენ გადავიხდით, თუ წარმატებას არ მივაღწევთ, თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს, ბევრად უფრო მაღალი იქნება, რადგან მაშინ ჩვენ ვიცხოვრებთ უფრო საშიშ სამყაროში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი: მნიშვნელოვანია, არ დავუშვათ შეცდომა. რუსეთი ინარჩუნებს მნიშვნელოვან სამხედრო შესაძლებლობებს
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ევროკავშირის თანამშრომლობა ისეთი მჭიდროა, როგორც არასდროს და ის ფაქტი, რომ ალიანსმა შეძლო NATO-ევროკავშირის თანამშრომლობის უპრეცედენტო დონეზე აყვანა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც ვცხოვრობთ უფრო სახიფათო დროში, უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ განაცხადა, რომელიც თავდაცვის ფორმატში იმართება. „ყველა მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს ბოლო დღეებში, განსაკუთრებით ხერსონის გათავისუფლებით. ეს განპირობებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების სიმამაცით. ამავდროულად, ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ დავუშვათ შეცდომა. რუსეთი ინარჩუნებს მნიშვნელოვან სამხედრო შესაძლებლობებს, ჯარების დიდ რაოდენობას. ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთი მზად არის, განიცადოს დიდი მსხვერპლი და ასევე, ჩვენ ვნახეთ სისასტიკე, განსაკუთრებით იმ ტერიტორიებზე, რომლებიც გათავისუფლებულია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება, შესაძლებლობებით, მაგრამ ასევე, ტრენინგით. გასულ კვირას, გაერთიანებულ სამეფოში ვესტუმრე სასწავლო დაწესებულებას, სადაც NATO-ს სხვადასხვა მოკავშირე უკრაინელ ჯარისკაცებს წვრთნის. მივესალმები ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინული ძალებისთვის სწავლების დაწესების შესახებ. ეს შეავსებს NATO-ს მოკავშირეების მიერ გაწულ სამუშაოს. მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ წვრთნები, რადგან უკრაინელები ძალიან რთულ ბრძოლაში იბრძვიან“, - აღნიშნა ვარჰეიმ.
იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში ომის ფონზე, ჩვენს პარტნიორ საქართველოსთან მუშაობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია
„განსაკუთრებით ახლა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მჭიდროდ ვიმუშაოთ ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მედიას ბრიუსელში, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. „ამ თვის ბოლოს გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ბუქარესტში. ეს შეკრება მოგვცემს შესაძლებლობას, გამოვხატოთ ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა განვიხილოთ, თუ როგორ გავაძლიეროთ და გავაგრძელოთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ეს ასევე მოგცემას შესაძლებლობას, შევაფასოთ NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება, მაგრამ ასევე შევხვდეთ პარტნიორებს, რა თქმა უნდა, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია. განსაკუთრებით ახლა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მჭიდროდ ვიმუშაოთ ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა. ეს, რა თქმა უნდა, იქნება ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის ერთ-ერთი გზავნილი“, - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს.
ლიეტუვის ელჩი: ნებისმიერ სიტუაციაში მზად უნდა იყოთ, ევროკავშირი, ეს არის 27 წევრი სახელმწიფოს ხმა
NATO-სა და ევროკავშირის წევრი, ლიეტუვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია. Europetime-თან საუბრისას, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ანდრიუს კალინდრა ამ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს, საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაზე საუბრობს და საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობაზე მიუთითებს. ამასთან, ელჩი Europetime-ს უზიარებს საკუთარ მოსაზრებებს, თუ რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ქვეყანამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ET: საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციების შესრულების პროცესშია. როგორ უყურებს და აფასებს ლიეტუვა თბილისის ძალისხმევას ამ თვალსაზრისით? მოგეხსენებათ, გეოპოლიტიკური ვითარება რადიკალურად შეიცვალა, ჩვენ 2022 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების მოწმენი ვართ. 90-იან წლებში, ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ 2004 წელს ევროკავშირის წევრი გავხდებოდით, იგივე შეიძლება ითქვას, NATO-ში გაწევრიანების თვალსაზრისითაც. ამრიგად, ჩვენი სურვილია, უბრალოდ, აუცილებლად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა, ძალიან სერიოზულად მიუდგეთ ამ საკითხს და იმუშაოთ გაერთიანებული ძალისხმევით. ჩვენ, ლიეტუვა, წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ევროპულ გზაზე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში. რა თქმა უნდა, დიდი მოლოდინები გვაქვს განსაკუთრებით, ევროკავშირში საქართველოს საუკეთესო მეგობრების დედაქალაქებს, მათ შორის ვილნიუსს. ET: საქართველოსთვის რა ხარვეზებს ან თუნდაც გამოწვევას ხედავთ ამ პროცესში, რომლებიც ფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა გადაიჭრას? ნებისმიერ სიტუაციაში მზად უნდა იყოთ, ეს მზადყოფნა ქვეყნის შიგნით ძალიან დიდია. გაწევრიანების ფანჯარა გამოჩნდება - თუ როგორ უნდა მიაღწიოთ ამას, თქვენ უბრალოდ ძალიან პასუხისმგებლობიანი უნდა იყოთ ევროკავშირის მიმართ. მოგეხსენებათ, ევროკავშირი, ეს არის გაერთიანების 27 წევრი სახელმწიფოს ხმა. ეს არ არის ერთი ან ორი წევრი ქვეყნის ხმა. გადაწყვეტილებები კონსენსუსზე დაფუძნებით მიიღება. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ, საქართველოს გვერდით დავდგეთ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს. ჩვენ გვინდა, რომ თქვენი ქვეყანა ამ გზაზე წარმატებული ვიხილოთ. ET: თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას გვეტყოდით ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე? როგორც ვიცით, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და საინვესტიციო პოტენციალის სრულად გამოყენება ურთიერთობების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ორ ქვეყანას შორის მოქმედებს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია. ჩვენ სულ უფრო მეტი ქართული ღვინო შემოგვაქვს. მეტის გაკეთებას ვცდილობთ. ამასთანავე, ჩვენი ინტერესის სფეროა უძრავი ქონება. ეკონომიკის ამ დარგში ჩადებული ინვესტიცია წარმატებულია. ჩვენი კომპანიები დაინტერესებულები არიან მყარი ნარჩენების მართვის სისტემაში კაპიტალის ინვესტირებით. თებერვალში, მთავრობათაშორისი კომისია შეიკრიბება ვილნიუსში, სადაც აუცილებლად მოვახდენთ ფოკუსირებას ვაჭრობასა და ინვესტირებაზე. იმედი მაქვს, რომ ბიზნეს ფორუმის ორგანიზებასაც შევძლებთ. ასევე მნიშვნელოვანია სექტორული ინტეგრაცია. ამრიგად, ჩვენ, ლიეტუვა მხოლოდ მხარდაჭერის ხელს ვუწვდით საქართველოს. ინფორმაციისთვის: საქართველოსა და ლიეტუვას ახლო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ. ქვეყნებს შორის გაფორმებულია 20-ზე მეტი საერთაშორისო შეთანხმება, რომლებიც სამართლებრივ საფუძველს ქმნიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა სფეროებში. მჭიდროა თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებობს აქტიური პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა. ლიეტუვის სეიმს მიღებული აქვს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი არაერთი რეზოლუცია და განცხადება. 2017 წლის 10 მაისს, ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტებმა, ერთობლივად მიიღეს „სამოქმედო გეგმა 2017-2020 წლებში ლიეტუვის მიერ საქართველოს მხარდაჭერის საკითხზე” (2017-2020 Action Plan of the Republic of Lithuania on Support to Georgia). 2020 წლის 10 დეკემბერს, ლიეტუვის სეიმის საგარეო და ევროპული პოლიტიკის უწყვეტობის და გრძელვადიანი გზამკვლევის შესახებ მიღებულ რეზოლუციში ხაზგასმულია: „ლიეტუვის პარლამენტი მიზნად ისახავს, რომ 2025 და 2027 წლებში, ევროკავშირის საბჭოს პოლონეთისა და ლიეტუვის თავმჯდომარეობისას, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებულ ქვეყნებს (მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას) მიენიჭოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სტატუსი და დაიწყოს მოლაპარაკებები მათი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე". ლიეტუვა გახდა პირველი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ქართულ ენაში დამკვიდრებული სახელწოდებით მოიხსენიებს. ანდრიუს კალინდრა 1997-2001 წლებში, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკის დეპარტამენტის საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების განყოფილებაში მუშაობდა. 2001-2006 წლებში, სხვადასხვა პოზიცია ეკავა ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოში რუსეთის ფედერაციაში. 2006-2008 წლებში, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის სატრანსპორტო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელი იყო. 2012-2014 წლებში - ნიუ-იორკში ლიეტუვის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი, პოლიტიკური კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელი. 2014-2015 წლებში, ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. 2015-2020 წლებში კი, ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის საერთაშორისო და ევროკავშირის საქმეების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა. 2020 წელს, ანდრიუს კალინდრა იყო ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. 2020 წლის ოქტომბრიდან არის ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში.
NATO აქტიურ კომუნიკაციაშია მოკავშირე პოლონეთთან
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას სწავლობს. CNN NATO-ს ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ალიანსი აქტიურ კომუნიკაციაშია მოკავშირე პოლონეთთან. პოლონეთის პრემიერმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მოიწვია რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა - The Guardian მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
პოლონეთის პრემიერმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მოიწვია
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა სამშაბათს მოიწვია ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სასწრაფო სხდომა იმ ფონზე, რომ ქვეყანაში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. მანამდე სპიკერმა განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა „კრიზისული სიტუაციის" გამო, საგანგებო შეხვედრას მართავს. ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურების შემთხვევაში, ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც რუსეთის თავდასხმას, NATO-ს ტერიტორიაზე მოჰყვა მსხვერპლი. NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა არაერთხელ განაცხადა, რომ ალიანსი მისი ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლონეთმა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა რა მოხდა კონკრეტულად, ვარშავას ოფიციალურად არ განუცხადებია და არც მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურებია.
NATO-ს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩავარდნის შესახებ ცნობებზე, ალიანსის გენმდივანმა პირველი კომენტარი გააკეთა
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია, ყველა ფაქტი დადგინდეს“. „პოლონეთში მომხდარი აფეთქების შესახებ, პრეზიდენტს ანდჯეი დუდას ვესაუბრე. მე მას მივუსამძიმრე დაღუპულთა გამო. NATO აკვირდება სიტუაციას და მოკავშირეები მჭიდროდ აგრძელებენ კონსულტაციებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი დადგინდეს", - განაცხადა სტოლტენბერგმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლონეთმა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა რა მოხდა კონკრეტულად, ვარშავას ოფიციალურად არ განუცხადებია და არც მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურებია.
იენს სტოლტენბერგი: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ რუსეთი NATO-ზე თავდასხმას ამზადებს
„არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსეთი, NAT0-ს წინააღმდეგ თავდასხმას ამზადებს“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე, პოლონეთში მომხდარ ტრაგიკულ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც 15 ნოემბერს, რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ანდჟეი დუდა: რაკეტის ინციდენტი პოლონეთზე თავდასხმა არ ყოფილა სტოლტენბერგი ვარაუდობს, რომ პოლონეთის სოფელში ჩამოვარდნილი ჭურვი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაისროლა. იგივე მოსაზრება გამოთქვა დღეს პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ, მანამდე კი მოსკოვისა და ვაშინგტონის წარმომადგენლებმა. თუმცა, NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ საბოლოო დასკვნებისთვის საჭიროა გამოძიების შედეგებს დაელოდონ. „თუ რაკეტა მართლაც უკრაინულია, NATO კიევს პრეტენზიას არ წაუყენებს, რადგან მოსკოვმა ომი გააჩაღა, უკრაინა კი მხოლოდ თავს იცავს გარე აგრესიისგან“, - განმარტა გენერალურმა მდივანმა. NATO-ს წყარო: ბაიდენის თქმით, პოლონეთში აფეთქება, უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტამ გამოიწვია სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთში მომხდარი ინციდენტის გამო, NATO-ს ქვეყნები არ აპირებენ აამოქმედონ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლი, რომელიც გარე საფრთხეზე რეაგირების მექანიზმია. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს მისივე თქმით, NATO-ს მოკავშირეებმა „მტკიცე მხარდაჭერა" გამოუცხადეს პოლონეთს და გამოთქვეს „უღრმესი მწუხარება ტრაგიკული შემთხვევისა და მსხვერპლის გამო". უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე საჰაერო თავდაცვის გაძლიერება აუცილებელია - ლიეტუვის პრეზიდენტი
"NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე საჰაერო თავდაცვის გაძლიერება აუცილებელია", - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა. „ვფიქრობ, რომ მომხდარი ინციდენტი გვაიძულებს, ვიფიქროთ, როგორ განვახორციელოთ ის სწრაფად. დეკლარაციები არ იცავს, მათი განხორციელება იცავს. ვიმედოვნებ, ვილნიუსში მომავალ წელს დაგეგმილ ნატო-ს სამიტისთვის ჩვენ შევძლებთ ამ მხრივ პროგრესის მიღწევას, რადგან არსებული სიტუაცია და მოვლენები აჩვენებს, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და ის რაც შეიძლება მალე უნდა შესრულდეს“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
მედია NATO-ს მე-4 მუხლის შესაძლო ამოქმედების შესახებ იუწყება
უკრაინის საზღვართან ახლოს მომხდარი აფეთქებების გამო, პოლონეთის მოთხოვნით, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, NATO-ს ელჩები, ოთხშაბათს გამართავენ შეხვედრას. The Guardian-ის ცნობით, მთავრობის სპიკერმა დაადასტურა, რომ მთავრობა ამ საკითხს განიხილავდა. ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, წევრებს შეუძლიათ, დააყენონ ნებისმიერი შემაშფოთებელი საკითხი, განსაკუთრებით, წევრი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. უკრაინის საზღვართან მომხდარი აფეთქების გარემოებების შესახებ, გამოძიება გრძელდება. მედიის ცნობით, ერთ-ერთმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ალიანსი ფრთხილად იმოქმედებს და დრო სჭირდებოდა იმის გადამოწმებისთვის, თუ რამ გამოიწვია ინციდენტი. მანამდე, პოლონეთისადმი მხარდამჭერი პირველი განცხადება ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გააკეთეს. NATO-ს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩავარდნის შესახებ ცნობებზე, ალიანსის გენმდივანმა პირველი კომენტარი პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლონეთმა მსხვერპლისა და აფეთქების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა რა მოხდა კონკრეტულად, ვარშავას ოფიციალურად არ განუცხადებია და რუსული რაკეტების შესახებ, არც მედიაში გავრცელებული თავდაპირველი ცნობები დაუდასტურებია. ცნობისათვის, NATO-ს მე-4 მუხლი ბოლოს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამოქმედდა. ალიანსის ისტორიაში, მე-4 მუხლი სულ შვიდჯერ გამოიყენეს. უფრო ადრე მისი ამოქმედება თურქეთმა მოითხოვა.
მატეუშ მორავეცკი: პოლონეთი ამ დროისთვის, NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედებას გამორიცხავს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი ამ დროისთვის, NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედებას გამორიცხავს. „ჩვენ განვიხილავთ მე-4 მუხლის (NATO-ს ხელშეკრულების) ამოქმედების საფუძველს. ამ დროისთვის, შეგროვებული მტკიცებულებების უმეტესობა მიუთითებს იმაზე, რომ ეს ინსტრუმენტი ესკალაციის ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი. თუმცა ყველაფერი ჩვენს ხელშია“, - განაცახდა მორავიეცკიმ. მისივე თქმით, მე-4 მუხლის გამოყენებისთვის ყველა პროცედურა გამართულად მუშაობდა. „აქედან გამომდინარე, ეს იმის მტკიცებულებაა, რომ პოლონეთი არის საიმედო ალიანსში, სადაც შესაბამისი პროცედურები მნოქმედებს“, - აღნიშნა მორავაცკიმ. მანამდე, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პოლონეთში მომხდარი ინციდენტის გამო, NATO-ს ქვეყნები არ აპირებენ აამოქმედონ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლი, რომელიც გარე საფრთხეზე რეაგირების მექანიზმია. Reuters-მა NATO-ს წყაროზე დარდნობით დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ (G7) და NATO-ს პარტნიორებს უთხრა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ გამოიწვია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.
ხმელთაშუა ზღვაში, NATO-ს საზღვაო ძალების წვრთნები მიმდინარეობს
NATO-ს საზღვაო ძალები მთელი ნოემბრის განმავლობაში ჩაატარებენ მანევრებს ხმელთაშუა ზღვაში, სადაც მრავალი სამხედრო ხომალდთან ერთად თავმოყრილია ხუთი ავიამზიდი. გადამზიდავის საქმიანობა მოიცავს წყალქვეშა და საჰაერო წვრთნებს, გემბანიდან გემბანზე თვითმფრინავების გადაყვანასა და ზღვაზე მიწოდებას. მსოფლიოში უახლესი და უდიდესი ხომალდი (USS Gerald R. Ford), სამხედრო გემებთან ერთად, რამდენიმეკვირიანი წვრთნების შემდეგ კანადიდან, დანიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან და ესპანეთიდან, დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. „ჩვენ ვაგზავნით მკაფიო გზავნილს, რომ NATO დაიცავს მოკავშირეთა ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს“, - განაცხადა ალიანსის სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ.
ირაკლი ბერაიას თქმით, საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც NATO-ს პასუხისმგებლიანი წევრი სახელმწიფო
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და ქართული დელეგაციის წევრები მადრიდში მიმდინარე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწეს, ხავიერ კოლომინას შეხვდნენ. პარლამენტის ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთიდან მომდინარე კონვენციურ და ჰიბრიდულ საფრთხეებზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესზე და იმ ამბიციურ დღის წესრიგზე, რომელსაც საქართველო ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის მიზნით ახორციელებს. ქართული მხარე იტყობინება, რომ საქართველოს დელეგაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიესალმება NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, მის ჩანაწერებს, ასევე მადრიდის სამიტის გადაწყვეტილებებს, მათ შორის, საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერის ზომებს, რომელიც სამიტზე მიიღეს. მათ შორის, უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ ალიანსის ადაპტაციასთან და აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის სამხედრო ყოფნის გაძლიერებასთან დაკავშირებით. „ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ევროატანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოებისთვის, ახალ სტრატეგიულ ერაში გამოწვევებთან ეფექტიანი გამკლავების მიზნით, აუცილებელია ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების იმპლემენტაცია, საქართველოს ალიანსში გაწევრების დაჩქარება იმდენად, რამდენადაც ევროატლანტიკური სივრის სრულფასოვანი უსაფრთხოება წარმოუდგენელია NATO-ში საქართველოს გაწევრიანების გარეშე. საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც NATO-ს პასუხისმგებლიანი წევრი სახელმწიფო, ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ აქვს არა მხოლოდ სურვილი, არამედ შესაძლებლობაც და ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაც წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში და დღეს ერთი მხრივ, მომეტებული საფრთხეების ფონზე, ასევე იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ცდილობენ ენერგო რესურსების და გზების მიწოდების დივერსიფიკაციას, ცდილობენ ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის განმტკიცებას, ეს კიდევ უფრო ზრდის საქართველოს როლს და მნიშვნელობას, კიდევ უფრო ზრდის NATO-ს წევრი საქართველოს საჭიროებას“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, ირაკლი ბერაიასთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია შედიან.
პოლონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველო 2008 წელს და ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს, ჩვენი ისტორიის ახალი ერის დასაწყისი იყო - მორავეცკი
პოლონეთს ეჭვი არ ეპარება, რომ საქართველო 2008 წელს და ყირიმის ნახევარკუნძული 2014 წელს იყო ჩვენი ისტორიის ახალი ერის დასაწყისი, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, სანა მარინთან შეხვედრისას განაცხადა. „ეჭვი არ გვეპარება, რომ რუსული გაზი ისეთივე სახიფათოა, როგორც რუსული ტანკები. ეჭვი არ გვეპარება, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ჰიბრიდული თავდასხმა იყო რუსეთის ქმედებების პრელუდია. პოლონეთმა ააშენა კედელი ბელარუსის საზღვართან და ვაპირებთ, ავაგოთ ბარიერი პოლონეთ-რუსეთის საზღვარზე კალინინგრადის რეგიონში. ჩვენი საზღვრის უსაფრთხოება ადგილობრივი საკითხი არ არის და გლობალური განზომილება აქვს. NATO არის ყველაზე ძლიერი სამხედრო კავშირი ისტორიაში, მაგრამ ძალა ეყრდნობა ყველა სახელმწიფოს ძალას და სოლიდარობას“, – განაცხადა მორავეცკიმ.
რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა - The Guardian
აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსული რაკეტები NATO-ს წევრ ქვეყანაში, პოლონეთში ჩამოვარდა, რის შედეგადაც, ორი ადამიანი დაიღუპა, წერს The Guardian-ი. პოლონეთის მთავრობის სპიკერმა ინფორმაცია არ დაადასტურა, მაგრამ განაცხადა, რომ ლიდერები „კრიზისული სიტუაციის" გამო, საგანგებო შეხვედრას მართავენ. პოლონური მედია იტყობინება, რომ ორი ადამიანი დაიღუპა სამშაბათს ნაშუადღევს, მას შემდეგ, რაც ჭურვი უკრაინის საზღვართან მდებარე პოლონურ სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა. დაზარალდა მეზობელი მოლდოვაც. რუსეთის იერიშმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მეზობელ მოლდოვაში ელექტროენერგიის შეწყვეტა გამოიწვია. რუსეთის მიერ კიდევ ერთი მასიური სარაკეტო დარტყმის შემდეგ, სახელმწიფო ქსელის ოპერატორმა Ukrenergo-მ განაცხადა, რომ უკრაინის ყველა რეგიონში, მათ შორის კიევში, ელექტროენერგიის გადაუდებელი გათიშვაა საჭირო. მისი განმარტებით, ეს აუცილებელია ენერგოსისტემის მუშაობის სტაბილიზაციისთვის. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქის ნახევარი მაინც, 5 საათისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მსგავსი ცნობები მოდის ლვოვიდან, ჟიტომირიდან და დნიპროდან. კრიტიკული ენერგეტიკული ობიექტები დაზიანდა ხარკოვსა და რივნეშიც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ განაცხადა, რომ კრიტიკული ვითარება შეიქმნა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 15 ნოემბრის თავდასხმის დროს, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანა იერიში. საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის ჯარებმა დღეს უკრაინას 100-მდე რაკეტა ესროლეს, რაც 10 ოქტომბრის მასიური თავდასხმის დროს გაშვებულ რაკეტებზე მეტია ტერნოპოლის რეგიონის 90% ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად, კიევის რეგიონში 10 შენობა დაზიანდა. ამასთან, კიროვოგრადის რაიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა. ზოგიერთ ქალაქში ელექტროენერგია ნაწილობრივ გათიშულია. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთმა მასიურად დაბომბა უკრაინის ქალაქები. მოსკოვმა იერიშები მიიტანა კიევზე. გაანადგურა კრიტიკული ინფრასტრუქტურა. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 40% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
იენს სტოლტენბერგი: დროა, ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოსთან თანამშრომლობა გავაძლიეროთ
„დროა გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ეს ის ქვეყნებია, რომლებიც რუსეთის აგრესიით ყველაზე მეტად დაზარალდნენ. სტოლტენბერგმა ჩამოთვალა მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცოგოვინა. ასევე უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა მსოფლიოში ყველა თანამოაზრესთან - ლათინური ამერიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე და ჩრდილოეთ აფრიკიდან ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონამდე. ჩვენ ვიზიარებთ უსაფრთხოების ინტერესებს და ერთსა და იმავე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავუმკლავდეთ მათ ერთად, რათა დავიცვათ თავისუფლება ზეწოლის საწინააღმდეგოდ, დავიცვათ დემოკრატია ტირანიის საწინააღმდეგოდ და დავიცვათ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული ინსტიტუტები, რომლებსაც სარგებელი მოაქვს ყველა ჩვენგანისთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა ღია კარის პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს და საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერების მოწოდებით გამოდის
NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მხარდაჭერასა და დახმარების გაძლიერებაზეა მიუთითებს. რეზოლუცია NATO-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, გააძლიეროს მხარდაჭერა მოწყვლადი პარტნიორების ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის მიმართ. რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ და გამოხატავს უკრაინის, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევ მხარდაჭერას. „დროა გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა21 ნოემბერს განაცხადა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ეს ის ქვეყნებია, რომლებიც რუსეთის აგრესიით ყველაზე მეტად დაზარალდნენ. სტოლტენბერგმა ჩამოთვალა მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცოგოვინა. ასევე უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა მსოფლიოში ყველა თანამოაზრესთან - ლათინური ამერიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე და ჩრდილოეთ აფრიკიდან ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონამდე. ჩვენ ვიზიარებთ უსაფრთხოების ინტერესებს და ერთსა და იმავე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავუმკლავდეთ მათ ერთად, რათა დავიცვათ თავისუფლება ზეწოლის საწინააღმდეგოდ, დავიცვათ დემოკრატია ტირანიის საწინააღმდეგოდ და დავიცვათ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული ინსტიტუტები, რომლებსაც სარგებელი მოაქვს ყველა ჩვენგანისთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
Politico: ვარშავა კონტინენტურ ევროპაში დომინირებისთვის, სამხედრო ძალას აყალიბებს
ევროპის მომავალი ზესახელმწიფო სამხედრო თვალსაზრისით, ამ სათაურით სტატიას Politico აქვეყნებს. ვარშავამ სამხრეთ კორეასთან იარაღის მსხვილი გარიგებები დადო. რას მოიცავს პოლონეთის მიერ სამხრეთ კორეასთან გაფორმებული $14,5 მილიარდიანი შეთანხმება პოლონეთი გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი კონტინენტურ ევროპაში, განაცხადა ევროპაში აშშ-ის არმიის მაღალჩინოსანმა და აღნიშნა, რომ პოლონეთმა გადამწყვეტი როლი შეასრულა უკრაინის მხარდასაჭერად და ბალტიისპირეთში NATO-ს თავდაცვის გაძლიერებაში. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია, რომელიც ტრადიციულად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირეა რეგიონში, ლოგისტიკური კვანძის საყრდენად რჩება, ბერლინის უწყვეტი დებატები შეიარაღებული ძალების აღორძინების შესახებ და სტრატეგიული კულტურის ნაკლებობა ამცირებს მის, როგორც პარტნიორის ეფექტიანობას. იმავდროულად, პოლონეთი უკვე დიდ ინვესტიციებს ახორციელებს. ვარშავამ განაცხადა, რომ გაზრდის მიზნობრივი თავდაცვის ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტის 2,4 პროცენტიდან 5 პროცენტამდე. იმავდროულად, გერმანია, რომელმაც გასულ წელს მშპ-ს დაახლოებით 1,5 პროცენტი დახარჯა თავდაცვაზე, მსჯელობს იმაზე, შეუძლია თუ არა შეინარჩუნოს NATO-ს 2-პროცენტიანი მიზანი ამ წლის დასაწყისში დამტკიცებული 100 მილიარდი დოლარის თავდაცვითი საინვესტიციო ფონდის ამოწურვის შემდეგ. პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშჩაკი ივლისში გამოვიდა დაპირებით, რომ მის ქვეყანას ევროპაში ყველაზე ძლიერი სახმელეთო ძალები ეყოლება. პოლონეთს უკვე აქვს მეტი ტანკი და ჰაუბიცები, ვიდრე გერმანიას და აპირებს, ჰყავდეს გაცილებით დიდი არმია, რომელიც 2035 წლისთვის 300 000 ჯარისკაცს გულისხმობს, გერმანიის ამჟამინდელ 170 000-იან არმიასთან შედარებით. დღეს პოლონეთის შეიარაღებული ძალები 150 000-მდეა, რომელთაგან 30 000 არის 2017 წელს შექმნილი ახალი ტერიტორიული თავდაცვის ძალების ნაწილი. ეს ჯარისკაცები 16-დღიან წვრთნას და შემდეგ განახლების კურსებს გადიან. გადაიქცევა თუ არა პოლონეთის სამხედრო ძალა ევროპაში პოლიტიკური გავლენის მატარებლად, სხვა საკითხია. ჯერჯერობით ეს არ მომხდარა, უმეტესწილად იმიტომ, რომ ცენტრისტული ძალები, რომლებიც დომინირებენ ევროკავშირში, არ ენდობიან პოლონეთის მთავრობას, რომელსაც ნაციონალისტური კანონისა და სამართლიანობის პარტია (PiS) აკონტროლებს. ვარშავასა და ბრიუსელს შორის მიმდინარე დაპირისპირებამ, რასაც ევროკავშირი დემოკრატიული ნორმებისა და კანონის უზენაესობის უგულვებელყოფად მიიჩნევს, ქვეყნის რეპუტაცია მთელ ბლოკში დააზიანა. თუმცა, ერთადერთი, რაზეც პოლონეთის პოლიტიკური პარტიები შეთანხმდებიან, შეიარაღებული ძალების გაძლიერების აუცილებლობაა. უკრაინის დასახმარებლად აშშ-სა და პოლონელ სამხედროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიუხედავად, პოლონეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ არ ენდობა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომელიც კანდიდატის რანგში, ქვეყნის მთავრობას ტოტალიტარულს უწოდებდა, - წერს POLITICO. სტატია გასულ კვირას მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასაც ეხმაურება. „როდესაც გასულ კვირას, პოლონეთის სასაზღვრო სოფელში რაკეტა ჩავარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ისევე წუხდა იმაზე, თუ როგორ მოიქცეოდა პოლონეთის მემარჯვენე მთავრობა. პოლონეთის ხანგრძლივმა უნდობლობამ ყველაფერი რუსულის მიმართ და ამჟამინდელი ხელისუფლების ღრმა ანტიპათიამ მოსკოვის მიმართ, გამოიწვია შეშფოთება ბრიუსელიდან ბერლინამდე, რომ ვარშავას შესაძლოა, რაიმე დაუფიქრებელი გაეკეთებინა. თუმცა ვარშავამ წონასწორობა არ დაკარგა, შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში მოიყვანა და დასკვნამდე განცხადებების გაკეთებას მოერიდა“, - წერს გამოცემა. ცნობისთვის, 15 ნოემბერს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. დაიღუპა ორი ადამიანი. პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, იაკუბ კუმოხის თქმით, პოლონურ-ამერიკულმა საგამოძიებო ჯგუფმა აღმოაჩინა მტკიცებულება, რომ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გამოიყენებოდა. პოლონეთი უკრაინის საზღვარზე, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა Patriot-ის განთავსებას გეგმავს
NATO-ს მოკავშირეებმა რუმინეთში საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები გამოსცადეს
ფრანგულ MAMBA-ზე დაფუძნებულმა საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემამ მოკავშირეთა მოიერიშე თვითმფრინავების იმიტირებული საჰაერო თავდასხმა მოიგერია. წვრთნები 23 ნოემბერს ჩატარდა. რუტინულ გამოცდაში მონაწილეობდნენ მოკავშირეთა მებრძოლები, მათ შორის F-16 თურქეთიდან, ესპანური მოიერიშეები, აშშ-ს E/A 18G Growler ელექტრონული საომარი თვითმფრინავი და საფრანგეთის საზღვაო ძალების Rafale მებრძოლები, რომლებიც ავიამზიდ შარლ დე გოლიდან დაფრინავენ. ალიანსის განცხადებით, რუმინეთში 2022 წლის მაისიდან განლაგებული MAMBA აძლიერებს NATO-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემას (IAMD). „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში“, - განაცხადა NATO-ს სპიკერმა ოანა ლუნგესკუმ. „ეს მოიცავს ჩვენი საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვნად გაზრდას მეტი გამანადგურებელი და სადაზვერვო თვითმფრინავით. ასეთი წვრთნები უზრუნველყოფს NATO-ს ძალების ერთად მოქმედების შესაძლებლობას და მზადყოფნას, უპასუხონ ნებისმიერ საფრთხეს ნებისმიერი მიმართულებიდან“, - აღნიშნავს სპიკერი.
ვიქტორ ორბანის თქმით, შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას უნგრეთის პარლამენტი 2023 წელს მოახდენს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, რომ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას უნგრეთის პარლამენტი 2023 წელს მოახდენს. ვიქტორ ორბანმა სლოვაკეთში, ე.წ. ვიშეგრადის ოთხეულის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, უნგრეთის პარლამენტი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს, როგორც ეს მთავრობამ გააკეთა. უნგრეთსა და თურქეთს ჩრდილოატალანტიკურ ალიანსში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების პროტოკოლი ჯერ არ დაუმტკიცებიათ.
იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს პარტნიორები, მათ შორის, საქართველო რუსეთის ზეწოლას სხვადასხვა გზით განიცდიან
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა საქართველოსთან დაკავშირებით. თავდაპირველად მან ხაზი გაუსვა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მარცხდება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა სასტიკი პასუხი, რაც ინფრასტრუქურაზე იერიშში გამოიხატება. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ასევე მძიმე დროა დანარჩენი ევროპისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ მოკავშირეებს უფრო მეტი მხაჭერისკენ მოუწოდებს, როდესაც შეიკრიბებინ ბუქარესტში. „რუსეთია აგრესორი. უკრაინა აგრესიის მსხვერპლია. რა თქმა უნდა, უკრაინას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას ამ უფლების დაცვაში. არ იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, თუ აგრესორი გაიმარჯვებს. თუ ჩაგვრა და ავტოკრატია გაიმარჯვებს თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. ომების უმეტესობა მოლაპარაკებებით მთავრდება. მაგრამ რა ხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება ბრძოლის ველზე. ამიტომ, მშვიდობიანი გადაწყვეტის შანსების გაზრდის საუკეთესო გზა უკრაინის მხარდაჭერაა. ასე რომ, NATO გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას იმდენ ხანს, რამდენიც მას დასჭირდება. უკან არ დავიხევთ. მოკავშირეები უპრეცედენტო სამხედრო მხარდაჭერას უწევენ კიევს. მე ველი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებიც დათანხმდებიან არალეტალური მხარდაჭერის გაძლიერებაზე. ჩვენი ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის მეშვეობით, NATO აწვდის საწვავს, სამედიცინო აღჭურვილობას, ზამთრის აღჭურვილობას, ასევე ჩამხშობ მოწყობილობებs რუსეთის დრონების მოსაგერიებლად. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ დავეხმარებით უკრაინას საბჭოთა ეპოქის ტექნიკიდან NATO-ს თანამედროვე სტანდარტებზე, დოქტრინასა და წვრთნებზე გადასვლაში. ჩვენ შევხვდებით საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრო კულებას, რათა განვიხილოთ უკრაინის ყველაზე გადაუდებელი საჭიროებები და ჩვენი გრძელვადიანი მხარდაჭერა. „ჩვენ ასევე შევხვდებით ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ჩვენი სამი პარტნიორი რუსეთის ზეწოლის წინაშე სხვადასხვა გზით ხვდება. ასე რომ, ჩვენს შეხვედრაზე გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ მათ დამოუკიდებლობის დაცვაში და ასევე, გავაძლიეროთ მათი დაცვის უნარი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალ კვირას, ბუქარესტში შეხვდებიან.
იენს სტოლტენბერგი: ბუქარესტის შეხვედრაზე გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა საქართველოს, დამოუკიდებლობის დაცვაში დავეხმაროთ
საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბუქარესტში დაგეგმილ მინისტერიალში მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან დაკავშირებით, ალიანსის გენერალურმა მდივანმა 25 ნოემბერს ისაუბრა. იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს პარტნიორები, მათ შორის, საქართველო რუსეთის ზეწოლას სხვადასხვა გზით განიცდიან „ჩვენ ასევე შევხვდებით ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ჩვენი სამი პარტნიორი რუსეთის ზეწოლის წინაშე სხვადასხვა გზით ხვდება. ასე რომ, ჩვენს შეხვედრაზე გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა დავეხმაროთ მათ დამოუკიდებლობის დაცვაში და ასევე, გავაძლიეროთ მათი დაცვის უნარი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგმა რუსულ პროპაგანდას უპასუხა
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ალიანსის ძალების არც ინსტრუქტორები არიან და არც სამხედრო ნაწილები. ამის შესახებ მან პარასკევს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი რუსული პროპაგანდისტული ნარატივია, თითქოს, უკრაინაში NATO-ს ჯარები იბრძვიან. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სტოლტენბერგმა განმარტა, რომ მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემების, ასევე არტილერიის კონტროლის მიზნით, რომელსაც მოკავშირეები აწვდიან უკრაინას, უკრაინელ სამხედროებს უშუალოდ ალიანსის წევრ ქვეყნებში წვრთნიან. მაგალითად, მან მოიყვანა მოწინავე HIMARS-ს ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. მისი თქმით, როდესაც ამ სისტემის მართვისთვის საჭიროა სპეციალისტი, იქნება ეს საჰაერო თავდაცვის სისტემა თუ საარტილერიო სისტემა, უკრაინელები სწავლებას NATO-ს რომელიმე ქვეყანაში გადიან. მაგრამ NATO-ს თანამშრომლები უკრაინის ტერიტორიაზე არანაირ სამუშაოს არ ატარებენ. გენერალური მდივნის თქმით, ეს ხაზს უსვამს იმას, რომ NATO არ არის კონფლიქტის მხარე - მათ არ ჰყავთ ჯარები ადგილზე, მაგრამ NATO-ს მოკავშირეები ეხმარებიან უკრაინას თავდაცვის მიზნის განხორციელებაში.
იტალიური და ესპანური მოიერიშე თვითმფრინავები რუმინეთის საჰაერო ბაზაზე განლაგდნენ
იტალიური საჰაერო ძალების ოთხი მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავი, რუმინეთში, მიჰაილ კოგალნიჩეანუს საჰაერო ბაზაზე დაეშვა. ესპანეთის საჰაერო ძალების ექვსი F-18 ტიპის თვითმფრინავი კი, ასევე რუმინეთში, ფეტესტიის საჰაერო ბაზაზე განლაგდა. იტალიური მხარის განმარტებით, აღნიშნული აქტივობა ხაზს უსვამს ალიანსის უნარს, გადაწყვიტოს და სწრაფად მოერგოს ნებისმიერ ცვლილებას საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში, NATO ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრის დაცვის ჩათვლით. იტალიური მოიერიშე თვითმფრინავები რუმინულ საბრძოლო თვითმფრინავებთან ერთად, 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ივლისის ბოლომდე იფრენენ. ესპანური F-18 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები კი, გაძლიერებულ საჰაერო პატრულირებას განახორციელებენ და მხარს დაუჭერენ ალიანსის გაძლიერებულ აქტივობებს, იმუშავებენ რუმინეთისა და იტალიის საჰაერო ძალებთან ერთად და მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში დაიცავენ ცას. NATO-მ გაძლიერებული საჰაერო პატრულირება მიჰაილ კოგალნიჩეანუს საჰაერო ბაზიდან, კონსტანცის მახლობლად, შავი ზღვის სანაპიროზე, 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ მოკავშირეთა მოიერიშე რაზმებმა, აღმოსავლეთ ფლანგზე საჰაერო პოლიციის კოლექტიური პოზიციები გააძლიერეს, რაც პოტენციურ აგრესიას ხელს უშლის. იტალია რეგულარულად უჭერს მხარს ამ მისიას როგორც ჩრდილოეთში, ასევე სამხრეთში, რაც ხაზს უსვამს მის ერთგულებას NATO-ს კოლექტიური თავდაცვის მიმართ და მოკავშირეთა საჰაერო ძალებთან მის თავსებადობას აძლიერებს.
პოლონეთში NATO-ს წვრთნები ჩატარდა
NATO-ს ძალებმა, ჩრდილოეთ პოლონეთში, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ზონაში წვრთნები ჩაატარეს. კერძოდ, ეს არის სუვალკის დერეფანი, რომელიც პოლონეთსა და ლიეტუვას აკავშირებს და რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელორუსს ჰყოფს ერთმანეთისგან. ამის შესახებ Reuters-ი წერს. წვრთნებში 2000 ჯარისკაცი მონაწილეობს, განაცხადა პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ. მასში ასევე ჩაერთო 1000-ზე მეტი საბრძოლო და ლოგისტიკური დამხმარე აღჭურვილობა. „ჩვენ ვატარებთ წვრთნებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია ჩვენი გამოცდილების საფუძველზე და ასევე, უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით. ვიცით, რა მეთოდებს იყენებს რუსეთი და რა მეთოდებს იყენებს უკრაინის არმია ეფექტიანი თავდაცვისთვის“, - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა.
იენს სტოლტენბერგი: საქართველო უაღრესად ღირებული პარტნიორია
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ალიანსის უაღრესად ღირებული პარტნიორია. იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა, რა ხდის საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებას უფრო მნიშვნელოვანს. „ბუქარესტში დაგეგმილი შეხვედრა აჩვენებს ჩვენს ძლიერ პოლიტიკურ ერთგულებას, ჩვენს მხარდაჭერას ამ უაღრესად ღირებული პარტნიორების მიმართ. ბუქარესტში დაგეგმილი შეხვედრა აჩვენებს ჩვენს ძლიერ პოლიტიკურ ერთგულებას, ჩვენს მხარდაჭერას ამ უაღრესად ღირებული პარტნიორების მიმართ. საქართველო უაღრესად ღირებული პარტნიორია. საქართველომ რუსული სამხედრო აგრესია ჯერ კიდევ 2008 წელს განიცადა. საქართველოს ჯერ კიდევ მნიშვნელოვან ნაწილს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები აკონტროლებენ. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის საქართველოსთან მუშაობას, მასთან ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, მათი მდგრადობის და თავდაცვის გაძლიერებაში დახმარებას. საქართველოსთვის ჩვენ ასევე შეგვიძლია გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საფუძველზე და გავაგრძელოთ ჩვენი პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. იენს სტოლტენბერგი: ბუქარესტის შეხვედრაზე გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა საქართველოს, დამოუკიდებლობის დაცვაში დავეხმაროთ იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO-ს პარტნიორები, მათ შორის, საქართველო რუსეთის ზეწოლას სხვადასხვა გზით განიცდიან
დმიტრო კულებამ NATO-ს იარაღის წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ს იარაღის წარმოების გაზრდისკენ მოუწოდა. „NATO-ს ქვეყნებს სასწრაფოდ სჭირდებათ იარაღის წარმოების გაზრდა“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, ბუქარესტში, ალიანსის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისივე თქმით, ბრძოლის ველზე გრძელვადიან პერსპექტივაში გამარჯვება, მეტი იარაღის წარმოებაში ინვესტიციის გარეშე შეუძლებელია. „არ არის საჭირო თვეების დახარჯვა იმ ქვეყნებთან, რომლებსაც უკრაინისთვის პოლიტიკური მიზეზების გამო იარაღის მიწოდება არ სურთ. იმის მაგივრად, რომ მათ იმედზე ვიყოთ და თვეები დავხარჯოთ მათ დასარწმუნებლად, ჩვენ უნდა დავიწყოთ წარმოება, რათა არ გავხდეთ დამოკიდებული მესამე ქვეყნების ახირებებზე, რომლებსაც მარაგი აქვთ, მაგრამ არ სურთ მისი გაზიარება", - განაცხადა კულებამ. ამასთან, კულებამ დააზუსტა, რომ უკრაინას ყველაზე მეტად საჰაერო თავდაცვის სისტემები, ტანკები და საწარმოო ხაზები სჭირდება.
ჩავუშოღლუ: ევროკავშირის გაფართოება უნდა გავრცელდეს ბალკანეთიდან საქართველომდე, მიაღწიოს უკრაინასა და მოლდოვას
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ NATO მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ფორუმზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებით გამოვიდა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის საზღვრების ბალკანეთიდან საქართველოში გაფართოების მომხრეა. ამის შესახებ ბუქარესტში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ფორუმზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. „აუცილებელია ევროკავშირის გაფართოების ახალი პროცესის დაწყება. ის უნდა გავრცელდეს ბალკანეთიდან საქართველომდე, მიაღწიოს უკრაინასა და მოლდოვას“. მისივე თქმით, უკრაინის კონფლიქტი გკარნახობს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლის აუცილებლობას. ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი მშვიდობის უზრუნველსაყოფად მცდელობას არ დაიშურებს. ამავე გამოსვლაში თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო სასწავლო მისიის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას აკლია „სტრატეგიული მიდგომა“. „პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ (თურქეთს) ძალიან გვიხარია, რომ ვხედავთ ერთიანობას ევროკავშირსა და NATO-ში. ევროკავშირმა გამოაცხადა ახალი სასწავლო მისიის შესახებ უკრაინაში. და, კიდევ ერთხელ უგულვებელყო თურქეთთან კონსულტაციები მისიის დაწყებამდე“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. მისივე შეფასებით, ეს იყო „მაგალითი იმისა, თუ როგორ დაკარგა ევროკავშირმა სტრატეგიული აზროვნება რამდენიმე წევრი სახელმწიფოს ვიწრო ინტერესების გამო“. „მე ვამბობ, რომ ჩვენ არ გვჭირდება, ვიყოთ მისიის ნაწილი, რადგან ინდივიდუალურად ყველამ იცის, რამდენად ვუჭერთ მხარს უკრაინას“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ. მან ხაზი გაუსვა ერთიანობის სულისკვეთების ხელახლა აღმოჩენის აუცილებლობას. რაც მისი თქმით, აუცილებელია ახალი ევროპული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. უმაღლესმა თურქმა დიპლომატმა განმარტა, რომ „ამ ხედვის ბუნებრივი გაფართოება არის ინკლუზიური და ადგენს ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებს". „გაფართოება უნდა გავრცელდეს ბალკანეთიდან საქართველოში, მათ შორის უკრაინასა და მოლდოვაში. და ეს რეგიონი ვერ იქნება სრულყოფილი ჩემი ქვეყნის, თურქეთის გარეშე", - განაცხადა ჩავუშოღლუმ. თურქეთმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 1987 წელს გააკეთა და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო, თუმცა მოლაპარაკებები 2007 წელს შეფერხდა.
NATO-ს გენმდივნის მოადგილე: ბუქარესტის სამიტის სულისკვეთებაა, რომ ყველა სუვერენულ ერს აქვს უფლება, იბრძოლოს მისი მომავლისთვის
„ბუქარესტის სამიტის სულისკვეთებაა, რომ ყველა სუვერენულ ერს აქვს უფლება, იბრძოლოს მისი მომავლისთვის“, - ამის შესახებ ბუქარესტში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ფორუმზე NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანამ განაცხადა. მან ისაუბრა NATO-ს ღია კარის პოლიტიკაზე და ქვეყნების სუვერენულ უფლებაზე აირჩიონ მათი მომავალი. „ჩვენ უნდა განვუცხადოთ საქართველოს, უკრაინას, ბოსნია-ჰერცოგოვინას, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომ თუ ისინი მზად არიან, ჩვენ გვერდით იდგნენ, მაშინ ისინი იქნებიან. ჩვენ მზად ვართ. ბუქარესტის სამიტის სულისკვეთებაა, რომ ყველა სუვერენულ ერს აქვს უფლება, იბრძოლოს მისი მომავლისთვის. ჩვენ გადაწყვიტეთ ჩვენი მომავალი, ჩვენ დასავლეთს ვეკუთვნით. უკრაინა ეკუთვნის დასავლეთს. რუსეთი დაშორდა ცივილიზებულ ევროპას. უკრაინა იქნება ცივილიზებული ევროპის ნაწილი“, - აღნიშნა მირჩა ჯოანამ. ბუქარესტში, საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ უკანონო ომს, კიევისა და სხვა პარტნიორებისათვის NATO-ს მხარდაჭერას, მედეგობის გაძლიერების გზებსა დ ჩინეთიდან მომდინარე გამოწვევებს. გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ NATO გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას, სანამ საჭირო იქნება. „ჩვენ უკან არ დავიხევთ. უკრაინის მხარდაჭერა ჩვენივე უსაფრთხოების ინტერესია. ვერ დამკვიდრდება ხანგრძლივი მშვიდობა, თუ აგრესორი გაიმარჯვებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ბუქარესტში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას, რათა ერთად განიხილონ უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები. ბუქარესტში ასევე არიან საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები, რათა განიხილონ მათი ქვეყნების მზარდი თანამშრომლობა NATO-სთან ამ რთულ დროს.
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერება გადაწყვიტეს
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერების შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ ბუქარესტში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ჩვენ შევიკრიბეთ ბუქარესტში, შავი ზღვის სანაპიროებთან, იმ დროს, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე შეჭრა, ევროატლანტიკურ მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის. რუსეთს ამ ომზე, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პრინციპების აშკარა დარღვევაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება. რუსეთის აგრესია, მათ შორის მისი მუდმივი თავდასხმები უკრაინის სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მილიონობით უკრაინელს ართმევს ძირითად ადამიანურ მომსახურებას, რამაც გავლენა მოახდინა გლობალურ საკვებზე და საფრთხე შეუქმნა მსოფლიოს ყველაზე დაუცველ ქვეყნებსა და ხალხებს. რუსეთის მიუღებელი ქმედებები, მათ შორის ჰიბრიდული აქტივობები, ენერგეტიკული შანტაჟი და დაუფიქრებელი ბირთვული რიტორიკა, ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთს 15 ნოემბრის ინციდენტის შემდეგ, რამაც გამოიწვია ტრაგიკული მსხვერპლი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად. ჩვენ ვგმობთ რუსეთის სისასტიკეს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ და ადამიანის უფლებების დარღვევასა, მათ შორის არის იძულებითი დეპორტაცია, წამება და ბარბაროსული მოპყრობა ქალების, ბავშვებისა და დაუცველ სიტუაციებში მყოფი პირების მიმართ. ყველამ, ვინც პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე, მათ შორის კონფლიქტთან დაკავშირებულ სექსუალურ ძალადობაზე, პასუხი უნდა აგოს. ჩვენ ასევე ვგმობთ მათ, ვინც აქტიურად უწყობს ხელს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის ბელორუსს. ჩვენ მტკიცედ ვრჩებით უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულნი. არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის უკანონო ანექსიებს, რომლებიც უხეშად არღვევს გაეროს წესდებას. ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას უკრაინისთვის, რადგან ის აგრძელებს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვას რუსული აგრესიისგან. ჩვენ შევინარჩუნებთ ჩვენს მხარდაჭერას, სანამ საჭირო იქნება“, - აღნიშნულია განცხადებაში. მისივე თანახმად, NATO თავდაცვითი ალიანსია და ის გააგრძელებს ალიანსის ფარგლებში მცხოვრები მოსახლეობის, ასევე, მოკავშირეთა ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრის დაცვას. „ჩვენ ვხვდებით საფრთხეებს და გამოწვევებს ავტორიტარული აქტორებისა და სტრატეგიული კონკურენტების მხრიდან ყველა სტრატეგიული მიმართულებიდან. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმძიმესი საფრთხის ფონზე და სტრატეგიული კონცეფციის შესაბამისად, ჩვენ ვახორციელებთ ახალ საბაზისო ხაზს ჩვენი შეკავებისა და თავდაცვითი პოზიციისთვის. მოკავშირეების წინააღმდეგ ნებისმიერ თავდასხმაზე იქნება ერთიანი და მტკიცე პასუხი. ჩვენ ერთად ვდგავართ ერთიანობითა და სოლიდარობით და ვადასტურებთ მუდმივ ტრანსატლანტიკურ კავშირს ჩვენს ერებს შორის. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისკენ სწრაფვას მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში“, - წერია განცხადებაში. მანამდე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მინისტრები გააგრძელებენ უპრეცედენტო მხარდაჭერას უკრაინისთვის, მათ შორის გაზისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის მიზნით და, რა თქმა უნდა, კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას.
NATO-ს გენმდივნის გზავნილი საქართველოს, ბუქარესტის მინისტერიალიდან
NATO აქ არის, NATO ფხიზლად რჩება და მზადაა, დაიცვას თავისი ტერიტორიების თითოული სანტიმეტრი, შესაბამისი განცხადებით გახსნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში გამართული ფორუმი. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ამჟამად ალიანსი ფოკუსირებულია უკრაინის მხარდაჭერაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს ვლადიმერ პუტინის დამარცხება და უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს გამარჯვება. „ჩვენ განვაცხადეთ, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი და ველოდები, რომ მოკავშირეები ამას დაადასტურებენ, თუმცა ახლა მთავარი აქცენტი კეთდება უკრაინის დახმარებაზე. ახლა ომია გაჩაღებული და ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ რამე ისეთი, რაც ძირს გამოუთხრის მოკავშირეების ერთობას გაუწიონ უკრაინას სამხედრო, ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება უკრაინას, რადგან ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ პრეზიდენტ პუტინს გამარჯვებაში და უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ქვეყანამ“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობაზე. „რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ არ დაგვავიწყა სხვა პარტნიორები, რომლებიც რუსეთის ზეწოლის, აგრესიისა და დაშინების წინაშე არიან. მეტიც, ამ ომმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა ჩვენი პარტნიორობა. სწორედ ამიტომ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ბუქარესტის შეხვედრაზე შეხვდებიან უკრაინელ კოლეგას, ასევე საქართველოს, მოლდოვის, ბოსნია და ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრებს იმისთვის, რომ ვუპასუხოთ ჩვენ წინაშე არსებულ გამოწვევებს და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა ხსენებული ქვეყნების მედეგობის, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და მათი შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის, რომ მათ უკეთ შეძლონ თავდაცვა. თუ ისინი უფრო მეტად უსაფრთხოდ იქნებიან, ჩვენ ვიქნებით მეტად დაცულები“, – განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსი ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება. ამით მან შესაბამის შეკითხვას უპასუხა. კერძოდ: 2008 წელს, მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები და რა ეტაპზეა ამჟამად ეს პროცესი? „NATO-ს კარი ღია რჩება. ჩვენ ეს ვაჩვენეთ მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში მიღებით მიუხედავად რუსეთის პროტესტისა, ვაჩვენეთ, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება და ალიანსში გაწევრიანება მხოლოდ NATO-ს 30 წევრისა და ასპირანტი ქვეყნების გადასაწყვეტია და არა სხვისი. როდესაც პუტინი შეიჭრა უკრაინაში, მას უნდოდა ნაკლები NATO თავის საზღვრებთან და მიიღო საპირისპირო. მან მიიღო NATO-ს ჯარების მეტი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და ის ნახავს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. ამრიგად, ჩვენ ვაჩვენებთ, რომ NATO-ს კარი ღიაა არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. ეს იყო ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების ნაწილი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი: უკრაინის მხარდაჭერის დროს უკან არ დავიხევთ
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღებული ძირითადი გადაწყვეტილებები გამოაქვეყნა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრამ აჩვენა ალიანსის ერთიანობისა და უკრაინის მუდმივი მხარდაჭერის ძლიერი გზავნილი. გენერალური მდივანი მიესალმა უკრაინისთვის დახმარების გაძლიერების შესახებ მინისტრების გადაწყვეტილებას. მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინის უფლების მიმართ, აირჩიოს საკუთარი გზა. NATO საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერას აძლიერებს „ჩვენ ვაღიარებთ და პატივს ვცემთ უკრაინის მისწრაფებებს გაწევრიანებისკენ. თუმცა, ახლა ჩვენი ყურადღება გამახვილებულია დაუყოვნებლივ მხარდაჭერაზე, რადგან უკრაინა იცავს თავს რუსული აგრესიისგან. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება სამშაბათს, მოკავშირეთა საგარეო საქმეთა მინისტრებთან დისკუსიაში მონაწილეობს. მოკავშირეები ოთხშაბათს შეხვდებიან ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. NATO-ს გენმდივნის გზავნილი საქართველოს, ბუქარესტის მინისტერიალიდან
NATO საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერას აძლიერებს
NATO საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერას აძლიერებს. შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ბუქარესტში გაკეთდა. NATO კვლავ ადასტურებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს. „ალიანსისთვის დასავლეთ ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონების სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, მივესალმებით ჩვენს შეხვედრას NATO-ს პარტნიორებთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რადგან ალიანსი აძლიერებს მორგებულ მხარდაჭერას მათი მთლიანობისა და მდგრადობის ასაშენებლად, მათი შესაძლებლობების განვითარებისა და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენ ალიანსის ღია კარის პოლიტიკისადმი მტკიცედ ერთგულნი ვრჩებით. კვლავ ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებს და საქართველოსა და უკრაინისადმი ყველა შემდგომ მიღებულ გადაწყვეტილებას”, - წერია NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში. NATO-ს გენმდივნის გზავნილი საქართველოს, ბუქარესტის მინისტერიალიდან
NATO უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემების გადაცემას განიხილავს
NATO-ს მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მზადყოფნას, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება უზრუნველყონ. კერძოდ, თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის Patriot-ის სისტემები, მაგრამ სანამ ამ სისტემების შესახებ დისკუსიები გრძელდება, NATO ყურადღებას ამახვილებს საბრძოლო მასალისა და სათადარიგო ნაწილების მიწოდებაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, რაც უკრაინამ უკვე მიიღო. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში, მინისტერიალის პირველი დღის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დმიტრო კულება: NASAMS-მა უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა. Patriot-ის დროა სტოლტენბერგმა გაიხსენა, რომ NATO-ს მოკავშირეებმა უკვე მიაწოდეს უკრაინას ყველაზე მოწინავე სისტემები, როგორიცაა, ნორვეგიული NASAMS-ი და გერმანული IRIS-T-ი. ეს სისტემები აჩვენებენ მაღალ შედეგებს, რასაც მოწმობს უკრაინის თავდაცვის ეფექტიანობა რუსული სარაკეტო თავდასხმებისა და თვითმფრინავების თავდასხმების დროს. ამჟამად ძალიან მნიშვნელოვანია ამ სისტემების საბრძოლო მასალის მიწოდება, ასევე სათადარიგო ნაწილები მათი მოვლა-შეკეთებისთვის. CNN: აშშ უკრაინაში Patriot-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს შეგახსენებთ, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერება გადაწყვიტეს.
NATO-ს სამეკავშირეო ოფისი: დროა, გავაძლიეროთ ჩვენი ქმედებები ქალთა მიმართ ძალადობის დასასრულებლად
NATO-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადებით, გენდერული ნიშნით ძალადობა ჩვენს სამყაროში ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა. მათივე ცნობით, NATO-ს სამეკავშირეო ოფისი უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქტივიზმის 16-დღიან კამპანიას, ‘OrangeTheWorld’-ს "გენდერული ნიშნით ძალადობა ჩვენს სამყაროში ადამიანის უფლებების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა, რომელიც გავლენას ახდენს ყველა ასაკის, წარმომავლობისა თუ განათლების დონის მქონე ქალზე. ამგვარად, დროა გავაძლიეროთ ჩვენი ქმედებები ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის დასასრულებლად. სწორედ ამ მიზნით, ნატოს სამეკავშირეო ოფისი უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ აქტივიზმის 16-დღიან კამპანიას, ‘OrangeTheWorld’-ს. ეს კამპანია გვახსენებს, რომ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობა ძირს უთხრის იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია თანამედროვე, საერთაშორისო საზოგადოება და ეს პრობლემა საერთო ძალისხმევით უნდა მოგვარდეს. გავერთიანდეთ და ერთად ვიმუშაოთ ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის თავიდან ასაცილებლად და აღმოსაფხვრელად. ნატო აცნობიერებს გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციისა და რეაგირების აუცილებლობას. ალიანსის ღირებულებები ინდივიდუალური თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ გაეროს წესდებით ემყარება პრინციპს, რომ ქალთა თანასწორი უფლებები მნიშვნელოვანია და ქალთა მიმართ ძალადობა დაუშვებელია", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს სჭირდება სოლიდარობა, რათა საზღვრების დაცვა შეძლოს
ბუქარესტში, დღევანდელი მინისტერიალის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი თემა იქნება, როგორც დაიცვან რუსეთის მეზობელი ქვეყნები, მათ შორის საქართველო. ამის შესახებ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდტმა ბუქრესტში, NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა. ბოგდან აურესკუ: რუმინეთი მხარს უჭერს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციას, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველო და უკრაინა, ალიანსის წევრები გახდებიან როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს პარტნიორების სოლიდარობა სჭირდება. „ჩვენ დღეს ვისაუბრებთ რუსეთის მეზობელ დაუცველ ქვეყნებზე, როგორიცაა საქართველო, მოდლოვა და ასევე ბოსნია. ცოტა ხნის წინ ვიყავი საქართველოში, მათ ჩვენი სოლიდარობა სჭირდებათ. არის საჭიროება, რომ ჩვენ ნამდვილად ვიყოთ თანმიმდევრულები, რათა რუსეთის მეზობელმა ქვეყნებმა შეძლონ საზღვრების დაცვა. მე ვფიქრობ, ეს იქნება მინისტერიალზე საერთო გზავნილი საქართველოსთვის“, – განაცხადა ანიკენ ჰუიტფელდტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 29 ნოემბერს, ბუქარესტში NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო, სადაც მოკავშირეები ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხებს განიხილავენ.
ბოგდან აურესკუ: რუმინეთი მხარს უჭერს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას, რომლის თანახმად, საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ბოგდან აურესკუმ, ბუქარესტში, NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე განაცხადა, რომ რუმინეთსა და საქართველოს მსგავსი ამოცანები აქვთ და რუმინეთი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ყოველთვის მხარს უჭერდა. „საქართველოსთან და ქართველებთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ სიმბოლისტური, არამედ ძლიერი და თბილი გრძნობები“, - აღნიშნა აურესკუმ. მისივე თქმით, რუმინეთი მხარს უჭერს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციას, სადაც აღნიშნულია, რომ ორივე ქვეყანა – საქართველო და უკრაინა, როდესაც პირობები დაკმაყოფილდება ალიანსის წევრები გახდებიან. „ჩვენ ძალიან აქტიურად ვუჭერთ მხარს ამ ამოცანას. სწორედ ამიტომ, ბუქარესტში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტისას, ჩვენ რუმინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დონე, სტრატეგიულ პარტნიორობამდე გავზარდეთ“, – განაცხადა აურესკუმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 29 ნოემბერს, ბუქარესტში NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო, სადაც მოკავშირეები ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხებს განიხილავენ.
იენს სტოლტენბერგი: NATO-ს მოკავშირეები მოწოდებულნი არიან, გაზარდონ მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მიმართ
„NATO-ს მოკავშირეები მოწოდებულნი არიან, გაზარდონ მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მიმართ, ჩვენი შეხვედრა აჩვენებს ძლიერ და მზარდ თანამშრომლობას NATO-სა და თქვენს ქვეყნებს შორის ამ გამოწვევებით სავსე დროს“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში, საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრის წინ განაცხადა. „განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს პარტნიორებს ბოსნია-ჰერცეგოვინიდან, საქართველოდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან. სასიამოვნოა, რომ გხედავთ ყველას აქ. ჩვენი შეხვედრა აჩვენებს ძლიერ და მზარდ თანამშრომლობას NATO-სა და თქვენს ქვეყნებს შორის ამ გამოწვევებით სავსე დროს. NATO-ს გენმდივნის გზავნილი საქართველოს, ბუქარესტის მინისტერიალიდან NATO და NATO-ს მოკავშირეები სამივე პარტნიორს უწევენ დახმარებას ბევრი წლის განმავლობაში, მათ შორის შესაძლებლობების მშენებლობაში, რეფორმების განხორციელებაში და მათი თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით წვრთნებში. დღეს ეს პარტნიორები რუსეთის ზეწოლას განიცდიან. NATO-ს მოკავშირეები მოწოდებულნი არიან, გაზარდონ მხარდაჭერა მათ მიმართ. ეს შეხვედრა არის შესაძლებლობა, განვიხილოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების პრობლემები, განსაკუთრებით კი სტრატეგიულად მნიშვნელოვან შავი ზღვის რეგიონში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა. შეხვედრას საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრებიც ესწრებიან. NATO საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერას აძლიერებს. შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ბუქარესტში გაკეთდა. 29 ნოემბერს, ბუქარესტში NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო, სადაც მოკავშირეები ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხებს განიხილავენ.
NATO-ს მოკავშირეები საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მოკავშირეები ალიანსის პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადება იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში გააკეთა. რუმინეთი NATO-ს ორდღიან მინისტერიალს მასპინძლობს. დღეს ბოლო სესიას საქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია-ჰერცოგოვინის საგარეო საქმეთა მინისტებიც ესწრებოდნენ. „დღეს შემოგვიერთდნენ ბოსნია-ჰერცოგოვინის, მოლდოვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები. NATO-ს სამი ღირებული პარტნიორი, რომლებიც რუსეთის ზეწოლას განიცდიან. ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთო შეშფოთების საკითხი და თანამშრომლობის გაძლიერების გზები. მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გავაძლიერებთ მორგებულ მხარდაჭერას რეფორმების, შესაძლებლობების განვითარების, წვრთნების მიმართულებით, რათა გავაუჯობესოთ მათი უსაფრთხოების და თავდაცვის ინსტიტუტები“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. ამავე პრესკონფერენციაზე უპაუხა მან საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. „ჩვენს ბოლო სესიაზე გამოვხატეთ სოლიდარობა ჩვენი სამივე პარტნიორის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, მოლდოვისა და საქართველოს მიმართ. ვფიქრობ, გაკვეთილი, რაც ჩვენ უკრაინის ომისგან ვისწავლეთ არის ის, რომ დავეხმაროთ მათ ახლავე. უმჯობესია, დავეხმაროთ მათ ახლავე, ვიდრე მაშინ, როცა დავინახავთ, რომ მოვლენები აბსოლუტურად არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც დავინახეთ უკრაინაში შეჭრით. იენს სტოლტენბერგი: NATO-ს მოკავშირეები მოწოდებულნი არიან, გაზარდონ მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მიმართ ამრიგად, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გვაქვს საქართველოში წვრთნისა და შეფასების ცენტრი. მოკავშირეებმა გააკეთეს განცხადებები და გამოხატეს ერთგულება შემდგომი დახმარების მიმართულებით, რადგან ჩვენ გვჭირდება ხანგრძლივი პარტნიორობის დამყარება საქართველოსთან. სწორედ ამისთვის ვიყენებთ სასწავლო ცენტრს. მოკავშირეებმა ასევე გამოხატეს ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამავდროულად, მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას და საქართველოსთან ერთად მუშაობას მხარდაჭერის გაძლიერებული პაკეტის შესასრულებლად, რომელიც შევათანხმეთ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 29 ნოემბერს, ბუქარესტში NATO-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა დაიწყო, სადაც მოკავშირეები ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს საკითხებს განიხილავდნენ. შეგახსენებთ, საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის პაკეტი NATO-ს სამიტზე, მადრიდში, ივნისში დამტკიცდა.
კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები NATO-ს კიბერთავდაცვის სწავლებაში მონაწილეობდნენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა NATO-ს კიბერთავდაცვის სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „Cyber Coalition 2022“ მსოფლიოში კიბერსფეროს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სწავლებაა, რომელიც NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან ათასამდე მონაწილეს აერთიანებს. ხუთდღიანი კიბერსწავლება რეალურ გარემოში სხვადასხვა სცენარების სიმულირებასა და მათზე რეაგირების ალგორითმის შემუშავებას მოიცავს. სწავლება მიზნად ისახავს ქსელების დაცვისა და კიბერსივრცეში ერთობლივი მუშაობის უნარების გაძლიერებას, ასევე პარტნიორებთან ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას.
ბლინკენი: NATO უკრაინისათვის, საბჭოთა ტიპის იარაღის წარმოების დაფინანსების საკითხს განიხილავს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ნატო უკრაინისათვის საბჭოთა ტიპის იარაღის წარმოების დაფინანსების საკითხს განიხილავს. „ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინელები მიიღებენ იმას, რაც მათ სჭირდებათ და რაც შეიძლება იყოს მათთვის ყველაზე ეფექტური. ზოგიერთი მათგანი ეხება საბჭოთა დროის სისტემებს, რომლებთანაც ისინი ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ და მაგალითად, ამ სისტემებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება. ზოგიერთ შემთხვევაში, ამან შეიძლება მოითხოვოს ისეთი რამის წარმოება, რაც დიდი ხნის განმავლობაში არ იყო წარმოებული“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. 26 ნოემბერს The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ NATO-ს წევრები განიხილავენ ჩეხეთის რესპუბლიკაში, სლოვაკეთსა და ბულგარეთში ძველ ქარხნებში ინვესტიციის შესაძლებლობას, რათა იქ, საბჭოთა ტიპის უკრაინული საარტილერიო სისტემების ჭურვების წარმოება განაახლონ, რადგან რუსეთსა და უკრაინას შორის ომში უფრო მეტი საარტილერიო ჭურვებია გამოყენებული. როგორც NATO-ს წარმომადგენელმა The New York Times-ს განუცხადა, ზაფხულში დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალები ყოველდღიურად ექვს-შვიდი ათას ჭურვს იყენებდნენ, რუსული არმია - 40-50 ათასს. შედარებისთვის, ავღანეთის ომის დროს აშშ და NATO-ს მოკავშირეები დღეში დაახლოებით 300 ჭურვს ისვროდნენ, ახლა კი აშშ თვეში 15 000 ჭურვს ისვრის.
ალექსანდრე ვინიკოვი: მოუთმენლად ველით პროგრესის გაგრძელების ხილვას, რაც აუცილებელი რეფორმების განხორციელების გზით, საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას გამოიწვევს
ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება მომავალში საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ისევე, როგორც უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ასე რომ, ღია კარის პოლიტიკა მტკიცედაა ძალაში, - ამის შესახებ საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის (NLO) ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა. ვინიკოვის თქმით, NATO მოუთმენლად ელის საქართველოში პროგრესის გაგრძელების ხილვას, რაც გამოიწვევს აუცილებელი რეფორმების განხორციელების გზით მის NATO-ში გაწევრიანებას. „NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის მთავარი გზავნილები, რომელიც ბუქარესტში გაიმართა, შეეხებოდა ჩვენს უწყვეტ ერთგულებას უკრაინის მხარდაჭერის მიმართ, რომელიც აგრძელებს თავის დაცვას რუსეთის უკანონო აგრესიისგან. ასე რომ, NATO-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს ვალდებულება, რომ გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში. მოკავშირეები შეხვდნენ საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვის წარმომადგენლებთან იმის განსახილველად, თუ როგორ შეიძლება NATO-მ კიდევ უფრო გააძლიეროს მხარდაჭერა ამ ქვეყნების მიმართ, სამი მნიშვნელოვანი პარტნიორის მიმართ, რადგან ისინი წინააღმდეგობას იწევენ რუსეთის ზეწოლას. ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება მომავალში საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ასე რომ, ღია კარის პოლიტიკა მტკიცედაა ძალაში და მოუთმენლად ველით საქართველოში პროგრესის გაგრძელების ხილვას, რაც გამოიწვევს აუცილებელი რეფორმების განხორციელების გზით მის NATO-ში გაწევრიანებას, რომელთა განხორციელებაში ჩვენ საქართველოს დახმარებას ვუწევთ“, - აღნიშნა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
შოლცი სტოლტენბერგს: NATO-ს ტერიტორიის დასაცავად ჩვენს წვლილს კიდევ უფრო გავზრდით
„ფედერალური შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო გაზრდის თავის წვლილს ალიანსის ტერიტორიის დასაცავად. 2025 წლიდან ჩვენ ვგეგმავთ NAT-ს 30 000 ჯარისკაცი მაღალ მზადყოფნაში მოვიყვანოთ“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. იენს სტოლტენბერგი გერმანიაში იმყოფება. „ნათელია, რომ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად NATO-ში, ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ, ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვაგრძელებთ უკრაინის და მისი თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერას და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს დასჭირდება უკრაინას პოლიტიკური თვალსაზრისით, ფინანსურად, ჰუმანიტარული და ასევე საჭირო იარაღის მიწოდების თვალსაზრისით. NATO არ უნდა გახდეს კონფლიქტის მხარე, რადგან ეს გამოიწვევს ესკალაციას პლანეტისთვის გაუთვალისწინებელი შედეგებით. ჩვენ მზად ვიქნებით, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, ნებისმიერ მოკავშირეს, ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ და დავიცვათ ალიანსის თითოეული სანტიმეტრი. გერმანია უკვე ძალიან აქტიურია, როდესაც საქმე ეხება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვას, ლიეტუვაში დაახლოებით 1000 ჯარისკაცის ყოფნით. ჩვენ კი გერმანიაში შევქმენით ბრიგადა ლიეტუვის დასაცავად. ჩართული ვართ საჰაერო პატრულირებაში ბალტიისპირეთში. ჩვენ მივაწოდეთ „პატრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები სლოვაკეთს. გარდა ამისა, ფედერალურმა შეიარაღებულმა ძალებმა წელს NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის 14000-ზე მეტი ჯარისკაცი გამოყო და მომავალ წელს, ეს რიცხვი 17000-მდე გაიზრდება. ფედერალური შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო გაზრდის თავის წვლილს ალიანსის ტერიტორიის დასაცავად. 2025 წლიდან ჩვენ ვგეგმავთ NAT-ს 30 000 ჯარისკაცი მაღალ მზადყოფნაში მოვიყვანოთ. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ ევროპული ცის ფარის ინიციატივა, რომლის მიზანია NATO-ში ევროპული ფრთის გაძლიერება. მივესალმები იმ ფაქტს, რომ 15-მდე მოკავშირე უკვე შეუერთდა ამ ინიციატივას“, - განაცხადა შოლცმა.
იენს სტოლტენბერგი: პუტინი ზამთარს იარაღად იყენებს. ჩვენ ვერ დავუშვებთ მის გამარჯვებას
„პუტინი ზამთარს იარაღად იყენებს. ჩვენ ვერ დავუშვებთ მის გამარჯვებას. ამ კრიტიკულ მომენტში, ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა უკრაინისადმი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში ვიზიტისას, კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, NATO არ არის კონფლიქტის მხარე „ჩვენ არ ჩავერთებით პუტინის ომში. ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინას თავდაცვის უფლებით, რაც გაეროს წესდებაშია დაცული. მე მივესალმები გერმანიის წამყვან როლს.გერმანია იმ მოკავშირეებს შორისაა, რომლებიც უკრაინას ყველაზე მეტ სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ. გერმანიის მიერ მოწოდებული სამხედრო აღჭურვილობა იცავს უკრაინის სახლებს, სკოლებსა და საავადმყოფოებს რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან. გერმანული იარაღი სიცოცხლეს გადაარჩენს. NATO-ს მოკავშირეები მოწოდებულნი არიან, შეინარჩუნონ ჩვენი მხარდაჭერა, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, ევროპის უსაფრთხოებისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში გერმანიის ხელმძღვანელობა გადამწყვეტია.
საქართველოში აკრედიტებული NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები, თავდაცვის უწყების NATO-ს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესს ეცნობიან
თავდაცვის ატაშეების ასოციაციის ყოველწლიური გეგმის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები, თავდაცვის უწყების NATO-ს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესსა და სამომავლო გეგმებს ეცნობიან. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დიპლომატებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლა. მან მოწვეულ სტუმრებს თავდაცვის სფეროში მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეებს მიმდინარე წლის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და განმტკიცების მიზნით განხორციელებული პროექტები და რეფორმები გააცნეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა მოწვეულ სტუმრებს მომავალი წლის განმავლობაში დაგეგმილ ღონისძიებებზეც მიაწოდეს ინფორმაცია. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ატაშეებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. მსგავსი სახის შეხვედრები სისტემის გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის დამადასტურებელია.
NATO შავი ზღვის რეგიონში ცის დაცვის შესახებ ცნობებს ავრცელებს
კანადამ NATO-ს გაძლიერებული საჰაერო პატრულირების ფარგლებში, რუმინეთში განლაგება წარმატებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას NATO ავრცელებს. „კანადის საბრძოლო თვითმფრინავები რეგულარულად მანევრირებენ ქალაქ კონსტანცის ცაზე, ისინი თანმიმდევრულად უჭერენ მხარს ამ მისიას 2014 წლიდან. ეს არის ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირის დემონსტრირება. ალიანსის ტერიტორიის დასაცავად, კანადური CF-18 ასევე მხარს უჭერს მრავალ ოპერატიულ ფრენას, სასწავლო აქტივობას და წვრთნებს. დეკემბრიდან იტალიის საჰაერო ძალები შეასრულებენ ვალდებულებებს, მისი საბრძოლო თვითმფრინავები მიჰაილ კოგალნიჩეანუს საჰაერო ბაზიდან გაფრინდებიან“, - იუწყება ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ასევე გაეცანით NATO-ს მოკავშირეებმა რუმინეთში საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები გამოსცადეს ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია
ვილნიუსში მიიღეს დეკლერაცია, რომელიც ევროკავშირსა და NATO-ში უკრიანის დაჩქარებულ გაწევრიანებას ემხრობა
ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის პარლამენტის წევრებმა ვილნიუსში სამმხრივი ასამბლეის მე-12 სესიაზე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინასა და NATO-ს ქვეყნებში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთადერთი გზა, უკრაინის სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაა. ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის სეიმის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. „[ასამბლეამ] ხაზი გაუსვა ლიეტუვისა და პოლონეთის შემდგომი პოლიტიკური მხარდაჭერის ძირითად მნიშვნელობას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, ისევე როგორც მომავალ მოლაპარაკებებში, რომელიც შესაძლოა, რაც შეიძლება მალე დაიწყოს 2023 წელს“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელშიც ხაზგასმულია ქვეყნების მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლონ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, რათა უზრუნველყონ უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში უმოკლეს დროში გაწევრიანება. სამმხრივმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნების მზადყოფნა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა, რათა რუსეთმა სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. „ლუბლინის სამკუთხედი“ არის სამმხრივი რეგიონული ალიანსი, რომელიც ლიეტუვას, პოლონეთსა და უკრაინას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ თანამშრომლობას გულისხმობს. მისი მიზნებია ქვეყნებს შორის დიალოგის გაძლიერება, უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერა და უკრაინაში რუსულ აგრესიასთან ერთობლივი გამკლავება.
NATO-მ ბალტიისპირეთის ქვეყნების გარშემო, ფართომასშტაბიანი, მრავალეროვნული წვრთნები ჩაატარა
მოკავშირეები და პარტნიორები მრავალეროვნულ აქტივობას ახორციელებენ ბალტიისპირეთის ქვეყნებში. შესაბამის ინფორმაციას NATO ავრცელებს. მისივე ცნობით, მანევრებში 20 თვითმფრინავი მონაწილეობდა, მათ შორის პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან, ასევე პარტნიორი ქვეყნებიდან, ფინეთიდან და შვედეთიდან. „შვედეთი არის მთავარი კონტრიბუტორი ბალტიის ზღვის რეგიონში ჩვენი საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს აქტივობა იყო ჩვენს მომავალ მოკავშირეებთან თანამშრომლობის ფანტასტიკური შესაძლებლობა და მკაფიო დადასტურება იმისა, რომ შვედეთის საჰაერო ძალები სრულად თავსებადია NATO-სთან“, - განაცხადა შვედურმა მხარემ. ამ აქტივობაში ასევე გამოჩნდა აშშ-ის საჰაერო ძალების უახლესი ტანკერი - KC-46, რომელიც ფინურ F/A-18-ებს ამარაგებდა. „ხსენებული აქტივობის მიზანია საჰაერო ეკიპაჟების წვრთნა საჰაერო საწვავის შევსებაში, ასევე ფინეთის მზადყოფნის დემონსტრირება აშშ-სა და NATO-ს ძალებთან ერთად მოქმედებისთვის“, - თანამშრომლობის უნარი აძლიერებს ფინეთის თავდაცვას“, - აღნიშნა თავის მხრივ ფინურმა მხარემ. NATO-ს შეფასებით, მსგავსი მუდმივი საწვრთნელი აქტივობები, რომლებიც რეგულარულად ტარდება ევროატლანტიკურ სივრცეში, აუმჯობესებს ალიანსის საერთო ერთიანობას და უზრუნველყოფს NATO-ს მჭიდრო თანამშრომლობას მნიშვნელოვან პარტნიორებთან.
იაპონია, დიდი ბრიტანეთი და იტალია ახალი თაობის გამანადგურებლის შექმნაზე შეთანხმდნენ
იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის ხელისუფლებები 2035 წლისთვის ახალი თაობის გამანადგურებლებს ერთობლივად შექმნიან. პროექტის შესახებ მადრიდში, NATO-ს სამიტზე პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას მონაწილეობის შემდეგ გახდა ცნობილი. ოფიციალურმა ტოკიომ არაერთხელ განაცხადა, რომ წყნარი ოკეანის რეგიონში რეგიონული საფრთხეების ფონზე, იაპონია ორიენტირებულია NATO-ს ქვეყნებთან თავდაცვის თანამშრომლობაზე. სააგენტო Kyodo-ს ინფორმაციით, პროექტში წამყვან როლს იაპონური კომპანია Mitsubishi Heavy Industries-ი და ბრიტანული კომპანია BAE Systems-ი შეასრულებენ. იაპონიის და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „ვაშინგტონის ადმინისტრაცია ტოკიოს ინიციატივას მხარს უჭერს“.
თავდაცვის სამინისტრო NATO-ს თავდაცვის კოლეჯის დელეგაციას მასპინძლობს
საქართველოს რეგიონული ტურის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრო NATO-ს თავდაცვის კოლეჯის დელეგაციას მასპინძლობს. კოლეჯის ხელმძღვანელ პირებსა და მაღალი რანგის კურსის მსმენელებს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მიესალმა და მსგავსი სახის ვიზიტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა მაღალი რანგის მსმენელებს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებსა და განხორციელებულ რეფორმებზე, თავდაცვის პოლიტიკის განვითარებისა და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. ასევე, მიმოიხილეს საქართველოს სამხედრო განათლების სისტემის პრიორიტეტები. დღესვე, NATO-ს კოლეჯის წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრნენ, სადაც JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ უმასპინძლა და ცენტრის შესაძლებლობები გააცნო. საქართველოში ვიზიტის მიზანი კოლეჯის კურსანტებისთვის რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებისა და ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციის პერსპექტივების გაცნობაა.
საქართველოში ვიზიტისას, რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის ფოკუსშია შავი ზღვის რეგიონის განვითარების მნიშვნელობა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალ დანიელ პეტრესკუს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და განვითარების მნიშვნელობას, რეგიონში საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს. ხაზგასმით აღინიშნა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვანი როლი და პაკეტის ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში რუმინეთის წვლილი. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ რუმინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე გენერლებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო სამხედრო განათლებისა და სამხედრო წვრთნების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებსაც. „ქართულმა მხარემ გენერალ დანიელ პეტრესკუს მადლობა გადაუხადა რუმინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ვიზიტის ფარგლებში რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი გენერალი დანიელ პეტრესკუ NATO-ს ძირითად ჯგუფს და NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების განხორციელების შესახებ ისაუბრე“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. დღესვე რუმინელმა გენერალმა ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაც მოინახულა. რუმინეთის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა დანიელ პეტრესკუმ გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
საქართველოს თავდაცვის ძალებმა, NATO-ს სტანდარტებით ლოგისტიკური დაგეგმვა შეისწავლეს
თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის ლოჯისტიკის წამყვანმა სპეციალისტებმა NATO-ს პროგრამაში LOGFAS მუშაობა და NATO-ს სტანდარტებით ლოგისტიკური დაგეგმვა შეისწავლეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ლოჯისტიკოსებს ლექცია-სემინარები NATO-ს გაერთიანებული ძალების სარდლობის ექსპერტთა ჯგუფმა და საქართველოს თავდაცვის ძალების J-4 ლოჯისტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ჩაუტარეს. ლექციის მთავარ მიზანს NATO-ს გაერთიანებული ოპერაციების წარმოებისას ლოჯისტიკური დაგეგმარების პროცესის ერთიანი სისტემით განხორციელება წარმოადგენდა. LOGFAS NATO-ს ფუნქციონალურ სფეროთა მომსახურების ელექტრონული პროგრამა და მთავარი ლოჯისტიკური დაგეგმვის ინსტრუმენტია, რომელსაც ამჟამად ნატო დაგეგმვის პროცესში იყენებს. ალიანსის რეკომენდაციაა, აღნიშნული პროგრამა მეგობარი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებშიც დაინერგოს. საქართველოს თავდაცვის ძალებში ამ სისტემის გამოყენება კიდევ უფრო გაამარტივებს ლოჯისტიკური დაგეგმვის პროცესს და ხელს შეუწყობს NATO-თან თავსებადობის ზრდას.
NATO 2023 წელს სამოქალაქო და სამხედრო ბიუჯეტს მეოთხედზე მეტით გაზრდის
ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში NATO-ს 2023 წლის სამოქალაქო და სამხედრო ბიუჯეტებზე შეთანხმდნენ. ალიანსის სამოქალაქო ბიუჯეტი მომავალი წლისთვის 370,8 მილიონი ევროთი (27,8%-ით მეტი 2022 წელთან შედარებით), სამხედრო კი 1,96 მილიარდ ევროთი (25,8%-ით მეტი) განისაზღვრა. ალიანსის სამოქალაქო ბიუჯეტი NATO-ს პერსონალის ხელფასებს, საოპერაციო ხარჯებს და პროგრამულ ხარჯებს ითვალისწინებს, ხოლო სამხედრო - ფარავს NATO-ს სამეთაურო სტრუქტურის შტაბის ოპერაციულ ხარჯებს, ასევე მთელ მსოფლიოში მისიებსა და ოპერაციების დაფინანსებას. NATO-ს თანადაფინანსების კიდევ ერთი ელემენტია ალიანსის უსაფრთხოების საინვესტიციო პროგრამა, რომელიც NATO-ს მართვისა და კონტროლის სისტემას ეხება. 2023 წლისთვის პროგრამის ზედა ზღვარი 1 მილიარდი ევროა, რაც 26.6%-ით მეტია 2022 წლის დაფინანსებასტან შედარებით. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ივნისში მადრიდში გამართულ სამიტზე, ალიანსის წევრები შეთანხმდნენ, გაზარდონ ინვესტიციები NATO-ში, რათა უპასუხონ უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს გამოწვევებს, რომელიც გამოწვეულია რუსეთის აგრესიული ომის შედეგად უკრაინის წინააღმდეგ. როგორც ცნობილია, გერმანია მიზნად ისახავს მიაღწიოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზანს, რომ თავდაცვაზე 2025 წლისთვის მშპ-ს სულ მცირე 2% დახარჯოს.
ალექსანდრე ვინიკოვი: NATO-ს მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, გააძლიერონ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსთვის და ეს გადაწყვეტილებები უკვე განხორციელების პროცესშია
Europetime-თან ინტერვიუში, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ალექსანდრე ვინიკოვი შეაჯამებს 2022 წლის აქტუალურ ასპექტებს NATO-საქართველოს ურთიერთობებში. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით ალიანსის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გაძლიერება და სხვა აქტუალური საკითხები, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ, ალექსანდრ ვინიკოვთან ვიდეოინტერვიუს ფოკუსშია, რომელსაც Europetime სრულად მალე შემოგთავაზებთ. „მადრიდის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილებები იმ პარტნიორების მედეგობის გასაძლიერებლად, რომლებსაც ჩვენ ყველაზე მეტად მივიჩნევთ, რომ რუსეთის შემდგომი საფრთხეებისა და ჩარევის რისკის ქვეშ არიან, უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და სასტიკი შეჭრის კონტექსტში. საქართველო ერთ-ერთი ასეთი პარტნიორია. მოკავშირეთა ლიდერებმა გადაწყვიტეს, გააძლიერონ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსთვის და ეს გადაწყვეტილებები უკვე განხორციელების პროცესშია. გარდა ამისა, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბუქარესტში ბოლო შეხვედრაზე (29-30 ნოემბერი) კვლავ დააფიქსირეს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება ხაზს უსვამს ალიანსის მტკიცე ვალდებულებას ღია კარის პოლიტიკისადმი და კიდევ ერთხელ ადასტურებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოკავშირეებმა მიიღეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე. განცხადება ასევე ადასტურებს ერთგულებას ყველა შემდგომი გადაწყვეტილებისადმი საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით. საქართველოს მისწრაფებები ასევე აისახა ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში (NATO-ს მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ვაშინგტონის ხელშეკრულების შემდეგ), რომელიც მადრიდის სამიტზე იყო მიღებული“, - განუცხადა ვინიკოვმა Europetime-ს.
ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიას ეწვევა
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანაში ვიზიტის უახლოეს მომავალში განახორციელებს. NATO ვიზიტის დაგეგმვაზე მუშაობს. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვიზიტი სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში შედგება. „NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა ორჯერ ეწვია უკვე საქართველოს და ველით, რომ ის რეგიონს უახლოეს მომავალში ისევ ეწვევა. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ვიზიტზე და ვიმედოვნებთ, რომ ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ჩასვლას მომავალი წლის დასაწყისში შეძლებს. ახლოდან ვაკვირდებით რეგიონში არსებულ სიტუაციას, მათ შორის მთიან ყარაბაღში. NATO-ს არ აქვს პირდაპირი როლი სამშვიდობო პროცესში, თუმცა ჩვენ ვუწევთ პოლიტიკურ მხარდაჭერას ორივე მხარეს, რათა მხარეებმა იპოვონ მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები. ამ მიმართულებით გაწეულ საერთაშორისო ძალისხმევას და მედიაციას მივესალმებით. საქართველომ კონსტრუქციული როლი შეასრულა, როდესაც სამშვიდობო პროცესში, მხარეებს თბილისი შესთავაზა პლატფორმად. ეს დასაფასებელია. არის სხვა პლატფორმებიც, სადაც ისინი მართავენ შეხვედრას, მათ შორის ბრიუსელში, ვაშინგტონში და სხვაგან. მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება და ჩვენც ამისკენ მოვუწოდებთ პარტნიორებს“, - განუცხადა ვინიკოვმა Europetime-ს.
NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი: წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, რათა საქართველო წევრობისთვის მოემზადოს
„საქართველომ გაატარა შთამბეჭდავი რეფორმები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანა NATO-ს წევრი გახდეს. თუმცა მეტის გაკეთებაა საჭირო. განსაკუთრებით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ბევრი რამ გაკეთდა. რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, რათა საქართველო წევრობისთვის მოემზადოს“, - ამის შესახებ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებს. „როგორც უსაფრთხოების, ისე თავდაცვის სფეროში, განსაკუთრებით გამოვყოფდი უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობის საკითხს. როდესაც საქმე ეხება თავდაცვის ძალებს და უფრო ფართო ჭრილში, უსაფრთხოების სექტორს, კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველოს სისტემა NATO-ს წევრი ქვეყნების პრინციპებთან იყოს შესაბამისობაში. სხვა ძირითადი სფეროები, სადაც მოკავშირეებს სურთ პროგრესის ნახვა, სასამართლო სისტემის რეფორმას, საარჩევნო რეფორმას და მედიის თავისუფლებას მოიცავს. პროგრესს ყველა ამ სფეროში დიდად შეუწყობდა ხელს ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, აღადგინოს რეფორმების იმპულსი, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში შემცირდა. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა, ამბიციური რეფორმების წინსვლის უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის. ევროკავშირის 12 რეკომენდაციასა და NATO-ს რეკომენდაციებს შორის, რომლებიც წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შესაბამისად არის შედგენილი, მნიშვნელოვანი დამთხვევებია. მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, ერთობლივად გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები და გამოიყენონ ეს ფანჯარა საქართველოსთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე პროგრესისთვის. მოკავშირეები ასევე მოუწოდებენ როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და გადალახონ პოლიტიკური განხეთქილება, რათა ქვეყანა (კონსტიტუციით დადგენილ) ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაწიონ“, - განუცხადა Europetime-ს ალექსანდრე ვინიკოვმა.
ევროკავშირის და NATO-ს რეკომენდაციები ერთმანეთთან თანხვედრაშია. საქართველომ უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს - ალექსანდრე ვინიკოვი
ევროკავშირის 12 რეკომენდაცია და NATO-ს რეკომენდაციები ერთმანეთთან თანხვედრაშია. საქართველომ უნიკალური შესაძლებლობა უნდა გამიყენოს. - ამის შესახებ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებს. ალექსანდრე ვინიკოვის თქმით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა, ამბიციური რეფორმების წინსვლის უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის. „ჩვენს ქართველ მეგობრებს, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, ერთობლივად გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები და გამოიყენონ ეს ფანჯარა საქართველოსთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე პროგრესისთვის. მოკავშირეები ასევე მოუწოდებენ როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და გადალახონ პოლიტიკური განხეთქილება, რათა ქვეყანა (კონსტიტუციით დადგენილ) ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაწიონ“, - განუცხადა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა Europetime-ს.
NATO მოუწოდებს საქართველოს, აღადგინოს რეფორმების იმპულსი
„მოვუწოდებთ საქართველოს, აღადგინოს რეფორმების იმპულსი, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში შემცირდა. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა, ამბიციური რეფორმების წინსვლის უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის“, - ამის შესახებ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი Europetime-თან ინტერვიუში აცხადებს. ევროკავშირის 12 რეკომენდაციასა და NATO-ს რეკომენდაციებს შორის, რომლებიც წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შესაბამისად არის შედგენილი, მნიშვნელოვანი დამთხვევებია. მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, ერთობლივად გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები და გამოიყენონ ეს ფანჯარა საქართველოსთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე პროგრესისთვის. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი: წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, რათა საქართველო წევრობისთვის მოემზადოს მოკავშირეები ასევე მოუწოდებენ როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და გადალახონ პოლიტიკური განხეთქილება, რათა ქვეყანა (კონსტიტუციით დადგენილ) ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაწიონ.
სტოლტენბერგი შესაძლოა, IMF-ის ხელმძღვანელი გახდეს
NATO-ს ამჟამინდელი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შესაძლოა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ხელმძღვანელი გახდეს, იუწყება TV2. არხის ცნობით, სტოლტენბერგი ახალ თანამდებობაზე დანიშვნა შეიძლება, ალიანსის ხელმძღვანელის ვადის ამოწურვის შემდეგ, უფრო კონკრეტულად, 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე დაინიშნოს. მანამდე იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის მანდატის გაგრძელებაზე. სტოლტენბერგის თქმით, ის თავის ამჟამინდელ მოვალეობებზეა ორიენტირებული. სტოლტენბერგი, რომელიც NATO-ს გენერალური მდივანია 2014 წლის პირველი ოქტომბრიდან, დარწმუნებულია, რომ ალიანსის ქვეყნები შეძლებენ მისთვის ღირსეული შემცვლელის პოვნას.
მაკრონის თქმით, ევროპამ NATO-ში უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულოს და აშშ-ზე დამოკიდებულება შეამციროს
„ამერიკის შეერთებული შტატები ბევრს აკეთებს სამხედრო და ფინანსური თვალსაზრისით“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მედიას, იორდანიიდან დაბრუნებისას განუცხადა, როდესაც ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტზე ჰკითხეს. „ევროპა ასევე ბევრს აკეთებს და ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ“, - განაცხადა მაკრონმა lemonde-ს ცნობით.ფრანგული მედია ასევე წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა მისი უკრაინელი კოლეგის „ათპუნქტიანი გეგმაც“ შეაქო. ამასთან, მაკრონმა აღიარა, რომ დიპლომატიის დრო ჯერ არ მოსულა. „ვინც ფიქრობდა, რომ რუსეთის ძალები მზად იყვნენ ცეცხლის შეწყვეტისთვის და მშვიდობისთვის, დაინახეს, რომ ასე არ არის. რასაც რუსეთი თავიდანვე ითხოვდა, არის დანებება და არა მშვიდობა", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. lemonde წერს, რომ მაკრონი ცდილობს, როგორღაც დააბალანსოს ბოლოდროინდელი უკმაყოფილება, რომელიც მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთისთვის „უსაფრთხოების გარანტიების“ უზრუნველყოფაზე ისაუბრა.„ეს არ არის პრიორიტეტი. ეს არის ერთ-ერთი რამ, რაც საბოლოო ეტაპზე იქნება. დღეს პრიორიტეტია უკრაინის დაცვა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ პირველი დღიდან", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. „უკრაინის NATO-ში შესვლა, რუსეთის მხრიდან კონფრონტაციულ ნაბიჯად ჩაითვლება“... „შეუერთდება თუ არა უკრაინა NATO-ს - ეს არ არის ყველაზე სავარაუდო სცენარი - მას უსაფრთხოების უფრო ძლიერი გარანტიები უნდა მიეცეს, რადგან მას რუსეთი დაესხა თავს", - აღნიშნა მაკრონმა. „ჩვენ უნდა ვიფიქროთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის არქიტექტურაზე, რომელიც პირველ რიგში გარანტიას მისცემს უკრაინის უსაფრთხოებას და სტაბილურობას, მაგრამ ასევე უზრუნველყოფს მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას“. „ყველა ევროპელმა და დასავლელმა, რომლებიც მორალის გაკვეთილებს მასწავლიდნენ, უნდა განმიმარტონ, ვინ იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან“, - განაცხადა მაკრონმა. მისივე თქმით, ევროპამ უნდა დაიცვას თავი. ევროპამ უნდა მოიპოვოს ტექნოლოგიური და შესაძლებლობების ავტონომია შეერთებული შტატებისგან და შექმნას რეალური ევროპული საყრდენი NATO-ს ფარგლებში. „ეს არ არის ალტერნატიული პროექტი", - განაცხადა მაკრონმა. მაკრონის თქმით, უსაფრთხოების ახალი გარანტიები საქართველოზეც უნდა გავრცელდეს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპამ უნდა შეასრულოს უფრო აქტიური როლი NATO-ში, შეამციროს მისი დამოკიდებულება აშშ-ზე და საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები განავითაროს, რათა უზრუნველყოს რეგიონში მშვიდობა, რომელიც უკრაინაში ომის შედეგად შეირყა. ჟურნალისტებთან საუბრისას ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული თავდაცვის განვითარების სურვილს ისე, როგორც NATO-ს ალტერნატივას, ვერ ხედავს. მისი თქმით, უფრო ძლიერი ევროპა საშუალებას მისცემს კონტინენტს, გახდეს უფრო ავტონომიური ალიანსის შიგნით, NATO-სთან ერთად, მაგრამ არა ალიანსზე დამოკიდებულებით.
„საათი უკრაინისთვის“ ფარგლებში, NATO-ს შენობა ჩაბნელდა
უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, აქცია An Hour For Ukraine (საათი უკრაინისთვის) ფარგლებში, NATO-ს შენობა ჩაბნელდა. სულ 60-ზე მეტ ცნობილ ადგილზე გამოირთვება სინათლე, მათ შორის ბრიუსელში, ევროპული საბჭოს, ევროკომისიის და ევროპარლამენტის შენობებში An Hour For Ukraine-ის ფარგლებში ასევე ჩაბნელდება რომის კოლიზეუმი, შოტლანდიის პარლამენტის შენობა ედინბურგში, ლონდონის საკონცერტო დარბაზი ალბერტ-ჰოლი, ტორონტოს ტელეანძა, პარიზის მერია, მთავარი საშობაო ნაძვის ხე ნიუ-იორკში და სიდნეის ოპერა სოლიდარობის სიმბოლური აქცია, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებით ჩატარდა, უკრაინის სკოლებისა და საავადმყოფოებისთვის 1000 გენერატორის შეძენის კამპანიის ნაწილია.
სტოლტენბერგის თქმით, შვედეთი და ფინეთი NATO-ს სავარაუდოდ, 2023 წელს შეუერთდებიან
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს.
NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება
NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითრებას მიესალმება. შესაბამისი კომენტარი NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-თან გააკეთა. „მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს, რომლებიც ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების ხელშეწყობას მოემსახურება. ეს მათ შორის მოიცავს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას, როგორიცაა ნავსადგურის საკუთრებაში არსებული ობიექტები შავი ზღვის სანაპიროზე“, - განაცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა. ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება შავი ზღვის რეგიონისთვის კარგ საფუძველს შექმნის - ჯოზეფ ბილბო პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია NATO-ს ოფიციალური პირის თქმით, NATO-ს პარტნიორობა საქართველოსთან მყარია. „ნოემბრის ბოლოს ბუქარესტში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრნენ. ეს სამი ქვეყანა რუსეთის ზეწოლის წინაშეა და NATO მზად არის, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს, რათა გააძლიეროს მათი გამძლეობა და თავდაცვა. საქართველოსთვის, ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის საფუძველზე, მათ შორის სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მდგრადობისა და კიბერ სფეროებში, ასევე საქართველოს დავეხმარებით საკუთარი კიბერ შესაძლებლობების განვითარებითა და საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის პერსონალის გაზრდით“, - განუცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს. შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა. 28 ნოემბერს, ამერიკის ელჩმს კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტით რამდენიმე კვალიფიციური ოპერატორი დაინტერესდა. ინფორმაციისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.
ალექსანდრე ვინიკოვი: ახლა მნიშვნელოვანია, საქართველო NATO-ში გაწევრიანებისთვის მზადყოფნაზე კონცეტრირდეს
Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ, ალექსანდრე ვინიკოვთან. NATO საქართველოს მიმართ მხარდაჭერას კიდევ უფრო გააძლიერებს, ახლა მნიშვნელოვანია, საქართველო NATO-ში გაწევრიანებისთვის მზადყოფნაზე კონცეტრირდეს - ამბობს Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, ალექსანდრე ვინიკოვი. ასახელებს სფეროებს, სადაც მოკავშირეებს საქართველოს მხრიდან პროგრესის ხილვა სურთ. ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციისა და NATO-ს რეკომენდაციების თანხვედრაზე და ამბობს, რომ საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა, ამბიციური რეფორმების წინსვლის უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის. ვრცელი ინტერვიუდან ასევე შეიტყობთ მოსალოდნელ ვიზიტზე, გაიგებთ, რა მისიით ეწვია საქართველოს NATO-ს შემფასებელთა ჯგუფი და რა დოკუმენტს წარუდგენს ალიანსი საქართველოს მთავრობას მომავალ წელს. ET: NATO-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობის გათვალისწინებით, როგორ აფასებთ იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ალიანსის მხარდაჭერის გამოყენების კუთხით მიაღწია? ალექსანდრე ვინიკოვი: საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. ქვეყანა ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის. დროთა განმავლობაში, NATO-სა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრი განვითარდა. ეს თანამშრომლობა მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, გაატაროს საჭირო რეფორმები და მის მიზანს, რაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციას გულისხმობს. საქართველომ გაატარა შთამბეჭდავი რეფორმები, რომლებიც საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანა NATO-ს წევრი გახდეს. თუმცა მეტის გაკეთებაა საჭირო. განსაკუთრებით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ბევრი რამ გაკეთდა. რა თქმა უნდა, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, რათა საქართველო წევრობისთვის მოემზადოს. ET: უფრო კონკრეტულად, თქვენი შეფასებით, რა მიმართულებით არის საჭირო ყურადღების გამახვილება? ალექსანდრე ვინიკოვი: როგორც უსაფრთხოების, ისე თავდაცვის სფეროში, განსაკუთრებით გამოვყოფდი უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობის საკითხს. როდესაც საქმე ეხება თავდაცვის ძალებს და უფრო ფართო ჭრილში, უსაფრთხოების სექტორს, კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველოს სისტემა NATO-ს წევრი ქვეყნების პრინციპებთან იყოს შესაბამისობაში. სხვა ძირითადი სფეროები, სადაც მოკავშირეებს სურთ პროგრესის ნახვა, სასამართლო სისტემის რეფორმას, საარჩევნო რეფორმას და მედიის თავისუფლებას მოიცავს. პროგრესს ყველა ამ სფეროში დიდად შეუწყობდა ხელს ნაკლებად პოლარიზებული პოლიტიკური გარემო. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, აღადგინოს რეფორმების იმპულსი, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში შემცირდა. ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა, ამბიციური რეფორმების წინსვლის უნიკალური, ისტორიული შესაძლებლობების ფანჯარას ხსნის. ევროკავშირის 12 რეკომენდაციასა და NATO-ს რეკომენდაციებს შორის, რომლებიც წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შესაბამისად არის შედგენილი, მნიშვნელოვანი დამთხვევებია. მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, როგორც მთავრობაში, ისე ოპოზიციაში, ერთობლივად გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები და გამოიყენონ ეს ფანჯარა საქართველოსთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე პროგრესისთვის. მოკავშირეები ასევე მოუწოდებენ როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და გადალახონ პოლიტიკური განხეთქილება, რათა ქვეყანა (კონსტიტუციით დადგენილ) ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაწიონ. ET: NATO-მ, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე გააძლიერა პარტნიორების მხარდაჭერა. მადრიდის სამიტზე მიღებული პაკეტის შემდეგ, რაც საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერას გულისხმობს, ალიანსი პარტნიორებთან ურთიერთობების გაძლიერებაზე ხშირად საუბრობს. ერთ-ერთი ბოლო მაგალითია ბუქარესტის შეხვედრა. შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი უფრო დაჩქარდა, ვიდრე ეს ადრე, თუნდაც ომამდე იყო გათვალისწინებული. ალექსანდრე ვინიკოვი: მადრიდის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილებები იმ პარტნიორების მედეგობის გასაძლიერებლად, რომლებსაც ჩვენ ყველაზე მეტად ვთვლით, რომ რუსეთის შემდგომი საფრთხეებისა და ჩარევის რისკის ქვეშ არიან. საქართველო ერთ-ერთი ასეთი პარტნიორია. მოკავშირეთა ლიდერებმა გადაწყვიტეს, გააძლიერონ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოსთვის და ეს გადაწყვეტილებები უკვე ხორციელდება. გარდა ამისა, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბუქარესტში, ბოლო შეხვედრაზე (29-30 ნოემბერი) გაიმეორეს ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება ხაზს უსვამს ალიანსის მტკიცე ერთგულებას ღია კარის პოლიტიკისადმი, კიდევ ერთხელ ადასტურებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოკავშირეებმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიიღეს და ადასტურებს ერთგულებას ყველა შემდგომი გადაწყვეტილებისადმი საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები ასევე აისახა ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში (NATO-ს მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი ვაშინგტონის ხელშეკრულების შემდეგ), რომელიც მადრიდის სამიტზე მიიღეს. ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეთა სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო მომავალში NATO-ს წევრი გახდება. ახლა მნიშვნელოვანია, საქართველო NATO-ში გაწევრიანებისთვის მზადყოფნაზე კონცეტრირდეს, რადგან NATO-ში მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო და თავდაცვითი ძალები არ შედიან, ალიანსში მთელი ქვეყანა წევრიანდება. ამიტომ არის აუცილებელი დემოკრატიული რეფორმების ფართო სპექტრის განხორციელება. განსაკუთრებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეფორმები კანონის უზენაესობის, საარჩევნო რეფორმებისა და მედიის თავისუფლების სფეროში, ასევე, საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის შემდგომი ტრანსფორმაცია. ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, გადაჭრან ეს პრიორიტეტები. საქართველოს აქვს NATO-სთან დაახლოების მთავარი ინსტრუმენტი - ყოველწლიური ეროვნული პროგრამა. შეფასების ჯგუფი ცოტა ხნის წინ ეწვია თბილისს, ჩაატარა შეხვედრების ფართო სპექტრი ქართველ კოლეგებთან და ჩვენ ველით, რომ საქართველოს მთავრობას შეფასებას მომავალი წლის დასაწყისში გავუზიარებთ. დოკუმენტი ქვეყნის ამბიციური ევროატლანტიკური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებასთან დაკავშირებით, კონსოლიდირებულ შეფასებასა და რჩევებს მოიცავს. NATO აგრძელებს ძალიან მჭიდრო პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას და ეს მხარდაჭერა მადრიდის სამიტზე კიდევ უფრო გაძლიერდა. ახლა ამ გადაწყვეტილებების განხორციელების პროცესში ვართ. არსებული გარემოს გათვალისწინებით, NATO საქართველოს მიმართ მხარდაჭერას კიდევ უფრო აძლიერებს. რუსეთის სრულმასშტაბიანი, არაპროვოცირებული და სასტიკი შეჭრის შემდეგ უკრაინაში, მხარდაჭერა გავაძლიერეთ პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის შემდგომი ზეწოლის რისკის ქვეშ არიან და საქართველო ამ პარტნიორთა შორისაა. ბუქარესტის შეხვედრას რომ დავუბრუნდე, მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. მასში საქართველოს საგარეო მინისტრიც მონაწილეობდა. შეხვედრაზე NATO-ს საგარეო საქმეთ მინისტრებმა NATO-ს ღია კარის პოლიტიკისადმი ალიანსის მტკიცე ერთგულება კვლავ დაადასტურეს - ეს მოიცავს ბუქარესტის სამიტზე, 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას და ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას, რომლებიც საქართველოს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს შეეხება. ET: თქვენ ხაზი გაუსვით რეფორმების მნიშვნელობას საქართველოსთვის. რა არის ის ფუნდამენტური საკითხი, რომლის გადაწყვეტაც მომავალში შეიძლება, საფუძველი გახდეს NATO-ში ინტეგრაციისთვის. ალექსანდრე ვინიკოვი: ყველა ქვეყანას, რომლებიც ალიანსში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან და წევრობისთვის ემზადებიან, რეფორმების ფართო სპექტრის განხორციელება სჭირდება. ეს მხოლოდ თავდაცვის სფეროს არ ეხება. NATO ღირებულებებზე დაფუძნებული ალიანსია და ჩვენ ველით, რომ ამ ღირებულებებს გაიზიარებენ სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ალიანსში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამენ. ეს თავისთავად გულისხმობს სრულად ფუნქციონირებად დემოკრატიულ ინსტიტუტებს. რაც შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობებს, საქართველოს შთამბეჭდავი გამოცდილება აქვს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის შეტანის თვალსაზრისით, განსაკუთრებით, ავღანეთში, NATO-ს მისიაში მონაწილეობით, რომელსაც ჩვენ დიდად ვაფასებთ. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი საფუძველია NATO-ში საქართველოს შემდგომი გაწევრიანების გზაზე. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, ყველა ინსტიტუტი ალიანსის პრინციპებთან მოდიოდეს შესაბამისობაში. ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ ამ პროცესებს. ET: 10-11 ნოემბერს, NATO-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტი (PCSC) ორდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია. უფრო მეტი რომ გვითხრათ ამ ვიზიტზე და რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებებიც ხომ არ იყო მიღებული? ალექსანდრე ვინიკოვი: NATO-ს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის (PCSC-ის) დელეგაციის წევრები ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ საქართველოში ვიზიტით. ეს NATO-ს მთავარი კომიტეტია, რომელიც პარტნიორებთან ურთიერთობებს ზედამხედველობს. სხვადასხვა საკვანძო ინსტიტუციასთან შეხვედრების ფართო სპექტრის შემდეგ, (თავდაცვის სამინისტრო, შსს, უშიშროების საბჭო, სსსგ, საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარლამენტი, სახალხო დამცველის აპარატი), (ასევე, საპარლამენტო ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება), დელეგაციას საშუალება მიეცა, არსებული ვითარების შესახებ სრული წარმოდგენა შექმნოდა. დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს ოძისის ე.წ. ადმინისტრაციული ხაზი. NATO-საქართველოს თანამშრომლობა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია ყველა დისკუსიის განუყოფელი ნაწილი იყო. ასევე ფართოდ განიხილებოდა ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში და შავი ზღვის უსაფრთხოება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების შეხედულებები შეიძლება, ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, ევროატლანტიკური ინტეგრაციის და საქართველოს საბოლოო გაწევრიანების მნიშვნელობაზე, ყველა თანამოსაუბრე ერთხმად შეთანხმდა. ეს ვიზიტი გახლდათ იმ პოლიტიკური მხარდაჭერის ნაწილი, რომელიც მადრიდის სამიტზე, საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის დამტკიცებით გამოიხატა. ველით, რომ მჭიდრო და მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი მომავალ წელსაც ძალიან აქტიურად გაგრძელდება... ET: უკრაინის წინააღმდეგ ომმა, შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ ყურადღება გაზარდა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ახლა კოორდინირებული, ერთიანი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ და ხომ არ განიხილავენ ხსენებულ საკითხს აშშ და NATO. რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო და მიუღებელი ანექსიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვაში წარმომადგენლობა გაზარდა, მათ შორის მეტი გემის, თვითმფრინავის ყოფნით. მეტი ინფორმაციის გაზიარებით, ასევე, მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის განთავსებით რუმინეთში. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჩვენ გავაძლიერეთ ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგი, 40 000 ჯარისკაცით, რომლებიც NATO-ს მეთაურობის ქვეშ იმყოფებიან; ასევე, ასობით გემითა და თვითმფრინავით და 8 მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფით ბალტიიდან შავ ზღვამდე. 2022 წლის მადრიდის სამიტზე დამტკიცებული NATO-ს სტრატეგიული კონცეფცია აღიარებს, რომ შავი ზღვა სტრატეგიული მნიშვნელობის ზონაა არამხოლოდ NATO-ს სანაპირო ქვეყნებისთვის (თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი), არამედ მთლიანად ალიანსისთვის. ეს NATO-ს ისტორიაში პირველად მოხდა. NATO-ს აქვს პასუხისმგებლობა, თავიდან აიცილოს კონფლიქტის ესკალაცია უკრაინის ფარგლებს გარეთ. ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის ორ სხვა ქვეყანასთან, ორ ახლო პარტნიორთან, საქართველოსთან და უკრაინასთან. ჩვენ ეს გავაკეთეთ მანამდე, ვიდრე რუსეთი დაიწყებდა სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში და ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი, ეს გულისხმობს ევროატლანტიკური მისწრაფებების განგძრობად მხარდაჭერას, მათი შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა წინ აღუდგნენ გამოწვევებსა და საფრთხეებს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მესამე მხარის მავნე ჩარევის წინააღმდეგ მედეგობა გაზარდონ. ET: NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, აქვს რეგიონული მანდატი, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს. თქვენ ცოტა ხნის წინ, ვიზიტით იმყოფებოდით ხსენებულ ქვეყნებში, რას გვეტყოდით მის მთავარ მიზნებსა და შედეგებზე? ალექსანდრე ვინიკოვი: NATO აფასებს პარტნიორობას ამ ქვეყნებთან, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ხელს უწყობდნენ ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. წელს, ერევანსა და ბაქოში, რამდენიმე ვიზიტი მქონდა, რათა ორივე პარტნიორთან, პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა წინ წაგვეწია. სულ ახლახან, ოქტომბერში ვიმყოფებოდი სომხეთში და მქონდა შეხვედრები სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველთან, (ომბუდსმენი). შეხვედრებზე განვიხილეთ NATO-სომხეთის ურთიერთობები და თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები, მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები, ასევე გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. ნოემბერში, NATO-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერთან და პოლიტიკურ ოფიცერთან ერთად, ბაქოს ვესტუმრეთ. შეხვედრები გვქონდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც განვიხილეთ NATO-აზერბაიჯანის დიალოგისა და თანამშრომლობის საკითხები, გავცვალეთ მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. ბაქოში, ADA-ს უნივერსიტეტში მაღალი დონის კონფერენციის მონაწილეებსაც („ქალები მდგრადი ხვალინდელი დღისთვის“) მივმართე. შევხვდი NATO-ს რეზიდენტ ელჩებს და ბაქოში აკრედიტებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების ხელმძღვანელებს. რაც შეეხება სამხედრო სფეროს, NATO-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი აბიდინოღლუ მონაწილეობდა სამხედრო მიმართულებით NATO-ს ხელმძღვანელობის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ღონისძიებაში - „NATO-ს დღეები“, რომელიც აზერბაიჯანის ეროვნულ თავდაცვის უნივერსიტეტთან, სახმელეთო და საზღვაო ძალების (OCC) ქვედანაყოფებთან თანამშრომლობას მოიცავდა. ჩემი მანდატის ფარგლებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში რეგულარულ სამუშაო ვიზიტებს გავაგრძელებ. ასევე გავაგრძელებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას მაღალი დონის ჩართულობის მხარდაჭერას, რომელიც ორჯერ იმყოფებოდა უკვე საქართველოში და ველით, რომ რეგიონს უახლოეს მომავალში ისევ ეწვევა. ახლა ვმუშაობთ ვიზიტზე და ვიმედოვნებთ, რომ ხავიერ კოლომინა სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში ჩასვლას მომავალი წლის დასაწყისში შეძლებს. ახლოდან ვაკვირდებით რეგიონში, მათ შორის მთიან ყარაბაღში არსებულ სიტუაციას. NATO-ს არ აქვს პირდაპირი როლი სამშვიდობო პროცესში, თუმცა ორივე მხარეს პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუწევთ, რათა მხარეებმა მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები იპოვონ. ამ მიმართულებით გაწეულ საერთაშორისო ძალისხმევას და მედიაციას მივესალმებით. საქართველომ კონსტრუქციული როლი შეასრულა, როდესაც სამშვიდობო პროცესში, მხარეებს პლატფორმად თბილისი შესთავაზა. ეს დასაფასებელია. არის სხვა პლატფორმებიც, სადაც ისინი შეხვედრას მართავენ, მათ შორის ბრიუსელში, ვაშინგტონში და სხვაგან. დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და პარტნიორებს ჩვენც ამისკენ მოვუწოდებთ.
NATO-ს უმაღლესი მზადყოფნის ძალებს გერმანია უხელმძღვანელებს
NATO-ს უმაღლესი მზადყოფნის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობა გერმანიამ საფრანგეთისგან გადაიბარა. მიმდინარე წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, NATO-მ VJTF-ის ელემენტები ქვედანაყოფის კოლექტიური თავდაცვის პირველი მისიით, რუმინეთში განათავსა. „გერმანია მნიშვნელოვანი მოკავშირეა და ჩვენ მადლობას ვუხდით მას ხელმძღვანელობისთვის 2023 წელს. რადგან რუსეთის უკანონო ომი უკრაინაში, საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას, NATO-ს მტკიცე გადაწყვეტილებაა, დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. VJTF არის NATO-ს პირველი სწრაფი რეაგირების ძალები და ჩვენი კოლექტიური თავდაცვის მთავარი ნაწილი. გერმანიის ხელმძღვანელობა არის მისი ერთგულებისა და შესაძლებლობების ძლიერი დემონსტრირება“, - განაცხადა ალიანსის სპიკერმა. VJTF NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების ელემენტია. მისი ხელმძღვანელობა და წევრობა მოკავშირეებს შორის ყოველწლიურად იცვლება. 2023 წელს, VJTF-ის სახმელეთო ჯარები დაახლოებით, 11,500 ათას სამხედროს შეადგენენ. საერთო ჯამში, აღნიშნულ ძალებში თავისი წვლილი NATO-ს ცხრა მოკავშირეს (ბელგია, ჩეხეთი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, გერმანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია) შეაქვს. ამასთან, გერმანია პირველად ხელმძღვანელობს VJTF-ის სპეცდანიშნულების რაზმს. NATO-ს უმაღლესი მზადყოფნის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი (VJTF) 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის და ახლო აღმოსავლეთში კრიზისების შემდეგ შეიქმნა.
წელს უკრაინა NATO-ს დე ფაქტო ნაწილი გახდა - რეზნიკოვი
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ წელს უკრაინა NATO-ს დე ფაქტო ნაწილი გახდა და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. მისივე შეფასებით, 2022 წელი იყო დიდი გამოწვევების და ასევე დიდი ცვლილებების წელი. მან მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს, რომლებმაც აითვისეს დასავლეთის მიერ მოწოდებული სამხედრო დახმარება და რომლებმაც მისი თქმით, დაამტკიცეს, რომ შეძლებენ Patriot-ის ტიპის თავდაცვის სისტემის ეფექტიანად გამოყენებას.
სტოლტენბერგის თქმით, დასავლეთი უკრაინაში გაჭიანურებული კონფლიქტისთვის უნდა მოემზადოს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, მოემზადონ უკრაინაში გაჭიანურებული კონფლიქტისთვის. ბრიტანულ სამაუწყებლო კორპორაცია BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს, უარი თქვას მიზნებზე უკრაინაში. სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ რუსეთის მობილიზაცია მიუთითებს რუსეთის ჯარების შესაძლო, ახალი შეტევის მცდელობაზე. NATO-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარების ხელშეკრულების პირობები დამოკიდებული იქნება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე. „ომების უმეტესობა სამშვიდობო მოლაპარაკებებით მთავრდება. სავარაუდოდ, იგივე იქნება ამ ომშიც. მაგრამ ცნობილია, რომ პირობები, რომლითაც მშვიდობა მიიღწევა უკრაინაში, მთლიანად დამოკიდებულია ძალთა ბალანსზე ბრძოლის ველზე“, - აღნიშნა სტოლტებერგმა. მას მიაჩნია, რომ აუცილებელია, დასავლეთმა განაგრძოს უკრაინის სამხედრო დახმარება, რათა დაარწმუნოს რუსეთი, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და აღიაროს უკრაინა, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფო. „მზად უნდა ვიყოთ გრძელი გზისთვის“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.
NATO: მომავალი წელი კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება. საერთო მიზნისკენ ერთად მივიწევთ წინ, რათა საქართველო NATO-ს კიდევ უფრო დავუახლოვოთ
„დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება. ჩვენ ყველანი ჩვენი საერთო მიზნისკენ მივიწევთ წინ, რათა საქართველო NATO-ს კიდევ უფრო დავუახლოვოთ. მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში!“. ამის შესახებ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი Europetime-თან აცხადებს. ალექსანდრე ვინიკოვის თქმით, მიუხედავად უზარმაზარი სირთულისა, რომელიც უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულმა და სასტიკმა შეჭრამ გამოიწვია, წელს, NATO-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება და განვითარება გაგრძელდა. NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა გასული წელი Europetime-თან შეაჯამა და მომავალი წლის მოლოდინებზე ისაუბრა. „რეგულარული მაღალი დონის ვიზიტები, გაძლიერებული მხარდაჭერა და სხვადასხვა სფეროში მუდმივი მჭიდრო თანამშრომლობა (მათ შორის, NATO-საქართველოს წვრთნები) 2022 წლის მთავარ მოვლენათა შორის იყო. ივნისში, NATO-ს მადრიდის ისტორიულ სამიტზე მოკავშირეებმა საქართველოსთვის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერება გადაწყვიტეს. ისინი შეთანხმდნენ ახალ, მორგებულ მხარდაჭერაზე, რათა გაძლიერდეს საქართველოს შესაძლებლობები და მედეგობა, საფრთხეებისა და მავნე ჩარევის წინააღმდეგ. წელს, ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა და ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, მთავრობასა და ოპოზიციაში, გამოიყენონ შესაძლებლობების ეს ისტორიული ფანჯარა, რათა ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელება განაახლონ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინ წაიწიონ. ახალ წელს იმედით ვხვდებით, ჩვენი ფიქრები ყველასთანაა, ვინც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად დაზარალდა. ამ ომმა უკრაინელ ხალხს უზარმაზარი ტანჯვა მოუტანა და გავლენა მოახდინა ეკონომიკასა და ხალხზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის რუსეთის მიერ პროვოცირებული სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისების გამო. დაე, ახალმა წელმა ეს ტანჯვა დაასრულოს და თავისუფლებამ ავტოკრატიაზე გაიმარჯვოს. NATO და მოკავშირეები მზად არიან, დაეხმარონ უკრაინას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, რათა უკრაინამ აგრესიის წინააღმდეგ გამარჯვება უზრუნველყოს. და ბოლოს, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, პარტნიორებს მთავრობაში, პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებაში და ზოგადად, საქართველოს ხალხს სტუმართმოყვარეობისა და სიკეთისთვის, რომელიც თბილისში, ამ წლის დასაწყისში ჩემი ჩამოსვლის შემდეგ გამოიჩინეს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება. ჩვენ ყველანი ჩვენი საერთო მიზნისკენ მივიწევთ წინ, რათა საქართველო NATO-ს კიდევ უფრო დავუახლოვოთ. მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში!“.
NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი: დაე, 2023 წელს თავისუფლებამ ავტოკრატიაზე გაიმარჯვოს
NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ვინიკოვმა გასული წელი Europetime-თან შეაჯამა და საქართველოს ახალი წელი მიულოცა. ალექსანდრე ვინიკოვის თქმით, მიუხედავად უზარმაზარი სირთულისა, რომელიც უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულმა და სასტიკმა შეჭრამ გამოიწვია, წელს, NATO-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერება და განვითარება გაგრძელდა. „რეგულარული მაღალი დონის ვიზიტები, გაძლიერებული მხარდაჭერა და სხვადასხვა სფეროში მუდმივი მჭიდრო თანამშრომლობა (მათ შორის, NATO-საქართველოს წვრთნები) 2022 წლის მთავარ მოვლენათა შორის იყო. ივნისში, NATO-ს მადრიდის ისტორიულ სამიტზე მოკავშირეებმა საქართველოსთვის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერება გადაწყვიტეს. ისინი შეთანხმდნენ ახალ, მორგებულ მხარდაჭერაზე, რათა გაძლიერდეს საქართველოს შესაძლებლობები და მედეგობა, საფრთხეებისა და მავნე ჩარევის წინააღმდეგ. წელს, ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა და ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებს, მთავრობასა და ოპოზიციაში, გამოიყენონ შესაძლებლობების ეს ისტორიული ფანჯარა, რათა ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელება განაახლონ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინ წაიწიონ. ახალ წელს იმედით ვხვდებით, ჩვენი ფიქრები ყველასთანაა, ვინც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად დაზარალდა. ამ ომმა უკრაინელ ხალხს უზარმაზარი ტანჯვა მოუტანა და გავლენა მოახდინა ეკონომიკასა და ხალხზე მთელ მსოფლიოში, მათ შორის რუსეთის მიერ პროვოცირებული სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისების გამო. დაე, ახალმა წელმა ეს ტანჯვა დაასრულოს და თავისუფლებამ ავტოკრატიაზე გაიმარჯვოს. NATO და მოკავშირეები მზად არიან, დაეხმარონ უკრაინას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, რათა უკრაინამ აგრესიის წინააღმდეგ გამარჯვება უზრუნველყოს. და ბოლოს, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, პარტნიორებს მთავრობაში, პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებაში და ზოგადად, საქართველოს ხალხს სტუმართმოყვარეობისა და სიკეთისთვის, რომელიც თბილისში, ამ წლის დასაწყისში ჩემი ჩამოსვლის შემდეგ გამოიჩინეს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება. ჩვენ ყველანი ჩვენი საერთო მიზნისკენ მივიწევთ წინ, რათა საქართველო NATO-ს კიდევ უფრო დავუახლოვოთ. მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში!“.
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები ომის დასრულების შემდეგაც შენარჩუნდება
„რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები შენარჩუნდება. უკრაინულმა ძალებმა რუსეთს უკრაინაში დიდი ზარალი მიაყენეს. მათ უკვე მობილიზებული ჰყავთ 200 000 დამატებითი ჯარისკაცი. გარდა ამისა, ვიცით, რომ მათ შეუძლიათ ბევრი ახალი მასალის შეძენა. რაც მთავარია, არ არსებობს იმის ნიშანი, რომ რუსეთის ამბიციებში რაიმე შეიცვალა“, - შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა. „თუ ჩვენ გვინდა მოლაპარაკებების გზით სამშვიდობო გადაწყვეტა, სადაც უკრაინა გადარჩება, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, იქ მისასვლელად ყველაზე სწრაფი გზა არის უკრაინის მხარდაჭერა. იარაღი - ფაქტობრივად, მშვიდობის გზაა. მიუხედავად იმისა, როდის და როგორ დასრულდება ეს ომი, ჩვენ უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების ვითარება ევროპაში მუდმივად შეიცვალა. მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა სურს. მას სურს მეზობელი ქვეყნების კონტროლი და დემოკრატიასა და თავისუფლებას საფრთხედ აღიქვამს. ეს რუსეთს დასავლეთთან მუდმივი კონფლიქტის მდგომარეობაში აყენებს. ასე რომ, ეს ომი კიდეც რომ დასრულდეს, რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები შენარჩუნდება. უკრაინულმა ძალებმა რუსეთს უკრაინაში დიდი ზარალი მიაყენეს. მათ უკვე მობილიზებული ჰყავთ 200 000 დამატებითი ჯარისკაცი. გარდა ამისა, ვიცით, რომ მათ შეუძლიათ ბევრი ახალი მასალის შეძენა. რაც მთავარია, არ არსებობს იმის ნიშანი, რომ რუსეთის ამბიციები შეიცვალა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი უკრაინის ომისგან მიღებულ სამ გაკვეთილზე საუბრობს
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის ომისგან მიღებულ გაკვეთილებზე საუბრობს. სამი ასეთი გაკვეთილი სტოლტენბერგმა ნორვეგიაში, კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა. NATO-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ რუსეთის შეუფასებლობა სახიფათოა. სამი გაკვეთილის შესახებ სტოლტენბერგის ციტატები Europetime-მა შეკრიბა. „ნება მომეცით, გაგიზიაროთ სამი გაკვეთილი, რომელიც მჯერა, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია, ვისწავლოთ უკრაინის ომისგან. პირველ რიგში, ჩვენ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია გვჭირდება თავდაცვაში. ეს იყო NATO-ს გზავნილი დიდი ხნის განმავლობაში. ადრეც ბევრჯერ გსმენიათ ამის შესახებ. ახლა ასევე ვფიქრობ, რომ ყველა ხედავს, რომ უფრო ძლიერი დაცვა გვჭირდება. უფრო მაღალ მზადყოფნაში მყოფი ჯარებით; თანამედროვე აპარატურით; კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცებით. ეს ფული ღირს. მეორე გაკვეთილი საშიშია ავტორიტარულ რეჟიმებზე დამოკიდებულება. არც ისე დიდი ხნის წინ, ბევრს სჯეროდა, რომ რუსეთისგან გაზის ყიდვა წმინდა კომერციული საკითხი იყო. რეალობა ის არის, რომ ეს პოლიტიკური საკითხია. საუბარია ჩვენს უსაფრთხოებაზე. ბიზნესიც პოლიტიკაა. ეს შეცდომა სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან არ უნდა გავიმეოროთ. არანაკლებ ჩინეთთან. ჩვენ არ უნდა გავხდეთ დაუცველები კრიტიკულ ნედლეულსა და პროდუქტებზე ზედმეტად დამოკიდებულების გამო. არ უნდა გავიტანოთ ტექნოლოგია, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება, გამოყენებული იყოს საფრთხედ. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ კონტროლი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე (რაც აუცილებელია როგორც სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ასევე სამხედრო საქმიანობისთვის) როგორიცაა, პორტები, რკინიგზა, ტელეკომუნიკაციები - 5G ქსელები. ჩვენ კვლავ ვვაჭრობთ ჩინეთთან, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს ისე, რომ ჩვენი უსაფრთხოება არ შეილახოს. მესამე გაკვეთილი ავტორიტარულმა რეჟიმებმა გაზარდეს თანამშრომლობა. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე, პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი სი ძინპინი პეკინში შეხვდნენ. მათ გამოაცხადეს „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელსაც საზღვრები არ აქვს“. მათ აქვთ მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩინეთს არ დაუგმია რუსეთის შეჭრა უკრაინაში. პირიქით, ისინი ხელს უწყობენ რუსულ ნარატივს, რომელიც NATO-ს ადანაშაულებს. ჩინეთმა პირველად დაუჭირა მხარი რუსეთის მოთხოვნას, რომ NATO-მ კარი დაკეტოს ახალი წევრი ქვეყნებისთვის. არამხოლოდ მყარდება თანამშრომლობა რუსეთსა და ჩინეთს შორის, არამედ რუსეთი მჭიდრო კავშირებს ამყარებს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა. ეს სხვადასხვა რეჟიმია, მაგრამ აქვთ საერთო - ისინი ხელს უწყობენ ალტერნატიულ მსოფლიო წესრიგს. ისინი მხარს უჭერენ ღირებულებებს, რომლებიც არღვევს ჩვენს რწმენას თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ. NATO წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკური ძალის 50 პროცენტს და მსოფლიო სამხედრო ძალის 50 პროცენტს. გარკვეულწილად, ეს არის ნახევარი მსოფლიო, რათა უზრუნველყოფილი იყოს ერთმანეთისთვის მშვიდობა და გავაგრძელოთ ჩვენი თავისუფლებისა და დემოკრატიის შენარჩუნება. ასე რომ, ვიდრე ჩვენ ვიზრუნებთ NATO-ზე, NATO ყველაზე იზრუნებს.
სტოლტენბერგი: სამშვიდობო გადაწყვეტამდე ყველაზე სწრაფი გზა უკრაინის მხარდაჭერაა. ფაქტობრივად, იარაღი არის გზა მშვიდობისკენ
თუ ჩვენ გვინდა მოლაპარაკებების გზით სამშვიდობო გადაწყვეტა, სადაც უკრაინა გადარჩება, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, იქამდე მისასვლელად ყველაზე სწრაფი გზა არის უკრაინის მხარდაჭერა. ფაქტობრივად, იარაღი არის გზა მშვიდობისკენ. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა. „მიუხედავად იმისა, როდის და როგორ დასრულდება ეს ომი, ჩვენ უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების ვითარება ევროპაში მუდმივად შეიცვალა. მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა სურს. მას სურს მეზობელი ქვეყნების კონტროლი და დემოკრატიასა და თავისუფლებას საფრთხედ აღიქვამს. ეს რუსეთს დასავლეთთან მუდმივი კონფლიქტის მდგომარეობაში აყენებს. ასე რომ, ეს ომი რომც დასრულდეს, რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები შენარჩუნდება. უკრაინულმა ძალებმა რუსეთს უკრაინაში დიდი ზარალი მიაყენეს. მათ უკვე მობილიზებული ჰყავთ 200 000 დამატებითი ჯარისკაცი. გარდა ამისა, ვიცით, რომ მათ შეუძლიათ ბევრი ახალი მასალის შეძენა. რაც მთავარია, არ არსებობს იმის ნიშანი, რომ რუსეთის ამბიციები შეიცვალა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი: მოსკოვი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალას იყენებს, ამის მაგალითებია სისასტიკე გროზნოში, შეჭრა საქართველოში, ალეპოს დაბომბვა, ომი უკრაინაში
„ავტორიტარული რეჟიმები იზრდებიან. დემოკრატია უკან იხევს. გლობალიზაციის დონე იკლებს. დღეს ეს ახალი რეალობა ყველაზე მეტად ჩანს პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის წარმოებით“, - შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა. „სისასტიკემ ბევრი შოკში ჩააგდო. მაგრამ გაკვირვების მიზეზი არ გავქვს. მოსკოვი თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, სამხედრო ძალას იყენებს. ამის მაგალითებია სისასტიკე გროზნოში. შეჭრა საქართველოში. ალეპოს დაბომბვა.და ომი უკრაინაში, რომელიც გასულ თებერვალში არ დაწყებულა. ის 2014 წელს დაიწყო. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით და აღმოსავლეთ უკრაინაში თავდასხმებით.მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ერთი მაგალითი. NATO-ში ჩვენ ასევე გვქონდა ზუსტი ცნობები საზღვრის გასწვრივ რუსული ძალების დაგროვებისა და მათი კონკრეტული გეგმების შესახებ.ჩვენ ვაქვეყნებდით ამ ინფორმაციას და ვაფრთხილებდით შესაძლო შემოჭრის შესახებ თვეების განმავლობაში. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და დიპლომატიურ ძალისხმევას ომის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა მაინც თავდასხმა აირჩია. NATO მოემზადა. 2014 წლიდან ჩვენ განვახორციელეთ ალიანსის ყველაზე დიდი რესტრუქტურიზაცია ცივი ომის დასრულების შემდეგ. ჩვენს წევრ ქვეყნებში NATO-ს მეტი ჯარისკაცი განლაგდა. გაიზარდა ჩვენი ძალების მზადყოფნა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს მოკავშირეები უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებენ თავდაცვაში. გარდა ამისა, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების გზაზე არიან“. სტოლტენბერგის თქმით, შეჭრიდან რამდენიმე საათის შემდეგ ჩვენ გავააქტიურეთ ჩვენი თავდაცვის გეგმები და მნიშვნელოვნად გავზარდეთ სამხედრო ყოფნა ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე. „ჩვენ ახლა უფრო მეტი ჯარისკაცი გვყავს მაღალ მზადყოფნაში. ეს არის არა კონფლიქტის პროვოცირება, არამედ ნაბიჯი იმისათვის, რომ უკრაინის ომი არ იქცეს სრულმასშტაბიან ომად NATO-სა და რუსეთს შორის. ძლიერი თავდაცვა უზრუნველყოფს მშვიდობას. NATO-ს და წევრ ქვეყნებს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ უკრაინაში. თუ პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს უკრაინელებისთვის ტრაგედია იქნება. მაგრამ ეს ჩვენთვისაც საშიშია. ეს იქნება მესიჯი მისთვის და სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვის, რომ თუ ისინი გამოიყენებენ სამხედრო ძალას, მიიღებენ იმას, რაც სურთ. ეს უფრო დაუცველებად გვაქცევს. არ იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, თუ ჩაგვრა და ტირანია გაიმარჯვებს თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. ომები არაპროგნოზირებადია. შეუძლებელია იმის თქმა, როდის და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში. მაგრამ რაც ჩვენ ვიცით, არის ის, რომ ომების უმეტესობა მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრდება. ასე რომ, თუ ჩვენ გვინდა მოლაპარაკებების გზით სამშვიდობო გადაწყვეტა, სადაც უკრაინა გადარჩება, როგორც დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ევროპაში, იქ მისასვლელად ყველაზე სწრაფი გზა არის უკრაინის მხარდაჭერა. იარაღი - ფაქტობრივად, მშვიდობის გზაა. მიუხედავად იმისა, როდის და როგორ დასრულდება ეს ომი, ჩვენ უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ უსაფრთხოების ვითარება ევროპაში მუდმივად შეიცვალა. მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა სურს. მას სურს მეზობელი ქვეყნების კონტროლი და დემოკრატიასა და თავისუფლებას საფრთხედ აღიქვამს. ეს რუსეთს დასავლეთთან მუდმივი კონფლიქტის მდგომარეობაში აყენებს. ასე რომ, ეს ომი რომც დასრულდეს, რუსეთთან ურთიერთობაში პრობლემები შენარჩუნდება. უკრაინულმა ძალებმა რუსეთს უკრაინაში დიდი ზარალი მიაყენეს. მათ უკვე მობილიზებული ჰყავთ 200 000 დამატებითი ჯარისკაცი. გარდა ამისა, ვიცით, რომ მათ შეუძლიათ ბევრი ახალი მასალის შეძენა. რაც მთავარია, არ არსებობს იმის ნიშანი, რომ რუსეთის ამბიციები შეიცვალა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
იენს სტოლტენბერგი: ავტორიტარულმა რეჟიმებმა თანამშრომლობის დონე გაზარდეს
ავტორიტარულმა რეჟიმებმა გაზარდეს თანამშრომლობის დონე. არამხოლოდ მყარდება თანამშრომლობა რუსეთსა და ჩინეთს შორის, არამედ რუსეთი მჭიდრო კავშირებს ამყარებს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნორვეგიაში მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა. „უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე, პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი სი ძინპინი პეკინში შეხვდნენ. მათ გამოაცხადეს „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელსაც საზღვრები არ აქვს“. მათ აქვთ მზარდი ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩინეთს არ დაუგმია რუსეთის შეჭრა უკრაინაში. პირიქით, ისინი ხელს უწყობენ რუსულ ნარატივს, რომელიც NATO-ს ადანაშაულებს. ჩინეთმა პირველად დაუჭირა მხარი რუსეთის მოთხოვნას, რომ NATO-მ კარი დაკეტოს ახალი წევრი ქვეყნებისთვის. არამხოლოდ მყარდება თანამშრომლობა რუსეთსა და ჩინეთს შორის, არამედ რუსეთი მჭიდრო კავშირებს ამყარებს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა. სხვადასხვა რეჟიმზე ვსაუბრობთ, მაგრამ მათ საერთო აქვთ - ისინი ხელს უწყობენ ალტერნატიულ მსოფლიო წესრიგს. ისინი მხარს უჭერენ ღირებულებებს, რომლებიც არღვევს ჩვენს რწმენას თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ. NATO წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკური ძალის 50 პროცენტს და მსოფლიო სამხედრო ძალის 50 პროცენტს. გარკვეულწილად, ეს არის ნახევარი მსოფლიო, რათა უზრუნველყოფილი იყოს ერთმანეთისთვის მშვიდობა და გავაგრძელოთ ჩვენი თავისუფლებისა და დემოკრატიის შენარჩუნება. ასე რომ, ვიდრე ჩვენ ვიზრუნებთ NATO-ზე, NATO ყველაზე იზრუნებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ავტორიტარი მმართველები თვალს ადევნებენ უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე პასუხს და გაკვეთილებს სწავლობენ. ამაზე არაერთი ექსპერტი მიუთითებს. იწერება ანგარიშებიც და გაიცემა რეკომენდაციებიც. Europetime დაინტერესდა გავლენიანი აქტორების მოსაზრებით იმის შესახებ, თუ როგორ აისახა უკრაინაში მიმდინარე ომი სხვა ავტორიტარი მმართველების მიზნებზე, არის თუ არა ეს მათთვის უკუსვლა თუ საკუთარი ზრახვების წახალისება. ამ თემაზე NATO-ში აშშ-ის ყოფილ ელჩს კურტ ვოლკერს ვესაბრეთ. არავინ ეტყვის რუსეთს, თუ როგორი შიდა მმართველობითი სისტემა უნდა ჰქონდეს; უკეთესი იქნება, თუ ეს იქნება დემოკრატია. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთი ცხოვრობდეს საკუთარ საზღვრებში. მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია. თუ შევხედავთ ქვეყნებს მსოფლიოს გარშემო, ყველა სახის ქვეყანას ვნახავთ. ინდოეთი - დემოკრატია, ჩინეთი - ავტორიტარული მთავრობა. უამრავი სახეობაა - არავინ იცის, რომელი გაიმარჯვებს (უკრაინა თუ რუსეთი. რედ). თუ რუსეთი გაიმარჯვებს, მოუწევთ რუსეთთან საქმის დაჭერა. მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ რუსეთი აგებს და ვფიქრობ, რომ სხებიც დაინახავან ამას, მეტი სიცხადე და გამჭვირვალობა იქნება მათ მიდგომებში. რა თქმა უნდა, ჩინეთს სურს ტაივანის ახლიდან შთანთქმა. ისინი თვლიან, რომ ის არის ჩინეთის ნაწილი. ყველა სხვა, მსოფლიოში აღიარებს ერთ ჩინეთს, მიუხედავად იმისა, რომ ის დაყოფილია მმართველობის სხვადასხვა სტილად. მე ვფიქრობ, რომ ისინი (ჩინელები) რუსეთის უკრაინაზე თავდასხმას გარკვეულწილად, ზიანად აღიქვამენ, არ სურთ, რომ ისინიც ასე აღიქმებოდნენ, როგორც რუსეთი, რომელიც თავს დაესხა დამოუკიდებელ სახელმწიფოს და დაარღვია მისი ერთიანობა. ჩვენ არ გვინდა, დავანგრიოთ ტაივანი, როგორც რუსეთი ანგრევს უკრაინას. ჩინეთს სულაც არ აქვს დასავლეთის გაძლიერების ინტერესი, დასავლური ინსტიტუტების, მაგრამ მას არ სურს რუსეთთან ასოცირება. ასე რომ, დისტანცირებას არჩევენ. ვფიქრობ, რომ ისინი მოვლენებს ძალიან ახლოდან აკვირდებიან და თუ ისე მოხდა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, რისიც მჯერა და როგორც უნდა მოხდეს, ეს ძალიან ფრთხილი სიგნალია ჩინეთისთვის, რომ ტაივანის დაკავება არც ისე მარტივი საქმეა, როგორც შეიძლება, მათ ეგონოთ“, - განუცხადა Europetime-ს კურტ ვოლკერმა. ცნობისათვის, რუსეთის შეჭრა უკრაინაში, არის როგორც საფრთხე, ასევე, გადაუდებელი შესაძლებლობა „გარდამავალი ქვეყნების“ დემოკრატიებისთვის. შესაბამისი ჩანაწერი გვხდება Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც ასევე ვკითხულობთ: თუ საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას სურს, შეაჩეროს ავტორიტარიზმის გავრცელება და დაიცვას და გააძლიეროს ფუნდამენტური თავისუფლებები, თანამოაზრე ლიდერებმა უნდა გამოიყენონ ეს გადამწყვეტი მომენტი, რათა მიიღონ მრავალმხრივი და მდგრადი გადაწყვეტილებები განსაკუთრებული გამოწვევების დროს. პროცესში უნდა ჩაერთონ სახელმწიფოები, სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი. იმ სიტუაციებში, როდესაც ავტორიტარები იყენებენ ძალადობას ან აგრესიას, ზეწოლა უნდა განხორციელდეს დეესკალაციის შესაძლებლობების შენარჩუნებით. რეგიონში დემოკრატიისთვის ბრძოლას გლობალური გავლენები აქვს. აქვე, რეკომენდაციების ნაწილში აღნიშნულია, რომ სხვა ავტორიტარული მმართველები თვალს ადევნებენ უკრაინაში შეჭრაზე პასუხს და სწავლობენ გაკვეთილებს საერთაშორისო დემოკრატიული კოალიციის გადაწყვეტილების შესახებ. და, თუ დემოკრატიის დამცველებს სურთ, გააფართოონ დემოკრატიის ღირებულებისა და დაპირების აღიარება, პირველი პრაქტიკული ნაბიჯები უნდა მოიცავდეს შემდეგ ძალისხმევას: მხარი დაუჭირონ პროდემოკრატიულ აქტორებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს და უფლებადამცველებს; დამოუკიდებელ მედიას და სანდო ინფორმაციაზე წვდომას. გააძლიერონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მოაგვარონ დემოკრატიის ხარვეზები ქვეყნის შიგნით. მოახდინონ ევროკავშირში ინტეგრაციისა დემოკრატიის პრიორიტეტიზაცია და პროცესის წინსვლა რეგიონში, გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოებისთვის.
ევროკავშირი და NATO, 5 წლის განმავლობაში თანამშრომლობის დეკლარაციას პირველად განაახლებენ
ევროკავშირი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, NATO-სა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის განახლებული ერთობლივი დეკლარაციის გასაფორმებლად, ბოლო 5 წლის შემდეგ პირველად ემზადებიან. ამის შესახებ NATO-ს პრესსამსახური იტყობინება. ხელმოწერა მომავალ სამშაბათს, 10 იანვარს, ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში იგეგმება. ხელმოწერის ცერემონიას NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრებიან. ხელმოწერა ადგილობრივი დროით 11 საათზე გაიმართება, რის შემდეგაც ლიდერები პრესკონფერენციას გამართავენ. ეს მესამე ასეთი დოკუმენტია. პირველი ერთობლივი დეკლარაცია 2016 წელს გაფორმდა, მეორე - 2018 წელს. ერთობლივი დეკლარაცია სხვა საკითხებთან ერთად, ასახავდა თანამშრომლობის ხედვას ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამხედრო აღჭურვილობისა და პერსონალის გადაადგილება, კიბერუსაფრთხოება, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა და ანტიტერორისტული ზომები.
შვედეთის პრემიერის თქმით, NATO-ში გაწევრიანებისთვის თურქეთის ყველა მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია
შვედეთი დარწმუნებულია, რომ თურქეთი დაამტკიცებს მის განაცხადს NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ, მაგრამ არ დააკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რომელიც ანკარამ დააწესა სანაცვლოდ. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. „ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც ვთქვით, რომ გავაკეთებდით, მაგრამ ისინი ასევე ამბობენ, რომ მათ სურთ ისეთი რამ, რისი მიცემაც ჩვენ არ შეგვიძლია ან არ გვინდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა შვედეთში თავდაცვის სფეროს ანალიტიკოსების კონფერენციაზე. „დროდადრო თურქეთი ახსენებს იმ პირებს, რომლის ექსტრადირებაც სურთ. ამაზე მე ვთქვი, რომ ეს საკითხები შვედური კანონმდებლობის ფარგლებში განიხილება", - განაცხადა შვედეთის პრემიერმა. სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი
NATO: ყველა მოკავშირის ტერიტორიის უსაფრთხოების დაცვისადმი მტკიცე ერთგულებას 2023 წელსაც გავაგრძელებთ
NATO ყველა მოკავშირის ტერიტორიის უსაფრთხოების დაცვისადმი მტკიცე ერთგულებას 2023 წელსაც გააგრძელებს. შესაბამისი ტექსტი ალიანსის ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსდა. „NATO-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ ალიანსის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას ბალტიიდან შავი ზღვის რეგიონამდე. ძლიერი 2022 წლის შემდეგ, მოკავშირეები 2023 წელს განაგრძობენ თავიანთი მტკიცე და ურყევი ერთგულების დემონსტრირებას, რაც ყველა მოკავშირის ტერიტორიის უსაფრთხოების დაცვას გულისხმობს“, - იუწყება NATO. NATO შავი ზღვის რეგიონში ცის დაცვის შესახებ ცნობებს ავრცელებს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო და მიუღებელი ანექსიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვაში წარმომადგენლობა გაზარდა, მათ შორის მეტი გემის, თვითმფრინავის ყოფნით. მეტი ინფორმაციის გაზიარებით, ასევე, მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის განთავსებით რუმინეთში. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გაძლიერდა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგი, 40 000 ჯარისკაცით, რომლებიც NATO-ს მეთაურობის ქვეშ იმყოფებიან; ასევე, ასობით გემითა და თვითმფრინავით და 8 მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფით ბალტიიდან შავ ზღვამდე. 2022 წლის მადრიდის სამიტზე დამტკიცებული NATO-ს სტრატეგიული კონცეფცია აღიარებს, რომ შავი ზღვა სტრატეგიული მნიშვნელობის ზონაა არამხოლოდ NATO-ს სანაპირო ქვეყნებისთვის (თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი), არამედ მთლიანად ალიანსისთვის. ეს NATO-ს ისტორიაში პირველად მოხდა. „NATO-ს აქვს პასუხისმგებლობა, თავიდან აიცილოს კონფლიქტის ესკალაცია უკრაინის ფარგლებს გარეთ. ჩვენ კიდევ უფრო მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შავი ზღვის ორ სხვა ქვეყანასთან, ორ ახლო პარტნიორთან, საქართველოსთან და უკრაინასთან. ჩვენ ეს გავაკეთეთ მანამდე, ვიდრე რუსეთი დაიწყებდა სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში და ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი, ეს გულისხმობს ევროატლანტიკური მისწრაფებების განგძრობად მხარდაჭერას, მათი შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა წინ აღუდგნენ გამოწვევებსა და საფრთხეებს. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა მესამე მხარის მავნე ჩარევის წინააღმდეგ მედეგობა გაზარდონ“, - აცხადებს NATO.
იენს სტოლტენბერგი: უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ვროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი NATO-ს სათაო ოფისში შეხვდნენ, რათა ხელი მოეწერათ NATO-ევროკავშირის თანამშრომლობის მესამე ერთობლივ დეკლარაციაზე. ლიდერებმა გადაწყვიტეს, შეიმუშაონ ქმედებები მზარდი გეოსტრატეგიული კონკურენციის საპასუხოდ, ასევე მედეგობის გასაზრდელად და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის გასაძლიერებლად. „ჩვენ ახლახან მოვაწერეთ ხელი NATO-ევროკავშირის მესამე ერთობლივ დეკლარაციას, რათა გავაძლიეროთ NATO-სა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული პარტნიორობა. [...] ჩვენ უნდა გავაგრძელოთ NATO-ში სასიცოცხლო ტრანსატლანტიკური კავშირის განმტკიცება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ NATO-სა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის გაძლიერება. ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, პრეზიდენტ პუტინს უკრაინის აღება რამდენიმე დღეში სურდა, ევროკავშირის და NATO-ს დაყოფა. „ორივე კუთხით ის აშკარად წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსეთის ჯარებმა უკან დაიხიეს მამაცი უკრაინული ძალების ძალისხმევის შედეგად. NATO და ევროკავშირი ერთად დგანან უკრაინის მხარდასაჭერად. მოსკოვის რეჟიმს სხვა ევროპა სურს. მას სურს, გააკონტროლოს მეზობლები. ის ხედავს დემოკრატიას და თავისუფლებას, როგორც საფრთხეს. ამას ექნება გრძელვადიანი შედეგები ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ NATO-სა და ევროკავშირს შორის პარტნიორობის გაძლიერება. კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
NATO-მ და ევროკავშირმა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს
NATO-მ და ევროკავშირმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. როგორც Europetime-ს NATO-დან აცნობეს, დოკუმენტი ხელმოწერილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ. „NATO-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობა დაფუძნებულია ჩვენს საერთო ღირებულებებზე, გადაწყვეტილებაზე, გავუმკლავდეთ საერთო გამოწვევებს და ჩვენს ცალსახა ვალდებულებას, ხელი შევუწყოთ და დავიცვათ მშვიდობა, თავისუფლება და კეთილდღეობა ევროატლანტიკურ სივრცეში. რუსეთის სასტიკი ომი უკრაინაში. საერთაშორისო კანონს და გაეროს წესდების პრინციპებს არღვევს; ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. რუსეთის ომმა გაამწვავა სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც გავლენას ახდენს მილიარდობით ადამიანზე მთელ მსოფლიოში“, - ნათქვამია დოკუმენტის პირველ პუნქტში. „დღეს ჩვენ ვდგავართ ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმძიმესი საფრთხის წინაშე ბოლო ათწლეულების განმავლობაში“, - ვკითხულობთ მეორე ნაწილში. დოკუმენტი სულ 14-პუნქტიანია და Europetime მის სრულ თარგმანს გთავაზობთ. 3.ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის აგრესიას. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ომი და დატოვოს უკრაინა. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და ვიმეორებთ ჩვენს ურყევ და მუდმივ მხარდაჭერას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას, დაიცვას თავისი თავი და განსაზღვროს საკუთარი მომავალი. 4. ავტორიტარი აქტორები გამოწვევებს უქმნიან ჩვენს ინტერესებს, ღირებულებებს და დემოკრატიულ პრინციპებს, პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური თუ სამხედრო გზის გამოყენებით. 5. ჩვენ ვცხოვრობთ მზარდი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში. ჩინეთის მზარდი თავდაჯერებულობა და პოლიტიკა წარმოადგენს გამოწვევებს, რომელთა გადაწყვეტაც გვჭირდება. 6. მუდმივი კონფლიქტი, სიმყიფე და არასტაბილურობა ჩვენს ევროპულ სამეზობლოში, ძირს უთხრის ჩვენს უსაფრთხოებას და სტრატეგიულ კონკურენტებს, ისევე როგორც ტერორისტულ ჯგუფებს გავლენის მოსაპოვებლად, ნაყოფიერ ნიადაგს უქმნის. 7. როგორც NATO-ს სტრატეგიულ კონცეფციაში და ევროკავშირის სტრატეგიულ დოკუმენტშია ხაზგასმული, ეს არის ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკვანძო ეტაპი, რომელიც უფრო მეტად ასახავს ტრანსატლანტიკური კავშირის მნიშვნელობას და მოითხოვს ევროკავშირ-NATO-ს მჭიდრო თანამშრომლობას. 8. აღიარებთ უფრო ძლიერი და ქმედუნარიანი ევროპული თავდაცვის ღირებულების მნიშვნელობას, რომელიც გლობალურ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას უწყობს ხელს; თავსებადია NATO-სთან და შეესაბამება მის ღირებულებებს. 9. ჩვენი ურთიერთგაძლიერებული სტრატეგიული პარტნიორობა ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების განმტკიცებას უწყობს ხელს. NATO და ევროკავშირი ასრულებენ თანმიმდევრულ და ერთმანეთის გაძლიერებისთვის საჭირო როლებს, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერის მიზნით. კიდევ უფრო გავააქტიურებთ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტების კომბინირებულ კომპლექტს, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო, ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად ჩვენი მილიარდი მოქალაქის სასარგებლოდ. 10. 2016 წლის ვარშავის ერთობლივი დეკლარაციისა და 2018 წლის ბრიუსელის ერთობლივი დეკლარაციის საფუძველზე, რომელმაც მნიშვნელოვნად გააფართოვა ოც წელზე მეტი ხნის წინ დამყარებული ჩვენი პარტნიორობა, ჩვენ მივაღწიეთ უპრეცედენტო პროგრესს თანამშრომლობის ყველა სფეროში. 11. ჩვენ მივაღწიეთ ხელშესახებ შედეგებს ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ, ოპერატიული თანამშრომლობის ჩათვლით, საზღვაო საკითხების ჩათვლით. მათ შორის არის სამხედრო მობილურობა, თავდაცვის შესაძლებლობები, თავდაცვის ინდუსტრია და კვლევები, წვრთნები, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და პარტნიორების შესაძლებლობების განვითარება. 12. იზრდება რა უსაფრთხოების საფრთხეებისა და გამოწვევების მასშტაბები, ჩვენს პარტნიორობას ახალ დონეზე ავიყვანთ. კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას არსებულ სფეროებში, გავაფართოებთ და გავაღრმავებთ ჩვენს თანამშრომლობას განსაკუთრებით მზარდი გეოსტრატეგიული კონკურენციის მოსაგვარებლად. თანამშრომლობის გაძლიერების არეალში ექცევა მდგრადობის საკითხები, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა, განვითარებადი ტექნოლოგიები, კლიმატის ცვლილების უსაფრთხოების შედეგები, ასევე, უცხოური ჩარევა. 13. ამ დეკლარაციაზე ხელმოწერის შედეგად, ჩვენ წინ წავიყვანთ NATO-ევროკავშირის პარტნიორობას, NATO-ს ყველა მოკავშირესთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან მჭიდრო კონსულტაციითა და თანამშრომლობით. 14. პროგრესს რეგულარულად შევაფასებთ.
სტოლტენბერგი: დრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უკრაინას უფრო მოწინავე აღჭურვილობა უფრო სწრაფად უნდა მივაწოდოთ
NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ Europetime-ს NATO-დან აცნობეს. მისივე თანახმად, მხარეებმა უკრაინისთვის საციცოცხლო მნიშვნელობის დახმარების საკითხი განიხილეს. ზელენსკი: ყოველდღე ვგრძნობ, როგორ ძლიერდება მსოფლიოს მტკიცე გადაწყვეტილება, დაძლიოს რუსული აგრესია თავისუფალ სამყაროს აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად და ტერორისტული სახელმწიფოს ისტორიულ დამარცხებამდე მისაყვანად - ზელენსკი „კარგი საუბარი მქონდა საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთნ. განვიხილეთ უკრიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მხარდაჭერა, რომელსაც NATO-ს მოკავშირეები უკრაინას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ თავის მამაც ბრძოლაში უწევენ. დრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია. უკრაინას უფრო მოწინავე აღჭურვილობა უფრო სწრაფად უნდა მივაწოდოთ“, - ნათქვამია იენს სტოლტენბერგი სახელით Twitter-ზე გავრცელებულ განცხადებაში. დავეხმაროთ უკრაინას დამპყრობლის უკან დახევაში. ისტორიის გაკვეთილი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ - კონდოლიზა რაისის და რობერტ გეითსის წერილი 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ზელენსკი: რიტორიკა NATO-ს „ღია კარზე“ უკრაინისთვის საკმარისი არ არის. ჩვენ არ ვიკვებებით დაპირებებით
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ალიანსის სამიტზე, რომელიც ამ ზაფხულს ვილნიუსში გაიმართება, NATO-ში უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მოუთმენლად ელის. ამის შესახებ მან ლვოვში პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დღეს მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერა „ღია კარის“რიტორიკით არ არის საკმარისი. კერძოდ, ეს არ არის საკმარისი ჩვენი სახელმწიფოს მოტივაციისთვის, უფრო კონკრეტულად კი არ არის საკმარისი ჩვენი ჯარისკაცების მოტივირებისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ. მან მაგალითად მოიყვანა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი, როგორც კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის მოტივაციას იწვევს. „ჩვენ გვჭირდება წინგადადგმული ნაბიჯები. გადაწყვეტილება იქნება ვილნიუსში. ჩვენ ძალიან მოუთმენლად ველით მძლავრ ნაბიჯებს. ჩვენ მოუთმენლად ველით უფრო მნიშვნელოვანს, ვიდრე ღია კარს. ასეთი რამ გვაძლევს მოტივაციას, როგორიცაა ევროკავშირის კანდიდარობის სტატუსი. რომ ეს ყველაფერი მართალია... ჩვენ არ ვიკვებებით დაპირებებით. წელს ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგის გახსნა გვაძლევს ბრძოლის მოტივაციას. ისევე, როგორც ვილნიუსის სამიტზე გადადგმული ნაბიჯები", - განაცხადა პრეზიდენტმა. როგორც ცნობილია, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება უკრაინის მოქალაქეების უმეტესობის აზრით, რუსული აგრესიის შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საუკეთესო ვარიანტია.
ოლაფ შოლცი სტოლტენბერგს: ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ არსებული რისკები უნდა გადავაფასოთ
„ჩრდილოეთის ნაკადის“ გასზადენზე დივერსიულმა აქტებმა აჩვენა, რომ ჩვენ უნდა გადავაფასოთ ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ არსებული რისკები,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. იენს სტოლტენბერგი გერმანიაში იმყოფება. „მე და NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე განვიხილეთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ ზღვაში. „ჩრდილოეთის ნაკადის“ გასზადენზე დივერსიულმა აქტებმა აჩვენა, რომ ჩვენ უნდა გადავაფასოთ ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რისკები. ეს განსაკუთრებით ეხება ჩრდილოეთ ზღვას, სადაც ჩვენი მიზანია, ვითანამშრომლოთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. დღეს და გუშინ, როცა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ჩვენთან იყო, შევთანხმდით, რომ ეს საერთაშორისო კოორდინაცია უნდა მოვახდინოთ. თუმცა NATO უნდა იყოს პირველი შეხების წერტილი, ჩვენ შეგვიძლია, ვისარგებლოთ მისი გამოცდილებით, შესაძლებლობებით და მისი ამოცანებით“, - განაცხადა ოლაფ შოლმა. მისივე თქმით, გერმანია მიესალმება იმ ფაქტს, თუ NATO იტვირთავს უფრო ძლიერ კოორდინირებულ ფუნქციას კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის. „NATO-ს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სხვადასხვა შესაბამისი აქტორის კოორდინაციის გზით, მას შეუძლია, წვლილი შეიტანოს საერთო სურათში. ჩვენ ვგეგმავთ ამ ამოცანების გადაჭრას ერთად, როგორც ალიანსის წევრები“, - აღნიშნა შოლცმა. NATO ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებში წარმომადგენლობას აორმაგებს შეგახსენებთ, გერმანია და ნორვეგია გამოვიდნენ ინიციატივით, წყალქვეშა ინფრასტრუქტურის - გაზსადენებისა და ტელეკომუნიკაციების მონიტორინგისთვის, ქვედანაყოფი შექმნან, რათა თავიდან აიცილონ ისეთი ინციდენტები, როგორიცაა, რუსეთის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მომხდარი აფეთქება.
მაკრონის თქმით, უსაფრთხოების ახალი გარანტიები საქართველოზეც უნდა გავრცელდეს
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპამ უნდა შეასრულოს უფრო აქტიური როლი NATO-ში, შეამციროს მისი დამოკიდებულება აშშ-ზე და საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები განავითაროს, რათა უზრუნველყოს რეგიონში მშვიდობა, რომელიც უკრაინაში ომის შედეგად შეირყა. მაკრონის თქმით, ევროპამ NATO-ში უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულოს და აშშ-ზე დამოკიდებულება შეამციროს ჟურნალისტებთან საუბრისას ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული თავდაცვის განვითარების სურვილს, როგორც NATO-ს ალტერნატივას ვერ ხედავს. მისი თქმით, უფრო ძლიერი ევროპა საშუალებას მისცემს კონტინენტს, გახდეს უფრო ავტონომიური ალიანსის შიგნით, NATO-სთან ერთად, მაგრამ არა ალიანსზე დამოკიდებულებით. მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები ახალი არქიტექტურის პირობებში უნდა გავრცელდეს უკრაინასა და რუსეთზე, ისევე როგორც მეზობლებზე, როგორებიცაა აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და სომხეთი. „ყველა ევროპელმა და დასავლელმა, რომლებიც მორალის გაკვეთილებს მასწავლიდნენ, უნდა განმიმარტონ, ვინ იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან (რუსეთთან, რედ)“. „ჩვენ უნდა ვიფიქროთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის არქიტექტურაზე, რომელიც პირველ რიგში გარანტიას მისცემს უკრაინის უსაფრთხოებას და სტაბილურობას, მაგრამ ასევე უზრუნველყოფს მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს უსაფრთხოებას და სტაბილურობას“. მაკრონმა ჯერ კიდევ კიევში ვიზიტისას განმარტა, რა საკითხზე ინარჩუნებს დიალოგის არხს რუსეთთან. პრესკონფერენციაზე, რომელშიც იტალიის პრემიერი და გერმანიის კანცლერიც მონაწილეობდნენ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და გერმანია უკრაინისგან რაიმე დათმობას რუსეთთან მოლაპარაკებებში არ მოითხოვენ. მოლაპარაკებებში „წითელ ხაზებზე“ საუბრისას მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპელები ყოველთვის მხარს უჭერდნენ უკრაინელ ხალხს, რასაც მოწმობს, კერძოდ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული უპრეცედენტო სანქციები. მანამდე, მაკრონის მოწოდებას, რომ პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთი არ უნდა დავამციროთ, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაადვილდეს, უკრაინაში, მათ შორის პრეზდენტ ზელენსკის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.
უკრაინა გახდა NATO-ს წევრი დე ფაქტო, მაგრამ არა დე იურე - რეზნიკოვი
უკრაინა, როგორც ქვეყანა და უკრაინის შეიარაღებული ძალები NATO-ს წევრები გახდნენ - დე ფაქტო, მაგრამ არა დე იურე. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს იარაღი და გვესმის, როგორ გამოვიყენოთ. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენ გავხდებით NATO-ს დე იურე წევრები. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა BBC-ს განუცხადა. რეზნიკოვმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა დასავლეთისგან მიიღებს ტანკებს, მოიერიშე თვითმფრინავებსა და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს. მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე შეცვლა დამოკიდებულება კიევისთვის იარაღის მიწოდების საკითხთან მიმართებით.
NATO რუმინეთში AWACS-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავს განათავსებს
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გამო, NATO-ს გერმანიაში ბაზირებული AWACS-ის სადაზვერვო თვითმფრინავების რუმინეთში გადაყვანა სურს. გეგმის მიხედვით, AWACS-ის თვითმფრინავები მომავალ სამშაბათს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტის მახლობლად მდებარე ოტოპენის საავიაციო ბაზაზე განთავსდება. აეროდრომი მხოლოდ 200 კილომეტრში მდებარეობს ევროკავშირის, NATO-ს წევრი ქვეყნისა და აღმოსავლეთ უკრაინის საზღვრიდან. AWACS-ი დაფუძნებულია Boeing 707-ის თვითმფრინავებზე და სოკოს ფორმის რადარის სტრუქტურის წყალობით 400 კილომეტრზე მეტ მანძილზე სხვა თვითმფრინავების პოვნა და იდენტიფიცირება შეუძლია.
სტოლტენბერგი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგ შეხვედრას დაესწრება
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დაესწრება უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას, რომელიც რამშტაინის საჰაერო ბაზაზე, გერმანიაში 20 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ Europetime-ს NATO-დან აცნობეს. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინ მასპინძლობს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება უკრაინაში მიმდინარე კრიზისსა და მასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რომელთა წინაშე NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები დგანან. შეხვედრის ფარგლებში, გენერალური მდივანი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს უკრაინის თავდაცვის მინისტრთან ოლექსი რეზნიკოვთან და სხვა მაღალჩინოსნებთან. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 20 იანვარს გაიმართება.
მსოფლიომ მხარი უნდა დაგვიჭიროს - ზელენსკი უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაზე
NATO-ში გაწევრიანება, უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტი და გარანტიაა. წელს უკრაინა NATO-ს დე ფაქტო ნაწილი გახდა - რეზნიკოვი ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ვიდეოჩართვისას განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინაში სამშვიდობო გარანტიებს შორის NATO-ში გაწევრიანება, 10 პრიორიტეტიდან ერთ-ერთია. უკრაინა NATO-ს მრავალმხრივი თავსებადობის პროგრამას უერთდება მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინას NATO-სკენ გზა გაურთულდეს. „ჩვენ გვესმის, რომ ჯერ არ ვართ NATO-ში და, სამწუხაროდ, რუსეთსაც ესმის, გვებრძვის. ღმერთმა ქნას ეს გზა მოკლე იყოს, მაგრამ მე ვხვდები, რომ ჩვენ ამ გზაზე ვართ, NATO უკრაინისთვის არის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტი“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიები უკვე წარმოადგინა, რომელსაც მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ უნდა დაუჭიროს მხარი.
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, რუსეთის დამარცხების შემთხვევაშიც საფრთხედ დარჩება
რუსეთი NATO-ს საფრთხედ დარჩება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ძალები უკრაინაში დამარცხდებიან, ამის შესახებ NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა განაცხადა. „როგორც არ უნდა იყოს ომის შედეგი, რუსებს დიდი ალბათობით ექნებათ მსგავსი ამბიციები... ამიტომ საფრთხე არ ქრება“, - განაცხადა ადმირალმა რობ ბაუერმა. მისივე თქმით, NATO-ს დრო დასჭირდება იმის შესაფასებლად, რამდენი ხანი დასჭირდება რუსეთს ძალების აღდგენისა და გაუმჯობესებისთვის. „ისინი დასკვნებს გამოიტანენ და შეეცდებიან იმის გაუმჯობესებას, რაც ჰქონდათ. ასე რომ, ეს სავარაუდოდ, სამომავლოდ გავლენას მოახდენს ჩვენს გეგმებზე“, - განაცხადა ბაუერმა.
NATO სომხეთთან და აზერბაიჯანთან პოლიტიკურ დიალოგს აძლიერებს
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვია. NATO-ს ინფორმაციით, კოლომინას ვიზიტი რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების ნაწილია. კოლომინა სომხეთში შეხვდა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს, თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს და სხვა ოფიციალურ პირებს. აზერბაიჯანში ხავიერ კოლომინა საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. ოფიციალურმა პირმა განიხილა NATO-ს თანამშრომლობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან და ორივე პარტნიორის წვლილი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. კოლომინამ ასევე გაცვალა მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, მათ შორის ლაჩინის დერეფანში არსებულ ვითარებაზე. მან თავისუფალი გადაადგილების მნიშვნელობას და ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრის აუცილებლობას, ასევე, მოლაპარაკებების განახლებისა და ნორმალიზაციის მიმართულებით მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ხავიერ კოლომინა ასევე მიესალმა ევროკავშირის როლს რეგიონული სტაბილურობის მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მოსალოდნელ ვიზიტზე, უფრო ადრე Europetime-თან ინტერვიუში ისაუბრა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა. „NATO-ს არ აქვს პირდაპირი როლი სამშვიდობო პროცესში, თუმცა ორივე მხარეს პოლიტიკურ მხარდაჭერას ვუწევთ, რათა მხარეებმა მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები იპოვონ. ამ მიმართულებით გაწეულ საერთაშორისო ძალისხმევას და მედიაციას მივესალმებით. საქართველომ კონსტრუქციული როლი შეასრულა, როდესაც სამშვიდობო პროცესში, მხარეებს პლატფორმად თბილისი შესთავაზა. ეს დასაფასებელია. არის სხვა პლატფორმებიც, სადაც ისინი შეხვედრას მართავენ, მათ შორის ბრიუსელში, ვაშინგტონში და სხვაგან. დიალოგის შენარჩუნება მნიშვნელოვანია და პარტნიორებს ჩვენც ამისკენ მოვუწოდებთ“, - აღნიშნა ალექსანდრე ვინიკოვმა Europetime-თან. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 2023 წლის 18 იანვარს ვაშინგტონში აშშ-თურქეთის სტრატეგიული მექანიზმის მეოთხე შეხვედრა გამართეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მდივანმა ბლინკენმა და მინისტრმა ჩავუშოღლუმ გადაწყვიტეს, გაზარდონ კოორდინაცია და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის გასაძლიერებლად. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთგულია. „პირდაპირი დიალოგი არის გასაღები საკითხების გადაწყვეტისა და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დისკუსიების ხელშეწყობისთვის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ელჩი პეტერ ფიშერი: გერმანია საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვან სამხედრო აღჭურვილობას აწვდის
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ძალიან მტკიცე თანამშრომლობა გვაქვს. პირველ რიგში, გერმანია NATO-ს ნაწილია და NATO-ს საქართველოსთან, მათ შორის NATO-ს არსებითი პაკეტის ფარგლებში ძლიერი თანამშრომლობა აკავშირებს. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. „ხსენებული თანამშრომლობის მიზანი საქართველოს NAT0-ს სტანდარტებთან დაახლოებაა, როგორც სამხედრო, ისე თავდაცვის კუთხით. არსებობს ძირითადი გუნდი, რომლის ლიდერიც გერმანელი პოლკოვნიკია. NATO-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, სამ სხვადასხვა ინიციატივაში გერმანიას წამყვანი როლი აქვს. ინჟინერია, თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობა და სამხედრო მედიცინა. რა თქმა უნდა, ტარდება სწავლებები, სადაც საქართველო NATO-სთან თანამშრომლობს და გერმანია ამის ნაწილია. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია გვაქვს. გერმანიამ სერჟანტთა მომზადების სკოლის დაარსებას შეუწყო ხელი. ყოველწლიურად, ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ქართველ კოლეგებს სამხედრო საკითხების შესახებ გამოცდილებას ვუზიარებთ. ასევე, საწვრთნელი პროგრამების დროს, უფროსი ოფიცრები და არამარტო, გერმანიაში გადიან სწავლებას. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ აღჭურვილობის მიმართულებით. გერმანია საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვან სამხედრო აღჭურვილობას აწვდის“, - განუცხადა პეტერ ფიშერმა Europetime-ს. მისივე თქმით, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახლა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. „მთელმა მსოფლიომ გააცნობიერა, რომ რუსეთი მზადაა, თავისი მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალა გამოიყენოს, რაც მიუღებელია; საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება და მისი მიხედვით, დანაშაულია. ყველა, ვინც მხარს უჭერს საერთაშორისო სამართლის დაცვას, საერთაშორისო საკითხების გადაჭრას მოლაპარაკების, შეთანხმების გზით და არა თავდასხმითა და ძალის გამოყენებით, აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რუსეთისთვის ცხადი გახდეს, რომ ჩვენთვის მიუღებელია სამხედრო აგრესია და ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა“, - აღნიშნავს გერმანიის ელჩი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
იენს სტოლტენბერგმა უკრაინის უმაღლესი რადას საპატიო ჯილდო მიიღო
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის უმაღლესი რადას საპატიო ჯილდო მიიღო. ცერემონია NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართა. საპატიო ჯილდო არის უმაღლესი რადას მიერ გადაცემული „მნიშვნელოვანი წვლილი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, სტოლტენბერგს ჯილდო გამორჩეული სოციალურ-პოლიტიკური საქმიანობის, უკრაინის, როგორც დემოკრატიული, სოციალური, სამართლებრივი სახელმწიფოს პოპულარიზაციასა და გაძლიერებაში წვლილის შეტანისთვისთვის გადაეცა. „ჩემთვის პატივია, მივიღო ეს ჯილდო, რომელიც უკრაინისადმი NATO-ს დიდი ხნის მხარდაჭერის აღიარებაა, მაგრამ ნამდვილი აღიარება თქვენ გეკუთვნით. უკრაინელი ხალხის, მთავრობის, რადას და შეიარაღებული ძალების გამბედაობა და მონდომება ყველასთვის შთამაგონებელია. თქვენ გმირულად იცავთ თქვენს თავისუფლებას და დემოკრატიას - ჩვენს საერთო ღირებულებებს“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ერდოღანი: შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ NATO-ში გაწევრიანებაზე მის განაცხადს თურქეთი მხარს დაუჭერს
შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ანკარა NATO-ში გაწევრიანებაზე მის განაცხადს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა. უცხოური მედია: თურქეთმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა „მათ, ვინც დაუშვა ასეთი სამარცხვინო ქმედების ჩადენა სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ, არ უნდა ელოდნენ ჩვენგან კეთილგანწყობას NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადზე. თუ შვედეთი არ სცემს პატივს თურქეთს, ისევე როგორც მუსლიმთა რელიგიურ გრძნობებს, ის ვერ მიიღებს ჩვენგან მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა. შვედეთის პრემიერის თქმით, NATO-ში გაწევრიანებისთვის თურქეთის ყველა მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია მისი თქმით, „შვედეთში ჩადენილი ამაზრზენი ქმედება არის შეურაცხყოფა ყველასთვის, ვინც პატივს სცემს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის მუსლიმთა უფლებებსა და თავისუფლებას. თუკი შვედეთი ასე მხარს უჭერს ტერორისტული ორგანიზაციის წევრებსა და ისლამის მტრებს, ჩვენ მას ვურჩევთ, ანდოს მათ თავისი ქვეყნის დაცვა“, - განაცხადა ერდოღანმა. თურქული მედიის ცნობით, შაბათს, 21 იანვარს, რასმუს პალუდამ, დანიის მემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტია Hard Deal-ის ლიდერმა, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს კედლებთან ანტიისლამური პროვოკაცია მოაწყო. რადიკალმა საჯაროდ დაწვა მუსლიმებისთვის წმინდა წიგნი - ყურანი. შვედეთის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ანკარამ გააუქმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის ვიზიტი თურქეთში. შვედეთის ელჩი ანკარაში, სტაფან ჰორსტრომი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც შვედეთის ხელისუფლების მიერ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის აქციის დაშვების ფაქტი დაგმეს. სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი
ფინეთი აღარ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, NATO-ში შვედეთისგან დამოუკიდებლად გაწევრიანდეს
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პეკა ჰაავისტოს თქმით, ფინეთი აღარ გამორიცხავს, რომ NATO-ში გაწევრიანების პროცესი შვედეთისგან დამოუკიდებლად დაასრულოს, რადგან სტოკჰოლმსა და ანკარას შორის დაძაბულობა სულ უფრო ღრმავდება. ერდოღანი: შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ NATO-ში გაწევრიანებაზე მის განაცხადს თურქეთი მხარს დაუჭერს ამასთან, პეკა ჰაავისტომ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით საუკეთესო ვარიანტია ფინეთი და შვედეთი ალიანსს ერთად შეუერთდნენ. ამავდროულად, მან აღიარა, რომ ჰელსინკმა შესაძლოა, ალიანსში გაწევრიანების პროცესის ცალკე დასრულებაზე იფიქროს, თუ შვედეთის გაწევრიანების რატიფიკაცია დიდხანს გაჭიანურდება. ამასთან, პეკა ჰაავისტო აღნიშნავს, რომ „ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება ნაადრევია“. როგორც ცნობილია, მხოლოდ ორ ქვეყანას - უნგრეთსა და თურქეთს - ჯერ არ აქვს რატიფიცირებული ფინეთისა და შვედეთის განაცხადები. უნგრეთს არ აქვს კონკრეტული პირობები, თუმცა ანკარას აქვს მთელი რიგი პრეტენზიები შვედეთის მიმართ, იმის გამო, რომ ქვეყანაში თურქეთის ხელისუფლებისა და ქურთი აქტივისტების პოლიტიკური ოპონენტები არიან. ანკარა ითხოვს იმ პირების ექსტრადირებას, რომლებსაც „ტერორისტებად“ მიიჩნევს. ბოლო კვირების განმავლობაში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა შვედეთში ანტითურქული ქმედებების გამო, კერძოდ, ერთ შეკრებაზე აქტივისტებმა ერდოღანის ჩამოკიდებული ფიგურა დადეს, მეორეზე კი ყურანი დაწვეს. მაშინ ერდოღანმა ღიად განაცხადა, რომ შვედეთს, ასეთი დამოკიდებულებით, არ უნდა ჰქონდეს NATO-ში გაწევრიანებისას თურქეთის მხარდაჭერის იმედი. პეკა ჰაავისტომ აღიარა, რომ შვედეთში ანტითურქულმა პროტესტებმა NATO-ში გაწევრიანების პროცესი, ორივე ქვეყანას გაურთულა. მისი აზრით, ახლა NATO-ში გაწევრიანების პროცედურის დასრულებაზე საუბარი თურქეთის არჩევნებამდე, ანუ მაისის შუა რიცხვებამდე არარეალურია. პეკა ჰაავისტომ ასევე განაცხადა, რომ ფინეთი, შვედეთი და თურქეთი აწარმოებენ მოლაპარაკებებს. კერძოდ ახალ შეხვედრა ადრე გაზაფხულზე იგეგმება, რათა მხარეებმა შექმნილი ვითარება განიხილონ. თურქული მედიის ცნობით, შაბათს, 21 იანვარს, რასმუს პალუდამ, დანიის მემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტია Hard Deal-ის ლიდერმა, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს კედლებთან ანტიისლამური პროვოკაცია მოაწყო. რადიკალმა საჯაროდ დაწვა მუსლიმებისთვის წმინდა წიგნი - ყურანი. შვედეთის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ანკარამ გააუქმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის ვიზიტი თურქეთში. შვედეთის ელჩი ანკარაში, სტაფან ჰორსტრომი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც შვედეთის ხელისუფლების მიერ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის აქციის დაშვების ფაქტი დაგმეს. სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი
გერმანია NATO-ს მიერ საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გაძლიერებას მხარს უჭერს
გერმანია NATO-ს მიერ საქართველოს მხარდაჭერისა და თანამშრომლობის გაძლიერებას მხარს უჭერს. ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი პეტერ ფიშერი Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს. „თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან ძალიან მტკიცე თანამშრომლობა გვაქვს. პირველ რიგში, გერმანია NATO-ს ნაწილია და NATO-ს საქართველოსთან, მათ შორის NATO-ს არსებითი პაკეტის ფარგლებში ძლიერი თანამშრომლობა აკავშირებს. ხსენებული თანამშრომლობის მიზანი საქართველოს NAT0-ს სტანდარტებთან დაახლოებაა, როგორც სამხედრო, ისე თავდაცვის კუთხით. არსებობს ძირითადი გუნდი, რომლის ლიდერიც გერმანელი პოლკოვნიკია. NATO-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, სამ სხვადასხვა ინიციატივაში გერმანიას წამყვანი როლი აქვს. ინჟინერია, თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობა და სამხედრო მედიცინა. რა თქმა უნდა, ტარდება სწავლებები, სადაც საქართველო NATO-სთან თანამშრომლობს და გერმანია ამის ნაწილია. რაც შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია გვაქვს. გერმანიამ სერჟანტთა მომზადების სკოლის დაარსებას შეუწყო ხელი. ყოველწლიურად, ჩვენ გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ქართველ კოლეგებს სამხედრო საკითხების შესახებ გამოცდილებას ვუზიარებთ. ასევე, საწვრთნელი პროგრამების დროს, უფროსი ოფიცრები და არამარტო, გერმანიაში გადიან სწავლებას. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ აღჭურვილობის მიმართულებით. გერმანია საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვან სამხედრო აღჭურვილობას აწვდის“, - აღნიშნავს პიტერ ფიშერი. მისივე თქმით, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახლა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ელჩის შეფასებით, მთელმა მსოფლიომ გააცნობიერა, რომ რუსეთი მზადაა, თავისი მიზნების მისაღწევად სამხედრო ძალა გამოიყენოს და ყველა, ვინც მხარს უჭერს საერთაშორისო სამართლის დაცვას, აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რუსეთისთვის ცხადი გახდეს, რომ მიუღებელია სამხედრო აგრესია და ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლა. „ჩვენ NATO-ს წევრები ვართ და გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ალიანსი იღებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ. NATO პირველ რიგში თავდაცვითი ორგანიზაციაა და ამასთანავე, ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოებისთვის არიან მნიშვნელოვანნი. ასეა საქართველოს შემთხვევაშიც და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას (თანამშრომლობის გაძლიერებას, რედ.)“, - აღნიშნავს გერმანიის ელჩი Europetime-თან ინტერვიუში. ალექსანდრე ვინიკოვი: ახლა მნიშვნელოვანია, საქართველო NATO-ში გაწევრიანებისთვის მზადყოფნაზე კონცეტრირდეს
კიევისთვის Leopard 2-ის ტიპის ტანკების მიწოდებაზე მსჯელობის ფონზე, სტოლტენბერგმა გერმანია უკრაინის მხარდაჭერისთვის შეაქო
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ალიანსში გერმანიის ძლიერი წვლილი და უკრაინისადმი ბერლინის მხარდაჭერა შეაქო. ამის შესახებ Europetime-ს NATO-დან აცნობეს. მისივე ინფორმაციით, ბერლინში ვიზიტისას იენს სტოლტენბერგმა თავდაცვის მინისტრს ბორის პისტორიუსს ალიანსში გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილისთვის და უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე გამოყო გერმანია იმ მოკავშირეებს შორის, რომლებიც უკრაინას ყველაზე მეტ სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და საბრძოლო მასალებით. სტოლტენბერგმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ „გერმანიის იარაღი უკრაინაში ყოველდღიურად იხსნის სიცოცხლეს“. სტოლტენბერგმა ასევე შეაქო მოკავშირე ქვეყნების ბოლო განცხადებები, რომლებიც უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას გულისხმობს, მათ შორის ტანკების მიწოდების გზით. „ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას უფრო მძიმე და მოწინავე სისტემები და ეს უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ“. სტოლტენბერგი მიესალმა მინისტრ პისტორიუსთან დისკუსიას, რომელიც საბრძოლო ტანკების საკითხს მოიცავდა და აღნიშნა, რომ კონსულტაციები მოკავშირეებს შორის გაგრძელდება. „დარწმუნებული ვარ, რომ გამოსავალი მალე გვექნება“, - დაამატა ალიანსის გენმდივანმა. გენერალური მდივანი ბერლინში გერმანელ ბიზნეს ლიდერებთან ერთად, Welt-ის ეკონომიკურ სამიტს დაესწრო. მან უკრაინის მხარდაჭერის, თავდაცვის ინვესტიციების და საზოგადოების გამძლეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თავის მხრივ, გერმანია გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ძალიან მალე გადაწყვეტს, დაუშვებს თუ არა უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის ტანკების მიწოდებას. მისი თქმით, თუ ტანკების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოხდება, გერმანია შეძლებს ძალიან მალე იმოქმედოს. „ვამზადებთ გადაწყვეტილებას, რომელსაც ძალიან მალე მივიღებთ“, - განაცხადა პისტორიუსმა. მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ საკითხზე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მსჯელობს. „ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით წვრთნების დაწყებას, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ, ვიდრე არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ მოვიქცეთ ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გერმანელმა მინისტრმა. შეგახსენებთ, პოლონეთმა გერმანიას უკრაინისთვის leopard2 ტიპის ტანკების გადაცემის თხოვნით ოფიციალურად მიმართა.
თურქეთმა შვედეთთან და ფინეთთან სამმხრივი შეხვედრა გააუქმა - Reuters
თურქეთმა განუსაზღვრელი ვადით გააუქმა სამმხრივი მექანიზმის შეხვედრა შვედეთთან და ფინეთთან, რომელიც თებერვალში, სტოკჰოლმში იყო დაგეგმილი. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. მისივე ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის ოფისში წყარომ განაცხადა, რომ თურქეთმა გადადო. მიზეზები და შეხვედრის გამართვის ახალი თარიღი არ კონკრეტდება. მედიაში 21 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა. 2023-01-23 21:16:00 ერდოღანი: შვედეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ NATO-ში გაწევრიანებაზე მის განაცხადს თურქეთი მხარს დაუჭერს
ნორვეგია მაისში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას უმასპინძლებს
Europetime-ს NATO-დან აცნობეს, რომ ნორვეგია მაისში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრას უმასპინძლებს. შეხვედრა ოსლოში 2023 წლის 31 მაისს ჩატარდება. სამიტის მეორე დღე პირველი ივნისია. „მოუთმენლად ველი NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას ჩემს მშობლიურ ქალაქში“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. „ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა მინისტრებისთვის, რომ გადახედონ უსაფრთხოების ვითარებას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი ომის გამო ძირეულად შეიცვალა. საგარეო საქმეთა მინისტრები გამართავენ არაფორმალურ დისკუსიებს NATO-ს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურთა შეხვედრის მოსამზადებლად, რომელიც ვილნიუსში 2023 წლის 11-12 ივლისს გაიმართება, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი Leopard2-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესახებ გერმანიის გადაწყვეტილებას მიესალმა. სტოლტენბერგის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. რუსეთის მიერ წარმოებული ომის ამ კრიტიკულ მომენტში, ეს გადაწყვეტილება შეიძლება, დაეხმაროს უკრაინას, დაიცვას საკუთარი თავი და გაიმარჯვოს, როგორც დამოუკიდებელმა ქვეყანამ. გერმანიამ 25 იანვარს დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს
სტოლტენბერგი: რუსეთი ახალ შეტევას გეგმავს, უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება
NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინას უფრო მძიმე და მოწინავე სისტემები მიაწოდონ, რათა „დაიბრუნონ ტერიტორიები და უკრაინამ როგორც, სუვერენულმა სახელმწიფომ ევროპაში, გაიმარჯვოს“, უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა „იარაღის მიწოდებაზე გადის", - ამის შესახებ სტოლტენბერგმა Welt-თან ინტერვიუში განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, პრეზიდენტმა პუტინმა დაამტკიცა, რომ მზად არის, რუსეთში 200 000-ზე მეტი ჯარისკაცის მობილიზებით, „ამ უსამართლო ომისთვის“ მაღალი ფასი გადაიხადოს. სტოლტენბერგმა ასევე გაამახვილა ყურადღება რუსეთის მიერ იარაღის შეძენაზე ისეთი ავტორიტარული სახელმწიფოებიდან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა. NATO-ს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად დაბალია რისკი იმისა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღი გამოიყენოს და ეს გარემოება რომ შეიცვალოს, „NATO აუცილებლად მოახდენს რეაგირებას“. ISW: დასავლური ტანკები უკრაინას ტერიტორიის გათავისუფლებაში დაეხმარება შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინისთვის ამერიკული წარმოების Abrams M1-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესაძლებლობას, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ამ დროისთვის არ გააკეთებს. სტოლტენბერგი: სამშვიდობო გადაწყვეტამდე ყველაზე სწრაფი გზა უკრაინის მხარდაჭერაა. ფაქტობრივად, იარაღი არის გზა მშვიდობისკენ ამის შესახებ თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა განაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატები აგრძელებს მჭიდრო კონტაქტში ყოფნას უკრაინასთან, მის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე აქტუალურ მოთხოვნებს უპასუხოს. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინისთვის M1 Abrams-ის ტიპის ტანკების გაგზავნისკენ არის მოწოდებული, იტყობინებოდა 24 იანვარს Wall Street Journal-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. გამოცემა წერს, რომ ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ამ კვირაში გამოცხადდება და ეს იქნება გერმანიასთან ურთიერთშეთანხმების ნაწილი, რომელიც თავის მხრივ, უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის ტანკების მიწოდების შესახებ გამოაცხადებს. უფრო ადრე, Reuters-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინისთვის „ლეოპარდების“ მიწოდებას დაამტკიცებდა, თუ აშშ „აბრამსის“ ტანკებს მიაწოდებდა კიევს. გერმანიის მთავრობამ ასეთი მოსაზრების არსებობა უარყო. ABC News-მა 24 იანვარს დაწერა, რომ თორმეტი ქვეყანა მზადაა, უკრაინას 100-მდე Leopard 2-ის ტიპის ტანკი გაუგზავნოს, როგორც კი გერმანია დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. პარალელურად, Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდების შესახებ პოლონეთის მოთხოვნას გერმანია 25 იანვარს დაამტკიცებს.
NATO-ს შტაბ-ბინა თავდაცვის მინისტრებისა და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიზნით შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლებს
14-15 თებერვალს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში, თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. 14 თებერვალს, ალიანსის შტაბ-ბინაში ცალკე გაიმართება უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც აშშ მასპინძლობს. ბოლო ამგვარ შეხვედრას უკრაინისთვის Leopard2 და „აბრამსის“ ტიპის ტანკების გაგზავნა მოჰყვა.
Politico: NATO-ს წევრები კიევისთვის გამანადგურებლების მიწოდებას განიხილავენ
უკრაინისთვის გერმანული წარმოების, ასევე აშშ-დან საბრძოლო ტანკების მიწოდების შემდეგ, NATO კიევისთვის გამანადგურებლების გადაცემის საკითხს განიხილავს. გამოცემის ცნობით, ბალტიისპირეთის ქვეყნები საბრძოლო თვითმფრინავებზე მოლაპარაკებების მამოძრავებელი ძალაა. Politico-ს თანახმად, კიევისთვის გამანადგურებლების გადაცემის საკითხი უფრო სადავო იქნება, ვიდრე დასავლური ტანკების მიწოდება. ამავდროულად, Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში წყაროებმა განაცხადეს, რომ მათი მთავრობები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას შეუძლებლად აღარ მიიჩნევენ, თუმცა ესკალაციის რისკი რჩება. ვაშინგტონში ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, მოკავშირეებმა უკვე გადალახეს რამდენიმე წითელი ხაზი, რომელიც პოტენციურად კონფლიქტის ესკალაციის საფრთხეს აჩენდა. გამოცემის წყაროს თქმით, ასე იყო HIMARS-ების შემთხვევაში, მოგვიანებით კი - ტანკების გამო. ჯერჯერობით მხოლოდ ნიდერლანდმა გამოთქვა უკრაინისთვის თავისი F-16 ტიპის გამანადგურებლების მიწოდებისთვის მზადყოფნა. გასულ კვირას ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰიოქსტრამ პარლამენტს განუცხადა, რომ მისი კაბინეტი განიხილავს გამანადგურებლების მიწოდებას, თუ კიევი ასეთის სურვილს გამოთქვამს.
შვედეთი იმედოვნებს, რომ თურქეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტის მიუხედავად ზაფხულში NATO-ში გაწევრიანდება - ტობიას ბილსტრომი
სტოკჰოლმში ყურანის დაწვაზე თურქეთის რეაქციის მიუხედავად შვედეთი იმედოვნებს, რომ 2023 წლის ზაფხულში NATO-ში გაწევრიანდება. უცხოური მედია: თურქეთმა შვედეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გააუქმა ფინეთი აღარ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, NATO-ში შვედეთისგან დამოუკიდებლად გაწევრიანდეს ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ტობიას ბილსტრომმა განაცხადა. კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სტოკჰოლმში 25 მუსლიმური ქვეყნის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ [თურქეთთან] შექმნილი ვითარების გამო პროცესი დორებით შეჩერებულია. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შვედეთის ალიანსში სრულუფლებიანი გაწევრიანება 2023 წლის ივლისში ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში NATO-ს სამიტზე დამტკიცდება. ბილსტრომის თქმით, შვედეთი ძალიან ახლოს არის თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის სამმხრივი შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებასთან. „ბოლო კვირას განვითარებულმა მოვლენებმა დროებით შეაჩერა ეს პროცესი, თუმცა ჩვენ მივიჩნევთ, რომ მემორანდიუმის შესრულების გარეშე ჩვენ ვერ შევასრულებთ სამუშაოს ნაწილს, ამიტომ ხელისუფლება იჩენს ძალისხმევას, რომ საკითხი დაიძრას“, - თქვა მინისტრმა. შემდგომში მინისტრის პრესსპიკერმა განმარტა, რომ ბილსტრომი არ გულისხმობდა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას. თურქული მედიის ცნობით, შაბათს, 21 იანვარს, რასმუს პალუდამ, დანიის მემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტია Hard Deal-ის ლიდერმა, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს კედლებთან ანტიისლამური პროვოკაცია მოაწყო. შვედეთის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ანკარამ შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის თურქეთში ვიზიტი გააუქმა. შვედეთის ელჩი ანკარაში, სტაფან ჰორსტრომი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც შვედეთის ხელისუფლების მიერ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის აქციის დაშვების ფაქტი დაგმეს. სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი
NATO და იაპონია კავშირებს აძლიერებენ
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ტოკიოში შეხვდა იაპონიის პრემიერ-მინისტრს, ფუმიო კიშიდას. CNN-ის ცნობით, მხარეებმა პირობა დადებს, რომ კავშირებს გააძლიერებენ. ამასთან, როგორც Europetime-ს ალიანსიდან აცნობეს, ორი ლიდერი ერთობლივ განცხადებაზეც შეთანხმდა. გენერალურმა მდივანმა და პრემიერ მინისტრმა კიშიდამ განიხილეს მზარდი გამოწვევები, მათ შორის ჩინეთის ქმედებები და ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პროვოკაციები. ისინი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის სასტიკი აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ არ არის მხოლოდ ევროპული კრიზისი, არამედ, ეს არის გამოწვევა საერთაშორისო წესრიგისთვის. უკრაინისადმი იაპონიის მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე საუბრისას, გენერალური მდივანი მიესალმა იაპონიის მკაცრ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ისევე როგორც მის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისთვის. ასევე მიესალმა იაპონიის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიას, რომელიც ასევე გულისხმობს ახალ შესაძლებლობებს და თავდაცვის ხარჯების გაზრდას. „თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება გზავნილი, რომ ავტორიტარულ რეჟიმებს შეუძლიათ, მიაღწიონ თავიანთ მიზნებს უხეში ძალის გამოყენებით. ეს სახიფათოა. პეკინი ყურადღებით ადევნებს თვალს და სწავლობს გაკვეთილებს, რამაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს მის მომავალ გადაწყვეტილებებზე", - განაცხადა სტოლტენბერგმა. იაპონიამ უკრაინას არალეტალური დახმარება გაუწია დრონების, ტყვიაგაუმტარი ჟილეტების, ჩაფხუტების, კარვებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სახით. თუმცა, თავდაცვის პოლიტიკის მითითებების თანახმად, რომლებიც ფაქტობრივად კრძალავს იარაღის ექსპორტს, ტოკიოს კიევისთვის იარაღი არ მიუწოდებია.
ჩეხეთის ახალი პრეზიდენტის თქმით, უკრაინა NATO-ში გაწევრიანებას იმსახურებს
ჩეხეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პეტრ პაველმა BBC-ს განუცხადა, რომ უკრაინას უნდა მიეცეს NATO-ში გაწევრიანების უფლება „ომის დასრულებისთანავე“. NATO-ს გადამდგარმა გენერალმა, აღნიშნა, რომ უკრაინა „მორალურად და პრაქტიკულად მზად იქნება“, შეუერთდეს ალიანსს კონფლიქტის დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, ჩეხეთი იყო პირველი დასავლური ქვეყანა, რომელმაც უკრაინაში ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები გაგზავნა.
ერდოღანმა NATO-ში შვედეთის განაცხადის მხარდაჭერის პირობა დაასახელა
ანკარაში, თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის საპარლამენტო ფრაქციის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა განაცხადა, რომ „ვიდრე შვედეთში ჩვენთვის წმინდა წიგნის, ყურანის დაწვის მსგავსი ქმედებები სანქცირებულია, ჩვენ არ ვიტყვით „დიახს“ სტოკჰოლმის განცხადებზე ალიანსში გაწევრიანების შესახებ”. შვედეთი იმედოვნებს, რომ თურქეთთან მოლაპარაკებების შეწყვეტის მიუხედავად ზაფხულში NATO-ში გაწევრიანდება - ტობიას ბილსტრომი რეჯეფ თაიფ ერდორანის თქმით, შვედეთისგან განსხვავებით, ანკარას დამოკიდებულება ფინეთის განაცხადის მიმართ დადებითია. ფინეთი აღარ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, NATO-ში შვედეთისგან დამოუკიდებლად გაწევრიანდეს „ჩვენი დამოკიდებულება ჰელსინკის წინადადების მიმართ დადებითია, მაგრამ შვედეთის მიმართვა უარყოფითია. ამიტომ, სტოკჰოლმმა არ უნდა გამოიჩინოს ცარიელი ძალისხმევა [ნატოსკენ მიმავალ გზაზე]“, - განაცხადა ერდოღანმა. თურქული მედიის ცნობით, შაბათს, 21 იანვარს, რასმუს პალუდამ, დანიის მემარჯვენე ექსტრემისტულმა პარტია Hard Deal-ის ლიდერმა, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს კედლებთან ანტიისლამური პროვოკაცია მოაწყო. შვედეთის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ანკარამ შვედეთის თავდაცვის მინისტრის პალ ჯონსონის თურქეთში ვიზიტი გააუქმა. შვედეთის ელჩი ანკარაში, სტაფან ჰორსტრომი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც შვედეთის ხელისუფლების მიერ სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანის დაწვის აქციის დაშვების ფაქტი დაგმეს. სტოლტენბერგი: მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს შვედეთი და ფინეთი ნეიტრალიტეტზე უარს ამბობენ. სკანდინავიურმა ქვეყნებმა NATO-ში გაწევრიანების სურვილი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე გამოთქვეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთი და ფინეთი NATO-ს წევრები ოფიციალურად 2023 წელს გახდებიან. გერმანულ DPA-სთან ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი თარიღი, მაგრამ „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ რატიფიკაციის პროცესი დროულად დასრულდება". სტოლტენბერგმა დაამატა, რომ მას არ სჯერა, რომ თურქეთი გააგრძელებს შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების დაბლოკვას მას შემდეგ, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკრიტიკა ორივე ქვეყანა, რომლებმაც მისი თქმით, ეჭვმიტანილი ტერორისტების თურქეთში ექსტრადაციისთვის მეტი არ გააკეთეს. 28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს. NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად სექტემბერში მიიწვია. რას გულისხმობს თურქეთის, შვედეთის და ფინეთის მიერ გაფორმებული სამმხრივი მემორანდუმი
სტოლტენბერგმა იაპონიაში, კვლევით ინსტიტუტში გამოსვლისას, 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრა გაიხსენა
იაპონიაში, კერძო კვლევით უნივერსიტეტში (კეიოს უნივერსიტეტი) გამოსვლის შემდეგ, კითხვა-პასუხის დროს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საქართველოში 2008 წელს რუსეთის შეჭრის ფაქტი გაიხსენა. ამის შესახებ Europetime-ს NATO-დან აცნობეს. „პირველი კითხვა ეხებოდა იმას, დავკარგე თუ არა ნდობა NATO-ს შეკავების პოლიტიკის მიმართ. და, პასუხი არის არა, მე არასოდეს დამიკარგავს ეს ნდობა. ასეევ იყო შეკითხვა, რა იყო ყველაზე რთული მომენტი? მე ვფიქრობ, რომ ყველაზე რთული და სტრესული მომენტია, როცა ვხედავთ ომის შედეგად ტანჯვას, ძალადობას, სისასტიკეს, და რაც მთავარია, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა ამ ომის დროს. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის რეალურად მიზანმიმართული თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, სახლებზე, საავადმყოფოებზე და, რა თქმა უნდა, ელექტრო ქსელზე, გაზის მიწოდებაზე თავდასხმა, განსაკუთრებით შემოდგომაზე, როდესაც ჩვენ ზამთარი გვიახლოვდებოდა. ამას ერთი მიზანი ჰქონდა და ეს იყო უკრაინელი ხალხისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მაქსიმალური ტანჯვის მიყენება, წყლის, გათბობის, სინათლის მოსპობა. რა თქმა უნდა, ეს სტრესია ყველასთვის. ჩვენ შეიძლება, შოკირებული ვიყოთ სისასტიკით, მაგრამ ეს არ უნდა გაგვიკვირდეს იმიტომ, რომ მოსკოვი თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, სამხედრო ძალას იყენებს. ამის მაგალითებია სისასტიკე გროზნოში, შეჭრა საქართველოში, ალეპოს დაბომბვა. უნდა გვახსოვდეს, რომ ომი უკრაინაში გასული წლის თებერვალში არ დაწყებულა. ეს დაიწყო 2014 წელს, როდესაც რუსეთმა უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია, შეიჭრა აღმოსავლეთ დონბასში და მას შემდეგ უკრაინაში ომი დაიწყო. ის, რაც თებერვალში მოხდა, დიდი ესკალაცია იყო, მაგრამ ომი დე ფაქტო ადგილზე უკვე მრავალი წელია, მიმდინარეობს. ამდენად, ეს არის NATO-ს მზადყოფნის მიზეზიც“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, პუტინის მიზანი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიების დაკავებაა
რუსეთის პრეზიდენტის მიზნები უკრაინას სცდება. ამის შესახებ ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჰოლანდიელმა ადმირალმა რობ ბაუერმა პორტუგალიურ საზოგადოებრივ მაუწყებელთან (RTP) ინტერვიუში განაცხადა. რობ ბაუერის თქმი, რუსეთის სტრატეგიული მიზნები არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიების დაკავებას ისახავს მიზნად. რობ ბაუერმა ინტერვიუს დროს ასევე უპასუხა შეკითხვას, მოიგებს თუ არა ომს უკრაინა. NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ორივე მხარეს აქვს პრობლემები, მათ შორის ამუნიციისა და გადაღლილობის კუთხით, მაგრამ უკრაინას აქვს უპირატესობა იმ თვალსაზრისით, რომ მათ იციან რისთვის იბრძვიან. რობ ბაუერის თქმით, რუსებმა არ იციან, რისთვის იბრძვიან. NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე უკრაინაში ომზე, პუტინის მიზნებსა და „წითელ ხაზზე“ „ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა, რადგან თუ რუსეთი მოიგებს, როგორც NATO, ისე მთლიანად მსოფლიო უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით“, - აღნიშნავს რობ ბაუერი.
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: საქართველოს დავეხმარებით, გააძლიეროს თავისი გამძლეობა და შესაძლებლობები
„NATO-ს სამხედრო კომიტეტმა განიხილა სამხედრო თანამშრომლობა NATO-სა და საქართველოს შორის. შეხვედრის მიზანი იყო დღევანდელი უსაფრთხოების სიტუაციის განხილვა საქართველოსა და საქართველოს გარშემო, ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის განვითარება, საქართველოს წვლილი NATO-ს მისიებსა და ოპერაციებში, და საზღვაო უსაფრთხოება შავი ზღვის კონტექსტში. შეხვედრაზე, ადმირალ ბაუერმა ხაზი გაუსვა NATO-საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობას, „NATO და საქართველო თითქმის 30 წელია, პარტნიორები არიან, და ამ დროის განმავლობაში დამყარდა ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა, რამაც გაამყარა და გააუმჯობესა ჩვენი პარტნიორობა“, - განაცხადა ბაუერმა. ბაუერი ასევე მიესალმა საქართველოს განზრახვას, გაზარდოს მისი მონაწილეობა NATO-ს რეაგირების ძალებში. ამასთან, ალიანსის ცნობით, NATO-ს სამხედრო წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოში და მის გარშემო არსებული უსაფრთხოების ვითარების შესახებ, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში. "რუსეთისგან მომდინარე მუდმივი საფრთხე, რისკის ქვეშ აყენებს ჩვენს პარტნიორებს, NATO-სთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. სწორედ ამიტომ, მადრიდის სამიტზე, NATO-ს სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები შეთანხმდნენ, გააძლიერონ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ხსენებული პარტნიორებისთვის, მათ შორის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. ჩვენ დავეხმარებით მათ, გააძლიერონ თავიანთი გამძლეობა და შესაძლებლობები საკუთარი თავის დასაცავად“, - განაცხადა ადმირალმა ბაუერმა.
NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე უკრაინაში ომზე, პუტინის მიზნებსა და „წითელ ხაზზე“
უკრაინის მიმართ რუსეთის არაპროვოცირებული აგრესიის კვალდაკვალ, NATO-ს წევრი ქვეყნები მშვიდობიან პერიოდში „ომის ეკონომიკაზე“ უნდა გადავიდნენ. ამის შესახებ ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჰოლანდიელმა ადმირალმა რობ ბაუერმა პორტუგალიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა. ბაუერმა მოუწოდა ალიანსის წევრებს, გაზარდონ ინდუსტრიული წარმოება, რათა დააკმაყოფილონ იარაღის და სხვა სამხედრო აღჭურვილობის საჭიროებები. მისი თქმით, უნდა გაიზარდოს თავდაცვის ინდუსტრიის წარმოება და ამ თემაზე უკვე უფრო და უფრო მეტი მოლაპარაკება მიმდინარეობს ეროვნულ დონეზე. ოფიციალური პირის განმარტებით, ბოლო 25 წლის განმავლობაში გლობალური ეკონომიკა ფუნქციონირებს პრინციპით - „ახლა და მერე“, მაგრამ ომთან დაკავშირებულმა მნიშვნელოვანმა მატერიალურმა და ტექნიკურმა ზარალმა გამოავლინა, თუ რამდენად სუსტია ეს მიდგომა. ორივე მხარე ხარჯავს უამრავ საბრძოლო მასალას, საბრძოლო ტანკებსა და თვითმფრინავებს. ორივე მხარეს ესაჭიროება ბევრი ნედლეული და საბრძოლო მასალა, რათა გააგრძელოს ბრძოლა. რობ ბაუერმა ინტერვიუს დროს ასევე უპასუხა შეკითხვას, მოიგებს თუ არა ომს უკრაინა. NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ორივე მხარეს აქვს პრობლემები, მათ შორის ამუნიციისა და გადაღლილობის კუთხით, მაგრამ უკრაინას აქვს უპირატესობა იმ თვალსაზრისით, რომ მათ იციან რისთვის იბრძვიან. რობ ბაუერის თქმით, რუსებმა არ იციან, რისთვის იბრძვიან. „ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინის მხარდაჭერა, რადგან თუ რუსეთი მოიგებს, უფრო დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, როგორც NATO ისე მთლიანად მსოფლიო“, - აღნიშნავს რიბ ბაუერი. თუ ისინი (რუსები მოიგებენ) ჩვენ გვექნება ბევრად უფრო დიდი პრობლემა თავდაცვის მხრივ: რუსები იქნებიან ჩვენს საზღვრებთან. ესკალაციის შემთხვევაში, არის თუ არა NATO მზად, მართოს სიტუაცია, რობ ბაუერმა უპასუხა, რომ პირველი ესკალაცია იყო რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბაინი ომის დაწყება. „ეს არ არის ესკალაცია. თუ მტერს უკეთესი იარაღი აქვს, ეს მტრის ბრალი არ არის. ეს შენი პრობლემაა. ამდენად, ისინი თუ შეწყვეტენ ომს დღეს, ესკალაცია აღარ იქნება“, - ამბობს NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე. არის თუ არა NATO რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტისთვის, რობ ბაუერმა ამ შეკითხვას დადებითად უპასუხა. მისი განმარტებით, ალიანსის პოზიციებს მოსკოვი კარგად ხედავს და თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ NATO-ს მიუახლოვდეს, ალიანსის საზღვრებს ამისთვის მზადაა. „ეს წითელი ხაზია“, - აღნიშნა რობ ბაუერმა. ბაუერის თქმი, რუსეთის სტრატეგიული მიზნები არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიების დაკავებას ისახავს მიზნად. ინტერვიუს თემა იყო ჩინეთიც. რობ ბაუერის თქმით, ჩინეთი შექმნილ ვითარებას ახლოდან აკვირდება, ის ფიქრობდა, რომ რუსეთი სწრაფად მოიპოვებდა გამარჯვებას უკრაინაში. „ვფიქრობ, ისინი გაკვირვებულები არიან, რომ ასე არ მოხდა. მათ არ სურთ რუსეთის წაგება, თუმცა იარაღით არ უჭერენ მხარს და ესაა განსხვავება“, - აღნიშნა რობ ბაუერმა. მისივე განმარტებით, ჩინეთი რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული ეკონომიკური სანქციების შედეგებსაც აკვირდება. „მე არ ველი, რომ ჩინეთი ხანგრძლივ პერსპექტივაში რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებაზე იფიქრებს. ყველა ქვეყანა აკვირდება ამ კონფლიქტს და გაკვეთილის სწავლას ცდილობს. ეს (ომი) გამოსაფხიზლებელი რამ იყო, რადგან გულუბრყვილოდ ვფიქრობდით, რომ ევროპაში ომი აღარ იქნებოდა“, - განაცხადა რობ ბაუერმა.
NATO-ს თურქეთში მიწისძვრით შედეგად დაზარალებულთათავის თავშესაფარს უზრუნველყოფს
NATO-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ თურქეთში მიწისძვრით შედეგად დაზარალებულთათავის სრულად აღჭურვილი თავშესაფარი განათავსონ. შესაბამისი ინფორმაცია ალიანსის ვებგვერდზე განთავსდა. NATO მტკიცედ დგას ჩვენს მოკავშირე თურქეთთან და ამ თავშესაფრების განლაგება ხელს შეუწყობს სიცოცხლის გადარჩენას. NATO-ს მოკავშირეები და პარტნიორები არსებით მხარდაჭერას უწევენ დახმარებას და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, გაჭირვებულთა დასახმარებლად“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა ევროკავშირში ორ წელიწადში უნდა გაწევრიანდეს, NATO-ში კი, რუსეთზე გამარჯვების შემდეგ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობა ორ წელიწადში სურს, NATO-ს ნაწილი კი, რუსეთზე გამარჯვების შემდეგ უნდა გახდეს. მისივე თქმით, უკრაინას ასევე დასჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. 2 თებერვალს ზელენსკიმ განაცხადა, რომ „უკრაინა იმსახურებს“ მოლაპარაკებებს 2023 წელს ევროკავშირის წევრობის შესახებ. უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი ომის ფონზე, თებერვლის ბოლოს გააკეთა.
რა საკითხები განიხილეს ოლექსი რეზნიკოვმა და ლოიდ ოსტინმა
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი თავის ამერიკელ კოლეგას ლოიდ ოსტინს ესაუბრა. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა. ორივე მინისტრმა რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შემდეგი შეხვედრის პრიორიტეტები განიხილა. „აშშ ურყევია უკრაინისადმი მხარდაჭერაში. ეს ყველაფერი შესაძლებელია ჩვენი გამჭვირვალე და სანდო ურთიერთობის საშუალებით. მადლობა შეერთებულ შტატებს!", დაწერა რეზნიკოვმა. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში სამშაბათს, 14 თებერვალს გაიმართება.
NATO გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას - სტოლტენბერგი
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. "უკრაინაში შეჭრიდან თითქმის ერთი წლის თავზე, პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის. ის ახალ შეტევებს იწყებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინას მივაწოდოთ ის, რაც მას სჭირდება გასამარჯვებლად და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად", - თქვა იენს სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
სტოლტენბერგი: რუსეთმა უკვე დაიწყო ახალი შეტევა უკრაინაში
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა ათასობით ჯარისკაცის გაგზავნით უკვე დაიწყო ახალი შეტევა უკრაინაში. შესაბამის ციტატას Financial Times-ი ავრცელებს. მისი თქმით, საბრძოლო იარაღმა უნდა მიაღწიოს უკრაინას, ვიდრე რუსეთი შეძლებს ინიციატივის ხელში ჩაგდებას ბრძოლის ველზე. უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრამდე, სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალიანსს სჭირდება საბრძოლო მასალის წარმოების ზრდა, რაც, სავარაუდოდ, 14 თებერვლის შეხვედრის განხილვის მთავარი თემა იქნება. მისივე თქმით, რაც უფრო სწრაფად მიეწოდება უკრაინასიარაღი, საბრძოლო მასალა და სხვა აღჭურვილობა, მით უფრო მეტი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეცხრე შეხვედრა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც რამშტაინის სამიტი, 14 თებერვალს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართება. უკრაინის თავდაცვის მინისტრის რეზნიკოვის განცხადებით, შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი საკითხები იქნება უკრაინის ცის დაცვა, „სატანკო კოალიციის“ განვითარება, საბრძოლო მასალის უსაფრთხოების ზღვრის ფორმირება, უკრაინის ჯარების სასწავლო პროგრამები და სამხედრო მხარდაჭერის სტაბილურობა.
NATO-ს თვითმფრინავებმა განდევნეს რუსული SU-27-ები, რომლებიც NATO-ს საჰაერო სივრცესთან ახლოს დაფრინავდნენ
ნიდერლანდების თვითმფრინავები პირველად აედევნენ რუსულ თვითვმფრინავებს SU-27, რომლებიც NATO-ს საჰაერო სივრცესთან ახლოს დაფრინავდნენ. ინფორმაციას NATO-ს მოკავშირეთა საჰაერო სარდლობა ავრცელებს. გერმანიის საჰაერო ძალების მოიერიშეების მხარდაჭერით, SU-27-ები ხსენებული სივრციდან განდევნეს. ალიანსის განმარტებით, რუსული თვითმფრინავები საჰაერო უსაფრთხოების საერთაშორისო წესების უგულებელყოფით საფრთხეს წარმოადგენდნენ საჰაერო სივრცის სხვა მომხმარებლებისთვის. თავის მხრივ, სააგენტო Reuters-ი წერს, რომ ორმა ჰოლანდიურმა F-35-მა პოლონეთის მახლობლად დააფიქსირა სამი რუსული სამხედრო თვითმფრინავი. Reuters-ი ამ შემთხვევაში ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს ეყრდნობა.
NATO-ს თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, თუ როგორ გავაძლიეროთ პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის მიმართ - სტოლტენბერგი
NATO-ს თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, თუ როგორ გაძლიერდეს პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ. როგორც Europetime-ს ალიანსიდან აცნობეს, შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის წინ გააკეთა. მისივე თქმით, ოთხშაბათს მოკავშირეები მიიღებენ გადაწყვეტილებებს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად. „მინისტრები ასევე განიხილავენ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია და ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის მიმართ - NATO-ს სამი ღირებული პარტნიორი, რომლებიც რუსეთის საფრთხის წინაშე დგანან“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 14-15 თებერვალს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში, თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს. 14 თებერვალს, ალიანსის შტაბ-ბინაში ცალკე გაიმართება უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელსაც აშშ მასპინძლობს. ბოლო ამგვარ შეხვედრას უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის და „აბრამსის“ ტიპის ტანკების გაგზავნა მოჰყვა.
იენს სტოლტენბერგი თურქეთს ეწვევა
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 15-16 თებერვალს თურქეთს ეწვევა. ალიანსის პრესსამსახურის ცნობით, სტოლტენნბერგი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოგანს და საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს ანკარაში შეხვდება. სტოლტენბერგი ასევე მოინახულებს დამანგრეველი მიწისძვრებით დაზარალებულ რაიონებს.
სტოლტენბერგი: შევთანხმდით, გავაძლიეროთ საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინის და მოლდოვის თავდაცვის შესაძლებლობები
NATO-ს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ მხარდაჭერა რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორებისთვის, ბოსნია- ჰერცეგოვინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. ალიანსის გენერალურმა მდივანმა NATO-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ მინისტრები შეთანხმდნენ, გააძლიერონ მორგებული მხარდაჭერა ხსენებული პარტნიორების თავდაცვის შესაძლებლობების, გამძლეობისა და NATO-სთან თავსებადობის გასაძლიერებლად. გარდა ამისა, სტოლტენბერგის თქმით, დღეს მოკავშირეები შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე, NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის კიდევ უფრო გასაძლიერებლად.
სტოლტენბერგი: NATO თურქეთის გვერდით დგას
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მიწისძვრები სამხრეთ თურქეთში ყველაზე მომაკვდინებელი ბუნებრივი კატასტროფაა ალიანსის ტერიტორიაზე. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა სტოლტენბერგს „ძალიან აქტიური როლის“ შესრულებისთვის, სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის. „ეს არის ყველაზე მომაკვდინებელი სტიქიური უბედურება ალიანსის ტერიტორიაზე NATO-ს დაარსების შემდეგ. NATO დგას თურქეთის გვერდით“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, თურქეთში გადაუდებელი დახმარების ათასობით პერსონალი იყო განლაგებული, რათა მხარი დაუჭირონ დახმარებას, მათ შორის სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს, მეხანძრეებს, სამედიცინო პერსონალს და სეისმურ ექსპერტებს“. „NATO-ს მოკავშირეები აგრძელებენ მხარდაჭერას; სამხედრო თვითმფრინავები ნიდერლანდებიდან, ნორვეგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან აქტიურად მუშაობენ თურქეთში საერთაშორისო დახმარების გადასატანად და სამედიცინო მიზნით ევაკუაციისთვის. სხვა მოკავშირეები, როგორიცაა, ალბანეთი, კანადა და გერმანია, უზრუნველყოფენ ფინანსურ და სხვა სახის დახმარებას; NATO-ში კი რიგითი მოქალაქეები თურქეთის მხარდასაჭერად მილიონობით ევროს აგროვებენ. ეს არის ჭეშმარიტი სოლიდარობა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ დეპუტატებს კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარემ იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც წარმოდგენილ დოკუმენტს დაემატა. „სამოქმედო გეგმა ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებებს მოიცავს. პირველი ეს არის ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ინსტიტუციური საკანონმდებლო და კონცეპტუალური ბაზის შექმნა და გაძლიერება. მეორე - თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელება, რაც ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი და საკვანძო მიმართულებაა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თავია, რომელიც უსაფრთხოების დისკუსიებში ჩვენი კომიტეტის როლის გაზრდას გულისხმობს. სამოქმედო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი თავდაცვის ძალების პოპულარიზაციაში და ევროატლანტიკური ალიანსის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში აქტიურ ჩართულობას ეძღვნება“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ. კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება წარადგინა. მომხსენებელმა ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელსაც აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს. მისივე თქმით, შეთანხმების მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოსა და NATO-ს წევრი ქვეყნის-რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და განვითარებას.
სტოლტენბერგი: გავაგრძელებთ მჭიდრო თნამშრომლობას ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო და ეს არის ერთ-ერთი გზავნილი უკრაინაში ომიდან ერთი წლის თავზე
ომი უკრაინაში არის იმის ნიმუში, რაც, რეალურად, დაიწყო საქართველოში შეჭრით, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მედიასთან მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა. „ქართველი ხალხისადმი ჩემი გზავნილია, რომ ომი უკრაინაში არის იმის ნიმუში, რაც, რეალურად, დაიწყო საქართველოში შეჭრით, შემდეგ ვნახეთ სასტიკი ომი სირიაში, შემდეგ ვიხილეთ ყირიმის უკანონო ანექსია და ახლა ვხედავთ სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. ამდენად, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო და ეს არის ერთ-ერთი გზავნილი ომიდან ერთი წლის თავზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
NATO, ევროკავშირი და უკრაინა სამმხრივ შეხვედრას პირველად გამართავენ
NATO, ევროკავშირი და უკრაინა სამმხრივ შეხვედრას პირველად გამართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს. NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ერთმანეთს 21 თებერვალს ბრიუსელში შეხვდებიან. შეხვედრა ალიანსის შტაბ-ბინაში გაიმართება, რის შემდეგაც დაგეგმილია პრესკონფერენცია. „ველი იენს სტოლტენბერგთან და ჯოზეფ ბორელთან შეხვედრას, რათა გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა და თანამშრომლობა უკრაინის და ევროპის დაცვისთვის”, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმადმიტრო კულებამ. ცნობისთვის, 20 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ევროკავშირის საბჭოს სხდომის გახსნამდე კულება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდება, რის შემდეგაც ევროპელი მინისტრები მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკუ პოპესკუს ცალკე შეხვდებიან.
ვახტანგ გომელაური: მინდა, შევეხო 2022 წლის უმნიშვნელოვანეს მიღწევას - NATO-მ საქართველო ოპერაციულ პარტნიორად აღიარა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას, სანაპირო დაცვის მიმართულებით გასული წლის მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. „ვსაუბრობ სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებულ რეფორმაზე და აქვე მინდა შევეხო 2022 წლის უმნიშვნელოვანეს მიღწევას. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ქვედანაყოფებმა წარმატებით დაასრულეს NATO-ს ოთხდონიანი შეფასება. ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ საქართველოსთვის ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე ოპერაციის - „ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. მან საქართველო ოპერაციულ პარტნიორად აღიარა. ეს გადაწყვეტილება ასევე წარმოადგენს NATO-ს საზღვაო ძალების სარდლობასა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების ახალი ეტაპის დასაწყისს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ვახტანგ გომელაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით განაგრძობს თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ ქვეყნებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების და დონორთა კოორდინაციის მიმართულებით.„შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საქართველოს მხრიდან პასუხისმგებელი ერთ-ერთი ძირითადი უწყება, წარმატებით ახორციელებს საზღვაო უსაფრთხოების პროექტს, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში. ევროინტეგრაციის პროცესში უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორც უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ერთ-ერთმა წამყვანმა უწყებამ, არაერთი მნიშვნელოვანი და ქმედითი ნაბიჯი გადადგა. კიდევ უფრო გაღრმავდა ორმხრივი თანამშრომლობა როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ასევე, ევროპულ სააგენტოებთან -Frontex-თან, Europol-თან და თავშესაფრის საკითხებზე ევროკავშირის სააგენტოსთან, რაც დადებითად არის შეფასებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო შეთანხმებებისა და მემორანდუმების გაფორმების მიზნით, სხვადასხვა ეტაპზეა მოლაპარაკების პროცესი რიგ პარტნიორ სახელმწიფოებთან.
სამი საკითხი, რომლის გადაჭრაზეც დმიტრო კულება, იენს სტოლტენბერგი და ჯოზეფ ბორელი შეთანხმდნენ
უკრაინა-ევროკავშირ-NATO-ს სამმხრივ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის ეფექტიანი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სისტემა განავითარონ. მხარეები შეთანხმდნენ, მოიწვიონ NATO-ს, ევროკავშირისა და უკრაინელი ექსპერტები, რათა ნახონ, რა შეიძლება, გაკეთდეს იმისათვის, რომ უკრაინას ჰქონდეს მისთვის საჭირო იარაღი. „საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ, უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა და მე განვიხილეთ იარაღის წარმოების გაზრდის აუცილებლობისა და ჩვენი შესყიდვების სისტემების განვითრების საკითხები. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. უკრაინის თხოვნით, ჩვენ შევთანხმდით, რომ NATO უნდა დაეხმაროს უკრაინას შესყიდვების სისტემის შემუშავებაში, რომელიც იქნება ეფექტiani, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. თავის მხრივ, დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ მხარეები შეთანხმდნენ, ინტენსიურად იმუშაონ სამი საკითხის გადასაჭრელად: რაც შეიძლება ეფექტიანი წვრთნა; იარაღისა და ჭურვების რაც შეიძლება ეფექტიანად წარმოება და ბრძოლის ველზე მაქსიმალურად ეფექტიანად მიწოდება. „დროა, დიპლომატებს და მაღალი თანამდებობის პირებს ჰქონდეთ წვდომა წარმოებისა და შესყიდვების დეტალებზე, რათა შეიქმნას ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამუშაო დონეზე ამოქმედდება კონტაქტის მექანიზმი იარაღისა და ჭურვების წარმოების საკითხების გადასაჭრელად და მწარმოებელს, კონტრაქტორსა და ბენეფიციარს შორის თანამშრომლობის დასამყარებლად. მინისტრის თქმით, ბრიუსელში ასევე წამოჭრა უკრაინელი პილოტების მომზადების საკითხი. საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში იმყოფება, რათა მონაწილეობა მიიღოს უკრაინა-ევროკავშირ-NATO-ს პირველ სამმხრივ შეხვედრაში და კოორდინირება გაუწიოს ძალისხმევას იარაღის, სწავლებისა და თავდაცვის ინდუსტრიის დატვირთვის გაზრდის შესახებ.
ბაიდენი აცხადებს, რომ NATO-ს 2024 წლის სამიტს აშშ უმასპინძლებს
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები მომავალი წლის NATO-ს სამიტს უმასპინძლებს. ინფორმაციას СNN ავრცელებს. „ჩვენ ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ისტორიაში უძლიერესი თავდაცვითი ალიანსის - NATO-ს 75 წლის იუბილეს“, - განაცხადა ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას. მან გაიმეორა აშშ-ის მხარდაჭერა NATO-ს მე-5 მუხლის მიმართ, ჯგუფის დამფუძნებელი პრინციპის მიმართ, რომ ერთ წევრზე თავდასხმა არის თავდასხმა ყველაზე. „შეერთებული შტატების ერთგულება ჩვენი ალიანსისა და მე-5 მუხლის მიმართ არის მყარი. იცის ეს NATO-ს ყველა წევრმა და რუსეთმაც: თავდასხმა ერთზე არის თავდასხმა ყველას წინააღმდეგ. ეს არის წმინდა ფიცი“, - განაცხადა ბაიდენმა.
ზელენსკი ვილნიუსში NATO-ს სამიტზე დასწრებას გეგმავს - უკრაინის ელჩი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს, NATO-ს სამიტს ვილნიუსში პირადად დაესწროს. ინფორმაციას უკრაინული მედია ლიეტუვაში უკრაინის ელჩზე დაყრდნობით ავრცელებს. „ეს არის ჩვენი გეგმა", - აღნიშნა ელჩმა პეტრო ბეშტამ. Reuters-ის ცნობით, ლიეტუვის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ 11-12 ივლისს ვილნიუსის სამიტს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერების უმეტესობა, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრება. ცნობისთვის, რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი უცხოური ვიზიტი 2022 წლის დეკემბერში ვაშინგტონში განახორციელა, ასევე იმყოფებოდა პოლონეთში, ამ წლის თებერვალში კი, ლონდონში, პარიზსა და ბრიუსელში იმყოფებოდა.
ბაიდენი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ლიდერებთან შეხვედრაზე: თქვენ ხართ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ფრონტის ხაზი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელც პოლონეთში გუშინ ჩავიდა უკრაინიდან, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის ლიდერებს შეხვდა. სასწორზე უფრო მეტი დევს, ვიდრე მხოლოდ უკრაინა, ეს არის თავისუფლება - ჯო ბაიდენი „თქვენ ხართ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ფრონტის ხაზი და თქვენ უკეთ იცით, თუ რა არის ამ კონფლიქტის საფრთხე. არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ დემოკრატიების თავისუფლებისთვის მთელ ევროპასა და მთელ მსოფლიოში", - თქვა ბაიდენმა. მისივე თქმით, „მე-5 მუხლი არის წმინდა ვალდებულება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა აიღო. „ჩვენ დავიცავთ NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს“, - განაცხადა ბაიდენმა.
შვედეთი და ფინეთი NATO-ში გაწევრიანების გარშემო თურქეთთან მოლაპარაკებებს განაახლებენ
თურქეთი, შვედეთი და ფინეთი აპირებენ, განაახლონ მოლაპარაკებები ორი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე. ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა განაცხადა, იუწყება RBC-Ukraine STV-ზე დაყრდნობით. „შვედეთს, ფინეთსა და თურქეთს შორის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მარტში განახლდება“, - განაცხადა კრისტერსონმა. უფრო ადრე, 20 თებერვალს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ შეწყვეტილი მოლაპარაკებები განახლდებოდა. შვედეთმა და ფინეთმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ NATO-ში გაწევრიანება გადაწყვიტეს, რითაც უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე.
უკრაინის ომმა NATO-ს გადატვირთვის ღილაკს დააჭირა - ზელენსკი
კითხვას, უნდა გაზარდონ თუ არა NATO-ს ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები უკრაინის ომის გამო, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უპასუხა, რომ რუსეთის შეჭრამ აიძულა მსოფლიო და NATO-ს ქვეყნები გადახედონ უსაფრთხოების სისტემას. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. „მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ (დაიწყო) თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა,” - განუცხადა მან ჟურნალისტებს პარასკევს. „უკრაინის ომმა NATO-ს გადატვირთვის ღილაკს დააჭირა“, - მიიჩნევს უკრაინის პრეზიდენტი. „ბევრი უახლესი ტექნოლოგიაა და ის არ არის უნივერსალურად ეფექტიანი. რა თქმა უნდა, ვიღაცამ შეიძლება, გაზარდოს ხარჯები. მაგრამ მთლიანობაში, ეს ასევე არის უსაფრთხოების სისტემების რეფორმა. მე მჯერა, რომ ეს მართალია, რადგან ყველამ დაინახა, რას შეიძლება ელოდოთ რუსეთის ფედერაციისგან", - განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავს მიეძღვნა.
ირაკლი ბერაია NATO-ს სამხედრო კომიტეტის თამჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობ ბაუერთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიასა და რეგიონის უსაფრთხოებაზე მისი გავლენის შესახებ ისაუბრეს. „შეხვედრაზე საქართველოს მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი, თავდაცვითი შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერებაში პრაქტიკული მხარდაჭერის ზრდა, საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისა და რეგიონში ნატო-ს ჩართულობის მნიშვნელობა განიხილეს. შეხვედრაში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს ელჩი ნატო-ში ვიქტორ დოლიძე და სამხედრო წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალი ირაკლი ძნელაძე მონაწილეობდნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ უნდა განიხილებოდეს
ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტრ პაველი მიიჩნევს, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რუსეთთან ომის დასრულებისთანავე უნდა განიხილებოდეს. შესაბამისი განცხადება ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა Suspilne-თან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, უკრაინამ შეასრულა თავისი „საშინაო დავალება“ ტექნიკური თავსებადობის თვალსაზრისით. ასევე არის სრული თავსებადობა ღირებულებების და გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების კუთხითაც. „აქედან გამომდინარე, ერთადერთი მოთხოვნაა, რომ არ იყოს მიმდინარე კონფლიქტი ან ტერიტორიული დავა. საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, როგორც კი უკრაინა მიმდინარე კონფლიქტის დროს გახდება NATO-ს წევრი, ალიანსი გახდება ამ კონფლიქტის მხარე. მხოლოდ წარმოდგენა შეიძლება, თუ რა მასშტაბური იქნება კონფლიქტი NATO-რუსეთს შორის ამ შემთხვევაში. დიდი ალბათობით, თუნდაც, ბირთვული იარაღის გამოყენებით. ამდენად, ჩვენ უნდა დაველოდოთ ომის დასრულებას და უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენას. და აქ წამოიწევს NATO-ში წევრობის საკითხი“, - განუცხადა პაველმა.
სტოლტენბერგის თქმით, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება უმთავრესი პრიორიტეტია
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ფინეთისა და შვედეთის განაცხადები ალიანსში გაწევრიანებაზე „უმაღლესი პრიორიტეტია“. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ახლა არის დრო, რომ მოვახდინოთ რატიფიცირება და სრულად მივესალმოთ როგორც ფინეთს, ასევე შვედეთს, როგორც წევრებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ფინეთის პრემიერ მინისტრთან სანა მარინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჰელსინკიში. ორივე ქვეყანამ გაწევრიანებაზე განაცხადი გასული წლის მაისში გააკეთა, ივნისში კი ყველა მოკავშირე დათანხმდა ორივე ქვეყნის ალიანსში გასაწევრიანებლად მიწვევას. ჯერჯერობით, 30 მოკავშირიდან 28-მა მოახდინა ფინეთის და შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირება. ეს ჯერ მხოლოდ უნგრეთსა და თურქეთს არ გაუკეთებიათ. სტოლტენბერგის თქმით, უნგრეთის პარლამენტმა განმარტა, რომ განხილვას რამდენიმე დღეში დაიწყებენ. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ თურქეთმა გამოთქვა გარკვეული შეშფოთება ქვეყნების გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ძირითადად შვედეთთან დაკავშირებით. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ორშაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მოლაპარაკებები შვედეთთან და ფინეთთან სკანდინავიური ქვეყნების ნატოში გაწევრიანებაზე 9 მარტს განახლდება.
სტოლტენბერგი რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დაბრუნებას შეუძლებლად მიიჩნევს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დაბრუნებას შეუძლებლად მიიჩნევს. „ცივი ომის დასასრულს, ამ ოთახში ბევრ ჩვენგანს სჯეროდა, რომ შეგვეძლო უკეთესი ურთიერთობების დამყარება რუსეთთან. მათ შორის მეც. და მე მაინც მჯერა, რომ ეს სწორი იყო. რუსეთთან ერთად ევროპაში უკეთესი უსაფრთხოების ასაწყობად ისტორიული მომენტის გამოყენება სწორი გადაწყვეტილება იყო”, - განაცხადა სტოლტენბერგმა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების სამიტზე ჰელსინკიში. მანვე აღნიშნა, რომ ამის ნაცვლად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აირჩია, დაშორებოდა თანამშრომლობას, დიალოგს და მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმით გლობალური უსაფრთხოების ფუძემდებლური პრინციპები დაარღვია. „ამიტომ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ომის დასრულებით რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების დაბრუნება არ იქნება. უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს”, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ირენ ფელინს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა, რომ ასპირანტი საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ქმედებაუნარიანი პარტნიორი და უდიდესი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ბევრი თვალსაზრისით მოქმედებს როგორც მოკავშირე და მისასალმებელია მოკავშირეთა გადაწყვეტილება, საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის ზომების მიღების შესახებ, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერებაში დაეხმარება. განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს. განსახილველ საკითხებს შორის იყო ადამიანის უფლებათა დაცვის მეორე ეროვნული სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2022 წელს დაამტკიცა და 2022-2030 წლებს ფარავს. აღინიშნა, რომ სტრატეგიაში გენდერულ თანასწორობას მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს დათმობილი და ითვალისწინებს თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მუდმივ გაუმჯობესებას. საუბარი ასევე შეეხო „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნულ სამოქმედო გეგმას“ და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმას“. აღინიშნა, რომ ორივე დოკუმენტი კონკრეტულ ქმედებებს მოიცავს და მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას არაერთ სფეროში. შეხვედრას ესწრებოდნენ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ალექსანდერ ვინიკოვი და საქართველოს ელჩი ნატო-ში ვიქტორ დოლიძე.
სტოლტენბერგმა ზელენსკი ვილნიუსში NATO-ს სამიტზე მიიწვია
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში, ალიანსის სამიტზე დასასწრებად მიიწვია. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა ლიეტუვის ეროვნულ მაუწყებელ LRT-თან ინტერვიუში ისაუბრა. „მტკიცედ მჯერა, რომ ეს იქნება ჩვენი სოლიდარობის, მხარდაჭერის ძლიერი ნიშანი, რომელსაც მოკავშირეები უკრაინას უგზავნიან და იმედი მაქვს, რომ ზელენსკი შეძლებს სამიტზე დასწრებას. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებული იქნება უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე, რომელიც ჯერ კიდევ ომშია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. რაც შეეხება სამიტის მოლოდინებს, სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან ახალ ნაბიჯებსა და ზომებზე, უკრაინის გრძელვადიან მხარდაჭერასა და ალიანსთან მისი პარტნიორობის გაფართოებაზე. ლიეტუვის პრეზიდენტის ოფისმა განაცხადა, რომ 11-12 ივლისს ვილნიუსის სამიტს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერების უმეტესობა, მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრება. ლიეტუვაში უკრაინის ელჩმა პეტრო ბეშტამ 22 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გეგმავს, NATO-ს სამიტს ვილნიუსში პირადად დაესწროს.
რა საკითხები განიხილა პრეზიდენტმა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ირენ ფელინთან მშიდობისა და უსაფრთხოების კონტექსტში ქალთა გაძლიერების საკითხები განიხილა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ ქალების როლი მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ნატოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით ალიანსი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ასევე, ხაზი გაესვა პოლიტიკაში ქალი ლიდერების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. „შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდიანე ომს და რეგიონში არსებულ რთულ ვითარებას. ასევე, ვილნიუსში დაგეგმილ NATO-ს სამიტს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ვილნიუსის სამიტზე საქართველო უმაღლესი დონით იყოს წარმოდგენილი. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია NATO-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარება. შეხვედრაზე გენდერული თანასწორობის საკითხების განხილვისას აღინიშნა, რომ ქალთა გაძლიერება განათლების დონის ამაღლებით უნდა განხორციელდეს. პრეზიდენტმა სტუმარი თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც ივლისში ჩატარდება. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კონფერენციაში მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვა“, - აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
NATO და მოლდოვა ახალ პროგრამას იწყებენ
NATO-მ და მოლდოვის რესპუბლიკამ მოლდოვის საჯარო მოხელეების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის ინსტიტუტებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამა გახსნეს. დაწყების ღონისძიებაზე შეიკრიბნენ მოლდოვის ოფიციალური პირები, NATO-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლობა, პარტნიორი ქვეყნები, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მოლდოვას მოთხოვნის საპასუხოდ შექმნილი პროგრამა მოიცავს პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს, როგორიცაა ტრენინგი, კურსები, სტაჟირება და სასწავლო ვიზიტები, რაც ბენეფიციარებს საშუალებას მისცემს, მიიღონ მეტი გამოცდილება და პრაქტიკული გამოცდილება. აქტივობები ორგანიზებულია სამეკავშირეო ოფისის მიერ კიშინიოვში, მოლდოვის ინსტიტუტებთან მჭიდრო კოორდინაციით. „მჯერა, რომ პროგრამა მოლდოვასთვის ცვლილებას მოახდენს. პროგრამა მორგებულია მოლდოვის ხელისუფლების საჭიროებებისა და მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ახალმა ხელმძღვანელმა მოლდოვას რესპუბლიკაში, მიქაელა შიმაკოვამ.
ჯო ბაიდენი: NATO-ს მოკავშირეები ალიანსს კიდევ უფრო გავაძლიერებთ
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისადმი გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. აშშ-ის პრეზიდენტი შოლც თეთრ სახლში მასპინძლობს. „თქვენ გააძლიერეთ და უზრუნველყავით კრიტიკული სამხედრო მხარდაჭერა და მე ვიტყოდი, რომ თქვენი სამხედრო მხარდაჭერის გარდა, მორალური მხარდაჭერა, რომელიც თქვენ უკრაინელებს გაუწიეთ, ასევე უდიდესი იყო. თქვენ განახორციელეთ ისტორიული ცვლილებები ქვეყნის შიგნით - თავდაცვის ხარჯების გაზრდა და რუსული ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაცია - მე ვიცი, რომ ეს არ იყო ადვილი, ძალიან რთული თქვენთვის", - განაცხადა ბაიდენმა. „NATO-ს მოკავშირეები ალიანსს უფრო გავაძლიერებთ“, - აღნიშნა ბაიდენმა CNN-ის ცნობით.
მედია: დიდი ბრიტანეთი და გერმანია ესტონეთში NATO-ს ეგიდით წვრთნებს ჩაატარებენ
ბრიტანეთი და გერმანია პირველად ჩაატარებენ NATO-ს საჰაერო პოლიციის ერთობლივ წვრთნებს ესტონეთში, იტყობინება Sky News-ი. გაერთიანებული სამეფო თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა მას NATO-ს ერთიანობის დემონსტრირება უწოდა და განაცხადა, რომ სამეფო საჰაერო ძალების 300 პერსონალი შეასრულებს სასიცოცხლო მნიშვნელობის როლს, უზრუნველყოფს ევროპის ცის უსაფრთხოება და გააძლიეროს NATO-ს ყოფნა. Sky News-ის ცნობით, ბრიტანეთის საჰაერო ძალები გერმანიის საჰაერო ძალების Typhoon-ის თვითმფრინავებთან ერთად ჩაერთვებიან მანევრებში. NATO-ს საჰაერო პოლიცია არის „მშვიდობიანი მისია, რომელიც მიზნად ისახავს ალიანსის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების დაცვას“. ალიანსის ცნობით, მისია ბალტიისპირეთში 2004 წლიდან ფუნქციონირებს, როდესაც სამხედრო ალიანსს ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა შეუერთდნენ.
ბალტიის ქვეყნების მინისტრების თქმით, საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივებთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება
ევროკავშირის და NATO-ს წევრი ქვეყნების - ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნავენ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, სერიოზულ შეკითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივებთან დაკავშირებით. შესაბამისი განცხადება ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე 8 მარტს განთავსდა. „მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შეიძლება, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ხალხის მისწრაფებებს, იცხოვრონ ევროკავშირისა და NATO-სკენ მიმავალ დემოკრატიულ ქვეყანაში. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“, - აღნიშნულია განცხადებაში. „ჩვენ, ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო, - თავის მხრივ, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარ რინკევიჩსი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ელჩი აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ევროკავშირისა და NATO-სკენ პროგრესი სურს, მან უნდა დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპები. „ჩვენ, ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერიოზულად შეშფოთებულები ვართ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების გამო. თუ საქართველოს ევროკავშირისა და NATO-სკენ პროგრესი სურს, მან უნდა დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპები“, - განაცხადა რინკევიჩსმა. კანონი ე.წ უცხოელი აგენტების შესახებ შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან, - ასეთი განცხადება კი საქართველოში ლიეტუვის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ Twitter-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა. „თითქმის ორი წლის წინ, 2021 წლის 19 აპრილს, ევროკავშირის შუამავლობით შეთანხმება იქნა მიღწეული და მოგვიანებით კი დატოვებული. ე.წ უცხოელი აგენტების შესახებ შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ", - წერს კელჩი ალინდრა.
NATO თბილისში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება
NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა აცხადებს, რომ „NATO შეშფოთებულია თბილისში პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტით“. „საქართველოსთვის, როგორც NATO -ს ასპირანტისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი ჩარჩო მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ეს პროექტი უკან გადადგმული ნაბიჯია და არ შეესაბამება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზანს“, - წერს კოლომინა Twitter-ზე.
NATO მიესალმება კანონპროექტის უპირობო გაწვევას, რომელმაც ამდენი პროტესტი გამოიწვია, ვიმედოვნებთ, რომ ეს მალე შესრულდება - კოლომინა
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ NATO მიესალმება კანონპროექტის უპირობო გაწვევას, რომელმაც ამდენი შეშფოთება და პროტესტი გამოიწვია. „NATO მიესალმება კანონპროექტის უპირობო გაწვევას, რომელმაც ამდენი შეშფოთება და პროტესტი გამოიწვია. ვიმედოვნებთ, რომ ეს მალე შესრულდება. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ მხარეს საქართველოში, დაუბრუნდნენ რეფორმების ინკლუზიურ დღის წესრიგს, რათა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია წინ წაიწიოს”, - წერს კოლომინა Twitter-ზე.
მივესალმებით მმართველი პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ამ კანონპროექტის უპირობო გაწვევას - NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი
მივესალმებით მმართველი პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ამ კანონპროექტის უპირობო გაწვევას. NATO მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს, - ამის შესახებ NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვიმ ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით განაცხადა. „NATO-მ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც მიგვაჩნია, რომ უკან გადადგმული ნაბიჯი იყო და მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. საქართველოსთვის, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია, ჰქონდეს სწორი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოები მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ მივესალმებით მმართველი პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ამ კანონპროექტის უპირობო გაწვევას. ნატო მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრიდან, დაუბრუნდნენ ინკლუზიური რეფორმების დღის წესრიგს, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაგრძელებლად”, - განაცხადა ალექსანდრე ვინიკოვიმ. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
NATO-მ თავდაცვის ძალებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადასცა
NATO-ს მხარემ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადასცა. 6 ერთეული სპეციალური კომპლექტაციით აღჭურვილი „ტოიოტა ლენდ კრუიზერი პრადო 150“ საქართველოს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში გადაეცა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავტომობილებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის საგამოძიებო და კრიმინალური მოკვლევებისთვის საჭირო სპეციალური კომპლექტებითაა აღჭურვილი, თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიცია სამსახურებრივი საჭიროებებისას გამოიყენებს. სპეციალიზირებული ავტომობილები კიდევ უფრო გააუმჯობესებს სამხედრო პოლიციის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობებს. სატრანსპორტო საშუალებების შეძენა NATO-ს ნდობის ფონდის მიერ განხორციელდა და საერთო ღირებულება 542,520.00 ევროს შეადგენს. პროექტის კონტრიბუტორები არიან ლატვია და ავსტრალია. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ ვინიკოვი, თავდაცვის ძალებისა და NATO-სძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო - იენს სტოლტენბერგი
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი შეიჭრა უკრაინაში იმ მიზნით, რომ ნაკლები NATO ყოფილიყო ევროპაში, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა საპირისპირო მიიღო. იენს სტოლტენბერგის თქმით, ევროპაში უფრო მეტი NATO იქნება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ფინეთმა და შვედეთმა განაცხადეს ალიანსში გაწევრიანებაზე და უკვე მიწვეულნი არიან კიდეც NATO-ს სრულუფლებიან წევრებად. „როდესაც ფინეთი შეუერთდება NATO-ს, ალიანსის საზღვარი რუსეთთან 1300 კილომეტრით გაიზრდება. ბევრმა მოკავშირემ უსაფრთხოების გარანტიები მისცა ფინეთსაც და შვედეთსაც. ასე რომ, აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ NATO-ს რეაგირების გარეშე რაიმე საფრთხე იყოს ფინეთის ან შვედეთის წინააღმდეგ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ფინეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO ქართველი ხალხის მკაფიო მისწრაფებების მხარდაჭერას განაგრძობს
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილებას მიესალმება. სტოლტენბერგმა მოუწოდა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ერთად იმუშაონ აუცილებელ რეფორმებზე. NATO-ს გენერალურ მდივანს, 2022 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ქართველმა ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა შიდაპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. „მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, ჩაეგდოთ თუ უკან გაეწვიათ კანონპროექტი უცხოური აგენტებისა თუ გავლენის შესახებ, რადგან ის შეუთავსებელია ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვასთან. ასე რომ, მივესალმები, რომ ინიციატივა უკან გაიწვიეს და მას მხარი არ დაუჭირა პარლამენტმა. მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, იმუშაონ ერთად აუცილებელ რეფორმებზე და, რა თქმა უნდა, NATO-ც მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ამ რეფორმების განსახორციელებლად, დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, უსაფრთხოების სამსახურებზე დემოკრატიული კონტროლის გასაძლიერებლად და ასევე, კორუფციასთან ბრძოლისთვის. ქართველმა ხალხმა ძალიან განაცხადა, რომ სურს დემოკრატიული, წარმატებული საქართველო, რომელიც ინტეგრირებულია ევროატლანტიკურ რეგიონში. NATO განაგრძობს ამ მისწრაფებებში პარტნიორობას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.
იენს სტოლტენბერგი: მოკავშირეები, NATO-ში საქართველოსა და უკრაინის საბოლოო წევრობას მხარს უჭერენ
საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ალიანსში გაწევრიანებას ისწრაფვის. დროთა განმავლობაში, პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრის ფარგლებში, ალიანსმა მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ რეფორმების გატარების ძალისხმევას და მის მიზანს - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ. მისივე თანახმად, აპრილში მოკავშირეები შეთანხმდნენ, ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა გაზარდონ; დაეხმარონ მათ, გააძლიერონ თავიანთი ინსტიტუტები და მდგრადობა, განავითარონ შესაძლებლობები და შეინარჩუნონ პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ივნისში, მადრიდის სამიტზე NATO-ს ლიდერებმა, ამ სამი ქვეყნის შემდგომი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, მორგებულ ზომებს მხარი დაუჭირეს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაუარესებული უსაფრთხოების გარემო საქართველოზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. ამავე ანგარიშის მიხედვით, NATO-მ უკრაინასა და საქართველოსთან ურთიერთობისთვის კონკრეტული სტრუქტურები შეიმუშავა. NATO-ს მოკავშირეები ერთგულნი რჩებიან, მხარი დაუჭირონ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის საბოლოო გაწევრიანებას. ხსენებული შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ლიდერები ასევე შეთანხმდნენ ახალ ზომებზე, რათა გააძლიერონ მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. „ასევე გაგრძელდა უფრო ფართო კოორდინაცია პარტნიორების, განსაკუთრებით, ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების მიზნით“. „NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი, საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობისთვის ალიანსის მთავარი ინსტრუმენტია. 2022 წელს NATO განაგრძობდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და თავსებადობის გაუმჯობესებას, მხარს უჭერდა ქვეყნის მომზადებას NATO-ში საბოლოო წევრობისთვის. მოკავშირეები, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოსა და უკრაინის საბოლოო გაწევრიანების მხარდაჭერას განაგრძობენ და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2022 წლის მადრიდის სამიტზე. ისტორიული გადაწყვეტილებით, NATO-მ 2022 წელს მიიწვია ფინეთი და შვედეთი ალიანსში გასაწევრიანებლად“, - წერია დოკუმენტში. „ივნისში, NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უმასპინძლეს სწავლებას - Coherent Resilience 22-Georgia. 2017 და 2021 წლებში უკრაინაში მსგავსი ღონისძიების ჩატარების შემდეგ, ამ წვრთნების მიზანი იყო, მხარი დაგვეჭირა საქართველოს ეროვნული ხელისუფლებისთვის, რათა შეეფასებინათ და გაეძლიერებინათ ელექტროენერგიისა და გაზის სისტემების მდგრადობა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ; ასევე, გაეუმჯობესებინათ მათი მზადყოფნა სხვადასხვა საგანგებო სიტუაციისთვის“, - აღნიშნულია იენს სტოლტენბერგის ანგარიშში.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით NATO-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის მეთაური იმყოფებოდა
გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში სამუშაო ვიზიტით NATO-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაური, გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი იმყოფებოდა. „ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი (JTEC) ცენტრის ქვედანაყოფებს სხვადასხვა ლოკაციაზე ეწვია. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ და NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი (JTEC) ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ სტუმარს გააცნეს JTEC-ში მიმდინარე წვრთნებისა და სწავლებების ღონისძიებები, ინფრასტრუქტურული პროექტები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები, მათ შორის განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი სწავლება „NATO-საქართველო 2025“-თან დაკავშირებული საკითხები. ვიზიტი JTEC-JFTC პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებასა და სამომავლო განვითარებისთვის საჭირო მხარდაჭერის აღმოჩენას“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. JFTC-ის მეთაურს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა - გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლეს. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმები, თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
NATO-ს მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს მხარდაჭერას და ხაზს უსვამენ რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას
ბრიუსელში NATO-საქართველოს კომისიის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა. NATO-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ Europetime-ს ალიანსიდან აცნობეს. მისივე თანახმად, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა ალიანსისთვის, რაც ხაზგასმულია NATO-ს სტრატეგიულ კონცეფციაში. ისინი ასევე მიესალმნენ საქართველოს დიდი ხნის წვლილს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში და ხაზი გაუსვეს პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გზით NATO-საქართველოს პარტნიორობას, რომელიც NATO-საქართველოს გაძლიერებული არსებითი პაკეტის ფარგლებში ვითარდება. NATO-ს მოკავშირეებმა ცნობად მიიღეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მისი ამბიციური რეფორმების პროგრამასთან დაკავშირებით, მათ შორის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გაწვევის ჩათვლით. მოკავშირეებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს შეთანხმებული რეფორმები, დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და გადალახოს შიდა პოლიტიკური პოლარიზაციის განგრძობადი გამოწვევა.მოკავშირეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯები საკვანძოა, რათა დაცული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობა, ქვეყნის გამძლეობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გასაძლიერებლად.
მირჩა ჯოანა საქართველოს მიერ რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობაზე საუბრობს
NATO-ს გენერალური მდვნის მოადგილე, მირჩა ჯოანა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე წერს. ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში, NATO-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრო. „მოხარული ვარ, რომ შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც NATO-საქართველოს კომისიის სხდომას შემოუერთდა, სადაც მოკავშირეებმა განიხილეს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა. მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს რეფორმების განხორციელების ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას“, - წერს მირჩა ჯოანა. შეგახსენებთ, ბრიუსელში NATO-საქართველოს კომისიის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა. NATO-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ Europetime-ს ალიანსიდან აცნობეს. მისივე თანახმად, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა ალიანსისთვის, რაც ხაზგასმულია NATO-ს სტრატეგიულ კონცეფციაში. ისინი ასევე მიესალმნენ საქართველოს დიდი ხნის წვლილს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში და ხაზი გაუსვეს პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გზით NATO-საქართველოს პარტნიორობას, რომელიც NATO-საქართველოს გაძლიერებული არსებითი პაკეტის ფარგლებში ვითარდება. NATO-ს მოკავშირეებმა ცნობად მიიღეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მისი ამბიციური რეფორმების პროგრამასთან დაკავშირებით, მათ შორის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გაწვევის ჩათვლით. მოკავშირეებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს შეთანხმებული რეფორმები, დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და გადალახოს შიდა პოლიტიკური პოლარიზაციის განგრძობადი გამოწვევა.მოკავშირეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯები საკვანძოა, რათა დაცული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობა, ქვეყნის გამძლეობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გასაძლიერებლად.
დასავლეთის კრიტიკა უნგრეთში დემოკრატიული საკითხების მიმართ აფერხებს თანამშრომლობას, განსაკუთრებით, NATO-სა და რუსეთთან დაკავშირებით - სიიარტო
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დაიღალა დასავლური კრიტიკით. "დასავლეთის კრიტიკა უნგრეთში დემოკრატიული და კულტურული საკითხების მიმართ აფერხებს თანამშრომლობას, განსაკუთრებით, NATO-სა და რუსეთთან დაკავშირებით. უნგრეთს არ დაუჭერია მხარი ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებისთვის, რადგან უნგრელი კანონმდებლები უკმაყოფილო არიან ამ ქვეყნების კომენტარებით უნგრეთის საშინაო საქმეებზე. იცით, როდესაც ფინელი და შვედი პოლიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებენ ჩვენი პოლიტიკური სისტემის დემოკრატიულ ბუნებას, ეს ნამდვილად მიუღებელია“, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.
უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა
უნგრეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა, რითაც ჰელსინკი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ალიანსში გაწევრიანებას. Politico-ს ცნობით, გადაწყვეტილებას 182 კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, 6 წინააღმდეგი იყო, თავი არცერთ დეპუტატს არ შეუკავებია. ჰელსინკს ახლა მხოლოდ თურქეთის პარლამენტის თანხმობა სჭირდება და სავარაუდოდ, მალე გახდება NATO-ს წევრი.
თურქეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა
თურქეთი გახდა NATO-ს წევრი ბოლო ქვეყანა, რომელმაც ფინეთის NATO-ს ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. კანონმდებლებმა ხუთშაბათს ერთხმად დაუჭირეს მხარი სკანდინავიური ქვეყნის გაწევრიანებას. ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ მადლობა გადაუხადა NATO-ს წევრ ქვეყნებს „ნდობისა და მხარდაჭერისთვის“. გადაწყვეტილებას მიესალმა NATO-ს გენერალური მდივანი.
ფინეთი NATO-ს ოფიციალურად უახლოეს დღეებში შეუერთდება
ფინეთი NATO-ს უახლოეს დღეებში ოფიციალურად შეუერთდება. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პარასკევს მას შემდეგ განაცხადა, რაც თურქეთის კანონმდებლებმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა შვედეთზე. „ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ შვედეთის რატიფიკაციის პროცესის სწრაფი დასრულება ყველას ინტერესშია. ასევე „მოუთმენლად ველი, რომ მივესალმო შვედეთს, როგორც NATO-ს ოჯახის სრულუფლებიან წევრს, რაც შეიძლება მალე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მანამდე განაცხადა, რომ თურქეთი არ დაამტკიცებს შვედეთის გაწევრიანებას, თუ ქვეყანა თურქეთის მოთხოვნას არ შეასრულებს და „ტერორისტებს" არ გადასცემს. თურქეთის პარლამენტმა ფინეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა.
აშშ-ის სენატში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად მხარდაჭერის გაზრდას ითვალისწინებს
აშშ-ის სენატში წარდგენილია კანონპროექტი - „2023 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი“, რომელიც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად აშშ-ის მხარდაჭერის გაზრდას ითვალისწინებს. კანონპროექტში მოცემული სტრატეგიის მიხედვით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები შავი ზღვის რეგიონში, სულ მცირე, წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ჩავიდნენ. „შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის აქტი“ ახლა განსახილველად აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტშია გადაგზავნილი. რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების, მათ შორის ჯინ შაჰინის, მიტ რომნის, ბენ კარდინი, დიკ დურბინის მიერ მომზადებულ კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის, ასევე ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის ფონზე. კანონპროექტი გულისხმობს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გააქტიურებას შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის NATO-სთან და ევროკავშირთან კოორდინირებულად, ასევე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისა და აშშ-ის ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას. ასევე, დოკუმენტში საუბარია „სამი ზღვის“ ინიციატივის მხარდაჭერაზე. მისი მიხედვით, მისი დამტკიცებდან 180 დღეში აშშ-ის ადმინისტრაციამ უნდა წარმოადგინოს უწყებათაშორისი სტრატეგია, რომელიც მიმართული იქნება აშშ-ის სამხედრო დახმარების გაზრდისკენ, რომელიც ითვალისწინებს NATO-სთან და ევროკავშირთან კოორდინაციით ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, დემოკრატიისა და ეკონომიკური უსაფრთხოების განმტკიცებას და რეგიონის ქვეყნების დახმარების გაძლიერებას უსაფრთხოების სფეროში. კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, თურქეთის, უკრაინის, რუმინეთის, მოლდოვისა და ბულგარეთის დახმარების გაზრდას. საუბარია ერთობლივი მრავალეროვნული საკოორდინაციო შტაბის შექმნაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სამხედრო სწავლებების დაგეგმვაზე, შავ ზღვაში აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების ყველა სამხედრო საქმიანობის კოორდინაციაზე, რუსულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის გააქტიურებაზე და ასე შემდეგ. კანონპროექტი ასევე მოუწოდებს ადმინისტრაციას, შეისწავლოს, რამდენად ღირებული იქნება შავ ზღვაში NATO-ს რეგულარული და როტაციული წარმომადგენლობის შექმნა. ასევე, კანონპროექტი ითვალისწინებს დიალოგის გააქტიურებას ამერიკელ და შავი ზღვის ქვეყნების წარმომადგენელ ექსპერტებს შორის ეკონომიკურ საკითხებზე, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკური ზეწოლის შემსუბუქების საკითხზე. პროექტში ასევე საუბარია რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების დაუყოვნებლივი ჩანაცვლებისა და ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირების მნიშვნელობაზე. პროექტის მიხედვით, შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს რეგიონის ქვეყნებში დამოუკიდებელი მედიისა და აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი მედიაინიციატივების გაძლიერებას, რაც მიმართული იქნება უცხოეთის მავნე ზეგავლენის დაძლევისკენ. ასევე, საუბარია რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლის გააქტიურებაზე. ცნობისთვის, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში უძღვება ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც უნდა განსაზღვროს აშშ-ის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართ. შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის შემუშავება რა ეტაპზეა და როგორ დაეხმარება შეერთებულ შტატებს უფრო მეტად ჩართულობისთვის, ამ შეკითხვით მიმართა სენატორმა ჯინ შაჰინმა სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს საგარეო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. ბლინკენის თქმით, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ სტრატეგიას სავარაუდოდ, ივნისისთვის შეიმუშავებს. ჯინ შაჰინი: მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან და ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ „ჩვენ ორიენტირებული ვართ ბევრად უფრო ყოვლისმომცველ მიდგომაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ. მოგეხსენებათ, ექვსი ქვეყანაა, მათგან სამი NATO-ს წევრია და სხვები, როგორიცაა უკრაინა, აშკარად მნიშვნელოვანი მეგობრები არიან შეერთებული შტატებისთვის. სტრატეგია ფოკუსირებული იქნება არამხოლოდ უსაფრთხოების ასპექტებზე, არამედ, პოლიტიკური ჩართულობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ეს საკითხები კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია დემოკრატიული მდგრადობის შენება, რადგან რთული სამეზობლოა“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. მისივე თქმით, რუმინეთმა უკვე წარადგინა თავისი შეხედულებები და გეგმები, რომლებიც აისახება შავი ზღვის ახალ სტრატეგიაში. ელჩი დეგნანი: შავი ზღვის უსაფრთხოება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე 22 მარტის საკომიტეტო მოსმენისას, როდესაც სენატორი შაჰინი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიით დაინტერესდა, შუა დერეფანში სწორედ საქართველოს როლს გაუსვა ხაზი და ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე. ცნობილია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს რა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია, შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. სწორედ ამაზე საუბრობდა ამერიკის ელჩი კელი დეგნანი Europetime-თან: „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის გავლით ჩრდილოეთის მარშრუტის ალტერნატივის აუცილებლობა გაჩნდა, და შეერთებული შტატები, ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთისა და ენერგიის გადაზიდვისთვის შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს. შუა დერეფნის განვითარებისთვის რეგიონული თანამშრომლობა საჭიროა, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი ინტეგრირების ჩათვლით. შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს ასევე მოუტანს სამუშაო ადგილებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს პროექტის ტენდერთან დაკავშირებით და კვალიფიციური დეველოპერსის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში წარიმართება. ამერიკული კომპანია Trammo კიდევ ერთი კარგი მაგალითია, რომელიც ხელს უწყობს სასუქის ტრანსპორტირებას უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან. გარდა ამისა, განვითარების საფინანსო კორპორაციამ 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით დაუჭირა მხარი ფოთის საზღვაო ნავსადგურში, პეის ტერმინალის გაფართოებას. ტერმინალის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2022 წლის იანვარში გაიხსნა, მისი ტვირთამწეობა გაორმაგდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს აახლოებს მიზანთან, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ჰაბი გახდეს. აშშ-ის მთავრობა ეძებს ახალ შესაძლებლობებს შუა დერეფნის მასშტაბით პარტნიორობისთვის. საქართველოში ეს ნიშნავს ახალი, ინფრასტრუქტურაში საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენას და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებისთვის ჩვენი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის გაზრდას, რათა საქართველოდან და საქართველოს გავლით მიწოდებული ტვირთის ეფექტიანობა და ღირებულება გაიზარდოს. ეს ინვესტიციები და პარტნიორობა საქართველოს უფრო დიდ გლობალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას და ქართველებისთვის უფრო სარფიანად დასაქმების შესაძლებლობებს გამოიწვევს. როგორც ყოველთვის, ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებთან, მთავრობასთან და ბიზნეს საზოგადოებასთან, რათა დავეხმაროთ საქართველოს, სრულად ისარგებლოს ამ შესაძლებლობით. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უფრო ფართოდ დანერგვის გზაზე და ასევე დავეხმაროთ ქართველ მწარმოებლებს, რომ ჰქონდეთ რესურსები და უნარები, რათა გლობალურ ბაზარზე სამართლიანი კონკურენცია გასწიონ. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება ამრიგად, ამერიკის შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარების მიმართ გაზრდილ ინტერესს განიხილავს როგორც არსებითად მნიშვნელოვან შესაძლებლობას საქართველოს აყვავებული, დემოკრატიული, გლობალურად ინტეგრირებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, - განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა Europetime-ს. ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გენერალმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება, რომელიც მალე შემუშავდება. ეს საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. „რუსეთი და ირანი ქმნიან მდინარეების, ზღვებისა და რკინიგზის სატრანსპორტო ქსელს, რათა თავიდან აიცილონ სანქციები საქონლის ორ ქვეყანას შორის და მის ფარგლებს გარეთ გატანისას. ცხადია, ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები და დავხუროთ ყველა ის შავი ხვრელი, რომლითაც რუსეთი და ირანი შეძლებენ სანქციების პროტოკოლების დარღვევას. მაგრამ დადგება დღე, როდესაც რუსეთი და ირანი სულაც არ იქნებიან ჩვენი მტრები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ როგორ ვისარგებლოთ ამ ახალი სავაჭრო მარშრუტით. ხოლო აშშ-საქართველოს სტრატეგიას, რომელიც მალე შემუშავდება შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის, შეუძლია ამის გათვალისწინება. საქართველოში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კი იქნება ამ სტრატეგიის მთავარი ნაწილი, რაც საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით“, - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა. ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო ამავე თემაზე:რაზე იქნება ფოკუსირებული აშშ-ის ახალი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ
სლოვენიამ და უკრაინამ ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომელიც მხარს უჭერს კიევის წინსვლას NATO-სა და ევროკავშირისკენ
სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა რობერტ გოლობმა და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც მხარს უჭერს კიევის სვლას ევროკავშირისა და NATO-ს წევრობისკენ. ჩეხეთის, ბელგიის, მონტენეგროს, ლიეტუვის, პოლონეთის, იტალიის, ლატვიის და ისლანდიის შემდეგ, სლოვენია მეცხრე ქვეყანაა, რომელიც ხელს აწერს მსგავსი შინაარსის დეკლარაციას. სლოვაკეთის, სლოვენიის და ხორვატიის პრემიერები და მოლდოვის პრეზიდენტი დღეს უკრაინაში ჩავიდნენ ბუჩის გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებით. ისინი ზელენსკისთან ერთად ჩავიდნენ რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის „სიმბოლოდ“ მიჩნეულ ქალაქში. ბუჩა, კიევის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქია, რომელიც რუსულმა ჯარებმ, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვალში დაიკავეს. მისი გათავისუფლების შემდეგ, ქალაქში მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს და ათასობით ომის დანაშაული დააფიქსირეს. უკრაინული მხარის ცნობი, ბუჩაში 33 დღის განმავლობაში ოკუპაციის დროს რუსეთის ძალების მიერ ჩადენილია ომის 9000-ზე მეტი დანაშაული. ცნობისთვის, რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
უცხოური მედია: ურსულა ფონ დერ ლაიენმა შესაძლოა იენს სტოლტენბერგი შეცვალოს
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, შესაძლოა, NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგი შეცვალოს. ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Sun-ი წერს. ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის უფლებამოსილების ვადა მომავალ წელს იწურება, თუმცა, მედიის ცნობით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რამდენიმე ქვეყანა მიმდინარე წლის ოქტომბერში NATO გენერალურ მდივნად ფონ დერ ლაიენის არჩევას უჭერს მხარს. ცნობისთვის, ალიანსის მოქმედ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უფლებამოსილების ვადა წლის ბოლოს ეწურება.
დროა, ალიანსმა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს - ზურაბიშვილი
დროა, ალიანსმა საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის დამოუკიდებლობას, გარე ძალებს არ აქვთ უფლება, ჩაერიონ სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებში - ნაუსედა ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ქართველი ხალხის იმედგაცრუება არავინ უნდა დაუშვას. „თითქმის 20 წელია, რაც ლიეტუვა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანდა. ორი ათწლეულია, რაც ვართ მოწმენი ლიეტუვას განსაკუთრებული წვლილისა ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. ივლისში ლიეტუვა ნატო-ს ვილნიუსის სამიტის მასპინძელია. საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ვილნიუსის სამიტში უმაღლეს დონეზე ჩართულობას. ჩვენ ღირსეული და საიმედო პარტნიორობის მრავალი მაგალითი ვუჩვენეთ ალიანსს გასული 20 წლის მანძილზე. დროა, რომ ალიანსი ქმედით ნაბიჯების გადადგმით დაუბრუნდეს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის სულისკვეთებას და ივლისში აქ, ვილნიუსში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს. ზოგადად, არავინ არ უნდა დაუშვას საქართველოსი და ქართველი ხალხის იმედგაცრუება. არავინ არ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები, რომ იზოლირებული საქართველო მისი ახლად და ადვილ სამიზნედ გახდეს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
ფინეთი NATO-ს წევრი ოფიციალურად 4 აპრილს გახდება - იენს სტოლტენბერგი
ფინეთი NATO-ს ხვალ, 4 აპრილს შეუერთდება, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. „ეს ისტორიული კვირაა. ხვალ მივესალმებით ფინეთს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს შორის“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა. ფინეთი პრეზიდენტი საული ნიინისტო გაემგზავრება ბრიუსელში, რათა მონაწილეობა მიიღოს ალიანსში გაწევრიანების ოფიციალურ ცერემონიაში, რომელიც NATO-ს შტაბ-ბინაში გაიმართება. 31 მარტს თურქეთი გახდა NATO-ს წევრი ბოლო ქვეყანა, რომელმაც ფინეთის NATO-ს ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. კანონმდებლებმა ხუთშაბათს ერთხმად დაუჭირეს მხარი სკანდინავიური ქვეყნის გაწევრიანებას. ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ მადლობა გადაუხადა NATO-ს წევრ ქვეყნებს „ნდობისა და მხარდაჭერისთვის“. გადაწყვეტილებას მიესალმა NATO-ს გენერალური მდივანი. შეგახსენებთ, ფინეთმა და შვედეთმა ნეიტრალიტეტზე უარი თქვეს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ანკარას პრეტენზიები რჩება შვედეთის მიმართ, რის გამოც მისი გაწევრიანების რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია. იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესიც მალე დასრულდება.
NATO-ს გამანადგურებლები რუსული IL-76 ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს აედევნენ
პორტუგალიური F-16 ტიპის ორი გამანადგურებელი თვითმფრინავი საჰაერო პოლიციის მისიას გამოეყო, რათა IL-76 რუსული სამხედრო თვითმფრინავების იდენტიფიცირება და დაკავება მოეხდინა. NATO-ს ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი დაფრინავდა მატერიკული რუსეთიდან კალინინგრადის ექსკლავისკენ საერთაშორისო წყლების ზემოთ, ბალტიის ზღვის სანაპიროზე (ესტონეთი). შესაბამისი ფოტო პორტუგალიის საჰაერო ძალებმა აღბეჭდეს. ალიანსის ცნობით, პორტუგალიელი მებრძოლები რუსული თვითმფრინავის იდენტიფიცირების შემდეგ უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ლიეტუვაში. პორტუგალია NATO-ს საჰაერო პოლიციის მისიის 62 -ე როტაციას ხელმძღვანელობს. ოთხმა F-16 მა გასული კვირის დასაწყისში დაიწყოს მისია და 30 მარტს აიღო პასუხისმგებლობა რეგიონის საჰაერო სივრცის დასაცავად. ამ მისიას ის რუმინეთის საჰაერო ძალებთან ერთად ასრულებს. 2004 წელს ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის შეთანხმების დღიდან, NATO-ს მოკავშირეებმა საჰაერო პოლიციის მისიის განთავსება გადაწყვიტეს სიაულიაიში, რათა სამი ბალტიელი მოკავშირის ტერიტორიული მთლიანობა დაეცვათ.
სტოლტენბერგს სურს, რომ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინის დახმარების ფონდისთვის ყოველწლიურად 500 მილიონ ევრო გაიღონ - Bloomberg
NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს სურს, რომ ალიანსის წევრებმა უკრაინის დახმარების ფონდისთვის ყოველწლიურად 500 მილიონ ევრო გაიღონ. ეს ფონდი უზრუნველყოფს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან მხარდაჭერას, წერს Bloomberg ამ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. თანხები მოიცავს მთელ რიგ მარაგს, დრონის საწინააღმდეგო სისტემებიდან დაწყებული, უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციით დამთავრებული. წყაროს თანახმად, სტოლტენბერგმა განმარტა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროცესი უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე მხოლოდ საბჭოთა პერიოდის იარაღის ჩანაცვლებას. ეს ასევე გულისხმობს სისტემური ცვლილებების განხორციელებას კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს 3 აპრილს განუცხადა, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან, რათა უკრაინისთვის განკუთვნილი მრავალწლიანი პროგრამის მიზნობრიობა განსაზღვრონ.
სტოლტენბერგს სურს, რომ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინის დახმარების ფონდისთვის ყოველწლიურად €500 მილიონი გაიღონ - Bloomberg
NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს სურს, რომ ალიანსის წევრებმა უკრაინის დახმარების ფონდისთვის ყოველწლიურად 500 მილიონ ევრო გაიღონ. ეს ფონდი უზრუნველყოფს როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან მხარდაჭერას, წერს Bloomberg ამ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. თანხები მოიცავს მთელ რიგ მარაგს, დრონის საწინააღმდეგო სისტემებიდან დაწყებული, უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციით დამთავრებული. წყაროს თანახმად, სტოლტენბერგმა განმარტა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროცესი უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე მხოლოდ საბჭოთა პერიოდის იარაღის ჩანაცვლებას. ეს ასევე გულისხმობს სისტემური ცვლილებების განხორციელებას კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს 3 აპრილს განუცხადა, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან, რათა უკრაინისთვის განკუთვნილი მრავალწლიანი პროგრამის მიზნობრიობა განსაზღვრონ.
სტოლტენბერგი: NATO-ს წევრმა ქვეყნებმა €65 მილიარდის სამხედრო დახმარება გაუწიეს უკრაინას
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოკავშირეები მზად არიან, განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. „ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი, მაგრამ როცა დასრულდება, ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი ღონისძიებები, რათა უკრაინამ შეძლოს მომავალი აგრესიის შეკავება და ისტორია არ განმეორდეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა CNN-ის ცნობით. „ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ რუსეთმა ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელოს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. სტოლტენბერგს სურს, რომ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა უკრაინის დახმარების ფონდისთვის ყოველწლიურად 500 მილიონ ევრო გაიღონ - Bloomberg მისივე თქმით, რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, NATO-ს ქვეყნებმა 65 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწიეს უკრაინას. ამასთან დაკავშირებით, რუსული მედია ბიუჯეტის პროექტს ეყრდნობა და წერს, რომ ამავდროულად, რუსეთი გეგმავს 2023 წელს დახარჯოს თითქმის 5 ტრილიონი რუბლი - 63,7 მილიარდი დოლარი სამხედრო საჭიროებებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ალიანსის მიერ კიევისთვის გაწეულმა სამხედრო ხარჯებმა რუსეთის წლიურ სამხედრო ბიუჯეტს გადააჭარბა. სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრასა და უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის გეგმებზე. იმედი გამოთქვა, რომ მინისტრები კიევისთვის სამხედრო დახმარების მრავალწლიანი პროგრამის შემუშავების გეგმას დაამტკიცებენ. გენერალური მდივანი ასევე იმედოვნებს, რომ ალიანსის წევრები კიევს ყოველწლიურად 500 მილიონ ევროს გამოუყოფენ, წერს Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. მისი გეგმის მიხედვით, ეს თანხები საწვავს, აღჭურვილობას და დრონების საწინააღმდეგო სისტემებს მოხმარდება. მინისტრთა შეხვედრა 4 და 5 აპრილს გაიმართება. სამშაბათს, NATO-უკრაინის კომისიის წევრები ასევე შეხვდებიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრო კულებას, სადაც კიევისთვის მხარდაჭერის გაზრდის გზებზე იმსჯელებენ.
NATO არ არის დაინტერესებული უკრაინაში კონფლიქტის გაყინვით - სტოლტენბერგი
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია NATO არ არის დაინტერესებული უკრაინის ბრძოლის ველზე სიტუაციის „გაყინვით“. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. კითხვას, რამდენად სავარაუდოა, რომ კონფლიქტი გაიყინოს, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ სიფრთხილით მოეკიდებოდა მსგავსი სცენარის ალბათობას. ის თვლის, რომ მოკავშირეების პასუხისმგებლობაა, დარწმუნდნენ, რომ ეს არ მოხდება, მაქსიმალურად გაზარდონ იმის ალბათობა, რომ საქმე იქამდე არ მივიდეს. სტოლტენბერგის თქმით, ახლა მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ეს ომი გადაიზარდა ლოგისტიკის ბრძოლა, საბრძოლო მასალის, იარაღისა და მარაგის ფრონტის ხაზზე მიტანისთვის ბრძოლად. მისივე თქმით, მოკავშირეები ბევრს მუშაობენ წარმოების გასაზრდელად, რათა უზრუნველყონ, რომ გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია მომავალში. NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ტრაგედია იქნება, თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს, მაგრამ ეს ასევე საშიშია მოკავშირეებისთვის. სტოლტენბერგმა მოუწოდა ყველა მოკავშირეს, მხარი დაუჭირონ უკრაინას, რადგან „ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებში შედის იმის დემონსტრირება, რომ პრეზიდენტი პუტინი ვერ იმარჯვებს უკრაინაში“.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა NATO-ში გაწევრიანების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დოკუმენტს ხელი მოაწერა. „ბოლო ნაბიჯები NATO-ში გაწევრიანებამდე“, - წერს ფინეთი საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე. დღედაინ, 4 აპრილიდან, ფინეთი ოფიციალურად NATO-ს 31 წევრია. ალიანსი გაფართოვდა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე. 4 აპრილს NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცახდა, რომ რუსეთის შეჭრის პიდაპირი შედეგია ფინეთის გაწევრიანება, პუტინს სურდა რა ნაკლები NATO, საპირისპირო მიიღო.
ზურაბიშვილი: დაიწერა ისტორია - ეს არის ძლიერი წახალისება, საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფინეთს NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. შესაბამისი პოსტი პრეზიდენტის Twitter გვერდზე განთავსდა. „ფინეთი NATO-ს 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია. ვულოცავ ფინეთს. ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი. ფინეთი უკვე ოფიციალურად NATO-ს 31-ე წევრი სახელმწიფოა. ფინეთის დროშა ალიანსის შტაბბინის წინ, სხვა წევრი სახელმწიფოების სიმბოლიკების გვერდით უკვე აღმართეს.
გამარჯვება ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის - მსოფლიო ლიდერები NATO-ს გაფართოებაზე
მსოფლიო ლიდერები ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეხმაურებიან. მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ- რიში სუნაკი ისტორიულ დღეს აღნიშნავენ. ჯო ბაიდენი: სამოცდათოთხმეტი წლის წინ - როდესაც შეერთებული შტატები და 11 სხვა ქვეყანა შეიკრიბნენ ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსების მიზნით - პრეზიდენტმა ტრუმენმა თქვა: „თუ რაიმე იქნება გარდაუვალი მომავალში, ეს მსოფლიოს ხალხის ნება თავისუფლებისა და მშვიდობისთვის. დღეს NATO-ში ფინეთის გაწევრიანებით, ეს ნება უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. მან ასევე თქვა, რომ „მოუთმენლად“ ელოდება, რაც შეიძლება მალე მიესალმოს შვედეთს ალიანსში. რიში სუნაკი: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება NATO-ში. ეს ისტორიული დღეა თქვენთვის და ჩვენი ალიანსისთვის. ეს არის ნაბიჯი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უფრო უსაფრთხოს ხდის. NATO-ს ყველა წევრმა ახლა უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები შვედეთის მისაღებად, ჩვენ ერთად ვდგავართ, რათა დავიცვათ თავისუფლება ევროპაში და მთელ მსოფლიოში. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი: ეს არის კარგი ამბავი და გამარჯვება ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ჩვენმა თავდაცვის ალიანსმა ძლიერი მეგობარი შეიძინა. ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი პეტრ ფიალა: „ვულოცავ ფინეთს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, ეს იქნება დიდი აქტივი. ეს არის ისტორიული მომენტი ევროპისთვის და მისი უსაფრთხოებისთვის. იმედი მაქვს, რომ უნგრეთი და თურქეთი დაადასტურებენ შვედეთის გაწევრიანებას და ის ასევე მალე გახდება ალიანსის წევრი. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი: ეს ისტორიული ნაბიჯი გააძლიერებს ალიანსს, გააძლიერებს ევროპულ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს ჩვენი ევროკავშირი-ნატოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას. ფინეთი უკვე ოფიციალურად NATO-ს 31-ე წევრი სახელმწიფოა. ფინეთის დროშა ალიანსის შტაბბინის წინ, სხვა წევრი სახელმწიფოების სიმბოლიკების გვერდით უკვე აღმართეს.
NATO-ს საზღვარი რუსეთთან გაორმაგდა
ფინეთი გახდა NATO-ს უსაფრთხოების ალიანსის 31-ე წევრი, რის შედეგადაც ალიანსის საზღვრების სიგრძე რუსეთთან გაორმაგდა. ფინეთი რუსეთთან 1340-კილომეტრიან საზღვარს იზიარებს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჰელსინკმა NATO-ს მეხუთე მუხლის დაცვა აირჩია, რომელიც ამბობს, რომ ერთ წევრზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს. ფინეთს კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილი, დაახლოებით, 30 000-კაციანი აქტიური შეიარაღებული ძალა ჰყავს. მას ასევე შეუძლია, 250 000-იან რეზერვს მოუყაროს თავი. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს უპასუხა Associated Press-ის შეკითხვას რუსეთის მიზნების შესახებ, რომ მოსკოვი ფინეთის გარშემო თავის ყოფნას გააძლიერებს, „მიუთითებს რა ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებზე“. სტოლტენბერგის შეფასებით, წლებია, ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტ პუტინის სურვილს, გამოიყენოს სამხედრო ძალები რუსეთის მეზობლების წინააღმდმდეგ. „საქართველო 2008 წელს, შემდეგ, ყირიმი 2014 წელს და სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში გასულ წელს. ეს არის რუსეთის ქცევის ნიმუში და სწორედ ამიტომ ვაძლიერებთ NATO-ს, ჩვენს მზადყოფნას, ჩვენს პოზიციებს აღმოსავლეთ ფლანგზე, სწორედ ამიტომ ახორციელებენ მეტ ინვესტიციას მოკავშირეები ახალ, თანამედროვე შესაძლებლობებში. სწორედ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ განაპირობა ფინეთის და შვედეთის გადაწყვეტილება წარედგინათ NATO-ში წევრობის განაცხადი. ეს აჩვენებს, რომ პრეზიდენტ პუტინს უკრაინაში შეჭრით უნდოდა ნაკლები NATO მის საზღვრებთან, რომ დაეხურა NATO-ს კარი ახალი წევრებისთვის ევროპაში, მან მიიღო სრულიად საპირისპირო. ის იღებს მეტ მზადყოფნას, მეტ ჯარისკაცს ხმელეთზე, ჰაერში NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე და იღებს მეტ წევრს, ფინეთს დღეს და მალე ასევე შვედეთს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. დღედაინ, 4 აპრილიდან, ფინეთი ოფიციალურად NATO-ს 31 წევრია. ალიანსი გაფართოვდა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე. 4 აპრილს NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცახდა, რომ რუსეთის შეჭრის პიდაპირი შედეგია ფინეთის გაწევრიანება, პუტინს სურდა რა ნაკლები NATO, საპირისპირო მიიღო. იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება „ფინეთს უფრო უსაფრთხოს და NATO-ს უფრო ძლიერს გახდის“. თავის მხრივ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში ოფიციალური დოკუმენტი გადასცა და გაწევრიანების ოფიციალური პროცესი დაასრულა. შეგახსენებთ, თურქეთი 31 მარტს გახდა NATO-ს წევრი ბოლო ქვეყანა, რომელმაც ფინეთის NATO-ს ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. კანონმდებლებმა ხუთშაბათს ერთხმად დაუჭირეს მხარი სკანდინავიური ქვეყნის გაწევრიანებას. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი ერთად, გასული წლის მაისში შეიტანეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ორივე ქვეყანამ გადაწყვიტა, უარი თქვას ნეიტრალურ სტატუსზე და შეუერთდეს სამხედრო ალიანსს. მალევე თურქეთის ხელისუფლებამ წამოაყენა პირობების სია, რომლის გათვალისწინების შემდეგაც დათანხმდებოდნენ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში შესვლას. საბოლოოდ, ანკარას შვედეთის მიმართ დარჩა კვლავ პრეტენზიები „ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე“, რის მოგვარებასაც NATO-ს გენერალური მდივანი მალე იმედოვნებს. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ალიანსს შვედეთიც მალე შეუერთდება. შედეგად, რა პრეცედენტს შექმნის შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება: ბალტიის ზღვაზე რუსეთმა ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი, ბალტიის ზღვის 99%, ახლა NATO-ს კონტროლის ქვეშაა, რაც რუსეთისთვის სამხედრო მანევრირებას შეუძლებელს ხდის. იქედან გამომდინარე, რომ რუსეთს ფინეთთან სახმელეთო საზღვარი აქვს, ფაქტობრივად, NATO-ს საზღვრად გადაიქცა ფინეთის საზღვარი, რაც რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და რუსეთთან კონფრონტაციის ფონზე სერიოზული უპირატესობაა NATO-სთვის.
ფინეთი NATO-ს 31-ე წევრია
დღედაინ, 4 აპრილიდან, ფინეთი ოფიციალურად NATO-ს 31 წევრია. ალიანსი გაფართოვდა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე. 4 აპრილს NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცახდა, რომ რუსეთის შეჭრის პიდაპირი შედეგია ფინეთის გაწევრიანება, პუტინს სურდა რა ნაკლები NATO, საპირისპირო მიიღო. NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება „ფინეთს უფრო უსაფრთხოს და NATO-ს უფრო ძლიერს გახდის“. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში ოფიციალური დოკუმენტი გადასცა და გაწევრიანების ოფიციალური პროცესი დაასრულა. „ეს კარგი დღეა ფინეთის უსაფრთხოებისთვის, და კარგი დღღეა მთლიანად NATO-სთვის“, - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. „ძნელი წარმოსადგენია NATO დაარსების წლისთავის აღსანიშნავად უკეთესი დღე, ვიდრე ალიანსში ახალი წევრის მიღებაა“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, თურქეთი 31 მარტს გახდა NATO-ს წევრი ბოლო ქვეყანა, რომელმაც ფინეთის NATO-ს ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. კანონმდებლებმა ხუთშაბათს ერთხმად დაუჭირეს მხარი სკანდინავიური ქვეყნის გაწევრიანებას. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი ერთად, გასული წლის მაისში შეიტანეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ორივე ქვეყანამ გადაწყვიტა, უარი თქვას ნეიტრალურ სტატუსზე და შეუერთდეს სამხედრო ალიანსს. მალევე თურქეთის ხელისუფლებამ წამოაყენა პირობების სია, რომლის გათვალისწინების შემდეგაც დათანხმდებოდნენ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში შესვლას. საბოლოოდ, ანკარას შვედეთის მიმართ დარჩა კვლავ პრეტენზიები „ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე“, რის მოგვარებასაც NATO-ს გენერალური მდივანი მალე იმედოვნებს. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ალიანსს შვედეთიც მალე შეუერთდება.
ზელენსკიმ ფინეთს NATO-ში გაწევრიანება მიულოცა: ჩვენ ველით, რომ ვილნიუსის სამიტი უკრაინას ევროატლანტიკურ მიზანთან დააახლოებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთს NATO-ში გაწევრიანება მიულოცა. მისი შეფასებით, ალიანსი უსაფრთხოების ერთადერთი ეფექტიანი გარანტი გახდა რეგიონში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე. „ჩვენ ველით, რომ ვილნიუსის სამიტი დააახლოებს უკრაინას ევროატლანტიკურ მიზანთან“, - განაცხადა ზელენსკიმ. NATO-ს საზღვარი რუსეთთან გაორმაგდა დღესვე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ფინეთის გაწევრიანება არის მკაფიო გზავნილი იმისა, რომ ძველი სტრატეგიებისა და ძველი აღქმების გადახედვის დრო დადგა, და მთლიანობაში ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არ არსებობს უკეთესი გამოსავალი, ვიდრე უკრაინის საბოლოო გაწევრიანება NATO-ში.
ილია დარჩიაშვილი: ქართველებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის სტრატეგიული ხედვა და გარანტია გრძელვადიანი უსაფრთხოებისთვის
საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც ორგანიზაციის დაარსების 74-ე წლისთავს მიეძღვნა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ „ქართველებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მიზანი. „ეს არის სტრატეგიული ხედვა და გარანტია ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოებისათვის“, - განაცხადა დარჩიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. საგარეო უწყების ცნობით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა NATO-ს გაფართოების პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ამ პროცესმა ხელი შეუწყო როგორც თავისუფლების, კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ინდივიდუალური თავისუფლების განმტკიცებას, ისე ახალი წევრი ქვეყნების გაძლიერებას. „დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა NATO-სთვის, რადგან კიდევ ერთ, ოცდამეთერთმეტე წევრს, ფინეთს მიესალმებიან ალიანსში. როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა: „მნიშვნელოვანი დღეა ფინეთის უსაფრთხოებისთვის, ნორდიკული უსაფრთხოებისთვის და მთლიანად NATO-სთვის“. მოკავშირეები ასევე შეთანხმებული არიან რომ, შვედეთის გაწევრიანების პროცესიც უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს. საქართველო მიესალმება ალიანსის ამ გადაწყვეტილებებს, რაც კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ ნატო ყოველთვის ასრულებს მიღებულ გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. სიტყვით გამოსვლისას, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე. „დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ის გზა, რომელიც ქართველმა ხალხმა ევრო-ატლანტიკურ ერთობაში თავისი ადგილის მოსაპოვებლად გამოიარა განუზომელია. იმ ქართველი ჯარისკაცების ღვაწლი რომლებმაც საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას თავი შესწირეს, კარგად არის ცნობილი, განსაკუთრებით აქ მყოფი საზოგადოებისთვის.აღსანიშნავია, რომ NATO-ს დახმარებითა და მხარდაჭერით, საქართველომ მნიშვნელოვნად განავითარა თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობები“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. NATO-ს საზღვარი რუსეთთან გაორმაგდა ფინეთი უკვე ოფიციალურად NATO-ს 31-ე წევრი სახელმწიფოა. ფინეთის დროშა ალიანსის შტაბბინის წინ, სხვა წევრი სახელმწიფოების სიმბოლიკების გვერდით უკვე აღმართეს.
NATO მხარს დაუჭერს პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან, მათ შორის არის საქართველო - სტოლტენბერგი
NATO-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ალიანსის იმ პარტნიორების მხარდაჭერის საჭიროებაზე, რომლებიც რუსეთის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდიან. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის გახსნისას განაცხადა. „რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება. პრეზიდენტი პუტინი არ ემზადება მშვიდობისთვის, ის მეტი ომისთვის ემზადება. როგორც გუშინ განვიხილავდით მინისტრ კულებასთან, მოკავშირეები ერთიანნი არიან ჩვენს ვალდებულებაში, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას ყველაფერი, რაც მას როგორც სუვერენულ და დამოუკიდებელ ერს სჭირდება ბრძოლის ველზე გამარჯვებისთვის. NATO ასევე გააგრძელებს სხვა პარტნიორების მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან, მათ შორის მოლდოვის, საქართველოსა და ბოსნია- ჰერცეგოვინის მხარდაჭერას. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ დავუპირისპირდეთ ალიანსის წინაშე მდგარ სხვა საფრთხეებსა და გამოწვევებს, მათ შორის სამხრეთიდან წამოსულს, და როგორ გავუმკლავდეთ მზარდ სტრატეგიულ კონკურენციას, მათ შორის ჩინეთის მზარდ კავშირს რუსეთთან“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ჩავუშოღლუ: შვედეთის ნაბიჯები NATO-ში გაწევრიანებისთვის საკმარისი არ არის
შვედეთის ნაბიჯები NATO-ს წევრობისთვის საკმარისი არ არის, - განუცხადა ჟურნალისტებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. მისივე თქმით, შვედეთმა უნდა გააგრძელოს საჭირო ნაბიჯების გადადგმა: „გუშინ ველაპარაკე ჩემს შვედ კოლეგას და მივუთითე ამის შესახებ. მე განვაცხადე, რომ ტერორიზმთან საბრძოლველად აუცილებელია მიზანმიმართული თანამშრომლობა“. 4 აპრილიდან, ფინეთი ოფიციალურად NATO-ს 31 წევრია. ალიანსი გაფართოვდა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე. 4 აპრილს NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცახდა, რომ რუსეთის შეჭრის პიდაპირი შედეგია ფინეთის გაწევრიანება, პუტინს სურდა რა ნაკლები NATO, საპირისპირო მიიღო. იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება „ფინეთს უფრო უსაფრთხოს და NATO-ს უფრო ძლიერს გახდის“. თავის მხრივ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში ოფიციალური დოკუმენტი გადასცა და გაწევრიანების ოფიციალური პროცესი დაასრულა. შეგახსენებთ, თურქეთი 31 მარტს გახდა NATO-ს წევრი ბოლო ქვეყანა, რომელმაც ფინეთის NATO-ს ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. კანონმდებლებმა ხუთშაბათს ერთხმად დაუჭირეს მხარი სკანდინავიური ქვეყნის გაწევრიანებას. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი ერთად, გასული წლის მაისში შეიტანეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე ორივე ქვეყანამ გადაწყვიტა, უარი თქვას ნეიტრალურ სტატუსზე და შეუერთდეს სამხედრო ალიანსს. მალევე თურქეთის ხელისუფლებამ წამოაყენა პირობების სია, რომლის გათვალისწინების შემდეგაც დათანხმდებოდნენ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში შესვლას. საბოლოოდ, ანკარას შვედეთის მიმართ დარჩა კვლავ პრეტენზიები „ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე“, რის მოგვარებასაც NATO-ს გენერალური მდივანი მალე იმედოვნებს. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ალიანსს შვედეთიც მალე შეუერთდება.
NATO უკრაინის დასახმარებლად მრავალწლიან პროგრამაზე მუშაობას იწყებს - სტოლტენბერგი
NATO უკრაინის დახმარების მრავალწლიან პროგრამაზე მუშაობას დაიწყებს. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში განაცხადა. შეთანხმებას ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიაღწიეს. „ჩვენ შევთანხმდით, რომ დავიწყოთ მუშაობა უკრაინის სტრატეგიული მრავალწლიანი დახმარების პროგრამის შემუშავებაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ეს აშკარა დემონსტრირებაა იმისა, რომ ალიანსის მხარდაჭერა გაგრძელდება გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, შეაკავოს რუსეთი და დაიცვას თავი მომავალი აგრესიისგან. „მივესალმები მოკავშირეების მიერ აღებულ ახალ ვალდებულებებს. და ველოდები მეტს. ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი გრძელვადიან მხარდაჭერის საკითხი.არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი. მაგრამ როდესაც ეს მოხდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრეზიდენტ პუტინს არ შეუძლია, გააგრძელოს ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლა. ამიტომ ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება უკრაინას, შეაკავოს და დაიცვას თავი მომავალი აგრესიისგან. ეს მოიცავს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და ღონისძიებებსუკრაინის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ დავიწყოთ მუშაობა უკრაინის სტრატეგიული მრავალწლიანი დახმარების პროგრამის შემუშავებაზე. ეს ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რათა გავზარდოთ უკრაინის თავსებადობის NATO-სთან. ეს დაეხმარება უკრაინას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. იმიტომ, რომ უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
შვედეთი უნდა გახდეს NATO-ს მოკავშირე რაც შეიძლება სწრაფად - სტოლტენბერგი
„ჩვენ მივესალმებით ფინეთს, როგორც ჩვენს უახლეს წევრს. მინისტრმა ჰავისტომ დაიკავა ფინეთის ადგილი NATO-ს მოკავშირეებს შორის. მოკავშირეები ასევე თანხმდებიან, რომ შვედეთი უნდა გახდეს მოკავშირე რაც შეიძლება სწრაფად“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალუდმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შემდეგ განაცხადა. „მივესალმები მოკავშირეების მიერ აღებულ ახალ ვალდებულებებს. და ველოდები მეტს. ჩვენ ასევე განვიხილეთ ჩვენი გრძელვადიან მხარდაჭერის საკითხი.არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი. მაგრამ როდესაც ეს მოხდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ პრეზიდენტ პუტინს არ შეუძლია, გააგრძელოს ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლა. ამიტომ ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება უკრაინას, შეაკავოს და დაიცვას თავი მომავალი აგრესიისგან. ეს მოიცავს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას და ღონისძიებებსუკრაინის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ დავიწყოთ მუშაობა უკრაინის სტრატეგიული მრავალწლიანი დახმარების პროგრამის შემუშავებაზე. ეს ნათელი დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რათა გავზარდოთ უკრაინის თავსებადობის NATO-სთან. ეს დაეხმარება უკრაინას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. იმიტომ, რომ უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, NATO მხარს დაუჭერს პარტნიორებს, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან, მათ შორის არის საქართველო.
NATO ბელორუსს აფრთხილებს
რუსეთი უკრაინას ბელორუსის გავლით უტევს, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ბელორუსი რუსეთის პლატფორმად იქცა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა ბელორუსს მოუწოდა, არ მიიღოს მონაწილეობა ამ ომში. სტოლტენბერგმა აღშნიშნა, რომ უკრაინისადმი NATO მხარდაჭერა გაგრძელდება. „ბელორუსი იყო და რჩება პლატფორმად, რომელსაც რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებში. მათ შეჭრა ნაწილობრივ ბელორუსიდან წამოიწყეს, ხოლო ბელორუსიდან რამდენიმე საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ჩვენი გზავნილი ბელორუსისადმი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ისინი არ უნდა იყვნენ უშუალოდ ჩართულნი (ომში) და ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რომელიც მას სჭირდება აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ამ ომის მოსაგებად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ლიეტუვის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის მიწვევას NATO-ში გასაწევრიანებლად ვილნიუსის სამიტზე
ლიეტუვის პარლამენტმა ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც ხაზს უსვამს უკრაინის NATO-ში გაწევრიანების აუცილებლობას. რეზოლუცია ერთხმად მიიღეს პალატაში დამსწრე 129 დეპუტატის ხმით, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაში. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს. რეზოლუციაში ასახულია ლიეტუვის ხუთი მიზანი NATO სახელმწიფო მეთაურების მომავალი სამიტის მასპინძლობისას, რომელიც 11-12 ივლისს, დედაქალაქ ვილნიუსშია დაგეგმილი. რეზოლუცია მოუწოდებს ლიეტვას „სრულიად მხარი დაუჭიროს უკრაინას პრაქტიკული ზომებით, მათ შორის NATO-ს პოლიტიკური მხარდაჭერით, იმის აღიარებით, რომ აუცილებელია ვილნიუსში გამართულ NATO-ს სამიტზე, უკრაინის წევრად მიწვევა.
NATO ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიან საჰაერო წვრთნებს გამართავს
NATO გერმანიაში, ჩეხეთში, ესტონეთსა და ლატვიაში ფართომასშტაბიან საჰაერო წვრთნებს გამართავს ზაფხულის განმავლობაში ალიანსი გამართავს მრავალეროვნულ წვრთნებს, რომელიც ფოკუსირებული იქნება საველე სწავლებაზე ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე. სწავლება 12-23 ივნისს, ძირითადად, გერმანიაში გაიმართება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. აშშ-ის ეროვნული გვარდიის ცნობით, აქტივობები ასევე იქნება ჩეხეთში, ესტონეთსა და ლატვიაში. წვრთნებში 23 სხვადასხვა ტიპის დაახლოებით 220 თვითმფრინავი იქნება ჩართული. ეს იქნება ყველაზე დიდი საჰაერო ძალების განლაგების წვრთნები მას შემდეგ, რაც NATO დაარსდა 1949 წელს. გერმანიისა და შეერთებული შტატების გარდა, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 22 მოკავშირე ქვეყანა. გერმანიის საჰაერო ძალების სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა ინგო გერჰარცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წვრთნების მიზანია „მოკავშირეთა მტკიცე საჰაერო ძალების ჩვენება“. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი 26 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მონაწილეობით დაგეგმილი წვრთნების მიზნებს განმარტავს
პოლონეთში NATO-ს იარაღის საწყობები აშენდება
ვარშავა ვაშინგტონთან თანამშრომლობით გააგრძელებს NATO-ს იარაღის საწყობების მშენებლობას პოლონეთში, სადაც ათასობით ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა და სხვა სამხედრო ტექნიკა იქნება შენახული. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ ეს განცხადება ჟურნალისტებთან ვარშავაში, აშშ-ში სამდღიანი ვიზიტით გამგზავრებამდე გააკეთა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში ვიზიტის დროს პოლონეთში NATO-ს იარაღის საწყობების მშენებლობას განიხილავს. „ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად შევქმნით ლოგისტიკურ ბაზას, შეიარაღების ბაზას. რამდენიმე ათასი სამხედრო ტექნიკა განთავსდება ფოვიძეში (მდებარეობს პოლონეთის ცენტრალურ ნაწილში - რედ.) და პოლონეთის სხვა ლოკაციებზე“, აღნიშნა მორავეცკიმ. მისივე თქმით, საწყობებში შენახული აღჭურვილობა მოიცავს ტანკებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და სხვა აღჭურვილობას, რომლებიც NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის სწრაფ გააქტიურებას შეუწყობს ხელს.
დმიტრო კულება: შავი ზღვა NATO-ს ზღვად უნდა იქცეს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ შავი ზღვა ბალტიის ზღვის მსგავსად უნდა იქცეს NATO-ს ზღვად. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შავი ზღვის რეგიონი იმის მაგალითია, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება, რომ სიტუაცია გაუარესდეს თუ უგულვებელყოფ საფრთხეებს, რომლებსაც რუსეთი წლებია, ქმნის. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამწუხარო უწოდა იმას, რომ დასავლეთს შავი ზღვის მიმართ არ ჰქონდა თანმიმდევრული სტრატეგია, მაშინ, როცა რუსეთი ყოველთვის იყენებდა აგრესიულ, რევანშისტულ და ბარბაროსულ სტრატეგიას. დმიტრო კულებას განცხადებით, როცა 2008 წელს, შიშით გამოწვეულმა სიფრთხილემ უკრაინისა და საქართველოსთვის NATO-ს კარი დახურა, რუსეთს სწრაფი რეაქცია ჰქონდა და თავს დაესხა ჯერ ერთ და შემდეგ, მეორე ქვეყანას. კულებას შეფასებით, ვილნიუსში, NATO-ს წლევანდელი სამიტი კარგი დროა ძველი შეცდომების გამოსასწორებლად. „საქართველო, უკრაინა, სირია და ისევ უკრაინა - მოსკოვი ახორციელებდა ერთ სასტიკ თავდასხმას მეორის მიყოლებით. ბევრმა დასავლეთში გადაწყვიტა, დაეჯერებინა, რომ რუსებს ჰქონდათ „საკუთარი სიმართლე". მაგრამ ერთადერთი სიმართლე ის არის, რომ რუსეთი ყოველთვის ემზადებოდა დიდი დიდისთვის. იმპერიალისტური ომი დასრულებული, იალტის მორიგი კონფერენციის გამართვის მიზნით ევროპის გავლენის სფეროებად დაყოფის მიზნით“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენის თქმით, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ სტრატეგიას სავარაუდოდ, ივნისისთვის შეიმუშავებს.
სომხეთს საკუთარი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად სურს NATO-ს წვრთნებში მონაწილეობა - ერევნის პასუხი მოსკოვს
„სომხეთის რესპუბლიკა მოქმედებს სომხეთის სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად და ყველაფერს აკეთებს თავისი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად“, - ამის შესახებ მმართველი უმრავლესობის ფრაქციის წევრმა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრანიკ ქოჩარიანმა პარლამენტში განაცხადა, რითაც უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერ, მარია ზახაროვას პრეტენზიას, თუ რატომ მონაწილეობს სომხეთი NATO-ს სამხედრო წვრთნებში. „სომხეთის რესპუბლიკა მოქმედებს სომხეთის სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად და ყველაფერს აკეთებს თავისი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად. ეს ასე გაგრძელდება. სომხეთის რესპუბლიკა აგრძელებს თბილ, მეგობრულ ურთიერთობას თავის სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთთან. აგრძელებს თბილ ურთიერთობას ჩვენს პარტნიორებთან სხვა ქვეყნებიდანაც“, - განაცხადა ქოჩარიანმა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გასულ კვირას გამოაცხადა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას Defender 23 წვრთნებში, მაგრამ მიანიშნა, რომ მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის მიერ დაგეგმილ სხვა სამხედრო წვრთნებში. ინფორმაციისთვის, NATO-ს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში, აქვს რეგიონული მანდატი, რომელიც ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს.
ფინეთი როგორც NATO-ს წევრი, ალიანსის წვრთნებში პირველად ჩაერთო
ფინეთმა, როგორც ალიანსის წევრმა, NATO-ს პირველი წვრთნები დაასრულა. ფინეთის საზღვაო ძალების ცნობით, ორი ფრეგატი ჰელსინკს 2023 წლის 13-დან 16 აპრილამდე ეწვია. ადგილზე ჩასვლამდე ისინი მონაწილეობდნენ სწავლებაში, რომელიც ორგანიზებული იყო სანაპირო ფლოტის მიერ“, - ნათქვამია ფინეთის საზღვაო ძალების განცხადებაში. ჰელსინკისკენ მიმავალმა გერმანულმა ფრეგატმა FGS Mecklenburg-Vorpommern-მა და პორტუგალიურმა ფრეგატმა NRP Bartolomeu Dias-მა ოთხშაბათს ფინეთის ყურეში ფინეთის სანაპირო ფლოტის გემებთან ერთად ჩაატარეს სწავლება. ფინეთი NATO-ს წევრია 4 აპრილიდან.
მირჩა ჯოანა: თუ ყველა დამოუკიდებელი ერი, საქართველოდან მოლდოვამდე, უკრაინიდან ბოსნიამდე, აირჩევს, იყოს ევროატლანტიკურ ოჯახთან ერთად, ეს მიზანი შესრულდება
ბუქარესტში, შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. მან ასევე ხაზი გაუსვა NATO-ს გაძლიერებულ ყოფნას რეგიონში და ალიანსის უპრეცედენტო მხარდაჭერას უკრაინის, ისევე როგორც რუსეთის აგრესიის რისკის ქვეშ მყოფი სხვა პარტნიორების, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის მიმართ. ჯოანამ ისაუბრა რუმინეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან, უკრაინის თავდაცვის მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ასევე მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად. „თუ ყველა დამოუკიდებელი ერი, საქართველოდან მოლდოვამდე, უკრაინიდან ბოსნიამდე და ევროპის ნებისმიერ სხვა დემოკრატიამდე, აირჩევთ, იყოთ ევროატლანტიკურ ოჯახთან ერთად, ეს მიზანი შესრულდება“, - განაცხადა მირჩა ჯოანამ.
NATO-ს საჰაერო სივრცის სიახლოვეს, რუსულ თვითმფრინავებს ბრიტანულმა და გერმანულმა მებრძოლებმა დაბრკოლება შეუქმნეს
დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საჰაერო ძალების საბრძოლო თვითმფრინავებმა დააფიქსირეს სამი რუსული თვითმფრინავი, რომლებიც ფინეთის ყურესა და ბალტიის ზღვაზე - NATO-ს საჰაერო სივრცესთან ახლოს იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი რუსული თვითმფრინავი იდენტიფიცირებული იყო, როგორც რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების ილ-20 სადაზვერვო თვითმფრინავი, რომელიც მიემართებოდა კალინინგრადის რეგიონში. მას კალინინგრადში დაფუძნებული ორი რუსული სუ-27 გამანადგურებელი დახვდა. „ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რეგიონში უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ NATO მომავალშიც აქ დარჩება და დიდი ბრიტანეთი აგრძელებს ალიანსის საჰაერო სივრცის კოლექტიური დაცვის კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, - აღნიშნავს ბრიტანეთის საჰაერო ძალები. შეგახსენებთ, რომ NATO-ს ქვეყნები საკმაოდ ხშირად აფერხებენ რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საზღვრებზე. კერძოდ, 2023 წლის 15 მარტს ბრიტანეთისა და გერმანიის საჰაერო ძალებმა ესტონეთის საჰაერო სივრცის მახლობლად რუსული თვითმფრინავი შეაკავეს. მოგვიანებით, ერთ კვირაში ანალოგიური ფაქტი ისევ ესტონეთთან დაფიქსირდა. ამავე თემაზე: NATO-ს გამანადგურებლები რუსული IL-76 ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს აედევნენ
NATO-ს გენმდივანი მოკავშირეებს მოუწოდებს „კიდევ მეტი გააკეთონ“, როცა საქმე ეხება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას
NATO-ს მოკავშირეებმა უკრაინას მეტი იარაღი უნდა მიაწოდონ, განაცხადა სამშაბათს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. შეერთებული შტატების გაჟონილ დოკუმენტებში მოცემულ ინფორმაციაზე, რომელიც ვარაუდობს, რომ უკრაინას შესაძლოა, მალე ამოეწუროს საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალა, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ სამხედრო დახმარება გადამწყვეტი იქნება უკრაინელების პოზიციების დასაბრუნებლად. „ჩვენ ვაღიარებთ უზარმაზარ რაოდენობას იარაღს, საბრძოლო მასალას, მარაგს, რომლებიც უკვე მიეწოდება უკრაინას, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა და განმარტა, რომ ეს აუცილებელია, რადგან უკრაინამ თავისი ტერიტორიების გათვისუფლება შეძლოს.
NATO-ს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინაში ჩავიდა, იუწყება უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო. სტოლტენბერგს კიევში შსს-ს თანამშრომლები შეხვდნენ. სავარაუდოდ, ის დღეს რამდენიმე ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. სტოლტენბერგი ვიზიტი დაანონსებული არ იყო.
იენს სტოლტენბერგი კიევში: უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია
„ბატონო პრეზიდენტო, მე დღეს აქ ვარ მარტივი გზავნილით: NATO უკრაინის გვერდით დგას“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიევში ვიზიტისას, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. „დღეს დილით ბუჩას ვესტუმრე და იქ ნანახმა ღრმად შემაძრწუნა. რუსეთის სისასტიკე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. პასუხისმგებელებმა პირებმა პასუხი უნდა აგონ. ჩვენ თქვენს გვერდით ვიდექით 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ. ჩვენ დღეს თქვენს გვერდით ვდგავართ რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ თქვენს გმირულ ბრძოლაში და თქვენი ქვეყნის დასაცავად. და ჩვენ გვერდით ვიქნებით ხვალ, როდესაც თქვენ აღადგენთ თქვენს ქვეყანას და ვიმუშავებთ უკრაინელი ხალხის ნათელი მომავლისთვის. წლების განმავლობაში მოკავშირეებმა ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნეს. გასული თებერვლიდან მოკავშირეებმა 150 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება გაიღეს, მათ შორის 65 მილიარდი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარება. ამან თქვენს ჯარებს საშუალება მისცა, რუსეთი კიევიდან, ხერსონიდან და ხარკოვიდან უკუეგდო. მოკავშირეები ახლა უფრო მეტ თვითმფრინავებს, ტანკებს და ჯავშანტექნიკას აწვდიან კიევს. NATO-ს უკრაინის ფონდი კი სასწრაფო დახმარებას უზრუნველყოფს, მათ შორის სამედიცინო მომარაგებას, მობილური სატელიტური სისტემების ჩათვლით. ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური ნიმუში, რომელიც უნდა შეწყდეს. ჩვენ შევთანხმდით სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მნიშვნელობაზე. მე მტკიცედ მივესალმები პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო გეგმას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ძლიერი, მძლავრი მექანიზმები უკრაინის უსაფრთხოებისთვის. უკრაინის კანონიერი ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია. უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია და დროთა განმავლობაში, ჩვენი მხარდაჭერა დაგეხმარებათ ამის გაკეთებაში. დღეს მე და პრეზიდენტმა განვიხილეთ მხარდაჭერის მრავალწლიანი ინიციატივა. ეს დაგეხმარებათ საბჭოთა პერიოდის ტექნიკიდან და დოქტრინებიდან NATO-ს სტანდარტებზე გადასვლაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ალიანსთან სრული თავსებადობა. ეს არის უკრაინისადმი NATO-ს გრძელვადიანი ერთგულების დასტური. NATO დგას თქვენთან ერთად დღეს, ხვალ და რამდენიც საჭირო იქნება. ასე რომ, პრეზიდენტო ზელენსკი, კიდევ ერთხელ გმადლობთ მასპინძლობისთვის. მოუთმენლად ველი, რომ მოგესალმოთNATO-ს სამიტზე ვილნიუსში, ივლისში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ზელენსკი სტოლტენბერგს: დროა, NATO-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს, კიევში, NATO-ს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კიევის ალიანსში მიწვევის დროა. „ახლა, როდესაც NATO-ს ქვეყნების ხალხის უმრავლესობა და უკრაინელების უმრავლესობა მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ალიანსში შესვლას, დროა, მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე განცხადებით, NATO-ს ვილნიუსის სამიტი შეიძლება, ისტორიული გახდეს. „მადლობელი ვარ სამიტზე დასასწრებად მიწვევისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამაც მიიღოს შესაბამისი მიწვევა. არ არსებობს არცერთი ობიექტური ბარიერი, რომელიც ხელს შეუშლის უკრაინის ალიანსში მიწვევის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების წარმოდგენა უკრაინის გარეშე უკვე შეუძლებელია. „ჩვენ ველოდებით წინ გადადგმულ ნაბიჯებს და ძალიან კონკრეტულს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ, რომ მოკავშირე ქვეყნები მხარს გვიჭერენ იარაღით, მაგრამ გვინდა, გავიგოთ: როდის გაწევრიანდება უკრაინა NATO-ში? და ჩვენ ასევე გვინდა, უსაფრთხოების გარანტიები ამ გზაზე", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინა NATO-ში გაწევრიანების ალტერნატივას არ ამზადებს. „ამას არ ვეუბნები ჩვენს საზოგადოებას, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ ეს ნათლად იცის. ამას ვეუბნები ზოგიერთ ლიდერს, ზოგიერთ სახელმწიფოს, რომლებიც მუდმივად ეძებენ უკრაინის მომავალი გაწევრიანების კომპრომისს. ჩვენ ვიქნებით ალიანსში. ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ეს არის უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, საუბარია უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელიც უკრაინას სურს, NATO-ში გაწევრიანებამდე მიიღოს.
იენს სტოლტენბერგი: ვაღიარებ, უკრაინის პრეზიდენტი ვილნიუსში დააყენებს გაწევრიანების საკითხს და ეს იქნება სამიტის დღის წესრიგის მთავარი თემა
NATO-ს გენერალური მდივანი იენს ტოლტენბერგი ვილნიუსის სამიტიდან მოელის, რომ მოკავშირეები ხელახლა აიღებენ ვალდებულებას, დადგნენ უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც კიევს დასჭირდება და გააგრძელონ არსებითი სამხედრო მხარდაჭერა, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა, დემოკრატიულმა ერმა ევროპაში, რადგან ეს არის ერთადერთი გზა უკრაინის სამომავლო წევრობის შესახებ მნიშვნელოვანი დისკუსიის გასამართად. მისივე თქმით, ყველა მოკავშირე თანხმდება უკრაინის გაწევრიანებაზე, მაგრამ ახლა NATO-ს მთავარ ფოკუსშია უკრაინის გამარჯვება. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის აღიარებს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დააყენებს წევრობის საკითხს, უსაფრთხოების გარანტიებს და ეს იქნება შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემა. „ვაღიარებ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტზე დააყენებს წევრობისა და უსაფრთხოების გარანტიების საკითხს და ეს იქნება შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემა. უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. უკრაინის მომავალი NATO-შია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა, რომელიც 20 აპრილს მოულოდნელად ჩავიდა კიევში პირველი ვიზიტით მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ამავე პრესკონფერენციაზე, ზელენსკიმ სტოლტენბერგს მიმართა, რომ დროა, NATO-მ უკრაინა ალიანსში მიიწვიოს.
იენს სტოლტენბერგი ბუჩაში: ღრმად შეძრული ვარ ნანახით
NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი უკრაინის ქალაქ ბუჩაში იმყოფებოდა. იენს სტოლტენბერგი უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით დღეს ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. „ღრმად შეძრული ვარ ნანახით. რუსეთის სისასტიკე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დღესაც გრძელდება და პასუხისმგებელი პირები ანგარიშვალდებულები უნდა იყვნენ“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგი: ყველა მოკავშირე თანხმდება უკრაინის გაწევრიანებაზე, მაგრამ ახლა NATO-ს მთავარ ფოკუსშია უკრაინის გამარჯვება
უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. უკრაინის მომავალი NATO-შია. ყველა მოკავშირე თანხმდება ამაზე. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიევში ვიზიტისას, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. ამავდროულად, სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის, NATO-ს მოკავშირეების მთავარ ფოკუსშია უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა. სტოლტენბერგი ვილნიუსის სამიტიდან მოელის, რომ მოკავშირეები ხელახლა აიღებენ ვალდებულებას, დადგნენ უკრაინის გვერდით იმდენი ხანი, რამდენიც კიევს დასჭირდება და გააგრძელონ არსებითი სამხედრო მხარდაჭერა, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა, დემოკრატიულმა ერმა ევროპაში, რადგან ეს არის ერთადერთი გზა უკრაინის სამომავლო წევრობის შესახებ მნიშვნელოვანი დისკუსიის გასამართად. „ამიტომ, მთავარი ფოკუსი, გადაუდებელი საჭიროებაა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რაზეც ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ. ჩვენ დღეს განვიხილავთ მას, განვიხილავთ რამშტაინის ფორმატში, სადაც ხვალ ვხვდებით აშშ-ის ხელმძღვანელობით უკრაინის საკონტრაქტო ჯგუფში. ყოველდღე, ვილნიუსის სამიტამდე და ასევე ვილნიუსის სამიტზე, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა იქნება მთავარი თემა. ამდენად, NATO-მ აჩვენა, რომ ჩვენი კარი ღიაა. ალიანსის კარი ღია რჩება. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მხარდაჭერა, რომელსაც ვუწევთ უკრაინას, უკრაინის მომავალ წევრობას შესაძლებელს ხდის. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის აღიარებს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დააყენებს წევრობის საკითხს, უსაფრთხოების გარანტიებს და ეს იქნება შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემა. „უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. უკრაინის მომავალი NATO-შია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
NATO-ს გენერალური მდივანი 25 აპრილს ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში უმასპინძლებს
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 25 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში უმასპინძლებს. ამის შესახებ ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. "NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 25 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში უმასპინძლებს. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატო-ს გენერალური მდივნის ერთობლივი პრესკონფერენცია", - აღნიშნულია განცხადებაში. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
იენს სტოლტენბერგი: ომის დასრულების შემდეგაც გვჭირდება უკრაინის მხარდაჭერა
ომები ბუნებით არაპროგნოზირებადია. დღეს ვერავინ იტყვის, როდის დასრულდება ეს ომი. ვიმედოვნებთ, რომ უკრაინელები შეძლებენ დიდი პროგრესის მიღწევას და თქვენ მალე გექნებათ სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა. მაგრამ ამას დარწმუნებით ვერავინ იტყვის. ჩვენ უნდა მოვემზადოთ გრძელვადიან პერსპექტივაში. შესაბამისი განცხადება NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში, რამშტაინის ფორმატში მორიგი შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა. „NATO-ს მოკავშირეები კვლავ და ისევ აცხადებენ, რომ ჩვენ უკრაინის გვერდით ვიქნებით იმდენ ხანს, რამდენიც მას დასჭირდება. მაგრამ მეორე მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვჭირდება ერთგვარი გრძელვადიანი პერსპექტივა, არის ის, რომ ასევე, ომის დასრულების შემდეგ, ჩვენ გვჭირდება უკრაინის მხარდაჭერა. იმიტომ, რომ ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინას ჰქონდეს სამხედრო ძალა, შესაძლებლობები, შეკავების უნარი ახალი თავდასხმების თავიდან ასაცილებლად, რადგან უნდა გახსოვდეთ, რომ ომი არ დაწყებულა გასული წლის თებერვალში. ომი დაიწყო 2014 წელს, როდესაც რუსეთმა უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია და როდესაც რუსეთი პირველად გადავიდა აღმოსავლეთ დონბასში. შემდეგ კი ჩვენ გვქონდა სრულმასშტაბიანი შეჭრა თებერვალში. ასე რომ, როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის ნამდვილად სრულდება და ეს არის გრძელვადიანი მშვიდობა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, მოკავშირები ეხმარებიან უკრაინელებს უფრო მეტი მიწის გათავისუფლებაში, უფრო მოწინავე სისტემების მიწოდებით. „ახლა მოკავშირეები კიევს აწვდიან NATO-ს თანამედროვე სტანდარტების მოწინავე საბრძოლო ტანკების მნიშვნელოვან რაოდენობას. მაგრამ მოწინავე თანამედროვე სტანდარტების საბრძოლო ტანკების გარდა, მოკავშირეები ასევე აწვდიან მათ ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, შეიარაღებულ პერსონალის მატარებლებს, უამრავ ჯავშანსა და საბრძოლო მასალას და აღჭურვილობას. ასე რომ, ეს ყველაფერი მართლაც მოწინავე მაღალი დონის შესაძლებლობებია“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
აუცილებელია ისეთი მექანიზმების მოძიება, რომლებიც უკრაინას NATO-ს სივრცეში სწრაფი ინტეგრირების საშუალებას მისცემს - ნაუსედა
ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედა განცხადებით, აუცილებელია ისეთი მექანიზმების მოძიება, რომლებიც უკრაინას NATO-ს სივრცეში სწრაფი ინტეგრირების საშუალებას მისცემს. „ნატო-ს ღია კარის შესახებ გადაღეჭილი ფრაზების გამეორების ნაცვლად, გვჭირდება, ვიპოვოთ კონკრეტული მექანიზმები ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ნატო-ს სივრცეში სწრაფი ინტეგრაციისთვის“, – აღნიშნა გიტანას ნაუსედამ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
NATO-ში გაწევრიანებას 80% უჭერს მხარს - IRI
კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მსგავსად, გაზრდილია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (NATO) გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვიც (80%). „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევით, გამოკითხულთა 65% სრულად უჭერს მხარს NATO-ში გაწევრიანებას, 15% კი - „ნაწილობრივ". მოსახლეობის მხოლოდ 5% „ეწინააღმდეგება მკვეთრად“ ევროკავშირში გაწევრიანებას. „რა იქნება მთავარი სარგებელი, თუკი საქართველო გაწევრიანდება ევროკავშირში?" - გამოკითხულთა 45% პასუხობს - „ეკონომიკის გაძლიერება". ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მთავარ დაბრკოლებად გამოკითხული მოქალაქეების ყველაზე დიდი ნაწილი (34%) „პოლიტიკურ არასტაბილურობას" ასახელებს, შედარებით ნაკლები (17%) ამბობს, რომ ამის მიზეზი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს. ქართველების 89% ან „სრულიად უჭერს მხარს“ ან „გარკვეულწილად უჭერს მხარს“ ბლოკში გაწევრიანებას. მხარდაჭერა ოთხი პროცენტით არის გაზრდილი წინა კვლევებთან შედარებით, რაც IRI-ის შეფასებით, ყველა დროის მაქსიმალური შედეგია. „აშკარად ნათელია, რომ ქართველებს სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და დასავლურ, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის გაგრძელება“, - განაცხადა სტივ ნიქსმა, IRI-ის ევრაზიის უფროსმა დირექტორმა. მისი თქმით, „ახლა მთავრობის ლიდერებს ევალებათ, ხალხის საჭიროებები დააკმაყოფილონ. ქართველების 79 პროცენტი ეწინააღმდეგება უვიზო მიმოსვლას იმ რუსებისთვის, რომლებიც არეგისტრირებენ ბიზნესს საქართველოში, ან ყიდულობენ ქონებას საქართველოში. „ჩვენი გამოკითხვა ცხადყოფს აშკარა უკმაყოფილებას საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ბოლოდროინდელი ჩასვლის გამო. მთავრობამ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა ისეთი პოლიტიკით, რომელიც ხელს შეუშლის დაძაბულობის გაზრდას“, - განაცხადა ნიქსმა. გამოკითხვა ასევე ხაზს უსვამს პოლიტიკური პარტიებისადმი რწმენის ნაკლებობას. ქართველების 42 პროცენტი ამბობს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ შეესაბამება მათ ინტერესებს. ამავდროულად, კვლევამ აჩვენა, რომ 78% მიიჩნევს, რომ ქართულ პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდობა უნდა იყოს. IRI-ის გამოკითხვა 2023 წლის 4 მარტიდან 23 მარტის ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს გზით 18 წლისა და უფროსი ასაკის ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეებთან ჩატარდა. კვლევა დააფინანსა USAID-მა, საველე სამუშაო კი, IPM-მა ჩაატარა. კვლევისთვის რესპონდენტები შეირჩა შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ცდომილება 2,5 პროცენტია. გამოხმაურების მაჩვენებელი 63% იყო .
იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ საქართველო შიდა რეფორმების მიმართ ძალისხმევას გააორმაგებს და დემოკრატიის სტანდარტებს დაიცავს
NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმედოვნებს, რომ საქართველო შიდა რეფორმების მიმართ ძალისხმევას გააორმაგებს და დემოკრატიის სტანდარტებს დაიცავს. იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია, NATO-ს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. სტოლტენბერგის შეფასებით, საქართველო ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვეტენიტეტს. „ჩვენ ვისაუბრეთ NATO-საქართველოს პარტნი