თეგი: ევროკავშირი

დავით ზალკალიანი პრორუსულ ძალებზე: არ ვფიქრობ, სერიოზულ გავლენას ახდენდეს საქართველოში პოლიტიკის ფორმირებაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, საქართველოში არსებულ პრორუსულ ჯგუფებზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს ადამიანები სერიოზულ გავლენას ვერ ახდენენ პოლიტიკის ფორმირებაზე. მისი თქმით, საზოგადოების მხრიდან ამ ჯგუფებს არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ და ამას საქართველოში ბოლო პერიოდში ჩატარებული არჩევნების შედეგებიც ადასტურებს. „არ ვფიქრობ, რომ ეს ძალა, ძალაც კი არ არის, რაღაც ჯგუფი ადამიანების, სერიოზულ გავლენას ახდენდეს საქართველოში და საერთოდ ჩვენი პოლიტიკის ფორმირებაზე“. „რაღაც პოლიტიკური პარტიებიც კი არის, რომლებიც არ მალავენ საკუთარ კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან. მათი მხარდაჭერა ძალიან ცოტა არის, ერთი პროცენტია. ჩვენ ამ დეზინფორმაციულ კამპანიას ვუპირისპირებთ კონკრეტულ შედეგებს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, სავიზო ლიბერალიზაცია, ეს არის ის კონკრეტული შედეგები, რომელსაც სიკეთეები, კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი საზოგადოება და მოქალაქეები რწმუნდებიან, რომ ეს არის სწორი გზა და არა ის, რასაც რუსეთი ჰიბრიდული სხვადასხვა მექანიზმით, პატარ-პატარა ჯგუფებით, დეზინფორმაციის კამპანიით ცდილობენ შექმნან. მათი მხარდაჭერა უნდა ტრანსფორმირდეს არჩევნებში და ყველა არჩევნებზე ისინი იღებენ სადღაც 1%-ს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.    

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენ ძლიერი ბერკეტები გვაქვს და ეს ძალიან მტკივნეული იქნება რუსეთისთვის, თუ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გაზრდის

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა არ გამორიცხა გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერება და რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა, როდესაც საქმე რუსეთისთვის სანქციების დაწესებას შეეხება. მისი თქმით, „თუ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განხორციელდება, მას რუსეთისთვის უზარმაზარი შედეგები მოჰყვება. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირი რუსეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. მან რუსეთს ასევე შეახსენა, რომ ევროკავშირი ასევე ყველაზე დიდი ინვესტორია რუსეთში და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 75% სწორედ ევროკავშირზე მოდის. „ჩვენ ძლიერი ბერკეტები გვაქვს და ეს ძალიან მტკივნეული იქნება რუსეთისთვის, თუ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გაზრდის“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.  

ევროკავშირი და ჯანმო საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს კოვისაწინააღმდეგო აღჭურვილობას გადასცემენ

ევროკავშირი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს COVID19-თან ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას გამართავენ. ღობისძიება ნიკოლოზ ყიფშიძის საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიმართება და მას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე დაესწრებიან. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ეს დახმარება ნაწილია იმ მხარდაჭერის, რომელსაც ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს COVID19-ის პანდემიის პერიოდში უწევს. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 17 265 ადამიანს დაუდასტურდა, 34 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.

ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19-თან ბრძოლის მიზნით საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცეს

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 180 ჟანგბადის კონცენტრატორი, 2000 პულსის ოქსიმეტრი და სხვა სამედიცინო მოწყობილობები გადასცა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ხელსაწყოებით სოფლის ამბულატორიები აღიჭურვება ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებისთვის ჯანდაცვაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ კონცენტრატორები და ოქსიმეტრები დღეს, სიმბოლურად ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადასცეს. „სამედიცინო აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია თითქოს რუტინად იქცა, თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანები ზოგჯერ სუნთქვისთვის იბრძვიან და არ აქვთ წვდომა ჯანდაცვის სათანადო სერვისებზე. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს მთავრობასთან, ერთად, რომ COVID19-ის პანდემიის პირობებში მოქალაქეებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ჯანდაცვის სერვისები და მათ მხარდაჭერა იგრძნონ. ამ რთულ დროს, ევროპის გუნდთან ერთად, ჩვენ კვლავ საქართველოს გვერდით ვდგავართ,“ - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა. „უკვე ორი წელია, კორონავირუსის პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დიდ მადლობას უხდის ევროკავშირს უწყვეტი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთობლივად მოვახერხეთ აუცილებელი მარაგების მიწოდება, ჯანდაცვის მუშაკების გადამზადება, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რჩევების მიცემა და არასწორი ინფორმაციის წინააღმდეგ მოქმედება. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის სფეროში, რათა ყველა ადამიანს შეეძლოს ხარისხიანი მომსახურების მიღება იმისდა მიუხედავად, დიდ ქალაქში ცხოვრობს იგი თუ სოფლად“, - განაცხადა სილვიუ დომენტემ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში და საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა. სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა ევროკავშირისა და გაეროს ორგანიზაციების ფართომასშტაბიანი ერთობლივი პროგრამის ფარგლებში მოხდა, რომლის მიზანია, ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება და COVID-19 ზეგავლენის შემცირება. პროგრამის შემდგომ ეტაპზე, სოფლის ამბულატორიები ტელემედიცინისთვის საჭირო დანადგარებს მიიღებენ, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე. ევროკავშირის ცნობით, ეს დახმარება მხოლოდ ნაწილია იმ მხარდაჭერის, რომელსაც ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში უწევს. ამ თანამშრომლობის შედეგად საქართველოს გადაეცა სამედიცინო აღჭურვილობა და მოხდა ჯანდაცვის მუშაკების გადამზადება. გრძელვადიან პერსპექტივაში, ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელებული მხარდაჭერა ხელს შეუწყობს მდგრადი პირველადი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებას, სადაც გაძლიერდება ტელემედიცინის შესაძლებლობები და თითოეულ პაციენტს თანაბარი წვდომა ექნება ჯანდაცვის სერვისებზე; ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საყოველთაო ჯანდაცვის შემდგომ განვითარებას.

კარლ ჰარცელი: რეგიონისთვის გადამწყვეტი მომენტია. მნიშვნელოვანია, არამხოლოდ პრინციპული პოზიციის გამოხატვა, არამედ, აჩვენო მზაობა მოქმედებისთვის

„ახლა უკრაინისთვის, საქართველოსთვის და რეგიონისთვის გადამწყვეტი მომენტია, მნიშვნელოვანია, არამხოლოდ პრინციპული პოზიცია და მხარდაჭერა გამოხატო, არამედ აჩვენო მზაობა მოქმედებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩის თქმით, მიმდინარე მოვლენები უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. „თქვენ იცით, რომ ახლა არის უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი - გადამწყვეტი მომენტი ევროპისთვის, ევროკავშირისთვის. ამ გარემოებაში ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ პრინციპული პოზიციისა და მხარდაჭერის გამეორება, არამედ ასევე გამოხატო მზაობა მოქმედებისთვის. თქვენ ნახეთ ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ აგრესიას ძალიან მძიმე შედეგები და მკაცრი საფასური მოჰყვება. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი და ევროკავშირი განაგრძობს მუშაობას სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველოში ხელისუფლებამ, ასევე ცალკეულმა პირებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, „ამის პარალელურად მნიშვნელოვანია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. მე ეს აქ საქართველოშიც ვნახე, სოლიდარობის გამოხატვა როგორც ხელისუფლების, ასევე ცალკეული პირების მიერ. რაც შეეხება მიმდინარე განხილვებს, მივესალმები პარლამენტში რეზოლუციის პროექტს. მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა. როგორ უნდა იყოს ეს ფორმულირებული, პარლამენტის საქმეა და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.

კარლ ჰარცელი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობის ნაწილი იყო. მის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განვახორციელეთ

ევროკავშირი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ერთ-ერთი დაინტერესებული მხარეა, რომელმაც მისი შესაძლებლობების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განაცხადა. „მე გამოვხატე სერიოზული შეშფოთება იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით პარლამენტში ახალ წლამდე დაიწყო, რაც ჩვენ ძალიან დაჩქარებულ პროცესად შევაფასეთ, რომელიც არ იყო საკმარისად ინკლუზიური და მასში ყველა დაინტერესებული მხარე არ იყო ჩართული“. „გარდა იმისა, რომ შეკითხვები გვქონდა პროცესის არსზე, მე ასევე განვაცხადე, რომ ევროკავშირი არის დაინტერესებული მხარე ამ სამსახურთან დაკავშირებით, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობის ნაწილი იყო. ჩვენ ამ ინსტიტუტის ექსპერტიზის და შესაძლებლობების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ინვესტიცია განვახორციელეთ. ეს არის მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, რომელიც როგორც დემოკრატიული ლანდშაფტის ნაწილი, ახორციელებს კონტროლსა და ბალანსს. იმედი გვაქვს, რომ ის შეშფოთება, რაც გამოითქვა გათვალისწინებული და ასახული იქნება, როდესაც პროცესი გაგრძელდება“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა მედიასთან. ასევე წაიკითხეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება - პარლამენტმა კანონი დაამტკიცა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე: სვენ მიქსერმა ხაზგასმით დაადასტურა ევროკავშირის პატივისცემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სვენ მიქსერმა ხაზგასმით კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის პატივისცემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. „გზავნილები იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ მან კიდევ ერთხელ, ხაზგასმით დაადასტურა ევროკავშირის პატივისცემა და მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა შევასრულოთ ასოცირების შეთანხმება იმისთვის, რომ პროგრესი გვქონდეს და კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროკავშირს, ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ინსტიტუტების მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

თურქეთი ევროპის საბჭოს ოსმან კავალას საქმეზე გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროპის საბჭო სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევასა და სასამართლო პროცესის პატივისცემის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულა. თურქეთის საგარეო უწყებამ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ნაბიჯს, დაეწყო სამართლებრივი პროცედურები თურქეთის წინააღმდეგ იმის გამო, რომ მან უარი თქვა, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) 2019 წლის გადაწყვეტილება, „მიკერძოებული“ და „შერჩევითი“ მიდგომა უწოდა. „აშკარაა, რომ ეს არის წინასწარ განზრახული და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომელიც უგულებელყოფს შიდა სამართალწარმოებას და ადამიანის უფლებათა ევროპული სისტემის მიმართ სანდოობას ჩრდილს აყენებს“, - ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. ინფორმაციისთვის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2 თებერვალს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, დაეწყო სამართლებრივი პროცედურები თურქეთის წინააღმდეგ იმის გამო, რომ მან უარი თქვა, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) 2019 წლის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.  ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის განცხადება პრესსპიკერ პიტერ სტანოს სახელით გავრცელდა. „სამწუხაროა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ უარი თქვა ECHR-ის შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ასეთი დამოკიდებულება ქმნის შემაშფოთებელ პრეცედენტს და კიდევ უფრო ზრდის ევროკავშირის შეშფოთებას თურქეთის მიერ სასამართლო სისტემის საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით. ეს ასევე ეწინააღმდეგება თურქეთის, როგორც ევროპის საბჭოს წევრის და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს“, - აღნიშულია ევროკავშირის განცხადებაში. ევროკავშირის განცხადებით, სამართლებრივი პროცესის დაწყება არის ინსტრუმენტი, რომელიც იშვიათად გამოიყენება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ და ნათლად მიუთითებს სერიოზულ შეშფოთებაზე კავალას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც წლების განმავლობაში იმყოფება ციხეში დანაშაულისთვის გასამართლების გარეშე. შეგახსენებთ, ოქტომბერში, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, 10 დასავლური ქვეყნის ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოეცხადებინა. მანამდე, ელჩები მოითხოვდნენ ფილანტროპ ოსმან კავალას გათავისუფლებას, რომელიც ოთხი წელია, ციხეშია და ბრალად ედება 2013 წელს საპროტესტო აქციების დაფინანსება/2016 წლის წარუმატებელ გადატრიალებაში მონაწილეობა. ის უარყოფს ბრალდებებს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მისი საქმე ერდოღანის დროს, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ თავდასხმის სიმბოლოა. 18 ოქტომბერს ერთობლივ განცხადებაში კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩებმა მოითხოვეს კავალას საქმის სამართლიანი, სწრაფი გადაწყვეტა და მისი სასწრაფიოდ გათავისუფლება. მოგვიანებით, ელჩების გაძევებასთან დაკავშირებული კრიზისი განიმუხტა.

ევროპის საბჭო თურქეთის წინააღმდეგ სამართლებრივ პროცედურებს იწყებს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2 თებერვალს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, დაეწყო სამართლებრივი პროცედურები თურქეთის წინააღმდეგ იმის გამო, რომ მან უარი თქვა, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) 2019 წლის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.  ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის განცხადება პრესსპიკერ პიტერ სტანოს სახელით გავრცელდა. „სამწუხაროა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ უარი თქვა ECHR-ის შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ასეთი დამოკიდებულება ქმნის შემაშფოთებელ პრეცედენტს და კიდევ უფრო ზრდის ევროკავშირის შეშფოთებას თურქეთის მიერ სასამართლო სისტემის საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით. ეს ასევე ეწინააღმდეგება თურქეთის, როგორც ევროპის საბჭოს წევრის და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს“, - აღნიშულია ევროკავშირის განცხადებაში. განცხადების მიხედვით, ევროკავშირი განაგრძობს კავალას საქმეზე დაკვირვებას და მოუთმენლად ელის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. სამართლებრივი პროცესის დაწყება არის ინსტრუმენტი, რომელიც იშვიათად გამოიყენება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ და ნათლად მიუთითებს სერიოზულ შეშფოთებაზე კავალას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც წლების განმავლობაში იმყოფება ციხეში დანაშაულისთვის გასამართლების გარეშე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინსტრუმენტი ევროკავშირმა პოლონეთის წინააღმდეგ გამოიყენა. ლგბტიქ პირების უფლებებთან დაკავშირებით, ევროკომისია უნგრეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ სამართლებრივ მოქმედებებს იწყებს. შეგახსენებთ, ოქტომბერში, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, 10 დასავლური ქვეყნის ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოეცხადებინა. მანამდე, ელჩები მოითხოვდნენ ფილანტროპ ოსმან კავალას გათავისუფლებას, რომელიც ოთხი წელია, ციხეშია და ბრალად ედება 2013 წელს საპროტესტო აქციების დაფინანსება/2016 წლის წარუმატებელ გადატრიალებაში მონაწილეობა. ის უარყოფს ბრალდებებს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მისი საქმე ერდოღანის დროს, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ თავდასხმის სიმბოლოა. 18 ოქტომბერს ერთობლივ განცხადებაში კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩებმა მოითხოვეს კავალას საქმის სამართლიანი, სწრაფი გადაწყვეტა და მისი სასწრაფიოდ გათავისუფლება. მოგვიანებით, ელჩების გაძევებასთან დაკავშირებული კრიზისი განიმუხტა.

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ „მტკიცე და მრავლისმომცველი“ სანქციები მოამზადა

ევროპის კავშირმა მოამზადა „მტკიცე და მრავლისმომცველი“ სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.   ფონ დერ ლაინის თქმით, მომზადდა „მტკიცე და მრავლისმომცველი ფინანსური და ეკონომიკური სანქციები“, რომლებიც შეიცავს საერთაშორისო კაპიტალზე წვდომის შეზღუდვას და განსაკუთრებით ტექნიკური ბუნების პროდუქტის ექსპორტზე კონტროლს. ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ სადავო მილსადენი, „ჩრდილოეთის ნაკადი 2", ასევე სანქციების პაკეტის ნაწილია და მისი ამოქმედება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი. მისივე ცნობით, სანქციები შეეხება ასევე პუტინის ახლო წრეს და ოლიგარქებს. ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 3 თებერვალს ტელეფონი ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს და შემდეგ უკრაინის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის და განაცხადა, რომ 7 თებერვალს რუსეთს ესტუმრება, ხოლო 8 თებერვალს - უკრაინას.

ევროკავშირი აზერბაიჯანის მხრიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდას მიესალმება

ევროკავშირი მიესალმება აზერბაიჯანის მხრიდან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდას წელიწადში 10 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში ქადრი სიმსონმა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ იჰამ ალიევთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირს აზერბაიჯანთან აქვს მჭიდრო ურთიერთობა, რომელიც ევროპისთვის „ენერგიის სანდო მიმწოდებელია“. „აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების ზრდა მნიშვნელოვანია ენერგეტიკულ ბაზარზე შეფერხებებისა და ფასების ზრდის ფონზე“, – განაცხადა ევროკომისარმა.

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირში გაზი დაახლოებით ათჯერ ძვირია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო

ევროკავშირში გაზი დაახლოებით ათჯერ ძვირია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო, რაც დიდ დატვირთვას აყენებს ელექტროენერგიის ფასებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა, პირად ბლოგზე დაწერა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, გაზის ფასების ზრდამ 2021 წლის ბოლოსთვის ინფლაცია გაზარდა.  „იმ მძიმე კრიზისის გამო, რომელსაც ჩვენ ამჟამად გავდივართ რუსეთთან, ეს გახდა არა მხოლოდ ფასის საკითხი, არამედ მიწოდების უსაფრთხოების საკითხიც. ენერგეტიკულ პოლიტიკას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებში: ევროკავშირის გაზის იმპორტის 40 პროცენტზე მეტი რუსეთიდან მოდის, ხოლო რუსეთის იმპორტის შემოსავლების 60 პროცენტი ევროკავშირზე. რუსეთიდან გაზის იმპორტის მთლიანი კოეფიციენტის შემცირებით, ჩვენ განვახორციელებთ ინვესტიციებს არა მხოლოდ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლაში, არამედ ჩვენი სტრატეგიული დამოკიდებულებების შემცირებაში“, – წერს ბორელი.

ევროკომისიამ პოლონეთს აცნობა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, თანხებს დაუკავებს

ევროკომისიამ პოლონეთის მთავრობას აცნობა, რომ ქვეყანას დაფინანსებას დაუკავებს, რათა პოლონეთის მიერ გადაუხდელი ჯარიმები დაიფაროს.  ეს არის პირველი შემთხვევა ევროკავშირის ისტორიაში, როდესაც ევროკომისია შეაჩერებს ევროკავშირის საბიუჯეტო ტრანსფერებს წევრი სახელმწიფოსთვის, რადგან მან უარი თქვა ბლოკის უმაღლესი სასამართლოს მიერ დადგენილი ჯარიმის გადახდაზე. „კომისიამ აცნობა პოლონეთს, რომ გააგრძელებს ჯარიმების კომპენსირებას“, - განაცხადა ბალაზ უჯვარმა, ევროკომისიის სპიკერმა ბიუჯეტის საკითხებში. ევროპულმა სასამართლომ სექტემბერში პოლონეთს 500,000 ევროს (570,800 აშშ დოლარი) დღიური ჯარიმა დააკისრა მას შემდეგ, რაც მთავრობამ ჩეხეთის რესპუბლიკის საზღვართან ტუროვის მაღაროს დახურვაზე უარი თქვა. პრაღის მიერ შეტანილ საჩივარში პოლონეთთან საზღვრის მიმდებარე რაიონებში ცხოვრების დონის დაქვეითების თაობაზე იყო საუბარი. ასევე მითითებული იყო მიწისქვეშა წყლის დონის მკვეთრ კლებასა და მოსახლეობის უკმაყოფილებაზე, რომელსაც მტვერი და ხმაური იწვევდა. ევროკავშირმა ჩეხეთის სარჩელი დააკმაყოფილა და პოლონეთს „ტურნოვის“ საქმიანობის შეწყვეტა დააკისრა. პოლონეთი მაღაროდან ნახშირის მოპოვებას ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში აგრძელებდა და ჯარიმის გადახდაზე უარი განაცხადა. პოლონეთი ამტკიცებდა, რომ მაღაროს დახურვა საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყნის ენერგომომარაგებას, ჯარიმა კი, არაპროპორციულია. ჯარიმის თანხა ჯამში 15 მილიონი ევროა (17 მილიონი დოლარი). პოლონეთის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ გაასაჩივრებს საბიუჯეტო შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას. ცნობისთვის, ჩეხეთმა სარჩელი უკან გაიტანა და პოლონეთისგან 45 მილიონი ევრო მიიღო. ვარშავამ ასევე აიღო ვალდებულება, რომ ხმაურის, ჰაერის დაბინძურებისა და მიწისქვეშა წყლების მონიტორინგი აწარმოოს.

ევროკავშირის ელჩი: არ დავიღლებით და ხელს არ ჩავიქნევთ, მაგრამ ქვეყნის კონსოლიდაცია საქართველოს და ქართველების მიერ უნდა მოხდეს

„ევროკავშირი ყოველთვის საქართველოს მხარეს იქნება, ჩვენ არ დავიღლებით და ხელს არ ჩავიქნევთ, მაგრამ ქვეყნის კონსოლიდაცია უშუალოდ, საქართველოს და ქართველების მიერ უნდა მოხდეს“, ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა 19 აპრილის შეთანხმების შესრულების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც ოთხმა არასამთვრობო ორგანიზაციამ მოამზადა. ელჩს ჰკითხეს, რამდენად შესაძლებელია ფასილიტაციის როლი კვლავ იკისროს ევროკავშირმა. კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, დიალოგი შედეგიანი და ადგილობრიდ დონეზე კი, ამისთვის მზაობა იყოს. „სუნთქვა შეკრული ვიქნები, როგორ შეგვიძლია, დავარწმუნოთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომ ისევ მოირგოს ფასილიტაციის როლი - ეს არის შეკითხვა, რომელზეც მე პასუხი არ მაქვს. თუ ჩვენ ფასილიტაციის როლი გვაქვს იმისთვის, რომ დიალოგი შედეგიანი იყოს, ყოველთვის აქ ვიქნებით, მაგრამ ადგილობრივ დონეზე უნდა არსებობდეს მფლობელობის განცდა, რადგან საბოლოო ჯამში, ვერ იქნება შეთანხმება, რომლის მიმართაც ხელმომწერებს საკუთრების განცდა არ აქვთ. ეს იქნება მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. ამ კონტექსტში ჰარცელმა პრეზიდენტის ინიციატივა ახსენა, რომელიც მისი შეფასებით, გარკვეულწილად, გზაა დაბრკოლებებსა და გამოწვევებთან სამუშაოდ და ევროკავშირი ამ პროცესს აკვირდება. „ვნახავთ, ეს იქნება ალბათ კარგი გზა და ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ, რომ უფრო თანმიმდევრული იყოს ორივე მხარესთან მუშაობა“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. ამასთნ, კარლ ჰარცელმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ძალიან რელევანტურია მართლაც ვიფიქროთ, რის მიღწევას ვცდილობთ და რაზე იყო ეს შეთანხმება. „როდესაც ვმუშაობდი ხავიერ სოლასთან, მისი საყვარელი გამოთქმა იყო, თქვენ უნდა ითამაშოთ წესების მიხედვით და არა წესებთან...ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ყველას მიაჩნია, რომ მაგალითად, ამ თუ იმ ნაბიჯით შეიძლება, ჩვენ წინ წავიდეთ“, - აღნიშნავს ელჩი. აქვე კითხვას სვამს, რა უნდა გაკეთდეს ამის შემდეგ, ელჩი მიიჩნევს, რომ უნდა ვცადოთ ნდობის ხელახლა დამკვიდრება. ხოლო, როდესაც ვსაუბრობთ საერთაშორისო პარტნიორების ჩართვაზე და იმაზე, რომ საქართველო სწორი მიმართულებით წავიდეს, კარლ ჰარცელის აზრით, მნიშვნელოვანია, რეფორმების განხორციელება, მაგალითად, სასამართლოს რეფორმა, რომელიც ევროკავშირის ელჩის შეფასებით, უმნიშვნელოვანესია. აქვე დიპლომატი მიესალმა უკანასკნელი კვლევის შედეგებს, რომლის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანებას 80% ემხრობა. ამასთან, მიუთითა იმაზე, რომ მხოლოდ სიტყვები საკმარისი არი არის და საქმის კეთება უფრო ბევრზე მეტყველებს. ელჩმა წინსვლის მისწრაფების შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, თავის მხრივ კი, ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა.

ევროკავშირის ელჩი: სამწუხაროა, რომ შარლ მიშელის შეთანხმების ყველა ვალდებულება არ შესრულდა

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა და სინანული გამოთქვა, რომ დოკუმენტით განსაზღვრული ყველა ვალდებულება არ შესრულდა. კარლ ჰარცელმა საქართველოს დემოკრატიული გზისა და ევროინტეგრაციისკენ მისწრაფების განმტკიცებისთვის ამ შეთანხმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ევროკავშირის ელჩის შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმება იმაზე მეტი იყო, ვიდრე იმ მომენტში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა მოკლევადიან პერსპექტივაში. ეს ეხებოდა შემდგომში ევროინტეგრაციისკენ მისწრაფების გაძლიერებას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი იზიარებს, ეს იყო დადებითი სიგნალი საქართველოს სტრატეგიულ არჩევანთან დაკავშირებით. „ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ვალდებულება, რომელიც აღებული იყო, არ განხორციელდა ბოლომდე, საქართველოს დემოკრატიული გზის ხელშესაწყობად. მეორე, მნიშვნელოვანია შეთანხმების არსი, რომელიც ეფუძნება რეფორმებს და პოლიტიკურ ვალდებულებებს. ეს არის რეფორმები, რომლებიც საქართველოს სჭირდება იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს მმართველობა, რომ ემსახუროს უკეთ თავის ხალხს და ასევე წინ გადადგას ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით. ეს რეფორმები ეხება არჩევნების ხარისხს და სტანდარტს, ეს ეხება კანონის უზენაესობას და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების კულტურას, რაც ფუნდამენტია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. ეს უფრო რელევანტურია დღეს, ვიდრე არასდროს, რომ დავძლიოთ ეს გამოწვევები", - აღნიშნა კარლ ჰარცელმა. მანვე ყურადღება გაამახვილა საგარეო საფრთხეებზე და აქედან გამომდინარე, პარტნიორების მხრიდან ქვეყნის შიგნით დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საჭიროებაზე მიუთითა. „ჩვენ ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საფრთხეს ვაწყდებით, რომელიც რუსეთისგან მომდინარეობს და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენმა პარტნიორებმა შიგნით უზრუნველყონ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და მშენებლობა. დემოკრატია ფუფუნება არ არის, დემოკრატია მშვიდობის დროს უნდა იყოს დაცული და აუცილებელია, დღეს უზრუნველვყოთ მისი სიძლიერე და უფრო ძლიერი გავხადოთ ხვალ. 19 აპრილის შეთანხმება იმაზე მეტი იყო, ვიდრე იმ მომენტში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა მოკლევადიან პერსპექტივაში. ეს ეხებოდა შემდგომში ევროინტეგრაციისკენ მისწრაფების გაძლიერებას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი იზიარებს. ეს იყო დადებითი სიგნალი საქართველოს სტრატეგიულ არჩევანთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ამაყად ვიდგეთ ევროპის დემოკრატიულ ოჯახში. ეს საგზაო რუკა ჯერ კიდევ აქ არის და საქართველოს ხელისუფლებისთვის შესაძლებელია, რომ ისარგებლოს ამით. ეს ასევე მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის, რომ კონსტუქციულად და აქტიურად იმუშაოს. მე არ ვიტყვი, რომ 19 აპრილის შეთანხმება არის ერთადერთი გზა საქართველოსთვის, რომ წინ წავიდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით და მისდიოს ევროპულ მისწრაფებებს. ის გვთავაზობს ამის გაკეთების დამაჯერებელ გზას. თუ არა ამ გზით, მაშინ რომელი გზით? - უნდა დავსვათ ეს კითხვა, რომელიც გაამყარებს პასუხს“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. ცნობისთვის, ივლისში, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა. თავად შეთანხმება მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და ძალაუფლების განაწილება პარლამენტში. ევროპული საბჭოს და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ წერილში ნათქვამი იყო, რომ ეს შეთანხმება გამარჯვებაა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და ის გზას უხსნის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.

ევროკავშირმა უსაფრთხოების სფეროში წინადადებებთან დაკავშირებით რუსეთს ერთიანი პასუხი გაუგზავნა

ევროკავშირმა უსაფრთხოების სფეროში წინადადებებთან დაკავშირებით რუსეთს ერთიანი პასუხი გაუგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. როგორც ევროკომისიაში განაცხადეს, ჯოზეფ ბორელმა გადაწყვიტა, რომ ერთიანობის დემონსტრირებისთვის პასუხი ყველა წევრი ქვეყნის სახელით გაეგზავნათ. „ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უმაღლეს წარმომადგენელს მინისტრ ლავროვის გზავნილისთვის 27 წევრის სახელით უნდა ეპასუხა“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა. 26 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წერილობით უპასუხა რუსეთის მოთხოვნებს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს წინადადება გვთავაზობს „სერიოზულ დიპლომატიურ გზას, თუ რუსეთი მას აირჩევს". ამასთან, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის დოკუმენტი ასევე გადაეცა მოსკოვს და მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მოისმინოს რუსეთის შეშფოთება, კომპრომისზე არ წავლენ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა ერს აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები და ალიანსები. მანამდე, ვაშინგტონმა მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთის მოთხოვნები NATO-ს მიმართ, გაიყვანოს ჯარები აღმოსავლეთ ევროპიდან და ალიანსი არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით, განწირულია წარუმატებლობისთვის. დასავლეთი მზადაა, განიხილოს სხვა საკითხები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და ნდობის აღდგენის ზომები. 10 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-სგან და NATO-ს სხვა მოკავშირეებისგან „უსაფრთხოების იურიდიულ გარანტიებს“ ითხოვს.

მარინა კალიურანდი: ევროკავშირი ყოველთვის მოწადინებულია, საქართველოსთან თანამშრომლობა გააღრმაოს. ყველაფერი საქართველოს ხელშია

ევროკავშირი ყოველთვის ღიაა და მოწადინებულია საქართველოსთან თანამშრომლობა გააღრმავოს და ამაზე კითხვა არ არსებობს. ყველაფერი საქართველოს ხელშია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა. „ევროკავშირი ყოველთვის ღიაა და მოწადინებულია საქართველოსთან თანამშრომლობა გააღრმავოს და ამაზე კითხვა არ არსებობს. ყველაფერი საქართველოს ხელშია. ჩვენ მზად ვართ და მოხარულები ვართ პარტნორობით, ინტენსიური მუშაობით, ერთად მიზნების მისაღწევად. ჩვენ ვხედავთ ახალ სფეროებს თანამშრომლობისთვის, ისეთი როგორიცაა ციფრული თანამშრომლობა. ჩვენ პარტნიორობას და მეგობრობას ლიმიტი არ აქვს“, - აღნიშნა კალიურანდმა.

ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის დამატებითი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირეს

უკრაინისთვის 1.2 მილიარდი ევროს დამატებითი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ ევროკომისიის წინადადებას ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს. „მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობა საზიანო გავლენას ახდენს უკრაინის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობაზე. უსაფრთხოების მუდმივმა საფრთხეებმა უკვე გამოიწვია კაპიტალის მნიშვნელოვანი გადინება. უკრაინა კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომას კარგავს გაზრდილი გეოპოლიტიკური გაურკვევლობისა და ეკონომიკურ მდგომარეობაზე მისი გავლენის გამო. ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას, ასევე ეკონომიკურად. მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობა უკრაინაზე ძლიერ ეკონომიკურ გავლენას ახდენს. წევრი ქვეყნები მზად არიან, უზრუნველყონ 1.2 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ კომისიის წინადადებას, რათა ფინანსური დახმარება უკრაინას შეუფერხებლად მიეწოდოს“, - აღნიშნა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა. წინადადება ძალაში შესვლამდე ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცონ.

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობაში ახალი ფორმატები უნდა შევქმნათ

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეათე სხდომა თანათავმჯდომარეების, მაკა ბოჭორიშვილისა და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით ევროპარლამენტში, ბრიუსელში გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები მონაწილეობდნენ. სხდომაზე ევროკავშირი-საქართველოს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგზე, მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. „უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესების, COVID19-თან დაკავშირებული გამოწვევების, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების მიუხედავად, საქართველო, როგორც ევროკავშირის ასოცირებული პარტნიორი, ახორციელებს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის საჭირო დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმების ფართო სპექტრს. ჩვენ გვსურს, სრულად გამოვიყენოთ ასოცირების შეთანხმების უზარმაზარი პოტენციალი. ამისთვის კი მზად ვართ ევროკავშირთან ეტაპობრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ინტეგრაციის, მათ შორის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციის, ახალ დონეზე ასაყვანად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საერთაშორისო მედია: ვიქტორ ორბანმა ევროკავშირიდან უნგრეთის შესაძლო გასვლაზე პირველად მიანიშნა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პირველად მიანიშნა ბუდაპეშტის ევროკავშირიდან გასვლის შესაძლებლობაზე. შესაბამისი განცხადება მემარჯვენე პარტიის FIDES - უნგრეთის სამოქალაქო კავშირის თავმჯდომარემ  12 თებერვალს გააკეთა. ორბანმა მიმართა მოსახლეობას, რითაც კაბინეტის ხელმძღვანელად ხელახლა არჩევის კამპანია დაიწყო. მისი თქმით, ევროკავშირი წმინდა ომს აწარმოებს კანონის უზენაესობის ლოზუნგით. პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელს უნგრეთის მიმართ „ტოლერანტობის“ გამოვლენა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საერთო გზის გავლა შეუძლებელი იქნება. ევროკავშირის სასამართლომ უნგრეთისა და პოლონეთის სარჩელის საფუძველზე, ევროკავშირის კანონის უზენაესობის ახალ მექანიზმთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში უნდა მიიღოს. ევროკავშირის კანონის უზენაესობის მექანიზმი 2021 წლის დასაწყისიდან ამოქმედდა. მისი მიხედვით, ევროკომისიამ შეიძლება, შეამციროს სახსრების გაცემა ბიუჯეტიდან იმ ქვეყნებზე, სადაც არის ფულის ბოროტად გამოყენების საფრთხე ევროკავშირის კანონის უზენაესობის დარღვევის გამო. უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 3 აპრილს გაიმართება.

ევროკავშირის ელჩი: ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ პროგრესი ჯერ კიდევ ლოკოკინის ტემპით მიდის

ევროკავშირის სურვილია, რომ საქართველომ მაქსიმალურად ისარგებლოს ღრმა და ყოვლისმომცევლი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით და ჩვენ, ამ მიზნის მისაღწევად, დაუღალავად ვმუშაობთ. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს.  მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში, ექსპორტის გაზრდის კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნებოდა, როგორც საქართველოდან ევროკავშირში, ისე ევროკავშირიდან საქართველოს მიმართულებით.   ასევე, გაუმჯობესდა ქართული პროდუქციის სტანდარტები, რამაც სარგებელი მოიტანა, როგორც ქართველი მომხმარებლისთვის, ისე საქართველოდან ექსპორტის საკეთილდღეოდ. "დღეს, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ, მიუხედავად ჩვენი საერთო მიღწევებისა, მე, როგორც მოუთმენელ ადამიანს, არ შემიძლია, ზოგჯერ, არ დავფიქრდე იმაზე, რომ პროგრესი ჯერ კიდევ ლოკოკინის ტემპით მიდის. ამ თემასთან დაკავშირებით, საგანგებოდ მინდა აღვნიშნო ის პროდუქტი, რომელიც სულ ახლახანს შევიდა ევროკავშირის ბაზარზე - ლოკოკინები! შესაძლოა, თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელიც სათანადოდ აფასებს ამ დელიკატესს? პირადად მე, მოდი ასე ვთქვათ, ამ პროდუქტის ზომიერი მომხმარებელი ვარ. თუმცა, ევროპის ზოგიერთ ნაწილში მასზე მაღალი მოთხოვნაა და ვიმედოვნებ, რომ საქართველოში დღეს არსებული 50-მდე ლოკოკინის  ფერმა ამ ახალი შესაძლებლობით ისარგებლებს. ამასობაში, ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი  ევროკავშირის ბაზარზე შესულიახალი ქართული პროდუქტების გაძლიერებას. ევროკავშირის სურვილია, რომ საქართველომ მაქსიმალურად ისარგებლოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით და ჩვენ, ამ მიზნისმისაღწევად, დაუღალავად ვმუშაობთ. ბოლო წლების განმავლობაში, ექსპორტის გაზრდის კუთხით, მნიშვნელოვანი პროგრესი აღინიშნებოდა, როგორც საქართველოდან ევროკავშირში, ისე ევროკავშირიდან საქართველოს მიმართულებით. ასევე, გაუმჯობესდა ქართული პროდუქციის სტანდარტები, რამაც სარგებელი მოიტანა როგორც ქართველი მომხმარებლისთვის, ისე საქართველოდან ექსპორტის საკეთილდღეოდ. დღეს, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესისავაჭრო პარტნიორია, მაგრამ, მიუხედავად ჩვენი საერთო მიღწევებისა, მე, როგორც მოუთმენელ ადამიანს, არ შემიძლია, ზოგჯერ, არ დავფიქრდე იმაზე, რომ პროგრესი ჯერ კიდევ ლოკოკინას ტემპით მიდის. ამ თემასთან დაკავშირებით, საგანგებოდ მინდა აღვნიშნო ის პროდუქტი, რომელიც სულ ახლახან შევიდა ევროკავშირის ბაზარზე - ლოკოკინები! შესაძლოა, თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელიც სათანადოდ აფასებს ამ დელიკატესს? პირადად მე, მოდი ასე ვთქვათ, ამ პროდუქტის ზომიერი მომხმარებელი ვარ. თუმცა, ევროპის ზოგიერთ ნაწილში მასზე მაღალი მოთხოვნაა და ვიმედოვნებ, რომ საქართველოში დღეს არსებული 50-მდე ლოკოკინას ფერმა ამ ახალი შესაძლებლობით ისარგებლებს. ამასობაში, ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, რათა მომავალი თვეებისა დაწლების განმავლობაში მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ევროკავშირის ბაზარზე შესული ახალი ქართული პროდუქტების გაძლიერებას", - აღნიშნავს კარლ ჰარცელი. 

მარინა კალიურანდის თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის შემდგომი თანხების გამოყოფა რეფორმების არსებით პროგრესს უნდა ეფუძნებოდეს

ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი შემდგომი თანხები რეფორმების არსებით პროგრესს უნდა ეფუძნებოდეს ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, მარინა კალიურანდის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომასთან დაკავშირებით გაავრცელა. „ჩვენ კმაყოფილებით აღვნიშნეთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კვლავ ძალიან მაღალია საქართველოში, მოსახლეობაში და განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას, შემდგომი ჰარმონიზაცია მოახდინოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან სხვადასხვა სფეროში, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, თუმცა აღვნიშნეთ, რომ სიტუაცია კვლავ შესაძლებელია, გაუმჯობესდეს, როდესაც საქმე ეხება გარკვეულ სფეროებს, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების ანგარიშვალდებულებას, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას და მოწყვლადი ჯგუფებისა და უმცირესობების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ მივესალმებით საკანონმდებლო ცვლილებებს ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის გაზრდის მიზნით სავალდებულო გენდერული კვოტების შემოღებასთან დაკავშირებით, ასევე, კანონის მიღებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“, - ვკითხულობთ განცხადებაში.  კალიურანდი მიესალმა ევროკავშირის მხრიდან ფინანსურ დახმარებას საქართველოსთვის, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შემდგომი თანხები უნდა იყოს განპირობებული რეფორმების არსებითი პროგრესით, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობას და სასამართლოს დამოუკიდებლობას. „ჩვენ ვაღიარებთ ევროკავშირის ამბიციური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის სწრაფ მიღებას აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომელიც მიზნად ისახავს ვაჭრობის, ზრდისა და სამუშაო ადგილების ხელშეწყობას, დაკავშირებადობაში ინვესტირებას, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, მწვანე და ციფრული გარდაქმნის მხარდაჭერას და სამართლიანი, გენდერული თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოებების ხელშეწყობას. ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის განგრძობად ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას საქართველოსთვის, ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ შემდგომი თანხები უნდა იყოს განპირობებული რეფორმების არსებითი პროგრესით, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობას და სასამართლოს დამოუკიდებლობას. ჩვენ განვიხილეთ ყოვლისმომცველი რეფორმების კომპლექსი, რომელსაც საქართველო ახორციელებს ასოცირების შეთანხმების შესრულებისას, მათ შორის  - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონა. ჩვენ მივესალმებით უკვე მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნას, სრულად გამოიყენოს AA/DCFTA-ს უზარმაზარი პოტენციალი, მათ შორის ეტაპობრივი ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით, ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციისთვის. იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნები მძიმედ დაზარალდნენ პანდემიის ახალი ტალღისგან, ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის სამაგალითო სოლიდარობას საქართველოს მიმართ ამ მძიმე დროს და მხარს ვუჭერთ ჯანდაცვის სექტორის და ვაქცინების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას COVAX პლატფორმის ან პირდაპირი შემოწირულობების მეშვეობით, ჩვენ მტკიცედ მოვითხოვეთ ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელება ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელება ყალბი ნარატივების აღმოსაფხვრელად. ჩვენ ვაღიარეთ ის ფაქტი, რომ საქართველოში კანონით აკრძალულია ყველა სახის დისკრიმინაცია. მიუხედავად ამისა, ლგბტქი+ პირების მდგომარეობა კვლავ რთულია, რაც ტრაგიკულად აისახა 50-ზე მეტ ჟურნალისტსა და მშვიდობიან დემონსტრანტზე ძალადობრივი თავდასხმებით, რამაც გამოიწვია 2021 წლის 5 ივლისს თბილისის პრაიდის მარში გაუქმება. ამ შემთხვევაში, ჩვენ ველით, რომ ორგანიზატორები და დამნაშავეები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. შეხვედრის დროს ჩვენ ასევე გამოვთქვით შეშფოთება 2020 წლის საპარლამეტო არჩევნებისა და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ხარვეზებთან დაკავშირებით, რომლებიც ჩამოთვლილია ეუთო/ODIHR-ის ანგარიშში“, - აღნიშნულია განცხადებაში.  განცხადების ავტორების შეშფოთების საგანია ასევე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნები; საერთო სასამართლოების ბოლო რეფორმა; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევი გაუქმება და საკონსტიტუციო რეფორმის ნელი პროგრესი. „ღრმა სინანულით აღვნიშნავთ, რომ კვლავ შესამჩნევია პოლიტიკური და მედია ლანდშაფტების პოლარიზაცია, როგორც მთავარი გამოწვევა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით მიღებული შეთანხმება აგრძელებს ევროპული გზის შეთავაზებას უფრო ძლიერი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისკენ საქართველოში, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ გავიმეორეთ ევროპარლამენტის მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ჟან მონეს დიალოგის, როგორც საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის გზას“, - აღნიშნულია განცხადებაში.  განცხადების ბოლოს დაფიქსირებულია ურყევი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და დაგმობილია რუსეთის ფედერაციის მიერ გადადგმული უკანონო ნაბიჯები, რამაც გამოიწვია უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების მდგომარეობის შემდგომი გაუარესება ოკუპირებულ რეგიონებში. „და ბოლოს, რადგან ჩვენი შეხვედრა გაიმართა გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, რომელიც გამოწვეული იყო რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებებით და მუქარით უკრაინისა და NATO-ს წინააღმდეგ, ჩვენ მტკიცედ ვაცხადებთ, რომ ჩვენი პარტნიორების მიერ არჩეული ევროატლანტიკური გზა არავის წინააღმდეგ არ არის გამიზნული და თითოეულ სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება, შეუფერხებლად გადაწყვიტოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი და უსაფრთხოების ზომები”, - ვკითხულობთ განცხადებაში. 10 თებერვალს, ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-10 სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდნენ კომიტეტის თანათავმჯდომარეები: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და ევროპარლამენტის წევრი, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდი. სხდომაში საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ.

თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა. სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, თეა ახვლედიანმა აღნიშნა ევროკავშირის მნიშვნელოვანი როლი და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარების, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. აღნიშნულ კონტექსტში, ხაზი გაესვა ევროკავშირის ნდობის აღდგენის მექანიზმებისა და მათი შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას, ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობასა და სამომავლო ხედვებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს შვიდი მოქალაქის უმოკლეს ვადაში, ჰუმანიტარულ ჭრილში გათავისუფლების საკითხს. თეა ახვლედიანმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს გააცნო ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიისა და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომელიც ფართო საზოგადოებრივი და საერთაშორისო ჩართულობით მიმდინარეობს. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ევროკავშირის თანათავმჯდომარესთან ვისაუბრეთ პირველ რიგში საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, განსაკუთრებით ახალგორის მიმართულებით, ადგილზე შექმნილ მძიმე სოციალურ, ჰუმანიტარულ და უფლებრივ მდგომარეობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობაზე, რათა უმოკლეს ვადაში მოხერხდეს სოხუმსა და ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი 7 თანამოქალაქის ჰუმანიტარულ ჭრილში გათავისუფლება. ევროპელ კოლეგებს გავაცანით შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის მიმდინარეობის შედეგები და სტრატეგიული გადახედვის პროცესი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმსჯელეთ ჩვენი სამომავლო ერთობლივ ქმედებებზე, რათა მიღწეულ იქნას არსებითი პროგრესი ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგების პროცესში“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

კარლ ჰარცელი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაჩქარევად დაშლის მიზეზებს კვლავ ვერ ვხედავთ

ევროკავშირის ელჩის განცხადებით, უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს იმ ვალდებულებებად რჩება, რომლებზეც ქვეყანა პასუხისმგებლია. კარლ ჰარცელის თქმით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკავშირმა გამოხატოს ნება და იპოვოს შესაძლებლობა, დაეხმაროს საქართველოს ძირითად სფეროებში რეფორმების განხორციელებაში. „ჩვენ კვლავ ვერ ვხედავთ გასული წლის დეკემბერში, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოულოდნელად და ნაჩქარევად დაშლის და სახელმწიფო ინსპექტორის მანდატის ვადამდე შეწყვეტის ობიექტურ მიზეზებს. პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული დანიშვნებს ვითვალისწინებთ, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სააპელაციო პროცესის შედეგებს დაველოდებით. უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი დემოკრატიული ზედამხედველობა და მონაცემთა სათანადო დაცვა საქართველოს იმ ვალდებულებებად რჩება, რომლებზეც ქვეყანა პასუხისმგებლია. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკავშირმა გამოხატოს ნება და იპოვოს შესაძლებლობა, დაეხმაროს საქართველოს ძირითად სფეროებში რეფორმების განხორციელებაში. „რაც შეეხება გადაწყვეტილებას რამდენიმე ოპოზიციური მანდატის შეწყვეტის თაობაზე, გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად“, - აღნიშნავს კარლ ჰარცელი. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კოკა კაციტაძე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კი, ლელა ჯანაშვილი უხელმძღვანელებს

კარლ ჰარცელი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე: შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა

ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად. ამის შესახებ კარლ ჰარცელი ოპოზიციონერების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით აცხადებს. „რაც შეეხება გადაწყვეტილებას რამდენიმე ოპოზიციური მანდატის შეწყვეტის თაობაზე, გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად“, - აღნიშნავს კარლ ჰარცელი. 15 თებერვალს, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.

ჯო ბაიდენი ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებთან ვირტუალურ კონფერენციას გამართავს

აშშ-ის ჯო ბაიდენი ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებთან ვირტუალურ კონფერენციას გამართავს. ინფორმაციას CNN ელისეს სასახლეზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საკითხთან დაკავშირებულ ვირტუალურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ევროკომისიის ლიდერი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი რუსეთს სანქციებს ჯერ არ დაუწესებს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთს სანქციებს ჯერ არ დაუწესებს. „შეხვედრები ლიდერების, მინისტრების დონეზე, რა ფორმატშიც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს საუბარი და ომის თავიდან აცილება ძალიან საჭიროა“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. 20 თებერვალს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ლეგიტიმური მიზეზები არსებობს იმისთვის, რომ რუსეთს ახლა მაინც დაუწესდეს სანქციების ნაწილი, რათა ევროკავშირმა აჩვენოს, რომ არა მხოლოდ საუბრობს სანქციებზე, არამედ მოქმედებს კიდევაც.

კარლ ჰარცელი: მარტივი მათემატიკური ფაქტია, რაც უფრო ნაკლები მანდატია პარლამენტში, მით უფრო ნაკლებია პლურალიზმი პარლამენტში

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მედიასთან კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. კარლ ჰარცელს მმართველი გუნდის წარმომადგენლის განცხადებების შეფასება სთხოვეს. „ორი კომენტარი გავაკეთე, ერთი ეხებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, მეორე  - ოპოზიციის მანდატების გაუქმების საკითხს. გულწრფელად რომ გითხრათ, არ მესმის რა იყო არასამართლიანი ამ განცხადებებში და ამიტომ ამ კომენტარებზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მარტივი მათემატიკური ფაქტია, რაც უფრო ნაკლები მანდატია პარლამენტში, მით უფრო ნაკლებია პლურალიზმი პარლამენტში. ევროკავშირი ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის რომ, პარლამენტი იყოს რაც შეიძლება ინკლუზიური, რაც გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შეთანხმებით. ვნახოთ, რა იქნება ამის შედეგები, როგორ აისახება შემდგომ საპარლამენტო მუშაობაზე, მათ შორის ფრაქციების დაკომპლექტებაზე და ა.შ.“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. 15 თებერვალს, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. ასევე წაიკითხეთ: კარლ ჰარცელი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე: შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა 17 თებერვალს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება ევროკავშირის ელჩის შეფასებას დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე: „არც ბატონმა კარლმა არ იმსჯელა იმ ობიექტური კრიტერიუმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ამ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად... არც მიზანშეწონილობაზე ჰქონდა სწორი შეფასება და არც სამართლებრივ საფუძველზე. აქედან გამომდინარე, მას კატეგორიულად არ ვეთანხმები“.

ევროკავშირი მოსკოვს სანქციებს დაუწესებს, თუ რუსეთი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობას“ აღიარებს

ევროკავშირი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსირების ან მათი დამოუკიდებლობის აღიარების შემთხვევაში, რუსეთს სანქციებით ემუქრება. „მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს. ჩვენ მზად ვართ, ვიმოქმედოთ ძლიერი ერთიანი ფრონტით იმ შემთხვევაში, თუ ის გადაწყვეტს ამ მოწოდებების იგნორირებას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა. ასევე წაიკითხეთ: პუტინი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობას“ აღიარებს აშშ-ის მთავრობის უახლესი შეფასებით, ვარაუდობენ, რომ ახლა უკრაინის საზღვრის გასწვრივ, როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ბელორუსში 169,000-დან 190,000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული, მაგრამ ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს ამბოხებულებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა და მოსკოვს მოუწოდებს, დაუბრუნდეს დიპლომატიის გზას. კრემლი უკრაინაში შეჭრის განზრახვას უარყოფს. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთისგან რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკიდან უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტიებზე გადასვლას და პრევენციულ სანქციებს მოითხოვს. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე: ბორის ჯონსონი: რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა

ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, აღიაროს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების “დამოუკიდებლობა“, საგანგებო განცხადებით აფასებენ. შარლ მიშელი და ურსულა ფონ დერ ლაიენი უმკაცრესად გმობენ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, გააგრძელოს უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარება. ეს ნაბიჯი არის როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევა. გაერთიანება სანქციებით მოახდენს რეაგირებს ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების მიმართ. კავშირი იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იენს სტოლტენბერგის საგანგებო განცხადება პუტინის მიმართვის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

რას მოიცავს ევროკავშირის სანქციების პირველი პაკეტი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების „აღიარების“ საპასუხოდ ამოქმედდება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა უმაღლესი წარმომადგენლის ხელმძღვანელობით დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე იმართება. ამის შემდეგ სანქციების პირველი პაკეტი ოფიციალურად იქნება წარდგენილი. შესაბამისი ორგანოები კი მის სისრულეში მოსაყვანად შეიკრიბებიან. მანამდე, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესახებ ერთობლივი განცხადება ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტების სახელით გავრცელდა. რუსეთის გადაწყვეტილება აღიაროს დამოუკიდებელ სუბიექტებად და გაგზავნოს რუსული ჯარები უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეულ რაიონებში უკანონო და მიუღებელია. ის არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს და კიდევ უფრო ამწვავებს კრიზისს. მივესალმებით წევრი სახელმწიფოების ურყევ ერთიანობას და მათ გადაწყვეტილებას, რეაგირება მოახდინონ რუსეთის უკანონო ქმედებებზე საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. სანქციები მოიცავს შემდეგ სამიზნეებს ვინც უკანონო გადაწყვეტილებაში მონაწილეობდა. ბანკებს, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო და სხვა ოპერაციებს ამ ტერიტორიებზე. რუსეთის სახელმწიფოსა და მთავრობის შესაძლებლობა, შევიდეს ევროკავშირის კაპიტალსა და ფინანსურ ბაზრებსა და სერვისებზე. ორი სეპარატისტული რეგიონიდან ევროკავშირში და ევროკავშირიდან ვაჭრობა, რათა პასუხისმგებელმა პირებმა ნათლად იგრძნონ თავიანთი უკანონო და აგრესიული ქმედებების ეკონომიკური შედეგები. ევროკავშირი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, შემდგომ ეტაპზე დამატებითი ზომები მიიღოს. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. სანქციების დაწესების ევროკავშირის განცხადების მოლოდინშია მსოფლიოც. ამასთან, ევროკავშირის მხრიდან 21 თებერვალს დაანონსდა, რომ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება.

ბორელი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვედრილ რუსებს: აღარავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში, ბრილიანტები ანტვერპენში

„აღარავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში და ბრილიანტები ანტვერპენში, ეს პირველი ნაბიჯია, ჩვენ ერთად ვდგავართ“, – ამ სიტყვებით აღწერა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები, რომლებიც რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხებათ. შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

პოლონეთის, ლიეტუვისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ საუბარია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელსაც კიევში ვიზიტით მყოფმა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ და პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკისთან ერთად მოაწერეს ხელი. „ხაზს ვუსვამთ, რომ ასოცირების შეთანხმებისა და შიდა რეფორმების განხორციელებაში მნიშვნელოვანი პროგრესის გათვალისწინებით, ასევე უსაფრთხოების არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და ლიეტუვა და პოლონეთი მხარს დაუჭერენ უკრაინას ამ მიზნის მიღწევაში“, – ნათქვამია დეკლარაციაში. ცნობისთვის, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.    

საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება განიხილეს

საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი საქართველოში ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილს უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება და მიმდინარე პროცესების გავლენა როგორც გლობალურ, ისე რეგიონალურ უსაფრთხოებაზე. ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ  არსებულ ვითარებაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პარტნიორების მხრიდან უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას და ერთიანი პოზიციის შენარჩუნებას. მან მადლობა გადაუხადა პარტნიორ ქვეყნებს შექმნილი ვითარების ფონზე საქართველოსთან მუდმივი კორდინაციის და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა.

ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირის მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე ერთხმად შეთანხმდნენ. სანქციების სიაშია 27 ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც ძირს უთხრიან უკრაინის მთლიანობას, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა. ამასთან, რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომლებმაც ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას მისცეს ხმა, ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანეს. ბორელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი დიპლომატიურ ძალისხმევას განაგრძობს. 21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი დამტკიცებულია. ევროკავშირმა შავ სიაში მთავრობის წევრები და ოლიგარქები შეიყვანა

უკრაინის ოკუპირებული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარებისა“ და ამ ტერიტორიებზე რუსული ჯარების გაგზავნის საპასუხოდ, ევროკავშირის მიერ 22 თებერვალს წარდგენილი სანქციათა პაკეტი დამტკიცებულია. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, რუსეთის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილებები უკანონო და მიუღებელია. ეს არღვევს საერთაშორისო სამართალს, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს და კიდევ უფრო ამწვავებს კრიზისს. ასევე წაიკითხეთ: ბორელი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვედრილ რუსებს: აღარავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში, ბრილიანტები ანტვერპენში რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან ევროკავშირის მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე ერთხმად 22 თებერვალს შეთანხმდნენ. სანქციების სიაშია 27 ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც „ძირს უთხრიან უკრაინის მთლიანობას“. მათ შორის არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, მთავრობის წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ უკანონო გადაწყვეტილებებში; ბანკები და ბიზნესმენები/ოლიგარქები, რომლებიც ფინანსურად ან მატერიალურად უჭერენ მხარს რუსეთის ოპერაციებს დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე, ან იღებენ მათგან სარგებელს; უფროსი სამხედრო ოფიცრები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს შეჭრისა და დესტაბილიზაციის მოქმედებებში; და პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ ომზე. ასევე, რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, რომლებმაც ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას მისცეს ხმა, ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანეს. შემაკავებელი ზომები აქტივების გაყინვას მოიცავს და ჩამოთვლილი ფიზიკური პირებისა და სუბიექტებისთვის სახსრების ხელმისაწვდომობას აკრძალავს. ასევე, ზღუდავს შესვლას ევროკავშირის ტერიტორიაზე. ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში დამატებითი, მძიმე სანქციები ამოქმედდება. უფრო კონკრეტულად, რადიო თავისუფლების ცნობით, სიაში არიან: თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო, ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი, მარატ ხუსნულინი, რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტში. დმიტრი გრიგორენკო, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი და რუსეთის ფედერაციის მთავრობის აპარატის უფროსი, ის ასევე არის „ვითიბი ბანკის”, სახელმწიფო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ასოცირდება „ვითიბი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან მაქსიმ რეშეტნიკოვთან. ევგენი პრიგოჟინი, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი, მეტსახელად „კრემლის მზარეული“, ცნობილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერ“ ჯგუფის მფლობელი. ეს არის რუსეთში დაფუძნებული არაკორპორირებული (არაფორმალური - რ.თ.) სამხედრო სუბიექტი, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინაში „ვაგნერ” ჯგუფის დაქირავებულთა განლაგებაზე. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.    21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.   22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან

ევროკავშირის მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე ერთხმად 22 თებერვალს შეთანხმდნენ. სანქციების სიაში მოხვდა რუსეთის დუმის 351 დეპუტატი, 27 ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც ძირს უთხრიან უკრაინის მთლიანობას, აცნობა მედიას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელიდან. ამასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა აღნიშნა, რომ მინისტრებმა ერთხმად მიიღეს სანქციების პირველი პაკეტი პარიზში რიგგარეშე შეხვედრის დროს. ლე დრიანმა დაამატა, რომ მოსკოვმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია და თავისი ვალდებულება არ შეასრულა. კონკრეტულად ვის შეეხება სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების სუბიექტების სრული სია, ოფიციალურად, 23 თებერვალს გამოქვეყნდება, თუმცა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია უკვე იუწყება, რომ პირებს შორის, რომლებსაც ევროკავშირის სანქციები უწესდებათ, სამხედრო სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, პრეზიდენტის აღმასრულებელი ოფისის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო, სხვა მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები და ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაქსიმ რეშეტნიკოვი არიან. რადიო თავისუფლების ცნობით, სამხედრო პირების გარდა, სასანქციო ზომები შეეხებათ რუსეთის ბიზნესის და მედიის სფეროს წარმომადგენლებს  -„ვაგნერის ჯგუფის“ მფლობელს და დამფინანსებელს, ევგენი პრიგოჟინს, მის დედას და ცოლს, ასევე, ბანკ VTB-ის ხელმძღვანელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და პრესის განყოფილების ხელმძღვანელს, მარია ზახაროვას. ასევე, სანქცირებულთა სიაში არიან რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის ცნობილი წარმომადგენლები, ჟურნალისტი ვლადიმერ სოლოვიოვი, ინგლისურენოვანი ტელეარხის, RT-ის მთავარ რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი და ინტერნეტის კვლევის სააგენტო, რომელიც „ტროლების ფაბრიკას“ წარმოადგენს. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. ამავე თემაზე ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირი კრემლს ჰპირდება, რომ პასუხისგება მოუწევს

ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონს და ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. შესაბამის განცხადებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშეილ და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებენ. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკავშირი რუსეთს პასუხს აგებინებს უკრაინაზე გაუმართლებელი თავდასხმისთვის. ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ თავდასხმას უკრაინაზე. ამ ბნელ ჟამს ჩვენი ფიქრებით უკრაინასთან და უდანაშაულო ქალებთან, მამაკაცებთან და ბავშვებთან ვართ. ისინი არაფრით პროვოცირებული თავდასხმის წინაშე აღმოჩნდნენ. კრემლს პასუხს ვაგებინებთ. „მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, გაიყვანოს სამხედროები უკრაინიდან და სრულად პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ამგვარი ძალის გამოყენების და იძულების ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სასწრაფო რიგგარეშე სხდომა მოიწვია. ევროკავშირის ლიდერები დღეს მოგვიანებით შეიკრიბებიან, რათა განიხილონ კრიზისი და შემდგომი შემზღუდავი ზომები, რომლებიც რუსეთს მის ქმედებებზე მასობრივ და მძიმე შედეგებს მოუტანს, ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი გამოაქვეყნებს შემდგომი სანქციების პაკეტს, რომელსაც ევროკომისია დაასრულებს და რომელსაც საბჭო სწრაფად მიიღებს. ჩვენ ვწუხვართ სიცოცხლის დაკარგისა და ჰუმანიტარული ზარალის გამო. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები მზად არიან, სასწრაფოდ უზრუნველყონ ჰუმანიტარული სასწრაფო რეაგირება. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ შეიარაღებულ ფორმირებებს, პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით. ევროკავშირი შემდგომ პოლიტიკურ, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას გასწევს. ჩვენ კოორდინაციაში ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის NATO-სთან და G7-თან, რომელთა ლიდერებიც დღეს გამართავენ შეხვედრას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია დაგმეს

25 თებერვალს, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს უმასპინძლა. ელჩებმა უკრაინის მთავრობისა და მოსაახლეობისადმი ევროკავშირის სოლიდარობა გამოხატეს. განიხილეს უკრაინაში მიმდინარე სიტუაცია და გამოხატეს ევროკავშირის სრული სოლიდარობა უკრაინის მოსახლეობისადმი. ელჩებმა დაგმეს რუსეთის საფუძველს მოკლებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და გამოხატეს ღრმა მწუხრება ადამიანების დაღუპვისა და ტანჯვის გამო. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განაგრძობენ რუსეთის აგრესიაზე მკაცრ რეაგირებას, მათ შორის მიზანმიმართული შემზღუდავი ზომების დაწესებისა და უკრაინის მხარდაჭერის საშუალებით. ინფორმაცია ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.

ვოლოდიმერ ზელენსკი: დადგა გადამწყვეტი მომენტი, უკრაინა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ევროკავშირს, მხარი დაუჭირონ უკრაინას და მიიღონ გადაწყვეტილება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან საუბრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა. „დადგა გადამწყვეტი მომენტი, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს მრავალწლიანი დისკუსია და უკრაინამ ევროკავშირის წევრობა მიიღოს. ვიმსჯელეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შემდგომ დახმარებაზე და თავისუფალი მომავლისთვის უკრაინელების გმირულ ბრძოლაზე“, - წერს ზელენსკი. 24 თებერვალს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა

ბორელი: ევროკავშირი უკრაინისა და მისი აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით დგას

ევროკავშირი დგას უკრაინისა და მისი აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით“, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლემა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღინიშნა ევროკავშირის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ის განსაკუთრებული ყურადღება, რაც ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების მხრიდან გამახვილებულია პარტნიორ საქართველოზე, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე. მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან გაიცვალა ინფორმაცია ევროკავშირის მხრიდან რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევის საპასუხოდ გატარებული ზომების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველო იზიარებს და მხარს უჭერს ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ პოლიტიკურ განცხადებებს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მხარეებმა ხაზი გაუსვეს უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის მყისიერად დასრულების აუცილებლობას და ამისათვის ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენების აუცილებლობას. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციაზე და იმ მძიმე შედეგებზე, რომელსაც საქართველო დღემდე განიცდის საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციის და ადგილზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს გამო. ჟან-ივ ლე დრიანმა საქართველოს მიმართ საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა  

პრემიერი: ევროკომისარ ვარჰეისთან უკრაინასა და რეგიონში არსებული ვითარება, ასევე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები განვიხილე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან სატელეფონო საუბარი გამართა. მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს, რომ ევროკომისართან საუბარში უკრაინასა და რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილა. „ამ რთულ დროს ნაყოფიერი საუბარი მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. განვიხილეთ უკრაინასა და ჩვენს რეგიონში არსებული ვითარება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები”, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ბორელი: ევროპაში ომის ხელახლა გაჩაღების პუტინისეულ არჩევანს ჩვენ მივიჩნევთ ,,ჯუნგლების კანონის“ დაბრუნებად

ამ უმძიმეს დროს, როდესაც ვხედავთ რუსეთის მიერ უკრაინის საფუძველსმოკლებულ და გაუმართლებელ დაპყრობას და დეზინფორმაციის მასობრივ კამპანიებსა და ინფორმაციით მანიპულირებას, აუცილებელია ფაქტების გამიჯვნა ტყუილისგან, რომელიც იმის გასამართლებლად იყო მოგონილი, რაც გაუმართლებელი, ფაქტები კი იმაზე მეტყველებს, რომ უდიდესმა ბირთვულმა სახელმწიფომ, რუსეთმა, განახორციელა შეტევა და დაიპყრო მშვიდობიანი და დემოკრატიული მეზობელი ქვეყანა, რომელიც მას არც საფრთხეს უქმნიდა და არც ასეთი ქმედების პროვოცირება მოუხდენია. უფრო მეტიც, პრეზიდენტი პუტინი შურისძიებით ემუქრება ყველა იმ ქვეყანას, რომელიც უკრაინის მოსახლეობის დახმარებას დააპირებს. 21–ე საუკუნეში ძალის ასეთი გამოყენება და ძალმომრეობა უადგილოა. ამის შესახებ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი შეფასებით, პრეზიდენტ პუტინის ქმედება არამარტო საერთაშორისო კანონმდებლობის უმძიმესი დარღვევაა, არამედ ადამიანთა თანაცხოვრების ძირითადი პრინციპების დარღვევაც არის. ევროპაში ომის ხელახლა გაჩაღების პუტინისეულ არჩევანს ჩვენ მივიჩნევთ ,,ჯუნგლების კანონის“ დაბრუნებად, როდესაც ძალა აღმართს ხნავს. მისი სამიზნე არამარტო უკრაინაა, არამედ ევროპის უსაფრთხოება და კანონზე დაფუძნებული მთელი საერთაშორისო წესრიგი, რომელიც გაეროს სისტემასა და საერთაშორისო სამართალს ეფუძნება. „მისმა აგრესიამ არაერთი უდანაშაულო სიცოცხლე შეიწირა და გაანადგურა ადამიანების სურვილი, იცხოვრონ მშვიდობიანად. ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ობიექტებს, რაც ნათელი მაგალითია საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის დარღვევისა, რამაც აიძულა ადამიანები ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ. ჩვენ თვალწინაა ჰუმანიტარული კატასტროფა. თვეების განმავლობაში უპრეცედენტო ძალისხმევა გამოვიჩინეთ, რომ დიპლომატიური გზები გამოგვეძებნა. მაგრამ პუტინი ატყუებდა ყველას, ვინც მას ხვდებოდა, თითქოსდა საკითხის მშვიდობიანი მოგვარებით იყო დაინტერესებული. სანაცვლოდ, მან სრულმასშტაბიანი დაპყრობა და სრულფასოვანი ომის გაჩაღება აირჩია. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყიტოს სამხედრო ოპერაცია და უპირობოდ გემოიყვანოს ჯარები უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. იგივე შეეხება ბელორუსსაც, რომელმაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აგრესიაში მონაწილეობა და პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს. ევროკავშირი ერთიანია თავის გადაწყვეტილებაში, მტკიცე დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას და მის ხალხს. ეს სიკვდილ – სიცოცხლის საკითხია. მე ვამზადებ გადაუდებელი დახმარების პაკეტს უკრაინელი სამხედრო ძალების მხარდასაჭერად. ახლა საპასუხოდ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის სრულმასშტაბიან იზოლაციას აირჩევს, რათა პრეზიდენტმა პუტინმა ამ აგრესიისთვის პასუხი აგოს“, - განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს

ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს. ევროკავშირმა ეს ნაბიჯი ისტორიაში პირველად გადადგა. ევროკავშირი რუსეთს საჰაერო სივრცესაც დაუხურავს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერა ლაიენმა განაცხადა.   ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ამ მხრივ, ფინანსურადაც დაეხმარება მას. „წყალგამყოფი მომენტია. კიდევ ერთხელ ვამკაცრებთ სანქციებს კრემლისა და მისი კოლაბორატორის, ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ. პირველ რიგში, ჩვენ ვხურავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსებისთვის. ვკრძალავთ კრემლის მედია მანქანას - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Russia Today და Sputnik, ისევე როგორც მათი შვილობილი კომპანიები, ვეღარ შეძლებენ თავიანთი სიცრუის გავრცელებას პუტინის ომის გასამართლებლად. ჩვენ ვავითარებთ ინსტრუმენტებს ევროპაში მათი ტოქსიკური და მავნე დეზინფორმაციის აკრძალვის მიზნით. ლუკაშენკოს რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ ამ სასტიკი თავდასხმის თანამონაწილეა. ასე რომ, ჩვენ ლუკაშენკოს რეჟიმს სანქციების ახალი პაკეტით დავარტყამთ. გარდა ამისა, ჩვენ სანქციებს დავუწესებთ იმ ბელორუსიელებს, რომლებიც ხელს უწტყობენ რუსეთის ომს. ყველა ეს ღონისძიება ემატება იმ ძლიერ პაკეტს, რომელიც მე წარმოგიდგინეთ გუშინ, შეთანხმებული ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. ამ პაკეტის ფარგლებში მნიშვნელოვანი რუსული ბანკები SWIFT სისტემიდან გამოირიცხება. ჩვენ ასევე ავკრძალავთ რუსეთის ცენტრალური ბანკის ტრანზაქციებს და გავყინავთ მის მთელ აქტივებს, რათა თავიდან ავიცილოთ პუტინის ომის დაფინანსება. ვაგრძელებთ მჭიდრო კოორდინაციას პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ესაუბრა. ამის შესახებ უკრაინის ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. „მქონდა სატელეფონო საუბარი ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ვისაუბრეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე უკრაინის თავდაცვის შესაძლებლოების გაძლიერების, მაკრო-ფინანსური დახმარებისა და ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ“, -წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. ბორელი: ევროპაში ომის ხელახლა გაჩაღების პუტინისეულ არჩევანს ჩვენ მივიჩნევთ ,,ჯუნგლების კანონის“ დაბრუნებად საქართველოს მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ომი და რას განიცდის უკრაინელი ხალხი ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს  

ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირს უკრაინის წევრობა სურს

უკრაინა ეკუთვნის ევროკავშირს და ბლოკს სურს, რომ ქვეყანა შეუერთდეს მას, განაცხადა კვირას ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Euronews-თან ინტერვიუში. მანამდე, ევროკავშირმა საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება ისტორიაში პირველად მიიღო. ჩვენ უკრაინასთან პროცესი გვაქვს, მაგალითად, უკრაინის ბაზრის ერთიან ბაზარში ინტეგრაცია. ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, მაგალითად, ენერგეტიკის სფეროში. ძალიან ბევრი თემაა, რომელზეც ძალიან ვმუშაობთ და მართლად, დროთა განმავლობაში, მათი ადგილი ჩვენთანაა. უკრაინა ერთ-ერთი ჩვენგანია და გვინდა, რომ ევროკავშირში იყოს -ურსულა ფონ დერ ლაიენი 27 თებერვალს,უკრაინნის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში უკრაინის წევრობის საკითხიც განიხილა. „სატელეფონო საუბარი მქონდა ურზულა ფონ დერ ლაიენთან. ვისაუბრეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, მაკრო-ფინანსური დახმარებისა და უკრაინის ევროკავშირში წევრობის შესახებ“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ევროკავშირს დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ახალი სპეცპროცედურის მიხედვით სთხოვს. ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს უკრაინის დაუყოვნებელ მიერთებასთან დაკავშირებით ახალი სპეციალური პროცედურით. ჩვენი მიზანი ევროპელებთან ერთად და რაც მთავარია, თანასწორად ყოფნაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია.  

ჯოზეფ ბორელი: ვშიშობთ, რუსული გავლენები შესაძლოა, ამოქმედდეს მოლდოვასა და საქართველოში

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი შიშობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული კრიზისი შეიძლება გავრცელდეს მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში. „ჩვენ გვაღელვებს ის, რაც შეიძლება მოხდეს რეგიონში. ჩვენ ვშიშობთ, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში და რუსეთის გავლენამ შეიძლება დაიწყოს ამოქმედება მეზობელ ქვეყნებში“, - განაცხადა ბორელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე კრიზისის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვირტუალური შეხვედრის შემდეგ. პრემიერი: ევროკომისარ ვარჰეისთან უკრაინასა და რეგიონში არსებული ვითარება, ასევე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები განვიხილე ბორელი: ევროპაში ომის ხელახლა გაჩაღების პუტინისეულ არჩევანს ჩვენ მივიჩნევთ ,,ჯუნგლების კანონის“ დაბრუნებად საქართველოს მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ომი და რას განიცდის უკრაინელი ხალხი ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს

მედიის ცნობით, ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქთა სია ფართოვდება

27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. გარდა რუსეთისთვის საჰაერო სივრცის დაკეტვის, რუსული ცენტრალური ბანკის სანქცირებისა, ახალი სანქციები - გადაადგილების შეზღუდვა და საზღვარგარეთის აქტივების გაყინვა პუტინის ახლო გარემოცვის ათობით წევრს შეეხება. ოფიციალურ გაცხადებამდე, სია საერთასორისო მედიისთვის გახდა ცნობილი. რადიო თავისუფლების ცნობით, სანქციების სიაში იქნებიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. „ჩვენ პუტინის ელიტის სიმდიდრის, მისი ახლო წრის წინააღმდეგ მივდივართ, იმ ხალხის, ვინც რეჟიმისგან იღებს სარგებელს და ასევე ჩვენი სამიზნეა კორუფცია, განსაკუთრებით, ინფორმაციით მანიპულირება", - განაცხადა 27 თებერვალს, ევროკავშირის საგარეო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა. დამატებითი სანქციების სიაში, რომელიც სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში, Reuters-ის ინფორმაციით დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი, 30-ზე მეტი ახალი სახელია. შეგახსენებთ, 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ახალ სანქციებს დაუწესებს. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ

ჯოზეფ ბორელი: უკრაინას აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ აგრესიის წინააღმდეგ

„დღეს არ ვიმსჯელებთ წევრობაზე, რადგან ჯერ უახლოეს საათებში რა უნდა გავაკეთოთ და როგორი პასუხი გავცეთ, ამაზე ვსაუბრობთ, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა, რითაც უპასუხა კითხვას, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას შეეხებოდა, რომ უკრაინა დაჩქარებულ ვადებში უნდა მიიღონ ევროკავშირში. „უკრაინას აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ აგრესიის წინააღმდეგ და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რომ ძლიერმა ქვეყანამ დაჩაგროს მეზობელი სამხედრო ძალის გამოყენებით. თუ ჩვენ ამის საშუალებას ვინმეს მივცემთ, მაშინ ეს იქნება ჯუნგლების კანონი. მე ვარ შენზე ძლიერი და მე შენ მოგკლავ, დავაწესებ ჩემს კანონს - ეს ჩვენთვის ევროპელებისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. მე გავაკეთებ ყველაფერს ამის აღსაკვეთად“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. 28 თებერვალს, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ მხარი დაუჭირა უკრაინის მცდელობას, ევროკავშირს დაჩქარებული წესით შეუერთდეს. ჩეხეთის მთავრობის მეთაურის თქმით, აუცილებელია ცხადად განიმარტოს, რომ მიესალმებიან უკრაინის მიღებას დემოკრატიული ქვეყნების ევროპულ საზოგადოებაში. „მიუხედავად იმისა, რომ მე სტანდარტული პროცედურების მომხრე ვარ, ჩვენ ახლა არასტანდარტულ ვითარებაში ვიმყოფებით“, - განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა. ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა უმოკლეს პერიოდში ევროკავშირში წევრობის განაცხადს სპეციალური დაჩქარებული წესით შეიტანს. 27 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში უკრაინის წევრობის საკითხიც განიხილა. „სატელეფონო საუბარი მქონდა ურზულა ფონ დერ ლაიენთან. ვისაუბრეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, მაკრო-ფინანსური დახმარებისა და უკრაინის ევროკავშირში წევრობის შესახებ“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ევროკავშირს დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ახალი სპეცპროცედურის მიხედვით სთხოვს. ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს უკრაინის დაუყოვნებელ მიერთებასთან დაკავშირებით ახალი სპეციალური პროცედურით. ჩვენი მიზანი ევროპელებთან ერთად და რაც მთავარია, თანასწორად ყოფნაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია. 28 თებერვალს, საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა. 28 თებერვალი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირს უკრაინის წევრობა სურს

ევროკავშირის 8 ქვეყნის პრეზიდენტები უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას მხარს უჭერენ

ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის, სლოვაკეთისა და სლოვენიის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ღია წერილს, რომლითაც უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას მხარს უჭერენ. წერილი ლატვიის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსდა. წერილის ავტორები მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერის კონსოლიდაციისკენ ყველაზე მაღალ დონეზე, ასევე მისცენ შესაძლებლობა ევროკავშირის ინსტიტუტებს, გადადგან ნაბიჯები, უკრაინას დაუყოვნებლივ მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და გაიხსნას მოლაპარაკებათა პროცესი. „ჩვენ, ევროკავშირის წევრი ქევყნების პრეზიდენტები, მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ უკრაინა იმსახურებს ევროკავშირში დაუყოვნებლივ გაწევრიანების პერსპექტივას“, - ნათქვამია განცხადებაში.  

რუსეთთან ომის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს მოაწერა ხელი

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განაცხადს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. მმართველი პარტიის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერის ფოტო. ხელმოწერას უზენაესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი და პრემიერ მინისტრი დენის შმიგალი ესწრებოდნენ. პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინას ევროკავშირში წევრობისთვის განცხადება შეაქვს. „უკრაინელებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ჩვენ ყველანი ვართ ევროპული საზოგადოების განუყოფელი ნაწილი. დროა ეს ქაღალდზე გადმოვიტანოთ. უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას სპეციალური პროცედურით მიმართავს. ჩვენ მადლობლები ვართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერისა და სწრაფი გადაწყვეტილებისთვის“, - ნათქვამია შეტყობინებაში. ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა უმოკლეს პერიოდში ევროკავშირში წევრობის განაცხადს სპეციალური დაჩქარებული წესით შეიტანს. 27 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში უკრაინის წევრობის საკითხიც განიხილა. „სატელეფონო საუბარი მქონდა ურზულა ფონ დერ ლაიენთან. ვისაუბრეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, მაკრო-ფინანსური დახმარებისა და უკრაინის ევროკავშირში წევრობის შესახებ“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ევროკავშირს დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ახალი სპეცპროცედურის მიხედვით სთხოვს. ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს უკრაინის დაუყოვნებელ მიერთებასთან დაკავშირებით ახალი სპეციალური პროცედურით. ჩვენი მიზანი ევროპელებთან ერთად და რაც მთავარია, თანასწორად ყოფნაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია.  

ევროკავშირთან უფრო მეტად დაახლოებაზე 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ - ანრი ოხანაშვილი

„ 24-საათიან რეჟიმში შესაბამის კომიტეტის თავმჯდომარეებთან პარლამენტის წევრები მუშაობენ ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტ დაახლოებაზე", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით: „ნაციონალურ მოძრაობას“ დააგვიანდა, მათ ვერ გაბედეს და ვერ შეძლეს ის, რაც შეძლო „ქართული ოცნების“ გუნდმა. ჩვენ საქართველოს კონსტიტუციის დონეზე განვამტკიცეთ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური კურსი“. ეს არის მნიშვნელოვანი ფუნდამენტი. ასევე, შესაძლოა, ყველა საკითხი საჯაროდ ღია ისე ვერ დაფიქსირდეს, როგორც შესაძლოა თქვენ ინტერესი გქონდეთ, თუმცა ჩვენ 24-საათიან რეჟიმში შესაბამის კომიტეტის თავმჯდომარეებთან პარლამენტის წევრები მუშაობენ კიდევ უფრო მეტ დაახლოებაზე". უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადზე ხელმოწერას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც გამოეხმაურა. განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითებში ჯოზეფ ბორელს ესაუბრა. „მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ არ არსებობს რაიმე მექანიზმი ევროკავშირში რომელიმე ქვეყნის დაჩქარებული წესით მიღების, თუმცა, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ყველა შესაძლო სცენარზე ვმუშაობთ და ეს ნაბიჯები უნდა იყოს შეჯერებული ჩვენს პარტნიორებთან," - აცხადებს დავით ზალკალიანი. რუსეთთან ომის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დაამტკიცა

ევროკავშირი რუსეთის სამხედრო აგრესიაზე საპასუხოდ დამატებით ზომებს იღებს. 28 თებერვალს საბჭომ დაამტკიცა:რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ტრანზაქციების აკრძალვა.     500 მილიონი ევროს მხარდაჭერის პაკეტი უკრაინის შეიარაღებული ძალების აღჭურვილობისა და მომარაგების დასაფინანსებლად.აკრძალულია ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ფრენა და ევროკავშირის აეროპორტებზე წვდომა ყველა სახის რუსული გადამზიდავისთვის. სანქციები სუბიექტების წინააღმდეგ. სანქცირებულთა სიაში არიან ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი. შეგახსენებთ, შეერთებული შტატები, ევროკავშირი სანქცირებული ბანკების SWIFT-იდან გათიშვის შესახებ რამდენიმე დღის წინ შეთანხმდნენ.  ასევე წაიკითხეთ: რა არის SWIFT-ი და რა გავლენას მოახდენს SWIFT-დან რუსეთის გათიშვა ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 25 თებერვალს ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აქტივების გაყინვის შესახებ. 23 თებერვალს საბჭო შეთანხმდა სანქციების პირველ პაკეტზე რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების დონეცკის და ლუგანსკის ოლქების „დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარების“ საპასუხოდ. შეგახსენებთ, 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ახალ სანქციებს დაუწესებს. რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქთა სია ფართოვდება  

ურსულა ფონ დერ ლაიენი: სასწორზეა ევროპის მომავალი. პირდაპირი ევროპარლამენტიდან

„ევროპისთვის სიმართლის მომენტია“ და კონტინენტის მომავალი სასწორზეა, განაცხადა სამშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში საგანგებო სხდომაზე. ფონ დერ ლაიენის განცხადებით, როგორც უკრაინის კრიზისზე ევროკავშირის პასუხის ნაწილი, ბრიუსელი გამოყოფს 500 მილიონ ევროს დამატებით დაფინანსებას ომის „ჰუმანიტარული შედეგების“ დაძლევაში.  ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ბედი სასწორზე დევს, მაგრამ ევროპის მომავალიც საფრთხეშია.  

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი მოამზადა

საქართველოს პარლამენტი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტზე მუშაობას იწყებს, ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა განცხადება გააკეთა.  „მსურს წარმოგიდგინოთ რეზოლუციის პროექტი. გამომდინარე იქიდან, რა მოვლენებიც ვითარდება ევროკავშირსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს პარლამენტშიც ვიმუშაოთ რეზოლუციის ტექსტზე, რომელიც დაეხმარება ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. საქართველოს გაცხადებული აქვს ევროკავშირში გაწევრიანება, ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა, მიზანი და ვფიქრობთ, რომ ამ პირობებში, როდესაც გარკვეული ძვრები შეინიშნება ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით, ჩვენც ვიმუშაოთ რეზოლუციის პროექტზე“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა და ბიუროს წევრებს რეზოლუციის პროექტის შინაარსი გააცნო. მისი თქმით, შესაბამისი კონსულტაციების და პროცედურების შემდეგ, მოხდება რეზოლუციის პროექტის დაინიცირება. პარლამენტის თამჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ნადვილად მნიშვნელოვანია ამ მომენტში პარლამენტმაც საკუთარი პოზიცია რეზოლუციის სახით დააფიქსიროს. მისი თქმით, პარლამენტის ყველა წევრს ექნება საშუალება ჩაერთოს აღნიშნული საკითხის შემუშავებაში. რეზოლუციის პროექტში ხაზგასმულია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა და საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მიზნით, საქართველოს სათანადოდ მოსამზადებლად ევროკავშირის წევრობისთვის. ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს, მაღალ დონეზე ჩაერთოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების, ასევე საქართველოსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში და გააძლიეროს ძალისხმევა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის სრულფასოვნად შესასრულებლად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის მიზნით.

ზალკალიანი: 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას დაჩქარებული წესით უზრუნველყოფს. თუმცა, მისივე თქმით, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ისინი მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარზე მუშაობენ. „საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენს სახელისუფლებო პროგრამაში ჩადებულია, რომ 2024 წელს უნდა გავაკეთოთ განაცხადი წევრობაზე და ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ამაზეა მორგებული მთლიანად ჩვენი ნაბიჯები და ქმედებები. რა თქმა უნდა, გვესმის უკრაინელი ძმების, რომლებმაც ამ სიტუაციაში, როდესაც იმყოფებიან დაბომბვის ქვეშ და არის მიმდინარე აგრესია, ეს ნაბიჯი გადადგეს. ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, რა თქმა უნდა, მათი სოლიდარულები ვართ და, ამავე დროს, ვართ აქტიურ კომუნიკაციაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. როდესაც გუშინ საუბარი მქონდა ბატონ ბორელთან, არამარტო უსაფრთხოების გამოწვევებზე მქონდა საუბარი, არამედ საქართველოს შესაძლო ევროპულ პერსპექტივაზე, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრს ჰქონდა გუშინ ევროკავშირის საკითხებში გაფართოების კომისართან საუბარი და მისი საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო სწორედ ასოცირებული ტრიო - მოლდოვა საქართველო და უკრაინა და ჩვენი ევროპული პერსპექტივის თემა. ამაზე ვსაუბრობთ, აქტიურ კომუნიკაციაში ვართ. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ არ არსებობს რაიმე მექანიზმი ევროკავშირში რომელიმე ქვეყნის დაჩქარებული წესით მიღების, თუმცა, გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ ყველა შესაძლო სცენარზე ვმუშაობთ და ეს ნაბიჯები უნდა იყოს შეჯერებული ჩვენს პარტნიორებთან," - განაცხადა ზალკალიანმა „რუსთავი2“-ის ეთერში.

სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ჩვენი გზა ევროპისკენ

საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დღეს ყურადღების ცენტრშია უკრაინა და ამ დღეს საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული. „ყველასთვის ყურადღების ცენტრში დღეს არის უკრაინა და უკრაინაში განვითარებული ძალიან მძიმე მოვლენები და სოლიდარობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ამ დღეს საქართველოს მდგომარეობა არ არის მივიწყებული, ჩვენ აქ ვართ და ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ჩვენი გზა ევროპისკენ. ახალი მოვლენებია და ახალი გარემო, რომელიც ამას მისცემს ახალ პერსპექტივას, მაგრამ ამისთვის ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.  

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდებს, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იმუშაონ

ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. შესაბამისი რეზოლუცია ევროპის საკანონმდებლო ორგანომ პირველ მარტს მიიღო, იწყება ევროპარლამენტის პრესსამსახური. დოკუმენტს მხარი 637-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13 წინააღმდეგი იყო, 26-მა თავი შეიკავა. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ კანდიდატი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებისთვის. „ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და იმავდროულად გააგრძელონ მუშაობა მისი ინტეგრაციისთვის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ასოცირების შეთანხმების ფარგლებში “, - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში. დაამტკიცეთ, რომ არ მიგვატოვებთ, დაამტკიცეთ, რომ თქვენ ნამდვილი ევროპელები ხართ და სიცოცხლე სიკვდილზე გაიმარჯვებს - ზელენსკი ევროპარლამენტს  

შარლ მიშელი რუსეთს: შეწყვიტე ომი. დაბრუნდი სახლში, მოდი, ვისაუბროთ

„ჩვენ შევთანხმდით, რომ რუსეთს დიდი ფასის გადახდა მოუწევს ჩვენს მიერ დაკისრებული მძიმე ზომების შემდეგ, ჩვენ დავაწესეთ უპრეცედენტო სანქციები, მათ შორის ვლადიმერ პუტინის და სერგეი ლავროვის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „რუსეთო, შეწყვიტე ომი! დაბრუნდი სახლში, მოდი, ვისაუბროთ!“, - განაცხადა შარლ მიშელმა. „ევროპისთვის სიმართლის მომენტია“ და კონტინენტის მომავალი სასწორზეა, განაცხადა თავის მხრივ სამშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში საგანგებო სხდომაზე. ფონ დერ ლაიენის განცხადებით, როგორც უკრაინის კრიზისზე ევროკავშირის პასუხის ნაწილი, ბრიუსელი გამოყოფს 500 მილიონ ევროს დამატებით დაფინანსებას ომის „ჰუმანიტარული შედეგების“ დაძლევაში.  ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ბედი სასწორზე დევს, მაგრამ ევროპის მომავალიც საფრთხეშია.

კიევში სატელევიზიო ანძაზე თავდასხმას 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - BBC

BBC უკრაინის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხუთი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა კიევში სატელევიზიო ანძას, დარტყმა განახორციელა სამაუწყებლო მოწყობილობებზე. კიევში სატელევიზიო ანძა პირველ მარტს კვამლშია გაეხვა. მისი მისამართით გასროლა რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს. სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრები, რომლის ავთენტურობას BBC დასტურებს, აფეთქებას ასახავს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისი იუწყება, რომ სროლა მაუწყებლის სააპარატოზე განხორციელდა. დროებით გაითიშა არხები, მაგრამ უახლოეს მომავალში ჩაირთვება მათი ნაწილის სარეზერვო მაუწყებლობა. ზოგიერთი ტელეარხის ყურება კი Youtube-ის მეშვეობით შეიძლება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მანამდე კიევის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ უკრაინის დედაქალაქში სამიზნეებზე, მათ შორის საკომუნიკაციო სისტემაზე თავდასხმისთვის ემზადება. BBC-ის ცნობით, რუსული ჯავშანტექნიკის უზარმაზარი კოლონა კიევისკენ წინსვლას განაგრძობს. უკრაინის მეორე ქალაქში, ხარკოვის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე თავდასხმას სულ მცირე 10 მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.  დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთს ბარბაროსულ თავდასხმებში ადანაშაულებს.

შარლ მიშელი: ევროკავშირი მზადაა, ამ რთულ დროს საქართველოსთან თანამშრომლობა გააძლიეროს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირს სურს, მკაფიო და კონკრეტული მხარდაჭერა დააფიქსიროს საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გასაძლიერებლად. „პრეზიდენტთან ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ. თქვენ იცით, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვართ. ევროკავშირს ძალიან მკაფიო, მტკიცე და ერთიანი პოზიცია აქვს, ჩვენ დავადასტურეთ, რომ ვართ მეგობრები, ახლო პარტნიორები და გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა. თქვენ იცით ჩემი პერსონალური ჩართულობა საქართველოსთან დაკავშირებით, ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობდი ყველაფერი გამეკეთებინა, რათა მხარი დამეჭირა ნებისმიერი მცდელობისთვის, სტაბილურობისთვის, ეკონომიკური რეფორმებისთვის, კონკრეტული დემოკრატიული რეფორმებისთვის საქართველოში. ჩვენ ძალიან მკაფიოები ვართ ევროკომისიასთან, ევროპარლამენტთან ერთად და გვსურს დავაფიქსიროთ მკაფიო და კონკრეტული მხარდაჭერა, შევინარჩუნოთ ყველა ძალისხმევა საქართველოსა და ევროკავშირს შორის კავშირების გასაძლიერებლად, მნიშვნელოვანი პრიორიტეტების განსაზღვრით, რომელზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ. ამ უკიდურესად მნიშვნელოვან, გამოწვევებით სავსე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, ერთად დავდგეთ, რათა მკაფიო გახდეს გზავნილი, რომ მხარს დავუჭერთ საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო წესრიგს, მრავალმხრივ მიდგომას, გაეროს ქარტიისადმი სრულ პატივისცემას, ეს გახლავთ მნიშვნელოვანი პრინციპები“, - განაცხადა შარლ მიშელმა. ევროკომისიის პრეზიდენტი ზურაბიშვილთან შეხვედრაზე: ევროკავშირი მზადაა, ამ რთულ დროს საქართველოსთან თანამშრომლობა გააძლიეროს

ევროკომისიის პრეზიდენტი ზურაბიშვილთან შეხვედრაზე: ევროკავშირი ამ რთულ დროს საქართველოს გვერდით დგას

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი ამ რთულ დროს დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და მედეგობას. ევროკავშირი მზადაა, საქართველოს თანამშრომლობა გააძლიეროს. „საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე კრიზისის განსახილველად შევხვდი. ევროკავშირი ამ რთულ დროს დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის სუვერენიტეტსა და მედეგობას. ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ თანამშრომლობა, მათ შორის კიბერუსაფრთხოების, სტრატეგიული კომუნიკაციისა და ჰიბრიდული საფრთხეების საკითხებში“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

ევროკავშირი SWIFT-იდან 7 რუსულ ბანკს გათიშავს

SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი ითიშება. ევროკავშორმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ოფიციალურად გამოაქვეყნა. SWIFT-დან შემდეგი ბანკები: VTB-ს, Bank Otkritie-ს, Novikombank-ს, Promsvyazbank-ს, Rossiya Bank-ს, Sovcombank-სა და Vnesheconombank-ს (VEB) SWIFT-ის ოპერაციების შესაჩერებლად 10 დღე მიეცათ. სიაში არ შედის ორი ძირითადი რუსული ბანკი, Sberbank -ი და Gazprombank-ი, ისინი SWIFT-თან დაკავშირებული რჩებიან, რათა ევროკავშირის ქვეყნებს საშუალება ჰქონდეთ გადაიხადონ რუსული გაზისა და ნავთობის მიწოდების საფასური.

ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა

ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ევროს გადარიცხვა იკრძალება ნებისმიერი ფიზიკური, თუ იურიდიული პირისთვის, ასევე ორგანიზაციისთვის და სამთავრობო ორგანოსთვის, მათ შორის ცენტრალური ბანკისთვის. აღნიშნული შეზღუდვა 21 მარტიდან შევა ძალაში. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი SWIFT-იდან 7 რუსულ ბანკს გათიშავს    

მამუკა ბახტაძე: ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად უნდა დააჩქაროს

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ Newsweek-ს განუცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად უნდა დააჩქაროს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინასთან ომი დაიწყო. „თავისუფალი სამყარო უნდა იყოს პრინციპული და თანმიმდევრული თავის გადაწყვეტილებაში, დააჩქაროს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.  ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინელების სიმამაცე თავისუფლებისთვის ბრძოლაში სულისშემძვრელია და შთაგონების წყაროა მთელი მსოფლიოსთვის. მამუკა ბახტაძე თვლის, რომ „დღეს მთელი უკრაინა საომარ ზონად იქცა, ეს არის თავისუფალ სამყაროსა და ტირანიას შორის შეტაკების ეპიცენტრი. მისივე აზრით, კრემლის პროპაგანდა იყენებს უკრაინის და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მილიტარისტული ამბიციების საფუძვლად, მაგრამ ცხადია, რომ მას არავითარი რეალური საფუძველი არ აქვს. „აუცილებელია შემუშავდეს ყოვლისმომცველი და პროაქტიური სტრატეგია, რომელიც შეიცავს კრემლის აგრესიითვის წინააღმდეგობის გაწევას“, - განუცხადა Newsweek-ს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ყოფილი და მოქმედი ოფიციალური პირები, პარტიების, სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები ევროკავშირის ხელმძღვანელებს მიმართავენ

მოქმედი და ყოფილი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, პარტიების, სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები შარლ მიშელს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ჯოზეფ ბორელს მიმართვენ, რომ შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინის წინააღმდეგ უპრეცედენტო რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის პირდაპირი გაგრძელებაა, უკრაინასთან ერთად სასწრაფო წესით დაიწყოს პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე. „ბატონ შარლ მიშელს - ევროპული საბჭოს პრეზიდენტს; ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს - ევროპის კომისიის პრეზიდენტს; ბატონ ჯოზეფ ბორელს - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს; „პირველად საქართველოს ისტორიაში შედგა დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერენ 1991 წლიდან, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან მოყოლებული საქართველოს ყველა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები. საინიციატივო ჯგუფი: CIIC - სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი და GSAC - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი (ხათუნა ლაგაზიძე, ნოდარ ხარშილაძე, გიორგი პაპელიშვილი, დავით კიზირია, ვალერი ჩეჩელაშვილი, ლელა ჯეჯელავა, გიორგი რუხაძე, გიორგი მელაშვილი, გიორგი პაპელიშვილი, გოჩა მირცხულავა, მალხაზ ნაკაშიძე) მადლობას უხდის ყველა ხელმომწერს, ვისთვისაც საქართველოსთვის ამ კრიტიკულ მომენტში ქვეყნის ევროპული მომავალი უმთავრესი ღირებულებაა. ჩვენ, საქართველოს სახელმწიფოს მოქმედი და ყოფილი უმაღლესი სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები: უპირველ ყოვლისა, სოლიდარობას ვუცხადებთ რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლ უკრაინელ ხალხს; გამოვხატავთ რა ქართველი ხალხის ურყევ ნებას გახდეს ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების სრულფასოვანი წევრი, რომელიც დადასტურებულია რეფერენდუმის შედეგებში და ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში. მიგვაჩნია, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება თავად გადაწყვიტოს თავისი ბედი იყოს ამა თუ იმ კავშირის წევრი. მოგმართავთ თხოვნით, შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინის წინააღმდეგ უპრეცედენტო რუსული აგრესიის ფონზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის პირდაპირი გაგრძელებაა, უკრაინასთან ერთად სასწრაფო წესით დაიწყოს პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე", - ნათქვამია განცხადებაში. ტექსტი 2 მარტს ხელმოსაწერად გაეგზავნა საქართველოს მოქმედ და ყოფილ პრეზიდენტებს; პარლამენტის თავმჯდომარეებს; პრემიერ-მინისტრებს; საგარეო საქმეთა მინისტრებს; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრებს; ევროკავშირში საქართველოს ელჩებს; სახალხო დამცველებს; ბოლო მოწვევის პარლამენტში გასული პარტიების ლიდერებს. დოკუმენტს ხელს აწერენ: საქართველოს პრეზიდენტები საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - 2013-2018; საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - 2004-2013; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეები დავით უსუფაშვილი - 2012-2016; დავით ბაქრაძე - 2008-2012; ნინო ბურჯანაძე - 2001-2003; 2004-2008; აკაკი ასათიანი - 1991-1992; საქართველოს პრემიერ-მინისტრები გიორგი კვირიკაშვილი - დეკემბერი 2015 - ივნისი 2018; გრიგოლ მგალობლიშვილი - ნოემბერი 2008 - თებერვალი 2009; ლადო გურგენიძე - ნოემბერი 2007 - ნოემბერი 2008; ავთანდილ ჯორბენაძე 2001-2003 ნიკო ლეკიშვილი - 1995-1998; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები მიხეილ ჯანელიძე - დეკემებრი 2015 - ივნისი 2018; მაია ფანჯიკიძე - ოქტომბერი 2012-ნოემბერი 2014 გრიგოლ ვაშაძე - დეკემბერი 2008 - ნოემბერი 2012; ეკა ტყეშელაშვილი - მაისი 2008 - დეკემბერი 2008; გელა ბეჟუაშვილი - ოქტომებრი 2005 - იანვარი 2008; თედო ჯაფარიძე - ნოემბერი 2003 - მარტი 2004; ირაკლი მენაღარიშვილი - დეკემბერი 1995 - ნოემბერი 2003; გოგი ხოშტარია - ნოემბერი 1990 - აგვისტო 1991; საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრები ალექსი პეტრიაშვილი - ოქტომებრი 2012 - ნოემბერი 2014; თორნიკე გორდაძე - ოქტომებრი 2012 - აგვისტო 2012; საქართველოს ელჩები ევროკავშირში ნატალი საბანაძე; სალომე სამადაშავილი; საქართველოს სახალხო დამცველები უჩა ნანუაშვილი - 2012-2017; გიორგი ტუღუში - 2009-2012; საპარლამენტო პარტიები "ლელო" - მამუკა ხაზარაძე; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ნიკა მელია "საქართველოსთვის" - კახა ქემოკლიძე; "სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძე; "დროა" - ელენე ხოშტარია; "რესპუბლიკური პარტია" - ხათუნა სამნიძე; "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი" - იაგო ხვიჩია; "კანონი და სამართალი"- თაკო ჩარკვიანი; "ევროპული საქართველო"- გიგა ბოკერია; "სახელმწიფო ხალხისთვის" - ნიკა მაჭუტაძე; "მოქალაქეები "- ალეკო ელისაშვილი; საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი - ლევან იოსელიანი. „დოკუმენტი ღიაა ხელმოწერებისთვის. ვთხოვთ, საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს, მთავრობის წევრებს და დიპლომატებს შემოგვიერთდნენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

Reuters: ევროკავშირი საქართველოდან და მოლდოვიდან წევრობის განაცხადებს მიიღებს

ევროკავშირი საქართველოდან და მოლდოვიდან წევრობის განაცხადებას მიიღებს. ამის შესახებ Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, განცხადებები „დაუყოვნებლივი“ იყო. ასევე წაიკითხეთ: საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ოფიციალურ განაცხადს წარადგენს

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. ვიდეო

დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის - ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.     „ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე - ეტაპი, რომელიც ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული. საქართველო არის ევროპული სახელმწიფო; ჩვენი ქვეყანა, საკუთარი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის მიეკუთვნებოდა ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის სივრცეს და დღესაც თავისი ღირებული წვლილი შეაქვს მის დაცვასა და განვითარებაში. „ევროპელობა“ სხვა არაფერია თუ არა იმ ღირებულებებისა და ფასეულობების ერთობლიობა, რომელიც ქმნის ევროპას. თვით საქართველოს ისტორია, რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა, არის დასტური იმისა, რომ ეს ფასეულობები ქართველი ადამიანის ბუნებაშია და მაშასადამე, განუყოფელია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი: მჯერა, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით

"მჯერა, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით და მათთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ევროპულ, ძლიერ სახელმწიფოს", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის განაცხადზე ხელის მოწერისას განაცხადა. „შეუქცევადი სწრაფვა ევროპული დემოკრატიის მშენებლობისა და შესაბამისად, ევროკავშირის წევრობისკენ საქართველოს გამთლიანებისკენ გადადგმული ნაბიჯია. მჯერა, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გავივლით და მათთან ერთად ავაშენებთ ერთიან ევროპულ, ძლიერ სახელმწიფოს. ზოგჯერ ევროპაში უჩნდებათ კითხვა: არის თუ არა საქართველო ევროპული კულტურის ქვეყანა. თუმცა, ამ კითხვაზე პასუხი საქართველოში ყველასთვის ცხადია. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა.ფრანგი მოაზროვნის, პოლ ვალერის, დეფინიციის მიხედვით, თუ რომელი ქვეყანა შეიძლება, განიხილებოდეს ევროპული სივრცის წევრად, მან სამი ძირითადი კრიტერიუმი ჩამოაყალიბა: 1. ბერძნულ-რომაული კულტურის გავლენა, 2. ქრისტიანული მრწამსი და 3. დემოკრატიული ტრადიცია. ამ კრიტერიუმების მიხედვით, საქართველო, უდავოდ, ევროპული სივრცის, ევროპული ოჯახის წევრია.", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. ვიდეო

ნინო ლომჯარია: საქართველოსთვის დღეს იხსნება არაორდინალური შესაძლებლობა, ევროკავშირისგან მიიღოს თანხმობა კანდიდატ წევრად მიღებაზე

"საქართველოსთვის დღეს იხსნება არაორდინალური შესაძლებლობა, ევროკავშირისგან მიიღოს თანხმობა კანდიდატ წევრად მიღებაზე", – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი როგორც კონსტიტუციურ ორგანოს მავალდებულებს, მივიღო ყველა ზომა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. შესაბამისად, მინდა შექმნილ ვითარებაზე ჩემი ხედვა დავაფიქსირო, რაც მათ შორის ეყრდნობა ქვეყნის დასავლელ პარტნიორებთან ბოლო თვეების თუ დღეების განმავლობაში მოსმენილის ანალიზს: 1. საქართველოსთვის დღეს იხსნება არაორდინალური შესაძლებლობა, ევროკავშირისგან მიიღოს თანხმობა კანდიდატ წევრად მიღებაზე; 2. ამისთვის კრიტიკულად აუცილებელია დღეს ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა დასავლეთს უჩვენოს ამ იდეის გარშემო სრული ერთსულოვნება! რას ნიშნავს ეს? განაცხადი ოფიციალურად ხელისუფლებამ გააკეთა, თუმცა, უმნიშვნელოვანესი იქნება, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თავიანთ პარტნიორ პარტიებს ევროპის პარლამენტში, ყველას, ვისთანაც ხმა მიეწვდინებათ გაუგზავნონ მესიჯები, რომ ამ იდეის გარშემო ყველა ვართ გაერთიანებულები და რომ ეს არის ის, რაც პოლიტიკურ თუ სამოქალაქო სპექტრის უმრავლესობას სურს ქვეყანაში! 3. აღნიშნული იდეა უნდა ვაქციოთ ქვეყნის გაერთიანების და არა კიდევ უფრო დახლეჩვის ან პოლარიზაციის მიზეზად! უნდა გამოვიჩინოთ პოლიტიკური სიმწიფე და არ ავყვეთ დესტრუქციას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის! 4. ხალხის პროტესტმა შეასრულა გადამწყვეტი როლი ამ განცხადების გაგზავნის საკითხში, ვინაიდან, ყველა ხელისუფლებას უფრო მეტად ეშინია საკუთარი ამომრჩევლის, ვიდრე გარე ძალების! ამიტომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებში არ უნდა იქნეს შემოტანილი საკითხები, რაც ხალხის ამ ერთიანობას გახლეჩს! 5. უნდა გვახსოვდეს, რომ ევროკავშირი არ გვექაჩება ჩვენ, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ სრულფასოვანი და დამსახურებული ადგილი მათ რიგებში. ახლა გამოჩნდებიან სკეპტიკოსებიც მათ რიგებშიც, გაგვიხსენებენ ჩავარდნილ რეფორმებს, დემოკრატიის უკუსვლას, ყველა შეურაცხმყოფელ განცხადებას, რაც მათი მისამართით ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუკეთებიათ, თუმცა ჩვენ მათ უნდა შევახსენოთ, რომ რუსეთთან კონფლიქტების შედეგად ჩვენი გმირი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლი 30 წლის განმავლობაში სწორედ საქართველოს დემოკრატიულ და ცივილიზებული სამყაროს წევრობის მისწრაფების გამო იღვრებოდა! შიდა რეფორმებს საქართველოს მოსახლეობა მალე მიხედავს! 6. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ ეს ყველაფერი სწორად განხორციელდეს! ყველაფერი იქნება კარგად“, – წერს ნინო ლომჯარია. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. ვიდეო

უკრაინის და საქართველოს შემდეგ, ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს მოლდოვაც აკეთებს

უკრაინის და საქართველოს შემდეგ, ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს მოლდოვა უახლოეს მომავალში გააკეთებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ იგორ გროსუმ ხუთშაბათს რესპუბლიკის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა. „ძალიან მოკლე დროში პრეზიდენტი ისაუბრებს და დეტალებს გამოაცხადებს. ევროკავშირის უმაღლეს კომისართან საუბრისას მკაფიოდ განვაცხადე, რომ ბოლო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრისას მოქალაქეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ევროინტეგრაცია აირჩია. ჩვენ, ჩვენი ქმედებებით ვაჩვენეთ, რომ პროევროპელები ვართ. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მოლდოვის რესპუბლიკა იმსახურებს ძალიან მკაფიო ევროპულ პერსპექტივას“, - განაცხადა გროსუმ.  ბორელთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სანდუმ განაცხადა, რომ უკრაინის მოვლენებმა უბიძგა ხელისუფლებას, დააჩქაროს ევროინტეგრაციის პროცესი და აღნიშნა, რომ ეს უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და ეკონომიკურ განვითარებას. თავის მხრივ, ევროპელი ოფიციალური პირები დაჰპირდნენ 20 მილიონი ევროს გამოყოფას მოლდოვას, რომელმაც ამ დღეებში ათიათასობით ლტოლვილი მიიღო უკრაინიდან. მათ ასევე დაჰპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ კიშინიოვს ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი 3 მარტს მოაწერა. რუსეთთან ომის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი.

ვახტანგ მახარობლიშვილმა საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელს ევროკავშირში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი გადასცა

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი 2022 წლის 3 მარტს, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელს ევროკავშირში, ფილიპ ლეგლიზ კოსტას გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.   მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ - მინისტრის ხელმოწერით ოფიციალური განაცხადის გადაცემით ევროკავშირის საბჭოს ეთხოვა დაიწყოს შესაბამისი პროცედურები საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.   ასევე წაიკითხეთ:   ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. ვიდეო

შალვა პაპუაშვილი: საქართველო ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგისა და შესრულების კუთხით გახლავთ ლიდერი

"ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი შეიტანა მოლდოვამაც და უკრაინამაც, ობიექტური შეფასებით თუ შევხედავთ, ამ სამეულში საქართველო ასოცირების დღის წესრიგისა და შესრულების კუთხით გახლავთ ლიდერი", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განცუხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არის მოლოდინი, რომ შეცვლილი კონტექსტიდან გამომდინარე ევროკავშირი იმსჯელებს დაჩქარებული პროცედურით. „დღეს ვხედავთ, რომ მცდელობა არის ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან, რომ თავის თავზე მიიწეროს ეს ინიციატივა. ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი არის ის, რომ ევროკავშირში არის განაცხადი საქართველოს წევრობაზე და სიმბოლურია, რომ ისევე როგორც ასოცირების წევრობას, ხელი მოაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა, მაშინ, როგორც პრემიერ-მინისტრმა და ახლაც, როგორც პრემიერ-მინისტრმა. იცით, რომ განაცხადი შეიტანა მოლდოვამ და უკრაინამაც, ობიექტური შეფასებით თუ შევხედავთ საქართველო ასოცირების დღის წესრიგის და შესრულების კუთხით, გახლავთ ლიდერი ამ სამეულში. გვაქვს მოლოდინი, ამ შეცვლილი კონტექსტიდან გამომდინარე, ევროკავშირი იმსჯელებს დაჩქარებული პროცედურით", - განაცხადა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. ვიდეო

დმიტრო კულება: ევროკავშირს აქვს ხასიათი, აქვს ძალა. NATO კი, ვერაფერს წყვეტს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით," ომამდე უკრაინელი ხალხი NATO-ს თვლიდა ძალად, ევროკავშირს კი სუსტად და მერყევად, თუმცა მისი თქმით, რეალურად ყველაფერი პირიქითაა", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებამ განაცხადა. რომლის განცხადებასაც უკრაინული მედია ავრცელებს. „ომის დაწყების შემდეგ უკრაინელმა ხალხმა დაინახა, რომ ყველაფერი პირიქითაა, რომ ევროკავშირს აქვს ხასიათი, აქვს ძალა, გამოიყენა უსაფრთხოება და უპრეცედენტო სანქციები. შეიქმნა სპეციალური ფონდი შეიარაღებული ძალების დასაფინანსებლად. მოგვცა წევრობის პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. NATO კი, ვერაფერს წყვეტს“, – განაცხადა კულებამ. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: NATO-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, რომ თითქოს, უკრაინის ცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას NATO-ს წინააღმდეგ

მაკა ბოჭორიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს: თხოვნა იქნება, მოუსმინოთ ჩვენს ხმას, რომ ევროპა გახდეს სრულყოფილი

"უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთეს, ჩემი თხოვნა იქნება, მოუსმინოთ ჩვენს ხმას, რომ ევროპა გახდეს სრულყოფილი", - ასე მიმართა ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს. „ეს არის ტრაგედია, რომელიც შუაგულ ევროპაში ხდება. დღეს, როდესაც რუსეთის მიერ აბსოლუტურად გაუმართლებელი აგრესია მიმდინარეობს, უკრაინელი ხალხი იბრძვის არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროპისა და მისი უსაფრთხოებისთვის. 2008 წელს საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ჩვენს პარტნიორებთან გამუდმებით ვსაუბრობდით საფრთხეზე, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის შემდეგ ჩვენს ყოველდღიურად იქცა. სამწუხაროა, რომ საფრთხის სიმძიმე ბოლომდე ვერ იქნა გაცნობიერებული და ვერ შევძელით დღევანდელი ტრაგედიის თავიდან აცილება“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და მხარდაჭერისკენ მოუწოდა: „ამ მძიმე ფონზე, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთეს და თქვენ ამ საკითხზე უახლოეს პერიოდში მოგიწევთ მსჯელობა. ჩემი თხოვნა იქნება, მოუსმინეთ ჩვენს ხმას, იმისათვის, რომ ევროპა გახდეს სრულყოფილი”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ვახტანგ მახარობლიშვილმა საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელს ევროკავშირში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი გადასცა

დმიტრო კულება: ევროკავშირის წევრობაზე უკრაინის განაცხადი საქართველოსა და მოლდოვის განაცხადისგან დამოუკიდებლად უნდა განიხილებოდეს

ევროკავშირმა უკრაინის წევრობის განაცხადი საქართველოსა და მოლდოვის განაცხადებისგან დამოუკიდებლად უნდა განიხილოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, საერთაშორისო მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. POLITICO-ს ჟურნალისტმა მას ჰკითხა დაუჭერდა თუ არა მხარს, რომ ევროკავშირმა კომბინირებულად განიხილოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის, როგორც ასოცირების ტრიოს აპლიკაციები. „რაც არ უნდა გააკეთოს ვლადიმერ პუტინმა, შეუძლია, კიდევ ასობით ბომბი დაგვაყაროს თავს, ეს არ შეცვლის უკრაინელი ხალხის არჩევანს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ეს არ შეცვლის ევროკავშირის არჩევანს, რომ უკრაინა ეკუთვნის ევროპას და გახდება ევროკავშირის წევრი",- განაცხადა კულებამ.

ევროკავშირი რუსეთთან სამეცნიერო თანამშრომლობას წყვეტს

ევროკომისიამ გადაწყვიტა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, რუსულ სუბიექტებთან კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების მიმართულებით თანამშრომლობა შეწყვიტოს. შედეგად, ევროკომისია ევროკავშირის 95,5 მილიარდი ევროს ღირებულების კვლევისა და ინოვაციების დაფინანსების პროგრამის, Horizon Europe-ის ფარგლებში, რუსულ ორგანიზაციებთან ახალ კონტრაქტებს ან ახალ შეთანხმებებს არ გააფორმებს.  „ეს არის თავდასხმა თავისუფლების, დემოკრატიისა და თვითგამორკვევის ელემენტარულ ღირებულებებზე, რომლებსაც ეფუძნება კულტურული გამოხატულება, აკადემიური და სამეცნიერო თავისუფლება და სამეცნიერო თანამშრომლობა. ჩვენ, ევროკავშირი, უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით ვდგავართ“, - განაცხადა ევროკომისარმა მარია გაბრიელმა.

შარლ მიშელი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს უახლოეს დღეებში განვიხილავთ

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს უახლოეს დღეებში განვიხილავთ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება უკრაინის მიმართ ურყევია. ჩვენ უკრაინის წევრობის განაცხადს მომდევნო დღეებში განვიხილავთ“, – წერს მიშელი. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი რუსეთთან სამეცნიერო თანამშრომლობას წყვეტს

ირაკლი ღარიბაშვილი: მივესალმებით საბჭოს გადაწყვეტილებას, ეთხოვოს ევროკომისიას, ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადები შეისწავლოს

„მივესალმებით საბჭოს გადაწყვეტილებას, ეთხოვოს ევროკომისიას ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ წარდგენილი განაცხადების შესწავლა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაური საბჭოს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის მადლობას უხდის. „ჩვენს ურთიერთობებში ეს ახალი ეტაპი გვაძლევს მოტივაციას, გავაძლიეროთ ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი. ჩვენ მადლიერნი ვართ ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ომის დაწყებიდან მეექვსე დღეს, უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი. უკრაინის შემდეგ, ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადებით ჯერ საქართველომ და შემდეგ მოლდოვამ მიმართეს. ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადებზე მოსაზრებას ევროკომისია წარმოადგენს

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადებზე მოსაზრებას ევროკომისია წარმოადგენს

ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადები ევროპულ კომისიაში გაიგზავნა. ევროკავშირის ელჩების მიერ მიღწეული შეთანხმების თანახმად, ევროკომისიამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადებზე მოსაზრება უნდა წარმოადგინოს. 7 მარტს, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადები განიხილეს.  მანამდე, Bloomberg-ი წერდა, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა წინააღმდეგია, რომ უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიმდინარე კვირას მიანიჭოს. გერმანიას, ნიდერლანდებსა და სხვა ქვეყნებს სურთ, რომ ვიდრე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ევროკომისიამ დაფიქსიროს საკუთარი აზრი უკრაინის მზადყოფნის შესახებ. ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, ამ ქვეყნებს სურთ უკრაინისთვის პრაქტიკული მხარდაჭერა და ომის დასრულებაზე ფოკუსირება და არა იმაზე, რომ დაიწყონ პროცესი, რომელსაც შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს. 7 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის წევრობის განაცხადს უახლოეს დღეებში განიხილავენ. „ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება უკრაინისთვის ურყევია“, - დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ომის დაწყებიდან მეექვსე დღეს, უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი. უკრაინის შემდეგ, ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადებით ჯერ საქართველომ და შემდეგ მოლდოვამ მიმართეს. მედიის ცნობით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადები ევროპულ კომისიაში გაიგზავნება

მედიის ცნობით, ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადები ევროპულ კომისიაში გაიგზავნება

7 მარტს, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის განაცხადები განიხილეს.  რადიო თავისუფლების ინფორმაციით, „ამ შეხვედრის შემდეგ, განაცხადები განსახილველად საფრანგეთის მიერ ევროპულ კომისიაში გაიგზავნება. მანამდე, Bloomberg-ი წერდა, რომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა წინააღმდეგია, რომ უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიმდინარე კვირას მიანიჭოს. გერმანიას, ნიდერლანდებსა და სხვა ქვეყნებს სურთ, რომ ვიდრე პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ევროკომისიამ დაფიქსიროს საკუთარი აზრი უკრაინის მზადყოფნის შესახებ. ერთ-ერთი დიპლომატის განცხადებით, ამ ქვეყნებს სურთ უკრაინისთვის პრაქტიკული მხარდაჭერა და ომის დასრულებაზე ფოკუსირება და არა იმაზე, რომ დაიწყონ პროცესი, რომელსაც შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს. 7 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის წევრობის განაცხადს უახლოეს დღეებში განიხილავენ. „ევროკავშირის სოლიდარობა, მეგობრობა და უპრეცედენტო დახმარება უკრაინისთვის ურყევია“, - დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ომის დაწყებიდან მეექვსე დღეს, უკრაინის დაჩქარებული წესით გაწევრიანების განაცხადს 28 თებერვალს მოაწერა ხელი. უკრაინის შემდეგ, ევროკავშირს გაწევრიანების განაცხადებით ჯერ საქართველომ და შემდეგ მოლდოვამ მიმართეს.

ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახევ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.  მათივე ცნობით, საუბრის მთავარი თემები ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ წარდგენილი ოფიციალური განაცხადი და უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები იყო. პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ მიესალმა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ევროკომისიას ეთხოვა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე წარდგენილი განაცხადების შესწავლა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის დამატებითი მოტივაცია რეფორმების დღის წესრიგის დასაჩქარებლად და ამ გზაზე საქართველოს ბელგიის სამეფოსა და საერთაშორისო პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. მხარეებმა, სატელეფონო საუბრისას ყურადღება დაუთმეს უკრაინაში შექმნილ ვითარებას. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას საომარი მოქმედებების რაც შეიძლება მალე დასრულებისთვის.

ზელენსკი თემთა პალატას: ყოფნა თუ არყოფნა? ცამეტი დღის წინ, ამ კითხვის დასმა შეიძლებოდა, მაგრამ ახლა უკვე ცხადია, რომ ჩვენ თავისუფლები ვიქნებით

უკრაინის პრეზიდენტის სიტყვას, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში ოვაციებით შეხვდნენ. ვიდეოზარით ჩართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს.  „ჩვენ არ დავნებდებით და არ დავმარცხდებით. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ზღვაზე, ჰაერში. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი მიწისთვის", - მიმართა ზელენსკიმ ბრიტანეთის თემთა პალატას. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა უცხო ქვეყნის ლიდერი მიმართავს დიდი ბრიტანეთის პარლამენტს. CNN-ის ცნობით, უკრაინელმა ლიდერმა ბრიტანელებს შექსპირის ჰამლეტიდან სტრიქონი გაახსენა. „ყოფნა თუ არყოფნა? ცამეტი დღის წინ, ამ კითხვის დასმა შეიძლებოდა უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა აბსოლუტურად არა. ახლა გასაგებია, ჩვენ თავისუფლები ვიქნებით. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს და პარლამენტს სთხოვა, „გამკაცრდეს სანქციები“ რუსეთის წინააღმდეგ, ასევე, აღიაროს რუსეთი „ტერორისტულ სახელმწიფოდ“. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა NATO-ს მიმართ მოთხოვნა, უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შესახებ და სთხოვა ბრიტანეთს, იპოვოს გზა „უკრაინის ცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. „არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ჩვენ ვიგრძენით, რომ ალიანსები არ მუშაობს, ცის დახურვაც კი არ შეუძლიათ. ასე რომ, საჭიროა ევროპის უსაფრთხოების აღდგენის ნულიდან“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. დიდი ბრიტანეთი აპირებს, რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი წლის ბოლომდე, ეტაპობრივად შეაჩეროს

ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა

ევროკავშირმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შესამცირებლად გეგმა წარადგინა. ევროკავშირს სურს, რუსული გაზის შესყიდვა 2030 წლამდე შეწყვიტოს. მანამდე კი, წლის ბოლომდე, შესყიდვების ორი მესამედით შემცირებას ისახავს მიზნად. ევროკომისია სავარაუდოდ, ევროკავშირის ყველა ქვეყანას დაავალდებულებს, შეავსონ თავისი გაზის საცავები სულ მცირე, 90 %-ით ყოველი წლის პირველ ოქტომბრამდე. „ჩვენ დამოუკიდებელი უნდა გავხდეთ რუსული ნავთობისგან, ნახშირისა და გაზისგან. უბრალოდ, არ შეგვიძლია, ვიყოთ დამოკიდებული მომწოდებელზე, რომელიც პირდაპირ გვემუქრება“ , - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. წარმოდგენილ გეგმას ხუთშაბათს, საფრანგეთში საგანგებო სამიტზე განიხილავენ. ცნობისთვის, აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს აკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა.

ევროკავშირმა სანქციების სიას რუსი ოლიგარქები და დეპუტატები დაამატა

ევროკავშირი სანქციების შავ სიაში რუსი ოლიგარქებისა და დეპუტატების დამატებას დაეთანხმა. საერთაშორისო მედიის ცნობით, კრიპტოაქტივები და საზღვაო სექტორი სანქციების სამიზნეა. ევროკავშირი ასევე დაეთანხმა SWIFT-დან სამი ბელორუსული ბანკის გარიცხვას. „ჩვენ კიდევ უფრო ვამკაცრებთ სანქციებს რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ“, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.  უფრო კონრეტულად, სანქცირებულთა სიაშია პუტინთან დაახლოებული 14 რუსი ოლიგარქი და რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის 146 წევრი. მათი ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, როდესაც სანქციები ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ოფიციალურად გამოქვეყნდება. ევროკავშირი ცდილობს, გააძლიეროს ზეწოლა კრემლზე და ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მზად არიან, დააწესონ დამატებითი სანქციები, ვიდრე რუსეთი ომს არ დაასრულებს. თუმცა ბლოკი ჯერჯერობით ვერ იზიარებს შეერთებული შტატების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, რუსული ნავთობის და გაზის შეწყვეტის თაობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ წევრი ქვეყნები არიან დამოკიდებულნი მისი აღმოსავლელი მეზობლის ენერგიაზე. 8 მარტს, ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა. ევროკავშირს სურს, რუსული გაზის შესყიდვა 2030 წლამდე შეწყვიტოს. მანამდე კი, წლის ბოლომდე, შესყიდვების ორი მესამედით შემცირებას ისახავს მიზნად. „ჩვენ დამოუკიდებელი უნდა გავხდეთ რუსული ნავთობისგან, ნახშირისა და გაზისგან. უბრალოდ, არ შეგვიძლია, ვიყოთ დამოკიდებული მომწოდებელზე, რომელიც პირდაპირ გვემუქრება“ , - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. წარმოდგენილ გეგმას ხუთშაბათს, საფრანგეთში საგანგებო სამიტზე განიხილავენ. ცნობისთვის, აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს აკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა.

გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფი პროცედურა არ იქნება - CNN

საერთაშორისო  მედიის ცნობით, ევროკავშირთან დაკავშირებით ერთიანია, მაგრამ გაწევრიანების სწრაფ პროცედურას კიევს არ შესთავაზებს. CNN-ის ცნობით, გერმანიის კანცლერმა მიანიშნა იმაზე, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნის პირობებში, უკვე რთულია ევროკავშირში ერთსულოვანი გადაწყვეტილებების მიღება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, საგარეო, ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკა. ოლაფ შოლცმა ასოცირების შეთანხმებაზეც მიუთითა, რომელიც ევროკავშირმა და უკრაინამ 2017 წელს გააფორმეს და რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას. „ძალიან მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ იმის განხორციელება, რაც წარსულში ნამდვილად გადავწყვიტეთ. ეს არის კურსი, რომელსაც უნდა მივყვეთ“, - განუცხადა გერმანიის კანცლერმა ჟურნალისტებს საფრაგეთში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ. სამიტის წინ, ვერსალში გაკეთებული განცხადების დროს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ასევე უარყო უკრაინის მოწოდება ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების შესახებ.„არ არსებობს გაწევრიანების სწრაფი ტემპი, ასეთი რამ არ არსებობს”, - განაცხადა მარკ რუტემ. Bloomberg-ი 9 მარტს წერდა, რომ რუსეთის უმსხვილესი ბანკისა და ენერგეტიკის სექტორის მიმართულებით დასავლეთის სანქციების გაფართოებას გერმანია ეწინააღმდეგება. კერძოდ, გამოცემა დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ბერლინს SWIFT-ისგან მოწყვეტილი რუსული ფინანსური ინსტიტუტების სიის გაფართოება და ამ სიაში Sberbank ის დამატება არ სურს. მედიას შოლცის განცხადებაც მოჰყავს, რომლის თანახმად, გერმანიის კანცლერი რუსეთიდან ნავთობის და გაზის მიწოდების შეწყვეტის წინააღმდეგია, რადგან თვლის, რომ ამას „არსებითი მნიშვნელობა აქვს ევროპული ეკონომიკისთვის. შეგახსენებთ, 9 მარტს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გერმანია გააკრიტიკა. Die Welt-თან ინტერვიუში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გერმანიას მოუწოდა, სიმართლეს გაუსწოროს თვალი, მისცეს უკრაინას იარაღი, დაეხმაროს მას ცის დაცვის უზრუნველყოფაში, ხელი შეუწყოს უკრაინისთვის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდებას და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას. „ვიდრე ევროპულ უკრაინაში ხალხი იღუპება, თქვენ ძალიან ცოტა გააკეთეთ“, - აღნიშნა კულებამ. შეგახსენებთ, გერმანია უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე უარს აცხადებს. ბერლინს თავშეკავებული პოზიციის გამო, ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, მაშინ აკრიტიკებდნენ, როდესაც საქმე ეხებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემას. ოლაფ შოლცი: უკრაინას ყველა ტიპის თავდაცვითი მასალა გადავეცით და იარაღი გავაგზავნეთ

მაკრონი: არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია, ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა ომში მყოფ ქვეყანასთან გავხსნათ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უსამართლობა იქნება ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის კარის დახურვა, მაგრამ ბლოკი ვერ გახსნის გაწევრიანების პროცედურას ომში მყოფ ქვეყანასთან. საფრანგეთის პრეზიდენტმა, რომელიც ვერსალში ევროკავშირის ლიდერების სამიტს მასპინძლობს, ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ომი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას სრულიად განაახლებს. საერთაშორისო მედია აღნიშნავს, რომ უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ ოფიციალურად განაცხადეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე გასულ კვირას, რადგან ისინი ცდილობენ, გააღრმაონ კავშირები დასავლეთთან უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ. თუმცა, ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებებს ჩვეულებრივ ათწლეული ან მეტი სჭირდება და მოიცავს ფართო შიდა ეკონომიკურ, სასამართლო და პოლიტიკურ მოთხოვნებს. „სამმა ქვეყანამ, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ, ოფიციალური განაცხადი გააკეთეს. რასაც დღეს განვიხილავთ, მნიშვნელოვანია, რადგან ძლიერი სიგნალი უნდა გავუგზავნოთ უკრაინასა და უკრაინელებს. ამავდროულად, საჭიროა, ყურადღებით ვიყოთ. შეგვიძლია თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა გავხსნათ ომში მყოფ ქვეყანასთან? არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია. შეგვიძლია თუ არა კარი დავხუროთ და ვთქვათ  - არასდროს? ეს უსამართლობა იქნება“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. სამიტის წინ, ვერსალში გაკეთებული განცხადების დროს, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ ასევე უარყო უკრაინის მოწოდება ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების შესახებ.„არ არსებობს გაწევრიანების სწრაფი ტემპი, ასეთი რამ არ არსებობს”, - განაცხადა მარკ რუტემ. ცნობისთვის, 10 მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საფრანგეთში ევროკავშირის ლიდერების სამიტზე უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საკითხს განიხილავენ. მიშელის თქმით, საუბარი ასევე იქნება ევროპის მხრიდან, რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებაზე. „ჩვენ, დღეს და ხვალ გვაქვს სტრატეგიული სამიტი, რადგან ჩვენი ამოცანაა, დავადგინოთ, რა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ ერთად, რომ ევროკავშირი იყოს უფრო მტკიცე და ნაკლებად დამოკიდებული რუსულ გაზზე. ახლა არის ძალიან რთული მომენტი, რადგან ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და განვიხილავთ ამ სიტუაციის ყველა შედეგს. ამასთან, ჩვენ მივუახლოვდით ევროკავშირის გაფართოების პროცესის განხილვას, რადგან უკრაინამ მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირში განაცხადის წარდგენაზე. იგივე გადაწყვეტილება მიიღეს საქართველომ და მოლდოვამ, რის შესახებაც განხილვა იქნება", - განაცხადა შარლ მიშელმა.  

ლიეტუვის პრეზიდენტი: ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს „დიახ“

ისტორიული ღამე ვერსალში. ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს „დიახ“, - ასე გამოეხმაურა ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ვერსალში ევროკავშირის გუშინდელ სამიტს. „ისტორიული ღამე ვერსალში. ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს „დიახ“. პროცესი დაიწყო. ახლა ჩვენზე და უკრაინელებზეა დამოკიდებული, რომ ეს სწრაფად განხორციელდეს. გმირმა უკრაინელმა ერმა უნდა იცოდეს, რომ მათ მიესალმებიან ევროკავშირში“, – წერს გიტანას  ნაუსედა „ტვიტერზე“. ასევე წაიკითხეთ: გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფი პროცედურა არ იქნება - CNN მაკრონი: არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია, ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა ომში მყოფ ქვეყანასთან გავხსნათ

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: ევროკავშირმა უკრაინას "მწვანე შუქი" აუნთო

ევროკავშირმა მწვანე შუქი აუნთო უკრაინას ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა.  „ეს არის ორგანიზაციის ერთობლივი მხარდაჭერის სიგნალი უკრაინის მიმართ. უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს“, - განაცხადა კალასმა. ასევე წაიკითხეთ: ლიეტუვის პრეზიდენტი: ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს „დიახ“

ბელგიის პრემიერ-მინისტრი: უკრაინამ პატივი უნდა სცეს ყველა აუცილებელ პროცედურულ ნაბიჯს, ვიდრე ევროკავშირის წევრი გახდება

ბელგიის პრემიერ-მინისტრის ალექსანდრ დე კრუ აცხადებს, რომ უკრაინამ პატივი უნდა სცეს ყველა აუცილებელ პროცედურულ ნაბიჯს, ვიდრე ევროკავშირის წევრი გახდება, მაგრამ ქვეყნისთვის „კარის დახურვა“ შეცდომა იქნება. ამის შესახევ ბელგიის პრემიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „დიდი შეცდომა იქნება კარის დახურვა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც უკრაინაა, რომელიც საფრთხეს გრძნობს. მუდმივად უნდა გავაგრძელოთ მათთან მუშაობა. ჩვენ შეგვიძლია, ისინი მივიწვიოთ სამიტებზე ისე, რომ მათ გადაწყვეტილების უფლება არ ჰქონდეთ“, – განაცხადა დე კრუმ. ასევე წაიკითხეთ: ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: ევროკავშირმა უკრაინას "მწვანე შუქი" აუნთო ლიეტუვის პრეზიდენტი: ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს „დიახ“

შალვა პაპუაშვილი: იმედი გაჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან აჩქარება მოხდეს, მთავარია, რომ პროცესი დაიძრა

იმედი გაჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან აჩქარება მოხდეს - სამუშაოს რაღაც მოცულობაა, რაც დროში ვერ შემცირდება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ პროცესი დაიძრა და ასოცირების ტრიოს სამივე ქვეყნისთვის მწვანე შუქია ანთებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „მისასალმებელია ის, რომ პროცესი დაიწყო. თავად პროცესის დაწყებასაც, როგორც წესი, დრო უნდა ხოლმე. პროცესი დაიწყო შესწავლით - კერძოდ, ევროკავშირი შესაბამისი პროცედურის საფუძველზე შეისწავლის ამ სამი ქვეყნის მზაობას, მიენიჭოს თუ არა კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება იმას, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი - არსებობს მოცემული ეტაპები, რასაც გაწევრიანების, ან კანდიდატის მინიჭებისთვის, ბუნებრივია, ვერცერთი ქვეყანა ვერ გადაახტება, მაგრამ დაჩქარებისას საუბარია იმაზე, რომ ამ საკითხს უფრო კონცენტრირებულად მიუდგება როგორც ევროკავშირი, ასევე განაცხადის წარმდგენი ქვეყნები. ჩარჩოდ რჩება ასოცირების შეთანხმება. შეთანხმებაშია გაწერილი ყველა საჭირო მიზანი, რასაც საქართველომ უნდა მიაღწიოს, მათ შორის საკანონმდებლო დაახლოების კუთხით, რაც პარლამენტს შეეხება", - განაცხადა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

დავით ზალკალიანი: ევროკავშირის ლიდერების მხრიდან ჩვენ გუშინ მივიღეთ, კიდევ ერთი მძლავრი გზავნილი

ევროკავშირის ლიდერების მხრიდან გუშინ მივიღეთ კიდევ ერთი ძალიან მძლავრი გზავნილი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ასოცირებული სამ ქვეყანასთან ერთად და ვფიქრობ, რომ პროცესი უკვე შეუქცევადია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. „გუშინ გაიმართა მარსელში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტი. განცხადება, რომელიც იყო დაკავშირებული უკრაინაში მიმდინარე ომთან, იყო ყოვლისმომცველი უკრაინასთან მიმართებაში, მნიშვნელოვანია, რომ ამ განცხადების ერთ-ერთი საკითხი იყო ასევე საქართველოსა და მოლდოვისთვის კანდიდატის საკითხის მიცემასთან დაკავშირებით პროცედურების დაწყება. ვფიქრობ, ეს უკვე არის ერთგვარი საბოლოო ბეჭედი ევროკავშირის მხრიდან, რომ ეს პროცესი დაიწყო ფორმალურადაც და ეს იქნება შეუქცევადი. ახლა რას ველით ჩვენ – შემდეგი ეტაპი გახლავთ ის, რომ ევროკომისია კანდიდატის წევრებს გაუგზავნის შესაბამის კითხვარს და ეს იქნება ძალიან მოცულობითი, რომელიც მოიცავს ყველა ძირითად მიმართულებას, რაც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის კრიტერიუმის დასაკამყოფილებლად", - განაცხადა ზალკალიანმა. ასევე წაიკითხეთ: შალვა პაპუაშვილი: იმედი გაჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან აჩქარება მოხდეს, მთავარია, რომ პროცესი დაიძრა

ევროკავშირის მიერ, მთლიანობაში, 862 რუსი ფიზიკური პირი და 53 ორგანიზაციაა სანქცირებული

უკრაინაში ომის დაწყებიდან მე-16 დღეს, ევროკავშირის მიერ, მთლიანობაში, 862 რუსი ფიზიკური პირი და 53 ორგანიზაციაა სანქცირებული. ბელორუსის არაერთი ინსტიტუტი ასევე მოხვდა ევროკავშირის შავ სიაში. ბოლოს, ევროკავშირმა სანქციების სიას რუსი ოლიგარქები და დეპუტატები დაამატა. მათ შორის, შავ სიაში არიან OAO TMK-ის მფლობელი, დიმიტრი პამპიანსკი და სახელმწიფო ავიაკომპანია Aeroflot-ის აღმასრულებელი დირექტორი, მიხაილ პოლუბოარინოვი. ევროკავშირის „შავ სიაში“ მოხვედრილი შვიდი რუსი ოლიგარქის საერთო პირადი კაპიტალი, დაახლოებით, $20 მილიარდს შეადგენს. გარდა ამისა, სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა რომან აბრამოვიჩს, ოლეგ დერიპასკას, კიდევ რამდენიმე ცნობილ რუს ბიზნესმენსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების ხელმძღვანელებს. სანქცირებულთა სიაში არიან Rosneft-ის ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, „გაზპრომის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი მილერი, Transneft-ის პრეზიდენტი ნიკოლაი ტოკარევი, ბანკ „ვითიბის“ ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი და ბანკ „როსიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი ლებედევი. სანქცირებულებს აეკრძალათ დიდ ბრიტანეთში შესვლა, მათი აქტივები კი, გაიყინა. ცნობისთვის, აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს აკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე 9 მარტს გამოაცხადა. ამასთან, დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად შეწყვეტს. ამავე თემაზე დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა ევროკავშირმა სანქციების სიას რუსი ოლიგარქები და დეპუტატები დაამატა დასავლეთის სანქციების ფონზე, რუსი ბიზნესმენი ოლეგ ტინკოვი მილიარდერის სტატუსს კარგავს დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიას რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი და ყოფილი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი დაემატნენ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტს ამზადებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტს ამზადებს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ეს სანქციები კიდევ უფრო დააშორებს რუსეთს გლობალური ეკონომიკური სისტემიდან, რაც კიდევ უფრო ზრდის პუტინის მიერ უკრაინის ხელში ჩაგდების ფასს. სანქციების მეოთხე პაკეტით, რუსეთის ფედერაციიდან მეტალურგიულ სექტორში ძირითადი პროდუქტების იმპორტი აიკრძალება. „რუსეთი ვერ შეძლებს ფინანსური ინსტიტუტებისგან ( საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი) დაფინანსების, სესხების ან სხვა სარგებლის მიღებას“. უკრაინაში ომის დაწყებიდან მე-16 დღეს, ევროკავშირის მიერ, მთლიანობაში, 862 რუსი ფიზიკური პირი და 53 ორგანიზაციაა სანქცირებული. ბელორუსის არაერთი ინსტიტუტი ასევე მოხვდა ევროკავშირის შავ სიაში. ბოლოს, ევროკავშირმა სანქციების სიას რუსი ოლიგარქები და დეპუტატები დაამატა. მათ შორის, შავ სიაში არიან OAO TMK-ის მფლობელი, დიმიტრი პამპიანსკი და სახელმწიფო ავიაკომპანია Aeroflot-ის აღმასრულებელი დირექტორი, მიხაილ პოლუბოარინოვი. ევროკავშირის „შავ სიაში“ მოხვედრილი შვიდი რუსი ოლიგარქის საერთო პირადი კაპიტალი, დაახლოებით, $20 მილიარდს შეადგენს. 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ სანქცირებული ოლიგარქების სიას გააფართოებს. გარდა ამისა, აშშ აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს. ასევე შეერთებულმა შტატებმა კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა. გარდა ამისა, სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა რომან აბრამოვიჩს, ოლეგ დერიპასკას, კიდევ რამდენიმე ცნობილ რუს ბიზნესმენსა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების ხელმძღვანელებს. სანქცირებულთა სიაში არიან Rosneft-ის ხელმძღვანელი იგორ სეჩინი, „გაზპრომის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი მილერი, Transneft-ის პრეზიდენტი ნიკოლაი ტოკარევი, ბანკ „ვითიბის“ ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი და ბანკ „როსიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი ლებედევი. სანქცირებულებს აეკრძალათ დიდ ბრიტანეთში შესვლა, მათი აქტივები კი, გაიყინა. ცნობისთვის, აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს აკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე 9 მარტს გამოაცხადა. ამასთან, დიდი ბრიტანეთი რუსული ნავთობის იმპორტს წლის ბოლომდე, ეტაპობრივად შეწყვეტს. ამავე თემაზე დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა ევროკავშირმა სანქციების სიას რუსი ოლიგარქები და დეპუტატები დაამატა დასავლეთის სანქციების ფონზე, რუსი ბიზნესმენი ოლეგ ტინკოვი მილიარდერის სტატუსს კარგავს დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა სიას რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი და ყოფილი ვიცე-პრემიერი იგორ შუვალოვი დაემატნენ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა 10 მარტი აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს

მთავარი გზავნილები ვერსალში გამართული ისტორიული სამიტიდან

10 მარტს, მრავალი ისტორიული მოვლენის მომსწრე, ვერსალში, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან მე-15 დღეს, სახელმწიფოების / მთავრობების მეთაურები შეიკრიბნენ. მწვავე 5-საათიანი დისკუსიის შემდეგ, ლიდერების განცხადება გავრცელდა, რომელიც „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას“ ეძღვნება. ტექსტი პუნქტებად არის დაყოფილი და პირველი ნაწილი მოიცავს სამ მოწოდებას: რომ უკრაინის ატომური ობიექტების უსაფრთხოება და უვნებლობა დაუყოვნებლივ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დახმარებით; რომ  რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა ძალა და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. ამასთან, სრულად სცეს პატივი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. განცხადების ავტორები ასევე მიესალმნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყების შესახებ და  აცხადებენ, რომ რუსეთს და მის თანამზრახველ ბელორუსს ამ აგრესიული ომისთვის სრულ პასუხისმგებლობა ეკისრებათ და დამნაშავეები პასუხისმგებელნი იქნებიან თავიანთი დანაშაულებისთვის. 1. ორი კვირის წინ რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა. რუსეთის საფუძველსმოკლებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს და გაეროს წესდების პრინციპებს და ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას. ეს უკრაინის მოსახლეობას ენით აღუწერელ ტანჯვას აყენებს. რუსეთს და მის თანამზრახველ ბელორუსს ამ აგრესიული ომისთვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ და დამნაშავეები პასუხისმგებელნი იქნებიან თავიანთი დანაშაულებისთვის, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე განურჩეველი თავდასხმებისთვის. ამ მხრივ მივესალმებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყების შესახებ. მოვუწოდებთ, რომ უკრაინის ატომური ობიექტების უსაფრთხოება და უვნებლობა დაუყოვნებლივ იყოს უზრუნველყოფილი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დახმარებით. მოვითხოვთ, რომ რუსეთმა შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა ძალა და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან და სრული პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მეორე პუნქტში რუსეთსა და ბელორუსზე ზეწოლის კიდევ უფრო გაძლიერებას აანონსებენ. მზადყოფნაა გამოხატული „დემოკრატიული უკრაინის აღდგენისადმი, როგორც კი რუსეთის თავდასხმა შეწყდება“. 2. ვაფასებთ უკრაინელ ხალხს მისი სიმამაცისთვის თავისი ქვეყნისა და ჩვენი საერთო ღირებულებების - თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვისთვის. ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააგრძელებენ კოორდინირებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, მატერიალურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიული უკრაინის აღდგენას, როგორც კი რუსეთის თავდასხმა შეწყდება. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ზეწოლა რუსეთსა და ბელორუსზე. შემოვიღეთ მნიშვნელოვანი სანქციები და კვლავ მზად ვართ, ახალი სანქციები წრაფად შემოვიღოთ. მესამე პუნტქში ევროპა მათ, ვინც უკრაინის ომს გაურბის, დახმარებას სთავაზობს. ამასთან,  მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები. მან უნდა უზრუნველყოს უკრაინაში მსხვერპლებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა და უზრუნველყოს უსაფრთხო გასასვლელი იმ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ვისაც წასვლა სურს. 3. უამრავი ადამიანი უკრაინის ომს გაურბის. ჩვენ ვთავაზობთ დროებით დაცვას ომის შედეგად ყველა ლტოლვილად ქცეულს უკრაინიდან. ვაფასებთ ევროპულ ქვეყნებს, განსაკუთრებით უკრაინის საზღვრებთან, მათი უდიდესი სოლიდარობისა და უკრაინაში ომის შედეგად ლტოლვილების მასპინძლობისთვის. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააგრძელებენ სოლიდარობის გამოხატვას ყველა ლტოლვილსა და მასპინძელი ქვეყნის მიმართ და მათთვის ჰუმანიტარული, სამედიცინო და ფინანსური დახმარების გაწევას. მოვუწოდებთ, რომ თანხები დაუყოვნებლად იყოს ხელმისაწვდომი „ევროპაში ლტოლვილთა დასახმარებლად ერთობლივი პოლიტიკის განხორციელების (CARE)“ შესახებ წინადადების სწრაფი მიღებისა და ReactEU-ს საშუალებით. მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები. მან უნდა უზრუნველყოს უკრაინაში მსხვერპლებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა და უზრუნველყოს უსაფრთხო გასასვლელი იმ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, ვისაც წასვლა სურს. მეოთხე პუნქტის თანახმად, ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, როგორც ეს ასოცირების შესახებ შეთანხმებაშია ასახული. 4. ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი, როგორც ეს ასოცირების შესახებ შეთანხმებაში არის ასახული. 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, უკრაინის მიერ საკუთარი ბედის არჩევის უფლების განხორციელებისას, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა. საბჭომ სწრაფად იმოქმედა და შესთავაზა ევროკომისიას, წარმოედგინა თავისი მოსაზრება ამ განცხადებასთან დაკავშირებით ევროკავშირის ფუძემდებლური შეთანხმებების შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით. ამის მოლოდინში და დაუყოვნებლივ, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს კავშირებს და გავაღრმავებთ პარტნიორობას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას ევროპული გზის გასაგრძელებლად. უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. მეხუთე, მცირე პუნქტი კი, საქართველოს და მოლდოვას ეძღვნება. 5. საბჭომ შესთავაზა კომისიას, წარმოადგინოს მოსაზრებები მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს განაცხადებების შესახებ. „ისტორიული ღამე ვერსალში. ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს - „დიახ“. პროცესი დაიწყო. ეს განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას ეკუთვნის. მის ამ განცხადებას კი, ევროპელი ლიდერების საკამათო კომენტარები უძღოდა წინ. რუსეთთან ომის პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს, რუსეთის სამხედრო ინტერვენციიდან მეხუთე დღეს მოაწერა ხელი. ამავე თემაზე ლიეტუვის პრეზიდენტი: ხუთსაათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს „დიახ“ მაკრონი: არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია, ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურა ომში მყოფ ქვეყანასთან გავხსნათ გერმანიის კანცლერის თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფი პროცედურა არ იქნება - CNN ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: ევროკავშირმა უკრაინას "მწვანე შუქი" აუნთო  

კარლ ჰარცელი: ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს

საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე. წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ელჩ კარლ ჰარცელის კომენტარი გაავრცელა.  „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, ოკუპირებულ აფხაზეთში, 2022 წლის 12 მარტს ჩატარდა, ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც ის გაიმართა. ევროკავშირი გააგრძელებს მისი არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ამ მხრივ სრულად ჩართულია“, - განაცხადა კარლა ჰარცელმა. აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ხოლო საქართველოში შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები

სალომე ზურაბიშვილი: გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი

გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან იქნას შერჩეული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, წლიური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის განახორციელებს კოორდინაციას, რათა გაწევრიანების მოთხოვნები მყისიერად იქნას შესრულებული, როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში ხდება. „მინდა მივმართო მთავრობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ამ ურთულეს პერიოდში გამოყენებული იქნას ყველა ძალისხმევა, რათა შევძლოთ ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება: ერთი მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე და მეორე მხრივ, უკრაინასთან მიმართებაში. ისე რომ, არცერთი საკითხი არ იქნას გამოყენებული ვიწრო, პოლიტიკური ინტერესებისათვის. მივესალმები გაწევრიანების შესახებ პრემიერის განცხადებას, მივესალმები რეზოლუციას, რომელიც მუშავდება პარლამენტში და ყველას მოვუწოდებ, რომ ეს რეზოლუცია ერთსულოვნად იქნას მიღებული. ასევე, გავეცანი რამდენიმე არასამთავრობოს მიერ შექმნილ განცხადებას, საზოგადოების სხვა პეტიციებს, თუ ინიციატივებს, რომლებსაც ასევე მივესალმები. გთავაზობთ, რომ ყველა ეს წამოწყება იყოს გაერთიანებული და ყველამ ერთად მოვაწეროთ ხელი ერთ დოკუმენტს, რომელიც იქნება ჩვენი განაცხადის მხარდამჭერი და ნიშანი ამ საკითხზე ჩვენი სრული ერთიანობისა. და გადაეგზავნოს ევროკავშირს ერთ პაკეტად საქართველოს სახელით. გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან იქნას შერჩეული. ის განახორციელებს კოორდინაციას, რათა გაწევრიანების მოთხოვნები მყისიერად იქნას შესრულებული, როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში ხდება. მოვუწოდებ მთავრობას, რომ ოპოზიციურ სპექტრის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული, ან სხვა ფორმატი, სადაც განხილული იქნება ყველა სენსიტიური საკითხი. და აქვე, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ ყველასათვის უმძიმეს პერიოდში გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენის გამოყენებაზე. დაბოლოს, მივმართავ ხალხს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ კერძო წამოწყებისა და სოლიდარობის ინიციატივებისთვის, რითაც უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატეთ. ასევე, მინდა უკრაინაში მაცხოვრებელი ჩვენი თანამემამულეების სახელით და პირადად ჩემი სახელით მადლობა მოვახსენო საელჩოს და საკონსულოების თანამშრომლებს კიევში, ოდესასა და ლვოვში, მათი პერსონალური და დაუღალავი თავდადებისათვის. მინდა გითხრათ, რომ გველოდება რთული პერიოდი, მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარება, როგორც მთელ მსოფლიოს. ეს ჩვენი საზოგადოების შესატანი წვლილია, იმ დროს, როცა ჩვენი უკრაინელი ძმები სისხლით და ბრძოლით იცავენ ჩვენს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ახალი მომავლის კარს გვიხსნიან. მინდა იცოდეთ, რომ მე არაფერს დავიშურებ, რომ მთავრობასა და ოპოზიციასთან ერთად მოვნახოთ თანამშრომლობის და ერთიანობის საშუალება. ერთად აღვუდგეთ საფრთხეებს წინ და ერთად მოვნახოთ ყველა ახალ კარის გასაღები. თქვენც გმართებთ თქვენი წვლილი შეიტანოთ, თქვენი ვალდებულება შეასრულოთ და ეროვნული თანხმობა რეალობად აქციოთ, რამეთუ ეს არის ქვეყნის რეალური საყრდენი, რომელიც ყველაფერს გაგვაძლებინებს და ყველაფერს შეგვაძლებინებს. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! გაუმარჯოს საქართველოს!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ესპანეთს ევროპაში რუსული გაზის ჩანაცვლება შეუძლია - Euractiv

ესპანეთს, რომელიც ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე დიდ საცავსა და რეგაზიფიკაციის შესაძლებლობებს ფლობს, შეუძლია, ევროპაში რუსული გაზის ჩანაცვლება შეუძლია, თუმცა, მისი შეზღუდული ურთიერთკავშირი დანარჩენ კონტინენტთან კვლავ პრობლემად რჩება. ამის შესახებ Euractiv-ი წერს. 3,31 მილიონი კუბური მეტრი მოცულობით, პირველ ადგილზეა ესპანეთი, შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი - 22%-ით, (2,09 მილიონი); საფრანგეთი (14% და 1,35 მილიონი), ბელგია (6% და 0,56 მილიონი) და იტალია (5% და 0,54 მილიონი). გამოცემა ექსპერტების მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ ესპანეთი ასევე ლიდერობს რეგაზიფიკაციის სიმძლავრის მხრივ, რაც საშუალებას აძლევს მას, გაუმკლავდეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად გამოწვეულ მიმდინარე კრიზისს უფრო მეტი გარანტიით, ვიდრე მისი მეზობლები, ყოველ შემთხვევაში, მიწოდების უსაფრთხოების თვალსაზრისით. გარდა საცავებისა და რეგაზიფიკაციის შესაძლებლობებისა, ქვეყნის კავშირი ალჟირთან, საიდანაც მისი გაზმომარაგების 90% მოდის, შეიძლება, დაეხმაროს ესპანეთს ცენტრალური ევროპისთვის რუსული გაზის ალტერნატივის შექმნაში. თუმცა საჭიროა უფრო მჭიდრო კავშირები ევროპულ ქსელთან, რათა ესპანეთმა წვლილი შეიტანოს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. ევროკავშირმა რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შესამცირებლად გეგმა წარადგინა. ევროკავშირს სურს, რუსული გაზის შესყიდვა 2030 წლამდე შეწყვიტოს. მანამდე კი, წლის ბოლომდე, შესყიდვების ორი მესამედით შემცირებას ისახავს მიზნად. ევროკომისია სავარაუდოდ, ევროკავშირის ყველა ქვეყანას დაავალდებულებს, შეავსონ თავისი გაზის საცავები სულ მცირე, 90 %-ით ყოველი წლის პირველ ოქტომბრამდე. „ჩვენ დამოუკიდებელი უნდა გავხდეთ რუსული ნავთობისგან, ნახშირისა და გაზისგან. უბრალოდ, არ შეგვიძლია, ვიყოთ დამოკიდებული მომწოდებელზე, რომელიც პირდაპირ გვემუქრება“ , - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ცნობისთვის, აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს აკრძალავს. შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა. ასევე წაიკითხეთ უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს  

სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი თელ-ავივის აეროპორტის VIP დარბაზში შენიშნეს - Reuters

სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი ორშაბათს თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტში შენიშნეს. Reuters-ის ცნობით, სანქცირებული რუსი ოლიგარქი სტამბოლის რეისს ელოდებოდა. სააგენტოს მიერ მოპოვებული ფოტოს მიხედვით, ბრიტანულ საფეხბურთო კლუბის „ჩელსის“ მფლობელი აბრამოვიჩი აეროპორტის VIP დარბაზში იმყოფება. Reuters-ი წერს, რომ დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა, ნამდვილად ჩაჯდა თუ არა აბრამოვიჩი თვითმფრინავში. აბრამოვიჩს ისრაელის და პორტუგალიის მოქალაქეობა აქვს. რუსი ოლიგარქი იმ შვიდ რუს მილიარდერს შორისაა, რომლებიც 10 მარტს, ბრიტანეთის სანქციების სიას დაემატნენ. Reuters-ის მიერ 14 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები ევროკავშირის სასანქციო სიაში რომან აბრამოვიჩის შეყვანაზე შეთანხმდნენ. სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პუტინის ახლოს წრეს და მასთან დაახლოებულ ოლიგარქებს დაუწესდათ. დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში მითითებულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი შეათანხმა

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტზე შეთანხმდნენ. სანქციების დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის ოფისი აცხადებს, რომ რუსეთს „ყველაზე უპირატესი ერის“ სტატუსი გაუუქმდება. Reuters-ი წერს, რომ ამ ზომების დონით, რუსეთი სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეასა და ირანს გაუთანაბრდება. დიპლომატიური წყაროების ცნობით, სავარაუდოდ, სანქციები აკრძალავს რუსული რკინისა და ფოლადის იმპორტს. გარდა ამისა, აკრძალვა შეეხება ნავთობკომპანიებსა და ენერგეტიკის სფეროში ინვესტიციებს. ასევე, მოსალოდნელია, რომ სანქცირებულთა სიას 14 რუს მილიარდერთან ერთად დაემატება საფეხბურთო კლუბ ლონდონის „ჩელსის“ მფლობელი, რომან აბრამოვიჩი. ამავე თემაზე რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა - Reuters

რას მოიცავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების მეოთხე პაკეტი

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა. რუსეთის სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ: ევროკავშირის სექტორული და ინდივიდუალური ზომების მეოთხე პაკეტი, ამ შინაარსის განცხადება ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭომ დამატებითი სანქციები დაუწესა ოლიგარქებს, ლობისტებსა და პროპაგანდისტებს, ჯამში 600-ზე მეტ პირს, რომლებიც კრემლის ნარატივს ავრცელებენ. სანქციები ასევე შეეხებათ ავიაციის, სამხედრო ინდუსტრიის, გემთმშენებელ და მანქანათმშენებელი სექტორის საკვანძო კომპანიებს. სანქციების მიზანია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა შეაჩეროს ეს არაადამიანური და უაზრო ომი, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითებში, ჟოზეფ ბორელმა.გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭომ დამატებითი სანქციები დაუწესა ოლიგარქებს, ლობისტებსა და პროპაგანდისტებს, ჯამში 600-ზე მეტ პირს, რომლებიც კრემლის ნარატივს ავრცელებენ.   აიკრძალება ტრანზაქციები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გარკვეულ საწარმოებთან.აიკრძალება ნებისმიერი რუსი პირისთვის ან სუბიექტისთვის საკრედიტო რეიტინგის ნებისმიერი სერვისის მიწოდება, ისევე როგორც საკრედიტო რეიტინგის აქტივობებთან დაკავშირებით ნებისმიერ სააბონენტო სერვისებზე წვდომა.გაფართოვდება რუსეთის თავდაცვისა და სამრეწველო ბაზასთან დაკავშირებული პირების სია, რომლებზეც წესდება უფრო მკაცრი საექსპორტო შეზღუდვები ორმაგი დანიშნულების საქონელსა და ტექნოლოგიებზე, რომელმაც შესაძლოა, ხელი შეუწყოს რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას.აიკრძალება ახალი ინვესტიციები რუსეთის ენერგოსექტორში,  ასევე, დაწესდება შეზღუდვები ენერგოინდუსტრიისთვის ყოვლისმომცველი აღჭურვილობის, ტექნოლოგიისა და სერვისის ექსპორტზე;    სანქციები აკრძალავს რუსული რკინისა და ფოლადის იმპორტს. ამასთან, აშშ-ის მთავრობამ სანქციების სიას რუსეთის 11 სამხედრო მაღალჩინოსანი, მათ შორის რუსეთის ეროვნული გვარდიის მეთაური ვიქტორ ზოლოტოვი, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორი დმიტრი შუგაევი, ფედერალური უწყების, „როსობორონექსპორტის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრ მიხეევი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის 8 მოადგილე დაამატა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა 11 მარტი აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა 14 მარტს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი შეათანხმა

ევროკავშირმა რუსულ ნავთობკომპანიებს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის“, „ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და პირველი არხის დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. ევროკავშირის საბჭომ დამატებითი სანქციები დაუწესა ოლიგარქებს, ლობისტებსა და პროპაგანდისტებს, რომლებიც კრემლის ნარატივს ავრცელებენ. სანქციები ასევე შეეხებათ ავიაციის, სამხედრო ინდუსტრიის, გემთმშენებელ და მანქანათმშენებელი სექტორის საკვანძო კომპანიებს. მთლიანობაში, სანქციები 877 პირსა და 62 კომპანიას დაუწესდა. სანქციების მიხედვით:  აიკრძალება ტრანზაქციები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გარკვეულ საწარმოებთან.აიკრძალება ნებისმიერი რუსი პირისთვის ან სუბიექტისთვის საკრედიტო რეიტინგის ნებისმიერი სერვისის მიწოდება, ისევე როგორც საკრედიტო რეიტინგის აქტივობებთან დაკავშირებით ნებისმიერ სააბონენტო სერვისებზე წვდომა.გაფართოვდება რუსეთის თავდაცვისა და სამრეწველო ბაზასთან დაკავშირებული პირების სია, რომლებზეც წესდება უფრო მკაცრი საექსპორტო შეზღუდვები ორმაგი დანიშნულების საქონელსა და ტექნოლოგიებზე, რომელმაც შესაძლოა, ხელი შეუწყოს რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას.აიკრძალება ახალი ინვესტიციები რუსეთის ენერგოსექტორში,  ასევე, დაწესდება შეზღუდვები ენერგოინდუსტრიისთვის ყოვლისმომცველი აღჭურვილობის, ტექნოლოგიისა და სერვისის ექსპორტზე; სანქციები აკრძალავს რუსული რკინისა და ფოლადის იმპორტს. ამასთან, აშშ-ის მთავრობამ სანქციების სიას რუსეთის 11 სამხედრო მაღალჩინოსანი, მათ შორის რუსეთის ეროვნული გვარდიის მეთაური ვიქტორ ზოლოტოვი, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორი დმიტრი შუგაევი, ფედერალური უწყების, „როსობორონექსპორტის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრ მიხეევი და რუსეთის თავდაცვის მინისტრის 8 მოადგილე დაამატა. ასევე წაიკითხეთ როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“.  24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. 27 თებერვალს ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა დამატებით ზომებზე, კერძოდ: ევროკავშირი თავის საჰაერო სივრცეს დაუხურავს ყველა რუსულ თვითმფრინავს, მათ შორის, ოლიგარქების კერძო თვითმფრინავებს. ევროკავშირი მთელ ტერიტორიაზე კრძალავს რუსეთის მედიაპროპაგანდას, კერძოდ, Russia Today-სა და "სპუტნიკს". ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ლუკაშენკოს რეჟიმს. ისტორიაში პირველად, ევროკავშირი ლეტალურ იარაღს მიაწვდის უკრაინას და ფინანსურადაც დაეხმარება მას. 27 თებერვალი სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 28 თებერვალი აშშ რუსეთის ფინანსური სისტემის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა, ასევე, დაუყოვნებლივ აამოქმედებს სანქციებს პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა 7 მარტი კანადამ პუტინის ახლო წრეს სანქციები დაუწესა 8 მარტი აშშ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტს კრძალავს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა 9 მარტი ევროკავშირი სანქციების სიაში რუსი ოლიგარქების და დეპუტატის დამატებას დაეთანხმა 11 მარტი აშშ რუსული ალკოჰოლის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტს კრძალავს აშშ-მ კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის ცოლსა და მის სრულწლოვან შვილებს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა 386 რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა 14 მარტს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი შეათანხმა   15 მარტი რას მოიცავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების მეოთხე პაკეტი რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს აშშ-მ ლუკაშენკოს და მის ცოლს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ორგანიზაციასა და რუსეთის 345 მოქალაქეს სანქციები დაუწესა ესპანეთის ხელისუფლებამ რუს ოლიგარქს იახტა ჩამოართვა იაპონიამ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციასთან დაკავშირებით რუსეთის კიდევ 17 მოქალაქეს დაუწესა სანქციები ასევე წაიკითხეთ ჩეხეთის, პოლონეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები კიევში არიან პრეზიდენტი ბაიდენი არის უმცროსი და სანქციები შესაძლოა, მამამისს დაუწესეს, დაე, მშვიდად განისვენოს - თეთრი სახლის პასუხი რუსეთის სანქციებს  

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კარლ ჰარცელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს შეხვდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, პირადად ელჩს და მის გუნდს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების და გარემოს დაცვის მიმართულებით გაწეული უდიდესი მხარდაჭერისთვის. „ევროკავშირის მხარდაჭერით, უკვე მრავალი წელია, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და პროგრამა ხორციელდება როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით და უნდა აღინიშნოს, რომ რეალური ხელშესახები შედეგები და წარმატებები უკვე სახეზეა. საქართველომ უკვე გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, რაც კიდევ ერთი ნაბიჯით გვაახლოებს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციასთან. ჩვენი მიზანია, სწრაფად ვიაროთ წინ ამ გზაზე. ერთი მხრივ, ეს გამოწვევაა, რომლის დაძლევისთვის ბევრი მუშაობა მოგვიწევს, ხოლო მეორე მხრივ, ეს დიდი შესაძლებლობაა ქართული წარმოებისთვის. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, იმისთვის, რომ სრულად შევასრულოთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა აღნიშნა, ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების შედეგად, ეტაპობრივად წინსვლა არსებობს როგორც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით. მისასალმებელია საქართველოს ამბიცია, მაქსიმალურად გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რასაც ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭროს სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) აძლევს ქვეყანას. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების, სურსათის უვნებლობის, საძოვრებისა და მიწის მართვის საკითხებს, სატყეო სექტორის, ატმოსფერული ჰაერის, წყლის რესურსებისა და ნარჩენების მართვის კუთხით გატარებულ რეფორმებს, ტყის ახალ კოდექსს, ტექნიკური დახმარების პროექტებსა და სავაჭრო ურთიერთობებს. ევროკავშირის ელჩთან შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ.

გერმანიის ელჩი: ევროკავშირი სანქციებთან მიერთებისთვის ასოცირებულ პარტნიორებს იწვევს, დისკუსია გვაქვს საქართველოს მთავრობასთანაც

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ ევროკავშირი იწვევს თავის ასოცირებულ პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებისთვის. რა ფორმით უნდა იყოს საქართველო სანქციების მონაწილე, ელჩის თქმით, ეს იმ დისკუსიების საგანია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან აქვთ. ჰუბერტ ქნირშის შეფასებით, შემდგომ დღეებში ამ დისკუსიებს გარკვეული შედეგი ექნებათ.„ევროკავშირი იწვევს ასოცირებულ პარტნიორებს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან შესაერთებლად; რა უნდა იყოს და რა შეიძლება, იყოს ეს უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებით, განხილვის საგანია, რომელიც გვაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან. ვფიქრობ, ამ დისკუსიას ექნება წინსვლა და მომავალ დღეებში გამოიღებს შედეგს. ეს არის ის, რისი თქმაც შემიძლია,” - განაცხადა გერმანიის ელჩმა 16 მარტს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები EUGBC-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ. მას ასევე ესწრებოდა საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში აქვთ მოლოდინი, რომ კანდიდატი და ასოცირებული პარტნიორები მათ სანქციებს მიუერთდებიან.„მარტის დასაწყისში, უკრაინამ წარადგინა განაცხადი ევროპარლამენტში, რათა დაჩქარებული წესით განიხილებოდეს უკრაინის აპლიკაცია ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. 10 მარტს, ვერსალში განხილული იყო უკრაინის და მოლდოვის განაცხადები კანდიდატობის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკავშირში - როგორც ევროპარლამენტში, ასევე ევროსტრუქტურებში არის მოლოდინი, რომ კანდიდატი და ასპირანტი ქვეყნები უნდა იყვნენ ევროკავშირის სანქციების და უსაფრთხოების ზომების მონაწილეები, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი. ჩვენ მივესალმებით იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ არის გადადგმული და რომლებიც აჩვენებს მკაფიო კოორდინაციას ევროკავშირისა და საერთაშორისო საბანკო სისტემებთან მიმართებით. იმედი მაქვს, რომ იქნება ახალი ნაბიჯებიც საქართველოს მთავრობის მხრიდან ამ მიმართულებით", - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა. წყარო bm.ge

რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News

„ჩელსის“ მფლობელის რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა, Solaris-ი თურქეთისკენ მიემართება. ბრიტანული მედია წერს, რომ რომან აბრამოვიჩს, სავარაუდოდ, სანქციების გამო, თავისი ქონება ევროპიდან სხვა ქვეყნებში გადააქვს.   აბრამოვიჩს ევროკავშირის სანქციები შეეხო. ევროკავშირის მეოთხე პაკეტის თანახმად, აქტივები გაეყინებათ იმ რუს ოლიგარქებს, რომლებსაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან აქვთ კავშირი. აბრამოვიჩის მეორე იახტა, Eclipse ალჟირის სანაპიროსკენ მიემართება. მისი უახლოესი ევროპული პორტი იტალიაშია, სადაც კიდევ ერთ რუს ოლიგარქს, ანდრეი მელნიჩენკოს, ახლახან იტალიის ხელისუფლებამ ევროკავშირის სანქციების ფარგლებში 444 მილიონი ფუნტის ღირებულების სუპერიახტა ჩამოართვა. ასევე წაიკითხეთ სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა

შვეიცარიამ რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას სანქციები დაუწესა

შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ფინანსური სანქციების გავლენის ქვეშ მოექცნენ რუსი ოლიგარქები და მსხვილი ბიზნესმენები, - ნათქვამია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. შვეიცარიის სანქციების სიაშია რომან აბრამოვიჩი, ანდრეი მელნიჩენკო, დიმიტრი პუმპიანსკი და დიმიტრი მაზეპინი ვაჟებთან ერთად, მიხაილ პოლუბოიარინოვი, ასევე რუსეთის პირველი არხის გენერალური დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიაში მათ მფლობელობაში არსებული აქტივები გაიყინება და ამასთან ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ.   შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. შვეიცარიამ ასევე მიიღო ფინანსური სანქციები რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ, რომლებიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და პირველი არხის დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.

ზელენსკი: უკრაინა ევროკავშირის ენერგოსისტემის ნაწილი გახდა

უკრაინა მიუერთდა სისტემა ENTSO-E-ს და ევროკავშირის ენერგოსისტემის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა.  „უკრაინისა და ევროპის ენერგოსისტემების გაერთიანება დასრულდა. ახლა ჩვენი ელექტროენერგია მიედინება ევროპაში, ხოლო ევროპიდან უკრაინაში. მადლობა ევროკავშირის წევრებს, პირადად ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში კარდი სიმსონს და ყველას, ვისი დახმარებითაც გვაქვს ერთიანი ენერგოსისტემა,“- წერს ზელენსკი.  აქვე წაიკითხეთ ევროკომისიამ რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის გეგმა წარადგინა

სამოქალაქო საზოგადოებამ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი მომდევნო 10 ნაბიჯი წარადგინა

სამოქალაქო საზოგადოებამ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადასადგმელი მომდევნო 10 ნაბიჯი წარადგინა. ამის შესახებ ინიციატივაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს. როგორც ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, განაცხადის გაკეთების შემდეგ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. „საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესი წარმოადგენს ქართველი ხალხის ურყევ ნებას, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა და განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით. ამის შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ 2022 წლის 3 მარტს გააკეთა ქვეყნის ევროპის კავშირში გაწევრების განაცხადი. 2022 წლის 10 მარტს საფრანგეთში გამართულ ევროპის კავშირის ლიდერთა სამიტზე ევროკომისიას ეთხოვა, საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით შეფასების მომზადება, რის საფუძველზეც შესაძლოა მას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. მიგვაჩნია, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება და წევრობა საქართველოსთვის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალური სიკეთეების და უსაფრთხოების გაძლიერების წინაპირობებს შექმნის. უკრაინაში მიმდინარე ომმა ევროპეიზაციის პროცესის უპირობო მნიშვნელობა აჩვენა, არა მხოლოდ პოლიტიკური, სამართლებრივი და სოციალური განვითარების მნიშვნელობით, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კუთხითაც. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიური განვითარება უნდა გახდეს პოლიტიკური აქტორებისთვის კონსოლიდირების და პოლარიზების დასრულების წინაპირობა. ჩვენ ქვემოთ წარმოდგენილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მზად ვართ, უფრო აქტიურად ჩავერთოთ აღნიშნულ პროცესში და საქართველოს ხელისუფლებას ვთავაზობთ გადადგას შემდეგი ნაბიჯები: შეიმუშაოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების ეროვნული სტრატეგია და შექმნას მისი მონიტორინგის ქმედითი მექანიზმი, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი; განახორციელოს 2021 წლის 19 აპრილს შეთანხმებით „მომავლის გზა საქართველოსთვის“[1] (ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება) გათვალისწინებული დემოკრატიული რეფორმები; გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან საქართველო-ევროპის კავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგის[2] დროულად მისაღებად და დაიწყოს მისი ეფექტიანი იმპლემენტაცია; გაწიოს სათანადო დიპლომატიური ძალისხმევა, ევროკომისიის მხრიდან ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის[3] მიღების დასაჩქარებლად; მობილიზება გაუკეთოს შესაბამის ადამიანურ, ფინანსურ და ტექნიკურ რესურსს (მათ შორის შექმნას შესაბამისი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი და/ან შესაბამისი უწყება), რათა მოხდეს კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის დროული და სრულყოფილი შევსება და ევროპის კავშირისთვის წარდგენა; ახალი რეალობის გათვალისწინებით ცვლილებები შეიტანოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულებაში[4], გააქტიუროს და უფრო ეფექტიანი გახადოს მისი მუშაობა, რაც კითხვარზე პასუხების მომზადების პროცესში სამუშაო ჯგუფების აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს; გახადოს პროცესი გამჭვირვალე და ინკლუზიური. ჩამოაყალიბოს ევროპის კავშირში გაწევრების ეროვნული საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ სფეროს ექსპერტები და ექნება საკონსულტაციო ორგანოს სტატუსი. საბჭო ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესის კოორდინაციასა და მონიტორინგს; განიხილოს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებების, იურიდიულ და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეების, ასევე ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის პოსტების ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დაკავების შესაძლებლობა, რათა გაიზარდოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობა; პეტრას ციხის (ასოცირების ტრიო – მოლდოვა, საქართველო, უკრაინა) დეკლარაციის[5] შესაბამისად, ქმედითი ნაბიჯები გადადგას რათა ერთის მხრივ გაძლიერდეს ტრიოს თანამშრომლობის ფორმატი, დარეგულირდეს ურთიერთობები უკრაინასთან და მეორეს მხრივ, ჩამოყალიბდეს ტრიოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი სამიტი; უზრუნველყოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესთან დაკავშირებული მოლოდინების მართვა და აწარმოოს შესაბამისი შიდა და საგარეო კომუნიკაცია. ხელმომწერი ორგანიზაციები: ღია საზოგადოების ფონდი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ასოციაცია (ISFED); საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო; აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD); უფლებები საქართველო; საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS); მედიის განვითარების ფონდი (MDF); მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის(WEG); მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD); რონდელის ფონდი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); საფარი; წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT); თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT); ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); სოციალური სამართლიანობის ცენტრი; ლიბერალური აკადემია თბილისი (LAT); დემოკრატიის ინდექსი – საქართველო; მმართველობის მონიტორინგის ცენტრი; სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია”; საქართველოს ატლანტიკური საბჭო; საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP); ღია სივრცე კავკასია (COS); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);სამოქალაქო იდეა; მწვანე ალტერნატივა”,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

მორავეცკი ევროკავშირს რუსეთთან ვაჭრობის სრულად აკრძალვისკენ მოუწოდებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ევროკავშირს რუსეთთან ვაჭრობის სრული აკრძალვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ უკრაინული მედია პოლონურ გამოცემაზე დაყრდნობით წერს.  მორავეცკი აცხადებს, რომ სურს იხილოს სრული „სავაჭრო ბლოკადა“ ზღვიდან და ხმელეთიდან „რაც შეიძლება მალე“. მისი თქმით, ვაჭრობის სრული შეწყვეტა აიძულებს რუსეთს, განიხილოს, უკეთესი იქნება თუ არა ამ სასტიკი ომის შეჩერება. პოლონეთის შეთავაზებაა, რომ სანქციების ამ პაკეტს რაც შეიძლება მალე დაემატოს სავაჭრო ბლოკადა, მათ შორის ორივე საზღვაო პორტი... მაგრამ ასევე აიკრძალოს სახმელეთო ვაჭრობა. რუსეთის ვაჭრობის სრული შეწყვეტა მეტად აიძულებს მას, განიხილოს, უკეთესი იქნება თუ არა ამ სასტიკი ომის შეჩერება“, - აღნიშნა მორავეცკიმ.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  ასევე წაიკითხეთ  Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

ჟოზეპ ბორელი: ის რაც მარიუპოლში ხდება, არის მასშტაბური სამხედრო დანაშაული

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელიმ ​უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფაქტი შეაფასა და განაცხადა, რომ ის რაც მარიუპოლში ხდება, არის მასშტაბური სამხედრო დანაშაული.  „ეს არაა ომი, ესაა ქვეყნის მასობრივი განადგურება“, - აღნიშნა ბორელიმ. მისი თქმით რუსეთი „ომის კანონებს“ არ ითვალისწინებს. ჟოზეპ ბორელიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების სამიტის წინ განაცხადა,  რომ ევროკავშირი მზადაა იმსჯელოს ნავთობის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.  „ჩვენ ვიმსჯელებთ, თუ რა სანქციები შეგვიძლია დავუწესოთ რუსეთს, კერძოდ ენერგეტიკის სფეროში", - თქვა ბორელიმ. ამასთან, ბორელის თქმით, ევროკავშირი გეგმავს უახლოეს ხანებში უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 500 მლნ ევრო გამოყოს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.    უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ასევე წაიკითხეთ  Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთი წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავს Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

მარკ რუტე: ევროკავშირის ქვეყნები რუსულ ნავთობსა და გაზზე ძალიან არიან დამოკიდებულები

"ევროკავშირის ქვეყნები რუსულ ნავთობსა და გაზზე ძალიან არიან დამოკიდებულები და მოკლე დროში ამ დამოკიდებულებაზე უარის თქმა არ შეუძლიათ", - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს. „ევროპის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში ძალიან ბევრი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ჯერ კიდევ მთლიანად არის დამოკიდებული რუსულ ნავთობზე, გაზზე დამოკიდებულება კი კიდევ უფრო უარესია. ჩვენ უნდა შევამციროთ ეს დამოკიდებულება. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ ხვალ ამას ვერ გავაკეთებთ", - განაცხადა რუტემ.

Reuters-ი: ევროკავშირის მთავრობის წარმომადგენლები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს განიხილავენ

ევროკავშირის მთავრობები რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, მათ შორის, ნავთობის ემბარგოს განიხილავენ. დიპლომატებმა "როიტერსს" უთხრეს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, მათ შორის ლიეტუვა, ემბარგოს ითხოვენ, როგორც შემდეგ ლოგიკური ნაბიჯს. თუმცა, გერმანია სწრაფი მოქმედების წინააღმდეგ იძლევა გაფრთხილებას, რადგან ევროპაში ენერგიის ფასი უკვე მაღალია. როგორც ცნობილია, მიმდინარე კვირაში ლიდერები აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სამიტების სერიაზე შეხვდებიან, რომელიც უკრაინაში შეჭრის გამო მოსკოვის მიმართ დასავლეთის პასუხის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დისკუსიას ორშაბათს გამართავენ. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა 25 მარტსაა დაგეგმილი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ბლოკს ახალი სამხედრო შენაერთი ეყოლება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ბლოკს ეყოლება ახალი სამხედრო შენაერთი, რომელიც 2025 წლიდან იქნება ბრძოლის უნარიანი და რომლის ბირთვს გერმანია უზრუნველყოფს. "ამ ნაბიჯით ევროპის კავშირს ექნება ინსტრუმენტების აუცილებელი ნაკრები“, რათა გახდეს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში „რეალური გეოპოლიტიკური მოთამაშე“ ნატოსთან ერთად" - დაწერა ტვიტერზე ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა.  

შალვა პაპუაშვილი: მომავალ კვირას, ვიქნები ბრიუსელში და ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მექნება

მომავალ კვირას პირადად მე, პარლამენტის თავმჯდომარე ვიქნები ბრიუსელში და მექნება შეხვედრა ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან, - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „საქართველოს სახელმწიფო გააკეთა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე – შემდეგი ნაბიჯი არის, რომ ევროკავშირმა უნდა გამოაგზავნოს სპეციალური კითხვარი, რომლის მიხედვითაც დაიწყება ქვეყნის შეფასება, ეს ითქვა ცალსახად, ეს იქნება თანაბრად სწრაფი უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვისაც. რაც შეეხება ვიზიტებს, არაერთი ვიზიტი განხორციელდა და მომავალ კვირას მე, პირადად, პარლამენტის თავმჯდომარე ვიქნები ბრიუსელში და მექნება შეხვედრა ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან, ეს არის რასაც ვაკეთებთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Reuters: ევროკავშირი უკრაინის აღდგენის ფონდს შექმნის

ევროკავშირის ლიდერები მიმდინარე კვირაში საერთაშორისო ფონდის შექმნაზე შეთანხმდებიან, რომელიც უკრაინას ომის შემდეგ აღდგენაში დაეხმარება. ამის შესახებ Reuters ევროკავშირის ლიდერების სამიტის განცხადების პროექტზე დაყრდნობით წერს.  „რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინას მიყენებული ნგრევისა და უზარმაზარი ზარალის გათვალისწინებით, ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინის მთავრობას გადაუდებელი საჭიროებებისთვის. ამასთან, როგორც კი რუსული შემოტევა შეწყდება, მხარი დაუჭიროს დემოკრატიული უკრაინის აღდგენას. ამ მიზნით, ევროპული საბჭო თანახმაა, შექმნას უკრაინის სოლიდარობის ფონდი“, - ნათქვამია ევროკავშირის ლიდერების სამიტის განცხადების პროექტში.  ევროკავშირის ლიდერების სამიტი ბრიუსელში 24-25 მარტს გაიმართება. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ასევე წაიკითხეთ  ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით € 500 მილიონს გამოუყოფს Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს 

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ომი საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში

ომი საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „ჰუმანიტარული საჭიროებები რეკორდულად მაღალ დონეზეა, კრემლის ომი საფრთხეს უქმნის სასურსათო უსაფრთხოებას მთელ მსოფლიოში. სურსათის დეფიციტის პრობლემის მოსაგვარებლად ევროკავშირი 2.5 მილიარდ ევროს გამოყოფს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ასევე წაიკითხეთ: Reuters: ევროკავშირი უკრაინის აღდგენის ფონდს შექმნის

Bloomberg: ევროკავშირი უკრაინას საიდუმლო ინფორმაციას გაუზიარებს

ევროკავშირმა უკრაინასთან დაამტკიცა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბლოკი კიევს საიდუმლო ინფორმაციას გაუზიარებს, მათ შორის სატელიტურ ფოტოებს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.  „შეთანხმება შესაძლოა ძალაში ერთი წელი იყოს ან მომავალში გაგრძელდეს, ამასთან გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულები არიან ევროკავშირის ელჩები “- აცნობა წყარომ გამოცემას.  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა 28 თებერვალს განაცხადა., რომ უკრაინის დასახმარებლად მიმდინარეობს რესურსების მობილიზება, რათა დაეხმარონ უკრაინას გეოსივრცითი მონაცემების ანალიზში. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ასევე წაიკითხეთ  Reuters: ევროკავშირი უკრაინის აღდგენის ფონდს შექმნის ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით € 500 მილიონს გამოუყოფს Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს 

ევროკავშირი და NATO-ს ორი სამიტი დღეს ბრიუსელში გაიმართება

ევროკავშირი და NATO-ს ორი სამიტი დღეს ბრიუსელში გაიმართება. ბრიუსელში ორგანიზაციის ლიდერები კრაინაზე მსჯელობას NATO-ს საგანგებო სამიტზე დაიწყებენ. სამიტიდან რუსეთს უმკაცრესი გზავნილი უნდა გაუგზავნონ და უკრაინის მიმართ პარტნიორებმა მხარდაჭერა უნდა გააძლიერონ. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი მსოფლიო ლიდერებთან შესახვედრად ბრიუსელში ჩავიდა

ევროკავშირი ომის შედეგად დაზარალებული უკრაინის აღდგენისთვის სპეციალურ ფონდს შექმნის

ევროკავშირმა პირობა დადო, დაზარალებული უკრაინის აღდგენისთვის სპეციალურ ფონდს შექმნის. შესაბამისი ინფორმაცია ევროკავშირის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. "რუსული სამხედრო აგრესიით უკრაინისთვის მიყენებული ნგრევისა და უზარმაზარი ზარალის გათვალისწინებით, ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს უკრაინის მთავრობას სახელმწიფოს გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებაში და ომის შემდეგ დემოკრატიული უკრაინის აღდგენაში. ამ მიზნით, ევროკავშირი თანახმაა შექმნას ნდობის ფონდი და იწვევს საერთაშორისო პარტნიორებს მონაწილეობის მისაღებად", - ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი: გავიდა დრო, როდესაც ენერგორესურსების შანტაჟისთვის გამოყენება შეიძლებოდა

მარკ რუტე: ვროკავშირში უკრაინის სწრაფი ინტეგრაცია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სტაბილურობისთვის რისკს ქმნის

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე მიიჩნევს, რომ ევროკავშირში უკრაინის სწრაფი ინტეგრაცია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სტაბილურობისთვის რისკს ქმნის. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს. „ევროკავშირში გაწევრიანება არის პროცესი. გაწევრიანების პროცედურების დაჩქარება არ არსებობს. ეს რომ გავაკეთოთ, ჩვენ გაწევრიანების პროცესს პოლიტიკურს გავხდით, ეს კი არ უნდა მოხდეს“, – განაცხადა რუტემ. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი ომის შედეგად დაზარალებული უკრაინის აღდგენისთვის სპეციალურ ფონდს შექმნის  

აშშ-მა და ევროკავშირმა თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს

აშშ-მა და ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწიეს თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე, რათა ევროპის რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულება შეამცირონ. შეთანხმება ითვალისწინებს, რომ აშშ ევროკავშირს მიაწვდის, სულ მცირე, თხუთმეტ მილიარდ კუბურ მეტრ საწვავს წლის ბოლომდე. ევროკავშირმა უკვე განაცხადა, რომ შეამცირებს რუსული გაზის მოხმარებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ. ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი: გავიდა დრო, როდესაც ენერგორესურსების შანტაჟისთვის გამოყენება შეიძლებოდა

ირაკლი ღარიბაშვილი: მთელმა მთავრობამ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ასამოქმედებლად

„ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 5 წელი გავიდა. ყველას ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თარიღს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, მთელმა მთავრობამ ამისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ“, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომა. მან მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც წვლილი შეიტანეს ამ შედეგის მიღწევაში. „აქვე, მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ 2013 წელს, მაშინ, როცა გადმოგვეცა უვიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმა. მაშინ ძალიან ინტენსიური მუშაობა გასწია მთავრობამ და 2015 წლის დეკემბერში ევროკავშირმა დამაკმაყოფილებლად ჩათვალა აღნიშნული სამუშაოები და ამის შემდეგ, დაახლოებით ერთ წელიწადში, სავიზო რეჟიმი მოიხსნა და ჩვენი მოქალაქეები უვიზოდ მოგზაურობენ ევროკავშირის ქვეყნებში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ხუთ წლისთავთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან  ხუთ წლისთავთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, უვიზო რეჟიმის ამოქმედება ყველას საერთო მონაპოვარია. „დღეს, 28 მარტს, ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან 5 წელი შესრულდა, რაც ყველა ჩვენგანის საერთო მონაპოვარია. სავიზო ბარიერების გაუქმებით, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის და შენგენის ზონის ქვეყნებში თავისუფლად მიმოსვლისა და მოგზაურობის მარტივად დაგეგმვის საშუალება მიეცათ, საქართველომ კი ევროკავშირის სანდო და ღირსეული პარტნიორის სტატუსი განიმტკიცა და ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის მოპოვება შეძლო. უვიზო მიმოსვლამ ჩვენს საზოგადოებას ახალი შესაძლებლობები გაუჩინა და ხელშესახები შედეგები მოგვცა ტურიზმის, ბიზნეს კავშირების, სტუდენტური გაცვლითი პროგრამების, პროფესიონალური კავშირებისა და ზოგადად, ხალხებს შორის კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. არსებული მონაცემებით, უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან დღემდე, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებს საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე ესტუმრა და თითქმის მილიონ ნახევარზე მეტი ვიზიტი განახორციელა“, – აცხადებენ უწყებაში. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: მთელმა მთავრობამ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ასამოქმედებლად

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ხუთი წლის იუბილესთან დაკავშირებით „ტვიტერის“ გვერდზე წერს. „დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ევროკავშირთან/შენგენის ზონასთან უვიზო რეჟიმის ხუთი წლის იუბილეს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ხელშესახები სარგებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ევროკავშირი-საქართველოს მუდმივად მზარდი პარტნიორობის შედეგად. საქართველოს პასპორტს დიდი ღირებულება აქვს, 119 სახელმწიფოში ის 30-ე ადგილზეა გლობალურ რეიტინგში ვიზის/ვიზის გარეშე ჩასვლისას“, – წერს შალვა პაპუაშვილი. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: მთელმა მთავრობამ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ასამოქმედებლად

დავით ზალკალიანის თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს განაცხადი ევროკავშირმა პოზიტიურად მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს განაცხადი ევროკავშირმა პოზიტიურად მიიღო. მისივე თქმით, ახლა საკითხის განხილვა დაწყებულია ევროკომისიაში. „საზოგადოებამ იხილა, რომ ჩვენ მართლაც ძალიან სწრაფად განვახორციელეთ ყველა პროცედურა, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული. გაკეთდა განაცხადი, გაიგზავნა ევროკავშირში და ასევე ევროკავშირის მხრიდან მიმღებლობა იყო ძალიან პოზიტიური. შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო იყო ის სისწრაფე და პროცედურები, რომელიც გაირა ჩვენმა განაცხადმა. ამის შემდეგ, მოგეხსენებათ, საკითხს უკვე განიხილავს ევროკომისია. საკითხის განხილვა დაწყებულია ევროკომისიაში. ჩვენ უახლოეს პერიოდში შემდგომ ნაბიჯს ველოდებით – ეს არის კითხვარი, რომელსაც ქვეყანა მიიღებს. დღეს ზუსტად ვერ გეტყვით, რა დროში მივიღებთ ამ კითხვარს, მაგრამ ეს არის შემდგომი აცილებელი ნაბიჯი. კითხვარი აუცილებელია. სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა მოცულობის კითხვარი აქვს. შეიძლება, 1 000 კითხვა იყოს, შეიძლება მეტი. ამ კითხვებში არის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, სოციალური საკითხები, დემოკრატიზაციის თემები“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან ხუთ წლისთავთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს

ევროკავშირი  G7-ის ქვეყნების კვლადდაკვალ რუსული გაზის რუბლზე ყიდვაზე უარს ამბობს. ამის შესახებ რუსული მედია ევროკომისიის წევრ ერიკ მამერზე დაყრდნობით წერს.  მისი თქმით, ევროკავშირი მონაწილეობდა G7-ის წევრ ქვეყნების ჯგუფთან ერთად ამ საკითხის განხილვაში მონაწილეობდა და „დიდი შვიდეულის“ დასკვნები ევროკავშირისთვის სამართლიანია.  „ჩვენი პოზიცია იგივეა რაც G7-ის“, - აცხადებს მამერი კითხვის პასუხად, თუ როგორ რეაგირებას მოახდენს ევროკავშირი ვლადიმერ პუტინის განკარგულებაზე, რომლის თანახმადაც რუსული გაზი რუბლებში უნდა გაიყიდოს.  „რაც შეგვეხება ჩვენ, ვთქვით რომ რუსეთიდან გაზის მიწოდება უნდა განხორციელდეს დოლარში ან ევროში“, - აღნიშნა მან.  მანამდე კრემლმა განაცხადა, რომ თუ „არ იქნება გადახდა რუბლში, არ იქნება გაზი“. პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, „რუსეთი ამ მიმართულებით ქველმოქმედი ვერ იქნება“.  23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები.  28 მარტიდან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.  ასევე წაიკითხეთ  გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი: რუსეთის ფედერაცია არ აპროტესტებს უკრაინის სურვილს გაწევრიანდეს ევროკავშირში

რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის, - ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა. „თავის მხრივ, რუსეთის ფედერაცია არ აპროტესტებს უკრაინის სურვილს გაწევრიანდეს ევროკავშირში“, - განაცხადა მან. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ისაუბრებს

საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილ განაცხადს ახალ ეტაპზე გადავყავართ და ამიტომ, ამ მხრივაც არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიუსელში განაცხადა. შალვა პაპუაშვილი დღეს შეხვედრას ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან გამართავს. „საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილ განაცხადს ახალ ეტაპზე გადავყავართ და ამიტომ, ამ მხრივაც მნიშვნელოვანია შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან. ვფიქრობ, ეს იქნება, მათ შორის, საფუძველი პარლამენტებს შორის თანამშრომლობისა. ამ განაცხადის საფუძველზე, იქმნება ახალი შესაძლებლობებიც, მათ შორის, კომუნიკაციის კუთხით. მნიშვნელოვანია, ეს შესაძლებლობები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეს ეტაპი საქართველომ სწრაფად გაიაროს - რაც ეხება განაცხადის შემდეგ შეფასების პერიოდს, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაც შეძლებისდაგვარად მალე მოხდეს და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საქართველომ ევროკავშირთან მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმში გაიაროს. ეს გააადვილებს საქართველოში მუშაობასაც. საქართველოს კანონმდებლობა ბევრი მიმართულებით გვაქვს დასაახლოებელი ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც ამ კუთხით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებობს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან დაკავშირებით სტრატეგიული დიალოგი დაიწყეს

ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან დაკავშირებით სტრატეგიული დიალოგი დაიწყეს. მხარეებმა პირველი "აშშ-ევროკავშირის მაღალი დონის დიალოგი რუსეთის შესახებ" ვაშინგტონში გამართეს. "შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აშშ-ისა და ევროკავშირის სტრატეგიულ მიზნებსა და პოლიტიკის კოორდინაციაზე, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის აგრესიული ომის დასრულებას უკრაინის წინააღმდეგ", - ნათქვამია შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ პრესრელიზში. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს არა მარტო ფორმალურად სურს ევროკავშირის წევრობა, არამედ ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია

იმედი მაქვს, რომ მალე შედგება თქვენი ვიზიტი და 30 წლის იუბილეს საქართველოში ვიზეიმებთ - თქვენ თავად ნახავთ, რომ­ საქართველოს არა მარტო ფორმალურად სურს ევროკავშირის წევრობა, არამედ ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბელგიის წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს, ელიანე ტილიეს და სენატის სპიკერს, სტეფანი დჰოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივი განცხადების გაკეთებისას. „ჩვენ ყველა ვფიქრობთ უკრაინაზე. ეს უპირველესი თემაა, რაზეც ვმსჯელობთ. წელს ვზეიმობთ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს, მნიშვნელოვანი თარიღია და მოხარული ვარ, რომ თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა. იმედი მაქვს, რომ მალე შედგება თქვენი ვიზიტი საქართველოში და 30 წლის იუბილეს საქართველოში ვიზეიმებთ. თქვენ თავად ნახავთ, რომ საქართველოს არა მარტო ფორმალურად სურს ევროკავშირის წევრობა, არამედ ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია. ბოლო გამოკითხვებით საქართველოს მოსახლეობის 83%-ს ევროკავშირში გაერთიანება სურს. მჯერა თქვენი მხარდაჭერის და კიდევ ერთხელ მინდა, საქართველოში მოგიწვიოთ“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

რუსეთმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

რუსეთის საგარეოს საქმეთა სამინისტრომ განაცახდა, რომ ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, ორგანიზაციის მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  „შეზღუდვები ვრცელდება ევროკავშირის მაღალჩინოსნებზე, ასევე რამდენიმე ევროკომისარსა და ორგანიზაციის სამხედრო სტრუქტურების ხელმძღვანელებზე. სანქციერებულთა სიაში არიან ევროპარლამენტის დეპუტატები, რომლებიც ეწევიან ანტირუსული პოლიტიკის პროპაგანდას“, - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „შავ სიაში“ არიან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლების წარმოამდგენლები და მედიასაშუალებების თანამშრომლები, „რომელთაც რუსეთის წინააღმდეგ უკანონო სანქციების შემოღებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ“.  ამ დორისთვის „შავი სია“ გამოქვეყნებული არ არის.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ:  აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს

ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირი გმობს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, დააწესოს მოგზაურობის აკრძალვა ევროკავშირის რამდენიმე მოქალაქეზე

ევროკავშირმა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო დააწესოს მოგზაურობის აკრძალვა ევროკავშირის რამდენიმე მოქალაქეზე. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ევროკავშირი გმობს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, დააწესოს მოგზაურობის აკრძალვა ევროკავშირის რამდენიმე მოქალაქეზე, ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ევროკავშირი აგრძელებს რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტის მოთხოვნას“, - განაცხადა ბორელმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა, საპასუხო ზომების სახით, ევროკავშირის ხელმძღვანელობა „შავ სიაში“ შეიყვანა. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. ამასთან, ჯო ბაიდენის განცხადებით, ფასები ვლადიმერ პუტინის ქმედებების გამო იზრდება ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

დავით ზალკალიანი: გააქტიურდება ნაბიჯები ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანასთან ინდივიდუალური დიალოგის მიმართულებით

გააქტიურდება ნაბიჯები ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანასთან ინდივიდუალური დიალოგის მიმართულებით. ეს პროცესი უკვე დაწყებულია, პრემიერ-მინისტრს ჰქონდა სატელეფონო საუბარი ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესის თანამდებობის მქონე პირებთან, პრემიერ-მინისტრებთან, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, თავადაც ჰქონდა საუბრები კოლეგებთან ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. „ასევე ჩემი მხრიდანაც გაიმართა სატელეფონო საუბრები და შეხვედრებიც, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ თბილისში იყო, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა დამტკიცდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 61-ე სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, სხდომის მთავარი განსახილველი საკითხი იყო ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ ოფიციალურ განაცხადთან დაკავშირებით არსებული ახალი რეალობები და პერსპექტივები. აღინიშნა, რომ განაცხადის გაკეთების შემდეგ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა და ქვეყანა წარმატებით განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას, ევროკავშირთან როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური დაახლოების კუთხით. ამავე ინფორმაციით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კომისიის ფარგლებში ჩამოყალიბდება მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ევროკავშირისგან მიღებული კითხვარების აღსრულების მიმართულებით თემატურად იმუშავებენ. ამასთან, გააქტიურდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ინდივიდუალურ რეჟიმში დიალოგის პროცესი, რომელიც უკვე დაწყებულია. პრემიერ-მინისტრი აქტიურ კომუნიკაციაშია ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებთან. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს პარლამენტი, რათა შესაბამისი ნაბიჯები საკანონმდებლო მიმართულებით ეფექტიანად გადაიდგას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტრატეგიულ კომუნიკაციას, რათა ერთი მხრივ, საქართველოს მოსახლეობა დეტალურად იყოს ინფორმირებული ევროკავშირის კითხვარის შევსების პროცესში გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საზოგადოებამ ზუსტად იცოდეს საქართველოს როლი და ფუნქცია, რით არის საქართველო მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის. თითოეულმა უწყებამ პრემიერ-მინისტრისგან მიიღო დავალებები, რათა ყველა აუცილებელი ნაბიჯი ამ გზაზე მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ეფექტიანად გადაიდგას. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა, მოისმინა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და გამოწვევები, ასევე, განიხილა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის საფლაგმანო პროექტები და მათი განხორციელების პერსპექტივები. აღნიშნულ საკითხებზე მთავარი მომხსენებელი იყო საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისია ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღებ უმთავრეს ორგანოს წარმოადგენს, რომლის ამოცანაა, ზედამხედველობა გაუწიოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას. კომისიის შეხვედრები რეგულარულად გაიმართება და განიხილავს იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს ექნება ევროკავშირში ინტეგრაციის და მიღებული დავალებების შესრულების გზაზე. პროცესს უშუალოდ გააკონტროლებს პრემიერ-მინისტრი.

რობერტა მეცოლა: უკრაინას დაუყოვნებლივ სჭირდება პარტნიორების დახმარება

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ უკრაინას დაუყოვნებლივ სჭირდება პარტნიორების დახმარება...რაც გაკეთდა ცოტა არაა, მაგრამ არ არის საკმარისი.  ამის შესახებ რობერტა მეცოლამ კიევიდან დაბრუნების შემდეგ ვიდეომიმართვაში განაცახდა.  რობერტა მეცოლამ აღნიშნა, რომ უკრაინაში მას ფაქტობრივად ყველა შეხვედრაზე, „მეტ დახმარებას სთხოვდნენ“.  „უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. ჩვენ უკვე დავეხმარეთ ლოჯისტიკის მიმართულებით. ასევე აღმოუჩინეთ ომში ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება. უმაღლეს რადაში და პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისას მე შევპირდი რომ მათ გზავნილს მოვიტან აქ [ევროპარლამენტში] ჩვენს კოლეგებამდე სხვადასხვა ქვეყნებსა და ინსტანციებში“, - განაცახად ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.  ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა 1-ელ აპრილს კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტის პრეზიდენტის ვიზიტს Facebook-ზე გამოეხმაურა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  რობერტა მეცოლა: რუს და ბელორუს დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ ევროპარლამენტარები მხარდაჭერის დასაფიქსირებლად უკრაინაში ჩავიდნენ რობერტა მეცოლა: მზად ვართ თავი გავართვათ საშუალო და გრძელვადიან გამოწვევებს, რომელიც ამ ომმა მოიტანა

დიმიტრი კულება: ევროკავშირის რუსეთის მიმართ შემუშავებული სანქციების მეხუთე პაკეტი, გამოვლენილ ხვრელებს აღმოფხვრის

ევროკავშირის რუსეთის მიმართ შემუშავებული სანქციების მეხუთე პაკეტი, გამოვლენილ ხვრელებს აღმოფხვრის, რომლებიც შეზღუდვების გვერდის ავლის შესაძლებლობას იძლევა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ტელემარათონის დროს განაცხადა. წერს Ukrinform-ი.„დღეისთვის ევროკავშირმა სანქციების 4 პაკეტი აამოქმედა, პარალელურად ყოველდღიურ რეჟიმში მათი მოქმედების შედეგების შეფასება ხდება და სწორედ სანქციების მეხუთე პაკეტში, რომელსაც მალე მიიღებენ, დიდი ბლოკი გასული თვის განმავლობაში აღმოჩენილ ხვრელებს დახურავს, რომლებიც რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის საშუალებას იძლეოდა“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: დმიტრო კულება: რუსების მიზანია მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ უკრაინული მედია: რუსებმა მარიუპოლში ლიეტუველი რეჟისორი მანტას კვედარავიჩიუსი მოკლეს შეგახსენებთ, რომ The Times-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს სურს, უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებია მიაწოდოს, იმისთვის, რომ ზღვით განხორციელებული თავდასხმების მოგერიებით უკრაინის სამხრეთში პუტინის გეგმები ჩაიშალოს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთანა, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისთვის ახალ თავდაცვით დახმარებაზე შეთანხმდნენ. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცახდა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აწესებს. ინფორმაციას ურსულა ფონ დერ ლეიენი Twitter-ზე ავრცელებს: რუსეთიდან წელიწადში 4 მილიარდი ევროს ოდენობით ქვანახშირის იმპორტის აკრძალვა, რაც ზღუდავს რუსეთის შემოსავლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროს; 4 მთავარ რუსულ ბანკთან ტრანზაქციების აკრძალვა, მათ შორის VTB, სიდიდით მეორე რუსული ბანკთან; ევროკავშირის პორტებში რუსეთისა და მის მიერ კონტროლირებადი გემებისა და რუსეთის, ბელარუსის საავტომობილო გადამზიდავების შესვლის აკრძალვა; 10 მილიარდი ევროს ღირებულების საექსპორტო შეზღუდვები მნიშვნელოვან სფეროებში, მათ შორის, მოწინავე ნახევარგამტარები, მანქანები და სატრანსპორტო აღჭურვილობა  5,5 მილიარდი ევროს ღირებულების საიმპორტო აკრძალვები; მიზანმიმართული ზომები, როგორიცაა ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობის აკრძალვა. ასევე, ევროკავშირის მხრიდან რუსეთის საჯარო ორგანოებისთვის ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერის აკრძალვა;  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. 31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.   ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა  აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირმა უკრაინის დაცვა უნდა გააგრძელოს

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინის დაცვა უნდა გააგრძელოს. მისივე თქმით, ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ომის შედეგი. „ნაკლები უნდა ვილაპარაკოთ ზელენსკის გმირობაზე და ამის ნაცვლად, მეტი იარაღი გადავცეთ უკრაინას. ეს არის რასაც უკრაინელები ჩვენგან ელოდებიან და ეს არის, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ ეს უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ. მეტი ზეწოლა უნდა განვახორციელოთ რუსეთზე და დავეხმაროთ უკრაინას თავდაცვაში. ჩვენ უკრაინას უკვე გადავეცით ერთი მილიარდი ევრო. ეს თითქოს დიდი თანხაა, მაგრამ ჩვენ იგივე თანხას ვუხდით პუტინს ყოველდღე ენერგიისთვის. ომის დაწყებიდან დღემდე, ჩვენ პუტინს 35 მილიარდი ევრო გადავუხადეთ. შეადარეთ ეს უკრაინისთვის გაწეულ ერთ მილიარდ ევროს. ეს განსხვავება ხაზს უსვამს იმას, რომ რაც უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა შევამციროთ რუსეთზე დამოკიდებულება“, – განაცხადა ბორელმა ევროპარლამენტში გამოსვლის დროს. ასევე წაიკითხეთ: ვაშინგტონი უკრაინას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს იენს სტოლტენბერგი: რასაც უკრაინაში ვხედავთ, უკიდურესი საშინელებაა ვოლოდიმირ ზელენსკი: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები არ შედგეს ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას აუცილებელი შეიარაღება და ტექნიკა უფრო ადრე რომ მიეღო, ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა ბაიდენი: თქვენ ნახეთ რა მოხდა ბუჩაში, პუტინი „ომის დამნაშავეა“, ის უნდა დაისაჯოს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

საქართველოში ევროკავშირის ელჩი: ევროპარლამენტის ვებგვერდზე 4 აპრილს გამოქვეყნებული მასალა ევროპარლამენტის პროდუქტი არ არის

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის ვებგვერდზე 4 აპრილს გამოქვეყნებული მასალა ევროპარლამენტის პროდუქტი არ არის და მასში მოყვანილი დასკვნები მხოლოდ მათ ავტორებს ეკუთვნით. „ეს არის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული ანგარიში, რომ ევროპარლამენტარებს დაეხმარონ დასკვნების გაკეთებაში, სიტუაციის შეფასებაში. რაც შეეხება ყველა იმ საკითხს, რომელსაც ანგარიში ეხება, იქნება ეს პოლარიზაცია პოლიტიკურ თუ მედია სივრცეში, მართლმსაჯულება, არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი, დემოკრატიული ინსტიტუტები, ეს საკითხები წამოწეული იყო, როგორც ბრიუსელის მხრიდან, ასევე პირადად ჩემს განცხადებებშიც. ამ საკითხებზე ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ასევე დისკუსიებს საქართველოს მთავრობასთან, რომ ეს პროცესი მიმდინარეობდეს, გაგრძელდეს. კომისია მალე გამოიტანს დასკვნას ამ განაცხადთან დაკავშირებით. მოკლედ, პროცესი გრძელდება“, – განაცხადა ჰარცელმა. ასევე წაიკითხეთ: ევროპარლამენტი: 2020 წლიდან საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან დემოკრატიული პრინციპებისა და ძირითადი პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირმა ომის დაწყებიდან €35 მილიარდი დახარჯა რუსეთის ენერგომატარებლებზე და მხოლოდ €1 მილიარდი უკრაინის დახმარებისთვის 

უკრაინას მივეცით თითქმის 1 მილიარდი ევრო. ეს შეიძლება ძალიან ბევრი ჩანდეს, მაგრამ 1 მილიარდ ევროს ვუხდით პუტინს ყოველდღიურად ენერგიისთვის, რომელსაც გვაძლევს. ომის დაწყებიდან მას მივეცით 35 მილიარდი ევრო, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტში განაცხადა.  მისი თქმით, ევროკავშირმა ომის დაწყების შემდეგ, 35 მილიარდი ევრო გადაიხადა რუსეთის ენერგეტიკაში, რაც 35-ჯერ უფრო დიდი თანხაა უცხოეთის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებასთან შედარებით. „ეს არის ის, რასაც უკრაინელები ჩვენგან მოელიან და ჩვენ ამას ვაკეთებთ; ეს უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ... ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობით დაეხმარეთ მათ, რომ ებრძოლონ დამპყრობელ ძალებს“, - აღნიშნა ბორელმა.  7 აპრილს ევროპარლამენტმა რუსეთიდან ნავთობის, ნახშირის, გაზისა და ატომური საწვავის იმპორტზე სრული ემბარგოს დაწესების მოთხოვნას მხარი დაუჭირა.  5 აპრილს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. 31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.   ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა  აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტი შეიმუშავა

შარლ მიშელი: ევროკავშირი მზადაა, უკრაინის სამხედრო დახმარება 500 მილიონი ევროთი გაზარდოს

ევროკავშირი მზადაა, უკრაინის სამხედრო დახმარება 500 მილიონი ევროთი გაზარდოს. ამის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი წერს. "ევროკავშირი ძალიან მალე დაამტკიცებს უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფას. შედეგად, ევროკავშირის მიერ უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარება 1,5 მილიარდ ევროს მიაღწევს", - წერს მიშელი. ამასთან, ავსტრალიამ უკრაინას Bushmaster-ის ტიპის 20 ჯავშანმანქანა გაუგზავნა. ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა

ევროკავშირმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. რას ითვალისწინებს მე-5 პაკეტი

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეკონომიკური ზეწოლის მიზნით, ევროკავშირმა სანქციების მე-5 პაკეტი მიიღო. „ბოლო სანქციები მივიღეთ რუსეთის არმიის მიერ ბუჩასა და სხვაო კუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილი მხეცობის შემდეგ. ჩვენი სანქციების მიზანია, შევაჩეროთ რუსული ჯარის უგუნური, არაადამიანური და აგრესიული ქცევა და კრემლში გადაწყვეტილების მიმღებები მივახვედროთ, რომ მათი უკანონო აგრესია ძვირად დაუჯდებათ“, - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა. რას ითვალისწინებს სანქციების მე-5 პაკეტი იკრძალება რუსეთისგან ქვანახშირის ყიდვა, იმპორტი და გადაზიდვა 2022 წლის აგვისტოდან. ამ დროისთვის ევროკავშირში ქვანახშირის იმპორტი წელიწადში 8 მილიონ ევროს შეადგენს. იკრძალება ევროკავშირის პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემების დაშვება, გარდა სასურსათო, სოფლის მეურნეობის, ჰუმანიტარული და ენერგომატარებლების ტვირთებისა. იკრძალება ნებისმიერი რუსული და ბელორუსიის ავტოტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვა ევროკავშირის ფარგლებში და მათ შორის ტრანზიტი. გამონაკლისია ფარმაცევტული, სამედიცინო, სოფლის მეურნეობის და საკვები პროდუქცია. მათ შორის ხორბალი და ავტომობილები, რომლებიც ჰუმანიტარული მიზნებისთვისაა საჭირო. იკრძალება რეაქტიული საწვავის, კვანტური კომპიუტერების, მოწინავე ნახევარგამტარების, მაღალი ხარისხის ელექტრონიკის, პროგრამული უზრუნველყოფის, მგრძნობიარე მანქანების და სატრანსპორტო აღჭურვილობის იმპორტი. ახალი აკრძალვები ეხება ისეთი პროდუქტების იმპორტს, როგორიცაა ხე, ცემენტი, სასუქი, ზღვის პროდუქტები და ალკოჰოლი. შეთანხმებული ექსპორტისა და იმპორტის აკრძალვები, შესაბამისად, 10 მილიარდ ევროს და 5,5 მილიარდ ევროს შეადგენს. ამის გარდა ევროკავშირი დაუწესებს სანქციებს იმ კომპანიებს, ვისმა პროდუქციამაც და ტექნოლოგიებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე გავლენა იქონია. სანქციები ეხება კრემლთან დაახლოებულ ოლიგარქებს, ბიზნესმენებს, ასევე სანქცირებულთა ოჯახის წევრებს. ამასთან, სრულად აიკრძალა ოთხი რუსული ბანკის ტრანზაქციები, რომელთაც საბანკო ბაზრის 23%-ი უჭირავთ. სანქციებისთვის გვერდის ავლის პრევენციის მიზნით, ახალი პაკეტით ასევე გაფართოვდა კრიპტოვალუტების გამოყენებასთან დაკავშირებული აკრძალვები. ევროკომისიის განაცხადებით, ახალი სანქციების პაკეტის ფარგლებში, დამატებით 217 ადამიანი დაემატა ევროკავშირის შავ სიას, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირში მათი აქტივები გაიყინება და ისინი დაექვემდებარებიან ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას. ჯამში ევროკავშირის მიერ სანქცირებული ადამიანების რაოდენობა 900-მდე გაიზარდა. ბლოკი განიხილავს დამატებით სანქციების დაწესებას, მათ შორის ნავთობის იმპორტთან დაკავშირებულ შეზღუდვებს. ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ენერგეტიკულ იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება მისი პრიორიტეტია. აშშ-მ 7 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გაასაჯაროვა. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.   ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს

ვახტანგ მახარობლიშვილი: ევროკავშირში გაკეთებული განცხადებები მაძლევს საფუძველს მტკიცედ და მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ საქართველოს ადგილი ევროპასა და ევროკავშირშია

ევროკავშირში გაკეთებული განცხადებები მაძლევს საფუძველს მტკიცედ და მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ საქართველოს ადგილი ევროპასა და ევროკავშირშია, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცახდა. მისი თქმით, ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის შედგენა ევროპულმა საბჭომ ევროკომისიას დაავალა. „კითხვარის მოწოდება ხდება ძალიან მოკლე ვადებში და ეს უკვე ხაზგასმაა იმის, რომ ევროპული მხარე მონდომებული და დაინტერესებულია პროცესის სწრაფად წარმართვით. მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ ჩვენ მიერ კითხვარის შევსების მოლოდინიც იქნება შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებები მაძლევს საფუძველს მტკიცედ და მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ საქართველოს ადგილი ევროპასა და ევროკავშირშია“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა. მისი თქმით, გადაწყვეტილება სამივე ასოცირებული ქვეყნის შესახებ ერთდროულად მიიღეს, კითხვარიც სამივე ქვეყნისთვის ერთ დროს იქნება გადმოცემული და დიდი ალბათობით პასუხებიც დაახლოებით ერთ დროს იქნება მოთხოვნილი. „ევროპული მხარე მიიჩნევს, რომ იმ ევროპული სახელმწიფოების ადგილი, რომლებიც იზიარებენ ევროკავშირში დამკვიდრებულ პრინციპებსა და ღირებულებებს - ევროკავშირშია“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა. 2022 წლის 3 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა.  ასევე წაიკითხეთ „ასოცირების ტრიოს“ გზავნილი ევროკავშირს საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი ვალერი ჩეჩელაშვილი: „ასოცირების ტრიოს“ მემორანდუმის ყოველდღიურ საგარეო პოლიტიკურ საქმიანობაში განხორციელება ევროკავშირთან დაახლოებას შეუწყობს ხელს თენგიზ ფხალაძე: „ასოცირებული ტრიოს“ გზავნილია, რომ მზად ვართ ევროპული ტიპის თანამშრომლობისათვის, რადგან ეს არის სწორედ ევროპული ტიპის პოლიტიკა ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან

ევროკავშირმა უკრაინას წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა

უკრაინას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადაეცა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მან მიმართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და აღნიშნა, რომ დაეხმარებიან უკრაინას აღნიშნული კითხვარის შევსებაში. „ეს არის კითხვარი, რომელსაც გადმოგცემთ შესავსებად. ეს არის კითხვები, რომელთა საფუძველზე ჩამოყალიბდება ევროკავშირის შეფასება, როგორც რეკომენდაცია საბჭოსადმი. ჩვენ მზად ვართ, კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში დაგეხმაროთ ამ კითხვარის შევსებაში. ბევრი ვიცით ერთმანეთის შესახებ, რადგან ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით ერთად ბოლო წლებში. ასე რომ, ამ მოსაზრების ჩამოყალიბება, როგორც ჩვეულებრივ, არა წლების, არამედ, ვფიქრობ, კვირების საკითხი იქნება, თუ ჩვენ ვიმუშავებთ ერთად, მჭიდროდ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. უკრაინის პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტის ამ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა: „პასუხები მზად გვექნება ერთ კვირაში“. საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს საქართველო მომავალ კვირაში მიიღებს.  2022 წლის 3 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა.  ასევე წაიკითხეთ „ასოცირების ტრიოს“ გზავნილი ევროკავშირს საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი ვალერი ჩეჩელაშვილი: „ასოცირების ტრიოს“ მემორანდუმის ყოველდღიურ საგარეო პოლიტიკურ საქმიანობაში განხორციელება ევროკავშირთან დაახლოებას შეუწყობს ხელს თენგიზ ფხალაძე: „ასოცირებული ტრიოს“ გზავნილია, რომ მზად ვართ ევროპული ტიპის თანამშრომლობისათვის, რადგან ეს არის სწორედ ევროპული ტიპის პოლიტიკა ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან

ცნობილია როდის მიიღებს საქართველო ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებულ კითხვარს

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული კითხვარი საქართველოს 11 აპრილს გადაეცემა. ამის შესახებ ვარჰეიმ Twitter-ზე დაწერა.  „ევროკომისიის პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა კითხვარი უკრაინას გუშინ გადასცა, მე კი ორშაბათს გადავცემ საქართველოსა და მოლდოვას. პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, რომ მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ, როგორც ამას ითხოვს ევროკავშირის საბჭო", - წერს ვარჰეი. უკრაინას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადაეცა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 8 აპრილს განაცხადა. საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს საქართველო მომავალ კვირაში მიიღებს. 2022 წლის 3 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა.  ასევე წაიკითხეთ „ასოცირების ტრიოს“ გზავნილი ევროკავშირს საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს რას გულისხმობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ გაფორმებული „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი ვალერი ჩეჩელაშვილი: „ასოცირების ტრიოს“ მემორანდუმის ყოველდღიურ საგარეო პოლიტიკურ საქმიანობაში განხორციელება ევროკავშირთან დაახლოებას შეუწყობს ხელს თენგიზ ფხალაძე: „ასოცირებული ტრიოს“ გზავნილია, რომ მზად ვართ ევროპული ტიპის თანამშრომლობისათვის, რადგან ეს არის სწორედ ევროპული ტიპის პოლიტიკა ანდრიუს კუბილიუსი: საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან

ევროკავშირის საელჩო კიევში მუშაობას ანახლებს

ევროკავშირის საელჩო კიევში მუშაობას ანახლებს. ამის შესახებ უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა, მატი მაასიკასმა დაადასტურა. „მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი კიევში“, – წერს ელჩი სოციალურ ქსელში. ასევე წაიკითხეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა  

კარლ ჰარცელი: ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას

ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელშიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დღეს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში იმართება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. „ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გატარებას, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“,- აღნიშნულია კარლ ჰარცელის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები არ აღიარებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: უკრაინამ სწრაფად უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი

"უკრაინამ სწრაფად უნდა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ამას პროცედურები შემდგომ უნდა მოჰყვეს", - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. „ჩვენ ვმუშაობთ სანქციების მეექვსე პაკეტზე ნავთობის ვარიანტით. უკრაინას სწრაფად უნდა მიეცეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ამას პროცედურები შემდგომში მოჰყვება. უკრაინამ უზარმაზარი სამუშაო ჩაატარა, მაგრამ ახლა ამისთვის უზარმაზარ საფასურს სისხლით იხდის“, - განაცხადა ლანდსბერგისმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: დიდი ალბათობით, ათობით ათასი ადამიანია მოკლული მარიუპოლში რუსეთის თავდასხმის შედეგად ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით

ჟოზეფ ბორელი: ვისაუბრებთ, თუ როგორ შეგვიძლია, მეტად დავეხმაროთ უკრაინის მოსახლეობას

ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ შეგვიძლია, მეტად დავეხმაროთ უკრაინის მოსახლეობას, ასევე, როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე უკრაინის შესახებ ისაუბრებენ. „გავხსენით ჩვენი წარმომადგენლობა კიევში. ჩვენ ვისაუბრებთ, თუ როგორ შეგვიძლია, მეტად დავეხმაროთ უკრაინის მოსახლეობას, ასევე, როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. შეხვედრა იქნება გენერალურ პროკურორთან, ბატონ ხანთან. ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ ყველა სახის დახმარებას როგორც უკრაინელი პროკურორების, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორების მიმართ“, – განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცა

საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადმოეცა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დოკუმენტი ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ლუქსემბურგში გადასცა. საგარეო უწყების განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის: „კითხვარის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. თვითშეფასების კითხვარის შესავსებად საქართველოს ეძლევა ერთი თვის ვადა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით იგეგმება ივნისში დაგეგმილ ევროკაშირის საბჭოს სხდომაზე. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებით და დღეს უკვე გაწევრიანების კითხვარის გადმოცემით, საქართველო გადადის თვისობრივად ახალ, ბევრად ამბიციურ და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ეტაპზე ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. ეს არის ლოგიკური და ევროკაშირის პროცედურით გათვალისწინებული ნაბიჯი, რაც მოიაზრებს ქვეყნის მზაობის შეფასებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კანონმდებლობის თავსებადობის მიმართულებით“. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. ამავე თემაზე ევროკავშირმა უკრაინას წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა  

საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანა გამორჩეულად ინტეგრირდეს ევროკავშირში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე ისაუბრეს შესაძლებლობებზე, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შეიძლება, ჰქონდეს.  „ბატონ ვარჰეისთან ჩვენ გვქონდა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ ყველა შესაძლებლობაზე, რომელიც ჩვენ შეიძლება, გვქონდეს ამ გზაზე. მადლიერი ვარ მისი, რადგან მასთან ძალიან ღია და საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. მოვისმინეთ მისი ხედვები, რაც ჩვენ ძალიან დაგვეხმარება, რათა ეფექტურად შევძლოთ ამ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობა, რასაც ჰქვია კითხვარის შევსება. რაც შეეხება მოსახლეობას, მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე, რადგან ეს ნამდვილად არის ერთ-ერთი კონკრეტული ნაბიჯი ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე, რაც მოწმობს იმას, რომ საქართველოს მთავრობის, პირველ რიგში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის საქართველოს ევროპული მომავალი. ჩვენ, ყველა, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ ამისთვის. მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველო გამორჩეულად ინტეგრირდებოდეს ევროკავშირში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცა

კარლ ჰარცელი: ბურთი საქართველოს მოედანზეა, დიდი და რთული სამუშაო იწყება. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის

ევროკავშირის კითხვარზე პასუხების მოსამზადებლად საქართველოს 4 კვირა აქვს, რაც ელჩ კარლ ჰარცელის შეფასებით, მცირე დროა. ელჩის განმარტებით, ეს არის ყველაზე სწრაფი პროცესი, რაც შეუძლია, რომ ევროკავშირს განახორციელოს. ჰარცელის თქმით, ეს კითხვარი შეიცავს საკმაოდ ბევრ, დეტალურად გაწერილ შეკითხვებს საქართველოს მთავრობისადმი, რომლის მიზანია, დაეხმაროს ევროკომისიას, შეაფასოს საქართველოს მზაობა ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ელჩის შეფასებით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც წინ წასწევს ევროინტეგრაციის პროცესს. ამის შესახებ კარლ ჰარცელმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის წევრ ლუკას მანდლისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, „თბილისი მარიოტში“ განაცხადა. ევროკავშირის ელჩის თქმით, ბურთი საქართველოს მოედანზეა, ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის, ახლა კი, დიდი და რთული სამუშაო იწყება. კარლ ჰარცელის შეფასებით, საქართველოსთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, მნიშვნელოვანი მომენტი დგას. „ეს ისტორიული მომენტია, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბევრი გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, რომ ეს პერსპექტივები იყოს გამოყენებული და გამოწვევები გადალახული. ეს არის მომენტი ყველა პოლიტიკური მხარისთვის, რათა მაქსიმუმი გააკეთონ, რომ ერთობა იყოს ამ მიზანთან მიმართებით და რაც საჭიროა, ყველაფერი გააკეთონ რეფორმების დღის წესრიგის და საქართველოს როლის, მზაობის, მისწრაფებების გააქტიურებით. მოსახლეობის ასეთი დიდი რაოდენობა ამ მისწრაფებას ემხრობა. ბურთი გახლავთ საქართველოს მოედანზე. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის, დიდი და რთული სამუშაო იწყება“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.  მისივე თქმით, ეს არ არის მხოლოდ ბიუროკრატიული პროცედურები, არამედ, ეს გახლავთ ძირითადი და ფუნდამენტური პროცედურები, ეს არის მოგზაურობა, გზა, რომელსაც საქართველო დაადგა, ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება, ეს არის ის დღის წესრიგი, რომელსაც საქართველო წლების განმავლობაში ადგას. „ვფიქრობ, გადამწყვეტი მომენტია, როდესაც ყველა პოლიტიკურმა მხარემ, ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა უნდა გაიგოს ეს მნიშვნელობა, რომ ეს მართლაც ისტორიული მომენტია და უზრუნველყოს, რომ შედეგი არამხოლოდ სიტყვები, არამედ ქმედებები იყოს", – განაცხადა კარლ ჰარცელმა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა.

ლუკას მანდლი ევროკავშირის კითხვარზე: მნიშვნელოვანია კითხვარის პასუხების შინაარსი და კონტექსტი

ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის გადაცემას, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის წევრი ლუკას მანდლი რთული და მნიშვნელოვანი სამუშაოს დასაწყისად მიიჩნევს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია კითხვარის პასუხების შინაარსი და კონტექსტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი, სასამართლო, კანონის უზენაესობა და რეფორმებია. ევროპარლამენტარის შეფასებით, ეს არ არის მოსაწყენი ბიუროკრატიული თხოვნა ევროკავშირისგან, ეს ევროკავშირისა და მისი მოსახლეობის ძირითადი ფასეულობა, დანაპირები და პირობაა მსოფლიოს მიმართ. ეს არის ძირითადი ფასეულობა და ყველას აქვს უფლება, ისარგებლოს კანონის უზენაესობით. ამიტომ, ეს პასუხები ძალიან მნიშვნელოვანია. „დღეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის კითხვარის გადმოცემის დღე. ეს არის დასაწყისი და ჩვენ უფრო მეტი დასაწყისები გვექნება მომავალში, როდესაც ვიქნებით ევროინტეგრაციის გზაზე. ეს გახლავთ დასაწყისი, როდესაც კითხვარი უნდა შეივსოს. ბევრი რამ უნდა გაკეთდეს, განსაკუთრებით საქართველოში ქართული გადაწყვეტილებების მიმღებების მხრიდან, ისევ მოქალაქეების სახელით და საქართველოს ინტერესებით. აშკარაა, თუ რა არის საჭირო ევროკავშირის წევრობისთვის, არ არსებობს რაღაც რეცეპტი, გამოკვეთილი, გამზადებული მოდელი, ჩვენ ვიცით, რომ არის ხელშეკრულებები, კანონმდებობა, რაც არის ევროკავშირის ღერძი და როდესაც ევროკავშირი საუბრობს ფასეულობებზე, ღირებულებებზე, დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებებზე, ყველა ამ ღირებულებას აქვს თავისი დამატებითი შემავსებელი იდეები, მოსაზრებები, რომლებსაც ვცდილობთ, დავამკვიდროთ ჩვენს საპარლამენტო მოღვაწეობაში, ევროპარლამენტში მაქსიმალურად. ამიტომ, ჩემთვის პატივია, მაქვს პრივილეგია, შევხვდეთ ასეთი უმაღლესი თანამდებობის პირებს საქართველოში, ქვეყნის პრეზიდენტს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის აგრეთვე ის, რომ საქართველოს პარლმენტის წევრებთან, პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრა საქართველოს პარლამენტში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. ეს, რა თქმა უნდა, მთავრობის ამოცანაა, მაგრამ რეალური პარლამენტის ფუნქცია არის, იყოს გადაწყვეტილებების და მოგვარების შემადგენელი ნაწილი. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, რომ აგრეთვე შეიტანოს თავისი წვლილი ევროკავშირში გაწევრიანებაში და გააკეთოს ყველაფერი, თანამშრომლობა სხვადასხვა პარტიას შორის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მივაღწიოთ წარმატებას“, - განაცხადა ლუკას მანდლიმ. ამავე თემაზე კარლ ჰარცელი: ბურთი საქართველოს მოედანზეა, დიდი და რთული სამუშაო იწყება. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის

საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთმანეთს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მიღება მიულოცეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ლუქსემბურგში, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის მიღების შემდგომ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა მოლდოველ კოლეგასთან ნიკუ პოპესკუსთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „მინისტრებმა მიულოცეს საქართველოსა და მოლდოვას კითხვარის გადმოცემა და აღნიშნეს ამ ნაბიჯის მნიშვნელობა ორი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. მინისტრები შეთანხმდნენ აღნიშნულ პროცესში მჭიდრო კოორდინაციაზე, ასევე საქართველოსა და მოლდოვის შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებაზე“,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანა გამორჩეულად ინტეგრირდეს ევროკავშირში

ვოლოდიმირ ზელენსკი: მეექვსე სასანქციო პაკეტში ევროკავშირმა აუცილებლად უნდა ჩართოს ნავთობის ფაქტორი, სანქციები დაუწესოს რუსულ ბანკებს, ყველას და არა ნაწილს

მეექვსე სასანქციო პაკეტში ევროკავშირს შეუძლია ამის გაკეთება და აუცილებლად უნდა ჩართოს იქ ნავთობის ფაქტორი, აუცილებლად უნდა დაუწესოს სანქციები რუსულ ბანკებს, ყველას და არა ნაწილს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვის პარლამენტისთვის მიმართვისას განაცხადა. „ასეულობით ევროპულმა ბანკმა და კომპანიამ არა მხოლოდ უარი არ თქვა რუსულ ბაზარზე მუშაობაზე, არამედ ისინი ასევე უგულებელყოფენ მოწოდებას შეწყვიტონ თავიანთი გადასახადებიდან და საკუთარი აქციზებიდან რუსეთის ფედერაციის ომის მანქანის დაფინანსება. არ შეიძლება ველოდოთ კიდევ მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეათე და მეოცე პაკეტის შემუშავებას რუსეთის წინააღმდეგ ძლიერი გადაწყვეტილებების მისაღებად. უკვე ახლა უნდა გაკეთდეს ყველაფერი აუცილებელი. მეექვსე სასანქციო პაკეტში ევროკავშირს შეუძლია ამის გაკეთება და აუცილებლად უნდა ჩართოს იქ ნავთობის ფაქტორი, აუცილებლად უნდა დაუწესოს სანქციები რუსულ ბანკებს, ყველას და არა ნაწილს“, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ვლადიმერ პუტინი: ჩვენი მთავარი მიზანია დონბასში ხალხის დახმარება

ევროკომისიის მიერ გადმოცემული სპეციალური კითხვარის შევსების მიზნით, საგარეო უწყებაში კონსულტაციები გაიმართა

საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ გადმოცემული სპეციალური კითხვარის შევსების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დასახვასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიას ხელმძღვანელობით გაიმართა უწყებათაშორისი კონსულტაციები. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, უწყებებისთვის კითხვარის კონტენტის გაზიარება, სამოქმედო გეგმების განსაზღვრა და სამუშაო ფორმატზე მსჯელობა. შეთანხმდა, რომ გაგრძელდება შეხვედრები, როგორც სამუშაო, ასევე, მაღალ დონეზე. 11 აპრილს, ლუქსემბურგში საქართველოს გადაეცა ევროკაშირის კანდიდატის სტატუსის კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. ამავე თემაზე საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცა ევროკავშირმა უკრაინას წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უნდა ვუმადლოთ უკრაინას და ამ ქვეყნის ბრძოლას, რომ არა უკრაინის თავდადებული ბრძოლა, ვერავინ იტყოდა, ეს დღე როდის დადგებოდა ლუკას მანდლი ევროკავშირის კითხვარზე: მნიშვნელოვანია კითხვარის პასუხების შინაარსი და კონტექსტი

ევროკავშირი დაინტერესებულია, რომ ნიგერიისგან უფრო მეტი გაზი მიიღოს

ნიგერიაში ევროკავშირის ელჩმა, სამუელ ისოპიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია, ევროზონისთვის ნიგერიისგან მიღებული თხევადი ბუნებრივი აირის რაოდენობა გაიზარდოს. "რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ევროპული ქვეყნებისგან ნიგერიასთან გაზის მიწოდების თაობაზე თანამშრომლობის სურვილი კიდევ უფრო იზრდება. ნიგერია ევროპისთვის გაზის ყველაზე მსხვილი მეოთხე მიმწოდებელია. ნიგერიული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის 40% სწორედ ევროპაზე მოდის". - ამბობს სამუელ ისოპი. ნიგერიის ნავთობკომპანია NNPC Ltd -ს გენერალური დირექტორი მალამ მელე ქიარი აცხადებს, რომ ნიგერია ევროკავშირთან თავის ისტორიულ ურთიერთობებს გააღრმავებს, ასევე შეეცდება თავისი ბიზნესის ფასი აწიოს და მსოფლიო ბაზარზე გაზის მიწოდება გაზარდოს. ევროკავშირის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ცდილობენ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შემცირონ.  11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ალჟირის ენერგოკომპანია Sonatrach-მა და იტალიურმა Eni-მ 2022-2023 წლებში გაზის ექსპორტის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შედეგად რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად უარი თქვა.  23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 28 მარტს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.  ასევე წაიკითხეთ  უკრაინაში ომის ფონზე იტალია რუსული გაზის ალტერნატივას ეძებს იტალია ემხრობა რუსული გაზის წინააღმდეგ სანქციებს

ოპოზიციამ ოლივერ ვარჰეის წერილით მიმართა

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის ოფიციალური წერილით მიმართა. დეპუტატების წერილში ნათქვამია, რომ „მთავრობის მიმართ არსებობს მოთხოვნა, ევროკავშირის კითხვარი საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი, თუმცა ხელისუფლება თავს არიდებს ამის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება”. აქედან გამომდინარე, წერილის ავტორები „ითხოვენ დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი პროცესის ხელშეწყობაში“. „უპირველეს ყოვლისა, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი პირადი წვლილისთვის ევროკავშირის მიერ გასულ თვეში ჩვენი ქვეყნის სახელით შეტანილი ევროკავშირში გაწევრინებაზე განაცხადის პასუხად, შესაბამისი კითხვარის სწრაფ მიწოდებაში. უაღრესად დამაიმედებელია, რომ ევროკავშირმა აჩვენა პოლიტიკური ნება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის შესაბამისი განხილვის პროცედურის დაჩქარების საკითხში. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენი მრავალი უთანხმოების მიუხედავად, იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია, ჩვენ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამ კონკრეტულ კომუნიკაციაში ჩვენ არ გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას ყველა იმ გადაუჭრელ საკითხზე, რომელიც დგას ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის კუთხით. ჩვენ არაერთხელ მოგმართეთ ამ შეშფოთებით როგორც თქვენ, ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტებს. თუმცა ცხადია, რომ არსებითი რეფორმების გარეშე, საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების რთულ გზაზე ძნელი იქნება. ამის გათვალისწინებით და ასევე, შესაბამისი აღმასრულებელი უწყებების მიერ ევროკავშირის კითხვარზე პასუხის მომზადების პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობის გასაძლიერებლად, ჩვენ მოვთხოვეთ, მთავრობას გადმოეცა კითხვარი საზოგადოებისთვის, როგორც ხალხის, ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის და დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესის გათვალისწინებით. აქამდე, მთავრობა თავს არიდებს ამის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება. ჩვენ გვესმის, რომ ევროკავშირის ინფორმირების შემდეგ მიმღებ მხარეს ე.ი. საქართველოს მთავრობას აქვს დისკრეცია, ევროკავშირის კითხვარი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდეს. ჩვენ ვითხოვთ თქვენს დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი პროცესის ხელშეწყობაში. თუ ევროკავშირის რომელიმე პროცედურული წესი ხელს უშლის მთავრობას აღნიშნულის გაკეთებაში, ჩვენ ასევე მადლობელი ვიქნებით ინფორმირებულები ვიყოთ ამის შესახებ”, - ნათქვამია წერილში. წერილს ხელს აწერენ  არმაზ ახვლედიანი, დამოუკიდებელი დეპუტატი; თეონა აქუბარდია, „სტრატეგია აღმაშენებელი“; ანა ბუჩუკური, დეპუტატი „საქართველოსთვის“; ხატია დეკანოიძე დეპუტატი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; თამარ კორძაია, დამოუკიდებელი დეპუტატი; ანა ნაცვლიშვილი, დეპუტატი, „ლელო საქართველოსთვის“; სალომე სამადაშვილი, დეპუტატი, „ლელო საქართველოსთვის“; ხათუნა სამნიძე, დეპუტატი, "რესპუბლიკური პარტია“. ამავე თემაზე საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი გადაეცა ევროკავშირმა უკრაინას წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უნდა ვუმადლოთ უკრაინას და ამ ქვეყნის ბრძოლას, რომ არა უკრაინის თავდადებული ბრძოლა, ვერავინ იტყოდა, ეს დღე როდის დადგებოდა ლუკას მანდლი ევროკავშირის კითხვარზე: მნიშვნელოვანია კითხვარის პასუხების შინაარსი და კონტექსტი

ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება

  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება, -  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა,  საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 62-ე სხდომის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.   საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უზრუნველყოფილი იქნება, რომ  აღნიშნული დოკუმენტი რაც შეიძლება მალე გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის.    „ჩვენთვის ცნობილია, რომ არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნული დოკუმენტის მისამართით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება.  ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი რაც შეიძლება მალე გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის“, -  აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.   შეგახსენებთ, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის ოფიციალური წერილით მიმართა. დეპუტატების წერილში ნათქვამია, რომ „მთავრობის მიმართ არსებობს მოთხოვნა, ევროკავშირის კითხვარი საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი, თუმცა ხელისუფლება თავს არიდებს ამის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება”. აქედან გამომდინარე, წერილის ავტორები „ითხოვენ დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი პროცესის ხელშეწყობაში“.   ცნობისთვის, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. დოკუმენტი მიიღო მოლდოვამაც. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.   ასევე წაიკითხეთ   კარლ ჰარცელი: ბურთი საქართველოს მოედანზეა, დიდი და რთული სამუშაო იწყება. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის   ლუკას მანდლი ევროკავშირის კითხვარზე: მნიშვნელოვანია კითხვარის პასუხების შინაარსი და კონტექსტი

ასოცირების შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშემწყობი პროექტის გახსნის ცერემონია გაიმართა

საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების (AA) ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშემწყობი პროექტის („ტვინინგის“ - დაძმობილების) გახსნის ცერემონია სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა. პროექტი - „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (GEOSTIM) ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერება საერთაშორისო/ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“ ევროკავშირმა დააფინანსა. პროექტის მიზანია სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინფრასტრუქტურისა და სერვისების შემდგომი გაძლიერება ევროპული/საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. პროექტის მნიშვნელობასა და ბენეფიტებზე Europetime-თან ისაუბრეს მონაწილე მხარეებმა. ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი მარიამ გაბუნია აცხადებს, რომ ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაცია, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება პრიორიტეტია. ამ მიმართულებით კი, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის სტანდარტებისა და მეტროლოგიის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას. „ამ მიმართულებით უკვე დიდი ინვესტიცია ჩაიდო. ევროკავშირის დაფინანსებით, სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტომ ორი „ტვინინგის“ პროექტი უკვე წარმატებით განახორციელა. ეს არის მესამე პროექტი, რომელიც ასევე ემსახურება ამ სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას სტანდარტებისა და მეტროლოგიის მიმართულებით და გარდა ამისა, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას. აქედან გამომდინარე, ხსენებული პროექტის განხორციელებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი იტალიელი და ესპანელი პარტნიორების დახმარებით, რომლებიც ამ პროექტის განხორციელებაში არიან ჩართულნი, ჩვენ გვექნება კიდევ უფრო წარმატებული სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტო, უფრო გაძლიერებული შესაძლებლობებით, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ორი დღის წინ კი, კითხვარი მივიღეთ და სწორედ ახლა ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ევროკავშირთან სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის გააქტიურებას, მათ შორის პრიორიტეტია ხარისხის ინფრასტრუქტურა, რაც ევროკომისიისთვისაც პრიორიტეტია. თავის დროზე, ვიდრე მოლაპარაკებას დავიწყებდით DCFTA-ზე (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება) ევროკავშირმა ოთხი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება გამოყო და ერთ-ერთი სწორედ ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარება იყო. შესაბამისად, მათთვისაც და ჩვენთვისაც ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პროექტის დახმარებით, კიდევ უფრო მეტი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგმება“, - განაცხადა მარიამ გაბუნიამ.  ესპანეთის სტანდარტიზაციის ასოციაციის (UNE) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ვიტო ფერნიკოლა Europetime-თან საუბარში ამბობს, რომ პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოსთვის, ასევე, იტალია-ესპანეთის კონსორციუმებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ ამ პროექტს. „ჩვენ ვიწვევთ სხვა ექსპერტებს და ვთავაზობთ ძალიან მოქნილ გზას ჩვენს კოლეგებს. ვგეგმავთ რამდენიმე აქტივობას, დავეხმაროთ სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს, რათა შემცირდეს ტექნიკური ბარიერები ვაჭრობის კუთხით, რაც ერთ-ერთი ისტრუმენტია ერთი მხრივ, ევროკავშირთან ასოცირების თვალსაზრისით, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის გადაცემის კუთხით, რომელიც ახლახან ვიხილეთ. ამრიგად, პროექტი ტექნიკური მხარეა, მაგრამ გლობალურად, ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში ვნახავთ გავლენას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით“, - განაცხადა ვიტო ფერნიკოლამ.  თავის მხრივ, იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ენრიკო ვალვო პროექტს მნიშვნელოვანს უწოდებს იმ თვალსაზრისით, რომ ის გავლენას ახდენს ხარისხის ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე: „ამის ნაწილია მეტროლოგია. ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროექტის განხორციელებაში, მათ შორის იტალიიდან, ასევე - ესპანეთიდან, შესაბამისი გამოცდილება აქვთ და მიზანიც სწორედ ამ გამოცდილების გაზიარება და ბენეფიტებით სარგებლობაა. რასაკვირველია, ეს საკითხი უფრო ფართო სპექტრში უნდა განვიხილოთ. ვგულისხმობ, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, თუმცა ხსენებულ საკითხს ასევე დამატებით მნიშვნელობას სძენს საქართველოს მიერ განაცხადის გაკეთება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამასთან, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის გადაცემა იმპულსს აძლევს პროცესს. ეს არის პროცესი, რომელსაც სჭირდება პოლიტიკური ვალდებულების აღება. ბევრი ტექნიკური ასპექტია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მიმდინარეობს და ჩვენ ველით, რომ ამ პროცესს ყველა მხარე ყურადღებით მოეკიდება“, - განუცხადა იტალიის ელჩმა Europetime-ს. ინფორმაციისთვის, პროექტის იმპლემენტაციის პროცესი 2022 წლის პირველ თებერვალს დაიწყო. მისი მთავარი ბენეფიციარები არიან საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო (GEOSTIM) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტო. პროექტს ახორციელებენ კონსორციუმის პარტნიორები ევროკავშირიდან: ACCREDIA - იტალიის ეროვნული ეროვნული აკრედიტაციის ორგანო; INRIM - იტალიის მეტროლოგიური ეროვნული ინსტიტუტი; UNI - იტალიის სტანდარტიზაციის ეროვნული ორგანო; CEM - ესპანეთის მეტეოროლოგიური ცენტრი; FIIAPP - საერთაშორისო და პარა-იბერო-ამერიკული ფონდი ადმინისტრაციისა და საჯარო პოლიტიკისთვის F.S.P.; UNE - ესპანეთის სტანდარტიზაციის ასოციაცია. პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი ბიუჯეტი 1 400 000 ევროს შეადგენს.

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირის მიერ კითხვარის გადმოცემა დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის 11 აპრილს გადაცემული კითხვარის შესავსებად გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 62-ე სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა ხაზი გაუსვა ყველა უწყების მაქსიმალური კოორდინაციისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, რათა კითხვარის შევსების პროცესი ეფექტიანად წარიმართოს და მოკლე ვადაში დასრულდეს. „ჩვენ 3 მარტს გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, რითაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. დღევანდელ შეკრებაზე ევროკომისიის მიერ 11 აპრილს გადმოცემული კითხვარის შესავსებად გასატარებელ ღონისძიებებს განვიხილავთ. საგარეო საქმეთა მინისტრი ლუქსემბურგში პირადად შეხვდა ევროკომისარ ვარჰეის, რომელმაც მას აღნიშნული კითხვარი გადასცა. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რომ ვიმსჯელოთ ღონისძიებებზე, რომელიც უნდა გავატაროთ ყველამ ერთად. საჭიროა ყველა უწყების ჩართულობა, მაქსიმალური კოორდინაცია, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად და სწრაფად შევავსოთ ეს კითხვარი და დროულად დავუბრუნოთ შევსებული დოკუმენტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის ოფიციალური წერილით მიმართა. დეპუტატების წერილში ნათქვამია, რომ „მთავრობის მიმართ არსებობს მოთხოვნა, ევროკავშირის კითხვარი საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი, თუმცა ხელისუფლება თავს არიდებს ამის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება”. აქედან გამომდინარე, წერილის ავტორები „ითხოვენ დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი პროცესის ხელშეწყობაში“. ცნობისთვის, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. დოკუმენტი მიიღო მოლდოვამაც. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. ასევე წაიკითხეთ:   ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება   კარლ ჰარცელი: ბურთი საქართველოს მოედანზეა, დიდი და რთული სამუშაო იწყება. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის   ლუკას მანდლი ევროკავშირის კითხვარზე: მნიშვნელოვანია კითხვარის პასუხების შინაარსი და კონტექსტი

საქართველოს მთავრობა ევროკომისიის კითხვარს ასაჯაროებს

საქართველოს მთავრობა ასაჯაროებს ევროკომისიის კითხვარს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელძღვანელობით გაიმართა. ევროკავშირში გაწევრიანების სპეციალური კითხვარის პირველი ნაწილი საქართველოს 11 აპრილს, ლუქსემბურგში გადმოეცა. კითხვარის საფუძველზე ევროკომისია მოამზადებს შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. კითხვარი მოიცავს  პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს, ამასთან, საქართველო უახლოეს პერიოდში მიიღებს კითხვარის მეორე ნაწილს, რომელიც დაეთმობა დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას. კითხვარის ნახვა შესაძლებელია ბმულზე. შეგახსენებთ, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის ოფიციალური წერილით მიმართა. დეპუტატების წერილში ნათქვამია, რომ „მთავრობის მიმართ არსებობს მოთხოვნა, ევროკავშირის კითხვარი საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი, თუმცა ხელისუფლება თავს არიდებს ამის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება”. აქედან გამომდინარე, წერილის ავტორები „ითხოვენ დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი პროცესის ხელშეწყობაში“. ცნობისთვის, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. დოკუმენტი მიიღო მოლდოვამაც. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. ასევე წაიკითხეთ:   ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება   კარლ ჰარცელი: ბურთი საქართველოს მოედანზეა, დიდი და რთული სამუშაო იწყება. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის   ლუკას მანდლი ევროკავშირის კითხვარზე: მნიშვნელოვანია კითხვარის პასუხების შინაარსი და კონტექსტი

ევროკავშირში ქართული ლოკოკინის ექსპორტი დაიწყო

ევროკავშირის ბაზარზე  ქართული ლოკოკინის ექსპორტი დაიწყო. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლიოს მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით იტალიაში სამ  ტონამდე ქართული ლოკოკინის პირველი პარტი გავიდა. ევროკომისიის (ევროკომისიის  2021 წლის 22 დეკემბრის EU 2022/34  რეგულაცია) გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან  ლოკოკინების ექსპორტი 2021 წლის დეკემბრიდანაა დაშვებული. ამ რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში მომზადდა. „ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელოვანი წილი ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაშვებაზეა ორიენტირებული. დღეის მდგომარეობით, საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ნებადართულია საქართველოდან  ქართული თაფლის (2016 წლიდან),  შავი ზღვის ქაფშიის (2017 წლიდან), შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების (2020 წლიდან) და გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის (ტყავი, მატყლი) ექსპორტი“, - აცახდებენ სამინისტროში.  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA) საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 27 ივნისს, ქალაქ ბრიუსელში მოაწერა ხელი. 

რა წერია ევროკავშირის კითხვარში

საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად გადაეცა. Europetime დოკუმენტს გაეცნო და რამდენიმე ქვეთავის შინაარს გთავაზობთ. პირველი თავი, რომელიც „პოლიტიკური კრიტერიუმებით“ არის დასათაურებული, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ეხება.    გთხოვთ, მოგვაწოდოთ საქართველოში კონსტიტუციური და ინსტიტუციური წყობის მოკლე აღწერა. როგორ მუშაობს ხელისუფლების სამ შტოს (აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო) შორის კონტროლისა და ბალანსის კონსტიტუციური სისტემა?   კონსტიტუციის მიხედვით, რა კავშირი არსებობს ქვეყნის შინგით მოქმედ კანონსა და საერთაშორისო სამართალს შორის, დაუშვებს თუ არა კონსტიტუცია ევროკავშირის კანონმდებლობის უპირატესობას?   როგორ ინიშნებიან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და როგორ არის გარანტირებული სასამართლოს დამოუკიდებლობა?   არის თუ არა კონსტიტუციური დებულებები, რომლებიც ხელს უშლის საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან და/ან ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას და მოითხოვოს საკონსტიტუციო ცვლილებას? გთხოვთ მოგვაწოდოთ ასეთის სია, დებულებები, თუ ეს შესაძლებელია.   რა არის საქართველოს ოფიციალური ენა(ები)? მეორე ქვეთავი პარლამენტს ეხება. სხვა ტექნიკურ და ფუნქციურ საკითხებთან ერთად კითხვარში შესულია შემდეგი საკითხი. ევროკომისია ითხოვს, დაკონკრეტებას, თუ რამდენია პროცენტული მაჩვენებელი იმ კანონებისა, რომლებიც დაჩქარებული პროცედურებით არის მიღებული ბოლო 5 წლის განმავლობაში. ამასთან, კითხვარში ვკითხულობთ: გთხოვთ, აღწეროთ პარტიებისა და კამპანიების დაფინანსების საერთო ჩარჩო, მისი გამჭვირვალობის გარანტია და დეტალები მისი განხორციელების მონიტორინგის შესახებ. არსებობს თუ არა კონსტიტუციური ან ჩვეულებრივი სამართლებრივი ჩარჩო დემოკრატიის ინსტრუმენტების, მათ შორის რეფერენდუმის გამოყენებისათვის? როგორია მათი მოქმედების ფარგლები და პროცედურები. რამდენად ღიაა პარლამენტი საზოგადოებისთვის და რამდენად გამჭვირვალეა თავის საქმიანობაში ინფორმაციისა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. მთავრობა ევროკომისია ინტერესდება, არსებობს თუ არა დეცენტრალიზაციის სტრატეგია. თავის დასაწყისში კი კითხვას სვამს, რა არის მთავრობის სტრუქტურისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძველი? ასევე, რა მექანიზმები არსებობს სამინისტროებს შორის კოორდინაციისთვის? კონკრეტულად, რა მექანიზმები არსებობს თითოეულ სამინისტროში სტრატეგიული დაგეგმვისა და ბიუჯეტირების დროს? სამოქალაქო საზოგადოება ამ ქვეთავის პირველი კითხვა მშვიდობიანი შეკრების უფლებას ეხება, კერძოდ, შეუძლია თუ არა ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მონაწილეობა მიიღოს მშვიდობიან შეკრებაში. მონაწილეობა მიიღოს (რედ. საქმიანობაში) ან შეუერთდეს არაფორმალურ და/ან რეგისტრირებულ ორგანიზაციებს? გთხოვთ, მოგვაწოდოთ მიმოხილვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs), მათ შორის ასოციაციებისა თუ ფონდების და მათი საქმიანობის შესახებ თქვენს ქვეყანაში. საჯარო სამსახური და ადამიანური რესურსების მართვა ამ ნაწილში, ევროკომისიას შემდეგი კითხვები აქვს: გთხოვთ, წარმოადგინოთ საჯარო სამსახურის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა (საჯარო მოხელეები, სხვა საჯარო მოსამსახურეები, პოლიტიკური დანიშვნები, დროებით დასაქმებულები).   საჯარო სამსახურის პოლიტიზებისგან დასაცავად რა გარანტიები არსებობს? რა განსხვავებაა სხვადასხვა ტიპის საჯარო მოხელეებს შორის (მაგ. საჯარო მოხელე, სხვა, საჯარო სამსახურში დასაქმებულები, პოლიტიკურად დანიშნულები და ა.შ.) მათი სტატუსის, სამართლებრივი რეჟიმის, უფლებებისა და მოვალეობების მიხედვით?   არსებობს თუ არა გამჭვირვალე სამართლებრივი ან მარეგულირებელი საფუძველი საჯარო მოხელეების ქმედებებთან დაკავშირებით, კერძოდ, როგორ არის უზრუნველყოფილი საჯარო მოხელეების მხრიდან მიუკერძოებლობა და არადისკრიმინაციული მიდგომა? ანგარიშვალდებულების ნაწილში კითხვები ომბუდსმენის საქმიანობას ეხება:  აღწერეთ, როგორ არის უზრუნველყოფილი ადმინისტრაციული ორგანოების ანგარიშვალდებულება. სარგებლობს თუ არა ომბუდსმენი დამოუკიდებლობით თავისი მანდატის შესრულებისას? ნებადართულია თუ არა ომბუდსმენისთვის წვდომა ყველა ოფიციალურ დოკუმენტზე? აქვს თუ არა ომბუდსმენს უფლება, ეჭვქვეშ დააყენოს კანონების კონსტიტუციასთან შესაბამისობა და თუ ასეა, როგორ ხორციელდება ეს პრაქტიკაში? სასამართლო ხელისუფლება ევროკომისია ითხოვს, კანონმდებლობის ან სხვა წესების მოკლე აღწერის მიწოდებას, რომლებიც არეგულირებს სასამართლო სისტემის სტრუქტურასა და ფუნქციონირებას. კერძოდ, ინტერესდება, შეიძლება თუ არა კომუნიკაციის ნაკლებობა პრობლემური იყოს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ფონზე? კითხვარის ავტორები კონკრეტული მაგალითების მიწოდებას ითხოვენ. ამასთან, ინტერესდებიან, როგორია პროკურორებისა და პროკურორის მოადგილეების შესაბამისი როლები და იერარქიული სისტემა. ცნობისთვის, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. დოკუმენტი მიიღო მოლდოვამაც. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. ასევე წაიკითხეთ:   ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება   კარლ ჰარცელი: ბურთი საქართველოს მოედანზეა, დიდი და რთული სამუშაო იწყება. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის   ლუკას მანდლი ევროკავშირის კითხვარზე: მნიშვნელოვანია კითხვარის პასუხების შინაარსი და კონტექსტი

ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად დამატებით, €50 მილიონს გამოყოფს

ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის დამატებით, 50 მილიონ ევროს გამოყოფს. დახმარება მიემართება გადაუდებელ სამედიცინო სერვისებზე. ასევე, თანხა მოხმარდება უსაფრთხო სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობას, ფულადი დახმარებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ დაცვის უზრუნველყოფას. ჯამში ევროკავშირმა ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის უკრაინაში 143 მილიონი ევრო გამოყო. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

ევროკომისიის პრეზიდენტი მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, უკრაინას იარაღი რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, რაც შეიძლება მალე მიაწოდონ უკრაინას მეტი იარაღი. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს უკრაინის კონფლიქტის დასასრულებლად, თუმცა საომარი მოქმედებები შეიძლება „ყველაზე უარეს შემთხვევაში, თვეები ან წლებიც კი გაგრძელდეს". „ყველა წევრმა სახელმწიფომ, ვისაც უკრაინისთვის იარაღის სწრაფად მიწოდება შეუძლია, ეს უნდა გააკეთოს, რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლება, გადარჩეს უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ მწვავე თავდაცვით ბრძოლაში“, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი Bild am Sonntag-თან ინტერვიუში. მან ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, არ გადადონ გადაწყვეტილებების მიღება იარაღის ტიპს შორის სხვაობის გამო. „მე არ განვასხვავებ მძიმე და მსუბუქ იარაღს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა და დაამატა, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც მას სჭირდება თავის დასაცავად და რისი გაკეთებაც შესაძლებელია. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა 14 აპრილს გაიმეორა მოწოდება უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების შესახებ და განაცხადა, რომ ისინი არ იღებენ მარაგს საკმარისად სწრაფად, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის თავდასხმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.

უკრაინამ ევროკავშირის კითხვარი შეავსო

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კითხვარი, რომელიც ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დელ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის 9 აპრილს კიევში ვიზიტისას გადასცა, შევსებულია, ამის შესახებ ინფორმაციას უკრანული მედია ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ იჰორ ჟოვკვამ განაცხადა, რომ კითხვარის შევსების შემდეგ, ევროკომისია მოამზადებს რეკომენდაციას უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულების შესახებ. უკრაინა თავის მხრივ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიმდინარე წლის ივნისში ელის. „როგორც პრეზიდენტი ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს დაჰპირდა, უკრაინული მხარე შეავსებდა კითხვარს. დღეს გავიდა ერთი კვირა. დღეს კი, შემიძლია განვაცხადო, რომ დოკუმენტზე მუშაობდა დასრულდა“,- განაცხადა იჰორ ჟოვკვამ. ველით დადებით რეკომენდაციას და შემდეგ ბურთი იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარეს. ივნისში გაიმართება ევროსაბჭოს სხდომა, სადაც ველით, რომ უკრაინას მიენიჭება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. შემდეგ უნდა დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები და როცა ჩვენ გავმართავთ ასეთ მოლაპარაკებებს, შესაძლებელი იქნება უკრაინის ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობაზე საუბარი. საქმე ეხება დაჩქარებულ პროცედურას. ჩვენ არ შეგვიძლია, 10-15-20 წლით ასეთი მოლაპარაკებების გაგრძელება. მოლაპარაკებები სწრაფად უნდა წარიმართოს. უკრაინა ამას იმსახურებს და ამაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მხარს გვიჭერს", - დაამატა ჟოვკვამ. ცნობისთვის, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. დოკუმენტი მიიღო მოლდოვამაც. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო ივნისში დაგეგმილ სხდომაზე მიიღებს. ასევე წაიკითხეთ რა წერია ევროკავშირის კითხვარში

ზელენსკი ლიეტუვის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ: ევროკავშირისგან უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის გაზრდას ველით

უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირის ფარგლებში უსაფრთხოების სფეროში მხარდაჭერის გაზრდას ელის. ამასთან დაკავშირებით, ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვის პრეზიდენტს ესაუბრა. „გიტანას ნაუსედა ინფორმირებულია ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების, მარიუპოლის გმირული თავდაცვის შესახებ. მადლობა მხარდაჭერისთვის. ჩვენ ველოდებით უსაფრთხოების მხარდაჭერის ზრდას ევროკავშირის ფარგლებში. ჩვენ უნდა გავზარდოთ რუსეთისთვის აგრესიის ფასი, განვამტკიცოთ სანქციები“, - წერს ზელენსკი Twitter-ზე. 17 აპრილს, ევროკომისიის პრეზიდენტმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, უკრაინას იარაღი რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდონ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.  

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ელჩს შევსებული კითხვარი გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მატი მაასიკასს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესახებ შევსებული კითხვარი გადასცა. "მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის. დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი ეტაპია, მისწრაფება, რომლისკენაც გზაზე ჩვენი ხალხი იბრძვის", - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინსვლა ევროკავშირისკენ ხდება ძალიან ტრაგიკულ დროს, როდესაც ბევრი უკრაინელი, ვინც ევროპულ ღირებულებებს აფასებს, იღუპება. მისი თქმით, უკრაინის მოსახლეობას აერთიანებს, მიზანი, თავი იგრძნონ თანასწორად, ევროპის ნაწილად, ევროკავშირის ნაწილად. ჩვენ გვჯერა, რომ მოვიპოვებთ მხარდაჭერას და გავხდებით გაწევრიანების კანდიდატი. შემდეგ დაიწყება ფინალური ეტაპი. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ეს პროცედურა წარიმართება უახლოეს კვირებში და ეს იქნება დადებითი მოვლენა ჩვენი ხალხისთვის, იმ ფასის გათვალისწინებით, რაც მათ გადაიხადეს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გზაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა. უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ის ასევე გრძნობს თავს იმ გუნდის ნაწილად, რომელიც მუშაობს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად. მან აღნიშნა, რომ ეს პროცესი უკრაინისთვის ძალიან რთულ ვითარებაში მიმდინარეობს, მაგრამ ყველა გრძნობს ამ მომენტის უდიდეს მნიშვნელობას. ამავე თემაზე უკრაინამ ევროკავშირის კითხვარი შეავსო

შალვა პაპუაშვილი: რადას თავმჯდომარის პოზიციაა, ევროკავშირის დამოკიდებულება იყოს არა გამორჩეულად უკრაინის, არამედ, ასოცირებული ტრიოსა და რეგიონის მიმართ

თავისუფლებისა და ევროპული არჩევანისთვის ჩვენი წილი ტანჯვისა და სისხლისა გადახდილი გვაქვს. რა თქმა უნდა, ევროკავშირში წევრობის წინაპირობა ეს არ არის, – საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინაში ვიზიტისას რადას თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ასოცირებული ტრიოს ფორმატზეც ისაუბრეს და რუსლან სტეფანჩუკმა ფორმატის შენარჩუნების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. „განსაკუთრებით მადლობელი ვარ რადას თავმჯდომარის მიმართ. ამაზე გვქონდა საუბარი და მან თავადაც, საკუთარი ინიციატივით გამოთქვა პოზიცია, რომ აუცილებელია, ტრიოს ფორმატი შენარჩუნდეს და ევროკავშირის დამოკიდებულება იყოს არა გამორჩეულად, ვთქვათ, უკრაინის მიმართ, არამედ სწორედ ტრიოსა და რეგიონის მიმართ. ახლა პირველი ეტაპი არის კანდიდატობის საკითხი, შემდეგ უკვე მოდის გაწევრიანების მომდევნო და უფრო გრძელვადიანი ეტაპი. აქაც მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, შენარჩუნდეს რეგიონული მიდგომა, რომელიც ევროკავშირს აქამდე ჰქონდა, ხოლო მეორე მხრივ, ეს არ იყოს გარკვეულად არც ვიზუალურად ისე წარმოდგენილი, თითქოს ისტორიის ამ მონაკვეთში ომი რომ არის უკრაინაში, ამ ომის გამო მოხდეს განსაკუთრებული მიდგომა უკრაინის მიმართ. ეს თავად რადას თავმჯდომარემაც აღნიშნა, ვინაიდან ყველას გვაქვს ეს ომები გამოვლილი. თავისუფლებისა და ევროპული არჩევანისთვის ჩვენი წილი ტანჯვისა და სისხლისა გადახდილი გვაქვს. რა თქმა უნდა, ევროკავშირში წევრობის წინაპირობა ეს არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის საკითხებზე „ასოცირებული ტრიოს“ მემორანდუმი კიევში, 2021 წლის 17 მაისს  გააფორმეს.

ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა

ევროკომისიის სპიკერმა Europetime-ის შეკითხვას ექსკლუზიურად უპასუხა. ევროკომისიის წარმომადგენელს ვკითხეთ, რა მოლოდინები აქვს ევროკომისიას უკრაინასთან დაკავშირებით, რომელმაც უკვე დააბრუნა შევსებული კითხვარი და როგორია კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისადმი დამოკიდებულება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ევროკომისია მზადყოფნას ადასტურებს, მხარი დაუჭიროს უკრაინის ხელისუფლებას ამ მნიშვნელოვან პროცესში. მანამდე, კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხს უკრაინისგან ოთხი კვირის განმავლობაში ელის.  „ევროკომისიის პრეზიდენტმა, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის 8 აპრილს გადასცა კითხვარი, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს მოიცავს. დოკუმენტის ნაწილი, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციას ასახავს, უკრაინას 13 აპრილს წარედგინა. ევროკომისიამ დაიწყო კითხვარის პირველი ნაწილის პასუხების შეფასება, რომელიც უკრაინისგან 17 აპრილს მივიღეთ. ჩვენ ველით, რომ კითხვარის მეორე ნაწილზე ოთხი კვირის განმავლობაში (მაისის შუა რიცხვებამდე) მივიღებთ პასუხებს და მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინის ხელისუფლებას ამ მნიშვნელოვან პროცესში. პასუხები დაეხმარება კომისიას, მოამზადოს შეფასება უკრაინის განაცხადის შესახებ, წევრობის კრიტერიუმების გათვალისწინებით. კითხვარები გახლავთ შიდა დოკუმენტები, რომლებიც კომისიას მოსაზრებების მომზადებაში ეხმარება, ამიტომ, ეს დოკუმენტები არ არის გამოქვეყნებული კომისიის მიერ. ევროკომისიის მიერ მიღებული მოსაზრებების გამოქვეყნების შემდეგ, შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები ევროკავშირის საბჭოს ხელშია“, - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის სპიკერმა. ცნობისთვის, უკრაინამ შევსებული კითხვარი 17 აპრილს, დააბრუნა. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. დოკუმენტი მიიღო მოლდოვამაც. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. ქვეყანას პასუხების დასაბრუნებლად 4-კვირიანი ვადა აქვს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აპრილს განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან განიხილა კიევისთვის დახმარების გაზრდის საკითხი. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე რუსეთთან კონფლიქტისა და ომისშემდგომი აღდგენის ფონზე, დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე. ზელენსკის თქმით, მან ფონ დერ ლაიენს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის (EU) შევსებული კითხვარის შესახებ, რაც არის ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. თავის მხრივ, ფონ დერ ლაიენმა ასევე Twitter-ზე დაწერა, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეები შეეხნენ კიევის ფინანსურ და უსაფრთხოების დახმარებას და უკრაინის პასუხებს ევროკავშირის კითხვარზე. ასევე წაიკითხეთ რა წერია ევროკავშირის კითხვარში

შარლ მიშელი: უკრაინა გაიმარჯვებს, თქვენ მარტო არ ხართ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინაში ვიზიტისას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შთაბეჭდილებებს მიშელი Twitter-ის მომხმარებლებს უზიარებს. ,,შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან კიევში. სრული ნდობა, რწმენა და აღფრთოვანება მაქვს პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ. უკრაინა გაიმარჯვებს, თქვენ მარტო არ ხართ, ჩვენ თქვენთან ერთად ვდგავართ", - წერს შარლ მიშელი.     უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. ზელენსკიმ შარლ მიშელს „უკრაინის დიდი მეგობარი“ უწოდა. „შარლ მიშელთან შეხვედრისას განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის თავდაცვითი და ფინანსური დახმარება. ვისაუბრეთ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად კითხვარის ​პასუხებზე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის.  

შარლ მიშელი: რუსეთი დაისჯება იმისთვის, რაც უკრაინაში გააკეთა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმის ფასი, რაც გააკეთა ბოროდიანკაში და უკრაინის ბევრ სხვა ქალაქში. დღეს დილით, ბოროდიანკაში წავედი, რათა საკუთარი თვალით მენახა, რა ვითარებაა ადგილზე. შევხვდი ხალხს. სიტყვებს ვერ ვპოულობ იმის ასახსნელად, რასაც ვგრძნობ არა როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, არამედ როგორც მამა, როგორც ადამიანი. ეს არის სისასტიკე, ეს არის ომის დანაშაულები, ის უნდა დაისაჯოს და ის დაისჯება. მათ უნდა გადაიხადონ იმის ფასი, რაც გააკეთეს უკრაინის ბევრ სხვა ქალაქსა და სხვა ადგილებში", - განაცხადა მიშელმა კიევში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. ზელენსკიმ შარლ მიშელს „უკრაინის დიდი მეგობარი“ უწოდა. „შარლ მიშელთან შეხვედრისას განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის თავდაცვითი და ფინანსური დახმარება. ვისაუბრეთ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად კითხვარის ​პასუხებზე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ამავე თემაზე შარლ მიშელი: უკრაინა გაიმარჯვებს, თქვენ მარტო არ ხართ  

ევროკავშირში გაწევრიანებას 82%, NATO-ში გაწევრიანებას კი, 71% უჭერს მხარს - NDI

NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას ტრადიციულად მხარს უჭერს. კითხვაზე: მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? NDI-ის ცნობით, გამოკითხული მოსახლეობის 82%-ისთვის მისაღებია, 9%-ისთვის მიუღებელი, ხოლო პასუხი კითხვაზე არ იცის 8%-მა. ამასთან, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება თანაბრად მისაღებია ყველასთვის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკისა და პოლიტიკური სიმპათიის მიუხედავად. საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს. მისაღებია თუ არა ეს გადაწყვეტილება - 83% ამბობს, რომ მისაღებია. 5% -  მიუღებელია, 11%-მა არ იცის. ევროკავშირის მსგავსი დინამიკაა NATO-სთან მიმართებითაც. მიუხედავად საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრებისა (69 პროცენტი), რომ NATO-ში გაწევრიანება რუსული სამხედრო აგრესიის ალბათობას გაზრდის, მოსახლეობის უმრავლესობა (71 პროცენტი) მაინც მხარს უჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას. მეტიც, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ NATO საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს (53 პროცენტი), ვიდრე ომის დაწყებამდე (40 პროცენტი). კითხვაზე: მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი? გამოკითხული მოსახლეობის 71%-ისთვის მისაღებია, ხოლო 15%-ისთვის მიუღებელი, კითხვაზე პასუხი არ იცის 13%-მა. მოსახლეობა ფიქრობს, რომ NATO-ში გაწევრიანება, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მნიშვნელოვანია. NDI-ის მიერ იანვარში ჩატარებული კვლევით, ევროკავშირში გაწევრიანებას 83%, NATO-ში გაწევრიანებას კი 77% უჭერდა მხარს. ორგანიზაციის ცნობით, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში - +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.  

ირაკლი ღარიბაშვილმა ჰუბერტ ქნირშთან საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი განიხილა

საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი და საქართველო-გერმანიის ურთიერთობები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის 11 აპრილს კითხვარის გადმოცემა ახალი ეტაპია ევროკავშირთან ურთიერთობაში, რაც ქვეყანას დიდ პასუხისმგებლობას ანიჭებს, გააძლიეროს ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.  მისივე თქმით, პროცესის ეფექტიანად წარმართვისა და მოკლე ვადაში დასრულების მიზნით, ყველა უწყება კოორდინირებულად და აქტიურად მუშაობს, პროცესს კი პირადად პრემიერ-მინისტრი აკონტროლებს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ქვეყანა წარმატებით განაგრძობს ასოცირების შეთანხმების (AA) დღის წესრიგით გათვალისწინებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას და ხაზი გაესვა ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის გერმანიის უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერას. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინისადმი, განსაკუთრებულად აღინიშნა ის ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც ქართული მხარე უკრაინელ ხალხს უწევს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პროფესიული განათლების საკითხებზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარებას და ამ პროცესში გერმანიის ჩართულობასა და მხარდაჭერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.  

ევროკომისიის პრეზიდენტი ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერს წერილით მიმართავს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერს წერილით მიმართავს. ფონ დერ ლეიენის სახელით წერილი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს მისმა თანაშემწემ ბიორნ სეიბერტიმ მისწერა. როგორც წერილშია ნათქვამი, ფონ დერ ლეიენი მიიჩნევს, რომ როგორც მართლმსაჯულების, ისე საარჩევნო და დემოკრატიული რეფორმები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების აპლიკაცია შეიტანა. “პრეზიდენტმა ფონ დერ ლეიენმა მთხოვა მადლობა გადამეხადა თქვენი წერილისთვის, რომელიც შეეხებოდა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ბოდიში დაგვიანებული პასუხისათვის. ჩვენ სრულიად გეთანხმებით მართლმსაჯულების და საარჩევნო რეფორმების მნიშვნელობასათან დაკავშირებით. ეს რეფორმები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, როგორც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ეფექტურად შესრულების თვალსაზრისით, ასევე საქართველოს ევროპული ამბიციის წინ წასაწევად. ინკლუზიური რეფორმების დროული მიღება და განხორციელება საუკეთესო შესაძლებლობაა ხელშესახები პროგრესის მისაღწევად საქართველოს დემოკრატიისა და მედეგობის შემდგომი შენების საქმეში, ასევე პასუხობს პოლარიზაციის გამოწვევას, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სისტემაზე ახდენს გავლენას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მართლმსაჯულების სექტორსა და დემოკრატიულ რეფორმებს. რამდენადაც პირველადი პასუხისმგებლობა ამ მხრივ ხელისუფლებას ეკისრება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთობლივი წვლილი შეიტანოს დეესკალაციაში და კონსტრუქციული რეფორმისტული დღის წესრიგის გატარებაში. მსგავსი ძალისხმევები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ახლა, იმ ფონზე როდესაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების აპლიკაცია შეიტანა. 2021 წლის დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიერ მიღებულ დეკლარაციაში ნათლად იქნა აღნიშული, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფორმებს, ფარგლებსა და ხარისხს, სხვა ასპექტებთან ერთად, სწორედ რეფორმების ტემპი და ხარისხი განსაზღვრავს. ევროპული კავშირის პირობითობის პრინციპი და ინცენტივებზე დაფუძნებული მიდგომა („მეტი მეტისთვის“, „ნაკლები ნაკლებისთვის“) სარგებელს აძლევს იმ პარტნიორებს, რომელიც ყველაზე მეტად ახორციელებენ რეფორმებს. ამას ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარნტიორობის ფორუმზეც. საქართველოსა და მისი მოქალაქეების სასიკეთოდ, ევროპული კავშირი განაგრძობს ამბიციური რეფორმების ადვოკატირებას,“- წერს ბიორნ სეიბერტი. ერთობლივი წერილი ოპოზიციური პარტიების სახელზე პარტიებმა გუშინ მიიღეს. გზავნილის ადრესატები ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეები - გიგა ბოკერია, მამუკა ხაზარაძე, ელენე ხოშტარია და ზურა (გირჩი) ჯაფარიძე არიან.

ევროკავშირი მოქალაქეებს სთხოვს, სახლიდან იმუშაონ, რათა რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება შეამცირონ

ევროკავშირი თავის მოქალაქეებს სთხოვს, ნაკლებად ატარონ ავტომობილი, უარი თქვან კონდიციონერზე და იმუშაონ სახლიდან კვირაში სამი დღე, რათა შეამცირონ რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს მიერ შემუშავებული ზომები, ერთ ოჯახს წელიწადში 450 ევროს დაუზოგავს. BBC-ის ცნობით, რუსეთისგან ენერგიის შესყიდვა ხელს უწყობს მის ეკონომიკას მხარდაჭერას და უკრაინაში ომის დაფინანსებას, თუმცა ევროპამ განაცხადა, რომ ვერ პოულობს ალტერნატიულ მარაგს, ამიტომ სთხოვს მოქალაქეებს შეცვალონ ცხოვრების წესი. 9-პუნქტიანი გეგმა, სახელწოდებით „ჩემი წვლილი“, მოუწოდებს მოქალაქეებს, ნაკლებად გამოიყენონ ავტომობილი, ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან იმუშაონ სახლიდან კვირაში სამი დღე. გეგმის თანახმად, ევროკავშირი მოქალაქეებს მოუწოდებს: ზამთარში სახლები ნაკლებად გაათბონ, ზაფხულში კი კონდიციონერი გამორთონ უფრო ნელა იმოძრაონ მაგისტრალებზე, მანქანაში გამორთონ კონდიციონერი, რათა ნაკლები საწვავი მოიხმარონ გამოიყენონ მატარებელი თვითმფრინავის ნაცვლად გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ველოსიპედი ან ფეხით გადაადგილდნენ ენერგიიის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) გამოთვლით, თუ თითოეული მოქალაქე დაიცავდა მის რეკომენდაციებს, მას შეეძლო ყოველწლიურად 220 მილიონი ბარელი ნავთობის დაზოგვა, რაც საკმარისია 120 სუპერტანკერის შესავსებად. ეს ასევე დაზოგავს 17 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, რაც საკმარისია 20 მილიონი სახლის გასათბობად. მარტში, ევროკავშირმა გამოაცხადა გეგმა, რომლის თანახმად, ბლოკი 2030 წლისთვის რუსეთის ენერგორესურსებისგან დამოუკიდებელი უნდა გახდეს.  შეგახსენებთ, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.  

ევროკავშირის კითხვარი უკრაინის შემდეგ მოლდოვამაც შეავსო

22 აპრილს, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ და პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ მოლდოვის რესპუბლიკაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანის მაჟეიკსს შევსებული კითხვარი გადასცეს. კითხვარი 11 აპრილს გადასცა მოლდოვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიკუ პოპესკუს, ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ. კიშინიოვში დღევანდელი ცერემონიის დროს, იანის მაჟეიკსმა აღნიშნა, რომ კითხვარი მხოლოდ 11 დღეში შესრულდა. „ეს სიჩქარე ნათლად აჩვენებს პრეზიდენტის, მთავრობის და მთელი მოლდოვის ხალხის გადაწყვეტილებას, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ თქვენი ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს“, - აღნიშნა ელჩმა. კითხვარი ევროკავშირის შტაბ-ბინაში გაიგზავნება, სადაც მოხდება მისი ანალიზი. ამ ანალიზის საფუძველზე, ევროკომისია გამოაქვეყნებს თავის მოსაზრებას მოლდოვის განაცხადის შესახებ. ცნობისთვის, უკრაინამ შევსებული კითხვარი 17 აპრილს, დააბრუნა. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. დოკუმენტი მიიღო მოლდოვამაც. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. ქვეყანას პასუხების დასაბრუნებლად 4-კვირიანი ვადა აქვს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 აპრილს განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან განიხილა კიევისთვის დახმარების გაზრდის საკითხი. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინის უსაფრთხოების დახმარების გაზრდაზე რუსეთთან კონფლიქტისა და ომისშემდგომი აღდგენის ფონზე, დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე. ზელენსკის თქმით, მან ფონ დერ ლაიენს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის (EU) შევსებული კითხვარის შესახებ, რაც არის ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. თავის მხრივ, ფონ დერ ლაიენმა ასევე Twitter-ზე დაწერა, რომ მოლაპარაკებების დროს მხარეები შეეხნენ კიევის ფინანსურ და უსაფრთხოების დახმარებას და უკრაინის პასუხებს ევროკავშირის კითხვარზე. ასევე წაიკითხეთ რა წერია ევროკავშირის კითხვარში ექსკლუზივი: ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა

სენატორების და კონგრესმენების ვიზიტი: იმედი გვაქვს, ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი ხელმძღვანელობს კონგრესის დელეგაციის ვიზიტს საფრანგეთში, საქართველოსა და იტალიაში. დელეგაციის წევრებმა თბილისში პრესკონფერენცია გამართეს. დელეგაციის ხელმღვანელმა, სენატორმა კრის კუნსმა საქართველოს ევროკავშირში მალე გაწევრიანების იმედი გამოთქვა. ​ „იმედი გვაქვს, ევროკავშირი მალე მოგესალმებათ და მიგიღებთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ჩავდოთ ინვესტიცია, ერთად განვვითარდეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, თითოეულმა ჩვენს ქვეყნებში უზრუნველვყოთ, რომ გავერთიანდეთ, არ მოხდეს პოლარიზება და გაყოფა არც შიგნით და არც გარეთ. ქალბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ მოგვეცით შესაძლებლობა, დღეს ერთად ვყოფილიყავით და აღგვენიშნა ეს საღამო. ჩემთან ერთად არის დელეგაცია, მიზნობრივად ვართ აქ, ჩამოვედით, რადგან საქართველო არის მნიშვნელოვანი. ჩამოვედით, რადგან ვხედავთ, თუ რა კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს საქართველო ამ რეგიონში და მსოფლიო არენაზე. დიდი მადლობა თქვენი ლიდერობისთვის, თქვენი მეგობრობისთვის, თქვენი პარტნიორობისთვის“, – აღნიშნა სენატორმა კრის კუნსმა. მისი თქმით, აშშ-მ წარსულის გაკვეთილებიდან ისწავლა ის, რომ რუსეთის აგრესიის მადა არასოდეს კმაყოფილდება.  ცნობისთვის, სენატორები და კონგრესმენები საქართველოში ვიზიტისას ხვდებიან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს, ოპოზიის წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრებმა პრესკონფერენცია 21 აპრილს, „თბილისი მარიოტში“ გამართეს. ასევე წაიკითხეთ სენატორი კრის კუნსი: ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ სენატორი ბობ კეისი: ქართველები იღებენ უკრაინელებს საქართველოში, უწევენ ყველა სახის დახმარებას და ესაა მტკიცებულება, როგორი სახის ერთობაა მთელი ევროპის მასშტაბით პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებს: ამ 30 წლის მანძილზე ჩვენ ვიგრძენით ურყევი მხარდაჭერა, აქ ჩამოსვლით გვიდასტურებთ, რომ საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა სიტყვა კი არა, რეალობაა

უკრაინა იმედგაცრუებულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს ავსტრიის წინააღმდეგობა შეხვდა - BBC

უკრაინა იმედგაცრუებულია, რადგან ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს ავსტრიის წინააღმდეგობა შეხვდა. ამის შესახებ BBC წერს. კიევმა შენიშვნებს „სტრატეგიულად შორსმჭვრეტელი" უწოდა. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინას უახლოეს მომავალში ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა შესთავაზონ. კერძოდ, მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინას არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ივნისში, როგორც ამას პრეზიდენტი ზელენსკი მოელის. მან თავისი პოზიცია იმით დაასაბუთა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა კანდიდატობამდე გაცილებით გრძელი გზა გაიარეს. ავსტრიულ გამოცემა Heute-ს მოჰყავს შალენბერგის სიტყვები, რომ უკრაინა არც მომავალში უნდა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ის მხარს უჭერს სხვა გზას, რომლის თანახმად, უკრაინას შეუძლია შეუერთდეს ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ ზონას ან უბრალოდ შეინარჩუნოს ასოცირების შეთანხმების არსებული დონე. მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ერთ-ერთ ინტერვიუში არ დააკონკრეტა, ეთანხმება თუ არა ევროკავშირის ყველა ქვეყანა უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივას. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის 8 აპრილს გადასცა კითხვარი, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს მოიცავს. დოკუმენტის მეორე ნაწილი, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციას ასახავს, უკრაინას 13 აპრილს წარედგინა. ევროკომისიამ დაიწყო კითხვარის პირველი ნაწილის პასუხების შეფასება, რომელიც უკრაინისგან 17 აპრილს მიიღო. ამავე თემაზე ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე განსხვავებული პოზიცია აქვს

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი მიიჩნევს, რომ უკრაინას უახლოეს მომავალში ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა შესთავაზონ. კერძოდ, მინისტრი მიიჩნევს, რომ უკრაინას არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი ივნისში, როგორც ამას პრეზიდენტი ზელენსკი მოელის. მან თავისი პოზიცია იმით დაასაბუთა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა კანდიდატობამდე გაცილებით გრძელი გზა გაიარეს. ავსტრიულ გამოცემა Heute-ს მოჰყავს შალენბერგის სიტყვები, რომ უკრაინა არც მომავალში უნდა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ის მხარს უჭერს სხვა გზას, რომლის თანახმად, უკრაინას შეუძლია შეუერთდეს ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ ზონას ან უბრალოდ შეინარჩუნოს ასოცირების შეთანხმების არსებული დონე. მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ერთ-ერთ ინტერვიუში არ დააკონკრეტა, ეთანხმება თუ არა ევროკავშირის ყველა ქვეყანა უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივას. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის 8 აპრილს გადასცა კითხვარი, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს მოიცავს. დოკუმენტის მეორე ნაწილი, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციას ასახავს, უკრაინას 13 აპრილს წარედგინა. ევროკომისიამ დაიწყო კითხვარის პირველი ნაწილის პასუხების შეფასება, რომელიც უკრაინისგან 17 აპრილს მიიღო. ამავე თემაზე ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა  

თურქეთის სასამართლომ ბიზნესმენ ოსმან კავალას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

თურქეთის სასამართლომ უფლებადამცველ ოსმან კავალას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას AFP ავრცელებს. ინფორმაციისთვის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2 თებერვალს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, დაეწყო სამართლებრივი პროცედურები თურქეთის წინააღმდეგ იმის გამო, რომ მან უარი თქვა, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) 2019 წლის გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.  ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის განცხადება მაშინ პრესსპიკერ პიტერ სტანოს სახელით გავრცელდა. „სამწუხაროა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ უარი თქვა ECHR-ის შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ასეთი დამოკიდებულება ქმნის შემაშფოთებელ პრეცედენტს და კიდევ უფრო ზრდის ევროკავშირის შეშფოთებას თურქეთის მიერ სასამართლო სისტემის საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების დაცვასთან დაკავშირებით. ეს ასევე ეწინააღმდეგება თურქეთის, როგორც ევროპის საბჭოს წევრის და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს“, - აღნიშულია ევროკავშირის განცხადებაში. ევროკავშირის განცხადებით, სამართლებრივი პროცესის დაწყება არის ინსტრუმენტი, რომელიც იშვიათად გამოიყენება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ და ნათლად მიუთითებს სერიოზულ შეშფოთებაზე კავალას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც წლების განმავლობაში იმყოფება ციხეში დანაშაულისთვის გასამართლების გარეშე. შეგახსენებთ, ოქტომბერში, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, 10 დასავლური ქვეყნის ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოეცხადებინა. მანამდე, ელჩები მოითხოვდნენ ფილანტროპ ოსმან კავალას გათავისუფლებას, რომელიც ოთხი წელია, ციხეშია და ბრალად ედება 2013 წელს საპროტესტო აქციების დაფინანსება/2016 წლის წარუმატებელ გადატრიალებაში მონაწილეობა. ის უარყოფს ბრალდებებს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მისი საქმე ერდოღანის დროს, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ თავდასხმის სიმბოლოა. 18 ოქტომბერს ერთობლივ განცხადებაში კანადის, დანიის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, ახალი ზელანდიისა და შეერთებული შტატების ელჩებმა მოითხოვეს კავალას საქმის სამართლიანი, სწრაფი გადაწყვეტა და მისი სასწრაფიოდ გათავისუფლება. მოგვიანებით, ელჩების გაძევებასთან დაკავშირებული კრიზისი განიმუხტა. ამავე თემაზე თურქეთი ევროპის საბჭოს ოსმან კავალას საქმეზე გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებს

კარლ ჰარცელი: მე ვხედავ ძალიან ბევრ საერთო მიზანს სტრატეგიული მიმართულებების ირგვლივ, თუმცა მაინც შესამჩნევია პოლარიზაცია

„ერთი მხრივ, მე ვხედავ ძალიან ბევრ საერთო მიზანს სტრატეგიული მიმართულებების ირგვლივ, ამის მიუხედავად, მაინც შესამჩნევია პოლარიზაცია და ეს ფაქტია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პოლარიზებულ გარემოზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. „ვფიქრობ, ამაზე უკანასკნელი სამ ნახევარი წლის განმავლობაში ვსაუბრობ. მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვედი. ერთი მხრივ, მე ვხედავ ძალიან ბევრ საერთო მიზანს სტრატეგიული მიმართულებების ირგვლივ. ვიტყოდი, რომ როცა საქმე ეხება ევროკავშირის მიმართულებით სვლის სურვილსა და ევროკავშირის წევრობის განაცხადის უკან დგომას, ეს ერთ-ერთი ის საკითხებია, სადაც მე ვხედავ ძალიან ძლიერ საერთო ინტერესს პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობაში, რასაც ასევე მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის 80%. ამის მიუხედავად, მაინც შესამჩნევია პოლარიზაცია და ეს ფაქტია საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, თუმცა ვიმედოვნებ, რომ როგორც რუსეთის აგრესია უკრაინაში, ასევე, ევროკავშირის წევრობის აპლიკაცია იქნება დანახული, როგორც საფუძველი იმისთვის, რომ აღნიშნული მიმართულებით გარღვევა მოხდეს. თუმცა ვშიშობ, ეს უფრო მეტად იმედია, ვიდრე პროგნოზი ჩემი მხრიდან“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან.  

კარლ ჰარცელი მიხეილ სააკაშვილზე: ველით, რომ ნაბიჯები გადადგმული იქნება მიუკერძოებელი სამედიცინო რჩევიდან და რეკომენდაციიდან გამომდინარე

„როცა საკითხი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, იმის უზრუნველყოფა, რომ მას შესაბამისი მკურნალობა მიეწოდოს“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეკითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნაბიჯები გადადგმული იქნება მიუკერძოებელი სამედიცინო რჩევიდან და რეკომენდაციიდან გამომდინარე. „როცა საკითხი ეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხელისუფლების პასუხისმგებლობა, იმის უზრუნველყოფა, რომ მას მიეწოდოს შესაბამისი მკურნალობა. ჩვენ ველით, რომ ნაბიჯები გადადგმული იქნება მიუკერძოებელი სამედიცინო რჩევიდან და რეკომენდაციიდან გამომდინარე“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა. „კლინიკების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ვილი პაჭკორიამ 21 აპრილს განაცხადა, რომ სააკაშვილი გაურკვეველი ტოქსიკებით იყო მოწამლული და მიზეზი უნდა დადგენილიყო. ექსპრეზიდენტი საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. მას ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ამავე დღეს მან შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობის დაწყების 50-ე დღეს, ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ადვოკატების თქმით, მისი საზღვარგარეთ გადააყვანა აუცილებელია. 22 აპრილს, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულეს. გავრცელებული ცნობებით, სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. კონსილიუმის ერთ-ერთ წევრი გიორგი გრიგოლია, ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი აცხადებს, რომ სააკაშვილთან ნევროპათოლოგი და კარდიოლოგი შევიდნენ. „ზოგადად, პირველი შთაბეჭდილებაა, რომ დამძიმებულია - გამწვავებულია ძველი ჩივილები და გადასულია შემდეგ სტადიაში, საკვებს ვერ იღებს", - განაცხადა გრიგოლიამ სატელევიზიო მედიასთან. მიხეილ სააკაშვილმა 20 აპრილის სასამართლო სხდომაზე ექიმის დახმარება ითხოვა.  

ევროკავშირი უკრაინიდან იმპორტირებულ საქონელზე გადასახადს დროებით აუქმებს

ევროკომისიამ უკრაინასთან დროებითი "ვაჭრობის ლიბერალიზაციის ზომები" მიიღო, რაც ყოველგვარ იმპორტზე დამატებითი გადასახადების, ტარიფებისა და კვოტების განსაზღვრული ვადით მოხსნას გულისხმობს. „ეს დროებითი და განსაკუთრებული ზომები ხელს შეუწყობს უკრაინიდან ევროკავშირში იმპორტის მხარდაჭერასა და ხელშეწყობას". - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში. ევროკომისია აცხადებს, რომ ვაჭრობის ლიბერალიზაციის ზომები ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში, რაც ევროკავშირის ქვეყნებსა და უკრაინას შორის ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო ზონას წარმოქმნის. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ იმპორტის გადასახადის დროებით 0-მდე შემცირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს  სამრეწველო და სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს - უკრაინიდან ევროკავშირში.  ასევე წაიკითხეთ  დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინას საკრედიტო გარანტიის სახით $500 მილიონი გამოუყოს

საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს

საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს შევსებული კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც გადმოგვეცა დასამუშავებლად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით გაიმართა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა, სადაც აღნიშნული საკითხი განიხილეს. „პრემიერ-მინისტრთან ერთად, დღეს კომისიის ფარგლებში განვიხილეთ კითხვარის მომზადების საკითხი. აღნიშნული კითხვარის პირველი ნაწილი მომზადდა ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობით, უზარმაზარი სამუშაო გაიწია და საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც დასამუშავებლად გადმოგვეცა. რაც შეეხება ბოლო ნაწილს, სექტორულ ნაწილს, რომელიც უფრო ტექნიკური და სპეციფიკურია, აღნიშნულ დოკუმენტში არის დაახლოებით 2300 კითხვა. ამ დოკუმენტზე მუშაობა დაწყებული აქვს ყველა სახელმწიფო უწყებას, შესაბამისად, დადგენილი ვადები აღნიშნული დოკუმენტის გაზიარების ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან არის 13 მაისი და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ აღნიშნული კითხვარის ბოლო, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ მუშაობა და გავუზიაროთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ამასთან, დღეს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ კითხვარის სექტორული ნაწილიც დღეს გასაჯაროვდება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. ასევე წაიკითხეთ: რა წერია ევროკავშირის კითხვარში  

აზერბაიჯანის პრეზიდენტი: აზერბაიჯანის ევროკავშირში გაწევრიანება, ალბათ, შეუძლებელი სცენარია

"ვიცი, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სხვა წევრებს გაწევრიანება სურთ. აზერბაიჯანის ევროკავშირში გაწევრიანება, ალბათ, შეუძლებელი სცენარია", – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა. „ვიცი, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სხვა წევრებს გაწევრიანება სურთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია. ძალიან, ძალიან ხანგრძლივი პროცესი. აზერბაიჯანის შემთხვევაში კი, ალბათ, ეს შეუძლებელი სცენარია“, – განაცხადა ალიევმა. ასევე წაიკითხეთ: რობერტა მეცოლა: მივესალმებით განაცხადის მიღებას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისგან  

საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს

საქართველოს მთავრობა ასაჯაროებს ევროკომისიის კითხვარის მეორე სექტორულ/საკანონმდებლო ნაწილს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ევროკომისიის მოსაზრების მოსამზადებლად გადმოეცა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და 33 თავს და 2300-მდე კითხვას მოიცავს, დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას ეხება. კითხვარის პირველ ნაწილზე, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს მოიცავს, საქართველომ მუშაობა უკვე დაასრულა და ის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს, ორშაბათს, 2 მაისს გადაეცემა. „კითხვარის მეორე ნაწილის მიწოდების თარიღად ევროკავშირმა 13 მაისი განსაზღვრა, თუმცა საქართველოს მთავრობის სურვილია, ევროკავშირს კითხვარი მაქსიმალურად მოკლე ვადაში, დათქმულ ვადამდე მიაწოდოს“, - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია. ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. კითხვარის მეორე ნაწილი იხილეთ ბმულზე. ასევე წაიკითხეთ: საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში  

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის კითხვარზე: მოლოდინი გვაქვს პოზიტიური, ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებები პირნათლად შევასრულეთ

გუშინ გვქონდა კომისიის სხდომა და საბოლოოდ შევჯერდით, კითხვარი არის შევსებული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, უწყებებმა იმუშავეს ძალიან ეფექტურად და ყველა კითხვა განიხილეს. „დასრულებულია დოკუმენტი და მზად არის, რომ გადავცეთ ევროკავშირის ელჩს საქართველოში, რომელიც შემდგომ ბრიუსელში იქნება გაგზავნილი. მოლოდინი გვაქვს პოზიტიური. ჩვენ ჩვენი მხრივ, ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებები პირნათლად შევასრულეთ, მიმდინარე პროცესი, რა თქმა უნდა, რეფორმების პროცესი, რომელიც დაწყებული გვაქვს გაგრძელდება, მივა ბოლომდე და ახლა უკვე, ამის შემდეგ, ჩვენ, ასოცირებული ტრიო, უკრაინა მოლდოვა და საქართველო ერთად წარვადგენთ ამ კითხვარს და დაველოდებით გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების მომდევნო განვითარებისთვის. ამ პროცესში ყველა უწყება იყო ჩართული. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა მათ ძალიან შრომატევადი საქმიანობისთვის”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. კითხვარის მეორე ნაწილი იხილეთ ბმულზე. ასევე წაიკითხეთ: საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში

კელი დეგნანი ევროკავშირის კითხვარზე: ეს არის საქართველოს შანსი, აჩვენოს, რომ სურს, განახორციელოს საჭირო რეფორმები

"საქართველომ უკვე დიდ პროგრესს მიაღწია ამ მხრივ, წინ კიდევ დიდი გზაა", – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა „კითხვარი ორი ნაწილისგან შედგება. როგორც ვიცი, პირველ ნაწილს ელჩ ჰარცელს მალე გადასცემენ და მნიშვნელოვანია, რომ მისი მეორე ნაწილი კიდევ უფრო გრძელი და ფართოა. ამის შემდეგ ევროკავშირი შეისწავლის ამ პასუხებს და დაბრუნდება დამატებითი ინფორმაციისთვის. ეს ძალიან გრძელი და დეტალური პროცესია, რომელიც ევროკავშირის ყველა წევრმა გაიარა. ეს არის საქართველოს შანსი, აჩვენოს, რომ სურს, განახორციელოს საჭირო რეფორმები, საკანონდებლო ცვლილებები, რათა შეესაბამებოდეს ევროკავშირის სტანდარტებს და კანონმდებლობას. საქართველომ უკვე დიდ პროგრესს მიაღწია ამ მხრივ, წინ კიდევ დიდი გზაა და ის მოითხოვს არა მხოლოდ მთავრობისა და პარლამენტის, არამედ მთელი საზოგადოების მიერ წვლილის შეტანას ამ პროცესში, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა დეგნანმა. ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. კითხვარის მეორე ნაწილი იხილეთ ბმულზე. ასევე წაიკითხეთ: საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში

დმიტრო კულება: ევროკავშირის სანქციების შემდეგი რაუნდი ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს

"უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, ევროკავშირის სანქციების შემდეგი რაუნდი ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს. „ვესაუბრე ჟოზეფ ბორელს ევროკავშირის სანქციების შემდეგ რაუნდზე, რომელიც ნავთობის ემბარგოს უნდა მოიცავდეს. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ ასევე ყურადღება გავამახვილეთ შემდგომ უსაფრთხო ევაკუაციაზე ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან“, - დაწერა კულებამ „ტვიტერზე“, ჟოზეფ ბორელთან სატელეფონო საუბრის შემდეგ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  ასევე წაიკითხეთ: დმიტრო კულება: უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივების ეჭვქვეშ დაყენება დღის წესრიგში არ დგას დმიტრო კულება: როდესაც დავინახავთ ჯარის გაყვანას, დავიჯერებთ დეესკალაციას  

შალვა პაპუაშვილი: ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული იქნება ჩეხეთის გამოცდილება და მხარდაჭერა

იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის მეორე ნახევრიდან ჩეხეთის რესპუბლიკა გადაიბარებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას, ვიმედოვნებთ, რომ არსებული მხარდაჭერა გაგრძელდება და საქართველო მალე შეძლებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტთან, მილოშ ვისტრჩილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ჩეხ კოლეგასთან ორ ქვეყანას შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მისივე შეფასებით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით ღირებული იქნება. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მრავალწლიან მეგობრულ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ჩვენ მადლიერები ვართ ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ჩვენ, ასევე,  ძალიან ვაფასებთ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს საქმიანობას საქართველოში, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა სექტორული რეფორმის განხორციელებასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ბატონი ვისტრჩილის ახლა განხორციელებული ვიზიტი მრავალმხრივ არის მნიშვნელოვანი, რადგან ვიზიტის ფარგლებში, არაერთ ოფიციალურ შეხვედრასთან ერთად, დაგეგმილია ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომა და, აგრეთვე, ბიზნეს ფორუმები თბილისსა და ბათუმში. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ღონისძიებები ბევრი მნიშვნელოვანი შედეგისა და შესაძლებლობის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნებისა და მოქალაქეებისთვის. ვისაუბრეთ საპარლამენტო კავშირების განმტკიცებაზე, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული იქნება“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის თქმით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონში არსებული ვითარება და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია იყო. „ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ კომპლექსური ვითარებაზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც, ზოგადად, მთლიანად რეგიონს აქვს. ვისაუბრეთ, ასევე, რა თქმა უნდა,  რუსეთის აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ერთობლივ ბრიფინგზე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის მეგობარ ქვეყანასთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის. „ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის კვალდაკვალ, მნიშვნელოვანია ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობა. ძალიან ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის მეორე ნახევრიდან ჩეხეთის რესპუბლიკა გადაიბარებს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არსებული მხარდაჭერა გაგრძელდება და საქართველო მალე შეძლებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ჩვენ ვაცნობიერებთ, თუ რაოდენ რთული და ხანგრძლივია ევროკავშირში გაწევრების პროცესი, თუმცა, მზად ვართ, ინტენსიური თანამშრომლობისთვის და საქართველოს ევროპული მომავლის განმტკიცებისთვის“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.  

ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებენ

"იმედი გვაქვს, სამივე ქვეყანა: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებენ. ამის პერსპექტივა არის ძალიან კარგი და შესაბამისად, ჩვენ ამის იმედი უნდა დავიტოვოთ", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „სამწუხაროდ, ბოლო დროს გაკეთებული იყო რამდენიმე არც თუ დადებითი განცხადება ევროპელი ლიდერების მხრიდან და მით უმეტეს, კონსენსუსია საჭირო გადაწყვეტილების მიღებისთვის. ეს ცოტა გვაშფოთებს, თუმცა საბოლოოდ, იმის იმედი გვაქვს, რომ სამივე ქვეყანასთან მიმართებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და სამივე ქვეყანა – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებენ. ამის პერსპექტივა არის ძალიან კარგი და შესაბამისად, ჩვენ ამის იმედი უნდა დავიტოვოთ“, – აღნიშნა კობახიძემ. ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში  

გერმანიის ბუნდესტაგმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპულ გზას მხარს უჭერს

გერმანიის ბუნდესტაგი საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ევროპულ გზას მხარს უჭერს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს. „გერმანიის პარლამენტმა 2022 წლის 28 აპრილს მიიღო რეზოლუცია „დავიცვათ მშვიდობა და თავისუფლება“ და მასში პარლამენტი მხარს უჭერს გერმანიის ფედერალური მთავრობის დახმარებას უკრაინისთვის, რომელიც ასევე მოიცავს მძიმე შეიარაღების მიწოდებას. ამასთან დაკავშირებით, ბუნდესტაგი ადასტურებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას „მათ ევროპულ გზაზე“. პარლამენტის აზრით, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის კრიტერიუმების შესრულება ევროკავშირში წევრობის წინაპირობას წარმოადგენს“, – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს ინფორმაციაში. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილი საქართველომ 13 მაისამდე უნდა დააბრუნოს.  ამავე თემაზე ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით რა წერია ევროკავშირის კითხვარში საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ  

კარლ ჰარცელი: ევროკომისიის კითხვარი, არ არის 100-მეტრიანი სპრინტი, აქ მთავარია არა სისწრაფე, არამედ პასუხების ხარისხი

დარწმუნებული ვარ, მალე მივიღებთ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის პასუხებს, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ ევროკომისია საკუთარ მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ მომდევნო თვეში წარადგენს. „დიდი პატივი მერგო, რომ პრემიერ-მინისტრისგან კითხვარის პირველი ნაწილის პასუხები მივიღე და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ნაწილიც დროულად იქნება მოწოდებული. დრო კარგად იყო დაცული. რაც შეეხება პროცესს, ეს პროცესი არ არის 100-მეტრიანი სპრინტი, აქ მთავარია არა სისწრაფე, არამედ  პასუხების ხარისხი. ასევე, ევროკომისიისგან იქნება ძალიან ობიექტური შეფასება პასუხებისა. ეს ეხება საქართველოს ერთგულებას ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ და მთავარ ეკონომიკურ კრიტერიუმს. რაც შეეხება ვადებს, მე ველოდები, რომ ევროკომისია მომდევნო თვეში წარადგენს მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. შეგახსენეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილი საქართველომ 13 მაისამდე უნდა დააბრუნოს. ამავე თემაზე: რა წერია ევროკავშირის კითხვარში საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ  

სლოვაკეთი რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ნებისმიერი ემბარგოსგან გათავისუფლებას მოითხოვს - Reuters

რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ემბარგოს შემთხვევაში სლოვაკეთი მოითხოვს, რომ მასზე გამონაკლისი გავრცელდეს. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. „რაც შეეხება რუსულ ნავთობზე ემბარგოს, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდგომი პაკეტის ნაწილს, სლოვაკეთი გამონაკლისს მოითხოვს“, - განუცხადეს Reuters-ს ეკონომიკის სამინისტროში. სამინისტროს თქმით, სხვადასხვა ტიპის ნავთობის გადამუშავება დაუყოვნებლივ შეუძლებელია, ტექნოლოგიის შეცვლა ფინანსური თვალსაზრისით რთულია და დიდ დროს მოითხოვს.  შეგახსენებთ, ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს ამზადებს. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. პოლონეთი მზადაა, დაიცვას სლოვაკეთის საჰაერო სივრცე, თუ ის თვითმფრინავებს უკრაინას გადასცემს სლოვაკეთმა უკრაინას მიაწოდა იარაღი, მათ შორის S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემა და სხვა სამხედრო დახმარება. პრემიერ მინისტრი ედუარდ ჰეგერი ასევე იყო იმ დასავლელ ლიდერებს შორის, რომლებიც ბოლო კვირებში კიევს ეწვივნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters

Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. ბრიტანული სააგენტო წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნები უნგრეთი და სლოვაკეთი შეძლებენ, გააგრძელონ რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვა 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ორივე ქვეყანას შეეძლება, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული რუსული ნავთობის ემბარგოთი ისარგებლოს. იმისთვის, რომ ბრიუსელის გეგმას ვეტო არ დაადონ ქვეყნებმა, რომლებიც უფრო მეტად დამოკიდებულნი არიან რუსულ ნავთობზე, ევროკავშირმა უნგრეთსა და სლოვაკეთს ემბარგოს განსახორციელებლად უფრო ხანგრძლივი პერიოდი შესთავაზა.  შეგახსენებთ, 3 მაისს, Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ემბარგოს შემთხვევაში სლოვაკეთი მოითხოვს, რომ მასზე გამონაკლისი გავრცელდეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა,  ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ამასთან, Sberbank, რუსეთის უმსხვილესი ბანკი, გაითიშება SWIFT საბანკო გადარიცხვების სისტემიდან. ევროკომისიის პრეზიდენტმა სანქციების პაკეტის დეტალებზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ რუსმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა, რომლებმაც ჩაიდინეს ომის დანაშაულები ბუჩასა და მარიუპოლში, ასევე უნდა აგონ პასუხი.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

შარლ მიშელი: ევროკავშირი მოლდოვისთვის დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას გეგმავს

"ევროკავშირი მოლდოვისთვის დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის გადაცემას გეგმავს", – ამის შესახებ მოლდოვაში ვიზიტისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. „ჩვენ დავეხმარებით მოლდოვას მისი მდგრადობის გაძლიერებაში და უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგებთან გამკლავებაში. გასულ წელს, ჩვენ გამოვაცხადეთ შვიდი მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფა აღჭურვილობისთვის, ასევე არმიის სამედიცინო და ტექნიკური საჭიროებებისთვის ევროკავშირის მშვიდობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. მიმდინარე წელს კი, ჩვენ ვგეგმავთ, რომ მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა მოლდოვისადმი მისი შეიარაღებული ძალებისთვის დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით. ჩვენ ასევე დავეხმარებით დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში, სოციალური ერთიანობის გაძლიერებაში და კიბერთავდასხმების მოგერიებაში. ჩვენ გვჯერა, რომ რეფორმები გააძლიერებს მოლდოვის მდგრადობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდელობას“, – განაცხადა შარლ მიშელმა.  

შარლ მიშელმა პირობა დადო, რომ ევროკავშირი მოლდოვისთვის სამხედრო დახმარებას გაზრდის

ოთხშაბათს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პირობა დადო, რომ მოლდოვისთვის გაზრდის ევროკავშირის სამხედრო დახმარებას - უკრაინის მეზობლისთვის, რომელიც სეპარატისტულ რეგიონში თავდასხმების სერიის მომსწრეა. „წელს, ჩვენ ვგეგმავთ, მნიშვნელოვნად გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა მოლდოვის მიმართ, მის შეიარაღებულ ძალებს დამატებითი სამხედრო აღჭურვილობა მივაწოდოთ“, - განაცხადა მიშელმა პრესკონფერენციაზე, მოლდოვაში ვიზიტისას. მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააძლიერებს მხარდაჭერას „ლოგისტიკის, კიბერთავდაცვის სფეროში“ და შეეცდება, მიაწოდოს მოლდოვას „მეტი სამხედრო აღმშენებლობის შესაძლებლობები“, თუმდა დეტალები არ დაკონკრეტებულა. „ევროკავშირი სრულ სოლიდარობას გიცხადებთ და, მოლდოვის გვერდით დგას, ევროპა ვალდებულია, დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს თქვენს ქვეყანას“, - განაცხადა მიშელმა და დაამატა, რომ ბლოკი დაეხმარება მოლდოვას, „გაუმკლავდეს უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად მიღებულ შედეგებს“. „ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან პარტნიორობის გაღრმავებას, რათა თქვენი ქვეყანა ევროკავშირს დაუახლოვდეს“, - განაცხადა მიშელმა.

პიტერ სიიარტო რუსული ნავთობის ემბარგოზე: მხარს ვერ დავუჭერთ, უნგრეთის უსაფრთხო ენერგომომარაგება მთლიანად განადგურდება

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა, ქვეყანა არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის წინადადებას, რომელიც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას გულისხმობს. „ნავთობის მიწოდების ეტაპობრივი შეწყვეტა წლის ბოლოსთვის, არის გადაწყვეტილება, რომლის მხარდაჭერაც შეუძლებელია, რადგან უნგრეთის უსაფრთხო ენერგომომარაგება მთლიანად განადგურდება სანქციების პაკეტით“, -  ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ განაცხადა. სიიარტო ამტკიცებს, რომ მას არ შეუძლია მხარი დაუჭიროს ამ ემბარგოს, რადგან ეს გაანადგურებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. „უნგრეთს ახლა შეუძლია იმდენი ნავთობის ყიდვა, რომ თავისი ეკონომიკა მხოლოდ რუსეთიდან მართოს“, - თქვა მან და დასძინა, რომ ესაა გეოგრაფიული და ინფრასტრუქტურული რეალობა. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა მეტწილად რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას წყვეტს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა,  ნედლი ნავთობის იმპორტი ექვსი თვის განმავლობაში, ეტაპობრივად შეწყვიტონ, გადამუშავებული პროდუქტების იმპორტი კი, წლის ბოლომდე უნდა შეწყდეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters

ევროპარლამენტის რეზოლუცია: მიანიჭეთ მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

5 მაისს მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტი ევროკავშირში მოლდოვის გაწევრიანებას მიესალმება და ამბობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის იმ კუთხით, რომ საკვანძო რეფორმებს ახორციელებს. ტექსტში, რომელიც დამტკიცებულია ხელის აწევით, ნათქვამია, რომ მოლდოვა არაპროპორციულად დაზარალდა რუსეთის ომით მეზობელ უკრაინაში, რაც ძირითადად გამოწვეულია 450,000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილის შესვლით ომის დაწყების დღიდან - მათგან თითქმის 100,000 მოლდოვაში რჩება - ასევე, ვაჭრობის შემცირების და ენერგიისა და ტრანსპორტის ფასების გაზრდის გამო. ამ მიზნით, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს, მეტი მხარდაჭერა გაუწიოს ქვეყანას, ახალი მაკროფინანსური დახმარების, სატრანსპორტო და ვაჭრობის ლიბერალიზაციის შემდგომი ღონისძიებების და ლტოლვილთა მართვისა და ჰუმანიტარული მიზნების მხარდაჭერის გაგრძელების გზით. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე, პარლამენტი მიესალმება მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას და აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, TEU-ს 49-ე მუხლის შესაბამისად და „დამსახურების საფუძველზე“. იმავდროულად, ევროკავშირმა და მოლდოვამ უნდა გააგრძელონ მუშაობა ქვეყნის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე ინტეგრაციისა და დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკომისიას, სწრაფად დაასრულოს განაცხადის შეფასება და უზრუნველყოს მოლდოვის სრული დახმარება, ვიდრე ეს პროცესი გრძელდება. გაიზარდა შიში დნესტრისპირეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუცია ასევე გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას დნესტრისპირეთის რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც აპრილში არაერთი ინციდენტის მომსწრე გახდა, რაც ევროპარლამენტარების მიერ განიხილება, როგორც პროვოკაციების სახიფათო აქტები უსაფრთხოების უკიდურესად არასტაბილურ ვითარებაში. ისინი ასევე იმეორებენ პარლამენტის მხარდაჭერას „დნესტრისპირეთის კონფლიქტის ყოვლისმომცველი, მშვიდობიანი და ხანგრძლივი პოლიტიკური მოგვარების მიმართ“, მოლდოვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იქ განთავსებული რუსული ძალების გაყვანის ჩათვლით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკომისიას 17 აპრილს დაუბრუნა. კითხვარი შეავსო მოლდოვამაც. ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირის ელჩს 2 მაისს გადასცა.

საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემს

საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „გვსურს, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ საქართველომ დაასრულა კითხვარის მეორე ნაწილზეც მუშაობა. აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას და ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის ევროკომისიას გადასცეს კითხვარის ბოლო ნაწილი.  როგორც ცნობილია, კითხვარის მეორე ნაწილი უფრო მეტად ტექნიკურ-სექტორული ხასიათის იყო, რომლის მომზადებაშიც საკმაოდ დიდი ძალისხმევა გაიწია. მინდა, ყველა სახელმწიფო უწყებას, ვინც იღებდა მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან პროცესში, მადლობა გადავუხადო. შემდგომი პროცედურა რომელიც დაიწყება, არის უკვე ევროკომისიის მხრიდან, რომელმაც შესაბამისი დასკვნა უნდა მოამზადოს აღნიშნულ დოკუმენტზე. ჩვენ დაველოდებით ევროკომისიის პოზიციას, რომელიც უნდა მომზადდეს საქართველოს მიერ გადაცემულ კითხვართან დაკავშირებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა. ამასთან, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ  

ევროკავშირი მოლდოვას დამატებით 52 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი მოლდოვას დამატებით 52 მილიონ ევროს გამოუყოფს. სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, მოლდოვისთვის ბოლო ორი წელი ძალიან რთული იყო COVID-19-ის პანდემიის და  გაზის კრიზისის გათვალისწინებით, რასაც ახლა უკრაინაში რუსეთის ომის შედეგების გავლენა დაემატა. „მოლდოველი ხალხის რეაქცია ლტოლვილთა კრიზისზე სამაგალითო იყო. ევროკავშირმა სწრაფად მოახდინა მხარდაჭერის მობილიზება, რათა დაეხმაროს მოლდოვას უკრაინელ ლტოლვილებზე ზრუნვაში. ჩვენ ვაგრძელებთ ერთგულებას, დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელება, რათა უზრუნველვყოთ მოლდოვას გრძელვადიანი აღდგენა და გავზარდოთ მისი მედეგობა“, – განაცხადა ვარჰეიმ. ასევე წაიკითხეთ: ევროპარლამენტის რეზოლუცია: მიანიჭეთ მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი  

მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 64-ე სხდომა გაიმართა

საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარი შეავსო. ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 64-ე სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, აღინიშნა, რომ კითხვარის მეორე შევსებული ნაწილი, რომელიც სექტორულ მიმართულებებს მოიცავდა, ევროპულ მხარეს სამშაბათს, 10 მაისს გადაეცემა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა უწყებას და თითოეულ ადამიანს, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა კითხვარის მეორე, მოცულობითი ნაწილის მაქსიმალურად მოკლე ვადაში, ეფექტიანად შესავსებად. როგორც ცნობილია, ევროკომისიის კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილი 33 თავს აერთიანებს და მოიცავს 2 300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით და მისი მიწოდების თარიღად ევროკავშირის მიერ 13 მაისი იყო განსაზღვრული, თუმცა საქართველომ კითხვარი დათქმულ ვადამდე შეავსო. კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი საქართველოს მთავრობის მეთაურმა ელჩ კარლ ჰარცელს 2 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა. სრულად შევსებული კითხვარის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. ასევე წაიკითხეთ: საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემს  

ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესება ევროკავშირისთვის მარტივი არ იქნება

"რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესება, რომელიც მიმდინარე კვირას დაანონსდა, ევროკავშირისთვის მარტივი არ იქნება", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განცხადა. მისივე თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირმა რუსეთისთვის ფულის მიწოდება უნდა შეწყვიტოს. „ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირმა რუსეთისთვის ფულის მიწოდება უნდა შეწყვიტოს.  გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირმა რუსეთისთვის ფულის მიწოდება უნდა შეწყვიტოს“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. შეგახსენებთ, რუსულ ნავთობზე ევროკავშირის ემბარგოს შემთხვევაში სლოვაკეთი მოითხოვს, რომ მასზე გამონაკლისი გავრცელდეს. ეს ქვეყანა ევროკავშირის ნებისმიერი ემბარგოსგან გათავისუფლებას მოითხოვს. Reuters-ის ცნობით, ევროკავშირის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შესაძლოა, სლოვაკეთი და უნგრეთი გათავისუფლდნენ რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან, რადგან ეს ორი ქვეყანა რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული. სლოვაკეთი ნავთობის თითქმის მთელ იმპორტს რუსეთიდან იღებს და აცხადებდა, რომ ქვეყანას 120 დღის მარაგი ჰქონდა. ბრიტანული სააგენტო წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნები უნგრეთი და სლოვაკეთი შეძლებენ, გააგრძელონ რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვა 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ორივე ქვეყანას შეეძლება, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული რუსული ნავთობის ემბარგოთი ისარგებლოს. იმისთვის, რომ ბრიუსელის გეგმას ვეტო არ დაადონ ქვეყნებმა, რომლებიც უფრო მეტად დამოკიდებულნი არიან რუსულ ნავთობზე, ევროკავშირმა უნგრეთსა და სლოვაკეთს ემბარგოს განსახორციელებლად უფრო ხანგრძლივი პერიოდი შესთავაზა.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი რუსული ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს, Sberbank-ი SWIFT-დან გაითიშება  

ოთარ შამუგია: საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მუშაობენ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრ ვიორელ ჩერჩიუსს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ საქართველო და მოლდოვა საერთო გამოწვევების წინაშე დგანან. მისი თქმით, ამ ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაღრმავდეს გამოცდილების გაზიარების კუთხით. „საქართველო, ისევე როგორც მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მუშაობს. მნიშვნელოვანია, ერთობლივი ძალისხმევით, ეს პროცესი ჩვენი ქვეყნებისთვის დადებით შედეგამდე მივიდეს. საქართველო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ. მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანია მეღვინეობის, მეხილეობისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა. „ევროკავშირის დებულებების გათვალისწინებითა და გამოცდილების გაზიარებით, ჩვენ მივაღწევთ საერთო წარმატებას”, – განაცხადა ვიორელ ჩერჩიუსმა. ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე საომარი მდგომარეობის გამო, დღის წესრიგში დგას მარცვლეულის ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხი. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მარცვლეული კულტურების წარმოების მიმართულებით მოლდოვას გამოცდილების გაზიარება. მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.  

შალვა პაპუაშვილი: საქართველოში ასოცირების ხელშეკრულების 40 პროცენტი უკვე შესრულებულია, ევროკავშირთან საკმაოდ მჭიდროდ დაახლოებული ვართ

საქართველოში ასოცირების ხელშეკრულების 40 პროცენტი უკვე შესრულებულია და ამ თვალსაზრისით საკანონმდებლო დონეზე ევროკავშირთან საკმაოდ მჭიდროდ დაახლოებული ვართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „იცით, რომ პროცესი დაძრულია და რა თქმა უნდა, ევროკავშირის მადლიერი ვართ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კითხვარი უმოკლეს ვადაში შეადგინეს, რომელსაც ასევე მოკლე ვადაში პასუხები გაეცა. იცით, რომ საქართველო-უკრაინა-მოლდოვის საკითხი ერთად განიხილება. ჩვენ ვართ სამი ქვეყანა, რომელიც ერთ ეტაპზე არიან. ამავე დროს, ამ სამ ქვეყანას შორის საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თვალსაზრისით. საქართველოში ასოცირების ხელშეკრულების 40 პროცენტი უკვე შესრულებულია და ამ თვალსაზრისით საკანონმდებლო დონეზე ევროკავშირთან საკმაოდ მჭიდროდ დაახლოებული ვართ“,- განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა. ამასთან, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. ამასთან, საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემს. ასევე წაიკითხეთ: კარლ ჰარცელი: ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად  

ევროკომისიის პრეზიდენტი: 72 წლის შემდეგ ევროპა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე - ჩვენ ვდგავართ ერთად უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერისთვის

72 წლის შემდეგ ევროპა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვდგავართ ერთად უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის დღესთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში. მისივე თქმით, ევროკავშირი ასევე შეძლებს უკრაინაში ომის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევის დაძლევას. „72 წლის შემდეგ ევროპა უფრო ძლიერი და ერთიანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვდგავართ ერთად უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერისთვის. ევროპა ბევრს მუშაობს, რათა ჩვენი კონტინენტი წიაღისეული რესურსების იმპორტისგან დამოუკიდებელი გახადოს და დავიცვათ კლიმატი. ევროპამ შეძლო ამ ყველაფრის მიღწევა, რადგან ჩვენ ვიყავით მტკიცე, ერთიანი. ამიტომ დარწმუნებული ვარ და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ევროკავშირი ასევე შეძლებს უკრაინაში ომის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევის დაძლევას. ევროპის მოქალაქეები გვიჩვენებენ გზას. მილიონობით ევროპელი, ჩვენი, ევროკავშირის ყველა კუთხეში და საზოგადოების ყველა სფეროში მობილიზებულია გაჭირვებაში მყოფი მეზობლების დასახმარებლად; გააღეს კარი უკრაინელი ლტოლვილებისთვის; გაუგზავნეს საკვები და ტანსაცმელი, ან აკეთებდნენ შემოწირულობებს. როგორც არასდროს, ევროპელები გრძნობენ, რომ ერთ ევროპულ ოჯახს მიეკუთვნებიან და ეს სიამაყით ავსებს ჩემს გულს“, – ნათქვამია ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ჟოზეფ ბორელი: ევროკავშირმა უნდა იფიქროს, რომ რუსეთის გაყინული სავალუტო რეზერვები უკრაინის აღდგენისთვის გამოიყენოს იენს სტოლტენბერგი: ველოდები, რომ პუტინი კიდევ ერთხელ, წელს 9 მაისს გაავრცელებს სიცრუეს NATO-სა და მთლიანად დასავლეთის შესახებ გერმანიის კანცლერი: უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც გაიმარჯვა თავისუფლებამ მონობაზე და დიქტატურაზე 77 წლის წინ  

კარლ ჰარცელი: ველოდებით კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხებს - შემდეგ თვეში ვიხილავთ ევროკომისიის შეხედულებას და მოვისმენთ პირველ გადაწყვეტილებებს

ველოდებით მთავრობის მხრიდან კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხებს, ჩემი ვარაუდით, შემდეგ თვეში ვიხილავთ, როგორც ევროკომისიის შეხედულებას, ასევე მოვისმენთ პირველ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. „ჩვენ ველოდებით მთავრობის მხრიდან კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხებს. რაც შეეხება პროცესს, კითხვარის ორივე ნაწილის შევსების შემდეგ, უკვე ევროკომისიას ექნება სამუშაო საკუთარ პოზიციაზე, რომელსაც წარუდგნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ევროკავშირის საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად. დიდი სიფრთხილით ვსაუბრობ ამ საკითხზე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დელიკატური პროცესია, მაგრამ ჩემი ვარაუდით, უკვე შემდეგ თვეში ვიხილავთ, როგორც ევროკომისიის შეხედულებას, ასევე მოვისმენთ პირველ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მიიღებენ, რაზეც სპეკულაციებს მოვერიდები“, – განაცხადა ჰარცელმა. ასევე წაიკითხეთ: კარლ ჰარცელი: ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას, ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის მხარდასაჭერად კარლ ჰარცელი: ველოდები ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხს, ამის შემდეგ ბურთი არსებითად ევროპული კომისიის მოედანზე იქნება შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა. ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა.  ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში  

ერდოღანი: დროა, უკრაინაში ომთან დაკავშირებით, ევროკავშირმა ახალი ისტორია დაწეროს

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ომის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს თურქეთს ევროკავშირისთვის ბევრ სფეროში, რეჯეფ თაიფ ერდორანმა მაგალითად, გამოყო უსაფრთხოება, მიგრაცია, მიწოდების ჯაჭვები და განსაკუთრებით ენერგეტიკა. თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი და ევროკავშირი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და საერთო გამოწვევების დასაძლევად უნდა ფოკუსირდნენ საერთო ღირებულებებზე და არა განსხვავებებზე. „დროა, ევროკავშირმა, რომელიც ჩამოშორდა თავის დამფუძნებელ პრინციპებს და ბოლო წლებში წევრი ქვეყნების მოკლევადიანი პოლიტიკის გავლენის ქვეშაა, უკრაინაში ომთან დაკავშირებით საკუთრი, ახალი ისტორია დაწეროს“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მან ასევე შეაქო ევროკავშირის პროექტის წარმატება, რომელიც 1950 წლის 9 მაისს, შუმანის დეკლარაციის გამოცხადებით დაიწყო. „შუმანის დეკლარაციის მიღმა არსებულმა იდეებმა საშუალება მისცა ევროპის ქვეყნებს, გვერდზე გადაედოთ უთანხმოება, მტრობა და გაერთიანდნენ მშვიდობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობისთვის ომის შემდეგ, რომელიც ანგრევდა მთელ მსოფლიოს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.    

შარლ მიშელი უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ მეორედ ეწვია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ მეორედ ეწვია. შარლ მიშელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს უკვე შეხვდა. მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად ისაუბრეს უკრაინის საზღვაო პორტების განბლოკვის საკითხსა და ამ მიმართულებით კოორდინაციაზე, რათა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის საკითხი გადაიჭრას. „უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს უკვე მეორე ვიზიტია. ჩვენ ვაფასებთ ასეთ მხარდაჭერას. ყოველივე ამის შემდეგ, დღეს, როდესაც ევროკავშირი აღნიშნავს ევროპის დღეს, უკრაინა აგრძელებს ბრძოლას ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის - მშვიდობისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“, - აღნიშნულია დენის შმიგალის Twitter პოსტში. შარლ მიშელი კიევში ჩავიდა შარლ მიშელი: ბუჩასა და უკრაინის სხვა მრავალი ქალაქის მსგავსად, ისტორია არასდროს დაივიწყებს აქ ჩადენილ ომის დანაშაულებს შარლ მიშელი: უკრაინა გაიმარჯვებს, თქვენ მარტო არ ხართ „ოდესის პორტში ყოფნის დროს, დენის შმიგალთან ერთად, მე ვნახე ექსპორტისთვის გამზადებული მარცვლეულით, ხორბლით და სიმინდით სავსე სილოსი (მიწისქვეშა შენობა მარცვლეულის შესანახად). ეს უაღრესად საჭირო საკვები აუთვისებელია რუსეთის ომისა და შავი ზღვის პორტების ბლოკადის გამო. იწვევს დრამატულ შედეგებს მოწყვლადი ქვეყნებისთვის. ჩვენ გვჭირდება გლობალური პასუხი“, - წერს თავის მხრივ შარლ მიშელი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინამ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილიც შეავსო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხები ევროკომისიის პრეზიდენტს ვიდეოკონფერენციის დროს წარუდგინა. ზელენსკიმ ევროკავშირს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერის მკაფიო სიგნალებისთვის უკრაინისთვის ამ მნიშვნელოვან გზაზე. თავის მხრივ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმაამ თემაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისაუბრა. ოდესაში ვიზიტის დროს, სარაკეტო დარტყმის გამო, შარლ მიშელი იძულებული გახდა, თავშესაფარში გადასულიყო - BBC შარლ მიშელი უკრაინას რუსეთის შეჭრის შემდეგ მეორედ ეწვია „დღეს უკრაინა, ისევე როგორც მთელი ევროპა, განიცდის ერთ-ერთ ურთულეს განსაცდელს მის ისტორიაში. უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება როგორც ჩვენი ხალხისადმი მხარდაჭერის ძლიერი სიგნალი, ასევე, პასუხი რუსეთის სამხედრო აგრესიაზე და ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის გადახედვის მცდელობებზე“, - განაცხადა შმიგალმა. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა უკრაინამ შევსებული კითხვარი, პირველი ნაწილი, რომელიც 8 აპრილს ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას გადასცა, 17 აპრილს, დააბრუნა. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, კითხვარი საქართველომ განსაზღვრულ ვადაზე ადრე შეავსო. “სიამოვნებით წარმოგიდგენთ კითხვარის პასუხებს. შევსება დავასრულეთ, ჯამში 7 წიგნი გამოვიდა და სიამოვნებით გადმოგცემთ მათ. მოუთმენლად ველით ევროკომისიისა და წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილების გაგებას”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კითხვარი ძალიან დაეხმარება ევროკომისიას შეფასების გაკეთებაში. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში „ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობელი ვარ, რომ აქ ვიმყოფები და ვიღებ თქვენი და მრავალი სხვა ადამიანის დიდი შრომის შედეგს, რაც კითხვარის მეორე და დასკვნით პროცესში  განხორციელდა. ეს ძალიან დაეხმარება ევროკომისიას შედეგის განსაზღვრაში”, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. „როგორც ცნობილია, ევროკომისიის კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილი 33 თავს აერთიანებს, მოიცავს 2300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით და მისი მიწოდების თარიღად ევროკავშირის მიერ 13 მაისი იყო განსაზღვრული. კითხვარის მოცულობითი ნაწილის ეფექტურად და მაქსიმალურად მოკლე დროში შევსების მიზნით, ჩართული იყო ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება, პროცესს კი მთავრობის მეთაური პირადად აკონტროლებდა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ევროპული არჩევანი არის უალტერნატივო გადაწყვეტილება და ეს არამხოლოდ მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია“, - აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია. კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს 2 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

შალვა პაპუაშვილი: საქართველომ ევროკავშირის კითხვარი სრულად შეავსო, ახლა ჯერი ევროკავშირზეა

საქართველომ ევროკავშირის კითხვარი სრულად შეავსო, ახლა ჯერი ევროკავშირზეა. იმედი მაქვს, ევროკავშირი ისტორიულ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „2 669 კითხვის შევსების უკან დგას რამდენიმე ასეული საჯარო მოხელე, რომელთა პროფესიონალიზმმა და თითქმის ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობამ ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელი გახადა. მადლობა თქვენ თქვენი ქვეყნის დაუღალავი სამსახურისთვის. ახლა ჯერი ევროკავშირზეა. იმედი მაქვს, ევროკავშირი ისტორიულ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს. ეს იქნება ევროკავშირის დასტური, რომ ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხის ხმა გაგონილია და ჩვენი ბრძოლა – დანახული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს გადასცა  

ილია დარჩიაშვილი: იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც თვითშეფასების კითხვარშია, სათანადოდ დაფასდება პარტნიორების მხრიდან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩისთვის თვითშეფასების კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემით დასრულდა მნიშვნელოვანი პროცესი. რომლის შედეგადაც განხილული იქნება საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. მისი თქმით, კითხვარი სრულად ასახავს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს. მინისტრი იმედს გამოთქვეს, რომ ის პროგრესი რაც აისახა კითხვარში იქნება სათანადოდ დაფასებული პარტნიორების მხრიდან. „როგორც პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას განაცხადა, საქართველო ევროკავშირს გადასცემს კითხვარის მეორე ნაწილს. ამით საქართველო ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან ფაზას ჩვენი თვითშეფასების, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი ევროინტეგრაციის გზაზე. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული კითხვარი სრულად ასახავს და მასში სრულად არის კონვერტირებული ყველა ის რეფორმა, რომელიც გასული წლების განმავლობაში განახორციელა ჩვენმა ქვეყანამ და იმედი გვაქვს, რომ ეს ძალისხმევა, რომელიც საქართველოს მთავრობამ, ყველა სახელმწიფო უწყებამ და საქვეუწყებო დაწესებულებებმა გაწიეს აღნიშნული კითხვარის შევსებით და მომზადებით, იქნება კარგი საფუძველი იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.“-განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს 2 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას

მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის პასუხები გადავეცი. საქართველოს მთავრობამ მოსალოდნელზე ადრე, წარმატებით დაასრულა მუშაობა და ახლა, მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.   ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს გადასცა შალვა პაპუაშვილი: საქართველომ ევროკავშირის კითხვარი სრულად შეავსო, ახლა ჯერი ევროკავშირზეა    

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარმა პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა. ევროკავშირი Europetime-თან აფიქსირებს პოზიციას, რომ „განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“. ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა საქართველო რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 10 აპრილსა და 8 მაისს, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, „სამხრეთ ოსეთში“ გაიმართა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ისინი ჩატარდა. ევროკავშირი განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“, - განუცხადა Europetime-ს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარმა პრესსპიკერმა პიტერ სტანომ. ცნობისთვის, 9 მაისს გავრცელებული განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებაზე.

მიხაილო პოდოლიაკი: უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს

 "ათი ათასობით უკრაინელმა საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა ევროპული არჩევანისთვის. უკრაინამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკიმ განაცხადა. „ათი ათასობით უკრაინელმა საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა ევროპული არჩევანისთვის, არა Thimbles-ს თამაშის ახალი სერიისთვის. უკრაინამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს“, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ:   დმიტრო კულება: თუ უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, ეს ევროპელების მხრიდან „მოტყუება“ იქნება და ჩვენ ამას არ "გადავყლაპავთ"  

Financial Times-ი: ევროკავშირი სანქციების მე-6 პაკეტში, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების პუნქტის ამოღებას აპირებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტში ცვლილებებს, კერძოდ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების პუნქტის ამოღებას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას Financial Times ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა გამოვიდა. მათ შორის, მალტა, საბერძნეთი და უნგრეთი.  ამასთან, ევროკავშირის მიზანი ვლადიმირ პუტინის რეჟიმზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდაა, თუმცა რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება რამდენიმე ევროპული ქვეყნის ეკონომიკაზე მძიმედ აისახება. მნიშნელოვანია ისიც, რომ რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების პროცენტული მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებში განსხვავებულია, რაც კონსესუსის პროცესს შეუძლებელს ხდის.   ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმერ ზელენსკი: გერმანია და უნგრეთი SWIFT-დან რუსეთის გათიშვის წინააღმდეგი არიან, იმედი მაქვს, ეყოფათ ვაჟკაცობა და გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ საერთაშორისო მედია: ვიქტორ ორბანმა ევროკავშირიდან უნგრეთის შესაძლო გასვლაზე პირველად მიანიშნა ინდოეთი მზადაა რუსეთისგან მეტი ნავთობი შეისყიდოს  

ილია დარჩიაშვილი: ევროპელი პარტნიორების განწყობა ძალიან პოზიტიურია და გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი რეფორმები დაუფასდება

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობით, კიდევ ერთხელ დაფიქსრიდა, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მინისტერიალის ფარგლებში, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის დროს, საუბრისას მთავარი თემა იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ის მოლოდინები, რომელიც ქვეყანას აქვს კითხვარის შევსების შემდგომ პროცესში. „ჩვენი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ხელშესახები შედეგები ევროინტეგრაციის გზაზე და მათთან ვისაუბრე, თუ რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას და ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორების განწყობა არის ძალიან პოზიტიური და ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ საქართველოს დაუფასდება ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც ქვეყანამ გაატარა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 10-12 მაისს მონაწილეობა მიიღო ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში. ილია დარჩიაშვილი მინისტერიალში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიწვევით მონაწილეობდა. რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი გადასცა. კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს 2 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.  ასევე წაიკითხეთ: ილია დარჩიაშვილი: იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც თვითშეფასების კითხვარშია, სათანადოდ დაფასდება პარტნიორების მხრიდან ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში  

დმიტრო კულება: თუ უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, ეს ევროპელების მხრიდან „მოტყუება“ იქნება და ჩვენ ამას არ "გადავყლაპავთ"

"თუ ქვეყანა ივნისში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს, ეს ევროპელების მხრიდან „მოტყუება“ იქნება და ჩვენ ამას არ "გადავყლაპავთ", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. „თუ ჩვენ კანდიდატის სტატუსს არ მივიღებთ, ეს შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ ერთს - ევროპა ცდილობს ჩვენს მოტყუებას და ჩვენ ამას არ გადავყლაპავთ“,- განაცხადა კულებამ. მინისტრს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის კომენტარის შესახებაც დაუსვეს შეკითხვა. მაკრონს სურს, შეიქმნას ახალი ევროპული გაერთიანება ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან „სამი თვის წინ, უკრაინას წევრობის პერსპექტივა არც კი ჰქონდა, ახლა ისინი უკვე განიხილავენ, რამდენი დრო დასჭირდება ამას“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. უკრაინა კანდიდატის სტატუსის მიღებას ივნისისთვის ელოდება. „ამის შემდეგ ჩვენ დავსხდებით თქვენთან ერთად და გადავწყვეტთ სხვა საკითხებს - როგორ, როდის და ა.შ.“, - აღნიშნა უკრაინია საგარეო საქმეთა მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ:   უკრაინამ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილიც შეავსო    

ევროკავშირი უკრაინას ხორბლის ექსპორტში დაეხმარება

ევროკავშირი უკრაინას ხორბლის ექსპორტში დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს. "უკრაინის ინფრასტრუქტურის ევროკავშირთან ინტეგრაციის მიზნით საგანგებო ზომები გატარდება, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს, მომდევნო 3 თვის განმავლობაში, 20 მილიონი ტონა ხორბლის ექპორტი განახორციელოს", - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის,  2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი შეტანილი აქვს და ეს უკრაინელების ყოველდღიური ბრძოლის დამსახურებაა

დღეს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი შეტანილი აქვს და ეს უკრაინელების ყოველდღიური ბრძოლის დამსახურებაა, ამისთვის შეგვიძლია მადლიერება გამოვთქვათ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, სტუდენტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. „დღეს კანდიდატურაზე პასუხი შეტანილია და ეს უკრაინელების ყოველდღიური ბრძოლის დამსახურებაა და ამისთვის შეგვიძლია მადლიერება გამოვთქვათ. უამისოდ ეს არ იქნებოდა და უნდა ვიცოდეთ, ვაღიაროთ და არ ჩავთვალოთ რომ ჩვენ ისეთი რაღაც გავაკეთეთ, რომ უცებ გავხდით ყველაფრის ღირსნი. ეს მათი დამსახურებაა. მართალია, წლების განმავლობაში ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, შეიძლება მეტად ვემზადებოდით, ვიდრე სხვა ასოცირებული ქვეყნები, მაგრამ დღეს მათი დამსახურებაა. დღეს ჩვენ ამ გაცხადებულ კანდიდატურაზე მივიღებთ პირველად პასუხს არა წლებში, არამედ თვეებსა და კვირებში. რა იქნება პასუხი, ამას ვერ გეტყვით, ესეც ნაწილობრივ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით, რა სახეს ვაჩვენებთ საქართველოს და რამდენად მზად ვიქნებით, რომ ავიღოთ ნამდვილი ვალდებულებები იმის მიმართ, რაც უნდა გაკეთდეს ამ ქვეყანაში, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპული იმ მიმართულებებით, რაც უკვე აღვნიშნეთ -კანონის უზენაესობა, სასამართლო, ეკონომიკის განვითარება. ბევრი რამ ჩვენშიც უნდა შევცვალოთ და პირველ რიგში, მენტალობა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვართ, ჩვენი იდენტობა ჩვენი დასაცავია, არავის არაფერი თავს არ უნდა მოვახვევინოთ, მაგრამ რა მთავარი პრინციპებიცაა, იმის შესასრულებლად მზად უნდა ვიყოთ. არავინ არაფერს არ გვთხოვეს ისეთს, რაც ჩვენ არ გვინდა და რაც არ გვინდა, ის არ უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ზურაბიშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ილია დარჩიაშვილი: იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც თვითშეფასების კითხვარშია, სათანადოდ დაფასდება პარტნიორების მხრიდან ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში  

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანგ კოლეგას შეხვდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 16-18 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა. ოფიციალური ცნობით, შეხვედრების მთავარი თემები იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობი, ისევე როგორც რეგიონში არსებული რთული და მძიმე უსაფრთხოების გარემო. ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა „ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას კითხვართან დაკავშირებით. ვისაუბრებთ განაცხადისა და იმ პასუხების შესახებ, რომელიც ქართულმა მხარემ ძალიან ოპერატიულად და მოკლე დროში გასცა ევროკომისიის კითხვარს. ბუნებრივია, ვისაუბრებთ ჩვენს მოლოდინებზეც“, - განაცხადა ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა. ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, ბრიუსელში იმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომა. საქართველო იყენებს ამ შესაძლებლობას და საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვედრები ექნება თავის კოლეგებთან საბჭოს სხდომის პარალელურად. „მნიშვნელოვანია, რომ სხვა შეხვედრებთან ერთად, მინისტრი შეხვედრას გამართავს თავის ფრანგ კოლეგასთან. მოგეხსენებათ, რომ საფრანგეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა და ბუნებრივია, მასთან საუბარი და პოზიციების გაცვლა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი კვირებისა და თვეების განმავლობაში“, - განაცხადა მახარობლიშვილმა.  

ჯოზეფ ბორელი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადზე: ვმუშაობთ იმაზე ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ოდესმე

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ქართველი ჟურნალისტების შეკითხვას მოკლედ უპასუხა. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით დაჩქარებულ რეჟიმში მუშაობს. ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს გადასცა როგორია თქვენი გზავნილი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადთან დაკავშირებით, მიმართეს ევროკომისარს ჟურნალისტებმა. ევროკავშირის კითხვარი უკრაინის შემდეგ მოლდოვამაც შეავსო „წინასწარ არ შემიძლია, გითხრათ, რა იქნება ევროკომისიის დასკვნა, მაგრამ მასზე იმაზე ბევრად სწრაფად ვმუშაობთ, ვიდრე ოდესმე“, – უპასუხა ჯოზეფ ბორელმა. შეგახსენებთ, უკრაინამ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილიც შეავსო.  უკრაინამ შევსებული კითხვარი, პირველი ნაწილი, რომელიც 8 აპრილს ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას გადასცა, 17 აპრილს, დააბრუნა. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.  

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უნგრეთს მოუწოდებენ, დაეთანხმოს რუსული ნავთობის ემბარგოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უნგრეთს მოუწოდებენ, დაეთანხმოს რუსული ნავთობის ემბარგოს. საგარეო საქმეთა მინისტრმა პიერ სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტს არ მიუღია რაიმე სერიოზული ახალი წინადადება სანქციებთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ევროკომისიის პრეზიდენტი ამ თვის დასაწყისში უნგრეთს ეწვია. „ევროკომისიამ გამოიწვია პრობლემა წინადადებასთან დაკავშირებით, ამიტომ, უნგრეთისგან სამართლიანი მოლოდინია... რომ ევროკავშირმა შესთავაზოს გამოსავალი“, - აღნიშნავს სიიარტო.  

ენრიკო ვალვო: ასოცირების შეთანხმების სრული შესრულება საქართველოს საშუალებას მისცემს, უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს

საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ენრიკო ვალვომ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირში საქართველოს წევრობის განაცხადი, ისევე როგორც უკრაინის და მოლდოვის, თავისი ისტორიული მონაცემებით უნდა შეფასდეს. ამასთან აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ძალებს აქვთ მნიშვნელოვანი როლი, რაც უფრო ნაკლები იქნება პოლარიზაცია, წარმატების უფრო მეტი შესაძლებლობა შეიქმნება.  ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს გადასცა „როგორც იცით, იტალია არის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პროცესის წარმმართავი ევროპული ინტეგრაციის ჭრილში. იტალიამ კრიტიკულ ეტაპზე მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. თავისთავად, ევროკავშირის გაფართოებისადმი არის განსხვავებული მიდგომები. ვთვლი, რომ საქართველოს წევრობის განაცხადი, ისევე როგორც უკრაინისა და მოლდოვის უნდა შეფასდეს თავისი ისტორიული მონაცემებით. პირველ რიგში უნდა მოხდეს შეფასება ლეგიტიმაციის საკითხის, სადაც განიხილება ძირითადი საკითხები, მსგავსი გაკეთდა სხვა პარტნიორების შემთხვევაშიც. ვიცით, რომ პროცესს სჭირდება დრო, ვიცით, რომ სტანდარტების და რეფორმების საკითხიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამავე დროს, ასოცირების შეთანხმების სრული შესრულება საქართველოს საშუალებას მისცემს, უფრო დაუახლოვდეს ევროკავშირს ყველა თავისი ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სხვა ინტეგრაციის საკითხებით. ევროკავშირის ინსტიტუციების მხრიდან უფრო მეტი ზედამხედველობა იქნება საჭირო ამ ძირითადი მიმართულებით“, - აღნიშნა ენრიკო ვალვომ. იტალიელმა დიპლომატმა, ასევე საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებაც შეაფასა და თქვა, რომ ნაკლები პოლიარიზაცია მეტი წარმატების შესაძლებლობას შექმნის. „პოლიტიკურ ძალებს აქვთ მნიშვნელოვანი როლი, უფრო მეტიც, უნდა გაერთიანდეს ძალისხმევა ერთიანი ამოცანების წინაშე, რომ მოხდეს შესაბამისი ადაპტირება, რომ აღმოიფხვრას პოლარიზაცია და რაც უფრო ნაკლები იქნება პოლარიზაცია, წარმატების უფრო მეტი შესაძლებლობა შეიქმნება“, – განაცხადა ვალვომ. სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა. ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

შარლ მიშელი: დემოკრატიზაციის პროცესში რეფორმები და კანონის უზენაესოება საჭიროა ისე, როგორც არასდროს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შესახებ აცხადებს, რომ ევროკავშირი მზადაა, კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დემოკრატიზაციის პროცესში რეფორმები და კანონის უზენაესოება საჭიროა ისე, როგორც არასდროს. „ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროკავშირი მზადაა, კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ დემოკრატიზაციის პროცესში რეფორმები და კანონის უზენაესოება საჭიროა ისე, როგორც არასდროს“, - ნათქვამია შარლ მიშელის Twitter პოსტში. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წარმოადგენდა. „შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს განაცხადის განხილვის პროცესზე, მათ შორის, ევროკომისიის კითხვარზე, რომლის ორივე ნაწილი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო, აგრეთვე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოს ისტორიული არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მოსაზრებისა და ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრი: შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობისა და ხალხის სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მისი თქმით, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში და რომ ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე საქართველოსთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის პროცესში პირადი ძალისხმევისთვის“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.

ბორელი: ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ უკრაინას რუსეთთან ომში იარაღი ამოეწუროს

ევროკავშირი არ დაუშვებს, უკრაინას რუსეთთან ომში იარაღი ამოეწუროს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას განაგრძობს. „ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა ბრძოლის ველზე სიტუაციას ცვლის. უნდა შევავსოთ რესურსები და მარაგი. ეს მხარდაჭერა ამჟამად უმნიშვნელოვანესია, რადგან ომმა გარდამტეხ მომენტს მიაღწია და ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ უკრაინას აღჭურვილობა ამოეწუროს და ჩვენ ამას არც დავუშვებთ“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.  

მაია სანდუ: მოლდოვის ევროპული ტრანსფორმაციის იდეის ერთგულნი ვართ, მაგრამ ამ გზაზე ევროკავშირის მხარდაჭერა გვჭირდება

მოლდოვის პრეზიდენტი ბრიუსელში იმყოფება. ოფიციალური ცნობით, მაია სანდუმ ბოლო შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, მათ შორის ანდრიუს კუბილიუსთან გამართა. „ჩვენ მზად ვართ იმ მძიმე სამუშაოსთვის, რომელიც მოლდოვას ევროპული ოჯახის ნაწილად აქცევს. ჩვენ მზად ვართ, ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციისთვის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის დახმარება ამ გზაზე“, - წერს სანდუ Twitter-ზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრასთან დაკავშირებით.  მოლდოვის პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტის განაგრძობს. მან პირველი შეხვედრა 17 მაისს, შარლ მიშელთან გამართა. მაია სანდუმ ასევე გამართა მოლაპარაკებები ბელგიის პრემიერთან. საუბარი შეეხებოდა იმ გამოწვევევს, რომლებიც მოლდოვის წინაშე დგას. საქმე ეხება უკრაინიდან დევნილების მხარდაჭერას და ეკონომიკაზე ზეწოლას.  

ჯოზეფ ბორელმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შესაბამისობის საკითხი საქართველოს პრემიერთან განიხილა

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განიხილა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან შესაბამისობის საკითხი. ამ თემაზე მას ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს.  „ჩვენ ძალიან ვაფასებთ [საქართველოს] ხმას გაეროში, ვიცით, რამდენად რთულია თქვენთვის რუსეთის წინააღმდეგ დავა, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა მოვითხოვოთ სანქციების შეფასება, რომ მათ ეფექტიანობას საფრთხე არ შეექმნას“, - განაცხადა ბორელმა. ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა მისივე თქმით, შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნის პერსპექტივებსა და იმ მოსაზრებას, რომელსაც ევროკომისია მომდევნო კვირებში მოამზადებს. „განვიხილეთ შესაძლებლობების ფანჯარა. ეს არის მომენტი იმისთვის, რომ დაჩქარდეს რეფორმები, თავიდან იყოს აცილებული პოლიტიკური პოლარიზაცია, გაძლიერდეს რეფორმები, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში. რადგან, როდესაც კომისია საქართველოს მოთხოვნას შეაფასებს, ეს საკითხები იქნება გათვალისწინებული. ამრიგად,  ეს არის კარგი მომენტი რეფორმების დასაჩქარებლად, რადგან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენთვის სასამართლო სისტემის რეფორმა ყველა რეფორმის ქვაკუთხედია. ევროკავშირი არის პოლიტიკური სისტემა, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის პრინციპებზე, რომელიც სრულად არის ანგარიშვალდებული მოქალაქეების წინაშე და სარგებლობს მათი ნდობით. ჩვენ ამას მოვითხოვთ ნებისმიერ კანდიდატი ქვეყნისგან“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. მანვე [ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში] დაგეგმილ „რეფერენდუმთან“ დაკავშირებით აღნიშნა, რომ ამ რეფერენდუმს არაკანონიერად მიიჩნევს ევროკავშირი.  

WSJ: აშშ ბელორუსს სანქციების დროებით მოუხსნის, თუ უკრაინიდან ევროკავშირში მარცვლეულის ექსპორტს დაუშვებს

აშშ-ის ხელისუფლება და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში განიხილავენ ბელორუსისთვის კალიუმის სასუქების ექსპორტზე სანქციების დროებით მოხსნის თუ ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინას ევროკავშირში მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას მისცემს. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს. აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბელორუსს 6 თვით სასუქების ექსპორტზე სანქციებს შეუჩერებენ თუ ლუკაშენკო დაუშვებს, რომ უკრაინული მარცვლეული სარკინიგზო ტრანსპორტით ბელორუსის გავლით ლიტვის პორტ კლაიპედაში გადაიზიდოს. უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი შეერთებულმა შტატებმა 2021 წელს ბელორუსს კალიუმის მრეწველობასთან დაკავშირებული სანქციები დააწესა მიგრაციის კრიზისისა და ოპოზიციის დევნის საპასუხოდ. WSJ მიუთითებს, რომ ანტონიო გუტერეში ასევე ცდილობს მოლაპარაკებას უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის საზღვაო დერეფნის შექმნაზე, რისთვისაც ის ხვდება რუსეთის, თურქეთის და უკრაინის ხელისუფლებას. ეს ვარიანტი ითვალისწინებს რუსული და ბელორუსული სასუქების ექსპორტის ხელშეწყობას. გუტერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა WSJ: უკრაინის მარცვლეულის განბლოკვის ნაცვლად, გაერო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას სთავაზობს უკრაინა მსოფლიოში მეოთხე უდიდესი მარცვლეულის მწარმოებელია. ომის დაწყების შემდეგ ქვეყანას სურსათის მარაგის გაგზავნა არ შეუძლია, რადგან რუსეთი ბლოკავს პორტებს შავ ზღვაში. აშშ-ის მონაცემებით, უკრაინის ელევატორებში 20 მილიონი ტონა მარცვლეულია. გუტერეში: უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდების განახლების გარეშე სასურსათო კრიზისს ეფექტიანად ვერ დავძლევთ გაერო: უკრაინის პორტების ბლოკირებამ შესაძლოა, შიმშილი და იძულებითი მიგრაცია გამოიწვიოს

კობახიძე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე: ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. კობახიძის შეფასებით, ევროკავშირის მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება დარჩა მისაღები. „მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, შეწყვიტონ აგიტაცია საქართველოს მიერ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო უკლებლივ ყველა პარამეტრით უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას. შესაბამისად, დარჩენილია მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის მხრიდან. საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვისაც საქართველოში არეულობა და ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა უნდა. შესაბამისად, მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, ერთხელ მაინც გადადონ გვერდზე საკუთარი მანკიერი სუბიექტური პოლიტიკური ზრახვები და შეწყვიტონ აგიტაცია-პროპაგანდა საქართველოს წინააღმდეგ. დასასრულს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას და მის ლობისტებს, წერილობით გაასაჯაროონ ფაქტებითა და არგუმენტებით გამყარებული შენიშვნების ჩამონათვალი, რომლებიც მათ უკრაინის საკითხის გარშემო საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან დაკავშირებით აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებას უფლება ექნება საბოლოოდ დარწმუნდეს, რომ მათი კრიტიკა ცარიელი დემაგოგიაა და ვიწრო სუბიექტური ინტერესებით არის ნაკარნახევი. შენიშვნების გასაჯაროების შემდეგ, მზად ვართ, გავმართოთ მათთან საჯარო დისკუსია თითოეულ შენიშვნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. უკრაინამ შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი, რომელიც 8 აპრილს ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას გადასცა, 17 აპრილს, დააბრუნა. კითხვარის მეორე ნაწილი უკრაინამ 9 მაისს დააბრუნა.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი 10 მაისს გადასცა.

ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება €500 მილიონით გაზარდა

ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო დახმარება 500 მილიონით €2 მილიარდამდე გაზარდა.  თანხა ევროპული მშვიდობის ფონდის ხაზით გამოიყოფა. „ევროკავშირმა გამოყო სულ 2 მილიარდი ევრო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მხარდასაჭერად. ეს მხარდაჭერა ევროპის ძალისხმევის მხოლოდ ერთი ნაწილია, რათა დაეხმაროს უკრაინას თავის დაცვაში. ჩვენ დახმარებას გავაგრძელებთ ბოლომდე“, - განაცახადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა. დახმარების წინა პაკეტები 2022 წლის 28 თებერვალს, 23 მაისს და 13 აპრილს შეთანხმდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

თეა წულუკიანი ევროკავშირის წევრობაზე: ჩვენ ამ სტატუსს მივიღებთ, რასაკვირველია, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად

დიდი იმედი მაქვს ევროკავშირის მმართველების, რომ უერთგულებენ ფუძემდებელი მამების ღირებულებებს და საქართველოს მიანიჭებენ იმას, რაც ისტორიულად და სამართლიანად ეკუთვნის. ჩვენ ამ სტატუსს მივიღებთ, რასაკვირველია მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. „იმედი მაქვს, რომ ისინი უერთგულებენ ფუძემდებელი მამების იდეოლოგიას, იდეებსა და ღირებულებებს, რომლებმაც ჯერ ევროსაბჭო შექმნეს და დააფუძნეს, შემდეგ უკვე პრაქტიკულად ევროსაბჭოს ბაზიდან წამოვიდა ევროკავშირი, იქნება ეს დროშა თუ სხვა ატრიბუტიკა. იმედი მაქვს, აი, მათი ერთგული იქნება ევროპელი მმართველების ამჟამინდელი თაობა და საქართველოს მიანიჭებენ იმას, რაც მას ისტორიულად და სამართლიანად ეკუთვნის. ეს ისტორიული სამართლიანობა არ მოიცავს მხოლოდ წარსულს, არის დაფუძნებული აწმყოზეც. ჩვენ ამ სტატუსს მივიღებთ, რასაკვირველია მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად. აი ეს არის ჩემი მოლოდინი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. უკრაინამ შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი, რომელიც 8 აპრილს ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას გადასცა, 17 აპრილს, დააბრუნა. კითხვარის მეორე ნაწილი უკრაინამ 9 მაისს დააბრუნა.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი 10 მაისს გადასცა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვსურს ევროკავშირისგან მოქმედების ხილვა დღესვე

ირაკლი ღარიბაშვილი-საქართველო ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორია ევროკავშირისთვის, ეს არის ჩვენი ერის არჩევანი;მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ევროკავშირს დავუახლოვდეთ და ჩვენს საბოლოო მიზანთან ახლოს აღმოვჩნდეთ, რაც ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას გულისხმობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირისგან სწრაფი მოქმედების ხილვა სურს. „ახლა საკითხი ასე დგას: გავზრდით ჩვენ ამ მოლოდინებს და ვეტყვით ჩვენს ხალხს, რომ საქართველო მიიღებს ამ, ასე ვთქვათ, სიმბოლურ, პოლიტიკურ დეკლარაციას. აღიარებას, რომ საქართველო არის ამ ევროპული ოჯახის ნაწილი, თუ უნდა ავუხსნათ მათ, რომ ახლა არ არის სწორი დრო, შესაძლოა, ეს მოგვიანებით განვიხილოთ და ა.შ. ჩვენ გვსურს მოქმედების ხილვა დღესვე, ახლავე, რადგან დღეს განსხვავებული მსოფლიოა. ის, რაც უკრაინაში ხდება, ეს არ არის გამოწვევა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებისთვის, ეს არის გამოწვევა მთელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. მინდა გაგახსენოთ ომი, რომელიც 2008 წელს გვქონდა. ამასთან, მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ გვინახავს ისეთი ერთიანობა, როგორიც დღეს არის. ჩვენ მივესალმებით ამ ერთიანობას, ეს არაჩვეულებრივია. ეს არის მთელი მსოფლიოს, ცივილური მსოფლიოს ძალიან ძლიერი რეაქცია. ჩვენ, ქართველებმა ძალიან მაღალი ფასი გადავიხადეთ იმის შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ. ჩვენ 90-იან წლებში ორი ომი გვქონდა და 2008 წელს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან და ამ ომების შედეგი არის ჩვენი ტერიტორიების, ჩვენი ისტორიული ტერიტორიების დროებით ოკუპაცია. გვესმის ის შეშფოთება, რაც ევროკავშირში არსებობს, მათ არ სურთ ამ პრობლემების ევროპულ ოჯახში „იმპორტირება“, მაგრამ ასევე გვესმის, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს წევრობას. მანამდე ჯერ კიდევ გრძელი პროცესია. ჩვენ ეს გვესმის და ჩვენ გვაქვს ჩვენი საშინაო დავალება, რომელიც არის „ასოცირების შეთანხმება“. მაგრამ ჩვენ გვსურს სიცხადე და ჩვენ გვჭირდება ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება ევროკავშირისგან,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. უკრაინამ შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი, რომელიც 8 აპრილს ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას გადასცა, 17 აპრილს, დააბრუნა. კითხვარის მეორე ნაწილი უკრაინამ 9 მაისს დააბრუნა.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი 10 მაისს გადასცა.  

საპარლამენტო ოპოზიციამ ევროკავშირს ერთობლივი წერილით მიმართა

ოპოზიცია ევროკავშირს სთხოვს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს. საპარლამენტო ოპოზიციის ერთობლივი წერილი ევროინტეგრაციის საკითხებზე პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს საზოგადოებას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პარტია „მოქალაქეებიდან“, ლევან იოსელიანმა გააცნო. „საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც არის ჩვენი ხალხის კულტურული და ისტორიული არჩევანი. ევროპულ ოჯახში გაწევრიანება არის შესაძლებლობა, ქვეყანაში დაცული იყოს კანონის უზენაესობა, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, მედიათავისუფლება, საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციატივით შექმნილ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას მოჰყვა ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის, რაც ისტორიული მიღწევა იყო და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა აქვს ჩვენი ქვეყნებისთვის. დღეს, როდესაც რუსეთი სამხედრო აგრესიით უპირისპირდება უკრაინის სუვერენიტეტს და ევროპული უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურას, როდესაც დასავლეთი ერთიანია რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის წინააღმდეგ, საქართველო ის პროდასავლური ქვეყანაა რეგიონში, რომლის 20% ოკუპირებულია და არ გააჩნია უსაფრთხოების გარანტიები. მიგვაჩნია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის სამხედრო აგრესიის გაგრძელებაა. ევროკავშირის მიერ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების – საქართველოს, უკრაინის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენთვის ამ კრიტიკულ დროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პასუხი იქნება რუსეთისთვის, რომელსაც სურს დაყოს მსოფლიო გავლენის სფეროებად და ჩამოაშოროს ტრიოს ქვეყნები ევროპულ მომავალს. მტკიცედ გვწამს, რომ რუსეთის სურვილი თავის ორბიტაზე დააბრუნოს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა და შეზღუდოს ჩვენი დემოკრატია და სუვერენიტეტი, ვერ შედგება და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგვცემს იმედს, ძალას და შესაძლებლობას, ასრულდეს ჩვენი ერების ისტორიული ნება – გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია, შესაბამისად, ამ სტატუსზე უარი საზოგადოებაში აღქმული იქნება, როგორც უარი ქართველი ხალხის ნებას. ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველომ და ქართველმა ხალხმა ხელისუფლების არასწორი ნაბიჯების გამო არ უნდა გადაიხადოს ესოდენ მაღალი ფასი. შესაბამისად, მიუხედავად რეფორმების გზაზე არსებული პრობლემებისა და 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლისა, ხელის მომწერი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები და დეპუტატები ვთვლით, რომ აუცილებელია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ვაცხადებთ მზადყოფნას, რომ მონაწილეობა მივიღოთ ყველა იმ რეფორმის განხორციელებაში, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის. გთხოვთ, დადებითად გადაწყვიტოთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მათ შორის მართლმსაჯულებისა და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას და რუსეთის გავლენისგან საქართველოს განთავისუფლებას“, - ნათქვამია ოპოზიციის ერთობლივ მიმართვაში. წერილთან დაკავშირებით, „ევროპელი სოციალისტების" პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე ჯერ პოლიტსაბჭოს ფორმატში იმსჯელებენ. „ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ოპოზიციის მხრიდან, ვფიქრობ, ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება, ბევრი გვქონდეს საკამათო, ბევრი განსხვავებული აზრი არსებობდეს, მაგრამ ევროკავშირი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ეს არის ამ ქვეყნის უპირობო არჩევანი“, - აღნიშნა თავის მხრივ, ლევან იოსელიანმა. ლევან იოსელიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მიმართვას საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა და დეპუტატებმა მოაწერეს ხელი. ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არიან „ევროპელი სოციალისტების" დეპუტატები. როგორც პარტიის პრესსამსახურში გვითხრეს, ამ საკითხზე პოლიტსაბჭოს ფორმატში იმსჯელებენ. საქართველოს მთავრობამ კითხვარის პირველი, შევსებული ნაწილი ევროკავშირს 2 მაისს, მეორე ნაწილი კი, 10 მაისს გადასცა. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა

ევროკომისია წინადადებით გამოდის, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად გამოცხადდეს

ევროკომისია გამოდის ინიციატივით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევა დანაშაულად ჩაითვალოს. Reuters-ის ცნობით, ეს ნაბიჯი საშუალებას მისცემს ევროკავშირის მთავრობებს, ჩამოართვან აქტივები იმ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც  მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის შეზღუდვებსთავს არიდებენ. ევროკავშირის სანქციების დარღვევა დანაშაულად ევროკავშირის 12 ქვეყანაში ითვლება, რასაც ზოგი ქვეყანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განიხილავს, ზოგიც - სისხლის სამართლის დანაშაულად. ევროკავშირის მასშტაბით სანქციების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმებიც შესაბამისად განსხვავებულია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

კარლ ჰარცელი: EU-ში გაწევრიანების განაცხადზე პასუხი სავარაუდოდ, 2-3 კვირაში იქნება

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროპული კომისია, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადებზე პოზიციას მალე დააფიქსირებს. ილია დარჩიაშვილი: იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც თვითშეფასების კითხვარშია, სათანადოდ დაფასდება პარტნიორების მხრიდან ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში „ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით მომენტს, როდესაც ევროპული კომისია წარადგენს თავის პოზიციას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადებზე. ვვარაუდობ, ეს მომდევნო 2-3 კვირაში მოხდება“, - თქვა ჰარცელმა. ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა.  

დარჩიაშვილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე: პროგნოზის გაკეთება რთულია

ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზაობასაც, ორგანიზაციის კარი გაუღონ ახალ წევრებს. წევრ ქვეყნებს შორის ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, რაც ყველასთვის ცნობილია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ. მინისტრის განცხადებით, მოცემულ ეტაპზე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან „საქმე ეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც ერთხმად ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება“. „აპლიკანტი ქვეყნის მზაობის პარალელურად საქართველო აკმაყოფილებს ამისთვის აუცილებელ პარამეტრებს და მზად არის მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ჩვენ ამას ნამდვილად ვიმსახურებთ. ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზაობასაც, ორგანიზაციის კარი გაუღონ ახალ წევრებს, თუმცა წევრ ქვეყნებს შორის ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, რაც ყველასთვის ცნობილია. საქართველოს მიერ კითხვარის შევსება გაწევრიანების მხოლოდ ერთ-ერთი საწყისი პროცედურული ეტაპია და მნიშვნელოვანია ის უფრო ფართო კონტექსტში განვიხილოთ. ცალსახაა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც განპირობებული იყო ასოცირების შეთანხმების ფარგლებში წარმატებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებითაც. ეს ყველაფერი დასტურდება ბოლო წლების განმავლობაში გამოქვეყნებული არაერთი საერთაშორისო ანგარიშით. საქართველო ბევრი მიმართულებით უწევს გაწევრიანების პროცესში მყოფ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი საქართველოს მთავრობის ისტორიული, ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში ერთადერთი ლოგიკური, სწორი და სამართლიანი ნაბიჯია. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი ისტორიული გადაწყვეტილება იყო. „ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე გაკეთებული განაცხადი საქართველოს მთავრობის ისტორიული, ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში ერთადერთი ლოგიკური, სწორი და სამართლიანი ნაბიჯია. თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის, მმართველი პარტიის დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური ამოცანა იყო 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადის წარსადგენად ქვეყნის მომზადება. თუმცა დაგეგმილი ორი წლით ადრე განაცხადის გაკეთება, ერთი მხრივ, იყო ჩვენი პასუხი შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოზე, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პროცესში, ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი და ასევე იმის გაცნობიერება, რომ საქართველო უკვე დღეს, 2022 წელს იყო მზად ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ილია დარჩიაშვილი: იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც თვითშეფასების კითხვარშია, სათანადოდ დაფასდება პარტნიორების მხრიდან ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში  

სალომე ზურაბიშვილი: მაია სანდუს იმ ისტორიული გეზის შესახებ ვესაუბრე, რომელიც ასოცირებული ტრიოს ქვეყნებმა ევროპისკენ მიმავალ გზაზე აიღეს

ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს იმ ისტორიული გეზის შესახებ, რომელიც ასოცირებული ტრიოს სამმა ქვეყანამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე აიღო, - საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან. „ვესაუბრე პრეზიდენტ მაია სანდუს იმ ისტორიული გეზის შესახებ, რომელიც ასოცირებული ტრიოს სამმა ქვეყანამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე აიღო. უახლოეს მომავალში, ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელსაც გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ევროპული შანსის ხელიდან გაშვებას მომავალი თაობები არ გვაპატიებენ  

გიორგი ბადრიძე: თუ ჩვენ დავრწმუნდებოდით, რომ NATO რეალური პერსპექტივა არ არის, მაშინ სხვა ტიპის უსაფრთხოების გარანტიები უნდა მოგვეთხოვა

უკრაინის ომის პარალელურად, მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი ყალიბდება. გეოპოლიტიკური ფუნქციის და უსაფრთხოების გასაძლიერებლად, გარკვეული ქვეყნები საერთაშორისო საზოგადოებას ინიციატივებს და პროექტებს სთავაზობენ. სად არის საქართველოს როლი ამ ახალ გეოპოლიტიკურ სტრუქტურაში? დასავლელი პარტნიორების შემოთავზებული მხარდაჭერის გარდა, რა საკითხების ინიცირებას უნდა ახდენდეს საქართველო? გეოპოლიტიკურ ფუნქციასთან ერთად, გაზრდიდა თუ არა ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებს ანაკლიის პორტი და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დროული განხორციელება? ამ და სხვა საკითხებზე Europetime რონდელის ფონდის უფროსს მკვლევარს, საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსს, გიორგი ბადრიძეს ესაუბრა. გიორგი ბადრიძე: უკრაინის ომის შედეგი არის ის, რომ უკრაინულად და რუსულად მოსაუბრე მოქალაქეები გაერთიანდნენ, უკრაინელი ერის კონსოლიდაცია მოხდა. მივიღეთ კონსოლიდირებული, გაერთიანებული, გაძლიერებული ერი, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს. გარდა ამისა, მივიღეთ დანარჩენი მსოფლიო, რომელმაც საბოლოო ჯამში, ხშირად ამორალურობასთან ზღვარზე მყოფი ფლირტი რუსულ რეჟიმთან საბოლოოდ დაასრულა. უფრო მეტიც, არამარტო დასავლურმა დემოკრატიამ ჩამოაყალიბა საბოლოოდ პოზიცია, არამედ რუსეთის პოტენციური მოკავშირე ავტოკრატიული რეჟიმებიც მთელ მსოფლიოში კარგ ხასიათზე არ უნდა იყვნენ, რაც რუსეთმა გააკეთა და თან წარმატებასაც ვერ მიაღწია. წარმატების შემთხვევაში, რუსეთის და ირანის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში უფრო გაძლიერდებოდა. დღეს ეს თანამშრომლობა მინიმუმზეა.  ჩინეთს რაც შეეხება, აშშ-ის მთავარ მეტოქედ, კონკურენტად მიიჩნევს თავს,  მაგრამ მისთვისაც არ არის მისაღები რუსეთის პირდაპირი შეტევა არა ზოგადად მსოფლიო წესრიგზე, არამედ, სწორედ წესებზე დამყარებულ საერთაშორისო სისტემაზე. ჩინეთს ეს არ აწყობს. იმიტომ, რომ მისი მთავარი არგუმენტი ტაივანის შემთხვევაში არის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი. სწორედ  ამ პრინციპს შეუტია რუსეთმა და მგონია, რომ კბილებს იტეხავს. ET: რუსეთის წინააღმდეგ სანქცია და ბევრი სახის დახმარება რაც უკრაინამ მიიღო, ინიცირებული იყო თვითონ უკრაინის მხრიდან. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ საქართველო და მოლდოვაც საფრთხის წინაშე არიან. უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად, საქართველომ რა საკითხების ინიცირება უნდა გააკეთოს, გარდა იმისა, რასაც, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები თვითონ გეგმავენ და გვთავაზობენ? ომის დაწყებამდე უკრაინული დიპლომატია უკიდურესად პროაქტიური იყო. მაგალითად, პოლონეთთან და ბრიტანეთთან ერთად, ახალი რეგიონული ალიანსის ჩამოყალიბება ომამდე გამოცხადდა. საქართველომ ამ ახალ რეგიონულ ალიანსთან, არათუ შეერთებაზე არ გამოიჩინა ინიციატივა, ან ინტერესი, საერთოდ კითხვებითაც არ მიუმართავს ამ სამი ქვეყნის მთავრობებისთვის. რას წარმოადგენს ეს ალიანსი, რა შინაარსით არის დატვირთული. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ყველა ის საფრთხე ემუქრება, რომლის წინაშეც უკრაინა მოქმედებდა. მეორე, როდესაც ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის პეზიდენტ ზელენსკის უკრაინიდან ევაკუაციას სთავაზობდნენ, მან ალბათ პირველად გააოცა დანარჩენი მსოფლიო, როცა გამოაცხადა, ევაკუაციაში დახმარება არ მჭირდება, თქვენგან მხოლოდ იარაღით დახმარებას მივიღებ, რადგან არასად არ მივდივარ და ჩემი ერის დაცვას ვუდგები სათავეშიო. უკრაინამ რაღაც პერიოდი მარტომ იბრძოლა. მართალია მას პარტნიორებისგან უკვე მიღებული ჰქონდა გარკვეული თავდაცვითი შეიარაღება, თუმცა საკმაოდ მარტივი. მიუხედავად ბარიერებისა, რომლებიც იარაღის მიღებას ხელს უშლიდა, გმირულად, პროფესიონალურად დაიცვეს თავიანთი ქვეყანა.   იარაღის მწარმოებელი ქვეყნები, საკუთარ მაღალტექნოლოგიურ იარაღს სხვა სახელმწიფოს მარტივად ვერ ანდობენ. ნდობა უნდა დაიმსახურო. უკრინამ აჩვენა, რომ არამარტო შეიძლება, ანდონ ეს იარაღი, არამედ, ის ყველაზე საუკეთესო ფორმით იქნება გამოყენებული. ამ ფონზე, საქართველო უკრაინასთან ცივი ომის მდგომარეობაში იმყოფება. ამის მერე, ვინც მომიყვება რომ ჩვენ უკრაინელებს მხარს ვუჭერთ, ძალიან სამწუხარო ფაქტები შემიძლია, დავუდო. ერთადერთი გამონაკლისი, არის ხმის მიცემა საერთაშორისო ორგანიზაციებში, გაეროსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ქართველი ხალხის მხარდაჭრის მიუხედავად, საქართველოს მხრიდან, ოფიციალურად, არამარტო მხარდაჭერა არ გამოხატულა, უკრაინის  ხელისუფლებასთან პრაქტიკულად, ცივი ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით. ათას სხვადასხვა წვრილმან თუ სერიოზულ საკითხში მათი დადანაშაულება ხდება. მართლაც რომ არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა, მიმდინარე მოვლენების ფონზე ყველაფერი გვერდზე უნდა გადადებულიყო. პირველ რიგში, მორალური და ზნეობრივი პოზიციიდან, მეორე -  წმინდა სტრატეგიული მოსაზრებიდან გამომდინარე, რადგან საქართველოს ბედი უკრაინასთან ასე პირდაპირ არის მიჯაჭვული. უკრაინას იმ სამ დღეში, რომ წაეგო ომი, როგორც ეს რუსეთს წარმოედგინა, შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ საქართველოში ღია პრორუსული რეჟიმი გვექნებოდა. დღეს თუ რაღაც შეფარული პრორუსულობა გვაქვს, დახურული სატელეფონო არხებით საუბრობენ, მგონია, რომ უკრაინის მარცხის შემთხვევაში, პირდაპირ რუსული რეჟიმი გვექნებოდა აქ. ET: საექსპერტო საზოგადოებას რა ინიციატივები აქვს, თქვენი აზრით, რას უნდა აკეთებდეს საქართველოს ხელისუფლება, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით? პირველ რიგში ვიტყვი, რა არ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, რაც აქამდე უნდა გაეკეთებინა. ომის დაწყებამდე, როდესაც იძაბებოდა ვითარება, ეროვნული უსაფრხოების საბჭოს სხდომის მოწვევაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ეს რაზე მეტყველებს? საქართველოს ხელისუფლება ვერანაირ სერიოზულ ვითარებას ვერ ხედავდა, რომ საჭირო იქნებოდა, ჩვენი, სხვადასხვა უწყების და პოლიტიკური ინსტიტუტის ერთმანეთთან კოორდინაცია და აზრების შეჯერება?!  მეორე საკითხი - როდესაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადის მოზღვავება დაიწყო, ასევე, კატეგორიული უარი განაცხადა, რომ არანაირი დამატებითი კონტროლის მექანიზმს არ შემოიღებდნენ. იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენ შარშანაც გვქონდა რუსი ტურისტების დიდი რაოდენობის შემოდინება, არის აბსურდი დაძალიან სულელ ადამიანებზე გათვლილი. თუ თვითონ არ ესმით, მაშინ მე უნდა გავაგებინო, რომ ეს ხალხი არა ტურისტები, არამედ, რუსი მიგრანტები არიან, რომლებმაც თვითონაც არ იციან, უკან როდის დაბრუნდებიან. არ იციან შემოსავალი გაუგრძელდებათ თუ არა და შეძლებენ თუ არა დაქირავებული ბინების ქირის გადახდას გარკვეული დროის შემდეგ. მათ შორის, ვინ რას წარმოადგენს, ამის გარკვევას სჭირდება ელემენტარული კონტორლის მექანიზმი, თუნდაც, ელექტრონული ვიზის შემოღება. მესამე - საბაჟო პროცედურების რაიმე ახალი ფორმის დამატებითი კონტროლის დაწესება. ჩვენმა ხელისუფლებამ არ იცის, რომ ბელორუსის ნაცვლად, ახალი რომელიმე დერეფანი სჭირდება? არ იცის, რომ რუსეთი საქნცირებული ტვირთების შესატანად და გამოსატანად ახალი დერეფნის გამოყენებას ეცდება? სხვადასხვა ფინანსური თუ სერვისების განსახორციელებლად, რუსეთი აშკარად ეცდება საქართველოს გამოყენებას. როდესაც კატეგორიულად ამბობ, რომ რუსეთთან საბაჟო კონტროლზე არაფერს შეცვლი, ამით რა სიგნალს უგზავნი საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ, პირველად არის ასეთი მობილიზებული, რუსეთისგან მისი დემოკრატიული მეზობლების დასაცავად. 1991 წლიდან 2014 წლამდე ქართული დიპლომატიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, სწორედ ის იყო, რომ რუსეთს ბევრი რამ გასდიოდა, ჩვენ მიმართ და სხვა მეზობელების მიმართ, რადგან დასავლეთში რუსეთის პრიორიტეტი არსებობდა. ჯერ ჰქონდათ ილუზია, რომ რუსეთი დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაიქმნებოდა და ამაში უნდა დახმარებოდნენ.   1996 წლის არჩევნებზე ბორის ელცინის პოზიციების შესანარჩუნებლად, რომლის მთავარი მოწინააღმდეგეც კომუნისტების ლიდერი იყო, ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდნენ, ან არ ესმოდათ. მერე, პუტინს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ უბედავდნენ და ყველაფერი შერჩა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც იქნა, პირველად, 2014 წელს, პუტინს სანქციები დაუწესეს. სწორედ მაშინ დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინისგან  და უკრაინული სანქციებისგან აქტიური გამიჯვნა. ეს მაშინ, როდესაც უკრაინაში სააკაშვილის ფაქტორი ჯერ არ არსებობდა. იმის ძახილი, რომ ჩვენ უკრაინასთან კარგი ურთიერთობა იმიტომ არ გვაქვს, რომ იქ ჩვენი ოპოზიციონერები შეიფარეს, თუნდაც ძებნილები და ა.შ, აბსოლუტურად მოკლებულია რაიმე შინაარსს. უკრაინისგან დისტანცირება და ანტიუკრაინული პოლიტიკა, სახელმწიფო პოლიტიკად, ჯერ კიდევ სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლამდე იქცა. ახლა რაც ჩამოვთვალე, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთისთვის არაფრის მოთხოვნა და ინიცირება არ სურს. ნორმალური ქართული ხელისუფლება ჯერ კიდევ 2014 წელს, ორივე ხელით ჩაეჭიდებოდა დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ შეცვლილ პოზიციას და უკრაინასთან საერთო ბლოკის შექმნას შეეცდებოდა. ამ შემთხვევაში სანქციებს დაუწესებდნენ არამხოლოდ უკრაინის გამო, არამედ საქართველოს გამოც. უკრაინაში ახალი არაფერი გაუკეთებია, რაც მანამდე საქართველოში არ ჰქონდა გაკეთებული. ჩვენ მიზანმიმართულად გავემიჯნეთ 2014 წლის სანქციებს. ამასთან დაკავშირებით, 2014 წლის ივლისში, ირაკლი ღარიბაშვილმა  BBC-ის კორესპოდენტს სრულიად გასაგებად ჩამოუყალიბა პოზიცია.  პროდასავლური ხელისუფლება აქტიურად შექმნიდა ბლოკს უკრაინასთან და აქტიურად მოითხოვდა იმას, რასაც დღეს უკრაინა დასავლეთისგან. თუ ამის ადრე მიხვედრა გაუჭირდა, ომის და დასავლეთის პოზიციის ფონზე მაინც უნდა მოეხერხებინა და აქტიური კონსულტაციები უნდა დაეწყო ბრიტანულ-პოლონურ-უკრაინულ ბლოკთან, ევროკავშირთან და აშშ-ის ადმინისტრაციასთან. პირველ რიგში, უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე, ვიდრე საქართველო NATO-ში გაწევრიანებას შეძლებდა. შემდეგ, იმ ბარიერების გადალახვაზე დისკუსიებს დაიწყებდა, რომელიც ჩვენ, NATO-ს წინაშე აღმოგვაჩნდა. თუ ჩვენ დავრწმუნდებოდით, რომ NATO რეალური პერსპექტივა არ არის, მაშინ  სხვა ტიპის უსაფრთხოების გარანტიები უნდა მოგვეთხოვა, რომელთანაც დღეს უკრაინა ბევრად უფრო ახლოს არის, ვიდრე ჩვენ. ET: ამ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, საქართველოს რას მოუტანდა ანაკლიის პორტის და ნაბუქოს, ახლა უკვე „სამხრეთ დერეფნის“ გაზსადენის მსგავსი პროექტები? პატარა სახელმწიფოების ერთ-ერთი მთავარი თავისებურება არის ის, რომ მხოლოდ ისეთი მცირე სახელმწიფოები ახერხებენ უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რომლებსაც საერთაშორისო ფუნქცია აქვთ. გეოგრაფიულად, საქართველოს ეს ფუნქცია მინიჭებული აქვს, დამაკავშირებელია კასპიის ზღვის რეგიონსა და შავი ზღის რეგიონებს შორის. თეორიულად, თუ თეირანი დასავლეთან ურთიერთობებს მოაგვარებს, შესაძლოა, ირანისთვისაც კი, შავ ზღვაზე გასასვლელი დერეფანი გავხდეთ. ჯერჯერობით, ირანი ისევ სანქციებშია და ვნახოთ. შეიძლება, რუსეთის ამბებმა გეოპოლიტიკური ვითარება ბევრ ადგილას შეცვალოს. ამის იმედად ვერ ვიქნებით და ვერ დაველოდებით. საქართველოს უნდა ჰქონოდა უნარი დიდი ოკეანური კონტეინერმზიდები მიეღო, ღრმაწყლოვან პორტში. რომელიც დიდი ალბათობით, ამ ხელისუფლების შეგნებული  პოლიტიკის გამო არ გვაქვს. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროექტი არ შემდგარიყო. მეორე, როდესაც შენ ხარ ერთადერთი გასასვლელი შავ ზღვაზე, აზერბაიჯანისთვის სომხეთისთვის და იქით ცენტრალური აზიის ქვეყებისთვის, რომელთა ეკონომიკა, დიდწილად შეფერხებულია იმის გამო, რომ რუსულ სატრანსპორტო კავშირებზე არიან მიჯაჭვული; როდესაც რეგიონში შავ ზღვაზე გასასვლელის მხრივ, მონოპოლისტი ხარ, ამ დროს შენი რკინიგზის სისტემა ბანკროტია, უვარგისი, ჩამოშლილი,  ჩემი აზრით, ეს არის პირდაპირი მავნებლობის შედეგი. საქართველოს აქტიურად უნდა ემუშავა საკუთარი ინფრასტრუქუტურის განვითარებაზე, ასევე, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებთან მათი ტვირთების მოსაზიდად, რაც მარტო ეკონომიკურს კი არა, პოლიტიკურ შედეგებსაც მოიტანდა. ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, სამხრეთ კავკასიის დერეფანი რაც უფრო მეტად იქნება გახსნილი, მათი რეალური პოლიტიკური სუვერენიტეტი რეალური შინაარსით დაიტვირთება. ვიდრე ისინი ეკონომიკურად, ექსპორტის დერეფნით, რუსეთზე არიან დამოკიდებულნი, ბუნებრივია, რუსეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ დარჩებიან. ჩინეთმა ამ ქვეყნების არჩევანს ბევრი არაფერი შემატა. ვიდრე ცენტრალური აზიის ქვეყნები, რეალურ სანდო დერეფანს მოიპოვებენ, ასეთ მდგომარეობაში დარჩებიან. უზარმაზარი პერსპექტივა აქვს ამ საკითხს და ძალიან უნდა გინდოდეს რომ ეს არ შედგეს. უფრო გამართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა რომ გვქონოდა, რაში გამოგვადგებოდა ეს - როდესაც შეერთებული შტატები ავღანეთიდან გამოდიოდა, ავღანეთიდან მილიონობით ტონა ტვირთი წამოვიდა და ჩვენ პრაქტიკულად, ვერ შევასრულეთ ერთ-ერთი გადამზიდავის ფუნქცია, რომელიც საქართველოს უზარმაზარ შემოსავალს და გეოპოლიტიკურ ფასეულობას მოუტანდა აშშ-ის თვალში. ბევრ სხვადსხვა პროექტზე შეიძლება საუბარი, მაგრამ ერთ მთავარზე შევთანხდეთ, ანაკლიის პორტის პროექტი არამარტო გადადებულია, არამედ, მოკლული, რაც საქართველოს უმცირებს იმ საერთაშორისო ფასეულობას, რომელზეც ვისაუბრეთ. ამის გარეშე საქართველო ჩვენი პარტნიორებისთვისაც არ იქნება იმდენად ფასეული, როგორც სხვა შემთხვევაში. მარტო ის რომ, ჩვენ ვატარებთ ნავთობს და გაზს, კი მნიშვნელოვანია, თან ამ ფუნქციის გაზრდაც შეგვიძლია, თუკი გვექნება მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან, თურქმენეთთან და ევროპელ პარტნიორებთან, თურქმენული გაზის ყაზახური ნავთობის დასამატებლად, ჩვენი გავლით საერთაშორისო ბაზარზე გასატანად, მაგრამ ნავთობის და გაზის ხანა დიდხანს არ გასტანს. ჩვენ ამისთვის უნდა დაგვემატებინა სახმელეთო დერეფანი ცენტრალური აზიის ქვეყნებში ტვირთებისთვის, რომელიც შეიძლება, ჩინური ტვირთების მარშუტად განიხილებოდეს. უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს ხელიდან გაშვებული და რის გამო? არაფრის გამო! იმისათვის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკას, თავის მომკვდარუნების პოლიტიკას. რა იმედით? რუსეთის მიზნები შეიცვლება საქართველოს მიმართ?! იმის ძახილი, რომ აი, ნახეთ თავს არ გვესხმის. ასევე ძალიან სერიოზული პრობლემა შეიძლება იყოს, როდესაც რუსეთი არ გერჩის. ესეიგი მისი სცენარით მოქმედებ და რეალურად, უპერსპექტივობაში მიდიხარ. ET: ანაკლიის პორტის აშენება, იგივე სახმელეთო სტრანსპორტო დერეფნის მასშტაბების გაზრდა, გაზრდიდა თუ არა საქართველოს სამხედრო უსაფრთხოების გარანტიებსაც? რა თქმა უნდა! მთავარი აზრი სწორედ ამაშია.  იმისთვის, რომ მცირე ზომის სახელმწიფომ მოკავშირეების მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიები მოიპოვოს, ამისთვის რაიმე ფასეულობას უნდა წარმოადგენდეს. როგორც წესი, სწორედ ამგვარი ფასეულობის გამო, ჩვენ შემთხვევაში, ჩვენი სატრანზიტო, სატრანსპორტო ფუნქციის შესრულების გამო, საქართველო შეიძლება, ყოფილიყო უფრო ფასეული პარტნიორი და იგივე ჩვენი დასავლელი პარტნიორები, უფრო აქტიურად შეძლებდნენ საკუთარი ამომრჩევლის დარწმუენბას, თუ რატომ იმსახურებს საქართველო სამხედრო უსაფრთხოების და ფინანსურ დახმარებას. დასავლეთის ქვეყნების მთავრობები ასე მარტივად ვერ წყვეტენ მსგავს საკითხებს. დემოკრატიულ სახელმწიფოებში მთავრობები საკუთარი ამომრჩევლის წინაშე არიან ანგარიშვალდებულები. მათ საზოგადოებას უნდა აუხსნან, რატომ უნდა დაიცვან საქართველო რუსეთის აგრესიისგან. აქ  ორი მთავარი საკითხის კომბინაციაა. ერთი, რომ საქართველო გეოპოლიტიკურად და გეოეკონომიკურად რაღაც ფასეულობას წარმოადგენს და მეორე, იმიტომ, რომ იმსახურებს როგორც დემოკრატიული სახელმწიფო და დემოკრატიული საზოგადოება. ბოლო წლებში, ორივე ამ კომპონენტში გავქვს სრულიად გამოკვეთილი და მიზანმიმართული უკუსვლა. ჩვენი ინფრასტრუქტურა დღეს დიდი მოცულობის ტვირთების გადაზიდვის საჭიროებებს და მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს და მეორე, ჩვენი დემოკრატია რეგიონშიც კი მოწინავე აღარ არის. ET: ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, როგორ ვითარდება აშშ-საქართველოს ურთიერთობები და რა ეტაპზეა? საქართველო აშშ-ის ფინანსურ დახმარებას მრავალი წლის განმავლობაში იღებდა. ზოგჯერ, 100 მილიონსაც აჭარბებდა. განსაკუთრებულ პერიოდებში, მაგალითად, 2008 წლის შემდეგ ბევრად უფრო დიდი დახმარება მივიღეთ. მაგრამ წლების განმავლობაში ამ დახმარების შემცირებას ვხედავთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველო უნდა იყოს აქტიური თავისი დიპლომატიური ურთიერთობებით და იმის ჩვენებით, რომ მისი დემოკრატიული რეფორმები, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ფასეულობა ასაბუთებს იმ დახმარებას, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციამ კონგრესს უნდა სთხოვოს. ჩვენ ამის არგუმენტები არ გვაქვს. უფრო მეტიც, მე ვივარაუდებ, რომ შეერთებულ შტატებში განსაკუთრებულად აკვირდებიან იმას, თუ რა კონტაქტები აქვს საქართველოს რუსეთთან, სულ მცირე რუსულ ბიზნესებთან, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებასთანაც. აკვირდებიან, საქართველოს გარკვეული სტრუქტურები და ცალკეული ადამიანები სანქციების პირობებში ხელის მოთბობას ხომ არ ცდილობენ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერს: ევროკავშირში უკრაინის ადგილი თუ არ არის, მკაფიოდ თქვით

ევროკავშირში უკრაინის ადგილი თუ არ არის, თქვით ეს მკაფიოდ, – უკრაინული მედიის ცნობით, გამოცემა Nieuwsuur-ს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განუცხადა, რომ ასე მიმართა ნიდერლანდების პრემიერს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ ესაუბრა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს. „მარკთან გულწრფელი ვიყავი. მე მას ასეთი რამ ვუთხარი: გმადლობთ გამოსვლისთვის. თქვენ ნამდვილად გვეხმარებით და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. მაგრამ, რაც შეეხება ევროკავშირს, თქვენ დუმდით ყველაფერზე, რისი მოსმენაც ჩვენ გვინდოდა. მე მას ძალიან გულწრფელად ვუთხარი: თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი ადგილი არ არის ევროკავშირში, მაშინ ეს მკაფიოდ უნდა თქვათ.  კანდიდატის სტატუსით უკრაინა მიიღებდა სიგნალს, რომელიც მას რუსეთთან ბრძოლაში გააძლიერებდა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ნიდერლანდების მოსახლეობის 62% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ამიტომ წევრობას მხარი პოლიტიკოსებმაც უნდა დაუჭირონ, რადგან მათ ხალხი ირჩევს", - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, მარკ რუტემ განაცხადა, რომ იმის ალბათობა, უკრაინა უახლოეს მომავალში გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, არცთუ ისე მაღალია.  

Bloomberg: ევროკომისიამ შესაძლოა, მილსადენით იმპორტირებულ რუსულ ნავთობზე შეზღუდვების დაწესება გადადოს

Bloomberg-ის ცნობით, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს წინადადება წარუდგინა, რომელიც საზღვაო გზით მიწოდებულ რუსულ ნავთობზე უარის თქმის შემთხვევაში, მილსადენით იმპორტირებულ რუსულ ნავთობზე შეზღუდვების დაწესების გადადებას ითვალისწინებს. გამოცემა წერს, რომ ეს წინადადება უნგრეთს, რომელიც რუსული ნავთობის აკრძალვის წინააღმდეგია, მეტი დრო ექნება ტექნიკური გადაწყვეტილების მოსაძებნად მისი ენერგეტიკული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის. ევროკომისია ასევე ითვალისწინებს სლოვაკეთისა და ჩეხეთის შეშფოთებას, რომლებიც ძირითადად რუსულ ნავთობზე არიან დამოკიდებულნი. ახალი წინადადების თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ნავთობის იმპორტს საზღვაო გზით ექვს თვეში, ხოლო ნავთობპროდუქტების იმპორტს რვა თვეში შეწყვეტენ. გარდა ამისა, ბულგარეთს გარდამავალ პერიოდს შესთავაზებენ 2024 წლის ივნისამდე ან დეკემბრამდე, ხოლო ხორვატიას ვაკუუმური გაზოილის იმპორტის შესაძლებლობა მიეცემა. ევროკომისია ასევე გამოდის წინადადებით, შეიზღუდოს მილსადენით მიწოდებული რუსული ნავთობის რეექსპორტი სხვა წევრ სახელმწიფოებში ან მესამე ქვეყნებში. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი. ევროკომისია რუსული ნავთობის ემბარგოს დაწესებას განიხილავს. შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი რუსული ნავთობის სრულ ემბარგოზე ვერ შეთანხმდა

ევროკავშირმა რუსული ნავთობის სრულ ემბარგოზე შეთანხმებას ვერ მიაღწია – ამის შესახებ განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ამ დროისთვის ჩვენ ევროკავშირში არ გვაქვს ერთიანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ნავთობისა და გაზის ემბარგოს შესახებ საბოლოო წინადადება ჯერ არ განიხილება. ევროკავშირის ყველა ქვეყანა მუშაობს რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ევროკავშირი შეძლებს, საბოლოოდ შეამციროს თავისი დამოკიდებულება. რაღაც მომენტში ეს მოხდება და მაშინ, რუსეთი მტკივნეულად იგრძნობს, რომ ნავთობისა და გაზის ბიზნესიდან შემოსავალი იკარგება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი მოქალაქეებს სთხოვს, სახლიდან იმუშაონ, რათა რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულება შეამცირონ  

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე უარი იქნებოდა ისეთივე ალოგიკური, როგორიც უკრაინის მიერ ელჩის გაწვევა იყო - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არ აქვს, მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭებს. კობახიძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირს საქართველოზე არ ეხარჯება არცერთი ევროთი მეტი. როგორც მოგეხსენებათ, კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს საქართველოსთვის არავითარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის ვალდებულებას არ აკისრებს. „ასევე, ევროკავშირი არ იღებს არავითარ ვალდებულებას, კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში სტატუსის მინიჭებიდან რაიმე კონკრეტულ ვადაში გააწევრიანოს. როგორც მოგეხსენებათ, თურქეთს 23 წლის წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ევროკავშირში მისი გაწევრიანების საკითხი ამ ეტაპზე საერთოდ არ დგას დღის წესრიგში. ჩრდილოეთ მაკედონიას 17 წლის წინ, მონტენეგროს 12 წლის წინ, სერბეთს 10 წლის წინ, ხოლო ალბანეთს - 8 წლის წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამასთან, გაწევრიანებაზე ოფიციალური მოლაპარაკებები მათგან დღეს მხოლოდ სერბეთთან და მონტენეგროსთან წარმოებს. რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა უკრაინასთან დაკავშირებით საჯაროდ განაცხადა, რომ ევროკავშირში მის გაწევრიანებას 10-15 წელი მაინც დასჭირდება. იმ პირობებში, როდესაც კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს არც დაფინანსების და არც გაწევრიანების კუთხით არავითარ ვალდებულებას არ აკისრებს, გაუგებარია, რატომ უნდა უთხრას მან საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს უარი ამ სტატუსზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება გამორჩეულია გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისითაც“, - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი იქნება ორი თვალსაზრისით: პირველი, ამით, ევროკავშირი გამოხატავს სოლიდარობას სამი ქვეყნის მიმართ, რომლის ტერიტორიები რუსული ოკუპაციის ქვეშაა; და მეორე, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირი აცხადებს, რომ არ ეშინია რუსული რეაქციის და პრინციპულ პოზიციას ავლენს სამი ქვეყნის მხარდაჭერის საკითხში. „რისთვის შეიძლება უღირდეს ევროკავშირს ამის საპირისპირო გზავნილის გაჟღერება, სრულიად გაუგებარია. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ევროკავშირის უარი კანდიდატის სტატუსზე სრულიად ალოგიკური იქნებოდა. ევროკავშირის მხრიდან ეს იქნებოდა ზუსტად ისეთივე ალოგიკური გადაწყვეტილება, როგორიც უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევა იყო. საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატობაზე უარი ერთი სახელმწიფოზე გადამტერებული და ეკლესიის მაგინებელი კრიმინალის გამო შეიძლება უთხრას, რომელიც 9-წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და იდეოლოგი იყო, რომელიც ქართული პოლიტიკის პოლარიზაციაში საკვანძო როლს ასრულებს და რომელმაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 7 მილიონით გაძარცვა, უბრალოდ, ღიმილისმომგვრელია და ეს ვერსია სერიოზულ განხილვას არ ექვემდებარება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ უკრაინაში წინა ორ პრეზიდენტზეა აღძრული სისხლის სამართლის საქმე. მოლდოვაში კი, წინა პრეზიდენტზე სისხლის სამართლის საქმე მას შემდეგ აღძრეს, რაც მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადი შეიტანა. ამასთან, მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი საქმის აღძვრიდან რამდენიმე დღეში დააპატიმრეს კიდეც. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სააკაშვილი და გვარამია ბევრად უფრო მძიმე დანაშაულებში არიან მხილებული თუ ბრალდებული, ვიდრე პეტრო პოროშენკო, ვიქტორ იანუკოვიჩი ან იგორ დოდონი. ამის მიუხედავად, „ომის პარტია“ და მისი უცხოელი ლობისტები, რატომღაც, იმედს არ კარგავენ და აქტიურად იბრძვიან იმისათვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. საქართველო არის სახელმწიფო და მას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არც არეულობას და არც ომს არ დაუშვებს. ყველას, ვისაც საპირისპირო მიზნები აქვს, საზოგადოებისა და ხელისუფლების მხრიდან საკადრისი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ. შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს პრემიერმა 10 მაისს გადასცა. ირაკლი ღარიბაშვილი: მოუთმენლად ველოდებით საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად განაცხადი შეტანილი აქვს და ეს უკრაინელების ყოველდღიური ბრძოლის დამსახურებაა ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა

ჯოზეფ ბორელმა და დმიტრო კულებამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე ისაუბრეს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კვირას, 29 მაისს სატელეფონო საუბრისას, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის შემდგომი სანქციები განიხილეს. „ევროკავშირი სამხედრო დახმარების მიწოდებისთვის ხელშეწყობას განაგრძობს. შევთანხმდით სანქციების კუთხით წინსვლის აუცილებლობაზე“, - წერს ბორელი. მან ასევე დაამატა, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები სამიტზე „მოაყალიბებენ, თუ როგორ უნდა დაუჭირონ მხარი უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს და რუსეთის აგრესიის გავლენას გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე“. ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოზე კვირას ვერ შეთანხმდა. დიპლომატები კონსენსუსის მიღწევა 30-31 მაისის სამიტის წინ კვლავ შეეცდებიან. ამ ინფორმაციას Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი 4 მაისს წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა 25 მაისს განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსული ნავთობის სრულ ემბარგოზე ვერ შეთანხმდა. „ამ დროისთვის ჩვენ ევროკავშირში არ გვაქვს ერთიანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ნავთობისა და გაზის ემბარგოს შესახებ საბოლოო წინადადება ჯერ არ განიხილება. ევროკავშირის ყველა ქვეყანა მუშაობს რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ევროკავშირი შეძლებს, საბოლოოდ შეამციროს თავისი დამოკიდებულება. რაღაც მომენტში ეს მოხდება და მაშინ, რუსეთი მტკივნეულად იგრძნობს, რომ ნავთობისა და გაზის ბიზნესიდან შემოსავალი იკარგება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. მეექვსე პაკეტის ამოქმედება უნგრეთმა შეაჩერა, რომელიც ამბობს, რომ ნავთობის ემბარგო იქნება დიდი დარტყმა მისი ეკონომიკისთვის, რადგან არ შეუძლია, ნავთობი სხვა რესურსებიდან მარტივად მიიღოს. მსგავსი შეშფოთება სლოვაკეთმა და ჩეხეთმაც გამოთქვეს. ცნობისთვის, მეექვსე პაკეტი ასევ მოიცავს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, Sberbank-ის (SBMX.MM) გარიცხვას SWIFT-ის სისტემიდან, რუსული მაუწყებლების აკრძალვას და მეტი ადამიანის დამატებას იმ პირთა სიაში, რომელთა აქტივები გაყინულია. ნავთობის ემბარგოზე მოლაპარაკებები ერთი თვის განმავლობაში პროგრესის გარეშე მიმდინარეობდა. ლიდერები ცდილობენ, შეთანხმებას სამიტზე მიაღწიონ, რათა განხეთქილება თავიდან აიცილონ.

ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოზე ვერ შეთანხმდა, თუმცა კონსენსუსის მიღწევას კვლავ შეეცდება - Reuters

ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოზე კვირას ვერ შეთანხმდა. დიპლომატები კონსენსუსის მიღწევა 30-31 მაისის სამიტის წინ კვლავ შეეცდებიან. ამ ინფორმაციას Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი 4 მაისს წარადგინა. ეს პაკეტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს სრულად აკრძალავს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა 25 მაისს განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსული ნავთობის სრულ ემბარგოზე ვერ შეთანხმდა. „ამ დროისთვის ჩვენ ევროკავშირში არ გვაქვს ერთიანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ნავთობისა და გაზის ემბარგოს შესახებ საბოლოო წინადადება ჯერ არ განიხილება. ევროკავშირის ყველა ქვეყანა მუშაობს რუსულ ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად. ევროკავშირი შეძლებს, საბოლოოდ შეამციროს თავისი დამოკიდებულება. რაღაც მომენტში ეს მოხდება და მაშინ, რუსეთი მტკივნეულად იგრძნობს, რომ ნავთობისა და გაზის ბიზნესიდან შემოსავალი იკარგება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. მეექვსე პაკეტის ამოქმედება უნგრეთმა შეაჩერა, რომელიც ამბობს, რომ ნავთობის ემბარგო იქნება დიდი დარტყმა მისი ეკონომიკისთვის, რადგან არ შეუძლია, ნავთობი სხვა რესურსებიდან მარტივად მიიღოს. მსგავსი შეშფოთება სლოვაკეთმა და ჩეხეთმაც გამოთქვეს. ცნობისთვის, მეექვსე პაკეტი ასევ მოიცავს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, Sberbank-ის (SBMX.MM) გარიცხვას SWIFT-ის სისტემიდან, რუსული მაუწყებლების აკრძალვას და მეტი ადამიანის დამატებას იმ პირთა სიაში, რომელთა აქტივები გაყინულია. ნავთობის ემბარგოზე მოლაპარაკებები ერთი თვის განმავლობაში პროგრესის გარეშე მიმდინარეობდა. ლიდერები ცდილობენ, შეთანხმებას სამიტზე მიაღწიონ, რათა განხეთქილება თავიდან აიცილონ.

ზელენსკი: მხოლოდ ევროკავშირის გაფართოებას შეუძლია, შეაჩეროს რუსეთის მადა

„ის ფაქტი, რომ უკრაინა დღემდე რჩებოდა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, ითამაშა როლი რუსეთის რევანშისტულ განწყობებში და ევროკავშირის გაფართოების გარეშე ეს სიტუაცია შეიძლება, განმეორდეს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერის სამიტისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ივნისში ევროკავშირი უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. "ევროპის სახლი არასოდეს იქნება სრულყოფილი უკრაინის გარეშე. არასოდეს იქნება სრულფასოვანი ევროპული ძალა უკრაინის გარეშე. ის ფაქტი, რომ უკრაინა დარჩა ევროპის ფრაგმენტად სადღაც იქ, თქვენი სახელმწიფოების საზღვრებს მიღმა, ხელი შეუწყო რუსეთის აგრესიულ მადას. მხოლოდ ევროპული ერთიანობის გაფართოებითა და გაძლიერებით არის შესაძლებელი იმის თავიდან აცილება, რაც ევროპამ 24 თებერვალს, 2014 წელს და 1968 წელსაც კი, 1956 წელს განიცადა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე თანხმობისთვის. "ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ევროპას ექნება კოორდინირებული რეაქცია და გამოვრიცხავთ უკრაინისთვის ზედმეტი ალტერნატივის, "რაღაცის" პოვნის ნებისმიერ მცდელობას. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ შევასრულეთ ყველა საჭირო კრიტერიუმი", - განაცხადა ზელენსკიმ.  მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ის ქვეყნები, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ ეჭვი, გადაიფიქრებენ და მხარს დაუჭერენ კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას. „ახლა შეგიძლიათ დაადასტუროთ, რამდენად მართალია ყველაფერი, რასაც ევროკავშირი ამბობს თავის შესახებ: მრავალფეროვნებაზე, ერთიანობაზე, საერთო ღირებულებებზე და ევროპის ყველა დემოკრატიისადმი ერთნაირი მიდგომის შესახებ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ ასევე მოუწოდა ევროპელ ლიდერებს, გადალახონ უთანხმოება და დაამტკიცონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი - ნავთობის ემბარგო. ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის შიგნით განხეთქილების გაღრმავება სწორედ ისაა, რაც კრემლს სურს. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც. ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა. ევროპის საბჭოს 30-31 მაისის სამიტის მთავარი საკითხია რუსეთის ნავთობემბარგო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ EU რუსეთის სრულ ნავთობემბარგოს მხარს არ დაუჭერს.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რობერტა მეცოლა: უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ, ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვისთვის, ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება. „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სატატუსის მინიჭება უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც დღეს ვისაუბრებ. ჩვენთვის, როგორც ვთქვით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის და მოლდოვისთვის რჩება პრიორიტეტად. სხვაგვარად რა იქნება ის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით ამ ქვეყნების ხალხს. ამიტომ, ველოდებით ევროკომისიის შეხედულებას. ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინამ უპასუხა კითხვარს სინათლის სიჩქარით და სწორედ ამ სიჩქარით ველოდებით ევროკავშირისგან შემდგომ ნაბიჯებს. ევროპარლამენტი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია ჩვენი ინსტიტუციური ძალაუფლების ფარგლებში. მე მაქვს სრული მანდატი ამის სათქმელად“,- განაცხადა რობერტა მეცოლამ.  28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც. ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა. ევროკავშირის 30-31 მაისის სამიტის მთავარი საკითხია რუსეთის ნავთობემბარგო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ EU რუსეთის სრულ ნავთობემბარგოს მხარს არ დაუჭერს.   

ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე შეთანხმებას გუშინ გვიან ღამით მიაღწიეს. სანქციები ითვალისწინებს რუსეთის წინააღმდეგ ნაწილობრივ ნავთობემბარგოს და „სბერბანკის“SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას. „ევროკავშირში რუსული ნავთობის ექსპორტის აკრძალვაზე მიღწეული შეთანხმება, რუსეთის ომის მანქანის დაფინანსების წყაროს შეამცირებს. ომის შეჩერების მიზნით რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლა უნდა განხორციელდეს“, - დაწერა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა Twitter-ზე. Bloomberg: ევროკომისიამ შესაძლოა, მილსადენით იმპორტირებულ რუსულ ნავთობზე შეზღუდვების დაწესება გადადოს სანქცირებას ექვემდებარება რუსული ნავთობის ზღვით მიწოდება. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, სანქციები არ შეეხება ნავთობსადენ „დრუჟბას“, რომელზეც დიდწილადაა დამოკიდებულია უნგრეთი. სწორდ ამ ნავთობსადენით მიეწოდება ქვეყანას ნედლი ნავთობი. ამასთან, ცნობილია, რომ უნგრეთმა გაუწია ყველაზე დიდი წინააღმდეგობა რუსეთისთვის სრული ნავთობემბარგოს დაწესებას. შარლ მიშელმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსული ნავთობის მილსადენების გავლით იმპორტი დროებითია. „სანქციების პაკეტი მოიცავს სხვა მკაცრ ზომებს: რუსეთის უმსხვილესი ბანკის, Sberbank-ის SWIFT-ისგან გამორთვას, კიდევ სამი რუსული სახელმწიფო მაუწყებლის საქმინობის აკრძალვას და სანქციების დაწესებს უკრაინაში ომის დანაშაულებში პასუხისმგებელი პირებისთვის“, - დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე.  ლიდერები ასევე შეთანხმდნენ უკრაინისთვის 9 მილიარდი ევროს მიკროსაფინანსო დახმარების გამოყოფაზე, რაც ევროპელი ლიდერების თქმით, უკრაინის ხელახლა აშენებას მოხმარდება. „ჩვენ გვინდა, შევაჩეროთ რუსეთის ომის მანქანა და მივიღოთ ზომები, რომლებიც ხელს შეუწყობს რუსული არმიის დაფინანსების შეწყვეტას. ამის გაკეთება სანქციებითაა შესაძლებელი. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ევროკავშირმა შეძლო მიეღწია შეთანმხებისთვის სანქციების მეექვსე პაკეტთან დაკავშირებით. შეთანხმებული ზომები რუსულ ნავთობზე ემგარგოს დაწესების შესაძლებლობას გვაძლევს მილსადენით მიწოდებულ ნავთობზე დროებითი გამონაკლისის გათვალისწინებით. აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროპა შეძლებს რუსული ნავთობის მიღება 90 %-ით შეამციროს. მინდა, ყველა ჩემს კოლეგას დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ გვჭირდება დროულად გადაწყვეტილებების მიღება შექმნილ რთულ ვითარებაში. ვფიქრობ ძალიან სერიოზულ სიგნალს ვაგზავნით. ბოლო დღეებში იყო სპეკულაციები ერთიანობის დარღვევის რისკებთან დაკავშირებით. დღეს ერთიანობის დემონსტრირება აუცილებელია ისე, როგორც არასდროს. ჩვენ ვართ ერთიანი. მტკიცედ ვიცავთ ევროპულ ღირებულებებს, ჩვენს ინტერესებს“, - განაცხადა შარლ მიშელმა. Bloomberg-ის ცნობით, რუსულ ნავთობზე არასრული ემბარგოს დაწესების შედეგად, უნგრეთს, რომელიც რუსული ნავთობის აკრძალვის წინააღმდეგია, მეტი დრო ექნება ტექნიკური გადაწყვეტილების მოსაძებნად მისი ენერგეტიკული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის. ევროკომისია ასევე ითვალისწინებს სლოვაკეთისა და ჩეხეთის შეშფოთებას, რომლებიც ძირითადად რუსულ ნავთობზე არიან დამოკიდებულნი. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი.  შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტს მიესალმა, თუმცა პროცესის შეფერხება გააკრიტიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტს მიესალმა, თუმცა პროცესის შეფერხება გააკრიტიკა. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში სლოვაკეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების აუცილებლობა. ჩვენ ერთსულოვანი ვართ ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუღებელია, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მე-5 და მე-6 პაკეტების დამტკიცებას შორის 50 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა ვხედავთ პროგრესს მე-6 სანქციების პაკეტის მიღებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულმა ძირითადმა შეზღუდვებმა უნდა აიძულოს ის, დაასრულოს ომი. როგორც ცნობილია, 30 მაისის საღამოს, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმდნენ. ის ითვალისწინებს რუსული ნავთობის ორი მესამედის იმპორტზე ემბარგოს და რუსული Sberbank-ის გათიშვას SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან. შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმდნენ.

სახელმწიფო დეპარტამენტი ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტზე: ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების ნაბიჯებს მივესალმებით

სახელმწიფო დეპარტამენტის ევროკავშირის მიერ სანქციების მე-6 პაკეტზე შეთანხმებას მიესალმა. შესაბამისი განცხადებით, უწყების პრესსპიკერი ნედ პრაისი გამოვიდა. ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ „ჩვენ მივესალმებით ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების ნაბიჯებს, რომლებიც რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირებას გულისხმობს, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციით და მოხმარების შემცირებით, ჩვენი საერთო კლიმატის მიზნების შესაბამისად“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.  შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ზელენსკის თქმით, უკრაინის ძალებმა ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში პროგრესს მიაღწიეს

უკრაინის პრეზიდენტი ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში სამხედროების წარმატების შესახებ იუწყება. შესაბამის კომენტარს CNN ავრცელებს. „უკრაინის ძალებმა ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში პროგრესს მიაღწიეს და აკავებენ რუსულ ძალებს ზაპორიჟიეში, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სამშაბათს ღამით გამართულ მიმართვაში. ჩვენი დამცველები ავლენენ უკიდურეს გამბედაობას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აქვს არსებითი უპირატესობა ძალისა და იარაღის მხრივ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონისთვის ბრძოლაში კონტრშეტევაზე გადავიდნენ - გენშტაბი უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტზე. ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტს მიესალმა, თუმცა პროცესის შეფერხება გააკრიტიკა „ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი შეთანხმებულია. მის დამტკიცებას და ძალაში შესვლას გარკვეული დრო დასჭირდება. მაგრამ პაკეტის ძირითადი ელემენტები უკვე ნათელია და მთავარია მისი მიმართულება. ევროპული ქვეყნები შეთანხმდნენ რუსეთიდან ნავთობის იმპორტის მნიშვნელოვან შეზღუდვაზე. ვაფასებ ძალისხმევას ყველა იმ ადამიანის, ვინც იმუშავა ამ შეთანხმების სისრულეში მოსაყვანად. პრაქტიკული შედეგი არის მინუს ათობით მილიარდი ევრო, რომლითაც რუსეთი ტერორიზმს ვეღარ დააფინანსებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.   

სა­ქარ­თვე­ლოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ევროკავშირის ელჩი

საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს, ვინაიდან ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროკავშირს სულ უფრო მეტად აშფოთებს ქვეყნის განვითარების დღევანდელი ტრაქტორია. უკანასკნელი წლების განმავლობაში რეფორმების ტემპის შენელების შემდეგ - ნაწილობრივ ხშირი პოლიტიკური კრიზისების გამო, რომლებზეც პასუხისმგებლობის საკუთარი წილი ყველა მხარეს ეკისრება - ბოლო თვეებში გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ საით მიდის საქართველო. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კონფერენციაზე -  „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“ განაცხადა. კარლ ჰარცელის მიმართვის ტექსტის თარგმანი ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. "რამდენ ხანსაც არ უნდა გაგრძელდეს ომი უკრაინაში და როგორიც არ უნდა იყოს მისი შედეგები, ცხადია, რომ ევროპა აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო. მე მოვერიდები საკუთარი ვარაუდების გამოთქმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება კომისიის საბოლოო შეფასება, ან როგორი იქნება წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება შედეგი - მოსალოდნელზე ნაკლები, მოსალოდნელზე მეტი, კონკრეტული პირობებით თუ მათ გარეშე - დასკვნა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოვიტანოთ, არის ის, რომ ახლა საქართველო მუშაობას უნდა შეუდგეს! მიუხედავად იმისა ეს სამუშაო სადგურიდან უკვე დაძრული მატარებლის დაწევა იქნება თუ იმაში დარწმუნება, რომ აღებული ბილეთი შემდეგ სადგურამდე მიგიყვანთ, საქართველომ უნდა გააძლიეროს საკუთარი ძალისხმევა იმ ყველაფრის სერიოზულად და მდგრადად შესასრულებლად, რაც აუცილებელია ევროკავშირის სამომავლო წევრობაზე სანდო განაცხადის გასაკეთებლად. მე არ ვარ გულუბრყვილო და არ ვფიქრობ, რომ მარტივად შეიძლება დამყარება პოლიტიკური კულტურისა, სადაც ერთმანეთს უსმენენ ნაცვლად ერთმანეთისთვის მონების, ომის მომხრეების, პუტინისტების, მოღალატეების ან ე.წ. „უინტერესოს“ წამოძახებისა. თუმცა, ეს გამოწვევა როგორმე უნდა დაიძლიოს. ახლა არ არის შესაძლო დამნაშავის ძიების დრო – ახლა ხანგრძლივი თამაშისთვის მზადების დროა. ევროკავშირის გაფართოება არ არის კანდიდატი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის განწყობის საზომი. ეს არის ევროპულ გზაზე კანდიდატი ქვეყნის მტიცე და შეუქცევადი წინსვლისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და რეფორმების განხორციელების მონდომებისა და უნარის საზომი. რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველომ წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. საქართველოს ლიდერებს აქვთ ყველა მიზეზი იმისათვის, რომ იამაყონ იმ მიღწევებით, რომელთა გამოც თქვენს ქვეყანას რამდენიმე წლის წინ „აღმოსავლეთისპარტნიორობის ლიდერი ქვეყნის“ არაფორმალური საპატიო წოდება მიენიჭა. პოლიტიკა, რომელმაც შესაძლებელი გახადა ასოცირების შესახებ შეთანხმების წარმატებით გაფორმება და საქართველო-ევროკავშირს შორის მიმოსვლის უვიზო რეჟიმის დამყარება - ეს არის მიღწევები, რომლებიც თქვენ მომავალშიც გამოგადგებათ. ამავე დროს, საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს, ვინაიდან ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროკავშირს სულ უფრო მეტად აშფოთებს ქვეყნის განვითარების დღევანდელი ტრაქტორია. უკანასკნელი წლების განმავლობაში რეფორმების ტემპის შენელების შემდეგ - ნაწილობრივ ხშირი პოლიტიკური კრიზისების გამო, რომლებზეც პასუხისმგებლობის საკუთარი წილი ყველა მხარეს ეკისრება - ბოლო თვეებში გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ საით მიდის საქართველო. საიდუმლოს არ გავამხელ, რადგან თქვენ ყველამ ნახეთ და მოისმინეთ ევროკავშირის საზოგადოების რეაქცია გასული წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე და მათი შეკითხვები ისეთ საკითებთან დაკავშირებით, როგორიცაა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ტენდენცია; 5 ივლისის ძალადობა და მისი შედეგები, რამაც გავლენა იქონია უმცირესობების უფლებებსა და ჟურნალისტების დაცვაზე; ფაქტები, რომლებიც ხელს უშლიან სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას; ფარული მოსმენების პრაქტიკა ადამიანის უფლებების, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევით; და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაშლა, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიული ზედამხედველობის მექანიზმების მიმართ პატივისცემას. მნიშვნელობა აქვს აღქმას, მნიშვნელობა აქვს ტენდენციებს და საქართველომ უნდა დაიბრუნოს რეგიონში საუკეთესო აქტორის და საუკეთესო რეფორმატორის სახელი, რისთვისაც მას ყველა შესაძლებლობა და გამოცდილებაც კი აქვს. ევროკავშირი საქართველოს ახლო მეგობარი და პარტნიორია. საქართველო ერთ-ერთია მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ყველაზე დიდი დახმარება მიიღეს. ჩვენ გეხმარებით ეკონომიკის მოდერნიზებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში, ვაჭრობისა და კავშირების გაძლიერებაში, საგანმანათლებლო სტანდარტების ამაღლებაში, ენერგოეფექტურობის გაზრდაში, გარემოსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევასა და თქვენი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაში. თუ გნებავთ, ეს ქმედებები საქართველოს მიმართ ჩვენი სიყვარულისა და პატივისცემის საზომად ჩავთვალოთ. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ როლის შესრულება. ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ თქვენი ევროპული დღის წესრიგის შესრულებაში მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უახლოეს კვირებში. იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა ჩვენი მეგობრობის და პარტნიორობის და მზად ვართ, მეტი გავაკეთოთ ამ კუთხით. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ იპოვოს თავისი ღირსეული ადგილი ევროპასა და მსოფლიოში. ასე რომ, უბრალოდ, დაგვეხმარეთ რომ დაგეხმაროთ!", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.   

ევროკავშირის ელჩის თქმით, როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება წევრობის სტატუსთან დაკავშირებით, ერთი რამ უცვლელია - დროა, საქართველომ ამ საკითხზე იმუშაოს

ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე ევკომისიის დასკვნა სავარაუდოდ, მომავალ კვირაში იქნება, რის შემდეგაც გაიმართება განხილვები წევრ სახელმწიფოებს შორის და გადაწყვეტილება სავარაუდოდ, ერთი თვის ვადაში მიიღება. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, როგორიც არ უნდა იყოს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოს წევრობის სტატუსთან დაკავშირებით, არსებობს მთავარი, უცვლელი რამ: დროა, საქართველომ იმუშაოს ამ საკითხზე. „მე არ მსურს ამ შეფასების შედეგზე, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებაზე სპეკულირება და ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, იქნება ის მოლოდინზე ნაკლები თუ უფრო მეტი, პირობებით თუ პირობების გარეშე, არსებობს ერთი მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც უცვლელია და ეს არის ის, რომ დროა, საქართველომ იმუშაოს ამ საკითხზე, დროა, უზრუნველყოფილი იყოს, რომ სერიოზულად და მდგრად განახორციელოს ის, რაც საჭიროა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საიმედოობისთვის“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს პრემიერმა 10 მაისს გადასცა. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა სა­ქარ­თვე­ლოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ევროკავშირის ელჩი

WSJ: OPEC-ი რუსეთის ნავთობის შეთანხმებიდან გარიცხვას განიხილავს

WSJ-ს ცნობით, OPEC-ის ზოგიერთი წევრი ნავთობის შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერების იდეას ემხრობა. რუსეთი არ არის OPEC-ის წევრი, მაგრამ 2016 წლიდან კოორდინაციას უწევს ნავთობის მოპოვებას ჯგუფთან ერთად, რომელიც არის OPEC-OPEC+ კოალიციის ნაწილი და ნავთობის გლობალური მოპოვების ნახევარზე მეტს აკონტროლებს, რაც აძლიერებს მოსკოვის გავლენას ნავთობის ბაზარზე. წევრებს შორის პაქტს ეწოდება თანამშრომლობის დეკლარაცია, ან DoC. ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ WSJ-ის ცნობით, სანქციები ძირს უთხრის მოსკოვის უნარს, რომ აწარმოოს მეტი ნავთობი. OPEC-ის დელეგატმა განუცხადა WSJ-ს, რომ „ჩვენ ყველანი შევთანხმდით, რომ ტექნიკურად რუსეთი ამჟამად ვერ მიიღებს ეფექტურ მონაწილეობას DoC-ში. OPEC-ის დელეგატებმა განაცხადეს, რომ მათ დაიწყეს საუბარი რუსეთის გარიცხვაზე მანამდე, ვიდრე ევროკავშირი დათანხმდებოდა რუსული ნავთობის შესყიდვის ნაწილობრივ აკრძალვას. გამოცემა წერს, რომ რუსეთისთვის დაწესებულმა ნაწილობრივმა ემბარგომ შესაძლოა გზა გაუხსნას საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და OPEC-ის სხვა მწარმოებლებს, რათა გაცილებით მეტი ნავთობი აწარმოონ, რადგან რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ნავთობის ფასი ბარელზე $ 100-ზე მაღლა ასწია. რუსეთი, რომელიც მსოფლიოში ნავთობის სამ უმსხვილეს მწარმოებელს შორისაა, გასულ წელს შეთანხმდა OPEC-თან და OPEC-ის არაწევრ ცხრა ქვეყანასთან ნავთობის მოპოვების ყოველთვიურად გაზრდაზე. მოსალოდნელია, რომ წარმოება წელს დაახლოებით 8%-ით შემცირდება. როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი.  შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მარიო დრაგი: ევროკავშირის თითქმის ყველა ძირითადი წევრი სახელმწიფო, უკრაინისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგება

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხის პროგნოზირება რთულია, რადგან იტალიის გამოკლებით, ევროკავშირის თითქმის ყველა ძირითადი წევრი სახელმწიფო უკრაინისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგება. ზელენსკი: მხოლოდ ევროკავშირის გაფართოებას შეუძლია, შეაჩეროს რუსეთის მადა ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადების საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდება „კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ევროკავშირის თითქმის ყველა ძირითადი სახელმწიფო გამოდის. ყველა, იტალიის გამოკლებით. ამ ქვეყნების წინააღმდეგობის გამო, კანდიდატის სტატუსი ამჟამად პროგნოზირებადი არ არის, მაგრამ რაც შეეხება სწრაფ გზას, მეჩვენება, რომ ევროკომისია ეთანხმება ამ პერსპექტივას“, - აღნიშნა მარიო დრაგიმ. მანამდე, 31 მაისს, ევროკავშირის საბჭომ გამოაქვეყნა ყოვლისმომცველი დოკუმენტი უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ. კერძოდ, ნათქვამია: „ევროკავშირის საბჭო ითვალისწინებს კომისიის მოსაზრებების მომზადებას უკრაინის, ასევე მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის შესახებ და ამ საკითხს დაუბრუნდება ივნისის შეხვედრაზე“. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც. ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.    

მიხეილ სააკაშვილი: საქართველომ უნდა გააგრძელოს ევროკავშირისკენ სვლა

"იმ დიდი უბედურების მიუხედავად, რაც საქართველოს დაატყდა თავს ოლიგარქიული რეჟიმის სახით, საქართველომ უნდა გააგრძელოს ევროკავშირისკენ სვლა", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე შეფასებით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. “ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სოციალურ ქსელებში სათანადოდ ვერ ვაქტიურობ, მაგრამ გადავწყვიტე, ამ თემას გამოვეხმაურო. გუშინ, ევროპის ყველაზე გავლენიანი სახალხო პარტიის ყრილობა ვნახე, რომელსაც როტერდამში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტტე მასპინძლობდა და რომელსაც ესწრებოდა ევროპის მრავალი სახელმწიფოს ლიდერი. პარტიის თავმჯდომარემ, ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა პოლიტიკოსმა, დონალდ ტუსკმა თავისი სიტყვის დასასრულს ჩემი მიმართვა წაიკითხა. ჩემი სკამი სიმბოლურად პირველ რიგში დადგეს იულია ტიმოშენკოს სკამის გვერდით. იულია ზუსტად ასევე უსამართლოდ იყო დაპატიმრებული უკრაინაში იანუკოვიჩის მიერ და ტყვეობიდან მაიდანმა დაიხსნა. ის, რაც გუშინ მოხდა როტერდამში ჩემთან მიმართებით, უპრეცედენტო შემთხვევა იყო ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსებისთვის (და მე ვარ ქართველი პოლიტიკოსი და უკრაინის მოქმედი თანამდებობის პირი ერთდროულად). ძალიან მადლობელი ვარ ევროპის მხრიდან ასეთი აღიარებისა და სოლიდარობისთვის. ჩემი პოზიცია დღესავით ნათელია - მიუხედავად იმ დიდი უბედურებისა, რაც საქართველოს დაატყდა თავს ოლიგარქიული რეჟიმის სახით, მიუხედავად ჩვენი უკანონო და უსამართლო ტყვეობისა, საქართველომ უნდა გააგრძელოს ევროკავშირისკენ სვლა. სრულიად უადგილოა თურქეთის მრავალწლიან კანდიდატობასთან შედარება. ყველა პატარა ქვეყანა, რომელიც კანდიდატი ხდებოდა, საკმაოდ მალე გახდა ევროკავშირის წევრი. ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი!- ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.

ილია დარჩიაშვილი: საქართველო ნამდვილად იმსახურებს ხელშესახებ შედეგს ევროკავშირისგან - გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური

საქართველო ნამდვილად იმსახურებს ხელშესახებ შედეგს ევროკავშირისგან, ჩვენი რეფორმები გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განუცხადა. საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ პასუხებს ვაფასებთ. სწრაფად მივიწევთ წინ, რათა დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს - ევროკომისია სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს „დღეს ჩემი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელში მექნება შესაძლებლობა, შევხვდე რამდენიმე ევროკომისარს და ევროპარლამენტარს. რა თქმა უნდა, მათთან გვექნება საუბარი ჩვენს მოლოდინებზე, იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც არსებობს დღეს, რომ საქართველომ მიიღოს პოზიტიური დასკვნა ჩვენ მიერ წარმოდგენილ კითხვართან დაკავშირებით. სა­ქარ­თვე­ლოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ევროკავშირის ელჩი იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრები იქნება ძალიან ღია, ძალიან შინაარსიანი, გვექნება შესაძლებლობა, გავცვალოთ ხედვები, მოლოდინები და ის პერსპექტივები, რომლებიც საქართველოს აქვს ამ პროცესში“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს პრემიერმა 10 მაისს გადასცა. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა სა­ქარ­თვე­ლოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ევროკავშირის ელჩი  

იმედი მაქვს, ევროკავშირსაც ეყოფა სითამამე და სიმამაცე, რუსეთის განწყობების პირისპირ თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, ისევე, როგორც საქართველოს ეყო სითამამე, რომ დამოუკიდებლობა, თავისი ევროპული პერსპექტივის სურვილი გამოეცხადებინა, ევროკავშირსაც ეყოფა სითამამე და სიმამაცე, რომ ერთი მხრივ, ქართველ, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს სოლიდარობის სიგნალი გამოუგზავნოს და მეორე მხრივ, რუსეთის განწყობების პირისპირ თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში შეხვედრებს აქტიურად მართავს, საიდანაც საქართველოს მიმართ და მის ევროპულ მომავალზე მხარდამჭერი განცხადებები ისმის. სა­ქარ­თვე­ლოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ევროკავშირის ელჩი „ჩვენ ვიცით, ეს არ არის ახალი, რომ ზოგადად, ასეთი გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიღება, 27-ვე ქვეყანა უნდა შეთანხმდეს. რა თქმა უნდა, არ არის ადვილი გადაწყვეტილებები, რომელსაც ევროკავშირი იღებს. ამიტომ, ვიცით, რომ მათ შორის, სხვადასხვა სკეპტიკოსიც არის ევროკავშირის შიგნით. ვნახოთ, ჩვენ სამივე მოველით ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ პასუხებს ვაფასებთ. სწრაფად მივიწევთ წინ, რათა დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს - ევროკომისია სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ყველაფერი გააკეთა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ახლა ჯერი ევროკავშირის თამამ გადაწყვეტილებაზეა. „თუკი ვინმე ახლა კანდიდატობას იმსახურებს, ეს გახლავთ საქართველო. ერთი: საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაახლოების კუთხით წინსვლა ყოფილიყო, ასოცირების შეთანხმების 45% შესრულებული არის და მეორე: ქართველი ხალხი 30 წელია, თავისი დასავლური პერსპექტივისთვის იბრძვის. იბრძვის ამ სიტყვის, როგორც გადატანითი ისე პირდაპირი მნიშვნელობით. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით სისხლი გვაქვს დაღვრილი. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ისევე, როგორც საქართველოს ეყო სითამამე, რომ დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა, თავისი ევროპული პერსპექტივის სურვილი გამოეცხადებინა, ეს კონსტიტუციაში ჩაგვეწერა, ამისთვის გვებრძოლა, სისხლი დაგვეღვარა, ევროკავშირსაც ეყოფა სითამამე და სიმამაცე, რომ ერთი მხრივ, ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, უკრაინელ და მოლდოველ ხალხსაც, სოლიდარობის სიგნალი გამოუგზავნოს და მეორე მხრივ, რუსეთის განწყობების პირისპირ თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას. ჯერი ევროკავშირსა და მის თამამ გადაწყვეტილებაზეა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს

ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს და მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლია რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს. „მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ გლობალური უსაფრთხოების ბრატისლავის წლევანდელ ფორუმში (GLOBSEC 2022). მოუთმენლად ველი ნაყოფიერ შეხვედრებსა და საუბრებს. ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი გააჩნია. თან იმავდროულად შეუძლია, უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.  

დანია ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკას შეუერთდება - Reuters

ოთხშაბათს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, დანია ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკას შეუერთდება. საბოლოო შედეგებმა აჩვენა, რომ ამომრჩეველთა თითქმის 67% ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) წევრობას ემხრობა, რაც დანიაში ევროკავშირის საკითხზე რეფერენდუმის მხარდაჭერის ყველაზე დიდი მაჩვენებელია. გამოკითხულთა დაახლოებით 33% ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) წევრობის წინააღმდეგი იყო. „ჩვენ გავუგზავნეთ სიგნალი ჩვენს მოკავშირეებს NATO-ში, ევროპაში. ჩვენ მკაფიო სიგნალი გავუგზავნეთ პუტინს. როდესაც პუტინი შეიჭრა თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში, როდესაც პუტინი საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას, ჩვენ ყველანი ვუახლოვდებით ერთმანეთს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა. დანიას შეეძლება, მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ სამხედრო ოპერაციებში, როგორიცაა სომალის, მალისა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში და ითანამშრომლოს ერთობლივი სამხედრო შესაძლებლობების შეძენის კუთხით.

იოჰანეს ჰანი: საქართველო ძალიან დაკავებულია თავისი ევროპული მომავლის ფორმირებით

საქართველო ძალიან დაკავებულია თავისი ევროპული მომავლის ფორმირებით. ჩვენი ქართველი პარტნიორები სწორად არიან ორიენტირებულნი მომავალ უზარმაზარ სამუშაოზე, რაც მათ საშუალებას აძლევს, დაუახლოვდნენ ევროკავშირს, – ამის შესახებ ბიუჯეტის და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „საქართველო ძალიან დაკავებულია თავისი ევროპული მომავლის ფორმირებით. მოხარული ვარ, რომ მივიღე ამბიციური და რეალისტური სიახლე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილისგან. ჩვენი ქართველი პარტნიორები სწორად არიან ორიენტირებულნი მომავალ უზარმაზარ სამუშაოზე, რაც მათ საშუალებას აძლევს დაუახლოვდნენ ევროკავშირს!“, – წერს იოჰანეს ჰანმა.  

პრეზიდენტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე: არ შეიძლება, მხოლოდ ბოლო ერთი წლის ნათქვამი და შეცდომები იყოს გადამწყვეტი - არ მგონია, რომ გაგვრიყონ დღეს

„ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ფორმაში, ალბათ, ვართ, რადგან დიდი ხანია ვემზადებით - სამწუხაროდ, ჩვენ ყოველთვის არ გადავდგით ნაბიჯები, რასაც ჩვენგან ელოდნენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ეს არის მოსახლეობის უმრავლესობის ოცნება. „ეს არის არამხოლოდ ჩემი წინაპრების და ყველა იმ ადამიანის, ვინც სახელმწიფოს აშენებდა ოცნება, არამედ დღეისთვის ეს არის მოსახლეობის, საზოგადოების 88%-ის ოცნება. ეს არის კიდევ უფრო დიდი ოცნება მთელი ჩვენი დიასპორის, რომელიც გარედან ხედავს იმას, თუ როგორ ემზადება ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი შანსისთვის, ისიც ამის 100%-იანი მომხრეა. ამ მხრივ ვართ მომზადებული. სამწუხაროდ, ბოლო წელიწადი, თუ წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის არ გადავდგით ის ნაბიჯები, რასაც ჩვენგან ელოდნენ, იქნება ეს 19 აპრილი და ჩაშლილი შეთანხმება - ანულირებული. ძალიან მძიმე სიტყვებიც იქნა გამოყენებული ზოგიერთ მომენტებში და რაღაც გაუგებარი ნაბიჯები - ევროკავშირიდან სესხის არ აღება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული იქნება გეოპოლიტიკური მდგომარეობა და არა ქვეყნის შიგნით დაშვებული შეცდომები. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რაც უფრო იზოლირებული და სანქცირებული არის რუსეთი, გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა უფრო მეტად იზრდება. „კომისიის პირველი შეფასება, ალბათ იქნება კრიტიკული ზოგ ასპექტებზე, მაგალითად, სასამართლო რეფორმაზე, იმ ყველაფერზე, რაც ჩაწერილი იყო შარლ მიშელის დოკუმენტში, - ამაზე შეიძლება, იყოს კრიტიკული. მაინც იმედს ვიტოვებ, რომ შემდგომი პოლიტიკური გადაწყვეტილების დროს, რომელიც იქნება მიღებული ევროპული საბჭოს მიერ, უფრო გათვალისწინებული იქნება გეოპოლიტიკური სიტუაცია და არამხოლოდ ის შეცდომები, ზოგადად იქნება გათვალისწინებული საქართველოს მდგომარეობა დღევანდელ დღეს. ის ფაქტი, რომ მოსახლეობა მთლიანად არის მიმართული ევროპისკენ, ჩვენ ძალიან დიდი გზა გავიარეთ აქამდე, არ შეიძლება, მხოლოდ ბოლო ერთი წლის ნათქვამი და შეცდომები იყოს გადამწყვეტი ასეთ გრძელ გზაზე, არ შეიძლება ჩვენ ამ გზიდან გვერდზე დავრჩეთ. არ მგონია, რომ გაგვრიყონ დღეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი ბევრი სიტყვიერი თუ საქმით შეცდომების მიუხედავად, გადაწყვეტილება მიღებული იქნება უფრო მაღალ დონეზე და უფრო შორსმჭვრეტელი. დიდი ინტერესი არის ამ რეგიონის მიმართ, ამის მიზიზი იყო შარლ მიშელის ორჯერ ჩამოსვლა ამ ქვეყანაში, ერთ წელიწადში. რაც უფრო იზოლირებული და სანქცირებული არის რუსეთი, ამ რეგიონის მნიშვნელობა იზრდება და მგონია, რომ ეს იქნება ასევე შეფასებული სათანადოდ, ამასაც ექნება თავისი გავლენა ბოლო გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

რუსეთის პატრიარქი კირილი სანქცირებულ პირთა სიაში აღარ არის

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცეს, თუმცა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი სანქცირებულ პირთა სიაში აღარ არის, წერს Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით. სანქციების ახალი პაკეტი ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებისთანავე შევა. გამოცემა წერს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი სანქცირებულ პირთა სიიდან, უნგრეთის წინააღმდეგობის გამო ამოიღეს.  დაწესებული სანქციების მიხედვით, ევროკავშირი რუსული ნავთობის საზღვაო გზით, გემებით მიღებაზე უარს ამბობს. სანქციები არ ეხება მილსადენ დრუჟბას, რომელიც უნგრეთის მთავარი ნავთობმიმწოდებელი ხაზია. ამ გამონაკლისის მეშვეობით, შესრულდა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მოთხოვნა. ამას გარდა, სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის SWIFT-ის სისტემიდან გარიცხვას, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამი რუსული სამთავრობო არხის მაუწყებლობის შეზღუდვასა და უკრაინაში ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებას. როგორც ცნობილია, 30 მაისის საღამოს, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმდნენ. ის ითვალისწინებს რუსული ნავთობის ორი მესამედის იმპორტზე ემბარგოს და რუსული Sberbank-ის გათიშვას SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან.   

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცეს, სანქციების ახალი პაკეტი ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებისთანავე შევა. დაწესებული სანქციების მიხედვით, ევროკავშირი რუსული ნავთობის საზღვაო გზით, გემებით მიღებაზე უარს ამბობს. სანქციები არ ეხება მილსადენ დრუჟბას, რომელიც უნგრეთის მთავარი ნავთობმიმწოდებელი ხაზია. ამ გამონაკლისის მეშვეობით, შესრულდა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მოთხოვნა. ამას გარდა, სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის SWIFT-ის სისტემიდან გარიცხვას, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამი რუსული სამთავრობო არხის მაუწყებლობის შეზღუდვასა და უკრაინაში ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებას. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი სანქცირებულ პირთა სიაში აღარ არის,  Bloomberg წერს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი სანქცირებულ პირთა სიიდან, უნგრეთის წინააღმდეგობის გამო ამოიღეს.  როგორც ცნობილია, 30 მაისის საღამოს, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმდნენ. ის ითვალისწინებს რუსული ნავთობის ორი მესამედის იმპორტზე ემბარგოს და რუსული Sberbank-ის გათიშვას SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან.   

უკრაინა ევროკავშირისგან €330 მილიონს მიიღებს

უკრაინა გადაუდებელი დახმარების პროგრამის ფარგლებში ევროკავშირისგან 330 მილიონ ევროს მიიღებს. ეს თანხები გამიზნულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და ქვეყნის მდგრადობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. შესაბამის შეთანხმებას უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლჰა სტეფანიშინამ და ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ კატარინა მატერნოვამ მოაწერეს ხელი. „გადაუდებელი დახმარების პაკეტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ომის ფონზე უკრაინელების მხარდასაჭერად. ჩვენ ვაერთიანებთ ძალისხმევას, რათა უკრაინის მოქალაქეების ტანჯვა შევამსუბუქოთ და რუსეთის მიერ გაჩაღებულ სრულმასშტაბიან ომში წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, უკრაინის მდგრადობა გავაძლიეროთ", - განაცხადა სტეფანიშინამ. კერძოდ, სახსრები გამიზნულია იძულებით გადაადგილებულ პირთა, მცირე ფერმების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდასაჭერად. ეს თანხები ევროკავშირის ბიუჯეტიდან, სამეზობლოს, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის შესაბამისად გამოიყოფა.      

ევროკავშირის გზაზე მომავალი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები წევრი სახელმწიფოების ხელშია - ევროკომისია საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ სწრაფად იმოქმედა და კომისია მოიწვია Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში გაფართოების საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა ანა პისონერო-ჰერნანდესმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ სწრაფად დაიწყო მუშაობა დასკვნაზე და ახლა საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ ყველა პასუხს აფასებს. ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირის გზაზე მომავალი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები კვლავ წევრი სახელმწიფოების ხელში იქნება. „საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ სწრაფად იმოქმედა და მოიწვია კომისია, რათა განაცხადის შესახებ თავისი მოსაზრება ხელშეკრულებების შესაფერისი დებულებების შესაბამისად წარმოედგინა. ჩვენ გვესმის ამ ნაბიჯის მნიშვნელობა ქართველი ხალხისთვის, რომელსაც სურს, იყოს ევროკავშირის ნაწილი. კომისიამ სწრაფად დაიწყო მუშაობა დასკვნაზე და ახლა კითხვარზე მიღებულ ყველა პასუხს აფასებს, რომელიც მოსაზრების მომზადებაში დაგვეხმარება – პირველი ნაწილი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას მოიცავს, მეორე ნაწილი კი - ევროკავშირის კანონმდებლობის სხვა თავებს. კომისია სწრაფად მიიწევს წინ, რათა მოსაზრებაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დაასრულოს. ევროკავშირის გზაზე მომავალი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები კვლავ წევრი სახელმწიფოების ხელში იქნება. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ევროკავშირის ლიდერებმა მხედველობაში მიიღეს კომისიის მოსაზრებების მომზადება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში წევრობის განაცხადის შესახებ და ამ საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდებიან“, - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის სპიკერმა. სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

ლევან დავითაშვილი: ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ჩნდება

ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა განვავითაროთ, რათა უზრუნველვყოთ როგორც საქართველოს უსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა, ასევე წვლილი შევიტანოთ საერთო ევროპულ ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ დამოუკიდებლობაში, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მედიასთან განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც დღეს დგას, არის მაღალი ინფლაციაა. „ვისაუბრეთ იმაზე, რომ დასაჩქარებელია ე.წ ეკონომიკური და ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესი, როდესაც უფრო სწრაფად მოხდება განახლებად ენერგიასა და ამ ენერგიის წყაროებზე გადასვლა. ამ მიმართულებით, საქართველოს პოტენციალი ყოველმხრივ აღინიშნება – ჩვენს ქვეყანას აქვს განახლებადი ენერგიის წარმოების ძალიან დიდი შესაძლებლობები და ამ კუთხით საქართველოს მთავრობისთვის ეს მიმართულება პრიორიტეტულია“, – აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის, ვიცე-პრემიერი სლოვაკეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს  

შალვა პაპუაშვილი: დღეს არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს

დღეს არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს, უკრაინასა თუ მოლდოვას, დღეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „რეფორმების შედეგად, საქართველომ მიიღო უვიზო რეჟიმი შენგენის ქვეყნებში და ჩვენ ახლა ვართ სწორედ იმ გადაწყვეტილების წინაშე, როდესაც ველოდებით კანდიდატის სტატუსის დადასტურებას. იცით, რომ „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა 2024 წელს განაცხადის შეტანის გეგმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და ამას მაშინ ირონიით უყურებდა ყველა, მთელი პოლიტიკური ლანდშაფტი, რომ საქართველო, ამ შემთხვევაში, მმართველი გუნდი აცხადებდა პრეტენზიას, რომ 2024 წელს გააკეთებდა განაცხადს კანდიდატობაზე. დღეს ახლა ყველა სხვა, რომლებიც ირონიითა და სკეპტიკურად უყურებდნენ ამ პროცესს, გვევლინებიან ისე, თითქოს მთავარი წამყვანები არიან ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით. დღეს არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს, უკრაინასა თუ მოლდოვას, დღეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო", - განაცხადა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს ლევან დავითაშვილი: ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ჩნდება  

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება, ახლა ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას

ჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება, ახლა ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენ მივაღწიეთ ხელშესახებ შედეგებს. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ: თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი და ბოლოს, ოფიციალურად შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. ეს გახლავთ ისტორიული გადაწყვეტილება. როდესაც ვსაუბრობ ინტეგრაციაზე და იმ გზაზე, რომელსაც გავდივართ ჩვენს ხალხთან ერთად, ეს გახლავთ ჩვენი ადამიანების გადაწყვეტილება, საქართველოს მოსახლეობას სჯერა, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ნაწილი, რომ საქართველო ეკუთვნის ევროპას. ჩვენ ველოდებით ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას კანდიდატობასთან დაკავშირებით. ჩვენ გვწამს, რომ ყველაფერს ვაკეთებთ. მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგებს, ასოცირების ხელშეკრულების 45 პროცენტი უკვე შესრულდა, ყოვლისმომცველი და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც ასევე სრულდება. საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან კარგი საუბარი მქონდა საქართველოს მეგობართან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან - დავუდასტურე, რომ ევროპული გზის ერთგულნი ვრჩებით ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს  

ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან კარგი საუბარი მქონდა საქართველოს მეგობართან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან - დავუდასტურე, რომ ევროპული გზის ერთგულნი ვრჩებით

ძალიან კარგი საუბარი მქონდა საქართველოს მეგობართან – ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროკავშირისადმი საქართველოს ერთგულება ამ გზაზე გადადგმულ ყოველ ნაბიჯში დასტურდება. „მე მას კვლავ დავუდასტურე, რომ ჩვენი ევროპული გზის ერთგულნი ვრჩებით, რაც ქართველი ერის უძველესი არჩევანია. ევროკავშირისადმი საქართველოს ერთგულება ამ გზაზე გადადგმულ ყოველ ნაბიჯში დასტურდება – იქნება ეს კომპლექსური რეფორმები, ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობა, თუ ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა“, – აცხადებს პრემიერი. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს. „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შევსებული კითხვარი, ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და განხორციელებული რეფორმები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი თემები. შეხვედრაზე, რომელიც ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გაიმართა, ირაკლი ღარიბაშვილმა და მაროშ შევჩოვიჩმა განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები და აღნიშნეს ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ამ პროცესში, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიაღწია. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველომ უკვე შეასრულა ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების 45% და ეს პროცესი გრძელდება. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია და ამ გზაზე ქვეყანა კომპლექსური რეფორმების განხორციელებას განაგრძობს. შეხვედრისას, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და მის გავლენას ფართო რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე. პრემიერმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მთავრობის ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს  

ღარიბაშვილი: წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო?! მხოლოდ რუსეთი

წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო? მხოლოდ რუსეთი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ფორუმზე განაცხადა. „წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო? მხოლოდ რუსეთი. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას. რა გზავნილს უგზავნიან ისინი სხვა ქვეყნებს, ჩვენ სამეზობლო ქვეყნებს, რომ ესენი იყვნენ ლოიალური ქვეყნები უვიზო ხელშეკრულება გვქონდა, ასოცირების, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ამჟამად ამას ყველაფერს ასრულებენ, შეიტანეს განაცხადი და ევროკავშირმა მიიღო უცბად გადაწყვეტილება, რომ არ მიანიჭოს სიმბოლური კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება შეცდომა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება, ახლა ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან კარგი საუბარი მქონდა საქართველოს მეგობართან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან - დავუდასტურე, რომ ევროპული გზის ერთგულნი ვრჩებით ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს  

ALDE-მ მხარი დაუჭირა საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მიღებას

ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის კონგრესი ევროპისთვის (ALDE) პარტიამ, რომელიც ევროპაში ლიბერალ პარტიებს აერთიანებს, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს ინფორმაციას პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს, რომელიც სხვა ქართულ პარტიებთან ერთად, მათ შორის, „ლელო“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“, ALDE-ს წევრია. რეზოლუცია, სწორედ ამ ხუთი ქართული პარტიის მიერ იყო ინიცირებული. რეზოლუციის ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა უკვე ათწლეულებია იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის და ევროკავშირში გაწევრიანება ამ ხალხების ისტორიული არჩევანია. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ყირიმისა და დონბასის რეგიონების ოკუპაციას უკრაინაში, საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციასა და მოლდოვაში მიმდინარე ოკუპაციას.მკაცრად გმობს: რეზოლუცია ხაზს უსვამს: სამივე ქვეყნაში კანონის უზენაესობის, ძალაუფლების განაწილების დემოკრატიული პრინციპის, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის, მედიის თავისუფლებისა და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხებზე უწყვეტი მუშაობის საჭიროებას და მნიშვნელობას; საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირის კანდიდატების სტატუსის მინიჭება იქნება დამატებითი გარღვევა ამ ქვეყნებში დემოკრატიის გასაძლიერებლად და რუსული გავლენისგან განთავისუფლებისთვის; ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, სამივე ქვეყნის მიერ კოპენჰაგენის კრიტერიუმების დაკმაყოფილების აუცილებლობას. რეზოლუციის ტექსტის ავტორები და მხარდამჭერები ევროპულ საბჭოში წარმოდგენილ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ მიანიჭონ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის საბჭოს მომავალ შეხვედრაზე 2022 წლის ივნისის ბოლოს. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.  

დარჩიაშვილის თქმით, საქართველო მუშაობს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით, სკეპტიკურად არიან განწყობილნი

საქართველო მუშაობს იმ ქვეყნებთან, რომლების ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით, სკეპტიკურად არიან განწყობილნი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა პარტნიორი აღიარებს იმ შედეგებს, რომლებსაც ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია. „როგორც ცნობილია, ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნებიან სკეპტიკური ქვეყნები, რომლებსაც ზოგადად, ევროკავშირის გაფართოებასთან მიმართებით აქვთ კონკრეტული ხედვები და რომლებიც მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ. ამ კუთხითაც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სკეპტიკურ ქვეყნებთან, რომ დავანახოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ შექმნა ამბიციური რეფორმების დღის წესრიგით და ის მოლოდინები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და რომლებიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ ევროპულ ხვალინდელ დღეზე. რა თქმა უნდა, ჩვენი ყველა პარტნიორი აღიარებს იმ შედეგებს, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში ევროპული ინტეგრაციის გზაზე დადო და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენი პარტნიორები ორმხრივ ფორმატებში აღიარებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ჩვენ მათთან ვსაუბრობთ, როგორ დავაჩქაროთ ეს პროცესი“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. განიხილავს თუ არა საქართველოს ხელისუფლება რაიმე ტიპის ალტერნატიულ კავშირს, თუ კანდიდატის სტატუსზე არ იქნება დადებითი გადაწყვეტილება. მინისტრმა ჟურნალისტების ამ შეკითხვასაც უპასუხა. მაკრონს სურს, შეიქმნას ახალი ევროპული გაერთიანება ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან „ცოტა ხნის წინ, შეხვედრა მქონდა ფრანგ კოლეგასთან და ცალსახად, ჩვენი საუბრიდან შემიძლია, გითხრათ, რომ საფრანგეთი ამ ფორმატს რომელიმე სხვა ფორმატის ალტერნატივად არ განიხილავს. შესაბამისად, ჩვენ ვიცით, ჩვენი ევროინტეგრაციის გზა როგორ უნდა გავიაროთ ჩვენი დღის წესრიგის შესაბამისად, თუმცა ნებისმიერი სხვა შესაძლებლობა, პლატფორმა, თუ ფორმატი, რომელიც ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ დავაჩქაროთ ჩვენი ევროინტეგრაცია, საქართველოს მთავრობა ამ შემოთავაზებას პარალელურ რეჟიმში აუცილებლად განიხილავს. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ხელშემწყობი იმისა, რასაც ჩვენ ევროინტეგრაციის ხაზით ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ევროინტეგრაციის პროცესზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. „„ჩვენ ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ სწორ და სამართლიან შეფასებას და გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩვენი ხალხი, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ერთგულნი არიან და მივყვებით ჩვენს ძირითად გეზსა და პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო უნდა გახდეს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ახლა წყნარად, მშვიდად, მტკიცედ დაველოდებით გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არავითარი შემაფერხებელი არ იქნება, ისედაც და ასედაც გავაგრძელებთ რეფორმებს და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საკმაოდ აქტიური საგარეო პოლიტიკა ვაწარმოეთ. ჩემი დავალებით, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ილია დარჩიაშვილი აქტიურად ელაპარაკება თავის ევროპელ კოლეგებს. მან, უკვე დღეის მდგომარეობით, გამართა 20-ზე მეტი შეხვედრა 17 კოლეგასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე, მას ამ კვირაში და მომავალ კვირაში აქვს დაგეგმილი შეხვედრები. გვქონდა ძალიან ინტენსიური საუბარი იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში, რა რეფორმები განვახორციელეთ და ზოგადად, მთელი ეს ინფორმაცია სრულად არის მიწოდებული. ასევე, მე მქონდა ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკა, ძალიან ბევრი ვიზიტი განვახორციელეთ, მათ შორის ვიყავი ბრიუსელში ჩასული, მქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე. ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს და რაც მთავარია, ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის ვალდებულება და პირობა, რომელიც აღებული გვქონდა ევროკავშირთან. დაწყებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას“, - დაამატა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

ილია დარჩიაშვილი:  პარტნიორები ორმხრივ ფორმატებში აღიარებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას "საქართველოს ყველა პარტნიორი აღიარებს შედეგებს, რომელიც ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე აქვს მიღწეული. პარტნიორები ორმხრივ ფორმატებში აღიარებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განცხადა. "აქტიურად ვმუშაობთ შესაბამის სკეპტიკურ ქვეყნებთან, რომ მათ დავანახოთ შესაძლებლობები, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ შექმნა აქტიური რეფორმების დღის წესრიგით და ის მოლოდინები, რომელიც გვაქვს, მოლოდინები, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს ევროპულ ხვალინდელ დღეზე. ყველა პარტნიორი, რა თქმა უნდა, აღიარებს იმ შედეგებს, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლებში დადო და ეს პროცესი მომავლში გაგრძელდება. ჩვენი პარტნიორები ორმხრივ ფორმატებში აღიარებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ჩვენ მათთან ვსაუბრობთ, როგორ დავაჩქაროთ ეს პროცესი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირის წევრობამდე ძალიან დიდი და რთული გზაა გასავლელი - პრემიერი  

ევროკავშირის წევრობამდე ძალიან დიდი და რთული გზაა გასავლელი - პრემიერი

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ყველა ის ვალდებულება და პირობა, რომელიც აღებული ჰქონდა ევროკავშირთან. „ჩვენ ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საკმაოდ აქტიური საგარეო პოლიტიკა ვაწარმოეთ. ჩემი დავალებით, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ილია დარჩიაშვილი აქტიურად ელაპარაკება თავის ევროპელ კოლეგებს. მან, უკვე დღეის მდგომარეობით, გამართა 20-ზე მეტი შეხვედრა 17 კოლეგასთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ასევე, მას ამ კვირაში და მომავალ კვირაში აქვს დაგეგმილი შეხვედრები. გვქონდა ძალიან ინტენსიური საუბარი იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში, რა რეფორმები განვახორციელეთ და ზოგადად, მთელი ეს ინფორმაცია სრულად არის მიწოდებული. ასევე, მე მქონდა ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკა, ძალიან ბევრი ვიზიტი განვახორციელეთ, მათ შორის ვიყავი ბრიუსელში ჩასული, მქონდა შეხვედრები უმაღლეს დონეზე. ჩვენ ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს და რაც მთავარია, ჩვენ ზედმიწევნით შევასრულეთ ყველა ის ვალდებულება და პირობა, რომელიც აღებული გვქონდა ევროკავშირთან. დაწყებული ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას. რომ არა ჩვენი მთავრობა, ჩვენ არა თუ ევროკავშირში, არამედ ძალიან რთულ პირობებში ვიქნებოდით დღეს. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ჩვენს მეგობრებს, ჩვენს კოლეგებს, ევროპაშიც, ქვეყნის შიგნითაც, ყველას, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას აქვს ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, გვაქვს უვიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის და ახლა უკვე პატივი გვხვდა წილად, რომ შეგვეტანა უკვე განაცხადი ოფიციალურად წევრობისთვის. ასევე მინდა, განმარტება გავაკეთო ჩვენი მოქალაქეებისთვის: ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი. ჩვენ გვაქვს საუბარი მხოლოდ კანდიდატის სტატუსზე და ეს არ არის წევრობა. წევრობამდე ძალიან დიდი და რთული გზა არის გასავლელი, ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ. საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, ეს სტატუსი მივიღოთ ჩვენ, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ“, - განაცადა პრემიერმა. მისივე თქმით, საქართველო ბოლლო 9 წელია, გამორჩეული ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებში კი, ყველა პარამეტრით, საქართველო „უპირობო ლიდერია“. „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე და დემოკრატიული მთავრობა, რომელიც მართლაც ხალხის დაკვეთას ასრულებს და ამბციურ გეგმებს, რომელიც 9 წლის წინ დავისახეთ, გეგმაზომიერად ვასრულებთ. უფრო მეტს გეტყვით კიდევ, დამატებით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ, ვაგრძელებთ რეფორმებს, რომელიც აღებული გვქონდა ვალდებულებად. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ახლა დავასრულეთ მუშაობა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგზე, სადაც გაწერილია დეტალურად ყველა ის რეფორმა და ვალდებულება, რომელიც უნდა შევასრულოთ. მთელი რიგი ვალდებულებებისა და რეფორმებისა, ინიციატივებისა, არის გადმოტანილი ცნობილი შარლ  მიშელის შეთანხმებიდან. პრაქტიკულად, ჩვენ არავითარი კითხვის ნიშანი არ დაგვიტოვებია. ყველა საკითხზე გვქონდა დროული რეაგირება, ყველა საკითხი, ყველა ვალდებულება შევასრულეთ პირნათლად. რა თქმა უნდა, ახლა ჯერი არის ევროკავშირზე, ევროპამ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება“ , - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, სიტუაცია არ არის მარტივი. „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპას ასეთი გამოწვევა არ ჰქონია, ევროპის შუა გულში, ყველაზე დიდ სახელმწიფოში ევროპაში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, რომელიც არამარტო უკრაინის სუვერენიტეტს, არამედ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას უქმნის საფრთხეს. ეს არის დიდი გამოწვევა მსოფლიო წესრიგისთვის. ბუნებრივია, ამ რეალობაში არსებობს ზოგადი სკეპტიციზმი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უკრაინასთან მიმართებით, რადგან მათ არ სურთ მთელი ამ პრობლემების იმპორტირება ევროპაში. მთელი რიგი საკითხები არსებობს, რომლებიც უკავშირდება ომს და მასთან დაკავშირებულ რისკებსა და საფრთხეებს. ამ პროცესში ჩვენ შევიარჩუნეთ მშვიდობა, არავითარი მეორე ფრონტი, ომი არ იქნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ელოდება ევროპელი კოლეგების სწორ და ბრძნულ გადაწყვეტილებას. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ სწორ და სამართლიან შეფასებას და გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩვენი ხალხი, მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ერთგულნი არიან და მივყვებით ჩვენს ძირითად გეზსა და პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო უნდა გახდეს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ახლა წყნარად, მშვიდად, მტკიცედ დაველოდებით გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის არავითარი შემაფერხებელი არ იქნება, ისედაც და ასედაც გავაგრძელებთ რეფორმებს და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორ იცვლებოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვა, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ

სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის იანვარ - აპრილში საქართველოსა და ევროკავშირს შორის მილიარდს გადააჭარბა და $ 1,111,267.3 შეადგინა. საქსტატის მიერ Europetime-სთვის მოწოდებული მონაცემების თანახმად, საქართველოდან ევროკავშირში იანვარ-აპრილში $275,050.0 ღირებულების პროდუქცია გავიდა, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე $836,217.3 ღირებულების პროდუქტი იმპორტირდა.  სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან 2015-2021 წლები [საქსტატის მონაცემები] 2015 წელი - $ 2,614,338.2 მილიონი; 2016 წელი - $ 2,634,699.8 მილიონი; 2017 წელი - $ 2,768,494.5 მილიონი; 2018 წელი - $ 3,165,997.7 მილიონი; 2019 წელი - $ 3,110,236.8 მილიონი; 2020 წელი - $ 2,546,970.7 მილიონი; 2021 წელი - $ 3,031,548.3 მილიონი; სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვამ $3 მილიარდს, 2018, 2019, 2021 წელს გადააჭარბა. ყველაზე მაღალი ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 2018 წელს იყო და $3,165,997.7 მილიონი შეადგინა.  საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 2015-2021 წლები  2015 წელი -  $ 623,280.2 მილიონი; 2016 წელი  - $ 550,474.2 მილიონი; 2017 წელი  - $ 642,229.5 მილიონი; 2018 წელი -  $ 712,859.6 მილიონი; 2019 წელი    $ 805,749.2  მილიონი; 2020 წელი    $ 696,768.3  მილიონი; 2021 წელი    $ 717,143.0  მილიონი; რაც შეეხება ექსპორტის მონაცემებს, საქსტატის თანახმად, ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქცია საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე 2018, 2019 და 2021 წელს გავიდა. 2019 წელს ექსპორტის მაჩვენებელმა 800 მილიონს გადააჭარბა.   რას ყიდის საქართველო ევროკავშირში -  TOP 10 პროდუქტი მადნები და კონცენტრატები სპილენძის -  $119,479.1 (44,907.1 ტონა) თხილი და სხვა კაკალი $ 21,061.7 - (4,228.9 ტონა) ფეროშენადნობები  $ 16,544.0 (9,574.2 ტონა); სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი- $14,455.9  (27,373.6 ტონა); მსუბუქი ავტომობილები (ცალი)    $12,996.4 (272 ტონა); ყურძნის ნატურალური ღვინოები (ლიტრი) $10,981.0 (3,554,933  ლიტრი);  მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით  - $ 7,555.7 (2,170.7  ტონა); ეთილის სპირტი არადენატურირებული - $ 7,342.9 (2,293,804 ტონა); ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონები -$ 4,993.8   (31.7  ტონა); ნარჩენები და ჯართი სპილენძის - $3,507.5 (393.8 ტონა); დანარჩენი საქონელი -  $56,132.0 საქართველომ და ევროკავშირმა 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრის ფარგლებში ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.  

ევროპარლამენტი მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის - განცხადების პროექტი

საქართველოს განაცხადებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მხარს უჭერს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს და განცხადების პროექტს აქვეყნებს. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე უარი იქნებოდა ისეთივე ალოგიკური, როგორიც უკრაინის მიერ ელჩის გაწვევა იყო - ირაკლი კობახიძე სა­ქარ­თვე­ლოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ევროკავშირის ელჩი "პრეზიდენტთა კონფერენციის სახელით, ევროპის პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მიმართავენ წევრი ქვეყნების და მთავრობების ლიდერებს, რომლებიც ორ კვირაში, ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა გადაწყვეტილება მიიღონ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს განაცხადებზე ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ სიმამაცე, გაბედულება და ხედვა, გაუარესების პროცესში მყოფი საერთაშორისო გარემოს პირისპირ. გეოპოლიტიკური მოცემულობების ცვლილება ჩვენი მხრიდან მოქმედებას მოითხოვს. ამით ვუერთგულებთ ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებს. უკრაინელები, რომელთა სამშობლოც სასტიკი თავდასხმის ქვეშაა - თუმცა მოლდაველები და ქართველებიც, რომლებიც უფრო ნათელი მომავლისკენ მიილტვიან - ელიან სიგნალს, რომ მათი ადგილი ევროპულ ოჯახშია. ამიტომაც, ეს პალატა მძლავრად მოგიწოდებთ მისცეთ უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკას და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის და [მათი] მიღწევების გათვალისწინებით", - ნათქვამია განცხადების პროექტში. სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს წარმოდგენილი ტექსტი არის ერთობლივი განცხადების პროექტი და ის კვლავ შეიძლება დაექვემდებაროს ცვლილებებს, თუმცა, როგორც ევროკავშირის საქმეებში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გვატყობინებს, მთავარი საკითხები, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოთხოვნა, ტექსტში დარჩება. გასათვალისწინებელია, რომ პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების გაერთიანება არ მონაწილეობს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში და მათი მხარდაჭერა, მხოლოდ მოწოდებაა ევროკომისიისადმი მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მანამდე, 31 მაისს, ევროკავშირის საბჭომ გამოაქვეყნა ყოვლისმომცველი დოკუმენტი უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ. კერძოდ, ნათქვამია: „ევროკავშირის საბჭო ითვალისწინებს კომისიის მოსაზრებების მომზადებას უკრაინის, ასევე მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის შესახებ და ამ საკითხს დაუბრუნდება ივნისის შეხვედრაზე“. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც. ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა.  

შალვა პაპუაშვილი ევროპული პარლამენტის პრეზიდენტს მიმართავს

მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე დისკუსია ყოველთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის ფართო კონტექსტი ახლა უფრო რელევანტური უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ევროპული პარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასადმი მიმართავაშია აღნიშნული. მისივე თქმით, იზოლირებულ პრობლემურ საკითხებზე ფოკუსირებასთან ერთად, აგრეთვე, უნდა გვახსოვდეს „ის შთამბეჭდავი პროგრესი“, რომელსაც დამოუკიდებელმა მედიამ გასულ ათწლეულში საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის შედეგად მიაღწია. „კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, ეროვნული სტაბილურობა, მშვიდობიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ეკონომიკური და სოციალური რეფორმები ევროპულ ერებთან ერთიანობის რწმენით იყო განმტკიცებული. საქართველოს დამოუკიდებლობიდან სამი ათწლეულის განმავლობაში, ბევრ შიდა საკითხზე მნიშვნელოვნად განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, თითოეული მთავრობა და ოპოზიცია არასდროს იყო გაყოფილი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ერთიანობა მაძლევს უფლებას, გავიმეორო ჩვენი არგუმენტები, თუ რატომ გთავაზობთ და დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, ვიყოთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყანა“,- ნათქვამია პაპუაშვილის მიმართვაში. მისივე შეფასებით, საქართველოს რეფორმებმა და მიღწევებმა კორუფციასთან ბრძოლის, ბიზნესის კეთების პრაქტიკის გაუმჯობესების, საბაჟო და სახელმწიფო მომსახურებების ფუნდამენტური განახლების და ა.შ. კუთხით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების დადებითი შეფასება. „უნდა გვახსოვდეს, რომ აღნიშნული მიღწევები ხორციელდებოდა რუსეთის რეალური აგრესიული ქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, აგრეთვე, იმ მუდმივი საფრთხის ფონზე, რაც ყველასთვის აშკარა გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უპრეცედენტოდ სასტიკი აგრესიის შემდეგ. საქართველოს მიღწევები და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მომავალი წარმატებები, საქართველოს ევროკავშირის სასურველ პერსპექტიულ წევრად ხდის, განსაკუთრებით, ევროკავშირის მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის, ენერგოდამოუკიდებლობის, თავისუფალი ბაზრების გაფართოების და ბოლოს, კულტურული მრავალფეროვნების მიმართულებებით. გამოწვევები რჩება. თუმცა, ქვეყნის განვითარების მიმართულება ცხადად წარმოაჩენს პროგრესის სურვილს, გაუმჯობესების შესაძლებლობასა და უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის გამდიდრებისა და გაძლიერების პოტენციალს“,- ნათქვამია შალვა პაპუაშვილის მიმართვაში.

ევროკავშირის სანქციების მე-7 პაკეტი რუსეთის ენერგეტიკაზე სრულ ემბარგოს უნდა მოიცავდეს - ევროკავშირში უკრაინის ელჩი

უკრაინულ მხარეს სურს, რომ ევროკავშირმა სანქციების მეშვიდე პაკეტში შეიტანოს ტოტალური ემბარგო რუსულ ენერგიაზე. რას შეიძლება, მოიცავდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი „რისი ხილვა გვინდა სანქციების მეშვიდე პაკეტში? რა თქმა უნდა, დრო გვიჩვენებს, მაგრამ საუბარია რუსულ ენერგეტიკაზე, ანუ მილსადენის ნავთობზე ტოტალურ ემბარგოზე, მაგრამ ეს მოითხოვს რიგი ტექნიკური საკითხების მოგვარებას... საუბარია გაზზე“, - განაცხადა ვსევოლოდ ჩენცოვმა, უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა ევროკავშირში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ ევროკავშირმა სანქციების მეექვსე პაკეტი მიიღო რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა რუსული მედიასაშუალებების მაუწყებლობის შეჩერება უფრო მეტი რუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვა ომის დანაშაულის საპასუხო სანქციები რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გაგრძელებისა და ამ ქმედებების ბელარუსის მხრიდან მხარდაჭერის, ისევე როგორც უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკეების ფონზე, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება როგორც რუსეთის, ასევე ბელორუსის მიმართ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების მეექვსე პაკეტის დაწესების შესახებ. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია „პაკეტის საშუალებით, დამატებითი ეკონომიკური სანქციების დაწესებით, ვაძლიერებთ შეზღუდვებს კრემლის მიერ ომის დაფინანსების შესაძლებლობებზე. ვკრძალავთ რუსული ნავთობის იმპორტს ევროკავშირში და ამით ვამცირებთ რუსეთის შემოსავლის უზარმაზარ წყაროს. ჩვენ უფრო მეტ რუსულ ძირითად ბანკს ვთიშავთ SWIFT-ის საგადასახადო სისტემიდან. ასევე სანქციებს ვუწესებთ ბუჩასა და მარიუპოლში ჩადენილ სისასტიკეებზე პასუხისმგებელ პირებს და ვკრძალავთ დეზინფორმაციის გამავრცელებელ აქტორებს, რომლებიც აქტიურად უწყობენ ხელს პრეზიდენტ პუტინის ომის პროპაგანდას“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა. სანქციების შეთანხმებული პაკეტი მოიცავს რიგ ღონისძიებებს, რომელიც რუსეთის მიერ აგრესიის გაგრძელების შესაძლებლობების ეფექტიანად აღკვეთას ისახავს მიზნად. ნავთობი ევროკავშირმა რუსეთიდან ევროკავშირში ნედლი ნავთობისა და ზოგიერთი ნავთობპროდუქტის იმპორტის აკრძალვა გადაწყვიტა. რუსულ ნავთობზე უარის თქმა ეტაპობრივად მოხდება და ნედლი ნავთობის შემთხვევაში ექვსი თვიდან ვადა დასჭირდება, მხოლოდ სხვა ნავთობპროდუქტებისთვის – რვა თვემდე ვადა. დროებითი გამონაკლისი გათვალისწინებულია ნედლი ნავთობის მილსადენებით იმპორტისთვის ევროკავშირის იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც თავიანთი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ზარალდებიან რუსეთიდან მიწოდებაზე განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო და არ აქვთ სხვა ეფექტიანი ალტერნატიული ვარიანტი. გარდა ამისა, ბულგარეთი და ხორვატია ასევე ისარგებლებენ დროებითი გამონაკლისით რუსეთის ნედლი ნავთობისა და ვაკუუმური გაზოილის საზღვაო იმპორტთან დაკავშირებით. SWIFT-ის სისტემიდან რუსეთისა და ბელარუსის დამატებითი ბანკების გათიშვა ევროკავშირი SWIFT სისტემასთან დაკავშირებით არსებულ აკრძალვას დამატებით ავრცელებს რუსეთის სამ საკრედიტო ინსტიტუტზე - SWIFT-ის სისტემიდან ითიშება უმსხვილესი ბანკი „სბერბანკი“, მოსკოვის საკრედიტო ბანკი, „როსსელხოზბანკი“ და ბელარუსის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი; მაუწყებლობა ევროკავშირი აჩერებს მის ტერიტორიაზე სამი რუსული სახელმწიფო ტელეკომპანიის მაუწყებლობას – „ერტეერ“, „რასია 24“, „საერთაშორისო ტელეცენტრი“. აღნიშნული სტრუქტურები რუსეთის მთავრობის მიერ გამოყენებულია როგორც ინსტრუმენტები უკრაინაში ინტერვენციის შესახებ ინფორმაციით მანიპულაციისთვის და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, პროპაგანდის ჩათვლით, რუსეთის მეზობელი ქვეყნებისა და ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების დესტაბილიზაციის მიზნით. ძირითადი უფლებების ქარტიის შესაბამისად, ეს ზომები ხელს არ შეუშლის ამ მედიასაშუალებებს და მათ თანამშრომლებს, ევროკავშირში მაუწყებლობის გარდა სხვა საქმიანობა განახორციელონ, მაგალითად კვლევა და ინტერვიუები. ექსპორტის შეზღუდვები ევროკავშირი აფართოებს იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ჩამონათვალს, რომლებთან დაკავშირებითაც მოქმედებს ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიების ექსპორტის შეზღუდვები. სიაში დამატებით შევლენ როგორც რუსული, ისე ბელარუსული ორგანიზაციები. ევროკავშირი ასევე გaაფართოვებს იმ პროდუქციისა და ტექნოლოგიების სიას, რომლებმაც შესაძლოა, ხელი შეუწყონ რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს გაძლიერებას. აღნიშნულ სიაში შევა 80 დასახელების ქიმიკატი, რომელიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნას ქიმიური იარაღის წარმოებისთვის. საკონსულტაციო მომსახურება ევროკავშირის აკრძალვას რუსეთისთვის საბუღალტრო აღრიცხვის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საკონსულტაციო მომსახურებას; ინდივიდუალური სიები გარდა ამისა, საბჭომ გადაწყვიტა სანქციების დაწესება დამატებითი ფიზიკური პირებისა და სუბიექტების მიმართ: ვინც პასუხისმგებელია ბუჩასა და მარიუპოლში რუსეთის ჯარების მიერ ჩადენილ სისასტიკეებზე; სიაში ასევე შეყვანილია ის პირები, რომლებიც მხარს უჭერენ ომს, წამყვანი ბიზნესმენებიის, ოლიგარქების ოჯახის წევრები და კრემლის ოფიციალური პირები, ასევე თავდაცვითი კომპანიები და ფინანსური ორგანიზაციები. ევროკავშირი მტკიცედ გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს განურჩეველი თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ და უპირობოდ სრულად გაიყვანოს თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკე და მიყენებული ტანჯვა და ნგრევა ენით აუწერელია. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, დაუყონებლივ უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა და ყველა დაინტერესებული მშვიდობიანი მოქალაქის უსაფრთხო გადაადგილება. ის ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს რუსეთში იძულებით გაყვანილი უკრაინელი პირების უსაფრთხო დაბრუნება. „ევროკავშირი ურყევია თავის ვალდებულებასთან დაკავშირებით, დაეხმაროს უკრაინას რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის ხელშეუვალი უფლების განხორციელებაში და მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის აშენებაში“, - აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში. შესაბამისი სამართლებრივი აქტები ოფიციალურ ჟურნალში მალე გამოქვეყნდება.  

სალომე ზურაბიშვილი: ევროპული მომავლისთვის საქართველოს დიდი ვალდებულებები აქვს

"კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება დადასტურება, რომ საქართველოს აქვს ევროპული და დემოკრატიული მომავალი -  ევროპული მომავლისთვის საქართველოს დიდი ვალდებულებები აქვს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პრეზიდენტთან, სერჯო მატარელასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთის აგრესია წარუმატებელია, რადგან ამას ევროპა დახვდა ფხიზელი, დახვდა ისეთი გაერთიანებული, როგორიც არასოდეს ყოფილა. „ახალ პროცესში იტალიისა და ევროპის მხარდაჭერა იქნება საქართველოს მოსახლოების 88 პროცენტისთვის, რომელიც ემხრობა საქართველოს ევროინტეგრაციას. სამართლიანი გადაწყვეტილება და ევროპაში დაბრუნების ერთ-ერთი სიმბოლო, საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების აღიარება, რომ იქ არის მისი ადგილი, იქნება კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს აქვს ევროპული და დემოკრატიული მომავალი. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ამ მომავლისთვის საქართველოსაც აქვს ძალიან დიდი ვალდებულებები. ინტეგრაციის პროცესი თუ აჩქარებულია, ასევე აჩქარებული უნდა იყოს ჩვენი რეფორმების პროცესი და მას არანაირი შეფერხება არ უნდა ახლდეს. ეს არის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და გზა ევროპისკენ. რეალურად, ევროპული ინტეგრაციის პროცესზე საუბარი განუყოფელია უკრაინაზე საუბრისგან, იმ სასტიკი, რუსული აგრესიის შესახებ, რომელიც დაიწყო უკრაინის მიმართ და რომელიც ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ რეგიონის უსაფრთხოებას. ჩვენთვისაც ძალიან ახლოსაა, რადგან არაერთხელ გავიარეთ იგივე აგრესია, 1921 წელს, 1991 წელს, 2008 წელს. ამავე დროს ეს ეხება ევროპის მთლიან უსაფრთხოებას. ამიტომ ეს არის ჩვენი, ყველას საერთო გამოწვევა. სოლიდარობაც ასევე უნდა იყოს განუყოფელი – როგორც არის გამოწვევა და როგორიც არის პასუხი", - განაცხადა ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი 25 წლის შემდეგ, იტალიას პირველი სახელმწიფო ვიზიტით ეწვია. ასევე წაიკითხეთ: იტალია საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს მხარს უჭერს საქართველო პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია დღეს ,,კვირინალეს“ სასახლეში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა  

პოდოლიაკი ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტზე განმარტებას სთხოვს

მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ევროკავშირის საბჭომ სანქციების სიიდან ღრუბლოვანი სერვისების ბლოკირების ამოღება არ განმარტა. „თავდაპირველად, ევროკავშირის საბჭო სანქციების მეექვსე პაკეტში ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსეთის ბლოკირების შესახებ აცხადებს. შემდეგ, ევროკავშირის საბჭო არედაქტირებს შეტყობინებას, ამოიღებს ამ მითითებებს. ოფიციალური პირებისგან არანაირი განმარტება არ მოჰყოლია, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს „ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციების ზეწოლა და არა შევამციროთ“, - ხაზგასმით აღნიშნა პოდოლიაკმა. უკრაინული მედიის ცნობით, საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ, კერძოდ, საკონსულტაციო სერვისების, ღრუბლოვანი სერვისების ჩათვლით. შემდგომში, ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის დამტკიცების შესახებ, ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შეზღუდვებზე მითითება ამოიღეს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: სანქციების მეშვიდე პაკეტი რუსული გაზის იმპორტის სრულ აკრძალვას უნდა მოიცავდეს

ევროკავშირმა ერთად უნდა იმუშაოს სანქციების მეშვიდე პაკეტის დასამტკიცებლად, რომელიცრუსული გაზისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის სრულ აკრძალვასაც უნდა მოიცავდეს. შესაბამისი განცხადება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ სამშაბათს ვარშავაში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე შალენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, გასულ კვირას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტის მიღება „მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსეთის ენერგორესურსებისგან ევროპის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად“. თუმცა რაუმ ამას არასაკმარისი ნაბიჯი უწოდა და მოუწოდა, დაუყონებლივ დაიწყოს მუშაობა სანქციების მეშვიდე პაკეტზე. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს მინისტრის თქმით, სხვა საკითხებთან ერთად, სანქციები უნდა მოიცავდეს „რუსული გაზისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის სრულ აკრძალვას და ყველა რუსული და ბელორუსული ბანკის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას. უკრაინის ადგილი ევროკავშირშია, ხაზგასმით აღნიშნა რაუმ. „ამიტომ, ჩვენ ველით დადებით რეკომენდაციას ევროკომისიისგან უკრაინის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირის საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა რაუმ.

ევროპარლამენტი ევროკავშირის ლიდერებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ - უკრაინული მედია

ევროპარლამენტი რეკომენდაციას გაუწევს ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც შეიკრიბებიან 2022 წლის 23-24 ივნისს სამიტზე, უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ და უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოხატული საჭიროებების შესაბამისად მიაწოდონ იარაღი.  შესაბამისი განცხადება ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გააკეთა. მაკალისტერმა ევროკავშირის სამიტის მონაწილეებისთვის ევროპარლამენტის რვა რეკომენდაცია გამოაქვეყნა. „ჩვენ გამოვდივართ რეკომენდაციით, რომ უკრაინას დაუყოვნებლად მიეწოდოს იარაღი უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოხატული საჭიროებების შესაბამისად და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“, - აღნიშნა მაკალისტერმა.  28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. 

ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატის სტატუსობამდე - გზავნილები ევროპარლამენტიდან ექსკლუზივი გზავნილები ევროპარლამენტიდან საქართველო ევროკომისიის დასკვნის მოლოდინში და ევროდეპუტატის მიმართვა საქართველოს საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნის მოლოდინში არიან. წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატების განცხადებებიდანაც ირკვევა, რომ ამ საკითხზე ბლოკში ერთიანი პოზიცია არ არის. ტრადიციულად, არიან სკეპტიკოსი ქვეყნები. მაკრონს სურს, შეიქმნას ახალი ევროპული გაერთიანება ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან კონკრეტულად, საქართველოსთან მიმართებით, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ გზავნილში დააფიქსირა პოზიცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. ბრიუსელს სჯერა, რომ „საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს“. რა განწყობებია ევროპარლამენტში და რა გზავნილები აქვთ საქართველოს მიმართ ევროპარლამენტარებს. ამ საკითხის გარკვევას Europetime შეეცადა. სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ ღარიბაშვილი: წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო?! მხოლოდ რუსეთი სა­ქარ­თვე­ლოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ევროკავშირის ელჩი ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართავენ ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვა აღიარებს, რომ არსებული პოზიციების გათვალისწინებით, ამ ეპატზე ბუნდოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების საკითხზე, თუმცა ჩეხი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ქვეყანამ მიზნისკენ სწრაფვა უნდა განაგრძოს. მარკეტა გრეგოროვა მიიჩევს, რომ სკეპტიციზმი არ ცვლის ფაქტს, რომ საქართველოს პარტნიორებს სურთ, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი. ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვასთან ევროპარლამენტი მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის - განცხადების პროექტი უპირველეს ყოვლისა, მინდა, ერთ საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. მიუხედავად ინსტიტუციური მდგომარეობისა, ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ შეიძლება, ახლა გარკვეულწილად, ბუნდოვანი და გაურკვეველი იყოს, როგორ გადაწყვეტენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, თუმცა ეს არ აკნინებს ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და ამ დრომდე მიღწეულ პროგრესს. ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ჩვენ გვინდა, საქართველო ჩვენს ევროპულ ოჯახში რაც შეიძლება მალე ვიხილოთ“, - განუცხადა Europetime-ს მარკეტა გრეგოროვამ. საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ პასუხებს ვაფასებთ. სწრაფად მივიწევთ წინ, რათა დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს - ევროკომისია Europetime-ის ინფორმაციით, საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ კომისია შეკრიბა, რათა განაცხადის შესახებ თავისი მოსაზრება წარმოედგინა. ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ევროკომისიაში კარგად ესმით, რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მოსახლეობა კანდიდატის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას და კომისია ყველაფერ აკეთებს იმისთვის, რომ დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დაასრულოს. ამასთან, ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გზაზე შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები წევრი სახელმწიფოების მიერ მიიღება. ევროპარლამენტარის, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით, ევროკომისია ყოველთვის ითვალისწინებს მთლიან სურათს აპლიკანტი ქვეყნის მზადყოფნის შეფასებისას. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც სამართლებრივი და ეკონომიკური შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები ძალიან ყურადღებით განიხილება“, - აღნიშნავს კუბიულიუსი. სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს ექსკლუზიური ინტერვიუ მარინა კალიურანდთან: უნდა დაარწმუნოთ სკეპტიკოსები, რომ იმსახურებთ მომავლის საკითხის გადაწყვეტას და პოლიტიკურ კონსენსუსს ევროკავშირში როგორც ცნობილია, ევროპარლამენტში საქართველოში მედიის უფლებებთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე დღეს იმსჯელებენ. რეზოლუციაზე - „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა საქართველოში“ დებატები 8 ივნისს იმართება. ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციის პროექტი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების წინადადებას მოიცავს ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

შალვა პაპუაშვილი: აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან და მის წევრებ ქვეყნებთან პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზების კუთხით

"კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირს შეუძლია, დაადასტუროს ჩვენი რეგიონისადმი გრძელვადიანი ინტერესი და შეზღუდოს საქართველოს არაკეთილმოსურნეთა შესაძლებლობები", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ​როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ისტორიულ პროცესში იმყოფება, მისასალმებელია, რომ ევროკავშირმა მოკლე ვადებში მიიღო გადაწყვეტილება, განეხილა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადები.  „წარმოგიდგენთ პარლამენტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს და 2022 წლის გეგმებს. დღეს ვიმყოფებით იმ ქვეყნის პარლამენტში, რომელმაც შეძლო ბოლო წლების ურთულეს საერთაშორისო და საშინაო გამოწვევებთან გამკლავება, მშვიდობის შენარჩუნება და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. დღეს საქართველოს ისტორიულ პროცესში ყოფნის დროს, როდესაც 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა, მისასალმებელია, რომ ევროკავშირმა მოკლე ვადებში მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მოლდოვისა და უკრაინის განცხადების განხილვასა და პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. საქართველომ ერთ თვეში შეძლო 2669 კითხვაზე პასუხის გაცემა და ევროკომისიისთვის დაბრუნება, 3 600-გევრდიან ნაშრომზე, რომელიც 9 ტომისგან შედგება, რამდენიმე ასეული საჯარო მოხელე მუშაობდა. ამჟამად ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინში ვართ და აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირთან და მის წევრებ ქვეყნებთან პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზების კუთხით. რეფორმების განხორციელებაში საქართველოს განვლილი წლებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკავშირი პოზიტიურად უპასუხებს ჩვენი ქვეყნის ძალისხმევას და ჩვენი ხალხის მტკიცე სურვილს, წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ევროკავშირს შეუძლია, დაადასტუროს ჩვენი რეგიონისადმი გრძელვადიანი ინტერესი და შეზღუდოს საქართველოს არაკეთილმოსურნეთა შესაძლებლობები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: დღეს პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენით დაიწყება  

სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე ევროკომისიის დასკვნას დაახლოებით ერთ კვირაში ელის. მმართველი გუნდი თვლის, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არ აქვს. 30 მაისს, ევროკავშირის გზავნილი გაახმოვანა ელჩმა კარლ ჰარცელმა, რომელმაც განაცხადა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე უარი იქნებოდა ისეთივე ალოგიკური, როგორიც უკრაინის მიერ ელჩის გაწვევა იყო - ირაკლი კობახიძე სა­ქარ­თვე­ლოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ევროკავშირის ელჩი რას ნიშნავდა ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის გზავნილი ევროკომისიის შეფასებამდე რამდენიმე დღით ადრე და რა მოლოდინების საფუძველს იძლევა ეს შეფასება, პირველ რიგში რაზე ამახვილებს ყურადღებას ევროკავშირი, როდესაც საქმე ეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და როგორია სხვა ქვეყნების მაგალითები, ამ და სხა საკითხებზე, Europetime „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს ივანე ჩხიკვაძეს ესაუბრა. ივანე ჩხიკვაძე თვლის, რომ ევროკავშირის ელჩის განცხადება საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, თუ რა პერიოდშიც წამოვიდა ეს გზავნილი. აქედან გამომდინარე, ვარაუდობს, რომ ევროკომისიის მიერ დადებულ დასკვნაში გარკვეულწილად იქნება გაზიარებული ის პათოსი, რაზეც ელჩმა ისაუბრა, რადგან ეს არის ის ინფორმაცია, რომელსაც საელჩო აგროვებს და შემდეგ ბრიუსელს აწვდის. „შესაბამისად, მე ვფიქრობ, შეიძლება, ყველაფერი არა, მაგრამ მისი შეფასებების ნაწილი აისახოს ევროკომისიის დასკვნაში. რაც შეეხება იმას, თუ როგორი შეიძლება, იყოს დასკვნა, ჯერჯერობით რთულია ამის პროგნოზირება. შეგვიძლია, რამდენიმე ვარიანტზე გავამახვილოთ ყურადღება: პირდაპირ კანდიდატის სტატუსის მინიჭება; პირობებით კანდიდატის ან პოტენციური კანდიდატის სტატუსის მინიჭება; კანდიდატის სტატუსი და პირობები“, - აღნიშნავს „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი და მიუთითებს ძირითად კრიტერიუმებზე, რომელსაც ევროკავშირისგან ექცევა ყურადღება, როდესაც საქმე ეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.   „სულ არის სამი კრიტერიუმი - პოლიტიკური, ეკონომიკური, სექტორალური. როცა საუბარია ქვეყნისთვის კანდიდატის სტასუსის მინიჭებაზე, ამ ორი კრიტერიუმიდან ყველაზე დიდი ყურადღება გადატანილია პოლიტიკური ნაწილზე. შესაბამისად, ევროკავშირის ელჩის გამოსვლაც იყო პოლიტიკურ ნაწილზე საუბრით გაჯერებული. თუ გადავხედავთ პირობებს, რომლებიც მაგალითად, ალბანეთს, ასევე, ბოსნია და ჰერცოგოვინას შესთავაზეს, ყველა პირობა არის წმინდად პოლიტიკური. მაგალითად, არჩევნების ჩატარება, ომბუდსმენის დანიშვნა და ასე შემდეგ. ანუ, ქვეყანაზე მორგებული პირობებია“.  სხვა ქვეყნების მაგალითი ივანე ჩხიკვაძე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მაგალითს გამოყოფს. „ევროკავშირისკენ მიმავალი ყველა ქვეყნის გზა განსხვავებულია. ალბათ, ამ კუთხით საყურადღებოა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ამ თვალსაზრისით, თუ შეიძლება ითქვას, ყველაზე კარგი ისტორია აქვს ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელსაც 2005 წელს, კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი პირობების გარეშე პირდაპირ მიანიჭეს. არის ისტორია, რომელიც უკავშირდება სერბეთს და მონტენეგროს, რომელთაც ასევე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსები, ოღონდ - პირობებით. და, ითქვა, რომ შემდგომი წინსვლისთვის პირობები უნდა დააეკმაყოფილებინათ. ასევე, პოტენციური კანდიდატის სტატუსი ჰქონდა ალბანეთს - მან დააკმაყოფილა პირობები, შემდგომ წავიდა წინ, დღეს უკვე კანდიდატია და მოლაპარაკებების გახსნას ელოდება. ბოსნია და ჰერცოგოვინას დღემდე არის პოტენციური კანდიდატი და ასევე, კოსოვო ჯერჯერობით ითვლება პოტენციურ კანდიდატად, მაგრამ მასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია, როგორ განვითარდება მისი და ევროკავშირის ურთიერთობები, იმიტომ, რომ ევროკავშირის 5 ქვეყანა კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ცოტა განსხვავებულია თურქეთის შემთხვევა (23 წლის წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. რედ.) იქედან გამომდინარე, რომ თურქეთის მხრიდან ნაკლებია ინტერესი და ენთუზიაზმი, რომ ევროკავშირისკენ წავიდეს. ნამდვილად განსხვავდება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისგან, იგივე ჩრდილოეთ მაკედონიისგან, რომელიც ილტვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს“, - აღნიშნავს „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი.  „ასოცირებული ტრიოს“ მიზნები და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ამ შემთხვევაში ივანე ჩხიკვაძე რეგატას, შეჯიბრებითობის პრინციპის შემოტანას ელის. „მაგალითად, ზოგიერთი ქვეყანა წინ წავა, შემდეგ შეიძლება, სხვა დაეწიოს და გაასწროს მას. ტრიოს დაშლას მე არ ველოდები. უბრალოდ, სხვადასხვა დონეზე იქნებიან. მაგალითად, მოლდოვა იყო პირველი, რომელმაც ვიზალიბერალიზაცია მიიღო, მას მიჰყვნენ საქართველო და უკრაინა. მოწინავე ქვეყნის სტატუსი ერთი პერიოდი ჰქონდა მოლდოვას, მერე - უკრაინას, საქართველოს. სამწუხაროდ, ჩვენ ეს სტატუსი დავკარგეთ და გადაიბარა სხვამ. ამაში ტრაგედია არაფერია, უკეთესია შეჯიბრებითობის პრინციპის არსებობა, რასაც ხშირად იყენებს ხოლმე ევროკავშირი, როდესაც რეგიონულ პოლიტიკას აწარმოებს. ასე იყო ვიშეგრადის, ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაშიც. ეს არის მიდგომა, რომელსაც ევროკავშირი ყოველთვის იყენებდა და ვფიქრობ, ამას ასოცირებული ტრიოს შემთხვევაშიც გამოიყენებს“, - მიიჩნევს „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხკივაძე.  დასკვნა „მოლოდინი ძალიან მაღალია -  პირველ რიგში საინტერესოა, რა გადაწყვეტილება იქნება და შემდეგ - რამდენად შევძლებთ ამ მოლოდინების ზუსტად მართვას, რომ იმედგაცრუება არ გამოიწვიოს, ეს იქნება ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი. ყოველ შემთხვევაში - უარი გამორიცხულია, ყველა ვარიანტში პირობები იქნება ჩადებული დასკვნაში. მთავარია, რა პირობებს მივიღებთ და როგორ. მე ვფიქრობ, რომ იქნება ერთგვარი საგზაო რუკა, რომლის შესრულებაც გადაგვადგმევინებს შემდგომ ნაბიჯს ევროკავშირისკენ. ვფიქრობ, პასუხები მოლდოვისგან და უკრაინისგან განსხვავებული იქნება, თუმცა - დიდად არა. დიფერენციაცია მოსალოდნელია. განსაკუთრებით, უკრაინას თუ ავიღებთ, მოგეხსენებათ, მიმდინარეობს კიდეც საუბრები, რომ გარკვეული დიფერენციაცია მოსალოდნელია. როცა ვერსალის დეკლარაცია მიიღო ევროპულმა საბჭომ, იქაც კი უკრაინა იყო გამოკვეთილი. ამრიგად, ეს დიფერენციაცია მოსალოდნელია და ამის მოლოდინი ჩვენ უნდა გვქონდეს, ყოველ შემთხვევაში ეს გვესმის დედაქალაქებიდან, მათ შორის ბრიუსელიდან, სახელმწიფო მეთაურების დონეზე“, - აღნიშნავს „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხკივაძე.  ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატის სტატუსობამდე - გზავნილები ევროპარლამენტიდან

ექსკლუზივი გზავნილები ევროპარლამენტიდან საქართველო ევროკომისიის დასკვნის მოლოდინში და ევროდეპუტატების მიმართვა საქართველოს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატების განცხადებებიდანაც ირკვევა, რომ ამ საკითხზე ბლოკში ერთიანი პოზიცია არ არის. ტრადიციულად, არიან სკეპტიკოსი ქვეყნები. მაკრონს სურს, შეიქმნას ახალი ევროპული გაერთიანება ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან კონკრეტულად, საქართველოსთან მიმართებით, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ გზავნილში დააფიქსირა პოზიცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. ბრიუსელს სჯერა, რომ „საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს“. რა განწყობებია ევროპარლამენტში და რა გზავნილები აქვთ საქართველოს მიმართ ევროპარლამენტარებს. ამ საკითხის გარკვევას Europetime შეეცადა. ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ - პრეზიდენტი წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო?! მხოლოდ რუსეთი - პრემიერი სა­ქარ­თვე­ლოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ელჩი ჰარცელი ევროპარლამენტარები ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართავენ ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვა აღიარებს, რომ არსებული პოზიციების გათვალისწინებით, ამ ეპატზე ბუნდოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების საკითხზე, თუმცა ჩეხი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ქვეყანამ მიზნისკენ სწრაფვა უნდა განაგრძოს. მარკეტა გრეგოროვა მიიჩევს, რომ სკეპტიციზმი არ ცვლის ფაქტს, რომ საქართველოს პარტნიორებს სურთ, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი. ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვასთან ევროპარლამენტი მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის - განცხადების პროექტი უპირველეს ყოვლისა, მინდა, ერთ საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. მიუხედავად ინსტიტუციური მდგომარეობისა, ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ შეიძლება, ახლა გარკვეულწილად, ბუნდოვანი და გაურკვეველი იყოს, როგორ გადაწყვეტენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, თუმცა ეს არ აკნინებს ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და ამ დრომდე მიღწეულ პროგრესს. ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ჩვენ გვინდა, საქართველო ჩვენს ევროპულ ოჯახში რაც შეიძლება მალე ვიხილოთ“, - განუცხადა Europetime-ს მარკეტა გრეგოროვამ. საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ პასუხებს ვაფასებთ. სწრაფად მივიწევთ წინ, რათა დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს - ევროკომისია Europetime-ის ინფორმაციით, საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ კომისია შეკრიბა, რათა განაცხადის შესახებ თავისი მოსაზრება წარმოედგინა. ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ევროკომისიაში კარგად ესმით, რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მოსახლეობა კანდიდატის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას და კომისია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დაასრულოს. ამასთან, ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გზაზე შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები წევრი სახელმწიფოების მიერ მიიღება. ევროპარლამენტარის, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით, ევროკომისია ყოველთვის ითვალისწინებს მთლიან სურათს აპლიკანტი ქვეყნის მზადყოფნის შეფასებისას. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც სამართლებრივი და ეკონომიკური შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები ძალიან ყურადღებით განიხილება“, - აღნიშნავს კუბიულიუსი. სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს ექსკლუზიური ინტერვიუ მარინა კალიურანდთან: უნდა დაარწმუნოთ სკეპტიკოსები, რომ იმსახურებთ მომავლის საკითხის გადაწყვეტას და პოლიტიკურ კონსენსუსს ევროკავშირში როგორც ცნობილია, ევროპარლამენტში საქართველოში მედიის უფლებებთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე დღეს იმსჯელებენ. რეზოლუციაზე - „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა საქართველოში“ დებატები 8 ივნისს იმართება. ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციის პროექტი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების წინადადებას მოიცავს ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოსტზე პაველ ჰერჩინსკი წარადგინა. პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელია. ასევე მსახურობდა პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩად. ევროკავშირის ელჩის თანამდებობა საქართველოში ამჟამად კარლ ჰარცელს უკავია. მას ვადა ეწურება.  

ჯოზეფ ბორელი: უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს

უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების განმტკიცებას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ევროკავშირი მტკიცედ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ამ ომის მოსაგებად. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიის კონტექსტში, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორებთან. უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების განმტკიცებას,“- აღნიშნა ბორელმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე.  ასევე წაიკითხეთ: რობერტა მეცოლა: ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ, კარი არ უნდა დაიხუროს, ეს ეხება ყველას, ვინც განაცხადი გააკეთა ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვისთვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა  

საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებულად მიღებას, სათანადო ანალიზის გარეშე - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას გამოეხმაურა. დიპლომატის კომენტარი ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. „გუშინ საქართველოს პარლამენტმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლის შესაბამისად მატულობს სამართალდარღვევათა რაოდენობა, რომელთა მიმართებაში ნებადართული იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ხოლო ამ მოქმედებების ხანგრძლივობა იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიძლება, ლეგიტიმური იყოს, შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მათ პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი შეჭრისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკმარისი გარანტიების გარეშე. ევროკავშირმა აღნიშნული ცვლილებების მიღებამდე ამ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება საქართველოს პარლამენტს გაუზიარა და შესთავაზა, რომ ახალი კანონმდებლობა საბოლოო შემუშავებამდე ვენეციის კომისიასთან ყოფილიყო გაგზავნილი, რათა ევროპულ სტანდარტებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან მისი შესაბამისობის შეფასება მომხდარიყო. ვწუხვართ, რომ საქართველოს პარლამენტმა ამ კანონპროექტის მიღება მსგავსი კონსულტაციების გარეშე გადაწყვიტა. ვხედავთ, რომ საქართველო აგრძელებს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას დაჩქარებული საპარლამენტო პროცედურებით, აუცილებელი ადგილობრივი, თუ საერთაშორისო კონსულტაციებისა და ევროპულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის სათანადო ანალიზის გარეშე. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები საქართველოს მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებით და ასევე, უზრუნველყოს ადეკვატური და ეფექტიანი გარანტიები მათი პოტენციური დარღვევის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ პარლამენტს, დაუყოვნებლივ მიმართოს ვენეციის კომისიას მოსაზრებისთვის ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და მისი რეკომენდაციები გაითვალისწინოს. ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, დიპლომატიურ საზოგადოებას 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ფართომასშტაბიან მიყურადებასთან დაკავშირებით დაპირებული გამოძიების შედეგები აცნობოს“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი. ჰარცელი პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებზე: მნიშვნელოვნად ზღუდავს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის EU-ში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უკრაინას ასოციაციის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტარებმა ოთხშაბათს, 8 ივნისს, სტრასბურგში პლენარულ სხდომაზე მიიღეს. რეზოლუციას მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ – 65-მა, ხოლო 94-მა თავი შეიკავა, იუწყება DW. ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატის სტატუსობამდე - გზავნილები ევროპარლამენტიდან  ევროპარლამენტი ევროკავშირის ლიდერებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ - უკრაინული მედია DW ცნობით, ადრე ევროპარლამენტმა მხოლოდ მოუწოდა ევროკავშირს „ემუშავა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართულებით“. მიმდინარე რეზოლუციაში ასევე ნახსენებია „მოლდოვისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებები“. ამ ქვეყნებმა, განაცხადები უკრაინის შემდეგ შეიტანეს. თუმცა, მოქმედ რეზოლუციაში მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ არის. უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებს. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა.   

კარლ ჰარცელის შემცვლელის, პაველ ჰერჩინსკის დიპლომატიური კარიერა

ჯოზეფ ბორელმა 8 ივნისს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელების კანდიდატურები დაასახელა, მათ შორის არის კარლ ჰარცელის შემცვლელი პაველ ჰერჩინსკიც. მომავალი ელჩი ახლა ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელია. რა პოზიციები ეკავა მანამდე, ამის გასარკვევად Europetime-მა პაველ ჰერჩინსკის შესახებ ცნობები მოიძია და მომავალ ელჩს უფრო ახლოს გაგაცნობთ. პოლონელი პაველ ჰერჩინსკი მაგისტრის ხარისხს ფლობს ეკონომიკის მიმართულებით (1987 | 1993 წლები - ვარშავა, ეკონომიკის სკოლა). ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინა 2013 | 2017 წლები - პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩი, ბრიუსელი, ბელგია. 2008 | 2013 წლები - პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ნიუ-იორკი, აშშ. 2006 | 2008 წლები - დირექტორის მოადგილე, ევროკავშირის დეპარტამენტი. 2003 | 2006 წლები -  აფრიკისა და MENA-ს (ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ერაყის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა სამინისტრო; ვარშავა, პოლონეთი. 1999 | 2003 წლები - NATO-ში პოლონეთის წარმომადგენლის მოადგილე, პოლიტიკური კომიტეტი; ბრიუსელი, ბელგია. 1996 | 1999 წლები - პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.  პაველ ჰერჩინსკი ფლობს ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებს. ინფორმაციისთვის, ევროკავშირის ელჩის თანამდებობა საქართველოში ამჟამად კარლ ჰარცელს უკავია. მას ოთხწლიანი ვადა სექტემბერში ეწურება. ახალი ელჩები თანამდებობაზე მასპინძელი ქვეყნებიდან მიღებული შესაბამისი ოფიციალური შეთანხმებების შემდეგ დაინიშნებიან.

Bloomberg: ევროკომისია უკრაინისთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას 17 ივნისს გასცემს

ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას 17 ივნისს გასცემს. ამის შესახებ Bloomberg ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ევროპარლამენტი ევროკავშირის ლიდერებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ - უკრაინული მედია ამასთან სააგენტო აღნიშნავს, რომ ევროკომისია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უკრაინას სავარაუდოდ გარკვეულ პირობებს წაუყენებს, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა. გამოცემის ცნობით, ევროკომისიას მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეუძლია. რაც შეეხება უკრაინისთვის ამ სტატუსის ოფიციალურად მინიჭებას, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება 23-24 ივნისს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე უნდა მიიღონ. ამასთან, სააგენტოს ცნობით, ასეთი გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოდიან დანია და ნიდერლანდები. ისინი მიიჩნევენ, რომ უკრაინა მზად არ არის. ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, იტალია მხარს უჭერენ უკრაინისთვის ევროკავშირის სტატუსის უპირობოდ გადაცემას, ხოლო გერმანია გარკვეული პირობების შესრულებას ითხოვს. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. 

შვედეთის ელჩი: მივესალმებით საქართველოს ევროპულ არჩევანს

შვედეთი ყოველთვის მიესალმებოდა საქართველოს ევროპულ არჩევანს. კვლავ გავაგრძელებთ საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ულრიკ ტიდესტრომმა პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა. „სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით იმას, რომ შვედეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი. გასული ორი ათწლეულის მანძილზე ფინანსურად თუ პოლიტიკურად ვმონაწილეობდით თქვენს განვითარებაში. ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, ჩართულობის დონეც ასევე მნიშვნელოვანია.  შვედეთი ყოველთვის მიესალმებოდა საქართველოს ევროპულ არჩევანს პოლონეთთან ერთად. ჩვენ წამოვიწყეთ „აღმოსავლეთის პარტნიორობა“, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით და ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულებით დაბოლოვდა საქართველოსთვის", - განაცხადა ტიდესტრომმა. ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად  

დიმიტრი ხუნდაძე: თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას, სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ

"თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას. გუშინდელი დღე არ იყო დემოკრატიის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების დემონსტრირება", - ასეთია "ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ "არანაირი სტატუსის ფასად არ ღირს ქვეყნის ღირსების დათმობა". "მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით ქართული ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი მუშაობის შესახებ ევროპაში, გუშინდელმა ევროპარლამენტის რეზოლუციამ ყველა ზღვარს გადააბიჯა. ეს იყო ღია შეურაცხყოფა ქართველი ხალხის. უფრო მეტიც, ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ გვინახავს. სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ! ევროკავშირის შექმნამდე, ევროპის ჩამოყალიბებაში საქართველოს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. დღეს, სწორედ ევროპული ღირებულებების ერთ-ერთ შემქმნელ სახელმწიფოს თანამედროვე ევროპა დამამცირებლად გვექცევა. ევროკავშირის კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ ეს გაერთიანება უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპს. და რა ვნახეთ გუშინ? ვნახეთ ქედმაღლურად დამყურე ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ ევროპული ოჯახის ერთ-ერთ უძველეს ცივილიზებულ სახელმწიფოს. ჩვენ ამისთვის არ გვიშრომია არც მე-19 საუკუნეში და არ გვიბრძოლია არც ბოლო ათეული წლები. გუშინდელ დღეზე ქართველი ხალხის განრისხება სამართლიანია. საქართველოს ისტორია თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა. გუშინდელი დღე არ იყო დემოკრატიის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების დემონსტრირება. პირიქით, გვქონდა განცდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ საფრთხის ქვეშ დადგა. რა განსხვავებაა ჩვენთვის, ვინ იქნება მბრძანებელი, თუკი კვლავ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოგვიწევს?! დიახ, სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა და მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანის უარყოფა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაა. ვერც ბიძინა ივანიშვილს და ვერც ქართულ სახელმწიფოს სანქციების მუქარით ვერავინ შეაშინებს. პირიქით, გუშინდელმა დღემ ლამის დაანგრია ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი. ეს სახიფათო პოლიტიკური თამაშია. დღევანდელმა გლობალურმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრობა არ არის მხოლოდ საქართველოს მომავლის პერსპექტივა, ეს თავად ევროპის პერსპექტივაც არის. რაც შეეხება ევროკავშირის მოახლოებულ გადაწყვეტილებას, თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას", - განუცხადა ხუნდაძემ "ინტერპრესნიუსს". ასევე წაიკითხეთ: ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, როდესაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გავხდებით ევროკავშირის წევრი, იმ დროისთვის სხვაგვარი ევროპარლამენტი დაგვხვდება ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად  

არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ევროპული მომავლისკენ წინსვლაში: არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს - პრეზიდენტი

არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი, არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მთავრობისგან საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლაზე კიდევ ერთი უარი მიიღო „მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არ არის იმის ფასად, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: საგარეო პოლიტიკას, ასევე საშინაო პოლიტიკას მთავრობა ახორციელებს. ეს კონსტიტუციითაა დადგენილი და კანონებს ყველამ პატივი უნდა სცეს

საგარეო პოლიტიკას, ასევე საშინაო პოლიტიკას მთავრობა ახორციელებს. ეს ჩვენი კონსტიტუციითაა დადგენილი და წესებსა და კანონებს ყველამ პატივი უნდა სცეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „პირადად ჩასული ვიყავი ბრიუსელში, ვესაუბრე ყველა ხელმძღვანელ პირს. მონაწილეობა მივიღე სხვადასხვა ფორმატით გამართულ შეხვედრაში, მათ შორის დავოსის ეკონომიკურ ფორუმში, მე საჯაროდ ვისაუბრე ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე. ახლახან ბრატისლავაში ვიმყოფებოდი, სადაც ასევე ღიად ვისაუბრე ამ განაცხადის პერსპექტივაზე. ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრს ჰქონდა 20 შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. პრაქტიკულად, ჩვენ ყველა ქვეყანა დავფარეთ, ყველასთან აქტიური მუშაობა გვქონდა. პირადად მე, საგარეო გუნდი, ელჩები და დიპლომატიური გუნდი იყო აქტიურად ჩართული ამ პროცესში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვას ვუსვამ ყველას, თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, მაშინ ის ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა?! პრეზიდენტი: ბრიუსელიდან მინდოდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა უარი მივიღე - თურმე, მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა    

პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი

 23-24 ივნისს დაველოდები, მანამდე მე, უბრალოდ, შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე. თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის, ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული „რეზოლუცია მისთვის არაფრის მთქმელი არ არის და “ეს არის პოლიტიკურად მიკერძოებული“ დოკუმენტი. "ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ. ჩვენ ვართ-ერთი ყველაზე უძველესი ცივილიზაცია მსოფლიოში, უძველესი კულტურით და ჩვენი ძლაიან მაგარი, ამაყი ხალხით. რა თქმა უნდა, აქ ამპარტავნობაზე არ არის საუბარი, მაგრამ ჩვენ ახლა ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს. ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს, მაგრამ როცა საუბარი არის დამსახურებაზე დაფუძნებელ გადაწყვეტილებაზე, ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ. მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას.  23-24 ივნისს დაველოდები, მანამდე მე, უბრალოდ, შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე. თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხისთვის, ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს გფარდას ავხდი", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვას ვუსვამ ყველას, თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, მაშინ ის ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა?! პრეზიდენტი: ბრიუსელიდან მინდოდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლა, თუმცა უარი მივიღე - თურმე, მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა  

უკრაინის წევრობის განაცხადზე ევროკავშირის პასუხი გვიჩვენებს, აქვს თუ არა ევროპას მომავალი - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის გაწევრიანებაზე ევროკავშირის პასუხი აჩვენებს, აქვს თუ არა ევროპას მომავალი. ზელენსკის ინფორმაციით, ევროპის მოსახლეობაში ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ხალხი მხარს უჭერს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებას.  „ახლა, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი დროა არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც, მთელი ევროპის კონტინენტისთვის. ახლა წყდება, როგორი იქნება ერთიანი ევროპის მომავალი და იქნება თუ არა საერთოდ. რუსეთს სურს, გაანადგუროს ევროპული ერთიანობა, სურს დატოვოს ევროპა გახლეჩილი და სუსტი. მთელი ევროპა რუსეთის სამიზნეა, უკრაინა კი მხოლოდ პირველი ეტაპია ამ აგრესიაში, ამ გეგმებში", - განაცხადა ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მეუფე იაკობი: ევროპა თუ არასწორად იქცევა, არ ვეტყვი? ბოლო-ბოლო ვინ არის, რა დამსახურება აქვს? - საუკუნეებია, სისხლით მოვდივართ და კიდევ უნდათ, რომ სისხლში გაგვსვარონ?

ევროპას ასე როგორ დაველაპარაკოთო, თუ არასწორად იქცევა, არ ვეტყვი? ბოლო-ბოლო ვინ არის, რა დამსახურება აქვს? საუკუნეებია, ჩვენი სისხლით მოვდივართ და კიდე უნდათ, რომ სისხლში გაგვსვარონ?, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. მეუფე ამბობს, რომ დაელოდება ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პასუხს, იქამდე კი „ისურვებს, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ“. „კიდევ რუსეთთან მარტო გვტოვებენ? დავრჩებით და დავრჩეთ, ძალით ხომ ვერავის ვერაფერს ეტყვი. თუ ახლა გამყიდი, მერეც გამყიდი. ამიტომ, დაველოდები მათ გადაწყვეტილებას და ვუსურვებ მათ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. უკრაინას და მოლდოვას ვუსურვებ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიეღოთ. საქართველო რატომ არ იმსახურებს? გინდ მთავრობა და ოპოზიცია რომ ავიღოთ, ორივე სჯობს მათ მთავრობებსა და ოპოზიციას. ისინიც იჭერენ პრეზიდენტებს. ისინი, თურმე, სამართლიანად იჭერენ და ჩვენთან კიდე, ვინ უნდა გადამიწყვიტოს მე, სწორედ იჭერენ თუ არა, თუმცა არავინ მინდა, რომ ციხეში იყოს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.  

„დიდი დიპლომატიური მარათონის“ დასკვნითი ეტაპი დაიწყო, ამ მარათონში ჩვენ ევროკავშირთან ერთად ვართ, ჩვენმა გუნდმა უნდა მოიგოს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მის ქვეყანას ევროკავშირი კანდიდატის სტატუსი მიანიჭებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „დიდი დიპლომატიური მარათონის“ დასკვნითი ეტაპი დღეს დაიწყო. „ამ მარათონში ჩვენ რეალურად ვართ ევროკავშირთან ერთად - ერთ გუნდში და ამ გუნდმა უნდა მოიგოს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას შეუძლია გააძლიეროს არამხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, არამედ მთელი ევროკავშირი", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა პასუხს მალე მიიღებს. გუშინ, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებდა კიევში, განაცხადა, რომ უკრაინას მომავალ კვირას ეცნობება, შეძლებს თუ არა ბლოკში გაწევრიანების შემდგომ ეტაპზე გადასვლას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი: იმედია, 20 წლის შემდეგ, ამ მოვლენების გახსენებისას, ვიტყვით, რომ სწორად მოვიქეცით

„ევროკავშირი ისტორიული გადაწყვეტილების ზღვარზეა, იმედი მაქვს, რომ 20 წელის შემდეგ, როდესაც ამ მოვლენებს გავიხსენებთ, ვიტყვით, რომ სწორად მოვიქეცით“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პოლონეთში ვიზიტისას განაცხადა. ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა Bloomberg: ევროკომისია უკრაინისთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას 17 ივნისს გასცემს ურსულა ფონ დერ ლაიენის აზრით, მთავარი გამოწვევა ევროკავშირის 23-24 ივნისის სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებით ერთიანი პოზიციის მიღწევა იქნება, რაც, ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვებით, "ამ ისტორიული გადაწყვეტილების მასშტაბებს ასახავს".  ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ ბევრს მიაღწია ბოლო წლებში, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე პასუხი მომავალ კვირას გახდება ცნობილი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის ევროკავშირის 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო. 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა.   

დიმიტრ ხუნდაძე: როცა არც ევროპარლამენტარებისგან ჩემი ქვეყნისათვის საზიანო სიცრუეა მისაღები და არც პრორუსული ჯგუფების „ბოგინი“, გავჩუმდე?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ „ორი დღეა, მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო მისი ოჯახი ბულინგის მსხვერპლია“. დეპუტატი განცხადებას ავრცელებს. „დღეს ევროკავშირი და მისი წევრობის კანდიდატი ქვეყნები ისტორიული გადაწყვეტილების წინაშე დგანან. სწორი არჩევანი იქნება ყველასათვის სასარგებლო, არასწორი - არავისთვის! მით უმეტეს, ამ დროს ურთიერთპატივისცემის და თანასწორობის პრინციპი ყველამ უნდა დაიცვას და გადაწყვეტილებაც ერთობლივად, ობიექტურად, ემოციების და ყოველგვარი სეგმენტაციის გარეშე უნდა იქნას მიღებული. წესები უნდა დავიცვათ ქვეყნის შიგნითაც. და თუკი სიტყვის თავისუფლების მეტი ხარისხი გვსურს, პატივი უნდა ვცეთ საწინააღმდეგო აზრსაც. ორი დღეა, გაკეთებული განცხადების გამო ჩემი ოჯახი ბულინგის მსხვერპლია, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი ქვეყნის ღირსება და მისი უსაფრთხოება უპირატესია და უალტერნატივო ჩემთვის. თუმცა, ასეთი დამოკიდებულებაც აზრს ვერ შემაცვლევინებს! ასეთი ბულინგის ქვეშ გაიარა ჩემმა ოჯახმა მაშინაც, როდესაც „ალტ-ინფოს“ ოფისების გახსნას არანაკლებ მწვავე განცხადება მოჰყვა ჩემგან. დიმიტრი ხუნდაძე: თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას, სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ რა ვქნა? როცა არც ევროპარლამენტარებისგან ჩემი ქვეყნისათვის საზიანო სიცრუეა მისაღები და არც პრორუსული ჯგუფების „ბოგინი“. გავჩუმდე? დავუჯერო პასუხისმგებლობიდან ამოვარდნილ სახალხო დამცველს, რომელიც არც ჩემი პერსონალური ინფორმაციების გავრცელებაზე და არც ტელე-წამყვანის მიშა მშვილდაძის მოწოდებულ ბულინგზე რეაგირებს?!ლომჯარია “მიბრძანებს” რომ გავჩუმდე: - „როგორ ბედავ ამის თქმას?!“, მეუბნება არჩეულ დეპუტატს. არადა, ასეთ ვითარებაში ჩემი გაჩუმებაც დანაშაულია და მისიც! მინდა გკითხოთ, რომელია ევროპული სტანდარტი? სიტყვის ამგვარი თავისუფლება? როცა ბინძური ენა ყველაფერს კადრულობს? თუ ერთი ჯგუფის სახალხო დამცველის დეპუტატისადმი სიჩუმისკენ მოწოდება? თუ მაინცდამაინც ისეთი ევროპელობა უნდა დავივალო, რომ ღირსება დავთმო?! მე მინდა ღირსეული ევროპელობა და არა ევროპელობა მის გარეშე!შევთანხმდეთ ორივეზე და ქართველი ხალხისთვისაც და ჩემთვისაც ნანატრი სურვილი ახდება, საქართველო გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი, თანასწორი და ღირსეული წევრი, რომელიც საერთო პასუხისმგებლობას გაიზიარებს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს ანგარიში აქვს გაჩერებული, გადარიცხვა არ კეთდება, ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ სანქცია ისედაც მოქმედებს

„ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თუ არ ვცდები, ვიქტორ ყიფიანი საუბრობდა, რომ დღესაც პრაქტიკულად ფაქტობრივი მოცემულობა ეს არის, რომ ანგარიში არის გაჩერებული, ორი თვეა გადარიცხვა არ კეთდება, ანუ პრაქტიკაში გამოდის, რომ სანქცია ისედაც მოქმედებს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა“- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა, რითაც ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირების საკითხს გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ისეთი პროცესები გამოიარა, არაფერს შეუშინდა და ახლა ვიღაცას უნდა, რომ რაღაც ჩანაწერებით და სანქციების მუქარით შეაშინოს, რაც "ფუჭად გასროლილი ტყვია". „როცა 2011 წელს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდა, პირველად მისი ეს პოლიტიკური ბიოგრაფია დაიწყო დაყადაღებით. დაუყადაღეს ანგარიშები, მერე სატელიტური თეფშები და ა.შ. დღესაც, იგივე ხაზის ადამიანები საუბრობენ იმავეზე, რომ უნდა დავუყადაღოთ, ჩამოვართვათ. 11 წლის თავზე ელემენტარული ხელწერა ვერ შეიცვლეს. იგივე მენტალიტეტით მოხდა ეს ჩანაწერი იმ რეზოლუციაში, რომელზეც ვსაუბრობთ. ვერ მოიშალეს ეს, რომ ადამიანს ანგარიში უნდა დაუყადაღო, ჯერ არც ადამიანის უფლებები აინტერესებს. ჩვენ მაგიტომ ვამბობთ, რომ ასეთ რეზოლუციას, ასეთ ჩანაწერებს ევროკავშირთან ზოგადად საერთო არაფერი აქვს იმიტომ, რომ როცა ევროკავშირი ფუძნდებოდა პირველი, რაზეც ის დაფუძნდა ეს იყო სწორედ სამართლიანობა, სიმართლე, ადამიანის უფლებები, პრინციპები და ღირებულებები. როდესაც ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ორგანოს, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასეთ ჩანაწერებს ვხვდებით იქ აშკარაა, რომ არაფერი აქვს საერთო ასეთ ტექსტებს იმ ღირებულებებთან, რომლებსაც დაეფუძნა თავის დროზე ევროკავშირი“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ასევე წაიკითხეთ: ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად

კახა კალაძე: ოპონენტებისგან კარგს არაფერს ველოდებით, ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველომ სტატუსი არ მიიღოს

ოპონენტებისგან კარგს არაფერს ველოდებით, ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველომ სტატუსი არ მიიღოს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა სტატუსი მიიღოს. „რაც შეეხება მოლოდინებს, ვფიქრობ, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, რათა ქვეყანამ ეს სტატუსი მიიღოს. თუ გადაწყვეტილება იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ სტატუსს არ მოგვცემენ, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ გზას ევროინტეგრაციისთვის, რათა მოხვდეთ იმ დიდ ოჯახში, რასაც ევროპა, ევროკავშირი ჰქვია. თუმცა, მგონია, რომ გადაწყვეტილება იქნება დადებითი“, – განაცხადა კახა კალაძემ. ასევე წაიკითხეთ: ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად  

ზვიად ჭუმბურიძე: ევროკავშირის ბაზარი ქართული ბიზნესისთვის იდეალურია და სტაბილური, სარისკო ექსპორტი რუსეთში კი, კომპანიების განვითარების დონეს აფერხებს

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ (DCFTA) 2014 წლიდან საქართველოს ევროკავშირის 500 მილიონიანი ბაზარი გაუხსნა. როგორია ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა სავაჭრო შეთანხმებიდან 8 წლის შემდეგ? რა ბარიერს აწყდება ბიზნესი და რამდენად ეფექტურად იყენებს საქართველო DCFTA-ით მოცემულ შესაძლებლობას, ამ და სხვა საკითხებზე Europetime ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურ მდივანს ზვიად ჭუმბურიძეს ესაუბრა.  როგორ იცვლებოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვა, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ TOP 10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ევროკავშირში ყიდის ET: როგორ შეაფასებთ საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებს, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებიდან (DCFTA) 8 წლის შემდეგ? ასოცირების ხელშეკრულებამ ევროკავშირთან ინტეგრაციის გაცილებით მეტი პერსპექტივა მისცა ქართულ ბიზნესსა და ეკონომიკას. გააჩინა შანსი, ჩვენი მოკრძალებული ნიშა დავიკავოთ ევროკავშირის ბაზარზე. ამავე დროს 2017 წელს მიღებულმა სავიზო რეჟიმმა, პრაქტიკულად იდეალური საშუალება მისცა ქართულ ბიზნესს, რომ თანაბარ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ ევროპელ პარტნიორებთან და დამატებითი სტიმული მისცა  უფრო გააქტიურებულიყო ვაჭრობა ევროკავშირთან.  საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის იანვარ - აპრილში $ 1,111,267.3 შეადგინა. საქსტატის მიერ Europetime-სთვის მოწოდებული მონაცემების თანახმად, საქართველოდან ევროკავშირში იანვარ-აპრილში $275,050.0 ღირებულების პროდუქცია გავიდა, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე $836,217.3 ღირებულების პროდუქტი იმპორტირდა. ET: DCFTA-ის გაფორმების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ ადგილობრივი ბიზნესი ამ ბაზარზე ექსპორტზე უფრო მარტივად გავიდოდა.  თქვენი შეფასებით როგორია რეალობა?  რატომ ვერ ავითვისეთ ამ მიმზიდველი ბაზრის უფრო დიდი ნიშა?  DCFTA-ის გაფორმებიდან 8 წელი გავიდა. უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა, რომ ადგილობრივი ბიზნესის ინტერესი უფრო მაღალი იქნებოდა, ევროკავშირის მიმართულებისკენ, მაგრამ ასე არ მოხდა.    ET: ეს ბიზნესის მენტალური პრობლემა უფროა თუ ტექნიკური? აქ სავაჭრო ბარიერებს და ბაზრის რეგულაციებს ვგულისხმობ.  სამწუხაროდ აღმოჩნდა ისე, რომ სწორედ ის რეგულაციები, ის მოთხოვნები და სტანდარტები, რაც ევროპულ ბაზარს აქვს, ქართულმა ბიზნესმა ასე მალე ვერ დააკმაყოფილა. ესაა ურთულესი პროცესი, როცა ეკონომიკის სრულ ტრანსფორმაციას ახდენ. ვფიქრობ, რომ ტემპი არაა მაღალი, მაგრამ მაინც სტაბილურად მივდივართ ამ ბაზრისკენ. რა თქმა უნდა ვისურვებდი, რომ სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები უფრო მაღალი ყოფილიყო. სავაჭრო ხელშეკრულებამდე, ბრუნვა დაახლოებით $400-600 მილიონი იყო, რომელიც განსაკუთრებულად არ გაზრდილა. ესაა პროცესი და როგორც კი დავიკავებთ იმ ნიშას, რომელიც ჩვენი ეკონომიკისა და ბიზნესის ინტერესშია, ჩათვალეთ, რომ ეს იქნება სტაბილური ბაზარი საქართველოსთვის. შემდგომ გაცილებით მეტი ინტერესი გაჩნდება, როცა ჩვენი და ევროპული ბიზნესკომპანიების თანამშრომლობა მზარდი გახდება.  ET : თქვენ თქვით, რომ ეკონომიკის ტრანსფორმაცია რთული და ხანგრძლივი პროცესია. ყველაზე მეტად, რა ბარიერებს აწყდებიან ადგილობრივი კომპანიები, ევროკავშირის ბაზარზე შესვლისას?  ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებით, მთავრობასთან, ბიზნესთან, ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონტაქტისას დაპირისპირების ორი პოლუსი აღმოვაჩინეთ. ერთი - ესაა ევროკავშირის ბაზარი, რომელიც პრაქტიკულად იდეალურია, სტაბილურია და იქ შესაძლებელია ხანგრძლივი ვადით დამკვიდრება და მეორე მხრივ რუსული ბაზარი - მოკლევადიანი, რეგულაციებისა და კონტროლის გარეშე. ევროპულ განზომილებას, სადაც ითხოვენ სერტიფიცირებას,  სურსათის უვნებლობას, სტანდარტიზაციას და სტანდარტებს საქართველოში წარმოებული პროდუქტისთვის. აი ამ მოთხოვნებს უპირისპირდება რუსული ბაზარი, რომელიც უკონტროლოა და აგდებს საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივას... დაბლა სწევს ბიზნესკომპანიების ამბიციებსა და განვითარების დონეს. სამწუხაროდ, ბევრი ქართული კომპანია ვითარების შესაბამისად ცდილობს იქ თავისი პროდუქცია მარტივად გაყიდოს, თუმცა ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რომ ეს მათთვის დამაზიანებელია, რადგან აქტიური ვაჭრობა რუსეთთან, მაღალ რისკებს შეიცავს.  ET: რატომ ვერ თმობს ადგილობრივი ბიზნესი რუსეთის ბაზარს? ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება რაღაც დონეზე ვერ ჩაჭრას და ჰქონდეს კომუნიკაცია ბიზნესს რუსეთის ბაზართან... მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ღვინის კომპანიები დღეს რთულ ვითარებაში კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ. უკრაინის ბაზარი დაიხურა, რუსეთში ვითარება სანქციების გამო დამძიმდა. აღმოჩნდა, რომ ეს ბიზნესები დადგნენ ფინანსური პრობლემების წინაშე. უნდა მოხდეს ბაზრის დივერსიფიკაცია და მოიძებნონ ის პარტნიორები და ბიზნესკომპანიები, რომლებიც მათი პროდუქციის ევროპაში რეალიზებას შეძლებენ.  რას ყიდის საქართველო ევროკავშირში -  TOP 10 პროდუქტი მადნები და კონცენტრატები სპილენძის -  $119,479.1 (44,907.1 ტონა) თხილი და სხვა კაკალი $ 21,061.7 - (4,228.9 ტონა) ფეროშენადნობები  $ 16,544.0 (9,574.2 ტონა); სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი- $14,455.9  (27,373.6 ტონა); მსუბუქი ავტომობილები (ცალი)    $12,996.4 (272 ტონა); ყურძნის ნატურალური ღვინოები (ლიტრი) $10,981.0 (3,554,933  ლიტრი);  მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით  - $ 7,555.7 (2,170.7  ტონა); ეთილის სპირტი არადენატურირებული - $ 7,342.9 (2,293,804 ტონა); ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონები -$ 4,993.8   (31.7  ტონა); ნარჩენები და ჯართი სპილენძის - $3,507.5 (393.8 ტონა); დანარჩენი საქონელი -  $56,132.0 ET:  სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველო ევროკავშირის ბაზარზე საკმაოდ შეზღუდული პროდუქციითა წარმოდგენილი. ექსპორტი ამ ბაზარზე ძირითადად მსხვილ ბიზნესს გააქვს. რით არის ეს გამოწვეული?  სხვა პროდუქტისთვის და ბიზნესისთვის რატომ ვერ იხსნება ეს ბაზარი? სამწუხაროდ, 30 წელი დამოუკიდებლობისთვის საკმარისი ვერ აღმოჩნდა. როგორც პოლიტიკური კულტურა ვერ დალაგდა ქვეყანაში, ზუსტად ისე ეკონომიკაც. რა ვითარებაცაა ქვეყანაში  ისე ვითარდება ეკონომიკა, თორემ როგორ შეიძლება სხვა სექტორები არ იყოს წარმოდგენილი. არაა აუცილებელი იგივე მძიმე ინდუსტრიაზე ვილაპარაკოთ, წარმოდგენილი უნდა იყოს მსუბუქი მრეწველობის დარგებიც, რადგან მართლა გვაქვს ამის შესაძლებლობა და მოტივაცია. სამწუხაროდ ეს ჯერ ვერ მოხერხდა და ლიმიტირებული შეთავაზებებით ვართ შესული ევროკავშირის ბაზარზე. რიგი პროდუქტები შიდა ბაზარზეც არ არის თვითკმარი. ვფიქრობ, ჯერ ადგილობრივ ბაზარზე უნდა მომაგრდეს კომპანია, უნდა გახდეს ცნობადი და შემდეგ იფიქროს ევროკავშირის ბაზარზე გასვლა.  ET: ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს რა როლი აქვს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება-განვითარებაში?  ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი დანიშნულებაა, რომ შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც ქართულ ბიზნესს ბაზრის დივერსიფიკაციაში დაეხმარება. 29 ივლისს აზერბაიჯანში ვატარებთ აზერბაიჯანულ-ქართულ ბიზნეს-ფორუმს, ეს მნიშვნელოვანია, რადგან უშუალოდ ბიზნესკომპანიები შეხვდებიან ერთმანეთს. ჩვენთვის მთავარია ევროპული განზომილება. მაგალითად, ვფიქრობთ, რომ სექტემბერში ნიდერლანდებში ჩავატაროთ ბიზნესკონფერენცია, რომელშიც სხვადასხვა სექტორის ბიზნეს კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას. ET: ბუნებრივია ევროპის ბაზარზე გასვლის სურვილი უნდა ჰქონდეს ბიზნესს, მაგრამ რა როლი აქვს ამ შემთხვევაში სახელმწიფოს, ხელისუფლებას? საჭიროა ხელისუფლების მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა. იმ კომპანიების წახალისება, ვინც ევროპულ ბაზარზე შედის. რა თქმა უნდა ყველა გადასახადიდან კომპანიას ვერ გაათავისუფლებ, მაგრამ საგადასახადო შეღავათები აუცილებლად უნდა დაწესდეს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე მუშაობენ და გადიან ევროპის ბაზარზე. მცირე შეღავათიც რომ გაუკეთდეს ესეც მოტივაციაა. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს წევრია 100-მდე კომპანია, აქედან 30-35%-ს გააქვს პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე.  ევროკავშირთან ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები, მხოლოდ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს ძალისხმევით ვერ მოხერხდება. საჭიროა მეტი მოტივაცია ბიზნესისთვის, რეალურად ყველაზე მეტად გამოიკვეთა, რომ ადგილობრივმა ბიზნესმა ევროკავშირის ბაზარზე სერტიფიცირების და სტანდარტიზაციის საკითხი ვერ დაძლია, ჩვენი ბიზნესი ამისთვის მზად არ იყო. არის პრობლემები ლოჯისტიკის საკითხებში, ერთ-ერთია მწირი ფინანსები, მიწოდების უწყვეტი ჯაჭვი და თანამედროვე ტექნოლოგიების არ არსებობა.  

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას

„თუ ვინმეს ეკუთვნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას“  - შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ ეს სტატუსი ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე დაიმსახურა. პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი „ჯერ დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება. თუ ვინმეს ეკუთვნის, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკვე უკრაინასა და მოლდოვას. რომ ამბობენ, უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსი მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა თავისი 30- წლიანი ბრძოლით დემოკრატიის მშენებლობის გზაზე დაიმსახურა და ბოლო 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე. ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ, ეს ვთქვი საჯაროდ, დავოსშიც, ბრატისლავაშიც, ბრიუსელშიც, ჩვენ არაფერს განსაკუთრებულსა და დაუმსახურებელს არ ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს. სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნება სამართლიანი, რა თქმა უნდა, ჩვენ შესაბამისად, როგორც მე ეს ვთქვი, ჩვენს მოსახლეობას, ხალხს, თანამოქალაქეებს ავუხსნით ყველაფერს დეტალურად, რა იყო ის მთავარი გამომწვევი მიზეზები, რის გამოც თუნდაც, ის სამარცხვინო რეზოლუცია იქნა მიღებული“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი: სტატუსის მინიჭებაზე რომელიმე ქვეყნის გამორჩევა არასწორი პოლიტიკური გზავნილი იქნებოდა

"ბოლო პერიოდში სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით გვესმის, ვხედავთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არის პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღება სამივე ქვეყნის მიმართ - სტატუსის მინიჭებაზე რომელიმე ქვეყნის გამორჩევა არასწორი პოლიტიკური გზავნილი იქნებოდა, მიდგომა უნდა იყოს ერთიანი", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „თუ მიდგომა იქნება, მიდგომა უნდა იყოს ერთიანი, რადგან აქ აწონ-დაწონვა, მით უმეტეს, ახლა, როცა დაჩქარებულ რეჟიმში ხდება გადაწყვეტილების მიღება, არ იქნებოდა სწორი და სამართლიანი მიდგომა ევროკავშირის მხრიდან. როცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ვსაუბრობთ, სამივე ქვეყანას ესაჭიროება პოლიტიკური სოლიდარობის გამოცხადება და სამივე ქვეყანა ელოდება, რომ მასთან მიმართებით რუსეთის მიმართ იქნება ეს პოლიტიკური გზავნილები. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა გადაწყვეტილებას სწორედ იმ ღირებულებებით მიიღებს, რაც გულისხმობს სოლიდარობას, თანადგომას და ამავე დროს რუსეთის მიმართ თამამ გზავნილს“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.  

სოზარ სუბარი: თუ სტატუსს არ მოგვცემენ, მაშინ შეიძლება ქართველმა ხალხმა დასვას კითხვა: რა ვქნათ, დსთ-ში შევიდეთ, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ როგორც ამას მოლდოვას ჰპირდებიან?

თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს არა მხოლოდ გაუგებარი, არამედ არასამართლიანიც იქნება - მაშინ შეიძლება ქართველმა ხალხმა მართლაც დასვას კითხვა, რა ვქნათ - დსთ-ში შევიდეთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ როგორც ამას მოლდოვას ჰპირდებიან თუ მოლდოვას მსგავსად ნეიტრალური სტატუსი გამოვაცხადოთ? – ასეთი შეკითხვით ეხმაურება “ქართული ოცნების“ დეპუტატი სოზარ სუბარი ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი შესაძლოა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭონ, საქართველო კი - არა. ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი როგორც სუბარმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს და ობიექტური კრიტერიუმებით ამას იმსახურებს. სუბარის შეფასებით, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე გაცილებით წინ დგას. „ჩვენი ქვეყნის ამოცანა არის ევროკავშირში გაწევრიანება. ეს საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწერა და ერთადერთი პარტია, ვინ ამ ჩანაწერს ხმა მისცა, არის “ქართული ოცნება“. საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული ჰქონდა, რომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის მოსაპოვებლად 2024 წლისთვის გავაკეთებდით განაცხადს, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომმა პროცესი დააჩქარა და განაცხადი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად შევიტანეთ. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ უკრაინა ევროკავშირში წევრობისთვის და ევროპული ღირებულებების დაცვისთვის ძალიან დიდი მსხვერპლს იხდის, დიახ, ვეთანხმები, ეს არის სიმართლე და სამწუხარო რეალობა. ეს ფასი საქართველომაც გადაიხადა და დღესაც ვიხდით - ეს არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, სამი ომი, ჩვენი გარდაცვლილი არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე, ჯარისკაცები, დანგრეული ქალაქები და სოფლები. თუ საუბარია იმაზე, რომ ევროკავშირის წევრობა გარკვეული რეფორმების გატარებას და კრიტერიუმების დაკმაყოფილებას მოითხოვს, მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ამ კრიტერიუმებით გაცილებით წინ დგას, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღებას ომის გაჩერება შეუძლია, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერდი, რომ სტატუსი უკრაინამ პირველ რიგში მიიღოს, თუმცა არ მგონია, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება ომის შეჩერების წინაპირობა იყოს. ხოლო თუ ამის წინაპირობა არ არის, საქართველოს გამორჩევა სწორი არ იქნებოდა. მე ჩვენი მეგობრებისგან - უკრაინელებისგან და მოლდოველებისგან ველი, რომ როგორც ჩვენ ვამბობთ, რომ სტატუსი სამივემ ერთად უნდა მივიღოთ, მათაც იგივე პოზიცია ჰქონდეთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.  

პრეზიდენტი: ფარდა რომ ჩვენზე ნელ-ნელა უკვე ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს

პრეზიდენტმა ევროპელი პარტნიორების მიმართ მთავრობის წარმომადგენელთა დამოკიდებულება გააკრიტიკა. სალომე ზურაბიშვილი მუქარად აფასებს პრემიერის სიტყვებს, რომ „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი თუ არ მოგვცეს, ფარდას ავხდით ყველაფერს“. სალომე ზურაბიშვილი: იზოლაციის საფრთხე ჩნდება, არც მეგობარი, არც მოკავშირე გვყავს, ვინც ბოლომდე ჩვენს პოზიციას გაიზიარებს „ჩვენ ყველას ვეჩხუბებით და ყველას ვაწყენინეთ შეურაცხმყოფელი განცხადებებით. სამივე ბალტიის ქვეყანა იყო ჩვენი ტრადიციული მოკავშირე ამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. პოლონეთი, რომელიც ესოდენ ჩართულია და ეხმარება უკრაინას და თავად უკრაინა, ცხადია. თვითონ შარლ მიშელი [ევროპული საბჭოს პრეზიდენტი], რომელიც სამჯერ ჩამოვიდა და გვევლინებოდა ჩვენ ინსტიტუციურ მხარდამჭერად, მაგრამ მას აღარც ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენ მხარეს დადგეს, რამეთუ მიუბრუნდებიან და ეტყვიან, „თქვენივე დოკუმენტი არ შეასრულეს და როგორ უჭერთ მხარს“. ასევე, გავანაწყენეთ ევროპარლამენტარები და ევროპარლამენტში ყველაზე ძლიერი პარტია, რომელიც ევროპარლამენტის თავმჯდომარის პარტიაა. ანუ, ევროპის ყველა ინსტიტუტი და დღეს ერთგვარად ვიმუქრებით, სტატუსი თუ არ მოგვცეს, ფარდას ავხდითო. არ ვიცი, რა ფარდას და როგორ ავხდით, ფარდა რომ ჩვენზე ნელ-ნელა უკვე ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს მგონი. ახალი კითხვები გავაჩინეთ, გამოჩინეთ სრულიად შეუფერებელი დამოკიდებულება უკრაინის და მისი ხელისუფლების მიმართ, საერთოდ, ვიცით, რომ ქვეყანა როცა ომშია, მისგან ყველაფერი უნდა მოვითმინოთ და არა შევიდეთ, რაღაც უაზრო პოლემიკაში. როგორც ჩანს, ეს ტრადიციაც დაგვავიწყდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი

ირლანდიის სენატმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და ევროკავშირს მოუწოდა, მიანიჭოს საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი

ირლანდიის სენატმა მიიღო საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მისივე ცნობით, სენატი მხარს უჭერს, ევროკავშირის გაფართოებას ევროპული ნორმებისა და ღირებულებების მქონე იმ ქვეყნების გაწევრიანებით, რომლებიც პირნათლად ასრულებენ ევროკავშირის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და აგრძელებენ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე. „რეზოლუციაში აღნიშნულია ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ხაზგასმულია, რომ გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს წევრი ქვეყნების მიმართ იყოს ერთიანი მიდგომა. ვინაიდან, რომელიმე ამ ქვეყნის პროცესის გარეთ დატოვებას ექნება დამანგრეველი ეფექტი საზოგადოების პრო-ევროპულ განწყობებზე და მისცემს „მწვანე შუქს“ რუსეთს, სხვა არაპროგნოზირებადი გამანადგურებელი ქმედებებისთვის. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ ათწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხი მტკიცედ ისწრაფოდა ევროპული ინტეგრაციისკენ, რამაც ასევე ასახვა ჰპოვა მთავრობების მიერ გატარებულ პრო-ევროპულ პოლიტიკაში. რეზოლუციაში ჩამოთვლილია ის კონკრეტული მიმართულებები, რომელშიც წარმატებით განხორციელდა რეფორმები, მათ შორისაა: დემოკრატიის გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, მთავრობის გამჭვირვალობის გაძლიერება და სასამართლოს დამოუკიდებლობა. სენატი მიესალმება საქართველოს მიღწევებს ამ გზაზე და მოუწოდებს მას, გააგრძელოს საჭირო რეფორმების გატარება ევროკავშირთან შემდგომი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს საქართველოს, მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს და წარმატებით განაგრძოს რეფორმების განხორციელება“, - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ტექსტში. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.  ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატის სტატუსობამდე - გზავნილები ევროპარლამენტიდან

საგარეო საქმეთა სამინისტრო: გერმანიის პოლიტიკური წრეები ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან

გერმანიის გარკვეული პოლიტიკური წრეები, მათ შორის კი ოპოზიციური ფრაქცია CDU/CSU საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან, რასაც თავის მხრივ, გერმანული მედია აქტიურად აშუქებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „გავრცელებული ინფორმაციით, CDU/CSU-ს მიერ შემუშავებულ რეზოლუციაში, ფრაქცია მოუწოდებს ფედერალურ მთავრობას, მხარი დაუჭიროს და ადვოკატირება გაუწიოს 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე სამივე ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას. ფრაქციის ევროპის პოლიტიკის სპიკერის, გუნტერ კრიხბაუმის განცხადებით, სამი ქვეყნისთვის ევროკავშირის კარის გახსნა, თავად ევროკავშირის ინტერესებშია. გამომდინარე იქიდან, რომ გაწევრიანების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, ფრაქცია ითხოვს სამი ქვეყნის სრულ გაწევრიანებამდე ახალი მოდელის შექმნას, რომელიც ამ ქვეყნების ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო დაკავშირებას გახდის შესაძლებელს, მათ შორის საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სფეროებში. აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის ტექსტზე დისკუსია და კენჭისყრა ჯერ უნდა გაიმართოს ფრაქციის ფარგლებში, ფრაქციის მიერ დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში კი, დოკუმენტი წარედგინება ბუნდესტაგს, სადაც გაიმართება დებატები და კენჭისყრა. რეზოლუციის პროექტის სახელწოდებაა „უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭება“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.  

რუმინეთის პრეზიდენტი: საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე უნდა მიენიჭოთ

"უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუმინეთის პოზიციაა, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიენიჭოს", - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა განაცხადა. საგარეო საქმეთა სამინისტრო: გერმანიის პოლიტიკური წრეები ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის სწრაფი მინიჭების ინიციატივით გამოდიან კლაუს იოჰანისის განცხადებით, რუმინეთი მიიჩნევს, რომ სამი ქვეყნისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. რუმინეთის პრეზიდენტი ამას ზნეობრივად, ეკონომიკურად და უსაფრთხების თვალსაზრისით სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. „მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილების მიღება მიმდინარე თვის ბოლომდე მოხდება. ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს რაც შეიძლება მალე, ეს არის სწორი გადაწყვეტა მორალური, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - აღნიშნა იოჰანისმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.  

პრეზიდენტი: აჩქარებული ნაბიჯით კანდიდატურის მიღების შანსი ჩვენი დამსახურება არ არის, ეს არის უკრაინელების მიერ თავისუფლებისთვის ბრძოლის შედეგი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლების მიერ გადადგმული რიგი ნაბიჯები გააკრიტიკა. საგანგებო ბრიფინგზე ზურაბიშვილმა რამდენიმე ასეთი მაგალითი მოიყვანა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „აჩქარებული ნაბიჯით კანდიდატურის მიღების შანსი არა ჩვენი, არამედ, თავისუფლებისთვის უკრაინის და უკრაინელების თავგანწირვის შედეგია“. „აჩქარებული ნაბიჯით კანდიდატურის მიღების შანსი ჩვენი დამსახურება არ არის. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უკრაინის და უკრაინელების თავგანწირვისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის შედეგი. 3 მარტს კანდიდატურის განცხადებაზე ხელის მოწერა მხოლოდ ამის შედეგია და ამისთვის მადლიერების გამოხატვა გვევალება. კანდიდატურის საკითხში უკან დახევა კი ჩვენი ხელისუფლების და ნაწილობრივ ასევე ოპოზიციის ქმედებების, პოლიტიკური ნაბიჯების ან არგადადგმული ნაბიჯების შედეგია. შეიძლება, ჩამოვთვალო მთელი რიგი ნაბიჯების, რომელიც გადაიდგა ხელისუფლების მიერ იმ დღიდან, როდესაც ჩვენ ვიკრიბებოდით ბათუმში და დეკლარაციას ვიღებდით, აქეთ ზელენსკი, მაია სანდუ და შარლ მიშელი და ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი ნაბიჯი ტრიოს ფორმატში. ამის შემდეგ დაიწყო და აღარ გაჩერებულა სხვადასხვა გადაწყვეტილება. პირველ რიგში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება - კაცი ჩამოვიდა 18-19 ივლისს და 28 ივლისს გამოვაცხადეთ ანულირება. შემდეგ, 5 ივლისის საქმეზე არაქმედითი გადაწყვეტილებების მიღება. ევროკავშირის 75-მილიონიან სესხზე ისე უარის თქმა, თითქოს, ეს არ გვჭირდება. უარის თქმა გენპროკურორის არჩევის ახალ წესზე, რომელიც ასევე უკავშირდებოდა შარლ მიშელის დოკუმენტს. სექტემბერში გავრცელებული მიყურადების ფირები, ნოემბერში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნა, ნოემბერში ცესკოს თავმჯდომარეს არჩევის და მანდატის გაგრძელების წესის შეცვლა, უზენაეს სასამართლოში აჩქარების წესით 4 მოსამართლის დანიშვნა დეკემბერში, როცა გვთხოვდნენ ამის დროებით შეჩერებას, მერე დეკემბერში კიდევ სასწაული - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება გაუფრთხილებლად და ესეც აჩქარებული ტემპით. თუნდაც ისიც შეიძლება, ვახსენოთ - გვარამიას უდროო და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დაკავება, როცა ვიცოდით, რომ ეს საკითხები დადგებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. კი მითხრეს, სასამართლოს დროულობა არ ახასიათებსო, მაგრამ პოლიტიკას - კი, თუ გვინდა შედეგიანი პოლიტიკა, ყველაფერზე დროულად უნდა ვიფიქროთ. ასევე, აჩქარებული წესით მიყურადების კანონში ცვლილებების შეტანა - ეს ყველაფერი გარედან როგორ იკითხება. იკითხება ისე, რომ ყველა ეს ნაბიჯი გადადგმულია ისე, რომ დიდად არ ვანიჭებთ არანაირ მნიშვნელობას ევროკავშირის რეაქციებს, არ ვაჩვენებთ ჩვენს პოლიტიკურ ნებას, რომ ამ მიმართულებით ვიაროთ და შეიძლება, სხვა რამე გვაინტერესებდეს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კობახიძის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის 75 მლნ ევროს კრედიტზე უარი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის გამო თქვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პრეზიდენტ ზურაბიშვილის კრიტიკის საპასუხოდ ევროკავშირის ტრანშზე უარის თქმის მიზეზზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. კობახიძის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის 75 მლნ ევროს კრედიტზე უარი ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის გამო თქვა. „სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამოიყენა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების კიდევ ერთი მესიჯბოქსი ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით. ე.წ. დემოკრატიული უკუსვლის შესახებ განცხადების გამყარება მან რამდენიმე გარემოებით სცადა. შევეხებით თითოეულ მათგანს: მაგალითად, 75 მილიონის მოცულობის კრედიტზე უარის თქმა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ გამოსაყოფი 75 მილიონი იყო არა გრანტი, არამედ კრედიტი და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის გამო, საქართველოს მთავრობამ დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღებაზე სრულიად დასაბუთებულად თქვა უარი. ამასაც რომ თავი დავანებოთ, რა კავშირი აქვს კრედიტზე უარის თქმას ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლასთან, სრულიად გაუგებარია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „შეიძლება, ჩამოვთვალო მთელი რიგი ნაბიჯების, რომელიც გადაიდგა ხელისუფლების მიერ იმ დღიდან, როდესაც ჩვენ ვიკრიბებოდით ბათუმში და დეკლარაციას ვიღებდით, აქეთ ზელენსკი, მაია სანდუ და შარლ მიშელი და ეს იყო ჩვენთვის ძალიან დიდი ნაბიჯი ტრიოს ფორმატში. ამის შემდეგ დაიწყო და აღარ გაჩერებულა სხვადასხვა გადაწყვეტილება. პირველ რიგში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება - კაცი ჩამოვიდა 18-19 ივლისს და 28 ივლისს გამოვაცხადეთ ანულირება. შემდეგ, 5 ივლისის საქმეზე არაქმედითი გადაწყვეტილებების მიღება. ევროკავშირის 75-მილიონიან სესხზე ისე უარის თქმა, თითქოს, ეს არ გვჭირდება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე. ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა თავს შეიკავებდა ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. ამის მიზეზად ღარიბაშვილმა საგარეო ვალის შემცირება დაასახელა. მთავრობის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა. უფრო ადრე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს. მაშინ, პრეზიდენტმა ევროკავშირის სესხის მიღებაზე უარს გაუგებარი ნაბიჯი უწოდა. „უარი ვთქვით ისეთ სესხზე, რომელზეც არსებობდა რისკი, რომ არ ჩამოირიცხებოდა“, - განაცხადა თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკურიძემ ევროკავშირის მაროფინანსურ ტრანშზე საუბრისას.

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას ევროკავშირის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით 4 საპატრულო კატარღა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, „დეფენდერის“ ტიპის 4 სწრაფმავალი მცირე საპატრულო კატარღა შეემატა. აღნიშნული კატარღების შეძენა და გადმოცემა ევროკავშირის ფინანსური დახმარებით პროექტ "SAFE"-ის ფარგლებში და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) კოორდინაციით განხორციელდა. კატარღების სანაპირო დაცვის შემადგენლობაში შეყვანასთან დაკავშირებით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის სამსახურის უფროსის მოადგილეს კატალინ გჰერმანს და გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში - საბინე მახლის უმასპინძლა. "ღონისძიების მიმდინარეობისას კატარღის მეთაურებმა მცურავ ერთეულებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები საზეიმოდ აღმართეს.კატარღები დაკვირვების, სანავიგაციო და კავშირგაბმულობის თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი. მათ დანიშნულებას წარმოადგენს ნავსადგურებსა და ტერიტორიული ზღვის ფარგლებში პატრულირება, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის შესრულების კონტროლი და საძიებო-სამაშველო ოპერაციების ჩატარება. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, I რანგის კაპიტანმა რამაზ პაპიძემ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახელით სტუმრებს მადლობა გადაუხადა.ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს საქართველოში საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესის მხარდაჭერას, რაც საზღვრის მართვის სისტემების განვითარებას და მოდერნიზებას გულისხმობს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია კი, სასაზღვრო პოლიციასთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს", - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

რუმინეთის პრეზიდენტმა კიევში ევროპელ ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა კიევში ევროპელ ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციააზე განაცხადა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მნიშვნელოვანია ყველა ღირებულების ირგვლივ ძლიერი და გრძელვადიანი ფარის ასაგებად. იოჰანისის თქმით, როცა ევროპის ისტორიისთვის გარდამტეხი მომენტია, ეს არაჩვეულებრივი დრო მოითხოვს არაჩვეულებრივ სტრატეგიულ და შორსმჭვრეტი პასუხს. რუმინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ყოყმანის დრო არ არის“. საფრანგეთი, გერმანია, იტალია, რუმინეთი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერენ „მომავალ კვირას, ევროპულ საბჭოში, უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მნიშვნელოვანია ყველა ღირებულების ირგვლივ ძლიერი და გრძელვადიანი ფარის ასაგებად“, - განაცხადა კლაუს იოჰანისმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. მაკრონი: ევროკავშირს არ შეუძლია, მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს. მოლაპარაკებების მაგიდაზეა საქართველო, რომელიც გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

ლიეტუვის ელჩი: ლიეტუვას 1997 წელს უარი უთხრეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, მაგრამ 2004 წელს შევუერთდით ბლოკს - ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია

ლიეტუვას 1997 წელს უარი უთხრეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, მაგრამ 2004 წელს ბლოკს შევუერთდით. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია. საჭიროა კონსოლიდირებული ძალისხმევა სამოქალაქო საზოგადოებისგან, პოლიტიკური პარტიებისგან, ხელმძღვანელობისგან და სახელმწიფო ინსტიტუტებისგან, - შესაბამისი განცხადება ქართული მედიის ცნობით, ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ გააკეთა. მიაჩნია, თუ არა, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ლიეტუვის ელჩმა უპასუხა, რომ პოლიტიკა აღქმების მეცნიერებაა და ყველა ჩვენგანს ჩვენი აღქმა გვაქვს. ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატის სტატუსობამდე - გზავნილები ევროპარლამენტიდან „მიიღებთ თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ეს დამოკიდებულია წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსზე, მაგრამ დღეს ჩვენ ველოდებით ევროპული კომისიის დასკვნას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვება ევროკავშირის ლიდერების მიერ განხილვა 23-24 ივნისს. მოდით, დაველოდოთ მომდევნო საათებს, რომ ვიხილოთ, როგორი იქნება ეს დასკვნა“, - განაცხადა ლიეტუველმა დიპლომატმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას დაახლოებით, ერთ კირაში მიიღებს.

"უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს გზავნის. ვიმუშაოთ იმისთვის, რომ იგივე შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას. ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს. რათა გავაძლიეროთ ევროპა", - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად „უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს გზავნის. ავტოკრატიის წინააღმდეგ. თავისუფლებისთვის. ევროპარლამენტის სახელით, ევროპული კომისიის რეკომენდაციას მივესალმები. დღევანდელი გადაწყვეტილება გვაძლევს გზას, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ჩვენ ასევე მივესალმებით მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. ვიმუშაოთ იმისთვის, რომ იგივე შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას. ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს. რათა გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და დავიცვათ თავისუფლება“, – წერს რობერტა მეცოლა. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოს შესახებ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებული დასკვნა გამოაქვეყნა. ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ, შესასრულებელი პირობებით, საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ამის მიხედვით გადაწყდეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა საუბარი უკრაინით დაიწყო და განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს ევროპულ მომავალს. „უკრაინა უნდა მივიღოთ კანდიდატი ქვეყანა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე ქვეყნის მიერ პირობების დაკმაყოფილების რეკომენდაცია გასცა. კერძოდ, ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციაა საბჭოს მიმართ, რომ საქართველოს მისცეს ევროპული მომავალი, მაგრამ შეხედოს როგორ დააკმაყოფილებს პირობებს, ვიდრე კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მისცემენ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.  

გერმანიის კანცლერი ევროკავშირში გაწევრიანების გამარტივებას ითხოვს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროკავშირს სტრუქტურული მოდერნიზებისკენ მოუწოდა, რათა ახალი წევრების მიღება გამარტივდეს. ამის შესახებ შოლცმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ევროკავშირმა უნდა მოახდინოს თავისი სტრუქტურების მოდერნიზება. ყოველთვის არ იქნება შესაძლებელი ყველაფრის ერთხმად გადაწყვეტა, თუნდაც დღეს ეს პროცედურა ერთსულოვნებას მოითხოვს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა. შოლცი იმედოვნებს, რომ 23-24 ივნისის სამიტი სტიმულს მისცემს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც თითქმის ორი ათეული წელია, ევროკავშირში გაწევრიანებას ელოდებიან. „ჩვენ უნდა ვაჩვენოთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომ სერიოზულად ვართ განწყობილნი. ალბანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია ყველა მოთხოვნას პასუხობენ, რომ დაიწყონ ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული მოლაპარაკებები“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. ცნობისთვის, ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. ევროკავშირის ლიდერები საკითხს მომავალ კვირაში, ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.

ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი ირპენსა და ბუჩაში ჩავიდა

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, იმონ გილმორი და კიევის პოლიციის უფროსი ანდრი ნიებიტოვი კიევის გარეუბნებს ირპენს და ბუჩას ეწვივნენ. უკრაინული მედიის ცნობით, გილმორმა და ნიბიტოვმა განადგურებული ირპენის პოლიციის განყოფილება, რომანივის ხიდი და ოკუპანტების დაბომბვის შედეგად დაზიანებული სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ასევე ბუჩაში მდებარე მასობრივი საფლავი მოინახულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ხვალ ისტორიული კვირა იწყება - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ მომავალი კვირა უკრაინისთვის ისტორიულია, რადგან ევროკავშირმა უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. „ხვალ, ისტორიული, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვირა იწყება, 1991 წლის შემდეგ. ჩვენ მოვისმენთ პასუხს ევროკავშირისგან უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ასეთ კვირაში უნდა ველოდოთ მტრის, რუსეთის გააქტიურებას, რომელიც იქნება განზრახ - საჩვენებლად და მიმართული არამარტო უკრაინის, არამედ ევროპის წინააღმდეგაც“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 16 ივნისს გამოცხადებული გადაწყვეტიულებით, ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. ევროკავშირის ლიდერები საკითხს მომავალ კვირაში, ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველად შეფასებას, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის ანექსიის გამო, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით, 2023 წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივა. „საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, განაახლოს ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციები რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ, 2023 წლის 23 ივნისამდე“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა საბჭოს ვებგვერდზე განთავსდა.  როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შემაკავებელი ზომები პირველად დაინერგა 2014 წლის ივნისში და უკანონოდ ანექსირებული ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან ევროკავშირში პროდუქტების იმპორტზე აკრძალვებს მოიცავს. სანქციები ასევე მოიცავს ფინანსური ინვესტიციების და ტურისტული მომსახურების აკრძალვას. გარდა ამისა, გარკვეული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტი ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სექტორებში, ან ნავთობის, გაზისა და მინერალური რესურსების მოძიების, მოძიებისა და წარმოებისთვის ასევე ექვემდებარება ევროკავშირის შეზღუდვებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, კოლხური შადრევნის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ საქართველო აუცილებლად უნდა შეუერთდეს ევროპულ ოჯახს, ამისთვის კი უნდა შესრულდეს ყველა ის ვალდებულება, რომლისთვისაც ქვეყანას ექვსთვიანი ვადა აქვს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.  

ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია გაიმართა

ქუთაისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერი მშვიდობიანი აქცია ლოზუნგით: „გზა ევროპისკენ ქუთაისის არჩევანია" გაიმართა. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომლის შემადგელობაშიც სამოქალაქო აქტივისტები, მოაქალაქეები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, კოლხური შადრევნის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ საქართველო აუცილებლად უნდა შეუერთდეს ევროპულ ოჯახს, ამისთვის კი უნდა შესრულდეს ყველა ის ვალდებულება, რომლისთვისაც ქვეყანას ექვსთვიანი ვადა აქვს. „დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ ევროპას ჩვენი ხმა და ვთქვათ, საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია. ჩვენი არჩევანი არის უალტერნატივო, საქართველო უნდა დაბრუნდეს შინ, უნდა დაბრუნდეს ევროპაში. ახლა, ისე როგორც არასდროს, უნდა დავდგეთ ერთად, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის ეს აუცილებელია", - აცხადებენ აქციის მონაწილეები. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.  

ბორელი: უკრაინული მარცვლეულის რუსული ბლოკადა ნამდვილი ომის დანაშაულია

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინული მარცვლეულის რუსული ბლოკადა ნამდვილი ომის დანაშაულია. ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ამ კრიზისს ევროპული სანქციები არ იწვევს. „წარმოიდგინეთ, რომ მილიონობით ტონა ხორბალი რჩება ბლოკირებული უკრაინაში, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში ხალხი შიმშილობს. ეს არის ნამდვილი ომის დანაშაული“, - თქვა ბორელმა. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს.  ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

შარლ მიშელი: ახლა დროა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია

უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელ მიშელმა Twitter-ზე დაწერა. ორბანის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველომ და ბოსნია-ჰერცეგოვინამაც უნდა მიიღონ შარლ მიშელი მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. „ახლა დროა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. გიწვევთ უკრაინასა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ძლიერ ჰუმანიტარულ, სამხედრო, ეკონომიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას”,- წერს შარლ მიშელი. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.  

ორბანის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველომ და ბოსნია-ჰერცეგოვინამაც უნდა მიიღონ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, საქართველომ და ბოსნია-ჰერცეგოვინამაც უნდა მიიღონ. ორბანი დღეს ევროსაბჭოს სხდომის წინ ბელგიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ლუქსემბურგის და მალტის ლიდერებთან, ასევე ევროპული საბჭოს ხელმძღვანელთან შარლ მიშელთან ერთად ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდა. შეხვედრაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის გადაწყვეტილებას დაეთანხმა, თუმცა აღნიშნა, რომ ბუდაპეშტსა და ევროკავშირის რამდენიმე სხვა წევრს მიაჩნიათ, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველომ და ბოსნია-ჰერცოგოვინამაც უნდა მიიღონ. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირი სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას წამახალისებელ ავანსად აძლევს - ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის

ევროკავშირი სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას ავანსად აძლევს. ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც უმძიმეს ომშია და მოლდოვისთვის, რომელიც ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამავდროულად, მათაც მოსთხოვეს მთელი რიგი რეფორმების გატარება. ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის და მოლდოვის არ შურს. ევროკომისიის რეკომენდაცია:უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე ირაკლი ღარიბაშვილი: არის სხვა საკითხები, რომლებსაც ჩვენ გავარკვევთ ბრიუსელთან, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს „უკრაინასა და მოლდოვას, რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად. ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში და მოლდოვისთვის, რომელიც ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამავდროულად, მათაც მოსთხოვეს მთელი რიგი რეფორმების გატარება. ჩვენს შემთხვევაში პირიქითაა. ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა დადებული პირობა, განვახორციელოთ რეფორმები და ამის შემდეგ საქართველოს მიენიჭება სტატუსი. უკრაინა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ტერიტორიების 20% უკვე დაკარგა და ომი კიდევ გრძელდება. მოლდოვა კი უკრაინიდან დევნილთა დიდ ნაკადებს იღებს და ქვეყანაში უსაფრთხოების რისკების გაზრდილია. გახსოვთ, რომ წინა კვირას საჯაროდ ვთქვი, რომ ჩვენი უცხოელი კოლეგები მეუბნებოდნენ, რომ უკრაინას აძლევენ კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ის ომშია. ნახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ ევროპელი ლიდერები საჯაროდ ადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ უკრაინა ომშია და ჩემთან პირად საუბრებში ასევე უთქვამთ, რომ მოლდოვა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის. მინდა მივულოცო ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობარ ხალხს, მინდა ვუსურვო მათ მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ევროკომისიის რეკომენდაცია: უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე

უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ამის შემდეგ გადაწყდება. ევროკომისიის პრეზიდენტმა საუბარი უკრაინით დაიწყო და განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს ევროპულ მომავალს. რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე ქვეყნის მიერ პირობების დაკმაყოფილების რეკომენდაცია გასცა. „მინდა, დავიწყო უკრაინით, კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპული პერსპექტივა და ამავდროულად, კანდიდატის სტატუსიც, იმის საფუძველზე, რომ შემდგომი მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება ქვეყანაში. უკრაინამ უნდა აიღოს თავის ბედი ხელში და შექმნას თავის მომავალი. უკრაინას აქვს საარჩევნო სისტემა, რომელიც არის თავისუფალი. უკრაინას აქვს განათლების სისტემა, რომელიც არის კარგად განვითარებული. ჩვენ ვიცნობთ ამ ქვეყნის ციფრულ უნარებს და ციფრულ სისტემას, რომელიც არსებობს და თუ შევხედავთ ეკონომიკას. ომის წინ უკრაინამ აჩვენა მხოლოდ ორპროცენტიანი დეფიციტი, საკმაოდ ჯანსაღი და 50 პროცენტამდე საჯარო ვალი, რაც კარგი მაჩვენებელი იყო. უკრაინამ უკვე განახორციელა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა გამხდარიყო სრულიად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა. ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან უკრაინას შეუძლია, ინტეგრირება მოახდინოს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე. ჩვენ ვმუშაობთ, რათა უკრაინის ინტეგრირება მოხდეს ერთიან ბაზარზე. სატრანსპორტო შეთანხმება გვაქვს, ჩვენ ინტეგრირებას ვახდენთ ენერგეტიკის სისტემით. ომის შემდეგაც უკრაინის ელექტროგადამცემი ხაზი შეუერთდა ევროკავშირის ხაზს და ყველა ეს ნაბიჯი ძალიან კარგი მიმართულებით არის გადადგმული. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ დამატებითი სამუშაო უნდა ჩატარდეს კანონის უზენაესობის მიმართულებით. უკრაინამ წინ წაიწია იმით, რომ შექმნა საჭირო ინსტიტუტები სასამართლო ხელისუფლებისთვის, რომ ასე ეფექტიანად ემუშავა, აღჭურვა უფლებამოსილებით პროკურორები, ახლა ხდება მოსამართლეების შერჩევა, საკონსტიტუციო სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევა. რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, უკრაინამ წინ წაიწია, შექმნა ანტიკორუფციული ორგანიზაციები. რაც შეეხება ოლიგარქებს, ძალიან ძლიერი კანონი მიიღო დეოლიგარქიზაციის და ეს გახლავთ ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტრნიორობისა, რომელმაც აღნიშნული ნაბიჯი გადადგა. ახლა ეს ეხება უკვე კანონის შესრულებას. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ შედეგები. რაც შეეხება ფუნდამენტურ უფლებებს, უკრაინამ შეასრულა 80 პროცენტი ვენეციის კონვენციის რეკომენდაციებისა, დარჩა უმცირესობებზე კანონის მიღება. ძალიან ბევრია მიღწეული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო დარჩა. ამასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ შმიგალს ვესაუბრე, როდესაც კიევში, ათი დღის წინ ვიმყოფებოდი, ძალიან ღრმა პასუხი მივიღე პრეზიდენტისგან, რომ ჩვენ რომ არ გვქონდეს განაცხადი შეტანილი ევროკავშირის წევრობაზე, ჩვენ რეფორმები მაინც უნდა გაგვეტარებინა უკრაინული დემოკრატიის თვალსაზრისით, ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია, რადგან ომი მძვინვარებს ქვეყანაში, მაგრამ უმეტესობა საკითხებისა, ასე თუ ისე მოგვარებულია. უკრაინაზე დასკვნის გაკეთების თვალსაზრისით, ერთი ნათელი გზავნილი გვაქვს, დიახ, უკრაინა იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, დიახ, უკრაინას უნდა მივესალმოთ როგორც კანდიდატ ქვეყანას. საკმაოდ ფართო სამუშაო ჩატარდა, მაგრამ მნიშვნელოვანი სამუშაო ჯერ კიდევ რჩება. მთელი პროცესი არის დამსახურებაზე დამყარებული. ყველაფერი უკრაინაზეა დამოკიდებული, მის ხელშია ყველაფერი და იმაზე უკეთესი არ არის, რომ საკუთარი მომავალი თვითონ შექმნან“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. რაც შეეხება მოლდოვას, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, შეფასების პროცესი იგივე მიმართულებით წარიმართა, როგორც უკრაინასთან დაკავშირებით. „მოლდოვას რაც შეეხება, ჩვენი შეფასება იგივე მიმართულებით წარიმართა, როგორც უკრაინასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ, რომ ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მოლდოვას იმ თვალსაზრისით, რომ მნიშვნელოვან რეფორმას ჩაატარებს ქვეყანა. წარსულ პერიოდში, მოლდოვამ განახორციელა გადამწყვეტი ნაბიჯები რეფორმების თვალსაზრისით, ნათელი მანდატი თავისი მოქალაქეების მხრიდან. ეს არის რეფორმების ანტიკორუფციული ევროპული გზა დამოუკიდებლობის შემდეგ, პირველად. მოლდოვას ასევე, ძალიან გრძელი გზა აქვს, მისი ეკონომიკა და საჯარო ადმინისტრაცია მოითხოვს ძირითადად გაუმჯობესებას, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა მიუყვება აღნიშნულ კურსს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქვეყანას გააჩნია პოტენციალი, დააკმაყოფილოს მოთხოვნები“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. რაც შეეხება საქართველოს, ლაიენის თქმით, საქართველო იზიარებს იგივე პოტენციალს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას აქვთ. „მისი განაცხადი ძლიერია, განსაკუთრებით საბაზრო ორიენტაციის, ეკონომიკის, ძლიერი კერძო სექტორის მიმართულებით. წარმატებისთვის ახლა პოლიტიკურად უნდა მოხდეს შეკვრა და ქვეყანამ განსაზღვროს სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი ევროკავშირის მიმართულებით და ეს გზა უნდა იყოს ასოცირებული აუცილებელ რეფორმებთან, სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებასთან და საერთო პოლიტიკური მხარდაჭერის მიმართულებით, ამიტომ ვიძლევით რეკომენდაციას, ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს საქართველოს, შემდეგ კი დავუბრუნდეთ საკითხს და ვნახოთ, რამდენად აკმაყოფილებს პირობებს, სანამ მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს",- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. შემდეგი ეტაპი: ევროკავშირის ლიდერები საკითხს მომავალ კვირაში, ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. ევროკომისია პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველად შეფასებას, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს. ევროკომისიის ამ შეფასებას წინ უძღოდა: 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ, საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ რეზოლუცია: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტმა რეზოლუციაში გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ასოცირებული ტრიოს ფორმატი აერთიანებთ, რომლის შესახებაც მემორანდუმი ქვეყნებმა 17 მაისს, კიევში გააფორმეს. მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები შეთანხმდნენ ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი იყო სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება. მემორანდუმში სამივე ქვეყანამ აღიარა, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.  

ჯოზეფ ბორელი: საქართველოსთვის ევროპული გზა შესანიშნავად გაიწერა, საზოგადოება უნდა გამხნევდეს

საქართველოსთვის ევროპული გზა შესანიშნავად გაიწერა. ჩვენ ვიმუშავებთ საზოგადოებასთან, რომ გამოყენებული იყოს ეს შესაძლებლობა. საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი და გამხნევებული უნდა იყოს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარმა ჯოზეფ ბორელმა ​ევროკავშირის საგარეო მინისტერიალზე განაცხადა.​ ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად "საქართველოსთვის ევროპული გზა შესანიშნავად გაიწერა. ჩვენ ვიმუშავებთ საზოგადოებასთან, რომ გამოყენებული იყოს ეს შესაძლებლობა. საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი და გამხნევებული უნდა იყოს. არის პოზიტიური მოსაზრება. საუბარია წევრობაზე ზოგიერთი პირობით. ეს არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი. ნუ მივცემთ დაბალ შეფასებას, მოდით, ვიმუშაოთ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და იმუშავეთ ამაზე“, – განაცხადა ბორელმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ევროკომისიის პრეზიდენტი: მტკიცედ მჯერა, რომ ევროპული საბჭო უკრაინის კანდიდატის სტატუსზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს

მტკიცედ მჯერა, რომ ევროპული საბჭო უკრაინის კანდიდატის სტატუსზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. უკრაინა უკვე აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საჩუქარი არ არის - შმიგალი „უკრაინას ბოლო წლების განმავლობაში, უზარმაზარი წინგადადგუმული ნაბიჯები აქვს. ჩვენ კიდევ უფრო მედის ნახვა გვინდა. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას, მივიღებთ მხარდაჭერას. გადაწყვეტილება, რომელიც ახლა ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, ისტორიულია, უკრაინის პერსპექტივაში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა ლაიენმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.  

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიიღოს

ესტონეთი მიესალმება ევროკომისიის ევროკავშირის საბჭოსთვის წარდგენილ რეკომენდაციას, რომ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიიღონ, - ამის შესახებ აღნიშნულია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს „ესტონეთი მიესალმება ევროკომისიის ევროკავშირის საბჭოსთვის წარდგენილ რეკომენდაციას, რომ უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა უნდა მიიღონ. ჩვენ სულ ამის გამყარებას ვცდილობდით. მოუთმენლად ველი მომავალ კვირას ევროკავშირის საბჭოს შეხვედრას, სადაც კომისიის გადაწყვეტილება, იმედია, დადასტურდება“, – აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ საქართველოს შესახებ უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებული დასკვნა გამოაქვეყნა. ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ამის მიხედვით გადაწყდეს. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა  ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად  

კარლ ჰარცელი: თქვენი ბედი საბოლოოდ, თქვენს ხელშია

თქვენი ბედი საბოლოოდ, თქვენს ხელშია, - ასე აფასებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ მოსაზრებას. ჰარცელის თქმით, ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს შესახებ, „ფხიზლად ყოფნის მომენტია“. კარლ ჰარცელი: საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ. ესაა გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იყოს მიღებული კარლ ჰარცელი: ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მზადყოფნა, შეუდგეს მუშაობას რეკომენდაციების ჩამონათვალის შესასრულებლად „როდესაც შედეგებს ვუყურებთ, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ და ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იყოს მიღებული. როგორც უკვე ვთქვი, ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია და როგორც ადრინდელი გაფართოების პროცესების ისტორიამ და გამოცდილებამ აჩვენა, საბოლოოდ, ბურთი თითოეული ცალკეული ქვეყნის მოედანზეა. იმ პროცესში, რამაც ევროკავშირში მკვეთრი გაფართოება და 2004 წელს 10 ახალი წევრის შეერთება გამოიწვია, განმცხადებლების უმეტესობას აღმავლობებისა და ჩავარდნების თავისი წილი შეხვდათ. ჯერ კიდევ 1997 წელს, იყო სიტუაცია, როდესაც თავდაპირველად მათგან მხოლოდ 6-ს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ასე რომ ამაში არაფერია ახალი და წარსული გამოცდილება აჩვენებს ფუნდამენტურ მხარეს. თქვენი ბედი საბოლოოდ, თქვენს ხელშია", - განაცხადა ჰარცელმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს  

რობერტა მეცოლა: უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველოსაც მივცეთ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსი შესაძლებლობა

„მივესალმებით მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას. და უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ იგივე შესაძლებლობა ქართველ ხალხს მივცეთ. ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს. გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და დავიცვათ თავისუფლება“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ Twitter-ზე დაწერა. "უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია ძლიერი პოლიტიკური მესიჯია. ავტოკრატიის წინააღმდეგ. თავისუფლებისთვის. ევროპარლამენტის სახელით, მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციებს. დღევანდელი გადაწყვეტილება გვაძლევს გზას, რომ ევროსაბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს“, - წერს რობერტა მეცოლა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს  

ილია დარჩიაშვილი: ევროკომისიამ, დღეს ღიად დააფიქსირა გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს მეტის მოლოდინი ჰქონდა. „საქართველოს გაწეული ძალისხმევის და ჩატარებული რეფორმების საფუძველზე, მართალია, მეტის მოლოდინი ჰქონდა აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ დღეს ღიად დააფიქსირა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. მისი თქმით, აღნიშნული რეკომენდაციით ევროკომისიამ პირველად ფორმალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა და აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. „საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივის გაჩენით ევროკავშირმა დაადასტურა პროგრესი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში არსებობს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში და კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოსთან დაახლოების განსაკუთრებული მნიშვნელობა“. ამასთან საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს. „აღნიშნული რეკომენდაცია მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს სამივე ქვეყნისთვის. დღეს ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველო მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად - გაწევრიანების პერსპექტივის მიცემით ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.  პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს  

კარლ ჰარცელი: ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მზადყოფნა, შეუდგეს მუშაობას რეკომენდაციების ჩამონათვალის შესასრულებლად

ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა და გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, როდესაც მთელი რიგი პრიორიტეტული ქმედებებისა წარმატებით განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ბრიფინგზე განაცხადა. კარლ ჰარცელი: საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ. ესაა გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იყოს მიღებული „ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა ამ გზავნილის მნიშვნელობას. კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველო უნდა იყოს აღიარებული როგორც ქვეყანა, რომლისთვისაც ევროკავშირის მომავალი წევრობის კარი ახლა ღიაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკომისია აკეთებს ამ რეკომენდაციას საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინასა და მოლდოვისთვის და თუ ყველა წევრი სახელმწიფო დათანხმდება, საქართველოს სტატუსი ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალ სიმაღლეზე ავა. ამ პოზიციიდან კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე გადასვლის პერსპექტივა, რაც კიდევ ერთი გზაა იმის სათქმელად, რომ ქვეყანა მზად იქნება, დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობისთვის, ასევე მოცემულია ამ მოსაზრებაში მას შემდეგ, როდესაც საქართველო შეასრულებს პრიორიტეტების ნაკრებს, როგორც ეს მოსაზრებაშია ასახული“, - აღნიშნა ჰარცელმა. საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ამ პრიორიტეტების, ამ პირობების უმეტესობა არის ცნობილი საკითხები, რომლის შესახებაც ევროკავშირმა წარსულში, სხვადასხვა დროს უკვე გამოთქვა შეშფოთება. „კომისარმა ვარჰეიმ ბრიფინგზე მათგან ხუთი ხაზგასმით აღნიშნა. დაწყებული იმით, რომ საჭიროა მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვა პარტიებს შორის თანამშრომლობისკენ დაბრუნებით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად. ეს არის მთავარი, როგორც წარსულში არაერთხელ აღინიშნა და რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელმაც ხმა მისცა პროევროპულ პარტიებს, სამართლიანად უნდა მოელოდოს თავისი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისგან“, - განაცხადა ჰარცელმა.  კომისარმა ასევე აღნიშნა, რომ შეუსრულებელ რეკომენდაციებს შორისაა სასამართლო რეფორმა: „კიდევ ერთი საკითხი, რომელთან დაკავშირებით ევროკავშირი შეშფოთებას დიდი ხნის განმავლობაში გამოთქვამს, ისევე როგორც კორუფციასთან ბრძოლა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაძლიერებული ბრძოლა, სფერო, სადაც საქართველოს უკვე აქვს კარგი გამოცდილება და თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს დაცვა. ეს არის ცხადი საკითხების ჩამონათვალი, მაგრამ ამჟამად, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მზადყოფნა და უნარი, შეუდგეს მუშაობას პრიორიტეტების ამ ჩამონათვალის შესასრულებლად, რაც მოითხოვს ყველა პოლიტიკური პარტიის, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების და ასევე სხვების ჩართულობას“. ჰარცელის შეფასებით, საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ. „ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. როგორც უკვე ვთქვი, ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია. ამ პრიორიტეტების, ამ პირობების უმეტესობა არის ცნობილი საკითხები, რომლის შესახებაც ევროკავშირმა წარსულში, სხვადასხვა დროს უკვე გამოთქვა შეშფოთება. კომისარმა ვარჰეიმ ბრიფინგზე მათგან ხუთი ხაზგასმით აღნიშნა. დაწყებული იმით, რომ საჭიროა მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვა პარტიებს შორის თანამშრომლობისკენ დაბრუნებით, 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად. ეს არის მთავარი, როგორც წარსულში არაერთხელ აღინიშნა და რასაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელმაც ხმა მისცა პროევროპულ პარტიებს, სამართლიანად უნდა მოელოდოს თავისი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისგან“, - განაცხადა ჰარცელმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს

ჯოზეფ ბორელი: დღევანდელი მოსაზრების მიღებით საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას

დღევანდელი მოსაზრების მიღებით საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე წერს.​ პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს „საქართველოს მოქალაქეების მუდმივი მისწრაფებებისთვის, დაიმკვიდრონ კუთვნილი ადგილი ევროკავშირის ოჯახში, დღეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის წინ გადადგმა გახდა შესაძლებელი. ყოველი ნაბიჯი ამის რეალობად ქცევას აახლოებს. დღევანდელი მოსაზრების მიღებით საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას“, – წერს ჯოზეფ ბორელი. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.  

კობახიძე: ევროკომისის დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი, როგორც ოლიგარქი ვერანაირი ფაქტითა და არგუმენტით ნაგულისხმები ვერ იქნებოდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკომისიის დოკუმენტში დეოლიგარქიზაციის საკითხზე არსებულ ჩანაწერს გამოეხმაურა. კობახიძე აცხადებს, რომ დოკუმენტში საუბარი არ არის და ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილზე. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენია და თავისი კონკრეტული წარსულით ფილანტროპი.  „ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცხრა წელი ძარცვავდნენ ქართველ ხალხს დაა ქართულ სახელმწიფოს. მაგალითად, სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი, და შეგახსენებთ, რომ დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა. მან თავის ნებით გააკეთა პრინციპში ეს ყველაფერი, თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში. კეზერაშვილი, მეორე ოლიგარქი, მასზეც არის, რა თქმა უნდა, აღძრული სისხლის სამართლის საქმე და, რა თქმა უნდა, დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი. ყველა საკითხს შევეხებით ბუნებრივია, ოლიგარქების დასრულება არის ბუნებრივია, ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა“, - განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, ევროკავშირის დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი, როგორც ოლიგარქი ვერანაირი ფაქტითა და არგუმენტით ნაგულისხმები ვერ იქნებოდა. „ვერანაირი ფაქტით და არგუმენტით ეს [ბიძინა ივანიშვილი] ვერ იქნებოდა ნაგულისხმევი და არც არის ნაგულისხმევი, ბუნებრივია. ბიძინა ივანიშვილი არის ბიზნესმენი, თავისი კონკრეტული წარსულით და გარდა ბიზნესმენისა, ის არის ფილანტროპი და ქველმოქმედი, გარდა ამისა, მან 2012 წელს დაასრულა სისხლიანი რეჟიმი, აქედან გამომდინარე, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება საუბარი აქ ბიძინა ივანიშვილზე, თუმცა, იმ ადამიანებზე, რომლებმაც ძარცვეს ეს ქვეყანა 9 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, იქნება საუბარი ამ დოკუმენტში და არამარტო, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ოლიგარქებისგან ქვეყანა გავათავისუფლოთ“, - განაცხადა კობახიძემ. ევროკომიის დასკვნაში, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, საქართველოსთან მიმართებით დეოლიგარქიზაციაზე, არის შემდეგი ჩანაწერი: „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში.   შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს

ნიკა მელია: მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება? გავისაუბროთ. ეგუებით ოლიგარქს? კი, ბატონო

მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება? გავისაუბროთ, მოგვიკაკუნეთ და კვლავ ჩვენი კარები ღიაა. ეგუებით ოლიგარქს? გინდათ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველები მაღალ თანამდებობებზე, რომლებსაც არ აინტერესებთ სახელმწიფოებრივი ინტერესები და არც მალავენ? კი, ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან მიამიტობაა ფიქრი იმისა, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნების გარეშე ოლიგარქი თავის ბერკეტებს დათმობს. ირაკლი კობახიძე: ევროკავშირს ფარდას იმ შემთხვევაში ავხდიდით, ჩვენი ევროპული პერსპექტივა, რომ არ ეღიარებინა პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: თუ გადაწყვეტილება იქნება უსამართლო, ყველაფერს ფარდას ავხდი „მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება? გავისაუბროთ, მოგვიკაკუნეთ და კვლავ ჩვენი კარები ღიაა. ეგუებით ოლიგარქს? გინდათ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველები მაღალ თანამდებობებზე, რომლებსაც არ აინტერესებთ სახელმწიფოებრივი ინტერესები და არც მალავენ? კი, ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ. ჩვენ ვართ მზად, ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან, როგორც ვიყავით, ასევე ვართ, უბრალოდ მოგვეცით შესაძლებლობა, რომ ფართოდ გაგიღოთ კარები და ეს ყველაფერი ხალხისთვის გასაგები ენით ითქვა. ჩამოწერილია რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. ამ ხელისუფლებას რესურსი რეფორმების გატარების არ აქვს, ამ ხელისუფლებას არ აქვს ნება გაატაროს წარმატებული, დემოკრატიული რეფორმები. რატომ? რეფორმებს თუ ჩაგიტარებ, სამართლიან არჩევნებს თუ ჩაგიტარებ, პოლიტიკურად თუ აღარ გდევნე, თუ ეკონომიკა იქნება იმდენად ჯანსაღი, რომ ყველა ისარგებლებს, მაშინ მე მართვის სადავეებს როგორ შევინარჩუნებ?!- ოლიგარქი ფიქრობს. ამიტომ ძალიან მიამიტობაა ფიქრი იმისა, რომ ქართველი ხალხის ურყევი ნების გარეშე ოლიგარქი თავის ბერკეტებს დათმობს. არავის შეეშინდეს, არავინ დაკომპლექსდეს, ქართველი ხალხის ნება ურყევია, ამოქმედდება", - განაცხადა მელიამ. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. ასევე წაიკითხეთ: პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს  

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირს ფარდას იმ შემთხვევაში ავხდიდით, ჩვენი ევროპული პერსპექტივა, რომ არ ეღიარებინა

ფარდას ავხდიდით იმ შემთხვევაში ევროკავშირს, რომ არ ეღიარებინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა. დღეს, როდესაც ევროკავშირმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ამ უხერხულობის გარეთ გამოტანისგან თავს შევიკავებთ. ეს არის ჩვენი გუნდის შეჯერებული პოზიცია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ ევროკავშირის მიმართულებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. ირაკლი კობახიძე: ევროკომისიამ უკრაინა და მოლდოვა მძიმე მდგომარეობის გამო "წაახალისა" "ფარდას ავხდიდით იმ შემთხვევაში ევროკავშირს, რომ არ ეღიარებინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა. ამ შემთხვევაში ჩვენ წინ წავიწიეთ ევროკავშირისკენ და ასეთ დროს, ბუნებრივია, არაფრის ფარდის ახდას არ ვაპირებთ. საუბარი იყო სწორედ იმ ხელშემშლელ ფაქტორებზე, რომლებმაც რაღაცები განაპირობა, მაგრამ საბედნიეროდ, რაღაცები ვერ განაპირობა. საუბარი იყო ამისთვის ფარდის ახდაზე, დღეს, როდესაც ევროკავშირმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ამ უხერხულობის გარეთ გამოტანისგან თავს შევიკავებთ. ეს არის ჩვენი გუნდის შეჯერებული პოზიცია", - განაცხადა კობახიძე. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. ასევე წაიკითხეთ: პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს  

პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს

საქართველოს შემთხვევაში შევადგინეთ პრიორიტეტების ყოვლისმომცველი სია, რომელთა შესრულების საფუძველზეც გვექნება საშუალება, შედეგს მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს. ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს, კანდიდატის სტატუსის მისაღებად კი, პირობები დააკმაყოფილოს „საქართველოს შემთხვევაში შევადგინეთ პრიორიტეტების ყოვლისმომცველი სია, რომელთა შესრულების საფუძველზეც გვექნება საშუალება, შედეგს მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ პოლარიზაციის დასრულება, რაც დამახასიათებელია ქვეყნისთვის. ჩვენ გვსურს ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა და იმ შეთანხმების შესრულება, რომელიც მიღწეული იყო ევროკავშირის ფასილიტაციით. ეს ასევე მოიცავს მართლმსაჯულების რეფორმას, რადგან ეს შეთანხმება ეხება ამ საკითხსაც. ასევე გვჭირდება პროგრესი კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ასევე გვჭირდება ბრძოლის გაძლიერება ორგანიზებულ დანაშაულთან, გვჭირდება აქტიური, ჯანსაღი გამოძიება, გასამართლება და სანდო შედეგებზე დაფუძნებული ისტორია. და ბოლოს, ფუნდამენტურ უფლებებზე ჩვენ გვჭირდება, რომ გრანტირებული იყოს თავისუფალი, პროფესიონალური და პლურალისტული და დამოუკიდებელი მედიაგარემო ჟურნალისტებისთვის“, – განაცხადა ევროკომისარმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.  

ევროკომისია აღიარებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის სიმბოლურ მნიშვნელობას, თუმცა არ ივიწყებს ევროპულ რეფორმებთან დაკავშირებით არასახარბიელო მდგომარეობას - მარკეტა გრეგოროვა

ექსკლუზივი ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვა ევროკომისიის დასკვნას Europetime-თან აფასებს. ჩეხი პოლიტიკოსი თვლის, რომ ევროკომისიის შეფასება საქართველოს მხრიდან რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას უსვამს ხაზს. მისივე შეფასებით, თუ საქართველოს მთავრობისთვის ევროკავშირისკენ სწრაფვა ევროპული რეფორმების განხორციელებას ნამდვილად ნიშნავს, ეს მათ ახლა უნდა აჩვენონ. „ვფიქრობ, ევროკომისიის დასკვნა ჩვენს მოლოდინებს შეესაბამება. ევროკომისია აღიარებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სიმბოლურ მნიშვნელობას, ამავე დროს, არ ივიწყებს ქვეყანაში არსებულ არასახარბიელო მდგომარეობას, რომელიც პროევროპული რეფორმების მიმართ არსებობს.  თუ საქართველოს მთავრობა ევროკავშირისკენ მისწრაფებებში ევროპულ რეფორმებს ნამდვილად გულისხმობს, მათ აქვთ გზა: აჩვენონ პროგრესი ხსენებული რეფორმების განხორციელებით და შემდეგ მიიღონ კანდიდატის სტატუსი“, - განუცხადა მარკეტა გრეგოროვამ Europetime-ს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკავშირის ლიდერები საკითხს ამ კვირაში, ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილავენ. ევროკომისია კი,, პირობების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს და პირველად შეფასებას, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს. ევროკომისიის შეფასებას წინ უძღოდა: 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ, საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ რეზოლუცია: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტმა რეზოლუციაში გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. 

თეა წულუკიანი: გუშინდელ აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიილტვიან იქითკენ, რასაც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა ჰქვია

გუშინდელი აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც მართლაც გულწრფელად მიილტვიან და მიისწრაფიან იქითკენ, რისკენაც მივისწრაფვით ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო, ეს გახლავთ ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობა და სრულფასოვანი გაერთიანება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ბექა დავითულიანი: აქციაზე “ოცნების” ამომრჩევლებიც იყვნენ „ჩვენ მაინც გვწამს, რომ საქართველოს რასაკვირველია, ეკუთვნოდა მეტი, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცამ შეიძლება, იკითხოს – ასეთი ოპოზიციის ფარგლებში რანაირად შეიძლება ჩვენ გვინდოდეს მეტი, რადგან ეს ყველაფერია ოპოზიციის გარდა. ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო რასაკვირველია, იმსახურებდა მეტს, მაგრამ მივიღეთ მაინც კარგი შედეგი. გუშინდელი აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც მართლაც გულწრფელად მიილტვიან და მიისწრაფიან იქითკენ, რისკენაც მივისწრაფვით ქართველი ხალხი და ჩვენი სახელმწიფო, ეს გახლავთ ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი წევრობა და სრულფასოვანი გაერთიანება. მე ვიყავი იმის მოწმე, როდესაც ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის წინა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და მოლაპარაკებების რამდენიმე უმძიმესი რაუნდიდასჭირდა, რომ ასოცირების შეთანხმების ტექსტში საქართველოს შესახებ ჩაწერილიყო შემდეგი ორი სიტყვა, ევროპული სახელმწიფო", - განაცხადა წულუკიანმა. თბილისში, აქცია - „შინ ევროპისკენ" გაიმართა თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმში და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ტარდება ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.  

დიეგო კოლასი: გუშინდელმა შეკრებამ მიზანსწრაფვის და მობილიზაციის დიდი შესაძლებლობა აჩვენა

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი გუშინ გამართულ აქციას და ევროკომისიის რეკომენდაციებს გამოეხმაურა. მისი თქმით, 20 ივნისს გამართული მშვიდობიანი და კანონიერი შეკრება იყო ძალიან საინტერესო და ის აჩვენებს მობილიზაციის და მიზანსწრაფვის დიდ შესაძლებლობას. დიპლომატი ასევე აცხადებს, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება არის ქვეყნისთვის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ამავდროულად, ევროკავშირსაც აქვს მოლოდინი, რომ იმ რეფორმების სიაზე, რაც განსაზღვრული იყო წინაპირობებით, თითოეულ მათგანზე იქნება პროგრესი მიღწეული. ამის მისაღწევად კი, ელჩი პოზიტიური დემარშის, მობილიზაციის და მიზანსწრაფვვის აუცილებლობაზე საუბრობს.„ჩვენ უნდა დაველოდოთ, რას იტყვის ევროპული საბჭო, თუმცა გუშინდელი მშვიდობიანი და კანონიერი შეკრება და პროტესტი იყო ძალიან საინტერესო და აჩვენა მობილიზაციის და მიზანსწრაფვის დიდი შესაძლებლობა. იმ წინაპირობებზე, რომლებიც იყო განსაზღვრული ევროკომისიის მიერ, არსებობს გარკვეული იმედი და მობილიზების გარკვეულ შესაძლებლობასაც იძლევა. ეს ქმნის ოპტიმიზმის იმედს, რადგანაც ის ევროპული პერსპექტივის აღიარებას მოიცავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ, მას ახლავს მკაფიო სამოქმედო გზა რეფორმებისთვის, რათა იმოძრაოთ წინ და მიაღწიოთ ძალიან ოპტიმისტურ და პოზიტიურ შედეგს. არ იქნება სიურპრიზი, თუ ვიტყვით, რომ ევროკავშირსაც ასევე აქვს მოლოდინი, ჩვენ გვსურს ვიხილოთ მობილიზაცია და მიზანსწრაფვა, რომ იმოძრაოთ წინ და ეს არის იმის მსგავსი, რაც ვიხილეთ გუშინ“, - განაცხადა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. თბილისში, აქცია - „შინ ევროპისკენ" გაიმართა თბილისის გარდა, 20 ივნისს ამავე მიზნით მოქალაქეები საქართველოს სხვა ქალაქებში - ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში შეიკრიბნენ. ამასთან, მსგავსი აქცია ჩატარდა ევროპის ქალაქებშიც - ლონდონში, პრაღაში, ჰანოვერში, პარიზში, ბუდაპეშტში, ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, რეიკიავიკში, ათენსა და ბრიუსელში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.  

სალომე ზურაბიშვილი: მინდა, კარგად გაიგოთ, ევროპამ არ გადაგვაგდო, ევროპამ არ გვითხრა უარი. მივიღეთ ევროპული პერსპექტივა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის მიერ მიღებულ რეკომენდაციას თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე გამოეხმაურა. „მე მინდა მოგმართოთ თქვენ, ვინც, ალბათ, სახლიდან გაიგეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაცია ევროკომისიის, მაგრამ გაიგეთ ის, რომ ერთგვარად საქართველო არ დგას იმ სამეულის ჯგუფში, რომელიც ჩვენ შევქმენით და რაღაცნაირად, ჩვენ ამ ჯგუფს ჩამოვრჩით. შეიძლება, იყოთ იმედგაცრუებული, მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია და ვეთანხმები, ვინც ჩემს წინ ამ თემაზე გამოდიოდა - ჩვენ ამისი უფლება არა გვაქვს. ჩვენ შეიძლება, ადრე და მე პირადად ბევრი რამე ვთქვი, იმიტომ, რომ მე ვხედავდი, რაც შეიძლება მზადდებოდა, ამან გამოიწვია ზოგის წყენა, გაბრაზება და სხვა რაღაცები, მაგრამ ფაქტი ფაქტი არის და ფაქტს ვერ გავექცევით. მაგრამ ფაქტები იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფარ-ხმალი უნდა ჩამოვყაროთ. ეს არ არის არც ქართული ხასიათი და არც ქალების ხასიათი. მე თქვენი იმედი მაქვს, მე მოსახლეობის იმედიც მაქვს, ყველასი, ვინც გუშინ იყო გამოსული, გუშინ სახლიდან გვიყურებდა, დღეს გვიყურებს. მე ვიცი, რომ დღეს თქვენც გრძნობთ, რომ არც იმედგაცრუების და არც წუწუნის დრო არ არის. იმიტომ, რაც მოგვივიდა დღეს, ეს არის გაფრთხილება: რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო. ჩვენი ბრალია. ჩვენ ვამბობთ, რომ რაღაც არ დავიმსახურეთ, დავიმსახურეთ!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. „ჩვენ იმის მერე, რაც გააკეთა ამ ქვეყანამ 30 წლის მანძილზე, ისე ჩამოვრჩით ჩვენს ორ მეგობარს და პარტნიორს, ჩვენი ბრალია, აბა, ვისი. არავინ არ გაგვიკეთა არაფერი. რაც მთავარია და რაც მინდა კარგად გაიგოთ, ევროპამ არ გადაგვაგდო, ევროპამ არ გვითხრა უარი, პირიქით. როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ ურსულას ბრიფინგიდან არის პირველი ცნობები, რაც ვრცელდება. პირველ რიგში უნდა წავიკითხოთ ევროკომისიის რეკომენდაციები, რაც ვრცელდება და სხვათა შორის, ურსულა ფონ დერ ლაიენის „ტვიტერშიც“ იგივე წერია და უნდა ვიცოდეთ, როგორ წავიკითხოთ. იქ წერია, რომ ჩვენ, ცხადია, კანდიდატის სტატუსი დღეს არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ ისეთი რამ, რაზედაც ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო ბოლო თვეებში, არც ვიოცნებებდით. მივიღეთ აღიარება და იმედი მაქვს, რომ ამას დაადასტურებს ევროპული საბჭო ერთ კვირაში. მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, გაწევრიანების პერსპექტივა“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.  შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს  

პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერებს ვიდეოგზავნილებით მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერებს ვიდეოგზავნილებით მიმართა და საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. შესაბამისი ვიდეომასალა პრეზიდენტის Twitter- გვერდზე განთავსდა. სალომე ზურაბიშვილი პოლონელი კოლეგისადმი გზავნილში ამბობს, რომ საქართველო და პოლონეთი საერთო ტრაგიკულ წარსულს იზიარებენ. „საქართველო და პოლონეთი იზიარებენ ევროპული ოჯახიდან მოწყვეტის ოკუპაციურ წარსულს. ამ დროს ჩვენ თქვენი მხარდაჭერის, სოლიდარობის, პოლონეთის ძმობის იმედი გვაქვს, რათა მხარი დაუჭიროთ ჩვენს გზას ევროპისკენ“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.  „გერმანიამ თავისი ისტორიიდან იცის, რომ კედლები ევროპელებს ერთმანეთისგან არ უნდა ჰყოფდეთ. როგორც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი პარტნიორი და მეგობარი, დღეს ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში დაეხმარებით საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე“, - ამბობს პრეზიდენტი თავის მხრივ, გერმანელი კოლეგისადმი გზავნილში. სალომე ზურაბიშვილი: ყველა ჩემს კოლეგასთან ვაგზავნი წერილებს, რათა ჩვენი ინტერესები დავიცვა. ამ დღეებში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეულმა ევროპულმა ქვეყანამ „ჩემი მხრიდან ყველაფერს ვცდილობ, ეს დღეები გამოვიყენოთ ჩვენი ინტერესების წინ წასაწევად. ამდენად, ყველა ჩემს კოლეგასთან ვაგზავნი წერილებს, რათა ჩვენი ინტერესები დავიცვა და ევროპული საბჭოს გადამწყვეტ სხდომამდე ჩვენი ბოლო არგუმენტები წარვადგინო, ასევე, ჩვენ ჩავწერეთ უკვე და გავუშვებთ Twitter-ზე ჩემს მიმართვებს ასევე ჩვენს კოლეგებთან, რომ ამ ფორმითაც მივმართო მათ. „საქართველო მოწყვეტილი იყო ევროპას საბჭოთა ოკუპაციის 70 ხანგრძლივი წლის განმავლობაში. ამის მიუხედავად, მას არასდროს შეუწყვიტავს ამ გზის ძიება, დემოკრატიისა და ევროპის გზაზე წინსვლა, - მიმართა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. „დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ, საქართველო მიისწრაფის იმ რეფორმების შესრულებისკენ, რომლებიც ნამდვილად ევროპულ ქვეყანად გვაქცევს. მისაღები გადაწყვეტილება იქნება ცენტრალური და ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის“, – მიმართავს ზურაბიშვილი ნიდერლანდების პრემიერ მარკ რუტეს. შვედეთის პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონისადმი მიმართვაში ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ „საქართველო შვედეთის მიმართ უკვე მადლიერია აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით ევროპული პერსპექტივის გზის გახსნისთვის. „ქართველ ხალხს სურს ეს ევროპული მომავალი. ამ ოჯახის რეინტეგრაციის დრო მოვიდა“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი. ყველა უნდა იყოს გაფრთხილებული, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს კვირა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ვნახეთ ევროპული კომისიის რეკომენდაცია, რომელიც ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, მოგვანიჭოს ევროპული პერსპექტივა, რაც ძალიან დიდი რამ არის და ალბათ, ამაზე არც ვიოცნებებდით ცოტა ხნის წინ. ჯერჯერობით, კანდიდატის სტატუსს არ გვანიჭებენ, მაგრამ გვაძლევენ ამის იმედს, თუკი ჩვენ იმ რეფორმებს და ნაბიჯებს გადავდგამთ, რაც ჩვენ გვევალება. მინდა, ყველას გთხოვოთ, რომ ამ დღეებში ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენს ძალებშია, რომ ჩვენი თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეულმა ევროპულმა ქვეყანამ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 20 ივნისს.

ზოგიერთმა ევროკავშირში, შეიძლება, დასკვნები გამოიტანა, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება მეტად არასტაბილურია - უილიამ კორტნი

ექსკლუზივი საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, Europetime-ის შეკითხვას უპასუხა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში უილიამ კორტნიმ. ამერიკელი დიპლომატი ვარაუდობს, რომ დროთა განმავლობაში საქართველო ევროკავშირთან, დანარჩენ ევროპასთან, უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს განავითარებს, თუმცა ამ ეტაპზე, „ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე საქართველოს უარმა, შესაძლოა, ქვეყნის პროგრესი ევროკავშირთან შეაფერხოს“. „დროთა განმავლობაში, საქართველო ევროკავშირთან, დანარჩენ ევროპასთან, სავარაუდოდ, უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს განავითარებს, მაგრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე საქართველოს უარმა, შესაძლოა, ქვეყნის პროგრესი ევროკავშირთან შეაფერხოს. ზოგიერთმა ევროკავშირში, შეიძლება, დასკვნები გამოიტანა, რომ საქართველოში პოლიტიკა მეტად არასტაბილურია კანდიდატისთვის, რომელიც წევრობისკენ მიისწრაფვის“, - განუცხადა Europetime-ს უილიამ კორტნიმ. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. ევროკომისიის შეფასებას წინ უძღოდა: 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ, საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ რეზოლუცია: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტმა რეზოლუციაში გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ასოცირებული ტრიოს ფორმატი აერთიანებთ, რომლის შესახებაც მემორანდუმი ქვეყნებმა 17 მაისს, კიევში გააფორმეს. მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები შეთანხმდნენ ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი იყო სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება. მემორანდუმში სამივე ქვეყანამ აღიარა, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპაში, სახლში გათბობის ან კონდიციონერის ტემპერატურას თუ 2 გრადუსით შევამცირებთ, „ჩრდილოეთის ნაკადით“ რუსული გაზის მიწოდებას სრულად ჩავანაცვლებთ

ევროპაში, სახლში გათბობის ან კონდიციონერის ტემპერატურას თუ 2 გრადუსით შევამცირებთ, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენით რუსული გაზის მიწოდებას მთლიანად ჩავანაცვლებთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ესპანურ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა. ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება რუსული Nord Stream-ით გაზის გატარების მაჩვენებელი 40%-ით შემცირდა მისი თქმით, ენერგოეფექტურობა და ენერგიის დაზოგვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს და 2022 წლის პირველ მეოთხედში ევროკავშირმა რუსეთის გაზის მიწოდება 30%-ით შეამცირა. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ეფექტურია. „ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ნაკლოვანებების დანახვა. ამ საკითხებზე ვმსჯელობთ ერთმანეთთან და პარტნიორებთან. ვფიქრობ, ეს განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება „დიდი შვიდეულის“ სამიტზეც“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.  

კახა კალაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპის დიდი ოჯახის წევრი

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპის დიდი ოჯახის წევრი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ევროპაში ინტეგრაციის მიმართულებით – ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, ეს მოხდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2012 წლის შემდეგ; შევძლით ვიზალიბერალიზაციის მიღება და დღეს საქართველოს მოქალაქეები ქართული პასპორტით თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპულ ქვეყნებში; შევძელით თავისუფალი ვაჭრობის პროექტის ხელმოწერა და მისი განხორციელება და ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. პირდაპირ ვიტყვი, პირადად მე ველოდებოდი, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ამასაც აქვს თავისი ახსნა და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, არაფერია დასამალი, თუ რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული: მაშინ, როდესაც საუბარი იყო სამ ქვეყანაზე – საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე. სამივე ქვეყანას ფაქტობრივად ერთნაირი დათქმები აქვს, რაც უნდა გამოასწორონ, რაზეც უნდა იმუშაონ, თუმცა, ორ ქვეყანას მიანიჭეს სტატუსი და საქართველო დატოვეს სტატუსის გარეშე. ეს ძალიან სამწუხაროა და ვიცით, რატომ მოხდა“, – განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნიის მიიღებს.  

ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. გპირდებით, რომ ვიქნებით თქვენი პარტნიორი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში - ამერიკის საელჩო

ამერიკის საელჩო 20 ივნისს თბილისში გამართულ აქციას - „შინ ევროპისკენ“ შემდეგი ტექსტს უძღვნის: „შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და გპირდებით, რომ ვიქნებით თქვენი პარტნიორი აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში“.  შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს. 20 ივნისს, თბილისში ხალხმრავალი აქცია - „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორებმა, ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. მანამდე, წაიკითხეს მანიფესტი და 24 ივნისისთვის კვლავ შეკრება დაგეგმეს. შეკრებილებს მიმართეს ევროპარლამენტარებმაც. აქციის ორგანიზატორის, „სირცხვილიას“ ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, შეიქმნება სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო, რომელიც გააერთიანებს სამოქალაქო მოძრაობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო მოძრაობა ხელისუფლების წინაშე მოთხოვნებს წამოაყენებს.

სახელმწიფო დეპარტამენტი: შეერთებული შტატები მხარს უჭერს მთლიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპას

ექსკლუზივი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს მთლიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპას და განაგრძობს მოლდოვისა და უკრაინის მთავრობებთან მუშაობას, რადგან ეს ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აუცილებელ რეფორმებს ახორციელებენ, ეს კი, ბლოკის წევრობისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. „შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს მთლიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპას და ჩვენ ამ მხარდაჭერის ერთგულნი ვრჩებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისა და მოლდოვის შემდგომ ინტეგრაციას მათ ევროპელ მეზობლებთან, მათ შორის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ჩვენ განვაგრძობთ ამ ქვეყნების მთავრობებთან მუშაობას, რადგან ისინი აგრძელებენ გაწევრიანების პროცესისთვის აუცილებელ რეფორმებს და საკანონმდებლო დონეზე ადაპტაციას, რაც აუცილებელია გაწევრიანების პროცესისთვის. ნედ პრაისი: მხარს ვუჭერთ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპელ მეზობლებთან შემდგომ ინტეგრაციას გაწევრიანების პროცესის დეტალები და ვადები ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და კონკრეტულად, ამასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისთვის ევროკავშირს მივმართავთ“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.

ახლა, როცა ქართველი ახალგაზრდობა ევროპულ მომავალს ითხოვს, არ არის დრო, რომ ყველამ გააერთიანოს ძალები? - მიჰაილ გალარი

ევროპარლამენტარ მიჰაილ გალარის (EPP, გერმანია) შეფასებით, ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს იმ ფონზე, როდესაც ახალგაზრდობა ქუჩაშია გამოსული ევროპული მომავლის მოთხოვნით. „ახლა, როცა ქართველი ახალგაზრდობა, ქვეყნის იმედი ქუჩაშია და მოითხოვოს ევროპულ მომავალს, განა ახლა არ არის დრო, რომ ყველა, ვინც ცდილობს, გადალახოს პოლიტიკური დაპირისპირება, გააერთიანოს ძალები ყველა ბანაკიდან, ახალი შეთანხმების მოთხოვნით? ხალხი უკეთესს იმსახურებს“, - წერს Twitter-ზე ევროპარლამენტარი. (ექსკლუზივი) ევროპარლამენტარი მიჰაილ გალარი: რეფორმა არის საკვანძო საკითხი, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობას და სასამართლო სისტემას 20 ივნისს, თბილისში ხალხმრავალი აქცია - „შინ ევროპისკენ“ გაიმართა. ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად მოქალაქეები სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებით შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორებმა, ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. მანამდე, წაიკითხეს მანიფესტი და 24 ივნისისთვის კვლავ შეკრება დაგეგმეს. შეკრებილებს მიმართეს ევროპარლამენტარებმაც. აქციის ორგანიზატორის, „სირცხვილიას“ ლიდერის, შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, შეიქმნება სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო, რომელიც გააერთიანებს სამოქალაქო მოძრაობებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტთა და მედია გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტურ, კულტურულ და პროფესიულ კავშირებს. მასში შემავალი ყველა ჯგუფის კონსენსუსის საფუძველზე, ახალი სახალხო მოძრაობა ხელისუფლების წინაშე მოთხოვნებს წამოაყენებს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: 17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, ოფიციალურ დოკუმენტში ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა

17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, ოფიციალურ დოკუმენტში ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა. ევროკომისიამ რეკომენდაციის სახით მიმართა ევროპულ საბჭოს, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, სამთავრობო პროგრამის შესრულების 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, მოლოდინი იყო, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო. „ჩვენი მოლოდინი იყო ის, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო. გასაგებია, რომ ჩვენ ამაზე განსხვავებული მიდგომა ვიხილეთ. 17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, ოფიციალურ დოკუმენტში ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა. ევროკომისიამ რეკომენდაციის სახით მიმართა ევროპულ საბჭოს. პირველად გაჩნდა ჩანაწერი ევროპული პესრპექტივის შესახებ და ევროკომისიამ ნათლად ჩაწერა დოკუმენტში, რომ აძლევს რეკომენდაციას ევროსაბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, ჩვენი მოლოდინი იყო ის, რომ საქართველოც მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო. გასაგებია, რომ ჩვენ ამაზე განსხვავებული მიდგომა ვიხილეთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენა სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. პირდაპირი ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომ ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და გაჩნდა ნანატრი ჩანაწერი, ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ღარიბაშვილს რამდენჯერმე მიმართა, რომ არის „მოღალატე“ და მას უწოდა „მონა“. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.  

ირაკლი ღარიბაშვილი: უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ სტატუსი მისცეს

უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ მისცეს სტატუსი. მოლდოვაც გათანაბრებულ მდგომარეობაშია აღქმული, ვინაიდან მოსაზღვრე სახელმწიფოა, გამოწვევები ბევრად უფრო რთული აქვთ. თქვენ ნახეთ, რომ როგორც უკრაინა, ასვევე მოლდოვა ჩამორჩება საქართველოს ბევრი მიღწევის და პარამეტრის მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის შესრულების 2022 წლის ანგარიშს აცნობს. „ჩვენ ყველას გვინდა მოლოდინი, რომ თუ ვინმე იმსახურებდა ასოცირებული ტრიოდან კანდიდატის სტატუსს, არა როგორც ემოციების და აღქმების დონეზე, არამედ რეალური გაკეთებული საქმის მიხედვით იყო საქართველო და მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მათი მთავარი მოტივაცია იქნებოდა დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვიხილეთ, რაც გულდასაწყვეტია. მოვისმინეთ ასევე, რომ საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არის განსხვავებული, განსხვავებული გეოპოლიტიკური სიტუაცია არის, ასევე მოვისმინეთ, რომ უკრაინას მისცეს სტატუსი, იმიტომ, რომ უკრაინა ომშია. სწორედ უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ მისცეს სტატუსი. თქვენ ნახეთ, რომ როგორც უკრაინა, ასვევე მოლდოვა ჩამორჩება საქართველოს ბევრი მიღწევის და პარამეტრის მიხედვით. მოლდოვაც გათანაბრებულ მდგომარეობაშია აღქმული, ვინაიდან მოსაზღვრე სახელმწიფოა, გამოწვევები ბევრად უფრო რთული აქვთ მათ, როგორც ეკონომიკურად, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით და მოლდოვასაც სხვა პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით მიენიჭა სტატუსი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: 17 ივნისს ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, ოფიციალურ დოკუმენტში ყველასთვის ნანატრი ჩანაწერი გაჩნდა  

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ ომამდე დაამტკიცა, რომ სწორი ტრაექტორიით მიდის

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინამ და მისმა ხალხმა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ჯოჯოხეთი გაიარეს და დაამტკიცეს, რომ ღირსია წევრობის კანდიდატის სტატუსი. ლაიენის თქმით, უკრაინამ უკვე ომამდე დაამტკიცა, რომ სწორი ტრაექტორიით მიდის.  „უკრაინა არის ძლიერი საპარლამენტო დემოკრატია, მას აქვს კარგად ფუნქციონირებადი საჯარო ადმინისტრაცია, რომელიც ყოველდღე გადის ომის საბოლოო სტრესს. მას აქვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება. ყოველწლიურად, მცირე ბიზნესი და, განსაკუთრებით, ახალგაზრდა მეწარმეები იპყრობენ ახალ სივრცეს ქვეყნის ეკონომიკაში - და ებრძვიან ოლიგარქების ძალაუფლებას“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ლაიენის თქმით, უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ჯგუფიდან, რომელმაც მიიღო „გაბედული კანონი უკრაინის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ოლიგარქების კონტროლის გასარღვევად“. „ახლა საუბარია კანონის პოზიტიურ და გრძელვადიან ცვლილებად გადაქცევაზე. უკრაინელ ხალხს სურს, განაგრძოს მოდერნიზაციის გზა, დემოკრატიის გზა, გზა, რომელიც მიდის ევროპისკენ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ცნობისათვის, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 24 ივნისს მიიღებს.

ირაკლი კობახიძე: საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს

სამწუხარო რა არის იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას მთელი ამ დღეების განმავლობაში. ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „სამწუხარო რა არის იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას მთელი ამ დღეების განმავლობაში. მისი განცხადებები, რომ ვართ ჩამორჩენილი და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას ემსახურება. ჩამორჩენილი თუ არის ქვეყანა, გამოდის, რომ კანდიდატობას არ იმსახურებს, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცეებს. სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით დასულია სალომე სამადაშვილის დონეზე, რაც ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა კობახიძემ. ასევე წაიკითხეთ: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას მხარი დაუჭირა

სამწუხარო რა არის იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას მთელი ამ დღეების განმავლობაში. ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „სამწუხარო რა არის იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას მთელი ამ დღეების განმავლობაში. მისი განცხადებები, რომ ვართ ჩამორჩენილი და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას ემსახურება. ჩამორჩენილი თუ არის ქვეყანა, გამოდის, რომ კანდიდატობას არ იმსახურებს, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცეებს. სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით დასულია სალომე სამადაშვილის დონეზე, რაც ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა კობახიძემ. ასევე წაიკითხეთ: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას მხარი დაუჭირა

დღეს ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აღიარებს - შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ დღეს ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აღიარებს. შესაბამისი პოსტი მიშელის „ინსტაგრამ“ გვერდზე განთავსდა. დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების ხელმძღვანელთა ორდღიანი სამიტი იწყება „დღეს ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აღიარებს. ამ ქვეყნების და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. წლევანდელი ზაფხული ისტორიული იქნება, იმედიანი და ნათელი“, - წერს შარლ მიშელი.  შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 

ლატვიის პრეზიდენტი: ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია მის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია მის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. წარმატებისათვის საჭიროა, რომ ევროპული ორიენტაცია ერთსულოვანი იყოს, - ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი Twitter-ზე საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე შეტანილ განაცხადს ეხმაურება. გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ „ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია მის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. წარმატებისათვის საჭიროა, რომ ევროპული ორიენტაცია ერთსულოვანი იყოს. თქვენი (სალომე ზურაბიშვილი) ხელმძღვანელობით, სამომავლო პერსპექტივა დამაიმედებელია“, - წერს ლატვიის პრეზიდენტი. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.   

გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ

ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, Twitter-ის გვერდზე წერს. „ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ. ქალბატონო პრეზიდენტო, ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ“, - წერს ლიეტუვას პრეზიდენტი. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.   

ჯოზეფ ბორელი: ქართველებს ახლა აქვთ მკაფიო გზა, შესასრულებელი საქმეები, განრიგი, გააგრძელეთ მუშაობა

ქართველებს ახლა აქვთ მკაფიო გზა, შესასრულებელი საქმეები, განრიგი, გააგრძელეთ მუშაობა, – ასე უპასუხა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რა არის მისი გზავნილი ქართველი ხალხისადმი. „ჩემი გზავნილია, რომ ქართველებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. მათ არ უნდა განიხილონ ეს ნეგატიურად. ახლა მათ აქვთ მკაფიო გზა, შესასრულებელი საქმეები, განრიგი, ასე რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, თქვენ კარგ გზაზე ხართ“, – განაცხადა ბორელმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს: მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს მიმართავს, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭოს. განცხადების ავტორები, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ბენ კარდინი თანათავმჯდომარე, სტივ კოენი, სენატორი როჯერ უიკერი და წარმომადგენელთა პალატის წევრი, ჯო უილსონი თვლიან, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსაც უნდა შესთავაზოს კონკრეტული საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისკენ. „მივესალმებით ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას, მიენიჭოთ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ყველა ქვეყანას აქვს სუვერენული უფლება, აირჩიოს საკუთარი ალიანსები და განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა. უკრაინისა და მოლდოვის მოსახლეობას დიდი ხანია, აინტერესებს ევროატლანტიკურ დასავლეთთან ინტეგრაცია. ევროკომისიის რეკომენდაცია აჯილდოებს მათ მუდმივ ძალისხმევას ამ მისწრაფებების განსახორციელებლად, თუნდაც დაუნდობელი რუსული აგრესიის პირობებში.საქართველოს ხალხმა ასევე დიდი მსხვერპლი გაიღო თავისი ევროპული იდენტობისთვის რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, რუსეთის აგრესიული ქმედებების და მტკივნეული რეფორმების გამოწვევების მიუხედავად. მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ გამოწვევას, თუ ეს გზა ნათელია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათაც უნდა შევთავაზოთ თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისკენ.ევროპის საბჭოს ამ კვირის შეხვედრის წინ, ჩვენს ევროპელ მეგობრებს მოვუწოდებთ, სამივე ქვეყანას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. ლიბერალური დემოკრატიისკენ მიმავალი გზა არასოდეს არის  პერიოდული უკუსვლების და გრძელი გზის გარეშე, და, ყოველთვის საჭიროებს სიფხიზლეს, ფრთხილ ძალისხმევას და კომპრომისს. გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას მისცემს ბრძოლის შანსს საერთო ევროპული ოცნებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში. ინფორმაციისთვის, ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს, ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით შეიქმნა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების ხელმძღვანელთა ორდღიანი სამიტი იწყება

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების ხელმძღვანელთა ორდღიანი სამიტი იწყება. ლიდერები უკრაინის, მოლდოვის და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატების სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავენ. ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციაზე დაყრდნობით დასკვნებს 23 ივნისს, 19:00 საათისთვის დადებს. ევროკავშირის ლიდერები ასევე განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, მათ შორის მის გავლენას მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კრიზისზე. ევროპელი ლიდერები ასევე იმსჯელებენ უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერაზე, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ, სამხედრო, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის 28 თებერვალს გააკეთა. საქართველომ და მოლდოვის რესპუბლიკამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინეს. ევროკომისიამ თავისი მოსაზრება ქვეყნების განაცხადებზე 2022 წლის 17 ივნისს გამოაქვეყნა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ევროპარლამენტი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებებს, „ცალსახად წარმოაჩინონ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მოქალაქეების ევროპული მიზნების განსახორციელებლად“, დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები. ამის შესახებ ევროპარლამენტი რეზოლუციაში მიუთითებს. უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან, აცხადებენ ევროპარლამენტარები და მოუწოდებენ ევროპულ საბჭოს, გადადგას პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ სამი ქვეყნის მოქალაქეების ლეგიტიმური მისწრაფებების რეალიზაციისკენ. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ გაფართოებას ალტერნატივა არ აქვს, რაც ყველაზე დიდი გეოსტრატეგიული ინვესტიციაა“ სტაბილურ, ძლიერ და გაერთიანებულ ევროკავშირში. ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის პერსპექტივა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მიისწრაფვიან, გახდნენ წევრი ქვეყნები, არის ევროკავშირის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებში. ევროპარლამენტარები დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების პროცესის „ხელახლა გააქტიურებას“ ითხოვენ. ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელებს, დაუყოვნებლივ მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს, კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 

ირაკლი ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე: მეტს ვიმსახურებდით, მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა, ასე მოქცევა არ შეიძლებოდა

ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი, რის გამოც უფრო მეტს ვიმსახურებდით, ჩვენს მიერ გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა და ომია - მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა, ასე მოქცევა არ შეიძლებოდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის შინაარსსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 2008 წელს ქართველმა ჯარისკაცებმა სამაგალითო გმირობა აჩვენეს, ქართველები ორი მთავარი ძალით მოვედით, რწმენით და ჯარით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით კი ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, რაც, სამწუხაროა. ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას მხარი დაუჭირა „ეს დღეები ჩვენ კარგად გვესმის, რომ საკმაოდ ემოციური დღეებია და მე მინდა, კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ ჩემი ხედვა. ამის თაობაზე საჯაროდაც ვისაუბრე და საჯაროდ გამოვთქვი ჩემი გულისტკივილი. ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი ჩვენი ქვეყნის, საქართველოსი, რის გამოც ჩვენ უფრო მეტს ვიმსახურებდით და ასეთი მოქცევა არ შეიძლებოდა და იყო უსამართლო, სწორედ ის ფაქტებია, რომელიც მე ჩამოვთვალე- ჩვენს მიერ გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა, ომი. ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღადგინა დამოუკიდებლობა, 2008 წელს თქვენ, ჩვენმა ჯარმა აჩვენა სამაგალითო გმირობა. ჩვენ არავის ჯარს არ ვედრებით, მაგრამ ქართველები ორი მთავარი ძალით მოვედით, ეს არის ჩვენი რწმენა, სარწმუნოება, ეკლესია და ჩვენი ჯარი, ჩვენი ხალხი, ჩვენი მეომარი სული. დღეს, სამწუხაროდ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. რა თქმა უნდა, მე არავის წარმატება არ მშურს, პირიქით, მიხარია უკრაინელების წარმატებაც, მოლდოველებისაც და ყველასიც, მაგრამ საქართველო იმსახურებდა მეტს და თუ ვინმე იმსახურებდა ამ სამ ქვეყანაში, ვიმსახურებთ ჩვენ. გასაგებია მეგობრებო, ჩვენ ყველას კარგად გვესმის დღეს მსოფლიოში სხვა კონიუნქტურაა, სხვა, ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს, მთელ მსოფლიოში, ჩვენ ამას მშვიდად უნდა შევხვდეთ და გავაგრძელოთ წინსვლა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერება, ჩვენი ჯარის გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის დაცვა, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი მთავარი ოცნება, რომ ყველამ ერთ დღეს და ეს დღე რაც შეიძლება მალე დადგეს, შევხვდეთ გაერთიანებულ, ერთიან, ძლიერ საქართველოში, აი, ეს უნდა იყოს მთავარი გამაერთიანებელი იდეა ჩვენი ერის და ჩვენი ხალხის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, რომლის განცხადებასაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ასევე წაიკითხეთ: ევროპარლამენტი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს  

გიტანას ნაუსედა: ევროკავშირის გზავნილი არ უნდა მიიღოთ, როგორც გზავნილი იმედგაცრუებისთვის

ვფიქრობ, რომ ევროკავშირის გზავნილი არ უნდა მიიღოთ, როგორც გზავნილი იმედგაცრუებისთვის, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა. ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას მხარი დაუჭირა „ჩვენთვის ეს მომენტი იყო უდიდესი მოტივაცია, რათა რეფორმების იმპლემენტაცია მოგვეხდინა და თან სწრაფად, ძალიან სწრაფად წავსულიყავით წინ და მიგვეღწია საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ქართველი ხალხიც იმსახურებს ასეთ შანსს, რომ აჩვენონ სიძლიერე რეფორმების განსახორციელებლად და დაეწიონ იმ ქვეყნებს, რომლებსაც შედარებით ადრე მიიპატიჟებენ ამ გზაზე“, - განაცხადა ნაუსედამ. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე: მეტს ვიმსახურებდით, მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოა, ასე მოქცევა არ შეიძლებოდა  

ისტორიული დღე. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებას ისტორიულ გადაწყვეტილებად აფასებს. „ისტორიული დღე. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია. ახლა, ჩვენ მზად ვართ შემდეგი თვეების განმავლობაში მიზანდასახულად ვიმუშაოთ კანდიდატის სტატუსის მისაღწევად. პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ სანდუს, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს ვულოცავ ამ იმედის დღეს. კანდიდატის სტატუსის მიღება ისტორიული ნაბიჯია, რომელიც აჩვენებს ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ერთობას და სურვილს. ჩვენ, სამივე ასოცირებული ქვეყანა, ევროპის გზაზე ერთად ვართ“, - აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის

„ეს ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, - ამის შესახბ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო მზად არის, განახორციელოს ყველა პრიორიტეტი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მალე მისაღებად. „მზად ვართ განვახორციელოთ ყველა პრიორიტეტი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მალე მისაღებად. ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას! მადლობა ქალბატონ ურსულას და ბატონ შარლს,“- ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

შარლ მიშელი: პირველი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის და ხელისუფლებისთვის - ევროპული პერსპექტივა. თუ იქნება პოლიტიკური ნება, შესაძლებელია საქართველოსთვის უზარმაზარი პროგრესის მიღწევა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია პროგრესის მიღწევა. ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა გზავნილი ექნებოდა მას ქართველი ხალხისადმი, შარლ მიშელმა შემდეგი პასუხი გასცა:   „პირველი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის და ხელისუფლებისთვის, ეს გახლავთ ევროპული პერსპექტივა, ეს არის ნათელი გზავნილი. ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ფუნდამენტური რეფორმების განხორციელება, ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ქართულ ინსტიტუტებთან, რათა მათ პროგრესს მიაღწიონ, გამომდინარე კომისიის დასკვნიდან, მისი სამუშაოდან, დარწმუნებული ვარ, თუ იქნება პოლიტიკური ნება პოლიტიკურ ლანდშაფტში, შესაძლებელია საქართველოსთვის უზარმაზარი პროგრესის მიღწევა. მე ვიცი, რომ მათ იციან, რა ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული სწორი მიმართულებით და ძალიან ძლიერი გზავნილი გავაგზავნეთ გეოპოლიტიკურ დონეზე და არამხოლოდ. ჩვენ ვიცით იმ არჩევანის შესახებ, რაც საქართველოს ხალხმა და საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა. ეს არის თავისუფალი არჩევანი სამყაროს დემოკრატიული პრინციპების, ფუნდამენტური ღირებულებების, ფინდამენტური პრინციების, დემოკრატიული პრინციპების. ჩვენ მართლაც გვინდა, ძალიან მჭიდროდ ვიმუშაოთ მათთან, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ძალისხმევას, რომ სწორი მიმართულებით იმოძრაოს ქვეყანამ“. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.

ემანუელ მაკრონი: საქართველოში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა უფრო მეტი ევროპის მოწოდებით, ეს იქნება საფუძველი რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა განხორციელდეს

„ეს არის ისტორიული დღე საქართველოსთვის. ევროკავშირის საბჭომ საქართველოს წევრობის პერსპექტივა აღიარა“, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ეს არის ისტორიული დღე საქართველოსთვის. ევროკავშირის საბჭომ საქართველოს წევრობის პერსპექტივა აღიარა. კომისიამ მკაფიოდ განაცხადა, რა არის საჭირო კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმაც ისაუბრა. ჩვენ ვნახეთ პრეზიდენტის მკაფიო გზავნილები, ამასთან, ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვიდა უფრო მეტი ევროპის მოწოდებით. ეს იქნება კარგი საფუძველი რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.  შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უფრო ადრე, ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელებს, დაუყოვნებლივ მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს, კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკომისიის რეკომენდაციას კი, წინ უძღოდა: 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ, საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ რეზოლუცია: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტმა რეზოლუციაში გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ასოცირებული ტრიოს ფორმატი აერთიანებთ, რომლის შესახებაც მემორანდუმი ქვეყნებმა 17 მაისს, კიევში გააფორმეს. მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები შეთანხმდნენ ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი იყო სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება. მემორანდუმში სამივე ქვეყანამ აღიარა, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.

შარლ მიშელი: ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა Twitter-ზე განაცხადა, რომ ეს ისტორიული მომენტია. „დღეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი ევროკავშირისკენ მიმავალ თქვენს გზაზე. ვულოცავ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს, ისევე როგორც უკრაინელ და მოლდოველ ხალხს. ჩვენი მომავალი ერთადაა”, - განაცხადა შარლ მიშელმა. ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს საქართველოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება უფრო ადრე, ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელებს, დაუყოვნებლივ მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს, კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკომისიის რეკომენდაციას კი, წინ უძღოდა: 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ, საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ რეზოლუცია: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტმა რეზოლუციაში გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ასოცირებული ტრიოს ფორმატი აერთიანებთ, რომლის შესახებაც მემორანდუმი ქვეყნებმა 17 მაისს, კიევში გააფორმეს. მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები შეთანხმდნენ ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი იყო სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება. მემორანდუმში სამივე ქვეყანამ აღიარა, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.

ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება

ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა. „ვულოცავ ქართველ ხალხს. ეს ისტორიული მომენტია ევროკავშირი– საქართველოს ურთიერთობებში: საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, - აღნიშნავს შარლ მიშელი. უფრო ადრე, ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელებს, დაუყოვნებლივ მიანიჭონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს, კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს შეასრულებს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკომისიის რეკომენდაციას კი, წინ უძღოდა: 9 ივნისს, ევროპარლამენტის მიერ, საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ რეზოლუცია: ევროპარლამენტმა მიღებული რეზოლუციით მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სასამართლო დამოუკიდებლობის, სამართლიანი სასამართლოს და ფუნდამენტური თავისუფლებების უმაღლესი სტანდარტები, მათ შორის მედიის თავისუფლების სფეროში და ამის საფუძველზე, ცალსახად წარმოაჩინონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქართველი ხალხის ამბიციური ევროპული მისწრაფებების რეალიზების შესახებ, რასაც მოწმობს ქვეყნის მიერ 2022 წლის 3 მარტის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე; ევროპარლამენტმა რეზოლუციაში გამოხატა რწმენა, რომ საქართველოს ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და მაშასადამე მოუწოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.  აღსანიშნავია, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას ასოცირებული ტრიოს ფორმატი აერთიანებთ, რომლის შესახებაც მემორანდუმი ქვეყნებმა 17 მაისს, კიევში გააფორმეს. მემორანდუმის ხელმოწერით, სამი ქვეყნის საგარეო უწყებები შეთანხმდნენ ერთობლივი საკოორდინაციო და თანამშრომლობის ფორმატის – „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების თაობაზე, რომლის მიზანი იყო სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება. მემორანდუმში სამივე ქვეყანამ აღიარა, რომ მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რის საფუძველსაც ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლი წარმოადგენს. ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.

საქართველო აქტიურად იმუშავებს რეკომენდაციების შესრულების მიზნით, რათა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახში - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით. ილია დარჩიაშვილის შეფასებით, დღეს ევროპულმა საბჭომ მიიღო მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მინიჭების შესახებ. „ევროპული საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა დაადასტურეს რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და საქართველო აუცილებლად გახდება ორგანიზაციის წევრი. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო, რიგი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, ავტომატურად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ხოლო უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ რიგი რეკომენდაციების შესრულების პირობით. საქართველოსთვის გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭებით, ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა და აღიარა ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლების მანძილზე არსებობს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. მართლაც, ეს შედეგი საქართველოსთვის მიუღწეველი იქნებოდა, რომ არა ქვეყნის მიერ ბოლო წლების განმავლობაში გატარებული რეფორმები და ძალისხმევა. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც საფრთხეს უქმნის დასავლურ ფასეულობათა სისტემას და ევროპის უსაფრთხოებას, რომლის განუყოფელი ნაწილიც საქართველოა. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და წევრი ქვეყნების ლიდერების მხარდაჭერას ამ პროცესში. მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის ეს არის ისტორიული მომენტი და ამიერიდან ევროპის კარი ცალსახად ღიაა ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო, როგორც საერთო ფასეულობების ერთგული, ევროკავშირთან ერთად გააგრძელებს რეფორმების ამბიციური დღის წესრიგის განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციას. საქართველო აქტიურად იმუშავებს რეკომენდაციების შესრულების მიზნით, რათა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოიპოვოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი და დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახში. ვულოცავთ ჩვენს მეგობარ უკრაინას და მოლდოვას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“, - აღნიშნავს დარჩიაშვილი, რომლის კომენტარს საგარეო უწყება ავრცელებს. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

ვოლოდიმირ ზელენსკი: მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ამის შემდეგ მტერს დავამარცხებთ და ცოტას დავისვენებთ

მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ეს არის გამარჯვება, რომელსაც 120 დღე და 30 წელი ველოდით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში განაცხადა. გერმანიის კანცლერი: ევროკავშირის საბჭო მიესალმება ორ ახალ კანდიდატ ქვეყანას! კარგი თანამშრომლობით ევროპულ ოჯახში "ევროპულმა საბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ახლახანს მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ეს არის გამარჯვება, რომელსაც 120 დღე და 30 წელი ველოდით. ამის შემდეგ მტერს დავამარცხებთ და ცოტას დავისვენებთ, ან შესაძლოა ჯერ უკრაინა ხელახლა ავაშენოთ და შემდეგ დავისვენოთ ცოტა", - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  

გერმანიის საელჩო კანდიდატის სტატუსზე: ქართველი ხალხი მზადა, წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთოს

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვიცით, რომ ქართული საზოგადოება მზად არის, ამ გზაზე წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთოს, - წერს სოციალურ ქსელში გერმანიის საელჩო საქართველოში. საქართველო აქტიურად იმუშავებს რეკომენდაციების შესრულების მიზნით, რათა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახში - ილია დარჩიაშვილი "მიზანი ნათელია - საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები. ვიცით, რომ ქართული საზოგადოება მზად არის, ამ გზაზე წარმატების მისაღწევად ყველაფერი გააკეთოს. გერმანია ამ წარმატების უზრუნველსაყოფად თავის წვლილს შეიტანს. საკუთარი ისტორიის ახალ თავს ევროპა ერთობლივად შექმნის", - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება ემანუელ მაკრონი: საქართველოში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა უფრო მეტი ევროპის მოწოდებით, ეს იქნება საფუძველი რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა განხორციელდეს  

სალომე ზურაბიშვილი ევროპულ საბჭოს: შანსი რომელიც მოგვეცა, ასევე გამოწვევაა

შანსი რომელიც მოგვეცა, ასევე გამოწვევაა, - საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერმიღების შემდეგ ევროპულ საბჭოს უთხრა, რომ ქვეყანა მზადაა იმ დავალების შესასრულებლად, რომელიც კანდიდატი სტატუსის მისაღებად არის საჭირო. ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება "უპირველეს ყოვლისა, მინდა ქართველი ხალხის სახელით გადმოგცეთ, რომ რაც დღეს მოხდა... შესაძლოა, არის გარკვეული იმედგაცრუება, რომ ტრიოს სამეულში არ ვართ. მაგრამ, ვფიქრობ, ვაანალიზებთ იმას, რომ დღეს მოხდა ის, რასაც საქართველო მრავალი წელი ელოდა... მე მესმის, საქართველოს მოსახლეობას ესმის, და ვფიქრობ ჩვენ ყველამ, მათ შორის მთავრობამ, უნდა გავიგოთ, რომ შანსი რომელიც მოგვეცა ასევე გამოწვევაა... პასუხისმგებლობაა ქართველი ხალხის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი შვილების წინაშე, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, გამოწვევას ძალიან სერიოზულად მივუდგებით და ამაზე ვიმუშავებთ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილმა კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა უკრაინას და მოლდოვას, იმ ასოცირების ტრიოს წევრებს, რომლის ნაწილიც ასევეა საქართველო. "უკრაინა უძღვებოდა ამ ბრძოლას და რომ არა აგრესიის წინაშე უკრაინელი ხალხის არაჩვეულებრივი ერთობა, ეს დიდი ისტორიული ნაბიჯი სავარაუდოდ არ გადაიდგმებოდა... კიდევ ერთხელ გმადლობთ და მსურს ყველას მოგილოცოთ, რადგან დღეს თქვენ ისტორიულ ნაბიჯს დგამთ, რათა ევროპა თავის უფრო დიდ კონფიგურაციაში გაერთიანდეს, რომელშიც შავი ზღვა თავისი ხიდის ფუნქციებს უნდა დაუბრუნდეს, როგორც ეს ძველ დროს იყო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ასევე წაიკითხეთ: ემანუელ მაკრონი: საქართველოში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა უფრო მეტი ევროპის მოწოდებით, ეს იქნება საფუძველი რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა განხორციელდეს  

ვიოლა ფონ კრამონი: იმედი მაქვს, რომ 6 თვეში საქართველოს კანდიდატის სტატუსსაც ვიზეიმებთ

იმედი მაქვს, რომ 6 თვეში საქართველოს კანდიდატის სტატუსსაც ვიზეიმებთ, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას. „იმედი მაქვს, რომ 6 თვეში საქართველოს კანდიდატის სტატუსსაც ვიზეიმებთ, ამისთვის საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს განხორციელება, ევროკავშირის ინსტრუქციები კრისტალურად ნათელია. „ქართულო ოცნება", ბურთი თქვენს მოედანზეა“, - წერს ევროპარლამენტარი. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება ემანუელ მაკრონი: საქართველოში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა უფრო მეტი ევროპის მოწოდებით, ეს იქნება საფუძველი რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა განხორციელდეს  

პრემიერი ე.წ. ფარდის ახდაზე: შეგნებულად გავაკეთე, რომ არა საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა, საქართველოს დღეს არ მიეღო დამსახურებული ევროპული პერსპექტივა

ჩემი მაშინდელი ემოციური რეაქცია იყო აბსოლუტურად გააზრებული, შეგნებულად გავაკეთე. რომ არა ჩვენი გუნდის პრინციპული დამოკიდებულება და საჯარო მიმართვა ევროპისადმი, შესაძლოა საქართველოს დღეს არ მიეღო დამსახურებული ევროპული პერსპექტივა, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. „ფარდის ახდასთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. ირაკლი ღარიბაშვილი დეოლიგარქიზაციაზე: გვექნება კონსულტაცია ბრიუსელთან „მაშინდელი ემოციური რეაქცია იყო აბსოლუტურად გააზრებული, მე ეს შეგნებულად გავაკეთე. რომ არა ჩვენი გუნდის პრინციპული დამოკიდებულება და საჯარო მიმართვა ევროპისადმი შესაძლოა საქართველოს დღეს არ მიეღო დამსახურებული ევროპული პერსპექტივა. ჩვენ ამის რისკები დავინახეთ, ვინაიდან ყოვლად უსამართლო რეზოლუცია იყო მიღებული, რაც ღიად ვთქვით ყოველგვარი დაფარვის გარეშე. ჩვენ არასდროს არ შევეგუებით უსამართლობას და ყოველთვის გვექნება მძაფრი, სამართლიანი, პროპორციული ქმედება და რეაქცია. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის პრინციპულობას გარკვეული როლი ამ ყველაფერში მიუძღვის, ჩვენმა დემონსტრაციამ თავისი როლი შეასრულა. რა თქმა უნდა, არ ვცვლი ჩემს პოზიციას, რომ არ გვეხილა ასეთი სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება ჩემს პოზიციაზე დავრჩებოდი, მაგრამ ვინაიდან მივიღეთ, რაც დავიმსახურეთ არ ვთვლი საჭიროდ, რომ ამ თემაზე გავაგრძელო დისკუსია“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  

გერმანიის კანცლერი: ევროკავშირის საბჭო მიესალმება ორ ახალ კანდიდატ ქვეყანას! კარგი თანამშრომლობით ევროპულ ოჯახში

ევროკავშირის საბჭო მიესალმება ორ ახალ კანდიდატ ქვეყანას! კარგი თანამშრომლობით ევროპულ ოჯახში, - გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. „27-ჯერ კი! ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას! ევროკავშირის საბჭო მიესალმება ორ ახალ კანდიდატ ქვეყანას! კარგი თანამშრომლობით ევროპულ ოჯახში!“,- წერს ოლაფ შოლცი. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  

შალვა პაპუაშვილი: საბჭომ აღიარა სამივე ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ანუ ევროკავშირი დაპირდა სამივე ქვეყანას, რომ ისინი გახდებიან ევროკავშირის წევრები

„საბჭომ აღიარა სამივე ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ანუ ევროკავშირი დაპირდა სამივე ქვეყანას, რომ ისინი გახდებიან ევროკავშირის წევრები“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ევროსაბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება მართლაც ისტორიული იყო - საბჭომ აღიარა სამივე ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ანუ ევროკავშირი დაპირდა სამივე ქვეყანას, რომ ისინი გახდებიან ევროკავშირის წევრები, თუმცა ამისთვის სამივე ქვეყანას რეფორმების და ევროკავშირთან ინსტიტუციური დაახლოების ხანგრძლივი პროცესის გავლა მოუწევს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი დეოლიგარქიზაციაზე: გვექნება კონსულტაცია ბრიუსელთან  

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს, ბრიუსელში უნდა განვუმარტოთ, რომ საქართველოს ლიდერები შეიძლება, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ

„ჩვენ პოლიტიკურად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ უნდა განვუმარტოთ ბრიუსელში ყველას, საქართველოს ლიდერები შეიძლება აღმოჩნდნენ რთულ სიტუაციაში“, ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზეგანაცხადა. პიტერ სიიარტო: გული გვწყდება, რომ სტატუსი ვერ მიიღეთ - გუშინ მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია, აუხსნელი და ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს „თუ გვინდა ვიმოძრაოთ კრიტერიუმების თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან დიდ პრობლემებში აღმოვჩნდებით, რადგან არ ვიცით, ეს რას ნიშნავს. პოლიტიკური პოლარიზაციის შეწყვეტა - დემოკრატია საპარლამენტო პარტიების შეჯიბრს გულისხმობს. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან, პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა მხარეს არიან განლაგებულები. თქვენ ამის შეწყვეტა შეგიძლიათ, მაგრამ ეს ნიშნავს ერთპარტიულ სისტემას, როგორც კომუნისტური რეჟიმის დროს. ამიტომ, ეს სრულიად გაუგებარია, აუხსნელია. ეს გახლავთ არა კონკრეტული კრიტერიუმი, რომელიც სუბიექტურ თვალსაზრისს ემყარება. თუ ბრიუსელში ვინმე იტყვის, რომ ეს კანონი უნდა შეასწოროთ ესა და ეს გააკეთოთ, ჩვენ მარტივ სიტუაციაში ვიქნებოდით - მთავრობა შესთავაზებდა, პარლამენტი ხმას მისცემდა. ჩვენ პოლიტიკურად უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ უნდა განვუმარტოთ ბრიუსელში ყველას, საქართველოს ლიდერები შეიძლება აღმოჩნდნენ რთულ სიტუაციაში. მე შემიძლია, შემოგთავაზოთ პოლიტიკური მხარდაჭერა, ჩვენ ამას ვაკეთებდით და გავაგრძელებთ მომავალშიც. მე ასევე ვთქვი, რომ თქვენ იმსახურებთ კანდიდატის სტატუსს. თქვენ არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს. ვეცდებით, რომ ეს შეცდომა გამოსწორდეს. ეს კრიტერიუმები არის ჰაერიდან მოტანილი“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით

ილია დარჩიაშვილი: სრულად ვიზიარებ საზოგადოების განწყობას, საქართველო უკვე დღეს იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს

სრულად ვიზიარებ საზოგადოების განწყობას. რთულია იმის იგნორირება, რომ საქართველო უკვე დღეს იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. საქართველო დაამტკიცებს საკუთარ ძალისხმევას ამ გზაზე და აუცილებლად, უახლოეს მომავალში მიაღწევს პროგრესს ამ მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პიტერ სიიარტო: გული გვწყდება, რომ სტატუსი ვერ მიიღეთ - გუშინ მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია, აუხსნელი და ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს "მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს და დავადასტურო, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციური დღის წესრიგის შესრულებას, მათ შორის შესაბამისი რეფორმების განხორციელების კუთხით. სრულად ვიზიარებ საზოგადოების განწყობას, რომ რთულია იმის იგნორირება, რომ ბოლო წლების მანძილზე მიღწეული პროგრესის საფუძველზე, საქართველო უკვე დღეს იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. მაგრამ ამჯერადაც, როგორც მრავალგზის, საქართველო დაამტკიცებს საკუთარ ძალისხმევას ამ გზაზე და აუცილებლად, უახლოეს მომავალში მიაღწევს პროგრესს ამ მიმართულებით. კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა რთული და გრძელია. ამავდროულად, ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, გავიაროთ იგი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად. თქვენი გამოცდილება და პარტნიორების მხარდაჭერა და დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით ასევე წაიკითხეთ: უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს, ბრიუსელში უნდა განვუმარტოთ, რომ საქართველოს ლიდერები შეიძლება, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ  

ევროკავშირის გუშინდელი გადაწყვეტილება ნამდვილად არის ძალიან ნეგატიური დინამიკა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, - ამის შესახებ დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ექსპერტმა, გიგი გიგიაძემ ქართველი კარიერული დიპლომატების შეხვედრაზე განაცხადა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და არ მისცა საშუალება დიპლომატებს, უზრუნველეყოთ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა. ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება „სამწუხაროდ, როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირის საბჭომ სრულიად გაიზიარა ევროკომიის რეკომენდაცია და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა მხოლოდ უკრაიანასა და მოლდოვას, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად განესაზღვრა კონკრეტული წინაპირობები. ძალიან დასანანია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოხდა ე.წ. ასოცირებული ტრიოს განცალკევება და საქართველო გამოეყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ლიდერთა ჯგუფს, სადაც სულ რამდენიმე წლის წინ მოწინავე ქვეყანას წარმოადგენდა და საუკეთესო რეფორმატორად მოიაზრებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან ქართული დიპლომატიის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენდა საქართველოს მაქსიმალურად სწრაფი დაბრუნება ევროპულ ოჯახში და ჩვენი ქევყნის ევროატლანტიკურ სივრცეში შეუქცევადი ინტეგრაცია. უკიდურესად დასანანია, რომ ამ უნიკალურ და ისტორიულ შესაძლებლობას საქართველოს ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი შეხვდა და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან უწყვეტ რეჟიმში ინტენსიური მუშაობის ნაცვლად ანტიევროპული რიტორიკა კიდევ უფრო გაამწვავა”, - ნათქვამია დიპლომატების განცხადებაში. მათივე განცხადებით, ხელისუფლებამ გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და არ მისცა საშუალება დიპლომატებს უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა. ,,სამწუხაროდ, ხელისუფლებამ გაანეიტრალა ქართული დიპლომატია და არ მისცა საშუალება დიპლომატებს უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა. იმედს ვიტოვებთ, რომ ქართულ დიპლომატიას საშუალება მიეცემა მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ყველა დიპლომატს ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავალი შეუძლია შეუერთდეს ამ განცხადებას”, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: ემანუელ მაკრონი: საქართველოში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა უფრო მეტი ევროპის მოწოდებით, ეს იქნება საფუძველი რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა განხორციელდეს  

უკრაინამ და მოლდოვამ ავანსად მიიღეს საჩუქარი. ერთადერთი განსხვავება ჩვენ შემთხვევაში არის ის, რომ საჩუქარი ავანსად არ მიგვიღია - პრემიერი

„საქართველომ მიიღო ის, რაც დავიმსახურეთ, ქვეყანამ მიიღო ევროპული პერსპექტივა“. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.  „ჩვენ მიერ განსახორციელებელი ყველა ქმედეითი ნაბიჯი გადაიდგა, ბოლო 10 წლის განმავლობაში. ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, აპლიკაციის შევსება და შეტანა. „ქართულმა ოცნებამ“ ყველა პირობა შეასრულა ჩვენი ხალხის წინაშე. ჩვენი ხალხის 85% ითხოვს ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და სწორედ ამ სულისკვეთებით ვემსახურებით ჩვენს ხალხს და ქვეყანას. ამიტომ მოვუტანეთ ჩვენს ხალხს ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც ევროინტეგრაციას უკავშირდება. „ასევე მინდა, მივულოცო კიდევ ერთხელ უკრაინას და მოლდოვას. მათ მიიღეს ევროპული პერსპექტივაც და მიიღეს სტატუსი, როგორც წამახალისებელი საჩუქარი. მე ვულოცავ მათ ამ აღიარებას. მინდა, ვუსურვო უკრაინას და მოლდოვას წარმატება, მათ ხალხს ვუსურვო კეთილდღეობა, მშვიდობა. უკრაინა, მოგეხსენებათ, რომ არის უმძიმეს ომში და მოლდოვაც ასევე მძიმე მდგომარეობაშია. ასე რომ, ჩვენ არ გვშურს მათი წახალისების, პირიქით, მინდა, რომ კიდევ ერთხელ მივულოცო და ვუსურვო წარმატება“. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ჩვენ ამის თაობაზე ღიად ვსაუბრობდით. არავითარი გარანტია არ მიგვიცია არავისთვის. ევროპის მაგივრად როგორ შეგვეძლო, ვინმესთვის გარანტია მიგვეცა, ეს არასწორია. მე მინდა, განვმარტო მკაფიოდ: კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას... - ორს მიეცა და ჩვენ მოგვეცემა მას შემდეგ, რაც პირობები იქნება შესრულებული. უკრაინას და მოლდოვას განესაზღვრათ მთელი რიგი პირობებისა, ნაცვლად ჩვენი შემთხვევისა, მათ ავანსად მიიღეს საჩუქარი და წახალისება და შემდეგ განესაზღვრათ, რომ მათ უნდა შეასრულონ პირობა. ერთადერთი განსხვავება ჩვენ შემთხვევაში არის ის, რომ საჩუქარი ჩვენ ავანსად არ მიგვიღია. ევროპელი ლიდერებისგან ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე მოვისმინეთ, რომ კანდიდატის სტატუსს აძლევენ იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში.  მოლდოვა, რომელიც არის დსთ-ს წევრი და აქვს ძალიან ბევრი პრობლემა, ეკონომიკური გამოწვევები, უსაფრთხოების გამოწვევები, უამრავი რეფორმა აქვთ ჩასატარებელი, მათ შორის საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც ჩვენ ალბათ გასულ საუკუნეში დავასრულეთ (უტრირებულად რომ ვთქვათ), მაგრამ მე ჩემს პოზიციას არ ვცვლი, თუ ვინმე იმსახურებდა ამ სამ ქვეყანას შორის, დიახ, დღესაც ვთვლით, რომ ამ სამ ქვეყანას შორის, ბევრად წინ ვართ ჩვენი მიღწევებით, მაგრამ სტატუსზე გაკეთდა ძალიან მკაფიო განცხადება. ბატონმა მიშელმა ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა და მაკრონმა, თქვეს, რომ საქართველოს მიენიჭება სტატუსი, როგორც კი შეასრულებს მათ მიერ მოცემულ პირობებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის პასუხისმგებლობაა პირობების შესრულება, თუმცა მოცემული 12 პირობიდან, ყველაზე მთავარი - პოლარიზების დასრულება ერთობლივად განსახორციელებელია. „მთავრობა ამას ვერ გავაკეთებთ ოპოზიციის გარეშე. და, პირიქით, ოპოზიცია ამას ვერ გააკეთებს მთავრობის გარეშე. ჩვენ ჩვენი მხრიდან ვიღებთ ვალდებულებას საჯაროდ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პოლარიზება დავასრულოთ. ეს ჩვენი კეთილი ნებაა, გაცხადებული საჯაროდ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. „ახლა მეტი მოტივაცია აქვს, მმართველ ძალასაც და ოპოზიციასაც, რომ ეს პირობა შესრულდეს. უკრაინა არის დიდ ომში, მოლდოვა არის მძიმე მდგომარეობაში. მათ ორივეს განუსაზღვრეს პირობები, დათქმები გაუკეთეს, ისევე, როგორც ჩვენ, მაგრამ ავანსად, რომ წაეხალისებინათ, ამის თაობაზე გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი საჯაროდ და გააკეთა განმარტება, რომ უკრაინა არის ომში და ვალში ვართო. მოლდოვა არს ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მეტი რისკები და გამოწვევები აქვს. მათაც განუსაზღვრეს პირობები და დათქმები, მათაც მისცეს საჩუქარი. ჩვენ შემთხვევაში ჯერ გვითხრეს, რომ საჩუქარს ვერ მიიღებთ, მანამ, სანამ ამ პირობებს არ შეასრულებთ. მე თუ მკითხავთ, ვითვალისწინებ რა უკრაინის მძიმე მდგომარეობას, გამანადგურებელ ომს, მოლდოვის მდგომარეობას და ამ ორივე ქვეყანას ჩვენ მიღწევებით და შესრულებებით ყველაფერში ვუსწრებთ, ამის მიუხედავად, შეიძლება, უკეთესიც იყოს ჩვენთვის, რომ ჯერ არ მივიღეთ საჩუქარი ავანსად და შემდეგ პირობების შესრულება არ მოგვთხოვეს. რატომ, პოლარიზების დასრულება, რომელიც თქვენ არ მოგწონთ, იმიტომ, რომ იცით, რომ მარტო ჩვენი გასაკეთებელი არ არის, არამედ ოპოზიციის გასაკეთებელია. ვაღიაროთ, რომ საჩუქრის შემდეგ პოლარიზების დასრულების მოტივაცია აღარ იქნებოდა. ახლა მეტი მოტივაცია გვაქვს, მმართველ ძალასაც და ოპოზიციასაც, რომ ეს პირობა შევასრულოთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ ომამდე დაამტკიცა, რომ სწორი ტრაექტორიით მიდის მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი დსთ-ზე: გვჭირდება ყოვლისმომცველი ანალიზი ამ ორგანიზაციის საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობის შესახებ

დევიდ მაკალისტერი: მოვუწოდებ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, განაგრძონ რეფორმების განხორციელება

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდა. შესაბამისი განცხადება მაკალისტერმა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაავრცელა.  „უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირი გამოხატავს თავის ურყევ ერთგულებას ამ ქვეყნებისა და მათ მიერ თავისუფლად არჩეული ევროპული გზის მიმართ. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირისთვის ისტორიულია. ეს არის ლიდერობის, პასუხისმგებლობის, მტკიცე და პრინციპული პოლიტიკური ხედვის დემონსტრირება. ასევე, იმედის ნიშანია უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის. მივესალმები ევროკავშირის საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას უპრეცედენტო გეოპოლიტიკური გამოწვევების დროს. საქართველოს იგივე სტატუსის მიენიჭება მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა დასახელებულ პრიორიტეტებს შეასრულებს. ვინაიდან ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება, შესაბამისი პროცედურების, დადგენილი კრიტერიუმების შესრულებასა და დამსახურებაზე იქნება დაფუძნებული, მოვუწოდებ უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებებს, განაგრძონ შესაბამისი რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, საბაზრო ეკონომიკისა და ევროკავშირის კანონმდებლობის იმპლემენტაციის სფეროებში.ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ყურადღებით დააკვირდება გაფართოების მოლაპარაკებებს და მხარს დაუჭერს სამივე ქვეყანას ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნულია დევიდ მაკალისტერის განცხადებაში. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთს „პრინციპული პოზიციის“ დაფიქსირებისთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის პეტერ სიიარტოს შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ამ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ირაკლი ღარიბაშვილმა პეტერ სიიარტოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისადმი მკაფიო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მადლიერია პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისთვის. აღნიშნა, რომ ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესახებ ოფიციალურადაა აღიარებული, რაც ევროკომისიის რეკომენდაციით, ევროპულმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ასოცირების დღის წესრიგში ჩაწერილ ყველა რეფორმაზე მუშაობას აგრძელებს და დემოკრატიული რეფორმების გატარების მიმართულებით აღებულ ყველა ვალდებულებას ბოლომდე მიიყვანს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: არ უნდა დაელოდოთ 6 თვეს, ბრიუსელში უნდა განვუმარტოთ, რომ საქართველოს ლიდერები შეიძლება, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ ირაკლი ღარიბაშვილმა პეტერ სიიარტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, აგრეთვე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არაერთი მიმართულებით არსებულ წარმატებულ პარტნიორობას და აღნიშნული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოითქვა. პიტერ სიიარტო: გული გვწყდება, რომ სტატუსი ვერ მიიღეთ - გუშინ მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია, აუხსნელი და ეწინააღმდეგება ევროკავშირის გაძლიერების ამოცანებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანა მარია შიკო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უნგრეთში ზაალ გოგსაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

შარლ მიშელი: მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნია-ჰერცოგოვინას და საქართველოს, როგორც კი, რეფორმები განხორციელდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გერმანიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და ჰერცოგოვინას და საქართველოს მიენიჭებათ, როგორც კი, რეფორმები განხორციელდება. „რამდენიმე დღის წინ ჩვენ უკანასკნელ სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ და ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნია-ჰერცოგოვინას და საქართველოს, როგორც კი რეფორმები განხორციელდება. ეს არის ისტორიული მომენტი უკრაინისთვის და ევროპის მომავლისთვის“, - განაცხადა შარლ მიშელმა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  

დავითაშვილი: ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად მთავრობა პარლამენტთან ერთად იმუშავებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განიცხადა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად მთავრობას პარლამენტთან ერთად მუშაობა მოუწევს. “იცით, რომ ასოცირებით განსაზღვრული პირობების და ინდიკატორების შესრულების კუთხით საქართველო პირველ ადგილზეა. საკანონმდებლო დაახლოების კუთხით 50%-ზე მეტია განხორციელებული. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ საქართველოში რეფორმები თანმიმდევრულად ხორციელდება და ეს კვლავ გაგრძელდება. დამატებითი პირობები, რომლებიც სამივე ქვეყნის შემთხვევაში ერთნაირად განისაზღვრა ჩვენი მხრიდან აუცილებლად შესრულდება. ამას მთავრობის ხელმძღვანელი უხელმძღვანელებს, თუმცა მჭიდრო კოორდინაცია პარლამენტთან მნიშვნელოვანია. ამ რეფორმების დიდი ნაწილი საკანონმდებლო გადაწყვეტას გულისხმობს. თუ ამას რაიმე ფორმალიზება დასჭირდება, ფორმაზე ჩამოვყალიბდებით”,-აცხადებს დავითაშვილი. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

შალვა პაპუაშვილი: ასოცირების ხელშეკრულებამ საქართველოს ევროპიზაციის პოტენციალი წარმატებულად წარმოაჩინა

საქართველომ და ევროკავშირმა 8 წლის წინ ხელი მოწერეს ასოცირების ხელშეკრულებას. ასოცირების ხელშეკრულებამ წარმატებულად წარმოაჩინა საქართველოს ევროპიზაციის პოტენციალი,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი Twitter-ის გვერდზე წერს. „საქართველომ და ევროკავშირმა 8 წლის წინ ხელი მოწერეს ასოცირების ხელშეკრულებას. ასოცირების ხელშეკრულებამ წარმატებულად წარმოაჩინა საქართველოს ევროპიზაციის პოტენციალი, საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორული ურთიერთობები გადაიყვანა ხარისხობრივად ახალ დონეზე და ხელი შეუწყო საქართველოს ტრანსფორმაციის პროცესის გადაყვანას ევროპულ კალაპოტში“, - წერს შალვა პაპუაშვილი. 2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტს. ასოცირების შეთანხმების გაფორმებამ ახალ ეტაპზე გადაიყვანა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და დასაბამი დაუდო საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: 8 წელი გავიდა, რაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, ეს მართლაც ისტორიული თარიღია  

ევროკავშირმა „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინები მიიღო

ევროკავშირმა „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს. ევროკომისიის ინფორმაციით, სულ ევროკავშირმა დაახლოებით 110 ათასი ვაქცინა შეიძინა. „ეს ვაქცინების მიწოდების პირველი ეტაპია, დანარჩენ დოზებს ევროკავშირის ქვეყნები უახლოეს კვირებსა და თვეებში მიიღებენ“, - აღნიშნავენ უწყებაში. ცნობისთვის, მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა აღწერილ  1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშ აღწერეს. მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც  ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას. გადაცემის შემთხვევები ასევე აღწერილია არასაკმარისად დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას. ასევე წაიკითხეთ: რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს  

ევროკავშირის გაფართოება კვლავ დღის წესრიგშია, გასულ კვირას ევროპის საბჭომ გადაწყვიტა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია - ჯოზებ ბორელი

ევროკავშირის გაფართოება კვლავ დღის წესრიგშია და ეს სამართლიანია. გასულ კვირას ევროპის საბჭომ გადაწყვიტა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საკუთარ ბლოგში წერს. „რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ დააჩქარა ისტორია მრავალი თვალსაზრისით. მან ასევე გაამძაფრა დებატები ევროპის წესრიგსა და მის საფუძველში არსებულ პრინციპებზე. მრავალი ქვეყნისთვის, უკრაინიდან დაწყებული, ეს არის სტრატეგიული მომენტი, რათა გააკეთონ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საკუთარი მისწრაფებების შესახებ და მიიღონ აღიარება თავიანთი ამბიციებისთვის. უკრაინის ლიდერები მკაფიოდ აცხადებენ, რომ რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად სამხედრო მხარდაჭერასთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მათი მთავარი პრიორიტეტი იყო. თქვენ ხედავთ მსგავს მსჯელობას მოლდოვის მთავრობის მხრიდან. და ბოლოს, ამას ხედავთ საქართველოს მთავრობის მოთხოვნაში და ათიათასობით ქართველ დემონსტრანტში, რომლებიც ამ კვირაში ევროკავშირის დროშებით გამოვიდნენ თბილისის ქუჩებში. ამავდროულად, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა სრულიად სამართლიანად მოითხოვეს, რომ მათი გაწევრიანების პროცესი შეფასდეს მათი დამსახურებით. თითქმის 20 წლის წინ, ევროკავშირმა თესალონიკში განაცხადა, რომ „დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია ამიტომ, მათი მხრიდან გარკვეული მოუთმენლობა, რბილად რომ ვთქვათ, გასაგებია“, - აღნიშნავს ბორელი მისივე ბლოგში. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

საქართველო ისწრაფვის, გახდეს დასავლური დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, ევროკავშირისა და NATO-ს წევრი - ლევან დავითაშვილი

„საქართველოს ენერგეტიკული სისტემა აქტიური განვითარების ფაზაშია, რეფორმები ძირითადად განპირობებულია ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით და ქვეყნის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით. ეს გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკის სისტემის ისეთ განვითარებას, რომელიც კიდევ უფრო დააახლოებს ევროპულ პრინციპებთან“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განახლებადი ენერგიის დარგში ინვესტიციების თემისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ასოცირების შეთანხმების თანახმად, ქართული კანონმდებლობა შესაბამისობაში იქნება ევროდირექტივებთან, რაც განსაზღვრავს უფრო ლიბერალურ და „ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება ხდება განახლებადი, ხარისხიანი ენერგიის სხვადასხვა წყაროს განვითარებით, ისე, რომ ქვეყანაში განვითარებადი ენერგიის საიმედო და უწყვეტი მიწოდება ხდებოდეს ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომ ფასად. 2022 წლის სექტემბრიდან სრულად ამუშავდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა (სენბი), რომლის მიზანსაც წარმოადგენს ელექტროენერგიის ბაზრის ეფექტიანი ოპერირებით გამჭვირვალე და კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა, ასევე სწორი საფასო სიგნალების მიწოდება ბაზრის არსებული და პოტენციური მონაწილეებისთვის. სამართლიან საბაზრო პრინციპებზე აწყობილი ფასის არსებობა აუცილებლად შექმნის საფუძველს ახალი პროექტების განსახორციელებლად და კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ენერგოუსაფრთხოების მაღალ მაჩვენებელთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ენერგეტიკის სფეროს ყველა რგოლის თანაბრად განვითარება, - ეს არის ამოცანა, რომელიც, მინისტრის განცხადებით, საბოლოო ჯამში ქვეყანაში განახლებადი ენერგიის გენერაციის პროექტების განვითარებას და ენერგოუსაფრთხოების და დამოუკიდებლობის გაუმჯობესებას მოიტანს, ეკონომიკას კი უფრო კონკურენტუნარიანს გახდის, რადგან ეკონომიკის ყველა დარგი პირდაპირ კავშირშია ეფექტიან ენერგოსისტემასთან.  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული პროექტი, რაზეც მიმდინარეობს მუშაობა, მინისტრის თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტია, რომელიც ითვალისწინებს  მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას - მან  ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. ლევან დავითაშვილმა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კონფერენციის მონაწილეებს. მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს პროექტის დეტალური შესწავლა-პროექტირება მსოფლიო ბანკთან ერთად, რაც მისი პროგნოზით, ერთი წლის განმავლობაში დასრულდება.  „პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1200 კილომეტრამდე, ალბათ ყველაზე გრძელი ელექტროკაბელი, რომელიც  საქართველოს საშუალებას მისცემს, პირდაპირ კავშირში იყოს ევროკავშირის ბაზართან. ეს, რა თქმა უნდა, ახალ შესაძლებლობებს აჩენს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის და  გაზრდის ქართული ენერგეტიკული სისტემის შესაძლებლობებს, კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის, რადგან თავისუფალ რეჟიმში შეგვეძლება ოპტიმალურად, საათობრივ რეჟიმში გვქონდეს ევროკავშირთან ვაჭრობის საშუალება - განახლებად ენერგიაზე ყველაზე მაღალი მოთხოვნის ბაზართან. შესაბამისად, ჩვენთვის ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია, მაგრამ ასევე პრიორიტეტული პროექტია ევროკავშირისთვის და ევროკავშირთან ჩვენი თანამშრომლობისთვის. შესაბამისად, ის ერთ-ერთ ფლაგმანურ პროექტადაა მიჩნეული და მთლიანად მხარდაჭერილია ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ტრანსპარანტულ საბაზრო ურთიერთობებს ენერგეტიკულ სექტორში. მთავრობის წარმომადგენელთა გარდა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. დისკუსიის ძირითადი თემა განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესების საკითხები იყო. ლევან დავითაშვილმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო განახლებადი ენერგიების დარგის განვითარების და ზოგადად, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით არსებული მთავარი პრიორიტეტების და კონკრეტული პროექტები. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საქართველო ისწრაფვის, გახდეს დასავლური დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, ევროკავშირისა და NATO-ს წევრი. ამ მიზნის მისაღწევად კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა სწორედ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.

ლევან დავითაშვილი: ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია - ახლა მთავარია, რომ საქართველომ შეასრულოს პუნქტები

"კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთან დაკავშირებით  ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ გულისწყვეტა და გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია, მაგრამ ახლა ეს არ არის მნიშვნელოვანი. ახლა მთავარია, რომ საქართველომ შეასრულოს პუნქტები, რომლებიც ევროკავშირის დოკუმენტშია გაწერილი", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.  „ვიქნები ძალიან გულწრფელი და პირდაპირი, ბუნებრივია, საქართველოში იგრძნობა გარკვეული იმედგაცრუება და გულისწყვეტა, ამავე დროს უსამართლობის განცდაც, თუმცა ეს არ არის მნიშვნელოვანი. ახლა მნიშვნელოვანია და ჩვენი პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, მთავრობის და მთელი ერის პასუხისმგებლობაა, რომ ვიყოთ კონსოლიდირებული, გვქონდეს სრული მობილიზება, რათა პირობები, რომლებიც ევროკომისიამ წარუდგინა საბჭოს და შემდეგ საქართველომ მიიღო, შევასრულოთ უმოკლეს ხანში. სრული მზადყოფნა, მობილიზებაა საქართველოს მთავრობის, მმართველი პარტიის მხრიდან, რათა საქართველომ უმოკლეს ხანში გაატაროს პოლიტიკური რეფორმები. ჩვენთვის უმოკლეს სტრატეგიულ-პრიორიტეტულ ამოცანად რჩება ევროპასთან შემდგომი ინტეგრაცია. რა თქმა უნდა, საქართველო ძალას არ დაიშურებს იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან ჩეხეთმა გადაიბარა

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრისთვის პეტრ ფიალასთვის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის გადაცემის ცერემონია მადრიდში, NATO-ს სამიტის ფარგლებში ჩატარდა. წევრი სახელმწიფოები ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას როტაციის წესით, ექვსი თვის განმავლობაში იბარებენ. თავმჯდომარე ქვეყანა ხელს უწყობს პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღებას და წევრ სახელმწიფოებს შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებს. ჩეხეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე მეორედ გახდა.  

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის შესახებ პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის შესახებ უკრაინის პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ერთობლივ დოკუმეტზე ხელმოწერას იგივე მნიშვნელობას აქვს, რაც ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე ხელმოწერას. ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება უკვე 63%-ით არის შესრულებული, თუმცა ჯერ კიდევ საჭიროა ათობით მნიშვნელოვანი კანონის მიღება. „ჩვენი გაწევრიანების გზა ათწლეულები არ უნდა გაგრძელდეს.  ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გავხდებით ევროკავშირის წევრები. ჩვენ სრულყოფილად უნდა შევასრულოთ ჩვენი წილი ვალდებულებები, რათა მივცეთ საშუალება ჩვენს მეგობრებს ევროკავშირში, გააკეთონ იგივე სწრაფად, მიიღონ ჩვენთვის კიდევ ერთი ისტორიული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ზელენსკიმ. ერთობლივ განცხადებას ასევე მოაწერეს ხელი უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა და პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროპა ვერ დაისვენებს, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპა უკრაინის გვერდით დადგება, სანამ ეს საჭირო იქნება და არ მოისვენებს, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს. ლაიენის თქმით, უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება თითქმის წარმოუდგენელი ჩანდა სულ რაღაც ხუთი თვის წინ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის შესახებ პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი „სულ რამდენიმე დღის წინ, კონსტიტუციის დღეს, პრეზიდენტო ზელენსკი, თქვენ თქვით, რომ თქვენი გამარჯვება შორს არ არის. რა თქმა უნდა, პუტინის არმია ისევ კლავს თქვენს და-ძმებს. ისინი აგრძელებენ თქვენი მიწის ოკუპაციას, იპარავენ მარცვლეულს და ბომბავენ ქალაქებს. თქვენ მამაცურად იბრძვით. ევროპა დაუდგება უკრაინას გვერდით, სანამ მას ეს დასჭირდება. ჩვენ ვერ დავისვენებთ, სანამ თქვენ არ გაიმარჯვებთ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პარლამენტისადმი მიმართვისას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

ევროკავშირი უკრაინის აღდგენისთვის ქალაქებისა და რეგიონების ევროპულ ალიანსს ქმნის

ევროკავშირი უკრაინის აღდგენისთვის ქალაქებისა და რეგიონების ევროპულ ალიანსს ქმნის. ამის შესახებ ევროპის რეგიონების კომიტეტი იტყობინება.  „მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი და მისი ადგილობრივი თუ რეგიონული ხელისუფლება გააგრძელებენ სასწრაფო დახმარების გაწევას, ასევე, მნიშვნელოვანია ძალების გაერთიანება უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად დღეს და ომის შემდგომ. CoR-მა, ევროკავშირისა და უკრაინის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან ერთად, ჩამოაყალიბა ქალაქებისა და რეგიონების ევროპული ალიანსი უკრაინის აღდგენისთვის, რომელიც ასევე აერთიანებს ქალაქებსა და რეგიონებს ევროკავშირიდან. ალიანსი შეიქმნა: ერთობლივი ძალისხმევის გაერთიანება ევროკავშირის ქალაქებთან და რეგიონებთან, რომლებიც მზად არიან, გამოიყენონ რესურსები უკრაინის ეფექტიანი და მდგრადი რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად; შემდგომში ხელი შეუწყოს თავისი ძირითადი პარტნიორების კონტაქტებსა და თანამშრომლობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან და „უკრაინის აღდგენის პლატფორმის“ ფარგლებში, ასევე, ევროკავშირსა და უკრაინის ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებასა და ასოციაციას შორის; ხელი შეუწყოს უკრაინის ქალაქებსა და რეგიონებს კვალიფიკაციის ამაღლების, კარგი მმართველობისა და ტექნიკური დახმარების გაწევაში“, - აღნიშნულია პრესრელიზში. ურსულა ფონ დერ ლაიენი: უკრაინის აღდგენა რეფორმების ახალი ტალღის პარალელურად უნდა მოხდეს

ირაკლი კობახიძე: დეპოლარიზაცია არ არის მარტივი საკითხი, სერიოზული სირთულეები არსებობს

"როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია თანაბრად უნდა იყოს დაინტერესებული დეპოლარიზაციით. პოლარიზაციის მიმართულებით დღეს სერიოზული სირთულეები არის", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „დეპოლარიზაცია არ არის მარტივი საკითხი, მითუმეტეს, რომ მხოლოდ ერთ მხარეზე არ არის დამოკიდებული ამ პუნქტის შესრულება. ეს საჭიროებს ორივე მხარის ჯანსაღ მიდგომას ამ საკითხის მიმართ. ამ ეტაპზე, ვხედავთ, რომ სერიოზული სირთულეები არის ამ კუთხით. იმედი გვაქვს, რომ ეს სირთულეები დაიძლევა, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრეროგატივა. ორივე მხარე თანაბრად უნდა იყოს დაინტერსებული დეპოლარიზაციით იმისთვის, რომ ეს პუნქტი სრულფასოვნად შესრულდეს. ჩვენ ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებაში ნაკლები პოლარიზაცია იყოს, საზოგადოებაში არც არის პოლარიზაციის მაღალი ხარისხი, პოლიტიკურ სპექტრში უნდა იყოს ნაკლები პოლარიზაცია, ამისთვის ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა“,- განაცხადა კობახიძემ. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  

უკრაინა ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტს იწყებს

უკრაინამ ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი განცხადებით, ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. „ევროკავშირთან ჩვენი დაახლოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - უკრაინამ დაიწყო ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი ექსპორტი ევროკავშირის ტერიტორიაზე, რუმინეთში. ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. ვემზადებით მიწოდების გაზრდისთვის. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ საექსპორტო შემოსავლის საკითხი, ეს არის მთელი ევროპის უსაფრთხოების საკითხი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინული ექსპორტი „ევროკავშირისთვის ელექტროენერგიის დამატებითი წყაროა, უკრაინას კი, ძალიან საჭირო შემოსავლებს მოუტანს“. „ასე რომ, ჩვენ ორივე ვსარგებლობთ”, - განაცხადა ლაიენმა. ისტორიაში პირველად, ევროკავშირში ამერიკული გაზის იმპორტმა რუსული ბუნებრივი აირის იმპორტს გადაუსწრო რუსეთი ამცირებს გაზის მიწოდებას ბლოკისთვის, რომელიც მხარს უჭერს კიევს მოსკოვის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. რამდენიმე ევროპული ქვეყანა, მათ შორის იტალია და გერმანია, დიდად არიან დამოკიდებულნი რუსულ გაზზე, თუმცა ალტერნატივებს ეძებენ. ევროპაში გაზის ზამთრის მარაგების გამოყენება დაიწყეს 18 ივნისის მდგომარეობით, ევროპული გაზის საცავები სავსე იყო 52%-ით და ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის უახლესი მაჩვენებლებით, კიდევ ერთი პროცენტით შემცირდა. თუმცა, Bloomberg-ის მიხედვით, მარაგები კვლავ შეესაბამება ბოლო ხუთი წლის საშუალო დონეს. ხუთშაბათს, 16 ივნისს, გაზპრომმა განაცხადა, რომ „ამჟამად“ ვერ ხედავს Nord Stream-თან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზას. კვლევითი კომპანია Wood Mackenzie Ltd-ის ინფორმაციით, თუ გაზსადენი მთლიანად დაიბლოკება, ნოემბრის გათბობის სეზონის დაწყებამდე ევროპა ვერ შეძლებს მარაგის შევსებას. გერმანიის ვიცე-კანცლერმა მოქალაქეებს გაზის მოხმარების შემცირებისკენ მოუწოდა გერმანია გაზის მოხმარების შესამცირებლად დამატებით ზომებს მიმართავს გერმანია დიდად არის დამოკიდებული მოსკოვის გაზზე, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყებამდე, მოსკოვის იმპორტის წილის 55%-დან 35%-მდე შემცირება მოახერხა.

ორბანი რუსული გაზის ემბარგოს მხარს არ დაუჭერს - Bloomberg

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხდა, რომ სამომავლოდ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ მხოლოდ იმ სანქციებს დაუჭერს მხარს, რომლებიც „უნგრეთის ენერგოპოლიტიკისთვის მომაკვდინებელი არ იქნება“. ამის შესახებ Bloomberg წერს. პეტერ სიიარტო: უნგრეთი, რუსულ ნავთობზე ემბარგოს მხარს დაუჭერს, თუ EU ალტერნატივას შესთავაზებს უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე არსებული კონტრაქტების მიხედვით შეძლებენ - Reuters ორბანმა აღნიშნა, რომ მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის მიერ, რუსულ გაზთან დაკავშირებულ ნებისმიერ სანქციას, თუმცა „დინების საწინააღმდეგოდ“ სხვა საკითხებთან დაკავშირებით არ წავა. ამასთან, უნგრეთი რუსეთთან ერთად ავითარებს ენერგოპროექტს და პაკშში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში მონაწილეობას გეგმავს, რომელიც სავარაუდოდ სექტემბერში დაიწყება.  

აშშ-ის შემდეგ, რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა ევროკავშირსაც სურს - Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირი მუშაობს ახალ სანქციებზე, რომლის თანახმადაც, რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა იგეგმება. რუსეთი მსოფლიოში, ოქროს მწარმოებელი უმსხვილესი ქვეყანაა. გასულ წელს, ექსპორტზე - 12,6 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოქრო გაიტანა. Bloomberg: G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ რუსულ ოქროზე დასავლეთის ემბარგო კრემლს ყოველწლიურად, $19 მილიარდი დაუჯდება - ბლინკენი მედიის ცნობით, მანამე G7-ის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვას გეგმავენ. ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ეს ღონისძიება „ძირითადად აისახება“ რუსეთის უნარზე, დააფინანსოს თავისი სამხედროები, ასევე, ოლიგარქების მცდელობებზე, რომ ფინანსური სანქციები ოქროს ზოდების შეძენით აიცილონ თავიდან. აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს ბოლო მონაცემებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სანქცირებული რუსების კუთვნილი თითქმის 14 მილიარდი ევროს აქტივები გაყინეს. შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა რუსული ოქროს იმპორტი აკრძალა.

უკრაინელების 90% ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 73% კი, NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა - NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის უკრაინის ოფისის გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების დაახლოებით 90% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 73% მხარს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა. კვლევის თანახმად, დასავლეთ უკრაინაში გამოკითხულთა 94%-ს, ცენტრალურ და ჩრდილოეთში 93%-ს და ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში 84%-ს სურს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება. ამავდროულად, დასავლეთ უკრაინის მცხოვრებლების 82%, ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში - 79%, აღმოსავლეთში - 59%, სამხრეთში - 65% ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს. კვლევა 2-11 მაისს ჩატარდა.  ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარი იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ. 28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. მიღებულია NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს.

თეა წულუკიანი: ზოგიერთი ოპონენტს ევროპა საერთოდ არ სურს

პუნქტების შესრულების პროცესში ყველა მხარის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, თუმცა გვესმის ზოგიერთი ოპონენტის უარი მონაწილეობაზე, პასუხი ალბათ არის ერთადერთი, რომ მათ საერთოდ არ სურთ ევროპა, –  ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარადგინა „ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და შესაბამისად, ვალდებული ვართ, გვქონდეს გეგმა, ხედვა და ჩვენ გუშინ გეგმაც წარვადგინეთ და ხედვაც. პუნქტების შესრულების პროცესში ყველა მხარის ჩართულობა არის უმნიშვნელოვანესი, თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ზოგიერთი ოპონენტი უარს აცხადებს მონაწილეობაზე. კითხვა თუ ისმის, ასე რატომ აკეთებენ, პასუხი ალბათ არის ერთადერთი, რომ მათ საერთოდ არც სურთ ევროპა და სურთ უბრალოდ ხელისუფლების უკანონო გზით ჩამოცილება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  

შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი, იაროს ევროპისკენ, ჩვენ უნდა შემოგვიერთდეს

ვისაც აქვს სურვილი, იაროს ევროპისკენ, ჩვენ უნდა შემოგვიერთდეს. ასეთი მცდელობა „ქართულ ოცნებას“ არაერთხელ ჰქონია, რომ შეეთავაზებინა კონსტრუქციული დიალოგი, მათ შორის რიტორიკის კუთხითაც, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. „​გუშინ ჩვენ საკმაოდ დეტალური გეგმა წარმოვადგინეთ, როგორც პასუხისმგებლობის კუთხით, არის გაწერილი და გადანაწილებული, ისე დროში გრაფიკის კუთხით. შინაარსით გარკვეულწილად მთავარი კომისიის რეკომენდაციაშიც მოცემულია. დეტალებს სამუშაო ჯგუფები, რომელიც პარლამენტში შეიქმნება ამავე დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მონაწილეობითაც, სხვადასხვა თემის მიხედვით ისინი შეათანხმებენ და საბოლოო ჯამში, პარლამენტი წარდგენილი გრაფიკის მიხედვით საშემოდგომო სესიაზე მიიღებს. ახლა საკითხი დგას ასე, ვის სურს ევროპა, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობასა და თანხმობას. სწორედ, აქეთ მოგვიწოდეს ჩვენ, მათ შორის ევროკომისიამ, რომელიც საუბრობს დეპოლარიზაციაზე, ევროპამ, რომელიც გულისხმობს კონსტრუქციულ კამათს, მაგრამ ამავე დროის ამ დემოკრატიული კამათის ფარგლებში დარჩენასა და თანხმობისკენ სვლას. ეს არის ჩვენი ნაბიჯი და შეთავაზება“, - განაცხადა პაპუაშვილმა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  

გერმანიის ელჩის თქმით, არცერთი პარტია არ უნდა გადგეს განზე, უნდა გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ

საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტთან და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. ელჩი „მოხარულია, რომ საქართველოში ევროკავშირის მიერ გამოთქმულ 12 პირობასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო“. „პოლიტიკური ძალები ფიქრობენ, როგორ შეასრულონ ისინი. ასევე, ხალხი გამოდის ქუჩებში, რათა გამოხატოს მზადყოფნა, რომ საქართველო ევროკავშირს შეუერთდეს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც მხარს უჭერს ევროპულ იდეას, მონაწილეობა მიიღოს ამ ძალისხმევაში. არცერთი პარტია არ უნდა გადგეს განზე, ისინი უნდა გაერთიანდნენ და ითანამშრომლონ. სწორედ ამას გულისხმობდა ევროკავშირი დეპოლარიზაციაზე ხაზგასმით, რომელიც განსაკუთრებით საქართველოსთვის ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია. „ჩვენ ვიცით, რომ პოლარიზაცია ქართული პოლიტიკური სისტემის უარყოფითი მახასიათებელია. 4 წელია, თქვენს ქვეყანაში ვმსახურობ და ყველა, იქნება ეს მთავრობისა თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, სამოქალაქო საზოგადოება, უბრალოდ ის ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობს და მუშაობს, ხაზგასმით აღნიშნავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლარიზაციის დაძლევა. ევროკავშირი იგივეს ფიქრობს. ეს არის ძალისხმევა, რომელიც ყველა მხარის მიერ, ერთად უნდა განხორციელდეს “, -  განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა ქართული მედიის ცნობით. ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად გეგმა აქციამდე ორი დღით ადრე, პირველ ივლისს წარადგინა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად

ირაკლი კობახიძე: თუ ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება ექსპერტული, კანდიდატის სტატუსი აუცილებლად მოგვენიჭება

ჩვენ კეთილსინდისიერად, სათანადოდ შევასრულებთ 12-ვე პუნქტს, თუ იქიდან იქნება ობიექტური შეფასება, ამ შემთხვევაში აუცილებლად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად „ჩვენ წინა შემთხვევაშიც ვთქვით, ექსპერტული გადაწყვეტილების პირობებში საქართველოს პირველ რიგში მიენიჭებოდა კანდიდატს სტატუსი და შემდეგ უკრაინას და მოლდოვას, თუმცა, გვესმის, რომ ეს არ იყო ექსპერტული გადაწყვეტილება. ობიექტურში ვგულისხმობთ ექსპერტულ დასკვნას. თუ იქნება ასეთი ევროკავშირის გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში აუცილებლად მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ჩვენ 12-ვე პუნქტს პირნათლად შევასრულებთ. თუმცა, საბოლოოდ გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური და ვნახოთ როგორი იქნება ის“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.  

ბორელი: ევროკავშირი თავისუფლდება დამოკიდებულებისგან, რომელიც პუტინის წინააღმდეგ, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ამუხრუჭებდა

ევროკავშირი თანდათან თავისუფლდება დამოკიდებულებისგან, რაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აგრესიის მიუხედავად, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ამუხრუჭებდა. ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის სტატიაშია ნათქვამი. „2022 წლის ბოლომდე ევროკავშირი 90%-ით შეამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს, ჩვენ ასევე სწრაფად ვამცირებთ გაზის იმპორტს. ვლადიმერ პუტინი ალბათ ფიქრობდა, რომ ევროპა, რუსეთის ფედერაციაზე ენერგო დამოკიდებულების გამო, სანქციების დაწესებას ვერ გაბედავდა. ეს ერთ-ერთია იმ მნიშვნელოვანი მცდარი გათვლებიდან, რაც დაუშვა რუსეთის რეჟიმმა ამ კონფლიქტის დროს“, - ნათქვამია სტატიაში. ბორელმა აღიარა, რომ რუსული ენერგიის წყაროების შეზღუდვა, სერიოზულ სირთულეებს უქმნის ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, ისევე როგორც ეკონომიკის რამდენიმე სექტორს.„მაგრამ ეს არის ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ ჩვენი დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად.  ჩვენ ვიღებთ აუცილებელ ზომებს ამ პრობლემების გადასაჭრელად სრული სოლიდარობის სულისკვეთებით”, - აღნიშნა ბორელმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა სანქციების მომდევნო, მეშვიდე პაკეტზე დაიწყო მუშაობა. რომლის ფარგლებშიც, შესაძლოა რუსეთიდან ოქროს იმპორტზე ემბარგო დაწესდეს. შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და იაპონიამ უკვე განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციების ფარგლებში, რუსეთიდან ოქროს იმპორტს აკრძალავენ. ოქრო რუსეთის ექსპორტის მნიშვნელოვან წილს შეადგენს - 2021 წელს რუსეთმა ამ ნედლეულის იმპორტიდან, დაახლოებით $15,5 მილიარდი გამოიმუშავა.   

ფინეთმა ასობით რუსული სატვირთო მანქანა დააკავა

ევროკავშირის სანქციების გამო, ფინეთმა ასობით რუსული სატვირთო მანქანა დააკავა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ფინეთის სახელმწიფო სარკინიგზო ოპერატორის, VR-ის ინფორმაციით, რუსულ კომპანიებს თითქმის ათასი სატვირთო ვაგონი ჩამოერთვათ.  რუსეთის რკინიგზის 6 ივნისს დათარიღებულ წერილში, რომელსაც ის ტრანსპორტის სამინისტროს უგზავნის, ნათქვამია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რუსეთს 865 ვაგონი ჩამოართვეს. ფინეთის აღმასრულებელმა ორგანოს წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ ევროკავშირის სანქციების შესასრულებლად რამდენიმე ათეული რუსი და ბელორუსიელი ფიზიკური და იურიდიული პირის, ასევე, სატრანსპორტო ფირმების სულ მცირე, 82 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები გაყინულია.  VR-ის ლოგისტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა ფინეთის მედიასთან განაცხადა, რომ ფინეთში რუსეთის ხუთი ათასამდე ვაგონი იმყოფებოდა, როცა მთავრობამ გადაწყვიტა, შეეზღუდა ქვეყნებს შორის მატარებლების მოძრაობა. ამასთან, ვაგონების უკან დაბრუნება სურდათ, მაგრამ სასამართლოს აღმასრულებლებმა მათი ნაწილის დაპატიმრებაზე განკარგულება გასცეს. დაკავებული ვაგონი ეკუთვნის კომპანიებს, რომლებიც ევროკავშირის სანქციების სიაში არიან. ნაწილი ეკუთვნის აქციონერებს, რომლებიც ასევე არიან სანქციების სიაში.  

"ღმერთმა დაგვიფაროს და თეორიულად რომ დავუშვათ, საქართველოში დეკემბრის ბოლოს ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, არ ღირს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.  ირაკლი კობახიძე: თუ ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება ექსპერტული, კანდიდატის სტატუსი აუცილებლად მოგვენიჭება „გაგვიჭირდება იმის განსაზღვრა, საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, ევროპული საბჭო, თუმცა ჩვენ შეგვიძლია საზოგადოებას მივცეთ პირობა, რომ თორმეტივე პუნქტს ძალიან პირნათლად შევასრულებთ. ღმერთმა დაგვიფაროს და თეორიულად რომ დავუშვათ, საქართველოში დეკემბრის ბოლოს ომი იწყება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი, თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ასეთი კანდიდატის სტატუსის მიღება, რა თქმა უნდა, არ ღირს. მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ამ ფაქტორს ჩვენ არ და ვერ შევცვლით, ბუნებრივია. ოპოზიცია ამას სიამოვნებით გააკეთებდა და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, მაგრამ ჩვენ ამაზე არცერთ შემთხვევაში არ წავალთ. მაგრამ, რისი თქმა მინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დეკემბრამდე დასრულდება ომი უკრაინაში, რა თქმა უნდა, მოიხსნება ის ემოციური ფონი, რომელმაც საქართველოს საპირისპირო გადაწყვეტილების მიღება განაპირობა ევროკავშირში. იყო გარკვეული ემოციური ფონი, რის გამოც უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და ჩვენ არა“, - განაცხადა კობახიძემ  „პირველი არხის“ ეთერში.  ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.  

ირაკლი კობახიძე: საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, 2024 წლის და მომდევნო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით, 2%-იანი ბარიერით ჩატარდება

დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას წარვუდგინეთ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების დეტალური გეგმა.ცხადია, ჩვენს მიერ წარდგენილი გეგმა არ მოიცავს არცერთ საკითხს, რომელიც ევროკომისიის 12-პუნქტიან დოკუმენტში არ იყო ნახსენები. მათ შორის, ბუნებრივია, ჩვენი გეგმა არ მოიცავს არც საარჩევნო ბარიერის შემცირების საკითხს 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის. დღევანდელი მდგომარეობით, 2024 წლიდან საქართველოში ამოქმედდება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი ბარიერით, რაც ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე ფართოდ გავრცელებული სისტემაა. ეს სისტემა სრულად შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და სამართლებრივ სტანდარტებს. მეტიც, ორპროცენტიანი ან უფრო დაბალი ბარიერი, პოლიტიკური სისტემის სტაბილურობასთან დაკავშირებული რისკების გამო, ევროკავშირის მხოლოდ ორ ქვეყანაში მოქმედებს. აქედან გამომდინარე, ბარიერის დაწევა კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად ევროკავშირის მხრიდან ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა წამოყენებული. ასეთ პირობებში, ბარიერის დაწევა რჩება წმინდა პოლიტიკურ საკითხად და ის ჩვენი მხრიდან სწორედ ამ ჭრილში იქნება მომავალშიც განხილული. ბუნებრივია, შედარებით მაღალი ბარიერი სუბიექტურად ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“, ხოლო შედარებით დაბალი ბარიერი – „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც მარტივი მათემატიკით დასტურდება: მაგალითისათვის,შარშანდელ არჩევნებში 5%-იანი ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა, საიდანაც „ქართულმა ოცნებამ“ 47%, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 33% მიიღო. ბუნებრივია, ასეთსხვაობას „ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლამდე ვერაფრით შეამცირებს; თუმცა, იმავე არჩევნებში ხმების 2%-ზე მეტი „ნაცმოძრაობის“ორმასატელიტმა პარტიამაც მიიღო. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ 47%-ის საპირწონედ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ხმების 42% მიიღეს. ბუნებრივია, 5%-იანი სხვაობის აღმოფხვრა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შედარებით რეალისტური ამოცანაა; ანუ შარშანდელი არჩევნების მაგალითზე მარტივად ჩანს, რომ 5%-პროცენტიანი ბარიერის პირობებში, „ნაციონალურ მოძრაობას“ 2024 წელს წარმატების არავითარი შანსი არექნება, 2%-იანი ბარიერის პირობებში კი, მის მიერ ძალაუფლების დაბრუნების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 5%-იანი ბარიერი სრულიად ლეგიტიმური და რაციონალურია. შესაბამისად, შედარებით დაბალი ბარიერის დადგენა, რაც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გარკვეული ფორის მიცემას ნიშნავს, ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გვიღირდეს, თუ ამ ნაბიჯით, სანაცვლოდ, ქვეყნისთვის რაიმე ძალზე მნიშვნელოვან სარგებელს მივიღებთ. ასეთი სარგებელი კი, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი რამ – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება შეიძლება იყოს, რაც საქართველოში პოლარიზაციასაცარსებითად შეამცირებს. როგორც ცნობილია, რაც უფრო მაღალია პოლარიზაციის ხარისხი, მით უფრო მაღალი ბარიერის შენარჩუნებაა მიზანშეწონილი, ხოლო პოლარიზაციის შემცირება ბარიერის დაწევასთან დაკავშირებულ რისკებსაც სერიოზულად ამცირებს. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მიღებას, პოლარიზაციის შემცირებასა და დაბალი ბარიერის დაწესების მიზანშეწონილობას შორის პირდაპირი ლოგიკური კავშირი არსებობს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება: დეკემბერში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით მიიღებს კონსტიტუციურ კანონს, რომლის თანახმად 2024 წლის და მისი მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება“,- განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, ამ პოლიტიკურ ვალდებულებას იღებენ პარტიის პოლიტიკური საბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე. „ღრმად გვწამს, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას, რის შემდეგაც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2%-იანი საარჩევნო ბარიერით 2024 წელს ქვეყნისთვის ოპტიმალურ პოლიტიკურ მოცემულობას შექმნის. დარწმუნებული ვართ, „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი სატელიტებით 2024 წელს 2%-იანი ბარიერის პირობებშიც პირწმინდად დავამარცხებთ, რაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა“,- განაცხადა კობახიძემ.  

კონკურენციის სააგენტო: ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის კანონის მიღება დადებითად შეფასდა

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მეორე თემატური ჯგუფის რიგით მეშვიდე სხდომა გაიმართა. კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა – ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველო-ევროკაშირს შორის დიალოგისა და განხორციელებული პროცესების შეფასებას. აღნიშნული მიმართულებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, განხორციელებული საკითხების წარდგენის, დიალოგში მონაწილეობის მიზნით, სხდომაში მონაწილეობა მიიღო კონკურენციის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სოფიო მომცელიძემ. მათივე ცნობით, ევროკავშირის მხარემ, საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა დადებითად შეაფასა. შეხვედრაზე მთავარი ყურადღება დაეთმო და ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის მიღების და ამ მიმართულებით აღსრულების დაწყების მნიშვნელობას. "მონაწილეებმა, შეხვედრის ფარგლებში განიხილეს შემდეგი ძირითადი საკითხები: სამრეწველო და საწარმოების პოლიტიკა, სამთო-მოპოვებითი საქმიანობა; ტურიზმი; კორპორაციული სამართალი და კორპორაციული მმართველობა; მომხმარებელთა პოლიტიკა; საგადასახადო პოლიტიკა და ა.შ. ასოცირების შეთანხმების ინსტიტუციური მექანიზმის მიხედვით, დარგობრივი თემატური ჯგუფების შეხვედრები  ყოველწლიურად იმართება. შეხვედრაში მონაწილეობდნენ – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ბუჯიაშვილი და სხვადასხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის მთავარი მოტივაციაა, საქართველო გახდეს დიდი ევროპული ოჯახის წევრი

ჩვენთვის მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, დიდი ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველები იზიარებენ საერთო ევროპულ ღირებულებებს და მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. „დიდი მადლობა, ბატონო კანცლერო, ძვირფასო კოლეგავ. მინდა, პირველ რიგში მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ავსტრიაში და მე ძალიან მოხარული ვარ ამ ფაქტით. დიდი პატივია ჩემთვის დღეს აქ ყოფნა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ვაფასებთ ავსტრიასთან მეგობრობას, ურთიერთობას, თანამშრომლობას. ჩვენ კანცლერთან ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელზეც ჩვენ უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს დიდი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ, გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკა, ვაჭრობა, თუ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქართველები იზიარებენ საერთო ევროპულ ღირებულებებს და მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. „მინდა ასევე აღვნიშნო სიამაყით, სიმბოლურია, რომ ჩვენ წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წლისთავს, ასე რომ კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ბატონო კანცლერო, მოწვევისთვის. როგორც ბატონმა კანცლერმა აღნიშნა, ჩვენთვის, ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, ჩვენ ველოდებოდით ევროკომისიის გადაწყვეტილებას. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება შეფასებულ იქნას, როგორც ისტორიული, როგორც ეს თავად ევროპელებმა ლიდერებმა განაცხადეს. ქართველები ვიზიარებთ საერთო ევროპულ ღირებულებებს, ჩვენთვის მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, დიდი ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვენთვის ევროპული პერსპექტივის მონიჭება არის წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესის აღიარება და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ“, - განაცხადა პრემიერმა.  

კარლ ნეჰამერი: ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გზაზე ავსტრია დადებით როლს ითამაშებს და მხარს დაუჭერს საქართველოს

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გზაზე ავსტრია დადებით როლს ითამაშებს და მხარს დაუჭერს საქართველოს.  ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. „მე როგორც ფედერალურმა კანცლერმა საქართველოს მივეცი გარანტია , რომ ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მოცემული რეკომენდაციების შესრულების გზაზე ავსტრია დადებით როლს ითამაშებს და ხელს შეუწყობს საქართველოს, რომ შევქმნათ ერთობლივი სივრცე, რომელიც სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტიებს მოგვცემს უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით შექმნილ ამ ურთულეს ვითარებაში. ჩვენ ვართ სავაჭრო პარტნიორები. ბუნებრივია, ჩვენს ურთიერთობებში არსებობს კიდევ დიდი პოტენციალი, ურთიერთობების გაღრმავების პოტენცია, თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ ავსტრიაზე, ავსტრიელებზე, ავსტრიის მოქალაქეებზე, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ჩვენი მოქალაქეებისთვის ახლოს არის და საქართველოს უფრო ახლოს ვხედავთ, ბევრად უფრო გასაგებია ეს ქვეყანა ჩვენთვის. ავსტრიელების და ავსტრიაში მცხოვრეების ალბათ ძალიან პატარა ნაწილმა თუ იცის,რომ ჩვენი საშობაო ნაძვისხეების თესლების დიდი ნაწილი სწორედ საქართველოდან მოდის. ამის მიღმა, ჩვენ ვმუშაობთ ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად, ძალიან დიდი პოტენციალია ამ მიმართულებითაც, თუმცა, იმისთვის, რომ მოხდეს უწყვეტი ეკონომიკური ინვესტიციები, ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი უსაფრთხოება. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ჩვენ მოგვცა იმის გარანტია, რომ საქართველო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ამ ტიპის გარანტიები იქნას მოცემული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ვითანამშრომლებთ აქტიურად იმ მიმართულებით, რომ, მათ შორის, უსაფრთხოების კუთხითაც იქნას გარანტიები შექმნილი. ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი საერთო მიზანი - ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. თანამშრომლობის პროცესში ჩვენ ერთმანეთისგან ვსწავლობთ ძალიან ბევრს და ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ.ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი, დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება იმისთვის, რომ უფრო უკეთ ვიზრუნოთ ევროპაში მშვიდობისათვის“, - განაცხადა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით.  

მეუფე იაკობი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე: არავისთან შესახვეწი არაფერი გვჭირს

არავისთან შესახვეწი არაფერი გვჭირს, ჩვენმა ერმა დღემდე მოაღწია და კიდევ ერთხელ შევახსენებ ევროპას, სულხან-საბას დროსაც რა გაკვიკეთა, მერე რას გვიშვრებოდა - ყველამ რომ გაგვწიროს, ღმერთი არ გაგვწირავს,- ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმას, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის უსი ვერ მიიღო. „ჩვენ რატომ უნდა შევცვალოთ კანონები, ევროპიდან რომ გვთხოვენ იმიტომ? თუ იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რა გვჭირდება ჩვენ. რა იციან ევროპელებმა, 12 მჭირდება, თუ 25? შეიძლება 100 რაღაც მჭირდება იმისთვის,რომ შევიცვალო, შეიძლება 3 გვჭირდება... ქართველებს ერთადერთი რამ გვჭირდება თავიდან, ერთმანეთის სიძულვილი, ზიზღი უნდა დავთმოთ. ადამიანები ვართ, ჩვენ დარვინის თეორიის ადამიანები კი არ ვართ, თითოეული ჩვენგანი ღვთისგან შექმნილია და ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ. ვისაც შეყვარება არ შეუძლია და ამის გული არ აქვს, მეორის ატანა მაინც უნდა შეეძლოს, თორემ მოვა დრო და...“- განაცხადა მეუფე იაკობმა. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.  

კარლ ჰარცელი: რამაც ყველაზე მეტად განმაცვიფრა არის ის, თუ როგორ შეუძლია ამ ქვეყანაში სიყვარულსა და სიძულვილს თანაარსებობა და ის ტემპი, რომლითაც ორივე მოძრაობს

ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, რომლის დიპლომატიური მისია საქართველოში რამდენიმე კვირაში დასრულდება, „ამერიკის ხმასთან“ ილაპარაკა იმაზე, თუ ყველაზე მეტად რამ განაცვიფრა საქართველოში. „ცხადია, რომ ჩემი აქ ყოფნის თითქმის ოთხი წლის მანძილზე იმდენი მოგონება მაქვს, რომ ჯერ კიდევ მჭირდება ამ ყველაფრის გაანალიზება გვერდიდან. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩამოსვლისას, არც საქართველო და არც ქართული პოლიტიკა ჩემთვის სიახლე არ იყო, ერთ-ერთი, რამაც ყველაზე მეტად განმაცვიფრა და რაც ჯერ კიდევ ძალიან მაკვირვებს, არის ის თუ როგორ შეუძლია ამ ქვეყანაში სიყვარულსა და სიძულვილს თანაარსებობა და ის ტემპი, რომლითაც ორივე მოძრაობს“, - განაცხადა ჰარცელმა. ევროკავშირის ელჩი, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისთვის ამდენი ადამიანის მხრიდან სიყვარულის განცდა სასიხარულოა და მიაჩნია, რომ საქართველო განსაკუთრებული ადგილია. „როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი მეუღლისთვის, ფანტასტიკურია ამდენი ადამიანის მხრიდან სიყვარულის, სითბოს და პატივისცემის განცდა, რაც აბსოლუტურად ორმხრივია. ამავდროულად, მე მქონდა ჩემი წილი უსიამოვნო სიურპრიზები და ინციდენტები, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, ნაკლებად სასიხარულო იყო. თუმცა, ყველა ეს შემთხვევა ფერმკრთალია იმ სიყვარულთან შედარებით, რაც აქ ვიგრძენით. ეს არის ის, რასაც თან წავიღებთ რამდენიმე კვირაში როცა ქვეყნიდან წავალთ - ამდენი ქართველის სიყვარული და პატივისცემა, გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა, რომელსაც ვგრძნობთ საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის მიმართ. ეს მართლაც ძალიან განსაკუთრებული ადგილია“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.  

კარლ ჰარცელი: მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ყველა მხარემ უნდა დათმოს

„დროა, ყველამ დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ როგორ არ დაიკარგოს ეს შესაძლებლობები საქართველოს პრო-ევროპული დღის წესრიგის დასაწინაურებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ ერის საკეთილდღეოდ, მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ყველა მხარემ უნდა დათმოს. ცხადია, რომ წარმატების მისაღწევად, ეს ყველა პოლიტიკური მხარის თანაბარი პასუხისმგებლობაა“, - ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ამის შესახებ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საუბრობს. პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი, როგორც წესი, ქვეყნის მთავრობაზე მოდის. ამას ჩემი რესპონდენტების დიდი ნაწილი ამბობს. ზოგიერთი მათგანი საუბრობს იმაზე, რომ რეფორმების განსახორციელებლად ოპოზიციას ხელი მთავრობამ უნდა გაუწოდოს, თუმცა ამ პროცესში როლი ოპოზიციასაც აქვს. თქვენი აზრით, რა არის ოპოზიციის როლი დღეს? ელჩმა ამერიკის ხმის ამ შეკითხვას უპასუხა. კარლ ჰარცელი დეოლიგარქიზაციაზე: ევროკომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ ცხადია, მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან „მე მეორე მოსაზრებას ვიზიარებ. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ხელისუფლებას ყოველთვის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. ამავდროულად, როგორც უკვე ბევრი კვირაა, ვამბობ, ეს კონკრეტული მომენტი აშკარად მთელი პოლიტიკური ელიტის ერთად დასხდომის საფუძველია. დროა, ყველამ დაიწყოს ფიქრი იმაზე, თუ როგორ არ დაიკარგოს ეს შესაძლებლობები საქართველოს პრო-ევროპული დღის წესრიგის დასაწინაურებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ ერის საკეთილდღეოდ, მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ყველა მხარემ უნდა დათმოს. ცხადია, რომ წარმატების მისაღწევად, ეს ყველა პოლიტიკური მხარის თანაბარი პასუხისმგებლობაა. კარლ ჰარცელი: რამაც ყველაზე მეტად განმაცვიფრა არის ის, თუ როგორ შეუძლია ამ ქვეყანაში სიყვარულსა და სიძულვილს თანაარსებობა და ის ტემპი, რომლითაც ორივე მოძრაობს ამას დავამატებ, რომ პოლარიზაციის მიღმა, მე მესმის მათი ხმები, ვინც რეალურად ცდილობენ პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციას, რომელ ხმებსაც საკმარისზე ხშირად ახშობს ორივე მხრიდან წამოსული ჭექა-ქუხილის ხმა. იმ მხარეებიდან, რომლებსაც პოლიტიკაში როგორღაც ნულოვანი ჯამის - მე ვიგებ, შენ აგებ - ლოგიკა და პრინციპი ურჩევნიათ. კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, რომ შესაძლებელი იქნება უფრო მეტი სივრცის გამონახვა ამ შუალედური, საღი ხმებისთვის კომპრომისების მოსაძებნად, რადგან საქართველოს ეს აშკარად სჭირდება“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

ნინო ლომჯარია: ევროკავშირს უნდა დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია

"ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებიდან და მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სკეპტიციზმი არსებობს - უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ყველა ფორმატი იმისათვის, რათა ევროკავშირს დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. „მე მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ყველა ფორმატი იმისათვის, რომ ევროკავშირს დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბრუნებულია და მზად ვართ იმისთვის, რომ დემოკრატიული ცვლილებებისთვის ვიბრძოლოთ. არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ პროცესის დანახვა სჭირდება ევროკავშირს, ისინი ელოდებიან, რომ ამ პროცესის შედეგად მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის: მართლმსაჯულება, ანტიკორუფციული მიმართულება, სამართალდამცავი უწყებები, არჩევნები, გადადგმული იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პროცესს უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ რამდენად არის ამის მზაობა ხელისუფლების მხრიდან. რაც შეეხება ჩემს მონაწილეობას, სადაც საჭირო იქნება, მე ვარ კონსტიტუციური ორგანო და ჩემი კომპეტენცია, ჩემი ოფისის კომპეტენცია სადაც საჭირო იქნება, ჩვენ მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა", - განაცხადა ლომჯარიამ. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.  

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირი სანქციების მე-7 პაკეტს ამზადებს - Bloomberg

Bloomberg-ის ცნობით, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების მე-7 პაკეტს ამზადებს, რომელზე მუშაობაც უახლოეს კვირებში დასრულდება. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს გამოცემა, წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციების მე-7 პაკეტში იგეგმება სანქციების გაფართოება და რუსული ოქროს იმპორტის შეზღუდვა. ამასთან, განიხილება ნავთობზე ფასის შეზღუდვა, თუმცა გამოცემის ცნობით, ევროკავშირი უახლოეს მომავალში მკაცრი სანქციების დაწესებას ვერ შეძლებს. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა აცხადებდა, რომ რუსული გაზი სანქციების სიაში შეეტანათ, თუმცა ქვეყნების უმრავლესობას ამისი სურვილი არ აქვთ. შეგახსენებთ, ევროკავშირმა უკვე დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი. მედიის ცნობით, ევროკავშირი უკვე მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა, რუსული ოქროს იმპორტზე ნაწილობრივი ემბარგო გავრცელდეს.  

მეუფე იაკობი: ევროპა საქართველოს სამარცხვინოდ მოექცა

ევროპა საქართველოს სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოექცა, - ამის შესახებ მეუფე იაკობმა, ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თემას გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ევროპა საქართველოს სამარცხვინოდ მოექცა. „ჩვენთან მიმართებით, ევროპა ძალიან სამარცხვინოდ, მოღალატეობრივად მოიქცა. ევროპა რომ მართალი იყოს, ახლა, როდესაც [რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები] საპარლამენტო დებატებზე უარს ამბობენ, გამოვიდოდა ის ღრმად პატივცემული 308 ევროპარლამენტარი და იქიდან 10 მაინც, საერთო წერილს დაწერდა და იტყოდა, „იქნებ, ერთად დასხდეთ და სიტუაცია დავაწყნაროთ“. უკრაინის გარდა, არავის მიღება არ უნდოდათ? ეგ თემა, ჩვენთან, უბრალოდ, პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად გამოიყენეს ბოლომდე, ჩვენებმა თუ იმათმა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.  

ევროკავშირი და აზერბაიჯანი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ

ევროკავშირი აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მნიშვნელოვანი მემორანდუმის გასაფორმებლად ემზადება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა სტეფანო გრასიმ განაცხადა. იუწყება Azernews-ი. აზერბაიჯანი ევროპაში გაზის ექსპორტს ზრდის გრასიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალი შეთანხმება იქნება ბრიუსელის ერთ-ერთი ნაბიჯი გაზის კრიზისის დასაძლევად. მემორანდუმს ხელი მოეწერება ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის, კადრი სიმსონის ბაქოში ვიზიტის დროს. რიგაში გამართულ ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას სიმსონმა განაცხადა, რომ ამ შეთანხმების მიხედვით, ტრანსადრიატიკის გაზსადენით ევროპაში გასატანი გაზის მოცულობა გაორმაგდება. „ევროკავშირი და აზერბაიჯანი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე გაზის მიწოდების გაზრდაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ. ევროკავშირთან ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ათზე მეტი წლის წინ მოეწერა ხელი. ევროკავშირი-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიდა და დღესაც გრძელდება სამხრეთ გაზის დერეფნის ფარგლებში“, - წერს აზერბაიჯანული მედია. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.

ევროკავშირმა ჯამში $13,83 მილიარდის რუსული აქტივები გაყინა

ევროკავშირმა რუს ოლიგარქებს, სხვა ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს ჯამში, $13,83 მილიარდის აქტივები გაუყინა. ოფიციალური პირის თქმით, აღნიშნული ფაქტი ევროკავშირის 27 ქვეყნიდან მხოლო 5-ში მოხდა და დანარჩენ სახელმწიფოებს გააქტიურებისკენ მოუწოდა. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო, ევროკავშირმა ამ დროისთვის 98 კომპანიას და 1 160-მდე პირს დაუწესა სანქციები.  „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სხვების დარწმუნება, რომ იგივე გააკეთონ”, - განაცხადა ევროკომისარმა დიდიე რეინდერსმა. შვეიცარიამ $6,8 მილიარდზე მეტი ღირებულების რუსული აქტივები გაყინა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

არასამთავრობო ორგანიზაციები: მზად ვართ, ჩავერთოთ ევროკომისიის რეკომენდაციების დროული და სრულყოფილი შესრულების პროცესში

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ადასტურებენ მზაობას, ჩაერთონ ევროკომისიის რეკომენდაციების დროული და სრულყოფილი შესრულების პროცესში. „მიგვაჩნია, რომ დღეს, ქვეყნისთვის გარდამტეხ მომენტში, ერთადერთ პრიორიტეტს წლის ბოლოს  ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მიღება წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების დროული და სრულყოფილი შესრულება. შესაბამისად, ხელისუფლების, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული სწორედ ამ მიზნისკენ. მიუხედავად იმისა, რომ მიზნამდე მისასვლელ გზებზე შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული მოსაზრებები, არის საკითხები, რომლებიც ცალსახაა თავად რეკომენდაციებიდან, და არ ტოვებს სხვაგვარი განმარტების სივრცეს. ევროკომისიის რეკომენდაციის მე-10 პუნქტი ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ეფექტიან ჩართულობას ყველა დანარჩენ პუნქტებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ხელისუფლების ინიციატივით, სამოქალაქო ორგანიზაციების კოორდინაციაზე და ეფექტურ ჩართულობაზე პასუხისმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ აიღო. ჩვენ წლებია ვმუშაობთ ევროკომისიის რეკომენდაციებით განსაზღვრულ საკითხებზე. ჩვენს მიერ ჩატარებული თემატური კვლევები, მომზადებული ანგარიშები, დაკვირვების შედეგად ჩამოყალიბებული ხედვები და მოსაზრებები მნიშვნელოვანი კონტრიბუცია იქნება რეფორმების და ცვლილებების სწორად, საქართველოს საჭიროებების გათვალისწინებით წარმართვისთვის. ხელმომწერი ორგანიზაციები ვადასტურებთ ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში მონაწილეობის მზაობას და მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს: შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოაწყოს სამუშაო შეხვედრა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოების პროცესებში ჩართულობის ფორმატსა და შემდგომი მუშაობის პროცედურებზე მოსაზრებების გაცვლის მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ „დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“, „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ა(ა)იპ „მედიაომბუდსმენი“.  

დიმიტრი გვრიტიშვილი: კანონში ასე ხისტად ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი სამართლებრივი განმარტება სავალდებულოა, დაუშვებელია

კანონმდებლობაში ასე ხისტად ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი სამართლებრივი განმარტება არის სავალდებულო, არის დაუშვებელი, - ამის შესახებ მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებთან, საქართველოს სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „კანონმდებლობაში ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი სამართლებრივი განმარტება არის სავალდებულო, ასე ხისტად არის დაუშვებელი, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არ მიეკუთვნება ე.წ. პრეცედენტული სამართლის ქვეყნებს, ჩვენ ვართ კონტინენტური სამართლებრივი სისტემის, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ასეთი ჩანაწერი არის ზედმეტი. მოსამართლეები საქმის განხილვისას ისედაც ვითვალისწინებთ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, პრეცედენტულ სამართალს, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, დამატებითი ვალდებულების დაკისრება მიზანშეუწონელია,“ - განაცხადა გვრიტიშვილმა. ცნობისათვის, დიმიტრი გვრიტიშვილი პარლამენტში ევროკავშირის რეკომენდაციების ფარგლებში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო, რომელიც საქართველოს სასამართლოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინების საკითხთან დაკავშირებით გაიმართა.  

ევროკავშირმა კალინინგრადში ტვირთების ტრანზიტის ნებართვა გასცა

ევროკომისიამ გამოაქვეყნა დამატებითი მითითებები ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის რუსეთიდან საქონლის ტრანზიტის შესახებ, სადაც კალინინგრადის რეგიონში, გარკვეული სანქცირებული საქონლის გადაადგილება სარკინიგზო გზით დაუშვა. ლიეტუვამ კალინინგრადის მიმართულებით, სანქციერებული რუსული ტვირთების ტრანზიტზე შეზღუდვები გააფართოვა ევროკომისია განმარტავს, რომ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ გააკონტროლონ ტრანზიტის მოცულობა, ფოკუსირება მოახდინონ ბოლო სამი წლის საშუალო მაჩვენებელზე. ასევე შეზღუდონ „საქონლის უჩვეულო ნაკადები და ვაჭრობის ნიმუშები“. აკრძალვა სრულად ეხება, ტრანსპორტის რეჟიმის მიუხედავად, სანქცირებული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების ტრანზიტს. გარდა ამისა, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სანქცირებული პროდუქცია მათ ქვეყნებში არ მოხვდეს. ლიეტუვა კალინინგრადისკენ რუსულ სანქცირებულ ტვირთებს აღარ გაატარებს რუსეთი ლიეტუვას ემუქრება ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარის შემდეგ, აშშ აცხადებს, რომ NATO-ს მეხუთე მუხლისადმი ვალდებულებებს მტკიცედ დაიცავს ევროკომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სანქციების გვერდის ავლის შემთხვევაში ისინი პასუხს აგებენ. ამ კუთხით, კომისია ხაზს უსვამს რუსეთსა და კალინინგრადის რეგიონს შორის ორმხრივი სავაჭრო ნაკადების მონიტორინგის მნიშვნელობას, რათა სანქცირებული საქონელი ევროკავშირის საბაჟო ტერიტორიაზე ვერ მოხვდეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვამ უნდა მოამზადოს კანონმდებლობა ევროკომისიის ინსტრუქციების შესასრულებლად, კალინინგრადის ოლქში რუსული საქონლის ტრანზიტის შესახებ. შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 10 ივლისს კალინინგრადში ახალი ტიპის რუსული საქონლის ტრანზიტის აკრძალვა ამოქმედდა, ლიტვამ პირველ დღეს 34 სატვირთო მანქანა არ გაუშვა. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტის გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ კვირადან ლიეტუვის გავლით აკრძალულია ცემენტის, ალკოჰოლის, ხის, მინის, ალუმინის, ქაღალდის ნაწარმის, თაბაშირის და სხვა რუსული წარმოშობის საქონლის ტრანსპორტირება. მანამდე ლიტუვამ ევროკავშირის სანქციების საფუძველზე კალინინგრადის რეგიონში ფოლადისა და შავი ლითონების ტრანზიტი აკრძალა.  ლიეტუვის საბაჟოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული პროდუქციის ტრანზიტზე შეზღუდვები, ევროკომისიის გადაწყვეტილებისა და ევროკავშირთან კონსულტაციების საფუძველზე შემოიღეს. ლიეტუვის რკინიგზამ 18 ივლისს ღამით კალინინგრადისკენ რუსეთის იმ ტვირთების გატარება შეწყვიტა, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება.

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი თავდაცვაზე მეტს უნდა ხარჯავდეს

"ევროკავშირი მეტს უნდა ხარჯავდეს თავდაცვაზე და ამავდროულად, იძენდეს იარაღს. ამავდროულად, თანხების უფრო ეფექტურად დასახარჯად, ევროკავშირის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა შეისყიდონ შეიარაღება" – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა ევროკომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისივე თქმით, ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ საერთო ჯამში დაახლოებით 200 მილიარდი ევროთი, მისასალმებელია. "ევროკავშირი მეტს უნდა ხარჯავდეს თავდაცვაზე და ამავდროულად, იძენდეს იარაღს. ამავდროულად, თანხების უფრო ეფექტურად დასახარჯად, ევროკავშირის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა შეისყიდონ შეიარაღება. ევროკომისიასა და ევროპის თავდაცვის სააგენტოს შეუძლია, მხარი დაუჭიროს წევრ სახელმწიფოებს იარაღის ერთობლივ შეძენაში, კერძოდ, მარაგების შევსების კონტექსტში, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდების გამო იწურება", - განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

კარლ ჰარცელის თქმით, სიცრუეა, რომ დასავლეთს სურს, ნახოს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრეული და რომ სწორედ ამან მოახდინა ზეგავლენა ევროკომისიის მოსაზრებაზე

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა მოქალაქეების შეკითხვებს Facebook-ზე გაგზავნილი შეკითხვების შემდეგ უპასუხა და მისი შინაარსი ევროკავშირის წარმომადგენლობამ დღეს გაავრცელა. Europetime კითხვა-პასუხს უცვლელად გთავაზობთ. _რამდენად უკავშირდებოდა, ამ ეტაპზე, საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი იმ ფაქტს, რომ ჩვენს ქვეყანაში არ მიმდინარეობს სამხედრო ოპერაციები? ევროკომისიამ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მათი დამსახურებების მიხედვით და დადგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეაფასა. ამ კრიტერიუმებს შორის ნამდვილად არ არის სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობა. ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველი დღეებიდანვე, ევროკავშირი საქართველოს ძლიერი პარტნიორია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში დასახმარებლად, ჩვენ დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი ჩავდეთ. და, სულ ახლახან, ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რაც დიდი მიღწევაა. ის შემდგომი ნაბიჯების საფუძვლად უნდა გამოვიყენოთ. _შეესაბამება თუ არა სიმართლეს განცხადებები, რომ დასავლეთს სურს, ნახოს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრეული და რომ სწორედ ამან მოახდინა ზეგავლენა ევროკომისიის მოსაზრებაზე? კატეგორიულად არ შეესაბამება. გულწრფელად ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს, ევროკავშირისა თუ აშშ-ის მიმართ. ყველამ დაინახა, თუ როგორ თავდაუზოგავად მუშაობს ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის პირველივე დღიდანვე, ამ სისასტიკის დასასრულებლად და უკრაინასა და მის მოსახლეობაში მშვიდობის დასამყარებლად. არც აქამდე ყოფილა ასეთი სურვილი და არც მომავალში დადგება ისეთი მომენტი, როდესაც ევროკავშირი ამ ომის შემდგომ გავრცელებას მოინდომებს. _არსებობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დათქმული რაიმე ვადა? ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება. ის წლების განმავლობაში გაწერილი, დეტალური პროცესია და მოიცავს სიღრმისეულ მუშაობას, წევრობისთვის დადგენილი ყველა კრიტერიუმის მიმართულებით. გაწევრიანების ტემპი დამოკიდებულია რეფორმების პროცესში წინსვლაზე, უპირველეს ყოვლისა, ფუნდამენტურ სფეროებში, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის ძირითად ღირებულებებთან, მათ შორის, კანონის უზენაესობასთან, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან და ადამიანის უფლებებთან ყველასთვის, გამონაკლისის გარეშე. ამჟამად, ევროკავშირამა საქართველოს შესთავაზა, დაიწყოს მუშაობა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტზე, კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ამ პროცესის წარმატებით გასაგრძელებლად. _მიიღებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს თურქეთზე ადრე? წინასწარ განსაზღვრული მკაფიო ვადები რომელიმე პოტენციური კანდიდატის, ან ამჟამინდელი კანდიდატი ქვეყნისთვის არ არსებობს. ის ტემპი, რომლითაც საქართველო წინსვლას შეძლებს, საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ევროკომისიის მოსაზრებაში განსაზღვრულია შემდგომი ნაბიჯები და ძირითადი პრიორიტეტები, რომლებზეც უნდა მოხდეს რეაგირება და რომელთა შესრულება სავსებით შესაძლებელია. ევროპული გზა რჩება დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც  ზედმიწევნით მიყვება საკვანძო რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ პროგრესს. წევრობისკენ მოკლე გზა არ არსებობს: მხოლოდ ხელშესახები პროგრესი იქნება პროცესში წარმატებული წინსვლის საწინდარი. გადაწყვეტილებები, რომლებსაც ევროკავშირი სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით მიიღებს, კვლავაც მისი წევრი სახელმწიფოების ხელშია და მათი მისაღებად – პროცედურის მიხედვით – ერთსულოვნება აუცილებელია. _როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა 19 აპრილის შეთანხმება გამოყენებული 12 პრიორიტეტზე რეაგირების ერთ-ერთ ნაბიჯად? შემთხვევითი არ არის, რომ ევროკომისია თავის მოსაზრებაში „19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაზე“ საუბრობს, რადგან სწორედ ეს შეთანხმება იყო  მაგალითი იმისა, თუ რა ტიპის მუშაობაა საჭირო მხარეებს შორის. მხარეებს ახლა მოუწევთ, დასხდნენ და შეთანხმდნენ სამომავლო გეგმებზე, ხოლო 19 აპრილის შეთანხმება კარგ საწყის წერტილად რჩება, როგორც პროცესისთვის, ასევე შინაარსისთვის. _ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ არის ნახსენები ნიკა გვარამიას გათავისუფლება და მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, როგორც საკვანძო საკითხები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ეთანხმებით თუ არა, რომ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ ორივეს გათავისუფლების შემდეგ? ცალკეულ საქმეებზე საუბარი ჩემი მანდატის მიღმაა. ზოგადად, კანონის უზენაესობის დაცვას, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისათვის. იგივე ეხება საქართველოსაც. ადამიანები ფართოდ უნდა იზიარებდენე შეხედულებას  და შეფასებას, რომელიც ამბობს, რომ სასამართლო თავისუფალი და სამართლიანია და რომ მართლმსაჯულება საფუძვლიანად და მიუკერძოებლად ხორციელდება. ეს საქმეები დაიწყო იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ურჩევდა უფრო მაღალი სტანდარტების დაწესებას, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, გამჭვირვალობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად. თქვენ კვლავაც ამოიკითხავთ მსგავს მოწოდებებს ევროკომისიის მოსაზრებაში. ევროკავშირი რჩება იმ აზრზე რომ საქართველოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ ყველა სამართლებრივი საქმე, მათ შორის ბ-ნი გვარამიასა და ბ-ნი სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეებიც, უნდა მიმდინარეობდეს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად და გამოყენებული უნდა იქნას სამართლიანი და სათანადო წესები და პროცედურები. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაჟინებით მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში, დაიცვას მისი, როგორც პატიმრის უფლებები, უზრუნველყოს მისი სათანადო მკურნალობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება. ბატონი გვარამიას საქმეც იგივე პრინციპებს ეფუძნება. ეს საქმე ასევე აჩენს შეკითხებს მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც, ბოლო დროს, საქართველოში სტრესულ გარემოში აღმოჩნდა. _რას ნიშნავს რეალურად „კანდიდატის სტატუსი“? ნიშნავს ეს, რომ ქვეყანას, მაგალითად, აქვს წვდომა სპეციალურ პროგრამებზე? არის აქ სხვა სახის სარგებელი? მას შემდეგ, რაც ხდება ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება, კანდიდატის სტატუსის მიღება არის პირველი ოფიციალური ნაბიჯი გაწევრიანების პროცესში და შემდგომი წინსვლის წინაპირობა. თუმცა, კანდიდატის სტატუსი არ გულისხმობს დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას, ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებთან შედარებით. _თუ საქართველო წლის ბოლომდე მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ამის შემდეგ ქვეყანას რისი გაკეთება მოუწევს ? მოსაზრებაში ჩამოთვლილი პრიორიტეტები განსაზღვრულია საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აღნიშნულის მიღწევის ვადები საქართველოს მთავრობის ხელშია. როგორც კი ეს პრიორიტეტები ევროკომისიის მიერ შესრულებულად იქნება მიჩნეული, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭოს ხელში გადადის. კანდიდატის სტატუსის მიღების შემდგომი ნაბიჯები და პროცესები ნათლადაა გაწერილი. ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, კანონის სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებით, ე.წ. სკრინინგის პროცესი - რათა დადგინდეს, რა განსხვავებები არსებობს საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობას შორის და როგორ უნდა მოხდეს ჰარმონიზაცია. მოლაპარაკებების დროს, საქართველომ ასევე უნდა აჩვენოს, რომ მისი ადმინისტრაციული შესაძლებლობები საკმარისია ამ კანონების აღსასრულებლად. _იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს მთავრობა მუშაობდა ევროკომისიის მიერ გამოგზავნილ კითხვარზე, როგორც ვიცით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი. როგორ ფიქრობთ, უნდა შეიქმნას თუ არა მსგავსი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს მოსაზრებაში ასახული პრიორიტეტების შესრულებაზე? ევროკომისიამ წარმოადგინა მოსაზრება, რომელიც მოიცავს 12 მკაფიოდ გაწერილ პრიორიტეტს, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს. ევროკომისიის ფუნქციას არ წარმოადგენს,  შესთავაზოს ან, მითუმეტეს, განსაზღვროს ღონისძიებები კონკრეტული სტრუქტურებისათვის წინსვლის მისაღწევად. ახლა უკვე ყველაფერი მთლიანად საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობასა და სუვერენულ არჩევანს წარმოადგენს. ამავდროულად, მოსაზრებაში ხაზგასმითაა აღნიშნული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სხვადასხვა მხარეთა და სამოქალაქო საზოგადოების სათანადო ჩართულობის აუცილებლობა. _როგორ აფასებთ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციური ძალების ამჟამინდელ პოზიციას და რამდენად შეიძლება ამ გზამ დეპოლარიზაციამდე მიგვიყვანოს? გარკვეულწილად, მე მჯერა, რომ 12 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელება დეპოლარიზაციის მცდელობებით უნდა დაიწყოს და დასრულდეს. მოკლევადიან პერსპექტივაში საუბარი იქნება საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის პლატფორმისა და დღის წესრიგის შექმნასა და უზრუნველყოფაზე. ამ რეფორმების წარმატებით განხორციელება, თავის მხრივ, სავარაუდოდ, შემდგომ ბიძგს მისცემს დეპოლარიზაციას. აქამდე, ჩვენ ვნახეთ მმართველი პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სხვათა მიერ წარმოდგენილი იდეები, რომლებიც, ჩემი აზრით, ის ელემენტებია, რომლებიც შეიძლება სასარგებლოდ იყოს გაერთიანებული უფრო ფართო, საერთო დღის წესრიგის განსაზღვრისათვის. ამ მხრივ, მთავრობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, თუმცა დეპოლარიზაციის პროცესზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს. _თუ თქვენ იცნობთ საქართველოს ისტორიას და პატივს სცემთ მის ტრადიციებს, რატომ სთხოვთ მთავრობას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას? ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს. ევროკავშირის ფარგლებში, საოჯახო სამართალი ევროკავშირის ქვეყნების კომპეტენციის ქვეშ რჩება და, შესაბამისად, ქორწინებასთან დაკავშირებული წესები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება. რასაც ევროკავშირი ყველა წევრი სახელმწიფოსგან ითხოვს, არის დისკრიმინაციის აკრძალვა და ყველა ტიპის, მათ შორის სექსუალური უმცირესობების დაცვა. ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა უფლებების პატივისცემა და დაცვა ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპების მტკიცე რწმენაზე,  რომლებიც უნდა იყოს დაცული ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთათვის. _უნდა დაიცვას თუ არა მთავრობამ თბილისის პრაიდი კანდიდატის სტატუსის მისაღებად? მოქალაქეების დაცვა ძალადობისაგან და თითოეული ადამიანის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების უზრუნველყოფა ევროკავშირის და, უდავოდ, ნებისმიერი დემოკრატიის ძირითად ღირებულებებს წარმოადგენს. სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და მოვალეობაა ამ უფლებების დაცვა, გამონაკლისების გარეშე. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის კონტექსტში შეფასებული იქნება ხელისუფლების მზაობა და შესაძლებლობა, თანაბრად დაიცვას ეს უფლებები ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის უმცირესობებისთვის.

კარლ ჰარცელი: ოთხ წელიწადში ერთხელ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ხმა მისცეთ იმ პარტიებს, რომლებიც ამართლებენ თქვენს მოლოდინს და უარი თქვათ მათზე, ვინც მოლოდინს გაგიცრუებთ

რა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს გააკეთონ იმისთვის, რომ ევროკომისიის მოსაზრებებით განსაზღვრული 12 პირობა მთავრობის მხრიდან შესრულდეს? მოქალაქეების ამ შეკითხვას ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უპასუხა. „ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. ძლიერ დემოკრატიას აქტიური მოქალაქეები სჭირდება. საბოლოო ჯამში, ყველა პოლიტიკურ მხარეს უნდა შევახსენოთ, რომ ისინი პასუხისმგებელნი არიან ხალხის წინაშე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც რამდენიმე გამოკითხვამ აჩვენა - მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს სტრატეგიულ პროევროპულ არჩევანს. მოკლევადიან პერსპექტივაში, ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს 12 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელებაზე, რაც ყველასთვის ამარტივებს პროგრესის შეფასებას და იმის განსჯას, რამდენად წარმატებულად მოღვაწეობენ პოლიტიკური ლიდერები, მაგრამ იმისთვის, რომ იყოთ პასუხისმგებლიანი და ქმედითი მოქალაქე, საჭიროა იყოთ კარგად ინფორმირებული. ამიტომ გირჩევთ, დარჩეთ პროცესში ჩართული და მოიძიოთ ობიექტური ინფორმაცია. დეზინფორმაცია ისედაც ბევრია, მაგრამ კარგად ინფორმირებული საზოგადოება ვერ მოტყუვდება. მშვიდობიანი დემონსტრაციები, რომლებიც ჩვენ თბილისში და სხვაგან ვიხილეთ, სადაც რიგითი მოქალაქეები გამოხატავენ თავიანთ მოლოდინებს ხელისუფლებისა და პოლიტიკური ელიტის მიმართ, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, დემოკრატიული ინსტრუმენტი - ყველასთვის შეხსენება, თუ რას მოელით თქვენ პოლიტიკოსებისგან. და ბოლოს, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ხმა მისცეთ არჩევნებში იმ პარტიებს, რომლებიც თქვენი აზრით, უკვე ამართლებენ თქვენს მოლოდინს და უარი თქვათ მათზე, ვინც მოლოდინს გაგიცრუებთ“, - განაცხადა ჰარცელმა.  

კარლ ჰარცელი: 12 პრიორიტეტის შესრულებით საქართველო მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს, რომ ქვეყანა დაბრუნდა სწორ გზაზე და შესაძლებელია მასზე დაყრდნობა

რა მოხდება, თუ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში 12 პირობა არ შესრულდება? შეუქმნის ეს საფრთხეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას? მოქალაქეების ამ შეკითხვას ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უპასუხა. „დასაკარგი დრო არ არის, რადგან ევროპის თვალი და ყური ამჟამად ამ რეგიონისკენაა მომართული. საქართველოსთვის გამოწვევაა 12 პრიორიტეტი, რაც უფრო მალე შესრულდება, როგორც კი ეს მოხდება, ქვეყანა ძალიან მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველო დაბრუნდა სწორ გზაზე და შესაძლებელია მასზე დაყრდნობა, წინსვლის იმედით", - აღნიშნავს კარლ ჰარცელი და ამატებს, რომ ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა. „თვითკმაყოფილების დრო არ არის, რადგან ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ახლა საჭიროა მოქმედება“, - აღნიშნავს ევროკავშირის ელჩი.

კარლ ჰარცელი: მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ საქართველომ გამოავლინოს უნარი, დაიცვას ის ძირითადი ღირებულებები, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული: დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები

რატომ მიენიჭათ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, მაგრამ საქართველოს ჯერ პირობების შესრულება უწევს? მოქალაქეების ამ შეკითხვას ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უპასუხა. „ოთხი წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირის პერსპექტივის მინიჭება მოხდებოდა, რაც მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა. მინდა ხაზი გავუსვა იმ ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობას, რომელიც სამივე ქვეყანამ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით სამივე ქვეყანა გადავიდა სრულიად ახალ კატეგორიაში, მიესალმა და აღიარა რა ევროკავშირმა ისინი მომავალ პოტენციურ წევრებად. ოთხი წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვედი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს ჩემი აქ ყოფნის პერიოდში მოხდებოდა, ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილებაა. მაგრამ ამავე დროს ცხადია, რომ სამივე ქვეყანაზე მოსაზრება განსხვავებული იყო. თითოეული მათგანი ეფუძნებოდა საფუძვლიან და ფაქტობრივ შეფასებებს ევროკავშირის მიერ, თითოეული განმცხადებელი ქვეყნის დამსახურების მიხედვით. საქართველოს შემთხვევაში შეფასდა, რომ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი განსაკუთრებით იმისთვის, რომ საქართველომ გამოავლინოს უნარი და ძალა მედგრად დადგეს და დაიცვას ის ძირითადი ღირებულებები, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული. ესენია ძირითადი თავისუფლებები: დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სრულიად ხელმისაწვდომია, თუმცა მიღწეული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა იმუშავებს ოპოზიციასთან, სხვადასხვა პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, რათა უზრუნველყონ 12 ძირითადი პრიორიტეტის შესრულება“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კარლ ჰარცელი: ბევრი ხიდი იქნება გადასაკვეთი, პირველ რიგში, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ვერ გაიმარჯვებს საქართველოს სტრატეგიულ, ეროვნულ ინტერესებზე

როგორია თქვენი პირადი შეხედულება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების პოტენციალის შესახებ? მოქალაქეების ამ შეკითხვას ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უპასუხა. „ჩემი აზრით, საქართველომ, ბოლო წლების განმავლობაში ნათლად აჩვენა, რომ მას აქვს უნარი გააკეთოს ის, რაც აუცილებელია მისი ევროპული მისწრაფებებისკენ სვლისთვის, მთელი რიგი რეფორმების წარმატებით განხორციელებით, ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონისა და უვიზო რეჟიმის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით. მას გააჩნია ძლიერი საჯარო სამსახური, ძლიერი ინსტიტუციების შესაქმნელად. ეს ყველაფერი ძალიან ბევრი ქართველის, ძალიან ძლიერ სურვილთან ერთად, რომ ქვეყანა, მომავალში ევროკავშირში იხილონ თუ სწორად იქნება შერწყმული ძირითად აქტივებთან, მჯერა, რომ როგორც აქამდე მითქვამს, საქართველოს უბრალოდ შეუჩერებელს გახდის. მაგრამ, ბევრი ხიდი იქნება გადასაკვეთი. პირველ რიგში, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ვერ გაიმარჯვებს საქართველოს სტრატეგიულ, ეროვნულ ინტერესებზე“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა შეკითხვის საპასუხოდ. ასევე წაიკითხეთ ევროკავშირის ელჩის პასუხები მოქალაქეებს - სრულად

ევროკავშირი ყაზახეთთან სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაძლიერებით დაინტერესდა

ევროკავშირი დაინტერესებულია ყაზახეთთან სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების გაძლიერებით. ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ცენტრალურ აზიაში, ტერი ჰაკალამ ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ თოყაევთან შეხვედრაზე განაცხადა, იუწყება Trend პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით. ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა საუბრისას ყაზახეთსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის ერთგულებას გრძელვადიანი თანამშრომლობასა და ურთიერთკავშირებზე ყაზახეთთან, როგორც ბრიუსელის წამყვან პარტნიორთან ცენტრალური აზიის რეგიონში.  მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს სახელმწიფოს მეთაურის რეფორმების პროგრამას და აფასებს ყაზახეთის მრავალვექტორულ და დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას. ამასთან, შეხვედრაზე პოზიციები რეგიონული და გლობალური დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე გაცვალეს.  

ირლანდია ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მომხრეა, საქართველოს ჩვენი დახმარება სჭირდება - ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი

„ირლანდია გაფართოების პოლიტიკის მომხრეა და ეს გულისხმობს საქართველოსაც, რომელიც შედარებით პატარა ქვეყანაა, მაგრამ ევროპაში ძალიან სტრატეგიული მდებარეობა უკავია და ამ ქვეყანას სჭირდება ჩვენი დახმარება, მხარდაჭერა და სოლიდარობა“, ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საიმონ კოვენმა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის სხდომის ფარგლებში გამართული მოსმენის დროს, სენატორ გარი განანის კითხვაზე პასუხად განაცხადა. სენატორმა შეკითხვით მიმართა ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს და დაინტერესდა, თუ რა პოზიცია აქვს ირლანდიის მთავრობას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ირლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირში არ განიხილება როგორც საქართველოსთვის კარის დახურვა, არამედ პირიქით, მინისტრის შეფასებით, ეს ნიშნავს ამ ქვეყნისთვის კარის გაღებას: „ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილება არ განიხილება როგორც საქართველოსთვის კარის დახურვა, პირიქით, ეს ნიშნავს კარის გაღებას იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ განვმარტავთ თუ რა რეფორმების გატარებაა საჭირო კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მაგრამ, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება განსხვავდება უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით იმავდროულად მიღებული გადაწყვეტილებებისგან, ეს იწვევს გულის გატეხვას; თუმცა მე ვარწმუნებ ქართველებს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ირლანდია ევროკავშირის გაფართოების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია“,  - აღნიშნა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მინისტრის თქმით, ირლანდიას სურს მშვიდობა იმ ქვეყნებში, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი აქვთ და საქართველო, მისი განცხადებით, ნამდვილად ერთ-ერთი მათგანია. „გაწევრიანების პროცესი რთული და ხანდახან გაჭიანურებულია, მაგრამ იმედი მაქვს, ყოველ შემთხვევაში, ევროპის საბჭოს ბოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მაინც გაირკვევა, თუ რა უნდა გააკეთონ მათ შემდეგი ნაბიჯების გადასადგმელად“, - განაცხადა ირლანდიის პირველმა დიპლომატმა ირლანდიის პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის გაერთიანებული კომიტეტის სხდომის ფარგლებში გამართული მოსმენის დროს.

პიტერ სტანო: საქართველო მიიღებს ყველაფერს, რასაც ევროკავშირი დაჰპირდა, რადგან ასეთია ჩვენი ბუნება - გაცემულ პირობებს ვასრულებთ

ევროკომისიის საგარეო სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს თქმით, საქართველო შესასრულებელ 12 პუნქტთან დაკავშირებით ანალიტიკურ ანგარიშს დეკემბერში მიიღებს. 2023 წლის შემოდგომისთვის კი უკვე, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა შეფასდება. ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას „საქართველო მიიღებს ყველაფერს, რასაც ევროკავშირი დაჰპირდა, რადგან ასეთია ჩვენი ბუნება - გაცემულ პირობებს ვასრულებთ. ევროპულმა საბჭომ ევროკომისიას სთხოვა, ჩაერთო უკრაინა, მოლდოვა და საქართველო გაფართოების პაკეტში. ეს პაკეტი ძირითადად ქვეყნდება შემოდგომით, ყოველ წლიურად, მომზადების პერიოდი კი გაზაფხულზე იწყება. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ პროცედურული მიზეზებით მიმდინარე წლის გაფართოების პაკეტში ამ სამი ქვეყნის მოხვედრა შეუძლებელია. თუმცა, რაც ჩვენ დამატებით აღვნიშნეთ არის, რომ კომისია გამოაქვეყნებს ანალიტიკურ ანგარიშს ამ წლის დეკემბერში, რომელიც ზუსტად იმ პრიორიტეტებს შეეხება, რაც საქართველოსთვის განისაზღვრა. შესაბამისად, საქართველო მიიღებს იმას, რასაც დაჰპირდნენ და იმავეს ველით საქართველოსგანაც, რომ აჩვენებს შედეგებს ყველა იმ პუნქტზე, რომელზეც ვალდებულებები აიღო და რომლებიც საჭიროა პროცესების გასაგრძელებლად. საქართველო მიიღებს ანალიტიკურ ანგარიშს დეკემბერში, 2023 წლის შემოდგომისთვის კი უკვე ანგარიშს, გაფართოების პაკეტის ფარგლებში", - განაცხადა სტანომ.  13 ივლისს, ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის პროექტი განიხილეს, რომელიც ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა  წარადგინა. დისკუსიას მოჰყვა ევროკომისიის წარმომადგენლის გამოსვლა, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკომისია ანგარიშს პრიორიტეტებზე (ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 12 რეკომენდაციის) არა 2022 წელს, არამედ, 2023 წლის გაფართოების პაკეტში წარადგენს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტი მოამზადა

ევროკომისიამ დღეს, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტი დააანონსა.  სანქციების პაკეტში მთავარი საკითხებია რუსული ოქროს ემბარგო და რუსეთისთვის ტექნოლოგიების ექსპორტის შეზღუდვა. როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროკავშირის სანქციები არ ეხება სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობას მესამე ქვეყნებსა და რუსეთს შორის. „ევროკავშირის სანქციები მკაცრი და მძიმეა. ჩვენ ვაგრძელებთ პუტინთან და კრემლთან დაახლოებული პირების მიზანში ამოღებას“, - აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა. დოკუმენტის თანახმად, შემოთავაზებულია, რომ ევროკავშირის მოქმედი სანქციები ექვსი თვით გახანგრძლივდეს. მომდევნო განხილვა კი 2023 წლის იანვრის ბოლოს მოხდება. სანქციების ახალი პაკეტის ძალაში შესვლამდე, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განიხილონ.  

უკრაინა ევროკავშირს მეტი იარაღის მიწოდებას და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას სთხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს მეტი იარაღის მიწოდებას და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას სთხოვს. ამის შესახებ დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა. რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხზე უკრაინელმა მინისტრმა ენერგეტიკული ემბარგოს, ნავთობის ფასზე ლიმიტისა და ყველა რუსული ტელეარხის აკრძალვას გაუსვა ხაზი. „მოვუწოდებ ევროკავშირის ქვეყნებს, უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირონ“,  - წერს დმიტრო კულება. ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვის საკითხს განიხილავენ. მინისტრები ასევე ისაუბრებენ უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდის გეგმებზე. დილის სესიას ასევე შეუერთდა ქვეყნის უმაღლესი დიპლომატი დიმიტრო კულება.

რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია? - ევროკავშირის ელჩის პასუხი

რა არის დეოლიგარქიზაცია? მოქალაქეების ამ შეკითხვას ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა უპასუხა. „ევროკომისიის მოსაზრება სისტემურ გამოწვევებზე უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე ცალკეულ პირებზე. მიზანს წარმოადგენს გადაჭარბებული ზეგავლენის და პირადი ინტერესების აღმოფხვრა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მსგავსი პრიორიტებები განისაზღვრა უკრაინისა და მოლდოვისთვის, რადგანაც ეს ფენომენი მთელ რეგიონშია წარმოდგენილი. იმისთვის, რომ საქართველოში იყოს გამართული დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა, აუცილებელია, ყველა ემორჩილებოდეს ერთსა და იმავე წესებს, რაც გარანტირებულია ძლიერი ინსტიტუტებით, რომლებსაც შეუძლიათ, იმოქმედონ ზედმეტი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ჩარევის გარეშე თავიანტი უფლებამოსილების ფარგლებში და კანონის საფუძველზე. ეს არის ძირითადი აზრი. სამოქალაქო საზოგადოებამ, რამდენიმე დღის წინ, თავისი გეგმა შეიმუშავა, რომელშიც ხაზს უსვამდნენ, რომ კომისიის სხვა 11 პრიორიტეტის წარმატებით განხორციელება თავისთავად გამოიწვევს ოლიგარქიული ზეგავლენის შემცირებას, რაც ვფიქრობ, კარგი დაკვირვების შედეგია, მართებულია და საწყისი წერტილია ამ საკითხის შემდგომი განხილვებისთვის“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა. ცნობისთვის, 12 ივლისს, ევროკავშირის ელჩს გამოსამშვიდობებელი შეხვედრა ჰქონდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, მათ ერთმანეთს გაუზიარეს ხედვები, თუ როგორ შეუძლია საქართველოს ევროკომისიის მიერ გაწერილი 12 პრიორიტეტის შესრულება. ელჩმა, ასევე, მადლობა გადაუხადა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მათ მხარდაჭერას მომდევნო თვეებისა და წლების განმავლობაში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. დოკუმენტში დეოლიგარქიზაციაზეც არის ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა. ასევე წაიკითხეთ ევროკავშირის ელჩის პასუხები მოქალაქეებს - სრულად ევროკომისიის გადაწყვეტილებას თუ შევხედავთ ცხადია, მიზანი სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებაა და არა ინდივიდუალურ პირებთან

ევროკავშირის საბჭო უკრაინისთვის დახმარების მეხუთე ტრანშის გამოყოფას დაეთანხმა

ევროკავშირმა უკრაინისთვის დამატებით, სამხედრო დახმარების €500 მილიონიანი დახმარების შესახებ გამოაცხადა. საბჭო მშვიდობის ფონდის ფარგლებში დახმარების გამყოფას დაეთანხმა. „ევროპა აგრძელებს მშვიდობის უზრუნველყოფას და ჩვენი ფასეულობების დაცვას. მივესალმები ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკურ შეთანხმებას უკრაინისთვის მეხუთე ტრანშის გამოყოფის შესახებ. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო აღჭურვილობისთვის ევროკავშირის მხარდაჭერა ამჟამად 2.5 მილიარდი ევროს შეადგენს“, - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი Twitter-ზე. მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს მეტი იარაღის მიწოდებას და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას სთხოვდა. რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხზე უკრაინელმა მინისტრმა ენერგეტიკული ემბარგოს, ნავთობის ფასზე ლიმიტისა და ყველა რუსული ტელეარხის აკრძალვას გაუსვა ხაზი. „მოვუწოდებ ევროკავშირის ქვეყნებს, უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირონ“,  - წერდა დმიტრო კულება Twitter-ზე. ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა მაისში განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო დახმარება 500 მილიონით €2 მილიარდამდე გაზარდა. თანხა ევროპული მშვიდობის ფონდის ხაზით გამოიყოფა. „ევროკავშირმა გამოყო სულ 2 მილიარდი ევრო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მხარდასაჭერად. ეს მხარდაჭერა ევროპის ძალისხმევის მხოლოდ ერთი ნაწილია, რათა დაეხმაროს უკრაინას თავის დაცვაში. ჩვენ დახმარებას გავაგრძელებთ ბოლომდე“, - განაცახადა ბორელმა. ამ დახმარების წინა პაკეტები 2022 წლის 28 თებერვალს, 23 მაისს და 13 აპრილს შეთანხმდა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს. დოკუმენტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოაწერეს ხელი. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აზერბაიჯანში 18 ივლისს ჩავიდა. „ევროკავშირი და აზერბაიჯანი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, გაზის მიწოდების გაზრდაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ. ევროკავშირთან ენერგეტიკული თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ათზე მეტი წლის წინ მოეწერა ხელი. ევროკავშირი-აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიდა და დღესაც გრძელდება სამხრეთ გაზის დერეფნის ფარგლებში. ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციას და სამხრეთ გაზის დერეფანი ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - წერს აზერბაიჯანული მედია. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.

სამხრეთის გაზის დერეფანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის ბუნებრივი აირის მიწოდების დივერსიფიკაციაში - ევროკომისარი

სამხრეთის გაზის დერეფანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის ბუნებრივი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციაში, განსაკუთრებით სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის. ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა განაცხადა. „ჩემი ვიზიტი ბაქოში პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ სფეროში ევროკავშირის თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. გასული თვეების განმავლობაში, ევროკავშირისთვის ცხადი გახდა, რომ რუსეთი და „გაზპრომი“ გამოიყენებდნენ ენერგომომარაგებას, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტს. ამიტომ, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა ფოკუსირება მოვახდინოთ სანდო საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობებზე“, - განაცხადა კადრი სიმსონმა.  მანვე დაამატა, რომ აზერბაიჯანთან ერთად, ევროკავშირი ასევე ეძებს სხვა პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, სადაც ხედავს არამხოლოდ გაზის მიწოდების პოტენციალს, არამედ გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის წყალბადისა და განახლებადი ენერგიის საკითხებში.  შეგახსენებთ, აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. „დღეს, ამ ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმით, ჩვენ ვხსნით ახალ თავს ჩვენს ენერგეტიკულ თანამშრომლობაში აზერბაიჯანთან, რომელიც არის მთავარი პარტნიორი ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსეთის წიაღისეულ საწვავს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა.

ევროკავშირი „სბერბანკის“ წინააღმდეგ სანქციების გაფართოების ინიციატივით გამოდის - Bloomberg

ევროკავშირი რუსეთის უმსხვილესი „სბერბანკის“ წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. „სბერბანკთან“ დაკავშირებული სანქცია ითვალისწინებს აქტივების სრულ გაყინვას. ლონდონში რუსული „სბერბანკის“ ფილიალი გაკოტრდა WSJ: აშშ-ს ახალი სანქციების პაკეტში რუსული „სბერბანკი“ მოხვდა Financial Times: ევროკავშირი სანქცირებულთა სიაში „სბერბანკის“ ხელმძღვანელსა და „ალუმინის ოლიგარქს“ ამატებს უკვე ცნობილია, რომ უმსხვილესი რუსული ბანკი SWIFT-დან გათიშეს. გამოცემა წერს, რომ ახალი ინიციატივა, დამტკიცების შემთხვევაში 6 თვის შემდეგ ამოქმედდება, რადგან ევროკავშირის სანქციებს ყველა წევრის მხარდაჭერა სჭირდება და შესაძლოა ინიციატივის დეტალები, მის დამტკიცებამდე კიდევ შეიცვალოს. წყაროების ცნობით, გუშინ ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე დაისვა საკითხი, რომ ოქროს ემბარგო, რუსულ საიუველირო ნაწარმზეც გავრცელდეს. „სბერბანკი“ ერთ-ერთია იმ რუსულ საფინანსო ინსტიტუტებს შორის, რომლებსაც დასავლეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დაუწესა. კერძოდ, სანქციები უზღუდავს „სბერბანკს“ დოლარში გაკეთებულ ტრანზაქციებზე წვდომას. ამ ფონზე ბანკის აქციების ფასი მნიშვნელოვნად დაეცა, რომ 2 მარტს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციები 1 ცენტადაც კი ივაჭრებოდა.   

ევროკავშირი გაწევრიანების საკითხზე ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებებს იწყებს

ევროკავშირის საბჭო ევროკავშირში გაწევრების საკითხზე ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებების დაწყებას დაეთანხმა. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ, პეტრ ფიალას განცხადებით, გადაიდგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთან დასავლეთ ბალკანეთის დაახლოებისკენ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტარ კოვაჩევსკიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. „ევროკავშირის საბჭო ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას ახლახან დათანხმდა. ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთან დასავლეთ ბალკანეთის დაახლოებისკენ. ეს ჩვენი პრეზიდენტობის დიდი წარმატებაა“, - აღნიშნა პეტრ ფიალამ. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან ჩეხეთმა გადაიბარა 19 ივლისს, პეტრ ფიალამ ბრიუსელში გამართა შეხვედრას ალბანეთის და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრებთან. მისი განცხადებით, ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა მნიშვნელოვანი დღეა ევროპისთვის. „ორივე ქვეყანა გამოხატავს მტკიცე ნებას, რაც შეიძლება მალე გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ასევე ჩეხეთის ინტერესებშია, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდნენ ევროკავშირში“, - აღნიშნავს ფიალა. ცნობისთვის, მაკედონიამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2004 წელს წარადგინა, კანდიდატის სტატუსი კი, 2005 წელს მიიღო. ალბანეთმა განაცხადი 2009 წელს შეიტანა და კანდიდატის სტატუსი 2014 წელს მიენიჭა. მაკედონია და ალბანეთი NATO-ს წევრები არიან.  

ევროკავშირი ყაზახეთში სამთომოპოვებითი მრეწველობით ინტერესდება, იზრდება ინვესტიციები - პრემიერ-მინისტრი

ყაზახეთი ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას აპირებს. ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა „ყაზახეთი-ევროკავშირის“ დიალოგის პლატფორმის სხდომაზე განაცხადა. ყაზახეთის პრეზიდენტი ევროპას, ნავთობითა და გაზით დახმარებას დაჰპირდა „ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ყაზახეთის პოზიცია ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების შესახებ“, - აღნიშნა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა. სხდომის გახსნისას სმაილოვმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მრავალი წლის განმავლობაში ყაზახეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ძირითადი  პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო პარტნიორია. ამრიგად, ყაზახეთსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის 6 თვის განმავლობაში $20,1 მილიარდი შეადგინა, რაც 51,2%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, უცხოური ინვესტიციების მთლიანი შემოდინება გაიზარდა 54%-ით და $6,8 მილიარდი შეადგინა. ამასთან სამთო მრეწველობაში კაპიტალის მოზიდვის დონე 35,7%-ით გაიზარდა და $3,5 მილიარდს გაუტოლდა. „ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი ინტერესდება ყაზახეთის სამთომოპოვებითი მრეწველობით. მართლაც, ამ სექტორში თანამშრომლობის პოტენციალი უზარმაზარია. ამასთან დაკავშირებით მოვუწოდებთ ევროკავშირის ქვეყნების გეოლოგიურ სამსახურებს ერთობლივი პარტნიორობისკენ დიგიტალიზაციის, გეოლოგიური მეცნიერების განვითარებისა და სამრეწველო ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით“, - დასძინა მთავრობის მეთაურმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ყაზახეთში, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ლიეტუვის, პოლონეთის, ბელგიის, შვედეთის, სლოვაკეთის, ესტონეთის, ხორვატიის, ნიდერლანდების, ბულგარეთის, ჩეხეთის, ლატვიის და ფინეთის ელჩები.  

ევროკავშირსა და უკრაინას შორის ერთი მილიარდი ევროს ოდენობით მაკროფინანსური დახმარების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა უკრაინისთვის ერთი მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. ამის შესახებ დომბროვსკისმა Twitter-ზე დაწერა.  ვალდის დომბროვსკისის თქმით, ახლა უკრაინის ეკონომიკა საომარ მდგომარეობაშია და ევროკავშირი კიევის დახმარებას განაგრძობს. „ევროკავშირის სახელით უკრაინასთან გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რათა გადაუდებელი დაფინანსების სახით, ერთი მილიარდი ევროს ოდენობით მაკროფინანსური დახმარება გამოვყოთ, ეს თანხა გადაირიცხება ივლისის ბოლოს უკრაინის მთავრობისა და ხალხის მხარდასაჭერად" , - განაცხადა ვალდის დომბროვსკისმა. 18 ივლისს, ევროკავშირის საბჭო უკრაინისთვის დახმარების მეხუთე ტრანშის გამოყოფას დაეთანხმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა მაისში განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო დახმარება 500 მილიონით €2 მილიარდამდე გაზარდა. თანხა ევროპული მშვიდობის ფონდის ხაზით გამოიყოფა. „ევროკავშირმა გამოყო სულ 2 მილიარდი ევრო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მხარდასაჭერად. ეს მხარდაჭერა ევროპის ძალისხმევის მხოლოდ ერთი ნაწილია, რათა დაეხმაროს უკრაინას თავის დაცვაში. ჩვენ დახმარებას გავაგრძელებთ ბოლომდე“, - განაცახადა ბორელმა. ამ დახმარების წინა პაკეტები 2022 წლის 28 თებერვალს, 23 მაისს და 13 აპრილს შეთანხმდა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

ირანში ვიზიტისას პუტინმა განაცხადა, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ შემცირდება - Deutsche Welle

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ირანში ვიზიტისას განაცხადა, რომ შესაძლოა „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ შემცირდეს, რადგან გაზსადენზე ტექნიკური რემონტი ჯერ არ დასრულებულა. რუსეთის მიერ გაზის შეწყვეტის საფრთხის გამო, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოხმარების 15%-ით შემცირებას შესთავაზებს - Bloomberg „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ ევროპის კონტინენტზე რუსული გაზის მიწოდების ყველაზე დიდი რგოლია. მიუხედავად იმისა, რომ გაზსადენის დღიური სიმძლავრე დაახლოებით 167 მილიონი კუბური მეტრია, „გაზპრომმა“ მიწოდების მოცულობა გასულ თვეში 67 მილიონ კუბურ მეტრამდე შეამცირა. გარდა ამისა, მილსადენი დახურულია ტექნიკური რემონტის გამო, რომელიც 21 ივლისს დასრულდება. რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუ კანადაში სარემონტოდ გაგზავნილი გაზის ტურბინა მალე არ დაბრუნდება რუსეთში, მილსადენის დღიური მოცულობა შესაძლოა, ივლისის ბოლომდე 33 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდეს. მისი თქმით, ორი ტურბინა დღეში 60 მილიონი კუბური მეტრი ამოტუმბავს. თუ ერთი არ დაბრუნდება, შესაძლებელი იქნება მხოლოდ 30 მილიონი კუბური მეტრის ამოტუმბვა. ამასთან, 26 ივლისს იგეგმება კიდევ ერთი გაზის კომპრესორი ტურბინის შესაკეთებლად გაგზავნა. მანამდე Bloomberg-მა, ევროკომისარზე დაყრდნობით დაწერა, რომ ევროკომისია მილსადენის ექსპლუატაციის განახლებას რემონტის შემდეგ არ ელის. გასულ კვირას კანადის მთავრობა დათანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამონაკლისს და გერმანიაში Nord Stream-ის ტურბინა გაგზავნა.  კანადაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გერმანიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და რისკის შესამცირებლად მიიღეს. რადგან არის რისკი, რომ რუსეთის ფედერაცია „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ევროპისთვის გაზის მიწოდებას არ განაახლებს. 11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეწყვიტა.  

ჯოზეფ ბორელი: ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რათა სამხრეთ კავკასია იქცეს უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სივრცე მისი ყველა მცხოვრებისთვის

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი მიესალმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც 16 ივლისს, თბილისში გაიმართა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რათა სამხრეთ კავკასია იქცეს უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სივრცე მისი ყველა მცხოვრებისთვის. ამასთან დაკავშირებით, მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც გასულ შაბათს, თბილისში გაიმართა. მადლობას ვუხდი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს იმ ინფორმაციისთვის, რომელიც მან ამ შეხვედრის შესახებ მოგვაწოდა. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას და უთანხმოების გადალახვასა და გადაწყვეტილებების მოძიებაზე აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.  19 ივლისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიცილ ბრიფინგზეც განაცხადეს, რომ აშშ მიესალმა სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების შეხვედრას და აღნიშნეს, რომ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა მშვიდობის მისაღწევად. „ჩვენ აქტიურ როლს ვასრულებთ. ჩვენ მუდმივად ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, ჩავერთოთ ორმხრივ დონეზე და თანამოაზრე პატრიოტებთან ერთად, მათ შორის ჩვენი როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლის ფარგლებში, რათა დავეხმაროთ ქვეყნებს გრძელვადიანი ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში. ენტონი ბლინკენი: აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში შეხვედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს ბოლო კვირებში სახელმწიფო მდივან ბლინკენს ჰქონდა ურთიერთობის შესაძლებლობა კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრებთან. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დონფრიდს, ასევე სხვებს ჰქონდათ აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან მაღალი დონის ურთიერთობის შესაძლებლობა. ჩვენ მივესალმეთ წარმომადგენლებს შორის შეხვედრას. ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ დიალოგი არის საუკეთესო საშუალება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი, დემოკრატიული მომავლის და კეთილდღეობის მისაღწევად და გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას ყველა შესაძლებელი გზით“, - განაცხადა პრესსპიკერმა ნედ პრაისმა. უფრო ადრე, თავად სახელმწიფო მდივნის Twitter-ზე განთავსდა ენტონი ბლინკენის შეფასება, რომელიც აღნიშნავდაა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში შეხვედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს. ენტონი ბლინკენი: აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში შეხვედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს თბილისმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას 16 ივლისს უმასპინძლა.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მისიას ასრულებს

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოში მისიას ასრულებს. ელჩის გამოსამშვიდობებელი ვიდეო ევროკავშირის წარმომადგენლობამ 20 ივლისს გაავრცელა. ევროკავშირის ელჩი: ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკან დახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა კარლ ჰარცელს ოთხწლიანი ვადა ოფიციალურად სექტემბერში ეწურება. ახალი ელჩები თანამდებობაზე მასპინძელი ქვეყნებიდან მიღებული შესაბამისი ოფიციალური შეთანხმებების შემდეგ დაინიშნებიან. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელების კანდიდატურები 8 ივნისს დაასახელა, მათ შორის არის კარლ ჰარცელის შემცვლელი პაველ ჰერჩინსკიც. მომავალი ელჩი ახლა ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელია. რა პოზიციები ეკავა მანამდე, ამის გასარკვევად Europetime-მა პაველ ჰერჩინსკის შესახებ ცნობები მოიძია და მომავალ ელჩს უფრო ახლოს გაგაცნობთ. პოლონელი პაველ ჰერჩინსკი მაგისტრის ხარისხს ფლობს ეკონომიკის მიმართულებით (1987 | 1993 წლები - ვარშავა, ეკონომიკის სკოლა). ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად პაველ ჰერჩინსკი წარადგინა 2013 | 2017 წლები - პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩი, ბრიუსელი, ბელგია. 2008 | 2013 წლები - პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ნიუ-იორკი, აშშ. 2006 | 2008 წლები - დირექტორის მოადგილე, ევროკავშირის დეპარტამენტი. 2003 | 2006 წლები -  აფრიკისა და MENA-ს (ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ერაყის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა სამინისტრო; ვარშავა, პოლონეთი. 1999 | 2003 წლები - NATO-ში პოლონეთის წარმომადგენლის მოადგილე, პოლიტიკური კომიტეტი; ბრიუსელი, ბელგია. 1996 | 1999 წლები - პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.  პაველ ჰერჩინსკი ფლობს ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებს.

კარლ ჰარცელი: გვჯერა, რომ შექმნილ შესაძლებლობებს წარმატებით გამოიყენებთ, რადგან უკან დახევას არ ეგუებით და საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა

„გასულ თვეს, ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს და რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია - გვჯერა, რომ ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო წარმატებით გამოიყენებს", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა. „გასულ თვეს, ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს და რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია. თქვენ ალბათ იცოდით, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო, ვიცოდი მეც და იცოდა საქართველოს ბევრმა სხვა მეგობარმაც, თუმცა არ შეიძლება, არ დავაფასოთ ის, რომ ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ წინ არაერთი ბრძოლაა, ჩვენთვის საამაყოა, რომ ვართ ამ ისტორიული მომენტის მომსწრენი და გვჯერა, რომ ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო წარმატებით გამოიყენებს. არამხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკან დახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა. საქართველოც იღებდა მონაწილეობას იმ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რასაც დღეს ევროპულ ღირებულებებს უწოდებენ და ამიტომ, გაქვთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოთ ევროპის გაძლიერებაში. თქვენი ენერგია და სულისკვეთება აღმაფრთოვანებელია და როდესაც დადგება ის დღე, როდესაც მთელი ეს ენერგია ერთი მიზნისკენ იქნება მიმართული, თქვენ ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ. მომავალ შეხვედრამდე, ძალიან დიდი მადლობა, საქართველო, ყველაფრისთვის“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

კარლ ჰარცელი: ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა

„თქვენ ალბათ იცოდით, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო, ვიცოდი მეც და იცოდა საქართველოს ბევრმა სხვა მეგობარმაც, თუმცა არ შეიძლება, არ დავაფასოთ ის, რომ ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა“, - ეს ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის გზავნილია მისიის დასრულებისადმი მიძღვნილი ვიდეომიმართვიდან, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობამ 20 ივლისს გაავრცელა. ელჩის განცხადებით, გასულ თვეს, ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს და რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია.  „მიუხედავად იმისა, რომ წინ არაერთი ბრძოლაა, ჩვენთვის საამაყოა, რომ ვართ ამ ისტორიული მომენტის მომსწრენი და გვჯერა, რომ ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო წარმატებით გამოიყენებს. არამხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკან დახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა. საქართველოც იღებდა მონაწილეობას იმ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რასაც დღეს ევროპულ ღირებულებებს უწოდებენ და ამიტომ, გაქვთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოთ ევროპის გაძლიერებაში. თქვენი ენერგია და სულისკვეთება აღმაფრთოვანებელია და როდესაც დადგება ის დღე, როდესაც მთელი ეს ენერგია ერთი მიზნისკენ იქნება მიმართული, თქვენ ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ. მომავალ შეხვედრამდე, ძალიან დიდი მადლობა, საქართველო, ყველაფრისთვის“, - აღნიშნავ კარლ ჰარცელი ვიდეოგზავნილში. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.

ირაკლი კობახიძე: კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში

"ვერიდებოდით მასზე ამ ხნის განმავლობაში კომენტარის გაკეთებას, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი. სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მისიას ასრულებს ევროკავშირის ელჩი: ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკან დახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა კობახიძე იმედოვნებს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს. "ვერიდებოდით მასზე ამ ხნის განმავლობაში კომენტარის გაკეთებას, ვიდრე ის იყო ევროკავშირის მოქმედი ელჩი, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, იმის გამო, რომ ჩვენ გვქონდა განაცხადი წარდგენილი ევროკავშირში და ეს მიმდინარე პროცესი იყო. თუმცა, დღეს როდესაც მან უკვე დაასრულა თავისი მისია, თამამად შეიძლება ითქვას, რომ, სამწუხაროდ, კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალი ელჩი განსხვავებულად იმოქმედებს", - განაცხადა კობახიძემ.  

სალომე ზურაბიშვილი: ევროპარლამენტარები საქართველოში ჩამოვიდნენ მნიშვნელოვან მომენტში, ჩვენთვის ცოტა ყოფილა ასეთი ისტორიული მომენტი

"საქართველომ ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული 12 პუნქტის შესასრულებლად მუშაობა უნდა დაიწყოს. ამ დროს ევროპარლამენტარების მოსმენა და მათთვის ჩვენი გზავნილები უაღრესად მნიშვნელოვანია", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის გზაზე უკან დახევა არ იქნება. დევიდ მაკალისტერი: როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე, სამწუხაროდ, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის პოლარიზაცია „ვიზიტი ტარდება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, ჩვენთვის ცოტა ყოფილა ასეთი ისტორიული მომენტი. ეს ვიზიტი შეიძლება, აღმოჩნდეს გადამწყვეტი ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ამ დროს ევროპარლამენტარების მოსმენა და მათთვის ჩვენი გზავნილები უაღრესად მნიშვნელოვანია. ისიც უნდა ითქვას, რომ ევროპარლამენტარები დღეს ჩამოსული არიან რეგიონალური ვიზიტის ფარგლებში. ეს ხაზს უსვამს ასევე ამ რეგიონის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას დღევანდელ მსოფლიოში. ევროპარლამენტარების დელეგაცია საქართველოშია ჩვენ უნდა გვესმოდეს და ალბათ, ეს არის მთავარი ამ ქვეყნისთვის, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც მოგვენიჭა ევროპარლამენტის და ასევე, ევროპული საბჭოს მიერ, უაღრესად მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ჩვენ ეს გვავიწყდება და ვერ ვხედავთ, რომ ეს არის გადადგმული ნაბიჯი, რომელზეც უკან დახევა არ იქნება. ეს მოითხოვს ჩვენგან, რომ ამ ევროპული პერსპექტივის ღირსი ვიყოთ. მეორე მხრივ, შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს უახლოესი მომავლისთვის ის განცხადება, რომ ჩვენ მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, თუკი იმ მთავარ რეკომენდაციებს შევასრულებთ, რასაც 12 პუნქტს ვეძახით და რაზეც მუშაობა უნდა დაიწყოს. ეს მუშაობა უნდა დაიწყოს ბრიუსელში, სადაც ველოდები, რომ აქედან წავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ კომისიასთან გაარკვიონ ზოგიერთი დეტალი“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ევროპის გაფართოება კვლავ რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამის რეფორმებს - დევიდ მაკალისტერი

ევროპარლამენტარ დევიდ მაკალისტერის თქმით, ევროპის გაფართოება რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას, განსაკუთრებით, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების მიმართულებით. დევიდ მაკალისტერი: როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე, სამწუხაროდ, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის პოლარიზაცია ევროპარლამენტარის განმარტებით, ეს არა ვაჭრობის საგანი, არამედ, პროცესია, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებთან უნდა იყოს შესაბამისობაში. მისივე თქმით, საქართველოს გაწევრიანება კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზეა დამოკიდებული. მაკალისტერის თქმით, საქართველოს მოსახლეობა იმსაუხურებს, იცხოვროს დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში. მე მინდა გითხრათ, რომ წინა თვეში ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახლდათ მართლაც და ისტორიული გადაწყვეტილება. სალომე ზურაბიშვილი: ევროპარლამენტარები საქართველოში ჩამოვიდნენ მნიშვნელოვან მომენტში, ჩვენთვის ცოტა თუ ყოფილა ასეთი ისტორიული მომენტი ეს გახლავთ აღიარება, რომ ევროპის პარლამენტი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მზად არის, რომ საქართველო დაუახლოოს ევროპულ კავშირს, რამეთუ ევროპის კავშირის ოჯახის წევრია. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები იმისათვის, რომ მან მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს პრიორიტეტები ძალიან მკაფიოდ არის გამოსახული ევროპის კომისიის მოსაზრებაში. ჩვენ ძალიან დიდი იმედი მოგვცა იმ ფაქტმა, რომ ძალიან სერიოზულად მიმდინარეობს მუშაობა 12 პუნქტიან გეგმაზე. როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ, სამოქალაქო ორგანიზაციებმაც წარმოადგინეს თავიანთი გეგმები, ეს ასახავს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, როგორც ყველას მიერ გაზიარებულ მიზანს“, - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტარებს რეალურ ვითარებას გავაცნობთ, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება

ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, არ მიესადაგება ოლიგარქის ცნება, მაგრამ ეს ცნება მიესადაგება არაერთ ისეთ პირს, რომელიც აფინანსებს ოპოზიციას - ევროპარლამენტარებს გავაცნობთ რეალურ ვითარებას, მათ შორის მტკიცებულებების დონეზე, თუ ვის შეიძლება, მიესადაგოს ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის არა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ევროპარლამენტარებს ხვალ შეხვდება. „რამდენჯერმე უკვე ვთქვი და ეს არის ფაქტებით დადასტურებული, რომ ბიძინა ივანიშვილს რა თქმა უნდა არ მიესადაგება ეს თემა. რატომ – ერთია თანხა, მაგრამ არის სხვა კრიტერიუმები, ეს არის პოლიტიკაზე, მედიაზე გავლენა და სწორედ ეს კრიტერიუმები ამ შემთხვევაში არ არის სახეზე. აქედან გამომდინარე, უკვე არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, არ მიესადაგება ოლიგარქის ცნება, მაგრამ ეს ცნება მიესადაგება არაერთ ისეთ პირს, რომელიც აფინანსებს ოპოზიციას“, – აღნიშნა კობახიძემ. ცნობისთვის, ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.  

ნიკა სიმონიშვილი: ევროპარლამენტი მოელის ხელისუფლების მხრიდან რეალურ, ფუნდამენტურ რეფორმებს და არა ისეთს, როგორიც მანამდე შემოუთავაზებიათ

ევროპარლამენტი მოელის ხელისუფლების მხრიდან რეალურ, ფუნდამენტურ რეფორმებს და არა ისეთს, როგორიც მანამდე შემოუთავაზებიათ, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტარებს რეალურ ვითარებას გავაცნობთ, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ,,დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ევროპარლამენტი მოელის ხელისუფლების მხრიდან რეალურ, ფუნდამენტურ რეფორმებს და არა ისეთს, როგორიც მანამდე შემოუთავაზებია. მეორე მხრივ, ევროპარლამენტარები მოელიან, რომ ამაში მონაწილეობას მიიღებს როგორც ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო სექტორი. აუცილებელია ფუნდამენტური რეფორმების გატარება, რომ შემცირდეს პოლარიზება და სახელმწიფო ინსტიტუციებმა იმუშაონ გამართულად. დეოლიგარქიზაცისთან დაკავშირებით, ივანიშვილის ფაქტორზე ყველაზე ნაკლებად იყო საჭირო, რომ ჩვენ გვესაუბრა, ისინი ამაზე საკმაოდ კარგად არიან ინფორმირებულები”, - აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა. ცნობისთვის, ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.  

რუსეთის მიერ გაზის შეწყვეტის საფრთხის გამო, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოხმარების 15%-ით შემცირებას შესთავაზებს - Bloomberg

რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის საფრთხის საფუძველზე, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მომავალი თვიდან, ბუნებრივი აირის მოხმარება 15%-ით ნებაყოფლობით შეამცირონ. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს. რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა გამოცემის ცნობით, ეს მიზანი გათვალისწინებული იქნება რეგულაციაში, რომელიც თან ახლავს გაზის დაზოგვის გეგმას, რომელსაც ევროკომისია ოთხშაბათს გამოაქვეყნებს. გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია შეძლებს გაზის მიწოდების მწვავე დეფიციტისა ან მოთხოვნის ზრდის შესახებ ქვეყნები გააფრთხილოს. Bloomberg-ის ცნობით, ამ ნაბიჯს დასჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობა. ქვეყნების დიდი ჯგუფი ეწინააღმდეგება გაზის მოხმარების სავალდებულო შემცირებას და აცხადებენ რომ ეროვნულ მთავრობებს უკვე აქვთ განხორციელებული საგანგებო გეგმები და შეამცირებენ მოთხოვნას. გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება ევროკავშირის სამი დიპლომატის თქმით, ბუნებრივ გაზზე ნებაყოფლობითი შეზღუდვები საკმარისი არ იქნება. 11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა.   

ილჰამ ალიევი: ევროკავშირთან გაფორმებული დღევანდელი მემორანდუმი მომავლის საგზაო რუკაა

დღევანდელი მემორანდუმი, რომელიც ევროკავშირთან გაფორმდა, არის მომავლის საგზაო რუკა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს. ევროკომისიამ ორშაბათს ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაორმაგების შესახებ 2027 წლისთვის, რაც გულისხმობს წელიწადში სულ მცირე 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას. აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს „დღეს, ამ ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმით, ჩვენ ვხსნით ახალ თავს ჩვენს ენერგეტიკულ თანამშრომლობაში აზერბაიჯანთან, რომელიც არის მთავარი პარტნიორი ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსეთის წიაღისეულ საწვავს“, - განაცხადა თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.  

ვიოლა ფონ კრამონი: აქ არ ვართ ვინმეს ომში ჩასათრევად, პირიქით, გვსურს თქვენი ქვეყანა ევროკავშირისკენ სწორ გზაზე ვიხილოთ

ვფიქრობ, ჩვენ, ევროპარლამენტი ვართ ყველაზე მხარდამჭერი ინსტიტუცია. ჩვენ აქ არ ვართ ვინმეს ომში ჩასათრევად, არამედ პირიქით. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ თქვენი ქვეყანა ევროკავშირისკენ სწორ გზაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა.  ევროპის გაფართოება კვლავ რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამის რეფორმებს - დევიდ მაკალისტერი მისი თქმით, ევროკავშირმა საქართველოში პერსონალური, პოლიტიკური და ფინანსური ინვესტიციები ჩადო და ახლა სურს ამ ინვესტიციების დაბრუნების პროცესი იხილოს.  „ჩვენ, როგორც ევროპარლამენტის წევრები, ვართ თქვენი ქვეყნის, საქართველოს დიდი მეგობრები, მხარდამჭერები მოქალაქეების და მათი მისწრაფების, დაუახლოვდნენ ევროკავშირს. სრულად ვიზიარებთ ამას, თუმცა მანამდე არის გარკვეული კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები მკაფიოდაა წარმოდგენილი მაგიდაზე. ჩვენ ყველამ ჩავდეთ ინვესტიცია თქვენს ქვეყანაში, პერსონალური, პოლიტიკური, ასევე ფინანსური და გვსურს, ვიხილოთ ამ ინვესტიციის დაბრუნება“, - განაცხადა კრამონმა.  სალომე ზურაბიშვილი: ევროპარლამენტარები საქართველოში ჩამოვიდნენ მნიშვნელოვან მომენტში, ჩვენთვის ცოტა თუ ყოფილა ასეთი ისტორიული მომენტი დევიდ მაკალისტერი: როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე, სამწუხაროდ, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე, ეს არის პოლარიზაცია  

ევროკავშირმა რუსეთიდან ოქროსა და საიუველირო ნაწარმის იმპორტი აკრძალა

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მიიღეს. რომლის თანახმადაც რუსეთიდან ოქროს და საიუველირო ნაწარმის იმპორტი იკრძალება. ახალი სანქციები ძალაში 2022 წლის 21 ივლისს შევა, მას შემდეგ რაც ევროკომისიის ბიულეტენში გამოქვეყნდება. ევროკავშირი „სბერბანკის“ წინააღმდეგ სანქციების გაფართოების ინიციატივით გამოდის - Bloomberg ახალი პაკეტი რამდენიმე რუსი მაღალჩინოსნის და ორგანიზაციის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს. ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება ყველას, ვინც სანქცირებას დაექვემდებარა. ამასთან ევროკავშირის ქვეყნებმა „სბერბანკის“ აქტივების გაყინვის გადაწყვეტილებაც მიიღეს, რომელიც მანამდე  SWIFT სისტემიდან გაითიშა. ევროკავშირის ახალი სანქციები სრულად თავსებადია G7-ის ქვეყნების გადაწყვეტილებასთან, რომლებიც მანამდე რუსული ოქროს ემბარგოზე შეთანხმდნენ.  

ნინო ლომჯარი: ევროპარლამენტის დეპუტატებს სახალხო დამცველის რეკომენდაციები აინტერესებდათ - საჭიროა მეტი სიცხადის შეტანა, რამდენად სწორად ხდება პუნქტების შესრულება

"ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით საჭიროა სამუშაო ფორმატის შექმნა, რომელსაც ექნება რეგულარული ხასიათი და უნდა იყოს ინიცირებული საქართველოს მხრიდან - ჩემი მთავარი შეთავაზება ევროპარლამენტარების მიმართ იყო ის, რომ საჭიროა მეტი სიცხადის შეტანა, რამდენად სწორად ხდება პუნქტების შესრულება ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის მხრიდან", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ნიკა სიმონიშვილი: ევროპარლამენტი მოელის ხელისუფლების მხრიდან რეალურ, ფუნდამენტურ რეფორმებს და არა ისეთს, როგორიც მანამდე შემოუთავაზებიათ „ევროპარლამენტის დეპუტატებს აინტერესებდათ სახალხო დამცველის რეკომენდაციები და ხედვა 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით. ჩემი მთავარი შეთავაზება მათ მიმართ იყო ის, რომ საჭიროა მეტი სიცხადის შეტანა, რამდენად სწორად ხდება ამ პუნქტების შესრულება ხელისუფლების თუ ოპოზიციის მხრიდან. კარგი იქნება თუ სამუშაო ფორმატები შეიქმნება და ეს პროცესი უფრო რეგულარული გახდება. როგორც მივიღე ინფორმაცია დელეგაციის წევრებისგან, მსგავსი ტიპის შეხვედრა უკვე გაიმართა დელეგაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის. კარგი იქნება, თუ ამ შეხვედრების შესახებ მოხდება საზოგადოების ინფორმირება. საჭიროა სამუშაო ფორმატი, რომელსაც ექნება რეგულარული ხასიათი და უნდა იყოს ინიცირებული საქართველოს მხრიდან, ვინაიდან ჩვენ უნდა გადავდგათ უფრო აქტიური ნაბიჯები“, - განაცხადა ლომჯარიამ. ცნობისთვის, ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.  

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

ევროკავშირის ქვეყნებმა სანქციების ახალი პაკეტი შეათანხმეს, რომელშიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღდვები შევიდა. მათ შორის აიკრძალა რუსული ოქროს იმპორტი. ამის შესახებ Twitter-ზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაწერა. ევროკავშირმა რუსეთიდან ოქროსა და საიუველირო ნაწარმის იმპორტი აკრძალა „ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გამოიჩინეს ძალისხმევა და კრემლის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები გაახანგრძლივეს. ეს მოსკოვს უგზავნის ძლიერ სიგნალს, რომ ჩვენ განვაგრძობთ მაღალ ზეწოლად, იქამდე ვიდრე ეს საჭირო იქნება“, - წერს სოციალურ ქსელში ევროკომისიის პრეზიდენტი. ევროკავშირი „სბერბანკის“ წინააღმდეგ სანქციების გაფართოების ინიციატივით გამოდის - Bloomberg ახალი პაკეტი რამდენიმე რუსი მაღალჩინოსნის და ორგანიზაციის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს. ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება ყველას, ვინც სანქცირებას დაექვემდებარა. ამასთან ევროკავშირის ქვეყნებმა „სბერბანკის“ აქტივების გაყინვის გადაწყვეტილებაც მიიღეს, რომელიც მანამდე SWIFT სისტემიდან გაითიშა. ევროკავშირის ახალი სანქციები სრულად თავსებადია G7-ის ქვეყნების გადაწყვეტილებასთან, რომლებიც მანამდე რუსული ოქროს ემბარგოზე შეთანხმდნენ.  

ესპანეთი, პორტუგალია და საბერძნეთი გაზის მოხმარების შემცირებაზე ბრიუსელის გეგმას არ ეთანხმებიან

ესპანეთის, საბერძნეთისა და პორტუგალიის ხელისუფლება, ევროკავშირის შეთავაზებას გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების შესახებ, არ ეთანხმებიან.  ევროკომისიის ახალი გეგმით, წევრმა სახელმწიფოებმა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 15%-ით უნდა შეამცირონ „ხელისუფლება პრინციპში არ ეთანხმება ევროკომიისის წინადადებას გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე“, - განაცხადა საბერძნეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა იანის ეკონომ პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე.   ანალოგიურ მკვეთრ პოზიციას აფიქსირებენ ესპანეთი და პორტუგალია.  პორტუგალიის ენერგეტიკის მინისტრმა ჟოაო გალამბამ თქვა, რომ მისი ქვეყანა „მტკიცედ ეწინააღმდეგება“ ევროკავშირის არაპროპორციულ და არამდგრად წინადადებას. მისი თქმით, წინადადება არ ითვალისწინებს ესპანეთისა და პორტუგალიის ჰიდროენერგეტიკულ საჭიროებებს. ამჟამინდელი გვალვის გამო ორივე ქვეყანა იძულებულია მეტი ელექტროენერგია აწარმოოს გაზზე მომუშავე ელექტროსადგურებიდან. ესპანეთის ენერგეტიკის მინისტრმა ტერეზა რიბერამ ასევე განაცხადა, რომ არ სურს მომხმარებლებს უკარნახოს გაზის მოხმარების შეზღუდვა. 20 ივლისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი გეგმა, რომელიც ევროპაში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, პაკეტი მიზნად ისახავს, ყველა წევრმა სახელმწიფომ შეამციროს გაზზე მოთხოვნა 15%-ით, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე. წევრ სახელმწიფოებს სექტემბრამდე აქვთ ვადა, აჩვენონ თუ როგორ შეძლებენ ამ მიზნის მიღწევას.  

კობახიძე ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ: განვმარტეთ, რას ვგულისხმობდით იმაში, რომ კარლ ჰარცელმა მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს და საქართველოს ევროპული კურსის მიმართ, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. „დღეს გვქონდა შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა დევიდ მაკალისტერი. შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ქვეყნის შიგნით და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. ასევე გვქონდა საუბარი მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგშია. ეს არის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. შევეხეთ ამომწურავად ამ თემას. მათ შორის ჩვენი მოსაზრებები გამოვთქვით თანმდევ საკითხებთან დაკავშირებით, როგორის არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, ცალკეული ჩანაწერები, რომლებიც მოხვდა ევროკომისიის შეფასებებში. რა თქმა უნდა, ამ საუბრის შინაარსს დეტალურად გარეთ ვერ გამოვიტანთ. ეს იყო დახურული შეხვედრა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ იყო ძალიან საინტერესო დისკუსია ყველა თემასთან დაკავშირებით. მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს და საქართველოს ევროპული კურსის მიმართ, რაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კითხვას, განიხილეს თუ არა ომში ჩართვის საკითხთან დაკავშირებული განცხადებები, კობახიძემ უპასუხა, რომ ამ თემაზე დეტალურად არ უსაუბრიათ. „ჩვენ თუ რამის თქმა გვინდა, ამას ვიტყვით იმ ფორმით და იმ დროს, როცა საჭიროდ ჩავთვლით. ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ საზოგადოების წინაშე, არის ის, რომ ომის თავიდან აცილება ჩვენი უმთავრესი მიზანი და ამოცანა. მადლობა ღმერთს, ამ მიზანს მივაღწიეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან გამოიყენება პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. „საუბრის დეტალებს გარეთ ვერ გამოვიტანთ, მათი პასუხის გარეთ გამოტანა ჩვენი პრეროგატივა არ არის. მე შემიძლია გითხრათ, რა საკითხები დაისვა ჩვენი მხრიდან და იმედი გვაქვს, ჩვენი პოზიციები სამომავლოდ, მხედველობაში იქნება მიღებული, რათა შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, „დღეს დამსწრე ევროპარლამენტარების უმეტესობა მიუკერძოებელი იყო ამ შეხვედრაზე“. კობახიძის თქმით, ევროპარლამენტარებს ჰქონდათ ჯანსაღი რეაქცია იმ საკითხებზე, რომლებიც „ქართული ოცნების“ წევრებმა დასვეს. ირაკლი კობახიძემ ბრიფინგის ბოლოს ისაუბრა, რომ ევროკავშირის ელჩის საკითხსაც შეეხნენ შეხვედრისას. „ჩვენ განვმარტეთ, რას ვგულისხმობდით იმაში, რომ კარლ ჰარცელმა მხოლოდ ნეგატიური როლი შეასრულა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. ეს არის ფაქტი და შეგვიძლია, ჩვენს მეგობრებს დეტალური ინფორმაციაც მივაწოდოთ. საჯაროდ საუბრისგან თავს ვიკავებთ, მაგრამ მეგობრებს, ევროპარლამენტარებს შეგვიძლია, გავუზიაროთ დეტალური ინფორმაცია, თუ რაში გამოიხატებოდა ეს უარყოფითი როლი და კიდევ ერთხელ გამოვთქვით იმედი, რომ მომავალი ელჩი სხვაგვარად იმოქმედებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ 20 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.

ევროკავშირი კარლ ჰარცელს მხარდაჭერას უცხადებს

ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს კარლ ჰარცელს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოებისთვის. ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერი პიტერ სტანო Twitter-ზე წერს. კელი დეგნანი: შოკირებული ვიყავი ელჩი ჰარცელის მისამართით კომენტარების მოსმენისას „საქართველო: ევროკავშირის დღის წესრიგით გათვალისიწინებული რეფორმების განხორციელება ადგილობრივი პოლიტიკოსების ამოცანაა, საკუთარი შეუსრულებელი ამბიციების გამო სხვების დადანაშაულება მხოლოდ ადასტურებს მეტი დროის საჭიროებას იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი და ეს რეფორმები საშინაო დავალებაა. ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს კარლ ჰარცელს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია ევროკავშირისა და საქართველოს დაახლოებისთვის", - წერს პიტერ სტანო. ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 20 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთს ვუფრთხილდებით ისე, როგორც არასოდეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მმართველ გუნდს ევროპელი პარტნიორების მისამართით რიტორიკას უწუნებს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საზოგადოებისთვის არის გაუგებარი, საითკენ მიდის საქართველო. ამ თემაზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტის სიტყვებს, რომ მმართველი გუნდის რიტორიკა ევროპარლამენტის რეზოლუციისა და ევროკომისიის დასკვნის შემდეგ გამწვავდა, რომელშიც გაჩნდა ჩანაწერი დეოლიგარქიზაცია და მოხდა ამ ჩანაწერის პერსონიფიცირება ბიძინა ივანიშვილის კონტექსტში, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მმართველი გუნდის ბრალია, რომ არ იმუშავეს იქ, სადაც იცოდნენ, რომ ოპოზიცია ჩადიოდა და ამ თემით აპელირებდა, არ ჩაუტანიათ ფაქტები, თუ რატომ არ იყო ოპოზიცია სწორი. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ფაქტები უნდა ჰქონდეთ უმრავლესობას და ადვოკატს, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა ჩასულიყო კონტრარგუმენტებით და არა წერდეს შვეიცარიულ გაზეთებში. „როცა ხელისუფლება ლანძღავს ელჩებს; როცა ლანძღავს ევროპარლამენტარებს; როცა რაღაც გამოსვლებით ვართ დაკავებული, გაუგებარია, საით მივდივართ. მე მგონი, საზოგადოებისთვის არის გაუგებარი, საითკენ მივივართ. რუსეთს ვუფრთხილდებით ისე, როგორც არასოდეს. „ვაიმე, რამე არ ვთქვათ და ვაიმე, რამე არ ვაწყენონოთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. „ყველა ხედავს, რომ ანტიდასავლური რიტორიკა მიმდინარეობს, როცა რუსეთის მიმართ არის ისეთი სიჩუმე, რომ დღესაც, როცა ვუყურებთ, რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში და არის ვნებათაღელვა, ეს საქართველოს არ ეხება?!“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა ამავე ინტერვიუში.  

ევროკავშირმა რუსეთის 57 მოქალაქესა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა. სიაშია სობიანინი, ბეზრუკოვი და „სბერბანკი“

22 ივლისს დამტკიცებული სანქციების მეშვიდე პაკეტის ფარგლებში ევროკავშირმა სანქციები რუსეთის 57 ფიზიკურ პირს დაუწესა. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა სანქცირებულთა სიაშია მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი. ასევე სანქციები  მსახიობებს სერგეი ბეზრუკოვსა და ვლადიმერ მაშკოვს დაეკისრათ. ევროკავშირის სანქციების სიაში შედიან Rostec-ის ხელმძღვანელის სერგეი ჩემოზოვის ვაჟი სტანისლავი, ვიცე-პრემიერი ანდრეი ბელუსოვი, Night Wolves ბაიკერ კლუბის ლიდერი ალექსანდრე ზალდოსტანოვი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მუდმივი წარმომადგენელი კავკასიის ფედერალურ ოლქში იური ჩაიკა. ევროკავშირმა რუსეთიდან ოქროსა და საიუველირო ნაწარმის იმპორტი აკრძალა სიაში ასევე არიან კემეროვოს რეგიონის გუბერნატორი სერგეი ცივილევი. მისი მოადგილე რომან გოვორი (ალექსანდრე გოვორის ვაჟი, რომელმაც რუსეთში მაკდონალდსის ბიზნესი იყიდა) და სახელმწიფო დუმის დეპუტატი ადამ დელიმხანოვი. სანქციები ასევე შეეხო ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს. სანქცირებულია რუსეთის FSB-ს დირექტორის პირველი მოადგილე სერგეი კოროლევი, რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარების ფედერალური სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე - რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ჯარების მთავარსარდალი ვიქტორ სტრიგუნოვი. სანქციების ქვეშ მოხვდნენ ურალის სამთო და მეტალურგიული კომპანიის გენერალური დირექტორი ანდრეი კოზიცინი, ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა და რუსეთის ფედერაციის მთავრობის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ანდრეი ბელუსოვი. გარდა ამისა, შემოღებულია შემაკავებელი ზომები სანქცირებული ბიზნესმენების ზოგიერთი ნათესავის, მათ შორის ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას მიმართ. ორგანიზაციებს შორის, Sberbank-ის გარდა, რომელთა მიმართებითაც სანქციები გაფართოვდა არის FORSS კომპანიების ჯგუფი, რომელიც გემთმშენებლობის ბაზრებზე საქმიანობს და სარაკეტო და კოსმოსური ინდუსტრიის საწარმო Kvant Research and Production Association JSC, Avlita კომპანია, რომელიც პორტებში მუშაობს. სანქციების სიაში ასევე მოხვდა სრულიად რუსეთის ბავშვთა და ახალგაზრდობის სამხედრო პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობა, ორგანიზაცია რომელიც ეწევა რუსული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას. სანქციებს ქვეშ მოექცა „რუსული სამყარო“, გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიის ფონდი. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც სანქციების სიაში მოხვდნენ, ეკრძალებათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა და აქტივები გაეყინებათ.  

ევროკავშირმა უკრაინისთვის €500 მილიონიანი ტრანში ოფიციალურად დაამტკიცა

ევროკავშირმა უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ღირებულების კიდევ ერთი ტრანში ოფიციალურად დაამტკიცა. 24 თებერვლიდან გაწეული სამხედრო დახმარების ჯამური რაოდენობა 2,5 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „დახმარება უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებისა და გამძლეობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის გაძლიერებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა მაისში განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო დახმარება 500 მილიონით €2 მილიარდამდე გაზარდა. თანხა ევროპული მშვიდობის ფონდის ხაზით გამოიყოფა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი: ევროკავშირის რეგულაციები ჩვენს ბიზნესს ხელს უშლის - ევროკავშირის მოძველებულ ჩარჩოებზე უარი უნდა ვთქვათ

"ევროკავშირის რეგულაციები ხელს უშლის ჩვენს ბიზნესს და ეს უნდა შეიცვალოს - უარი ვთქვა ევროკავშირის მოძველებულ კანონებსა და ჩარჩოებზე", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ლიზ ტრასიმ განაცხადა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდება ევროკავშირის ყველა დარჩენილ კანონს გააუქმებს. „ევროკავშირის რეგულაციები ხელს უშლის ჩვენს ბიზნესს და ეს უნდა შეიცვალოს. დაუნინგ სთრითზე გამოვიყენებ შანსს, უარი ვთქვა ევროკავშირის მოძველებულ კანონებსა და ჩარჩოებზე და გამოვიყენო ის შესაძლებლობები, რაც წინ გვაქვს. 2023 წლისთვის გავაუქმებ ევროკავშირის ყველა დარჩენილ კანონს, თუ პრემიერ-მინისტრი გავხდები “, – აღნიშნა ლიზ ტრასმა. ამასთან, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ თავს მეამბოხე უწოდა - "ქვეყნის პოლიტიკის ცვლილება მსურს", - განაცხადა ტრასიმ.  

ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას

13 ივლისს, ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის პროექტი განიხილეს, რომელიც ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა  წარადგინა. დისკუსიას მოჰყვა ევროკომისიის წარმომადგენლის გამოსვლა, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკომისია ანგარიშს პრიორიტეტებზე 2023 წლის გაფართოების პაკეტში წარადგენს.             გადაწყვეტილება თავად ევროკომისიის წარმომადგენელმა იმით ახსნა, რომ „საკმარისი დრო მიეცემა საქართველოს პოლიტიკურ სისტემას, საფუძვლიანად იმუშაოს დასახელებულ პრიორიტეტებზე. ასევე, მეტი დრო ექნება ქართულ პოლიტიკურ ელიტას, მოახდინოს ქვეყნის დეპოლარიზაცია, დასხდეს საერთო მაგიდასთან, რათა საფუძვლიანად იმუშაოს რეფორმებზე“. რა ფაქტორებმა განაპირობა ევროპული საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილება, რა გავლენას მოახდენს ის პრიორიტეტების ეფექტიანად შესრულებასა და ქვეყნის ევროპული მისწრაფების განხორციელების პროცესზე, ამ საკითხების გარკვევას Europetime სფეროს ექსპერტებთან შეეცადა. „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ „ევროკავშირმა შეხედა რა მიმდინარე პროცესებსა და მოვლენებს, საჭიროდ მიიჩნია, ეს ვადა გადაეწია ოქტომბრისთვის“. „ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს უფრო მეტი დრო მიეცეს შედეგების მისაღწევად. საქართველოს შეფასება მოხდება ევროკავშირის გაფართოების პაკეტის მონაწილე სხვა ქვეყნებთან ერთად, რაც გულისხმობს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, ასევე, თურქეთს, უკრაინას და მოლდოვას. იმედი მაქვს, რომ ტემპი არ შენელდება და არ ჩავთვლით, რომ დრო ჯერ კიდევ ბევრია. მთავარია, ისე არ მოხდეს, რომ ბოლო წუთს, ცაიტნოტში მივიღოთ გადაწყვეტილებები“, - აღნიშნავს ვანო ჩხიკვაძე.  საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსის, შოთა კაკაბაძის აზრით, „ევროკავშირის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით გამოიწვია იმან, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა არ არის მზად, სერიოზულად იმუშაოს რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. Europetim-თან საუბარში შოთა კაკაბაძე აღნიშნავს, რომ ბუნებრივია, გარკვეული საკითხები 6 თვეში ვერ გადაიჭრება, თუმცა ახლა არ იგრძნობა საქართველოში, რომ მათზე სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. „გვესმის გარკვეულწილად, შანტაჟის ენა, რომლითაც „ქართული ოცნება“ ესაუბრება ევროკავშირს. ვგულისხმობ განცხადებას, რომ „ჯერ კანდიდატის სტატუსი მოგვეცით და მერე შეიძლება, რომ ბარიერის დაწევაზე ვისაუბროთ“. ასევე, ვხედავთ თავდასხმებს დასავლელ პარტნიორებზე, ამერიკის ელჩზე. შესაბამისად, ევროკავშირმა ვერ დაინახა იმის მზაობა, რომ ქართული პოლიტიკური კლასი, ეს ეხება არამხოლოდ ხელისუფლებას, არამედ, ოპოზიციას, სერიოზულად მიუდგება ამ საკითხებს. საჭიროა შესაბამისი პოლიტიკური ნება, შესაბამისი კომპეტენცია, სურვილი, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. ევროკავშირი უფრო სიღრმისეულად დააკვირდება ხელისუფლების მზაობას, (რომელიც ცოტა ბუნდოვანია) და იმას, თუ რამდენად მზად არის „ქართული ოცნება“, სერიოზულად მოეკიდოს ამ რეკომენდაციებს“, - აღნიშნავს შოთა კაკაბაძე.  რამდენად შეიძლება, რომ ევროკავშირის ეს მიდგომა ჩაითვალოს დადებით მოვლენად, თუ პირიქით? ვანო ჩხიკვაძის აზრით, მთავარია, პოლიტიკური ნება გამოიჩინოს ხელისუფლებამ. „გააჩნია, საიდან შევხედავთ. თუ ჩვენ გვინდა, რომ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე მივიღოთ, ბუნებრივია, ეს დადებითად ვერ აღიქმება, მაგრამ თუ ჩავთვლით იმას, რომ  გვინდა, სიღრმისეული რეფორმები გავატაროთ, უფრო მეტი დროის მიცემა უკეთესია ამ შემთხვევაში, ვიდრე სამი თვე. მაგრამ რეალურად, ამ შემთხვევაში უფრო საუბარი, რამდენად ექნება პოლიტიკური ნება ხელისუფლებას, რომ ეს ყველაფერი შეასრულოს იმიტომ, რომ 12 პუნქტიდან დიდი ნაწილი სწორედ პოლიტიკურ ნებას უკავშირდება. თუ ასეთი ნება არ იქნება, რაც არ უნდა დრო გავიდეს, რამდენი დროც არ უნდა მოგვცეს ევროკავშირმა, რთული იქნება ამ ყველაფრის შესრულება. მთავარია, პოლიტიკური ნება გამოიჩინოს ხელისუფლებამ“. ევროკავშირის გადმოსახედიდან, არსებობდა თუ არა პრიორიტეტების ამ ვადებში ვერშესრულების საფრთხე? „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი მიიჩნევს, რომ ეს საფრთხე ალბათ, დაინახეს. „იქედან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით, პროცესზე არის საუბარი და არა შედეგზე და უფრო მეტად შინაარსი აკლია ამ პროცესს, მე ვფიქრობ, ეს იყო ევროკავშირის გადაწყვეტილების ერთ-ერთი ფაქტორი. მეორე მხრივ, ისიც უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად და სკურპულოზურად დააკვირდება, რამდენად ხარისხიანად შეასრულებს საქართველო იმ 12 პუნქტს და რამდენად ეფექტიანად განახორციელებს რეფორმებს. მხოლოდ მცირე ნაბიჯების გადადგმითა და უბრალოდ, იმიტირებით ევროკავშირი კმაყოფილი არ დარჩება“, - აღნიშნავს ვანო ჩხიკვაძე. ცნობისთვის, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საქართველოს მოვალ კვირას ეწვევა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა (ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი S&D) საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ანგარიშის პროექტი წარადგინა, რაც თავის მხრივ, რეზოლუციის პროექტს უნდა დაედოს საფუძვლად. ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციას ევროპარლამენტი სავარაუდოდ, მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიიღებს. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.

რა სარგებლის მიღება შეუძლია საქართველოს ევროკავშირი-აზერბაიჯანის ენერგეტიკულ თანამშრომლობაში ახალი თავის გახსნით

„დღეს ახალ თავს ვხსნით აზერბაიჯანთან ენერგეტიკული თანამშრომლობის მიმართულებით, რომელიც საკვანძო პარტნიორია ჩვენს მცდელობებში, თავი დავაღწიოთ რუსულ წიაღისეულ საწვავს”, - ეს ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაა, რომელიც 18 ივლისს, აზერბაიჯანში ვიზიტისას, პრეზიდენტ ალიევთან ერთად ისტორიული მემორანდუმის გაფორმებას მოჰყვა. ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აზერბაიჯანი კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება. ევროკავშირი, რომელიც უკრაინაში კრემლის მიერ წარმოებული ომის ფონზე, რუსულ რესურსებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას ცდილობს, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორი, აზერბაიჯანი აირჩია ერთ-ერთ ალტერნატივად. რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის და რა როლის შესრულება შეუძლია საქართველოს, ამის გარკვევას Europetime სფეროს ექსპერტთან შეეცადა.  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გია არაბიძე ამბობს, რომ თუ მაქსიმალურად დაიტვირთება სამხრეთ კავკასიური გაზსადენი, [აზერბაიჯანისთვის არ არის პრობლემა, რომ წლის განმავლობაში მარტო შეძლოს 200 მლრდ კუბური მეტრი გაზის გატარება თავისთვის და ევროპისკენ], იმპორტზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდება. „ერთი კუბური მეტრით მეტი გაზიც რომ გავიდეს საქართველოზე, ეს რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდ სარგებელს მოიტანს. განსაკუთრებით ახლა, ამ პერიოდში, როცა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ნახევარი მილიონი კუბური მეტრი გაზი წლიურად, შეღავათიან ფასში უნდა მივიღოთ სამხრეთ კავკასიური გაზსადენიდან, რამდენიმე წელიწადში ვადა უმთავრდება. ინფორმაციისთვის, სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის (SCP) დანიშნულებაა, საქართველოს გავლით, შაჰ-დენიზისა და კასპიის ზღვის აუზის სხვა საბადოებიდან მოპოვებული ბუნებრივი გაზის თურქეთში ტრანზიტი, ხოლო შემდეგ, თურქეთიდან ევროპის ბაზრებზე გაზის ტრანსპორტირების განხორციელება. სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის სიგრძე აზერბაიჯანსა და საქართველოს მონაკვეთზე 691 კმ-ს შეადგენს, საქართველოს მონაკვეთზე კი მისი სიგრძე 249 კმ-ია. საზღვარზე გაზსადენი თურქეთის მხარის მიერ აშენებულ განშტოებას უერთდება, რომელიც SCP-ს ერზრუმთან ადგილობრივი გაზმომარაგების სისტემასთან აკავშირებს. SCP-ის მშენებლობა 2006 წელს დასრულდა. მილსადენით საქართველომ გაზი 2007 წლის დასაწყისში მიიღო. საქართველოს ტერიტორიაზე SCP-ი და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი მეტწილად საერთო დერეფანში არის მოქცეული. პროექტის ღირებულებამ 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მილსადენი კონსორციუმის საკუთრებაა, რომელშიც BP, Statoil, SOCAR, LukOil, NICO, Total და TPAO მონაწილეობენ. BP-ი პროექტის ტექნიკური, Statoil-ი კი - კომერციული ოპერატორია. განვითარების დამატებითი ეტაპების დასრულებისა და სრული წარმადობით ამუშავების შემდეგ გაზსადენი წელიწადში 21-24 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს გაატარებს. გაზსადენის პროექტის ხელშეკრულებების თანახმად, საქართველო არის არა მარტო სატრანზიტო, არამედ ბუნებრივი გაზის მომხმარებელი ქვეყანა. საქართველოს აქვს ოფცია აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-მდე მოცულობა შეისყიდოს შეღავათიან ფასად. გარდა ამისა, პროექტის ფუნქციონირების დაწყებიდან 20 წლის განმავლობაში საქართველო პროექტის ინვესტორებისგან ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობას - წელიწადში ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს სპეციალურ ფასში შეისყიდის. პროექტის პარტნიორები: BP, SOCAR, Statoil, LukOil, NICO, Total, TPAO. ამიტომ, 500 მლნ კუბური მეტრი გაზის ამოღება ჩვენი ბალანსიდან გარკვეულ პრობლემას შექმნის ტარიფებთან დაკავშირებით - ეს არის ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტია - თუ მაქსიმალურად დაიტვირთება სამხრეთ კავკასიური გაზსადენი, [აზერბაიჯანისთვის არ არის პრობლემა, რომ წლის განმავლობაში მარტო შეძლოს 200 მლრდ კუბური მეტრი გაზის გატარება თავისთვის და ევროპისკენ], ეს ძალიან კარგ ამინდს შექმნის ჩვენთან, რომ შევძლოთ ჩვენი მაღალეფექტიანი თბოელექტროსადგურების დატვირთვა და ელექტროენერგიის იმპორტი შევამციროთ. აზერბაიჯანი ამბობს, რომ შეძლებს სადღაც 30 მილიარდამდე ავიდეს, ეს ძალიან კარგი ციფრია და თუ ყაზახეთიც და თურქმენეთიც ჩაებმებიან, რასაც სერიოზული ინვესტიციების სჭირდება, მაშინ, ევროპაც და ჩვენც დიდ სარგებელს მივიღებთ და იმპორტირებული გაზის პრობლემა გადაგვეჭრება. 90-იან წლებში ცოტა მეტი ყურადღება რომ გამოეჩინათ ევროპელებს, რუსეთს არ მინდობოდნენ და ნაბუქოს სქემა განხორციელებულიყო, მათ ამხელა პრობლემა არ ექნებოდათ და ევროპის გაზით მომარაგების საკითხი სულ სხვაგვარად წარიმართებოდა. ნაბუქო ვერ „დაიქოქა“ და აზერბაიჯანი-თურქეთის ხაზი გაკეთდა, რომელმაც საქართველოზე გაიარა“. ინფორმაციისთვის „ნაბუქო“ (Nabucco) — გაზსადენის მაგისტრალის პროექტი, რომელსაც ცენტრალური აზია რუსეთის გვერდის ავლით ევროპის ქვეყნებთან უნდა დაეკავშირებინა. გაზსადენის სიგრძე უნდა ყოფილიყო 3,3 ათასი კმ, საპროექტო სიმძლავრე — 26-32 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი აირი წელიწადში. მშენებლობის დასრულება იგეგმებოდა 2013 წლისთვის. პროექტის ღირებულება €7,9 მილიარდად შეფასდა. გაზსადენის მშენებლობის კონსორციუმში მონაწილეობენ კომპანიები: OMV Gas GmbH (ავსტრია), Botas (თურქეთი), Bulgargaz (ბულგარეთი), S.N.T.G.N. Transgaz S.A. (რუმინეთი), MOL Natural Gas Transmission Company Ltd. (უნგრეთი). „ნაბუქოს“ პროექტი ითვალისწინებდა კასპიური გაზის ევროპაში გატანას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით. პროექტის თანახმად, გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის გაგრძელება უნდა გამხდარიყო და ყოველწლიურად 20-30 მილიარდი კუბურიმეტრის გაზის გაატრებას უზრუნველყოფდა. ენერგეტიკოსის ვარაუდით, „ახლო მომავალში მძლავრი, ალტერნატიული ქსელის შექმნაზე სერიოზული ფიქრი დაიწყება“. „გერმანია ამბობს, მომიტანეთ გაზი ჩემს საზღვრამდე და მოგცემთ იმაზე მეტს, რასაც რუსეთს ვუხდი. ეს რეალობას მოკლებულია, რადგან ვერც ჩვენ, ვერც აზერბაიჯანი და თურქმენეთი ვერ ვიშოვით იმდენ ფულს, რომ თურქმენეთი ჩავრთოთ, ახალი ხაზი გავხსნათ და გერმანიამდე მივიდეთ. თუმცა უნდათ თუ არ უნდათ, ახლო მომავალში დაიწყება სერიოზული ფიქრი მძლავრი, ალტერნატიული ქსელის გაკეთებაზე, რასაც ბუნებრივია, დიდი დრო და სახსრები დასჭირდება. ჩვენი ტერიტორიის გარეშე ეს პროექტი არ განხორციელდება, არ მგონია, რომ სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობა ისეთ დონეზ დათბეს, რომ ახალი მარშრუტი მოიძებნოს - აზერბაიჯანი-სომხეთი-თურქეთი და მერე ევროპის გაზსადენი. ჩვენ ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ BP-სთან, აზერბაიჯანთან და საქართველოს არ შეუქმნია პრობლემა ამ გაზსადენის მუშაობის დროს. გაზის რაოდენობის გატარებასთან ერთად, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, გავაუმჯობესოთ არსებული ინფრასტრუქტურა. საჭირო იქნება საკომპრესორო სადგურებიც დამატება, რაშიც საქართველო ალბათ, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს“, - ამბობს Europetime-თან გია არაბიძე.  ილჰამ ალიევი: ევროკავშირთან გაფორმებული დღევანდელი მემორანდუმი მომავლის საგზაო რუკაა ცნობისთვის, 2007 წლიდან გაზის მთავარი მომწოდებელი საქართველოსთვის აზერბაიჯანია. PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვის მიხედვით, 2012 წლიდან 2022 წლის I კვარტლის ჩათვლით, საქართველოს მიერ ენერგეტიკული პროდუქტების იმპორტზე ჯამურ დანახარჯებზე დაკვირვებით საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი საკმაოდ კონცენტრირებულია. საქართველოსთვის ძირითადი ენერგეტიკული პროდუქტების მთავარი ექსპორტიორია აზერბაიჯანი და მხოლოდ ამის შემდეგ რუსეთი. გაზის იმპორტი ყველაზე ნაკლებად არის დივერსიფიცირებული სხვა ენერგო პროდუქტებთან შედარებით, გაზის 82% იმპორტირებულია აზერბაიჯანიდან და 16% - რუსეთიდან. შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბაქოში ვიზიტისას, აზერბაიჯანთან ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა. შედეგად, ევროკავშირისთვის 2027 წლამდე ყოველწლიურად, სამხრეთის გაზის დერეფნის გამტარუნარიანობა უნდა გაორმაგდეს, არანაკლებ 20 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მისაწოდებლად. 2020 წლის 31 დეკემბერს, TAP-ის (ტრანს-ადრიატიკული მილსადენის) მშენებლობის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანმა სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო. სამხრეთის გაზის დერეფანი არის ევროკომისიის ინიციატივა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. გასულ წელს, TAP-მა ევროპაში 8,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა.

რუსეთიდან იმპორტის შემცირების ფონზე, ევროკავშირი ნიგერიიდან გაზის იმპორტის გაზრდის საკითხს განიხილავს

რუსეთიდან იმპორტის პოტენციური შემცირების ფონზე, ევროკავშირი ნიგერიიდან თხევადი გაზის იმპორტის გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ევროკომისიის ენერგეტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე მეთიუ ბოლდუინმა ნიგერიაში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ამ კვირაში აფრიკის ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლის ოფიციალურ პირებს შეხვდა. „ევროკავშირს თხევადი ბუნებრივი აირის 14%-ს ნიგერიიდან შემოაქვს, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, რომ იმპორტი გაორმაგდეს“, - განუცხადა ბოლდუინმა Reuters-ს. ნიგერიაში ნავთობისა და გაზის წარმოებას გაზსადენებზე ქურდობა და ვანდალიზმი აფერხებს, რაც იწვევს იმას, რომ გაზის მწარმოებელმა Nigeria LNG Ltd-ის Bonnie Island-ის ტერმინალმა 60%-იანი სიმძლავრით იმუშაოს. თუმცა გაზსადენებზე მილსადენზე უსაფრთხოების გაძლიერებას გეგმავს. გასულ წელს, ნიგერიამ ევროკავშირში 23 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა. მაგრამ ადრე ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო. ბოლდუინის თქმით, ევროკავშირმა ნიგერიიდან 36 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი გაზი იყიდა. როგორც ცნობილია, ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს. 18 ივნისს, ევროკომისიამ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაორმაგების შესახებ 2027 წლისთვის, რაც წელიწადში სულ მცირე 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას გულისხმობს.  

შტაინმაიერი: პუტინი ომს აწარმოებს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის ერთიანობის წინააღმდეგ

გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე ევროპამ ერთიანი პოზიცია უნდა შეინარჩუნოს. ამის შესახებ Spiegel წერს. ევროკავშირმა რუსეთის 57 მოქალაქესა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა. სიაშია სობიანინი, ბეზრუკოვი და „სბერბანკი“ მისი თქმით, ომი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს „არის ომი ევროპის ერთობის წინააღმდეგ“. „ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება, რომ გაგვყონ და ევროპის ერთიანობა დაირღვეს“, - აღნიშნა შტაინმეიერმა. მისი თქმით, საქმე არ ეხება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიას, აქ „საუბარია ჩვენს ფასეულობებსა და სისტემას, რომელიც მშვიდობას უზრუნველყოფს.“ შეგახსენებთ, რომ ლიეტუვას პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონოტემ განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს მოთმინება და არ დაიღალოს და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესოს.  

17 წლის შემდეგ პირველად, რუსეთი ევროკავშირში ელჩის შეცვლას გეგმავს

რუსეთი ევროკავშირში მუდმივი წარმომადგენლის, ვლადიმერ ჩიჟოვის შეცვლას გეგმავს. ჩიჟოვი ბრიუსელში 17 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამის შესახებ რუსული წერს. მედიის ცნობითვე, ჩიჟოვი შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის საბჭოში სენატორი გახდეს. ჩიჟოვი, რომელიც 2005 წლიდან ევროკავშირში რუსეთის ელჩია, ოფიციალურად სენატორის კანდიდატად კარელიის მოქმედმა გუბერნატორმა წარადგინა. სექტემბერში კარელიაში გუბერნატორის არჩევნები გაიმართება. თუ გუბერნატორის თანამდებობაზე არტურ პარფენჩიკოვს ხელახლა აირჩევენ, ის სამი შემოთავაზებული კანდიდატიდან ერთს ფედერაციის საბჭოში წარადგენს. ვლადიმერ ჩიჟოვი 17 წლის განმავლობაში იყო რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში, 2005 წლამდე კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.  

საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები ევროკავშირის ქვეყნების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას შეძლებენ

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, წლის განმავლობაში, ევროკავშირში დაახლოებით 250,000-ზე მეტი საჯარო შემსყიდველი ორი ტრილიონი ევროს ღირებულების პროდუქციას იძენს, ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართულ კომპანიებს ამ ბაზარზე სრულფასოვანი წვდომის შესაძლებლობა გაუჩნდათ.  ქართული კომპანიებისთვის ევროკავშირის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ საქონლის შესყიდვების ბაზარი გაიხსნა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილება ამ სიახლის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს მიერ ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულების სრულყოფილად შესრულების შედეგია. „ვფიქრობთ, რომ ქართული კომპანიებისთვის ეს იქნება  ახალი სტიმული. ამავე დროს, ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროპულ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის კუთხით,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტმა 2021 წლის 8 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკომისიის მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი პირველი ეტაპის ვალდებულებების წარმატებით შესრულება საჯარო შესყიდვების სფეროში. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოში რეგისტრირებულ ნებისმიერ ბიზნესს უფლება ექნება, მიიღოს მონაწილეობა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცხადებულ შესყიდვებში და ამ  ბაზარზე გაუწიონ ღია და სამართლიანი კონკურენცია მსოფლიოს სხვა მიმწოდებლებს. საგულისხმოა, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 250 ათასი ევროპელი შემსყიდველი საჯარო დაწესებულება და ორგანიზაცია ყიდულობს საქონელსა და მომსახურეობას 2 ტრილიონი ევროს ჯამური თანხის ოდენობით. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  https://ted.europa.eu/TED/browse/browseByMap.do    

რუსეთი ევროპის წინააღმდეგ გაზის ომს აწარმოებს, რაც ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტისთვის დამატებითი სტიმულია - ზელენსკი

„ევროპის შანტაჟი გაზით ყოველ თვე უფრო ძლიერდება. სახელმწიფო ტერორისტს ეს სჭირდება იმისთვის, რომ თითოეული ევროპელის ცხოვრება გაუარესდეს. ეს შეიძლება დამატებით სტიმულად განვიხილოთ, რომ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი უფრო წონიანი იყოს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტი, ასევე გამოეხმაურა „გაზპრომის“ განცხადებას „ჩრდილოეთ ნაკადი1“-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ. „დღეს ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი მუქარა. დათმობის მიუხედავად, რუსეთი არ აპირებს ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას, როგორც ამას კონტრაქტი ითვალისწინებს. ამას აკეთებს იმისთვის, რომ ევროპა ზამთრისთვის სათანადოდ ვერ მოემზადოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ესაა „გაზის ღია ომი“, რასაც რუსეთი გაერთიანებული ევროპის წინააღმდეგ აწარმოებს. „რუსეთისთვის სულ ერთია როგორ იქნებიან ადამიანები გაზის გარეშე, ემუქრებათ თუ არა მათ შიმშილი დაბლოკილი პორტების გამო. ან როგორ გრძნობენ თავს ზამთრის სიცივეში ან ოკუპაციის გამო. ეს უბრალოდ ტერორის სხვადასხვა ფორმებია“, - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ „გაზპრომმა“ დღეს Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა. შედეგად გზსადენის დატვირთვა კიდევ 20% შემცირდება.  27 ივლისიდან დღე-ღამეში გაზის ამოტუმბვის მაჩვენებელი 33 მილიონი კუბური მეტრი იქნება. Nord Stream1-ის სიმძლავრე (გატარების მაჩვენებელი) დღე-რამეში 170 მილიონი კუბური მეტრია. 21 ივლისიდან, 10 დღიანი შეჩერების შემდეგ გაზსადენი მხოლოდ 40%-ით დაიტვირთა.

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებლმა“ საკუთარი პარტიული ფორმატი შექმნეს

ბოლო დღეები ვხედავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებლმა“, ნაცვლად საკითხებზე საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობისა, შექმნეს საკუთარი პარტიული ფორმატი. უფრო მეტიც, ისინი სექტემბრიდან აანონსებენ პოლიტიკურ რადიკალიზაციას და ქუჩის აქციებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის ქმედებები ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს მიერ დასახელებული 12 პუნქტიდან პირველივეს - დეპოლარიზაციას. ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, ოპოზიცია ალტერნატიულ სამუშაო ფორმატებს ქმნის „ბოლო დღეები ვხედავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებლმა“, ნაცვლად საკითხებზე საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობისა, შექმნეს საკუთარი პარტიული ფორმატი. უფრო მეტიც, ისინი სექტემბრიდან აანონსებენ პოლიტიკურ რადიკალიზაციას და ქუჩის აქციებს. ნათელია, რომ „ტექნიკური მთავრობის” ჩავარდნილი პროექტის შემდეგ, ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი ახლა „ტექნიკური პარლამენტის” პროექტზე გადაერთო, რაც არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა და კონსტიტუციურ წეს-წყობილობასთან სახიფათო თამაში. ამასთან, მსგავსი პოლიტიკური თვითშემოქმედება აღვივებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს მიერ დასახელებული 12 პუნქტიდან პირველივეს - დეპოლარიზაციას. მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაციის გაღრმავებისკენ და პარლამენტის დელეგიტიმაციისკენ გადადგმული ეს ნაბიჯი დასაწყისშივე მკაფიოდ შეფასდეს, როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე საერთაშორისო აქტორების მხრიდან, რათა, ხალხის მოლოდინის საპირისპიროდ, არ მოხდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაცია და არ წახალისდეს რადიკალური დღის წესრიგი. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დავაკვირდები ამ შეფასებების დროულობას და სიცხადეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს.  

კვიპროსი მზადაა, ევროკავშირს რუსულ გაზზე დამოკიდებულების დაძლევაში დაეხმაროს

კვიპროსის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლის ნატაშა პილიდისის განცხადებით, ევროკავშირის სურვილი, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდეს, კუნძულოვანი სახელმწიფოს სტრატეგიულ როლს აძლიერებს. ამის შესახებ პილიდისმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა. ევროკომისიის ახალი გეგმით, წევრმა სახელმწიფოებმა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 15%-ით უნდა შეამცირონ „კვიპროსის გაზისთვის ევროპა კარგი პოტენციური მომხმარებელია. რადგან ევროკავშირმა დაადასტურა, რომ  2049 წლამდე ბუნებრივი აირი სამომხმარებლო საწვავად დარჩება. ასე რომ კომპანიებს ახლა შეუძლიათ დადონ გრძელვადიანი კონტრაქტები“, - განაცხადა კვიპროსის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა. ვინაიდან კვიპროსი პატარა ქვეყანაა, ის ცოტა გაზს მოიხმარს, მისი კუნძულოვანი მდებარეობის წყალობით, გაცილებით მეტს აწარმოებს ოფშორში. ამრიგად, 2023 წლის დასაწყისში დაგეგმილია კიდევ ერთი ჭაბურღილის ბურღვა ოფშორულ აფროდიტეს საბადოზე, რომლის მარაგი 125 მილიარდ კუბურ მეტრამდეა შეფასებული. სამუშაოები სრულად 2027 წლისთვის დასრულდება. „კვიპროსს ასევე სურს, ისარგებლოს ბერძნული ენერგეტიკული კომპანიის Energean Plc-ის გეგმით, რათა ააშენოს დაახლოებით 200 კილომეტრიანი მილსადენი მისი ოფშორული საბადოდან ისრაელში, ქალაქ ვასილიკოსამდე კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე“, - თქვა პილიდისმა. დაგეგმილია, რომ მილსადენმა წელიწადში დაახლოებით 3,5 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირი გაატაროს. კვიპროსი მოელის, რომ მისი მშენებლობა 2026 წლისთვის დასრულდება.  20 ივლისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი გეგმა, რომელიც ევროპაში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, პაკეტი მიზნად ისახავს, გაზზე მოთხოვნა ყველა წევრმა სახელმწიფომ 15%-ით, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის მარტამდე შეამციროს. წევრ სახელმწიფოებს სექტემბრამდე აქვთ ვადა, აჩვენონ, თუ როგორ შეძლებენ ამ მიზნის მიღწევას.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 6 თვით, 2023 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა. შეზღუდვები რუსეთის ეკონომიკის განსაზღვრულ სექტორებს შეეხება.  ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა ევროკავშირის სანქციები რუსეთის საფინანსო, ენერგეტიკის, ტექნოლოგიების, ორმაგი დანიშნულების საქონელზე, წარმოებაზე, ტრანსპორტსა და ფუფუნების საგნებზე ვრცელდება.   ევროკავშირმა რუსეთის 57 მოქალაქესა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა. სიაშია სობიანინი, ბეზრუკოვი და „სბერბანკი“ სანქციები, ევროკავშირმა 2014 წელს უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის გამო, რუსეთის ქმედებების საპასუხოდ დააწესა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კი 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები გაფართოვდა.  რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტი ძალაში ივლისში შევიდა. სანქციები რუსული ოქროს იმპორტს, პირდაპირ ან ირიბ ტრანსფერს, მათ შორის მესამე ქვეყნებიდანაც კრძალავს. აკრძალვა ვრცელდება საიუველირო ნაწარმზეც.    

ევროკავშირის ქვეყნები გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმდნენ. წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთია

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებმა გაზის მოხმარების შემცირებაზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს.  ლუქსემბურგის ენერგეტიკის მინისტრის კლოდ ტურმესის განცხადებით, ევროკომისიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ უნგრეთი წავიდა   „ევროკავშირი გაერთიანდა, დათანხმდა გაზზე მოთხოვნის შემცირების კოორდინირებულ რეგულაციას. რუსეთის მხრიდან შანტაჟზე პასუხის გასაცემად, გაზის მოხმარების 45 მილიარდი კუბური მეტრით შემცირება საუკეთესო ნაბიჯია. ამ ინიციატივას წინააღმდეგ ხმა მხოლოდ უნგრეთმა მისცა“, - განაცხადა მინისტრმა. გეგმის მიზანი საგანგებო ვითარებაში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაა. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიზეზია რუსეთიდან მიწოდების მნიშვნელოვანი შეფერხება. ევროკომისიის გადაწყვეტილება განსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნებისთვის ან მთლიანად ბლოკის ქსელისთვის გამონაკლისებს ითვალისწინებს.  11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა.  20 ივლისს ევროკომისიამ წარმოადგინა გეგმა, რომლის თანახმადაც ყველა წევრმა ქვეყანამ გაზის მოხმარება 15 პროცენტით უნდა შეამციროს, რადგან რუსეთისგან ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის საფრთხე არსებობს. 21 ივლისს რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, თუმცა გაზსადენი მხოლოდ 40%-იანი დატვირთვით მუშაობს. 25 ივლისს კი, „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა, შედეგად ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ შემცირდა.   

ირაკლი კობახიძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სათანადო ურთიერთობები გვქონდეს აშშ-სა და ევროკავშირთან, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს მნიშვნელოვანი მოწოდებაა

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან აშშ-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხზე გაკეთებული მოწოდება ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ბიძინა ივანიშვილი: მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს „რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გვქონდეს სათანადო ურთიერთობები როგორც აშშ-სთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასევე ევროკავშირთან. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მიღებაც, რისთვისაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ეს არის მნიშვნელოვანი მოწოდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მოგეხსენებათ, იყო გარკვეული სირთულეები ამ ურთიერთობებში. მათ შორის ისიც, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, იყო დამაზიანებელი ზოგადად ამ ყველაფრისთვის. ჩვენ, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მომავალში ასეთი რისკები ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას. ეს არის ჩვენი ამოცანაა“, – განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა.  

კელი დეგნანი: ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი, სანქციების, ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე

„გულწრფელად რომ ვთქვათ, ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი, სანქციების, ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე“, - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა შეკითხვას, რამდენად არის პერსონალური სანქციების დაწესების თემა აქტიური განხილვის საგანი შეერთებულ შტატებში? კელი დეგნანის შეფასებით, შეერთებული შტატების მხრიდან სანქციებისა და ზეწოლის შესახებ ბევრი ბუნდოვანი ინსინუაცია იყო. მისი განმარტებით, როდესაც აშშ სანქციებს აწესებს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ცნობილი ხდება, რადგან ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომია. „შეერთებული შტატების მხრიდან სანქციებისა და ზეწოლის შესახებ ბევრი ბუნდოვანი ინსინუაცია იყო. ფინანსური სანქციები ასე არ მუშაობს. მათ, ვინც სანქცირებულია შეერთებული შტატების მიერ, ეს იციან, რადგან ინფორმაცია საჯაროდ არის განთავსებული. სახაზინო დეპარტამენტი გამოსცემს პრესრელიზებს, არსებობს საჯარო საძიებო სია, რათა ეცნობოს ბანკებს და სხვა ინსტიტუტებს სანქციების დაწესების შესახებ. გულწრფელად რომ ვთქვათ, ცოტა დამაბნეველია, რამდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს ზოგიერთი სანქციების, ან სხვის ფულთან დაკავშირებული საკითხების განხილვაზე, იმის ნაცვლად, რომ ყურადღება კონცენტრირებული იყოს მკაფიო გზამკვლევზე ევროკავშირის წევრობისკენ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

უკრაინა გახდება ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი - ზელენსკი

უკრაინა თანდათან გახდება ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინა ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტს იწყებს „ვემზადებით, რომ ევროკავშირის მოხმარების დასაკმაყოფილებლად, ელექტროენერგიის ექსპორტი გავზარდოთ. ომის მიუხედავად, ჩვენ რეკორდულ დროში შევძელით უკრაინის ენერგოსისტემის ევროკავშირის სისტემასთან დაკავშირება. ჩვენი ექსპორტი მოგვცემს სავალუტო შემოსავლებს და ამასთან, ჩვენს პარტნიორებს მიცემს შესაძლებლობას, რომ რუსეთის ენერგეტიკულ ზეწოლას გაუძლონ. უკრაინა თანდათან გახდება ევროპის ენერგოუსაფრთხოების გარანტორი, ჩვენი შიდა წარმოების ხარჯზე,“- განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ 1-ელი ივლისიდან უკრაინამ ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო.   

ევროპის გაზსაცავები შიდა მოთხოვნის მეოთხედს აკმაყოფილებენ. ევროკავშირი გაზის ახალ ექსპორტიორებს ეძებს

დასავლეთის ქვეყნებში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, გაზსაცავების პოტენციალთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობს.  ავსტრიამ „გაზპრომს“ ქვეყანაში ყველაზე დიდი გაზსაცავის მართვის უფლება ჩამოართვა ევროპის ქვეყნებში გაზსაცავების კუმულაციური სიმძლავრე 110 მილიარდ კუბურ მეტრადაა შეფასებული, მაშინ როცა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 400 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.  ევროპაში ბუნებრივი გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა როგორც სააგენტო Anadolu Gas Infrastucture Europe-სა და ევროკომისიაზე დაყრდნობით წერს, წლის დასაწყისში ევროკავშირმა რუსეთისგან მოხმარებისთვის საჭირო გაზის 40% შეისყიდა.  ევროკავშირის ქვეყნები გაზის მოხმარების შემცირებაზე შეთანხმდნენ. წინააღმდეგი მხოლოდ უნგრეთია ამ დროისთვის ევროკავშირის ქვეყნები, რუსული გაზის ალტერნატივას ეძებენ.  26 ივლისს ევროპის ქვეყნებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, მიმდინარე ზამთარში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე. ამ გადაწყვეტილების მიზანია ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების ამაღლება და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა. შეთანხმების თანახმად, ევროპის ქვეყნები 1-ელი აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაზის მოხმარებას 15%-ით შეამცირებენ.  „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა გაზსაცავები თავის ტერიტორიაზე ევროკავშირის 18 ქვეყანას აქვს. ყველაზე მეტ (92 მილიარდ კუბურ მეტრ) გაზს გერმანია მოიხმარს, რომლის ტერიტორიაზეც ევროკავშირში ყველაზე მსხვილი გაზსაცავებია. მათი რეზერვები 24 მილიარდ კუბურ მეტრად არის შეფასებული, თუმცა გაზსაცავების შევსების მაჩვენებელი გერმანიაში 66%-ს შეადგენს.  იტალიის გაზსაცავების კუმულაციური სიმძლავრე 20 მილიარდი კუბური მეტრია. იტალია წელიწადში 71 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს მოიხმარს. ბოლო მონაცემებით, ამ ქვეყნის გაზსაცავებში მარაგი 70% აღწევს.  ნიდერლანდების ყოველწლიური მოხმარება 44 მილიარდი კუბური მეტრია, თუმცა გაზსაცავების მარაგი 14 მილიარდი კუბური მეტრია. ამ დროისთვის ობიექტები 62%-ითაა დატვირთული.  უკრაინის წლიური მოხმარება, რომელც ახლა რუსეთთან ომშია ჩართული, 27 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, ხოლო გაზსაცავებში მარაგის შესაძლებლობა 31 მილიარდი კუბური მეტრია. ამ დროისათვის საცავები 22,9 % შევსებული. ევროპის გაზსაცავების მონაცემები:  ქვეყანა გაზის მოხმარება (მილიარდი კუბური მეტრი გაზსაცავის ტევადობა (მილიარდი კუბური მეტრი) შევსების მაჩვენებელი(%) ესპანეთი 32,1 3,5 75,6 ბელგია 18,4 0,92 71,4 რუმინეთი 11,7 3,38 55,1 უნგრეთი 10,6 6 49,2 ავსტრია 8,8 9 51 ჩეხეთი 8,8 3,68 77,7 პორტუგალია 5,9 0,37 99 საბერძნეთი 5,8 - გაზსაცავები არ აქვს სლოვაკეთი 4,9 3,96 68,3 ბულგარეთი 3 0,59 44,4 ხორვატია 3 0,53 47,9 დანია 2,8 0,93 85,6 ფინეთი 2,6 - გაზსაცავები არ აქვს ლიეტუვა 2,4 - გაზსაცავები არ აქვს შვედეთი 1,4 0,1 90,7 ლატვია 1,1 2 50,8

ევროკომისია ევროპული სატრანსპორტო დერეფნის უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიაზე გაფართოების ინიციატივით გამოდის

ევროკომისია ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) წესების გადახედვის შესახებ წინადადებაზე მუშაობს წინადადებები ტრანსევროპული სატრანსპორტო რუკიდან რუსეთს და ბელორუსს გამორიცხავს ევროკომისია ევროპული სატრანსპორტო დერეფნის უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიაზე გაფართოების ინიციატივით გამოდის, მათ შორის, მარიუპოლისა და ოდესის პორტების ჩათვლით. შესაბამისი განცხადებით, ევროკომისიის წარმომადგენელი ადალბერტ იანცი ცოტა ხნის წინ, ბრიუსელში გამოვიდა. სავარაუდოდ, ეს დერეფნები უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენის თვალსაზრისით, მთავარი პრიორიტეტები იქნება.  ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, ევროკომისია ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) წესების გადახედვის შესახებ წინადადებაზე მუშაობს, რათა შესაბამისად ასახოს გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილებები, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა გამოიწვია. „დღევანდელ კონტექსტში რუსეთთან და ბელორუსთან თანამშრომლობა არამხოლოდ შეუსაბამოა, არამედ ევროკავშირის ინტერესებშიც არ შედის“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა. TEN-T „ძირითად“ და „ყოვლისმომცველ“ ქსელებად იყოფა. ყოვლისმომცველ ქსელი - მთლიანად ევროპის რეგიონს ფარავს და ყველა ტიპის სატრანსპორტო კავშირებს მოიცავს. ძირითადი ქსელი - მოიცავს ყოვლისმომცველი ქსელის იმ ნაწილებს, რომლებიც აკავშირებს მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძებს და ყველაზე მეტად პრიორიტეტულია. ევროკავშირი ცენტრალური ქსელის შექმნის დასრულებას 2030 წლისათვის ისახავს მიზნად, კომპლექსური ქსელის - 2050 წლისთვის. 2018 წლის 18 ივლისს, ბრიუსელში ხელი მოეწერა TEN-T-ის საქართველოზე გავრცელების თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს. TEN-T-ის გაფართოვება აღმოსავლეთ პარტნიორობის არეალზე ფორმალურად ძალაში 2019 წლის 9 იანვარს შევიდა.  უფრო მეტი ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის შესახებ 2019 წლის 15 იანვარს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში ურთიერთკავშირების გაძლიერებას, ეკონომიკური ზრდის წახალისებას და 2030 წლისთვის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) ფარგლებში სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოვება, „აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“ ერთ-ერთ პრიორიტეტად განიხილება. „საინვესტიციო გეგმის ფარგლებში იდენტიფიცირებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე საქართველოსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის” დანარჩენ ქვეყნებში, ჯამში 12.8 მილიარდი ევრო დაიხარჯება. აღნიშნული რესურსი როგორც ევროკავშირის ასევე სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და თვითონ პარტნიორი ქვეყნების ბიუჯეტებიდან გამოიყოფა“. საინვესტიციო გეგმაში გათვალისწინებული პროექტების იდენტიფიცირება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მონაწილეობითა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით განხორციელდა. საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ პუნქტში, რომელიც 2019 წლის ინვრით თარიღდება, ასევე ვკითხულობთ, რომ ხსენებული პროექტებით შესაძლებელი გახდება ახალი და უკვე არსებული გზების, რკინიგზის, პორტების, აეროპორტების, ისევე როგორც, ლოგისტიკური ცენტრებისა და სასაზღვრო გამტარი პუნქტების მშენებლობა და რეაბილიტაცია.       ევროკომისია TEN-T-ს შესახებ ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელი (TEN-T) ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) პოლიტიკა ევროპის მასშტაბით სარკინიგზო ხაზების, გზების, შიდა წყლის გზების, საზღვაო გადაზიდვის მარშრუტების, პორტების, აეროპორტების და სარკინიგზო ტერმინალების ქსელის განხორციელებასა და განვითარებაზე ვრცელდება. საბოლოო მიზანი კი, ხარვეზების აღმოფხვრა, ბარიერებისა და ტექნიკური ბარიერების მოხსნა, ასევე ევროკავშირში სოციალური, ეკონომიკური და ტერიტორიული ერთობის გაძლიერებაა.

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირმა რუსული გაზის შესყიდვის წილი ორჯერ შეამცირა

უკრაინაში ომის დაწყებიდან 6 თვეში ევროკავშირის შესყიდვებში, რუსული გაზის წილი განახევრდა. ამის შესახებ, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა. ევროპის გაზსაცავები შიდა მოთხოვნის მეოთხედს აკმაყოფილებენ. ევროკავშირი გაზის ახალ ექსპორტიორებს ეძებს „ომის დაწყებამდე ეს წილი 40% შეადგენდა, ახლა კი 20%-ია“, - თქვა ბორელმა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია „მოითხოვო გაზის შესყიდვების სრული შეწყვეტა ღამით“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს „ასწაულების მოხდენა არ შეუძლია“. „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა რუსეთიდან მიწოდებაზე უარის თქმის ფონზე, ევროკავშირის ქვეყნები ივლისის ბოლოს შეთანხმდნენ, რომ მომავალი ზამთრის სეზონისთვის გაზის მოხმარება ბოლო ხუთი წლის საშუალოდან 15%-ით შეამცირონ. ომის დაწყების შემდეგ ევროპაში ენერგიის მიწოდება მკვეთრად შემცირდა და ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით ავსტრიამ, ნიდერლანდებმა, დანიამ, შვედეთმა, უნგრეთმა და გერმანიამ ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.  

ლატვია ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს

„ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა და ოფიციალურად აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“, ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა. „ევროკავშირმა უნდა განიხილოს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. მე ვიმეორებ წინადადებას რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტურისტული ვიზის აკრძალვის შესახებ", - განაცხადა რინკევიჩსმა. ლატვიელმა დიპლომატმა „რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების სასტიკი მკვლელობა ოლენივკაში და რუსი სამხედროების მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკე“ დაგმო. უკრაინელმა სამართალდამცველებმა დონეცკის ოლქში, ოლენივკას ციხის რუსული ჯარების მიერ დაბომბვის ფაქტზე, რასაც დაახლოებით 40 ადამიანი ემსხვერპლა და 130 დაშავდა, გამოძიება დაიწყეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა განზრახ ცეცხლი გაუხსნეს ოლენივკას ციხეს, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იყვნენ განთავსებულნი. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, „ვაგნერის“ ჯგუფმა დროებით ოკუპირებულ ქალაქ ოლენივკაში უკრაინელი სამხედრო ტყვეები მოკლა. ცნობისათვის, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა. 

ევროკავშირში რუსული ნახშირის იმპორტი აიკრძალა

1-ელი აგვისტოდან ევროკავშირში რუსული ნახშირის იმპორტი აიკრძალა. აღნიშნული შეზღუდვები უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო დაწესდა. ევროპასა და აზიაში ნახშირის ფასმა რეკორდულ დონეს მიაღწია ამ სანქციის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა 2022 წლის აპრილში მიიღო.   რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, 2021 წელს ქვეყანამ ევროპაში 48,7 მილიონ ტონაზე მეტი ნახშირი გაიტანა. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლაი შულგინოვმა განაცხადა, რომ არსებული ვითარების პირობებში რუსულ კომპანიებს ალტერნატიული ბაზრების მოძებნა მოუწევთ.  ვითარება ქვანახშირის მსოფლიო ბაზარზე - როგორ ჩაანაცვლებს ევროკავშირი რუსულ ნედლეულს 

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება. შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს.  მთავარი თემა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და მასთან დაკავშირებული პროცესია. შალვა პაპუაშვილის გარდა, ევროპელ დიპლომატებთან შეხვედრაში მონაწილეობენ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.   

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა  ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობის პროცესი იყო. შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და  საელჩოების წარმომადგენლებს დეტალურად გაცნო გრაფიკი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების შეტანა და შემდგომ, მათი მიღება არის დაგეგმილი.  „შევხვდით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და საელჩოების წარმომადგენლებს, მივაწოდეთ ინფორმაცია თუ როგორ მიდის  12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მუშაობა. გავაცანით ის დროის გრაფიკი, რომელიც საკმაოდ მკაფიო და მკაცრია, თუ როდის უნდა მოხდეს შესაბამისი ინიციატივების შემოტანა და  მათი მიღება მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტში. ასევე გავაცანით იმ შეხვედრების გრაფიკი, რომელიც აქამდე გაიმართა კომიტეტის, სამუშაო ჯგუფის თუ სხვა თავისუფალ ფორმატებში. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის დაგეგმილი“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატები,  უზრუნველყოფს მხარეთა ჩართულობას ამ პროცესში და მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა, რათა  შემუშავებული  და  განხილული იქნას კანონპროექტები. „ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ საპარლამენტო ფორმატები არის აქ წამყვანი. კომიტეტები, სამუშაო ჯგუფები, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატებია, რომელიც უზრუნველყოფს ჩართულობას ამ პროცესში, რომ პროცესი იყოს თავად ინკლუზიური და ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვისაც აინტერესებს საქართველოს ევროპული მომავალი, აინტერესებს იყოს ნაწილი 12 რეკომენდაციის შესრულებისა და აინტერესებს მათ შორის, რომ იყოს დეპოლარიზაციის ნაწილიც, იყოს ამ სამუშაო ჯგუფებში და კომიტეტის სხდომებზე, რათა შემუშავდეს და შემდგომ განხილულ იქნას კანონპროექტები. ამაზე არის ყველას თანხმობა და ერთსულოვნება. - ამას გულისხმობს დემოკრატია და დემოკრატიული პროცესები“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, შეხვედრაში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი მონაწილეობდნენ.  

48 ოპოზიციონერი დეპუტატი „ქართულ ოცნებას" ერთობლივი განცხადებით მიმართავს

მივმართავთ „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების – შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანია, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ კელი დეგნანს და კარლ ჰარცელს, ვაფასებთ მათი მხრიდან დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დასახმარებლად გაწეულ შრომასა და ძალისხმევას, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც 48 ოპოზიციონერი დეპუტატი ავრცელებს. „ჩვენ, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ვაღიარებთ რა ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის უდიდეს დამსახურებას საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, მათ უდიდეს დახმარებას ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი ხალხის სწრაფვაში, გახდეს დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი წარმომადგენელი; ვეხმიანებით რა ქართველი ხალხის მყარად გამოხატულ ნებას, რომ უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, რამაც ასახვა ჰპოვა საქართველოს კონსტიტუციაში; ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცილისმწამებლურ და დეზინფორმაციულ კამპანიას დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორების - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ. აღნიშნული განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიკვეთა „ქართული ოცნების" უმაღლესი პარტიული და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების, ასევე „ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასულ, მაგრამ რეალურად ამ პოლიტიკური ძალის ორგანულ ნაწილად დარჩენილ, საქართველოს პარლამენტისა თუ ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა წევრების მხრიდან საქართველოში შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩების მიმართ განხორციელებულ ცილისმწამებლურ თავდასხმებში - თითქოს ისინი საქართველოს ომში ჩართვას ცდილობდნენ რუსეთის წინააღმდეგ და რადგან ამ მიზანს ვერ მიაღწიეს, თითქოს მათ ხელი არ შეუწყვეს საქართველოსათვის ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ „ქართული ოცნების" ამ პოლიტიკურ კამპანიაში სასამართლო კორპუსის გარკვეული წარმომადგენლებიც არიან ჩართული. ბიძინა ივანიშვილის, 2022 წლის 27 ივლისს გამოქვეყნებული წერილი, რომლითაც ის ადასტურებს აშშ-ის ელჩის, ქალბატონ კელი დეგნანის ინიციატივით 2022 წლის 21 მარტს მათ შეხვედრას, მაგრამ არაფერს ამბობს ამ შეხვედრის დროს გამართული საუბრის შინაარსზე, შეფარვით ამყარებს „ქართული ოცნების" ზემოხსენებულ მესიჯს, თითქოს დასავლეთს საქართველოს „ომში ჩათრევა" სურს. აღნიშნული მიუთითებს ბიძინა ივანიშვილის კავშირზე „ქართული ოცნების" ამ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიასთან. მმართველი პოლიტიკური ძალის ამგვარი მოქმედება ემსახურება ევროპის კავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრირებისათვის ხელის შეშლის მიზანს, მაშინ როდესაც ამგვარი ინტეგრირების უზრუნველყოფა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციური ორგანოების და ე.ი. „ქართული ოცნების" ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს. მმართველი ძალის ამგვარი მოქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ის მიმართულია დასავლელი მოკავშირეებისა და პარტნიორებისაგან საქართველოს დაშორებისაკენ და ოკუპანტი სახელმწიფოს პირისპირ მისი მარტოდ დატოვებისაკენ, რაც მხოლოდ ამ ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის ინტერესებში შედის. მიუხედავად ზემოხსენებული ელჩების არაერთი საჯარო განცხადებისა, რომ შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს არ სურთ და არც არასდროს სურვებიათ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს ომში ჩართვა და რომ ამგვარი გამონათქვამები სიმართლეს არ შეესაბამება, „ქართული ოცნება" მაინც ჯიუტად აგრძელებს სიცრუის ტირაჟირებას. მივმართავთ „ქართული ოცნებას", დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების - შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ წარმოებული, ზემოხსენებული ცილისმწამებლური და დეზინფორმაციული კამპანია. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოში აშშ-ის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს და ევროკავშირის ყოფილ ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს. ვაფასებთ მათი მხრიდან დასავლური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დასახმარებლად გაწეულ შრომასა და ძალისხმევას“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ : 1.არმაზ ახვლედიანი - საქართველოს პარლამენტის წევრი (დამოუკიდებელი დეპუტატი) 2. თეონა აქუბარდია - საქართველოს პარლამენტის წევრი ( პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი'') 3.დავით ბაქრაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (დამოუკიდებელი დეპუტატი) 4.ანა ბუჩუკური - საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის'') 5.ლევან ბეჟაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 6. თინათინ ბოკუჩავა - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 7.გიორგი ბოტკოველი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 8.გიორგი გოდაბრელიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 9. რომან გოცირიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 10.მიხეილ დაუშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის'') 11.ხატია დეკანოიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 12.ლევან ვარშალომიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 13. გიორგი ვაშაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი ( პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი'') 14.აბდულა ისმაილოვი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 15.შალვა კერესელიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის'') 16.მანუჩარ კვირკელია - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 17.ვახტანგ კიკაბიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 18.დავით კირკიტაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 19.თამარ კორძაია - საქართველოს პარლამენტის წევრი (დამოუკიდებელი დეპუტატი) 20.ბექა ლილუაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის'') 21.ნონა მამულაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 22. პაატა მანჯგალაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი'') 23.ნიკა მაჭუტაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 24.აკაკი მინაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 25.ალექსანდრე მოწერელია - საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის'') 26.ტარიელ ნაკაიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (დამოუკიდებელი დეპუტატი) 27.ანა ნაცვლიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი ( პოლიტიკური პარტია ,,ლელო საქართველოსთვის'') 28. კობა ნა ყოფია - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 29. რამაზ ნიკოლაიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 30. კახაბერ ოქრიაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 31. სალომე სამადაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი ( პოლიტიკური პარტია ,,ლელო საქართველოსთვის'') 32. ხათუნა სამნიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია ,,რესპუბლიკელებიგუბაზსანიკიძე- საქართველოსპარლამენტისწევრი (საპარლამენტოფრაქცია „ერთიანინაციონალურიმოძრაობა'' -გაერთიანებულიოპოზიცია ,,ძალაერთობაშია") 34.სულხან სიბაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' -გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 35. დავით უსუფაშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი ( პოლიტიკური პარტია ,,ლელო საქართველოსთვის'') 36.ბაჩუკი ქარდავა - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' -გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 37.შალვა შავგულიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (დამოუკიდებელი დეპუტატი) თამარჩარკვიანი - საქართველოსპარლამენტისწევრი (პოლიტიკურიპარტია „კანონიდასამართალი'') 39.ცეზარი ჩოჩელი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 40.ნატო ჩხეიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 41.როსტომ ჩხეიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 42.ანა წითლიძე- საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 43.დავით ხაჯიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 44.ლევან ხაბეიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 45.ეკატერინე ხერხეულიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 46. გიორგი ხოჯავანიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი (პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის'') 47.დევი ჭანკოტაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია") 48.თეიმურაზ ჯანაშია - საქართველოს პარლამენტის წევრი (საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' - გაერთიანებული ოპოზიცია ,,ძალა ერთობაშია").  

ანრი ოხანაშვილი: ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების მუშაობის პროცესს პრეზიდენტის წარმომადგენელი დააკვირდება

"ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების მუშაობის პროცესს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი დააკვირდება", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. "ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების მუშაობის პროცესს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი დააკვირდება. სავარაუდოდ, ამერიკის საელჩო ჩაერთვება სხვადასხვა სამუშაო ჯგუფში. ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ ჩააერთონ პროცესში", - განაცხადა ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე ხუთ სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომლებიც იმუშავებენ – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის, „საარჩევნო კოდექსის“, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურების თაობაზე.  

დეოლიგარქიზაციის შესახებ სამუშაო ჯგუფს ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად ხუთი სამუშაო ჯგუფი შექმნა. ანრი ოხანაშვილი: ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების მუშაობის პროცესს პრეზიდენტის წარმომადგენელი დააკვირდება კომიტეტის ფარგლებში შემდეგი ჯგუფები ჩამიყალიბდა: „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების, სასამართლო რეფორმის, „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით ინტენსიურ სამუშაო პროცესზე გადადის. „ის საორგანიზაციო საკითხები, რომელიც უკავშირდებოდა კონკრეტულ ფოკუს ჯგუფებთან და პოლიტიკურ პარტიებთან პირველ შეხვედრებს, პრაქტიკულად, დასრულებულია. პარლამენტის თავმჯდომარის უშუალო ჩართულობით და მისი ხელმძღვანელობით ჩვენ, 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ყველა პუნქტთან დაკავშირებით ჩავატარეთ შეხვედრები, პირველ რიგში, პოლიტიკურ პარტიებთან და ისინი სრულად საქმის კურსში არიან როგორ წარიმართება პროცესი. შესაბამისად, ყველა ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში, იქნება ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, თუ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, ესწრებოდნენ ამ სამუშაო შეხვედრებს და დღესაც აქ არიან წარმოდგენილნი, რაც მისასალმებელია და სწორია. ჩვენ პირველი პუნქტის შესაბამისად ვმოქმედებთ. დეპოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება არის სწორედ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი კონკრეტულ საკითხზე მუშაობისთვის. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, ოპონენტები ვინც ამ პროცესის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ისინი პირდაპირ ეწინააღმდეგებიან პირველ პუნქტს, რასაც ჰქვია დეპოლარიზაცია, ვინაიდან ალტერნატიული ე.წ. ჯგუფების შექმნა, რომელსაც არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, სხვა არაფერია თუ არა პოლარიზაცია და ამ პოლარიზაციის გაღრმავება. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში და ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად ინტენსიურ სამუშაო პროცესზე გადავდივართ“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. "დეოლიგარქიზაციის", სასამართლო რეფორმის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების შესახებ სამუშაო ჯგუფებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უხელმძღვანელებს , ხოლო საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფს - ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი მიქანაძე. სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში შედიან ფრაქცია „ქართული ოცნების“ და საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, სამოქალაქო საზოგადოების ( აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის) და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირები. საპარლამენტო ოპოზიციიდან სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ: „მოქალაქეების“, „ევროპელი სოციალისტების“ და, „გირჩის“ წარმომადგენლები, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრები. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები, მათ მიერ გამოთქმული სურვილის შესაბამისად, მონიტორინგს გაუწევენ სამუშაო ჯგუფების საქმიანობას. მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში, პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობა, ასევე, ექნებათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს.~ 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უფრო დეტალურად ევროკომისიის რეკომენდაციებს ამ ბმულზე გაეცანით დოკუმენტში დეოლიგარქიზაციაზეც არის ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.

ნიკოლოზ სიმონიშვილი: მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებული ჯგუფის მუშაობაში ჩართვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა მიეცეს

მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებული ჯგუფის მუშაობაში ჩართვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა მიეცეს, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სიმონიშვილმა ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს შესახებ - დეტალურად სიმონიშვილის განცხადებით, აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის საშუალება უნდა ჰქონდეს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს, ვისაც ამის სურვილი აქვს. „ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ მონაწილეთა რაოდენობა გაზრდილიყო. ეს ხელს უშლის სრულ ინკლუზიურობას, რასაც გვთხოვს ევროკავშირი. მაქსიმალურად ჩართულობითი უნდა იყოს ეს პროცესი, ევროკავშირმა ეს პირდაპირ დაგვიწერა,“ - განაცხადა სიმონიშვილმა. ამასთან, ნიკოლოზ სიმონიშვილის თქმით, სასამართლო სისტემას ფუნდამენტური ცვლილებები სჭირდება - „ევროკავშირმა უარი კანდიდატის სტატუსზე იმიტომ კი არ გვითხრა, რომ ჩვენი სასამართლო გადატვირთულია, არამედ იმის გამო გვითხრა, რომ სასამართლო სისტემაში არაფორმალური გავლენები გვაქვს და ეს უნდა აღმოიფხვრას“. ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად ხუთი სამუშაო ჯგუფი შექმნა. ამასთან, კომიტეტის ფარგლებში შემდეგი ჯგუფები ჩამიყალიბდა: „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების, სასამართლო რეფორმის, „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების.  

ევროკავშირი: უმკაცრესად ვგმობთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომს, ასევე, კვლავ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას საქართველოს ტერიტორიებზე

„ევროკავშირი ერთხმად უმკაცრესად გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საფუძველმოკლებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომს, ასევე კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და ამ ტერიტორიებზე მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას“, - შესაბამის განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით ავრცელებს. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა „რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ევროკავშირი ერთხმად უმკაცრესად გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის საფუძველმოკლებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომს, ასევე კვლავ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და ამ ტერიტორიებზე მისი სამხედრო ძალების ყოფნის გაგრძელებას. ეს არის როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა. კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებები ისევ ირღვევა, მათ შორის ე.წ. "ბორდერიზაციის", გადაკვეთის პუნქტების დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით. მათი გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა უნდა შეწყდეს. კვლავ მოვუწოდებთ ანგარიშვალდებულებისკენ, მათ შორის წარსულში ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევის სანდო გამოძიების გზით, რათა დამნაშავეებმა პასუხი აგონ, მსხვერპლებისთვის სამართლიანობა აღდგეს და უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილების სათანადო შესრულება. კვლავ სრულად მხარს ვუჭერთ კონფლიქტების მოგვარებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ევროკავშირის ჩართულობის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის, და ადგილზე უწყვეტად მყოფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით. ვადასტურებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერების საკითხს განიხილავენ - რუსლან სტეფანჩუკი

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა. ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა ესტონეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზებისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა აკრძალა „როდესაც ჯერ არ არის კოლექტიური - „დიახ", მაგრამ არის ინდივიდუალური პოზიცია. სათითაოდ, ევროკავშირის ქვეყნები უარს ამბობენ რუსებისთვის ვიზების გაცემაზე. ეს არ საჭიროებს ხანგრძლივ და ვრცელ დისკუსიებს. ლატვია, ესტონეთი, ჩეხეთი, ნიდერლანდები და ბელგია არ ერიდებიან შეზღუდვების შემოღებას და რუსებისთვის იმის დემონსტრირებას, რომ მათ არ მიესალმებიან ევროპაში“, - განაცხადა რუსლან სტეფანჩუკმა. სანა მარინი: არასწორია, როცა რუსეთი ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები კი ევროპაში მოგზაურობენ ესტონეთის პრემიერი: დროა, შევაჩეროთ ტურიზმი რუსეთიდან მისი თქმით, საბოლოოდ, ყველა მიხვდა, რომ ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრება და ომის ხელშეწყობა ერთმანეთთან თავსებადი არ არის. საბერძნეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა შეაჩერა სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ ამიერიდან, რუსები ვერ შეძლებენ დასასვენებლად წასვლას მსოფლიოს დედაქალაქებში. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, საზღვრები რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ჩაკეტოს. რუსებს ჯერჯერობით შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობის მონახულება, პირდაპირი საჰაერო კავშირების არარსებობის მიუხედავად. თუმცა დასავლეთის სანქციების სიაში მყოფი პირებისთვის, ბევრი ოლიგარქისა და მაღალი თანამდებობის პირისთვის, რომლებიც დაკავშირებულნი არიან პრეზიდენტ პუტინთან, ევროკავშირში მოგზაურობა აკრძალულია. დასავლეთის სანქციები რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა გამოიწვია.  

რუსულ ქვანახშირზე ბრიტანეთისა და ევროკავშირის ემბარგო ამოქმედდა

ევროკავშირი და ბრიტანეთი 10 აგვისტოდან რუსული ქვანახშირის იმპორტს აჩერებენ. რუსულ ქვანახშირზე ემბარგოს გადაწყვეტილება ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო სანქციების მეხუთე პაკეტში დაამტკიცა. გადაწყვეტილების თანახმად, დღეიდან იკრძალება რუსული ქვანახშირის შესყიდვა, იმპორტი და სხვა მყარი მადნების გადატანა ევროკავშირში, რომელიც სათბობად გამოიყენება.  ნახშირზე ევროპული ემბარგოს დაწესების შედეგად რუსეთი წელიწადში დაახლოებით 8 მილიარდი ევროს შემოსავლის დაკარგვას. ემბარგო ასევე გავლენას ნახშირის იმპორტის მეოთხედზე მოახდენს.  

ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს შეხვდნენ

საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ჟულიენ კრამპსი და ამერიკის საელჩოს პოლიტიკური ოფიცრები ლანა ოუენი და ევან ელიოტი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილს, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძეს და პარლამენტის წევრს მიხეილ დაუშვილს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრებზე საუბრის ძირითა თემა ევროკავშირის თორმეტპუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობას ეხებოდა. „ვისაუბრეთ თუ როგორ მიმდინარეობს იმ 12 დავალების შესრულება, რაც ევროკავშირისგან გვაქვს, რომ მივიღოთ ესოდენ ნანატრი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა, სტუმრებს ვუთხარი რა კეთდება პარლამენტში, რამდენად ინტენსიურად საქმიანობს ეს სამუშაო ჯგუფები, რამდენად არის ოპოზიცია ჩართული ამ საკითხში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მართლმსაჯულების რეფორმას. დიპლომატებს ვაცნობეთ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელმაც ალტერნატიული ხედვა წარმოადგინა „ქართული ოცნების“ გარდა მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით და რამდენად მნიშვნელოვანია ეს“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას ორივე საელჩოს წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოხატეს, რომ დაგვეხმარონ ამ მიმართულებით. მათ აინტერესებთ როგორ წარიმართება პროცესები დეპოლარიზაციის კუთხით. მე მათ გავაცანი „ლელოს“ პოზიცია იმის თაობაზე, რომ ჩვენ საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე ამ საკითხებში აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას, რაც შეეხება მოსამზადებელ სტადიას, სამუშაო ჯგუფებს და სხვა, აქ ჯობია ყველამ თავისი მოსაზრებები შეაჯეროს და სადაც რეალურად ხდება ღია პროცესში ამ საკითხების განხილვა, ანუ კომიტეტების სხდომებზე, იქ წარმოვადგინოთ ჩვენი პოზიციები“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ლელოს“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა შეხვედრის შემდეგ. „ჩვენ ვისაუბრეთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, დიპლომატებს გავაცანი ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ ვხედავთ საპარლამენტო კომიტეტებსა და სასესიო დარბაზში აქტიურ დებატებს ამ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ. გარდა ამისა ვისაუბრეთ საქართველოში ზოგადი პოლიტიკური სიტუაციის შესახებ, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.  

დმიტრო კულება ევროკავშირისა და G7-ის ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირსა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, რუსების უმრავლესობა უკრაინის წინააღმდეგ ომს უჭერენ მხარს. ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, საზღვრები რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ჩაკეტოს „მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის უფლება, სანამ არ ისწავლიან პატივისცემას“, - წერს კულება. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.  

რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერება ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის პრიორიტეტია - ერმაკი

რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერება ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრი იერმაკმა. „სსრკ-ის ნამდვილი მკვიდრი უნდა იყოს იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან. რუსებისთვის შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვა ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია. დავეხმაროთ რუსებს, რომ აღადგინონ საბჭოთა კავშირი მის საზღვრებში“, - ამბობს ანდრი იერმაკი. მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირსა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. მისივე თქმით, რუსების უმრავლესობა უკრაინის წინააღმდეგ ომს უჭერენ მხარს. ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, საზღვრები რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ჩაკეტოს „მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის უფლება, სანამ არ ისწავლიან პატივისცემას“, - წერს კულება Twitter-ზე. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.

მიხეილ სარჯველაძე შენგენის ზონაში რუსეთის მოქალაქეების შესვლის შესაძლო აკრძალვაზე: გასათვალისწინებელია რუსეთში მცხოვრები მილიონი ქართველი

„ევროკავშირის მიერ შენგენის ზონაში რუსეთის მოქალაქეების შესვლის აკრძალვაზე მსჯელობის დაწყება და ცალკეული განცხადებები არ ნიშნავს იმას, რომ ეთნიკური ნიშნით ვინმეს მიმოსვლა შეეზღუდება, დავუშვათ ეს გადაწყვეტილებაც რომ იყოს მიღებული, საქართველოს შემთხვევაში გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი, სპეციფიკური გარემოება - მილიონ ეთნიკურად ქართველს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, კავშირები აქვს შენარჩუნებული საქართველოსთან“, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ინფორმაციას, რომ ევროკავშირის სანქციების შემდეგ პაკეტში შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვაც მოხვდეს. სარჯველაძის აზრით, ევროპულ სახელმწოფოს მსგავსი გარემოება რომ ჰქონდეს - ეთნიკურად თავისი მოსახლეობის 1/4 რუსეთში ცხოვრობდეს და რუსეთის მოქალაქე იყოს, ამას მხედველობაში მიიღებდა. ესტონეთი შენგენის ვიზის მქონე რუსეთის მოქალაქეებს, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს „საქართველოს ჰყავს დაახლოებით მილიონი ეთნიკურად ქართველი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, იქ საქმიანობს და კავშირები აქვს შენარჩუნებული საქართველოსთან. ეს გარემოება რომ მხედველობაში არ იყოს მიღებული, მე არ მგონია, რომ ეს მართებული იყოს. ამ სპეციფიკური გარემოების მხედველობაში მიღებაც აუცილებელი იქნება ყველა შემთხვევაში. ჯერ ერთი, ეთნიკური ნიშნით ვერ აიკრძალება, მოქალაქეობის ნიშნით თუ აიკრძალება, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ეს გახდეს პრობლემა 1 მილიონი ქართველისთვის საქართველოში ჩამოსვლა და აქ კავშირების შენარჩუნება“, - განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა. ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. 9 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკი დასავლეთს მოუწოდა, საზღვრები რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ჩაკეტოს. რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეჩერება ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის პრიორიტეტია - ერმაკი ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირსა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს 10 აგვისტოს მიმართა, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. მისივე თქმით, რუსების უმრავლესობა უკრაინის წინააღმდეგ ომს უჭერენ მხარს.  აღსანიშნავია, რომ რიგ ქვეყნებს ხსენებული ზომა უკვე შემოღებული აქვთ. ესტონეთის პრემიერი: დროა, შევაჩეროთ ტურიზმი რუსეთიდან ფინეთის პრემიერი: არასწორია, როცა რუსეთი ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები კი ევროპაში მოგზაურობენ

ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო კანონპროექტების უმეტეს ნაწილს უკრაინა წლის ბოლომდე მიიღებს - სტეფანჩუკი

უკრაინის პარლამენტის სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი კანონპროექტების უმეტესი ნაწილი 2022 წლის ბოლომდე მიიღება. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ პროცესის დაჩქარება, არამედ ხარისხი. „მოუთმენლად ველით ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. ჩვენ შევიმუშავეთ პრიორიტეტული კანონპროექტების სია ევროინტეგრაციის სფეროში და ვაპირებთ მათი უმეტესობის დამტკიცებას ამ წლის ბოლომდე“, - თქვა სტეფანჩუკმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია იყო, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.  

ევროკავშირმა ჟურნალისტების ფარული მოსმენების საქმეზე საბერძნეთის ხელისუფლებას წერილით მიმართა

მედიაში ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ, ევროკომისიამ პარასკევს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ საბერძნეთის ხელისუფლებას წერილით მიმართა, სადაც ფარული თვალთვალის შესახებ შეკითხვებს სვამს. ევროკომისია ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ისრაელის წარმოების ჯაშუშური პროგრამების გამოყენებას თვალყურს ადევნებს. ევროკომისიის წარმომადგენელმა Anadolu-ს დაუდასტურა, რომ ევროკომისიამ იგივე პროცედურა ევროკავშირის სხვა ქვეყნებთანაც გამოიყენა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს სავარაუდოდ, საბერძნეთის დაზვერვა აკონტროლებდა. საბერძნეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს.  მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთმა, პოლონეთმა და ესპანეთმა ისრაელის წარმოების ჯაშუშური პროგრამა Pegasus-ი გამოიყენეს. ევროკომისიის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, საბერძნეთში „ჟურნალისტებზე თავდასხმები და მუქარა გრძელდება და მედია გარემო კიდევ უფრო გაუარესდა“.  

ევროკავშირმა უკრაინას სახელმწიფო საზღვრის დასაცავად ოთხი კატერი გადასცა

ბელგოროდ-დნესტრის მესაზღვრეების რაზმს, ევროკვშირის ეგიდით, 2,2 მილიონი გრივნის ღირებულების ოთხი კატერი UMS – 425CC გადაეცა.   კატერში ოთხკაციანი ეკიპაჟი ეტევა, რომელიც სამაშველო ჟილეტებითა და ექო ხმის სიგნალითაა აღჭურვილი. როგორც სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, 2021 წელს, ამავე პროექტის ფარგლებში, მესაზღვრეებმა მიიღეს ორი კატარღა UMS-545DC და UMS-425CC, რომლებმაც სახელმწიფო საზღვრის დაცვაში „მაღალი საიმედოობა გამოიჩინეს“.  

ოლივერ ვარჰეი: ბურთი საქართველოს მოედანზეა. დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, კანონის უზენაესობის გაძლიერების ვალდებულება გადამწყვეტი იქნება

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ოლივერ ვარჰეი, საქართველოსთან მიმართებით, ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს გამოეხმაურა. ჯოზეფ ბორელი: საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის, მის ხელთ არსებული ევროპული პერსპექტივით   „მას შემდეგ რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და გამოხატა მზადყოფნა კომისიის მოსაზრებაში განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ბურთი საქართველოს მოედანზეა. შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები - ევროკავშირის ანგარიში დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, კანონის უზენაესობის გაძლიერების და ასევე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სერიოზული ვალდებულება გადამწყვეტი იქნება. ევროკავშირი საქართველოს ამ პრიორიტეტების შესრულების ძალისხმევის მხარდაჭერას გააგრძელებს. ასევე გავაგრძელებთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და აღდგენის მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საშუალებით“, - განაცხადა ვარჰეიმ. ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, 2016 წლის პირველ ივლისს ძალაში სრულად შევიდა. 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელშიც ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გაუწია. კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ უნდა მიენიჭოს, რაც კომისიის მოსაზრებაში მითითებული მთელი რიგი პრიორიტეტები შესრულდება. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. ღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გაეცანით Europetime-ის სტატიას ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას

ევროკავშირი: პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები 2021 წელს განაგრძობდა პოლიტიკურ ლანდშაფტზე გავლენას

ევროკავშირის შეფასებით, პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები 2021 წელს განაგრძობდა პოლიტიკურ ლანდშაფტზე გავლენას. ევროკავშირის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2021 წელს დიდი პოლიტიკური მოვლენები და საქართველოს პოლიტიკის პოლარიზაციის შემდგომი გაღრმავება აღინიშნებოდა. „პოლიტიკურად სენსიტიური სასამართლო საქმეები 2021 წელს განაგრძობდა პოლიტიკურ ლანდშაფტზე გავლენას. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკანორ მელიას საპარლამენტო იმუნიტეტი მოუხსნეს და 2021 წლის თებერვალში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე წინა სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მისმა დაკავებამ შემდგომი პოლარიზაცია გამოიწვია. 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში, მისი გირაო ევროკავშირში დაფუძნებულმა ავტონომიურმა ორგანიზაციამ გადაიხადა. თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო თიბისი ბანკის დამფუძნებლები და პოლიტიკური პარტია ლელო 2022 წლის იანვარში; ბრალდება და პროცესი სახალხო დამცველის აპარატმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა გააპროტესტეს. 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია „მთავრის“ დირექტორის ბ-ნ გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და მას 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ორჯერ არის მსჯავრდებული და რომელსაც წინ კიდევ სამი სასამართლო პროცესი ელოდება, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს და დაპატიმრეს. 2021 წლის შემოდგომაზე, ბ-ნი სააკაშვილის ციხეში ყოფნის ვიდეომასალის გამოქვეყნებამ და სათანადო ჯანდაცვისა და სასამართლო სხდომებზე დასწრების უფლების სავარაუდო დარღვევამ შეშფოთება გამოიწვია. ბ-ნ სააკაშვილის სასამართლო საქმეზე განაჩენის გამოტანამდე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის ნოემბერში დროებითი ღონისძიების შესახებგადაწყვეტილება გამოგზავნა. მან დაავალა მთავრობას მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უზრუნველყო შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უსაფრთხოება. მან ასევე ბ-ნ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვიტისკენ მოუწოდა. სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, ბ-მა სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა და სამედიცინო რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება ქვეყნის იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების შესახებ ბ-ნ სააკაშვილის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

ევროკავშირი: სახალხო დამცველი სენსიტიურ საკითხებზე გამოხმაურებების გამო ზეწოლას განიცდიდა

ევროკავშირი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების ანგარიშში მიუთითებს, რომ სახალხო დამცველი და მისი აპარატი აქტიურად აგრძელებდა თავისი სამეთვალყურეო როლის შესრულებას. მისი მანდატის შესაბამისად გაცემული რეკომენდაციები კი, საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა. „ოფისმა განიცადა ზეწოლა იმის გამო, რომ ხმამაღლა ეხმაურებოდა გარკვეულ პოლიტიკურად სენსიტიურ საკითხებს, მათ შორის „თბილისის პრაიდს“ და ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის პატიმრობის პირობებს; განხორციელდა სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობის შერყევისა და მისი თანამშრომლების კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენების მცდელობები“, - წერია დოკუმენტში. შეგახსენებთ, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ნინო ლომჯარიას ბოლო პერიოდში მწვავედ აკრიტიკებენ და საქართველოს სახალხო დამცველს „ნაციონალური მოძრაობის“ ომბუდსმენს უწოდებენ. ლომჯარია თვლის, რომ „დაუსაბუთებელი თავდასხმები სახალხო დამცველის რეპუტაციას მხოლოდ აძლიერებს“.

2021 წელს საქართველომ ევროკავშირისგან მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის საგრანტო დახმარება მიიღო

2021 წელს საქართველომ ევროკავშირისგან მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის საგრანტო დახმარება მიიღო. ეს აჩვენებს ევროკავშირის მტკიცე სოლიდარობას საქართველოს მიმართ ამ უპრეცედენტო კრიზისის დროს. ამის შესახებ ნათქვამი ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიშში, რომელიც ევროკავშირმა გამოაქვეყნა. „ევროკავშირმა კვლავ განაგრძო ევროპის გუნდის (Team Europe) მიდგომა COVID-19 პანდემიის დასაძლევად, მათ შორის მჭიდრო და რეგულარული დიალოგის საშუალებით წევრ ქვეყნებთან კოორდინაციისა და წარმატებული ერთობლივი ძალისხმევის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, 2021 წლის საქართველოს მხარდაჭერის პრიორიტეტები ფოკუსირებული იყო არა მხოლოდ მედეგობის შესახებ ხელშეკრულების (Resilience Contract) განხორციელების გაგრძელებაზე (საბიუჯეტო დახმარება 75 მილიონი ევროს ოდენობით), არამედ მისი თანმდევი მედეგობის პროგრამის (Resilience Facility) ფარგლებში დამატებითი ღონისძიებების განხორციელებაზე (12.7 მილიონი ევროს ღირებულებით). ეს დამატებითი ღონისძიებები მიმართულია შემდეგ სფეროებზე: გარემოს დაცვა, ჯანდაცვის სისტემის რეფორმა (ტელემედიცინა) და სოციალური დაცვა (ახალი სოციალური კოდექსისშემუშავება). გარდა ამისა, 2021 წელს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს რვა არსებითი გრანტი გადაეცა, რომელიც მოიცავს ზედამხედველობას, გენდერს, ადამიანის უფლებებს და შესაძლებლობების განვითარებას, და ასევე მხარს უჭერს ამ ორგანიზაციებს COVID-19 პანდემიის უარყოფითი შედეგების დაძლევაში. კიდევ ერთი პრიორიტეტი იყო სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) მეოთხე ფაზისა და "ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის" (EU 4 Integrated Territorial Development) პროგრამის ფარგლებში ძირითად პროექტებთან კონტრაქტების გაფორმება, რაც შესრულდა ისე, როგორც იყო დაგეგმილი. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა შეასრულა თავისი ვალდებულებები საბიუჯეტო დახმარების კუთხით, რომელიც წლის ბოლომდე უნდა გადმოირიცხოს. საბიუჯეტო დახმარების ხუთი პროგრამის ფარგლებში 46 500 000 ევროდან (ყველა პირობის შესრულების შემთხვევაში გათვალისწინებული მაქსიმალური თანხა) გაიცა 34 750 000 ევრო. COVID-19 პანდემიის გამკლავებასთან დაკავშირებული ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოსთვის 2020-2021 წლებში 150 მილიონი ევრო გახდა ხელმისაწვდომი. პირველი ტრანში (75 მილიონი ევრო) 2020 წლის ნოემბერში გაიცა. საქართველოს მთავრობამ მეორე ტრანშის (75 მილიონი ევრო) მოთხოვნისგან თავი შეიკავა“, - წერია დოკუმენტში.

ევროკავშირი: სასამართლო სისტემაში რეფორმები გასული წლის განმავლობაში შეჩერდა და საკვანძო სფეროებში რეგრესიც კი განიცადა

ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სასამართლო სისტემაში რეფორმებს ცალკე თავი ეთმობა. დოკუმენტში წერია, რომ 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებასა და მომდევნო შემთხვევებში, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ აიღო ვალდებულება, მიეღო ამბიციური სასამართლო რეფორმა, როგორც პირველი ნაბიჯი ფართო, ინკლუზიური პარტიებს შორის შეთანხმებული რეფორმის პროცესისა. მიუხედავად ამისა კი, სასამართლო სისტემაში წარდგენისა და დანიშვნის პროცესები 2021 წელს კომპლექსური რეფორმების გარეშე გაგრძელდა. სასამართლო სისტემაში რეფორმები გასული წლის განმავლობაში შეჩერდა და საკვანძო სფეროებში რეგრესიც კი განიცადა. საქართველოს ხელისუფლებამ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გაზარდის ვალდებულება არაერთხელ აიღო, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესში ცვლილებების შეტანის საშუალებით ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ზედიზედ სამ დასკვნაში მოცემული რეკომენდაციების შესაბამისად. თუმცა, 2021 წლის 12 ივლისს, პირველ დეკემბერს და 29 დეკემბერს, შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს მთლიანობაში 11 მოსამართლე დაინიშნა. 2019-2021 წლებში საქართველოს პარლამენტმა 28-ვე ახლად არჩეული მოსამართლე, ოპოზიციური პარტიების ძალზე შეზღუდული მხარდაჭერით უვადოდ დანიშნა. 2021 წლის აპრილში საერთო სასამართლოებისშესახებ კანონში მცირე ცვლილებები შევიდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლეთა წარდგენის პროცესში ხანგრძლივად არსებული ხარვეზები (კერძოდ, გასაჩივრების პროცესის არარსებობა) აღმოუფხვრელი რჩება ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიუხედავად. ეუთო/ოდირის საბოლოო მონიტორინგის ანგარიშის11 თანახმად, პარლამენტის მიერ განხორციელებული დანიშვნის პროცედურის ეტაპი კვლავინდებურად არ ითვალისწინებს საკმარის სამართლებრივ გარანტიებს, რაც უარყოფითად აისახება მთლიანი პროცესის კეთილსინდისიერებაზე. მიუხედავად ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მოწოდებისა, შემდგომ სასამართლო დანიშვნებში პაუზა გაკეთებულიყო, მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 2021 წლის 26 მაისს და 31 ოქტომბერს, შესაბამისად მთლიანობაში ექვსი მოსამართლე წევრი დანიშნა. ეს გაკეთდა ნაჩქარევად, წინასწარი განცხადების და საჭირო შემოწმების გარეშე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოცხადებული ვაკანსია შეუვსებელი დარჩა. მოსალოდნელია, რომ ეს არამოსამართლე წევრები უფრო ფართო კონსენსუსის საფუძველზე (პარლამენტის სამი მეხუთედის უმრავლესობით) შეირჩევიან და სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებს წარმოადგენენ. 2021 წლის 30 დეკემბერს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ. პროექტის შემუშავების პროცესში არ ჩატარებულა კონსულტაციები და დაჩქარებული პროცედურის გატარების დასაბუთება არ ყოფილა. ცვლილებებმა გააძლიერა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოზიცია, შექმნა მოსამართლეთა ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანის შესაძლებლობა ევროსტანდარტებით მოთხოვნილი შეზღუდვების გარეშე და დისციპლინური სამართალწარმოების ახალი საფუძველი. ვენეციის კომისიამ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მოთხოვნილ დასკვნაში12, გამოთქვა შეშფოთება გადამეტებულ დაჩქარებასთან, ინკლუზიური და ეფექტიანიკონსულტაციების ნაკლებობასთან და ამ ცვლილებების მოტივების გამჭვირვალობის ნაკლებობასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის ივნისის გადაწყვეტილების შესასრულებლად პარლამენტს 2021 წლის ივლისში წარედგინა კანონპროექტი, რომელიც ადგენს სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნების წესებს. გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული. მომავალი გენერალური პროკურორების არჩევისთვის, 2021 წლის 29 ივნისს წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს პარლამენტში კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრას. თუმცა, ვენეციის კომისიის არსებული რეკომენდაციების და 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების მიუხედავად, ეს დებულება პარლამენტში პირველი კენჭისყრის შემდეგ არ შენარჩუნდა“, - წერია დოკუმენტში.

ევროკავშირის ანგარიშში მედიის თავისუფლების საკითხები და დიპლომატების ფართო მოსმენების შესახებ ცნობები მოხვდა

ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს მედიაგარემო კვლავ პლურალისტური და კონკურენტუნარიანია, მაგრამ ასევე ძალზედ პოლარიზებული. ევროკავშირის ანგარიში აღნიშნავს, რომ საქართველომ 2022 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მაჩვენებლით 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილი დაიკავა. მისივე თანახმად, აღნიშნული წარმოადგენს საქართველოში მედიის თავისუფლების მნიშვნელოვან გაუარესებას 2021 წელთან შედარებით, განსაკუთრებით ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან მიმართებით. „თავისუფლების სახლის (Freedom House) რეიტინგი შემცირდა და საერთო "თავისუფლების ქულა" არის 58/100 20228 წელს 60/100-თან შედარებით 2021 წელს და 61/100 2020 წელს. ულტრამემარჯვენე ჯგუფმა ალტინფომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სატელევიზიო მაუწყებლობის უფლება მოიპოვა. 2021 წლის 5 ივლისს თბილისში ღირსების მარში გაუქმდა მას შემდეგ, რაც ძალადობრივი დემონსტრანტები შეიჭრნენ ლგბტიქ აქტივისტების შტაბ-ბინაში და თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო პირებს. მთავრობამ და სამართალდამცავებმა მშვიდობიანი შეკრების უფლება და მომიტინგეების უსაფრთხოება საკმარისად ვერ დაიცვეს. თავდამსხმელების წინააღმდეგ სამართლებრივი ღონისძიებები გრძელდება; თუმცა კოორდინირებული თავდასხმის ორგანიზატორებს ბრალი არ წაუყენეს“, - წერია ანგარიშში. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა ცნობები ქართველი საზოგადოებისა და დიპლომატების ფართო მოსმენების შესახებ. „მედიამ მიიღო წვდომა დიდი რაოდენობით ფაილებზე, რომელიც პირად სატელეფონო საუბრებს ეფუძნებოდა. საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. 2022 წლის 7 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის შესაბამისად მატულობს სამართალდარღვევათა რაოდენობა, რომელთა მიმართებით ნებადართული იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ხოლო ამ მოქმედებების ხანგრძლივობა იზრდება. ამან გამოიწვია შეშფოთება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან დაკავშირებით. 2022 წლის 22 ივნისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო“, - ვკითხულობთ დოკუმენტში. ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა. თუმცა შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები, მათ შორის, სასამართლო სისტემა, ამასთანავე, ადამიანის უფლებებთან მიმართებით არსებითი უკუსვლა მოხდა.

ევროკავშირის ანგარიში: შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები

ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.  ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები. „2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა. თუმცა შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები (მათ შორის სასამართლო სისტემა); ამასთანავე, ადამიანის უფლებებთან მიმართებით არსებითი უკუსვლა მოხდა. ევროკავშირი აგრძელებდა საქართველოს გვერდში დგომას და უპრეცედენტო და არსებით ზომებს ახორციელებდა საქართველოს დასახმარებლად COVID-19 პანდემიით გამოწვეულ სანიტარიულ და სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაში. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც საქართველოს მიერ გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის შესახებ კომისიის მოსაზრებაში განსაზღვრული პრიორიტეტული საკითხების იქნება გადაწყვეტილი. ეს არის ისტორიული მომენტი ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში. ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად ინკლუზიური და პარტიათა შორის თანამშრომლობის საშუალებით, ევროპის გზით მისი შემდგომი წინსვლისთვის. ევროკავშირი ამ საქმეში საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები აიღოს. 33 განახლებული და სერიოზული ვალდებულება დემოკრატიული კონსოლიდაციისა, სასამართლო რეფორმებისა და ქმედებებისა პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად, 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად, გადამწყვეტი იქნება. ასევე საჭიროა დამატებითი ძალისხმევა ძირითადი უფლებების მეტი პატივისცემის უზრუნველსაყოფად, მათ შორის პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოსა და გენდერული თანასწორობის გარანტირების აუცილებლობის ჩათვლით. ეს არის არსებითი პრიორიტეტები საქართველოსთვის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის. და ბოლოს, უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური, ეკოლოგიურად დაბალანსებული და მდგრადი ზრდის უზრუნველყოფა და შემდგომი წინსვლა ციფრული კომპეტენციების გასაძლიერებლად და ციფრული წიგნიერების ასამაღლებლად. შრომის ინსპექციის დამატებითი თანამშრომლებით უზრუნველყოფა და გაფართოებული მანდატი ქმნის შესაძლებლობას გაძლიერდეს ზედამხედველობა შრომის უსაფრთხოებასა და შრომით უფლებებთან დაკავშირებით. სტრუქტურული რეფორმები გადამწყვეტი რჩება, რადგანაც მათი საშუალებით საქართველოს ეკონომიკა ნაკლებად მოწყვლადი ხდება საგარეო მოვლენებთან და შოკებთან მიმართებით, და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი და ვაჭრობის პოტენციალი უმჯობესდება. აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმისა და მრავალწლიანი ინდიკატიური პროგრამის მიერ შემოთავაზებულია შესანიშნავი ჩარჩოები ასეთი წინსვლის მისაღწევად“, - ნათქვამია ევროკავშირის ანგარიშში. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში პარასკევს გამოაქვეყნა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, 2016 წლის პირველ ივლისს ძალაში სრულად შევიდა. ის ხელს უწყობს პოლიტიკური კავშირების გაღრმავებას, ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას, საერთო ღირებულებების პატივისცემას; შეთანხმება ასევე ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობისა და ევროკავშირის მიერ საქართველოში რეფორმების მხარდაჭერის საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, ახლოვდება ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მიერ 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგის მიღება. 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელშიც ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გაუწია. კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ უნდა მიენიჭოს, რაც კომისიის მოსაზრებაში მითითებული მთელი რიგი პრიორიტეტები შესრულდება. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. ღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

სანქციების გამო, გერმანიას ათი რუსული თვითმფრინავი ვერ ტოვებს

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო, ათი რუსული თვითმფრინავი გერმანიის აეროდრომებზე რჩება. DW-ს ცნობით, ძირითადად საუბარია საქმიანი მიზნით გამოსაყენებელ თვითმფრინავებზე ან ჩარტერულ ფრენებზე. კერძოდ, თვითმფრინავები გაჩერებულია ლაიფციგში, კიოლნში, ფრანკფურტსა და ბადენ-ბადენში. გარდა ამისა, RND Group-ის თანახმად, Airbus A320 თვითმფრინავი, რომელიც ოდესღაც იჯარით იყო გაცემული რუსული გადამზიდავის მიერ, მიუნხენშია გაჩერებული. ეს თვითმფრინავები ქვეყანას სანქციების გამო ვერ ტოვებენ. გერმანიამ რუსული თვითმფრინავებისთვის ცა, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ ჩაკეტა. გერმანიის ტრანსპორტის სამინისტრომ განმარტა, რომ რუსულ თვითმფრინავებს შეუძლიათ, მიიღონ მხოლოდ ძირითადი ტექნიკური მომსახურება. აკრძალულია ნებისმიერი სხვა ზომა, ისევე როგორც სათადარიგო ნაწილების მიწოდება. Reuters-ი 9 აგვისტოს იუწყებოდა, რომ რუსულმა ავიახაზებმა, მათ შორის „აეროფლოტმა“, სანქციების გამო თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილებად დაშლა დაიწყო.  

40-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად, საქართველო მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს სამხედროები ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან

მსოფლიოს ქვეყანები, მათ შორის, საქართველო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, მისი უშუალო შემოგარენიდან და მთელი უკრაინიდან. შესაბამისი ტექსტი ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე განთავსდა. განცხადების ავტორების თქმით, რუსეთის ფედერაციის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინის, სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაეროს წესდების უხეში დარღვევაა. „რუსული სამხედრო ძალების არსებობა ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფერხებს ოპერატორს და უკრაინის ხელისუფლებას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ვალდებულებების შესრულებაში საერთაშორისო კონვენციებისა და IAEA-ს უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად და ხელს უშლის IAEA-ს, შეასრულოს მისი უსაფრთხოების მანდატი. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და ყველა სხვა არასანქცირებული პერსონალი ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, მისი უშუალო შემოგარენიდან და მთელი უკრაინიდან, რათა ოპერატორმა და უკრაინის ხელისუფლებამ განაახლონ თავიანთი სუვერენული პასუხისმგებლობა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ლეგიტიმურ მოქმედ პერსონალს შეეძლოს თავისი მოვალეობების შესრულება გარე ჩარევის, საფრთხის ან სამუშაოს დაუშვებლად მკაცრი პირობების გარეშე”,- აღნიშნულია განცხადებაში. მისივე თანახმად, უდავოა, რომ რუსეთის შეჭრა და მისი მუდმივი ყოფნა უკრაინის ბირთვულ ობიექტებში მნიშვნელოვნად ზრდის ბირთვული ინციდენტებისა და ავარიების რისკს. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ დეზინფორმაციის გამოყენებას უკრაინაში მისი უკანონო ქმედებების გასამართლებლად. საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს აგრესიისთვის პასუხს აგებინებს და რუსეთმა უნდა აგოს პასუხი უკრაინაში მის უკანონო ქმედებებზე”, - წერია განცხადებაში. ერთობლივი ტექსტი შემუშავებულია ავსტრალიის, ავსტრიის, ბელგიის, ბულგარეთის, კანადის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, იაპონიის, ლატვიის, ლიხტენშტეინის, ლიეტუვას, ლუქსემბურგის, მალტას, მონტენეგროს, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, კორეის რესპუბლიკის, მოლდოვის რესპუბლიკის, რუმინეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო და ჩრდილოეთ ირლანდიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე, ევროკავშირის მიერ.  

ლატვიის პრეზიდენტის ინიციტიავით, ქვეყანაში ცხოვრების უფლება უნდა გაუუქმდეთ უკრაინაში შეჭრის მომხრე რუსებს

ლატვიის პრეზიდენტი ეგილ ლევიტსი გამოდის ინიციატივით, რომ გადაიხედოს და გაუქმდეს ცხოვრების უფლება და ვიზები მათთვის, ვინც მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. მისი თქმით, წინა მთავრობები „გაუმართლებლად ხელგაშლილები იყვნენ“ რუსეთის მოქალაქეთათვის ლატვიაში ცხოვრების უფლების მინიჭების თვალსაზრისით. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოვიდა ამ პოლიტიკის რევიზიის დრო. მის კომენტარს რადიო თავისუფლება ავრცელებს. მისივე თანახმად, გაზაფხულის მონაცემებით, ლატვიაში რუსეთის 50 ათასზე მეტი მოქალაქე ცხოვრობდა და 120 ათასამდე - მოქალაქეობის არმქონე სტატუსით. ლატვიაში 2010 წლიდან მოქმედებდა პროგრამა, რომლითაც რესპუბლიკაში ცხოვრების უფლების მოპოვება უძრავი ქონების მოპოვების ან სხვა ინვესტიციების სანაცვლოდ იყო შესაძლებელი. ქვეყანამ უცხოელებს საერთო ჯამში დროებით ცხოვრების 46 ათასზე მეტი უფლება გასცა. აქედან 10 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქეა. მათმა ნახევარმა ცხოვრების უფლება ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენის გზით მოიპოვა.  

პოლონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრების მიზნით, კონცეფციაზე მუშაობს

ევროკავშირში რუსებისთვის შენგენის ვიზების აკრძალვის თაობაზე მოწოდებები სულ უფრო ხშირად ისმის. ლიეტუვა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი ვიზების გაცემა შეზღუდოს. როგორც ცნობილია, ათასობით რუსი ტურისტი ფინეთს სატრანზიტო ქვეყანად იყენებს. ამ ქვეყანამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვის გეგმა შეიმუშავა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო საბოლოო გადაწყვეტილებას თვის ბოლოსთვის ელის. გერმანია და საფრანგეთი ანალოგიურ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩეხეთი, ფინეთი, დანია და სლოვაკეთი კი, მხარს უჭერენ. პოლონეთის მიერ სტანდარტული ეროვნული ვიზის გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის შეჩერებულია. სავიზო კატეგორიის სხვა განაცხადები მკაცრ შემოწმებას ექვემდებარება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პიოტრ ვავზიკმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას გეგმავენ.  „პოლონეთი მუშაობს კონცეფციაზე, რომელიც საშულებას მოგვცემს, რუსებისთვის ვიზების გაცემა შევწყვიტოთ“, – განაცხადა პიოტრ ვავზიკმა. მისივე თქმით, ამჟამად ევროკავშირის წევრებს შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეწყვეტის საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არის. „დიდი წევრი ქვეყნები, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი და ნიდერლანდები, წინააღმდეგნი არიან. იმის გამო, რომ შეუძლებელია ამ ქვეყნების წინააღმდეგობის დაძლევა, პოლონეთი მუშაობს ახალ გადაწყვეტაზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პიოტრ ვავზიკმა. მისივე თქმით, პოლონეთის დიპლომატია რამდენიმე კვირაა, ამ თემაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს ზოგიერთ წევრ ქვეყანასთან და ამ საკითხზე მსგავსი შეხედულება აქვთ ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს. პოლონეთი რამდენიმე თვეა, რაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ტურისტულ ვიზებს არ გასცემს. ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტულ ვიზებს აღარ გასცემენ. ლატვია რუსებს ახლა მხოლოდ ახლო ნათესავების გარდაცვალების შემთხვევაში უშვებს. დმიტრო კულება ევროკავშირისა და G7-ის ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა ფინეთისა და ესტონეთის მთავრობის მეთაურებმა ცოტა ხნის წინ მოუწოდეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, შეწყვიტონ ტურისტული ვიზების გაცემა რუსებისთვის. საზოგადოებრივი ტელევიზიის მიერ ჩატარებული კვლევით, ფინეთში მოსახლეობის 58%-ს აღარ სურს რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, საზღვრები რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ჩაკეტოს რუსებისთვის შენგენის ვიზების შეჩერების საკითხის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე აგვისტოს ბოლოს, პრაღაში განიხილება. ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთი, რუსეთის მოქალაქეებზე, შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვას ემხრობა.  

ლანდსბერგისის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა შესაძლოა, ლიეტუვის მაგალითს მიბაძონ და რუსი ტურისტებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესონ ევროკავშირის ქვეყნებმა შესაძლოა, ლიეტუვის მაგალითს მიბაძონ და რუსი ტურისტებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესონ, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა DW-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი განმარტებით, ლიეტუვამ შეაჩერა ვიზების გაცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დასასვენებლად მიდიან და ვიზებს მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებისთვის გასცემს. ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირს ასევე მოუწოდა, უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდოს. „ნამდვილად მჯერა და იმედი მაქვს, რომ უკრაინელები არიან უნარიანი, ქმედითი და სანდო პარტნიორები, როდესაც საქმე ეხება ევროპის საზღვრების დაცვას. რაც მეტი იარაღი მიეწოდება უკრაინას, მით უფრო სწრაფად დამთავრდება ომი“, - აღნიშნავს გაბრიელიუს ლანდსბერგისი. ლანდსბერგისის თქმით, „ხალხი იძულებული გახდა, გაქცეულიყო უკრაინიდან, ზოგიერთი მათგანი იქ რჩება და სიცოცხლისთვის, საკუთარი სახლებისთვის იბრძვის, მაშინ, როცა ადამიანებს რუსეთიდან ჯერ კიდევ თავისუფლად შეუძლიათ, იმოგზაურონ და ისარგებლონ თავისუფალი მსოფლიოს ყველა კეთილმოწყობილობით, რომელსაც მათი ხელისუფლება ებრძვის“.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩაკეტეთ საზღვრები ერთი წლით და ნახავთ შედეგს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეების ევროკავშირში შესვლის აკრძალვას პრეზიდენტ პუტინზე ზემოქმედების ყველაზე ეფექტიან გზად მიიჩნევს. ამის შესახებ ზელენსკიმ The Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა. „თავიდანვე ვთქვი და მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების ჩაკეტვაა, რადგან ისინი სხვას ტერიტორიას ართმევენ. დაე, იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, ვიდრე არ შეცვლიან თავიანთ ფილოსოფიას“, - თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება უფრო ეფექტიანი იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა სანქცია. ზელენსკი თვლის, რომ ეს არის პუტინზე გავლენის მოხდენის ერთადერთი გზა. უკრაინის პრეზიდენტმა დაამატა, რომ არიან რუსებიც, რომლებიც ომს საჯაროდ ეწინააღმდეგებიან, თუმცა ეს მხოლოდ იზოლირებული შემთხვევებია და ეს ადამიანები ციხეებში არიან. „როდესაც მისი მოსახლეობა ზეწოლას მოახდენს მის გადაწყვეტილებებზე, მაშინ იქნება შედეგი და ომი დასრულდება. ეს არის ძალიან მკაფიო სანქციები, ეს ძალიან მარტივია. „საქმე არც ფულზეა, არც გაზზე, არც მილსადენებზე, ან იმაზე, რომ გერმანელებს ზამთარში სითბო არ ექნებათ. დახურეთ საზღვრები ერთი წლით და ნახავთ შედეგს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 

ოლივერ ვარჰეი საქართველოს მიერ სასამართლო რეფორმის გატარების მნიშვნელობაზე მიუთითებს

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველომ სასამართლო რეფორმა უნდა განაგრძოს. ევროკომისრის განცხადებით, თავის მხრივ, ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. „საქართველო რეფორმებისა და ევროინტეგრაციის კურსს განაგრძობს. საქართველომ სერიოზულად უნდა უზრუნველყოს დემოკრატიული კონსოლიდაცია, განახორციელოს სასამართლო რეფორმები, განამტკიცოს კანონის უზენაესობა და გააძლიეროს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს“, - აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი. ოლივერ ვარჰეი: ბურთი საქართველოს მოედანზეა. დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, კანონის უზენაესობის გაძლიერების ვალდებულება გადამწყვეტი იქნება ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე ყოველწლიური ანგარიში 13 აგვისტოს გამოაქვეყნა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, 2016 წლის პირველ ივლისს ძალაში სრულად შევიდა. 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელშიც ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გაუწია. კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ უნდა მიენიჭოს, რაც კომისიის მოსაზრებაში მითითებული მთელი რიგი პრიორიტეტები შესრულდება. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გაეცანით Europetime-ის სტატიას ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას  

კოსოვო-სერბეთის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი მხარეებს მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებს. კოსოვოსა და სერბეთის ლიდერებმა კომპრომისს ვერ მიაღწიეს. „დღეს შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ მხარეები მზად არიან, განაახლონ მოლაპარაკებები „უახლოეს დღეებში“, - განაცხადა ბორელმა. მოლაპარაკებები ევროკავშირის შუამავლობით ბრიუსელში შედგა. სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები ბრიუსელში შეხვედრებს გამართავენ 2011 წელს დაწყებული ბელგრადი-პრიშტინას დიალოგი მიზნად ისახავს დასავლეთ ბალკანეთის მეზობლებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას. კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ის გაეროს წევრი ქვეყნების უმეტესობამ, მათ შორის აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და თურქეთმა აღიარეს. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.  

სუს-ი: ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებულ ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში. "ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას არსებული ე.წ. გამშვები პუნქტების გამოყენებით საოკუპაციო ხაზის კვეთის შესაძლებლობა მიეცემა ყოველი თვის 20 რიცხვიდან, თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით. ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების აღნიშნული რეჟიმი ძალაში იქნება 2022 წლის 31 დეკემბრამდე. თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვების მოხსნა წარმოადგენდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ერთ-ერთ ძირითად საგანს. ცენტრალური ხელისუფლების მიერ საკითხი მუდმივად განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე. ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვები მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას და აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.  ასევე წაიკითხეთ: ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის მოსახლეობისთვის 2019 წელს ჩაკეტილი ე.წ. გამშვები პუნქტები იხსნება  

ევროკავშირი: ყველა შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ჩაერთოს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის საქმიანობაში

ევროკავშირის წარმომადგენლობა სთხოვს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციას მიეცეს შესაძლებლობა არსებითი მონაწილეობა მიიღოს ყველა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ჩათვლით. ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკომისიის რეკომენდაციებში ჩამოთვლილ მეათე პუნქტზე მიუთითებს. „მოვუწოდებთ საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, უზრუნველყოს, რომ ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია მოწვეული იყოს და მიეცეს შესაძლებლობა, არსებითი მონაწილეობა მიიღოს ყველა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ჩათვლით. #10 პრიორიტეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით შეესაბამება პარლამენტში მიმდინარე მუშაობას“, - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობაის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში, რომლის პირველი შეხვედრაც პარლამენტში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის უფლება არ მისცეს. „არასამთავრობო ორგანიზაციების პლატფორმას ჩვენგან წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ამ პროცესში ჩართვა არის ჩვენთვის სრულად მიუღებელი. ის ორგანიზაციები, რომლებიც არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული და თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირეს, ვერანაირად იქნება დაშვებული ამ ფორმატში - არ შეიძლება, მონაწილეობდეს მხარე. ამ ორგანიზაციამ ნეიტრალიტეტი დაკარგა", - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ. ხსენებული გადაწყვეტილების გამო სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმაც, რომელიც სამუშაო ჯგუფში სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენდა. 18 აგვისტოს სიმონიშვილმა შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიუღებელია, გააგრძელოს იმ შეხვედრებში მონაწილეობა, სადაც ხელისუფლება ვინმეს არ უშვებს. „სამართლიანი არჩევნების" დირექტორი ნინო დოლიძე ამბობს, რომ„"ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით სამოქალაქო საზოგადოების აზრი იზღუდება. „ჩვენთვის ერთადერთი ამოსავალი წერტილია, საქართველო იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, გადადგას ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით. გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ბრძოლას. პროცესს აზიანებს ის, რომ არჩევნების საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში პროფესიული ორგანიზაცია იბლოკება იმის გამო, რომ აქვს განსხვავებული მოსაზრება. ეს აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზას. მიუხედავად აზრთა განსხვავებულობისა, მნიშვნელოვანია ერთად დასხდომა და ქვეყნისთვის გასაკეთებელ საქმეებზე საუბარი. „სამართლიანი არჩევნები" ამისთვის მზად იყო", - განუცხადა ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს. სამუშაო ჯგუფი მმართველმა პარტიამ შექმნა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ორი კვოტა დაუშვა. ჯგუფში შედიან საპარლამენტო უმრავლესობის 4 წევრი, თითო წევრი პოლიტიკური ჯგუფებიდან „გირჩი“, მოქალაქეები“ და „ევროპელი სოციალისტები", ერთი უფრაქციო პარლამენტის წევრი პარტიიდან - „საქართველოსთვის“. ჯგუფის საქმიანობაში ასევე ჩართულები არიან ცესკოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენლები. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ცნობისთვის, ევროკომისიის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებში, რომლის შესრულება საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთი პირობაა, მეათე პუნქტში წერია: ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოება გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე. მიიღეთ კანონი, რათა ქართველმა მოსამართლეებმა პროაქტიულად გაითვალისწინონ საკუთარ მსჯელობებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებები.

გერმანული თავდაცვის კონცერნი ევროპის ქვეყნებისთვის 500-მდე ტანკის მიწოდებას გეგმავს

გერმანული თავდაცვის კონცერნი Rheinmetall-ი, 2030 წლისთვის ევროპის ქვეყნებისთვის 500-მდე ტანკის მიწოდებას გეგმავს. ამის შესახებ Rheinmetall-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა გაზეთ Handelsblatt-თან ინტერვიუში განაცხადა. „ივნისში ახალი ტანკის Panther-ის პრეზენტაციის შემდეგ, მასზე დიდი მოთხოვნაა“, - განაცხადა პაპერგერმა. „ევროპაში 2030 წლისთვის 8000 ტანკიდან დაახლოებით 1000 შეიცვლება. ჩვენს ახალ Panther-ის ტანკთან ერთად გვინდა მივაწოდოთ მინიმუმ ნახევარი, ანუ დაახლოებით 500 ერთეული აღჭურვილობა", - თქვა მან. მისი თქმით, ახალი მოდელი 20-ზე მეტ ქვეყანას შესთავაზეს.  Rheinmetall-მა, Panther KF51 ტანკი 13 ივნისს Eurosatory-ის შეიარაღების საერთაშორისო შოუზე, როგორც Leopard-2-ის მემკვიდრე, ისე წარმოადგინა. ამ მოდელის სერიული წარმოება ჯერ არ არის დადგენილი. წარმოების დაწყება იგეგმება ორი წლის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ მსხვილი დამკვეთი გამოჩნდა.   

უკრაინა აცხადებს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თითქმის 70% შეასრულა

უკრაინის ვიცე-პრემიერის თქმით, კიევმა შეასრულა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების თითქმის 70% და იცის, რომ აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანების ყველა სამართლებრივი პროცედურის დასრულება.ამავდროულად, წლის ბოლომდე უკრაინის ხელისუფლებას ევროკავშირის ლიდერებისგან, გაწევრიანების გზაზე შემდგომი ნაბიჯების შესახებ მეტი პოლიტიკური სიცხადის შეტანა სურს. ოლგა სტეფანიშინას განცხადებით, ევროინტეგრაციის პროცესი უკრაინის საზოგადოების მთავარ მოტივაციად რჩება, რომელიც უკრაინელების 90%-ზე მეტს აერთიანებს. ის ასევე ენერგიას აძლევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ახლა უკრაინის ევროპული მომავლისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე არიან. „ჩვენ არ გვინდა, რომ ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების პროცესი ბიუროკრატიულად წარიმართოს. რა თქმა უნდა, როგორც სახელმწიფო, ვაჩვენებთ ჩვენს შესაძლებლობებს, მაქსიმალურად გავიაროთ წევრობასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი სამართლებრივი პროცედურა, მაგრამ არ გვინდა, პოლიტიკოსებმა და ევროკავშირის ლიდერებმა ეს პროცესი ბიუროკრატიაში გადაზარდონ“, - აღნიშნა ოლგა სტეფანიშინამ. შეგახსენებთ, ევროკავშირმა უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ქვეყანამ განაცხადა რუსეთის შეჭრის შემდეგ, ომის ფონზე გააკეთა.    

ევროკავშირი უკრაინის ძალებისთვის წვრთნების ჩატარებას გეგმავს

ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის „დიდი მისია“ დააანონსა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა გამოაცხადა ევროკავშირის გეგმების შესახებ, რომლებიც უკრაინული ძალებისთვის საწვრთნელი ოპერაციების ჩატარებას გულისხმობს. მისი თქმით, ომი, რომელიც გრძელდება და, როგორც ჩანს, გაგრძელდება, მოითხოვს ძალისხმევას არამხოლოდ მასალების მომარაგების თვალსაზრისით. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგელის თქმით, ეს საკითხი ქვეყნებს შორის მომავალ კვირას, ორდღიან შეკრებაზე განიხილება.  ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ამჟამად, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ამზადებს უკრაინელ სამხედროებს, მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, ევროკავშირის ეგიდით უკრაინული ძალებისთვის სასწავლო ოპერაციის ორგანიზების დეტალებსა და პრინციპებზე იმსჯელებენ. დისკუსია 29 აგვისტოს, პრაღაში შედგება. „ეს დიდი მისია იქნებოდა”, - ხაზგასმით აღნიშნა ბორელმა ესპანეთში ვიზიტისას და იმედი გამოთქვა, რომ გადაწყვეტილება დამტკიცდება. როგორც ცნობილია, დიდ ბრიტანეთში უკრაინელი სამხედროების წვრთნას შვედეთი, ფინეთი, დანია, ნორვეგია და ნიდერლანდები შეუერთდნენ.

შარლ მიშელი: რუსეთი ყირიმს უკრაინაზე თავდასხმებისთვის და მოპარული საქონლის ტრანსპორტირებისთვის იყენებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე განაცხადა, რომ ევროკავშირი არ აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას. მიშელის თქმით, რუსეთის აგრესია არ დაწყებულა 24 თებერვალს, არამედ, ის დაიწყო 2014, წელს ყირიმის უკანონო ანექსიით. შარლ მიშელმა დაგმო რუსეთის მიერ ზაპოროჟიის ატომური სადგურის მრავალჯერადი დაბომბვა და დაამატა, რომ მოსკოვის ნაბიჯების ატომური კატასტროფის რისკებს აჩენს.  „თებერვლიდან მოყოლებული, რუსეთი იყენებს ყირიმს სტრატეგიულ წერტილად უკრაინაზე თავდასხმებისთვის. ის ასევე იყენებს ყირიმს უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციისთვის სამარცხვინო ფილტრაციის ბანაკების მიმართულებით, სადაც წამების შემთხვევების შესახებ არსებობს ინფორმაცია. ყირიმი ასევე გახდა უკრაინის მიწებიდან მოპარული საქონლის სატრანსპორტო ჰაბი. რუსეთის ყირიმში ყოფნამ გამოიწვია უკრაინის პორტების ბლოკადა, რომელმაც მძიმე შედეგები მოუტანა უკრაინის ეკონომიკას და მსოფლიოს მასშტაბით საკვების უსაფრთხოების კრიზისი გამოიწვია. პირდაპირები ვიყოთ, კრემლის მხრიდან ეს ცინიკური ნაბიჯია, იარაღად გამოიყენოს შიმშილი და უკრაინის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა შეასუსტოს. ამიტომ, მივესალმებით სტამბოლში ახლახან ხელმოწერილ შეთანხმებას და უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან პირველი გემების დაძვრას“, - განაცხადა შარლ მიშელმა. ,,ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.

ევროკავშირი უკრაინისთვის 8 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების პაკეტზე მუშაობს

ევროკავშირი 8 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი თავის ბლოგში წერს. შესაბამისი ტექსტი ევროპის საგარეო ქმედების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „ევროკავშირი ომის დაწყებიდანვე უკრაინელების მხარეს იყო და იცის, რომ ჩვენი საერთო უსაფრთხოება საფრთხეშია. ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სანქციების ექვსი პაკეტი. ჩვენ პირველად დავაფინანსეთ სამხედრო მხარდაჭერის მიწოდება თავდასხმის ქვეშ მყოფი ქვეყნისთვის, რათა უკრაინას წინააღმდეგობა გაეწია. ჩვენ ვუწევთ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას და მაკროფინანსურ დახმარებას, რათა შევინარჩუნოთ უკრაინის სახელმწიფო. მთლიანობაში, ევროპული გუნდის მიერ დღემდე მობილიზებულია 9,5 მილიარდი ევრო“, - აღნიშნავს ბორელი.  

კოსოვო ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს წლის ბოლომდე წარადგენს

პრიშტინის მთავრობა ევროკავშირის წევრობისთვის ინსტიტუციურ სამუშაო ჯგუფს შექმნის. კოსოვო ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს წლის ბოლომდე შეიტანს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. კოსოვო, რომელიც ძირითადად ალბანელებითაა დასახლებული, სერბეთს 1999 წელს გამოეყო და დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. სერბეთმა არ აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა და აგრძელებს პრეტენზიას ტერიტორიაზე. კოსოვოს სურს, მიაღწიოს ევროკავშირის სრულ წევრობას და მოიპოვოს უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ზონისთვის. სერბეთი, რუსეთი და ჩინეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც კოსოვოს დამოუკიდებლობა არ აღიარეს.  

ევროკავშირი რუსეთთან „ენერგეტიკული ომის“ შესახებ საგანგებო სხდომას მოიწვევს

Theguardian-ი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრზე, პეტრ ფიალაზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები, ევროკავშირის მიერ რუსეთთან „ენერგეტიკული ომის“ შესახებ მოწვეულ საგანგებო სხდომაზე შეიკრიბებიან.  ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ევროპის ენერგობაზარზე მოთამაშე ვეღარ იქნება „ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის მოთხოვნით გაიმართება ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების სხდომა, რათა განვიხილოთ სპეციფიკური საგანგებო ზომები ენერგოსექტორში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით“, – წერს პეტრ ფიალა Twitter-ზე „გაზპრომის“ განცხადებების შემდეგ ევროპაში გაზის ფასმა $2500-ს გადააჭარბა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ჩეხეთია. ვაჭრობის მინისტრმა იოზეფ სიკელამ განაცხადა, რომ ისინი ახლა რუსეთთან „ენერგეტიკულ ომში“ არიან.  

ნორვეგია, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-7 პაკეტს შეუერთდა

ნორვეგია, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-7 პაკეტს შეუერთდა.  „ჩვენ ევროკავშირთან ისევ ერთად ვმოქმედებთ, იმისთვის რომ რუსეთს სანქციები დაუწესოთ“, - ნათქვამია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.   „ევროკავშირის მიერ, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის 2022 წლის 21 ივლისს დაწესებული სანქციების მეშვიდე პაკეტის ნორვეგიის კანონმდებლობასთან ინტეგრაცია განხორციელდა და დღეიდან ამოქმედდა“, - ნათქვამია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  სამინისტროში განაცხადეს, რომ ფართომასშტაბიანი სანქციების პაკეტების მიზანია, რომ რუსეთს უკრაინაში უკანონო ომის დაფინანსება შეუმცირდეს.  ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ევროკავშირი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებას აჩერებს - FT

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 30 აგვისტოს გაიმართება. მანამდე, სამმა ოფიციალურმა პირმა Financial Times-ს განუცხადა, რომ მინისტრები მზად არიან, მხარი დაუჭირონ რუსეთის მოქალაქებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერებას. 2007 წელს ხელმოწერილი შეთანხმების შეჩერება რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ყველა ვიზაზე შეღავაზებს აუქმებს, მოითხოვს უფრო მეტ დოკუმენტაციას, გააძვირებს მომსახურებას და მნიშვნელოვნად გაზრდის ლოდინის დროს. დმიტრო კულება: რუსეთის მოქალაქეებს უნდა აეკრძალოთ საზღვრების გადაკვეთა, რომ მათი პატივისცემა ისწავლონ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში, Washington Post-ს განუცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების დაკეტვაა, რადგან რუსები სხვებს ართმევენ მიწას”.  

რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრული აკრძალვა ევროკავშირში მხარდაჭერას ვერ მიიღებს - ბორელი

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრული აკრძალვა ევროკავშირში მხარდაჭერას ვერ მიიღებს.    „ჩემი გადმოსახედიდან, რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების სრული აკრძალვა არ არის კარგი იდეა. არ მგონია, რომ რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობასთან ურთიერთობის გაწყვეტა რამეს გვიშველის და არა მგონია, რომ ამ იდეას [ევროკავშირში] ერთსულოვანი მხარდაჭერა ჰქონდეს“, - განაცხადა ბორელმა.  ამასთან, ბორელი მართებულად მიიჩნევს ვიზების გაცემის უფრო შერჩევითი მიდგომის დანერგვას. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია „გადახედოს მიდგომას  რუსეთის ზოგიერთი მოქალაქისთვის ვიზების მიცემის თაობაზე. კერძოდ, არ მისცენ ვიზები რუს ოლიგარქებს“. ამასთან, ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებმა შესაძლოა, მხარი დაუჭირონ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერებას, რის შესახებაც სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა Financial Times წერს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელსაც უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს, 30-31 აგვისტოს, პრაღაში გაიმართება. ცნობისათვის, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის აკრძალვას. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ქვეყნებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში, Washington Post-ს განუცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების დაკეტვაა, რადგან რუსები სხვებს ართმევენ მიწას”.  

ირაკლი ღარბაშვილი: ევროკავშირიში გადარიცხვებისთვის საკორესპონდენტო ბანკი საჭირო აღარ იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირში გადარიცხვებისთვის საკორესპონდენტო ბანკის ან შუამავლის გამოყენება საჭირო აღარ იქნება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველო ერთიან ევრო გადახდის სივრცესთან (SEPA) შეერთებისთვის ემზადება. „ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, ეროვნული ბანკი ჩართულია, ეკონომიკის სამინისტრო, სხვადასხვა სამთავრობო უწყებები და საქართველოს პარლამენტმა, რომელსაც გადაეგზავნება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი სამი კანონპროექტი, უნდა დაამტკიცოს და შესაბამისი ცვლილებები უნდა ასახოს კანონმდებლობაში, რაც ასევე ძალიან პოზიტიური იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. SEPA (Single Euro Payment Area) არის ევროკავშირის და ევროზონის ქვეყნებში საგადასახადო მომსახურების და პროვაიდერების ჰარმონიზების ჩარჩო, რომლის წევრიც არის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ასევე დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი. ის თანხის დაბრკოლებისა და შუამავლის გარეშე გადარიცხვის საშუალებას იძლევა.   

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები მზად არიან, უკრაინული ძალებისთვის ევროკავშირის საწვრთნელი მისიის შექმნას გზა გაუხსნან

ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები მზად არიან, უკრაინული ძალებისთვის ევროკავშირის საწვრთნელი მისიის შექმნას გზა გაუხსნან. ამის შესახებ დღეს ბლოკის უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ევროკავშირი უკრაინის ძალებისთვის წვრთნების ჩატარებას გეგმავს „ადგილზე ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა. უკრაინას სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას. ზოგადი, საერთო პოლიტიკური შეთანხმება (საწვრთნელი მისიის შესახებ) არის ის, რაც, ვფიქრობ, დღეს უნდა მივიღოთ. იმედი მაქვს, ამ მისიისთვის გვექნება მწვანე შუქი. ევროკავშირი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებას აჩერებს - FT პრაღაში საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა იწყება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ ევროკავშირის შესაძლო ვიზების შეჩერებას რუსი ტურისტებისთვის.  

ევროკავშირი უკრაინას კალიუმის იოდიდის 5.5 მილიონ ტაბლეტს გადასცემს

ევროკავშირი უკრაინას კალიუმის იოდიდის 5.5 მილიონ ტაბლეტს გადასცემს, რათა ქვეყანაში ადამიანები პოტენციური რადიაციული ზემოქმედებისაგან დაიცული იყვნენ.  ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში ჯანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა, რომ კალიუმის იოდიდის ტაბლეტებს განსაკუთრებულ, შეზღუდულ ვითარებაში გამოიყენებენ. როგორც უცხოური პრესა წერს, უკრაინის მთავრობა ტაბლეტები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო „დაცვის დონის გაზრდის“ მიზნით მოითხოვა. „კალიუმის იოდიდის ტაბლეტები გამოყენებული იქნება შეზღუდულ სცენარებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ინჰალირებული, ან გადაყლაპული რადიოაქტიური იოდის შეწოვა ფარისებრი ჯირკვლის მიერ. არც ერთი ატომური ელექტროსადგური არ უნდა იქნას გამოყენებული ომის თეატრად. მიუღებელია ის, რომ სამოქალაქო პირების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ყველა სამხედრო მოქმედება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, - განაცხადა ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში ჯანეზ ლენარჩიჩმა.  

ოლგა სტეფანიშინა: საქართველოს მოქალაქეები არ ცვლიან ევროკავშირთან მიმართებით პოზიციას, თუმცა რიგი პოლიტიკური პროცესების მძველები არიან

უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, ოლგა სტეფანიშინა, უკრაინულ მედიასთან გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რატომ არ მიანიჭა ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. სტეფანშინა ამ გადაწყვეტილების რამდენიმე მიზეზს ასახელებს.  მისი თქმით, უკრაინის შემთხვევაში პასუხი ცალსახა იყო, რადგან იმ მომენტში, როდესაც საკითხი განიხილებოდა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას მოქალაქეების 91% ემხრობოდა, თანაც უკრაინის ევროინტეგრაციის კურსი 2014 წლიდან უცვლელია და კონსტიტუციაშია გათვალისწინებული. „საქართველოსა და მოლდოვას რაც შეეხება, შესაძლოა, იყო საკითხები, რომლებიც საჭიროებდა შეფასებას და არ იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ მომავალში ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ევროპული მისწრაფებების თვალსაზრისით ისეთივე პროგნოზირებადი იქნებოდა. ვფიქრობ, რომ ამას საკვანძო მნიშვნელობა ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები ნამდვილად არ ცვლიან პოზიციას, თუმცა ისინი რიგი პოლიტიკური პროცესების მძევლები არიან“, - განაცხადა სტეფანიშინამ. მისი თქმით, არსებობს საფრთხე, რომ მნიშვნელოვანი მიღწევები, რომლებიც საქართველოს რეფორმების თვალსაზრისით აქვს, შესაძლოა, გარკვეული შიდაპოლიტიკური კონფლიქტებით განადგურდეს. „ჩვენთვის სამწუხაროა ამ პროცესების ყურება, მაგრამ ასევე გვესმის, რომ ის ქვეყნები, რომლებსაც უკრაინასთან ერთად ერთ პაკეტში ყოფნა სურთ, იმ მაღალ სტანდარტს უნდა შეეფერებოდნენ, რა სტანდარტსაც უკრაინა აკმაყოფილებს“. ამასთან, უკრაინის ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ კიევს არასოდეს განუხილავს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები ურთიერთდაკავშირებულად, მაგრამ ევროკავშირისთვის ასეთი პაკეტური გადაწყვეტილებები ტრადიციაა. სტეფანშინა დარწმუნებულია, რომ მოლდოვა უკრაინის ევროინტეგრაციას არ შეანელებს და მოხარული იქნება, თუ მოლდოვას ევროკავშირში უკრაინასთან ერთად მიიღებენ. თუმცა ოლგა სტეფანიშინა ხაზგასმით ამბობს, რომ უკრაინას არ სურს, ევროკავშირის გაფართოების „ბალკანურ“ პაკეტს შეუერთდეს. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

დმიტრო კულება ევროკავშირს: დაუხურეთ კარი რუს ტურისტებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროკავშირს, აკრძალოს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. „ევროკავშირში მოგზაურობას რუსეთისთვის ტრანსფორმაციული ეფექტი არ მოჰყოლია. 2007 წელს სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ მოსკოვი თავს დაესხა საქართველოს, დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, ჩაიდინა მრავალი დანაშაული - ეს ყველაფერი მოაწყო მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით. რუსეთის ტრანსფორმაციისთვის, დაუხურეთ კარი რუს ტურისტებს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. დიმიტრი კულება სამუშაო ვიზიტით პრაღაში 30 აგვისტოს ჩავიდა. ვიზების შეჩერების საკითხს ხვალ განიხილავენ. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ერთ-ერთი წინადადებაა, რუს ტურისტებს ევროკავშირში შესვლა აეკრძალოთ. „ისეთ სიტუაციაში, როდესაც უკრაინაში ადამიანებს აწამებენ, კლავენ და ატერორებენ, რუსეთის მოქალაქეებმა არ უნდა ისარგებლონ ევროპაში ტურისტული მოგზაურობით“, - განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევზღუდოთ რუსეთის მოქალაქეების ევროპაში მოგზაურობის შესაძლებლობები“, - აღნიშნავს კალასი.  

დმიტრო კულება: ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ მოსკოვი თავს დაესხა საქართველოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროკავშირს, აკრძალოს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. „ევროკავშირში მოგზაურობას რუსეთისთვის ტრანსფორმაციული ეფექტი არ მოჰყოლია. 2007 წელს სავიზო რეჟიმის გამარტივების შემდეგ მოსკოვი თავს დაესხა საქართველოს, დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, ჩაიდინა მრავალი დანაშაული - ეს ყველაფერი მოაწყო მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით. რუსეთის ტრანსფორმაციისთვის, დაუხურეთ კარი რუს ტურისტებს“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. ევროკავშირი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებას აჩერებს - FT დიმიტრი კულება სამუშაო ვიზიტით პრაღაში 30 აგვისტოს ჩავიდა. ვიზების შეჩერების საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ, პრაღაში განიხილავენ.  

ევროკავშირი უკრაინელი სამხედროებისთვის საწვრთნელი მისიის შექმნაზე შეთანხმდა - BBC

ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ უკრაინისთვის სამხედრო მომზადების პროგრამის შექმნაზე, განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა. ჯოზეფ ბორელმა პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ წევრმა ქვეყნებმა ერთიანი მიზნის მისაღწევად უნდა იმუშაონ. ევროკავშირი უკრაინის ძალებისთვის წვრთნების ჩატარებას გეგმავს „შემიძლია ვთქვა, რომ ყველა წევრი ქვეყანა მკაფიოდ თანხმდება ამაზე და სამუშაოს დაწყებაზე, რომელიც აუცილებელია უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის პარამეტრების დასადგენად“, - განაცხადა ბორელმა.  

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაზარდა

„ევროკავშირი გაერთიანებულია უკრაინის მხარდასაჭერად და წევრი ქვეყნები მზად არიან, გააგრძელონ კიევის მხარდაჭერა იმდენ ხანს და რამდენიც საჭიროა“, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, პრაღაში განაცხადა. ევროკავშირი უკრაინელი სამხედროებისთვის საწვრთნელი მისიის შექმნაზე შეთანხმდა ბორელის თქმით, უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდა და გაიზარდა კიდეც. კერძოდ, დახმარება მოიცავს არამხოლოდ სამხედრო ტექნიკას, არამედ უკრაინელი სამხედროების წვრთნას. ევროკავშირის სასწავლო მისიის დაწყების შესახებ კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა. ბორელმა აღნიშნა, რომ ბევრი ინიციატივა გაჩნდა, ამიტომ აუცილებელია მათი თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა. „ყველა მინისტრი შეთანხმდა, რომ აუცილებელი იყო ახალი მისიის კონცეფციის განსაზღვრა და უკრაინულ მხარესთან კონსულტაციებზე მოხდა შეთანხმება“, - აღნიშნა ბორელმა.  

ან ლინდე: ევროკავშირის ჩართულობა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისადმი მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია

პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ე.წ გიმნიხის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის მიწვევით გაიმართა. ამასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება დააფიქსირა შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და სამივე ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. რა საკითხები განიხილეს ილია დარჩიაშვილმა და დმიტრო კულებამ პრაღაში გამართულ შეხვედრაზე „ევროკავშირის ჩართულობა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისადმი მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც  რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გამკლავების, ასევე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების მხარდაჭერის თვალსაზრისით“, - აცხადებს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე.  

 ევროკავშირმა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერების გადაწვეტილება მიიღო.  ევროკავშირმა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა   ევროკავშირი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებას აჩერებს - FT

ჯოზეფ ბორელი: რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერებაზე პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია

პოლიტიკური შეთანხმება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ჩვენ ვნახეთ საზღვრის კვეთის მნიშვნელოვანი ზრდა რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში. ეს უსაფრთხოების რისკის საკითხი ხდება. ამიტომ დღეს ჩვენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად შევთანხმდით რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების სრულ შეჩერებაზე“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა. ამასთან, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ არ სურთ იზოლაცია რუსეთის იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც არიან ომის წინააღმდეგ. ევროკავშირი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებას აჩერებს - FT "ჩვენ არ გვინდა, მოვახდინოთ ჩვენი თავის იზოლაცია იმ რუსებისგან, ვინც არიან ომის წინააღმდეგ", - აცხადებს ბორელი. შეგახსენებთ, რომ უკრაინა ევროკავშირს აქტიურად მოუწოდებდა, წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე რუსი ტურისტების შესვლა აეკრძალა.  

პოლონეთის პრემიერი: ევროკავშირი მზად უნდა იყოს უკრაინის რამდენიმე წელიწადში მისაღებად

პოლონეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს უკრაინის რამდენიმე წელიწადში მისაღებად.  ზბიგნევ რაუმ ეს განცხადება პრაღაში მიმდინარე ფორუმზე გააკეთა. მისი თქმით, უკრაინამ „ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროპული ფასეულობებისადმი ყველაზე თავდადებული ქვეყნის ტიტული მოეპოვებინა“. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.  

კულება ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ მეტი სიმკაცრისკენ მოუწოდებს

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ გამარჯვების გზაზე ყოველთვის იქნება რთული არჩევანი და ყოველთვის იქნება აგრესორის წინააღმდეგ ნახევარი ზომების მისაღების და ბალანსის მიღწევის ცდუნება. ამ კონტექსტში მინისტრი გაფრთხილებით გამოვიდა, რომ ევროპაში მშვიდობის ეპოქა დასრულდა და ასევე დასრულდა „ნახევრად-დასავლეთის“ ეპოქა და მოუწოდა ევროკავშირს, იყოს მტკიცე, და მკაცრი, რაც ომში გამარჯვების ერთადერთი გზაა ისეთი ქვეყნის წინააღმდეგ, როგორიც პუტინის მმართველობის ქვეშ მყოფი რუსეთია. ჯოზეფ ბორელი: რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერებაზე პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია „თუ მე აღმოვჩნდები ისეთი სიტუაციის წინაშე, როდესაც უნდა გავაკეთო არჩევანი ნახევარი ზომის მიღებასა და გადამჭრელი ზომების არარსებობას შორის, მე მირჩევნია ასეთი ზომა საერთოდ არ იყოს. უკეთესია, მეტი დრო დავუთმო დისკუსიას გამოსავლის მოსაძებნად, რომელიც ნამდვილად მკაცრ შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა უკრაინის პირველმა დიპლომატმა ევროკავშირის გადაწყვეტილების კომენტირებისას.  

რუსეთი ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერებას გამოეხმაურა

CNN რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერების გამო იმუქრება.  მოსკოვი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება უპასუხოდ არ დარჩება.  „ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, იქნება თუ არა ზომები სიმეტრიული, ასიმეტრიული თუ ის, რასაც ევროკავშირი არ ელის“, - განცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ. პოლიტიკური შეთანხმება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.  

ევროკავშირმა სამ რუს დეპუტატს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა სამი რუსი დეპუტატის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. უკრაინული მედიის ცნობით, კანონმდებლებს სანქციები უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვის გამო დაუწესეს.  სახელმწიფო სათათბიროს წევრებმა ალა პოლიაკოვამ და ანტონ ტკაჩოვმა ოკუპირებულ დონბასში რუსეთის მარიონეტების აღიარებას მისცეს ხმა ვალერი პონომარევს კი სანქცია რუსეთსა და უკრაინის აღმოსავლეთის ოკუპირებულ რეგიონებს შორის „თანამშრომლობის ხელშეკრულების“ რატიფიცირების მხარდაჭერისთვის დაეკისრა.  

ნიკოლოზ სამხარაძე: აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა ახალ მიდგომებს საჭიროებს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენცია „ფორუმი 2000“-ის პანელზე - „აღმოსავლეთ პარტნიორობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ“. პარლამენტის ინფორმაციით, ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც ევროკავშირის წევრობის გზა აირჩიეს. მან ხაზი გაუსვა, რომ არსებულ პირობებში, როდესაც საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ უკვე მიიღეს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა და გაწერილი პირობები, აღმოსავლეთ პარტნიორობა გადახედვას საჭიროებს. „აღმოსავლეთ პარტნიორობა საჭიროებს გადახედვას და ახალი იდეების გენერირებას. საქართველო მიიჩნევს, რომ მისთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მთავარი პლატფორმა არის ასოცირების ხელშეკრულება და ის რეკომენდაციები, რომლებიც მიღებული აქვს ქვეყანას. აღმოსავლეთ პარტნიორობა ამ შემთხვევაში არ არის რელევანტური. თუმცა, ის რელევანტური რჩება ევროკავშირისთვის, რომ მას ჰქონდეს ურთიერთობები სხვადასხვა სახელმწიფოსთან, მათ შორის ჩვენს რეგიონში, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. რა თქმა უნდა, იმის თქმა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა მკვდარია, არ იქნება სწორი, თუმცა ჩვენი პოზიციაა, რომ ის საჭიროებს ახალ მიდგომებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას და ევროკომისიის გაფართოების დირექტორატის წარმომადგენლებმა. „ფორუმი 2000-ის“ 26-ე ყოველწლიური კონფერენციაში, რომელსაც პრაღა მასპინძლობს, ევროკავშირის საგარეო მინისტრებთან ერთად, ევროპარლამენტარები, ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ.  

ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის ახალმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა

საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის ახალმა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა. ცერემონიის შემდეგ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა. "შეხვედრაზე განხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის მიმდინარე წლის ივნისში ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხი.მინისტრმა ელჩს ინფორმაცია მიაწოდა ევროპული საბჭოს 12 პრიორიტეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.მხარეებმა ასევე განიხილეს მიმდინარე წლის 6 სექტემბერს ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები. ევროკავშირის დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი მიესალმა გასულ კვირას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში. ასევე განხილულ იქნა ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ევროკავშირის როლი რეგიონის სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით. ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

ანდრიუს კუბილიუსი: უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში შესაძლოა, 2029 წელს გაწევრიანდნენ, სად იქნება ამ დროს საქართველო?

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ მომავალ წელს დაიწყება რეალური მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში წევრობაზე. მისივე აზრით, ეს მოლაპარაკებები 3-4 წელს გაგრძელდება და 2029 წელს, შესაძლოა, გაწევრიანდნენ კიდეც ეს ქვეყნები, აქვე კუბილიუსის შეფასებით, ისმის კითხვა - სად იქნება საქართველო ამ დროს? „თქვენ გაქვთ ერთი პრობლემა, რომელზეც უნდა ვილაპარაკოთ, ესაა, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია საქართველოში, რაც მკაფიოდ თქვეს ევროკომისიამაც და ევროპულმა საბჭომაც. რა თქმა უნდა, ყველამ იცის, რა გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს. ახალი არაფერია, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მსგავსი პრობლემები აქვს. მოლდოვას ჰქონდა პრობლემა პლაჰოტნიუკ​თან, უკრაინას - იანუკოვიჩთან, საქართველოს კი - ივანიშვილის გავლენასთან. ეს არის ის, რაც უნდა გადაწყვიტოთ. შემდეგი ათწლეული იქნება მნიშვნელოვანი. გერმანია მზადაა, გაუძღვეს გაფართოების პროცესს. მომავალ წელს დაიწყება რეალური მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში წევრობაზე. ჩემი აზრით, ეს მოლაპარაკებები 3-4 წელს გაგრძელდება და 2029 წელს, შესაძლოა, გაწევრიანდნენ კიდეც. სწორედ აქ ისმის კითხვა, სად იქნება საქართველო ამ დროს?“ - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა, რომლის კომენტარის თარგმანს ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.  

მედია: ევროკავშირი უკრაინას 5 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსურ დახმარებას გაუწევს

ევროკავშირის ეკონომიკის მინისტრები მომავალ კვირას, პრაღაში, მაკროფინანსური დახმარების პაკეტის მხარდასაჭერად, პოლიტიკურ დეკლარაციას მოაწერენ ხელს. იტყობინება ბრიუსელში დაფუძნებული გამოცემა Euractiv-ი. ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, უნგრეთის გარდა, გრძელვადიანი სესხების სახით, დამატებით, 5 მილიარდი ევროს გამოყოფას დაეთანხმა. წყაროების ცნობით, მიუხედავად უნგრეთის მთავრობის წინააღმდეგობისა, კომისია აპირებს, ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადება წარადგინოს. შესაბამისად, მომავალი კვირის ბოლოს, ევროკავშირის ეკონომიკის მინისტრები, სავარაუდოდ, ხელს მოაწერენ პოლიტიკურ დეკლარაციას 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების (MFA) მხარდასაჭერად. როგორც ცნობილია, 5 მილიარდი ევროს დახმარება მაისში გამოცხადებული 9 მილიარდი ევროს პაკეტის ნაწილია.  

რუსეთში ევროკავშირის ელჩმა, მარკუს ედერერმა თანამდებობა დატოვა

"ჩემს თანამდებობას სუფთა სინდისით ვტოვებ. ვფიქრობ, რაც შემეძლო, გავაკეთე", - რუსეთში ევროკავშირის ელჩმა, მარკუს ედერერმა, თანამდებობა დატოვა.  რუსეთში ევროკავშირის ელჩს, მარკუს ედერერს წასვლის მიზეზი არ აუხსნია. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ედერერს რუსეთში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე. ცნობისთვის, რუსეთში ევროკავშირის ელჩის თანამდებობაზე მან თითქმის ხუთი წელი იმუშავა.  

ევროკავშირი: რუსეთის მხრიდან გაზის შანტაჟის ექსტრემალური ვერსიისთვის მზად ვართ

ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის მზადაა. ევროკომისია: „გაზპრომის“ განცხადება სიცრუეა „კარგად ვართ მომზადებული, რომ დავუპირისპირდეთ რუსეთის მიერ გაზის ექსტრემალურ გამოყენებას იარაღად. ჩვენ არ გვეშინია პუტინის გადაწყვეტილებების, მოვუწოდებთ რუსებს, შეასრულონ კონტრაქტები, მაგრამ ისინი ამას თუ არ გააკეთებენ, მზად ვართ რეაგირებისთვის“, – განაცხადა ჯენტილონიმ. კრემლი ნებისმიერი საბაბით გაზის სრულ შეწყვეტას ეცდება. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC  რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს, ტექნიკური მიზეზების გამო, ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. რუსული მხარე აცხადებს, რომ ზეთის გაჟონვამ, ხელი შეუშალა გაზის ტურბინის ძრავის ამოქმედებას. ტურბინების მწარმოებელი Siemens ამტკიცებს, რომ გაჟონვის გამოსასწორებლად ძრავის გაჩერება საჭირო არ არის. ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ელოდნენ მიწოდების პრობლემებს, ბოლო თვეებში გაზსაცავები შეავსეს.  ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები მომავალ პარასკევს შეხვედრას გეგმავენ. ევროკავშირი ეძებს გზებს, რათა დაამშვიდოს არასტაბილური ბაზარი და დაიცვას ხალხი მაღალი ფასებისგან. 

ზელენსკი: ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი უნდა მოიცავდეს პანევროპულ სავიზო გადაწყვეტილებებს რუსეთის მოქალაქეებისთვის

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სანქციების მერვე პაკეტი უნდა მოიცავდეს პანევროპულ სავიზო გადაწყვეტილებებს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რათა ომში ჩართულთაგან ვერავინ ისარგებლოს ევროპული სტუმართმოყვარეობით. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ რუსეთის მოქალაქეები მხარს უჭერენ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ, მთელი ევროპის წინააღმდეგ, თუ ისინი ჩუმად აკვირდებიან უკრაინის გენოციდს, მაშინ მათ არ უნდა შეეძლოთ, ევროპა გასართობად გამოიყენონ. „დღეს ვესაუბრე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. ეს იყო, როგორც ყოველთვის, ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტზე. მადლობა გადავუხადე უკვე გაწეული მხარდაჭერისთვის და მცდელობებისთვის, რომ შეიზღუდოს რუსეთის ზედმეტი მოგება ნავთობიდან და გაზიდან. მოვუწოდე, დაჩქარდეს უკრაინის ფინანსური დახმარება. განვიხილეთ სანქცირებისკენ ახალი ნაბიჯები. კერძოდ, ვფიქრობ, რომ სანქციების მერვე პაკეტი უნდა მოიცავდეს პანევროპულ სავიზო გადაწყვეტილებებს რუსეთის მოქალაქეებისთვის, რათა ამ ომში ჩართულებმა ვერ ისარგებლონ ევროპული სტუმართმოყვარეობით. თუ რუსეთის მოქალაქეები მხარს უჭერენ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ, მთელი ევროპის წინააღმდეგ, თუ ისინი ჩუმად აკვირდებიან უკრაინის გენოციდს, მაშინ მათ არ უნდა შეეძლოთ, ევროპა გასართობად გამოიყენონ. ეს მნიშვნელოვანი მორალური საკითხია. ევროპა არის ღირებულებების ტერიტორია და არა დისნეილენდი ტერორის მომხრეებისთვის. სავიზო შეზღუდვები ამას აუცილებლად აჩვენებს. თავისუფალმა სამყარომ რუსებს მოქმედებისკენ უნდა უბიძგოს  – მოქმედებისკენ მათ წინააღმდეგ, ვინც დაიწყო ეს ომი.  სხვათა შორის, იგივეა, რაც გაზის საკითხთან დაკავშირებით. უკრაინამ არაერთხელ გააფრთხილა ევროპა, რომ რუსეთთან „ჩრდილოეთის ნაკადის“ კავშირების შენარჩუნება იქნებოდა პრობლემა, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება, კატასტროფაში გადაიზარდოს. ზუსტად ასე მოხდა. სავიზო პოლიტიკა აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეებთან მიმართებით, რუსეთთან ფინანსური კავშირები, რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება არის ყველაფერი, რასაც მოსკოვი იყენებს ევროპის წინააღმდეგ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კახა კალაძე: ევროპარლამენტარები, რომლებიც დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე საუბრობენ ქვეყნის მტრები არიან

"ის ევროპარლამენტარები, რომლებიც დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე საუბრობენ „ქვეყნის მტრები, ვითომ მეგობრულად შერაცხულები არიან“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კლაძაემ ჟურნალისტებთან განაცხადა. „ვინც ამ კონფერენციას ესწრებიან, ისინი არიან ამ ქვეყნის მტრები, ვითომ მეგობრულად შერაცხულები. რაც შეეხება ქვეყნის კურსს, საქართველოს არასდროს გადაუხვევია ამ კურსისთვის. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არის ის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან, უვიზო მიმოსვლასთან და სხვა მნიშვნელოვან რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე, განახორციელებს რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია ამ გზაზე", - აღნიშნავს კალაძე. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად  

ევროკავშირის ახალი ელჩი: დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პირველ მიმართვას ავრცელებს. მისი შეფასებით, ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ახალ რეალობას ქმნის.   „საქართველოში ევროკავშირის ელჩობა ჩემთვის პატივი და ასევე დიდი პასუხისმგებლობა არის. ამ თანამდებობაზე დანიშვნა ევროკავშირი - საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ემთხვევა. ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ახალ რეალობას ქმნის. ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად. ამ პროცესში წვლილის შეტანის შესაძლებლობა უზარმაზარი პრივილეგიაა“, - აღნიშნულია ელჩის მიმართვაში. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში მუშაობის დაწყებამდე, ელჩი ჰერჩინსკი ბრიუსელში ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო ქმედებათა სამ­სა­ხუ­რის ერ­თი­ა­ნი უსაფრთხო­ე­ბისა და თავ­დაც­ვის პო­ლი­ტი­კი­ს და კრი­ზი­სებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის დი­რექ­ტო­რატს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მა­ნამ­დე მას ბრიუსელში პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კო­მი­ტეტ­ში პო­ლო­ნე­თის ელ­ჩის, ნიუ-იორკში გაეროში პოლონეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თა­ნამ­დე­ბო­ბები ეკა­ვა. პაველ ჰერჩინსკი საქართველოში ევროკავშირის ელჩად 2022 წლის სექტემბერში დაინიშნა.  

ევროკავშირი რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოუწოდებს, საბერძნეთის წინააღმდეგ აგრესიული რიტორიკა შეწყვიტოს

ევროკავშირი, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოუწოდებს, რომ საბერძნეთთან მიმართებით, აგრესიული რიტორიკა შეწყვტოს.   ერდოღანი ათენს: თუ განაგრძობთ ახლანდელ კურსს, მძიმე ფასს გადაიხდით „მუქარა და აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეწყდეს. მნიშვნელოვან და გულწრფელ დიალოგში მონაწილეობა აუცილებელია დაძაბულობის განმუხტვის, ურთიერთგაგების ხელშეწყობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის განცხადებებში აღნიშნულია, რომ თურქეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მტრული განცხადებები საბერძნეთთან მიმართებით, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ევროკავშირში და სრულიად ეწინააღმდეგება აღმოსავლეთ-ხმელთაშუა ზღვაში დეესკალაციის მცდელობებს, რაც ევროპის საბჭოს 2021 წლის მარტისა და 2022 წლის ივნისის მოსაზრებებშია გათვალისწინებული. ეგეოსის ზღვაში მდებარე კუნძულები საბერძნეთს 1923 და 1947 წლების შეთანხმებებით გადაეცა, მხოლოდ იმ პირობით, რომ არ მოახდენდა ამ კუნძულებზე შეიარაღების განთავსებას. Reuters-ის ცნობით, ერდოღანის განცახდებამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეჭვქვეშ დააყენებს კუნძულებზე საბერძნეთის სუვერენიტეტის საკითხს, თუ ათენი მათ შეიარაღებას განაგრძობს. 

ევროკავშირმა და აშშ-მა რუსეთში ელჩები შეცვალეს

უკრაინული მედიის ცნობით, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა რუსეთში ელჩები სინქრონულად შეცვალეს. „იგეგმება ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის შეცვლა მოსკოვში. მარკუს ედერერმა დატოვა რუსეთი და უახლოეს მომავალში ამ თანამდებობას დაიკავებს საფრანგეთის ყოფილი ელჩი მალაიზიაში როლანდ გალიარაგი“,- წერს მედია წყაროებზე დაყრდობით.  4 სექტემბერს რუსეთში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს ელჩმა ჯონ სალივანმა დაასრულა მუშაობა დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად და მოსკოვი დატოვა. მანამდე UNIAN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთში ევროკავშირის ელჩმა, მარკუს ედერერმა თანამდებობა დატოვა. თუმცა, მაშინ არ იყო ცნობილი, ვინ შეცვლდა ედერერს.   

არჩილ თალაკვაძე: საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აქვს

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ამასთან, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში მნიშვნელოვანი ვიზიტი აქვს. „ჩვენთვის ცნობილია ევროკავშირის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები და მოლოდინები რომელიც ევროკავშირს აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აქვს “, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში 5 სექტემბერს გაემგზავრა.  

ილია დარჩიაშვილმა ევროპარლამენტის წევრთან საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობა განიხილა

საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება წარმოადგენდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის და ევროპარლამენტარ მიხაილ გალერის შეხვედრის მთავარ განსახილველ საკითხებს, რომელიც ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის ფარგლებში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყების პრესსამსახური ავრცელებს. "შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებას და აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად იმუშავებს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით. შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და ევროპარლამენტის ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობა. რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ გამოწვევებზე. აღინიშნა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში და ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: ილია დარჩიაშვილი საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელს სვენ მიქსერს შეხვდა  

საქართველო სრულად გრძნობს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ევროკავშირის თორმეტივე პრიორიტეტის მიმართ

ევროკავშირის აქტიური როლი მდგომარეობს იმაში, რომ მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ხაზი გაესვა ევროკავშირის მედიაციით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. „ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ საუბარი გვქონდა უკრაინაში მიმდინარე ომზე, მათ შორის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე, რომელიც 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც რუსეთთან მასშტაბური ომი წარმოებდა. მას შემდეგ რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი. ევროკავშირის აქტიური როლი მდგომარეობს იმაში, რომ მხარს უჭერს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენს ევროპელ კოლეგებს გავუზიარეთ ჩვენი შეფასება ამ საკითხთან მიმართებით და ხაზი გავუსვით ევროკავშირის მედიაციით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. მადლობა მინდა უმაღლესო წარმომადგენელო გადაგიხადოთ საბჭოს სხდომის მასპინძლობისთვის. ჩვენ ერთგულნი ვართ იმ ფასეულობების, იმ მიზნების მიმართ, რომელიც ერთად შევაჯერეთ “, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, საქართველო სრულად გრძნობს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას იმ თორმეტივე პრიორიტეტის მიმართ, რომელიც გამოავლინა საბჭომ. „დიდი მადლობა ბატონო უმაღლესო წარმომადგენელო, ევროკომისარო, მოგესალმებით. დღევანდელი საბჭოს სხდომა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იმდენად, რამდენადაც ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ევროკომისიამ მიიღო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, პირველად ვხვდებით ასეთ გაფართოებულ ფორმატში, ვიხილავთ საქართველოს წინსვლას, ამ კომპლექსურ, მაგრამ ძალიან მოტივირებულ გზაზე და ეს გზა ჩვენ მიგვიყვანს იქამდე, სადაც საქართველოს მიაჩნია, რომ ბუნებრივად ეკუთვნის. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები და ფასეულობები, საერთო მიზნები, ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას და სოლიდარობას.  ევროპული პერსპექტივა დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად მივიღეთ. ეს აბსოლუტურად კარგად გვესმის, რათა უზრუნველვყოთ უმაღლესი პოლიტიკური და ეკონომიკური თავსებადობა ევროკავშირთან. ეს ისტორიული გადაწყვეტილება აბსოლუტურად ახალ სამიზნე ორიენტირებს გვისახავს და ეს აბსოლუტურად ახალ რეალობაში ამყოფებს საქართველოს. საქართველო სრულად გრძნობს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას იმ თორმეტივე პრიორიტეტის მიმართ, რომელიც გამოავლინა საბჭომ “, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო ასოცირების დღის წესრიგის ერთგულია, რომელშიც გაწერილია საქართველოსა და ევროკავშირის საერთო დღის წესრიგის ამბიციური მიზნები. „ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთანავე, პირველ ივლისს კონკრეტული სამოქმედო გეგმა წარმოვადგინეთ, რომელშიც კონკრეტული ვადები იყო გაწერილი თითოეული პრიორიტეტის მიმართ და დავიწყეთ ინკლუზიური პროცესი, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები არიან ჩართული: ოპოზიციური პარტიები, მთავრობა და სამოქალაქო საზოგადოება. თუმცაღა, გულისტკენით უნდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ამ პროცესში არ იღებს მონაწილეობას. ჩვენ ვგრძნობთ ერთგულებას ასოცირების შეთანხმების სრულ ათვისებაზე, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის, 2027 წლამდე ასოცირების დღის წესრიგის, რომელშიც გაწერილია ჩვენი საერთო დღის წესრიგის ამბიციური მიზნები. ეს არის ერთიანი ბაზრის ათვისება, რაც ჩვენი მთავარი მიზანია. დაკავშირებადობის საკითხის წინსვლა, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში, ასევე, მთლიანად რეგიონში, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების და იმ მთავარი საკითხების გათვალისწინებით, მათ შორის ენერგოუსაფრთხოება, სურსათის უვნებლობა და უსაფრთხოება. ჩვენ ევროპელ კოლეგებს მოვუწოდებთ, რომ ჩაერთონ ამ საკითხში და გლობალურ დაკავშირებადობის რუკაზე საქართველო კარგად გამოისახოს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

ბორელი: პოლარიზაციამ არ უნდა მიაღწიოს ზღვარს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა ესმოდეს, რომ  პოლარიზაციამ არ უნდა მიაღწიოს ზღვარს, რომელიც ხელს უშლის პროცესებს და საფრთხეს უქმნის მიზნების შესრულებას.  მისივე თქმით, დეპოლარიზაცია ინკლუზიური პროცესია. ბორელმა მოუწოდა ყველა პარტიას, ჩაერთონ ამ პროცესში, რადგან მისი შეფასებით, ეს არის ისტორიული მომენტი და შესაძლებლობა. „პოლარიზაცია პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია. მაგრამ როგორც ცხოვრებაში, ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია, ზედმეტი პოლარიზაცია იწვევს დესტაბილიზაციას და საფრთხეს უქმნის პროგრესს. ჩვენ გვჭირდება გარკვეული პოლარიზაცია, რათა ვაჩვენოთ განსხვავებული მიდგომა და ეს ნორმალურია, ეს დემოკრატიაა, მაგრამ ამ პოლარიზაციამ არ უნდა მიაღწიოს ზღვარს, რომელიც ხელს უშლის პროცესებს და საფრთხეს უქმნის მიზნების შესრულებას. მე არ ვაპირებ საქართველოს შიდა პოლიტიკური ცხოვრების შეფასებას, მაგრამ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას ესმოდეთ, რომ ეს არის კოლექტიური ძალისხმევა და ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობებს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.  

ევროკავშირი ქართულ პოლიტიკურ ძალებს, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიზნით გაერთიანებისკენ მოუწოდებს

ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადება გავრცელდა. კერძოდ, ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. მონაწილეება ხაზი გაუსვეს ევროპული საბჭოს მზაობას, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ის შეასრულებს ევროკომისიის მოსაზრებაში განსაზღვრულ პრიორიტეტებს. საქართველოს და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ამ კონტექსტში, ევროკავშირი მიესალმა საქართველოს პარლამენტში დაწყებულ მუშაობას და მოუწოდა მმართველ პარტიას, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფების წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთოს ინკლუზიურ პროცესში. ევროკავშირმა ქართულ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა გაერთიანებისკენ, ერთობლივი მუშაობისა და თანამშრომლობისკენ აღნიშნული პრიორიტეტების შესრულების მიზნით, რაც უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული გზა დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. ევროკავშირი მზადაა, გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი მის მხარდასაჭერად. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველო-ევროკავშირის 2021-2027 წწ. ასოცირების განახლებული დღის წესრიგის დამტკიცებას. დოკუმენტი მოიცავს ერთობლივად შეთანხმებულ პრიორიტეტებს, რომელთა მიზანია ასოცირების შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით. ევროკავშირმა და საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურეს უწყვეტი ვალდებულება, ხელშესახები სარგებელი მოუტანონ საქართველოს მოქალაქეებს თანამშრომლობის ძირითად სფეროებში. ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს შეთანხმებული ამოცანებისა და პრიორიტეტების განხორციელების პროცესში. ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა ვალდებულება, კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, მათ შორის ასოცირების შეთანხმების პოტენციალის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცესთან ერთად, სრულად ათვისების გზით. ასოცირების საბჭომ აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმებისა და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ეფექტიანი განხორციელება, რაც უკავშირდება რეგულაციური დაახლოებისა და მასთან დაკავშირებული აუცილებელი რეფორმების უფრო ფართო პროცესს, ხელს უწყობს ევროკავშირთან გაძლიერებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, რითაც განაპირობებს საქართველოს შემდგომ ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე, როგორც ეს გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებით. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ მთელი რიგი რთული რეფორმების გატარებას და ბევრ დარგში საკუთარი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან წარმატებულ დაახლოებას. თუმცა, ევროკავშირმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოხატა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით 2021 წელს არსებითი პროგრესის ნაკლებობასა და ნეგატიურ განვითარებებთან დაკავშირებით. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გააორმაგოს ძალისხმევა დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს კიდევ უფრო გაზარდოს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა, მათ შორის გენედერული თანასწორობა და სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში უზრუნველყოს თანაბარი მოპყრობა მამაკაცებსა და ქალებისადმი, ასევე უმცირესობებს მიკუთვნილი პირების მიმართ განურჩევლად რელიგიისა თუ რწმენისა, რასისა, ეთნიკური თუ ეროვნული წარმოშობისა, სქესისა, ენისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, შესაძლებლობისა და სხვა, ასევე, ხაზი გაუსვა მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას. დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ძირეული პრიორიტეტებია, რომლებიც ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლას განსაზღვრავს. ასოცირების საბჭო მიესალმა პროგრესს ადამიანის უფლებათა 2022-2030 წწ. სტრატეგიის შემუშავების პროცესში. ევროკავშირმა განმეორებით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი დისკუსიები ქმნის კარგ შესაძლებლობას ინკლუზიური მიდგომისათვის და ყველა ძირითად აქტორთან სათანადო კონსულტაციების საწარმოებლად. ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების, სამართლიანი სასამართლოს უფლება და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოს ძირეულ ვალდებულებებს წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, ეფექტიანად უზრუნველყოს სასამართლო და პროკურატურის ორგანოების დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ანგარიშვალდებულება და მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების 2021 წლის შემდგომი ამბიციური რეფორმის სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იქნება ფართო, ინკლუზიური და პარტიათშორისი კონსულტაციების პროცესზე, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა, 2021 წლის 5 ივლისის თბილისი პრაიდის მარშის კონტექსტში, მედია-პროფესიონალების წინააღმდეგ ძალადობის ეფექტიანი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა და პრევენციული ზომების გაძლიერება. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ყველა დამნაშავის მართლმსაჯულებისთვის გადაცემისკენ და ამავდროულად, აღნიშნა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ევროკავშირი მიესალმა, რომ 2022 წელს თბილისი პრაიდთან დაკავშირებულმა ღონისძიებებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა. ევროკავშირმა დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასოცირების საბჭომ კვლავ დაადასტურა მტკიცე ვალდებულება საქართველოში კონფლიქტის გადაჭრისადმი, ყოვლისმომცველი მიდგომის ფარგლებში, მათ შორის არაღიარებისა და ჩართულობის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე სათანადო ყურადღების გამახვილების ჩათვლით. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების კრიტიკულ მნიშვნელობას რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტიდან გამომდინარე გამოწვევებზე მუშაობისა და მათი გადაწყვეტის თვალსაზრისით. ევროკავშირმა და საქართველომ დაგმეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს, ასევე ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ინტეგრაციის ე.წ. „ხელშეკრულებების“ შემდგომი განხორციელება და რუსეთის სხვა უკანონო ქმედებები ამ რეგიონებში, მათ შორის მილიტარიზაციის გაძლიერება და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართების აღმართვა, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასოცირების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, განსაკუთრებით თვითნებურ დაკავებებზე, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვაზე, საკუთრების უფლებისა და მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების დარღვევაზე, ეთნიკური ნიშნით ქართველების დისკრიმინაციასა და საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობის ფაქტების კუთხით დაუსჯელობაზე. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მექანიზმებისთვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფას საქართველოს აღნიშნულ ორივე რეგიონში. ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა გამყოფ ხაზების ორივე მხარეს ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომების მხარდაჭერის მნიშვნელობა. ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტსა და მის შედეგებთან დაკავშირებით, რომელმაც დაადგინა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, ახორციელებს რა ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე, დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი დებულებებისა. ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გამოხატა მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და დაუშვას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ადგილზე. საბჭომ ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ვალდებულებას. ასოცირების საბჭომ უძლიერესი ფორმით დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინაში და გამოთქვა თანხმობა, გააგრძელოს თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატში რუსეთის პასუხისგებისთვის. საქართველომ განმეორებით აღნიშნა ვალდებულება, რომ გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად. ევროკავშირმა და საქართველომ აიღეს ვალდებულება, საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიზნების შესაბამისად, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს საერთო მედეგობის გასაძლიერებლად. ევროკავშირმა განმეორებით დაადასტურა საქართველოსადმი მხარდაჭერა ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე, შემდგომი ჩართულობა სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში. ამ კონტექსტში, ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა გაზრდილ ანტი-დასავლურ დეზინფორმაციასა და რიტორიკასთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას, - გზას, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა. ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში და ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მონაწილეობის გაგრძელებას ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში კრიზისის მართვის ოპერაციებსა და მისიებში, კერძოდ ევროკავშირის სამხედრო წვრთნის მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალის რესპუბლიკაში. ასოცირების საბჭო მიესალმა კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წარმატებით დაძლევას, რის შედეგადაც 2021 წელს საქართველოს მშპ გაიზარდა 10.4%-ით და ეს პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა 2022 წლის პირველ თვეებშიც. ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა ევროკავშირის წვლილი 2020-2021 წწ. საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობასა და საერთო მედეგობაში. ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად და რომ ქართული ექსპორტი ევროკავშირში გაიზარდა. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საერთო ამბიციას, რომ გაიზარდოს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ტვირთბრუნვა, მათ შორის სავაჭრო ბარიერების, მიზნობრივად, შემდგომი გაუქმების გზით. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების საგზაო რუკის პირველი ფაზით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას, მათ შორის დავების გადაწყვეტის ახალი ორგანოს ჩამოყალიბებას, რამაც შედეგად ბაზარზე გაზრდილი წვდომა მოუტანა მას. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის გაზრდის მნიშვნელობასა და საერთო ინტერესს ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ციფრული სექტორი, და განმეორებით აღნიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში შეთანხმებული საფლაგმანო ინიციატივების პოტენციალი. ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კასპიის ნახშირწყალბადის რესურსების მიწოდებაში სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით. ამ კონტექსტში, ევროკავშირმა განმეორებით დაადასტურა შავი ზღვის მნიშვნელობა. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ინტერესს ევროს ერთიანი გადახდის სისტემაში გაწევრიანების კუთხით და გამოხატა სურვილი, დაეხმაროს საქართველოს კრიტერიუმების დაკმაყოფილებაში. ევროკავშირი ასევე მიესალმა საქართველოს დაინტერესებას ევროკავშირის ერთიანი ბაზრის პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს ასოცირებას ევროკავშირის საბაჟო და საგადასახადო (Fiscalis) პროგრამებთან. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ნაბიჯებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესში და მოუწოდა მას, გააგრძელოს მუდმივი ძალისხმევა, მათ შორის თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების საკითხის გადაჭრისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ევროკავშირი მიესალმა „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების აღსრულებას. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც რეგიონული ფორმატის, მნიშვნელობას და რეგიონში არსებულ რეალობებთან მისი ადაპტირების საჭიროებას. ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ძლიერ ჩართულობას „ერასმუს+“, „ჰორიზონტი ევროპის“ და „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამებში. სხდომას თანა-თავმჯდომარეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი.

ევროკავშირმა საქართველოს მოუწოდა, ეფექტიანად უზრუნველყოს სასამართლო და პროკურატურის ორგანოების დამოუკიდებლობა

ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, ეფექტიანად უზრუნველყოს სასამართლო და პროკურატურის ორგანოების დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ანგარიშვალდებულება და მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების 2021 წლის შემდგომი ამბიციური რეფორმის სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იქნება ფართო, ინკლუზიური და პარტიათშორისი კონსულტაციების პროცესზე, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით, ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის შემდეგ მიღებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების, სამართლიანი სასამართლოს უფლება და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოს ძირეულ ვალდებულებებს წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. „დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ძირეული პრიორიტეტებია, რომლებიც ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლას განსაზღვრავს. ასოცირების საბჭო მიესალმა პროგრესს ადამიანის უფლებათა 2022-2030 წწ. სტრატეგიის შემუშავების პროცესში. ევროკავშირმა განმეორებით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი დისკუსიები ქმნის კარგ შესაძლებლობას ინკლუზიური მიდგომისათვის და ყველა ძირითად აქტორთან სათანადო კონსულტაციების საწარმოებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.  

ევროკავშირი: საჭიროა თბილისი პრაიდის მარშის კონტექსტში, მედია-პროფესიონალების წინააღმდეგ ძალადობის ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა

ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადება გავრცელდა. კერძოდ, ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. გარდა სხვა საკითხებისა, რომლებზეც ვრცელ დოკუმენტში დეტალურად არის საუბარი, ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა, 2021 წლის 5 ივლისის თბილისი პრაიდის მარშის კონტექსტში, მედია-პროფესიონალების წინააღმდეგ ძალადობის ეფექტიანი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა და პრევენციული ზომების გაძლიერება. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, ყველა დამნაშავის მართლმსაჯულებისთვის გადაცემისკენ და ამავდროულად, აღნიშნა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ევროკავშირი მიესალმა, რომ 2022 წელს თბილისი პრაიდთან დაკავშირებულმა ღონისძიებებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა. შეგახსენებთ, 5 ივლისის მოვლენებისას, ჟურნალისტებზე ჰომოფობიური თავდასხმისას, მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. დაზარალებულები დღემდე თვლიან, რომ ამ ძალადობის ორგანიზატორები არ დასჯილან. „ტვპირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ჰომოფობიური ჯგუფების თავდასხმიდან 6 დღეში, 11 ივლისს, სახლში გარდაცვლილი იპოვეს.  

ოლივერ ვარჰეი: ჩვენი გზავნილი საქართველოს მიმართ შემდეგია: არ დაიკარგოს დრო და ენერგია, წინ წავწიოთ რეფორმები და ქვეყანაში ერთად ვიმუშაოთ

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს მიმართ მთავარი გზავნილი გააჟღერა. „ჩვენი პრიორიტეტები ნათელია, ჩვენ გვქონდა ღია, ნათელი საუბარი ამ საკითხებზე. ეს რა თქმა უნდა არის იმის ამსახველი, თუ როგორ შეგვიძლია, წარვმართოთ ჩვენი მყარი თანამშრომლობა, რომელიც წლების განმავლობაში ავაგეთ ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, რათა ეს ევროპული პერსპექტივა რეალობად ვაქციოთ. მიმაჩნია, რომ დღეს უნდა გავუგზავნოთ გზავნილი ქვეყანას, რომ არ დაიკარგოს დრო და ენერგია და წინ წავწიოთ რეფორმები და ქვეყანაში ერთად ვიმუშაოთ. საქართველოს წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით რა თქმა უნდა, დროს და სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს ყველას მხრიდან. მზად ვართ, რომ ამ მიმართულებით ყველა არსებული რესურსის მობილიზება მოვახდინოთ. ყველა მხარე, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება ამ მიზნის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ერის წინაშე. ამ ეტაპზე, რეკომენდაციას ვიძლევით, რომ საქართველომ 12 რეკომენდაციაზე გაამახვილოს ყურადღება, გაძლიერდეს სამართლის უზენაესობა, სასამართლო სისტემაში გატარდეს რეფორმა, რათა მოსამართლეების დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი გარე მხარეებისგან და ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მოხდეს წნეხის შემცირება; მედიის თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი. ეს ყველაფერი იმ პრიორიტეტებშია გაწერილი და მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ დავაკვირდებით და მხარს დავუჭერთ საქართველოს ამ მიმართულებით, იმიტომ რომ მომავალ წელს, იმედი გვაქვს, რომ საქართველოში იმ დროისთვის არსებულ წინსვლას პოზიტიურად შევაფასებთ და იმედი გვაქვს, რომ რეფორმების ხარისხი მოგვცემს საშუალებას, რომ ვაჩვენოთ, რამდენად მიზანსწრაფულია საქართველო“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. მისივე თქმით, ევროკავშირის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს 12 პრიორიტეტის შესრულებაში.

ასოცირების საბჭო: საქართველომ განმეორებით აღნიშნა ვალდებულება, რომ გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად

ასოცირების საბჭომ უძლიერესი ფორმით დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინაში და გამოთქვა თანხმობა, გააგრძელოს თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატში რუსეთის პასუხისგებისთვის. ამასთან დაკავშირებით, ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის შემდეგ მიღებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. საქართველომ განმეორებით აღნიშნა ვალდებულება, რომ გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად. ევროკავშირმა და საქართველომ აიღეს ვალდებულება, საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიზნების შესაბამისად, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს საერთო მედეგობის გასაძლიერებლად. ევროკავშირმა განმეორებით დაადასტურა საქართველოსადმი მხარდაჭერა ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე, შემდგომი ჩართულობა სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში. ამ კონტექსტში, ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა გაზრდილ ანტი-დასავლურ დეზინფორმაციასა და რიტორიკასთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას, - გზას, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა. ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში და ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მონაწილეობის გაგრძელებას ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში კრიზისის მართვის ოპერაციებსა და მისიებში, კერძოდ ევროკავშირის სამხედრო წვრთნის მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალის რესპუბლიკაში. ასოცირების საბჭო მიესალმა კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წარმატებით დაძლევას, რის შედეგადაც 2021 წელს საქართველოს მშპ გაიზარდა 10.4%-ით და ეს პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა 2022 წლის პირველ თვეებშიც. ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა ევროკავშირის წვლილი 2020-2021 წწ. საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობასა და საერთო მედეგობაში. ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად და რომ ქართული ექსპორტი ევროკავშირში გაიზარდა. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საერთო ამბიციას, რომ გაიზარდოს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ტვირთბრუნვა, მათ შორის სავაჭრო ბარიერების, მიზნობრივად, შემდგომი გაუქმების გზით. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების საგზაო რუკის პირველი ფაზით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას, მათ შორის დავების გადაწყვეტის ახალი ორგანოს ჩამოყალიბებას, რამაც შედეგად ბაზარზე გაზრდილი წვდომა მოუტანა მას. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის გაზრდის მნიშვნელობასა და საერთო ინტერესს ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ციფრული სექტორი, და განმეორებით აღნიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში შეთანხმებული საფლაგმანო ინიციატივების პოტენციალი. ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კასპიის ნახშირწყალბადის რესურსების მიწოდებაში სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით. ამ კონტექსტში, ევროკავშირმა განმეორებით დაადასტურა შავი ზღვის მნიშვნელობა. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ინტერესს ევროს ერთიანი გადახდის სისტემაში გაწევრიანების კუთხით და გამოხატა სურვილი, დაეხმაროს საქართველოს კრიტერიუმების დაკმაყოფილებაში. ევროკავშირი ასევე მიესალმა საქართველოს დაინტერესებას ევროკავშირის ერთიანი ბაზრის პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს ასოცირებას ევროკავშირის საბაჟო და საგადასახადო (Fiscalis) პროგრამებთან. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ნაბიჯებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესში და მოუწოდა მას, გააგრძელოს მუდმივი ძალისხმევა, მათ შორის თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების საკითხის გადაჭრისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ევროკავშირი მიესალმა „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების აღსრულებას. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც რეგიონული ფორმატის, მნიშვნელობას და რეგიონში არსებულ რეალობებთან მისი ადაპტირების საჭიროებას. ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ძლიერ ჩართულობას „ერასმუს+“, „ჰორიზონტი ევროპის“ და „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამებში. სხდომას თანა-თავმჯდომარეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა დაასახელა სამი ნაბიჯი, რომლითაც რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შემცირდება

ევროპა იღებს ზომებს, იმისთვის, რომ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამციროს და სანდო მომწოდებლებზე გადავიდეს, როგორიცაა აშშ, ნორვეგია, აზერბაიჯანი, ალჟირი და სხვები. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.  ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, რომ პიკის საათებში ენერგორესურსების მოხმარება შეამცირონ „ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ რუსეთიდან სხვა სანდო მომწოდებლებზე გადავიდეთ, როგორიცაა, მაგალითად, შეერთებული შტატები ან ნორვეგია, აზერბაიჯანი, ალჟირი და სხვები. სინამდვილეში, დღეს ნორვეგია ევროკავშირს უფრო მეტ გაზს აწვდის, ვიდრე რუსეთი", - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.  ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ რუსეთი არასანდო მიმწოდებელია და აქტიურად მანიპულირებს გაზის ბაზარზე. მისი თქმით, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მათ შეძლეს და მნიშვნელოვნად შეასუსტეს რუსეთის გავლენა ეკონომიკაზე და კონტინენტზე. ამ კუთხით გადაიდგა სამი ნაბიჯი: პირველია მოთხოვნის შემცირება, მეორე - რუსული ენერგორესურსების ეტაპობრივი გაუქმება და მესამეა მასიური ინვესტიციები განახლებადი ენერგიის წყაროებში. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ არსებული ვითარება გავლენას ახდენს ელექტროენერგიის ბაზარზე. „ჩვენ ახლა ვაწყდებით ელექტროენერგიის ასტრონომიულ ფასებს შინამეურნეობებისა და კომპანიებისთვის. ამიტომ, ჩვენ შემოგთავაზებთ ხუთ სხვადასხვა დაუყოვნებლივ ზომას“. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ეს ხუთი ღონისძიება ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე 9 სექტემბერს განიხილება.    

ევროკავშირი: საქართველოს ევროპული გზა დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია

ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომა გაიმართა, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადება გავრცელდა. კერძოდ, ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა 2022 წლის 23 ივნისის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობას, რომელმაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. ევროკავშირმა ქართულ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა გაერთიანებისკენ, ერთობლივი მუშაობისა და თანამშრომლობისკენ ევროკომისიის პრიორიტეტების შესრულების მიზნით, რაც უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული გზა დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. ევროკავშირი მზადაა, გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი მის მხარდასაჭერად. მონაწილეება ხაზი გაუსვეს ევროპული საბჭოს მზაობას, საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ის შეასრულებს ევროკომისიის მოსაზრებაში განსაზღვრულ პრიორიტეტებს. საქართველოს და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველო-ევროკავშირის 2021-2027 წწ. ასოცირების განახლებული დღის წესრიგის დამტკიცებას. დოკუმენტი მოიცავს ერთობლივად შეთანხმებულ პრიორიტეტებს, რომელთა მიზანია ასოცირების შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით.   ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა ვალდებულება, კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, მათ შორის ასოცირების შეთანხმების პოტენციალის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცესთან ერთად, სრულად ათვისების გზით.   ევროკავშირმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოხატა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით 2021 წელს არსებითი პროგრესის ნაკლებობასა და ნეგატიურ განვითარებებთან დაკავშირებით. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გააორმაგოს ძალისხმევა დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით.   ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს კიდევ უფრო გაზარდოს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა. დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები ძირეული პრიორიტეტებია, რომლებიც ევროპულ გზაზე საქართველოს წინსვლას განსაზღვრავს.   ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების, სამართლიანი სასამართლოს უფლება და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოს ძირეულ ვალდებულებებს წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.   ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, ეფექტიანად უზრუნველყოს სასამართლო და პროკურატურის ორგანოების დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და ანგარიშვალდებულება და მიიღოს და განახორციელოს მართლმსაჯულების 2021 წლის შემდგომი ამბიციური რეფორმის სტრატეგია, რომელიც დაფუძნებული იქნება ფართო, ინკლუზიური და პარტიათშორისი კონსულტაციების პროცესზე, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.   ევროკავშირმა დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასოცირების საბჭომ კვლავ დაადასტურა მტკიცე ვალდებულება საქართველოში კონფლიქტის გადაჭრისადმი, ყოვლისმომცველი მიდგომის ფარგლებში, მათ შორის არაღიარებისა და ჩართულობის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე სათანადო ყურადღების გამახვილების ჩათვლით.   ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა, 2021 წლის 5 ივლისის თბილისი პრაიდის მარშის კონტექსტში, მედია-პროფესიონალების წინააღმდეგ ძალადობის ეფექტიანი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფა და პრევენციული ზომების გაძლიერება. ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ყველა დამნაშავის მართლმსაჯულებისთვის გადაცემისკენ და ამავდროულად, აღნიშნა ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ევროკავშირი მიესალმა, რომ 2022 წელს თბილისი პრაიდთან დაკავშირებულმა ღონისძიებებმა მშვიდობიან გარემოში ჩაიარა.   ევროკავშირმა დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასოცირების საბჭომ კვლავ დაადასტურა მტკიცე ვალდებულება საქართველოში კონფლიქტის გადაჭრისადმი, ყოვლისმომცველი მიდგომის ფარგლებში, მათ შორის არაღიარებისა და ჩართულობის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე სათანადო ყურადღების გამახვილების ჩათვლით.   ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კასპიის ნახშირწყალბადის რესურსების მიწოდებაში სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით. ამ კონტექსტში, ევროკავშირმა განმეორებით დაადასტურა შავი ზღვის მნიშვნელობა.   ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად და რომ ქართული ექსპორტი ევროკავშირში გაიზარდა. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საერთო ამბიციას, რომ გაიზარდოს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ტვირთბრუნვა, მათ შორის სავაჭრო ბარიერების, მიზნობრივად, შემდგომი გაუქმების გზით.   ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში და ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მონაწილეობის გაგრძელებას ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში კრიზისის მართვის ოპერაციებსა და მისიებში, კერძოდ ევროკავშირის სამხედრო წვრთნის მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალის რესპუბლიკაში.

ევროკავშირი და საქართველო ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის უკანონო ქმედებებს გმობენ

ევროკავშირმა დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასოცირების საბჭომ კვლავ დაადასტურა მტკიცე ვალდებულება საქართველოში კონფლიქტის გადაჭრისადმი, ყოვლისმომცველი მიდგომის ფარგლებში, მათ შორის არაღიარებისა და ჩართულობის შესახებ ევროკავშირის პოლიტიკისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე სათანადო ყურადღების გამახვილების ჩათვლით. ამასთან დაკავშირებით, ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის შემდეგ მიღებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების კრიტიკულ მნიშვნელობას რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტიდან გამომდინარე გამოწვევებზე მუშაობისა და მათი გადაწყვეტის თვალსაზრისით. ევროკავშირმა და საქართველომ დაგმეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს, ასევე ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული ინტეგრაციის ე.წ. „ხელშეკრულებების“ შემდგომი განხორციელება და რუსეთის სხვა უკანონო ქმედებები ამ რეგიონებში, მათ შორის მილიტარიზაციის გაძლიერება და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართების აღმართვა, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასოცირების საბჭომ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, განსაკუთრებით თვითნებურ დაკავებებზე, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვაზე, საკუთრების უფლებისა და მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების დარღვევაზე, ეთნიკური ნიშნით ქართველების დისკრიმინაციასა და საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის მოსპობის ფაქტების კუთხით დაუსჯელობაზე. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მექანიზმებისთვის, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფას საქართველოს აღნიშნულ ორივე რეგიონში. ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა გამყოფ ხაზების ორივე მხარეს ხალხთაშორისი კონტაქტებისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომების მხარდაჭერის მნიშვნელობა. ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებულ კონფლიქტსა და მის შედეგებთან დაკავშირებით, რომელმაც დაადგინა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაციამ, ახორციელებს რა ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე, დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი დებულებებისა. ასოცირების საბჭომ განმეორებით დაადასტურა რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გამოხატა მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და დაუშვას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ადგილზე. საბჭომ ხაზი გაუსვა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ვალდებულებას. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო რუსეთს საქართველოს ტერიტორიებიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს ასოცირების საბჭომ უძლიერესი ფორმით დაგმო რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინაში და გამოთქვა თანხმობა, გააგრძელოს თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატში რუსეთის პასუხისგებისთვის. საქართველომ განმეორებით აღნიშნა ვალდებულება, რომ გააგრძელოს მაქსიმალური ძალისხმევა სანქციებისგან თავის არიდების აღსაკვეთად. ევროკავშირმა და საქართველომ აიღეს ვალდებულება, საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიზნების შესაბამისად, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს საერთო მედეგობის გასაძლიერებლად. ევროკავშირმა განმეორებით დაადასტურა საქართველოსადმი მხარდაჭერა ჰიბრიდული და კიბერ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში და ასევე, შემდგომი ჩართულობა სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში. ამ კონტექსტში, ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა გაზრდილ ანტი-დასავლურ დეზინფორმაციასა და რიტორიკასთან დაკავშირებით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას, - გზას, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა. ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი რეგიონში და ხაზი გაუსვა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში. ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მონაწილეობის გაგრძელებას ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში კრიზისის მართვის ოპერაციებსა და მისიებში, კერძოდ ევროკავშირის სამხედრო წვრთნის მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მალის რესპუბლიკაში.

ევროკავშირმა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა

ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო. გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, 2022 წლის 12 სექტემბრიდან ამოქმედდება. რას ნიშნავს ევროკავშირის გადაწყვეტილება სავიზო განაცხადის საფასურის გაზრდას 35 ევროდან 80 ევრომდე, დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენის საჭიროება; ვიზის დამუშავების დროის გაზრდას და მრავალჯერადი ვიზების გაცემის უფრო შემზღუდველ წესებს; საკონსულოებისთვის სავიზო განაცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სტანდარტული ვადა 10-დან 15 დღემდე გაიზრდება; ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 45 დღემდე ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა განაცხადის შემდგომი შესწავლა. პოლიტიკურ შეთანხმებას რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია ევროკავშირმა 31 აგვისტოს მიაღწია.  

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ახალ ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ახალ ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ საფუძველი დაუდო ახალ ეტაპს, რომელმაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს. ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. პრემიერმა აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფები შეიქმნა პრიორიტეტების მიხედვით, რომლებშიც ჩართულია ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარე. "შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ახალ ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა პაველ ჰერჩინსკის მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

დენის შმიგალი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას მაქსიმუმ ორ წელიწადში გეგმავს

ამ წლის ბოლომდე უკრაინას აქვს ამბიციური გეგმები, რომ  ევროკომისიის მიერ შეთავაზებული შვიდივე პირობა შეასრულოს და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები განაგრძოს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ დაიცვა თავისი არჩევანი და განაგრძობს წინსვლას დასავლეთისკენ. „ჩვენ ძალიან სწრაფი ტემპით ვიმოქმედებთ. ჩვენ გავაანალიზეთ, თუ როგორ გაიარეს ეს გზა სხვა ქვეყნებმა. მათ დასჭირდათ ხუთი, შვიდი ან რვა წელი. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ეს „მოგზაურობა“ მაქსიმუმ ორ წელიწადში დავასრულოთ და მივაღწიოთ ჩვენს მიზანს - გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები“, - განაცხადა შმიგალმა. ცნობისთვის, ვროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება 23 ივისს გადაწყვიტა.  

დენის შმიგალი: უკრაინამ სტრატეგიულად გაიმარჯვა

ამ წლის ბოლომდე უკრაინას აქვს ამბიციური გეგმები, რომ  ევროკომისიის მიერ შეთავაზებული შვიდივე პირობა შეასრულოს და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები განაგრძოს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ დაიცვა თავისი არჩევანი და განაგრძობს წინსვლას დასავლეთისკენ. „ჩვენ ძალიან სწრაფი ტემპით ვიმოქმედებთ. ჩვენ გავაანალიზეთ, თუ როგორ გაიარეს ეს გზა სხვა ქვეყნებმა. მათ დასჭირდათ ხუთი, შვიდი ან რვა წელი. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ეს „მოგზაურობა“ მაქსიმუმ ორ წელიწადში დავასრულოთ და მივაღწიოთ ჩვენს მიზანს - გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები“, - განაცხადა შმიგალმა. შმიგალმა მადლობა გადაუხადა შეიარაღებულ ძალებს და ყველა უკრაინელ სამხედროს, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ევროპული მომავლის უზრუნველყოფაში. „ამ სისხლიანი ომის 200 დღის შემდეგ, მთავარი დასკვნა არის ის, რომ უკრაინამ სტრატეგიულად გაიმარჯვა. ჩვენ გავიმარჯვეთ ჩვენი თავისუფლების, ჩვენი დემოკრატიისთვის დაცვაში.ისინი დარჩნენ თავის არქაულ საბჭოთა მოდელში თავისი პროპაგანდით, იმპერიული ამბიციებით, რისი მიღწევის საშუალებასაც ცხადია, არ მივცემთ“, - განაცხადა შმიგალმა.

დღეიდან რუსეთის მოქალაქეები ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმით ვეღარ ისარგებლებენ

დღეიდან, 12 სექტემბრიდან ევროკავშირის გადაწყვეტილება, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერების შესახებ, ოფიციალურად ამოქმედდა. ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო.  რას ნიშნავს ევროკავშირის გადაწყვეტილება სავიზო განაცხადის საფასურის გაზრდას 35 ევროდან 80 ევრომდე, დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენის საჭიროება; ვიზის დამუშავების დროის გაზრდას და მრავალჯერადი ვიზების გაცემის უფრო შემზღუდველ წესებს; საკონსულოებისთვის სავიზო განაცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სტანდარტული ვადა 10-დან 15 დღემდე გაიზრდება; ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 45 დღემდე ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა განაცხადის შემდგომი შესწავლა. პოლიტიკურ შეთანხმებას რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია ევროკავშირმა 31 აგვისტოს მიაღწია.  

ავსტრიის პრეზიდენტი: პუტინი ყოველ კუბურ მეტრ გაზს, ევროპის გასაყოფად იყენებს

არჩევნების წინა დღეს ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა, რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევისკენ მოუწოდა და მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს. ევროკავშირის ქვეყნებმა წლის დასაწყისიდან რუსეთიდან გაზის იმპორტი 48%-ით შეამცირეს მისი თქმით, პუტინი ყოველ კუბურ მეტრ გაზს, ევროპის გასაყოფად იყენებს „არ ჩაერთოთ რუსეთის რეჟიმთან შეთანხმებაში და გამოდით იმ დამოკიდებულებიდან, რომელიც თქვენ თავად შექმენით“ და ამისთვის საჭიროა ინვესტიცია განახლებული ენერგიის წყაროებში და ენერგიის დაზოგვა, - განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა. Bloomberg: ევროპისთვის გაზის სრულად შეწყვეტის გამო, რუსეთის ბიუჯეტი ყოველწლიურად $6,6 მილიარდს დაკარგავს „ეს ადვილი არ არის და შრომას მოითხოვს. თუ ერთმანეთს კარგი ავსტრიული ტრადიციების მიხედვით დავეხმარებით და ერთმანეთზე ვიზრუნებთ, დარწმუნებული ვარ, რომ ამას შევძლებთ", - განაცხადა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა.  შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების საუკეთესო შანსი მოქმედ პრეზიდენტს ალექსანდრ ვან დერ ბელენს აქვს. გასულ კვირას ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ შალენბერგმა განაცხადა, რომ „რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დღითიდღე უფრო ეფექტური ხდება“.  

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შუამავლობისთვის მზადაა

ევროკავშირი მოუწოდებს აზერბაიჯანსა და სომხეთს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ასევე სრულად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.  ტოივო კლაარი ვითარების გამწვავების გამო, აზერბაიჯანსა და საომხეთში ჩავა „ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს განაგრძოს პატიოსანი შუამავლის როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რათა დაეხმაროს საერთო მიზნის მიღწევაში, რაც ყველა ხალხის საკეთილდღეოდ, უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი სამხრეთ კავკასიის შექმნას ემსახურება“, - თქვა მან. ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი, დაუყოვნებლივ გაემგზავრება ორ ქვეყანაში, რათა მხარი დაუჭიროს აუცილებელ დეესკალაციას და ბრიუსელში ბაქოსა და ერევანს შორის დიალოგის პროცესში შემდეგი ნაბიჯები განიხილოს. მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლზ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა.  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და ასევე, გაეროს მიმართა.  

ევროკომისიის პრეზიდენტი: ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, დასავლეთ ბალკანეთის გარეშე

ევროკავშირი არ არის სრულყოფილი უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარეშე, ამის შესახებ 27-ქვეყნის ბლოკის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა ოთხშაბათს ყოველწლიურ გამოსვლაში განაცხადა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია. „თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ, თქვენ ხართ ჩვენი კავშირის მომავალი. ჩვენი კავშირი არ არის სრულყოფილი თქვენ გარეშე“, - განაცხადა ლაიენმა.  

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. პაპუაშვილმა პაველ ჰერჩინსკის საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა და მის საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა. "პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ, საქართველო-ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განსაკუთრებით ინტენსიურია. შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის მიერ ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესზე დეტალურად ისაუბრა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოს ევროინტეგრაციის, მათ შორის, მოსახლეობისთვის ხელშესახები შედეგების მომტანი პროექტების განხორციელების გზით აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ოლაფ შოლცი საქართველოს: ევროპისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით

ევროპისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარები, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს მხარი დაუჭიროს იმ კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ევროპულ საბჭოში წელს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ საქართველოს მივცეთ ევროპული პერსპექტივა. მე მინდა, რომ საქართველო გავამხნევო, ამისთვის საჭირო რეფორმების ნაბიჯები გადადგას. ევროკომისიის რეკომენდაციები გახლავთ ამ გზაზე მნიშვნელოვანი. ჩემთვის ცნობილია, რომ ამას სჭირდება ერთობლივი, ეროვნული ძალისხმევა ყველა პოლიტიკური ძალისა და ამიტომაც მინდა, რომ დაგარწმუნოთ გერმანია საქართველოს ამაში დაეხმარება. ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით ევროპაში მიმავალ გზაზე. მისივე თქმით, გერმანია უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. „ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არის მჭიდრო და მრავალმხრივი. ისინი ფარავენ მთელს სპექტრს ეკონომიკის, ეკოლოგიის, ენერგეტიკის და კულტურის. გვიხარია, რომ საქართველოში არსებობს ძალიან დიდი ინტერესი გერმანული ენის და აკადემიური გაცვლის მიმართ და ასევე, როგორც ორმხრივი პარტნიორი, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია განვითარების პოლიტიკის თვალსაზრისით. რუსეთის აგრესია უკრაინაზე არის ამ წლის მთავარი მოვლენა. გერმანია მხარში უდგას უკრაინას, ეხმარება მას სამხედრო, პოლიტიკური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური თვალსაზრისით. საქართველოს თვითონ აქვს რუსული აგრესიის გამოცდილება, სამწუხარო გამოცდილება, 2008 წელს დაესხნენ მას თავს და მას შემდეგ, საქართველოს ტერიტორიების ნაწილები რუსული კონტროლის ქვეშაა. ფედერალური მთავრობა უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. კარგია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია და ასევე, გამოაცხადა, რომ ის ხელს შეუშლის ყველანაირ მცდელობას რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებისა“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. „პირველ რიგში, მნიშვნელოვანი გახლავთ პოლიტიკური მხარდაჭერა. ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოს მხარი დაუჭიროს იმ კრიტერიუმების შესრულებაში, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანებისთვის. ეს გახლავთ ცენტრალური შეხედულება ყველასი და საბოლოო ჯამში, ვინც არის კანდიდატი, იმ ქვეყნის საქმეა, რომ შეასრულოს კრიტერიუმები. მაგრამ, ჩვენგან საქართველოს ექნება ყველანაირი მხარდაჭერა, რათა სამართლებრივი და პოლიტიკური ღონისძიებები იყოს განხორციელებული. გარდა ამისა, ეკონომიკური პერსპექტივების განვითარებაზეა ლაპარაკი, ამიტომაც გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა განვითარების პოლიტიკის საქმეში, ამის გაფართოებაც შეიძლება. სამომავლო განვითარებისთვის კიდევ ბევრი სხვა სფერო არსებობს - ეს გახლავთ ენერგეტიკის სფერო და ამაზე გვქონდა დღეს საუბარი“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „იმედის“ თარგმანით. მისივე თქმით, გერმანიისთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან და წელს ფედერალურმა მთავრობამ ამისთვის გამოყო თანხა, ისევე როგორც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.  

ოლაფ შოლცი: საქართველო თუ 12 პრიორიტეტს დააკმაყოფილებს, გერმანია თავის სიტყვას შეასრულებს

„ჩვენ დიდი წვლილი შევიტანეთ იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ევროკავშირის საბჭომ მიიღო, როდესაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, დასახელებულია 12 კრიტერიუმი, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელია. ოლაფ შოლცი საქართველოს: ევროპისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ სიამოვნებით დაგეხმარებით „ეს არის უკვე ის, რაც ქვეყანამ თავად უნდა გააკეთოს, თუ ეს პირობები შესრულდება, გერმანია დაეხმარება საქართველოს და ბერლინი თავის სიტყვას შეასრულებს. თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ გამოვედი კარლის უნივერსიტეტში და პირდაპირ ვისაუბრე ამის შესახებ. მე ამ ევროპულ ქალაქში წარმოვთქვი ეს სიტყვა, სადაც მკაფიოდ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა „იმედის“ თარგმანით.  

Reuters: ევროკომისია უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს გამოყოფის შეჩერების რეკომენდაციას გასცემს

ევროკომისია უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს გამოყოფის შეჩერების რეკომენდაციას გასცემს. ამის მიზეზად Reuters-ის ცნობით, კორუფცია სახელდება. სააგენტო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ევროკავშირის მხრიდან, უნგრეთის წინააღმდეგ გადადგმული პირველი ასეთი ნაბიჯი იქნება. ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, საუბარია უნგრეთისთვის განკუთვნილი თანხების 70%-მდე შემცირებაზე, თუმცა კონკრეტულ თანხას წყაროები არ ასახელებენ. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისას განაცხადა, რომ გაყინავს დაფინანსებას იმ წევრებისთვის, რომლებიც დემოკრატიას აზიანებენ. ამ კონტექსტში მან კორუფცია გამოყო. „ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი დემოკრატიებისთვის... მე მსურს ყურადღება გავამახვილო კორუფციაზე", - განაცხადა ლაიენმა კონკრეტული ქვეყნის დასახელების გარეშე. ბრიუსელი დიდი ხანია, უნგრეთის სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისკენ მოუწოდებს.  

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2023 წლის 15 მარტამდე გახანგრძლივდა.  არსებული შემაკავებელი ზომები ითვალისწინებს ფიზიკური პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვას, აქტივების გაყინვას და მათთვის სახსრების ან სხვა ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვას. სანქციები გაგრძელდება 1206 ფიზიკური პირისა და 108 სუბიექტის მიმართ, რომელთაგან ბევრი გამიზნულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე გაუმართლებელი და არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ, ევროკავშირმა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მასიურად გააფართოვა. „ევროკავშირი მტკიცედ გმობს რუსეთის განურჩეველ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ და მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი უნდა იყოს დაცული. რუსეთი, ბელორუსი და ყველა, ვინც პასუხისმგებელია ომის დანაშაულებზე, პასუხისგებაში მიეცემა თავიანთი ქმედებებისთვის, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ევროკავშირი ურყევია თავის ვალდებულებაში, დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიისგან თავდაცვის უფლების განხორციელებაში და მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის აშენებაში“, - ნათქვამია ევროკავშირის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.  

ევროკავშირი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სრულდება

ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება.ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამ დრომდე სრულდება.„ჩვენთვის იმედისმომცემია ინფორმაცია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცულია. მოვუწოდებთ მხარეებს, განაგრძონ ამ შეთანხმების იმპელემენტაცია და მოახდინონ ჰუმანიტარული ნაბიჯების კოორდინაცია, როგორიცაა, სამხედროების ცხედრების გადაცემა. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი აგრძელებს მაღალი დონის შეხვედრებს და კონსულტაციებს ჯოზეფ ბორელის მანდატით. ის იმყოფებოდა ბაქოში გუშინ და დღეს ერევანშია. ევროკავშირი კვლავაც ჩართულია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნორმალიზაციის პროცესში, მათ შორის უმაღლეს დონეზე, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მეშვეობით“, - ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 14 სექტემბრის 20:00 საათიდან შევიდა ძალაში. აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო. ვითარება აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე- გაეცანით Europetime-ის სტატიას  

პრეზიდენტი: მადლობელი ვარ ევროკავშირის მისიის ყველა წევრის. მათ, მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერაში საკუთარი წვლილი შეიტანეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შექმნის 14 წლისთავს Twitter-ზე ეხმაურება. „14 წლის წინ, ამ დღეს, ევროკავშირმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შექმნა, რაც საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართ ევროპის სოლიდარობისა და ერთგულების გამოხატულება იყო. მადლობელი ვარ მისიის ყველა წევრის, რომლებმაც წლების განმავლობაში, მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერაში საკუთარი  წვლილი შეიტანეს“, - წერს ზურაბიშვლი სოციალურ ქსელში.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინამ და ევროპამ მომავალი ზამთრის ენერგეტიკულ გამოწვევებს ერთობლივად უნდა უპასუხონ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ და ევროპამ ერთობლივად უნდა უპასუხონ მომავალი ზამთრის ენერგეტიკულ გამოწვევებს. ამის შესახებ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ განვიხილეთ ენერგეტიკული გამოწვევების საკითხი. მთელი ზამთრის განმავლობაში მრავალი გამოწვევა იქნება. აქ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ერთად. ევროკავშირის ქვეყნებს ასევე აქვთ რთული გამოწვევები. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ ყველანი უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს”, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, ლაიენი კიევს 15 სექტემბერს ეწვია.  

გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ მესამედი მოელის, რომ მთავრობა ამ პირობებს შეასრულებს - NDI

რამდენად მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელონა თქვენთვის, რომ საქართველომ შეასრულოს ყველა ის პირობა, რომელიც ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუწესა. NDI-ის მიერ გამოკითხულებმა ამ შეკითხვას უპასუხეს. პასუხები ასე გადანაწილდა: 71% - მნიშვნელოვანი 12% - უმნიშვნელო 17% - არ ვიცი მათგან, ვისაც სმენია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ, უმეტესობა (56%) მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საკმარისი არ გააკეთა. ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მოსახლეობის 62%-სთვის არის ცნობილი. რას ასახელებს გამოკითხულთა უმრავლესობა ევროკავშირის მხარდაჭერის მთავარ მოტივად შეასრულებს თუ არა მთავრობა ხსენებულ პირობებს, 32%-თვლის, რომ შეასრულებს, 33% - არ შეასრულებს, არ ვიცი/უარი პასუხზე - 35% კვლევის ავტორების თქმით, მოსახლეობის უმრავლესობისთვის ამ პროცესში ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა ამას ნაკლებად მოელიან. გამოკითხულთა 70% თვლის, რომ ოპოზიციური პარტიები უნდა იყვნენ პროცესში ჩართულნი, გამოკითხულთა 68%-ის აზრით კი, მასში არასამთავრობოების და სამოქალაქო სექტორის ჩართულობას ემხრობა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას 75% მხარს უჭერს, NATO-ში გაწევრიანებას 69% ემხრობა - NDI-ის ახალი კვლევა გამოკითხულთა 35% (34% სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობოების შემთხვევაში) თვლის, რომ მთავრობა ოპოზიციური პარტიების ჩართულობას უზრუნველყოფს, იგივე რაოდონება პირიქით (33% სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობოების შემთხვევაში) ფიქრობს. ცნობისთვის, კვლევა 14 ივლისიდან - 15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითპირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ. აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

Reuters-ი: ევროკომისიამ უნგრეთისთვის ფინანსური სანქციის დაწესების რეკომენდაცია გასცა

Reuters-ის ცნობით, ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უნგრეთისთვის დაახლოებით 7,5 მილიარდი ევროს დაფინანსების შეჩერებას, რისი მიზეზიც კორუფციაა. ეს არის პირველი შემთხვევაა 27 ქვეყნისგან შემდგარ ბლოკში, რომელმაც სანქცია კანონის უზენაესობის უკეთესად დაცვის მიზნით დააწესა. Reuters: ევროკომისია უნგრეთისთვის მილიარდობით ევროს გამოყოფის შეჩერების რეკომენდაციას გასცემს ევროკომისარმა იოჰანე სჰანმა განმარტა, რომ კომისია რეკომენდაციას უწევს უნგრეთისთვის გათვალისწინებული თანხების დაახლოებით მესამედის შეჩერებას ბლოკის საერთო ბიუჯეტიდან 2021-27 წლებისთვის.  ევროპარლამენტმა უნგრეთს „ელექტორალური ავტოკრატია“ უწოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სამი თვის ვადა აქვთ, რათა ეს საკითხი ამ საკითხი განიხილონ. ხსენებულ ინიციატივას მისაღებად სულ მცირე 15 ქვეყნის თანხმობა სჭირდება. უნგრული მხარე აცხადებს, რომ დაფინანსების შესანარჩუნებლად, ყველა პირობას შეასრულებს.  

ევროკავშირმა საქართველოსთან თანამშრომლობის ეფექტიანობა და გავლენა შეაფასა - დოკუმენტი

2014-2020 წლებში ევროკავშირი საქართველოს 938,4 მილიონი ევროთი დაეხმარა  სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის სფეროში მიღწეული წინსვლა მცირეა საზოგადოების ნდობა სამთავრობო დაწესებულებების მიმართ შემცირდა ევროკავშირმა დაფინანსების განვლილი პერიოდის განმავლობაში საქართველოსთან თანამშრომლობის ეფექტიანობისა და გავლენის დეტალური შეფასება გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორია. 2014-2020 წლებში ევროკავშირი საქართველოს 938,4 მილიონი ევროთი დაეხმარა. ფინანსური მხარდაჭერის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა შვიდი წლის განმავლობაში გაცემული დახმარებიდან ყველაზე დიდი წილი (€253 მილიონი) სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარების სფეროზე მოდის. შემდეგია კავშირების დამყარება (€171) მილიონი), ეკონომიკური განვითარება და ბაზრის შესაძლებლობები (€168 მილიონი), მართლმსაჯულება და დემოკრატიული მმართველობა (€109 მილიონი), საჯარო მმართველობის რეფორმა და საჯარო ფინანსების მართვა (€90 მილიონი). მართლმსაჯულება და კანონის უზენაესობა მართლმსაჯულების რეფორმის ბევრი მიმართულებით – გენდერული ნიშნით ძალადობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, იურიდიული დახმარება და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა – მნიშვნელოვანი წინსვლა აღინიშნა. თუმცა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის სფეროში მიღწეული წინსვლა მცირეა. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროებში უკან დახევის შემთხვევები აშკარაა. ეკონომიკური განვთარება მცირე და საშუალო საწარმოების და პროფესიული განათლების პოლიტიკა და ინსტიტუციური ჩარჩოები გაუმჯობესდა, თუმცა მათი ურთიერთთანხვედრა არასაკმარისია. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ ხელი შეუწყო საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში კარგ წინსვლას და გაზარდა ექსპორტის მოცულობა, თუმცა, არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოდან ექსპორტი ღირებულების ჯაჭვის მთელს გაყოლებაზე მზარდია. გენდერული პრობლემატიკასთან კომპლექსური მიდგომა ამ თვალსაზრისით ყველა სექტორში მიღწეულია წინსვლა, თუმცა, ეს წინსვლა მცირე იყო შერევის ოპერაციებში [შერევის ოპერაცია ნიშნავს ევროკავშირის ბიუჯეტიდან დახმარების არანაზღაურებად ფორმას, რომელიც კომბინირებულია მხარდაჭერის ანაზღაურებად ფორმებთან] და ამ კომპლექსური მიდგომის ხარისხი ზოგჯერ სტანდარტებს ჩამორჩება. გარემოსა და კლიმატის ცვლილების საკითხების წინ წამოწევას ცნობიერების ნაკლებობა და გარკვეულწილად, წინააღმდეგობაც აფერხებს. სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება დადებითი გავლენა როგორც სოფლის მეურნეობაზე, ისე სოფლის განვითარებაზე მოსავლიანობის და წარმოების ზრდის თვალსაზრისით მოსალოდნელზე დაბალი იყო, ხოლო სოციალურ-ეკონომიკური შედეგების დადგენა - რთული. თუმცა, საქართველოს მიმართ ევროკავშირის დახმარებამ ხელი შეუწყო კარგ წინსვლას სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების და სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით და ინოვაციური მიდგომები დანერგვას სოფლის და ინტეგრირებული ტერიტორული განვითარების მიმართულებით. საჯარო მმართველობის სისტემის რეფორმა და საჯარო ფინანსების მართვა მიღწეულია წინსვლა, რამაც ხელი შეუწყო ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდას. ამის მიუხედავად, საზოგადოების ნდობა სამთავრობო დაწესებულებების მიმართ შემცირდა, ხოლო შესაძლებლობები ბევრ სახელმწიფო დაწესებულებაში დაბალ დონეზე რჩება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საჯარო მმართველობის სისტემა, რომელთანაც რიგით მოქალაქეს ყოველდღიურ ცხოვრებაში აქვს შეხება, კვლავ არასრულყოფილია. საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დასკვნები და რეკომენდაციები პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან იყო განხილული. ბოლო ორი წლის განმავლობაში, შემფასებელთა დამოუკიდებელი ჯგუფი ევროკავშირის საქართველოსთვის 2014-2020 წლებში განვითარებაზე მიმართული დახმარების ყოვლისმომცველ შეფასებაზე მუშაობდა. შეფასება მოიცავდა 2000-ზე მეტი დოკუმენტის განხილვას და ინტერვიუებს 100-მდე პირთან, რომელიც ევროკავშირის საქმიანობას იცნობდა. შეფასების შედეგი წარედგინა ჯგუფს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან შედგებოდა. შეხვედრა დასკვნების საფუძვლიან განხილვას და რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებული იდეების გაზიარებას მოიცავდა. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოსთან იყო სტრატეგიულად გამართული და მისი დაგეგმვა და განხორციელება მყარ ინსტიტუციურ სტრუქტურებს ეყრდნობა. დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობისას გამოყენებულია ინსტრუმენტების, მეთოდებისა და დაფინანსების არხების ფართო სპექტრი. მიღწეულია წინსვლა, რამაც ხელი შეუწყო ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდას და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი კარგად წარიმართა. შეფასება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ნდობა ევროკავშირის მიმართ მაღალი რჩება. თუმცა, დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის პროგრამების ხილვადობა შეფასების პერიოდის ადრეულ ეტაპებზე პრობლემური იყო, მაგრამ ევროკავშირის წარმომადგენლობამ მის გასაუმჯობესებლად ზომები მიიღო. ასევე, ხარვეზებს შორის დაფიქსირდა შეზღუდული წინსვლა როგორც სასამართლო რეფორმის, ასევე ადამიანის უფლებების მხრივ. შეფასების ჯგუფის მიერ შემდეგი ზოგადი რეკომენდაციები გაიცა: ევროკავშირმა უნდა განაგრძოს ინსტრუმენტების, მეთოდებისა და არხების ფართო სპექტრის, მათ შორის, პოლიტიკის და პოლიტიკური დიალოგის გამოყენება, ამასთანავე ეფექტიანობას მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს კრიტიკული მიდგომა შესაძლებლობების განვითარებისა და ტექნიკური დახმარების საჭიროების შეფასებისას, მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ხოლო შედეგების მონიტორინგი ზედმიწევნით უნდა განხორციელდეს. ევროკავშირმა უფრო ხარისხიანად უნდა განაგრძოს გამჭოლი საკითხების წინა პლანზე წამოწევა, განსაკუთრებით, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებასთან დაკავშირებით. ევროკავშირის მხარდაჭერა თანამშრომლობის კუთხით სტრატეგიულად უნდა განისაზღვროს, განვითარებადი გეოპოლიტიკური კონტექსტის ასასახად. შეფასება ასევე იძლევა დეტალურ რეკომენდაციებს 2014-2020 წლებში ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ექვს პრიორიტეტულ სექტორთან დაკავშირებით. ესენია: სოფლის მეურნეობა, სოფლის და რეგიონული განვითარება; საჯარო მმართველობის სისტემის რეფორმა და საჯარო ფინანსების მართვა; მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული მმართველობა; ეკონომიკური განვითარება, ბაზრის შესაძლებლობები და უნარ-ჩვევები; ურთიერთკავშირები; მობილურობა და ადამიანებს შორის კავშირები. ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკომისიის სათავო ოფისის კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციით, უკვე დაიწყო ამ რეკომენდაციებიდან ზოგიერთის განხორციელება ახალი პროგრამების შემუშავებისას. გასულ პარასკევს გამართულ შეხვედრაზე განხილული იყო დამატებითი იდეები რეკომენდაციების ადაპტირების გზებთან დაკავშირებით. ეს რეკომენდაციები უახლოეს წლებში ახალი პროგრამებისა და დახმარების პრიორიტეტების შემუშავებისას მხედველობაში იქნება მიღებული.

ზუგდიდს, კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად, ევროკავშირის გრანტი გადაეცა

ევროკავშირმა, გამარჯვებულ ქალაქ ზუგდიდს, კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად, პროექტ EU4Culture საგრანტო შესაძლებლობების ფარგლებში 300,000 ევრომდე გრანტი გადასცა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.  დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია 19 სექტემბერს ზუგდიდში, დადიანების სასახლის სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმში გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეულ საპატიო სტუმრებს შორის, იყვნენ: საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ქალაქ ზუგდიდის მერი და EU4Culture პროექტის თანამშრომლები. „ზუგდიდმა, ქუთაისმა და ფოთმა კულტურის განვითარების ხელშეწყობისთვის და ქალაქის კულტურის განვითარების სტრატეგიების მოსამზადებლად ევროკავშირის 30,000 ევროს ოდენობით გრანტი მიიღეს. საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, კულტურის განვითარების სტრატეგიები შეაფასეს, პროექტის კონსორციუმმა კი საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და გამარჯვებული ქალაქი წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა. გამარჯვებულ, ქალაქ - ზუგდიდს, კულტურის განვითარების სტრატეგიის განსახორციელებლად დამატებით 300 000 ევრომდე დაფინანსება გადაეცა.  პროექტი, სამივე ქალაქს, შესთავაზებს მათ საჭიროებებზე მორგებულ შესაძლებლობების განვითარების ტრენინგ პროგრამებს“, - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. „მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით, პირველად, რეგიონის ქალაქი, ზუგდიდი კულტურის განვითარების სტრატეგიას განახორციელებს. ქალაქ ზუგდიდს, მიეცა უნიკალური შესაძლებლობა, გაზარდოს ზუგდიდის ცნობადობა, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე და გააქტიუროს კულტურული ეკოსისტემა, რაც ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნა კატალინ გერმანმა – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილემ. ზუგდიდის კულტურის განვითარების 5-წლიანი სტრატეგია, ასახავს ქალაქის მთავარ კულტურულ თემებს, პრიორიტეტებს, 2022-2026 წლების მიზნებს, შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს. ქალაქმა შემდეგი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები გამოკვეთა: ზუგდიდი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ინოვაციების, რეწვისა და გასტრონომის შემოქმედებითი ქალაქი.  

პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ ველით, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი

ევროკავშირის ყოფილი ელჩის, კარლ ჰარცელის მიმართ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გამოთქმულ კრიტიკაზე შეკითხვის საპასუხოდ, მისმა შემცვლელმა განაცხადა, რომ „კარლ ჰარცელი საქართველოს დიდი მეგობარი იყო და 4 წლის განმავლობაში გააკეთა ყველაფერი საქართველოს ევროკავშირთან დასაახლოვებლად“. „მე ვიცნობ ჩემს წინამორბედს და ვიცი, რომ ელჩი ჰარცელი იყო საქართველოს ნამდვილი მეგობარი. საქართველოში გატარებული 4 წლის განმავლობაში მან თავისი მაქსიმუმი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები წინ წაეწია. რა თქმა უნდა, გამოწვევები ყოველთვის არის, თუმცა მე ვიცი, რომ ის თავის მაქსიმუმს ეცადა“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსი“ ცნობით. „ჩვენ ველით, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ევროკომისიის პრეზიდენტის 2-3 დღის წინ გაკეთებულ განცხადებაშიც კი მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, რომელიც ცდილობს, შეუერთდეს ამ ოჯახს, აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, რომ სწორედ, ეს იქნება დიალოგის საგანი - საქართველო, რომელიც ცდილობს, შეუერთდეს თავისუფალი, დემოკრატიული, აყვავებული ქვეყნების ოჯახს. კრიტიკა ყოველთვის ჯანსაღია, მაგრამ მაშინ, როდესაც გსურს გახდე ოჯახის წევრი, როგორც წესი, ხარ ძალიან ფრთხილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ახასიათებ ამ ოჯახის წევრებს. ჩემი სამუშაო აქ ძალიან ცალსახა იქნება, დავეხმარო საქართველოს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.  

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის €5 მილიარდიანი დახმარება დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის დამატებით, €5 მილიარდიანიანი დახმარება დაამტკიცა. ეს არის ევროკავშირის მიერ დაგეგმილი მაკროფინანსური დახმარების (€9 მილიარდ ევრომდე) მეორე ნაწილი, რომელზეც ყველა მხარემ მაისში შეთანხმდა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპულმა ინსტიტუტებმა და ევროკავშირის წევრებმა უკრაინას თებერვლიდან მოყოლებული 19 მილიარდი ევრო გადასცეს.  

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: რუსეთი ომშია არამხოლოდ უკრაინასთან, არამედ მთელ ევროკავშირთან და წააგებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ენერგორესურსებს ომის იარაღად იყენებს, რადგან მას ევროკავშირის ღირებულებები ემუქრება. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.  „რუსეთი ომშია არამხოლოდ უკრაინასთან, არამედ მთელ ევროკავშირთან და წააგებს“, - განაცხადა სანჩესმა. სანჩესის თქმით, ბლოკი სწავლობს თანმიმდევრული კრიზისებიდან, რომლებიც კონტინენტს 2008 წლიდან აწუხებს. მან  Politico-სთვის მიცემულ ინტერვიუში გაიხსენა შეთანხმება, ევროკავშირის მთავრობებს შორის ვალების გაერთიანების, თავდაცვის ინვესტიციების კოორდინაციისა და რუსული ენერგიის შეწყვეტის შესახებ. „ევროპის ენერგეტიკული სისტემა ახლა არის ბაზარი, რომელიც არ მუშაობს და ეს მოითხოვს კრეატიულ ახალ პოლიტიკას, რომელიც წარმოუდგენელი იქნებოდა რამდენიმე წლის წინ. უნდა ვისწავლოთ პანდემიის მოდელიდან. რატომ არ ვაკეთებთ გაზის შესყიდვების ცენტრალიზებას, როგორც ეს ვაქცინების შემთხვევეაში გავაკეთეთ", - განაცხადა პრემიერმა.  

ფინანსთა მინისტრი ევროკავშირის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა, რომელმაც ქვეყანაში დიპლომატიური საქმიანობა ცოტა ხნის წინ დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე დადებითი შეფასება მიეცა საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკას. "ფინანსთა მინისტრმა სტუმარს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისი ელჩობის პერიოდში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება. ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს ქვეყნის განვითარებაში, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური და ტექნიკური დახმარების პროგრამების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ევროპული საბჭოს 12 პრიორიტეტის შესრულების მნიშვნელობაზე ევროინტეგრაციის პროცესში. ლაშა ხუციშვილმა ევროკავშირის ელჩს გააცნო ეკონომიკაში მიმდინარე ვითარება, 2022 წლის განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრები. საუბარი, ასევე, შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენას რეგიონსა და მსოფლიოში. ასევე საუბარი შეეხო EU სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში იდენტიფიცირებულ საფლაგმანო პროექტებს და საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგიის განახლების პროგრესს. შეხვედრის დასასრულს, პაველ ჰერჩინსკიმ აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ევროკავშირის საბჭომ დღეს ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ოდენობის დამატებითი მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული. ევროკავშირის საბჭოში აცხადებე, რომ 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარება უკრაინას შეღავათიანი გრძელვადიანი სესხების სახით გადაეცემა. ეს დახმარება, 9 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც ევროპულმა კომისიამ უკრაინის მხარდასაჭერად, მაისში გამოაცხადა, ევროპულმა საბჭომ კი 23-24 ივნისს დაამტკიცა. ეს ფინანსური დახმარება ჰუმანიტარული, ეკონომიკური განვითარების, საბაჟო და თავდაცვის სფეროებში გადანაწილდება.  

ევროკავშირის ახალი ელჩი: სისულელეა, რომ თითქოს, „გარე ძალებს საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა სურთ“

ევროკავშირი სამშვიდობო პროექტია, ჩვენ მივიღეთ ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. საუბარი იმის შესახებ, რომ „გარე ძალებს საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა სურთ“ წმინდა წყლის სისულელეა. ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალმა ხელმძღვანელმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალმა ხელმძღვანელმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ ევროკავშირი ის ორგანიზაციაა, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. „ევროკავშირი სამშვიდობო პროექტია, ჩვენ მივიღეთ ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, არც თუ ისე დიდი ხნის წინ. აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბრალდებები სუფთა სისულელეა. ბოდიშს ვიხდი, რომ ვარ იმდენად უხეში, რამდენადაც შესაძლებელია. ეს ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ ვფიქრობ, ამაზე კომენტარიც კი არ უნდა გავაკეთო. მარტივად რომ ვთქვათ, ეს წმინდა წყლის ნონსენსია. ევროკავშირი ყოველთვის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ გასულ კვირას საქართველოში ჩვენმა მონიტორინგის მისიამ 14 წლისთავი აღნიშნა. 14 წელია, რაც მისია უზრუნველყოფს სტაბილურობისა და პროგრესის დაცვას, როდესაც საქმე ეხება სეპარატისტულ ტერიტორიებს. ჩვენ, ასევე, თანათავმჯდომარეობთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას, რომლის მიზანიც ამ გამორჩეული საკითხის გადაჭრაა“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.  

რუსი დეპუტატების წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს, კიდევ 8 ქვეყანა შეუერთდა

რვა ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, შეუერთდა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას სანქციების სიის გაფართოების შესახებ, რომელიც უკრაინაში რუსეთის ფართონაშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესდა.   2022 წლის პირველ სექტემბერს ევროკავშირის საბჭომ იმ პირთა, ორგანიზაციებისა და ორგანოების სიაში დაამატა სამი პირი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქმედებებზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი და უკრაინა, პოტენციური კანდიდატი ქვეყანა ბოსნია და ჰერცეგოვინა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ზონის ქვეყნები ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია უერთდებიან საბჭოს ამ გადაწყვეტილებას“, - ნათქვამია დოკუმენტში. აღნიშნულია, რომ ეს ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა შეესაბამებოდეს ამ საბჭოს გადაწყვეტილებას. პირველ სექტემბერს დამტკიცებულ გაფართოებულ სიაში შედიან სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები: ალა პოლიაკოვა და ანტონ ტკაჩევი, ასევე რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს წევრი ვალერი პონომარევი.  

ევროკავშირი: პუტინის უგუნური ბირთვული თამაში უნდა შეწყდეს

ევროკავშირის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ ვლადიმერ პუტინი ძალიან სახიფათო ბირთვულ თამაშში დაადანაშაულა. საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი უკანონო რეფერენდუმები არ იქნება აღიარებული. „პუტინი ბირთვულ თამაშს თამაშობს. ის ბირთვულ ელემენტს იყენებს ტერორის არსენალის ნაწილად, ეს მიუღებელია“, - განაცხადა პიტერ სტანომ. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.  ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს.  

ევროკავშირის მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მომზადებასა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, გაეროს ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე, ნიუ-იორკში შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მომზადდება და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გააიზრდება. იუწყება Reuters-ი. პაკეტის ფორმალიზება შესაძლებელია ოქტომბერში, როდესაც მინისტრები შეიკრიბებიან.  

პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურა იყოს

ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურა იყოს. მან უპასუხა შეკითხვას სახალხო დამცველის არჩევის პროცესთან დაკავშირებით. კერძოდ, უნდა იყოს თუ არა საქართველოს მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი და არის თუ არა ეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ნაწილი. „დიახ, ეს არის 12 რეკომენდაციის ნაწილი და ვიცი, რომ პროცესი მიმდინარეობს და იმის უზრუნველყოფა, რომ მომავალი სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ფიგურა იყოს, ქართველი დაინტერესებული მხარეების ხელშია“, - აღნიშნა ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

ევროკავშირის ელჩის თქმით, ქართველების გადასაწყვეტია, რა დამოკიდებულება ექნებათ რუსეთის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ და საქართველოში ჩამოდიან

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ქართველების გადასაწყვეტია, რა დამოკიდებულება ექნებათ რუსეთის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ნაწილობრივი მობილიზაციის გამო ქვეყანას ტოვებენ და საქართველოში ჩამოდიან. ამ საკითხზე ელჩს კითხვით ჟურნალისტებმა მიმართეს. „სამწუხაროდ, არ შემიძლია გითხრათ, რა დამოკიდებულება უნდა იყოს. ეს ქართველებმა და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, შემიძლია სრულად გავიგო, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებით, გამოიწვია რუსების შემოდინება, მაგრამ ეს ქართველების გადასაწყვეტია“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.  

ვახტანგ გომელაური, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალად დანიშნულ ხელმძღვანელთან, პაველ ჰერჩინსკისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შს სამინისტროს ცნობით, გომელაურმა წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესაბამისი მიმართულებები და ევროკავშირის სააგენტოებთან წარმატებული ურთიერთობა განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა პაველ ჰერჩინსკის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო და ხაზგასმით აღნიშნა რეფორმირების პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ევროკავშირი მობილიზაციას გამოქცეული რუსების მისაღებად და თავშესაფრის მისაცემად რეკომენდაციებს ამზადებს

ევროკავშირი წევრი ქვეყნებისთვის მობილიზაციას გამოქცეული რუსი მოქალაქეების მისაღებად და მათთვის თავშესაფრის მისაცემად რეკომენდაციებს ამზადებს. მედიის ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა ერიკ მამერმა განაცხადა. მისი თქმით, თავშესაფრის მისაღებად საზღვარზე მისვლა საკმარისი არ არის და მნიშვნელოვანია თავშესაფრისთვის ოფიციალური განაცხადის წარდგენა. ერიკ მამერის თქმით, ევროკავშირი წევრი სახელმწიფოების ვალდებულებაა, ეს განაცხადები განიხილონ. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.  

კვლევა: საქართველოს შრომის ბაზარზე, ზრდის პოტენციალის მქონე სექტორები და მოთხოვნადი პროფესიები გამოვლინდა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შრომის ბაზრის კვლევებით ზრდის პოტენციალის მქონე სექტორები და მოთხოვნადი პროფესიები გამოვლინდა. ინფორმაციას კვლევების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახური ავრცელებს. ევროკავშირის პროგრამის “განათლება დასაქმებისთვის“ ფარგლებში დაფინანსებულმა შვიდმა პროექტმა, ადგილობრივი შრომის ბაზარი შეაფასა და სამუშაოს მაძიებელთათვის დასაქმების ბარიერები გამოავლინა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შრომის ბაზრის კვლევების მთავარი შედეგების პრეზენტაცია, ევროკავშირის პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ საგრანტო პროექტების ორგანიზებით გაიმართა. კვლევების შედეგად, შეფასდა, საქართველოს ადგილობრივი შრომის ბაზრის საჭიროებები და გამოვლინდა სამუშაოს მაძიებელთათვის არსებული ბარიერები. სამიზნე რეგიონებში ჩატარებული კვლევის შედეგები მოწმობს, რომ რეალობა რეგიონების მიხედვით არსებითად არ განსხვავდება დასაქმების ბარიერების აღქმის თვალსაზრისით. კვლევების მიხედვით, ერთ-ერთ მთავარი ბარიერად როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე სამუშაოს მაძიებელთათვის, სამუშაოს მაძიებელთა დაბალი კვალიფიკაცია გამოიკვეთა, რასაც ხშირად არასაკმარისი სამუშაო გამოცდილება, საკუთარი ცოდნისა და უნარების არასათანადო შეფასება და ანაზღაურებასთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინები ახლავს თან. კვლევების თანახმად, შრომის ბაზრის ერთ-ერთი გამოწვევა, რეგიონებიდან შრომითი რესურსის მიგრაციაა, ასევე აღსანიშნავია, პოტენციურ დამსაქმებელსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის ნაკლებობა. „ევროკავშირი 2008 წლიდან მხარს უჭერს საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას. მოხარული ვართ, რომ დღეს საინტერესო კვლევების და მიგნებების განხილვის საშუალება გვეძლევა ფართო დაინტერესებულ მხარეებთან. ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი დისკუსია, დაეხმარება საქართველოს მთავრობას, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო სექტორს, ასევე დონორ საზოგადოებას, დაადგინონ თუ რა ტიპის ჩართულობაა საჭირო ამ გამოწვევების ერთობლივად გადასაჭრელად,“ - განაცხადა ნინო ყოჩიშვილმა, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობაში განათლების პროგრამების კოორდინატორია.  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კვლევების ფარგლებში, გამოვლინდა ზრდის პოტენციალის მქონე სექტორები და მოთხოვნადი პროფესიები. კვლევებმა ცხადყო, რომ ადგილობრივი შრომის ბაზარზე, დეფიციტურია ტექნიკური და დარგობრივი კვალიფიკაციები, ხოლო განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მოკლე-ვადიანი პროგრამები, რომლებიც თვითდასაქმებას უწყობს ხელს. სამუშაოს მაძიებლები უმეტესად იმ დარგებით ინტერესდებიან, რომლებიც ბიზნეს სუბიექტების სიმრავლითა და შესაბამისად, დასაქმების მაღალი შესაძლებლობებით ხასიათდება. „პროფესიული განათლების პოლიტიკის დაგეგმვის დროს მნიშვნელოვანია ემპირიული მონაცემები, რომელიც დაფუძნებული იქნება გარკვეული შრომის ბაზრის საჭიროებებზე. წარმოდგენილი კვლევები დაეხმარება განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ასევე პროფესიული უნარების სააგენტოს, პროფესიული განათლების სისტემის პოლიტიკის შემუშავებისას. დარწმუნებული ვართ, საგანმანათლებლო დაწესებულებები ასევე, გაითვალისწინებენ კვლევის მიგნებებს და რეკომენდაციებს, პროფესიული პროგრამების დანერგვის დროს“, - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია გვირჯიშვილმა. კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ, მონაწილეებმა განიხილეს სამომავლო გეგმები და შეთანხმდნენ კვლევების რეგულარულად გაგრძელების აუცილებლობაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უნარების სააგენტოს, ახალგაზრდობის სააგენტოს, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს და სხვა უწყებებისა და საგრანტო პროექტის წარმომადგენლები. პროექტის შესახებ: შვიდი მილიონი ევროს ღირებულების ცხრა საგრანტო პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის „განათლება დასაქმებისთვის“ პროგრამის ფარგლებში. „განათლება დასაქმებისთვის“ პროგრამის მეორე ფაზა 2018 წელს დაიწყო, რომლის მიზანია ქალების, მამაკაცების, ახალგაზრდების და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების გაუმჯობესება თბილისში და საქართველოს რეგიონებში. პროგრამა ხორციელდება დახმარების ღონისძიებების პაკეტის საშუალებით, რომელშიც შედის საქართველოს მთავრობის საბიუჯეტო დახმარება, ორი ინსტიტუციური დაძმობილების პროექტი, საგრანტო სქემის კომპონენტი და ტექნიკური დახმარების პროექტი.  

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფის დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ

დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ოძისში იმყოფებოდა, სადაც  ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის სამუშაო ჯგუფის დელეგაციას უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. „ოძისში, გადაკვეთის პუნქტზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე, მათ გავლენაზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ადამიანის უფლებებზე. ელჩმა შჩიგელმა აღნიშნა და დადებით ნაბიჯად შეაფასა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გადაკვეთის პუნქტების დროებით გახსნა, აგვისტოს და სექტემბრის ბოლოს. ის ასევე, მიესალმა ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებას 2022 წლის დეკემბრამდე, გადაკვეთის პუნქტების ყოველი თვის ბოლოს, დროებითი გახსნის გეგმის შესახებ. ამის მიუხედავად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა გაიმეორა, რომ მისია და ეუთო განაგრძობენ მოწოდებას ადგილობრივი მოსახლეობის სასარგებლოდ, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზზე  გადაადგილების თავისუფლების სრული აღდგენისკენ. ამ მხრივ, ელჩმა შჩიგელმა ასევე გაუსვა ხაზი უარყოფით გავლენას, რომელიც მიმდინარე „ბორდერიზაციის“ ქმედებებს აქვთ, ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე, კონკრეტულად, მათ წვდომას სამედიცინო მომსახურებაზე, განათლებაზე და სოციალურ სერვისებზე“, – წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.  

მედია: ევროკავშირი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეებს კრიპტოვალუტის სერვისებზე წვდომა შეუზღუდოს

ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის კრიპტოვალუტის ინვესტიციებზე წვდომის დახურვას გეგმავს, ამის შესახებ CoinDesk და Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერენ. ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა მედიის ცნობით, ამას რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-8 პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე „რეფერენდუმის“ საპასუხოდ მომზადდა. გაზაფხულზე, სანქციების მეხუთე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებს 10 000 ევროზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტის აქტივების მომსახურება აუკრძალა. ამ შეზღუდვას მსოფლიოში უდიდესი კრიპტო ბირჟა Binance დაემომრცილა. „ახლა 10 ათასი ევროს ზღვარი ნულამდე დაიყვანება. პოტენციურად, ეს ნიშნავს, რომ რუსები ვერ შეძლებენ რაიმე აქტივების შენახვას ევროკავშირის კრიპტო საფულეებში“,- განუცხადა წყარომ CoinDesk-ს. Bloomberg-ის თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ ევროკავშირში მოქმედ კომპანიებს ეკრძალებათ კრიპტოვალუტის საფულეების, ანგარიშების ან კრიპტოვალუტის შენახვის სერვისების მიწოდება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის და რუსეთში რეგისტრირებული ორგანიზაციებისთვის. რუსეთში კრიპტოვალუტებზე, პირველ რიგში, სტაბილკოინებზე მოთხოვნა ომის დაწყებისა და მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გაიზარდა. სანქციების პირობებში, კრიპტოვალუტა ფინანსური სახსრების საზღვარგარეთ გატანის ერთ-ერთი საშუალებაა.

ევროკავშირი მკაცრად გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში

ევროკავშირი მკაცრად გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში - აფხაზეთში. ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებაშია აღნიშნული. „გარდა იმისა, რომ ამ პიროვნებას, ლუკაშენკოს, არა აქვს ლეგიტიმაცია, იმოქმედოს როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ეს ვიზიტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელსაც აქვს ერთადერთი ლეგიტიმური უფლებამოსილება აფხაზეთის რეგიონზე. ასე რომ, ეს ვიზიტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ძლიერ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

ევროკავშირის ელჩი: ვგმობთ ბელორუსის ე.წ. პრეზიდენტის ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს „ვიზიტს“ გმობს. ის ლუკაშენკოს ე.წ. პრეზიდენტს უწოდებს და განმარტავს, რომ ლუკაშენკო ლეგიტიმაციის მქონე რპეზიდენტი არ არის. ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან მიუღებელი უწოდა ლუკაშენკოს ჩასვლას საქართველოს რეგიონებში, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.  

ევროკავშირი: ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა

ევროკავშირი მტკიცედ და ცალსახად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიას. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი არ არასდროს აღიარებს უკანონო „რეფერენდუმებს“, რომლებიც რუსეთმა ჩაატარა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგი დარღვევის საბაბად.   ევროკავშირი უკრაინას ეკონომიკური, სამხედრო, სოციალური და ფინანსური მხარდაჭერის დახმარების გაგრძელებას დაჰპირდა. „ჩვენ არასდროს ვაღიარებთ მათ უკანონო ანექსიას. ეს გადაწყვეტილებები ბათილია და არ ექნებათ იურიდიული ძალა. ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, უპირობოდ უარყონ ეს უკანონო ანექსია“, - ნათქვამია ევროკავშირის 27 ქვეყნის განცხადებაში. პუტინმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია ოფიციალურად გააფორმა. რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.    

მატი მაასიკასი: ევროკავშირმა რუსული გაზის მოხმარება 40%-დან 9%-მდე შეამცირა

ევროკავშირმა, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, რუსული გაზის მოხმარება mვეთრად შეამცირა, რადგან მიხვდნენ, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის სანდო მიმწოდებელი. ამის შესახებ უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მატი მაასიკასმა RBC-Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა.  ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი გახდა „როდესაც შემოჭრა დაიწყო, ევროკავშირ ბუნებრივი აირის 40% რუსეთიდან ყიდულობდა. ახლა ეს მონაცემი 9%-ია. ევროკავშირში მიხვდნენ და საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის სანდო მიმწოდებელი“, - განაცხადა დიპლომატმა. მატი მაასიკასის თქმით, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ახლა ერთობლივი ძალისხმევით ახორციელებენ რუსული იმპორტის სრულად ჩანაცვლებას.  ბულგარეთსა და საბერძნეთს შორის გაზსადენი ამოქმედდა  

ევროკავშირი უკრაინას დამატებით €5 მილიარდს გამოუყოფს

ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა, რომელიც 5 მილიარდ ევროს შეადგენს.  ამ საკითხს Twitter-ზე უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი გამოეხმაურა. „ევროკავშირმა ახლახან მოაწერა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. მადლიერი ვარ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკომისარ ვალდის დომბროვსკის ასეთი გადაწყვეტილებისთვის“ , - აღნიშნა უკრაინის პერმიერმა. „ეს არის ევროკავშირის კიდევ ერთი ჟესტი, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინის ამ ომში გამარჯვებას, აღმშენებლობასა და ევროპულ მომავალს“, - წერს შმიგალი სოციალურ ქსელში.  

ევროკავშირი და ისრაელი 2012 წლის შემდეგ პირველ მაღალი დონის მოლაპარაკებებს მართავენ

ევროკავშირმა და ისრაელმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში მაღალი დონის მოლაპარაკებები პირველად გამართეს. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ორი სახელმწიფოს ინიციატივის მხარდაჭერისთვის შეაქო იაირ ლაპიდი, თუმცა აღნიშნა, რომ პალესტინის ტერიტორიებზე ვითარება შემაშფოთებელია. მედიის ცნობით, ევროკავშირი ზეწოლას განახორციელებს ისრაელზე შეჩერებული სამშვიდობო ძალისხმევისა და პალესტინურ ტერიტორიებზე არსებული ვითარების გამო. „ჩვენ გულწრფელად და ღიად განვიხილავთ ზოგიერთ სფეციფიკურ საკითხს, რომლებიც ჩვენი ერთობლივი შეშფოთების საგანია, ვგულისხმობ ვითარებას პალესტინურ ტერიტორიებზე და ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს, რომელიც შეჩერებულია“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. „ჩვენ გვინდა პოლიტიკური პროცესის განახლება, რომელსაც შეუძლია, ყოვლისმომცველი რეგიონული მშვიდობა გამოიწვიოს“, - განაცხადა ბორელმა.

Bild: ევროპელთა 66% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას

ევროპელთა დიდი უმრავლესობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. ამას მოწმობს ბერტელსმანის ფონდის მიერ ჩატარებული გამოკითხვა, იუწყება European Pravda Bild-ზე დაყრდნობით. დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ორი მესამედი - გამოკითხულ ევროპელთა 66% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. ევროკავშირის ქვეყნებში მხარდაჭერის დონე განსხვავებულია. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას პოლონეთში, გამოკითხულთა 84% ემხრობა. გერმანიასა და საფრანგეთში მხარდაჭერის დონე ნაკლებია - 60%-ს შეადგენს. მარტში გამოკითხვის თანახმად, ევროპელების 80%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა უკრაინელ ლტოლვილებს. თუმცა, მარტთან შედარებით, მხარდაჭერის მოცულობა 5 პროცენტული პუნქტით შემცირდა. მხარდაჭერა შემცირდა 8 პროცენტული პუნქტით საფრანგეთში, 7 პროცენტული პუნქტით ნიდერლანდებში და 6 პროცენტული პუნქტით პოლონეთში. შეგახსენებთ, სოციოლოგიური ჯგუფი „რეიტინგის“ მიხედვით, გამოკითხულ უკრაინელთა 86% რეფერენდუმის შემთხვევაში მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში შესვლას. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  

ჯოზეფ ბორელი: რუსეთის ბირთვული საფრთხეები, უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის პოლიტიკას არ შეცვლის

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინასთან მიმართებით მხარდაჭერა გამოხატა.  ანალენა ბერბოკი: რუსეთის ბირთვული საფრთხე სერიოზულად უნდა მივიღოთ „რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ სახიფათო ფაზაში შედის, რადგან რუსეთი ბრძოლის ველზე დამარცხებას პასუხობს ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარით. თუმცა, ეს არ იმოქმედებს უკრაინისადმი ევროკავშირის ძლიერ მხარდაჭერაზე,“- განაცხადა ბორელმა.  ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს აშშ-ის ოფიციალური პირები მოუწოდებენ წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინზე და გააფრთხილონ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას მკაცრი ეკონომიკური და დიპლომატიური პასუხი მოჰყვება, იუწყება Politico პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი რუსეთიდან გაზის მიწოდებას, აშშ-ისა და ნორვეგიის ხარჯზე ანაცვლებს

ევროკავშირი რუსეთიდან გაზის მიწოდებას, აშშ-სა და ნორვეგიის ხარჯზე ანაცვლებს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ამასთან, ევროკავშირის ქვეყნები აგრძელებენ გაზის გადატუმბვას მიწისქვეშა საწყობებში (UGS). ამ დროისთვის UGS 90% სავსეა. მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა, განიხილოს ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოყენებული გაზის ფასის ზღვრის შემოღების საკითხი. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააძლიერებს თანამშრომლობას NATO-სა და შეერთებულ შტატებთან ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაუმჯობესების ძალისხმევის ფარგლებში.  

მედია: ევროკავშირის ქვეყნები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლებმა სამშაბათს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს.  ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა ამის შესახებ Politico შვიდ ევროპელ დიპლომატზე, ასევე რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტ რიკარდ იოზვიაკზე მითითებით იტყობინება. როგორც რიკარდ იოზვიაკი წერს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე ოფიციალურ გადაწყვეტილებას ოთხშაბათს მიიღებენ. პაკეტი ასევე მოიცავს რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვას, რასაც ადრე საბერძნეთი, კვიპროსი და მალტა ეწინააღმდეგებოდნენ. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი მოამზადა, რომელიც რუსული ფოლადისა და საიუველირო ნაწარმის იმპორტის აკრძალვას, ასევე რუსეთის ფედერაციაში რიგი საკვები პროდუქტების ექსპორტის შეზღუდვას ითვალისწინებს.   

რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი ნავთობის ფასებზე ლიმიტს, ფოლადის, ხის, ტექნიკის, ავიაციის, პლასტმასის, ქიმიკატების იმპორტისა და ექსპორტის ახალ აკრძალვას მოიცავს. საუბარია სულ 7 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტზე. ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი რუსეთიდან გაზის მიწოდებას, აშშ-ისა და ნორვეგიის ხარჯზე ანაცვლებს ევროკავშირში ლიეტუვის მუდმივი წარმომადგენლის თქმით, სანქციები ასევე შეეხება მათ, ვინც ფსევდორეფერენდუმებსა და ომზე რუსეთის პროპაგანდას უჭერს მხარს. მედია: ევროკავშირის ქვეყნები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმდნენ გასულ კვირას ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი მოამზადა, რომელიც რუსული ფოლადისა და საიუველირო ნაწარმის იმპორტის აკრძალვას, ასევე, რუსეთის ფედერაციაში რიგი საკვები პროდუქტების ექსპორტის შეზღუდვას ითვალისწინებს.  მედია: გერმანია გამოდის ინიციატივით, ევროკავშირის მოქალაქეებს რუსეთის სახელმწიფო კორპორაციებში მაღალი თანამდებობების დაკავება აეკრძალოთ ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

რობერტა მეცოლა: ევროკავშირმა უკრაინას ტანკები უნდა მიაწოდოს და გაწევრიანების პროცესი დააჩქაროს

ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებსაც სურთ, უკრაინას Leopard II-ის ტიპის ტანკები მიაწოდონ, ხარჯები ევროპის მშვიდობის ფონდიდან აუნაზღაურდებათ. France 24-ის ცნობით, ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა. „ჩვენ გვყავს ქვეყანა, რომელმაც გვაჩვენა თავისი განზრახვა და აბსოლუტური მზაობა, რომ შეუერთდეს ევროკავშირს. მან გადააჭარბა მოლოდინებს და მიზნებს, რომელთა მისაღწევად სხვა ქვეყნებს თვეები ან წლები დასჭირდებოდათ“, - განაცხადა მეცოლამ. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა შეშფოთებულია, რომ მათი არსენალებიდან შემოწირულობებმა შესაძლოა, ზიანი მიაყენოს მათი ეროვნულ თავდაცვის შესაძლებლობებს. „ვფიქრობ, ახლა უნდა გვქონდეს იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რუსეთი ესკალაციას განიცდის, მაგრამ ასევე ვხედავთ, რომ უკრაინა წარმატებით უკუაგდებს მათ რუსებს“, - განაცხადა მეცოლამ.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცეს. სანქციების ახალ პაკეტში, საკვანძო საკითხია მესამე ქვეყნებისთვის რუსული ნავთობის მიყიდვის ფასის შეზღუდვა. რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის ჯოზეფ ბორელის განცახდებით, სანქციების ახალი პაკეტი კიდევ უფრო შეზღუდავს რუსეთის საექსპორტო შესაძლებლობებს, მაგრამ ევროკავშირისთვის ყველა შესაძლო შედეგი გათვალისწინებულია. სანქციები გავლენას მოახდენს რუსეთის წვდომაზე დასავლურ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაზე, კერძოდ, ელექტრონიკის კომპონენტების, თვითმფრინავების და ქიმიკატების იმპორტზე. ეს რუსეთის სამხედრო ინდუსტრიის ეფექტურ ფუნქციონირებას პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის. ბრიუსელმა ასევე აკრძალა ისეთი სერვისები, როგორიცაა IT კონსულტაცია, იურიდიული კონსულტაცია, არქიტექტურული და საინჟინრო მომსახურება რუსეთის ხელისუფლების ან იურიდიული პირებისთვის. ახალ პაკეტში ასევე შედის სანქციები არაერთი პირისა და ორგანიზაციის მიმართ, რომლებმაც ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე გამართულ „რეფერენდუმში“ მიღეს მონაწილეობა. გარდა ამისა, ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის თანახმად, რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიებისთვის კრიპტო საფულეების ფლობა იკრძალება.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საწვრთნელ მისიას იწყებს

კრემლის რეჟიმის მუქარისა და შანტაჟის მიუხედავად, ევროკავშირი ოფიციალურად აპირებს უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის დაწყებას. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საკუთარ ბლოგში დაწერა. „17 ოქტომბერს, მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, ოფიციალურად დავიწყოთ ჩვენი სასწავლო მისია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის“, - წერს ბორელი. ევროკავშირი უკრაინელი სამხედროებისთვის საწვრთნელი მისიის შექმნაზე შეთანხმდა რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი მისივე თქმით, რუსეთის ბირთვული საფრთხის მიუხედავად, ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას. „ჩვენ განვაცხადეთ, რომ არასოდეს მივიღებთ ანექსიას და არ შეგვაშინებს რუსეთის საფრთხეები და ესკალაციები. პირიქით, ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერის სტრატეგიას - სამხედრო, ფინანსური და პოლიტიკური თვალსაზრისით.რუსეთზე მეტი სანქციებით ზეწოლითა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის მხარდაჭერით, რათა გაუმკლავდეს ომის შედეგებს“, - აღნიშნავს ბორელი. ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები მზად არიან, უკრაინული ძალებისთვის ევროკავშირის საწვრთნელი მისიის შექმნას გზა გაუხსნან ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი 6 ოქტომბერს დაამტკიცა.

როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა და იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ევროპულ ოჯახთან არიან ასოცირებული - დისკუსიები პრაღის სასახლეში

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილი მაღალი დონის თემატური დისკუსიები პრაღის სასახლეში იმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრს კაია კალასს ღონისძიების ორგანიზატორებმა თემატური დისკუსიის - მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე - თანათავმჯდომარეობა შესთავაზეს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი, მის ესტონელ კოლეგასთან ერთად, გაუძღვა დისკუსიას, რომელსაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ქვეყნების ლიდერები ესწრებოდნენ. დისკუსიის ფარგლებში განიხილეს არსებული გეოპოლიტიკური ვითარება, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები. ისაუბრეს იმ გამოწვევებზეც, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას. ლიდერებმა ასევე ისაუბრეს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა და იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ევროპულ ოჯახთან არიან ასოცირებული. აღინიშნა, რომ ახალი პლატფორმა, როგორიც არის ევროპული პოლიტიკური გაერთიანება, არის მექანიზმი, რომ გაიხსნას დისკუსიები, სადაც საუბარი იქნება ამ ქვეყნებისთვის ახალი შესაძლებლობის შექმნაზე, რაც მათ სამომავლოდ ევროკავშირში ინტეგრაციაში დაეხმარებათ. დისკუსიას ესწრებოდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი, ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი, მონტენეგროს პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩი და ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ხავიერ ბეტელი. ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში იმყოფება, სადაც ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტში მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) პირველი შეხვედრის პლენარული სესიის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სამიტის პლენარული სესია გახსნა ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის - ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, რომელმაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მონაწილე სახელმწიფოების ლიდერებს მიმართა და ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ძალისხმევის გაერთიანებაზე ისაუბრა. მეორე მხრივ, საუბარი შეეხო იმ პროცესებს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა და იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ასოცირებული არიან ევროპულ ოჯახთან. 6-7 ოქტომბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტი იმართება. სამიტში ევროკავშირის 27 წევრი და 17 პარტნიორი სახელმწიფოს მეთაურები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან. გახსნის ღონისძიების შემდეგ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის მონაწილე დელეგაციების ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.

ირაკლი ღარიბაშვილი: ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოს წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე

ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოს წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ Twitter გვერდზე ქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პლენარულ სესიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით წერს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნულ პლატფორმაში მონაწილეობით საქართველო ჩართულია ევროპასთან ერთად დღის წესრიგში არსებული აქტიუალური საკითხების განხილვაში. „მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) შეხვედრის პლენარულ სესიაში, რომელიც ჩეხეთში იმართება. როგორ უნდა გაგრძელდეს ევროპული ოჯახის მშენებლობა და იმ ქვეყნების ინტეგრაცია, რომლებიც ევროპულ ოჯახთან არიან ასოცირებული - დისკუსიები პრაღის სასახლეში მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი პლატფორმის შეთავაზებისთვის, სადაც შესაძლებლობა გვაქვს, განვიხილოთ საქართველო-ევროკავშირის საერთო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს წინსვლას“, - წერს პრემიერი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ესტონელ კოლეგასთან ერთად თანათავმჯდომარეობა გაუწია ევროკავშირის მიერ ინიცირებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი სამიტის ფარგლებში გამართულ დისკუსიას - „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე”. „მოხარული ვარ, რომ მონაწილეობა მივიღე ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში და თანათავმჯდომარეობა გავუწიე ევროკავშირის მშვიდობიან და უსაფრთხო მომავალზე დისკუსიას ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად. ჩვენ კიდევ ერთხელ გავუსვით ხაზი ერთიანი ევროპისთვის საქართველოს მნიშვნელოვან როლს. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვდგავართ არსებული გამოწვევების დასაძლევად“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

პრაღის შემდეგ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტს მოლდოვა უმასპინძლებს

პრაღის შემდეგ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტს ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა, მოლდოვა უმასპინძლებს. ამ გადაწყვეტილების შესახებ სამიტის დასრულების შემდეგ ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას რადიო თავისუფლბა ავრცელებს. პრაღის ციხესიმაგრე ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) პირველ სამიტს მასპინძლობს. ამ ფორმატის წევრი ევროკავშირის სხვა მეზობლებთან ერთად უკრაინაც გახდა. 6 ოქტომბერს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა.

სომხეთი, აზერბაიჯანი და ევროკავშირი, ორი ქვეყნის საზღვარზე, ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განთავსებაზე შეთანხმდნენ

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულია პრინციპული შეთანხმება, რომ საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სამოქალაქო მისია განთავსდეს, რომელიც დელიმიტაციის კომისიებთან ერთად იმუშავებს. 6 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის პრეზიდენტი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი პრაღაში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრის ფარგლებში შეხვდნენ. „სომხეთმა და აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიისა და 1991 წლის ალმა-ატის დეკლარაციის მიმართ, რომელშიც ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. შემდგომი სხდომა ოქტომბრის ბოლომდე ბრიუსელში გაიმართება“, - აცხადებენ ევროპის საბჭოს პრესსამსახურში. ამასთან აღნიშნულია, რომ სომხეთი დათანხმდა, ხელი შეუწყოს ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განლაგებას აზერბაიჯანთან საზღვრის გასწვრივ, ხოლო აზერბაიჯანი დათანხმდა ამ მისიასთან თანამშრომლობას საჭიროების შემთხვევაში. მისია მუშაობას ოქტომბერში დაიწყებს და მაქსიმუმ ორ თვეს გაგრძელდება. მისიის მიზანია ნდობის ჩამოყალიბება და მისი ანგარიშების მეშვეობით, სასაზღვრო კომისიების მუშაობაში წვლილის შეტანა. პრაღაში შეხვედრის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ გარკვეულ პირობებში, სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება 2022 წლის ბოლომდეა შესაძლებელი. სომხეთის პრემიერი: მსოფლიოს კოლაფსის მომსწრენი ვართ, არ არსებობს რეგიონში ქვეყანა, რომელსაც ეს შოკი არ დაარტყამს გარდა ამისა, 6 ოქტომბერს პრაღაში გაიმართა პირველი შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და სომხეთის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის.  

რობერტა მეცოლა: უნდა დავიცვათ ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, შეუერთდნენ ჩვენს სანქციებს და ჰყავთ ძალიან, ძალიან დამაშინებელი მეზობელი

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ პრაღაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უნდა დაიცვან ქვეყნები, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, შეუერთდნენ სანქციებს და რომლებსაც ჰყავთ „ძალიან, ძალიან დამაშინებელი მეზობელი“. ამასთან, რობრტა მეცოლამ აღნიშნა, რომ  მიესალმება განხილვის ნებისმიერ შესაძლებლობას იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა ქვეყანა აღასრულებს სანქციებს. „ასეთია მოლდოვა. ასე რომ, ისეთი შეხვედრები, როგორიც გუშინ გაიმართა, მისასალმებელია. მივესალმებით განხილვის ნებისმიერ შესაძლებლობას იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა ქვეყანა ასრულებს სანქციებს და აღასრულებს მათ. ეს ასევე არანაირად არ გამორიცხავს იმ ძალიან მისასალმებელ გზას, რომლებსაც გადიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები. იქნებიან ეს: უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, ასევე არ უნდა დაგვავიწყეს დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.  

ევროპარლამენტის პრეზიდენტი „შეშფოთებულია“ რუსეთის სანქციების მიმართ ცალკეულ ქვეყნებში არსებული „ხვრელების“ გამო

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას განცხადებით, ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს უკვე გრძნობს რუსეთი და არ გამორიცხა, რომ ახალი პაკეტები მომავალშიც შემუშავდება. „კავშირის მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ სანქციები ეს არის დემოკრატიის ფასი, რომელიც უცვლელი უნდა დარჩეს“, - განაცხადა რობერტა მეცოლამ, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა აღიარა, რომ არსებობს შიში, თუ კიდევ რამდენ ხანს იქნებიან ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები მკაცრი ზომებისთვის მზად ენერგომატარებლებზე ფასების ზრდისა და ინფლაციის პირობებში, თუმცა განარტავს, რომ „უკრაინის გამო დაღლილობა არ არსებობს“. მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის ომის გამო გამოქცეული 7 მილიონი უკრაინელი შეიფარეს. ევროპარლამენტის პრეზიდენტი შეშფოთებულია რუსეთის სანქციებთან მიმართებით არსებული „ხვრელების“ გამო, განსაკუთრებით იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც უკვე დგანან ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე ან ამის სურვილი აქვთ. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ქვეყნები ჰყავდა მხედველობაში.  ევროპარლამენტის პრეზიდენტი ხსენებულ საკითხებზე რადიო თავისუფლებას ესაუბრა. 6 ოქტომბერს, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა.  

ევროკავშირი, უკრაინის მიერ იარაღის პირდაპირი შესყიდვებისთვის, €100 მილიონი ევროს მოცულობის ფონდს ქმნის

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ევროკავშირის მიერ 100 მილიონი ევროს ოდენობის სპეციალური ფონდის შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომლის მეშვეობითაც უკრაინა სამხედრო ტექნიკის პირდაპირ შესყიდვას შეძლებს. „ეს ფონდი საშუალებას მოგვცემს გავაგრძელოთ უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდება“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ევროპის საბჭოს არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. მან დასძინა, რომ ფონდის დახმარებით, უკრაინა შეძლებს „უშუალოდ ჩვენი მწარმოებლებისგან შეიძინოს აღჭურვილობა, რომელიც მას ომის მხარდასაჭერად ყველაზე მეტად სჭირდება". მაკრონმა ასევე დაადასტურა, რომ საფრანგეთი მოლაპარაკებებს აწარმოებს დანიასთან მის მიერ შეძენილი „კეისრის“ ჰაუბიცების უკრაინისთვის გადასაცემად. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მედია: ევროკავშირი 15000-მდე უკრაინელ ჯარისკაცს გაწვრთნის

ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 15 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცისთვის ტრენინგი რაც შეიძლება მალე ჩატარდეს, იტყობინება Spiegel-ი. საბოლოო დეტალებზე მოლაპარაკებები მომავალ კვირას ბრიუსელში გაიმართება, პოლონეთი მიიღებს ევროკავშირის სახსრებს შტაბ-ბინის მოსაწყობად, პროცესში ჩაერთვებიან ევროკავშირის სხვა ქვეყნებიც. გერმანია გეგმავს, შესთავაზოს ჯარის წვრთნა საბრძოლო სიმულაციური ცენტრში, ხოლო უკრაინელი ინჟინრები, მედიკოსები და სხვა სპეციალისტები ასევე გადამზადდებიან ხსენებულ ქვეყანაში. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აგვისტოში განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინელ ჯარისკაცებს გაწვრთნიდა. ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საწვრთნელ მისიას იწყებს გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გერმანია მჭიდრო კავშირშია ევროკავშირის პარტნიორებთან. „17 ოქტომბერს, მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, ოფიციალურად დავიწყოთ ჩვენი სასწავლო მისია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა 6 ოქტომბერს. ევროკავშირი უკრაინელი სამხედროებისთვის საწვრთნელი მისიის შექმნაზე შეთანხმდა რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი 6 ოქტომბერს დაამტკიცა.

ევროპელი ლიდერები ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმას გმობენ

ევროპელი ლიდერები ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმას გმობენ და აცხადებენ, რომ კრემლმა პასუხი უნდა აგოს „კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის“. ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა განაცხადა, რომ ეს არ არის მხოლოდ ომი, არამედ „დანაშაულია კაცობრიობის წინააღმდეგ, რომლის ორგანიზატორიც დაისჯება“. „რუსეთი აგრძელებს უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას. ამჯერად ზაპოროჟიეზე. საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს შეუძლიათ მრავალი ადამიანის გადარჩენა, იმედია, ისინი მალე უკრაინამდე მიაღწევენ“, - წერს თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი Twitter-ზე. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინისთვის შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობაზე მიუთითა, რათა ქვეყანამ თავის დაცვა შეძლოს იმ ფონზე, როდესაც  რუსეთი ტერორს აგრძელებს. თავდასხმა ასევე დაგმო შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ენ ლინდემ. ვოლოდიმირ ზელენსკი: პასუხს აგებენ ისინი, ვინც ზაპოროჟიეს დაბომბვის უკან დგანან 9 ოქტომბერს მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა, 80-ზე მეტი დაშვდა, მათ შორის არიან ბავშვებიც.

ევროკავშირი: რუსეთის მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმა ომის დანაშაულია

„ევროკავშირი უკრაინის ქალაქებზე, რუსეთის ბარბაროსულ სარაკეტო თავდასხმებს გმობს“, - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა. მისივე შეფასებით, მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმა ომის დანაშაულია. პუტინმა უკრაინაზე მასიური შეტევა აღიარა და კიდევ დაიმუქრა ლუკაშენკო აცხადებს, რომ პუტინთან, ერთობლივი რეგიონული სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე შეთანხმდა რაც შეეხება ბელორუსსა და რუსეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ბელორუსის დასავლეთ საზღვარზე რუსეთ-ბელორუსის ერთობლივი სამხედრო ჯგუფის განთავსებას ითვალისწინებს, ევროკომისიის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მინსკის ქმედებები ევროკავშირის მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება. ლუკაშენკო აცხადებს, რომ პუტინთან, ერთობლივი რეგიონული სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე შეთანხმდა „არ ვიცით დეტალები ერთობლივი განლაგების შესახებ, მაგრამ თუ ეს განხორციელდება, ეს იქნება უკანონო ომის კიდევ ერთი ესკალაცია. ნებისმიერ შემდგომ ქმედებას და, კერძოდ, ბელორუსის სამხედროების უშუალო ჩართვას ამ ომში, ბელორუსი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ, ახალი და ძლიერი სანქციები მოჰყვება“, - განაცხადა პიტერ სტანომ. კიევის ცენტრში რამდენიმე აფეთქება მოხდა უკრაინული მედია: ძლიერი აფეთქებებია დნეპროპეტროვსკში, ხმელნიცკსა და ჟიტომირში უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე განგაში გამოცხადდა. კიევში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა დღეს დილით, რუსეთის ძალებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რომლის დროსაც რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის ელჩებს: მჭირდება ანგარიშები სწრაფად, რეალურ დროში, თუ რა ხდება თქვენს ქვეყნებში

„მე მჭირდება ანგარიშები სწრაფად, რეალურ დროში, თუ რა ხდება თქვენს ქვეყნებში, - ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის ელჩებს შენიშვნა მისცა.  მისივე თქმით, დიპლომატიური მისიები ხშირად ძალიან ნელა რეაგირებენ ადგილზე მიმდინარე მოვლენებზე. „მე მჭირდება ანგარიშები სწრაფად, რეალურ დროში, თუ რა ხდება თქვენს ქვეყნებში. მე მინდა ინფორმაცია თქვენგან და არა ჟურნალისტებისგან“, – განაცხადა ბორელმა. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ფატიჰ დონმეზი: თურქეთი მზადაა, ევროპის ქვეყნებს გაზის დეფიციტის შევსებაში დაეხმაროს

თურქეთი მზადაა, მეზობელი ქვეყნებიდან დასავლეთის ბაზრებზე გაზის მიწოდების საკითხში, მნიშვნელოვანი როლის თამაში განაგრძოს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა ბერლინში გერმანიის ვიცე-კანცლერთან, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრ რობერტ ჰაბეკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღეს ანკარა არა მხოლოდ საკუთარ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, არამედ მეზობელი სახელმწიფოების პრობლემების აღმოფხვრაშიც ცდილობს წვლილის შეტანას. „ამ ბოლო დროს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბევრმა ქვეყანამ მიმართა ანკარას გაზის დეფიციტის შესავსებად, მხარდაჭერის თხოვნით,” - გა აღნიშნ, რომ თუნაცხადა დონმეზმა და აღნიშნა, რომ თურქეთს შეუძლია მეზობელი ქვეყნებიდან დასავლეთის ბაზრებზე გაზის მიწოდების საკითხში, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.  „თურქეთი მზადაა უზრუნველყოს ენერგორესურსების ტრანსპორტირება კასპიის რეგიონიდან, განსაკუთრებით თურქმენეთიდან. ჩვენ ასევე ღია ვართ ისრაელის გაზის ექსპორტისთვის და გრძელვადიან პერსპექტივაში გაზის ტრანსპორტირება შესაძლებელია ერაყიდან“, - განაცხადა მინისტრმა. ცნობილია, რომ უკრაინაში რუსეთის ართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული გაზის ჩასანაცვლებლად, ალტერნატიულ მომწოდებლებს ეძებენ.   

ბელორუსი ევროკავშირის ელჩისთვის ვიზის გაგრძელებაზე უარს ამბობს

ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მინსკში, ევროკავშირის ელჩ დირკ შუებელს აკრედიტაცია არ განუახლა. ის ბელორუსში ევროკავშირის მისიას 2019 წლიდან ხელმძღვანელობს. ამის შესახებ დიპლომატმა Facebook-ზე დაწერა. „თანამდებობაზე სამი წლის განმავლობაში ყოფნის შემდეგ, ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის მანდატი, ბელორუსში სრულდება. ბელორუსის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კიდევ ერთი წლით არ განაახლოს ჩემი ვიზა და აკრედიტაცია, რაც ძალიან ართულებს ჩემი მანდატის შესრულებას. ვნანობ ამ გადაწყვეტილებას, რადგან მზად ვიყავი გამეგრძელებინა მუშაობა ბელორუსთან, როგორც ელჩს და იმედიც კი მქონდა, ჩემი თანამდებობის ბოლო წლის განმავლობაში მინსკში დაბრუნებას შევძლებდი“, - წერს დიპლომატი სოციალურ ქსელში.  ამასთან, დირკ შუებელმა აღნიშნა, რომ ბელორუსში 1 340-ზე მეტი პოლიტპატიმარია, რომელთა დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებასაც ევროკავშირი მოითხოვს.  

ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული ჩვენი კავშირისკენ წინსვლა - ევროკომისიის პრეზიდენტი

ვაღიარეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული ჩვენი კავშირისკენ წინსვლა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში გამართულ ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „რა თქმა უნდა, კანდიდატ ქვეყნებზეა დამოკიდებული მათი ეკონომიკებისა და ინსტიტუტების რეფორმირება და ჩვენი კავშირისკენ წინსვლა, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა მათი მხარდაჭერა ყველა შესაძლო გზით. ეს არის ევროპის მომენტი. ჩვენზეა დამოკიდებული ამ მომენტის გამოყენება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ცნობისთვის, 23 ივნისს, ევროკავშირისი საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება.  

კურტ ვოლკერი: ძალიან რეალურია, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და ეს წელს უნდა მოხდეს

„ძალიან რეალურია, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ეს წელს უნდა მოხდეს“, - ამის შესახებ NATO-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კურტ ვოლკერმა „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.  მისივე თქმით, უკრაინასა და მოლდოვას ასეთი ეკონომიკური რეფორმები არ ჩაუტარებია როგორც საქართველოს, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც შესთავაზეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. „ევროკავშირმა უთხრა საქართველოს, რომ არის 12 საკითხი რომელზეც უნდა იმუშაოთ. ჩვენ გადავხედავთ თქვენს პროგრესს და მოგანიჭებთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს თუ ყველაფერი წესრიგში იქნება. ეს რა თქმა უნდა ხელისუფლების პრეროგატივაა, რომ ეს საკითხები შესაბამისობაში იყოს. იყო დიალოგი ბრიუსელთან ამის შესახებ. ამის შესახებ საუბრები იყო ოპოზიციასთანაც. ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მთლიანად საქართველოსთვის, ყველა პარტიისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს“, - აღნიშნა ვოლკერმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

აშშ-ის გზავნილი მკაფიოა - აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოა Europetime-თან ექსკლუზიურად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების შეთანხმებას აფასებს და მკაფიოდ აფიქსირებს, რომ შტატების პოზიცია საქართველოს რეგიონებთან -  აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ მიმართებით, მტკიცე და ურყევია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის მცდელობებსა და მიზნებს, მოახდინოს სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა.  „ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ დაკავშირებით მკაფიო რჩება: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. რუსეთის ყალბი „რეფერენდუმები“ და ანექსიის მცდელობები უკრაინაში, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების უხეში დარღვევაა. პრინციპების, რომლებიც არსებითად მნიშვნელოვან ღირებულებას და საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ფუნდამენტს წარმოადგენს. ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობებს და მოსკოვის ზრახვებს, უკანონოდ მიითვისოს უკრაინის ტერიტორიები. ნებისმიერი ასეთი ტერიტორია, უკრაინის შემადგენლობაში და მის განუყოფელ ნაწილებად რჩება“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  ცნობისთვის, ევროკავშირის ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს, შენგენის ზონაში არ მიიღებენ. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. რაც შეეხება უკრაინას, დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც მოსკოვი 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს. კრემლმა 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსია. შეერთებული შტატები, მისი მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინის მხარდასაჭერად არიან გაერთიანებულნი. მათი პასუხი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთიანია. საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად აღნიშნავს, რომ ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი და ეს არის გადამწყვეტი მომენტი როგორც ევროპის უსაფრთხოებისთვის, ისე მისი მომავლისთვის, რადგან თუ რუსეთს მიეცემა შესაძლებლობა, უკრაინაში მიაღწიოს მიზანს, ის თავისი იმპერიული ზრახვების განხორციელებას სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც ეცდება. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.

ევროკავშირი უკრაინას, სამხედრო დახმარებისთვის დამატებით €500 მილიონს გამოუყოფს

ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო დახმარების მიზნით, €500 მილიონის ტრანშის გამოყოფა ოფიციალურად დაამტკიცა.  „ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ დამატებით 500 მილიონი ევროს მობილიზება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენ მტკიცედ ვრჩებით უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდამჭერნი, რათა ქვეყანა აგრესიისგან დაიცვან. რუსეთის ბოლოდროინდელი განურჩეველი თავდასხმები უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, რუსეთის მიერ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის სრული უგულებელყოფის კიდევ ერთი დასტურია. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამდე, ვიდრე დასჭირდება“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა. ამრიგად, ევროკავშირის ჯამური კონტრიბუცია ევროპის მშვიდობის ფონდის (EPF) ფარგლებში უკრაინისთვის უკვე 3,1 მილიარდ ევროს შეადგენს.  

ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საწვრთნელ მისიას ოფიციალურად იწყებს

ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საწვრთნელ მისიას ოფიციალურად იწყებს და ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია. ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ინდივიდუალური, კოლექტიური და სპეციალიზებული სწავლების უზრუნველსაყოფად, საწვრთნელი მისიის დაწყებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს ხელი მოაწერეს სამხედრო დახმარების მისიის დაწყებას, რომელიც სხვადასხვა წევრ ქვეყანაში 15000 უკრაინელი პერსონალის მომზადებას ისახავს მიზნად. „დღეს ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას, რათა დავიცვათ თავი რუსეთის უკანონო აგრესიისგან. ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისია გაწვრთნის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რათა მათ გააგრძელონ თავიანთი მამაცი ბრძოლა“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. წვრთნების დროს, როგორც უკრაინელი ახალწვეულები, ასევე სპეციალიზებული პერსონალი ევროკავშირის ტერიტორიაზე, მომდევნო ორი წლის განმავლობაში გაივლის სწავლებას. ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის იდეით პირველად, ბლოკის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი გამოვიდა. მისიის ოპერატიული შტაბი ევროპის საგარეო სამოქმედო სამსახურის (EEAS) ფარგლებში, ბრიუსელში განთავსდება და მისია ღია იქნება მესამე სახელმწიფოების მონაწილეობისთვის,-ნათქვამია საბჭოს განცხადებაში. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას 3,1 მილიარდ ევრომდე გაზრდის. ევროკავშირი უკრაინას, სამხედრო დახმარებისთვის დამატებით €500 მილიონს გამოუყოფს „რუსეთის ბოლო, განურჩეველი თავდასხმები არ შეარყევს ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, ეს მხოლოდ გააძლიერებს მას“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები მზად არიან, უკრაინული ძალებისთვის ევროკავშირის საწვრთნელი მისიის შექმნას გზა გაუხსნან სამხედრო დახმარების მისიის მიზანია, „წვლილი შევიტანოთ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში, რათა უკრაინას მიეცეს საშუალება, დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - იტყობინება ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი 6 ოქტომბერს დაამტკიცა.  

ლევან დავითაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი პოზიტიურად შეფასდება

დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ძალიან პოზიტიურად შეფასდება და ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩეხეთის ქალაქ პრაღაში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. ვიცე-პრემიერმა ბიზნეს ფორუმზე აღინიშნა, რომ საქართველომ უკვე შეასრულა ბევრი ვალდებულება ევროინტეგრაციის მხრივ ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში.  „მსგავსი ნაბიჯები ჩვენ გვაახლოებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ძალიან პოზიტიურად შეფასდება და ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს. მიმდინარე წელს საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცესთან მიერთებასა და ევრო გადახდების ერთიან სისტემაში ინტეგრაციაზე.,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, 23 ივნისს ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტზე მიიღო. ევროკავშირის წევრის სახელმწიფოების ლიდერთა გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭათ, ხოლო საქართველოს აქვს ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად.  

თენგიზ ფხალაძე: ევროკავშირმა, აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდაში, ფინანსური წვლილი უნდა შეიტანოს

ევროკავშირი, აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ პარტნიორობას მნიშვნელოვნად აფასებს. ამის შესახებ Trend-ს საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსმა არარეზიდენტმა თენგიზ ფხალაძემ განუცხადა. აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს „დაახლოებით 5 ან თუნდაც 10 წლის წინ გაკეთდა შეფასება, რომ აზერბაიჯანს აქვს ყველა შესაძლებლობა მეტი გაზის მიწოდებისთვის და რომ ევროპამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ენერგეტიკულ პარტნიორობას ამ ქვეყანასთან. ასევე ყურადღება გამოიჩინოს კასპიის რეგიონთან მიმართებით, მის გაზის პოტენციალთან და ეს ყველაფერი ერთად განავითაროს. სამწუხაროდ, ევროპამ გარკვეულწილად უგულებელყო ეს შესაძლებლობები და სხვა პროექტებს მიენიჭა პრიორიტეტი. დღეს, ვფიქრობ, ევროპაში ყველა ნანობს ამას. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს," - აცხადებს ფხალაძე.  წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს მისივე თქმით, დღეს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა არა მხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერას იღებს, არამედ პრაქტიკულ ბიზნეს-ინიციატივებშიც აისახება. „მაგრამ არ მგონია, რომ მთელი პასუხისმგებლობა ერთ მხარეს დაეკისროს. დიახ, აზერბაიჯანს აქვს ყველა შესაძლებლობა, მაგრამ მას ასევე სჭირდება იგივე სანდო პარტნიორები ევროკავშირის ქვეყნებიდან. ამაში ყველაზე დიდი ფინანსური წვლილი ევროკავშირმა უნდა შეიტანოს“, - აღნიშნა ფხალაძემ. თუმცა, როგორც ექსპერტი აცხადებს, აზერბაიჯანული გაზის მიმართ ინტერესი ქვეყნების მიხედვით არ უნდა დაიყოს. რაც შეეხება საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორის (IGB) გაშვებას, ფხალაძემ აღნიშნა, რომ დღეს ეს მნიშვნელოვანი პროექტია ევროპისთვის, რადგან რეგიონი რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირების გამო სირთულეებს განიცდის. „ეს არის შესანიშნავი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის და ინვესტორებისთვის, რომ მიჰყვნენ, გამოიყენონ და ასევე იფიქრონ, როგორ გააფართოონ ეს შესაძლებლობა. აზერბაიჯანს რა თქმა უნდა, აქვს შესაძლებლობები, მაგრამ როგორც ვთქვი, მთელი ფინანსური ტვირთი მხოლოდ ერთ ქვეყანას არ უნდა დააწვეს. უკვე არის ინტერესი და დროთა განმავლობაში აქტიურ ბიზნეს-ინიციატივებად გარდაიქმნება“, - განაცხადა ფხალაძემ. ECIPE-ის უფროსმა მკვლევარმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პოტენციალი ელექტროენერგიის ექსპორტში, მათ შორის განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული ენერგიის ექსპორტში, უზარმაზარია და რეალურად ეს პროექტი შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაიწყოს. „ყველაფერი შესაძლებელია, თუ ევროკავშირი გააფართოვებს კავშირების ქსელს. ეს ნიშნავს კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაფართოებას, აქ იგულისხმება ელექტროენერგიის მიწოდება. ევროკავშირმა უნდა წაახალისოს ახალი პროცესები და ინიციატივები კავშირისთვის. ეს უკვე განვითარებულია ევროკავშირიის მიერ საქართველოში და შემდეგ აზერბაიჯანში. დღეს ახალი ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებაა საჭირო“, - განაცხადა ფხალაძემ. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.  

ევროკავშირმა, ირანის უსაფრთხოებისა და მორალის პოლიციის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა, 11 პირსა და ოთხ ირანულ ორგანიზაციას, ბოლო საპროტესტო აქციების დროს ძალის გამოყენების გამო სანქციები დაუწესა, ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულ დოკუმენტში. ოლექსი რეზნიკოვი: რუსეთი და ირანი ტერორის გასავრცელებლად გაერთიანდნენ სიაში მოხვდნენ ე.წ. მორალის პოლიციის მაღალჩინოსნები, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო ფრთა „ბასიჯი“ და ეროვნული პოლიციის დანაყოფი. ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ირანის უსაფრთხოებისა და მორალის პოლიციას ბრალად ედება სექსუალური ძალადობა, უკანონო დაკავება და ქალების წამება. ირანში საპროტესტო აქციები სექტემბრის ბოლოს დაიწყო. აქციები პროვოცირება მაჰსა ამინის სიკვდილმა გამოიწვია, რომელიც  მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა. ახლობლების თქმით, გოგო დაკავებისას სცემეს, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. ირანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მაჰსა ამინი ავად იყო. მანამდე